შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

განაჩენი 6 თავი


12-09-2017, 20:49
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 571

განაჩენი 6 თავი

უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა დანიელის დანახვისას. არც მომწონს, არც მიყვარს მაგრამ მას რომ ვხედავ პატარა ბავშვივით ზოოპარკი მიჩნდება მუცელში. ეს არ არის სიყვარული, ეს რაღაც უფრო სხვა, მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია დავჯდე და სულ რაღაცაზე ვილაპარაკო,  ისე რომ სალაპარაკო თემა არ გამომელევა.
უკვე დეკემბრის შუა რიცხვებია, ახალი წელი გვიახლოვდება. მართას დაჟინებული თხოვნით ყველანი ბაკურიანში მივდივართ. მარია და ტატოც ჩამოვიდნენ ისინიც ჩვენთან ერთად მოდიან, ასევე ჩემი მეგობარი დიანა. გუკამ მისი ორი მეგობარიც წამოიყვანა და ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართული, მთლიანად დავიკავეთ კახიანებმა და ჩვენმა მეგობრებმა.
34 წლის ასაკში პირველად დავდექი თხილამურებზე,  ყოველ მეორე გადადგმულ ნაბიჯზე ძირს ვეტყეპებოდი. ჩემი ყურებით დაღლილი გუკას მეგობარი მაქსიმე ჩემს საშველად წამოვიდა.
- დაგეხმარო? სიცილით მეუბნება ის და ზემოდან დამჰყურებს.
- სიმართლე გითხრა დახმარებაზე უარს არ ვიტყოდი. ხელს მიწვდის ის და წამოდგომაში მეხმარება.
- პირველად დგახარ თხილამურებზე? ისევ სიცილით ამბობს ის.
- პირველად და უკანასკნელად. ამ საშინელებაზე მეორედ არ დავდგები. სიცილით ვამბობ მე.
- მოდი დაგეხმარები და გასწავლი. ხელებს მჭიდებ ის და თავდაპირველად თავის შელავებას მასწავლოს, ისევ რომ არ დავეცე. სიცილ კისკისით ვსწავლობდი, ხან ვეცემოდი ხანაც მაქსიმე მაშველებდა ხელს.
- ერთობით ქალბატონო ადვოკატო? თავზე უეცრად დანიელი გვადგება და ჩემ გვერდოთ მდგომ მაქსიმეს ამრეზით ათვალიერებს.
- ოჰ აქ ვინ ყოფილა. ირონიას არ ვიშურებ მე.
- ვინ არის ეს ბიჭი? მაქსიმესკენ მითითებს ის.
- ჩემი ძმის მეგობარი. მაქსიმე გაიცანი ეს დანიელ ონიანია გამომძიებელი.
- სასიამოვნოა. ამბობს  მაქსიმე მაგრამ დანიელი საპასუხოდ ზურგს აქცევს. მაქსიმე კი იქაურობას ეცლება.
- რატომ გამიქციე ბიჭი? გაბრაზებული ვეუბნები დანიელს.
- უკაცრავად არმინდოდა. ბრაზს ვერ მალავს ისიც.
- ნეტა ისეთ ადგილას წამიყვანა შენ რომ ვერ შეგხვთები. გამწარებული ვამბობ მე და თხილამურებს იქვე ვყრი.
- მასეთი ადგილი არ არსებობს. ტუჩის კუთხეს ტეხავს ის და მიდის. დანიელის წასვლის შემდეგ ძირს დავიხარე თხილამურის ასაღებად, როდესაც თავბრუ დამესხა ერთი ხელით თხილამურს დავეყრდენი. წამოდგომას ვაპირებდი როდესაც იქვე თეთრ თოულზე წითელი სითხე შევამჩნიე, რომელიც ჩემი ცხვირიდან მოდიოდა.
- ნატა კარგად ხარ? მესმის ზურგსუკან დიანას ხმა, სისხლს უცებ ვიწმენდ და მისკენ ვტრიალდები.
- კი, კი კარგად ვარ. დაბნეული ვეუბნები მე რადგან ვერ გამიგია რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
საღამოს ყველანი სასტუმროს ჰოლში შევიკრიბეთ, არ ვიცი რატომ მაგრამ ხმაური საშინლად მაწუხებდა და განმარტოვება გადავწყვიტე. აივანზე გამოვედი და ჰამაკში მოვთავსთი, სულ მალე გვერდით ნაცნობი სურნელი ვივრძენი.
- როგორც ყოველთვის გხიბლავს განმარტოება. გვერსით მომიჯდა დანიელი.
- იგივეს ვიტყოდი შენზეც.
- მართალია, მეც ძალიან მიყვარს განმარტოება. ღიმილით მეუბნება ის და მისკენ გავიხედე. მხოლოდ ეხლა დავაკვირდი მისი სახის მოყვანილობას, რომელიც კარგად ჩანდა ლამპიონის შუქზე. საოცრად ლამაზი თვალები აქვს, როგორც მართა იტყოდა ვერსად ვერ შეხვდები ესეთ ნაცრისფერ მომაჯადოვებელ თვალებს. მისი ქერა თამა ნახევრად გადადაუპარსავს, საოცრად უხდებოდა მის სახეს ნახევრად შეკრეჭილი წვერი,  ასევე მის მოზრდილ ვარსისფერ ტუჩებს. საყვარლად მიღიმოდა ის უეცრად სახეზე ხელე ჩამომისვა და შევკრთი.
- კარგად ხარ? შეშინებული მეუბნება ის.
- კი კარგად ვარ. ცუდად რატომ უნდა ვიყვე? ჯიბიდან ხელსახოცს იღებს და მაწვდის.
- ეს რათ მინდა? გაკვირვებული ვეუბნები მე.
- სისხლი მოგდის. ეხლახა შევამჩნიე მის ხელზე, დაღვრილი სისხლი რომელიც ისევ ცხვირიდან მომდიოდა.
- ბოდიში. დარცხვენით ვამბობ მე და სისხლს ვიწმენდ.
- კარგად ხარ? სისხლი ხშირად გდის?
- არა დღეს წამომივიდა უკვე მეორედ. ალბათ კლიმატის ბრალია. მობეზრებულად ვამბობ მე და გვერდით ვიხედები.
- ექიმს უნდა გაესინჯო, იქნებ რახდება.
- ჰო წავალ შემდეგ.
- ეგრე არა, ვიცი არ წახვალ ამიტომ თბილისში რომ ჩავალთ მე თვითონ წაგიყვან.
- არ მინდა მე თვითონაც წავალ. გაბრაზებული ვამბობ მე.
- მპირდები? მუდარანარევი ხმით მეუბნება ის.
- გპირდები. ღიმილით ვამბობ მე და ფეხზე ვდგები, პირდაპირ ჩემი ნომრისკენ მივდივარ და აბაზანაში შევდივარ.
სარკეში რომ ჩავიხედე ფერი სულ დაკარგული მქონდა, ცხვირიდან ისევ მომდიოდა სისხლი, რომელიც ცივი წყლით ჩამოვიბანე.
- რა ჯანდაბა მჭირს? ვყვირი წყობიდან გამოსული, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და აბაზანიდან გამოვედი. პირდაპირ საწოლზე დავემხე და არც მახსოვს როდის ჩამეძინა.


ახალ წელს როგორც გავიგეთ ბაკურიანში მგზავრების კონცერტი იგეგმებოდა. ამიტომ საღამოს ყველამ გადაწყვიტა წასვლა, მე საკმაოდ დაღლილი ვიყავი ამოტონ სასტუმროში დავრჩი. მართას მართო გაშვება მეშინოდა თუმცა გუკამ მე აქ არვარო და დავთანხმდი. საღამოს თორმეტის ნახევარზე ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი, საკმაოდ გრილი ამინდი იყო. ულამაზესი სანახავი იყო საღამოს ბაკურიანი, აქა იქ ხალხი უკვე ფეიერვერკს ისვრიდა. საოცარ ელფერს სცემდა ყველაფერს, ფიქრებიდან კაკუნის ხმას გამოვყავარ.
- შემოდით ღიაა. უკან არც შემოვბრუნებულვარ ისე ვამბობ.
- იქნებ ვინ არის, არ უნდა დაინტერესდე? მესმის დანიელის და გვერსით მიდგება.
- რა ლამაზია არა აქაურობა? მის კითხვას ყურადღებას არ ვაქცევ და ისე ვამბობ.
- ძალიან. აღფრთოვანებული ამბობს ის.
- უკეთ ხარ? ინტერესით მეკითხება დანიელი.
- კი უკეთ  არ. მწარედ ვცრუობ მე.
- მართამ მითხრა შეუძლოდ იყო და ვერწამოვიდაო. ეჭვნარევი ტონით მეუბნება ის.
- ხო ცოტა თავი მტკიოდა. - ახლა წელს გილოცავ. ვამბობ როდესაც ფეიერვერკის გაშვება დაიწყეს.
- მეცგილოცავ. თბილად მიღიმის და მეხვევა.
- ყველაზე კარგი ახალი წელი მაქვს. ღიმილით მეუბნება ის როდესაც მშორდება. უეცრად თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და შემდეგ გონება დავკარგე. გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი თავზე თეთრხალათიანი ექიმი მადგა.
- რა მომივიდა? საწოლზე წამოჯდომა დავაპირე თუმცა არ გამომივიდა.
- ნუ მოძრაობთ თქვენ დასვენება გჭირდებათ.
- რა მომივიდა ექიმო?
- უკვე მეორე დღეა გონება გაქვთ დაკარგული.
- მართლა. გაოგნებული ვამბობ მე.
- ამ ხნის განმავლობაში ყველა საჭირო ანალიზი ჩაგიტარეთ.
- არაფერი არ მჭირს კარგად ვარ. ისევ დავაპირე წამოდგომა თუმცა ექიმმა გამაჩერე.
- თქვენ მწვავე ლეიკემია გაქვთ. მესმის ექიმის ხმა და ადგილზე ვშეშდები, ყურები დამიგუბდა თვალს დამიბნელდა მხოლოდ " მწვავე ლეიკემი" მიტრიალებდა გონებაში.
- რა სისულელეა? ვამბობ სიცილით.
- ნატალი შვილო, ჩვენ ყველაფერი შევამოწმეთ სამწუხაროდ ეს სიმართლეა. თქვენ ოჯახის წევრებს შევატყობინებ. კართან მისული ექიმი უეცრად შევაჩერე.
- არა, მათ არაფერი უთხრათ არ მინდა მათმა ამის შესახებ გაიგონ.
- კარგით თქვენი ნებაა. ამბობს ის და პალატას ტოვებს.
ანუ მე ვკვდები, ლეიკემია კი მაგრამ ეს როგორ ეს ხომ შეუძლებელია. მე ხომ ცხოვრებას ეხლა ვიწყებ, არ მინდა ჯერ სიკვდილი ღმერთო. ტირილით ვემუდარები ღმერთს.
- ნატალი როგორ ხარ? პალაფაში მომტირალე დედა შემოდის, უცებ ვიშორებ ცრემლებს და მისკენ ვიხედები.
- აქ რა გინდა დედა? შენ ხომ თბილოსში იყავი? დაბნეული ვეუბნები დედას.
- შენც თბილისში ხარ საყვარელო, გუშინ გადმოგიყვანეს აქ რეანიმობილოთ.
- მართლა? ვამბობ გაკვირვებული.
- თავს როგორ გრძნობ?  ექიმმა თქვა რომ საშიში არაფერია.
- ხო უბრალოდ ძალიან გადავიღალე და ამის ბრალია.
- გაგასებია ჩემთან წამოდი და მე მოგივლი.
- არა დეე იყოს, მირჩევნია მართა წაიყვანო შენთან უფრო კარგად ვიქნები ესე. ესეთ მდგომარეობაში მართას ვერ მივხედავდი, ამიტომ მერჩივნა დედასთან ყოფილიყო.
- კარგი საყვარელო როგორც გინდა. ამბობს დედა და ჩაცმაში მეხმარება.
სავადმყოფოდან იმდღესვე წამოვედი, სახლში გუკამ მიმიყვანა და შემდეგ წავიდა.
ეხლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდიდა, საწოლზე დავემხე და ტირილო დავიწყე. რატომ ხდება ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში, მე ხომ მხოლოდ ბედნიერება მიმდოდა ჩემს შვილთან ერთად, ღმერთო რატომ მსჯი ესე მწარედ? რა დაგიშავე?
ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ, ტელეფონს დავწვდი უცხო ნომერი იყო.
- ნატალი როგორ ხარ? მესმოს დანიელოს ანერვიულებული ხმა.
- კარგად ვარ გმადლობ, შენ როგორ ხარ? ვცდილობ როგორმე ჩემი ნერვიულობა დავმალო და ხალისიანი ვიყვე.
- მართლა კარგად ხარ? რა გითხრა ექიმმა?
- ისეთი არაფერი სტრესის ბრალიაო. ვცრუობ რადგან არ მინდოდა გაეგო სიმართლე.
- კარი გამიღე. მესმის მისი კატეგორიული ხმა.
- აქ ხარ? ანერვიულებული ჩავძახე უკვე გათიშულ ტელეფონს და კარის გასაღებად წავედი.
- შემოდი. ვეუბნები კარში მდგომს და გვერდით ვიწევი.
- ფერი სულ არ გადევს და შენ იძახი კარგად ვარო. სავარძელში ჯდება და ისე მეუბნება.
- მართლა კარგად ვარ. დამამშვიდებლად ვეუბნები მე.
- მითხარი რა გითხრა ექიმმა? კატეგორიული ტონით მეუბნება ის.
- ისეთი არაფერი.
- ნატალი. გაბრაზებული ამბობს ის.
- მწვავე ლეიკემია. თავდახრილი ვამბობ მე და ტირილს ვიწყებ.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს გვერდით ჯდება და მეხვევა, თავს გულზე ვადებ და უფრო ვუმატებ ტირილს.
- არაფერი არ იქნება კარგად, მე მალე მოვკვდები. სლუკინით ვამბობ მე.
- დამშვიდდი გთხოვ, მე შენს გვერსით ვარ. თავზე ხელს მისვამს და უფრო მიკრავს.
- გთხოვ ოღონდ ჩემებს არაფერი არ უთხრა. მუდარით ვეუბნები მე და თავს ვწევ.
- გპირდები არავის არაფერს არ ვეტყვი.
- მიდი დაიძინე მე შენს გვერდით ვარ. ფეხები სავარძელზე შემოვაწყვე და თავი მის კალთაში ჩავდე. მისი სურნელით გაბრუებულს სულ მალე ჩამეძინა მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმა საათით გაგრძელდა. კარებზე ბრაგუნის ხმამ გამაღვიძა და ფეხზე წამოვხტი, ვიცოდი მათე იქნებოდა ამოტომ დანიელს ოთახში შესვლა ვთხოვე.
- გთხოვ რაც არ უნდა მოხდეს არ გამოხვიდე კარგი?
- კარგი. ამბობს ის და ჩემს ოთახში შედის. კარი გამოვაღე სადაც მართლაც რომ მათე დამხვდა.
- რა გინდა? ზიზღით ვეუბნები მე.
- სად ბრძანდებოდი. ოთახში შემოდის და ისე მეუბნება.
- რა შენი საქმეა მათე?
- რომ გეკითხები ეს ორი დღე სად ბრძანდებოდი თქო გამეცი პასუხი? ყვირილით ამბობს ის.
- ხმას დაუწიე ნუ ყვირი. მშვიდი ტონით ვამბობ მე.
- წყობიდან ნუ გამოგყავარ სად იყავი მეთქი? მაჯაში ხელს მავლებს და ისე მეუბნება.
- ვკვდები მათე, შენს გამო სულ მალე მოვკვდები. ერთი თვე ან უფრო ნაკლები დამრჩა. ვამბობ სასუწარკვეთილი.
- რეებს ბოდავ? ხელს უფრო მიჭერს და ისე მეუბნება.
- მეტკინა ცხოველო, რომ გეუბნები რატომ არ გესმის ჰა. ვკვდები გესმის, ვკვდები. ეს ორი დღე საავადმყოფოში ვიყავი, კეიკემია დამიდგინეს. ვყვირი ბოლო ხმაზე და ხელს ვაშვებიებ.
- რას ამბობ ეს შეუძლებელია. შეშინებული ამბობს ის.
- ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება შენი ბრალია, გესმის შენ დამინგრიე მე ცხოვრება. შენ მომკალი მე, შენ გამანადგურე. შენ ხარ დამნაშავე ყველაფერ იმაში რაც მე მჭირს. შენს გამო დამემართა ეს ყველაფერი. მუხლებზე ვემხობი და ბოლო ხმაზე ვქვითინებ, ის კი გიჟივით გადის სახლიდან და კარს აჯახუნებს.


მიხარია რომ მოგწონთ ველოდები თქვენს კომენტარებს დადებითსაც და უარყოფითსაც. მიყვარხართ მე თქვენ ❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

აუუუუუუ, რას ერჩი ამ მთავარ პერსონაჟებს, კირას დასთან პრობლემები, შეყვარებულთან, კატოს გაუპატიურება, ძმის სიკვდილი, აღარ გავაგრძელებ (მეზარება :დ), გადარჩეს რა, ეგ თუ არა მაგის ოჯახის წევრები არ გეცოდება? მართა, მართამ 8 წელი დედის გარეშე გაატარა, ახლა დარჩენილი ცხოვრება უმდა გაატაროს უდედოდ? ეს უსამართლობაა! (ცუდად არ მიიღო, უბრალოდ ჩემთვის მტკივნეული თემაა დედის სიკვდილი, სულ ერთია ვისი)

 



№2  offline წევრი Gogona rmigraciidan

მოცინარი
აუუუუუუ, რას ერჩი ამ მთავარ პერსონაჟებს, კირას დასთან პრობლემები, შეყვარებულთან, კატოს გაუპატიურება, ძმის სიკვდილი, აღარ გავაგრძელებ (მეზარება :დ), გადარჩეს რა, ეგ თუ არა მაგის ოჯახის წევრები არ გეცოდება? მართა, მართამ 8 წელი დედის გარეშე გაატარა, ახლა დარჩენილი ცხოვრება უმდა გაატაროს უდედოდ? ეს უსამართლობაა! (ცუდად არ მიიღო, უბრალოდ ჩემთვის მტკივნეული თემაა დედის სიკვდილი, სულ ერთია ვისი)


გპირდები მოვლენების განვითარება სულ სხვანაირად მოხდება. დედის თემა ჩემთვისაც ცნობილია, წლებია მის გარეშე ვიზრდებოდი, 10 წლის შემდეგ ვნახე თუმცა სიტუაცა ვერ გამოვასწორედ ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქ. ბოდიში ჩემს პრობლემებს რომ გახვევ, მაგრამ მართას მასე აგ გავიმეტებ❤❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

Gogona rmigraciidan
მოცინარი
აუუუუუუ, რას ერჩი ამ მთავარ პერსონაჟებს, კირას დასთან პრობლემები, შეყვარებულთან, კატოს გაუპატიურება, ძმის სიკვდილი, აღარ გავაგრძელებ (მეზარება :დ), გადარჩეს რა, ეგ თუ არა მაგის ოჯახის წევრები არ გეცოდება? მართა, მართამ 8 წელი დედის გარეშე გაატარა, ახლა დარჩენილი ცხოვრება უმდა გაატაროს უდედოდ? ეს უსამართლობაა! (ცუდად არ მიიღო, უბრალოდ ჩემთვის მტკივნეული თემაა დედის სიკვდილი, სულ ერთია ვისი)


გპირდები მოვლენების განვითარება სულ სხვანაირად მოხდება. დედის თემა ჩემთვისაც ცნობილია, წლებია მის გარეშე ვიზრდებოდი, 10 წლის შემდეგ ვნახე თუმცა სიტუაცა ვერ გამოვასწორედ ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქ. ბოდიში ჩემს პრობლემებს რომ გახვევ, მაგრამ მართას მასე აგ გავიმეტებ❤❤

იმედი მომეცა <3 , ვწუხვარ დედაშენთან ასეთი ურთიერთობა რომ გაქვს, იმედია დაალგებთ ურთიერთობას. შემდეგ თავს ხვალ დადებ?

 



№4  offline წევრი Gogona rmigraciidan

მოცინარი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
აუუუუუუ, რას ერჩი ამ მთავარ პერსონაჟებს, კირას დასთან პრობლემები, შეყვარებულთან, კატოს გაუპატიურება, ძმის სიკვდილი, აღარ გავაგრძელებ (მეზარება :დ), გადარჩეს რა, ეგ თუ არა მაგის ოჯახის წევრები არ გეცოდება? მართა, მართამ 8 წელი დედის გარეშე გაატარა, ახლა დარჩენილი ცხოვრება უმდა გაატაროს უდედოდ? ეს უსამართლობაა! (ცუდად არ მიიღო, უბრალოდ ჩემთვის მტკივნეული თემაა დედის სიკვდილი, სულ ერთია ვისი)


გპირდები მოვლენების განვითარება სულ სხვანაირად მოხდება. დედის თემა ჩემთვისაც ცნობილია, წლებია მის გარეშე ვიზრდებოდი, 10 წლის შემდეგ ვნახე თუმცა სიტუაცა ვერ გამოვასწორედ ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქ. ბოდიში ჩემს პრობლემებს რომ გახვევ, მაგრამ მართას მასე აგ გავიმეტებ❤❤

იმედი მომეცა <3 , ვწუხვარ დედაშენთან ასეთი ურთიერთობა რომ გაქვს, იმედია დაალგებთ ურთიერთობას. შემდეგ თავს ხვალ დადებ?

კი ხვალ ავტვირთავ დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდმადლობა. ჩემო კარგო ყოველივე საუკეთესოს გისურვებ შენც❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent