შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

განაჩენი 8 თავი


16-09-2017, 18:36
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 573

განაჩენი 8 თავი

ნატალის ცხოვრებაში ყველაფერი კარგამ მიდიოდა, სამსახურშიც ჩვეულებრივად აღადგინა სიარული. დანიელს იშვიათად ხვდებოდა, მათე იმ ამბის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა ნატალისთან თუმცა, ყოველ დღე უკან დაჰყვებოდა. ნატას და მართას ყოველი დღის განრიგი იცოდა. ნატალის ერთი საინტერესო საქმე გამოუჩნდა და მთლიანად იმ საქმეში იყო თავჩარგული. ბიზნესმენ მალხაზ ჯაფარიძის მკვლელობა, ნატალი მკვლელობაში ბრალდებულ ალეკო ჯაფარიძის ადვოკატი იყო. მკველობაში ბრალდებული გარდაცვლილის ბიძაშვილი არის.
- ალეკო ვერანაირად შევძლებ შენს დახმარებას თუ შენს უდანაშაულობაში მე თვითონ არ ვიქნები დარწმუნებული.  ხომ იცი მე ვერანაირად ვერ დავიცავ მკვლელს.  ყველა საბუთი რომელიც ხელს მქონდა ალეკოს დანაშაულს ამტკიცებდა, არ შემეძლო მისი დაცვა თუ მე ვერ დავრწმუნდებოდი მის უდანაშაულობაში.
- ნატა მკვლელობის დღეს მე საერთოდ არ ვყოფილვარ ქალაქში, იმ დღეს საქმეების გამო კახეთში მომიწია წასვლა. ამას კამერების ჩანაწერებიც ადასტურებენ. მალხაზი ჩემი ბიძაშვილი და ასევე საუკეთესო მეგობარი იყო, მე არანაირი მიზეზი არ მქონდა მის მოსაკლავად.
- გარდაცვლილის მდივანი ამბობს რომ მკვლელობის დღეს დილით, თქვენ მასთან იყავით და იკამათეთ ამას როგორ ახსნი?
- რაღაც გაუკვერვლობა მოხდა, დილით მალხაზთან მივედი და ბიზნესის გამო ვიკამათეთ თუმცა მალევე გავარკვიეთ ყველაფერი. მე შემდეგ კახეთში წავედი, საღამოს მალხაზს რამოდენიმეჯერ დავურეკე თუმცა ტელეფონი არ გამიხსნა.
- გაგასებია ჩანაწერებს გადავამოწმებ. ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავტოვე,  რადგანაც ვიდეო ჩანაწერები სამინისტროში იყო იქ მომიხდა წასვლა. დეტექტივ ზაზა ურუშაძეს შევხვდი და მასთან ერთად მომიხდა ჩანაწერების ყურება.
- ბატონო ზაზა რადგანაც ჩანაწერებში კარგად ჩანს, ჩემი კლიენტის წასვლა წამოსვლა რატომ არის ის ბრალდებული?
- ქალბატონო ნატალი ყველა მტკიცებულება რომელიც გვაქვს ყველაფერი მის წინააღმდეგა.
- რადგანაც გვამის ესგუმაცია მოითხოვეთ, მეც მინდა დავესწრო მეორედ გაკვეთას.
- როგორც გენებოთ წამობრძანდით. მორგში დეტექტივთან ერთად ჩავდივარ და იქ მყოფ სასამართლო ექსპერტს ვესალმები.
-  მაია გაიცანი ეს ბრალდებულის ადვოკატი ნატალია კახიანია.
- სასიამოვნოა. თბილად მიღიმის ქალი.
- ჩემთვისაც. თუ ნებას მომცემთ მეც მინდა დავესწრო გაკვეთას?
- დიახ როგორ არა. ღიმილით მეუბნება ქალი და გაკვეთას იწყებს.
- პირველი გაკვეთა ვინ ჩაატარა? ინტერესით დავყურებ გვამს.
- მე არ ჩამიტარებია პირველი გაკვეთა ავთომ ჩაატარა, მაგრამ ეხლა შვებულებაშია.
- და ეგ ავთო ბევრს სვამს?
- რატომ კითხულობთ? დაბნეული მეუბნება მაია.
- აი აქ კარგად გააკვირდი ეს  ცე-ოს კვალია ანუ გაზით მოწამვლის, არცერთ საბუთში წერია რომ სახლში გაზმა გაჟონა. მითუმეტეს რომ სხეულის უმეტეს კუთხეში კარგად ჩანს მუქი ყვითელი წერტილები.
- ჰო მაგ დეტალს მეც დავაკვირდი თან გარდაცვლილს, როგორც ჩანს გარდაცვალებამდე წამლები აქვს დანალევი პირის ღრუში ნაწილაკი ვიპოვე.
 - კიმაგრამ ეს დეტალები რატომ არ არის მითითებული არცერთ დოკუმენტში? ინტერესით ვეკითხები მაიას თან საბუთებს ვუყურებ.
- არ ვიცი ნატა, ამათ ექსპერტიზაზე გავუშვებ და ყველაფერს შეგატყობინებ. მორგს ვტოვებ და ჩემი მანქანისკენ მივდივარ, პირდაპირ ოფისში წავედი. იქ მისულს მდივანს ერთი ჩიქა ყავა ვთხოვე და საბუთებს თავიდან გადავხედე. არანაირი ხელ ჩასაჭიდი მაქვს ჯერჯერობით, ზეგ მეორე სასამართო სხდომა არის საბოლოოდ გადაწყვეტენ ნაფიც მსაჯულები განაჩენს. უნდა დავამტკიცო მისი უდანაშაულობა, ვერ დავუშვებ უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვან.
მეორე დღეს საქმის ახალი დეტალები მივიღე როგორც გაირკვა გარდაცვლილმა სიკვდილამდე, დიდი დოზით დამამშვიდები აბები  მიიღო.
დღეს უკვე სასამართლოა, ჩემი კლიენტის გვერსით ვიკავებ ადგილს და მოსამართლის შემოსვლის დროს ფეხზე ვდგებით.
- ბრალდების მხარეს შეუძლია კოდევ ერთხელ დაკითხოს ბრალდებული. ამბობს მოსამართლე და ბრალმდებელის ადვოკატი ალეკოს დაკითხვას იწყებს.
- დაიფიცეთ რომ იტყვით სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
- ვფიცავ.
-  გქონდათ თუ არა რაიმე საბაბი მოგეკლათ გარდაცვლილი მალხაზ ჯაფარიძე?
- არანაირი მიზეზი არ მქონია, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მალხაზთან. ამბობს ალეკო და ნერვიულად ისვამს თმაზე ხელს.
- როგორც გაირკვა თქვენ და გარდაცვლილს ერთი წლის წინ ჩხუბი მოგივიდათ?
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე ეს ჩხუბი არანაირად არ ეხება დღევანდელ სხდომას.
- ბატონო მოსამართლევ ეს ჩხუბი პირდაპირ მნიშვნელობით ეხება ამ საქმეს.
- პროტესტი მიუღებელია განაძეთ დაკითვა. ჩემს პროტესტს არაფრად აგდებს მოსამათლე.
- თუ შეიძლება გაგვეცით პასუხი რა იყო ჩხუბის მიზეზე?
- არ მახსოვს. ამბობს ალეკო და ისევ თმაზე ისვამს ხელს.
- კარგით მაშ მე ვიტყვი. თქვენ გარდაცვლილთან მისი მეუღლოს გამო მოგივიდათ ჩხუბი, რათა ის თქვენი ყოფილი შეყვარებული იყო და ცოლად მოიყვანა გარდაცვლილმა. ბრაზით ამბობს ადვოკატი და ნიშნის მოგებით მიყურებს მე.
- დიახ ეს სიმართლეა, თუმცა მიზეზი სულ სხვა რამ იყო. მალხაზმა მისი მეუღე სცემა ეჭვიანობის გამო, მას ეგონა რომ მის მეუღლეს ჩემთან ქონდა რომანი თუმცა ეს სიცრუე იყო.
- გასაგებია. იმ ფაქტს როგორ ახსნით რომ ჩხუბიდან ერთ კვირაში, ქალბატონ  ეკასთან ერთად თქვენ სასტუმროში ბრძანდებოდით?
- პატროტესტებ ბატონო მოსამართლევ. ადვოკატმა კარგად იცის რომ იმ სასტუმროში ჩემი დაცვისქვეშ მყოფი არ იმყოფებიდა, აი აქ არის ვიდეო ჩანაწერებიდან ამოღებულო ფოტოები. ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლეს ფოტოებს წინ ვუდებ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
- პროტესტი მიღებულია. თუ მეტი კითხვა არ გაქვთ დაცვის მხარეს ვთხოვ დაკითხოს ბრალდებული. ბრალდების მხარის ადვოკათი უკმაყოფილო სახით იკავებს ადგილს.
- ბრალდებულთან არანაირი კითხვა არ მაქვს, თუმცა მიმდა წარვადგინო დეტალები რომლებიც გვამის ეგსგუმაციის შემდეგ გაკვეთამ აჩვენა.
როგორც გაირკვა გარდაცვლილმა, სიკვდილამდე დიდი დოზით დამამშვიდებელი მიიღო კონკრეტულად კი ამიტრიფტილინი. ამ წამლის დიდი დოზით მიღება იწვევს უკუჩვენებებს, ის დამოკიდებული იყო კონკრეტულ აბებზე. გარდაცვლილი სისტემატიურად მიიღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამალს, აქ მაქვს ექიმის ცნობაც რომელიც ყოველი თვის ბოლოს არის გამოწერილი. ცნობას მოსამართლეს ვაწვდა და ვაგრძელებ.
- თქვენ იცით რომ ეს წამალი ფსიქიატრიულ კლინიკებში ინიშნება, გარდაცვლილი ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად იღებდა წამლებს. სწორედ ამ წამლის ზემოქმედების ქვეშ დაეწყო მას ჰალუცინაციები და ელანდებოდა თითქოს ბრალდებულს მის მეუღლესთან რომანი ჰქონდა. ასევე გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილია მუქი ყვითელი წერტილები, რომელიც ცე-ოსმა გამოიწვია ანუ გაზის გაჟონვამ.
კონკრეტულ გაზქურაზე აღმოჩენილია გარდაცვლილის ანაბეჭდი, ანუ ის კი არ მოკლეს არამედ თავი მოიკლა, რადგან მან წამლის გადამეტებული დოზა მიიღო. ჩემმა კლიენტმა გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე გარდაცვლილი მოიბახულა, მართალია მას ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს გარდაცვლილის სახლში დამონტაჟებულმა კამერებმა ყველაფერი აჩვენა. ცოტათი იკამათეს მალხაზის უაზრო ეჭვიანობოს გამო, ჩემი კლიენტის წამოსვლის შემდეგ მან სახლში აირი გაუშვა და შემდეგ გარდაიცვალა. კამერის ჩანაწერები ლეპტოპზე შევაერთე და დიდ ეკრანზე გავუშვი. - ექსპერტიზა ჩატარებულია ეს  ვიდეო აუთენტურია. ჩემი გამოსვლით კმაყოფილმა დავიკავე ადგილი და დაველოდე მოსამართლის გადაწყვეტილებას.
- სასამართო პროცესი ნახევარ საათში განახლდება, საკმაო დრო ექნებათ ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება მიიღონ. მოსამართლის გასვლის შემდეგ ალეკოსთან ერთად ცალკე ოთახში გავედი.
- მაპატიე ყველაფერი რომ არ გითხარი. თავდახრილო მეუბნება ის.
- მთავარია ყველაფერი გავიგე, მე დარწმუნებული ვარ შენს უდანაშაულობაში.
- ძალიან დიდი მადლობა ნატალი. თბილად მეხვევა ის.
ნახევარ საათიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა, ნაფიც მსაჯულებმა მოსამართლეს გადაწყვეტილება წერილობის სახით გადაცეს.
- მოისმინეთ ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება. ამა წლის 17 იანვარს  მალხაზ ჯაფარიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბატონი ალეკო ძაფარიძე უდანაშაულოდ სცნეს. როგორც ბრალდებულოს ადვოკატმა განაცხადა ის კი არ მოკლეს არამედ თავი მოიკლა. ბატონ ალეკოს მოეხსნა სასჯელი და ის თავისუფალია.
- ჩვენ ეს შევძელით. გახარებული ვდგები ფეხზე და ალეკოს ვეხვევი.
- ეს შენ შეძელი, მე არ გენდე და ბოლომდე არ გაგიმხილე ყველაფერი თუმცა შენ ჩემში ეჭვი არ შეგპარვია. ძალიან დიდი მადლობა ნატალი.
- შენ ამას იმსახურებდი, სამ თვიანი პატიმრობის შემდეგ შენ თავისუფალი ხარ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ალეკოსთან ერთად ვტოვებ.
- წამოდი სახლამდე მიგიყვან. მანქანასთან მისული ალეკოს ვუბრუნდები.
- არ მინდა შეგაწუხო. მშვიდად მეუბნება ის.
- რას ამბობ არ ვწუხდები. ადგილს ჩემთან ერთად იკავებს და იქაურობას ვეცლებით.
-  სად ცხოვრობ შემახსენე? გზას თვალს არ ვაცილებ ისე ვეუბნები.
-  ვაჟაზე.
- აა ხო გამახსენდა. დაბნეული ვამბობ მე, არ ვიცი რა მემართება ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება.
- მოვედით. მანქანას მის სახლთან ვაჩერებ.
- შემო ყავაზე დაგპატიჟებ. თბილად მიღიმის ის.
- არა იყოს დავიღალე სჯობს სახლში წავიდე.
- როგორც გინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ნატალი.
- არაფრის. მანქანიდან გადაგის და მეც იქაურობას ვეცლები, გეზი პირდაპირ სახლისკენ ავიღე. სახლში შესული არავის არ მივსალმებივარ ისე ავედი ჩემს ოთახში. სააბაზანოში შევედი და ცივი წყლის ქვეშ დავდექი.
საერთოდ გამოვიფიტე ამ ბოლო დროს, მკურნალობა საერთოდ არ მშველის. მამა მაიმედებს ყველაფერი კარგად
იქნებაო, თუმცა მე ვიცი რომ არაფერი არ მეშველება. მკურნალობას მხოლოდ მათი ხათრით ვაგრძელე, არ მინდა მართამ იფიქროს რომ ბრძოლა შევწყვიტე. მაგრამ კარგად ვიცი რომ საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დამთავრდება.
შხაპი მივიღე და ხალათის ამარა გამოვედი აბაზანიდან, თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი შემდეგ სისხლი და აღარაფერი მახსოვე.

საშინელი ხმა გაისმა ნატალიას დაცემის პერიოდში, ოთახში გიჟივით შემოვარდა მარიამის დედა. შვილის ამ პოზაში ნახვისას საშინელი კივილი ატეხა, სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და სულ რაღაც ნახევარ საათში ნატალია უკვე პალატაში იწვა, რამოდენიმე გადასხმა გაუკეთეს და აპატარატზე შეაერთეს. ანერვიულებული დადიოდა დერეთანში მართა და გუკა, წალბატონი ინგა ერთ კუთხე ში მიყუჟული თავდახრილი ტიროდა. სტკიოდა საშინლად, სტკიოდა შვილის ესეთ მდგომარეობაში ნახვა, ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. ყველაფერს დათმობდა ოღონდ მის ადგილას თვითონ ყოფილიყო.
ნატალიას მამა ბატონი გია, თვალცრემლიანი ჩაკირკიტებდა ნატალიას ანალიზებს. არანაირი შედეგი არ გამოუღია მკურნალობას პირიქით ყველაფერი უკან მიდიოდა, ნატალიას გამოჯანმრთელების შანსი სულ რაღას 2%იყო.
- გია სჯობს ნატალია სახლში წაიყვანოთ და ბოლო წუთები საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროს. აბობს ბატონი გიას მეგობარი გოგა ექიმი.
- არანაირად გოგა, მე მას გადავარჩენ გესმის. არ მივცემ დანებების უფლებას. ანერვიულებულო ამბობს კაცი.
- ხომ იცი რომ ის დიდი ხნის წინ დანებდა. ცდილობდა როგორმე სწორი ფორმა შეერჩია სიმართლის სათქმელად.
- გეყოს გოგა ის არ მოკვდება. გიჭივით წამოვარდა ფრხზე და ნატალიას პალატაში შევიდა. ფერდაკარგული შვილის საწოლთან ჩამოჯდა, მისი ხელი თავის ტორში მოაქცია და ნაზად ეფერებოდა.
- უნდა იბრძოლო შვილო, მომეცი შანსი დაგეხმარო. მართას ესე ნუ გაიმეტებ, არ დანებდე გთხოვ. უჭირდა საუბარი თუმცა თავს ძალას ატნევდა რომ არ ეტირა პატარა ბავშვივით.
- ხომ იცი რომ ყველაფერი დამთავრდა მამა, სულ მალე მოვკვდები და ამას უნდა შეეგუოთ. თვალი არ გაუხელია ისე ეუბნება მამას.
- ნუ ამბობ მაგას საყვარელო. ტკრილით ეუბნება შვილს და თვალებზე მომდგარ ცრემლს ხელის გულით იშორებს.
- მე უკვე შევეგუე სჯობს თწვენც შეეგუოთ და მიეჩვიოთ ჩემს გარეშე ცხოვრებას. მამის ხელს იშორებს და გვერდით ტრიალდება.
- ეგრე ნუ მომექცევი საყვარელო. ნაღვლიამად ამბობს კაცი.
- შემეშვით მამა, მარტო დამტოვე. უსიტყვოთ ტოვებს მამაკაცი პალატას და აცრემლიანებული თვალებით შედის თავის კაბინეტში. სტკიოდა ნატალიას საშინლად სტკიოდა მათი ესეთ მდგომარეობაში ნახვა, თუმცა ვერაფერს ვერ იზამდა უნდა გაეშვა ისინი მისი ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი ეხლა რომ არ გაეკეთებინა შემდეგ უფრო გაუჭირდებოდა. ხელი ჩაიქნია თავის ცხოვრებაზე და ყველაფერი უფალს მიანდო.
რას იფიქრებდა თუ დღევანდელი პროცესი ბოლო იქნებოდა მის ცხოვრებაში, მას სიცოცხლე სწყუროდა მაგრამ ამისთვის არაფრის გაკეთება არ შეეძლო.



ბოდიში წინათავში იმედებო რომ გაგიცრუეთ უბრალოდ ეს ჩემი ისტორიაა და დასასრულსაც მე ვიფიქრებ, არ მინდა ვინმეს გაწყენინოთ თუმცა ისტორიის ბოლო სულ სხვანაირი მინდა რომ იყოს და რა ვქნაскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest lia

Aრ მოკლა ნატალია ველოდები ახალ ტავს

 



№2  offline წევრი Gogona rmigraciidan

Guest lia
Aრ მოკლა ნატალია ველოდები ახალ ტავს

დღეს დავდებ ახალ თავს

 



№3 სტუმარი Guest lia

Gogona rmigraciidan
Guest lia
Aრ მოკლა ნატალია ველოდები ახალ ტავს

დღეს დავდებ ახალ თავს

აკი დღეს დავდებო

 



№4  offline წევრი Gogona rmigraciidan

Guest lia
Gogona rmigraciidan
Guest lia
Aრ მოკლა ნატალია ველოდები ახალ ტავს

დღეს დავდებ ახალ თავს

აკი დღეს დავდებო

ხო რამოდენიმე წუთში მიმთავრდება ლიმიტი და ავტვირთავ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent