შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ლიმონიანი ჩაი (სრულად)


11-09-2017, 15:31
ავტორი ელპინი
ნანახია 2 653

ლიმონიანი ჩაი (სრულად)

-ერთი ჩაი ლიმნით,თუ შეიძლება-დახლთან მივიდა და ოფიციანტს ნაზი ღიმილით გაუღიმა,შეკვეთა მისცა.
-დიახ,რა თქმა უნდა.

წამოვიდა და "მისი" მაგიდისკენ გაემართა,სადაც ყოველთვის იჯდა.ზამთრის სუსხიან დილას თებეა ყოველ დილით მის საყვარელ ჩაიხანაში იჯდა.როგორც ყოველთვის მიირთმევდა ჩაის ლიმნით და უზარმაზარი მინიდან ხანდახან გახედავდა ქალაქს,როცა წიგნის კითხვისას ისვენებდა ცოტახნით.
ახლაც დაჯდა და ულამაზესი ჩანთიდან,რომელიც ბებიამ მოუქსოვა და ერთადერთი ნივთი დარჩა მისგან სამახსოვროდ,წიგნი ამოიღო.დავით კასრაძის "გურანდა".უყვარდა ეს წიგნი,შეიძლება მეათედ კითხულობდა,მაგრამ არ ბეზრდებოდა.გურანდა ყავდა გათავისებული და მისი თითოეული ტკივილი თებეასაც ტკიოდა.
კითხულობდა მთელი გრძნობებით და სახეტე ეხატა თითოეული წინადადებისგან გამოწვეული ემოცია.
თებეა და წიგნები,ერთი მთლიანობა იყო.
როგორც თევზი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე,ასევე იყო თებეა წიგნების გარეშე.
მალევე მოუტანეს შეკვეთაც,ჩაის ერთი ყლუპი ყელში გადაუშვა თებეამ და შვება იგრძნო."ჩაის გოგო"-ასე ეძახდა მას ბებია.ზაფხულის ცხელ დღესაც კი შეეძლო ჩაის დალევა.
ნეტარებით სვამდა ჩაის და გაბრწყინებული თვალებით გურანდას კითხულობდა თან.დღეს საოცარი დღე იყო,იანვარში მზის გამონათება გინახავთ?გაყინულ ქალაქს მზე ანათებდა,მაგრამ ვეებერთელა მზეც კი ვერ ათბობდა ზამთარს.
კაფის გარედან მზის შუქი თებეას ვიღაცამ დაუჩრდილა.თებეამაც თავი აწია წიგნიდან და მინისკენ გაიხედა,მაგრამ ჩრდილი უკვე "გადასულიყო".ეტყობა გაიარა უბრალოდ იმ ვიღაცამ.
კაფის კარი გაიღო და პატარა ბიჭუნა შემოვიდა,დაახლოებით 5-6 წლის.სიცივისგან გაყინულ ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა და თებეაც მას ინტერესით აკვირდებოდა.ბიჭი მისკენ წამოვიდა და ვარდისფერი ფურცელი მიაწოდა,თვითონ კი მაშინვე მოკურცხლა.
თებეამ ორად გაკეცილი ფურცელი გაშალა და ლამაზი კალიგრაფიით ნაწერი სიტყვები ჩაიკითხა.
"რამდენიმე წუთით ადრე გამოგეხედა,იქნებ ვინ გიჩრდილავდა მზის შუქს შენს ლამაზ თმებს საოცრად,რომ ანათებდა.ჩაის გოგო"
გაკვირვებულმა ჩაიკითხა თებეამ,არ ელოდა.არც იცოდა ვინ იყო,ფურცელი კვლავ გადაკეცა,მის დღიურში ჩადო და კვლავ წიგნის კითხვა განაგრძო ოდნავ ჩაფიქრებულმა.
თებეას ეგონა ჩაის სმაზე უკეთესი მომენტი ცხოვრებაში არაფერი იყო.ნეტარებით მოსვა ბოლო ჩაის ყლუპიც,ფინჯანი გვერდზე გაწია.წიგნი ჩანთაში ჩადო,მხარზე გადაიკიდა და ჩაიხანა დატოვა.
ქუჩებს მიუყვებოდა და ხალხს აკვირდებოდა,სიცივისგან ცხვირი რომ გაწითლებოდათ და ხელები მანტოს ჯიბეებში ჩაედოთ.
უცნაურად ეჩვენებოდა თებეას ეს ხალხი,ვერ გრძნობდნენ ისინი ზამთრის სიყვარულს როგორც თებეა.მიაბიჯებდა,ფაქიზად დადიოდა,ეგონა ძლიერი ნაბიჯების დადგმით ასფალტსაც ეტკინებოდა რამე.ჩაფიქრებული მიდიოდა,ფიქრობდა წერილის ავტორზე,ნუთუ ვინმემ ბებიამისის გარდა შეამჩნია ის,რომ თებეა ჩაიზე გიჟდებოდა.
უსასრულოდ ეჩვენებოდა ჩაის სმის მომენტი თებეას.
თხელი ქურთუკი ეცვა,მუხლებამდე კაბა,კალგოტკა და ბათინკები.მუხლებამდე წინდები ეცვა,კოლექცია ქონდა თებეას წინდების,გიჟდებოდა წინდებზე და ყველა კვირაში ახალს ყიდულობდა.
ხო,უცნაური გოგო იყო თებეა.არაკომუნიკაბელური,წიგნების კითხვა მისი სტიქია იყო.ჩაი უყვარდა ყველაზე ძალიან და მისი წინდები.ჩაცმის სტილიც უცნაური ჰქონდა,არ მოსწონდა ის რაც ოცდამეერთე საუკუნეში ყველა თინეიჯერს.არ ქონდა არანაირი სოციალური ქსელი რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს.ტელეფონი ჰქონდა და იმასაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა.თუ ვინმე დაურეკავდა ან მისწერდა,თორემ თვითონ იშვიათად.ერთადერთი ბებია ჰყავდა და ისიც დაეღუპა,დედა და მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.მისი სანათესაო არ კითხულობდა საერთოდ,არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.
მარტო ცხოვრობდა თებეა ამ უზარმაზარ ქალაქში,სადაც ვერაფერს გრძნობდა გარდს ზამთრის,წიგნების და ჩაის სიყვარულის მეტს.ხალხი ცივი სახეებით დადიოდა,მათ თვალებში წაიკითხავდი ვის რა უნდოდა შენგან.ამიტომ არ უყვარდა თებეას თბილისი,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა,ბარში მუშაობდა მიმტანად და ამავდროულად სწრაფი კვების ობიექტში გამყიდველად.ორი სამსახური ჰქონდა და ამით ირჩენდა თავს.უსახსრობის გამო უნივერსიტეტში ვერ სწავლობდა,მაგრამ ამაზე დიდად პრობლემა არ ჰქონდა.ბინის ქირას იხდიდა და ცოტაოდენ თანხას იზოგავდა საჭმლისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის.ახლაც სწრაფი კვების ობიექტში მიდიოდა,თერთმეტზე ეწყებოდა სამუშაო და ხუთზე ასრულებდა,მალევე მივიდა სამუშაო ობიექტზე და შეუდგა სამსახურს,დღეს საკმაოდ ბევრი მყიდველი ყავდა და თებეაც ქანცგაწყვეტილი ორი წუთით ჩამოჯდა იქვე სკამზე,მაგრამ ვინ აცადა?!
-სამსახურში დასაჯდომად არ ამიყვანიხარ-ბატონი ნოდარი,გაბღენძილი კაცი.ფულის მეტი არაფერი აინტერესებდა და მომსახურე პერსონალსაც არ ზოგავდა.მსუქანი კაცი დათვივით დაბაჯბაჯობდა და ყველაფერს აკვირდებოდა,საყვედურები არასდროს ელეოდა და ამუშავებდა ამ ხალხსაც ვირივით,არავის ზოგავდა.
-მაპატიეთ,ბატონო ნოდარ-თბილი ხმით უთხრა თებეამ,არ შეეძლო მას ვინმესთვის უკმეხად ეპასუხა,ზემდეტად თბილი იყო თებეა და რაც არ უნდა საყვედური ეთქვათ მისთვის ან გაელანძღათ,ვერასდროს ბრაზდებოდა ვერავიზე.
მარდად წამოხტა ფეხზე და კვლავ მუშაობას შეუდგა,კლიენტებს ვერ აუდიოდა იმდენი შეკვეთა ქონდათ.
დროც ნელა გადიოდა თებეასთვის,ერთი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდდა,თან ჩაი უნდოდა და უკვე ცუდად ხდებოდა "უ-ჩაი-ობის" სინდრომი სჭირდა.როგორც იქნა მოვიდა ხუთი საათიც,სწრაფად მოიძრო წინსაფარი,ქურთუკი მოიცვა და სამსახურს ტოვებდა კარებში ისევ ის ბიჭუნა რო შეეგება.კვლავ წერილი მისცა თებეას და მაშინდელივით მოკურცხლა ბიჭმა ადგილიდან,ვერაფრის თქმა მოასწრო თებეამ.ორად გაკეცილი ფურცელი ისევ გაშალა და გაბადრულმა ჩაიკითხა ნაწერი.
"მეტი "ჩაის გოგო" ერს მისი სათნო ღიმილით"
უკვირდა თებეას,ვინ იყო ეს ადამიანი ასე,რომ დაინტერესდა თებეათი.
ერთი საათი ჰქონდა დრო თებეას,ჩაიხანასკენ წავიდა ისევ.დღეს თებეას დღეს ვიღაც აფერადებდა,ჯერ ვარდისფერი ფურცელი,მერე ლურჯი.აინტერესებდა თებეას ახლა რა ფერის ფურცელს მოუტანდა პატარა ბიჭუნა ან მოტანდა კი,საერთოდ?!საინტერესოა.
ჩაიხანაში მივიდა,ოფიციანტისთვის თქმაც არ დასჭირდა,რომ ჩაი უნდოდა ლიმნით.
მისი მაგიდისკენ გასწია,ჩამოჯდა,ჩანთა გახსნა და "გურანდა" ამოიღო.კითხვა დაიწყო,თან შეკვეთილი ჩაიც მალევე მოუტანეს და სულიერად დამშვიდდა თებეაც.ნეტარებით გადაუშვა ჩაი კისერში,სიამოვნებისგან ღიმილმა გაუკრთო ბაგე და თვალები მიელულა.წიგნის კითხვა განაგრძო.ნახევარი საათი ჰქონდა მხოლოდ დრო,სამწუხაროდ და ეს ნახევარი საათიც მალევე მიილია.წიგნი ჩანთაში ჩადო თებეამ და ახლა უკვე ბარისკენ წასასვლელ გზას დაადგა.კვლავ ფრთხილი ნაბიჯებით მიდიოდა,მეტროთი უწევდა მგზავრობა.არც ისე ახლოს იყო ბარი ჩაიხანასთან.
მეტრო როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყო ხალხით,თებეა დიდ ადგილს არ იკავებდა,მაგრამ მაინც.კუთხეში დადგა და სკამის მოაჯირს დაეყრდნო.ისევ პატარა ბიჭუნა,ახლა უკვე ყვითელი ფურცლით.ჯერ ის აოცებდა თებეას ასე ყველგან როგორ ხვდებოდა ეს პატარა ბიჭი და მერე ინტერესი კლავდა ვინ ატანდა ბავშვს ამ წერილებს.
მიაჩეჩა თებეას ფურცელი ხელში ბიჭმა და თვითონ ხალხში გაიჭრა.ყვითელი ორად გაკეცილი ფურცელი გახსნა თებეამ და ახლაც გაბადრულმა ჩაიკითხა ნაწერი.
"შენი თითები ჩაის ფინჯანს,რომ ეხება...ყავისფერი დალალები და ყავისფერი თვალები,სრული შეხამება ყავისფერ ჩაისთან ერთად."
ახლა უკვე სამი ფერისგან შედგებოდა თებეას ფერადი დღე:ვარდისფერი,ლურჯი და ყვითელი.კითხვის დროს უცნაურ ჟრუანტელს გრძნობდა თებეა,თითქოს ეს ნაწერი,რომელიც იმ "ვიღაცის" თითებმა დაწერა მას ეხებოდა და კანს უწვავდა.
მალევე მივიდა ბარში თებეა,ჩაიცვა ოფიციანტის ფორმა და მუშაობას შეუდგა.საკმაოდ პრესტიჟული ბარი იყო და კლიენტების რაოდენობასაც არ უჩიოდა.მუდმივი კლიენტებიც ყავდა ბარს.
ყველას უყვარდა აქ თებეა,განსაკუთრებით ბარის უფროსს-ქალბატონ მაიას და ძალიან აფასებდა თებეას მისი შრომისუნარიანობის გამო.
თერთმეტ საათამდე შეუსვენებლად მუშაობდა თებეა,ბოლოს დაღლილი დახლთან ჩამოჯდა სკამზე,თავი მაგიდას დაადო და მძიმედ ამოიხვნეშა.
-თებეა,ჩაი ლიმნით,ხო?-ნიკომ ,უშესანიშნავესმა ბარმენმა კარგად იცოდა თებეას რა შველოდა ასეთ დროს.
-ნიკო,შენ ყველაზე კარგად იცი რა მშველის ასეთ დროს-დაღლილი ხმით უპასუხა თებეამ ნიკოს.
ნეტარებით სვამდა თებეა ლიმნიან ჩაის როგორც ყოველთვის.
ისევ პატარა ბიჭი და ისევ "ვიღაცის" წერილი,მაგრამ ახლა სხვა ფერი.
ისევ გაქცეული ბიჭუნა და თებეას ხელებში მიჩეჩებული ფურცელი,ოღონდ ახლა მწვანე.
"და მაინც "ჩაის გოგო" ჩაის გარეშე არაფერია.მაგრამ რატომ მაინც და მაინც ჩაი და არა ყავა?"
თითქოს თებეას ასეთი ფერადი დღე რამდენი ხანია არ ჰქონია.
ოთხი ფერი და თებეას ფერადი დღე:ვარდისფერი,ლურჯი,ყვითელი და მწვანე.ვიღაც თებეას უფერადებდა ცხოვრებას,მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანდა ვინ იყო.არ ჯეროდა თებეას,რომ ვიღაცაში ის ამხელა ინტერესს იწვევდა.
თორმეტზე მორჩა სამსახურს და სახლის გზას დაადგა.არ უყვარდა ის ბინა,სადაც ცხოვრობა.ბებიამისს ახსენებდა,მაინც რა მძიმეა მოგონებები.
გადაღლილი მძიმედ მიაბიჯებდა თებეა,მაგრამ მაინც ფრთხილობდა.ფეხის ხმა გაიგონა და მალევე გვერდით პატარა ბიჭუნა დაუდგა,ამჯერად არ გაქცეულა ბიჭი.
-ბიძიამ თქვენთან გამომატანა ეს წერილი და გადმოგცათ რო ცოტა თბილად ჩაიცვათ-ღიმილით უთხრა პატარა ბიჭუნამ თებეას და მოკურცხლა.
თებეამ ფურცელი გახსნა,ოღონდ ახლა იისფერი ფურცელი და კიდევ ერთი ფერით გაფერადდა მისი დღე.გაბადრულმა ჩაიკითხა ნაწერი.
""ჩაის გოგო"-ვ ცოტა თბილად ჩაიცვი,თორე გამიცივდები.და ისევ კითხვა-რატომ ჩაი ლიმნით და არა უბრალოდ ჩაი?"
არ ჯეროდა თებეას,რეალობად ვერ აღიქვამდა იმას,რომ ვიღაცა მისით ასე ინტერესდებოდა და ხუთი ფერით გაუფერადა დღე.
არ ჯეროდა თებეას,რომ ვინმემ იცოდა მისი ლიმნის ჩაისადმი სიყვარული.
არ ჯეროდა თებეას,რომ ვინმემ ის შეამჩნია.
სახლში მივიდა,დაქანცულს არ ჰქონდა ღუმელის ჩართვის თავი და არ დალოდებია ოთახის გათბობას.წყალი საჩქაროდ გადაივლო და დაწვა.ტკბილად ჩაეძინა დაღლილს.სიზმარი ნახა,ვიღაც ბიჭი,მაგრამ სახე არ უჩანდა.ხელში ფერადი ფურცლები ეჭირა და ხალხს აძლევდა,თან ეუბნებოდა დღეს გაგიფერადებსო.რეალობაში ეგონა თავი,ცდილობდა დაენახა,მაგრამ ღამის განათებაზე რას დაინახავდა.
მთელი ღამე ბორგავდა საწოლში,დილით თავის ტკივილმა გააღვიძა.სულ ასე ემართებოდა,გადაღლილს ყოველთვის თავი სტკიოდა.თვალები გაახილა და ფანჯარაზე გარედან მიკრული თეთრი ფურცელი დაინახა.სწრაფად გამოაღო ფანჯარა,ხელი მიაწვდინა ფურცელს,გაშალა და მაშინვე იცნო კალიგრაფია.
"დღეს ფურცლის სხვა ფერები შევარჩიოთ.მაგალითად თეთრი,შენი სინაზის ამსახველი ფერი "ჩაის გოგო-ვ""
ისევ უკვირდა თებეას,უნდოდა გამოჩენილიყო ის ვიღაც,რომელიც თებეას ასე ლამაზად აღიქვამდა და მას უბრალო ნაწერებით ბედნიერებას ანიჭებდა.
საჩქაროდ ჩაიცვა,ჩაალაგა ბებიას მოქსოვილ ჩანთაში რა ნივთებიც ჭირდებოდა და ჩაიხანისკენ გაემართა.
შეკვეთა მისცა და მისი მაგიდისკენ გასწია,ჩამოჯდა."გურანდა" ამოიღო ჩანთიდან და წიგნის კითხვა დაიწყო.
ისევ მზის დაფარული შუქი და უეცრად გამქრალი ჩრდილი,მაგრამ ახლა განსხვავებით.
ჩაიხანაში მაღალი,მხრებგაშლილი მამაკაცი შემოვიდა და თებეას მოპირდაპირე მაგიდისკენ დაჯდა.დიახ,ზუსტად ის იყო ვინც თებეას დღეს უფერადებდა.
მანაც ჩაი შეუკვეთა,მაგრამ ლიმნით არა,მალინით.
თებეას აკვირდებოდა,სწავლობდა მისი სახის ნაკვთებს,თითებს სისუსტისგან რო ძვლები ეტყობოდა.მისი ტუჩები კაცში ემოციებს იწვევდა.
სქელი,ვარდისფერი ტუჩები თებეას ჭორფლებთან სრულყოფილებას ქმნიდა.
აკვირდებოდა ის კაცი თებეას ისე,რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის თან მალინიან ჩაის სვამდა,ეტყობა მასაც უყვარდა ჩაი,მაგრამ მალინიანი და ჩაის სმისგან გამოწვეული ემოციები სახეზე აღბეჭვდოდა.
გრძნობდა თებეა მზერას,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.იცოდა მისი ჩაცმულობის გამო ისედაც ყველა,რომ უყურებდა და აკვირდებოდა.
წიგნიდან თავი ამოჰყო თებეამ და მამაკაცის მზერას შეეჩეხა.რამდენიმე წუთით ერთმანეთის თვალებში იყვნენ ჩაკარგული.ყავისფერი და შავი თვალები,სრული კონტრასტი.
წამოდგა მამაკაცი და თებეასთან მივიდა.
-შეიძლება?
თებეა ჩაძირული იყო მის ფიქრებში.უცებ გონს მოეგო,მამაკაცს ახედა და გაუღიმა.
-რამე მითხარით?
-შეიძლება ჩამოვჯდე?-მამაკაცმა ისევ გაუმეორა სიტყვები თებეას.
-დიახ,რა თქმა უნდა-თებეამ გაუღიმა მასს და მამაკაციც მის წინ ჩამოჯდა თავისი მალინიანი ჩაით.
-და მაინც რატომ ლიმნიანი ჩაი და არა უბრალოდ ჩაი?-ისევ ეს კითხვა და დაბნეული თებეას მზერა.
-თქვენ?თქვენ ხართ ის,ვინც ფერად ფურცლებს მიგზავნით?-ისევ თებეას დაბნეული მზერა და წკრიალა ხმა.
-თქვენ კითხვაზე არ მიპასუხეთ ჩაის გოგო'ვ-მამაკაცს სასიამოვნოდ ჩაესმოდა თებეას წკრიალა ხმა.
-იმიტომ,რომ ლიმნიან ჩაის სხვა გემო აქვს.სხვას ვერაფერს დავამატებ.და თქვენ?თქვენ მალინიანი ჩაი გიყვართ?და რატომ მალინიანი და არა უბრალოდ ჩაი?-იგივე კითხვა გაუმეორა თებეამ და გამომცდელი მზერით უყურებდა.
-იმიტომ,რომ მალინიან ჩაის სხვა გემო აქვს-მამაკაცმა თებეას სიტყვები გაიმეორა.ხმაც კი როგორი ბოხი ქონდა.
-საინტერესოა-მხრები აიჩეჩა თებეამ.
-თქვენი სახელი ჩაის გოგო?
-თებეა ნაკაშიძე-ხელი გაუწოდა თებეამ მამაკაცს.
-თეოდორ ზედგინიძე-თეოდორმაც მისი ხელი შეაგება თებეას ხელს და წამიერი მუხტი ორივემ იგრძნო,მათ შორის რაღაც ქიმია არსებობდა.
თეოდორის თბილი და თებეას გაყინული ხელები ერთად ულამაზესი იყო.
თითქოს დრო გაჩერდა მათი ხელების ერთმანეთთან შეხების დროს და თვალებში უსასრულოდ იყვნენ ჩაკარგულნი.
თებეამ დაიმორცხვა,ხელი უკან გამოსწია და თავი დახარა.
სიჩუმე ჩამოწვა,არც თეოდორი იღებდა ხმას.თებეა დახრილი თავით თვალებით აკვირდებოდა თეოდორის ხელებს,საოცარი თითები ქონდა.მამაკაცისთვის ძალიან კარგი,თხელი და ნატიფი.
თებეას სამსახური გაახსენდა ბატონი ნოდარი,რომელსაც შესაძლებელია სამსახურიდანაც გაეგდო.ჩაი მოსვა,წიგნი ჩანთაში ჩადო და თეოდორს უთხრა
-მაპატიეთ,სამსახურში დამაგვიანდება უნდა დაგტოვოთ-ფეხზე წამოდგა,ჩანთა მხარზე გადაიკიდა.
-თებეა,დამელოდე მეც წამოვალ-თეოდორი სწრაფად წამოდგა ფეხზე,ქურთუკი მოიცვა,ჩაის თანხა გადაიხადა და თებეასთან ერთად გარეთ გამოვიდა.
ფრთხილად მიაბიჯებდა ორივე,ამ ორში იგრძნობოდა მსგავსება ცოტაოდენი.
-თებეა,შენი აზრით ზამთარი რატომ არ უყვართ ადამიანებს?-თეოდორი თებეას პროფილს უყურებდა და ახლა მისი ტუჩები უფრო მადისაღმძვრელი ეჩვენა.
-ალბათ იმიტომ,რომ ცივათ.არადა ზამთრის ნამდვილ ეშხს ვერც ხედავენ და ვერ გრძნობენ ვერაფერს.შენ?შენ თეოდორ გიყვარს ზამთარი?-თებეა მორცხვად უყურებდა მამაკაცს,ცოტა თვალს არიდებდა.რცხვენოდა უცხო მამაკაცისთვის თვალის მიშტერება.
-ზამთარი?!ზამთარი ჩემთვის სინაზესთან,სითბოსთან და სილამაზესთან ასოცირდება.თეთრი ჩემი საყვარელი ფერია-აჟუჟუნებული თვალებით უყურებდა თებეას თეოდორი,თითქოს თებეა იყო მისი ზამთარი და გრძნობდა მისგან წამოსულ მუხტს.
-რას ფიქრობ ზამთარი რომ არა,იქნებოდა რომელიმე ამაზე უკეთესი დრო?-ინტერესიანი მზერით უყურებდა თებეა თეოდორს.
-ალბათ შემოდგომა,თებეა.ზამთართან ყველაზე ახლოსაა,ულამაზესია შემოდგომის ფოთოლცვენა.
-ზამთარი რომ არა,ალბათ ჩემთვის უკეთესი დრო არცერთი იქნება.უფერული დროა დანარჩენი დროები,შემოდგომაზე იმდენად დიდ სილამაზეს ვერ ვხედავ რამდენსაც შენ.უბრალო სიტყვაა ორნაირი გაგებით
შემო
დგომას
რა აზრი აქვს?
-საინტერესოა შენ რასაც ფიქრობ,მაგრამ ყველა ერთნაირად ვერ ხედავს სამყაროს,თებეა-რაღაცნაირი ბოხო ხმით წარმოთქვა თეოდორმა და თებეასთვის თვალი არ მოუცილებია.
მალევე მივიდნენ სწრაფი კვების ობიექტთან,თებეას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა.
-დროებით,თეოდორ.სასიამოვნო იყო შენთან საუბარი-ხელი გაუწოდა თებეამ თეოდორს და უღიმოდა ჩაის გოგო მას.
თითქოს წამით ისევ გაჩერდა სამყარო და მათ ისევ იგრძნეს ხელების შეხებისგან გამოწვეული წამიერი მუხტი.ჟრუანტელმა დაუარა ორივეს და თვითონაც გრძნობდნენ მათ შორის არსებულ ქიმიას.
-დროებით,თებეა.
წავიდა თეოდორი,თან წაიღო თებეას რაღაც ნაწილი.დღეს არა მეორე სხვა ფერის ფურცლით არამედ თვითონ გააფერადა თებეას დღე.დღეს მზე სხვანაირად ანათებდა,იანვარში,სუსხიან ამინდში,ზამთარში და ისიც მხოლოდ თებეასთვის.
როგორც ყოველთვის ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში,მაგრამ ახლა სწრაფი კვების ობიექტიდან გამოსული ჩაიხანისკენ გაემართა თებეა.ჩაი ლიმნით,"გურანდა",თებეას ფინჯანზე შემოხვეული თითები და მისი უსასრულოდ ჩაკარგული თვალები წიგნში.
ბიჭუნა ფერადი ფურცლით,ახლა სტაფილოსფერი.
"თეთრი ანგელოზი-ჩაის გოგო.ჩაი რომ არა თებეა ასეთი მომხიბვლელი არ იქნებოდა".
სიამოვნებდა თებეას თეოდორის ასეთი საქციელი,სიმართლე გითხრათ თებეას მისი ფიზიკურობისთვის დიდად არც მიუქცევია ყურადღება,მაგრამ მისი შავი ყორანივით თვალები და გამართული მხრები სრულყოფილება იყო.
მეტრო,ბიჭუნა ნაცრისფერი ფურცლით და გაბადრული თებეა.
"თბილად ჩაიცვი,თებეა,თორემ ჩაი ვერ გაგათბობს"
სიამოვნებდა თებეას თეოდორის ყურადღება.
სიამოვნებდა თებეას თეოდორით გაფერადებული დღე.

ერთი კვირა გრძელდებოდა ასე,ჩანდა თეოდორის ფურცლები,მაგრამ არა თვით თეოდორი.
რატომღაც თებეას ნაწილს აკლდა რაღაც,უფროსწორად ვიღაც.
დიახ,სწორად მიხვდით ეს ვიღაც თეოდორი იყო.
უთეოდორობას განიცდიდა თებეა და ენატრებოდა მისი შავი,ყორანივით თვალები.
არ იცოდა რას გრძნობდა თეოდორის მიმართ,შეიძლება უბრალო ლტოლვა იყო.
ჩაიხანაში იჯდა თებეა,ახლა სხვა წიგნს კითხულობდა-"ძმები კარამაზოვები".მოსწონდა თებეას ეს წიგნი,რაღაც უხილავს გრძნობდა ამ წიგნის კითხვის დროს.

"ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი?"

თებეა ლიმნიან ჩაის სვამდა და ძმებ კარამაზოვებს კითხულობდა,მაგრამ ფიქრებით თეიდორთან იყო.უკვე 41 ფურცელი ქონდა თებეას,41 სხვადასხვა ფერის ფურცლით გაფერადებული თებეას ცხოვრება.
ისევ თეოდორი კაფეში და მათი ხელების ერთიანობა.
-თებეა,მინდოდა ის უხილავი ძაფი გეგრძნო ამ ერთი კვირის განმავლობაში,რაც ჩვენ შორისაა-ღიმილით უთხრა თეოდორმა თებეას და თან თებეას მტევანზე თითს ნაზად ატარებდა.
-რატომ თეოდორ?იქნებ სულაც არ არსებობს ეს უხილავი ძაფი?-ეჭვნარები მზერით უყურებდა გოგონა მამაკაცს და მის თვალებს კიდევ ერთხელ შეისწავლიდა,მონატრებულ თვალებს,უსასრულოდ რომ იყო მასში ჩაკარგული.
-იგრძენი მონატრება თებეა,თვალებზე გეტყობა ეს.შენი ჭორფლები თითქოს ცეკვავენ.ვარსკლავები გაქვს თვალებში,თებეა.ჩემი შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელი,თებეა.და ამის მერე კიდევ არ არსებობს უხილავი ძაფი?-უყურებდა თეოდორი თებეას,მთელი გრძნობით წარმოთქვამდა სიტყვებს და მის ნათქვამ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა თებეასადმი გრძნობა.შეიძლება სიყვარულიც.
-შეიძლება არის თეოდორ,მაგრამ რატომ მე?და არა სხვა?
-მარტივი შეკითხვაა, წიგნების მოყვარული ჩაის გოგო ლამაზი თითებით და ჭორფლებით,მეტად განსხვავებული ჩაცმულობით ჩემთვის უფრო საინტერესოა,ვიდრე ოცდამეერთე საუკუნის ჩვეულებრივი ახალგაზრდები-მელოდიური ხმით ჩაესმოდა თებეას თეოდორის სიტყვები და არ ეგონა ეს ყველაფერი სინამდვილე თუ იყო.
-მაოცებ თეოდორ,შენ ჩემში ის დაინახე რასაც სხვები უბრალოებად აღიქვამენ.
-თებეა,ვცადოთ ურთიერთობა.მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასდგმელად?-წარბებაწეული უყურებდა თეოდორი თებეას გამომცდელი მზერით.
-არ ვიცი,თეოდორ.მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა.რაღაც მიბიძგებს,რომ შენთან უნდა ვიყო,მაგრამ თითქოს უკან მქაჩავენ და მაშინვე ვფხიზლდები-სევდიანი ხმით ლაპარაკობდა თებეა და მის ხმაში იგრძნობოდა მისი ტკივილი,რაც აქამდე გამოიარა.
-როგორც შენ გინდა,თებეა.მე ყოველთვის აქ ვარ ჩემი ფერადი ფურცლებით-თვალი ჩაუკრა თეოდორმა თებეას,ხელის მტევანი აიღო,ტუჩთან მიიტანა და ნაზად ეამბორა.
თებეას სამსახური ელოდებოდა როგორც ყოველთვის.წამოდგა ორივე,დატოვეს ჩაიხანა და ისევ თებეას სამსახურისკენ დაადგნენ გზას.
-თეოდორ,შენი აზრით ლიმნიანი ჩაი უკეთესია თუ მალინიანი?
-შენთვის ლიმნიანი,ჩემთვის მალინიანი,თებეა-თითქოს მეტად საჭირბოროტო საკითხე მსჯელობდნენ ისე იყო ორივე ჩაფიქრებული.
-თანახმა ვარ,თეოდორ-გასაკვირი იყო თებეას ასეთი მოულოდნელი პასუხი,არ ელოდა თვით თებეაც მისი თავისგან ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას.
-ძალიან კარგი,თებეა.როცა გათავისუფლდები ჩაიხანაში მოდი,ვისაუბროთ.
მუშაობდა თებეა.
შემდეგ ჩაიხანა,ეს ჯადოსნური ადგილი,სადაც პირველი ფერადი ფურცელი მიიღო თებეამ.
იჯდნენ და საუბრობდნენ,ერთმანეთზე ამბებს ცვლიდნენ.თებეას ბევრი არაფერი ჰქონდა მოსაყოლი.
გადიოდა თვეები.
ისევ თებეა და თეოდორი.
ისევ მათი ხელები ერთად.
ისევ ერთმანეთში ჩაკარგული თვალები.
სიყვარული,რომელმაც ამ ორ ადამიანში დაისადგურა.გრძნობა,რომელიც არავის არაფერს ეკითხება და თვითონ ეწვევა ხოლმე ადამიანებს.
უყვარდათ?არაამქვეყნიურად.არადედამიწურად.მხოლოდ ერთმანეთისთვის უცემდათ გული.
თებეა და თეოდორი.
თეოდორი და თებეა.
თებეას ბინაში,ღუმელთან დამჯდარი მალინიანი და ლიმნის ჩაით ხელში,ბედნიერი სახეებით და უსასრულოდ ბედნიერი მომავლით.
-და ახლა თეოდორ,თვეების შემდეგ,შენი აზრით რამე შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში?-თეოდორზე ჩახუტებულმა თებეას მისი კისრიდან თავი წამოსწია,მაღლა აწია და თეოდორს თვალებში შეაჩერდა.
-ახლა მე გყავარ თებეა შენ,მე კი შენ მყავხარ.ამაზე უკეთესი რა უნდა შეცვლილიყო?-ზემოდან დასცქეროდა ზედგინიძე თებეას და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.
ისევ თებეა და თეოდორი.
ბევრი წლის შემდეგაც,ისევ ერთად მალინიანი და ლიმნიანი ჩაით ხელში.
სამი წლის შემდეგ ისევ ბუხართან მჯდომი,ზუსტად იმ დღეს,როცა პირველი ფერადი ფურცელი მიიღო თებეამ.ოღონდ ახლა თეოდორთან ერთად და არა მხოლოდ ფერად ფურცელთან.
და მაინც,რაშია ბედნიერება?
ახლა თეოდორსა და თებეაში.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest trocodeo

სასიამოვნო წასაკიტხია

 



№2 მოდერი ელპინი

Guest trocodeo
სასიამოვნო წასაკიტხია

იმეე,მადლობა დიდი ძალიან❤❤❤

 



№3  offline ადმინი -venus-

პირველრიგში, გამიხარდა ჩემი შწმოთავაზებული სახელი თეოდორე რომ გამოიყენე ^_^ მერე მეორე ძაალიან თბილი ისტორია იყო. ნელ-ნელა იხვეწები ამიტომ სხვის ნეგატიურ კომენტარებს ყურადღეება არ მიაქციო, მიიღე ჯანსაღი კრიტიკა, ეცადე გამოასწორო ის რაზეც შენიშვნას მოგცემენ. მიხედავად იმისა რომ ახალი მწერალი ხარ, თავიდანვე ჩანს ვის შეუძლია და ვის არა, შენ შეგიძლია, ბევრი წერის და კითხვის შემდგომ დაიხვეწები და ძალიან ძალიან კარგი მწერალი გახდები. მთავარია ხელი არ ჩაიქნიო ♡♡ წარმატებებიი :*

 



№4 მოდერი ელპინი

მეგი,მადლობა ძალიან,ძალიან დიდი❤სიტყვებით ვერ ავღწერ რამხელა ბედნიერება მომანიჭა შენმა თითოეულმა სიტყვამ❤❤მადლობა სახელის მოფიქრებაში,რომ დამეხმარე და ისტორიაში შენი წვლილი მიგიძღვის❤❤აღარ ვაქცევ უკვე არაჯანსაღი კრიტიკის შემცველ კომენტარებს ყურადღებას❤მადლობა ყველაფრისთვის❤❤

 



№5  offline წევრი nninni

ლიმონიანი ჩაია სწორი wink

 



№6 მოდერი ელპინი

nninni
ლიმონიანი ჩაია სწორი wink

მითხრეს,ხო :დდ იყოს როგორცაა ახლა ისე❤

 



№7  offline წევრი Mtirala

ლიმნით არა - ლიმონით
მალინა არა - ჟოლო
კარგი გოგო ხარ...
ესეც თბილი ისტორია იყო, მაგრამ დასახვეწია ❤
მიყვარხარ პინ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№8 მოდერი ელპინი

Mtirala
ლიმნით არა - ლიმონით
მალინა არა - ჟოლო
კარგი გოგო ხარ...
ესეც თბილი ისტორია იყო, მაგრამ დასახვეწია ❤
მიყვარხარ პინ ❤

მადლობა,პატარა გოგო❤❤მიყვარხარ მეც ძალიან❤❤

 



№9 სტუმარი იცით რაა

ლიმნით არა, ლიმონით. სიტყვა ლიმონი ე.წ. „საზოგადო“ სიტყვაა (ინგლისურად, რუსულად.... ყველგან ლიმონია), ასევე შემოსული ამიტომ არ იკვეცება და არ იკუმშება

 



№10 მოდერი ელპინი

იცით რაა
ლიმნით არა, ლიმონით. სიტყვა ლიმონი ე.წ. „საზოგადო“ სიტყვაა (ინგლისურად, რუსულად.... ყველგან ლიმონია), ასევე შემოსული ამიტომ არ იკვეცება და არ იკუმშება

აჰაამ,გასაგებია.მადლობა❤

 



№11  offline მოდერი Eleniko13

მისმინე,
დაიკიდე რა.
თუ ლიმნიანი გინდა,
ლიმნიანი უნდა იყოს. :)
არც იქით-არც აქეთ.
მე ლიმნიანი მომწონდა და ეგრე
დავაწერე ისტორიას,
ლიმონიანი არ ჟღერს ისე, როგორც
ლიმნიანი.
ასე რომ,
ვოთევერ იუ ვონთ,
საყვარელო.
და ისტორიას რაც შეეხება- არ წამიკითხავს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№12  offline წევრი modemodka

Kargi iyoo :-* momewona :-* imedia im motxrobis meotxe tavic male daidebaa.. ((

 



№13 მოდერი ელპინი

Eleniko13
მისმინე,
დაიკიდე რა.
თუ ლიმნიანი გინდა,
ლიმნიანი უნდა იყოს. :)
არც იქით-არც აქეთ.
მე ლიმნიანი მომწონდა და ეგრე
დავაწერე ისტორიას,
ლიმონიანი არ ჟღერს ისე, როგორც
ლიმნიანი.
ასე რომ,
ვოთევერ იუ ვონთ,
საყვარელო.
და ისტორიას რაც შეეხება- არ წამიკითხავს.

არაუშავს,ეგ არაფერი❤ხო,ლიმონიანი უშნოდ ჟღერს რაღაც :დდდ

modemodka
Kargi iyoo :-* momewona :-* imedia im motxrobis meotxe tavic male daidebaa.. ((

მადლობა,მადლობა ძალიან დიდი❤❤ვნახოთ,არ ვიცი რამდენი დააგვიანდება ://❤

 



№14  offline წევრი მარიკუნაა♥️

როგორი (შედარებით) დახეწილი იყო, შენ უბრალოდ რომ იცოდე...
გაშტერებული ვზივარ ეხლა:)
ყოჩაღ, მართლა.
უბრალოდ, არ ვიცი რისი ბრალია, გრძნობა ბოლომდე(ხშირად საერთოდ) ვერ მოდის ჩემამდე.
უნდა მოიტანო, რაც კი გექნება, ამოიღე და დაწერე, დაიცალე ხოლმე წერისას, თავს ნუ იკავებ ხოლმე.
რაც გინდა, ის წერე.
შენს ნაწერებს მუდამ ეტყობა ხოლმე თავშეკავება და მწერალი როცა ხარ, შენი ყველაფერი, ყველა გრძნობა უნდა გაშიშვლდეს მკითხველის წინ ისე, რომ შეკითხვები და გრძნობის სინამდვილე, ასე ვთქვათ, ეჭვის ქვეშ არ დადგეს.
დანარჩენი ძალიან კარგია, მართლა:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№15 მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
როგორი (შედარებით) დახეწილი იყო, შენ უბრალოდ რომ იცოდე...
გაშტერებული ვზივარ ეხლა:)
ყოჩაღ, მართლა.
უბრალოდ, არ ვიცი რისი ბრალია, გრძნობა ბოლომდე(ხშირად საერთოდ) ვერ მოდის ჩემამდე.
უნდა მოიტანო, რაც კი გექნება, ამოიღე და დაწერე, დაიცალე ხოლმე წერისას, თავს ნუ იკავებ ხოლმე.
რაც გინდა, ის წერე.
შენს ნაწერებს მუდამ ეტყობა ხოლმე თავშეკავება და მწერალი როცა ხარ, შენი ყველაფერი, ყველა გრძნობა უნდა გაშიშვლდეს მკითხველის წინ ისე, რომ შეკითხვები და გრძნობის სინამდვილე, ასე ვთქვათ, ეჭვის ქვეშ არ დადგეს.
დანარჩენი ძალიან კარგია, მართლა:)

მარიამ,მე ყოველთვის გელოდები ხომ იცი❤❤მადლობა ძალიან დდ ასეთი სიტყვებისთვის და მითუმეტეს შენგან ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს❤❤მადლობა უდიდესი❤გამაბედნიერე და გამახარე ახლა❤❤❤

 



№16  offline მოდერი Yvavi.

ლიმნით და ლიმონით ერთი ნაგავია რა განერვიულებთ :დდ მთავარია რომ ისტორიაა შესანიშნავი <3

 



№17 მოდერი ელპინი

ნაცრისფერი
ლიმნით და ლიმონით ერთი ნაგავია რა განერვიულებთ :დდ მთავარია რომ ისტორიაა შესანიშნავი <3

პოზიტივი ყოველთვის და ყველგან :დდდ
მადლობა ძალიან დიდი,საყვარელო❤❤გამიხარდა თუ მოგეწონა❤

 



№18 სტუმარი Gvancx

ძალიან თბილი ისტორია იყო, ჩაივით... ზოგ-ზოგან კი ვიგრძენი წყვეტილი თხრობის ხაზები და ზედმეტად მაღალფარდოვანი მომეჩვენა თებეასა და თეოდორის დიალოგი, მაგრამ მაინც მშვენიერი იყო. დიდი პოტენციალი გაავს.

 



№19 სტუმარი Drogons

დავიწყოთ იქიდან რომ გადაღეჭილი ისტორიაა.
აი ბევრი ისტორია თითქმის მსგავსი შინაარსის არის!
მარტო საიტზე ასეთი 10 მაინც ვიცი)
ძალიან გავს ერთ-ერთს იქაც წიგნით დადის ის გოგო და მთელი ამბები.
ამიტომ ცოტა ისეთ რამეზე წერე დააინტერესო ხალხი
ხო კიდე რა მინდოდა მეთქვა გრძნობების გამოხატვა არგეხერხება?
შენსას რასჩ ვკითხულობ აი არც ერთი ნერვი არ მიტოკდება ://
უემოციოთ წერ, ამიტომ ბოლომდე არ წამიკითხავს, ვერ უფრო სწორედ..

 



№20 მოდერი ელპინი

Gvancx
ძალიან თბილი ისტორია იყო, ჩაივით... ზოგ-ზოგან კი ვიგრძენი წყვეტილი თხრობის ხაზები და ზედმეტად მაღალფარდოვანი მომეჩვენა თებეასა და თეოდორის დიალოგი, მაგრამ მაინც მშვენიერი იყო. დიდი პოტენციალი გაავს.

მადლობა ძალიან დიდი❤❤❤ძალიან გამახარე ახლა❤❤

 



№21  offline მოდერი ენემი

ჩემიიი <3 საოცრება ხარ <3 ს ა ო ც რ ე ბ ა <3

 



№22 მოდერი ელპინი

ენემი
ჩემიიი <3 საოცრება ხარ <3 ს ა ო ც რ ე ბ ა <3

ვაიმეე,ვგიჟდები ენემ მე შენზე❤❤❤❤ჩემო პატარავ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent