შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გამოფხიზლება +18 (თავი 1)


13-09-2017, 04:44
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 221

გამოფხიზლება +18 (თავი 1)

ფანჯრიდან შემოპარული მზის სხილი მაიძულებს თვალები გავახილო, უსიამოვნო შეგრძნებით ვიღვიძებ, ცოტა ხანში ვიღაცის მძიმე ხელს ვგრძნობ ჩემს მოშიშვლებულ მუცელზე. ხელის პატრონისკენ ვატრიალებ თავდ და თვალებს ვერ ვუჯერებ, საწოლში ვიღაც უსიმპატიურესი კაცი მიწევს. ნელ-ნელა ვცდილობ გუშინდელი დღის გახსენებას, თავის საშინელი ტკივილი ხელს მიშლის მაგრამ მაინც ვახერხებ. მომენტალურად მახსენდება ჩემი საქმროს, უკაცრავად, ყოფილი საქმროს სიტყვები "ბოდიში ნინა მაგრამ ცოლად ვერ მოგიყვან, სხვა შემიყვარდა", მახსენდება ჩემი თავშეკავება და უდარდელად გაცემული პასუხი "კაი ნიკუშ არაუშავს", ნელ-ნელა იმასაც ვიღდგენ გონებაში როგორ შევვარდი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კლუბში, როგორ შევუკვეთე ორმაგი ვისკი, რამდენჯერმე. მახსოვს ვიღაც ყმაწვილი რომელიც ურცხვად ათვალიერებდა ჩემს ასე თუ ისე მიმზიდცელ სხეულს, მერე კი კადრებივით მახსოვს მისი ხელები ჩემს წელზე, მისი ცხელი სუნთქვა, მანქანით გზას რომ დავადექით, სასმლისგან გათამამებულმა ჩემთან რომ დავპატიჟე, მახსოვს ლიფტში როგორ შემეხო მისი ტუჩები, როგორ ველურივით მკოცნიდა, მახსოვს როგორ გაჭირვებით მოვარგე საკეტს გასაღები, მისაღებში გახდილი ტანისსამოსი, ერთმანეთზე აკრული სხეულები და ის რაც ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა და თანაც უცნობთან. მშვენიერია ნინა ნეტა რაზე ფიქრობდი.
საკუთარი თავის ლანძღვაში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ აწრიპინდა მაღვიძარა, ვეცადე ფრთხილად გამომერთო, უცნობის გაღვიძება არ მსურდა, უხერხული სიტუაციისგან ვცდილობდი თავის დაძვრენას და მგონი გამომივიდა კიდეც. თუმცა მისი უზარმაზარი ტორი ისევ ჩემს შიშველ სხეულზე იყო ჩაბღაუჭებული მთელი ძალით. მის ნაკვთებს დავაკვირდი. შავგვრემანი, თმა ოდნავ მოზრდილი, წვერი დაბალზე ლამაზად დაეტოვებინა, მაგრამ მის გამიკვეთილ ყბებს მაინც ნათლად ვხედავდი, ოდნავ კეხიანი ცხვირი რაც მეტ სიმკაცრეს მატებდა მის ისედაც მკაცრ იერს. ნეტავ თვალები რა ფერის აქვს, ჯანდაბა ნინა რაზე ფიქრობ საერთოდ, აწიე უკანალი და ჩაიცვი სწრაფად თორემ ეს ღმერთკაცი რომ გამოიღვიძებს არაფრის თავი აღარ გექნება დაბნეულობისგან. ვეცადე ფრთხილად მომეშორებინა მისი ტორი მუცლიდან მაგრამ ამის მაგივრად კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა და სხეულზე ამეკრო.
-ჯანდაბა ნინა ახლა რაუნდა ქნა-ჩემთვის საწყლად ამოვიფრუტუნე, ღმერთკაცი ოდნაც შეიშმუშნა, ცალი თვალი გაახილა, მეორეც მოაყოლა, ამ დროს დაჭყეტილი ვუყურებდი ჩემი ცისფერი თვალებით, რომელიც ისედაც დიდია და დარწმუნებულივარ უფრო გადმოკარკლული მივჩერებოდი გაღვიძების პერსპექტივის მქონე უცნობს. თვალები გაახილა, ისევ დახუჭა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ორ წუთში მისი დაბოხებული ბარიტონი გავიგინე
-რატომ ვერ ისვენებ ნინა?!
რაო? ნინაო? მოიცა მას რა ჩემი სახელი ახსოვს? როგორც წესი ასეთ დროს ლამაზოთი მიმართავენ ბიჭები ღამის პარტნიორს რადგან სახელის დამახსოვრებით თავს არ იწუხებენ ხოლმე, ნუ კინოებში ასეა.
-მეე...ისაა.... -დაბნეულმა ბლუყუნი დავიწყე
- რა შენ? - ახლა უკვე თვალებ გახელილმა ირონიული ღიმილით მოცულმა მკითხა.
-არაფერი მახსოვს- ამოვიფრუტუნე საწყლად
-სექსი გვქონდა- უდარდელად მიპასუხა
კაიი კაცოოო რასმელაპარაკები მემეგონა და-ძმურად გვეძინა შიშვლებს. უკვე ეტყობა რა უდიოტთანაც მქონდა საქმე, ვის შევწირე ჩემი ქალწულობა ღმერთო!
-მადლობა მაგას მივხვდი.
ვეცადე მკაცრად მეთქვა, ადგომა მინდოდა, მაგრამ მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და უკან დავებერტყე.
-რა მოგივიდა? -უდარდელად მკითხა ღმერთკაცმა ისე რომ თავი არც აუწევია ბალიშიდან. თავხედი!
-მუხელი მტკივა
-რატო?
-როგორც წესი პირველი სექსის მერე ასე ხდება.- არც მე დავაკელი ირონია, ჩემს სიტყვებს კი გამაყრუებელი ხარხარი მოჰყვა, იდიოტი ნეტა რა აცინებს
-რამე სასაცილო ვთქვი?
-აბა რა პირველი სექსი გოგო
-მოიცა შენ რა... შენ გგონია რომ... ჯანდაბა. -გაბრაზებული წამივხტი საწოლიდან და იქვე მიგდებული ხალათი ჩავიცვი, მშვენიერია უცნობ ღმერთკაცს ჰგონია რომ ის ჩემთვის რიგითი ღამის პარტნიორი იყო, ღმერთო მეორედ გეკითხები ვის ჩავაბარე ჩემი ქალწულობა. მაგრამ აღიარე ნინა ნამდვილი კახპასავით მოიქეცი, ვერ გაამტყუნებ რომ ასე ფიქრობს.
-ეე რამოხდა რას წამოხტი, მეგონა დილითაც გავერთობოდ....
სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც ზეწარზე სისხლის კვალი შეამჩნია, ჩაწითლებული თვალებით ამომხედა
-შენ რა მართლა ქალიშვილი იყავი?
-არაა ინდაური დავკალი ღამე-არ დავაკელი ირონია.
-ჯანდაბა- თავისთვის ჩაიფრუტუნა და იქვე მიგდებული ტრუსი ამოიცვა.
-მეე...გუშინ მთვრალი ვიყავი...არ შემიმჩნევია...არცკი მეგონა....ვერ წარმოვიდგენდი თუ კლუბში ის სექსუალური ქალი რომელიც ცეკვავდა, რომელიც ასე გაცხარებით მკოცნიდა ქალიშვილი იქნებიდა...მართლა არვიცოდი
-გეყოფა, არაფერი დაგიძალებია, მაგდენი მახსოვს. ასე მინდოდა მოქცევა და მოვიქეცი. მიუხედავად იმისა რომ შენი სახელიც კი არ მახსოვს მაინც არ ვნანობ, უკვე 24 წლის ვარ და რასაც მინდა იმას ვიზავ, თავისუფალი ადამიანივარ, ქმარი მე არმყავს, საქმრო მე არმყავს, უკაცრავად აღარ...ამიტომ რასაც მინდა იმას გავკეთებ- ეს სიტყვები ღმერთკაცის მიმართულებით წარმივთქვი თუ თავი დავიმშვიდე ძნელი გამოსაცნობია მაგრამ ფაქტია, დამაჯერებლად გამომივიდა. ცოტახანს გაოცებულმა მიყურა მერე ღიმილი შეეპარა ბოლოს ისევ გახსნა ის ლამაზი ტუჩები და სასიამივნო ბარიტონი ისევ გაისმა ჩემს საძინებელში
-თორნიკე...თორნიკე გასვიანი
-ნინა ამირეჯიბი
-მე მახსოვს შენი სახელი-დამცნიავად წარმოთქვა სიტყვები და შარვლის ჩაცმას შეუდგა. იდიოტი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ამპარტავანი ბიჭია. მაგრად უნაკლო სხეულს ვერ დაუკარგავ.
სწრაფად მივიცვი ხალათი და სამზარეულიში გადავინაცვლე, ვიცი ალბათ არ უნდა გამეკეთებინა ეს მაგრამ რაც უკვე იყო ვეღარ შევცვლი, საუზმეს მაინც გავუმზადებ, დარწმუნებულივარ საწოლში ბევრი ვერაფრით ისიამივნა ჩემი გამოუცდელობის გამო, იქნებ ჭამოს მაინც გემრიელად. საკუთარ აზრებზე გამეცინა როცა კარის ხმა გავიგე, მისაღებში გავედი, არავინ იყო, საძინებელში შევტრიალდი იქაც ცარიელი ოთახი დამხვდა. იდიოტი, ადგა და ასე უბრალოდ წავიდა, არა არიფიქროთ ცოლად მოყვანას ვთხოვდი, რა სისულელეა, უბრალოდ ნახვამდის მაინც ეთქვა, ხომ ვამბობ უზდელია თქო. გაბრაზებული შევბრუნდი სამზარეულოში და სალათის ჭამა განვაგრძე. სანამ საუზმეს მივირთმევ ცოტას ჩემზე მიგიყვებით.
მე ნინა ამირეჯიბი ვარ, 24 წლის. საშუალო სიმაღლის, ქერა, წელამდე თმით და დიდი ცისფერი თვალებით. არ ვტრაბახობ მაგრამ საკმაოდ კარგი ტანი და ქალური ფორმები მაქვს, რაც მამაკაცების ყურადღებას იწვევს. მაგრამ საქმრო მყავდა, ნიკუშა ბენდელიანი, ჩემზე 3წლით უფროსი იყო, ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, 5 წელი ერთად ვიყავუთ, ძალიან კარგი ბიჭია, ნუ ეგრე იყი ხუთი წელი, თუმცა გუშინ გამომიცხადა რომ სხვა უყვარს და ქორწილი ჩაიშალა. კარგი აღარ გვინდა ნიკუშას თემა. მოკლედ 18 წლის ვიყავი სახლში რომ გამოვაცხადე უკვე სრულწლოვანივარ და მარტო უნდა გადავიდეთქო, დედა რა თქმა უნდა აღშფოთებით შეხვდა ამ ამბავს, მარტო როგორ უნდა იცხოვრო, ვინ მოგივლის, აქ ვინ გიშლის ხელს, და მსგავსი ფრაზები, მაგრამ როგორც მამიკოს პატარა და გათამამებულმა გოგომ ბატონმა ზურამ (მამაჩემმა) თანხმობა განმიცხადა, მეტიც დედა დაარწმუნა ამ გადაწყვეტილების სისწორეში, დიდი 3 სართულიანი ლამაზი სახლი მიყიდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით ეს სახლი მშობლების სახლისგან მხოლოდ და მხოლოდ 5 ქუჩის პარალელურად იყო, ჩემი გოგო ახლოს მაინც მყავდესო.
მამა- ზურაბ ამირეჯიბი, 47 წლის, საკუთარი კონპანია აქვს, ბიზნესს ის და ჩემი უფროსი ძმა აჩი ამირეჯიბი მართავენ, აჩი 26წლისაა, მამასთან ერთად ბიზნესის მართვას 2 წლის წინ შეუდგა როგორც კი ამერიკიდან ჩამოვიდა უნივერისტეტის დასრულების შემდეგ. ასევე პატარა ძმა მყავს, ნუ ეს ასაკიტ პატარა თორემ დიდიხანია სიმაღლეში გამასწრო, კალათბურთელია ბიჭი- გიორგი ამირეჯიბი- 19 წლის. სკოლა დაამთავრა და პირველ კურსზეა, ისიც ბიზნესის განხრით. ორივე ძმა მამის კვალს გაჰყვა, ერთადერთი ვიყავი ოჯახში ვინც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და წარმატრბული იურიდიული ფირმაც მაქვს. ოთელი ოჯახი ერთად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა რომ აჩი უკვე დიდია, მოისურვა რომ სახლში დარჩენოდა ცოლი არ ყავს და მამასთან ახლოს ყოფნა ურჩევნია სამსახურის გამო. თან თითქმის არასდროს არაა სახლში, ზედმეტად დატვირთული გრაფიკი აქვს, ფირმა თითქმის მის კისერზეა? მამას უკვე დამხმარის როლი აქვს შეთავსებული, გიორგი კი ჯერ მხოლოდ პირველ კურსზეა და საკმარისი ცოდნა არაქვს რომ აჩის დაეხმაროს. აჩი ზედმეტად სერიოზული, მაგრად რეალურად ძალიან თბილია, გამძლეობით იტანს ჩემს გამოხტომებს და სიცანცარეს. გიო კი ჩემზე უარესია, სინამდვილეში ცანცარა არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მხიარულია, მასთან მოწყენის შანსი არარის. თუმცა ერთი თუგაბრაზდა ჯობს არ დაენახო.
დედა- მაია ასანიძე. 45 წლის. მამას კომპანიის პიარ მენეჯერის თანამდებობა უკავია, მაგრად კომპანიაში იშვიათადაა, დიდი ხანი მუშაობდა და კომპანია უკვე ისეტი წარმატებულია ნაკლებად სჭირდება პიარი ამიტომ დიასახლისის როლიც კარგად შეითავსა.
ამასობაში საუზმობაც დავამთავრე, სწრაფად ჩავიცვი სპროტული ტანისსამოსი, რადგანაც დღეს კვირაა სამსახურში არ ვარ წასასვლელი, ამიტომ სალის გავუარე, ჩემს საუკეთესო მეგობარს. მე და სალი პირვრლი კლასიდან ერთად ვართ. ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და არასდროს ვართ უერთმანეთოდ. მოკლედ სალის გავუარე და ჩვენს საყვარელ კაფეში დავსხედით. ნიკუშას ამბავი რომ მოვუყევი ლამის გაგიჟდა. მაგრად ჩემი უემიციო სახე რო დააფიქსირა ეჭვის თვალით გამომხედა
-მოიცა ნინა...შენ ესე ურეაქციოდ რატოხარ, საქმრომ მიგატოვა თუ კატა გაგეგცა გოგო
- მოიცა ჯერ ყველაფერი არ მომიყოლია
- რააა ამოღერღე
-მოკლედ დილით უუსიმპატიურეს ღმერთკაცთან გავიღვიძე, შენი დაქალი ქალიშვილი აღარააა- სიცილით ვუთხარი სალის რომელიც გაფართოებული შავი თვალებით მიმზერდა
-რაა გოგო? ვინარის? ვიცნობ?
-შენ კიარა მეც არ ვიცნობ
-ესე უცნობ როგორ ჩაუგორდი გოგო- სიცილ შეპარული ხმიტ მაგრამ მაინც მკაცრად მითხტა
-ვაიმე სალი არვიცი არმახსოვს მთვრალი ვიყავი.
-ღმერთო ჩემო და სიმოატიური მაინც იყო?
თორნიკეს გახსენებაზე გამეღიმა
-ძალიან! უსიმოატიურესია და ცოტა ვნანობ კიდეც წუხანდელი ღამე კარგად რომ არ მახსოვს. მაგრამ რათგინდა ხეპრეა, ისე წავიდა არც დამემშვიდობა. თან იდიოტს ეგონა რომ პირველი არიყო, სანამ ლაქა არ ნახა არსჯეროდა. დებილი
- ოჰ იმას დააბრალა ეხლა, შენ რას იფიქრებდი მის ადგილას
სალის გაროჟილმა შევხედე და კაოუჩინო მოვსვი.
-აღარ არვს მნიშვნელიბა მაგან რა იფიქრა. მაინც ცეღარ ვნახავ.
უდარდელად წარმოვთქვი და სიტყვები სიგარეტის კვამლს ამოვაყოლე.
სალისთან ცოტახანს კიდევ ვიჭორავე და უკვე საღამოს სახლში დავბრუნდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, სააბაზანოში შევედი და მაშინვე საწოლზე დავეგდე. ბალიშზე დადებული არ მქონდა თავი როცა მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.


გამარჯობათ. საკმაოდ დიდიხანია ვწერ და ამ საიტზე ვადევნებ თვალს სიახლეებს. გადავწყვიტე პირველად ამეტვირთა სიახლე და ველი თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესო ჩანს .... თავიდან რო დავიწყე კითხვა მეთქი ესეც ჩვეულებრივი ბანალურობაა ყქო მაგრამ საინტერესოდ განვითარდა იმედია მალე დადებ

 



№2 სტუმარი Guest Snoopy

ძალიან გავს "სექსუალურ პატარძალს"

 



№3  offline მოდერი sameone crazy girl

ისეთი ფოტოა საშინელებათა ჟანრი მეგონა , მაგრამ შევცდი.
გააგრძელე ცუდი არ არის ,საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს

 



№4 აქტიური მკითხველი ლუნი.

ორი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე იმავე "სცენარით".
ცოტა მომაბეზრებელია ხო ხვდები.
ისტორია მომიტევე, მაგრამ რეალობას მოკლებულია.
ამერიკაში სწავლა, სამსართულიანი სახლი თვრამეტი წლის გოგოს...
სურვილების წერილი უფრო მგონია, ვიდრე ჩვეულებრივი ისტორია .
პლიუს ძალიან გამაღიწიანებელია პერსონაჟის გაცნობა იცი როგორ? სახელი, გვარი, ასაკი... ეს ყველაფერი ისტორიის წერისას ნელ-ნელა უნდა აკინძო და არა პირდაპირ მიაყარო ვიკიპედიის ინფორმაციასავით.
იმედია ამ ყველაფერს არ მიიღებ აგდებულად და აგრესიით.
რჩევას გაძლევ და იმედია გაითვალისწინებ. ვნახოთ... ველი ახალ თავს.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№5 სტუმარი თოკა

ყველა ერთი და იგივე ...ეობას როგორ წერთ ტოოო

 



№6  offline წევრი modemodka

ძალიან კარგია და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს. მე მომეწონა დაიკიდე ის ვინც რამე საშინელება დაგიკომენტარა.. ♡

 



№7  offline მოდერი ენემი

თავიდან ჩემთვის კარგად ნაცნობ მოთხრობას მივამსგავსე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ სულ სხვანაირი იქნება.
ნუ მოკლედ რო ვთქვა კარგია მაგრამ წერისას ბევრი შეცდომები გაქვს და თუ დახვეწ წერის სტილს და უფრო დიდს დადებ კარგი იქნება :) ;)

 



№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერესოსოაა ველოდები ახალ ტავსსს... გაგრძელე იმედიაა არ დააგვიანებბ

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

+18 მახეა ხოლმე:)
ძალიან ბევრი ეგება მაგ მახეში:დ
მორიგი ბანალური ისტორიის პირველი თავი იყო.
რამე ქენი, რომ აღარ იყოს ბანალური.
წარმატებები.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10 წევრი ტკბილიწიწაკა

ვერაფერს დავუკარგავ წერის ნიჭი ნამდვილად გაქვს და რადგანაც პირველად წერ არანაირად არ შემიძლია რამე შენიშვნა მოგცე.. უბრალოდ შეეცადე ეს მოთხრობა განასხვავო, რადგანაც წაკითხული გაქვს მოთხრობები გეცოდინება რომ ზოგი-ზოგს გავს და ასეთიც ბევრია, ამიტომაც შენ სხვის ნამუშევარზე ნუააგებ შენ ისტორიას, ანუ უკეთესიც შეგიძლია დაწერო და განსხვავებულიც თუ მოინდომებ <3 ცუდად არ გამიგო ხომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ! ანუ შენ უკეთ შეგიძლია დაწერო და რაიმე ახალი მოიფიქრო, რადგან ამ თავიდანაც ჩანს რომ წერა გეხერხება! მაგრამ ყველაფერი შენი გადასაწყვეტია..შენი ისტორიაა და როგორც გინდა ისე წაიყვან ამიტომაც არანაირად არ გამოვთქვამ პრეტენზიას ან რაიმე მსგავს...ასე რომ ველი მომდევნო თავს და როგორმე ორიგინალური გახადე თუ მოგინდება <3 წარმატებები <3

 



№11  offline წევრი Indigo

პირველ რიგში, საოცრად გამიხარდა ნინამ პანიკები რო არ ატეხა და ძალიან მშვიდად შეხვდა დილით საწოლში აღმოჩენილ უცნობს. გამიხარდა სხვა მოთხრობების მსაგსად აქაც პანიკების აწევა რო არ დაიწყო გოგომ და ბიჭს ტვინი არ წაუყო, არიქა ეხა ცოლად უნდა მომიყვანოო ან პირიქით ბიჭმა რო არ უთხრა იგივე. ეს ერთი დიიიდი პლიუსი შენ! satisfied satisfied

აშკარად იგრძნობა რომ წერა შეგიძლია, ნაწერი გამართული, საინტერესო და კარგი წასაკითხია.
იმედი მაქვს ესეთივე იქნება შემდეგი თავებიც.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, უკვე მიხარია შენი გამოჩენა. kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
მეშინია...

 



№12  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ანი ანი
საინტერესო ჩანს .... თავიდან რო დავიწყე კითხვა მეთქი ესეც ჩვეულებრივი ბანალურობაა ყქო მაგრამ საინტერესოდ განვითარდა იმედია მალე დადებ

მადლობა დიდი❤ მაქსიმალურად შევეცდები არდავაგვიანო ხოლმე

Guest Snoopy
ძალიან გავს "სექსუალურ პატარძალს"

ზოგადად მსგავსი შინაარსის ყველა მოთხრობის პირველი 2-3 თავი მაინც ჰგავს ერთმანეთს. ვიცი ეგ ისტორია და ალბათ მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩებოდა მაგრამ მოვლენების გავითარებას განსხვავებულად ვაპირებ. მადლობა რომ კითხულობ❤

ლუნი.
ორი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე იმავე "სცენარით".
ცოტა მომაბეზრებელია ხო ხვდები.
ისტორია მომიტევე, მაგრამ რეალობას მოკლებულია.
ამერიკაში სწავლა, სამსართულიანი სახლი თვრამეტი წლის გოგოს...
სურვილების წერილი უფრო მგონია, ვიდრე ჩვეულებრივი ისტორია .
პლიუს ძალიან გამაღიწიანებელია პერსონაჟის გაცნობა იცი როგორ? სახელი, გვარი, ასაკი... ეს ყველაფერი ისტორიის წერისას ნელ-ნელა უნდა აკინძო და არა პირდაპირ მიაყარო ვიკიპედიის ინფორმაციასავით.
იმედია ამ ყველაფერს არ მიიღებ აგდებულად და აგრესიით.
რჩევას გაძლევ და იმედია გაითვალისწინებ. ვნახოთ... ველი ახალ თავს.

პირველრიგში მადლობა რომ კითხულობ❤ ნინაზე არწერია რომ ამერიკაში სწავლობდა, მის ძმაზე წერია. სამ სართულიან სახლს რაც შეეხება ეგ ჩემი ბრალია მექანიკურად მომივიდა სამ ოთახიანი მქონდა იდეაში რო ავტვირთე მერე გადავხედე. ამის მერე გადავამოწმებ ხოლმე. არ ვღებულიბ აგრესიით რა სისულელეა. პირიქით ვეცდები ყველაფერი გავითვალისწინო❤

Indigo
პირველ რიგში, საოცრად გამიხარდა ნინამ პანიკები რო არ ატეხა და ძალიან მშვიდად შეხვდა დილით საწოლში აღმოჩენილ უცნობს. გამიხარდა სხვა მოთხრობების მსაგსად აქაც პანიკების აწევა რო არ დაიწყო გოგომ და ბიჭს ტვინი არ წაუყო, არიქა ეხა ცოლად უნდა მომიყვანოო ან პირიქით ბიჭმა რო არ უთხრა იგივე. ეს ერთი დიიიდი პლიუსი შენ! satisfied satisfied

აშკარად იგრძნობა რომ წერა შეგიძლია, ნაწერი გამართული, საინტერესო და კარგი წასაკითხია.
იმედი მაქვს ესეთივე იქნება შემდეგი თავებიც.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, უკვე მიხარია შენი გამოჩენა. kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის მართლა არ მოველოდი❤❤❤ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ❤

თოკა
ყველა ერთი და იგივე ...ეობას როგორ წერთ ტოოო

გმადლობა *ლეობა რომ უწოდე ჩემს ნაწერს❤

modemodka
ძალიან კარგია და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს. მე მომეწონა დაიკიდე ის ვინც რამე საშინელება დაგიკომენტარა.. ♡

ძალიან დიდი მადლობა ❤ ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე❤ პირიქით გამიხარდება შენიშვნებიც და ვეცდები გავითვალიაწინო❤ უღრმესი მადლობა რომ კითხულობ❤❤

ენემი
თავიდან ჩემთვის კარგად ნაცნობ მოთხრობას მივამსგავსე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ სულ სხვანაირი იქნება.
ნუ მოკლედ რო ვთქვა კარგია მაგრამ წერისას ბევრი შეცდომები გაქვს და თუ დახვეწ წერის სტილს და უფრო დიდს დადებ კარგი იქნება :) ;)

კი რაღაც მომენტში დეტალები გავს ისტორიებისას მაგრამ ბოლომდე ვცდილობ შეცვლას და მგონი ნამდვილად სულ სხვანაირი გამომდის. სიმართლე გითხრათ არც გადამიხედავს რო ავტვირთე არცველოდი ამხელა გამოხმაურებას დიდი მადლობა რომ კითხულობ აუცილებლად გავასწორებ ხოლმე შეცდომებს❤

ნარჩიტა
საინტერესოსოაა ველოდები ახალ ტავსსს... გაგრძელე იმედიაა არ დააგვიანებბ

მადლობა დიდი❤ ვეცდები არ დავაგვიანო❤

მარიკუნაა♥️
+18 მახეა ხოლმე:)
ძალიან ბევრი ეგება მაგ მახეში:დ
მორიგი ბანალური ისტორიის პირველი თავი იყო.
რამე ქენი, რომ აღარ იყოს ბანალური.
წარმატებები.

მადლობა რომ წაიკითხე მაგრამ მახე არაფერ შუაშია, უბრალოდ მომდევნოთავებში იქნება +18 და მოთხოვნაა რომ უნდა გაფრთხილდეს მკითხველი.

ტკბილიწიწაკა
ვერაფერს დავუკარგავ წერის ნიჭი ნამდვილად გაქვს და რადგანაც პირველად წერ არანაირად არ შემიძლია რამე შენიშვნა მოგცე.. უბრალოდ შეეცადე ეს მოთხრობა განასხვავო, რადგანაც წაკითხული გაქვს მოთხრობები გეცოდინება რომ ზოგი-ზოგს გავს და ასეთიც ბევრია, ამიტომაც შენ სხვის ნამუშევარზე ნუააგებ შენ ისტორიას, ანუ უკეთესიც შეგიძლია დაწერო და განსხვავებულიც თუ მოინდომებ <3 ცუდად არ გამიგო ხომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ! ანუ შენ უკეთ შეგიძლია დაწერო და რაიმე ახალი მოიფიქრო, რადგან ამ თავიდანაც ჩანს რომ წერა გეხერხება! მაგრამ ყველაფერი შენი გადასაწყვეტია..შენი ისტორიაა და როგორც გინდა ისე წაიყვან ამიტომაც არანაირად არ გამოვთქვამ პრეტენზიას ან რაიმე მსგავს...ასე რომ ველი მომდევნო თავს და როგორმე ორიგინალური გახადე თუ მოგინდება <3 წარმატებები <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤ ყველანაირად ვეცდები არ იყოს ბანალური❤❤

 



№13  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest Snoopy
ძალიან გავს "სექსუალურ პატარძალს"

მოვლენების განვითარებას თუ მიყვები მიხვდები რომ ოდნავადაც არ გავს. მადლობა რომ კითხულობ❤

 



№14 სტუმარი Guest თათუ

მიუხედავად იმისა,რომ თითქოს მართლაც ბანალურია მაინც მომეწონა..
სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება,სიტყვები სწორად დაწერე და ეცადე ბევრი სისულელე არ თქვა რო ტექსტი გაამდიდრო..ბევრს არ მიედ-მოედო მოკლედ და ხარისხიანად წერო სჯობს :
ერთი თვალში ცუდად მომხვდა უზდელი არა უზრდელია სწორი
აბა წარმატებები

 



№15 სტუმარი Gvancx

ბანალური, ბანალური... ჰო, გავიგეთ. დასახვეწი ხარ. მაგრამ შთაბეჭდილება ჩემზე შენი კომენტარებისადმი მოპყრობით მოახდინე. მომთმენი ხარ, თავაზიანი და იოლად არ ბრაზდები. კრიტიკას იღებ. ეს ძალიან კარგია, იმას ნიშნავს რომ შენ გაიზრდები როგორც მწერალი და არ ჩაიციკლები.
ერთი რჩევა მექნება: გადახედე ნაწერს. ჩაასწორე. არ იჩქარო. მოვლენებს სათანადო ტემპით გაყევი. არსად გეჩქარება. ძალისხმევა ჩადე შენს ნაწერში და მოგიბრუნდება აუცილებლად.
წარმატებები.

 



№16  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Gvancx
ბანალური, ბანალური... ჰო, გავიგეთ. დასახვეწი ხარ. მაგრამ შთაბეჭდილება ჩემზე შენი კომენტარებისადმი მოპყრობით მოახდინე. მომთმენი ხარ, თავაზიანი და იოლად არ ბრაზდები. კრიტიკას იღებ. ეს ძალიან კარგია, იმას ნიშნავს რომ შენ გაიზრდები როგორც მწერალი და არ ჩაიციკლები.
ერთი რჩევა მექნება: გადახედე ნაწერს. ჩაასწორე. არ იჩქარო. მოვლენებს სათანადო ტემპით გაყევი. არსად გეჩქარება. ძალისხმევა ჩადე შენს ნაწერში და მოგიბრუნდება აუცილებლად.
წარმატებები.

საერთოდ არვარ მომთმენი რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ. მაგრამ ეს ხვარამეა. ბევრი პირადი ჩანახატი მქონია რომლის გამოქვეყნების სურვილი არ მაქვს ზედმეტად პირადულობის გამო. ეს პირველია და ვფიქრობ აუცილებლად უნდ აგავითვალისწინო სხვისი აზრი. აუცილებლად გადავხედავ ხოლმე ნამდვილად არგადამიხედავს და საკმაოდ უხეში შეცდომებიმაქვს. მადლობა რომ კითხულობ❤

Guest თათუ
მიუხედავად იმისა,რომ თითქოს მართლაც ბანალურია მაინც მომეწონა..
სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება,სიტყვები სწორად დაწერე და ეცადე ბევრი სისულელე არ თქვა რო ტექსტი გაამდიდრო..ბევრს არ მიედ-მოედო მოკლედ და ხარისხიანად წერო სჯობს :
ერთი თვალში ცუდად მომხვდა უზდელი არა უზრდელია სწორი
აბა წარმატებები

მადლობა რომ კითხულობ❤გავითვალისწინებ

 



№17  offline წევრი მარი,,

kargad wer,momewona dzalian,nu ragac shecdomebi iyo....imedoa mal male dadeb axal tavebs.warmatebebi...

 



№18  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მარი,,
kargad wer,momewona dzalian,nu ragac shecdomebi iyo....imedoa mal male dadeb axal tavebs.warmatebebi...

მადლობა❤❤

 



№19 სტუმარი Guest ნანუკა

მომეწონა, მაგრამ შემთხვევით დაქორწინებულს გავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent