შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გამოფხიზლება +18 (თავი 3)


15-09-2017, 02:01
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 2 685

გამოფხიზლება +18 (თავი 3)

დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. ჩავიცვი და სამსახურში წავედი. მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა, არც საქმეზე მიმდიოდა გული დიდად მაგრამ მაინც ვაგრძელებდი საბუთებში ქექვას, ბოლოს როცა მივხვდი რომ ტყუილად ვიჯექი საათს დავხედე 8ხდებოდა. ასე როგორ გამეპარა დრო რომ ვერ შევნიშნე. მანქანაში ჩავჯექი, ძალიან ცუდად ვიყავი, ტირილი მინდიდა მაგრამ მიზეზს ვერ ვხსნიდი, ამ ორ დღეში იმდენი რამე მოხდა, ჯერ ნიკუშას ამბავი მერე თორნიკეს უეცარი გამოჩენა. მანქანა დავქოქე და მშობლების სახლში წავედი. სახლის კარი გიომ გამიღო ლოყაზე მაგრად მაკოცა, მითხრა რომ აჩი თავის ოთახშიიყო მშობლები სალის მშობლებთან ერთად ვახშმობდნენ და თვითონ თამაშზე გარბოდა. მეორე სართულის კიბეები ზლაზვნით ავიარე და აჩის ოთახის კარზე დავაკაკუნე, პასუხმაც არ დააყოვნა და აჩისთან შევედი
-მოდი -გამიღიმა და საწოლზე მიმითითა
უხომოდ მივუწექი და ძლიერად ჩავეხუტე, მიხვდა რომ ცუდად ვიყავი ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორეთი თმაზე დამიწყო თამაში თან მეხუტებოდა, ჩემდა უნებურად ტირილი ამიტყდა, რომ გეკითხათ რატომო პასუხს ვერ გაგცემდით. აჩიმ კიდევ უფრო მაგრად ჩამიხუტა, ცოტახანში დავწყნარდი და ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი სიცილის ხმამ რო გამაღვიძა, თვალები რომ გავახილე აჩი აღარ იწვა, კაბა გავიხადე აჩის გარდერობში შევძვერი გრძელი სქელი სპორტული ჯემპრი ამოვიცვი რომელიც მუხლს ქვემოთ მწვდებოდა, ფეხზე მაღალყელიანი გეტრები ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავფრატუნდი. მისაღებში აჩი გიო ტატო სალი და თორნიკე დამხვდნენ. ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა მისი ნახვა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. გამარჯობა ვთქვი და დივანზე გიოს მივეხუტე, მანაც თმაზე დამიწყო თამაში
-ვიღაცას დეპრესიააქ-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ტატომ და მე გადმომხედა
-არმაქვს დეპრესია უბრალოდ მეძინა და გათიშულივარ.
ცოტახანში კარზე ზარის ხმა იყო, გიომ გააღო და კარებში ჩემი ბავშვობის მეგობარი ცოტნე ბენდელიანი დამხვდა. არვიცი რამე თუ გამაბედნიერებდა ახლა მის დანახვაზე მეტად. გიო არყავდა ნორმალურად გადაკოცნილი ელვის სისწრაფით რომ წამოვხტი და კისერზე ჩამოვეკიდე. ცოტნემაც მომხვია წელზე ხელები და ჰაერში დამაბზრიალა. აჩი, გიო და ტატო თბილად გადაეხვივნენ ცოტნეს, სალის და თორნიკეს კი გააცნეს, არცერთი არიცნობდა გასვიანს დიდიადაც არ ესიამოვნა მგონი მისი გაცნობა, მაგრამ ცოტნეს ჩამოსვლით ისეთი ბედნიერი ვიყავი ახლა ვერაფერი ჩამაშხამებდა. დივანზე დაჯდა ბენდელიანი, მეც გვერძე დავუჯექი და მივეხუტე.
-რატო არ მითხარი თუ ჩამოდიოდი?
-მერე ესე აღარ გაგიხარდებოდა-საყვარლად მითხრა და პატარა ბავშვივით დამიტყაპუნა თითი ცხვირზე.
-როდის მიდიხარ უკან? -ინტერესით ჰკითხა ტატომ
-აღარ მივდივარ სამსახურიდან წამოვედი. უფროსთან მომივიდა ხიპიში, ვირი კაცი დაგვინიშნეს ახალი და ვეღარ გავქაჩე რა, თან აქაურობა ისე მომენატრა
-ძალიან კარგი, ზუსტად ახლა მჭირდება ახალი ადვოკატი ფირმაში. -კმაყოფილი გავიჯგიმე და ცოტნეს გადავხედე
-არგინდა ნინა, ხოიცი არ მევასება ასეთი...
-მოკეტე-არ ვაცადე დასრულება-მართლა მჭირდები, შენნაირი გამოცდილება ბევრს არ აქვს, თან ჯერ გასაუბრება უნდა გაიარო ისე კიარმიგიღებ-სიცილით ვუთხარი და ისევ მივეხუტე
-კაი ხვალ დილით მოვალ-ჩაიცინა და ტუჩები შუბლზე მომაკრო.
-მშიაა-საწყლად ამოიკრუტუნა სალიმ
-წამო რამე გავაკეთოთ-ვუთხარი და წამოვდექი სამზარეულოში გასვლა მინდოდა, მაგრამ წამოდგომა და ძლიერი თავბრუს ხვევა ერთი იყო, ტატო რომ არა ძირს გავიფარჩხებოდი.
-ეი რაგჭირს-ნერვიულად მომიახლოვდა გიო
-არაფერი უცებ რო წამოვდექი ვეღარ შევიკავე წონასწორობა-უდარდელად ვთქვი და ტრ*კის ქნევით გავედი სამზარეულოში. სალი უკან გამომყვა. სამზარეულოში ორი წუთის შესულებიც არ ვიყავით თორნიკე თავზე რო დაგვადგა, არც სალისი მოერიდა და არც იმის რომ შეიძლებოდა ხმა გასულიყო, ეგრევე მომაჯახა
-ორსულად ხომ არხარ? ტესტი გაიკეთე წადი!
გაოცებულმა ავხედე გასვიანს, მერე მე და სალიმ გადავხედეთ ერთმანეთს, სალომე ჩემზე მალე მოეგო გონს და ოთახიდან გავიდა, ოხ გასვიანო შენ თუ ენა არ ამოგაძრო, მოგიხარშო და გაჭამო მე ქალი არ ვიყო.
-ვერ გაიგე რა გითხარი?-ისევ იგივე ტონით მითხრა
-გუშინ რო მომიშალე ნერვები არ გეყო ხო?
-აჰ მაგიტო ხარ ეგეთ ხასიათზე? -ირონიულად მომაჩერდა, პასუხი ვერგავეცი, ან რაუნდა მეთქვა ხო თორნიკე ბოლომდე რო არმიქენი იმიტო ვარ ესეთქო? ფიქრებიდან ისევ მისმა მკაცრმა ბარიტონმა გამომიყვანა
-პრეზერვატივი არ მეკეთა
ამის გაგონებაზე ერთიანად დავკარგე ფერი და ჩასისიხლიანებული თვალებით მივაშტერდი სვანს, ხმას ვერ ვიღებდი
-ნინა გაიკეთე ეს დაწყევლილი ტესტი ბოლოს და ბოლოს
-ნუყვირი იდიოტო
გასვიანი მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, სახე დაილაგა და წინ ჩამოჯდა
-ნინა მისმინე, იმ დღეს მეც საშინლად მთვრალი ვიყავი, პრეზერვატივი კიარა საერთოდ როგორ მოვაბი საქმეს თავი მიკვირს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ როცა ნასვამივარ ფაქტები არ მავიწყდება, ყველაფერი დეტალურად მახსოვს და ზუსტად ვიცი რომ პრეზერვატივი არ მკეთები, ერთი წამი მაშინაც ვიფიქრე აფთიაქში ჩავალთქო მარა ვერ მოვწყდი შენს სხეულს, მაშინ ვერგავაანალიზე ყველაფერი. ახლა კი გთხოვ გაიკეთე ეს დაწყევლილი ტესტი და გამაგებინე პასუხი.
გაშტერებული ვუსმენდი გასვიანს, წამით დავუშვი გონებაში რომ ჩემს სხეულში ბავშვი იყო და ერთიანად გამაჟრჟოლა, აქამდე ბავშვზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა რომ ვგიჟდები პატარებზე, უბრალოდ ჯერ არ ვარ დედობისთვის მზად. გასვიანს გავხედე, ჩემზე არანაკლებ აფორიაქებული იყო, სავარაუდოდ არც მას ჰქონდა მამობა დაგეგმილი, საინტერესოა როგორი მამა იქნებოდა. ჯანდაბა ნინა რაზე ფიქრობ. ცოტა დავწყნარდი, წყალი მივსვი და თორნიკეს მივუტრიალდი
-პანიკა არ ღირს მთელი დღეა არაფერი მიჭამია და შეიძლება მაგიტო დამეხვა თავბრუ, მაგრამ რო დავწყნარდეთ ხვალ დილით ექიმთან წავალ და პასუხს გაგაგებინებ. მხოლოდ ტესტის იმედად ვერვიქნები.
-კარგი.
ცალყბად მიპასუხა და ოთახი დატოვა. კარგი? სულ ეს იყო? მისი შვილის პერსპექტიულ დედას ელაპარაკება თუ დაქალს? იდიოტი. ჯანდაბა ნინა მართლა ორსულად რომ იყო რა უნდა ქნა? რა კითხვებით ხარ, გააჩენ ბავშვს და გაზრდი! გასვიანს როცა მოუნდება მაშინ ნახავს, ჩვენი შეცდომის გამო ის არ აგებს პასუხს! მაგრამ იმედი მაქვს სვანის სპ*რმა ცოტა დამინდობდა. მისაღებში გავედი, ბიჭები რაღაცაზე კამათობდნენ
-მე წავედი
ამაყად გამოვაცხადე და გავეჯგიმე
-დარჩი რა დღეს-აჩიმ კნუტის თვალებით ამომხედა
-არა აჩი ხვალ დილით საქმე მაქვს და უნდა მოვწესრიგდე
-რა საქმე ჩემი გასაუბრება არ გაქვს ხვაალ? -სიცილით მომიბრუნდა ცოტნე.
-შენც მოგივლი, ადე გაგიყვან სახლამდე და წავალ მერე.
მე და ცოტნე მანქანაში ჩავსხედოთ, თორნიკეც წავიდა, სალი და ტატო მშობლების მოსვლას დაელოდნენ. გზაში ცოტნემ ეგრევე მაჯახა
-თორნიკესთან რა ურთიერთობაგაქ
-რააა?
-ნინაა მოხარშულს კიარა გადაფუფქულს გიცნობ-სიცილით მომიტრიალდა და გამეკრიჭა
-რთული საკითხია ცოტნე
-შენი ნიკუშა არ ეჭვიანობს მერე მაგ რთულ საკითხზე? - ნიკუშას ხსენებაზე ისევ უსიამოვნოდ დამიარა მთელს სხეულში, ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.
-მე და ნიკუშა დავშორდით, ოღონდ ახლა არ მომაყოლო ყველაფერი, ხვალ სავაადმყოფოდან როწამოვალ დაგირეკავ, სადმე შევხვდეთ და დეტალებში მოგიყვები ყველაფერს
-კარგი...და მოიცა სავაადმყოფოში რაგინდა
-ახლა არა რა გთხოვ-საწყალი თვალებით გავხედე ცოტნეს, ამასობაში მის სახლამდეც მივედი. ყოყმანით დამიქნია თავი შუბლზე მაკოცა, შენს ზარს ველოდებიო და მანქანიდან გადავიდა. სახლში მალევე მივედი. აბაზანა სანამ ივსებოდა ჩემს კლასელს ნინოს დავურეკე რომელსაც საკუთარი კლინიკა ჰქონდა, ხვალ დილით 10ზე იქ უნდა ვყოფილიყავი. წყალში ჩავწექი, მაგრამ მალევე ამოვედი, მეძინებოდა. უკვე საბანში ვიყავი გახვეული მესიჯი რომ მომივიდა, უცხო ნომერი იყო: "თუ მართლა ჩემს შვილს ატარებ მუცლით იცოდე გაუფრთხილდი". ავტორის გამოცნობა არ გამჭირვებია, ტელეფონი ტუმბოზე დავდე. არმინდოდა პასუხის გაცემა, ან რა უნდა მეპასუხა. თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისგან მაგრამ მაინც ვერ ვიგდებდი გონებიდან თორნიკე გასვიანს. უცნაური ბიჭია, ერთი წამი შეიძლება ისე მოგეგცეს თავი სამყაროს ცენტრად გაგრძნობინოს, მეორე წამს კი უბრალოდ უხეშად ისე გიპასუხოს ვერც მიხვდე საერთოდ თუ რამე გაკავშირებს მასთან. მორჩი რა ნინა რა გაკავშირებს ერთი სექსი? მეორეც...თითქმის- უსიამოვნოდ ჩამსისინა ალტერ ეგომ. გუშინდელი საღამოს გახსენებაზე მთელი სხეული დამეჭიმა. კიდევ რამე რომ მეფიქრა ალბათ თავი გამისკდებოდა, საბანი მაგრად შემოვიხვიე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
დილით მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა, მოვწესრიგდი და კლინიკისკენ ავიღე გეზი. დერეფანში შესვლისას ფეხები უკან მრჩებოდა, მიმღებში გოგონამ მიმასწავლა ეხოსკოპიის კაბინეტი და მეც იქით გავეშურე. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე, სასიამოვნო ხმამ მიპასუხა
-მობრძანდით
ოთახში შევედი, იქ 40წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი დამხვდა, გამიღიმა და მიმითითა რომ დავწოლილიყავი, მუცელზე სპეციალური გელი შემიზილა და ეხოსკოპიის აპარატი დამადო, მოუსვენრად ველოდებოდი პასუხს და არც პასუხმა დააყოვნა
-ყველაფერი რიგზეა, ორსულობა არ აღინიშნება. მაგრამ საშვილოსნო მზადაა ნაყოფის მიღებისთვის, საკმაოდ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ
შვებით ამოვისუნთქე, კლინიკა დავტოვე და მანქანაში მოწყვეტით ჩავეშვი. გამიხარდა? არვიცი, მაგრამ მომეშვა რომ იმ მოვალეობას ავცდი რომლისთვისაც ჯერ მორალურად მზად არ ვიყავი. ვფიქრობ დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქალის ცხოვრებაში, ამ ნაბიჯისთვის კი ყველანაირად მზად უნდა იყო, მე კი ნამდვილად არ ვარ ამ ყველაფრისთვის მზად. ცოტა რომ დავწყნარდი ცოტნეს დავურეკე, მთაწმინდაზე, იმ კაფეში დავიბარე სადაც სულ დავდიოდით ხოლმე, როცა მივედი ჯერ მოსული არ იყო, ორმაგი კაპუჩინო შევუკვეთე და იმ მაგიდასთან დავჯექი რომელიც მთაწმინდის ხედს გადაჰყურებდა. ყავა მომიტანეს, მიმტანს კი ცოტნე მოჰყვა, ლოყაზე მაკოცა და ჩემს წინ და დაჯდა.
-მთელი ღამე ვერ მოვისვენე, აბა გისმენ-ღიმილით მაგრამ მაინც ინტერესით მითხრა, გამეღიმა ცოტნეს მიმიკებზე, როგორ მომნატრებია, არ არსებობდა თემა რაზეც ცოტნესთან ვერ ვილაპარაკებდი, ყოველთვის კარგად ეგუებოდა ჩემს სიახლეებს რაც არუნდა სულელობა ჩამედინა, ამიტომ ახლაც თამამად გადავწყვიტე ყველაფრის მოყოლა
-პირველ რიგში ის რომ ნიკუშას დავშორდი, კიარადა დამშორდა
გაოცებულმა გამომხედა
-სხვა შემიყვარდაო ესე მითხრა რამდენიმე დღისწინ.
ცოტახანი ჩუმად იყო, მერე ღიმილი შეეპარა
-ძააან კაი, მაინც ს*რი იყო, არასდროს მომწონდა
-ხო შენ როგორც ყოველთვის მართალი იყავი. -გამახსენდა ცოტნეს რეაქციები როცა მე და ნიკუშა დავინიშნეთ, არასდროს მოსწონდა ნიკუშა და ამას არც მიმალავდა.
-ხოდა ავიწყვიტე იმღამეს-სიცილით გავაგრძელე მოყოლა.-ბევრი, არა ძალიან ბევრი დავლიე და დილით უუსიმპატიურეს ყმაწვილთან გავიღვიძე საწოლში
-ოჰო, მეკიდე მეგონა მთელი ცხოვრება ქალიშვილად დარჩებოდი
-სულ გაგაფუჭა იმ ამერიკამ-დავეჯღანე და ყავა მოვსვი- ხოდა მაგის მერე უაზროდ წავიდა, აზზე ხარ ნახვამდისო ეგეც კი არუთქვამს ისე წავიდა. ხოდა მეორე დღეს ზურას და აჩის წვეულებაზე გამეჩითა სმოკინგით და ირონიული მზერით
-ახლა არ მითხრა რო თორნიკე იყო ის, თორე ბევრს დაგცინებ
საწყალი სახით გავხედე ცოტნეს რასაც მისი გამაყრუებელი სიცილი მოჰყვა, როგორც იქნა დაწყნარდა
-და მოიცა სავაადმყოფოში რა გინდოდა
-გუშინ თავბრუ რო დამეხვა თორნიკე შემომივარდა პრეზერვატივი არ მეკეთა და ორსულად ხო არხარო, დილით წავედი ეხოზე და საბედნიეროდ დამინდო გასვიანის სპე*მამ.-სიცილით გავხედე ცოტნეს
-ღმერთო რა ერთნაირი დარტყმულებიხართ, რაო მერე გაუხარდა მამიკო რო არ ხდება მოულოდნელად?
-არც დაურეკავს-წყენით ჩავილაპარაკე
-და შენ რომ გააგებინო არ გინდა?
-დამირეკოს თვითინ არ მოკვდება
-თავს რატო იფასებ?
ცოტნეს კითხვამ გამაშეშა, მალევე მოვეგე გონს
-დაფასება რაშუაშია უბრალოდ უნდა ანაღვლებდეს
-რო არ ანაღვლებდეს გუშინ არც არაფერს გეტყოდა.
-კაი რა ვსო აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი
მე და ცოტნემ ცოტახანს ვილაპარაკეთ, მერე სამსახურში წავედით, გავესაუბრე ბატონ ცოტნეს და სამსახურშიც დავნიშნე, ხვალ დილიდან შეუდგებოდა საქმეს, ცოტნე თავის საქმის პროფესიონალი იყო, ჩემს ფირმას კი ნამდვილად სჭირდებოდა მსგავსი კადრები. სახლში რომ მოვედი უკვე 7საათი იყო. ტანზე გამოვიცვალე და მოკლე ხალათი გადავიცვი. ცოტახანში კარზე ბრახუნი ატყდა, კარს იქით კი გასვიანი იდგა
-შენ გოგო ნორმალური ხარ? ხოთქვი გაგაგებინებ პასუხსო, ერთი არ უნდა მოგეწერა მაინც?
მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად. უკან ამედევნა და თავზე დამადგა
-ნინა ნუ დამაგლიჯე ნერვები
-არვარ ორსულად შეგიძლია მშვიდად იყო.
გასვიანი მოდუნდა და და დივანზე წამომისკუპტა, გაბრაზებულმა გავხედე და სამზარეულოდან გავედი, საძინებელში გავედი და წამოვწექი, ძალიან დაღლილი ვიყავი, უკვე დაძინებას ვაპირებდი ხელი რომ ვიგრძენი წელზე, მივხვდი რომ თორნიკე იყო, უკნიდან მომეხვია და სხეულზე ამიკრა, მის თხელი თითებს მისრიალებდა ფეხებზე, ყოველ შეხებაზე ტაო მაყრიდა, ვგიჟდებოდი მის ცხელ სუნთქვას რომ ვგრძნობდი ყელში. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გაჭირვებით ამოვიღე ხმა.
-თორნიკე წადი
ვითომც ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი, მეორე ხელიც მომხვია უფრო მიმიკრა სხეულზე და ბოხი ხმით მითხრა
-დაიძინე რა ნინა
სხვა გზა აღარ იყო, მიუხედავად იმისა რომ მისი ძლიერი ხელების გამო ძლივსღა ვსუნთქავდი მაინც ძალიან ტკბილად მეძინა მთელი ღამე.



აქამდე ისტორიებს რომ ვკითხულობდი და ავტორების კომენტარებს ვავლებდი თვალს ვერ ვხვდებოდი ასეთი რაშეგრძნება იყო რომ ამდენ მადლობას იხდიდნენ. დღეს კი მივხვდი რომ თქვენი კომენტარები არის ბედნიერებაუუდიდესი სტიმულია თქვენი შექება კრიტიკა და შენიშვნები უღრმესი მადლობა თქვენი აქტიურობა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს და ყველანაირად ვცდილობ იმედი არ გაგიცრუოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ველი თქვენს შეფასებებსскачать dle 11.3




№1 სტუმარი ana

umagresia..male dade

 



№2  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ana
umagresia..male dade

უღრმესი მადლობა❤ ყოველდღე ვდებ❤❤❤

 



№3  offline წევრი Indigo

ვაიმე ცუდად ვარ, კინაღამ გულმა დამარტყა ორსულობა რო ახსენეს.
არ გააბანალურო ეს ისტორია რაა...
მომეწონა ცოტნე რო ანერვიულა smiling_imp
მიყვარს კაცებს რო ამწარებენ smiling_imp smiling_imp
მოკლედ, კარგი იყო და ველი შემდეგს.
--------------------
მეშინია...

 



№4  offline წევრი brunchi

ისე მეც მომეშვა გულზე ორსულად რომ არ იყო,მერე ბანალურად წავიდოდა ოსტორია.ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღე

 



№5 სტუმარი Guest marili gemovnebit

Rogorc mivxvdi gogo xar da orsulobis sakitxshi arakompetenturi sam dgeshi arcert qals ar uvlindeba aranairi simptomi radgan nayofi pataraa da dedis organize imdenad ver zemoqmedebs xo kidev Sam dgeshi is mxolod ganayofierebuli kvercxujredi iqneboda jer kidev damkvidrebis processhi ai mxolod es mexamusha danarcheni kargi still gaqvs saintereso txroba sityvebis maragi momwons <3

 



№6  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Indigo
ვაიმე ცუდად ვარ, კინაღამ გულმა დამარტყა ორსულობა რო ახსენეს.
არ გააბანალურო ეს ისტორია რაა...
მომეწონა ცოტნე რო ანერვიულა smiling_imp
მიყვარს კაცებს რო ამწარებენ smiling_imp smiling_imp
მოკლედ, კარგი იყო და ველი შემდეგს.

მადლობა❤❤

Guest marili gemovnebit
Rogorc mivxvdi gogo xar da orsulobis sakitxshi arakompetenturi sam dgeshi arcert qals ar uvlindeba aranairi simptomi radgan nayofi pataraa da dedis organize imdenad ver zemoqmedebs xo kidev Sam dgeshi is mxolod ganayofierebuli kvercxujredi iqneboda jer kidev damkvidrebis processhi ai mxolod es mexamusha danarcheni kargi still gaqvs saintereso txroba sityvebis maragi momwons <3

ჰო მაგის სიმპტომი როარიყო იმიტო არგამოუვლინდა

brunchi
ისე მეც მომეშვა გულზე ორსულად რომ არ იყო,მერე ბანალურად წავიდოდა ოსტორია.ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღე

მადლობა❤❤

 



№7  offline წევრი მარი,,

sad aris axali tavi?daiwye xo ukve zarmacoba? did tanian tavs velodebi icodeeee.....kargad wer momwons sheni weris stili.

 



№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყო ძალიან ველოდები ახალ თავსს

 



№9  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

კვერცხუჯრედი 4 დღის შემდეგ იწყებს განაყოფიერებას . სიმპტომები რამოდენიმე კვირის შემდეგ ევლინებათ
მივხვდი რო არ ხარ ამ ამბავში გარკვეული, მაგრამ როცა რაიმეს წერ მაქსიმალურად გაეცანი რო მერე მკითხველს არ ატქმევინო რა სისულელეაო.
თორნიკეს ხო საერთოდ. ხან მიაგდებს, ხან გვერდით უწვება...
ძაან ჩამოუყალიბელია.
სულ ძირითადად ამ ორზე საუბრობ. სხვა თემაც შემოაგდე რო წრეზე არ იბრუნო.
არ დაგიმალავ და ეს თავი დიდად არ მომეწონა. პირველი -ორი უფრო ჯობდა. ყველანაირად.
იმედია გამოასწორებ
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№10  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მარი,,
sad aris axali tavi?daiwye xo ukve zarmacoba? did tanian tavs velodebi icodeeee.....kargad wer momwons sheni weris stili.

დავდე დავდეე

ნარჩიტა
კარგი იყო ძალიან ველოდები ახალ თავსს

დაიდო უკვე

 



№11 სტუმარი Guest ანი

აი ძააან კარგია. დაიკიდე შეცდომები წერაში :)))))) დროს გაუფრთხილდი :))) ჩვენ მაინც გავიგებთ <3 ძაან სასიამოვნო წასაკითხია , ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent