შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

წართმეული სისპეტაკე თავი მეათე


17-09-2017, 14:33
ავტორი -venus-
ნანახია 1 275

წართმეული სისპეტაკე თავი მეათე

საავადმყოფოს მიმღებში იჯდა, განადგურებული სახე ქონდა, ხელები თმებში შეეცურებინა და შუბლი ხელის ბალიშებზე ედო, ნერვიულად ქანაობდა, წინ და უკან... ნოეც იქ იყო, ტატიანაც და მარიამიც... პალატაში იწვა თიკა, ნერვიულობდა, ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ ბავშვი დაეკარგა... ექიმები ჯერ არაფერს ამბობდნენ, ერთადერთი რისი თქმაც შეეძლოთ, ეს გამხნევება იყო სიტყვებით : „ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი არ ინერვიულო, ეს უარესია.“ ცოტახანში მთავარი ექიმი შემოვიდა... გოგონას თბილად გაუღიმა, ექთანს რაღაც ანიშნა, თიკა ბორბლიან სავარძელზე გადმოიყვანეს, საშინლად ტკიოდა მუცელი... პალატიდან გამოიყვანეს, მისაღებიც უნდა გაეარათ, ეხოსკოპიის ოთახში რომ შეეყვანათ... თოკო მისი დანახვისას წამოხტა, მივარდა, მუხლებზე დაემხო და ხელებს უკოცნიდა...
- მითხარი რომ ის არ მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინია... მოვკვდები გესმის? საშინელი დასანახავი იყო...
- არ ვიცი თოკო, ახლა მივყავარ ეხოსკოპიაზე... ნამტირალევი ხმით უთხრა... მათი დიალოგი სხვანაირი იყო, სხვანაირად უმზერდნენ ერთმანეთს, უცხოს რომ დაენახა, ორი მოსიყვარულე ადამიანი იყო მათ წინ, ცოლ-ქმარი რომელსაც უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი, თმცა სინამდვილეში ხომ ასე არ იყო...
- გეხვეწებით, ყველაფერი გააკეთეთ რომ ბავშვი გადარჩეს... ამჯერად ექიმს მივარდა, რომელიც თიკას უკან იყო...
- დამშვიდით, ყველაფერს ვიზავთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია...
- არა!!! უფრო მეტი უნდა გააკეთოთ! დაიგმინა თორნიკემ, გამწარებული იდგა და თვალებიდან ცრემლები ზდიოდა...
ნოე მოვიდა, თორნიკეს მკლავში ხელი წაავლო და დასაწყნარებლად იქაურობას მოაშორა... ძმის ხელებში ფართხალებდა მაინც, განწირული ღრიალებდა, თიკასკენ იწევდა, მაგრამ ამაოდ...
თიკას გული მოუკვდა, უარესად განადგურდა თორნიკეს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, გული მოულბა, ნდობა და სითბო ჩაეღვარა გულში...
ოთახში შეიყვანეს, თეთრი იყო ყველაფერი, გრძელი საწოლი იდგა კედელთან, მის გვერდით კი ეხოსკოპიის აპარატი, მონიტორი მის პირდაპირ იყო ჩამოკიდებული, პაციენტს რომ კარგად დაენახა ყველაფერი...
შარვალი გაიხსნა, ხელები უკანკალებდა. ბოქვენის ძვლამდე ჩაიწია და ექიმს საცოდავი თვალებით შეხედა, თვალებშივე ჩანდა ის მუდარა და თხოვდა, ბავშვი გადამირჩინეთო...
გიდენოკოლგამა სავარძელი დაიკავა, მუცელზე ცივი ბლანტი სითხე დაასხა და საქმეს შეუდგა... ნელ-ნელა ათვალიერებდა, თიკა კი ხელ-ფეხის კანკალით უცდიდა ექიმს...
გამოჩნდა, პაწაწინა ემბრიონის ფორმა, რომელიც მოუსვენრად ფართხალებდა, აქნევდა თავის პაწაწინა ხელ-ფეხს... თიკას თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ამოისუნთქა და ცრემლებს წამოსვლის უფლება მისცა... თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს...
- ყველაფერი რიგზეა, ხომ გეუბნებოდით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. გამოკვლევის შემდგომ ექიმმა ლაპარაკი დაიწყო...
- ანუ არაფერი ჭირს ხომ? კი მაგრამ ის რა იყო... საშინლად მეტკინა მუცელი... გახსენებაზეც კი მოეჭმუხნა სახე...
- ეგ, ასე ვთქვათ გაფრთხილება იყო. ეგეთი მოძრაობები არ შეიძლება ქალბატონო თიკა ორსულობის პერიოდში... ეცადეთ ნელა იმოძრაოთ, რადგან საგრძნობლად არ გაქვთ მუცელი წამოზრდილი ნუ გავიწყდებათ რომ, თქვენს მუცელში პაწაწინა ცოცხალი არსებაა რომელსაც ჭირდებით...
- გასაგებია, ვფიცავ მეტს, მაგდაგვარს არაფერს ვიზავ... ძალიან მოვუფრთხილდები... შეშინებული საუბრობდა თიკა...
- ძალინ კარგი, მიხარია... 12 კვირის და 3 დღის ხართ, ბავშვი 105 გრამია... გულიც ცემაც ნორმალურია, წ....ბი საკმარისია... მოკლედ, თავს გაუფრთხილდით... სანდომიანად გაუღიმა გინეკოლოგმა...
- სქესი? ჯერ ადრეა? დაინტერესდა თიკა...
- საბოლოო პასუხისთვის ჯერ ცოტა ადრეა, თუმცა თუ გვაჩვენებს შემიძლია გითხრათ გოგოა თუ ბიჭი, გნებავთ?
- დიახ, რათქმაუნდა... გაუხარდა თიკას...
- კარგით, მაშინ დავიწყოთ...
- უკაცრავად, ერთი წუთით თუ შეიძლება, შეაჩერა ექიმი...
- რა მოხდა? დაიძაბა...
- გარეთ ვინმე მელოდება? სასოწარკვეთილი ხმით იკითხა.
- დიახ, ყველა. მეუღლე დედა და მეგობარი...
- მეუღლე? რაღაცნაირი გრძნობით იკითხა, ანუ, მან თქვა რომ თიკას მეუღლეა... გაუკვირდა, თუმცა სხვანაირად არც მოელოდა...
- დიახ, ბატონი თორნიკე... დავუძახო?
- კი, მინდა რომ აქ იყოს, როდესაც სქესს გვეტყვით...
ექიმი წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა...
თოკო დერეფანში იჯდა, თუ ამას ჯდომა ერქვა, ყოველ წამს დგებოდა და იქითკენ იყურებოდა საითაც თიკა ყავდათ შეყვანილი... ახლაც როცა წამოდგა და გაიხედა, ექიმი დაინახა, მათკენ მიმავალი. წამში მასთან გაჩნდა და შეშინებული, ანერვიულებული და განადგურებული სახით მიაყარა კითხვები...
- ექიმო, რახდება? კარგად არიან? ბავშვი ხომ გადარჩა?
- დამშვიდდით, ყველაფერი რიგზეა, ქალბატონი თიკა თქვენ გიხმობთ, სურს რომ მის გვერდით იყოთ... თოკო უცებ გაჩერდა, ყველა ემოცია მოიშორა სახიდან, მოლოდ ერთადერთი შეიტოვა, გაოგნება... შემდეგ სიხარულიც გამოესახა, უხმოდ მიჰყვა ექიმს და როცა კაბინეტში შევიდნენ, მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახა. ორივე ჩუმად იყო, მაგრამ თვალები საუბრობდნენ...
- ექიმი სქესს გვეტყვის, მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი და შენც ისეთივე სიხარული გეგრძნო,როგორსაც მე ვიგრძნობ... ხმადაბლა ჩამოაყალიბა თიკამ...
თოკოს ხმა არ ამოუღია, მასთან ახლოს მივიდა, გვერდზე ჩამოუჯდა და თავი მის თმაში ჩამალა... ღრმად აისუნთქა, ფილტვებში თიკას სუნი გაიჟღინთა... გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და ბედნიერების ღიმილი აიკრო სახეზე...
- მადლობა... ხმადაბლა ჩასჩურჩულა გოგონას... თიკამ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო თუარა მაშინვე ამოიბურცა კანზე პაწაწინა კოპლები... ბუსუსები ყალყზე დაუდგა... მთლიან სხეულზე ტაომ დააყარა... თოკოს ისევ მის თმაში ქონდა სახე, თიკამაც მიატრიალა მისკენ და ერთმანეთის სახეები ძალიან ახლოს მოექცნენ... თვალებში ჩახედა თოკოს, შემდეგ ცოტათი წამოიწია და ტუჩის გვერდით, ახლად ამოსულ წვერზე აკოცა... თოკომ ღრმად დაიწყო სუნთქვა... შეეტყო აღელვება...
- არაფრის... მანაც ისევე ჩასჩურჩულა როგორც, თოკომ წამის წინ...
ექიმი თავის საქმეს აკეთებდა... ყველა ფორმაში დაათვალიერა ბავშვი... 4D ეხოსკოპიით ათვალიერებდა. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა იკადრა პაწაწინამ რომ გამოეჩნა მისი ავლადიდება და ექიმსაც ღიმილი მოგვარა სახეზე...
- აბა, მზად ხართ? ორივე მონიტორს უყურებდა, თვითონაც სურდათ დაენახათ, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდნენ...
- რათქმაუნდა... თოკომ წამოიწყო...
- გული მიგრძნობს რომ გოგოა, ან ძალიან მინდა რომ გოგო იყოს და იმიტომ... სანამ ექიმი რა მეს იტყოდა მაშინ თქვა თიკამ...
- მაშინ გილოცავთ... გოგოა... სიცილით უთხრა ექიმმა...
საოცარია იყო დედა, გრძნობდე შენში პატარას და იცოდე რომ ის შენი ნაწილია, შენ ჭირდები, შენი იმედი აქვს...
თოკო ძალიან გახარებული იყო, - ორი ულამაზესი გოგო მყავს... თავისთვის იმეორებდა და თიკას მუცელზე ხელს უსვამდა...
თოკო გავიდა კაბინეტიდან... თიკას დაელოდა სანამ, მოწესრიგდებოდა და გამოვიდოდა... გამაყუჩებელი დაალევინეს ისევ , სახლში მხოლოდ იმ პირობით გაწერდნენ თუ იგივეს არ გაიმეორებდა... ტკივილი, ნელ-ნელა უმსუბუქდებოდა...
გრძელი დერეფანი ერთად გაიარეს, მაინც წიწკნიდა ქვემოთ რაღაც, ამიტომ ნელა დადიოდა, ხელით კი თორნიკეს ეყრდნობოდა... გარეთ მომლოდინეებთან, მალევე მივიდნენ და ყველას ახარეს რომ ბავშვი კარგად იყო... სათითაოდ ეხვეოდნენ თიკას... ნოე ბედნიერი სახით იდგა და ღიმილით უყურებდა მათ... მისი ჯერი რომ დადგა, ახლოს მივიდა, ჩაეხუტა და ბედნიერება უსურვა... უცებ გატრიალდა და წავიდა, ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს...
თოკოს ეს არ გამოპარვია, თუმცა ახლა მისი თავი არ ქონდა... ბედნიერებისაგან ადგილზე ცქმუტავდა, ხან თიკას ეხვეოდა, ხანაც ტატიანას...
ბოლოს ძლივს წამოვიდნენ იქიდან, მანქანაში მოთავსდა ყველა, თოკოსთან მიდოდნენ აღსანიშნავად, რომ ყველაფერი კარგად იყო...

***
- ბიჭო, რავახარ ეე? დაბოხებული ხმით იკითხა...
- რავიცი, ახლა ნორმალურად რა!
- რახდება რო?
- ბიჭო ჩემი რძალი გახდა ცუდად და გვეგონა ბავშვი დაკარგა, ახლა ყველაფერი კარგადაა, რას შვები შენ?
- მოიცა, მოიცა. თოკოს ცოლი ყავს?
- ეეე, ხო მოგიყევი შე ჩემა, რა დაგემართა...
- აა, ხო რავიცი დავიბენი უცებ... მე ჩამოვედი ბიჭო და მეთქი გადავურეკო, რას შვება თქო...
- ხო ,გცალია რო გამოხვიდე?
- კი, კი იმიტო გირეკავ, ბარემ ვნახავ აბა იმ გოგოს...
- კაი, გელოდები და დავილაპარაკოთ... ტელეფონი გათიშა ნოემ და თავის სავარძელში მოთავსდა... ხელები გადაატკაცუნა და ლეპტოპში საბუთების მოწესრიგებას შეუდგა...
რამოდენიმე წუთში, მის კარებზე კაკუნი გაისმა და გიგიც გამოჩნდა ზღურბლზე...
ერთმანეთს გადაეხვივნენ, ორი მონატრებული მეგობარი... მოიკითხეს ერთმანეთი, ცოტა ილაპარაკეს და საქმის გარჩევას შეუდგნენ... ნოემ ახლა უფრო დაწვრილებით უამბო ყველაფერი, ნიკოლოზის მიერ დახატული ნახატებიც აჩვენა, როგორც პოლიციელს...
- ჰა აბა რას ფიქრობ..
- ეგაა რა! ეგ ა... სადაც დას გაუკეთა ამდენი, ბებიის გაგორება ვაფშე არ გაუჭირდებოდა... მითუმეტეს ჩავარდნილი მოთამაშე თუა!
- ხოდა მტკიცებულება მინდა, თორე მაგდენი მეც კი ვიცი...
- ხოდა მოგიტან თქორა! დავაფქვევინებ იმას, არ გამიჭირდება... ნიშნის მოგებით დაუყვავა ნოეს და კმაყოფილებისაგან გაიჯგიმა...
ნოემ, მისამართი ფურცელზე დაუწერა, ჩასაწერად პატარა მოწყობილობა დაუმაგრა მაისურის ქვეშ...
- აბა შენ იცი, შენი იმედი მაქ იცოდე... მხარზე ხელი დაკრა და გასასვლელისკენ მიაცილა...

მარკეტთან მანქანა გაჩერდა... გიგი გადმოვიდა, საოცრად მომხიბლელი იყო, მისი გარეგნობა არც ერთს გამოპარვია, მინიდანვე შეამჩნიეს გოგონებმა ის... საოცარი მსახიობური ნიჭით გამოირჩეოდა და არც ახლა შეშლია რამე... კარი ნერვიულად მიაჯახუნა და ფეხი მანქანას დაკრა.
- ამის დედაც! ერთი გემრიელად შეიკურთხა, აქეთ-იქით მიიხედ, მოიხედა და შემდგომ მარკეტში შევიდა...
გოგოები ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ...
- აუფ, რა ბიჭია...
- არ იქნება აქაური, ვერ ხედავ როგორ აცვია? რა მანაქანა ყავს...
- ესეთები რომ აქ იყვნენ რაღა გვიჭირს, ხო გავთხოვდებოდი აქამდე, წამოიძახა ანამ და გოგოებმა გაიცინეს...
- მოიცა, მოიცა აქეთ მოდის..
გიგი მარკეტში შევიდა, გოგოებს მომხიბლავი ღიმილით გადახედა, შეათვალიერა, აღწერილობის მიხედვით, რომელიც ეცნო იმასთან მივიდა...
- უკაცრავად, საწვავი გამითავდა, ახლომახლო თუ იცით ბენზინგასამართსადგური რომ იყოს?
- დაახლოებით 100 მეტრშია... კეკლუცური ღიმილით მიმართა ანამ...
- თქვენი სახელი?
- ანა... მორცხვად დახარა თავი... გიგის ჩაეღიმა, მიხვდა რომ ათიანში გაარტყა...
- ულამაზესი ღიმილი გაქვთ... კომპლიმენტი უთხრა ანას და მისი თვალებიც აციმციმდნენ...
- მადლობა, გაიღმა და გოგობს გადახედა... ისინი ბიჭის ზურგს უკნიდან ცერა თითით აჩვენებდნენ მაგარიაო და უღრეჭდნენ...
- შეიძლება ამ საღამოს შევხვდეთ ? აქ მეგობართან ვარ ჩამოსული, რამოდენიმე საათი საქმე მაქვს და შემდგომ თავისუფალი ვარ... თუ წინააღმდეგი არიქნები, სადმე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, უკეთ გაგიცნობ... ფლირტაობას აგრძელებდა გიგი...
- მე, ის... არვიცი. შესაძლოა, რატომაც არა! ძლივს მოაბა სათქმელს...
- ხოდა ძალიან კარგი, 7საათზე გამოგივლი მაშინ...
- აქ? მორიდებით იკითხა მან...
- ხო, აბა სხვაგან სად...
- კარგი, 7ზე აქ ვიქნები... გაუღიმა და დამეშვიდობა... როგორც კი თვალს მოშორდა გიგის მანქანა, მაშინვე ხელების ქნევით გოგოებისკენ წავიდა...
- ვაიმეეე, აზრზე არ ხართ რა მოხდა...
- რაა?? დაინტერესებულმა იკითხეს...
- პაემანზე დამპატიჟა, აზრზე ხარ რა ბიჭია? ძალიან მომეწონა, გავგიჟდი... სიხარულისაგან აქეთ იქით ხტუნაობდა.. 6ზე უნდა გამიშვა იცოდე, თორე მოგკლავ... მენეჯერს უთხრა, რომელიც ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო..
- კაი ხო, ოღნდ შენ ვიღაცამ მოგიყვანოს და სუ არ მოხვიდე აქ... წაკბინასავით...
- ვიღაცას მგონი სახე აელეწა და დაიბოღმა, არაუშავს, ცივი წყალი დალიე და გადაგივლის...
ანასაც არ დაუკლია...
შვიდს ათი აკლდა, როცა მარკეტის წინ იდგა გამოპრანჭული... წამდაუწუმ საათზე იყურებოდა... ზუსტად შვიდზე და მის წინ გიგის მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა და გოგონა მის გვერდზე სავარძელზე მოათავსა, ღვედი გადაიჭირეს და თბილისისაკენ წავიდნენ, რომელიღაც რესტორანში...
უკვე ადგილზე იყვნენ... ბიჭმა წითელი ღვინო და რამოდენიმე კერძი შეუკვეთა, მოგშივდებოდაო... ანა მორიდებული, კეთილი გოგოს როლს თამაშობდა, რომ შეგეხედათ ახლა მის სახეზე საერთოდ ვერ მოხვიდოდით აზრზე ამდენი რამის გაკეთება თუ შეეძლო...
ხმას არ იღებდა გიგი... ღვინო რომ მოიტანეს,ჭიქებში ჩამოასხა და „გაგვიმარჯოს“ ნიშნად ჭიქა ზემოთ აწია, ერთი ამოსუნთქვით გამოცალეს სასმელი...
- აბა, რას მეტყვი შენზე... სასმელმა სითამამე შემატა ანას...
- არაფერს, რა უნდა გითხრა. გიგი მქვია მჭედლიძე ვარ გვარად. 25წლის. კერძო ბიზნესით ვარ დასაქმებული... უცოლო, ჯერ-ჯერობით... დაამატა და გაიღმა.. შენ რას მეტყვი? გოგონა ცოტახანს უყურებდა თვალებში...
- მე, მე 23 წლის ვარ, სადაც ვმუშაობ, კი ნახე... მეტის თქმას არ აპირებდა ანა...
- და-ძმა? გაომცდელად ჩაეკითხა გიგი... ამასობაში მეორეჯერ შეავსეს ჭიქები და ისიც გმაოცალეს... გოგონას ნელ-ნელა ეკიდებოდა სასმელი და ლაპარაკსაც იწყებდა... შეუმჩნევლად ჩართო ჩასაწერი გიგიმ... ბოლოს ისე გმაოვიდა რომ მხოლოდ ანა სვამდა მიყოლებით, გიგი კი უბრალოდ უსმენდა...
- საზიზღარია გესმის? ვერ ვიტან... ჯერ ხო ბავშვობა გამიმწარა... მხოლოდ მე და გიო რომ ვიყავით ისეთი ბედნიერი ვიყავი... მხოლოდ ჩვენ გვქონდა საუკეთესო, ტანსაცმელი საჭმელი, სათამაშოები... ბევრი ყურადღება, მშობლებისგან... მაგრამ, დაიბადა ის და მთელი ყურადღება მისკენ გადავიდა... მერე ბიჭი წამართვა... შეაყვარა თავი, მე ყურადღებას არ მაქცევდა, ჩვენთან ჩმაოვიდა და თიკას მიართვა ყვავილები, როცა ჩემთვის უნდა მოერთმია, მე მიყვარდა ბავშვობიდან და არა ის... უკვე კარგად შეზარხოშებული, განერვიულებული ბოდიალობდა... ძლივს აბავდა სიტყვებს რომ რაიმე წინადადება შეეკრა...
- მერე? გამომცდელი სახით უყურებდა გიგი...
- რაღა მერე? მიიღო მისაღები... ჩემი ძმაა პროსტა დებილი, ბებიაჩვენი შემოაკვდა... უემოციოდ საუბრობდა, სრულიად უცნობს ასე იყო მინდობილი... გიჟია რა, ჩვეულებრივი გიჟი... მოუნდა ბებიის გაძარცვა, თავისი სულელური თამაშების გამო, შარშია, მაგარ შარშია. ეგ კი არა, დაგვადგა პოლიცია, ლამის დამიჭირეს, გული გამისკდა... ისდებილი კიდევ იძახის ნუ შიშობ ტყუილაო, დამადასტურებელი არაფერი აქვთ რომ დაგვიჭირონო... არ ვნანობ იცი?! საერთოდ არ ვნანობ... დედაჩემის იმ კახპასთან გაიქცა, მაგის გამოა რომ მამაჩემი ციხეშია... ღმერთმა იცის როდის გამოვა...
- სამწუხაროა... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გიგიმ, თამაშიც აღარ შეეძლო, ისე მოიცვა ზიზღით... მთლია სხეული აევსო ამ საშინელი გრძნობთ... მის თვალში, პირდაპირ გოგო კი არა, უბრალოდ მონსტრი იჯდა, ოღონდ მთვრალი მონსტრი...
რაც ჭირდებოდა ყველაფერი ათქმევინა... უკვე აღარ იყო საჭირო ამ საფრთხობელასთან ერთად მთლიანი საღამოს „ჩაბანძება“...
- ორი წამით გავალ, საქმე მაქვს კარგი?
- ჰო ჰო... მიდი ლამაზო... ისე ამაზრზენად აქნევდა ამ თავს, თავი ყველაზე სექსუალური ეგონა ალბათ...

გიგი გამოვიდა, ანგარიში გაასწორა და მანქანაში ჩაჯდა... ტელეფონში ნაცნობი ნომერი აკრიფა.
- ყველაფერი მზადაა, გაება ეს ჩემისა... კმაყოფილი სახით იჯდა საჭესთან და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა...
- ძმა ხარ! მოდი ახლა გელოდები ჩემთან... ამ საქმეს რომ მოვრჩები უნდა გავეცალო აქაურობას...
- რახდება? მშვიდობა გაქვს?
- არის რაა! უბრალოდ ვიცი აქ ვეღარ გავჩერდები... მოდი მოდი, აქ ვილაპარაკოთ...
გიგიმ უსიტყვოდ გაუთიშა ტელეფონი და ადგილს მოწყდა...

ყველას ერთად მოეყარა თავი, ქალბატონი ტატიანა და მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, თიკა მისაღებ ოთახში, ტელევიზორის მოპირდაპირედ მდგომ დივანზე იყო წამოწოლილი, თოკო დატრიალებდა თავზე და ყოველ წამს ეკითხებოდა რაიმე ხომ არ აწუხებდა ან უნდოდა...
- თოკო დამშვიდდი, ასე მგონია მე კი არა შენ მოგივიდა რამე... ყველაფერი რიგზეა... სითბო იგრძნობოდა გოგონას ხმაში...
- ხო, რავიცი ვნერვიულობ... ისე, ცოტა დავვახლოვდით, ძალიან მიხარია...
- შვილი ჩვენია, მან დაგვაახლოვა, შენ ეს კარგად იცი...
- ჩემი პრინცესა, ერთი სული მაქვს როდის დაიბადება რომ დავინახო... ღიმილი გამოესახა სახეზე...
- ბავშვებოო... გამოძახა სამზარეულოდან ტატიანამ... მზადარის ყველაფერი...
- წამო... ადგომაში მიეხმარა თოკო გოგონას... ხელი წელზე შემოხვია და იმის დანახვაზე თუ როგორი სიამოვნება გამოესახა თიკას სახეზე, გათამამდა და უფრო მაგრად მიიკრა...
თიკამ ღიმილით ახედა... ყველა მაგიდას შემოუსხდა... სადილს გემრიელად შეექცეოდნენ, როცა თორნიკემ იდეა წამოაყენა...
- მოკლედ, რადგან ქალბატონი ტატიანაც აქარის, მინდა წამოვაყენო ჩემი სურვილი და აზრი, მსურს რომ თიკა ამის შემდეგ ჩემთან ცხოვრობდეს... რათქმაუნდა თუ თვითონ არის თანახმა...
თიკას ლამის ლუკმა გადასცდა, ხველება აუტყდა, მის წინ დადებულ ჭიქას ხელი სტაცა და ცივი წყალი გამოცალა...გაოცებული უყურებდა თოკოს...
- მეხუმრები? ხო იცი რომ არ შემიძლია... მოსულიერების შემდგომ ძლივს ამოიღო ხმა...
ტატიანა და მარიამი, ჩუმად ისხდნენ... ცოტახანში ორივე წამოდგა ფეხზე და ჭურჭლის სამზარეულოში გატანა მოიმიზეზეს... აკრიფეს ცარიელი თეფშები და ორივემ დატოვა სასადილო ოთახი... თოკო და თიკა მარტო დარჩნენ...
- რას ქვია არ შეგიძლია... ამ ყველაფრის მერე, შენი აზრით შემეძლება მე რომ ისევ იქ იცხოვრო? ახლიდან ვიწყებთ?
- თოკო, ეს წამიერი სიახლოვე, სულაც არ ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია აქ გადმოსვლა, გასაგებია? მითუმეტეს იცი რომ დედაჩემი ჩემთან არის, სანამ სამსახურს არ მოძებნის და ქირით არ გადავა...
- მხოლოდ ეგარის პრობლემა? ულაპარაკოდ შეუძლია გადმოვიდეს დედაშენიც აქ! მხოლოდ მაგიტომ თუ არ გადმოდიხარ...
- თოკო... კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა. თოკო წამოდგა საკუთარი სკამიდან. თიკას მიუახლოვდა და მუხლებზე დაიჩოქა...
- რასაკეთებ? გაკვირვებულმა მიუგო ბიჭს. თუმცა მას ყურადღება არც მიუქცევია. გოგონას ნატიფი ხელი, მის ტორში მოიქცია, მეორე ხელით ზემოდან ნაზად დაუსვა და გავარვარებული, წითელი ტუჩებით სველი კოცნა დაუტოვა...
- გეხვეწები, მომეცი უფლება მოგიაროთ... მეშინია გესმის? აღარ მინდა რომ რამე მოგივიდეთ... მინდა რომ ბედნიერები ვიყოთ, თიკა... მუდარით გაჟღენთლი თვალები მიანათა გოგონას, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა რა ექნა... ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდგომ...
- თანახმა ვარ! ოღონდ ზედმეტი დრამის გარეშე...
- უკვე წუწუნებ... სიხარულით ჩაურა თვალი და თავის ადგილს დაუბრუნდა...
ამასობაში ტატიანა და მარიამიც შემოვიდნენ, გახარებული თოკოს დანახვისას მიხვდნენ რომ, თავისი მაინც გაეტანა...
- მაშ, ჩვენ წავედით... წამოიწყო ტატიანამ ლაპარაკი...
- სად მიდიხართ? ქალბატონო ტატიანა, ჩვენ შევთანხმდით რომ თქვენც აქ იქნებოდით...
- რაა? კი მაგრამ, ეგ როგორ... არა, არა... მე რამეს ვიპოვი შვილო...
- არ განიხილება. ახლა ყველა წავალთ და ბარგს წამოვიღებთ... წამოდგა თორნიკე და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. ყველა უსიტყვოდ დაყვა მას...
ცოტახანში, შავიმანქანა საერთო საცხოვრებლის კორპუსთან გაჩერდა...

****
გიგი, ნოეს ოფისში მივიდა... კარზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ, კარი შეაღო...
- რას მიკაკუნებ, შემოაღე რაა!
- რავიცი, იქნებ ვინმე გყავს... გაცინა და მეგოარს გადაეხვია...
- მიდი რაა! ნოეც აყვა სიცილში... რა ქენი აბა. მომასმენინე...
- ხო აი, ყველაფერი აქარის რაა! პატარა შავი აპარატი მიაწოდა ნოეს...
- ჯიგარი ხარ! წამოდი ახლა ავღნიშნოთ...
- ჯერ მოუსმინე, ეგაა რაც გინდოდა??
- კაი ხო... სამუშაო მაგიდასთან დაჯდა და პატარა მოწყობილობა აამუშავა... ყველაფერი მოისმინა, თიკას ამბავიც, გიორგის შემთხვევითი თუ დაგეგმილი მკვლელობაც... ნოეს სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა..
- ყველაფერი, კალაპოტში დგება ძმაო... სულ მალე საქმეს გავხსნი, ეს კიდევ შენი დიდი დახმარების, დამსახურებაა...
- კარგი რა! არ გრცხვენია? ეს ჩემი კი არა შენი ნიჭის და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემო ძმაო... ახლა შეგვიძლია ავღნიშნოთ... ორივემ დატოვა კაბინეტი...
შემოდგომა იწურებოდა, მას სუსხიანი ზამთარი მოყვა... სიცივე ძვლებში ატანდა. ნოემბრის მიწურულს უკვე ეტყობოდა ქალაქს ზამთრის შემოსვლა... ყველას სქელი კურტკები ჩაეცვა... აბუსული დადიოდა ხალხი... ცხელი ორთქლით ითბობდნენ ხელებს, ხელის პირთან ახლო მიტანით... გაწითლებული ცხვირები ყელიან სვიტერებში ქონდათ ჩამოლული, ხანდახან ამოწევდნენ რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ, თითქოსდა იხრჩობიანო... მთელი საქართველოს მასშტაბით იყო ძებნა გამოცხადებული... უგრძვნიათ, გაპარულან, დამალულან, თუმცა ეს დროებით...
ცივი ზამთრის, სუსხიანი საღამო იყო... სახლში მარტო დარჩენილი, ბუხართან მიყუჟულიყო, ნატიფ ხელებს უშვერდა აგიზგიზებულ ცეცხლს... შეშის სასიამოვნო ტკაცა-ტკუცი ისმოდა უზარმაზარ სახლში...
უცებ ხმაურიანად გაიღო კარი. ამას თუ გაღება ერქვა, აშკარად შემოამტვრიეს... შიში დაეუფლა გოგონას, ოდნავ წამოზდილ მუცელზე ხელი მოიკიდა, თითქოს მისი დაცვა შეეძლო მასე... სუსხმა სახლში გამეფებული სითბო დაამარცა და გოგონას გააკანკალა, სიცივემ ჯერ ფეხები გაუყინა, შემდეგ ნელ-ნელა ადიოდა ზემოთ... სიცივეთან ერთად სასმლით გაჟღენთილი სხეული შემოვიდა მისაღებ ოთახში...
თიკა გაცივდა, გულმა ფეთქვა უმატა... შიში ჩასდგომოდა თვალებში...
- შეენ? აქ რაგინდა? მთელი პოლიცია გეძებს... შიშნარევი და აკანკალებული ხმით, ძლივს შეძლო გოგონამ წინადადების წარმოთქმა...
- ფეხებზე *** შენი პოლიცია... გეგონა ვერ მოვიდოდი და ვერ გაგისტუმრებდი საიქიოში არა შე პატარა ბო*ო. როგორ ჩამიშვი შენი დედა**** გეგონა ასე გაგივიდოდა? ნელ-ნელა უახლოვდებოდა გაცეცხლებული თვალებით...
უკან-უკან იხევდა გოგონაც, მაგრამ ბოლოდ კედელს აეწება, შეშინებულმა ორივე ხელი სახეზე აიფარა და მთლიანი სახლი მისმა კივილმა მოიცვა... скачать dle 11.3




№1 სტუმარი სადისტი

აუუუუ! საზიზღარო რა დროს იცი გაწყვეტა!!! heart_eyes
პს. პირველი ვარ!

 



№2 აქტიური მკითხველი Anuki96

ეე სად გაწყვიტე რა ასე როგორ შეიძლება. ჩემს ნერვულ სისტემას შეიწირავ ვატყობ.

 



№3  offline ადმინი -venus-

ინტრიგაააა. ინტრიგააა :დდ ♡♡♡ მადლობა ტკბილებო ♡♡

 



№4 სტუმარი ირინკ_96

ვაიმეე მეგიიილუუუ რაიყო გოგო ეს ჰა??? ცუდადავარ მართლა ამ თავებით ისეთ განწყობაზე მოვედი და ეხლა მაინც ჩამიმწარდაა ოოოხხ მეეეგილუი მეგილი მარა ვიცირა.რო არხარ შენ ცუდი გოგო და ისეთარიზამ არაფერს რო გული გამისკდეს.. ხო ასეა შოკოლადო ჰა?

 



№5  offline ადმინი -venus-

ირინკ_96
ვაიმეე მეგიიილუუუ რაიყო გოგო ეს ჰა??? ცუდადავარ მართლა ამ თავებით ისეთ განწყობაზე მოვედი და ეხლა მაინც ჩამიმწარდაა ოოოხხ მეეეგილუი მეგილი მარა ვიცირა.რო არხარ შენ ცუდი გოგო და ისეთარიზამ არაფერს რო გული გამისკდეს.. ხო ასეა შოკოლადო ჰა?

ჰო შოკოლადო ჩემი რომელიმე ისტორია წაგიკითხაცს ჰეფი ენდის გარეშე?♡ მასლობა რომ მოგწონს

 



№6  offline აქტიური მკითხველი lalita

აეეეე სად გაწყვიტე რა, აღარ დააგვიანო მალე დადე შემდეგი თავი.

 



№7 სტუმარი Shorena kiladze

Au sad gacyvite movkvdi nerviulobit male dade ra

 



№8  offline წევრი nathali lifhonava

მოკლედ ძანნ მაგარია და თითონ წერთ ამას?<3;დ
--------------------
ნნატტალია

 



№9  offline ადმინი -venus-

nathali lifhonava
მოკლედ ძანნ მაგარია და თითონ წერთ ამას?<3;დ

დიახ მეთვითონ ვწერ. აბა სხვა ვინ დაწერს :დ ♡

 



№10  offline წევრი nini :)

მოკლედ მეგილოო.... მე რომ მიყვარხარ ტყუილად არ შემყვარებიხარ.... მართლა მაგარი ხარ... ძაან კარგი იყოოო... შენ იცი შემდეგი თავი როგორი იქნებააა... ველოდებიიი მალეეე....

 



№11 სტუმარი Guest ანა

ამ ნოეს აკლია ძალიან!

 



№12  offline ადმინი -venus-

Guest ანა
ამ ნოეს აკლია ძალიან!

:დ :დ გამეცინა :დდდ გაადავცემ

 



№13 სტუმარი ლოვეუ

თიკო და თოკო ბესთ ქაფლ და კიდევ გთხოვ არმოკლა

 



№14 სტუმარი მანანა

ყოჩაღ ძალიან კარგი თავი იყო და არ დააგვიანო გთხოვ რაა?

 



№15  offline ადმინი -venus-

ლოვეუ
თიკო და თოკო ბესთ ქაფლ და კიდევ გთხოვ არმოკლა

მანანა
ყოჩაღ ძალიან კარგი თავი იყო და არ დააგვიანო გთხოვ რაა?

დაიდო ახალი თავი. დასასრული ♡♡

 



№16 სტუმარი ირინკ_96

-venus-
ირინკ_96
ვაიმეე მეგიიილუუუ რაიყო გოგო ეს ჰა??? ცუდადავარ მართლა ამ თავებით ისეთ განწყობაზე მოვედი და ეხლა მაინც ჩამიმწარდაა ოოოხხ მეეეგილუი მეგილი მარა ვიცირა.რო არხარ შენ ცუდი გოგო და ისეთარიზამ არაფერს რო გული გამისკდეს.. ხო ასეა შოკოლადო ჰა?

ჰო შოკოლადო ჩემი რომელიმე ისტორია წაგიკითხაცს ჰეფი ენდის გარეშე?♡ მასლობა რომ მოგწონს

არმახსენდება ეგეთორამე ეხლა ამ ბოლოთავსაც წავიკითხავ და მერე ვნახოთ უმ თავზე დავწერ ყველაგერს შოკოლადოო♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent