შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

წართმეული სისპეტაკე თავი მეცხრე


12-09-2017, 21:00
ავტორი -venus-
ნანახია 1 409

წართმეული სისპეტაკე თავი მეცხრე

მზე კარგა ხსნის ჩასული იყო, უკვე მოსაღამოვებულიყო, გრილოდა...
თიკა მანქანიდან გადმოვიდა, ჟაკეთი მაგრად მოიხვია სხეულზე და ხელები გადააჯვარედინა სიცივისგან... თოკოსკენ არც გაუხედავს, პირდაპირ კაფეში შევიდა...
თოკომ მანქანა პარკინგზე დააყენა, დაკეტა და ისიც თიკას მიყვა... რამოდენიმე მაგიდა იყო მხოლოდ თავისუფალი, თიკას მიუახლოვდა და მის გადაწყვეტილებას დაელოდა, თიკამ ფანჯარასთან, მყუდრო ადგილას დაიკავა ადგილი... სანამ არ „გალღვა“ მაქამდე ხელები არ ჩამოუშლია... თოკო მის პირდაპირ დაჯდა და თიკას თვალებში ჩაიკარგა... კარგა ხანს უყურებდა. შიგადაშიგ ეღიმებოდა.
- დიდხანს უნდა მიყურო? შეწუხებულად შეიშმუშნა და მენიუ ისე დაიკავა სახე აღარც უჩანდა. თოკომ ჩაიცინა მხოლოდ, მანაც აიღო მენიუ და შესაკვეთის მისაცემად მიმტანს უხმო...

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რას მიირთმევთ? საკმაოდ ზდილობიანი ჩანდა მიმტანი, თეთრ პერანგში გამოწყობილი, კისერზე ბაბთით, შავი წინსაფრითა და შარვლით იყო შემოსილი...

- ჯერ გოგონამ თქვას, ჯელტმენურად დაუთმო თიკას და გაუღიმა.

- ცხელი ჩაი ლიმონით თუ შეიძლება... თიკამაც არ დააყოვნა...

- მხოლოდ ეგ?

- დიახ. მადლობა...

- თქვენ? ახლა თოკოს გადახედა და ჩასანიშნი ბლოკნოტი მოიმარჯვა...

- ორმაგი ესპრესო თუ შეიძლება... გაუღიმა მიმტანს და ორივე მენიუ მას გაატანა...

პიჯაკი გაიხადა, გვერდზე დაიდო და ხელები მაგიდაზე შემოაწყო...
თიკა ფანჯარაში იყურებოდა, თოკოს ანარეკლსაც ხედავდა, რომელიც თვალს არაშორებდა...
- დაიწყე, რისი თქმა გინდა? სიჩუმე ისევ თიკამ დაარღვია უხეში მიმართვით...
- მოდი გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან... ამ სიტუაციაში გახვევა არც მე მინდოდა და არც შენ რათქმაუნდა... მაგრამ უკვე ყველაფერი წარსულში დარჩა... გეფიცები რომ შენი წამების გამო მათ არ შევარჩენ ამას... ნებისმიერი ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანი რომელსაც ასეთი რამ შეემთხვევა იზავს იმას, რასაც მე ვაკეთებ... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ ამას. თუმცა ეგეც შემიძლია...
- მერე? უემოციოდ უყურებდა თოკოს...
- მერე ის რომ შენთან დაახლოება მინდა, რა არის ამაში გაუგებარი. მინდა ჩემი შვილის დედას კარგად ვიცნობდე, ვიცოდე რა უყვარს, რა უნდა და რაც ყველაზე მთავარია, ამის თქმას არ ვაპირებდი მაგრამ რადგან ვთქვი რომ გულწრფელი ვიქნებოდი, ამასაც გეტყვი... მესმის შენი გულგრილობა ჩემს მიმართ, სავარაუდოდ ცოტა ზიზღსაც გრძნობ, მაგრამ მინდა რომ ჩემი შვილი და ის ადამიანი, რომელიც ჩემს სისხლს და ხორცს მუცლით ატარებს ჩემს გვერდით იყოს... მინდა დავინახო როგორ გეზრდება მუცელი, მინდა რომ ღამე, თუნდაც სხვა ოთახიდან, იმიტომ რომ ვიცი ჩემს ოთახში არ შემოხვალ, გამაღვიძო და რაღაცებბზე გამაგზავნო... ძაან ბანალურად ჟღერს ვიცი, აქამდე ამაზე ფიქრიც კი მიჭირდა, მაგრამ ხო ხედავ რა რომანტიკოსი ვარ... გაიცინა და თიკას დაელოდა...
ცოტახანი დაჟინებით უყურებდა თოკოს, გაოცებული და გაოგნებული სახე ჰქონდა...
- მანიაკი ხარ? თუ მეღადავები? ბოოს სერიოზული სახით იკითხა თიკამ...
- ვერ მივხვდი? დაიბნა თოკო...
- აბა რა ერთად ცხოვრება, რა ღამე გაღვიძება. არ გიცნობ! არ მიცნობ!...
- ძალიან მეშლება ახლა ნერვები... დაიძაბა თოკო... ნორმალურად ლაპარაკი არ გესმის? კონტროლი დაკარგა ბიჭმა და ხმასაც შედარებით აუწია...
- აი შენნაირ ფსიხთან როგორ უნდა ვიცხოვრო? რა გაყვირებს?
- რატო მაგიჟებ? ვერ ვთქვი განმარტებით? მინდა ჩემთან გადმოხვიდე თქო! კონკრეტული იყო თოკო...
- მე კიდევ არ მინდა შენთან რომ გადმოვიდე თქო! იგივე ტონალობაში დაუმარცვლა თიკამ...
- გამაგიჟებ რაა! საკამოთოდ მოვედით თუ შესათანხმებლად? თვალები აატრიალა, ამასობაში შეკვეთებიც მოიტანეს...
- არ მინდა ეს ესპრესო, რამე მაგარი მომიტანე რაა! ბიჭი უცებ დაიბნა...
- მაგარი, ყავა? გაკვირვებულმა მიუგო თოკოს...
- რა ყავა, რამე ალკოჰოლური, ვისკი, არაყი, რავიცი რაგაქვთ...
- აჰ, ბატონო ჩვენ ალკოჰოლურ სასმელს არ ვყიდით, ვწუხვარ... ღიმილით მიუგო მან...
ნერვებ მოშლილმა გამოართვა საკუთარი ყავა და წინ დაიდგა...
თიკა კი წყნარად, ირონიული გაომეტყველებით მიირთმევდა საკუთარ ლიმონიან ჩაის და ფინჯანზე ხელებსაც ითბობდა...
- ლოთიც ყოფილხარ... ცოტახანში დაახეთქა თიკამ, ბიჭს ყავა ლამის გადაცდა...
- მდგომარეობიდან გამოგყავარ! ამას ჯობს შენი ვერსია შემომთავაზო მაშინ... ყბები დაეჭიმა თოკოს..
- მოკლედ, ბევრი დრამის გარეშე, ძალიან თუ დაგაინტერესდება შენი შვილის განვითარება, შეგიძლია ექიმთან გმაომყვე ხოლმე, დაბადების შემდეგ, როცა მოისურვებ ნახავ... სხვას არაფერს ვითხოვ... ჩამოუყალიბა თიკამ... თოკოს გაეცინა.
- ხუმრობ ხო? სახე აელეწა უცებ...
- შემომხედე აბა ვგავარ ხუმარა ადამიანს?
- თიკა! ძალიან გინდა რომ გამაცოფო?
- გიჟიც ყოფილხარ... აგრძელებდა თიკა... ცხელი ჩაი ბოლომდე გამოცალა და ფინჯნიდან ლიმონის ნაჭერი ამოიღო, კანი მოაცალა და შეჭამა, სახე მოჭმუხნა მაგრამ შემდგომ სიამოვნებაში გადაეზარდა... „როგორ მიყვარს“ თავისთვის ჩაილაპარაკა...
თოკოს ცოტაღა აკლდა რომ არ გაცეცხლებულიყო, თუმცა თვალებში მაინც ხტოდნენ სლისფერი წერტილები...
- ასე ვერ შევთანხმდებით... დაწყანრების შემდგომ გამოაცხადა თოკომ... რადგან დღეს ჩვენი პირველი „ნორმალური“ შეხვედრა არის, ნორმალური თუ შემიძლია ამ სიგიჟეს ვუწოდო, ასეთი ისეა მაქვს... გავაგრძელოთ ესე სიარული ერთად, კინოში წავიდეთ, ან სადმე სადაც მოისურვებ, ნორმალურად გამიცანი, დარწმუნები რომ არც ლოთი ვარ, არც მანიაკი და არც გიჟი... ბოლო სიტყვები გამოკვეთილად წარმოთქვა...
- ვნახოთ. მოვიფიქრებ...
თოკომ ღრმად ამოისუნთქა, თავს იკავებდა ყველანაირად... ხელები თმაში შეიცურა და მაგიდაზე იდაყვები ჩამოდო, ცოტახანი თავზე ხელმიჭერილი იჯდა...
- წავიდეთ, გამოუცხადა თიკამ... ხვალ ადრე მაქვს ლექცია... მოსამზადებელი მაქვს საკითხები...
- კარგი, მიდი ჩაჯექი მანქანაში, გასაღები მიაწოდა და გააღეო უთხრა.
- კარგი, მალე გამოდი... მიტრიალდა და კაფედან გავიდა...
„ შარში ვარ! გამაგიჟებს ეს გოგო“ თავისთვის ჩაილაპარაკა და სალაროსთან მივიდა ანგარიშის გადასახდელად... ცოტახანში მანქანასთან მივიდა, მძღოლის ადგილი დაიკავა და იქაურობას მოწყდა...
სახლში მისვლისთანავე ტატიანამ კითხვებით გაუბურღა ტვინი...
- აბა, რაო? რაზე შეთანხმდით? შეთანხმდით რო რამეზე, შენი ხასიათი რომ ვიცი, ამოაშხამებდი ბიჭს... მალე მომიყევი... თიკა ტანზე იცვლიდა, დედა კი უკან დაყვებოდა და ელაპარაკებოდა...
- დამაცადე მაინც, ან გავიხადო, ან შემოვიდე ნორმალურად, წყალი მაინც დამალევინე ისე რომ თოკო არ ჩამესმოდეს ყურში... ბოლოს ამოასხა და ცოტა უხეშადაც მოუვიდა... ტატიანა შედგა, ყურები ჩამოყარა, სახე აელწეა...
- კარგი, თუ არ გინდა ნუ მომიყვები... თიკას მოშორდა და საწოლზე ჩამოჯდა... მის გვერდზე, ტუმბოდან წიგნი აიღო და ვითომ კითხულობდა, შიგადაშიგ თვალს აყოლებდა თიკას...
- მოკლედ, გიჟია... მგონი მანიაკიც, ვერარი ნუ... გვერდზე ჩამოუჯდა დედას და კითხვებზე პასუხს ცემდა...
- რაა? დაიბნა ტატიანა, რეებს როშავ, ხო კარგად ხარ? ხელი მიადო შუბლზე... არა სიცხე არ გაქვს რომ ბოდავდე... სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა ტატიანა...
- ოო დედა, ხელი მოაცილებინა სიცილით...
- აბა რაის გიჟი, რა მანიაკი... ცოტა გარკვევით ილაპარაკე...
- მინდა ჩემი შვილის გაზრდას ვუყუროვო და ჩემთან წამოდიო, დამიწყო ძალით რომანტიკოსობა, ღამე გამაღვიძე და რაზეც გინდა იმაზე გაგეგზავნები და ათასი უაზრობები რითაც თავისი პაწია ჭკუით „დამკერავს“... მობეზრებით აატრიალა თვალები და ფეხები ლოგინზე შემოდო...
- მგონი ახლა შენ ხარ გიჟი... რა გითხრა ისეთი, ბიჭს უნდა ახლოს ყავდე და თავისი შვილის განვითარებას უყუროს...
- დედა მეხუმრები ხო? არ ვიცნობ, რაზე ვილაპარაკეთ მე დაშენ? ხელების ქნევით ლაპარაკობდა... ჯერ სამი თვის ვარ, მუცელი არ მაქვს, ამიტომ არარის აუცილებელი იქ გადავიდე...
- ეხ, რაც გინდა ის გიქნია მაშინ... ხალხმა ილაპარაკოს უპატრონოაო და უმამოდ ზრდის ბავშვსო... ტუმბოზე წიგნი დააბრუნა და სამზარეულოში შევიდა...
- შენთვის „ხალხი რას იტყვის“ არის მთავარი თუ ჩემი ბედნიერება, მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ რა! უკან მიყვა თიკაც...
- არა, ზუსტად შენი ბედნიერების გამო გეჩიჩნები რომ იმ ბიჭს შანსი მისცე, მითმეტეს როგორ ცდილობს, შენ კიდე გამოლანძღე ორ წამში, კარგი რა!!! ფუთფუთებდა ტატიანა...
- კარგი, მივცემ შანსს, თუ ასე ძალიან მოგწონს შენც, უბრალოდ აი მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ გული რომ მეტკინოს, არც შენ გაგცემ ხმას და იმას ხო საერთოდ ავუკრძალავ მოკარებას...
- მე კი ნუ მეჯიბრები, ან ჩემს გამო კი ნუ დაიჭერ ურთიერთობას მასთან, ბავშვის გამო უნდა გააკეთო ეს, პირველ რიგში და მერე შენს გამო.. დაუყვავა ტატიანამ და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდო...
- უფფ. კარგი წავალ მე ცოტას ვიმეცადინებ და დავწვები, წელი მტკივა...
- ექიმთან როდის მიდიხარ? 3დღეში მეოთხე თვეში გადავალ და მაშინ...
- კაი მიდი...

ღამის ორი საათი იქნებოდა, ნასვამი იყო ისევ, კარი ბრახუნით შეაღო, გასაღები მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა, ჟაკეტი გაიძრო და ძირს მოისროლა... მისაღებ ოთახში შეაბიჯა და თვალი მოავლო იქაურობას...
- ეჰ, მამაჩემო, მამაჩემო... ახლა ამ დაწყევლილ სავარძელში უნდა იჯდე და ტელევიზორს უყურებდე, ლუდის ქილით ხელში, შენ კიდევ? ვიღაც ბო*ების გამო სად ზიხარ... თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ...
- რეებს როშავ... კარის კიდეზე მიყუდებული იდგა ანა, თმა აწეწილი ქონდა... ბიჭი მოულოდნელობისაგან შეკრთა...
- ოხ ანა! შემაშინე... ძლივს ატრიალებდა ენას პირში.
- შენ ჩემი თუ გეშინია მაშინ პოლიცია რო დაგვადგება თავზე, ქვეშ ჩაისველებ...
- რა? რას ქვია პოლიცია დაგვადგება? შიშისაგან უცებ გამოფხიზრდა გიო...
- რაც გესმის... გაომძიებელი დამადგა დღეს მაკეტში... დაგვერხა რა!!! სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო...
- მოიცა, მოიცა ნუ ღნავიხარ... ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო გიორგი... ანუ შენ ამბობ იმას რომ გამომძიებელი დაგადგა, და რა მერე? ვერ მიხვდა...
- რაღა რაა! დებილი ხარ? იმ კახპას ყველაფერი უთქვამს, მოუყოლია რაც გავაკეთეთ... აპანიკებული ლაპარაკობდა ანა...
გიორგიმ გადაიხარხარა...
- რა ქათამი ხარ! და შენ გგონია ვინმე ამას დაამტკიცებს? კარგი რაა! ნუ ხარ სულელი, ისე არ გავუხადო საქმე რომ აქეთ ის მახინჯი ჩასვა ციხეში... თუ წაგვიყვანენ, ჩვეულებრივად, წყნარად და პანიკის გარეშე იტყვი რომ ეს ყველაფერი ტყუილი, დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ და ვერ შემოგვტენიან, გაიგე? ჩკუას არიგებდა გიორგი. -ახლა მომშორდი აქედან, მეთქი რაიმე სერიოზული იყო... ისევ გაიცინა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა... ჟურნალის პატარა მაგიდიდან პულტი აიღო და ტელევოზირი ჩართო....
ანა უკან, საძინებელში გაბრუნდა და თითქოს რაღაც მოეშვაო გულზე, ამოისუნთქა, თავი ხელში აიყვანა და ლოგინში ჩაწვა…

პოლიციის განყოფილებასთან გაჩერდა შავი აუდი... უცებ გადმოვიდა და კიბეები აირბინა, მთავარი მოსამართლე ადგილზე უნდა ყოფილიყო, თორემ გაგიჟდებოდა... მიმღებთან შეჩერდა...
- ელენე, მოსამსართლე ხომ აქარის? მითხარი რომ კი... ღრმად სუნთქავდა ნოე...
- კი მაგრამ კრება აქვს, ცოტახანი მოცდა მოგიწევს... მწვანე თვალები შეანათა ელენემ...
- ამის დედაც... მეჩქარება რაა! მალე მორჩება?
- წესით უნდა დამთავრდეს მალე... თითქმის 2 საათია მიმდინარეობს...
- კარგი ხო... მოპირდაპირე მხარეს, სავარძლები იდგა... ერთერთში მოკალათდა და პიჯაკის შიგნითა ჯიბიდან რომელშიც დაკეცილი ფურცლები ელაგა, ამოიღო და ცდილობდა კარგად დაკვირვებოდა...
„სისულელეა, დამცინებს მოსამართლე“ თავისთვის ფიქრობდა ნოე... „ რომ ვუთხრა, ესენი 14 წლის ბიჭმა დახატა და ამის საფუძველზე დაკავების ორდენი გაეცი თქო დამცინებს, უეჭველად დამცინებს...“ თმაში ხელი შეიცურა და ორივე ხელი მაგრამ მოიჭირა... „ იფიქრე ნოე, იფიქრე! რითი დავუმტკიცო, რისი გაკეთება შემიძლია... „ უცებ თავში შესანიშნავმა აზრდმა გაუელვა. ტელეფონი ამოიღო, კონტაქტებში შევიდა და ძველი მეგობრის ნოემრი აკრიფა...
- გიგიიი... როგორ ხარ ძმა... მონატრებული ხმით მიმართა...
- ვაა, ნოეს გაუმარჯოს. კარგად შენ როგორ ხარ? სად დაიკარგე ბიჭო, ასე უნდა ძმაკაცობა?
- ხო იცი არა რა შარშიც ვარ... ამ საქმის გადამკიდე ნორმლურად არვისთვის მრჩება დრო რა, იზვინი... ხო ხარ მაგრად? საით ხარ?
- რავიცი, „ნარმალნო“ რაა! ბათუმში ვარ შე ჩემა. რაღაც პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ჩამოვალ ალბათ ერთ ორ დღეში... ხო მშვიდობაა? მიხვდა მეგობრის ხმაში რომ, რაღაც რიგზე ვერ იყო...
- იმენა გრძნობ ხო როცა რაღაც მაქვს სათხოვნელი... გაეცინა ნოეს...
- ხო რა, კმაყოლმა ჩაილაპარაკა... აბა რა ხდება.
მოკლედ მოუყვა სიტუაცია, დახმარება თხოვა რამენაირად რომ გამოეტეხა ანა...
- ოო, ცოტა ძნელია ჩემო ნოე, მაგრამ მოვახერხებ, ხო იცი დაუკერავი გოგო არ დამრჩა... სიამაყით გაბღენძილი წინადადება წარმოთქვა გიგიმ და გაიცინა
- ისევ ისეთი მექალთანე ხარ ანუ, როგორც უნივერსიტეტის დროს... შენ რა შეგცვლიდა პრინციპში... მოკლედ შენი იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოხვალ მომაგვარებინე რა ეს საქმე და მაღარიჩი ჩემზე იყოს... ღიმილით ელაპარაკებოდა, თითქოს დაინახავდა...
- არაა პრობლემა, მოვგვარდები ამ დღეებში და შენთან ვარ რაა!
- მადლობა გიგუშ...
ტელეფონი კმაყოფილმა გათიშა.. ამასობაში, დაინახა როგორ იცლებოდა ხალხის ნაკადით, მოსამართლის საკრებულო დარბაზი... უცებ წამოხტა და იქითკენ დაიძრა...
- ბატონო ნოე, მოითმინეთ...
- ელე, კარგი რა! ხო გითხარი მეჩქარება თქო... სიარული არ შეუწყვიტავს ისე მიუბრუნა გოგონას პასუხი, მანაც ვერაფერი უთქხრა, ან რა აზრი ქონდა, ნოე უკვე ოთახში იყო შესული...
- ბატონო თომა, თუ შეგიძლიათ ორიოდ წუთი რომ დამითმოთ...
- კი ბატონო, მაგრამ ცოტა ჩქარა, სასამართლო მაქვს და არ უნდა დავაგვიანო... ნოე, ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გარისკა იმ სამხილებით წარდგენოდა რაც იმდროისთვის ქონდა ხელში...
- მოკლედ ბატონო თომა.... უცებ მოუყვა სიტუაცია, ქალბატონი ნანულის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ მათთან ახლოს ოჯახი ცხოვრობდა, საიდანაც მკაფიოდ ჩანდა დანაშაულის ადგილი... რამოდენიმე წუთიანი ლაპარაკის შემდგომ, წარუდგინა ნიკოლოზის მიერ დახატული ნახატები, სადაც ჩანდა მამაკაცი, შესვლისას, გამოსვლისას სისხლიანი ხელებით. ეს ყველაფერი ისე კარგად იყო დახატული, თითქოს ვიღაცას ფოტოები გადაეღოს... მოსამართლე აკვირდებოდა ნახატებს, ხმას არ იღებდა... ბოლოს მოთინება დაკარგულმა ნოემ იკითხა..
- აბა, ბატონო თომა, შეძლებთ რომ დაკავების ორდენი გამოაცემინოთ?
ნოეს დააკვირდა, შემდგომ ტუჩი ჩატეხა და თავი გააქნია...
- ასეთ უმნიშვნელო ფაქტებზე დაყრდნობით, ჩვენ რომ დაკავების ორდენები გაგვეცა კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე... მეხუმრები ბიჭო? რაარი ეს? ეს საკმარისია? დაგიხატავ მეც რაღაცას, მოვიფიქრებ და დამაკავე ბატონო... რაში მაკარგვინებ დროს მოკლედ გადავირევი რაა! არ დაგინახო აქ სანამ ნორმალური სამხილებით არ მოხვალ.. მომინდომა ბიჭმა დაკავების ორდენი.
- კარგით, ბოდიშით... ჩამქრალი ხმა ქონდა ნოეს... „ხომ ვამბობდი რაა!“ გაიფიქრა და ხელი ჩაიქნია... რაღა დარჩენოდა, უნდა მოეცადა გიგისთვის, და ჩაფიქრებული იდეა განეხორციელებინათ, აი მაშინ ნამდვილად მომცემენ ორდენს...
შენობიდან გამოსულმა, მანქანა გახსნა, საჭესთან ადგილი დაიკავა და ახლაღა მოაგონდა თიკასთან რომ არ ულაპარაკია დიდიხანი...
- თიკა, როგორ ხარ?
- კარგად ნოე, შენ?
- მეც. რაღაცეები გავარკვიე, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, მინდოდა რომ გცოდნოდა შენც...
- მადლობა ნოე, რა გაარკვიე? ნიკასთან ხომ არ იყავი?
- კი თიკა, ნიკა ძალიან დაგვეხმარა, არის რაღაც, მაგრამ ვერ ვადასტურებ... ვეცდები ბოლომდე გავარკვიო, ის ვინც ეს გააკეთა, შანსი არარის ასეთი პროფესიონალი იყოს, რაღაცას დატოვებდა. ვიპოვი უეჭველად...
- იმედია, იმედია ყველაფერი გაირკვევა, ამით ბებიაჩემს ვერ დავაბრუნებთ მაგრამ წყნარად მაინც ვიქნები, ამის ჩამდენი ციხეში რომ ამოლპება... ნოე რაღაც მინდა გითხრა... გააგრძელა საუბარი როცა მიხვდა რომ სათქმელი არაფერი ქონდა ნოეს...
- გისმენ თიკა... რაღაცნაირად აუკიაფდა თვალები...
- არ მინდა ან დამნაშავედ იგრძნო თავი, ან რაიმე პრობლემა იყოს ჩვენს შორის, შენ პირველ რიგში ჩემი შვილის ბიძა ხარ... შემდეგ გამომძიებელი რომელიც ჩემს გვერდით მაშინ იყო როდესაც არავინ მყავდა... ამიტომ დავივიწყოთ ის ინციდენტი შენ ძმასთან დაკავშირებით... მე და თორნიკემ ვილაპარაკეთ, ადავწყვიტე შანსი მივცე, ვნახოთ რა იქნება და როგორ, მაგრამ იცოდე რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ უხერხულად იგრძნო თავი...
ნოეს გული აუჩქარდა... „ჩემი შვილი ბიძა ხარ“ „გადავწყვიტე თოტნიკეს შანსი მივცე“ მხოლოდ ეს ორი წინადადება უტრიალებდა... გაუხარდა?! გული დაწყდა?! არ იცის. ალბათ ორივე, მაგრამ დარწმუნებული არის მხოლოდ იმაში რომ თიკა თორნიკესთან და მათ შვილთან უნდა იყოს... მაგრამ რა ჯანდაბა ქნას თიკას მიმართ რომ გრძნობს იმას რისი ახსნაც არ შეუძლია, რის სახელსაც ვერ უფიქრებს. არ უნდა, რომ ასე იყოს. საშინლად არ უნდა...
- გასაგებია თიკა, გამიხარდა შენი გადაწყვეტილება... გპირდები არანაირი უხერხულობა ან რაიმე გაუგებრობა... ახლა წავედი საქმე მაქვს... პასუხის გაცემაც არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი და მკერდზე მაგრად მიიჭირა ხელი... თვალები დახუჭა და ქუთუთოები დააჭირა ერთმანეთს...
- ადგილიდან ისე აორთქლდა, თვალის მოკვრასაც ვერ მოასწრებდით...
დილით, ჩვეულებისამებრ გაიღვიძა თიკამ, ხელჩანთაში, რმაოდენიმე წიგნი ჩაალაგა, რვეულიც ჩადო და გასასვლელად კარისაკენ წავიდა...
- ტელეფონს ვის უტოვებ? უკნიდან მოესმა ზილიდან ახალ გამოსული ტატიანას ხმა...
- უი უი... მადლობა დე.. მიბრუნდა და ტელეფონი ჩანთაში უნდა ჩაედო რომ აბზუილდა...
- ხაშია? მგონი ამას აკლია... სანამ უპასუხებდა მაქამდე წამოიძახა თიკამ, დედა რათქმაუნდა მიხვდა ვიზეც იყო საუბარი...
- ალო... მობეზრებული ხმით უპასუხა გოგონამ
- დილამშვიდობის, ხომ არ გაგაღვიძე? დაბოხებული ბარიტონით ისე დამაბნევლად იცოდა საუბარი, ნებისმიერს მოულბობდა გულს... თიკა ცოტახანი გაჩერდა, მისი ხმა ისე მოეწონა ტელეფონში, თითქოსდა პირველად ელაპარაკებოდა, მაგრამ აქამდე ასე არ უგრძვნია...
- დილამშვიდობის, არა უნიში მივდივარ... ამასობაში მან კარი გააღო და ქვემოთ ჩავიდა...
- გასაგებია, რომელსაათზე გიმთავრდება? ისევ აგრძელებდა საოცარი ხმით ლაპარაკს...
- ორისკენ სავარაუდოდ, თუ შუალედში არ გამიცდა რამე და არ გადაანაცვლეს...
- თუ გეცლება გამოგივლი და წავიდეთ სადმე...
- კარგი გამომიარე... ცდილობდა შედარებით ლმობიერი ყოფილიყო... სიმართლე გითხრათ, თოკოს გაუკვირდა ასე უცებ რომ დათანხმდა.
- ხო კარგად ხარ? უეჭველად გაოცებული სახე ექნებოდა...
- და ცუდად რატომ უნდა ვიყო?! ვერ მიხვდა თიკა...
- არა, რავიცი, უცებ დამთანხმდი და... გამიკვირდა...
- აუ ვერ ხარ მგონი მართლა რა! გადავიფიქრე... თვალები აატრიალა და გადაწყვიტა ცოტა ეწუწუნებინა...
- კაი ეხლა, ამხელა კაცი უნდა მახვეწნინო თუ რა თემაა?
- კარგი, კარგი... ანდაც... იცი რა? ცოტა მუცლის ტკივილი აწუხებდა და სულაც არ სურდა ახლა იმ მოსაწყენ ლექციებზე დასწრება...
- აბა? სიხარული შეერია ხმაში...
- ახლა გცალია?
- მმმ, ახლა სამსახურში... ანდაც კი მცალია...
- ხოდა მოდი და წამიყვანე, კორპუსთან ვდგავარ...
- მართლა? გაოცდა თოკო.
- ხო მართლა... ბავშვის მამა ხარ ბოლოს და ბოლოს უცხო ხო არა... ირონია ნარევი ხმა ქონდა
- ვაა, თიკა. წინსვლა გვაქვს? მოვდივარ ახლავე, მანდ დამელოდე...
- მალე ხო...
ტელეფონი გათიშა და იქვე სკამზე ჩამოჯდა...
თოკომ მაშინვე გადარეკა სამსახურში, ყველა შეხვედრა გააუქმა, დაუბარა რომ დღეს არ იქნებოდა...
არც ახსოვს რა ჩაიცვა, სახლში გიჟივით დარბოდა, სიჩქარეში ხან ტელეფონი დარჩა, ხან მანქანის გასაღები... კურთხებ-კურთხებიდ დაიოდა ფეთიანივით... ბოლოს როგორც იქნა გააღწია გარეთ, მანქანაში ჩაჯდა და ძრავა აამუშავა...
რამოდენიმე წუთი ელოდა თიკა, უკვე ნერვები ეშლებოდა. ის ისიყო ტელეფონზე უნდა დაერეკა, მოსახვევში გიჟივით შემოვარდა მანქანა და მის წინ გაჩერდა... ისეთი მუხრუჭების გამაყრუვებელი ხმა მოყვა, ასფალტზე ნაკვალევიც კი დატოვა...
თოკო დინჯად გადმოვიდა, ვითმც რამოდენიმე წუთის წინ კისრისტეხვით არ მოდიოდა... თიკას მიუახლოვდა, გოგონამ ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. ორიოდ წამს დააჩერდა გამოწვდილ ხელს, მერე ახლოს მივიდა და ჩაეხუტა... ცოტახანი ფართხალებდა თიკა, მაგრამ რომ მიხვდა აზრი არ ქონდა, დანებდა... როგორც კი იგრძნო რომ ხელები მოაფომფლოვა, მაშინვე დაუსხლტა ხელიდან და ლანძღვას მოყვა...
- შენ, რა უფლებით მეხუტები, როცა მე ხელი გამოგიწოდე, ვერ ხარ? გაცეცხლებლი იყო გოგონა...
- კარგი რა! რა დავაშავე ახლა ისეთი...
- აუ ჩაჯექი რა და წამიყვანე აქედან მოვკვდი ლოდინით... ყურადღება არ მიაქცია მის კითხვას, იმიტომ რომ მიხვდა, ისეთი მართლა არაფერი დაუშავებია...
ორივე ჩასხდა მანქანაში, ღვედი შეიკრა თიკამ...
- აბა, საით?
- სახლში... მოკლედ მოუჭრა თიკამ...
- რა სახლში? თვალები გადმოუცვივდა ლამის თოკოს...
- შენს სახლში. ხო რას მიყურეებ, არ უნდა ვიცოდე სად ცხოვრობს ჩემი შვილის მამა? რაღაცას მაიმუნობდა თიკა, ეს თოკომაც შეამჩნია მის აკიაფებულ თვალებში და „თამაშში“ აყვა...
უსიტყვოდ დაქოქა მანქანა, უებ გაახსენდა რა დღეში დატოვა სახლი და სახე აელეწა, მაგრამ რა გაეწყობოდა...

თოკოს კორპუსთან მივიდნენ, მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა თოკო...
ზემოთ ავიდნენ, თიკა პირველი შეატარა და გაოცებისგან პირი ძლივს მომუწა...
- ძალიან ლამაზია... თეთრ ფერში გაწყობილი კედლები, მათზე დაკიდული ულამაზესი ნახატები... ავეჯი შავი ფერის იყო, სამზარეულო უზარმაზარი, პირდაპირ სამოთხე... უბრალოდ ცოტა აყრილი, მაგრამ მაგას ეშველება...
- მადლობა, იმედია ოდესმე აქ შენც იცხოვრებ... ნამიოკი ჩაურტყა თოკომ...
- თოკო... შეუბღვირა...
- ხო, კაი კაი... ხელები აწია დანებების ნიშნად... მოიცა მივლააგებ უცებ და რა ვქნათ აბა...
- აი დივანზე დავსხდეთ, რაიმე ფილმი მოვძებნოთ და ვუყუროთ, მაქამდე მე თუ შეიძლება სამზარეულოში შევალლ...
- თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში...
- ჩაი გაქვს?
- კი რათქმაუნდა, კარადაშია ყველაფერი, გაზქურის თავზე...
- დალევ?
- ყავას...
თიკამ უსიტყვოდ დატოვა მისაღები ოთახი და სამზარეულოსაკენ გაეშურა...
კარადები საკმაოდ მაღალზე იყო... პირველ დახლს წვდებოდა, თუმცა შაქარი მეორეზე იდო... ხელი ზემოთ აწია, ცდილობდა ჩამოეღო, რომ მუცელში რაღაც სიმწარე იგრძნო...
უცებ ჩაიკეცა და სასოწარკვეთილი ღრიალიც გაისმა... თოკო სირბილით შემოვიდა...
- თიკა, თიკა რა გჭირს.. ღმერთო ჩემო... დაიბნა ბიჭი, არ იცოდა რა ექნა... თიკა ხმას ვერ იღებდა, ვერ ლპარაკობდა, ძირს ეგდო, მუხლები მუცელთან მოეტანა და მოკუნტულ მდგომარეობაში იწვა... თოკო გავარდა, სასწრაფოს დაურეკა...
თითქოს ცამაც იგრძნო თიკას ტკივილი, მისი ცრემლი... საშინლად გაწვიმდა, ასე არასოდეს უწვიმია, ჯერ ქალაქს არც გაუღვიძია ნორმალურად. დილის ცხრა საათი იქნებოდა... შემოდგომის სუსხიც ძვლებში ატანდა... მოლიპულ გზაზე სასწრაფო მიქროდა, გამაყრუებელი სირენის ხმით. მასში კი მომტირალი თიკა და შეშინებული თოკო იყვნენ...



ესეც მეცხრე თავი, ველოდები კომენტარებში თქვენს აზრს... მიყვარხართ <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest ნატა

ეს რა იყო?! შვილი უნდა დააკარგინო?! არა რააააა

 



№2  offline ადმინი -venus-

Guest ნატა
ეს რა იყო?! შვილი უნდა დააკარგინო?! არა რააააა

ვნახოთ როოგორ ხასიათზე ვიქნები :დ მადლობა რომ წაიკითხე ♡♡

 



№3 სტუმარი Nini

Umagresia auu shemecoda imedia ar dakargavs shvils.xval dadee velodebi

 



№4  offline ადმინი -venus-

Nini
Umagresia auu shemecoda imedia ar dakargavs shvils.xval dadee velodebi

ვეცდები ჩემო კარგო მადლობა:*

 



№5  offline მოდერი sameone crazy girl

ცუდად ნუ მიიღებ ჩემს აზრს არ გახვევ, შენ წერ და შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი ,მაგრამ მაინტერესებს ნოეს თუ უყვარს და ამათ ერთად დატოვებას თუ აპირებ რომ კითხვა შევწყვიტო. გთხოვ თუ არ შეწუხდები წინასწარ მითხარი თორე გულისამრევია ჩემთვის როცა ძმები ერთ ქალზე არიან შეყვარებულები და მითუმეტეს ქალზე რომელიც ბავშვს ელოდება ერთ ერთისგან

 



№6 სტუმარი Guest mkitxveli

Aრ დააკარგინო შვილი,ცოდოა ეს გოგო,ამდენი რაღაც გადაიტანა.საინტერესოა შენ რას გადაწყვეტ და როგორ წარმართავ მათ ბედს

 



№7 აქტიური მკითხველი Anuki96

ამ შემთხვევაში არასწორად მიმაჩნია ის თუ თიკა ბავშვს დაკარგავს. აი ძმების გადაკიდება ერთი გოგოს სიყვარულის გამო ეგ უფრო არასწორად მიმაჩნია და ამაზე უფრო არასწორად მივიჩნევ იმ შემთხვევასაც თუ თიკა და ნოე დარჩებიან ერთად და არა თიკა და თორნიკე. ეს იმიტომ კიარა რომ თორნიკე უფრო მომწონს ნოეზე ან მსგავსი. არა. უბრალოდ სიტუაციუდან გამომდინარე გეუბნები ჩემს აზრს. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია სიუჟეტს როგორ განავითარებ.

 



№8  offline ადმინი -venus-

sameone crazy girl
ცუდად ნუ მიიღებ ჩემს აზრს არ გახვევ, შენ წერ და შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი ,მაგრამ მაინტერესებს ნოეს თუ უყვარს და ამათ ერთად დატოვებას თუ აპირებ რომ კითხვა შევწყვიტო. გთხოვ თუ არ შეწუხდები წინასწარ მითხარი თორე გულისამრევია ჩემთვის როცა ძმები ერთ ქალზე არიან შეყვარებულები და მითუმეტეს ქალზე რომელიც ბავშვს ელოდება ერთ ერთისგან

პირველ რიგში მადლობა რომ კითხულობ. რაც შეეხება ძმების გადაკიდებას არ ვაპირებ. და არც ნოესთან ვტოვებ თიკას... ყველაფერი ისე მოხდება როგორც საჭიროა ჩემი გადაწყვეტილებით რაქაუნდა და მე როგორც მაქვს ჩაფიქრებული. ზოგს მოეწონება ზოგს არა რას ვიზავთ ♡♡♡

 



№9 სტუმარი Guest Lika

ვახ, რა შტერია ეს გოგო. ასეთებს რატო გამოუჩენს ღმერთი ამისთანა ბიჭს, გადავირიე რაა

 



№10 სტუმარი ჟან

კარგი იყო მომეწონაა:)
ნოე ძან მომწონს არიქნება ლამაზი ძმების გადაკიდება და სხვსსმბები მაგრამ ნოე და თიკა ერთად:)

 



№11  offline წევრი skida

საპასუხო ნაბიჟი ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გადაედგა კარგი იყო ბევრი ვიცინე მგრამ დიდხანს არ დაგვტანჯო თიკას ტკივილით ხომ :)

 



№12  offline ადმინი -venus-

ჟან
კარგი იყო მომეწონაა:)
ნოე ძან მომწონს არიქნება ლამაზი ძმების გადაკიდება და სხვსსმბები მაგრამ ნოე და თიკა ერთად:)

ეგრე რომ ვქნა დამხვრეტენ ვფიცავ :დ :დ მაგრამ მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ♡♡

 



№13 სტუმარი Guest ნინაკა

ძალან კარგია,მაგრამ ძალან დააკნინებ და ბანალუეს ხდი თუ ავშვს მოაცილებ და ნოეს დაუთმობ გზას

 



№14  offline ადმინი -venus-

Guest ნინაკა
ძალან კარგია,მაგრამ ძალან დააკნინებ და ბანალუეს ხდი თუ ავშვს მოაცილებ და ნოეს დაუთმობ გზას

არა მაგას არ ვაპირებ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა :) გაბანალურებას რაც შეეხება უვრლაზე ნაკლებად ეგ მინდა. ამიტომ ვცდილობ ცოტა ინტერესი, დაძაბულობა და ემოციაც შევმატო. იმედია მოგეწონებათ ის რაც საბოლოო ჯამში გამოვა. ყველას შიძლება არმოეწონოს მაგაზე პრეტენზია არც მაქვს. ჩანაფიქრში როგორც არის ისე ვანვითარებ. მადლობა რომ კითხულობ ♡♡♡

 



№15 სტუმარი ))

Yvela tavi ertad wabikigxee aui magariiiaa sagollll

 



№16  offline ადმინი -venus-

))
Yvela tavi ertad wabikigxee aui magariiiaa sagollll

მადლობა ♡♡

 



№17  offline წევრი modemodka

ვაიმეე ნუ გამაგიჟებ ბავშვი არ მოკლაააა....:((( ძააან მაგარიააა და მალე დადე შემდეგი თავი გთხოოვ

 



№18 სტუმარი მანანა

კარგი გოგო ხარ შენ საინტერესოდ წერ მაგრამ ბავშვი ცოდოა არ მოკლა რაა? ისეც შეიძლება საინტერესობგახადო მოთხრობა

ხო და კიდევ ნალე დადე რაააა❤️❤️❤️

 



№19 სტუმარი Guest bubu

dzalian miyvars es motxroba magram rom ar gitxra ar shemidzlian kitxvas ver gavagrdzeleb tu orive dzmas erti qali unda uyvardes noes vinme sxva moudzebne, ar gewyinos rasac geubnebi ubralod dzmebs erti qali ro uyvardet dzaan banaluri da amazrzenia, imedia bavshvi gadarcheba me tornike momwons am gogostvis

 



№20  offline წევრი nini :)

მალე დადე რააა... იმედს ვიტოვებ ბავშვს არ დაკარგავს ❤❤

 



№21 სტუმარი ))

აუუ მალე დადერააა გთხოვ უკვე ღარ შემიძლია ვეღარ ვითმენ დღეში რამდენჯერმე ვამოწმებბ დადე თუ არააა :(

 



№22 სტუმარი Guest Maru

Rodis daideba shemdegi tavi ????

 



№23  offline ადმინი -venus-

Guest Maru
Rodis daideba shemdegi tavi ????
უკვე დაიდო ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent