შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გოგონა ნიღბით (სრულად)


9-09-2017, 21:05
ავტორი -venus-
ნანახია 5 225

გოგონა ნიღბით (სრულად)

- ანასტასია ტკაჩენკო, მამით უკრაინელი, დედით ქართველი, 21 წლის ობოლი გოგონა, ალბათ წარმოიდგინეთ ხო რა კარგი გარეგნობის იქნება..
მუქი ყავისფერი თმა, თეთრი კანი, მწვანე თვალები, პატარა ოდნავ აპრეხილი ცხვირი, მოზრდილი წითელი ტუჩები, ლამაზი, თხელი, მოგრძნო სახე.
ტანზე ხომ არაფერს ვამბობ, ულამაზესი აღნაგობა ქონდა ტკაჩენკოს, მაღალი ფეხები, ვიწრო წელი და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ზომის სიმრგვალეები.. მოკლედ ულამაზესი გოგონა, რომელზეც არცერთი მამაკაცი არ იტყოდა უარს, თუმცა სტასია ჩაკეტილი იყო თავისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ. არავინ და არაფერი აინტერესებდა.
8 წლის იყო როცა დაობლდა, მაქამდე უკრაინაში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ სასშინელი ამბის შემდეგ თბილისში ბებიასთან ჩამოვიდა და ის ზრდიდა, სანამ ქალბატონი ნანულიც არ მიაბარეს მიწას..
დარჩა 17 წლის ტასო მარტო, უკრაინიდან "ვითომ ნათესავებმაც" მიივიწყეს, კიდევ კარგი სახლი მაინც ჰქონდა, სკოლაშიც აღარ დადიოდა, არების გამო გამორიცხეს.
ძირითადად სახლში იყო.

ოთხი წლის წინ

მამას დანატოვარი ფული ვერ გამოქონდა ბანკიდან, არასრულწლოვნობის გამო, ამიტომ ეს 1 წელი საშინელ მდგომარეობაში გაატარა, არც არავინ ეხმარებოდა, ათასში ერთხელ, ბიძაშვილი ანდრეი თუ გამოუგზავნიდა ასს ან ორას დოლარს, იმასაც ისე იზოგავდა თითქმის არაფერს ყიდულობდა საჭმლის გარდა, ძნელია როცა მოზარდი ხარ, ხედავ რომ შენხელები კარგად ჩაცმულები ახალთ- ახალი ტანსაცმლით დადის და შენ ფულს ვერ იმეტებ იყიდო ის რაც მოგწონს, იმიტომ რომ მეორე დღეს მშიერი არ დარჩე, საშინელებაა.
ჩაცმას არ უჩიოდა, თუმცა ახალი ტანისამოსი ყოველთვის სასურველია, მითუმეტეს როცა მოზარდი ხარ და ზომები უფრო და უფრო გეზრდება..


**
საშინელი ერთი წელი გაატარა, და ამ დღით უბედნიერესი იყო მარტო იმიტომ რომ შეეძლო თავისი თავისთვის წესიერად მიეხედა.
დღეს სტასიას დაბადების დღეა, თუმცა ამ დღესაც ისევე მარტოა როგორც ბოლო 1წელი..
ბებიის ითახში რომელიღაცა უჯრაში იპოვა მამას ადვოკატის ნომერი და მაშინვე გადაურეკა..
- ალო გამარჯობათ..
- დიახ გისმენთ, ვინ ბრძანდებით?
- მე ანასტასია ტკაჩენკო ვარ, თქვენი კლიენტის შვილი, ანდერძი აქვს ჩემს სახელზე დატოვებული, მხოლოდ მაშინ მერგებოდა როცა 18წლის გავხდებოდი, ამიტომ დღეს სწორედ ეგ დღეა, იმედია მოიცლით რომ სადმე შევხვდეთ.. თავისი ოდნავ მოტეხილი ქართულით ელაპარაკებოდა ადვოკატს და ადგილზე ცქმუტავდა
- აჰა, დიახ, ვიცი ბატონი ალექსეი მახსოვს, ანდერძიც მე მაქვს, დღეს საღამოს 7ზე იქნებ ოფისში მოხვიდეთ ჩემთან, ახლა საქმეები მაქვს.
- კარგით, მისამართი მომწერეთ და მოვალ..
- კარგით, დროებით.
მალევე მოუვიდა შეტყობინება..
ლოდინი არ უყვარდა ამიტომ დროის გასაყვანად, ხან დაკრიალებული ბინა ისევ დაალაგა, ხანაც სრულიად სუფთა სარეცხი ისევ გარეცხა, ან არ დაეზარაა?! მაგრამ ფაქტია რომ დრო მალე გავიდა.
მოემზადა ჩაიცვა და იმ მისამართზე წავიდა, სადაც მამის ადვოკატი ეგულებოდა..
შენობასთან იდგა და ათვალიერებდა, მალევე შევიდა შიგნით და იქვე მიმღებში მჯდომ გოგონას ბატონი გიორგი ტაბატაძის ოფისის მდებარეობა კითხა..
- უკაცრავად, ბატონი გიორგი გელოდებათ?
- დიახ, დღეს ველაპარაკე და 7 საათზე დამიბარა.
- კარგით გასაგებია, მაშინ მესამე სართულზე აბრძანდით, ლიფტიდან ხელ მარჯვნივდერეფნის ბოლოს მარცხენა კარია, აწერია გიორგი ტაბატაძე..
- დიდი მადლობა, გაუღიმა და ლიფტისკენ წავიდა.

კარზე ნაზად მიაკაკუნა და როცა ნებართვა გაიცა მხოლოდ მაშინ შეაღო კარი..
- გამარჯობათ ბატონო გიორგი..
- გამარჯობა ანასტასია.. მოდი დაჯექი.
მის წინ მდგომ სავარძელში დაიკავა ადგილი და საუბარი დაიწყო.
- იცით, მამამ ჩემს სახელზე თანხა დატოვა ბანკში, ზუსტად არ ვიცი რამდენი, თუმცა ვიცი რომ სოლიდური თანხაა..
რადგან სრულწლოვანი არ ვიყავი აქამდე არ შემძლო ხელის შეხება, ახლა კი მინდა საკუთარი ანგარიში გავხსნა და ეგ თანხა ჩემს ანგარიშზე გადმოვიტანო, იმედია დამეხმარებით..
- დიახ რათქმაუნდა ყველაფერს მოვაგვარებ. ამასობაში ანდერძი ამოიღო და გახსნა.. წაიკითხა და ყველაფერი გამაცნო,
აღმოჩნდა რომ ეს სახლი სადაც ახლა ვიყავი ჩემზე უნდა გადმოფორმდეს..
- ამ ყველაფერს რამდენ ხანში მოვაგვარებთ? მორიდებით კითხა..
- რამოდენიმე დღეში ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო თქვენ არ იდარდოთ..
- კარგით ძალიან დიდი მადლობა.
- არაფრის, შეგიძლია ბანკში მიხვიდე და ანგარიში გახსნა, ეხლა საბუთებს გაგატან და ეტყვი რომ ამ ანგარიშზე რაც არის შენსაზე გადმოიტანონ და ეგ პრობლემა მოგვარებულია..
- ძალიან დიდი მადლობაა..
საბუთებით ხელში გამოვიდა შენობიდან სტასია და იქვე ახლოს მყოფ ბანკში შევიდა, ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ბატონმა გიორგიმ უთხრა..
- თანხა ძალიან დიდი არ იყო, 10 ათასი დოლარი მედო ანგარიშზე..
ეს იმას არ ნიშნავს რომ თავს ყველაფრის უფლება უნდა მივცე, პირველი რაც გავაკეთე, უამრავი პროდუქტი ვიყაიდე რომ მაცივარი ამევსო, შემდეგ რამოდენიმე ჩემი მოწონებული ტანსაცმელიც ავარჩიე და სახლში წავედი..
ღმერთო ახლა მთელი დღეები სახლში ხომ არ ვიქნები, მეგობრებიც არ მყავს, არც ვსწავლობ..
კომპიუტერი ჩავრთე და სამსახურის ძებნა დავიწყე...
ზოგან ასაკი დამიწუნეს, უფრო დიდები გვჭირდებაო, ზოგან საშუალო განათლება მაინც უნდა გქონდეს, " რა უბედურეებაა ჩვეულებრივმა ადამიანმა სამსახური ვერ უნდა იშოვოს? "
ბოლოს ერთის მივაგენი და მოცემულ ნომერზე გადავრეკე..
- გამარჯობათ, სამსახურის ტაობაზე ვრეკავ..
- დიახ, რამდენი წლის ბრძნადებით?
- 18 წლის ვარ.
- გასაგებია, სამსახური სტაბილური იქნება, იმედია მთლიანი განაკვეთი გაწყობთ..
- დიახ დიახ არარის პრობლემა,
- კარგით მაშინ ხვალ 11ზე გასაუბნებაზე მობრძნდით, მაღაზიაში ვიქნები, მენეჯერი იკითხეთ და გეტყვიან ჩემს ოთახს. ხელფასზე და დანარჩენ წვრილმანებზე გავისაუბროთ..
- დიდი მადლობა, ხვალამდე..
"იესსს..." იმხელა შევკივლე მეთვითონაც გამისკდა გული..
პროდუქტის მაღაზიაში, კონსულტანტი.. არც ისეთი ცუდია, სულ არაფერს ჯობს..
სამზარეულოში გავედი, საჭმელი გავაკეთე, ვივახშმე და ტელევიზორს ჩამოვუჯექი...
ჩამძინებია დივანზე, ღამე იყო 4 საათი რო გამეღვიძა და საძინებელში გადავინაცვლე.

დილით ათისნახევარზე გავიღვიძე, ავდექი, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და გამოვედი.
სარკესთან ჩამოვდექი და ტანს დავაკვირდი, ხანდახან მჭირდა ხოლმე ესეთებიც, ვუყურებდი და მომწონდა ჩემი თავი.. თუმცა თვალებს ვერაფერს ვუხერხებდი, ყოველთვის ნაღვლიანი და დამწუხრებული მქონდა..
თმა გავიშრე, ვეცადე ცოტათი სადად ჩამეცვა, თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გაავედი..
მარჯანიშვილზე მივედი, საშუალო ზომის მარკეტთან გავჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე. "იმედია ყველაფერი კარგად იქნება"
შევედი მარკეტში და სალაროსთან მჯდომ გოგონას მენეჯერის ოთახი ვკითხე, მანაც მარკეტის ბოლოს პატარა ოთახში შემიყვანა და სავარძელში მჯდომი ქალბატონიც ჩემსკენ შემოტრიალდა..
- მოხვედით? მოდი დაჯექი..
- დიახ, გამარჯობა. მის წინ სავარძელში დავიკავე ადგილი..
- მოკლედ გარეგნულად მომეწწონე, ხელფასი დღეში 15 ლარი გექნება, სექციას შენთვითონ შეარჩევ, პლიუს ამას სექციიდან გაყიდულ ნავაჭრზე ბონუსები დაგერიცხება, ხელფასს, თვიურად აიღებ, ახლა კარტას მოგცემ და ამ კარტაზე დაგერიცხება, შენი განრიგი დილის 9დან საღამოს 9მდეა, იმედია კმაყოფილი ხარ და რაიმე პრობლემას არ წარმოადგენსს.. ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მითხრა და ბოლოს უბრალოდ გამიღიმა.
- დიახ, ქალბატონო...
- ნუცა. კვლავ გამიღმა
- ქალბატონო ნუცა თანახმა ვარ, ყველაფერი მაწყობს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან დიდი მადლობა..
- უკან გამოსვლას ვაპირებდი რომ შემაჩერაა.
- ხოო შენი სახელი?
- ანასტასია ტკაჩენკო.
- კარგი ანასტასია, ხვალ 9ის ნახევარზე აქ იყავი, სექციას აირჩევ და მაღაზიის ფორმასაც მოგცემ.. ახლა შეგიძლია წახვიდე..
- კარგით მადლობა, ხვალამდე..
უზომოდ ბედნიერი წამოვედი სახლში, ჩემთვის სექციას არ აქ მნიშვნელობა, თევზეულის გარდა, ვერ ვიტან თევზს.


დილით როგორც ქალბატონმა ნუცამ დამიბარა, 9ისნახევარზე იქ ვიყავი, რძის პროდუქტებში დავიწყე მუშაობა, ძალიან მომეწონა და თავსაც კარგად ვგრძნობდი, თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე და შესაბამისად ისე ძლიან არ ვიღლებოდი როგორც ადრე..
დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე ამ მაღაზიაში, იქაური გოგოებიც გავიცანი და დავიმეგობრე კიდეც, თუმცა მხხოლოდ ერთთან ვიყავი კარგად, მარიამ დადვანი, ძალიან კარგი გოგოა, ჩემსავით მუქი თმებით თუმცა ყავისფერი თვალებით, ერთად ვმუშაობდით, ის კეჩუპებში იყო მე რძის პროდუქტებში, ხშირად დავდიოდით სამსახურის შემდეგ გაასართობად, ხანდახან ჩემთანაც რჩებოდა, მოკლედ ერთადერთი საუკეთესო მეგობარია..
2 წლის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა მარკეტში, სხვა უფროსები მოვიდნენ, მარკეტი გაარემონტეს და ბევრი ხარჯის გამო, შემცირებები დაიწყო, მართალია ძალიან ბევრნი არ ვიყავით თუმცა სექციებიდან სადაც ორ-ორი კონსულტანტი მუშაობდა თითოზე ჩამოვიდა, სამწუხაროდ შემცირებაში მეც მოვხვდი, მარიამი არა, ისევ მარკეტში მუშაობდა მაგრამ რამოდენიმეჯერ მითხრა წამოვალ მეცო და ერთად სხვაგან დავიწყოთო თუმცა მე უარი ვუთხარი, საღამოობით მოდიოდა ჩემთან, ვლაპარაკობდით ვერთობოდით...

დიდიხანი ვეძებდი სამსახურს, რა აღარ ვცადე თუმცა უშედეგოდ, ისევ სამსახურის გარეშე დავრჩი, რამდენიმემ დამირეკა მივედი, თუმცა არ დამიტოვეს, არ ვიცი უბრალოდ ამ ქვეყანაში ხალხი როგორ ცოცხლობს.. მაინცდამაინც ნათესავი უნდა გყავდეს სადმე ან ფულიანი უნდა იყო რომ სადაც გინდა იქ დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფულიანი თუ იქნები მუშაობა რაღად გინდა?! არ ვიციი, არ ვიცი რა გავაკეთო, ფაქტია რომ ესე დიდიხანი ვერ გავძლებ, მამას დატოვებული ფულიც ნელნელა მეხარჯება, არ მინდა რომ უმუშევარი ვიყო..
მე და მარიმ უამრავ ადგილას დავრეკეთ, ხან რა მიზეზით მითხრეს უარი ხან რა.. ასე უაზროდ გავიდა 2 წელი, მხოლოდ მარი მყავდა გვერძე, დატოვებული ფულიც გამომელია, გიჟს ვგავა, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ყველაზე საშინელებაა როცა გინა მუშაობა და არ გამოგდის, რამოდენიმეჯერ დამლაგებლადაც მინდოდა დაწყება თუმცა ყველა ამ პასუხიით მისტუმრებდა: "20წლის გოგომ რა უნდა დაალოგოსო" და უკან მიშვებდნენ...


დღეს

- სტააასს, გოგო, სახლში ხარ?
- კაი მეხუმრები აბა სად უუნდა ვიყო?! შენ საით ხარ, სამსახურს რომ მორჩები გამომიარე რაა..
- გოგო დრო არ მექნება, დღეს მარკეტის გახსნის 3წლის თავია და რაღაც ფართის აწყობენ რა, ხოდა შენც წამოდი, მარტო ნუ გამიშვებ რაა ძალიან გთხოოვვ..
-გოგო არ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა? ანუ ძაან გადაპრანჭულები იქნებიან?
- არ ვიცი უბრალო კაბას ვიცმევ მე, როგორი გადაპრანჭულებიც არ უნდა იყვნენ არ მადარდებს.. გაიცინაა
- ხო ეგეც მართალიაა, კარგი მაშინ წამოვალ რომელ საათზეა?
- 8ზე იწყება, რესტორანს ხურავენ პეკინზე სადღაც, ზუსტ მისამართს მომწერენ და გამოგივლი ერთად წავიდეთ ხო ?
- კაიი მარრ. 7სკენ გამომიარე მაშინ და გავიდეთ..
- აჰამ გაკოცე და შეხვედრამდეეე..
- ხო მიდი მეც გაკოცეე..

6საათი იქნებოდა მზადება რომ დავიწყე. აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და პირსახოც მოხვეული ოთახში გამოვედი. კარადის წინ დავდექი და ვარჩევდი რა უნდა ჩამეცვა..
დიდი არჩევანი არც მქონია თუმცა რამოდედნიმე მაინც მქონდა.
ბოლოს შავ მოტკეცილი კაბა ავარჩიე, ტანს კარგად მიჩენდა ამიტომ შავ მაღლებთან ერთად, იდეალურ ფორმებს ქმნიდა..
თმაც გავიშრე, "ლაითი" მაკიჟი და მზად ვიყავი..
7ისკენ მარიამი მოვიდა, ცოტახანი ამოვიდა, ყავა დავლიეთ და 15წუთში სახლიდან გავედით..

რესტორანში შევედით და თალში ძლიან ბევრი უცნობი სახე მომხვდა, თუმცა რამოდენიმე ნაცნობიც. გოგობი მოცვივდნენ გადამკოცნეს, მომიკითხეს და ისევ თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ..
დაახლოებით 200კაცი იქნებოდა, არადა არ მესმის ამდენი ხალხი რა საჭირო იყო უბრალო ფართისთვის რომელიც მარკეტის გამო გაიმართა..
დროს კარგად ვატარებდით, მე და მარი ერთმანეთს არ მოვშორებულვართ. ხან ვინ გავჭორეთ ხან ვინ.. ესე ვიყვანდით დროსს..
- გოგო ის ქალი ვინარი რანაირად გაკვირდება, იცნობბ??
- ვინ ქალი?
- რავი აი იქითკენ ზის, თვალი არ მოუშორებია, ხან როგორ აგათვალიერა ხან როგორ.. გაიცინა და თავით იმ ქალის ადგილსამყოფელი დამანახა..
- აზზე არ ვარ, მერავიცი, მიყუროს და იყოსს.. ორივემ გავიცინეეთ და სასმლის ჭიქა მიჭახუნების შემდეგ დავლიეთ...
ცოტახანში გვერდით ვიღაცის მოჯდომა და სუნთქვა ვიგრძენი..

- გამარჯობათ..
მივტრიალდი და ის ქალი მეჯდა გვერდით, საერთოდ არ მეცნობა ნეტა ვინ უნდა იყოს..
- გაგიმარჯოთ..
- თქვენ ალბათ მარკეტში მუშობთ ხო?
- მე არა ჩემი მეგობარი მუშაობს და წვეულებაზე გამოვყვეი..
- გასაგებია, რამდენი წლის ხარ? ოჯახი გყავს? უცხო სახე გაქვს ალბათ სხვა სისხლიც გირევია.. ძლიან მოწიწებით და მომღმარი სახით მელაპარაკებოდა თუმცა ვერ ვხვდებოდი ვინ იყო..
- მე 21ის ვარ,ნახევრად უკრაინელი, ოჯახი დამეღუპა ამიტომ არავინ მყავს.. უკაცრავად მაგრამ ვინ ბრძანდებით ?
- უბრალოდ მომეწონე და გამოლაპარაკება მინდოდა. შენ არ მუშაობ?
- არა არ ვმუშაობ სამწუხაროდ..
- აჰა, რატოომ არ გინდა თუ უბრალოდ ვერ შოულობ? ისევ გამიღმა..
- დაახლოებით 1წელია ვეძებ თუმცა....
- ჰმმ, შეგიძლია რომ აივანზე გამომყვე? მარტო ვილაპარაკოთ, თუ პრობლემას არ წარმოადგენს..
მარის გადავხედე და თალები რომ დაახამხამა თანხმობის ნიშნად, ავდექი და აივანზე გავყევი..
- დიახ გისმენთ, იქ რატომ ვერ ვილაპარაკებდით?
- უბრალოდ ხმაურია და მინდა სიმშვიდეში გელაპარაკო..
- გისმენთ..
- ძალიან მომეწონე, არ ვიცი დამთანხმდები თუ არა, თუმცა გპირდები რომ კარგ პირობებს შემოგთავაზებ..
- უკაცრავად ვერ ვხვდები??
- მოკლედ მე გოგოებს ვამუშავებ, მიხვდი ალბათ..
- ის, არა, ანუ, როგორ ამუშავებთ?
- ანუ კლიენტები ყავთ და სხეულს სთავაზობენ..
- კი მაგრამ მე რაშუაში ვარ?
- უბრალოდ მომეწონე, შენნაირი არ მყავს, თუ დამთანხმდები, ყველაფერი ისე იქნება როგორც იტყვი, ყველაზე საუკეთესო კლიენტები გეყოლება, იმდენს აიღებ რამდენიც მოგინდება..
თან რამოდენიმე საათში..
- იცით, მე არ ვიცი, ასეთი რამ არასოდეს წარმომედგინა...
- მესმის, ყველაფერი მესმის, თუმცა შემიძლია 1კვირა დრო მოგცე, აწონ დაწონე, იქნებ დამთანხმდე.. ეხლა მე უნდა წავიდე.. ჩანთიდან პატარა ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო და გამომიწონა..
-ეს ჩემი ნომერი, თამუნა მქვია, თუ გადაწყვეტ აუცილებლად დამიკავშირდი, ძალიან გამახარებ.. გამიღმა და გაუჩინარდა.
მე ცოტახანი აივანზე დავრჩი, ჰორიზონტს გავხედე და ყველაფერი გავაანალიზე, ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ, პირველი ვიღაც ბინძური ფულიანი კაცი უნდა იყოს და არა ის ვინც შემიყვარდება..
რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი, მარიამს უნდა დაველაპარაკო, ვკითხო.

-გოგო სად ხარ აქამდე, რაო, რა მინდაოო იმ ქალმა, ნაცნობია??
- არა არარის ნაცნობი, მოდი რა წავიდეთ გთხოვ..
- რა მოხდა მშვიდობაა?
-არ ვიცი არეული მაქ ტვინი, სამსახური შემომთავაზა..
- ვაა მაგრიაა მერე, რა გირევს ტვინს?
- მოდი წავიდეთ რა, ჩემთან დარჩი დღესდა გეტყვი, შენი აზრიც მაინტერესებს..
- ვიამე არ იტყვი რა ხდდებაა?
- მშვიდობაა მშვიდობა, სახლში ვილაპარაკოთ..
- ხო კარგი, მოიცა გოგოებს დავემშვიდობოთ დაა წავიდეთ..
გოგოები სცენასთან ახლოს იდგნენ და მარკეტის უფროსს უსმენდნენ, მივუახლოვდით დავემშვიდობეთ და რესტორნიდან გმოვედით, ტაქსი გავაჩერეთ, ჩავსხედიტ და სახლისკენ წავედით...
ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი მარი რას მეტყვის...
სახლში რომ მივედით, მარი სამზარეულოში გავიდა, ყავას მოვადუღებო, მეც ამასობაში ოთახში შევედი და ტანზე გამოვიცვალე.
-მოდი ერთი აქ და ამიმხსენი ნორმალურად რა ხდება..
- რა ხდება და არ ვიცი რა ხდება, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი წინადადება მივიღე, მაგრამ მგონია რომ დავთანხმდები..
- ეხლა არ ვიცი რას გიზავ იცოდე, ესე ნამიოკებით რამდენიხანი უნდა მელაპარაკო?
- ხო კარგი, კარგი... მოკლედ, მითხრა რომ სხეულით უნდა ვივაჭრო, როგორც მე მინდა ყველაფერი ისე იქნება, ჩემი წესები მექნება და რამდენსაც მინდა იმდენს ავიღებ, ბევრს არ მოითხოვს ჩემგან... იქით გავიხედე, თალებში ვერ ჩავხედავდი მარის..
- შენნ გოგო სულ გაგიჟდიი? რა გინდა ცხოვრებას იღუპავ??
- რომელ ცხოვრებას მარი? რომელ ცხოვრებას. ეს ცხოვრებაა? სამსახური არ მაქვს, თითქმის ერთი წელია შეუწყვეტლივ ვწვალობ რომ რამე ვიპოვო და აჰა, შედეგს შენთვითონაც ხედავ, რა ვქნა მარი მითხარი, მშიერი მოვკვდე? ვიმათხოვრო? თუ რა გავაკეთო..
- რადგან ერთი წელია ვერ პოულობ სამსახურს იმას არ ნიშნავს რომ მეძავობაზე უნდა დათანხმდე ვიღაც მამაშას?? ან საერთოდ ამაზე როგორ დაფიქრდი... არ გამართლებს არაფერი გესმის?
- მარი, იცი რომ შენს გარდა არავინ მყავს, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასე რომ არ იყოს, არც გეტყოდი არაფერს და ჩემით მივიღებდი გადაწყვეტიილებას... უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. ყველასთან არ მივალ, მართლა..
- საერთოდ შეიშალე შენნ რაა... როგორც ჩანს მაინც შენ გადაწყვიტე იმიტომ რომ მე არ გემხრობი და არც არასოდეს მივემხრობი შენს ამ საქციელს... იქნებ უარი თქვაა ჰაა? მე დაგეხმარები, ხელფასს გაგიყოფ, რაც დაგჭირდება მოვაგვარებთ... სტაასს, კარგად დაფიქრდი რაა. არ მინდა რომ ცხოვრება დაინგრიო..
- ცხოვრება მაშინ დამენგრა როცა მშობლები და ბებია დავმარხე... სხვა გზა არ მაქვს მარი, შენი ხელფასი კი შენი ხელფასია... 1კვირა მომცა ვადა თამუნამ, ამ ერთ კვირაში კიდე ვცდი სამსახურის მოძებნას, თუ არ გამომივიდა...
- კარგი კარგი, ყველანაირად ვეცდები რომ ერთ კვირაში გიპოვო რამე, იმედია აგაცილებ ამ ყველაფერსს.. ჩამეხუტა და მხარზე ხელს მისმევდა..
არ ვიცი მარი რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა, ხმის გამცემიც არავინ მყავს, მართალია ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რამენაირად ყოველთვის ვგვარდებით ხოლმე... არც მინდა რომ ამის გამო მარი დავკარგო, თავში იმდენი აზრი მიტრიალებს ლამისაა გამისკდეს... იმედია ჩემს გადაწყვეტილებას მიიღებს და არ მიმატოვებს.. ფიქრებში ვიყავი გართული, ერთად ვიწექით მე და მარი, მარის მალევე ჩაეძინა მე კი ჩემს facebook გვერდზე რაღაცეებს ვათვალიერებდი... ვიღაცის რექუესთი მომივიდა...
ნიკოლოზ აბრამიძე... ჰმმ, არ მეცნობა, თუმცა საკმაოდ სიმპათიურია, მის გვერდზე გადავედი და ფოტოები დავათვალიერე, ნამდვილად რომ სიმპათიურია.
არ ვიცი რატომ მაგრამ დავიმატე...
რამოდენიმე წამში კი შეტყობინება მომივიდა...
" გამარჯობა ანასტასია, იმედია არ შეგაწუხე..."
" გაგიმარჯოს ნიკა, არა შეწუხებით არ შეგიწუხებივარ."
" მიხარია, შენი გაცნობა მომინდა უბრალოდ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?"
" არა, მეგობრობას და ახალი მეგობრების გაჩენას რა ჯობია." ღიმილის სმაილიც მივაწერე
" ძალიან მიხარია ასე რომ ფიქრობ..."
...............
კიდევ დიდიხანი ვილაპარაკეთ, დავმეგობრდით, ისე დამათენდა ვერც შევამჩნიეე..
" უი უკვე თენდება და ძალიან მეძინება, უნდა წავიდე კარგი? "
" კარგი ტასო, გამიხარდა შენი გაცნობა, ჯერ მხოლოდ ონლაინში, იმედია მალე ერთმანეთს შევხვდედბით.."
" აჰამ, იმედია..." დავემშვიდობე, ლეპტოპი გამოვრთე და მეც დასაძინებლად გადავტრიალდი..
- არ მითხრა რომ ეხლა იძინებ... მარის დაბოხებული ხმა მომესმა უკნიდანნ..
- ხოო, რა იყო? გაგაღვიძე?
- რასაკეთებდი ამდდენ ხანს? ვერ ხარ?
- ერთი ბიჭი გავიცანი და ლაპარაკს შევყევით..
- აჰა, კიდევ ერთი მიზეზი რომ იმ შენს მამაშას არ უნდა დაურეკოო.. რო შეგიყვარდეს ვინმე როგორ მოიქცევი? მაგაზე არ დაფიქრებულხარ?
- კარგი რაა მარი, უბრალოდ ვიმეგობრებთ და მორჩაა... 2 წამში ნუ დამაქორწილე ახლა, კარგი რა, მეძინება და მოდი დავიძინოთ გთხოოვ..
- არ ვიცი შენ რა გეშველებაა.. კაი დაიძინე... მომეხუტა და ორივეს მალევე ჩაგვეძინა...
ძალიან გვიან გავიღვიძე, მარის უკვე ეღვიძა და მგონი რომ სამზარეულოში იყო, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი სუნი ვიგრძენი.
წამოვიზლაზნე, საათს დავხედე და 4 საათი იყო.. "უიმეეე, რამ გამათენებინა, ეხლა ამერევა დღე და ღამეე.."
სამზარეულოში შევედი, წყალი გადავივლე და ცოტა გამოვფხიზლდი კიდეც..
პირსახოც შემოხვეული გამოვედი, უბრალოდ სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი..
- ოხ მძინარე მზეთუნახავმა გვიკადრა??
- კაი რა მარ, თავი მისკდება, ამდენიხანი არ მიძინია...
- რატო არ გეტკინება გენაცვალე, ვიღაცასთან ჟღურტულში დაგათენდა დაა..
- ოოოო, ეგ მეთვითონაც ვიციი.. რასაკეთებბ? რაკარგი სუნიაა..
- რას და რავიცი, საუზმე მინდოდა რომ გამემზადებინა მარა რო ვერ გაიღვიძე უშენოდ ვჭამე, ხო იცი, დილით სულ მშია ხოლმე... ეხლა კიდე საჭმელს ვაკეთებ, სოუზს..
- აი ამდენი ლაპარაკი რათ გინდოდა. გეთქვა რო სოუზს და ვსო.. გავიცინე და წყლის გამაცხელებელი დენში შევაერთე..
- უჟმური ხარ ძალიან, მიდი მიდი ტყუილად ჯდომას გამოიტანე შენი ლეპტოპი და ჩაუჯდეთ სამსახურის ძებნას...
- ხო კარგი. წამოვდექი, სამზარეულოდან გავედი და ოთხიდან ლეპტოპი გამოვიტანე, ისევ ჩემს ადგილას დავჯექი, ჩავრთე და განცხადებებთან ერთად, facebook-იც ჩავრთე...
ისევ ნიკოლოზის შეტყობინება დამხვდა თუმცა არ მინახავს, მერე ვნახავ, ჯერ სამსახურს ვიპოვი, თუ ვიპოვი.
- ჰე ახლა აბა ჩამოყევი...
კონსულტანტი, აი დარეკე მიდი... ხო კაი დამაცადე..
.................
- აუუუუუ, უკვე ავიყვანეთოოო, წაშალო მაშინ განცხადება, რა ჯანდაბად უდევთ?
- კაი დამშვიდდი, ეს არ გამოვიდა სხვა გამოვა..
- ხო აბა რა როგორც ეს ერთი წელი გამოდიოდა ისე გამოვა ეხლაც.
- ნუ ხარ პესიმისტი რა.. ცოტა ოპტიმიზტურად შეხედე ცხოვრებას.
- კაი რაა, რა ოპტიმიზმი, რა პესიმიზმი, რეალისტი ვარ, ვხედავ რომ არ გამოდის და მორჩა..
- გააგრძელებ?? ნერვებმოშლილმა წარბი ამიწია და თვალებში ისე შემომხედა გული გამისკდა..
- კაი ეგრე ნუ მიყრებ.
- ხოდა ძალიან კარგი მიდი..
...............
კიდევ რამოდენიმე ადგილას დარეკეს და ისევ უარი..
ესე გავიდა ეს 1 კვირა, მარის მხოლოდ საღამოობით ხედავდა, ან თუ დაისვენებდა რჩებოდა ხოლმე, ნიკოლოზთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაუგრძელდა, თუმცა მათ საუბარში ფლირტის პატარა დოზაც იმჩნეოდა...

მოვიდა ის დღე, დღე როცა ანასტასიას "ცხოვრება" შეიცვლებოდა...
ტელეფონი მეჭირა ხელში და არ ვიცოდი დამერეკა თუ არა, ნეტა ასე რატო გამიმეტა ღმერთმა რომ ამ მდგომარეობაში ჩამაგდოო...
მარიმ იცის რომ დღეს უნდა დავრეკო, გაბრაზებულია ჩემზე თუმცა ვიცი მალევე შემირიგდება...
როგორღაც ავკრიფე თამუნას ნომერი და რამოდენიმე ზუმერის შემდეგ მანაც მიპასუხა...
- ალო, გისმენთ.
- ალო, თამუნა, ანასტასია ვარ... ჩამქრალი ხმით ველაპარაკებოდი... რაღაცა მაიძულებდა რომ გამეთიშა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
- ანასტასიაა... როგორ გამიხარდა, მითხარი აბა რა გადაწყვიტე..
- თანახმა ვარ, მაგრამ მეშინია, მე... მე,
- ვიცი, კაცთან არასდროს ყოფილხარ, ნუ გეშინია, ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ შენ კარგად იყო..
- გასაგებია, ოღონდ რამოდენიმე თხოვნა მექნება, ისეთი რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კლიენტმა..
- აბა გისმენ..
- მოკლედ მინდა რომ ნიღაბი მეკეტოს, და ჩემი სახის ნაკვთები არავინ დაინახო..
- ოჰო, ეს რამე ახალია?
- უბრალოდ ესე უფრო გამიადვილდება.
- კარგი კარგი გასაგებია. იქნება ნიღაბი...
- ხო და კიდევ ერთი.. ცოტა ძვირს ავიღებ, და მინდა რომ ძალიან ბებრი ღრძოები არ მყავდეს..
- ყველაფერი გასაგებია, ისეთი გოგო ხარ, არაფერზე გეტყვი უარს...
- კარგით, როდის მოვიდე..
- დღეს იყავი სახლში, ხვალ შემხვდი, განახებ ჩვენს სახლს სადაც გოგოები არიან...
- კარგით, იმედია მე მაგ სახლში ყოფნა არ მომიწევს...
- როგორც გინდა, თუ გინდა შენს სახლში იყავი, ოღონდ ყველაფერი უნდა ვიცოდე, არარიან ცუდი გოგოები, გაიცნობ ყველას და მოგეწონება..
- კარგით, ხვალ შევხვდებით მაშინ..
- კარგი, დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებთ...
- დროებით...
გავთიშე და ტელეფონი იქიტკენ მოვისროლე, ლოგინზე წამოვწექი და ცრემლები გადმომცვივდა... "ნეტა მეც მშობლებთან ერთად მოვმკვდარიყავი"...
იმ საღამოს მარიმ მითხრა მშობლებთან ერთად ვვახშმობთო, ასერომ მარტო ვიყავი...
ნიკას ვწერდი, ყველაფერზე ვსაუბრობდით, ოღონდ რათქმაუნდა არა ჩემს მომავალ პროფესიაზე, არასოდეს ვეტყვი და იმედია ვერც გაიგებს...
ღამე ისევ გვიან ჩამეძინა....
დილით ადრე გამეღვიძა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, ნერვიულობისგან მუცელი მტკიოდა და ეს ყველაფერი არ მომწონდა. დილაადრეან ასეთი ხასიათით გაღვიძება ვის მოეწონება... აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, შემდეგ კარადასთან გამოვედი და უბრალო ჯინსის შარვალი და მაისური გადავიცვი. სარკესთან თმა გავიშრე და ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში... თამუნასვთვის უნდა დამერეკა და საათი შეგვეთანხმებინა თუმცაა ჯერ მარიკოს დავურეკე...
- მაარ, რას შვები?
- აუ რავი გოგო ეხლა გავიღვიძე, უნდა ვჭამო... შენ?
- ჯერ ეხლა გათენდა რა ჭამა აგიტყდა.. გაიცინე
- ოო ხო იცი დილით სულ მშია.. შენ რასაპირებ, ანთებული და მხიარული ხმა უცებ ჩაუქრასავით და დაუნაღვლიანდა, მივხვდი რრაზეც მეკითხებოდა. ამოვისუნთქე და გავაგრძელე.
- უნდა დავურეკო და შევხვდე
- ანუ გადაწყვიტე საბოლოოდ?
- ხო, ხო იცი რომ გადავწყვიტე, რაცარუნდა არასასიამოვნო და საშინელი გადაწყვეტილება იყოს, გადავწყვიტე. იმედია ჩვენი მეგობრობა არ დამთავრდება...
- არ მსიამოვნებს ეს ყველაფერი მაგრამ შენ იცი ჩემთვის რასაც ნიშნავ, ამიტომ არასოდეს არ დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ვეცდები მალე ამოგიყვანო მაქედან...
- შორს არ შევტოპავ შენ თავს ვფიცავარ...
- უკვე შეტოპე მაგრამ ხმას არ ვიღებ...
- კაი წავედი უნდა ვნახო ის და მერე დაგირეკავ... მიყვარხარ..
- მეც მეც... მიდი ჭკუით...

თამუნასთან უნდა დამერეკა ვიღაცის უცხო ნომერი რომ დაეწერა ტელეფონს და აწრიპინდა, გამიკვირდა თუმცა ვუპასუხე...
- როგორ ხარ ტასო ??
- ნიკაა?? კარგად შენ როგორ ხარ? მისი ხმა პირველად გავიგე და ვაღიარებ რომ მისმა ბოხმა ბარიტონმა სხეულზე ტაოს დაყრა გამოიწვია...
- გაგიკვირდა ალბათ რომ დაგირეკე, მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდოდა..
- კი გამიკვირდა, ხდება რამე?
- დიდიხანია არარი რაც ერთმანეთს ვიცნობთ, 1კვირა გავიდა თუმცა შენი ნახვა და უკეთ გაცნობა ძალიან მინდა, ამიტომ გავიგე შენი ნომერი და მინდა სადმე დაგპატიჟო დღეს, რათქმაუნდა თუ გცალია და წინააღმდეგი არ იქნები.. ძალიან მესიამოვნა მისგან ასეთი საქციელი და უზომოდ მინდოდა მენახა ნიკა, თუმცა...
- არ ვიცი ნიკა, დღეს რაღაც საქმე მაქვს, თუ მოვახერხე აუცილებლას გნახავ...
- გასაგებია, იცოდე რომ არ გაძალებ...
- არა, არა ეგ რა შუაშია, მართლა ყველანაირად ვეცდები რომ გნახო...
- ძალიან კარგი, ეს ჩემი ნომერია და თუ მოიცალე დამიკავშირდი... შეხვედრამდე..
- კარგი ნიკა შეხვედრამდე.. რაღაცნაირად აჟიტირებულმა დავდე იქითკენ ტელეფონი, თითქოს ისიც დამავიწყდა რომ თამუნასთან უნდა დამერეკა და იმ საშინელ ადგილას მივსულიყავი...
მე და ნიკა ხშირად ვლაპარაკობდით, თითქმის ყოველდღე, ისე შევეჩვიე ვერც კი მივხვდი, ახლა, ახლა კი როცა მისი ხმა გავიგე და მისმა ხმამ ორგანიზმში პეპლების ფრენა მაგრძნობინა თითქოს თვალები ამეხილა და მივხვდი რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ინტერნეტით გვქონდა ურთიერთობა....
ცოტახანი ფიქრებში გადავვარდი, მერე გონს მოვედი და გამახსენდა თამუნა, ტელეფონი ავიღე და დავრეკე..
- ალო, თამუნა
- ხო სტასია, რას შვები აბა, რომლისკენ გცალია?
- მე ეხლავე მცალია, მითხარი რას მოვიდე და მოვალ...
- აჰა, კარგი მაშინ მიდი რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მაკიაჟიც გაიკეთე, დღეს ვიაიპი კლიენტმა დარეკა და მინდა რომ მას მოემსახურო...
- კი მაგრამ, ეს.. ეს. ასე მალე?
- მომისმინე ანასტასია ადრე თუ გვიან მოგიწევდა, რამნიშვნელობა აქვს დღეს იქნება ეს თუ ხვალ, მითუმეტეს არც ბებერია და არც მახინჯი, მიდი მიდი გაემზადე, მოდი და ყველაფერს მოგიყვები..
ისე ავნერვიულდი მისამირთის ჩანიშვნაც დამავიწყდა და შეტყობინება მივწერე რომ მისამართი მოეწერა...
მალევე მომივიდა საპასუხო შეტყობინება, ამასობაში კაბაც მოვნახე, დიდი არაფერი თუმცა კაბა ხომ ერქვა, ნიკასაც მივწერე რომ დღეს ვერ მოვახერხებდი, მანაც საპასუხოდ: " იმედია ოდესმე ჩემთვისაც მოიცლი"-ო მომწერა და გულზე ძალიან მომხვდა თუმცა ვერაფერს ვიზავდი...
მაკიაჟიც გავიკეთე, მაღლებიც ჩავიცვი, სარკეში ერთი-ორჯერ ჩემთავს თვალი შევავლე და კარებისაკენ წავედი...
ქვემოთ ჩასულმა ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და ფანჯარაში, ცისფერ, მწვანე და თეთრ ფერებში შეფერილ პეზაჟს თვალი გავუსწორე...
მოჭიკჭიკე ჩიტებიც ხან იქეთ გადაიფრენდნენ, ხანაც აქეთ. რა ბედნიერები არიან, თავისუფლები, სადაც უნდა იქ გადაფრინ-გადმოფრინდებიან... ფიქრებიდან ტაქსისტის ხმამ გამომარკვია, "მოვედითო" მეც თანხა გავუწოდე და კარი გავაღე...
გარედან ჩვეულებრივი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არც სტრიპტიზ ბარი იყო და არც ბორდელი, თუმცა ეს მხოლოდ გარედან ჩანდა ასე... შიგნით შესულს, სხვანაირი სიტუაცია დამხვდა, ცოტა მუქ ფერებში გაწყობილი ოთახები დავინახე, შინდისფერ-ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი, შპალერიც, ავეჯიც, ფარდებიც, მოკლედ თითქმის ყველაფერი... სიბინძურის სუნი იდგა, აი ისეთი ორწამში რომ შეუძლია გული აგირიოს. ოდნავ გრძელი დერეფანი გავიარე და მისაღებში დავიკავე ერთ- ერთ სავარძელზე ადგილი... მალევე ვიღაც ლამაზი გოგო მომიახლოვდა, მხოლოდ შიდა თეთრეული ეცვა და ზემოდან გამჭირვალე პერანგი ჰქონდა მოხურული, ჩემსკენ დაიხარა და ვის ელოდებითო მკითხა...
- თამუნას ველდები...
- ახალი ხარ? მომცინარი და ირონიული ტონით მკითხა, შემდეგ საგულდაგულოდ ამათვალიერ ჩამათვალიერა და ცოტახანი დაიცადეო მომაძახა...
- ტასოოო.. დერეფნიდან მომესმა ნაცნობი ხმა და მისკენ გავტრიალდი, რათქმაუნდა თამუნა იყო... თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიანაც კარგად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 40 წლამდე იყო, თავი მოვლილი, თმა ყოველთვის ლამაზად დავარცხნილი, მაკიაჟი ყოველთვის შესაფერისი ქონდა, ახლაც ასე იყო... ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა, ტანის საკმაოდ მოხდენილი ქონდა, მისი ასაკის მიუხედავად ყველასათვის შესაშურიც კი...
- მოვედი თამუნა. მითხარი აბა რა უნდა გავაკეთო... ძალით გავუღიმე და შკარაა რომ ისიც მიმიხვდა..
- ვიცი რომ შენთვის ძნელია, თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს მაგრამ, მიეჩვევი, თან გპირდები ძალიან არ დაგტვირთავ... ეხლაც არ მინდოდა რომ წასულიყავი კლიენტთან თუმცა ეს ვიაპია, და ყოველთვის საუკეთესოს ითხოვს, აქამდე მხოლოდ რამოდენიმე გავაგზავნე მასთან თუმცა ახლა საუკეთესო შენ მყავხარ...
- გასაგებია თამუნა, ვიცი, მაგრამ შეიძლება არც მე მოვეწონო, იმიტომ რომ გამოუცდელი ვარ, იცი რომ არასოდეს ვყოფილვარ კაცთან... თავი ჩავღუნე და ლოყები ამეფაკლა...
- ვიცი და მაგანაც იცის...
- მერე რა თქვა?
- არაფერი თუმცა მითხრა რომ ფრთხილი იქნებოდა...
- შეგიძლია ცოტა კონკკრეტულად მითხრა ვინ არის?
- ლაშა თევზაძე, 26 წლის ბიზნესმენია, თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, როგორც ხედავ გართობაც უყვარს. საკმაოდ სიმპათიური კაცია, ვიფიქრე რომ შენ წახვიდოდი მასთან...
- გასაგებია, კარგია რომ ბებეთან არ მომიწია ჩემი უმანკოების დაკარგვა...
- ხო. მოკლედ, როგორც ვიცი პენუარები, კორსეტები და სექსუალური შიდა თეთრეული არ გაქვს ხომ ასეა?
- ხო, რათ მინდოდა...
- ახლა საჭიროა, ამიტომ ჩვენი გოგოებიდან და ჩემგან პატარა საჩუქარს მიიღებ...
-თეკლეე მოდიიი... ვიღაცას დაუძხა და ახლაღა ვიცანი ის გოგო, პირველად რომ მომიახლოვდა ის გოგო მოვიდა...
-თეკლე მომისმინე, აი ეს ფული გამომართვი, ტასოს წაიყვან მაღაზიებში და მის ზომა საჩირო თეთრეულს უყიდი, ნუ მოკლედ ყველაფერი იცი რაც არის საჭირო, ფერი და ფორმა სტასიას კითხე... წავედი ახლა მე საქმე მაქვს და აბა თქვენ იცით...
- კი მაგრამ თამუნა, იმ ვიაპი კლიენტს როდის უნდა შევხვდე ან სად..
- უი ხო სულ დამავიწყდა, მოკლედ წესით კლიენტები აქ მოდიან ხოლმე თუმცა ის გამონაკლისია, საღამოს 10 საათზე მისი გამოგზავნილი მძღოლი მოვა აქ, და წაგიყვანს მის სახლში...
- მთელი ღამით იქ უნდა ვიყო?
- არ ვიცი მაგაზე თქვენ შეთანხმდით... გამიღიმა და თვალი ჩამიკრა..
- წავედი გოგოებო ჭკუითთთ. დერეფანში გაუჩინარებულმა გამოგვძახა...
მე კიდევ თეკლესთან ერთად სავარძელზე ვიჯექი და სულელივით ვაკვირდებოდი, მის აღნაგობას...
ლამაი ქერა თმები წელამდე ქონდა ჩამოშლილი, ცისფერი დიდი თვალები და მასზე თავისუფლად მოხამხამე გრძელი წამწამები ამშვენებდა მის სახეს.. დიდი ტუჩები, ლამაზი სახის ნაკვთები,თლილი თხელი თითები... ტანიც შეუდარებილი, ლამაზი სიმრგვალეებითა და გამოყვანილი წელით...
- ძაან ხო არ მომაშტერდი.. უცებ მისმა ხმამ გამომაფხიზლა და მის სხეულსაც მალევე მოვაცილე თვალი..
იმედია ლეზბიანკა არ ხარ, თორე ისე მიყურებ შემეშინდა.. იცოდე მე კაცები მიყვარს, გაიცინა და მხარი გამკრა..
კარგი გეხუმრები რა იყოო, ნუ დაიბენი... მალევე შსემოვიდა ჩემთან კონტაქტში და მეც მესიამოვნა..
- ხო არა, უბრალოდ ლამაზი ტანი გაქვს და თვალიც გამიშეშდა უნებურად, მაპატიე.. გავუღიმე
- კაი რა რა გაპატიოო, მოდი ეხლა ჩვენ წავიდეთ ხო? ვიყიდოთ რაღაცეები. მე იცი რომ თეკლა მქვია, 23 წლის ვარ და 2 წელია აქ ვარ... არავინ მყავს და ძალაუნებურად რაღაც მიზეზების გამო დავიწყე აქ მუშაობა. მალე სხვებსაც გაიცნობ, მაგრამ ბევრს ნუ ენდობი, ჭორიკნები და შურიანები არიანნ.. აი მე კი კარგი გოგო ვარრრრ.. გააგრძელა სიტყვა და გამიცინა, მეც გავიცინე და წამოვდექი, მას გავყევი.. ყველაფერზე რასაც მიყვებოდა თავს ვუქნვდი. მეც ჩემზე მოვუყევი ყვველაფერი გზაში...
- აიი მოვედით... საცლების მაღაზიში შევედით და დაიწყო ჩვენი წოწიალი დახლიდან დახლზე...
-კაი ეს რას გავს?
- ამის ფერი არ მომწონს
- აუუ შენ მკერდს ვაფშე არ უხდება...
- იფფ რა გაქქ...
ესეთ კომენტარებს მესროდა ხოლმე გამოსაცვლელიდან გამოსულს, მეც სიცილით უკან ვბრუნდებოდი და მომდევნო ვარიანტს ვისინჯავდი...
- ოპ ოპ, მაიცა, ეს ძალიან მაგარია... აღტაცებულმა შეჰკივლა და ყველამ მე გამომხედა, შემრცხვა...
- რა გაყვირებს გოგოო..
- ოო მოიცა რაა, აი მართლა მოგიხდა, ფერი ფორმა, ყველაფერი მაგარია, ჯერ ნახე რა გაქ პროსტა.. მკერდიი?! ძაან მაგარი..
- გავწითლდები ეხლა..
- რაც იგნდა ის ქენიი, ოღონდ ამას ვყიდულობთ...
- ხო კაი ოღონდ შენ დამშვიდიი...
-მიდი ეხლა შედი და კიდე მოიქომე, აი ის კორსეტი ნახე რა ბოლოს რომ მოგაწოდე..
- აჰამ ეხლავე. შევბრუნდი და რამოდენიმე წუთში კორსეტით გამოვედი. არ მინდოდა აღიარება მაგრამ ამრთლა ძალიან მომეწონა... თვალები ამიციმციმდა და ესეც შეამჩნია თეკლემ..
- ოხ, ქალბატონსაც მოეწონა და ჭკუაზე არარიი.. ესეაა ესე, თავიდან მეც ვმორცხვობდი, მეშინოდა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაოო.. გამიცინა და თვალი ჩამიკრა...
- ხოო იმედიაა მივეჩვევიი.. გავიცინე და ჩემს თავს შევხედე სარკეში...
- მოკლედ რა გოგო ხარ რააა.. თამუნნას რომ გემოვნება ქონდა ვიცოდი მარა ეს პიკიაა.. მაქებდა და არ იღლებოოდა თეკლე...
- დავიღალე წავიდეთ რაა..
- ხო აი ფული დაგვრჩა, წამო სადმე კაფეში, ყავა დავლიოთ და მერე წავიდეთ...
- ხო კარგი.. დავთანხმდი და იქვე ახლომახლო კაფეში შევედით. ფანჯარასთან, კუთხესი დავიკავეთ ადგილი და მიმტანს 2 ესპრესო შევუკვეთეთ...
უკნიდან მზერას ვგრძნობდი თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ მაშინ მივიხედე უკან, ტეკლამ რომ მკითხა ვინარი ის რანაირად გიყურებსო...
მივიხედე და ადგილზევე გავშრი... თვალები შუბლზე ამივიდა, ცივმა ოფლმა დამასხა და ერთადგილას გავიყინე...
ნიკა იჯდა ბართან, რაღაც სასმელს წრუპავდა და თან თვალს არ მაშორებდა... მალევე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა...
- ვა ტასო.. გამიკვირდა აქ რომ გნახე, მეგონა არ გეცალა. რაღაცნაირად გამიღიმა და მერე თეკლას გადახედა, მის გამომწვევ ჩაცმულობას დააკვირდა და მერე მე გადმომხედა, მსგავსად რომ მეცვა... ძალიან შემრცხვა, არ მინდოდა ასეთ სიტუაციაში მენახა ის ვისი ხმაც ტანზე ტაოს დაყრის მიზეზია...
- ნიკაა... ჩამქარალი ხმით ვუპასუხე. ხო საქმეზე ვარ გამოსული და ყავის დასალევად შემოვედი... მართლა არ მცალია.. ეხლაც მაე უნდა წავიდეთ ხომ ასეა? თეკლეს გადავხედე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი რომ დამიქნია ამოვისუნთქე..
- გასაგებია. ასეთი რა საქმე გაქვს, ასე რომ ხარ გამოწყობილი.. თუმცა რა ჩემი საქმეა. კარგი მიდი დროებით. იმედია გნახავ მერე...
პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე მიბრუნდა და გაუჩინარდა...
- ეს ვინიყო? რა ბიჭიაა პროსტა..
- არავინ, უბრალოდ მეგობარია...
- ხო უბრალოდ მეგობარი და მის დანახვაზე ლამის მიწა მოგაყარე და დაგიტირე.. გაიცინა დაა წარბები აათამაშა...
- ოო კაი რაა, მართლა მეგობარია, ინტერნეტით გავიცანი, დღეს მთხოვა შეხვედრა და უარი ვუთხარი აქ მოსვლის გამო...
- გასაგებია, იმიტომაც მიიღო ეგეთი სახე რომ დაგინახა..
- ხო ასე გამოდის.
- კაი დაიკიდე.. წამო წავიდეთ მართლა უკვე 8 საათია.. სანამ გამოგპრანჭავ და მოგამზადებ პირველიი ცეცხლოვანი ღამისთვის 10 საათიც მოვა.. სიცილით მითხრა და ადგა.. მეც წამოვდექი, თანხა გადავიხადეთ და "სახლისკენ" წავედით..
დაახლოებით თხუთმეტ წუთში მივედით, თავის ოთახში შემიყვანა და სავარძელში ჩამსვა..
- მოკლედ ვიცი რომ აქ ყოფნას არაპირებდა შენ შენს სახლში იქნები.. ამიტომ ჩემ ოთახში შემოგიყვანე რომ მოგამზადო რა, მიდი ეხლა იბანავე, პირსახოცს მოგცემ, მერე რო გამოხვალ ახალ საცვლებს მოირგებ რომელიმეს, აა ხო კიდევ ეს კაბა აღარ დამანახო რაა... "გიცინა" ჩემს რომელიმე კაბას გათხოვებ და იმით წადი თორე გამოგადებს ის... კიდევ გაიცინა და ეხლაღა გამახსენდა ნიღაბიი..
- ვააიმეე.. წამოვიყვირე და თეკლეს შევხედე..
- რა გჭირს?
- ნიღაბიიი.. წარბები დავწიე ქვემოთ და სახე მომეღუშა..
- ოოო მეც არავთქვი რა მოუვიდა თქოოო.. აქ მაქ, აქქქ.. დამიტოვა თამუნამ ნუ ღელავ..
- უუფფ, ამოვისუნთქე, მანახე აბა, რა ფერია?
- შავია, მაგრამ არ მესმის რათ გინდა...
- ასე მირჩევნია, გამიადვილდება..
- კაი ეგ შენი საქმეა. მიდი ეხლა მიდი..
შევედი აბაზანაში წყალი გადავივლე და გამოვედი, თეკლა სავარძელში იჯდა და ტელეფონში რაღაცეებს ათვალიერებდა..
- მოდიი ტას, მიდი თმა გაიშრე და მოგხედავ..
მალევე გავიშრე თმა და თეკლეც საქმეს შეუდგა. დაახლოებით ერთი საათი მევლებოდა თავს, ხან რა გამისწორა ხან რა, თმა დამიხვია და ჩემი ლოკნები მხრებს მიფარავდა, შემდეგ ახალი საცვლები მოვირგე და ულამაზესი კაბა გამოიღო კარადიდან და წინ დამიდო, თვალები შუბლზე ამივიდა, ძალიან სექსუალური და სადა შავი კაბა, წინ ამოღებული დეკოლტე საკმაოდ დიდი ქონდა, მუხლს კარგად ზემოთ იყო აცდენილი და უკანალის ნაკეცს ძლივს მიფარავდა... მოკლედ მოვემზადე, მაკიჟიც დაამთავრა და სარკეში რომ ჩავიხედე სრულიად სხვა ანასტასია დავინახე, დაქალები, სექსუალური და მიმზიდველი. ის ბავშვური ტასო სადღაც გამქრალიყო, თითქოს უკვე ყველაფერს შეგუებული სახე მქონდა და ბედსაც შევჩვეოდი...
- ჰე ახლა, ვიცით რომ ლამაზიხარ... მოვიდა მძღოლი, წადი და მერე იცოდე პირველი მე მიყვები ყველაფერს... გამიცინაა და ლოყაზე მაკოცა.. მესიამოვნა მისი თბილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მეც გადავკოცნე და ათრთოლებული სხეულით კარებისკენ წავედი..
გარეთ ბოლო მოდელის მანქანა იდგა, არ ვერკვევი მანქანებში მაგრამ ძნელი მისახვედრი არც იყო რომ მდიდრული მაქანა იდგა ჩემს წინ..
შარვალ კოსტუმში გამოწყობილი 50წლამდე მამაკაცი კარებთან იცდიდა და როცა დამინახა ღიმილით კარი გამომიღო და ხელით დაჯდომაში დამეხმარა.
მანქანას მოუარა საჭესთან მოკალათდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა...
მანქანას დიდიხანი არ უვლია, უკან ვიჯექი და ხელებს ნერვიულობისგან ვიფშვნეტდი, ხანდახან ჩემს ნიღაბსაც ვისწორებდი, ვაღიარებ რომ მაწუხებდა, მინდოდა მომეძრო და მომესროლა მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი რომ ეს ჩემი იდეა და მოთხოვნა იყო ამიტომ მალევე დავივიწყე ეგ სურვილი...
დაახლოებით თხუთმეტ წუთში რკინის დიდ ჭიშკართად მიაყენა მანქანა, გადავიდა და იქვე მდგომ დაცვას რაღაც გადაუჩურჩულა... ნერვიულობამ უფრო იმატა.
მალევე მობრუნდა და მანქანა დაქოქა რომ გაღებულ ჭიშკარში შესულიყო თუმცა შევაჩერე...
- შეიძლება ფეხით შევიდე?
- კარამდე მიგიყვანთ, ნაბრძანები მაქვს...
- გასაგებია, უბრალოდ მინდა რომ გადავიდე...
- კარგით დაგეხმარებით.
გადმოვიდა და მალევე გამიღო კარი, ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა.
რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჭიშკრის ზღურბლიც გავიარე.
ჩემს წინ ორ სართულიანი მდიდრული სახლი იდგა. დიდ, მაღალ ბოძებზე ედგა მეორე სართული, შუაში დიდი, მრგვალი აივანი ქონდა, ხოლო გვერდებზე ორი პატარა აივანი...
დიდი რკინის კარები ქონდა, შავი...
ირგვლივ კი განათებები ედგა და ისე ანათებდა სახლს, გეგონებოდათ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შენობა იყო...
ნელნელა მვუახლოვდი კარებს, ამოვისუნთქე და ვეცადე რომ ნერვიულობა ოდნავ მომხსნოდა, თუმცა არ გამომივიდა. ცოტახანს აზრზე მოსასვლელად კარებს მივეყრდენი და თავი ქვემოთ ჩავხარე, რამოდენიმე წამში კარი გაიღო და მთელი სხეულით ვიღაცას ზემოდან დავეცი...
- ვაიმეე... წამოვიყვირე და ჩემს ქვემოთ მოქცეულ მამაკაცს დავაკვირდი...
ლურჯი დიდი თვალები, ღია ყავისფერი თმა, ტანი ვერ დავინახე თუმცა მისი ტორებით შემიძლია ვიმსჯელო რომ ნამდვილად კუნთიანია,
- მმე, ის ,უკაცრავად, შემთხვევით...
- კარგი ნუ ბკუყუნებ, ვიცი რო შემთხვევით, ადექი ეხლა რომ მეც წამოვდგე, თუ გინდა აქვე დავიწყოთ მე პრობელმა არ მაქვს.. გამიცინა და თვალი ჩამიკრა. " ღმერთო ღიმილიც რა კარგი აქვს" ვიამე რეებზე ვფიქრობ...
მის ნათქვამზე გავწითლდი და ნელა წამოვდექი, კაბა ჩამოვიწიე და მის წინ დავდექი...
- მე ლაშა ვარ, შენ?
აი აქ დავიბენი, სახელზე არც მიფიქრია, არც მინდოდა რომ ნამდვილი სახელი მეთქვაა... ამიტომ რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი...
- უბრალოდ ნიღბიანი დამიძახე... მივხვდი რომ უაზრობა იყო და თავი ჩავხარე...
- ჰმმ. ცოტახანი ამათვალიერ ჩამათვალიერა, კარგად დამაკვირდა.
მაშინ ნიღბიანო, მინდა გითხრა რომ ულამაზესი ხარ, ნუ მართალია სახის ნახევარს ვერ ვხედავ თუმცა ტანი შესანიშნავი გაქვს...
წამოდი საძინებელში ავიდეთ...
წინ გამიძღვა და დიდ ოდნავ მუქ ოთახში შემიყვანა, ყველაფერი მდიდრულად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი, რუხ და მუქ ლურჯ ფერებში გაწყობილი...
შუაში დიდი ორსაწოლიანი ლოგინი იდგა და მის გვერდებზე პატარა ტუმბო... ერთზე ტელეფონი და სანათი იდგა ხოლო მეორეზე მხოლოდ სანათი...
ოთახს ვათვალიერებდი და ვიგრძენი რგორ მომიახლოვდა, მხარზე ხელი ჩამომისვა და სხეულზე ტაომაც დამაყარა. არ ვიცი ეს რატომ მოხდა ასე, მე ხომ მას არც კი ვიცნობ, მე ხომ ტაო მხოლოდ ნიკას ხმაზე მაყრიდა...
მიდი დიდი ტორები წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა, კისერზე შემახო მისი ცხელი ტუჩები, მერე მისკენ შემომატრიალა და თვალებში ჩამხედა... რაღაცნაირი თვალები ქონდა, თითქოს სევდიანი, თუმცა რა ჩემი საქმე იყო, იქ მხოლოდ ჩემი საქმის გასაკეთებლად მივედი და როცა წამოვალ ალბათ აღარასოდეს შევხვდები...
ცოტახანი კიდევ მიყურა, ხელები არ მოუშორებია ჩემი წელიდა, ხანდახან თუ აასრიალებდა ზემოთ, შემდეგ ისევ საწყის ადგილას აბრუნდებდა...
- ამას რატომ აკეთებ?
დავიბენი, ვერ მივხვდი უცებ რაზე მეკითხებოდა..
- ამას რას?
- აი ამას, აქ რატომ ხარ, ჩემტან რატომ ხარ და კიდევ უამრავთან რატომ უნდა იყო? თავისი მიმზიდველი და ოდნავ ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და თან მკერდზე ხელი ჩამომისვა.
- ეს უბრალოდ ჩემი საქმეა, შეიძლება არ მსიამოვნებდეს მაგრამ ამით ვშოულობ ფულს...
- დავიჯერო სხვა სამსახური ვერ იშოვა შენნაირმა გოგომ ?
- რომ მეშოვა დამიჯერე ახლა შენს წინ არ ვიდგებოდი...
ამის შემდეგ ნელნელა თავი წამოწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ხან ერთს მიკოცნიდა ხანაც მეორეს... მე უბრალოდ უემოციოდ და ყველანაირი გრძნობის გარეშე ვცდილობდი ავყოლოდი... (ჩემი პპირველი კოცნა) გავიფიქრე და გული ჩამწყდა, მე ხომ ყოველთვის საყვარელ ადამიანთან მინდოდა მქონოდა ყველაფერი პირველი...
შემდეგ ნელა შემიხსნა კაბის ელვა და მოწყვეტით დაეცა ძირს...
შემათვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- ულამაზესი ხარ. ბაგეებიდან გამოსცრა და ისევ ტუჩებზე მეცა, შემდეგ ხელში ამიყვანა და საწოლზე მიმაწვინა, ისე ნაზად და სათუთად მეფერებოდა, გეგონებოდათ ხელებში ფაიფურის სათუთი თოჯინა ეკავა და ოდნავ ზედმეტად რომ ძალა გამოეყენა ხელებში შეატყდებოდა, რათქმაუნდა მესიამოვნა მისი სინაზე, მესიამოვნა რომ ცხოველივით არ დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნილება და არ გამიშვა...
უცებ მომშორდა, ჩემი გაწითლებული ლოყების დანახვისას, მეც შევცცბი, ვიფიქრე რომ რამე არაწორად გავაკეთე..
- მოხდა რამე?
- რაზე მეკითხები.
- რატომ გაჩერდი?
- იცი რატომაც..
არადა მართალა ვერ მივხვდი, თუმცა ხო, მე ხომ პირველად უნდა ვყოფილიყავი კაცთან, ალბათ დაბრკოლებასაც ეს უქმნიდა..
თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო და ისე დაიწყო ლაპარაკი...
- საერთოდ არ ღელავ?
- რაზე?
- მე ხომ პირველი უნდა ვიყო შენთვის... საშინელი სათქმელია ეს საკუთარ თავზე თუმცა მართლა არ მეგონა კლიენტები მეძავებს ასე თუ ექცეოდნენ...
- ეს ჩემი საქმეა თქო უკვე გითხარი, თუ არაფრისგაკეთებას აპირებ მაშინ ლაპარაკში ტყუილად დროს ნუ დაკარგავ, წავალ მე... ოდნავ წამოვიწიე და მაჯაზე ხელი მომკიდა...
- ფულს მე ვიხდი, ჩემი საქმეა ამ დროს რაში გამოვიყენებ, ახლა მინდა რომ უბრალოდ ჩემს გვერდით დაიძინო, დილამდე, სანამ სამსახურში არ წავალ, საკმარისს გადაგიხდი... უკან დამაბრუნა და წელზე ხელი მომხვია... ვერ მივხვდი ასე რატომ იქცეოდა,მას ხომ გოგო უნდოდა გასართობად.
- ასე რატომ იქცევი? მე ხომ უბრალოდ მეძ...
- გაჩუმდი და დაიძინე... არ დამამთავრებინა სიტყვა ისე მიმწია თავისკენ და მისი სწორი ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო...
არ ვიცი რა ვიგრძენი, ალბათ მადლობელი უნდა ვყოფილიყვი მისი, თუმცა მაინც მიკვირდა... ეხლა რაღა დამაძინებდა, მისკენ გადავბრუნდი და მის სახეს დავუწყე დაკვირვება...
ძალიან სიმპათიური იყო, ლამაზი და მამაკაცური ნაკვთებით... თვალი გამიშტერდა და არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ვუყურებდი ლაშას.
- დიდიხანი უნდა მიყურო? მისმა ხმამ გამომაფხიზლა..
- ის, მე უბრალოდ თვალი გამიშტრდა...
- ეხლა მაინც მოიხსენი ნიღაბი, ნიღბიანოო.. ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა და ხელი ჩემი ახისკენ წამოიღო..
- ლაშა, გთხოვვ, თუ მომხსნი ავდგები და წავალ... არ მოკიდო ხელი!
- კარგი არ გაბრაზდე, უბრალოდ შენ სხვანაირი ხარ, აქამდე შენნაირი არავინ მინახავს, არ მინდა რომ ეს რაღაც ნიღაბი მიშლიდეს ხელს სენი სილამაზის სრულად დანახვაში...
- ნუ დაგავიწყდება მე ვინ ვარ და ნუ აგერევი უბრალო გოგოში ვისი შეყვარებაც და ვისთან ერთადაც ყოფნა შესაძლებელია. მე ვმუშაობ იქ სადაც შეუძლებელია ნორმალურმა მამაკაცმა ჩემნაირი შეიყვაროს...
- შეუძლებელი არაფერიაა. გამიღიმა და ნელა მაკოცა...
- დავიძინოთ, ახლა მევუთხარი და ისევ გადავბრუნდი, ზურგი ვაქციე და ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეული ჩემს უკან... უამრავ რამეზე დავფიქრდი, ახლა გავაანალიზე რომ მარი მართალი იყო, მე თუ ვინმე შემიყვარდებოდა, ჩემი საქმის გამო შეუძლებელი იყო რომ ვინმესთან ვყოფილიყავი, ყველა ვარიანტში გამოჩნდებოდა ვინმე "კლიენტი" ვინც ჩემს ვინაობას გაამხელდა ისეთ ადგილას სადაც არ იქნებოდა საჭირო... ახლაღა მივხვდი რომ მართლა შევტოპე, თან ძალიან ღრმად, თუმცა უკან დახევით ვეღარაფერს შევცვლიდი...
ფიქრებში მალევე გადავეშვი სიზმრების მორევში...
დილით რომ გავიღვიძე ლაშა გვერდით არ დამხვდა, ეგრევე სახეზე მოვიკიდე ხელი და ნიღაბი რომ ადგილზე დამხვდა ამოვისუნთქე, მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ დილით ჩემი სახე მაინც ნახა, მაშინ როცა მე მეძინა... ავდექი და საცვლების ამარა გავტანტალდი გარეთ, ღმერთო საიდან ამდენი სითამამე, გუშინ სირცხვილისგან ვიწვებოდი...
ქვემოთ ჩავიხედე მაგრამ ხმა არ ისმოდა, ჩავთვალე რომ უკვე წასული იყო ამიტომ შევბრუნდი ოთახში ჩავიცვი და გამოვედი. დაბლა ჩავედი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, წყლიი დასალევად...
მაგიდაზე საუზმე იყო ერთისთვის გამზადებული... ფინჯანთან კი წერილი: - ნიღბიანო, დილით ადრე სამსახურში მომიწია წამოსვლამ, ამიტომ ბოდიში რომ შენთან ერთად ვერ ვსაუზმობ, ისე არ წაახვიდე რომ ყველაფერი არ შეჭამო, ფული ჩემს ოთახში ტუმბოზე დევს, დარწმუნებული ვარ ისეთი დაბნეული გაიღვიძე ვერც შეამჩნიე, მოკლედ მადლობა ერთად გატარებული ღამისთვის, მინდა რომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს... მალევე და გთხოვ ისევ მოსვლას, ოღონდ ისევ აღარ დაგინდობ და ჩემი გახდები... ლაშა
წერილზე გამეცინა და მაზეც დავეთანხმე რომ ფული ვერც შევამჩნიე, ვისაუზმე და ყველაფერი თუ ვერა ნახევარი მაინც შევჭამე რაც იდო... შემდეგ ჭურჭელი გავრეცხე, არ ვიცი რატომ მაგრამ რატომღაც იქ დატოვება მომერიდა, შემდეგ ოთახში ავედი და ფულ იავიღე, რომ გადავთვალე ორი ათასი ლარი იდო...
რადგან საფულე არ მქონდა ფული გადავკეცე და ბიუსჰალტერში ჩავიკუჭე. "ღმერთო არ მჯერა რომ იაფფასიანი მეძავივით ვიქცევი"
სახლიდან გამოვედი და წინ ისევ ის მანქანა დამხვდა, იგივე მძღოლით, მივუახლოვდი და მანაც ღიმილით გამომიღო კარი...
- ისევ იქ დაგტოვოთ?
- არა მისამართს გეტყვით და იქ წამიყვანეთ.
- კარგით, დაბრძანდით...
სახლში მივედით და სადარბაზოში ავირბინე, კარებთანვე მოვიძრე ნიღაბი და სახლში რომ შევედი იქვე დივანზე მივაგდე, ოთახში შევედი მინდოდა ეს ტანსაცმელი გამეხადა და ჩემი სუფთა ტანისამოსი ჩამეცვა... გავიხადე ვიბნავე და უკან გამოსულმა ჩემი სპორტულები ჩავიცვი...
ტელეფონი ავიღე და მარის დავურეკე...
- ალო, მარრ რავახარ?
- ოოხ, გაგახსენდი? რა იყო ასე იყავი დაკავებული რომ გუშინ საერთოდ არ დაგირეკავს? ნაწყენი იყო აშკარად..
- აუ მარ, გუშინ მართლა არ მეცალა, სად ხარ??
- სახლში დღეს ვისვენებ..
- მეც სახლში ვარ მიდი ამო და მოგიყვები ყველაფერსს..
- ხო მშვიდობაა?
- კი კი, ვერ დაიჯერებ რა მოხდა.. მოდი რაა.
- კაი გამოვალ ცოტახანში.
- კაი გელოდებიი...
დაახლოებით ოც წუთში კარზე ზარი დაირეკა, დარწმუნებული ვიყავი რომ მარი იქნებოდა ამიტომ საცვლების ამარა გავედი და კარი გამოვაღე რომ შოკში ჩავვარდი, ადგილზე გავშეშდი და სახეზე ფერი დავკარგე...
- ნ.. ნიკაა? აქ რასაკეთებ? ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
- ხო მე ვარ და როგორც ვატყობ კარგ დროს არ მოვედი... ჭინკიანი თვალებით ამათვალიერა და ბოლოს თალებში ჩამხედა.
- მე, უბრალოდ დაქალს ველოდებოდი და ის მეგონეე..
- როგორ ხედავ არ ვარ შენი დაქალი, შემომიშვებ?
- კი მოდი, მე ჩავიცმევ...
- ისე ჯერ რო ჩაგეცვა და მერე გაგეღო კარი უკეთესი იქნებოდაა. სიცილით დამაწია უკნიდან და უცებ ჩემს ოთახში შემოვვარდი... ღმერთო რა სირცხვილია, ადამიანს ჯერ არც ვიცნობ წესიერად და უკვე საცვლებით დამინახა. ან რა ჯანდაბა უნდა აქ? ოხ მარი მარიი....
სპორტულები ჩავიცვი და მისაღებში გავედი, ვაჟბატონი სავარძელში იჯდა და თაროებზე შემოწყობილ სურათებს შორიდან ინტერესით ათვალიერებდა..
- მოვედი, ყავას დალევ თუ ჩაის? ბოდიში სტუმარს არ ველოდი ამიტომ არაფერი მაქვს მომზადებული, მხოლოდ შოკოლადი იმედია გიყვარს..
- არარი აუცილებელი რამის მომზადება მხოლლოდ ყავა საკმარისია. ისე ლამაზი ბავშვი ყოფილხარ რა გინდა... გაიცინა და ცოტა დამეჯღანასავით..
- ჰაჰაა, ეხლაც არ ვარ ნაკლები... მეც ენა გამოვუყავი ნიშნის მოგებით...
- როგორი გინდა ყავა?
- უშაქრო..
- ოჰ, მწარე ყვარებია ბიჭს...
- ხოო მასეა. გაიღიმა
სამზარეულოში შევედი და წყალის ადურება დავიწყე, შემდეგ ყავის გრანულები 2 ფინჯანში ჩავყარე და წყალიც დავასხი...
- აბა მომიყევი როგორ მომაგენი... ან რა ხდება ხო მშვიდობაა? ყავა წინ დავუდგი და სავარძელშიც მოვკალათდი...
- არ მინდა გეგონოს რომ გითვალთვალებ, გუშინ რომ მოდიოდი აქეთ ვიყავი და თალი მოვკარი სადაც შემოხვედი, ცოტახანი კორპუსთან ვიდექი და როცა მე4-ე სართულის აივანზე გამოხვედი და რამოდენიმე წყვილი ტანსაცმელი გაფინე, სართულიც გავიგე... ხოლო მოსვლის მიზეზი ის არის რომ, შენ არ გცალია რომ მნახო, ამიტომ ვიფიქრე მე მივალ და ვნახავ თქოო.
- გასაგებია, მაგრამ ასე მალე სახლში მოსვლა არ იყო საჭირო, მხოლოდ ერთხელ ვერ მოვახერხე შენი ნახვა...
- ასე გეწყინა რომ მოვედი? სახე შეეცვალა
- აჰჰ,, არააა, არა ეგ არ მიგულისხმია უბრალოდდ. მეც დავიბენი და ვამჯობინე რომ გავჩუმებულიყავი...
ბევრი ვილაპარაკეთ მე და ნიკამ, ვაღიარებ რომ ძალიან ყურადღებიანი და უზომოდ ზრდილობიანი ადამიანია, რამაც ჩემი სიმპათია დაიმსახურა...
რამოდენიმე წუთში ტელეფონზე ზარი გაისმა, მარი იყო..
- გოგო შენ სად ხარ ვაფშე?
- აუ მარ შენ თავს ვფიცავარ სახლიდან უნდა გამოვსულიყავი და სამსახურიდან დამირეკეს რომ, მაგდა ცუდად გახდა და უნდა შეცვალოოოო, ვერ მოვახერხე აქამდე დარეკვაა, მგონი ხვალ დამასვენებენ კიდეე ნახევარი დღე და უეჭველი გამოვალ კაი?
- ცუდი ხარ მე კიდე გელოდებოდი და შენ გამო ნიკას საცლებით გავუღე კარი...
- აჰაჰჰ.. მოიცა ნიკა შენთან მოვიდა? ეხლა არ მითხრა რო მის გვერდით მელაპარაკები ასე.. გაიცინაა
- არა გოგო გაამოსული ვარ აქეთ, მერავიცი რა უნდა შენი ნახვა მინდოდა, შენ რო არ მნახე მე მოვედიო, მოკლედ მოსაყოლი ბევრი მაქვს ეხლა ტეხავს იქითკენ რო დავტოვე, ხვალ გელოდები თორე ხმას არ გაგცემ..
- კაი ხო მიდიი, მიაქციე შენს მაჩოს ყურადღება.. გადაიკისკისა და გათიშაა.
" ხო მაჩო აბა რააა" გავიფიქრე და ბოდიშის მოხდით მივედი ნიკასთან..
- რაო აღარ მოვალო?
- არა სამსახურიდან დაურეკავთ და იქ წავიდა..
- ცუდია, ანუ კარგ დროს მოვსულვარ..
რაღაცნაირად მიყურებდა და რომ მივხვდი წასვლას არ აპირებდა, ერთად ვახშმობა შევთავაზე...
რამოდენიმეჯერ ლაშაც გამახსენდა მაგრამ მალევე გადავიტანე სხვა რამეზე ყურაადღება..
ბევრი ვიფიქრეთ თუ რა უნდა გვეჭამა.
- მე დიდად რომ ვთქვა რომ, ბევრ კერძს ვაკეთებ მოგატყუებ
- არაუშავს, მოდი დღეს მე გავაკათებ რამეს, ეხლა მარკეტში ჩავალ და ამოვალ კაი? მითხრა და წამოდგა..
- არ გინდაა მაგდენი რა მეც მაქვს რაღაცეები და მაგის მიხედვით მოვიფიქროთ რამე, რა საჭიროა რამის ყიდვა.. გავუღიმე
- კარგი მაშინ გავიდეთ სამზარეულოში და ვნახოთ რა გაქვს...
სამზარეულოში ვფუსფუსებდით მოკლედ, ბევრი ვიცინეთ ფართუკიანი რომ დაიარებოდა აქეთ იქით ფქვილიანი ხელებით. გადავწყვიტეთ რომ პიცა გაგვეკეთებინა, აღმოჩნდა რომ ორივეს ძალიან გვიყვარდა...
საჭირო ინგრედიენტები დავჭერი, ის კი ცომს ზელდა.. ძალიან სასაცილო იყოო, კი არ ზელდა ცემდა, ცომი აწამა კიდე კაი ლაპარაკი არ შეეძლო თორე ვიცი უკვე რეებსაც ეტყოდა ნიკას.. პიცის კეთებაში დრო ისე გავიდა ვერც მივხვდით...
-ვაიმეე ძლივსს გვეღირსა ნიკააა... ამოვიხვნეშე და ღუმელის კარიი გამოვააღე..
- მმმ. მოკლედ რა ხელი მაქ რაა ვის ოჯახშიც მე შევაალლ.
- აბაა აბაა. გავიცინე და პიცა გადმოვიღე, მაგიდაზე დავდე და დაჭრა დავიწყე, აშკარად არ გამომდიოდა და ესეც ნიკამ გააკეთა...
მაგიდა მაინც გამეშალა, წავედი და მაგიდას მივხედე, მალევე შემოვუჯექით და გემრიელად მივირთმევდით პიცას...
- ძალიან გემრიელია..
- ხო აბა მე გავაკეთე და ცუდი ხო არ იქნებაა..
- აუ აუვარდა ეხლა თავშიი ორი კარგი სიტყვაა..
- არა ეგ რაშუაშიაა.. ორივემ გავიცინეთ...
სახლში წითელი გვინოც მქონდა ამიტომ ცოტ ცოტას ვსვავდით...
ცოტ-ცოტა ბევრში გადავიდა, კარგად შეზარხოშებულებმა, ვითომ მივალაგეტ სამზარეულო, ყველაფერი თეთრად იყო მოსვრილი...
- გვიანია უკვე ხო?
- აჰამ, გვიანია... ორივეს გვიბრწყინავდა თვალები, არ ვიცი ეს ფლირტი იყო თუ უბრალოდ სასმელის გამო..
- გინდა რომ წავიდე? არც ის იხევდა უკან და ნელნელა მიახლოვდებოდა. მე კიდევ დავიბენი თუმცა სასმელმა გათამამების უფლებაც მომცა, რატომღაც ცოტა ავკეკლუცდი და გადავწყვიტე რომ ცოტა წამეფლირტავა.
- არ ვიცი, თუ დარჩები გამიხარდება..
- მართლაა? არ წყვეტდა მოახლოვებას.
- აჰამ, ძლივს გასაგონად ჩავიკაპარაკე და თავი ქვემოთ დავხარე, მე ც უკან უკან მივდიოდი..
- სადამდე უნდა იარო უკან?
- სანამ კედელს არ მივეჯახები.. მეც გავუღიმე და კიდელს ავეკარიი..
- ეხლა ვერსად რომ ვერ გამექცევი ალბათ ხვდები ხომ ? ნელნელა მომიახლოვდა და წელზე ხელი შემიცურა.. დამბურძლგა, მესიამოვნა, ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცი ყველაფერი სასიამოვნო დამემართა იმ მომენტში...
- ვიცი. დაბალ ხმაზე აღმომხდა...
- ესე ახლოს რატომ მიშვებ? არ გეშინია რომ გაკოცო?
ვერაფერი ვერ ვუპასუხე, თავი ნელნელა ამოვწიე და თვალებში ჩავაშტერდი, ვხედავდი მის ვნებიან და ღრმა თვალებს სადაც მხოლოდ ჩემ თავს ვხედავდი, მესმოდა მისი ახშირებული სუნთქვა, ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას, მის ათრთოლებულ ხელებს, რომ ვერ გადაეწყვიტა შემხებოდა თუ არა, ყველაფერს ვგრძნობდი და ვხედავდი ამიტომ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე... მგონი გავგიჟდი მაგრამ ახლა ისე მინდოდა რომ ეკოცნა როგორც არასდროს...
- კონტროლს ვკარგავ... ჩურჩულით მითხრა და ტუჩებზე მომაშტერდა..
- ვიცი გხედავვ... მეც გაავუღიმე და სასმლისგან გათამამებულმა და ვნებამორეულმა, მის ბაგეებს წავეტანე...
თავიდან გაუკვირდა მივხვდი, თუმცა ამყვა და ისე ნაზად დაიწყო ჩემს სხეულზე ხელების ფათური ლამის ჭკუა დავკარგე...
მერე მოხდა ის რასაც ალბათ ყველა ელოდით, თუმცა მე არა...
მეორე დილით სრულიად შიშველმა ნიკას მკლავზე რომ გამეღვიძა ლამის ვიტირე...
არც ის ტკივილი მახსოვდა რასაც მაგ წამს ვგრძნობდი და არც ის ყველაფერი რაც ისედაც არ მახსოვდა... თავს საშინლად ვგრძნობდი, ეს რა გავაკეთე, მივხვდი რომ ნიკას მიმართ გრძნობა მქონდა და მხოლოდ მოწონება არა, მოწონებაზე მეტი იყო, ახლა დაემატა ეს რაც გუშინ მოხდა, მერე ჩემი "პროფესია", ლაშა, მარი, ყველა...
წამოვდექი და აბაზანაში შევედი, იქიდან გამოსულს ნიკა უკვე ფეხზე დამხვდა, მიღიმოდა, მოვიდა და ტუჩებზე მაკოცა... თვალები ისე უბრწყინავდა და ისეთი ბედნიერი იყო ხმა ვეღარ ამოვიღე, არადა მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი დაევიწყებინა, თუმცა მისი სახის დანახვისას ვერ გავბედე. მისი სიხარული მეც მახარებდა მაგრამ ბევრ რამეს ცვლიდა. " ვსო რაა მე მეტის დამლევი აღარ ვარ.." გავიფიქრე და ხალათი მაგრად შემოვიჭირე...
- როგორ გეძინა?
- არ მახსოვს
- მოგეწონა? დაბალი ხმით მკითხა და გამიღიმა
- არ მახსოვს
სახე შეეცვალა და სამზარეულოში გავიდა, სავარაუდოდ ყავის დასალევად...
-მომმისმინე ნიკა... ვეცადე ლაპარაკი დამეწყო..
- არ მითხრა რომ ეს ყველაფერი დავივიწყო და თავი დაგანებო, ეს არ მითხრა და დანარჩენი რაც მოგინდება ის მითხარი...
- მე, ნიკა... თავი ვეღარ მოვაბი ვერაფერს და გავჩუმდი..
- ტას, მომისმინე, პირველ რიგში გეტყვი რომ შენი სიმთვრალით არ მისარგებლია, მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტით გვქონდა ურთიერთობა მომწონდი გესმის?
მომწონდი და შეიძლება ეს გრძნობა რასაც ახლა ვგრძნობ მოწონებაზე მეტიც კი იყოს... ვიცი რომ შენთვის პირველი ვარ, და მინდა უკანასკნელი ვიყო, შეიძლება ადრეა ამაზე საუბარი მაგრამ არ მინდა რომ ამის გამო ურთიერთობა დაგვენგრეს, ჯერ ახლად დაწყებული ურთიერთობა, იმედია შემიძლია ამას ურთიერთობა დავარქვაა...
- გასაგებია ნიკა, უბრალოდ დაბნეული ვარ, შენთან ვიწექი და არც მახსოვს..
- გასაგებია მესმის, თუ გინდა დროს მოგცემ... უბრალოდ არ მითხრა რომ თავი დაგანებო, არ შემიძლია...
- კარგი, მე უნდა წავიდე ეხლა... სად უნდა წავსულიყავი არ ვიცოდი მაგრამ ასე ვუთხარი..
- კარგი, წავალ მე, მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ყელში მაკოცა და კარებში გაუჩინარდა... დამიარა მუცელში... როგორ მსიამოვნებს მასთან ყოფნა...
ყველაფერს დავიკიდებ და ვიქნები ნიკასთან.. მაგრამ არ მინდა გული ეკინოს, ადრე თუ გვიან გაიგებს ყველაფერს და ვიცი ეტკინება მე კი ეს არ მინდა... არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა..
ტელეფონი ავიღე და მარის დავურეკე.
- ალო, ხო ტას..
- მოდიხარ დღეს?
- ხო ხო, აი გამოვალ ეხლა, მოიცა რა ხმა გაქ?
- აუუ, არ მკითხო, მოდი და მოგიყვები..
- ეხლა იმედია ის არარის რასაც ვფიქრობ...
- რას გააჩნია..
- შენ და ნიკაა..
- ხო ეგარი, ეგ... და რა სიკვდილი ვქნა არ ვიციი..
- არარსეებობბსსს..... მოვდივარ და ყველაფერს მომიყვებიი..
- მოდი მოდი, რამე მირჩიე თორე თავი გამისკდება, შენ ჯერ ლაშაზე არ იცი...
- ეგ ვინღაა..
- მოსულიყავი გუშინ და გეცოდინებოდა
- ოო ხო გითხარი.
- კაი, კაი, ვინარის და ჩემი პირველი კლიენტი, რომელიც არ შემხებია და უბრალოდ ჩემს გვერდზე ეძინა...
- შანსი არარიიიი, რეები გამომიტოვიაა.
- ყავა დაადგი მოვდივარ
- კაი ხოოო გავიცინე და ტელეფონი გავუთიშეე...
ტელეფონი რომ გავთიშე, სამზარეულოში ჩავედი და წყალი დავადგი, ორი ფინჯანი გადმოვიღე კარადიდან და ყავის გრანულები ჩავყარე, მალე გაისმა ზარის ხმა, ამჯერად მართლა მარი იყო, რომ დავინახე ისე ჩავეხუტე გეგონება წლებია არ მყავდეს ნანახი...
- ჩემი გოგოოო, მომენატრეე ძლიანნ..
- მეც, მეც... ხო ხედავ სამსახურს რამხელა ძალა აქ...
- ხო გოგო, მოდი სამზარეულოში ყავა დავლიოთ...
- მოყევი ეხლა ყველაფერი დაწვრილებით რა, როგორ, რანაირად მოხდა...
- აუ არ გამახსენო რა... გავიცინე და ფინჯნებში წყალი ჩამოვასხი...
მოკლედ...... დავიწყე და დაახლოებით 1 საათი ვილაპარაკე, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი მარის, პირი ღია დარჩა, რამოდენიმეჯერ ლაშაზეე საყვარელიოო მაგრამ მერე ნიკაზე რომ გაიგო სახე შეეცვალა...
- მაგრად გაკლია ხო იცი?
- ვიცი. მაგრამ რა ვქნა? ხო იცი სასმელი არ მიყვარს და მომეკიდა უცებ...
- აუცილებელი იყო გათიშვამდე დაგელია?
- შევყევით უბრალოდ,
- ხო ხედავ მერე სადამდე შეყევი.. შენი პირველი ღამე არ გახსოვს...
- დასატუქსად არ მომიყოლია ისედაც ვიცი რომ არ უნდა მექნა ეს, შენ ის მითხარი ეხლა რა ვქნაა?
- რა უნდა ქნაა გოგო, დაურეკე მაგ შენ თამუნას და უთხარი რო ადიოს თქო, არც უნდა მისულიყავი...
- ხო იცი მაგას ვერ ვიზავ, ფულს ვშოულობ მაგ სამსახურით...
- ოუუ, მაშინ რავიცი მე... ნიკა მოგწონს?
- კი თან ძალიან, მაგრამ თავს ვიკავებ იმიტომ რომ მეშინია ჩემი ამბავი არ გაიგოს...
- და ლაშა?
- ოო რა ლაშა? ეგ კლიენტია, უბრალოდ პირველ დღეს არ ვიცი რატომ ქნა ეგრე, ეგ მე აღარც დამირეკავს აი ნახავ...
- რო დაგირეკოს?
- დამირეკავს და წავალ რავქნა? იცის ვინც ვარ და არც უნდა გაუკვირდეს რომ აღარ ვიქნები ქალიშვილი...
- აუ რა ადვილად ლაპარაკობ ამ ყველაფერზე რაა...
- რა ვქნა მარიი? მოკლედ თამუნას დაველაპარაკები...
- მართლაა??
- არა ის არაარი რაც გგონია, ვეტყვი რომ მინდა VIP ესკორტი ვიყო, ინკოგნიტოდ, ნიღაბი ისედაც მიკეთია...
- ანუ მაინც არ იშლი ხო შენსას? დაანებე რა თავი ამ საქმეს..
- ვერა მარ, ვერა...
- კარგი, ანუ ნიკასთან გააგრძელებ ხო?
- ხო მარი ისე რომ ვერაფერს გაიგებს, ყოველშემთხვევაში ვეცდები...

კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, მერე მან თავის სამსახურის ამბები მომიყვა, ჩვენ რომ ერთად ვჭორაობთ დრო ისე გადის ყურადღებასაც არ ვაქცევთ საათს...
- მარ მიდი რა დარჩი დღეს...
- გოგო არაა რაა ხვალ ადრე მივდივარ სამსახურში და გამოსაცვლელებიც არ წამომიღია...
- მერე მოგცემ რამეს..
- ვერაა რაა, ხვალ შეიძლება დავრჩეე.
- კაი ხოო... გადავკოცნე და მარი ავაცილე...
უკან შემოვბრუნდი, ცოტა სახლი მივალაგე, თან ვფიქრობდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეზე, მერე ტელეფონი მოვიმარჯვე რომ თამუნასთვის დამერეკა...
- ალო თამო...
- ხო ტას.. როგორ ხარ აბა? კმაყოფილი დარჩი ლაშათი?
- ეგ დიდი ამბავია, მოკლედ შენთან საქმე მაქვს..
- ხო მშვიდობაა? იმედია წასვლა არ გინდა...
- ძალიანაც კი მინდა მაგრამ იცი სხვა გზა არ მაქვს... მოკლედ, მინდა რომ VIP ესკორტი ვიყო, ინკოგნიტო, არავინ არაფერი უნდა იცოდეს ჩემზე, ყველანაირად უნდა ეცადო რომ ჩემზე კლიენტს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდო, კარგი?
- კარგი ტასო, ყველანაირად ვეცდები... კლიენტებიც გამორჩეული გეყოლება..
- მადლობა თამუნა, ასე მირჩევნია..
- შეგიყვარდა არაა??
- ვინ? უცებ ავნერვვიულდი..
- ვინმე, რავიცი ვინ, აშკარად ვიღაც შეგიყვარდა...
- რავიცი, თამო, ძნელადაა ყველაფერი.. მოკლედ ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ...
- კარგი მიდი ხო.. ჯერჯერობით ისეთი სერიოზული არავინ ჩანს, უი დღეს ლაშამ დარეკა და შენ გიკითხა...
- მერე? ავნერვიულდი
- ვკითხე როდისთვის ჭირდებოდი და 2 დღეშიო ასე მითხრა, შეიძლება უფრო მალეცო, რავიცი დარეკავს ისევ..
- კარგი თამუნა, იმედია სხვას მოითხოვს...
- არა შენ გიკითხა.
- კარგი გასაგებია, ღამემშვიდობისა..
ტელეფონი გავთიშე და ახლა ნიკას გადავურეკე, ნამდვილად მინდოდა მასთან ლაპარაკი და ყველაფრის მოგვარება..
- ალო, ნიკა..
- ხო ტასო, გამიხარდა რომ დამირეკე..
- შეგიძლია მოხვიდე?
- კარგად ხარ? რამე ხომ არ გჭირს?
- არა, არა კარგად ვარ, უბრალოდ ლაპარაკი მინდა...
- გვიანი როა??
- ოო თუ გცლია მოდი თქო ხო გითხარიი...
- კარგი მოვდივარ...
- კაი გელოდები.
ტელეფონი დივაანზე მივაგდე და აივანზე გავედი, სუფტა ჰაერის ჩასასუნთქად...
უნდა გავარკვიო ნიკასთან ურთიერთობა, თავს უფლებას მივცემ რომ მიყვარდეს...
რამოდენიმე წუთში ნიკაც მოვიდა.. კარი გავაღე და მაგრად ჩამხუტა...
შემოვიდა და დივანზე მოკალათდა..
- გისმენ აბა, რა გაქვს სალაპარაკო?
- მინდა შენთან ურთიერთობა გავარკვიო, პირველრიგში იმას გეტყვი რომ მცხვენია ჩემი საქციელის..
- მომისმინე ტასო, მოკლედ მე ყველაფერი გამახსენდა და არ მინდა თავი დამნაშავედ იგრძნო..
- მოიცა რას ნიშნავს ეგ?
- რას ნიშნავს და არაფერი გვქონია, უფროსწორად ვერაფერი...
- ანუ? მოიცა, მე. აბა დილით მუცელი რატომ გტკიოდა?
- რავიცი რატო გტკიოდა, ნერვიულობისგან ალბათ...
- მომიყევი ყველაფერი...
- ნუ როგორც დაიწყო გეცოდინება ალბათ ყველაფერს ნუ მომაყოლებ თორე გახსენებაზეც ცუდად ვხდები.. გაიღიმა და გააგრძელა. ვეფერებოდით ერთმანეთს, ტანსაცმლისგანაც განვთავისუფლდით, თუმცა ტირილი ატეხე, მეშინიაო, და მეც გავჩერდი... მერე უბრალოდ ჩაგეხუტე და შენი შიშველი სხეულის ყურებით დავტკბი, თუმცა მალევე ჩამეძინა მეც ძააან ვიყავი ნასვამი...
- აუუუ... მე კიდეე.... ვაიმე ნიკაა, რა სირცხვილიაა... ისტერიული სიცილი ამიტყდა და ნიკაც ავიყოლიე.. შემდეგ ვილაპარაკეთ კიდევ... მასთან კარგად ვგრძნობ თავს...

**
- ალო ტასო დღეს გცალია?
- კი თამუნა რა ხდება?
- ლაშამ დარეკა. დღეს საღამოს მოგაკითხავს მძღოლი და წაგიყვანს...
- კარგი თამო, ზუსთად რომელზე?
- 7ზე მგონი, ხო ეგრე 7ისკენ..
- უიმე ცოტა ადრე ვერ დამირეკე?
- არ მეცალაა.. გაიიცინა
- კაი კაი წავედი გავემზადო...

გავუთიშე და აბაზანაში შევედი, ვიბანავე თავი მოვიწესრიგე და ოთახში გამოვედი... კარადასთან შევჩერდი, ახალი ნაყიდი კაბა ჩავიცვი თმებიც ავიწიე, ოდნავი მაკიაჟი, ნიღაბი სახეზე და მაღალ ქუსლიანები, ვსო მზად ვარ... საათს რომ დავხედე უკვე 7 ხდებოდა ამიტომ ფანჯარასთან მივედი და ქვემოტ გდავიხედე, უკვე მოსული იყო, მეც კარი გამოვიკეტე და ქვემოთ ჩავედი...
ესეიგი მაინც მისცა ჩემი მისამართი თამუნამ, ოხ მოვკლავ მაგას რაა..
ქვემოთ ჩასულმა, ისევ ღიმილითდა თავაზიანობით მომესალმა მძღოლი, კარი გამიღო და შემდეგ თვითონაც საჭესსთან მოკლათდა...
20წუთში მივუახლოვდით ნაცნობ სახლს...
კარებზე ამჯერად თამამად დავაკაკუნე..
მანაც მალევე გამიღო და ჩემს წინ ღიმილით იდგა...
- მიხარია რომ მოხვედი...
- ჩემი საქმეა, ხომ არ გავიწყდება...
- არა არ მავიწყდება, იმედია ჩემს მერე არავისთან ყოფილხარ..
- რამე მნიშვნელობას წარმოაადგენს?
- არა, უბრალოდ...
- კიდევ დიდიხანი ვილაპარაკებთ თუ ავალთ საძინებელში...
აღარაფერი უპასუხია, ხელი მომკიდა და მეორე სართულზე, ისევ ნაცნობ ოთახში შემიყვანა, არც დაუყოვნებია, მალევე დაიწყო ფერება, თუმცა უკვე აღარ მსიამოვნებდა, ეს უბრალოდ ფულის გამო მოხდა... მაინც სინაზეს და სისათუთეს არ ივიწყებდა, ყველანაირად ცდილობდა რამე არ მტკენოდა, ტუჩებზე გამალებით იყო დაწააფული, ხან ერთს მიგემოვნებდა ხანაც მეორეს, შემდეგ იყო ის ტკივილი, ის საშინელი მომენტი, მერე ვითომ სიამოვნებაში გადავიდა თუმცა რომელ სიამოვნებაზეა ლაპარაკი, ერთი სული მქონდა მალე წამოვსულიყავი...
როცა ყველაფერი მორჩა, ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან, აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი... მალევე გამოვედი ოთახიდან, ლაშა მომღიმარი სახით მიყურებდა..
- რა არი? უემოციო სახით ვიკითხე..
- არაფერი, საუკეთესო ხარ...
- მადლობა, რაღაც ეჭვი მეპარება...
- ეგრეა ეგრე, მომისმინე შემოთავაზება მაქვს... იმედია უარს არ მეტყვი..
- გააჩნია...
- მინდა რომ ჩემს გარდა არავისთან მიხვიდე..
- ეგ როგორ? დაგავიწყდა ვინ ვარ?
- ათასჯერ გამეორება არარი საჭირო, მე დავურეკავ თამუანას, ვეტყვი რომ შენს გარდა არავინ მინდა და შესაბამისად არც შენ წახვალ სხვასთან..
- არ ვიცი ლაშა, მე ვმუშაობ და...
- ფულს გადაგიხდი, საკმაოდ ბევრს...
- დავფიქრდები..
- კარგი დიდიხანი არ დაფიქრდე ოღონდ, 3 დღეში წვეულებას ვაწყობ, ფულს მოგცემ ლამაზი რაიმე კაბა იყიდე, მინდა რომ ჩემს გვერდით იყო იმ დღეს...
- რატო იქცევი ასე? ხო იცი რო ვერასოდეს ვიქნები სხვა სტატუსით შენთან..
- სხვა სტატუსით არც იქნები... უბრალოდ ასე მინდა.
- კარგი გასაგებია...
საფულედან 1000ლარი ამოიღო და მომაწოდა..
ეს დღევანდელისთვის.. კიდევ ამოაძვრინა 1000ლარი და ეგ კაბისთვის მომცა...
- ამდენი არარის საჭირო..
- გამომართვი, რაც მოგეწონება ის იყიდე, მინდა მაგ დღეს გამორჩეულად გეცვას..
- კი მაგრამ ნიღაბი..
- ხო ნიღაბს მოიხსნი.
- კი მაგრამ...
- არანაირი მაგრამ, ამის შემდეგ მხოლოდ ჩემთან იქნები, ვსო, მორჩა...
უპასუხოდ დავტოვე, ავდექიდა გამოვედი... მძღოლს სავაჭრო ცენტრთან გავაჩერებინე და ვუთხარი რომ თავისუფალი იყო...

დიდიხანი ვიბოდიალე, გული ვერაფერს დავუდე ნორმალურად თუმცა ერთმა კაბამ თვალი მომჭრა, მუხლს ქვემოთ ჩაცდენილი სიგრძის, წინ საკმარისად ამოღებული დეკოლტით, თუმცა ზედმეტად არაფერი ჩანდა, პუდრისფერი იყო, მიმზიდველად და მდიდრულად გამოიყურებოდა... ეგ ვიყიდე, შემდეგ სამკაულების მაღაზიას მივაშულე და მოსახდენი ყელსაბამიც ვიყიდე... შავი პატარა კლაჩით და ფეხსაცმლით დავასრულე "შოპინგი"
უკვე საღამოს 10ხდებოდა და ყველაფერი იკეტებოდა თუმცა მაინც მოვასწარი ყველაფერი საჭიროს ყიდვა... სახლში ტაქსით მივედი და ეგრევე ჩემს ოთახს მივაშურე...

ეს სამი დღე უაზროდ გავიდა, მარი დარჩა ჩემთან, ყველაფერი მოვუყევი, გაუხარდა ის რომ ერთთან მომიწევდა ხოლმე ყოფნა და არა ათასთა... ნიკასაც ვხვდებოდი, ხანდახან ჩემთან ამოდიოდა თუმცა მხოლოდ კოცნით და ჩახუტებით შემოვიფარგლებოდით, ნელნელა ვხვდებოდი რომ ძალიან მიყვარდებოდა, მის გარეშე თითქმის არ შემეძლო... ლაშას მის მერე აღარ დაურეკავს, მითხრა საქმეები მაქვს და არ მეცლებაო.. მეც დიდად რომ გითხრათ არც ველოდი...


**
- წვეულების წინა ღამე -
- ლაშა ძმაა.. რავახარ?
- ვახხ. ნიკოლოზ, როგორ მოხდა გაგახსენდა შენი ძველი მეგობარი...
- რავიციი ბიჭო, ხო იცი რაა, ხან რა საქმე მაქვს ხან რა..
- ხოო ბაზარი არარი, მეც სუ გაქცევა გამოქცევაში ვარ...
- რას შვებიი აბა, როგორ მიგდის საქმეები ?
- რავიცი ნორმალურად რაა, ბისნესში წინსვლა მაქ, და ხვალ წვეულებასაც ვაწყობ, უნდა დამერეკა და მეთქვა მაგრამ დამასწარი, რა იყო გულმა გიგრძნო??
- ჰააჰ, ხოო ძმაა, ხო იცი რა სუფთა გულის პატრონი ვარ.. გაიცინა
- ხოდა, ხვალ გელოდები მაშინ რაა.. თან მოსაყოლი მაქ რაღაც..
- რა ხდება ხო მშვიდობაა?
- კი კი, ყველაფერი "ხოშიანზეა".
- ქალების პონტში როგორ ხარ, არ იკებ არა? გაიცინა ისევ ნიკამ
- ბიჭო, ხო იცი მე არასდროს ვიკლებდი მაგრამ ეხლა შეჩერებული ვარ, მაგაზე მინდოდა ლაპარაკი...
- ოჰოოო, არ მითხრა შეყვარებული ვარო..
- არა, არა, უბრალოდ ქალია რა, ნუ ქალი რა იქნება 21-22 წლის.. პროსტა ექსკორტია ხო აზზე ხარ.
- მერე რათგინდა ეგეთი, ყველასთან იქნებოდა ეგ ტოო...
- საქმეც მაგაშია რომ არა, ნუ მოკლედ მერე მოგიყვები რომ მოხვალ რაა..
- კაი, ძმაა, ხვალამდე მაშინ..
- კაი მიდი, გელოდებიი ხვალლ...


ნიკა და ლაშა ბავშვობის მეგობრები არიან, ბაღიდან მოყოლებული ერთად დადიოდნენ სკოლაში, ფეხბურთზე, ერთად გაიზარდნენ, თუმცა შემდეგ კაიხანი ურთიერთობა აღარ ქონიათ, ნიკას ფეხბურთის გამო ტურნეები ქონდა, ხოლო ლაშამ ვერ შეძლო ტრამვის გამო თამაშის გაგრძელება და სახლში იჯდა..
შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, კარიერა, ოჯახი და ცოტა ჩამოშორდნენსავითო ერთმანეთს თუმცა მოკითხვა და ხანდახან ნახვა არც-ერთს შეუწყვიტავსს, ახლაც ასე იყო, ლაშას ბიზნესის გამო დიდიხანი ვერ შეხვდნენ ერთმანეთს...


**
დილით ადრე გავიღვიძე, წყალი გადავივლე, და სამზარეულოში ყავის დასალევად გავედი,, მშვენიერი ამინდი იყო, ოდნავ გრილოდა კიდეც, ყელაზე მეტად რაც არ მინდოდა ეს წვიმა იყო, ვერ ვიტან წვიმას, შემდეგ ტალახი დაა ათასი უბედურება მოსდევს... ამიტომ მირჩევნია ზაფხული, მზეს და სიცხეს რა ჯობია... აივანზე გავედი და ყავის სმა დავიწყე... თან ჰორიზონტს გავყურებდი და დღევანდელ წვეულებაზე ვფიქრობდი... ლაშას არ დაურეკავს...
ტელეფონი ავიღე და ნიკას მივწერე..
" რასს შვები ნიკ? მომენატრე"
რამოდენიმე წუთში შეტყობინებაც მომივიდა:
" რავიცი ეხლა გავიღვიძე, მეც მომენატრე"
" მე ხო არ გაგაღვიძე?"
" ხო სავით მაგრამ არაუშავს.. დღეს გცცალია?"
" აუუ დღეს არაა... მარის შევპირდი რომ მასთან დავრჩებოდი..სხვადროს გნახავ კარგი?"
" კარგი კარგი, დღეს საღამოს მეც მივდივარ ძმაკაცთან"
" აჰამ, კარგი მაშინ.."
" კარგი მოგწერ მერე, გაკოცე..."
" მეც, მეცც.."
კარგ ხასიათზე მაყენებს ნიკასთან ესე უაზრო მესიჯობაც კი... დრო უაზროდ გავიდა, სახლი დავალაგე, სარეცხი დავრეცხე, საჭმელი მოვამზადე და ტელევიზორთან ჩამოვჯექი...
ამ ტელევიზორშიცხომ საინტერესოს ვერაფერს ნახავ...
ტელეფონზე ზარია, ვინ იქნება თუ არა ქალბატონი მარიამი...
- ხო მარ.
- რასაკეთებ?
- რავი გოგო დღეს ლაშასთან მივდვიარ..
- კიდე?
- უფ, რა კითხვაა ეხლა ეს..
- ხო რავიცი, არ მომწონს რაღაც ეგ ლაშა და რა ვუყო..
- ვერაფერს იზავ, არც მე მომწონს მაგრამ...
- ხო კაი, ნიკასთან რას შვები..
- რავი არაფერს რა უნდა ვქნა, დღეს არც მაგას ცალია, და მეც მოვატყუე რომ შენთან ვრჩები..
- მოკლედ რაა, არ გიტყდება რო ატყუებ შენ საყვარელ ადამიანს?
- რა ვქნაა? ვუთხრა რომ ესკორტი ვარ?
- მოკლედ,არ ვიცი რაა..
- შენ რასაკეთებ შენ? ვეცადე არასასიამოვნო საუბრისგან თავი დამეძვრინა
- რავი გოგო ტელევიზორს ვუუყურებ მარა არაფერიაა,
- ხო მეცც..
- ხვალ სამსახურში მივდივარ დილით, ხოდა მერე ჩემთან გამო მართლა და დარჩი რაა..
- კაი მარ.. წავედი ეხლაა მე მოვემზადები და მერე დაგირეკავ..
- კაი მიდი დაჭკვიანად რაა..
- ხო, ხო.. გაკოცე...
ტელეფონი გავუთიშე და ოტახში შევედი...
ცოტახანში თამუნამ დამირეკა და მიტხრა რომ 8ზე მძღოლი დამელოდებოდა ქვემოთ..
უკვე 6 იყო, ნელნელა დავიწყე მზადება, თმა დავიხვიე, ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი, შემდეგ მაკიაჟი, რამოდენიმე ბოლო შტრიხიც და მზად ვიყავი... სარკესთან დავდექი და მესიამოვნა ასეთი ტასოს ნახავა..
მიმზიდველად და მდიდრულად გამოვიყურებოდი და არა იაფფასიან მეძავად... ცოტახანი ვუყურე სარკეში ჩემს ანარეკლს და მალევე გავედი სახლიდან, ამჯერად ნიღბის გარეშე...
მანქანა ნაცნობი სახლის წინ გაჩერდა, გადმოვედი და ცოტახანი შევყოვნდი, ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა, ზოგადად სწორი იყო თუ არა ჩემი ცხოვრება, თუმცა რათქმაუნდა ჩემს საქციელს სისწორეს ვერასოდეს დავარქმევ, მაგრამ როცა სხვა გზა არარის ყველაფერზე ხარ წამსვლელი..
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და კარის გაღებას დაველოდე, ხელები მიკანკალებდა, ვნერვიულობდი და არ ვიცოდი რაზე, ფეხები მიკანკალებდა, სხეული მითრთოდა, ეს ალბათ იმიტომ რომ ნიღაბი არ მეკეთა...
კარი ლაშამ გააღო და ადგილზე გაშეშდა, მეც გაკვირვებული ვუყურებდი. მაკვირდებოდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ხელიც კი შემახო სახეზე და ნაზად დამისვა...
- არ შემომიშვებ? სიჩუმე დავარღვიე და ძალაუნებურად გავუღიმე ლაშას...
- აა, ხო შემოდი. რაღაცნაირი ხმით მიპასუხა და წელზე ხელი მომხვია.
- რატომ გქონდა ასეთი რეაქცია როცა დამინახე?
- უბრალოდ, არ ვიცი, ძალიან ლამაზი ხარ..
- მადლობა.
სახლში შევედით და იქვე მყოფ უამრავ ხალხს თვალი მოვავლე, ლაშაას წელიდან ხელი არ მოუშორებია, უამრავი სტუმარი გამაცნო...
- წამოდი ეხლა იქითკენ, ჩემი ძმაკაცია და იმას გაგაცნობ..
- კარგი, იმედია კიდევ უამრავი ხალხის გაცნობას არ აპირებ თორე დავიღალე.. გავუცინე
- ცოტახანიც მოითმინე და განტვირთვის საღამოს მოგიწყობ.. ჭინკიანი თვალები ამიბრიალა და წარბები ააცეცა...
აღარაფერი მითქვამს, თავი დავხარე და ლაშას გავყევი...
ოთახში ბუზებივით ირეოდა ხალხი, გამოპრანჭულები, შარვალ კოსტუმში და ულამაზეს კაბებში გამოწყობილი მდიდარი საზოგადოება, რომელიც ზემოდან ცდილობდა ყურებას, თუმცა ლაშამ ყველას ჩემი თავი როგორც მეგობარი ისე გააცნო და ძალიან გამიკვირდა, თუმცა ცოტათი მესიამოვნა კიდეც..
კუთხეში მდგომ მაღალ მაგიდას მივუახლოვდით და....
გავფითრდი, ცივმა ოფლმა დამასხა, მუცელი ამტკივდა, თვალთ დამიბნელდა, ტანი აამითრთოლდა... ვერ გადმოვცემ ამ ემოციებს რაც იმ წამს განვიცადე, მინდოდა რომ მიწა გამსკდარიყო, შიგნით ჩავვარდნილიყავი, მაგრამ მე იმ მაგისასთან ნიკა არ დამენახა... ყველაფერზე ვიყავი თანახმა იმ წუთას მომსვლოდა ოღონდ ნიკას ზიზღიანი თვალები არ დამენახა, თვალებში რომლებშიც, სიყვარულს, ბედნიერებას და მხოლოდ ჩემ თავს ვხედავდი, ამ წუთას ზიზღი, ბრაზი და ირონია ერთად იყო გაჟრენთილი... ვიდექი და იქ არ ვიყავი, სხეული იქ იყო თუმცა ჩემი ფიქრები არ ვიცი სად იყვნენ, სხვაგან შორს, ოღონდ იქ არა...
- რა გჭირთ ხალხო რა სახეები გაქვთ... ლაშას ხმამ გამომაფხიზლა..
იცნობთ ერთმანეთს?
რაღაცის თქმას ვაპირებდი ნიკას გაბზარული ხმა რომ გავიგე..
- არა ლაშა, არ ვიცნობთ, უბრალოდ ძველ ნაცნობს მივამსგავსე და...
- უჰ, გამისკდა გული ტო.. მოკლედ ეს ისარის ვიზეც გეუბნებოდი...
- სასიამოვნოა, ხელი გამომიწოდა და ნაძალადევად გამიღმა..
-ჩემთვისაც, ჩამქრალი ხმით ვუთხარი და ათრთოლებული ხელი გავუწოდე... იქ ყოფნა აღარ მინდოდა, ვაკვირდებოდი მთელი საღამო და ჩემი თავი მძულდა, მეზიზღებოდა იმის გამო რომ, ადამიანს სიყვარული მოვუკალი, მოვატყუე... ყვლაზე მეტად მინდოდა იქიდან წამოვსულიყავი და თავი მომეკლა...
ნიკა აივანზე გავიდა, ლაშა სტუმრებს ელაპარაკებოდა და მეც დრო ვიხელთე ნიკასთან სალაპარაკოდ, მეც აივნისკენ წავედი, თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა, მეშინოდა რომ წყობრიდან არ გამომეყვანა, უფრო არ მეტკინა, მაგრამ ამაზე მეტს ვერც ვატკენდი. ჩავისუნთქე და მის გვერდით დავდექი..
- ნიკა. ჩამქრალი და აკანკალებული ხმით ვუთხარი და ხელი მაჯაზე შევახე..
- თავი დამანებე და გაეთრიე აქედან, ხელი აიქნია
- მომისმინე გთხოვ...
- რა მოგისმინო გოგო, რა? ჩემ ძმაკაცთან რო სექსი გაქ, რო ხარ, რო მატყუებდი, გრძნობებზე რომ თამაშობდი და შენი თურმე ასეთი საქმის გამო არ მნახულობდი? ეს მოვისმინო? რ მინდა მადლობა ისედაც ყველაფერი გასაგებია... მაგრამ ჩემი ბრალიაა, და იცი რატო?
- ნიკა არარის შენი ბრალი, გთხოვ, მინდა რომ დაგელაპარაკო, მე ისედაც არ ვარ შენი ღირსი, არც ვაპირებ შენთან ურთიერთობის აღდგენას და მაგის თხოვნას, უბრალოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე გაგეგო, ვაპირებდი თქმას , მართლა ვაპირებდი...
- ნუ ლაპარაკობ საერთოდ, და დამამთავრებინე წინადადება, ყველაფერთან ერთად უზრდელიც ხარ და მოსმენის კულტურა არ გაგაჩნია..
- გისმენ.. გული ისე მტკიოდა მინდოდა რომ მკვდარ ივყოფილიყავი.
- ჩემი ბრალია, იმიტომაა ჩემი ბრალი რომ ს*რივით დაგიჯერე, დავუჯერე უცნობ გოგოს, ინტერნეტით გაცნობილს, გენდე, ჩემ გულში ადგილი დაგაკავებინე, შეგიყვარე, შენ კიდე? შენ რა გააკეთე? კარგი არ იცოდი სიტყვაზე რომ ჩემი ძმაკაცია, მაგაზე არაფერს ვამბობ, ის ამიხსენი რატომ მუშაობ ესეთ ადგილას? ლამის ჩემი გახდი გოგო? ხვდები ეს რა ნიშნავს? ერთ დროს ეგ სხეული მიზიდავდა, ერთ დროს ერთი სული მქონდა ჩემი გამხდარიყავი, ეხლა კიდე იცი რას გეტყვი? არც შენი ახსნები მჭირდება, არ მინდა შენი ხმის გაგონებაც, ბინძური, მატყუარა და უგულო ხარ. ბინძური სხეული გაქ და მე ღმერთს მადლობას ვეუბნები რომ ჩემი სხეულიც არ გააბინძურე მაშინ.. ეხლა გაეთრიე და თვალითარ დამენახო..
- ნიკა მომისმინე..
- გაეთრიეეეეე... ისე მიღრიალა ერთ ადგილას გავიყინე, ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ახლა ლაშას მოსვლა იყო, თუმცა კიდევ კარგი რომ მუსიკა ოდნავ ხმამაღალზე იყო და ვერ გაიგო..
არ ვიცი რა უნდა მექნა, კაცი, რომელიც მომწონდა, მიყვარდა, მინდოდა რომ რამენაირად ამეხსნა ეს ყველაფერი და მიმეტოვებინა ეს სამსახურიც, დამეწყო ახალი ცხოვრება და ამ სიბინძურეს მოვშორებოდი, არ დამცალდა... ჩამიშხამდა, დამთავრდა. ჩემი ბრალია, და ღირსიც ვარ...
ვიდექი და ვტიროდი, უბრალოდ ვტიროდი, გული მტკიოდა, მეფლითებოდა. ჰორიზონტს ვაშტერდებოდი, საღამოს სუსხი სხეულზე ტაოს მაყრიდა თუმცა საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს, უბრალოდ გაშეშებული ვიდექი და... აი თუ გქონიათ მომენტი რომ ვერაფერზე ფიქრობ, საფიქრალი ბევრი გაქ მაგრამ უბრალოდ ცრემლები მოგდის, უბრალოდ დგახარ, ტვინი გაქვს გათიშული და მხოლოდ და მხოლოდ ცრემლებს აძლევ უფლებას შენს ღაწვებზე ინავარდოს, აი ეს მომენტია ახლა. მინდა რომ მიწაში ვიწვე გაყინული, მშობლებთან ვიყო, ალბათ იმათთან უკეთესად ვიქნებოდი და ამ სიბინძურეს არ გავეკარებოდი.. უკნიდან ლაშას ხმა გავიგე..
- ტასო, რა გჭირს? მომიახლოვდა და ხელი ისევ წელზე შემიცურა.. რა ვიგრძენი? ზიზღი, ზიზღი საკუთარი თავისადმი თუმცა ხმა არ ამომიღია, მალევე მოვიწმინდა ცრემლები გაყინული ხელისგულებით და ნაძალადევი ღიმილით გავხედე..
- არაფერი ლაშა. კარგად ვარ..
- შენ რა იტირე? ვინმემ გაგაბრაზა? ზედმეტი გითხრა? მითხარი თუ არ მოგწონს ეს სიტუაცია შემიძლია დავშალო და მარტო დავრჩეთ..
- არაფერია ლაშა, მადლობა, ჩემთვის არარის საჭირო ამდენის გაკეთება, მე არავინ ვარ, არ ვიმსახურებ ასეთ სითბოს... შენთვის ეს წვეულება მნიშვნელოვანია და მიდი სტუმრებთნ, მე დავწყნარდები და შემოვალ..
- კი მაგრამ რა მოგივიდა? რო არ იმსახურებდე აქ არც იქნებოდი ეხლა ტასო.. მითხრა და მის თვალებში ის ნაპერწკალი დავინახე რომელიც არ დამინახავს...
- უბრალოდ მშობლები მომენტრა, ამდენ ხალხთან ერთად დიდიხანია არ ვყოფილვარ.. "ისევ ვიცრუე"
- კაი დამშვიდდი, იმიტომ არ მომიყვანიხარ რომ იტირო, გულში ჩამიხუტა და ზურგზე ხელი დამისვა.
- მე მინდა რომ ჩემთან იდგე, იქ შიგნით და არა აქ, ამ სიცივეში, გთხოვ ტასო შემოდი რა..
- კარგი... დავეთანხმე და უკან გავყევი...
სირცხვილით და შიშით ვეძებდი თვალებით ნიკას, თუმცა ვერსად ვერ დავინახე, გული მტკიოდა თუმცა ამოვისუნთქე იმ მხრივ რომ ისევ მის ზიზღიან თვალებს ვერ დავინახხავდი...
რამოდენიმე საათი ვიყავით ესე, ხალხში, სასმლის სუნში, მდიდრული სიგარების კვამლში...
- ძალიან დავიღალე. წავალ მე რა.. ძლივს მოვუყარე თავი ამ სიტყვებს..
- არსად არ წახვალ, აქ დარჩი დღეს... მიდი ადი ოთახში, წყალი გადაივლე, დაწექი და დაისვენე, ცოტახანში გავაცილებ სტუმრებს და მეც ამოვალ..
- კი მაგრამ ლაშა, ეხლა არ ვარ არაფრის ხასიათზე რა...
- ხელს არ დაგაკარებ, მოგიწვები და ჩაგეხუტები..
- კარგი ავალ მაშინ.. გადამკოცნა და ოთახისკენ წავედი...

**
ოთახში ავედი, კაბა გავიხადე და აბაზანაში შევედი... დიდიხანი ვიდექი შხაპის ქვეშ, ტვინი ისევ გათიშული მქონდა, უბრალოდ ვიდექი და არაფერს არ ვაკეთებდი, ერთადგილას ვიყავი გაშეშებული.
კარებიდან ხმა გავიგე, ლაშა იყო, მეძახდა თუმცა იმის ძალაც არ მქონდა რომ პასუხი გამეცა. ალბათ შეეშინდა და კარები ისე შემოგლიჯა გული გამისკდა და აზზე მოვედი..
- გაგიჟდი გოგო? გამისკდა გული, ხმა მაინხ ამოგეღო..
- ვერ გავიგონე თუ მეძახდი.. ისევ ვიცრუე. ტყუილს ტყუილზე ვამატებდი...
- შენ ვერ გაიგე და მე კი გამისკდა გული.. შემდეგღა ამათვალიერა შიშველი რომ ვიდექი მის წინ,წყლის წვეთები რომ მიგორავდნენ ჩემს სხეულზე და დავინახე ნერწყვი რომ მძიმედ გადაყლაპა...
ონკანი გადავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში გავედი, ლაშა კი უკან დარჩა და თვალს არ მაშორებდა...
-ლაშა, შენი რამე მაისური მათხოვე რა..
- შიშველი თუ დაწვები მე არ მაქ პრეტენზია. გაიცინა და აბაზანიდან გამოვიდა..
- როგორი ოხუნჯი ხარ.. ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე..
- დღეს რაღაც ძალიან უჟმური ხარ და არ მომწონს იცოდე..
- ოო, მიდი რა მომეცი მაისურიი..
- კაი ხოო, კარადას მიუახლოვდა და რაღაც თეთრი მაისური გამომიწოდა. მეც ურცხვად მოვიძრე პირსახოცი, იქვე სავარძელზე მივაგდე, მაისური გადავიცვი და ლოგინში, ემბრიონის ფორმით დავწექი..
- მოკლედ მე უნდა მოგემსახურო ეხლა ხო?
- რა შუაშია ეს?
- აბა ამ პირსახოცს ვინ გაფენს?
- აუ დამავიწყდა..
- კაი კაი იწექი მე გავფენ ამჯერად, ოღონდ მეორედ არ დაივიწყოო...
გავუღიმე და ბალიშში ჩავრგე თავი...
როგორ ჩამეძინა არ მახსოვს. დილით გაღვიძებულმა ადგილიდან ვერ გავინძერი, ლაშას ტორები მქონდა გადმოდებული წელზე და მხარზე.. "ღმერთო რამსიმძიმე ხელებიაქ" დიდიხანი ვიწვალე რომ წამოვწეულიყავი და რომ ვერ მოვახერხე გავაღვიძე..
- აუ ლაშააა.. გაიღვიძე რაა, ან აწიე ეს ხელები, ვერ ვდგები?
- ნუ ბუზღუნებ რაა. ამოიზმუვლა და იქით გადაბრუნდა.
- ვაიმე ძლივსს... ამოვისუნთქე..
- ჩშშშ, ამხელა კაცს რომ ძინავს ვერ ხედავ?
- არამგონია ძილში ვინმე ლაპარაკობდეს.
- აი მე...
ხმა ააღარ გავეცი, ავდექი, ჩავიცვი და წასვლა დავაპირე..
- საით?
- შენ გეძინა მგონი..
- საით თქოო.
-სახლში სად უნდა წავიდე
- დარჩი ჩემთან. გადმოდი საერთოდ და დაანაებე იმ სამსახურს თავი, მე გიშოვი სამსახურშ ჩემთან კომპანიაში და ერთად ვიყოთ..
- ლაშა რატომ ირთულებ საქმეს?
- რასქვია ვირთულებ? თვალების ფშვნეტით წამოიწია და ფეხები ლოგინიდან ჩამოწია..
- რასაც.. არ მინდა ამ თემაზე საუბარი რა..
- მომისმინე, ჯერესერთი შენ რო ათასის ნათრევი იყო, უამრავთან რომ გქონოდა ურთიერთობა ამას არც ვიკადრებდი, ამ წინადადებას არც შემოგთავაზებდი, მაგრამ შენ ჩემი ხარ, მხოლოდ და დარწმუნებული ვარ რომ სხვასთან არც ყოფილხარ..
- რა დარწმუნებული ხარ? რატომ მენდობი? იქნებ მე ფულის გამო უამრავთან ვიყავი შენს მერე..
- არ მჯერა ტასო, არ ვიცი რატო მაგრამ არ მჯერა. მითხარი გადმოხვალ ჩემთან ? ზეგ გერმანიაში მივდივარ, თუ თანახმა ხარ ზეგ 11სათზე აეროპორტთან იდექი... თუ არ იქნები აღარც შეგეხმიანები, მერე გინდ 1000თან წადი გინდ 2000სთან...
ხმა არ ამომიღია, კარი გმაოვიხურე და სახლიდან გამოვედი...
გარეთ გამოვედი და ტელეფონში მარის ნომერი ავკრიფე...
- მარ, გეხვეწები მითხარი რომ სახლშში ხარ..
- რა ხმა გაქ რა იყო? აი 15 წუთში ვიქნებიი, გასული ვიყავი
- კარგი ამოვალ და სალაპარაკო მაქვს კაი?
- ამო ამო, მეც მარტო ვარ სახლში...

ტაქსი გვაჩერე და მძღოლს მარჯანიშვილზე წასვლა ვთხოვე...
დაახლოებით 15 წუთში მარჯანიშვილზე ვიყავი, იქვე მარკეტში შევედი, რამოდენიმე ნაყინი, ყავა და შოკოლადი ვიყიდე... უყვარს მარის შოკოლადები, ჩემსგან განსხვავებით...
ზარი დავრეკე მაგრამ არავინ გამიღო, გავბრაზდი, ისიყო ტელეფონი უნდა ამომეღო რომ უკნიდან ქოშინით ამოსული მარის ხმა გავიგეე.
- ვაიმეე, მოვკვდი რაა, ამლიფტს ხო არა და არ დაადგეს საშველი, ძლივ ამოვედი გოგო... გაიცინა და გადამკოცნა
- ხო ხო იმართლე ეხლა თავიი.. რასს შვები სად იყავი? ამასობაში მარიმ კარი გააღო და შიგნით შევედით, ჩანთა იქვე მიაგდო, მეც იქ დავდე და სამზარეულოში შევედით..
- რას უნდა ვშვებოდე, იგივე, ვმუშაობ, სახლში ვარ და ესე, შენკენ? რაღაც ძალიან ხო არ დამივიწყე.. თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა..
- არა არ დამვიწყებიხარ, მოკლედ შარში ვარ მარუ..
- რა მოხდა? აუ ხო გეუბნებოდი რო არ უნდა დათანხმებულიყავი რააა..
- ნიკა და ლაშა ძმაკაცები აღმოჩნდნენ..
- რაა??? ვაიმეე.... კაიხანი გაოცებული იჯდა და მისმენდა, ყველაფერი მოვუყევი გუშინდელის შესახებ, სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა მარის...
-ხო გოგო, ისეთი სიტყვები მეძახა, ეგეთი ნიკა პირველად ვნახე..
- რას ელოდი აბაა ტასო? შეგაქებდა? საღოლ კააი გოგო ხარო გეტყოდა? თუ თვალს დახუჭავდა და ისევ გააგრძელებდა შენთან ურთიერთობას.. მითუმეტეს ლაშასთან გქონდა ყველაფერი...
- მე მაგას არ ვამბობ რო თავზე ხელი გადაესვა, ღირსიც კი ვარ, უბრალოდ მე ლაშა მაფერხებს. არ ვიცი რა ვქნა
- რა უნდა ქნა და უნდა გაყვეე, აქ სა*ოზეთში ყოფნას არ გირჩევნია ბერლინში ან მიუნხენში იგულაო? ჩანს რომ მოწონხარ, ან რა იცი ინებ ნელ-ნელა უყვარდები კიდეც...
- ეგ ყველფერი გასაგებია მარი, მაგრამ ხო იცი რომ ძმაკაცები არიან არა? დავიჯერო რასოდეს შეხვდებიაან ერთმანეთს, არასოდეს ჩამოუვარდებათ ჩემზე ლაპარკი? იქნებ ნიკამ უთხრას რომ მიცნობს, რომ ვუყვარვარ, რომ.... მოკლედ არ მინდა მთელი ცხოვრება შიშში ვიყო, შარში ვარ, არასწორი და საშინელი ნაბიჯი გადავდგი და ჩემი გაფუჩებული საქმიდან არც ვიცი ეხლა როგორ მოვიდე..
- ჩემი აზრით ნიკას უნდა დაელაპარაკო. უნდა უთხრა ლაშას შემოთავაზებაც, იქნებ არ ჩაერიოს საერთოდ, იქნებ არაფერი თქვას..
-კაი რააა მარი, ტიპს უყვარდდე და თავის ძმაკაცს დაუთმოს შენი თავი? შანსი არარი... კაი ვთქვათ ეხლა თქვას რომ არ მაინტერესებს, რაც გინდა ის ქენი, მე ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ როცა გაიგებს მე და ლაშა ერთად ვართ, შეიძლება რომ შევხვდეთ კიდევაც ერთმანეთს მაშინ რაღას იზავს? არმინდა რომ გავაბოროტო გესმის?
- მესმის, მარა ერთი ის არ მესმის შენთვითონ რა გინდა... ლაშა მოგწონს? ან ნიკა გიყვარს?
- არ ვიცი მარი, ტვინი მაქვს არეული, ნიკასთან კარგად ვგრძნობ თავს, მეგონა რომ მიყვარდა, თუმცა ამ ლაპარაკის შემდეგ... არ ვიცი, ლაშა კიდევ სულ სხვაა. მინდა ისე ვუყურო როგორც კლიენტს მაგრამ ისე თბილად მექცევა, ვეღარ გაადავწყვიტე...
- გაკლია მაგრად, არ შეიძლება ტასო ესე. 22 წლის გოგო ხარ რამე მიზანიხო უნდა გქონდეს?! ბიჭი მაგარ შანსს გაძლევს და შენ კიდე იმას მიტირი ვინც ბო**ო ჩათ*ახოს გეძახის, კაი რა... რეალისტურად უყურე ყველაფერს, დაიკიდე ნიკა, დაიკიდე ყყველაფერი, თუ შიში გაქ, მიდი და სანამ ნიკასგან გაიგო შენთვითონ დაელაპარაკე ლაშას, შენთვითონ ააუხსენი, ბოლოსდაბოლოს ქალი ხარ და შენც გაქ სიყვარულისს უფლება ხო? შენ ხომ მისთვის აქამდე არანაირი იმედი არ მიგიცია, შენ მუშაობდი და მორჩა, მას არ ეხება შენ ვინ შეგიყვარდა ან ვისთან რა გქონდა შენს პირად ცხოვრებაში, აი დამიჯერე, ელაპარაკე და მერე გამოჩნდება მისი რეაქციით რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის, იქნებ როგორც ქალი ისე იზიდავ მხოლოდ, ცოტახანი იყოს შენთან და მერე მიგაგდოს, რა გარანტია გაქ სიტყვაზე ხო? მითუმეტეს საიდან გაგიცნო... ყველაფერი შეიძლება იფიქროს, ტასს ხო იცი მაგრად მიყვარხარ და ყველაზე ნააკლებად მინდა რომ ცუდ მდგომარეობაში იყო, ისედაც გეყოფა რომ მარტო ხარ...
- ხო მართალი ხარ. ჯობს დაველაპარაკო ლაშას, იქნებ ამის გაგების შემდეგ აღარც მოუნდეს ჩემი გერმანიაში წაყვანა...
- ხო როდის მიდის?
- ზეგ, მითხრა თუ თანახმა იქნები 11ზე იქ იყავიო...
- ხოდა ხვალ ან დღეს დაურეკე და დაელაპარაკე.
- ტელეფონზე სალაპარაკო არაა ეს თემა.
- ოოო რა ბატი ხარ, ანუ შეუთანხმდი და ნახე თქოო.
- აა ხო, გამოვშტერდი უცებ.. გავიცინეე და მარის მოვეხვიე..
-მოკლედ წავედი ეხლა მე, დავისვენებ თორე საშინელი საღამო მქონდა გუშინ...
-მიდი მიდი და მითხარი რას, როგორ იზავ.. მიყვარხარრ.. მარა თუ წახვედიი რა მეშველება უშენოდდ..
- ნუ მოიბუსეე ეხლაა ჯერ არ ვიცი წავალ თუ არაა, თუ წავედი და იქქიდან გამოგიგზავნი რაღაცეებსს..
- ხოო აბა ქრთამისტი კი არ ვარ... გაიცინა და გადამეხვია...
- ეგ არც მითქვამსს ქალო.. ვაკოცე და სახლიდან გამოვედი...


**
- ალო, ლაშა გცალიაა?
- ტასო?! რა იყო რამე მოხდა?
- არა უბრალოდ სალაპარაკო მაქვს, მნიშვნელოვანია ჩემთვის და იმედი მაქვს რომ შენთვისაც..
- ეხლა კომპანიაში ვარ რაღაც საბუთებს ვაწესრიგებ, წასვლის წინ მინდა ყველაფერი მწწყობრში დავტოვო... თუ გინდა მამუკა (მძღოლი) მოვა და სახლში მიდი დამელოდე იქ...
- არა ეხლა დავისვენებ, სახლში მივდივარ, ხოდა როცა გეცლება ამირეკე და მოვალ..
- სად იყავი?
- მარისთან...
- კარგი, მალე მიდი სახლში და ბევრს ნუ დადიხარრ..
- კაი დროებით.. რა იყო ეხლა ეს?! "ბევრს ნუ დადიხარ" ნწ მოკლედ რა, როგორ მიბნევს ისედაც დაბნეულ ტვინს...

სახლსი მისულმა ტანაცმელები იქვე მივყარე და აბაზანაში შევედი. რამოდენიმე წუთი ვინებივრე და გამოვედი, თავი მოვიწესრიგე თმა გავიშრე, ტანსაცმელი ჩავიცვი და იქ მდგომ მაგიდას მივუჯექი...
ლეპტოპი ჩავრთე და სოციალურ ქსელში შევედი...
ნიკას დათვალიერება მინდოდა, 1 შეტყობინება იყო მოსული, გავხსენი და მომენტალურად მუცლის ტკივილი ვიგრძენი, ნიკას მესიჯი იყო...
"მართლა არ მეგონა გუშინდელის მერე თუ მოგწერდი, დიდხანს ვიჯქი და ვფიქრობდი მომეწერა თუ არა, გული მტკივა ძალიან... ვზივარ და იცი რას ვფიქრობ? მე ის გოგო მიყვარს ვინც ჩემი არარის, ვინც მომატყუა, ვინც გრძნობებზე მეთამაშა და თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ დამნაშავე მხოლოდ შენხარ. გული მტკივა იმაზე რომ, მინდა მოგონებები მაინც მქონდეს რომ გავიხსენო, გავიხსენო შენთან გატარებული დრო, შენი სიცილი, ხმა, თბილი სიტყვა, მაგრამ არც ეს მაქვს, არც ეს დამიტოვე გესმის? გამანადგურე, გული მომიკალი... მერჩივნა არც გამეცანი და უბრალოდ ინტერნეტ მეგობარი ყოფილიყავი, უფრო არ მეტკინებოდაა გული მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, ამ მესიჯსაც ბოლოჯერ გიგზავნი, იმიტომ გიგზავნი რომ მართლა მთელი სულით და გულით მინდა გითხრა, რომ თუ ლაშასთან დარჩები, თუ ლაშამ ჩემზე არ იცის, ვერც ვერასოდეს გაიგებს.. ის კაცი არ ვარ რომ ჩემი სიყვარულის გამო, რახან მე დამენგრა ეგ გრძნობა ძმაკაცსაც დავუნგრიო, არ გეგონოს ამას შენს გამო ვაკეთებ, ლაშა ჩემი ძმაკაცია და მის თალებში ის დავინახე რაც აქამდე არ დამინახავს, არ ვიცი ეს როდის და როგორ მოახერხე მაგრამ აშკარაა რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ამიტომ წყნარად იყავი, ამის შემდეგ ნიკა აბრამიძე-ს სახელს და გვარსაც არსად გაიგებ. მშვიდობით..."
ვიჯექი და ვტიროდი, ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ... ტიპს როგორ მოვექეცი და თვითონ რას მწერს...

- ალო მარრრ...
- რა გაასლუკუნებს, კიდე რა მოხდააა...
- გოგო ნიკამ მომწერააა.
- რა მინდაო?
- აუუ რააა, საშინელი ადმიანი ვარ, არ გამოვჩნდებიო ამის მერეო შენს ცხოვრებაშიო, ლაშასთვის მნიშვნელოვანი ხარ და მერომ გრძნობები დამენგრა მაგასაც არ დავუნგრევო და ეგეთი რაღაცეები..
- ღადაობ? ვაიმეე რა საყვარელიაა.. დებილი ხარ რაააა!! იმენა დებილი..
- ვიცი მარი, ვიციი... არადა ლაშა უნდა ვნახო დღეს მაგაზე უნდა მელაპარაკა, ეხლა რა ვქნა? ნიკამ ვერ გაიგებს რომ ვიცნობთო ერთმანეთსო...
- ხოდა მაშინ არარ უთხრაა..
- ხო მაგრამ... სადმე რომ გადავეყაროთ ან რავიცი, გული მეტკინება მეც და ნიკასაც.
- რაც დათესე ის მოიმკე ტასო, სხვა რა გითხრა, დაქალი ხარ მაგრამ როცა დამნაშავე ხარ თავზე ვერ გადაგისვამ ხელს...
- დამნაშავე და სულელი..
- კაი მორჩი ეხლა სლუკუნს და დამშვიდდი, ლაშასთან თუ წახვალ რამე სხვა მოიფიქრე ეგ არ უთხრა, ანდა არ წახვიდე საერთოდ და ზეგ აეროპორტში მიდი..
- ვითომ?
- ვითომ კი არა უნდა წახვიდე სტასსს, უნდა წახვიდე, მომისმინე, ეხლა თიშავ ტელეს, ურეკავ იმ თმარია თუ ვინცარი, ეუბნები რომ ვსო, მერე რეკავ ლაშასთან, ეუბნები რომ ჩემთან მოდიხარ მე ვარ ცუდად ან რამე მოიფიქრე და აღარ ნახო... მერე მე და შენ გავალთ სადმე რაღაცეებს ვიყიდით და ზეგ წახვალ.. გაიგე?
- ხო, გავიგე... კაი მაშინ წავედი და მერე დაგირეკავ. გკოცნი
- კაი მიდი...



**
- ალო თამო, ტასო ვარ..
- ხო ტასო, როგორ მიდის აბა საქმეები, რამოდენიმე დღეა არ ჩანხარ, ვერც მე დაგირეკეე.
- რავი მიდის რა... მომისმინე მივდივარ მე. აღარ მინდა მუშაობა
- მოიცა რაასქვია არ გინდა? წილი არ მოგიცია..
- მოგცემ, მაგაზე არ იდარდო, ლაშასთან რო დავდიოდი იცოდი, მაგის მოცემულიდან მოგცემ... უბრალოდ აღარ მინდა და ვსო..
- კარგი როგორც გინდა, მაგრამ გული მწყდება, შენნაირს რომ ვკარგავ, - არაუშავს, დიდი არაფერი, სხვას იპოვი..
- რაღაცას გკითხავ..
- გისმენ
- იმედია ეს ყველაფერი ლაშას არ ეხება...
- რას გულისხმობ
- აი შენი წასვლა...
- და რომ ეხებოდეს რაა რო ?
- რავიცი, ყოველთვის კარგი გემოვნება კი ქონდა მაგრამ არამგონია ეხლა ერთზე შეაჩეროს ყურადღება, ყოველთვის სხვადასხვა ქალით ერთობოდა ხოლმეე..
- მოსმინე... ყველამ თავის საქმეს მიხედოს, შენ არ გეხება ჩემი ცხოვრება, ამიტომ მოეშვი ლაპარაკს...
- კაი ნუ ბრაზდები მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი
- შენი აზრი შენთვის დაიტოვე თამუნა, ისედაც გაღიზიანებული ვარ და ნუ მიმატებ, ხვალ მოგიტან ფულს.. გავუთიშე და ტელეფონი მივაგდე..
სახე ხელებში მოვიქციე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ, იმ ადამიანთან რომლის მიმართ დიდს ვერაფერს ვგრძნობ, თუმცა ყველაზე კარგი გამოსავალი აქედან წასვლაა.. ლაშას დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს მარისთან ვრჩებოდი და სხვადროს ვილაპარაკებდით, კარგიო და გამითიშა...
მარიდა გადავურეკე და შეხვედრა სავაჭრო ცენტრში დავთქვით 6 საათზე. უკვე 5 ხდებოდა, ამიტომ მოვემზადე, თავისუფლად და სპორტულად ჩავიცვი, ვიცოდი მარის ხასიათი მომატარებდა ყველა მარაზიას და ყველა დახლს მოედებოდა ამიტომ არც გამოვპრანჭულვარ, ლაშას მოცემული ფულიდან თამუნას ნაწილი გადავდე, ბევრს არც ითხოვდა ამიტომ ორიათასი ეკუთვნოდა, მე კი მხოლოდ 3 დამრჩა, ამ სამიათასიდან მხოლოდ ათასხუთასი გადავდე საყიდლებისთვის, დანარჩენი კი სახლში დავტოვე... კეტები ჩავიცვი, სახლს თვალი მოვავლე და ექვსისნახევარზე სახლიდანგავედი.....

სავაჭრო ცენტრის შესასვლელში დავდექი და ქალბატონს ველოდებოდი, როგორც ყოველთვისს აგვიანებსს. ტელეფონი ამოვიღე და მას გადავურეკე
- დიდიხანი უნდა გელოდო თუ ინებებს მისი აღმატებულესობა მობრძანებას?
- აჰაჰაა, ვიღადავეთ? მოვდვიარ ხოო... საცობებია და რა ვქნა ეხლა ყოვლის შემძლე მე არ ვარ რომ მანქანები გავწიო..
- აფსუს, არადა რა კარგი იქნებოდაა.. გავიცინე
- 2 წუთში მანდ ვარ დამელოდე არ მოკვდები..
- ხო მიდი მალე.
გავუთიშე და იქვე შესასვლელთან ჩამოვდექი... ვერ ვიტან ლოდინსს...
- ძლივსს, მაღირსაა მოსვლაა..
- ოო ნუ ბლუყუნებ რა ხო გითხარი საცობებია თქოოო.. გადამკოცნა, ხელი მკლავში გამიყარა და ცენტრში შევედით...
როგორც ვფიქრობდი ისე ამიხდა ყველაფერი, მაღაზია არ გამოუტოვებია მარის, ხან რომელში შევედით და 1სსაათი ვიყურყუტეთ, ხანაც რომელში, კიდევ კარგი ნელნელა მაღაზიების დაკეტვა დაიწყეს თორე ვერც მოიფიქრებდა ალბათ იქიდან გამოსვლას...
- მარი დავიღალე, ამდენი რამის ყიდვა არც მინდოდა და არც იყო საჭირო, რას გადამეკიდე??
- რა არ იყო საჭირო საუკუნეა შენზე ახალი ტანსაცმელი არ მინახავს, გაჩუმდი და სულ უკმაყოფილო ნუ ხარ, ეხლა შენ ის მითხარი, რა გდაწყვიტე ბოლოსდაბოლოს...
- რა გადავწყვიტე და წავალ, წავყვები, ახალ ცხოვრებას დავიწყებ ლაშასთან, შანსს მივცემ, იქნებ გავბედნიერდე, იქნებ შევიყვარო, იქნებ.... მოკლედ ვცდი, ამაზე უკეთეს შანსს ვერც ვერავინ ჩამიგდებდა ხელში, თუმცა მეორე მხრივ ნიკაზე მეფიქრება, გული მტკივა რომ ვატკინე...
- რას იზავ ტასო, ცხოვრება ისეთია რომ ჩვენს სურვილებს არ ითვალისწინებს, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა გესმის? ამ მომენტში შენთვის უკეთესი აქედან წასვლაა. ჩემი აზრიტ ყველაზე კარგ ნაბიჯს დგავ ამით...
- იმედი მაქვს მარი, იმედი მაქვს რომ კიდე უარეს შარში არ აღმოვჩნდები..
- ეგრე რატო ფიქრობ? ეჩვი გაქვს რამის?
- არა, რავიცი, ლაშასგან ისეთი არაფერი დამინახავს და მიგრძვნია რომ რაიმე ეჭვი გამჩენოდა, უბრალოდ ხო იცი როცა ერთხელ ჩაფლავდები სულ იგივეს მოლოდინში ხარ...
- ხო, მაგრამ ასე არ უნდა იყოს, პირიქით, შეცდომებზე უნდა ისწავლო და მაქსიმალურად ეცადო იგივე არ დაუშვა..
ეს ვლაპარაკობდით და თან ტაქსის ველოდებოდით, კაფეში გვინდოდა სადმე შესვლა მაგრამ მერე მივხვდით რომ გვშიოდა და მაკდონალდში შევედით...
- ორი ბიგ მაკ მენიუ თუ შეიძლება, ერთი სალათი და წყალი...
შეკკვეთის მიცემის შემდეგ, თანხა გადავიხადეთ და ჩვენს შეკვეთას დაველოდეთ, მალევე მოგვიტანეს, პოდნოსები ავიღეთ და თავისუფალი ადგილისკენ წავედით...
-მმმ როგორ მიყვარს რაა.. სულ რომ ეს მაჭამო არასოდეს მომბეზრდებაა..
- ხოო, მეც მაგრად მიყვარს აქაური საჩმელი...
- მოკლედ, ხვალ დილით ლაშასთან გადავალ, და ზეგ წავალთ, სახლს შენ გაბარებ, არ ვიცი მაგაზე ვიფიქრებ მაგრამ შეიძლება გავყიდო. იქიდან გეტყვი პასუხს და შენი იმედი მაქვს, ხო იცი...
- რა უნდა გაყიდო გოგო, შენი მშობლებს ერთადერთი სახსოვარია, გქონდეს რას გიშლის, იქნებ გამოგადგეს მერე...
- რავიცი რა, არ მინდა მაგ სახლში ყოფნაც, ვნახოთ მოკლლედ, გადავწყვეტ და გეტყვი..
- ლაშამ იცის შენი გადაწყვეტილების შესახებ?
- არა ხვალ გაიგებს...
- ხოო, მგონი გაუხარდება, ისე კაი ტიპია გარეგნულად?
- კიი, კარგი ტიპია, ლურჯი თვალები აქვს ისეთი რომ ვუყურებ მგონია რომ ვიკარგები..
- ოჰოო, რო კითხო არ მოწონს გოგოს...
- არაა, არა, უბრალოდ ავღნიშნე რომ ლამაზი და ღრმა თვალები აქვს... უცებ ტელეფონი აწკრიალდა... ლაშა იყო.
- ხო ლაშა გისმენ...
- ტასო, რა გინდა ამ შუაღამისას რუსთაველზე მაკდონალდში...
- ჰაჰჰ, მოიცა შენ საიდან იცი რა იყო მიტვალთვალებ?
- ხო თან გყვებიი.. გაიცინაა, არა აქეთ ვიყავი და დაგინახე, ფანჯარასთან რო ხარ ჩამოსკუპებული და მთელი რუსთაველი გხედავს ხო არ გავიწყდება?
- ხო რავიი, ვჭამ რას უნდა ვაკეთებდე.. შემო თუ გცალია, დაქალს გაგაცნობ..
- უკვე შემოვედი...
უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი და სერიოზულად შევხტი..
- ვაიმეე, გამისკდა გულიი..
-მეც მიხარია შენი ნახვა, გადამკოცნა და მარის ხელი ჩამოართვა, მე ლაშა ვარო...
მარის თვალები გაუფართოვა და ისე გადმომხედა უუეჭველი გაიფიქრა "ეს რა ბიჭიაოო" მეც გავუღიმე და თვალები დავუკარი თანხმობის ნიშნად... ბევრი ვილაპარკეთ, ძლივს დავითანხმეთ რომ ლაშასაც ეჭამა ჩვენთან ერთად... მერე მანქანით დაგვტოვა, უფროსწორად დატოვა მარი, მე კი მომიტაცა, ასე უთხრა მარის შენს დაქალს მოგტაცებო, ისიც დათანხმდა რათქმაუნდა, სახლში მივედით...
პირველად იყო რათქმაუნდა ჩემს სახლში, მისი რეზიდენციის მერე არც ისეთი სახარბიელო ბინა მქონდა მაგრამ სუფთა და კომფორტული კი იყო... მისაღებში სავარძელზე ჩამოჯდა...
- ლაშა გამოვიცვლი და გამოვალ კაი ? ყავა დავლიოთ თუ გინდა...
- კაი მიდი, ოღონდ მალე და წავიდეთ ჩემთან
- რა მინდა შენთან?
- რას ქვია რა გინდა? არ გადმოდიხარ?
- ლაშა დარწმუნებული ხარ რომ ეს ნამდვილად გინდა?
- რომ არ მინდოდეს არც გეტყოდი, მგონი ბავშვი არ ვარ გეთამაშებოდე, 26 წლის ჩამოყალიბებული კაცი ვარ, კი, გართობა და დროს ტარება მიყვარს მაგრამ რაც შენ შეგხვდი, მივხვდი რომ უნდა გავჩერდე და მომავალს მივხხედო...
- რატომ მე? მითუმეტეს რამდენი ქალი გყოლია..
- იმიტომ რომ, შენ სხვა ხარ, შენ მარტო დარჩენილი პატარა ბავშვი ხარ რომელმაც სამსახური ვერ იშოვა და იმ სიბინძურეში წავიდა, კიდევ კარგი მე შემხვდი პირველი, თორე არ ვიცი, გაფიქრებაც არ მინდა, შენ ჩემი ხარ ტასო, ვიცი იმ მომენტში სხვანაირად და სხვა ფიქრებით, მაგრამ მაინც მე ჩამბარდი, მე მომენდე, ჩემთან დაკარგე ქალიშვილობა, ეს ჩემთვის დიდი რამეა, მინდოდა რომ გზაზე დამეყენებინე, ამომეყვანე იმ წუმპედან, დაგინახე თუ არა ეგ მომინდა მაგრამ ეგრევე ვერ გეტყოდი, ამიტომ ვუთხარი თამუნასს რომ მხოლოდ ჩემთან ივლიდი და სხვას არ გაგაკარებდა... ახლა კი დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში და შენს პასუხს ველი...
გულში სითბო ჩამეღვარა, ვერ ავღწერ ამ ემოციას, პირველად ვიგრძენი რომ პატრონი მყავდა, რომ ვიღაც ჩემზე ღელავდა, ზრუნავდა და ჩემთვის კარგი უნდოდა, მივედი და უბრალოდ ჩავეხუტე, კი იფიქრებთ რა უაზრო და უტვინო გოგოა, არ მოწონს გრძნობა არ აქვს მაგრამ მაინც თბილიაო, ნუთუ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით თავი ცივად გეჭიროს? არ ვიცი, მე პირადად არ შემიძლია, ბოლოსდაბოლოს ლაშასი არ იყოს მას მივანდე ჩემი თავი, ძლიან კეთილი ადამიანია ლაშა ამიტომ არ მინდა მასაც ვატკინო გული...
- კარგი ლაშა, ჩალაგებაში მომეხმარე მაშინ...
ეს რომ ვუთხარი ისე გაუბრწყინდა თვალები მეგონა სასწაული მოხდა..
- მართლა?
- ხო მართლაა... ყველაფრის წამოღება არ ვიცი ღირს თუ არა, მაგრამ ვეცდები ზედმეტი ტვირთი არ ავიკიდო...
- რაც გინდა ის წამოიღე, სახლში დიდი ადგილია, თუ გინდა ავეჯიც წამოიღე თუ მოგონებებთანაა დაკავშირებული..
- არა ლაშა, არა, ავეჯი ზედმეტია, მოგონებები კი ბევრი მაქვს თუმცა მხოლოდ მტკივნეული...
- კარგი, არ მოიწყინო ეხლა. მიდი და წავიდეთ ხო?
კიდევ ერთხელ მომეხვია და ჩალაგებაში დამეხმარა...
რომ გითხრათ ბევრი რამ მქონდა თქო არა მაგრამ ხო იცით მერე და მერე გამოჩნდება ხოლმე ყველაფერი, მაინც უამრავი რაღაც გამომივიდა, ტანსაცმელიო სურათებიო, რამოდენიმე სუვენირი, რომელიც მამას და დედას ეკუთვნოდათ, ბებიას დღიური, რომლის წაკითხვისას მეგონა რომ ჩემთან იყო, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებდი... კიდევ რაღაც რაღაცები ჩავალაგე, კარადიდან რომ დავასრულე რაღაცეების ჩალაგება, იქვე კუთხეში ნიღაბს მოვკარი თვაალი, ხელში ავიღე და ლაშას გადავხედე, მიღიმოდა, ავიღე და ნაგავში ვუკარი თავი...
ბოლოს სახლს მოვავლე თვალი, დამშვიდობებისას ცრემლიც კი ჩამომივარდა თუმცა ვეცადე არ შემემჩნია, კარები გამოვიხურე, ლაშას ხელი მოვკიდე და კიბეებზე დავეშვით...


**
- მაარრრრ.. გამოდიი რააა ლაშასთან, მძღოლს გამოვუშვებ..
- ოხხ, მძღოლები ემსახურება გოგოს უკვეე..
- ხოოო აბააა.. გავიცინეე, მიდი მიდი გელოდები კაი?
- ხოო კარგი მაშინ, ხვალ მიდიხარ და უარს ხო არ გეტყვი, უნდა დაგემშვიდობო ჩემო გოგო... ხმა გაებზარა, და მივხვდი რომ ყელში ბურთი გაეჩხირაა.
- კარგი რა მარ, არ გვინდა ეხლა ცრემლები და ამბები, ხო არ ვკვდები, ჩამოვალ მალე, თან შეიძლება დიდიხანი არ მოგვიწიოს იქ ყოფნა, ლაშას ბიზნესზეა დამოკიდებული...
- ხო კარგი კარგი, მოვალ ალბათ მალეე.
- ხო ვეტყვი ეხლა და გამოვა მამუკა...

ტელეფონი გავთიშე და მამუკასთან ჩავედი ქვემოთ..
- მამუკა, თუ არ შეწუხდები მარჯანიშვილზე გადი რა, დაქალი უნდა მომივიდეს...
- კი ქალბატონო ანასტასია, არარის პრობლემა, ჩემი საქმეც ეგარის... გამიღიმა და წამოდგა.
- მადლობა...

ლაშა სამსახურში იყო, არ მესმის ამხელა სახლი რა საჭიროა როცა მარტო ხარ კაცი... ტავბრუ დამეხვა დათვალიერებისას...
ქვემოთ, სამზარეულომ მისაღები, და ერთი სასტუმრო ოთახი იყო, თავისი სველი წერტილით. მეორე სართულზე 4 საძინებელი ოთახი, ყველას თავისი აბაზანა ჰქონდა და ცალკე გარდერობის ოთახი... ესეთ სახლს მხოლოდ კინოებში თუ ვნახავდი, აქამდე მხოლოდ ლაშას ოთახი მქონდა ნანახი და დანარჩენის ნახვისას გულმა დამარტყა... სანამ სახლი დავათვალიერე ბოლომდე, კარზე ზარის ხმა გაისმა, უცებ ჩავირბინე, მეგონა რომ მარი იქნებოდა, თუმცა შევცდი...
კარი გავაღე და ის შემრჩა ხელებში ვინც ყველაზე ნაკლებად მინდოდა რომ შემხვედროდა...
- ტასო... არ მეგონა აქ თუ იქნებოდი...
- ხო აქ ვარ...
- ლაშამ მითხრა ხვალ მივდივარო და დასამშვიდობებლად მოვედი...
- ლაშა სამსახურშია...
- კარგი მოგვიანებით მოვალ მაშინ...
- შემოდი თუ გინდა, დაელოდე... ჩამქრალი ხმით ვუთხარი იმის იმედით რომ უარს მეტყოდა, უბრალოდ ზრდილობის გამო შევტავაზე თუმცა დამთანხმდა და ჩემს გვერდით ჩაიარა, მისი სურნელი ისეთი მძაფრი იყო ცხვირი ამიწვა თუმცა სიამოვნებისგან ტაომ დამაყარა, ღმერთო არ მინდა რომ ესე იყოს ყველაფერი, არ მინდა ისევ მოულოდნელად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთსს ან ლაშასთან სახლში ან სადმე როცა ლაშასთან ერთად ვიქნები...
მისაღებ ოთახში მოკალათდა ნიკა და თვალს არ მაშორებდა, ზიზღი გადასული ქონდა თვალებიდან ახლა ჯერი ირონიისა და სიბრალულის დამდგარიყო...
- ყავას გამიკეთებ?
- კი ახლავე, შაქარი?
- 2 კოვზი, შენც მიდიხარ? სამზარეულოში შესულს მომაძახა სასტუმრო ოთახიდან...
- კი, ლაშამ მითხრა წამოდიო...
- გასაგებია, გიყვარს?
- რაა? იქიდან ისე გამოვყვირე მგონი გულიც გაუხეთქე...
- რა გაყვირებს გოგო, მესმის ჯერჯერობით... პირველად გაიცინა იმის მერე, პრინციპში პირველად ვნახე.. მეც რა მაგარი ვარრ...
- არა...
- რატო აწვალებ? ამასობაში ყავის ფინჯჯნებით გამოვედი და მის წინ დავჯექი..
- ვერ გავიგე? თავი გავისულელე ვითომ მართლა ვერ გავიგე მისი ნათქვამი...
- ვიცი რომ გაიგე და ნუ გამამეორებინებ...
- არ ვაწვალებ, თვალები გადავაბრუნე...
- ეგრე გამოდის, იცი რო უყვარდები, შენ კიდე იყენებ...
- არ იცი ნიკა და ნუ ლაპარაკობ...
- რა ცოდნა მაგას უნდა ისედაც ჩანს...
- თემა შევცვალოთ კარგი?
- კარგი, უბრალოდ იცოდე რომ არ მინდა ჩემ ძმაკაცსაც მოუკლა გული...
- არ მოვუკლავ, შენთვისაც არ მინდოდა მაგრამ ეგრე გმაოვიდა, ვაპირებდი შენთვის ყველაფრის თქმას და შენთან დაშორებას, ვიცოდი რომ ასეთს არ მიმიღებდი და მართალიც იქნებოდი, თუმცა არ დამცალდა გესმის? მე რაა ვიცოდი რომ შენ და ლაშა ძმაკაცები იყავით...
- გასაგებია, არ იცოდი, არაფერს ვამბობ, შევეგუე ისედაც გულის გატეხვებს, პირველი არ ხარ... ამოიხვნეშა და ყავა მოსვაა... ერთადერთზე რაზეც ვოცნებობდი ის იყო რომ მარი მალე მოსულიყო და ნიკასთან მარტო ლაპარაკი შემეწყვიტა... მთრგუნავდა მასთან ასე ახლოს ყოფნა, მანერვიულებდა, მაშფოთებდა... საშინელება იყო ეს 20 წუთი, ნიკასთან ამ მდგომარეობაში გატარება, როცა ისე ელაპარაკები ადამიანს როგორც უცხოს, არადა როგორი ძვირფასია შენთვის....
როგორც იქნა მოვიდა მარიამი, კარები გავუღე და ისე ჩავეხუტე გეგონება დიდიხანი არ მენახოს...
- რა გჭირს გოგო, შენი გულის ხმა ისმის მარტო...
- ნიკაა შიგნით... თლები ძირს დავხარე და სახე დავმანჭე
- არააარებობს, რა უნდა აქ?
- ლაშასთან მოვიდა დასამშვიდობებლად, აუ მარი რა, აღარ მინდა რომ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს...
- კაი დაწყნარდი, წამო შევიდეთ ეხლა რო დამაყუდე აქ...
მისაღებ ოთახში სევედით მე და მარი, ნიკა ისევ იგივე პოზაში იჯდა და იატაკს მისჩერებოდა, მარის შემოსვლაზე ისეთი რეაქცია ქონდა რაღაცნაირად ვიეჭვიანე კიდეც, თუმცა მაგაზე ფიქრი არ მინდოდა...
- ეს მარია ჩემი დაქალი, მარი ეს ნიკაა, "ცოტახანი შევჩერდი, ვერ გადამეწყვიტა როგორ გამეცნო, მარიმ კი იცოდა მაგრამ ნიკასთან როგორ უნდა მეთქვა არ ვიცოდი ამიტომ ვამჯობინე ის რაც ვთქვი" ლაშას ძმაკაცი...
ამაზე ნიკას ჩაეღიმა მაგრამ აღარაფერი უთქვამს, მარიმაც და ნიკამაც სასიამოვნოაო უთხრეს ერთმანეთს... მარიმ იცოდა ჩემი დაძაბულობის შესახებ ამიტომ სიტუაციის განსატვირთად, უაზრო მაგრამ სხვა თემა წამოწია სალაპარაკოდ... უნივერდიტეტზე და სწავლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მიუხედავად იმისა რომ ვამბობდი ნიკა მიყვარს თქო არ ვიცოდი რომ ილის უნივესიტეტი ქონდა დამთავრებული ბიზნესის ფაქულტეტზე, თუმცა ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა ამიტომ მის პროფესიას არ გაჰყოლია... სიტუაცია განიმუხტა, რამოდენიმეჯერ კი გამოაპარა ჩემსკენ თვალი მაგრამ სულ მარის ელაპარაკებოდა, მეც შედარებით დავწყნარდი, ყავა დავლიეთ, ამასობაში კი ლაშაც მოვიდა და ამოვისუნთქე...
- მოხვედი??
- რა იყო პირველად გნახე რომ ჩემი მოსვლა გაგეხარდა... მშვიდობაა? მომაყარა და თან გადამკოცნა..
- კი კი, ნიკა გელოდება მისაღებში, მარიც აქარის, მოკლედ, თუ ნებას დამრთავ მე და მარი წავალთ სადმე კაფეში, დავემშვიდობები ნორმალურად, ვილაპარაკებთ, თქვენ კი დარჩით...
- კარგი წადი, ეს ნების დართვა და ეგეთები არ იყო საჭირო თუმცაღა მესიამოვნა, მადლობა რომ ჩათვალე მცოდნოდა შენი წასვლის შესახებ...
- კარგი მარის ვეტყვი მაშინ და წავალთ...
- ტასო
- ჰოუუ
- რამე ხდება და მიმალავ?
- არაა. რატო მეკითხები...
- რავიცი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ერთი სული გაქ ეხხლა აქედან გახვიდე...
- ჰააჰ, არა საიდან მოიტანეე. დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის...
- კარგი, იმედია მასეა, ფული გაქვსს??
- კი მაქვს ცოტა და მეყოფაა.. მადლობა ვაკოცე და მარი გამოვიყვანე იქიდან, ნიკას ლაითად დავემშვიდობე და მე და მარი გარეთ გავვარდით...

- ბზიკმა გიკბინა?
- აუუ კაი რაა, წამო სადმე კაფეში შევიდეთ, გამისკდა თავი.. ჯოჯოხეთში ვარ იმენა რაა...
- აბა რა გეგონა ეს ცხოვრება სულ იავარდით მოფენილ გზაზე ხო არ ივლი.. ეკლებშიც თუ არ გაიარე ისე არ გამოვა...
- კაი რა, ფილოსოფიური რჩევები აღარ მინდა უკვე, გავიგე რომ საშინელი ადამიანი ვარ...
- გასაბრაზებლად არ გეუბნები, ჩემი რო ხარ მაგიტომ...
- ვიცი ვიცი, ეგ კი არა ნიკა როგორ გიყურებდაა დააკვირდი?
- კი და იმედია არ ეჭვიანობ... დარწმუნებული ვარ შენს საეჭვიანოდ ქნა..
- არამგონია მაგან ხო დაამთავრა ყველაფერი, საეჭვიანოდ რაღატო იზავდა..
- რავიციი რას გაიგებ ბიჭებისას...
ამასობაში "ჩვენს" კაფეში შევედით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ, ლაპარაკში ისე შევყევით, აზრზე ვერც მოვედი როგორ ჩამობნელდა...


**
ლაშა და ნიკა სახლში იყვნენ, ლაშა როგორც ყოველთვის თავის ბიზნესზე და წარმატებულ კარიერაზე ლაპარაკობდა ნიკა კი უსმენდა და მხოლოდ იღიმოდა..
- ბიჭო წამო სადმე ბარში რა... ხვალ მაინც მიდიხარ და ღმერთმა იცის კიდე როდის გნახავ, როგორც იცი ხოლმე ისე დაიკარგები ისე, დავლიოთ, ვილაპარაკოთ... რას იტყვი?
- წავიდეთ ძმა, როდის მითქვამს უარი ეგეთ რაღაცეებზე. ოღნდ ტასოს დავურეკავ, ვეტყვი რომ შეიძლება დამაგვიანდეს...
ამის გაგონებაზე ნიკას სახე აელეწა... თუმცა ყველანაირად ცადა რომ ეს არ შეემჩნია...

- ალო ტასო, მე და ნიკა ბარში ვიქნებით, თუ რამე დამირეკე კაი? შეიძლება დამაგვიანდეს..
- კაი მარა ხვალ რო ადრე ვდგებით?
- არარი პრობლემა მე ყველაფერი მზად მაქვს, გამაღვიძებ და წავალთ... ნიკას უფრო და უფრო ელეწებოდა სახე, ბრაზდებოდა, სევდა უდგებოდა თვალში რომ "მის" გოგოს სხვა ელაპარკებოდა, კი ძმაკაცი მაგრამ მაინც სხვა მამაკაცი...
- კარგი მაშინ, იმედია ბევრს არ დალევვ..
- ოჰო, ნერვიულობ უკვე ჩემზე?
- შენზე არა უფრო ჩემზეე, ვერ ვიტან ნასვამ ხალხს.. გაიცინაა
- ოხ შენ რა ხარ.. კაი მიდი და ჭკუით, გაკოცე
- კაი მიდი...
ტელეფონი გათიშა ლაშამ, სახლიდან გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და იქიდან გაუჩინარდნენ...


- რას დალევ?
- რავიცი ვისკს, ორმაგს... გაამატა და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დადო...
- როდიდან ეწევი? ჩაეკითხა ლაშა და ცალი წარბი ზემოთ აწია..
- რაც ფეხბურთს დავანებე თავი... ცუდი ჩვევებიც დამეწყო...
- ხოო ვხედავ, მაგრამ ძალიან ნუ შეეჩვევი... რა იცი იქნებ ისევ ითამაშო.
- არა ტო, რადროს ჩემი თამაშია, მუხლის გამო ხო იციი...
ამასობაში მათი კუთვნილი სასმელიც მოიტანეს და ორივემ ერთდროულად გადაკრა...
კიდევ გაამეორეს, კიდევ, კიდევ და როცა ორივე საკმაოდ შეზარხოშდა, თითქოს სასმელმა ორივე გაათამამაო და ისეთ თემებზე დაიწყეს ლაპარაკი რაზეც ალბათ სიფხიზლეში ვერც მოახერხებდნენ... რათქმაუნდა ეს თემა იყო ტასო...

-ნიკა, რაღაც უნდა გკითხო..
- გისმენ...
- შენ ტასოს არ იცნობდი?
- რატომ მეკითხები?
- რავიცი, დღესაც შევამჩნიე და ზოგადად სულ ვამჩნევდი, როცა შენ გხედავდა რაღაც აფორიაქებდა, ვერ ისვენებდა, თრგუნავდა... შეიძლება მოგეჩვენაო მითხრა მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ არ შემინიშნავს და შენც კარგად იცი როცა რაღაცას ვხედავ ყოვლთვის ვამბობ ხოლმე...
- კი მაგრამ ახლა რატომ ამბობ და არა მაშინ როცა ტასოც ჩვენთან ერთად არის?
- შენ კაცი ხარ ძმაო და მინდა ჯერ შენ გელაპარაკო, შენგან მინდა ჯერ გავიგო, რა ხდება, ან რამე ხომ არ ხდებოდა... შემდეგ კი ტასოს მივხედავ, ან დავფიქრდები საერთოდ გირს თუ არა რომ მივხედო... თვალი ჩაუკრა ორაზროვნად და მის პასუხს სულმოუთმენლად დაელოდა..
- ლაშა მომისმინე, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ, მე შენში ის ნაპერწკალი დავინახე რაც აქამდე არ დამინახავს და ვიცი ეს ტასოს დამსახურებაა...
- ბიჭო მე ეგ არ მიკითხავს, თქვენს შორის ხდება თუ არა რამე? დამარცვლით მიუგო
- ხდებოდა, ხდებოდა მაგრამ მისი ტყუილების გამო დაუწყებლად დამთავრდა ყველააფერი..
- აჰა ანუ ხდებოდა ხო?
- მე რატო არ ვიცოდი?
- კაი რამნიშვნეობა აქ ბრატ. მომისმინე, როცა მე და ტასომ გავიცანით ერთმანეთი მაშინ ვიცი რომ შენ მის ახლო მახლოც არ ტრიალებდი...
დანარჩენი არ ვიცი, უფროსწორად იქამდე არ ვიცოდი შენი წვეულება რომ იყო... მაშინ ყველაფერი გაირკვა, მაშინ შენც მითხარი ტასოზე ისეთი რაღაც, რაც არ ვიცოდი... მერე მოყვა ისიც რომ შენ ტასო აშკარაა რომ გიყვარს..
- ხო მარა შენც გიყვარს...
- მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია რომ ახლა შენთანარი...
- მე ხვალ აღარ წავიყვან მაგას გერმანიაში...
- რა?? ჩემს გამო არ მინდა ასე მოიქცე...
-შენს გამო არა, ჩემს გამო ვიქცევი ასე, დავტოვებ, დაფიქრდეს, გაერკვეს, თუ უნდა შენც ნახე და დაგელაპარაკოს, არ მინდა ჩემს გვერდით იყოს და შენზე ფიქრობდეს გაიგე? კი მე მისთვის კლიენტი ვიყავი და შეიძლება ჩემს წინ შენ გიცნობდა, შეიძლება შენ უყვარდი ან მოწონდი, ეგ არ მადარდებს, მთავარი იცი რა არის? ახლა მე რას ვგრძნობ, მე ის გოგო მომენდო ტო, მომენდდო, ბოლოს და ბოლოს ჩემი გახდა, პირველი ვიყავი, შეიძლება ამის გამო შენთან აღარც მოვიდეს მაგრამ მისი გრძნობებიც ჩანს. როგორ ემღვრევა თალები შენი დანახვისას...
- არ ვიცი, არ მინდა მე მაგ თემაზე ლაპარაკი. მითუმეტეს შენთან იყო, და ალბათ იქნება კიდეც, მე განზე გავდექი შენს გამო... უკან აღარ დავბრუნდები... წაიყვანე ტასო და წადი, თორე აქ რო დატოვო....
- მითხარი, მაინც შეურიგდები ხო?
- ლაშა, არ მინდა გული გატკინო, მე მატკინეს უკვე, წადი და წაიყვანე...
- კი მაგრამ არ მინდა მე მის გრძნობებზე თამაში გესმის? არ წავიყვან აღარ წავიყვან, საჭირო თუ გახდება საერთოდ დავტოვებ და იცოდე რომ ამაზე უკვე ვფიქრობ...


ამ საუბრის შემდეგ კიდევ ბევრ რაღაცას მოედნენ, თუმცა ორივე მაინც ტასოს გარშემო ტრიალებდა, საშინელებაა არა?! ძმაკაცებს რომ ერთი გოგო უყვართ, გოგო რომელიც არ იმსახურებს არც ერთს და არც მეორეს.. ორივეს თავისი სიმართლე, სიალალე და კაცობა ალაპარაკებს, ორივე თმობს გოგოს, თუმცა იმას ვერ ხვდებიან რომ ასე შეიძლება ორივემ დაკარგოს...


**
- კარგად გავერთეთ რაა... როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი...
- მეც გოგო ძალიან და მწყინს რომ მიდიხარ... სახე მოეღრიცა მარის..
- კაი რაა, მარ, გთხოოვ... ჩამოვალ მალე გპირდები...
- კარგი მიდი მაშინ და კეთილი მგზავრობა, იქიდან სულ მირეკავ ან მწერ გაიგე?
- გავიგე აბა რას ვიზავვ. მაგრადმოვეხვიე და ჩავეხუტე...
- მიყვარხარ ტასს.. ჭკვიანადდ...
საპასუხოდ გავუღიმე, ისიც სადარბაზოში შეიკარგა...
მე მამუკას დავურეკე, მომაკითხა მარჯანიშვილზე და სახლში წამიყვანა...
ლაშასთვის არ დამირეკავს, ვიფიქრე ხელს არ შევუშლი თქო, უკვე საღამოს 10 საათი იყო, სახლში რომ შევედი, მივიხედ მოვიხედე, სახლში აშკარად არავინაა... ოთახში ავედი, ჩემოდანი გავამზადე, ბოლო წვრილმანი ნივთებიც ჩავალაგე ჩანთებში და აბაზანაში შევედი... მთელი დაღლილობა და სტრესი წყალს გავატანე, რამოდენიმე წუთი ვინებივრე წყლის ქვეშ და გამოვედი... პირსახოც შემოხვეული ოთახში შევედი, ჩავიცვი თმაა ოდნავ შევიშრე და ლოგინზე ემბრიონის ფორმში დავწექი, დაღლილობისგან როდის ჩამეძინა არ მახსოვსს, თუმცა ეს ტკბილი, უშფოთველი და ლამაზი სიზმარი კარების ხმამაღალმა ბრახუნმა გაწყვიტა, თვალებს მძიმედ ვახელ და ჩემს წინ აღელვებულ, უფროსწორად გაცეცხლებულ ლაშას ვხედავ...
სიბნელის მიუხედავად, მთვარის შუქით განათებულ ოთახში ჩანს მისი გამწარებული სახის ნაკვთები, მისი ლურჯი თვალები უფრო გადიდებულიყო და კაშკაშებდა, შემეშინდა, ვაღიარებ რომ ძალიან შემეშინდა, ესეთი ლაშა პირველად მენახა, დაახლოებით ვიცოდი მიზეზი, მისი გაბრაზებისა, მიზეზი რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, ეხლა, ამაღამ, გერმანიაში წასვლამდე რამოდენიმე საათით ადრე და ეხლაღა მივხვდი რომ ნიკამ ყველაფერი გააკეთა ჩემს გასამწარებლად... ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, ისე მომვარდა და ყელში მეცა...
არასოდეს მინახავს და მიგრძვნია ის ტკივილი, "ამჯერად ფიზიკური" რაც იმ ღამეს ლაშამ მაგრძნობინა, არასოდეს მინახავს ასეთი გამწარებული მამაკაცი... ვიმსახურებდი? ალბათ ზოგი იტყვის რომ კი, მეტსაც იმსახურებდიო თუმცა არამგონია კაცს ქონდეს ისეთი მიზეზი რომ ქალზე ხელი აწიოს...
ღამის 4 საათზე დალურჯებული, ტუჩ გახეთქილი, სამი ჩემოდნით, და რამოდენიმე პატარა ჩანთით მარჯანიშვილის მეტროსთან ვხეტიალობდი, როგორც იქნა მივაღწიე კორპუსამდე, სადარბაზოში შევედი, კიბეები ძლივს- ძლივობით ავიარე, ხან ერტს ავათევდი ხან მეორეს ხანაც მესამეს... როგორც იქნა ავედი, ზარი დავრეკე და როცა კარი გაიღო ჩემმა ცრემლებმაც მაშინ იპოვნეს თავისუფლება ჩემს შეშუპებულ და სისხლიან ღაწვებზე....
- ვაიმეეე, ტასოო, ღმერთო ჩემოო შემოდი, რა დაგემართა?
- წავიქეცი თქო რო გითხრა დაიჯერებ?
-....
- ლაშა....
- ვერარიის ეგ? რამდენის უფლებას აძლევს თავს? უჩივლე გაიგე? არ შეარჩინო ვინ მიგდიაა ეგ, ქალზე ხელი როგორ უნდაა აწიოს?
- კაი დამშვიდდი, არავის არ ვუჩივლებ, არაკაცია და მაგას პოლიცია ვერ უშველის, ხედავ რა გამიკეთა ნიკამ?
- ეგ ვაფშე, მაგაზე რა უნდა ვთქვა, დაგპირდა და რა გააკეთა...
- მოკლედ, მარ, არ ვიყავი აქ, არ გინახივარ და საერთოდ არ იცი სად ვარ გაიგე?
- და რა საპირებ?
- სახლს გავყიდი და ვეცდები უკრაინაში წავიდე...
- იქ ვისთან, სახლი? რა უნდა გააკეთო იქ?
- აუ არ ვიცი რაა, აქ არ გავჩერდები, არც ერთის დანახვა არ მინდა, იქ ბიძაშვილი მყავს, ნუ ნათესავებიც მარა რაც მშობლები დაიღუპნენ ხო იცი როგორც დამიკიდე, იმას დავურეკავ და ვთხოვ, იქნებ რამე მომინახოს...
- დარწმუნებული ხარ?
- კიი რაა მარი, მართლა აღარ შემიძლია, კიდევ კარგი არ ეს ეხლა მოხდა და არა სხვა დროს, დავინახე ლაშას ნამდვილი სახე და ნიკასი ხო ვაფშე...
- ორივე არაკაცები არიან, არ ვიცი ტასო რა გითხრა, როგორც უკეთესად თვლი ისე გააკეთე...
- აუუუ ლაშა რეკავს...
- გაუთიშე...
- ხო ვაფშე გამოვრთავ ტელეფონს, იმედია შენი ნომერი არ იცის და არ დაგირეკავს...
- არა არ აქვს, მომიყევი საერთოდ რა მოხდა, ესე მოგვარდა და გცემა?
- გოგო სახლში ხო მივედი და რავი არ დამხვდა, მერე ჩაამეძინასავით და ისეთი გაბრაზებული მოვიდა უკვე აღარც მინდა იმაზე ფიქრი ნიკამ რა უთხრა, მეცა და შედეგს შენც ხედავ...
- პროსტა რაა, მეზიზღებიან ეგეთი კაცები...
მარ, ეხლა მე დავრეკავ და ხვალ რამენაირად გავყიდოთ რა ბინა...
- რამდენად ყიდი..
- რავი ნორმალური ბინაა წესით ერთი 35, 40-ად უნდა გაიყიდოს რაა...
- კაი მოვახერხებთ რამეს... მიდი იბანავე და დაიძინე, მოვიდა და სახეზე მომეფერა თუმცა ტკივილი ვეღარ მოვითმინე და სახე დამემანჭა..
აბაზანაში შევედი, სისხლიანი ტანსაცმელი იქვე მივყარე, წყალი გადავივლე და უკან გამოვედი... მარი გაფითრებულლი დამხვდა,
- რა მოხდა??
- ლაშა იყო, ძლივს დავუმტკიცე რომ არ ხარ აქ...
- ვაიმეეე, ეგ ვერარი ხო ? დანახვაც არ მინდა და საერთოდ იცოდე რაც არ უნდა მოხდეს და როდისაც არ უნდა გკითხოს ჩემზე რამე არ იცი გაიგე?
- გავიგე ხოო...

ეგ ღამე ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი, დილით რომ გავიღვიძე სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა, თვალზე ოდნავი შეშუპება და სილურჯე დამმჩნეოდა, ტუჩი გამსდარი და წარბიც გატეხილი, ღმერთო როგორი ველური და ცხოველი უნდა იყო რომ ქალს ასე მოექცე...
რომ ავდექი მარიამი სახლში არ დამხვდა, იცოდა რომ ტელ გამორთული მექნებოდა და წერილი დამიტოვა: - მე სამსახურში ვარ, საჭმელი მაცივარშია, ჩემებბი სოფელში არიან და არ ინერვიულო, თუ ვინმემ დააკაკუნა კარიც არ გააღო, 7ისკენ მოვალ...
სამზარეულოში გავედი და ყავა გავიკეთე, მარის ლეპტოპი ჩავრთე, ჩემი ჩემოდანში იდო სადღაც და აღარ მინდოდა ამოქექვა.
განცხადებებში შევედი და ჩემი ბინის თაობაზე განცხადებაც გამოვაქვეყნე, ვიცოდი რომ ბევრს არავინ გადაიხდიდა ამიტომ რადგანაც მალე მჭირდებოდა ფასი 35 000$ დავადე, 3 ოთახიანი სუფთა ბინაა, კარგ ადგილას არამგონია ვინმემ უარი თქვას ასეთ შეღავათიან ფასზე...
ტელეფონის ნომრად კი მარის სახლის ტელეფონი მივუთითე და რამოდენიმე საათში დარეკა კიდეც..
- ალო... შეშინებული ხმით ავიღე, არ მინდოდა რომ, ლაშა ან ნიკა ყოფილიყო...
- გამარჯობათ ბინის თაობაზე ვრეკავ..
- დიახ, გისმენთ..
- როდის შემიძლია რომ ვნახო?
- იცით საღამოს 8ისკენ ჩემი მეგობარი დაგათვალიერებინებთ მე ცოტა შეუძლოდ ვარ და ვერ მოვალ სამწუხაროდ...
- კარგით, მაშინ 8ზე წერეთლის მეტროსთან ვიქნები...
- დიახ კარგით, ამ ნომერზე დაგირეკავთ აუცილებლად,
- დიდი მადლობა, უკაცრავად, ფასი ბოლოა ხო?
- დიახ, ძალიან მეჩქარება და შემიძლია 33ადაც მოგცეთ თუ გნებავთ...
- კარგით საღამოს გაგაგებინებთ...
- დროებით.

ესეც ასე, იმედია მოეწონება და იყიდის თორე თავს მოვიკლავ...
კარზე ბრახუნი ატყდა, დაახლოებით 15 წუთში, შემეშინდა იმიტომ რომ ვიცოდი მარი ასე არ დააბრახუნებდა, ფეხისწვერებზე ჩუმად მივეპარე კარებს და გავიხედე, ლაშა იყო, ფეხზე ძლივს იდგა, ხმა არ ამომიღია, უკან გამოვეცალე კარებს და მარის ოთახში შევიკეტე...
სოციალურ ქსელში შევედი, ანდრეისთვის რომ მიმეწერა... კიდევ კარგი საიტზეა...
" - ანდრეიი, როგორ ხარ? "
" - კარგად სტასია შენ როგორ ხარ? "
" - რავიცი აბა, მოკლედ საქმე მაქვს შენთან სერიოზული, იმედია დამეხმარები..."
" - გისმენ აბა, მშვიდობაა? "
...............................
ყველაფერი მოვუყევი და სახლის შოვნა ვთხოვე, პატარა ერთ ოთახიანი ბინის, რომელიც იქ დაახლოებით 20-25 ათასი $ ღირს,
ანდრეი შემპირდა რომ მომიგვარებდა მაგ პრობლემას და ეცდებოდა რაიმე სამსახურიც ეშოვნა, მაღაზიაში, ან სადმე. არაფერს დავეძებ ოღონდ აქაურობას გავეცალო...
უკრაინაში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, ვიცი გამიჭირდება იქ დაბრუნება, ვიცი მომაწვება ნოსტალგია, მშობლების მონატრება, სიყვარული და ვიცი ცუდად ვიქნები რამოდენიმე ხანი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მირჩევნია იქ ვიყო ცუდად ვიდრე აქ ვიხრჩობოდე, აქ მახრჩობდეს აქაური ხალხი, გარემო, ნიკა ანნ ლაშა...
რაც დრო გადის უფრო ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი, შეცდომა რომელსაც ალბათ ვერასოდეს დავივიწყებ და გამოვაასწორებ თუმცა, არ ვიცი სხვა როგორ მოიქცეოდა...
მინდა ყველაფერზი ავწონ-დავწონო, დავფიქრდე სად დავუშვი შეცდომა,
გავხდი ესკორტი- ეს მთავარი შეცდომაა... ამას არ ჩავთვლი...
გავიცანი ნიკა, ვმეგობრობდით, მოგვეწონა, შეგვიყვარდა, თუმცა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა... ამასთანავე სამსახურის გამო მიწევდა ლაშაასთან ღამის ან ღამეების გატარება რაც დიდად არ მომწონდა, უბრალოდ ვერაფერს ვამბობდი...
მგონი უფლება ყველას აქ სიყვარულის, სიყვარულის რომელიც, თუნდაც არ გამოუვიდეს, ვერ იყოს მასთან, ხო შეუძლია მაინც რომ უყვარდეს... ჩემი მომავლისთვის ავირჩიე ლაშა და ალბათ მანდ დავუშვი შეცდომა, საშინელი შეცდომა, რომელმაც აქამდე მომიყვანა...

საღამოს მარი მოვიდა, 7ხდებოდა, გასაღებით გააღო კარი და ეგრევე ოთახში შემოვიდა, ყველაფერი ვუამბე და ძალიან ვთხოვე რომ ის ქალი ენახა და სახლი ეჩვენებინა, ვიცოდი რომ დაღლილი იქნებოდა თმცა უარი მაინც არ უთქვამს.
სახლის ტელეფონიდან ქალის ნომერი ამოვაგდეთ და მარი ელაპარაკა, უთხრა რომ გამოდიოდა და გავიდა კიდეც...

სახლში უაზროდ დავბოდიალობდი, ხან რას მოვედე ხანაც რას, სახლი ალბათ 3ჯერ დავათვალიერე, იქამდე სანამ მარი მოვიდოდა...
დაახლოებით საათახევარში კარი გაიღო და მარი გახარებული შემოვიდა, ხელში კონვერტი ეჭირა და შემოსვლის თანავე კონვერტი ააფრიალაა, "ერთი ბილეთი კიევამდე" დაიყვირა და ჩამეხუტაა..
- ვაიმეე როგორ გაკლიაა, არ მჯერაა... გაიყიდა ანუ?
- გოგო კიიი, მოეწონა თან იაფიაო და რავი არ უყოყმანია..
- აუ როგორ გამიხარდა, მოკლედ ყველა საბუთის მოგვარებას შენ გაბარებ, 3000$ გეყოფა?
- რაა? რათ მინდა გოგო გაგიჯდი? შენ უფრო გჭირდება ეგ, არ მინდა მეთვითონ მივხედავ ყველაფერს..
- არაა რაა, ათასი მაინც დაიტოვე გთხოვ, მოკლედ მე ადვოკატს გადავურეკავ და ვეტყვი რომ შენ გადმოგაბარებ მეურვეობას, ეგ საბუთებს მოაგვარებს და მე ხვალვე წავალს, მერე გადაუფორმე ვინც იყიდა იმას და მოაგვარე კაი?
- კაიი ტასო, ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებ, ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ ეს შენ ხარ, კიდევ ვერ ვიჯერებ იმ არაკაცის საქციელს..
- კაი ნუღა მახსენებ რა, დღეს კიდე მომადგა აქ, მთვრალი იყო, მარა არ გამიღია კარი...
- რას გააღებდი ერთი, ფუუ საზიზღარი არსება, რა ნამუსით მოდის ან აქ ანაც საერთოდ რა ნამუსით დგას კიდევ ფეხზე...
- მოკლედ, რო წავალ, თუ კკიდე მოვა გაუღე და ვაფშე არაფერი შეიმჩნიო, თუ საჭირო გახდა გამლანძღე რო ისე დავიკარგე დაჯე შენთვისაც არაფერი მითქვამს კაი?
- ნუ ნერვიულობ ვიცი რასაც ვიზავ..
-მოკლედ ჩემი გოგო ხარ შენ..
- რას იზავ ეხლა ინტერნეტიდან აიღებ ბილეთს?
- ხოო დავჯავშნი, მერე ანდრეის დავურეკავ შენი ნომრიდან და დამხვდება...
- ვიამეეე, ეხლა მართლა მიდის ჩემიგოგოო... აღარ ჩამოხვალ ხო??
- არ ვიცი მარ, არ ვიცი, არაფერი ვიცი, შეიძლება მაგრამ დიდიხანი ალბათ არა...
- ხოდა დღეს ბევრი ბევრი ვიჭორაოთ..
- მოკლედ რაა შენ ხო არ იღლები ამ ჭორაობით...
- დიდიხანი ვეღარ გეჭორავები და რა ვქნააა...
-კაიი ხოო.. მომე ტელ ანდრეის დავურეკავ..

.........................

ღამე იმდენი ვილაპარაკეთ მართლა, ყბა მტკიოდა, ანდრეისთან მოვაგვარე ყველაფერი, ბილეთიც დავჯავშნე, დილით 8საათზე ფრენა მქონდა, ნერვიულობისგან ვერც დავიძინე და მარიმ არც დამაძინა, იმდენი ყავა ვსვით რაღას დავიძინებდით...
დილის 6საათამდე ვიჯექით და ვლაპარაკობდით, ხან წამოიტირებდა მარი ხანაც იდინოდა, არ ჯეროდა რომ დიდიხანი ვერ მნახავდა, ეგ მას კი არა არც მე მჯეროდა...
გამთენიისას ყველაფერი მოვაწესრიგე, ჩემოდნები, ჩანთები, ჯერ მარი გავიდა სადარბაზოში, იქაურობის "დასაზვერად"... არავინ არ იყო და ქვემოთ ჩავედით...
ტაქსი უკვე გველოდებოდა, აეროპორტში მისვლისას, მარის ძალიან მაგრად მოვეხვიეე, დაახლოებით 15 წუთი ვიდექით და ვტიროდით, საშინელებაა ის დატოვო ვინც შენთვის ძვირფასია...
შემდეგ რეგისტრაცია გავიარე და ჩასხდომის გამოცხადებისას, თვითმფრინავისკენ წავედი.....
ამბობენ, რომ შეცდომებზე სწავლობს ხალხიო, ხოდა ეს შეცდომაც ჩემთვის საუკეთესო გაკვეთილი იყო, ბევრ რამეს მიმახვედრა, ბევრიც მანახა...
ახლა კი ანასტასია ტკაჩენკო ცხოვრებაშ ახალი ფურცლიდან იწყებს...

ყველას ცხოვრებაში დგება ის დღე როცა ხვდება რომ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ყველაფერი უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ...
კიევი... ღმერთო რამდენი მოგონებაა ამ ქალაქში, რამდენი ტკივილი და მონატრებაა...
არეოპორტში ანდრეი დამხვდა, ძლივს ვიცანი და მიცნო, კარგა ხანს ერთმანეთს ვუყურებდით, მერე მივხვდით რომ უნდა ჩავხუტებულიყავით და დაახლოებით ათი წუთი ჩახუტებულები ვიდექით... ერთადერთი ბიძაშვილია მგონი ვისაც ვუყვარვარ, მამაჩემის ძმის შვილი...
მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ნავარჯიშები ტანი, ქერა თმა და მუქი მწვანე თვალები, დიდი ტუჩებითა და მამაკაცური ნაკვთებით...
- სტასსიაა, ღმერთო როგორ გაზრდლიხარ და შეცვლილხარ..
- ხოო ანდრეი, პატარა არავინ რჩება, შენც კარგად გმაოიყურები...
- სახეზე რა გჭირს? ტუჩი, წარბი?!
- რამოდენიმე დღის წინ მსუბუქ ავაირიაში მოვყევი, ყველაფერი კარგადაა, არ იღელვო... შენ ის მომიყევი აქ რა ხდება? ბიცოლა როგორ არის. მართალია აღარავის ვახსოვარ შენს გარდამაგრამ მაინც.. გავუღიმე და ხელკავი გამოვდე...
- რავიცი არის რა, ბუზღუნებს ისე, უკმაყოფილოა ყველაფრით, როგორც ყოველთვის... ამაზე ორივემ გავიცინეთ და მხარზე თავი ჩამოვადეე..
- ეხლა სად მივდივართ?
- სურპრიზი მაქვს ლამაზოო.. თვალი ჩამიკრა და მანქანის კარი გამომიღო...
ნელნელაა აღვიდგინე ჩემს ტვინში აქაურობა, აქაური ქუჩები, პარკები, სტადიონი, მდინარე, ესენი ჩემს სახლთან ახლოს იყო დაიმიტომ მახსოვს...
"დნეპრის"- მდინარე, "ვალერია ლაბანოვსკავას სახელობის, დინამო-ს სტადიონი" "მარინსკი-ს პარკი"...
მე კი კანკოვას ქუჩაზე ვცხოვრობდი, ძალიან ლამაზ მაგრამ ძველ აშენებულ კორპუსში, ფერი მონაცრისფრო, აგურით ნაშენი თუმცა მართლაც რომ ულამაზესი მოჩუქურთმებული კედლები ამშვენებდა გარედან..
ნელ-ნელა ვცნობდი ადგილებს, თვალები მიფართოვდებოდა და შიგადაშიგ ანდრეის გადავხედავდი ხოლმე, საპასუხოდ კი მხოლოდ მის მომღიმარ სახეს ვხედავდი...
- აი მოვედით... წამოიძახა და ჩემს ძველ კორპუსთან მიაყენა...
- ანდრეი, არ მინდოდა მე ძველი კორპუსის ნახვა, ხო იცი რომ მტკივნეულია ჩემთვის...
- კარგი რაა სტას რამდენი წელი გავიდა უკვე, მეგონა გაგახარებდი...
- კი მაგრამ რითი?
- მოკლედ, თქვენი ბინა ვერა, ძვირია მაგხელა ბინები მაგრამ, იგივე სადარბაზოში შენი სახლის ქვემოთ, შუა კარებში გიყიდე ბინა... დიდი არარის, ოთაახ ნახევრიანია, მაგრამ შენ გეყოფა, პატარააზე ხელიც შევავლე, გაგირემონტესავით და იმედია მოგეწონება ჩემი გემოვნებაა... თვალები შუბლზე ამივიდა, რასქვია არ მომეწონებაა, ანდრეის შევახტი და ფეხები წელზე შემოვხვიე, ისიც იცინოდა დაა ზურგზე ხელს მისვავდა, "ჩემი თხა გოგოოვო" სულ ესე მეძახდა ხოლმე...
სადარბაზოში შევედი და თითქოს გადავვარდი14 წლის უკან...
ისევ ვიგრძენი ჩვენი სახლიდან გამუსლი გემრიელი საჭმლის სუნი, დედიკო რომ დატრიალებდა სამზარეულოში და ბუზღუნით მამას ეჩხუბებოდა ნუ შემიჩამე ყველაფერი საჩმელს რაღა ვუყოვო... ყველაფერი წინ გადამეშალა, მამას და დედას მხიარული ურთიერთობა, დედა 27ის იყო ხოლო მამა 29ის, თუმცა მაგგათი საქციელებისთვის რომ გეყურებინათ იტყოდით 7-9 წლისები არიანო... ძალიან ემნატრებიან... სახეც შემეცვალა და ანდრეისაც არ გამოპარვია ეს...
- კარგი რა, გთხოვ, რო მცოდნოდა ასე იქნებოდი არ ვიყიდდი აქ, მეგონა გაგახარებდი...
- გამიხარდა ანდრეი, ძალიან გამიხარდა, უბრალოდ გამახსენდა ჩვენი უდარდელლი ცხოვრება და ცრემლი მომადგა თვალზე..
- ჩემიი თხაა, როგორ მომენატრე იცი ?
- მეც ძალიან მომენატრეე...
სახლში შევედით, ძალიან მომეწონა იქაურობა, გარედან ძველებური კორპუსი კი იყო მაგრამ ჩემს სახლზე ამას ვერ იტყოდით, ახალი თანამედროვე, ავეჯით გაწყობილი გემოვნებიან ფერებში...
- ვაიმეე ეს რაა არიი ბიჭოო.. ძალიან მაგარიააა... ისევ მოვეხვიე და კისერში ვაკოცეე..
- მიხარია რომ გაგიხარდა... მოკლედ, სამსახურიც გიშოვე, რამოდენიმე დღე დაისვენე, დალაგდი, შეეჩვიე ისევ აქაურობას და ჩემ კომპანიაში მოხვალ...
- რაა? აბა სადმე მაღაზიაშიო??
- ეხლა შენი აზრით მაღაზიაში დაგაყენებდი ასეთ ლამაზ გოგოს? რო მომტაცონ შენი თავი? გაიცინა დაა ხელი გადამხვიაა
- მასხარა ხარრ, რა უნდა ვაკეთო შენს კომპანიაში, ან რა კომპანია საერთოდ?
- სახლებს შიდა დიზაინს ვუკეთებთ, ანუ დეკორატორი ვარ, ეს სახლიც მე გაგიკეთე, მოხვალ, ცოტა რაღაცეებს ისწავლი და ჩემი მდივანი იქნები...
- ვაიმეეე, რა მაგარიააა.... ძალიან გამიხარდააა მართლაა.. " იქაური წუმპე ეს ჩემთვის სამოთხედ ჟღერს" გავიფიქრე და თვალები სიხარულით ამევსოო..
- ეხლა მე დაგტოვებ, ქვემოთ ჩავალ, რამე პროდუქტს ამოგიტან და წავალ სამსახურში თორე უჩემოდ არაპრის გამკეთებლები არიან.. გაიცინა და ლოყაზე მაკოცა..
- მოიცა ანდრეი, სახლის და ამ ყველაპრის საფასური რაა არის. მე მხოლოდ 30 000 მაქვს, იმედია ამაზე მეტი არ დაჯდა...
- მომისმინეე ჩემო ფერიაავ, ეგ ფული კარგად შეინახე, და ეს სახლი ჩემგან იყოსს...
- ოო, ესე არ მინდა მე, მართლა ანდრეი გთხოვ, შენც მუშაობ და წვალობ, ამიტმ არ მინდა...
- გინდა გინდა, უცხო ხო არ ხარ..
- არ ვარ მაგრამ გთხოვ რაა... მაშინ 20ს ეხლა მოგცემ 10ს დავიტოვებ, რაღაცეებისთვის, რასაც ვიმუშავებ კიდევ გამომიქვითე იქიდან და გავსწორდეთ ეგრე კარგი?
- დარწმუნებული ხარ? მინდოდა რომ მეჩუქებინა ეს ბინა..
- არაა, არაა, მადლობა დიდი, მაგრამ არ შემიძლია, ყველაფრის საფასურს მე გადავიხდი, ვაკოცე და გავუღიმე
- კარგიი კარგი, ჯიუტი თხა ყოფილხარ...გაიცინა და მარკეტში ჩავიდა...
ამასობაში მე ამოვალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, ძალიან ლაამაზი ოთახი მქონდა, მხიარულ და ამავდროულად გემოვნებიან ფერებში...
ნაცრისფერი, შავი და ყვითელი ფერები ჭარბობდა, მწვანე ფერს მხოლოდ კუთხეში მიდგუმული ქოთნის ლამაზი ყვავილი მატებდა აქაურობას... შავი დიდი კარადა იდგა, სადაც ჩემი ტანსაცმელები მოვათავსე...
საწოლი თეთრი იყო თუმცა თეთრეული, ნაცრისფერი, ყვითელი პატარა ბალიშები ეყარა, გვერდებზე შავი ტუმბოები იდგა, ზემოდან თეთრი საათი, სანათი, და რამოდენიმე მოყვითალო სუვენირი იდგა...
მოკლედ ბევრირომ აღარ გავაგრძელო ულამაზესი იყო...
სამზარეულოც მონაცრისფრო ფერებში, თეთრი ავეჯითა და მაცივრით...
ყველაფერი უზრუნველყოფილი.
ყველაფერი თავის ადგილას გადავანაწილე, ახლა სამზარეულოში შევედი, ჯარადები გმოვაღე და სახეზე ღიმილი შემეპარა.. ყველაფერი უყიდია, ჭურჭელი, ტაფა, ქვაბი, დანა-ჩანგალი... ამ ყველაფერს ერთიანად მოვავლე თვალი და გღმად ჩავისუნთქე, მაინც დარჩენილი რემონტის და სიახლის სუნი...
მალევე ამოვიდა დატვირთული ანდრეი...
უამრავი პარკი ეჭირა ხელში, მაინც ვერ მივხვდიამდენი რათუნდოდა 1 ადამიანს...
მაცივარი გამივსო, ძეხვებით ხორცით, ყველით, კეჩუპი-მაიონეზით, მოკლედ ესე რომ გავყყვე ვერ დავამთავრებ, ახალი ცხელ ცხელი უკრაინული პური, "სერი პური" რომელმაც ბავშვობა კიდევ ერთხელ გამახსენა.. სულ მეუბნებოდა დედა: - "დე რუხი ან სერი პური ჩამე, თეთრი პური ქიმიაა ხომ იცი, უფრო სასარგებლოა" და გამეღიმა...
ყავა- ნალექიანი და უნალექო, შაქარი, კაკაო, ჩაი, მოკლედ ყველაფერი უყიდია, მარცვლეულიც, ხილიც, ბოსტნეულიც, წვენებიც, და რაც მთავარია -"ბულკი" არ დავიწყებია, როგორ მიყვარდა ქიშმიშიანი ბულკი, დილით ჩაისთან ერთად... ხელში ავიღე და ანდრეის გავხედე..
- ვიფიქრე რომ დილით ჩაისთან ერთად გესიამოვნებოდა..
- მოკლედ შენ ჩემი პრინცი ხარრ...
- აბაა, აბაა ცოტა მიკლიაა.. გაიცინა და ყველაფრის დალაგება რომ დავამთავრეთ, ანდრეი გავაცილე...
დაისვენეო მითხრა...
გასვლისას უკან მობრუნდა და ვაიმე კინაღამ დამავიწყდაო..
- გოგო ტელეფონი გაქ?
- არა იქ დავტოვე,
- ეგრეც ვიცოდი, აჰა გამომართვი, თავის სამსახურის ჩანთიდან ყუთი ამოიღო, ნოომერიც დევს, ჩემი ნომერი წერია მანდ და თუ რამე დამირეკე...
- მოკლედ რაა მყავხარ რაა. ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
- წავედი წავედი და ჭკვიანად, არ გახვიდე არსად არ იბოდიალო, გაიცინა და კიბეებზე ჩაირბინა...
ყუთი გავხსენი, რათქმაუნდა როგორც ყველას ამ დროში, მეც აიფონ 6 მეჭირა ხელში, ნაცრისფერი...
ავდექი და ეგრევე მარის გადავურეკე, კიდევ კარგი ნომერი ზეპირად ვიცოდი...
რამოდენიმე ზარის შემდეგ გავიგონე მარის წკრიალა ხმა..
- ეხლა მითხარი რომ ჩემი დაქალი ანასტასია ხარ, თორე გავგიჟდებიი...
- მე ვარრ, მეეე... როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
- ვიამეეე შენი ლამაზი ეხლა ინფაქტს იღებს, როგორ ვინერვიულე, მეთქი რატომ არდამირეკა თქო და მერე გამახსენდა რომ ტელლ აქ დატოვე.. როგორ ხარ როგორ ჩახვედი, როგორ იმგზავრე, დაგხვდა? სახლი? მოეწყვე?? მომაყარაა ამოუსუნთქავად და მეე ერთი გემრიელად გადავიკისკისეე..
- ამოისუნთქეე ქალოოო...
- მომიყევი მომიყევიი...
- მოკლედ, ყველაფერი მაგრად არის, ყველაფერი მომიწყო ანდრეიმ, სახლი მიყიდა, გამირემონტა და რავი ეხლა უამრავი პროდუქტი ამოიტანა, მოკლედ, კარგად ვარ მარ, არ ინერვიულო, სამსახურიც ვიშოვე, ვიშოვე რა მიშოვა, გავიცინე... თავის კომპანიაში მაგის მდივნად...
-ვაუუუუ, ყოჩაღ შენს ანდრეის, მგონი კარგი ბიჭი უნდა იყოსს..
- ოჰოოო, ხო არ გაგირიგო?
- რატომაც არაა,, კაი უკრაინელი ბიჭი არ მაწყენდა.. გაიცინაა
- ეგ "კაი უკრაინელი ბიჭი" ჩემი ბიძაშვილიაა და მართლაც რომ კარგიაა.. მანდ რა ხდება? ის ორი უხსენებელი ხომ არ გამოჩენილა?
- ვაიმე გოგო, ამიკლო მაგ ლაშამ, ხან სახლში მომადგა ხან ტელეფონი ამიფეთქა..
- შენი პასუხი:- არვიცი.. ხომ ასეა?
- ხოო აბა რას ვეტყვი?
- რავიცი მეე, იქნებ წამოგცდესს..
- დებილი არ ვარ, მომენატრე ძალიანნ...
- მეცცცცც, ეხლა წავედი მე დავისვენო, ვიბანაო, მოვწესრიგდე თორე აღარ შემიძლია... ცოტას რომ ავეწყობი, ჩამოგიყვან აქ...
- არ გეტყოდი უარს, კაკრაზ ანდრეისაც გავიცნობბ..
- გოგო შენ რაღაც ძაან გადაეკიდე ამ ანდრეისს.. გავიცინეეთ ორივემმ
- მიდი მიდიი, გაკოცე და ჭკუით, მომწერე ხოლმე სულ,
- ხო გოგო მე ძველ facebook-ს გავაქმებ, ახალს გავაკეთებ და დაგიმატებ, მოგწერ ხოლმე..
- კარგიი ტას, გელოდები და ჭკუით, მიყვარხარრრ..
- მეც მეცც..

ტელეფონი გავთიშე, საწოლის გვერძე ტუმბოზე დავდე და აბაზანაში შევედი..
"მოკლედ რა ანდრეი, ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ აქვს"
ჯაკუზი იდგა თეთრი, მოზრდილი, კარადა თეთრი, ნიჟარა და მის გვერდით 3ცალი სხვადასხვა ფერის თხევადი საპონი, მანდვე ჩამოკიდებული სხვადასხვა ზომის პირსახოცები და პატარა სუვენირები...
კარადა გამოვაღე და დიდი პირსახოცები იდო.. მის ქვემოთ სარეცხისმანქანა იდგა, იქვე კუთხეში სარეცხი საშუალებები, ხოლო ჯაკუზთან ჰიგიენური ნივთები...
კარებზე კი ხალათი ეკიდა..
ტავი სასტუმროში მეგონა ისე იყო მოქყობილი იქაურობა.. "რა მყავს რაა" გავიფიქრე და ონკანი მოვუშვი რომ ჯაკუზი ამევსო...
ამასობაში ოთახში გავბრუნდი, ტელეფონი განათდა და რომ დავხედე ზუსტად 12 გამოტოვებული ზარი დამხვდა ანდრეისგან, ეხლაც რეკავდა..
- ჰოო,
- რა ჰო, სად ხარ, გავსკდი რეკვით,
- აბაზანაში ვიყავი,
- უფ, გამისკდა გული, ხო ყველაფერი კარგად გაქვს?
- კიი, ჯაკუზი მქონიაა..
- ხო, პატარაობაში სუ ტიტინებდი რო გავიზდები ჩემს სახლში აუზი უნდა მქონდესო, აუზო ვერა მარაა ჯაკუზი დაგახვედრე..
- მოკლედ შენ არაფერი გავიწყდებაა.. მადლობა..
- არაფრის, ჩემო ლამაზო, წავედი ეხლა, საქმეები მაქვს და ტელეფონს მიაქციე ხოლმე ყურადღება..
- არის სეერრ.. ორივემ გავიცინეთ და მერე ტელეფონიც გავთიშე...
აბაზანაში სებრუნებულს უკვე ჯაკუზი სავსე დამხვდა, ონკანი გადავკეტე, ტანზე გავიხადე და ცხელ წყალში შავწექი... დაახლოებით 1საათი ვიწექი მგონი, წყლის გაცივებამ მიმახვედრა რომ უკვე დრო იყო ამოსვლის, ამოვედი და ხალათი მოვიცვი...
სამზარეულოში გავედი, ძეხვით პომიდვრით და ყველით სენდვიჩები გავიკეთე, ყავაც მოვიმზადე და ცოტა დავნაყრდი... მალევე მომერია ძილი.. ოთახში გავედი, კარადიდან მაისური და სპორტული შარვალი გამოვიღე, ჩავიცვი და ლოგინზე დავწექი...
ფიქრებში გართულმა მალევე დავიძინე...
თბილისი

მარიამი დილით ადრე დგებოდა როგორც ყოველთვის, სამსახურში მიდიოდა და საღამოს, დაღლილი ისევ ბრუნდებოდა სახლში...
ლაშა?- ლაშა განადგურებული დადიოდა მის ჰოლდინგში, არც სამსახური ანაღვლებდა და არც კომპანია, ერთადერთი მისი სადარდებელი ტასო იყო, იცოდა რომ არაკაცურად და საშინლად მოექცა ამიტომ განიცდიდა, უნდოდა რომ ენახა, დალაპარაკებოდა, შეიძლება უშედეგოდ მაგრამ პატიებაც ეთხოვა, თუმცა მისგან არაფერი ისმოდა...
მარიამთანაც ბევრჯერ ავიდა, იმ იმედით რომ იქნებ რაიმე ეთქვა მისთვის, მაგრამ მეგობარი მყარად იდგა და დანაპირებს არ აბიჯებდა...
ნიკა? ნიკა უდარდელად იყო, ალბათ იმიტომ რომ ის გააკეთა რაც უნდოდა, ატკინა გული იმას, ვინც თავად მას ატკინა, "შური იძია" - შეიძლება უხეშად და საშინლად ჟღერდეს მაგრამ ფაქტი სახეზეა, უყვარდა?! ალბათ კი და განიცდიდა სადღაც გულის სიღრმეში მაგრამ ბოროტება და შურისძიება ისე ქონდა გამჯდარი სიყვარულზე აღარაფერს ფიქრობდა...
იმ ღამის შემდეგ შეწყვიტეს ძმაკაცობა, იმ სიტყვების შემდეგ წაიშალა ნიკა ლაშას ცხოვრებიდან, გაუჭირდა მაგრამ ლაშამ ისევ ქალი აირჩია, ქალი რომელიც უყვარდა, მაგრამ სასმელმა, იმ სიტყვებმა, ბრაზმა და ბოღმამ ის გააკეთებინა რასაც მთელი ცხოვრება ინანებს, თავის თავს ვერ აპატიებს, ტასომაც რომ აპატიოს, გულში ხინჯად მაინც დარჩება და ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს...
რა მოხდა ბარში იმ ღამეს? ის რაც არ იყო მართალი, თუმცა სიყვარულისგან გამწარებული კაცი, ყველაფერზეა წამსვლელი, ისევე როგორც ქალი...
- ხოდა ესე რა ლაშა, არ მინდა შენი წყენინება, არც ის მინდა რომ გული გეტკინოს როგორც მე, მაგრამ სიმართლეა ძმაო...
- არარსებობს, ნიკა რას ლაპარაკობ აზზე ხარ? ტასო არ იქნებოდა შენთან, ვიცი დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა არავისთან ყოფილა... გაბრაზება შეეტყო, ტონიც აეწია და კისერზე ძარღვებიც გამობერვოდა...
- ეგრეაა თქო, ყველაფერს არც გეტყოდა, ეგ შენც კარგად იცი, ამას იმიტომ ვამბობ რომ არ მინდა ბო*ი გიყვარდეს, არ მინდა ჩემნაირი შეცდომა დაუშვა...
- ტასოზე ეგრე ნუ ლაპარაკობ გაიგე?? წამოენთო და ერთი მუშტი მოუღერა კიდეც, ნიკა ძირს დაეცა და გაკვირვებული თალებით ასცქეროდა ლაშას...
- არ გაბედო და მეორედ ტასოზე ეგრე არ თქვა, თორემ ბო*იშვილი ვიყო დავივიწყებ რომ ბავშვობის ძმაკაცი ხარ და მაგრად გცემ...
- საღოლ ძმაო, ვიღაც ჩათ**ხის გამო რომ დამარტყიი... ესღა მოასწრო რომ ეთქვა და ლაშა მხეცივით ეცა, გამწარებული თან რაღაცეებს უბღაოდა, "ხომ გითხარი წესიერად ილაპარაკე" და მსგავსი ათასი რამ, აგინა, აფურთხა, ცემა და მაწარებული სახლში წავიდა, შედეგი კი თქვენთვითნაც იცით...
ძნელია როცა ძმაკაცებს 1 გოგო უყვართ, მარტო იმიტომ რომ შეიძლება ასეთი რაღაცეებიც მოხდეს, ლაშა ნანობდა ტასოზე რომ ხელი აწია თუმცა არც ერთი წვეთით არ უნანია ნიკას ცემა...
ახლა? ახლა ყურებჩამოყრილი და განადგურებული დაიარება ლაშა სამსახურიდან სახლში, ცდილობს ყველგან მოძებნოს ტასო, მაგრამ უშედეგოდ... არც დაქალი ამბობს არაფერს, სოციალური ქსელიც გაუქმებული აქვს, ტელეფონი არ იცის... ყველა იმედი აქვს გადაწურული, მაგრამ ერთი კი ნამდვილად იცის რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარს ტასო, წლები რომ გავიდეს მაინც დაელოდება და დარწმუნებულია რომ ჩამოვა კიდეც...



უკრაინა

დილთ ადრე გამეღვიძა, გამეღვიძა რა ანდრეიმ გამაღვიძა, ჩემი მაღვიძარაა ეგ... დამირეკა, მომიკითხა და მითხრა როცა მზად ვიქნებოდი და მუშაობა მომინდებოდა მეთქვა, რომ სამსახურში მივეყვანე... მეც დავეთანხმე და საწოლიდან წამოვიზლაზნე...
რათმქუნდა განრიგი არც ახლა დამირღვევია, ჯერ სააბაზანო შემდეგ სამზარეულო, მერე ოთახში შევედი, ჩავიცვი და დავფიქრდი თუ დღეს რა უნდა გამეკეთებინა... როგორც ანდრეის ვუთხარი გუშინ, 20 000 მისი იყო, ამიტომ 10 მქონდა დარჩენილი, გადავწყვიტე რომ ცოტა გამევვლო, ბავშვობა გამეხსენებინა, დიდად კი არსად დავდიოდი და არც კი ვიცი ნორმალურად სად რა არის, მხოლოდ და მხოლოდ 8 წლამდე მერგო აქ ცხოვრების ბედნიერება და ოჯახის ყოლა, თუმცა მაინც გავედი გარეთ, იქაური ქუჩები, მოჩუქურთმებული ძველებური კორპუსები...
"ინსტიტუტის ქუჩა" ასე ერქვა მთავარ ქუჩას როცა ჩემი კორპუსიდან გამოხვიდოდი და მარჯვნივ შეუხვევდი... ერთი უნივერსიტეტი იდგა და ალბათ იმიტომ ქვია ასე ამ ქუჩასაც, რომ ვთქვა ირგვლივ რამე იყო თქო არა, ცოტა მოშორებით კორპუსები მოსჩანდა ხოლო უნივერსიტეტის ირგვლივ საბავშვო პარკები, სკვერები და საქანელები იყო... რომ არ დაკარგულიყო ტაქსი გააჩერა და რადგან უკრაინული არ ახსოვდა რუსულად მიმართა ტაქსისტს, რომ სადმე ცენტრში წაეყვანა, სადაც მაღაზიები იქნებოდა, მან თავი დამიქნია და როგორც ადგილზე მისვლის შემდეგ გავიგე, "ბოღდანის ქუჩა"-ზე ვიყავი, დიდ სავაჭრო ცეენტრთან ჩამომსვა, ირგვლივ უამრავი კაფე და მაღაზია იყო, ხალხიც ერმანეთში ირეოდა, მთლიანად ბოღდანის ქუჩა ქვაფენილით იყო დამშვენებული, ალბათ სასეირნო და საშოპინგო ადგილია რადგან დიდად მანქანები არ დადიოდნენ, თუმცა სავაჭრო ცენტრის წინ მტავარი ტრასა იყო, საკმაოდ ფართო, მეორე მხარეს კი ზარას დიდი მაღაზია დავლანდე, 3სართულიანი, თვალები გამიბრწყინდა... ტაქსისტს გავუღიმე ფული გადავუხადე, მე კი ჩემს გვერდით უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი უცებ დამავიწყდა და პირდაპირ ზარასკენ წავედი... დიდიხანი ვიდექი "ბარდიულზე" ველოდებოდი თუ ინებებდნენ და გაჩერდებოდნენ მანქანები რომ გადავსულიყავი მაგრამ შენც არ მომიკვდე, გავიხედ გამოვიხედე მაგრამ არც მიწის ქვეშა გადასსასვლელი იყო და არც ზედა... უიმე რანაირი ადგილიაა მოპირდაპირე მხარეს ვერ გადახვალ... როგორც იქნა ცოტა შემცირდა მანქანების მიმოსვლა, გადავაბიჯე ფეხი ტროტუარზე რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და საიდანღაც მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა... მერე აღარაფერი მახსოვს, ტკივილის გარდა ფეხებში... მე უბედურს კი უცებ ანდრია ამომიტივტივდა თავში, ვიცოდი რომ მომკლავდა სახლიდან რომ გავედი...
მოწყვეტით დავეცი და ტკივილისგან გამწარებულმა ხმაც კი ვერ ამოვიღე ეგრევე ცრემლები წამსკდა...
მალევე გაჩნდა ჩემს გვერდით ვიღაც ტიპი, ქერა ცისფერთვალება, საკმაოდ სიმპატიური, თუმცა ტკივილისგან გაბრუებულმა კარგად ვერც დავათვალიერე ან სად მქონდა მაგის თავი, ისე ვიყავი გამწარებული, დამავიწყდა სად ვიყავი და ქართულად დავიწყე ლანძღვა, ის კი უკრაინულად მეჩხუბებოდა, კი მეჩხუბებოდა იმიტომ რომ ეგეთი ტონით ლაპარაკობდა... უცებ აზრზე მოვედი რომ ჩემი არ ესმოდა და ახლა რუსულად დავიწყე ლაპარაკი....
-ნორმალური ხართ?? რო გამოდიხართ მოსახვევიდან არ უნდა გამოიხედოთ თვალებიდან???
- ამასთქვენ მეუბნებით? ჯერესერთი, ქვეითებისთვის არარის აქ გადასასვლელი, როგორც მივხვდი არ იცი აქაური წესები და იმის მაგივრად რომ მე გისაყვედურო, თვქენ მაქებთ სასწაული სიტყვებით...
- მტკივა გასაგებია? სიმწრისგან ხო ხედავ დამავიწყდა სად ვიყავი და ქართულად გელაპარაკებოდი...
- აჰა ანუ ქართველი ბრძანდებით, გასაგებია... გამიღიმა ხელში ამიყვანა ისე რომ ვერც მოვედი აზრზე, მანქანაში ჩამსვა და 10წუთის მერე საავადმყოფოში აღმოვჩნდით.. "ღმერთო რა უაზრო დიალოგი გვქონდა", " არადა რა სიმპატიურია", " მე ხომ ბედი არ მაქვს" ვფიქრობდი და თან თვალი მასზე მქონდა მიშტერებული, როცა მივხვდი რომ ისიც მაკვირდებოდა გონს მოვეგე, შემრცხვა და თავი დავხარე...
- მოვედით, ეხლა კონსულტაციას გავივლით მალე, თორე ამსახურში მაგვიანდება... "ხეპრე"
- ხოდა წაბრძანდით მერე, არავის უთხოვია საავადმყოფოში გადმომიყვანეთ თქო, მადლობა მაინც მაგრამ ამის მერე მე მივხედავ...
- ქართველები ყველანი ესეთი დაუნახავები და უნადურები ხართ თუ თქვენ გერგოთ მხოლოდ ეს თვისებები...
- რანაირად მელაპარაკები? ხო არ დაგავიწყდა რომ დამეჯახე, შემიძლია გიჩივლო...
ძალიან ხმამაღლა გაიცინა, გაიცინა კი არა რავიცი რა დავარქვა... ამაზე უფრო მომეშალა ნერვები და გაბრაზებულმა შევუბღვირე
- Эй грузинка- ხომ არ დაგავიწყდა რომ წესი შენ დაარღვიე?! თუ მიჩივლებ ჯარიმას კი გადავიხდი არ მაქ პრობლემა მაგრამ, ჩემზე მეტს შენ დაგატოვებინებენ განყოფილებაში, ამიტომ მგონი არ უნდა გაწყობდეს, რაც შეეხება დაჯახებას, ბოდიში,არ მინდოდა, ახლა მე დაგტოვებ აქ, ექიმი ჩემი მეგობრის მამაა, ყველაფერს ავუხსნი და კარგად მოგხედავს, მე სამსახურში მაგვიანდება, არ მინდა შენს გამო უფროსმა შენიშვნა მომცეს... კარგად და იმედია ამის მერე ისწავლი გზაზე გადასვლას და აქაურ წესებს... არაფრის თქმა აღარ დამაცადა, თვალი ჩამიკრა და დერეფანში დაიკარგა... როგორ გავბრაზდი, როგორ მომაწვა ბოღმა, ხეპრე, გაუთლელი, დეგენერატი, რანაირად მელაპარაკება, თავი ვინ გონია, ჩემთვის ლაპარაკში ვერ შევამჩნიე ექიმის მოსვლა და მერეღა ავხედე ჩემს წინ მდგომ, დაახლოებით 50-55 წლის თმაშევერცხლილ მამაკაცს, რომელსაც ოკეანესავით და ცასავით ცისფერი თვალები ქონდა და ზედა ტუჩს ულვაშები გადაფარვოდა... მიღიმოდა..
- გამარჯობათ,
- გაგიმარჯოს, საშამ მითხრა ინციდენტის შესახებ, მგონი ფეხი და ხელი გაქვს ხომ დაზიანებული?
- დიახ, ფეხი მტკივა ძალიან, იმედია მოტეხილი არ მაქვს...
ექთანს ბორბლიანი სავარძლის მოტანა სთხოვა, ნაზად გადამაჯინა და პალატისკენ წამიყვანა, რენტგენი გადამიღეს, აღმოჩნდა რომ კოჭის ძვალი მქონდა გაბზარული, საშინელი ტკივილი აქვს...
შემიხვიეს, ანტიბიოტიკი გამომიწერა, მითხრა რომ დაახლოებით 1 თვე ვიწვებოდი, - ესღა მაკლდა ეხლა სრული ბედნიერებისთვის... გაავიფიქრე მაგრამ ექიმს მხოლოდ და მხოლოდ გავუღიმე... უკვე დრო იყო ანდრეისთვის დამერეკა და ყველაფერი მეთქვა, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ წავიდოდი მარტო სახლში...
-ალოო,
- ხოო თხაოო, რა მოხდა ხო კარგად ხარ?
- აუუ არააა, ოღონდ არ მეჩხუბოო რააა..
- რა გააფუჭე კიდე აბა მითხარი..
- მოვიწყინე და საშოპინგოთ გამოვვედი, ხოდა ბოღდანის ქუჩაა თუ ჯანდაბა მანდ ხო გადასასვლელს ვერ იპოვი, გზაზე გადავდიოდი და მანქანამ დამარტყა..
- ვაიმე, მოვდივარ, სად ხარ? რომელ საავადმყოფოში?
- აუ არ ვიცი, მოიცა ვიკითხავვ..
_ უკაცრავად რომელი საავადმყოფოა ეს?
_ ამერიკული მედიცინის საავადმყოფო...
_ მადლობა..

- ბიჭო...
- გავიგე გაივიგე, მოვალ მალე, არ გაინძრე..
- რო არ შემილია განძრევა იმიტო დაგირეკე თორე წავიდოდი, გავიცინეე
- ნახე იცინის დაჟე, ვაიმე ჯერ მოვიდეე... იმედია არაფერი გჭირს ისეთი..
- ფეხი მაქ ნაღრძობი
- რატო ტვინი არ იღრძე "როგორი საყვარელი ბიძაშვილი მყავს"
- მადლობ, მეც მიყვარხარ, მოდი მალე ეხლა და წამიყვანეეე...
- ხო ხოო მოვდივარ...

დაახლოებით 15 წუთი ველოდე, ძლივს მოაღწია, შემოვიდა ექიმს მიესალმა, გამოკითხა ყველაფერი და ჯერი ჩემზე დადგა,
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გამომლანძღა, მეჩხუბა, ხომ გითხარი სახლში იყავი და ასე შემდეგ, მე კი მომღიმარი სახით ვუყურებდი და ეს სულ აცოფებდა...
სახლში მივედით, ყველაფერი მიყიდა, წამალი დამალევინა...
- აუ ანდრეი, სამსახური?
- ყოფილიყავი სახლში და ხვალ გამოხვიდოდი...
- აუ ერთი თვე რა ვქნა? სახლში, მარტო, გავაფრეენნ... სახე დავმანჭე და ტუჩები გადმოვაბრუნე
- ლეპტოპი გაქ?
- კიი..
- საღამოობით მოვალ ხოლმე, რაღაცეებს გასწავლი და კომპიუტერიდან იმუშავე, რაც ეგეძლება, ჯერჯერობით, სავარჯიშოდ ძველ პროექტებს გამოგიგზავნი და შიდა დეკორაცია გააკეთე, თუ მომეწონება მერე ახალ პროექტებსაც გამოგიგზავნი და რამოდენიმეს შენი დიზაინით გავაკეთებთ, რათქმაუნდა თუ მომეწონააა..
- ვიამეეე, ჩემი ყველაზე საუკეთესოო ძამიკო ხარ შენნნ...
- ხო, ვარ, მართლაცც რომ, ვარ... გაიცინა და თან ხელი თმებში შეიცურა, შეფერების მიზნით..
-ნახე, ნახე, მასხარა, აუვარდა ეგრევე თავში.. ორივემ გავიცინეთ და შევთანხმდით რომ სარამოს 7ზე გამომივლიდა და ყველაფერს მასწავლიდა, აი ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ 7საათამდე რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა ნაღრძობი ფეხით არ ვიცოდი... მე საცოდავი საწოლზე ძლივს ვწვებოდი, გვერძე ყავარჯენი მედო, ლეპტოპიც ამოვიღე და სკაიპით მარის დავურეკე...
- ჩემიიი გოოგოოო, როგორ მომენატრეეე..
- აუუ მეც ძალიან მომენატრე, რო იცოდე დღეს რა დამემართა მოკვდები სიცილით..
- ვაიმეე შენ ხო ვერ გაგიშვებს კაცი ვერსად რამე რომ არ მოიწიო რააა... გავიცინეთ ორივემ, ყველაფერი მოვუყევი, კვდებოდა სიცილით, შე საცოდაოო მეუბნებოდა და კიდევ ბვრი დამცინა..
უამრავ რამეს მოვედეთ, მიყვებოდა მის ამბებს, ლაშაც ახსენა რამოდენიმეჯერ, რომ ძალია თხოვდა ჩემს ადგილ სამყოფელის თქმას, რომ ბოდიში მოეხადა, რომ მოვეძებნე, მაგრამ მე უარზე ვიყავი და ჩემს გადაწყვეტილებას მარიც ცემდა პატივს...
ლაპარაკში ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა, კარი შემოაღო ანდრეიმ და თვალებით მკითხა ვინარიო..
მოდი ანდრეი, ჩემ დაქალს ველაპარაკები გაგაცნობ..
მარის სახე შეეცვალა ანდრეის გაგონებაზე... გაწითლდა და ეს მეც შევამჩნიე, მერე მოგხედავ შენთქო ქართულად ვუთხარი და ანდრეი გვერძე დავისვი... გავაცანი, რუსული მარიმ კარგად იცოდა ამიტომ ისე ლაპარაკობდნენ რამოდენიმე წუთში თავი ზედმეტად ვიგრძენი... ჩემთვის გამეცინა...
როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთს... მარის თვალები რომ დაგენახათ დაცინებდით...
- ვაიმე გოგო ეს რა ბიჭია პროსტააა..
- ხო შეგეტყო ისედაც სახეზეე, დავცინე..
- კაი რააა,რა გაცინებსს, შენ დაქალს არ უნდა გაურიგო შენი ბიძაშვილი?
- კი ეხლავე აიი, მოიცა... ირონიით ვუთხარი და გამიბრაზდა..
კაი მოკლედ წავედი ეხლაა მეე მარრ, უნდა ვიმუშაოთ რაღაცეებზე, უნდა მასწავლოს, ხოდა მერე კიდე დაგირეკავვ... გაკოცეეე..
- კაი ტას, ხვალ ვმუშაობ და 8ისკენ დაგირეკავ კაი?
- ხო აქ მაშინ 9 იქნება, მიდი მიყვარხარ მენატრები და გკოცნი..
- მეც, მეც უზომოდდ.. ანდრეი მომიკითხე, წაიკეკლუცა და გამითიშაა..
მოკლედ რაა რამაგრად აკლიაა.. გავიცინე და ანდრეის მივუბრუნდი...
სამზარეულოდან გამოვიდა 2ფინჯანი ყავით ხელში...
ერთი გამომიწოდა და აბა საქმეს შევუდგეთო მითხრა, გვერძე მომიჯდა და ჩემ ემაილზე გამოგზავნილი პროექტის, შიდა დეკორაციის გაკეთება, და კომპიუტერში მუშაობის სწავლება დამიწყო....
რამოდენიმე საათის შემდეგ, თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, დაჯდა და ლაშას გული საშინლად აუჩქარა, ვენები დაეჭიმა, ნერვიულობამ აიტანა, ხელის გულები გაუოფლიანდა... მალევე დატოვა თვითმფრინავი, კუთვნილი ბარგი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა...
ბიზნესის გამო, რამოდენიმეჯერ მოუწია უკრაინაში, კერძოდ კიევში ჩამოსვლა, ამიტომ ასე თუ ისე იცდობდა აქაურობას, რუსულიც კარგად იცოდა ამიტომ სტასიას მოძებნაც არ გაჭირვებია...
ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა... დაახლოებით ნახევარ საათში და იმ ქუჩაზე იდგა ჩანთით ხელში, სადაც ტასო ცხოვრობდა... რადგან არ იცოდა რომელი კორპუსი, სართული ან ფანჯარა იყო მისი, გადაწყვიტა იქვე სადმე სკვერში დაეცადა, იმ იმედით რომ ან ის გამოჩნდებოდა ან ანდრეი, რომლის სურათიც წამოსვლამდე მარიმ აჩვენა რომ სახეზე ეცნო...
დაახლოებით 3 საათი იყურყუტა ერთადგილას, შიოდა, წყუროდა, დაიღალა, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა იე მოელოდა მის დანახვას და ასეც მოხდა... მის წინ მდებარე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოდან გამოვიდა მისი მშვენიერება, ქალი რომელიც ძლივს იცნო, იმიტომ რომ არა მხოლოდ გარეგნულად არამედ ქცევით, სიარულის მანერით და სტილითაც შეცვლილიყო... უყურებდა და ფიქრობდა რა ექნა, უბრალოდ მისულიყო და ბოდიში მოეხადა თუ რაიმე მინიშნებებით მიეცვედრებინა მისი იქ ყოფნა. დიდიხანი ვეღარ მოითმინა, ის ისიყო მისკენ უნდა წასულიყო, რომ მის წინ შავი ჯიპი გაჩერდა, ახალგაზრდა, სიმპატიური ყმაწვილი გადმოვიდა, გადაკოცნა და მანქანის კარი გაუღო, ეს ანდრეი არ იყო... ლაშას ძარღვები გამოებერა კისერზე, მუშტები დაჭიმა, თვალები დახუჭა და თავის თავს შემოუძახა რომ დაწყნარებულიყო...
მანქანა ადგილიდან გაუჩინარდა...
ლაშამ ახლო მდებარე სასტუმროში, ნომერი იქირავა,უნდოდა ტასოსთვის ყვავილები და წერილი გაეგზავნა პატარა მინიშნებით თუმცა ბინის ნომერი არ იცოდა, მხოლოდ სადარბაზო და კორპუსი იცის, ამიტომ ასეთი რაღაც გადაწყვიტა...
საღამოსკენ ისევ ტასოს კორპუსთან მივიდა და იქვე მოტამაშე ბავშვებიდან ერთ-ერთს დაუძახა...
- ეიი, ბიჭი, მოდიი ჩემთან რაღაც უნდა გკითხოო.
- დიახ ძია, რა გინდოდათ?
- შეგიძლია ერთ რამეში დამეხმარო?
- კიი როოგრ არაა..
- ეხლა შენ ითამაშე, რამდენიმე წუთშიან საათში ერთი დეიდა გამოივლის, მე იმას დაგანახებ და მინდა რომ უკან გაყვე, დაიმახსოვრო მისი საცხოვრებელი ბინის ნომერი და უკან ჩამოხვიდე კაი?
- კარგი, გაუღმა ბიჭმა
- შენ თუ ამაში დამეხმარები, მაღაზიაში შევიდეთ და რაც გინდა იმას გიყიდი..
- მართლაა? თვალები გაუბრწყინდა ბავშვს
- კი, მართლაა.
- კარგით, მაშინ ნაყინი, კოკაკოლა და ჩიფსი მინდა...
ლაშამ გაიცინა, თმები აუბურძგლა და ბიჭი გვერძე მიისვა...
მალევე გამოჩნდა ტასო, ამჯერად მარტო, კი უნდოდა მისულიყო თუმცა გადაიფიქრა და ისევ ბავშვი გააგზავნა...
რამოდენიმე წუთში სირბილითგამოვიდა სადარბაზოდან ბიჭი და ლაშასთან მიირბინა..
- მოკლედ, ბატონო ძია, 4 სართულია, ბინა 17...
- კარგი ბიჭი ხარ, ეხლა როგორც შევთანხმდით წავედით მაღაზიაში...


**
საღამოს სახლში მოსვლისას არაფრის თავი არ მქონდა, ახალ პროქტზე ვმუშაობდით მე და საშა.
ძალიან ყურადღებიანი, ზდილობიანიდა თავაზიანია, სიმპათიურიც... "ვაიმე რეებზე ვფიქრობ, რადროს საშააა..."
ტელეფონი აწკრიალდა...
- ხოო ანდრეიი კიდევ რა მოხდა?
- რა მოხდა და სასწაული თხა მყავხარრ..
- რამოხდა?
- რაა და ეს ბოლო პროექტი ვინც შეუკვეთა, ერთი მილიონერი ბიზნესმენია, მოკლედ ძალიან მოეწონა შენი ნამუშევარი...
- ჩემი არ იყო მარტო მე და საშა ვმუშაობით,
- ნუ რამნიშვნელობა აქ, მოკლედ, ეს კაცი არის არქიტექტორი, ამჯერად აშენებს სასტუმროს ერთ-ერთ საუკეთესო და ლუქს ადგილას კიევში, მოკლედ ასეთი საქმე ჯერ არ მქონიაა არასოდეს და ისეთი კარგი ფეხი გაქ მინდა რომ მოგაჭრა და "სერვანდში" სუვენირად დავდო... გაიცინაა
- რა უბედური ხარრრ, მეც გავიცინე დაა გაგრძელება ვთხოვე.
- მთლიანი სასტუმროს ოთახების დეკორაციას ჩვენგან ითხოვს, უფროსწორად შენგან, ვინც ბოლო პროექტი გააკეთა იმან გააკეთოს ესეცოო, აზზე ხარ რა ტუზი დაგვეცა??
- არარსებობსსს.. ანუ რა გამოდისს?
- რა გამოდის დაა გავმდიდრდიითთთთ...
- აუუუ, რამაგარიააა, ავღნიშნოთ რაააა. გამომიარეე, ღვინო ან რამე წამოიღე, არყის გარდა ოღონდ...
- ნახე, ნახე, ლოთი, ეგრევე დალევაზე რო ფიქრობ, გაიცინა
- მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობბ... აუ ეგ კი არაა, რაღაც უნდა გთხოვო..
- გისმენ ჩემო ჭკვიანო ნიჭიერო თხაო, შენ დღეიდან შეგიძლია ყველაფერი მთხოვოო.
- ოჰოო, სულ, სულ ყველაფერი??
- ნუ ეხლა... გაიცინაა ანდრეიმ
- მოკლედ, მინდა რომ მარიამი ჩამოვიყვანო ჩემთან, იქნებ მასაც მოვუძებნოთ რამე სამსახური?
- ჩამოვიდეს, თუ გამოუშვებენ..
- ხოო ეგ მაქ მოსაგვარებელი, იმედია გამოუშვებენნ
- კაი მიდი და ნახევარ საათში შენთან ვარ,რამე გემრიელობები მომიმზადე თორე გაგაგდებ სამსახურიდა...
- ჯერესერთი ვერ გამაგდეებ, თუ გამაგდებ გაკოტრდებიი.. ნიშნის მოგებით ვუთხარი..
- უი ხო, მოკლედ რაა..
- გელდოებიიი...
ტელეფონი გავუთიშე და სამზარეულოში გავედი, უცებ მოვამზადე, სალათი, კარტოფილი შევწვი, ძეხვი ყველი და პატარა სუფრაც გავშალეე...
რამოდენიმე წუთში კარზე ზარი იყო, ანდრეი მეგონა...
კარი რომ გავაღე, არავინ იყო, ფეხებთან ვარდების თაიგული და წერილი იდო...
გამიკვირდა, თანაც ძალიან, საშასთან ისე არ ვარ რომ ვარდები გამომიგზავნოს, ანრეისგან სისულელეა, აბა ვინ?
კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე..
" - ძვირფასო ანასტასია, არც კი ვიცი როგორ და რანაირად მოვაბა თავი, რომ ლაპარაკი დავიწყო, წერილი არასოდეს დამიწერია, მითუმეტეს მაშინ როცა დამნაშავე ვარ და პატიების თხოვნა მინდა...
ვიცი გაგიკვირდება ჩემი წერილის და გამოგზავნილი ვარდის კიევში მიღება, თუმცა მინდა იცოდე რომ მე ყველგან მოგაგნებ, ყოველთვის გიპოვი და ყოველთვის გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა ბევრის ლაპარაკი, უფროსწორად წერა, არ გამომდის და ვიცი რაღაც უაზრობას წამოვროშავ, მინდა რომ პატიება გთხოვო, ვიცი ჩემ საქციელს ახსნა არ მოეძებნება, თავის მართლებასაც არ ვაპირებ, უბრალოდ.... უბრალოდ, ხო ხედავ გავიჭედე... უბრალოდ მიყვარხარ... ლაშა "
თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, არ მეგონა ლაშა თუ ასეთ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ, ბოლოს მისი საქციელიდან საპირისპირო დავინახე, გულზე მომხვდა თუმცა პატიებას არ ვაპირებ, არ ვაპატიებ, კაცს რომელმაც ხელი აწია ჩემზე არასოდეს ვაპატიებ! ყვავილები ავიღე და პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩავაყუდე...
ღმერთო როგორ მინდა რომ ახლა გესმოდეს და ამაზე პასუხი გაგცე...
ნერვებ მოშლილი გავედი სამზარეულოში და წყალი დავლიე რომ ანდრეის მოსვლამდე ცოტა დავწყნარებოდი...
კარზე ზარია.
- მოდიი მოდიი.. სად ხარ ამდენხანს?
- საცობები ლამაზო, საცობები...
- ნწ, დააბრალა ეხლა. რა მომიტანე?
- რავიცი ღვინო წამოვიღე, შოკოლადებიც ქალბატონი თხასთვის და რაღაც მზა საჩმელები
- რა იყო მე არ მენდობი?
- რავიცი იქნებ მომწამლოო, გავიცინეთ და პატარა სუუფრას მივუჯექით...
კარგად მოვილხინეთ, შევზარხოშდით, ანდრეიმ პატარაობის ამბები გაიხსენა, დედაჩემი, მამაჩემი, მე, ჩვენი სახლი, ერთად გატრებული დღეები...
აცრემლებული თვალებით ვუსმენდი და მიხაროდა ასეთი ადამიანი რომ მყავდა გვერდით...
- ტასო, რაღაც უნდა გითხრაა..
- ხოო ადრი, გისმენ
- ორონდ არ გამიბრაზდე რაა კაი?
- რა ხდებაა..
- მოკლედ, შენი ბიძაშვილი არ ვარ..
- რაა? მოიცა, როგორ თუ არ ხარრ. აბა მამაჩემი რო გაიძახოდა ჩემი ძმიშვილია, ჩემი ძმიშვილიო??
- ვიცი, იმიტომ რომ, მამაშენი და მამაჩემი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, როგორც ძმები, შენც იმიტო გეუბნებოდა მაგას და შენც იმიტომ იცოდი ამდენიხანი რომ მე დაშენ ბიძაშვილები ვიყავით..
- მოიცაა, აუ, დავიბენი, კაიი რაააა.. რა გამოდის ეხლა რომ შენ ჩემი არავინ ხარ?
- ეხლა გავბრაზდები იცოდეეე! რასქვია არავინ ვარრ, შენ ხო ჩემი თხაა ხხარრ..
- კაი რააა, ყოველთვის ძმასავით გიყურებდიი...
- მერე ვინ დაგიშალა, მიყურე ბატონო, თუ შენი ძმა გინდა ვიყო ვიქნები...
- ეხლა რატომ მითხარი ეს?
-არ ვიცი, შენ 8წლის იყავი აქედან რომ წაგიყვანეს, კარგად იცი რომ მე დაშენ მაქამდე სულ ერთად ვიყავით, შენ შეიძლება არ გახსოვს მაგრამ შენზე უფროსი ვარ 3 წლით და უკეთესაც მახსოვს, როცა წაგიყვანეს, თითქოს ჩემი ნაწილიც გაიყოლესო, ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი რომ საუკეთესო მეგობარი დავკარგე და ასეც იყო...
მერე დავივიწყეთსავით ერთმანეთი, რო გაიზარდე, გეხმიანებოდი, გეხმარებოდი, შეხვედრა არ გამოგვდიოდა და ტელეფონში არ მინდოდა ამის თქმაა, ახლა კიდევ, ახლა, როცა აქ ხარ, როცა ახლოს ხარ, და როცა ვიხსენებ იმ ბავშვობას, ერთად გატარებულს, რავიცი, მომინდა რომ გცოდნოდა, გცოდნოდა რომ მე და შენ არანაირი ნათესაობა არ გვაკავშირებს...
- ანდრეი, არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ძალიან დავიბენი...
- ვიცი ჩემო თხაოო, ვიცი და ბოდიში კარგი?
- იმედია ეს იმიტომ არ მითხარი ახლა რომ ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალა, ან რამმის იმედი გაქვს...
- მომისმინე, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ახლო და თბილი იქნება გაიგე? შენ თუგინდა შენი ძმა, ბიძაშვილი და ნათესავიც ვიქნები...
- მეთუ მინდა? და შენ რა გინდა?
- როცა შენგან გავიგებ იმას რისი გაგონებაც მინდა, მეც გეტყვი იმას რაც მე მინდა... გამიღმა და წამოდგა
- მოიცაა რას ნიშნავს ეს?
- ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ დღეს, ხო ხედავ ჩემი დალევა არ შეიძლებაა.. ხვალ სამსახურში შევხვდებით...
მარჯვენა ხელი თმაში შემიცურა მისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა...
- კარგი, მაგრამ იცოდე რომ სალაპარაკო გვაქვსს..
- ვიცი, ვიცი... ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა დაა კარები მიიხურაა...
ანდრეი რომ გავაცილე ძალიან დაბნეული დავდიოდი აქეთ-იქით და მის სიტყვებზე ვფიქრობდი, სასმელი ოდნავ მომეკიდა, ძალიან მომერია ძილი, არაფრის თავი მქონდა, საჩმელები მაცივარში შევალაგე, გასარეცხი ჭურჭელი კი ნიჟარაში ჩავალაგე და საძინებელში გავედი... " ჭურჭელს ხვალე დავრეცხავ"- თქო გავიფიქრე და ტანზე გავიხადე, საწოლში შევწექი... ანდრეიზე ფიქრები არ მომშორებია ისე ჩამეძინა...
დილით ადრე გამეღვიძა, პირი მიშრებოდა, თავი საშინლად მისკდებოდა... საშინელებაა ეს პახმელიაა რაა. ადრე, ინტერნეტში წავიკითხე სადღაც, კოქტეილივით არის, რომ დალევ პახმელია გივლისო, გონება დავძაბე და გავიხსენე როგორ კეთდებოდა: 15მლ კონიაკი, 1ცალი ლიმნის წვენი და რაიმე გაზიანი მინერალური სასმელი... ყველაფერი მქონდა გარდა მინერალური სასმელისა, "ღმერთო ნეტა საქართველოში ვიყო რა ჯობია ბორჯომს ან ნაბეღლავს... ძლივს წამოვიზლაზნე, ჩავიცვი თმები როგორ შევიკარი აღარც მახსოვს და სახლის ჩუსტებითვე ჩავედი მაღაზიაში, არც კი ვიცი აქ რომელია მინერალური სასმელი ან რა ქვია...
სადარბაზოდან გამოვედი და იქაურობა მოვათვალიერე, კიდევ კარგი კორპუსის გვერდით იყო მარკეტი თორე შორს წამსვლელი არც ვიყავი...
მაღაზიაში უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცამ მკლავზე ხელი მომკიდა და შემატრიალა, გული გამისკდა მაგრამ მობრუნებისას ჩემს წინ მდგომის დანახვისთანავე გამოვფხიზლდი, აღარც შენი გამოსაფხიზლებელი კოქტეილი მინდოდა და არც მინერალური წყალი... თვალები შუბლზე ამივიდა, გამიკვირდა, შემეშინდა, მოკლედ ყველაფერი ერთდროულად ვიგრძენი...
- ლაშაა?!
- გამარჯობა ტასო, გამიღიმა
- აქ რა გინდა?
- შენთან ჩამოვედი, ბოდიშის მოსახდელად..
- ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა? ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე..
- მომისმინე, ვიცი რომ დამნაშავე ვარ, ამ სიტყვებზე ნერვები მომეშლა და აღარც გავაგრძელებინე ისე მივაყარე..
- მომისმინე ლაშა, ძალიან კარგია თუ იცი, იცოდე და არასოდეს დაგავიწყდეს, არ მაინტერესებს რას მეტყვი, რას მაჩუქებ, რას მოიმოქმედებ იმის გამო რომ გაპატიო, არ გაპატიებ და იცი რატო? გუშინ წერილი მომწერე რომ გიყვარდი, ქალი რომელიც უყვართ სხვების ნალაპარაკევის გამო, მითუმეტეს როცა იცის რომ ეგ ეგრე არ იყო, მხოლოდ იმიტომ რომ გაბრაზდა არ მივარდებიან და არ ცემენ გაიგე? შენ მე არც მალაპარაკე, არც მკითხე, არც დამელაპარაკე, მოხვედი და დამარტყი, ლაშა, ძალიან გთხოვ, მე ახალი ცხოვრების დაწყება მინდა, მე შენ ვერც გაპატიებ და მითუმეტეს შენთან ვერც ვიცხოვრებ, არ მინდა შიშში გავატარო ჩემი ცხოვრება, როდის მოგეპრიანება და მეცემი, არ მინდა რომ სიყვარულის მაგივრად შიშს ვგრძნობდე. მე შენ პატივსს გცემდი მხოლოდ იმიტომ რომ ისეთი მიმიღე და გვერდით დამიდექქი როგორიც ვიყავი, უფროსწორად კი არ ვიყავი, მაგ გზაზე დავდექი და შენ მომაბრუნე, შენ დამეხმარე და მხოლოდ ამიტომ გცემდი პასუხს, მაგრამ შენი იმ საქციელი შემდეგ წაიშალე ჩემი ცხოვრებიდანაც და ტვინიდანაც... აქ იმიტომ ჩამოვედი რომ, ვიმუშაო, რაიმე კარიერა ავიწყო და ბედნიერი ვიყო, მადლობა რომ ჩამოხვედი, მიპოვე და მოინდომე ლაპარაკი, მაგრამ...
- ტასო, მხოლოდ ერთი შანსი გთხოვ... პირობას გაძლევ ხმასაც არ აგიწევ...
- ლაშა, გთხოვ, დამივიწყე და ცხოვრებას მიხედე, მე არც ვარსებობდი, ასე ჩათვალე... ახლა მეჩქარება ბოდიში... არაფერი აღარ ვათქმევინე გამოვბრუნდი და სადარბაზოში შევვარდი... ესღა მაკლდა, არ მიყვარს როცა ადამიანს გულს ვტკენ მაგრამ ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი... შეიძლება ვუყვარვარ, და ისე ვერავის ვუყვარდე როგორც მაგას, "შეიძლება" თუმცა ეხლა რომ მეპატიებინა და შემდეგ იგივე განმეორებულიყო ვინანებდი, ახლა კი არ ვინანებ რომ არ შევურიგდი... ფიქრებში ჩაკარგული ჩემს კარებს ავცდი, მივიხედ მოვიხედე და ჩემთვის გამეცინა, უკან ჩამოვბრუნდი... "ვაიმე რა დებილი ვარ"... კარი გავაღე და სახლში შევედი, თავი მტკიოდა, წამალი ვიპოვე სადღაც და დავლიე, ცოტახანში აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ცივმა წყალმა მიშველა, გამოვედი და რათქმაუნდა 4 გამოტოვებული ზარი ანდრეისგან... გადავურეკე.
- ხოო ანდრეი.
- ხო კი არა, სად ხარ გოგო?
- აბაზანაში ვიყავიი, რა მოხდა?
- მოკლედ რაა, ტელეფონი რათ გინდა შენ, მაინც არ პასუხობ როცა გირეკავ,
- ოო ნუ მეწუწუნები, ჩავიცმევ და წამოვალ, ერთ ნახევარ საათში,
- არა მომისმინე, აქ ჯერჯერობით არაფერია გასაკეთებელი, მეც გამოვდივარ, თუ გინდა გამოგივლი და სადმე გავიაროთ, ქალაქს დაგათვალიერებინებ, ან სადმე შევიდეთ, რას იტყვი?
- ვააუ, ძააან მაგარი იქნება, კაი გამომიარე, თან გუშინდელი ლაპარაკი არ დასრულებულაა.
- მაგის დრო მერეც გვექნება, დღევანდელი დღე გართობაში გავატაროთ რა, კაი?
- კაიი, გელოდები..
- 15 წუთში მანდ ვარ...
ტელეფონი გავთიშე და უნებურად გამეღიმა. "ანდრეი" გავიმეორე სახელი და დავფიქრდი, რატომ არის ისე როგორც არის?! რატომ არ არის ჩემი ბიძაშვილი, ამდენიხანი რატომ მიმალავდა, რას ნიშნავს მისი საქციელები, მე ადრე იმიტომ გადავდგი ის ნაბიჯი რომ არავის იმედი მქონდა, ეხლაც უბრალოდ გამიმართლა ალბათ, მაგრამ ახლა თუ დამეხმარა, ადრეც რომ მეთხოვა ვიცი იგივეს იზავდა, სულელი ვარ, მაგრამ მომერიდა, რადგან სხვა ნათესავებმა მაქციეს ზურგი შემეშინდა რომ ანდრეისაც არ ეთქვა უარი, ამიტომ მოხდა ალბათ ისე, როგორც მოხდა... ამასობაში, ჩავიცვი კიდეც, უბრალოდ, ჯინსი, მაიკა და კეტები, თმას ვიშრობდი კარზე რომ, ზარი დაირეკა...
წამოვდექი კარი გავაღე და ანდრეი დავინახე ყვავილებით ხელში...
- ოჰოო, ეს რას მივაწერო?
- არაფერი ისე, ვიფიქრე გიყვარს ყვავილები და მეთქი გაუხარდება თქო, გამიღიმა და შემოვიდა...
- კი მომწონს, მადლობა, გადავკოცნე და ვაზა გამოვიტანე სამზარეულოდან რომ ყვავილები ჩამეწყო...
-ჯერ არ ხარ მზად??
- არა, თმაას გავიშრობ და ვსოო.
- კაი მიდი მალე მაშინ,
-კომპანიაში ვინ დატოვე?
- რავი საშაა იქ, და რამოდენიმე კიდევ, რა იყო?
- არაფერი, არ არის დღეს შეკვეთები?
- რავიცი ისეთი არაფერი რომ შენ ან მე გავაკეთო, პატარ, პატარა რაღაცეებია და მაგეებს საშა მოაგვარებს...
- აუფ, ანუ მოიწყე შენთვის არდადეგები?
- რატო მარტო ჩემთვის? შენც რო მოგიწყე? გაიცინაა
-ხოო...
თმის გასაშრობად შევედი აბაზანაში, ანდრეი ჩემს ოთახში დავტოვე, 15 წუთში მოვემზადე, და სახლიდან გავედით...
იმდენი ვისეირნეთ, იმდენი ადგილი მანახა რომ თავბრუ დამეხვა, თითქმის მთელი კიევი მომატარა, ბავშვებივით ნაყინებით ხელში, დავრბოდით შადრევნის გარშემო, პარკები, ისტორიული ადგილები, ეკლესიები, მუზეუმები, რაც კი რამე იყო ახლომახლო, ან შორს ყველაფერი მანახა, ძალიან ბევრი ვიცინეთ, გავერთეთ, ვისეირნეთ...
- აუუ ანდრეი, რაღაც უნდა გითხრა..
- გისმენნ,
- მშია. გავუღიმე და ისეთი თვალებით შევხედე, მე შემეცოდა ჩემი თავი...
- ჰაჰაჰაა, რანაირად მიყურეებ რა იყოო, წამო, რა ნებავს აბა ქალბატონ ანასტასიას?
- პიცა, ჰამბურგერი, ან რამე ეგეთი.
- ოჰოო, კარგი მაშინ წავიდეთ ჯერ პიცა ვჭამოთ და თუ კიდევ გენდომება ჰამბურგერი, მაკდონალდში წავიდეთ...
- აჰამ, კარგი...
ისე კარგად ვგრძნობდი თავს, დამავიწყდა ჩვენი გუშინდელი ლაპარაკი, მივეხუტე და გულზე თავი დავადე, მისი გულის ცემაა მესმოდა, და დებილივით თვლა დავიწყე...
არ ამიხედავს ზემოთ, მაგრამ ვიცოდირომ მიყურებდა და ეღიმებოდა...
მანქანა იქვე ახლომახლოს გვყავდა გაჩერებული, რამოდენიმე მეტრში იყო დომინოს-ი შევედით და დიდი ზომის პეპერონი შევუკვეთეთ, მაგიდასთან დავჯექით პირდაპირ და ერთმანეთს ვუყურებდით...
- რატომ არ მითხარი აქამდე?
- ხო ვთქვით რომ დღეს გავერთობოდით...
- გავერთეთ კიდეც, მაინტერესებს, რატომ ახლა?
- არ ვიცი, აქამდე შანსი არ მქონდა რომ მეთქვა, აქ რომ ჩამოხვედი, ჩემთან რომ ხარ, ვიცოდი რომ ვერ დავმალავდი და გადავწყვიტე მეთქვა.
- ვერ დამალავდი რას?
- აუ, სტაას, გთხოვ რა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ხო გითხახრი გუშინ როცა შენგან დავინახავ იმას რაც მინდა, შენც მაშინ გაიგებ იმას რაც შენ გინდა..
- გიყვარვარ ხო? ბავშვობიდან, და მე კიდევ ძმად და ბიძაშვილად გიყურებდი...
- ტასო, სხვადროს თქო... გამიღიმა და ჩვენს წინ უგემრიელესი პიცაც დაიდო... პიცის დანახვისას ყველაფერი დამავიწყდა... ისე მშიოდა, ერთი ნაჭერი გადავიღე და გემრიელად მივირთვი...
იქიდან რომ გამოვედით,ძლივღა დავდიოდი, აშკარად ბევრი მომივიდა, მანქანამდე ძლივს მივედით, ჩამჯექი თუ არა ამოვისუნთქეე..
- ვიამეე,ამდენს აღარ შევჭამმ...
- არც მე, ძალიან ბევრი მოგვივიდა, თან ერთიანად მივაყარეთ... გაიცინა, მერე რადიოში რაღაც წყნარი მუსიკა ჩართო და მანქანა დაქოა...
სადარბაზოსთან რომ გააჩერა, კორპუსის წინ პარკში ლაშა დავლანდე და შემეშინდა, სახეზე შემეტყო კიდეც და ანდრეიმაც შეამჩნია..
- რა მოგივიდა?
- არა არაფერი, ავიდეთ ხო?
- ხო აბა აქ ხო არ დავრჩებით.. გაიცინა მეც ძალით გავიღიმე და იქაურობა მოვათვალიერე... სადარბაზოში უნდა შევსულიყავით უკნიდან ლაშას ხმა რომ გავიგე, მე დამიძახა, ანდრეის გავხედე...
- აქ რაგინდა?
- რაც დილით მინდოდა,
- ხომ ვილაპარაკეთ და ხო გითხარი ყველაფერი...
-უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? ლაპარაკში ანდრეი ჩაგვერთო...
- უი ანდრეი, დამავიწყდა უცებ, ეს ჩემი ძვენი ნაცნობია, ლაშა, ლაშა ეს ანდრეია,გავაცან ერთამენთს...
-ამოვიდეს მერე სახლში და იქ ილაპარაკეთ რამე თუ გაქვთ სალაპარაკო...
- არა იყოს უკვე მიდის.
- სიამოვნებით, მადლობა... ლაშამ გაუღიმა და სადარბაზოსკენ აიღო გეზი, ნერვები მომეშალა მის ასეთ საქციელზე და ანდრეის ავხედე, იღიმოდაა თუმცა მასაც ეტყობოდა რომ არ სიამოვნებდა და მხოლოდ და მხოლოდ ზდილობის გამო მოიქცა ასე...
სახლში ავედით, სამზარეულოში შევედით და მაგიდასთან დავჯექით... პირველად ვარ ასეთ უაზრო სიტუაციაში... ადრეი იქით ლაშა აქეთ, მე კიდევ შუაში და დებილივით შევცქერი ხან ერთს, ხანაც მეორეს...
ყელში ამომივიდა და მე დავარღვიე სიჩუმე...
- მოკლედ ლაშა, მინდა რომ წახვიდე, და აქ აღარსოდეს მოხვიდე, დაივიწყე ჩემი სახლის ადგილ მდებარეობაც და მეც, ძალიან გთხოვ... ეს ყველაფერი რათქმაუნდა ქართულად ვუთხარი ღიმილით რომ ანდრეის რამე არ ეეჭვა...
- მე გავალ თუ სალაპარაკო გაქვთ, ილაპარაკეთ და მერე შემოვალ, ანდრეი წამოდგა და ჩემს ოთახში შევიდა, ეს ბიჭიც როგორ მიშლის ნერვებს იმას აკეთებს რაც არ უნდა გააკეთოს, სად წავიდა ეხლა...
- ეს შენი ბიძაშვილია ხო?
- არა! რა შენი საქმეა?! შენი არავინ ვარ რომ აგიხსნა...
- შენ ჩემი ხარ გოგო! ჩ ე მ ი... დამარცვლით გამიმეორა და ყელზე ძარღვები გამოებერა...
- ლაშა, სანამ ცუდად არ დამთავრებულა ჩვენი ლაპარაკი, სანამ ნერვები არ მომეშალა უარესად და მდგომარეობიდან გამოვედი, წადი!.
- კაი ტასო, ეხლა წავალ, მაგრამ იცოდე რომ თავს არ დაგანებებ...
- ვაიმე, ლაშა, უკვე ყელში ამომიხვედი, გითხარი არ მინდა! არ მინდიხარ ჩემს გვერდით, ვერ გხედავ, არ მინდა და რა ვქნა?
- მე მინდა!
- აუ შემეშვი რა, მარტო შენ რომ გინდა მეც ხო უნდა მკითხო მინდა თუ არა..
- აბა შენ ვინ გინდა ეს ანდრეი? თუ 2დღის უკან რომ მანქანით მოგაკითხა?
- რაა? შენ... შენ ვინ გგონია შენი თავი? რას წარმოადგეს საერთოდ, რადგან შენთან ვიწექი და ფული მომეცი იმას ნიშნავს რომ შენს გარდა ცხოვრება არ მაქვს?
- ეგ რა შუაშია, შემიყვარდი, მინდა რომ ჩემი იყო და ჩემთან იყო...
- მე არ მინდა ხოდა! გაიგე, შეიგნე, გთხოვ დამტოვე ეხლა!
- კარგი, მე ეხლა თბილისში წავალ, მაგრამ...
-გთხოვ ლაშა, დამივიწყე...
- არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ რადგან ქალს ჩემთან არ უნდა ამდენი ცდის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარხარ დაგანაებებ თავს და მოგცემ ბედნიერების უფლებას, მაგრამ იცოდე რომ, შენ სხვანაირი ხარ, ამიტომ მიყვარხარ და ამიტომ გცემ პატივს, კიდევ ერთხელ გიხდი ბიდიშს... იმედია ბედნიერი იქნები...
წამოდგა, ოთახში შეიხედა ანდრეის დაემშვიდობა და წავიდა...
გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მისი ეს ლაპარაკი, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი... ანდრეი გმაოვიდა და წინ დამიჯდა...
- რა მოხდა? მშვიდობა?
- კი, კი ... ძველი მეგობარია და ჩემს სანახავად ჩამოვიდა, ცოტა ვილაპარაკეთ, ბოდიში რომ ესე გამოვიდა და მადლობა რომ სალაპარაკოთ დაგვტოვე..
-არაფრისს სტასს, იმედია ყველაფერი კარგად იქნებაა..
- ვფიქრობ და ვერ მივხვდი ასეთი კარგი რატომ ხარ..
- გეჩვენება, გამიღიმა და თემის გადასატანად ყავის მოდუღება გთხოვა...
ყავა დავლიეთ, და ჩემს ოთახში შევედით...
- აუ კინოს ვუყუროთ რა, არ გინდა?
- კიი როგორ არა, მაგრამ რას?
- რავი რამე ავარჩიოთ...
- კაი მაშინ მე პოპკორნს გავაკეთებ შენ მოძებნე რამე და მოვალ..
-აჰამ, მიდი...
სამზარეულოში გავედი და პოპკორნის კეთება დავიწყე, მსიამოვნებს ანდრეისთან ასეთი ურთიერთობა, მაგრამ მიძნელდება იმ აზრზე გადასვლა რომ ჩემი ნათესავი არარის... ვგრძნობ რომ ვუყვარვარ და არც ვიცი როგორ მოვიქცე...

ოთახში გავედი და ანდრეის გვერდზე წამოვწექი... პოპკორნი წინ დავიდგით და მისი არჩეული ფილმის ყურება დავიწყეთ...
როგორ ჩამეძინა არ ვიცი, ღამე გვიან გავახილე თვალები, მაგრამ ვერ გავინძერი, გვერდზე გადავაბრუნე თავი და ჩემ თმებში თავჩარგული ანდრეი დავინახე.. გავიღიმე, მუცელზე ქონდა ხელი დადებული და გემრიელად ეძინა, შემეცოდა რომ გამეღვიძებინა, მეც კარგად მოვკალათდი და ძილი გავაგრძელე...
დილით რომ გავიღვიძე ანდრეი არ დამხვდა სახლში, არც გამკვირვებია, ვიცი რომ ადრე დგება და სამსახურში პირველი მიდის, მიუხედავად იმისა რომ მისი კომპანიაა...
წამოვდექი, თვალები მოვიფშვნიტე, მივიხედ მოვიხედე, საათი 11ს უჩვენებდა. ავდექი, სააბაზანოში შევედი და ონკანი მოვუშვი, რამოდენიმე წუთი გავატარე ცხელი შხაპის ქვეშ, რომ გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველაფერი რაც შინაგანად მქონდა ნეგატიური წყალს გავატანე... გამოსვლისას ტელეფონი ავიღე და ანდრეის დავურეკე.
- ალო, როგორ ხარ? როგორ გეძინა?
- მაპატიე, არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ ჩამეძინა იმედია არ გამიბრაზდები..
- ხო და სულ შემთხვევით ჩამეხუტე და ისე გეძინა, აჰაამ, რათქმაუნდაა. გავიცინეე
- ნუ იცინი, რავქნა, მაპატიე თქო..
- კაი, მაგისთვის არ დამირეკავს, მოკლედ, კომპანიაში მოვდივარ და იმედია არის რაიმე თორემ მომწყინდა ძალიან...
- კი, არის, ოღონდ კლიენტი ქართველია,
- ანუ? აქ არის და ქართველია თუ... აუუ არ მითხრა რომ თბილისში დაბრუნება მომიწევს...
- ცოტახნით...
- კაი რააააა, ძლივს წამოვედი იქიდააან,
- გთხოვ, კარგი პროექტია ბევრი შემოსავალი იქნება და უარს ნუ იტყვი.
- მეღადავები ხო? აქ რატომ შეუკვეთა დავიჯერო თბილისში შიდა დეკორატორები არარიან?
- კი, მაგრამ ალბათ ვიღაცამ უთხრა შენზე, იმიტომ რომ შენ მოგითხოვა როგორც დიზაინერი...
- უიმეეეე... კარგი, როდის უნდა წავიდე?
- ვიცოდი რომ უარს არ იტყოდი, მოკლედ ხვალ დილით მიდიხაარ 6ზე ფრენა გაქვს, სასტუმრო, ნომერი ყველაფერი დაჯავშნილია ჩვენი კომპანიის სახელზე, წამოგყვებოდი მაგრამ არ მცალია, იმედია ჭკვიანად იქნები,
- ისედაც ნერვები მაქ მოშლილი და ნუ დამიმატებ გთხოოვ,
- კაიი რა იყო, მოკლედ ყველაფერი გითხარი, როცა მოხვალ, ყველაფერს დაწყვრილებით აგიხსნი, პროექტს ჩაგაბარებ და უაკან წადი, მოემზადე...
- კაი მოვალ 20 წუთში...

ესღა მაკლდა რაა... რა მინდა ეხლა თბილისში, ისე კაია მარის მაინც ვნახავ, ნერვებ მოშლილმა ჩავიცვი დასახლის კარი გავიჯახუნე...
კიბეებზე ისე ჩავიებინე, ლამის ფეხები ამებლანდა ერთმანეთში და გავიშხლართე... სადარბაზოდან გასულს ისევ ის ხმა, ნუთუ არ დამანებებს თავს?
- ტასო, გელოდებოდი...
- შენ ყრუ ხარ ხო?
- მოიცა რაა, დავირალე შენი შემოტევების მოსმენით, ფეხე*ზე შენ რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე, მომისმინე და მორჩა.
- მეჩქარება, იმის მაგივრად რომ რაიმის გამოსასწორებლად, (თუ ასე ძალიან გინდა) ნორმალურად ილაპარაკო, კიდე "გორლაზე" ხარ?
- აბა დავიღალე ბლ*ად კაცი ვარ თუ რა ვარ, ყოველ მოსვლაზე მამცირებ, და ვეღარ ავიტან ამას...
- რა გინდა? მოვლბი სავით იმიტომ რომ რასაც ამბობდა მართალი იყო, ძალიან ვამცირებდი ჩემი ლაპარაკით დაის ხმასარიღებდა..
- ტასო, ანასტასია, ჩემო ლამაზო, გთხო დამიბრუნდი რა, არ გინდა ეს ანდრეი-ები და ვიღაც სი*ი ქერა უკრაინელები რაა... დაბრუნდი თბილისში ჩემთან, არაფერს მოგაკლებ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ... ბოლოს და ბოლოს ხო ხედავ შენს გამო რეებს ვაკეთებ ტო?! ჩემმა ძმაკაცებმა რო გაიგონ გოგოს გამო უკრაინაში ჩამოვედი და ყოველდღე სადარბაზოსთან ველოდები რომ დავინახო და დაველაპარაკო მაგრად დამცინებენ...
- ლაშა, კაი მესმის რომ ბევრს აკეთებ ჩემთვის და ნანობ, მიხარია, გპატიობ, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ შენთან წამოვალ და შეგირიგდები, უბრალოდ მინდა დაივიწყო ის რაც მოხდა და მეც დამივიწყო...
- ნახე რაა, კიდე თავისას უბერავსს...
- მეჩქარება მართლა, ხო უნდა წასულიყავი?!
- დღეს მივფრინავ ღამე და ვიფიქრე გნახავდი და წაგიყოლებდი... გამიღმა
- წაგიყოლებდი რა უბედურებაა... გამეცინა მართლა გულწრფელად..
- რახან შენ გაგაცინე რაღა მიჭირსს, მანაც გაიღმა და გადასაკოცნად წამოიწია, მე შემეშინდა, უცებ ტანში დამიარა და უკან დავიხიე...
- არ მინდა რომ გეშინოდეს, უბრალოდ უნდა მეკოცნა... ჩემი დედავატირე, ამის მერე შენზე ხელის ამწევის... გთხოვ რა, გეყოს, მართლა დავიღალე...
დავიღალე ლაშასთან გაუთავებელი კინკლაობით...
- ხვალ თბილისში მაქვს საქმე და მივდვივარ...
- რამდენი ხნით, სად რჩები, რა საქმე? გინდა დაგელოდები ერთად წავიდეთ, ჩემთან მოხვალ? სასტუმროში რჩები?
- ვაიმეე ამოისუნთქეეეე... ხო სასტუმროში ვრჩები, არა შენთან არ მოვალ, პროექტია ახალი იმაზე ვმუშაობ, რამდენი ხნით არ ვიცი, როცა დავამთავრებ უკან წამოვალ, დალოდება არარი საჭირო, წადი შენ!
- კაი, კაი. შენთან ლაპარაკი ხო, იტოგში რა... კეთილი მგზავრობა...
- შენც...
ტაქსი გავაჩერე და სამსახურისკენ წავედი, კომპანიასთან რომ ჩამოვედი, იქვე კაფედან ორი კაპუჩინო ავიღე და ოფისისკენ წავედი...
მიმღებში გოგოს ვკითხე ანდრეი ოფისში იყო თუ არა და როცაა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, გეზი ანდრეის ოფისისკენ ავიღე...
- მობრძანდა ქალბატონი...
- ხო თან ხელცარიელი არა, ყავაც მოგიტანე
- მოოკლედ რა მზრუნველი ხარ.
- მზრუნველი კი არა მე მინდოდა და მარტო რა პონტი იყო.. გავიცინე და ენა გამოვუყავი...
- ნწ, არადა ვიფიქრე უკვე რაღაცეები...
- ტყუილად ჩემო კარგო, ტყუილად...
- მოკლედ აი ყველაფერი ამ დოსიეშია, თვალი გადაავლე, დეკორაციას შენს გემოზე გააკეთებ, ერთადერთი რა თხოვნაც იყო, ფერადი ნუ იქნებაო...
- აუფ, აბა ეთქვა მაშინ რა ფერებშიც უნდოდაა.
- ნუ მიხვდი შენ რააა. "დალშე" შენზეაა..
- აჰამ კარგი, რამდენიხნით ვიქნები იქ?
- დაახლოებით 1 კვირაში დიზანის პროექტი დახაზული და გამზადებული უნდა ჩააბარო, თუ მოიწონებს მერე რამდენხანშიც გაკეთდება იმის და მიხედვით.
- მოიცაა, სანამ არ დასრულდება ყველაფერი იქ უნდა ვიყო?
- ხო, გახსაზეც დაგპატიჟა რომ წარმოგადგინოს..
- აუუ რაააა...
- რა ქენი, ჩაალაგე?
- არააა ჯერ.
- მიდი მაშინ, მოდი გაკოცო, დაგემშვიდობოო...
- აუ საერთოდ არ მინდა წასვლაა რა,
- ნუ ჯიჯღინებ...
ანდრეის დავემშვიდობე, შემდეგ, თანამშრომელბი გადავკოცნე, საშა არ იყო იმ დღეს, საქმეზეა წასულიო ანდრეიმ, გამოვედი კომპანიიდან და სახლისჯენ წავედი...
რა ტყუილად მიმიყვანა ეხლა იქ, გამოეგზავნა მეილზე და ვნახავდი ყველაფერს, მარა მერე როგორ დამემშვიდობებოდა, მოკლედ რა ზარმაციაა... ფიქრებში გართულმა ისე მივედი სახლთან ვერც მივხვდი... კარი გავაღე და პირდაპირ ოთახისკენ წავედი... ბარგი ჩავალაგე, დროც მალე გაიქცა.. უკვე საღამო იყო 8 საათი... სკაიპში შევედი მარი ონლაინ იყოდა დავურეკეე..
- ვაიმეეე, ტასოოოოოო. სად ხარ აქამდეე? მეგონა დაგავიწყდი, ან რამე მოგივიდაა...
- ღმერთო როგორი აზრები გაწუხებსს, არ მეცალა საყვარელო, მაგრამ ხვალ გნახავ..
- რასქვია მნახავ?
- ხოო გოგო, საქმე მაქვს მანდ, ერთი კაცის მაღაზიაში შიდა დეკორაცია უნდა გავაკეთო და ჩამოვდივარრ..
- ვაიმეე არარსებობსსსსს. იმხელაზე იყვირაა უეჭველად მთელი კორპუსი შემიყარა...
- რა გაყვირებს გოგოოო, გამეცინა
- მომენატრეე, ბევრიი ბევრი ვიჭორაოთ..
- შენ ხო სუ ჭორაობა გახსენდებააა...
ბევრი ვილაპარაკეთ, დაახლოებით 3 საათი მაინც, მერე ორივე რო დავიღალეთ და მივხვდით გავთიშეთ და მე დასაძინებლად დავწეექი...
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა...
" როგორ მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე, მე პრინცი შენ კი ჩემი პრინცესა"
-" ზღაპრებში თავიანთ პრინცესებს არ ცემენ ხოლმე" კოცნის სმაილიც მივაყოლე და ტელეფონი გავთიშე...

სულ 2 საათი მეძინა, 6ზე ფრენა მქონდა, 5ზე აეროპორტში ვიყავი, რეგისტრცია გავიარე და ჩასხდომის გამოცხადებას დაველოდე...
როდესაც გამოაცხადეს თვითმფრინავში ავედი, ჩემი ადგილი დავიკავე და თვალები დავხუჭე, ძალიან მეძინებოდა...
სულ რაღაც რამოდენიმე საათში, ისევ თბილის, ნაცნობი ქუჩები, ხალხი, მოგონებები, ტკივილი და ისევ ლაშა...
აეროპორტიდან როგორც კი გმოვედი, ტაქსი გავაჩერე და ეგრევე მარისთანნ წავედი.
როგორ მომნატრებია თბილის, აქაური ჰაერი, ხალხიც კი... თუმცა ტკივილი უფრო მეტია ვიდრე მონატრება...
მარიამის კორპუსთან გამიჩერა ტაქსმა და ეგრევე სადარბაზოში ავვარდი, კარებზე დავაზარუუნე და როგორც კი კარი გაიღო ეგრევე შევახტი მონატრებულ დაქალს... იმდენიხანი ვეხუტებოდი ძლივს გავუშვი ხელი...
ჩემოდანი იქვე კუთხეში დავდე და სამზარეულოოში შევედით, როგორც ყოველთვის მარის ენა არ გაუჩერებია და იქამდე მელაპარაკა სანამ ტვინი არ ამატკია.
არც მე დავაკელი, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ანდრეიზეც ვუთხარი, სევამჩნიე რომ სახე შეეცვალა ამიტომ დავამშვიდე და ვუთხარი რომ, მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ რადგან, ბიჭს რომელიც 22 წელი ჩემი ბიძაშვილი მეგონა და ნათესავად აღვიქვამდი, ბრახ და სიმართლის მოსმენის სემდეგ ნამდვილად ვერ შევიყვარებ და არც სევიყვარებ, ანდრეი ისევ იე მიყვარს როგორც ჩემი ძმა... ყველაზე მეტად ლაშას იქ ჩმოსვლამ გააკვირვა, ბევრი რამ მირჩია, ისიც რომ ლაშას შევრიგებოდი, კაცია შეიძლება ვერ მოზომაო, არარის მართალი და არც ვამტყუნებო, მაგრამ ვიცი ყველაზე მეტად უყვარხარო...
მოკლედ არ ვიცი, ძალიან დამაბნია ყველაფერმა, როდის ვიყავი რო დალაგებული...
- გოგო, შეურიგდი რააა.
-არ ვიცი მარ, არ ვიცი, მეშინია ისევ გესმის?
- ცადე, რა მოგივა, გარისკე, შანსი მიეცი, ვერ დამაჯერებ რომ ოდნავ მაინც არ გრძნობ რამეს...
- რა არის იცი? სიყვრულს არ ვგრძნობ, როგორც მამაკაცი მიზიდავს თუმცა უფრო პაივისცემს ვგრძნობ ვიდრე სხვა რამეს...
- დაივიწყე რა ის ყველაფერი, დამპალი ნიკას ბრალია, მაგან გაგიჩალიჩა და ვინ იცის ეხლა შორიდან როგორი კმაყოფილია ამ ყველაფრით, დავიჯერო არ მისდის ეს ამბები? ლაშა რო შენთან ჩამოვიდა შენ რო ვაფშე წახვედი იქით, კაი რა, ვერ დამაჯერებ, მაგარი ჩუმჩუმელა და დამპალი ტიპი ყოფილა...
- ხო ეგრეა, არ წარმოვიდგენდი ასე თუ შეეძლო გაბოროტება...
- კაი რა, რას მოელოდი აბა? ძმაკაცს დაუთმობდა და გზას დაგილოცავდათ?
- არა, მარა ასეთს ნამდვილად არ ველოდი, ტიპმა იმენა მომიქსია ბიჭი... გაგვეცინა ორივეს...
კარგია მარიკოსთან ლაპარაკი, მომენატრა ყველაფერი მასთან ერთად... ბევრი ვიჭორავეთ, შუარღისკენ ჩვენს კაფეში გავედით, გავიხსენეთ "ახალგაზრდობა".
- რას ინებებთ?
- ერთი ბრაუნის ნამცხვარი და რძიანი ყავა თუ შეიძლება...
- თქვენ?
- იგივე, მადლობთ...

- ვიცი რო არ დამანებებს თავს, მითხრა კიდეც...
-ხოდა კიდე გეუბნები რომ შანსი მიეცი თქო...
- ვითომ? თვალები მოვჭუტე და ტუჩები წინ წამოვწიე,
- ვითომ არა მართლააა...
- არ ვიცი, ერთი მხარე კის მეუბნება მეორე მხარე არაას...
- ეხლა ჩაგინგრევ ორივე მხარეს და ნახავ... გაიცინაა
- მადლობთ, ძალიან მოსიყვარულე ხარრ..
- მოკლედ, დაურეკე და ნახე, ილაპარაკეთ...
- საქმე მაქვს ხვალ, ზეგ, მაზეგ.. თვითონ თუ დამირეკავს მერე ვნახავვ.
- უიმეეე უჟმურო...
ჩვენი შეკვეთა მოვიდა, გემრიელად მივირთვით და საღამოსკენ წამოსვლას ვაპირებდით კარებში ლაშას რომ შევეჩეხეე..
- ჩამოხვედი?? როგორ ხარ? -მარიი რავახარ სად დაიკარგე?
რავიიი აბა მე არსად, გაიღიმა და მე გამომხედა...
- ხო როგორც მხედავ ჩამოვედი, კარგად ვარ მადლობა...
- მარი შენი დაქალი რომ მოვიტაცო ხომ არ გეწყინება?
- არაა, წაიყვანეე, გაახარებულმა წამოიყვირა და ხელი ისე მკრა ლაშას მიმახუტა...
მიჩალიჩებენ რააა გავიფიქრე და ლაშას ავხედე...
-არ მცალია, დაღლილი ვარ...
- როდემდე უნდა მაწვალო? ერთი ვახშამი მხოლოდ... დაეთანხმეე გოგოოო, გვერდიდან მარი მეჯაჯგურებოდა...
-კარგი მხოლოდ ერთი...
-აუ ჯიგარი ხარრ... ისე გაუხარდა მეგონა წინ 2 წლის ბავშვი მედგა...

მნქანში ჩავსხედით, მე ხმას არ ვიღებდი, ის კი ცდილობდა რამე მოეყოლა, გავემხიარულებინე ან უბრალოდ გამეღიმა...
რესტორანთან გააჩერა, გადმოვიდა და ნელა გამომიღო კარი, ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა... ( ჟესტი პირველი)
რესტორანში რომ შევედით, მაგიდა აირჩია და იქითკენ წავედით, მაგიდასთან მისულებმა, ლაშამ სკამი გამომიწია და დაჯდომაში დამეხმარა, (ჟესტი მეორე) "რის მიღწევას ცდილობს?!"
- დიდად არაფერზე შეწუხდე, მალე უნდა წავიდე მაინც...
- კაი რა ტასო, გთხოვ თქო, პატარა ბავშვივით რას მაწვალებ ტო, კაი გავიგე რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ უკვე 4 თვე გავიდა მაპატიე რაა..
თითქოს მისი ლაპარაკი არ გამიგონია, მენიუ ავიღე და შიგნით ჩავიხედე...
- მეღადავები ხო?
- რას შეუკვეთავ? ისევ გავატარე მისი კითხვა...
- არ ვიცი, რაც გინდა შენ მეც იმას შევჭამ...
- კაი მე მწვადი მინდა, მომენატრა...
- კარგი, აიღე რაც გინდაა...
მიმტანს დაუძახა და შეკვეთის ჩაწერა დაიწყო, ლაშამ წითელი ღვინოც დაუმატაა,
- მე არ დავლევ..
- ერთ ჭიქას დალევ...
- ლაშაა
- გთხოოვ
-კარგი ხო...
დაახლოებით 1 საათი ვიჯექით, ღვინოს ნელნელა ვწრუპავდი, მომეკიდა, ლაშამაც ისარგებლა და ჩემს გვერდით გადმოჯდა...
- როგორ მომენატრე იცი?
- მე არა.
-მიყვარხარ
-მე არა.
- ვგიჟდები შემზე
- მე არა.
- გაგიჟებით არა მარა ვიცი რომ ცოტათი მაინც მოგენატრე.
- ნწ
- კი, კი როგორ არა, თვალებში გეტყობაა...
- ყველაზე დამპალი ბიჭი ხარ შენ... დანებების ნიშნაც მხარზე თავი ცამოვადე.. ვერც ვაზროვნებდი ნორმალურად, მაგრამ ვაღიარებ რომ მომენატრა... ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას და უარის თქმას მაგრამ მაინც გავყევი სახლში...
ნაცნობი სახლი, როგორ მომენატრა აქაურობა, მამუკაც კი, ჩემს აზრებზე ჩამცინა და ლაშამ რა გაცინებსო, არაფრის ნიშნად გავუქნიე თავი...
სახლში შევედით, მისაღებში ჩამოვჯექი სავარძელზე...
- ლაშა, არ მინდა რომ იგივე სეცდომა დავუშვა.
- არასოდეს ჩემო პატარავ.
- ხო ხედავ ნიკა როგორი არაკაცია რა გააკეთა,
- ნუ ახსენებ მაგ სი*ს... სადაც ვნახავ იქვე მივაკლავ...
- მეშინია იცი?!
- რისი ფერია?
- ყველაფრის, სიყვარულის, ბედნიერების, შენი ლაშა, შენიც მეშინია...
- გთხოვ, ნუ ამბობ ასე თორე უარესად ვხდები ტასო, ვიცი რომ როგორც არაკაცი ისე მოგექეცი და ყველას ვფიცავარ თითს არ ავწევ, შანსი მომეცი და დაგიმტკიცებ...
- ხვალ საქმეები მაქვს, სასტუმროში უნდა წავიდე
- დარჩი ჩემთან... თვალები ძირს დახარა, ისეთი თვალებით იყურებოდა, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი...
- არა ლაშა.
- ხელს არ დაგაკარებ, შენ თუ არ მოგინდება რათქმაუნდა...
ვერაფერი ვუპასუხე, სწორედ ჩემი თავის მეშინოდა, არმინდოდა რომ გონება აერია ჩემთვის, მაგრამ მაინც დავრჩი, დავრჩი და მოხდა მაინც ის რისიც მეშინოდა...

საძინებელში რომ ავედი წელზე ხელი შემომხვია და საწოლისკენ წამიყვანა, მინდოდა მეთქვა ხელი გამიშვი თქო მაგრამ ხმა არ ამოდიოდა ყელიდან, ნელა გამხადა მაისური, შარვალი და საცვლების ამარა ლოგინში შევწექი...
- თუ გინდა მაიკას მოგცემჩემსას...
-ცხელა, არმინდა...
-ცეცხლს ეთამაშები, წარბები ამითამაშა
- ხო შემპირდი?!
- ხო, მაგრამ გამიჭირდება პირობის შესრულება ასეთ ფორმაში თუ დამიწვები გვერდზე...
ხმა აღარ ამომიღია, ჩემს მეორე მეს ისე უნდოდა ლაშასთან იწვოდა სურვილით, მონატრებით, მაგრამ ეს მისდდამი სიყვარულს არ ნიშნავს, უბრალოდ ქალი ვარ და მომენატრა როგორც კაცი...
გვერდზე მომიწვა და ხელი მუცელზე დამადო, მთლიან სხეულზე დამბრუძგლა, მუცელში რაღაცეები დამდიოდნენ, თვალები მივნაბე იმ იმედით რომ დამეძინებოდა და არაფერი მოხდებოდა...
დიდიხანი ვიწრიალე, პირობას ასრულებდა თუმცა მისი ხშირი სუნთქვა და სურნელი თავგზას მიბნევდა, ბოლოს მეთვითონ გადავდგი ნაბიჯი, მისკენ გადავბრუნდი და კისერსი ვაკოცე, დავინახე როგორ დააყარა მთელს სხეულზე ტაომ, ჩემი შეხების შემდეგ..
- ტასო, გთხოვ, თორემ პირობას დავარღვევ...
მე ხმას არ ვიღებდი, ცოტახნის შემდეგ ისევ ვაკოცე და ისეთი სისწრაფით გადმობრუნდა ჩემსკენ თვალიც ვერ დავახამხამე
- ხო გთხოვე, რატო მაწვალებ რა გინდა?
- არაფერი, გავუღიმე და თვალებში შევხედე...
-რატო მკლავ?
- ერთ დროს შენ მომკალი...
- ვერ მაპატიებ?
- ვერასოდეს
- რო გაკოცო?!
- არა თქ... არც დამასრულებინა სიტყვა ისე მეცა, ტუჩები დამიკოცნა, მთელი მონატრება სიყვარული და ყველა ის განცდა რასაც ჩემს მიმართ განიცდიდა ამ მოფერებში ჩადო, ისეთი მხურვალე იყო მისი ყველა შეხება ვერ ვაზროვნებდი, არ მინდოდა რომ შევრიგებოდი, მაგრამ ამაზეც ვერ ვამბობდი უარს, ვიცი რომ ცუდი ვარ, მაგრამ...
2წამში გამაძრო ყველაფერი და სრულიად შიშველი აღმოვჩნდი მის წინ. კარგახანს მიყურებდა, მიყურებდა და თან იღიმოდა,
-როგორ მომნატრებია შენი სხეული. ხმადაბლა ამბობდა და თვალს არ მაშორებდა, შემდეგ კოცნა დაიწყო, ყველა ადგილი დამიკოცნა, ვგიჟდებოდი როგორ შეიძლება ასე უყვარდე კაცს, ასე გაგიჟებით, მიუხედავად იმისა რომ იცის მე ის არ მიყვარს...
თითქოს გაიგო ჩემი აზრები:
- შანსი მომეცი და თავს შეგაყვარებ, ყველაფერს ვიზავ რომ ჩემი ცოლი და შვილების დედა იყო...
ხმა არ ამომიღია მაგრამ ამჯერად მე ვაკოცე, შემდეგ მთვარით განათებულ ოთახში მხოლოდ ჩვენი ვნება მორეული ხმები ისმოდა, მისი ხმამაღალი სუნთქვა ხვნეშაში გადასული და ჩემი კვნესა...

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, ლაშას ჩემს გვერდით ბედნიერი სახით ეძინა, არც გამიღვიძებია, ავდექი, თავი მოვიწესრიგე, თავში ხელი შემოვირტყი და ჩემზე გაბრაზებულმა რომ მაინც ვქენი ეს ყველაფერი, მისი სახლი დავტოვე და მარისთან წავედი...
კარზე დავაკაკუნე, მარიამმა თმა აბურდულმა გამიღო კარი და ისეთი სესახედი იყო, მაინც გამომიკეთა ხასიათი და გამეცინა.
- ხო რა იყო, ეხლა ავდექი...
- ბალიში აგიფეთქდა?
- ეგ კი არა, მოყევი რა მოხდა როგორ ივახშმეთ?!
- ვახშამი და ჭირი მაგას...
- შეგიტყუა ხო მაინც მის სასახლეში...
- ოო რას ღადაობ? ხო იცი მაინც არ შევურიგდები...
- იწექი?
- ხო... თავი ძირს დავხარე და იატაკს ჩავაშტერდი...
- ხო შენ იგორავე და იძახე არ შევურიგდები არ შევურიგდებიო, გაკლიაა რა მაგრად...
- ნასვამი ვიყავი და ვეღარ შევიკავე თავი რავქნა?!
- არანორმალური ხარ ტასს, გეფიცები შენი გამოსწორება არ იქნება...
- არა, როგორ არა, სასწაული მჭირდებაა და გეფიცები ვაფშეე სხვა გავხდები...
- სხვა გახდები კი რაა მიხედე ეხლა შენს იმ სამუშაოს თორე, სხვის რა მოგახსენო უსახლკარო და უფულო კი გახდები... გადაიკისკისა და ცხელი ყავა ფინჯნებში გაანაწილა...
-სადაა ჩემი ჩემოდანი?
- ჩემს ოთახში დევს, მოდი ჯერ ყავა დალიე.
- როდის იყო ესეთ ცხელს ვსვავდი, უცებ გადავივლებ და მოვალ...
სააბაზანოში შევედი, მალევე გადავივილე წყალი, კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და თავზე პირსახოც შემოხვეული მარიამთან გავედი...
-ცივი ყავა თუ გინდოდა გეთქვა.
- არაუშავს, ყავის გემო ხო აქვს. მოიცა იმ კაცს დავურეკო...

-ალო, გამარჯობათ, მე ანასტასია ტკაჩენკო ვარ თქვენი მაღაზიის დიზაინერ-დეკორატორი, დღეს რომელ საათზე შევხვდეთ?
- გამარჯობა, მე 4ის მერე მცალია, პირდაპირ მაღასიასთან მობრძანდით, შეათვალიერეთ და დავიწყოთ გეგმის შედგენა...
- კარგით 5ისნახევარზე მანდ ვიქნები...
- გელოდებით, მადლობ...
-დროებით.
ტელეფონი გავთიშე და მარიკოს ჩამოვუჯექი...

- რაო აბა? მოხუცია? როგორი ხმა ქონდა?
- არაა, რააა ერთი კაცი უნდა გიშოვო შენ თორე სულ გაგიჟდი...
- კაცი არა მე ანდრეი მინდა...
- ანუ ანდრეი კაცი არარის? ძალიან გამეცინა დაა რამოდენიმა წამიანი დაფიქრების შემდეგ მიხვდა ალბათ რა სისულელეც იბოდიალა და თვითონაც ამყვა სიცილში...
- გაკლიაა რაა...
კიდევ რამოდენიმა საათი ვიჭორავეთ, მარისთან ხო ჭორაობის გარეშე ვერ გამოძვრები... დაახლოებით 4ისკენ მზადება დავიწყე, თმა უკვე თავადვე მქონდა გამშრალი, უბრალოდ ფორმა მივეცი დავივარცხნე, მაკიაჯი გავიკეთე, ჩემს კაკუნებში ჩავხტი და კარი მოვიკეტე...
5ისნახევარზე შენობაშტან ვიდექი, ჩემს წინ შავმა რეინჯ როვერმა გააჩერა, ჯერ მძღოლი გადმოვიდა და უკანა კარი გამოღო, იქიდან კი არც თუ ისე კლასიკურად, მაგრამ ჯინსსა და პერანგში გამოწყობილი, დაახლოებით 35 წლამდე მამაკაცი გადმოვიდა...
გამიღიმა და მივხვდი რომ ბატონი გიორგი იყო... მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და თავაზიანად მეამბორა.
- გამარჯობა კიდევ ერთხელ.
- გამარჯობა, მოდი შევიდეთ და ვნახოთ, სად, რა, როგორ შეიძლება რომ გავაკეთოოთ. გავუღმე და რამოდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი კარებს...
- დიახ, ახლავე, კარი გააღო და შიგნით შევედით...
არც თუ ისეთი დიდი ფართი იყო, მაგრამ არც პატარა... როგორც ვიცოდი ტანსაცმლის მაღაზიას ხსნიდა და ეს პირველი არ იყო, რამოდენიმე ნივიორკშიც ქონია, მოკლედ სერიოზული ბიზნესმენია...
- ფართს რაც შეეხება, გეტყვით რომ ისეთ ფერებში გადავწყვეტ რომ ფართი არ დავკარგო, ანუ რომ არ დააბნელოს...
- როგორც გნებავთ, თქვენ არჩევანს ვენდობი, ერთადერთი თხოვნა რაც იქნება ის არის რომ, ტანსაცმელი new york-დან და paris-დან ჩამოვა, ამიტომ რამოდენიმე კედელზე მინდა ამ ქალაქის დეკორაცია იყოს, ეგ თქვენზეა დამოკიდებული, ან ნახატებით შეავსეთ, ან შპალერით გააფორმეთ...
- არარის პრობლემა ბატონო გიორგი, რამე სხვა თუ გნებათ ესეც მითხარით და ჩავამატებ...
- არა დანარჩენი თქვენთვის მომინდია... რამდენ ხანში იქნება დაახლოებით?
- მე ყველანაირად ვეცდები რომ დეკორაცია კომპიუტერული პროგრამით რამოდენიმე დღეში დავასრულო, დაახლოებით 4 ან 5 დღე დამჭირდება რათა არანაირი შეცდომა არ გაიპაროს, შემდგომ უკვე ხელოსნებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იმუშავებენ თუმცა თუ გეჩქარებათ, ყველანაირად ვეცდები რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაგაბაროთ თქვენი მაღაზია...
- ძალიან კარგი, მოკლედ ყველაზე მეტი 2კვირა მაქვს დრო, 21 ოქტომბერს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, მინდა რომ მის დაბადებისდღეზე უკვე გახსნა გავაკეთო, მას ვჩუქნი ამ ფილიალს...
-გასაგებია, ძალიან კარგი, ყველანაირად ვეცდები რომ 21მდე დავამთავროთ...
-უღრმესი მადლობა, არ შევმცდარვარ, უკრაინიდან თქვენ რომ ცამოგიყვანეთ და რათქმაუნდა ამისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ...
- არაფრის, პირიქით ჩემთვის სასიამოვნოა...
-კარგით, მაშ თუ დავამთავრეთ მე წავალ, საქმეები, ხომ გესმით...
- კი,კი მეც წავალ და დღესვე შევუდგები მუშაობას...
- კარგით, თუ გნებავთ გაგიყვანთ.
- არა, არა მადლობა... კარგად, შეხვედრამდე...
- დროებით.
მანქანაში ჩაჯდა და წამებში გაუჩინარდა, მეც ტაქსი გავაჩერე და მარიამთან წავედი... არ მესმის ანდრეიმ ტყუილად რატო დაიქირავა სასტუმრო, ხო იცოდა რომ მარი არ გამიშვებდა, გზიდან ანდრეის გადავურეკე და ვუთხარი რომ სასტუმროს ჯავშანი გაეუქმებინა, ისიც დამთანხმდა, მომიკითხა, მეც ყველაფერი ვუთხარი სამსახურთან დაკავშირებით, დავემშვიდობე და ზუსტად მაშინ გავუთიშე ტელეფონი როცა ტაქსისტმა მარიამის კორპუსთან გააჩერა... ფული მივაწოდე და სადარბაზოში გავუჩინარდი....

როგორც ვთქვი 5 დღე დამჭირდა კომიტერში დეკორაციის დასასრულებლად, ძალიან ბევრჯერ შევამოწმე, დავათვალიერე, მარიამს ვაჩვენე საერთოდ გაგიჟდა, "ასეთი ნიჭიერი თუ იყავი აქამდე სად დაეთრეოდიო" - ესეთი საყვარელი დაქალი მყავს რა ვქნათ...
შემდეგ ანდრეის გავუგზავნე და ისიც აღფრთოვანებული დარჩა, როცა დავრწმუნდი რომ მართლა კარგი იყო, ბატონ გიორგის გადავუგზავნე მეილზე, მანაც ვერ დამალა აღფრთოვანება. - ვიცოდი რომ კარგი იყავით თუმცა ასეთი შეუდარებელი პროექტის გაკეთება თუ შეგეძლოთ არ ველოდიო. რათქმაუნდა გამიხარდა და ცოტა არიყოს თავშიც ამივარდა, რათქმაუნდა ეს ხუმრობით...
ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ საუკეთესო ხელოსნებს დავუკავშირდი, სასურველი თანხა გადავუხადე და ვუთხარი რომ 20მდე თუ არ დაასრულებდნენ საშინელებას დავმართებდი, მათაც დამპირდნენ და დაწყნარებულმა დივანზე მოვიკალათე და მარიამს დაველოდე...

ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე სანამ გულის წასვლები, გულის რევები, თავბრუს ხვევები და უმადობა დამეწყებოდა...
რამოდენიმეჯერ ჩემი ასეთი რეაქცია უბრალო მოწამვლას და გადაღლილობას დავაბრალე, მაგრამ მარიამის დაჟინებული თხოვნით, მის გინეკოლოგთან ჩავეწერე და წასასვლელად გავემზადე...
დაახლოებით კვირაზე მეტი იყო გასული რაც ლაშასთან მქონდა კონტაქტი, მის მერე არ გამოჩენილა, არც მე დავინტერესებულვარ და ძალიანაც მიხაროდა რომ არ დაურეკავს, ნამდვილად არ მინდოდა ახლა მისი ნახვა და იმის გააზრება რომ შესაძლოა ის ჩემი შვილის მამა ყოფილიყო და მთელი ცხოვრება მასთან კონტაქტი უნდა მქონოდა...
ღმერთო რა დავაშავე??? ყველაფერი საშინელება მე უნდა დამემართოს?
რათქმაუნდა ჯერ არ ვამბობ არაფერს, ბავშვი არარის საშინელება მაგრამ ეხლა??? ლაშასგაან??? უუუუუფფფ!!!!! ჩემს თავზე ვბრაზობდი მაგრამ სულ ტყუილად, რაც იყო იმას ვერ შეცვლიდი, მაინც ყველა ძაფს ვეკიდებოდი იმ იმედით რომ ორსულობა შესაძლოა არ ყოფილიყო, და უბრალოდ სხვა მიზეზით მქონოდა ეს ყველაფერი...
მარიამს არ ეცალა, ამიტომ მარტო წასვლამ მომიწია, ძალიან მეშინოდა, მე ხომ ექიმებთან და გინეკოლოგებთან შეხება აქამდე არ მქონია, თუმცა ძალა მოვიკრიბე და კლინიკისკენ წავედი...
იქ მისულმა გინეკოლოგი ლეილა ანჯაფარიძე ვიკითხე, მისი ოთაახი მაჩვენეს და შესვლისთვის მივაკაკუნე, შემდეგ კარი შევაღე და შევედი...
- გამარჯობა, მოდი, მგონი ანასტასია უნდა იყო ხო? მარიამმა დამირეკა...
- კი მე ვარ ქალბატონო ლეილა.
- მოდი აბა დაჯექი, მითხარი რა როგორ და როდის მოხდა, რა გაწუხებს, მენსტრუალური ციკლი თუ დაგიგვიანდა... კითხვები მომაყარა და გაფართოვებული და ინტერესიანი თვალებით დამიწყო მზერა...
- დიახ, დაახლოებით კვირაზე მეტი გავიდა რაც მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობა მქონდა, თუმცა არ მახსოვს მგონი თავი არ დაგვიცვია, სამწუხაროდ ნასვამი ვიყავი... მაგის შემდეგ რათქმაუნდა არაფერი მჭირდა, ჩვეულებრივ ვმუშაობდი, თუმცა რამოდენიემ დღის წინ, ღებინება დამეწყო, მადა დამიწვეითდა და ძლიერი თავბრუსხვევები მაქვს...
- გასაგებია, რათქმაუნდა თუ ამ ყველაფერს დავუფიქრდებით, არის იმის შანსი რომ ფეხმძიმედ იყოთ, ამის დასამტკიცებლად, ეხლა სისხლის ანალიზს აგიღებთ, რამოდენიმე წუთში პასუხი იქნება...
მოვიდა და ვენიდან სისხლი ამიღო, ლამის გული გამისკდა, ისე მეშინოდა ნემსის, ახლა კი ჩემხელა ნემსი ჩემს ვენებში დაძვრებოდა და სისხლს მწოვდა...
როცა პატარა ფლაკონი შეავსო ჩემი მუქი შინდისფერი სისხლით, კაბინეტიდან გავიდა და დამელოდეო მომაძახა, გეგონება სადმე გავიქცეოდი...
ლაბორატორიიდან დაახლოებით 20 წუტიშ შემდეგ დაბრუნდა, ფურცლით ხელში...
- მოკლედ, არ შევმცდარვართ, ჯერჯერობით ძალიან პატარააა, ექოსკოპიით ჯერ ვერაფერს დაგანახებ, თუმცა გილოცავ, 11 დღის ფეხმძიმე ხარ... -სახეზე უამრავი ფერი დამედო, ყველაზე მეტად ახლა ბავშვისთვის არ ვიყავი მაზად, ვისთვის რა ამეხსნა, ან როგორ მემუშავაა, როგორ მეცხოვრა, ანდრეისთვის რა მეთქვა, მოკლედ წამებში იმდენ რამზე დავფიქრდი რომ ლამის ტვინი ამეხადა...
- თქვენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, არ გაგხარებიათ.
- მე.. უბრალოდ...
- მომისმინე, ვიცი მე უბრალოდ გინეკოლოგი ვარ, შენთვის უბრალოდ უცხო ქალბატონი, თუმცა ახლა ისე გელაპარაკები როგორც ქალი და არა როგორც ექიმი, ყველაფერი შეიძლება ამ ცხოვრებაში მოხდეს, არ გინდოდეს რამე, მაგრამ მაინც მოხდეს, ბავშვი ეს ღვთის საჩუქარია, იცი რომ ამ პატარას ბრალი არაფერია, ის შენშია ახლა, შენი სისხლი და ხორცი, შენით უნდა ისუნთქოს, იცოცხლოს, შენში უნდა გაატაროს 9თვე, შემდეგ კი შენზე მოკრულმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება... ჩემი საქმე ისარის რომ ეს კითხვა მაინც დავსვა, თუმცა მინდა მაქამდე კარგად დაფიქრდე, აწონ დაწონო და შემდეგ მიპასუხო...
აბორტს გაიკეთებ??
ეს ორი სიტყვა ისე უხეშად ცივად და საშინლად მომხვდა ყურში რომ მეთვითონ გავქვავდი, რო წარმოვიდგინე რომ ჩემი სხეულიდან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, პატარა სისხლის გროვას მაწიწკნიან რომელიც ჩემი ნაწილია, ჩემშია, ჩემით უნდა განვითარდეს და მე ვარ მისთვის ყველაფერი, ძალაუნებურად თვალზე ცრემლი მომადგა... ქალბატონი ლეილას სიტყვებმა ყველაფერზე დამაფიქრა, ეშმაკსაც წაუღია ლაშა და ჩემი მასთან ურთიერთობა, ყველაფერი, რა ანდრეი, რის სამსახური, დედა უნდა გავხდე, ჩემს მუცელში პატარა ანგელოზია ჩასაფრებული, რამოხდებოდა, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება არ ვიცოდი, მაგრამ ერთი ის კი ვიცოდირომ ჩემს პატარას არ მოვიშორებდი...
- აბორტს არ გავიკეთებ...
- ძალიან კარგი, ანასტასია გამიხარდა... მაშინ ეხლა მოდი აგწონი, ჩავინიშნავ შენს მონაცემებს, და კონტროლზე აგიყვან... 3თვემდე მოხვალ და შენს პატარას დაგანახებ, გულის ცემასაც მოგასმენინებ...
- იცით, მე 22ში უკრაინაში მივდივარ...
- კარგი, მაშინ ჩემს მეგობარს დავურეკავ, კიევში მუშაობს, იქ მიდი და ის იქნება შენი გინეკლოგი...
- კარგით, დიდი მადლობა.
- თავს გაუფრთხილდი, არაფერზე ინერვიულო და იდარდო, ეცადე ნატურალური საკვები მიიღო, ბოსტნეული და ხილი ჭარბად... პირველი 3 თვე კრიტიკულია ამიტომ გადატვირთვას და დაღლილობას ერიდე, თუმცა ცოტ-ცოტა ერინობა და მუშაობა შესაძლებელია... კარგ ორსულობას გისურვებ ჩემო კარგო... გამიღიმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა...
სალაროში თანხა გადავიხადე კონსულტაციისათვის და დაბნეული თუმცა გახარებული სახლისკენ წავედი...
გზაში მარის დავურეკე, უკვე მოსულიყო და მელოდებოდა...
ვუთხარი ყველაფერი და იმხელა იწივლა ტელეფონში ტაქსისტმა მე გამომხედა... მალევე მივიდა მარჯანიშვილზე...
უცებ ავედი კიბეზე და გამახსენდა რომ მითხრა დაღლა და გადატვირთვა არ შეიძლებაოდა სვლა შევანელე, მუცელზე ხელი გადავისვი და სახეზე ღიმილმა გადამირბინა... თავი გავაქნიე და კარებში მდგომ მარიამს მოვკარი თვალი..
- ვაიმეეეე, დეიდასს ლამაზიიიი, ჩემი პაწაწუნაააა. მოვიდა და ეგრევე მუცელზე დამიწყო ფერება...
- ისე, მეც აქ ვარ რო იცოდე..
- ოო მოიცა რა შენ სუ გხედავ ხოლმე.
- ეხლა ხო რასამბობბბ, ჯერ ბავშვის ფორმაც არ აქვს მარიამ...
- ვიციი ხოოო ვიცი, უიმეე, არ დამაცადა მოფერება, ეჭვიანი ეგოისტი ეს...მოდი დამიჯექი მოყევი რამოხდა, რა რეაქცია გქონდა, ისე შემეშინდა უცებ მეთქი ამდებილმა აბორტი არ გაიკეთოს თქო რო სანამ მოხვიდოდი უკვე ჭკუიდან შევიშალე...
- მკითხა ხო ლეილამ, მაგრამ არ გავიკეთე და ვფიქრობ რომ სწორად მოვიქქეცი...
- აა დაჟე ფიიქრობ? ვიამე ეგ საშინელება რო გექნა ჩემი ხელით მოგკლავდი..
- კაი ნუ დამწივიხარ რაა, დაღლილი ვარ, თან ჩემი გადატვირთვა არ შეიძლებაა, გავიბადრე და ჩემი მდგომარეობით უკვე სარგებლობაც კი დავიწყე...
- მომისმინე, ეგ კი არა, იმას ეტყვი?
- არ ვიცი, არ ვიციი მარრ, საშინლად ვგრძნობ მაგ მხრივ თავს, ერთიი მხრივ ვფიქრობ რომ არ ვეტყვი თქო, მეორე მხრივ კი არ მასვენებს იმაზე ფიქრი რომ ჩემს შვილს მამას ვართმმევ, რა მისი ბრალია თუ მე არ მაქ კარგი ურთიერთობაა...
- რო გორაობდი მაგაზე რატო არ ფიქრობდი? გაიცინა დაა რძე დამისხა ჭიქაში...
- ეხლა მოგარტყავ იცოდე, ეს რათ მინდა, ხო იცი არ მიყვარს....
- უკვე იმაზე აღარ უნდა იფიქრო რა გიყვარს და რა არააა, რაც პატარასთვისაა სასარგებლო ის უნდა მიირთვა...
- უიმეე, მომე ხო! საშინელი ადამიანი ხარრ!
- მეც მიყვარხარ... გაიცინა და სამზარეულოში შევარდა რაღაცეების გამზადება დაიწყო, გემრიელად ვისადილეთ, წამოვწექით ტელევიზორთან და ჩახუტებულებმა დავიწყეთ კინოს ყურება...
უკვე 19 ოქტომბერი იყო... ხელოსნებს გადავურეკე და ვიკითხე თუ როგორ მიდიოდა საქმე, მითხრეს რომ როგორც შემპირდნენ ხვალ ყველაფერი მზად იქნებოდა, გამიხარდა და ტელეფონი გავთიშე..
გათიშვის თანავე ანდრეის ზარი შემოვიდა.
- ხოო ანდრეი
- როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები რამე პრობლემა ხომ არ შეიქმნა?
- არა, არა ყველაფერი რიგზეა შეიძლება ითქვას რომ შესანიშნავადაც კი...
-რანაირი ხმა გაქ რა გახარებული ხარ, რამეს მიმალავ?
- არაა, არაფერი ისეთი, რო ჩამოვალ გეტყვი, გავიღიმე და იმაზე დავფიქრდი თუ როგორ უნდა მეთქვა ან რა რეაქცია ექნებოდა..
-აჰამ იმედია ყველაფერი რიგზეა, 22ში მოდიხარ ხო ?
- კი ხვალ მზად იქნება, 21ში გახსნაა და 22ში წამოვალ.
- ძალიან კარგი, წარმატებები და დასრულებულის ფოტოების გამოგზავნა არ დაგავიწყდეს..
- არა როგორ გეკადრებათ ბატონო ანდრეი..
- ნუ ცანცარებ ეხლაა, გაიცინაა, მიდი გაკოცე და აბა შენ იცი...
- კარგააად... ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე...
მარიამის მაცივარში, ბოსტნეულის და ხილის გარდა ვერაფერს იპოვი... რძის პროდუქტებით აუვსია აქაურობა. "ნახეე რაააა!" ყავაა დამიმალააა, უიმეე რა საზიზღარი ბავშვიაა მოკლედ...
რადგან რძე არ მიყვარს, ნატურალური წვენი ჩამოვასხი ჭიქაში და ერთი სულის მოთქმით გამოვცალე...
არაჟანი ძალიან მიყვარს, პურზე გადავისვი და პატარა ბავშვივით ბედნიერი სახით ვილუკმებოდი...

როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 21 ოქტომბერი... ბატონმა გიორგიმ მთხოვა წვეულებაზე მისვლა, როგორც დიზაინერი რომ წარვედგინე ხალხისთვის... მეც უარი ვეღარ ვუთხარი, გამოვეწყვე საღამოს კაბაში, მაღლები მარიამმა არ ჩამაცვა, თუმცა დაახლოებით 5 სანიმეტრიანები მქონდა ამიტომ ის ჩავიცვი მაინც... საღამოს 6ისკენ უკვე გახსნაზე ვიყავი, უამრავი ხალხი ირეოდა, არ მეოგნა ამდენი თუ იქნებოდა... შევედი ჩემდამი დეკორირებულ მაღაზიაში და მეთვითონ მესიამოვნა, როგორც უბრალოდ გამვლელს და მოქალაქეს და არა ისე როგორც დეკორატორს... რამოდენიმე ფოტო გადავიღე, და ანდრეის გავუგზავნე მესენჯერით... გაოცების სმაილები მომწერა და ყველაზე მაგარი გოგო ხარო მოაყოლა, მეც ენა გამოვუყავი და ტელეფონი კლაჩში ჩავდე... წვეულებაზე დიდიხანი ვერ დავრჩი... ჩემი წარდგენის შემდეგ ბოდიშის მოხდით დავტოვე იქაურობა, ლამის გული ამერია, სიგარეტის და სასმლის სუნზე... ალაფურშეტი იყო გაშლილი და უამრავი საკვების სუნი ერთმანეთში ისე ირეოდა ცუდად მხდიდა... მალევე მივედი სახლში, გამოვიცვალე, ვიბანავე და ბარგის ჩალაგებას შევუდექიი.. მაირიამმა შემომიღო კარი და მოწყენილი სახით უკნიდანმომეხუტა...
- მიდის ჩემი გოგო, ჩემი პაწუკას გაზრდას ვერ ვნახავვ..
- როგორ არა ნახავვვ .
- რანაირად?? სკაიპით გაიცინა
- თუნდაც, ან ჩამოგიყვან ჩემთან და ერთად ვიცხოვროთ..
- ღადაოობ???
- არაა, ეს აქამდეც უნდა მეთქვამარა ვერ მოვახერხე,შენებს უთხარი და ხვალ ერთად წავიდეთ...
- კი მაგრამ სამსახური..
- მე და ანდრეიმ აქამდე ვილაპარაკეთ, როგორც მე ვისწავლე უცებ ისწავლი შენც და კომპანიაში დაიწყებ მუშაობას...
- არარსებობს მეც შენსავით საოცრებებს შევქმნი??
- უკეთესსაც კი ჩემო ლამაზოო...
- ვაიმეეეეეე, იმხელაზე იკივლაა მთელი უბანი შეყარაა...
იქით გავიდა როგორც ვიცი მშობლებს ელაპარაკებოდა, გახარებული სახე გაადრული და თVალებგაბრწყინბული შემოვარდა, ჩემოდნები ჩამოიღო და რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერი ჩაალაგა...
- გიჟი ხარ რაა, ბევრი არ წამოიღო, იქაც ვიყიდით რაღაცეებსს...


ორივემ მოვრჩით ბარგის ჩალაგებას, ანდრეის გადავურეკე და ვუთხარი რომ მარიც მოდიოდა ჩემთან ერთად, ერთიბილეთიც დაჯავშნა და ტელეფონი გამითიშა, ხვალ დაგხვდებითოო ბოლოს მომაძახა...
დილით 7ზე იყო ფრენა, რათქმაუნდა ეგ ღამე არ დავიძინებდით, მაგრამ ძალიან გამიკვირდა მარიამმა რომ მითხრა შენთვის გათენებები აღარ შეიძლებაო და ჭორაობის გარეშე დამაძინა...

დილით ხუთზე წამოვხტით. ვიბანავეთ რიგრიგობით, მოვწესრიგდით, სახლს თვალი მოვავლეთ და იქაურობა მალევე დავტოვეთ...
აეროპორტში მისულებმა, რეგისტრაცია გავიარეთ და ბილეთები ხელზე ავიღეთ... ჩასხდომის გამოცხადების შემდეგ, თვითმფრინავისკენ წავედით, ორივე გახარებული ვცქმუტავდით ადგილზე, ვიცოდი რომ ყველაზე მაგარ დროს გავატარებდი მარუსისთან ერთად უკრაინაში, ისეთი მოწყენილიც არ ვიქნებოდი... თვითმფრინავში ავედით, ჩვენი ადგილი დავიკავეთ და აფრენას დაველოდეთ...

ეს ის სასწაული იყო ალბათ, რაზეც ვამბობდი, ამ ამბის შემდეგ რადიკალურად ვაპირებდი შეცვლას, გადავწყვიტე რომ მამას ყველაფერი ცოდნოდა, თუმცა შერიგებით არ ვაპირებდი მაინც... ვიცი ბევრი იტყვის რომ არასწორად ვიქცევი, ჩემს შვილს მამას არ დავაკარგვინებ, მის ყურადღებას და სითბოსაც არ მოვანატრებ თუმცა ერთად ალბათ ვერ ვიცხოვრებთ... თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს აცდა, ჰაერში აფრინდა და ჩემი და ჩემი პატარასათვის ახალი ცხოვრებაც დაიწყო...
როგორც კი თვითმფრინავი დაჯდა, ჩემს გვერდზე მჯდომ მარიამს გადავხედე, ისე მშვიდად ეძინა დაგენანებოდათ რომ გაგეღვიძებინათ მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ნელა შევანჯღრიე და ჩამოვედით-მეთქი ვუთხარი, ფეთიანივით წამოხტა და თვალები მოიფშვნიტა მის ასეთ საქციელზე გამეცინა...
- დიდიხანი მეძინა?
- რავი მთელი გზაა გძინავს...
- ვაიმეე, არ მჯერა რო ჩამოვედი, მე კიევში ვარ! წამოიყვირა და ხელები მაღლა აწია...
- კაი დამშვიდდი თორე ყველა ჩვენ გვიყურებს.
- მიყურონ დაიყონ მერე, რამოხდა... გადაიკისკისა.
ამასობაში ჩვენ, ჩვენი ბარგი ავიღეთ და მარის დაბნევა და ლოყების აფაკვლა მაშინ უნდა გენახათ ჩვენს წინ ანდრეი რომ იდგა და მომცინარი სახით ხან ერთს გვიყურებდა ხან მეორეს...
გდავეხვიე ანდრეის და როგორც კი მოვიშორე და განზე გავდექი, მარიამი გავაცანი...
- ანდრეი, ეს მარია, ჩემი დაქალი უკვე კარგად ცნობილი შენთვის.
მარიამ ეს ანდრეია... გავიცინე და მარის დაბნეულ სახეს დავაკვირდი.
- სასიამოვნოა, ხელი გაუწოდა ანდრეიმ და მარიამმაც შეახი მისი ათრთოლებული მარწუხები...
- კარგი მთლად ესეც ნუ ჩამოდნები, მხარი გავკარი და ჩუმად გადავუჩურჩულე ქართულად...
ანდრეის მანქანაში ვისხედით და სახლისკენ მივიწევდით, მე უკან ვიჯექი მარი კი წინ დავსვი და ვაკვირდებოდი ამ "ორს"...
ხან ერთი გადახედავდა ჩუმად ხანაც მეორე...
როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე, მარიამი აღფრთოვანებული იყო ჩემი "კუკუშკა" ბინით. -" რაგინდა მყუდროა და თბილიო" ამბობდა...
მისი ტანსაცმლისთვის კარადაში ადგილი გამოვყავი და ჩემოდნების დაცლას შევუდექით. ანდრეი კი წავიდა რადგან გამოგვიცხადა, ნამდვილად არ მიყვარს ეს პროოცესი როცა ამხელა ჩემოდნებს ცლით და ჩემთვის არ გეცლებათო, ამიტომ როცა მორჩებით გამოგივლითო და სადმე წავიდეთო...
-გოგო უნდა უთხრა?
- ხო ვეტყვი, მაინც გაიგებს მუცელი რო დამეტყობა და ჯობს ეხლა ვუთხრა...
- მოკლედ, მე კი ვტიტინებ აქ რომ მომწონს მომწონს მეთქი მარა, მგონი ანდრეის შენ...
- გაჩუმდი რააა, ეგრე რომც იყოს ხო იცი რო შანსი არარის, ღადაობ?! ამდენიხანი ძმად მიმაჩნდა თავს ვიგიჟებდი ყველაზე მაგარი ბიძაშვილი მყავს მეთქი და რადგან ეხლა გავიგე რო უბრალოდ მამაჩემის ძმაკაცის შვილია და ერთად გავიზარდეთ გგონია რამე მოხდება ჩვენს შორის?! სისულელეები კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთიც არაა...
ორივემ გავიცინეთ...
- რას ფიქრობ როგორი რეაქცია ექნება?
- აზზე არ ვარ, ვიცი რო გაუტყდება მაგრამ, რას ვიზავთ...
- როგორ მაინტერესებსს ლაშა რას იზავს რო გაიგებს... ისე ლაშაზე გამახსენდა, მიკვირს რომ არ დაურეკია იმის მერე...
- 2ჯერ დამირეკა მარა არ ვუპასუხე, არ მითქვია შენთვის...
- ყოჩაღ! რატო მერე?
- ეხლა არ ვიყავი მზად და იმიტო მარ, ვიცი რაღაცას წამოვბოდავდი მაინც და არ მინდა ჯერ რა, ვიცი არ მომეშვება დაა არ მაქ მაგის "უწი პუწი" საქციელების თავი!...
- ბავშვს რო გაჩენ მერე უნდა უთხრა?
- ტვინს დიდი ხანი გამიბურღავ?
- უიმე, მიდი ყავა მომიდუღე მაშინ, რამეში მაინც გამომადექი...
- ხო მაგრამ მე რომ დავიღალე?! თან ჩემი პაწიაც დაღლილიაა..
- აუუ დაიწყო ამან, ჯერ ერთი ბეწოა გოგო...
- მერე რაააა, წესიერად ილაპარაკე ჩემს შვილზე თორე ვეტყვი როგორი ცუდი ნათლიაც ხარ!
- ნწ, რა მაგრად გაგირეკავს!

სანამ მარიამი სამზარეულოში ტრიალებდა და ყველაფრის ადგილსამყოფელის აღქმას ცდილობდა მანამდე მე ჩემი ჩემოდანი ამოვალაგე და აბაზანაში შევედი...
მალევე გაისმა აბაზანის კარებზე ბრაგუნი...
- აუუ მალეე გამოდიი თორე აქვე დაგითხვრი ყველაფერს! მარიამის სასოწარკვეთილი ხმა მომესმა და სიცილით გამოვაღე კარები...
- მოკლედ ბანაობასაც რო არ დაგაცდიან რააა...აქამდე ვერ მოგაფიქრდა რო ტვალეტში გინდოდა?
- გოგო ვერაა, კრანი მოვუშვი სამზარეულოში და ჩხრიალის ხმაზე გამახსენდა...
გულიანად გავიცინე და თავის ქნებით ოთახში გავედი...
მარიამმაც იბანავა, ყავა დავლიეთ ოღონდ უკვე ცივი, მოვაწესრიგეთ ყველაფერი და ანდრეის დავურეკე...
- შეპირება შეპირებაა, მობრძანდი და წაგვიყვანე, ჩვენ მზად ვართ. მივახალე ეგრევე
- არის უფროსო, გაიცინა
- სად წავალთ?
- რავიცი სადმე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ...
- კარგი... გავთიშე და სამზარეულოში მაგიდასთან დავსხედით...
დაახლოებით 15 წუთი ველოდეთ, მალევე მომწერა "ჩამოდით" - ჩვენც ავდექით და ჩავედით...
მანქანას მიყრდნობილი იყო, ცისფერ პერანგსა და ღია ჯინსში გამოწყობილი...
მარიმ თვალები გააფართოვა და ისეთი გამომეტყველება მიიღო "ვაიმე დედა მიშველეთ"-ს ამოიკითხავდით...
ეგ საღამო წყნარ და მშვიდ პაბის სტილ კაფეში გავატარეთ, დაბალ ხმაზე უკრავდა გემოვნებიანი მუსიკა და ხალხის საუბარიც არ იყო იმდენად ყურში მოსახვედრი და გამაღიზიანებელი...
ჩვენც რამოდენიმე კოქტეილი ავიღეთ, მაგიდასთან მოვთავსდით...
- მომიყევიტ აბა რამე, ამ გადარეულზე ვიცი ყველაფერი, შენი ჯერია ახლა... მარიამისაკენ გაიხედა და როგორც კი დაინახა გოგონას დაბნეული სახე მაშინვე გაებადრა სახე და ღიმილმა გადაურბინა...
"კი როგორ არა ყველაფერი" გავიფიქრე და მეც შეუმჩნევლად ჩავიცინე...
მოკლედ ამ საღამომ ისე ჩაიარა რომ მარიამის და ანდრეის ხმა არ გაჩუმებულა არც ერთი წამით, კიდევ კარგი მარიამმა კარგად იცოდა რუსული და სხაპასხუპით ლაპარაკობდა თორე მაგის ცოდვით აღარ ვიქნებოდი... რამოდენიმე ჭიქა კოქტეილის მერე, უკვე წყნარი და მშვიდი საუბარი ხმამაღალ კისკისში გადაიზარდა, რათქმაუნდა მე არ ვსვავდი არაფერს, მხოლოდ 1 ჭიქა ნაკლებად ალკოჰოლური კოქტეილი დავლიე და შემდეგ ნატურალურ წვენებს მივეძალე...
მარიამი და ანდრეი კი სულ არ ჩქარობდნენ დიალოგის დასრულებას, მე კიდევ ძალიან შემაწუხა იქაურმა აურამ, რატომღაც ისე ვგრძნობდი თავს თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა, მარიამს გადავულაპარაკე რომ წასვლის დრო იყო...
- ცოტაახანიც რააა, ვერ ხედავ ძლივს ველაპარაკები ადამიანს...
- ცუდად ვარ ადამიანო, მერე ელაპარაკე...
- უიმეე, კაი ხო...
ანდრეიმ ანგარიში გადაიხადა და სახლში გაგვიყვანა...
გადავკოცნე და ვუთხარი რომ ხვალისთვის აუცილებელი საქმე მქონდა...
სახლში მისულებმა თითქოს ამოვისუნთქე, საწოლზე გავწექი და ამოვიხვნეშშე...
-მოყევი აბა რა იჟღურტულეთ...
- აუუ, ძალიან საყვარელია და თუ გინდა მომკალი...
- რა თქვა ასეთი
- რავიცი არაფერი, საერთოდ ყველაფერზე ვილაპარაკეთ, თქვენს სამსახურზე, მასზე, ზოგადად ცხოვრებაზე...
- ოჰო, მომსმინე, როდისთვის გინდა რომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა?
- რაც მალე მით უკეთესი, უფრო ხშირად ვნახავ ანდრეის... გადაიკისკისა, პირსახოცი აიღო და აბაზანაში გაუჩინარდა...
მე კიდევ, დიდხანს ვიფიქრე, ავწონ დავწონე და გადავწყვიტე ლაშასთვის დამერეკა...
- ალო ლაშა.
- ტასო?! (ისე გაიკვირვა გეგონებათ მიცვალებული ელაპარაკება)
- ხო, მე ვარ!
- რო გირეკავდი რატომ არ იღებდი? ვინერვიულე, საქმეები მქონდა და როგორც კი მოვაგვარე მარისთან წამოვედი მარა არავინ დამხვდა სახლში რა ხდება, სად ხარ?
- უკრაინაში ვართ მე და მარი, მომისმინე ეხლა ამისთვის არ დამირეკავს, ჩვენი ურთიერთობის შემდეგ მოხდა რაღაც, მნიშვნელოვანი... ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში...
- გისმენ. ისე წახვედი რომ არ დამემშვიდობე... ხმა გატეხილმა და ნაწყენმა ამოილაპარაკა ვითომც არაფერიო
- ვიცი. მოკლედ ლაშა ფეხმძიმედ ვარ... რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო...
- მ მე მოიცა, ის, რა გამოდის, ანუ? მეე... ტასო არ მატყუებ ხო? მე რა მამა უნდა გავხდე?
- ეგრე გამოდის, ცოტა მერე მინდოდა მეთქვა მარა აზრი არ აქვს, ვის ან რატომ ველოდო... მოკლედ იცოდე რომ შვილი გაყვს, იმ ღამეზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ერთი იცოდე რომ ის ღამე არაფერს ცვლის, მიჭირს პატიება და არც არაფერი არ გამოვა...
- რა არ გამოვა გოგო, შვილი უნდა გვყავდეს, ტასო, გეხვეწები ჩამოდი რაა, რა გინდა მანდ, მაგ გამო**რებულ ანდრეისთან უნდა იყო?
- ეგ რა შუაშია, თან წესიერად ილაპარაკე მასზე,
- რა იყო გული შეგტკივა ძალიან? მოკლედ არ მაინტერესებს ან ჩამოდიხარ და ჩემთან ცხოვრობ ან არადა მანდ ჩამოვალ და მე ვიწხოვრებ შენთან...
- ლაშა ესეთი სცენების გასამართად არ მითქვამს, მინდოდა უბრალოდ გცოდნოდა..
- ტასო! ფეხებზე მკი*ია გიყვარვარ, მოგწონვარ, გიზიდავ თუ უბრალოდ ვნება გაქვს ჩემს მიმართ, მე და შენ შვილი გვეყოლება, შენი და ჩემი ნაწილი, გინდა თუ არ გინდაა ერთად უნდა ვიცხოვროთ, თუგინდა სხვადასხვა ოთახში მაგრამ ერთად გესმის? მე შვილს არ დავტოვებ ისე გესმის?
- კაი ლაშა, არ ვიცი დავფიქრდები... აქ ვმუშაობ,
- აქედანაც შეგიძლია მუშაობა კომპიუტერით კარგი რაა... ყველაფერს ვიზავ რომ კომფორტულად იგრძნო შენც და ჩვენმა შვილმაც თავი...
მითუმეტეს მინდა ჩემს თვალწინ გაგეზარდოს ეგ ლამაზი მუცელი, მინდა მოვეფერო, მისი ყოველი დარტყმა ვიგრძნო, მინდა ექიმთან წამოგყვე ხოლმე რომ მისი პატარა და სათუთი გულის ცემა გავიგონო, ნუთუ არ ვარ ამყველაფრის გღირსი? ვიცი დავაშავე მაგრამ კარგი რა რამდენი ხანი გავიდა, გეფიცები არაფერს მსგავსს არ ჩავიდენ, მომენდე...
- არ ვიცი ლაშა, ვნახოთ, ამ დღეებში ისევ დაგიკავშირდები..
- კარგი, დაფიქრდი და რაც შეიძლება მალე მიიღე გადაწყვეტილება, ეხლა ხო იცი ვერ მოვვისვენებ...
- კარგი ლაშა კარგად...
-ჩემს კაცს აკოცე..
- ჯერ არ ვიცი კაცია თუ ქალი...
- რამნიშვნელობა აქვს, მაგრამ გული მიგრძნობს რომ ბიჭი იქნება მამასავით სიმპატიური...
- ნწ, დროებით ლაშა. გავთიშე და თვალები გადავატრიალე... ჩამეცინა, ხო რაღაცნაირად ვარ მაგ ადამიანთან, ხომ ვერ ვპატიომ იმ საშინელ ღამეს, მაგრამ მინც მგონია რომ ბავშვის ერთად გაზრდაზე უნდა დავფიქრდე...
ამასობაში მარიამიც გამოვიდა აბაზანიდან, ყველაფერი მოვუყევი, მან მიტხრა რომ უნდა ვცადო, მითუმეტეს როცა ეხლა თქვენს შორის ბავშვია არაფერს იზავსო, თან ამდენიხანი გეხვეწა, რომელი თავმოყვარე კაცი გმაოგეკიდებაო, ისო, ესო, კიდევ უფრო ამირია არეული ტვინი...
რამოდენიმე საათიანი ლაპარაკის შემდეგ დავიძინეთ...
დილით ანდრეისთან მიწევდა ლაპარაკი ამიტომ ამისთვის ცალკე ვემზადებოდი...

დილით რომ ავდექი მარიამს კიდევ ეძინა, მე კიდევ ისე მშიოდა ისე მშიოდა ლამის ცუდად გავხდი...
მაცივარი რომ გამოვაღე, ძეხვი დავინახე, ყველიც გამოვიღე, პომიდორი და ლაითი სენდვიჩი გავიკეთე, რადგან ყავას დავემშვიდობე, ჩაი გავიმზადე და წინ დავიდგი... გემრიელად ვისაუზმე, თავი მოვიწესრიგე და აკომპანიისკენ წავედი...
მარიამს კი წერილი დავუტოვე რომ, რო გაიღვიძებდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო...

ანდრეი ოფისში იყო, რაღაც საბუთებს ათვალიერებდა, როცა დამინახა თავი აწია და წამოდგა რომ მომსალმებოდა...
მის წინ დავიკავე ადგილი და პირდაპირ ლაპარაკზე გადავედი.
- ანდრეი, მინდა რაღაც გითხრა,
- გისმენ, ხო მშვიდობაა?
- ლაშა ხო გახსოვს?
- კი მახსოვს.
- მოკლედ, ჩასული რომ ვიყავი შეხვედრა მთხოვა... მეც დავთანხმდი, ნუ ბევრს აღარ გავაგრძელებ, მასთან აღმოვჩნდი სახლში, ნასვამი, შემდეგ მის საძინებელში და ნუ ხო მიხვდი... ლოყები ამიწითლდა და თVალები ძირს დავხარე...
- მერე? ხმაგაბზარულმა იკითხა, წამოდგა და უკანა კარადიდან ვისკი და 2 ჭიქა გამოიღო...
- მე არ მინდა. ერთი უკან დააბრუნა და თავის ჭიქაში ალკოჰოლური სასმელი ჩაასხა... სანამ რამე ვიტყოდი ერთი გადაკრა, ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა, ისევ ჩამოჯდა და თვალებში შემომხედა..
- მერე?! ცოტა გამკაცრებული და ხმამაღალი ტონით გაიმეორა დასმული კითხვა..
თავი ისე ვიგრძენი თითქოს მამის წინ ვიდექი და რამე საშინელ დანაშაულს განვიხილავდი...
- მერე ის რომ, მალე შვილი მეყოლება, ძლივს გამოცდა ჩემს ბაგეებს ეს სიიტყვები... ამის თქმა და ანდრეის სახიდან ფერის დაკარგვა ერთი იყო...
ცოტახანი ხმას არ იღებდა, გიჟივით დააბიჯებდა აქეთ-იქით...
-არაფერს იტყვი?
- რა უნდა ვთქვა ანასტასია?! გაგიჟებული სახით შემომხედა და თვალები დააწვრილა. რას მოელოდები?
- არ ვიცი, არაფერს, უბრალოდ...
- უბრალოდ. ხო არარის ეს უბრალოდ, მაშინ კი მივხვდი რომ უბრალოდ მეგობარი არ იყო და მარტო მოსანახულებლად არ იყო მოსული, მაგრამ ამას არ წარმოვიდგენდი, ხმა გაბზარული მელაპარაკებოდა. ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა ამიტომ ძალიან ბევრჯერ ჩერდებოდა ლაპარაკის დროს ერთს ამოისუნთქავდა დაისე აგრძელებდა..
- მომისმინე ანდრეი, აქ უფლების ასაღებად არ მოვსულვარ, ჩემთვის ახლო ხარ და მინდოდა გცოდნოდა...
- კარგი! მე ვერაფერს გეტყვი, იმედია ბედნიერები იქნებით! გილოცავ... მომიგდო ეს რამოდენიმე სიტყვა და კაბინეტიდან ისე გავარდა ზედ არ შემოუხედავს...


ამ ყველაფრის შემდეგ რამოდენიმე დღე იყო გასული, მე სამსახურში არ დავდიოდი, მაგრამ მარიამ ვასწავლე ყველაფერი, მე განცხადება დავწერე წამოსვლის თაობაზე. ანდრეი მის მერე არ შემხმიანებია, რატომღაც მეწყინა მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, გაუვლის და დამირეკავსთქო ვფიქრობდი..
მარიმი მიიღეს სამსახურში, ნელნელა ყველაფერი ისწავლა და დაამუღამა. ლაშა ყოველდღე მირეკავდა და ჩამოსვლას მთხოვდა, მეც რათქმაუნდა დავფიქრდები დავფიქრდების მეტს არაფერს ვეუბნებოდი...
დაახლოებით 2 თვის მერე ექიმთან მომიწია წასვლამ...
ჩემი პატარას გულის ცემა პირველად გავიგე და მივხვდი რომ ამ დედამიწის ზურგზე არავინ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ისე, როგორც ეს პატარა... ყველაზე ბედნიერ ქალად ვიგრძენი თავი, და ლაშას მხოლოდ ამისთვის ვუხდიდი მადლობას...
როგორც იქნა მოვაბი თავი და მარიამს ვუთხარი რომ საქართველოში ვაპირებდი წასვლას...
- აუუუ, მე რო ეხლაა და ეხლა ვიწყებ ყველაფერს ეხლა მივდვიართთ?
- არა მარი, მე მივდივარ, შენ დარჩი და ანდრეისთან იყავი..
- კაი რა, ხო ხედავ ტიპი არც მიყურებს ხოლმე...
- არც მე მელაპარაკება წესივრად, დაიკიდე, გადაუვლის ბრაზი და დაგელაპარაკება შენც..
- ხო მარა მე რა შუაში ვარ?
- ოო ეგეთია ეგ... აი ნახავ მალე ყველაფერი კარგად იქნება და იქნებ შენც გაგეხსნას ბედი.. გავიცინე
- ოჰო, ანუ შენ ამბობ რომ ბედი გაგეხსნა?
- ბედი არა მარაა ჩემი შვილი ჩემთვის ხო იცი ყველაფერიაა..

ძნელი იყო ყველაფერთან გამომშვიდობებაა. კომპანია, თანამშრომლები, საშა, ანდრეი, მარიამი. მაგრამ ასე უნდა მექნა, უნდა წავსულიყავი ლაშასთან... ყველას გამოვემშვიდობე და ისევ ეს აეროპორტი და თვითმფრინავი...
როგორ მეზიზღება რა, უკვე ყელშია გადაფრინდი გადმოფრინდი..
მარიამი ვიცი რომ კარგად იქნება მითუმეტეს მაშინ როცა მის გვერდით ანდრეი იქნება, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მასა და მარიამს შორის რაღაც იქნებოდა...
ლაშა დამხვდა აეროპორტში, ყვავილებითა დაბუშტებით, ძალიან ძალიან მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ოდნავ გამობურცულ მუცელთან ჩაიმუხლა და კოცნა დაიწყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ცოტაარიყოს მომერიდა...
-ადექი ლაშა სირცხვილია
- მოიცა რა არავინ მაინტერესებს.. ორი სიტყვა მომიგდო და ალერსი გააგრძელა ჩემს მუცელთან, როგორც იქნა წამოვაყენე და ახლა მე მომეკრო, ლოყები დამიკოცნა... ესეთი ბედნიერი და მოკაშკაშე მისი თვალები არასოდეს მინახავს...
სახლში მივედით...
მას მერე თავს მევლებოდა.
მივლიდა. ყველაფერს მისრულებდა...
მერე იყო პირველი მისი შეხვედრა ბავშვთან, ოღონდ რათქმაუნდა ეხოს ვგულისხმობ..
ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, მისი ცრემლები იყო ღრმა მიუწვდომელი ლურჯი თვალებიდან... ბედნიერების ცრემლები, როცა მისი პატარა დაინახა და გულის ცემა მოისმინა...

გადიოდა დრო, მე უფრო და უფრო ვიბერებოდი, ლაშა არაფერს მაკეთებინინებდა, მუშაობდა და ცდილობდა რომ მეტი დრო სახლში გაეტარებინა...
სახლში, ერთი დიდი ოთახი მთლიანად გადავაკეთეთ ბავშვის ოთახად...
ესე ვგეგმავდით, ღია ფერებში გავაკეთეთ, რათქმაუნდა დეკორაცია და ფერების შეხამება მე არ შემეშლებოდა ამიტომ ნეიტრალურ ფერებში გადავწყვიტეთ, ჯერ სქესი არ ვიცოდით, ამიტომ ისეთი იყო რომ ორივესთვის გამოდგებოდა, ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც..
ლამაზი ფუმფულა სათამაშოებით მოუწყო მამამ ოთახი...
მარიამთან ხშირი კონტაქტი მქონდა,
ანდრეი და მარი წინ და წინ მიიწევდნენ... ურთიერთობას ვგულისხმობ... ერთ საღამოს მარიამმა დამირეკა
- ვაიმეე, შენ აზზე არ ხარ დღეს რა მოხდა..
- რაა? ხო კარგად ხარ?
- უძალიან მაგრესადდ
- რამოხდა ასეთი?
- გოგო მოკლედ რაც წახვედი ხო იცი ეს რა უჟმური ხასითით იყო, როგორც იქნა გამოვიყვანე მდგომარეობიდა, დავუახლოვდი, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, ბოლოს მოვაყოლე რატო იყო ასე, გამომიტყდა როომ ბავშვობიდან უყვარდი, მაგრამ აზრი არ აქვსო, ვიცი რომ ის ძმად მიყურებსო და ჩემი ბრალიაო, მაგრამ რას ვიზავო...
მაგის მერე უფრო მოვიდა ხასითზე, სეირნობა დავიწყეთ, კომპანიაში სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით... მოკლედ დღეს მიტხრა რომ მომწონხარო...
- ვიამეე, ძლივსსს, აი ამის თქმას ამდენი ლაპარაკი რათ უნდოდა?
- ოო ხო იცი როგორიც ვარრრ.. გადაიკისკისა, ძალიან ბედნიერი იყო და მიხაროდაა.
- შენკენ რა ხდება, ადექი დამანახეე ნათლიას გოგო..
- აჰა ეხლა შენ გოგოოო, ლაშამ ბიჭიოო, ჯერ არ ვიცით და ნუ ამბობთ ეგრეე..
- კაი ადექი დამენახეე... წამოვდექი და პროფილში შევტრიალდიი..
- ვიამეე რამხელაა ხაროოო უკვეოოო, დეიდას პატაალოოო და ამგვარიი მოჩლეფილად წარმოთქმული სიტყვებით ეფერაა კიდევ 20 წუთი დაახლოებით...
- დავჯდები რა დავიღალეე..
- უიმეე, მიდი ხო, არ დამაცადა არაფერი... ლაშასთან რას შვები? ხმა დაისერიოზულა
- არაფერს, ერთად ვცხოვრობთ უბრალოდ...
- შეურიგდი რაა.
- არ ვიცი, დროის ამბავია
- მალე იმშობიარებ და რაღა დროო გოგოო...
- ოო ნუ მაწვები რააა!
- კაი, კაი.. წავედი მე და კიდე დაგირეკავ. მიყვარხარ და გაკოცეეთთ ორივეესსსს..
- ჩვენცც მიდი ჭკუით და მომიკითხე ეგ ბედოვლათიი.
- აუცილებლადდდ..
გამითიშა, მეც ლეპტოპი გვერძე გადავდე დაა ლოგინზე წამოვწექი...
გადიოდა დრო, მე და ლაშა თითქოს ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ყოველდღე უფრო და უფრო ყურადღებიანი მოსიყვარულე და მზრუნველი ხდეობდა. რათამუნდა როგორც ყველა ქალს მეც მსიამოვნებდა..
ერთ დღეს ცოლობა შემომტავაზა... მეც დავთანხმდი და უბრალოდ ხელი მოვაწერეთ... ახლა მე მისი ცოლი ვარ. შვილი უნდა ვუჩინო, გარედან ისე ჩანს როგორც ყველა ბედნიერი წყვილი, მაგრამ ეს ხო ასე არარის...
ყველანაირად ცდილობდა რომ ისე ყოფილიყო ყველაფერი როგორც მე მინდოდა... ბოლოს მომბეზრდა მეც ესეთი ყოფნა და დავუახლოვდი, თბილი გავხდი მეც მის მიმართ, თავიდან ძალიან გაუკვირდა, თითქოს მიჩვეული იყო უკვე ჩემს სიცივეს დაა მის უამრვ და ლამაზ საჩუქრებდა უბრალოდ ღიმილით გატარებას, ახლა კი როცაა ერთ დღეს ულამაზესი კულონი მაჩუქა, იმის მაგივრად რომ ცივი ღიმილი მესროლა მისთვის, მივედი და ჩავეხუტე. ცოტახანი იდგა ასე მაგრამ მერე თვითონაც შემომხვია ხელები.
მარი და ანდრეიი უკვე ურთიერთობაში იყვნენ...
ყოველდღე უკვე ააღარ ეცალა ჩემთვის, მეც რათქმაუნდა ვუგებდი და მიხაროდა კიდეც...
უკვე მე9 თვეში ვიყავი...
სიარული მიძნელდებოდა, ყველაფერი მტკიოდა, სახსრები, წელი...
საშინელება იყო, ძლივს დავდიოდი, კიარადა დავგორავდი, ლაშა კი დამცინოდა და ყოველთვის ლოყებს მიწელავდაა. ჩემი გაბუშტული გოგოვოო ამბობდა და მუცელზე მკოცნიდა...
სქესი არ გაგვიგია, არ მინდოდა რომ გამეგო...
მერე იყო საშინელი ტკივილი.
მერე სამშობიარო ბლოკი.
ჩემი ყვირილი ბოლო ხმაზე, ტკივილისგან...
შემდეგ ჩემი პატარა გოგოს ტირილი და ჩემი ბედნიერებისგან გადმოსული ცრემლები...
მერე მისი თბილი პატარა სხეული ჩემს მკერდზე და დაუსრულებელი ბედნიერება...
ბედნიერება რომელიც არასოდეს მორჩებოდა, ბედნიერება რომელსაც არაფერი შეედრებოდა. სიხარული სიყვარული და უამრავი თეთრად გათენებული ღამე ემილის ტირილში...
დიახ ჩემს გოგოს მე და ლაშამ ემილი დავარქვით, არ გვაძინებდა ღამე, როცა ქალბატონი მოისურვებდა ჩვენც მაშინ ვიღვიძებდით და ვიძინებდით...
მერე მარიამის და ანდრეის ქორწილი,
ულამაზესი ჩემი დაქალი და ანდრეი რომელსაც მაინც ძმად ვუყურებდი... ყველაზე ბედნიერი ვიყავიროცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებს ვხედავდი...

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, მერე გავიზარდე, მარტო ჩემთვის დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ამან გმაოიწვია ჩემი უამრავი შეცდომა ცხოვრებაში, შეცდომაზე შეცდომას ვამატებდი.
შემდეგ ის საშინელი დრო როცა მე სხეულით ვვაჭორბდი მხოლოდ ლაშასთან, მერე ნიკა, მერე ანდრეი, მოკლედ ქაოსი იყო ჩემს ცხოვრებაში... მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, ჩემს გვერდზე ჩემი პრინცესა და მშვიდად სძინავს, მის გვერდით კი ჩემი მეუღლე და ჩემი ემილის მამიკო წევს, მასაც მშვიდად სძინავს... ახლა ღამის 4 საათია მე კი ვასრულებ ჩემს ისტორიას... ვიცი არც ისეთი სახარბიელო ცხოვრება მქონდა მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ და არც ერთ წამს და წუთს არ ვნანობ...
იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ გინდათ, თქვენ თვლით და ფიქრობთ რომ სწორია... გიყვარდეთ და არ დაუშვათ ჩემნაირი შეცდომები...


ისტორიის დასასრული...скачать dle 11.3





ეს ისტორია ადრეც მაქვს წაკითხული სათაურზე ვიცანიი ძალიან მომწონს იმის მიუხედავად რომ მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ მთავარია ბოლოს ჰეფი ენდით დამთავრდა kissing_heart

 



№2  offline ადმინი -venus-

ჰო ძველია და მომინდა სრულად დამედო ♡♡ მადლობა ♡♡

 



№3  offline ადმინი -venus-

shiki
me mamasheni var

გილოცავ, მრავალს დაესწარი

 



№4  offline წევრი sophiaa

auu dzalian momewona
--------------------
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.

 



№5 სტუმარი taaas

9სხვანაირა კარგიაა,კარგად წააკითხი მომეწონა ყოჩაღ! !

 



№6 სტუმარი Guest dima

fuck you blin

 



№7  offline ადმინი -venus-

taaas
9სხვანაირა კარგიაა,კარგად წააკითხი მომეწონა ყოჩაღ! !

madloba didii ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent