შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

წერილი შეყვარებულს


12-09-2017, 20:40
ავტორი koko13
ნანახია 683

წერილი შეყვარებულს

მე ის ვარ ვინც შენმა სიყვარულმა გადარია, შენ კი ფეხებზე დამიკიდე. მე ის ვარ ვინც შენი სულისა და სხეულის თითოეული ნაწილი შეიყვარა და ახლა მოწამლულია. სიტყვებს ვწერ, ვცდილობ მიგახვედრო მაგრამ გაიგებ? სიტყვები შავი აჩრდილებია, ფურცელზე დაწერილი, მე კი ეს შავი აჩრდილები მინდა შენ გაგიზიარო. არ ვიცი გიყვარდი თუ არა მატყუებდი თუ არა ,უბრალოდ რაში გჭირდებოდა. რა გააკეთე ? დათოს დასავიწყებლად დაიწყე ჩემთან ურთიერთობა. სიყვარულზე ყველაფერი გცოდნია. ჩემთვის პირველი იყო შენი სიყვარული უმაგრესი გრძნობა, ახლა უკვე ასე აღარ ვფიქრობ.
ყველა ერთნაირი არაა. მე ურთიერთობის დასაწყისში გითხარი ,რომ თუ ადამიანს დავუახლოვდე იოლად ვერ ვშორდები რეალურად მეგობარი არ დამიკარგავს არასდროს. შენც ხომ იცი მგრძნობიარე ვარ?! იცი ჩემს თავზე მომდის გული, რა დავინახე შენში ისეთი, რომ ეგეთ მდოგმარეობაში ჩამაგდო?! აი ვხვდები და თან ვერ ვხვდები. ვარჯიში დავიწყე ყველაფერს ვცდილობ რათა დაგივიწყო ,მაგრამ 5 წუთი არ გავა ისე შენი სახე თვალწინ არ დამიდგეს. ვეწინააღმდეგები, ვეწინააღმდეგები ფიქრებს თუმცა გამახსენდება შენი თბილი ჩახუტება, ფერმკრთალი კანი და გული ისე მიცემს ლამის ძვლების დამიმსხვრიოს. საშინელებაა მეგობრები, ახლობლები გეკითხებიან რა გჭირს? რა დაგემართა? არ უფრო სწორად ვერ უხსნი მაინც ვერ გაიგებენ.
შენ თუ ეგრე ბიჭების გამწარება შეგიძლია დაწყევლილი ყოფილხარ. ყველაზე ცუდი იცი რაა? ჩემს თავს ვეკითხები საერთოდ რატომ ვცხოვრობ. ძილში გამეღვიძება და მგონია, რომ ჩემს გვერდით წევხარ , სწრაფადვე დავუბრუნდები რეალობას და ცივი ოფლი მასხავს. გეჩხუბე და მითხარი „სხვისი წამებით სიამოვნებას ვიღებო“ მე რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ შენ ამ დროს ბედნიერი ხარ? მიკვირდა ,რომ ამბობდნენ ზოგიერთს სინდისი საერთოდ არ აწუხებსო. თან იმდენად გიკიდებს, რომ დაგცინის და 5 წუთიც არ გესაუბრება. შენ საერთოდ არ გცოდნია სიყვარული ,მინდა შენს ყელს მოვეფერო შეგიგრძნო. შენი სუნი არ მავიწყდება და მოლანდებასავით დამზდევს იმიტომ ,რომ შენია და განუმეორებელი. იცი ფეხებზე ყველაფერი აღარაფერი მაინტერესებს, შენს გარდა. დეპრესიაც ავიკიდე ერთი პატარა გოგოს ქარაფშუტული საქციელის გამო. ტირი და მერე შენს თავს ეკითხები არის თუ არა ის ამის ღირსი? ზიზღის გრძნობა მიჩნდება გაბრაზება მიპყრობს, მაგრამ აი რაღაც 1 საათში ყველაფერი მავიწყდება და ისევ შენი სიყვარულით ვივსები. ვნება როდესაც გიჩნდება გოგოს მიმართ და ხედავ ის სხვის მკლავებში თარეშობს ,საშინელებაა ,ტანჯვაა, ვერ აღწერ იმდენად ძნელი და ყოვლისმომცველია.
ჩემს გულში შემოგიშვი ,მიმატოვე და გულის ნაწილიც თან წაიღე. ახლაც მახსოვს ის ემოცია, აღფრთოვანება ,როცა შენი დაწერილი ლექსი გამომიგზავნე. ეს ის მომენტია ,ხვდები იპოვე ის ვისაც ეძებდი. დამესიზმრა, რომ ტუჩებში გკოცნიდი სიზმარი რეალურად რამოდენიმე წამი გრძელდება ,მაგრამ ეს ჩემთვის მთელი საუკუნე იყო. ვერ წარმოიდგენ სიმოვნებისგან ნეტარების პიკზე ვიყავი. რაც დრო გადის შენი მონატრება ძლიერდება და ძლიერდება. ჩვენ ერთმანეთისთვის ჰაერზე არ გვითქვამს სიტყვა „მიყვარხარ“, მრავლის მომცველი და გიჟური ემოციებით დატვირთული. დოფამინის დონემ თავისი გაიტანა და ჩემი თვალები შენი სიყვარულისგან გაბრწყინდა, ისე როგორც არასდროს. სწორედ ამ ბედნიერების წუთებში გადაწყვიტე მიგეტოვებინე და ჩემთვის სულში ჩაგეფურთხებინა სხვას ვერაფერს უწოდებ მაგგვარ საქციელს. თუმცა ყველაფერი დავიწყებადია თავად სიყვარულიც.
თუ მსგავსი ისტორია თქვენთვისაც ნაცნობია დატოვეთ კომენტარი.скачать dle 11.3




№1  offline მოდერი bla.ell

"ვარ შენ ამ დროს ბედნიერი ხარ? მიკვირდა ,რომ ამბობდნენ ზოგიერთს სინდისი საერთოდ არ აწუხებსო."
"
დოფამინის დონემ თავისი გაიტანა და ჩემი თვალები შენი სიყვარულისგან გაბრწყინდა, ისე როგორც არასდროს. სწორედ ამ ბედნიერების წუთებში გადაწყვიტე მიგეტოვებინე და ჩემთვის სულში ჩაგეფურთხებინა"
ჰოომ...უცნაური და კარგი იყო...
განსხვავებულიც და დამაფიქრებელიც...სამწუხაროა ამ ყოველივეს როცა გრძნობ მაგრამ სხვა ვერ გაიგებს თუ არ გამოუცდია...არადა ხანდახან როგორ გვჭირდება ვინმეს ჩვენსავით ტკიოდეს გული რომ გაგვიგოს...თუმცა ამას ცუდი მნიშვნელობით არ უსურვებდი არავის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent