შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მზის სხივი (სრულად)


17-09-2017, 01:17
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 208

მზის სხივი (სრულად)

პირველად, რომ დავინახე ცოტა სახეარეული იყო. ეზოს ცოცხით გვიდა და მომენტებში შეშდებოდა, ისვენებდა. პატარა სახლ-კარი ჰქონდა, ჩემს ეზოსა და მის ეზოს ერთი კედელი ჰყოფდა.
პატარას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი ოდნავ მოზრდილი ოთახი ჰქონდა, სამზარეულო ცალკე ოთახად მიშენებული და აივანი. სულ ეგ იყო...
ჩემი სახლის მეორესართულის აივანი მის მთლიან ეზოს დაჰყურებდა. სულ რაღაცას აკეთებდა - ხან გვიდა, ხან რეცხავდა, ხან ჰფენდა. ის მიკვირდა, რომ ყოველი 5 წუთის შემდეგ ისვენებდა. გეგონება, აზიდვები გაეკეთებინოს, ისე გულამოვარდნილი სუნთქავდა. ახალგაზრდა კი იყო, ასე 25-ის იქნებოდა და რა დროს მაგის დაღლაა-თქო ვფიქრობდი ხოლმე.
მაშინ, რომ მცოდნოდა, რა ხდებოდა, ყოველ ღამით ჩემთან გამართული ალიაქოთით არ შევაწუხებდი.
რამდენიმე დღე რო იფუსფუსა, მერე დამაინტერესა, ვინ იყო ეს გოგო და აივნიდან გადავძახე (ვიცი, ჩემი გაცნობის სტილის ბანალურობას საზღვარი არ ჰქონდა).
- გამარჯობა
- გამარჯობა - ამომხედა ღიმილით.
- აქ, რომ კეთილი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, სად არის?
- გარდაიცვალა. ბებიაჩემი იყო, რამდენიმე თვის წინ დავკრძალეთ.
- სამწუხაროა... ვიზიარებ. არადა, ძალიან საყვარელი მოხუცი იყო, თავის გამომცხვარ პურს მაძლევდა ხოლმე. რა დაემართა? - მართლა შევწუხდი. მიუხედავად იმისა, რომ აბეზარი ახალგაზრდა ვიყავი, მუსიკებს ხმამაღლა ვრთავდი ხოლმე და ერთი ღრიანცელი მქონდა, ერთხელაც არ დასცდენია საყვედური. ყოველთვის მლოცავდა, რაღაცეებს მელაპარაკებოდა. მიყვარდა, როცა მაღაზიაში ვეგზავნებოდი და რამით ვეხმარებოდი.
- გულმა დაარტყა.
- ძალიან მეწყინა, მართლა!
- მადლობ - გამიღიმა გოგონამ.
- შენ აქ მარტო გადმოხვედი?
- ჰო. ეჭვი მაქვს, მალე მომაგნებენ, მაგრამ მანამდე აქ ვიქნები - გამომიტყდა სერიოზულად. თავიდან მეგონა ხუმრობდა, თუმცა, მალევე დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა. ძალიან გულახდილი გოგონა იყო, ნორმალური მოსაუბრეც....
- ვინ მოგაგნებს? - ვკითხე გაოცებულმა.
- რა ვიცი, გამოვიპარე, მარტო ცხოვრება მინდოდა.
ერთხელ, ლუდზე დავპატიჟე. თან არ მინდოდა, ცუდად ეფიქრა რამე. მართლა კეთილი ძრახვები მქონდა. ნაბახუსევი ვიყავი და ჩემი აბეზარი მეგობრების მაგივრად, მასთან ლაპარაკი მერჩივნა. ბოლოს და ბოლოს, მეზობელი იყო.
- ლუდზე გეპატიჟები, ოღონდ მართლა - ვუთხარი ღიმილით.
გაჭირვებული სახით იჯდა და ფეხებს იზელდა. ბევრი სიარულისგან მტკივდება ხოლმეო, მითხრა. მეც, ავდექი და პირიქით, მასთან მვიედი ლუდით ხელში.
- შენი სახელიც კი არ ვიცი - ვუთხარი, როცა ლამაზ, თეთრმოაჯირებიან აივანზე დავსხედით და ლუდით გავსებულ დიდ ჭიქებს მადისაღმძვრელი მზერები მივაპყარით.
- სესილი მქვია, სესილი კასრაძე.
- ბებიაშენის მსგავსად - გამეღიმა.
- ჰო, ბებიაჩემის მსგავსად. - მანაც ღიმილითვე მიპასუხა შენ ?
- ლუკა დუმბაძე.
- სასიამოვნოა ლუკა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა.
ცოტახანს ხმა არ ამოგვიღია. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მალევე გავარღვიე.
- არ მომიყვები შენს ისტორიას? - ვკითხე სესილის.
- მემგონი, ჯერ არ ღირს - მიპასუხა სახემოღუშულმა.
დროდადრო, ჰორიზონტს მიაპყრობდა ხოლმე ლამაზ, თაფლისფერ თვალებს. ჩემნაირი მიუხვედრელი ადამიანიც კი ადვილად მიხვდებოდა, რომ რაღაც დიდ საიდუმლოს იტევდა ამ პატარა გოგონას ნაზი, წკრიალა ხმა, რომელიც სხვა ხმებისგან განსხვავებით, ნაბახუსევზე ნამდვილად არ მაღიზიანებდა. პირიქით, შემეძლო მისი საუბრისას დამეძინა.
პატარა გოგოს იმიტომ არ ვეძახი, რომ პატარა იყო, არც დაბალი ყოფილა. უბრალოდ, ეს სიტყვა შეეფერებოდა. ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, რაღაცა უნდა მოესწრო, საღამოობით, ჩაის ან ყავას პლედშემოხვეული, მობუზული სვამდა ხოლმე კიბეზე ჩამომჯდარი. თან სიტყვა „პატარა“ ძალიან უხდებოდა.
ერთხელ, შუაღამისას გამომეღვიძა. დაახლოებით ოთხი იქნებოდა. სესილი ეზოში დადიოდა შეუჩერებლად და უსიამოვნო სახე ჰქონდა.
- რა გჭირს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
შეშინებულმა ამომხედა.
- რაღაცა მინდა და არ ვიცი რა, ვერ ვისვენებ.
- ყავა ხო არ გინდა?
- არა, ყავას არ ვსვამ.
- მლაშე? მწარე თუ ტკბილი?
- აუცილებელი არაა, საჭმელი იყოს - გაეცინა სესილის. - მალდლობ ყურადღებისთვის. ზოგჯერ ასე მეღვიძება და საკუთარ თავს ვერ ვიტან.
- უნდა აიტანო! შენი ატანა ყველაზე ადვილია მემგონი.
ერთმანეთს გაბადრულებმა შევხედეთ. ვფიქრობ, უკვე მეგობრები ვიყავით მაგ დროს. მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ მივედი მასთან. ერთი ბოთლი წითელი ღვინო და სამწვადე ხორცი მივიტანე. ეზოსა და ცეცხლის პრობლემა არც ერთს არ გვქონია.
- ღმერთო, ძროხასავით გავსუქდები - აღმოხდა სასოწარკვეთილს, თუმცა ამავე დროს, ბედნიერს.
- ძალიან გამხდარი ხარ. ძროხასავით ვერაფერი გაგასუქებს - შამფურებზე ავასხი ხორცი და ნაკვერჩხალზე შემოვალაგე.
გემრიელი მწვადი იყო, ღვინოც. ერთ ჭიქაზე მეტს ვერ ვსვამო - გამომიცხადა.
- ასეთი ყურადღებიანი მხოლოდ შენ ხარ თუ კიდევ არიან შემორჩენილები? - მკითხა მხიარულად და გემრიელად მოკბიჩა თონის პურში გახვეული შემწვარი ხორცი.
- ვერ გეტყვი. ისე, მე არც ისე კარგი ვარ. ჩემს ბიოგრაფიას თუ გადავხედავ, ბევრი ცოდვა მაქვს.
- მაინც რა ცოდვა? - შემომხედა ცნობისმოყვარე სახით.
- შენ, რომ არ მიყვები შენს ისტორიებს? - შური ვიძიე.
- ჯერ შენ მომიყევი და თუ გავარკვიე, რომ ჩემზე ცოდვიანი ხარ, მაშინ მეც მოგიყვები. - გამეჯიბრა ეშმაკურად.
- კარგი... მოდი გინდა? მე ჩემს ერთ ცოდვას მოვყვები, შენც ერთი მოყევი და ვნახოთ, რომელი ვაჯობებთ.
- თანახმა ვარ.
- მშვენიერია. მაშინ მე დავიწყებ - ცოტათი დავფიქრდი - შეყვარებულს მისივე დაქალის გამო დავშორდი.
- მერე? - გაუფართოვდა თვალები.
- არაფერი, ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს და მერე მაგასაც დავშორდი. ისინი ისევ მეგობრობენ.
- საძაგელი ხარ - გამიცინა.
- რატომ იცინი? წესით, უნდა მეუბნებოდე, ყველანი ერთნაირები ხართო და მაგდებდე აქედან.
- არა, არ ხართ ყველანი ერთნაირი... რახან ამ ყველაფერს ისე ყვები, როგორც ცოდვას, ესე იგი ნანობ.
- არც ისე. ორივესთან კარგად გავერთე და საბოლოო ჯამში, გულნატკენიც დიდად არ დარჩენილა.
- მაშინ, გაეთრიე ჩემი სახლიდან - ხელი ჭიშკრისკენ გაიშვირა სერიოზული სახით, მაგრამ დიდხანს ვერ მოითმინა, ისევ გაეცინა - მე კაცებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი ისტორია არ მაქვს. მითუმეტეს, ცოდვა.
- ზოგადად, ცოდვა? - ვკითხე.
- ჩემს ოჯახს აღარ ველაპარაკები და ალბათ, აღარც არასდროს დაველაპარაკები. მხოლოდ ბებიაჩემი მიყვარდა. ისიც, ამ დამპლებმა იმსხვერპლეს! - თქვა ზიზღით.
- მოკლეს? - გავოგნდი.
- არა. თუმცა, შეიძლება მკვლელობაც დავარქვა.
- რაა? როგორ?
- ჩემი მშობლების გამო მოკვდა. ისე მოიქცნენ, რომ მათმა საქციელმა გული გაუხეთქა. ეს იყო და ეს!
- მშობლებთან აღარასდროს დაბრუნდები?
- არა! აღარ დავბრუნდები! სადმე ვიმუშავებ, სწავლას გავაგრძელებ...
- რამდენი წლის ხარ? - გული შემიქანდა.
- ოცის - თქვა სიცილით - ორმოცი წლისას ვგევარ ხო?
- ოცდახუთის მეგონე - ისე ჩამწყდა რაღაცა, მე თვითონაც გამიკვირდა, რატომ მქონდა შინაგანად ასეთი ცუდი რექცია.
- იმდენი რამე გადავიტანე ამ ბოლო დროს, რომ ნაადრევად გავიზარდე, ამიტომ, ახალი პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის გაკეთების შანსი თუ მომეცა, აუცილებლად დავიბერებ თავს. სახელსა და გვარსაც შევიცვლიდი, პირად ნომერსაც და ვეღარავინ მიპოვნის.
- და რომ გიპოვნონ, რას გიზამენ?
- გამომაგდენებ ამ სახლიდან.
- რატომ, ეს ხომ ბებიაშენის სახლია? - ერთიანად ჩიხში შემიყვანა. ყველა კითხვაზე პასუხი მინდოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ნამდვილად არ იყო სესილის ცხოვრება.
- მაინც გამომაგდებენ. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.
- იქნებ, რამით დაგეხმარო?
- რითი უნდა დამეხმარო?
- სამსახურს გიშოვი - ვუთხარი გაბრწყინებულმა. - ჩემს მეგობარს მაღაზიათა ქასელი აქვს. რამეს გიშოვი. თან ნახევარ განაკვეთიანს და ანაზღაურებაც რომ ნორმალური იყოს.
- ბედნიერი ვიქნები მაგას თუ იზამ. ოღონდ, რამდენიმე თვის მერე თუ შეძლებ, რომ დამეხმარო, კარგი იქნება. ჯერ ვერ ვიმუშავებ.
- რატო? რა გჭირს? ავად ხარ?
- არა - ამოიოხრა და შემომხედა - ზემეტად ბევრი რამე გამომტყუე! ასე არ შეიძლება!
* * *
სესილის ძალიან შევეჩვიე. მეგობრები მსაყვედურობდნენ ხოლმე, სახლში თითქმის აღარ ხარ, სულ დაგვივიწყეო. მემგონი, ასეც იყო. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, მისი სურნელი, ღიმილი და ფაქტი, რომ რაღაც ამოუცნობი ტანჯვის მიუხედავად, ყოველთვის ხალისიანი იყო.
შევეჩვიე! ალბათ, დღე არ გავიდოდა, მისი ჭიშკარი, რომ არ შემეღო. მასაც აღარ უკვირდა ჩემი დანახვა. ჩვეულებისამებრ მიღიმოდა დანახვისთანავე...
- რაღაც უნდა გკითხო - ცოტა მერიდებოდა, მაგრამ თან სურვილი არ მასვენებდა.
- მკითხე - გამიღიმა და ჩემთვის გაკეთებული ჩაი დამისხა.
- შეიძლება პაემანზე დაგპატიჟო?
- პაემანზე? - გაუკვირდა.
- ჰო.
- სად?
- რესტორანში. ისეთი შევარჩიოთ, სადაც არც ერთი შენიანის გამოჩენის შანსი არ იქნება.
- კარგი - ცალი ტუჩი მაღლა აპრიხა და გვერდზე გაიხედა. უნდოდა, შეუმჩნეველი დამრჩენოდა მისი ღიმილი, მაგრამ მაინც დავინახე როგორ დასცდა ბაგეებიდან.
- ხვალ? - ვკითხე აწითლებულს.
- იყოს ხვალ.
- გამოგივლი საღამოს მანქანით და გაგიყვან.
- კარგი - კმაყოფილი ჩამომიჯდა გვერდით...
* * *

მეორე დღეს ლამაზი იყო. ქალღმერთივით ლამაზი. წითელი პომადა ესვა და წითელი კაბა ეცვა. თმა წელამდე ჩამოშლოდა, სახეზე კი ისეთი სხვივი დასთამაშებდა, მეგონა არაამქვეყნიურ არსებას ვუყურებდი. ადრე ალბათ 20 წლის გოგონას ჩემთვის შეუფერებელ ბავშვად ჩავთვლიდი(მე 30-ს ვუკაკუნებდი). მაგრამ, მემგონი ცხოვრებაში იმაზე მეტი ისტორია და გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული, ვიდრე მე მაქვს.
- უმშვენიერესი ხარ - ვუთხარი გაბადრული სახით.
სესილი ღიმილით დატრიალდა.
- ძალიან მომნატრებია გამოპრანჭვა. საუკუნეა, მაკიაჟი არ გამიკეთებია.
- მე ბუნებრივიც ძალიან მომწონხარ. ისე, ტუჩსაცხს ვერ ვიტან, მაგრამ შენ ძალიან გიხდება.
მართლაც, ყოველთვის მეგონა, რომ მაკიაჟიან ქალს როცა ვკოცნიდი, ტუჩსაცხი პლასტელინივით აიდღლიზებოდა და ჩემს ბაგეზე გადმოვიდოდა. თუმცა, სესილის კოცნა ახლა უფრო მომინდა, რადგან მისი წითელი ტუჩები მადისაღმძვრელად მიწვევდა.
ლამაზი საღამო გამოვიდა. ერთ რესტორანში წავიყვანე, სადაც ყველაფერი ძველ სტილში იყო გადაწყვეტილი - პიანინო, ხის სკამები და მრგვალი მაგიდები ორნამენტებით, საკერავი მანქანაც კი იდო ოთახის შუაგულში. სესილი თავისი თავბრუდამხვევი სილამაზით, ნამდვილ სამკაულად ერგებოდა აქაურობას.
ვახშმის მერე, გავისეირნოთო მთხოვა და იქვე, ლამაზ უბანს ჩავუყევით ფეხით. მკლავში ხელკავი გამიყარა. დარმწუნებული ვარ, ორივე ძალიან ბედნიერად გამოვიყურებოდით.
- პირდაპირი ტიპი ვარ და ბარემ ეგრევე გეტყვი, რომ მომწონხარ - გამოვუტყდი თავიდანვე.
თვალებში შემომხედა და გაეცინა.
- პირდაპირო ტიპო - ხელი ნაზად დამადო ლოყაზე. სასიამოვნო იყო მისი შეხება, უცნაურად დამიარა სხეულში ჟრუანტელმა. ისე არა, ქალის მიმართ რომ ვნება მაწვება და დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი, იმ წამსვე მისი სხეულით ტკბობას ვიწყებ. ეს ჟრუანტელი უფრო სხვაგვარი იყო - უსასრულო გრძნობებით სავსე, სამუდამოდ რომ მოგანდომებს ამ წამების გაგრძელებას, დროის გაშეშებას.
ტუჩებში ვაკოცე.
ეს არ ყოფილა, ფილმებში ნაზად რომ უახლოვდება მათი სახეები ერთმანეთს და შემდეგ მსუბუქად შეახებენ ხოლმე ბაგეს.
წელზე შემოვხვიე ხელი და მთელი ვნებით, სწრაფად მოვიზიდე ჩემკენ.
გარშემო თითქმის არავინ იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, არ გვადარდებდა. ორ თავნება, ემოციებისგან გაგიჟებულ თინეიჯერს დაინახავდნენ შუა ქუჩაში კოცნაობისას (თუმცა მე მხოლოდ ჩემი მოქმედებით ვარ თინეიჯერი, თორემ ასაკით, კაი ხანია, რაც ჩავუქროლე მაგ პერიოდს)...
- უსირცხვილოები - გავიგონეთ ბოლო სართულიდან ვიღაც მოხუცი ქალის ღრიალი.
ორივეს მაგრად გაგვეცინა. წამით დავაცილეთ ტუჩები, სულელურად გაღიმებული სახეებით ავხედეთ მოხუცს და მერე ისევ განვაგრძეთ კოცნა.
გზაში წვიმა წამოგვეწია. საოცრად რომანტიკული მომენტები გქვონდა, რადგან ჩემი პიჯაკი მოვაცვი, მერე სიმღერა დავიწყე და შუა ქუჩაში, როცა ყველა გარბოდა, ჩვენ ჩემი მუსიკის ფონზე ვცეკვავდით.
სმენა მქონდა, ხმა მემგონი არა. თუმცა სესილი ამბობდა, რომ ჩემი სიმღერა მისთვის ანგელოზის ძილისპირული იყო.
წარმოვიდგინე უცებ ჩემი თავი ანგელოზად... გამეცინა.
იმ საღამოს ჩემთან ავედით. გალუმპული ტანსაცმელი ერთმანეთს ძალიან სწრაფად შემოვაცალეთ ტანიდან და ისე შეერწყა ჩვენი სხეულები, თითქოს საუკუნის წინ, ერთმანეთითვის შექმნილი ორი სული ვიღაცამ დააცალკევა და მხოლოდ ამ სამყაროში იპოვნეს ერთმანეთისკენ მიმავალი გზა.
დილას, ჩემს მკერდზე მოკრული იყო, როცა გამეღვიძა. ცხოვრებაში პირველად გამეხარდა ვიღაცის ძილის ცქერა, სურვილი გამიჩნდა, მისთვის საუზმე საწოლში მიმეტანა.
- გღვიძავს - თქვა გაღიმებულმა და ტუჩებით დამიწყო ძებნა. თვალები ჯერ კიდევ, დახუჭული ჰქონდა.
- მღვიძავს - ვუპასუხე ჩურჩულით, ვაკოცე მთელს სახეზე და ბოლოს მის ბაგეებზე შევჩერდი. საკმაოდ დიდი ხნით.
მოულოდნელად სესილი წამოჯდა, რაღაცნაირი, უსიამოვნო სახე ჰქონდა. მერე წამოხტა და სააბაზანოში შევარდა.
- მშვიდობა გაქვს? - ვკითხე გაოცებულმა.
- კი - ყრუდ მიპასუხა.
რამდენიმე წუთში გამოვიდა საპირფარეშოდან. აჭრელებული სახე ჰქონდა და სასოწარკვეთილი მზერა.
- რა დაგემართა? - ვკითხე მე.
სესილიმ კაბა ჩაიცვა. ხმას არ იღებდა.
- რატომ არ მპასუხობ?
- ერთად ვეღარ ვიქნებით - მითხრა გადაჭრით. - არ შეგეფერები.
- რატომ? - მოულოდნელობისგან გამეცინა.
- უბრალოდ, არ შეგეფერები.
- ამიხსენი. მაგას მაინც ხომ ვიმსახურებ, რომ ამიხსნა? - გავბრაზდი. მასთან დაშორებას არანაირი მიზეზის გამო არ ვაპირებდი.
- გათხოვილი ვიყავი... უფრო სწორად... - ვეღარ ლაპარაკობდა. ცრემლები ერთიანად გადმოსცვივდა და სკამზე ჩამოჯდა.
ცხვირსახოცი მივეცი.
- განათხოვარი, რომ ხარ, მაგიტო არ შემეფერები? - გამეცინა.
- მომიტაცეს... მშობლები დამემუქრნენ, თუ წამოხვალ, უკან აღარ მიგიღებთო.
- შენ კი წამოხვედი.
- ვუჩივლე იმ კაცს.... დავაჭერინე... მისი ოჯახი მოსაკლავად დამსდევს, ჩემს მშობლებს ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდათ. ბებიაჩემმა ეს ყველაფერი რომ გაიგო, ჩემი უბედურების შემხედვარეს, გულის შეტევა მოუვიდა.
სესილის ჩავეხუტე მთელი ძალით.
- შენ ყველაზე შესაფერისი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს.
- ფეხმძიმედ ვარ - თქვა წყნარად.
ცოტახანს ვერ ვინძრეოდი. ისევ ვეხუტებოდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ვერ ვინძრეოდი.
- ქმრისგან? - სისულელე ვკითხე. არ ვიცი, რანაირად მქონდა მოლოდინი, თითქოს გუშინდელი ღამის მერე იყო ორსულად და ბავშვი ჩემი იქნებოდა.
- ქმარი არ ერქვა. ჯვარი არ დაგვიწერია, არც ხელი გვაქ მოწერილი. ჩვეულებრივი მოძალადეა!
- ანუ იმ კაცისგან?
- ჰო... აი, ამიტომ არ შეგეფერები.
თქვა და სახლში გავიდა.
სახტად დავრჩი. ლაჩრულად მოვიქეცი ალბათ, წასვლის უფლება რომ მივეცი, მაგრამ მართლა ძალიან დიდი გაუგებრობა ტრიალებდა ჩემს გონებაში.
ცოტახანს უნდა მეფიქრა.
ფიქრი გამეწელა.
ჩუმად ვუთვალთვალებდი ხოლმე, როგორ ფენდა სარეცხს(როგორც ყოველთვის).
როგორ რეცხავდა.
გვიდა.
საჭმელს აკეთებდა და მუცელი ეზრდებოდა.
საღამოობით დაბალ ხმაზე უკითავხა ხოლმე ზღაპრებს. მაგრამ მე მაინც მესმოდა.
მემგონი ერთად ვიძინებდით ხოლმე მე და ის ბავშვი, მუცელში რომ ჰყავდა.
ერთხელ, მაღაზიიდან მოდიოდა. რაღაცეები მოჰქონდა პარკით და ვერ მოვითმინე, მისკენ გავიქეცი, გამოვართვი.
- არაა საჭირო - თქვა გაბუსხულმა.
- საჭიროა - ვუპასუხე მე.
მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ფეხმძიმე ქალი ყველაზე ლამაზიაო. გასაგიჟებლად ლამაზი იყო.
- ჩემზე ნაწყნი ხარ? - ვკითხე.
- არა, რას ამბობ - შეიცხადა. არადა, ვის არ ეწყინებოდა მის ადგილას? ისე თუ გიყვარს ვინმე, ფეხმძიმე აღარ უნდა გიყვარდეს? თუ რა ჯანდაბა მივქარე?
- ჩაის დამალევინებ? - ვკითხე მის კართან როცა მივედით.
- კი - მიპასუხა და შემიპატიჟა. კაცის მაისური ეცვა, ცოტა ვიეჭვიანე.
- რა გაცვია? - ვკითხე უგუნებოდ.
- ბებიაჩემის ნივთებში იყო. პაპაჩემისაა - მიპასუხა პირდაპირ.
- გიხდება - გადამიარა ეჭვიანობამ.
- ჰო, გამხდარი პაპა მყავდა.
- არა, მაისურზე არ ვამბობ. მუცელი გიხდება - გამოვუტყდი.
ოდნავ შერცხვა და დაბლა დაიხედა.
- მემჩნევა?
- არც ისე, მაგრამ მე რომ ვიცი, ვამჩნევ.
- მალე ვეღარაფერში ვერ ჩავეტევი - ამოიოხრა და ჩაი დამისხა. მერე გვერდზე მომიჯდა.
- შეიძლება ვნახო? - არ ვიცი, რატომ მომინდა.
- მუცელი?
- ჰო.
- ნახე.
ტანსაცმელი მუცელთან გადავუწიე. ოდნავ ამობურცვოდა. უცნაური იყო.
ხელის შეხებაზე ნებართვა არ მითხოვია. ნაზად დავადე ხელი.
- რამეს გრძნობ? - ვკითხე დაბნეულმა.
- ოდნავ... და რაც უფრო ვგრძნობ, მით უფრო მეშინია.
- ნუ გეშინია - გამეღიმა. მისი მუცლისთვის თვალი არ მომიშორებია, არც ხელი.
- სასიამოვნო შეგრძნებაა.
- ბავშვი?
- ბავშვიც და შენი ხელიც - თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. ტანსაცმელში შევუმალე ისევ მუცელი, რომ არ შესცივნოდა. ხელი მუცელზევე დავტოვე. ასე ვიჯექი გაუნძრევლად ნახევარი საათი, არ ვიცი, ამას რატომ ვაკეთებდი, თუმცა მსიამოვნებდა.
ცოტახანში თავისი ხელი შემოაცურა და ხელზე დამადო.
კიდე კაი ხანი ვისხედით ასე. ვგრძნობდი, რომ ცხოვრების ტვირთს ვუმსუბუქებდი, მაგრამ ადვილი არ ყოფილა მისი ტვირთის გადმონაწილება.
- უნდა წავიდე, ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი - ვუთხარი და გამოვედი.
შემეძლო, მასთან დავრჩენილიყავი. მემგონი, თავს უკეთ იგრძნობდა, ნაკლებად შეეშინებოდა, მაგრამ როცა ჩვენი ხელებისა და მისი მუცლის სითბო ერთმანეთს ერწმოდა, გულის ადგილას რაღაც უხილავი ისე გამიტოკდა, რომ ერთიანად ავკანკალდი. შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, რადგან ბევრი რამე ვიგრძენი იმ წამს.
ორი დღე აღარ მინახავს სესილი. თავს ვარიდებდი, საშინლად ვიქცეოდი, მაგრამ მეშინოდა, რადგან ისევ ვგრძნობდი. მის ხმაზე მიყურადებულს მეძინებოდა ხოლმე, ხელის გულზე კი კვლავ ვგრძნობდი პატარა, ამობურცული მუცლის სითბოს.
მესამე დღეს, შუაღამე იქნებოდა, როცა ფაჩუნი გავიგონე მისი სახლის ეზოში.
შემეშინდა, ვიფიქრე, მაგისიანებს არ ეპოვნათთქო და აივანზე გავედი, რომ მენახა, რა ხდებოდა.
არაფერი საგანგაშო. უბრალოდ, აქეთ-იქით დადიოდა ნერვიულად.
- სესილი, რა ხდება? - ვკითხე შეშფოთებულმა.
- თავი დამანებე! - დამიყვირა და სიარული განაგრძო.
- ცუდად ხარ? თუ არ მეტყვი, აქედან გადმოვძვრები და მანდ მოვალ.
- არ ვარ ცუდად.
- აბა, რა გჭირს?
- რაღაცა მინდა და არ ვიცი რა - ამოიოხრა, მერე ზურგი შემაქცია და ისე დადგა.
- მებუტები?
არ მიპასუხა.
- საჭმელი თუ რამე სხვა გინდა? - ვკითხე სიცილით.
- საჭმელი - ჩაიბურტყუნა ზურგით მდგომმა.
- ტკბილი?
- ჰოო - მემგონი, ცოტაც და იტირებდა.
სახლში შემოვედი. მივქექ-მოვქექე მაცივარი. მე დიდად არ მიყვარდა ტკბილეულობა და ამიტომ, ვერაფერი ვიპოვნე. მერე 24 საათიან მაღაზიაში შევვარდი. შოკოლადები, ბანანები და კიდევ რაც მესიმპათიურა, ყველაფერი ვუყიდე.
მის კართან ავიტუზე.
- გამიღე კარი.
გააღო.
ტკბილეულით სავსე პროდუქტით ისე შევვარდი, მისი ნაწყენი მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მერე სამზარეულოში ამოვალაგე ყველაფერი.
- შენთვის არაფერი მითხოვია - გულხელი დაიკრიფა გაბრაზებულმა.
- მე მინდა, რომ არაფერი გაკლდეს და ყველაფერი გქონდეს, რაც მოგინდება - გამოვუტყდი აღელვებული.
- მე მინდა, რომ.... - ცრემლები მოერია და ხმა ჩაუწყდა - მე მინდა, რომ ჩამოყალიბდე და ან თავი დამანებო, ან არ დამანებო - თქვა ტირილით - იცი რა ძნელია? ხან მოხვალ, ხან წახვალ. მერე მუცელზე მომეფერები, მერე ისევ გაქრები. რა წესია? ახლა განსაკუთრებით ემოციური გავხდი და თუ წახვალ, სამუდამოდ წადი! გთხოვ. ნურაფრის იმედს ნუ დამიტოვებ! - ასლუკუნდა.
მერე მკერდიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი მოიწმინდა.
სახე დავუჭირე, მაგრად ჩავიხუტე და ყელში ვკოცნიდი გაგიჟებული.
- მაპატიე, ნუ ტირი - ვევედრებოდი - არსად წასვლას არ ვაპირებ.
- წახვალ, მაინც წახვალ და დამტოვებ- ტირილით იგუდებოდა.
- ღმერთო ჩემო - გულში ჩავიკარი. იქამდე ვიყავი მასზე მიკრული, სანამ არ დაწყნარდა.
ცოტახანში, ცრემლები მოიწმინდა და ნუტელას ქილა გახსნა.
- რა გაჭამო? - მკითხა მოუთმენელი მზერით.
- არაფერი. - გამეღიმა.
მხოლოდ მას ვუყურებდი. პატარა ბავშვივით ჭამდა - გემრიელად, მადისაღმძვრელად. ოთხი ბანანისა და შოკოლადის კარაქის ნახევარი ქილის შეჭმის შემდეგ, ბედნიერად შემომხედა.
- ძალიან ღორი ვარ?
- ყველაზე ლამაზი ხარ!
წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. პატარა ტახტზე ვიჯექი, თავზე დამადგა. თავი მის სხეულს მივიხუტე, თან ხელები დავუკოცნე.
საშინლად მომნატრებია.
იმ ღამით, რამდენჯერმე მამღერა თავისთვის და ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, შევუსრულე თხოვნა, მერე ზღაპარი წაუკითხა პატარას და მის საწოლზე ჩამეძინა ყველაზე ტკბილი, ღრმა ძილით. საბანი დამაფარა, თვითონაც შემოიმალა ამ საბანში.
იმ დღის მერე, მე და იმ ბავშვს, რომელიც მუცელში ეჯდა, ერთნაირად აღარ შეგვეძლო სესილის გარეშე ყოფნა.
სამსახურიდან მოსული, ტკბილეულით დატვირთული მივდიოდი ხოლმე მასთან.
- პირველ თვეს, მოშორება მინდოდა - გამიმხილა ერთ საღამოს - მეშინოდა, სულ მარტო ვიყავი და მამამისიც მძულდა.
- მერე?
- აბორტის გასაკეთებლად მისულმა, ექოზე მისი გულისცემა გავიგონე. წამოვხტი და გამოვიქეცი. - გაეცინა სესილის - რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ბიოლოგიური მამა. ძალადობისკენ მიდრეკილება გენეტიკურად არ გადადის, ხომ მართალია?
- რა თქმა უნდა! - ამაში მართლა დარწმუნებული ვიყავი.
მეხუთე თვემდე თითქმის არ დასჭირვებია დიდი ზომის ტანსაცმელი, მაგრამ მერე უკვე შესამჩნევი გახდა და არ ვიცი, რატომ მომანიჭა ამან დიდი სიამოვნება, თუმცა სამსახურის მერე მაღაზიაში გავედი, რამდენიმე კაბა, თბილი შარვალი და ჯემპრები ვუყიდე. სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა საჩუქრები რომ გახსნა.
- შემდეგ კვირას შენ წაგიყვან და რაც მოგეწონება, აარჩიე - ვუთხარი და თმაზე ვაკოცე.
- გარეთ გასვლა ჩემთვის ზედმეტად სარისკოა. შენს გემოვნებას ვენდობი.
ზოგჯერ, რაღაცის შეეშინებოდა ხოლმე, შუაღამისას კივილით იღვიძებდა და სანამ არ რწმუნდებოდა, რომ ნამდვილი ვარსებობ, რომ მისი სიზმარი არ ვარ, იქამდე ვერ წყნარდებოდა.
ერთხელ კი პირიქით, მე მომიწია მისი გამოღვიძება. წყლის დასალევად ავდექი, მერე ისევ მივუწექი გვერდით და უეცრად რაღაც შეირცხა. მისი მუცელი რამდენიმე ადგილას საგრძნობლად გამოწეულიყო.
- სესილი, სესილი - შევანჯღრიე.
- რა მოხდა? - მკითხა და უეცრად თვითონ გაშეშდა. - გრძნობ? - მკითხა გაქვავებული სახით.
- ვერა, მე მხოლოდ ვხედავ.
- ღმერთო, მოძრაობს - სიხარულისგან ბრწყინავდა, მუცელზე ხელს ისმევდა და ბედნიერი შემომცქეროდა.
- გტკენს?
- არა, არ მტკენს. ხელი დამადე.
ოდნავ ვორჭოფობდი, მაგრამ თვითონ მიმადებინა ხელი. მემგონი, სესილიზე მეტად ჩემზე იმოქმედა. რაღაცნაირად შევქანდი, ხელი მაგრად მივაბჯინე.
- მოძრაობს - ძლივს ამოვღერღე.
- ჰო ლუკა, მოძრაობს - წვერზე ტუჩებით მომეფერა და საწოლზე თვალებაციმციმებული დაწვა.
იმ ღამით ასე ჩამეძინა. ხელი არ მომიშორებია მისი მუცლიდან.
დამესიზმრა თითქოს ბიჭი დაიბადა და იმ საზიზღარმა კაცმა წაიყვანა ორივე - ბავშვიც და სესილიც.
დილით გაოფლიანებული წამოვჯექი საწოლიდან.
- რა გჭირს? - მომეხუტა ახალგამოღვიძებული სესილი.
- რაღაც ვნახე... კოშმარი.
- გინდა მომიყვე?
- არა, დაძინება მინდა ისევ. ოღონდ თქვენთან ერთად.
მკერდზე დავიწვინე თავისი მუცლიანად.
კოშმარი აღარ დამსიზმრებია.
ამის მერე, რაღაც ძალიან მომინდა და ექოზე წავიყვანე. ვფიქრობ, ყოველ თვე უნდა მეტარებინა. აქამდე თუ უცოდინრობისგან მივქარე, შემდეგ თვეებში აღარ ვიზამდი.
მეც გავიგე გულისცემა, სქესი არ ათქმევინა სესილიმ, მაგრამ ბიჭი დამესიზმრა და ბიჭს ვფიქრობდი.
მანქანაში ვისხედით და სახლში მივდიოდით, როცა მოულოდნელად წამომცდა:
- აქამდე არ მითქვამს, რომ მიყვარხარ?
- არა, არ გითქვამს - თვალცრემლიანმა გამომხედა. ისეთ რამეებზე ეტირებოდა, რომ ეს აღარ გამკვირვებია.
- მიყვარხარ - ვუთხარი და ცალი ხელი მუხლზე დავადე, მერე მუცელზე ავაცურე.
- მეც... შენი გაცნობის დღიდავნე მეშინოდა, რომ დაგკარგავდი.
- მეც მეშინოდა -გამოვუტყდი.
ხელზე ხელი დამადო.
უკვე არც ერთს აღარ გვეშინოდა.
* * *
ჩემთან იყო სახლში. მუცელზე ქათმის სალათით სავსე თეფში ედო და ტელევიზორში რაღაც ბანალურ სერიალზე ღვრიდა ცრემლებს, როცა წამოიკვნესა, ჩემი სახელი რამდენჯერმე დაიძახა.
მე სააბაზანოდან თითქმის საპნიანი გამოვვარდი.
- დაგეწყო?
- დამეწყო, მაგრამ მიდი, გაიმშრალე და ნელა წავიდეთ. ჯერ ვუძლებ - თქვა სიცილით - მთელი ღამის საავადმყოფოში გატარება არ მინდა, ბარემ სამ თითზე მაინც გაიხსნას.
- რაზე გაიხსნას? - ვკითხე შეშფოთებულმა.
- არაფერი, ასე ეძახიან. მიდი, გადაივლე - დამაწყნარა და სააბაზანოში შემაბრუნა.
როცა გამოვედი, უცნაური სურათი დამხვდა - ტახტზე ზურგით იჯდა.
- რა ხდება? ისევ გამებუტე? - გული გამისკდა. თან ეგეთი ჯდომა ლოგიკურად ვერც ერთ უბედურებას ვერ დავუკავშირე.
- ასე უფრო კომფორტულად ვარ - თქვა კვნესით. - დამზილე რაა, გეხვეწები.
ნახევარ საათს ვზელდი. მერე, ცოტახანი ჩაეძინა და ბოლოს თვითონაც მიხვდა, რომ მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა.
საავადმყოფოში ყოფნის მომენტების ყველა კადრი მერევა გონებაში. ისეთი რამეები ვიხილე, ვერასდროს რომ ვერ წარმომედგინა. არადა, მეგონა გამოცდილი კაცი ვიყავი და ცხოვრება ნანახი მქონდა.
მხოლოდ ის მახსოვს ნორმალურად, რომ ხელზე მიჭერდა ძალიან ძლიერად სესილი და ჩემი ყურება იმ ტკივილიან მომენტებშიც ამხნევებდა.
მერე რაც მოხდა, ყველაფერი კარგად მახსოვს.
„დისქავერზე“ რომ ბუნების საოცრებებს ვუყურებდი ხოლმე პირდაღებული, იმაზე მეტად დამაღებინა პირი ყველაზე დიდმა საოცრებამ. ჯერ წითელი და უშნო იყო, შემაწუხებლად ღნაოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვიფიქრე, რომ უკეთესი არასდროს არაფერი მენახა.
- ბიჭია - მითხრა სესილიმ.
მის მკლავებში მოქცეული ბავშვი რამდენიმე წამში დამშვიდდა.
- ლამაზია - ვიცრუე, მაგრამ მაინც მაღიმებდა მისი დანახვა.
- რა დავარქვა? - მკითხა მან.
რატომღაც მამაჩემის სახელი გამახსენდა. ცოტა ძველმოდური იყო, თუმცა ჩემი შვილისთვის მინდოდა მისი დარქმევა თუ მეყოლებოდა ოდესმე. მემგონი, შესაფერისი მომენტი იყო...
- ლაზარე? - ვკითხე ფრთხილად.
- ლაზარე? მომწონს... ლაზარე - გაიმეორა ღიმილით.
- მინდა, რომ დავიჭირო - ჯადოსნობით მოხიბლული სახე მქონდა იმ წამებში.
ბავშვი კმაყოფილმა მომაწოდა და მეც დავიჭირე.
პატარა ხელები ჰქონდა, პატარა ცხვირი.
ძალიან ძლიერად ამიძგერდა გული, წამით მეგონა, რომ ცუდად ვხდებოდი და შემეშინდა, ბავშვი არ დამვარდნოდა.
- დაბადების მოწმობაში რა გვარი მივუთითოთ? - იკითხა ექიმმა.
- დუმბაძე - ვთქვი დაუფიქრებლად.
- შენი გვარი? - გაისმა თვალცრემლიანი სესილის ხმა. ალბათ ცოტახანს კიდევ იქნებოდა ისეთი ემოციური, როგორც ფეხმძიმობისას.
- ჰო, მამის გვარი... არა? - ისე ვკითხე, ბავშვისთვის თვალი არ მომიშორებია.
- მამის გვარი - დამიდასტურა სლუკუნით. - ოდესმე მითქვამს, რომ ჩემი მზის სხივი ხარ?
- არ გითქვამს - გამეღიმა.
- შენ ჩემი მზის სხივი ხარ ლუკა!
მერე, მე და ბავშვს ერთდროულად ჩაგვეხუტა. ძალიან ბედნიერები ვიყავით სამივე. ალბათ ასეთი მომენტებისთვის ღირს სიცოცხლე.

დიდი კულიმინაციური მომენტები არ ყოფილა, რაღაც ასეთი მოთხრობის დაწერის „მუღამზე“ ვიყავი. მინდოდა, უბრალო ამბავი ყოფილიყო და ყველაფერი წყნარ ტემპში განვითარებულიყო, არ ვიცი, რატომ. скачать dle 11.3




№1 სტუმარი kibo

#blue whale

 



№2 სტუმარი Guest

თბილი და ტკბილი წასაკითხი იყო,ანა!❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი lanashka

sikvaruli xar chemi <3 <3 matbobs xolme sheni motxrobebi da neta icode ramdenjer damtenebia amat kitxvashi ise ro verc vamchnev <3 saocreba myavxar da mixaria ro gipove:** ^__^

 



№4  offline მოდერი TeddyBear

გამათბო, საოცარი ისტორია იყო საოცარი პერსონაჟებით ❤
არ ვიცი როგორ გითხრა რაღაცნაირი გრძნობა დამიტოვა სითბოს მაგვარი ^^
ოფიციალურად ვაცხადებ რომ შენზე შეყვარებული ვარ, უმაგრესი გოგო ხარ! ❤

 



№5 სტუმარი Guest თამარი

შესანიშნავი იყო, პატარა თბილი სიყვარულით და სითბოთი სავსე გრძნობა. ლუკას ქმედება ძალიან კარგად მესმის რომ დაიბნა. ყველა მასე მოიქცეოდა მის ადგილზე. და მისი ქმედება კი სრულებით შესანიშნავი იყო ბავშვისადმი. ხოლო სესილი ძალიან ძლიერი გოგოა რომ 20 წლოს ასაკში ამდენ ტკივილს გაუძლო. და ბოლოს მაინც ორივე ბედნიერები დარჩნენ. მიყვარს მე ასეთი ისტორიები ❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest
თბილი და ტკბილი წასაკითხი იყო,ანა!❤️❤️❤️

მადლობა :*
lanashka
sikvaruli xar chemi <3 <3 matbobs xolme sheni motxrobebi da neta icode ramdenjer damtenebia amat kitxvashi ise ro verc vamchnev <3 saocreba myavxar da mixaria ro gipove:** ^__^

დიდი მადლობა <3 ძალიან მაბედნიერებ!
TeddyBear
გამათბო, საოცარი ისტორია იყო საოცარი პერსონაჟებით ❤
არ ვიცი როგორ გითხრა რაღაცნაირი გრძნობა დამიტოვა სითბოს მაგვარი ^^
ოფიციალურად ვაცხადებ რომ შენზე შეყვარებული ვარ, უმაგრესი გოგო ხარ! ❤

ჰაჰაჰაააა, სიყვარულითვე გიპასუხებ, ცალმხრივი გრძნობისთვის არ მემეტები :დდ <3

Guest თამარი
შესანიშნავი იყო, პატარა თბილი სიყვარულით და სითბოთი სავსე გრძნობა. ლუკას ქმედება ძალიან კარგად მესმის რომ დაიბნა. ყველა მასე მოიქცეოდა მის ადგილზე. და მისი ქმედება კი სრულებით შესანიშნავი იყო ბავშვისადმი. ხოლო სესილი ძალიან ძლიერი გოგოა რომ 20 წლოს ასაკში ამდენ ტკივილს გაუძლო. და ბოლოს მაინც ორივე ბედნიერები დარჩნენ. მიყვარს მე ასეთი ისტორიები ❤

მიხარია, რომ მოგეწონა <3

 



№7  offline წევრი Indigo

გითხარი ხო უკვე, რო ვგიჟდები შენ ისტორიებზე?
--------------------
მეშინია...

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Indigo
გითხარი ხო უკვე, რო ვგიჟდები შენ ისტორიებზე?

მემგონი კიი, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა smile heart_eyes heart_eyes

 



№9 წევრი შამხათი

რა სითბო და სიტკბო იყო, ამატირე...მიყვარს შენი ისტორიები და ასეთი კარგი ამბები..

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შამხათი
რა სითბო და სიტკბო იყო, ამატირე...მიყვარს შენი ისტორიები და ასეთი კარგი ამბები..

dzalian didi madloba sayvarelo ❤️❤️

 



№11 სტუმარი Grey

usayvarlesi pawawuna istoria iyo

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Grey
usayvarlesi pawawuna istoria iyo

ვაიჰ <3 მადლობა heart_eyes

 



№13  offline მოდერი ენემი

სიკალულოოო

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ენემი
სიკალულოოო

ცაკალელოოოო heart_eyes

 



№15  offline წევრი BidBif

რა კარგი იყო სიამოვნებით წავიკითხე❤❤❤
სულ მეგონა რამე დაემართებოდათ მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა❤❤ კარგი ხარ❤❤ ძალიან კარგი❤❤
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებას❤❤

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
რა კარგი იყო სიამოვნებით წავიკითხე❤❤❤
სულ მეგონა რამე დაემართებოდათ მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა❤❤ კარგი ხარ❤❤ ძალიან კარგი❤❤
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებას❤❤

ვაა, გამახარე რო მოგეწონა <3
ცოტა მეეჭვება ამის გაგრძელება, მაგრამ შეიძლება ეგეც იყოს

 



№17 სტუმარი Guest keke

Saocari iyo <3 guli amichuydaa <3

 



№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest keke
Saocari iyo <3 guli amichuydaa <3

მადლობაა ^_^

 



№19 სტუმარი Guest nako

ნეტავ ყველა კაცი მასეტი იყოს

 



№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest nako
ნეტავ ყველა კაცი მასეტი იყოს


სხვატაშორის, ბევრს ვწერ იდეალურ კაცებზე და იმედი მაქვს, რომ მკითხველს დააფიქრებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent