შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

თეთრი პლუმერია (თავი 2)


14-09-2017, 20:10
ავტორი თუკა
ნანახია 2 621

თეთრი პლუმერია (თავი  2)

ლამის თენდებოდა.. განადგურებული შევიდა სახლში ალექსანდრე..
საშინელმა გამეფებულმა სიჩუმემ უფრო მეტად გაამძაფრა მისი სევდა, ერთიანად გამოეცალა ძალა და მააგიდის კიდეს დაეყრდნო თავის შესაკავებლად. ვერაფრით წარმოიდგენდა , რომ ასეთი მტკივნეული იქნებოდა რეალობის მოსმენა. თითქოს ეჭვი ჰქონდა რომ მისი დის ამბავშვი რაღაც წესრიგში ვერ იყო, მაგრამ ასეთ ტყუილს არ ელოდა ოჯახისაგან ლექსო..
ახლა როგორმე უნდა დამშვიდებულიყო, როგორმე უნდა მიეღწია სამიართლის გზისათვის. გზაჯვარედინზე იდგა და არ იცოდა ბედი საით რომელ მხარეს წაიყვანდა. თუმცა მისთვის სულ ერთი იყ, მთავარი ახლა სიმართლის გაგება და კვანძს გახსნა იყო..
ძალა მოიკრიბა,წელში გასწორდა ,,თბილი თითები თმებშ შეურია და გაისწორაა.. ცივი წყლით მოამარაგა სხეული და თითქოს გონს მოეგო, თვალებში გამოიხედა; სკამზე ჩამოჯდა და სივრცეს გაუსწორა თვალი. ვერაფრით ხსნიდა რატომ გააშვილეს ბავშვი რომელსაც ჰუავდა მამა , ძმა და ოჯახი. ვერ უშვებდა ლექსო რომ მამამისს ამის გაკეთება შეეძლო, შვილის გულიდან ასე გაგლეჯვა .
- რატომ არ გძინავს?- მამის ხმაზე ფეხზე წამოდგა ლექსო და თვალებში ჩააშტერდა. მოხდა რამე? არ მომწონხარ შვილო. სკამზე უკან დააბრუნა და გვერდით მდგარ სკამზე თავად მიუჯდა შვილს.
- არაფერი, დავიღალე მამა. დიდი შეკვეთა მივიღეთ ერთ-ერთი რესტორნიდან , ვანო კიდევ მუშაობს პიარზე რომ ზაღვარგარეთ გავიდეთ ისევ ბაზარზე. შენ რატომ არ გძინავს?
- ვერაფრით დავიძინე, არ ვიცი. ძილი ვერ გავიხშირე. ალექსანდრე რამდენს ეწევი მხოლოდ ახლა შენიშნა ლევანმა სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე.
- ფიქრმა შემიტყუა და ვერ შევნიშნე..
- რამ დააფიქრა ასე ჩემი ვაჟკაცი რომ მთელ კოლოფ სიგარეტს გაავლო მუსრი?
- დედაზე ვფიქობდი.საირმეში შენმა წარმოთქულმა სიტყვებმა დედა ისე ძალიან მომანატრა..
- მეც მენტრება ლექსო. მეც ძალიან მენატრება სალომე. ეს სიცარიელე მისი წასვლის მერე ვერაფრით ამოვივსე..
- მაგრამ ამას არასოდეს იმჩნევ მამა, თუ ასე გენატრება და ასე განიცდი უმისოდ ყოფნას
- ლექსო.. ლექსოო - მხარზე ხელი მაგრად დაკრა შვილს და გაუღიმა, ის წარსულია. არ დაბრუნებდა, რომ ვიცოდეთ რომ სადმე სხვა ქვეყანაშია და იმედი იყოს მესმის, მაგრამ გარდაიცვალა, სხვა სასუფეველი დაიმკვიდრა შვილო, რა დაგვრჩენია..
- მას ძალიან ვუყვარდით მამა , სამივე ვუყვარდით - გადაჭრით უთხრა და თვალებში ჩაშტერდა..
- სამივე? ერთიანად დაიბნა ლევანი და ლექსოს წყლის ჭიქას ხელი წაატანა..
- ხო, მე შენ და ანისია.. სამივე მამა..
- ხო ანისია - დედაშენს ყველა უყვარდა შვილო, ის ისეთი იყო, ძალიან კეთილი და მზრუნველი. უყვარდა ადამიანების დახმარება.. საცრად ერთგული ადამიანი იყო....როგორ ძალიან უყვარდა თავის სამყაროში ყოფნა, ყვავილების მოვნა მერე მათი ხატვა. ასე მეგონა იმ სამყაროში ჩვენი ადგილი არ გააჩნდა ქალბატონ სალომეს..
- ძალიან მენატრება დედა.. რომ შემეძლოს ჩემს წილ სიცოცხლეს გავუყოფდი და მასთან ერთად ვიქნებოდი ახლა. რომ მცოდნოდა რომ ასე მოხდებოდა, გვერდიდად არ მოვშორდებოდი..
- რას ბოდავ შვილო. მშობლები იმისთვის არიან და შვილებზე ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ეს რომ გვცოდნოდა ლექსო , ყველაფერს შევცვლდით , მაგრამ მაშინ ცხოვრება რაღა იქნებოდა....
- ადრე წავიდნენ ოღონდ ასე ძალიან ადრე არა.. - წამოდი დავიძინოთ გვიანია. ფეხზე წამოდგა ლექსო და კიბეებისაკენ მიმავალ მამამის გახედა..
არ მოსწონდა ლევანის ეს გამყინავი სიტყვები...
არ მოსწონდა როგორ არ ეცვლებოდა ემოცია როცა სალომეზე ლაპარაკობდა..
მისი მზერა და შუშის თვალები რაღაცას მალავდა. რაღაცას ისეთს რისიც ყველაზე ძალიან ეშინოდა ლევანს..
**

ცხრა საათზე უკვე სამსახურში იყო ლექსო. გამოხსნილ ფანჯარაში სივრცეს გაყურებდა, ხელებში ცხელი ყავის ფინჯანი მოექცია და სახეზე ეტყობოდა რომ ფიქრობდა..
ხანდახან ეგონა რომ სასოწარკვეთაში ჩავარდებოდა და არავინ ეგოლებოდა ვინც ხელს შეაშველებდა, ვინც დაეხმარებოდა წამოდგომაში და დაანახებდა რომ ცხოვრება ჯერ კიდევ ლამაზია..
ფიქრებიდან ვანოს და ნიკას ხორხოცმა გამოიყვანა და ბედნიერ მეგობრებს გაუღიმა..
- მართლა პირველი ხარ, ოღონდ უხასიათობაში - სიცილით მიაძახა ვანომ და ლექსოს გულიანად გაეღიმა..
- ოხ ივანე, მარტო შენ შეგიძლია ასე გულიანად გამაცინო- რამ გაგამხიარულათ ასე ადრიანად?
- ბიჭო, რა ხდება ახლა, მაშინვე დასერიოზულდა ვანო და ყავის ფინჯანი ხელიდან გააცალა..
- ვსვამდი , მე ამას ვანო !- გაბრაზება ვერ დამალა ლექსომ და წელში გასწორდა.
- ახლა მე დავლევ და შენ უთხარი შენს კუსკუსა მდივანს მოგიტანოს კიდევ ერთი , იმიტომ რომ პრობლემა გვაქვს..
- რა პრობლემა? რა ხდება? - ნიკას გახედა და კაბინეტში შესულ ნუცას მიესალმა.. არ თქვა რომ შენც პრობლემა გაქვს ნუცა..
- დაახლოვებით ბატონო ლექსო.. ჩვენი დამხმარე წავიდა.. დროში ვერ ვეტევი... ნატალის რომ ვუთხარი მითხრა არ მცალიაო, ეს ჩემი მოვალეობა არააო, ხო მაგისი მოვალეობა ხომ მარტო ყავის მოტანაა .
- ანუ გამოდის რომ?
- აუუუ , ნუცა რა. რანაირად ხსნი ხოლმე. მოკლედ ერთი ან ორი მოხალისე რომ ავიყვანოთ, ვინც დაგვეხმარება სექტემბრამდე ლექსო- საბუთების გაგზავნაში. დაწერაში, მოწესრიგებაში. გაგყვება მოლაპარაკებების დროს და მერე ამას დააგეგმარებს.
- ხო მაგრამ ვინ უნდა ავიყვანოთ ? კონტრაქტი როგორ გავუფორმოთ ადამიანს ნიკო რამოდენიმე თვით..
- მისმინე მე არ გელაპარაკები კვალიფიციურ ადამიანებზე. სტუდენტები ავიყვანოთ ან ასეთი რა ...
- არა რა, მე რომ არ გყავდეთ არ ვიცი - ფეხზე წამოდგა ვანო და ლექსოს წინ დაუდგა- აგერ თეკლა და მისი დაქალი ავიყვანოთ. მოცლილები არიან, დრო აქვთ ოხრად ,დაგვეხმარებიან...
- არ არსებობს !- გადაჭრით თქვა ნუცამ და ლექსოს გახედა. ბატონო ლექსო თუ გინდათ რომ ცოცხალი გადარჩეთ და ოფისიც მთლიანი გქონდეთ ჩემს დას და ანას შეეშვით.
- მორჩი ახლა, ხალისიანი გოგოა და გშურს- ვალში არ დარჩა ნიკა და ნუცას გაუღიმა. დამშვიდდი, ისეთ ოთახში შევუშვებთ არც ფანჯარა იყოს და არც კარი..- ხოდა რას იზამენ..
- თქვენ როგორც გადაწყვეთს. არ ვიცი მე ვერ ჩავერევი - შერცხვენილმა ჩაილაპარაკა ნუცამ და ლექსოს გახედა..
- თანახმა ვარ, ოღონდ ერთი პირობით წესებს მე ვადგენ და ორივენი იქნებიან ისე როგორც მე ვიტყვი, გადამეტებულ სიცილს, ხარხარს და ცანდაცარს არ ავიტან.
- კარგი რა ლექსოო, ბავშვები არიან...
- თქვენ რამდენი წლის იყავით ვანო მუშაობა რომ დაიწყეთ? - გამომცდელად იკითხა ნუცამ და ვანოს გახედა..
- პატარა, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ნუცა, ასე ოცოს..
- რას ლაპარაკობთ, აბა ესენი ოცდაოთხი წლის ასაკში რატომ არიან ბავშვები? კარგი ანაზე არაფერს ვამბობ, მისი ოჯახი უზრუნვეყოფილია და მაინც მუშაობდა. უბრალოდ შემცირებაში მოყვა, აი ჩემი და? სიცილს მეტს არაფერს აკეთებს..
- ხოდა გავაკეთებინოთ ნუცა. დამშვიდდი !- გადაწყვეტილება მიღებულია. ორივეს სტაჟიორებად ჩავსვამთ შტატში, თავიაანთ წინ ანაზრაურებასაც მიიღებენ და მოტივაცია ექნებათ , რა პრობლემაა- კამათის ხასიათზე ჯერ არ ვარ - ფეხზე წამოდგა ლექსო და ყველას ხელით ანიშნა გადითო..
**
გადაშლილს წიგნს დაყურებდა ანა და მის წინ მოფუსფუსე დედამისს არც კი უსმენდა. უყვარდა ეს სქმიანობა, ბავშობიდან ძალიან უყვარდა კითხვა, მერე გვიან ღამით დაწოლა და ფიქრი სათითაო პერსონაჟზე . დედამისი კი გაუჩერებლად საუბრობდა და ა კონცენტრირებას არ აცდიდა ანას...
- მამა მოვიდა? - მოთმინება დაკარგულმა იკითხა და წიგნი სწრაფად დახურა..
- კი მოვიდა, რა გინდა მამაშენთან?
- საქმე მაქვს, დედა. რა გჭირს, რა მენდომება. შენც გეტყვი და მამასაც.
- ვიცი მე შენი საქმე, ახალი რაიმე გენდომება ...
- არაფერი მსგავსი - გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე ანა და მისაღებში გავიდა...
ბატონი აკაკი გაფაციცებით უსმენდა ახალ ამბებს, ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა. ტელევიზორის გადასართველი ხელში მოექცია და ნერვიულად იქნევდა ტავს.. ჭაღარა შეპარული თმა ისე უხდებოდა, ვერავინ იტყოდა რომ ის სულაც არ იყო „საშუალო „ ასაკის მამაკაცი..
- მამიკოოო - ხმამაღლა დაუძახა ანამ და გვერდიდან მიუჯდა..
- ჩემი ლამაზი გოგო - ხელი მოხვია აკაკიმ შვილს და თავზე აკოცა. რაო მამა, რამე ხომ არ გინდა?
- მინდა , საქმე მაქვს.. რაღაცას გეტყვი..
- აბა დაიწყე, დავილიე ლოდინით - მაშინვე ეტაკა შვილს ქეთინო და წინ ჩამოუჯდა..
- ვაიმე, რა გჭირს დედა დამშვიდდი. რა და მოკლეთდერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ სტაჟიორებად აგვიყვანა მე და თეკლა. აი ნუცა სადაც მუშაობს იქ, დიდი არაფერი მაგრამ გამოცდილებას მივიღებთ და თანაც ჩვეულებრივ გვიხდიან.
- რა კომპანიაა შვილო?- თბილად გახედა აკაკიმ შვილს
- არ ვიცი სახელი მამა, რაღაც ღვინოების მგონი. თუ სწორად მახსოვს.
- ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია, შენ თუ ბედნიერი ხარ და გინდა რომ იმუშაო, იმუშავე მამა..
- აუუ, ძააან მაგარი ხარ . ძაან , ძაან- მიყვარხარ მა- კისერზე პატარა ბავშვივით ჩამოეკიდა ანა მამას და ლოყები დაუკოცნა..
- ხო აბა რა, მამა უნდა გიყვარდეს თორემ დედა ხომ ბრაზიანია..
- შენც მიყვარხარ დედა, რანაირად იცი ხოლმე ეს ლაპარაკები რა.უბრალოდ შენ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ და განიცდი, მამა კიდევ ცდილობს გამიგოს..
- ქეთევან ახლა რატომ კამათობთ, ჩვენი გოგო თუ ბედნიერია საკმარისი არაა ეს? უნდა მუშაობა და იმუშაოს ამით არაფერი შავდება..
- მიხარია.. მიხარიააა- დივლიდან სწრაფად წამოხტა ანა და პატარა ბავშვივიღ მოყვა კუნტრუშს და ხტუნვას...
ანა მისაღებიდან გავიდა თუ არა ქეთინო მაშინვე გვერდით მიუჯდა ქმარს და მუხლზე ხელი ნელა დაადო..
- რა ხდება ? ამჯერად რა არის შენი პრობლემა? - რაც შეეძლო მშვიდად შეხედა ცოლს და სათვალე მოიხსნა..
- აკაკი, ყველაფერს როგორ მარტივად უყურებ, ასე ყველგან რომ უშვებ ანას,რა იცი რა ხდება. მაინც იქნება ცოტა უფრო ფრთხილად ვიყოთ აკაკი მეშინია..
- რა გავაკეთოთ ქეთინო მითხარი, სახლში გამოვკეტოთ? არ გავუშვათ? ამით რას მოვიგებთ ის დიდია შეიგნე ოცდახუთის გახდება მალე, ადგება და თავისით წავა, როგორ მოიქცევი..
- უბრალოდ მეშინია.. და სულ ესაა. ანა ჩემი სიცოცხლეა, ჩემი სულია, მის გარეშე..
- დამშვიდდი და ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება. ძალიან დამღალე, ზუსტად ამას, ამ ერთი და იმავეს ვისმენ რამდენი წელიწადია ქეთინო. სამარისია, გეყოს. ანა ჩვენი შვილია, ჩვენი და მორჩა..
- ვიცი, მაგრამ, რომ ატკინონ გული.. მერე როგორ უნდა მოვიქცეთ.
- რატომ უნდა ატკინონ ადამიანო, ნუ გამასულელე ამხელა კაცი. იმიტომ რომ ვინმემ გული არ ატკინოს აავდგეთ და ზედ მივიბათ? ცხოვრებააა , ეს ცხოვრეებააა ქეთინო.არავინ კვდება ამით, ანა დიდი გოგოა და კარგად იცის როგორ უნდა მოიქცეს დამიჯერე..
- კარგი.. კარგი.. ზუსტად შენი ასლია. ზუსტად! ერთ სიტყვას ვერ ეტყვი იმასაც და შენც ასე ხარ. წავალ ჯობია სადილს მოვამზადებ ..- ცოტა არ იყოს მაინც ანერვიულებული წამოდგა ფეხზე ქეთინო და სამზარეულოსაკენ წავიდა..
**
კაბინეტში მარტო იჯდა ლექსო და ბებიის და დეიდის სიტყვებზე ფიქრობდა. უნდოდა რაიმე ხელმოსაჭიდი აღმოეჩინა. კობაც არ რეკავდა მის ჯიბრზე. ეტყობა ისე ისეთი არაფერი ქონდა გაგებული.. ნერვიულობდა პირველი, როგორმე ბოლო უნდა მოეღო ამ ყველაფრისათის. ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი. შპიონივით ცდილობდა ყველას ლაპარაკი მოესმინა რომ რაიმე არ გამოპარვოდა...
- ბატონო ლექსო შეიძლება? - ღიმილით შევიდა ნუცა და მის უკან მიმდევან თეკლას და ანას დანახვაზე სახეზე ფერი ეცვალა ლექსოს..
- კი ნუცა მოდი... უფრო სწორაფ მოდით , დასხედით..
- გოგოები მოვიყვანე, მე გავალ და თქვენ ისაუბრეთ, მერე თეკლას რაღაც მკაცრად გადაულაპარაკა და კაბინეტიდან გავიდა..
- აბა, როგორ ხართ? მიხარია რომ ამ შემოთავაზებას დასთანხმდით. მაგრამ ახლა რა ხდება. სანამ საქმეს დაიწყებდეთ, ჩემს წესებს გაგაცნობთ. და მინდა ისიც იცოდეთ რომ ძალიან არ მიყვარს წესების დარღვევა და ნურც თქვენ ეცდებით .. მოკლედ ორვე ერთ კაბინეტში იქნებით , არანაირი ზედმეტი სიცილი და ცანცარი. სამსახურში ასეთი რაღაცეები არ მიყვარს და არც მხიბლავს. შენობის გარეთ თქვენი ცხოვრებით ხართ. აქ რამოდენიმე საათი ჩემს კანონებს დასჯერდებით. შუადღეს სადილი, ყავა , წვენი, წყალი მოკლედ ეს ყველაფერი უფასოა. ამიტომ არანაირი პრობლემა არაა. და კიდევ დიდი თხოვნა მექნება არ დააგვიანოთ. ძალიან არ მიყვარს არაპუნქტუალური ხალხი.
- თანახმა ვარ - მოწიწებით წარმოთქვა ანამ და თეკლას გახედა..
- ოხ, რატომ არ იქნები თანახმა, ცირკის მთელი არენა გჭირდება ვინმემ რომ გაგაღიმოს. აბა მე მკითხე სულ რომ ბედნიერი ვარ, სიცოცხლით სავსე და უნდა ვიყო აქ მოსიარულე გვამი..
- თეკლა, ჩემო კარგო შეგიძლია უარი თქვა, ჩვენ ხომ არ გაძალებთ - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.
- არა რას ამბობ, სულ არ გავიცინებ და ამ შანს არ გავუშვებ ხელიდან. თქვენს გვერდით ყოფნაზე უარს არ ვიტყვი..
- თეკლა!! - კბილებში გამწარებულმა გამოსცრა ანამ და ლექსოს დარცხვენილმა ახედა...გაჩუმდი, გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო მეტად..
- გასაგებია, ამ გოგოს გამოსწორება არ იქნება. ხელები გულზე გადაიჯვარედინა ლექსომ და გამომყევითო ანიშნა..
გრძელი დერეფანი ნელა გაიარეს და საკმაოს მოზრდილ ოთახში შეუშვა გოგონები ლექსომ. ორი მაგიდა ერთმანეთის პირისპირ იდგა, ერთი ფანჯრებთან ახლოს მეორე კი კედელთან. ელის სისწრაფით გავარდა თეკლა და კედელთან მდგარ მაგიდაზე ჩანთა დააგდო.
- ეს ჩემია. აქ მე ვიჯდები , პრობლემა ხომ არაა? ქერა თმები უკან გადაიწია და ანას გახედა..
- არანაირი თეკლა. აქეთ მირჩევნია მეც სიმართლე გითხრა..
- ხო ასეც ვიფიქრე, შენ ხომ ფლორა- ფაუნის დედა ხარ. ხოდა იჯექი მანდ ყვევილების დედოფალივით ...
- ეს გოგო მე გამაგიჟებს უეჭველად - სიცილით გადაულაპარაკა ანას თეკლაზე და ოთახიდან გავიდა..
პირველმა დღემ ისე გაიარა ვერც კი მიხვდნენ როგორ მოახლოვდა სახლში წასვლის დრო.. კმაყოფილი და ამავე დროს ბედნიერი გამოვიდა კაბინეტიდან ანა და სიცილით მომავალ თეკლას გაუღიმა... მათ წინ წელში გამართული მოაბიჯებდა ალექსანდრე და გვერდზე მომავალ ვანოს და ნიკას მომდევდნო დღის გეგმას აცნობდა..
- ეს რა ლამაზია - მისდაუნებურად დასცდა ნიკოს და ანას მზერა გაუსწორა...
- ნიკო გაიგებს - მაშინვე მუჯლუგუნი გაკრა ვანომ და ანაზდად გაუღიმა გოგონებს..-საით ლამაზებო? და კარგებო? - უმალ შეეცადა ვანო ნიკოს სიტყვების გამოსწორებას და ალექსანდრეს გაბოროტებული სახის დანახვაც არ გამოპარვია..
- სახლში ბატონო ვანო. დავამთავრეთ და ახლა დასვენების დროა. პირველი დღეა მაინც ..
- რთული იყო რაიმე? თუ დაიღალეთ ? - მშვიდად იკითხა ლექსომ და ანთებულ ტელეფონს დახედა..
- არა რას ამბობთ არაფერი რთული არ ყოფილა. პირველი დღე იყო, ცოტა ვინერვიულე, ცოტა დაძაბული ვიყავი და სულ ესაა.
- მე კიდევ ძალიან კარგად ვარ. ერთი სული მაქვს როდის მოვა ხვალ და კიდევ მოვალ ბატონო ლექსო..
- თეკლა, მორჩი ! მორჩი !- ხომ გითხარი რომ ზედმეტი რაღაცეები არ მიყვარს..
- ამას არ უსმინოთ. ეს ბებერი კაცივით სულ იყეფება, მარტო სამსახური, ბიზნები აკერია პირზე. გაიცინეთ და გაერთეთ, თორემ ეს ისეთია თავისნაირ უჟმურებს გაგხდით - სიცილით აუბა მხარი ნიკო თეკლას და ანას ნაცრისფერ თვალებში დაიკარგა..
- გაგიყვანთ, მოულოდნელად თქვა ლექსომ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო...
- ჩვენც უმანქანოდ ვართ, მგონი დაგავიწყდა- რატომღაც არ ეპიტავა ვანოს გოგონების გაყვანა და ლექსოს გახედა..
- ივანე უკან სამნი დაეტევით ...
- არა, რას ამბობთ ბატონო ლექსო. ჩვენ მაინც ფეხით გვინდოდა გავლა. მართლა მადლობაა.არ მოგაცდენთ .. მადლობა კიდევ ერთხელ..
- მე და შენ ვილაპარაკებთ - დატევით უთხრა ვანომ ლექსოს და ნიკას მხარი გაკრა ფეხი გადმოადგიო..
დაქანცულები შელაგდნენ ეზოში და ბაღში მსხდომთ საღამო მშვიდობისა უსურვეს... ერთი სული ჰქონდა ლექსოს გრილი შხაპის ქვეშ გავარვარებული სხეული გაეგრილებინა.. მაგრამ იცოდა რომ ეს ახლ ყველაზე რთული იქნებოდა..
- ჩემი ბიჭები მოსულან, რატომ დაივიწყეთ გიორგი პაპა, დავბერდი და ახლა აღარ გინდივართ ხომ- სიცილით გაეხუმრა ბიჭებს გიორგი და ფეხზე წამოდგა..
- რას ამბობთ , რა დროს თქვენი დაბერებაა, არც კი იფიქროთ .. პირიქით ისეთ ვიდზე ხართ ნებისმიერ ქალს დააგდებთ ..
- შენ რა ხარ ნიკოლოზ , რა ხარ, ვინც არ გიცნობს ბიჭო. სულ დამეკარგეთ. მოდით აქ დავლიოთ . თამარს ვეტყვი რაიმე გემრიელი გაგვიმზადოს უცებ.
- უარს არ ვიტყვით საუბარში ჩაერია ლექსო და პაპას ხელი მოხვი. მაგრად დავიღალეთ და გვშია. ოღონდ სანამ თქვენ აქ რაღაცეებზე ილაპარაკებთ წავალ ტანზე გამოვიცვლი..
- მიდი , მიდი შვილო . ალერსით უთხრა გიორგიმ და ამაყი მზერა გააყოლა ალექსანდრეს..
გრილმა შხაპმა გამოაფხიზლა. ვერაფრით ხვდებოდა ამ გოგოს სიახლოვე რატომ ანერვიულებდა.. ნუთუ მხოლოდ მისი თვალები და ხელები იყო დამნაშავე იმაში რომ ლექსო მის წინაშე როგორც დანაღმული ველი ისეთი ხდებოდა... წყლის წვეთები სახიდან ხელებით ჩამოიწმინდა და სააბაზანოდან გასულს საწოლზე წამოწოლილი ვანოს დანახვაზე გაეღიმა..
- მე მიცდიდი ფისო? - ირონიულად გაეპასუხა ძმაკაცს და მაისური გადაიცვაა..
- შენ გიცდიდი ფისო, აბა აქ სხვას ვის დავუცდიდი , არც ვანო დარჩა ვალში და ლექსოს გვერდით მიუდგა..
- რა ხდება ვანო? რაღაცის თქმა გინდა..-მაშინვე მიუხვდა ძმაკაცს და მისკენ მიტრიალდა..
- მისმინე, მინდა ხო და არ ვმლავ. მეგონა რომ თეკლა მოგწონდა, იქ საირმის ამბების მერე, მაგრამ ვერაფერს ვხვდები , საკმარისია ანას სახელი ვახსენოთ ან გავხედოთ როგორც ჩაიდანი ისე დუღდები ლექსო, რა ხდება? თუ ეს გოგო მოგწონს გვითხარი და მის სახელს შენს დაუკითხავად არ ვახსენებთ ძმაო..
- რა სირო**ას მელაპარაკები ტო... და რომ მომწონდეს რა გგონია ვიეჭვიანებ შენზე და ნიკოზე? შენ ხომ არ გძმარავს ვანო? ეგეთი რაღაცა მეორედ არ მითხრა. არა თეკლა მომწონს კი, ხალისიანი და საყვარელი გოგოა.
- და ანა? -ანა გიყვარს?
- არა ტოო, არაა. არ მიყვარს- მისმინე, ვერ ვხსნი. რაღაც სხვა განცდა მეუფლება მისი დანხვისას. იმდენად ახლოსაა ჩემს სულთან ვანო. საგურამოში რომ ვიყავით , ისე მელაპარაკა მეგონა რომ ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლო...
- ხო, იქნება ტელეპატია და გაჯადოვებს..
- არა შეგეშალა ჯადოქარია, უბრალოდ ლამაზი და ცოცხი აკლია...
- არაა ლამაზი რასაც აკეთებ. შენ პირველს დაგელაპარაკე ამაზე, მაგრამ ნიკოს ფრაზაზე დღეს აიჭერი, არ მინდა ვინმე თუნდაც ქალი ჩადგეს ჩვენი და ჩვენი მეგობრობის შუაში ლექსო..
- მოეშვი. არ არსებობს ქალი რომელიც ჩემს ძმებს დამაშორებს. შანსი არააა. წამო ჩავიდეთ თორემ ნახე გიორგიმ მაგრად გააშავა ნიკო ცოდოა..- აივნიდან ეზოსკენ გადაახედა და ძმაკაცს ხელი შემოხვია...
ბაღში ისხდნენ და ხვდებოდა რომ მთელი ფიქრები მხოლოდ ანასაკენ მიდიოდა, როგორ უნდოდა თავი დაეღწია ამ გოგოზე ფიქრს მაგრამ ვერ ახერხებდა. მკაცრად გადაწყვიტა მეორე დღიდან მისგან თავი შორს დაეჭირა. როგორმე უნდა მიმხვდარიყო რა სჭირდა, რა აწუხებდა, რა არ აძლევდა მოსვენებას. მთელი დღე და ღამე რატომ უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა და საუბარი. მხოლოდ იმიტომ რომ ისიც ფერმკრთალი იყო და თხელი როგორც დედამისი? ნუთუ ეს იყო მიზეზი ამის.. რაც არ უნდა ყოფილიყო, ხვალიდან ყველაფრის შეცვლას გეგმავდა ალექსანდრე..
**
- დილა მშვიდობისა - თავაზიანად მიესალმა გოგონებს და კაბინეტში შევიდა. უხმოდ გააყოლა თვალი თეკლამ და სახე მოეღრიცა.. როგორ უნდოდა შეყოლოდა და მასთან ერთად სულ რამოდენიმე წუთი გაეტარებინა...
- არ მოდიხარ? - გვერდულად გადახედა დაქალს ანამ და კაბინეტისაკენ დაიძრა, დიდად არ ეპიტნავა ალექსანდრეს ეს ქცევა, მაგრამ უგუნებობას დააბრალა და მაგიდას მიუჯდა...
საღამომდე მოუნდნენ საბუთების დალაგება დანაწილებას. ყველაფერი ისე დაალაგეს როგორც მოითხოვა ალექსანდრემ..
ფეხზე ზანტად წამოდგა და თეკლასთან მივიდა..
- თეკო, არ გინდა ესენი ლექსოს შენ წაუღო? თან ნახავ, დღეს ხომ ვერც ნახე კარგად..
- კი მაგრამ, ეს ხომ შენი საქმე იყო ანა..
- არაუშავს, უთხარი რომ დავიღალე და შენ გამოგატანე, გთხოვ..
- კარგი, მიდი მართლა დალიე ყავა , ფერი არ გადევს..
- მართალი ხარ, კაფეტერიაში შევალ და მოდი მერე..
კარზე სამჯერ დააკაკუნა და ფრთხიად შეხსნა.. სავარძელი კარისაკენ ზურგით ედგა ლექსოს, ტელეფონზე გაცხარებული ლაპარაკობდა.. თეკლაას კაკუნზე შემოტრიალდა, სწრაფად წამოდგა და გაუღიმა..
- ეს ვინ მოსულა? რამ შეგაწუხათ ?- ღიმილითვე გაეპასუხა და დაჯექიო სკამზე მიუთითა..
- საბუთები მოგიტანეთ. ანას რომ დაავალეთ.. ახლა მკითხავთ შენ რატომ მომიტანეო, ანას თუ დავავალეო. დაიღალა, ყავის დასალევად გავუშვი და მე მოგიტანეთ, იმედია არ დავაშავე...
- ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს. დამიჯერე ეს პირველი შემთხვევაა როცა არაფერი დაგიშავებია.. მაშინ ჩვენც დავლიოთ ყავა.. თან ვილაპარაკოთ, ჩვენი ყოველი შეხვედრა კრახით სრულდება, იქნება ახლა მაინც არ დამაზიანო თეკლა ოღონდ..
- კარგით რა, ნუ მახსენებთ, თორემ მრცხვენია, მას მeრე ჩემი და თვალს არ მაშორებს, სულ ჰგონია რომ დაგაზიანებთ..
- შენს დას არ ვიცი მაგრამ მე მგონია - თეკლას მოწყენილი სახის დანახვაზე გულიანად გაეცინა და თვალი ჩაუკრა.. ადექი წამოდი, ყავაზე გეპატიჟები...
- წამოდით, ანაც იქააა..
- არა, მანდ არა, სხვაგან გეპატიჟები.. თუ წინააღმდეგი არ ხარ..
- მეეე? არა რა წინააღმდეგი, უბრალოდ ანას ვეტყვი კარგით? იქ მელოდება..
- უთხარი და დაბლა ჩამოდი სადგომზე ვიქნები. დიდხნას არ მალოდინო იცოდე..
- არა ახლავე- სირბილით გაიქცა კაფეტერიისაკენ და ანასთან სწრაფად მიიჭრა.. ყურშ რაღაც უჩურჩულა ბედნიერმა. მანაც დაქალი კოცნით დააჯილდოვა და დამირეკეო მიაძახა..
თეკლას წინ ყავა და თეფშით ბრაუნი ედგა.. გაცისკროვნებული სახით დაყურებდა ნამცხვარს და ყავის ფინჯანს ატრიალდებდა..თითქოს ელოდა რომ საუბარი ლექსოს უნდა დაეწყო. არ უნდოდა თვითონ მორიგი სისულელე ეთქვა მისთვის..
- რატომ არ ჭამ? არ გიყვარს ბრაუნი? - დაეჭვებულმა ჰკითხა და თეფში ახლოს მიუწია...
- რაღაცას გკითხავთ რა - მოწიწებით დაწყო და თვალი თვალში გაუყარა..
- მკითხე, მიდი. მზად ვარ..
- რატომ წამომიყვანეთ აქ და არა კაფეტერიაში? ანას არიდებთ თავს? ანამაც მე მთხოვა საბუთების მოტანა..
- ანას? საიდან მოიტანე თეკლა? არ მეგონა ჩემი შენთან განმარტოვების სურვილი ასეთ პრობლემას თუ შეგიქმნიდა, მე არასოდეს არავის ვარიდებ თავს. უბრალოდ ასეთი ადამიანი ვარ დისტანციაზე ყოფნა მიყვარს. ახლოს არ მიყვარს ადამაინების მოშვება და სულ ესაა.
- მაგრამ, მე ხომ მომიშვი? აი ახლა, აქ მე და შენ ვართ ლექსო! იქ საირმეშიც მე და შენ ვიყავით.. მერე....
- რა მერე? რაიმე განსაკუთრებულია აქ? კარგი ადამიანი ხარ, მინდოდა შენთან დაახლოვება და უბრალოდ შენთან საუბარი. მაგრამ როგორც ჩანს ქალებს მშვიდად ყოფნა და ცხოვრება არ შეგიძლიათ
- არა , ასე არა. მე უბრალოდ გკითხე არიდებ თუ არა ანას თავს..
- არა-თქო ! - გაბრაზებულმა დაუტია და ნერვიულად შეკრა მუშტები ლექსომ.. თეკლა მისმინე, ეს ჩემი ცხოვრებაა და მასში არავის ვახედებ. მე და შენ არ გვაქვს ის ურთიერთობა ასე იჯდე ჩემს წინ და უტიფრად მეკითხებოდე ვარიდებ თუ არა თავს შენს დაქალს, უფრო სწორად ჩემს თანამშრომელს რომელიც სულ სამჯერ ვნახე!
- ბოდიშს გიხდით - ისევ თქვენობით ფორმაზე დაბრუნდა და ყავა მოსვა..
- ცუდი აზრი იყო, ჩვენი მარტო წამოსვლა აქ. შევცდი. გადაჭრით თქვა და ანგარიშის მოტანა ითხოვა..
ფეხით მიუყვებოდნენ უკვე კარგად ჩამობნელებულ ქუჩას ნიკო და ანა..ბედნიერი სახით ყვებოდა ნიკო თავის ბავშობის წლებზე, ანა კი უსმენდა, მხოლოდ უსმენდა და არაფერს ამბობდა..
- დიდი ხანია ბატონ ალექსანდრეს იცნობთ ? - მოულოდნელად დასმულმა კიტხვამ შეაყოვნა ნიკო და ანას გახედა..
- რაც საკუთარი თავი მახსოვს იქიდან მოყოვებული სულ ვიცნობ.ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. სალომე დეიდა და დედაჩემი კლასელები იყვნენ. დედა ჩემს მშობირაობას გადაყვა. ამიტომ არ ვიცი როგორი იყო, არ მახსოვს ვინ იყო. მაგრამ წარმოიდგინე და საოცრად მიყვარს. სალომე დეიდა სულ მიყვებოდა დედაზე, იმდენად თბილი და კარგი ადამიანი იყო. წარმოიდგინე და ხშირად დედა მეგონა. მე და ლექსოს ერთად გვაწვენდა, ერთად გვბანდა, გვაჭმევდა, არაფრით მანსხვავებდა საკუთარი შვილისაგან.. მერე როდესაც ისიც გარდაიცვალა მეც ლექსოსთან ერთად წამართვა განგებამ მეორეჯერ დედა. ბედის ირონიაა არა? მაგრამ ასეა..
- რა მძიმე ამბავია.. ვიცი , მითხრა ლექსომ რომ დედა არ ჰყავს. ძალიან მეტკინა, იმხელა ტკივილი ჰქონდა თვალებში...
- ხო , ლექსო ძალიან განიცდის ამ ამბავს დღემდე.. ძალიან კარგი ადამიანია ანა ლექსო. შეიძლებ უხეში ჩანდეს არა, არის ხოლმე კიდეც, მაგრამ ძალიან კარგია. საუკეთესო მეგობარია. ჩვენ სამივე მე ლექსო და ვანო განუყრელები ვართ.
- მესმის. არა რას ამბობთ, არც მიფიქრია რომ ცუდი ადამიანია. ყველა თეკლას ნაირი ხალისიანი ვერ იქნება, არც მე ვარ ასეთი.. მეც ჩემი სამყარო მაქვს ..
- ყველას ჩვენ- ჩვენი მინუსები და პლიუსები გვაქვს . ამას არავინ ვუარყობთ. თეკლა ძალიან კარგი გოგოა, მართალია ლექსო ჭკუიდან გადიყვანა საირმეშ მაგრამ გვახალისა.. ბავშურია და ხალისიანი...
- ხო ასეთია.. - უკვე გვიანია სახლში უნდა წავიდე. რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ნიკოს და გაუღიმა..
- წამოდი გაგიყვან, ასე გვიან მარტოს არ გაგიშვებ და არ გვინდა ახლა მადლობა და რაღაცეები...
**
სავახშმოდ ისხდნენ ყველნი ლექსოს გარდა.
ახლა არც უნდოდათ ლექსოს იქ ყოფნა. სავალალო თემაზე უნდოდა დაეწყო საუბარი თამარს... სულ ეშინოდა რომ ადრე თუ გვიან ეს დრე დადგებოდა, მაგრამ არ ეგონა ეს მის სიცოცხლეშივე თუ მოხდებოდა..
- წელში გაიმართა და, ჯერ ქმარს მერე კი შვილს გახედა.. ლექსო ძალიანაა დაინტერესებული დედამისის გარდაცვალებით - პირდაპირ და ომახიანად თქვა.. პირთან მიტანილი ჩანგალი ხელშ გაუშეშდა ლევანს და დედამის გახედა..
- რას ამბობ დედა? საიდან მოიგონე?
- არ მოვიგონე შვილო. იმდღესაც მკითხა რაღაცეები. დედამისის ოთახში ჯდება, არ მომწონს ეს ყველაფერი...
- სისულელეა. იჯდეს რამდენიც უნდა. იმ ოთახში ის ვერაფერს იპოვის, გარდა დედმისის ნაჯღაბნებისა. - ამაყად დაუკრა კვერი ვაჟამ და ცოლს გახედა..
- ეგ ოთახი არაა ის ადგილი, რისიც უნდა გვეშინოდეს თამარა ხომ იცი. ლექსო ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს. მშვიდად იყავი, თუ რამე გკითხოს, მოიგონე, მოუყევი, ეს შენ კარგად გამოგდის დედაჩემო.. ძალიან კარგად. არაერთი ტყუილი თქვი მაშინ თავის დროს, ასე რომ..
- კი, თავის დროს კი ლევან, შვილო- მაგრამ ლექსო აღარაა ექვსი წლის ბავშვი და ზღაპრებს ვერ მოვუყვებით, ეს ხომ კარგად გესმის? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ახლა არ შეიძლება რაიმე შეცდომის დაშვება.
- დედა ნუ ლაპარაკობ ისე თითქოს, ლექოს რაიმეს ამოქექვა შეეძლოს. ყველა ნივთმტკიცება განადგურებულია..
- იმედი მაქვს შვილო რომ ასეა, ვნერვიულობ და მეშინია კიდევაც, ამდენი წელიწადი ლევან, ოცდაოთხი წელიწადი ვმალეთ სიმართლე.. კიდევ მეორე თემაა, ანისია...
- რა ანისია? მოთმინება დაკარგულმა თქვა ლევანმა და გაბრაზებულმა შეხედა დედამისს, როგორც ჩანს დღეს ვერ ვივახშმებ რა.. მიდი თქვი ბოლოს და ბოლოს რა გინდა დედა...
- შვილო, შენ საღად ვერ აზროვნებ მგონი. ან იმ ქალმა სულ გაგაგიჟა..გეუბნები რომ პრობლემა შეიძლბა შეიქმნას ანისიას სახით. ვაიდა სადმე შეხვდეს, ვაიდა გადააწყდეს მერე?
- რანაირად მიხვდება რომ მისი დაა??? ადამიანო ნუ გამაფრენინე...სადააა საერთოდ ეგ ბავშვი? ხო წაიყვანეს აქედან?
- კი წაიყვანეს, მაგრამ იქნება ჩამოვიდნენ, იქნება გაიცნოს. ლევან..
- დედააა, დედაააააა. დავიღალე -ხომ გინდოდა რომ ანისია გამქრალიყო, ხოდა გააქრე, ახლა რა პრეტენზია გაქვს..
- ისე ნუ იქცევი გეგონება ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. შენ რა შემეწინააღმდეგე ერთხელ მაინც ჩემი შვილი არ გააშვილოო? ბედნიერი იყავი პირიქით რომ ტვირთი მოგხსენი, რომ ერთიანად ყველაფერი იქნებოდა ლექსოსი რა შენ ეს არ გინდოდა?...
კედელს მიყუდებული იდგა ალექსანდრე პირველი და ცხელი ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. რაც ძალა და ღონე ჰქონდა მაგრამ უჭერდა ხელს ტელეფონს რომ მთელი ტკივილი ნივთზე გადაეტანა და შიგნით არ შევარდნილიყო....
ახლა გონება არ მოეკითხებოდა....
ახლა ადამიანს არ ჰგავდა, ის მხეცი იყო, ნამდვილი ცხოველი... შეეძლო შიშველი ხელებით მოეკლა საკუთარი მამა რომელმაც ცოლი მოკლა და შვილი გააშვილა.
სტკიოდა სათითაო განვლილი წუთი და წამი.. სტკიოდა სხეულში დარჩენილი სიცარიელე.... უნდოდა ებღავლა ამის გამო. უნდოდა ეყვირა რომ ადარადამიანები იყვნენ....
სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან და ნიკასთან დარეკა...
- ნიკოლოზ , ძალა გამოცლილმა დაუძახა ძმაკაცს და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა...
- ლექსო, რა მოხდა? - მაშინვე იგრძნო მოახლოვებული საფრთხე ნიკომ და ანას გახედა... ლექსო რა მოხდა?
- საგურამოში მოდი, ძმურად. ძალიან ცუდად ვარ..
- რა მოხდა ბიჭო? რა გულს მიხეთქავ?
- ძმურად რა...
- კარგი , მოვდივართ... ანა მისმინე.. აქ ვერ დაგტოვებ. ლექსო ძალიან ცუდადაა, რაღაცა მოხდა იქნებ შენც.. წამოხვიდე...
- წამოვალ... - გადაჭრით თქვა და ნიკოს გახედა. რა თქმა უნდა არაა პრობლემა...მაგრამ რა მოხდა? რა იცი რომ ცუდადაა?
- რაღაცა მოხდა., ვიცი, ხმა ჰქონდა ცუდი. ლექსო დახმარებას არასოდეს ითხოვს. ვიცი ახლა ზღვარზეა. დახმარება უნდა რომ ჭკუიდან არ გადავიდეს და ვინმე არ მოკლას...აუ ტოო, რა ცუდ დღეშია ეს ბიჭი...მოვდივარ ძმაო, მოვდივარ - დაპროგრამებული იმეორებდა ნიკო და ცალი ხელით ვანოს ნომერს კრეფდა...
მანქანა პირდაპირ კართან მიაჩერა ნიკომ და გიჟივით გადავიდა... სირბილით შევიდა ეზოში, და შედგა... სახეზე ფერი არ ედო, თითქოს ეშინოდა სახლში შესვლა საიდან ღრიალის და მტვრევის ხმა ისმოდა....
- უნდა შევიდეთ - ანას ხმამ ერთიანად გამოაფხიზლა და ძალა შემატა.. ნიკა, უნდა შევიდეთ..
- უნდა შევიდეთ , კი .. მაგრამ მეშინია... - პირველად აღიარა რომ ეშინოდა არსებული სიმართლის გაგების... ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო...
შუა ოთახში იდგა ალექსანდრე, მწვანე თვალები ტირილით დაწითლებოდა და დასიებოდა.. ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა.... მტვრევისაგან დაჭრილი ხელებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ აშკარა იყო ვერ გრძნობდა ამ ტკივილს. ახლა სული სტკიოდა. ეს არაფერი იყო ამ ტკივილთან შედარებით... ოთახში მიმოფანტულ ნამტვრევებს მოავლო თვალი ანამ და ლექსოს დამფრთხალმა ახედა...
- ლექსო რა გჭირს? - სწრაფად მივარდა ნიკო და ბოთლი ხელიდან გააგლიჯა...
- მომკლეს ნიკოლოზ, მომკლეს.. ადამიანად არ ჩამთვალეს ისე გადამთელეს.. ცხოვრება რომ ჯოჯოხეთად მიქციეს ეს არ იკმარეს, ადამიანობა წამართვეს ნიკო.
- რა მოხდა ბიჭოო, თქვი დროზე - შეშინებული უყურებდა ნიკო ძმაკაცს რომელიც ასეთი არასოდეს ენახა...
- ისე მტკივა გული , რა გული ნიკოლოზ რა გული მტკივა. სადღა დამიტოვეს გული? დამმარხეს , დღეს ცოცხლად დამმარხა ჩემმა ოჯახმა... ვუსმენდი და ასე მეგონა სისხლისაგან ვიცლებოდი...
ხელი მაგრად მოკიდა ნიკომ ძმაკაცს და გარეთ გაიყვანა... პირდაპირ მიწაზე დასვა და მის წინ დაიმუხლა... ნერვიულობისაგან ოფლით დაცვარული და ტირილისაგან დასვენებული სახე ხელით გადაუწმინდა და წყლის მოტანა სთხოვა ანას...
- რა ხდება, ძმურად მაგრად მაშინებ.. რა ხდება ლექსო?
- რა ხდება ეეეეე, რა ამბავიაა - ეზოში შემოვარდნილ ვანოს ერთიანად წაერთვა ხმა ლექსოს დანახვაზე.. ლექსოოო რა გჭირს ტო?
- ჩემი და გააშვილეს, იმიტომ რომ მემკვიდრე მე ვყოფილიყავი მხოლოდ. დედაჩემის სიკვდილში კი მთელი ჩემი ოჯახია გარეული. ძმაო.. ვიდექი და ვუსმენდიი, როგორ არჩევდა მამაჩემი , ცოლის სიკვდილის თემას.. კაცი რომელსაც მეგონა რომ უკვდავი გრძნობა გააჩნდა მიუხედავად მისი ხასიათისა.... მაგრად მტკივა .ცხვირ-პირსს დავულეწავ მაგ არაკაცს, როგორ გააშვილა ჩემი და, როგორ მისცა სხვას ჩემი და, ბავშვი ძმაო, პატარა ბავშვი, მარტო იმიტომ რომ მისთვის წილი არ მიეცათ.? მარტო ამიტომ?
- ლექსო მისმინე, სადაა ანისია?
- არ ვიცი, დედაჩემის სიკვდილიდან მალევე გააშვილეს როგორც ჩანს და არ ვიცი ვანო... არ ვიციი- გამწარებული ღრიალებდა ლექსო და ძივს ახერხებდნენ ბიჭები მის დაჭერას..
სამივენი საწოლთან ახლოს ისხდნენ..
დამტვრეული ოთახი უკვე გასუფთავებული იყო.. შეშინებული უყურებდა ხან ვანოს და ხან ნიკას, მაგრამ ხმის ამორებას ვერ ბედავდა.
- ბოდიში, რომ ამისი მომსწრე გახდი, მაგრამ ხომ გესმის სახლში რომ მიმეყვანე , დრო დამეკარგებოდა ანა ,მართლა..
- არაუშავს ნიკა, არაა პრობლემა, მთავარია ახლა მშვიდადაა და დაეძინა, დარწმუნებული ვარ სარად რომ ეფიქრა ასე არ მოიქცეოდა..მაგრამ მისი ტკივილი გასაგებია..
- გავალ რაიმეს ვიყიდი, აქვე მაღაზია იქნება, გამოიღვიძებს და ეშიება, ჩვენც ვჭამოთ . ანა, დარჩები ლექსოსთან? ვანოსაც გავიყვან, უნდა ველაპარაკო..
- კი რა თქმა უნდა, არაა პრბლემა... მალე მოდით ოღონდ რა...
- ნუ გეშინია, მალე მოვალთ. წავალთ და მოვალთ...
დამფრთხალი და შეშინებული დაყურებდა თავზე ანა ლექსოს. უნდოდა როგორმე მიახლოვებოდა რომ ეგრძნო მარტო არ იყო. უზარმაზარ სახლში იყო მარტო. მარტოობის და სიბნელის საოცრად ეშინოდა ბავშობიდან, თანაც უცხო გარემოში.
საწოლის თავთან ჩამოუჯდა და ოდნავ შეიშმუშნა მაგრამ, ძილი განაგრძნო...
საოცრად ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა ალექსანდრე პირველს...
თხელი ცხვირი.. თეთრი კანის ფერი. ოდნავ მოშვებული წვერი უფრო მეტად მიმზიდველს ხდიდა... ლამაზად დაწყობილი ტუჩები. რომელთან ოდნავადაც არ ჰქონდათ დარღვეული პროპორცია, გეგონებოდათ შეთანხმებულად იყო განლაგებული მის სახეზე ყოველი ნაკვთი...
ფიქრებშ გართული უყურებდა ანა ლექსოს და აკვირდებოდა მის გრძელ და ლამაზ სხეულს.. ინსტიქტურად გაექცა თვალი საკუთარი ხელისაკენ, რომელიც ლექოსათვის მოეკიდა შიშისაგან. ზუსტად ერთნაირი, გამჭვირვალე თეთრი გაცრეცილი კანი, კაპილარები რომ ეტყობოდათ ზედ,თითები თხელი და თლილი, მრგვალი და მოგრძნო ფორმის ფრჩხილები -განა ხდებოდა ასეთი რამ? ასეთი უცნაური დამთხვევა ხდებოდა? ალბათ ხდებოდა, რადგან მისი და ლექსოს ხელები ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებოდა, თუ იმას არ ჩავთვლის რომ როგორც ქალის ანას ხელი უფრო წვრილი და პატარა იყო...
საკუთარმა დაკვირვებამ შეაშინა ანა და ერთიანად შეხტა. მაშინვე გაახილა თვალები ლექსომ და ანას შეხედა..
- ვაიმე, მაპატიე, გაგაღვიძე. უბრალოდ შემეშინდა და...
- ბიჭები სად არიან? მარტო ხარ? -ერთიანად მოეგო გონს ალექსანდრე
- საჭმლის საყიდლად გავიდნენ.. კი მარტო ვარ , არა შენ ხომ ხარ. ხოდა შემეშინდა, დაბლიდან ხმა გავიგე რაღაც- მაშინვე იცრუა ანამ და ფეხები საწოლზე აიკეცა..
- ალბათ ძაღლი იყო.. ანა, მესმის რომ გეშინია მაგრაამ გეფიცები ხელში შეგრძნება დავკარგე..
- რა? - გეტკინათ? ახლავე ნიკას დავურეკავ...
- ნიკა რად მინდა, ხელს თუ გამიშვებ სისხლი მოძრაობას დაიწყებს..- ღიმილით უთხრა და საწოლზე წამოჯდა..
- რა სირცხვილია, ღმერთო. როცა მეშინია ასეა..მე ბატონო ალექსანდრე ბოდიშს გიხდით.
- არაუშავს.
- სად მიდიხართ? - მაშინვე დაუტია როგორც კი ფეხები საწოლიდან გადასწია ლექსომ..
- წყალს დავლევ თუ ნებას მომცემ.. ავადმყოფი კი არა ვარ ანა. თან ვნახავ დაბლა რა ხმა იყო..
- მეც წამოვალ რა. აქ ვერ დავრჩები. ძალიან მეშინია. თანაც მარტო ხომ არ ჩახვალთ..
- აბა რა, რამე რომ იყოს ხომ უნდა დამიცვა... წამოდი, ვნახოთ მაშინ რა ხმა იყო...
- კარგით ახლა, უარესად მაშინებთ. წადით და მოვდივარ... ისე თავმა გაგიარათ? - კიბეებზე უკან მიყვებოდა ანა და კითხვებს უსვამდა.. ნერვები დაგიმშვიდდათ. ხომ კარგად ხართ ახლა..
- კითხვების დასვმას რომ მორჩები კარგად მერე ვიქნები. არაფერი მტკივა ანა. აი ამან შეგაშინა, მაგიდიდან ძირს გადმოვარდნილ სურათზე მიუთითა და ასაღებად დაიხარა..
- ამ სურათმა? ისეთი ხმა იყო...
- ეს სურათი არ იმსახურებს ასეთს ხმას.. - განადგურებულმა თქვა და მამის სურათი მაგიდაზე დაყირავებული დადო...
- მართლა კარგად ხართ? გინდათ ჰაერზე გავიდეთ? წამოდით ნახეთ. რა ლამაზია ღამის ეზო.
- შუაღამის გინდოდა გეთქვა. შუაღამის...ორი საათია ანა. მაგრამ ლამაზია. ვარსკვლავებითაა მოჭედილი ცა..
- ბავშობაშ მიყვარდა ძალიან, ვარსკვლავების დათვლა, მთვარესათან ლაპარაკი. წარმოიდგინეთ რა სისულელეებს მოვუყვებოდი . ალბათ მთვარეც კი დამცინოდა- ღიმილით უთხრა ანამ და ლექსოს გახედა...
- დედას გავხარ? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ პირველად დააფიქრა ანა ასე ძალიან.
- რავიცი, არც დედას და არც მამას, ალბათ ორივეს. თქვენ?
- დედას. როგორც ამბობენ დედას ვგავარ , მხოლოდ დედას შენნაირი თვალები ქონდა, და შენნაირი თმა.. როგორც ჩანს დედის თვალები არ გამომყვა..
- არაუშავს თქვენი თვალის ფერიც ძალიან ლამაზია..
- განა თვალის ფერს აქვს არსებითი მნიშვნელობა? არანაირი ანა. არანაირი. დღეს საბუთები თეკლას რატომ გამოატანე? თავს მარიდებდი ?
- არა, არა, რას ამბობთ, ყავა მინდოდა , დავიღალე და მხოლოდ ამიტომ ვთხოვე თეკლას რომ მოეტანა...
- არ მესმის, მაინც არ მესმის... უბრალოდ , ამის მერე იცოდე რომ როდესაც შენ გთხოვ რაიმეს შენ დაასრულო ანა..
- კარგით. უბრალოდ მართლა..
- მესმის. არაფერს ვამბობ, უბრალოდ ასე მირჩევნია, საბოლოო შედეგიც იმან მაჩვენოს ვისაც ვთხოვ.. აი ბიჭებიც მოვიდნენ , მათკენ გაიხედა და ხელი აუწია ძმაკაცებს. მერე ზურგი აქცია ანას და სახლში შემოდიო სიტყვა დაუტოვა..
**
წამოწოლილი იყო ლექსო და ფიქრობდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ვერ ხვდებოდა ასე რატომ არ უნდოდა მამამის რომ სახლში ქალიშვილი ყოლოდა. რაღაცაში იყო საქმე, სხვანაირად ეს ქცევა ლოგიკას სცდებოდა.. კედლისაკენ იყო გადატრიალებული და როგორც ბავშობაში ახლაც უნდოდა დაეძინა და გაღვიძების მერე ყველაფერი ცუდი სიზმარში დარჩენილიყო. საკუთარ თავს აჯერებდა რომ ერთ დღეს იპოვიდა დას და გულზე მიიკრავდა... კარის გაღების ხმაზე თვალები მაშინვე დახუჭა, არც მამის ძახილზე გაუცია ხმა, მისი დანახვა არ უნდოდა მასთან საუბარს როგორ შეძლებდა...
მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი როგორმე გაერკვია ყველაფერი , კარგა ხანს იბრუნა ლოგინში. მერე საათს მალულად გაუსწორა თვალი, თერთმეტი ხდებოდა.. საწოლის მეორე მხარეზე მიგდებულ ტელეფონს სტაცა ხელი და ვანოსთან დარეკა..
- ივავე რას შვები?- ძმაო, საით ხარ?
- სამსახურში ლექსო, არ მოდიხარ? რა ხდება ძმაო?
- მისმინე,დღეს შეიძლება დამაგვიანდეს სავარაუდოდ საღამოსკენ მოვალ, ჩემებთან უნდა გავიდე, ჩემი დის ამბავზე..
- ლექსო კარგად ხარ? მისმინე ცხელ გულზე და გონებაზე არაფერი გააკეთო რა...
- არა ვანო დამშვიდდი, უკვე ყველაფერი ავწონ-დავწონე, სხვანაირად ვერ მოვიქცეი, რაიმე მჭირდება ვანო, ხელჩასაჭიდი..
- მიდი ძმაო და შენს ზარს ველოდები. ნიკოც აქაა არ ინერვიულო, გოგოებიც საქმეში არიან, ასე რომ მშვიდად მოაგვარე საქმეები..
სააბაზანოში ხელსაბანს დაეყრდნო და საკუთარ ანარეკლს გაუსწორა თვალი და ირონიული მზერაა მოეფინა სახეზე..აუცილებლად იპოვიდა დას და მერე ააუცილებად მოსთხოვდა ყველას პასუხს დედის სიკვდილის გამო...
იმის გამო რომ ყველაზე ბედნიერი და ტკბილი წლები დააკარგინეს რაც უნდა განეცადა დედასთან ერთად..კარგა ხანს იარა ოთახში, წინ და უკან მერე მობილური ამოიღო და გულის ფანცქალით დარეკა ...
ერთი საათის შემდეგ მისაღებში იჯდა , წყლის ჭიქა ხელებში მოექცია და ნერვიულად ატრიალდება ხელიგულებით. უჭირდა საუბრის დაწყება, უჭირდა იმ დაგროვილი ემოციის გადმოცემა რაც გულს უჭამდა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და დეიდამის შეხედა..
- ჩემი და გააშვილეს. რაც გავიგე მხოლოდ ესაა, სადაა, ვისთანაა არ ვიცი.ისიც არ ვიცი რითი ვეძებო, როგორ ვეძებო, საიდან რა დავიწყო, ისე ვარ განადგურებული დეიდა. დედას მთელი კარადა გადმოვქექე, ვერაფერი ვნახე..
- მეც არ ვიცი ლექსო, არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. მისი ყოველი ნაბიჯი და ყოველი განცდა მხოლოდ ელენემ იცოდა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ელენეც გამოგვეცალა ხელიდან თანაც ნაადრევად.
- დეიდა, იქნება არის რაიმე, რითაც ვიპოვი ანისიას, არ ვიცი. რაიმე მსგავსება ჩვენი, ან დედასთან მიმართებაში რაიმე ხომ უნდა ქონდეს..
- იყო. იყო ერთი.მაგრამ სადაა, დედაშენი დღიუს წერდა, შენი დაბადების წუთიდან წერდა ... ნამდვილად იქნება იქ ანისიაზეც რაიმე ნათქვამი.
- მაგრამ სადააა დღიური?დეიდა, კაბინეტშ არაფერია, ყველაფერი გადმოვაწყვე..
- ბებიაშენს აქვს. ნამდვილად ოთახში ექნება. ბოლოს რომ ვიყავით თქვენს სანახავად მაშინ წამოიღო, დღიური და ერთი ნახატი ყვავილის..
- მართლა მეჩქარება დეიდა ახლა უნდა წავიდე, დრო არ მაქვს ამდენი, იქნებ მისამართი დაგიწერო და სამსახურში გამომიგზავნოთ დღიური?
- არა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნინიკოს გამოვატან, ბებიამისთან ერთადაა, გამოვატან და პირადად გადმოგცემს..
მანქანაში კარგა ხანს იჯდა გაბრუებული, ნერვიულობისაგან გავარვარებული ხელის გულები კონდიონციონერისათვის მიეშვირა და მერე სახეზე ნერვიულად ისვამდა. აუცილებლად იქნებოდა რაიმე ხელჩასაჭიდი, აუცილებლად, დედა ისე არ დაწერდა დღიურს. რაღაცა უნდა ეპოვნა მის ნაწერში, რაიმეს უნდა მიენიშნებინა როგორ ეპოვნა და. სხვანაირად ვერ გაუძლებდა ამ ტკივილს.. მანქანის გასაღები ნელა გადაატრიალა და ძრავამაც მაშინვე ანიშნა რომ მზად იყო, მტელი გზა ფიქრებში გართულმა გაიარა, დაპროგრამებულივით მიდიოდა სამსახურისაკენ. მანქანა სადგომზე გააჩერა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა..
- შუადღე მშვდობისა, ყველაზე სექსუალურ მამაკაცს - გოგონას ხმაზე გვერდით გაიხედა და გაოცებულმა დაქაჩა თვალები.
- სალომე,როდის ჩამოხვედი? რა მაგარ ვიდზე ხარ, მაგრად გიხდება გახდომა და რუჯი.
- რა პირდაპირი ხარ ალექსანდრე, რუჯი მესმის და ეს გახდომა რა იყო- სიცილით უთხრა და მაგრად შემოხვია წვრილი ხელები.. ორი დღეა ჩამოოვედი. მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა შენთვის მაგრამ ესეც არ მაცადე, აგერ დამხვდი აბა რა მექნა..
- გამოგივიდა დამიჯერე, საერთოდ არ გელოდი..
- როგორ დაგვიწყებივარ- ტუჩები გაბუსხა და მხარზე მიეკრა..
- ხო დაახლოვებით, არ მეცალა შენზე ფიქრისათვის სალომე. სხვა საქმეები მქონდა, მნიშვნელოვანი...- ეს უკანსკნელი იმდენად ხაზგასმით წარმოთქვა გოგონამ გაოცებულმა ახედა და ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე..
- და როდის გახსოვდი რომ? - მოდი ასე დაგისვამ კითხვას..
- ნუ ახლა.. ლიფტი მოვიდა, წამოხვალ? - სამშვიდობოს დაიგულა თუ არა თავი ლექსომ ტელეფონი მოიმარჯვა და ქექვა დაიწყო...
დერეფანში გოგონა წინ გაუშვა, თვითონ უკან მიყვებოდა და გულში ნატრობდა ვანოს ან ნიკოს გაეგო მისი ხმა .. თითქოს ერთიანად შეისმინა უფალმა მისი ლოცვა, ბედნიერი სახით მოდიოდა მის წინ ვანო თეკლასთან ერთად.
- შანსი არააა, ეს ვინ მოსულა?- ბედნიერად დაიძახა და სალომეს ლოყაზე აკოცა.
- ვანო, როგორ ხარ? შენ მაინც მითხარი რომ მოგენატრე თორემ შენს ძმაკაცს ერთი წესიერი სიტყვა ვერ დავაცდევინე..
- რა თქმა უნდა მომენატრე გოგო, რა ლაპარაკია. არ იცოდე მაინც რა უჟმურია . წამოდი ,ყავაზე დაგპატიჟო ? ხელკავი გამოსდო გოგონას და სიცილით გაიყვანა თავისი ოთახისაკენ..
- როგორ ხარ? - რაც შეეძო მშიდად კითხა თეკლას და კაბინეტისაკენ წავიდა, თან თავის მოძრაობით ანიშნა წამოდიო.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? ბატონო ალექსანდრე შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე?
- ერთიანად შედგა ლექსო და თეკლასკენ სწრაფად დატრიალდა..- რატომ, ხდება რაიმე? თუკი გადაუდებელია წადი..
- უბრალოდ დღეს ნუცას დაბადებს დღეა და მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა..
- უეჭველად დავბერდი, არასოდეს დამვიწყებია თანამშრომლების დაბადების დღეები, კიდევ კარგი ჯერ არ მინახავს , წადი, მაგრამ როგორც წესი დაბადების დღეებს ჩვენ ვუხდით თანამშრომლებს, ასე რომ დიდად არ დაიხარჯო თეკო.
- დამცინით? - გაგულისებულმა უთხრა და მის წინ დოინჯშემოყრილი დადგა, დამცინით და ვერ ვხვდები თუ რა არის? თქვენ შეგიძლიათ დამიძახოთ თეკო და მელაპარაკოთ შენობით და მე..
- და შენ არა, იმიტომ რომ აქ მე ვარ შენი უფროსი და შენი უნდა მელაპარაკო თქვენობით და დამიძახო ასე, ბატონო ალექსანდრე, მიდი გაიმეორე, ეს ძალიან ლამაზად გამოგდის, ისე კარგად მეძახის შენი თბილი ხმა ასე..
- ბატონო ალექსანდრე, მაშინ დღეს ძალიან არ დავიხარჯები. რადგან თქვენ იხარჯებით, თუმცა ადრე მაინც წავალ რადგან ჩემს დას საჩუქარი უნდა ვუყიდო..
- წადი თეკო, წადი... მაგრამ იცოდე ნუ მეთამაშები. თორემ დაიწვები...
- არ მეშინია, მე ამ თამაშში მარტო არ ვარ, ბატონო ალექსანდრე..
- მარტო არ ხარ თამაშში სწორია ,თუმცა შეიძება მარტო აღმოჩნდე ცეცხლში და ძალიანაც არ დაიფერფლო..
- მოგწონთ რომ დამცინით ხო? საირმიდან მოყოლებული დამცინით , და მასხრად მიგდებთ, ეს კარგი საქციელია? როგორ გგონიათ ასე იქცევა ნამდვილი მამაკაცი? - მაშინვე ფილოსოფიისაკენ წავიდა თეკო და კარის სახელურს მაგრად მოუჭირა ხელი რომ არ დაცემულიყო ლექოს სიახლოვის გამო..
- არა, არ დაგცინი, გაფრთხილებ პატარა ქალბატონო . უბრალოდ გაგაფრთხილე რომ არ დაიწვა, და მერე მე არ დამაბრალო რამე, სულ ესაა.
- ანუ თქვენს თავზე იფიქრეთ და არა ჩემზე..
- როგორც იქნა, როგორც იქნა მიხვდი,- ღიმილით უთხრა ალექსანდრემ და ძლიერი ხელები მხრებზე დაალაგა გოგონას. ერთიანად შედრკა თეკლა, არ ელოდა ლექსოსაგან ასეთ ქმედებას, ტუჩები აუცახცახდა. ცხელმა ტალღამ დაუარა მუცელში და ბაგეები ერთმანეთს დააშორა ჰაერის ჩასაყლაპავად. სულ ოდნავ გაიწია თეკლასკენ , მისი ცხელი სუნთქვა მოეფინა სახეზე, ძალა წაერთვა ერთიანად , თითქოს სხეული დაუცარიელდა.. თვალები დახუჭა და გამომშრალ ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი. სულ რამოდენიმე წამი, და მისი ცხელი ბაგეები შეეხებოდა თეკლას გაბანტულ ტუჩებს, მაგრამ კარზე კაკუნმა ერთიანად მოწყვიტა ლექსო ოცნებას და რეალობაში დააბრუნა..
- შეიძლება? ხომ არ გილში ხელს? - თეკლას დანახვაზე სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა სალომეს და ლექსოს გახედა.. რა ხდება აქ?- ამიხსნით რომელიმე?
- რა უნდა აგიხსნა? სალომე, მგონი ...
- ვიცი , ვიცი. უბრალოდ სიტუაციამ დამაინტერესა, ამას სახეზე ფერი არ ადევს შენ კიდევ აფორიქებული მეჩვენე..
- უბრალოდ ჩემს თანამშრომელს შენიშვნა მივეცი და სულ ესაა. - რაო ვანოს ყავა არ მოგეწონა და აქეთ გადმოხვედი? - ირონია არ დაიშურა ლექსომ და თეკლასკენ გააპარა მზერა - თეკლა შეგიძლია წახვიდე, დღეს თავისუფალიი ხარ, საღამოს შევხვდებით..
- რა ხდება საღამოს? არ თქვა რომ ჩემთვის მართავ წვეულებას..
- საიდან ასეთი ფანტაზია სალომე? თეკლას დას ნუცას , ჩვენს მენეჯერს დაბადების დღე აქვს და უნდა ავღნიშნოთ სულ ესაა.
- მეც რომ წამოვიდე ხომ შეიძლება?
- რა თქმა უნდა...
- კარგით ბატონო ალექსანდრე წავალ მაშინ, არ მოგაცდენთ..
სახეწაშლილი შევიდა კაბინეტში თეკლა და სავარძელში ძალაგამოცლილი ჩაეშვა. საბუთებში მოფუსფუსე ანასაკენ მალულად გააპარა მზერა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით მოიწმინდა..
- რა გატირებს თეკლა, რა მოხდა? - გაოგნებულმაა გახედა დაქალს და ფეხზე წამოდგა. მოხდა რაიმე? ვინ გაწყენინა მითხარი...
- არავინ..- ძლივს ამოთქვა და ანას მაგრად მიეკრა ზედ...
- რატომ ტირიხარ? გეხვეწები მითხარი რა მოხდა? შენ არასოდეს ტირიხარ ასე უმიზეზოდ. ალექსანდრემ გაწყენინა ?
- არა. გული მეტკინა ანა, ძალიან მეტკინა რომ ასეთი სულელი ვარ. დებილი... როგორ შემეძლო მეფიქრა რომ მასაც რაიმე ქონდა ჩემს მიმართ, თუნდაც სიმპატია. აი როგორ ვერ ვიფიქრე..
- რას ბოდავ გოგო? რა ხდება მითხარი..
- სხვა უყვარს, ის გოგო სალომე. ახლა რომ მოვიდა, წასული ყოფილა და დაბრუნდა ანა.არადა მეგონა რომ მოვწონდი..
- ნუ სულელობ. რადგან ის უფროსია და შენ არა, რა გგონია ვერ მოეწონები? მეორეც საიდან მოიგონე რომ უყვარს..?
- ისე ეხუტებოდა ის გოგო, არა ანა, საღამოს ნახავ რომ ასეა..
- საღამოს რატომ? ნუცას დაბადების დღეს ესენი იხდიან თურმე და ეგ წურბელაც მოდის... ისევ ლექსოს გვერდით იქნება..
- დამშვიდდი, და მორჩი ტირილს. მისმინე , ჯერ ძალიან ცოტა ხანია შენ და ლექსო ერთმანეთს იცნობთ, ასე მალე ვერ მიხვდები მოსწონხარ თ არა. ამაზე არ იტირო ..

ნაბიჯების ხმა არც ერთს გაუგონია, გაოგნებული სახით უყურებდა ლექსო გოგონებს...
- რა ხდება? ხდება რაიმე და მე არ ვიცი? თეკლა , რატომ ტირიხარ? - ემოცია ვერ დაფარა მაშინვე მისკენ წავიდა და ანა განზე გადგა..
- მე უბრალოდ ბატონო ალექსანდრე..
- ვერ დავინახე და უჯრა დავკეტე და ხელი დაყვა..- მაშინვე იცრუა ანამ და თეკლას შეხედა..
- მერე, აქ რატომ ზიხარ, ცივ წყალს უნდა შეუშირო. ადექი წამოდი. წელზე შემოხვია ხელი და სწრაფი ნაბიჯით გაიყვანა საპირფარეშოსაკენ, ვითომ მტკივანი ხელი წყალში შეაყოფინა და სარკეში უყურებდა როგორ ჩამოსდიოდა ნუშისფრომის თვალებიდან ცხელი ცრემლები და ნიკაპზე იკვრებოდა...ნელა მიატრიალა თავისკენ, ხელები წყალში დაისველა და სახეზე ჩამოუსვა ცრემლების მოსაშორებლად..- არ მიყვარს როცა ქალი ტირის, თუმცა უნდა ვაღიარო, ისე საყვარელი და ლამაზი ხარ როცა ტირიხარ შემიძლია სულ გატირო ყოველ დღე..
- დამცინით კიდევ? - ტირილს უმატა თეკლამ და ზლუქუნი ამოაყოლა..
- გეფიცები არ დაგცინი თეკლა, მოდი, მოდიი, ნუ ტირიხარ - სიცილით მიიკრა გოგონა გულზე და ფრთხილად შეახო ცხელი ტუჩები შუბლზე...
სახე ხელსახოცით შეუმშრალა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა...
ხვდებოდა ალექსანდრე რომ ეს უბრალო კოცნა, რარაცა სხვა იყო.. მისი სხეულის სითბოს შეგრძნებისას მაშინვე იმღვრეოდა. თავში მზაკვრული ფიქრები მოსდიოდა, უნდოდა მთელი დღე ასე ყოლოდა გულზე მიკრული, მისი ტუჩები დაეკოცნა რომელსაც აუცილებლად ექნებოდა ტკბილი გემო... ნერვიულად მოისვა ხელი შუბლზე და გაუღიმა..
- ახლა უკეთ ხარ? გაგიარა ხელმა?
- დიახ, კოცნისაგან გაბრუებული გაეპასუხა და ღიმილზე ღიმილით უპასუხა. გავიდეთ, ანა მარტოა , დაიღალა დილიდან. მივეხმარები.
- შენ ხომ მიდიხარ? გადაიფიქრე?
- არა, არ გადავიფიქრე, ჯერ დავეხმარები ანას და ასე ოთხზე გავალ, ცოდოა, გუშინაც სულ ანამ გააკეთა ყველაფერი.
- კარგი თქვენ მოშველდით. არ ვერევი თქვენს საქმეში მე..- კაბინეტამდე მიაცილა და გამიზნულად დაუსვა ხელი ზურგზე...
**
საღამოს ყველანი ბარში იყვნენ შეკრებილნი, ფანჯარსთან მდგარი ყველაზე დიდი მაგიდა ქონდა დაჯავშნილი ნიკოს თანამშრომლებისათვის.. ნერვიულად დადიოდა წინ და უკან ალექსანდრე, რაღაცა არ ასვენებდა, რატომღაც მთელი დღე ელოდა რომ დეიდა დღიურს მიუტანდა, მაგრამ ნერვები გაუწვრილა ლოდინმა , ისე გახდა რვა საათი არავინ მისულა მასთან, ტელეფონიც სდუმდა..
მთელი დღე აკვირდებოდა ვანო ალექსანდრეს სახეზე გარდამავალ ფერებს, ხან რომ იმღვრეოდა როგორც წვიმის შემდეგ აბოვოქრებული ზღის ტალღები და ხან რომ მშვიდდებოდა როგორც გაზაფხულის დილის ყვავილები..
- ლექსო, რა ხდება? - მთელი დღეა ადგილს ვერ პოულობ.
- რაღაც უნდა მოეტანათ და არ მომიტანეს ივანე, ცოტა არ იყოს ვნერვიულობ.. მეგონა ამაღამ მაინც დავიძინებდი მშვიდად, მაგრამ როგორც სჩანს არ მეღირსება.
- ამისთანა რა არის?
- ახლა არ გვინდა, ხვალ ვილაპარაკოთ, ნიკო სადააა?
- დააგვიანდება ცოტა, და მოვა. მანქანას გაუცვლის მამამის სოფელშ მივდივარო და მოვა სადაცააა. შუადღეს თეკლასთან ერთად დაგინახე და არც ისე კარგ ადგილას მიდიოდი რა მოხდა?
- არ გამახსენო, მაგრად მახალისებს ეს გოგო ძმაო, გეფიცები, ხელი დაყვა უჯრაში და ცხარე ცრემლით ტიროდა,ისეთი საყვარელი იყო ივანე, თავს ძივს ვიკავებდი რომ არ გამცინებოდა.
- მართლა კარგი გოგოა, რაღაცნაირია საყვარელია , ბავშურიცაა და ლამაზიცაა. ხო ასეა?
- კი ასეა ძმაო, როდის ვამბობ რომ არაა ლამაზი, პირიქით ძალიან ლამაზი გოგოა, მხოლდო ამიტომ ვიტან.
- მართლა რა უჟმური ხარ ლექსო, ძმა მაინც არ იყო, მაგრად გცემდი...
- რა ვქნა ახლა ლამაზი რომაა და მომწონს ამიტომ ვიტან თორემ,ახლა მახინჯი რომ იყოს და კიდე ამდენს ლაპარაკობდეს შანსი არაა, ვერ ავიტანდი.
- გაგიხმეს ეგ თავი, შენ ასეთი უაზრო ლაპარაკები რომ იცი ბავშბიდან რა. ხოდა თუ მოგწონს და აღიარებ კიდევ ჯანდაბას რა.. და ეს სალომე საიდან გამოგვეცხადა ახლა..
- არ იცი საიდან? მამაჩემმა შემოაგდო როგორც ყუმბარა, ახლა გონია რომ ის ბავშური რაღაცა გატაცება რაც იყო, აუცილებლად გაგრძელდება და თავისი ჭკუით დამინღმა სავალი გზა..
- მაგრამ რა იცის რომ შენს წინ სხვა ქალი დგას..ბავშური და მტირალა..
- ხო, მტირალა და მოლაქალაქე,, ერთი ეგ უნდა მივუყვანო ბებიაჩემს დამართებს ინფარქტს.
- ცუდად ხუმრობ, ნიკომ მხარზე ხელი დაადო ძმაკაცს და გაუღიმა,- ძალიან ცუდად ხუმრობ. და ნუ ეცდები ვითომ ამ ღადაობაში გადაფარო შენი სიმპატია თეკლას მიმართ. ჯერ კიდევ საირმეში რომ ხელში აიყვანე და მერე საღამოს ტალახში იხოხიალეთ , იქ მივხვდი რომ რაღაცა გაგაჩნდა მის მიმართ..
- არ დაიწყო დემაგოგობა გაფიცებ რა ძმურად. აქეთ მოდიან გოგოები..
- გოგოები და რა გოგოები არა? - თვალები აუკაშკაშდა ნიკოს და ვანოს გახედა...
- ჩვენი ბიჭი შეყვარებულია - სიცილით მიაძახა ვანომ და მათკენ დატრიალდა..
ზედმეტად გადაპრანჭული სალომეს ფონზე ბავშვებს ჰგავდნენ ანა და თეკლა.. გაოცებულმა შეხედეს ბიჭებმა ჯერ სალომეს და შემდეგ დანარჩენებს..
- სალომე, ეს დაბადების დღეა, კარნავალი კი არა, ეს რა ბუმბულებიანი რაღაც ჩაგიცვამს გოგო- მოთმინების ფიალა ბოლომდე ჰქონდა ავსებული ალექსანდრეს, ნერვიულად უთხრა ბუმბულებიან კაბაში გამოწყობილ სალომეს და ბარისკენ გაიწია..
- მეც წამოვალ ლექსო, - მაშინვე მხარზე დაეკონწიალა და გაუღიმა..
- არა, მარტო მინდა ყოფნა, შენ რომ აქ ხარ ეგეც საკმარისია სალომე. აგერ ბიჭები აქ არიან, ყველას გაგაცნობენ, მარტო დამტოვე რა !- რაც შეეძლო გადაჭრით უთხრა და ხელი გააშვებინა..
- რა ეტაკა ამ ბიჭს? რომ წავედი ასეთი არ იყო და რა სიუხეშის განსახიერება გამხდარა ეს..
- სალომე შეეშვი, თავის პრობლემებიც ეყოფა ლექსოს ახლა, შენც რომ ტვინი არ წაუღო , ხო იცი როგორია არ მოერიდება ისე გაწყენინებს.
- უკვე მაწყენინა - ტუჩი გადმოატრალა გოგონამ და თვალები ცრემლით აევსო..
აივანზე გარმარტოვებით იდგა ანა და შამპანურის ბოკალს თითებს შორის ატრიალებდა. გადაყურებდა ღამის თბილისს და ფიქრობდა მტელი თავინ განვლილ ცხოვრებაზე..
ძალიან ლამაზი და ტკბილი ბავშობა ჰქონდა.
არასოდეს არაფერი მოკლებია ანას. საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სურვილი და მამამისი ნემსის ყუნწში ძვრებოდა მისი სურვილების ასასრულებლად..
მაგრამ რაღაცა აკლდა, თითქოს წარსულში რაღაც მისია ჰქონდა დარჩენილი შეუსრულებელი, თითქოს განგება რაღაცას ეთამაშებოდა..ნაბიჯების ხმაზე ნელა მიტრიალდა და ალექსანდრეს დანახვაზე წელში გასწორდა.
- თქვენც ხმაურს გამოექეცით? - ღიმილით კითხვა და აციმციმებული თვალები შეანათა..
- მეგონა მარტო ვიქნებოდი.. - გაუაზრებლად თქვა და გოგონას სახეზე ერთიანად შეეყინა ღიმილი... - არა, ცუდად ვთქვი, მარტო მინდოდა ყოფნა, არ ვარ ხმაურის და ტაშ-ფანდურის მოყვრული კაცი.
- ესეიგი , ღვინო, დუდუკი, ქალები თქვნი ცხოვრების კრედო არააა?
- და შემატყვე რაიმე ასეთი? ჩემი კრედო უფრო ერთი ქალია და ცოტაოდენი ვისკი, თბილი და გულახდილი საუბრები , სადმე მშვიდ ადგილას.
- ან თქვენს საგურამოს სახლის ეზოში.. ყვავილებში, ჰამაკში, სარწეველაში..
- შენ ჩემს ოცნებებს ამწარებ , სისხლს უშრობ და არ ვიცი რას გიზავ- სიცილით უთხრა და ხელი ნაზად შემოხვია მხარზე..
- ხანდახან ისეთი სხვანაირი ხართ, თბილი, ხანდხან ისეთი უხეში მეშინია თქვენი...
- ცხოვრებამ გამხადა ასეთი, არა პრობლემებმა, გარემოებამ, საკუთარმა ოჯახმა..ძალიან მძიმე ტვირთი მაწევს ანა მხრებზე, არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გადავიტან, ძალიან ცუდად ვარ.. ხანდხან მინდა დავჯდე და ხმამაღლა ვიტირო, ხანდახან სიკვდილზე ვფიქრობ, მაგრამ დედაჩემის თხოვნა უნდა ავასრულო, ეს კიდევ ძალიან რთულია..
- მესმის.. თქვენი პრობლემა ძალიან მძიმეა..
- აი წარმოიდგინე, ახლა ჩემი და შენი ასაკის უნდა იყოს, აქ უნდა მედგეს, ასე უნდა მქონდეს ხელი მოხვეული და ალბათ ვაკოცებდი, ლამაზ თვალებზე, შუბლზე, თმაზე, ვეტყოდი რომ მუდამ ,მუდამ დავიცავდიი. და არასოდეს მივცემდი ვინმეს უფლებას რომ ეწყენინებინა. მაგრამ არ შემიძლია. ისიც არ ვიცი სად უნდა ვეძებო. როგორ უნდა დავიწყო მისი ძებნა..
- მე დაგეხმარებით. თუკი შემიძლია ეს. მუდამ გვერდით ვიქნები თქვნთან. როცა კი დაგჭირდებით...
- საოცარი ადამიანი ხარ, რაღაცა არის შენში, რაც ასე მიზიდავს მაგნიტივით, თითქოს შენს გვერდით ჩემი სიცარიელე ივსება ანა. და ერთი მთლიანობა ვხდები...
- ბატონო ალექსანდრე...
- არა, ცუდად გაიგე. ვიცი ახლა რასაც მეტყვი. ეს სხვა განცდაა. ანა. არ ვიცი რატომ ვარ ასე განწყობილი შენს მიმართ, ალბათ ხანდხან მგონია რომ ჩემი და ხარ..
- მე ვიქნები თქვენი და, აუცილებლად ვიქნები, ოღონდ მას მერე რაც თქვენს ნამდვილ დას იპოვით მე არ დამივიწყოთ..
- შენთან ნამდვილი მე ვარ....
- რა ხდება აქ? რა ამბავია? ანა ამიხსნი?- თეკლას წიკვინზე შეშინებული გახტა ანა გვერდით და დაქალს შეხედა..
- მილიონჯერ გითხარი ასე ნუ იქცევი-თქო, გოგო, ამ თავში ტვინი ხომ გაგაჩნია...
- აბა ჩემს დაქალს რომ ეხუტები რა ვიფიქრო?
- ვერ გავიგე, და რაიმე უნდა იფიქრო? და საერთოდ ამიხსენი რატომ უნდა იფიქრო რაიმე თეკლა, მე ვისაც მინდა იმას ჩავეხუტები და ეს შენ არ გეხება...
- მე მეგონა რომ ჩვენ..
- რა გეგონა, არ მიყვარს როდესაც მოვლენებს აჩქარებენ, როცა მახტებიან და ჩემს სათქმელს სხვები ამბობენ. ნუ სარგებლობ იმით რომ ჩემი სიმპატია დაგანახე შენს მიმართ , თეკლა თორემ შემიძლია უარესიც ვიყო...
გაფიტული სახით უყურებდა თეკლა ანას, არ იცოდა ასეთ დროს რა უნდა ეთქვა. როგორ უნდა მოქცეულიყო... ბოლოს ძალა მოიკრიბა თეკლასკენ წავიდა და მაგრად შემოხვია ხელები.. ფრთხილად შეაყო ტუჩები საფეთქელთან და თვაალიდან წამოსული ცრემლი მოწმინდა..
- მისმინე, თეკ, წინაზეც გთხოვე ახლაც იგივეს გიმეორებ, არ ვარ მე ის ადამიანი ვისზეც უნდა იეჭვიანო და გაბრაზდე. არ მაინტერესებს შენი ალექსანდრე, მართლა. არანაირად არ ვარ მოხიბლული მისით. ეგ კი არა არც ეგაა დაინტერესებული ჩემით შენ თუ ასე გგონია, მითხრა რომ ძალიან უნდა ჩემნაირი და ყავდეს. და მეც სიამოვნებით დავეთანხმე , სულ ეს იყო თეკო. უხერხულად ვარ როცა ასე იქცევი.
- მისმინე ანა. შენ რომ ჩემ ადგილას იყო დამიჯერე..
- არა, ძალიან ცდები, მე რომ შენს ადგილას ვიყო, არასოდეს გემის? არასოდეს ვიეჭვიანებდი შენზე, დაქალზე რომელთან ერთადაც გავიზარდე და რომელიც როგორც საკუთარი და ისე მიყვარს, ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია რომ არ მენდობი, ლექსოს კი არა მე არ მენდობი , ჩემი არ გჯერა. არ მესმის ამას საერთოდ როგორ უშვებ.
- მაპატიე, მართლა ვეჭვიანობ..
- კი ბატონო, იეჭვიანე, სალომეზე, იმ გაკნაჭულ მდინავზე, თვალებით რომ ჭამს ლექსოს, არ ვიცი ვისზეც გინდა მაგრამ ჩემზე არ გაბედო გასაგებია? საკმარისია, არ ვაპირებ შენთან ყოველ ჯერზე რამდენი ლექსოს მიუალოვდები ნებართვა გთხოვო თეკო.. ლექსოც მისი ძმაკაცებიც და ეს სამსახურიც შენი იყოს.. - გაბრაზებულმა მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და დარბაზში შევიდა...
კარგა ხანს იდგა თეკო მოაჯირს დაყუდებული და ვერ აცნობიერებდა, ეს ეჭვიანობა რა იყო , რაც მასში ასე ბუდობდა. შიში იმისა რომ ალექსანდრე ანას არჩევდა, თუ შიშ იმისა რომ ანას შეუყვარდებოდა ალექსანდრე.. არადა არაფერი აკლდა, არც გარეგნობა არც განათლება, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა, ბევრს საუბრობდა, კარგად იცოდა, ეს ძალიან კარგად, არაერთხელ უთხრა ლექსომაც მაგრამ ვერ შეიცვლებოდა.. არ გამოსდიოდა, ახლა კი ყველაზე მთავარი ის იყო რომ ნდობა უნდა ესწავლა, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა, როგორ იეჭვიანა ასე უტიფრად ანაზე და თან ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვა, ლექსოც მოიმდურა, აწყენინა. ბოლოს და ბოლოს, მართალი იყო ლექსო, რატომ უნდა ეკითხა თეკოსათვის რა გაეკეთებინა..
თვალიდან წამოსული ცრემლები ლოყაზე ურცხვად ჩამოუგორდა და სიცარიელეში დაიკარგა. მერე შეეცადა საკუთარი ნერვები მწყობრში მოეყვანა, ღრმად ამოისუნთქა, და დარბაზში შევიდა...
დაინახა როგორ ელაპარაკებოდა ანა ნუცას, მერე ლოყაზე აკოცა, ჩანთას ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა..

**
გულაღმა იწვა ლევანი და მის წინ ნახევრად შიშველ მოფარფატე ქალს უყურებდა.. ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, ცალი მუცელზე ედო და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა..თითქოს ფიქრებში იყო გართული ლევანი, არადა არაფერი ესახებოდა სახეზე...
- ყავა მოგიტანე, ლევან, წამოჯექი- თბილი და წკრიალა ხმა ამოვიდა ქალის ყელიდან და ლანგარი თავთან დაუდგა..
- სოფიო, რა კარგია რომ მყავხარ .. რომ იცოდე როგორ მჭირდები...
- მეც ძალიან, მაგრამ დავიღალე. ძალიან დავიღალე ლევან, წარმოიდგინე უკვე რამდენი წელიწადია ასე ვართ. მინდა რომ შენი ცოლი ახლა მაინც მერქვას, ახლა ამ ასაკში მაინც. მაშინ ვერ მოვახერხეთ ახლა რა და ვინ გვიშის ხელს..
- მეც ვიფიქრე ამაზე, ალექსადრეს უნდა დაველაპარაკო, იმედი მაქვს გამიგებს..
- ალექსანდრე სადაცაა თავად მოიყვანს ცოლს ლევან. უკვე ოცდაათი წლისს. ჩვენ კი ოცდახუთი წელიწადია ასე ვართ. ჯერ კიდევ მანამდე გვიყვარდა ერთმაანეთი, ეგება თავი და ბოლო მიეცეს ამ ურთიერთობას...
- მართალი ხარ. მენდე კარგი? ამ ერთხელაც მენდე და ყველაფერს მოვაგვარებ სოფონე. შენ მაგაზე არ იდარდო, შენ ხარ ჩემი მზე და მთვარე ხომ იცი,,, შენით მეწყება ცხოვრება და შენითვე მინდა დავამთავრო..მაგრამ მანამდე ერთი საქმე გვავს მოსაგვარებელი..
- გახსოვს, მაშინ ბავშვი ვის მივეცით?
- შენი შვილი? არ მითხრა რომ დაბრუნება გინდა..
- არა, რას ამბობ, რაში მჭირდება. გამოუსადეგარი ნივთები ისედაც ოხრად ყრია სახლში. ლექსოა დაინტერესებული და არ მომწონს ეს საქმე სოფონე. გამირკვიე ერთი ის ოჯახი სადაა, რას წარმოადგენენ ახლა..
- გაგირკვევ ჩემო კარგო, ახლავე გაგირკვევ. დეიდაჩემის მეზობლები იყვნენ.. შენ მიდი ისაუზმე, მე დავრეკავ და გავარკვევ..
ნერვიულად გადმოსწია ფეხები საწოლიდან ლევანმა და სამზარეულოსაკენ მიმავალ ქალს მზერა გააყოლა.. უყვარდა სოფიო როგორ არ უყვარდა. ამას როგორ იტყოდა, ბოლოს და ბოლოს მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი დაუთმო ამ ქალს. მაგრამ რომ არა დედამისი , იქნებ სალომესთან ბედნიერი ყოფილიყო... ის ხომ ყველაზე წმინდა და კეთილი ქალი იყო მის ცხოვრებაში, ანგელოზივით სუფთა და მოსიყვარულე. როგორ უყვარდა. როგორ ზრუნავდა ქმარზე. მიუხედავად იმისა რომ იცოდა საყვარელი ყავდა. არასოდეს იმჩნევდა ამას..
თითქოს გულზე ლოდად ეწვა ეს ყველაფერი ...
ეს ცოდვა არასოდეს გადავიდოდა მისი ცხოვრებიდან სანამ ცოცხალი იყო..
კვერცხის მოზრდილი ნაჭერი ჩაიდო პირში და ცხელი ყავა მიაყოლა ლევანმა, სახეგაბადრული გამოვიდა სოფონე და ლევანს კისერში ხმაურით აკოცა, ჭაღარა თმა მოუჩეჩა და მუხლზე ჩამოუჯდა.
- საუკეთესო ამბავი მაქვს, მოსკოვში წავიდნენ , თურმე, როგორც კი იშვილეს, მთელი ოჯახი გადაიხვეწა, მალევე ავარიაში მოყოლილან და არც ერთი არ გადარჩა ლევან, ყველანი იქვე დაუკრძალაავთ . ასე რომ არ არსებობს საშიშროება იმისა რომ ლექსო რაიმეს გაიგებს, აი პოვნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
- რას ამბობ სოფონე, სამივე გარდაიცვალა? ჩემი შვილი გარდაიცვალა ?
- რომელი შვილი ლევან, ამდენი წელიწადია ლექსოს რომ არ გახსენებოდა არც გახსოვდა რომ ანისია გყავდა.
- მაგრამ მეტკინა, დანანებით ჩაილაპარაკა და სოფონეს მხარზე აკოცა..
- ოხ ლევან, ლევან, სხვებთან ითამაშე, ჩემთან არ გჭირდება ეგ ხომ იცი.. ისაუზმე ავალაგებ და წავიდეთ..
- სად მივდივართ?
- სადმე გავიაროთ. ცხელა უკვე, გავისეირნოთ...
- მასე იყოს.. - ცალყბად უთხრა და ყველს კუთხე წაატეხა..
**
ახალი ღვინის დეგუსტაციისათვის უნდა დაეწყოთ მომზადება. ამასთან ერთად ვენახები იყო დასათვალიერებელი , ყველაფერი თავზე ეყარა ალექსანდრე პირველს. მამამისიც არ ჩანდა ჰორიზონტზე, ეს ყველაფერი არ მოსწონდა ლექსოს მაგრამ არაფერს ამბობდა, პირიქით არ უნდოდა თვალში გაჩხერვოდა ბატონი ლევანი, ერჩია რაც შეიძლება ნაკლებად ესაუბრა მასთან..
სავარძელში იჯდა და კონდინციონერის მოტანილ გრილ ჰაერს სახეს უმიზნებდა რომ გონს როგორმე მოგებულიყო...ნერვიულად ისრესდა შუბლს და თლილ თითებს ნიკაპზე ისვამდა..მის წინ მდგარი ტელეფონი უმისამართოდ აწრიალდა და წარბშეკრულმა დააჭირა თითი წითელ ღილაკს.. მერე ფერი ეცვალა, ფეხზე წამოდგა.. სიხარულისაგან თუ ნერვიულობისაგან ერთიანად დაეცავა შუბლი ოფლით და კართან მივიდა..
- გამარჯობა ალექსანდრე, მე ნინო ვარ შენი დეიდაშვილი - გაბრწყინებულმა უთხრა გოგონამ და ხელი გაუწოდა..
- დეიდაშვილი, რომელიც პირველად მხვდება ხელს მართმევს და მორჩა? - ბედნიერმა ვერც კი გაიაზრა ლექსომ თავისივე სიტყვები და პატარა ტანის გოგონა მკლავებში მოიქცია..
- რავიცი, ვიფიქრე იქნება არ უნდა -თქო. ძლივს მოახერხა ნინომ სიტყვების ამოთქმა და განზე გადგა..
- როგორ მიხარია რომ გაგიცანი ,ძალიან მიხარია ნინო.. გუშინ არ მოხვედი და ვინერვიულე..
- მაპატიე, დედამ ვერაფრით მოახერხა ბებიასთან დალაპარაკება.დღეს როგორც კი გადმომცეს ეს დღიური მაშინვე წამოვედი შენთან. სიმართლე გითხრა მეშინოდა..
- ჩემი გეშინოდა? - გაოცება ვერ დამალა ლექსომ და სავარძელში ნელა ჩასვა გოგონა..
- არა, შენი არა, დედამ და ბებიამ ისე გამაფრთხილეს რომ ნელა წამომეღო და თვალში არავის გავჩხერვოდი, გული მქონდა ცუდად სანამ მოვიდოდი აქ, ასე მეგონა გრიფიტ საიდუმლო მომქონდა.
- ასეცაა ლამაზო. რას დალევ მითხარი - ხელზე ხელი ნელა დაადო ლექომ და თავის ხელებში მოიქცია..
- ყავას, სიამოვნებით, ისე ადრიანად გამომაგდეს ვერც კი მოვასწარი..
- ჩემი დეიდაშვილისათვის იქნება ყველაფერი...
- მისმინე, რაღაცას გკითხავ და გულახდილად მიპასუხე კარგი? ახლა ამ ამბებს რომ ამოხსნი და გაარკვევ, მერე ისევ დაგვივიწყებ? ანუ მხოლოდ ახლა გჭორდებით?
- ღმერთო რა საყვარელი ხარ - ერთიანად წასკდა სიცილი ალექსანდრეს და როგორც სჩვევია გულიანად სიცილის დროს თავი უკან გადააგდო..- რა თქმა უნდა არა, ნინო, ეს რა კითხვაა, ამისთვის არ მიპოვნიხართ რომ ისევ თავიდან დაგკარგოთ. თქვენი სახით ოჯახი შევიძინე, როგორ გგონია ოჯახს კარგავენ?
- არა , მაგრამ მაინც გკითხე, ბებია ისეთი ბედნიერია რომ შენს დაკარგვას ვერ გადაიტანს..
- აი ჩვენი ყავაც-მდივანს თვალი ჩაუკრა ლექსომ და ყავის ფინჯნები გამოართვა. - მისმინე, ნებისმიერ დროს, როცა კი მოგესურვება მინდა რომ მოხვიდე, მნახო, დამირეკო, მეც ასევე ნინო, შენი ძმაც მინდა გავიცნო, როგორც შენ თქვი სულაც არ მინდა ეს დროებითი ნათესაობა..
- სულ მინდოდა შენი გაცნობა, ამას წინათ ტელევიზორში გნახე, და დედამ მითხრა ვინც იყავი.. მართლა მიხარია რომ მომეცა საშუალება და თუნდაც ამ ვითარებამ ერთმანეთს დაგვაახლოვა..
- მეც ნინო, ახლა მარტო აღარ ვარ, ახლა თქვენ მყავხართ და ეს ყველაზე მეტად მახარებს..
- ხო მართლა, აი ეს დღიური დედამ გამომატანა, გადაშლაც კი ამიკრძალა.. ვიცი რომ დეიდასი იყო, ასე რომ იმედია წაგადგება.. ხო და კიდევ დედამ თუ რაიმეს შენიშნავს დამირეკოსო...
- აუცილებად დავურეკავ, ვეცდები საღამოს შემოგიაროთ.. ბებიასაც ვნახავ. და იქნება მამაშენი და შენი ძმაც გავიცნო ..- მისი ყავა დავილე და ახლა შენზე მომიყევი რაიმე..
ბედნიერი სახით უყურებდა ლექსო ნინოს და გულს უხაროდა რომ ყავდა დეიდაშვილები, რომლებთანაც შეძლებდა საუბარს, დროის გაყვანას, ტკივილის გამხელას. გულის გადაშლას. არაფრით სულ არაფრით ჰგავდა ნინო ალექსანდრეს მაგრამ , უკვე უყვადა ეს თბილი და ბავშური გოგონა. რომელიც ნაზად იღიმოდა, თითქოს ცოტა დარცხვენილიც იყო იყო, ნერვიულად იწვალებდა თმას და დროდადრო ილოკავდა ქვედა ტუჩს.
კარზე კაკუნმა ორივე კარისაკენ გაახედა, საბუთებით ხელში იდგა ანა და ხან ნინოს და ხან ლექსოს უყურებდა..
- ბოდიში ბატონო ალექსანდრე, თქვენთან საქმე მქონდა, მერე შემოვალ..
- არა მოდი, ანა, შემოდი, მოხდა რაიმე?
- დიახ, მოხდა, ახლა დაკავებული ხართ. მოგვიანებით მოვალ..
- არა, არ ვარ დაკავებული, გაიცანი მოდი ეს ჩემი დეიდაშვილია ნინო, ეს კიდევ ანაა,ჩემი საუკეთესო თანამშრომელი და მეგობარი.
- ძალიან სასიამოვნოა ნინო.. მაგრამ ბატონო ალექსანდრე , ცალკე მირჩევნია თქვენთან საუბარი..
- მე ისედაც მივდიოდი, ანა, თქვენ დარჩით. დედას უნდა მივეხმარო. საღამოს გელოდებით ლექსო. - ღიმილით უთხრა დეიდაშვილს, ლოყაზე მაგრად აკოცა და გავიდა..
- რა ხდება მეტყვი? ასეთი რა საჩქაროა, და რა სახე გაქვს? თუ ეს გუშინდელ სცენას ეხება მაშინ არ განიხილება და კომენტარს არ ვაკეთებ- ხუმრობა სცადა ლექსომ მაგრამ მიხვდა ანას სახეზე სხვა განცდა იყო აღბეჭდილი
- წასვლა მინდა, სამსახურიდან, იმედია გესმით.
- არა , არ მესმის, რატომ გინდა წასვლა?? მხოლოდ იმიტომ რომ ხელი მოგხვიე გუშინ? თუ იმიტომ რომ თეკლას არ მოსწონს ჩემი და შენი ურთიერთობა..
- არც ერთი კაცი არ მიღირს იმად რომ დაქალს ვაწყენინო ალექსანდრე..
- ნუ მაცინებ ანა, მე რა შენ სიყვარული შემოგთავაზე? გითხარი რომ სხვანაირად გიყურებ? მე უბრალოდ გითხარი რომ შენში ჩემი მსგავსება დავინახე, მხოლოდ ეს გითხარი რომ მინდოდა დასავით მყოლოდი... საერთოდ რა სირულ სიტუაციაში ვარ, ვდგავარ და გიხსნი რაღაცა სირობას, რაც ნამდვილად არაა ასახსნელი... - გაბრაზებულმა ახედა გოგონას. - ტელეფონის ღილაკს თითი მიაჭირა და მდივანს თეკლას შემოყვანა სთხოვა..
დარცხვენილმა შეაღო კარები თეკლამ და ანას გვერდით გაჩერდა.. უტეხად იდგა ანა ჯაფარიძე და თვალს არ ახამხამებდა..
- ამიხსენით ახლა ორივემ რა ჯანდაბა ხდება ა!- თორემ ჭკუიდან შევიშლები ახლა... ერთი ეჭვიანობის სცენებს მიწყობს დაქალზე, მეორე მეუბნება რომ სამსახურდან უნდა წავიდეს დაქალის გამო.. თქვენ საღად ხო აზროვნებთ საერთოდ? რა სიტუაციაში მაგდებთ? თეკლა ჩემი ცოლი არაა, არც ჩემი შეყვარებულია და არც საცოლე.. და შენ კიდევ ანა, მე უბრალოდ მეგობრობა მინდოდა შენთან. მოდიხარ და მიხსნი რომ თეკლას დაკარგვა არ გინდა ვიღაცა კაცის გამო, ბაზარი არაა, ვიღაცა კაცი ვარ შენთის. მაგრამ მაგრად ცდები, მე არავის წინაშე არ ვარ ვალდებული , დაიმახსოვრეთ ეს..
- ანა რა ხდება? როდის გადაწყვიტე რომ უნდა წახვიდე..
- გუშინ, როცა ისტერიული სცენა გამართე.
- სისულელეა, არაფერი გამიმართავს.. მაპატიე რომ ასე ცუდად გამოვიდა, მართლა. ვიცი რომ ზედმეტი გავაკეთე..
- ზედმეტი არ ვიცი რა იყო თეკო. ზედმეტად მე ვგრძნობ თავს, როდესაც დგახარ და სათითაო ნაბიჯს მიკონტროლებ ..
- თქვენი პრობლემები თქვენში გაარკვიეთ, სამუშაო სააათების მერე, დღეიდან არც ერთი არ გამეჩხირებით თვალში. საქმეს გააკეთებთ, წახვალთ და შესრულებულ სამუშაოს მდივანს დაუტოვებთ. ასე არც ერთს გვექნება პრობლემა, ყელში ამოხვედით უკვე ამ თქვენი ბავშური გარჩევებით რა ყელში - გაცეცხლებულმა იღრიალა ალექსანდრე პირველმა, და გიჟივით შეცვივდნენ კაბინეტშ ვანო და ნიკო..
- მშვიდობააა? - ანერვიულებულმა იკითხა ნიკომ და ალექსანდრესაკენ წავიდა...
- კი მშვიდობააა, ორივე გადით კაბინეტიდან და არ დამენახოთ . დროზეე -უფრო ხმამაღლა იყვირა და აფორიაქებულმა დაისვა ხელი ცხვირიდან ნიკაპის მიმართულებით დაცვარული ოფლის მოსაწმენდად..
**
„ დღეს მივხვდი რომ გოგონა იქნება, აუცილებლად გოგონა მეყოლება, ალექსანდრეს და სჭირდება, რომელიც მუდამ გვერდით ეყოლება. მინდა რომ მასავით ლამაზი და სათნო იყოს ესეც.
ზუსტად ვიცი რომ დას აუცილებლად მიხედავს, ხელს არ გაუშვებს.. მეშინია რომ შეიძლება ვერ მოვესწრო მის გაზრდას, მაგრამ ჩემი ლექსო, ისეთი ძლიერია მუდამ დაიცავს და ნათელ გზაზე დააყენებს დას..“

„ ყვავილებს რომ ვეფერებდი საოცარმა აზრმა გამიელვა, მაშინვე წავედი ოქრომჭედელთან და ჩემი ჩანაფიქრის ასრულება ვთხოვე.. აუცილებლად ჩემს გოგონას პლუმერიის ყვავილის ყელსაბამს ვაჩუქებ, მასავით თეთრი და ქათქათა რომ იყო, მასავით ლამაზი კანის და ატმისფერი ლოყები რომ ჰქონდეს.
ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ასე ეხსომება დედა. მუდამ გამიხსენებს ასე.. „
„დიდი ხანია არაფერი დამიწერია , შენც კი ვერ გადაგიშალე გულში ჩაბუდებული ტკივილი..გუშინ ჩემი გოგო ქვეყანას მოევლინა, ჩემი ანისია. ჩემი ანგელოზი. ყელზე მაშინვე დავკიდე კულონი როგორც კი მომიყვანეს, ზედ „ ა“ ასო ამოვატვიფრინე. ისეთი ნაზია, მთელი დღე სძინავს, დედას არ ანერვიულებს,, ალბათ გრძნობს რომ დედას ისედაც ბევრი სანერვიულო აქვს.“

„ერთადერთი რისაც არ მეშინია ეს ლექსოს დაკარგვაა, ვიცი რომ სიცოცხლის ფასად დაიცავენ , არაფერს გაუჭრივებენ, მაგრამ ჩემს გოგონას რა მოელის, არ უნდა ლევანს მისი არსებობა არ უნდა. ზედაც არ უყურებს, ამოიჩემა ჩემი შვილი არააო, მთელ ღამეებს ტირილში ვათენებ, როგორ მეშინია რომ იცოდე, სად გავიქცე, რამდენი დღეა ვფიქრობ სად წავიდე ბავშვებიანად რომ გადავარჩინო ისინი და ჩემი სიცოცხლეც..“

„ დღეს მივხვდი რომ არ ვცდებოდი..
სოფიო და ლევანი ერთად არიან, ალბათ არც არასოდეს ვუყვარდი ლევანს, მამაჩემის ქონების გამო მომიყვანა ცოლად, იმიტომ რომ ვჭირდებოდი.. მე კიდევ როგორ ბრმად მიყვარდა, დღეს დავინახე, ჩემი თვალით დავინახე როგორ კოცნიდა და ეფერებოდა სხვა ქალს..
მეშნია რომ ლექსოც მამამისის ნაირი არ გაზარდოს, არა ჩემი ლექსო ასეთი არ იქნება.. ჩემი ლექსო ნამდვილი კაცი იქნება..“

„მეშინია, ყველაფერი გავიგე, ყველაფერი მოვისმინე..
ახლა ვიცი რომ არ მაცოცხლებენ.. ვიცი რომ აუცილებლად დადგება ჩემი აღსასრულის დღე... არ უნდა მეთქვა ლევანისათის რომ სიმართლე ვიცოდი... არ უნდა მეღირებინე რომ ვიცი რაც გააკეთეს .. ახლა მომიშორებენ, ვგრძნობ ამას და მეშინია, მთელი თვეა შიშით ვიძინებ და იმ იმედით რომ დილით ისევ ვნახავ ჩემს შვილებს..“

ნერვიულად მოისრისა თვალები ალექსანდრემ და წარბები შეჭმუხნა..
დაკეცილი დღიური მაგიდის უჯრაში მოათავდა და უჯრა რამოდენიმეჯერ გადაკეტა..
ახლა იცოდა, რომ დედამისის სიკვდილში ნამდვილშ მისივე ოჯახი იყო გარეული.. მაგრამ ისიც იცოდა რომ მის დას ყელსაბამი უნდა ჰქონოდა პლუმერიის ყვავილით „ა „ ასოთი .
ფეხზე წამოდგა და საძინებლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.. დედის მოსასვენებელ ოთახში, კედელზე დაკიდებულ ყვავილის სურათს დააშტერდა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა..
როგორ უნდა ეპოვნა მაინც და, ვისშიც ეჭვი შეეპარებოდა მისულიყო და ეკითხვა - უკაცრავად თქვენ კულონი ხომ არ გაქვთო?“
ნაბიჯების ხმაზე ოთხიდან სწრაფად გავიდა და კიბეებზე დაეშვა, არ უნდოდა რომელიმეს ისევ შეემჩნია რომ დედის ოთახში ამდენ დროს ატარებდა..
მისაღებში ბედნიერი სახით იჯდა თამარი და მის წინ მჯდარ ქალს მხარზე ნაზად უსვამდა ხელს..
- ალექსანდრე რა კარგია რომ ჩამოხვედი მამა, ეზოდან შემომავალი ლევანი შვილისაკენ გაემართა და მხარზე შემოხვია ხელი. წამოდი, რაღაც მინდა გითხრა, უკვე დიდი ხარ, ამიტომ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვი სათქმელს. შენ უკვე სადაცაა შენს ოჯახს შექმნი, შენი შვილები გეყოლება, მამა არ გაგახსენდება , არც დაგჭირდება ისე ძალიან.
- იქნება ამ ზედმეტობობების გარეშე მითხრა ბატონო ლევან სათქმელი.
- ზუსტად მამას გავს- ღიმილით ჩაილაპარაკა ლევანმა და სოფიო ფეხზე წამოაყენა, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა რომ მინდა სოფიოზე ვიქორწინო...
- შენს ასაკში? - სოფიოზე ესეიგი? და დიდი ხანია თქვენი მალული სიყვარულობანა გრძელდება?
- რას ქვია ეს?
- რას რა ქვია? მაინტერესებს რამდენი ხანია შეყვარებული ხარ, თუ რაცაა, რაც თქვენ ორნი აჟიტირებული სკოლის მოსწავლეებივით ხართ მალულ შეხვედრებში...
- ალექსანდრე არ შეგშვენის ბებია - მაშინვე დაუტია თამარმა და შვილიშვილი სკამზე ჩამოსვა.
- და რა ვთქვი ახლა ისეთი რომ არ შემშვენის, რაც თავი მახსოვს, ქალბატონი სოფიო მამაჩემთან მუშაობს და ვიკითხე რამდენი ხანია ეს რომანი აქვთ?
- რამოდენიმე წელიწადია, ლექსო, ამას რა მნიშველობა აქვს..
- არ აქვს? ამას არ აქვს მნიშვნელობა?
- აქვს რა თქმა უნდა, მივხვდი ლექსოს რაც აინტერესებს. მამაშენს ცოლისათვის არ უღალატია, ორი წელიწადია რაც დავახლოვდით ამ მხრივ ალექსანდრე, ეს თუ გაინტერესებს ..
- დიახ ეს მაინტერესებს ქალბატონო სოფიო..
- იქნება ეს ოფიციალური მიმართვა არ ღირდეს, მაინც ერთი ოჯახის წევრები ვიქნებით ლექსო..
- რას ამბობთ, ზედმეტად კულტურული ვარ . არ შემიძლია სახელს ვერ დაგიძახებთ, მითუმეტეს ვერც დეიდას , ასე რომ ქალბატონი სოფიო ჯობია...
- ლექსო, არ მინდა პრობლემები შეიქმნას ამ მხრივ..
- არანაირი პრობლემა არ გამაჩნია, ჩვენთან აპირებთ ცხოვრებას? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- კი, აქ ვაპირებთ ცხოვრებას შვილო..
- ხოდა ძალიან კარგი, თამარა მაინც დაბერდა. ახლა ახალი მკაცრი ხელი სჭირება სახლს , ხომ ასეა ბებია? გილოცავ მამა, თქვენც გლოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ. მაპატიეთ მაგრამ უნდა დაგტოვოთ , ბიჭები მელოდებიან..- ყალბი ღიმილით გამოემშვიდობა ლექსო შეკრებილთ და კიბეებზე სწრაფად ატრიალდა..
**
ბარში მარტოკა იჯდა და ვისკის თლილ ჭიქას თითებით ათამაშებდა.. საათი უკვე ღამის სამს უჩვენებდა.. ალმაცერად უყურებდა ბარმენი და მასთან გამოლაპარაკებას მაინც თავს არიდებდა.. უკვე მერამდენე ჭიქა ვისკის ცლიდა სათვალავი არეოდა ორივეს.. ბოლოს მაინც გაბედა მასთან გამოლაპარაკება , ნახევარი ტანით გადაიხარა წინ და ლიმონიანი წყალი დაუდგა.
- ბატონო ალექსადრე, გინდათ ვინმეს დავურეკავ, არ იფიქროთ რომ ვერევი მაგრამ, საჭესთან ასე ვერ დაჯდებით...
- არავინ მჭირდება მეგობარო..არავინ - დამარცვლით უთხრა და ბოლო ყლუპი მოსვა..
- მისმინეთ. ბევრი დალიე, და არ ღირს ამ მდგომარეობაში მანქანის მართვა..
- ვითომ დაგიჯერო? ღიმილით ჰკითხა და ამღვრეული მწვანე თვალებით შეხედა ბარმენს.. აჰა და დარეკე.. - ტელეფონი გაუწოდა და შუბლი მოისრისა..
- საად დავრეკო? ვინ გინდათ რომ მოვიდეს? გაოცებულმა დაუბრუნა კითხვა და გაბრუებულ ლექსოს ფრთხილად შეახო მხარზე ხელი..
- შენ ვისთანაც გინდა, იმასთან დარეკე, სულ ერთია მეგობარო, ყველა ერთიაა.. ვინც პირველი სწერია იმასთან იყოს.. - ხელებს ჰაერში ატრიალებდა პირველი და თვალებს ნაძალადევად ახელდა..
ნამძინარევი სახით შევიდა ანა ბარში... ჯერ კიდევ არ იყო კარგად გამოფხიზლებული.. გეზი პირდაპირ ბარისაკენ აიღო და მიესალმა..
- წეღან დამირეკეთ ალექსანდრე პირველთან მოვედი, სადაა? - ოდნავ დამფრთხალმა ჰკითხა და გვერდით გაიხედა.. სკამზე იჯდა, პატარა ბავშვივით მოეკეცა ხელი და თავი ზედ ედო. ბაგეები ერთამენთისაგან დაეშორებინა და მშვიდად ფშვინავდა..
- ძლივს დავაჯერე რომ არ წამოსულიყო- თითქოს თავის მართლევას შეეცადა და გაუღიმა..
- ძალიან კარგი ეგ მაგრამ, ერთი ვერ გავიგე მე რატომ დამირეკეთ?
- პირველი ვინც წერია იმასთან დარეკე სულ ერთია ვინ მოვაო. პირველი თქვენ იყავით..
- შარიდან შარში გადავდივარ ღმერთო შენ მიშველე- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა , მადლობა მოუხადა უკვე მუშაობისაგან გადაღლილ ბიჭს და ალექსანდრესაკენ წავიდა..
ფრთხილად შეახო ხელი მხარზე და რაც შეეძლო დაბალ ხმაზე დაუძახა... სანაცვლოდ მხოლოდ ზმუილი აღმოხდა ლექსოს... ოდნავ გაახილა თვალები მეორე უფრო ძლიერ შეტოკებაზე და როგორც სჩვევია ნერვიულად დაისვა ხელი ნიკაპზე..
- ვაიმე, მგონი მაგრად მაქვს დარხეული - საკუთარ თავს გაესაუბრა და კიდევ ერთ ძახილზე თავი ნაძალადევად წამოსწია..
- გაიღვიძე რა, სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს. ალექსანდრე, ადექი ..- რაც შეეძლო მშვიდად ელაპარაკებოდა ანა და ხელებს ზურგზე უსვამდა..
- მოიცა რაააა, შენ აქ რას აკეთებ? - ისე ჰკითხა გონს კარგადაც არ იყო მოსული..
- ბარმენმა დამირეკა . წამოდი გარეთ აგიხსნი , იქ ვილაპარაკოთ. ლექსო სირცხვილია.. ერთი ხელი წელზე შემოხვია და მის წამოყენებას შეეცადა.. - გეხვეწები დამეხმარე რომ ადგე თრემ ვერ აგაყენებ ხომ იცი. სადაცაა გათენდება, აქ ხომ არ ვიქნებით დილამდე..
- ავდგები, ახლავე - ბედნიერად წაიმღერა და ფეხზე წამომდგარი გვარიანად შებარბაცდა...
- გიჭერ, ვსიო, წამოდი. ნელა გავიდეთ აქედან. მანქანა სად გიდგას? გარეთ ვერ დავინახე..
- წინ გავაჩერე.. მაგრამ მაგრად მეძინება ანა, აი იცი როგორ? აქვე დავიძინებ , მოდი რა..
- ლექსო მორჩი !- მაშინვე ხმას აუწია , ორივე ხელი მხრებში ჩაავლო და რაც შეეძლო შეაჯანჯღარა.. - ყინული გექნებათ მანდ- მეგობრულად სთხოვა ბარმენს და ყინულის კუბიკი სახეზე დაუსვა...
- გოგო, შენ ხომ არ გააფრინეე - დაჭრილი ლომივით დაიღრიალა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა..
- მე კი არა ეს შენ გააფრინე, გათხლეშლი მთვრალი ხარ აქ ბარში, ხვალ მთელს თბილისს ეცოდინება შენი ამბავი, და მერე ვნახოთ როგორ ხასიათზე იქნები. ხვალაც თუ გექნება თავი ასე ღრიალის. გადმოაგდი ახლა ნაბიჯი, დამეხმარე მაინც მანქანამდე საღ-სალამათი წაგიყვანო. სახლში რომ მიგიყვან რაც გინდა ის გააკეთე, გასაგებია? - რაც შეეძლო მკაცრად ელაპარაკებოდა ანა და კარისაკენ მიათრევდა..
მთელი ენერგია დახარჯა სანამ უფროს მანქანაში მოათავსებდა და ღვედს გადაუჭერდა. პატარა ბავშვზე უფრო მეტად ჯინიანი იყო ალექსანდრე პირველი.. არაფრის დიდებით არ უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა..
ნერვიულად გადაიჭირა ღვედი ანამ და თითები საჭეზე აათამაშა.. რამდენი წელი იყო მანქანა არ ემათა, თანაც ასეთი ძვირიანი მანქანა.. გასაღები გადაატრიალა და ძრავის გუგუნი გაისმა მაშინვე. კონდინციონერი ორზე გადართო, უფროსის გასაგრილებლად და მშვიდად დაუძახა..
- ალექსანდრე, სად ცხოვრობ? სად უნდა მიგიყვანო..
- სახლში .. პატარა ბავშვივით ამოიზმუვლა და ანას ერთიანად წასკდა სიცილი..
- რას მელაპარაკებ ეგ ვიცი. სად დგას ეგ შენი სახლი მისამართი მითხარი....
- არ მინდა სახლში. სადმე წამიყვანე, სულ ერთია,...
- მისმინე, დიდი ხანია მანქანა არ მიმართია, და სადმე ახლოს თუ მიგიყვან მადლობას გეტყვი, ალექსანდრე..
- აქვე დამტოვე მაშინ რა,,, ტვინი წაიღე უკვე , გეფიცებიიიი, ზუზუნებ რაც მოხვედი მას მერე, იქნებ დამაძინოოო - გაბრააზებულმა მიაძახა ალექასნდრე. გადაჭერილ ღვედში ცალი მკლავი ამოაძვრინა და ძილს მიეცა..

საათი თერთმეტს უჩვენებდა, თვალები რომ გაახილა..
გაოცებული წამოჯდა საწოლში.. ვერაფრით გაანალიზა სად იყო.. ეს კედლები, საწოლი, ნახატები. ყველაფერი ეს ძალიან უცხო და შეუცნობელი იყო მისთვის.. სკამზე მიფენილ პერანგს ხელი დაავლო და სწრაფად შემოიცვა ტანზე.. ფრთხილად გააღო ოთახის კარი და გვერდით ოთახიდან გამომავალი ხმის გაგონებაზე ადგილზე გაიყინა, ფეხსაცმლლის ზონარები კარგად გაიკვანძა, ბოლო ღილი შეიკრა და სამზარეულოსაკენ წავიდა.
- დილა მშვიდობისა, ღიმილით მიანათა თვალები ანამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
- ვერაფერს ვერ ვხვდები, მართლა.. საფეთქლები დაიზილა და კედელს მხრით მიეყუდა..
- ჯერ ისაუზმეთ, მერე წამალს მოგცემთ რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ.
- აქ რატომ ვარ? - დაბნეულმა იკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
- გუშინ მისამართი არ მითხარით,სახლში არ მინდაო. იძულებული გავხდი ჩემს სახლში მომეყვანეთ,..
- ძაან გავჭედე ხო? რა სირცხვილია, სახეზე ღიმილი მოეფინა ალექსანდრეს და მწვანე თვალები კიდევ უფრო მეტად გამოეკვეთია, ტუჩი კბილებს შორის მოიქცია სიცილის შესაკავებლად..შენ რატომ მოხვედი წუხელ?
- თქვენს თავს ჰკითხეთ, ბარმენისათვის გითქვამთ ვინც პირველი სწერია იმას დაურეკეთო და ეს იღბლიანი მე აღმოცნდი..
- შარში ვარ, რამენაირად დაბლა დაგწევ, და თავზე ნიკოს და ვანოს ჩავწერ, მაინც ყოველი შემთხვევისათის - გულიანად გადაიხორხოცა ლექსომ და ფეხზე წამოდგა.- მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო და ხარ..
- ალექსანდრე, ასე ნუ ამბობ , თორემ დამეჯერება..
- დაიჯერე. მე სულაც არ ვარ წინააღმდეგი..
- კარგი. მოდი ვისაუზმოთ და მერე სახლში გავალ, ჩემი მანქანა..
- დაბლა დგას.. გეფიცები არ დამიზიანებია..
- მჯერა.. - მკლავზე ხელი ნაზად დაუსვა და ჩაი მოსვა.. გუშინ ბევრი მომივიდა, ძალიან ბევრი ვიცი..უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი.. რომ არ დამელია გავგიჟდებოდი..
- დალევა გამოსავალი არააა, ხომ იცით. არა? პირიქით დალევა ყველაზე დიდი შეცდომაა ალექსანდრე რაც შეიძლება პრობლემების შუაგულში მდგარმა ადამიანმა გააკეთოს.. ამ დროს უფრო მეტად უიმედო ხარ, მიუხედავად იმისა რომ სითამამე გემატება..
- და შენ გემატება სითამამე როცა სვამ? - გამომცდელად ჰკითხა და ჩანგალი თეფშზე დააბრუნა.
- რა თქმა უნდა, ყველას ემატება..
- ბოლოს როდის მოგემატა სითამამე? - მომიყევი..
- ოოოო, არ ვიცი, ალბათ ბავშობაში, დიდი ხანია არაფერი დამილევია მასე რომ სითამამე მომემატოს და თან ამასთან ერთად, სითამამეც არაფერში მჭირდება...
- ხო მჯერა. ეტყობა შენი დაქალი სულ სვამს არა? სულ სითამამე მომატებულია რატომღაც .
- ასე ნუ ამბობთ- მაშინვე გაუმკაცრდა ხმა ანას და ფეხი ფეხზე გადაიდო.. არ მომწონს რომ ასე საუბრობთ თეკოზე..
- იმას ვერაფერი შევაგნებინე, იქნება შენ მაინც მომისმინო ანა.. შენ დაქალი მომწონს,მიუხედავად იმისა რომ საოცრად ბევრს ლაპარაკობს და ეს შოკში მაგდებს, მართლა მომწონს, ძალიან საყვარელია და არაერთხელ ვეცადე მასთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ როცა მგონია რომ ყველაფერი კარგადაა და ცოტა მაინც შევაგნებინე რა მინდა მაშინვე ამ დედა აფეთქებულ ეჭვიანობის სცენას მიწყობს, ისე თითქოს ჩემი ცოლია. არ მომწონს ასეთი რაღაცეები ანა. ამას ასე უმიზეზო სცენებს ცოლისაგანაც არ ავიტან და მითუმეტეს ახლა როდესაც სრულიად თავისუფალი ვარ..
- მესმის, ავუხსენი მეც თეკოს ყველაფერი, იმედია შეიგნებს. ალესანდრე ჩვენ ერთად გავიზარდეთ და მსგავსი რამ არასოდეს გვქონია, არ მინდა რომ ვინმეს გამო ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდეს..
- არც მე მინდა რომ მიზეზი მე ვიყო, ამიტომ სამივე სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ნუ ასე მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს გუშინ ისევ შენი დასახმარებელი აღმოვჩნდი. უკვე მესამედ მეხმარები..
- მე კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ დაგეხმარები სიამოვნებით ლექსო, ოღონდ არა იმის ხარჯზე რომ თეკლას გული ვატკონოთ. შენ ნუ იფიქრებ რომ ჩემი ეს დამიკოდებულება ..
- არ მითხრა, ვიცი და დამერწმუნე არც მე გიყურებ ისე როგორც , როგორ ვთქვა.. -ნერვიულად მოიფხაა შუბლი და ტუჩის კუთხე ღიმილით ჩატეხა , ისე როგორც ქალს რომელსაც მინდა ვაკოცო, მოვეფერო და ასე შემდეგ..
- კარგი ახსნა იყო.. - გულიანად გადაიკისკისა ანამ და ჩაის ფინჯანს წაატანა ხელი..
- იცი რა მინდა გკითხო, წუხელ აქ რომ მიმიყვანე, მშობლებთან პრობლემა ხომ არ შეგექმნა, დაველაპარაკები თუ რამეა..
- არ არიან, მამა მივლინებაში გააგზავნეს ერთი კვირა და დედაც გაიყოლა თან. ასე რომ მარტო ვარ, ყველაზე ბევრი დაბლა მცხოვრებ მარტოხელა მეზობელს დაენახე..
- იმედია პრობლემა არ შეგექმნება ანა..
- ლექსო, საკმაოდ დიდი ვარ , რომ ვიცოდე რას ვაკეთებ . პრობლემების არ მეშინია..
- ძალიან ლამაზი ხარ,, იცი? საოცრად ლამაზი. და მგონი ერთი ჩიტი მახეში გააბი... არადა მისი გაბმა რამდენს უნდოდა, - ბოდიში უნდა ვუპასუხო, ანთებულ ეკრანს ამღვრეული თვალებით დახედა ლექსომ, ტელეფონს ხელი დაავლო და საძინებელში გავიდა
საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გათიშული ტელეფონი საწოლზე ისროლა..არ შეეძო დაჯერება რომ უფალმა ასე გაიმეტა, და ასე გაწირა...
ვერაფრით დაიჯერებდა რომ ღმერთი ასეთი ულმობელი იყო მის მიმართ..
არა, არაფრის დიდებით არ იქნებოდა ეს სიმართლე,მთელი გულით გრძნობდა რომ მისი და პატარა ანისია ცოცხალი იყო.იგრძნო როგორ მოუჭირა გულზე მტელი ძლით ვიღაცამ ხელი , თვალებში დაუბნელდა ტკივილისაგან.. სისხლისაგან იცლებოდა... ფანჯრები გამოაღო და ოდნავ მონაბერ სიოს სახე მიუშვირა..
როგორმე , როგორმე უნდა გაეძლო ამ ტკივილისათვის. შეუძებელი იყო რომ დედის თხოვნა ვერ აესრულებინა.. შეუძლებელი იყო.
მთელი სხეული უდუღდა ვულკანივით და ამოფრქვევას ლამობდა..
ძალა მოიკრიბა, სამზარეულოში დაბრუნდა და ანას გახედა.
- უნდა წავიდე..
- მოხდა რაიმე? ანერვიულებული ჩანხართ..
- მარტო მინდა ყოფნა, იმედია არ მიწყენ, მადლობა დახმარებისა და საუზმისათვის..
- ლექსო, თუ დაგჭირდე უკვე იცი სადაც შეგიძლია მომძებნო..
- მადლობა, ყველაფრისათვის- ძლივს გასაგონად ამოიხავლა, გასაღებს ხელი დაავლო და კიბეებზე სირბილით დაეშვა..
სასაფლაოზე გამეფებული სიჩუმე მუდამ ტანში ატანდა ლექსოს და აშინებდა კიდევაც, ამდენი გადარცვლილი და მხოლოდ ის მოკვდავი.. ამდენი უკვე წასული და მხოლოდ ის დარჩენილი...
დედის საფლავის კიდეზე მოწყვეტით დაეშვა და მალული მზერა გააპარა სურათისაკენ, თითქოს უმზერდა დედა, როგორც ადრე ბავშობაშ, ახლაც პატიების სათხოვნელად იყო მოსული. ახლაც უნდა ეღიარებინა რომ ისევ დააშავა..
- ასეთი მძიმე ტვირთი რატომ დამაკისრე დედა, ძლივს ამოილუღლუღა და ბურთივით შეკრული ნერვები და ტკივილი ყელში გაეჩხირა ..რა გინდოდა დედა, რას მერჩოდი.. ჯერ იმედი მომეცი, ახლა ეს იმედიც წამერთვა.. გუშინ ისე მიხაროდა რომ ვიპოვიდი ჩემს დას კულონით მაინც, დღეს ყველა სადავე გამაგლიჯეს... ნეტავ შენ მაინც იყო ჩემს გვერდით, ნეტავ ისევ ისე მიცავდე როგორც პატარას დედა, როგორც მაშინ მეფერებოდი, როცა დავეცემოდი და ვტიროდი ნეტავ ახლაც შეგეძლოს ერთხელ მხოლოდ ერთხელ შემახო შენი თბილი ხელები..სულ მარტო ვარ, ამხელა ქვეყანაზე სულ მარტო დავრჩი დე, აღარც იმედი, აღარც ემოცია. მგონი აღარც კი მტკივა. აი ნახე, შეხედე შენს შვილს, ცრემლიც კი არ მოსდის ახლა, როცა უნდა იჯდეს და ბღაოდეს. ბღაოდეს რომ დედა მოუკლეს, და გაუშვილეს, მამას წლების წინ შეძენილი საყვარელი მოყავს ცოლად, რომელსაც აშკარა წვლილი მიუძღვის დანაშაულში. მე კიდევ ასე გაქვავებული ვზივარ, და არ ვიცი ეს სიტყვებიც კი რანაირად მომდიან გონებაში.. მეგონა ჩემს ნაწილს, სისხლს და ხორცს ვიპოვიდი , არა დედიკო, აქაც დამცინა ბედმა, აგერ თვეებია ვეძებ და ახლა გავიგე რომ გარდაიცვალა.. მითხარი რა ქვია ამას? ეს რა ბედზე გამაჩინე დედა, პატარასვე ამდენი ტკივილი რომ მხვდა წილად... ასე ვინ დაგვწყევლა მე და შენ..
ნერვიულად დაისვა ხელი სახეზე და დედის სურათს გაუღიმა.. მზის სხივები სახეზე ადგა გარდაცვლილის სახეს და უცისკროვნებდა.. გაეღია ლექსოს, დედა სულ ასეთი ახსოვდა. სულ მომღიმარი და სულ ბედნიერი... თითები დაუსვა დედის სურათს და მტვერი გადაწმინდა.. მხრით მიეყუდა და გაიყურსა.. თითქოს ასე ცდილობდა იმ სითბოს გადმოცემას რაც დედას გააჩნდა..


მოვიდააა მეორე თავიც. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთის თქვენი აზრი და გელოდებით...<3скачать dle 11.3




№1 ადმინი bibo

ჩემი ბედნიერების მარცვალი ხარ შენო heart_eyes kissing_heart შენი დანახვა ამ საიტზე ისეთია ზამთარში მზის გამოსვლა heart_eyes ან თუნდაც ახალიწლის ღამეს თოვლის მოსვლას გავხარ ჩემო ტკბილო მზის სხივიო თუკავ heart_eyes kissing_heart ვგიჟდები მე შენზე ვგიჟDები უდიდესი თავი იყო ისეთი უდიდესი ჯერ არ წამიკითხია გულმა ვერ მოითმინა კომენტარი უნდა დამეწერა ჯერ heart_eyes მიყვარს შენი ასეთი გიჟური და ასე გულთნ მოსული ისტორიები რომლებიც სულს მწიწკნია და გულის ბაგაბუგს მათვლევინებენ მაგრამ ბოლოს ისე სრულდება რო მენანება დასასრულისთვის sunglasses ჰო იმედია ამასაც ისეთი ჰეფიენდი ექნება როგორც დანარჩენ შენ ისტორიებს imp smiling_imp სხვა რა სინდისით შეგიფასო ისტორია ბუნმია საოცარია გასაგიჟებელია და შენი სტილი ეტყობა შენი სიგიჟე და უბრალოდ ეტყობა რო თუკასია შენი სუნი აქ შენი ფერები შენი დახატული პერსონაჟEბი ტკივილით სავსე მაგრამ იმ ბედნიერების სხივებით რომლებიც აქვთ მუდამ heart_eyes ჩემი კარალევა ხარ საიტის დედოფალი sunglasses sunglasses სუ მგონია ფსიქოლოგი ხარ და ასეთ სიგიჟებს გასაოცარს და სასწაულს იქიდან წერ heart_eyes kissing_heart

 



№2 სტუმარი გიგო

სასწაული ხარ

 



№3 სტუმარი ინაკა

ამას კითხვა უნდა? შესანიშნავია

 



№4 სტუმარი Guest Pawu

Magariaaa da veli axal tavs

 



№5  offline ადმინი თუკა

bibo
ჩემი ბედნიერების მარცვალი ხარ შენო heart_eyes kissing_heart შენი დანახვა ამ საიტზე ისეთია ზამთარში მზის გამოსვლა heart_eyes ან თუნდაც ახალიწლის ღამეს თოვლის მოსვლას გავხარ ჩემო ტკბილო მზის სხივიო თუკავ heart_eyes kissing_heart ვგიჟდები მე შენზე ვგიჟDები უდიდესი თავი იყო ისეთი უდიდესი ჯერ არ წამიკითხია გულმა ვერ მოითმინა კომენტარი უნდა დამეწერა ჯერ heart_eyes მიყვარს შენი ასეთი გიჟური და ასე გულთნ მოსული ისტორიები რომლებიც სულს მწიწკნია და გულის ბაგაბუგს მათვლევინებენ მაგრამ ბოლოს ისე სრულდება რო მენანება დასასრულისთვის sunglasses ჰო იმედია ამასაც ისეთი ჰეფიენდი ექნება როგორც დანარჩენ შენ ისტორიებს imp smiling_imp სხვა რა სინდისით შეგიფასო ისტორია ბუნმია საოცარია გასაგიჟებელია და შენი სტილი ეტყობა შენი სიგიჟე და უბრალოდ ეტყობა რო თუკასია შენი სუნი აქ შენი ფერები შენი დახატული პერსონაჟEბი ტკივილით სავსე მაგრამ იმ ბედნიერების სხივებით რომლებიც აქვთ მუდამ heart_eyes ჩემი კარალევა ხარ საიტის დედოფალი sunglasses sunglasses სუ მგონია ფსიქოლოგი ხარ და ასეთ სიგიჟებს გასაოცარს და სასწაულს იქიდან წერ heart_eyes kissing_heart

ბიბოოოოოო ჩემო თამარ ქალო. დავიწყებ იქიდან რომ ფსიქოლოგი ვარ ნაწილობრივ . ჩემო ტკბილო და საყვარელო. მე შენი კომენტარი მაგიჟებს და მაბედნუერებს იმდენი თბილ სიტყვას მიწერ ხოლმე გული მუფანცქალებს ხოლმე. თაკუნიი უსაყვარლესოოო მადლობაააა.

Guest Pawu
Magariaaa da veli axal tavs

პაწუ მე შენ მახსოვხარ, შენ თუ ის ხარ, ოღონდ დარეგისტირებული საიტზე. მადლობა და ხვალ იქნება ბოლო ნაწილი.

გიგო
სასწაული ხარ

მადლობაააა

ინაკა
ამას კითხვა უნდა? შესანიშნავია

დიდი მადლობა. მიხარიააა მიხარიაა და ბედნიერი ვარ..
--------------------
4love.ge

 



№6 სტუმარი Guest თათუ

გრამატიკულად გამართული
აზრობრივად დალაგებული
შინაარსობრივად საინტერესო
ძალიან მომწონს

 



№7  offline ადმინი თუკა

Guest თათუ
გრამატიკულად გამართული
აზრობრივად დალაგებული
შინაარსობრივად საინტერესო
ძალიან მომწონს

მადლობა თათუ, ძალიან მახარებს ამისი მოსმენა. heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№8  offline წევრი An-El

ძალიან მაგარია ჩემო თუკა :)მომენატრა შენი ისტორიები,ეს კი განსაკუთრებით მაგარი ჟანრიააა რასაც მე პირადად ვანიჭებ უპირატესობას :* გელი დიდი ინტერესით იმედია დღესაც დადებ ახალ თააავს :*

 



№9  offline ადმინი თუკა

An-El
ძალიან მაგარია ჩემო თუკა :)მომენატრა შენი ისტორიები,ეს კი განსაკუთრებით მაგარი ჟანრიააა რასაც მე პირადად ვანიჭებ უპირატესობას :* გელი დიდი ინტერესით იმედია დღესაც დადებ ახალ თააავს :*

ანელ როგორ გამახარე. პირველად ვწერ ამ სტილს და ვნერვიულობდი რამდენად რა გამოვიდოდა. ახალ თავს დავდებ დღეს რა თქმა უნდა.
--------------------
4love.ge

 



№10  offline წევრი Veronika

რა ვთქვა?
არ ვიცი.
სასწაული იყო, მართლა! ❤️

 



№11  offline წევრი tamuna.s

გვიან დადებ?

 



№12  offline წევრი An-El

მშვენვრად გამოგდის ეს ჟანრიც ჩემო კარგო,სანერვიულო არაფერია,პირიქით ისეთი საინტერესო და დამაინტრიგებელიააა ჩვენ უფრო უნდა ვინერვიულოთ,აუ რა მაგარია დღეს რო დადეებ,გელიიი :* პ.ს თან კაი მოზრდილი თავებია და რასაც ქვია ,,ვზღები,, :D

 



№13  offline ადმინი თუკა

An-El
მშვენვრად გამოგდის ეს ჟანრიც ჩემო კარგო,სანერვიულო არაფერია,პირიქით ისეთი საინტერესო და დამაინტრიგებელიააა ჩვენ უფრო უნდა ვინერვიულოთ,აუ რა მაგარია დღეს რო დადეებ,გელიიი :* პ.ს თან კაი მოზრდილი თავებია და რასაც ქვია ,,ვზღები,, :D

ძალიან მახარებთ . ვაიმეეე . კი ორი თავიღა დარჩა და დასრულდება.

tamuna.s
გვიან დადებ?

თამუნა ასე 11ზე დავდებ სახლში როგორც კ მივალ.
--------------------
4love.ge

 



№14 აქტიური მკითხველი Anuki96

აუუ მალე დადე მომდევნო თავი თორე არ მეყოო. საოცარი ისტორიაა. ემოციებით სავსე. თითქოს ყველა პერსონაჟის ემოცია მეთვითონვე მეუფლება ყოველი წინადადების კითხვისას. საოცრებაა!!!

 



№15 სტუმარი Guest Natashka

Very very good !!!!

 



№16  offline წევრი Na❣Da

male daderaa <3

 



№17  offline წევრი BidBif

ძალიან, ძალიან კარგია❤❤ უმაგრესი

 



№18  offline წევრი Sopo-sopo

მიყვარს ეს მომენტი, ასეთი დამღლელი დღის შემდეგ ესეთი სასიამოვნო ისტორიიის კითხვა ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent