შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

თეთრი პლუმერია (თავი 1)


13-09-2017, 14:55
ავტორი თუკა
ნანახია 4 379

თეთრი პლუმერია (თავი 1)

---თავი 1---
წვიმდა...
ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო..
ადრიანი გაზაფხული იდგა...ქურთუკის ქუდი თავზე ჰქონდა წამოფარებული,ჯიბეებში ჩაეყო ხელები და მობუზული მიუყვებოდა ტროტუარს ბარბაცით..
გამვლელი რომ გაგეჩერებინათ და გეკითხათ,მისი მდგომარეობის შესახებ ზოგი სიმთვრალეს ზოგი კი სიცივეს დააბრალებდა. არადა არავინ იცოდარა სტკიოდა...
ჩვენ ადამიანები , რომ ასე ვართ მოწყობილნი, სხვიდი დარდი ნაკლებად გვადარდებს..
მიდიოდა და სტკიოდა მისი ცხოვრების უკან მოტოვებული ოცდაოთხი წელიწადი..
საშინლად სტკიოდა. ეგონა ცოცხლად აგლეჯდნენ ხორცებს და შანთით სწვავდნენ, სისხლისაგან ცლიდნენ.ეგონა , რომ გონებას დაკარგავდა და ასე გასაცოდავებული მოკვდებოდა..
დროდადრო ჩერდებოდა..
სულს ითქვამდა.მერე ისევ ნელი სვლით მიუყვებოდა გზას..გონებაში ერთმანეთის მიყოლებით იწყებდნენ ამოტივტივებას მოგონებები... ბავშვობის ტკბილი მოგონებები,რომელიც ფერადი და დედის სურნელით გაჟღენთილი იყო.ის დღეები რომლებიც აღარც კი ახსოვდა,იმდენად ღრმად დამარხა ტვინის რომელიღაც უჯრაში და გამოკეტა რომ მხოლოდ ახლა დაიწყეს ცურვა,როგორც თევზებმა წყალში...
მისი გონება ზღვის იმ ნაწილს წააგავდა, ღელვის შემდეგ , რომ ზედაპირს ნაგვით ივსებს. ზუსტდ ასე იყო.იქნებ უარესადაც.რთული იყო მისი განცდის და ტკივილის სიტყვებში ჩატევა..
წვიმდა..
გაზაფხულს უხდებოდა წვიმა. ჰაერში სასიამოვნო სურნელი იგრძნობოდა. არადა როგორ უყვარდა გაზაფხული , დედამ შეაყვარა.. ასეთ ამინდებში ხელს ჩაჰკიდებდა და ყვავილებს შორის დაატარებდა ბაღში,ახლა არც ამ სურნელს გრძნობდა და არც უნდოდა რომ ეგრძნო. საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გამო რომ ოცდაოთხი წელიწადი ტყუილში ცხოვრობდა.მთელი ოჯახი ატყუებდა,თვალებში ნაცარს აყრიდა.რატომ? რისთვის?საკუთარ თავს ჰპირდებოდა , რომ ამ კითხვებზე ექნებოდა პასუხი,მაგრამ როდის? - აი ეს იყო, რაც არ იცოდა.
ჯერ კიდევ უწიოდა ყურებში დედის განწირული ხმა, ტკივილისაგან ჩახლეჩილი ხმა.. ტირილისაგან დასიებული თვალები, ისევ თვალწინ ედგა . აქამდე როგორ ვერ მიხვდი ალექსანდრე? -როგორ გაისულელე თავი? როგორ გაგინადურეს ცხოვრება, ახლა ვინ ხარ? - მხოლოდ სახელი და გვარი დარჩი... მხოლოდ ფიტული. თოჯინა ,რომელსაც საკუთარი სურვილის მიხვით ატრიალებდნენ.დამჯერი შვილი და შვილიშვილი ,თითით საჩვენებელი ალექსანდრე პირველი.
ბოლოს ვეღარ გაუძლო, ერთიანად მოწყდა.კედელს მაგრად მიაჭირა ხელი და საკუთარი თავი დაინდო, რომ ტკივილისაგან არ გასკდომოდა გული.
სწრაფი მოძრაობით გადაიძრო ქურთუკის ქუდი თავიდან. ერთიანად დაუარა გრილმა ჰაერმა. ფილტვებამდე ჩააღწია და თითქოს თვალებში გამოიხედა.ღრმად სუნთქავდა, გული თანდათან უმშვიდდებოდა. მხოლოდ სასოწარკვეთას და სხეულში არსებულ სიცარიელეს გრძნობდა..
ახლაც რომ ექვსი წლის ყოფილიყო, განწირული იტირებდა, რომ შეძლებოდა შეცვლიდა ცხოვრებას, მაგრამ ეს ძალიან ბავშური და სულელური სურვილი გულს უპობდა.
ჯიბეში ჩაგდებული ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. კიდევ ერთხელ დაანათა ალექსანდრემ მწვანე თვალები ანთებულ ეკრანს და ტელეფონი ქსელიდან გათიშა..
თვალებიდან წამოსული ცრემლი მალულად მოიშორა, თითქოს არ უნდა ვინმეს დაენახა, არა მას სულაც არ სცხვენოდა ტირილის, და არც იმ მითის სჯეროდა რომ მამაკაცები არ ტირიან. უბრალოდ ცრემლები შვებას მისცემდა, ეს კი მას ყველაზე ნაკლებად უნდოდა: უნდოდა არ განელებოდა ის ზიზღი და მათი მოკვლის სურვილი , უნდოდა ყოველ მათ დანახვაზე უფრო და უფრო შეძულებოდა ისინი..
დროდადრო ჰაერს ხარბად ისრუტავდა და თავის ტკივილის გასაჩერებლად მაგრად იჭერდა თითებს საფეთქლებზე..
ოფლში გაწუწულმა მიაღწია დანიშნულების ადგილს.. ერთიანად მოსწყდა, საფლავის კიდეზე აცახცახებული ჩამოჯდა და სიცივისაგან გათანგულ მიწას ხელი გადაუსვა. რამდენი წელია აქ არ მოსულა, ასე როგორ დააბრმავა და დააყრუა საზოგადოებამ.ასე როგორ გაწირა ყველაზე საყვარელი დედა, როგორ ატკინა და მისი არ მისვლით კიდევ ერთხელ გაუჩერა გული.თითებში შეგრძნება არ ჰქონდა, თავს ძალა დაატანა, რომ დამტვერილი სურათი გადაეწმინდა..
ისევ ის მომღიმარი სახე, ისევ ის თბილი თვალები. ახლაც კი ჩაეცსმოდა დედის ძახილი „ალექსანდრე ფრთხილად“ მერე ერთიანად გაქრა ეს ყველაფერი, თითქოს ზღაპრიდან მოვიდა საშინელი ბოროტი ურჩხული და ალექსანდრეს ის წაართვა , რაც ასე ძალიან უყვარდა და უნდოდა რომ დიდხანს ჰქონოდა..
მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ტიროდა.მთელი ამ წლების განმავლობაში რაც არ უტირია ხმამაღლა და გულამოსკვნილი ბღაოდა გარდაცვლილი დედის სურათს ჩახუტებული.
ჯერ ისევ წვიმდა, წვიმა უხდებოდა მის სევდას...
ალექსანდრეს ჯინაზე არ წყდებოდა წვიმა. ტანში ატანდა სიცივე. მთელი სხეული უცახცახებდა, ვერაფრით იკავებდა თავს..
ქურთუკის კაპიშოუნი ისევ თავზე წამოიფარა და მოიკუნტა. ახლა დედის თბილი ხელის შეხება ყველას და ყველაფერს ერჩივნა..
**
მთელი სხეული უცახცახებდა და მთელი ძალით იფარებდა მხრებზე მოდებულ პლედს რომ საკუთარი სხეულისათვის კონტროლი გაეწია სითბოს საშუალებით. მის წინ მჯდარი ნიკა შეშფოთებას ვერ მალავდა. მოზრდილი ჭიქით მიაჩეჩა ცხელი ჩაი ვანომ და ფეხი ფეხზე გაჰკრა ნიკას - რა ხდებას მიზნით..
სამივე ჩუმად იყო. არ ჰქონდა ლაპარაკის თავი ლექსოს. არც სურვილი, რომ რაიმე აეხსნა ძმაკაცებისათვის. ცხელი ფინჯანი ხელებს შორის მოექცია და ცეცხლის ალს გაშტერებული თვალებით უმზერდა,სხეული თავის ტემპერატურას იღდგენდა,თანდათან მოდიოდა გონს.
მერე მთლიანად გამოფხიზლდა.ფინჯანი პირთან მიიტანა და ცხელმა სითხემ ჩაურბინა სხეულში..
- დედაჩემი მოკლეს - ძლივს ამოიხავდა და საკუთარი ხმა ეუცხოვა..ნუთუ ეს ყოველივე გაიაზრა და მის ბაგეებს დასცდა.ამდენი საათი ,ამის გააზრებას ცდილობდა ახლა კი როგორ მარტივად ამოღერღა ეს მისმა ბაგეებმა..
- ეგ როგორ? -საიდან მოიტანე ძმაო?- საქმე დაგელია და ახლა ასე აპირებ დროის გაყვანას? - გაოცება და ღიმილი ვერ დამალა ნიკამ.
- წერილი ვიპოვე, სრულიად შემთხვევით , როგორ გგონია ეს სახუმარო თემაა?
- არა, საიდან მოიტანე რომ ვხუმრობ, სახუმარო რომ არაა ამიტომ გითხარი. ამიტომ დაუჯერებელია ლექსო, იქნებ არასწორად გაიგე, ამაოდ არ ცხრებოდა ნიკა და ვანოს გაოცებული უყურებდა... -მისმინე, მოდი წამოწექი, მე და ვანო სამზარეულოში ვიქნებით, დაისვენე ცოტა, წაიძინე, რაღაც კარგად ვერ ხარ შენ გეტყობა. ცოტას დაისვენებ ძმაო, მერე ვილაპარაკოთ და ყველაფერი მოგვიყევი მოსულა? - მხარზე ხელი ნელა დაადო ნიკამ და საწოლისაკენ უბიძგა ძმაკაცს..
დივანზე იჯდა ნიკა და თითებს იმტვრევდა.თითქოს არ უნდოდა დაეჯერებინა,რომ ლექსო სიმართლეს ამბობდა,უჭირდა ასეთ რამის გააზრება, სამივე ერთად იზრდებოდნენ,ისე კარგად ახსოვს სალომე დეიდა შავი გრძელი თმით და დიდი ფართო ნაცრისფერი თვალებით, ისე იკრავდა გულზე ყოველ იქ მისვლისას და როგორც ლექსოს ისე კოცნიდა.სალომეს ამ დიდი სითბოს და სიყვარულის გამო არასოდეს უგრძვნია ნიკას რომ დედა არ ჰყავდა. მისგან იღებდა ულევ სიყვარულს და სითოს; თუ ლექსო მართალი იყო, თუ ლექსო საღ ჭკუაზე იყო ჯერ კიდევ- მაშინ მისი ყოველი სიტყვა სიმართლე გამოდიოდა..
- როგორ გგონია, ლექსო ავადააა? - ფიქრი დაურღვია ვანომ და სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა წინ.
- აზრზე არა ვარ, ბიჭო. ალექსანდრე ასეთი სახით არ მახსოვს ტო, არასოდეს მახსოვს, უამრავი პრობლემა გადავიარეთ ვანო, მაგრამ ასე ცუდად არ ვიცი..
- მართლა, ეს ბოლო პერიოდია ღამით ცუდად სძინავს. ხო გახსოვს, ორი თვის წინ ბაკურიანში რომ წავედით, მაშინ უკვე არ მომწონდა ძაო, მთელი ღამე კოშმარებში იყო. უფლში გაწუწულს ეღვიძებოდა, უფრო სწორად ვაღვიძებდი..
- მოიცა, ეს აქამდე რატომ არ მითხარი ვან? აქამდე რატომ არ თქვი რომ ცუდად იყო..
- რავიცი ნიკოლოზ, გადამივიდა გონებიდან, მითხრა გადავიღალეო, ამდენი საქმის გამო ვერ ვიძინებ უკვე ღამეცო.ყურადღება არ მივაქციე მეც..
- ეს ბიჭი აშკარად ცუდადაა, ძალიან ვნერვიულობ, თითები ერთმანეთში გახლართა და ჰაერში ხარბად ჩაისუნთქა.
- სანერვიულო არაფერია, მარტო არაა, ყველაფერი მოგვარდება. მთავარია გვითხრას რა აწუხებს და რას ბოდავდა წეღან. არ მესმის რა შუაშია დედამისთან , როდის რა მოიძია ნიკოლოზ. მგონი მართლა მაგრად გადაიღალა.რაც დედამისი გარდაიცვალა ,მას მერე მისი სახელი არ უხსენებია, ერთი პერიოდი ჩვენც კი აგვიკრძალა მასზე საუბარი.
- აზრზე არა ვარ რა ხდება, ცუდადაა,ახლა მხოლოდ ეს ჩანს, გაიღვიძებს და ვნახოთ რა იქნება...
მთელი სამი საათი მოუწიათ ლოდინი ბიჭებს. თვალებდასიებული გამოვიდა კედელ-კედელ ალექსანდრე და მის დანახვაზე, ორივე ფეხზე წამოდგა..
- როგორ ხარ ლექსო? - მაშინვე მივარდა ნიკოლოზი და მხარი შეაშველა ჯერ კიდევ სუსტად მყოფ ძმაკაცს.
- ამაზე საშინლად არ ვყოფილვარ, ჩურჩულით წარმოთქვა და დივნისაკენ გაიწია..- რამე არ გვაქვს? მომშივდა, ორი დღეა არაფერი მიჭამია, ისე თქვა თვალები არ გაუხელია..
ჯერ კიდევ სამივე დუმდა. ადროვეს მეგობარს რომ დანაყრებულიყო და ენერგია მოეკრიბა.ხარბად მოსვა მაგარი, ცხელი ყავა და სიამოვნების ნიშნად გაილოკა ტუჩები. ხელის ნელი მოძრაობით გადასწია მოსუფთავებული თეფში და ნერვიულობის დასამალად მოაჭდო ფინჯანს თლილი თითები..
ერთი ამოიხვნეშა და თითქოს გულზე აქამდე დადებული ტვირთი ოდნავ გადააგორა..
- მამაჩემმა დამირეკა- ძლივს დაიწყო მოყოლა და ორივე სმენად იქცა. გარდა იმისა რომ ლექსო რაღაც საიდუმლოს მოყოლას აპირებდა მან არაჩვეულებრივად იცოდა ემოციების და გრძნობების გადმოცემა..- მითხრა რომ მასთან მივსულიყავი. იმ დროს არ მეცალა, თათბირის გამო უარი ვუთხარი და დავპირდი რომ ერთ საათში მივიდოდი..მამაჩემი კაბინეტში დამხვდა, როგორც ყოველთის ვიკამათეთ, მიყვიროდა გონს თუ არ მოეგები და სახლში არ დაბრუნდები ნულზე დაგსვამო, პაპაშენს ვაიძულებ ანდერძიდან სრულიად ამოგიღოს და მათხოვრად ივლიო. ძალიან გავბრაზდი, როგორც ყოველთის ახლაც ქონებაზე და ფულზე ჰქონდა გართულება..კაბინეტის კარი გამწარებულმა გამოვიხურე და დედაჩემის მოსასვენებელ ოთახში ინსტიქტურად შევედი... არ ვიცი მანამდე რატომ არ შევდიოდი ამ ოთახში, უბრალოდ თვალს ვარიდებდი მუდამ,თითქოს არ მინდოდა ის ყველაფერი გამხსენებოდა ,რაც მტკიოდა, რაც წარსულის მიძინებული დღეებში გადავმალე... ფარდები ისევ ისე იყო დაშვებული, მაგიდასთან ერთ დროს მდგარი სკამი ისევ გვერდულად იყო კედელს მიყურებული, როგორც დედამ დატოვა უკანასკნელად. ფანჯრის რაფაზე ჯერ კიდევ იდგა ოცდაოთხი წლის წინანდელი ქოთნები გამომშრალი მიწით. კარები მივკეტე და ძალა გამოცლილი მივეყუდე ზედ. მტვრის სუნს მოეცვა ყველაფერი. ხელის ნელი მოძრაობით ავანთე სინათლე და ფანჯრებისაკენ წავედი..ორივე ფანჯარა ერთიანად გამოვაღე და ოთახში თოვლის ფანტელებივით დაიწყეს ფარფატი მტვრის პატარა წერილებმა. სავარძელში ფრთხილად ჩავეშვი და მაგიდის უჯრებს ნელა დავუყევი.. მთელი უჯრები სავსე იყო ჩემი და დედას სურათებით. ნერვიულად ამოვალაგე და სათითაომ გამახსენა ბავშვობის ის ლამაზი დღეები როცა ბედნიერი ვიყავი.
გარეთ კოკისპირულად წვიმა...
ფანჯრის წინ იატაკი მთლად დაესველებინა, მოულოდნელად ძლიერმა ქარმა ფარდები ცხვირწინ ამიფრიალა. დასაკეტად წამოვდექი და უნებურად გადმოვაგდე ქოთანი იატაკზე. გამოფიტული მიწა ფეხებზე გადმომეყარა და უარესად გავღიზიანდი... ჰაერში გავიქნიე ფეხი რამოდენიმეჯერ მიწა რომ მომეცილებინა. ფანჯრები დავკეტე და სავარძლისაკენ წავედი რომ რაღაც მბზივანმა მიიქცია ჩემი ყურადღება.. იმდენად იყო ქაღალდი ერთმანეთზე დაწებებული ძლივს გავაცალკევე და ფრთხილად გავშალე.. როგორც ჩანდა ვიღაცას ძალიან კარგად ეზრუნა, რომ წერილი არ დასვენებულიყო.თუმცა ნაკეცებში უკვე კარგად იყო გაცრეცილი.
წამით შეყოვნდა ალექსანდრე ,გაუჭირდა გაგრძელება.უკვე შეგრილებული სითხე მოსვა და საკუთარ თითებს დააშტერდა - წერილი დედაჩემისაგან იყო, ცდილობდა მოკლედ აეხსნა მოახლოვებული საფრთხე. რაღაც საიდუმლოს ახსენებდა, საშინლად ეშინოდა , სიფრთხილისაკენ მომიწოდებდა და გაჩმებას მთხოვდა. ჩემს დას მაბარებდა, მასზე ზრუნვას მთხოვდა. ეშინოდა რომ როდესაც ამ წერილს ვერასოდეს ვნახავდი, ან უკვე მაშინ ვნახავდი როცა დედა ცოცხალი არ იქნებოდა..
- მოიცადე, ზღაპარს ყვები თუ დაგესიზმრა ახლა? თუ რა პონტია? - ეჭვის თვალებით შეხედა ნიკოლოზმა ძმაკაცს და მერე ვანოს ალმაცერად გახედა..
- ნეტავ ეგრე იყოს, გრძნობა გათანგულმა ჩაილაპარაკა ლექსომ და ჯიბიდან ამოღებული წერილი მაგიდაზე დააგდო..
- მოიცა, ანუ გამოდის რომ დედაშენი მოკლედ და მან იცოდა რომ მოკლავდნენ..
- მოკლეს და ყველაფერი ისე დაგეგმეს ვითომ ავარია იყო და უბედური შემთხვევა, არადა ყველაფერი კინო სცენარივით წინასწარ დაგეგმილი იყო..
- შენი და? შენი და სადააა მაშინ?- გაოგნებულმა წამოისროლა ვანომ და ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა.
- მეც ვერ ვხვდები , ჩემი და დედაჩემთან ერთადაა დაკრძალული, როგორც ჩანს დედას მანქანაში ყავდა, მე მაშინ ბებიასთან ვიყავი..
- კი მაგრამ, რა საიდუმლო იცოდა ასეთი სალომე დეიდამ რომ მოკლეს? როგორც ჩანს მისი გამხელით ვიღაცას ან ვიღაცეებს მაგრად დაერხეოდათ..
- ზუსტად ასეა!- მე კიდევ რას არ ვფიქრობდი, რას არ ვაკეთებდი რომ დედაჩემზე არ მეფიქრა, მასზე არ მელაპარაკა, მეგონა რომ მიმატოვა, სხვასთან წავიდა, ჩემი დაც წაიყვანა რადგან პატარა იყო და მე მამასთან დამაგდო..
- ვიღაცამ კარგი ზღაპარი მოიგონა ძმაო, სადაც ისე მაგრად ჩაგვაბეს ყველანი, რომ აგერ ოცდაოთხი წლის მერე აღმოვაჩინეთ რაღაც- გაბრაზებულმა თქვა ნიკოლოზმა და ნერვიულად ახედა ლექსოს. მამაშენმა რაო? - ძლივს მოახერხა კითხვა და მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა..
- არაფერი მითქვამს, მეცოდება. დედას გარდაცვალების მერე ისედაც ნახევარი ადამიანი დადის. ამას რომ გაიგებს გაგიჟდება მეორედ დაკარგავს ცოლს ნიკო..- სიბრაზისაგან გაწითლებულმა ჩაილაპარაკა ლექსომ და თავი დახარა..

***
მზემ თვალებში მიუჭყიტინა თუ არა საბანი თავზე წიფარა და ცხვირი შეიჭმუხნა.როგორ ეზარებოდა ადგომა და უნივერსიტეტში წასვლა, პირველ ლექციაზე მაინც უნდა მისულიყო,ისედაც სულ აცდენდა სამსახურის გადამკიდე..მერე ისევ სამსახური ელოდა,მენეჯერს სთხოვა და მანაც გული ვერ ატკინა,გაათავისუფლა ნახევარი დღით,საბანის ქვეს ფეხები აახვანცალა და სწრაფად გადაიძრო.სირბილით წავიდა სააბაზანოსაკენ და ცხელი დუშის ქვეშ ცოტა ხანს დაყო..
ხალათის ქამარი მაგრად გაიკვანძა სველ თმაზე „აბდულ-შაჰივით“ გადაიგრიხა და კარადიდან ჯინსი და მაისური გადმოიღო..
საოცარი იყო ამ წელიწადს გაზაფხული.მხოლოდ ჰაერში იგრძნობოდა სურნელი,თითქმის სულ წვიმდა.დღეს მზე ანათებდა და იმედი ჰქონდა ამ დღეს მაინც ჩაატარებდა დასველების გარეშე..
სამზარეულოს მაგიდაზე დედის დატოვებული ნამცხვარი ორჯერ გემრიელად ჩაკბიჩა,ჩანთა მხარზე მოიგდო და გასაღები კარში რამოდენიმეჯერ გადაატრიალა..
უნივერსიტეტში საქმე მოითავა თუ არა სამარშუტო ტაქსში ავიდა და სამსახურისაკენ მიმავალ თითქმის ჩაეძინა..
- რა კარგია რომ მოხვედი, კარში შესულს მაშინვე ზედ მივარდა ლაილა და მაღაზიის შუაგულისაკენ გაათრია.
- დღეს, დიდი დღეა? ხალისით ჰკითხა და მენეჯერის ავი მზერის დანახვისას ღიმილი სახეზე შეეყინა..
- ძალიან დიდი, ახლახანს დარეკა ჩვენმა კლიენტმა. დღეს მოვლენ, მერედა იცი როგორები? ერთ შემოსვლაზე რომ ათასებ ტოვებენ..
- მერე? მე რა შუაში ვარ? - მხრები უმიზნოდ აიჩეჩა ანამ.
- შენ იმ შუაში ხარ რომ, აქ იქნები დარჭობილი და ბიჭებს ყველაფერს შეარჩევინებ.რაც შეიძლება მეტი რამ უნდა აყიდინო გოგო გაიგე? კვლავ მზარსი სტაცა ხელი და გამოაფხიზლა.დღეს ვალების ფულს ამოვიღებთ გული მიგრძნობს და კუთვნილ ხელფასსაც მიიღებ..
- ხო?- თვალები მოჭუტა ანამ და ლაილას გაიღიმა, მაშინ ვიმუშაოთ.მოიცა წავალ გამოვიცვლი-სწრაფად ჩაილაპარაკა ანამ და თანამშრომლებისათვის განუთვნილ ოთახისაკენ გაიქცა სწრაფი ნაბიჯით.
ლაილას მაღაზია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელს თბილისში.ფასებიც ასეთივე ჰქონდა.ძალიან ძვირი ფუფუნება იყო მათთან რაიმეს ყიდვა. სამაგიეროდ ერთ დღის ნავაჭრით შეეძლო ყველანაირი ვალის გასტუმრება ..
ახლაც ამის იმედი ჰქონდა...
საღამო ხანს მაღაზიასი სამნი შევიდნენ.სამივე მათგანი ერთმანეთზე მოხდენილად მოძრაობდა, იმდენად იყო დაღლილი ანა ვერ შენიშნა მათი მისვლა, სანამ ლაილას მუჯლუგუნი არ იგრძნო ფერდში.. უმალ გამოფხიზლდა და მათკენ წავიდა...
- საღამო მშვიდობისა შემიძლია დაგეხმაროთ? - სახეზე ყალბი ღიმილი აიფარა და წესისამებრ მიმართა ბიჭებს, ანერვიულებულმა კი ხელები ზურგს უკან გადამალა..
- საღამო მშვიდობის ,ცოტა არ იყოს დაბნეული გაეპასუხა ნიკა და ცალყბად გაუღიმა.. რაიმე ღია ფერის პერანგები გვინდა ორი, და ერთც შავი..
- შავი? - დაეჭვბულმა იკითხა გოგონამ და გვერდით მდგარ ორ მამაკაცს დამფრთხალმა გახედა..
- დიახ შავი !- რა ხდება შავი პერანგი არ აცვიათ კაცებს თუ თქვენ არ გაქვთ? - გაბრაზებულმა დაუტია ლექსომ და აწყლიანებული თვალები მაშინვე ძირს დახარა გოგონამ..
- რანაირად იქცევი ტო? იკითხა უბრალოდ - ძმაკაცის სიტყვებზე გაბრაზებული მიბრუნდა ნიკა.მიდი დაჯექი და თავად მოვაგვარებ რა..
- ეგრე ჯობია - ისევ გაავებული გაეპასუხა და ლასლასით წავიდა სკამისაკენ..
- წამობრძანდით გაჩვენებთ - ძლივს მოეგო გონს ანა და ნიკას წინ გაუძღვა..
- მისმინე, არ გეწყინოს, ხასიათზე ვერაა, ამიტომ ცუდად მოუვიდა - თითქოს ბოდიშის მოხდას შეეცადა..
- არა, რას ამბობთ, არც მწყენია..
- თუმცა თვალებში სევდა ჩაგიდგა..
- არაუშვს უკვე შევეჩვიე- მხრები აიწურა ანამ და გაუღიმა.. ესენი ინებენთ , წავალ გავარკვევ შავი თუ არის სხვა ზომა, მგონი ეს პატარაა მისთვის, მალულად გააპარა მზერა ლექსოსაკენ და საწყობისაკენ წავიდა..
საწყობში რამოდენიმე წამით სპეციალურად შეყოვნდა. კედელს ზურგით მაგრად მიეყრდნო და ჰაერი მთელი ძალით გაატარა ფილტვებისაკენ.. თითქოს გული შეეკუმშა, ყველაფერი შავად იქცა მის თვალწინ.წამიერად დაუცარიელდა ტვინი სხეულში მოწოლილი სისუსტე ვერ დაფარა და სუბლზე მაგრად მიიჭირა ხელი.
მკერდზე მიხუტებული პერანგი უფრო მეტად მიიკრა ზედ და თავი მძლავრად გაიქნია გონზე მოსასვლელად.. ძლივს მოახერხა ნაბიჯის გადადგმა და კარში გავიდა..
თავდახრილი მიდიოდა ლექსოსაკენ, გრძნობდა, რომ მასთან მიახლოვება დაწყობილ და მივიწყებულ ემოციას აღვიძებდა..სულში ერთიანად ეწყებოდა ფორიაქი.ძალა მოიკრიბა მის წინ შეყოვნდა და პენაგი გაუწოდა..
- მადლობა - ამაყად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და გოგონას თხელ თითებზე წამიერად გაუშეშდა მზერა..იგრძნო როგორ მოაწვა სხეულში ცხელი ზვირთებად შეკრული ტალღა.ყელში წაუჭირა ხელები და ჰაერი ეცოტავა,რაღაც იდუმალი, ამოუცნობი ხმა ეძახდა ალექსანდეს. თვალები დახუჭა და სავარძლის სახელურს მაგრად მოუჭირა ხელები..
- ლექსო, ლექსო გესმის? - ვანოს ხმა ესმოდა, უნდოდა ეთქვა მესმისო, მაგრამ ხმას ვერ იღებდა, ძალა არ ჰქონდა საამისოდ, ერთიანად გააცალა სხეულიდან დარჩენილი ენერგია და თავი უღონოდ გადააგდო სავარძლის საზურგეზე..
მთელი სხეული უკრთოდა, დაბუჟებოდა. სათითაო ნაკვთი სტკიოდა, ვერც მოძრაობას ახერხებდა. თვალები ნელა გაახილა . გარშემო შემოკრებულ ძმაკაცებს და ექიმბს ახედა ,ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა უფრო სწორად შეეცადა, რომ გაეღიმა. თითქოს თვალებზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული.
მძლავრად ხუჭავდა და ისევ ახელდა.
- ლექსო, როგორ ხარ?- ნიკოლოზის ხმამ დააბრუნა რეალობაში.
- კარგი, მგონი არ მოვკვდი - თავი ძლივს წამოსწია და საკუთარ ხელებს დაეყრდნო..
- კაი რაა, - მაგრად შეგვაშინე ტო - წამოჯდომაში დაეხმარა და წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა.
- ავარჩიეთ?- ისე იკითხა თითქოს არაფერი მომხდარიყო მანამდე.წავიდეთ თორემ გული მეხუთება აქ- ჩუმად გადალაპარაკა და ფეხზე წამოდგა..
- ნიკუშ მიდი გადით და მე გავასწორებ ანგარიშს და გამოვალ შეშინებული მზერა ესროლა ვანომ და სალაროსკენ წავიდა.
- არა, მაინც რა დაემართა ამ ბიჭს, აშკარაა თავიდანვე არ იყო კარგად.რამდენჯერ მოსულა აქ არაფერი დამართვნია, ისეთი საყვარელი ბიჭია- თავისთვის საუბრობდა ლაილა და ვანოს თანხას უთვლიდა..

**
დედის მოსასვენებელ ოთახში იჯდა.საკუთარი წარსულის გახსენებას ცდილობდა..
უჯრიდან ფრთხილად ამოალაგა სურათები და ამღვრეული სულით დაუწყო თვალიერება..
იქ სადც დედასთან ერთად ბედნიერი იყო,ის სადაც დედასთან და დასთან ერთად ისვენებდა..საოცრი ბავშვი იყო მისი და, თეთრი ქათქათა. წითელი ლოყებით , არასოდეს ტიროდა,ჯერ კიდევ სულ პატარამ ისწავლა სიცილი...ბუნდოვნად ახსოვდაპატარა და, უნდოდა მასზემეტი რამ გაეგო.რატომ არ ახსოვდა აქამდე რომ მისი დაც დაკძალული იყო, რატომ არ ახსოვდა , რომ იმ ავბედით დღეს დედამისთან ერთად იყო. კარგად ახსოვდა, რომ ლექსო ბებიასთან დატოვა, იკამათეს. ემუქრებოდა სალომეს რომ ყველაფერს ასე არ დატოვებდა. ნუთუ ბებიაც დამნაშავეა, გონებაში წითელი ღილაკიაენთო და ცალკე დადებული სურათებს მწვანე თვალებით შეანათა..
პატარა გოგონა ისე თბილად უმზერდა ლექსოს,თვალები ცრემლით აევსო.ფრთხილად გადმოატრიალა სურათი, სადაც დედამის ხელით ეწერა „ანისია 4 თვის“. საკუთარ ბედზე სიმწრით გაეცინა. სხეულში ერთიანად მოაწვა სიბრაზე , ამდენი წელიწადი რომ დაგროვებოდა. ნაბიჯების ხმაზე სურათები სწრაფად ჩაყარა უჯრაში და მაგიდაზე მიგდებულ პირველივე წიგნს წაატანა ხელი.
- ბები, აქ რას აკთებ? - თბილი, ხავერდოვანი ხმით მიმართა შვილიშვილს თამარმა და მისი ამღვრეული თვალების დანახავა დიდად არ ეპიტნავა..
- სიმშვიდე მინდოდა,სხვაგან ვერ მოვიძიე,მამას სტუმრები ჰყავს ,ამიტომ აქ შემოვედი..
- კარგია,მაგრამ მარტო ხარ,ეს კიდევ არ მომწონს,ჩემი ერთადერთი საამაყო ალექსანდრე, ასე რატომ უნდა იჯდეს?
- დედაზე მომიყვები? -მოულოდნელად იკითხა ლექსომ და ბებიის თვალებსი ცამქრალი შუქი არ გამოპარვია.
- სალომე, ეხ სალომე, რამდენი წელი გავიდა ,არასოდეს დამავიწყდება როგორ ფაქიზი სულის პატრონი იყო.როგორი ემოციური.პირველად რომ დავინახე საოცრად მომეწონა, საოცრად თბილი ქალი იყო დედაშენი ლექსო.
- ბებო, რა მოხდა იმ დღეს? - დედა როგორ გარდაიცვალა?
ნერვიულად მოისრისა შუბლი თამარმა,არ ელოდა ასეთ კითხვას ლექსოსაგან, აღარ იყო ბავშვი ალექსანდრე, ვეღარ მოატყუებდა ,ვეღარ მოიგონებდა ლამაზ ზღაპარს,სადაც მშობლები გარდაცვალების მერე ანგელოზებად მიფრინავენ ცაში..
- რამ გაგახსენა ახლა ეს მძიმე დღე ალექსანდრე?- უკან დახევა სცადა თამარმა და მაგიდის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- დედაზე არაფერი მახსოვს თამარა საერთოდ არაფერი,მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის, მინდა ვიცოდე მასზე ,მახსოვდეს დედა..
წამიერად შეეცოდა ალექსანდრე თამარს, როგორ უნდოდა გულში ჩაეკრა და მისთვის ეთქვა რომ ყველაფერი რაც მოხდა განგების ბრალი იუო, ენუგეშებინა და ეთქვა რომ არ ღირდა ამაზე დარდი, ამაზე განცდა რომ ყველაფერი დრომ უკვე დაალაგა თავის ადგილას, დრომ მოაშუშა ყველა ჭრილობა..
- იმ დღეს ვიკამათეთ,სალომემ მამაშენთან იკამათა, ლევანს უნგრეთში უწევდა წასვლა ექვსი თვით. სალომეს არ უნდოდა მისი გაშვება, ექვსი თვე ებევრებოდა.მესმოდა მისი, შენ ექვსი წლის იყავი,შენი და ოთხი თვის, ორი შვილით მარტო დარჩენა არ სურდა.ამაოდ ვუხსნიდი რომ ეს საგანგაშო არ იყო, რომ მარტო არ დარჩებოდა, მისი მშობლები და ჩვენც გვერდით ვიყავით,მაგრამ იმ დილით როგორც იტყვიან „ქვა ააგდო და თავი შეუშვირა“.ისე გაჯიუტდა გონში ვერ ჩავაგდეთ.პაპაშენის იუბილე იყო, ყველა მხიარულობდა თავადაც კარგად იყო თავიდან, მერე ძალიან გაბრაზდა, როცა ლევანის დაწინაურება მიულოცეს და წასვის ამბავიც არ დატოვეს ისე. ვეხვეწებოდი მანქანაზე არ დაჯდე, ნასვამი ხარ, სად მიდიხარ რას აკეთებ ასე ნუ იქცევი-თქო, მაგრამ არაფერი ესმოდა.. შენ ტირილი დაიწყე, ანისია კი ხელიდან ვერ გავაგლიჯე. გიჟივით წავიდა, მივაძახე ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი, მაგრამ გვიან აღმოჩნდა, საწინააღმდეგო მხარეს მიმავალი მანქანა დაეჯახა, დედაშენიც და შენი დაც ადგილზე გარდაიცვალა, ორივე ერთად დავკრძალეთ. საშინელება იყო, ლევანს გონს მოსასვლელად მთელი წელიწადი დასჭირდა, არც უნგრეთი გახსენებია და არც დაწინაურება. მოსიარულე მკვდარი იყო..
- არ მახსოვს ჩემი და ბებო, რატომ არ მახსოვს ეს ბავშვი- სიმწრით ამოხეთქა ლექსოს ბაგეებმა და ფეხზე წამოდგა, ნეტავ ის მაინც გადარჩენილიყო, დედაჩემივით ლამაზი იქნებოდა, მასზე მაინც ვიზრუნებდი .. საფლავზეც კი არა დედასტან ერტად მისი სირათი.
- ის ძალიან პატარა იყო შვილო, მამაშენმა არ ისურვა მისი ფოტოს დახატვა, ასე გადაწყვიტა და პატივი ვეცით. არ მესმის ალექსანდრე ,ამდენი ხნის შემდეგ რატომ იტანჯავ თავს, ის ტკივილი ისედაც ძლივს გადავაგორეთ, არ გინდა ბებო ლამის მუდარად გადაიქცა თამარი შვილიშვილს ლოყაზე აკოცა და კარში გავიდა..
ფანჯრები გამოაღო , ჯიბეებში ჩაიწყო ნერვიულობისაგან გათოშილი ხელები და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი, ოდნავ არხევდა სიო ეზოში მდგარ ხეებს და ლექსოს ფიქრს კიდევ უფრო ასევდიანებდა..
ისევ წვიმის სურნელი მოჰქონდა...
ისევ აერეოდა თავგზა ალექსანდრეს...
გრძნობდა , რომ რაღაც არ იცოდა, თამარის ემოცია არ გამოპარვია, მაგრამ მოყოლისას მოწოლილი ცრემლებიც არ ეჩვენა ყალბად..
თვალები დახუჭა და შეეცადა აღედგინა დედისეული ეზო..
დედის ფუსფუსი, როგორ ეფერებოდა მიწას და როგორ ესაუბრებოდა ყვავილებს.
სწრაფად გაახილა მწვანე თვალები ალექსანდრემ და საპირისპირო მხარეს ზურგისაკენ დატრიალდა, კედელზე დედის ნახატი ეკიდა,ყვავილიც, თეთრი ლამაზი ყვავილის რომელსაც ბოლოებში გარდამავალი ყვითელი ფერი დაჰკრადა. „ეს რა ყვავილია“ - საკუთარ თავს ჰკითხა და გონებაში მიძინებული კადრები ამოუტივტივდა, როგორ ელოდა დედა ყოველთვის ამ ყვავილის გაშლას..
**
ფანჯრის რაფაზე დაფიქრებული იჯდა ანა და მოღრუბლულ ცას გაჰყურებდა..საოცარი იყო გაზაფხული ამ წელიწადს, ხანდახან გადაბმულად წვიმდა რამოდენიმე დღე, მზის სათითაო სხივს ნატრულობდა ანა, არ უყვარდა, საშინლად არ უყვარდა წვიმა და ასეთი ამინდი , სევდას ჰგვრიდა ... მასში არსებული მელანქოლია სააშკარაოზე გადმოჰქონდა..
ხელის შეხებამ შეაკრთო , შეშინებულმა შეკივა და მის გვერდით მდგარი თეკლას დანახვაზე ბრაზი ერთიანად მოერია...
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ასე ნუ აკეთებ-თქო, თეკლა სულ რატომ ცდილობ გამაღიზიანო..
- გასაგებია, მე კი არა ამინდი მოქმედებს შენზე, არა, რა მაინც არ მესმის როგორ შეიძლება წვიმამ ასე გაგიფუჭოს ხასიათო, ვერ ვხვდები. წამო რა გავიდეთ - უმალ დაიწყო ზუზუნი თეკომ და ანას გაუღიმა..
- შანსი არაა, არ მინდა, როგორ გგონია მაქვს ახლა გარეთ გასვლის ხასითი მე?
- შეუძლებელია ასეთ დროს შენთან საუბარი, იქნებ როგორმე ყავა მაინც შემომთავაზო...
- თეკლა , ისე რა კარგი აზრია, მიდი გააკეთე გთხოვ და მეც მომიტანე რაა..
- ანააააა - გაავებულმა დაუყვირა და ჩანთან საწოლზე დააგდო..
ცოტა ხანში, ყავის ფინჯნებით ხელში დაბრუნდა და სავარძელში ჩაეშვა..
- ნუცას კორპორატიულზე მივყავარ საირმეში , მათხოვე რა რაიმე კაბა , საღამოს რომ ჩავიცვა..
- რას მევედრები მერე, გამოაღე კარადა და წაიღე რაც გინდა - ცალყბად გაეპასუხა დაქალს ისე რომ ზედაც არ შეუხედავს.
- ანა მწყინს, როცა ასე მექცევი , თითქოს სულ ერთი ვარ შენთვის. აი ნახე გამოვა ამინდები, გადაიღებს წვიმა და არც მე დამჭირდები რა..
- ღიმილით გახედა აცრემლებულ დაქალს და სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა.ფრთხილად აკოცა ლოყაზე და წამწამებზე დაკონწიალებული ცრემლები მოწმინდა- ეს ბოლო იყოს, ამის მერე არ მაპატიო კარგი? - ადექი , მოდი კაბა შევარჩიოთ.. დაქალის გაბუტული სახის დანახვაზე გული შეეკუმშა ანას, სავარძლიდან წამოაყენა და ძალით წაიყვანა კარადისაკენ. ბოლოს მოკლე თეთრი მაქმანებიანი კაბა გადმოიღო და თეკლას ზედ მიადო. - ნახე როგორ გიხდება. მართლა ულამაზესი ხარ. ამას იცი რა უხდება? ჩემი ყელსაბამი. ზარდახშიდან ყელსამაბი ამოიღო და თეკოს ხელისგულზე დაუდო..
- გააფრინე? ეს ხომ დედაშენისაა. გვეჩხუბება..
- დედაჩემის არააა, ჩემია, რომ დავიბადე მაშინ მაჩუქა თურმე და დედიკოსთვის ბებიას უჩუქებია, ძველი ყელსაბამია. მაგრამ გაიკეთე, და მერე კარგად შეინახე..
- მართლა? მოწიწებით გახედა თეკომ დაქალს და ლოყაზე აკოცა. უბრალოდ ნუცამ ერთი დღისთვის არ გიყიდი არაფერსო და ამიტომ მომიწია შენთან მოსვლა..რა მაგარია რომ მყავხარ - ხელები შემოხვია წელზე და მაგრად მიიკრა გუზე დაქალი.
მაგიდის გარშემო ისხდნენ.. დროდადრო ერეოდა ანას სევდა და თეკო ვერც კი ამჩნევდა , იმდენად იყო აჟიტირებული საირმეში წასვლის გამო...
ანას ფიქრები კი სადღაც უსასრულობაში მიიწევდა,მერე თითქოს ნისლი ედებოდა მის გონებას, ერთიანად აციებდა ტანში.თვალებიდან არ ამოსდიოდა იმ ბიჭის სახე და ხელები, თითქოს უკვე ნანახი ჰყავდა, უკვე იცნობდა, რაღაც ძალა იზიდავდა მისკენ...
- ყავას დალევ?- ანა მისმენ?- დედის ხმამ გონებაზე დააბრუნა და ზანტად დაუქნია თავი, რა გჭირს? ეს რამოდენიმე დღეა არ მომწონხარ, ხდება რაიმე?
- კი ხდება, ამინდი სჭირს ანას, როგორც ყოველთვის...
- სულ არ გამახსენდა, ღიმილით წარმოთქვა და შვილს გაუღიმა ქეთომ. ვერ იტანს წვიმას და რა ქნას?
- ვის გავს ასეთი უჟმური? თქვენ სულ კარგ ხასიათზე ხართ, წვიმს თუ არია, ამას კიდევ ჩამოსტირის ცხვირ-პირი..
- მართლა ვის გავხარ გოგო ასეთი? ეჭვისთვალით შეხედა შვილს და ფინჯანი წინ დაუდგა..
- მამას!- გადაჭრით ჩაილაპარაკა და ცხვირი აიბზუა.
- ისე, ასეთი რაღაცეები ამას ძალიან ღრმა ბავშობიდან მოსდევს თეკო, ფინჯანი თუ არ მოეწონებოდა ჩაის არ სვამდა, წვიმაში ფეხსაცმელი მესვრებაო, ქარი თმას მიწეწავს, იმ პურს არ შევჭამ გამყიდველმა ხელი მოკიდაო და ასე- ასეთი აუტანელი იყო ბავშობაშიც კი.. არც მისი უხასიათობა მიკვირს და არც ამინდის არ სიყვარული - სიყვარულით მიეფერა ქეთი შვილს და თავზე აკოცე..
**
მწვანეში იყო გახვეული მთელი ხეობა...
მგზავრობისაგან დაღლილიყო უკვე ალექსანდრე , სახე მოღრეცვოდა როგორ ესიკვდილებოდა მუდამ ასე შორს წამოსვლა, მაგრამ მამამისს ხომ კაცი სიტყვას ვერ შეასმენდა..
ფიქრებში გახვეული გაყურებდა გზას..
აღმართს დაუმთავრებელი დაღმართი მოსდევდა. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა იკითხა, ნამდვილად სწორად მიდიოდნენ თუ არაა..
მის ჯიბრზე იწელებოდა გზაც...
არა, კიდევ კარგი ბუნება იყო საოცარი.. მაგრამ ამწვანებული მიდამო კიდევ უფრო მეტად თრგუნავდა..
მთელი გზა წვიმდა..
ბავშობიდან დასჩემდა გაზაფხულის ამინდების მიმართ გაუსაძლისი სიყვარული...
შუბლზე მაგრამ მიიჭირა ხელი და მხრებზე გადაწეული მაისური შეისწორა..
თავში უამრავი აზრი უტრიალებდა, თილისში როგორც კი დაბრუნდებოდ, მაშინვე უნდა დაეწყო ყველაფრის გარკვევა, ფაქტი იყო ბებია თამარი მონათხრობით სხვა მხარე მოჩანდა, წერილში კი დედა მოახლოვებულ საფრთხეზე საუბრობდა.. საფრთხეზე რომელისაც ძალიან ეშინოდა და ზუსტად იცოდა რომ ყოველივე ეს გარდაუვალი იყო..
მოულოდნელად შეეცვალა სახის გამომეტყველება, წარბები შეკრა თითქოს რაღაც გაახსენდა. გონებაში მთავარი წერტილი აენთო. გვერდით გადაგდებულ ტელეფონს სტაცა ხელი და ტელეფონის წიგნაკში საეჭვოდ ჩაწერილ ნომერზე დარეკა..
- ალექსანდრე ვარ -მჭახედ გაისმა მისი ხმა და დაეჭვებულმა გახედა ნიკამ უკან მჯდარ ვანოს.- პირველი ვარ , ხო აბა ვის ელოდი - უფრო მეტად გაბრაზებული ჩანდა ლექსო, რადგან გვარის დაყოლებაც მოუხდა- ხო გეყოს ახლა, კარგად მისმინე, ყველაზე ბევრი ერთ საათში ყველა საჭირო ინფორმაცია მომიძებნე ვაჟა ტაბიძეზე- მისამართი არ ვიცი, არც ის ვიცი ახლა სადაა, და რას წარმოადგენს. ერთადერთი რაც მახსოვს ისაა რომ ადრე დაახლოვებით ოცდაოთხი-ოცდახუთი წლის წინათ ყველაზე დიდი წვენის ქარხნის დირექტორი იყო. მისი ოჯახის სათითაო წევრზე მჭირდება ინფორმაცია, გასაგებია?- კიდევ ერთხელ გაიმკაცრა ხმა , ტელეფონი მოწყვეტით დააგდო აქამდე განკუთვნილ ჭიქის ჩასადებში..
- რა ხდება? - რა ამბებია? ლექსო, უჩვენოდ წყვეტ საქმეებს?- გონზე მოსვლა არ აცადა ნიკამ ისე დაუტია ძმაკაცს, რაში გჭირდება მაგ კაცის ოჯახზე ინფორმაცია?
- ეგ კაცი, დედაჩემის მამაა, ანუ პაპაჩემია, რომელიც დედის გარდაცვალების მერე თვალით არ მინახავს, მაინტერესებს ასე რატომ მიმაატოვეს? რატომ არ მნახულობდნენ.. მითხარი აბა საიდან დავიწყო ძებნა და ძიება? - სხვა რა გზა დამრჩენია? ზუსტად ვიცი ნიკო, ამ ოჯახს თუ ვიპოვი მათ განსხვავებული ინფორმაცია ექნებათ ვიდრე თამარა მიყვება..
- მართალია ალექსანდრე ნიკო- მხარი მაშინვე აუბა ვანომ და უკნიდან დაარტყა ხელი ძმაკაცს..
- ბიჭო, ეგ კი არა, ვეღარ მივედით ტო?- სად მონახა მამაჩემმა ეს სასტუმრო, იმენა გავხმი რა, მიდი მიაჩერე, გადავიდეთ ფეხი მაინც გავშალოთ. მოვწევ ადამიანურად- პატარა ბავშვივით მოყვა წუწუნს ლექსო და ვანოს თვალი ჩაუკრა
- კარგი ხო, ნუ წუწუნებ , სიცილით გახედა ნიკომ და მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა..
ხელები ჰაერში გაშალა .. თითქოს ერთიანად გაიხსნა , ფილტვებში სასიამოვნო ჰაერმა დაუარა.. აქამდე სხეულში არსებული უარყოფითი ენერგია გადმოანთხია და გულს მოეშვა... სიგარეტი მაგრად მოქაჩა და ჰაერში უმისამართოდ მიმოიფანტა პირიდან გამოშვებული კვამლი.ქვიდან ქვაზე პატარა ბავშვივით მოხტუნავე წაბლარას წყალს უნებურად გაუღიმა . თითქოს ისევ პატარა ყოფილიყო. მათ თავზე წამოჭიმულ კლდეებს ახედა, ურცხვად რომ გადმოჰყურებდნენ ძირში კიდეზე აყვავებულ ცისფერ ყვავილებს..
- თავი შერლოკ ჰოლმსი მგონია - სილიცით თქვა ლექსომ და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიტრიალდა ძმაკაცებისაკენ.. ოღონდ ახლა არ დახოცოთ ერთმანეთი რომელი იქნებით ვოტსონი, მაგისი დრო ნაღდად არააა..
- ნუ ფილოლოსოფოსობ, მიდი მოწიე თუ ეწევი და მერე გავანძრიოთ უკანალი და ავაღწიოთ როგორმე იმ საირმემდე, თორემ ბო*ი შვილი ვიყო ლექსომ კი არა ლამისაა მეც გავაფრინო ეს გზა ისე იწელება რა- ნირწამხდარმა გადაულაპარაკა ძმაკაცებს ვანომ და მანქანისაკენ წავიდა..
ოთხი ხდებოდა დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიეს, სულმოუთქმელად გასხნა მანქანის კარები ლექსომ და წინ მდგარ დაცვის ტანამშრომელს უნებლიეთ გაჰკრა მხარი..
- გამარჯობა, ალექსანდრე პირველი ვარ - ხელი თამამად გაუწოდა ფოიეში დამხვედრ პერსონალს ..
- საღამო მშვიდობის ბატონო ალექსანდრე , სასიამოვნოა რომ ჩვენი სასტუმრო შეარჩიეთ. ოთახი სამ ადამიანზე დაჯავშნილია. მამათქვენმა წინასწარ იზრუნა ამაზე. თქვენს ბარგზე ჩვენ ვიზრუნებთ, შეგიძლიათ კაფეტერიაში შეხვიდეთ დაღლილები იქნებით - ღიმილით შეანათა თაფლისფერი თვალები და დაცვას ანიშნა ბარგი აიტანეო..
- ხალხი უკვე მოსულა, არ ველოდი , კორპორატიული ხვალ საღამოსაა , მგონი ამ კაცმა მთელი სასტუმრო დაჯავშნა, სულ გაუტია ამ სიბერეში, ამდენს რაში მახდევინებს აზრზე არა ვარ რა- გაბრაზებას ვერ მალავდა ლექსო და კარფოტილის ნაჭერს გემრიელად იტენიდა პირში..
ამინდმა თითქოს პატივი დასდოთ, სხივები გამოიმეტა მზემ, ცოტა დაათბო გაზაფხულის გაყინული მიწა. მზის სხივების ფონეზე დანამული ბალახი ბრილიანტივით ბრწყინავდა და საოცარ ანარეკლს იძლეოდა..
ყავის მოზრდილი ყლუპი მოსვა და ფეხზე წამოდგა. სახე დაემანჭა ისე სტკიოდა წელი.. მაგრად მიიჭირა ხელი და ზემოთ -ქვემოთ მიმართულებით დაიზილა..
- ავალ წამოვწვები რა, ხვალისთის თავი არ მაქვს ტო, მანქანის სავარძლის ფორმა მაქვს მიღებული გეფიცებით, ამოდით თქვენც და დაისვენეთ - სიცილით წამოროშა ლექსომ და წელში გამართული გავიდა კაფეტერიიდან..
**
- არ მესმის, რა ჭირად გინდოდა ამდენი ტანსაცმელი, მხოლოდ ერთი ღამე ვრჩებით ნუცა- ტუჩებგაბუსხული ეუბნებოდა თეკო დას და ჩემოდანას მიაგორებდა..
- საჭიროა, რა გინდა გოგო, ფეხით ხომ არ ვართ, მანქანით მოვედით, მომეცი მე წამოვიღებ..
- რაღაც საოცარი ადამიანი ხარ, დაო ჩემო, ერთი კაბა არ გეყოფოდა? - მაინც ვერ იშლიდა თავისას თეკლა..
- მისმინე თეკლა, შიგნით უამრავი რამ მიდევს, მათ შორის კომპიუტერი და საბუთები , არ მესმის რატომ წუწუნებ?, სხვათაშორის შენი ძღინკიანი კაბაც აქ დევს..
- ეგ კაბა ჩემი არააა, ანასია და რატომ ეძახი ძღინკიანს ერთი? შენ გეყიდა უკეთესი და არ წამოვირებდი მაგას რა.
- კარგი ხო, აქ რისთვის წამოგიყვანე გოგო, რომ იწუწუნო? თავი ამატკიე რა, წამოდი ავიდეთ , წამოვწვეთ დავისვენოთ და მერე იარე გარეთ რამდენივ გინდა...
თავზე ქურთუკის კაპიშოუნი ჰქონდა წამოფარებული, ციოდა, ამინდი საგრძნობლად იყო შეცვლილი, ქარი დაუნდობლად ზუზუნებდა.. უკვე ბინდდებოდა.განათებულ ქუჩას ხან ზევით და ხან ქვევით მიუყვებოდა თეკლა, დრო გაყავდა, უნდოდა ვახშმისას შეძენილი კალორიები დაეწვა. ჯიბეში აფართხალებული ტელეფონი ამოაძვრინა და ღიმილით უპასუხა.
- თეკ, როგორ ჩახვედი? არ მომწერე და ვინერვიულე...
- კარგად ანა, მაგრად კი დავიღალე. ვივახშმეთ და ახლა ისინი საქმეს აკეთებენ , როგორც ყოველთის მე კიდევ დავბორიალებ. ნეტავ აქ მყავდრე რა..
- გოგო ნახე? როგორია ნუცას სანაქებო უფროსი?
- თვალი არ დამიკრავს ანა, ვინ მიმასუნინა იქამდე. იმედია გამაცნობს ეს ჩემი და ამ ძაან სექსუალურ ბიჭს, თორემ ტვინი წაიღო, ვნახო მაინც როგორია ეს ჩემი დის თვალით დანახუხლი „კაცი დაცემა“
- მიდი და იცოდე გელოდები თეკო დამირეკე რა, როგორც კი ნახავ . ნუცას გემოვნება რომ ვიცი დაცინვა არ ასცდება მაგას..
ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიჩურთა და ყურსასმენეში საყვარელ მუსიკას მისცა გასაქანი. მდინარის ხმა და ქარის ზუზუნი სიმღერას კიდევ უფრო სასიმოვნო მოსასმენს ხდიდა. უეცრად იგრძნო , როგორ დაეხაჯ რაღაც და მთელი ძალით დაეცა ასფალტზე.. გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო მუხლის არეში. თვალების გახელას არ ლამობდა თეკო, თავი უკვე ჯოჯოხეთში ეგონა..
- როგორ ხარ? აუ გაახილე თვალები რა, ეს როგორ დამემართა. ხელებს თავში იშენდა ნიკო და შეშინებული სახით უყურებდა ლექსოს..
- კარგად ხარ? - მისმინე ლამაზო თვალები გაახილე , თორემ ჩემს ძმაკაცს გული გაუსკდება ახლა და მერე მართლა ვერ გადამირჩები- დატევით უთხრა ალექსანდრემ და შეშინებულმა თეკომ უმალ გაახილა თვალები
- კარგად ვარ? - მეგონა მოვკვდი და ჯოჯოხეთში ვიყავი..
- ხო , არა მგონია ეშმაკი ნიკოსავით მომხიბვლელი და თავაზიანი იყოს- სიცილი ვერ შეიკავა ლექსომ და ნიკოს გახედა..
- მორჩი რა ლექსო, გოგოს ფერი არ ადევს, ისეთი ძალით დაეცა და შენ კიდევ რაებს ბოდავ- დაბღვერილმა გახედა ნიკომ და ხმა არ ამოიღო მეტად გამწარებულმა ჩაიბურტყუნა..
- ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელია -ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა და როგორც ბუმბული ისე აიტაცა გოგონა ხელში. მისი თმები სახეზე ელამუნებოდა და სულაც არ ცდილობდა ლექსო მათ მოშორებას, პატარა სახეზე ყოველი ნაკვთი გემოვნებით ჰქონდა განლაგებული თეკოს, ნუშის ფორმის თვალები , პატარა ოდნავ აპრეხილი ცხვირი და გაბანტული ტუჩები ლექსოს გონებას ერთიანად ურევდა.. ოდნავ შეფაკლული ლოყები ცრემლებს დაესველებინათ დროდადრო ძლივს ახერხებდა გოგონა ამოსუნთქვას..

წელში გამართული, თანაბარი ნაბიჯით მიდიოდა სასტუმროს შესასვლელისაკენ, უკან უხმოდ მიყვებოდა თავდახრილი ნიკო და საკუთარ ველოსიპედს მიაგორებდა..
- რომელ ოთახში ხარ? - რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა ისე რომ ზედ არც კი შეუხედავს გოგონასათვის..
- არ ვიცი, ტირილს უმატა და თვალები დახუჭა მისი გაავებული მზერა რომ არ დაენახა.
- აბა მთელი დრო ხელში უნდა მეჭირო? თუ როგორაა საქმე? ვისთან ერთად ხარ?
- ჩემს დასთან - შეშინებულმა ამოიკნავლა და ლექსოს დამფრთხალმა ახედა..
- ეხლა მართლა გავაფრენ, შენი და ვინაა?- ასე სათითაო კითხვა უნდა დაგისვა? გოგო მე ვანგა კი არა ვარ, საუბედუროდ არც შუბლზე გაწერია ვისი და ხარ..
- ამჯერად რა დააშავე თეკლა?!- შეშფოთებუმა და ამაზე დროს გაბრაზებულმა იყვირა ნუცამ და დისკენ წავიდა..
- მოლოდინი, ესეიგი შენი დაა ეს ახალგაზრდა, ლამის ცირკულარით დაგიწყე ძებნა, არაფერი დაუშავებია ამას, ნიკო დაეჯახა ველოდიპედით და ფეხი ეტკინა..
- არ გამიკვირდებოდა ბატონო ლექსო ეს გადახტომოდა წინ ,თეკლას კარგად გამოსდის ასეთი რამეები..
- კარგი რა ნუცა რა, ტირილს უმატა თეკლამ და ლოყებზე ცხელი ცრემლი დაედინა..
- ეგ არაფერი , ხდება ხოლმე, შენ ის თქვი ნუცა რომელ ოთახში ხარ, თორემ გამივარდება ეს შენი ლამაზი და ხელიდან და ახლა მე დავაზიანებ რაც ნიკომ დააკლო- მაინც მოახერხა იუმორის გარევა ალექსანდრემ და ნუცას გახედა..
- დიახ, რა თქმა უნდა ბატონო ლექსო, წამოდით .. - ჩქარი ნაბიჯით აუყვა კიბეებს და ოთახის კარი ანერვიულებულმა შეაღო..
- მადლობა- კარში გასულ ლექსოს დააწია სიტყვა თეკომ და მისკენ გაიხედა, და ბოდიში რომ თქვენი მაისური დავსვარე..
- არაუშას, ესეც ხდება ხოლმე- ღიმილით გაეპასუხა და ნომრის კარი სწრაფად მოიკეტა ზურგს უკან. ოდნავ დახარა მზერა და ახლაღა შენიშნა რაზე საუბრობდა გოგონა, მისი სახიდან და თვალებიდან გადასული მაკიაჟი ტირილის დროს ნაპრალებად ჰქონდა გადასული მაისურზე , ღიმილით გაიქნია თავი დაგამოსაცვლელად შევიდა ნომერში..
**
ნომერში იწვა ლექსო, აივნის კარი ბოლომდე გაეღო, გრილი ნიავი შემოდიოდა ოთახში,თითქოს ოდნავ უსიამოვოდ აციებდა ტანში მაგრამ ადგომის ხასიათზე არ იყო.. თვალები დახუჭული ჰქონდა , მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. მგზავრობისაგან დაქანცულს სხეული მოდუნებოდა. ცდილობდა გაეხსენებინა საკუთარი ბავშვობის ლამაზი წლები. გონებაში ერთიანად იმდენი მოგონება უტივტივდებოდა , ბოლოს ერთმანეთში ირეოდა და საბოლოო ჯამში არაფერი რჩებოდა..
ძილმა მაინც თავისი გაიტანა...
დაცხრა, დამშვიდდა ლექსოს გონება და სხეულიც. სითბო იგრძნო სხეულმა, როგორც ბავშვობაში ისე მოიკეცა, შეკრული ხელები მუცელთან მიიტანა და სუნთქვა გაუხშირდა. „ ის წითელი მოკლე კაბა ეცვა დედას, ლექსოს რომ უყვარდა. ბაღში იდგა, ტიროდა, პლუმენიის ყვავილებს მოეწყინათ, ვერ ხვდებოდა ალექსანდრე დედა ყვავილების გამო ტიროდა თუ სხვა მიზეზებიც ჰქონდა. მისკენ ნელა მიდიოდა, ფრთხილად შეეხო დედის თეთრ ხელებს და გაუღიმა- „ალექსანდრე სადაა შენი და?!“ შენი და მიპოვე ალექსანდრე“ - მჭახედ ესმოდა დედის განწირული კივილი, მერე წითელ კაბაში გამოწყობილი დედა გაქრა, ლექსო კი ყვავილების ბაღში მარტო აღმოჩნდა, ხელის გულზე პლუმერიის ყვავილი ედო, ქათქათა თეთრი, რომელსაც ბოლოებში მოვარდისფრო ფერი დაჰკრავდა.. აცრემლებული თვალებით დამფრთხალს გამოეღვიძა უფრო სწორად საკუტარმა ხმამ გამოაღვიძა, ოფლში გაწუწული წამოჯდა საწოლზე; აღელვებული მზერა მოავლო ოთახს, შეშინებული სახით უმზერდა ვანო და ანთებული ტელეფონი ხელში ამაოდ ეჭირა..
- ლექსო, ისევ სიზმარი იყო? - საწოლზე ჩამოუჯდა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა..
- არ ვიცი ვანო, რა ჯანდაბა ხდება, თავი მტკივა მაგრად. სადმე რამე წამალი მიშოვე რა ძმურად, ლამის ხვეწნად გადაიქცა ლექსო და აჭრილი თვალებით შეხედა ...
თავი ისევ ბალიშზე დადო. საწყოს პოზიციას დაუბრუნდა. თვალები დახუჭა და საშინელი სიზმრისაგან ფიქრების დაღწევას შეეცადა, მაგრამ მყუდროება ტელეფონია ზარმა დაურღვია..
- ბატონო ალექსანდრე საღამო მშვიდობისა მე ვარ - თვითკმაყოფილი კაცის ხმა გაისმა და ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა ლექსოს .
- გისმენ კობა, თუ რაღაც სირობის სათქმელად დამირეკე ადგილზე ჩაგაკლავ თბილისში რომ ჩამოვალ- ხმა გაიმკაცრა ლექსომ და მტკივან საფეთქლებზე მიიჭირა ხელი..
- ბატონი ვაჟა დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა. როგორც სჩანს ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა, მათ ქალიშვილი დაუკარგავთ, შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს უმსხვერპლია.
- ანუ გამოდის რომ ვაჟა ოცდაოთხი წლის წინათ გარდაიცვალა?
- კი ბატონო ასეა, მაგრამ მისი ოჯახის შესახებ ყველაფერი გავიგე. სახლში მისი ცოლი ცხოვრობს, უმცროსი ქალიშვილის ოჯახთან ერთად.ბავშვები უნივერსიტეტში სწავლობენ, გოგონა შედარებით პატარაა, ბიჭი მუშაობს თან, მისამართიც გავიგე, მაგრამ ბატონო ალექსანდრე ამბის გაგებისას ერთმა ფაქტმა ძალიან დამაეჭვა.. მათი ქალიშვილი სალომე, რომელიც გარდაიცვალა სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმილ ავტოკატასტროფაში მოყვა.
- ეს როგორ? კობა? ტკივილი და შიში ვერ დამალა ლექსომ...
- ბატონო ლექსო, მანქანას რომელსაც მართავდა სამუხრუჭე მილები ჰქონდა გადაჭრილი. ამიტომ დიდი სიჩქარით მიმავალმა ვერ დაამუხრუჭა და მოპირდაპირე მხარეს გადავიდა, თუმცა ვერ გეტყვით ეს ფაქტი რატომ არ იდო გამოძიებაში, როგორც სჩანს ვიღაცას ეს არ აწყობდა.
- დარწმუნებული ხარ კობა?? იქნებ ცდები?
- სრულიად ბატონო ალექსანდრე, არ ვცდები. მისმინეთ მასალების ძიებისას აღმოვაჩინე რომ ეს ქალი დედათქვენია. ამიტომ შევეცდები კიდევ უფრო მეტად გავარკვიო ყველფერი, მასალას და მისამართებს იმეილზე გიგზავნით დანარჩენს რასაც გავარკვევ შეგატყობინეთ- ამაყად წარმოთქვა კობამ და ლექსოს პასუხს დაელოდა.
- მადლობა კობა, ველოდები შენს ზარს- ნირწამხდარმა წარმოსთქვა ლექსომ და გათიშული ტელეფონი საწოლზე ისროლა..
**
მზე ანათებდა..
მაგიდასთან დადგმულ ფინჯანში ყავის ანარეკლი კედელზე და ჭერზე გადაგიოდა და ლიცლიცებდა. გაშტერებული შეყურებდა ანა მოფუსფუსე დედას..
- დედა, მეტი შვილი რატომ არ გააჩინე?- მოულოდნელმა კითხვამ დააბნია ქეთო და ერთიანად დატრიალდა შვილისაკენ.
- რა კითქვებია ანა!- ეცადა მკაცრი ყოფილიყო თავი რომ აერიდებინა პასუხისათვის.
- მაინტერესებს, რატომ არ მყავს და ან ძმა დედა, და არც ისეთი პატარა ვარ რომ ვერ დამელაპარაკო ამაზე..
- რთული ორსულობა მქონდა, სხვა შვილზე არც კი მიფიქრია. რომ დაიბადე მითხრეს , შეიძლება ვერ გადარჩესო. მაგრამ ისე ცუდად ვიყავი არაფერი მახსოვდა ანა. მშობიარობამ მენჯი დამიზიანა, სიარული მიჭირდა დიდ ხანს, ამას ისიც დაერთო რომ ოპერაციის დროს ანთება განვიტარდა, სისხლი მომეწამლა, ვერც ძუძუს გაჭმევდი და ვერც ხელში გიყვანდი ისე სუსტად ვიყავი. ამიტომ სხვა ორსულობაზე არც მიფიქრია,
- ეს აქამდე არასოდეს გითქვამს დედა, აცრემლებული მოეხვია ანა დედას და მაგიდასთან ფრთხილად დასვა..- დღეს ყავას მე მოგართმევ ქალბატონო ქეთევან, თქვენ დაისვენეთ. სახლსაც მე დავალაგებ და მამას სადილსაც გავუმზადებ..
- როგორ ლამაზი მყავხარ - უნებლიედ ჩაილაპარაა ქეთომ და შვილს გახედა..
- ხო? რავიცი, არადა სულ მინდოდა შენსავით ქერა ვყოფილიყავი დე, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა ასე, მაინცდამაინც მე მერგო შავი თმა .. და ეს თვალები?
- რა თვალები დედიკო ?- აღელვებულმა უპასუხა და მის წინ მდგარ ყავის ფინჯანს მაგრად მოუჭირა ხელი.
- ნაცრისფერი თვალები-თქო დედა, არავის გაქვთ და ..
- რავიცი შვილო. ექნებოდა ვინმეს და შენ გამოხვედი ასეთი ლამაზი...
- დედა, როდესაც ჩემზე ვლაპარაკობთ, სულ რატომ იძაბები მითხარი , შენი შვილი ვარ სხვისი ხომ არა.
- სულ მეშინია, რომ შენს თავს ვინემ წამართმეს, რომ გამაცლიან ხელიდან და ჩემს გოგოს და იცოდე დედა უშენოდ ვერ იცოცხლებს..
- უიმე, რა სისულელეების ლაპარაკი იცი დედა, ხალმა არ იცის საკუთარ შვილებს რა მოუხერხოს ვის რაში სჭირდება შენი შვილი დედა.რაც იყო იყო, ის წარსულია დედა თანაც მას მერე ოცდაოთხი წელიწადი გავიდა..- ნაზად აკოცა ანამ დედას თავზე და გულზე მიიკრა..
ყოველთვის ასე იყო, როდესაც ლაპარაკს ანაზე იწყებდნენ ქეთინო ნერვიულად იწყებდა ფიქრს , სახეზე ფერი მისდიოდა არ უნდოდა შვილს შეემჩნია მაგრამ სულ ეგონა რომ ერთ დღეს მოვიდოდნენ და წაიყვანდნე , ერთ დღეს ხელიდან გააცლიდნენ ანას..
**
მთელი საირმე ბურუსში იყო ჩაფლული.
ნერვიულად დადიოდა წინ და უკან ლექსო..ფარდები გადასწია , აივნის კარი გამოაღო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა..
წვიმისაგან დასველებულ მოაჯირს დაეყრდნო ხელებით და მშვიდად მოსეირნე ხალხს მზერა შურით გააყოლა.
როდის მოუღებდა ბოლოს ნერვიულობას, როდის გაარკვევდა სიმართლეს,როგორ უნდოდა ეს ტანჯვა მალე დაესრულებინა, უნდოდა მშვიდად ესუნთქა.გაეღიმა. არა გულიანად გაეცინა მასაც, მაგრამ არ შეეძლო, გული ეწურებოდა იმაზე ფიქრში რომ დედამისი მოკლეს.
- რაო, გაგიარა თავმა?- ნერვიული მზერა შეანათა ვანომ და მხარი გაჰკრა ძმაკაცს..
- გაუვლიდა, იმდენი წამალი დაალევინე- სიცილით აუბა მხარი ნიკომ და ვანოს თვალი ჩაუკრა.
- რა გიხარია, შენმა ვაჟკაცობის ამბავმა ჩემამდეც მოაღწია, არა ერთი იმხელა გზაზე სხვა ვერავინ ნახე ნიკოლოზ? - მაზოლზე დააჭირა ძმაკაცს და სიცილი შეაყინა სახეზე ვანომ..
- ნუ შემ**ცით ახლა, დავეჯახე და მორჩა, თავი მოვიკლა თუ რა ვქნა ტო..
- კარგი ხო, თავი ისედაც მტკივა ჯერ კიდევ და რა გაღრიალებს დაჭრილი ლომივით- დაბღვერილმა ახედა ლექსომ ნიკოს და საფეთქელზე მიიჭირა თითი..
- სხვათაშორის წეღან გიკითხა მაგ გოგომ, მე დავეჯახე და შენ გიკითხა. ეს რა მაფიაა? - წარბაწულმა თქვა ღიმილით და და ვანოს ლექსოზე ანიშნა რაღაც, ალექსანდრე ბედი კარგს მოგდმომია ძმაო, მოეწონე ციცქნა გოგოს..
- ეგ გოგოც და მისი დაც შენი იყოს- მწარე სიტყვების კორიანტელი დააყენა ლექსომ და თავი გაიქნია.
- რა დაუწუნე ერთი? რა საყვარელი და ლამაზი გოგო იყო..
- სად ვახსენე რომ მახინჯია ან რაიმე დავუწუნე. უბრალოდ ახლა გოგოებისათვის არ მცალია..
- ხო აბა რა, რა დროს გოგოებია, მთავარია ახლა ...
- ნუ აჩმახებთ რა, შენ ლექსოს მხარი რომ არ აუბა ისე არ დამამთავრებინო წინადადება ივანე- ზუსტადაც რომ დროა რა, ძალიან ლამაზი გოგოა და ზუსტად ლექსოს დაადგა თვალი- გაცხარებით მიახალა ძმაკაცებს ნიკომ და სივრცეს გაუშტერა თვალი...
- საოცრება ადამიანი ხარ , ჯერ ჩემი საქმე მოვაგვარო და ნუცაც აქაა და მისი დაც, ოღონდ ახლა მადროვეთ რა, გონს მოვიდე და ყველაფერი ავწონ-დავწონო ნიკო და მერე როგორც გინდა ისე იყოს, გეფიცები დაგიჯერებ- ხელი მოხვია ძმაკაცს და მხარზე რამოდენიმეჯერ დაჰკრა..

საღამოს შვიდი საათისათის ყველა დიდ დარბაზში იყო შეკრებილი, მხოლოდ ერთი ადამიანი არ სჩანდა, დიდად არც არავინ ნაკლისობდა თითქოს. მაგრამ მის გარეშე ვერავინ გამოაცხადებდა ამ საღამოს გახსნილად თავად ალექსანდრე პირველიც კი..
შავებში გამოწყობილი, ჯიბეებში ხელებჩალაგებული იდგა და აციმციმებულ თვალებს ადევნება სტუმრებს.. უეცრად გადაეყარა მისი პატარა და ლამაზი თვალები,გული თითქოს ჯერ შეეკუმშა, ხოლო მერე თავიდან დაიწყო ძგერა.. მზერა აარიდა გოგონას და ერთიანად დატრიალდა ძმაკაცებისაკენ.. არ უნდოდა რომელიმეს შეეტყო მის სახეზე ასახული ნერვიულობა. ღრმად ჩაისუნთქა და ნერვიულად წაატანა ხელი ჰალსტუხს, აქაოდა და ცოტა მიჭერსო..
სწრაფი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან და აივანზე განცალკევებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. გრილმა ნიავმა ნერვიულობისაგან გავარვარებული სახე და სხეული დაუმშვიდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ამ ციცქნა გოგონას დანახვამ ასე აარელვა.
ნელა წამოიმართა სკამიდან და გამართულმა შეაბიჯა დარბაზში..
ტაშმა ერთიანად იხუვლა, „ანშლაგით“ იწყებოდა ბატონი ლევანის სცენაზე ასვლის ცერემონია.სახეზე ბედნიერი გამომეტყველებით ააბიჯა კიბეს და დარბაზს ამაყად მოავლო თვალი.. ლევანი მაღალი და სანდომიანი შეხედულების მამაკაცი გახლდათ,უკვე გვარიანად ჭაღარა, მაგრამ თეთრი თმა კიდევ უფრო სიმპატიურს და ელეგანტურს ხდიდა..
თეთრი პერანგის საყელო ფრთხილად შეისწორა და აქამდე მაგიდაზე მარტოდ მდგარ ბოთლს ხელი დაავლო.
- ამ ღვინის ჩაშვებაზე რამოდენიმე ხანს ვიფიქრე. მის შექმნას კი წლები მოვანდომე.მაშინ, როცა ყველაზე რთული წლები გამოვიარე. დღე და ღამეს ვენახის პლანებს შორის ვატარებდი, მათ ვესაუბრებოდი და საკუთარ ტკივილს ვუმხელდი.მაშინ მომივიდა ასეთი აზრი,მაგრამ განხორციელებისათვის საკმარისი ენერგია არ მქონდა. დაახლოვებით სამი წლის წინათ მკაცრად მივიღე გადაწყვეტილება და ახლა თქვენს წინაშეა ახალი ღვინო სახელწოდებით „სალომეა“.
- ბატონო ლევან რატომ ასეთი სახელი ? რამ განაპირობა? - მოულოდნელად დასმულმა შეკითხვამ ლექსოს სახეზე ღიმილი მოგვარა.
- ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სალომეს მარადიული ხსოვნისათის. ის დიდი ხნის წინათ ავტოკატასტროფაში დავკარგე. და მე მასთან ერთად დავასაფლავე ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღეები.მან კი დამიტოვა ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი ჩემი შვილი ალექსანდრეს სახით . ამიტომ „სალომეა“- ჩემი სალომეს მოსაგონარია- თითქოს ბოლო სიტყვას გულიც ამოაყოლა ლევანმა და თვალზე მომდგარი ცრემლი მალულად მოიწმინდა. გარდა ამისა მინდა ყველას გამოგიცხადოთ რომ ლევან პირველმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, დროაო ჩემმა სხეულმა მამცნო. ჩემი ვაჟ იქნება დღეიდან უკვე ოფიციალურად თქვენი ბატონ-პატრონი. მგონი სიტყვა გამიგრძელდა , დროა ამ სცენიდან ჩამოვიდე და თქვენთან ერთად დავაგემონო ახალი ღვინო- კიდევ ერთხელ წარმოსტქვა ლევანმა ღვინის სახელწოდება, თუმცა ლექსოს არ გამოპარვია მამის ცივი და გამყინავი უემოციო სიტყვები..
ღვინო ყველას ერთიანად მოეკიდა, მშრალი ნახევრად ტკბილი. ლევანისათის რომ გეკითხათ სალომეს ჰგავსო გეტყოდათ . ჯერ კიდევ აქ ჩანდა მისი დამოკიდებულება ცოლის მიმართ რომელსაც საზოგადოებაშ აღმერთებდა და სახლშ უბრალოდ ნივთივით შეეძლო მისი მიგდება..
- ძალიან კარგად ილაპარაკეთ ბატონო ლევან - არ ვიცოდი თუ თქვენი მეუღლე გარდაცვლილი იყო. ვწუხვარ.სევდიანი მზერა მიანათა ნუცამ ლევანს და გაუღიმა..
- მადლობა შვილო- ბედისწერას ვერავინ შეცვლის, თითქოს ნიშნისმოგებით გაეპასუხა და თავაზიანად დატოვა ნუცა ბიჭებთან ერთად..
- შენი და როგორაა? კიდევ სტკივა ფეხი? - შეწუხებულმა ჰკითხა ნიკომ და მათკენ მიმავალ თეკლას გაუღიმა. როგორც სჩანს კარგად ხარ...
- დიახ. კარგად ვარ. ნუ ღელავთ ისედაც მიჩვეული ვარ დაცემას..
- როგორ? - გაოცებულმა და მისი მზერით აღელვებულმა იკითხა ლექსომ..
- თეკლა ბავშიბიდან ასეთია, ყველგან ეცემა, ახლა რომ ფეხზე დგას ესაა საოცრება თორემ აქვე რომ დაეცეს სულაც არ გამიკვირდება- სიცილით დაამატა ნუცამ და დას ხელი შემოხვია..
- რა ლამაზად დამახასიათე, პირდაპირ ადამიანს გულში ჩავუვარდები რა - ბუზღუნით ამოიოხრა და თავი დახარა.
- ადამიანს შენი მინუსებიანად უნდა შეუყვარდე. შენ რომ ლექსოს კარგად იცნობდე ამას არ იტყოდი. დამიჯერე ამ ქვეყნად ამაზე უფრო ბრაზიანი და უხეში კაცი არ დაიარება, მაგრამ სიყვარული იცის უკიდეგანო..
- ნუ ახურებ ნიკო, დღეს ღვინის დღეა ჩემი კი არა, რას დგახარ და მაქებ ეეე - მაშინვე დაუტია ძმაკაცს და წარბები შეკრა..
- აჰა, ხომ ვამბობდი- სიცილით თქვა და ყველას გულიანად გაეცინა..
**
ტყისკენ მიმავალ ბილიკზე მიდიოდა ლექსო და კობას სიტყვებზე ფიქრობდა. ერთ დღეს აუცილებლად გაარკვევდა ყველაფერს. ხვალ საღამოს უკვე თბილისშ იქნებოდა და მაქსიმალურად უნდა ეცადა მალე გაეხსნა კვანძი. მანამდე ვერ დაისვენებდა, დედის სული არ მისცემდა მოსვენებას..
- დამიცადე, არ გესმის? ალექსანდრე - გოგონას ხმამ ზურგს უკან გაახედა და მისკენ სწრაფი ნაბიჯით მიმავალ თეკლას გაოგნებულმა შეხედა..
- რატომ მომყვები? ასე გვიან , დგახარ და ჩემს სახელს გაყვირიხარ თან. არ მიყვარს როდესაც დაუკითხავად მომყვებიან და მაწუხებენ და მითუმეტეს როცა ჩემს საქმეში და ფიქრებში ცხვირს ყოფენ.
- მე ხომ უცხო არა ვარ.
- არა ხო დამავიწყდა მე და შენ ხომ ერთად გავიზარდეთ. გოგო რას გადამეკიდე?
- თეკლა მოლოდინი, სხვათაშორის ასე მქვია, ხო და კიდევ ასე უხეშად ნუ მელაპარაკები , არ გიხდება- მის სიტყვებზე გულიანად გაეცინა ლექსოს და მოჭრილი ხის ჯირკვზე ჩამოჯდა.
- თეკლა მოლოდინო იქნება მანიაკი ვარ, მკვლელი ვარ . რატომ დამსდევ? რა გინდა? ფეხი აღარ გტკივა და გინდა რომ ახლა თავი გაიტეხო?
- მართლა ძალიან უხეში ხარ ! არადა ჩემი და დგას და სულ შენ გაქებს. იცი რა?- მე და ჩემს დაქალს სულ გვაინტერესებდა როგორი იყავი, ახლა დავურეკავ და ვეტყვი რომ არ ხარ ისეთი როგორსაც ნუცა გღწერდა.
- შენ არ უნდა იყო ნორმალური. კიდევ კარგი შენს მშობლებს ნუცა ჰყავთ თორემ რა ეშველებოდათ..
- რა სასაცილოა - მაშინვე გამოაჯავრა და ტუჩები გაბუსხა..
- ერთ თხოვნა ამისრულე რა, თუ მაინც აპირებ რომ უკან მდიო , ხმა არ ამოიღო და არ გამახსენო რომ მარტო არ ვარ..
- მაშინ სულ წავალ- გაბუტულმა უთხრა და თვალები ცრემლით აევსო..
- დამერწმუნე ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
- კარგი ხოო - მხრები აიჩეჩა და ტალახიან ბილიკს ფრთხილად დაუყვა. ცოტა ხნის წინათ ნაწვიმარ გზაზე ფეხი აუსრიალდა და მოწყვეტით დაეცა მიწაზე.
- ეს რა მჭირს რა, რა გინდა გოგო ჩემი წერა უნდა გახდე? - მომეცი ხელი და ადექი. არსად აღარ მივდივარ რა, წამოდი, ფრთხილად წამოაყენა ტალახში პატარა გოჭივით მოთხვრილი თეკლა და გულიანად გაეცინა.
ნერვიულად მოისვა ხელი თეკლამ ყელზე და ამოისუნთქა. ლექსოს მისი ქცევა არ გამოპარვია და მალული მზერა გააპარა მისკენ.მთვარის შუქზე ნაზად კრთოდა თეკლას ყელზე ჩამოკიდებული ყელსაბამი.
აივანზე იჯდა ვანო ფეხები მოაჯირზე შემოეწყო და სიგარეტს ფიქრებშ გართული აბოლებდა. ფიქრობდა და თან ხმამაღლა არ უნდოდა ამ ფიქრის გახმოვანება.
- არ მესმის სად დაიკარგა ეს ბიჭი რა- ნერვებმოშლილმა თქმა ნიკამ და ვანოს გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- მეც მაგას ვფიქრობდი ნიკო, მაგრამ არ ვამბობდი. ისედაც კარგად არ იყო , რას დადის ამ სიბნელეში რა..
- მაგრად მოხვდება, რომ მოვა ..
დეფერანში ჩოჩქოლის ხმაზე ორივე ერთად გავარდა. მათ წინაშე ტალახში მოთხვრილი თეკლა და არა ნაკლებ ტალახიანი ლექსო იდგა , რომელიც ამაოდ ცდილობდა ნუცას დამშვიდებას.
- ძალით არ მინდოდა გეფიცები. ნუცა უბრალოდ ასე მოხდა დავეცი და...
- არ მესმის გოგო, რას გადაეკიდე ამ ბიჭს, შენი ტოლია? თუ შენი ძმაკაცია რა გინდოდა გარეთ?
- ვსეირნობდი - სლუკუნით ამოთქვა და ცრემლები გადმოსცვივდა..
- მოლოდინი თავი ნუ ამატკიე რა, რაც მოხდა მოხდა . ახლა რაღას ჩხუბობ გოგო, ჯერ ამან გამაგიჟა ახლა შენ მაგიჟებ.
- მართლა ვწუხვარ - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა თეკლამ და ცრემლები მოიწმინდა..
- მართლა გავაფრენ რა- შანსი არაა, რის გამო ატირებთ ამ გოგო რა - მოთმინება დაკარგულმა გაარღვია მეგობრები ნიკომ და გოგონას ხელი მოხვია.
- ვინ სთხოვა რომ ეტირა? ტირილი რაიმეს შველის? ეს უკვე მეორეჯერ მოხდა . გაავგიჟდები რა არ უნდა წამომეყვანაა..
- მართლა დავიღალე- გადაჭრით თქვა ლექსომ და შეკრებილ საზოგადოებას გადახედა. ამ ახალგაზრდამ ჯერ ფიქრი არ მაცადა ტყე-ტყე მდია, ახლა თქვენ ყაყანებთ. უკეთესია ეს გოგო სააბაზანოში შეუშვა თორემ გაცივდება ვერ ხედავ ერთიანად კანკალებს..
- ამ ორმა სიცოცხლე გამიმწარა !- გეფიცებით - გამწარებულმა თქვა ნუცამ და თეკლას გახედა.
- ორმა? - გაფართოვებული თვალები შეანათა ლექსომ და სახეზე გაბრაზება გამოესახა..
- თქვენზე არ ვამბობ ბატონო ლექსო, რას ამბობთ. ასეთივე დაქლაი ყავს. არანორმალური..
- კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს რომ მე არ მიგულისხმე. ხო მსმენია მის დაქალზე - ღიმილით მიაძახა ლექსომ ნუცას ხელი ჰაერში აიქნია და ოთახში შევიდა.
იმ საღამოს საშინლად წვიმდა, ცა მთელ თავის ტკივილს დედამიწას აფრქვევდა, ჭექა-ქუხილი აყრუებდა გარშემო ყველაფერს.
შავ ლეგა ღრუბლებს გადაეფარათ მთვარე და სულაც არ ჩქარობდა ამინდი გამოდარებას.
ბორგავდა , ადგილს ვერ პოულობდა,თითქოს ძილს ვერ იხშირებდა, არადა სხეული საშინლად დაღლილი ჰქონდა. გვერდი იცვლა, კედლისკენ გადატრიალდა , ელვის ცისფერ და ცეცხლისფერ შუქს აარიდა მზერა.
მერე ძლივს დამშვიდდა, შვება იგრძნო, მოდუნდა სხეული დაუმძიმდა , სუნთქვა გაუხშირდა , ძილმა წაიღო და თითქოს გარემოც მიჩუმდა..
უკუნეთ სიბნელეში იდგა ლექსო, ვერაფერს ხედავდა- მხოლოდ დედის სითბოს გრძნობდა, იცოდა შინაგანი ხმა ეუბნებოდა რომ დედა ახლოს იყო. ისევ დედის ამღვრეული თვალები იყო, ისევ საშველად გამოწვდილი ხელები.
ოფლში გაწუწულს გამოეღვიძა ალექსანდრეს. ხელის ზურგით მოიწმინდა შუბლზე გამოჩენილი პატარა ოფლის წერტილები. მძინარე მეგობრებს გადახეა და ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან..
**
ნირწამხდარი დაბრუნდა სახლში ანა და სამზარეულოში მჯდარ დედას გახედა. ჩანთა იატაკზე დააგდო, ფეხზე გაიძრო და ფეხშიშველი წავიდა მისკენ. ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა ქეთინომ როდის მიუახლოვდა შვილი..
- როდის მოხვედი?- შემკრთამა უთხრა და გაუღიმა..
- ეს წუთია, ისე თქვა არც კი შეუხედავს წესიერად.
- ანა რა მოხდა? შეშინებული თვალები შეანათა შვილს, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ერთიანად დაკარგა ფერი და მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია..
- დედა !- რატომ გემართება ყოველ ჯერზე ასეთი რამე? ეს რა ნერვიულობა იცი? ამიხსენი რა !- მოხდა ის რომ სამსახურიდან გამომიშვეს , სხვა ყველაფერი წესრიგშია.
- იცი , შენ ისეთი სახე გქონდა. თავს მართლებას შეეცადა ქეთინო და ფეხზე წამოდგა.
- შენი საკუტარი სახე რომ დაგენახა, დამიჯერე ჩემი სახე არაფერი იქნებოდა მასტან შედარებით რა. ვერაფერი მითქვამს. მაშინვე ეს საოცარი ნერვიული რარაცეები გემართება.. რა ხდება ვერ ვიგებ, ასე ყველაფერზე უნდა ინერვიულო? არ შემიძლია რაიმე გელაპარაკო? არის რაიმე რასაც მიმალავ? ეჭვს მიჩენ ყოველი შენი ქცევით - გაბრაზებულმა თქვა და თმა ნერვიულად გადაიწია უკან..
- არა ანანო, უბრალოდ მართლა შემეშინდა, რაიმე ცუდი ხომ არ მოხდა-მეთქო.
- რა უნდა მოხდეს? ამიხსენი ასეთი რა უნდა მოხდეს რომ ყოველ ჯერზე ასე ხარ? ყველაზე ცუდი ის იქნება თუ მოვკვდები , რაც მთავარია ცოცხალი ვარ, სხვა ყველაფერს მოევლება დედა..
- კარგი, დამშვიდდი, სხვა სამსახური მოვნახოთ , თანაც რა ჯანდაბად გინდა ეს სამსახური , მამაშენს კარგი შემოსავალი აქვს, ისედაც არაფერი გვიჭირს შვილო..
- მაგის გამო არა, მე მინდა რომ ჩემი მქონდეს და არ მინდა სახლშ ვიჯდე .. სულ ესაა, თორემ სასმელი და საჭმელი რომ არ მაკლია ეს ვიცი დედა.. ფიქრებშ იყო გართული ანა.. ონკანისათის ფინჯანი შეეშვირა და უკვე რამოდენიმე წუთი იყო მონდომებით რეცხავდა.. მხარზე ხელის დადებას შეაკრთო .- თეკოოო, როდის მოხვედი? გაღიმებული შეტრიალდა დაქალისაკენ და ლოყაზე მაგრად აკოცა. თვალები აჭრილი ჰქონდა , არა უფრო სწორად სიხარულისაგან თუ ბედნიერებისაგან უციმციმებდა..- მშვიდობაა?- დაეჭვებულმა ჰკითხა, ოკნააკი გადაკეტა და თეკო საძინებელში წაიყვანა..
- აუუ, არ ვიცი რა. ისე გაეპასუხა თეკო ღიმილი არ მოუშორებია სახიდან...
- ანუ, გამოდის რომ რომ მთლად ბოსს აჩვენე როგორი ბატი შეიძლება იყოს ქალი - რამოდენიმე წუთის მერე სიცილით უთხრა ანამ და თეკოს ცხვირზე ხელი აარტყა..მე შენგან სხვას ველოდი ..
- სულელი მე კი არა შენ ხარ გოგო, ნეტავ განახა რა საყვარელია, უხეშია კი ბატონო ვაღიარებ , მაგრამ ისეთ კულტურულია, მაღალია , ახოვანი, თითები აქვს იცი როგორი ? ვაიმეე, აი შენნაირი , გეფიცები ზუსტად შენნაირი , ისეთი ლამაზი და სექსუალური, ეს მწვანე თვალები ხო შოკიაა. დამაგდო, გადამთელა და გამაბრტყელა როგორც „კატოკმა“..
- ღმერთო ჩემო რა ლაპარაკია ეს- სიცილით ახვანცალებდა ფეხებს ანა და მუცელზე მაგრად იჭერდა ხელებს. ასე მგონია შეყვარებული ხარ ამ ბიჭზე..
- ეს, რომ იცოდე როგორი კარგია ანიკო, დამიჯერე შენც ასე იქნებოდი და მომთხოვდი დამითმეო..
- დამითმეო? მაგარი ვიღაცა ხარ რა. შენი კაცის დათმობა რატომ უნდა გთხოვო გოგო. როგორიც გინდა იყოს- გაწიწმატებულმა მიახალა დაქალს და წარბი აზიდა..
- აი სურათებს რომ გადმოგვიგზავნიან და განახებ , და რომ ნახავ და გადაირევი თუ არ მომთხოვ დათმობას გაგახსენებ- თავისას არ იშლიდა თეკლა.
- ნუ მაცინებ გოგო, სულ რომ გული გამიხდეს ცუდად, შენს კაცს არ გავეკარები..
- ჩემს კაცს? სადაური ჩემი კაცია გოგო ალექსანდრე. ეგ რომ ჩემი იყოს რა მომკლავდა- მხრები აიჩეჩა და დანანებით ჩაილაპარაკა თეკომ..
იმ საღამოს ანას კიდევ ბევრი რამის მოსმენა მოუხდა, სახეგაბადრულ დაქალს ღიმილით უსმენდა და ნატრობდა რომ ასეთი ლამაზი დრეები მასაც გადაეტანა ოდესმე. ერთხელ მააინც შეხვედროდა პრინცს, რომელიც ასე თამამად მოექცეოდა როგორც ალექსანდრე მოეცა თეკლას. არა, დაქალის არ შურდა , უბრალოდ ცოტა სულ ცოტა, თავისი წილი ბედნიერება უნდოდა..
ლოგინში შეწვა თუ არა საბანი სახეზე გადაიფარა და საკუთარ თავზე გაეღიმა, რატომ იყო ასეთი, ჯერ კიდევ რომ სჯეროდა ზღაპრებშ არსებული ლამაზი სიყვარულის, უკიდეგანო ბედნიერების , ეს იყო ის ფიქრო რაც ასულდგმულებდა ანას.. თითქოს ის სხვა სამყაროს ეკთვნოდა, მშობებისაგან რადიკალურად განსხვავებული იყო, არა მარტო გარეგნობით არამედ შინაგანადაც. ხანდახან ისე უცხოდ გრძნობდა თავს მათთან ერთად, როცა ვერ უგებდა ვერც დედა და ვერც მამა. რას აკეთებდა ასეთ დროს? ხატავდა, მთელი ღამეები ფანჯარასთან იჯდა და თავის ოცნებებს ხატავდა ანა.
თითქოს არაფერი აკლდა ანას, ერთი შეხედვით მას სანატრელი ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ მისი სიცოცხლე ცარიელი იყო. თავისნაირს ვერ პოულობდა, უნდოდა გვერდით ყოლოდა ისეთი ადამიანი ვინც გაუგებდა, ვინც თუნდაც წამიერად მის გამო იქნებოდა სევდიანი და მის სულში იმას დაინახავდა რასაც ვერავინ ხედავდა..
დილით ადრიანად გამოღვიძებულ ანას სახლში არავინ დახვდა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა როგორც კი შენიშნა მზის სხივებით განათებული დღე..სწრაფად წამოხტდა ფეხზე და არელვებულმა სტაცა ხელი ტელეფონს. ისეთ კარგ ხასიათზე იყო შეეძლო მთელი დღე ესმინდა თეკლას ხორხოცისათვის.. გათიშული ტელეფონის დანახვაზე ბრაზი მოასწვა და სატვირთის მოსაძებნად ლასლასით წავიდა..
- დილიდან გირეკავ ანა!- დილიდან !- გაბრაზებულმა უყვირა თეკლამ და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. ვინერვიულე ადამიანო..
- მაპატიე, ამიტომ დაგირეკე. ტელეფონი დასატვირთია,
- და სახლის? - უკვე გამოგიგლოვე ანა, ლამის შავ ტანსაცმელს დავუწყე ძებნა..
- ცუდად ხუმრობ თეკლა და მაგრამ მოგხვდება- აღშოთებულმა უთხრა და დედის საოლის გვერდით მდგარ მაგიდის უჯრებს წაეპოტინა. არა რა, ვერ ვიტან როცა დედაჩემი მილაგებს ოთახს ვერასოდეს ვერ ვპოულობ ვერაფერს მერე რააა..
- დამშვიდდი და მისმინე. გავემზადები და ამოვალ, ნუცასთან წავიდეთ სამსახურში, საბუთები დარჩა და მიტანა მთხოვა..- ანა მისმენ? დამფრთხალმა ჰკითხა და სულაც არ ესიამოვნა მისი ეს გახშრებული სუნთქვა...
- კი თეკლა უბრალოთ.. კაი არაფერი დაივიწყე.. გაემზადე და მოდი. მეც ახლავე ვანაში შევალ ...
გათიშლი ტელეფონი საწოლზე დააგდო და საგულდაგულოდ დაკეტილი უჯრა კიდევ ერთხელ გამოსწია. მაგრამ უჯრა არაფრის დიდებით არ იღებოდა..საშინელმა ეჭვმა გაჰკრა, რას მალავდა დედა ასეთს , განა შიგნით ასეთი რა უნდა ყოფლიყო რომ უჯრა დაკეტილი ჰქონდა..
კარის გარების ხმაზე ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა და სამზაეულოშ შევიდა..
- დედააა,, ნაზად დაუძახა ქეთევანს და ზურგიდან შემოხვია ხელები..
- ანანო, ხანდხან რა საყვარელი და ძალიან თბილი ხარ დე, სულში ერთიანად ჩაეღვარა სითბო ქეთინოს..
- თუ გინდა სულ ასეთი თბილი და ტკბილი ვიყო, მითხარი აბა სადაა ჩემი ტელეფონის სატვირთი?
- არასოდეს შეიცვლები არა? - სახეზე მკაცრი გამომეტყველება მიიღო და შვილი მაგიდისაკენ დაატრიალა, აი ანა ! - აგერ დევს ეს შენი ტელეფონის სატვირთი, ამიტომაა რომ შენი ნივთები შენს ოთახში უნდა შეინახო.
- აუუ, კარგი ხოო- ტუჩებგაბუსხულმა ჩაილაპარაკა და კურტუმის ქნევით წავიდა სააბაზანოსაკენ..

**
- ნუცა მოვედით- რაც შეეძლო მშვიდად ჩაილაპარაკა თეკლამ და გათიშული ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო..
ლიფტიდან გავიდნენ თუ არა, მათ წინ მდგარი ნუცას დანახვაზე ორივეს გაეცინა. ეს ორი ერთად ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ყოფილიყო ნუცა , რომ თეკლას არაფერი დაეშავებინა. ორივე კაბინეტში შეიყვანა ნუცამ და მკაცრად გააფრთხილა, ლექსო უხასიათოდაა და თვალშ არ გაეჩხიროთო. საბუთებს ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავიდა..
- ამ ჩემს დას, თავი აქაურობის ბატონი ჰგონია ?- არა რატომ არ უნდა გავიდეთ გარეთ. სანამ ეგ იქ ილაპარაკებს, აქ ვისხდეთ და ველოდოთ? მაგისი შეხვედრები თან უცხოელებთან საათობით გრძელდება.
- მართალი ხარ, რა დაშავდება ახლა რომ დავათვალიეროთ ოფისი, სადმე აივანიც იქნება, მშვიდად დავსხდეთ გარეთ.დახუთულია აქ - თავი იმართლა მაშინვე ანამ.
- ხო რა, წამოდი, თორემ ნერვები ისე მომეშალა შევვარდები და ვეჩხუბები მაგრად- უკანასკნელი მუქარით წარმოთქმული სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჩანდა , ალბათ თავადაც დაეჯერა თეკლას რომ მათ შესრულებას შეძლებდა..ჩანთა სავარძელში დატოვა და ორივენი კაბინეტიდან გაიპარნენ...
- ორი წუთით დაგტოვებთ- უჩემოდ გააგრძელეთ, ხმამაღლა და გადაჭრით წარმოთქვა ლექსომ , აწკრიალებულ ტელეფონს ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან..- კობა რა გაარკვიე- სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი...
- ალექსანდრე, გავარკვიე რაც მთხოვეთ. თორნიკე და ნინო მათი სახელები ასე ჟღერს. გოგონა ყოველ დილით უნივერსიტეტში დადის. ბიჭი დღე გამოშვებით და სმენობით მუშაობს მოლარედ, როგორც სჩანს ოჯახს საკმაოდ უჭირს..
- ძალიან კარგი. დროა მოქმედებაზე გადავიდეთ კობა..
- კი ბატონო. ალექსანდრე მისამართს მესიჯით გიგზავნით. რასაც მოვიძიებ კვლავ დაგირეკავთ, თუ რამე მუდამ თქვენს განკარგულებაში ვარ.- ყურმოჭრილი მონასავით იქცეოდა კობა ყოველი ტელეფონის გათიშვაზე.
- კარგი კობა. მადლობა- კმაყოფილმა ჩასძახა ლექსომ და ტელეფონი ჯინეში ჩაიდო..
უკან კაბინეტისაკენ გაემართა რომ მოულოდნელად გაგონილმა ნაცნობმა ხმამ ადგილზე მიაჯაჭვა. ნაბიჯის გადადგმა უნდოდა და გრძნობდა რომ სხეული საპირისპირო მიმართულებით შეტრიალებას სთხოვდა..
სახეზე ფერი დაკარგვოდა ალექსანდრეს..
სისხლიც კი აღარ უმოძრავებდა თითქოს ძარღვებში..
წელზე ეფინა შავი თმა, ნერვიულად აწვალებდა თმის ბოლოებს გაცრეცილი ხელებით. სათითაო კაპილარის სათითაო ძარღვისა დაბოლოვების დანახვა შეეძლო, მის ქათქათა და გამჭვირვალე კანს ქვეშ..
თავს ძალა დაატანა. მაინც გაბედა მისკენ წავიდა და ეჭვის თვალით დააშტერდა გოგონას, რომელიც ერთდროულად ისე ახლობელი და ისე შორეული იყო..
- შენ აქ რას აკეთებ? - გაოცებული თვალებით შეხედა ტეკლას და გაუბედავი მზერა გააპარა ანასაკენ..
- ალექსანდრეეე, როგორ გამიხარდა რომ გნახე. ნუცას საბუთები მოვუტაანე ,რომ გაიგოს კაბინეტიდან გამოვედით ცოცხლად დაგვმარხავს ორივეს...
- მისმინე პატარა ქალბატონო, აქაც რაიმე რომ დააშავო ნაღდად ვერ გადამირჩები..შენი ამბავი რომ ვიცი უკვალოდ არ წახვალ. ფრთხილად იყავი ამჯერად აივნიდან არ გადავარდე და ეს მშვენიერებაც არ გაიყოლო თან - თვალებით ანიშნა ანაზე და ჩაიღიმა..
- უი, მართლა , ეს ჩემი დაქალია ანა... სწრაფად მიაყარა თეკლამ და ანა ლექსოს წინ გააჩერა..
- სასიამოვნოა - ძლივს ამოიხავლა და მის ძლიერ ხელს თავისი გალეული ხელი შეაგება..
- მგონი სადღაც მინახავხარ. ხელები ეჭვით გადაატრიალადა ლექსომ და გონება დაძაბა. არა აშკარად სადრაც მყავხარ ნანახი..
- მაღაზიაში, პერანგზე მოხვედით მეგობრებთან ერთად და ცუდად გახდით -თითქოს თავი იმართლა ანამ და თან მოერიდა იმის გახსენება რომ ცუდად გახდა მაშინ..
- მართალია.. უბრალოდ შეუძლებელია ადამიანმა ერთხელ ნახოს შენი თვალები და დაივიწყოს.
- ეგ როგორ? ლექსო ნახე და არ მითხარი ანა? ხომ იცოდი როგორ მაინტერესებდა მისი ნახვა, მორიგი სისულელე წარმოთქვა თეკლამ და წამიერად გაჩუმდა..
- რა ვიცოდი მე შენი დის უფროსი თუ იყო თეკო. მაღაზიაში უამრავი ადამიანი შემოდიოდა. თანაც ეს მანამდე იყო, სანამ იქ ვიყავი..
- კარგით გეყოთ. მოაჯირს მოსცილდი თეკლა და შემოდით შიგნით, ნუცასთან მე მოვაგვარებ საქმეს. თქვენ კი პირდაპირ რომ კარია იქ შედით და მეც მოვალ. გასაგებია თეკლა? პირდაპირ რომ კარია..- რაც შეეძლო მკაცრად მიმართა და ზურგი აქცია..
- გასაგებიაა. ამას მე ყრუ ვგონივარ მგონი - გაბრაზებულმა გადაულაპარაკა დაქალს და სიცილით წავიდნენ კაბინეტისაკენ..
ფერწასული იჯდა ანა ლექსოს წინ და უფრო მეტად იძაბებოდა როდესაც მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. ასე ეგოა მთელი სხეული უხურდა. სისხლი კი მოძრაობას წყვეტდა მისი გამჭოლი მზერის გამო..
- შეგიძლია გახვიდე და მდივანს უთხრა ყავა მოგვიტანოს? - თეკლას მოშორებაზე გადასულმა ლექსომ ღიმილით მიმართა გოგონას..
- აჰამ , ახლავე - ისიც ბედნიერი გაემართა დერეფნისანენ..
- ესეიგი ანა ხო? - კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა მისი სახელი , ფეხზე წამოდგა და მის წინ მდგარ სავარძელში ჩაეშვა. მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მწვანე თვალები შეანათა გოგონას დაბნეულ სახეს.. მაშინ იქ ცუდად მოგექეცი , კარგად მახსოვს. ალბათ ამიტომ ხარ ახლა ასეთი დაძაბული. ბოდიშს გიხდი მართლა..
- არაუშავს ხდება ხოლმე. რას ამბობთ . მესმის თქვენი...
- ჩემი გესმის? - ცალყბად გაიცინა ლექსომ და წელში გასწორდა. ჩემი არავის ესმის ანა. და წარმომიდგენია შენ როგორ არ გესმის.. ხანდახან მგონია ჩემსას ვერავინ გაიგებს..
- ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ვინს გაიგებს თქვენს განცდას დამიჯერეთ.
- შენ გყავს ასეთი ადამიანი?
- სამწუხაროდ არა.. იცით რა არის?- ადამიანმა შენი განცდა და ტკივილი რომ გაიგოს ის უნდა გგავდეს. მე და თეკლა ძალიან განსხვავებულები ვართ . ის ხალისიანია, მუდამ მომღიმარი. მე კი...
- შენ კი მეოცნებე, გულჩათხრობიი და შენი მსგავსი არავინაა. რადგან გგონია რომ სხვა პლანეტიდან ხარ- დასკვნის სახით თქვა ლექსომ და ანას ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა..
- კარგი დასკვნაა, მომეწონა ბატონო ლექსო..
- შენი სიტყვებიდან გამომდინარე ანა. შენ ხომ თქვი ადამიანი უნდა გგავდეს რომელიც შენსას გაიგებსო...
- გამოდის თქვენც მარტო ხართ..ამხელა სამყაროში მარტო..
- არამარტო სამყაროში , მე სახლშიც მარტო ვარ. მეგობრებშიც და ყველგან. იქაც სადაც უამრავი ადამიანია მარტო ვარ, იცი რატომ ვეძებ ნაწილს რომელიც დავკარგე.. ალბათ მისი პოვნის შემთხვევაში შევივსები...
- ვწუხვარ, რომ შემეძლოს დაგეხმარებოდით..
- დამეხმარები, დარწმუნებული ვარ რომ შენ შეგიძლია ეს. ამდენი ხანია გიყურებ და ვირაცას მახსენებ ...- კიდევ ბევრი რამს თქმა უნდოდა ლექსოს მაგრამ ოტახში შემოსულმა მდივანმა და მის უკან მომავალმა მეგობრებმა მყუდროება დაარღვიეს..
- ცხელი, გემრიელი და არომატული ყავა მოვიდა- ტაში შემოკრა თეკლამ და გაოცებული ლექსოს მზერაზე გულიანად გადაიხარხარა..
- ადამიანმა უკან უნდა გდიოს რომ წესიერად მოიქცე. ეს ოფისია თეკლა , ცირკი კი არაა. მაშინვე დაუტია ნუცამ დას ხელი მკლავში ძალით მოკიდა და ანას გვერდით სკამზე დასვა..
- კარგი შეეშვი, მივეჩვიეთ ამის ქმედებებს სიცილით თქვა ვანომ და კარგი შემომავალ ნიკოს თვალი ჩაუკრა.
- რამე თავშეყრაა და მე არ ვიცი? უმალ გაეპასუხა ნიკო მეგობრებს და მზერა ანასაკენ გაექცა.. მოიცა მე შენ გიცნობ. მაღაზიიდან ხომ ასეა? მისკენ გაღიმებული წავიდა და ნაზად აკოცა ხელზე...
ერთიანად აემღვრა სისხლი სხეულში ლექსოს. რაღაც უსიამოვნომ უბიძგა რომ ხელი ეკრა ძმაკაცისათვის და ანასათვის მოეშორებინა. თითქოს ეს გოგო მისი საკუთრება ყოფილიყოს.. - მალე მოვალო ჩაილაპარაკა და კისრისტეხით გავიდა ოთახიდან..
- რა დაემართა? დაეჭვებულმა იკითხა ნიკომ და ვანოს ახედა..
- მე გავყვები , სწრაფად წამოდგა ფეხზე ანა და ოთახში მყოფთ თვალი მოავლო, ვიცი რატომაცაა ასე, გავყვები თუ შეიძლება..- ნებერთვას ითხოვდა მეგობრებისაგან თითქოს..
- კი ბატონო. გაყევი..- მხრები აიჩეჩა ორივემ და კარისაკენ მიმავალ ანას მზერა გააყოლეს..
აივანზე , ზუსტად იმავე ადგილას იდგა ლექსო სანამ ცოტა ხნის წინათ ანა...
მოაჯირს მძლავრად უჭერდა ხელებს და ღრმად სუნთქავდა...
რაღაც სტკიდა და ამ რარაცას რა ერქვა ვერ ხსნიდა... რარაც შიგნიდან ჭამდა.. აგიჟებდა...
გვერდით მდგარი ანას დანახვაზე შეკრთა და გაუღიმა..
- რატომ გამომყევი? წადი მათთან ერთად გაერთობი. მე არც ისე კარგი გამრთობი ვარ ანა..
- და მე სულაც არ მინდა გართობა..
- რატომ? უნდა გაერთო , პატარა და ლამაზი გოგო ხარ. მთელი ცხოვრება გაქვს წინ...
- თქვენ ბებერი ხართ?
- თუ ასე გააგრძელებ ჩემთან ლაპარაკს ნამდვილად ვიფიქრებ რომ ბებერი ვარ...
- კარგი მაშინ შენობით ფორმაზე გადავალ.. რატომ გამოხვედი იქიდან? რაღაც არ მოგეწონა. მაგრამ ვერ მივხვდი რა..
- არაფერი. უბრალოდ ჩემი პრობლემები მყოფნის.. მყოფნის კი არა საოცარ პრობლემებში ვარ. ხანდახან გაქცევა მინდება...
- მაშინ გავიქცეთ .. ეს დაგამშვიდებს? აი მომეცი ხელი, პატარა ხელი გაუწოდა ანამ ლექსოს და გაუღიმა, მომეცი ხელი და გავიქცეთ, თუკი იცი რომ ეს ყველაფერი შენს სასიკეთოდ წარიმართება რატომ დგახარ. ორი და სამი საათი გიწყვეტავს რაიმეს?
- მართლა მომყვები?
- მართლა...
- მაშინ წამოდი... მაგრად მოკიდა ხელი და დერეფანი სირბილით გაატარა..
ხმა არ ამოუღია ანას, მისთის არც კი გაუხედავს, გზას ისე მიშტერებოდა საკუთარ ფიქრებში გართული. რას აკეთებდა არ იცოდა. უბრალოდ მოუნდა, რომ ადამიანს დახმარებოდა. მიუხედავად იმისა რომ საშინლად ეშინოდა მისი ცივი და უხეში გამოხედვის..
- გადავიდეთ? - ლექსოს კითხვაზე მისკენ ფრთხილად გაიხედა და თავი დაუქნია. ეცადა ახლა მაინც ყოფილიყო ძლიერი და თამამი მაგრამ არ გამოსდიოდა. მასთან საოცრად სუსტი იყო, ან უნდოდა რომ სუსტი ყოფილიყო....რკინის ჭიშკარი შეაღო და ანას წინ შეუძღვა... უზარმაზარ ეზოთი ყვავილების ფერთა გამა საოცარ სანახაობას ქმნიდა.... არ არსებობდა ყვავილის დედამისი ზურგზე რაც არ იდგა და არ ყვაოდა. გაოცებული შეყურებდა ანა სახლისაკენ მიმავალ ბილიკს და სუნთქვა შეკრული უღიმოდა ყვავილებს..
- რა ლამაზია აქაურობა.- ძივს ამოღერღა და გაიღიმა.. აი ნამდვილი სამოთხეა. ღმერთო ჩემო რა სიმშვიდეა. წარმოუდგენელია აქ ადამიანმა სული ვერ დაიმშვიდოს..
- წარმოიდგინე და ვერ ვიმშვიდებ სულს..
- იქნებ არ გინდა რომ დაიმშვიდო? და ამიტომ? - გამომცდელად ჰკითხა ანამ და ლექსომ მისკენ ფრთხილად გაიხედა..
- კარგი იქნებოდა ჩემთვისაც, რომ ვართულებდე ანა. მაგრამ რატომღაც ახლა ასეა ჩემი ცხოვრება. აი ნახე ოცდაათი წელიწადი ისე მშვიდად და ლამაზად ვიცხოვრე , ვერ წარმომედგინა თუკი რაიმე ასეთი გადამხდებოდა და ახლა დამატყდა თავს ისეთი ამბავი რომ ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს..
- მესმის, რომ პრობლემა პრობლემაა, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს ლექსო. ყველაფერს მოეძებნა თავისი ახსნა, ყველა ქცევას , ყველა სიტყვას. ასე უბრალოდ არაფერი ხდება..
- ასე გგონია? მაგრამ მე ძალიან რთული ტვირთი მხვდა წილად რატომღაც. რომ არა ჩემი ძმაკაცები ახლა ნაღდად არ ვიცი სად ვიქნებოდი...
- კარგია რომ ასეთი მეგობრები გყავს, ჯერ კიდევ იქ მაღაზიაში შევატყვე როგორ ზრუნავდნენ შენზე..
- ასეა, ყველაზე კარგი ძმაკაცები მყავს. მაგრამ იცი რა მითხარი? მეორედ გნახე, პირველად ძალიან გეუხეშე, ახლა კი ასე მარტივად მომკიდე ხელი და იმ სიტუაციას გამომარიდე, რას ნიშნავს ეს? მეგონა ჩემი გეშინოდა..
- მეშინია კიდევაც- გაუცნობიერებლად თქვა და წამწამები ააფახუნა. მართლა, უცნაური ადამიანი ხარ. მაგრამ არ ვიცი მგავხარ.. რაღაცა გვაქვს საერთო..
- გამაცინე - გულიანად გადაიხარხარა ლექსომ და ფეხზე წამოდგაა. ყავა დავლიოთ? იქ ვერ დავლიეთ აქ დავლიოთ...
- მაგრამ ცოტა დრო გვაქვს, თეკლა მომკლავს . გეფიცები..მომკლავს რომ მიხვდება რომ შენთან ერთად ვარ აქ..
- რატომ? ვაშავებთ რაიმეს? დამერწმუნე ჩემი ძმაკაცებიც გაავდებიან მაგრამ..
- არაუშავს, ხანდახან ესეც კარგია...- ამ ბაღს ვინ უვლის? ზოგი ყვავილი გამხმარა ნახე - გამხმარი ვარდებისაკენ გაიშვირა ხელი ანამ და ლექსოს გახედა..
- ეს დედაჩემის საყვარელი ადგილი იყო, უყვარდა ყვავილები.. უვლიდა და ხანდხან ჩვენზე მეტადაც კი ზრუნავდა მათზე. ყოველ საღამოს როგორც საკუთარ შვილებს ისე ელაპარაკებოდა და რწყავდა.. დილა მათთან ერთად იწყებოდა.
- ახლა აღარ უვლის? უთხარი რომ მისი ხელი დაკლებია ვარდებს.. ნახე ეს ლამაზი ვარდის ხე გამხმარია...
- დედაჩემი ოცდაოთხი წლის წინათ გარდაიცვალა ანა.. მას მერე ამ ყვავილებს მებაღე უვლის, მაგრამ როგორც სჩანს არც ისე კარგად...
- მაპატიე.. მართლა ლექსო.. არ ვიცოდი. დარცხვენილი მიტრიალდა მისკენ და მისი ხელები ტავის პატარა ხელებში მოიქცია.. მართლა ვწუხვარ..
- საიდან უნდა გცოდნოდა. დამშვიდდი , არაფერია.. უბრალოდ ამ ყვავილებმა მისი არსებობა გამახსენა..
- მოგონებები ყველაზე ტკბილი რამეა არა? მეც ძალიან მიყვარს ყვავილები.. მართლა. თუმცა დედას ალერგია აქვს და სახლში არ მაქვს. ასეთი ბაღი რომ მქონდეს..
- ხოდა ჩათვალე რომ ეს ბაღი შენია.... როცა გინდა მოდი, მოუარე და მიხედე..
- არა ხომ ვამბობდი საოცარი ადამიანი ხარ -თქო...შენ თქვი ჩვენზე ზრუნავდაო....
- ხო ჩვენზე ზრუნავდა.. და მყავდა პატარა , ისიც წამართვა განგებამ. ახლა ოცდაოთხის უნდა ყოფილიყო... მარტო დამტოვა დედის და დის გარეშე.. ამის მერე კიდევ მკითხავ რატომ ვერ მიმშვიდდება სული?
- ანუ ჩემხელა..- გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და ლექსოს მზერა აარიდა. ხანდახან როგორი ულმობელია ბედი , ზოგს ერთიანად აწვდის ბედნიერებას და თავზე საყრელად აქვს მშვიდი დღეები, ზოგის ცხოვრება კი ისეთი მდორეა და ტკივილით გაჯერებული...
- მაგრამ ეს ცხოვრებაა. და ჩვენ ადამიანები ამას ვეჩვევით ანა.
- ვეჩვევით? არა ალექსანდრე, გვაიძულებენ რომ მივეჩვიოთ.. დამიჯერე ასეა..
- იქნებ ასეცაა , მაგრამ.. ნიკა მირეკავს - გაღიმებულმა შეხედა ლექსომ ანას და ეზოში გავიდა.
**
ნერვიულობდა... ცვდილობდა ნერვიულობა არ შეემჩნია მაგრამ სხვანაირად ვერ ახერხებდა...
ათრთოლებული თითები ჩამოისვა ნიკაპზე და კარზე ზარი დარეკა...
ნელი ნაბიჯების ხმა ესმოდა შიგნიდან..
ლამაზი სახის შავთმიანმა ქალმა კარი გამოაღო და იგივე თვალები, იგივე ღიმილი შეანათა ლექსოს...
ერთიანად დაუარა ცივმა ტალღამ და დაცემისაგან თავის შესამაგრელბად კედელს მაგრად მიაჭირა ხელი...
ზღურბლს იქიდან აცრემლებული თვალებით უყურებდა ქალი.. აქედან ლექსო იდგა განგმინავი სახით და ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ახერხებდა... ბოლოს ძალა ისევ ლექსომ მოიკრიბა და ქალს მიესალმა.. მანაც ვერ გაუძლო ცდუნებას. ცრემლებს გასაქანი მისცა და მონატრებული დის შვილი გულში ჩაიკრა..
სამზარეულოში ისხდნენ. ბედნიერი სახით შეჰყურებდა დალი ალესანდრეს და ხელებს უკოცნიდა..
- სულ ვიცოდი რომ ერთ დღეს მოხვიდოდი, მაგრამ ეს ერთი დღე იწელებოდა ლექსო.. ბოლოს რომ გნახე ისეთი პატარა იყავი, ისეთ ტკბილი.. მახსოვს როგორც მეკვროდი ზედ, ტკივილისაგან იყავი დალეული..ახლა კი დიდი კაცი ხარ. შენს წარატებას ტელევიით ვადევნებთ თვალს. ბებიაშენმა რომ გნახოს მეშინია ცუდად არ გახდეს. ისე გაუხარდება შენი ნახვა.. გეფიცები შვილებს ერთი დღე არ გასულა რომ არ ეხსენებინე.. მუდამ შენს ნატვრაში იყო..
- დეიდა, რატომ დამივიწყეთ? რატომ არ მოხვედით ჩემთან...ხომ ივოციდთ რომ მარტო დავრჩი..
- მოვედით ალექსანდრე. არაერთხელ მოვედით. მაგრამ ბებიაშენი არ გვიშვებდა შენამდე.. გვეუნებოდა რომ ასე უფრო ცუდად იქნებოდი.. რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყავი... წლები ვიბრძლეთ შენს გამო, მაგრამ ვერაფერს გავხდით..
- ბებიაჩემი? თამარზე ამბობ? კი მაგრამ არ მესმის, ბებიას რატომ არ უნდოდა რომ თქვენთან ურთერთობა მქონოდა..
- არ ვიცი. მართლა არ ვიცი შვილო.. არც ტელეფონზე გვალაპარაკებდა შენთან. ბოლოს შევწყვიტეთ რეკვა და მოსვლა.აზრი არ ქონდა..
- გაოგნებული ვარ.. იმდენი დრო დამჭირდა რომ თქვენი მისამართი მეპოვნა... ძლივს მოგაგენით. დედას ნივთებში ვერაფერი ვნახე ხელჩასაჭიდი. არ მახსოვოდა არაფერი... იმდენი წელიწადი გავიდა რაც თქვენზე არაფერი მსმენია.. ალბათ გონებას დავიწყებულებიც კი ყავდით..
- მანანა მოვიდა- შემკრთალმა თქვა და შეცბუნებული წამოდგა ლექსო ფეხზე...
შავებში ჩაცმული თეთრი პირისახის ქალი თავდახრილი შევიდა მისაღებში და პირდაპირ დერეფნის გავლით გადაჭრა გზა სამზარეულოსაკენ... მის წინ მდგარ მამაკაცს გაოცებული უყურებდა. დანაოჭებული ხელი პირზე აეფარებინა და გულამოსკვნილი ტიროდა... რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ლექსომ მისკენ და ბებია გულზე მიიკრა. ტკივილმა ერთიანად იფეთქა ლექსოში,ცხელი ცრემლები ლოყებზე დაედინა და ჭაღარა თმაში გაუჩინარდა.. კარგა ხანს უკოცნიდა სახეს და ხელებს მანანა შვილიშვილს ... მხარზე ეკვროდა ლექსოს და ხმას არ იღებდა..
- არ ვიცი შვილო, დღემდე არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა, როცა მითხრეს რომ დედაშენი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა კინაღამ შევიშალე, ის მუდამ ისეთი წყნარი და მშვიდი იყო. არაფერზე იღებდა ხმას.. ყველას დამცირებას უხმოდ იტანდა. არ ვიცი ალექსანდრე. დღემდე ვერ ვუშველე ამ ტკივილს. სად არ ვიყავი, ვის არ ვთხოვე დახმარება მაგრამ ვერავინ დამეხმარა. ალბათ არავის უნდოდა ამ საქმეში ჩაბმა, ყველა თავს მარიდებდა. მერე მალევე დავკარგე ვაჟა, სალომეს ტრაგედიამ შეიწირა. მარტო დავრჩი. მის გარეშე ცუდად ვიყავით. ათასი პრობლემა და გაჭირვება გამოვიარეთ, რომ არა დათო და მისი ვაჟკაცობა არ ვიცი სადამდე მივიდოდით...
- მისმინეთ - ვიცი ახლა რასაც გეტყვით შეიძლება არ გაგიხარდეთ მაგრამ, მინდა გულახდილები ვიყოთ ყველანი.. იმდენი რამე არ მახსოვდა, არ ვიცი ასე როგორ დამავიწყდა ყველაფერი დედაჩემის შესახებ.. მხოლოდ ახლა ვხვდები როგორ ძალიან მენატრება მისი სითბო და ზრუნვა..
- ჩვენც ისე გვაკლია. მისი კისკისი და ხალისი. როგორ უყვარდა სიცოცხლე. როგორი ბედნიერი იყო...
- ალექსანდრე - შენი და რატომ არ წამოიყვანე? უკვე რამხელა გოგო იქნება, სულ ციცქნა იყო ბოლოს რომ გვანახეს.- დეიდის მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ადგილზე მიაყინა ლექსო. ანერვიულებულმა გახედა დალის და მერე მანანას შეანათა ამღვრეული თვალები...
- დეიდა, ანისია დედასთან ერთად გარდაიცვალა. დედასთან ერთადაა დაკრძალული....
- რას ამბობ შვილო, დედაშენის გარდაცვალების მერე ბავშვი მთელი თვე ჩვენთან იყო, მერე მამაშენმა წაიყვანა. და ყველა გზა გადაგვიჭრეს თქვენთან მოსასვლელად..
- რას ლაპარაკობთ, ხვდებით? ფეხზე გიჟივით წამოხტა ლექსო და ნერვიულად დაისვა ხელი ნიკაპზე.. ჩემი და, თუ ცოცხალია მაშინ სადაა?
- როგორ თუ სადაა? - აღშფოთებული მიუახლოვდა მანანა შვილიშვილს და გვერდით დაისვა..
- თამარამ მითხრა შენი და დედასთან ერთად იყო იმ დღეს და გარდაიცვალაო. მამამაც ასე მითხრა მაშინ, არ მესმის, თუ ჩემი და ცოცხალი იყო. ანუ გამოდის რომ ..
- გააშვილეს.. - პირზე იტაცა აცახცახებული ხელი დალიმ და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.. ბავშვი არ დაღუპულა ლექსო. იმ დღეს ანისია ჩემთან იყო. დედაშენმა ჩემთან დატოვა. მითხრა რომ საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი, მერე მთელი თვე ვუვლიდი, ერთ დღეს მოვიდნენ და წაიყვანეს, მადლობა გადამიხადეს და მითხრეს რომ ბავშვზე ახლა თავად იზრუნებდა ლევანი...
სახე ხელებში მოექცია ლექსოს და ღრმად სუნთქვადა. ჰაერი არ ყოფნიდა...
ერთი სული ჰქონდა გარეთ გასულიყო.. ახლა ცივ გონებაზე უნდა ეფიქრა..როგორმე სული უნდა დაემშვიდებინა, რომ სახლში ისე მისულიყო..
როგორ უნდა შეეხება ოჯახის წევრებისათვის. როგორ ეკითხა სად იყო ბავშვი რომელსაც მისი და ერქვა, როცა ამდენი წელიწადი ატყუებდნენ რომ გარდაიცვალა...
ფეხზე წამოდგა და დერენაში ნელა გავიდა. ისე გავიდა ხმა არ ამოუღია. აქ სათქმელი უკვე აღარაფერი იყო.
აქ მხოლოდ მოქმედება იყო საჭირო. ფრთხილად და გონივრულად უნდა ემოქმედა ლექსოს.
**
სამზარეულოში ფუსფუსებდა ანა და ტელევიზორში ჩართულ სიმღერას სხეულს აყოლებდა... ცხელი ჩაიში შაქარი ჩაიყარა და ხმაურით დაატრიალა კოვზი ფინჯანში..
მაგიდასთან მოკალათდა და ყველის მოზრდილი ნაჭერი წამოაცვა ჩანგალზე...
სახლში მარტო ყოფნა ყოველთვის უყვარდა მაგრამ, ახლა უფრო მეტად ხიბლავდა ეს გამეფებული სიმშვიდე. დღეს მამის დაბადების დღე იყო. ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ მშობლების საძინებელში ჩაკეტილი უჯრა მოსვენებას უკარგავდა..
გარეცხილი ჭურჭელი კუთვნილ ადგილას დააბრუნა და საძინებლისაკენ აიღო გეზი რომ კარზე ზარის ხმამ დერეფანშ გაატრიალა. ზღურბლზე გაბრაზებული სახით იდგა თეკლა, ხელები გულზე გადაეჯვარედინება და წინ წამოწეულ ფეხს ნერვიულად აბაკუნებდა...
- არ მეტყვი გუშინ რა მოხდა?- დივანზე დაჯდა თუ არა მაშინვე მიახალა კითხვა ანას და მისი პასუხის მოლოდიში გაიტრუნა..
- გეტყვი. წუხელაც გირეკავდი და არ იკადრე აღება. ცუდად იყო. საგურამოში წამიყვანა, უფრო სწორად გავყევი. ვისაუბრეთ და სულ ესაა, თეკლა შენ რა იფიქრე?
- მე, უბრალოდ გავბრაზდი რომ ასე მოიქეცი ანა..
- ვიცი , და ამის გამო გირეკავდი, გზიდანაც მოგწერე მაგრამ პასუხიც არ დამიბრუნე. მისმინე. ბევრჯერ მითქვამს რომ არ მჭირდება ის კაცი ვისაც შენ უნდიხარ...
- არა ასე არააა. დამშვიდდი, ლექსო ჩემი კაცი არაა, მითუმეტეს სულ მეორედ ვნახე. უბრალოდ შენზე გავბრაზდი რომ იქ ასე დამტოვე, თორემ ლექსოს თუკი შენ მოეწონე მე გამიხარდება..
- მე არ გამიხარდება !- იმიტომ რომ მე არ მინდა ალექსანდრესთან არანაირი ურთიერთობა, გარდა მეგობრობისა..
- მართლა? - დაეჭვებულმა კითხვა დაქალს და ფრთხილად გახედა..
- გოგო, შენ ეჭვიანობ თუ რა არის? იცოდა ძალიან გამაბრაზებ. საშინლად და ხმას არ გაგცემ, თუკი ასე არ მენდობი..ვიცი რომ დავაშავე მართლა. მაპატიე..
- არა გენდობი..რაზე ილაპარაკეთ მომიყევი რააა- ხვეწვით უთხრა დაქალს და ფეხები აიკეცა..

**
დავბრუნდი .. არც კი მჯერა რომ დავბრუნდი
და ახალი ისტორია დავდე. მიდი სიდიდიდან გამომდინარე ისტორიას სამად გაყობ და ისე დავდებ ბავშვებო.
როგორ მომენატრა თქვენთან საუბარი,თქვენი კომენტარები.. იისევ სიახლის დადება და ტქვენ მომენატრეთ ძალიან..скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

კარგიიიიიიი ხაააარ!!!!! უმაგრესი თავი იყო <3

კაააააააარგი ხააააააარ!!!! უმაგრესი იყო <3

 



№2 სტუმარი Guest pawu

უმაგრესია რააა.მალე დადე ახალი თავი

 



№3 სტუმარი Mari

Umagresi gogo xar... Velodebi shemdegs... Gamixarda Sheni dabruneba

 



№4 სტუმარი Guest trocodeo

თუკა,ტქვენი დანახავა მაბედნიერებს... ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს.

 



№5 სტუმარი Guest Nina

Velodebi ♥️♥️♥️

 




ვაიმეე რაკარგი იყოოო <3 რამაგარიი ხარ ნეტა იცოდე და როგორ გამიხარდა შენი დანახვა <3 მგონი ყვრლა ისტორია მაქვს წაკითხული შენი და ვგიჟდები სხვა რა მეთქმის...ხოდა ველოდები მოუთმენლად მომდევნო თავს <3

 



№7 აქტიური მკითხველი Anuki96

დიდება შენს გამოჩენას. რამდენი ხანი ვიცდიდი და ველოდი შენს ისტორიას. უზომოდ საინტერესოა და ველი შემდეგ თავს. იმედია ლოდინში სული არ გამძვრება იმდენად მომწონს. ♡♡♡

 



№8 სტუმარი Guest lia

Mაგარი ფსიქოლოგიური ისტორიაა
ზალიან საინტერესოა
ველოდები ახალ ტავს❤❤

 



№9 სტუმარი მოზდოხელი

იმედია კომენტარს ისევ არ წაშლი ამას როფორც ხშირ შემთხვევაში აკეთებთ ხოლმე თუ რამე არ მოგწონთ :))
ბანალურობაც აღარ ქვია ამას.
სახელებკც კი ბანალური გაქვს აღებული ყველაფერთან ერთად ისევ ეს ანისიები და ლექსოები.
მერე მეორე პირველი თავი წავიკითხე უკვე და ვიცი რაც მოხდება, იმდენად მარტივი მოთხრობა ვიცი რომ ანა ლექსოს და არის თეკოს ბოლოს ცოლად გააყოლებ და ვიცხოვრებთ ყველა ბედნიერი და მრავალშვილიანი :დდდდდდდ
ვახ

 



№10 სტუმარი მკითხველი . ქეთი..

მოკლედ,ისტორია ძალიან მონწონს, განსხვავებილია სხვა შენი ნაწერებისაგან. იმდენად კარგად გაქვს გადმოცემული ალექსანდრეს ემოცია რომ ნამდვილად იგრძნობა მისი განცდა და ტკივილი. ძალიან მომწონს მე პირადად.
ახლა მინდა წინა კომენტარის ავტორს გავცე პასუხი. ძალიან სასაცილოა შენი კომენტარი. მერე რა თუ წინასწარ იცი, ეს გოგო უბრალო რომანს წერს. სადაც არის ეს ყველაფერი, ნამდვილად არ დებს თავს აგათა კრისტობაზე რამდენადაც დავინახე. და შენი მხრიდან ეს ირონია ძალიან სასაცილოა. იცოდე წინასწარ შინაარსი და მიხვდე კიდევაც. მერე რა. მთავარია კარგი წასაკითხია და მე და დხვებსაც მოსწონს.
ველოდებით შემდეგს თუკა.

 



№11  offline ადმინი თუკა

როგორ გამახარეთ.
დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. უბრალოდ შევეცადე რაიმე ოდნავ განსხვავებული ყოფილიყო და სულ ესაა.
--------------------
4love.ge

 



№12 სტუმარი ლალა

ძალიან მომწონს ეს რომანი და იმედია გაგრძელება იქნება ველოდებიიი

 



№13  offline წევრი Sopo-sopo

როგორ ველოდენი ხოლმე ამ ნანატრ წამს...♡♡♡ როგორც ყოველთვის უგემრიელესიიაა

 



№14 სტუმარი Guest ანი

მოზდოხელი
იმედია კომენტარს ისევ არ წაშლი ამას როფორც ხშირ შემთხვევაში აკეთებთ ხოლმე თუ რამე არ მოგწონთ :))
ბანალურობაც აღარ ქვია ამას.
სახელებკც კი ბანალური გაქვს აღებული ყველაფერთან ერთად ისევ ეს ანისიები და ლექსოები.
მერე მეორე პირველი თავი წავიკითხე უკვე და ვიცი რაც მოხდება, იმდენად მარტივი მოთხრობა ვიცი რომ ანა ლექსოს და არის თეკოს ბოლოს ცოლად გააყოლებ და ვიცხოვრებთ ყველა ბედნიერი და მრავალშვილიანი :დდდდდდდ
ვახ


გაჩუმდიიიი smile smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent