შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

განაჩენი 7თავი


14-09-2017, 16:27
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 565

განაჩენი 7თავი

მათეს წასვლის შემდეგ ოთახიდან დანიელი გამოვიდა და ხელში ამიყვანა. ჩემს ოთახში გამიყვანა და საწოლზე დამაწვინა, ტირილში მალევე ჩამეძინა. არვიცი დანიელი როდის წავიდა, დილით თვალები რომ გავახილე იქ აღარ დამხვდა, ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი, ჯაკუზი ავავსე და შიგ ჩავწექი.
ნეტა რა მოხდება შემდეგში? იქნებ დანიელი მართალია და მკურნალობამ მიშველოს? იქნებ არმიშველოს? ღმერთო ვერფერი გავიგე, რომ დავნებდე და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო, ჩემის სიმწრით ნაშოვნ ბედნიერებაზე უარი უნდა ვთქვა. ჩემს მართას ესე ვერ გავიმეტებ, როგორ გავწირო ტანჯვისთვის. არ მივცემ ჩემს თავს დანებების უფლებას, მე ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ეხლაც ვიბრძოლებ. მაგრამ რომ არ გამომივიდეს?
მამა ყოველთვის მეუბნებოდა " ცხოვრება ომია შვილო და ჩვენ ამ ომში  ჯარისკაცები ვართო" მართალია ჩემი ცხოვრება ომია. მიწევს სულ ვიბრძოლო, ხან ცხოვრებას ვეომები, ხანაც ადამიანებს, ზოგჯერ ჩემს თავთანაც მიწევს ბრძოლა.
ფიქრებიდან წყლის გაციებას გამოვყავარ, ტილო  შემოვიხვიე და თმის მშრალებოთ გავედი ჩემს ოთახში.
შავი კლასიკური შარვალი და იმავე ფერის როლინგი ჩავიცვი, ფეხზე შუზები ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი თან ჩემი ტელეფონიც წავიყოლე.
 ნახევრად ცხელ ყავას ვსვავდი როდესაც ტელეფონი აწკრიალდა მამა მირეკავდა.
- ნატალი შვილო როგორ ხარ? მესმის მამის თბილი ხმა.
- კარგად ვარ მა, შენ როგორ ხარ? თბილად ჩავძახე მეც.
- რატომ დამიმალე ნატალი? ხმის ტონალობა შეეცვალა მას.
- რა მა? ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა.
- შენი დაავადების შესახებ.
- შენ საიდან გაიგე?
- დაგავიწყდა არა ვინ ვარ მე? წყენით მეუბნება ის.
- ეგ სულ ამომივარდა თავიდან.
- დღეს ჩემთან გელოდები კაბინეტში. გაბრაზებული ამბობს ის და ტელეფონს მითიშავს. სულ არ გამხსენებია მამაჩემი ექიმი რომ არის, მეგონა მისი კოლეგები არაფერს ეტყოდნენ თუმცა შევცდი. რა დებილი ხარ ნატალი? ჩემს თავს ვეუბნები და სახლს ვტოვებ, ჩემს მანქანაში ვთავსდები და გეზს მამას საავადმყოფოსკენ ვიღებ.
- მობრძანდით ქალბატონო ნატალი, ბატონი გია გელოდებათ. მიმღებში მამაჩემი დამხმატე ექთანი მხვდება და მამის კაბინეტისკენ მივყავარ.
- გმადლობთ. თბილად ვუღიმი ქალს და კაბინეტში შევდივარ.
- მობრძანდი. გაბრაზებული ამბობს მამა.
- კარგი რა მა, მეც გუშინ გავიგე უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა. თავდახრილი ვამბობ მე და ჩემს მამიკოს ვკოცნი.
- ყოველთვის იცი როგორ უნდა გამოისყიდო დანაშაული. მიღიმის კაცი და მეხვევა.
- მიყვარხარ მა.
- მეც ჩემო პატარავ. იქვე სავარძელში ვჯდები და ველოდები მამის დარიგებებს.
- მოკლედ დღეიდან ყველა საჭირო გამოკვლევას ჩაიტარებ, არანაირი არმინდა. პირო სათქმელად დავაღე თუმცა მალევე მომაკეტინა. - ერთ კვირაში კი ქიმიო თერაპიას დაიწყებ, რამოდენიმე კურსი დაგჭირდება. მე გავაკონტროლებ შენს მკურნალობას, ხო კიდევ ყოველ დეტალს მე შევათანხმებ იცოდე ნატალი შენი დამწყვრევა, ან დაბმა რომ დამჭირდეს გავაკეთებ. სათქმელი დაამთავრა და სავარძელს მიეყრდნო.
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ხო? პატარა დეტალს ვეჭიდებოდი მე.
- ნატალი შენს შვილზე საერთოდ არ ფიქრობ? შენ წარმოგიდგენია ამით მას როგორ ავნებ? ან დედაშენი ქალს ცოცხლად მოკლავ შვილო, ძალიან გთხოვ იბრძოლე ცხოვრებისთვის, იბრძოლი იმისთვის რომ ბედნიერი იყვე შვილო. ყველაფერს თავი დაანებე არ გინდა ბედნიერება შენც იგრძნო? ნაღვლიანად მეუბნება მამა.
- გპირდები ვიბრძოლებ მა. მამას ვეხვევი და მის კაბინეტს ვტოვედ, დღეისთვის ყველა საჭირო ანალიზები ამიღეს ასევე ტომოგრაფია გამიკეთეს და გეზი მშობლების სახლისკენ ავიღე. ყველანი სახლში დამხვდნენ, მარია და ტატოც აქ იყო. ყველა მისაღებში შევკრიბე სალაპარაკოდ დრო იყო მათთვის სიმართლე მეთქვა.
- მოკლედ კარგად იცით მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ მიყვარს, ოღონდ დამპირდით რომ ტირილს გოდებას და კივილს არ გამაგებიებთ. მათი თანხმობის შემდეგ საუბარი გავაგრძელე. - გუშინ გავიგე რომ მწვავე ლეიკემია მაქვს, არ მინდოდა თქვენთვის ამის თქმა, მაგრამ მამა ყველაფერს გეტყოდათ და სჯობს ჩემგან გაიგოთ. დანებებას ვაპირებდი, უკვე ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე თუმცა, გიამ ამის უფლება არ მომცა. მან დამანახა რომ სჯობს ვიბრძოლო, მე ყველაფერს შევძლებ. ვერ დავუშვებ რომ მართა დედის გარეშე გაიზარდოს, ჩემო პატარავ მე ვიბრძოლებ შენთვის. ვინძოლებ იმისთვის რომ შენ სულ ჩემს გვერსით იყვე, არავის და არაფერს მივცემ უფლებას ისევ დაგვაშორონ. თქვენი გევრდში დგომის იმედი მაქვს. ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ, ისევე როგორც ადრე ამასაც გავუძლებთ. მონოლოგი დავასრულე და იქ მყოფებს თვალი მოვავლე, ყველანი განადგურებულები მიყურებდნენ, დედა თვალცრემლიანი მომჩერებოდა, მართა უკვე ხმით ტიროდა.
- ხომ ვთქვი არა ტირილი არ დამანახოთ თქო? გაბრაზებული ვამბობ მე და მართას გულში ვიკრავ. - დედიკო შენთვის იბრძოლებს საყვარელო.
თბილად ვეხვევი ჩემს შვილს და ცრემლებს ვწმენდ. - არ იტირო კარგი?
- კარგი. თავს მიკრავს ის.
- აბა ჰე მაჭამეთ რამე. სიცილით ვამბობ მე და სამზარეულოში გავდივარ, მალევე სუფრასთან ყველა შეიკრიბა. მე ჩემს საყვარელ აჯაფსანდალს მივირთმევდი.
- მკურნალობას როდიდან იწყებ? მეკითხება გუკა და თან წვენს სვამს.
- ერთ კვირაში ქიმიოს ვიწყებ. ხალისით ვამბობ მე.
- მხოლოდ იმპირობით არ ვიტყვი რამეს თუ ჩვენთან იცხოვრებთ. კატეგორიული ტონით ამბობს ქალბატონი ტკაჩენკო, ვიცოდი მასთან კამათს აზრი არ ქონდა ამიტომ დავთანხმდი.
- კარგი ჰო, ვიცხოვრებთ აქ. ღიმილით ვეუბნები დედას და წვენს ვსვავ.
- აბა გვრიტებო თავს როგორ გრძნობთ? ვეუბენბი ახალ დაქორწინებულებს.
- იცით რაღაცის თქმა გვინდოდა მაგრამ, ვერ მოვახერხეთ თქმა. ბედნიერი ამბობს მარია.
- რახდება? ინტერესით ამბობს მართა.
- ორსულად ვარ. გახარებული ამბობს მარია.
- ძაან მაგარია. დას და სიძეს ვეხვევი მე, ჩემს შემდეგ ყველანი ეხვევიან და ულოცავენ. ამდენი ტკივილის შემდეგ ბედნიერებამ შემოანათა ჩვენს ოჯახში.
გვიანი იყო ჩემს ოთახში რომ ავედი, ძალა გამოცლილი დავემხე საწოლზე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
დილოთ ადრიანად გამეღვიძა, დილოდ პროცედურებს მალევე მოვტჩი და ქვემოთ ჩავედი. მისაღებში მდივანზე მოკალათებული მამა დამხვდა, თბილად მივესალმე და სამზარეულოში შევედი.
- დილამშვიდობის, ყავა გამიმზადე რა დე. მუდარით ვეუბნები დედას და იქვე ჩამოვჯექი.
- ყავა შენთვის არ შეიძლება. მესმის მამის ხმა.
- აი შენ ჩაი. ჩაის ფინჯანს წინ მიდებს დედა, ისე რომ ჩემს წუწუმს ყურადღებას არ აქცევს.
- მართა სადა დე? ვეკითხები სამზარეულოში მოფუსფუსე დედას.
- გუკამ წაიყვანა სკოლაში. ჩემკენ არც ბრუნდება ისე მეუბნება დედა.
- ნატალი შვილო რამე ხომ არ დაგავიწყდა? ინტერესით მეკითხება სამზარეულოს კართან მდგომი მამა.
- წამლები ჯერ ამ მოგიცია და სხვა რა დამავიწყდა? დაბნეული ვეუბნები მე, ის კი თვალებით დედაჩემისკენ მითითებს.
- ღმერთო რა იდიოტი ვარ.  დღეს ხომ დედაჩემის დაბადებისდღეა, - გილოცავ დე, მაპატიე ამ პრობლემების გადამკიდე ყველაფერი დამავიწყდა. უკნიდან ვეკვრი დედას და მის ვადის სურნელს მთლიანად ვისრუტავ.
- არაუშავს საყვარელო. თბილად მიღიმის ის.
- საჩუქარს საღამოს მოვცემ. ჩემს ადგილს ვუბრუნდები და ისე ვეუბნები.
- ჩემი საჩუქარი შენი კარგად ყოფნა იქნება საყვარელო. ცრემლიანი თვალებით მეუბნება დედა.
- კარგად ვიქნები დე. იმედიანად ვეუბნები მე და ტელეფონს დავწვდი რომელიც იმ წუთას აწკრიალდა.
- გისმენ დანიელ?
- როგორ ხარ ნატალი? ბოხი ხმკსთ მეუბნება ის, როგორც ჩანს ეხლა გაიღვიძა.
- კარგად ვარ შენ? ბედნიერი ვიღიმი მე ვითონ დაინახავდა, ჩემს თავზე მეცინება.
- კარგად ვარ. გუშინ შენთან მოვესი თუმცა კარი არ გამიღე, ხომ მშვიდობა?
- კი, კი უბრალოდ მშობლებთან გადმოვედი, მამამ ყველაფერი გაიგო და.
- აჰა გასაგებია, დღეს თუ შეიძლება გინახულებ? თან მართაც მომენატრა. ინტერესით მეკითხება ის და ჩემი პასუხის მოლოდინში ისუსება.
- იცი დღეს დედაჩემის იუბილეა. დაბნეული ვამბობ მე.
- კარგი თუ ეგრეა არ შეგაწუხებ. გულდაწყვეტილი მომეჩვენა მისი ხმა.
- არა არ შეგვაწუხებ, დედას ძალიან გაუხარდება მისამართს მოგწერ და საღამოს გელოდები. ისე რომ მის პასუხს არ ველოდები ტელეფონს ვთიშავ, მისამართ ვწერ და ჩაის სმას ვაგრძელებ.
- ვინ იყო? ინტერესიანი თვალებით მაჩერდებიან მშობლები.
- მართას მეგობარი რომა ელენე ხომ იცით? თანხმობის ნიშნად თავს მიკრავ ორივე. - ელენეს ბიძაა დანიელი, მართამ გამაცნო ბათუმში. დღეს მოვა აქ და გაგაცნობთ. სათქმელი დავასრულე და ჩაის სმა განვაგრძე.
- გიყვარს.
- მოგწონს. ერთდროულად ამბობენ ისინი და მე ჩაი სასულეში გადამცდა.
- რა მიყვარს, რა მომწონს გაგიჟდით. ხველებით ვამბობ მე.
- აბა რატომ დაპატიჟე? თან როგორც კი მისი ხმა გაიგე თვალები აგიციმციმდა. ჯაშუშივით მეუბნება დედა.
- კარგი რა დედა, კარგი ჰო მომწონს. მისი დაქაჩულო თვალების დანახვისას სიმართლის თქმა ვამჯობინე.
- ეგრეც ვიცოდი. ტაშს უკრავს დედა და სიხარულით ხტუნავს.
- მიხარია რომ ვიღააც მაინც მოგეწონა, ეხლა უკვე საკმაო მიზეზი გაქვს იმისა რომ იბრძოლო. შუბლზე მკოცნის მამა და სამზარეულოს ტოვებს, დედაჩემი კი ბედნიერი აგრძელებს ხახვის ჭრას.
არ მეგონა ესე თუ გაუხარდებოდათ მათ ჩემი ამბავი, არასოდეს არ ვუმალავდი მშობლებს ჩემს პირადს. დედ მამამ ყოველთვის იცოდნენ რა ხდებოდა ჩემს გულში, მამა ყოველთვის ჩემი მესაიდუმლე იყო, ინგა ცოტა მკაცრი იყო მაგრამ არც მას ვუმალავდი ხოლმე რამეს. ბედნიერი ვიყავი რადგან ესეთი კარგი ოჯახი მყავდა. ჩაის სმა დავასრულე მშობლებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი. თავიდან სალონში წავედი რადგან ქიმიო თერაპიის შემდეგ თმა დამცვივდებოდა, ჩემს სტილისტთან მივედი და წელამდე თმის შეჭრა გადავწყვიტე.
- გინდა შენი თმა გავყიდოთ? მეუბნება ჩემი სტილისტი როდესაც თმა შევიჭერი.
- არა მინდა ამ თმით სიმსინვნით დაავადებულებს პარიკები გაუკეთონ. ღიმილით ვეუბნები აკოს და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. ძალიან მომიხდა წინ ცოტა გრძელი და უკან სულ მოკლე თმა, ვიცი სულ მალე არც ეს არ მექნება მაგრამ დროებით არაუშავს. დედასთვის ულამაზესი საზაფხულო ვარდისფერი სარაფანი შევარჩიე, ეს ფერი ძალიან უყვარს მას. ასევე მისი შესაფერისი ულამაზესი ყელსაბამი. დღეისთვის კი ძალიან ლამაზი თეთრი შავ ზოლებიანი პერანგი შევარჩიე, ყველაფერი ეს ლამაზად შევაფუთინე თანხა გადავიხადე და მაღაზია დავტოვე. შემდეგ კი საკონდიტროსკენ წავედი, თეთრი ხოკოლადის დიდი ტორტი ავირჩიე რომელიც ლამაზად იყო მორთული,  მარჯვენა მხარეს მთლიანად დიდი ხე ეხატა თავისი ლამაზი ვარდისფერი ფოფლებით. ტოტრტი შევაფუთინე და სახლში წავედი. უკვე ექვსი საათი მოსულა, იმდენი ვიბოდიალე დრო მალე გავიდა.
სახლში შესული ტორტი პირდაპირ მაცივარში შევინახე, დედას კი თავისი საჩუქრები მივაწოდე. ყველაფერი ძალიან მოეწონა, ერთ საათში ყველანი გაწყობილ სუფრას მივუსხედით. პატარა ბავშვივით ვსქმუტავდი დანიელოს მოლოდინში, მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მე გავაღებ. ფეხზე წამოვხტი მე და კარის გასაღებად წავედი, სადაც ყურებამდე გაღიმებული დანიელი დამხვდა,ხელში  დიდი ვარდების თაიგულთან ეჭირა.
- შემოდი. გადამკოცნა და შემდეგ მისაღებში შევედით.
- დანიელ. ფეხზე წამოხტა მართა და დანიელს გადაეხვია. შემდეგ ყველას წარუდგინა ვინ იყო დანიელი.
- გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ. დედას გადაეხვია და თაიგული მიაწოდა.
- დიდი მადლობა. თბილად უღიმის დედა და დანიელი ჩემს გვერდით ჯდება.
- აბა რას დალევ? ღვინო, არაყი თუ ვისკი?  კითხულობს გუკა.
- ღვინო. ისიც მევე პასუხობს.
მალევე შეეჩვია დანიელი ჩვენს ოჯახს, ჩემებმაც მალევე მიიღეს ისე როგორც ოჯახის ახალი წევრი.
მარიამ კითხვები დააყარა დანიელს ყველაფერი აინტერესებდა, ბოლოს კი რაღაც უაზრობა დაახეთქა.
- როდის აპირებთ შეუღლებას? სიცილით ამბობს მარია, მე წვენის ჭიქა ხელოდან გამივარდა, დანიელს კი წყალი გადაცდა და ხველება აუტყდა. მარია კი ნიშნის მოვებით მიყურებდა.
- როგორი იყო ნატალი შენრომ კითხვები დააყარე ტატოს, შემდეგ კი ეგ კითხვა დაგვისვი. სიცილით მეუბნება ის.
- რა იდიოტი ხარ რა, შეუღლება არა ისა კიდო. პირუტყვი კი არ ვარ უღელში თავი რომ გავყო. ბღვერით ვეუბნები მე.
- ნატალი მოიხსენი ეგ კეპი. სიტუაცის განსამუხტად ამბობს დედა თან თვალებს მიქაჩავს რომ გავჩუმებულიყავი. კეპის მოხსნა და დედის კივილი ერთი იყო.
- რაუქენი გოგო თმებს?
- თერაპიიე შემდეგ ისედაც გამცვივდებოდა და ჯობდა აქედანვე შევჩვეოდი. ჩამაქრალი ხმი ვამბობ მე.
- მე ძალიან მომწონს. ამბობს მართა და მას მხარს მარიაც უბამს.
- მეც მინდა ეგრე. ამბობს მარია.
- მეც. ეხლა მართამ წამოიყვირა, ვიცოდი ამ ყველაფერს ჩემსგამო აკეთებდნენ და გულში სითბო ჩამეღვარა.
საღამოს გვიან დავიშალეთ, დანიელს დავემშვიდობე და ტელევიზორის პირდაპირ მდგომ მდივანზე წამოვწექი, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ზემოთ ასვლის თავი არ მქონდა.
- მამა, გუკა მე აქ ვიძინებ შემდეგ რომელიმემ ზემოთ ამიყვანეთ. ვყვირი ხმამაღლა და თვალებს ვხუჭავ, ძილბურანში წასულს ვიგრძენი როგორ  ამიყვანა ხელში გუკამ და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა.
- ტკბილო ძილი პრიცესავ, ძალიან მიყვარხარ ნატ. მესმის გუკას ხმა მერე შუბლზე ტუჩების შეხებას ვგრძნობ და ვითიშები.скачать dle 11.3




№1 სტუმარი ლალა

გაგრძელება არ იქნება?

 



№2  offline წევრი Gogona rmigraciidan

ლალა
გაგრძელება არ იქნება?

კი იქნებააა მალე ავტვირთავ

 



№3 სტუმარი magda

იმედი გამიცრუვდა, არაფრისმთქმეი ტავი იყო unamused

 



№4  offline წევრი Gogona rmigraciidan

magda
იმედი გამიცრუვდა, არაფრისმთქმეი ტავი იყო unamused

ბოდიში იმედები რომ გაგიცრუე

 



№5 სტუმარი Guest nutsa-mariam darbaidze

აუ მალე დადე შემდეგი რა <3

 



№6  offline წევრი Gogona rmigraciidan

Guest nutsa-mariam darbaidze
აუ მალე დადე შემდეგი რა <3

დღეს ავტვირთავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent