შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი 5თავი


9-09-2017, 00:23
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 794

განაჩენი 5თავი

სახლში გვიან დავბრუნდი კარი ნახევრად შეხსნილი დამხვდა, გამიკვირდა რადგან მართა ჯერ არ დაბრუნდებოდა. ფრთხილად შევედი მისაღებში და სინათლე ავანთე, უეცრად ვიკივლე როდესაც სავარძელში მოკალათებული მათე დავინახე. გულზე ხელი მივიდე და ბარბაცით მივუახლოვდი სავარძელს.
- აქ რას აკეთებ? ვეკითხები შეშინებული.
- შენს სანახავად მოვედი. ღიმილით მეუბნება ის.
- რა გინდა მათე?
- დაჯექი. მკაცრად მეუბნება ის და მეც ვჯდები.
- მადლობა რომ ჩემს სახლში მითითებ რა გავაკეთო. ზიზღით ვეუბნები მე და ჩანთას იქვე ვდებ.
- ვისთან ერთად ისვენებდი ბათუმში? მკაცრი ხმით ამბობს და ჯიბიდან კონვერტს იღებს.
- რა შენი საქმეა.
- ნატალი ვისთან ერთად ისვენებდი მეთქი? ყვირილზე გადავიდა ის.
- მართასთან ერთად. შეშინებული ვამბობ მე.
- მართასთან არა? აბა ვინ არის ეს ბიჭი? კონვერტიდან ფოტოებს იღებს სადაც მე მართა და დანიელი ვართ.
- მათე შენ არანაირი უფლება გაქვს გააკონტროლო ჩემი ცხოვრება. სადაც მინდა, როცა მინდა და ვისთანაც მინდა იმასთან ერთად დავისვენებ და შენ არგაქვს უფლება მაკონტროლი. მშვიდი ხმით ვამბობ მე.
- ეხლა კარგად მომისმინე. ფეხზე დგება და წამში ჩემ გვერდით ჩნდება. - შენ ხარ ჩემი საკუთრება და არანაირი უფლება გაქვს სხვისკენ გაიხედი. თვალებში მაშტერდება და ისე მეუბნება.
- შენ თვითონ მითხარი რომ ჩემი ცხოვრებისთვის მიმეხედა. ვამბობ დაბნეული და თვალს ვარიდებ.
- მე არ მიგულისხმია რომ კაცები გაიჩინო. ხმას უწევს ის.
- გეყოს გესმის, გეყოს იკმარე ის რაც გამიკეთე. შენ მე ცხოვრება დამინგრიე, შვილს დამაშორე შენს გამო ციხეში მოვხვდი, ყველაფერი თავზე დამენგრა როცა შენ, შენს  ცოლთან ერთად ჟი**ობდი. ამის შემდეგ მოდიხარ და ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფ, შენ აღარ ხარ ჩემი ქმარი და არანაირი უფლება გაქვს მე მაკონტროლო. ვყვირი წყობიდან გამოსული და ფეხზე ვდგები.
- სანამ მე ცოცხალი ვარ შენს გვერდით ვერცერთი მამაკაცი ვერ გაივლის. არც ის მაკლებს და ყვირის.
- ჰოდა მოკვდი გესმის შენ ჩემთვის დიდი ხანია მკვდარი ხარ.
- ინანებ ამ სიტყვებს ნატალი. ორაზროვნად მეუბნება ის და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის. მისი წასვლის შემდეგ ჩვეულებრივად შევედი აბაზანაში შხაპი მივიღე და ოთახში დავბრუნდი. არ ვაპირებდი მის გამო ტირილს ცრემლების ღვრას, ისიც ეყოფა რაც მის გამო გადავიტანე. ყავა გავიკეთე და  ანნას საქმის დეტალებს ჩავხედე, არანაირი ხელჩასაჭიდი არ მაქვს, რადგან საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხვალ ისევ გავივლი განყოფილებაში. საბუთებს გვერდით ვდებ და საწოლზე ვემხობი.
დილით ადრიანად გამეღვიძა, სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე და უკვე გამოწყობილი სამზარეულოში შევედი ყავის დასალევათ. დღეს ჩემი დაბადებისდღეა არასოდეს არ მიყვარდა ეს დღე, ამიტომ არასოდეს არ ავღნიშნავდი თუმცა საჩუქრები ყოველთვის ბევრი მომდიოდა. ყავის ფინჯნით ხელში აივანზე გავედი ერთიანად ჩავისუნთქე დილის ჰაერი, ფიქრებში გართულს მესმის ჩემი ძმის ყვირისის ხმა და მეც ქვემოთკენ ვიხედები სადაც მოჩხუბარ გუკას ვხედავ, ყავის ფინჯანი ხელიდან მივარდება და გიჟივით გავრბივარ გარეთ.
- გუკა რა ჯანდაბას აკეთებ გაუშვი. ვცდილობ როგორმე შევაჩერო ჩემი ძმა რომელიც ჩემს მეზობელს ეჩხუბება.
- მოგკლავ შე ნა**ზარო გესმის, დედას მო***ყნავ. გამწარებული ყვირის ჩემი ძმა.
- გუკა შეეშვი რას აკეთებ?
- ნატალი მომშორდი. ყვირის ის და იმ ბიჭს მუშტს ურტყამს.
- წადი შენს მკვლელ დას მიხედე. მესმის ბიჭის ამაზრზენი ხმა რაზეც გუკა უფრო მწარდება და გამეტებით ურტყამს, უშედეგოდ ვცდილობდი მათ გაშველებას. დავინახე როგორ ამოიღო ბიჭმა დანა და გუკასკენ აპირებდა მოქნევას შუაში მე ჩავდექი, საბოლოოდ დანა მე მომხვდა მუცლის არეში. ბოლოს მხოლოდ სისხლი და თავის დარტყმა მახსოვს. გონს საავადმყოფოში მოვედი  თავზე კი ჩემი ძმა მედგა, თვალი როგორც კი გავახილე ეგრევე კითხვები დამაყარა.
- ნატალი კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა? თავს როგორ გრძნობ?
- ამოისუნთქე. რა ჯანდაბა მოხდა იქ? რა გინდოდა იმ ბიჭთან? მის კითხვებს ყურადღებას არ ვაქცევ და მანჭვით ვეუბნები რადგან ჭრილობა საკმაოდ ამტკივდა.
- ისეთი არაფერი. თავდახრილი ამბობს გუკა.
- ისეთი არფერი ხო? აბა მე მკოთხე ვინ წევს ეზლა საავადმყოფოს პალატაში? გუკა რა ჯანდაბა მოხდა გამაგებიე? ვამბობ გაბრაზებული და თვალებში ვაჩერდები.
- უბრალოდ რაღაც ისეთი მითხრა და თავი ვერ შევიკავე.
- შეიძლება? საუბარს კარში მდგომი დეტექტივი გვაწყვეტინებს.
- მობრძანდით. შიგნით ეპატიჟება გუკა.
- გამოჯანმრთელებას გისურვებთ ქალბატონო ადვოკატო. ირონიით მეუბნება დანიელი.
-გმადლობთ. მშრალად ვამბობ მე.
- თავს როგორ გრძნობთ?
- უკეთესადაც ვყოფილვარ. რამ შეგაწუხათ?  ინტერესით ვეკითხები დეტექტივს.
- რამოდენიმე კითხვის დასმა გვინდა საქმესთან დაკავშირებით. ჰო მართლა გაიცანით ეს ჩემი მეწყვილეა ეკა თაბაგარი. მის გვერდით მდგომ საკმაოდ ლამაზ გოგოზე მითითებს.
- სასიამოვნოა.
-  რატომ მოხდა შელაპარაკება? ეხლა მეორე დეტექტივი მეუბნება.
- არ ვიცი. მშრალად ვამბობ მე.
- როგორ თუ არიცით? აბა რატომ დაგჭრეს? ისე ის გოგო მეკითხება.
- არ ვიცი მეთქი, დავინახე როგორ ჩხუბობდა ჩემი ძმა და ქვემოთ ჩავედი. გაშველება მინდოდა მაგრამ იმ ბიჭმა დანა ამოიღო და ჩემს ძმას გადავეფარე მეტი არაფერი მახსოვს. გაბრაზებული ვამბობ მე და თავს გვერდით ვატრიალებ.
- გასაგებია. თქვენც დაგისვამთ რამოდენიმე კითხვას. პალატას გუკა და ის გოგო ერთად ტოვებენ ჩემთან კი დანიელი რჩება.
- დასვენება მჭირდება შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ. თავს არ ვატრიალებ ისე ვამბობ მე.
- გაწუხებ? მისთვის არ შემიხედია მაგრამ მივხვდი როგორ ჩატეხა ტუჩის კითხე და გაეღიმა.
- არ მიყვარს ჰაერს უცხოებთან ერთად რომ ვიყოთ. კატეგორიული მაქვს ტონი.
- დაკითხვის ოთახში ხომ იყოფდი ჩემთან ერთად ჰაერს? ორაზროვნად მეუბნება ის.
- მაგ დროს სხვა გზა არ მქონდა.ირონიულად ვამბობ მე და მხოლოდ ეხლა ვტრიალდები მისკენ.
- გასაგებია.  კარგი მაშ აღარ მოგაცდენ. პალატას ტოვებს ის ისე რომ არაფერს ვეუბნები. შემდეგ ჩემები შემოვიდნენ დაბადებისდღე მომილოცეს საჩუქრები სახლში დავტოვეთო გვიანი იყო მათ რომ დავემშვიდობე. ექთანმა გამაყუჩებელი გამიკეთა და გადავეშვი მორფეოზის სამყაროში. გვიან ვიღაცის დაჭინებული მზერა მაღვიძებს, თვალები ძვლივს დავაშორე ერთმანეთს. სიბნელე იყო თუმცა კარგად ვამჩნევდი მათეს კუპრივით შავ თვალებს.
- აქ რას აკეთებ? საწოლზე წამოვჯექი და ისე ვეუბნები.
- მიმდოდა გამეგო როგორ ხარ?
- კარგად ვარ შეგიძლია ეხლა წახვიდე. ხელს გასასვლელისკენ ვიშვერ მე.
- გავიგე დღეს ის ბიჭი ისევ ნახე. ხმა უმკაცრდება მას.
- იმ ბიჭს დანიელი ქვია და ჯერ ერთიც ჩემს სანახავად კი არ მოსულა. დეტექტივია და თავის საქმეს ასრულებდა, ჩვენება ჩამომართვა.
- რა თბილად მოიხსენიებ მის სახელს. იგივე ტონით მეუბნება ის.
- რა გინდა მათე? წადი შენს ცოლს მიხედე ვინმემ არ შეაშინოს. ცინიკურად ვამბობ მე.
- შენ რა ეჭვიანობ? სიცილ ნარევი ხმით მეუბნება.
- ეგღა მაკლია შენზე და შენნაირებზე ვიეჭვიანო.
- შენი საყვარელი გვირილები მოგიტანე. მანიშნებს საწოლის ტუმბოზე დადებულ ლარნაკზე. მთვარის შუქზე კარგად მოჩანდა გვირილები ლარნაკი ხელში ავიღე და პირდაპირ მისკენ გავაქანე.
- აი შენი საჩუქარი. ყვირილოთ ვამბობ მე და გადასხმას ხელიდან ვიგლეჯ, რაც ხელში მომყვა ყველაფერს ვესვრი თუმცა ის ასგილიდან არ იძვრის.
- წაეთრიე აქედან, გესმის აღარ დაგინახო ჩემს სიახლოვეს. ფეხზე დგება და სიტყვას არ ამბობს ისე ტოვებს პალატას. მისი წასვლის შემდეგ საწოლიდან წამოვდექი იქვე დადებული ჩემი ტანსაცმელი ავიღე და გადავიცვი. ბარბაცით გავედი დერეფანში და შემდეგ საავადმყოფო დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ეხლა მხოლოდ მარტო დარჩენა მინდოდა, ამიტომ ჩემმს საყვარელ ადგილას წავედი საიდანაც ხელისგულივით ჩანს მთელი თბილისი. იქ მისული ჩემი ადგილისკენ ავიღე გეზი და მწვანე მინდორზე გავწექი. თავში ყველაცერი ერათად ამერია, ვერ გამიგია რა უნდა მათეს? მას ხომ ოჯახი ჰყავს, რატომ აკონტროლებს ჩემს ცზოვრებას? რა უნდა საერთოდ ჩემგან? მან ხომ უარი თქვა ჩემთან ერთად ყოფნაზე. ფიქრებიდან ვიღაცის მოახლოვებამ გამომიყვანა, მალევე გვერსით დანიელი მომინჯდა.
- გიყვარს ეს ადგილი? ჩემკენ არ იხედება ისე მეუბნება.
- კი ძალიან. ხედს გავხედე და ისე ვამბობ.
- მეც. ბავშვობაში სულ აქ მოვდიოდი, რაც დედა გარდამეცვალა მის მერე მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად. ნაღვლიანად ამბობს ის.
- ვწუხვარ დედაშენის გამო.
- მადლობა. მიღიმის და ჩემკენ იხედება.
- და შენ როდის შეგიყვარდა ეს ადგილი? ინტერესით მაჩერდება თვალებში.
- მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი, პირველად ამ ადგილი ჩემმა ყოფილმა ქმარმა მომიყვანა, მის მერე ხშირად მოვდიოდი აქ. მარტოც ბევრჯერ მოვსულვარ, მხოლოდ აქ შემიძლია ვიფიქრო ნორმალურად. ბოლო რვაწელია აქ ფეხი არ დამიდგამს. არვიცი რატომ მაგრამ მომინდა გულწრფელი ვყოფილიყავი მასთან.
- გასაგებია, ანუ ეს ადგილი ბედნოერ დღეებს გახსენებს?
- არამარტო ბედნიერს, შეუძლებელია ყკველთვის ბესნიერი იყვეს ადამიანი. დანანებით ვამბობ მე.
- დღეს ვერ მოვახერხე დაბადებისდღე მომელოცა, იქედან ისე გამომაბუმძულე მოგვიანებით გილოცავ. სიცით მეუბნება ის და ყუთს მაწვდის.
- ეს ჩემგან.
- მადლობა და ბოდიში დღევანდელისთვის. ყუთს ვართმევ და ვხსნი, სადაც მაჯის ლამაზი შავი საათი დევს.
- მადლობა ძალიან ლამაზია. აღფრთოვანებული ვამბობ მე.
- დავაკვირდი რომ საათები ძალიან გიყვარს, ამიტომ ბევრი არ მითიქრია. თბილად მიღიმის.
- ძალიან დაკვირვებული ყოფილხარ. ნაგლურად ვამბობ და საათს ხელზე ვიკეთებ.
- ვისაც საჭიროა იმას ვაკვირდები მხოლოდ. ორაზროვნად მეუბნება ის.
- ანნას საქმეზე რა ხდება? მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევ და თემა გადამაქვს.
- ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი გვაქვს, მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილია და ისიც ანნა.
- და რატომ არის ანა ეჭვმიტანილი? სავალდებულო არ არის პირველივე შემხვედრძე გაიწმიმდოთ ხელები. ბრაზით ვამბობ მე.
- რატომ ხარ მის უდანაშაულობაში ესე დარწმუნებული? კითხვისნიშნა თვალებით მიყურებს ის.
- შენ ვერცკჯ წაემოიდგენ რა რთულოა როდესაც ბრალს საყვარელი ადამიანის მკვლელობაში გდებენ, იცი რა ძნელია როდესაც უდანაშაულო ხარ და შენი არავის ჯერა? იცი რა ძნელია როდესაც ყვირი მავრამ შენი არავის ესმის? მე ეს გამომიცდია და არ დავუშვებ ანამაც იგივე გამოცადოს. აწი შენ გადაწყვიტე რატომ მჯერა მე მისი. ჩამქრალი ხმით ვამბობ მე და ფეხზე ვდგები.
- მაპატიე არ მინდოდა. ისიც წამოდგა და ჩემს პირდაპირ დგას.
- არაუშავს. მე უნდა წავიდე უკვე გვინია, მადლობა საჩუქრისთვის. ლოყაზე ვკოცნი და იქაურობას ვეცლები.
- შეხვედრამდე ქალბატონო ადვოკატო. მესმის ზურგს უკან მისი ხმა თუმცა არ ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ. რა პატარა ბავშვივით იქცევი ნატალი, 34 წლის ქალი ხარ რას ცქმუტავ. ამომძახა ჩემმა ეგომ.
ხომ შეიხლება ასაკს ხაზი არ გაუსვა. გაბრაზებული ვამბობ მე და ტაქს ვაჩერებ.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა, თან მზეა თან ქარი ვერ გაიგებ დარია თუ ავდარი.
 ანას საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა, ქალი რომლის ანაბეჭდებიც დარდაცვლილის სახლში აღმოჩნდა. მოედ ბევრიბრომ არ გავაგრძელო ანას უდანაშაულობა დავამტკიცე, სასამართლომ ის ქალი დამნაშავედ სცნო და საკმარისი სასჯელიც მიუსაჯეს.
მე კი დავუბრუნდი ჩემს საქმეს, ყოველ დღე მხვდებოდა ჩემს კაბინეტში გვირილების ახალი თაიგული, მე კი როგორც ყოველთვის აივნიდან ვისვრიდი. ერთ დღესაც კაბინეტში შევდივარ და მთელი ოთახი გვირილებით დამხვდა მორთული, ნერვები ისე მომეშალა ერთი ხელის მოსმით გადავყარე ყველაფერი აივნიდან, ყვავილებს თავი დაანებე ჩემი საბუთებიც მივაყოლე ჩემი მდივანი კი ჰაერში დაზდევდა ფურცლებს. იმ დღის შემდეგ არცერთი თაიგული აღარ მოსულა ჩემამდე, როგორც გავიგე თამთა( მდივანი) დილით ადრე მოდიოდა ხოლმე თაიგულს აიღებდა და ყრიდა, ალბათ ეშინიდა კიდევ საბუთები არ გადამეყარა.
 დღეა სექტემბრის თხუთმეტია  დილიათ ადრიანად წამოვაგდე მართა საწოლიდან, რადგან სკოლაში არ დაგვიანებოდა.  ვასაუზმე და სკოლაში წავიყვანე, ბედნიერი დამემშვიდობა და კართან მდგომი ბიჭისკენ გაიქცა. თქმა არ მჭირდებოდა მივხვდი ვინც იყო, ცალთვალ მოჭუტული შევათვალიერე ჩემი "სასიძო" და მანქანა დავძარი. გზაში ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენდი rihanna- pon de Replay ამ სიმღერას სულ კარგ ხასიათზე მოვყავარ. შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული როდესაც უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, გამწარებული გადმოვედი მანქანიდან მაინტერესებდა რომელმა დებილმა ვერ დაინახა გაჩერებული მანქანა. ყვირილს ვაპირებდი როდესაც ჩემს წინ ღიმილიანი დამიანე დავინახე, სულ დამავიწყდა რა უნდა მეთქვა მის ღიმილზე მეც გამეღიმა და ვიდექით ესე დებილებივით შუა გზაზე. გონს სიგნალების ხმას მოვყავარ და მეც მახსენდება ყველაფერი.
- ბრმა ხარ თუ როგორ ვერ დაინახე გაჩერებული მანქანა. ვყვირი გაკაპასებული.
- ვერ დავინახე და ჰე მომკალო ეხლა. სიცილით მეუბნება ის.
- იდიოტი ხარ. ზურგს ვაქცევ და მანქანაში ვჯდები.
- მადლობა ქალბატონო ადვოკატო. მესმის მისი ხმა და მთელი სიჩქარით ვწყდები ადგილს.




ვიცი ძალიან უაზრობა გამომივიდა არ ვიცი რა დავწერე, ისიც ვიცი რომ ბევრი შეცდომაა გადახედვა ვერ მოვახერხე ბოდიში. ძალიან დეპრესიული სექტემბერი მაქვს და ვერ ვწერ:დ ასევე ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს და რაღაცეები ვიბოდიალე ნუ ჯამში რაღაც გამოვიდა. ველოდები თქვენს დადებით და უარყოფით შეფასებებსскачать dle 11.3




№1 სტუმარი Nini

Momwons gaagrdzelee :-) koveldge dadee

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Nini
Momwons gaagrdzelee :-) koveldge dadee

დღეს სხვა ისტორია უნდა დავდვა მალე ვამთავრებ იმას და შემდეგ ყოველდღე დავდებ ❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

ჰაჰ, როგორ არ მიყვარს მესაკუთრეობა. შურს არაუშავს, ეჭვიანობა გასაგებია, ბოროტება დამარცხებადია, მაგრამ ოო, მესაკუთრეები!!! ერთი სიტყვით მათემ მაგრად მომიშალა ნერვები. კი მაგრამ რა უნდა?! არ ეყო შვილი რო წაართვა, რვა წელი ციხეში გაატარებინა, ტკივილი მიაყენა.... არ ეყო? (შაბეჭდილების ქვეშ ვარ და ამიტო ვარ აგრესიული (თან მშია)) მოკლედ... ველოდები ახალ თავს!
პ.ს. ანაზე ცოტა ვრცლად დაგეწერა კაი იქნებოდა

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ჰაჰ, როგორ არ მიყვარს მესაკუთრეობა. შურს არაუშავს, ეჭვიანობა გასაგებია, ბოროტება დამარცხებადია, მაგრამ ოო, მესაკუთრეები!!! ერთი სიტყვით მათემ მაგრად მომიშალა ნერვები. კი მაგრამ რა უნდა?! არ ეყო შვილი რო წაართვა, რვა წელი ციხეში გაატარებინა, ტკივილი მიაყენა.... არ ეყო? (შაბეჭდილების ქვეშ ვარ და ამიტო ვარ აგრესიული (თან მშია)) მოკლედ... ველოდები ახალ თავს!
პ.ს. ანაზე ცოტა ვრცლად დაგეწერა კაი იქნებოდა

მეც საშინელ ხასიათზე ვარ ხოლმე მშიერი დღეს ავტვირთავ ახალ თავს (ეს თვე ჩემი ჰოროსკოპისთვის ძალიან რთულოა და შესაბამისად მეც რთული ვარ ეხლა ამიტომ ვერ ვწერ ისე კარგად როგორც უნდა ბოდიში ამისთვის) რაც შეეხება მათეს მართლაც რომ არაა მისი საქციელო სწორი მაგრამ ვნახოთ რა იქნრბა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent