შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გამოფხიზლება +18 (თავი 4)


16-09-2017, 00:29
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 2 611

გამოფხიზლება +18 (თავი 4)

დილით ისევ მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა, დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან როცა გამახაენდა თორნიკეც იქ იწვა, მაგრამ გასვიანი იქ აღარ დამხვდა, მთელი სახლი შემოვიარე, არსად იყო. დეგენერატი, წესად აქვს ღამე აქ დარჩენა და დაუმშვიდობებლად წასვლა, ზრდილობის სწავლა დაავიწყდათ ამ ხეპრესთვის. მალევე ამოვიგდე სვანი თავიდან და მომზადებას შევუდექი. სამსახურში მალევე მივედი, კაბინეტამდე მისულს მარიამი ამედევნა, მარიამი ჩემი მდივანია, სულ რაღაც 19 წლისაა, პირველ კურსზე სწავლობს იურიდიული განხრით, სიმართლე რომ გითხრათ არ ვაპირებდი ასეთი პატარას აყვანას, მაგრამ გასაუბრებაზე ყველა მასზე ზრდასრული გადაფარა და უზომოდ მოვიხიბლე მისით. ამასობაში კი საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა.
-ნიინ როგორ ხაარ
-რავი მარიკუნა მეძინება, შენ?
-მეც მარა მკაცრი უფროსი მყავს და არ დავაგვიანე-გამეჯგიმა და ღიმილით დამიდგა წინ. ეს ბავშვი უსაყვარლესია
-როდის უნდა გაიზარდო-სიცილით ვუთხარი და კაბინეტში შევედი, მარიამმა საბუთები შემომიტანა და მეც განხილვას შევუდექი, ახალი საქმე იყო, განქორწინება. ანა ბარეიძეს სურდა დავხმარებოდი განქორწინების საქმეში, მეც მალევე დავუნიშნე შეხვედრა და კაფისკენ გავწიე. დიდხანს არც დაუგვიანია, მალევე მოვჯდა, საკმაოდ ლამაზად ჩაცმული და მოვლილი გოგონა იყო, მაგრამ მაინც ჩანდა მასში რაღაც არასასიამოვნო, ხმა ამოიღო თუარა მაშინვე მივხვდი რაც
-პრივეტ-საშინელმა, წრიპინა ხმამ მოიცვა ჩემი ყურები, საწყალი ამის ქმარი, როგორ უძლებდა. ან რა პრივეტ? ოფიციალურ შეხვედრაზე ხარ თუ დაქალი მოინახულე.
-გამარჯობა ქალბატონო ანა.-მოროჟილმა გავხედე. ანა ჩემს წინ დაჯდა
-მოკლედ მომკყევით თქვენს ქორწინებაზე, რამდენი ხანია ერთად ხართ,რატომ შორდებით და რას ელით დაშორების შემდეგ
-ამმმ...უაზროდ განაგრძობდა ტყლარწვას-მოთმინება უკვე მეწურებოდა მაგრამ რასვიზავთ, რთული სამსახური მაქვს, როგორც იქნა ამოღერღა- სადღაც 2წელი ვიყავით ერთად, აუ ძაან ღადაობა იყო რა, უმაგრესი დრო გავატარეთ, იმენა გაგიჟებულებს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მერე ვუღალატე და არმაპატია იმ სულელმა- ამის თქმა და ჩემი ხველების ატეხვა ერთი იყო, მგონი მთელი კაპუჩინო უკან ამოვიღე. ცოტა რომ ამოვისუნთქე მშვიდად ვცადე საუბრის გაგრძელება, მართალია ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა რატომ ეგონა რომ ვინმე ღალატს აპატიებდა ან ეგრე გაგიჟებით თუ უყვარდა რატომ უღალატა მაგრამ ეს საქმეს არ აინტერესებდა ამიტომ არაფერი მითქვამს
-განქორწინებისას რას ითხოვთ?
-საკმაოდ ფულიანია რა ხოაზზე ხარ....ხოდა ეხლა მე მუშაობის თავი არმაქ, უ და მაცხოვროს რა-ცოტაც და ამ ქალზევე ვაღებინებდი
-ქალბატონო ანა, ასე არ ხდება. განქორწინების დრო რა თქმა უნდა გარკვეულ თანხას მიიღებთ, იმის ნაწილს რაც ერთად ყოფნისას შეიძინეთ
-კიმაგრამ იმას ერთად ყოფნისას დიდად არაფერი შეუძენია, უკვე ფულიანი იყო
-თქვენამდე შეძენილ ქონებაზე უფლებები არგაქვთ.
-კაო ჰო ცოტა მაიმც ხო იქნება
-ქონების დეკლარაცია მჭირდება, ავღრიცხავ ერტად ყოფნისას რა შეიძინეთ და დაახლოებით რამდენი გეკუთვნით შეგატყობინებთ.-ანამ ფურცლები გამომიწოდა, შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად დავემშვიდობე და სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში. ღმერთო ეს ალქაჯი ვინაა. სამსახურში დავბრუნდი და ქონების აღრიცხვას შევიდექი, საკმაოდ ჭკვიანი ქმარი ჰყოლია, დიდი ქონების პატრონია რომელსაც უჭკუოდ ნამდვილად ვერ მოიპოვებდა, მაგრამ ვერ მივხვდი ანამ რატომ თქვა რომ ქორწინებისას დიდიად არაფერი ჰქონდა შეძენილი, ანასთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ეკუთვნოდა ქმრისგან, ტელეფონს მოვკიდე ხელი და იმ საშინელ ქალთან დავრეკე
-ქალბატონო ანა მგონი რაღაც შეგეშალათ, ქონების აღრიცხვის თანახმად თქვენი მეუღლისგან ნახევარ მილიონს მიიღებთ
-ღადაოოობ...სუ ეგააა?-დავიბენი, ნახევარი მილიონი სუ ეგაა?კაიიიი? წარმომიდგენია რამდენს ხარჯავს თუ ნახევარი მილიონი მისთვის არაფერია, საწყალი ამის ქმარი.
ანას ავუხსენი რომ ამაზე მეტის შანსი არიყო და გაჭირვებით დამთანხმდა, სიმარტლე გითხრათ ბრძოლის შედეგად მეტის მოპოვებაც თავისუფლად შეიძლებოდა მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა რომ მას ეს ფული მიეღო. პროკურორს დავუკავშირდი, სხდომა ხვალ დილისთვის დაინიშნა. სამსახურიდან ბავშვები ვნახე, ყველა იქ ვიყავით, მე აჩი გიო ტატო სალი მარიამიც გავაცანი მათ, ცოტნეც მოვიდა მაგრამ თორნიკე არსად ჩანდა. სახლში მალევე დავბრუნდი და სასამართლოსთვის მოვემზადე. მეორე დღეს 8საათზე ავდექი, სწრაფას მოვემზადე და 9ზე უკვე სასამართლოს შენობასთან ვიყავი, ანაც მალევე მოვიდა და შემობაში შევედით. 10 წუთში სასამართლოს დარბაზში ამოვყავი თავი და დამიჯერეთ ყველაფერს წარმოვიდგენდი ამის გარდა, ჩვენი მოსარჩელე, ანას ქმარი, ბატონი თორნიკე გასვიანი გახლდათ. მის დანახვაზე ადგილს მივეყინე, არც ის იყო ნაკლებ დღეში. აზრზე მალევე მოვედი და ადგილი დავიკავე, ვცდილობდი გასვიანისთვის ყურადღება არ მიმექცია, სასამართლო პროცესი ერთი მოსმენით დასრულდა, მაშინვე გარეთ გამოვვარდი და მანქანაში ჩავჯექი, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი მომხდარს. ბიჭი რომელთანაც სექსი მქონდა ჩემი კლიენტის ქმარია. ჯანდაბა ცოლიან კაცთან ვიწექი, აზრზე მოვედი თუარა მანქანა დავქოქე და სახლში წავედი. ახლა სამსახურში ვერ დავბრუნდებოდი. მივედი თუარა სააბაზანოში შევედი, ცხელი ჭავლი სიამოვნებდა სხეულს, განუწყვერლივ გასვიანზე მეფიქრებოდა, ვიცოდი საზიზღარი ხეპრე რომ იყო მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი, ყველაზე მეტად ვერვიტანდი იმ ქალებს რომელიც ქმრიან კაცრბთან იჭერედნენ ურთიერთობას, ახლა კი მეც მათნაირი გამოვდივარ. საშხაპიდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი. კედელთან აყუდებული გასვიანი დამხვდა, ამ ბიჭს ტრადიციად ექცა ჩემთან შემოვარდნა
-ისევ არ კეტავ კარს-ღიმილით ამათვალიერა, მაგრამ უხერხულობის შეგრძნება სადღაც გამიქრა, იმდენად ვიყავი გაბრაზებული აღარ მანაღვლებდა როგორ ვნებიანად ათვალიერებდა თორნიკე ჩემს სხეულს, ხმა არ ამომიღია, ზურგი ვაქციე და საძინებელში შევედი. ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, დაახლოებით 2 წუთში თორნიკე თავზე დამადგა
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ არა?
პასუხი არ გამიცია, ხმა რომ ამომეღო ძალიან შემომელანძღებოდა, ვცდილობდი თავი ყველანაირად შემეკავებინა.
-რატომ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო.-ისევ არმქონდა რესქცია, ბოლოს ტელევიზორს მივარდა და გამორთო, აუღელვებელი ტონით ავხედე
-რაგინდა თორნიკე?
-ვერხვდები?
-ვერა. იქნებ ამიხსნა
ხმა არ ამოუღია, ისევ მე განვაგრძე ლაპარაკი
-ის არ გეყო რომ დამიმალე ცოლი გყავდა, ის არგეყონრომ შენი წყალობით ცოლიან მამაკაცთან ვიწექი და ჩვეულებრივი კახპას როლში აღმოვჩნდი, არც ის გეყო ჩემს სიახლოვეს რომ უნდა აგიტანო ხოლმე ახლა მოდიხარ და რაღაცას კიდევ აქეთ მთხოვ?
-დიდად არ დაინტერესებულხარ იმ ღამით ცოლი მყავდა თუ არა-ირონიულად ჩაისისინა, მოთმინება დავკარგე და მთელი ძალით გავარტყი სახეში
-აღარ გაბედო გასვიანო იმ ღამის გახსენება, წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებდი, ცოლიანი კაცი იყავი და სხვისთვის არ უნდა გეფათურა ხელები.
ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ხელს შემომიბრუნებდა, ახლოს მოვიდა მკლავში წამწვდა და მთელი ძალით მომიჭირა
-იმდღეს გავიგე რომ ცოლმა მიღალატა ნინა-კბილებში გამოცრა-იმის შემდეგ მე ცოლიანი კაცი აღარ მქვია, მაშინვე გადავწყვიტე განქორწინება -მთელი ძალით ქონდა ხელი მოჭერილი, თვალები ცრემლებით ამევსო ტკივილისგან
-გამიშვი მტკივა- ძლივს წარმოვთქვი, გასვიანი გონს მოეგო როცა ჩემი ცრემლები დაინახა, ხელი გამიშვა და სახლიდან გავარდა. დივანზე ჩამოვჯექი, თავი საზურგეს მივადე, რას დაემსგავსა ჩემი პირადი ცხოვრება, ერთ დროს ნიკუშასთან უბედნიერესი ქალი ვიყავი, ახლა ის სხვასთანაა მეკიდევ გაურკვეველ ადამიანთან მქონდა სექსი რომელსაც ცოლი ჰყოლია, მესმოდა რომ ანამ უღალატა, იმასაც ვხვდებოდი რომ თორნიკეს ნაირი კაცი არასდროს აპატიებდა ამას ცოლს, ზუსტად ვიცოდი რომ გაიგო თუარა ეს გაეყრებოდა მაგრამ მაინც არ მასვენებდა ეს ყველაფერი. სიმარტლე რომ ვთქვა თორნიკეს ცოლი ბოლო დღეებში ფორმალობა იყო სინამდვილეში ჩემინდა თორნიკეს ურთიერთობა მაღელვებდა, პირველად ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა, მინდოდა სიყვარულით სავსე თვალებით გვეყურებინა ერთმანეთისთვის ამის მაგივრად გალეშილი ორო ვნებას აყოლილი სხეული მივიღე, რამოხდებოდა თუ კი ბიჭები მართლა გაიგებდნენ ამის შესახებ. თავი მისკდებოდა, ფეხზე ადგომის ძალაც არ მქონდა, დივანზე ემბრიონის ფორმაში მოვიკეცე და იქვე ჩამეძინა, დილით აჩის ზარმა გამაღვიძა, მთხოვა მასთან კომპანიაში მივსულვიყავი, საბუთებთან დაკავშირებით იშვიათად ჰქონდა პრობლემა ამიტომ მის იურისტობასაც მე ვითავსებდი, მოვწესრიგდი და კომპანიაში შევედი, ყველა ღიმილით მესალმებოდა, ბოლო სართულზე ავედი და აჩის კაბინეტში დაუკითხავად შევაჭერი. კარი შევაღე, კაბინეტში ტატო აჩი და თორნიკე დამხვდნენ, არცერთი გადამიკოცნია, სკამზე ჩამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი ჩემს ძმას
-ნინაა ამერიკიდან დაგვირეკეს რაღაც პრობლემებინშეიქმნა, აუცილებლად უნდა წახვიდე იქ. მე ან ტატო წამოვიდოდით მაგრამ აქაც უამრავინსაქმეა, ამიტომ თორნიკე გამოგყვება, ფრენა დღეს ღამეა.
ტანში უსიამივნოდ დამიარა რომ გავაანალიზე გასვიანთან ერთად მომიწევდა რამდენიმე დღის გატარება. თორნიკეს გავხედე უემოციო სახით მომჩერებოდა, ფაქტია არც ის იყო აღფრთოვანებული. აჩიმ უკეთ გამარკვია საქმის დეტალებში და კაფეტერიაში ჩავედით წასახემსებლად.
-რომელი სასტუმრო დაგიჯავშნოთ?-ჭამის დროს გვკითხა
-ჩემთვის სულ ერთია-უდარდელად თქვა თორნიკემ
-ამმ ჯერ არვიცი...მე გადავხედავ და დავჯავშნი არგინდა შენ.
-თორნიკე განქორწინებაზე რაქენი-მოულოდნელად მიუტრიალდა ტატო, ლუკმა ლამის გადამცდა.
-გუშინ მოვაწერეთ ხელი
-მაინც 2 მილიონის მიცემა მოგიწია?
-რა ორი მილიონი ნახევარი მილიონიო
-ღადაობ როგორ ჩამოაყვანინე
-მე არა....ბანძი ადვოკატი ყავდა მეტი ვერგაქაჩა-ჩაისისინა გასვიანმა და კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. თვალები ვჭყიტე, მინდოდა იქვე მიმეკლა. იმ წამს ისე ვინანე რიმ ანას მთელი ფულის გამოცინცვლაში არ დავეხმარე ვერ აგიღწერთ, მინდოდა ადგილზევე მომეკლა, თორნიკესაც არ გამოპარვია ჩემი სახე და კმაყოფილი აგრძელებდა ჭამას, დიდხანს რომ გავჩერებულვიყავი რაღაცას ჩავარტყავდი თავში, მალევე წამოვედი ფრენა ღამის 2ზე იყო, სამსახურში შევირბინე, იქიდან დავჯავშნე სასტუმროც, მერე სახლში გავედი და ბარგი ჩავალაგე. ტანზე გამოვიცვალე უკვე 10 იყო მშობლების სახლისკენ წავედი, ჩემი და ნიკუშას ამბავი არ იცოდნენ, ყველაფერი მოვუყები, ორივე გაკვირვებული იყო მაგრამ ცდილობდნენ დიდად არაფერი შეემჩნიათ ჩემთან. მეც ამ ფაქტით კმაყოფილმა გასვიანს დავუწყე ლოდინი.


ესეც მეოთხე თავი <3 გუშინ და დღეს საოცარი ბრძოლები გადავიტანე სმს-თსუ-ზე, თსუ-ს სამართლის პინგვინობა ვისაც გამოგიცდიათ გამიგებთ. ამიტომ არ ვიცი რა გამოვიდა. შეფასება თქვენთვის მომინდვია <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest

kargi xaar

 



№2 სტუმარი Guest თათუ

სიუჟეტი გარკვეულ წილად ბანალურია,მგარამ ეს ხელს არ უნდა უშლიდეს მწერალს გამოავლინოს თავისი შესაძლებლობა.
ამ ისტორიაში არის შინაარსი,აზრი,გრძნობები
შეძლებისდაგვარად გამართული და დალაგებულია გრამატიკულად
მეტი რა მინდა?!
ყველა რაღაც სასწაულს ვერ დაწერს(შინაარს ვგულისხმობ)
ეს კი რაცაა ძალიან კარგია
ყველა მომდევნო თავი წინაზე უკეთესია და ეს ძალიან მაგარია!
________
სმს.თსუ და ჯანდაბა მაგათ;) მე მესმის შენი

 



№3 აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე მაგარია

 



№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თავიდან მეგონა ისტორია სხვა შინაარსის იქნებოდა და ბევრ სხვას მივამსგავსე, მაგრამ მონდევნო თავებში სხვანაირად განვითარდა მოვლენები. აი თორნიკეს ტიპაჟი მომწონსთქო მოგატყუებ. მთავარი მარტო სიმპატიურობა არაა. თანაც გვხვდა "ბედნიერება" მისი ყოფილის გაცნობისა. ასეთ სიცარიელე გოგოებზე ნერვი როგორ არ მოგეშლება ადამიანს? თორნიკეც დიდიად შეგნებული არა მგონია ქცევებიდან გამომდინარე, მითუმეტეს როგორი ცოლი ყოლია. მივყვები მოვლენების განვითარებას. ნამდვილად არ მემეტება თორნიკესთვის ეს გოგო:დდ

 



№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერესო იყო ძალიანნ ველიდები ახალ თავს

 



№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ოჰოო აიი მესმის თორნიკეს გემოვნება:დდ ასეთი ცარიელი გოგოები ყვარებია თურმე ბიჭს:დ ისე დიდად არ მომწონს ეს თორნიკე. ეს გოგო ნამდვილად ზედმეტია მოსთვის. მარტო სიმპათიურობა ვერ უშველის ვაჟბატონს. მაინტერესებს რა მოხდება. თავიდან სულ სხვანაირ განვითარებას ველოდი, მაგრამ აშკარად უკეთესი გამოგივიდა. არ მომწონს ეს თორნიკე და რა ვქნა:დ

 



№7  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest
kargi xaar

მადლობაა❤

Guest თათუ
სიუჟეტი გარკვეულ წილად ბანალურია,მგარამ ეს ხელს არ უნდა უშლიდეს მწერალს გამოავლინოს თავისი შესაძლებლობა.
ამ ისტორიაში არის შინაარსი,აზრი,გრძნობები
შეძლებისდაგვარად გამართული და დალაგებულია გრამატიკულად
მეტი რა მინდა?!
ყველა რაღაც სასწაულს ვერ დაწერს(შინაარს ვგულისხმობ)
ეს კი რაცაა ძალიან კარგია
ყველა მომდევნო თავი წინაზე უკეთესია და ეს ძალიან მაგარია!
________
სმს.თსუ და ჯანდაბა მაგათ;) მე მესმის შენი

მადლობა რომ კითხულობ

ანი ანი
მალე დადე მაგარია

მადლობა❤

Chikochiko
თავიდან მეგონა ისტორია სხვა შინაარსის იქნებოდა და ბევრ სხვას მივამსგავსე, მაგრამ მონდევნო თავებში სხვანაირად განვითარდა მოვლენები. აი თორნიკეს ტიპაჟი მომწონსთქო მოგატყუებ. მთავარი მარტო სიმპატიურობა არაა. თანაც გვხვდა "ბედნიერება" მისი ყოფილის გაცნობისა. ასეთ სიცარიელე გოგოებზე ნერვი როგორ არ მოგეშლება ადამიანს? თორნიკეც დიდიად შეგნებული არა მგონია ქცევებიდან გამომდინარე, მითუმეტეს როგორი ცოლი ყოლია. მივყვები მოვლენების განვითარებას. ნამდვილად არ მემეტება თორნიკესთვის ეს გოგო:დდ

მადლობა რომ კითხულობ❤ თორნიკეს რაც შეეხება მის ასეთობას აქვს მიზეზი და დამიჯერე აუცილებლად შეგიყვარდება❤❤❤დაველოდოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent