შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ქეთელაურო (თავი მესამე)


10-09-2017, 00:13
ავტორი ელპინი
ნანახია 926

ქეთელაურო (თავი მესამე)

დილით ადრე ავდექი,როგორც ყოველთვის უნივერსიტეტი და სწავლა.მართალია ყველაზე მეტად მიყვარს სწავლა და ცოდნის გაღრმავება,მაგრამ ხანდახან ესეც დამღლელია.თან გუშინდელი საღამოს შემდეგ იმდენად ვიყავი გადაღლილი,ძლივს დავდიოდი,კუნთები მტკიოდა.ეს მაღლები კიდე საშინელებაა,დამეჭიმა ფეხი და გაჯგიმული მაქ ახლა.მიდი და იარე მთელი დღე ქეთელაურო ასე კუნთებატკიებულმა და ფეხდაჭიმულმა.
დილის პროცედურები ჩავიტარე,ჩავიცვი.ავიღე ჩანთა,ჩავალაგე საჭირო ნივთები და პირველი სართულისკენ გავემართე სასაუზმოდ.
-დილამშვიდობის,ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ-როგორც ყოველთვის ტრადიცია ისევ არ დარღვეულა და ოჯახის წევრებს ქეთა ტრადიციულად მიესალმა.
დანარჩენებმაც ასევე წარმატებული დღე უსურვეს.

-მამა,როდის იქნება ჩემი მანქანა მწყობრში,მოვკვდი ამ ოცი ნომრის ავტობუსით სიარულით-დამწუხრებული სახით თქვა ქეთამ და მამამისს კნუტის თვალებით უყურებდა.
-წესით ხვალ უნდა იყოს.დავრეკავ დღეს პროფილაქტიკაში-მშვიდი ხმით უპასუხა ბატონმა მერაბმა შვილის შეკითხვას და თან სალათას მიირთმევდა.
-უხხ,რა.ღმერთო ამ ერთხელ გამაძლებინე და მერე მეშველება-საწყლად აიხედა ზემოთ და ნიჭიერი მსახიობივით აკანკალებილი ხმით წარმოთქვა.
-ქეთა,მორჩი წუწუნს.ხვალიდან გეყოლება შენი ჯეელი და სულ ერთად იყავით-წაკბინა გაბრიელმა გველურად.
-მეც მაგას ვაპირებდი გაბრიელ-წარბაბწეულმა უპასუხა ქეთამ.
-თომა სადაა?-კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ქეთამ ოჯახის წევრებს და მხრები აიჩეჩა.
-კომპანიაში წავიდა-მშვიდად უპასუხა მაკამ.
-რა იყო,ჯერ არ დაუწყია სამსახური და უკვე გარბის იქ-სიცილით ჩაილაპარაკა ქეთელაურმა.
-ოხ დედა,შენ როდის უნდა გაიზარდო?
-კარგი რა,მაკა.სულ მაგაზე ნუ მეწუწუნები-ამოიხვნეშა ქეთამ და თვითონაც წუწუნი დაიწყო.
-ქეთა,დღეს რომელზე დაბრუნდები სახლში?
-არ ვიცი,მამა.პროექტზე ვმუშაობთ მე,ნაკო და კატო.ლექციები არ მაქვს დღეს ბევრი,მაგრამ ბიბლიოთეკაში ხო უნდა გავიდეთ მერე და იქ ვიქნები ალბათ გვიანობამდე.
-კარგი,მამა და უნივერსიტეტს როდის ამთავრებ?
-ივნისის ბოლოს,რამე ხდება,მა?
-არა,არაფერი.უბრალოდ მაინტერესებდა.
-კარგით.წავედი ახლა მე,აბა საღამომდე-დაემშვიდობა ოჯახის წევრებს,აკოცა სათითაოდ ყველას და უნივერსიტეტისკენ გაემართა ისევ 20 ნომრით და ბოლოს გვერდებდანგრეულმა ჩამოვიდა იქედან.
უნივერსიტეტის შესასვლელთან ნაკო და კატო ელოდებოდა,გვერდების ზელვით ჩამოვიდა ავტობუსიდან დაჭყანული სახით.
-აჰჰ,ჩემი გვერდები,ვაიმე-კრუსუნით ლაპარაკობდა ქეთა.
-ვაიმე,მოგიკვდი დაო-უგულშემატკივრა ნაკომ ქეთელაურს.
-გეთქვა გოგო,გამოგივლიდი ან მე და ან ნაკო-კატოც ჩაერთო საუბარში.
-კარგით,წამოდით ახლა,შევიდეთ თორე მანანა მიგვასხმევიებს ტვინს.
მხრებში გაიმართა ქეთელაური და ამაყი ნაბიჯებით მიდიოდა უნივერსიტეტისკენ.გოგონებიც ქეთას მსგავსად დადიოდნენ,ალვის ხეებს უგავდათ ფეხები.ეს სამი ერთად მზის გამონათება იყო.
პირველმა ლექციამ არც თუ ისე სახარბიელოდ ჩაიარა,სემინარი უმრავლესობამ არ იცოდა და მთელი ლექცია მანანას ლანძღვას ვუსმენდით.რათქმაუნდა ჩვენ მოვყევით,მაგრამ დანარჩენებს ტვინი შეუჭამა ქალმა,თან ლაპარაკიც რომ არ ეზარება.
აუდიტორიაში მანანას ლანძღვა კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
ოღონდ ეს არა,ვიცი,როცა მურთაზი შემოდის უეჭველი რომელიმე ლექცია გვიცდება და სხვა აუდიტორიის ბავშვებთან ერთად უნდა ჩაგვიტარდეს ან ვიღაც სხვა ლექტორი ჩაგვიტარებს.ჩვენთვის რათქმაუნდა მეორე ვარიანტი უკეთესია.
-ოღონდ ეს არა-მწუხარე ხმით გადაუჩურჩულა კატომ გოგონებს.
-დამასწარი თქმა.
-ოღონდ იმ დეგენერატებთან ერთად არ ჩაგვიტარდეს და სულ გადავიხვეწები ამ უნივერსიტეტიდან გეპეიში-ქეთა და მისი იუმორი.არადა გეპეის შენობა ისეთია,მანდ მხოლოდ სულელები თუ ისწავლიან.არანაირი სანიტარია და სწავლა ხო საერთოდ,ზედმეტია საუბარი ამაზე.
-გამარჯობათ სტუდენტებო და თქვენც ქალბატონო მანანა.ამის შემდეგ გიცდებათ 2 ლექცია და თავისუფლები ხართ შესაბამისად.ბოდიშს გიხდით ქალბატონო მანანა დროის წართმევისთვის,თქვენ კი თავისუფლები ხართ.
-თქვენც მეტი რა გინდათ,არც სწავლობთ,ლექციებიც გიცდებათ და რა გენაღვლებათ,ყველაფერი ხელს გიწყობთ-მანანა და მისი წაწკანა ხმა ნერვებს მიშლიდა.
მალევე ამოიწურა ლექციის დროც და როგორც იქნა გვეღირსა მანანასგან თავისუფლება.
-ახლა ბიბლიოთეკაში წავიდეთ პირდაპირ და მალევე მოვრჩებით ამ პროექტზე მუშაობას,თორე ტვინი მტკივა უკვე.
-ნაკო რა მანანასავით წუწუნებ რა არი გოგო-საყვედურიანი ხმით უთხრა კატომ ნაკოს.
-გოგოებო მიდით თქვენ ბიბლიოთეკაში,მე მარკეტში გადავალ მანამდე და ვიყიდი რაღაცებს-ქეთამ გოგოებს უთხრა.
ბიბლიოთეკაც იქვე იყო უნივერსიტეტის გვერდით და რა მისვლა კი იქ უნდოდა.გოგოებიც წავიდნენ ბიბლიოთეკისკენ.
ტროტუარზე ვიდექი და მწვანე შუქნიშნის ანთებას ველოდებოდი გზაზე რო გადავსულიყავი.მოულოდნელად მანქანამ ჩამოიქროლა და იქვე გუბეში ჩამდგარი წყალი გადამავლო მთელ ტანზე.
ისეთი სახე მქონდა თითქოს ვულკანიდან ლავა ამოფეთქავდა სადაც იყო.როგორ მინდოდა მეცემა ის მძღოლი,გაწუწული ვიდექი და გუბურის წვეთები ჩამომდიოდა.
მანქანამ მალევე შეანელა და უკან დაიხია.კარები გაიღო და ცოტნე ცოტაშვილი რო დავინახე,მინდოდა იქვე მომეკლა.
-გამარჯობა ქეთელაურო,ღმერთს დღეს შენთვის კარგი ბედი არ უჩუქნია-ირონიულად ჩაილაპარაკა ცოტაშვილმა,ბოდიშიც კი არ მოუხდია.
-ცოტნე ცოტაშვილო თუ არ გინდა საშვილიშვილო ცოდვა დავიდო და თავი მომაკვლევინო,კეთილი ინებე ბოდიში მომიხადე და სახლში მიმიყვანე გამოსაცვლელად-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა ქეთამ,ყურებიდან ბოლი გამოდიოდა ლამის.
-კიდევ რამე საქმე ხო არ გაქვს ქეთა?რო ვიცოდე მაინც და მე წაგიყვან იქაც,რა პრობლემაა-როგორც ყოველთვის ცოტაშვილი ირონიულობას არ უჩიოდა.
-მაგ ირონიას მოეშვი და რაც გითხარი ის გააკეთე.
-კარგად ბრძანდებოდე ქეთელაურო.
ცოტაშვილმა გაზს ფეხი მიადგა და ჩაიქროლა კვლავ.დატოვა ქეთა გაწუწული და გაცეცხლებული.
გეფიცები ცოტაშვილო არ შეგარჩენ ამას ასე ადვილად და განანებ ყველაფერს.მე არ ვიყო ქეთა ქეთელაური თუ ეს არ გავაკეთო.ტაქსი ავიყვანე და წავედი სახლისკენ,გოგოებს გავუგზავნე შეტყობინა,რომ ცოტა დამაგვიანდებოდა.
სახლში მისვლა მაკას შეკივლება ერთი იყო.
-ქეთა?რა დაგემართა,შვილო?-პირზე ხელაფარებულმა კითხა მაკამ შვილს.
-ერთმა ხეპრემ მანქანით ჩაიქროლა და გუბურიდან ტალახი გადამავლო-ნესტოებდაბერილი ლაპარაკობდა ქეთა და ხელები მომუშტული ჰქონდა.
-წადი დაიბანე და გამოიცვალე,რას გავხარ დედა-სიცილს ძლივს იკავებდა მაკა.
სამზარეულოდან გაბრიელი გამოვიდა ბატიბუტით სავსე ფინჯნით,რომელიც ხელისან გაუვარდა ქეთას დანახვის დროს,მაგრამ რა იცოდა ქეთა დო იყო.ვერც კი იცნო.
-დედაა ვინაა ეს მათხოვარი და რა უნდა ჩვენს სახლში?-ყბაჩამოვადნილმა იკითხა გაბრიელმა.
-გაბრიელ მორჩი ლაზღანდარობას და გამატარე ოთახში უნდა ავიდე.
-ქეთა,მეჩვენება თუ შენ ხარ და არა ჟღვინტიანი ციგნის ბავშვი?
-გაბრიელ
-რა არი დედა?ვიკითხე უბრალოდ.რას გავხარ გოგო,რა იყო ღორივით დაგცხა და ტალახში იგორავე.
-ხო,ტალახის აბაზანები მიმაღებინა შენმა ძმაკაცმა-განრისხებული მზერით უყურებდა ქეთა ძმას და ლამის იყო ცოტაშვილის ბრაზს მასზე ანთხევდა.
-გავალ დედა მე აბაზანას გაგიმზადებ.
-დედა,მაგ სიკეთეს თუ იზამ,რა.
-ვინ ჩემმა ძმაკაცმა,შენ თავში ფეხი ხო არ გაქ ქეთა?
-ცოტაშვილმა.
-ვახ ჩემი,აუ,იმენა ძმაა ტო-სიცოლით კვდებოდა გაბრიელი და კედელთან ჩაიკეცა.შორენა მის დაყრილ ბატიბუტს ხვეტდა და ისევ თავიდან დააყრევინა ვაჟბატონმა ძირს.
-გაბრიელ გამატარე,რა.არ მაქ შენი თავი-ხელი აიქნია ქეთამ და მეორე სართულისკენ ასასვლელ კიბეებს აუყვა.
გაბრიელი იჯდა ისევ ჩაკეცილი და მანამდე იცინა,სანამ ცრემლები არ წამოუვიდა.

გადავივლე წყალი საჩქაროდ,ძლივს ჩამოვიცილე ეს ტალახი.ჩავიცვი და ბიბლიოთეკისკენ წავედი ისევ.
ტაქსით წამოვედი,სად მქონდა ოცი ნომრის თავი.
გოგოებს მოვუყევი ამბები,კვდებოდნენ ესენიც სიცილით და მეცადინეობა დავიწყეთ როგორც იქნა.
შუა მეცადინეობაში გიომ დაურეკა კატოს და მანაც სფიქერზე ჩართო
-ვიცი ახლა ტელეფონი სფიქერზე ხარ და ის ორი ბატიც შენთან ერთადაა.საღამოს კლუბში მივდივართ,რამდენი ხანია არ ვყოფილვართ და თქვენც წამოდით.
-ბატი კი არა გაგიტეხავ თავს ვირო.მოვდივართ ჩვენც თავისთავად.რომელ საათზე?-კატო და გიოს საუბარი ზოოპარკს მოგაგონებდათ ისეთი ცხოველების სახელებს ლაპარაკობდნენ.
-ცხრაზე.
-კაი,მზად ვიქნებით ათის ნახევრისთვის ჩემო მამონტო ძმაო.
-ხოდა მოხვალთ თქვენით,დავიღალეთ უკვე თქვენი ლოდინით სულ კლუბში წასვლის დროს.
-მაინც დაგველოდებით და ამდენ ლაპარაკს აზრი აქვს შენი აზრით?არა ხო,კაი.წავედი ახლა,ბიბლიოთეკაში ვართ,პროექტზე ვმუშაობთ.
-ჩემი ბატიტასიკოები,მიდით ისწავლეთ და მალე მიდით სახლში,არ გვალოდინოთ ახლა დიდხანს.
-ხო კაი,კაი.წადი ახლა.

რვაზე გამოვედით ბიბლიოთეკიდან დაღლილები,მაგრამ ხო არ გამოვამჟღავნებდით ახლა დაღლილობას.თან დღევანდელი გაბრაზება უნდა ჩამეხშო,თორე ნერვები პიკზე მქონდა.
-წამოდით ჩემთან.ჩაცმაზე არ იქნება პრობლემა,ხო იცით?-ქეთამ კითხა გოგოებს.
-კაი,რა პრობლემაა.
-არც არანაირი.
კატოს მანქანით წავიდნენ ქეთასთან.იმდენი იბოდიალეს,სანამ ბიჭები ოთახში არ შეუვარდნენ.
-მოვრჩით,აი მზად ვართ უკვე,გამოვდიოდით-სწრაფად უპასუხეს სამივემ და ძლივს გააღწიეს ოთახიდან.
მალევე მივიდნენ კლუბში,სადაც ყოველთვის დადიოდნენ.
თავიანთი მაგიდისკენ გასწიეს და დასხდნენ.მალევე მოიტანოს შეკვეთაც და სულ მალე ყველა შეზარხოშებულნი საცეკვაოდ გავიდნენ.

ქეთა იმდენად იშვიათად სვამდა,რომ მალევე მოეკიდა სასმელი.ტანს არხევდა ნაზად,ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და ცეკვავდა მთელი სხეულით.თავს ნელა არხევდა ტანთან ერთად გამომწვევად.

ზურგი მეწვოდა,მეცნობოდა ეს მზერა,მთელ სხეულში სისხლს მიდუღებდა,ორგანიზმს მიწვავდა და ჟრუანტელს მგვრიდა.

შორიდან უყურებდა ცოტაშვილი ქეთელაურს.მზერით იპყრობდა და აღვიძებდა მასში მიძინებულ ჰორმონებს.უყურებდა და თვალი არ მოუცილებია მისთვის.აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას და სწავლობდა.
ფეხზე წამოდგა,სასმლის ბოლო ყლუპი ყელში გადაუშვა და ქეთასკენ გაემართა.
მიუახლოვდა,იგრძნო ქეთამ ცოტაშვილი.
მის მზერას და სურნელს ყოველთვის ამოიცნობდა ქეთელაური.

ვიგრძენი წელზე მისი ხელები.დაძარღვული ხელები,რომელიც კანს მიშანთავდა და ცეცხლს მკიდებდა.სხეული ჩემს მოძრაობებს ააყოლა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.ჩემს სურნელს ისუნთქავდა,ყურის ქვემოთ ტუჩებით შემეხო და დამეფიცება მსგავსი აქამდე არაფერი მიგრძვნია.
-ცოტაშვილო დღევანდელს არ შეგარჩენ-გაბრაზება მაინც არ დავიწყებია ქეთას.
-დარწმუნებული ვარ ქეთელაურო.
თვალებში ვუყურებდი,ჟინისგან აკიაფებულ თვალებში.თითებით მხარზე თამაშობდა და ტუჩები ისევ ჩემი ყელისკენ წამომართა.კბილები დამასო და ნაკბენ ადგილს ენის წვერი გადაუსვა.ცეკვა ისევ არ შეგვიწყვეტია,გაბრუებული ვიყავი ცოტნეთი,თან სასმლის ზემოქმედების ქვეშ.ცოტა ხანში საღად მოაზროვნე დავფიქრდი ჩემს საქციელზე,მალევე შევწყვიტე ცეკვა და ცოტნეს გაცხარებულმა ვუთხარი:
-დღევანდელი არ შეგრჩება ცოტაშვილო და გირჩევ თავი ჩემგან შორს დაიჭირო.
-მიფრთხილდი ქეთელაურო,გონის დაკარგვამდე არ შეგიყვარდე-ცინიკურად გამოეხმაურა ქეთას კომენტარს ცოტნე.
-ძალიანაც ნუ იცონებებ.დროებით ცოტაშვილო.
-დროებით ქეთელაურო.
დავტოვე საცეკვაო სცენა და ჩემებისკენ წავედი,იმ ღამით გათიშვამდე დავლიე და არაფერი არ მახსოვდა რა მოხდა ჩემს ბავშვებთან მისვლის შემდეგ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Nia

Dzaaan magaria moutmenlad veli shemdeg tavs

 



№2  offline მოდერი ელპინი

Nia
Dzaaan magaria moutmenlad veli shemdeg tavs

მადლობა ძალიან,ძალიან დიდი❤❤

 



№3 სტუმარი ვისერის

ვფიქრიბ რა დაგიწერო, მაგრამ აი ვერაფერი მაფიქრდება კარგი ://
იმდენად უ'ყველაფროდ წერ რო ერთი ნერვიც არ მიტოკდება კითხვისას.
დაინახა
მივიდა
წავიდა
აი ეს არის ხოლმე სულ შენი ისტორია...
ეს ქეთა კიდე ცოტა დააქალე, ნამეტანი მექაჯება არ მიყვარს ესეთი გოგოები სიმპათიურ ბიჭს რო დაინახავენ და "გაგიხმა ბიჭო ღიმილიიიი ტანი კი გაქვს პოსეიდონივით" და მსგავსი აზრებით რომ არიან...
ქალი ვიცი მე ნაზი და სიფრიფანა, თავშეკავებული!

 



№4  offline მოდერი ელპინი

ვისერის
ვფიქრიბ რა დაგიწერო, მაგრამ აი ვერაფერი მაფიქრდება კარგი ://
იმდენად უ'ყველაფროდ წერ რო ერთი ნერვიც არ მიტოკდება კითხვისას.
დაინახა
მივიდა
წავიდა
აი ეს არის ხოლმე სულ შენი ისტორია...
ეს ქეთა კიდე ცოტა დააქალე, ნამეტანი მექაჯება არ მიყვარს ესეთი გოგოები სიმპათიურ ბიჭს რო დაინახავენ და "გაგიხმა ბიჭო ღიმილიიიი ტანი კი გაქვს პოსეიდონივით" და მსგავსი აზრებით რომ არიან...
ქალი ვიცი მე ნაზი და სიფრიფანა, თავშეკავებული!

მადლობა აზრის გამოხატვისთვის❤❤

 



№5 სტუმარი Anna

ძალიან კარგი იყო..ნამდვილად ხვეწავ უკვე თავებს..ძალიან საინტერესოა და დიდი სულით და გულით ველოდები ახალ თავს heart_eyes

 



№6  offline მოდერი ელპინი

Anna
ძალიან კარგი იყო..ნამდვილად ხვეწავ უკვე თავებს..ძალიან საინტერესოა და დიდი სულით და გულით ველოდები ახალ თავს heart_eyes

გეფიცები რო ეწერება ხოლმე ერთით მეტი კომენტარი სანამ მე გავხსნი მანამდე ყველაფერზე ვფიქრობ.ხელები მიკანკალებს და ტირილს ვიწყებ,უკვე საშინელება კომენტარებს ველოდები ყოველთვის.იცი,როგორ გამახარე,არ ვიცი რა ვთქვა.გამაბედნიერა ახლა შენმა კომენტარმა და წერის სტიმული მომცა.ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤❤მიყვარხარ❤❤

 



№7  offline წევრი modemodka

აუუ ეს არის რაღაც საშინლად სასწაულიი მოთხრობა ! მომწონს ძალიან ! ველოდები შემდეგ თავს.. და ჰო მართლა ყველას ნუ მოუსმენ საყვარელო ♡ იმათთვის გააგრძელე წერა ვისაც მოგვწონს ♡ დანარჩენი დაიკიდე ♡

 



№8  offline მოდერი ელპინი

modemodka
აუუ ეს არის რაღაც საშინლად სასწაულიი მოთხრობა ! მომწონს ძალიან ! ველოდები შემდეგ თავს.. და ჰო მართლა ყველას ნუ მოუსმენ საყვარელო ♡ იმათთვის გააგრძელე წერა ვისაც მოგვწონს ♡ დანარჩენი დაიკიდე ♡

მადლობა უდიდესი შენ ყოველთვის ჩემს გვერდით რო ხარ❤❤ბედნიერი ვარ❤❤გავაგრძელებ აუცილებლად,მაგრამ რამდენად მალე დავდებ მომდევნო თავს ეგ არ ვიცი❤❤მადლობა კიდევ ერთხელ❤❤❤

 



№9  offline წევრი tatalia

მეტი გრძნობა ჩართე და ეგ არის რა, ცოტა ემოციურად წერე და კარგად ახწერე უფრო მოვლენები
კიდე ცოტა გაანაზე ეს გოგო და დააქალე ესეთი გამოსული და განათლებული გოგო ცოტა თავდაჭერილი გახადე
ხო კიდე გირჩევ რომ ბრაზილიური საგა არგაუშვა და ყველას ყველა არ შეაყვარო ამათ ძმაკაცებს ამათი დაქალები და აი ეგეთი იდიოტობა არ ქნა რა გეხვეწები
სიმართლე გითხრა ისტორია საერთოდ არ მომწონს მარა შენ ხარ დადებითი პიროვნება და კარგი გოგო ძალიან ხოდა მოდი ერთად დავხვეწო და დავალაგოთ მოთხრობა ცოტას ჩვენ დაგეხმარებით ცოტას შენ და საბოლოოდ კარგ რამეს შევქმნით <3
არ იდარდო კრიტიკის გარეშე ვერ გახდები ის ვინც გინდა რომ იყო.
აუცილებელიც კია შეგაჯანჯღარონ და გითხრან, რომ მოტივი გაგიჩნდეს ჟილკიანი უნდა იყო რომ მოინდომო და მიახწიო შექმნა ბევრად კარგი

 



№10  offline მოდერი ელპინი

tatalia
მეტი გრძნობა ჩართე და ეგ არის რა, ცოტა ემოციურად წერე და კარგად ახწერე უფრო მოვლენები
კიდე ცოტა გაანაზე ეს გოგო და დააქალე ესეთი გამოსული და განათლებული გოგო ცოტა თავდაჭერილი გახადე
ხო კიდე გირჩევ რომ ბრაზილიური საგა არგაუშვა და ყველას ყველა არ შეაყვარო ამათ ძმაკაცებს ამათი დაქალები და აი ეგეთი იდიოტობა არ ქნა რა გეხვეწები
სიმართლე გითხრა ისტორია საერთოდ არ მომწონს მარა შენ ხარ დადებითი პიროვნება და კარგი გოგო ძალიან ხოდა მოდი ერთად დავხვეწო და დავალაგოთ მოთხრობა ცოტას ჩვენ დაგეხმარებით ცოტას შენ და საბოლოოდ კარგ რამეს შევქმნით <3
არ იდარდო კრიტიკის გარეშე ვერ გახდები ის ვინც გინდა რომ იყო.
აუცილებელიც კია შეგაჯანჯღარონ და გითხრან, რომ მოტივი გაგიჩნდეს ჟილკიანი უნდა იყო რომ მოინდომო და მიახწიო შექმნა ბევრად კარგი

ბრაზილიურ საგას ნამდვილად არ ვაპირებდი არც მე :დდდდ ვცდილობ გამოვასწორო ყველაფერი,მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი ://// მადლობა ძალიან დიდი შენ მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის❤❤ვეცდები უკეთესი გამომივიდეს მომავალში❤

 



№11  offline წევრი elenee))))

უუჰუჰუჰუჰუჰუჰ რა ცხელ-ცხელი ამბებიაა <3 გააგრძელე რა მალე <3

 



№12  offline მოდერი ელპინი

elenee))))
უუჰუჰუჰუჰუჰუჰ რა ცხელ-ცხელი ამბებიაა <3 გააგრძელე რა მალე <3

ტეტაააჰ,გავიბერეეე :დდდდ დიდი ლინდას თქმის არ იყოს გავიფუყეე :დდ მადლობა ძალიან დიდი ,საყვარელო❤❤

 



№13  offline წევრი modemodka

Gogonii :-D meotxe tavi mindaaa :-D

 



№14  offline მოდერი ელპინი

modemodka
Gogonii :-D meotxe tavi mindaaa :-D

ეჰჰ,მეც მინდა :((( ვერ დავასრულე ამდენი ხანი,არადა დაწყებული მაქვს :((( რა მჭირს არ ვიცი,ვერ ვწერ :(( ://

 



№15 აქტიური მკითხველი Anuki96

სად არის მეოთხე თავიიი?

 



№16  offline მოდერი ელპინი

აუ მაპატიეთ რა ბავშვებო,უბრალოდ ახლა გადარბენაზე ვარ,სკოლა დაიწყო და ერთი ამბები.როგორც კი მოვახერხებ დავდებ აუცილებლად❤❤ბოდიშს გიხდით ამდენს რო გალოდინებთ❤

 



№17  offline წევრი გეგე მარიშკა

მაგარი ხარ <3

 



№18  offline მოდერი ელპინი

გეგე მარიშკა
მაგარი ხარ <3

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა საყვარელო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent