შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მორალს გადაცილებული ადამიანები (სრულად)


13-09-2017, 21:45
ავტორი TeddyBear
ნანახია 1 742

მორალს გადაცილებული ადამიანები (სრულად)

ადამიანები სულელები ვართ!
ჰო სულელები!
ერთი მარტივი ფრაზა ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე „ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.“
*-*-*-*-*-*-*
„ნარკოტიკი ანგრევს ადამიანს, აიძულებს გააკეთოს ყველაზე ბინძური რამ მსოფლიოში - გადაუაროს საკუთარ თავს. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია ასეთი, ისინი ღალატობენ საკუთარ მორალს, ინგრევენ მომავალს და კვდებიან. ქუჩებს შორის სადაც დავდივარ ყოველ დღე-ღამით მიწევს მათი ჩაწითლებული თვალებისა და გამხდარი სხეულების ყურება. ყველანი ღიმილნარევი სახეებით მიყრილან კუთხეში და ერთმანეთზე იცინიან. მათი წარმოდგენით რომ ვიმსჯელოთ ალბათ ბედნიერებიც არიან თუმცა ძალიან ცოტახნით. იქამდე სანამ არ გამოფხიზლდებიან და რეალურად არ დაუწყებენ მსოფლიოს ხედვას. იქამდე სანამ სურვილისგან ამწვარ ფილტვებში სიცივე არ შეეპარებათ და ამოხეთქილი ყვირილით არ გადაიფარება ქუჩა.
ისინი საათობრივი ბედნიერების გულისათვის იკლავენ თავს, კლავენ ყველაზე მნიშვნელოვანს - საკუთარ თავს და ვერც კი ხვდებიან თუ როგორ კარგავენ ცხოვრებისეულ საოცარ მომენტებს.
ასეთი ადამიანის ყურება ყოველდღე მიწევს, იმიტომ რომ მეც მათნაირი ვარ, იმიტომ რომ ახლა მეც მათთან ერთად ვგდივარ ქუჩაში და მეც მათთან ერთად ვიცინი საკუთარ თავზე. ერთადერთი რაც ამ ქვეყნიერებისკენ ჩემს შემობრუნებას ახერხებს, ჩემს ხელებში მოქცეული ფურცლებია.
ფურცლები დედამ დამიტოვა სანამ წავიდოდა, მახსოვს როგორ მნახა უკანასკნელად, ისიც მახსოვს როგორ იწმენდდა ცრემლებს და როგორი დამსხვრეული ნაბიჯებით მიიწევდა გასასვლელისკენ. მერე ის სინათლეც ჩაქრა მან რომ შემოიტანა საათების წინ და ყველაფერი ისევ ჩაიმალა, ისევ განაცისფრდა.
ადამიანებო,
ვინ ვართ ? დაგისვამთ კი საკუთარი თავისათვის კითხვა ? ამ ბოლო დროს ხშირად ვიყურები სარკეში, საკუთარ სახესა და ხელებს ვათვალიერებ და ვერ ვიჯერებ რომ ეს ადამიანი, ეს გაცრეცილი ადამიანი რომელიც სარკიდან შემომყურებს მე ვარ. ხანდახან ველაპარაკები ხოლმე მას, დავცინი, მერე მეცოდება. საკუთარი თავი მეცოდება და ვხვდები რამდენად გადავაბიჯე საკუთარ თავს, რამდენად დავდაბლდი, რამდენად უნიათო გავხდი.
ვენებზე ნანემსარი მეტყობა, ერთი კი არა არამედ ბევრი, უამრავი, დათვლაც რომ აღარ შემიძლია იმდენი. იცით ვის ვხედავ ? ბებერ კაცს, არადა ჯერ მხოლოდ 27 წლისა ვარ. ამ დროს ხომ სიცოცხლით სავსე უნდა იყოს ადამიანი. ამ დროს ხომ რაღაც მიზანი უნდა მქონდეს, რაღაცისკენ ხომ უნდა მივილტვოდე. და მე რას ვაკეთებ ღმერთო, რას ?
ქუჩაში გასვლისას ბავშვებს ჩემი ეშინიათ იცი ? იმ ბავშვებს ადრე რომ ღიმილით ჩამივლიდნენ და მომესალმებოდნენ, იმ ბავშვებს ჩემთან ერთადაც რომ უთამაშიათ კალათბურთი. ახლა მერიდებიან, გვერდს მივლიან, თადახრილი მიუყვებიან ქუჩას და ერთხელაც კი არ გამოიხედებიან ჩემკენ.
ვის რა უნდა დავაბრალო ადამიანო ? ვის მოვთხოვო ჩემს გვერდით გაიარე მეთქი, ვის მოვთხოვო ვის ? ვინ დამიდგება გვერდით ? არც არავინ, ვერავის ვერაფერს მოთხოვ, ვერავის!
ახლა დეკემბრის ცამეტია, ყოველთვის მეზიზღებოდა ეს დაწყევლილი ციფრი, ახლა უფრო მეტად მეზიზღება. ალბათ მეტყვი რა ციფრის ბრალია შენ რომ ნარკომანი ხარო. მართალიცა ხარ მეგობარო, მისი რა ბრალია მაგრამ ჩემნაირმა უნიათოებმაც ხომ უნდა გადააბრალონ საკუთარი ამაზრზენობა ვინმეს. ხოდა რაღა სულიერს შევტენო ჩემი სიმხეცე.
გარეთ ცივა, ძალიან ცივა. ფაქტიურად ყველაფერი იყინება, ჩემს გვერდით მიგორებულ მამაკაცს კი ღიმილისგან დაფშენია პირი და დადორბლილი გაჰყურებს ეზოში მოგუნდავე ბავშვებს. გიკვირთ ალბათ თოვლი, ხომ ვთქვი მაგრად ცივა მეთქი, საშინელი ზამთარი მოგვადგა კარს და ვიყინებით კიდეც.
ბავშვობაში ყველაფერი იმაზე მეტად მარტივია ვიდრე ახლა, ეს ბავშვები ჩემს წინ რომ გუნდაობენ ყოველი ზამთრის მოსვლისას ელოდებიან ახალ წელს, შოკოლადებს. იმ შოკოლადებს მშობლები რომ გვიმალავენ კარადებში, ახალ წლამდე რომ არ შევუსანსლოთ. მოკლედ რომ ვთქვა ყველაზე ბედნიერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ხომ ვიზრდებით, ასაკი გვემატება და ყველაფერი რაც პატარაობაში მოხდა წინ ვეღარ დაგვხვდება, წარსულს ჩაბარდება“.
-ბერდო.- წერას ჩემს გვერდით მჯდარი მამაკაცი მაწყვეტინებს, მისკენ ვიხედები და წამით ვაბრუნებ კალამს ფურცელზე. მამუკა მაღალი და ახოვანი ბიჭია, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, ხანდახან მართლაც ვერ ვხვდები საიდან აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები ისეთ ნაგავში ჩვენ რომ ვართ ახლა.- ბერდო.- მიმეორებს მამუკა. თვალებში ვუყურებ ბიჭს, ისიც თხოვნით მიმითითებს ჭიქაზე და მაგიდაზე მდგარ წყლის ბოთლზე. წყლის ბოთლს ვწვდები, თავსახურს ვხსნი და ჭიქაში ვასხავ, საშინლად მომწონს იმის ყურება თუ როგორ მიედინება სრულიად სუფთა, წკრიალა წყლის წვეთები ჭიქისაკენ.- ეყოს ბიჭო.- სიცილით იყურება მამუკა და წყლით სავსე ჭიქა მიაქვს ტუჩებთან.
„ძალიან მენანება მამუკა, მაგარი ბიჭია, ალბათ ყველაზე კეთილი ვინც კი აქ მინახავს. მიკვირს როგორ აღმოჩნდა მისნაირი აქ, თან ვბრაზდები სულ რომ არავინ აკითხავს, ნუთუ მართლა ასე ადვილად ივიწყებენ მშობლები შვილებს და ძმები ძმებს ? ალბათ ივიწყებენ...“
წერას შუა გზაში ვწყვეტ, ფურცლები დამიმთავრდა, კალამი კი უაზროდ ტრიალდება თითებს შორის. კიდევ მინდა წერა, მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვწერო რომ მოახლოვებული წუთები როგორმე შევაჩერო.
თითები მიკანკალებს, ის ნაცნობი ფილტვებთან მომსკდარი საზიზღარი გრძნობა მიჩნდება ნელ-ნელა რომ მოიწევს ყელისაკენ. საკუთარი თავი მეცოდება იმდენად ძლიერ მინდა ფეხზე წამოხტომა და აქედან გაქცევა, აქაურობის სურნელით აყროლებული ვგრძნობ როგორ მერევა გული და ტირილი მიტყდება. იმდენად დამისუსტდა ძვლები ფეხზე წამოდგომასაც კი ვეღარ ვახერხებ, არ მინდა საკუთარ ნარწყევში მოვკვდე, ყველასგან და ყველაფრისგან შორს. ჩემებთან მინდა, ჩემს ოჯახში მინდა.
დედის კალთაში მინდა მოვაკალათო თავი და მაშინვე ვიგრძნო თუ როგორ მეფერება თმებზე თითებით. ღმერთო მინდა, გემუდარები, მართლა ძალიან მინდა.
-ბერდო, ბიჭო.- მამუკა მოხოხავს ჩემკენ, ძლიერად მწვდება საყელოზე და კალთაში იდებს ჩემს თავს.- თვალებში შემომხედე ეე.- ღრიალებს ის და ვხედავ როგორ ტირის ისიც. მემგონი ვკვდები და იმიტომ დამტირიან.
არ მინდა ასეთი ამაზრზენი, მორალს გადაცილებული მოვკვდე.
არ მინდა!
არ მინდა!
არა, არ მინდა!!!
სიცოცხლეს ზღვარი ადევს, ადამიანები კი ყოველთვის თავისუფლად ვეთამაშებით მას. გვგონია ყოვლის შემძლეები ვართ და ყველაფერი ჩვენს გარშემო ტრიალებს, იმას კი ვერ ვხვდებით როგორ ვუახლოვდებით ზღვარს, როგორ ვეშვებით ჩვენივე ცოდვებისგან დაგროვებულ წუმპეში და როგორ ვითხვრებით მისით. მერე წამოდგომა და სუფთა გზის პოვნა უკვე ძნელია, ჭირს.
მიწაზე გართხმულს მამუკას ღრიალი რომ ჩამესმოდა მაშინ მივხვდი რომ ცხოვრება ჯერ კიდევ მინდოდა. ძალიან, ძალიან მინდოდა. საკუთარი თვალებით ვხედავდი სიკვდილისა და სიცოცხლის გარდამავალ წუთებს და მინდოდა რაც შეიძლება ძლიერად ჩავჭიდებოდი სიცოცხლის უკანასკნელ წამს, რაც შეიძლება ძლიერად მივხუტებოდი და არსად გამეშვა. შენობის დანგრეულ, თითქმის გაუბედურებულ ჭერსა და კედლებს შევცქეროდი, მათაც რომ ნელ-ნელა შეჰპარვოდათ სიშავე.
ჩემს გარშემო სულ ყველაფერი გაჩერებულიყო, აღარც მამუკას ღრიალი ჩამესმოდა ყურებში, აღარც ქუჩიდან ისმოდა მანქანების ხმა და აღარც ბავშვები ისვრიდნენ თოვლის გუნდებს. თვალთახედვა ერთადერთ კადრზე შეჩერებულიყო იმაზე თუ როგორ დამცქეროდნენ ადამიანები თავზე, ერთ-ერთს მობილური ტელეფონი მიჰყინვოდა ყურთან, სახე შესჭმუხვნოდა და ტუჩებთან დასტყობოდა ნერვიულობის კვალი. მის გარდა კიდევ ერთი დასჩერებოდა პირდაპირ ჩემს თვალებს. მოხუცი ქალი იყო, ალბათ ოთხმოცი წლისა მაინც იქნებოდა, ცრემლიანი ჰქონდა თვალები, თითქოს ვიღაცას ვახსენებდი, უკვე დაკარგულს, წლების შეჭმულს.
წლების შემდეგ მე თუ გავახსენდები ვინმეს ? ხანდახან მგონია რომ სულ, სულ არავის და მაშინვე შემომიტევს ხოლმე მარტოობის განცდა. ისედაც მარტოა ადამიანი თავის გასავლელ გზაზე მაგრამ გვერდით რომ ვიღაც ამოგიდგება და თუნდაც ერთხელ გაგიღიმებს ამასაც ხომ აქვს აზრი არა ? აქვს, აქვს როგორ არა და ღმერთმა იცის რამდენს გავცემდი ერთი ღიმილის სანაცვლოდ ახლა.
ადამიანების სახეები გაიცრიცნენ ჩემი თვალთახედვიდან, მხოლოდ მამუკა მიზის თავთან და ცრემლიანი თვალებით დამცქერის თავზე, რაღაცას მებუტბუტება, ტუჩები პატარა ბავშვივით უკანკალებს და ვგრძნობ ხელებიც როგორ უკრთის. სხეული მიქანდება და მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ როგორ ცვლის ორი მწვანე კურტკაში გამოწყობილი მამაკაცი მამუკას.
ვგრძნობ როგორ იწევა ჩემი სხეული მაღლა და როგორ მიმაქანებენ ისინი სადღაც. ჩახუთულ სივრცეში ვყოფ თავს, სხეულზე ჩამოსულ თითოეულ ოფლის წვეთს ვგრძნობ და მრცხვენია ამ ადამიანების წინ ასეთი ბინძური რომ ვწევარ. ერთ-ერთი ვენასთან ახლოს იხრება და მეც სხეულ მოდუნებული ძლივს ძლივობით ვგრძნობ პატარა პრწკენას. სხეული მიბრუჟდება, თვალთახედვა უფრო მეტად მებინდება. მამუკას სახეც იცრიცება შეშინებული რომ დამცქერის თავზე და რომელიღაც მწვანე კურტკიანს მოკანკალე ხელებით უხსნის რაღაცას.
ყველაფერს ბუნდოვნად დაჰკრავს შიშის ელფერი, სხეულ მოდუნებული და დაღლილი ვწევარ საკაცეზე, მხოლოდ ერთადერთ წვასღა ვგრძნობ ფილტვებსა და ყელს შორის. ყელთან მომჯდარი ხინჯი ძლიერად მაწვება და მეშინია სასწრაფოს მანქანაში სრულიად უცხო ადამიანების თვალწინ არ ამერიოს გული, უფრო მეტად ვიბუზები საკუთარ ნაჭუჭში.
-ბერდო, ბიჭო.- ძალიან ჩუმი ხმით მეჩურჩულება მამუკა ყურთან, მისკენ ვაბრუნებ თავს და ცრემლიან, შეშინებულ თვალებში ვუყურებ აკანკალებულ ბიჭს.- ხომ კარგად იქნები ჰა ? მე მჯერა რომ კარგად იქნები.- ბავშვივით მებუტბუტება ამხელა კაცი და ახლა ყველაზე მეტად ის მინდა რომ წამოვდგე და ამ ბრგე თუმცა პატარა ბავშვივით შეშინებულ კაცს მოვეხვიო.- ბიჭო ჩემი გესმის ?.- ხელით ფრთხილად მეხება მხარზე. დასიებულ ენას ვერაფრით ვატრიალებ, მხოლოდ თვალების დახამხამებას ვახერხებ და მამუკაც მოცელილივით ეცემა სკამზე.
მწვანე კურტკიანი კაცები მიახლოვდებიან, ვგრძნობ როგორ წყვეტს მანქანა მოძრაობას და როგორ ვჩერდებით სადღაც, ალბათ საავადმყოფოსთან. ორივენი ძლიერად სწვდებიან საკაცეს და ჰაერში მწევენ. დღის სინათლე თვალს მჭრის, ბუნდოვნად ვამჩნევ თეთრ ხალათიან ექიმს და ლურჯ ტანისამოსში გამოწყობილ გოგონას.
საავადმყოფოს დერეფანში ვყოფ თავს, ყველაფერი, თითოეული კუნჭული წამლის სუნით საზრდოობს. არცერთი პალატიდან არ მოისმის ხმა ან კიდევ მე აღარ მესმის არაფერი. საკუთარი გულის ცემა მიბრაგუნებს მხოლოდ და მეც იმის იმედით რომ ჯერ ცოცხალი ვარ გულისყურით ვუსმენ მას.
მერე სადღაც სრულიად უფერულ ოთახში შევყავარ ექთანს, ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი თეთრია. მხოლოდ ხელსაწყოებს დაჰკრავთ ნაცრისფერი, ექიმი არაფრის მთქმელი სახით დამცქერის თავზე და მხოლოდ ტუჩების შერხევით ვხვდები რაღაცას რომ ამბობს. ბოლოს ისევ წამიერ პრწკენას ვგრძნობ და ამჯერად ვითიშები, სულ სულ ვითიშები. თუმცა გარდამავალ წამს ერთადერთი რამის გაფიქრებას ვახერხებ - ძილის საუფლოში გადასული ადამიანი გრძნობს რამეს ? მგონია რომ სულ ვერაფერს.
*-*-*-*-*-*
წამლების სუნით გაჟღენთილ პალატაში მეღვიძება. პალატაში სრულიად მარტო ვარ, ყველაფერი თეთრი ან ღია ცისფერშია მოწყობილი. საკუთარ სხეულს ვაყოლებ თვალს, პაციენტის ტანისამოსს ჩაუნაცვლებია ჩემი ბინძური, ალკოჰოლისაგან აყროლებული შავი ზედა და ჯინსის შარვალი. პალატის კარებს მიღმა სიჩუმეა, მხოლოდ საათის ისრების გადაადგილების ხმა ისმის. საოცარი სისუფთავეა ოთახში, თითებს შორის მოქცეული ახალი თეთრეული მალამოდ მედება გულზე და ფილტვებთან მომსკდარი ტკივილის მიუხედავად მაინც მეპობა ღიმილისაგან ბაგეები.
საათი დილის ექვსს უჩვენებს, წყურვილისაგან ჩამწვარ ყელს თითებით ვისრესს და საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ. არ გამომდის, საკუთარ ხელზე, ვენასთან მიერთებულ წვეთოვანს დავცქერი და მეცინება. ისევ ვენით დამაბეს სადღაც. ცხოვრება ზედმეტად ირონიულია ჩემნაირი ადამიანისათვის. არც მიკვირს.
კარების სახელურს ვიღაც ეჭიდება, ოთახში მაღალი, შავგვრემანი გოგონა შემოდის. გაკვირვებით დასცქერის საათს და ისევ ჩემკენ აპარებს მზერას.
-დილამშვიდობისა.- ღიმილით მესალმება ის და ოთახში მდგარ პატარა ტუმბოს უახლოვდება. ვერაფრით ვაშორებ მზერას, მის კოსად შეკრულ თმას დავცქერი, არცერთი თმის ღერი რომ არ აქვს კანთან. იდეალურად შეკრულ კოსაში ნათლად ვამჩნევ გრძელ ლამაზ კისერსა და ყურის ბიბილოზე პატარა ხალს.
-დიდი ხანი ვიყავი უგონოდ ?.- ძლივს ძლივობით ვატრიალებ ენას და გოგონას ხელში მოქცეულ ამპულას შევცქერი.
-თითქმის ოცდაოთხი საათი მეგობარო.- მიცინის ის და ამპულას ტუმბოზე აბრუნებს.
-ჩემთან ვინმე არის ?
-დიახ.- თავს მიქნევს ის და კარებისაკენ მიიწევს.- ჯერ ნახვის საათები არ არის, სამწუხაროდ ვერცერთს შემოვუშვებ. შენ დაისვენე, შეეცადე გამოიძინო ისევ.- თავს გაბრუებული ვუქნევ და საწოლში წამომჯდარი ისევ უკან ვბრუნდები.
პალატაში მყოფი უსაქმურობისაგან მთლიანად ვათვალიერებ ოთახს, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, ერთადერთი ვინც კონტრასტით ედება აქაურობას ეს მე ვარ. ჩემს სხეულზე ჩამოცმული ცისფერი საავადმყოფოს ტანისამოსის გარდა აქაურობასთან არაფერი მაკავშირებს. სხეული ისევ ჭუჭყითა მაქვს მოთხვრილი, ფრჩხილებს შორის კიდევ უსიამოვნოდ გამჩხერია მიწის ნარჩენები. შუბლი ოფლითა მაქვს დაცვარული, მუცელში უსიამოვნოდ მივლის რაღაც და მეც მთელი ძალით ვაწვები საწოლის საზურგეს ბეჭებით.
-ბერდო, ბიჭო.- მეძახის მამუკა სულ ოდნავ შემოღებული კარებიდან. მისკენ ვაბრუნებ თავს და ღიმილით გავცქერი ბიჭს.- შეიძლება შემოვიდე ?
-შემო ბიჭო, რას კითხულობ.- მეცინება მასზე და საწოლში წამოჯდომას ვცდილობ.
-ჭუჭყიანი რომ ვარ.- ტანისამოსისკენ მიმანიშნებს და უხერხულად იშმუშნება ადგილზე.
-არაუშავს მეც ჭუჭყიანი ვარ.- გაოფლილ სხეულზე უსიამოვნოდ ვისმევ თითებს და მამუკას ვანიშნებ შემოვიდეს.
-ძაან შემაშინე ე.- მძიმედ ქნეშის ბიჭი და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ჯდება.- ასეთ მდგომარეობაში პირველად გნახე.
-ალბათ დრო მოვიდა.- ვიცინი ისევ, მამუკა გაკვირვებული შემომცქერის.
-რისი დრო ?.- მუხლებს ეყრდნობა იდაყვებით და დაკვირვებით მავლებს სახეზე თვალს.
-იმის.- ხელით ზეცისაკენ ვანიშნებ და ვუღიმი.
-რეებს ამბობ ე.- ფეხზე ვარდება უცებ და მხრებში მავლებს ხელებს.- არ მოკვდები შენ!
-მამუკ, ნარკომანი როცა ხდები წინასწარ გამოწერილი გაქვს ადრიანი სიკვდილი.
-ბიჭო, ბერდო. არ წახვიდე რა. თუ გინდა სულ აღარ გავიკეთებ, სულ, სულ აღარ.
-იმკურნალებ მამუკ ?
-ჰო, ბიჭო. ერთად ვიმკურნალებთ. შენც კარგად იქნები და მეც. არ წახვიდე ძმურში რა.
-მოველაპარაკო იმას ?.- მეცინება მამუკას გულუბრყვილობაზე.
-ჰო, ტო.- მიქნევს თავს და ფრთხილად მაშორებს მხრებიდან ხელებს.- მეღადავები არა ?
-მამუკ.
-ძმურში ბერდო რა, აი ძმურში გემუდარები.
ვეღარაფერი ვუთხარი მამუკას, სულ ვერაფერი. სიცოცხლე ყველაზე მეტად მსურდა ახლა, ბრძნოლის უნარიანობა კი ნულამდე მქონდა დასული, სულ ყველაფერი მტკიოდა. ვენებთან დარჩენილი ნანემსრები მეზარებოდა იმდენად საზიზღარი შესახედაობისა იყვნენ. მერე მამუკას გავხედე, ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი ამ ქვეყნიერებისკენ რომ მობრუნებულიყო. პატარა იყო სიკვდილისთვის, ძალიან პატარა. ჩემი თავისთვის თუ არა მისთვის მაინც უნდა მებრძოლა და ერთხელ მაინც უნდა გავმხდარიყავი ვიღაცისათვის მისაბაძი მაგალითი.
-მამუკ ბიჭო.
-ჰო.
-ვიმკურნალოთ.- ვუღიმი ბიჭს.
-ანუ მოელაპარაკები იმას ? იქ ?.- ბედნიერი სახითა და შეწითლებული ლოყებით მიყურებს ბიჭი.
-ჰო ჩავაწყო იქნებ.- მეცინება მე.

*-*-*-*-*-*
ნარკოლოგიური ცენტრის მისაღებში მამუკასთან ერთად ვზივარ, ბიჭი ნერვიულად ისრესს თითებს და რაღაცას მებურტყუნება. ორივეს ისევ იგივე დასვრილი ტანისამოსი გვმოსავს და ისევ კონტრასტით ვერწყმებით თეთრ კედლებს. ჩემსა და მამუკას გარდა კიდევ ერთი ბიჭი ჩამომჯდარა მოპირდაპირე მხარეს მდგარ სკამზე, მასაც ჩვენსავით ჩასწითლებია თვალის უპეები და ისიც ნერვიული ტოკვით აყოლებს თითოეულ გამვლელს თვალს.
თავს საექსპერიმენტოდ გამწესებულ თაგვად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ჩემს წინ მყოფი ექიმები გამადიდებელი შუშით მათვალიერებენ და ჩემს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს სწავლობენ. ასეც არის, მე და მამუკა უკან მივყვებით მათ და გარშემომყოფებს ვათვალიერებთ, აქაურობა ზედმეტად სუფთა და გამყინავად ცივია, ოთახის კედლებზე არცერთი ბზარი არ იწონებს თავს და მეც ვერაფრით ვაიგივებ ჩემთვის ნაცნობ კედლებს აქაურობას. ალბათ ეს კარგიც უნდა იყოს, არაფრის დიდებით არ უნდა ვცდილობდე ამას.
პალატებს შორის დაშორება არც ისე დიდია, ხმაც ჩვეულებრივ ისმის და რამის დამალვა ან ჩუმად თქმა რომ გინდოდეს არ გამოგივა. აქ ყველას ყველაფერი ესმის და ყველა ყველაფერს ხედავს. ჩემი ოჯახის წევრები ჩემს სანახავად არ მოსულან, როგორც საავადმყოფოს ექთნისგან გავიგე მათთვის ჩემი მდგომარეობა შეუტყობინებიათ თუმცა მოსაცდელში არცერთი არ დამხვედრია. არ მწყინს, მხოლოდ იმის მეშინია მარტოობაში არ ამომხდეს სული. ერთადერთი ვინც საავადმყოფოს კედლებში ჩემს გვერდით იყო მამუკაა, ახლაც ჩემს გვერდით ზის და ჩვენს წინ მდგარ ექიმს დამკვირვებლური მზერით ათვალიერებს. ეს პატარა ჭინკა ვერაფერს გამომაპარებს, ვამჩნევ როგორ მოსწონს ექიმი და ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის მეცინება.
კარგია ვიღაც რომ მოგწონს და ერთგვარი ზღუდე გყავს რომელიც თავისაკენ გექაჩება, წუმპეში თუ ჩავარდი და გვარიანად ამოითხვარე, იქიდან ამოსვლა ძვირად დაგიჯდება. აი ისე, როგორც მე.
ერთ-ერთ ექიმს ვუთხარი წერა მიყვარს და თუ შეგიძლიათ ფურცლები რომ მომცეთ მეთქი, გულღიათ გამიღიმა და პალატაში, კედელთან მდგარი ტუმბოს უჯრიდან პატარა ოთხკუთხედი ბლოკნოტი მომაწოდა. რამდენიც გინდა წერეო დამიბარა და ოთახიდან გავიდა.
მამუკა სხვა პალატაში დააწვინეს, მე სხვაში.
ვიცოდი ადვილი არაფერი იქნებოდა, ისიც ვიცოდი ერთხელაც ნარკოტიკის სურვილისგან ციებიანივით რომ დამეწყებოდა კანკალი და ასეც მოხდა.
ნარკოლოგიურ ცენტრში საერთო საშხაპე გვქონდა ყველას, ღამით სულ ოფლიანს რომ გამომეღვიძა და ფილტვებთან ნაცნობი სიმწარე ვიგრძენი მივხვდი რაც მემართებოდა. დერეფანში ბუნდოვნად ბჟუტავდა ნათურა ან მე მეჩვენებოდა ასე, სწრაფი ნაბიჯებით მივიწევდი საშხაპისკენ და თან მთელი ძალით ვცდილობდი საკუთარი კბილები ერთმანეთზე დამეჭირა. მისაღებში მჯდარი ქალის ხმა წამომეწია, ნერვიული მოძრაობებით მიახლოვდებოდა და ცდილობდა ჩემთვის ხელი მოეკიდა. მე კი შეშლილივით ვღრიალებდი ბოლო ხმაზე რომ მომშორებოდა, წამლის სურვილი იმდენად მქონდა გამჯდარი რომ საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებდი. არ მინდოდა უდანაშაულო ადამიანისთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა, ბოლოს ვემუდარებოდი წადი მეთქი. საშხაპეს ძლივს მივაღწიე, სანამ შიგნით შევიდოდი, დერეფანში გამოლაგებულ პაციენტებს მოვავლე თვალი, თითოეულისთვის ნაცნობი სიტუაცია იყო ის რასაც ხედავდნენ და მე ვიცოდი მათაც რომ განეცადათ ეს ადრე.
ცივი წყლის ქვეშ დავდექი, ციებიანივით მაკანკალებდა და ვერაფრით ვჩერდებოდი, ერთმანეთზე მძიმედ დაჭერილი კბილები მტკიოდა და ისეთ გრძნობას მიჩენდა თითქოს სადაც იყო ჩამომემსხვრეოდა. საშხაპის კარებზე ვიღაც აბრახუნებდა, კარების სახელურს აწვალებდა და შიგნით შემოღწევას ცდილობდა. მე უკვე ძლივსღა ვაზროვნებდი, აღარაფერი მესმოდა. თვალთახედვა დამებინდა, ყურთასმენა დამეხშო და ფეხებშიც მთლიანად გამომელია ძალა, ერთიანად ჩავიკეცე იატაკზე და უბრალოდ საკუთარ მუხლებს შემოვეხვიე. ყელთან მოდებული ხინჯი ისევ ისე მირევდა გულს, უბრალოდ ახლა აღარ მანაღვლებდა ვინმე დამინახავდა თუ არა.
პატარა ბიჭივით ვტიროდი და საკუთარი ცრემლებისაც აღარ მრცხვენოდა, უბრალოდ მინდოდა მთლიანად დავცლილიყავი, საკუთარი სუსტი მე ერთხელ და სამუდამოდ დამემარცხებინა და თუ ამისთვის საჭირო იყო რომ მთელი დღე მეტირა ამისთვისაც მზად ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს უფრო ძლიერად დავდგომოდი ჩემს წინ მყოფ პრობლემას.
დღეს დეკემბრის ჩვიდმეტია, დილის ოთხი საათი და საშხაპეში ძალიან ცივა.

*-*-*-*-*-*-*

ნარკოტიკი მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მხარეს არ ვნებს, ყველაზე მნიშვნელოვანს აზიანებს - ფსიქიკას.
გუშინდელი დღე არ მახსოვს როგორ დასრულდა, მხოლოდ ის ვიცი რომ საშხაპეში, მთლიანად გალუმპულს იატაკზე ჩამეძინა. ახლა პალატაში ვწევარ, სიცხისაგან ვიწვი და თავთან ერთად სხეულიც საშინლად მტკივა. ყბები ისევ მძიმედ მაქვს ერთმანეთთან მიჭერილი, თვალიც კედლის ერთ მხარეს გამიშტერდა. სხეულის მკრთალი მოძრაობით ვგრძნობ რომ ოთახში ჩემს გარდა კიდევ არის ვიღაც, არ მელაპარაკება, არ მეხება თუმცა ზედმეტად ხმაურიანად გადაადგილდება. მის მაჯაზე მყოფი საათის წიკ-წიკი მესმის და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ნივთი ასე ჰგავდეს პატრონს. თეთრ ხალათიანისკენ ვიხედები, ისიც მისწორებს მზერას და ჩემს წინ მდგარ სავარძელში ჯდება.
-რეზო ახობაძე, შენი ფსიქოლოგი ვიქნები დღეიდან.- ხელს მიწვდის რეზო და მკრთალად მიღიმის.
-ბერდო ხიდაშელი.- მშვიდი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ და საზურგეს ძლიერად ვეყრდნობი ბეჭებით.
-რამდენი წლისა ხართ ?
-ოცდაშვიდის.
-დიდი ხანია რაც იკეთებთ ?.- მაშინვე საქმეზე გადადის ახობაძე.
-არც ისე, ორი წელი იქნება სადღაც.
-იცით რამდენად დიდ საფრთხეს უქმნი საკუთარ თავს მეგობარო ?
-ვიცი.- სიმწრისაგან მეცინება.- რამდენად ირონიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მამაჩემიც ფსიქოლოგია.
-და მაინც ასეთ დღეში ჩაიგდე საკუთარი თავი ბიჭო ?.- გაკვირვებული სახით შემომცქერის რეზო.
-სამწუხაროდ ბატონო რეზო.- თავს ვუქნევ მე და გადაღლილი ვადებ ბალიშს თავს.
-დღეს არ მინდა დაიტვირთო, ალბათ მიხვდები რატომაც.- გუშინდელზე მიმანიშნებს ახობაძე, მეც თავის ქნევით ვპასუხობ და თვალებს ვხუჭავ.- ხვალამდე, თავს გაუფრთხილდი.
ბატონი რეზო ისევ ხმაურიანი ნაბიჯებით ტოვებს პალატას, ოთახში საოცრად გამყინავი სიჩუმე ისადგურებს. პალატის თეთრი კედლები მაღიზიანებს, ფანჯრიდან მომავალი მზის სხივებიც კი ვერ ათბობს ოთახს, ნარკოლოგიურ ცენტრში მკვდარი საათია, არცერთი პაციენტის ხმა არ მესმის პალატიდან, არც დერეფანში ისმის რომელიმე ექთნის გოგოლაჭებიანი „აფთიაქის“ ხმა.
აქ ყველაფერი ერთი ფერისაა - თეთრი.
ფსიქოლოგი: რეზო ახობაძე
პაციენტი: ბერდო ხიდაშელი
სეანსი- ნომერი 17
-ყველაზე მთავარი, სულ თავიდან დავიწყოთ ბერდო. დასაწყისში დავბრუნდეთ. დღე როდესაც პირველად გაიკეთე ნარკოტიკი.
-2015 წლის 13 დეკემბერი. სამსახურიდან ვბრუნდებოდი, მეორე დღეს ჩემი საცოლეს ანას დაბადების დღე იყო და გადავწყვიტე მასთან ავსულიყავი. მაღაზიაში შევედი, ტორტი ვიყიდე, სანთლები და ბუშტები. ალბათ ჩვეულებრივი ბანალური სიტუაცია იყო, აჟიტირებული ვიყავი მინდოდა მეორე დღესვე, მის დაბადების დღეზე მოგვეწერა ხელი, შეყვარებული ადამიანისთვის ხომ ყველაზე დიდი საშინელება ლოდინია. ოქროს ბეჭდებიც კი ორი თვისწინ მქონდა ნაყიდი. მისი სახლის წინ ვიდექი, ალბათ ყველაზე გრძელი ხუთი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე გრძელი და მტკივნეული. ანა ხალათით გამოვიდა გარეთ, აწითლებული, ნერვიული სახით მიყურებდა და წარა მარა ისწორებდა ყელთან თმას. რატომღაც ძალიან შემეშინდა, არ ვიცი მაშინ რა ჯანდაბა ვიგრძენი ან რამ გადამადგმევინა მისი სახლისაკენ ნაბიჯები. კარები უნებართვოდ შევაღე და სახლში შევაჭერი. ანა უკან მომდევდა, ჩუმად იყო, ერთადერთი რაც მესმოდა მისი აღელვებული სუნთქვის ხმა იყო. მერე ისიც ჩაჩუმდა და ჩემი გულის ცემაც. სამზარეულოში, ჩემი ანას სამზარეულოში უცხო მამაკაცი იდგა, ნახევრად შიშველი. ზურგით იდგა და ანას ესაუბრებოდა, ყველაზე მეტად ის მეტკინა რომ ერთ დღეში ორი ადამიანი დავკარგე. ჩემმა ორმა საყვარელმა ადამიანმა მიღალატა. ჩემს წინ ლევან დანგაძე იდგა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. რომ მოტრიალდა მის თვალებში წამიერი სინანულიც კი ვერ დავინახე, მხოლოდ იმაზე აღელდა რომ ეს ყველაფერი გავიგე სხვა არაფერი.
-მათ გამო...
-ჰო მათ გამო.- თავს ვუქნევ ბატონ რეზოს და მკრთალად ვუღიმი ანერვიულებულს.
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ ნარკოტიკის მიღება შენი გადაწყვეტილება იყო და არა მათი.
-ვიცი. საკუთარ თავს არ ვამართლებ ბატონო რეზო.
-ყველაფერი კარგად იქნება ბიჭო.- ჩემკენ იხრება ახობაძე და მხარზე მადებს ხელს.- ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ იყოს! პირველ რიგში კი შენ უნდა გინდოდეს ეს.
-მინდა, ძალიან, მინდა.
-ადვილი არ იქნება, არც მალე დამთავრდება. მკურნალობა მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგიწევს.
-ვიცი და მზად ვარ.
-მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგაც მოგიწევს ყოველწლიურად მოსვლა, ფაქტიურად თითქმის მთელი ცხოვრება დაკვირვების ქვეშ უნდა იყო რომ ისევ არ მიუბრუნდე წამალს.
ამ სიტყვებით დაასრულა სეანსი ბატონმა რეზომ, მისი კაბინეტიდან გამოვედი და პალატისაკენ წავედი. წესით საუზმის დრო იყო თუმცა ჭამის თავი არ მქონდა, მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებთან მინდოდა ყოფნა. რაღაცაზე მინდოდა მესაუბრა, ის საუბარი ბატონ რეზოსთან არ მყოფნიდა, მინდოდა მთლიანად გავთავისუფლებულიყავი ანასგან და ლევანისგან.
ჩემს ოთახში დავბრუნდი, ჰო ოთახში. არ მსიამოვნებდა პალატას რომ ვეძახოდი, მინდოდა რაღაც ჩემიც მქონოდა აქ და თუ საჭირო იყო რომ მისთვის სახელი დამერქმია დავარქვამდი კიდეც. მამუკა ერთ კვირაზე მეტია არ მინახავს, ბოლო შეხვედრისას სულ მთლად გაცრეცილი დამხვდა, უკეთესობისკენ არაფერი ჰქონდა შეცვლილი. სიცოცხლით სავსე თვალები არც ადრე ჰქონია თუმცა ასეთი მაინც არასოდეს მინახავს. უფრო მეტად გამხდარი და ძალა გამოცლილი იყო, ძლივს ძლივობით მიათრევდა ფეხებსა და სხეულს. საჭმელსაც იშვიათად ჭამდა, ექთნისაგან გავიგე რამდენჯერმე გულიც წასვლია. მედარდება მამუკა, ამ ქვეყნად მის გარდა აღარავინ დამრჩა.
ჩანაწერებს ისევ ვაწარმოებ, თითქმის მეხუთე ბლოკნოტს ვასრულებ. ჩანაწერები რომ არა ალბათ კარგა ხნის წინ გავგიჟდებოდი მეც. ძველი ჩანაწერებიც ვიპოვნე, მაშინდელი კაიფში მყოფი რომ ვწერდი. განსხვავებული იყო, ისეთი შავი ფერით მოცული რომ ის „მე“ საშინლად შემეზიზღა. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა ვყოფილიყავი მე ასეთი. ვერც ახლა ვხვდები.
დღევანდელი სიტუაცია ცოტათი მამშვიდებს, სულ, სულ ცოტათი თუმცა შეღავათი მაინც არის. აქ ერთი გოგოა ლილია ჰქვია, ძალიან ლამაზია. ჯერ ასეთი არსად მინახავს. თეთრი, ფითქინა კანი აქვს, საოცარი სისუფთავის შეგრძნებას მიტოვებს, ცოტათი გვირილასაც ჰგავს. ქერა თმები და ცისფერი თვალები აქვს. ხანდახან გვერდით ჩამომიჯდება და ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, მითხრა რომ მოსწონს და არასდროს ბეზრდება მათი კითხვა.
მე კიდევ ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები რა უნდა იყოს მოსაწონი იმაში რასაც მე ვწერ. დავიჯერო საინტერესოა ნარკომანი ადამიანის თვალით დანახული სამყარო. ხანდახან მე არ მესმის იმ ცხოვრების რომელსაც მე ვუყურებ და აღვიქვამ, ლილიას საერთოდ არ უნდა მოსწონდეს ის.

ეპილოგი

გამიგია ყველა ადამიანს, სახლსა თუ ნივთს თავისი სპეციფიური სურნელი აქვსო. პირველად სახლში შესულს ჟოლოს საოცრად მოტკბო და ამავდროულად მომჟავო სურნელი დამხვდა, დედა ყოველდილით გვიმზადებდა საუზმეს და ისე გვიშვებდა სახლიდან თითოეულს. ჩემს ძმას სანდროს ბავშვობიდან მოჰყვებოდა თხილისა და მოცვის შერეული სურნელი, სოფელში მყოფნი ორივენი დავეძგერებოდით ხოლმე და იქამდე არ ვეშვებოდით სანამ ხის ტოტებს ცარიელს არ დავიგულებდით. მამას სიგარეტისა და გაზეთის სურნელი დაჰყვებოდა თან, ბოლოს როცა ვნახე თეთრი ულვაშები სიგარეტისაგან გაჰყვითლებოდა, თითები დანაოჭებოდა და მისი თვალებიც ნაღვლიანად გაჰყურებდა გზას.
სახლიდან წამოსვლის შემდეგ, გარშემომყოფი სურნელი და ფერები შეიცვალა, თეთრი, მოკრემისფერო, შავმა და მიუსავალმა ნაცრისფერმა შემიცვალა. ჟოლოს მოტკბო სურნელის ნაცვლად, ამყრალებული ნაგვის და შმორის სურნელი მოდიოდა კედლებიდან. ჩემს გვერდით მდგარი ადამიანები თხილისა და მოცვის სურნელის ნაცვლად, ალკოჰოლისა და სიგარეტის სურნელს ატარებდნენ თან.
შემდეგ მეც შევიცვალე, მორალს გადაცილებული, გასაცოდავებული ადამიანი გავხდი. საკუთარი თავის თვითგვემა სიამოვნებას მანიჭებდა, მომწონდა როცა ვენებს შორის ამღვრეულ სისხლსა და ამწვარ ფილტვებს წამიერი ჩხვლეტით ვიმშვიდებდი. შემდეგ ყველაფერი ფერადი ხდებოდა გარშემო ან კიდევ იმდენად უფერული რომ საერთოდ ვეღარ ვამჩნევდი ფერებს. ნარკოტიკი მკლავდა არა მარტო მე, არამედ კლავდა ჩემს ფსიქიკასა და საყვარელ ადამიანებს ჩემში.

ნარკოლოგიურ ცენტრს პაციენტებისათვის გამოყოფილი ერთი ოთახი ჰქონდა - ძველი, ოდნავ გაცრეცილი წიგნებით სავსე რომელსაც ბიბლიოთეკასაც ვეძახდით. მამუკა ხშირად მხვდებოდა იმ ოთახში, თავისთვის მარტო ჩამოჯდებოდა სკამზე და ვხედავდი როგორ იწერდა წიგნებიდან მნიშვნელოვან ფრაზებს ჩვენთვის, პაციენტთათვის განკუთვნილ დღიურში. მამუკა იშვიათად მესაუბრებოდა, მხოლოდ შორიდან თუ დამიქნევდა ხელს და ღიმილით გადმომხედავდა ხოლმე კითხვის დროს.
დეკემბრის ოცდათერთმეტს, საათი სანამ თორმეტს ჩამოჰკრავდა, მე და ლილია ერთად ვისხედით ჩემს ოთახში. ლილიას თეთრი, ექთნის ტანისამოსის ნაცვლად, გვირილებიანი ლურჯი სარაფანი ეცვა, ოთახში საშინლად ციოდა, ჯემპრსა და მოსაცმელშიც კი მატანდა სიცივე, ლილია კი, ეს კაფანდარა, გამხდარი გოგონა, ნაჭრის სარაფანაში გამოწყობილი იჯდა ჩემს წინ და ღიმილით შემომცქეროდა. ხელში გაბანტული საჩუქრის ყუთი ეჭირა, საათისაკენ იყურებოდა და ისე ითვლიდა თორმეტამდე დარჩენილ წამებს. მე კი თვალმოუშორებლივ შევცქეროდი ლილიას, მომწონდა, საშინლად მომწონდა და ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა ვყოფილიყავით ერთად.
-უკვე თორმეტი საათია.- ამოიჩურჩულა ლილიამ და ხელის ნაზი მოძრაობით გამომიწოდა ყუთი.
ხელებს შორის ახალთ ახალი დღიური მქონდა, ყრდა ლამაზად ჰქონდა მოხატული და პირველი ფურცლის თავში გაკრული ხელით ეწერა „პროლოგი“.
-ლილია... მე არასოდეს მიფიქრია წიგნის დაწერაზე, მე მწერალიც არ ვარ.- ვუღიმი მკრთალად და მის კალთაში მოკალათებულ აცახცახებულ ხელებს ვეჭიდები.- ეს ჩემი ცხოვრებაა, არამგონია ეს ყველაფერი მოსაწონი იყოს, მეთვითონ არ ვარ აღფრთოვანებული იმ ცხოვრებით რომელითაც ვცხოვრობდი.
-სწორედ ამიტომ უნდა დაწერო...- ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით ამოთქვა ლილიამ.- შენ წამალზე დამოკიდებული ადამიანი იყავი ბერდო, შენი თვალით დანახული ეს სამყარო უნდა დაანახო სხვას რომ მათაც არ მოუნდეთ იგივეს განმეორება.
-ლილი..
-უბრალოდ დაფიქრდი ბერდო, სხვას არაფერს გთხოვ.- მიღიმის ლილია და მორცხვად იწევა ჩემკენ. ძლიერად მეკვრება მკერდთან და კაფანდარა მკლავებით მეხვევა წელზე.
-დავფიქრდები ლილი, დავფიქრდები.- ვჩურჩულებ მეც და საოცრად მომწონს სიჩუმე რომელიც ჩვენს ოთახში ისმის.
ლილიას გამთენიისას ჩაეძინა, პლედშემოხვეული სასაცილოდ ჩაკუჭულიყო საწოლის ნაპირთან და ცალი ხელით ჩასჭიდებოდა ჩემსას. საოცარი ატმოსფერო ტრიალებდა ნარკოლოგიურ ცენტრში,კერძოდ კი ჩემს ოთახში. მთელს ოთახში მოდებულიყო გვირილის სურნელი. ლილიას სურნელი. ფანჯრის მეორე მხარეს, ქუჩაში შეუჩერებლივ თოვდა. ლამაზი, სასიამოვნო ღამე იყო, ისეთი როგორიც არასოდეს მქონია აქამდე.

*-*-*-*-*-*-*

ნარკოლოგიური ცენტრის ბიბლიოთეკად წოდებულ ოთახში ვიჯექი, ჩემს წინ მდგარ მაგიდაზე რამოდენიმე წიგნი იდო, ავტორად ნათლად ვკითხულობდი საკუთარ სახელსა და გვარს. კედელს მიყრდნობილი ლილია ღიმილით მიყურებდა და წიგნის ერთ-ერთი ეგზემპლარი მიეხუტებინა გულთან. ჩემს წინ რამოდენიმე სტუდენტი ჩამომდგარიყო, სახეებზე ეტყობოდათ მათთვის უინტერესო თემა რომ განიხილებოდა და არც ეს ადგილი იყო მათთვის შესაფერისად წოდებული.
-ნარკომანისგან რა უნდა ვისწავლოთ ?.- წამოიძახა ერთ-ერთმა სტუდენტმა ბიჭმა, მისკენ გავიხედე და მკრთალად გავუღიმე, შერცხვა, აშკარად არ უნდოდა ამ სიტყვების საქვეყნოდ განცხადება.- უკაცრავად.- არაფერი მიპასუხია მისთვის, ისევ მკრთალი ღიმილით შევცქეროდი მას, მართალი იყო, რა უნდა მესწავლებინა მისთვის გარდა იმისა რომ ყოველთვის დაეფასებინა ის რაც ახლა ჰქონდა, რადგან შესაძლებელი იყო შემდეგი დღე აღარ ჰქონოდა.
-ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება რაღაც ისწავლო.- ჩაიბურტყუნა გოგონამ და ჩემკენ გამოაპარა მზერა.
ფეხზე წამოვდექი, ერთ-ერთ მაგიდაზე მყოფ წიგნს დავწვდი და ბიჭს მივაწოდე.
-ეს წიგნი ვერაფერს გასწავლის, მხოლოდ ერთ რამეს კარგად ჩაგიბეჭდავს თავში, მხოლოდ ერთს.
-მაინც რას ?
-ნარკოტიკი განგრევს, კარგავ ყველაფერს, იქცევი შენი მორალის საწინააღმდეგოდ და კვდები.

ამ სიტყვების შემდეგ დავტოვე ოთახი, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე არ ვყოფილვარ. დღეს უკანასკნელ დღეს ვატარებდით მე და მამუკა ნარკოლოგიურ ცენტრში, დღეს ორივენი დავაღწევდით აქაურობას თავს და არა მარტო ამ ოთახებსა და პალატებს, ძველ, უფერულ ცხოვრებასა და დღეებს ვემშვიდობებოდით ორივენი. ჩვენივე ხელით განაცრისფერებულ ცხოვრებას ვერიდებოდით და მზად ვიყავით ფერებით სავსე სამყაროში გადავსულიყავით, სადაც ლილია იყო, ჩემი ლილია.


**************

დასრულდა და ისე მაინც ვერა როგორც მინდოდა...
ბოდიშს გიხდით kissing_heartскачать dle 11.3




№1 სტუმარი l,m not sick

მდააააა
რავთქვა?
აი,რაღაააცნაირიი იყო...
უცნაურიი
თითქოს სასიამოვნო წასაკითხი,მაგრამ თითქოს....
მომეწონაა
მართლა მომეწონა
და ვიცი ეს მოწონება დიდხანს გამყვება.....

 



№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Teddy chemo sixarulo. Xo ici ro miyvarxar?
Magram qvecnobierad albat movelodi uketes shengan.
Uketesi cudi formulirebaa. Albat ufro mets. Epilogma sxvebtan shedarebit ver miagwia grma gonebamde sheidzleba chemi provlemaa magram chemi gadmosaxedidan wina 3 tavi gacilebit grma iyo vidre epilogi.
Moutbenlad geli shemdegi istoriit. Chemi erterti usayvarlesi avtori xar saitze. Gelii

 



№3 სტუმარი Guest Lolla

ჩემთვის ძნელია ყოველდღე შემოსვლა და რამის თქმა მაგრამ შენ ერთადერთი ავტორი ხარ ვისი მოთხრობაც ნამდვილად ჩაწვდა ჩემს გაყინულ გულს. შენ განსაკუთრებულად გამოგდის გადმოცემა, თუმცა მეტი მინდოდა შენგან. რაღაც მამუკა დამაკლდა, რადგან ის იყო ვინც ბერდოს ამ გზისკენ უბიძგა, მინდოდა მისი ისტორიაც მომესმინა. ყველაფერთან ერთად მომეწონა ლილიაც, ისიც რომ ბერდოს გზა ბოლომდე მივიდა, შენ ნამდვილად მშობელი დედასავით მოეპყარი შენს პერსონაჟს და ვამაყობ ამით. ბერდოს სიძლიერე კიდევ ერთხელ ვიხილე. სასიამოვნოა ის რაც წავიკითხე და მინდა კიდევ ვიხილო რამე ისეთი, რაც გადამაბრუნებს. ამ ისტორიამ მოახერხა და გული მომილბა, კიდევ მინდა რომ ცხპვრებისკენ მომაბრუნოს შენმა ნაწერმა. საუკეთესო ხარ ჯერჯერობით და მინდა ასეთად დარჩე. წარმატებები...

სიყვარულით ლოლა <3

 



№4  offline მოდერი TeddyBear

l,m not sick
მდააააა
რავთქვა?
აი,რაღაააცნაირიი იყო...
უცნაურიი
თითქოს სასიამოვნო წასაკითხი,მაგრამ თითქოს....
მომეწონაა
მართლა მომეწონა
და ვიცი ეს მოწონება დიდხანს გამყვება.....

დიდი მადლობა kissing_heart

nawkas12345
Teddy chemo sixarulo. Xo ici ro miyvarxar?
Magram qvecnobierad albat movelodi uketes shengan.
Uketesi cudi formulirebaa. Albat ufro mets. Epilogma sxvebtan shedarebit ver miagwia grma gonebamde sheidzleba chemi provlemaa magram chemi gadmosaxedidan wina 3 tavi gacilebit grma iyo vidre epilogi.
Moutbenlad geli shemdegi istoriit. Chemi erterti usayvarlesi avtori xar saitze. Gelii

გეთანხმები, ეპილოგი ნამდვილად არ იყო იმდენად ღრმა როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, საერთოდ მოვიკოჭლებ დასასრულებში, ეს ადრეც მაქვს აღნიშნული.
ეპილოგის წერის დროს ბევრჯერ წავშალე, ბევრჯერ დავწერე და საბოლოო ფორმა რაც მივიღე ვერც მე ავღფრთოვანდი, შესაბამისად ვიცოდი რომ ჩემსავით იქნებოდით თქვენც და მესმის kissing_heart
ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი ისტორიის მკითხველი იყავი kissing_heart

Guest Lolla
ჩემთვის ძნელია ყოველდღე შემოსვლა და რამის თქმა მაგრამ შენ ერთადერთი ავტორი ხარ ვისი მოთხრობაც ნამდვილად ჩაწვდა ჩემს გაყინულ გულს. შენ განსაკუთრებულად გამოგდის გადმოცემა, თუმცა მეტი მინდოდა შენგან. რაღაც მამუკა დამაკლდა, რადგან ის იყო ვინც ბერდოს ამ გზისკენ უბიძგა, მინდოდა მისი ისტორიაც მომესმინა. ყველაფერთან ერთად მომეწონა ლილიაც, ისიც რომ ბერდოს გზა ბოლომდე მივიდა, შენ ნამდვილად მშობელი დედასავით მოეპყარი შენს პერსონაჟს და ვამაყობ ამით. ბერდოს სიძლიერე კიდევ ერთხელ ვიხილე. სასიამოვნოა ის რაც წავიკითხე და მინდა კიდევ ვიხილო რამე ისეთი, რაც გადამაბრუნებს. ამ ისტორიამ მოახერხა და გული მომილბა, კიდევ მინდა რომ ცხპვრებისკენ მომაბრუნოს შენმა ნაწერმა. საუკეთესო ხარ ჯერჯერობით და მინდა ასეთად დარჩე. წარმატებები...

სიყვარულით ლოლა <3

ლოლა, შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად დიდი მუხტი მოჰქონდა შენს კომენტარებს ჩემთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული შენი სიტყვა.
არ ვიცი რა გითხრა, საოცარი პიროვნება ხარ ჩემო თბილო ადამიანო და ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩემს გვერდით ყოფნისათვის kissing_heart

 



№5 სტუმარი Guest Lolla

TeddyBear
l,m not sick
მდააააა
რავთქვა?
აი,რაღაააცნაირიი იყო...
უცნაურიი
თითქოს სასიამოვნო წასაკითხი,მაგრამ თითქოს....
მომეწონაა
მართლა მომეწონა
და ვიცი ეს მოწონება დიდხანს გამყვება.....

დიდი მადლობა kissing_heart

nawkas12345
Teddy chemo sixarulo. Xo ici ro miyvarxar?
Magram qvecnobierad albat movelodi uketes shengan.
Uketesi cudi formulirebaa. Albat ufro mets. Epilogma sxvebtan shedarebit ver miagwia grma gonebamde sheidzleba chemi provlemaa magram chemi gadmosaxedidan wina 3 tavi gacilebit grma iyo vidre epilogi.
Moutbenlad geli shemdegi istoriit. Chemi erterti usayvarlesi avtori xar saitze. Gelii

გეთანხმები, ეპილოგი ნამდვილად არ იყო იმდენად ღრმა როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, საერთოდ მოვიკოჭლებ დასასრულებში, ეს ადრეც მაქვს აღნიშნული.
ეპილოგის წერის დროს ბევრჯერ წავშალე, ბევრჯერ დავწერე და საბოლოო ფორმა რაც მივიღე ვერც მე ავღფრთოვანდი, შესაბამისად ვიცოდი რომ ჩემსავით იქნებოდით თქვენც და მესმის kissing_heart
ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი ისტორიის მკითხველი იყავი kissing_heart

Guest Lolla
ჩემთვის ძნელია ყოველდღე შემოსვლა და რამის თქმა მაგრამ შენ ერთადერთი ავტორი ხარ ვისი მოთხრობაც ნამდვილად ჩაწვდა ჩემს გაყინულ გულს. შენ განსაკუთრებულად გამოგდის გადმოცემა, თუმცა მეტი მინდოდა შენგან. რაღაც მამუკა დამაკლდა, რადგან ის იყო ვინც ბერდოს ამ გზისკენ უბიძგა, მინდოდა მისი ისტორიაც მომესმინა. ყველაფერთან ერთად მომეწონა ლილიაც, ისიც რომ ბერდოს გზა ბოლომდე მივიდა, შენ ნამდვილად მშობელი დედასავით მოეპყარი შენს პერსონაჟს და ვამაყობ ამით. ბერდოს სიძლიერე კიდევ ერთხელ ვიხილე. სასიამოვნოა ის რაც წავიკითხე და მინდა კიდევ ვიხილო რამე ისეთი, რაც გადამაბრუნებს. ამ ისტორიამ მოახერხა და გული მომილბა, კიდევ მინდა რომ ცხპვრებისკენ მომაბრუნოს შენმა ნაწერმა. საუკეთესო ხარ ჯერჯერობით და მინდა ასეთად დარჩე. წარმატებები...

სიყვარულით ლოლა <3

ლოლა, შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად დიდი მუხტი მოჰქონდა შენს კომენტარებს ჩემთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული შენი სიტყვა.
არ ვიცი რა გითხრა, საოცარი პიროვნება ხარ ჩემო თბილო ადამიანო და ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩემს გვერდით ყოფნისათვის kissing_heart



სამადლობელი არაფერია, ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი. <3 მართალია ახალი ვარ მსგავს საკითხებში მაგრამ აზრის გამოთქმა ვისწავლე და იმედია არ მიწყენ მამუკაზე :დდ ვეცადე მიმეხვედრებინე რა დააკლდა დასასრულს. ცოტა რომ გავერკვევი აუცილებლად გამოვნახავ დროს რომ პირადად მოვახერხო ამ მოთხრობის ავტორის გაცნობა <3 დარწმუნებული ვარ რომ არვცდები შენში. დაველოდები შენს ახალ ისტორიას.

ლოლა <3

 



№6 აქტიური მკითხველი ლუნი.

ძაან მომეწონა ამიტომ გაგრძელება მინდა. უსაშინლესადდდ!!!!!
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№7  offline მოდერი TeddyBear

ლუნი.
ძაან მომეწონა ამიტომ გაგრძელება მინდა. უსაშინლესადდდ!!!!!

ძალიან დიდი მადლობა მაგრამ გაგრძელება არ ექნება სამწუხაროდ ❤

 



№8  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

როგორი მაგარი გოგო ხარ რომ იცოდე!❤️

 



№9  offline მოდერი TeddyBear

LuckyGirl
როგორი მაგარი გოგო ხარ რომ იცოდე!❤️

მადლობა ჩემო საყვარელო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent