შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

თეთრი პლუმერია (თავი 3)


16-09-2017, 12:20
ავტორი თუკა
ნანახია 2 808

თეთრი პლუმერია  (თავი 3)

ფანჯრის რაფაზე იჯდა ანა და თეკოს ზლუქუნს უსმენდა.. ცოტა ხანში მოთმინება დაეკარგებოდა და იცოდა კიდევ უფრო უარესად დაიწყებდა ტირილს , ამიტომ უნდა ეთმინა.., სხვა გზა არ ჰქონდა..
- გაჩუმდი გეხვეწები, ორი წუთით, ტელეფონი რეკავს და ნიკაა, მუდარით გახედა დაქალს და მანაც უმალ მოიმშრალა ცრემლები..- დიახ ბატონო ნიკო , გისმენთ..
- საღამამო მშვიდობისა ანა, რას შვები აბა როგორ ხარ?
- კარგად მადლობა, თავად როგორ ხართ?- მხრები აიჩეჩა და თეკოს გახედა..
- ძალიან კარგად, მაშინ მითხარი რას აკეთებ?
- მე და თეკო ვსაუბრობდით, რა ხდება? მითხარით თქვენ, რაიმე პრობლემაა? –
- არანაირი, მოკლედ რა ხდება, ხვალ დიდი დღე გვაქვს.მოკლედ, დარწმუნებული ვარ ძალიანაც არ გესიამოვნება რასაც გეტყვი მაგრამ ხვალ რვა საათზე უნდა მოხვიდეთ ოფისში, ათზე შეხვედრა გვაქვს გერმანელ პარტნიორებთან და უნდა მოვასწროთ ყველაფერი.
- არანაირი პრობლემა არაა ბატონო ნიკა, თეკლაც აგერაა და ვეტყვი , რა თქმა უნდა მოვალთ.
- კიდევ რა მინდოდა მეთქვა ანა, ქლექსანდრეს უყვარს როდესაც ამ დროს ყველა „დრესკოდს“ იცავს, და იქნება თქვენც არ გააბრაზოთ, ისედაც არაა ახლა კარგად.
- არც ეგაა პრობლემა, შესაფერისად ჩავიცვამთ და რვაზე მანდ ვიქნებით. ღამე მშვიდობისა .- რაც შეეძლო მშვიდად დაემშვიდობა და გულზე მაგრად მიიჭირა ხელი.- ეს ბიჭი მომკლავს ისეთი ტკბილი ხმა აქვს- სიცილით უთხრა თეკოს და დაინახა როგორ იცვალა თეკომ სახეზე ფერი...
- ვაიმეეეეეე, რა გავიგე ეს, ნიკო მოგწონს გოგო?
- თეკლა მორჩი, შენი ამბავი რომ ვიცი მოაღებ პირს და ყველას ეტყვი. და დარწმუნებული ვარ ნიკოთი დაიწყებ..
- არა, გეფიცები. სამარე ვარ ..მოგწონს ? ხო მოგწონს?
- მომწონს, კი, ძალიან საყვარელია, ყურადღებიანია. არ ვიცი მასთან საუბარი ძალიან მსიამოვნებს და სულ ესაა.
- ხო აბა ვირ ალექსანდრეს კი არ ჰგავს..
- ასე ნუ ამბობ თეკლა. ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს, რას მისდგები ხოლმე და ლანძღავ..
- არ მესმის რატომ იცი შენ მისი პრობლემების შესახებ და არ ვიცი მე..
- იმიტომ რომ უბრალოდ მე აღმოვჩნდი იქ და მეორეც მე შენგან განსხვავებით უამრავს არ ველაპარაკები სისულელეებზე, მილიონჯერ გითხარი, ენას კბილი დააჭირე და ისე ელაპარაკე-თქო და ვერაფერი გაგაგებინე..
- როცა ლექსოს ვხედავ, ვერ ვკონტროლდენი ანაა, შენ რა მარტივი გგონია, შენსავით თავდაჭერილი და ურძნობი არა ვარ და რა ვქნა?
- მე ვარ უგრძნობი? ხოდა ამიტომაა რომ შენ გეჩხუბება სულ, ასე აპირებ ლექსოს გულის მოგებას? დამერწმუნე ასე წინ ვერ წახვალ.. ის სხვანაირია ათეკლა, სხვანაირია.. არ გავს იმ ბიჭებს რომ მოგწონდა შენ, ოცდაოთხი საათი რომ ეზოში ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ. ამ ბიჭს სხვანაირი ცხოვრების სტილი აქვს , სხვა გარემო. უნდა მოერგო მის ცხოვრებას თუკი გინდა რომ მასთან იყო. მითუმეტეს მასაც მოსწონხარ, ვხვდები ამას და მიტხრა კიდევაც , მაგრამ არ აცდი შენ..
- მე არ ვაცდი? ხოო მე მთელ დღეებს სალომეზე ეჭვიანობაში ვატარებ და...
- ვაიმე, ამდენი ტყუილად ვილაპარკე, მოეშვი სხვებს, ჩათვალე რომ მხოლოდ ორნი ხართ შენ და ლექსო. არც სალომეა, არც ნიკო და ვანო არიან. მორჩი გარშემო ყურებას თეკლა... ადამიანი ნუ დაღალე, დაანახვე რომ საინტერესო ხარ და არა ცანცარაა..
- კარგი... შენც მუჩხუბები , შენც ლექსოსნაირი ხარ..
- არა მე კი არ გეჩხუბები, მე მინდა რომ ბედნიერი იყო. და სულ ესაა. ხვალ ლამაზად ჩაიცვი, თავდაჭერილი იყავი. მაქსიმალურად ეცადე რომ გვერდში ყავდე და დაეხმარო, აი ნახე როგორ სხვანრიად შემოგხედავს.
- აუუ, ერთი არ შემოუხედავს სხვანაირად და ტყუილად ვყოფილვარ თავდაჭერილი განახებ რაა....
- აუტანელი ხარ გეფიცები..- სიცილით მოეხვია დაქალს და ლოყაზე აკოცა.. მიდი დავწვეთ ახლა. გვიანია. ადრე ვდგებით ხვალ. ექვსზე გაღვიძებ და წუწუნის გარეშე კარგი?
- კარგი ხოოო- სასაცილოდ დაიჭყანა თეკლა და ლოგინში შეხტა..
**
„საგურამოში, ეზოში იდგა ლექსო... აღარ იყო პატარა. უკვე გაზრდილი და საღად მოაზროვნე იდგა შუაგულ ეზოში. ირგვლივ სიჩუმე და სიბნელე იყო...
ყვავილებს შორის იდგა თავდახრილი და რაღაც სტკიოდა, სახეზე ფერი არ ედო. მწვანე თვალები კიდევ უფრო მეტად დამუქებოდა, თვალები ნერვიულობისაგან ჩაწითლებოდა...
სადღაც სიშორეზე მოჩანდა ნათელი წერტილი, როგორ უნდოდა ამ წერტილთან მისვლა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა.. იქ შორიდან, სიცილის ხმა მოდიოდა.. გულახდილი სიცილის, ბედნერების სიცილის, აქ კი ლექსოს უკან, სიბნელე იყო. უკუეთი იდგა....
- ალექსანდრე, შენი და სადაა?- ცრემლიანი თვალებით ეკითხებოდა დედა, ნერვიულობისაგან დალელული იყო სალომე, თმა გაწეწვოდა.. თვალები ჩავარდნილი ჰქონდა. აღარ იყო ისეთი ლამაზი ლექსოს რომ ახსოვდა..
- დედა, ეს რა მოგვსლია ?- განადგურებულმა ამოიხავლა ალექსანდრემ და ამაოდ ეცადა დედას შეხებოდა..
- ალექსანდრე, მე ის შენ დაგიტოვე. შენი და იპოვე ალექსანდრე... განწირული უკიოდა სალომე შვილს, რომელსაც არასოდეს აემაღლებინა ხმა შვილზე....
განადგურებული იდგა ალექსანდრე პირველი ეზოში... შეშინებულმა მიმოიხედა გარშემო, ირგვლივ სიჩუმე , სიბნელე და მხოლოდ თეთრი პლუმერიის ყვავილები იყო. სიბნელეშიც კი თეთრად ანათებდა სათითაო ყვავილი.. „
ოფლში გაწურულს გამოეღვიძა ლექსოს, შუბლზე ჩამოყრილი თმა გაისწორა და შიშველი ფეხები გრილ იატაკზე დააწყო, კედელზე მოწიკწიკე საათს გახედა, ექვსი ხდებოდა, აზრი არ ჰქონდა უკვე ძილის შებრუნებას, ბავშობიდან ვერ იტანდა ამას. გრილი შხაპი მიიღო და კიბეებზე დაეშვა..
ჯერ კიდევ ყველას ეძინა.. როგორ უყვარდა ამ სახლში გამეფებული ეს სიჩუმე, როდა არავინ ლაპარაკობდა... წამიერად შეყოვნდა მისაღებშ და თვალი მოავლო ძვირფასი ავეჯით გაძეძგვილ სახლს. რის ფასად გააკეთეს ეს? ვინ იცის რამდენი ადამიანის სისხლით არის მიღწეული ეს ყველაფერი.. იგრძნო როგორ ეხუთებოდა სული. მინის კარი სწრაფად გადასწია და ეზოში გავიდა..
უკვე რამოდენიმე წელიწადი იყო ამ ეზოში არ გადიოდა.. ამას ვერაფრით ხსნიდა რატომ. ეს კოშმარული სიზმრები რაც დაიწყო, მას მერე აკრძალა ეზოში სიარული... თავიდან მხოლოდ ეზოს ხედავდა, ხან საგურაოს სახლის ხან ამ სახლის, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. მერე თანდათან გამოიკვეთა, აზრი მიიღო, თითქოს ფერი მიეცა მის სიზმრებს. ტკივილი შეემატათ.. ყვავილებს შორის ფრთხილად დაუყვა ბილიკს... და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.. თვალები გაუცისკროვნდა, დედის თბილი ფუსფუსი დაინახა ნათლად, ყოველთის გვერდით რომ ედგა, მაშინაც კი როდესაც ვერ ხვდებოდა რატომ ეზრდებოდა დედამის მუცელი, ასე გვერდით ედგა და ყვავილების ნაცვლად დედის მუცელს უყურებდა...
ფრთხილად დაიხარა ლექსო და დაცვარულ ყვავილებს თლილი თითები გადაუსვა.. როგორც ნაპირს მოვარდნილი ტალღა ისე აიმღვრა მასში ყველა გრძნობა და ემოცია უეცრად. გაახსენდა... ყველაფერი ერთად გაახსენდა... ახლა გაანალიზა თითქოს რატომ ჰქონდა დედამისს ამდენი პლუმერიის ყვავილი, მხოლოდ ამ ყავილს ხატავდა, სამუშაო ოთახშიც კი ეკიდა მისი სურათები,, მის დასაც სწორედ ამ ყვავილის კულონი გაუკეთა.. დედას რაღაც აკავშირებდა ამ ყვავილთან.. რაღცის გამო უყვარდა ასე , და იცავდა ასე..
- ალექსანდრე- მამის ხმამ ერთიანად დაშალა ლექსო.... ადგილზე შეხტა და ფერდაკარგული შეტრიალდა..
- - მამა, შემაშინე.
- მაპატიე, არ მიფიქრია..
- არ გელოდი უბრალოდ. ვფიქრობდი და ..
- რას ფიქრობდი ჩემო ვაჟკაცო - იმდენად ეუხეშა ლევანის სიტყვები ლექსოს წამიერად იგრძნო ბრაზი მამის მიმართ, მაგრამ დამშვიდდა, შეეცადა არ ენერვიულა..
- მამა, რაღაცას გკითხავ. დედას ძალიან უყვარდა პლუმერიის ყვავილი, ოთახშიც ბევრი ნახატი აქვს, რატომ უყვარდა ეს ყვავილი ძალიან? ასე მგონია რაღაცასთან ასოცირდებოდა...
- სალომე რომ გავიცანი მაშინ ისეთი პატარა და ნაზი იყო, ძალიან ნატიფი, ერთი შეხედვით მომხიბლა..მაშინ ძალიან რთული იყო სადმე გასვლა ვეყნიდან, მაგრამ გამიმართლა პაპაშენის წყალობით და აზიაში მომიწია წასვლა, იქ გადავაწყდი ამ ყვავილს, და მის შესახებ იმდენი კარგი რამ მითხრეს, მაშინვე ვიფიქრე რომ სალომეს მოეწონებოდა... მაშინ სქართველოში ასეთი უცხო ყვავილები ძალიან იშიათობა იყო.
- და დედას მოეწონა არა? და ამიტომ გაამრავლა ეს ყვავილი, თქვენი პირველი საჩუქრის ნიშნად, იმის ნიშნად რომ ძალიან უყვარდი...
- ასეა, სალომე.. ეხ სალომე, ძალიან კარგი იყო ლექსო... შენ კიდევ კარგად არ გახსოვს როგორი წმინდა და სათუთი იყო დედაშენი...
- გიყვარდა მამა, დედა გიყვარადა? თუ უბრალოდ ეს ისეთი ოჯახი იყო სადაც გიორგიც აწყობდა რომ ვაჟასთან გქონოდა კავშირი..
- არა ალექსანდრე, მიყვარდა, დედაშენი ძალიან მიყვარდა.. როგორ შემეძლო სალომესნაირი ქალი არ მყვარებოდა. ვერ წარმოიდგენ როგორი გული ჰქონდა. საოცარი ადამიანი იყო..
- მახსოვს.. ძალიან მენატრება დედა.. მასთან ვერ შევძელი იმ ყველაფრის შეგრძნება რაც მინდოდა მამა. ეს ყველაფერი როგორ მაკლია რომ იცოდე...
- მაგრამ ბედმა ასე დაგვსაჯა, უფალმა ასე ინება..
- იმედია მამა, იმედია... კარგი უნდა წავიდე. ცალყბად უთხრა ლევანს და გვერდია აუქცია..
უკვე ყველას მოეყარა თავი...
ყველა ფუსფუსებდა...
დიდი დარბაზი გადაჭედილი იყო სტუმრებით..ნერვიულად დადიოდა წინ და უკაან ვანო.. და მოთმინება დაკარგული შეყურებდა ალექსანდრე...
- ივანე, ან ადგილზე გაჩერდი, ან გადი და გარეთ იარე, ძმურად უკვე სადაცაა გული ამერევა ამდენი შენი სიარულით..
- ვნერვიულობ ტო.- ვახ ჩემი, ესეც შენ უნდა შეგითანხმო?
- ინერვიულე რამდენიც გინდა. როცა გინდა ოღონდ ნუ დადიხარ რა. თავი ამტკივდა მართლა, და არაფერია სანრვიულო, ერთი-ორი სიტყვა მე უნდა ვთქვა და მერე ღვინო დალიონ და რაზე ნერვიულობ ძმაო...- სიცილით უთხრა ლექსომ და ძმაკაცს ხელი მოხვია..
- იცოდე, ეს ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის, არა იმედი მაქვს კი არადა მჯერა რომ კარგად ჩაივლის, უეჭველად აქედან მივდივართ სადმე მაგარ პონტში და მაგრად უნდა დავლოთ, და შენ კისრულობ..
- არანაირი პრობლემა არაა, ჯერ ეს ჩავამთავროთ დაა..
- ოხ, ჩვენი ანგელოზებიც მზად არიან- ბედნიერმა წამოიძახა ნიკომ და გოგონებს გახედა.. ერთმნეთზე ლამაზები... რომელი გინდა აარჩიე. არადა არჩევაც რომ გაგიჭირდება..
- ნიკოლოზ, არამგონია ამორჩევა გიჭირდეს შენ, ვიცით ვისაც უმიზნებ, ამიტომ თეკლას და ნუცას თავი დაანებე- სიცილით უთხრა ვანომ ძმაკაცს და ლექსოს გახედა..
- რა მწარე ხარ ბიჭო დილიდან რა გეტაკა.რა გიდა? გშურს?
- ანა მოგწონს ნიკო? - პირდაპირ დასმულმა კითხვამ ოდნავ უხერხულობაში ჩააგდო ნიკო და ლექსოს გაუღიმა. ხო, მომწონს. იმედია არაფერს ვაშავებ..
- რას უნდა აშავებდე. თუკი ამ გოგოსაც მოსწონხარ, მაგას რა სჯობია ძმაო..
- არა , არ ვიცი მოვწონვარ თუ არა, ცოტა უცნაური გოგოა ძმაო, ვერ გავიგე. ლექსო, შენთან ხომ კარგადაა, იქნება და...
- ააა, გინდა რომ მაჭანკალი ვიყო და გავარკვიო?
- ხო გაურკვიე ახლა, თორემ დაგვიდნება როგორც ნაწუწნი კამფეტი. მერე გახდება, გახდება და ქაფშიც არ გამოჩნდება...
- რა გეტაკა ბიჭო შენ ამ დილიდან? - სახეგაბადრულმა გახედა ლექსომ ვანოს და გაჩუმდიო ანიშნა...
პრეზენტაციამ და დეგუსტაციამ იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე რომელიმე ეგონა. ყველა გაოცებული დარჩა ახალი ღვინის გემოთი.
ახალი გემო, ახალი ეტიკეტი, ეს ყველაფერი კი ბაზარზე გასასვლელად საუკეთესო გზა იყო.. საზღვარგარეთ ისედაც დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა ორჯერ და სამჯერ მეტ შემოსავალს შემოიტანდა დარწმუნებული იყო ლექსო...
ფიქრებიდან გამოერკვა და გვერდით მდგარ ნიკოს გახედა..არ გრძნობდა თავს კარგად იმ საღამოს გამო. ახლა როდესაც იცოდა ძმაკაცის გრძნობების შესახედ, თავს დამნაშავედ გრძნობდა..
- აბა, მივდივართ სამაღარიჩოდ? ლექსო, ხო გახსოვს? - მაშინვე გაახსენა ვანომ და გოგოებს გახედა..
- მახსოვს და მე რომ დამავიწყდეს შენ რა დაგავიწყებს მაგას ვანო, რისთვის მყავხარ.
- აი მე ვარ რაც ვარ რაა.. - ხოდა წავიდეთ, მაგრად მომშივდა ეეეე.
- ხალხია ჯერ აქ, სად უნდა წახვიდე , ვერააა ეს საღად- მაშინვე თვალები დაუბრიალა ნიკომ და კარში შემომავალ ლევანს გახედა..
- მამაშენი მოვიდა - შანსი არაა, რა კარგ დროს მოვიდა ეს კაცი. მე მომანდეთ ეს საქმე, გეზი პირდაპირ აიღო ვანომ ლევანისაკენ, ჯერ გულიანად გადაეხვია, მერე კაი ხანს ელაპარაკა და ბოლოს გაღიმებული წამოვიდა უკან..- მოვაგვარე ლევანი ბიძია დარჩება აქ, ჩვენ წავალთ და მაგრად მოვილხენთ.
- ოხ, ივანე, შენ ვინც არ გიცნობს რა. რა ხარ , საქმე როცა ჭამას ეხება იქ ყველაფერზე ხარ წამსვლელიი...- ჩუმად გადაულაპარაკა ნიკომ და გასასვლელისაკენ გასწია..
მანქანაში ორნი ისხდნენ, სპეციალურად დააგვიანა ლექსომ რომ ანა როგორმე თავისთან წაეყვანა.. მთელი გზები დახლართეს საამისოდ რომ თეკლა დაეშორებინათ ანასათვის. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა მათი განცალკევება.. დიდად არ ეპიტნავა თეკლას რომ დაქალი მასთან არ იყო, მაგრამ იცოდა ამჯერად უკვე ეს ამ ყველაფრის თქმა , ლექსოს სიგიჟეს და ანას გაბრაზებას გამოიწვევდა..
- ალექსანდრე, სპეციალურად დამიტოვე ხო? რომ შენ წამოგეყვანე. ხდება რაიმე?
- ანა. მოკლედ. ცუდი გამოცდილება მაქვს ასეთ საქმეში და ისიც არ ვიცი ასეთი რამეები როგორ უნდა გავარკვიო, მაგრამ რომ არ გკითხო და არ გავარკვიო, დამერწმუნე ძმაკაცი ხელებში ჩამაკვდება და ნაღდად არ მიღირს რა.
- რა ხდება ალექსანდრე? მაშინებ...
- საშიში რა არის გოგო, კვდება ბიჭი შენი სიყვარულით, და ეგება და რამეს ისიც გრძნობს, ვერაფერი გავარკვიე და მიშველეთო, დრეს ხვეწნად გვექცა..
- ვინ ბიჭი? ვისზე მელაპარაკები?
- ნიკოზე, ანა, შენ მაინც ნუ ისულელებ თავს..
- თქვენს ნიკოზე?
- კი, ჩემს ნიკოზე, უფრო სწორად ჩვენს ნიკოზე. ჰა ახლა, მითხარი მოგწონს თუ არ მოგწონს...
- ასე ეკითხებიან ქალს? - მაშინვე დაუტია და ფანჯარაში გაიხედა..
- ესეიგი მოგწონს. გასაგებია, გაგიჟდება ნიკო სიხარულით.
- როდის ვთქვი რომ მომწონს..- აი სად ვახსენე..
- არ გითვამს, შენმა ქცევამ მითხრა, თავი ამარიდე ,პატარა ბავშვივით გამოგიჭირე, შენც კიდევ გამებუტე და ფანჯარაში დაიწყე ყურება. ხომ ასეა ანა?- მითხარი ჰა ახლა, რაღას აჭიანურებ? გაუხარდება ნიკოსაც..
- ლექსო !- კარგი რაა.. მომწონს კი , კარგი ადამიანია და მომწონს მაგრამ არ მინდა რომ უთხრა...
- ხომ არ გადაირიე? გინდა რომ ნიკომ მომკლას? ძლივს მოახერხა რომ თეკლა გაგაწიწკნა და ახლა რომ ვუთხრა არაფერი მითხრა- მეთქი, უეჭველად მცემს..
- ხოდა რამეს თუ ეტყვი, მე მოგკლავ. შენ ხომ მითხარი რომ დასავით გიყვარვარ, ხოდა შენს დას საიდუმლო შეუნახე..
- ანა!- ორ ცეცხლს შუა მაყენებ არა ძმაო, ეგრე არ გამოვა..
- ოოოოო, არ უთხრა, გთხოვ.
- კარგი გპირდები, არ ვეტყვი. ოდნავ მივახვედრებ.
- აუ ალექსანდრე. რა!, ძალიან აუტანელი ძმა იქნებოდი შენ.. - ამღვრეულმა გამოხედა ლექსომ და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა..- მაპატიე, ასე არ მინდოდა, ცუდად გითხარი, არა მართლა ლექსო..ძალიან კრგი ადამიანი ხარ, ყველა გოგო ბედნიერი იქნება რომ შენნაირი ძმა ყავდეს გვერდით. იცავდეს, უყვარდეს და ზრუნავდეს..
- მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამისი საშუალება მომეცემა. თორემ როცა იქნება და იქ დედაჩემის წინაშე წარვსდგები, ვიცი რომ თვალებში ვერ ჩავხედვ..
- ვიცი რომ აუცილებლად იპოვი შენს დას და მერე ..
- და მერე ორი და მეყოლება და ერთი გიჟი თეკლა - თვალი ჩაუკრა ანას და ხელზე აკოცა..
- ხო, ეს რომ თეკლას ესმოდეს დამიჯერე, სიხარულით კივილს დაიწყებდა... რას ფიქრობ თეკლაზე ლექსო? ვერაფერს ხვდება, ხან კარგად ექცევი ხან კი..
- თეკლა ძალიან კარგი გოგოა, ანაა. მართლა. ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. მას ბევრი ყურადღება და ზრუნვა უნდა, ბევრი სითბო. მე კიდევ ახლა ამისი დრო და საშუალება არა მაქვს, არ მინდა რომ ვატკინო. ამიტომ დისტანციაზე ვიყენებ ჯერ მაინც..
- არ გინდა ლექსო. თეკლა გაგიგებს, ასეთი არაა. გარეგნულად ჩანს რომ სუსტია და ხალისიანი, თორემ ძალიან სტკივა დამიჯერე, ნუ დაიყენებ დისტანციაზე ისიც ხომ ცოდოა. არ მოგთხოვს არაფერს, შენ თუ ეს გგონია, შენ თუ ამის გამო ქმნი პრობლემას თქვენს ურთიერთობაში, დამიჯერე, მხოლოდ შენი გაღიმემა და ერთი ზარიც ეყოფა..
- მართლა ასე ამბობ? თეკლა პატარა საყვარელი ბავშვია სინამდვილეში. და მეშინია არ ვატკინო..
- არ ეტკინება, ის ბავშვი არაა ის გოგოა, ქალია. და გაიგებს. არ არსებობს პრობლემა რომელიც სიყვარულს უკანა პლანზე გადაგადებინებს. მაინც ვერ დაემალები ამ გრძნობას, მაიდ მოგერევა, ამიტომ მოუშვი ლექსო, და სიყვარულთან ერთად უფრო მეთად ძლირი იქნები...
- ძალიან ჭკვიანი ხარ, ხო იცი შენ ახალგაზრდავ... - დაეჭვებულმა გახედა გოგონას ლექსომ და გაუღიმა..
**
ნერვიულად ისრესდა საფეთქლებს ქეთო, და აკაკის თვალს არ აშორებდა...
აგიჟებდა ქმრის ასეთი სიცივე.... ბოლოს მოთმინება დაეკარგა, და მაგიდაზე მაგრად დაარტყა ხელი..
- რა ხდება ქეთინო? - გაბრაზებულმა გამოხედა ცოლს აკაკიმ და ტელევიზორს დაუწია...
- რა ხდება? სადაა შენი შვილი? საათს შეხედე აკო, ორი ხდება, ღამის ორი სრულდება, და ის ჯერ კიდევ არააა.
- საკმარისია ქეთინო, ძალით ნუ ქმნი პრობლემას, ნუ აზვიადებ. ბავშვმა დარეკა და გაგვაფრთხილა რომ დააგვიანდებოდა, მარტო ხომ არაა..რატომ პანიკომ.
- ხო, მარტო არაა. თეკლა იქაა და ნუცაც, მაგრამ რა იცი რა ხდება . ასეთი მშვიდი როგორ ხარ?
- მოთმინებას მაკარგვინებ უკვე ადამიანო, რა გინდა რომ გავაკეთო? სახლში გამოვკეტო? კი ბატონო, ახლა რომ მოვა ვეჩხუბები, და ვეტყვი რომ მეტად არ წავა სამსახურში, რომელიც ასე აბედნიერება და ვეტყვი რომ დედაშენი ნერვიულობ-თო, და როდეაც მიზეზს მკითხავს შენ აუხსენი.... გაიგე, შეიგნე, რომ ასე სახლშ გამოკეტვით ვერაფერს გახდები, აგერ ოცდაოთხი წლიწადია მშვიდად ვართ. მაგრამ შენ ყველაფერი უნდა გააზვიანო...
- ვნერვიულობ აკაკი, რატომ არ გესმის?
- მე არ მესმის? აცადე ბავშვს იცხოვროს, აცადეეე, ერთ დღეს სიმართლე რომ გაიგოს იმას მაინც არ დაგვაყვედრის, ცხოვრება არ მაცადეთო. აცადე ! ქეთინო, არ გამაგიჟო იცოდე, რამდენი თვეა უკვე შენს ისტერიკებს ვიტან მშვიდად.
- საღამო მშვიდობისა ჩემს ტკბილობებს - ბედნიერი სახით შეტანტალდა მისაღებში ანა და მშობლებს შუაში ჩაეკვეხა. აბა ქვეყანაზე საუკეთესო დედიკო და მამიკო რაზე კამათობს? მაგრამ ვიცი, ჩემს დაგვიანებაზე ხომ ასეა დედიკო, ლამაზო, ტკბილო, აი რომ ვთქვი ორზე მოვალ-თქო, მოვედი, ხომ ასე მამიკო?- ოდნავ შეფარული ღიმილით გახედა მამას და ლოყაზე აკოცა..
- ეგ დედაშენს უთხარი შვილო, ტვინი მატკინა უკვე..
- დედიკო, პატარა არ ვარ. სამსახურში უამრავი საქმეა, თანაც დღეს ისეთი დიდი წარმატება გვხვდა წილად რომ შეუძლებელი იყო არ დაგველია..
- დალიე? - თვალები გაუფართოვდა ქეთინოს და შვილს დაყნოდა..
- დავლიე, ორი ჭიქა შამპანიური, მოხდა რამე?
- არაფეი შვილო, რა უნდა მოხდეს? მარტო ხომ არ მოსულხარ მამა? - მზრუნველად ჰკითხა შვილს და გულზე მიიკრა..
- ნწუ, თეკლასთან და ნუცასთან ერთად მოვედი მამა, მამიკო... წადი ახლა დაიძინე. და დედაჩემიც წაიყვანე, თორემ იჯდება ახლა ასე მარტო ბიუსტივით აქ მთელი ღამე...
- ბიუსტს გაჩვენებ მე შენ .. უზნეო შენ. დედას ბიუსტი უნდა უწოდო?
- ბიუსტში რა დაინახე ახლა ცუდი ქეთევან დედოფალო? ბიუსტი ცუდია?
- მოეშვი ამ ბავშვს ქეთინო და წამოდი მე და შენ საქმე გვაქვს საძინებელში..
- რაო? - ერთიანად დაიძახეს დედა- შვილმა და გულიანად გადაიხარხარა ქეთინომ, - როგორ შეგიძლია რომ გამაცინო აკაკი, წამოდი წამოდი, ვნახო ერთი რა საქმე გვაქვს საძინებელში - წელზე ხელი შემოხვია საყვარელ ქმარს და სიცილით წავიდა ოთახისაკენ..
გულაღმა იწვა ანა და ჩაბნელებულ ოთახში ცდილობდა მზერაგაშტერებულს აღედგინა ნიკოს სახე. მუდამ ჭკვიაანი თვალები, ოდნავ მოშვებული წვერი და საოცარი ღიმილი, შეუძლებელი იყო ადამიანს არ შეყვარებოდა.. საკუთარ თავზე გაეღიმა და ბალიშს მაგრად ჩაეხუტა, პირველად ცხოვრებაში პირველად იყო ასე აჟიტირებული, ბედნიერი, ეს ცეცხლი პირველად ენთო მის სხეულში. ასე ეგონა მთელ გულ-მუცელი უდუღდა. ტორნადოს დაეკავებინა ადგილი მის გონებაში და სულაც არ ჩქარობდა დამშვიდებას.. მოსწონდა მის გვერდით ყოფნა, მასთან საუბარი, ყველაფერი ეს ძალიან ბედნიერს ხდიდა..
**
გადაღლილი და ამავე დროს ბედნიერი იყო ნიკო, სავარძელში ბოლომდე ჩაფლული იჯდა, ფეხები მხრების სიგანეზე გაეშალა და კი არ იჯდა ფაქტიურად იწვა.. ალმაცერად გახედა ვანომ და ლექსოს ანიშნა დროაო..
- ნიკოლოზ!- მთელი ხმით დაუძახა ალექსანდრემ და საწოლზე შესწორდა, კედელს მიაყუდა ბალიში და ძმაკაცს გახედა.- ანას ველაპარაკე.
- ახლა უნდა მოეუბნებოდე მერე მაგას ადამიანო? - სწრაფად წამოხტა ფეხზე და ლექსოს საწოლზე ჩამოუჯდა...
- გაიწია რააა, ფეხებზე დამაჯექი ტო, ვინაა ეს, ქალის ლაქუცა , ჯინაზე გაეხუმრა ვანო და ლექსოს გახედა..
- ლაქუცას განახებთ ახლა ორივეს მე თქვენ, მივქარე რომ გაგანდეთ სიმართლე, იმისა ნაცვლად რაიმეთი დამეხმაროთ მეღადავებით რა კარგი ლექსო ეს ვანო მასხრაა ვიცით ,შენ რაღა გჭირს რა..
- დამშვიდდი ნიკო, მართლა ველაპარაკე რა გჭირს.. ხო არ მოგატყუებ, გეხუმრება რა გჭირს შენ კიდე, ახლა ხომ არ გაიხანი ვანო.. თვალებით ანიშნა ვანოს საკმარისია გვეყოო და მხარზე მაგრად დაკრა ხელი..
- რაო? რა გითხრა?- ინტერესით ჩააშტერდა და გაიტრუნა პასუხის მოლოდინში.
- მისმინე, დამაფიცა რომ იმას ვერ გეტყვი რაც მითხრა, მაგრამ მიგახვედრებ .
- რაო??? მოიცა მოიცაა, მე ვერ მეტყვი და ანას იცავ? - გაბრაზება ვერ დამალა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. შენ მართლა შენი და ხომ არ გგონია ეგ გოგო ლექსო, გარეკე მთლად? ეგ შენი და არააა, მე მიმალავ სიმართლეს და მაგას იცავ? - გაბრაზებული გავიდა აივანზე და მთელი ძალით მოიჯახუნა კარები..
- კაი, მადროვე ორი წამი , თვალი ჩაუკრა და აივანზე გავიდა..
- შენ ჩემთვის ძმაკასავით ხარ ნიკო, ვიცი რომ ანა ჩემი და არაა, ვიცი დამიჯერე.. უბრალოდ ადამიანური ფაქტორია, მაგრამ არც იმის თქმა დამაცადე რაც მიგახვედრებდა ყველაფერს.. გზა ხსნილი გაქვს, შეგიძლია იბრძლო მისი სიყვარულისათის, თავი უფრო მეტად მოაწონო.. ეგ გოგო შენია ჩათვალე, ტუჩები ერთმანეთს მაგრად მიაწება ლექსომ და ვითომ გაიღიაო და მხარზე ხელი მოუჭირა ძმაკაცს.
- მაპატიე, ცუდად გითხარი. ძაან ცუდად გამომივიდა რა. გავბრაზდი უბრალოდ..
- დაიკიდე, არაფერია, ხდება ხოლმე. ძმებც ჩხუბობენ.. წამო შევიდეთ . საქმე მაქვს - ღრმად ამოისუნთქა ლექსომ დაოთახში შევიდა..
ლუდის ბაკალს ხელი დაავლო და ნახევრამდე ჩაცალა, მერე მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა და ნიკოს გახედა..
- დაახლოვებით ერთი კვირის წინ, როცა ჩემი დის გაშვილების და იმ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ გავიგე, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. ასე მეგონა ცოცხლად გამაცალეს სული და გული.. ყველაფერზე ვფიქრობდი, თავის მოკვლიდან დაწყებული გაქცევით დამთავრებული, ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ბრშ წავედი დასალევად.. დალევაზე მეტი იყო. გონს ძლივს მომიყვანა ბარმენმა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ანამ მომაკითხა, მანქანაში ძლივს ჩამსვა და დილით მის ლოგინში გამეღვიძა..ნიკო არ მინდა ეს მერე ვირაცისაგან გაიგო..
- მოიცადე, ვერაფერი გავიგე, ჯერ ანამ რატომ მოაგკითხა, და რატომ ჩვენ არ დაგვირეკ და მერე რას ქვია ამს საწოლში გეძინა ალექსანდრე, ჭკუიდან გინდა ამწიო?
- მისმინე, თქვენთვის არაფერი დამიმალია ცხოვრებაში, არც ამის დამალვას ვაპირებდი, ახლა როდესაც გავიგე რომ ანა მოგწონს ამას ასე ვერ დავტოვებდი. ბარმენისათის მითქვამს პირველი ვინც წერია იმასთან დარეკე -თქო, ხოდა პირველი ანა ეწერა. სახლში წასვლა არ მინდოდა, მახსოვს ძალიან ცუდად ვიყავი, ტკივილისაგან ვკვდებოდი, როგორც ჩანს მანქანაში დამეძინა, არც კი მახსოს როგორ მიმიყვანა თავისთან..
- აუ, როგორ შეგიძლია გამაგიჟო რაა...- გამწარებულმა დაუღრიალა ნიკოლოზმა და ლუდის ბაკალი მაგიდაზე მაგრად დაახეთქა...იმ ქალთან გეძინა რომელიც მე მომწონს ბიჭო?
- ერთიანად აფეთქდა ალექსანდრე პირველი, გაბრაზება სახეზე მოაწვა და მაგიდა ერთი ხელის აქნევით ამოატრიალა.- შენ შ*გ ხომ არ გაქვს ბიჭო? გონდაკარგულმა უღრიალა და პერანგის საყელოში სტაცა ხელი.... როგორ გგონია ეგეთი ნაგავი ვარ რომ ანასთან დავწოლილიყავი ? მის სწოლშ მეძინა-თქო, შე დას*რებულო, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა.. კიდევ ერთხელ გაიფიქრებ მსგავ რაიმეს და ჯერ კბილებს ჩაგილეწავ და მერე ვაფშე ჩავთვლი რომ მოკვდი და ჩემთვის არ არსებობ ! გასაგებია?!- ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან ალექსანდრე და გაავებული ღრიალებდა ეზოში..
- ლექსო, მორჩი, საკმარისიააა, გაუშვი, ვერ გაიგო უბრალოდ, ლექსო- მთელი ძალით გაკრა ხელი ძმაკაცს ვანომ და განზა გასწია, მოწყვეტით დაეცა მიწაზე ალექსანდრე ... საკუთარ მუხლებს დაეყრდნო ხელებით და თავი ჩაქინდრა...
- ყველას ასეთი არარაობა რომ ვგონებოდი, არ მეტკინებოდა, შენ ჩემს ძმას, ჩემს სულს, თურმე როგორ გიცვნივარ, ნაგავივი ვყოფილვარ შენს თვალში ნიკოლოზ.- გულგატეხილმა უთხრა, ფეხზე წამოდგა და- მარტო მინდა ყოფნა- ისე მიაძახა ძმაკაცებს უკან არც მოიხედავს..
**
ფანჯრები ჰქონდა გამოხსნილი ლექსოს , ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და ისე გადაყურებდა გზას, მისი გონება სავსე იყო ფიქრით. საშინლად სტკიოდა გული, ვერაფრით წარმოედგინა რომ ნიკო ასე მოექცეოდა, ვინმეს რომ ეთქვა შენი ძმაკაცი ასე დაგადანაშაულებსო სასაცილოდ არ ეყოფოდა პირველს, მაგრამ ახლა სტკიოდა, ღრმად ამოიხვნეშა და მაგრად დახუჭა თვალები და ისევ გაახილა, თითქოს ცდილობდა კარგად აღექვა რეალობა და არარეალობა... ნერვიულად ჩამოისვა ხელი სახეზე და კარისაკენ დატრიალდა..
- თქვენი ყავა ბატონო ალექსანდრე..- მშვიდად უთხრა მდივანმა და კარისაკენ წავიდა..
- ბიჭები მოვიდნენ? - კარში გასვლისას დააწია და გულმა რეჩხი უყო..
- ვანო მოვიდა დიახ და ნიკო ჯერ არა..
- კარგი, უთხარი შემოვიდეს..
- დიახ ახლავე - სიტყვა არ ქონდა დამტთვრებული რომ ოთახშ დაღონებული შევიდა ვანო..
- როგორ ხარ ?- დამშვიდდი ცოტა? - ლექსოს სავარძელში ჩაეშვა და დატრიალდა.
- როგორ გონია შენ, მშვიდად ვარ ვანო?
- ლექსო მისმინე...
- არა შენ მისმინე, ჩვენ სამივე ერთად გავიზარდეთ, დავიჯერო ასეთი არაკაცი ვარ რომ ასე მარტივად შემეთრია გოგო ლოგინში? თან ვუთხარი რომ გალეწილი მთვრალი ვიყავი, გონზე არ ვიყავი.
- ხოდა ამიტომ იფიქრა მანად ლექსო...
- არა არა ძმაო, ეს არ ამართლებს. მსგავს რაიმეს თქვენზე ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი რა. ჩემს ძმაზე, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი? შანსი არაა რა, მე ნდობა სხვანაირი ვიცი და ძმობაც სხვანაირი ვიცი როგორც ჩანს ვანო.
- მართლა ცუდადააა, მთელი ღამე ცუდად იყო, თვალი არ მოუხუჭავს, სვამდა. ახლა სახლში ჩაიკეტა და არ გამოდის. მაგრად ნანობს, სცხვენია...
- სცხვენია? ვანო , გაამანადგურა, ჩათვალე რომ გამანადგურა... - კარზე ფრთხილმა კაკუნმა მათი საუბარი შეწყვიტა...
- დილა მშვიდობისა ბატონონებო, დღეს რას დამავალებთ? - ბედნიერმა იკითხა ანამ და ღიმილით დააჯილდოვა ბიჭები.
- ეს იღიმის კიდევაც.. გოგო, შენ საღად ხარ?
- ვანო მორჩი, ანას ნუ ჩარევ..
- ანას ნუ ჩავრევ? მის გამო მოხდა ყველაფერი ეს და არ ჩავრიო?
- გითხარი ანას ნუ ჩარევ-თქო, მის გამო არა ჩემს გამო მოხდა...
- რა მოხდა? ამჯერად რა დავაშავე?
- შენ არასოდეს არაფერს აშავებ ანა, ყველა ვაშავებთ შენს გარშენო, შენს გარდა. აი მაგალითად შენი დაქალი, სულ აშავებს, სულ, და ლექსო სულ წნეხში ატარებს. უყვირის ოთახიდან აგდებს, იმ საწყალ სალომესაც ასე ექცევა, აგერ წუხელ სასიკვდილოდ გაიმეტეს ერთმანეთი შენს გამო ნიკომ და ამ რეგვენმა, კიდევ გინდა რომ რაიმე დააშავო? ეს მთვრალი კაცი რომ სახლში მიიყვანე არ გიფიქრია შედეგებზე?
- რომელ შედეგებზე ვანო? ვალდებული ვარ ვინმეს ანგარიში ვაბარო? მე არ ვარ ვალდებული არავის წინაშე და მითუმეტეს შენი ძმაკაცაის გასაგებია? ის ჩემი არც შეყვარებულია, არც ქმარი და არც მეგობარი. ასე რომ მე სახლში ლექსოს მივიყვან თუ სხვას ეს არც შენი საქმე არაა, არც ლექსოსი და არც ნიკოსი.. თუკი ნიკოს ნდობა არ აქვს საკუთარი ძმაკაცის ჩემი ნდობა როგორ ექნება? და კიდევ ერთი, არ ვარ მე ის ქალი ვინს დაქალის სასურველ კაცებზე ნადირობს გასაგებია? თუ ეს თქვეში მოსული რამეა, მე და თეკლა ასე არ ვართ. ძალიან ცუდია რომ ასე ფიქრობ შენც, შენს გამო რომ დაერეკა ვინმეს და დახმარება ეთხოვა შენც მიგიყვანდი სახლში ვანო, ეს თუ გაინტერესებს შეგიძლია დათვრე დამირეკო და მაშინ მიგიყვან როცა ჩემი მშობლებიც სახლში იქნებიან, ასე რომ არაფრისაგან ყველაფერს ნუ შექმნი, შენს ძმაკაც ნიკოსაც ასე გადაეცი... - როცა დაგჭირდეთ ბატონო ალექსანდრე დამიძახეთ- ამაყად წარმოთქვა ანამ და კაბინეტიდან გავიდა..
- ხო გთხოვე, ვანო, ხო გთხოვე რომ ასე არ მოქცეულიყავი. ყოჩაღ. კარგი პასუხი მიიღე რა.
- ეს გოგო შენსავით უხეშია, ნეტა ნიკოს რა მოეწონა ამაში ვიცოდე რა - გაბრაზებულმა თქვა და კაბინეტიდან გავიდა..
**
ათი ხდებოდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა... კარის გასარებად აკაკი წამოიმართა არ მოწყვიტა ცოლი საქმიანობას..
უცხო ადამიანის დანახვაზე, შეკრთა მაგრამ არ შეიმჩნია..
- საღამო მშვიდობისა, ვიცი რომ გვიანია, ბოდიშით რომ გაწუხებთ , მაგრამ ანას ნახვა მინდა თუ შეიძლება..
- თქვენ ვინ ხართ ?- დაეჭვებულმა კითხვა აკაკიმ და ყმაწვილს მიაშტერდა.
- ნიკოლოზ ჯიქია, სამსახურიდან ვარ, რაღაც პრობლემა შეგვექმნდა და ანასთან მინდაგასაუბრება..
- ანანო მოდი. - ხმამაღლა დაუძახა შვილს და ახალგაზრდა ბიჭი მისარებში შეიპატიჟა,..
- ბატონო ნიკო რა ხდება? - გაოცებულმა შეხედა ჯერ ნიკოს და მერე მამაისს. ეს მამაჩემია აკაკი, ეს კიდევ ჩემი ერთ-ერთი უფროსია მამა ნიკო..
- უკვე მითხრა ვინცაა შვილო. ისაუბრეთ . არ მოგაცდენთ. ანანო, შესთავაზე რაიმე სტუმარს..
- ჩაის ან ყავას ხომ არ დალევთ? - მშვიდად უთხრა რომ მამაის გაბრაზება არ დაენახა ანას სახეზე..
- წყალს თუ შეიძლება, დიდ დროს არ წაგართმევთ.
- ახლავე.. კარში გავიდა და მამამისისც გაიყოლა. - მამა, გეხვეწები დედა არ შემოუშვა, საწყალს გააგიჟებს ხომ იცი..
- ნუ ამბობ შვილო ასე, მაგრამ ასეცაა. მიდი მშვიდად იყავით - ღიმილით უთხრა და მისაღების კარი გამოუკეტა.
მოწყვეტით დაეშვა სავარძელში, ნიკოს წინ და ფეხი ფეხზე გადაიდო..
- დალიე შენი წყალი, და გისმენ - გადაჭრით უთხრა და დრო მისცა ლაპარაკის დასაწყებად.
- ვიცი რომ იცი. ისიც ვიცი რომ ვანომ გაწყენინა.. შარში ვარ ანა, ცხოვრებაში პირველად ვიჩხუბეთ მე და ლექსომ, არ ვიცი ასეთი სისულელეები როგორ ვუთხარი, უბრალოდ არ ვიცი, ეჭვიანობამ დამაბრმავა თუ რა იყო, როცა მომიყვა იმ საღამოს შესახებ..
- სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს რა მოგიყვა აბა?
- ისე როგორც იყო, მე გავიგე ცუდად, და სისულელე უთხარი ლექსოს.
- ეტყობა ეს გახეთქილი ტუჩიც ლექსოს ანაბეჭდია შენს სახეზე.. ნიკო მისმინე, მე ვანოსაც ვუთხარი, და შენს გეტყვი, თუკი შენ ასე ამ დონეზე არ ენდობი ლექსოს, ადამიანს რომელიც ძმად მიგიჩნევს და შენთან ერთადაა გაზრდილი, მე რამოდენიმე თვის გაცნობილ ადამიანს როგორ უნდა მენდო?
- არა ასე არაა, ნასვამი ვიყავი, გავგიჟდი რომ მუდამ ლექსოს გვერდით შენ ხარ.
- და მე სულ ვიქნები ლექსოს გვერდით რამდენჯერაც დავჭირდები... ძალიან რთულია შენთვის ამისი ახსნა.. ლექსო მე მგავს, ლექსო ჩემნაირია... როგორ გითხრა.. მისი განცდა და სათითაო ეს ტკივილი მესმის, არასოდეს შემხვედრია ადრე მსგავსი ადამიანი ..
- ვიცი, გპირდები რომ არასოდეს გავაკეთებ ასე მეტად, ოღონდ ეს ერთი მაპატიე კარგი? ანა, ჯერ კიდევ იქ მაღაზიაში მომეწონე, მართლა მომწონხარ, არასოდეს მქონია მსგავსი განცდა ქალის მიმართ. რასაც შენს მიმართ განვიცდი..
- ნიკო , მოდი ცოტა ხანი ყველაფერი ასე დავტოვოთ როგორც არის, არ მინდა არაფრის აჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, არ მინდა ვინანო მერე..
- გპირდები არაფერს ინანებ, ასე არასოდეს მოვიქცევი, ვიცი რომ ძალიან დავაშავე, მაგრამ ცუდი ისაა რომ ყველა მაპატიებს მსგავს რაიმეს აი ლექსოს კი არ ვიცი როგორ შემოვირიგებ..
- შემოირიგებ, მარტო ხომ არ ხარ, დაგეხმარებით ყველანი..
- მეხუმრები? დამეხმარები ? ფეხზე წამოდგა და მის წინ დაიმუხლა. ფრთხილად შეახო ხელი მუხლზე და ცალი ხელი სახეზე ჩამოუსვა. ძალიან მინდა ყველაფერი გამგვივიდეს, მართლა.. ოდნავ გადაიწია მისკენ, მიხვდა ანა რასაც აპირებდა,გულმა საგულეში დაიწყო ხტომა, ცხელი სუნთქვა მიმოეფინა ანას სახეზე, თვალები დახუჭა და ბაგეები ერთმანეთს დააშორა. ნერვიულობისაგან გამომშრალი ტუჩების შეხება იგრძნო და ერთიანად აუდუღდა სხეულში სისხლი, თითქოს ტვინში აასხა და გულს ჰაერს არ აწოდება.. ხელები კისერზე შემოაწყო და მთელი სხეულით აეკრა ზედ, მონაცვლეობით უკუცნიდა ათრთოლებულ ტუჩებს ნიკო გოგონას, მერე გულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა.. - ეს მგონი მოწონებაზე მეტია და სიყვარულზე ნაკლები ანა, პირველად გავიჩხირე ასე - სერიოზულად უთხრა და გოგონას გულიანად გადაკისკისებაზე მოეგო გონს...
- კარგი მაშინ , როცა გაერკვევი საითკენ ხარ, მითხარი.. - მაგრად მიეკრა ისევ ზედ და ყელზე აკოცა მხურვალედ.
- ასე თუ გააგრძელებ ინფარქტს მივიღებ ანა. საკმარისია, ჩემი წასვლის დროა. და იცოდე რასაც დამპირდი იმას გააკეთებ - ფეხზე წამოაყენა გოგონა და შუბლზე აკოცა.
- კი , ვეცდები რომ დაგეხმარო, თუმცა მხოლოდ ჩემს იმედზეც ნუ იქნები ნიკო.
- მამა, ბატონი ნიკო მიდის - სამზარეულოში მყოფს გასძახა და ქეთინოსთან ერთად გამოვიდა ..
- რატომ მიდიხარ ასე მალე შვილო, ყოფილიყავი.
- არა რას ამბობთ. ისედაც გვიანია და შეგაწუხეთ.თუმცა ბატონო აკაკი, იმედი მინდა ვიქონიო რომ მალე სხვა ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე..
- ნიკო !- თვალები დაუბრიალა მაშინვე გოგონამ და სახეზე სიმწრის სიცილმა გადაურბინა.
**
მისარებში იჯდა ლექსო და ახალდაქორწინებულ წყვილს უყურებდა, გული ერეოდა მამამისის ქცევაზე, ეს ქალი კი საოცრად ებრალებოდა, ეცოდებოდა რომ ასეთი უბადრუკი იყო. გამწარებული შეყურებდა როგორ ეჭუკჭუკებოდა თამარი ახალ რძალს.
სძულდა ეს ძალით შექმნილი სიტუაცია. ეზიზღეობდა ადამიანობა დაკარგული ასკუტარი ოჯახის წევრები.... ერთ დღეს რომ აღმერთებდა მამას, ერთ დროს რომ კუმირად ჰყავდა. ახლა არაფერს გრძნობდა მის წინაზე, საერთოდ არაფერს, არანაირი გრძნობა და ნათესაური კავშირი არ გააჩნდა ამ კაცის მიმართ.
- ბატონო ლექსო , თქვენთან არიან- მოწიწებით უთხრა მოსამსახურემ.
- ვინაა ნონა? ასე გვიან? წარბები აზიდა და ფეხზე წამოდგა.
- ნიკო და ვიღაც გოგონაა..
- შანსი არაა, უთხარი რომ სახლში არ ვარ..
- უკვე ვუთხარი რომ ხართ, ბოდიშით - მაშინვე მოიბოდიშა ნონამ და პასუხს დაელოდა..
- კარგი, ეზოში გაიყვანე და მოვალ.
- მშვიდობაა ? დაეჭვებულმა ჰკითხა სოფიომ და ლევანს მუჯლუგუნი ჰკრა..
- თქვენ ნუ ინერვიულებთ ქალბატონო სოფიო, მშვიდობაა. მეგობრები მომივიდნენ უბრალოდ, თუ წინააღმდეგი არა ხართ თქვენ.
- ლექსო წესიერად - უმალ დაუტია ლევანმა შვილს.
- და უწესო რა ვთქვი? საოცრებაა, ამ სახლში ვერაფერს იტყვი, ყველას დამცველი ჰყავს..
ირონიული მზერა მოავლო ოჯახის წევრებს და ეზოში გასასვლელად გაიმართა წელში.გვერდიგვერდ იდგნენ ნიკო და ანა. თავდახრილი იდგა ნიკო, მზერას ვერ უსწორებდა ძმაკაცს.. ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და მათ წინაშე გაჩერდა.. ეცინებოდა, მაგრამ უნდოდა რომ ნიკოს სათქმელი ეთქვა , უნდოდა ეღიარებინა რომ დამნაშავე იყო...
- გისმენთ, აბა რა გაჭიირვებაა, ასე რომ მომადექით? აჰა, გასაგებია ,მიხარია, როგორც მივხვდი თქვენ საქმეები დაგილაგებიათ..
- ლექსო, მისმინე.. - დარცხვენილმა დაიწყო და ორი ნაბიჯით წაიწია წინ..
- გისმენ ნიკო, გისმენ, ახალი მიზეზები გაქვს რომ დამადანაშაულო? თუ რა ხდება?
- მორჩი რა ძმურად !- მაშინვე დაუტია ძმაკაცს და გაუღიმა. შევრიგდეთ კაი? მისმინე, ჩვენ ხომ არასოდეს გვიჩხუბია, ვიცი რომ ჩემი ბრალია, დავაშავე. ანასაც მოვუხადე ბოდიში..
- მისმინე, ანას თუ უყვარხარ და გპატიობს ეს სხვაა ნიკო, შენ კარგად იცი რაც გააკეთე, ყველაფერი რომ გეთქვა ის არ უნდა გეთქვა რაც მითხარი, არ ღირს ახლა გახსენება და ანას უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება..
- ძმურად, გაწყენინე ვიცი, მას მერე ღამე არ მძინავს, ვანომ მომიშორა, როგორც დაააშავე ისე გამოასწორეო. ხო იცი რომ შენს მეტი არავინ გამაჩნია, შენ ხარ ჩემი ოჯახი ლექსო..
- ვიცი... ხოდა ოჯახი რომ ვარ ამიტომ..
- ვიცი , ძმაო. ვიცი, რა გავაკეთო. მუხლებზე დაგიდგე რომ მაპატიო?
- არა შე სირო შენა, ამდენ ლაპარაკს მოდი და შენს ძმას მოეხვია, რა ქალივით მოთქვამ ტო - მოთმინება დაკარგულმა უყვირა ლექსომ და ძმაკაცი მაგრად ჩაიხუტა..
**
საშინლად ცხელოდა, ქალაქს ბუღი ასდიოდა გავარვარებული ასფალტი კი სიმხურვალეს არ იშურებდა..
ხალხი დაბორიალებული დადიოდა ქუჩებში, მათ ვინც გასვლა ვერ მოასწრეს თბილისიდან, გასაგრილებლად სხვადხვა ადგილებს აფარებდნენ თავს..
მანქანა სადგომზე გააჩერა და გადავიდა. გამეფებულ სიჩუმედე გაეღიმა კიდევაც. თანამშრომელთა უმეტესობა შვებულებაში ჰყავდა გაშვებული . ასე ერჩივნა ახლა, სიმშვიდე ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის.. მანქანის გასაღები თითზე გადაიტრიალა და საკუთარ თავზე გაეღიმა..
დერეფანს ღიღინით გაუყვა, მთელი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ღიღინებდა ალექსანდე პირველი. არაფერი უხაროდა, მაგრამ არც არაფერი სწყინდა..
ყავის ფინჯნით ხელში აივანზე მოკრა თვალი თეკლას , რომელიც მშვიდად ესაუბრებოდა ანას და ვანოს..
- დილა მშვიდობისა მეგობრებო -ღიმილით მიძახა და კაბინეტში შევიდა... უმალ დაედევნა ვანო, პირველი შევიდა სწრაფი ნაბიჯით და გოგონებიც შეიყოლა.- მშვიდობა გაქვთ? - დაეჭვებულმა ჰკითხა და კონდინციონერს სიცივე მოუმატა..
- მისმინე, მიდი რა წავიდეთ.- სავარძელში ჩაეშვა ვანო და ლექსოს გაუღიმა..
- რას მიცინი „ყველის ვაჭარივით“ ივანე? რა გჭირს, სად წავიდეთ ვერ გავიგე..
- შენ თუ არ დაიღალე ძმაო, ჩვენ დავიღალეთ, გოგოებიც დაიღალნენ, წამო რა წავიდეთ , შენთან მოვსხდეთ..
- როგორ გგონია, ჩემთან კარგი „მოსასხდომი“ ადგილია? უმალ გამოაჯავრა ძმაკაცს და ალმაცერად გახედა, სახლში იმდენი ვინმე ირევა, ახალი დედიკოს დაქალებიანად..
- საგურამოში წავიდეთ, , მანდ კი არა.. თბილისში რა გვინდა ..
- საგურამოში?!- კარგი აზრია. რატომაც არა. წავიდეთ.. მწვადები, ლუდი და რამე, მოსულა? - თვალები ერთიანად აუკაშკაშდა ლექსოს
- ჩვენ არ წაგვიყვანთ? - მოწიწებით იკითხა თეკლამ და ყავის ფინჯას უფრო მაგრად მოუჭირა ხელები..
- წავიყვანოთ ეს უმაქნისები ლექსო?- სრული სერიოზულობით იკითხა ვანომ და უმალ მუხვდა ლექსო თამაშს ძმაკაცს.
- რავიცი, როგორ გგონია, იქ ესენი დაგვჭირდებიან? მგონი რომ ფეხებში მოგვედებიან ივანე. უკეთესია ამათი ქაქანის გარეშე ვიყოთ..
- ღმერთო ჩემო, რა სითავხედეა, ალექსანდრე გეკადრება? შენ მაინც? კარგი ვანო ვიცით რომ ღადაობის მეფეა და შენ რა გჭირს? - სიცილით იკითხა ანამ და დამფრთხალ თეკოს გახედა..
- როცა არ ვხუმრობ, უხეში ხარო, ვხუმრობ და არ გეკადრებაო, ამ ქალების ვერაფერი გავიგე რააა. მხრები აიჩეჩა და თეკოსკენ წავიდა. - აბა იქ, ჩემი ბუტია გოგოს გარეშე რომ წავიდე ხომ მოვიწყენ, ვინმემ რომ ნერვები არ ამიტოკოს, ვინმემ რომ ჭკუიდან არ ამწიოდ, ისე როგორ უნდა გავატარო ერთი საღამო მაინც? - ბედნიერმა წარმოტქვა სითყვა და თეკო გულზე მიიკრა. - ბედნიერებაა როცა ჩუმად ხარ, და შენი ნაზი სუნამოს სურნელი შემიძლია ხარბად ვისუნთქო..
- ლექსო.. აქ ვართ ჩვენც, - რა რომანტიკა დაგემართა ძმაო.. გვესმის - მაგიდაზე დადებული პასტა ესროლა და გულიანად გადაიხარხარა..
- ცუდი რა ვთქვი? ჩემი სიმპატია გამოვხატე ამ ციცქა გოგოს მიმართ...
- გადასარევია, შენ არ იყავი რომ ამტკიცებდი, არ მომწონსო, შემეშვითო და მორჩით ლაპარაკსო?- მოულოდნელად თქვა ვანომ და მიხვდა რომ სრულიად უადგილო იყო მისი სიტყვები..
- მაშინ, არ მოსწონდა, ახლა მოსწონს. რა პრობლემაა ვანო - აცადე ადამიანს დატკბეს. - თვალი ჩაუკრა და ანიშნა ადექიო..საერთოდ კარგი აზრი მაქვს, თქვენ ორნი აქ ბევრს რომ ლაპარაკობთ, და ჩემს დაქალს არცხვენთ, დაგაცალკევებთ. ვანო და მე მაღაზიაში წავალთ, ნიკოსაც წავიყვანთ თქვენ კი იყავით აქ.
- კარგი აზრია, ადექი რძალო.. ადექიი. - სიცილით წამოდგა ვანო და ანას გახედა..
- უყურეთ რა, როცა სჭირდება რძალი ვარ და როცა არ აწყობს არ ვევასები...
- გადამაყოლა რაა, ამ გოგომ იმ ერთ შეცდომას. ისე გეფიცები სულ მინდოდა მენახა ბოღმა გოგო როგორი იყო და შენ ხარ რა..
- მე ვარ ბოღმა? - გაოცებულმა დააშორა ბაგეები ერთმანეთს ანამ და ვანოს გახედა..
- ხო , აბა რა ხარ, ერთი არ მაპატიე რა. ვითომ მაპატიე და სულ ამას მახსენებ..
- ვაიმეეეე, ეგ გარეთ რომ არკვიოთ არ შეიძლება? თუ მიდიხართ წადით რაა - მოთმინება დაკარგულზე დაიყვირა თეკომ და ორი ვეს გახედა..
ოთახი დაცარიელდა თუ არა სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა ლექსოს.. გასაღები კარში ორჯერ გადაატრიალა და მაგიდისაკენ წავიდა. გაოცებული უმზერდა თეკო და ვერ ხვდებოდა ახლა რა უნდა ექნა.. გული დამფრთხალი ჩიტივით უბართხალებდა.. კატაკლიზმენი ერთმანეთის მიმდევრობით იწყებოდა მის სხეულში..
- მოდი , ჩემთან , მანდ რატომ დგახარ, ასე უნდა იდგე? - ღიმილით გახედა გოგონას და მისკენ დაძრულ გოგონას ხელები შეაგება.. - მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა ლექსო და მკერდზე მიიკრა თეკო, ქერა თმები ყურს უკან გადაუწია , და სახე თავისკენ ააწევინა. გაეცინა, რომ ლოყები აწითლებოდა ნერვიულობისაგან, თვაალებიც კი ამღვრეოდა,სათითაო დაწითლებული კაპილარის დათვლა შეეძლო ლექსოს. - ნერვიიულობ? თუ მეჩვენება თეკლა? არაფერს დაგიშავებ დამშვიდდი, კარი იმიტომ გადავკეტე რომ არავინ შეგვაწუხოს.
- არა მე. ცოტა ვნერვიულობ კი...
- ვიცი.. მომეცი ეგ ფინჯანი, მომეცი, აქ დავდოთ - მაგიდაზე დადო ხმაურით და დივნისაკენ წავიდა.. ამაყად წამოწვა ლექსო და ფეხი ფეხზე გადაიდო..
- საუკეთესო გარემოა, წოლა და სიგრილე, პლიუს ამას სასურველი ქალის ალერსი და მეტს რას ინატრებს კაცი..
- რა ალერსი ალექსანდრე გადაირიე? ადექი მიდიი..
- ნწუ, მოდი აქ წამოწექი შენც ჩემთან, არ ვიკბინები. ცოტას მოგეფერები რა დაშავდება..
- მაინც რა შედის ცოტაში? - სიცილით იკითხა და გვერდით მიუწვა..
- ახლავე გეტყვი. არა საქმით გაჩვენებ...
- ლექსო კარგი რააა - წამოდგომა სცადა რომ უმალ დაიჭირა და საკუთარ მკლავზე გადაიწვინა.. სახეზე ჩამოშლილი თმისაგან გაანთავისუფლა და გულზე მიიკრა.ნაზად დაუსვა თითები ლოყაზე და გაეღიმა. აქამდე არასოდეს ჰყოლია ასეთი სათუთი და ნაზი არსება მკლავებში მოქცეული, იცოდა რომ თეკლა არ გავდა სხვებს. იცოდა რომ ლექსო იყო მისთვის პირველი და იმაზე მეტი არ უნდა გაეკეთებინა რაც დააფრთხობდა გოგონას.. ცხელი ტუჩები სადღაც საფეთქელთან შეახო და გაიტრუნა, თითქოს ცდილობდა მისი სხეულის სურნელი ჩაემახსოვრებინა, მისით გაჟღენთილიყო.. როგორც ნაფოტი ისე გაიტაცა მოვარდნილმა ემოციამ და ხარბად დააცხრა ტუჩებზე თეკლას. მაისურის ქვეშ ფრთხილად შეუცურა ხელი და თბილი თითები მუცელზე დაუსვა. სიამოვნების ხმა დასცდა თეკლას ბაგეებს და სახეზე ემოციების შტორმა გადაუარა. თვალები ოდნავ გაახილა და წამოწევა სცადა..- ლექსო, არ ვარ მზად.. - თეკლას არაადეკვატურმა სიტყვებმა ერთიანად მოიყვანა გონს ლექსო და ორივე ხელი ერთიანად გაუშვა..
- და, რისთვის არ ხარ მზად თეკლა? რაიმე ზედმეტი გავაკეთე? უბრალოდ გაკოცე..
- მე მეგონა რომ.. - მისმინე. ვიცი რომ გაბრაზდი მაგრამ, მართლა არ ვარ მზად.. შენ თუ ათასი ქალი გყავდა. მე არავინ მყოლია, მე არავინ მყვარებია შენამდე ლექსო. ამიტომ ვარ ასე..
- ვიციი, გოგო ვიციი, გგონია არ ვიცი? გგონია იმ ქალებისაგან ვერ გარჩევ? ზედმეტის გაკეთებას არც ვაპირებდი თეკლა, მაგრამ შენ ხომ ყველაფერში ცუდი უნდა დაინახო.. კარგი, ადექი. წავიდეთ ჯობია. თორემ გული მიგრძნობს ძალიან ვიჩხუბებთ.
- მაპატიე..- ძლივს ამოილუღლუღა და აცრემლებულმა გახედა ლექსოს..
- თეკლა ამიხსენი რა გავაკეთო. როგორ უნდა მოვიქცე შენთან, მითხარი, ჩემი წესები არ მოგწონს, მოდი შენი წესებით ვიყოთ, და როგორია შენი წესები თეკლა, ძალიან მაინტერესებს თეკლა მოლოდინის კანონები მამაკაცებთან ურთიერთობისას. მე გეტყვი, სავარაუდოდ ასეთი, არა კოცნა, არა მოფერება, არა შეხება. არაფერი არა. მხოლოდ საუბარი, საუბარი და საუბარი..
- ხო, სწორი იყავი ჯობია წავიდეთ... იმიტომ რომ ახლა შენთან საუბარი შეუძლებელია..ლექსო, არსოდეს მისმენ, არასოდეს გინდა გაიგო ჩემი..
- მე არ გისმენ თეკლა? სულ შენ ლაპარაკობ და მე სულ ჩუმად ვარ როდის არ გისმენ? მელაპარაკე, შენზე მელაპარაკე, მომიყევი რაიმე, შენ მხოლოდ ეჭვიანობ ისე რომ ამისი საფუძვლიანი მიზეზიც არ გაგაჩნია..
- მაგრამ შენ მხოლოდ კოცნა და მოფერება გინდა...
- და ეს ცუდია? მარტო ეს არ მინდა, მე შენთან ურთიერთობა მინდა ადამიანო, მგონი მართალია შენი და, შენთან ურთიერთობა შეუძლებელია.. რამდენჯერ დავიწყე ამ ყველაფრის თავიდან დაწყება. კარგი ეგრე იყოს. არ გაკოცებ. თეკლა.
- მისმინე.. მოდი აქ , დაჯექი.. - მკლავში მოკიდა ხელი და დივანზე გვერდით მოისვა.. ლექსო, მართლა ძალიან მომწონხარ, არა, უფრო მეტი, მაგრამ ეს ასე პირდაპირ კოცნა და ალერსი მაბნევს, გეფიცები განა არ მინდა შენთან სიახლოვე. მინდა, მაგრამ არ ვიცი რატომ მეშინია..
- გეშინია? რისი? თეკლა, მე ცხოველი არა ვარ. და არც ქალის უნახავი ვარ რომ არ ვიცოდი ვის როგორ უნდა მოვექცე..არ მესმის რატომ ვხსნი ამ სირობებს .. დამშვიდდი, ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება.. უბრალოდ მენდე..
- გენდობი.. - მკლავზე ნაზად მიადო თავი და თვალები დახუჭა. მხოლოდ ესეც კი ყოფნიდა თეკლას, ესეც კი აბედნიერება რომ მის გვერდით ასე იყო და ასე იჯდა..
**
ალიონმა ვარდისფრად ააფერადა ცა. მაგიური იყო ამ დროს ყველაფერი... ოდნავ გრილოდა, ჯერ მზე არ ამოწვერილიყო და ნდობდა ეზოში მსხდომთ..
- საოცარი იყო ლექსო ბავშობიდან, მაგარი აუტანელი. ვერაფერს დააჯერებდი. - სიცილით ყვებოდა ნიკო და ვანოსაც იმოწმებდა. მახსოვს ერთხელ მანქანა გავუტეხე და მაგრად ვიჩხუბეთ. კარგა ხანს არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მერე სალომე დეიდამ შეგვარიგა თორემ ეს ბოროტი არასოდეს შემირიგდებოდა..
- ის მანქანა მიყვარდა ნიკო, თუ გახსოვს ეს.. შენ კიდევ ადექი და ჯიბრზე გამიტეხე..
- რა გახსოვს რომ ჯიბრზე გაგიტეხე..
- მახსოვს, მავნე იყავი და საშინელი ბავშვი.. კარგად მახსოვს. ვანოსაც სულ იბრიყვებდი.. ხო ასეა ივანე?- გახსოვს ფეხი რომ მოგტეხა?
- რა დამავიწყებს ძმაო, ვაშლი არ ვაჭამე და კიბეებიდან დამაგორა..
- ხოდა აბა ძალიან მიკვირს ისე, სულ ლექსოზე ამბობთ რომ უხასიათოა და რანაირად ეს? მაშინვე სცადა თეკლამ საყვარელი კაცის დაცვა. თქვენ ყოფილხართ აუტანლები და ჩემს ბიჭს გაუფუჭეთ ხასიათი..
- ჩემ ბიჭსო? - გაოცებულმა იკითხა ნიკომ და ლექსოს გახედა.. რამე არ ვიცი? როდიდანაა შენ ამ გიჟის ბიჭი ხარ..
- ნუ ეძახი ესე , ჩემს დაქალს-მეთქი, მილიონჯერ გაგაფრთხილე..
- იმ დღიდან, რა დღიდანაც შენ ხარ ანას ბიჭი... - ვალში არ დარჩა ლექსო და ნიკოს გახედა..
- არ დაიწყოთ ახლა რაა- დაძაბულობა ისევ ვანომ განტვირთა და ბიჭებს გახედა. გოგოებსაც მოვაყოლოთ რაიმე, რა არის სულ ჩვენ ვლაპარაკობთ..
- კარგი აზრია- სულ მაინტერესებდა როგორი იყო თეკლა, ალბათ იმდენს ლაპარაკობდა, არსად არჩერებდნე.. - ნაძალადევად ცოდვილობდა რომ ეხუმრა ნიკო და ანას იკრავდა ზედ..
- რა ხუმარა ხარ ნიკოლოზ, გადავირიე იმდენი იცინე, - არადა ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, საოცრად მშვიდი, ზედმეტს კი არა ისე გავხდი ხუთი წლის სულ არ ვლაპარაკობდი....გვიან ამოვიდგი ენა..
- სამაგიეროდ ახლა იმდენს ლაპარაკობ, ის ხუთი არ ლაპარაკის წელი ხუტასჯერ აინაზღაურე ჩემო ლამაზო - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ლექსომ და გაუღიმა..
- შენც მეგველები რა, ამათი რა მიკვირს, შენც ასეთი ხარ.. - ტუჩი გადმოაბრუნა და თავი განზე გაატრიალა..
- რა შეაწუხეთ ეს გოგო ვერ გავიგე, არ გინდათ და არ უსმინოთ , რა არის რა, უკვე საწყენია სულ ამაზე საუბარი.. მომშორდი შენც კიდე, რას მეხუტები ზედ, ჯერ ჩემს დაქალს სტკენ გულს და მერე მელაქუცები ნიკო რა.. - გაბრაზებულმა დაუტია ანამ და თეკლასაკენ გადაჯდა..
- ხოოოო, აი შენ იქნებოდი აუტანელი. თან დედისერთა გატუტუცებული ,, მაღაზიაში რომ ფეხებს აბაკუნებენ ხოლმე ისეთი ბავშვები რა...
- ვაიმე რა აუტანელია ეს ბიჭი, რა გჭირს შენ დღეს? - ნიკა, იცოდე განანებინებ ამ სიტყვებს და მერე ნახავ..
- გემუქრება, ვსიო ეს გოგო არაა სახლში შემოსაშვები იცოდე, მე გაგაფრთხილე, - სრულიად სერიოზულად გახედა ვანომ ძმაკაცს და გაეღიმა..
- წესიერად ილაპარაკეთ ჩემს თანამშრომელზე ახლა.. უმალ დაიცვა ლექსომ ანა და თეკოს თვალი ჩაუკრა.. - ჩემი სითბოა ეს გოგო, როგორი ჩუმადაა, არც კი მჯერა რომ ნამდვილად ეს ის თეკოა საირმეში რომ ტალახში მახოხიალა.. .
- კი, კი ის თეკოა ეს, იქაც რომ მოგეწონა და აქაც რომ მოგწონს.
- ნიკოლოზ, არ ფირქობ რომ ბევრს ლაპარაკობ? - თუ მოგბეზრდა მაგ ლამაზი სახის ტარება?
- რა აზრი აქვს მალვას ახლა. მხრები აიჩეჩა და თეკოს თვალი ჩაუკრა, უნდა დაგაქორწილოთ, ისე ლამაზად სხედხართ მანდ..
- პირთან მიტანილი წვენის ჭიქა გაუშეშდა თეკოს და სახეზე ღიმილი შეეყინა.. - რას ბოდიალობ, ამას მეტი არ დაალევინოთ - მიხედე შენს ძმაკაცს ლექსო რა - გულის ფანცქალით ამოთქვა და გამომშრალი ყელი წვენით დაისველა.
- და რატომაც არა? ცუდი აზრია? მე და შენ ერთად,წარმოიდგინე რა მაგარია..
- ღმერთო, შენც ბევრი დალიე მგონია ალექსანდრე... წავალ წამოვწვები - ჩუმად ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა..
საწოლზე წამოწვა და პლედი მიიფარა. არ ეძინებოდა, უბრალოდ მარტოს უნდოდა ყოფნა მშვიდად, სულ ეს იყო... ეს ამაო ლაპარაკი , ეს ხუმრობა ნერვებზე ურტყამდა. ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს ლექსო მართლა ამბობდა თუ ძმაკაცებს ხუმრობაში ყვებოდა..
ცრემლები ნაზად დაედინა თვალებიდან და ბალიშზე გადაგორდა.. ერთი ამოუსლუკუნა და გულში ჩადებული ყველა დარდი ამოაყოლა..
მაგრად მოუჭირა ბალიშს პატარა ხელები და გულზე მიიკრა.
მოულოდნელად გათბა ზურგიდან, ცხელი სუნთქვა მიმოეფინა კისერში. ყურის ძირში ცხელი ტუჩების შეხებამ ერთიანად დაუბინდა გონება, ხერხემალს კისრიდამ ქვემოთ ჩააყოლა ცერა თითი ლექსომ და მხარზე აკოცა..
მთელი თანით აეკრო ზედ გოგონას და თავისაკენ გადამოატრიალა. თვალები არ გაუხელია თეკლას, მხოლოდ მის სურნელს და სიახლოვეს გრძნობდა... სწრაფად გაანთავისუფლა მაიკისაგან და ნახევრად შიშველი გოგონას დანახვაზე სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა. მაგრამ პირობა პირობა იყო. მიუხედავად იმისა რომ თეკლას სურვილით იწვოდა, ზედმეტს ვერ გააკეთებდა, გოგონა ენდობოდა.მისი სჯეროდა.. ცალი ხელი თმაში შეუცურა და საკოცნელად თავისკენ მოქაჩა, მეორე კი წელზე შემოაჭდო როგორც სურო ვაზს და ხარბად აკოცა.. ამჯერად არ დაბნეულა, პირიქით კოცნაში აყვა თეკლა.. ლექსოს სხეულზე თამამად აათამაშა ხელები, დაკუნთულ და ძლიერ სხეულზე ნაზადდ ეფერებოდა... ორივე ხელით დაექაჩა მაიკის კიდეებს და სხეულიდან გადააძრო...
სასიამოვნ ჟრუანტელმა დაუარა ტანში, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ნაძალადევად გაახილა თვალები... ამღვრეული, ვნებებისაგან არეული თვალებით უმზერდა ლექსო და მისი კოცნით არ ცხრებოდა..
- ლექსო... ჩუმად უჩურჩულა ყურთან და ყელზე აკოცა..
- ვიცი თეკლა, მახსოვს. ხომ დაგპირდი..- ისე გაეპასუხა გოგონას ფერება არ შეუწყვეტია..
- გადავიფიქრე - მჭახედ გაიგონა თეკლას ხმა და შეჩერდა, შეყოვნდა შედგა ალექასნდრე პირველი...
- რა გადაიფიქრე? ვერ მივხვდი...
- გადავიფიქრე რომ დისტანციაზე მინდა ყოფნა..
- რას მელაპარაკები, სულ ცოტა ხნის წინათ მცემე კინაღამ და ახლა გადაიფიქრე? ვერ გავიგე თეკლა.. მეთამაშები?
- არა, არ გეთამაშები , მივხვდი რომ ვერ ვიქნები დისტანციაზე, როცა ასე მკოცნი , და ასე მეფერები ლექსო. ყინულის არ ვარ და რომც ვიყო, შენს ხელებში ვდნები ხომ ხედავ..
- ოხ თეკლა, ოხ, როგორ მაგიჯებ. როგორ შეგიძია ამადუღო და გადარიო... მოდი ჩემთან, მოდიი. მკვალში მოკიდა გოგონას ხელი და ზემოდან მოექაცა... ფრთხილად შეუცურა ზურგზე ხელები და ლიფის შესაკრავს გამოკრა თითები... ათრთოლებული და ვნებამორეული თითები ფრთხილად დაუსვა მკერდზე ... ერთიანად დარცხვენილი გოგონა ტანზე აიკრა და მისი სიშიშვლე დამალა.. - რა პატარა ხარ, თეკლა.. არადა გგონია რომ დიდი გოგო ხარ.. - ღიმილით უთხრა და შუბლზე აკოცა..
- სად მიდიხარ? - დამრთხალმა დაუძახა ლექსოს და პლედი მკერდზე აიფარა..
- არსად, კარი უნდა გადავკეტო და დავწვეთ, უბრალოდ ერთად დავიძინოთ .. ესეც გვეყოფა თეკო, ახლა გვეყოფა ჯერ. სულელო.. მზად ვარო მეუბნები და არ ხარ მზად.. როცა ვნებები ისევე გაგაგიჟებს როგორც მე, როცა ჩემი სურვილით ისევე აივსები, როგორც მე ვივსები შენით ამ საქმეს მერე მოვკიდოთ ხელი ჩემი ლამაზო..
- კარგი.. - დარცხვენილმა ამოილუღლუღა და გაუღიმა. მაშინ ჩამეხუტე მაინც.
- რა თქმა უნდა, ჩაგეხუტები, ჩაგეხუტები და გეტყვი რომ შენნაირი გოგო არასოდეს შემხვედრია მთელი ჩემი არსებობის მანძლზე, ამიტომ მეშინია რომ არ გატკინო..
- მთავარია გული არ მატკინო და სხვა ყველა ტკივილს გადავიტან ლექსო..
- თეკოო... სიცილით მიიკრა გოგონა გულზე და თავზე აკოცა, რა თქმა უნდა მეც ეგ ვიგულისხმე სულელო, არ გატკენ , გპირდები რომ არ გატკენ..
- ლექსო, მიყვარხარ - ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ნამდვილად მიყვარხარ - არ მინდა ვმალავდე ჩემს გრძნობას ..
- რა? თეკლა, როდის მოახერხე.
- დამშვიდდი, არ გთხოვ რომ გინდა თუ არა შენც გიყვარდე.. უბრალოდ მე მიყვარხარ და მინდა რომ იცოდე, ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ.. როდის მოვახერხე ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მოვახერხე..
- რა სულელი გოგო მყავს გვერდით . რა გეტყობა რომ ოცდაოთხის ხარ,, თექვსმეტი წლისას გავხარ. მაგრამ მეც რომ მიყვარს ეს სულელი გოგო როგორ უნდა მოვიქცე?
- მართლა?? მართლა გიყვარვარ? სწრაფად წამოჯდა საწოლზე და ლექსოს თვალებში ჩახედა..
- მართლა . ხო მართლა. ახლა არ გცხვენია ჩემი? შიშველ მკერდზე მიუთითა პლედი რომ ჩამოვარდნოდა და სახე ერთიანად აეფაკლა თეკლას..
- ლექსოოო, ნუ იცი ასე.. გაბუტულმა დაადო თავი მკერდზე და მხარზე აკოცა.
**
ბედნიერებისაგან აჟიტირებული იჯდა ლექსო სავარძელში , ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოეწყო და სახეს გრილ ნიავს უშვერდა და გიჟივით იცინოდა მარტოკა.. მერე საკუთარ თავზე გაეცინა რომ ასე იყო თეკლას გადამკიდე, შუბლზე მიირტყა ხელი და სავარძელი მაგიდისაკენ დაატრიალა..
- ბატონო ალექსანდრე, თქვენთან მნახველია - კარში შემოსულმა მდივნის ხმამ გამოაფხიზლა ლექსო და გაუღიმა..
- შემოუშვი , მაგრამ ვინაა?
- ვერ გეტყვით, მითხრა პირად საქმეზე ვარო..
- კარგი კარგი შემოვიდეს და ყავაც მოაყოლე.
- კარგით, ახლავე..
- ბატონო ლექსო, ძივს მოგაგენით - ანერვიულებული შევიდა კობა და ლექსოს უმალ ეცვალა სახეზე ფერი. ბედნიერების ფერები მუქმა ფერებმა შეუცვალა და სავარძლიდან წამოდგა..
- კობა, როდის დაბრუნდი. რამდენი ხანია ვერ გიკავშირდები. შენგან არაფერი მსმენია, რა ხდება..
- დიდი ამბავია, ლექსო. როგორც მოვილაპარაკეთ მოსკოვში წავედი, მოკლედ აღმოჩნდა რომ მაგ ოჯახს მოსკოვში კი არა ცოტა მოშორებით უცხოვრია ვორონეჟში, ძლივს მივაგენი ადამიანებს ვისაც ახსოვდა ეს ოჯახი. როგორც აღმოჩნდა თვალაძეების ოჯახი , იქ მაშინ ჩავიდა როცა მათი შვილი ჯერ წლისაც არ იყო. იქ სახლი აქვთ, მეზობლების დახმარებით ოჯახს მივაკვლიე, ლექსო. ნათესავები ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. გოგონაც ვინც იშვილა აკაკი თვალაძეა, მის შესახებ არაფერი მითხრეს მისმა ნათესავებმა, მხოლოდ ის რომ ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა და სამივე გარდაიცვალა როდესაც საქართველოში ბრუნდებოდნენ.
- ანუ ეს სიმართლეა კობა? ჩემი და მართლა გარდაიცვალა. ძლივს გადააგორა ნერწყვი გამომშრალ ყელში და მაგიდას ძლიერად დაეყრდნო ხელებით.
- სიმართლეა დიახ ლექსო ის რომ ანისია თვალაძე გარდაიცვალა მშობლებთან ერთად და მათი საფლავიც კი არსებობს. მაგრამ ბევრი წვალების მერე, ერთ-ერთმა მისმა ნათესავმა მითხრა რომ , მათ უბრალოდ გვარი შეიცვალეს რადგან ეშინოდათ რომ ოჯახი რომლიდანაც გოგონა იყო მათ ოდესმე შვილის დაბრუნებას მოსთხოვდათ, რადგან საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ოჯახი იყო. ისინი ცოცხლები არიან. გვარი შეიცვალეს და საქართველოში ისე დაბრუნდნენ. თქვენი და ცოცხალია. და იმედი მაქვს სადმე თქვენთან ახლოს დაიარება..
- კი მაგრამ, გვარი არ გითხრეს? კობა. ასე მაინც ვერ ვიპოვი ჩემს დას..
- სამწუხაროდ არა. ესეც მხოლოდ იმიტომ მითხრეს რომ ალბათ შევეცოდე იმ ქალს, ამდენი დღე რომ ვეძიებოდი ყველას. მითხრეს რომ გოგონა სრულიად საღ-სალამათია და რომ ძალიან კარგადაა ოჯახთან ერთად.
- ახლა ის მაინც ვიცი რომ ჩემი და ცოცხალია.-მაგრამ როგორ და სად ვიპოვო ეს არ ვიცი . თითქოს ახლა უნდა მიხაროდეს, ბედნიერი ვიყო, მაგრამ არაფერი იცვლება, ისევ ის განცდა მაქვს კობა..
- ვეცდები ყველანაირად დაგეხმაროთ ალექსანდრე, ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ..
- მადლობა კობა. გაიხარე.- სტუმარი გააცილა თუ არა კაბინეტიდან აჭრილი გამოვიდა და დერეფნის გავლით ნიკოსთან და ვანოსთან შევიდა ოთახში. წყალი დამისხი რა ძმურად, ნერვიულად მოისრისა შუბლლი ლექსომ და მაგილის კიდეზე ჩამოუჯდა ძმაკაცს.
- ლექსო, ფერი არ გადევს, რა მოხდა?- წყის ჭიქა მიაჩეჩა და მისი პასუხის მოლოდინში ორივე გაიტრუნა.
- კობა იყო. ჩემი და ცოცხალია, უბრალოდ გვარი შეუცვლიათ . აი ახლა სად და როგორ უნდა ვეძებო. სად ვიპოვო ამხელა თბილისში , იქნება თბილისში არცაა და სადმე რომელიმე სხვა მხარესაა.
- დამშვიდდი. ნუ იცი ასე ერთიანად აჭრა ლექსო.
- აბა როგორ უნდა მოვიქცე ვანო. მეუბნებიან რომ ჩემი და ცოცხალია. ცოცხალი გესმის შენ ეს რა არის? ჯერ მითხრეს რომ მოკვდა და მეც მოვკდი ლამის. ახლა მეუბნებიან რომ თურმე ცოცხალია და გვარი აქვს შეცვლილი, როგორ ვიპოვო, ყველა ოცდაოთხი წლის გოგოს ვკითხო ჩემი და ხომ არაა?
- რამე უნდა მოვიფიქროთ, როგორმე ვიპოვით ლექსო. ასე ხომ არ იქნება არა, რამე გამოსავალი იქნება.
- არ ვიცი, მე აქ გამოსავალს ვერ ვხედავ, ჩიხში ხარ. ბლოკადაში მომაქციეს ნიკო, მთელი თვეებია ლაბირინთიდან ვერ გავედი. წრეზე დავდივარ და მხოლოდ ერთი კარი მაქვს შესასვლელი... უკან დასახევი გზაც კი არ გამაჩნია, ახლა რომ უკან დავიხიო მერე როგორ ვიყო ჩემს თავთან მართალი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ გესმით? ვერაფერს? - გამწარებულმა მიახალა ჭიქა კედელზე და ნამსხვრევები მთელს ოთახში მომოიფანტა.
ჰამაკში იწვა ალექსანდრე და წიგნს კითხულობდა. უნდოდა როგორმე გული გადაეყოლებინა ამ ტკივილისათვის თორემ მალე ჭკუიდან შეიშლებოდა. ბავშობაშიც ასე იყო, როდესაც სალომე დასჯიდა ასე ჰამაკში აწვენდა და აიძულებდა წიგნების კითხვას. თითქოს ახლაც სჯიდა ლექსო საკუთარ თავს, სჯიდა იმისათვის რომ თავში აზრი არ მოსდიოდა როგორ უნდა ეპოვნა საკუთარი და. რომლის პოვნასაც ასე სთხოვდა დედა..
- დედა დამეხმარე რა, დამეხმარე, თორემ შევიშლები.ამხელა ქვეაყანაზე მარტო ვარ, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. დედა. - ჩუმად ბუტბუტებდა თვალებდახუჭული.. ჩრილი იგრძნო, თიტქოს ვირაცა დაყურებდა თავზე, სწრაფად გაახილა თვალები და თეკოს დანახვაზე წამოდგომას შეეცადა.. - შენ საიდან გაჩნდი აქ?
- არ მეჩხულო რა, ნიკომ მომიყვანა, მითხრა რომ მარტო იყავი აქ. მომეცი უფლება რომ შენთან ვიყო ლექსო, გპირდები ხმას არ ამოვიღებ..
- მოდი, მოდიი ჩემთან- თბილად მიეფერა გოგონას და გვერდით დაისვა..ხომ ხედავ ცხოვრება რა ულმობელია თეკო, არ გეჩხუბები. იმდენი პრობლემა და ტკივილი გადავიტანე ამ რამოდენიმე თვეში რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ შემხვედრია. შენ რა შუაში ხარ რომ შენ გეჩხუბო, შენთან მხოლოდ სიყვარული მინდა. მხოლოდ ის რომ თავი მოგადო და ვიგრძნო რომ მარტო არა ვარ..
- მე შენთან და სულ ვიქნები, გეფიცები, როცა გინდა დაგჭირდე ლექსო.
- ყველაზე თბილი გოგო მყავს მე. და მე ეს გოგო მიყვარს. ბებიაჩემი სულ ამბობდა ხოლმე, როგორც გინდა კარგი მეგობრები გყავდეს, როგორც გინდა უყვარდე მათ, შენი საკუთარი მეორე ნახევრის გვერდით ყოფნა სულ სხვააო. მართლა ასეა, აი შენი აღმოჩენით თითქოს შევივსე თეკო. აქამდე მხოლოდ ნიკო , ვანო და პრობლემები იყო. ახლა შენც მყავხარ და შენ ბედნიერება მოგაქვს. შენი ისეთი პოზიტიური ხარ შეუძლებელია შენთან მოწყენა...
- ყველაზე თბილი ბიჭი მე მყავს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მე და შენ ასე ერთად, ჰამაკში აქ ვიქნებოდით. ნუცა იმდენჯერ მეჩხუბა შენს გამო. მოსალმებაც კი არ მინდოდა ბოლოს - დარცხვენილმა უთხრა და ნაზად შეახო ტუჩები ლექსოს..
ლექსოს მაისური გადაიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა...
თვალები გაუფართოვდა ალექსანდრეს. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ხელები შეაგება თეკლას..
- ისეთი სექსუალური ხარ, არ ვიცი ამაღამ გადავრჩები თუ არა - ხუმრობა სცადა და დარცხვენილმა დახარა თვალები თეკო. რა დავაშავე. სულაც არ ფიქრობ ჩემზე თეკლა, ახლა ასე ნახევრად შიშველი უნდა მეწვე გვერდით , უმჯობესია შუაში ხანჯალი ჩავიდოთ ან ცალკე დავიძინო ..
- კარგი რაა. რა ცალკე ლექსო.. მინდა რომ ჩაგეხუტო , გაკოცო, მოგეფერო და ისე დავიძინო..
- რა კარგია.. შენ მხოლოდ ეს გინდა თეკლა. და ბედნიერი იქნები და მერე მე მკითხე?
- ოოოოო, ნუ ამბობ ასე. შენც გეყოფა..
- მასწავლის ახლა რა მეყოფა. არ მეყოფა გოგო, როგორ მეყოფა შენი პატარა ხელების ცაცუნი? - თეკოს ხელები ერთად მოიქცია თავისაში და აკოცა.
- მოდი დავწვეთ რა, გვიანაა უკვე, ხვალ ადრე ხომ უნდა ავდგეთ.
- ადრე რატომ უნდა ავდგე ვითომ?
- ხვალ შეხვედრა გაქვს მამაშენთან და იმ ხალთან მამაშენს რომ მოჰყავს ლექსო..
- სულ დამავიწყდა, და შენ კიდევ სულაც არ გინდა მანუგეშო თეკლა..
- თავს ამაოდ მაცოდებ ლექსო...
- კარგი თანახმა ვარ, დავიძინოთ. ოღონდ ყველაფრის გარეშე, დავწვებით და დავიძინებთ. - გადაჭრით თქვა- და საწოლში შეწვა.. რამოდენიმე წამი უხმოდ იწვა ლექსო, მშვიდად სუნთქავდა, აიძულებდა საკუთარ თავს მაქსიმალურად მოდუნებულიყო.
- ლექსო გძინავს? - ყურთან უჩურჩულა თეკლამ და ყურის ძირში აკოცა..
- თეკლა გეყოს.- ვიძინებ . ზურგი აქცია და საკუთარ ბავშურ ქცევაზე თავად გაეცინა..
- ლექსო კარგი რა.. გადმოტრიალდი, ვერ ვიძინებ. ზურგიდან აეკრა და ყურის ბიბილოზე ნაზად აუსვა ენა..
- თეკლა მორჩი-თქო - ისე დაუტია არც გადმოტრიალებულა, თუ გადმოვტრიალდი ვერ გადამირჩები იცოდე და ნუ გააღვიძებ ჩემში მხეცს..
- რომელ მხეცს ლექსო? ლომს თუ ვეფხვს, ჯიბრზე ჰკითხა და ნაზად დაუსვა თითები მკლავზე..
- შენ მე მაიძულეე - სიცილით დაუტია ლექომ და გოგონას ზემოდან მოექცა. გაგაფრთხილე რომ მხეცს აღვიძებდი ჩემში, და შენ დამცინე. მერე შენ მითხარი ლომი ვიყავი თუ ვეფხვი... ცხელი ტუჩები შეახო ყელზე და მაისურის ქვეში ფრთხილად სწრაფად შეუცურა ხელები, წამის მეასედში გადააძრო და სახეზე გიჟურმა ვნებამ დაუწყო თამაში. ვნებებისაგან წამობერილ მკერდზე დააცხრა და ერთიანად წასკვდა თეკლას ბაგეებს სიამოვნების კვნესა.- არ თქვა რომ არ გამაფრთხილეო- ისე ეჩურჩულებოდა თეკლას არაფერი ესმოდა.. ნელა ჩაუცურა ხელი მუცლის მიმართულებით და თლილ ფეხებზე ვნებიანად დაუსვა . ერთიანად გაეხვია ბუსუსებში თეკლა და ქვედა ტუჩი სიამოვნებისაგან დაიქცია კბილებს შორის. მთელი ძალით იკრავდა გოგონას გულში, მისი თმა მკერდზე ეფინებოდა და უფრო მეტად აგზნებდა ლექსოს, უასმაგებდა სურვილს თეკლას შეგრძნებისას. ვერც ერთი ვერ ახერხებდა საკუთარი თავისა და განცდის გაკონტროლებას, ტკბილი წუთები და სიამოვნებისაგან განცდილი წამები ერთმანეთში ერეოდათ. ზეწრის ქვეშ თეკლას შიშველი სხეული შეგრძნებამ ერთიანად დაუბინდა აზროვნება ალექსანდრეს. ცეცხლი ეკიდა მტელს სხეულზე, გულ-მუცელი უხურდა... ერთიანად დაეცვარა სახე და სხეული.დროდადრო მკერდსა და სურნელოვან ყელს უკიცნიდა.. ბოლოს დაიღალა, ერთიანად გაიფიტა. თეკლას სხეულს ოდნავ მოშორდა და ეცადა აქამდე დაგუბებული სუნთქვისაგან სხეული გაენთავისუფლებინა.. ბედნიერება იგრძნო... იგრძნო რა იყო საყვარელ ქალთან ასეთი გიჟური და ვნებიანი ს*ქსი. მკერდზე ზეწადი აიფარა თეკლამ და თავი მკერდა და ყელს შორის დაადო ლექსოს. მთელი ძალით შემოხვია ხელები და აკოცა..

ბავშვებო ბოდიშს გიხდით რომ გუშნ ვერ დავდე. უბრალოდ ვერ მოვახერე. ესეც მესამე თავია.
ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენს აზრს გამოხატავთ როგორც კომენტარებში ასევე პირად შეტყობინებებში ..
<3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest lia

Kარგი ტავია მომეწონა❤

 



№2 აქტიური მკითხველი Anuki96

ამხელა თავებს დებ და მაინც არ მყოფნის. ახლა უნდა ველოდო მომდევნო თავს და კარგი იქნება ლოდინში სული თუ არ გამძვრა.

 



№3 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიან კარგია, მალე დადე რა

 



№4  offline ადმინი თუკა

Anuki96
ამხელა თავებს დებ და მაინც არ მყოფნის. ახლა უნდა ველოდო მომდევნო თავს და კარგი იქნება ლოდინში სული თუ არ გამძვრა.

ვაიე უბრალოდ ამაზე დიდს ვერაფრით დავდებ :))))) დიდი მადლობააა

Guest ნინაკა
ძალიან კარგია, მალე დადე რა

ნინაკა ხვალ როგორც ყოველთვის. დავდებ ახალ თავს ჩემო კარგო heart_eyes heart_eyes

Guest lia
Kარგი ტავია მომეწონა❤

მადლობაა ლიააა kissing_heart kissing_heart
--------------------
4love.ge

 



№5  offline წევრი Thamo :)

აუუ რა გოგო ხარ

 



№6 სტუმარი Guest trocodeo

Velodebodi matarebels,mivdivar Philadelphiasi,ise viyavi am istoriis kitxvashi chpluli gamaswro matarebelma.arachveulebrivi istoriaa da Tuka chemi sayvareli mwerali.bodishit qartul sriftze ver gadaviyvane,meorem ar gamaswros

 



№7 სტუმარი kati

samive tavi ertad wavikitxe da zalian momewona.velodebi momdevno tavs moutmenlad.

 



№8  offline წევრი An-El

სიტყვები ზედმეტია მმაგარი იყოოო როგორც ყოველთვის . . :* შემდეგ თავში ალბათ დასრულდება ხო?

 



№9  offline წევრი tamuna.s

რატომღაც მეგონა მესამე თავი დასასრული იქნებოდა. ძაკიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს

 



№10  offline ადმინი თუკა

Guest trocodeo
Velodebodi matarebels,mivdivar Philadelphiasi,ise viyavi am istoriis kitxvashi chpluli gamaswro matarebelma.arachveulebrivi istoriaa da Tuka chemi sayvareli mwerali.bodishit qartul sriftze ver gadaviyvane,meorem ar gamaswros

ვაიმმეე კომენტარის კითხვა რომ დავიწე მეგონა მორიგი საოცარი ღდაობა იყო. და უეცრად შენ აღმოჩნდი. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. გაფიცებ არ დაიგვიაანო არსად. ეს ისტორია არ დაგხვდება .. <3 <3
tamuna.s
რატომღაც მეგონა მესამე თავი დასასრული იქნებოდა. ძაკიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს

დიდია მოცულობით შემდეგში ვნახოთ როგორ იქნება ამის მერე ერთი ან ორი თავი გამოვა და დასრულდებაა

An-El
სიტყვები ზედმეტია მმაგარი იყოოო როგორც ყოველთვის . . :* შემდეგ თავში ალბათ დასრულდება ხო?

ზუსტად ვერ გეეტყვი, უნდა გადავხედო რამდენი დარჩა და გავყობ ან ორად ან პირდაპირ დავდებ..

kati
samive tavi ertad wavikitxe da zalian momewona.velodebi momdevno tavs moutmenlad.

ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ მგწონთ.. მადლობააააა
Thamo :)
აუუ რა გოგო ხარ

დიდი მადლობაა
heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№11  offline წევრი Mariamch

როგორი კარიაა თუკკაა♥♥♥

 



№12 სტუმარი Guest Eka

Male dade ra shemdegi tavi :((( dzaan momwooons

 



№13  offline წევრი BidBif

ვაიმე რა კარგია

ძალიან ძალიან კარგია❤❤ მიყვარხარ❤❤ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე❤❤❤

ასე მგონია, არა კი არ მგონი 95პროცენტით მგონია რომ ანა და ალექსანდრე და-ძმა არიან... მალე გაარკვიოს რა სიმართლე ლექსომ

 



№14  offline წევრი Tete1

Axali tavi rodis iqneba

 



№15  offline წევრი Thamo :)

თუკა relaxed relaxed დღეს დადებ ახალ თავს??? heart_eyes heart_eyes

 



№16  offline წევრი BidBif

სადაა ახალი თავი??? ❤

 



№17  offline წევრი Sopo-sopo

მნამნამნაა ველი შემდეგ თავს ♡♡♡

 



№18  offline ადმინი თუკა

BidBif
ვაიმე რა კარგია

ძალიან ძალიან კარგია❤❤ მიყვარხარ❤❤ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე❤❤❤

ასე მგონია, არა კი არ მგონი 95პროცენტით მგონია რომ ანა და ალექსანდრე და-ძმა არიან... მალე გაარკვიოს რა სიმართლე ლექსომ

დიდი მადლობა. დავდე უკვე ახალი ტავი და კიდევ ერთიც და დავასრულებ..
heart_eyes heart_eyes
Sopo-sopo
მნამნამნაა ველი შემდეგ თავს ♡♡♡

სოფოო, მალე იქნება შემდეგი თავი..
Mariamch
როგორი კარიაა თუკკაა♥♥♥

მადლობაააა ..მიხარია რომ მოგწონთ.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent