შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

კირა კანდელაკის ცხოვრება დასასრული


11-09-2017, 00:44
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 961

კირა კანდელაკის ცხოვრება დასასრული

დილით ადრიანად გამეღვიძა რაღაცნაირად პოზიტიურ განწყაბაზე ვარ, ალბათ იმიტომ რომ დღეს 19 წლის გავხდი. საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში შევედი, დილის პროცედურებს მალევე მოვრჩი და ოთახში დავბრუნდი მოკლე ჯინსის შორტი და ტოპი ჩავიცვი, შემდეგ კი სამზარეულოში შევედი ყავის დასალევად. ბექა ისევ არ ჩამდა მინდოდა დამერეკა მაგრამ ვერ გავბედე, ხომ არ ვეტყოდი დღეს ჩემი დაბადების დღეა და მომილოცე თქო. გამიკვირდა არცერთი ჩემი მეგობარი თუ ნათესავი რომ არ მირეკავდა, ალბათ ყველას დაავიწყდა. ჩემთვის ჩავიბურტყუნე, უკვე გამზადებული ყავით ხელში მისაღებში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. სადაც საინფორმაციოს აჩვენებდნენ რაღაც გამოკითხვები ტარდებოდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ხალხს აჩერებდა და კითხვებს უსვამდა.
- რა მოხდა 27 სექტემბერს? ზოგი სწორ პასუხს სცემდა, ზოგიც თავს არიდებდა,  ზოგმა არც იცოდა რომ დღეს ჯვართამაღლება ასევე სოხუმოს დაცემის დღე.
უაზროდ ვართავდი არხებზე, ერთ არხზე რაღაც ფილმს აჩვენებდნენ და მეც იქა გავაჩერე. საერთოდ არ მესმოდა რა ხდებოდა ფილმში, შემდეგ ისიც მომბეზრდა და ტელევიზორი გამოვრთე, უკვე სამი საათი მოსულა. ტელეფინის ხმა გავიგე და ითახში შევედი ბექა მირეკავდა.
- კირა როგორ ხარ? ჩეულებრივი ინტონაციით მეკითხება ის.
- კარგად ვარ. შენ სად ხარ? ინტერესით ვეკითხები თან ველოდები როდის მომილოცავს.
- რაღაც საქმეები მქონდა, მოკლედ ცოტახანში ზარს დარეკავენ კარი გააღე და ყუთი გამოართვი ექვს საათზე მოგაკითხავ მზად დამხვდი, შეხვედრაზე მივდივარ და მინდა შენც წამოხვიდე. ჩემს პასუხს არ ელოდება ტელეფონს მითიშავს.
- მადლობა მოლოცვისთვის. ჩამქრალი ხმით ვამბობ და უკვე გათიშულ ტელეფონს იქვე ვდებ.  მალევე კარზე ზარი დარეკეს, მეც ეგრევე გასაღებად წავედი თუმცა იქ არავინ დამხვდა გარდა ორი ყუთისა. ვაი ვაგლახით შემოვათრიე სახლში და იქვე მაგიდასთან დავდე, შეფუთვა გავხსენი სადაც სისხლისფერი წითელი მუხლებამდე კაბა დამხვდა, წინ ლამაზი დეკოლტით. სწორედ ისეთი მაქმანებიანი როგორიც მე მიყვარს, ასევე მისი შესაფერისი შავი ლამაზთვლიანი ფეხსაცმელი, თავის ლამაზ ყელსაბამთან ერთად.  ვერ გავიგე ამ ბიჭს რა უნდა? შეხვედრაზე მივდივარო ნუთუ მართლა დაავიწყდა ჩემი დაბადების დღე? უკვე ხუთი საათი იქნებოდა მომზადება რომ დავიწყე, ტალღოვანი თმები გავიშალე და უკან გადავიყარე, მკვეთრი მაკიაჭი გავიკეთე რომელიც საოცრად უხდებოდა ჩემს ჩაცმულობას. სარკეში ვიხედებოდი და მიკვირდა ჩემი თავის, თურმე რა სილამაზეს კარგავდი კანდელაკო. ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და ამღერებულ ტელეფონს დავხედე.
- ჰო ბექა მზად ვარ.
- კირა ბოდიში ვერ მოვდივარ, მძღოლი გამოგიგზავნე და ის მოგიყვანს. ისევ არ მაცლის გაბრაზებას და ტელეფონს მითიშავს. ეს ბიჭი გამაგიჟებს, ჯერ მოვალო ეხლა ვერ მოვალო. რომ ვამბობ არაა ნორმალური თქო არავინ არ მიჯერებს, ყელსაბამს ვიკეთებ და გარეთ გამოვდივარ. მეთელი ხუთი სართული კაკუნით ჩავიარე და სადარბაზოდან გავედი.
- ქალბატონო კირა მე წაგიყვანთ. მესმის ბიჭის ხმა და მანქანის კარებს მიღებს, მეც უსიტყვიდ ვიკავებ ჩემს ადგილს.
- ხომ არ იცით რა შეხვედრაა? ინტერესით ვეკითხები ბიჭს.
- არაფერი ვიცი ქალბატონი.
- ნუ მეძახი ამ ქალბატონოს თავი სამოცი წლის ქალი მგონია. შეპარული ბრაზით ვეუბნები მე.
- რას ამბობთ ქალბა. სიტყვა შუაზე უწყდება როდესაც ჩემ გაბრაზებულ სახეს ხედავს. - ბოდიში კირა.
- აი ეგრე სჯობს. სიცილოთ ვეუბნები მე და გვერდით ვიხედები.
 - მოვედით. მესმის ბიჭის ხმა და მანქანიდან გადმოვდივარ.
- ეს რა ადგილია? ვამბობ გაკვირვებული და ჩაბნელებული ადგილისკენ ვიხედები.
- აქ გელოდებიან. მეუბნება ბიჭი და იქაურობას ცილდება, ყველამ ერთ დროულად გააფრინა. ვბურტყუნებ ჩემთვის და ვცდილობ როგორმე ტელეფონით გავანათო იქაურობა.
- სიუპრიზი. მესმის ყვირილის ხმა და უეცრად წამოვიკივლე.
- ააააა რა ქანდაბა ხდება? ვამბობ გაკვირვებული და განათებულ ადგილს გავჰყურებ სადაც ყველა ჩემი ნათესავი ერთ ადგილას შეკრებილიყვნენ.
- გილოცავ საყვარელო. მეხვევა მამა და შუბლზე მკოცნის.
- გილოცავ, გილოცავ. ეხლა ნიტა მოდის და ყველა რიგრიგობით მილოცავს, მე ჯერ კიდევ შოკში მყოფი ერთ ადგილას გაქვავებული ვდგავარ.
- აქეთ წამოდი. მექაჩება ანჩო და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს.
- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საყვარელო. მესმის ზურგს უკან ბექას ხმა და მეც იქეთკენ ვტრიალდები.
- მადლობა ბექ. მისკენ ვიხედები და ვკოცნი.
- ეს ეს შენ. ხელში დიდ ვარდების თაიგულს მაწვდის.- ესეც შენია. მეუბნება გაბანტულ შავ
 mercedes g63 brabus 850-
2016 წლის გამოშვებაზე.
- არ არსებობს. ვამბობ გაოგნებული და ჩემს საიცნებო ავტომობილს შევსცქერი.
- ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. გახარებული ვეხვევი მას, უეცრად მშორდება და ჩემს წინ მუხლზე დგება.
- იცი არასოდეს ვყოფილვარ რომანტიკოსი, ალბათ ვერც ვერასოდეს გავხდები. უბრალოდ ლექს წაგიკითხავ ისიც არ არის ჩემი დაწერილი. სიცილოთ მეუბნება ის.

- მინდა გახდე ჩემი შვილის დედა,
მუდამ ჩემი გვერდით მდგომი ქალი.
მინდა მოვკლა შენთან ერთად სევდა,
დავივიწყოთ ერთად ყველა დარდი.

მერე, უკვე ორი შვილის დედა,
უფრო ბევრი სიყვარულის გაცვლით.
ყოველ დილით ვიღვიძებდე შენთან,
უფრო მეტი სიყვარულის სწავლით.

მერე, კიდევ სამი შვილის დედა,
ამ სიმდიდრეს აღმწერიც კი არ ყავს.
მინდა შენი მეგობარიც მერქვას,
ყველაფერი, შენთვის მინდა რაც მაქვს.

გავიზარდოთ ჩვენს შვილებთან ერთად,
და სიცოცხლის გაგრძელებას ვიგრძნობთ.
მადლობა ვთქვათ, ყველაფრისთვის ღმერთთან,
რომ კვლავ ვჩუქნით ჩვენ ერთმანეთს სითბოს.

მერე, ასაკს დაველოდოთ ერთად,
დაგვიძახონ ბებია და ბაბუ.
ვისეირნო ღრმად მოცუხმა შენთან,
ვიხსენბდეთ ერთად ლამაზ წარსულს.

მერე , უკვე დრო რომ მოვა წასვლის,
მიმაცილო შენი ცრემლით ცასთან.
და მიხვდები დრო რომ სწრაფად გარბის,
ახალგაზრდა გაგიცანი ზღვასთან.

არ ვიცი რა ვიგრძენი როდესაც ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო. სიხარული ბედნიერება ყველაფერი ერთად მომაწვა და მის წინ გაქვავებული ვდგევარ, მხოლოდ თვალებიდან ცრემლები მცვივა. მიმდა ვიკივლო თუმცა ვერ ვკივი, მინდა მოვეხვიო თუმცა განძრევა არ შემიძლია.
 
- თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლო, იყო დედა ყველა ჩვენი შვილი.
- თანახმა ვარ. ვყვირი ბოლო ხმაზე და ბექას ვეხვევი.
- მიყვარხარ. ჩურჩულოთ მეუბნება ის.
- მეც მიყვარხარ. მთელი გრძნობით ვკოცნი ტუჩებში, ბედნიერი ვარ ჰო ძალიან ბედნიერი. ესეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ყველა ერთმანეთის მიყოლებით გვილოცავდა.
- იცი კიდევ მაქვს რაღაც. ღიმილით მეუბნება ბექა.
- კიდევ? გაკვირვებული ვეუბნები მე.
- გახსოვს შარშან დაბადების დღეზე ორი ბილეთი გაჩუქე? მე თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.
- იმ დღეს ვთქვი რომ, როცა დრო მოვიდოდა მაგდროს მოგცემდი ამ ბილეთებს, ხოდა უკვე დროა. გულის ჯიბიდან ბილეთებს იღებს ესპანეთის მიმართულებით და ხელში მაწვდის. - ფრენა ხვალ დილით რვა საათზეა, ზეგ კიდევ ბარსა-რეალის თამაშია. გადავწყვიტე ოცნება აგისრულო და კამპ ნოუს სტადიონზე შენს საყვარელ მატჩს დაესწრო. შოკირებული ვიყავი არ ვიცოდი რა გამეკეთებია, ბოლოს გონს მოვედი და ბედნიერი გადავეხვიე მას. შემდეგ რესტორანში შევედით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. გვიანი იყო სახლში რომ დავბრუნდით, ჩემი ახალი ავტომობილით. ახალიო ისე ვამბობ ვითონ ძველი მყოლოდა. დილით ექს საათზე უკვე თვითმფრინავში ვიჯექით ორივენი, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თვითმფრინავი ბარსელონაში დაეშვა, ტაქსი გავაჩერეთ და სასტუმროში წავედით. ჩემი ნომრიდა საოცარი ხედი იშლებოდა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ნავები საოცარი სინქრონში მოძრაობდნენ. მე ოცნება ამიხდა ჩემს საყვარელ ქალაქში, ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად, ჩემს საყვარელი გუნდის თამაშს ვესწრები. ვერ ავღცერ რა სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრით. თამაში დასრულდა ჩემი გუნდის გამარჯვებით, ბარსელონას მაისურით ვგულშემატკივრობდი ჩემს გუნდს. ბოლოს ჩემი საყვარელო ფეხბურთელის ჟერარდ პიკეს ავტოგრაფიც მოვიპოვე, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. დაღლილები დავბრუნდით ნომერში, რადგანაც უკვე საკმაოდ ახლოს ვიყავით მე და ბექა და რადგანაც თაფლობის თვე გამოგვდიოდა. გაჯიუტებას აზრი აღარ ქონდა და ჩვენ უკვე ერთი მთლიანობა ვიყავით.
- დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ.
სიამოვნებით დაღლილი ვეუბნები ბექას.
- შენთან ერთად ყველაგან ვიცხოვრებ, არ აქვს მნიშვნელობა მთაში თუ ბარში. ბედნიერი მიღიმის ის და უფრო მეკვრის. თბილიში ორი კვირის შემდეგ დავბრუნდით, ბარსელონაში ყველა კუთხე კუნჭული დავათვალიერე, ბუზსაც არ გაუფრენია ჩემი ნებართვის გარეშე.
თბილისში დაბრუნებულებმა, ჯვარი მალევე დავიწერეთ, ასევე ხელიც  მოვაწერეთ ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადეთ.
ქორწილის ჩემდეგ ჩვენს ახალ ბუდეში გადავინაცვლეთ, რომელიც ბექამ შეარჩია რათქმაუნდა ჩემი გემოვნებით.
ბექამ იმდენი რამ გამიკეთა, თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი. მინდოდა მეც გამეკეთებინა მისთვის სიუპრიზი, ამიტომ დახმარებისთვის ჩემს არქიტექტორ ლექტორს მივმართე ისიც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა.
- ბატონო თემურ მინდა საუკეთესო გამოვიდეს.
- ძალიან ლამაზი გამოდის კირა,  დღეს უკვე ყველაფერი მზად არის შეგიძლია წახვიდეთ.
- ძალიან კარგი. ვამბობ აღფრათოვანებული და სახლში ვბრუნდები.
- მოვედი საყვარელო. შესასვლელი კარი როგორც კი გავაღე ბექას დავიძახე, ისიც წამებში ჩემთან გაჩნდა და ჩემს ტუჩებს დაეძგერა.
- სად იყავი? მეუბნება როდესაც ტუჩებს წყდება.
- საქმე მქონდა. ვამბობობ ვითონმც არაფერიო და სააბაზანოში შევდივარ, უკან მალევე გამოვდივარ კმაყოფილო ღიმილით და ბექასთან ერთად სამზარეულოში შევდივარ.
- რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანხარ, რამე ხდება და მიმალავ?  მოჭუტული თველებით მიყურებს ის რაზეც ემეცინება.
- არაფერი. ღიმილოთ ვამბობ მე და მაცივრის კარს ვხსნი.
- წვენს დალევ. ვეკითხები ბექას და წვენის ორ ჭიქას წინ ვდებ, როდესაც თანხმობას ვიღებ.
- რაღაც უნდა გთხოვო? თავდახრილი ვეუბნები ბექას.
- რახდება? შეშინებული მეუბნება ის.
- იცი ყაზბეგში ერთი ნათესავი მყავს, დღეს დამირეკა და მითხრა რომ ჩემი დახმარება სჭირდება, მთხოვა რომ დღეს ჩავსულოყავით. ჩემი მსახიობო ნიჭი კარგად გამოვავლინე, რაზეც ჩუმად მეცინება.
- რომელი ნათესავი? გაკვირვებული მეუბნება ის.
- აა შენ არ იცნობ დედაჩემის დეიდაშვილის შვილია. ვცდილობდი არ ჩავჭრილიყავი და დამაჯერებლად მეთქვა ტყუილი.
- რა პრობლემა წავიდეთ. მთანხმდება ის და ბედნიერების ღიმილი მესახება სახეზე.  სახლი მალევე დავტოვეთ და ყაზბეგის გზას დავადექით. მთელი გზა მეღიმებოდა ჩემს ჩანაფიქრზე, ბექა ზოგჯერ გამომხედავდა ხოლმე აინტერესებდა რა იყო ჩემი ღიმილის მიზეზი თუმცა ვდუმდი და არაფერს ვამბობდი. რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ყაზბეგის ერთ-ერთ მთაზე ავედით, სადაც დიდ მწვანე მინდორში მყუდრო ადგილას პატარა ერთსართულიანი სახლი იდგა.
- აქ ცხოვრობს შენი ნათესავი? გაკვირვებული მეუბნება ის.
- არა არცხოვრობს. ღიმილოთ ვეუბნები მე და მანქანიდან გადმოვდივარ, ეზოს დიდი ჭიშკარი ხმაურით შევხსენი და შიგნით ხევედი.
- კირა რა ხდება? ისევ გაკვირვებული ამბობს ბექა.
- აქ დამელოდე. ბექას ვაჩერებ და საზლის კარს გასაღებს ვარგებ, მალევე იღება კარი და შუქს ვანთებ.
- ეხლა შეგიძლია შემოხვიდე. ჩემს თანხმობაზე მალევე შემოდის და თვალები შუბლზე ასდის, როდესაც სახლის ყოველ კუთხეში ჩვენს ფოტოებს ხედავს.
- არ არსებობს. შოკირებული ამბობს ის.
- ეს, ეს სახლი.
- ეს სახლი დღეიდან ჩვენი სიყვარულის ბუდეა. ხმამაღლა ვამბობ მე და სიხარულისგან ვხტუნავ.
- ძალიან მაგარია. გახარებული ამბობს ის.
- ანუ ეს სამი თვე სადღაც რომ დაძვრებოდი ამას გეგმავდი? ეხლაღა გაერკვია ჩემს ჩუმ წასვლა მოსვლაზე.
- მინდოდა სიუპრიზი გამეკეთებინა და გადავწყვიტე, ყაზბეგში პატარა სახლი ამეშენებინა ჩვენთვის.
- ყველაზე საუკეათესო მყავხარ.
ბედნიერებით აღსავსე მეხვევა ის და ტუჩებში მკოცნის.
- ორსულად ვარ. ვჩურჩულებ მის ტუჩებთან და აზრზე მოსვლას ვერ ასწრებს ისევ ვკოცნი.
- რა? მალევე მიშორებს და ხმამაღლა ყვირის.
- არ გაგიხარდა? თვალებზე ცრემლები მომაწვა მე.
- რა სისულელეა ძალიან გამიხარდა, ანუ მე მალე მამა გავხდები? გახარებული ამბობს და უფრო მეკვრის.
- მე კიდევ დედა. ხელებს ვხვევ მეც.
- მიყვარხარ.
- ღმერთამდე და იმის იქითაც. გახარებული ვეუბნები და მის ტუჩებს კიდევ ერთხელ ვაგემოვნებ.


ხალხო გამოფხიზლდით , დაიწყეთ სიყვარულისთვის ბრძოლა ,ნუ გრცხვენიათ მისი გამოხატვის, ნუ ნებდებით პირველივე დაბრკოლებაზე ,ნუ გეზარებათ საყვარელი ადამიანისთვის რამის გაკეთება, ნუ “გიტყდებათ” რომანტიული ადამიანის სტატუსი , ნუ გგონიათ ყველაფერი თავისით მოვა!!!

მე ვიბრძოლე ჩემი სიყვარულისთვის და მინდა თქვენც იბრძოლოთ, ნუ შეუშინდებით ბედნიერებას. ბედნიერება ეს ყველაზე საუკეთესო რამა რაც შეიძლება ცხოვრებაში იგემოთ. მე ბედნიერი ვარ რადგან მყავს ქმარი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ასევე მყავს ჩემი პატარა პრინცესა ელიზაბეტი, რომელოც საოცრად გავს მამამის მხოლოდ თვალები გამოჰყვა ჩემი. მე ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის ოჯახი რელზეც სულ ვოცნებობდი, ასევე საყვარელი პროფესია. უნივერსიტეტი რომ დავასრულე მუშაობა ერთ-ერთ დიდ არქიტექტურულ ფირმაში დავიწყე, უკვე ერთერთი წარმატებული არქიტეტქორი ვარ ანჩოსთან ერთად. ანჩოს და ლუკას უკვე ორი შვილი ჰყავთ თემო და თეონა, ორივენი ერთმანეთზე უარესები არიან. სრული საგიჭეთია როდესაც მათ ელიზაბეტიც უერთდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო  მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად და იგივეს გისურვებთ თქვენც.



ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომანტიული ისტორიები ისე რა გამომდის. იმედია მოგეწონებათ ისტორიის დასასრული. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ რომ ჩემს შემოქმედებას კითხულობთ.
მიყვარხართ მე თქვენ ჩემო მარწყვებო❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

ოოოო........... რა მაქვს სათქმელი სიხარულო? გარდა იმისა რომ გამახარე უზომოდ და პირველი ვარ :დდ როგორც იქნა იპოვა კირამ ბედნიერება <3 ესპანეთი..... ბარსელონა..... ბარსა...... რა ჩემნაირია კირა რა... ოღონდ გადაეცი შემდეგში რომ წავა მეც წამომიღოს ავტოგრაფი.... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ! :დ კიდე რა.... მოკლედ, არ მიკვირს ლუკას და ანჩოს ასეთი გიჟმაჟი შვილები :დდ, მაგრამ გული მწყდება კირას უფროსი და რომ დამივიწყე მაგრამ ეს სუუუუუუულ პაწა.... ერთი სიტყვით, კარგი დასასრული იყო და ველოდები განაჩენს! <3 (ისტორიას ვგულისხმობ :დდ)

 



№2  offline წევრი Gogona rmigraciidan

მოცინარი
ოოოო........... რა მაქვს სათქმელი სიხარულო? გარდა იმისა რომ გამახარე უზომოდ და პირველი ვარ :დდ როგორც იქნა იპოვა კირამ ბედნიერება <3 ესპანეთი..... ბარსელონა..... ბარსა...... რა ჩემნაირია კირა რა... ოღონდ გადაეცი შემდეგში რომ წავა მეც წამომიღოს ავტოგრაფი.... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ! :დ კიდე რა.... მოკლედ, არ მიკვირს ლუკას და ანჩოს ასეთი გიჟმაჟი შვილები :დდ, მაგრამ გული მწყდება კირას უფროსი და რომ დამივიწყე მაგრამ ეს სუუუუუუულ პაწა.... ერთი სიტყვით, კარგი დასასრული იყო და ველოდები განაჩენს! <3 (ისტორიას ვგულისხმობ :დდ)

ძალიან მიხარია რომ მოგეწონე, წინა თავებში ვახსენე რომ დედა აღარ ეხმიანებოდა ბოლო საუბარის გამო და ვარჩიე ესე დამესრულებინა. აუცილებლად ვეტყვი კირას რომ ავტოგრაფი წამოგიღოს :დ ოღონდ მითხარი რომელი ფეხბურთელოს. მაბედნიერებ შენ შენი კომენტარებით განაჩენს ხვალ ავტვირთავ❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

Gogona rmigraciidan
მოცინარი
ოოოო........... რა მაქვს სათქმელი სიხარულო? გარდა იმისა რომ გამახარე უზომოდ და პირველი ვარ :დდ როგორც იქნა იპოვა კირამ ბედნიერება <3 ესპანეთი..... ბარსელონა..... ბარსა...... რა ჩემნაირია კირა რა... ოღონდ გადაეცი შემდეგში რომ წავა მეც წამომიღოს ავტოგრაფი.... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ! :დ კიდე რა.... მოკლედ, არ მიკვირს ლუკას და ანჩოს ასეთი გიჟმაჟი შვილები :დდ, მაგრამ გული მწყდება კირას უფროსი და რომ დამივიწყე მაგრამ ეს სუუუუუუულ პაწა.... ერთი სიტყვით, კარგი დასასრული იყო და ველოდები განაჩენს! <3 (ისტორიას ვგულისხმობ :დდ)

ძალიან მიხარია რომ მოგეწონე, წინა თავებში ვახსენე რომ დედა აღარ ეხმიანებოდა ბოლო საუბარის გამო და ვარჩიე ესე დამესრულებინა. აუცილებლად ვეტყვი კირას რომ ავტოგრაფი წამოგიღოს :დ ოღონდ მითხარი რომელი ფეხბურთელოს. მაბედნიერებ შენ შენი კომენტარებით განაჩენს ხვალ ავტვირთავ❤

ჟერარდ პიკეს ავტოგრაფ! შეკვეთა გაკეთებულია, ახლა შეფასება! :დდ ეეხ, ცოტა კი დამწყდა გული დედას რომ არ ეეხმიანება.... დედა უნდა დააფასო... თვითონ რომ გახდა დედა წესით უნდა მომხვდარიყო... მოკლედ, ცოტა ქაჯანები არიან მაგრამ მოევლება <3 :დ , ველოდები განაჩენს! (მოთხრობას ვგულისხმობ :დდ)

 



№4  offline წევრი Gogona rmigraciidan

მოცინარი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
ოოოო........... რა მაქვს სათქმელი სიხარულო? გარდა იმისა რომ გამახარე უზომოდ და პირველი ვარ :დდ როგორც იქნა იპოვა კირამ ბედნიერება <3 ესპანეთი..... ბარსელონა..... ბარსა...... რა ჩემნაირია კირა რა... ოღონდ გადაეცი შემდეგში რომ წავა მეც წამომიღოს ავტოგრაფი.... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ! :დ კიდე რა.... მოკლედ, არ მიკვირს ლუკას და ანჩოს ასეთი გიჟმაჟი შვილები :დდ, მაგრამ გული მწყდება კირას უფროსი და რომ დამივიწყე მაგრამ ეს სუუუუუუულ პაწა.... ერთი სიტყვით, კარგი დასასრული იყო და ველოდები განაჩენს! <3 (ისტორიას ვგულისხმობ :დდ)

ძალიან მიხარია რომ მოგეწონე, წინა თავებში ვახსენე რომ დედა აღარ ეხმიანებოდა ბოლო საუბარის გამო და ვარჩიე ესე დამესრულებინა. აუცილებლად ვეტყვი კირას რომ ავტოგრაფი წამოგიღოს :დ ოღონდ მითხარი რომელი ფეხბურთელოს. მაბედნიერებ შენ შენი კომენტარებით განაჩენს ხვალ ავტვირთავ❤

ჟერარდ პიკეს ავტოგრაფ! შეკვეთა გაკეთებულია, ახლა შეფასება! :დდ ეეხ, ცოტა კი დამწყდა გული დედას რომ არ ეეხმიანება.... დედა უნდა დააფასო... თვითონ რომ გახდა დედა წესით უნდა მომხვდარიყო... მოკლედ, ცოტა ქაჯანები არიან მაგრამ მოევლება <3 :დ , ველოდები განაჩენს! (მოთხრობას ვგულისხმობ :დდ)

ვიცი ჩემო კარგო კირა იმაზე მეტად აფასებს დედას ვიდრე საჭიროა მაგრამ თვითომ დედა არ აფასებდა კირას. განაჩენს დღეს დავდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent