შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 1


12-09-2017, 18:10
ავტორი ლიდია
ნანახია 620

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 1

ემილი დილით ადრე ადგა. ჩვეულებრივ დღეებში 9-ზე დგებოდა სკოლის გამო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი დღე არ იყო, თანაც მან საშუალო სკოლა უკვე დაამთავრა! 100%-იანი სტიპენდია აიღო და დღეს, სწორედ იმისთვის ადგა დილის 5 საათზე, რომ თურქეთში, ჩანაკალეში, სამედიცინო ბანაკში გამგზავრებულიყო 3 თვით, იქ რეზიდენტობას გაივლიდა, შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა და საავადმყოფოში დაიწყებდა მუშაობას, გაივლიდა ორდინატობას და გახდებოდა ზოგადი ქირურგი, კურატორი და თუ კარგად იმუშავებდა ქირურგიის უფროსიც კი!
ემილი სააბაზანოში შევიდა და იბანავა, როდესაც ტანს იმშრალებდა სარკეში ჩაიხედა, დაინახა 18 წლის უკვე ზრდასრული, 1.70 სიმაღლის, გრძელი მუქი-ქერა თმით, ოდნავ უშნო ცხვირით, დიდი ვარდისფერი ტუჩებით გოგონა, რომელსაც იმდენად დიდი და ლამაზი თვალები ჰქონდა, ყველად დაატყვევებდა. ემილის დაბადებიდან ჰეტეროქრომიის სინდრომი ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს რომ მისი ერთი თვალი ცისფერი იყო, ხოლო მეორე თაფლისფერი. ზოგი ამას სიმახინჯედ მიიჩნევს, მაგრამ ემილის სახეზე დაყრილი ჭორფლი და ასეთი თვალები ერთმანეთს ძალიან უხდებოდა.
ემილის არასოდეს ყოლია შეყვარებული და ეს არც ადარდებდა, იყო შემთხვევები როდესაც რამოდენიმე ბიჭს მოსწონდა ან პირიქით, მაგრამ სიტუაცია სერიოზული არასოდეს ყოფილა. სიყვარულზე ბევრს არც ფიქრობდა რადგან მას ყურადღება მხოლოდ მედიცინაზე ჰქონდა გამახვილებული, უნდოდა კარიერა აეწყო და მომავალში ნიუ-იორკში ძალიან დიდი სახლი ეყიდა!
ემილი სააბაზანოდან გამოვიდა, მაღალწელიანი ჯინსის შარვალი და მოკლესახელოებიანი სერი ფერის მაიკა წარწერით „NY, uptown girl” ჩაიცვა. თმები მაღლა აიწია და შეიკრა. დედა გააღვიძა, ორივემ ერთად ისაუზმა, ხოლო შემდეგ ორი დიდი ვარდისფერი ჩემოდანი ემილი ოთახიდან ჩამოიტანა.
-ძვირფასო დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი ჩაალაგე? სულ რაღაც 5 წუთში ტაქსი მოვა.
-კი დედა, აბსოლუტურად ყველაფერი ჩავალაგე. არაფერი დამვიწყნია.
-ემ ძალიან მომენატრები ჩემო ლამაზო! იცოდე კარგად ისწავლე!
-მეც დე! რათქმაუნდა, ბანაკში მაგისთვის მივდივარ.
-ხო მაგრამ, თუ ვინმეს გაიცნობ... ბიჭს ვგულოსხმობ... მომიყევი მის შესახებ..
-არანაირი ბიჭი დედა!
-კაიკაი, დროა წახვიდე -ემილი დედას ჩაეხუტა და ტაქსიში ჩაჯდა, აეროპორტში მისვლას დიდი დრო არ დასჭირვებია.
თვითმფრინავში ემილი წიგნს კითხულობდა. ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და დროის უმეტეს ნაწილს ამაში ატარებდა.
როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, ტაქსით იმ ადგილას მივიდა სადაც დაიბარეს, ეს იყო 5სართულიანი სახლი. ემილის ჩათვლით იქ 20 ბავშვი იყო. 10 გოგო და 10 ბიჭი, ყველა ოთახებში გაანაწილეს.
-გოგონები 1 სართულზე, ხოლო ბიჭები მეორეზე. მესამე სართულზე არის ბუფეტი, ტრენაჟორები და ვიდეოთამაშები. მეოთხეზე ლაბორატორია სადაც დროის უმეტეს ნაწილს გაატარებთ. ხოლო მეხუთე სართულზე შევიკრიბებით ხოლმე როცა ეს საჭირო იქნება. ხვალ დილის 7 საათზე თითოეული თქვენგანი მეხუთე სართულზე იქნებით. დღეგამოსებით იმეცადინებთ. ზეგ დასვენებაა, მაზეგ ისევ მუშაობის დღე და ა.შ. დასვენების დღეებში წახვალთ სადაც გინდათ და რამდენი ხანიც გინდათ. ახლა კი ყველა თავის ოთახში წავიდეს. - თქვა ანჯელამ,რომელიც ბანაკის ხელმძღვანელი გახლდათ. მისი ხმის ტონით და გამოხედვით თუ ვიმსჯელებდით წინ ადვილად გასავლელი 3თვე არცერთს არ ელოდა!
ემილიმ ვერავის გაცნობა მოასწრო, უბრალოდ ოთახში ავიდა, ნივთები დაალაგა და დაიძინა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest კატოო

დროში გაქვს აცდენა. 18 წლის სტუდენტი რეზიდენტურას ვერანარაირად გაივლის (უხეში შეცდომაა), რადგან წინა საფეხური არ აქვს გავლილი, გარდა ამისა რეზიდენტურა 3 თვიანი არ არის და კიდევ, რეზიდენტურა ქვია მაგას და არა რეზიდენტობა :)))

 



№2  offline წევრი ლიდია

Guest კატოო
დროში გაქვს აცდენა. 18 წლის სტუდენტი რეზიდენტურას ვერანარაირად გაივლის (უხეში შეცდომაა), რადგან წინა საფეხური არ აქვს გავლილი, გარდა ამისა რეზიდენტურა 3 თვიანი არ არის და კიდევ, რეზიდენტურა ქვია მაგას და არა რეზიდენტობა :)))

დიახ, ეგ ყველაფერი ვიცი, უბრალოდ ეს მოთხრობა ადრე დავწერე, დაახლოებით 2-3 წლის წინ და თავი აღარ შევიწუხე გადაკეთებით ^ ჩავთვალოთ რომ ეს ჩემი გამოგონებული "სამყაროა" სადაც ასე ხდება :დდ დიდი მადლობა კომენტარისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent