შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ქეთელაურო (თავი მეოთხე)


16-09-2017, 10:49
ავტორი ელპინი
ნანახია 952

ქეთელაურო (თავი მეოთხე)

დილით რო გავიღვიძე,თავი მისკდებოდა.მეგონა ვიღაც მირტყამდა თავში სასამართლოში რო ჩაქუჩი აქვს მოსამართლეს,ხო იცით,ხოდა აი მაგას.წამოვეგდე ფეხზე,წყალი გადავივლე და ცოტა გამომაფხიზლა აბაზანამ.ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი,სად მქონდა უნივერსიტეტში წასვლის თავი,მაგრამ იძულებული ვიყავი.
-დილამშვიდობის,ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ-როგორც ყოველთვის ტრადიცია კვლავ არ დარღვეულა ქეთელაურების ოჯახში.
-დილამშვიდობის-ერთხმად მიესალმა დედ-მამა,თომა სამსახურში იყო უკვე გამოფხიზლებული და გაბრიელს ეძინა,რა ენაღვლებოდა ანდაც.
მალევე ისაუზმა ქეთამ და უკვე მისი მანქანით,რომელიც მამა მძღოლს მოაყვანინა უნივერსიტეტის გზას დაადგა.გზაში გოგოებს გადაურეკა
-ნაკო,მოდიხარ უნივერსიტეტში იმედია-ხვეწნაც ერია და გაბრაზებაც ქეთას ხმაში.
-მისული ვარ უკვე,სად გდიხარ ამდენხანს?-გაღიზიანებული ხმით ელაპარაკებოდა ნაკო,იცოდა ხოლმე ასე პახმელიაზე.
-კატოც შენთანაა?-ახლა კატოს ამბავი იკითხა ინტერესით ქეთელაურმა.
-კი აქაა და მალე მოდი,რა.ნაბეღლავი წამოიღე ჩემ თავს გაფიცებ,რა-მუდარიანი ხმით უთხრა ჩასძახა კატომ ქეთას.
-კაი,10 წუთში მანდ ვარ.
სამი ნაბეღლავი იყიდა ქეთამ იქვე სუპერმარკეტში უნივერსიტეტის წინ და აუდიტორიისკენ გაემართა.გზად თამარას შეეჩეხა,უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ გოგოს.გინახავთ ფილმები სამი დაქალი როცაა უნივერსიტეტში,დადიან დერეფნებში ან ნებისმერ ადგილას და ყველა მათ მიშტერებია.ზუსტად ასე იყო თამარა და მისი ორი დაქალი,არადა იხვის ჭუკებს რო გვანან სინამდვილეში.
-წინ იყურე,ქეთა-ზიზღნარევი ხმით ჩაილაპარაკა თამარამ,იცოდა ქეთა მისთვის კონკურენტს წარმოადგენდა და ამიტომ არ ეხატებოდა გულზე.მხარი გაჰკრა ქეთას და წასვლას აპირებდა,მაგრამ ვაი ქეთელაურის გაბრაზებას.მაჯაში ხელი ჩაავლო და სიმახინჯეთა დედოფალი უკან შემოაბრუნა.
-თამარ ქალო,წინ იყურე სანამ ფეხს და კისერს მოიტეხავ,თორე ვინ იქნება მერე პოპულარული მაგასაც ვნახავთ-დამცინავი ხმით უთხრა ქეთამ და ახლა თვითონ დატოვა თამარა შერცხვენილი.
გოგოები ნახა,მთელი ლექციები სამივე ნაბეღლავს სვამდნენ აზრზე მოსასვლელად და შედეგიც გამოიღო.
დღეს ისვენებდნენ პროექტისგან და თავისუფლები იყვნენ.
-თქვენი არ ვიცი და მე სახლში მივდივარ ახლა,უნდა დავისვენო-ქეთამ გახედა გოგონებს და დამანჭულმა უთხრა.
გოგოებიც იმავეს აპირებდნენ და მალევე დაიშალნენ.თან დღეს პარასკევი იყო და ყველანაირად ეწყობოდათ ხელი.
ქეთა სახლის გზას დაადგა,შუქნიშანთან შეჩერდა გვერდით მანქანა,რომ დაუდგა ქეთამაც გაიხედა და ცოტნე შერჩა.
გველური მზერით უცქერდა ცოტაშვილი მანქანიდან და ირონიულად უღიმოდა.ქეთამაც არ დააკლო.მალევე შუქნიშანი გამწვანდა და ცოტაშვილმა ისე ჩაუქროლა ქეთელაურს,ქეთას ეგონა ტორნადო ხო არ მოდის ჩემსკენო.
ქეთასაც უყვარდა ექსტრემი,არც მან დააკლო,მაგრამ რას გახდებოდა ცოტნესთან.ტყუილად იწვალა,რომ დაწეოდა.ბოლოს სიჩქარეს მოუკლო ცოტა და სახლში წავიდა.
მაშინვე ოთახისკენ გაემართა,არც უნახია მისიანები,დაიყვირა მხოლოდ მოვედიო და კიბეებზე აირბინა.ტანზე იცვლიდა მაკამ რო შემოაკითხა
-ქეთევან,მოემზადე ცოტაშვილებთან მივდივართ,დღეს ოთარის დაბადებისდღეა-ახალი ამბავი აცნობა მაკამ ქალიშვილს.
-დედა,მე არ მოვდივარ ან რა მინდა მანდ?-წუწუნით ჩაილაპარაკა ქეთამ,სიკვდილმისჯილივით ეზარებოდა იქ წასვლა,მის ლოგინში ძილი ერჩივნა და ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ ცოტნეს სახისთვის უნდა ეყურებინა,რაც ნაკლებად უნდოდა.
-ქეთა,ეს ვალდებულებაა ერთგვარი და პატივისცემა იმ ოჯახის-როგორც ყოველთვის მაკა და მისი არისტოკრატული ფრაზები.
-დედა,ძალიან გთხოვ,რა.არ მინდა წამოსვლა-მის ფუმფულა საწოლში შეწვა ქეთა და საბანი თავზე გადაიხურა.
-დროზე,ერთ საათში გავდივართ.მეტი არ მათქმევინო ახლა-მკაცრად ჩაილაპარაკა მაკამ,მასთან მაინც არაფერი გაჭრიდა.
-მაკუნაა-თვალები აუფახულა ქეთამ.
-არ გიშველის ახლა ეგ,ადი და მოემზადე-ოთახის კარი გაიხურა მაკამ და დატოვა ქეთა საწოლში საბანგახვეული.
წამოიზლაზნა ქალბატონი ქეთელაური საწოლიდან,წყალი გადაივლო და ჩაიცვა,იისფერი ერთიანი კაბა ჩაიცვა,არც ისე მოკლე,ძალიან უბრალო და ფეხზე ამავე ფერის ოდნავ მაღალ ძირზე ფეხსაცმელი.მაკიაჟიც და ერთ საათში გამზადებული იყო უკვე.
ცოტაშვილების ოჯახში დიდი ჟრიამული იყო,მერაბის დაბადებისდღე ყველაზე დიდი დღესასწაული იყო წლის განმავლობაში.თბილად შეხვა ოთარი და სალომე სტუმრებს და გაუძღვა სუფრისკენ.
ისე მოხდა,რომ ქეთას და ცოტნეს ერთმანეთის გვერდიგვერდ მოუწიდათ დაჯდომა და რა თქმა უნდა,ორივე უკმაყოფილო იყო ამით სახის მიმიკებით თუ ვიმსჯელებთ.
როგორც ყველა დაბადებისდღეზე იყო სადღეგრძელოები და ერთი ამბები.ქეთა მისთვის იჯდა,არ უცეკვია და არც სვამდა,ძალიან ცოტას მხოლოდ.
-რას დამჯდარხარ ყვავილის ქოთანივით ერთ ადგილზე?-სიცილით უთხრა ცოტნემ ქეთას.
-შენი საქმე არაა და მიხედე შენს თავს,თუ შეიძლება-დაბღვერილი სახით გახედა ქეთამ ცოტნეს.
-წამოდი საცეკვაოდ გავიდეთ,ნახე რამხელა ტიტულია,ჩემთან ცეკვაზე ოცნებობენ.
-ხო და მე იმათ რიცხვში არ შევდივარ ვინც შენთან ცეკვაზე ოცნებობს ცოტნიკო-ირონიულად ჩაილაპარაკა ქეთამ და თვალი ჩაუკრა ცოტაშვილს.
-მადლობა მითხარი,რომ შემოგთავაზე.მიდი ახლა ახტი უცებ,ახალგაზრდა გოგო ხარ და რატო გეზარება სიცოცხლე-არ ეშვებოდა ცოტნე ქეთას და ბოლოს მაინც გაიყვანა საცეკვაოდ.
მათ ბედზე ვალსი ჩაირთო,ცოტნეს ერთი ხელი ქეთას წელზე ჰქონდა და მეორეთი მისი ხელი ეჭირა.
დრო და დრო ხელს მოუჭერდა ხოლმე თეძოზე ცოტნე ქეთას,რაზეც ქეთელაური თვალებს უპრაწავდა და ეჩხუბებოდა.
-ეგ ხელები რო დაამოკლო,უკეთესი იქნება ბევრად.
-გმადლობთ,ასეც კარგად ვგრძნობ თავს-ცოტნე და მისი ირონია არასდროს იკარგება,სულ ერთად არიან.
შემოაბრუნა ცოტნემ ქეთა და ახლა ქეთას ზურგი ცოტნეს გულმკერდს ეხებოდა და ცოტნეს ცხვირი ქეთას კისერში ჰქონდა ჩარგული.
-მმმ,რა სურნელი გაქვს-ცოტნემ ქეთას თმის სურნელი შეიგრძნო და ცხვირი გაუხახუნა ქეთას თმებს.
ეწვოდა ქეთას ცოტნეს შენახები თუთიეული ადგილი,ეგონა ხანძარი იყო და სახანძრო მანქანებიც არ მოდიოდნენ ცეცხლის ჩასაქრობად.თითქოს ცოტნეს ხელში ცხელი მივთი ეჭირა და ქეთას წვავდა.
თვალებმინაბული ცეკვავდა ქეთა ცოტნეს გულმკერდს მიყრდნობილი და ტანს ნაზად არხევდა.დაატრიალა ცოტნემ ეს სიფრინა გოგო და მის მკლავებში მოიმწყვდია,ტუჩებით კისერს მიაგნო და ლავიწზე ფრთხილად შეახო ტუჩები,სიამოვნებისგან გააჟრჟოლა ქეთელაურს,მაგრამ მაინც არ დანებდა.
-ცოტნე,საკმარისია.რას აკეთებ?ხალხია აქ-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ქეთამ,არადა წამის წინ სულ სხვაგვარ ხასიათზე იყო.
-უსიამოვნოდ ნამდვილად არ რჩები და ვერ ვხვდები ეს ფანტასტიკა რა საჭიროა-მის პოზიციას ყოველთვის ინარჩუნებდა ცოტნე.
-ხოდა აი ფანტასტიკაში ეცეკვე ახლა ვინმეს და სხვას დასცინე-მოშორდა ქეთა ცოტნეს და მისი ადგილისკენ წავიდა,მთელი საღამო მას შემდეგ იჯდა და ხალხს თვალყურს ადევნებდა,თან ცოტას სვამდა ცოტაშვილების სანაქებო ღვინოს და მაკას ელაპარაკებოდა ხოლმე.
-დედა,აივანზე გავალ ცოტახნით.ჩავიხუთე აქ.
წამოდგა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა აივნისკენ,მოაჯირს დაყრდნობოდა და ჰაერს ღრმად უშვებდა ფილტვებში,თან ცოტნეზე და მის საქციელებზე ფიქრობდა,უკვირდა როგორ შეეძლო ამ ბიჭს ყველა საათში სხვადასხვაგვარ ხასიათზე ყოფილიყო.ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა და შესვლას რო აპირებდა,ამ დროს გამოვიდა ცოტაშვილი აივანზე და გასასვლელ კარებთან დადგა.
-გამატარე-ხელით ანიშნა ქეთან ცოტნეს გაწეულიყო.
-არა-ჩვეულებრივი ტონით ჩაილაპარაკა ცოტნემ და აჟუჟუნებული თვალებით უყურებდა ქეთას.
-ცოტნე,არ მაქვს ახლა შენი თავი-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა ქეთამ.
-ამაზე რას იტყვი?-ცოტაშვილი ქეთას ტუჩებზე ეცა და კოცნიდა ველურად,მაგრამ ნაინც ფრთხილობდა ცოტაშვილი,თავიდან ჯიუტობდა ქეთა და ეჯაჯგურებოდა ცოტნეს ხელებს,რომელიც მასზე შემოეხვია ვაჟბატონს.მერე თვითონაც აყვა და ბოლოს მაინც სძლია ქალურმა თვისებამ და ცოტნეს ხელი კრა.
-რას აკეთებ?შენ?შენ,როგორ ბედავ ამას?ვინ გგონია შენი თავი-გაცხარებული ელაპარაკებოდა ქეთა ცოტნეს.
-წეხან სხვანაირად იქცეოდი ქეთელაურო,მე გაგაფრთხილე მიფრთხილდითქო.
წამოვიდა ცოტნე და დატოვა ქეთა ასე გაშეშებული,მის თავს წყევლიდა ქეთა იმის გამო,რომ ცოტნეს გადაეყარა და იმ დღეს,როცა მას პირველად შეხვდა.
რა იცოდა ცოტნემ,რომ ეს ქეთას პირველი კოცნა იყო და თან ასე მხეცურად მოექცა და მარტო დატოვა.გული ატკინა ქეთას და დატოვა აცრემლებული თვალებით მარტო აივანზე,არც კი შეწუხებულა მისი საქციელის გამო.
სუფრასთან დაბრუნდა ქეთა,ბოდიში მოიხადა და სახლში წამოვიდა,მაკას უთხრა შეუძლოდ ვარო.მოდიოდა ქეთა და ფიქრობდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.ცოტნე მას ისე უყურებდა როგორც ჩვეულებრივ ბოზს.გრძნობდა ქეთა ცოტნეს მიმართ რაღაცას,მაგრამ არ იცოდა ეს "რაღაც" რა იყო.


მაპატიეთ ბავშვებო დაგვიანებისთვის,რა.სულ გადარბენაზე ვარ,ახლა სკოლაც დაიწყო და ვერ ვახერხებდი დადებად.პატარა თავია,თან საშინელება ვიცი და ვეცდები შემდეგში გამოვასწორო.ბოდიში რო გალოდინეთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest lia

Pატარა ტავი ნამდვილდ არის
მაგრამ არაჰვეულებრივი წასაკიტხია
დააფასე სენი ისტორია
ჩკვიანი გოგო ხარ გეტკობა❤❤❤

 



№2  offline მოდერი ელპინი

Guest lia
Pატარა ტავი ნამდვილდ არის
მაგრამ არაჰვეულებრივი წასაკიტხია
დააფასე სენი ისტორია
ჩკვიანი გოგო ხარ გეტკობა❤❤❤

ვაიმეე,არ ველოდებოდი ახლა ასეთ კომენტარს❤უღრმესი მადლობა❤
გეფიცები ახლა ისეთ საშინელება კომენტარებს ველოდები რო რავიი,ძაან კატასტროფა ნაწერია :((((((

 



№3  offline წევრი გეგე მარიშკა

ძალიან კარგია და მომწონს გთხოვ მალე დადე ხოლე <3

 



№4  offline მოდერი ელპინი

გეგე მარიშკა
ძალიან კარგია და მომწონს გთხოვ მალე დადე ხოლე <3

უღრმესი მადლობა❤❤❤ვეცდები არ გალოდინოთ ბევრი❤❤❤

 



№5  offline წევრი modemodka

Axlaa vnaxee da ise gamixarda rom ravicii... dzaan kargiaa da imediaa male dadeb shemdeg tavs (((

 



№6  offline მოდერი ელპინი

modemodka
Axlaa vnaxee da ise gamixarda rom ravicii... dzaan kargiaa da imediaa male dadeb shemdeg tavs (((

მადლობა,ჟან❤❤ვეცდები,რა❤დრო არ მაქვს უბრალოდ,მინდა მომდევნო თავი ძალიან კარგი გამომივიდეს და ზომითაც დიდი,ამიტომ დააგვიანდება,მაგრამ რამდენი არ ვიცი :///❤

 



№7 სტუმარი Tako

Geficebi davilie da amivwydi dade ra axali tavi male

 



№8 სტუმარი Guest ელპინი

Tako
Geficebi davilie da amivwydi dade ra axali tavi male

ვაიმე,მაპატიე,რა ძალიან გთხოვ :(((((( საგამოცდოდ ვემზადები და ვაგვარებ რაღაცეებს,ამიტომ მაგვიანდება.ვეცდები ხვალ თუ არა ზეგ მაინც დავდო :(((❤❤მადლობა და დიდი ბოდიში,რა❤❤

 



№9  offline წევრი მმარიტა

ვაიჰ რა კაიიი როგორ მომწონსს

 



№10  offline მოდერი ელპინი

მმარიტა
ვაიჰ რა კაიიი როგორ მომწონსს

ღმერთო ჩემო.
მარიტა,ნუ მახარებ ასე ძალიან,თორემ მგონი,რომ მართლა კარგია :(((
უღმესი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent