შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

დამაბრუნე წარსულში 18+ (სრულად)


14-09-2017, 00:38
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 6 388

დამაბრუნე წარსულში 18+ (სრულად)

ის დღე იყო ზუსტად, ზუსტად ის ავბედითი დღე და ყოველთვის, როცა წელიწადის ამ დროს, ეს რიცხვი დგებოდა, მირიანი ყიდულობდა სპექტაკლის ბილეთს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა, მთავარია, რომ საღამოს რვა საათის სეანსი ყოფილიყო.
- მირო, სად ხარ? - დაურეკა მეგობარმა.
- ლევან - ჩაილაპარაკა თავისთვის, თან მანქანის ფანჯარაში გამოკვეთილ, უკან მოსიარულე მგზავრებს დააკვირდა. ვერ მიხვდა, რატომ გაუშეშდა თვალი მათზე. - სადღაც მივდივარ
- ახლა? სად?
- რატო გაიკვირვე? - გაეცინა მირიანს.
- საღამოს მარტო გადიხარ, თან ჩემ გარეშე. ანუ, დასალევად არ წახვიდოდი... მითხარი, ქალია ვინმე?
- უიმეე - ამოიხვნეშა მირიანმა - რა მინი გამოძიებებს ატარებ? ქალებს ვმალავ ხოლმე?
- დღეს ხომ გიორგის გარდაცვალების დღეა? - ჩაიჩურჩულა ლევანმა.
- ვიცი, მახსოვს - უპასუხა მირიანმა.
- კარგი, მშვიდობით იყავი იცოდე.
- კარგად.
მირიანს გაეცინა. „მშვიდობით იყავი“ ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა. მშვიდობით იყავი და თავს არაფერი დამართო თუ სხვას არაფერი დამართო? ან რაღადროს ვიღაცისთვის ზიანის მიყენება იყო? 11 წელი გასულიყო უკვე, ძლიერ გვიანი გამოდიოდა ყველაფერზე ფიქრი...
თეატრთან რომ მივიდა, ტელეფონი გამორთო და ბილეთს დახედა, ის მაინც ხომ უნდა სცოდნოდა, რომელ დარბაზში შესულიყო?
სპექტაკლს „დამაბრუნე წარსულში“ ერქვა და მირიანმა მაშინვე ინანა, რა ჯანდაბად მინდოდა, ეს პირველი რიგის ბილეთებიო. რომ ჩასძინებოდა, უხერხული იქნებოდა. მსახიობები იფიქრებდნენ, ნუთუ ასე ჯოჯხეთურად ვთამაშობთო?
ნამდვილად დაძაბული სიუჟეტი იყო, მირიანს არ ეგონა, რომ თითოეული კუნთი და ნერვი ასე სასტიკად განიმშჭვალებოდა მთავალი პერსონაჟის გრძნობებით. უკვე ნანობდა კიდეც, რომ აქ მოვიდა. ასეთი მძაფრი ემოციებისგან, მთელი კვირის განმავლობაში სპექტაკლის გავლენის ქვეშ მოუწევდა ცხოვრება და ძნელად თუ ჩამოირეცხავდა ამდენ გრძნობას.
სცენარი ქალზე იყო, რომელიც ყველამ გასწირა და დაამცირა. ქმარი ღალატობდა, შვილები კი დედის მომთხოვნობისა და სიმკაცრის გამო, მამას ანიჭებდნენ უპირატესობას. ოჯახი ყოველთვის უჩიჩინებდა, ქმრისთვის ღალატი ეპატიებინა, რადგან მამაკაცებს ახასიათებთ ხოლმე მსგავსი რამ. თან წასასვლელიც აღარსად ჰქონდა ორი შვილით.
ქალს თვალს ვერ აშორებდა. ძალიან გამხდარი იყო, ასე 30 წლამდე იქნებოდა, მეტის არა. თმები უზომოდ გრძელი, თუმცა არც ისეთი, მარაზმში რომ გადასდით ხოლმე, სწორი, ოდნავ დიდი ცხვირი და ფართო პირი ჰქონდა. ქალს რაღაც გრაციოზული, ფრანგული გარეგნობა ახასიათებდა. პერსონაჟი ბოლოს თვითმკვლელობით ამთავრებდა ცხოვრებას. მირიანი გაოცებული და აღფრთოვანებული იყო. გვერდზე, ვიღაც კაცი მხურვალე აპლოდისმენტით წამოდგა ფეხზე, ხელში უზარმაზარი ვარდების თაიგული ეჭირა.
- უკაცრავად - მიმართა მირიანმა.
- დიახ?
- მთავარი გმირისთვის გინდათ ეგ თაიგული? - ვერც კი ხვდებოდა, რა სისულელეს აკეთებდა.
- არა, ოფიციანტის როლის შემსრულებლისთვის - უპასუხა კაცმა. (ოფიციანტი ქმრის საყვარელი აღმოჩნდა შუა ნაწილში)
- ერთ ვარდს მომცემთ? - სთხოვა უცნობს.
- კი, კი, რა თქმა უნდა - ვარდების თაიგულიდან, ერთი დიდი ვარდი ამოარჩია და მირიანს მისცა.
- დიდი მადლობა - გაეღიმა მირიანს და მაშინ, როცა უცნობი სცენაზე ავარდა, რომ ყვავილები თავისი რჩეულისთვის მიეცა, მირიანი ნელა დაიძრა იმ ქალისკენ, რომელმაც ასე გაშეშებული, გაქვავებული მიაყინა სკამს მთელი ორი საათის განმავლობაში, ვარდი მიაწოდა. მას კი გაეღიმა, გამოართვა და თავი დუაკრა მაყურებელს.
ფარდა, რომ ჩამოიშალა, მირიანი ცოტა ხანს ორჭოფობდა. იქნებ კულისებში შესულიყო და უცნობი ლამაზმანი ეპოვნა, რომელმაც ასე საოცრად, საეჭვოდ მოხიბლა, თუმცა იმ წამსვე ამოიგდო ეს იდეა თვაიდან. ეს დღე სხვანაირი იყო, ამ დღეს ქალებისგან აღფრთოვანების დრო არ იყო, ზედმეტი იქნებოდა...
გარეთ გამოსვლისას სუფთა ჰაერი ფილტვებში ჩაიგუბა და ცოტახანს ასე იდგა. გარეთ წვიმდა, სველი ასფალტის სუნი რაღაცნაირად სევდიან განწყობას უქმნიდა. აი ისეთს, როცა წარსულის მუსიკა ახსენებს ხოლმე ადამიანებს ადრინდელ ამბებს, გადახდენილ გრძნობებს. თუმცა, მაინც ვერ იხსენებდა ამ სურნელთან დაკავშირებულ რაიმე მომენტს, ან თუ მართლა არსებობდა ასეთი მომენტი, უთუოდ სევდიანი იქნებოდა.
ქუჩის გადაღმა ვიღაც გოგოს მოჰკრა თვალი. გოგონა ლამაზი იყო. ამ შუაღამისას თმები ოქროსფრად უელავდა. ვერ მიხვდა, რატომ ესაყვარლებოდა, ზოგადად, თინეიჯერული ასაკის ადამიანები, ყოველთვის აღიზიანებდნენ. ოცდაათი წლის ასაკში დაბადებულ კაცს ჰგავდა, რომელსაც ბავშვობა არასდროს გამოეცადა. ან უბრალოდ, აღარც ბავშვობის წლები ახსოვდა, რადგან იძულებული გახდა, წარსულთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი დაევიწყებიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მტკივნეული იყო მოგონებები.
გოგონა კი იდგა, იდგა და თვალს არ აშორებდა. თითქოს ვიღაცას გამოეგზავნა სათვალთვალოდ. ხელი ჩაიქნია მირიანმა, დღეს ხომ ზედმეტად უღიმღამო დღე იყო, რამის გასარკვევად, დაინტერესებისთვისა და გამოკველივსთვის. ტელეფონი ჩართო თუ არა, უმცროსმა ძმამ დაურეკა.
- ჰო დათო.
- სად ხარ?
- მალე მვოალ სახლში, რა იყო?
- არაფერი, გარეთ გასვლა მინდა და დედა გაგიჟებულია, ამ შუაღამისას, სად მიდიხარო.
- რაღა შუაღამე? - გაეცინა მირიანს, საათს დახედა - თერთმეტი საათია.
- ტაქსებს არ ენდობა, თითქოს პატარა გოგო ვიყო.
- უთხარი, მირიანი მომიყვანსთქო სახლში.
- კარგი, ვეტყვი. ხომ მართლა მიმიყვან?
- აბა რას ვიზამ? - არ ესიამოვნა ძმის ეჭვი.
მირიანი მანქანაში ჩაჯდა და თავისი სახლისკენ დაძრა მანქანა, თუმცა წამები იყო გასული, რომ თავისივე ნებით ნელ-ნელა ტორმუზს მიაჭირა. თეატრის გამოსასვლელთან გრძელთმიანი, გამხდარი ქალი იდგა ცალი ვარდით ხელში. მაშინვე იცნო მთავარი როლის შემსრულებელი. ღმერთისთვის კაი ხანია, არაფერი ერთხოვა, თუმცა, იმ წამს გაიფიქრა, ოღონდაც ქმარს ან შეყვარებულს არ ელოდებოდეს და რაც გინდა იქ მიქენიო.
ქალის წინ გააჩერა მანქანა, რაღა ქალი, გოგოც ეთქმოდა ალბათ. თან არ უნდოდა შეეშინებინა, დაეფრთხო. ამ შუაღამისას, რომ ახალგაზრდა, ლამაზ მანდილოსანს ვიღაც დეგენერატი მანქანაში ჩაჯდომას სთხოვს, ცოტა უხერხული და საშიში რამეა.
- უკაცრავად - ამოთქვა მირიანმა. - არ მინდა, რომ შეგაშინოთ. - დაამატა კიდევ უფრო საყვარელი ინტონაციით. ასეთი ფრთხილი ცხოვრებაში არ ყოფილა მემგონი, საკუთარი თავისაც უკვირდა.
- მემგონი, უკვე შემაშინეთ - უპასუხა გოგონამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- თუ ვინმეს ელოდებით, მაშინ წავალ. თუ არადა, სახლში გაგოყვანთ. თუ მართლა გეშინიათ, ჩემი მანქანის ნომერს გადაუღეთ სურათი და მეგობარს გაუგზავნეთ.
- ამ შემოთავაზებით უფრო შევშინდი მემგონი - ძალაუნებურად გაეცინა ქალს.
- ჰო, არ ვიცოდი, რა მომეფიქრებინა.
- მადლობ, არ მინდა. - იუარა გოგომ.
- ვინმეს ელოდებით?
- არა, უბრალოდ უცხოებს არ ვუჯდები მანქანაში.
- უცხო არ ვარ, ვარდი გაჩუქეთ - თავი იმართლა მირიანმა და მერე იფიქრა, მემგონი ცოტა დამადლება გამომივიდაო.
- უი, ის ჭაობისფერთვალება ბიჭი ხართ?
- ბიჭი - გაეცინა მირიანს. - პირველად გავიგე მოსაზრება, რომ ჭაობისფერი თვალები მაქვს, აქამდე მწვანე მეგონა.
- რას იზამთ, ხდება ხოლმე.
- იქნებ, მაინც არ შეგეშინდეთ ჩემი და სახლამდე მიმაცილებინოთ თავი?
- მეგობარს ველოდები - უთხრა გოგომ.
- კარგი, რა გაეწყობა. თქვენი სახელი მაინც მითხარით.
- არა, არ გეტყვით, მართლა მაშინებთ.
- ბოდიში, მორჩა, მივდივარ - ხელები ასწია მირიანმა - ბედნიერად - უთხრა ბოლოს.
- ნახვამდის - უპასუხა ქალმა.
მირიანის მანქანა რომ ჩამოშორდა, ქალმა თვალები ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიაპყრო. ვიღაც გამხდარი, პატარა გოგონა მისჩერებოდა. თავიდან იფიქრა, თაყვანისმცემელი იქნებაო, მაგრამ მერე ცოტა ეჭვი შეეპარა, ზედმეტად უცნაურად ეჩვენებოდა ყველფერი ამ დღეს. წვიმის წვეთებით დასველებული ასფალტის სურნელიც კი ნაცნობ, თუმცა ამავე დროს უცნობ შეგრძნებას უღვივებდა, რომელიც ერთიანად წარსულის დაბინდული მოგონებებით უჟღინთავდა მთელს გონებას.


- რა სახე გაქვს? - ჰკითხა მირიანს ძმამ, როცა უკვე სახლში მიჰყავდა. - გიორგის გამო?
- არა, დღეს ერთი გოგო ვნახე - გაეცინა მირიანს.
- შენ ყოველ დღე ნახულობ გოგოებს.
- ჰო და დღესაც ვნახე.
- ლამაზი?
- კი, ძალიან ლამაზი.
- კლუბში გაიცანი?
- არ გამიცნია, უბრალოდ ვნახე. არა, კლუბში არა - თან ვერ უტყდებოდა ბოლომდე.
- აბა, სად?
- თეატრში.
- რაა? - აღმოხდა დათოს.
- ჰო, რა მოხდა.
- თეატრში დადიხარ?
- წელიწადში ერთხელ.
- ამ დღეს?
- ჰო.
- პირველად მესმის შენგან.
- ზოგ რამეს იშვიათად ვყვები ხოლმე.
დათოს უნდოდა ეკითხა, რა გინდოდა თეატრშიო, მაგრამ თითქმის მიხვდა, რაშიც იყო საქმე და აღარ ჩაეძია.
- მსახიობი იყო თუ მაყურებელი?
- მსახიობი.
- და უბრალოდ ნახე?
- ჰოო, ვარდი ვაჩუქე და სახლშიც მინდოდა გამეყვანა, მაგრამ არ ჩამიჯდა.
- ვაიმე - გაეცინა დათოს - ზოგადად, ქალები უცხოებს მანქანებში არ უჯდებიან ხოლმე. მითუმეტეს, ღამე.
- მანიაკს ვგევარ? ან შენ მასწავლი ქალებს?
- range rover-იანი მანიაკი ცოტა იშვიათობაა, მაგრამ იმ ქალის გადმოსახედიდან, ალბათ ჰგავდი. facebook არ აქვს? ვიპოვოთ და დაამატე. გამარჯობა ლამასო, მომეთსონე გავითსნოდ.
- მორჩი მაიმუნობას დათუნა - მაინც ეცინებოდა მირიანს - არც სახელი ვიცი და არც გვარი.
- როგორ უნდა გაიგო?
- არც ვაპირებ გაგებას - გაუღიმა ძმას - მომეწონა და მორჩა. სულ ესაა.
- როგორ ადვილად ნებდებით ეს კაცები - ამოიოხრა დათომ.
- შენ ქალი ხარ?
- არა, მეც კაცი ვარ, მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, ზუსტად ვხვდები, როგორი კაცი არ მინდა, რომ ვიყო.
- ანუ არ ვარ შენთვის მისაბაძი? - დაიბღვირა მირიანმა.
- შენ ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ხარ. ოჯახზე ზრუნავ, ბევრი მეგობარი გყავს, ქალებსაც სულ მოსწონხარ და თან ღირსეული ტიპი ხარ.
- ღირსეული? - გადაიხარხარა მირიანმა.
- ჰოო, მამა ამბობს ხოლმე, რომ ღირსებაზე წინ არაფერი არ უნდა დააყენოო.
- მამა მართალია. როგორ არიან ისე ჩვენები?
- დაურეკე და გაიგებ.
- დათო, მე ყოველ დღე ვრეკავ, ისე მაინტერესებს, შენგან.
- დღეს დედა ტიროდა - ცხვირი ჩამოუშვა დათომ და ფანჯარაში გაიხედა.
- დღეს არაუშავს - სევდიანად გაეღიმა მირიანს - დღეს ყველა ტირის.
სახლამდე, რომ მივიდნენ, დათო მირიანისკენ შემოტრიალდა.
- მირო, ამო რააა.
- კაი ბიჭო, ღამის 3 საათია, დასაძინებლად ხომ არ მოვალ.
- მაშინ ხვალ ამოდი.
- ხვალ მოვალ, ჭკვიანად იყავი - მიაძახა მანქანიდან გადასულ ძმას.
სახლში მისვლისას, უკვე თვალები ეხუჭებოდა. მხოლოდ თეატრის აფიშა ნახა და ინტერნეტში იგივე სეანსზე, იგივე სპექტაკლის ერთი ბილეთი შეიძინა. შემდეგ რამდენიმე წვეთი ვისკი დალია ერთ კუბიკ ყინულთან ერთად. ლამაზ ხის ჩარჩოში მირიანის სურათი იყო ჩასმული გიორგისთან ერთად. თევზაობდნენ და იცინოდნენ. მირიანმა ღიმილით აღმართა ვისკის ჭიქა.
- ჩემი 11 წლით ადრე გამომძვრალი ტყუპისცალისთვის მიმინდია ყველაფერი - თქვა ჩურჩულით და სასმელი დალია, შემდეგ კი მკვდარივით ჩაეძინა. დილის 9 საათი იყო, როცა ლევანის ზარმა გააღვიძა.
- რა ჯანდაბა გინდა? ხომ შეიძლება, მეც მქონდეს ძილის უფლება? - ჰკითხა გაბრაზებულმა.
- არ შეიძლება. შენ თვითონ გამაფრთხილე, რომ 9-ზე შენით თუ ვერ გაიღვიძებდი, მე გამეღვიძებინე. შეხვედრა გაქვს 11-ზე.
- ვისთან?
- მე რა ვიცი, შენი მდივანი ხო არ ვარ.
- კაი, თიკას დავურეკავ.
შუა დღე იყო, რომ ყველა საქმე დაასრულა და თიკასთან მივიდა ცოტა არ იყოს აღელვებული სახით.
- რვის ნახევრისთვის ყვავილები მჭირდება - უთხრა გაბადრულმა.
- ვაააა, ვისი დაბადების დღეა?
- არა, გოგოსთვის მინდა.
- ვინ გოგოსთვის ბიჭო? - ლამის აიყარვდა სკამიდან.
- რა მოხდა, არ შეიძლება ყვავილები ვაჩუქო ვინმეს?
- როგორ არა, უბრალოდ შენგან მიკვირს. ყვავილების გარდა ყველაფერს სჩუქნიდი ხოლმე ქალებს.
- რა ყველაფერს აბა?
- ის ვინ იყო, 20 სანტიმეტრიანი ვი*რატორი რო აჩუქა ვიღაცას?
- გავეღადავე - გაახსენდა წარსულის ცოდვები.
- შენ ღადაობდი და ვინ იცის, ის ალბათ დღემდე ხმარობს. აი ყვავილები, ცოტა სხვა თემაა არა? ვინმე სერიოზულია?
- არა, რა სერიოზული. უბრალოდ, რამე კარგი თაიგული აარჩიე რა.
- შენ აარჩიე, ყვავილებში ჩემზე უკეთ ერკვევი.
- მე მხოლოდ ვარდს და იასამანსღა ვარჩევ ერთმანეთისგან. დანარჩენი უბრალოდ ყვავილია ჩემთვის.
- მაშინ იყოს ვარდი და იასამანი - გაეღიმა თიკას.
ყვავილების ბაღი გაახსენდა. გარეთ ავტომატებით რომ დარბოდნენ ხოლმე, იმ პერიოდში გიორგისთან ერთად სოფლის სათბურს უვლიდა. ყვავილები უყვარდათ ორივეს ძალიან. უცნაურიც კი იყო, გოგონებს თავის გაშენებულ ბაღში ასეირნებდა და სიამაყით სავსე, გრძნობდა ხოლმე, რომ სწორედ ასეთი კაცები მოსწონთ მანდილოსნებს. ამის შენდეგ, რაღაც წარსულის ხინჯივთ აქვს გაჩხერილი, რომ ქალს ძალიან იშვიათად აჩუქოს მოწყვეტილი ყვავილი.
ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრი იყო და პირველ სართულს, რომ ჩასცდა, უზარმაზარ სარდაფში ჩავიდა. ბარში მეგობრები ელოდებოდნენ. თითქმის დათოს დიზაინით იყო მოწყობილი. 17 წლის იქნებოდა, მაგრამ არქიტექტურა ისე უყვარდა, რომ თავისი ოჯახის კუთვნილი სავაჭრო ქსელის სარდაფი თავად დააპროექტა და ძალიანაც კარგი გამოუვიდა. ღამის ნათურის სტილში განათებულ კედლებზე შავ-თეთრი სურაათები დაკიდა, რაღაცეებს მაიმუნობო, სულ ეუბნებოდა ხოლმე მირიანი.
- მოეწონება შენს „ტრაკში პერო“ სასტავს - პასუხობდა დათო.
- ჰოო, „ტრაკში პეროები“ არიან, მაგრამ ჩემი „ტრაკში პეროები“.
- რა რომანტიკულიაო - ჩაიცინებდა ხოლმე დათო და თავის საქმეს აგრძელებდა. ბარი ხის გააკეთებინა ძმას და მერე ჩააცივდა, რომ სადღაც, კუთხეში დაძველებული როიალი დაედო, კლავიშებს შორის კი ხელოვნური ყვავილები ჩაესვა, ისე თითქოს ნამდვილი ყოფილიყო. მირიანიც ყველაფერზე უქნევდა თავს, ყოველთვის... ის ხომ უმცროსი ძმა იყო.
- შუადღიდან სმა არ გამიგია - გაეცინა მირიანს და მეგობრებს მიუჯდა.
- კოქტეილი სასმელად არ ითვლება მირო - დაეჯღანა მარიამი.
- მე კოკა-კოლასაც სასმელად ვთვლი - მიუგო მირიანმა - ძალიან მშია.
- ჭამე მერე რამე - უთხრა ლევანმა.
- ჰო, შევჭამ - გამოსცრა კბილებიდან და თვალები შემოსასვლელთან მდგომ გოგოზე გაუშეშდა. ასე, 14 წლამდე იქნებოდა, ღია-წაბლისფერი თმა რიჟა ფერში გადასვლოდა და მირიანს მიშტერებოდა. - ღმერთო, მომკალი - თქვა და წამოდგა, ბავშვისკენ დაიძრა. ბავშვმა მისკენ მომავალი მირიანი დააფიქსირა თუ არა, იმ წამსვე გაიქცა.
- რა ხდება? - გარეთ გამოენთნენ სანდრო და ლევანიც.
- გუშინ, ვიღაცა ბავშვი დავინახე. ასე თხუთმეტი ან თოთხმეტი წლის.
- ვაიმეე, ეგ რა მომხდარა - გაეცინათ ორივეს.
- ქუჩაში დავინახე ბიჭო, ღამის თერთმეტ საათზე, მარტო იდგა და მომშტერებოდა. ახლა კი აქ იყო.
- და შენ გაეკიდე?
- ჰო, მაინტერესებდა, უმშობლოდ იყო აქ შემოსული თუ მშობლიანად. ან თუ მარტო იყო, რომელმა ჭკვიანმა შემოუშვა ბარში არასრულწლოვანი. თორე, შეიძლება უბრალო დამთხვევაც იყოს ფაქტი, რომ გუშინაც მითვალთვალებდა და დღესაც.
- გითვალთვალებს არა ის - გაეცინა ლევანს.
- საერთოდაც, ძალიანაც შესაძლებელია - თქვა სანდრომ - მაგ ასაკის გოგოებს უყვარდებათ ხოლმე ყველაზე სასწაულად თუ უყვარდებათ. შეიძლება დაგინახა სადმე, მაღაზიაში და ეხლა დაგყვება.
- შარში ვარ? - გაეცინა მირიანს.
- თუ ეგრეა, მაგარ შარში ხარ. ჩემი რვა წლის შვილის ცხოვრების სიყვარული ხარ დღემდე, შე უნამუსო - მხარი გაჰკრა სანდრომ მირიანს.
* * *

საღამოს თავისი ყვავილებიანად წავიდა სპექტაკლზე. პროგრამაც იყიდა და ისევ პირველ რიგში გამოიჭიმა. წამით, იმაზეც დაფიქრდა, ნეტავ რო დამინახავს, თუ გამოესახება რამე რეაქცია სახეზეო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ სულელობა იყო ამაზე ფიქრი.
„მართა - მირანდა ჩირაძე“ - ჩახედა მთავარი როლის შემსრულებლის გვარს და ეგ იყო. მეტი არც არაფერი წაუკითხავს. ქალს უყურებდა მთელი ორი საათის განმვალობაში. მირანდამ, რა თქმა უნდა, მრავალჯერ გამოიხედა მაყურებლისკენ, მაგრამ იმაზე ფიქრს, იქნებ შემამჩნიაო, ისევ არ ჰქონდა აზრი.
დასრულების შემდეგ, თაიგული ააწოდა. მირანდა ცოტა შეცბა, მაგრამ გაეცინა. ლამაზი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა. კულისებს რომ მოეფარა, გადაწყვიტა გარეთ დალოდებოდა. ცოტა სიგიჟედ ეჩვენებოდა ყველაფერი, სამაგიეროდ ლამაზი საღამო იყო, აღარ წვიმდა.
- ღმერთო - აღმოხდა სიცილით მირანდას, როცა სხვა მსახიობებთან ერთად გამოვიდა და თეატრის ეზოში მირიანი დაინახა. - ისევ თქვენ?
- რა მოხდა? ისე გიკვირთ, თითქოს პირველი ვიყო.
- პირველში რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დარწმუნებული ვარ, აქამდეც ბევრჯერ მოსწონებიხართ თაყვანისმცემლებს.
- იშვიათად - თავი გააქნია მირანდამ.
გრძელი, თეთრგვირილებიანი ლურჯი კაბა ეცვა. გრძელი ნაწნავი გვერდულად ჰქონდა გადმოწეული ცალ მხარეზე. ხელში მირიანის ნაჩუქარი თაიგული ეჭირა.
- უკვე მეორედ ესწრებით ამ სპექტაკლს. ცოტა მოსაბეზრებელი არ არის ერთი და იმავეს ყურება? - ჰკითხა მირანდამ.
- არა, თქვენი ყურება არაა მოსაბეზრებელი და იქნებ, დღეს მაინც გაგიყვანოთ სახლამდე? ან ყავაზე დაგპატიჟოთ? ან ვახშამზე, ან სადმე, მნიშვნელობა არ აქვს.
- მეგობრებს ველოდები, გამომივლიან - მოკლედ მოუჭრა მირანდამ.
- ეგ არაა კარგი მიზეზი.
- მშვენიერი მიზეზია.
- მაშინ ხვალ გნახავთ.
- არ მცალია, რეპეტიცია მაქვს, შემდეგ ისევ სპექტაკლი.
- სპექტაკლის მერე?
- მეგობრებმა უნდა გამომიარონ.
- ვაახ - ამოიოხრა მირიანმა. თან ეცინებოდა. ჯერ ასეთი კატეგორიული უარის წინაშე არასდროს დამდგარიყო.
- მაშინ ახლა გავისეირნოთ, სანამ მეგობრები მოგაკითხავენ.
- კარგი, ოღონდ გზაზევე გავისეირნოთ, რომ რთულად მოსაგნები არ გავხდე.
- რა მოხდა? გეშინიათ, რომ გაგიტაცებთ?
- არა, ჩემი გატაცება არც ისეთი კარგი არჩევანი იქნებოდა, როცა ათასამდე მშვენიერი ქალი უსიტყვოდ დაგთანხმდებათ პაემანზე.
- სამწუხაროა, რომ ყოველთვის ათასმეერთეს ვირჩევ ხოლმე.
მირანდამ არაფერი უპასუხა. ნელ-ნელა ქუჩაში გამოვიდნენ და გზას ჩაუყვნენ. ქალის თმიდან სასიამოვნო არომატი იფრქვეოდა. მირიანი ფიქრობდა, როგორ მოხერხდა, რომ ასეთი გაბრუებული იყო ორჯერ ნანახი გოგოთი. უხმოდ მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და კაცს კი ესეც ჰყოფნიდა სიხარულისთვის. დროდადრო თვალს აპარებდა გვირილებიანი კაბისკენ.
- იქნებ, შენობით გველაპარაკა? - ჰკითხა მირიანმა.
- ვილაპარაკოთ - გაეღიმა მირანდას.
- მითხარი, რომ ქმარი არ გყავს.
- არ მყავს. უფრო სწორად, აღარ მყავს.
- ძალიან კარგი, მიხარია - შვებით ამოისუნთქა.
- იქნებ ვინმე კაცი მყავს?
- ეგ მოგვარებადია - უპასუხა კაცმა - მაგრამ, იმედია არც ეგ გყავს.
- რა ვიცი - ეშმაკურად ჩაეღიმა გოგოს. - ჩემები მოვიდნენ, უნდა წავიდე
მირანდას წინ, ტრასაზე მანქანა გაჩერდა.
- არ მეტყვი, გყავს თუ არა ვინმე? - ჰკითხა მირიანმა.
- მადლობ ყვავილებისთვის. - კითხვაზე არ უპასუხა ქალმა.
- ნახვამდის - გაუღიმა მირიანმა.
- ნახვამდის - გამოემშვიდობა ქალიც და მერე დაფიქრდა, დააინტერესა რა ერქვა ამ კაცს, მაგრამ აღარ უკითხავს.
თეატრის მერე, ბარში წავიდა მირიანი. მეგობრები საღამოობითაც იქ იკრიბებოდნენ ხოლმე. თავიანთ საყვარელ ადგილას, კუთხის მაგიდასთან ისხდნენ სანდრო და ლევანი.
- რომეო მოვიდა - გაეცინა ლევანს.
- სადაა ჯულიეტა? - ჰკითხა სანდრომ.
მირომ სიცილით გადაავლო თვალი იქაურობას და მოულოდნელად გაშეშდა.
- აი აქაა - თქვა გაოგნებულმა.
გვირილებიანი კაბით მირანდა იჯდა ცოტა მოშორებით, შუა მაგიდაზე თავის მეგობრებთან ერთად.

თავი მესამე
- ღმერთო, რას გადამეკიდა - აღმოხდა მირანდას და თავი ისე ჩასწია, მირიანი ალბათ ადვილად მიხვდებოდა, მემალებაო.
- ვინ გადაგეკიდა? - ჰკითხა ნატალიმ.
- არ გაიხედო, უკან დგას - უთხრა მირანდამ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნატალიმ მართლა არ გაიხედა უკან. - გუშინ, ვარდი მაჩუქა სცენაზე და როცა გამოვედი, შემომთავაზა, მანქანით გაგიყვან სახლშიო. დღეს კიდე, ეს უზარმაზარი თაიგული.
- მანქანაში რო დავტოვეთ? - ტუჩის კუთხეები სევდიანად დახარა მიშომ. - მოიცა, ეს ის ბიჭია, ვისთან ერთადაც იყავი ჩვენ რომ გამოგიარეთ?
- ჰო, ეგაა.
- ვააა, მშვენიერი ბიჭია - შეუქო მიშომ.
მირანდა მაგიდიდან წამოხტა და დაჟინებული მზერით გაეშურა მირიანისკენ.
- რას შვრება, გადაირია? - ჰკითხა ნატალიმ მიშოს.
- კაცების პატივისცემა არ იცის მემგონი ამ გოგომ - გაეცინა მიშოს.
მირანდა მირიანის წინ აიტუზა გულხელდაკრეფილი, გაბოროტებული მზერით.
- რატომ დამყვები? რატომ მითვალთვალებ? რა გინდა ჩემგან საერთოდ? - ეკითხებოდა გაცხარებით.
- არ გითვალთვალებ - დაიბნა მირიანი.
- აბა რას შვრები? არ თქვა, მეც ამ ბარში დავდივარ ხოლმეო, თორემ ძალიან გავბრაზდები იცოდე - ბრაზს ვერ აკონტროლებდა ქალი.
- მოიცა, შენ რაა, აქ დადიხარ ხოლმე?
- აჰაა, ეგეც გაიგე ბარემ, მერე ჩემი მისამართი და ეგაა.
- ჩემი ბარია მირანდა ეს - გააეცინა მირიანს.
- რაა? - წარბები შუბლზე აუვიდა ქალს. - რა სისულელეებს ამბობ.
- ჩემი ბარია. მე არ ამიშენებია, მაგრამ... პრინციპში აშენებულიც ჩემი გამოდის. ადრე, ნამდვილ სანაგვეს ჰგავდა ეს ადგილი.
- ვაიმე - გულზე ხელი მიიდო მირანდამ და სიცილისგან ჩუმად აფხუკუნებულ მირიანის ძმაკაცებს გადახედა. საშინლად იგრძნო თავი. სახეზე აწითლდა, უცნაურმა სიმხურვალემ დაუარა ძარღვებში.
- არაუშავს, ყვეალფერი კარგადაა - უთხრა მირიანმა. თან თვითონაც სურვილი ჰქონდა, ამ უხერხული სიტუაციისგან დაეხსნა თავისი რჩეული ქალი.
- მაპატიე, წავალ მე - შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მეგობრებისკენ.
- არაუშავს მირანდა - კაცის ხმა გაიგონა ცოტა უკნიდან.
- რა სულელი ხარ - გაეცინა მიშოს.
- რა ვიცოდი - თვალები მაგრად დახუჭა მირანდამ. მერე დარწმუნდა, რომ მირიანი აღარ უყურებდა და შეკრული მუტი თავზე რამდენჯერმე მიირტყა - მოსაკლავი ვარ, მოსაკლავი.
- არაუშავს, დამშვიდდი - ზურგზე ხელი დაადო ნატალიმ.
- ალბათ როგორი სკანდალისტი ვგონივარ - ამოიოხრა გოგომ.
- არაფერიც არ ჰგონიხარ, მეგობრებთან ერთად ერთობა, საერთოდ არ გიყურებს - დაამშვიდა მიშომ.
- ჰოო, ამის მერე, რომ აღარ შემომხედავს საერთოდ, ეგ ფაქტია.
- ეს ქალები რაა - გადაიხარხარა კაცმა - ზედაც არ უყურებდი და ახლა, როცა ორი წამით მოგაკლო ყურადღება, უკვე ნანობ.
- არაფერსაც არ ვნანობ. გავიდეთ აქედან - წამოდგა მირანდა. - ხვალ დილას რეპეტიციები მაქვს და მალე უნდა მივიდე სახლში.
- რეპეტიციაზე დაპატიჟე - უთხრა ნატალიმ.
- გიჟი ხო არა ხარ შენ. მაგას არ ვიზამ.
- მშვენიერი ბიჭია, რატო არა?
- იმიტომ, რომ არ მინდა - გაიბუსხა მირანდა. - წავედით, დასვენება მჭირდება.
- კარგი, მოვდივართ, მაგრამ დაღლილობა ნუ მოგყავს მიზეზად - აბუზღუნდა ნატალი.
მირიანს ისე ჩაუარეს, მირანდამ ლამის სახეზე აიფარა ხელები სირცხვილისგან.
- მაგარი ტიპი იყო - ხარხარებდა სანდრო - ისე, ცოტა ნაზი გოგო ჩანს საშენოდ.
- ნაზში რას გულისხმობ? - გაეცინა მირიანს.
- ძალიან გამხდარია. ერთხელ ხელი რო გადახვიო, შეიძლება ტანში გადატყდეს, მაგრამ ლამაზია, უდაოდ.
- რახან შენ მოგწონს - ტელეფონი აიღო მირიანმა. - ექნება ნეტა სოციალური ქსელი?
- ეგ ვის არ აქვს, ის იკითხე.
- რა ვიცი. ქართული დ ინგლისური შრიფტით ვერ ვიპოვნე - უსიამოვნოდ დაჯღანა სახე კაცმა.
- აბა რა გიშველოთ. - მხრები დაქაჩა ლევანმა და ლუდი დალია.
- რა იცი შენ სიყვარულის. ბიჭს ცეცხლი მოედო გულზე. - უსაყვედურა სანდრომ.
- ცეცხლი არა ისა. დღეს აგერ ნახე, იმ გოგოს თუ არ დაუწყოს დაკერვა - მზერით ანიშნა ვიღაც ქერა გოგოზე, რომელსაც მშვენიერი მრგვალი ფორმები ჰქონდა და მირიანსაც გამომწვევი ზმერით უყურებდა.
- წავედი, ჩემებს დავპირდი, რომ დღეს მოვინახულებდი - წამოდგა მირიანი. - კარგად brotherhood
- მემგონი მართლა ვერაა - ჩაილაპარაკა ლევანმა.
- კარგად რომეო - დაემშვიდობა სანდროც.

მირანდა სახლში მეგობრებმა მიიყვანეს. მანქანიდან გადმოვიდა მირიანის ნაჩუქარი დიდი თაიგულიანად და სადარბაზოში შევიდა. მოულოდნელად, პატარა წითური გოგო დაინახა. გაახსენდა, რომ ადრეც იგივე გოგონა უთვალთვალებდა თეატრიდან გამოსულს.
- გამარჯობა - უთხრა ღიმილით.
- გამარჯობა - გაუღიმა გოგონამაც.
- ვიცნობთ ერთმანეთს? მემგონი გუშინაც გნახე.
- ვიცნობთ, მაგრამ თქვენ აღარ გახსოვართ - უპასუხა გოგონამ - კარგი სპექტაკლი იყო, მომეწონა. - დაამატა მხიარულად.
- შენი მშობლები სად არიან? ჯერ ძალიან პატარა ხომ არ ხარ, ასეთ დროს, გარეთ სიარულისთვის?
- არა, არ ვარ - თავი გააქნია ბავშვმა.
- დედაშენი სადაა?
- რა ვიცი, აქაა სადღაც ალბათ. უბრალოდ დაიკიდეთ - თქვა გოგონამ და მირანდას ჩაეხუტა - თქვენ ჩემი საყვარელი მსახიობი ხართ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ხართ - უთხრა სევდიანად. მირანდამაც მოხვია ხელები. ჯერ გაეცინა, მერე ბავშვის სურნელი იგრძნო და რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს მირაჟს ჰგავდა ყველაფერი, თითქოს სადღაც უკვე ჩაესუნთქა პატარა გოგონას ნაზი, სასიამოვნო არომატი.
და სანამ ამ ყველაფერზე ფიქრობდა, ისე დაუძვრა ხელიდან ბავშვი, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
- სად მიდიხარ? - დაუყვირა მირანდამ. გაკიდება უნდოდა, მაგრამ ბავშვი უკვე გამქრალიყო ღამის წყვდიადში. - დღის დაგვირგვინებაც მესმის - აღმოხდა და თავი გააქნია. სახლში შესვლისთანავე ვარდებს ბოლოები მაკრატლით დააჭრა და ლამაზ ვაზაში ჩადო. შემდეგ კი საწოლზე დაემხო, რომ ცოტა დაესვენა. თან იმ კაცზე ფიქრებმაც შემოუტიეს, რომელიც ეს ბოლო ორი დღე მოსვენებას არ აძლევდა პლიუს, უცნობი პატარა გოგონაც დაემატა და ნამდვილი თავსატეხი აებურდა გონებაში.
იმ საღამოს მირიანი ოჯახთან მივიდა და ღამეც სახლში დარჩა. დათუნასთან ერთად ლაპარაკში შემოათენდა. ჯერ ის მოუყვა, მირანდა როგორ ნახა სპექტაკლზე, მერე ვიღაც პატარა გოგო რო უთვალთვალებდა, შემდეგ კი ბარში შეხვედრა ქალთან და მისი სასაცოლო ისტერიკები. დათუნას დაჟინებული თხოვნით, კიდევ იყიდა მეორე დღის სხვა სპექტაკლის ბილეთიც, სადაც მეორეხასისხოვანი როლი ჰქონდა მირანდას, თუმცა ეს ფაქტი ნაკლებად ადარდებდა, მთავარია, რომ კიდევ ენახა.
შემდეგ დღეს, როცა მთელი ოჯახი სასაუზმოდ მიუჯდა მაგიდას, დათუნამ გამოაცხადა:
- მირიანს ვიღაცა გოგო მოსწონს
- ოჰ, იმას თუ ვსდიე, მაგას ვინ მოსწონს, ყოველ დღე მომიწევს ნერვიულობა - ხელი ჩაიქნია დედამისმა. მირიანს გაეცინა.
- ერთხელ, ერთი გოგო შემიყვარდა სკოლაში და მზიას ისე არ მოსწონდა, ლამის იმათ მშობლებს მიადგა - მოუყვა დათოს - მაშინ პირველად ავუმხედრდით ოჯახს - სევდიანად გაეღიმა. მირიანი ეგრევე გიორგისთან მივარდა, გოგო მიყვარს და მშობლები მიშლიანო. თორმეტი წლის იქნებოდა. გიორგიმ მხოლოდ ერთი რამე ჰკითხა:
- რატო გიყვარს?
- იმიტომ, რომ მენთოლის სუნი აქ ხოლმე პირში - უპასუხა მირიანმა.
- მაშინ, ნამდვილად კარგი მიზეზია შენი სიყვარულისთვის საბრძოლველად. მიდი, მე შენთან ვარ - უთხრა გიორგიმ და ეს იყო ერთადერთი, რაც მირიანს სჭირდებოდა. „მე შენთან ვარ“. თითქოს ამაზე მეტად ცხოვრებაში არც არაფერი სდომებია.
- მემგონი, ახლა მართლა მოსწონს - ფიქრებიდან გამოაღვიძა დათუნას ხმამ. - ყვავილები აჩუქა.
- შენ საიდან იცი? - გადაირია მირიანი.
- შუადღისას სკოლას დავადე და ოფისში ამოგიარე. თიკა დამხვდა, დიდი ვარდების თაიგული მოჰქონდა და ასე თქვა, შენმა ძმამ შეუკვეთა, ვიღაც გოგოს უნდა აჩუქოსო.
- ყვავილები? ასე სერიოზულია? - გაუკვირდა დედას.
- მზია, იმაზე რეაქცია არ გაქვს, რომ ბავშვმა სკოლა გააცდინა და ის გიკვირს, ჩვენი 30 წლის შვილი ქალს ყვავილებს რომ სჩუქნის? - ჩერთო პაატა.
- შენ როდის აქეთ გაქვს რეაქცია ჩემი სკოლის გაცდენებზე მამა? - ჰკითხა დათუნამ.
- მოიცადეთ, ჩუმად. - გააჩუმა ყველა მზიამ. - ვინაა ის გოგო, ყვავილები, რომ აჩუქე?
- არავინ ისეთი, მომეწონა.
- სახელი?
- მინრანდა დედა.
- გვარი?
- რა ვიცი - წამოდგა სიცილით მირიანი.
- Facebook-ზე ვერ პოულობდა და მე მოვუძებნე - ჩაერთო დათუნა.
- შენ როგორ მოუძებნე?
- ჩემი ხერხები მაქვს - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
სპექტაკლის პროგრამაში სხვა შემსრულებელის სახელი და გვარი წაიკითხა, შემდეგ კი მის მეგობრებში იპოვნა გოგონა, რომელსაც მხოლოდ „მირანდა“ ეწერა სახელი. მირომ და გიორგიმ მოილპარაკეს, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა მირანდას მსახიობობის ფაქტი, გარკვეული მიზეზების გამო.
მზიამ იცოდა, მირიანს ყოველთვის ბევრი ქალი ჰყავდა. არც კი ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით, იმდენად უმნიშვნელო იყო ხოლმე აქამდე. მაგრამ ერთი იცოდა: მირიანი ყვავილებს არასდროს არავის სჩუქნიდა. ეს თითქოს ერთგვარი წესი იყო... წესი, რომელიც გიომ და მირომ დანერგეს თავიანთ ცხოვრებაში.
ათი წლის წინათ, ერთი მშვენიერი დღე იყო, როცა გიორგი თვალებგაბრწყინებული შემოვიდა სახლში, სათბურიდან საუკეთესო ვყავილები დაწყვიტა და დედამისს მისცა შესაფუთ ქაღალდთან ერთად.
- რამე მოუხერხე რაა, მე ვერ ვაკეთებ ლამაზად.
- ვისთვის გინდა შვილო? - ჰკითხა მზიამ.
- ერთი გოგო ვნახე... ძალიან ლამაზია
- სად ნახე?
- სპექტაკლზე ვიყავი.
- ისევ მარტო დადიხარ სპექტაკლებზე? - გაეცინა დედამისს.
- ჰო და კიდევ კარგი, რომ მარტო დავდივარ. გული გამიჩერდა, როცა დავინახე.
- მერე იმან რაო? რა ჰქვია საერთოდ, ან რა გვარია?
- თინა ჰქვია, დოლიძეა გვარად. იცი რა ლამაზია? გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს და ოკეანესავით თვალები.
- ოჰოო, რახან ეგრე აგალაპარაკა, ესეიგი, კარგი გოგოა - გაეცინა მზიას.
- მირანდა ჰქვია იმ გოგოს - გაიგონა მზიამ დათუნას ხმა. წარსულის ღრმა ფიქრებიდან დღევანდელ საღამოზე გადმონაცვლება გაუჭირდა, თუმცა მაინც შეძლო და ბედნიერად გაუღიმა თავის შვილებს.
- სად გაიცანი მირანდა? - ჰკითხა მირიანს - თან როგორი უცნაურია არა? მირანდა და მირიანი.
- კარგი დედა რა.
- მირო და მირა - დაამატა დათუნამ - მეგობრები მირას ეძახიან იმ გოგოს, კომენტარებში ვნახე.
- შენ ძალიან ხო არ მოინდომე? - დაუბღვირა მირიანმა - უბრალოდ მომეწონა, ცოლად კი არ მომყავს.
- სად გაიცანი მირანდა? - გაუმეორა კითხვა მზიამ. დაბნეულმა დათუნამ და მირიანმა ერთმანეთს გადახედეს. ორივემ იცოდა, რა არ უნდა ეთქვათ, თუმცა, რა ეთქვათ - არც ერთმა.
- ბარში ვნახე - თქვა მირიანმა. - მეგობრებთან ერთად იყო და ძალიან მომეწონა.
- სადმე დაპატიჟე მერე. - სთხოვა დედამისმა.
- უკვე დაპატიჟა, დღეს 12 საათზე - ჩაილაპარაკა არხეინად დათუნამ - შენ არ მისწერდი. როცა ჩაგეძინა, ავდექი და მივწერე. პაემანზე დავპატიჟე - მირიანს თავისი ტელეფონი მისცა. - შეგიძლია ჩათი გადაიკითხო, სანამ ფაქტის წინაშე დამდგარხარ.
გაოგნებულმა მირიანმა ძმას მობილური გამოჰგლიჯა ხელიდან და მირანდასთან წინა დღის მიწერილი მესიჯები ნახა.
- ჯანდაბა, დამთანხმდა პაემანზე - თქვა გაოგნებულმა.
- ჰო, იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. ხო და, მალე გადაუყვანე ეს დანაშაულის გრძნობა სიმპათიაში, თორე მაგით დიდხანს ვერ გავქაჩავთ.
- მემგონი უნდა გეჩხუბებოდე ახლა, თუმცა ნამდვილი გენიოსი ხარ - დათუნას თავი იღლიაში ამოიდო და თმებზე იქამდე უხახუნა მუშტი, სანამ მთელი თავი არ აუბურდა.
- მომწერე რას იზამ - ამოიკვნესა წვალებისგან დაჯღანულმა დათუნამ. - და რამე ნორმალური აარჩიე. „შარვალ-კასტუმით“ ნუ დაადგები.
-

თავი მეორეთხე

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მირანდა საგრიმიეროში შევიდა მაკიაჟის მოსაშორებლად და ტანსაცმელიც გამოიცვალა.
- მირა, აქ ხარ? - გაიგონა ნატალის ხმა.
- ჰო, სად ვიქნები? - გაეცინა მირანდას.
- დღესაც მოგაკითხავს შენი ბიჭი? როგორ ფიქრობ?
- არ ვიცი. თავს თუ დამანებებს, უკეთესი იქნება - ამოიოხრა გოგომ.
- არადა, ძალიან სიმპათიური ტიპია.
- ჰო, მაგრამ თავი მომაბეზრა. ორ დღეში სამჯერ ვნახე უკვე.
- არ მახსოვხარ შენ ეგეთი გულქვა - წაიბუზღუნა ნატალიმ.
- და ოთახიდან გასულს, კარებზე აყუდებული მირიანი დახვდა.
- ვაიმე - წამოიყვირა ქალმა. - შემაშინე - ოდნავ დამშიდდა, მირიანი რომ აღმოჩნა სიბნელეში გამოსახული კაცის აჩრდილი.



მირანდა ფალიაშვილის ერთ მყუდრო კაფეში იჯდა, სადაც კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა და მირიანს ელოდებოდა. უკვე ნანობდა, რომ მირიანს პაემანზე დასთანხმდა. ცოტა არ იყოს, ცუდი დრო მიაჩნდა ახლა რაიმე სახის ახალი ურთიერთობის წამოსაწყებად, ფლირტის დონეზეც კი.
მირიანმა მხოლოდ ათი წუთით დააგვიანდა. ესეც იმიტომ, რომ დათუნას დაავიწყდა ცოტა ადრე ეთქვა, პაემანზე დაგიპატიჟე გოგოო. მირანდამ მაშინ პირველად დაინახა კაცი დღის სინათლეზე. ჭრელი, ჭაობისფერი თვალები ჰქონდა მირიანს. ისე ანათებდა გარშემო, გეგონება შუშა ირეკლავს მზის სხივებსო.
- მაპატიე - თქვა მირიანმა.
- არაუშავს - გაუღიმა მირანდამ. - არც კი ვიცი, რატომ ვარ აქ.
- იმიტომ, რომ დილა შოკოლადიანი ბლინებით და ცივი ყავით დაიწყო, რას იტყვი? - შესთავაზა კაცმა მხიარულად.
- არჩევანი მაინც არ მაქვს და - მხრები აიჩეჩა ქალმა სიცილით. - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მოვწიო?
- არა - გაუღიმა მირიანმა.
მირიანს მთელს სამყაროში ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდა მირანდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა ან ეწეოდა. კვამლს ნაზად ჩაუშვებდა ხოლმე ფილტვებში და ოდნავ შეხსნილი ტუჩებიდან გარეთ ისე გამოაფრენდა, თითქოს ეშმაკთან მოთამაშე ანგელოზი ყოფილიყო. მირიანთან ყოფნისას, ყრუ ღიმილი დასთამაშებდა ხოლმე სახეზე. სწორედ ისეთი, გეგონება არც სიახლოვებს ჰპირდება კაცს, მაგრამ სიშორისთვისაც ვერ იმეტებსო.
- მომიყევი შენზე - სთხოვა კაცმა და მერე დაფიქრდა, მემგონი ცოტა სისულელე ვკითხეო, თუმცა მართლა ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფერი, მირანდას დაბადებიდან დღემდე - თითოეული დეტალი, გაღიმება, ემოცია, წყენა და ბედნიერება.
- რა მოგიყვე? - ოფიციანტის მოტანილ ბლინებს ღიმილით დახედა ქალმა. სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და ცივი ყავა მოსვა.
- ყველაფერი.
- ღმერთო ჩემო - გაოგნებისგან გაეცინა - ნამდვილად არ მეგონა, ვინმეზე ასეთ ეფექტს თუ მოვახდენდი ოდესმე. მითუმეტეს, შენნაირ კაცზე.
- მე როგორი ვარ?
- არ ვიცი - წამოცდენილი სიტყვები ინაინა მირანდამ. მირიანი მართლა „რაღაცნაირი“ აღმოჩნდა ქალისთვის. ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მისი გარეგნობისა და ასაკის ახალგაზრდა კაცების მსგავსად, ქალებს წინდებივით იცვლიდა. გოგონას თავიდანვე ეგონა, ერთი უარით სამუდამოდ მოიშორებდა. მირიანი მეორე დღეს სხვა ქალს გაიცნობდა და ერთი ჩვეულებრივი მსახიობის უარი აღარასდროს გაახსენდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ კაცთან სიახლოვის სურვილი თავიდანვე არ ჰქონია, მაინც უცნაურმა წინათგრძნობამ ათქმევინა თანხმობა დღევანდელ შეხვედრაზე. უცნაურმა წინათგრძნობამ და იმის განცდამ, რომ აქამდეც მრავალჯერ უნახავს, გამოლაპარებია მირიანს.
- და მაინც როგორი ვარ? - არ იშლიდა კაცი.
- მოდი გულახდილები ვიყოთ - ღრმად ამოისუნთქა მირანდამ - არ ვიცი, ჩემში რამ მიგიზიდა ასე, ზოგადად, თაყვანისმცემლების სიმრავლით ნამდვილად არ გამოვირჩევი. მითუმეტეს, შენი მსგავსი კაცები არასდროს არ წვალობენ ხოლმე იმისთვის, რომ მათთან ერთად ღამე ქუჩაში გავისეირნო ან ვისაუზმო.
- ჩემნაირ კაცებში როგორს გულისხმობ, მაინც ვერ ვხვდები.
- წარმატებულს, სიმპათიურს, ზრდილობიანს. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლია კომპლიმენტადაც მიიღო, მაგრამ, მოდი პირდაპირ გეტყვი... შენთან არ დავწვები. თუ ამისთვის ირჯები, სჯობს თავიდანვე გავარკვიოთ, მერე რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს არც ერთს.
- ოჰ, მირანდა, მირანდა - ამოიოხრა კაცმა და იმ წამსვე დასერიოზულდა - შენი აზრით, საწოლში ჩასათრევ ქალებს სფექტაკლებზე დავეძებ ხოლმე?
- არ ვიცი, სად დაეძებ.
- არ დავეძებ, თავისით მოდიან.
- გასაგებია - თვალები დახარა მირანდამ და შოკოლადიანი ბლინის ერთი ნაჭერი შეჭამა. ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა, ისევ...
- როცა ქალს მოსვენებას არ ვაძლევ, ესეიგი სექსის გარდა, სხვა რამეც მაინტერესებს. და ვერ ვხვდები, რატომ არ გყავს თაყვანისმცემლები. ერთი კაცების ტვინში ჩამახედა.
- კაცების? - გულწრფელად გაეცინა გოგოს.
- ჰო კაცების. ჩემი ძმა სულ იმას ამბობს, ყველა კაცი ერთნაირიაო და ეტყობა, მეც გადმომდო კაცებზე მესამე პირში ლაპარაკი.
- ჭკვიანი ძმა გყოლია - სიცილის აგრძელებდა მირანდა.
დროდადრო, როცა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, უსაზღვროდ გრძელ თმას ნაზად ისწორებდა ხოლმე ხელით და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, გაუაზრებლად როგორ ხიბლავდა ამ მანერით მირიანს, რამდენად გრაზციოზული, დახვეწილი ჩანდა ხოლმე ასეთ დროს.
– ერთი ძმა გყავს? - ჰკითხა მირანდამ. მირიანს სახე დაუსერიოზულდა, თვალები აერია და უცნაურად მიაშტერდა ერთ წერტილს. ქალს არ გამოჰპარვია მისი სახის ასეთი სერიოზული ცვლილება, თუმცა ვერ მიხვდა, რა ჰკითხა არასწორად.
- ორი - უპასუხა მირიანმა მკიცედ. ალბათ ცხოვრებაში ასე დარწმუნებით არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ორი ძმა ჰყავდა და ვერასდროს ვერავინ შეედავებოდა. სულ რომ სამყაროს აღსასრული დამდგარიყო, ან კიდევ, რამე უბედურება დამართნოდა, ეს რაოდენობა მაინც უცვლელი დარჩებოდა - შენ? - კითხვა შეუბრუნა კაცმა. არ უყვარდა, პირველ პაემანზე ოჯახური მდგომარეობების განხილვა, მაგრამ რა ექნა? თემაში ჯდებოდა.
- არა, არც და, არც ძმა.
- ძალიან ლამაზი ხარ - ვერ მოითმინა მირიანმა. მირანდას გაეღიმა და თავი ოდნავ დახარა - და სიცილს ნუ მალავ ხოლმე, გიხდება.
- მადლობ - თქვა ქალმა წყნარად. - იცი, მალე უნდა გავიდე, რეპეტიცია მაქვს.
- დღეს მაინც მიგაცილებ დანიშნულების ადგილამდე. ხომ დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ?
- არ ვიცი, ჯერ კიდევ ვორჭოფობ.
- სიმპათიური და საყვარელი მანიაკები ძალიან იშვიათია.
- სიმპათიური, რომ ხარ, გითხარი, მაგრამ საყვარელზე არაფერი დამცდენია. თუმცა....
- თუმცა, ეგეც ვარ ხო?
- როგორც გინდა - გაეცინა გოგოს.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, მირიანი ხშირად იხედებოდა მირანდასკენ, უთვალთვალებდა, როგორ ისწორებდა ქალი თმას: ჯერ ნაზად ყურზე გადაიწევდა, შეემდეგ ორივე ხელით უკან იგროვებდა და ცალ მხარეს გადმოიშლიდა ხოლმე. ქალმა ზუსტად იცოდა, რომ ასეთ დროს, მირიანის მზერა მისკენ იყო მომართული. ალბათ, განგებაც იქცეოდა ასე სათუთად და მომხიბვლელად
- ქმარს დიდი ხანია, რაც დაშორდი? - ჰკითხა მირიანმა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- სამი წელია.
- მაგარია - გაეღიმა კაცს.
- მაგარია, რომ ქმარს დავშორდი?
- ჰო, ძაან. რა, არა?
- რა ვიცი. უმამოდ სამი შვილის გაზრდა, ცოტა რთულია - ეშმაკურად გახედა მირანდამ და მისი სახის გამომეტყველებას დააკვირდა. მირიანს ქალის პასუხის გაგონებისთანავე ავტომატურად აეწია ცალი წარბი მაღლა.
- სამი შვილი გყავს? - აღმოხდა გაოგნებულს. ეშმაკური სიცილით დაუქნია მირანდამ თავი. - რა იყო, დაგეტოვებინა ცოტა ადგილი ჩვენი შვილებისთვისაც - სრული სერიოზულობით უსაყვედურა კაცმა.
- ღმერთო - სიცილისგან აფხუკუნდა გოგო. შემდეგ ხელი პირზე აიფარა და ისე ხარხარებდა.
- ყველაზე ლამაზი სიცილი გაქვს და შენ კიდევ, სახეზე ხელს იფარებ - უსაყვედურა მირიანმა ღიმილით. მირანდას არაფერი უპასუხია. ცოტა ხნით, ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ სალაპარაკო თემის უკმარისობის ბრალი იყო. ეს სიჩუმე, ჯერ არ ჩასახული გრძნობების დაბადებას უფრო ჰგავდა, რომელიც სწორედ, უსიტყვო წუთებში იჩენდა ხოლმე თავს და ალივით ედებოდა ორივეს. - რა ჰქვიათ? - კვლავ მირიანი ალაპარაკდა.
- გეხუმრე - გამოუტყდა მირანდა.
- მეხუმრე თუ ჩემი თავიდან მოშორება სცადე მაგ უცოდველი სამი ბავშვით?
- არა, როგორ გეკადრება. უბრალოდ, მაინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა შენი თავიდან მოშორება ამ უცოდველი სამი დაუბადებელი ბავშვით.
- ჩემი თავიდან მოშორება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება. - უთხრა მირიანმა სერიოზულად.
- რა გზით?
- მითხარი, რომ თავი დაგანებო და მეც დაგანებებ.
- კარგი.
- კარგი რას ნიშნავს?
- არაფერს, უბრალოდ კარგის.
- უცებ მეგონა, რომ ეგ „კარგი“ თავი დამანებეს ნიშნავდა.
- არა, არ ნიშნავს - მირიანისკენ გაიხედა ქალმა. ღიათაფლისფერი ლამაზი თვალები ჰქონდა და გრძელი წარბები.
- მიხარია - შვებით ამოისუნთქა კაცმა. - მოვედით
- შემოხვალ? - ისე ჰკითხა გოგონამ, თითქოს საღამოს პაემნის მერე სახლში ეპატიჟებოდა ვნებიანი ღამის გასატარებლად - არ ვიცი, რამდენად მოგეწონება რეპეტიციები, მაგრამ, თუ გინდა...
- ცოტა ხნით შემოვალ.
- კარგი - გაეღიმა მირანდას.
რეპეტიციების დროსაც, მხოლოდ სცენა ანათებდა. სხვა ყველაფერი ჩაბნელებული იყო, რეჟისორი კი პირველივე რიგში იდგა. მირანდა ცოტა შებოჭილად გრძნობდა თავს, როცა იცოდა, რომ სადღაც, იქვე შორე-ახლოს უცნობი, თუმცა უკვე ნაცნობი კაცის ფერადი თვალები ღიმილით უთვალთვალებდა.
- რაღაც, ძალიან დაბნეული ხარ დღეს ხო? - ჰკითხა რეჟისორმა, როცა უკვე მეორედ შეეშალა ტექსტი.
- მაპატიე, მაპატიე - სცენარს ჩაებღაუჭა ხელებით და გამალებით გააცეცა მთელს ტექსტზე თვალები. არადა, ყველაფერი მშვენივრად იცოდა.
- შეყვარებული ხო არა ხარ? - ჰკითხა ნატალიმ. მირანდამ თვალები დაუბრიალა, წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მირიანს ეს ყველაფერი ესმოდა.
- ვაგრძელებთ - ნატალიას კითხვას თავი აარიდა და ამაყად გამოაცხადა გოგომ.
- ვაგრძელებთ მირა - გაეცინა რეჟისორს.
მირიანი მიხვდა, ვისი ბრალი იყო მირანდას ასეთი დაბნეულობა, მაგრამ ვერ წყდებოდა იქაურობას. ვერ წყდებოდა გოგოს, რომელიც გამალებით, მთელი გრძნობით გადმოსცემდა თავისი პერსონაჟის ტექსტს. ზოგჯერ, ენა ებმეოდა და ერთ სიტყვას ასჯერ იმეორებდა, მერე თვალებს ხუჭავდა და ჩუმად, თუმცა მაინც გასაგონად ეუბნებოდა საკუთარ თავს: „ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა“. გრძელი თმა დაეხვია და თავზე დიდი კოსა წამოეჭიმა, თითქოს ყველა ქცევით, მირიანს განგებ აიძულებდა, გინდა თუ არა, სასწრაფოდ შემიყვარეო. ბოლოს, თვითონაც ვეღარ გაუძლო მირანდას წამების ყურებას, მშვენივრად იცოდა, რომ ქალის ტექსტის არევ-დარევის, დაბნევის მიზეზი თავად იყო. წამოდგა და წამოვიდა, სამსახურისთვისაც უნდა დაეთმო ცოტა დრო.

* * *

- გაგიჟდი ხო? - ხარხარებდა ნატალი.
- რატო გავგიჟდი? - დაუბღვირა მირანდამ.
- გუშინ, ლამის მოკალი დღეს კიდე, სპექტაკლის დაწყებისას კულისებიდან უთვალთვალებდი, ხომ არ არისო .
- მირიანს არ ვუყურებდი. მაინტერესებდა, ჩემიანი ხომ არ იყო ვინმე მოსული.
- მაგალითად, ბიძაშენი? ხო იცი, ვერ იტანს ეგ თეატრს.
- არ გამახსენო - თვალები გადაატრიალა მირანდამ - რაც მე ბავშვობაში ვიბრძოლე, რომ მსახიობი გავმხდარიყავი, ეგეთი ბრძოლის გამოვლა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამჭირდება მემგონი.
- რას იზამ, მემგონი წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმები აქ შენს ბიძიკოს. სამაგიეროდ, მაგარი კაცი დაირტყი. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნატალიმ.
- მაგას ნუ ამბობ. არავინაც არ დამირტყია - გაიბუსხა მირანდა - უბრალოდ, ყველგან ეგაა, სადაც არ უნდა გავიხედო და ბარემ, ვიცნობდე მაინც.
- მაგითი გაიმართლე შენ თავი.
- ოოო, ტვინი წაიღე უკვე რაა. ეგრე თუ მოგწონს, გაგაცნობ კარგად და იქნებ გაუგოთ ერთმანეთს. - ბავშვურად გამოუყო ენა მირანდამ მეგობარს.
- ანუ არ მოგწონს ხო? - გაბრაზდა ნატალი.
- არ მომწონს, უბრალოდ თვითონ დამყვება აქეთ-იქით - თავისას არ იშლიდა მირანდა - მამაკაცთან ურთიერთობები საჩემო აღარაა უკვე კაი ხანია.
- მოიდე ობი ფეხებშუა?
- კი, ზოგჯერ იმასაც ვგრძნობ ხოლმე, აბლაბუდაში გახვეულ ბუზებს როგორ შეექცევიან რვაფეხა ობობები.
- ცოტა ორგა*მი არ გაწყენდა, გეუბნები, მშვენიერი კაცია მეთქი.
- სექსის ხამი ხარ რააა - ზიზღით დაიჭყანა მირანდა და გარეთ გავიდა. კარისგაღებისთანავე ფეხებთან ვარდების დიდი თაიგული შეეჩეხა. - აქ იყო - ჩაილაპარაკა თავისთვის, წყნარად და აღელვებისგან ლოყები შეუწითლდა.
- ვინ იყო? - ჰკითხა ნატალიმ.
- ამის დედაც - წამოიყვირა მოულოდნელად გაბრაზებულმა, ისევ გასახდელში შევარდა ალეწილი სახით.
- რა ხდება? - გაოგნდა ნატალი დაქალის ხასიათის ასეთ ცვლილებაზე.
- აქ იყო, ყვავილები დამიტოვა.
- მერე, მაგას რა სჯობს?
- რა რა სჯობს გოგო - თითქმის ყვირილამდე მისულიყო გამძვინვარებული მირანდა. თან ხვდებოდა, რომ თავისი ბრალი იყო ყველაფერი და ალბათ, საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ასე ძალიან. - სცენაზე, რომ არავინ მომცა თაიგული და თან პირველ რიგებშიც ვერ შევამჩნიე, ვიფიქრე, ვერ მოვიდათქო. შუადღისას მომწერა, რაღაც საქმე მაქვსო. მაგრამ მემგონი მაინც მოვიდა და აქ მელოდებოდა - სიბრაზე სინანულში გადაეზარდა გოგოს, ცხვირი ჩამოუშვა და დაღონებული, მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
- გაიგონა ვითომ?
- ხმა ძალიან გადის გარეთ - ტუჩის კუთხეები გაუცნობიერებლად ჩამოეწია დაბლა. ტელეფონს დასტაცა ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მისთვის მიწერა.
- წამო, ბარში დავადგეთ. - შესთავაზა ნატალიმ.
- და რა გავაკეთო? ვკითხო, ხომ არ გაგიგია, შენზე რეებიც წამოვროშეთქო?
- არა, უბრალოდ წავიდეთ. ეგ შენი მირიანი მიშოს დის შეყვარებულის ძმაკაცი აღმოჩნდა.
- ვაიმეე, მემგონი ნათესავად მეკუთნის - გაეცინა მირანდას. მერე, იქვე მარტოსულად დადებული ყვავილები გაახსენდა, ხელი დასტაცა და მუხლებში ჩაიდო.

რამდენიმე დღე გავიდა, რაც სპექტაკლზე აღარავინ გამოჩენილა. ერთი-ორჯერ მართლა სცადა მირანდამ სცენიდან მაინც დაენახა მირიანი, დაწყებამდეც მრავალჯერ გამოიხედა კულისებიდან, მაგრამ არსად იყო.
- ცოდო ხარ - უთხრა ნატალიმ სპექტაკლის შემდეგ.
- ისევ მირიანის თემებზე მელაპარაკები?
- ჰო, მირიანზე გელაპარაკები. ისე უგუნებოდ დაძრწიხარ ეს ბოლო დღეები, რომ მოჩვენება მგონიხარ. გრძელთმიანი მოჩვენება, რომელიც ჩიტივით კენკავს საჭმელს და სიგამხდრისგან ბურატინოსავით გაუხდა ცხვირი.
- ჯანდაბა შენს თავს - მიაძახა მირანდამ - და კიდე ჩემს თავსაც. - დაამატა უკმაყოფილოდ.
- მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე როგორმე ამ საშნელი დეპრესიიდან დამეხსენი.
- აქამდეც მითქვამს და ამის შემდეგაც გავიმეორებ, რომ დეპრესია არ მჭირს. - გაბრაზდა მირანდა.
- კარგი, თუ არ გჭირს, მაშინ დღეს საღამოს მიშოს დასთან ავდივართ, იმისი შეყვარებულის მეგობრებიც იქნებიან და რა ვიცი, არ წამოხვიდე.
- მაინც არ მეცალა - სარკისკენ მიტრიალდა და თმა ჩამოივარცხნა. მერე წამით დაფიქრდა, ნატალის ეშმაკური მზერისკენ გამოაპარა თვალები - მიშოს დის შეყვარებულის ძმაკაცები? - გაეცინა მირანდას.
- ჰოო, დიდი წინადადებაა, მაგრამ ფაქტია. - მირანდას უცებ მხოლოდ ერთი სიტყვა ამოუტივტივდა თავში: მირიანი.
- ანუ მირიანი? - ჰკითხა დაბნეულად.
- დიახ ჩემო პატარა გოგო, მირიანი - გაეცინა ნატალის.
მირანდასაც გაეცინა, უბრალოდ, შეეცადა ძალიან არ შემჩნეოდა სახეზე სიხარული.
თეატრიდან გამოსული მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეცვა საღამოს, მაგრამ ეს ფიქრები ნაცნობი, პატარა გოგონას სახემ გააწყვეტინა, რომელიც ქანდაკებასავით გაშეშებულიყო და მირანდას მისჩერებოდა.
- გამარჯობა - უთხრა გოგონამ ღიმილით.
- ასე არ შეიძლება, ასე არ შეიძლება - გაიმეორა მირანდამ ორჯერ - შენ პატარა ხარ და უმშობლოდ არ შეიძლება.
- ყოველთვის ასეთი პანიკური იყავით? - გაეცინა გოგონას.
- ვინ ხარ? რა გინდა?
- არაფერი, უბრალოდ ვამოწმებ, რომ კარგად ხართ.
- ამოწმებ? მითვალთვალებ?
- რა მოხდა? ასე იქცევიან ხოლმე ფანები.
- ფანები არა ის... არასდროს მინახიხარ ჩემს სფექტაკლზე.
- როგორ არა, არც ერთი არ გამომიტოვებია.
- სად გაქვს სახლი? ახლავე მიგიყვან - ტაქსის გასაჩერებლად მივიდა მირანდა ქუჩისკენ.
- არ მინდა სახლში გაყვანა... არ მაქვს სახლი. - უთხრა გოგონამ.
- როგორ თუ სახლი არ გაქვს?
- ასე, უბრალოდ. არ მაქვს სახლი. უსახლკარო ობოლი ბავშვი ვარ ჯერ-ჯერობით.
- ღმერთო, რა დაგიშავე? - ცაში აიხედა მირანდამ. ზოგჯერ ამას ირონიულად აკეთებდა ხოლმე, მაგრამ ახლა მართლა აინტერესებდა, რა დაუშავა ღმერთს ასეთი - სად გძინავს ღამე? - ჰკითხა გოგონას, მაგრამ უკვე სადღაც გამქრალიყო. - ამის დედაც - ჩაილაპარაკა თავზარდაცემულმა.
- საკუთარ თავს ელაპარაკები? - მოესმა ნატალის ხმა.
- ვიღაც ბავშვი იყო.
- ფანი?
- არ ვიცი. პატარა ბავშვი იყო ამ შუაღამისას მარტო და ვუთხარი, ტაქსით გაგიყვან სახლიშემთქი. ასე მიპასუხა, უსახლკარო ვარო.
- მერე?
- მერე ისე გაიქცა, გამოშტერებული დავრჩი. თან რამდენიმე დღის წინ, ჩემს სახლთანაც ვნახე.
- მემგონი უყვარხარ და დაგდევს - გაეცინა ნატალის.
- სიყვარულს, ხომ ვერ დავუშლი ადამიანებს, მაგრამ მეშინია ხოლმე პატარა ბავშვი, რომ სიბნელეში დაიარება. ათასი გადარეულია ამ ქვეყანაზე და რამე არ დაუშავონ.
- დედა ტერეზა ხარ - გადაიხარხარა ნატალიმ.
- ნუ გეცინება - გაბრაზდა მირანდა.
ტელეფონზე დაურეკეს, ბიძამისი იყო. ამ ბოლო დროს, რაღაც ძალიან ხშირად ჰკითხულობდა დის შვილს. ისე, რომ, ზოგჯერ კონტროლიც გამოსდიოდა ხოლმე. - გამარჯობა ვახო - მიესალმა მირანდამ მხიარულად.
- შვილო, იქნება დღეს საღამოს ჩემთან ამოისეირნო? სულ დაგავიწყდა შენ შენი მოხუცი ბიძა. - მის ხმაში უკმაყოფილოებასთან ერთად, ბავშვური წყენაც იგრძნობოდა.
- დღეს ვიღაცასთან მივდივარ - უპასუხა მირანდამ, თან მირიანი გაახსენდა და ისე აწითლდა, თითქოს შეეშინდა, ხმაში არ შემეტყოს, რომ ბიჭის ნახვა მინდაო.
- ვინ ვიღაცასთან?
- მეგობრის დასთან.
- მეგობრის და? - აფხუკუნდა ვახო.
- ჰო, რა მოხდა? პატარა ვახშამია და რამდენიმე სერიოზული ადამიანიც იქნება.
- სერიოზული ადამიანი? - ისევ ჰკითხა ბიძამისმა და მირანდამ იფიქრა, საკუთარი თავი გავეციო.
- რამდენი კითხვაა? - უხერხულად გაეცინა გოგოს.
- მომენატრე. პატარა, რომ იყავი, შენი ცხოვრების თითოეული დეტალი ვიცოდი და ახლა მხოლოდ იმას მეუბნები, ვიღაც მნიშვნელოვანი ხალხი იქნება მეგობრის დასთანო. იმაშიც არ მიტყდები, რომ ამ მნიშვნელოვანი ხალხიდან ერთ-ერთი შენი შეყვარბეულია.
- კარგი რაა - პატარა ბავშვივით გაბრაზდა მირანდა - შეყვარებულს დაგიმალავდი? პატარა ბავშვი ვარ, რომ ვინმე დავმალო? ან რომც მყავდეს, ეგეთი უბედური ცხოვრება ხომ არ მექნებოდა, რომ მეგობრის დასთან მენახა.
ბოლოს ორივეს გაეცინათ.
- კარგი, მეც გამაცანი მერე ეგ მნიშვნელოვანი ვინმე.
- ჰაერიდან ქარბორბალას ქმნი - წარმოთქვა მირანდამ მაღალფარდოვნად.
- იმაში ხომ მაინც გამოგტეხე, რომ ჰაერია? - გამოიჭირა ვახომ.
- გეყოფა. ხვალ დაგირეკავ და გნახავ - გაეცინა მირანდას, ბიძამისს დაემშვიდობა და კვლავ იმაზე ფიქრს შეუდგა, რას ჩაიცმევდა ამ საღამოს.
- წავედით? - ჰკითხა ნატალიმ.
- გამოცვლა მინდოდა - წაიბუზღუნა მირანდამ.
- მშვენივრად გაცვია, რაც გაცვია - ნატალიმ მეგობარს ტანზე გადახედა. - თუ მაინცდამაინც რამეს გეგმავ, უბრალოდ, დაბლა გაიპარსე. რა იცი, რა მოხდება და შენ კიდე, სექსი რა ცხოველია, ეგეც არ გახსოვს.
- მოკეტე - სახე დამანჭა მირანდამ. - ესთეტიკას ყოვლთვის ვიცავ - აღიარა ამაყად.
- ნამდვილი სასწაული ხარ - გადაიხარხარა ნატალიმ.
ჯერ კიდევ სადარბაზოს კარებთან მისული მირანდა ფიქრობდა იმაზე, რომ უკანმოუხედავად გაქცეულიყო.
- ძალიან არაბუნებრივია, ძალიან არაბუნებრივია, ძალიან არაბუნერვიცია - ობოტივით ცაიხვია ეს სიტყვბი - არ დააზარუნო! - დაიკივლა, როცა ნატალიმ ხელი გაიშვირა კარებისკენ.
- მირანდა, დამშვიდდი. პატარა ბავშვივით იქცევი, არადა ძალიან დიდი ქალი ხარ, რომელსაც უკვე რამდენიმე ჭაღარა ეტყობა თმაზე.
- მეტყობა? - გადაირია გოგონა.
- ვიხუმრე - თვალები გადაატრიალა ნატალიმ.
- არ იფიქრებს ის ბიჭი, რა უნდა ამას, რას დამყვებაო?
- ყოველ დღე კუდში მოჩვენებასავით გყავდა აკიდებული და ერთხელ თქვენი გზები რომ გადაიკვეთოს, შენ რა პონტში იქნები მადევარი?
- იმ ბარშიც რა ცუდად მოვექეცი, მერე რა სისულელეები ვილაპარაკე - თავში წაიშინა მირანდამ ხელი.
- ჩვენს მეგობარს საქმრო ჰყავს მირანდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც მეგობრები, ვალდებულები ვართ, მისი საქმროს სამეგობროც გავიცნოთ. ახლა კი ღრმად ჩაისუნთქე და შევიდეთ.
- ჯერ ყური მიადე - გაეცინა მირანდას - სერიოზულად ვამბობ, მიადე ყური! - თითქოს მართლა არ ხუმრობდა.
- ღმერთო, რისთვის მსჯი - ამოიოხრა ნატალიმ დ აყური მიადო კარებს.
- ოდნავ ბოხი, მაგრამ ყოველთვის წყნარი, გაწონასწორებული და რაღაცნაირი ხმა ხომ არ გესმის?
- მაგ რაღაცნაირში რას გულისხმობ?
- რა ვიცი, ტკიბილი.
- მოდი და შენთვითონ შეამოწმე - გამოიწია ნატალი და ასპარეზი მეგობარს დაუთმო.
- არ შემიძლია - მიყურადების მაგივრად, ძალა მოიკრიბა და დააკაკუნა.
- ბრავო, ბრავო - ტაში დაუკრა ნატალიმ.
- მოხვედით? - სახე გაებადრა მიშოს დას.
- არა, არ მოვსულვართ ეკუ - უპასუხა ნატალიმ.
- ნუ სწერვობ გეხვეწები და შემოადგი ფეხი. - დაებღვირა ეკაც.
- ცოტა ხმადაბლა იჩხუბეთ - ჩაიჩურჩულა მირანდამ და კისერი დაიგრძელა, რათა მისაღები ოთახიდან გამოსულ აყალ-მაყალში გაჟღერებული ტკბილი ხმის პატრონი თვალითაც დაენახა.
- წამოდი, იქამდე მზერა ვერ გაგწვდება - დაუცაცხანა ნატალიმ.
- ჯერ შენ შედი - თვალები დაუბრიალა მირანდამ.
- რა ხდება? - იკითხა ეკუნამ.
- არაფერი, არაფერი - უპასუხა მირანდამ და შემოსასვლელში სარკესთან დადგა, ჩანთიდან პატარა სავარცხელი ამოიღო, რომ თმა დაევარცხნა.
- უიმეე, სანამ ეს თავიდან ფეხის კოჭებამდე ჩაივარცხნის, ჩვენ დავიშლებით - ხელი ჩაიქნია ნატალიმ და ეკუნასთან ერთად შევიდა სტუმრების ოთახში.
- ჯანდაბა, მარტო როგორ შევიდე - გული აუჩქარდა მირანდას. თმა მთელს ზურგსა და მხრებზე გაიბნია ლამაზად.
- მირა მოვიდა - წარბები აათამაშა მიშომ. მირანდა კი ღამის მოჩნებასავით ნელა და გაფერმკრთალებული მოაბიჯებდა.
სანდროს გაეღიმა, მირიანს შეხედა და ჩასჩურჩულა: -მირანდა.
- ვიცი, ვიცნობ - უპასუხა მირიანმა.
ყოველთვის, როცა ამ გოგოს თავიდან ამოგდება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, მირანდა საიდანღაც გამოჩნდებოდა ხოლმე თავისი ბზინვარე თმით, დახრილი თვალებითა და ყვავილებიანი კაბით.
ერთი თავისუფალი ადგილიღა იყო დარჩენილი მირანდასთვის, მიშოს გვერდით და ზუსტად მირიანის მოპირდაპირე ადგილას.
- გამარჯობა - ერთხელ გაუღიმა მირანდამ ყველას. უბრალოდ, იცოდა, რომ ტუჩის კუთხეების მაღლა აწევით, სახეზე ღიმილი ესახებოდა ხოლმე, თორე აღელვებისგან მუხლები უთრთოდა ზედმეტად და სულ არ იყო ხალისიან განწყობაზე. თან მირიანსაც მოჰკრა თვალი, მოჰკრა და ეგრევე აარიდა, თუმცა ახლა უთუოდ იცოდა, პირდაპირ მისი სახის ყურება მოუწევდა.
მირანდა დაჯდა, ღვინის ჭიქა შეუვსეს და ლევანი, სანდრო და მირიანი გააცნეს. ყველას ეცინებოდა, მარიამის გარდა. მაგან ჯერ არაფერი არ იცოდა.
- გადაიღე რამე - გადაუჩურჩულა მიშომ.
- კი, აბა რა - გაეცინა მირანდას. ფაქტია, რომ დღეს ჭამა არ ეღირსებოდა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან მირიანის თვალებს ხედავდა. თუმცა, საქმე იმაში იყო, რომ მხოლოდ წინ იხედებოდა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა მირიანმა. ისეთი სითბო აღარ ჰქონდა ხმაში, ნაწყენი იყო ალბათ.
- დაღლილი - დაჭრილი შვლის ნუკრივით გაეღიმა მირანდას და მერე იმედოვნა, ზედმეტად საცოდავი სახე არ მაქვსო - შენ როგორ ხარ? - კითხვა შეიბრუნა მირიანს. თან ღვინო მოსვა და თავისდასაუბედუროდ მოეჩვენა, რომ ძალიან მაღალ ხმაზე გადაყლაპა.
- კარგად, ძალიან კარგად - გაუღიმა მირიანმაც. „ბონდ, ჯეიმს ბონდ“ გაახსენა მირანდას და ზუსტად ღვინის დალევის მომენტში სიცილი აუტყდა. მერე ოდნავ შეწითლდა, რამდენჯერმე დაახველა და ღმერთს მადლობდა მოუხადა, თავის პირდაპირ მჯდომ კაცს, რომ არ შეასხა სიცილისას სასმელი.
ბოლოს ადგა და სამზარეულოში გავიდა, ვითომ ყავას აკეთებდა. არადა, ორი ნაჭერი ხაჭაპური შეჭამა წამის მეასედში მთელი დღის უჭმელმა.
- წყალს დამალევინებ? - მოესმა მირიანის თხოვნა. ცალ ყბაში მოქცეული ხაჭაპური დაუღეჭავად გადაყლაპა და გამჭვირვალე ჭიქა წყლით აუვსო კაცს. - მადლობ - გაუღიმა მირიანმა.
მირანდამ იცოდა, ბოდიში ჰქონდა მოსახდელი. ან რამე ტექსტი შესამზადებელი იმასთან დაკავშირებით, რომ ცუდად იტლიკინა. ნელა მიიწია კაცისკენ და ხელზე შეეხო. მირიანი არ ელოდა, ცოტათი შეცბა.
- მაპატიე, არ მინდოდა. ცუდად გამომივიდა შენზე საუბარი.
- კიდევ კარგი, წყლის დალევა მაცადე და მაგის მერე შემეხე ხელზე, თორემ ზედმეტად მოულოდნელი იყო და სავარაუდოდ, შევრცხვებოდი - გაეცინა კაცს.
- ისიც არ ვიცი ხოლმე, რა სიტუაციაში, როგორ მოვიქცე. - აირია მირანდა და მირიანს ხელი გაუშვა.
- მშვენიერი ჟესტი იყო, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ ყველას, ვისაც გააბრაზებ, ბოდიშის მოხდის მიზნით ეგრე არ მოეფერები ხელზე.
- გპირდები - გაეცინა მირანდას, ორივე ხელში მოიმწყვდია კაცის მძიმე ხელის მტევანი. ეგონა, რომ სისულელეს აკეთებდა, თუმცა ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო მასთან შეხება, ყველა სისულელე დასაშვები გახდა მისთვის - მპატიობ?
- მე ვერ მოვზომე. მე უნდა მაპატიო. არ მინდოდა, შენთვის თავი მომებეზრებინა.
- არა, არ მოგიბეზრებია. - თავი გააქნია მირანდამ - მე ვარ დამნაშავე. თავი გამოვიდე მეგობართან, რომ მაგარი თაყვანისმცემელი მყავს, ცოტათი გავიმარიაჟე.
მირიანს გაეცინა.
- ანუ მაგარი ვარ?
- ჰო, ეგრე გამოდის.
- ჩემი ძმა მარიგებდა ხოლმე პატარა, რომ ვიყავი, თუ გოგო მოგეწონა, მოსვენება არ მისცეო.
- ამართლებს - ისევ იცინოდა ქალი.
- ჰოო - გაეღიმა მირიანს. ქალის ტუჩებს შეხედა. მისი მსგავსი სიცილი ჯერ არავიზე ენახა. მისი თბილი ხელებიდან თავისი ხელი გამოანთავისუფლა და სახეზე მოეფერა. მირანდა გატრუნული აკვირდებოდა მირიანის ყოველ მოძრაობას.
კაცმა ნელა მიუახლოვა თავი ქალის სახეს, მკლავები მთელს სხეულზე შემოხვია და ტუცჩბში აკოცა. მირანდამ ოდნავი სიმხურვალე იგრძნო ლოყებზე, ცხელი ტუჩების სითბოსთან ერთად, ენებიც აბლანდეს ერთმანეთში და სიამოვნების წამებით გატაცებულებს, სულ დაავიწყდათ, სადაც იყვნენ.
- ეუფ - გაიგონეს ნატალის ხმა.
ორივე ელვის სისწრაფით დაეხსნა ერთმანეთს. მირანდა ნიჟარაში დაგროვებულ ჭურჭელს მივარდა, ონკანი მოუშვა.
- ჭურჭელს ვრეცხავ - გამოაცხადა საზეიმოდ.
- მე წყალი უნდა დავლიო - დაამატა მირიანმა.
ნატალი ცოტახანს დაფიქრდა, მერე არაადამიანური სიცილი აღმოხდა.
- ნუ ჭიხვინებ - თვალები დაუბრიალა მირანდამ.
- პომადა შეისწორე, ეგრე არ გამოხვიდე - უთხრა ნატალიმ ეშმაკურად და სამზარეულოდან გავიდა.
მირანდას თან ეცინებოდა, თან მართლა ჭურჭელს რეცხდა.
- შემოტრიალდი - ჩასჩურჩულა ყურში მირიანმა და ხელები წელზე შემოხვია უკნიდან. ქალს ოდნავ რცხვენოდა ასე უსიტყვოდ დამორჩილების, მაგრამ სიამოვნების ჟრუანტელმა და კაცის მკლავების შეგრძნებამ ყველანაირი სირცხვილი გაუქრო. კაციკენ შემოტრიალდა. ღიმილით მოეფერა მისი პერანგის საყელურს, ჰალსტუხს და მერე ხელები კისერზე შემოავლო. ერთმანეთის ტუჩებს გიჟებივით ჩააფრინდნენ.

სამზარეულოდან გამოსულებს, ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს სხვისი დაბადების დღის ტორტიდან თითებით ისუსნავეს კრემი. ნატალის მაგიდის ბოლოდანაც კი ეშმაკური მზერა ჰქონდა.
- რა გჭირს? - ჰკითხა მიშომ მირანდას.
- რა უნდა მჭირდეს? - ავტომატურად მირიანს შეხედა და თავისთვის გაეღიმა.
- ჭარხალივით გაწითლებული ხარ, თორემ სხვა არაფერი არ გჭირს - ლოყაზე ხელი მიადო მიშომ - და უთოსავით ცხელი.
- ღმერთო, შემეშვი - თავი გასწია მირანდამ სიცილით.
- გეშინია, არ იეჭვიანოს? - ჩურჩულებდა მიშო.
- გაიგებენ, გაჩუმდი - ისევ ეცინებოდა მირანდას.
ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ გოგონა წამოდგა და ხალხს დაემშვიდობა.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ღამის გათენება მომიწევს ალბათ.
- ეს სულ ადრე რატომ მიდის ხოლმე? - აბუზღუნდა ეკუნა და გასაცილებლად გამოჰყვა მირანდას.
- მეც ბევრი საქმე მაქვს, ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე - წამოდგა მირიანიც.
- კი, კიი, ბევრი საქმე აქვთ - დაიყვირა ქათმის ჭამით გართულმა ნატალიმ.
- მე გაგიყვან ბარემ - უთხრა მირიანმა.
- კარგი - გაეღიმა მირანდას თან საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნეტა ბუნებრივად თუ ჩანს უცხო თვალისგან ჩვენი ასეთო გამოპარვაო.
სადარბაზოში, რომ გამოვიდნენ, ორივეს ეცინებოდათ.
- მართლა საქმე გაქვს? - ჰკითხა მირიანმა.
- არა - უპასუხა მირანდამ - შენ?
- არც მე.
- ანუ მე ამეკიდე ხო?
- ხო და ვიფიქრე, რომ სადმე გავისეირნებდით. ან ღვინოს დავლევდით. მთელი ეს პერიოდი არც არაფერი გიჭამია.
- იმიტომ, რომ ჩემს წინ იჯექი.
- მორცხვი პატარძალივით იქცეოდი - გაეცინა კაცს.
- ნუ დამცინი.
- არ დაგცინი. პირიქით, ძალიან საყვრელი იყავი.
- ჰოო? - ღიმილით გაჩერდა მირანდა ქუჩაზე და კაცს შეხედა.
- ჰო - მსუბუქად აკოცა კაცმა ტუჩებში - რატო ვერ გწყდები, ხომ არ იცი?
- მშვენივრად მომწყდი და კვირა გავიდა ისე, რომ არსად ჩანდი - უსაყვედურა გოგომ.
- მეგონა, თავს გაბეზრებდი. მიუხედავად ამისა, უკან დახევას მაინც არ ვაპირებდი.
- აბა რას აპირებდი?
- არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებდი წყენა, რომ გადამივლიდა.
- მაპატიე, როგორ გაწყენინე - მხარზე მიეხუტა კაცს.
- მოდი, გავცდეთ აქაურობას, თორემ ფანჯრიდან გვიყურებენ - მაღლა აახედა მირიანმა.
ნატალი იყო გადმოკიდებული მთელი წელით და ჭორიკანა მეზობელივით გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს.
- მაინც დავინახე წეღან, რომ იმტლაშამტლუშეთ - გადმოსძახა ფანჯრიდან.
- ხალხი გაიგებს, მოკეტე. - ასძახა მირანდამ.
- ან ის რა მტლაშა-მტლუში იყო? ენაც კი არ გამოგვიყენებია - დაამატა მირიანმა.
- რეებს ლაპარაკობ - მხარზე ხელი მიარტყა გაწითლებულმა გოგომ.
- კაი ერთი, სამზარეულოში არ შემოვსულიყავი და ენას კი არა, რა ორგანოებსაც გამოიყენებდით, ვიცი მეე.
- ღმერთო - თავში ხელები წაიშინა მირანდამ - წავედით, წავედით - ძალით გაატრიალა მირიანი მანქანისკენ. მერე ნატალის შეხედა და ჩუმად, პირის მოძრაობით უთხრა მოგკლავო, თან შუა თითიც დაანახა, სანამ მირიანი მანქანის კარებს უღებდა.
- სად წავიდეთ? - ჰკითხა მირანდას, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
- არ ვიცი.
- ჩემთან ასვლას შემოგთავაზებდი, მაგრამ...
- ადრეა ჯერ - ლოყაზე აკოცა მირანდამ.
- შეგვიძლია უბრალოდ ფილმს ვუყუროთ, ღვინო დავლიოთ, რამე გემრიელი ვჭამოთ და ზოგჯერ გაკოცებ ხოლმე.
- მაცდური შემოთავაზებაა, მაგრამ მე უკეთესი იდეა მაქვს.
- გისმენთ ქალბატონო.
- ფუნიკულიორზე ავიდეთ და ვარსკვლავებს ვუყუროთ, თუ გინდა ლუდიც დავლიოთ და თან ზოგჯერ მაკოცებ ხოლმე. - წაეკეკლუცა.
- ეგეთ რამეებს, რომცა ამბობ, ყოველთვის ლოყები გიწითლდება. - უთხრა მირიანმა და ხელით სახეზე მოეფერა - როგორი გავარვარებული ხარ.
- აუუ, გაჩერდი - თავი გვერდზე მიატრიალა გოგომ. გაახსენდა, რომ თინეიჯერობის პერიოდში არ ჰყვარებია არავინ ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე. მხოლოდ ახლა, 28 წლის ასაკში დაეუფლა შეგრძნება, თითქოს მირიანთან ყოფნისას, ჰაერი არასდროს ჰყოფნიდა, გამუდმებით მუცლის არეში გრძნობდა შემაწუხებელ და ამავე დროს სასიამოვნო ჟრუანტელს, გული კი გამალებით უცემდა. - წინ უყურე გზას - უთხრა კაცს, რომელსაც მირანდას ყურებაში ყურადღება მთლიანად ეფანტებოდა.
მთაწმინდაზე, ერთ მიყრუებულ ადგილას, მიწაზე ისხდნენ გადაფსკვნილები, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა ვარსკვლაცებში აბლანდული მთვარე და ადამიანი თითქმის არ ჭაჭანებდა. ვარკვლავების მაგივრად, ერთმანეთის ყურებით ვერ ძღებოდნენ. ორივეს სტანჯავდა ის კითხვა, როგორ შეიძლება ასე მოკლე დროში, ასე იოლად შემოიჭრას შენს გულში ვინმე და მხოლოდ მისი ცქერაღა შეგრჩენოდეს უკანასკნელ სურვილად.
- მემგონი შევთვერი - არეული თვალები კაცისკენ გააპარა მირანდამ.
- მეორე ბოთლიც გვაქვს.
- ძალიან ცივია - კაცის მკლავს მიეხუტა გოგო.
- ზუსტად ამისთვის არსებობს ჩემი ქურთუკი - თავისი მოსაცმელი მოასხა მირიანმა.
- მაგიტო არ მითქვამს და არც ის მითქვამს, მცივათქო. - აბუზღუნდა მირანდა და კაცის სურნელში გახვეული, უფრო მიინამა, თავიც კისერში ჩაუდო გატრუნულმა.
- ვიცი. შენ ისეთი მორცხვი ხარ, რომ იყინებდე, შიმშილით კვდებოდე და წყურვილით ყელი გიშრებოდეს, მე თუ არ მივხვდი, დაღუპული იქნები. - თავზე აკოცა მირიანმა და მირანდას თმის სურნელი მთელი სხეულით შეისრუტა.
- ეგეთი დაღუპულიც არ ვარ. თუ შეამჩნიე, დღეს მე გაკოცე.
- მაკოცე? ეს მე გაკოცე, მაგრამ ვაღიარებ, ხელზე მოფერება შენგან ნამდვილი გაბედულობის პიკი იყო.
- მაბრაზებ!
- ნეტა როგორი ხარ ნამდვილად გაბრაზებული. ალბათ ყველაზე საყვარელი ტიპი იქნები.
- არაა საჭირო, გაბრაზებულსაც მიცნობდე.
- ძალიან საჭიროა.
- ცუდი ვარ გაბრაზებული - წარბშეკრული უმტკიცებდა მირანდა.
- პირიქით, ყველაზე სექსუალური იქნები.
- ჰო, მე და სექსუალურობა დები ვართ - თვალები გადაატრიალა ქალმა.
- ნეტავ გამაგებინა, ვინ დაგიქვეითა ასე თვითშეფასება? ჯერ ის გაგიკვირდა, რომ მომეწონე და ახლა სექსუალურად რომ აღგიქვავ, ის გიკვირს.
- ჩემმა ყოფილმა ქმარმა - ამოიოხრა მირანდამ - არასდროს უთქვამს, ლამაზი ხარო. ბოლოს კი, საერთოდ გადამეწურა იმის ყველანაირი იმედი, რომ შეიძლებოდა ვიღაცას მოვწონებოდი ან შევყვარებოდი. ამიტომაც ვიყავი თავიდან შენ მიმართ ასეთი კატეგორიული. უბრალოდ, პირადი ცხოვრების მამაკაცთან დაკავშირებას აღარ ვაპირებდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მეც იმ ქალების რიცხვში ვიქნებოდი, რომლებიც უკაცოდაც ბედნიერები არიან სექსუალური ცხოვრებისა და კაცის მოფერების გარეშე...
- იმედია გადაიფიქრე ხო?
- როგორც ხედავ, ახლა შენ გეხუტები.
- და ზოგჯერ ტუჩებშიც მკოცნი - გაეცინა მირიანს.
- ჰო, ზოგჯერ - აკოცა მირანდამ.
- მე, რომ შენი ყოფილი ქმარი ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ მერქმეოდა ყოფილი.
- მემგონი შენც დათვერი მირო - ჩაიხიხთხითა გოგონამ.
- არა,ერთი ბოთლი ლუდი არ მათრობს, მაგრამ რაღაც სისულელე მართლა ვთქვი. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი გხედავდეს და არ გეუბნებოდეს, რომ ყველაზე მშვენიერი ხარ მთელს სამყაროში. სწორედ ასეთად აღგიქვი შენი დანახვის პირველი წამიდანვე და ყოველთვის ყველაზე მშვენიერი არსების ეტალონად მეყოლები მეხსიერებაში.
- ზუსტად ის პრინცი ხარ, ქალები რომ მთელს ცხოვრებას ატარებენ მასზე ოცნებაში და ვერ ვხვდები, რითი დაგიმსახურე.
- თეატრში ლაპარაკისას, ხელებს ისე ნაზად აყოლებდი თითოეულ ნათქვამ ბგერას, ასე მეგონა, ჩამეძინებოდა.
- რა მაგარი რამე მითხარი, ჩემი თამაში ისეთი მოსაწყენი იყო, რომ გეძინებოდა?
- პირიქით, ისეთი სასიამოვნო მოძრაობები გქონდა, ვითიშებოდი, ჰიპნოზს მიკეთებდი. თან თმასაც ისე ფაქიზად ისწორებდი ხოლმე, საერთოდ გადავირიე.
- აღარ თქვა არაფერი, თორემ ყველა შენს სისუსტეს შევიცნობ და მერე ასე გაგთიშავ ხოლმე - თქვა მირანდამ და თმაზე ნაზად ჩამოისვა ხელი.
- უკვე სარგებლობ?
- ჰოო.
- არადა, როგორი სპეტაკი მეგონე - თავი სინანულით გააქნია მირიანმა. მირანდამ სიგარეტი ამოღი ჩანთიდან და მირიანს გაუწოდა. - აღარ ვეწევი, მადლობ.
- მემგონი შენ უფრო სპეტაკი ხარ - გაეცინა გოგოს.
- არ ვარ სპეტაკი. აქედანვე იცოდე, რომ არც ისეთი კარგი ვარ.
- ჩემ მიმართ ხომ კარგი იქნები? - ჰკითხა ქალმა და თავისი თაფლისფერი თვალები მიანათა კაცს.
- შენ მიმართ იმაზე კარგი ვიქნები, ვიდრე შემიძლია - ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა მირიანმა და შემდეგ ტუჩებში აკოცა.
- არც მე არ ვარ ძალიან კარგი, იცი? - ჩასჩურჩულა ქალმა ღიმილით.
- აბა, შენი ცოდვებიც მითხარი. მოდი, ცოდვების გამხელის საღამო იყოს ეს.
- ჩემი ქმარი ვაცემინე ერთხელ.
- რატო აცემინე? - გაუკვირდა მირიანს.
- ეჭვიანი აღმოჩნდა. იმაზე ეჭვიანი, ვიდრე წარმომედგინა. სცენაზე, სპექტაკლებში სხვას რომ ვეხვეოდი და ვკოცნიდი, მაგაზე პათოლოგდებოდა ხოლმე და სახლში მისულს, რამდენჯერმე დაურტყამს კიდეც. ისე შემზიზიღდა, მოკარების უფლებასაც აღარ ვაძლევდი, მაგრამ მაინც მეკარებოდა, ძალით - თავი დახარა მირანდამ. რაღაცნაირად, შერცხვა მეორე პაემანზე ასეთი თემების განხილვა - პოლიციაში დაჭერას, მერჩივნა ისე ეცემათ, რომ ცხოვრების ხალისი დაჰკარგვოდა..... მაგრამ ციხეშიც ჩავასმევინე იმის მერე, რაც გამოჯანმრთელდა.
- ციხიდან რო გამოვა, მეც ვცემ, არაუშავს. - მირიანმა სიბრაზე არ შეიმჩნია, მაგრამ ბრაზი თითქოს კბილებამდე შხამივით ამოუვიდა, როცა ვიღაც არაკაცი წარმოიდგინა, რომელიც მირანდას მსგავს სათუთსა და ნაზ არსებაზე ძალადობს. ქალის ხელი მუჭში მოიქცია და წარბშეკრულმა დახედა. ისეთი თხელი, წვრილი თითები ჰქონდა, მაჯაზე, რომ ოდნავ ძალდატანებით მოგეჭირა, ალბათ დაულურჯდებოდა.
- ჰო და მერე შენღა მაკლიხარ დაჭერილი.
- ისე, ხშირად კოცნი ხოლმე სცენაზე ვიღაცეებს?
- კარგი ახლა - გადაიხარხარა მირანდამ - ჰო, ვკოცნი ხოლმე.
- ასეც კოცნი ხოლმე? - ჰკითხა მირიანმა და მთელი ვნებით აკოცა. ენა პირში შეუცურა, ტუჩებით ისე გამოწუწნა, თითქოს სულს აცლიდა, რომ გადაეყლაპა, თავის სხეულში გადმოეყვანა და სამუდამოდ მიესაკუთრებინა.
- ასე არასდროს - მირანდამ ისე უპასუხა, კაცის ტუჩებს მაინც არ მომწყდარა.
- მე არ ვარ ეჭვიანი მირა.
- მე ვარ - უდანაშაულო თვალებით შეხედა კაცს.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - ეჭვიანობის მომენტში, ძალიან მაინტერესებს ეგ ლამაზი თვალები როგორ აგენთება ცეცხლით და ის ხომ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, გაცხარებული როგორი იქნები.
- არაა საჭირო წარმოდგენა.
- მაინტერესებს.
მირანდამ ისე მოიყუდა ლუდის ბოთლი, მირიანისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ალბათ გიჟდები, ქალს რომ კოცნი და ლუდის სუნი აქვს.
- ვგიჟდები - გაეცინა მირიანს და თავის კალთაში გადმოისვა.
- უნდა წავიდეთ იცი? 12-ზე რეპეტიციაზე უნდა ვიყო, უკვე ღამის სამი საათია - კაცის მაჯის საათს დახედა გოგომ.
- წავიდეთ მაშინ - უკანასკნელი ყლუპიც გამოცალა, მერე მირანდასაც გამოართვა ბოთლი და ნაგვის ურნაში მოისროლა.
- ხვალ? - ჰკითხა მირანდამ.
- ხვალ, როგორც კი რეპეტიციას დაამთავრებ - ცხვირზე აკოცა ქალს.
მანქანაში, როცა ჩასხდნენ, ნატალის მესიჯი დახვდა: „ღამე ჩემთან დარჩი, რომელზეც არ უნდა გამოხვიდე შენი პრინცისგან და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი“. ვერ მოითმინა და გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- ნატალის უნდა, რომ ამაღამ მასთან დავრჩე და ვეჭორაო.
- ჩემზე?
- ჰოო.
- კარგი, მაშინ ნატალისთან გაგიყვან და იჭორავეთ.
- გაგჭოროთ?
- ნებართვას გაძლევ. რეპეტიციის მერე გამოგივლი და სადმე ლამაზ ადგილას გაგიყვან.
- კარგი.
ნატალის სახლთან, რომ მივიდნენ, გამომშვიდობებისას ერთმანეთს რამდენიმე წუთი ამოუსუნთქავად კოცნიდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მოსწყდა მირანდა მირიანის ტუჩებს და მეგობრისკენ გაიქცა.
- შენ ნორმალური ხარ? - ჰკითხა ნატალიმ კარების გაღებისას.
- რა იყო? - გაეცინა გაბადრულ მირანდას.
- რა რა იყო? ზარი არ დაგირეკავს, მე გაგიღე კარები და დებილივით იყავი კედელზე აყუდებული, მომღიმარი, გამოჩერჩეტებული შეყვარბეულის სახით.
- მართლა ცუდად ვარ - სახეზე ხელი აიფარა მირანდამ და სახლში შევიდა - ასე არ შეიძლება. ასე არ ხდება. ადამიანებს არ უყვარდებათ ასე..
- კიდევ ერთ ასეს იტყვი და რაღაცას ჩაგარტყავ - დაუბღვირა ნატალიმ.
- როცა რამე სწრაფად იწყება, სწრაფადვე სრულდებოდა ხოლმე და ეიფორიას, სიყვარულის ზღვას, უცაბედ ბედნიერებას, უმედგაცრუება მოსდევს. მეშინია, რომ მიწა გამომეცლება და ყველაფერი დამთავრდება.
- მოიცა, უკვე დაიწყეთ დამთავრებაზე, რომ ლაპარაკობ?
- დვაიწყეთ კი არა, შუაში ვართ - გაეცინა მირანდას - ძალიან მეშინია, რომ ეს ჩემი მირიანი იდეალური სიზმარია, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ.
- მეც მყავს ნანახი რამდენჯერმე, ამიტომ შემიძლია დაგამშვუდო და გითხრა, რომ რეალურია.
- ვაი თუ გაქრეს და დავრჩე ხახამშრალი.
- რანაირი აზრები გაწუხებს? თუ გინდა დავურეკოთ და ვკითხოთ, გაქრობას ხო არ აპირებთქო.
- ნუ ხარ შენ სულ ხუმრობის ხასიათზე - დაუბღვირა მირანდამ და საძინებელში საწოლზე წამოგორდა. - ძალიან მეძინება - ბალიშს ჩაეხუტა ნეტარი სახით.
- სექსი გქონდათ? - ჰკითხა ნატალიმ პირდაპირ.
- არა კაცო, ცხოველები კი არ ვართ.
- აბა, მარტო ლოღნაობდით?
- ჰოო - უპასუხა მირანდამ ნეტარი სახით.

მეექვსე თავი
დათუნა იმ დღეს ცოტა უხასიათოდ იყო. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტი მაიმუნობის გამო კლასიდან გამოაგდო მასწავლებელმა და ახლა, დირექტორს რომ არ დაენახა, სკოლის ეზოში, სპორტული დარბაზის შენობის უკან იჯდა.
ფეხის ნაბიჯების ხმა როცა გაიგო, ცოტა შეეშინდა. იფიქრა, ვინმე მასწავლებელი იქნება და ჩამიშვებენ დირექტორთან, რომ გარეთ დავწანწალებო. ვიღაცა ბავშვი აღმოჩნდა. გაუკვირდა, პირველად ხედავდა ამ გოგოს. უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა ან უბრალოდ, უჩვეულოდ ლამაზი იყო. ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას ჰგავდა ცისფერი თვალეთა და ღია წაბლისფერი, მოწითალო თმით.
- გამოგაგდეს? - ჰკითხა წკრიალა ხმით.
- ჰო, გამომაგდეს. - დათუნა ცოტა გაკვირვებული იყო.
- არაფერია - გაუღიმა გოგომ და გვერდზე მიუჯდა. თვალს არ აშორებდა დათუნას.
- შენც გამოგაგდეს? - კითხვა შეუბრუნა დათომ.
გოგონას წითელი ბინდი გადაჰჯკვროდა თვალებზე. აცრმელებული შეჰყურებდა ბიჭს.
- ჰო, მეც გამომაგდეს - თქვა გოგომ და ცრემლები პანტა-პუნტით გადმოსცვივდა.
- ნუ ტირი, გთხოვ. არაფერი არაა, თითქმის, ყოველ დღე მთათხავენ ხოლმე და მერე მაპანღურებენ კლასიდან, მაგრამ არაფერია საშიში. მაგის გამო სკოლიდან არ გაგრიცხავენ. მშობელსაც კი არ დაიბარებენ, დამშვიდდი.
- ჰო, იმედია - ტირილი ცრემლნარევ სიცილში გადაეზარდა გოგოს.
- ახალი ხარ? აქამდე არასდროს მინახიხარ.
- არა, ძალიან ძველი ვარ მემგონი - თვალები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა - ამ სკოლიდან არ ვარ. უბრალოდ, აქ შევაფარე თავი.
- უცნაურია - გაეცინა დათუნას - სკოლის გამო აღარასდროს იტირო, კარგი?
- არა, სკოლის გამო არ ვტიროდი.
- აბა, სახლში გაგაბრაზეს?
- არა. უბრალოდ, ვიღაცას ჰგევხარ და ის გამახსენდა.
- რატო იტირე მერე, მოკვდა?
- რანაირ კითხვებს სვამ - გოგონამ ძალით გაიცინა, რომ თვალები დასწვრილებოდა და მომდგარი ცრემლი დაემალა.
- კაი, აღარ გკითხავ. უბრალოდ, წავიდეთ აქედან, თორემ დარაჯი დაგვიჭერს და იფიქრებს, რომ ვკოცნაობდით ან რამე ეგეთს ვაკეთებდით.
- ფუუუ - დაიჯღანა გოგო.
დათუნამ ძირს დაგდებული ჩანთა გადაიკიდა და ბუჩქის უკან, გაფუჭებულ ღობესთან მივიდა.
- ორივე გავეტევით.
- ჰო, რა თქმა უნდა - გარეთ გავიდნენ.
გოგონა ისევ უცნაურად აშტერდებოდა დათუნას. ბიჭმა იფიქრა, მართლა რაღაც ან ვიღაც მტკივნეულს ვაგონებო და აღარაფერი უკითხავს მისთვის, რასაც შეიძლებოდა დაესევდიანებინა.
- რა გქვია?
- ლიზა.
- რა გვარი ხარ?
- მმმმ - ცოტათი დაიბნა - ბალანჩივაძე
- ის მმმმ, რატო?
- რა ვიცი, ასე მემართება ხოლმე ზოგჯერ. შენ რა გქვია?
- მე დავით ქავთარაძე ვარ.
- დავით - გაეცინა გოგოს. - რამდენი წლის ხარ დავით?
- თხუთმტის, შენ?
- თოთხმეტის.
- შენც იმ კორპუსებში ხომ არ ცხოვრობ? - თავისი სახლისკენ გაიშვირა ხელი დათუნამ.
- არა, იქ ვცხოვრობ - ოდნავ მოშორებით, მაგრამ მაინც ახლო შენობა დაანახა ლიზამ.
- მე სკოლაში შესვლას აღარ ვაპირებ და გინდა გავისეირნოთ? მერე ჩემს ძმასთან წავალ.
- გავისეირნოთ - გაუღიმა გოგონამ.
დათუნას ძალიან ეცნობოდა გოგო, მაგრამ დაზუსტებიც იცოდა, აქამდე რომ სადმე დაენახა, შეხვედროდა ან გაეცნო, ზუსტად, დაწვრილებით ემახსოვრებოდა.

* * *
მირიანი სამსახურში იყო დათუნამ რომ მიაკითხა.
- მშვიდობაა?
- კლასიდან გამოვიპარე, ცოტა ვისეირნე და შენთან მოვედი.
- მოგენატრე და ჩემთან მოხვედი?
- არა, სახლში დამსაჯეს და ფულს არ მაძლევენ - საყვარლად გაეღიმა დათუნას.
- მოგიკვდი - დასცინა მირიანმა. მერე საქეიფოდ მოსული ბიძასავით ამოიღო საფულიდან ქაღალდის ფული და თავის ძმას მისცა.
- კიდევ კარგი, შენ ხარ უფროსი ძმა - ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა დათუნას. - დღეს უცნაური გოგო გავიცანი იცი?
- ჰოო? მოგეწონა?
- არა, უფრო სწორად, ჰოო. აუ, ვერ მივხვდი.
- რას ვერ მიხვდი ბიჭო? შეხედავ გოგოს და თუ მოგწონს, თან პლიუს წერა-კითხვის უცოდინარიც არაა და კარგადაც მეტყველებს, გადწყვეტილია. მოგწონს! შენს ასაკში სხვა კრიტერიუმები არ არსებობს.
- არა, უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო. კარგადაც ლაპარაკობდა და მხიარულიც იყო, მაგრამ ისე არ მომწონებია, როგორც ქალი.
- როგორც ქალი - ჩაიხითხითა მირიანმა - რამდენის იყო?
- თოთხმეტის.
- ბედნიერი ვარ, რომ ისე არ მოგწონებია, როგორც ქალი.
- მართლა მეგობრულად მომეწონა. ტელეფონი არ ჰქონდა, თორემ ნომერს გამოვართმევდი და ხვალ ისევ გავაცდენდით სკოლას.
- აბა ეხლა! - დაუსერიოზულა მირიანმა - უსწავლელი არავის უნდიხარ. სკოლაშიც იარე ხოლმე და გაკვეთილების ბოლოს ნახე. რამეზე დაპატიჟე. ყავას სვამს?
- ყავა არა, ჩაი კიდე - ხელი ჩაიქნია დათუნამ.
- მაშინ ნაყინი.
- ნაყინზე მირანდა დაპატიჟე თუ კარგია.
- დავპატიჟებ - ნიშნის მოგებით უპასუხა მირიანმა.
- რა ხდება, დაკერე?
- დავკერე? - კითხვითვე უპასუხა მირიანმა.
- შენ არ იყავი? გაბრაზებული რო ამბობდი, გოგოს გამო აღარაფერს აღარ ვიზამ, ადგნენ და აქეთ მეჩალიჩნონო?
- გაბრაზებული რასაც ვამბობ, ყველაფერი კი არ უნდა დაიმახსოვრო.
- ყველაფერი კი არ უნდა დაიმახსოვრო - გააჯავრა დათუნამ.
- რა დღეში ხარ?
- არაფერი. მიხარია, რომ ფული მაქვს და კაი ხანი, იმდენ შაურმას შევჭამ, რამდენიც მომინდება.
- გასივდები და მერე... - კიდე რაღაცის თქმაც უნდოდა მირიანს, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა. ნომრის დანახვა და სახეზე ღიმილის გამონათება ერთი იყო. - მორჩი? - ჰკითხა კმაყოფილი სახით.
- მოვრჩი - უპასუხა მირანდამ.
- თხუთმეტ წუთში გამოგივლი.
- კარგი.
მირიანმა ძმას შეხედა.
- სახლში გაგიყვან.
- ჯერ რომ იმას გაუარო და მერე გამიყვანო სახლში? მაინტერესებს რეალურად როგორია.
- უკვე ოჯახის წევრების გაცნობით არ დავაფრთხო.
- რა უნდა დააფრთხო ბიჭო. პატარა ძმა მიგყავს სახლში. მშობლებთან ხო არ ეპატიჟები ნიშნობაზე?
- კაი, წავედით - დანებდა მირიანი - როგორ ახერხებ, რომ ჩემზე ჭკვიანი იყო?
- შენ სიყვარულმა გამოგადებილა და იმიტომ.
- ენა! - შეუბღვირა ვითომ მკაცრი დიდი ძამიკოს ხმით - ჯერ რა დროს სიყვარულია?
- მე რა ვიცი. მე ერთი ნახვითაც შემყვარებია გოგო.
- ეგ ქავთარაძეების სენია - გაუღიმა მირიანმა. ორივემ იცოდა, ეს ღიმილი ძალიან ტრაგიკანარევი იყო. მანქანაში, რომ ჩასხდნენ და თეატრისკენ გაეშურნენ, დათუნა უკან ჩაჯდა, წინ შენი მსახიობი მიჯნური ჩაისვიო უთხრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალიან ფაქიზად ჰკითხა:
- დედას როდის ეტყვი?
- რა საჭიროა ჯერ?
- არაა საჭირო.... მაგრამ, შენი აზრით, რამეს ნიშნავს, რომ მსახიობია ეგეც?
- რას უნდა ნიშნავდეს?
- არ ვიცი. იქნებ სამყარო რაღაცას გინამიოკებს? მაგალითად, დედაჩვენი უეჭველად რამე დასკვნას გამოიტანდა.
- თმას დაიპუტავდა დედაჩვენი - დააკონკრეტა მირიანმა.
- აუ, არ გამომაპარო როცა ეტყვი. ვგიჟდები პურზე და სანახაობაზე.
- შაურმაზე და სანახაობაზე?
- ჰოო.
- რა უნდა თქვას? ცოტახანი შოკში იქნება, მერე გაიცნობს და მიხვდება, რომ შეუძლებელი იყო არ შემყვარებოდა.
- აუ, ამას მართლა შეუყვარდა - ამოიოხრა დათუნამ.
- არა, ისე ვთქვი, წამომცდა და ყურადღებას ნუ მიმახვილებ ხოლმე ეგეთ რამეებზე. ვღიზიანდები, როცა მიმტკიცებენ, ვიღაცა გიყვარსო.
- ხშირად გიმტკიცებენ?
- შენ მიმტკიცებდი ხოლმე ვიღაც ნაშებზე.
- ეს ნაშაა?
- არა, უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით. - მანქანა გააჩერა.
მირანდამ კარი გააღო და მხიარულად მოუჯდა გვერდით. გადაიხარა, კაცს ტუჩებში აკოცა და მოულოდნელად დათუნას სიცილი გაიგონა.
- ვაიმე - აღმოხდა გოგოს. გადაფითრებულმა იმ მომენტშივე გასწია თავი.
- გაიცანი, ეს დათოა - სიცილს ძლივს იკავებდა მირიანი.
- მამა, ეს ქალი ვინაა? - ჰკითხა დათუნამ.
- შენი ახალი დედიკო.
- რამდენისამ გააჩინე? - თამაშში აჰყვა მირანდაც.
- რამდენისამ გაგაჩინე? - თავისი ძმის წლოვანება დაავიწყდა მირიანს.
- თხუთმეტის იყავი, რომ დაორსულდი.
- ვაიმე - გადაიხარხარა მირანდამ.
- ამას სახლამდე მივიყვან და ჩვენ წავიდეთ.
* * *

დათუნა, სახლში რომ მიიყვანეს, ძველი თბილისის ერთ-ერთ მიყრუებულ, წყნარსა და მყუდრო რესტორანში წავიდნენ. ვერანდაზე გადაშლილი ხედი მთელ თბილისს გადაჰყურებდა.
- ძალიან ლამაზია - თქვა მირანდამ ღიმილით.
მირიანს ხედი არ ანაღვლებდა, წინ მჯდომ ქალს უყურებდა კმაყოფილი სახით.
- ჰო, ლამაზია - დაეთანხმა კაცი, ისე რომ მირანდასთვის არ მოუშორებია თვალი.
- ეგრე ნუ მიყურებ, ვკომპლექსდები - მორცხვი ბავშვივით თვალი აარიდა ქალმა.
- კარგი, აღარ შემოგხედავ - გვერდზე გაიხედა.
გაბუსხულმა მირანდამ ხორცის რულეტს ღვინო დააყოლა და ცოტახანს დაელოდა, როდის მიიქცევდა ისევ კაცის ყურადღებას.
- მირიან - ვეღარ მოითმინა.
კაცს გაეცინა, მაგრამ არ მიუხედავს.
- მიროო - ჩაიჩურჩულა ნარნარი ხმით და მირიანის ხელს თავისი მოუთათუნა.
- აბა ნუ მიყურებო? - თვალი თვალში გაუყარა კაცმა.
- გადავიფიქრე, შეგიძლია მიყურო.
- მადლობ თქვენო აღმატებულებავ - ნიკაპზე მოეფერა მირანდას. ძალიან მოუნდა ქალის სახე ხელებში მოექცია და იმდენჯერ ეკოცნა, სანამ ისევ არ ააბუზღუნებდა, ეგრე ნუ მკოცნიო. მერე ვერ გაძლებდა უკოცნელად და კვლავ ეტყოდა: „გადავიფიქრე, შეგიძლია მაკოცო“.
- რა გაცინებს? - ჰკითხა ფიქრებში გართულ კაცს.
- იმაზე ვფიქრობ, ეს მაგიდა, რომ არ გვაშორებდეს, რამდენჯერ გაკოცებდი.
- ნუ ამბობ - თვალები დახუჭა ქალმა და სიამოვნებისგან ტუჩზე იკბინა.
- ეგრე ნუ შვრები!
- როგორ, ასე? - ისევ იკბინა ტუჩზე.
- შეწყვიტე!
- კარგი, კარგი - გაეცინა მირანდას - ძალიან საყვარელი ძმა გყავს.
- იმის მერე, რაც ეგ ტუჩები მომანდომე, ჩემს ძმაზე უნდა მელაპარაკო?
- ჰოო.
- კი, საყვარელი ბავშვია.
- მეორე ძმა უფროსია?
- უფროსი იყო. 11 წლის წინ გარდაიცვალა. 19-ის ვიყავი მაშინ - გაეღიმა მირიანს. არ უნდოდა, ზედმეტად დრამატულად გამოსვლოდა, არადა იცოდა, მაინც ასე გამოვიდოდა.
- უი, მაპატიე.
- არაფერია.- სიტუაციის განსამუხტად, კვლავ ტუჩის კუთხეები ასწია.
- რა დაემართა?
- არ ვიცი. უფრო სწორედ, გრძელი ისტორიაა. მემგონი მოკლეს.
- მემგონი?
- ჰო, მემგონი.
- თუ არ გინდა, აღარაფერს გკითხავ.
- რაც გინდა, ის მკითხე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შეყვარბეული ხარ - თქვა მირიანმა და მერე დაფიქრდა, აშკარად გაუაზრებლად მოუვიდა ამისი თქმა.
- რა ვარ? - ლოყები ოდნავ აუწითლდა მირანდას. კაცს ყოველთვის ყველაზე მეტად ხიბლავდა ფაქტი, რომ მირანდას გრძნობები და ემოციები, მის ფიზიკურ სხეულსაც კი გამოჰქონდა ხოლმე სააშკარაოზე.
- არ ხარ? თუ გინდა, ჯერ არ იყო.
- არა, რატო? რა ვიცი - დაიბნა ქალი.
მომღიმარი მირიანი გვერდზე გადაუჯდა და ყელში აკოცა.
- მემგონი ხარ.
- ჰო - მირიანს მხარზე მიეხუტა და გაიტრუნა. - ანუ მომიყვები?
- გრძელი და სევდიანი ამბავია. დღეს მხოლოდ კარგზე ვილაპარაკოთ, მოდი.
- კარგი - თითები ერთმანეთში გადახლართეს - მემგონი, ბევრი ნაცნობი მოდის - შემოსასვლელში რამდენიმე სახეს მოჰკრა თვალი მირანდამ.
- რამე პრობლემაა?
- არა, არანაირი. ჩემი ყოფილი ქმრის სამეგობროა.
- გამაცანი ყველა.
- მე თვითონ ბუნდოვნად მახსოვს ეგენი.
- კარგი, მაშინ გაკოცებ.
- შეგიძლია სული ამომხადო - ტუჩები თამამად მიუშვირა საკოცნელად.
მირიანის ტუჩებს წამსვე მიეკრო. რაღაც საოცარი არომატი ჰქონდა კაცს. მამაკაცის სურნელი არასდროს შეუგრძვნია ასე მძაფრად, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ იმ ერთადერთს ოკეანის ტალღებში, შებიდნებისას ჩაძირული მზის არომატი ექნებოდა. უკვირდა, თუმცა მირიანთამ ყოველი შეხებისას, ასეთი პეიზაჟი წარმოუდგებოდა ხოლმე.
კაცის ენას თავისი მთელი ძალით ჩააბღაუჭა. სიამოვნების ჟრუანტელი გამუდმებით დასთამაშებდა სხეულში, საშინლად უნდოდა, მის შიშველ მხრებს შეჰხებოდა, მის კუნთებზე ფაქიზად ესრიალებინა თითები, თუმცა მხოლოდ ყელზე და პერანგიან ზურგზე ახსერხებდა მოფერებას.
საღამოს კაცმა მირანდა სახლში მიაცილა. დიდი იტალიური ეზოს ჭიშკართან იდგნენ და მიუხედავად იმისა, რომ შუა ღამე იყო, ქალს იმის წარმოდგენაც არ სურდა, რა მოხდებოდა თუ რომელიმე ჭოტი მეზობელი დაიანხავდა.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა გოგოს, რომელსაც სახეზე მავნე ბავშვის ღიმილი დასთამაშებდა.
- უცებ წარმოვიდგინე, ვინმე მეზობელმა რომ დაგვინახოს. მემგონი სახლის გამოცვლა მომიწევს.
- რატო?
- გადამასახლებენ. აქ ჯერ კიდევ ჯუნგლების კანონებია და ისიც ეყოფათ, გაცილებული რომ ვარ ქმარს.
- ხმის ამოღების უფლებასაც კი არავის მივცემ, ნუ გეშინია.
- არ მეშინია - კაცის თითები მირანდას ტუჩებზე ნაზად შეეხო. ისევ ის გამუდმებული ტალღები იგრძნო, რომელიც მირიანის გაცნობის შემდეგ არ წყვეტდნენ რწევას. ჯერ პატარა, სულ ერთი ციდა ტალღით დაიწყო, მაგრამ ყოველ დღე ისე იზრდებოდა, მირანდას ეშინოდა, მალე ქალის სულიდან სხეულში გადაღვენთილს გარეთ არ გამოეხწია ყველას დასანახად.მთელი სამყაროს სააშკარაოზე არ გამოფენილიყო მისი გრძნობები.
მირიანის თითებს აკოცა. ნელა, ნაზად აკოცა, თუმცა მთელი თავისი ვნება ჩააქსოვა ტუჩების ერთ პატარა მოძრაობაში. არ ეყო, კისერზე ხელი შემოხვია და რაც შეიძლებოდა მჭირდოდ ჩარგო თავი კაცის სურნელში.
- შენს სუნზე ვგიჟდები - აღმოხდა მირანდას. რცხვენოდა, ეგონა ურცხვად იქცეოდა. აქამდე არასდროს ჰქონია ისეთი გრძნობა, რომელიც დამალვის პატარა შანსსაც არ უტოვებდა. მთელი ძალით ჩაიკრა მირიანმა გულში.
სახლში ისეთი გულაჩქარებულნი შევარდნენ, მეზობლის არსებობაც კი აღარც ერთს გახსენებია. მირანდას გრძელ, ატმისფერ კაბას გამალებით გაუხსნა ღილები კაცმა და ქალის არომატით გაჯერებულ მკერდს დაეწაფა. მირანდა ცდილობდა, სიამოვნების კვნესა პირში ჩაეგუბებინა, მაგრამ ძალაუნებურად მაინც მოფრინავდა ნეტარების ჰანგები მისი ბაგეებიდან და კაცის ბაგეებს ერწყმოდა. მირიანის შიშველი სხეულის სითბო საბანივით გადმოეფარა სუსტს, გალეულ ქალს. მისი სიმხურვალისა და თავისი სისველის შეგრძნებისას, ხვდებოდა, რომ აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე მნიშვნელოვნად, მსოფლიოს ცენტრად, ნამდვილ ქალად.
ტუჩებიდან კსიერზე, კისრიდან კი მკერდზე გრძნობდა კაცის ნაზ, მაგრამ ზოგჯერ თავშეუკავებელ, უხეშ, ვნებით სავსე შეხებას. მის სხეულში შესული ასოს შეგრძნებისას ეგონა, სიამოვნებისგან გონებას დაკარგავდა.
მირანდას სინაზე ვნებიანი ქალის გრძნობების ოკეანედ გადაიქცა. კაცი მის სიმხურვალეს მთელს ოთახში გრძნობდა. გრძნობდა სურნელს ჰაერში მიმოფანტულს, ცხვირის ნესტოებზე რომ ეჯახებოდა და ასმაგად აღაგზნებდა. სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელა, რიტმულად აკეთებდა ბიძგებს, მირანდასთან ხახუნისას, მისი ნაზი, აბრშუმის მსგავსი კანი აქამდე მიძინებულ, ჯერ არ არსებულ გრძნობებს უღვიძებდა.
- მირო - აღმოხდა მირანდას მაღალ ხმაზე. კაცი მიხვდა, რომ ამ ხმის ტემპის გაგონება კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს სურდა. ალბათ ყოველ საღამოს, დილას და საუკუნოდ, სანამ მათ მოხუც ცხეულებს იმპოტენციისგან მხოლოდ გრძნობებიღა შერჩებოდათ.
კაცის მკლავებს ხელები მაგრად მოუჭირა ქალმა, ფეხები კი მთელი ძალით შემოუბჯინა წელს და რამდენიმე წუთი ოფლშიგახვეული უკოცნიდა სახის ყველა ნაქვთს. სიამოვნების კორიანტელში ჩაძირულ კაცს, ყველაზე მეტად ქალის თვალები უხანგრძლივებდა ბედნიერებას. სხეულებთან ერთად, მზერაც გააერთიანეს.
სიამოვნების შთანთქვის შემდეგ დარჩა გრძნობები, ერთმაეთის თმაში აბურდული ხელები, დუმილი და იმის განცდა, რომ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
- მეშინია, რომ სიზმარი არაა, თორემ თუ შენს გარეშე გამოვიღვიძე, სიცოცხლე აღარ მენდომება - თქვა მირანდამ ჩურჩულით. კაცის მხრებს ტუჩები ნაზად შეახო და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- არა, სიზმარი არაა - ქალს მკერდზე დაადო თავი და ხარბად დაეწაფა მის სურნელს.





მირიანი დილას ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სინათლემ გააღვიძა. თვალების გახელა მაინც არ უნდოდა, იქნებ კიდევ გაეგრძელებინა ძილი. ოთახში ჩუმი ფაჩუნის ხმა მოესმა.
- რას შვრები? - იკითხა ნახევრად მძინარემ.
- გხატავ - მოესმა პასუხი.
- უკეთესი დრო ვერ მონახე? - აბუზღუნდა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
- გადმობრუნდი ისევ! - გაბრაზდა მირანდა - ზაზუნასავით გძინავს ხოლმე. ფოტოები ისე ვერ აფიქსირებს საყვარელ მომენტებს, როგორც მე დავაფიქსირებ ქაღალდზე შენ სახეს. თან ისეთს დაგხატავ, როგორსაც გხედავ და ყოველთვის თან მეყოლები.
- კაი, დამარწმუნე - ისევ პირვანდელი პოზა დაიბრუნა მირიანმა - რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეგ ნახატი გყავდეს და მე აღარ? - თქვალები გაჭირვებით გაახილა.
- მაგალითად, გუშინ ვერ გნახე. საწოლში, გამტენიისას, რომ შემომიწექი, ეგრევე ჩაგეძინა.
- ჰო, ბევრი საქმე მქონდა - თვალები მოისრისა მირიანმა. - გადმოჯექი აქეთ რაა - საწოლისკენ მიუთითა.
- დიდძუძუებიან საყვარელთან ხომ არ დაიპარები? - გვერდზე მიუწვა მირანდა და ჯერ საღებავიანი თითი ცხვირზე მოუთათუნა, ლურჯი ფერი მოაცხო, მერე ნეტარებით დაეწაფა კაცის სახეს, რომელიც გაღვიძებისას იმაზე თბილი და ფაფუკი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ოდნავ ამოსული წვერი დროდადრო დენივით არტყამდა ქალის ტუჩებს, თუმცა ესეც საშინლად სიამოვნებდა მირანდას.
- პირველად ვხედავ, საყვარლიან შეყვარებულს ასე ეფერებოდნენ. - მირანდას ხელი გადახვია და თითით მკერდი მოუსინჯა. - მე შენი ძუძუები მირჩევნია ყველას.
- ნამდვილი ბედის საჩუქარი ხარ - გაეცინა მირანდას. კაცის თმებს თითები გადაატარა და მერე ღიმილით აუბურდა.
- ბედის საჩუქარზე გამახსენდა, გუშინ მემგონი შენმა მეზობლებმა დამინახეს.
- აქამდეც მრავალჯერ დაგინახეს. ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და შენი აზრით, ნათელას გამოეპარებოდა ეგ? ისე, ბედის საჩუქარზე რატო გაგახსენდა ჩემი მეზობლლები?
- მეზობლები კი არა, ჩემი თავი გამახსენდა. ანუ, შენმა მეზობლებმა რომ უკვე იციან, რა ბედის საჩუქარიც გყევარ.
- ჩემი ზაზუნა ხარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- ხალხში ზაზუნა და კნუტი არ დამიძახო, იცოდე.
- შენ რომ იმ დღეს იმდენ ხალხში მეკითხებოდი, ვისია ეს ტრაკ*ო, კარგი იყო?
- ხმამაღლა მომივიდა, ვაღიარებ - ეცინებოდა მირიანს.
- სხვათაშორის, ნათელას უთქვამს, მირანდას მდიდარი საყვარელი ჰყავსო.
- სიმპათიური არაო?
- კი, ძალიან სიმპათიური, ფერადთვალება და სექსუალური.
- ეგ ნათელამ თქვა?
- არა, მე ვთქვი. ნათელას, რომ ეგ ეთქვა, დავკაწრავდი.
- ჰოო? - კეფაზე შეკრული, მრავალჯერ შემოხვეული კოსა მირიანმა ერთ წამში დაუშალა და ქალის თმას უყნოსა.
- ეგეთ რამეებს რო აკეთებ ხოლმე... - წინადადება ვერ დასრულა მირანდამ. ძვალ-რბილში გააჟრჟოლა.
მირიანმა ქალი კალთაში გადმოისვა, ხალათი შეუხსნა და მისი შიშველი სხეულის დანახვისას ღიმილი გადაეკრა სახეზე.
- ესაა სიყვარული? - ჰკითხა მირანდას.
- არ ვიცი, რას გულისხმობ - თავის მკერდზე ამოცოცებული კაცის ტუჩები იგრძნო ქალმა. ნეტარების ოხრვა აღმოხდა. ნელა ჩაუცურა ხელი კისრიდან ზურგზე. მირიანის სრიალა კანზე უფრო სასურველი და სასიამოვნო, აქამდე არაფერი შეუგრძვნია ცხოვრებაში.
- შენს გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ მთელი დღის განმავლობაში.
კაცის სიტყვები მირანდას გულს მალამოსავით მოეცხო. ბავშვური, ლაღი სიცილით გადაიკისკისა და თავი დახარა, კაცს თავზე აკოცა. მისი თმის არომატი შეისრუტა ულიმიტოდ, უსაზღვროდ. თითქოს ფილტბებში სურდა მარაგის ჩაგუბება სიცოცლის ბოლომდე რომ ემყოფინა.
- მე რეპეტიციისას, ჩემს მეწყვილე კაცს შენი სახელი დავუძახე - გამოუტყდა მირანდა. - ყოველთვის მეგონა, ასაკით შედარებით უფროსი, თინეიჯერობას გამოვლილი ხალხი სიყვარულს ასე გიჟურად აღარ აღიქვამდნენ, მაგრამ შენ როცა გხედავ, მზის წნული მემართება.
- მზის წნული? - გაეცინა მირიანს. ნელა გახადა ქალს საცვალი და თავის ასოზე შემოსვლა. ორივეს გაუხშირდა სუნთქვა, სიამოვნების ბიძგები შეუნელებლად დაეპატრონა მათ ხორცს, მაგრამ არ ჩქარობდნენ. თითქოს არც ინძრეოდნენ. ერთმანეთს თვალებში შესქერდონენ და ჩუმად ლაპარაკობდნენ საკუთარ გრძნობებზე.
- მზის წნულს ეძახიან - თქვა მირანდამ და თავი ვერ შეიკავა, ამოიოხრა. - აი მუცელში, აქ -მირიანს თავის შიშველ მუცელზე მიადებინა ხელი - რაღაც რომ ირხევა ხოლმე, თოთქოს უზარმაზარ მწერს დაესადგურებინოს შენს სხეულში. თავიდან, ძალიან სუსტად გრძნობ, მერე ძლიერდება, ძალიან ძლიერდება. მისი ყოველი დანახვისას საშინლად გტკენს, გამწარებს, თუმცა იმდენად ძვირფასია, იმდენად უხარია თვალებს მისი ცქერა, რომ ეს ტკივილი მაზოხისტურ სიამოვნებას განიჭებს. საბოლოოდ კი ოღონდაც იგრძნო, ოღონდაც ერთხელ კიდევ იგრძნო ეს განცდა და თანახმა ხარ, მთელი სამყარო დათმო, მთელ ქვეყნიერებას გაუმართო ბრძოლა... ზუსტად იცი, რომ გაიმარჯვებ.
- მზის წნული - ჩაილაპარაკა მირიანმა.
ქალის მკერდი ხელებში მოიქცია და მთელი ვნებით დაკოცნა. მირანდამ კვნესით გაატოკა სხეული, წრიულ მოძრაბებს ტემპი შემატა. ვნებისგან ტუჩებისკბენით შეჰყურებდა მირიანს თვალებში.
- მიყვარხარ - უთხრა მირიანმა და ქალის გულ-მკერდი რომ მთლიანად დაიკავა, მის ტუჩებს ჩააფრინდა გამეტებით.
- მეც, ყველაზე მეტად - აღმოხდა ოხვრა მირიანის ბაგეებში ჩასვენებულს.
მირანდამ მთელი ძალით წამოიკივლა ბოლო მომენტში, შემდეგ კი, წამიერად ორივე დადუმდა სიამოვნეისგან, მათი სხეულები საოცარი ძალით შეერწყა ერთმანეთს და საუცხოო ნეტარების ტალღამ დაისადგურა ყველა უჯრედში. ხორციელი უჯრედებიდან სულამდე აღწევდა, ყველაფერი ფერადი ეჩვენებოდათ გარშემო, ყველაფერს განხვავებული სურნელი და ფერი ჰქონდა.
მომღიმარი ქალი მირიანის გვერდით დაწვა და სიგარეტს სტაცა ხელი.
- ახლა შენმა მეზობლებმა ნამდვილად იციან ჩემზე - გაეცინა მირიანს.
- აქამდეც არა ნაკლებს მაკივლებდი ხოლმე.
- პრინციპში ჰოო - მირანდას წითელი ტუჩსაცხით მოსვრილ სიგარეტის ღერს ერთი ნაფასი დაარტყა კაცმა. - ბიძაშენი როდის უნდა გავიცნო? - ჰკითხა ეშმაკურად.
- ოჰ ღმერთო - ამოიოხრა მირანდამ, - ეგ ძალიან მძიმე არტილერიაა.
- ერთი თვეა, რაც ერთად ვართ.
- ვიცი.
- მეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩვენს საერთო ნაჭუჭში, რომ ვართ, მაგრამ, ოდესმე მოგვიწევს ამ ნაჭუჭიდან გამოსვლა.
- და მერე რა იქნება?
- ისევ გვექნება ჩვენი ნაჭუჭი, მაგრამ სხვებსაც ეცოდინებათ ამ ნაჭუჭზე.
- შემზადება მჭირდება სულიერად რომ ვახო გაგაცნო. ხომ იცი, მშობლები არ მყავს და მან გამზარდა. ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო. მახსოვს, როგორ მეხვეწებოდა, შოთას არ გაჰყვე ცოლადო.
- ჩემზეც შეგეხვეწება?
- არა, შენ ძალიან მოეწონები. დარწმუნებული ვარ.
- ჩემებსაც მოეწონები - გაუღიმა მირიანმა. - დღეს საღამოს ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოდის.
- ვიცი.
- დღეს დაურეკე შენებსაც, მოვიდნენ.
- დავურეკავ - კაცის მხარზე ჩამოდო თავი მირანდამ. - ნატალი მაინც უნდა ვნახო, დღეს რაღაც ვიდეო რგოლის გადაღება გვაქვს.
- რა ვიდეოსი?
- რეკლამას ვუკეთებ ბანკს - გაეცინა მირანდას - რა იყო, გეგონა ტანგისამარა დაგიქნევდი ხელს ეკრანიდან?
- ისეც დამიქნიე ხოლმე ხელი ტანგით.
- უტანგოთაც გიქნევ ხოლმე - გადაიხარხარა ქალმა. - მაგრამ დამაცადე რაა, დაგხატო ადამიანურად. - ფეხზე წამოდა და მირიანის პერანგი მოიცვა.
- რა მუღამი აქვს ჩემი მძინარე სიფათის დახატვას?
- ზაზუნა ხარ მეთქი ხომ გითხარი? ისე გაქვს ტუჩები გამობურცული, მმმმ - ვნებიანად მოილოკა ტუჩები.
- ეგ პერანგი გაიხადე და ისე დამხატე, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები.
- იყოს ნება შენი - ეშმაკური სახით გაიძრო ქალმა კაცის ტანისსამოსი და დედიშობილა მიუჯდა მოლბერტს, თან ცალი ხელით ვაშლს დაავლო ხელი. ისე ჭამდა, გეგონება საყვარელი კაცის სურნელს ისრუტავსო. მთელს წანზე ჩამოშლილი თმა მკერდსა და სხეულის სხვა ინტიმურ ნაწილებს უფარავდა. სამყაროს გენიოსის ხელით შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა მირანდა მირიანისთვის.
- იიიფ, იიიფ. ნამდვილი ევა ხარ. შენ მაცდუნებ და დამღუპავ. მე მაინც ვიცოდე ხატვა - თავი დანანებით გააქნია მირიანმა.
- ხატვა არა, მაგრამ სხვა რამე გამოგდის კარგად - ჩაიხითხითა მირანდამ.
- კაი რამე თქვი, მომეწონა.
- მეც მომწონხარ, მაგრამ მალე უნდა გახვიდე. დღეს დედაშენს დაპირდი მონახულებას. დაგავიწყდა?
- რა მეშველებოდა უშენოდ? - წამოდგა მირიანი და ქალს ტუჩებში აკოცა, მერე თავის მძინარე პორტრესტს შეხედა - ასეთი სექსუალური ვჩანვარ შენი თვალებით?
- ასეთი ხარ საყვარელო - ყელი დაუკოცნა ყველაზე მიზიდველი სურნელის კაცს თავის ცხოვრებაში. - ზაზუნა ხარ
- ზაზუნა ძაან ფსიტიანია.
- უფსიტო ზაზუნა ხარ, ღუნღულა. ჯანდაბა - თავის სიტყვებზე გაეცინა მირანდას - ასეთი მოსიყვარულე არასდროს ვყოფილვარ.
- მე კიდე ზაზუნა არ ვყოფილვარ არასდროს.
- მშვენიერია - წამოდგა მირანდა. - ჩაიცვი, ჭამე და წადი დედაშენთან, მერე გივის უნდა დახვდე აეროპორტში.
- შენ რო არ მყავდი ხოლმე, როგორ გადამქონდა დღეები, არც მახსოვს - მიიხუტა შიშველი ქალი.
- წადი, თორემ კიდევ ბევრი დრო დაგვეხარჯება ჩემო საყვარელო - მირანდა კაცის მკლავებში მოექცა და განაბული სახით აკოცა კისერში.

* * *

- რატო დაგავიწყდა საკუთარი ოჯახი? - გულხელი დაიკრიფა განაწყენებულმა მზიამ მირიანის დანახვაზე.
- დე, კაი რა - გაეცინა მირიანს და ლოყაზე აკოცა.
- მაგისი ოჯახი ახლა ის გოგოა - გაისმა ეჭვიანობით აღსავსე დათუნას ხმა.
- ვინ გოგო? - გაოგნდა დედამისი.
- ერთ გოგოს ვხვდები - აღიარა მირიანმა და სამზარეულოში, თეფზე დალაგებულ გარეცხილ მწვანე ვაშლებს შეხედა. წამით შიშველი მირანდა გაახსენდა, ვაშლის ჭამაში გართული, თან ცალი ხელით რომ ხატავდა და გაეცინა.
- მერე არ უნდა გაგვაცნო? პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? - არ ცხრებოდა მზია.
- ლამაზია - ჩაილაპარაკა დათუნამ - მაგრამ მირიანი სჯობს.
- ეხლა! - გაბრაზდა მირიანი - ბიჭი სჯობს, გოგო სჯობს და ეგეთი ს*რობები არ გამაგონოთ. მირანდა ჰქვია, ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და ძალიან მიყვარს.
- არა დედი, შენ გიყვარდეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინაა ან როგორია - ეგრევე მოლბა დედამისი და ძმაზე მოეჭვიანე დათუნას შეხედა გვერდული მწარე მზერით.
- ჰო, ოღონდ სანამ გაგაცნობ, რაღაცეები უნდა იცოდე, დაჯექი - წინასწარ შეამზადა მირიანმა დედამისი.
- რა მოხდა დედა? - ეგრევე პანიკამ მოიცვა ქალი.
- არაფერი, ნარკომანი არაა, არც კაზინოში თამაშობს, არც ქმარი არ ჰყავს. - გაეცინა მირიანს.
- აბა?
- მსახიობია და თეატრში გავიცანი. - სკოლის მოსწავლე, რომ სიგარეტის მოწევაში გამოუტყდება მშობლებს, ზუსტად ისე დაძაბულად გაანდო მირიანმაც.
- რაა? - გვერდზე ოთახიდან მამამისმა, თაზომ გამოყო თავი.
- ვაიმე - სიმწრისგან გაეცინა მზიას - ყველაფრით იმ მადლიანს როგორ დაემსგავსე?
- რა ვიცი, ძმები ზოგჯერ გვანან ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, გარეგნობით - მხრები აიჩეჩა მირიანმა.
დათუნა გაყურსული უსმენდა. გიოზე ლაპარაკისას, ზოგჯერ მიაჩნდა, რომ ოჯახის გარეთ რჩებოდა, რომ გიოს ამბავი საერთოდ არ ეხებოდა თავად. თითქოს ვიღაც სხვა ოჯახს გადახდენოდა ტრაგედია. მირიანთან საოცარი მიჯაჭვულობა დასჩემებოდა და ყოველთვის, როცა საქმე გიოს ეხებოდა, მთელი არსით უღრღნიდა გულს ის ფაქტი, რომ თავად მირიანის ერთადერთი ძმა არ იყო, ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი კონკურენტი, რომელსაც მირიანის გულში შეუცვლელი, სამუდამო ადგილი დაესაკუთრებინა.
დათუნას არ ახსოვდა გიორგი და საკუთარ თავთანაც უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ძალიან შურდა ხოლმე თავისი გარდაცვლილი ძმისა და მირიანის იდეალური, შეუცვლელი ურთიერთობის, რომელიც, მიუხედავად წარსულისა, დღემდე ცოცალი ცეცხლივით ენთო მათ ოჯახში.
- დედა, ვინმე ცუდ კაცს ხომ არ უყვარს კიდევ ეგ მირანდა? - ჰკითხა მზიამ მირიანს.
- რეებს მეკითხები, კარგი რაა - სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მირიანს, თუმცა მაინც ესმოდა დედამისის ასეთი განცდების.
- ყოფილი ქმარი თუ ჰყავს? - იკითხა მამამ.
- ჰყავს, ციხეშია - მიუგო მირიანმა.
- ჩემი სიკვდილი - თავში ხელი შემოირტყა მზიამ.
- გასაცნობად, რომ მოვიყვან... თუ მოვიყვან, არ გაბედოთ და რამე გულგრილობა არ აგრძნობინოთ. რა მირანდას ბრალია ჩვენი ოჯახის წარსულში მომხდარი უბედურება?
- შვილო, მაგ გოგოსთან კი არ მაქვს მე რამე პრობლემა. შენ გხედავდე ბედნიერს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ის გოგო? უბრალოდ, ძალიან მეშინია ხოლმე ზოგჯერ.
- არაფერია საშიში დედა - გაეღიმა მირიანს - ძალიან კარგი და ლამაზი გოგოა. ხატავს კიდეც, ყვავილებიც უყვარს, პიანინოზეც უკრავს ზოგჯერ. თან გრძელი და ლამაზი თითები აქვს.
ასეთი აღფრთოვანებული მირიანი ჯერ აქამდე არასდროს ჰყავდა მზიას ნანახი... სამაგიეროდ, გიორგი ენახა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში. ერთხელ, სახლში გვიან ღამე მოვიდა, საშინლად გამწარებული იყო და თეთრ მაისურზე წითელი ლაქები ჰქონდა. სახე კი მთლიანად გალუმპვოდა.
- რა დაგემართა დედა? - შეეშინდა მზიას და მერე შვილისგან წამოსული ბიოსტნეულის არომატი იყნოსა.
- მის ფანჯარასთან მივედი - სიმწრისგან კბილები მაგრად მიებჯინა ერთმანეთზე და მოგუდული ხმით ლაპარაკობდა გიო. შუბლის ძარღვი მთლიანად დასჭიმვოდა სიმწრისგან - თინას ფანჯარასთან მივედი ყვავილებით ხელში... მან კი ბორშჩი გადმომასხა.
- დედიკო - თავიდან შეეცოდა შვილი, მაგრამ მერე ისეთი ხარხარი აღმოხდა, გიორგი ჭკუიდან ლამის გადავიდა.
- მე მაგას აღარაფერს აღარ ვუზამ, გამარჯობასაც აღარ ვეტყვი - იმუქრებოდა გიორგი, მაგრამ მუქარა მხოლოდ მაშინ აასრულა, თინას ფანჯარასთან მეორედ მისულს, რომ წყალი გადმოესხა თავზე.
- ბოლო წვეთი იყო - შემოვარდა სახლში ღრიალით.
- კიი, ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო. ქალს ამოუწურე სითხის ყველანაირი მარაგი - გაეღადავა მირიანი.
- თავი მომაჭერი ოდესმე თუ მაგ თავში ავარდნილ ქერა გოგოს ყვავილები მივუტანო ან გავუღიმო.
ერთი კვირა ისე გავიდა, გიორგის ხმა აღარ გაუცია თინასთვის. ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა გიორგი პროტესტის ნიშნად, გამარჯობასაც არ ეუბნებოდა.
ერთხელ, ეზოში ყოფნისას, თინას მეგობარმა ჩუმად გაახედა გიორგისკენ.
- ის მოდის, უბნის ყველაზე სიმპათიური ბიჭი, ბორშჩი რო გადაასხი თავზე - ჩასჩურჩულა ხითხითით - და ვიღაც გოგო მოჰყვება.
თინამ ელდანაცემივით გაიხედა გიორგისკენ. მართლაც, ვიღაც უცხო, შავგვრემან გოგონასთან ერთად მოდიოდა და სიცილით სკდებოდნენ. ვერ კი გააკონტროლა, ისე დაებერა ნესტოები სიბრაზისგან, თმა ცერემონიულად გადაიყარა გვერდზე და ეჭვიანი ცოლივით მივიდა გიორგისთან.
- გამარჯობა გიო - მიესალმა მამის მკვლელი ხმით.
- გამარჯობა თინა - გაეღიმა გიოს. გოგონას ღია ცისფერი თვალები მზეზე აციმციმებული ზღვასავით ლივლივა და უკიდეგანო იყო. - გაიცანი, ეს კესოა - გააცნო თავის გვერდზე მდგომი მანდილოსანი.
თინა ყველაზე მეტად იმან გაამწარა, რომ კესოს თბილი, კაცთმოყვარე ღიმილი არ ეცვლებოდა სახიდან.
- გამარჯობა, სასიამოვნოა - გაუცინა კესომ.
- ჩემთვისაც - საზიზღარი გამოხედვა ვერ გადაფარა თინამ და უკანმოუხედავად გამოეცალა გიორგის. ისე, რომ არც კი დამშვიდობებია.
- რა სჭირს ამას? - სიცილით ჰკითხა კესომ.
- შენზე იეჭვიანა.
-მაგას მივხვდი, მაგრამ რატომ იეჭვიანა? დასანახად ვერ გიტანს, რომ ჰკითხო.
- რას გაუგებ ქალებს - გაეღიმა გიორგის.
- იმედია მალევე არ გაარკვევს, რომ ნათესავები ვართ.














მირიანი გივის დახვდა ნაშუადღევს აეროპორტში. ცოტა, ესენტიმენტალურად კიდეც თავიანთი შეხვედრა მთელი თავისი გადახვევებითა და გულში ჩაკვრებით, მაგრამ ჩათვალეს, რომ წლების უნახავებს, ეპატიებოდათ.
- რა ხდება ახალი აბა? არ მოგყავს ცოლი? - ჰკითხა გივიმ ოჯახის მოკითხვებისა და „შენ შემოგევლე“ დიალოგების შემდეგ.
- რა იყო, მზია ხარ? - გაეცინა მირიანს.
- რა ვიცი აბა. სანდროს რვა წლის შვილი ჰყავს და ლევანი რომ ლევანია, იმას შეუყვარდა გოგო.
- სიყვარულით მეც მიყვარს მირანდა, რა მოხდა.
- როგორ მაინტერესებს - ჩაიქირქილა გივიმ - ვინმე ხორციანი დაქალი არ ჰყავს?
- ხორცი და ჭამა თუ გინდა, სუფრაზე მიმყევხარ. შენი ჭირიმე, ვინმე ჩვენიან გოგოებს ნუ გაავლებ მუსრს რაა, ახალგაზრდობაში ისედაც ყელამდე ვიყავი შენი რაზბორკების პატივში.
- გახსოვს? ვიღაც მაგარი როჟის და რო გავ*იმე.
- რა დამავიწყებს. დავიწყება რომც მომინდეს, მაგისი ძმის ძმაკაცებისგან დატოვებული შრამები მაქ ხელზე. კი გაგვიგდეს წიხლქვეშ.
- ზატო, კაი ღამე შემრჩა.
- ჰო, შენ შეგრჩა, კიი.
- შენც იქ უნდა ყოფილიყავი - უთხრა სიცილით გივიმ.
- ღმერთო, ამის გამოსწორებას მომასწარი - მაღლა აიხედა მირიანმა.
- კაი, დავივიწყოთ წარსულში დაბეჟილი ჩვენი სიფათები. შენ ის მითხარი, სერიოზულია ეგ გოგო?
- არასერიოზულის გასაცნობად რატო წაგიყვანდი?
- რა ვიცი. კი ჩაგჩიჩინებ ხოლმე მოიყვანე ცოლითქო, მაგრამ მერე ვიღასთან ერთად ავყრი ხოლმე ნაშებს? - სევდიანად ჩაილაპარაკა გივიმ.
- საფრანგეთში ხო სულ ერთად ვკერავდით ქალებს, რას ამბობ, იქვე ვიყავი - დასცინა მირიანმა.
- სამაგიეროდ, თბილისში, როცა ჩამოვდიოდი... ეჰ, ყველა დაჭკვიანდით.
- შენ გარდა.
- ანუ მსახიობია? - ჰკითხა მირანდაზე.
- შენც არ დაიწყო რო გიოს გევხარ და თავს გაუფრთხილდიო.
- გიოს, რომ ჰგევხარ, ვიცი... მაგრამ ახლა ის დრო აღარ არის და შესაბამისად, ისედაც დაცული ხარ ყველაფრისგან. თან მირანდაც არ ჰგავს ისეთ გოგოს, შარში, რომ გაგხვიოს.
- მოიცადე - სერიოზულად შეხედა მირიანმა - შენ ისევ თინას აბრალებ გიორგის შარში გახვევას?
- ჰოო, აბა რას დავაბრალო? რა მიმტევებელი ბიჭი ხარ, ზოგჯერ არც კი მესმის შენი.
- რა არის მისატევებელი გივი? - გაოგნებისგან გაეცინა მირიანს - თინას ბრალი რა იყო?
- თინას გამო იყო ყველაფერი. მაპატიე, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგის ძმა შენ ხარ და შენ უკეთ იცი ალბათ - დანებდა გივი. იცოდა, რომ ამ თემაზე საუბრისას, მირიანი ადამიანს აღარ ემსგავსებოდა, მაგრამ თავადაც სტკიოდა ხოლმე წარსულში მომხდარი. გიორგი ახსენდებოდა თბილი ღიმილით, ყველაზე სანდომიანი და პატიოსანი გამოხედვით... დღემდე ეწვოდა გულის სიღრმეში გიორგისთვის გამონთავისუფლებული ადგილი. ყველას ეწვოდა, ვისაც კი ოდესმე, ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი გიო.
- ადრე ვერ ვხვდებოდი ხოლმე - მიმართა მირიანმა გულახდილად - მაგრამ ახლა ვფიქრობ და, ყველაზე ღირსეული სიკვდილი მამაკაცისთვის, თავისი საყვარელი ქალის გამო სიკვდილია. არ მიმაჩნია, რომ თინას რაიმე ბრალი მიუძღვის გიორგის წინაშე. პირიქით, თინა ჩემზე, დედაჩემზე და მამაჩემზე უფრო დიდი ტრაგედიის მხვერპლია. ჩვენ ოჯახი ვიყავით და გიოს სიკვდილის შემდეგ ერთმანეთი გვყავდა. თინას კი არავინ. თუმცა, მისი ბრალი რომც ყოფილიყო, მე მაინც ვაპატიებდი. მზიამ დღემდე ვერ აპატია არ დაშვებული შეცდომა, მე დაშვებულსაც ვაპატიებდი, რადგან კარგი გოგო იყო.
- ახლა სადაა თინა?
- არ ვიცი, არც მინდა ცოდნა.
- მისი მონახულება არ გიცდია?
- არა, არ მიცნია. როგორც ხედავ, არც მას. თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მასზე არაფერი ვიცოდე.
- რატომ?
- არ ვიცი. უბრალოდ ასე მირჩევნია.
მანქანა გივის სახლთან გააჩერა მირიანმა.
- შხაპი მიიღე, დაისვენე, დაიძინე და საღამოს ჩემთან გაჩნდი იცოდე, ბიჭები ვიქნებით და კიდევ რამდენიმე გოგო.
- ყველა თქვენ-თქვენი იქნება?
- ჰოო. - გადაიხარხარა მირიანმა.
სახლში ასულს მირანდა დახვდა, გზაში ნაყიდი ღვინო მაგიდაზე დადო, ყვავილები ქალს გაუწოდა.
- ჩემი ზაზუნა ხარ - ვნებიანად აკოცა ქალმა ტუჩებში. - მადლობ, ძალიან ლამაზია.
- კაი იყო გადაღებაზე?
- კი, არაუშავდა. მერე მაღაზიაში გავიარე და რაღაც ვიყიდე. - უთხრა ეშმაკურად და კაბა გაიხადა, იატაკზე დააგდო.
- ახალი ტანგა? - სახე გაუბრწყინდა მირიანს.
- საძინებელში შედი, ჩქარა - უთხრა მირანდამ მკაცრად. მირიანმა ძლივს შეიკავა სიცილი და უსიტყვოდ შევიდა საძინებელში. - ახლა საწოლზე დაწექი - გაისმა ქალის ბრძანება. მირიანმაც შეასრულა მოთხოვდა.
მირანდამ ტრუსი გაიხადა და მირიანს გადააჯდა.
- ახლა ხელები მომე, ამითი უნდა მიგაბა.
- მაგ რეზინის ნაგლეჯით როგორ აპირებ ჩემს მიბმას? - თან ეცინებოდა, თან ქალის წელს ქვემოთა ნაწილს ვერ სწყვეტდა თვალს.
- ლიფიც მაქვს - თვალი ჩაუკრა მირანდამ.
- სამოთხეში ვარ ღმერთო - დაიძახა ბედნიერმა მირიანმა და მორჩილად გაუწონა ხელები.
- ჩემი ბიჭი უნდა მივაბა და სულ აქ მყავდეს - ცალი ხელი გაჭირვებით მიუბა თავისი ტანგით საწოლის ერთ კუთხეში, მეორე ხელის მისაბმებლად, მართლა ლიფის გახდა დასჭირდა. ბოლოს, შავი ჩულქით აუხვია თვალები.
- უკვე მეშინია - გაეცინა მირიანს. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავის ენასთან მოხახუნე მირანდას ენა იგრძნო, მოღეღილ მკერდზე კი ქალის მკერდის თავების ნაზი შეხება და თვითონვე გაკვირვებული დარჩა, ისეთი სწრაფი ერექცია განიცადა.
- მიყვარხარ - ჩასჩურჩულა ქალის ნაზმა ხმამ. მისი ბაგეებიდან გამოსული ჰაერი ყურთან დაეჯადა, ტუჩები ნაზი მძრაობით მირიანის მკერდიდან უფრო დაბლა, წელისკენ მიემართებოდა.
- მეც მიყვარხარ - უპასუხა კაცმა.
მირანდას რბილი და სურნელოვანი თმა მირიანის ფეხებთან ჩამოყრილიყო. შარვლიდან გამოშვერილ კაცის ასოს ჯერ გარედან ეფერებოდა ნაზად, შემდეგ კი ქამარი გაუხსნა, ფრთხილად მიიტანა სახე მასთან ახლოს და ვნებიანად მოჰყვა ენით მის დასველებას. რამდენიმე წუთი, მხოლოდ მირიანის ოხვრა ისმოდა და მირანდას ტუჩების წკლაპუნი ისე, გეგონება ნაყინის დიდ ლუკმას იდნობდა პირში.
ცოტახანში, ქალის ნერწყვის სითბო მისი ვა*ინის სინაზემ შეცვალა. მირიანის ღირსებაზე შემომჯდარი, მთელი სხეულით ხტუნავდა, კაცის სახელს კიოდა და თვალებიდან ბედნიერების ნაპერკლებს ყრიდა. მთელი სულითა და ხორცით ზეიმობდა იმას, რომ მამაკაცი მხოლოდ თავისი საკუთრება იყო და დედამიწაზე ვერავინ შეეცილებოდა საყვარელი ადამიანის სხეულის დაბატონებაში.
- იმხელა გაქვს, ზოგჯერ არ ვიცი, როგორ მეტევა ხოლმე - უთხრა თავბრუდამხვევი ორგაზმის შემდეგ და იმდენ ხანს ეზა*ავა, სანამ უჰაერობისგან არ შეწუხდა ორივე.
- ქალღმერთი ხარ - აღმოხდა მირიანს.
- ჰო, შენი ქალღმერთი. მინდა, რომ ყველა სექსუალური ფანტაზია რეალობად გიქციო, რაც კი ოდესმე თავში მოგვსვლია.
- ოჰოო, კაი სიის ჩამოწერა მოგვიწევს.
- ულიმიტო დრო გვაქვს საყვარელო - თქვა მირანდამ და სააბაზანოში შეტანტალდა.
- სად წახვედი გოგო? –
- გადავივლებ და გამოვალ. ჩვენ სექსის სუნი რომ არ იყნოსოს ნატალიმ, თორემ ისედაც შემაწუხა თავისი კომენტარებით.
- რავიცი, ჯერ მე რომ გაგენთავისუფლებინე, არ იქნებოდა ურიგო. ისე, კბილები გამოიხეხე პირველ რიგში, თორემ სექსის გარდა, სხვა რამის სუნსაც იყნოსავს. - ჯერ კიდევ უჭირდა ნორმალურად სუთქვა გიჟური სექსისგან თავდაკარგულ კაცს.
- მეზიზღები მაგ სიტყვებისთვის და აღარასოდეს გაგანთავისუფლებ.
- მეც მიყვარხარ პატარავ - გაეცინა მირიანს. ცოტახანში, შიშველი მირანდა ფეხშიშველი გამოიქცა საშხაპიდან და მირიანის მკერდზე გააფინა თავისი შიშველი ტანი.
- სულ ასეთი მინდიხარ - მკერდზე აკოცა მირანდამ. - უმწეო და საყვარელი.
- უმწეო კაცი რა ჩემ *ლედ გინდა? და საერთოდ, მაკოცნინე მაინც, თუ თვალებზე არ ამხსნი შენს ფოხანს.
მირანდას სიცილის ფონზე, მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა.
- ჯანდაბა, ნატალია მგონი - სრული სისწრაფით წამოხტა ქალი და ჯერ საცვლები ჩაიცვა, მერე ლურჯი, ფრიალა კაბა გადაიცვა ტანზე. ზუსტად ის, მირიანს რომ უყვარდა ყველაზე მეტად და თეთრი გვირილები რომ ეხატა.
- გამიხსენი სწრაფად.
- არა, ეგრე უნდა მყავდე მიბმული - გაეცინა მირანდას და შეეცადა მაგრად გაკვანძული თავისი ტანგა, როგორმე გაეხსნა.
- გიჟი ხარ - ეცინებოდა ხელებგანთავისუფლებულ კაცს და თან ტანსაცმელს ისე იცმევდა, აშკარად ეტყობოდა, სისწრაფისგან რაღაცას ვერ მოაბამდა თავს ბოლომდე,
- გავალ და გამოდი - ლოყაზე და თმაზე აკოცა მირანდამ.
- მეზიზღები, დღეს დილიდანვე დაკმაყოფილებული სახე რომ გაქვს - გაისმა ნატალის ხმა და მერე გრძელი ქუსლების იატაკზე ბაკუნი.
- ყოველწამიერად ნუ იჭრები ხოლმე ჩემი და ჩემი ბიჭის სექსუალურ ცხოვრებაში - იყო მირანდას პასუხი.
- გამარჯობა ნატალი - პირმომღიმარი მირიანი გამოვიდა ოთახიდან და გოგო გადაკოცნა.
- გამარჯობა ოცნების პრინცო... უბე დაგრჩენია შესაკრავი - ეშმაკურად გაეცინა მირანდას.
- ჯანდაბა - მირიანი ზურგით შეტრიალდა და ელვა შეიკრა.
- ამას კიდე ეს უნდოდა? - თავში ხელი წაიშინა მირანდამ.
- ყოჩაღ მირიან, შენ ყოფილხარ კაცი. რას ვიფიქრებდი ეს ერთიციდა გოგო თუ ასეთი გახდებოდა. დღეს საცვლების მაღაზიაში შემათრია და ისეთი რამეები იყიდა, მეც კი ყალყზე დამიდგა თმა.
- იმაზე ამბობს? - ჩასჩურჩულა მირიანმა მირანდას.
- არა, ის კიდე სხვაა და შემდეგი ჯერისთვის მოვიტოვე. - თვალები ეშმაკურად აათამაშა მირანდამ.
- მეზიზღებით ეგეთი ბედნიერები რო ხართ - ჩაილაპარაკა დაბოღმილმა ნატალიმ და საჭმელს შეესია, რომ სტუმრების მოსვლისთვის ბევრი აღარ ეჭამა.
* * *

წლების წინ, შუა ღამე იყო გიორგი, რომ თეატრიდან სახლში ბრუნდებოდა. კვლავ ვერ შეიკავა თავი, თინა არ ენახა, მაგრამ იმით იმშვიდებდა თავს, რომ გოგონას არ დაუნახავს... ეს სიმშვიდე, მალე იმედგაცრუებაში გადაეზარდა, როცა თეატრიდან უცაბედად გამოვარდნილი თინა შეამჩნია, ქოშინით როგორ უაახლოვდებოდა.
- ისევ მითვალთვალებ? - ჰკიხა თინამ.
- შენ კიდევ კუდში დამდევ. საგრიმიეროდან არასოდეს გამოდიხარ ხოლმე ასე სწრაფად. თან, ისევ სცენის ფორმა გაცვია. - გაეცინა გიორგის.
- ნუ იცინი - საჩვენებელი თითი ასწია გოგონამ - ნუ იცინი მეთქი.
- რატო? - გაუკვირდა გიოს.
- იმიტომ, რომ... -ღრმად ამოისუნთქა და სახე აემღვრა. - არ გეტყვი - უპასუხა აკანკალებული ხმით.
- თინა, რა გჭირს? - ახლოს მივიდა გიორგი.
- სულელი ვარ, სულელი - ხელები სახეზე აიფარა.
- სულელში იმას გულისხმობ, რომ ცოლობაზე ორჯერ მითხარი უარი?
- კიდევ გეცინება?
- ჰოო - მართლა ეცინებოდა გიორგის.
- არ გეტყვი მე არაფერს - გაჯიუტდა თინა.
- შენი შეუპოვარი ხასიათი გადავიტანო და სხვა არაფერი მინდა - ღიმილით ჩამოახსენვინა ბიჭმა სახიდან ხელები. - გავისეირნოთ, კარგი?
თინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- რამ დაგთრგუნა ეს ლაღი გოგო?
- კიდე დამცინის - თვალები გადაატრიალა თინამ.
- მე შენ როდის დამიცინიხარ თინა? - სერიოზულად ჰკითხა გიომ.
- ძალიან კარგი ბიჭი ხარ - ჩაიჩურჩულა გოგომ.
- ხან მოფრინდები, ხან გაფრინდები, ჭრელო პეპელაა - წაიღიღინა ბიჭმა - ვერაფერი ვერ გაგიგე.
- რა ვერ გამიგე?
- რა და, ორჯერ გთხოვე ცოლობა და მხოლოდ მაშინ მომაქციე ყურადღება, როცა გული ამიცრუვდა შენზე.
- გული აგიცრუვდა? - ხმამაღლა აღმოხდა თინას. მერე თვალები რაღაცნაირად მოეჭუტა და ძალიან საყვარელი იყო. გიო ვერ მიხვდა, რატომ იყო გოგო იმ წამებში განსაკუთრებულად ნაზი, სათუთი, მაგრამ, როცა მის თვალებზე ჩამოვარდნილი ცრემლები დაინახა, მერე მართლა ირწმუნა, რომ ქალი განსაკუთრებით მშვენიერი ტირილის დროსაა, უბრალოდ, მხოლოდ ერთი ვალი აქვს მის გვერდით მყოფ კაცს - არასდროს აატიროს.
თინამ ზურგი აქცია გიორგის და სწრაფი ნაბიჯით გაიქცა ქუჩაზე. სად მირბოდა, თვითონაც არ იცოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ უკან გაუგებრობაში მყოფი, დაბნეული ქერა ბიჭი მისდევდა....
მართალიც აღმოჩნდა.
* * *

- ჰო და, ასე იყო მირიანის პირველი სიყვარული ბავშვობაში - რაღაც ზედმეტად გრძელი ისტორიის მოყოლა დაასრულა გივიმ. ძირითადად, მირანდას უყვებოდა მირიანის ბავშვობაზე, მაგრამ დროდადრო ნატალისკენ აპარებდა ხოლმე თვალს.
- დავკაწრავ იმ გოგოს, დავასახიჩრემ - იმუქრებოდა მირანდა.
- მერვე კლასში იყო ეგ ამბავი, ვინ უნდა დაასახიჩრო? - ეცინებოდა მირიანს.
- შენი პირველი სიყვარული. რა უფლება ჰქოდა, რომ შეგყვარებოდა?
- მემგონი პათოლოგიური ეჭვიანი ხარ და ნელ-ნელა ამჟღავნებ თავს.
- დიახაც - განაცხადა მირანდამ და ერთი ჭიქა ღვინო მოიყუდა.
- ვერ ვიტან შეყვარებულ წყვილებს - დაიბუზღუნა ნატალიმ თავისთვის.
- ვერც მე - გადაუჩურჩულა გივიმ.
- თვალები დებილებვით უბრწყინავთ ხოლმე.
- და სულელებივით ეღიმებათ - აგრძელებდნენ მეგობრების გაჭორვას.
ყველა,რომ წავიდა და მხოლოდ სულელებივით თვალებგაბრწყინებული ხალხი დარჩა სახლში, რაღაც უცნაური ზღაპარი მონახეს, მისტიკის ჟანრში გადაღებული და საწოლში ჩაწოლილები უყურებდნენ ბედნიერი სახეებით.
- საინტერესოა, ასეთს იშვიათად თუ წააწყდები - თქვა მირიანის მხარზე თავდადებულმა ქალმა. ერთ-ერთ მონაკვეთში, უშვილო დედოფალი რომელიღაცა ურჩხულის გულს ჭამდა, რომ დაფეხმძიმებულიყო და მირიანმაც მაგ მომენტში შეხედა თავის გოგოს.
- შვილები გინდა? - ჰკითხა მოულოდნელად.
- იცი... აი, რა ვიცი. - სიტყვები დაეფანტა ქალს - აქამდე არ მინდოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის და რატომაც არა. შენ?
- მეც. ბიჭს ჩემი ძმის სახელს დავარქმევდი.
- გოგოს?
- გოგოს არ ვიცი. შენ მოიფიქრე გოგო.
- ლიზა მინდა - უპასუხა მირანდამ - გოგო რომ მყოლოდა, უთუოდ ლიზას დავარქმევდი. ელიზაბეტი დედაჩემს ერქვა.
- მომწონს - გაეღიმა მირიანს.
- შეიძლება ღარაც გკითხო?
- რაც გინდა ის მკითხე - ქალს კიდევ უფრო მჭიდროდ მოჰხვია წელზე ხელი და მთელი ძალით მიიკრა.
- გიოზე მომიყვები?
- მოგიყვები მირა, მოგიყვები - ცხვირზე აკოცა მირანდას ღიმილით.
ერთ დილას, მირიანმა სრულ ნეტარებაში გაიღვიძა. შიშველი ქალის მკლავებში ჩასვენებულს, მის მკერდზე ედო თავი და თმაზე მირანდას ნაზი, მუდამ გლუვი თითები ელოლიავებოდა.
- სულ ჩემზე ადრე რომ იღვიძებ, ნერვები არ გეშლება ხოლმე? - ჰკითხა ქალს ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა.
- რას ამბობ, შემიძლია საათობით ვიფხიზლო და შენი თმის სურნელი ვიყნოსო. - თითებით კვლავ კაცის თმას ეფერებოდა მირანდა. მირიანმა ერთხელ ამოიკრუტუნა და ქალის მკერდს აკოცა.
- ცხრაზე სამსახურში უნდა ვიყო.
- დღეს შაბათია და თან უკვე 12 საათია.- გაეცინა მირანდას.
- შაბათსაც მუშაობენ მაღაზიები და ჩემი ბარი.
- მაგას შენი სექსუალური მდივანი მიხედავს, რომელსაც ცუდად დავადგი თვალი. მეშინია, რამე არ აირტყას.
- რა უნდა აირტყას? - გაეცინა მირიანს.
- უმუშევრობა.
- პათოლოგია-თქო ვამბობ - ჩაიჩურჩულა თავისთვის კაცმა.
- აღარ გეძინება შენ?
- არა - დაამთქნარა - დედაჩემს დავპირდი, რომ ჩემს გოგოს გავაცნობდი.
- გოგო გყავს?
- კი, შენი ხნის.
- დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ტიპი იქნება.
- იცი რა აქვს?
- ს გარდა, არაფერზე იფიქრო შენ - ენა გამოუყო მირანდამ. - ანუ როდის გავიცნობ დედაშენს?
- დღეს არა. დღეს ცოტა დავისვენოთ და ხვალ საღამოს წავიდეთ.
- კარგი საყვარელო - თავზე აკოცა მირანდამ ნაზად.
- მირა.
- ჰოო
- აქამდე რო მევლო თეატრში რა კარგი იქნებოდა არა? კაი ხნის გაცნობილი მეყოლებოდი.
- აბაა. ისე, იმ დღეს რამ მოგიყვანა?
- გიოს გარდაცვალების დღე იყო და სიმბოლურად მაგ დღეს ყოველთვის თეატრში დავდივარ. იმასაც მსახიობი გოგო უყვარდა, ძალიან უყვარდა სფექტაკლები და მე კიდევ დავცინოდი ხოლმე.
- ცუდო ბიჭო - შიშველ მხარზე აკოცა ქალმა. - იმ გოგოსაც უყვარდა?
- თავიდან ჭინჭყლობდა ისიც შენსავით, მაგრამ მერე ამან თავი რო დაანება, ის გოგო გააქტიურდა...
- ჩემსავით - დააბოლოვა მირანდამ სიცილით - ამ ძმებმა ერთად შეიმუშავეთ ეგ სტრატეგია? ქალს თავი დედოფლად აგრძნობინო, მერე თავი მიანებო და დაიმონო.
- დაიმონო არა ის - წარბები შეკრა მირიანმა - ვინ დაგიმონა გოგო, მე?
- შენმა სიყვარულმა - პოეტურად და გამოთქმით უპასუხა მირანდამ.
- მაგას კიდევ არაუშავს - გაეცინა მირიანს და თავისი სხეულის ქვეშ მოჭ....ტილი მირანდა გამოანთავისუფლა.
- კარგად ვიყავი, რატო ადექი?
- რა კარგად იყავი? დალურჯებული ხარ. მეშინია, შინაგანი სისხლდენა არ გქონდეს.
- ისე, ვისარგებლებ შემთხვევით და ტუალეტში შევალ - წამოდგა და მირიანის თეთრი მაისური გადაიცვა - ისეთი საყვარელი იყავი, არ მეთმობოდა შენგან გამოძრომა და ლამის ჩავიფსი.
- მემგონი, მოძალადე ვარ. ამას კიდე ერომანტიკულება ეს ყველაფერი - ჩაილაპარაკა მირიანმა.
- გავიგონეეე - მოესმა სააბაზანოდან მირანდას ხმა - სხვათაშორის, მოიფიქრე დღეს რას გავაკეთებთ. შეგვიძლია, რამე გავაფუჭოთ.
- ვია გრა დავლიოთ გადაჭარბებული დოზით თუ გინდა და მერე ჩვენს თავებზე ვიღადაოთ.
- ვია გრას გარეშეც წელში მწყვეტ ხოლმე და შენი ჭირიმე რაა - სიცილით გამოვიდა მირანდა. - სხვათაოშორის, გაგიკვირდება და, ჩვენი ერთად შეკრების მერე, ნატალი საერთოდ აღარ მაშაყირებს ბინძურ თემებზე.
- რა უცნაურია, ხომ კარგადაა?
- არ ვიცი.
მირანდას ტელეფონის ზარი გაისმა. მთელი საწოლის გადატრიალება მოუწია, რომ მობილური ეპოვნა. ბოლოს, როგორც იქნა, ბალიშისპირიდან გამოაძვრინა და უპასუხა.
- ჰო ვახო - წინასწარვე იცოდა, კარგი არაფერი ელოდა. გული უგრძნობდა.
- სახლის მისამართი აღარ იცი შენ? - გაისმა კაცის მკაცრი ტონი.
- სხვაგან დავრჩი ღამე და...- თავი იმართლა გოგომ და რაღაცის სათქმელად პირგაღებულ მირიანს ხელი ააფარა.
- სხვაგან დარჩა - ირონიულად გაეცინა ვახოს - ერთ საათში ჩემთან იყავი, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
- კარგი - ფერდაკარგულმა დადო ტელეფონი და კაცს შეხედა.
- რა გჭირს?
- მოდი გავიპაროთ.
- ჩაალაგე ბარგი - გაეცინა მირიანს.
- ჯანდაბა, ამის დედაც - დაიყვირა ქალმა და საწოლზე პირქვე დაემხო. - თავისთან მიბარებს მისი უმაღლესობა. ლექცია უნდა წამიკითხოს, რომ კაცის ყოლა არ შეიძლება.
- რამდენის ხარ, თხუთმეტის?
- ოცდარვის.
- კაი, რას მელაპარაკები.
- ნუ ღადაოოობ - ჭირვეული ბავშვივით დაატყაპუნა მუშტები საწოლზე.
- მისმინე რაპუნცელ - მირანდას გვერდით მიუწვა და აბურდულ თმაზე ნაზად ჩამოუსვა კაცმა ხელი - წამოვალ მეც და ავუხსნი, რომ ჩემი მორიგი გასართობი არ ხარ.
- ჰოო? - ამოხედა მოჭუტული თვალით. - ანუ ძალიან გიყვარვარ?
- ძალიან მიყვარხარ - გაეცინა კაცს.
- ძალიან ძალიან?
- ყველაზე ძალიან მთელს მსოფლიოში.
- კარგია - მირანდა კმაყოფილი სახით გაიზმორა და თავის სხეულზე გადაცმულ მირიანის მაისურს უყნოსა. - ამ პერანგით წავალ და როცა რამეზე გამიჭედავს, შენს სიახლოვეს ვიგრძნობ.
- წამოვალ-თქო გოგო!
- არა, მე შევამზადებ და მერე ერთიანად გაგაცნობ. უკვე მშვიდობიანად რომ იქნება შენს მიმართ განწყობილი.
- კაი ხო, როგორც საჭიროდ ცათვლი, ისე ვქნათ. გაგიყვან მაშინ.
- არ მინდა, მარტო კოცნა მინდა.
- კაი რაა, იქამდე მაინც მიგიყვან - მუცელი მოუშიშვლა კაცმა და გემრიელიად დაკოცნა.
- ცოტა მოშორებით გააჩერე - ჩაიხითხითა მირანდამ.
- თავი სკოლის მოსწავლე მგონია.
- მეც. ისე, მაგარია არა? მშობლებს ვუმალავთ.
- გიხარია ხო?
- ძაან - წამოდგა გოგო და მირიანის ნაჩუქარი აგურისფერი კაბა ჩაიცვა. კაცის თქმით, ყვავილს ჰგავდა ხოლმე ჭრელი კაბები როცა ეცვა.
მანქანაში მირანდა ვერ ისვენებდა. ხან მირიანს უყურებდა, ხან გრძელ ფრჩხილებს მობილურის ეკრანზე აკაკუნებდა და ღრმად ამოიოხრავდა ხოლმე.
- ნუ ხარ ეგეთი დაძაბული - გაეცინა მირიანს - რა იყო, კი არ შეგჭამენ ჩემთან ყოფნის გამო.
- შენთან ყოფნის გამო ვერავინ ვერ შემჭამს. ნებისმიერს შევახრამუნებ ცოცხლად, ვინც მეტყვის, რომ შენთან არ ვიყო.
- შემართება მომწონს.
- შენ? შენ რას იზამ?
- შენთან ყოფნა, რომ ამიკრძალოს ვინმემ? - სასაცილოდ არ ეყო კაცს. - სამყაროს გამოვუცხადებ ომს. თუ დედამიწიდან გამაძევებენ, მთვარეზე წავალთ და იქ ვიცხოვრებთ წყნარად. ცოტა მომწვანო ფერის ბავშვები გვეყოლება, მაგრამ ბედნიერები ვიქნებით.
- მომწვანოები რატომ? - ჩაიხითხითა მირანდამ.
- რა ვიცი. უცხო პლანეტელი ბავშვები იქნებიან და სხვა ვერაფერი მოვიფქრე. თან, ბავშვობაში მიმაჩნდა, რომ მწვანე კანი ექნებოდათ მთვარეზე ბინადართ.
- საინეტერესო მოსაზრებაა - გაეღიმა ქალს და მირიანს კისერზე მოუცაცუნა ხელი.
კაცმა მოულოდნელად ცალი ხელი მირანდას მუხლზე დაადო და ნელ-ნელა ბარძაყის გავლით, მის ვა*ინაში შეაცურა.
- რას აკეთებ? - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა, ტუჩზე იკბინა.
- სტრესისგან გათავისუფლებ.
- ღმერთო - ამოიკვნესა მირანდამ, როცა მამაკაცის თითები უფრო ღრმად იჭრებოდა მის სხეულში და სასიამოვნო, სწრაფი მოძრაობით სიღრმეებისკენ მიიწევდა.
- მოგწონს? - ჰკითხა მირიანმა ეშმაკურად.
- საყვარელო, დაგვინახავენ... ვაიმე, ღმერთო - აზროვნების უნარდაკარგულმა თავი უკან გადასწია და მირიანს შეხედა.
- რა იყო საყვარელო?
- არაფერი, არაფერი - თითქმის კიოდა მირანდა. ფეხები უფრო მეტად გასწია განზე და საყვარელ კაცსს საშუალება მისცა, მაქსიმალურად მიენიჭებინა მისთვის სიამოვნება - გვერდზე, ცოტა გვერდზე.
- ასე საყვარელო?
- ჰო, ეგრე. ჯანდაბა მირიან - წამოიყვირა ქალმა და ხელზე იკბინა, რომ მისი ხმა მანქანიდან არ გასულიყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, გვერდზე მომავალი მანქანებიც და ხალხიც ფეხებზე ეკიდა, სიამოვნებისგან თავდაკარგული ვნებიანად იჭამდა ტუჩებს და ხმამაღლა კვნესოდა.
- ძალიან საყვარელი ხარ - ეღიმებოდა მირიანს.
ორგაზმის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში მანქანაზე მოშვებით მიყუდებული ქალი დროდადრო კვლავ კრუტუნებდა.
- საყვარელი კი არა, ნახმარი ვარ, თან თითით. - ჩაიბურტყუნა თვალებდახუჭლმა. - ბიძაჩემს მზერას ვერ გავუსწორებ.
- თითს ვერ დავარქმევ, ლამის მთელი მტევანი....
- მოკეტე, მოკეტე, ხმა აღარ ამოიღო - ამოიკრუსუნა მირანდამ.
- კარგი საყვარელო - გაეცინა მირიანს.
- ნუ იცინი ეგრე საყვარლად და ნუ გიციმციმებს ეგ ფერადი თვალები, თორემ გადაგჩეხავ სადმე - დაემუქრა ქალი. - აქ გამიჩერე, დანარჩენს ფეხით გავივლი.
- არის დედოფალო. - მირიანმა მანქანა გააჩერა, თუმცა გადასვლის მაგივრად, ქალი თავისი სუნთქვის რითმში ჩაყენებას ცდილობდა.
- რა გამიკეთე - ჯერ ისევ ვერ პატიობდა.
- სტრესი მოგხსენი.
- მომხსენი კი არა, სტრესი ამკიდე - კაცისკენ გადმოიხარა, მთელი ვნებით აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
ვახო ისეთი სახით შეეგება, მირანდამ იფიქრა, ადგილზე მომკლავს და ის უკანასკნელი სიამოვნება მაინც შემრჩებაო.
- არ შეჭამ რამეს?
- კი, დილას არ მისაუზმია.
- არ გაჭმევს მირიან ქავთარაძე?
მისი სახელის და გვარის გაგონებაზე ქალს მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
- მაჭმევს, მაგრამ დღეს ერთმა სულიერმა გამომაქცია დილაადრიან სახლიდან.
- მაპატიე, რომ მირიანის სახლიდან გამოგაქციე - ირონიულად მიუგო ვახომ.
- მის სახელს ისე ამბობ, თითქოს თურქ-სელჩუკი იყოს. რამე დააშავა, გარდა იმისა, რომ მიყვარს? - გაბრაზდა მირანდა.
- გიყვარს? - თვალები შუბლზე დაექაჩა კაცს - გადაიყვარებ როგორმე, არა უშავს. იმ შენს ყოფილ ქმარზეც ეგრე იყავი, მაგრამ კარგად ჩააყუდე ბოლოს. მოქმედებას ცოტა ტვინიც უნდა დააყოლო მირანდა და მთელი ქალაქის სალაპარაკო არ გახდე, რომ ვიღაც კაცის საყვარელი ხარ.
- ჩემს ს*რ ყოფილ ქმარს ნუ ადარებ, მირიანი ვიღაც არ არის! - ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა ქალს - და თუ ჩვენს სიყვარულს საყვარლობას დაარქმევენ, ფეხებზე . საერთოდ არ მადარდებს, ვინ რას ილაპარაკებს. პირიქით, მირჩევნია ენა არ გააჩერონ, დაე, მთელმა ქალქმა და ქვეყანამ იცოდეს, ვინც მიყვარს.
- მესმის, რომ წინა სიყვარულში ვირი აღმჩნდა შენს გვერდზე მყოფი და ახლა ძალიან მოგხიბლა მირიანის გარეგნობამ, მზრუნველობამ, მისმა მანერებმა, მაგრამ ახლა თუ არ დაშორდები, მერე ძალიან გვიანი იქნება. მერე შენს გატეხილ გულს მე ვეღარ ვუშველი მირანდა. ძალიან მიყვარხარ და შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა... - ვახო ვერც კი ალაგებდა აზრებს ნორმალურად, იმდენად დამძიმებული და სასოწარკვეთილი ჩანდა.
- ვერ მივხვდი, რატომ უნდა დავშორდე? - გაეცინა გოგოს. იმდენად აბსურდულად მიაჩნდა მირიანთან დაშორება, რომ სიცილის გარდა, არაფერი შეეძლო.
- ნურაფერს ნუ მკითხავ, გთხოვ. უბრალოდ დაშორდი და სხვა ნებისმიერი შეიყვარე, ოღონდ მირიანი არა.
- მაგარია - გადაიხარხარა მირანდამ - ჩემი სიკვდილი გინდა?
- არა, შენი სიკვდილი არ მინდა შვილო.
- ჰო და ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მირიანი ჩემი სიცოცხლეა და მის გარეშე მოვკვდები. მე კი არ მინდა ჩემი სიკვდილი, როგორც ჩანს, არც შენ არ გინდა... გამოდის, რომ დავზავდით.
- მირანდა, სიკვდილზე უარესი იქნება, რა უბედურებასაც ეგ კაცი მოგიტანს - უშედეგოდ უმტკიცებდა ვახო.
- ამ დღეებში გაგაცნობ და სულ არ მაინტერესებს, მოგწონს თუ არ მოგწონს. თავი მოიკატუნე თუ გინდა, რომ გადაირიე, ისე შეგიყვარდა. ამ კაცთან ერთად ვაპირებ მთელი ცხოვრების გატარებას, ამ კაცისგან გეყოლება შვილიშვილები... ამიტომ, მოდი ჩემი და მირიანის დაშორების თემას ნურასდროს ნუღარ განვიხილავთ, კარგი? - ყავაც არ დალია, ისე მივიდა გასასვლელამდე მირანდა.
- ძალიან ინანებ და წინასწარ ვფიქრობ, რა გიშველო - ჩაილაპარაკა იმედგადაწურულმა ვახომ.
ვახოს ახალგაზრდობა გაახსენდა. დიდი ხნის წინ, მის ცხოვრებაში მომხდარი ამბავი, რომელმაც სამუდამოდ შეუცვალა მომავალი. ყველაფერი შეუცვალა. მიხვდა, რომ შეიძლებოდა წარსული ცოდვებისთვის პასუხისგების დრო უკვე მოახლოებული იყო და ყველაზე მტკივნეულად გადაიხდიდა საფასურს - მირანდათი.
ვახო ახალგაზრდობაში ძალიან სიმპათიური, გავლენიანი და სასურველი მამაკაცი იყო. როგორც იმ პერიოდში იტყოდნენ, „საოცნებო სასიძო“. მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა მუდამ, პრობლემა, რომელიც სასურველ ადამიანებს აქვთ ხოლმე - არასასურველი იყო იმისთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ერთ დღეს, მანქანიდან გადმოვიდა და ზუსტად გოგონას წინ აიტუზა სახეგაბადრული. ბედნიერი იყო, გულში იმედის ნაპერწკალი დასთამაშებდა. განსაკუთრებით ბედნიერი კი მისი ღიმილის დანახვისას ხდებოდა ხოლმე.
- გამარჯობა - მიესალმა ქერა მანდილოსანს, რომელსაც ბაგეები მალინისფრად შეეღება, თვალები კი ოცნებისფრად უელავდა.
- გამარჯობა ვახო - გაუღიმა გოგონამ მორიდებულად.
- პაემანზე არ წამომყევი, არადა რესტორანში მინდოდა შენი წაყვანა.
- აქვე მითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი, გთხოვ - შეევედრა.
- მინდა, რომ... მოკლედ.... - ხელის კანკალით ჯიბიდან ლამაზი ბეჭდის კოლოფი ამოიღო და გოგონას წინ გახსნა. ოქროს ბეჭედზე ბრჭყვიალა ბრილიანტის თვლები მზესავით კაშკაშებდა. ყველა ქალი იოცნებებდა ალბათ ვახოს მსგავს მამაკაცზე და ბეჭედზეც, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა ამ კაცის ფინანსურ მდგომარეობას. - ცოლად გამომყევი - აღმოხდა ვახოს.
- ვაიმე, დედა - გულზე ხელი დაიდო გოგომ. უცნაურია, მაგრამ ბეჭდისთვის არც შეუხედავს, ოთხმოცდაათიანების ჭორიკანა მეზობლები ფეხებზე დაიკია და სიგარეტს გაუკიდა ნერვიულად.
- რას იტყვი? შემიძლია დრო მოგცე, არ ვიჩქაროთ, მაგრამ ეს საჩუქრად დაიტოვე, გქონდეს - ბეჭედზე მიანიშნა ვახომ.
- მაპატიე, არ შემიძლია, მაგას ვერ გამოგართმევ. - უხერხულად გაუღიმა გოგომ. - ვერც ცოლად ვერ გამოგყვები ვახო.
- დროს მოგცემ - ხავსს ეპოტინებოდა კაცი.
- არა, ვერასდროს ვერ გამოგყვები ცოლად. მე სხვას მივყვები - უთხრა გოგონამ. ვახო ცდილობდა, მის თვალებში სინანული დაენახა ან წამიერი გრძნობა მაინც დამჩნეოდა კაცის მიმართ, მაგრამ უშედეგოდ... გოგონა კატეგორიული იყო, მხოლოდ სიბრალულს გამოხატავდა მზერით.
- ვის მიჰყვები? - ღრმად ჩაისუნთქა ვახომ. შუბლის ძაღვი სიბრაზისგან დაეჭიმა, სისხლმა კი პირდაპირ ტვინში დაარტყა შოკისგან.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს! ხო იცი, რომ მაინც გავიგებ? შენ მითხარი, სჯობს შენგან ვიცოდე.
- გიორგი ქავთარაძეს მივყვები ცოლად - საქმროს სახელს განსხვავებული, უფრო ტკბილი და მოსიყვარულე ხმით წარმოთქვამდა გოგონა, უბრალოდ თვითონ ვერ აცნობიერებდა.
- გიყვარს?
- ძალიან.
- მაგასაც ვნახავთ, როგორ გაჰყვები, თინა - უთხრა გაცოფებულმა ვახომ და მანქანაში ჩაჯდა, გიჟივით გაეცალა იქაურობას.

სახლში მისული მირანდა უგუნებოდ მიესვენა ტახტზე და მირიანის მოსვლას დაელოდა. კაცი მალევე დაბრუნდა სახლში, მირანდას ცნობისმოყვარე მზერით შეხედა.
- ვახომ გაჭედა - გაეცინა ქალს. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, ბრძოლიდან გამოქცეულს ჰგავდა.
- რას მიწუნებს?
- იმას, რომ კაცი ხარ - გაეცინა მირანდას და გვერდით ჩამომჯდარ კაცს მხარზე თავი დაადო - მესმის მისი. ერთხელ უყვარდა ქალი და ისიც სხვას გაჰყვა, როგორც ვიცი. იმის მერე ცოლი არ მოუყვანია. თან, 13 წლის ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე და საკუთარი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცალა, მე შემალია ყველაფერი. მეც იმედი გავუცრუე, ძალიან საშნელ კაცს გავყევი ცოლად და ახლა ეშინია, ისევ იგივე შეცდომა არ დავუშვა.
- გავიცნობ, დაველაპარაკები და დარწმუნდება, რომ ნორმალური ვარ.
- რა თქმა უნდა. საკმარისია შემოგხედოს ადამიანმა... ნორმალური კი არა, არანორმალურად კარგი ხარ.
- სხვათაშორის, მესმის ბიძაშენის. ჩემი დათუნა ვიღაც გოგოს ხვდება. კი გაიგიჟა თავი, არ მიყვარსო, მაგრამ ერთი სული აქვს ხოლმე, სახლიდან გავარდეს. ძალიან მაინტერესებს ერთი ამ ასაკში, ვის ხვდება ან თუ ნორმალური გოგო მაინცაა.
- რა საყვარელია - გაეცინა მირანდას. - კლასელია?
- არ ვიცი. მემგონი არა. აზრზე არ ვარ ვინაა.
- ისიც მსახიობი ხომ არაა?
- დიდი შანსია - ლოყაზე აკოცა მირიანმა საყვარელ ქალს და სუსტ, ვიწრო წელზე შემოჰხვია ხელი. - გინდა გაგამხიარულო და შოკში ჩაგაგდო?
- გისმენ.
- გივისთან ავედი დღეს დილით. ტელეფონზე არ მპასუხობდა და ვიფიქრე, გავაღვიძებ მეთქი. იცი ვინ დამხვდა იქ?
- არა.
- ნატალი.
- ვინ ნატალი?
- შენი დაქალი გოგო. ვინ ნატალი?
- არ არსებობს - თვალები გაუფართოვდა მირანდას და ფეხზე წამოხტა. - შეუძლებელია,
- რამდენიმე დღეა ასე ყოფილან. ვიფიქრე, იქნებ მოეწონათ ერთმანეთი, ან რა ვიცი, შეუყვარდათ-თქო.
- შეუყვარდათ არა ის - ხელი აიქნია მირანდამ - სექსის ხამები. ღმერთო, როგორ მეშლება ნერვები. ხომ შეიძლებოდა, ჩემი შეყვარებული ძმაკაცს არ ჩამოჰკიდებოდა კისერზე?
- შეიძლება რამე პლიუსებიც ჰქონდეს მაგას. წყვილებში ვივლით ხოლმე გასართობად.... - მერე დაფიქრდა მირიანი - არა, ეგ არაა პლიუსი.
- ჰო, არაა. იმიტომ, რომ უნახავივით მიფათურებ ხოლმე ხელებს გარეთ, რო გავდივართ. ხალხში გამოსაჩენი აღარ ვართ.
- მერე და როგორ გწყინს ხოლმე? სულ ხელებში მირტყამ, მეტი აღარ მიქნაო.
- კაი რაა, არაა საჭირო იმის აფიშირება, რომ შენი ფათური მსიამოვნებს.
- მერე რო აღარ იწუწუნო.
- მე მაინც ნატალი არ ამომდის თავიდან. როგორ გადამახტა ასე?
- კაი, რა მოხდა? - წამოდგა და მირანდას ჩაეხუტა კაცი - რა კაი ბიჭივით იქცევი?
- კაი ბიჭივით?
- ჰო, თითქოს კაი ბიჭის ძმაკაცს მაგისი და მოეწონა.
- რა სულელი ხარ - მირანდასაც გაეცინა.
- მოდი, რამე გემრიელი ვჭამოთ და გავმხიარულდეთ, კარგი?
- კარგი - მთელი არსებით ჩაეკრა კაცის მკერდს. - მე არასდოდეს ვითამაშოთ სოფლის ჭაჭით, გინდა?
- რა თქმა უნდა მინდა - გაეღიმა მირიანს.
ნახევარი საათის შემდეგ, ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა მთელი სახლი.
- მე არასოდეს მქონია თვიური - წამოიძახა მირიანმა და მირანდამ მაშინვე გაბოროტებული სახით გადაჰკრა ასგრამიანი.
- მე არასოდეს მასწრებს დილით ალიონზე გაღვიძებას ჩემი სასქესო ორგანო - სწერვულად გაუღიმა მირანდამ.
- მე არასოდეს ვაჯდები მძინარე შეყვარებულის ალიონზე გაღვიძებულ სასქესო ორგანოს - დაამატა მირიანმა.
- არ აჯდები ხოლმე.... უდებ, შე დამპალო - დაუყვირა მირანდამ.
- თუ ჭკვიანად არ იქნები, ხვალ დილაზეც იგივეს ვიზამ. - ეშმაკური სახით დაემუქრა კაცი.
- გაუპატიურებისთვის გიჩივლებ - თითი დაუქნია მირანდამ.
- ვიდეოზე ჩავწერ ჩუმად და რა გაუპატიურებაც იქნება, მაგას ვნახავთ. გვერდზე უბანში რო ესმით ხოლმე შენი წივილ-კივილი.
- ჯანდაბა, არასოდეს არავინ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს - თავისი ნებით დალია მირანდამ კიდევ ერთი ჭიქა.
- არც მე - მიბაძა მირიანმა სმაში.
- იდეალურები ვართ - კალთაში გადაუხტა ქალი.
- ბიონსე და ჯეი-ზი მიმიქარავს.
- კარდაშიანი და ვესტიც - მიაყოლა მირანდამ.
- ჩვენ ვართ ოთახში ჰაერზე მეტი.
- უნდა შემოხვიდე ამაღამ ჩემში - სიმთვრალისგან ამღვრეული თვალები მიაპყრო კაცს და ტუჩებში ჩააფრინდა. პირდაპირ იატაკზე გაიშოტნენ. კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ძირს კოტრიალი, კარზე ზარს, რომ არ აეყარა ორივე. - ვინმეს ელოდები? - ჰკითხა დამფრთხალმა ქალმა და ტანსაცმელი გაისწორა.
- არავის. - წამოდგა მირიანი, კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და შემდეგ მირანდას შეხედა - ოჰ, სექს მუშაკები გვეწვივნენ.
- რაააა? ქალია? მოვკლავ - წამოიყვირა მირანდამ.
- რა ქალი გოგო, რა უნდა ქალს - გაეცინა მირიანს - ნატალი და გივი არიან - კარი გააღო. ორივე მოკრძალებული, დარცხვენილი და უჩვეულოდ მორიდებული სახეებით იდგნენ. ნატალის ტორტის დიდი ყუთი ეჭირა.
- ოჰ - ბანცალით წამოდგა მირანდა და მირიანს ჩამოადო იდაყვი მხარზე. - ბიონზე და ჯეი-ზი ვერა, მაგრამ აგერ ესენი გადაგვიჯოკრავენ - ირონიულად გაეღიმა.
- ოჰ, დაითრია კაცი და გასწერვდა - ჩაისისინა ნატალიმ.
- ჰო, შენ სულ სწერვა იყავი, რაც თავი მახსოვს. შესაბამისად, აბა უნარებში წავივარჯიშოდ... სულ გყავდა კაციიი - ხელები განზე გაშალა სიცილით და ლამის გადავარდა. მირიანმა გადაარჩინა ძირს ზღართანს.
- კაი, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი - თქვა გივიმ და სახლში შემოვიდნენ. - ნახე, რას გუგუნებენ.
- თქვენ შეგეკითხებოდით - ჩაიჩურჩულა მირანდამ.
- ამას რა სჭირს, სიმთვრალეში აგრესიულია? - ჰკითხა ნატალიმ მირიანს.
- არა, მშვენიერი ხასიათი აქვს - უპასუხა კაცმა სიცილით - ცოტა უცნაურობები კი ახასიათებს - შეხედა მირანდას, რომელსაც ჩანგალი ეჭირა და ისე უყურებდა, როგორც სამუზეუმო ექსპონანტს.
- რა ლამაზია - ახითხითდა ქალი.
- ძალიან საყვარელო, ახლა მომეცი - ფრთხილად გამოართვა ჩანგალი და სადღაც გადაუმალა.
- რამე მოწიეთ? - ჰკითხა გივიმ სიცილით.
- არა, რა მოწევა გვინდოდა -ქალს ახლა ხელი ჩამოაცილებინა სახიდან, რომელსაც საკუთარ ყბაში იშენდა.
- ჰო, არა, ეგ ზედმეტი იქნებოდა - დასცინა ნატალიმ.
- ძაან გაბუჟებული ვარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- რა დალიეთ ამდენი? - იკითხა გივიმ.
- ჭაჭა.
- ჩვენც გვინდა - სახე მოეღუშა ნატალის.
- გამოიტანეთ მერე და დაგვეწიეთ. მაგიდაზე დევს შემოსასვლელში. თან „მე არასდროს“ თუ ითამაშებთ, მე და მირანდა თქვენი ყურებით გავერთობით.
- ნამცხვარსაც შევჭამთ - ტორტი დაჭრა მირანდამ და მირიანის კალთაში მოკალათდა.
- გვამაიმუნებენ ამხელა ხალხს - თავი გააქნია გივიმ.
- მე არასოდეს მიკოცნია გოგოსთვის - ჩაილაპარაკა მირანდამ.
- რა არის ვერ გავიგე? - წაიბუზღუნა ნატალიმ და გივისთან ერთად დალია.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - მე არასდოდეს მქონია ჯგუფური სექსი - დაამატა მირიანმა და ყველამ დალია, მირანდას გარდა.
- მეღადავებით? - გული გაუსკდა გოგოს.
- რა მოხდა, ორი ქალი ვიყავით.
- და მე ერთი კაცი ვიყავი - სიამაყით განაცხადა გივიმ.
- იმედია შენც ამათთან არ იყავი - მიუბრუნდა მირანდა მირიანს.
- არა საყვარელო, შენამდე იყო - დაამშვიდა სიცილით კაცმა.

* * *

დილას მირანდა უჰაერობამ გააღვიძა. საბანში მთლიანად გახვეულიყო და ყველანაირი სასუნთქი გზა მოეჭრა. საბანი, რომ გადაიხადა, პირველი შეგრძნება თავის ტკივილი იყო, მეორე შეგრძნება კი მირიანის დანახვით გამოწვეული ღიმილი. მკვდარივით ეძინა, ცალი მკლავი კი მირანდას საბანზე გადმოედო.
რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ თავისი ჭაობისფერი თვალები გაჭირვებით გაახილა კაცმა და მირანდას შეხედა.
- რომელი საათია?
- მამალმა უკვე დაიყივლა - გაეცინა ქალს.
- დღეს დედაჩემი უნდა გაგაცნო.
- ღმერთო - გადაიხარხარა მირანდამ და მერე ისეთი თავის ტკივილი იგრძნო, ეგონა საწოლად ჩავარდებოდა.
- რა ღმერთო?
- რა და, უცებ წარმოვიდგინე, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახოს დედაშენმა.
- თმა გაქვს თივის ზვინივით, თორე დანარჩენი არა გიშავს - დააწყნარა მირიანმა.
- ჩემი ოცნების პრინცი ხარ შენ - ნელა მიუტანა თავი სკაოცნელად, მაგრამ ტუჩები რომ კაცის ბაგეებს შეახო, ვეღარ გაამოძრავა, ასე, მიწებებული დარჩა. თავი სტკიოდა ზედმეტად.
- რა ჯანდაბაა - მოესმათ ნატალის ხმა გვერდითა ოთახიდან. - თავი მისკდება
- ეს აქ დარჩა? - ჰკითხა მირანდამ მირიანს.
- კი, შენ უკვე გათიშული იყავი, რო მოვიდა.
- მოსვლა მახსოვს, მაგრამ დედაშენი როგორ გავიცნო? თვალები ჩალურჯებული მაქვს? ძალიან გამხდარი ვარ? - ანერვიულდა მირანდა.
- ძალიან ლამაზი ხარ და თვალებს ვუშველით.
- ვაიმე, ანუ ჩალურჯებული მაქვს. შენი ბრალია, არ უნდა მოგეცა დალევის საშუალება ჩემთვის - ყველაფერი კაცს მიაბრალა.
- კაი, რა მოხდა.
- საშნლად ვარ, ღამეც ცუდად გავხდი... გულიც ხომ არ ამერია?
- კიი, მთელი ღამე შენი შუბლი მეჭირა უნიტაზთან - გაუღიმა კაცმა.
- ჯანდაბა - სახეზე ხელი აიფარა სირცხვილისგან.
- რა ჯანდაბა გოგო, მე რო გული მერეოდეს, არ მომხედავ?
- ჩემს ხელებში აგარევინევ - გაეცინა მირანდას - მაგრამ მე ლამაზი უნდა გახსოვდე ყოველთვის და არა ისეთი, პირიდან არაყს რომ ვასხავ.
- როცა სიყვარული აგიხსენი, ისიც ვიგულისხმე, რომ პირიდან არყისმსხმელიც მეყვარებოდი.
- რა რომანტიკულია - მოესმათ ისევ ნატალის ხმა, რომელიც საძინებლის კარეთან ატუზულიყო და წინა ღამიდან შემორჩენილ ტორტს ჭამდა.
- სადაა შენი მიჯნური? - ჰკითხა მირიანმა.
- გადაივლო და რაღაც საქმეზე გავარდა. ჩემი მიჯნური არ არის - დაუბღვირა ნატალიმ.
- დღეს მირიანის დედა უნდა გავიცნო და რა ჩავიცვა? - ჰკითხა მირანდამ.
- კაბა ჩაიცვი, შენს ფეხებს კარგად გამოაჩენს, მაგრამ დეკოლტე არ გინდა. ყველა ნეკნი გეტყობა, მკერდი პატარა გაქვს, ლავიწის ძვლები ზედმეტად გამოწეული. სახეზეც ნიღაბი გაიკეთე, თორემ ცარიელი ძვლები ხარ. პახოდუ, ქირურგთან გაიქეცი, საღამომდე ცხვირის ოპერაცია, რომ მოასწრო.
- ვაიმე მირიან - აღმოხდა მირანდას - რატო შეგიყვარდი ასეთი მახინჯი?
- ნუ აპანიკებ რაა - დაუბღვირა მირიანმა ნატალის.
- ვგიჟდები ამის დაბნეული, სასოწარკვეთილი და გატანჯული სახის ყურებაზე - ენა გამოუყო ნატალიმ.
საბოლოოდ, შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა მირანდამ თავისი ძვლების დასაფარად და ნაშუადღევს ყველა ნერვის კანკალით გაჰყვა მირიანს მისი მშობლების გასაცნობად.
- თმა ლამაზად მაქვს? - ჰკითხა ქალმა უკვე კართან, რომ იდგნენ.
- ძალიან ლამაზად გაქვს - დაამშვიდა მირიანმა.
- ზედმეტად დიდი შუბლი ხომ არ მიჩანს შეკრულ თმაში?
- არა. იქნებ დავრეკოთ ზარი?
- დამაცადე - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა. - დარეკე.
კარი მზიამ გააღო.
მთელმა ღემ მშვენივრად ჩაიარა. მირანდა გრძნობდა, რომ მირიანის მშობლებს ძალიან მოეწონათ. თვითონ აღარც კი ახსოვდა ერთიანი ოჯახის გემო და ახლა გული სითბოთი ევსებოდა, როცა მათ ნაწილად მიიჩნევდა საკუთარ თავს. მირიანს გაუცნობიერებლად სიყვარულითა და მადლიერებით სავსე მზერით მიაჩერდებოდა ხოლმე, როგორც ცხოვრების ერთადერთ იმედს, რომელმაც კვლავ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. თუმცა ხვდებოდა, ამ ბედნიერი ოჯახის მიღმა, რაღაც დიდი სევდა და წლების წინ დამჩნეული ტკივილის კვალი ვერა და ვერ გამქრალიყო. შეუძლებელიც იქნებოდა ალბათ ისე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან ყველა ადამიანის ცხოვრებაში ქრება, კვდება და იკარგება ხალხი, რომელიც უყვართ, თუმცა თვალებისგან შორს ყოფნა, სრულებით არ ნიშნავს მათ მიმართ სიყვარულის განელებას.
საღამოს მირანდამ და მირიანმა ფეხით გაისეირნეს ქუჩაში. ნაწვიმარი იყო, ბნელოდა და ციოდა, მაგრამ სიხარულისგან სიცილის შეკავება არ შეეძლო ქალს.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა ღიმილით.
- ძალიან ბედნიერი ვარ - უპასუხა მირანდამ.
- მეც ბედნიერი ვარ. ძალიან მოეწონე ყველას, დათუნას აქამდეც მოსწონდი.
- კარგია, ძალიან კარგია - ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო ქალი.
- მოგწონს?
- მომწონს.
- დარჩები ჩვენთან?
- კიი, სამუდამოდ დავრჩები. - კაცის კისერს ჩააფრინდა და ცხვირი ცხვირზე მიადო. - შენ?
- მეც დავრჩები შენთან - ქალის ტუჩებს დაეწაფა მირიანი.
* * *

მეორე დღეს მირიანი სამსახურში, თავის კაბინეტში იჯდა. რამდენჯერმე თავის მდივანსაც შეხედა და გაეცინა, მირანდას ცუდად ჰყავდა ამოჩემებული ეგ გოგო, არადა კარგის მეტი არასდროს არაფერი ახსოვდა კაცს მისგან. უცნაურად ეჭვიანი იყო ხოლმე მირანდა მომენტებში, თუმცა ისეთი საყვარელი სანახავი, რომ მირიანს ეს თვისებაც მოსწონდა.
თვითონაც გაკვირვებული იყო იმ დღით, რადგან რამდენჯერმე გაეპარა თითები და საქორწინო ბეჭდების სურათები დაგუგლა. ფიქრობდა, რომ ადრეც იყო, მაგრამ ნაადრევი სიკვდილის გარდა, ყველაფერი ნაადრევი ნორმალურად მიაჩნდა თუ საღი გონებით მიიღებდა გადაწყვეტილებას....
- თქვენთან სტუმარია - მოულოდნელად შემოუღო კარი მდივანმა. მირიანი ისე შეხტა, თითქოს პორნოს ყურებისას წაასწრეს.
- შემოუშვი - გაეცინა თავისი ქმედებით გაკვირვებულს, თუმცა ღიმილი სახეზე შეაშრა, როდესაც მზერა ერთ წერტილში გაუშეშდა. წერტილში, რომელიც ერთიანად საყვარელი და საზარელი იყო, მტკივნეული და საამური.
გაოგნებული შეჰყურებდა კარის ზღურბლთან მდგარ თინას, რომელსაც ქერა თმა ალაგ-ალაგ გასჭაღარავებოდა და მომღიმარი უმზერდა მირიანს.
- თინა - მხოლოდ ამის თქმა შეძლო კაცმა და სკამიდან წამოდგა.
ქალი სწრაფი ნაბიჯით მივიდა მასთან. გულში პატარა ბავშვივით ჩაიკრა და ხელები მაგრად ჩაჰბღუჯა.
- შარითაც, რომ იმას ჰგევხარ - ამოიოხრა თინამ.
- მშვიდობაა? - ჰკითხა გაოგნებულმა მირიანმა.
- მე ძირითადად უბედურების მაცნე ვარ ხოლმე... დაცდილი მაინც არ გქონდეს - მწარედ გაეცინა თინას. ახასიათებდა ეს შავი, თუმცა მართალი იუმორი.
- რა მოხდა?
- რა მოხდა და არასწორი გოგო შეგიყვარდა, როგორც შენს ძმას.
მირიანი მძიმე ნაბიჯით გამოვიდა თავისი სამსახურიდან. ჰალსტუხი ისე უჭერდა, სუნთქვა გაუსაძლისი გამხდარიყო. რამდენჯერმე შეხსნაც სცადა, მაგრამ აღმჩნდა, რომ საერთოდ არ ეკეთა.
- არა! - მოულოდნელად გაიგონა ზურგიდან პატარა ბავშვის წიკვინა ხმა - ამის უფლებას ვერ მოგცემ - ბავშვი პირდაპირ წელზე შემოეხვია. მაგრად მიაჭირა ფეხები მიწას, წამით ისიც ეგონა, რომ მირიანის გაკავება შეძლო.
- რაა? - კაცს გაოგნების ძალაც რომ ჰქონდა შერჩენილი, ეგეც გასაოგნებელი იყო.
- არა - კვლავ აჩერებდა ბავშვი.
- ვინ ხარ და რა გინდა? - ბავშვი ტანიდან ჩამოიხსნა მირიანმა და კარგად შეათვალიერა - რა თქმა უნდა, ის აბეზარი აჩრდილი ხარ, რომელიც მეგონა, რომ დამეხსნა ჩემი ცხოვრებიდან.
- არ წახვალ, მირანდას არ დაშორდები და ცხოვრებას არ დაუნგრევ არც საკუთარ თავს, არც სხვებს.
- ჯანდაბა, ამის დედაც - დაიყვირა მირიანმა - რა უბედურება ხდება? თავი დამანებე რაა, რა შენი საქმეა. ან საიდან იცი ჩემზე და მირანდაზე?
- ჯანდაბა, ამის დედაც - ჯიჯიღინით გაიმეორა ბავშვმა მირიანის სიტყვები.
- ნუ იმეორებ ცუდ სიტყვებს!
- ოჰ, ნუ იმეორებ ცუდ სიტყვებს - კიდევ გააჯავრა ბავშვმა - მე ყველაფერი ვიცი, იმაზე უკეთესადაც, ვიდრე წარმოგიდგენია. ახლა თუ დაშორდები, ყველაფერს გამირთულებ.
- ვინ ხარ, ანტიტერორისტული სამსახურის აგენტი?
- არა - განაწყენებული სახე მიიღო ბავშვმა - შემომხედე, ნუთუ ვერაფერს ვერ ხვდები.
მირიანი რატომღაც ბავშვის თხოვნას დაემორჩილა. კარგად დააკვირდა, მისი თითოეული ნაკვთი ჩაიბეჭდა გონებაში. მართლაც ნაცნობი სახე იყო, უთუოდ ნაცნობი, თუმცა ვერ იაზრებდა, ვის ჰგავდა ან სად ჰყავდა ნანახი. გული გამალებით აუძგერდა, ზუსტად ისე, როგორც მირანდას დანახვისას უძგერდა ხოლმე... მირანდა... ისევ მირანდა გაახსენდა და ღრმად ამოიოხრა.
- მაპატიე, ახლა ბავშვების თავი არ მაქვს - უთხრა გოგონას და მანქანაში ჩაჯდა. ბავშვი იქამდე უყურებდა, სანამ სხვა გზაზე არ შეუხვია.
- რა გავაკეთო - ზუსტად მირიანის მსგავსად ამოიოხრა ბავშვმაც. ტროტუარზე ისე ჩამოჯდა, გეგონება ცხოვრებამობეზრებულს საერთოდ არ ადარდებდა ქუჩის ჭუჭყში, რომ დებდა საჯდომს.

სამი თვის შემდეგ:

- ასე ცხოვრება არ შეიძლება - ნატალი ცდილობდა კივილში არ გადასვლოდა ლაპარაკი, თვალებდასიებული მირანდა მაგიდასთან იჯდა, ფეხები სკამზე აეკეცა და თითქმის არაფერს ამბობდა - რამდენი თვე გავიდა, რამდენი?
- სამი თვე, ორი საათი, ოცდახუთი წუთი... - უპასუხა მირანდამ დაბალ ხმაზე. რაღაცეები საოცრად შეცვლილიყო მის გარეგნობაში. ზოგი მოგონება ტვინიდან ამოშლოდა და მხოლოდ კადრებიღა ახსოვდა. ახსოვდა მირიანის ჭაობისფერი თვალები, ჩამქრალი, გალეული და იმედგადაწურული სახით, რომ უხნიდა რაღაცას. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რას ხსნიდა, თვითონაც იცოდა, რომ ასაწორად ხსნიდა.
- ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ვახოსთვის ვაპირებდი მეთქვა წინა თვეში რაც გააკეთე, მაგრამ... - ამოიოხრა ნატალიმ.
- რაც გინდა ის უთხარი - ირონიულად მიუგო მირანდამ. უცნაურია, აქამდე არასდროს ყოფილა ირონიული, განსაკუთრებით მეგობრის მიმართ, თუმცა ახლა ზუსტად აღარ იცოდა, ჰყავდა თუ არა მეგობრები, ჰყავდა თუ არა საკუთარი თავი და ჰქონდა თუ არა ცხოვრება. მირანდას გარეგნობაშიც რაღაც-რაღაცეები შეცვლილიყო. გრძელი, ხავერდივით გლუვი და ბზინვარე თმებიდან ჭაღარები ალაგ-ალაგ ისე ანათებდა, თითქოს საუკუნეები გასულიყო.
- რა მაგარია, მელირება გაიკეთე? - ჰკითხა ერთხელ კაი ხნის უნახავმა ნაცნობმა, რომელიც მოულოდნელად შემოხვდა გზაზე. მირანდას გაეცინა, არაფერი უპასუხია, რაღაც ჩაიბუტბუტა და გაეცალა ნაცნობს. იმის მერე, ერთი-ორი ჭორი გავარდა, მირანდა ჩირაძე გაგიჯდაო.
ჭორები ცოტათი კიდევ მომრავლდა, როცა შუა სპექტაკლზე როლში ვერშესული გოგო თვალებს უაზროდ აცეცებდა მაყურებლისკენ. ჩაბნელებულ სკამებში ერთს ეძებდა, ერთ განსაკუტრებულს და რომ ვერ იპოვა, შუა სცენაზე აუტყდა ტირილი.
- მირანდა, შენთვის სულ ერთია, ვახოს ეცოდინება თუ არა? - ჰკითხა გაგიჟებულმა ნატალიმ. არ უნდოდა, შემჩნეოდა, რომ თვალზე ცრემლები მოადგა. ყოველთვის ეტირებოდა მირანდას ყურებისას, ყოველთვის ახსენდებოდა წინა თვეს, რომ მეგობრის სახლის კარის შემტვრევა მოუწია და აბაზანიდან მისი ნახევრადცოცხალი სხეულის ამოყვანა...
- ვახოს? - კითხვა უკან დაუბრუნა მირანდამ. ვახოც იმის მერე აღარ ჰყავდა ნანახი, რაც მირიანთან უკანასკნელი ლაპარაკის შემდეგ მიუვარდა სამსახურში. გამწარებული და სასოწარკვეთილი იყო, აღარც სხეული ემორჩილებოდა, აღარც გონება. მაგიდიდან ნივთები გადმოუყარა, გაანჩხლებული ყვიროდა რაღაცეებს, ტიროდა, საკუთარი ცრემლებისგან ისე დასველებოდა ტანსაცმელი, თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოჰყვა.
- ეს გინდოდა? - კიოდა მთელ ხმაზე - ხო ეს გინდოდა? რა დავაშავე? მე რა დავაშავე? შენ გამო რატომ ვისჯები? - ვახოს პასუხს არც ელოდებოდა და აზრიც არ ჰქონდა ლოდინს. კაცმა არ იცოდა, რა ეთქვა. თვითონაც ხვდებოდა დამნაშავე იყო მირანდას წინაშე, თუმცა სხვა დანაშაულს არ იხსენებდა, არ შეეძლო მისი გახსენება.
- რაზე ჩაფიქრდი? - გამოაფხიზლა თვალგაშტერებული მეგობარი ნატალიმ.
- ჩემს კარიერაზე.
- მშვენიერია, რომ ჯერ კიდევ ფიქრობ. სანამ ყველაფერი არ დაგიკარგავს, დროა, თეატრს დაუბრუნდე.
- თეატრს? - ცალი ტუჩი კვლავ ცინიკურად აპრიხა მირანდამ - თეატრს თავი იმიტომ დავანებე, რომ ჩემი ცხოვრება დაემსგავსა სპექტაკლის თამაშს - განრიცხებული ფეხზე წამოხტა - ვთამაშობ, რომ ცოცხალი ვარ, ვთამაშობ, რომ სუნთვის ხალისი მაქვს, ვთამაშობ, რომ.......... - ძლივს ამოისუნთქა, გული აჩქარებოდა და წნევა ჰქონდა აწეული.
- დაჯექი - მხრებში ხელები ჩაავლო ნატალიმ და ტახტზე ჩამოსვა. - სადაა შენი წამლები?
- უნიტაზში. უკვე ჩავრეცხე და ამიტომ, დიდად ნუ შეიწუხებ თავს ამოღებით.
- ჯანდაბა - მირანდას გვერდით დაემხო ღონემიხდილი - რატომ გადაყარე?
- იმიტომ, რომ მაბრუებდა. შენ გგონია, ეს წამლები ადამიანს ტკივილის ატანაში ეხმარება? ჩემი თვითმკვლელობის მცდელობა სხვა კი არაფერი იყო. ყოველ დღე მკტივა, თითქოს გული ვიღაცამ ნაჯახით დამიჭრა და დაუსრულებლად გადმოედინება სისხლი, ჩანჩქერივით მოთანთქარებს, სულის ყველა კუნჭულს მიწვავს, ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ როცა წამალს ვსვამ, გაორება მემართება - სისხლი მაინც მოდის, მაგრამ შორიდან ვუყურებ წითელ მდინარეს, ფიზიკური ტკივილი ქრება, თუმცა სულიერს ვერ ვეგუები. წამლების გარეშე კი ჩემი ხორციცა და სულიც ისე შეხმატკბილებულად იწვიან ჯოჯოხეთის ცეცხლში, რომ მათი დაშორება სიკვდილის ტოლფასია.
- რა გიშველო, მეც აღარ ვიცი. მივალ და ნაჯახით გავუხეთქავ თავს იმ დამპალს!
- ჩემთვის სიკვდილი, რომ გეცლია, თვითონ დაიბრიდავდა თავს. საკუთარი თავის კი არა, მაგის დასჯა მინდოდა.
- და რა? ციდან დაინახავდი, როგორ დაიტანჯებოდა?
- მე რა ვიცი, საიდანმე დავინახავდი. ქვესკნელიდან დავინახავდი.... - აქვითინდა მირანდა - საიდანმე მაინც ხო დავინახავდი, უბრალოდ თვალს მაინც მოვკრავდი.... ვნახავდი - ცრემლებს მაჯით იწმენდდა.
- მირანდა - ჩაიჩურჩულა ნატალიმ და ასლუკუნებული მეგობარი მკერდზე მიიხუტა.
- ვიცი რაც უნდა ვქნა, ვიცი.
- სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ.
- არა, სიცოცხლეს აღარ გამოვეთხოვები. ისედაც, კაი ხანია, თვითონ გამომეთხოვა.
- ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, აი ნახავ - ამშვიდებდა ნატალი - მოვა დრო და აღარ გეტკინება. წარმოიდგინე, ბავშვობის ჭრილობისგან, რომ შრამი გაქვს, ზუსტად ისე იქნება. დაინახავ, ხელს დაადებ და აღარ გეტკინება.
- ეს შრამი სულ მეტკინება. ეს სხვანაირი შრამია, გულზე მოყენებული ჭრილობა დაშრამებამდე ვერ აღწევს, ის სულ გადახსნილია და სამუდამოდ სტკივათ ადამიანებს.
- ფსიქოლოგთან მაინც ვიაროთ რაა - უკვე ვედრების ტონი ჰქონდა ნატალის.
- და რა უნდა მითხრას ახალი? რომ არ შეიძლება იმის სიყვარული, ვინც მიმატოვა. მირ... ვერც ვამბობ ნორმალურად მაგის სახელს. მეტყვის, ცუდი ტიპია, ნუღარ გიყვარს, ფუ მაგის, გადაეჩვიეო და მეც აღარ მეყვარება?
- ფუ მაგისო არ გეტყვის.
- სამაგიეროდ, მე ვამბობ! ფუ, მაგის! - მაცივარი გააღო და ერთი ბოთლი წითელი ღვინო გამოიღო. - დალევ?
- არა და სჯობს შენც არ დალიო. ისედაც ბევრს სვამ ამ ბოლო დროს.
- კაი ერთი - ჭიქაში ჩამოასხა და ისე გადაჰკრა, თითქოს არაყი ყოფილიყო. - სხვანაირად ვეღარ ვიძინებ თუ არ გავილეშე ბოლომდე.
- დაიძინე გთხოვ.
- არ დაიღალე ჩემი ყარაულობით?
- არა. შენ გგონია, დავჯდები და გულხელდაკრეფილი გიყურებ, როგორ ინგრევ ცხოვრებას? სამსახური მაინც გჭირდება, როდემდე უნდა გეყოს შენი დანაზოგი?
- სხვათაოშირს, ვიფიქრე, რომ ეს სახლი გამეყიდა და რომელიმე გარეუბნის ერთოთახიანში გადავსულიყავი. ყველა მეზობელი უკვე ისე მიყურებს, როგორც საცოდავ, გაუბედურებულ საყვარელს, რომელიც მიაგდეს, მაგრამ აქ ყველგან მისი სურნელია. საწოლსაც მისი სურნელი აქვს, ჩემს ტანსაცმელსაც.
- სახლის გაყიდვას ნამდვილად არ გირჩევდი, შემოგეხარჯება ფული.
- დაგროვილი ისედაც მქონდა. მაღაზია უნდა გავხსნა.
- რისი მაღაზია? - გაუკვირდა ნატალის.
- მიგდებული ქალების - იხუმრა მირანდამ და მერე თავადაც გაუკვირდა, სად ჰქონდა მაგის თავი.
- ღადაობის გარეშე - თვალები გადაატრიალა ნატალიმ.
- ჰოლანდიური ყვავილების - გაუღიმა მირანდამ.
- სერიოზულად ამბობ? ყვავილების რამე გაგეგება?
- კი, ლამაზ თაიგულებს ვამზადებ. ძალიან იშვიათი ყვავილების ბოლქვები გამოვიწერე, გაზაფხულისთვის მოესწრება.
- მშვენიერი აზრია, მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ. - აღფრთოვანება ვერ დამალა ნატალიმ - ყველას ვეტყვი, რომ შენს მაღაზიაში იყიდონ ხოლმე.
- ჰო, მემგონი კარგი იქნება.
- სად გახსნი მაღაზიას?
- ყიფშიძეზე - უპასუხა მირანდამ ღიმილით.
- სულ ტყუილად გამეხარდა - თავში ხელები წაიშინა ნატალიმ - რა გავაკეთო, რა წყალში გადავვარდე? სისულელე ჩაგიფიქრებია, სხვა ნებისმიერი ქუჩა უნდა აგერჩია.
- ყიფშიძეზე მშვენიერი ფართი იყიდება და ნაწილობრივ ფასშიც ვეტევი.
- ბარემ, პირდაპირ მირიანის მეზობლად გეყიდა ეგ შენი ფართი.
- თითქმის მირიანის მეზობლადაა - დაუდასტურა მირანდამ და სიგარეტს მოუკიდა.
- მე კი მეგონა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდი.
- მოიცა, ფიქრობ, რახან მის სახლთან ახლოს ვიმუშავებ, ყოველ შესაძლებლობაზე კისერზე ჩამოვეკიდები?
- არა, რა ვიცი. - დაიბნა ნატალი - ცუდი იდეაა, ხშირად ნახავ და ემოციურ მდგომარეობას გაგიუარესებს.
- მე მეტი უარესი არაფერი დამემართება. იმან იკითხოს... - გაეღიმა მირანდას, სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და საძინებლისკენ გაემართა - ვიღაც ქალმა დათაგა სურათზე, ჩახუტებულები იყვნენ.
- იქნებ მეგობარია?
- მნიშვნელობა არ აქვს.... ვიძინებ მე, შენ რას იზამ?
- მეორე საძინებელში დავიძინებ, შენთან ღამე წოლა საშიშია.
- მეც ეგრე ვფიქრობ - ორივეს გაეცინათ.
მირანდამ ნელა შეახო ხელი თეთრ ზეწარს. ჯერ კიდევ შემონახული მოეჩვენა საყვარელი მამაკაცის სითბო. წარმოიდგენდა ხოლმე, გვერდზემწოლი მირიანის სუნთქვას როგორ აყოლებდა თავის გულისცემას, წარმოიდგენდა ჰაერს, მისი არომატით გაჯერებულს. თითქოს ისე ახლოს იყო, რომ ხელის ერთი გადმოყოფაც საკმარისი იქნებოდა...
- მითხარი, რომ აქ ხარ - დაიჩურჩულა მირანდამ.
- სად უნდა ვიყო? - გაიგო კაცის პასუხი. სიბნელეში მის სახეს ვერ ხედავდა, ნელა გააცურა ხელი მირიანისკენ.
- არ წახვიდე რა -შეევედრა ქალი.
- აქ ვარ - ქალის სხეულს მკლავი შემოჰხვია. მერე უხერხურად შეიშმუშნა და წამოჯდა.
- რა გჭირს? - ჰკითხა მირადამ.
- არ ვიცი - ძლივს სუნთქავდა.
- გადაღლილი მეჩვენები - ზურგზე შემოეხვია საყვარელ კაცს.. თეთრი პერანგი ეცვა, ზუსტად ის პერანგი, მირანდას, რომ ყველაზე მეტად უყვარდა. - დასვენება გჭირდება - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა შემდეგ კი შეუჩერებლად დაუწყო ყელში კოცნა. მკერდზე რამდენიმე ღილი შეუხსნა, ნელა მოიარა ქალის ხელმა კაცის სხეული, ბოლოს კი მისი შარვლის უბეში გაჩერდა. - ჩემი ხარ, მე მეკუთვნი - ეჩურჩულებოდა ყურში.
- შენ გეკუთვნი - პასუხობდა კაცი.
მირანდამ კაცის ასო ხელში მოიქცია, ნელა ეფერებოდა, შეუჩერებლად. მეორე ხელს მისი სხეულის სხვა ნაწილებში დააცურებდა, ყურის ბიბილოს მთელი ვნებით უწუწნიდა. მირიანის მძიმე სუნთქვა და სიამოვნებით აღსავსე ოხვრა ესმოდა... დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ამ კაცის სხეული სურდა, მისი ლაპარაკი, მკლავები, რომელიც ყოველთვის სახლში აგრძნობინებდა თავს....
- მირიან - წამოიყვირა მირანდამ. ნეტარებით აღსავსე წუთები სადღაც უკვალოდ გამქრალიყო - სად ხარ?
- მირანდა, რა გაყვირებს? - გაიგო შეშფოთებული ნატალის ხმა.
- აქ იყო, აქ იყო - ისტერიულად იმეორებდა ქალი.

* * *
ქალის ვაგ*ნა ისეთი სველი იყო, როგორც არასდროს. მკერდის თავები საგრძნობლად გამოჰკვეთოდა სხეულზე და უთრთოდა. მირიანი თავს არაფრით იცავდა. ასო ღრმად შეედო ქალის სხეულში, ყველაზე მძაფრ სიამოვნებას განიცდიდა, რომლის გახანგრძლივების სურვილი საოცრად ძლიერი იყო, თუმცა გააფთრებული ჩაფრენოდა მირანდას ტანს და სრული სისწრაფით უდებდა უფრო და უფრო ღრმად.
- გავგიჟდები, გავგიჟდები - კიოდა მირანდა. - უფრო სწრაფად, გთხოვ - კაცის თმას გამეტებით ექაჩებოდა, ფეხებს მთელი სიძლიერით უჭედა უკანალზე და სწრაფი სიამოვნებისგან გაოფლიანებული კივილს ვერ სწყვეტდა.
- მიყვარხარ - უმეორებდა კაცი.
- მიყვარხარ - ძლივს სუნთქავდა მირანდა.
შუაღამისას გამოღვიძებული მირიანი ნორმალურად ვერ სუნთქავდა, ხელი საწოლის მეორე მხარეს გააცურა. იცოდა, ქალის ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ ოდნავი იმედი მაინც ჰქონდა, რომ სიზმარი რეალობა იქნებოდა.
გაწბილებული წამოდგა საწოლიდან, სამზარეულოს მიაშურა და ცივი წყლის ბოთლი მოიყუდა. წყალი ისევ თავის ადგილას დააბრუნა, ცოტახანს საკუთარ თავზე დაფიქრდა - ზედმეტად ოფლიანი, სევდიანი და აღგზნებული იყო.
- ჯანდაბა - დაიღრიალა მთელ ხმაზე და მაგიდაზე მდგარი რამდენიმე ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით მიამსხვრია კედელს. ცოტახანში საკუთარ ქმედებაზე გაეცინა, თუმცა ეს სიცილი სიბრალულისა უფრო იყო. ძალიან ებრალებოდა საკუთარი თავი.




- უბრალოდ, მიდნოდა ის მაინც მცოდნოდა, როგორ ხარ - ეუბნებოდა ვახო მირანდას. დის შვილის ახლადშეძენილ მაღაზიას ზვერავდა, ზუსტად იცოდა, რატომაც აირჩია ეს ადგილი, თუმცა საყვედურს ვერ უბედავდა.
- სახეზე არ მეტყობა ბედნიერება?
- არა.
- ძალიან კარგი. იმიტომ, რომ ზედმეტად უბედური ვარ.
- მირანდა გეყოფა საკუთარი თავის სიბრალული!
- გარშემოც ყველას ვებრალები ისედაც ჰო? - გაეცინა გოგოს.
- შენი ბრალი არ არის.
- შენი ბრალია! არ ვიცი, რა მოხდა შენსა და მირიანს, შენსა და გიოს და შენსადა ჟორას შორის, მაგრამ ამის გამო, რომ დამშორდა ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი სხივი, ეგ ზუსტად ვიცი. თუმცა, ბოლომდე არ გადანაშაულებ.
- მიხარია - ამოიოხრა ვახომ.
- ჰოო, მე მირიანს არავის გამო არ დავშორდებოდი. მითუმეტეს ბიძამისის. იმას კი ერთი წამითაც არ უფიქრია. ეგრევე მოაჭრა ჩემთან და ისე გადაუსვა ხაზი ყველა ბედნიერებას, რაც განვიცადეთ, თითქოს რობოტი ყოფილიყო.
- საცემია.
- აბა ეხლა, მაგის ცემაღა მაკლია. - დაუცაცხანა მირანდამ.
- კარგი, კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ მაგ შენს ნაპრინცარზე. ის მითხარი, როგორ მიდის საქმეები?
- კარგად. რამდენიმე თაიგული უკვე მაქვს და კონსულტანტიც დავიქირავე. დღის პირველ ნახევარში ის იმუშავებს, მე ყვავილებს მივხედავ კულისებიდან.


* * *

- დღეს ნიტას დაბადების დღეა - შეახსენა დათუნამ მირიანს, როცა სახლიდან გამოვიდნენ. - საღამოს ავდივართ.
- შენ რომ არ მყავდე, არც ერთი ნათესავის დაბადების დღე აღარ მემახსოვრებოდა - გაეცინა მირიანს - რა ვაჩუქო, ბარემ ეგეც მითხარი.
- ყვავილებზე გიჟდება. ერთი პატარა გვირილაც, რომ აჩუქოს ვიღაცამ, ეგრევე სურათს უღებს და სოციალურ ქსელში ტვირთავს ხოლმე გულების სმაილებით.
- კარგი, საღამოსთვის ვარდებს შევუკვეთავ მაშინ. აქვე გაიხსნა ყვავილების მაღაზია და შევიაროთ ბარემ.
ორივემ მირანდას მაღაზიაში შეაბიჯა. კონსულტანტი გოგონა სალაროსთან იჯდა, მირანდა კი სხვა ოთახში გასულიყო და მირიანის ხმის გაგონებაზე ისე დაეხვა თავბრუ, გეგონება მოჩვენება უმღეროდა მეზობელი ოთახიდან.
- ლამაზი ყვავილებია - შეათვალიერა მირიანმა. - მიტანის სერვიზი გაქვთ?
- გვაქვს.
- საღამოსთვის მინდა ვარდების თაიგული, რაც შეიძლება დიდი.
- კატალოგს დაგათვალიერებინებთ და აარჩიეთ - ქალმა სურათებით გატენილი ალბომი გადაუშალა.
- უცნაურია, კატალოგიო, რომ თქვით, მეგონა საიტს მანახებდით - გაუკვირდა მირიანს.
- საიტი ჯერ არ გაქვს. ფეისბუქ ვერდი გვაქვს, თუმცა მაღაზიის პატრონს სიამოვნებს თავისი ხელით, რომ აკეთებს თაიგულებს და მერე ალბომში აკრავს სურათებს.
- საინტერესოა - გააეცინა მირიანს და ერთი თაიგული ამოირჩია - ეს ძალიან მომწონს - თეთრი და წითელი ვარდებით იყო გაფორმებული.
- მისამართი გვითხარით და ზუსტი დრო.
- შვიდისთვის... აქვე, ყიფშიძის 30-ში ვარ, ერთი სადარბაზოა მხოლოდ და მეოთხე სართული.
- შვიდისთვის სახლში მოგართმევენ.
- მადლობ - მირიანმა წინასწარ გადაიხადა ყვავილების საფასური და დათუნასთან მაღაზიიდან გამოვიდა, ძმა სკოლაში მიიყვანა.
მირანდა გოგონას ეძგერა დაქაჩული თვალებით.
- სოფო, ანუ ვარდებიო? - ჰკითხა განრისხებულმა.
- ჰო, ვარდებიო.
- გოგოსთვის უნდა....
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - სავარაუდოდ.
- ძალიან კარგი - საკუთარ თავს ვერ ერეოდა ეჭვიანობისგან.
მირიანის სოციალურ ქსელში შევიდა და იმ გოგოს სურათები დაათვალიერა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად უწერდა კომენტარებს.
* * *
საღამოს მირიანს სახლში მოსვლა დააგვიანდა. კარი არ ჰქონდა ნორმალურად გაღებული, რომ მეზობელი გამოვიდა დიდი თაიგულით ხელში.
- მითხრეს, რომ შენთვის გადმომეცა - ეშმაკურად უჟუჟუნებდა თვალებს მოხუცი ქალი.
- მადლობა თამრიკო - გაეცინა მირიანს - მაგრამ ასეთი არ შემიკვეთავს
კარგად, რომ შეათვალიერა, ვარდების მაგივრად ტიტები დახვდა, ისიც ნახევრად დამჭკნარი.
- არ ვიცი, მე ჩავიბარე და მოგეცი. ისე, გამიკვირდა, ცოტა შელახული იყო. შეყვარებულისთვის გინდა?
- არა, არ მყავს შეყვარებული - უკმაყოფილოდ გადაათვალიერა კაცმა კიდევ ერთხელ.
- ის ლამაზი გრძელთმიანი გოგო? - ახალი ინფორმაციის მოლოდინში ჭორიკანა სახე აუციმციმდა თამრიკოს.
- ის ლამაზი გრძელთმიანი გოგო, ლამაზიცაა და გრძელთმიანიც - სევდიანად გაეცინა მირიანს - ღამე მშვიდობისა - დაემშვიდობა ცნობისმოყვარეობაბოლომდევერდაკმაყოფილებულ მეზობელს.
- რა უბედურებაა - ჩაილაპარაკა თავისთვის და საათს დახედა. რვა საათი იყო, ჯერ კიდევ ღია უნდა ყოფილიყო მაღაზია. გაბრაზებული ჩავიდა ეზოში თაიგულიანად და მირანდას მაღაზიაში შეაჭრა. - არის ვინმე?
კარი ღია იყო, თუმცა არავინ ჩანდა.
- დიახ, არის - გაიგონა მირანდას ხმა. თავიდან, ეგონა, რომ ეჩვენებოდა, სანამ თავად მირანდა არ დაინახა.
- რრრრ აა? - ენა დაება კაცს.
- რა გნებავთ? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მირანდამ.
მირიანს ნორმალურად აღარ ახსოვდა, რატომ ჩამოვიდა. მხოლოდ გოგონას ხედავდა გულგრილი სახითა და უჩვეულოდ მკაცრი გამომეტყველებით.
- აქ, შენ რატომ? - ბოლომდე ვერ აყალიბებდა სათქმელს და თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა.
- ვიცნობთ ერთმანეთს?
- მეღადავები?
- ცოტა კორექტულად ბატონო - ტონს არ ცვლიდა მირანდა.
მირიანს გაეცინა. ძალიან მონატრებია ქალის ხმა, მისი დანახვა, წელამდე ჩამოშლილი ბზინვარე თმა და სურნელი, რომელსაც ჯერ ვერ გრძნობდა, რადგან ცოტა შორს იდგა მირანდა, თუმცა ზუსტად ახსოვდა ის გამაბრუებელი არომატი, რომელიც თავს აკარგვინებდა ხოლმე.
- კარგი, რახან ასეა, პირდაპირ გეტყვი.... შენი მაღაზიაა?
- რის თქმას აპირებდით? ჩემი მაღაზიაა. - გულხერდაკრეფილი შესცქეროდა მირანდა კაცს.
- ვარდები შევუკვეთე და ტიტები მომიტანეს, თან დამჭკნარი.
- ქვითარი მანახეთ.
- გადავაგდე.
- აბა, საიდან დავიჯერო, რომ დამჭკნარი ტიტები არ შეგიკვეთავთ?
- დამცინი ხო? - ვერც კი ბრაზდებოდა მირიანი. პირიქით, ეცინებოდა.
- რატომ უნდა დაგცინოდეთ, მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ.
- ძალიანაც მიცნობ და თქვენობით ნუ მელაპარაკები.
- არ გიცნობთ - ხმა უფრო გაამკაცრა ქალმა.
- შენს ვაგ*ნაში რო დავძვრებოდი, მაშინ ხო კარგად მიცნობდი? - აღმოხდა მირიანს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ცუდი დიეა იყო ამის შეხსენება.
- ნამდვილად არ მაინტერესებს ვის ვაგ*ნაში დაძვრებოდით ან ახლა ვისაში დაძვრებით. თუ გინდათ, რომ თაიგული გამოვცვალო, მაშინ ჩეკი მანახეთ.
- გადავაგდე მეთქი!
- აბა რა გიშველოთ?
- როგორ თუ რა მიშველო? 200 ლარი დამიჯდა თქვენი თაიგული. თან წინასწარ გადავიხადე.
- რა გენაღვლებათ, მდიდარი ყოფილხართ - მხრები არხეინად აიჩეჩა მირანდამ.
- ჯანდაბა.... - გაეცინა მირიანს. უნდოდა ეთქვა, ჯანდაბა, როგორ მომნატრებიხარო, მაგრამ ესეც სისულელე იყო, ისევე როგორც იმ ვაგ*ნის მაგალითი.
- არა უშავს. კიდევ გადაიხდით თუ ვინმე მნიშვნელოვანისთვის გინდათ. მე თუ მკითხავთ, ადამიანი რომ ორას ლარს გადაიხდის ოც თუ ოცდაათ ვარდში, მაგას ორიათასიც უნდა გადაახდევინო და სარეველები მიჰყიდო.
- რა დავაშავე? - ჰკითხა მირიანმა.
- ბატონო? - ისეთი ხმით შეუტრიალა კითხვა ქალმა, რომ მირიანს ერჩივნა, საერთოდ ხმა აღარ ამოეღო.
- თმაზე რა დაგემართა? თეთრი გაგრევია.
- შეყვარებული მომიკვდა.
- ჰოო?
- ჰოო. ვიღაცამ სასქესო ორგანო მოაჭრა და სისხლისგან დაიცალა, ცხონებული.
- ხუმრობის ხასიათზე ხარ?
- არა, არ მეხუმრება. მე გაჭაღარავებული ვარ, შენ კი მელოტდები - მირანდამ ჩაახველა - უკაცრავად, უნდა მეთქვა, თქვენ მელოტდებით-თქო.
- დიახ, არ ვიცი, რა ვუშველო.
- კვერცხის გული შეიზილეთ, კარგი სუნი აქვს. ჰორმონებმა იცის. ეტყობა, კრიტიკული პერიოდიც გაქვთ.
- შეიძლება. რამდენიმე თვეა სექსი არ მქონია.
- საჭირო არ იყო, რომ მცოდნოდა - დაუბღვირა მირანდამ - უნდა გამეხარდეს?
- რა ვიცი.
- რაც ჩემი შეყვარებული ჩაძაღლდა, მე ყოველ მეორესთან ვჟ*მაობ. ახლა გავუგე გემო ნამდვილ სექსს.
- რა სისულელეებს ამბობ? - გადაირია მირიანი. იცოდა, რომ სიმართლე არ იყო, მაგრამ მაინც ძნელი მოსასმენი აღმოჩნდა.
- უსექსობამ აგრესიულიც გაგხადათ, ვხედავ. ზოგს გვიან ეწყება, ზოგს ადრე. რა დასანანია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უკვე თქვენი იარაღი აღარ ისვრის.
- გინდა განახო, როგორ ისვრის ჩემი იარაღი? - გაბრაზდა მირიანი და ქალს მიუახლოვდა. მირანდამ რამდენიმე დაბიჯით დაიხია უკან.
- არ მომეკაროთ, თორემ ვიყვირებ. თქვენი სიახლოვე მეზიზღება, საშინლად ყარხართ, სიძულვილის, ღალატისა და სხვა ათასი კატასტროფის სუნი აგდით. ვინ იცის, შიგნიდან იხრწნებით ალბათ.
- შესაძლოა - ვერ შეეწინააღმდეგა ქალს. - ეს ყვავილები ბიძაშვილისთვის მინდოდა, დაბადების დღე აქვს - გამოუტყდა განაწყენებული მირიანი.
- უი, რა დასანანია, რომ ჩეკი არ შეინახეთ - არ შეიმჩნია მირანდამ, მაგრამ შვებით ამოისუნთქა - სხვა თაიგულებიც გვაქვს, უბრალოდ გაცილებით ძვირი ღირს.
- ამირჩიე ნებისმიერი და ვიყიდი.
- ძალიან კარგი - ეშმაკურად ჩაეღიმა ქალს და ახალი ვარდების თაიგული ათმაგ ფასში მიჰყიდა.
- ჩემს ხარჯზე მდიდრდებით?
- მე გაიძულებთ რამეს?
- არა. ჩემი ნებით.... - გაეღიმა მირიანს.
მირიანი მეგობართან ერთად იჯდა ბარში და გამალებული სვამდა ვისკის.
- ღვიძლი დაგეშლება - მესამე ჭიქა გამოაცალა გივიმ ხელიდან.
- როდის იყო ჩემს სმაზე პრეტენზიები გქონდა? - საყვედურებით აღსავსე მზერა მიაპყრო მირიანმა.
- იმის მერე, რაც სახლში ათობით დაცარიელებული კონიაკის ბოთლი გიპოვნე.
- ნატალის ისევ ხვდები? - თემა შეცვალა მირიანმა.
- ვხვდები...
- მერე?
- არაფერი.
- მირანდაზე არ გიყვება?
- მირანდაზე სასაუბროდ არც ისე სწორი კაცი კაცი ვარ. ძირითადად, არ ვსაუბრობთ ხოლმე, - გაეცინა გივის - ყველაზე შესაფერისი ქალია. არანაირი ვალდებულებები, არანაირი ეჭვიანობა. შემიძლია ას ქალთან ვი*იმაო პარალელურად და საყვედურსაც კი არ მეტყვის.
- ძალიანაც ცუდი. ესეიგი ფეხებზე ჰკიდიხარ, თორემ მაგის ადგილას გაზს გავუშვებდი შენს სახლში და სულს ამოგხდიდი.
- ჰო, მაგრამ მე ვთქვი, რომ შემიძლია ვი*იმავო, თუმცა არ მითქვამს, ამას ვაკეთებ-თქო.
- უყურე შენ. გულში ყინული გიდნება?
- არა! მე თუ მკითხავ, ყველა ქალი უნდა იხმარო და მიაგდო. ყველა ერთნაირია. ყველა ლენას მსგავსია. - ამოიოხრა გივიმ.
- ლენა? - გაუკვირდა მირიანს - კარგი რაა. ხუთი წლის წინ მოხდა ეგ ამბავი. ხუთი წლის წინ გიღალატა და შენ ჯერაც აცრილი ხარ სრულიად ყველა მდედრზე?
- ჰოო - თავი დაუქნია გივიმ - ტკივილიც გაქრა, წყენაც, გრძნობებიც, სიყვარულიც, თუმცა მხოლოდ სიძულვილი დარჩა და ამას ვერაფერს ვუხერხებ.
- ნეტა მეც ასე შევაძულე მირანდას კაცები, როცა მივატოვე?
- შენ საყვარელთან მაინც არ შემოგისწრო - დაამშვიდა გივიმ.
- როცა გიყვარს, საყვარელი ვერ გეყოლება, მაგრამ მიტოვება ერთგვარი ღალატია. მხოლოდ ის არ მამართლებს, რომ ვიღაცისთვის არ შემიდია. სხეულს როცა ღალატობ, მაგაზე უარესი სულის ღალატია.
- სისულელეა - ჩაეცინა გივის - ნამდვილად არ მიყვარს ფილოსოფიური საუბრები, მაგრამ რახან წამოვიწყეთ, გეტყვი, რომ სჯობს საყვარელ ადამიანთან მიხვიდე და უთხრა, გშორდებიო, ვიდრე სხვასთან უღალატო. საშინელი შეურაცხყოფაა სხეულის გასხვისება. ადამიანში მკვლელის სურვილებს აღძრავს. ფიქრობ, რომ მხოლოდ მათი მოკვლა ჩამოგრეცხავს იმ იმედგაცრუებასა და სირცხვილს, რომელშიც განავალივით ამოიგანგლე. ბედნიერი კაცია ყველა, ვისაც თავისი ქალი სხვის მკლავებში მოქცეული არასდროს უნახავს საოცარი კვნესისა და ოხვრისას. ზუსტად იმ კვნესის, რომელსაც შენს სხეულზე მოკვრული გამოსცემდა. ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენ ჯერ კიდევ გაქვს ბედნიერების შანსი და სანამ ყველაფერი უსაზღვროდ გვიანი არ არის, სანამ ჯერ კიდევ გაქვს უფლება, გარშემო ყველა მამრი შემოუფანტო, რომელიც სიამოვნებით მოუთათუნებდა საჯდომზე ხელს, აბრძანდი და დაიბრუნე. სულ ფეხებზე უნდა დაიკიდო კაპულეტების შვილიაა თუ მონტეგების. ცხოვრება ხშირად არ მოგცემს ბედნიერების შანსს და შენ გეგონა ეს ბედნიერება ადვილი იქნებოდა? სამყაროს თავისი პირობები აქვს: თუ ორმხრივი სიყვარული გეწვია, ესე იგი მის სანაცვლოდ რაიმეს დათმობა მოგიწევს. შენს შემთხვევაში თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ვახოს დის შვილია. წარსულს ვეღარ დააბრუნებ და ვერც შეცვლი. რომც დააბრუნო, მირანდა მაინც იმ ოჯახის წარმომადგენელი იქნებოდა, რომელიც ასე გძულს.
- ასეთი სიბრძნეები საფრანგეთში დაამუღამე? - პირდაღებული უსმენდა მირიანი გივის ლაპარაკს. იმ გივის ლაპარაკს, რომელსაც ბავშვობაში დავალებებს აწერინებდა და საკონტროლოებში ფურცელს უცვლიდნ ხოლმე, რომ მისი თემებიც დაეწერა, რათა სკოლიდან არ გაერიცხათ.
- ფრანგი ქალები უცნაურები არიან. რამე ფილოსოფია თუ არ მოუჩმახე, ისე არ გაგიშლიან ფეხებს. ამიტომ, მეც ვტიტინებდი და ვტიტინებდი, სხვა რა გზა მქონდა. ამ ტიტინში ნამდვილი არისტოტელე გავეძრე.
- მეც ხომ არ ჩამოვუარო ევროპას?
- შენ საქართველოში გაქვს ჯერ დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია. გგონია, ვამაყობ იმით, რომ გულცივი ვარ და ქალებისგან მხოლოდ სექსი მსურს? არც ერთი კაცი არ ამაყობს. გულის სიღრმეში ყველა ჩემნაირს სურს ნამდვილი სიყვარული და ისეთი მზერა, როგორითაც შენ გიყურებდა ხოლმე მირანდა.
- ნატალი კარგი გოგოა - გაეღიმა მირიანს - დარწმუნებული ვარ, აქამდე თუ გაგიძლო, მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხარ. მეოთხე თვეა, რაც გიძლებს, აზრზე ხარ?
- ჰო, აზრზე ვარ.
- მოიცადე - ჩაფიქრდა მირიანი - ოთხი თვეა ერთი და იმავე ქალთან წევხარ?
- ჰო, მადლობ, რომ შემახსენე.
- და არ გბეზრდება?
- რა ვიცი. ზოგჯერ მაცოფებს ხოლმე, როცა წვიმაში ფეხშიშველი სირბილი უნდება ან შაურმას ჭამს და მერე ხახვის სუნი ასდის, მაგრამ ვიტან. იმ დღეს, თეატრში ვიყავი და ლამის სცენაზე აუვარდი ვიღაც ნაბი*ვარმა წელზე რომ შემოჰხვია ხელი.
- ღადაობ? ეგ სცენარია გივი - გადაიხარხარა მირიანმა - მირანდას ტუჩებშიც კოცნიდნენ.
- რაა? - გაგიჟებულმა ჰკითხა - ნატალისაც აკოცებენ?
- რა ვიცი, საწოლის სცენაც შეიძლება ჰქონდეს.
- არა, არა - სიმწრისგან გაეცინა გივის - გამორიცხულია. რა უნდა თეატრში? წამოვიდეს იქიდან.
- უმუშევარი იყოს და სადილები გიკეთოს?
- სადილს ნუ გამიკეთებს, ისედაც გარტყმაში არაა, მაგრამ ორი კაცის რჩენას როგორმე შევძლებ. ჯანდაბას, კაბებსაც ვუყიდი ხოლმე, როცა მოუნდება... მაკიაჟსაც, თუმცა მაგის გარეშეც ლამაზი კანი აქვს. კიდე რა სჭირდებათ ქალებს?
- სიყვარული, სითბო და ყურადღება. მაგ კაბებზე მეტად სჭირდებათ.
- მესიჯებს ისედაც ვწერ, როცა მასთან არ ვარ და ეგეც შენი ყურადღება. სითბო კიდევ საწოლში. აი სიყვარული...
- გიყვარს შენ ეგ გოგო.
- მიყვარს არა ის - ხელი გაიქნია გივიმ.
- აბა რა ქართველ ღიპიან ქმარს დაემსგავსე? სამსახურიდან წამოვიდესო, სახლში დაჯდესო, სცენაზე სხვა ნუ ეხებაო.
- ეგ შეიძლება ნებისმიერ გოგოზე მომინდეს, ვინც ვიზუალურად მომწონს.
- ჰო, ნებისმიერი გოგო მოგინდება, რომ სახლში გეჯდეს?
- არა, სახლში არა... კაი რაა, ნუ იცი ხოლმე გაბუქება. მე და სიყვარული ცოტა შორს ვართ ერთმანეთისგან.
- კარგი, კარგი. აგერ მე და აგერ შენ - ეშმაკურად ჩაიცინა მირიანმა.
- და აგერ მირანდა.
- რა მირანდა?
- უკან არ გაიხედო, მირანდაა ვიღაც კაცთან ერთად - უთხრა გივიმ ჩურჩულით და მერე მიხვდა, რომ ზედმეტად ჰქონდა ჭორიკანა ნატალის გავლენა. ეს უკან არ გაიხედოები მაგან დაამუშავებინა ამ ბოლო დროს.
მირიანმს ნამდვილად არ გაუხედავს უკან. პირდაპირ წამოხტა სკამიდან და მირანდასკენ მიტრიალდა, რომელიც მაგიდასთან ჯდებოდა. ვიღაც კაცი ახლდა თან. ზუსტად ის ლურჯი კაბა ეცვა, თეთრი გვირილებით, მირიანს რომ ყველაზე მეტად უყვარდა, თმა კი მაღლა აეწია და გრძელი კისერი ისე ლამაზად მოუჩანდა, თითქოს განგებ ახსენებდა მირიანს იმ დროს, როცა ამ კისერს უკოცნიდა ხოლმე.
- მირიან, სცენებს ნუ გამართავ - გივიც წამოდგა და მეგობარს აედევნა.
- გამარჯობა - მიიჭრა მირიანი. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა ეჭვიანობისგან.
- გაგიმარჯოს - გაუღიმა მირანდამ. ის კაცი მირიანისკენ შემოტრიალდა. - ეს ნოდოა.
- სასიამოვნოა, მე მირიანი ვარ. მირანდას... - ცოტათი დაფიქრდა.
- მირანდას ყოფილი შეყვარებულია - დაეხმარა ქალი დასრულებაში.
- უი, მსმენია თქვენზე - ისე გაუღიმა კაცმა, გეგონება კაი ხნის ნაცნობი ყოფილიყო და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- ვინაა ეს კაცი? - ხელი დაუიგნორა მირიანმა.
- ნოდო.
- ეგ გავიგე.
- შენი საქმე არ არის - ცინიკურად უღიმოდა ქალი. - ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა - წამოდგა სკამიდან.
- არსად არ წახვალ - ბრაზი ყელში ისე უჭერდა მირიანს, თითქოს ეს-ესაა, თავისივე ბოღმა დაახრჩობდა. იცოდა, რომ არაფრის უფლება არ ჰონდა, თუმცა უმოქმედოთაც ვერ იდგა ერთ ადგილას წყნარად და მშვიდად.
- მირიან! - ჩაიბურტყუნა გივიმ და მხარზე დაადო ხელი.
მირანდა ფეხზე წამოხტა და მირიანს საყელოში სტაცა ხელი.
- არ გაბედოთ და არც ერთი არ გამომყვეთ - თითქმის დაიკივლა ქალმა. - არც შენ, თორემ თავს გაგიტეხავ - მიუბრუნდა გივის.
- არა, კაი. - ხელები ისე ასწია გივიმ, გეგონება ევედრებოდა არ მესროლოო.
- გამოეთრიე გარეთ - უთხრა მირიანს და გარეთ გაიყვანა.
- დამეკუჭება.
- დასაკუჭი ხარ მთლიანად.
უკანა ეზოში აღმოჩნდნენ.
- რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - უღრიალა ქალმა.
- არაფერი.
- არაფერი? არაფერი? - მირანდა პანიკაში იყო.
- მირა დაწყნარდი - ცდილობდა, როგორმე დაეშოშმინებინა, ხელი მისკენ წაატანა მირიანმა. სანაცვლოდ მაგრად სილა მიიღი სახეში. ლოყა ისე აეწვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.
- არც გაბედო ჩემთან შეხება და მირას ნუ მეძახი!
- დაწყნარდი, გთხოვ.
- რა ჯანდაბა გინდა მეთქი! შერიგება გინდა?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შეიძლება.
- შეიძლებას მოგცემ - მეორე ლოყაზეც გაარტყა გამწარებულმა ქალმა. საკუთარ თავს არ ჰგავდა, ყვირილი ისტერიკულ ტირილში გადასვლოდა, ცრემლები კი ზღვასავით მოსდიოდა თვალებიდან - შემეშვი. ხომ შეიძლება, რომ რახან მიმატოვე, წყნარად ცხოვრების საშუალება მომცე?
- არ შემიძლია.
- ჩემს ყოფილ ქმარს ემსგავსები.
- ნუ მადარებ იმ სახედარს!
- მაშინ შემეშვი... გთხოვ
- ნუ ტირი რაა. - მირიანი მის ჩახიტებას ცდილობდა. მიწაზე დაგდგებული თევზივით ფართხალებდა მირანდა და როგორც იქნა, ხელები გააშვებინა კაცს.
- შემეშვი, რომ აღარ ვიტირო. - მთელი კაბა გასაწური გახდომოდა საკუთარი ცრემლებისგან.
- თავს თუ დაგანებებ, აღარ იტირებ?
- ვეცდები მაინც...
- კარგი.
- ანუ?
- ანუ შენ თუ უკეთ იქნები, მე შეგეშვები. - ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ქალს გაუწოდა.
- მიხარია. - მირანდამ სახე შეიმშრალა.
- ვინაა ის კაცი? - მაინც ვერ შეიკავა თავი.
- ჩემი მეგობარია - უპასუხა ქალმა ცივად.
მირანდა ისე შევიდა ბარში, მირიანისთვის აღარც შეუხედავს. კაცი კი რამდენიმე წუთი უაზროდ იდგა და ფიქრობდა.
- რა მოხდა? - გივი გამოვიდა.
- რამე მითხარი ან გამართე, რომ არ შევბრუნდე და მაგიდა არ ამოვუტრიალო იმ კაცს.
- გიცეკვებ, გინდა? - პასუხს არც დაელოდა, რაღაც უაზრო მოძრაობების კეთება დაიწყო.
- რას აკეთებ? - გაეცინა მირიანს.
- ვცეკვავ. თუ გინდა ამყევი.
- არა, მადლობ, ძალიან კეთილი ხარ. ასეთ დროს, რატო მეცინება?
- ალაბთ იმიტომ, რომ ვცეკვავ.
- გაჩერდი, თორე ხალხი გიყურებს.
- ვინ ხალხი?
- ნატალი.
გივი უკან შეტრიალდა, გაოგნებული ნატალი იდგა და გაშტერებული უცქერდა.
- გააფრინე? - გადაიხარხარა - რა გეცეკვება?
- მიროს ვართობ.
ცალწარბაწეულმა ნატალიმ მირიანს შეხედა.
- ჭირმა და სიკვდილმა გაართო. - დასწყევლა დაქალის ყოფილი შეყვარებული.
- რას მიწყევლი ძმაკაცს გოგო.
- როგორ მიყვარდი - თავი დანანებით გააქნია ნატალიმ - შენი იმედი მქონდა, წყნარად ვიყავი ხოლმე, როცა მირანდა გვერდით იყო. დღეს კი ეს ცანცარა იდიოტიც კი გჯობს - მიუთითა გივიზე.
- და მე ამ ქალთან ვარ - ამოიოხრა გივიმ.
- ბევრს თუ გაატ*აკებ, აღარ იქნები - შეუღრინა ნატალიმ.
- ძალიან ცოფიანი ხარ იცი? - გაბრაზდა გივი - საჭმლის კეთება არ იცი, პერანგების დაუთავების აზრზე არ ხარ, მასაჟსაც ვერ მიკეთებ ნორმალურად.
- საიდან დაასკვენი, რომ საჭმელს და მასაჟს ვერ ვაკეთებ, თანაც პერანგებს ვერ ვაუთავებ? მე რაა, დაკუჭული ტანსაცმელი მაცვია ხოლმე? - კაბაზე დაიხედა ნატალიმ.
- მოიცა, იცი?
- ვიცი.... და ჩემი გაკეთებული მასაჟი თუ არ მოგწონს, ჩინურ მასაჟებზე იარე.
- რა ჩინურზე ქალო. რა გინდა, სიფილისი ავიკიდო?
- მასაჟი ვიგულისხმე და არა ბო*ები.
- ღმერთო, ასეთ დღეში რატომ მაგდებ? - მაღლა აჰხედა მირიანმა ღმერთს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მაგრად დასინეს.
- ან საჭმლის გაკეთება თუ იცი, მაშინ გამიკეთე ხოლმე ზოგჯერ მაინც.
- ორ ფრონტზე რომ არ ვირბინო, წამოდი ჩემთან და გაჭმევ, ბორშჩი მაქ.
- მიყვარს ბორშჩი....
- მერე, მზრუნველობა მოკლებული ბავშვივით მშიერი დადიხარ?
- მეგონა, რომ კეთება არ იცოდი.
- იმიტომ დამატარებდი რესტორნებში?
- ჰოო, ამის შემდეგ პროდუქტს ვიყიდი ხოლმე და ავიტანოთ, თორემ ჩემს ქონებასაც აქვს ლიმიტი.
- ზოგჯერ რა გამოლენჩება გემართება - გაეცინა ნატალის.
- ასე მგონია რეალით შოუში ვარ. წყვილი რო დასცხებს ხოლმე და მერე რიგდება - ჩაიბურტყუნა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მირიანმა უგუნებოდ.
- მე ისეთ შოუში უფრო მგონიხარ, ყოფილი შეყვარებულის დაქალი რო გცემს.
- ცემაღა მაკლია. კარგად იყავით, შეგერგოთ ბორშჩი - გატრიალდა მირიანი.
- შენც დაგპატიჟებთ, რა იყო - მიაძახა ნატალიმ.
- შევეცოდე ეტყობა - თვალები გადაატრიალა მირიანმა - მე მარტო მირანდას ხორციან ბორშჩს ვჭამდი არაჟნით.
- არაჟანი, ხორცი და კაი ცხოვრება სადაა - გამოეპასუხა გივი.
- აბა კარგად, სახლში მივალ და დავიძინებ. არ მშია. - სახლისკენ გაუყვა გზას მირიანი.



გიორგი დაიკარგა...
მეხის გასროლასავით ჟღერდა ეს სიტყვები, როცა უკვე ერთი კვირის თავზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩაითვალა. დიდხანს ეძებდნენ, ვერ იპოვეს. თავიდან, ყველას ეგონა, რომ თინასთან ერთად გაიპარა, მაგრამ თინა სახეწაშლილი, გონებაწართმეული ეძებდა თავის ერთადერთ სიყვარულს. ეძებდა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ გიორგი არ დაკარგულა, გიორგი მოკლეს. პოლიციამ ლამევე შეწყვიტა ძებნა. ეტყობოდა, ვიღაც ისეთი იყო გარეული, პოლიციაც რომ უფრთხოდა და მთავრობაც. ეჭვმიტანილადაც არავინ შეურაცხავთ. ყველაფერი ზედმეტად ოსტატურად მიიჩქმალა.
დარწმუნებით ვერავინ ამბობდა, რომ მოკლეს, თინას გარდა. ზუსტად ერთი კვირის თავზე, მამამისის უჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ვახოს სახლთან აიტუზა. კარზე შეშლილივით აბრახუნებდა, გამწარებული და გაწამებული იყო. მისი ატმისფერი სახე უქორწინოდ დაქვრივების სევდას მოსეროდ შეეფერა, ნაოჭებიც ამშვენებდა უკვე ალაგ-ალაგ.
- რა გინდა? - კარი გააღო ვახომ.
- სადაა? სად დამარხე? - დაიღრიალა თინამ და ერთი ციდა გოგო, იმხელა კაცს ყელში წვდა. ვახო წინააღმდეგობას არ უწევდა.
- ის მაინც მითხარი, სად დამარხე ჩემი საქმრო - სრულ ისტერიკას დაეპატრონებინა ყვავილივით ნაზი და უსუსური არსება.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ.
- არ იცი? - გაეცინა თინას და იარაღი შუბლთან მიადო კაცს.
- გგონია, სიკვდილის მეშინია? - ჰკითხა ვახომ.
- შენ? შენ სიკვდილისთვის რა გასამეტებელი ხარ? სიკვდილი დიად ადამიანებს თუ შემოუღებს ხოლმე კარს. უნდა დალპეს და გაიხრწნას შენი ლეში ცოცხლად - იყვირა თინამ და ვახოსთვის მიშვერილი იარაღი თავის საფეთქელზე მიიდო.
- თინა, სისულელეს აკეთებ - მხოლოდ ახლა დაეტყო ვახოს სახეს შიში.
- სისულელეს? სისულელეს... - ჩაიჩურჩულა თინამ. - ჩემი ერთადერთი სიყვარული თუ ამ სმაყაროში აღარ არის, მაშინ მე რაღა დამრჩენია.... - სახლეტს გამოჰკრა ხელი.
ვახო შეცბა, ასეთი შეშინებული არასდროს ყოფილა. ასე არასდროს დამფრთხალა საყვარელი ქალის დაკავრის მოლოდინით.
ტყვია არ გავარდა. არ ყოფილა დატენილი.
დაბნეულად შეხედა ქალმა იარაღს. უაზროდ გამოჰკრა სასხლეტს რამდენჯერმე, იმის იმედით, რომ დააღწევდა თავს რეალობის ამ საშინელ კოშმარს.
ვახომ შვებით ამოისუნთქა.
- თუ კი ვიცოცხლებ... - აღმოხდა ცრემლებით სავსე ქალს - თუ კი ვიცოცხლებ, მხოლოდ იმისთვის, რათა ისე სასტიკად ვიძიო შური, შენი გონებაც რომ ვერასდროს წარმოიდგენს. მე მხოლოდ შურისძიების ყველაზე შესაფერისი მომენტისთვის ვიცოცხლებ!
უთხრა თინამ და მომაკვდავივით გაიწურა ვახოს სახლიდან.
ვახომ კარი დაკეტა, მუხლებზე დაეცა და მწარედ ატირდა.
* * *
- წარმოგიდგენია? ლამის ნოდიკო სცემა - ეცინებოდა მირანდას, თან ნატალის ახალ ამბებს უყვებოდა.
- დებილია, თვითონ გაიჩალიჩა, მაგრამ თან მეცოდება. მიტოვებულ, ქუჩაში გამოგდებულ ჰაჩიკოს ჰგავს.
- ვაიმე ბოდიში, მაგრამ მემგონი მე უფრო ვარ ჰაჩიკო, ვიდრე ის. - გაუბრაზდა მირანდა.
- შენ ჰაჩიკო კი არა, ის ქალი ხარ, მომავალში 27 კატა რომ ეყოლება და მთელ ცხოვრებას ერთი კაცის მოლოდინში გაიყვანს.
- რა საყვარლად დამწყევლე.
მაღაზიაში მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. კონსულტანტი ემსახურებოდა და მირანდამ გვერდზე ოთახიდან გაიგო ჯერ მისი ხმა, მერე ღია კარში ცალი თვალით გაიჭყიტა და თავიდან ბოლომდე იხილა.
- მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად - უთხრა ნატალის ტელეფონში.
- ცივი ოფლი ნუ დაგასხამს და ყელს ნუ გამოიჭრი. ხო იცი, შენი ეჭვიანობა უნდა, თორემ მანდ არ შემოიყვანდა.
- კაი, კაი, წავედი. ძვირიანი კლიენტი შემოვიდა, მაგით ცოცხლობს ეს მაღაზია. - გაეცინა მირანდას.
- აბა შენ იცი, ხუთ ლარიანი იების თაიგული კაი ბინის ბასში მიჰყიდე.
- აბა რას ვიზამ.
მირანდამ მაღლა აწეული კოსა ჩამოიშალა, სუნამო შეისხა და წამის მეასედში გაიძრო თბილი შარვალი, რომ მოკლე კაბა ჩაეცვა.
- გამარჯობა - გავიდა სახეგაბადრული. - რით დაგეხმაროთ?
- ვეხმარები უკვე - გაუღიმა კონსულტანტმა.
- ვიცი, ვხედავ, მაგრამ წადი, დაისვენე სოფიკო. ამ ბატონს მე უფრო უკეთ ვარჩევინებ ხოლმე თაიგულებს - მერე მირიანს შეხედა - ისევ იგივე, გნებავთ, რაც რამდენიმე დღის წინ იყიდეთ იმ ქერა ქალბატონისთვის თუ ახლა ისეთი, შავგვრემანს, რომ შეეფერება? - ჰკითხა გველურად. თან მირიანსაც შავგვრემანი ქალი ახლდა, რომელსაც სახე ცოტათი შეეცვალა მირანდას სიტყვების შემდეგ.
- ის ქერა ქალი ჩემი ბიძაშვილია.
- უი, მომიკითხეთ, ძალიან საყვარელია - ირონიულად გაუცინა მირანდამ.
- ვარდები? - ჰკითხა მირიანმა ქალს.
- უიჰ, ვარდების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს - ჩაეჩრა მირანდა. - გვაქვს წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, ჟოლოსფერი, ლურჯი, თუმცა ყველაზე მეტად ახლა შავი ვარდები მიაქვთ ხოლმე თუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის უნდათ. ზოგადად, შავი ვარდი ხელოვნურადაა გამოყვანილი და სურნელი არ აქვს, მაგრამ ჩემთან ჩვეულებრივი ვარდის არომატი დაჰკრავს. - რადიოსავით ქაქანებდა მირანდა - თან ძალიან იაფია, სულ რაღაც ხუთასი ლარი ღირს.
მირიანს ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა.
- აბა? - ჰკითხა მირანდამ ეშმაკური სახით.
მირიანმა საკრედიტო ბარათი გაუწოდა ვითომ ღიმილით, თუმცა მზერაში დიდი მუქარა ეტყობოდა. მირანდამ კმაყოფილი სახით გაატარა მირიანის ბარათი.
- პინ კოდი?
- იყოს, არაა საჭირო, ზეპირად ვიცი - უპასუხა მირანდამ.
კაცმა თავი გააქნია, ისევ მუქარის ნიშნად.
- მირიანთან მყოფი ქალი გაჭირვებით იკავებდა სიცილს, ისედაც ყოფილი შეყვარებულის საეჭვიანოდ რომ იყო მოყვანილი, თავადაც იცოდა.
- უი, შემდეგში ისევ რომ შემოხვალთ უკვე ათასლარიანი თაიგულის საყიდლად, სახლიდან ჩემი საცვლები და რამდენიმე კაბა წამოიღეთ, ღარიბებს დავურიგებ - მიაძახა მაღაზიიდან გასულ მირიანს მირანდამ.
- ეგ თაიგული 50 ლარი ღირდა მირანდა - გაოგნებული გამოვიდა კონსულტანტი მირიანის წასვლის შემდეგ.
- უი, ერთი ნული შემშლია. ეგ არაფერი, გააფთრებული დაბრუნდება, როცა გაიგებს, რომ 700 ლარი ჩამოვაჭერი ანგარიშიდან.
- გვიჩივლებენ და დაგვხურავენ - შეცბა გოგონა.
- ნუ გეშინია სოფიკო, არავინაც არ გვიჩივლებს და ამ თვეში პრემიაც დაგერიცხება.
- ეგ თუ კვირაში ერთხელ მაინც შემოვიდა ჩვენთან, ყოველ თვე დამერიცხება? - გაეცინა სოფოს.
- კი ბატონო. მაინც რვა საათი გამუშავებ და იმსახურებ მაღალ ანაზღაურებას.
- ყველაზე მაგარი უფროსი ხარ!
- შენ უნდა გენახა, რა შეყვარბეული ვიყავი. - სინანულით გააქნია თავი მირანდამ.
- ერთი შეხედვითაც გეტყობათ, რომ გიჟდებით ერთმანეთზე. ისე, ძაან სიმპათიური ბიჭია.
- მაგის სიმპათიურობა ჩავდე კუბოში - მიაწყევლა მირანდამ და მერე იფიქრა, მართლა კუბოში რო ჩაედო, ხომ თავი ექნებოდა მოსაკლავი - მიწა დავაყარე, ოღონდ ცოცხალს და სანახევროდ. სასუნთქი რომ დარჩეს, ისე - გადააკეთა წყევლა.
მოსაღამოებისას, თქეში რომ წამოვიდა, სოფო უკვე წასული იყო სახლში. მირანდა მოთმინებით იჯდა პატარა ოთახში და უცდიდა, როდის გადაიღებდა წვიმა. მაღაზიის მთავარ შემოსასვლელში ფეხის ხმა შემოესმა და ცოტა დამფრთხალი გამოვიდა. არ გაჰკვირვებია, გალუმპული მირიანი რომ დაინახა გაბუსხული სახით.
- რა იყო, ფეხით დადიხართ თუ რატო ხართ სველი?
- სანამ მანქანიდან გადმოვედი და აქ მოვედი, წყალმა წამიღო. შენ კიდე, არ მორჩები თქვენობით ლაპარაკს?
- უცნობებს ასე ველაპარაკები - ირონიულად გაუღიმა მირანდამ. - რამ მოგიყვანათ აქ, უეცრად გაფრენილმა ბიუჯეტმა ხომ არ შეგაწუხათ?
- მაგარი ეშმაკი გოგო ხარ - გაეცინა მირიანს.
- შენ დამპალი ადამიანი... უფრო სწორად, თქვენ.
- ვაა, არ მოგბეზრდა თქვენობით ჩემთვის ქოქოლის დაყრა? ძალიან შინაურულად კი მძარცვამ ხოლმე კვირაში სამჯერ.
- არა, არ მომბეზრებია. უერსსაც იმსახურებთ, რას შემოდიხართ მეორედ თუ პირველად საკმარისზე მეტს გახდევინებენ?
- შენ თუ კარგად იქნები, რამდენიც გინდა, იმდენი მყვლიფე და შეწყვიტე ეს თქვენობით ლაპარაკი, უკვე ნერვებს მიშლი.
- ოჰ, პრეტენზიებიც აქვს - ჩაისისინა ქალმა.
- კაი, მაშინ თქვენობით გაგიყვან სახლში.
- სახლში არ მივდივარ, მაგრამ ნოდიკოსთან გამიყვანე თუ გინდა.
- სად? - გული გადაუქანდა მირიანს.
- ნოდიკოსთან. რა იყო?
- რა რა იყო გოგო, ამ შუაღამისას, რა გინდა კაცთან?
- რა ვიცი. დავლევთ, რამე რომანტიკულ მელოდრამას ვუყურებთ, მერე.... - უნდოდა რამე ისეთი ეთქვა, რომ ბოლომდე გამოეყვანა წყობილებიდან კაცი, მაგრამ ეუხერხულა, თან შეეცოდა რაღაცნაირად.
- მერე?
- არაფერი... არ მჭირდება შენი მიცილება, სახლში მე თვითონაც მშვენივრად მივალ. თუ არა და აქ დავრჩები ღამე.
- გგონია, რომ აქ დაგტოვებ?
- რა იყო, აქამდე არასდროს დაგიტოვებვარ?
- კარგი რაა მირა...
- მირას ნუ მეძახი! დამანებე თავი და სახლში წადი, კიდევ ვიღაც ნაშა გელოდება ალბათ.
- ნაშები, რომ არ მყავს, მშვენივრად იცი.
- აბა, ჩემ საეჭვიანებლად მოძრაობ იმ დიდძუ*უებიან გოგოებთან?
- ხოო - დაეთანხმა მირიანი. - თან ხო იცი, მე პატარა ძუ*უები მიყვარს - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.
ქალს გაეცინა. მერე საკუთარ თავზე მოესალა ნერვები, რომ ეცინებოდა კაცის ნათქვამზე, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
- ღმერთო, რა იდიოტი ხარ - თვალები გადაატრიალა მირანდამ...
* * *

მირანდა პატარა ბავშვის გამხდარ სილუეტს ხედავდა. გოგონა იდგა ჩამოყრილი მხრებითა და ქუჩის გადაღმა სწვდებოდა მისი მზერა ხეებს. ვიღაცას ეძებდა. უთუოდ ეძებდა ვიღაცას. შეიძლება დედას, ან მამას...
ბავშვი მარტო იყო, ყველასგან მივიწყებული. ღამის წყვდიადს შეეჭამა ყველა სხივი. მირანდა ხვდებოდა, რომ სიზმარი იყო, მაგრამ ამ სიზმარშიც საოცრად აწუხებდა ბავშვის სიმარტოვე. მასაც ხომ ზუსტად იგივე ბედი ხვდა წილად ბავშვობაში - დაუსრულებელი სიმარტოვე და ღამე, როდესაც მშობელი არ ჩაგკიდებს ხელს, რათა სახლში წაგიყვანოს. ბავშვმა ჯიბიდან ფურცლის პატარა ნაგლეჯი ამოიღო და კითხვას შეუდგა:
ისევ ამოვა მზე და ისევ განათდება სახლი,
შენ კვლავ იდგები მარტო, გულში მოლოდინის ქარით.
სახეზე გეხატება სევდა, ვისაც ელოდები არ ჩანს,
ნუთუ დაგივიწყა ისევ, ნუთუ მიგატოვა კვლავაც?
შენ ისევ დგეხარ გარეთ, ცაზე ვარსკვლავები კრთიან
ზეცას ახედავ და თვალებს სცრემლი მოადგება წყლიანს
ჩუმათ გაიფიქრებ: „ნეტავ მეძებს თუ წავიდა ისიც,
ნეტა ვგათენდება მალე? ნეტა დავინახავ მზის სხივს??
სიმწრის ცრემლებია თვალზე, სულში საშინელი ბინდი,
ფიქრობ და ოცნებობ, იქნებ ვარსკვლავს უყურებდეს ისიც.
მაშინ გაუღმებ ამ ცას, ერთად ვუყურებთო იტყვი.
მთვარე დაგნათის და მანაც, შენი საიდუმლო იცის.
იცის როგორ გცივა სულში, როგორ გამეტებით იბრძვი,
როგორ შეუპყრიხარ მყარად გრძნობის სამუდამო ტკივილს
როგორ დაგათენდა მარტოს, როგორ ევედრები მზის სხივს,
ვიღაც გიყურებს რომ აქ ხარ და თან ვერ იკავებს სიცილს......
ფუჭი იმედი გაქვს გულში, თუმცა აღარ მოვა იცი,
სევდა გიორმაგებს ტკივილს, მაგრამ მაინც იტან მისთვის
ნუთუ გათენდება ისევ? ნუთუ მზე გაფანტავს ტკივილს
გარეთ ფეხზე დგახარ კვლავაც, დგახარ და ერთგულად იცდი.
გოგონას წკრიალა, წვრილ ხმაში ბზარი შეჰპარვოდა. თვალებზე საშინელი დაღლილობა ეტყობოდა. თითქოს ისე, როგორც 100 წლის ადამიანები იღლებიან ხოლმე სიცოცხლით და საოცნებო აღარაფერი რჩებათ. მოულოდნლად, ბავშვის სხეული ისე გაუფერულდა, გეგონება ფილმის სიუჟეტი ყოფილიყოს, გეგონება ვიღაცა სიცოცხლის დროს ქვიშის საათით უზომავდა დ აუკვე ამოწურულიყო დათქმული ხანი.
გოგონა გაქრა...
მირიანს კივილი მოუნდა.
საწოლიდან ლამის გადმოვარდა იმდენი იმოძრავა. სასწრაფოდ შექი აანთო და ფანჯრიდან გაიხედა. ვერ მიხვდა, რატომ ეძებდა სიმზრიდან გადმოსულ სილუეტს თავის ეზოში. ჯანადაბა! ისევ საიდანღაც ეცნობოდა ეს ბავშვი.


მირიანი სამსახურიდან ისედაც სახლში მიდიოდა, როცა გივიმ დაურეკა, სასწრაფოდ სახლში ადი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. მხოლოდ იმ მოასწრო, რომ მირანდას მაღაზიაში შეეჭყიტა.
მირანდა არ იყო.
კუდამოძუებული ავიდა თავის ბინაში და ნახევარფაბრიკატი ხორციანი ბლინის შეწვას შეუდგა, თან გივის რა საქმე ჰქონდა, ეგეც აინტერესებდა. ნახევარ საათში გივიმ გააღო კარი. ანერვიულებული და დაბნეული ჩანდა. რაღაცნაირად გამოიყურებოდა, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რომ არ ახასიათებდა გივის არასდროს, ალბათ იმიტომ ეგონა მირიანს, რომ რაღაც უბედურება მოხდა.
- წარმოგიდგენია რა მითხრა?
- არა, არ წარმომიდგენია, სანამ შენ არ მომიყვები - გაეცინა მირიანს.
- დღეს დილით, მე და ნატალი ვიყავით სადღაც, რომანტიკულ ადგილას. აი პიკნიკი მოვაწყეთ. ხო აზრზე ხარ? ბუნებაში რომ ხარ, საჭმელი გაქ წაღებული და...
- ვიცი პიკნიკი რაცაა, მერე? - ბლინები ამოატრიალა მირიანმა.
- ხორცისაა? - ჰკითხა გივიმ.
- კიი.
- ჩვენც ხორცის გვქონდა გუშინ, ოღონდ ნატალის გაკეთებული. გემრიელ ბლინებს აკეთებს.
- მომიყვები ბოლომდე თუ რას იზამ?
- მოკლედ, ვლაპარაკობდით რაღაცეებს და შემდეგ კვირას ქალაქგარეთ გასვლა დავგეგმეთ. ნატალიმ თქვა, რაჭა მიყვარს, მშვენიერი ბუნებააო. ვიფიქრე, ვიქირავებდი სახლს რაამდენიმე დღით, დავისვენებდით, იქით-აქეთ, ნუ ხო ხვდები...
- ვხვდები.
- მერე საფრანგეთი გამახსენდა. არ ვარ სამუდამოდ ჩამოსული. აქ ისე ვერ ვიცხოვრებ და იმდენ ფულს ვერ ვიშოვი, როგორც იქ. თან ეს ქართული ცხოვრება არაა ჩემი სტილი... მერე ნატალიმ რა თქვა იცი?
- არ ვიცი.
- ერთი წელი მოიცადე და ერთად წავიდეთ საფრანგეთშიო. ერთი წელიო, გესმის?
- ვერ ვხვდები, რა არის ამაში ასეთი საპანიკო?
- რა არის საპანიკო და მთელი გამბედაობის მოკრება დამჭირდა, რომ შემდეგი კვირის გეგმები დამეწყო ქალთან ერთად. ჯერ მხოლოდ მაგის გამო ვიგრძენი, თითქოს თავს ყულფში მაყოფინებდნენ და ამ გოგოს თურმე მთელი წლის გეგმა აქვს ჩემთან ერთად, მერე საფრანგეთში და მერე.... - ძლივს ამოისუნთქა გივიმ. - უარესი წინაა, გაინტერესებს გაგრძელება?
- კი, მაინტერესებს... ბლინები არ გინდა?
- არ მინდა, ბლინის ხსენება არ იყოს, ჩემი თანდასწრებით - მირიანის სასმელების ბართან მივიდა და რომელიღაცა ისეთი დაისხა, მირიანი, რომ ბავშვის დაბადებისას გეგმავდა გახსნას.
- კაი, გააგრძელე, ძალიან დავინტრიგდი.
- ცოტა სახეზე შემეტყო ეტყობა დაბნეულობა, ერთი წელი რომ გამომიწერა საქართველოში ყურყუტი.
- რა ხდება, რამე ცუდად ვთქვი? - მკითხა ნატალიმ.
- არა, უბრალოდ ეგ ჩემთვის უკვე სერიოზული ურთიერთობაა და არ მინდა, რომ გული გეტკინოს. ხომ იცი, არ შემიძლია ერთი ქალის ერთგული ვიყო მთელი ცხოვრება და ამიტომაც არასდროს არავისთვის მიმიცია რამის იმედი, რომ მერე გული არ სტკენოდათ.
ნატალიმ არაფერი მიპასუხა, თავის ჩანთას ხელი დასტაცა და ფეხზე წამოხტა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე გაოგნებულმა.
- შენ მართალი ხარ - მიპასუხა მან - ჩემთვის არაფრის იმედი არ მოგიცია, უბრალოდ მე დავაწყვე გეგმები. ქალები ასეთები ვართ ხოლმე. ვიღაცა შემოახწევს შენს გულში და უკვე გეგმებს ვაწყობთ, უკვე... - ერთხელ ამოიოხრა - ერთი წლის გეგმები კი არა, მთელი ცხოვრების გეგმები შევთხზი რატომღაც.
- ჯანდაბა, ხომ იცოდი, რომ არ ვიყავი ეგეთი კაცი, ვისთანაც გეგმები უნდა გქონოდა? - გავცხარდი, რადგან ყველაფერი გააფუჭა.
- ვიცოდი, უბრალოდ... მე, იცი?
- რა ვიცი?
- შეიძლება არასტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სინამდვილეში ოჯახურ ცხოვრებაზე ვოცნებობ. ქმარი მინდა, რომელიც ჩემს გაკეთებულ ბორშჩს შეჭამს ხოლმე, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვა. თან, საშინელ წვნიანებს ვაკეთებ, არც ერთი ჩემი მეგობარი არ ეკარება და იმ დღეს, ისე გემრიელად ჭამე, რომ არ შემეძლო, იმედი არ მომცემოდა...
- გემრიელი იყო, რას უწუნებენ? - ძალიან გამიკვირდა.
- ჰო, რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - თან ოთხი შვილი მინდა.
- რამდენი? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- ოთხი.
- ბავშვების ქარხანა ხარ? - ცოტათი გავეხუმრე, არადა ოთხი ლაწირაკი რომ წარმოვიდგინე, როგორ მაცოცნებიან სათითაოდ მუხლებზე და დასვენების საშუალებას არ მაძლევენ, უფრო მეტად შემეპარა პანიკა.
- ჰო, ბავშვების ქარხანა. - გაეცინა ირონიულად.
მერე ტუჩებში მაკოცა და წავიდა...
- გეწყინა? - ჰკითხა მირიანმა.
- ჰო, მეწყინა.
- ასეთი გაცეცხლებულიც მაგიტომ ხარ, რომ გული გტკივა და არ იცი, ეს ტკივილი როგორ გამოხატო?
- შეიძლება.
- და კარგად რომ დაფიქრდე? იქნება გინდოდეს ბავშვების ქარხანა და ცოლი, რომელიც სახლში დაგხვდება, როცა ეგეთი დაბნეული და ნერვებმოშხამული მოხვალ? არ გეგონოს, თითქოს შენი მოსმენა ან დამშვიდება მომბეზრდება, უბრალოდ ჩემს ალერსს მაინც ქალი სჯობს.
- შენღა მაკლდი ოჯახის სიწმინდის დამცველი. ოჯახი ვისაც უნდა, შენ უნდა გამოგყვნენ. სტრიპტიზ კლუბშიც არ მომყვები ხოლმე მირანდას გამო. არადა, უბრალო კლუბია, ქალები ცეკვავენ და შიშვლდებიან, მეტი ხომ არაფერი?
- არ გითხოვია აქამდე.
- ახლა გთხოვ.
- კაი, ჩაიცვი და წავიდეთ - ამოიოხრა მირიანმა.
- სერიოზულად?
- ჰოო, წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- გივი, გინდა თუ არა?
- კაი, წავიდეთ.
* * *
- ისე, კაი მკერდი აქვს ამ გოგოს. როგორ ფიქრობ, ესენი მოცეკვავეები არიან თუ საათობრივადაც იღებენ ფულს? ნატალის ჰგავს ეს გოგო, არ შევხედავ. - გაუჩერებლად ლაპარაკობდა გივი.
- აი თურმე როგორი ხარ დეპრესიული -გაეცინა მირიანს - დათუნა, რომ ათი წლის იყო, ზუსტად მაგდენ კითხვას სვამდა.
- დეპრესიული არ ვარ! წავალ, არაყს დავლევ - წამოდგა და ბართან მივიდა. შეკვეთილი სასმელი გადაჰკრა, შემდეგ კი მირიანს შეხედა, რომელსაც ანხევრადშიშველ მოცეკვავე ქალზეც კი ისეთი უემოციო სახე ჰქონდა, რომ შორიდან მამაკაცური გარეგნობის გეი გეგონებოდა.
- ჩემი ძმაკაცი თავის ყოფილ შეყვარებულზეა შეყვარებული და მგონი, სხვა ქალებზე აღარ უდ*ება - უთხრა ხორხოცით ბარმენს, როცა მერომელიღაცე ჭიქის მერე, ცოტათი შეჟუჟუნდა.
- აბა მე მკითხე - ამოიოხრა ბარმენდა - ყოველ დღე ამათ შემყურეს, ზოგადად, ქალებზე აღარ მი*გება.
- ბაზარი არაა - გაეცინა გივის.
გვერდით ქერა, ლამაზი ქალი მიუჯდა. ჩამოსხმულს, ფუნჯით ნახატს მიუგავდა ტანი, თვალები კი კამკამა ზღვისფერი ჰქონდა.
- დმაპატიჟებ? - ჰკითხა ქალმა.
- რა თქმა უნდა - გაუღიმა გივიმ - რას დლევ?
- იგივეს, რაც შენ.
- გოგონას არაყი და ლიმონი მოუტანე - სთხოვა ბართან.
- ქალს! - შეუწორა მკაცრად ქალმა და სასმელი ძალიან სწრაფად გადაჰკრა. - დღეს ჩემი ოცდამეათე დაბადების დღეა. თავი კი ნამდვილ ქალად ვიგრძენი, როცა ჩემს საქმროს შევუსწარი ჩემივე დაქალთან. - სახე დამანა და ლიმონი ჩაიწურა.
- მაშინ კიდევ ერთი არაყი მოუტანე ქალბატონსაც და მეც - მიუბრუნდა გივი ბარმენს - დაბადების დღეს გილოცავ - თქვა გრანდიოზული ხმით.
- დიდი მადლობა - კიდევ დალია ქალმა. - ვფქირობ, როგორ გადავუხადო სამაგიერო.
- არ თქვა, რომ ჩემთან დაწოლას გეგმავ - ეშმაკურად ასწია გივიმ ცალი წარბი.
- რა ვიცი, რატომაც არა? თავიდან რომ შემოვედი, ის ბიჭი დავინახე - მირიანისკენ გაიშვირა ხელი ქალმა - ხუთი წუთი თავზე დავფოფინებდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, თითქოს არც ვარსებობ. მერე შენ დაგინახე და შენთან მოვედი.
- კიი, მე ყოველთვის მაგაზე სიმპათიური ვიყავი - გაეცინა გივის.
- ჰო, და თან უყურადღებოთაც არ დაგიტოვებივარ.
- ძნელია, შენნაირი ქალი უყურადღებოდ დატოვო - წაეარშიყა ცოტათი.
- ანუ ლამაზი ვარ?
- მშვენიერი. ვისთან გიღალატა იმ ღორმა, სურათი არ გაქვს?
- ჰო, ჯერ კიდევ არ წამიშლია - თავისი და თავისი მეგობრის „სელფი“ აჩვენა, შემდეგ კიდევ სხვა სურათებიც.
- ბევრად სჯობიხარ. შენ უზოდმოდ ლამაზი ხარ, თუმცა, ლამაზი რომც არ იყო, ძალიან მდაბიურად მოუქცა ორივე. ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, ისინი არიან მსხვერპლი, ვიდრე შენ.
- ვითომ? - გახედა ქალმა უგუნებოდ.
- მართლა. მოღალატე ადამიანი ყველასთან მოღალატეა. კარგია, რომ იქამდე გაიგე ეს ამბავი, სანამ ცოლად გაჰყვებოდი. მერე უფრო გეტკინებოდა გული. შენ მდაბიო სულის ადამიანებთან ურთიერთობას გადაურჩი, ისინი კი ერთად არიან და დამიჯერე, საბოლოოდ ერთმანეთსაც უღალატებენ.
- შენ გიღალატია? - ჰკითხა ქალმა.
- არა. როცა მიყვარდა და ერთად ვიყავით, მე მიღალატეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ვისწავლე, რომ იმედი არ უნდა მისცე არავის და ასეთ შემთხვევაში, მოღალატის მაგივრად, მექალთანე გერქმევა.
- ჭკვიანურია - გაეცინა ქალს - ანუ ჩემთან დაწოლაზე რას იტყვი?
- ძალიან სექსუალური ხარ - ნერწყვი გადაყლაპა გივიმ.
მერე წარმოიდგინა, როგორ მოიქცევდა მის ძუ*უებს ხელებში და ძალიან ღრმად შეუდებდა უკანალში თავის ასოს.... „- ნატალი!“ მაგრად ჩასძახა მოულოდნელად სინდისის ხმამ. „-არა! მე ხომ დავშორდი?!“ მკაცრად გააქნია თავი გივიმ. ნატალის თვალები გაახსენდა, ამ ქალის მსგავსად, ზღვისფერი ჰქონდა, თუმცა უცნობის თვალებში ვერაფერს ხედავდა, გივისთვის ცარიელ ცისფერ ფერთა გამა იყო. ნატალიში ხედავდა ხოლმე ბევრ რამეს, ეს ბევრი რამე კი ძალიან თბილი და სასიამოვნო ეჩვენებოდა. ადვილი არ ყოფილა ნატალის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ ოთხი შვილი ვერასდროს ეყოლებოდათ, რადგან გივი არ იყო მეოჯახე კაცი. იფიქრა, ნატალის მსგავსი გარეგნობის ქალი ნებისმიერს შეაყვარებდა თავს, ანუ ნატალის ნებისმიერ სხვა კაცთან ექნებოდა ოჯახი და ოთხი შვილი ეყოლებოდა.
- აუჰ, მაპატიე - ამოიოხრა გივიმ. - დღეს დილით ერთ გოგოს დავშორდი და მემგონი პირველივე დღეს სხვასთან დაწოლა, ცოტა არ იყოს, უპატივცემულობა იქნება.
- მართალია. არც ისეთი ცუდი ბიჭი ყოფილხარ - გაეღიმა ქალს - ლამაზი იყო ის გოგო?
- ჰო, კარგი იყო, არაუშავდა. - გივიმ ისევ წარმოიდგინა ნატალი. უკვე დაუკითხავად ეჭრებოდნენ ქალზე ფიქრები გონებაში. თავი მეორედ გააქნია, ახლა უფრო შეუმჩნევლად - გირჩევ, რომ არავისთან არ დაწვე. წადი, მაგარი ბიჭი შეიყვარე, ვინც შენი ერთგული იქნება და ასე იძიე შური. ბედნიერებით იძიე შური.
- უცნაურია, მექალთანე, რომ ასეთ რჩევებს იძლევა - გაეცინა ქალს - შენმა გოგომაც რომ ეგრე იძიოს შური?
- რას ამბობ - დაფიქრდა გივი და ღიმილი სახეზე შეაშრა.
მირიანი მთქნარებით მიუახლოვდა მოსაუბრე წყვილს.
- გამარჯობა - მიესალმა ქალს, მერე გივის შეხედა - წავედი მე, მეძინება და შენ შენი ხოდით წამოხვალ?
- არა, მეც შენთან ერთად წამოვალ და თან ქალბატონს გავაცილებთ სახლში, რომლის სახელიც არ ვიცით.
- ამ ქალბატონს ნატა ჰქვია და მანქანა ჰყავს - გადაიხითხითა ქალმა.
- ნატა - გაიმეორა გივიმ.

* * *
- ტრ*კი ასწიე და წამოდი - ეჩხუბებოდა ნატალი მირანდას. მირანდა კი საბანში გახვეულიყო და თავის აწევის არც სურვილი ჰქონდა, არც ძალა.
- ცუდად ვარ, კოშმარები მესიზმრება - იმართლა თავი.
- კოშმარები მირიანს რომ დაშორდი, იმის მერე გესიზმრება.
- მადლობ, რომ მახსენებ.
- აუ მირანდა, იცი რა? როცა მოთქვამდი და თავს იხრჩობდი, შენთან ვიყავი. მე კიდე ლხინში გთხოვ ჩემთან ყოფნას და ეგეც გეზარება - მიაძახა გაბრაზებულმა ნატალიმ და ტელეფონი გაუთიშა.
მირანდამ ამოიოხრა, საბანი გადაიძრო და გადაურეკა მეგობარს.
- სად ხარ, მოვალ.
- მიშოს სახლში მაგარი „ტუსოვკაა“ და მთელი თეატრის „სასტავი“ აქ ვართ.
- გამოვალ.
- კარგი და ეცადე გამოიპრანჭო. ძალიან სიმპათიური კაცები არიან აქ.
- რა სიმპათიური კაცები? გივი არაა შეენთან ერთად?
- არა, გივი არაა - ღრმად ამოისუნთქა ნატალიმ - გელოდები, მალე მოდი.
ზომბივით წამოდგა საწოლიდან. ტანსაცმელზეც ბევრი არ უწვალია, ზუსტად ისე ჩაიცვა, არც ერთი ნორმალურად მაოზროვნე კაცი რომ არ მიეკარებოდა - მუქ იასამნისფერ კოლგოტზე იასამნისფერი ქვედაბოლო ჩამოიმხო, ყვითელი, მაღალყელიანი გეტრი ამოიცვა ჩექმებთან ერთად. ისე, რომ ყვითელი ფერი მუხლამდე ანათებდა.
მიშოს სადარბაზოსთან მისულმა, დიდხანს ტკეპნა ერთი და იმავე ადგილი. გონება მირიანთან გატარებული დროის მოგონებებით გადაეჭედა. ისევ ტირილი მოუნდა. ნატალი ფიქრობდა, რომ მირანდა უკეთ იყო, რადგან აღარ ტიროდა, აღარ ცდილობდა აბაზანაში თავის ჩახრჩობას და სახლიდანაც გამოდიოდა ხოლმე. მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩა. უბრალოდ, მირიანთან ახლოს ყოფნა არ აძლევდა საშუალებას, რომ თვითმკვლელობა ისევ ეცადა. კაცი მისთვის ელექტროენერგიასავით იყო. ყოველთვის, როცა დასატენი ხდებოდა და სიკვდილის ზღვრამდე მისულს სუნთქვის სურვილი ეკარგებოდა, მირიანი შემოაღებდა ხოლმე მაღაზიის კარს ეშმაკური ღიმილით, რომლის მიღმა სინანული, დანაშაულის გრძნობა და მონატრებული ქალის წყურვილი იმალებოდა.
- დედა - მოესმა მოულოდნელად ბავშვის ხმა. მირანდა შემოტრიალდა. ბავშვი გაიქცა.
- მოიცადე - დაიყვირა მირანდამ და გაეკიდა. მხოლოდ ინსტიქტებს მიენდო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ მიყვებოდა ვიღაც უცხოს. წამით ისიც გაიფიქრა, ეს ბავშვი სატყუარა არ ყოფილიყო, უცხო უბანში არ შეეთრია და ათობით მანიაკი არ შერჩენოდა ხელში. - ნუ გარბიხარ - ეძახდა მირანდა.
მავშვი მართლაც გაჩერდა. უკან გამოიხედა და ქალს მიაშტერდა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა მირანდამ. მიახლოება სცადა, თუმცა ბავშვმა უკან დაიხია. შეშინებული, შემცბარი და ნამტირალევი სახე ჰქონდა - ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება. ვინმემ გაწყენინა?
ბავშვმა თავი დაუქნია უსიტყვოდ.
- მომიყვები?
- შენ - თითი მირანდასკენ გაიშვირა.
- მე როგორ?
- შენ - აკანკალდა ბავშვი, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოუგორდა თვალებიდან.
- ცუდად ხარ! სადაა დედაშენი?
- აქ - კვლავ მირანდასკენ გაიშვირა თითი. ისევ კანკალდებდა.
მირანდა გოგოსთან მივიდა. ამჯერად ბავშვი არ გაქცეულა. შუბლზე მიადო ხელი, ძალიან ცხელი იყო.
- ავად ხარ... სახლში უნდა მიგიყვანო - თქვა მირანდამ დარწმუნებით - შენი მშობლები ალბათ ნერვიულობენ.
- არ ნერვიულობენ - აღმოხდა ბავშვს. მირანდას ჩაეფსკვნა და ხელები კისერზე მაგრად შემოხვია. მირანდამ კი მისი გამალებული სუნთქვის ხმა, აჩქარებული გულისცემა და ცრემლებით დასველებული თმა შეიგრძნო. გრძნობდა, როგორ ყნოსავდა თმაზე ბავშვი და გაცხარებული ეკვროდა მირანდას სხეულს.
- კარგი, წავიდეთ - თითქოს დანებდა. წელში გასწორდა და ხელში აიყვანა. იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა, თუმცა მაინც არ იყო ადვილი ამხელა ბავშვის ხელით ტარება.
მირანდამ ტაქსი გააჩერდა, ბავშვთან ერთად ჩაჯდა, სახლისკენ გასწია.
არ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას. ეშინოდა, ბავშვის გატაცებისთვის მის მშობლებს არ ეჩივლათ ან მსგავს შარს არ გადაჰყროდა, თუმცა, მეორე მხრივ, გრძნობდა რომ ზუსტად ასე უნდა მოქცეულიყო.


- ვერ ვხვდები, ვინ ხარ... იმასაც ვერ ვხვდბეი, რატომ წამოგიყვანე - ეუბნებოდა საწოლზე უმწეოდ მიწოლილ ბავშვს.
- მეც ვერ ვხვდები, რატომ ხდება ეს ყველაფერი - წამოჯდა ბავშვი.
დიდხანს და უცნაურად აკვირდებოდნენ ერთმანეთს მირანდა და არსაიდან მოსული ბავშვი. ქალს ეცნობოდა, საშინლად ეცნობოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან.
- რა გქვია? - ჰკითხა მირანდამ.
- ლიზა - უპასუხა ბავშვმა.
- დედაჩემსაც ლიზა ერქვა.
- ვიცი - გაეღიმა ბავშვს - ყველაფერი მეცნობა... ეს სახლიც მეცნობა, მაგრამ მე სხვა სახლი მენატრება.
- რომელი სახლი?
- ჩემი სახლი.
- სადაა შენი სახლი?
- ადრე ვიცოდი, სადაც იყო, მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ... ყოველი შემთხვევისთვის, მაგ სახლში აღარავინ მიცნობს. კოშმარს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება და ვერაფრით ვიღვიძებ.
- ვინ ხარ მითხარი, გთხოვ - შეევედრა მირანდა.
- შენ თვითონ გაქვს ეჭვი, ვინც ვარ. სხვა შემთხვევაში, არ წამომიყვანდი.
- არა, შეუძლებელია. იმიტომ წამოგიყვანე, რომ სიზმრები დამჩემდა, უჩვეულო სიზმრები ბავშვზე, რომელიც ქუჩაში დგას სულ მარტო და ლექსს ამბობს.
- რა ლექსს? - აღელდა ბავშვი.
- ზუსტად არ მახსოვს... მემგონი ვიღაცის ლოდინზეა. ბავშვი დგას, ელოდება, თუმცა
- არავინ მოდის - შეაწყვეტინა ლიზამ.
- არავინ მოდის - გაიმეორა მირანდამ.
- არასდროს მჯეროდა სასწაულების, პარალელური სამყაროსი, თუმცა ახლა არ ვიცი, რა ხდება. იქნებ აქ ყველაფრის გამოსასწორებლად ვარ? ან იქნებ მოვკვდი და სასჯელს ვიხდი?
- ისეთი პატარები, როგორც შენ ხარ, სასჯელს არ იხდიან. უფრო სწორად, არა მგონია.
- დიდი ვიყავი... - ამოიოხრა ბავშვმა - ყოველთვის მაინტერესებდა ჩემს დაბადებამდე რა ხდებოდა. - ცალი ტუჩით გაეღიმა, საწოლიდან წამოდგა და გარემო შეათვალიერა.
- რამდენის იყავი?
- ოცდახუთის...
- არა, სისულელეა - თავისივე გულუბრყვილობაზე გაეცინა ქალს.
- უკანალზე მემკვიდრეობით წითელი ხალი გაქვს - მიუგო ბავშვმა - დიდი ხალი არ არის, მაგრამ მაინც...
- რააააააა? - მოულოდნელობისგან დაიყვირა. - საიდან იცი?
- მეც ეგეთი ხალი მაქვს.
- ჯანდაბა, ამის დედაც!
- რეებს მასწავლი? - გაეცინა ბავშვს.
- მისმინე შე - ლაწირაკოო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ რაღაცნაირად შეიკავა თავი, იფიქრა, არ ეწყინოსო - შე მაიმუნო! ის, რომ ჩემი ხალის ფერი და ადგილმდებარეობა გაარტყი, არაფერს ნიშნავს.
- ძალიან დავიღალე... ძალიან მომენატრე და სახლში მინდა. ამიტომ, კივილს თუ გააგრძელებ, გეტყვი, რომ თმაზე როცა გეხებიან, საშინლად გეზიზღება, თუმცა მა.. მირიანი თუ გეხება, ეგრევე მკვდარივით იძინებ.
- არც ეგ არ ნიშნავს არაფერს - თქვა ხმააკანკალებულმა მირანდამ. - მირიანის სახელი საიდან იცი?
- გვარი უკეთესად ვიცი - ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა ლიზას, როგორც მირიანს და ეს საშნლად აშინებდა.
- მისი შვილი ხარ, მისი შვილი ხარ - სკოლის მოსწავლე, რომ ამოცანას ამოხსნის და ეშმაკური სიცილი გადაეფინება, ზუსტად ეგრე გაეცინა ქალს.
- და რამდენისა იყო, რომ გამაკეთა?
- ოცის.
- ამ ცხოვრებაში თოთხმეტის ვარ.
- მაშინ თექვსმეტის.
- კაი რაა - გაეცინა ბავშვს - მაგისი ამბავი არ იცი? თექვსმეტისა ვის დააორსულებდა? ძალიან ბუნჩულა და საყვარელია.
- ქალებს ბუნჩულები და საყვარლებიც თავისუფლად აორსულებენ. შენ კი, ნამდვილად არ იცნობ, როგორია მირიანი.
- მემგონი, შენზე უკეთ ვიცნობ.
- კარგი ერთი - გაეცინა მირანდას - მირიანის დედას რა ჰქვია მაშინ?
- მზია - თვალები გადაატრიალა ბავშვმა.
- მამაჩემს?
- გუჯა - გაეცინა ლიზას.
- ღმერთო, ან მე გავგიჟდი, ან ღმერთი გამოცდას მიწყობს.
- გამოცდა შენ ჩემი უნდა იკითხო - ირონიულად გაეცინა ბავშვს - საერთოდ არაა სასაცილო - ასძახა ჭერს(ალბათ ღმერთს).
- კიდე შეგიძლია, რამით დამიმტკიცო?
- რა ვიცი, დავფიქრდები - ცოტახანს გაჩუმებული იყო - გამახსენდა.
- რა გაგახსენდა? - დოინჯშემორტყმული იდგა მირანდა.
- პატარა რო იყავი, ასე მეექვსე კლასში, ჯერ ლიფი არ გეცვა, ძ*ძუსთავები გიჩანდა ცოტათი და სკოლაში მიმავალს, ვიღაც ავადმყოფმა კაცმა მოგიფათურა ხელი. შიშისგან კივილიც ვერ მოახერხე. მთელი დღე ტიროდი, ერთი თვე სახლიდან არ გასულხარ იმის მერე და მშობლებს ვერ ეუბნებოდი, გრცხვენოდა.
მირანდა დუმდა.
- აბა, რას იტყვი? - ჰკითხა ბავშვმა - მემგონი, მაგას იმიტო მიყვებოდი, რომ უცხოებისგან თავი შორს დამეჭირა.
მინრანდა ისევ დუმდა.
- მამა ამბობდა ხოლმე, ყველაზე ლამაზი მაშინაა, როცა ხმას არ იღებსო... მაგრამ რადიოსავით რო დაიქოქებოდი და ნოტაციებს მიკითხავდი სწავლაზე, მაინც სიყვარულით გისმენდა. მაგას როცა ებუზღუნებოდი, კვლავ გისმენდა სიყვარულით.
- არ ვარ კარგად - ამოიოხრა მირანდამ და საწოლზე ჩამოჯდა - ეგ მართლა არავისთვის მომიყოლია, არასდროს. ტელეპატი ხარ ხო?
- ანუ ჩემი ტელეპატობის ამბავი უფრო ადვილი დასაჯერებელია, ვიდრე იმის, რომ შენი შვილი ვარ?
- ნუ ამბობ მაგას!
- მინდა და ვიტყვი! - დაიყვირა ბავშვმაც. ფეთქებად ხასიათში მირანდას ჰგავდა - ჩემი უფლებაა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვიღაცა სამყაროს შემქნელი მეღადავება, ამ ღმერთისგან მივიწყებულ წარსულში გადმომაგდო და მე იმის უფლებაც არ მაქვს, დედა დაგიძახო? მამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემი დანახვაც კი არ სურს.
- კარგი, დამშვიდდი, არ იტირო.
- ისიც ვიცი, რომ ბავშვობაში ნატრობდი, ვახოს ცოლ-შვილი არასდროს ჰყოლოდა და მხოლოდ შენზე ეზრუნა.
მირანდამ დუმილით უპასუხა.
- ჩვენ კარგი მეგობრებიც ვართ - გაუღიმა ბავშვმა - და შესანიშნავ ალადებს აკეთებ ნუტელას შოკოლადით.
- მართლა ჩემი შვილი ხარ? - საწოლზე ჩამოჯდა გულაჩქარებული მირანდა - მე და მირიანს შვილი გვყავს?
- ჰო, რომელიღაცა ცხოვრებაში.
- აქ რატომ ხარ?
- არ ვიცი. შეიძლება იმიტომაც, რომ წარსულის გამო მომავალს საფრთხე ემუქრება.
- ჩვენ... ჩვენ დავშორდით.
- ძალიან ჯიუტია. მისთვის გაცილებით ძნელია ყველაფრის ახსნა. არადა....
- არადა?
- არადა ის ჩემი სიცოცხლის არსია - თქვა დაღონებულმა ბავშვმა - მას ყველაზე კარგი სუნი აქვს მთელს სამყაროში.
- ვიცი. შენც მისი მსგავსი სურნელი გაქვს..
- მე ის დამპირდა, რომ სამყაროს გადადგამდა და არასდროს არავის მისცემდა იმის უფლებას, რომ ავეტირებინე.
- წინა ცხოვრებაში?
- წინა ცხოვრებაში - უპასუხა ბავშვმა. მერე დაფიქრდა - და თქვენ დაშორდით.
- დავშორდით.
- მაგრამ მაინც ვერ წარმოგიდგენია მომავალი მის გარეშე. ასე არაა?
- ასეა.
- ვერც მე ვერ წარმომიდგენია მომავალი თქვენ გარეშე. ალბათ თქვენ გარეშე, არც მექნება, არ დავიბადები, ვერ გავიზრდები.
- ჩემი შვილი ხარ - ატირდა მირანდა. ხელი ბავშვის თმისკენ გაიშვირა, ნაზად ჩამოუსვა ხელი მის სრიალა და გლუვ თმას.
- ჰო და ძალიან ძნელი აღმოჩნდა შენთვის ამის ახსნა.
- რა ლამაზი ხარ - ჩურჩულებდა ქალი.
- შენც... სკოლაში, როცა გიბარებდნენ, მთელი სკოლის ბიჭები დერეფანში ჩამომწკრივებული გიყურებდნენ ხოლმე.
- რა სასიამოვნოა... მოიცა, რატომ მიბარებდნენ?
- მოდი, დეტალებს ნუ განვიხილავთ. უბრალოდ, შეიძლება ჩაგეხუტო?
- რა თქმა უნდა.
* * *
ნატალი თავისი სახლის კიბეზე ჩამოიდიოდა, როცა სადარბაზოსთან გივი დახვდა. ნაბიჯები შეუნელდა, სახე უცნაურად აუთრთოლდა და ცდილობდა, თვალებში არ შეეხედა.
- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა წყნარად.
- არ ვიცი.
- კარგი, მაშინ იდექი - გადაწყვიტა გვერდზე ჩაევლო, როგორც ჩვეულებრივი გამვლელისთვის, მაგრამ გივი წინ გადაეღობა. - რა გინდა, არ მეტყვი?
- არ ვიცი. უბრალოდ, ძალიან შეგეჩვიე და ცოტათი მიჭირს უშენოდ გაძლება.
- მეც მენატრები, მაგრამ დავიღალე. ბავშვი აღარ ვარ გივი და არასერიოზული ურთიერთობები კმარა უკვე. ბედნიერება მინდა.
- ბედნიერებაში იმ ოთხ შვილს გულისხმობ?
- რატო ჩაიციკლე მაგ ოთხ შვილზე? აი, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, თუ როგორი მშიშრები ხართ კაცები. ათასი რამე გითხარი ჩემი მომავლის სურვილებზე და მარტო ოთხი ბავშვი დაგამახსოვრდა!
- მშიშარა არ ვარ. ოთხი შვილი და ქმარი მითხარი! ზუსტად მახსოვს.
- რა გინდა მერე? გაინტერესებს, ისევ მინდა თუ არა ქმარ-შვილი? ძალიანაც მინდა! შენ იმანაც შეგაშინა, ერთი წლის მერე საფრანგეთში წასვლა, რომ შემოგთავაზე. გეგონა, ბორკილებს გადებდი.
- ძალიან დამაბნიე უბრალოდ. რა ვქნა, ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მაბნევს ხოლმე, განსაკუთრებით, თუ სხვა იღებს ჩემ მაგივრად. ოდესმე გიკითხავს, მე რა მინდა?
- კი, მიკითხავს.
- მერე?
- თავისუფალი ცხოვრება გინდოდა ყველანაირი ვალდებულების გარეშე და კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ყოფნისას, არავითარი ვალდებულება არ გიგრძვნია.
- ვიცი, რომ ვიღაცასთან ერთად დადიხარ ხოლმე - ამის თქმის მომენტს კაი ხანს ეძებდა, თუმცა მაინც ყველაზე შეუფერებელი დრო აირჩია.
- ჰო, დავდივარ ხოლმე.
- წევხარ მასთან?
- არა, ჯერ ორ თუ სამ პაემანზე ვიყავით. ვინ გგონივარ? - გაცხარდა ნატალი - თუმცა, მართალი ხარ. სხვა რას იფიქრებ ქალზე, რომელიც გაცნობისღამესვე ჩაგიგორდა ლოგინში.
- არა, ეგ არ მიგულისხმია - თავი გიჟივით გააქნია გივიმ - შენზე ცუდი წარმოდგენა არასდროს მქონია, რეებს ამბობ?
- აბა რატომ მკითხე, წევხარ თუ არა მაგასთანო?
- რა ვიცი, იქნებ შეგიყვარდა.
- გივი! - ამოიოხრა ნატალიმ - სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, როგორ შემიყვარდებოდა? მირიანი კი არ ვარ.
ორივეს გაეცინა.
- იქნებ, ყავა დავლიოთ? - ჰკითხა გივიმ.
- რა საჭიროა?
- ცოტახანს მინდა, რომ გიყურო.
- არ გინდა რაა, ცუდის მეტს არაფერს მოგიტანს. უფრო სწორედ, მე მავნებს შენი სიახლოვე. მინდა, რომ გადაგეჩვიო. ყოველ დღე თუ გიყურე, მაშინ რაღა გამოვა?
- ხო, ვიცი. მესმის - თქვა გივიმ - რამდენიმე დღეში საფრანგეთში ვბრუნდები,
- რაა? - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ნატალის.
- ჰო. მაგიტომ მინდოდა შენი ნახვა. თან რაღაც უნდა მოგცე - ჯიბიდან სამკაულის მოზრდილი კოლოფი ამოიღო და ნატალის გაუწოდა.
თავიდან, გული აუჩქარდა ნატალის. ეგონა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რასაც მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოიდგენდა.
კოლოფი გახსნა. ვერცხლის ლამაზი სამაჯური აღმოჩნდა, თან ზუსტად ისეთი, საიუველირო მაღაზიის დახლზე რომ მოჰკრა თვალი და მირანდას ეწუწუნა, ამისი ყიდვისთვის, მთელი წლის ხელფასი უნდა გადავდოო.
მაგრამ ნატალის არ გაჰხარებია. ზღვიდან ამოყვანილი, წყალნაყლაპი მომაკვდავივით ამოისუნთქა, გულზე მიიდო ხელი. უკანასკნელი იმედი წაერთვა იმისა, რომ ოდესმე ასეთი კოლოფის გახსნის შემდეგ, გივის დაუფიქრებლად ეტყოდა, თანახმა ვარო.
- ძალიან ლამაზია - ცრემლების დიდი ნაკადი გადაყლაპა. - მირანდამ დამაბეზღა?
- ჰო, რა გაეხარდება მეთქი, ვკითხე და მირჩია. ხომ არ ბრაზობ? ხო იცი, მე არ მაქვს კარგი გემოვნება და მერჩივნა, ისეთი რამე გქონოდა სამახსოვროდ, რაც მოგეწონებოდა.
- ყველაფერი მომეწონებოდა.
- ეგეც ვიცი.
- არ მეგონა, ასე სწრაფად თუ წახვიდოდი.
- აქ თითქოს ბორკილები მიკეთია. არაფრი მიხარია, არაფრის კეთება არ მინდა. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს.
- მაშინ, ბედნიერებას გისურვებ. - სამაჯური გაუწოდა გივის. - არ გამიკეთებ?
- რა თქმა უნდა - გაეღიმა კაცს და ქალის თხელ მაჯას ვერცხლის სამკაული მოარგო.
ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, მერე ნატალი უკანასკნელად გადაეხვია კაცს. გივი ხელით შეეხო ნატალის ბრილ, სასიამოვნო სახეს და ერთხელ კიდევ აკოცა ფაფუკ ტუჩებზე. არც ქალს გაუწევია წინააღმდეგობა. წყლის ბოლო წვეთებივით შეისრუტა კაცის არომატი.
- იმედია, იპოვნი რასაც ეძებ - უთხრა გივიმ და შუბლზეც აკოცა.
- იმედია.
კაცის სითბომ დატოვა. უყურებდა, როგორ მიდიოდა... დროდადრო უკან იხედებოდა. ის მაინც აბედნიერებდა, რომ უკან მოხედვის გრძნობა მაინც შერჩენოდა გივის, თუმცა არც ისეთი ძლიერი გრძნობა, დარჩენა რომ ეიძულებინა.
* * *
მირიანი შუაღამისას კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა.
ნამძინარევი, ოდნავ დამფრთხალი წამოდგა და არც უკითხავს, ვინ იყო, ისე გააღო.
ვახო შერჩა.
ეგრევე მიხვდა, რომ, იმ წამსვე, არ უნდა მოეკლა, რადგან ვახოს მასთან მოსვლის მიზეზი მხოლოდ მირანდა თუ იქნებოდა.
- რა სჭირს? - ნამძინარევი სახე წამში ცოფიან ფხიზლად გადაექცა.
- თინა... - პატარა ბავშვივით ცრემლი სდიოდა და კანკალებდა იმხელა კაცი - თინამ დამირეკა. ასე თქვა, რომ იმ შურისძიების დრო დადგა, რომელსაც მთელი ცხოვრება ელის.
- შურისძიება? თინა ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს.
- მირანდა მას ჰყავს - უთხრა დარწმუნებით ვახომ.
მირიანს თითქოს გულში დანა ჩაარტყეს, ისე შებარბაცდა. თაროს დაეყრდნო. თვალები ნახევრად ებინდებოდა, თუმცა მირანდას გამო ტავი ხელში უნდა აეყვანა. იცოდა, რომ ახლა დრამებისა და გულის წასვლების დრო ნამდვილად არ იყო.
- სადაა? - ჰკითხა ვახოს.
- არ ვიცი. ასე თქვა, დაგირეკავ და გეტყვიო. მე კი ხელფეხშეკრული ვდგევარ და მზად ვარ დაგიჩოქო, შენს ფეხებთან დავეცე, პატიება გთხოვო. ოღონდაც დამეხმარე მირანდას პოვნაში.
- მირანდას პოვნისთვის შენი დაჩოქება არ მჭირდება. - მხოლოდ ქურთუკი გადაიცვა მირიანმა და გარეთ გავიდა ვახოსთან ერთად - იმედია პოლიციაში არ დაგირეკავს, თინა ათი წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ესეც შურისძიების გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. შესაძლოა, ეგრევე გაიგოს თუ პოლიციას შევატყობინებთ.
- არ დამირეკავს. ვიცი, რომ შენ გარდა, ვერაფერი გადააფიქრებინებს - თქვა ვახომ და ტელეფონს დახედა, მერე გაშეშდა.
- ვინაა? თინაა? - ძლივს სუნთქავდა მირიანი.
- სასაფლაოზეა - ამოილუღლუღა ვახომ.
- რა სასაფლაოზე? ვის სასაფლაოზე? - ჰკითხა პანიკურად მირიანმა და მოულოდნელად გაჩერდა, გაშეშდა. - სადაა ეგ სასაფლაო? - ხმა აუკანკალდა.
- ქალაქგარეთ, ერთ მდელოზე.
- წავედით.
საჭესთან ვახო იჯდა. მირიანი ადამიანს აღარ ჰგავდა ნერვიულობისგან.
- მე არ... - რაღაცის თქმა სურდა ვახოს. ჯერ ვერ ბედავდა, შემდეგ გამბედაობა არ ჰყოფნიდა და პირის გაღებისას, თითქოს ხმა ეკარგებოდა - ძმაკაცთან ერთად ვიყავი. - აღმოხდა, როგორც იქნა. - გვინდოდა დავმუქრებოდით, უბრალოდ დავმუქრებოდით, რომ შეგვეშინებინა. პატარები ვიყავით და სულელები. იარაღი უბრალოდ, ისე, წავიღე, მეგონა დატენილიც კი არ იყო, მაგრამ ერთი ტყვია ყოფილა და ამ ჩემს უბედურ ძმაკაცს შემთხვევით გაუვარდა...
- მერე? - ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა მირიანი.
- გულში დაიჭრა, იმ წამსვე გარდაიცვალა. ვიცოდი, მთელი ეს დრო ვიცოდი, რომ სჯობდა მე მოვმკვდარიყავი, ვიდრე ის. სულ სხვანაირი იყო, მაშინაც კი სხვანაირი იყო, როცა ძველბიჭურად, ასე ახვ*ულად ვურჩევდი საქმეს. ხმა ამოიღო თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ როგორი მდიდარი და გავლენიანიც არ უნდა ვყოფილიყავი, თინას მაინც ის ეყვარებოდა. გიორგი იმსახურებდა, ყველას სიყვარულს იმსახურებდა.
მე და ჩემმა ძმაკაცმა დავიფიცეთ, რომ არასდროს გავამხელდით, რაც მოხდა. ამიტომ, დავმარხეთ. ხუთი წელი ყველგან თან დაჰყვებოდა იმ უბედურს თავისი ცოდვის აჩრდილი, ვერაფრით გაიხარა და ბოლოს თავი მოიკლა. მეც არანაკლებად ვაგებ პასუხს. შენც ხედავ, საკუთარი დანაშაულის საფასურს ბედი მირანდათი მახსევინებს.
- გაჩუმდი - დაუყვირა მირიანმა - შენ რითიც გინდა იმითი გადაიხადე, მაგრამ მირანდა რომ შენ გამო დაისაჯოს, მაგის უფლებას ვერც ბედს მივცემ, ვერც სამყაროს და ვერც ღმერთს. მითუმეტეს, ვერც თინას. მე რაღა დავაშავე? რამე შუაში ვარ, რომ ჩემს საყვარელ ქალს საფრთხე ემუქრება?
- არა, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ.
სადღაც, მოხრიოკებულ მინდორზე იდგა თინა, მირანდა ძირს იჯდა. ხელები უკან ჰქონდა შებოჭილი, პირი კი გაკრული, რომ ვერ ეყვირა.
მირიანის და ვახოს დანახვისას, იარაღი თავთან მიადო.
- რას აკეთებ, გაგჯდი? რას აკეთებ - დაიღრიალა მირიანმა.
- მაპატიე საყვარელო, არ მინდოდა ეს შენი სასჯელი ყოფილიყო.
- თინა, ხომ იცი, რომ ასეთი არ ხარ? მკვლელი არ ხარ!
- მთელი ათი წლის განმავლობაში ვოცნებობდი, როგორ შევიღებავდი სისხლს ვახოს ტანჯვით. მთელი ათი წელი, იმითი ვსუნთქავდი, რომ.... - ვეღარ გააგრძელა, ცრემლები ახრჩობდა.
- მე მომკალი - დაუყვირა ვახომ.
- ენა ჩაიგდე! სიკვდილი შენთვის მისწრებაა. ადრეც მითქვამს, რომ სამუდამოდ უნდა იცხოვრო შენ! სამუდამოდ უნდა დააბიჯებდე მაგ ცოდვიან სხეულს - დამძიმებულსა და ლეშივით აქოთებულს.
- თინა, შემომხედე - მუხლებზე დაეცა მირიანი - არ გამწირო, გთხოვ. იმ ტანჯვისთვის ნუ გამიმეტებ, რაც შენ გამოიარე გიოს სიკვდილის მერე.
- ამ დღეს ათი წელი ველოდი - ცრემლები ჩანჩქერივით მოედინებოდა ქალის სახიდან - მის საფლავთან ვარ, ვიპოვნე გესმის? როგორც იქნა, ვიპოვნე. ათი წელი ველოდი...
- მეც ველოდი, მაგრამ არ მინდოდა, ასეთი დღე ყოფილიყო.
- როგორი კარგი იყო. მხოლოდ მასთან მინდა, ეს დრო მხოლოდ მისთვის ვარსებობდი. უნდა მენახა, შევხებოდი... - გიოს საფლავს ხელით ეფერებოდა თინა. საფლავზე მხოლოდ ერთი ხის ჯვარი იყო და მხოლოდ ამით თუ შეიძლებოდა მიმხვდარიყო ადამინი, რომ აქ ცხედარი ესვენა. - როგორ მინდა მასთან, მაგრამ შენ თუ ტკივილს მოგაყენებ, არამგონია მიმიღოს.
- იარაღი დააგდე, გთხოვ - შეევედრა მირიანი და მირანდას შეხედა. ასეთი დამფრთხალი, შეშინებული, უმწეო, არასდროს უნახავს - მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მას თუ რამე დაემართება, ჩემი მკვლელიც გერქმევა თინა.
- ჰოო. მერე რა პასუხი გავცე? - გულამოსკვნილი ტირილით დაემხო გიოს საფლავზე - მხოლოდ შენთან მინდა - თქვა თინამ და იარაღი საფეთქელთან მიიდო.
- თინა, არაა! - დაიღრიალა მირიანმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გიოს საფლავი საყვარელი ქალის სისხლსა და უსიცოცხლო სხეულს წითლად შეეღება. თინა კი იღიმოდა. იღიმოდა ისე, თითქოს კვლავ დააბრუნა ცხოვრებამ წარსულში, იქ, სადაც ისევ შეძლებდა მზესავით ნათელი ბიჭის მომღიმარ სახეს თავისი საკუთარი თითებით შეჰხებოდა.
მირიანი მირანდას მივარდა. ახვეული ბაგეები გაუნთავისუფლა და ხელებიც გაუხსნა. თან გამწარებული იკრავდა გულში, სახეზე ჰკოცნიდა.
- მოვედი, მოვედი.
- აქ ხარ - მკერდზე ტირილით მიეკრო მირანდა - შემეშინდა.
- მეც შემეშინდა - ცრემლიანი ცხვირი და ღაწვები დაუკოცნა.
ვახო მუხლმოდრეკილი იდგა თინას ცხედართან და მისი ხავერდივით ნაზ, ქერა თმას ეფერებოდა. ეფერებოდა, როგორც მტერს, როგორც თავის მსხვერპლსა და როგორც ქალს, რომელიც არასდროს აძლევდა სიყვარულის უფლებას, თუმცა მაინც, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მხოლოდ მას აღმერთებდა.
დამთავრდა.
თითქოს გულიდან ლოდი ჩამოეხსნა ვახოს.
ახლა მაინც ხომ ვეღარავინ შეეცილებოდა მის სიყვარულში? ვეღარასდროს გაიგონებდა თინასგან „არა“-ს. მკვდრის სიყვარულს ვეღარავინ დაუშლიდა!
- პოლიციაში უნდა დავრეკოთ - თქვა ვახომ და ქალის ცხედარს თვალი მოაშორა.
- დავრეკე უკვე, სანამ ეფერებოდი - შეუღრინა მირიანმა და მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორი გაყინული ხელები ჰქონდა მირანდას. სასწრაფოდ თავისი ქურთუკი შემოასხა.
- პიჟამა გაცვია? - გაეცინა მირანდას.
- ჰო - კვლავ აკოცა მირიანმა.
- ჯერ კიდევ „საწოლში ძილის სითბო“ გაქ შემორჩენილი.
- ასეთ რამეებს, საიდან იგონებ ხოლმე? - გულში ჩაიხუტა ქალი - ან საიდან გაქვს ლაპარაკის თავი?
- ძალიან შემეშინდა, მაგრამ შენ რომ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამიტომ, თუ ბევრს ვლაპარაკობ, გადატანილი შოკის ბრალია. არაა ადვილი, როცა ვიღაცა რაღაც ჯანდაბას აგაფარებს სახეზე, გაგგუდავს, მერე გაკოჭილი გაიღვიძებ და ფსიქოპატი „სწერვის“ ხელში აღმოჩნდები, რომელიც შესაძლოა, შენი ბიცოლა ყოფილიყო.
- მემგონი, ფსიქოლოგი გვინდა ხო? - ჰკითხა მირიანმა.
- მე ფსიქიატრი მინდა და შენი არ ვიცი.
ის ღამე დაკითხვაზე გაატარეს. მხოლოდ იმის გარკვევას დასჭირდა 2 საათი, ვინ ვისი შეყვარებული, ცოლი, ბიძა და ძმა იყო.
მერე მირანდა სახლში მიიყვანა. ჯერ კიდევ კანკალებდა, თუმცა ექიმმა თქვა, საშიში არაფერიაო. დამამშვიდებლებიც დაალევინეს.
- არ მინდოდა, ჩემ გამო ამდენი უბედურება გადაგეტანა. -უთხრა მირიანმა და საწოლში ჩააწვინა.
- შუქი არ გამორთო და არ წახვიდე - სთხოვა მირანდამ.
- არსად წასვლას არ ვაპირებ. თუ რა თქმა უნდა, შენ არ მოგინდება ჩემგან შორს ყოფნა, რადგან, ძალიან ბევრი ცუდი რამე გაგიკეთე.
- მიმატოვე! სხვა არაფერში არ გადანაშაულებ.
- ვიცი და მთელი ცხოვრება ვინანებ მაგას.
- სინანული არაფერს შეცვლის. უბრალოდ, გამოასწორე ეგ შეცდომა და აღარასდროს მიმატოვო! ან შენი სპე*მა მაჩუქე სუვენირად, დამჭირდება.
- აღარასდროს მიგატოვებ! - დაჰპირდა მირიანი. - მოიცა, რა გაჩუქო?
- გრძელი ამბავია საყვარელო, სხვა დროს მოგიყვები კარგი?
- კარგი - ქალის სხეულს მკლავები შემოხვია და ასე სდარაჯობდა მის სუნთქვას, სანამ არ ჩაეძინა.
* * *

ერთი კვირის შემდეგ:
კარზე ზარია.
ნატალიმ კარი გააღო.
- რაა? - დაიკივლა ნატალიმ, შოკისგან ხელები პირზე აიფარა. თვალები ლამის გადმოეყარა ბუდიდან.
გივი იდგა მუხლებზე, ხელში ბეჭედი ეჭირა. სავარაუდოდ საქორწინო უნდა ყოფილიყო.
- რა გაყვირებს? - ნატალის ხმაზე ვიღაც კაცი გამოვიდა ოთახიდან და გივის დანახვისას, იმაზე უარესი რეაქცია ჰქონდა, ვიდრე თავად ნატალის.
- ეს ვინ არის? - ჰკითხა გივიმ.
- მე მისი შეყვარებული ვარ, გურამი. შენ თვითონ ვინ ხარ?
- გივი? - აღმოხდა საპირფარეშოდან გამოსულ მიშოს, როცა ასეთ სურათს შეესწრო.
- შენი შეყვარებულია? - ჰკითხა გივიმ ნატალის გურამზე.
- არა, უფრო სწორად... - დაიბნა ნატალი.
- რა არა? - ჰკითხა გაბრაზებულმა გურამმა - უთხარი, რომ ცოლად ვერ გაჰყვები! ახლავე!
- დარწმუნებული ვარ, რომ მაიმუნობს და ჩემი ცოლად მოყვანა აზრადაც არ მოსვლია - შეხედა ნატალიმ დაჩოქილ გივის - შენ პარიზში არ უნდა იყო?
- ჯერ ეს ერთი, ეგ ნუ გითითებს, რა უნდა გააკეთო. მეორეც, მე მართლა გთხოვ ცოლობას და მესამე.... საკუთარი თავი გაკოჭილი მეგონა, ვფიქრობდი, საფრანგეთში ჩასვლისას, ყველაფერი დამთავრდებოდა, ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი, მაგრამ რაც უფრო მეტად გშორდებოდი აქედან აეროპორტამდე და აეროპორტიდან თვითმფრინავამდე, ვიგრძენი, თურმე შენ ყოფილხარ ჩემი თავისუფლება. შენგან შორს ყოფნა კი მთლიანად მზღუდავდა ჭამაში, სუნთქვაში, ძილში, მოწევაში, სექსიც არ მქონია, რაც დაგშორდი.
- დიდი მადლობა, რომ ერთი კვირა გაძელი უსექსოდ - დაიჯღანა ნატალი.
- ამ წამს სიყვარული აგიხსენი შე საძაგელო ქალო - გაბრაზდა გივი. - და ეს გურამა ნუ მიყურებს ეგეთი თვალებით, თორემ ერთს მაგარს მოვდებ ყბაში.
- ვის მოსდებ აბა? - გურამი გაიწია გივისკენ, მიშომ დაიჭირა, არ გვჭირდება ზედმეტი ცემა-ტყეპაო.
- ცოლობას გთხოვს - დაუყვირა მიშომ.
ნატალი ხმას ვერ იღებდა.
- იქნებ, რამე თქვა? თორემ მუხლები ძალიან მეტკინა.
- საზიზღარი კაცი ხარ - დაუყვირა ნატალიმ - გგონია, მიმატოვებ, მერე მოხვალ, თბიილი სიტყვებითა და მაგ ლამაზი, ჩემი ოცნების ბეჭდით მომნუსხავ?
- რაა? - სახე აელეწა გივის.
- რა და თუ ცოლობას მთხოვ, კეთილი ინებე და ადამიანურად მთხოვე.
- როგორ გთხოვო? მაპატიე, გამოუცდელი ვარ.
- მამაჩემს სთხოვე ჩემი ხელი. - გამოუცხადა ნატალიმ ამაყად.
- 28 წლის ხარ, რაღა დროს მამიკოა? - შეშფოთდა გივი.
- რატომ არა? კაცი ოცდარვა წელია ოცნებობს, რომ ჩემი ხელი სთხოვონ და ჩამაბაროს პატრონს - დოინჯი შემოირტყა ნატალიმ.
- და შენ?
- რა მე?
- შენ თანახმა ხარ?
- რაზე? - გადაწყვიტა ბოლომდე ეწვალებინა.
- თანახმა ხარ, რომ ჩემი ცოლი გახდე?
- მერე შენ რომ ბავშვები არ გიყვარს? მე კი ოთხი მინდა.
- ოთხი გინდა? - იკითხა გაოგნებულმა გურამმა.
- შენ არავინ გეკითხება - გაუცინა გივიმ, მერე ნატალის შეხედა - იცი რაა? დავფიქრდი, სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს ოთხი ბავშვი რომ ამაცოცდება კისერზე, ცხვირს დამიქაჩავს, მელოტ თავზე მომითათუნებს.... უი, მართლა, თმის ცვენა მეწყება, ვმელოტდები.
- მაშინ, მემგონი სჯობს კარგად დავფიქრდე - გაეცინა ნატალის - რაღაცას ყვებოდი სამსახურიდან მოსულიო, დაღლილიო.... როგორ იყო?
- როგორ და, ეს ოთხი ბავშვი წვალებას რომ დამიწყებს, მემგონი არც ისე ცუდია. თან საყვარლები იქნებიან შენნაირი ცხვირები თუ ექნებათ და გაბრაზებულები მაღლა ასწევენ ხოლმე, როგორც შენ.
- მაშინ თანახმა ვარ.
- რაზე ხარ თანახმა?
- ნუ მაიმუნობ! ახლიდან მკითხე - დაუბღვირა ქალმა.
- თანახმა ხარ, რომ ჩემი ცოლი გახდე?
- თანახმა ვარ - უპასუხა ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა ქალმა და ფეხზე ააყენა საყვარელი კაცი, რომ მთელი ძალით ჩაეკრა გულში.
* * *

მირიანი ხალათგახსნილი, სრულიად შიშველი იწვა საწოლზე, ზემოდან კედელს მიყრდნობილი მირიანი დაჰყურებდა და თან ვისკის სვამდა.
- ჯერ ვერ მოვდივარ აზრზე.
- რა არის ამაში უჩვეულო?
- რა ვიცი, იქნებ შვილი მომავლიდან?
- თინა წარსულიდან უჩვეულო არ იყო და შვილი მომავლიდან უჩვეულოა? - ცოტათი წაკბინა მირანდამ.
- სადაა?
- ჩვენ შევრიგდით და აღარაა. შეიძლება ხუთი წუთის წინაც ჩამესახა - ეშმაკურად შეხედა კაცს.
- მემგონი გააფრინე საყვარელო, მაგრამ მაინც მიყვარხარ - გვერდზე მიუწვა მირანდას.
- დამპირდი მირიან!
- გპირდები!
- რას მპირდები აბა?
- რომ სამუდამოდ მეყვარები და არასდროს მიგატოვებ... ხო ეგ გინდოდა?
- დიახ, ეგ პირობა მინდოდა - ბედნიერად გაუცინა მირანდამ.
- ჩემი სული ხარ! - მოშიშვლებულ მკერდზე ნაზად დაკოცნა ქალი.


დავამთავრე, როგორც იქნა და მადლობ, ვინც ბოლომდე მიერთგულეთ, როგორც მკითხველებმა. ეს ისტორიაც ერთი ადამიანის შთაგონებით დავწერე(არც შეყვარებული, არც კაცი, არც ბავშვი, უბრალოდ ერთგა ქალმა შთამაგონა). გადავწყვიტე, ამის შემდეგ მხოლოდ სრულად დაწერილი ისტორიები ავტვირთო, რადგან აღარც თქვენ გაწვალდეთ და აღარც მე ვიყო გადარბენაზე. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
სიყვარულით ჩემს დრაკონჩიკებს (ჩემს მკითხველებს ვეძახი დრაკონჩიკებს. ანუ, რამე ცოტა ძაან სვეცკური და ეპატაჟური ხო უნდა მომეფიქრებინა?), ენ ჯეინი <3скачать dle 11.3




№1  offline წევრი Mrs grey

ოჰოო :))) ქალი ვულკანი დაბრუნებულა :)) ვაიმეე ბევრ ცეცხლს და ლავას ველოდებიი :)) ახლა წავიკითხავ და მოგვიანებით გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს, თუმცა დარწმუნებული ვარ საოცრებაა :))

 



№2  offline წევრი tio

ყოჩაღ რაა აიი ჩემი საყვარელი ისტორიააა მაგარიი იყოო და მადლობააა

 



№3  offline ადმინი Mariiiiami

ვგიჟდებიიიიი!!!!!! ისედაცც იციი ჩემიი დამოკიდებულება ამ ისტორიასთან ასე რომმ...❤❤დასასრული შოკიი.იყო ის რაც მთელი გულით მინდოდა ❤❤

 



№4 სტუმარი მანანა

ძალიან კარგი იყო ცოტა კი გვაწვალე მაგრამ ღირდა მითმენად. ის რომ დასრულებულ მოთხრობებს ატვირთავ კარგი აზრია დავიტანჯე ლოდინით. მოკლედ ყოჩაღ❤️❤️❤️

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mrs grey
ოჰოო :))) ქალი ვულკანი დაბრუნებულა :)) ვაიმეე ბევრ ცეცხლს და ლავას ველოდებიი :)) ახლა წავიკითხავ და მოგვიანებით გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს, თუმცა დარწმუნებული ვარ საოცრებაა :))

უხ, ჟეჟემოგევლე!
tio
ყოჩაღ რაა აიი ჩემი საყვარელი ისტორიააა მაგარიი იყოო და მადლობააა

დიდი მადლობა <3
Mariiiiami
ვგიჟდებიიიიი!!!!!! ისედაცც იციი ჩემიი დამოკიდებულება ამ ისტორიასთან ასე რომმ...❤❤დასასრული შოკიი.იყო ის რაც მთელი გულით მინდოდა ❤❤

მიხარია თუ არ გაგიცრუე იმედი და მოგეწონა heart_eyes heart_eyes
მანანა
ძალიან კარგი იყო ცოტა კი გვაწვალე მაგრამ ღირდა მითმენად. ის რომ დასრულებულ მოთხრობებს ატვირთავ კარგი აზრია დავიტანჯე ლოდინით. მოკლედ ყოჩაღ❤️❤️❤️

მადლობა საყვარელო heart_eyes

 



№6  offline წევრი Indigo

აუ ვგიჟდები შენ ისტორიებზე და რა გავაკეთო?
--------------------
მეშინია...

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Indigo
აუ ვგიჟდები შენ ისტორიებზე და რა გავაკეთო?

რა გააკეთო და ჩემი მკითხველი დარჩი ბოლომდე smile smile

 



№8 სტუმარი nini

Lodinad girda

 



№9 სტუმარი lanashka

saocari rom xar gitxari xo ukve? dzalian ro momwons sheni motxrobebi egec? da au udzalianesad ro miyvarxar eg isedac logikuri unda iyos sheni namushevrebidan gamomdinare <333 sashinlad magari gogo xar ragac saocrad wer ai vafanateb shenze chemo sikvarulo da dzalian momwons sheni idea (srulad atvirtvis shesaxeb) uzomod magari xar anu shens motxrobebshi gansakutrebit arabanaluroba momwons dzalian ishviatia am saitze ragac gansxvavebuli namushevrebi da mokled vgijdebi me shenze da moutmenlad velodebi axal nawarmoebs<3 <3 <3

 



№10  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

არ მინდოდა ასე მალე დაგესრულებინა. But...
თინა ძაან შემეცოდა :(
ის ნაძი. რალა ვახოც.
კიდე მინდა გაგრძელება.
ძააან :(
და შენ.... უმაგრესი გოგო ხარ
18+ ებში ჩემი ფავორიტი მწერალი.
ბათ ვის უნდა შეგადარო?
13 წლის ჰორმონებითმოზღვავებულ ლაწირაკებს?
მოკლედ...
ძააან ძააან მიყვარხარ და იმედია თავს არ მომანატრებ.
ახალ ისტორიებს ველოდები მოუთმენლად ❤❤❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№11  offline წევრი Indigo

ენ ჯეინი
Indigo
აუ ვგიჟდები შენ ისტორიებზე და რა გავაკეთო?

რა გააკეთო და ჩემი მკითხველი დარჩი ბოლომდე smile smile

მეც მაგას ვაპირებდი რატომღაც :დდ
--------------------
მეშინია...

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nini
Lodinad girda

მიხარია <3
lanashka
saocari rom xar gitxari xo ukve? dzalian ro momwons sheni motxrobebi egec? da au udzalianesad ro miyvarxar eg isedac logikuri unda iyos sheni namushevrebidan gamomdinare <333 sashinlad magari gogo xar ragac saocrad wer ai vafanateb shenze chemo sikvarulo da dzalian momwons sheni idea (srulad atvirtvis shesaxeb) uzomod magari xar anu shens motxrobebshi gansakutrebit arabanaluroba momwons dzalian ishviatia am saitze ragac gansxvavebuli namushevrebi da mokled vgijdebi me shenze da moutmenlad velodebi axal nawarmoebs<3 <3 <3

ჩემო საყვარელო, როცა ეგეთ კომენტარებს მიწერ, თავი განსაკუთრებული მგონია ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, ჩემს ნაშრომს როცა კითხულობენ და შენ მსგავსად აფასებენ <3 მეც ძალიან მიყვარხარ
ლუნი.
არ მინდოდა ასე მალე დაგესრულებინა. But...
თინა ძაან შემეცოდა :(
ის ნაძი. რალა ვახოც.
კიდე მინდა გაგრძელება.
ძააან :(
და შენ.... უმაგრესი გოგო ხარ
18+ ებში ჩემი ფავორიტი მწერალი.
ბათ ვის უნდა შეგადარო?
13 წლის ჰორმონებითმოზღვავებულ ლაწირაკებს?
მოკლედ...
ძააან ძააან მიყვარხარ და იმედია თავს არ მომანატრებ.
ახალ ისტორიებს ველოდები მოუთმენლად ❤❤❤

მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა, რომ მოთმინებით გამომყევი ფინიშამდე <3

Indigo
ენ ჯეინი
Indigo
აუ ვგიჟდები შენ ისტორიებზე და რა გავაკეთო?

რა გააკეთო და ჩემი მკითხველი დარჩი ბოლომდე smile smile

მეც მაგას ვაპირებდი რატომღაც :დდ

გაიხარე <3 smile

 



№13 მოდერი sameone crazy girl

უძალიანმაგრესი ისტორია იყო ...სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად განსხვავებული, ემოციური, ზუსტად გადმოცემული და ყველანაირად კარგი heart_eyes heart_eyes არ ვიცი რა გითხრა მეტი ,ვერაფერს ვამბობ დავმუნჯდი მგონი .მადლობა ასეთი ისტორიისთვის

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sameone crazy girl
უძალიანმაგრესი ისტორია იყო ...სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად განსხვავებული, ემოციური, ზუსტად გადმოცემული და ყველანაირად კარგი heart_eyes heart_eyes არ ვიცი რა გითხრა მეტი ,ვერაფერს ვამბობ დავმუნჯდი მგონი .მადლობა ასეთი ისტორიისთვის

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3 დიდი მადლობა შეფასებისთვის.

 



№15  offline მოდერი TeddyBear

ძალიან, ძალიან მომეწონა ❤ ლიზას მომენტებზე რაღაც მისტიკურობის მსგავსი დასდევდა ისტორიას ❤
მირიანის და მირანდას წყვილი იყო სიგიჟე თავიანთი გიჟი საღამოებითურთ.
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ! ❤

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან, ძალიან მომეწონა ❤ ლიზას მომენტებზე რაღაც მისტიკურობის მსგავსი დასდევდა ისტორიას ❤
მირიანის და მირანდას წყვილი იყო სიგიჟე თავიანთი გიჟი საღამოებითურთ.
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ! ❤

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 



№17  offline წევრი lamazmani

ძალიან მომეწონა სულ ველოდებოდი ხოლმე როდის დაიდებოდა❤
ძალიან მომწონდა რაღაც განსხვავებული იყო და გული მწყდება რო დამთავრდა❤❤❤
მაგრამ კარგად დამთავრდა გამიხარდა ერთადაც რო დარჩნენ ნატალი და გივი და მირიანი და მირანდა❤
იმედია დიდი ხნით არ დაიკარგრბი და მალე შემოგვთავაზებ შენს ახალ ისტორიას❤❤❤❤❤

 



№18 სტუმარი nebula

საინტერესო ისტორიაა... და იმ ქალს ვიცნობ, ძალიან ახლოს :) შენც ბევრი დეტალი გცოდნია მასზე და ბევრ რამეს დაკვირვებიხარ... ვინ ხარ ნეტა? :):):)

 



№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

lamazmani
ძალიან მომეწონა სულ ველოდებოდი ხოლმე როდის დაიდებოდა❤
ძალიან მომწონდა რაღაც განსხვავებული იყო და გული მწყდება რო დამთავრდა❤❤❤
მაგრამ კარგად დამთავრდა გამიხარდა ერთადაც რო დარჩნენ ნატალი და გივი და მირიანი და მირანდა❤
იმედია დიდი ხნით არ დაიკარგრბი და მალე შემოგვთავაზებ შენს ახალ ისტორიას❤❤❤❤❤

dzalian dzalian didi madloba

nebula
საინტერესო ისტორიაა... და იმ ქალს ვიცნობ, ძალიან ახლოს :) შენც ბევრი დეტალი გცოდნია მასზე და ბევრ რამეს დაკვირვებიხარ... ვინ ხარ ნეტა? :):):)

მე ვარ, ვინცა ვარ :დდდ უკაცრავად, ვინ ქალზეა საუბარი?

 



№20 სტუმარი ნებულა

ქალი, რომელსაც მირანდა ისე გავს, შეუძლებელია ვინმეში აგერიოს :)

 



№21 სტუმარი ენ ჯეინინ

ნებულა
ქალი, რომელსაც მირანდა ისე გავს, შეუძლებელია ვინმეში აგერიოს :)

vinmes tu realuradac miriani hyavs sayvareli, shvili naxa momavlidan, yvavilebis magazia aqvs, obolia, bidzam gazarda, magis daqals natali hqvia da vigacas gatacebuli hyavda bidzamisze shurisdziebistvis, mashin gamacanit, martla miranda yopila

 



№22  offline მოდერი D-roni

გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ , საშინლად გაბრაზებული !
რა უბედურებაა ეს ? როცა შემოვდივარ შენს პრიფილზე და მოდერი აწერია შენს სტატუსს იმის მაგივრად , რომ ახალბედა მწერალი კი არა უკვე სტაჟიანი მწერალი გეწეროს რიგითი მოდერის სტატუსით ბრძანდები ! გაცოფებული ვარ , გაცობული !
ეს ერთი ახლა მეორე , ჩემს თავზე ხომ ვარ და ვარ გამწარებული ეს რომ არ მქონია წაკითხული და არ ვიცნობდი შენს შემოქმედებას !
აი თურმე რატომ გაიძახის ყველა შენს სახელს ჯგუფში !
მადლობა ღმერთს , რომ დალინკვა გთხოვე და წაგიკითხე თორემ კიდევ რამდენ ხანს ვიჯდებოდი ჭურში ვინ იცის !
ყველაფერი , რომ უნიკალურია ისე წერ !
ფანტაზია , წერის მანერა , პოზიტივი , იუმორი , სტრესი , დეპრესია ... ყველაფერი თავის ნორმაში გაქვს დაწერილ .
ეროტიკა პორნოსავით არ გაქვს გადმოტანილი და იმის მაგივრად ვულგარულად იკითხებოდეს კი არ გაღიზიანებს პირიქით !
მოკლედ ახლა ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვეღარ ვწერ ...
ერთადერთი ის იცოდე რომ უნიკალური ხარ და ამიერიდან შენი "ფანი" ვარ ! ❤️

 



№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

D-roni
გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ , საშინლად გაბრაზებული !
რა უბედურებაა ეს ? როცა შემოვდივარ შენს პრიფილზე და მოდერი აწერია შენს სტატუსს იმის მაგივრად , რომ ახალბედა მწერალი კი არა უკვე სტაჟიანი მწერალი გეწეროს რიგითი მოდერის სტატუსით ბრძანდები ! გაცოფებული ვარ , გაცობული !
ეს ერთი ახლა მეორე , ჩემს თავზე ხომ ვარ და ვარ გამწარებული ეს რომ არ მქონია წაკითხული და არ ვიცნობდი შენს შემოქმედებას !
აი თურმე რატომ გაიძახის ყველა შენს სახელს ჯგუფში !
მადლობა ღმერთს , რომ დალინკვა გთხოვე და წაგიკითხე თორემ კიდევ რამდენ ხანს ვიჯდებოდი ჭურში ვინ იცის !
ყველაფერი , რომ უნიკალურია ისე წერ !
ფანტაზია , წერის მანერა , პოზიტივი , იუმორი , სტრესი , დეპრესია ... ყველაფერი თავის ნორმაში გაქვს დაწერილ .
ეროტიკა პორნოსავით არ გაქვს გადმოტანილი და იმის მაგივრად ვულგარულად იკითხებოდეს კი არ გაღიზიანებს პირიქით !
მოკლედ ახლა ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვეღარ ვწერ ...
ერთადერთი ის იცოდე რომ უნიკალური ხარ და ამიერიდან შენი "ფანი" ვარ ! ❤️

ღმერთო ჩემო :დდ
თავიდან რო დავიწყე ამ კომენტარის კითხვა, ოდნავ შევცბ, რადგან აღშფოთებული ვარო, გეწერა.
მერე ისე აგდამეფინა სახეზე ღიმილი, რომ მთელი დამღლელი დღის სტრესი შენმა სიტყვებმა მომიხსნა <3
ღმერთო, რა სასიამოვნოა, როცა გულწრფელად მოსწონხარ ვინმეს. გამაბედნიერე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent