შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მერვე


9-09-2017, 02:23
ავტორი -venus-
ნანახია 1 577

წართმეული სისპეტაკე თავი მერვე

მშვიდად ეძინა ქალს, ღრმად სუნთქავდა. თიკას ძილი არც ეკარებოდა, მრგვალ ხის მაგიდასთან იჯდა და ფურცლის კუთხეებზე გაურკვეველ ფიგურებს ჯღაპნიდა... საათი, ღამის ოთხს უჩვენებდა... მუცელი ატკივდა რაღაცნაირად, თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩაწყვიტაო, მაგრამ იფიქრა ნერვიულობის ბრალია და ყურადღება არ მიუქცევია...
სიბნელე იყო, პატარა ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა და მჯდომარე თიკას ჩრდილს, კედელზე ხატავდა... ხმას არ იღებდა... არ უნდოდა ვინმე გაეღვიძებინა. ხვალ ლექციებზე იყო წასასვლელი მაგრამ მის ნაცვლად სხვა რამეზე ფიქრობდა...
„ნოე თოკოს ძმაა...“ მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში... ნოეს სიტყვები ახსენდებოდა, მისი უცნაური მზერაც არ ასვენებდა...
ტელეფონი აიღო და მესიჯი დაწერა.
- „ სიმართლე ცოტა მერე რომ გეთქვა, ყველაფერს გააფუჭებდი. მადლობა რომ ახლა აღიარე, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, როცა არ უნდა დამჭირდე...
ძილინების...“
პასუხს არც მოელოდა, მაგრამ რამოდენიმე წამში ტელეფონმა გაანათა და მესიჯის მოსვლა ამცნობა...
- „ ვფიქრობ რომ სწორად მოვიქეცი, მეც თუ შეგძულდი გაგიგებ, უბრალოდ არ ღირს, შენც უნდა ხვდებოდე ამ ყველაფერს, შუაში ბავშვი მოექცევა, დაზარალებულიც მხოლოდ ის იქნება, ამიტომ კარგად აწონ-დაწონე და ისე გადაწყვიტე რას იზავ... ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში და ნუ გექნება იმის შიში, იმ შემთხვევაში თუ თოკოს დანახვას მომავალშიც არ მოისურვებ, მე მას არაფერს ვეტყვი, არც შენზე და არც ბავშვზე, თუ რათქმაუნდა მე და შენ გაგვიგრძელდება მეგობრობა... ძილინებისა“
თიკას აღარაფერი უპასუხია, უბრალოდ გაეღიმა და ტელეფონი გვერდზე დაიდო...
საფიქრებლად მთელი ღამე ქონდა წინ, მაგრამ ტკივილი არ ყუჩდებოდა... საპირფარეშოში შევიდა შესამოწმებლად, მაგრამ დენა არ ქონდა. დამშვიდდა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და საკუთარ თავს დააკვირდა...
ნერვიულობისაგან ჩასცვენოდა თვალები, დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, გაფითრებული ტუჩები ამშვენებდა ლამაზ ნაკვთებს, თუმცა ისეთივე ლამაზი აღარ იყო როგორც უწინ...
დაწოლა გადაწყვიტა თიკამ... დედას გვერდზე მიუწვა და ზურგი აქცია... თავქვეშ ხელი შემოიდო და დაძინება სცადა...
არ იცოდა რომელი საათი იქნებოდა, მზის სხივები სახეზე ელამუნებოდა და შემაწუხებლად უჭრიდა თვალებს... სახე მოჭმუხნა და თვალები მოისრისა თიკამ. თავი რომ წამოწიოა და ირგვლივ მიმოიხედა, ჯერ კიდევ ყველას ეძინა. თავი უსკდებოდა, აშკარა იყო რომ ძილი არეყო, მაგრამ ახლა რომც მოეკლათ ვერ დაიძინებდა, უჭირდა ძილის შებრუნება... ზანტად წამოდგა, სკამზე მიკიდული ხალათი შემოიცვა და აბაზანაში გავიდა. დილის პროცედურების ჩატარების შემდგომ სამზარეულოში გასვლისას სკამს წამოკრა ფეხი და ის უკანასკნელიც მოწყვეტით გადავარდა მოპირკეთებულ იატაკზე...
ხმაურმა მარიამიც და ტატიანაც გააღვიძა, ქალი შეშინებული წამოხტა...
- თიკა, დედი, ხო კარგდ ხარ? რა მოხდა..
- აუ დეე, არაფერია ფეხი წამოვკარი... ამასობაში მარიამიც მივიდა სამზარეულოში. - ბოდიშით რაა, არ მინდოდა თქვენი გაღვიძება..
- არაუშავს კაცო, მაინც უნდა გამეღვიძა, გაუღიმა მარიამმა. - აუ ყავას ხო გააკეთებ? შეეხვეწა მარიამი.
- ჰო, დეე შენც დალევ ხო?
- კი დე, შენ ხო არ სვავ ყავას? არ შეიძლება იცოდე... საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და ორი წლის ბავშვივით, რომელსაც რაღაცას უშლიან, ისე დაუქნია...
- ვიცი ვიცი... გაეცინა თიკას. - მე ჩაის ვსვავ..
- ძალიან კარგი. ქალმა გაუღიმა და სახეზე ხელი დაუსვა... -როგორ მომნატრებიხარ... ძალიან განვიცდი ყველაფერს, არ უნდა გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე, მალხაზი კაცია, მისი რეაქცია სავსებით ნორმალური იყო, მაგრამ მაგასაც ზედმეტი მოუვიდა, ეს უკვე მისი ხასიათის ბრალია..
თიკამ თვალები აატრიალა..
- არა, განა ვამართლებ, უბრალოდ გელაპარაკები... იმედია როდესმე მაპატიებ...
- არ ღირს დედა ამაზე ლაპარაკი, შენც კარგად იცი რომ, ისეთ სიტუაციაში დამტოვე, ეს კარგა ხანს არ დამავიწყდება...
მარიამმა სიტუაციიდან გამომდინარე, ზედმეტად იგრძნო თავი და სამზარეულოდან გავიდა რათა დედა-შვილს თავისუფლად შესძლებოდა საუბარი...
- მართალი ხარ! მომიყევი, ყველაფერი მომიყევი...
თიკას ძალიან გაუჭირდა, ამ ყველაფრის „ისევ“ განმეორება. გულში იმასაც კი ივლებდა, რომ შესაძლოა დედას არ დაეჯერებინა ანას და გიორგის ხელი რომ ერია ამ საქმეში, თმცა დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა... დაწვრილებით მოუყვა იმ დგევანდელი, თითქოს ისევ იმ მომენტში იყო გადავარდნილი, თუმცა ერთადერთი განსხვავება ის იყო რომ, რეაქცია არ ქონდა, არანაირი მწუხარება და დარდი აღარ ეხატებოდა სახეზე, მიჩვეული იყო, ყველა ტკივილს, განცდასა და დარდს მიეჩვია ამ მოკლე დროის განმავლობაში... ნათქვამია „ დრო ყველაფერს კურნავსო“ მე ამას არ მივემხრობი, დრო არ კურნავს, არამედ გვაჩვევს ტკივილთან ერთად ცხოვრებას...
ქალი შოკში იყო, მოსმენილის დაჯერება უჭირდა, ათასმა ფერმა გაუელვა სახეზე, ცრემლებიც კი გადმოუვარდა, მაგრამ სათქმელი არაფერი იყო... ვერაფერს შეცვლიდა... სიბრაზე გულზე მოაწვა, თვალები აუკაფკაფდა ალისფერად, არ იცოდა ეს ბოღმა ვისზე ან რაზე გადმოენთხია. როგორია გაიგო შვილებმა რომ მესამე, ყველაზე პატარა, სუფთა და წმინდა გააუბედურეს... ჭკუიდან ლამის შეიშალა ტატიანა, ხელები აუკანკალდა, ფერი დაკარგა სახეზე...
- დეე, დედაა! კარგად ხარრ? ხელი სახეზე დაუსვა, შუბლი დაცვარული ქონდა...
- კარგად ვარ, კარგად... დამამშვიდებელი თუ გაქვს დამანევინე, ვინერვიულე უბრალოდ..
- აუ რა სულელი ვარ, არ უნდა მეთქვა არაფერი რა! სახე დამანჭა თიკამ და ვალერიანის მოსატანად ოთახში გავარდა... ტუმბოს უჯრიდან, სადაც წამლები ელაგა, ვალერიანი მოიძია და 2 კაკალი გაუტანა დედას...
- აი, დალიე და წამოწექი მაშინ...
- დაუჯერებელია ეს ყველაფერი. თიკას ნათქვამისთვის არც მოუსმენია ისე დაიწყო ლაპარაკი, თვალები ერთ წერტილზე ქონდა კონცენტრირებული და მთელი მისი საუბრის განმავლობაში ფოკუზი არც შერხეულა...
- უბრალოდ წარმოუდგენელი, ტყუილად მიწვალია, ტყუილად მიშრომია, ტყუილად დამიდგია წელზე ფეხები, რომ არაფერი მოკლებოდათ, ყველაფერი ქონოდათ, კარგი ეჭამათ, ესვათ,ჩაეცვათ... ტყუილად იყო ეს ყველაფერი, ისინი ჩემთვის აღარ არიან... ეს რა გაგიკეთეს დედიკო... ცრემლები წამოუვიდა ტატიანას... თიკა გულში ჩაიკრა და გულამოსკვნილმა დაიწყო ტირილი... თიკა ჩუმად იჯდა და ქალს თმაზე ეფერებოდა...
- გაივლის დედა! ყველაფერი გაივლის... ნუ ამბობ მასე, ისინი შენი შვილები არიან, კარგები თუ ცუდები, შვილები არიან, ისევე როგორც მე... დიდი ქალივით საუბრობდა თიკა და თმაზე ფერებას აგრძელებდა, ტატიანა კი ისევ სლუკუნებდა შვილის კალთაში...

რამოდენიმე წუთის შემდეგ, ჩაიდანმა დაიწყო, მხოლოდ მაშინღა მოეგო გონს თიკა... ტატიანა გასწორდა, მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით და ხელებში სახე ჩარგო... თიკამ ორი ყავა და ერთი ჩაი მოამზადა, ამ დროს მარიამიც შემოვიდა და თავისი კუთვნილი ყავა აიღო...
- არ დაწყნარდა ცოტა? თიკას გადაულაპარაკა.
- რავიცი, არ უნდა მომეყოლა საერთოდ რაა!
- ნუ სულელობ, ქალს ნორმალური რეაქცია აქვს, ეს კი არა უარესს ველოდი, აბა როდემდე უნდა ყოფილიყავი ჩუმად, კარგი რა! მაგარი მიამიტი ხარ, კიდევ იმ ორი ურჩხულის დაცვას რომ ცდილობ, მე შენ ადგილას ვუჩივლებდი და ამოვალპობდი ციხეში მაგ რეგვენებს!!! აიჭრა მარიამი...
- მაგის დროც მოვა, კარგად იცი რომ არც თავი მქონდა მაშინ და არც ნერვები...
- ხოდა მოდი აზრზე, უკვე დროა ყველამ თავისი მიიღოს, მიდი დააწყნარე ახლა, ცოდოა, ამდენი ტირილით ვერაფერს შეცვლის.. უნდა წავიდე მე და ჭკვიანად, ლექციაზე დაგელოდები...
- კარგი მარიამ, დროებით...
მარიამი დაემშვიდობა ტატიანას, სამზარეულო დატოვა, ყავა დალია და რამოდენიმე წუთში სახლიც დატოვა...

- დე, კარგი ახლა გეყოს... მიდი წყალი გადაივლე და თუ გინდა სადმე გავიდეთ, ცოტას გულს გადავაყოლებთ... ისვ გვერდზე მიუჯდა ქალს...
- კარგი, მაგრამ არსად გასვლის თავი არ მაქვს, ვერ ხედავ სახე რას მიგავს? მოდი ჯობს, რამე სამსახურის მოძებნაში დამეხმარო...
- სახეს მოევლება, მაკიაჟს იმხელა ძალა აქვს... გაიცინა და ტატიანას გამხიარულებაც გამოუვიდა...
ცოტახანი ილაპარაკეს დედა-შვილმა, შემდგომ ტატიანა გადასავლებად შევიდა, თიკა ისევ მაგიდას მიუჯდა და ცდილობდა დღევანდელი ლექციისთვის საკითხები ესწავლა, თორმეთ საათზე ქონდა პირველი ლექცია, მაქამდე კი რაიმე უნდა მოესწრო...
სიწყნარე იყო ოთახში, ამ სიწყნარეს მხოლოდ აბაზანიდან გამოსული შხაპის ხმაური არღვევდა... ცოტახანში კი მას ტელეფონის გამყრუებელი ბზუილიც მიემატა...
უცხო ნომერი იყო, თიკა ცოტახანს შეყოვნდა, ყველაფერი იფიქრა, მაგრამ მერე უფრო იმიტომ უპასუხა რომ შეწუხდა ამ ბზუილით...
- გისმენთ... გაკვირვებული სახით უპასუხა ტელეფონს...
- ძალიან გთხოვ არ გამითიშო... გაისმა თოკოს ხმა. თიკამ თვალები აატრიალა და გათშვას აპირებდა როცა თოკომ ისევ გაიმეორა.
- გხვეწები თიკა, მომეცი უფლება დაგელაპარაკო... სადამდე უნდა გაქცეოდა ამ ყველაფერს, ამოისუნთქა და თოკოს უპასუხა.
- გისმენ! მოკლედ, ბევრი დრო არ მაქვს. კონკრეტული იყო თიკა.
- ტელეფონში ძნელია ამ ყველაფერზე საუბარი, თანაც მოკლედ... მოეშვი ბავშვობას და მნახე გთხოვ, ძალიან ცოტახანი, უბრალოდ მინდა გნახო და გელაპარაკო.
- რა აზრი აქვს? ისევ ფულს და სახლს შემომთავაზებ? ნერვები მოეშალა როდესაც თორნიკეს პირველი შეთავაზება გაახსენდა...
- თიკა შემეშალა მაშინ, მაპატიე მასე არ უნდა მეთქვა. ფარხმალს არ ყრიდა თოკო...
- შევეცდები, ვნახოთ თუ გამომივა პატიება... უემოციოდ პასუხობდა მის ყველა ნათქვამს.
- დღეს შვიდზე გამოგივლი, სადმე გავიაროთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მოვაგვაროთ სიტუაცია...
- იცი რა?! ვიცი როგორც უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია... ვიცი რის გაკეთებასაც აპირებ...
- არაფერიც არ იცი, თუ ნებას არ მომცემ დაგელაპარაკო, დაგიახლოვდე და უკეთ გაგიცნო ვერაფერსაც ვერ მიხვდები... ძაან გთხოვ ერთი შანსი მომცე, დღეს შვიდზე შენთან ვარ, დროებით... სიტყვა შუაზე გაუწყდა თიკას როცა მიხვდა რომ თოკომ გაუთიშა. ახლა ამაზე მოეშალა ნერვები.
ამ ბოლო დროს ყველაფერზე ეშლება ნერვები, ალბათ ჰორმონების ბრალია...
ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან, სწავლის სურვილიც დაეკარგა. გული საშინლად ერეოდა. ტატიანა მიუახლოვდა მას პირსახოც შემოხვეული.
- რა გჭირს დე? მხარზე ნაზად დაადო ხელი.
- გული მერევა, კუჭი მეწვის, რავიცი რა მჭირს... სახე მოჭმუხნული ელაპარაკებოდა დედას.
- ეს ტოქსიკოზია, იცის ხოლმე ასე პირველ თვეებში, რამე გაზიანი დალიე და იქნებ მოგიხსნას, ან სტაფილო ჭამე...
- აუ დავიტანჯე რა, აღარ შემიძლია, როდის გამივლის... მომაბეზრებლად აატრიალა თვალები.
- 4-5 თვემდე გექნება, შეიძლება უფრო ადრეც გაგიქრეს... შენ მაგაზე არ ინერვიულო, ბუნებრივობას ვერ შევეწინააღმდეგებით, ესე ყველას ემართება... არიგებდა დედა და უღიმოდა...
- დე, წეღან, შენ რომ აბაზანაში იყავი, იმან დარეკა... სახე მოექუფრა.
- მერე? დაინტერედა ქალი.
- შეხვედრას და ლაპარაკს მთხოვს... შვიდზე მოგაკითხავო.
- ეგრე აჯობებს დედი, ადამიანი ცდილობს ხომ ხედავ, უნდა გიხაროდეს და ცდილობდე შენც სიტუაციის მოგვარებას. ბავშვა რა დააშავა, მას დედაც უნდა და მამაც...
- არ ვიცი, მეშინია...
- რისი თიკა?
- ყველაფრის, არ მინდა დაახლოვება, რომ მომეწონოს? შემიყვარდეს? ვაი და იმას არ ვუყვარდე, კიარა და დაწმუნებული ვარ რომ ყველაფერს რასაც გააკეთებს ბავშვის გამო იზავს, მაშინ რა ვქნა? ხომ უნდა ვიტანჯო მთელი ცხოვრება? არ მინდა ეს ყველაფერი გესმის? არ მინდა, საკმარისად გადავიტანე ამ მოკლე ხანში, აღარ მინდა მთელი დარჩენილი დრო ტანჯვაში ამომხდეს სული...
- ნუ ამბობ მასე, მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, უნდა დაელაპარაკო, დაუახლოვდე... სხვაგვარად შენი შვილი დაიტანჯება უმამოთ, გინდა ეგ? არ შეიძლება დედი ასე, თავიდან შეცდომა დავუშვი, მაგრამ იცოდე რომ, ახლა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები...
მიდი ახლა რამე მოვძებნოთ, იქნებ კარგი ვარიანტი გამოჩნდეს და შენც წადი მერე ლექციაზე არ დაგაგვიანდეს...
თიკამ ლეპტოპი ჩართო და განცხადებების დათვალიერებას შეუდგნენ...
- თეა, დღეს თიკას სოფელში მივდივართ, ის ბავშვი მყვს სანახავი, რაღაცეები მაინტერესებს და მინდა ვკითხო.
- დიახ ბატონო ნოე, მეც გჭირდებით?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ ხაზზე იყავი, თუ რამე დაგირეკავ...
- კარგით... მაშ გავალ მე... კარებთან მივიდა, სახელური ჩამოწია და ოთახი დატოვა.
ნოემ ნივთები შეაგროვა, პორთფელი შეკრა და კაბინეტიდან გავიდა...
ქვემოთ ჩასულმა, მანქანაში დაიკავა ადგილი, დაქოქა და აორთქლდა...
ადგილზე იყო უკვე მისული, მანქანა იქვე გააჩერა და მეზობელი სახლისაკენ დაიძრა. ნელა დააკაკუნა, უკვე იმედი ქონდა გადაწურული, ეგონა სახლში არავინ იყო, თუმცა კარი ქალმა გაუღო. ნოეს დანახვაზე, დაძაბულობა შეეტყო, იცნო გამომძიებელი, წინსაფარი რომელზეც ფქვილი ქონდა მიყრილი, მოიხსნა და იქვე მიაგდო.
- გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? იკითხა ქალმა რომელსაც ნაძალადევი ღიმილი ქონდა პირზე აკრული...
- ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, ამ დრომდე ვერ მოვახერხე აქ ჩამოსვლა, რამოდენიმე წუთს წაგართმევთ, რათქმაუნდა თუ მომცემთ უფლებას. გასაუბრება და რაღაც წვრილმანების დაზუსტება მინდოდა... უღიმოდა მამაკაცი...
- დიახ, არარის პრობლემა, ქალი გვერდზე გაიწია და შემოსასვლელად გზა დაუთმო. მობრძანდით...
ნოე სახლში შევიდა, იქაურობას თვალი მოავლო. ძველი ნაშენები ერთ სართულიანი სახლი იყო, კედლებზე ნესტისაგან ჩამოშლილი შპალერით, ძველი ავეჯითა და ბეტონის იატაკით... მხოლოდ მისაღებ ოთახში იყო პარკეტით მოპირკეთებული იატაკი, ძველი ფერადი ტელევიზორი იდგა დივნის პირდაპირ. მართკუთხა ხის მაგიდას კი ირგვლივ ოთხი სკამი ედგა... ერთერთი გამოწია მასპინძელმა და თხოვა დამჯდარიყო...
- რას მიირთმევთ? ჩაი, ყავა, კომპოტიც მაქვს გემრიელი... დაძაბულობა ცოტათი შეუმსუბუქდა ქალს და შედარებით თავისუფლად საუბრობდა.
- ჩაის, თუ შეიძლება... თქვენი შვილი სახლშია? მიაძახა როდესაც სამზარეულოსაკენ მიდოდა ქალბატონი მაგდა, შეყოვნდა, ნელა შემოტრიალდა.
- ნიკა? თავის ოთახშია... რამე ხდება?
- არა, უბრალოდ იმ დღესთან დაკავშირებით მინდოდა რამოდენიმე კითხვის დასმა...
- იცით, ნიკას ცერემბლარული დამბლა აქვს, წელს ქვემოთ მოწყვეტილია, საუბარიც ძალიან უჭირს, არ მინდა რომ ანერვიულდეს ხომ გესმით...
- მესმის ქალბატონო, ყველაფრის გათვალისწინებით ვარ მოსული, უბრალოდ ნახატების ნახვა მინდა რაც იმ დღეს დახატა.
- თქვენ საიდან იცით რომ ხატავს? დაეჭვდა მაგდა...
- თიკასთან მქონდა საუბარი მაგ თემაზე, მან მითხრა...
- კარგით, ვეტყვი... ქალი ჯერ სამზარეულოში გავიდა, გაზის ბალონი აანთო და ზედ ძველი, თეთრი ემალის ჩაიდანი შემოდო, რომელზეც ლურჯი ყვავილები ეხატა... შემდეგ ნიკას ოთახისაკენ წავიდა...
კარი შეაღო, ბიჭი ეტლში იჯდა მაგიდასთან... ფურცლები ალაგალაგ იყო მიმოფანტული. ისევ ხატავდა... ნელა მიუახლოვდა მაგდა და მხარზე ხელი დაადო, ბიჭი შეკრთა...
- დე ხომ არ შეგაშინე, დამშვიდდი მე ვარ... დაიწია და ყელში აკოცა... ბიჭი დუმდა.
- დე, ერთი კაცია მოსული, გამომძიებელი, შენი ნახატების ნახვა უნდა რომელიც იმ დღეს დახატე, ნანული ბებია რომ იპოვეს... ნაკლებად უნდოდა იმ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ უყვარდა ნანული, ძალიან განიცადა ნიკამ, შეხსენებაზეც კი აუჩქარდა გული და სუნთქვა გაუხშირდა... უცებ ფურცლებში ქექვა დაიწყო, სულ რაღაც 5 ფურცელი ამოაძვრინა საქაღალდედან... დედას ანიშნა გამიყვანეო... მაგდამ ეტლის სახელურებს ხელი მოკიდა და ნელ-ნელა გაიყვანა მისაღები ოთახისაკენ...
ბიჭები მარტო დატოვა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა, ნამცხვირს და ჩაის გამოსატანად...
14 წლის იყო ნიკა, დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი, უჭირდათ მის ოჯახს ამიტომ გამოკვდევებზე ვერ დაყავდათ მშობლებს... ნოესთან ახლოს იჯდა ნიკა... ხელში ფურცლები ეკავა...
- გამარჯობა, ხელი გაუწოდა ნოემ... ბიჭმა ფურცლები მაგიდაზე დააწყო, ნელა გაუწოდა ხელი და მის ტერფში მოაქცია მისალმების ნიშნად...
აღარაფერი აღარ უკითხავს ნოეს... პირდაპირ ფურცლისაკენ წაიღო ხელი და შეკრთა. თვავები გაუფართოვდა, ძარღვები დაეჭიმა ყელზე... ხუთივე ფურცელზე ერთი და იგივე იყო დახატული... გიორგი, შესვლისას, გამოსვლისას, სისხლიანი ხელები... ყველაფერი ფურცელზე გადაეტანა ბიჭს რაც კი დაუნახავს...
- ეს, შენ დარწმუნებული ხარ? თიკას ძმა იყო? დაბნეული საუბრობდა ნოე, ვერ წარმოედგინა რომ ამდენ რამეში იქნებოდა გარეული ის რეგვენი გიორგი...
ბიჭმა თავი დაუქნია... ნოემ მადლობა მოუხადა, ფურცლები პორფელში ჩააწყო და სკამიდან წამოხტა...
- ქალბატონო მაგდა, ნუ შეწუხდებით უკვე მივდივარ... სამზარეულოში გასძახა ნოემ...
- კი მაგრამ, უკვე მომქონდა...
- ბოდიშით, საქმე მაქვს და ვერ დავრჩები...
მაშინვე გამოვარდა სახლიდან... თიკას სახლთან მივიდა და კარებზე დააბრახუნა... კარი არავის გაუღია... ფანჯრებთან მივიდა და შიგნით, ხელის შუბლზე მიდებით შეიხედა რომ დაეჩრდილა და უკეთ დაენახა... არავინ ჩანდა, აყრილი იყო ყველაფერი, ტანსაცმელები სავარძელზე მიყრილი, ნაჭამი ფასტ-ფუდის ყუთები მაგიდაზე დაყრილი...
ტელეფონი ამოიღო და თიკას დაურეკა.
- ალო, თიკა გამარჯობა...
- ..............
- შენი და სად მუშაობს?
- ...........
- კაი მადლობა, მერე დაგირეკავ...
თიკას კიდევ რაღაც უნდა ეკითხა თუმცა არ დააცადა, ტელეფონი გათიშა და მანქანა სისწრაფით მოწყვიტა ადგილს...
რამოდენიმე კილომეტრი გაიარა, მარკეტთან მანქანა გაჩერდა და გადმოვიდა...
მარკეტში შესვლისას იქვე სალაროსთან მივიდა...
- უკაცრავად, ვინმე ანა თოიძე აქ მუშაობს?
- დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- გამომძიებელი ვარ... ჯიბიდან საფულე ამოიღო და საბუთი აჩვენა...
- ერთი წუთით დავუძახებ...
გოგონა წამოდგა და დახლებს შორის ანას ძებნა დაიწყო. რამოდენიმე წუთში გოგოსთან ერთად მოდიოდა სავარაუდოდ ანა იყო...
- გისმენთ, მოხდა რამე? ფერ დაკარგული იყო ანა.
- გავიდეთ დარეთ, საქმე მაქვს... ცივად მიუგო პასუხი და ისე გატრიალდა ზედაც არ შეუხედავს...
- გისმენთ, რა საქმეა? მარკეტიდან გასვლის თანავე, მოუთმენლად მიუგო გოგონამ...
ნოე კარგახანს ჩუმად იყო, ათვალიერებდა ამ ცივსისხლიან არსებას, გოგოს რომელსაც დის გამეტება თვალის ერთ დახუჭვაში შეეძლო...
- ახლა შენი და შენი რეგვენი ძმის დაკავების ორდენი არ მაქვს, ჯერ სამხილებს გიგროვებთ. იცოდე რომ ყველაფერი ვიცი, არც გაქცევას აქვს აზრი და არც დამალვას... ძალიან მალე მოგაკითხავთ და ციხეში ამოგალპობთ... ირონია და ზიზღ ნარევი ხმით ელპარაკებოდა ნოე...
- არ მესმის რაზე ლაპარაკობთ... იხტიბარს არ იტეხდა ანა, მაგრამ სახეზე ყველაფერი ეწერა. შიში, სტრესი, ნერვიულობა... ყველაფერი...
- ცოტახანში მიხვდები... სადარის ის?
- არ ვიცი.. ხმაჩახლეწილმა უპასუხა, ისე რომ თავი არც აუწევია...
- რათქმაუნდა, არ იცი... მალე დავბრუნდები, ოღნდ ასე მშვიდად არა!!! ძირს დაიფურთხა ნოემ, ზიზღით ბოლოერ მოავლო თვალი და მანქანაში ჩაჯდა... ისევ ოფისში წავიდა, სამხილების შესაგროვებლად...


საღამოს ექვსი საათი იყო, თიკას მოსვენება ქონდა დაკარგული, ლექციებიდან ახალი მოსული იყო, ტანსაცმელი არც კი გამოუცვლია. ლოგინზე იყო მიწოლილი, ჭერზე ბზარებს აკვირდებოდა და ხელებს აწვალებდა...
- კაი არ გინდა ამდენი ნერვიულობა, ყველაფერი კარგად ჩაივლის... აწყანარებდა ტატიანა...
- აუ რავიცი. ვნერვიულობ რას მეტყვის...
- შენ რა ეგრე მიდიხარ?
- როგორ ეგრე? ზედ დაიხედა თიკამ და უცნაური ვერაფერი შენიშნა.
- ჯინსში და თხელ მაიკაში... სიცილით აათვალიერა დედამ
- აბა საღამოს კაბაშიც ხო არ გამოვეწყო ბარემ...
- რატომაც არაა! გაეცინა
- კაი დედა რაა! შენი ღადაობაღა მაკლდა... თიკამაც გაიცინა და წამოდგა. სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად...
ტელეფონზე ზარი იყო. ის ურეკავდა.
- ხო...
- მზად ხარ?
- ჯერ შვიდი არარის...
- ვიცი, მე თავისუფალი ვარ და ვეღარ ვითმენ, გამოგივლი რა... ისეთი ხმა ქონდა თითქოს ორი წლის შეყვარებულები იყვნენ და პაემანზე მიყავდა...
- კაი... მშრალად პასუხობდა თიკა...
- 10წუთში მანდ ვარ... სიხარული შეერია თოკოს...
სამზარეულოდან წყ ლის ჭიქით გამოვიდა და უემოციოდ დაჯდა სკამზე.
- ათ წუთში აქ იქნება... ისე სასხვათაშორისოთ ჩაილაპარაკა...
- ნუ ნერვიულობ თქო... მოგვარდებით აი ნახავ...
ხმა აღარ ამოუღია. კარადიდან ჟაკეტი გამოიღო მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა...
ქარი ქროდა, ხეებს ლამაზად აწვენდა აქეთ-იქით, სადარბაზოდან გამოსულს, სახეზე მიელამუნა, ერთი გემრიელად აისუნთქა გრილი ჰაერი და ფილტვები გაივსო...
„ ძალიან მიყვარს შემოდგომა“ თავისთვის ჩაილაპარაკა და ბედნიერების ღიმილიც გამოესახა სახეზე...

- გამარჯობა თიკა... ბოხი ხმის გაოგონებაზე უცებ მოიშორა ღიმილი, სახე მოექუფრა და ისე გახედა მანქანასთან მიყუდებულს, ხელში ულამაზესი თეთრი ვარდის თაიგული ეკავა...
- ეს შენ... ნელ-ნელა მიუახლოვდა თიკას და ბუკეტი გაუწოდა...
- მადლობა, ძალიან ლამაზია...
- შენ რა, არ მითხრა ახლა რომ ვარდები არ გიყვარს... გოგოს უემოციო სახის დანახვაზე გაუკვირდა თოკოს...
- ბოდიში თუ ისე ვერ გამიხარდა, როგორც სხვა დანარჩენს, როცა ასეთი თაიგულებით მიდიოდი მათთან... სახე არც გატოკებია ისე ლაპარაკობდა...
- კარგი რაა! ეგ რა შუაშია, ვიფიქრე გავახარებ, ლამაზ ჟესტს გავუკთებ თქო...
- რისთვის გჭირდება ეს ფარსი? ისედაც კარგად ვიცი რომ არა ბავშვი ეს ყველაფერი არც მოხდებოდა. ხოდა არ მინდა, სიყალბეს მირჩევნია საერთოდ არაფერი გააკეთო... პირდაპირი იყო თიკა...
- მოდი, ჯერერთი აქ ნუ ვიდგებით, ჩაჯექი მანქანაში და სადმე გავიდეთ, მერე მეორე, ჩემს მაგივრად შენ დასკვნებს ნუ გამოიტან. რომ არ მინდოდეს ბავშვი კი არა მამაზეციერი ვერ გამაკეთებინებს ვერაფერს...
თიკამ ახედა, სახეზე კარგად დააკვირდა... მწვანე თვალები უბრჭყვიალებდა, თხელი ცხვირი და დიდი ტუჩები ჰქონდა, ყბა გამოკვეთილი, თმები ოდნავ მოზრდილი, ყავისფერი... სურდა სახეზე რამე მიმიკა დაეჭირა რომელიც სიყალბეს დაუდასტურებდა, მაგრამ იღიმოდა, ისე უბზინავდა თვალები აზრი არ ქონდა... მანქანაში ჩაჯდა ღვედი შეიკრა და იქამდე არამოუღია ხმა სანამ კაფესთან არ მივიდნენ...скачать dle 11.3




№1 სტუმარი Tako

Auu Meti Tornike da tikaa raa.kvelaperi kargia male dade xolme raa

 



№2 სტუმარი Nini

Es ra iko kamfet.auu male dade raa mecotavaa

 



№3 აქტიური მკითხველი Anuki96

ინტრიგაც ამას ქვია. სად გაწყვიტე რაა :(

 



№4  offline ადმინი -venus-

ვეცდებიი მალე დავდო. წერასაც დრო მიაქვს. მოგფიქრებაც ხო უნდა :დ ამიტომ დღეს ვერ შეგპირდებით ♡♡ ნადლობა ყველას ♡

 



№5 სტუმარი Guest მანო

აუ მალე დადეთ გთხოვთ გაგრძელებაა.

 



№6 აქტიური მკითხველი Anuki96

-venus-
ვეცდებიი მალე დავდო. წერასაც დრო მიაქვს. მოგფიქრებაც ხო უნდა :დ ამიტომ დღეს ვერ შეგპირდებით ♡♡ ნადლობა ყველას ♡

დღეს ველოდოოთ?

 



№7 სტუმარი Tako

Malee Dadee raa

 



№8  offline წევრი skida

აუუუ რა აუცილებელა ასეთ საინტერესო მომენტში გაწყვიტოთ ყველამ?

 



№9  offline წევრი modemodka

Male dadee ra shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent