შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მორალს გადაცილებული ადამიანები #3


10-09-2017, 12:05
ავტორი TeddyBear
ნანახია 486

მორალს გადაცილებული ადამიანები #3

ნარკოლოგიური ცენტრის მისაღებში მამუკასთან ერთად ვზივარ, ბიჭი ნერვიულად ისრესს თითებს და რაღაცას მებურტყუნება. ორივეს ისევ იგივე დასვრილი ტანისამოსი გვმოსავს და ისევ კონტრასტით ვერწყმებით თეთრ კედლებს. ჩემსა და მამუკას გარდა კიდევ ერთი ბიჭი ჩამომჯდარა მოპირდაპირე მხარეს მდგარ სკამზე, მასაც ჩვენსავით ჩასწითლებია თვალის უპეები და ისიც ნერვიული ტოკვით აყოლებს თითოეულ გამვლელს თვალს.
თავს საექსპერიმენტოდ გამწესებულ თაგვად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ჩემს წინ მყოფი ექიმები გამადიდებელი შუშით მათვალიერებენ და ჩემს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს სწავლობენ. ასეც არის, მე და მამუკა უკან მივყვებით მათ და გარშემომყოფებს ვათვალიერებთ, აქაურობა ზედმეტად სუფთა და გამყინავად ცივია, ოთახის კედლებზე არცერთი ბზარი არ იწონებს თავს და მეც ვერაფრით ვაიგივებ ჩემთვის ნაცნობ კედლებს აქაურობას. ალბათ ეს კარგიც უნდა იყოს, არაფრის დიდებით არ უნდა ვცდილობდე ამას.
პალატებს შორის დაშორება არც ისე დიდია, ხმაც ჩვეულებრივ ისმის და რამის დამალვა ან ჩუმად თქმა რომ გინდოდეს არ გამოგივა. აქ ყველას ყველაფერი ესმის და ყველა ყველაფერს ხედავს. ჩემი ოჯახის წევრები ჩემს სანახავად არ მოსულან, როგორც საავადმყოფოს ექთნისგან გავიგე მათთვის ჩემი მდგომარეობა შეუტყობინებიათ თუმცა მოსაცდელში არცერთი არ დამხვედრია. არ მწყინს, მხოლოდ იმის მეშინია მარტოობაში არ ამომხდეს სული. ერთადერთი ვინც საავადმყოფოს კედლებში ჩემს გვერდით იყო მამუკაა, ახლაც ჩემს გვერდით ზის და ჩვენს წინ მდგარ ექიმს დამკვირვებლური მზერით ათვალიერებს. ეს პატარა ჭინკა ვერაფერს გამომაპარებს, ვამჩნევ როგორ მოსწონს ექიმი და ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის მეცინება.
კარგია ვიღაც რომ მოგწონს და ერთგვარი ზღუდე გყავს რომელიც თავისაკენ გექაჩება, წუმპეში თუ ჩავარდი და გვარიანად ამოითხვარე, იქიდან ამოსვლა ძვირად დაგიჯდება. აი ისე, როგორც მე.
ერთ-ერთ ექიმს ვუთხარი წერა მიყვარს და თუ შეგიძლიათ ფურცლები რომ მომცეთ მეთქი, გულღიათ გამიღიმა და პალატაში, კედელთან მდგარი ტუმბოს უჯრიდან პატარა ოთხკუთხედი ბლოკნოტი მომაწოდა. რამდენიც გინდა წერეო დამიბარა და ოთახიდან გავიდა.
მამუკა სხვა პალატაში დააწვინეს, მე სხვაში.
ვიცოდი ადვილი არაფერი იქნებოდა, ისიც ვიცოდი ერთხელაც ნარკოტიკის სურვილისგან ციებიანივით რომ დამეწყებოდა კანკალი და ასეც მოხდა.
ნარკოლოგიურ ცენტრში საერთო საშხაპე გვქონდა ყველას, ღამით სულ ოფლიანს რომ გამომეღვიძა და ფილტვებთან ნაცნობი სიმწარე ვიგრძენი მივხვდი რაც მემართებოდა. დერეფანში ბუნდოვნად ბჟუტავდა ნათურა ან მე მეჩვენებოდა ასე, სწრაფი ნაბიჯებით მივიწევდი საშხაპისკენ და თან მთელი ძალით ვცდილობდი საკუთარი კბილები ერთმანეთზე დამეჭირა. მისაღებში მჯდარი ქალის ხმა წამომეწია, ნერვიული მოძრაობებით მიახლოვდებოდა და ცდილობდა ჩემთვის ხელი მოეკიდა. მე კი შეშლილივით ვღრიალებდი ბოლო ხმაზე რომ მომშორებოდა, წამლის სურვილი იმდენად მქონდა გამჯდარი რომ საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებდი. არ მინდოდა უდანაშაულო ადამიანისთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა, ბოლოს ვემუდარებოდი წადი მეთქი. საშხაპეს ძლივს მივაღწიე, სანამ შიგნით შევიდოდი, დერეფანში გამოლაგებულ პაციენტებს მოვავლე თვალი, თითოეულისთვის ნაცნობი სიტუაცია იყო ის რასაც ხედავდნენ და მე ვიცოდი მათაც რომ განეცადათ ეს ადრე.
ცივი წყლის ქვეშ დავდექი, ციებიანივით მაკანკალებდა და ვერაფრით ვჩერდებოდი, ერთმანეთზე მძიმედ დაჭერილი კბილები მტკიოდა და ისეთ გრძნობას მიჩენდა თითქოს სადაც იყო ჩამომემსხვრეოდა. საშხაპის კარებზე ვიღაც აბრახუნებდა, კარების სახელურს აწვალებდა და შიგნით შემოღწევას ცდილობდა. მე უკვე ძლივსღა ვაზროვნებდი, აღარაფერი მესმოდა. თვალთახედვა დამებინდა, ყურთასმენა დამეხშო და ფეხებშიც მთლიანად გამომელია ძალა, ერთიანად ჩავიკეცე იატაკზე და უბრალოდ საკუთარ მუხლებს შემოვეხვიე. ყელთან მოდებული ხინჯი ისევ ისე მირევდა გულს, უბრალოდ ახლა აღარ მანაღვლებდა ვინმე დამინახავდა თუ არა.
პატარა ბიჭივით ვტიროდი და საკუთარი ცრემლებისაც აღარ მრცხვენოდა, უბრალოდ მინდოდა მთლიანად დავცლილიყავი, საკუთარი სუსტი მე ერთხელ და სამუდამოდ დამემარცხებინა და თუ ამისთვის საჭირო იყო რომ მთელი დღე მეტირა ამისთვისაც მზად ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს უფრო ძლიერად დავდგომოდი ჩემს წინ მყოფ პრობლემას.
დღეს დეკემბრის ჩვიდმეტია, დილის ოთხი საათი და საშხაპეში ძალიან ცივა.

*-*-*-*-*-*-*

ნარკოტიკი მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მხარეს არ ვნებს, ყველაზე მნიშვნელოვანს აზიანებს - ფსიქიკას.
გუშინდელი დღე არ მახსოვს როგორ დასრულდა, მხოლოდ ის ვიცი რომ საშხაპეში, მთლიანად გალუმპულს იატაკზე ჩამეძინა. ახლა პალატაში ვწევარ, სიცხისაგან ვიწვი და თავთან ერთად სხეულიც საშინლად მტკივა. ყბები ისევ მძიმედ მაქვს ერთმანეთთან მიჭერილი, თვალიც კედლის ერთ მხარეს გამიშტერდა. სხეულის მკრთალი მოძრაობით ვგრძნობ რომ ოთახში ჩემს გარდა კიდევ არის ვიღაც, არ მელაპარაკება, არ მეხება თუმცა ზედმეტად ხმაურიანად გადაადგილდება. მის მაჯაზე მყოფი საათის წიკ-წიკი მესმის და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ნივთი ასე ჰგავდეს პატრონს. თეთრ ხალათიანისკენ ვიხედები, ისიც მისწორებს მზერას და ჩემს წინ მდგარ სავარძელში ჯდება.
-რეზო ახობაძე, შენი ფსიქოლოგი ვიქნები დღეიდან.- ხელს მიწვდის რეზო და მკრთალად მიღიმის.
-ბერდო ხიდაშელი.- მშვიდი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ და საზურგეს ძლიერად ვეყრდნობი ბეჭებით.
-რამდენი წლისა ხართ ?
-ოცდაშვიდის.
-დიდი ხანია რაც იკეთებთ ?.- მაშინვე საქმეზე გადადის ახობაძე.
-არც ისე, ორი წელი იქნება სადღაც.
-იცით რამდენად დიდ საფრთხეს უქმნი საკუთარ თავს მეგობარო ?
-ვიცი.- სიმწრისაგან მეცინება.- რამდენად ირონიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მამაჩემიც ფსიქოლოგია.
-და მაინც ასეთ დღეში ჩაიგდე საკუთარი თავი ბიჭო ?.- გაკვირვებული სახით შემომცქერის რეზო.
-სამწუხაროდ ბატონო რეზო.- თავს ვუქნევ მე და გადაღლილი ვადებ ბალიშს თავს.
-დღეს არ მინდა დაიტვირთო, ალბათ მიხვდები რატომაც.- გუშინდელზე მიმანიშნებს ახობაძე, მეც თავის ქნევით ვპასუხობ და თვალებს ვხუჭავ.- ხვალამდე, თავს გაუფრთხილდი.
ბატონი რეზო ისევ ხმაურიანი ნაბიჯებით ტოვებს პალატას, ოთახში საოცრად გამყინავი სიჩუმე ისადგურებს. პალატის თეთრი კედლები მაღიზიანებს, ფანჯრიდან მომავალი მზის სხივებიც კი ვერ ათბობს ოთახს, ნარკოლოგიურ ცენტრში მკვდარი საათია, არცერთი პაციენტის ხმა არ მესმის პალატიდან, არც დერეფანში ისმის რომელიმე ექთნის გოგოლაჭებიანი „აფთიაქის“ ხმა.
აქ ყველაფერი ერთი ფერისაა - თეთრი.
ფსიქოლოგი: რეზო ახობაძე
პაციენტი: ბერდო ხიდაშელი
სეანსი- ნომერი 17
-ყველაზე მთავარი, სულ თავიდან დავიწყოთ ბერდო. დასაწყისში დავბრუნდეთ. დღე როდესაც პირველად გაიკეთე ნარკოტიკი.
-2015 წლის 13 დეკემბერი. სამსახურიდან ვბრუნდებოდი, მეორე დღეს ჩემი საცოლეს ანას დაბადების დღე იყო და გადავწყვიტე მასთან ავსულიყავი. მაღაზიაში შევედი, ტორტი ვიყიდე, სანთლები და ბუშტები. ალბათ ჩვეულებრივი ბანალური სიტუაცია იყო, აჟიტირებული ვიყავი მინდოდა მეორე დღესვე, მის დაბადების დღეზე მოგვეწერა ხელი, შეყვარებული ადამიანისთვის ხომ ყველაზე დიდი საშინელება ლოდინია. ოქროს ბეჭდებიც კი ორი თვისწინ მქონდა ნაყიდი. მისი სახლის წინ ვიდექი, ალბათ ყველაზე გრძელი ხუთი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე გრძელი და მტკივნეული. ანა ხალათით გამოვიდა გარეთ, აწითლებული, ნერვიული სახით მიყურებდა და წარა მარა ისწორებდა ყელთან თმას. რატომღაც ძალიან შემეშინდა, არ ვიცი მაშინ რა ჯანდაბა ვიგრძენი ან რამ გადამადგმევინა მისი სახლისაკენ ნაბიჯები. კარები უნებართვოდ შევაღე და სახლში შევაჭერი. ანა უკან მომდევდა, ჩუმად იყო, ერთადერთი რაც მესმოდა მისი აღელვებული სუნთქვის ხმა იყო. მერე ისიც ჩაჩუმდა და ჩემი გულის ცემაც. სამზარეულოში, ჩემი ანას სამზარეულოში უცხო მამაკაცი იდგა, ნახევრად შიშველი. ზურგით იდგა და ანას ესაუბრებოდა, ყველაზე მეტად ის მეტკინა რომ ერთ დღეში ორი ადამიანი დავკარგე. ჩემმა ორმა საყვარელმა ადამიანმა მიღალატა. ჩემს წინ ლევან დანგაძე იდგა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. რომ მოტრიალდა მის თვალებში წამიერი სინანულიც კი ვერ დავინახე, მხოლოდ იმაზე აღელდა რომ ეს ყველაფერი გავიგე სხვა არაფერი.
-მათ გამო...
-ჰო მათ გამო.- თავს ვუქნევ ბატონ რეზოს და მკრთალად ვუღიმი ანერვიულებულს.
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ ნარკოტიკის მიღება შენი გადაწყვეტილება იყო და არა მათი.
-ვიცი. საკუთარ თავს არ ვამართლებ ბატონო რეზო.
-ყველაფერი კარგად იქნება ბიჭო.- ჩემკენ იხრება ახობაძე და მხარზე მადებს ხელს.- ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ იყოს! პირველ რიგში კი შენ უნდა გინდოდეს ეს.
-მინდა, ძალიან, მინდა.
-ადვილი არ იქნება, არც მალე დამთავრდება. მკურნალობა მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგიწევს.
-ვიცი და მზად ვარ.
-მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგაც მოგიწევს ყოველწლიურად მოსვლა, ფაქტიურად თითქმის მთელი ცხოვრება დაკვირვების ქვეშ უნდა იყო რომ ისევ არ მიუბრუნდე წამალს.
ამ სიტყვებით დაასრულა სეანსი ბატონმა რეზომ, მისი კაბინეტიდან გამოვედი და პალატისაკენ წავედი. წესით საუზმის დრო იყო თუმცა ჭამის თავი არ მქონდა, მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებთან მინდოდა ყოფნა. რაღაცაზე მინდოდა მესაუბრა, ის საუბარი ბატონ რეზოსთან არ მყოფნიდა, მინდოდა მთლიანად გავთავისუფლებულიყავი ანასგან და ლევანისგან.
ჩემს ოთახში დავბრუნდი, ჰო ოთახში. არ მსიამოვნებდა პალატას რომ ვეძახოდი, მინდოდა რაღაც ჩემიც მქონოდა აქ და თუ საჭირო იყო რომ მისთვის სახელი დამერქმია დავარქვამდი კიდეც. მამუკა ერთ კვირაზე მეტია არ მინახავს, ბოლო შეხვედრისას სულ მთლად გაცრეცილი დამხვდა, უკეთესობისკენ არაფერი ჰქონდა შეცვლილი. სიცოცხლით სავსე თვალები არც ადრე ჰქონია თუმცა ასეთი მაინც არასოდეს მინახავს. უფრო მეტად გამხდარი და ძალა გამოცლილი იყო, ძლივს ძლივობით მიათრევდა ფეხებსა და სხეულს. საჭმელსაც იშვიათად ჭამდა, ექთნისაგან გავიგე რამდენჯერმე გულიც წასვლია. მედარდება მამუკა, ამ ქვეყნად მის გარდა აღარავინ დამრჩა.
ჩანაწერებს ისევ ვაწარმოებ, თითქმის მეხუთე ბლოკნოტს ვასრულებ. ჩანაწერები რომ არა ალბათ კარგა ხნის წინ გავგიჟდებოდი მეც. ძველი ჩანაწერებიც ვიპოვნე, მაშინდელი კაიფში მყოფი რომ ვწერდი. განსხვავებული იყო, ისეთი შავი ფერით მოცული რომ ის „მე“ საშინლად შემეზიზღა. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა ვყოფილიყავი მე ასეთი. ვერც ახლა ვხვდები.
დღევანდელი სიტუაცია ცოტათი მამშვიდებს, სულ, სულ ცოტათი თუმცა შეღავათი მაინც არის. აქ ერთი გოგოა ლილია ჰქვია, ძალიან ლამაზია. ჯერ ასეთი არსად მინახავს. თეთრი, ფითქინა კანი აქვს, საოცარი სისუფთავის შეგრძნებას მიტოვებს, ცოტათი გვირილასაც ჰგავს. ქერა თმები და ცისფერი თვალები აქვს. ხანდახან გვერდით ჩამომიჯდება და ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, მითხრა რომ მოსწონს და არასდროს ბეზრდება მათი კითხვა.
მე კიდევ ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები რა უნდა იყოს მოსაწონი იმაში რასაც მე ვწერ. დავიჯერო საინტერესოა ნარკომანი ადამიანის თვალით დანახული სამყარო ? ხანდახან მე არ მესმის იმ ცხოვრების რომელსაც მე ვუყურებ და აღვიქვამ, ლილიას საერთოდ არ უნდა მოსწონდეს ის.

*-*-*-*

მოგესალმებით ^^
მაინტერესებს რას ფიქრობთ ისტორიაზე, რამდენად რეალურად ვითარდება თქვენთვის და მოგწონთ თუ არა kissing_heart
შემდეგი თავი დასასრული იქნება kissing_heart
скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ყველაზე მძიმედ გადასატანი, მგონი, საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. ამაზე უარესი კი საკუთარი თავის .
არავინ დაგაფასებს და არავის ეყვარები ისე, როგორც საკუთარ თავს.
არ უნდა შეელიო სხვის სიყვარულს და ამით არ უნდა გაინადგურო თავი.
მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. იმედი მაქვს თავს დააღწევს ამ ყველაფერს ბერდო.

ისტორია ძაან მომწონს. მგონია გამოცდილი მწერლის ნაწერს ვკითხულობ. შესანიშნავი ხარ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№2 მოდერი TeddyBear

ლუნი.
ყველაზე მძიმედ გადასატანი, მგონი, საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. ამაზე უარესი კი საკუთარი თავის .
არავინ დაგაფასებს და არავის ეყვარები ისე, როგორც საკუთარ თავს.
არ უნდა შეელიო სხვის სიყვარულს და ამით არ უნდა გაინადგურო თავი.
მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. იმედი მაქვს თავს დააღწევს ამ ყველაფერს ბერდო.

ისტორია ძაან მომწონს. მგონია გამოცდილი მწერლის ნაწერს ვკითხულობ. შესანიშნავი ხარ❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ar meneteba dasasrulistvis jer ....
Shen ufro ici...
Erterti saujetesoa rac wamikitxavs...
Saintereao personaji gyavs.
Me vityodi bunebrivi da realuri ...
Ar vici. Visurvevdi kidev gagegrdzelebina. Es mxolod imas nishnavs rom dzalian momwons. Srulyofilia araferi aklia . Ubralid me egoists kidev da kidev minda .
Gelodebi moutbenlad!!!!

 



№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ეს რა იყო?
როგორ მეზიზღებიან ანასნაირი და ლევანისნაირი ადამიანებბი!
მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ი ა ნ
საოცრება ხარ
და ეს თემა საერთოდ ისეთი რტთულია...
ველოდები დასასრულს
და ბერდო და მამუკა
უბრლაოდ ძალიან კარგებიარიან

 



№5 სტუმარი Guest Lolla

და ისევ დაგიბრუნდი...

საოცრება ხარ, რა თქმა უნდა ეს იმაზე მეტყველებს თუ რა საოცრად წერ. მოთხრობიდან გამომდინარე მივხვდი რამდენად კარგი პიროვნება ხარ, თუ როგორ ცდილობ შენ შენ იყო, არავის მისცე ნება შეგცვალოს და არ მისცე ვინმეს შენი დანგრევის უფლება. ბერდოს პერსონაჟი, უძლიერესია მხოლოდ იმიტომ რომ მას გამოსწორება უნდა, მას ეს უნდა და შენ ამაში ეხმარები. ყოველი პერსონაჟი ცოცხალია, მას ისეთ განსაცდელს ვუგზავნით, რომ დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ იყოს და კითხვის დასმა შეეძლოს, გკითხავდა თუ რატომ გაუკეთე ეს და რატომ ტანჯავ, თუმცა მჯერა რომ ყველა ავტორი ღელავს პერსონაჟის სიცოცხლეზე და მათ კარგად ყოფნაზე. მჯერა რომ ბერდოს მისცემ იმას რისთვისაც ამზადებ, ბრძოლაში აუცილებლად მოაგებინებ, მე შენი მჯერა და შენი დამოკიდებულება მომწონს.
დიდ წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ. მინდა ოდესმე შენი წიგნი ვიყიდო და როდესაც სახელს და გვარს წავიკითხავ მთელი გულით გამეღიმება რადგან შენი განვითარების მომსწრე გავხდი.

სიყვარულით ლოლა <3

 



№6 მოდერი TeddyBear

nawkas12345
Ar meneteba dasasrulistvis jer ....
Shen ufro ici...
Erterti saujetesoa rac wamikitxavs...
Saintereao personaji gyavs.
Me vityodi bunebrivi da realuri ...
Ar vici. Visurvevdi kidev gagegrdzelebina. Es mxolod imas nishnavs rom dzalian momwons. Srulyofilia araferi aklia . Ubralid me egoists kidev da kidev minda .
Gelodebi moutbenlad!!!!

ჩემო თბილო, ძალიან დიდი მადლობა ❤
მეც მინდოდა ცოტა კიდევ რომ გამეგრძელებინა თუმცა მივხვდი რომ დასასრული შემდეგი თავი უნდა ყოფილიყო ❤

LuckyGirl
ეს რა იყო?
როგორ მეზიზღებიან ანასნაირი და ლევანისნაირი ადამიანებბი!
მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ი ა ნ
საოცრება ხარ
და ეს თემა საერთოდ ისეთი რტთულია...
ველოდები დასასრულს
და ბერდო და მამუკა
უბრლაოდ ძალიან კარგებიარიან

ჩემი ჭინკა გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ ❤

Guest Lolla
და ისევ დაგიბრუნდი...

საოცრება ხარ, რა თქმა უნდა ეს იმაზე მეტყველებს თუ რა საოცრად წერ. მოთხრობიდან გამომდინარე მივხვდი რამდენად კარგი პიროვნება ხარ, თუ როგორ ცდილობ შენ შენ იყო, არავის მისცე ნება შეგცვალოს და არ მისცე ვინმეს შენი დანგრევის უფლება. ბერდოს პერსონაჟი, უძლიერესია მხოლოდ იმიტომ რომ მას გამოსწორება უნდა, მას ეს უნდა და შენ ამაში ეხმარები. ყოველი პერსონაჟი ცოცხალია, მას ისეთ განსაცდელს ვუგზავნით, რომ დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ იყოს და კითხვის დასმა შეეძლოს, გკითხავდა თუ რატომ გაუკეთე ეს და რატომ ტანჯავ, თუმცა მჯერა რომ ყველა ავტორი ღელავს პერსონაჟის სიცოცხლეზე და მათ კარგად ყოფნაზე. მჯერა რომ ბერდოს მისცემ იმას რისთვისაც ამზადებ, ბრძოლაში აუცილებლად მოაგებინებ, მე შენი მჯერა და შენი დამოკიდებულება მომწონს.
დიდ წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ. მინდა ოდესმე შენი წიგნი ვიყიდო და როდესაც სახელს და გვარს წავიკითხავ მთელი გულით გამეღიმება რადგან შენი განვითარების მომსწრე გავხდი.

სიყვარულით ლოლა <3

არ ვიცი რა გითხრა. უფროსწორად არ ვიცი რამდენად დიდი მადლობა გითხრა ❤ კარგა ხანია ასეთი სიტყვები აღარ წამიკითხავს და როგორ მალამოსავით მომედო გულზე შენ ვერც კი წარმოიდგენ ❤
საოცრება გოგო ხარ და დიდი მადლობა შენ ❤
წიგნამდე რამდენად მივალ არ ვიცი თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent