შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

დანაღმული (1-2-3 ნაწილი)


17-09-2017, 17:17
ავტორი ჟიზელი
ნანახია 403

დანაღმული (1-2-3 ნაწილი)

(პროლოგი)
" რა ვიცოდი,თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა.რომ მცოდნოდა კიდეც,შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი,ეს ადამიანის სიცოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი,შევეცდებოდი კი,იღბალს (თავიდანვე) ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა."
- ორჰან ფამუქი



__________________________________
ბებიას სახლი ამსტერდამის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგა. ქალაქის აღმოსავლეთით,განაპირა მხარეს მუდამ ცაცხვის სუნით გაჟღენთილ პატარა უბანში,რომელიც ვიწრო,საკმაოდ გრძელ და მომწვანო არხს ზუსტად გაეყო შუაზე. ხასხასა მწვანე ხავსს ჰქონდა გადაფარული ამ არხის ბეტონის კიდეები და წყალიც დაუკითხავად ირეკლავდა მის მიმზიდველ ფერს,განსაკუთრებით მაშინ,როცა შემოდგომის ღრუბლიანი დღეები იდგა ქალაქში. მასთან სტუმრობა ყოველთვის მიყვარდა შემოდგომისას .ჯერ მონატრებულ ქუჩას ჩამოვუვლიდი, ერთმანეთზე მიჯრილი ფერად-ფერადი სახლების ჩანახატებს გავაკეთებდი ჩემს ალბომში, მერე არხის პირას , ცაცხვის ვეებერთელა ხეებს შორის ჩამწკრივებულ ველოსიპედებს ქართულ ენაზე გადავითვლიდი და ბოლოს ბებიას შინდისფერსახურავიანი, ყავისა და რძის ფერებში გაზავებული,მსუქანა სახლის წინ ავისვეტებოდი სახეზე ფართო ღიმილით. უცნაურია,მაგრამ ამას ყოველ ჩამოსვლაზე ვაკეთებდი. მაიამი სულაც არ იყო ასეთი მყუდრო და სიყვარულისფერი,მელანქოლიური ადგილი ჩემთვის . მე კი ეს მომწონდა ყველაზე მეტად "ფერადი სახლების" ქუჩაზე,სადაც შემეძლო მუქი სტაფილოსფერი აგურით აშენებული, მოძველებული ხიდის კიდეზე საათობით ვმჯდარიყავი და მსოფლიოში ყველაზე დამთრგუნველი სიმღერების ფონზე მთელი გატაცებით მეხატა ჩემი მოთხრობების გმირები მანამდე ,სანამ აივანზე თავის სარწეველა,მოძველებულ ხის სკამზე მყუდროდ მოთავსებულ ბებიას არ შევნიშნავდი.კარგად ვიცოდი,როცა იქ ჯდებოდა სულაც არ იყო ამაღლებულ განწყობაზე და შვებას სადღაც,ყველაზე მაღალ ცაცხვებს გადაღმა ,ძალიან შორის,უსასრულობაში ეძებდა. თუ ის ცუდად იყო,მეც ავდგებოდი , ხატვას ვწყვეტდი და ჩემს საძინებელ ოთახში მანამდე ვიკეტებოდი,სანამ არ მომაკითხავდა, როგორც ყოველთვის, მოპირდაპირე ქუჩაზე ნაყიდი კარამელიანი დონატებით ხელში. თითქოს ამ ჟესტით ბოდიშს იხდიდა იმისათვის,რომ თავს უფლება მისცა და ფერფლისფერი,ზამთრის სუსხით გაჟღენთილი ლაბადა შემოიხვია თავიდან ფეხებამდე.
ფოთოლცვენა ახალი დაწყებული იყო, ისევ რომ დავბრუნდი ამსტერდამში. წითელ-ყვითელ ფოთლებს გადაეფარა არხის ორივე მხარეს მთელი ქუჩა, ჭაობისფერი ლივლივა წყალი,ზოგიერთი ფარდულის მოძველებული სახურავიც კი . ფერადი სახლები ისევ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ მკრთალი ცის ფონზე. მე ისევ ნელა მივსეირნობდი მოიისფრო ყვავილებით მოხატულ, მელნისფერ პალტოში ჩამალული და არხის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ველოსიპედებს, როგორც ყოველთვის, ქართულად ვითვლიდი. გაჭირვებით,თუმცა მაინც ქართულად .ბებია ისევ წითელმოაჯირებიან ,კვადრატის ფორმის აივანზე დამიხვდა.რა თქმა უნდა,ვერ შემამჩნია. მისი შვება ისევ სადღაც,გოლიათ ცაცხვებზე უფრო უზარმაზარ ღრუბლიან ცაში იშლებოდა შორ მანძილზე და სულაც არ აინტერესებდა რა ხდებოდა დედამიწაზე. სახლში ,როგორც ყოველთვის,იოლად შევაღწიე,რადგან კარები არასდროს მხვდებოდა დაკეტილი. შესვლისთანავე ჩემი მელნისფერი მოსაცნელი შემოსასვლელში უსწორმასწოროდ მივკიდე, პატარა ჩემოდანიც იქვე სარკიან სათავსოსთან მივდგი,წამში გავიარე მოგრძო,მუქი ბორდოსფერი ხალიჩით დაფარული ჰოლი და სასტუმრო ოთახის კარებთან ჩადგმულ ხის, ფართოსაფეხურებიან ,მრგვალ კიბეს სუნთქვაშეკრული ნელი ნაბიჯებით ავუყევი. აივნის კარზე აყუდებულს ღიმილი შემეპარა მის დანახვაზე . ისევ იქ იჯდა, რაღაცას ღიღინებდა ქართულად,რაღაც ისეთს,რომ წამის მეასედში ცხელი ტალღა ჩემს ყველა სასიცოცხლო ორგანოს მარწუხივით მჭიდროდ ,დაუნდობლად შემოეხვია და მერე მხურვალე,ვერცხლისფერ პატარ-პატარა ,მლაშე ბურთულებად წამსკდა თვალებიდან. ქარის ზუზუნში ყურს ვუგდებდი მის სევდას და უკლებლივ ყველა ტკივილნარევ სიტყვას ვარჩევდი. _
"სახურავებზე,სახელურებზე,
საფეხურებზე,ქვაფენილებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.
თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…
მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს
მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს
და გაიცინო, როგორც იცინი
ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,-
თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძინებ
უცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.
ქვაფენილებზე,საფეხურებზე,
სახელურებზე,სახურავებზე,
დაფენილია თოვლი და მთვარე. " _
მღეროდა ხმადაბლა,ცრემლიანი ხმით, ცაცხვების შრიალის ფონზე და მეგონა,ისინიც ჩუმად განიცდიდნენ მასთან ერთად იმ წარსულის ყოველ წამს,რომელსაც ბებია ასე ჩაბღაუჭებოდა ამდენი ხნის შემდეგაც კი . მაშინ პირველად მივხვდი,რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამდენი წლის ტანჯვის მიზეზი. სულ მთლად თეთრი,თოვლივით ქათქათა თეთრი თმები ისევ მოკლედ,ყბების გასწვრივ სწორად შეეჭრა.თავიდან ფეხებამდე შავ-წითელი კუბიკებით დაფარულ, ფოჩებიან ნაქსოვ თხელ საბანში გახვეულიყო და ღიღინ-ღიღინით სიფრიფანა მხედველობის სათვალეს შუშებს საგულდაგულოდ უწმენდდა. ვეღარ მოვითმინე და აივნის კარებს ორივე ხელით ჩაბღაუჭებულმა სიტყვები ძლივს ამოვაძვრინე ხორხიდან.
- ოდესმე მომიყვები ? _ ვკითხე ფრანგულად.ჩემი ხმა ჰაერში ათას ნაწილად,ზამთრის ძილივით მშვიდად გაიფანტა.არაფერი უპასუხია.ალბათ ვერც გაიგო ან რას გაიგებდა,ღრმა ფიქრებში პირდაპირ თავით იყო გადაშვებული. უკიდეგანო სივრცეში მთელი თავისი არსებით ლივლივებდა . ჩემთვის კი მისი ფიქრები რატომღაც ყოველთვის შემზარავ უფსკრულთან ასოცირდებოდნენ.
- ციაკო ოდესმე მომიყვები ასე რა გაწუხებს? _ ამერიკული აქცენტით გაჟღენთილი ქართული სიტყვებით ახლა უფრო ხმამაღლა ,ენის ბორძიკით გავუმეორე შეკითხვა ბებიას. თითქოს გამოერკვაო მშობლიური ენის გაგონებისას,სწრაფად შემოტრიალდა გაკვირვებაშეპარული თვალებით.
- ღმერთო ჩემო,ჟიზელ.ჩამოხვედი ? როგორც იქნა ჩამოხვედი. _ საბანი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო,ჩემს გაწვდილ ხელებს წამში შეეგება და მთელი სახე გახარებულმა გადამიკოცნა. სიცილი ვერ შევიკავე. ხმამაღლა იცინოდა ისიც. საერთოდ,სულ არ იყო შეცვლილი. კანი ისევ მცხუნვარე მზეზე დაბრაწული ჩალისფერი ჰქონდა.შუბლზე ისევ ორი გრძელი ,არც ისე ღრმა ხაზი გასდევდა ლამაზად , შავი თვალები ისევ ოსტატურად მოეხატა შავივე საღებავით. ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ქალი. მიუხედავად ჭაღარისა მაინც არ კარგავდა ეგზოტიკური,აფრო-მერიკელი მიმზიდველი ახალგაზრდა გოგონას შეხედულებას.
- როგორ მომწონს შენი ტატუ რომ იცოდე._ საჩვენებელი თითი ფრთხილად გადავუსვი მარჯვენა წარბს ზემოთ ერთი მეორეზე პატარა,უკვე კარგახსნის გაცრეცილ,ზღვისფერ სამ წრეს.
- თავის დროზე მეც მომწონდა. _ მიპასუხა გაღიმებულმა. აქ ძალიან ცივაო მოიმიზეზა და ხელჩაკიდებული შემიყვანა შიგნით.
იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ.ყველაფერი აინტერესებდა ჩემი ცხოვრების შესახებ,ყველა დეტალი,უმნიშვნელოც კი. ერთმანეთის პირდაპირ ვისხედით მოძველებულ ,ჩუქურთმებით გაწყობილ ძველ სკამებზე და რაც თავში მომდიოდა სულ ყველაფერს ვლაქლაქებდი. მე ცხელ-ცხელ , ქაფ-ქაფა ლატეს ვსვამდი დიდი რძისფერი ჭიქით,ის ღია,მომწვანო-მოყვითალო ,თავისივე მოკრეფილი ცაცხვის ჩაის. ჩემი ამბების მოსმენისას გულიანად გაეცინა ჩემს მრავალეროვნებაზე. "საერთაშორისო ბავშვი ხარ,ჟიზელ." _მიმეორებდა ხშირად. მართლაც ასე იყო. მიუხედავად იმისა,რომ აშშ-ში ვცხოვრობდი მშობლებიც და ბებია-ბაბუაც ყველა სათითაოდ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით. მთელი დღე გავლიეთ საუბარში.შემოვიარეთ ბებიას მონატრებული საქართველოც,ბაბუას ელეგანტური საფრანგეთიც,დედას მშობლიური ლუქსემბურგიც,გადავწვდით მამას ავსტრალიასაც და ჩემს ამერიკასაც,მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ეს მისი ცხოვრების ადრეული ხანა იყო,რომელზეც არასდროს არავისთან საუბრობდა. ყველაზე სანუკვარი გაელვება და ამავდროულად ყველაზე დიდი სევდა,ყველაზე დიდი ყინულის ბასრი ლოდი მის გულზე.
რამდენიმე დღე ამსტერდამის ქუჩებში ბოდიალით გავლიე ფოტოაპარატით და ჩამწერით ხელში . ერთი საინტერესო საიტი მქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებიბჩვეულებრივი ადამიანების შესახებ ,რომლებსაც მოგზაურობისას ქუჩაში ვაჩერებდი,ფოტოებს ვუღებდი და მათ ამაღელვებელ,სასაცილო ,გულისამაჩუყებელ ისტორებთან ერთად ამ საიტზე ვათავსებდი. დიდ მოწონებასა და ინტერესს იმსახურებდა ხალხისგან ჩემი საქმიანობა .მეც მეტი რა მინდოდა,მშვენივრად ვკლავდი დროს,როცა მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა . მიყვარდა ველოსიპედით სეირნობა არხების ნაპირებზე, მომაჯადოებელი ფერის ყვავილების თვალიერება სრულიად უცხო ადამიანების აივნებზე,პატარა კაფეში ჟელატინიანი ნამცხვირს დაგემოვნება ლატესთან ერთად და ფიქრი იმ ხალხე,რომლებიც ჩემს ობიექტივში ხვდებოდნენ.
ციაკოს დილა-საღამოს თუ ვნახულობდი ხოლმე,მანამდე, სანამ ერთხელ ძილბურანში გახვეულს კარზე არ მომიკაკუნა. იმ დღეს სეირნობამ ძალიან დამღალა,ფეხის კუნთები ისე მაწუხებდა ,მეგონა ტკივილისგან წვივები მტვერივით წმინდად დამეფშვნებოდა. რატომღაც პირველი რაც მომაფირქდა ნამდვილად ცუდადაა და ჩემი დახმარება სჭირდება-მეთქი,სხვა შემთხვევაში არც საჭმელად მაღვძიებდა და არც რაიმე სახლის საქმისთვის. ელვის სიწრაფით წამოვხტი და დაბორიალებულმა,გაფართოებული გუგებით მთელი ძალით ჩამოვწიე კარის ცივი სახელური. ბოლომდეც კი არ მქონდა გახსნილი, სულმოუთქმელად რომ მითხრა : _
- მოგიყვები.ოღონდ თბილად ჩაიცვი.აივანზე ცივა. _მტკნარი წყალივით დამშვიდებულმა შევხედე ამ სიტყვების გაგონებისას,თუმცა თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და გაურკვევლობისაგან მოღრეცილი სახით ,თავის ოდნავი გაქნევით ვანიშნე რას მომიყვები-მეთქი. თავბრუ ისე მესხმოდა სწრაფად ადგომისაგან,აზროვნებაც აღარ შემეძლო.
- ხომ მკითხე ოდესმე მოგიყვებოდი თუ არა? ხოდა დღეს მოგიყვები,თუ რა თქმა უნდა , სხვა გეგმები არ გაქვს. _ გამიცინა გამომწვევად და ისევ ის კუბიკებიანი პლედი უფრო მჭირდოდ შემოიხვია მხრებზე.ელდა მეცა ,კიდევ უფრო დავაჭყიტე თვალები ენაჩავარდნილმა. ისე შევყურებდი,თითქოს წინ მრავალი წლის წინ დაღუპული, მდიდრულად მორთული ტიტანიკი მედგა უვნებელი და სახსალამათი.
- გინდა თუ არა? _ ქართულად მკითხა გაბეზრებული სახით და ოდნავ უკან გადაიზნიქა იმედგაცრუების ნიშნად. თითქოს ცხვირში ნესტის მჭახე სუნი მეცაო,თავი სწრაფად გადავაქნიე დამფრთხალმა.
- რა თქმა უნდა,აივანზე დამელოდე._ ვუთხარი მტკიცედ, ჩემი პატარა ჩამწერი ჯიბეში ჩავიგდე და ცოტა ხანში სწრაფი ნაბიჯებით გავემართე იქით,საითაც მელოდა. ჩემთვის არც შემოუხედავს ისევ ათასობით მთვარის გადაღმა იყურებოდა საკუთარ წარსულ დღეება და ღამეებში.
- ქართული ხომ არ დაგავიწყდა? _ მკითხა მერე უზადო ფრანგული აქცენტით.
- არა. ნებისმიერ ენას დავივიწყებ,ოღონდ არა შენსას. _ გამეღიმა მის კმაყოფილებით სავსე მიმიკაზე.
-ყველაფერს ქართულად მოგიყვები.
სხვა ენაზე არ მინდა._გამარკვია სიტუაციაში მაშინვე ,გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილივით ერთი ღრმად ამოიოხრა და ცაცხვებს ძლივსმოწყვეტილი გამომცდელი მზერა დაუბრკოლებრივ გამისწორა.
- რა იცი ჩემზე გარდა იმისა,რომ საქართველოში დავიბადე? _ სათვალიანი ხელი ჩემსკენ გადმოხარა და მთელი ტანით შემოტრიალებული დიდი ინტერესით დაელოდა ჩემს პასუხს . მივხვდი ,ვერ ხვდებოდა ,საიდან უნდა დაეწყო მოყოლა.
- მე.... ,_ თავდახრილი ჩავფიქრდი , _ მე შენი ნამდვილი გვარიც კი არ ვიცი ციაკო. _ წამოვიძახე კიდევ უფრო მეტად გაღიმებულმა და რატომღაც შავ კაბაში მკვეთრად გამოჩრილ მის მუხლებს დავაშტერდი, თითქოს მაშინ გავაანალიზე ,თუ რა ცოტა ვიცოდი იმ დადამინზე,რომლის ჩახუტებაც ისე მიკურნავდა სულს,როგორც ჯადომოხსნილ მთავარ პერსონაჟს ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან.
- ციაკო მორელ, _ დემონსტრაციულად წარმოთქვა თავისი სახელი , _ რა საშინლად ჟღერს არა? _ გაეცინა ხმამაღლა.
-შენი ქართული სახელი და ბაბუას ფრანგული გვარი საინტერესო ნაზავია,რატომაც არა? _ ჩემი პასუხის მოსმენისას თავისი ყაყაჩოებიანი შავი ქუდიდან გაღიმებულმა შემომაპარა გამთბარი მზერა და მაშინ კიდევ ერთხელ გავივლე ოცნება მისნაირ სილამაზეზე. იასამნისფერი ტუჩსაცხი მის ღიმილს მართლაც უფრო უნაკლოს და გამაბრუებელს ხდიდა . ქათ-ქათა თმა მარჯვენა ყურზე ხელის მკრთალი მოძრაობით გადაიწია და თვალები ისე მინაბა,თითქოს იმ წამს შოპენის "ფანტაზიას" უსმენდა შემოდგომის ჭექა-ქუხილიან,გრილ საღამოს და სიცივის მეტი ამ ქვეყნად არავინ და არაფერი ადარდებდა . ეტყობოდა,ესიამოვნა ნერვებისმომშლელად დახლართულ ძაფის გორგლალს რომ მიმიგავდა გონება მისი ამბის მოლოდინში.
- მაშ ,იყოს ასე. _ თქვა ბოლოს და წამში ერთიანად გამოცვლილი, გაწყალებული, წაშლილი სახით მომაჩერდა . ძალიან მინდოდა სიტყვა-სიტყვით მეთარგმნა მისი სულის ენა,მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი,რომ ცხრამეტი წლის ასაკში ძალიან გამიჭირდებოა ღრმად, თითქმის ფსკერამდე ჩავწვდომოდი იმ ისტორიას,რისი მოყოლაც ასე მამაცურად გადაწყვიტა იმ დღეს . კარგად ვიცოდი,უკვე დიდი ხანი იყო,რაც ციაკოს ცა სულაც აღარ ანათებდა ლაჟვარდისფრად და მაშინ,სწორედ იმ აივანზე, შემიპყრო საზიზღარმა შიშმა,რომელიც მუცლის არეში ეგოისტურად მოთარეშე ყრუ ტკივილს სავსებით წააგავდა და მოსვენებას უმოწყალოდ მიკარგავდა. რაღაც ისეთი მიფორიაქებდა სულს,რაღაც ისეთი რისი თავი და ბოლოც ვერაფრით აღმომეჩინა და მაინც, მე გულისამრევად მეშინოდა ციაკოს წვეთ-წვეთად ნაგუბარი ყველა ქრონიკული ტკივილის, სხეულის ყველა სისხლძარღვში ჩაყინული გაბაბრუებელი , მომაკვდინებელი შხამის - მისი წარსულის. ერთი ვიცოდი, განსაკურნებელი წამალი მისთვის მე სულაც არ მქონდა. მისი შველა იმ ადგილს შეეძლო, იმ ადგილს,სადღაც იმ ოხერი ცაცხვების გადაღმა ,სადღაც დედამიწიდან შორს და ვინ იცის,ვისთან რა ძალიან ახლოს. ფიქრებიდან მისმა დამთბარმა ხმამ გამომიყვანა და დაიწყო თუ არა თხობა, ხმა აღარ გამიღია ზედმეტად.

- მაშინ ყველაზე მეტად სუსხიანი,მოქუფრული ოქტომბერი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.მახსოვს, ჩემი ხელით მოქსოვილ ყვითელ კაშნეს ყელიდან არ ვიშორებდი, ისე მეშინოდა ავად გახდომის . ვეღარ ვუძლებდი ჭექა-ქუხილიანი საღამოებით გამოწვეულ ნოსტალგიებს. ფერფლისფერ ცას და თითქოს სულგამოცლილ ბუნებას თითქმის ჭკუიდან გადავყავდი. მთელი დღე სახე ჩამომტიროდა და ყელშიამოსულ ამინდზე დაუღალავად ვწუწუნებდი. შეუწყვეტელი წვიმების მიუხედავად, აკვიატებული მქონდა,რაც არ უნდა მომხდარიყო ,თვის პირველ კვირაშივე მოვუღებდი ბოლოს ამ უაზრო განწყობას. ჩემი უნივერისტეტის მეგობარმა - თინამ,არ დააყოვნა და ერთ საღამოს ჩემი კარის წინ ასვეტილმა გამომიცხადა,ვიცი როგორც უნდა გავხალისდეთ და უარი არ გამოვაო. მაშინვე მივხვდი,რომ ჩვეულად, რაღაც არანორმალური გამომიჩხრიკა და ჩემი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა კარგად.
- სახლში შემოდი. ტუჩები სულ გალურჯებული გაქვს. სულ გადაირიე არა? ეს თხელი ჯინსის ქურთუკი რომ შემოგიცვამს.შენთვის ალბათ საერთოდ არ უთქვამთ,რომ ცივა-მეთქი_ დავტუქსე და საყვედურებით ახუნძლული კარში შემოვატარე. გულწრფელად შემტკიოდა მის არანორმალურობაზე გული და ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც,მაგრამ შესანიშნავად ვიცოდი,ეს სულაც არ ადარდებდა.
- გეყოფა რა. _ ხელის აქნევით ჩაეშვა სავარძელში, ტალახსა და წვიმაში შეზელილი ერთი ფეხი სახელურზე უდარდელად გადადო და დინჯად გააგრძელა საუბარი .
-წეღან ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიჯექი,წვიმის ხმას ვუსმენდი და ვფიქრობდი,რა სასტიკად გვეპყრობა ეს ბუნება მე და შენ. ხოდა , ცუდი არ იქნებოდა,თუ ერთხელ ვცდიდით.
-რას? _გამეცინა მის გახარებულ სახეზე.
-გაფრენას. მოკლედ, ხვალ ჩვენ რაზიკაშვილის ხიდიდან გადავხტებით. _ ჩემს გაკვირვეულ სახეს რომ შეეჩეხა, ნიშნისმოგებით დაამატა თოკებითო. რა თქმა უ დაჩემგან ცივი უარი მიიღო, არ მინდა-მეთქი ვუმეორებდი დაუღალავად და რა არგუმენტი აღარ მომყავდა,რომ გადაეფიქრა,პოტენციურ გულის წასვლასა და შიშის გარდაუვალ განცდას გადავრჩენოდი,მაგრამ არაფერმა მიშველა.
- როგორ არა. _ იყო მისი აუღელვებელი პასუხი ჩემს ყოველ უარყოფის ნიშნად გაქნეულ თავზე და მეორე დღეს ორივე გალაქტიონის გამზირს მივუყვებოდით. მე ჩემი შავი პალტოთი,ყვითელ კაშნესა და ამავე ფერის ბათინკებში გამოწყობილი,ის კი თხელი ტყავის შარვლითა და წინა დღის ჯინსის ქურთუკით. უდარდელი გოგო იყო თინა. იმდენად უდარდელი ,რომ ამას მის სიარულის მანერაშიც კი ამოიკითხავდით. მგონი ყველაზე და ყველაფერზე მეტად თავისი შავი,ტყავის ვიწრო ყელსაბამი უყვარდა,რომელსაც ყელიდან არც ერთი წამით არ იშორებდა. ამბობდა, ჩემი ძალა ამ ყელსაბამშია და მის გარეშე მე სულაც არ ვარ თინა კანდელაკიო. ასეთი უცნაური ამოჩემება იცოდა ნივთებისა და ადამიანების,ასე გავჩნდი მის ცხოვრებაში მეც . უნივერსიტეტის პირველი კურსის პირველი დღიდანვე ერთად ვიყავით.არ ვიცი რა ნახა ჩემში განსაკუთრებული ამ თავქარიანმა, თავისუფლების მოყვარულმა გოგომ ან მე რა მომწონდა მასში ასე ძალიან,მაგრამ ფაქტია,ჩემთვის იმაზე მეტად ასოცირდებოდა მხსნელის ცნებასთან ,ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ადამიანი ჩემ გარშემო. ის ,რომ არა ,შეიძლება თვეები ისე გასულიყო,რამეზე გულიანად არ მეცინა. მასთან მართლაც ვერასდროს მოიწყენდი. უყვარდა ქუჩაში ცეკვა და ათასი მსგავსი სისულელე. მადლიერი ვიყავი,რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა მოკლეთმიანი,ზომაზე მეტად გამხდარი, მუდამ შავი ყელსაბამითა და ათასი სიგიჟით გამოწყობილი გოგო. ალბათ, მე მისი ხასიათის მხიარული,ნათელი მხარე მიზიდავდა,მას კი პირიქით,მოსწონდა ჩემი პესიმიზმით გაჟღენთილი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. უნდოდა,ჩემთვის ის მოეცა,რაც ასე ძალიან მაკლდა - საკუთარი თავის სიყვარული. ამიტომ მაიძულებდა იმ დღეს ხიდიდან გადახტომას დიდი მონდომებით. განიჟებული მარწუნებდა ისეთი სქელი,თოკია,აი ისეთი,რომ სპილოსაც გაუძლებსო. იმ წუთად ფაქტი ერთი იყო, თინა უკვე იმ ადრენალინის ბურუსში გახვეულიყო,რაც მეც გარდაუვლად უნდა გამომეცადა და მარწმუნებდა,რომ ამაზე მაგარი შეგრძნება არცერთი მოტო-რალის დროსაც კი არ განუცდია არასდროს.
- კარგი რა. ერთი დღე იყავი პატარა ჩიტუნა,რა იქნება? _ იქნევდა ორივე მკლავს ჰაერში დაუღალავად.
მე კიდევ აკანკალებული ხმით ვუმტკიცებდი,რომ ეს თოკი მაინც და მაინც მე გამიწყდებოდა და ყველაზე საშინელი სიკვდილით მოვკვდებოდი,რაზეც კი ოდესმე მიფიქრია ძილისწინ.
- და ინსტრუქტორთან ერთად რომ გადახტე? _ დენდარტყმულივით წამოიძახა მოთმინებაამოწურულმა.
- არა.
- რატომ ? _ შეიცხადა მაშინვე ჩემი ცივი უარი.
- მერე უფრო არ გაწყდება თოკი შე თავქარიანო ?_ წამოვიყვირე მოთმინება დაკარგულმა.
- სამაგიეროდ მარტო შენ არ მოკვდები. _ გაშალა ხელები დიდი აღმოჩენის ნიშნად. მის საქციელზე როგორცვე გამეცინა, ჩათვალა ,რომ უკვე თანახმა ვიყავი და ერთ- ერთ ინსტრუქტორს სთხოვა,ჩემთან ერთად გადამხტარიყო. ათ წუთში ფეხებზე უკვე სქელი თოკი მქონდა მჭირდროდ შემოხვეული და შიშისაგან აწურული თინას საწყლად მივშტერებოდი. ვნანობდი იმ ხიდიდან რომ გადავიხედე. ქვის დიდი ლოდები თითქოს საზიზღარი,შემზარავი სიმახინჯის მქონე ადამიანების სახეს იღებდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ. შიშისგან რა აღარ მელანდებოდა თვალდახუჭულს, ადამიანის მოახლოება რომ ვიგრძენი.
- გცივა და იმიტომ კანკალებ,თუ გეშინია?_ თვალისდახამხამებაში წინ ამეყუდა თინას შერჩეული ინსტრუქტორი.
- რა?
- რატომ კანკალებ? _ გამიმეორა მოკლედ.
- მცივა. _ მტკიცედ ვუპასუხე მე.
- აჰა,ესე იგი, ასე ძალიან გეშინია._ გაეღიმა საკუთარ აღმოჩენაზე და ერთი მხარისკენ თავგადაგდებული უცნაურად მომაშტერდა.
- რა იყო? _ ვკითხე მაშინვე.
- ეგ კაშნე გიყვარს?
- ძალიან. _დაბნეულმა ვუპასუხე.
- ხოდა მოიხსენი.არ მგონია, გადახტომისას კისერზე შეგრჩეს. კაშნე მართლაც მოვიხსენი და მოაჯერზე უდარდელად მიყრდნობილ თინას მივაჩეჩე. ცივმა ქარმა კიდევ უფროდ მეტად დამიარა ტანში და პანიკამ ერთიანად ამიტანა. უკვე კივილს ვაპირებდი თოკები მომხსენით-მეთქი ,ისევ რომ გამიბა საუბარი და თითების ჰორიზონტალური ქნევით მანიშნა მოდი ჩემთანო.
- რატომ?
- მოდი..ჩემთან. _ ისევ ხელით მანიშნა მასთან ახლოს,რომ მივსულიყავი. ფეხი არ მომიცვლია ადგილიდან. გაბეზრებულმა ამოიოხრა.სწრაფად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და ერთიანად მომიქცია თავის მკლავებში. უცნაურად მეტკინა გული,არა ისე როცა გაწყენინებენ ან გაგაბრაზებენ, ფიზიკურად განვიცადე ის ტკივილი. ასე მეგონა, ჩემს თავზე დაყრდნობილი ბიჭის ნიკაპი და საფეთქელზე მოდებული მისი თბილი კანი ,პირდაპირ ჯანდაბაში მგზავნიდა. ასეთი სინდრომებით დახასიათებული დაავადება რომ არსებულიყო ,მაშინ მე ვიქნებოდი ბოლო სტადიაში მყოფი პირველი ავადმყოფი. იყო კიდეც ეს დაავადება. მახსოვს სუნთქვა შევწყვიტე. არ ვიცოდი რა გამეკთებინა,ხელები სად წამეღო. ის კი არა და არ მიშვებდა ხელებს. გონს თინას დაძახებამ და მისმა ირონაშეპარულმა გამომეტყველებამ მომიყვანა.
- შეგიძლია ამოისუნთქო. _ მითხრა ერთი წამის წინ ჩემთან ჩახუტებულმა და ერთი მეტრის სიშორეზე დამშორდა. ღრმად ამოვისუნთქე. მიუხედავად იმისა,რომ მომშორდა,მაინც ვგრძნობდი მის შეხებას. თითქოს მისი ნაწილი სხეულში ჩამადნა. უცნაურია არა? სახელიც კი არ ვიცოდი მისი. ის კი არა , იქიდან რომ ქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი და მერე გეკითხა,ამიღწერე როგორ გამოიყურებოდაო, ვერაფერს გავიხსენებდი. იმდენად დამაბნია,ვუყურებდი და ვერც კი აღვიქვამდი მის ნაკვთებს.
- რას აკეთებ? _ ამოვილუღლუღე გაოცებულმა და ხელები სასწრაფოდ უკან წავიღე,კანკალი რომ დამემალა.
- შენთან ერთად ვხტები ასეა არა? შენ მაინც გეშინიოდა . ხოდა მოგიხსენი ეგ შიში. _გამიღიმა და გულმოდგინედ მიუბრუნდა საქმეს.
- ჩახუტებით?
- ჩახუტებით. ახლა ხომ მენდობი ?
- გენდობი._ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ფეხებზე მობმულ წითელ თოკს ისე დავაშტერდი,თითქოს მის მაგივრად და ვინჩის „მონალიზა“ იდო ძირს.
- მე ტიტე._ თოკების შემოწმება დაესრულებინა და ხელს მიწვდიდა.
- ცირა._ ვუპასუხე მეც. ისეთი თბილი ხელები ჰქონდა,მის შეხებაზე კიდევ უფრო მეტად ამაკანკალა. ამაზეც გაეცინა. ყველაფერზე იცინოდა და მე კიდევ უფრო საფუძვლიანად მასწავლიდა ჯანდაბის გზას,განსაკუთრებით მაშინ,როცა მასთან ჩახუტებული 150 მეტრის სიმაღლიდან ვხტებოდი და არაფერი,საერთოდ არაფერი იყო მაშინ ისეთი ჯადოქრული,ვიდრე ის ფრენა მასთან ერთად.
***
რთი რამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ჟიზელ,თავად სასწაულებსაც სჭირდებათ ცოტაოდენი დრო,რომ რაც შეიძლება ხმაურიანად შემოგლიჯონ სასოწარკვეთილებით დახავსებული და გულისდაწყვეტით აყროლებული სულის კარები. იცი რა გრძნობაა,როცა ჯოჯოხეთურად შემზარავი რეალობა,რომელიც ზომაზე კიდევ უფრო მეტად გტკენს გულს,ერთ წამში გაცამტვერდება? როცა მიხვდები,რომ ის რაც შეუძლებელი გეგონა,სულაც არ ყოფილა ისეთი მიუწვდომელი ,როგორც ოლიმპოს მთაზე დამკვიდრებული ლეგენდარული ღმერთი - ზევსი.
მაშინ,იმ ძველ ხიდზე ,რომ ვიდექი,ახლა უკვე ფრენისაგან გვარიანად აღფრთოვანებული და თავზე გაორმაგებული დოზით ეიფორიადაბერტყილი, ერთი წუთის განმავლობაში მეგონა,რომ ახლახანს გათიბული ხასხასა ბალახის არომატი მისი შეხედვისას რომ ვიგრძენი, კანქვეშ ,სავარაუდოდ შუბლის ყველაზე უფრო ფართე და მეწამური,მლანტი სითხით გატენილ ძარღვთან შეუმჩნევლად შემიძვრებოდა და იქიდან ყველაზე სწრაფ ატრაქციონზე უფრო სწრაფად,იქნებ სინათლის სიჩქარითაც კი მოედებოდა ჩემს მთელ არსებას და ნარკოდამოკიდებულივით შემზარავად საცოდავს გამხდიდა.იქ დგომისას და მასთან ერთად ფრენის გახსენებისას დროის შეგრძნება დავკარგე,თითქოს საათის ისრები უკან იწევდნენ და მერე ჩვეულ მუშაობას დაბრუნებულნი რამდენჯერმე იმეორებდნენ ამ სასიკვდილო მანევრს. მაშინ,ჩემს ცხოვრებაში პირველად,გავიფიქრე,რომ არანაირი აზრი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს,თუ ვინმე ისეთის გარეშე იარსებებ დედამიწაზე,ვინც დროის განზომილებებში უგვზოუკვლოდ ხეტიალის საბაბს გაძლევს, ვინც თავგზას გიბნევს. ამან სასტიკად შემაშინა. დროის შეგრძნების დაკარგვა პირდაპირ კატასტროფასთან ასოცირდებოდა ჩემთვის,რადგან ამ შეგრძნებას მაშინ განიცდიან,როცა თავს ვინმესთან ფანტასტიკურად გრძნობენ. სულაც არ მინდოდა ასეთ გრძნობას ჩემთვის ტვინი გამოერეცხა.სულაც არ მინდოდა პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი - "პატრისია" პირდაპირ ჩემი მკერდის არეში, მფეთქავი ორგანოს ადგილზე, სამუდამოდ დაგუბებულიყო და ცალმხრივი ნაკადის შემთხვევაში,იქაურობა გამწარებული გლადიატორების ნაომარს დამსგავსებოდა.არ მინდოდა რომის კოლიზეუმის არენად მექცია ჩემი გული,რადგან რეგენერაციის უნარს ნამდვილად არასდროს ვფლობდი. ვუფრთხოდი ყველაფერს,რაც აზროვნების უნარს დამაკარგვინებდა. არ ვიცი,როდის ან რატომ ჩამომიყალიბდა ასეთი დამოკიდებულება,მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმაზე მეტად მეშინოდა ბედნიერების, ვიდრე ნორმალურ ადამიანს შეიძლება შეეშინდეს. სწორედ ამიტომ ჩავავლე ხელი თინას და რაც შემეძლო სწრაფად,გამომუმშვიდობებლად გადმოვაღწიე ხიდის არეალიდან. მეგონა იმ ადგილს თუ გავეცლებოდი,სულაც აღარ შემეყრებოდა ის ათასი ტანჯვისა და ათი ათასი თვითგვემის სინდრომი,სიყვარულს რომ ეძახიან.
მივდიოდით მე და ჩემი მეგობარი და ზუსტად ვიცოდი,რასაც გავურბოდი მიუხედავად იმისა,რომ დიდი ალბათობით, ის ბიჭი სულაც არ იყო ჯადოსნური,ლურჯი ცის ქვეშ გადაწოლი ფეთქებადი ნივთიერებებით დანაღმული მწვანე,ხასხასა მინდორი,რომელზე გავლაც გულის სიღმეში ყველაზე მეტად მინდოდა.
ტაქსის გაჩერებას გულმოდგინედ ვცდილობდით მე და თინა, არსაიდან რომ გამოჩნდა და თეთრი,უსწორმასწოროდ ამოხეული,პატარა ფურცლის ნაგლეჯი უხმოდ გამომიწოდა.
- ეს რა არის? _ მკაცრი ხმით ვკითხე,თითქოს მისმა გამოჩენამ საერთოდ არ მომიდუნა მუხლები. მახსოვს ,თვალით როგორ ვეძებდი სადმე ჩამოსაჯდომ ადგილს და ვერაფერს ვპოულობდი. გონებადაკარგულს ხელში მეჭირა ფურცელი ,რომელზეც გარკვევით ეწერა მისი სახელი და გვარი - ტიტე სანიკიძე, მისივე მობილური ტელეფონის ნომრის პარალელურად.
-ვიცი, ცაცია ვარ და ამის გამო ლამაზი ნაწერით ვერ ვამაყობ. _ შემომცინა ჩვეულად. კარგად ვხედავდი,როგორ გადაურბინა ნერვიულობის ყინულოვანმა ტალღამ სახეზე და გამომეტყველება ერთიანად გაუფერმკრთალა. თითქოს მესიამოვნა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და გულგაკეთებულმა მკაცრი ტონითვე ვუპასუხე კარგად იცი,რაც ვიგულისხმე-მეთქი. სიცივისაგან აბუზული თინა უკვე მოშორებით,რამდენიმე ნაბიჯით წინ იდგა . კარგად ვხედავდი, ხელბში საკუთარი ქუდი ჩაებღუჯა და გასაოცარი ბედნიერების გამომხატველი მიმიკით იღიმოდა. ამის გამო, უფრო გაღიზიანებულმა ფურცელი უკან გავუწოდე და თამამად შევაშტერდი სახეში. გული ისევ გაზაფხულის ძლიერი ქარისგან შეწუხებული სუსტი ატმის ხესავით გადაიხარა მარჯვენა მხარეს , მოგრძო,აპრეხილ წამწამებში ვიწროდ მოქცეულ ,მზის სხივებზე შემთბარ მკვახე ყურძნისფერ თვალებს რომ გადავაწყდი.
- შენც არაჩვეულებრივად ხვდები რისი ჟესტია,როცა ვიღაც უცხო ბიჭი გამბედაობას ძლივს იკრებს და ხელში თავის ნომერს გაჩეჩებს. _ სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაჰკრა. ეტყობოდა,ნასიამოვნები დარჩა აღფრთოვანებულმა რომ არ ჩავიჩურთე მისი კოორდინატები ჩიბეში.
- გამომართვი. არ მინდა._ ვუთხარი მტკიცედ.
- კარგი რა. _ გაეცინა უხერხულობისაგან დაძაბულს და ტყავისხელთათმანიანი ხელი შიშველ თავზე რამდენჯერმე სწრაფად გადაისვა.
- ვწუხვარ,მაგრამ ჩვენ იმაზე მეტად განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ვიდრე შენ გგონია._მოჩვენებითი დამწუხრებით ავზნიქე წარბები ზემოთ.ესე იგი წლების განმავლობაში საკამათო არ მოგვაკლდებაო _ გაეცინა ისევ.
- გინდა გითხრა რა იქნება მომავალში,თუ მე ამ ბარათს გამოგართმევ? _ გამეცინა მეც. არაფერი მიპასუხა,ვხვდებოდი ხელებგადაჯვარედინებული ყურადღებთ მისმენდა,ამიტომ საუბარი ისევ მე განვაგრძე.
- მე,რა თქმა უნდა, არ მოგწერ. შენ ჩათვლი,რომ ვმორცხვობ და ერთი-ორ დღეში როგორღაც ჩემი სახლის მისამართს გაიგებ და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ,შენი დანახვა გამიხარდება . მერე შევხვდებით. ბევრს ვისაუბრებთ,იქნებ უფრო შორსაც წავიდეს ჩვენი ურთიერთობა. მერე, სადმე გაიცნობ ლამაზ გოგოს,მოგეწონება,იმაზე მეტად ,ვიდრე ახლა მე მოგწონვარ. დაიწყებ მასთან შეხვედრებს ჩემგან ფარულად და ერთხელაც თქვენ ორნი მე გადამაწყდებით ქუჩაში მოსეირნეს. დაგშორდები. ეს დიდ გავლენას არ მოახდენს შენზე,რადგან მე მხოლოდ ერთი სევდიანი,სენტიმენტალური მოთხრობა ვიქნები შენს ცხოვრებაში,რომელსაც უფრო მეტი გოგოს მოსახიბლად ოსტატურად გამოიყენებ. მე კი,ალბათ მაგ უშენობას გადავყვები, რადგან ერთადერთი ნამდვილი გრძნობა ტკივილია. ესეც ჩვენი ბედნიერი დასასრული. შენნაირებს კარგად ვიცნობ. _ გავუღიმე გამარჯვებულის სახით,ასე მეგონა ჰარი პოტერის მაგივრად მე მოვაგებინე ქვიდიჩის გუნს თასი .საუბრის დასასრულს და მის უხმოდ წასვლასაც ველოდი შუბლზს განაპირას საჩვენებელი თითი რომ დაატრიალა რამდენჯერმე და მთელი სერიოზულობით მკითხა :
- შენ რა , გიჟი ხარ?
- თუ რეალიზმის ას პროცენტიან შეგრძნებას გიჟობად მოიხსენიებ,მაშინ ასეა. _ დავუდასტურე ნათქვამი.
- პირიქით. რაღაც საოცრად საშინელი, მტანჯველი ილუზიებით გაჟღენთილი კომფორტის ზონა გაქვს შექმნილი. უნდა გამოაღწიო მაგ ადგილიდან ,თუ გინდა რომ მარტო არ დარჩე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, გესმის? წინააღმდეგ და საუკეთესო შემთხვევაში, მარტო იქნები და საკუთარ დაბადების დღეზე ერთადერთ საჩუქარს საკუთარი თავისაგან მიიღებ ხოლმე და როცა გარდაიცვლები,მეზობლის კატა ერთი კვირის მერე გვამის სუნზე მოგაგნებს. გადამხმარ ყვავილსაც კი არავინ მოგიგდებს, სამეზობლოში აკრეფილი ფულით ნაყიდ კუბოზე. აი,როგორია შენი რეალობა პოკაჰონტას.
- ნამდვილი ვირი ხარ._ წამოვიყვირე აღშფოთებულმა და სიმწრისგან ფეხი ისე დავარტყი მიწას,მეგონა იქვე გაიხლიჩემოდა ათას ნაწილად და შიგ ჩაგვიტანდა ყველას ერთიანად .
- აი,მე კი ვთვლი,რომ მდინარე შენში მიედინება. შეხვედრამე. _ მითხრა და კიდევ ერთი, ისეთივე ბარათი პალტოს ჯიბეში ჩამიტენა. წამში გაეცალა იმ ადგილს,სადაც გაცოფებული ვიდექი და მისი თავხედობის გადახარშვას ამაოდ ვდილობდი.ასე მეგონა,ყურებიდანაც კი სქელ ,მომწამვლელ ბოლს ვაფრქვევდი ჰაერში. თინა იდგა და სეირების მოყვარული არისტოკრატივით თავშეკავებულად იცინოდა. ცდილობდა,მის სიცილს უფრო მეტად არ გადავეყვანე ჭკუიდან. კარგად ესმოდა რასაც ვსაუბრობდით და მისი ენამახვილობით გახალისებული პირდაპირ ჩემს ჯიბეში ჩაძვრა. ფურცელს,რომ შეხედა კიდევ უფრო მეტად გაეცინა.
- არ შევმცდარვარ, ფსონი მაგ ბიჭზე რომ დავდე. _ შემომიტრიალა ფურცლის წარწერებიანი ზედაპირი,რომელზეც ჩემი მობილურის ნომერი ეწერა და სახე დამცინავად გადაებადრა . ასე მეგონა, მარცხით გაზავებულ პირამდე სავსე,საშინელი გემოს მქონე წვნიანის ჯამებს მიდგამდნენ წინ დაუსრულებლად და მის ჭამას ვერა და ვერ ვამთავრებდი . მანამდე,მასთან შეხვედრამდეც , შესანიშნავად ვხვდებოდი,რომ სამყაროში სიახლეების მოძებნით არასდროს ვიყავი დაკავებული. ყოველთვის წარმოდგენილი მქონდა ერთი და იგივე ბანალური სასიყვარულო ისტორია,ერთი და იგივე დასაწყისითა და დასასრულით,რომელიც ამ ქვეყნად ყველა წყვილს არაჩვეულებრივად ერგებოდა და სწორედ ამიტომ ვამბობდი უარს მოზღვავებულ გრძნობებზე. ვფიქრობდი,რომ ყველა სახლის ყველა კედელი ნაცრისფერი იყო და მის გადაღებვას არასდროს არცერთი წყვილი არ ცდილობდა. მერე გამოჩნდა ვიღაც უცხო და სულ რამდენიმე წამში ,სულ რამდენიმე სიტყვით ,აშკარად მკვეთრად დამანახა,რომ ყველაზე მშიშარა და სასოწარკვეთი გოგო ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე და საერთოდ აზრი არ მქონდა რა შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრება ადამიანებს. მაშინ, ჩემი მრავალწლის ნაგროვები პრინციპები ერთ პატარა,საოცრად ვიწრო ყუთში დაუკითხავად მოაქცია და სახურავის დახურვა თავისი ბოლო სიტყვებით მე მომანდო. იმ წამს ისეთი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რომ არ ვმდგარიყავი იმ ქუჩაში , იქნებ ჩავბღაუჭებოდი კიდეც მის შემოთავაზებას, გრძელი და სქელი ლურსმებით დამეჭედა იმ ყუთისთვის ის ოხერი სახურავი და შორს,სადმე ოკიანის ფსკერზე უფრო დაბლა ჩამემარხა საგულდაგულოდ ის აზრები,რაც აშკარად ყოველთვის მიშლიდა ხელს ბედნიერების შეგრძნებაში და იქმებ მცირე დოზით მაბეჩავებდა კიდეც.
***
დაახლოებით სამი უგრძესი კვირა იყო გასული იმ დღიდან,როცა იმ ძველებურ ხიდზე ფეხი დავადგი და ამ დროის მანძილზე სავსებით სრულყოფილად გავაცნობიერე,რომ ბიჭი,რომელმაც საკუთარი
სიტყვებით ერთი გემოზე შემაჯანჯღარა და სრულიად მარტივად შემრაცხა შიზოფრენიკად , აშკრად იმაზე მეტად შეეზარდა ჩემს ფიქრებს,ვიდრე ამას ოდესმე ვგეგმავდი.თუმცა ,იმასაც კარგად ვაცნობიერებდი,რომ ჩემმა მაშინდელმა წინასწარნეტყველებამ სრული კრახი განიცადა და ტიტე მეორე ან მესამე დღეს კი არა, თითქმის ერთი თვე არ გამოჩნდა. მე თუ მკითხავდით,არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას. აღშფოთებული თინა დღეში ათჯერ მიმეორებდა,რომ აუცილებლად მომძებნიდა და კიდევ ერთხელ სცდიდა ბედს,თუმცა მე ხომ ინტროვენტებისათვის განკუთვნილ დაბურულ ბუშტში სასოწარკვეთილი ვიჯექი მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება და რა თქმა უნდა,სულაც აღარ მჯეროდა და ვერც ვერაფრით დავიჯერებდი ,რომ კიდევ ერთხელ მაინც ვნახავდი ისრიმისფერ თვალებს . დამიჯერე,მაგ შენი უარებით იმაზე მეტად მომაჯადოვებელი და მიმზიდველი ხდები მამაკაცებისთვის,ვიდრე ის გოგონები,რომლებიც ათასგვარ სპეკტაკლს დგამენ,რომ ოცნება აისრულონ და ვინმეს გული ღვთისრისხვადატეხილი ზომბებივით გადაყლაპონო _ მითხრა ერთხელ წყობიდან გამოსულმა კანდელაკმა ,როცა თემა ისევ ხიდზე გაცნობილ ბიჭზე ჩამოვარდა ერთ საღამოს. უნდა ვაღიარო,რომ მე და ჩემს მეგობარს მის გარდა სალაპარაკო თემა აღარც კი გაგვაჩნდა.
სულაც არ არის ასე. მან ხომ ჩემი ნომერი დამიბრუნა-მეთქი ,
დაჟინებით ვიმეორებდი ჩემს ერთადერთ ,არც თუ ისე აზრს მოკლებულ არგუმენტს და გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,რომ ფსიქიკურად ოდნავ შეშლილ ადამიანს რაღაცით მართლაც წავაგავდი. მინდოდა გამოჩენილიყო,მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მაინც უხეშად,მოჩვენებითი სიმტკიცით გავისტუმრებდი უკან. ტიტე სანიკიძე ზედგამოჭრილი იყო ჩემი ერთიანად გადამხმარი,გაუწყლოებული სამყაროსათვის. დიდი სიამოვნებით შევიყვარებდი კიდეც ასეთ ადამიანს ,მაგრამ ღრმად მწამდა,რომ მე ვერ შევძლებდი ჩემს ხელებში მომექცია სხვისი ხელები და ისიც დაუნდობლად გამეწირა ტანჯვისათვის, დამებინძურებინა ისეთივე ტრაგიზმით,როგორითაც ჩემი თითებიც კი საზრდოობდნენ დღე და ღამ. არ დავუშვებდი ვინმე ჩემი სიყვარულით დამეავადებინა,არ დავუშვებდი ,რომ ვინმეს ჩემ გამო გაუცნობიერებლად მოეწამლა საკუთარ ჭაში წყალი,რადგან ერთხელ მოშხამული ,საგზაო ნიშნებისდა მიუხედავად, ვერავინ ვეღარასდროს მიაგნებს სახლის კარებს , საწყის წერტილს ვეღარასდროს ვერავინ დაუბრუნდება.
***
საქართველოში ნოემბრის სამ რიცხვს სულაც არ უყვარდა არც ერთ წელთან წვიმის გარეშე მისალმება. არ ვაჭარბებ ჟიზელ, არც ერთი სამი ნოემბერი არ მახსოვს თავსხმა წვიმა რომ არ ყოფილიყო თბილისში. ყინულის ბოროტ დედოფლად შერაცხული, გამომწვევად მყინვარე ღრუბლები მთელი მონდომებით დაგვათქეშავდნენ ხოლმე თავზე ცის ყველა უკიდეგანო,ავბედით ოკეანეს.
ალბათ მამას ასე ძალიან ამიტომ უყვარდა ქვეყნად საკუთარი გაჩენის დღე. ამბობდა ეს წვიმა განრისხებული ღმერთის რისხვას კი არა ,შებინდებისას ჭალაზე მოკრეფილი ხასხასა პიტნისაგან დამზადებულ ჩაიში შაქრის ორი ნატეხის ჩაყრას უფრო მაგონებსო. სწორედ ამიტომ,ბავშვობიდან ვფიქრობდი,რომ რაღაც დოზით რომანტიზმი მართლაც ეყარა ამ ჩვეულებრივ თვესა და რიცხვში, რადგან მოტკბილო,ჯერ კიდევ ორთქლამდინარ ჩაის მართლაც არაჩვეულებრივი არომატი და გემო ჰქონდა , თანაც განურჩევლად ყოველ წელს,გამონაკლისების გარეშე. იმ დღეს საშინლად მაღალი სიცხე მქონდა. გაციებას ვერგადარჩენილი და მთელი ღამის ნაავადმყოფარი საზიზღრად,გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, განსაკუთრებით მაშინ,როცა წინ ბებიას ფუფუსით გამზადებული ქათმის მოყვითალო-მომწვანო ბულიონი მედგა შიგ არხეინად მოცურავე მწვანილებთან ერთად და აღარ ვიცოდი გაწითლებული ცხვირი სად წამეღო,რომ როგორმე მისი მსუყე სუნი არ შემესუნთქა. თავის ტკივილისგან გაბეზრებულმა ჩემი
ყვითელი კაშნე რომ შემოვიხვიე და წვიმიან საღამოს გარეთ გამოვვარდი, არც პროკურორი ქარცივაძის დღეობის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის მრცხვენოდა და აღარც შეწუხებული დედაჩემის სახლში დასაბრუნებელი ხვეწნა-მუდარით რომ გამომყვა ლიფტამდე . რამდენიმე წუთში გუბეებით გადაჭედილ ვიწროზე უფრო ვიწრო,ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მივსეირნობდი წაშლილი სახით, ჩემს გამჭვირვალე საწვიმარსა და მძიმე ბათინკებში გამოწყობილი, პატარა კაფე "ჟასმინი" რომ აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა,რომ სიცივისაგან ჩახლეჩილ ყელში ნამდვილად არაფერი გადამივიდოდა, მაინც შევხსენი ვარდისფერი შუშის მაღალი კარი და ფართო ფანჯარასთან დავიკავე კიდეც ადგილი.
- იმედია მეტიჩრობაში არ ჩამომართმევ,მაგრამ შენი სახიდან გამომდინარე ვივარაუდებდი,რომ ყელიც უნდა გტკიოდეს ცოტა. შემიძლია წითელი ღვინო შემოგთავაზო ,დამიჯერე ნამდვილად შველის. _ სასიამოვნო ღიმილის მქონე,ზომაზე უფრო მეტად დაბალმა გოგონამ მენიუზე თითის მინიშნებით მაპოვნინა ჩემი საშველი.
- იყოს ერთი ბოთლი წითელი ღვინო._ უყოყმანოდ დავთანხმდი მეც.
- როგორც ჩანს დათრობა გინდა არა?_ სასიამოვნოდ გაეღიმა ჩემს შეკვეთაზე.
- ისეთი მაღალი სიცხე მაქვს,ასე მგონია, ცოტაც და ჩემი მზერით აქ რამე აუცილებლად აალდება. ამიტომ, სიმართლე გითხრა,მაგიდაზე თავის დადება და გათიშვა უფრო მეტად მინდა და გმადლობ,რომ მიზეზიც მაპოვნინე. ახალგაზრდა მიმტანმა ისევ
ღიმილით მიპასუხა ჩემს წამოროშილზე და ნახევარ საათში მუქი წითელი მიხაკებივით სასიამოვნო შესახედი, მათრობელა სითხით სავსე ორ ჭიქას ითვლიდა ჩემი სხეული და ვინ იცის გონებაში უკვე მერამდენედ ვმღეროდი ორი დღით ადრე პირველად მოსმენილ ,სევდიან რუსულ სიმღერას,ჩემს წინ აყუდებულ მოვარდისფრო ფანჯარაზე ნელი კაკუნის ხმა რომ გავიგე.
ის იყო.
თამბაქოსფერ,სქელ ქურთუკსა და ასეთივე ფერის ქუდში გამოწყობილი ტიტე სანიკიძე იდგა შუშის გადაღმა. ერთ ხელზე მის გვერდზე მდგარი,კუპრივით შავი როტვეილერის წითელი საყელური ჰქონდა გაადახვეული რამდენჯერმე,მეორე ხელით კი ჩემი თვალების გასწვრივ თაბახის თეთრი ფურცელი მიებჯინა წვიმისაგან დაცვარულ მინაზე და მაშინ უკვე მესამედ ჩაიტუმბა სისხლის გაორმაგებული ნაკადი პირდაპირ ჩემს მუჭისოდენა გულში. ფურცელზე ისევ არანორმალური სიმახინჯით გამოყვანილი სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა - " არასდროს გიფიქრია,რომ ჩემი ბედისწერა ხარ პოკაჰონტას ? ".
ჟრუანტელმა წკარუნა ზარივით ისე დამიარა სხეულში თითქოს უკუნი ღამის მარწუხებში მოქცეული, შიშისაგან ხელებჩამოცვენილი, უსუსურად ვიდექი ამაზონის დაბურულ ტყეში და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო,თუ როგორ დამეღწია თავი იქ გამეფებულ სიჩუმეში სრიალა ქვეწარმავალივით შეცურებული ,ზეთის მუქი საღებავებივით ერთმანეთში მონდომებით შეზელილი ჭრიჭინების შემზარავი,ავისმომასწავებელი ხმაურისაგან. ჯუნგლებიდან მისი ძაღლის მოუთმენლობისაგან გამოწვეულმა მკვეთრმა დაყეფვამ გამომტყორცნა და გამოფიხზლებულმა უარის ნიშნად თავი რამდენჯერმე სუსტი მოძრაობით გავუქნიე. ბედნიერებაშემტკბარი სახე
ერთიანად მოეღრიცა, მაღლა აზნექილი წარბების ბოლოები იმედგაცრუებასა და ბრაზს ერთროულად ხატავდნენ მის სახეზე. წამში ქურთუკის ჯიბეს დაწვდა, მობილური სხარტად ამოაძვრინა და მინაზე მოდებული საჩვენებელი თითით მანიშნა მიპასუხეო. ჩემი ხელის ზანტ მოძრაობას თვალებით აედევნა და ვუპასუხე თუ არა ყურმილში ჩამძახა :
- გამოდი გარეთ. _ ხმის ჟღერადობით მაშინვე მივხვდი ისიც გვარიანად გაციებული რომ უნდა ყოფილიყო.
- არ შემიძლია. _ გავუქნიე თავი ისევ და ძლივს გავაანალიზე,რომ ჩემი ნომერი ამდენი ხნის მანძილზე მაინც ჰქონდა .
- გამოდი. გელოდები. _ ახლა უკვე მბრძანებლური ტონით,მოკლედ და კონკრეტულად გამიმეორა
იგივე .როტვეილერს რაღაც თბილი ტემბრით დასძახა ერთხელ და ლაპლაპა,შავი ძაღლი მაშინვე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე, თავად პირით ქუჩისაკენ შებრუნდა და მიმახვედრა,რომ მისი მოთმინება გვალვისაგან დამსკდარ მიწას ემსგავსებოდა თანდათან ,მე კი იმ წამს დამამთავრებელი კლასის საშინლად მომაბეზრებელ მასწავლებელს წავაგავდი ,რომელიც დამსახურებულად იჯდა წებოდასხმულ სკამზე და ვერაფრით იძვროდა ადგილიდან . ძალიან მინდოდა,რომ ერთ ადგილზე მიყინვა მაღალი ტემპერატურისთვის ან თუნდაც ორი ჭიქა ღვინისათვის გადამებრალებინა ,მაგრამ აშკარად ვგრძნობდი მისი არსებობის გამო, ჩემში მცხოვრები სითხე დუღილისაგან უკვე მთელი სიმძლავრით ფუყფუყებდა ყველა ზომის სისხლძარღვში და ჩემი კანიდან ამოხეთქვას ორთქლად ლამობდა. გარეთ გასვლის და მისი არსებობის შეგრძნების მეშინოდა,
რადგან ვიცოდი,იმაზე მეტად მომინდებოდა მის მკლავებში მჭიდროდ შეხიზვნა,ვიდრე ხარბ ადამიანს მოუნდებოდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი,ყველაზე გამორჩეული სამკაული და მაინც როგორ მეშინოდა იმის,რომ ვიღაცის გრძნობებზე დამოკიდებული ადამიანი ვხდებოდი და არაფრის,საერთოდ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო.
სიცივისაგან აწურული,ღონემიხდილი ვიდექი "ჟასმინის" კარის გადმოღმა, ვუყურებდი მის თბილ ტანსაცმელში გამოხვეულ მაღალ სილუეტს და ასე მეგონა თითქოს თხელ ქაღალდში გადახვეულ თამბაქოს მეათასე პორციას ვაგემოვნებინებდი ჩემს დაბალ სასიცოცხლო მონაცემებს,თანაც ცხოვრებაში სულ,სულ პირველად . ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადამიანი რომელსაც მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მეორედ
ვუყურებდი, ჩემი მძაფრარომატიანი თამბაქო იყო და მე მისით შეპყრობილი ,სახიფათო მწვერვალის პიკზე მდგარი მშიშარა ქალი. არ ვიცი სად ვიპოვე,რომელ ჯიბეში მოვნახე გამბედაობა , დაუყივნებლივ მივედი და უყოყმანოდ დავუდექი წინ . მაშინ ჩემი თავი ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას წააგავდა, თუმცა კვლავინდებურად მეშინოდა გულისტკენის,მეშინოდა,რომ ერთხელაც ჩემს თავს ჩემივე ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მტირალსა და დაპატარავებულს, უიმისობისგან გამწარებულს და გადამხმარს ვიპოვნიდი, მაგრამ სულ რომ ფერფლად ვქცეულიყავი მაინც ყველაფრად მიღირდა მისი ყურება ,რადგან როცა ისევ დავინახე ახლად ამწვანებული ბალახისფერი , ოდნავ სუსხშეპარული დილის ნამით გახასხასებული,თხელ წარბებს ქვეშ, გრძელ,უხეშ წამწამებს შორის
მოქცეული მისი თვალები,მზის სხივებივით მუქი რიჟა ოდნავ სქელი წვერი და ქუდის გამო უსწორმასწოროდ ჩამოყრილი მოგრძო თმა, ვიგრძენი რომ მის გარეშე სულდაგუბებულ პატარა გუბეს დავემსგავსებოდი, რომლის დალევას ჩიტებიც კი არ გაივლებდნენ გონებაში აღარასდროს.
თავი დახარა რამდენიმე ხნით და ყელის ტკივილისგან გაუხეშებული ხმით მითხრა.
- იცი რა? შენი არჩევა ყველაზე დიდი სისულელე იყო, არანორმალური,გიჟური იდეა,მაგრამ მე მიყვარს ცუდი იდეები.
- საერთოდ არ გეშინია?_ ვკითხე გულწრფელად.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- მე და შენ პარალელური წრფეები რომ აღმოვჩნდეთ? ვერასდროს რომ ვერ გადავკვეთოთ ერთმანეთი, სულ ცალ-ცალკე,კარის მეზობლებივით რომ ვიარსებოთ? მერე რა იქნება? მე ამის მეშინია. _ თვალი ავარიდე. აღარ შემეძლო თუნდაც ჰაერში გაყინული მისი ამონასუნთქისათვის მეყურა
კიდევ ცოტა ხანს. ვუფრთხოდი პასუხს,რომლის შინაარსი არც კი გადამეწყვიტა როგორი მინდოდა ყოფილიყო. მოულოდნელად მარჯვენა ხელზე ხელთათმანი შეიხსნა, ხელისგული თმაში შემიცურა და ბერა თითი რამდენჯერმე ფრთხილად გადამატარა წარბზე. ერთი შემომხედა,თითქოს ნებართვას იღებსო და ტუჩებით შემეხო შუბლზე, სიზმარში გნახეო მითხრა, ამ ადგილზე სამი შავი წრე გეხატა და ძალიან,ძალიან ,სიგიჟემდე გიყვარდიო. ზუსტად იმ დროს, იმ სივრცესა და განზომილებაში აღარ ვიყავი, სადაც წესით უნდა ვყოფილიყავი. მთის სახლში ვიდექი, წვრილბრეტელებიან შოკოლადისფერ ,პრიალა კაბაში გამოწყობილი და უზარმაზარ ფანჯარასთან მდგარი, გრილი ჰაერის ნაკადით აფრიალებულ ქათქათა ფარდის მკრთალ შეხებას ვგრძნობდი სხეულზე, ტიტეს წამის წინ კისერთან დატოვეულ
ღიმილნარევ კოცნასთან ერთად. მაშინ არავინ და არაფერი არსებობდა ჩვენ ორის გარდა და მივხვდი,რომ ჩემს ტანსაცმელსაც კი უყვარდა მისი არსებობა, ფარდაში გამჭოლ და იისფერ ხალიჩაზე დაცემულ თბილ მზესაც უყვარდა ტიტე, ჩემს კანზე დაყრილ ციცქნა ბურთულებსაც უყვარდა ტიტე,საერთოდ ყველაფერს,რასაც მე ვხედავდი,ვგრძნობდი და აღვიქვამდი,საერთოდ ყველაფერს უყვარდა ტიტე სანიკიძე.
- გადამფრენი ჩიტებისგან
გადაშავებული ლურჯი ცა თუ გინახავს? _ მკითხა ჩუმად. მიხვდა,რომ სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩამაგდო.
- მინახავს._ამოვილუღლუღე ძლივს.
- არასდროს იქნება ჩვენი ცა ასეთი. თუ ჩვენ ახლა პარალელური წრფეები ვართ, მაშინ რატომ გვაქვს ორი გადაკვეთის წერტილი? აი,აქ და აი ,აქაც._ თავისი გრძელი თითები ჯერ ჩემს გულზე ჩამოაცურა ფრთხილად და მერე თავისაზე დაიდო დიდ ხანს.
- მე ხომ შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი შენზე? _ გავიბრძოლე კიდევ ერთხელ. გაეცინა,სწორედ ისე ,როგორც მაშინ ხიდზე. მივხვდი,რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ერთმანეთამდე განვლილ ცხოვრებას. არსად იყო ჩემი ბედნიერებაც , თუ არა მასში. ტიტე მზის ამოსვლისას წამწამების დაშორებას წააგავდა ჩემთვის და ალბათ ,მასთან ერთად გაღვიძებისას ვიქნებოდი კიდეც მანუელ კოსტა, უცნაურად,ღიმილით რომ იღვიძებდა ყოველ დილით,მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, გული ერთს ამბობს,გონება კი მეორეს.

***

უკლებლივ ყველა ადამიანს ერთი უცნაურობა აქვს საერთო, საცოდავად გათოშილი, გაფერმკრთალებული ცასავით უემოციოდ გადაგლესილი საკუთარი მზერითა და შენივე აკვიატებული, ხელებზე ასმაგი ტყვიის ფენის ფრთებად გამოკიდებული, საძულველი სისუსტით იღლები დროთა განმავლობაში.ზოგს ასეთი მდგომარეობა მალევე სწყინდება და გაბეზრებული არსებობის შემქმნელი ვიწრო , წყლით პირამდე სავსე,ცივი ფოლადის ჭიდან წვალებით,თუმცა მალევე აღწევს თავს,რადგან საკუთარ თავში გამბედაობას პოულობს. მე კი იმდენი დრო დავყავი ფერშეცვლილ, ხისტ წყალში ,რომ ერთი რამ შესანიშნავად გავაცნობიერე.
სანამ გაუსაძლისი ყინვისგან მთელი მონდომებით შელესილ, მაღალ კედელს არ მიაღწევ შენივე გონების გაუღრანებულ,წუმპედ ქცეულ , ჩამწვანებულ ნაოჭებში ,სანამ ამ უშველებელ ,კირით ნაგებ ზღვარზე შემდგარი ჰორიზონტს იქით მტკიცედ,საკუთარ თავში დარწმუნებული არ გადააბიჯებ, იქამდე ვერ უშველი საკუთარ თავს ,ვერ შეამჩნევ შენი სხეულიდან სამუდამოდ განდევნილ,მარცხისაგან შეცხვენილ,ძვლებჩამსხვრეულ და საზრდოშემოძარცვულ აჩრდილს, კუპრივით შავი ,სქელი ლაბადა გადახუნებულ,აშმორებულ ტილოდ რომ ექცევა შენი თვალშისაცემი სიმამაცის დამსახურებით. მანამდე,სანამ ამ სიმამაცეს ავარვარებულ ნაკვერცჩხლებში შიშველი ხელებით არ გამოჩხრეკ,
ყველას წინაშე თავს იკატუნებ, რომ არ არსებობ და ბნელი მხარიდან ნაკარნახებ ბრძანებებს მუხლმოდრეკით, მიწამდე თავჩამოვარდნილი მთელი არსებით ესისხლხორცები და ეგუები იმ აზრს,რომ ხმელ ხინჯად ქცეული შენი არსებობის დღის სინათლეზე უფრო მეტად,უფრო მკაფიოდ ეშინიათ.
როგორ გინდა, სანამ გადაღლილობისაგან ოფლის ბოლო წვეთიც არ მოგწყდება სუსტადმფეთქავი გულის იმედებით დახუნძლული არიდან,მანამდე იქნიო ხელები გიჟივით,
იყვირო,რომ შენი უარყოფის მიუხედავად გაბედონ შენით ცხოვრება,შენც ჩაგაწვეთონ მებრძოლი წვეთები საგულეში, მკურნალი ტაბლეტები ჩაგაფშხვნან გონებაში, არ მოგცენ უფლება სანაპიროზე ჯოხით დაწერილ წარწერებად იქცე,ანცი ზღვის მოქცევა რომ შლის უდარდელად,მთელი გატაცებით.
ზოგჯერ გინდება თვალის თეთრ გარსში უხეშად გაჩხერილი, გრძელი და დედამიწის ზურგზე ყველაზე მჩხვლეკავი,ბასრპირა წამწამი მაინც იყო.
შეგიმჩნიონ,რომ არსებობ,სადღაც შენს სიტყვებსა და დაოსტატებულ, მატყუარა გამომეტყველებას შორის გამომწყვდეული.
ტკივილის შეგრძნებით შეგიმჩნიონ.
გულზე ხელმიბრჯენილებმა, უშენოდ იმ ქაღალდივით მოკუჭული სახით იარონ ზედ პოეტის უვარგისი ლექსი რომ აწერია გადღაბნილი, შავი მელნით.
იმაზე მეტად მკაფიოდ დაგინახონ,ვიდრე გხედავენ.
სცადონ შენი მოშორება,
მაგრამ ვერ შეძლონ.
რომ ვერ ეთმობოდე,გონებას რომ ვერ ეგლიჯებოდე მათი სასიცოცხლო უჯრედებიდან.
საფეთქლებზე დამსკდარი ძარღვები რომ იყო,
გულს რომ უღონებდე ტკივილისაგან ,გულისწასვლამდე მწარე ტკივილებს რომ აგრძნობინებდე შენი არსებობით.
რომ გაჰკიოდე,რომ ასე ვეღარ სუნთქავ,მაგრამ მაინც იქ ხარ ,სადაც აღარ უნდათ რომ იყო.
იქნებ ამ დროს მაინც შეგეხონ ,რამდენჯერმე შეგეხონ და
მიხვდნენ რომ მათ საკუთრებაში შენი სურვილისამებრ კი არ შეიჭერი, თავად მოგათავსეს,ღრმად, ამოუშლელად და ამიტომ, ბრმად უნდა იბრძოლონ იმისთვის ,რაც შენგან დარჩა.
როგორ გინდა შენიშნონ, რა სიტკბოს განცდა გაქვს მათ თვალებში ზურგზე გაწოლილი,თვალებმინაბული, უდარდელი ღიმილით რომ ლივლივებ.
**

სამწუხაროდ, სიმართლე ერთი იყო. არ მინდოდა ტიტე ვერცხლისფერი ხმლით აღჭურვილ, ჩემზე ნათელფერებში შეყვარებულ კაცად მექცია,რადგან იმაზე მეტად გაუჭირდებოდა ჩემთან ბძოლა, ჩემი იმ ვიწრო წყლის ჭიდან ამოთრევა, ვიდრე დეინერისს გაუჭირდებოდა საკუთარი დრაკონების თვალისდაუხამხამებლად,
მტკივნეული სიკვდილით დახოცვა. გავაცნობიერე თუ არა ყველაფერი იმ ქუჩაზე მდგომმა, მრავალი დღეებისა და ღამეების სამყოფი ჰაერი ჩავიტუმბე შეკუმშულ ფილტვებში და ტკივილისაგან ჩამბალი თვალებით შევაშტერდი მის გადამთბარ, მშვიდ სახეს.
- შენი ფანჯრიდან სამყარო სულ სხვნაირად ჩანს , ტიტე. _ თვალისდაუხამხამებლად , უცნაურღიმილით შენიღბულმა ვუთხარი. დაძაბულობისგან ჩემი ერთი თმის ღერიც კი არ იძვროდა ადგილიდან. რას გულისხმობო წამშივე მკითხა ისეთი სიცილით , ახლადშეძენილ ბედნიერებას რომ აფრქვებს ყველა გრძედისა და განედის სისწორეზე და მაშინ, ატმის ყვავილებით გადავსებული რომ დავინახე მისი ფიქრები ,კიდევ უფრო მეტად მომინდა შევზიზღებოდი,ხელი ჩაექნია ჩემზე,ფსკერამდე დაცლილიყო მასში ის ყველაფერი,რასაც ჩემ მიმართ ოდესმე განიცდიდა. მინდოდა,გული ჩანაცრებოდა და ჩემკენ არასდროს,აღარასდროს გამოეხედა ისეთი სილაღით,როგორც მაშინ,ჩემ წინ რომ იდგა და დაუმსახურებლად მიორმაგებდა სიცოცხლის წუთებს ,რადგან მეცოდებოდა ყოველი მკვეთრად,ავად შეტოკებული ნერვისთვის,რომლის მიზეზიც მომავალში აუცილებლად მე ვიქნებოდი. არ მემეტებოდა და არც მინდოდა კინოთეათრის მონგრეულ სკამზე დიდი,მრავალგზის გაბზარული ეკრანის წინ დამესვა ღონემიხდილი და ეყურებინა,რა უშედეგოდ ვწვალობდი საკუთარი აჩრდილის გადახუნებას,არ მინდოდა წვრილ-წვრილად ჩამსხვრეული ,შუშად ქცეული ჩემი ტრაგიზმისგან ნელ-ნელა,მტკივნეულად დასერილიყო ჩემთან ყოფნისას.მთელი ჩემი ცხოვრება ვაცნობიერებდი,რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა შემეყვარებინა, სხვა რომ ბედნიერი გამეხადა. ტიტე ჩემგან გადამჟავებულ ,გადამპალ ცხოვრებას მიიღებდა ჩემი სიყვარულის სანაცვლოდ,როგორ უნდა გამემეტებინა ამისთვის?
- ცირა, რას გულისხმობ-მეთქი ? _ შიშჩამდგარი ორივე მაჯით ჩამაფრინდა მტკიცედ დაჭერილ,ხმელ მხრებში.
- ქმარი მყავს ტიტე, კიდევ ორი შვილიც, _ უხეშად,ორივე ხელის აქნევით გავითავისუფლე სხეული მისი სიმძიმისგან,_ მეგონა, როცა ჩემი ნომერი გაიგე, ისიც გითხრეს რომ ოჯახი მყავს და საყვარლობას მთავაზობდი იმ დღეს, _მოისმინა თუ არა ჩემი
სიტყვები, გამომეტყველება ჩაუკვდა მაშინვე, ყალბი ბოროტებით გაჟღენთილ ჩემს სახეს გაოგნებულ თვალებს ვერაფრით არიდებდა.
- ჯერ ვიფიქრე, რა სიგიჟე აღარ გამიკეთებია, მოდი კიდევ ერთხელ ვუღალატებ ჩემს სულელ ქმარს-მეთქი, _ განვაგრძე ისევ , _მაგრამ იმდენი ხანი არ გამოჩნდი, რომ მომწყინდა ერთი სულელი ბიჭის ლოდინი,რომელსაც გულწრფელად მოვეწონე. ადამიანების შეფასება არ გამოგდის ტიტე. შენც ჩემი ქმარივით სულელი ხარ, ჭიანჭველასავით მიეპარე იმას ,რაც მსოფლიოში ყველაზე ტკბილი გეგონა .ვწუხვარ ,რომ ხელში მწარემ რამ შეგრჩა , _ გესლიანი ჯადოქრის ჩაცინებასავით გადამკრა ავარვარებულმა აურამ გამომწვევად კმაყოფილებაშესხმულ სახეზე. ლამპიონების შუქზე შევამჩნიე როგორ დაუპატარავდა ფერშეცვლილ სფეროებში ჩემი სიტყვებივით ბნელი გუგები . წამით მომეჩვენა,რომ იმედგაცრუებისგან რიჟა წვერში ამობერილი წვრილი და მკვახედ მოკუმული დაბუშტული ტუჩები ოდნავ შეუკრთა, ღია წამწამებით რამდენჯერმე გაარღვია ჰაერის შრიალა ნაკადი. მართალს მეუბნებიო? მკრთალად და მშვიდად გაკვეთა მისმა შეკითხვამ ჩემს სხეულთან ჩამდგარი ჟანგბადი. უშეცდომო ღიმილით მხრები ავიჩეჩე მსახიობურად, შეფარული დაცინვით სავსე,უდარდელი მზერა შევაყარე პირდაპირ სახეში დასტურის ნიშნად. ეს იყო და დაუდევრად აგებული ცათამბრჯენივით ლამაზად,წამებში ჩამოიშალა ჩემი შემხედვარე. ჩემმა უღირსმა მანევრმა დააობლა თითქოს და გააცამტვერა მისი წვეთ-წვეთად ნაგროვები სილაღე,თუმცა მჭახე ზიზღის მაგივრად, მისი სხეულიდან ცხელ ტალღებად მომავალი, მოკანკალე, სასჯელმისჯილი იმედგაცრუება ვიგემე მხოლოდ.
შებრუნდა და ხმაგაუცემლად წავიდა. მეგონა საბოლოო ჭაღარამდე დაშორებული სრული დრო ვიჯექი იმ ადგილზე,სადაც დამტოვა ჩემს ბინძურ თამაშში წაქცეულმა ღირებულმა ადამიანმა. გონებაში ტიტეს გამოსამშვიდობებელ , მძიმე ნაბიჯებს ჯიუტად ვითვლი თავიდან და თავიდან,დაუსრულებლად . მიდიოდა მთელი სიფრთხილით და თითქოს მიწას არც ახებდა ფეხებს, თითქოს აღარ ჰქონდა მძლავრი სხეული,გულისტკენასა და დამცირებას გამოეცალა მისი სულისთვის დასუსტებული,დაძარღვული ხელიდან.
ჩაჟიებული შავი თმის ღერები მაწანწალა ჩრდილებივით მოუშორებლად მეკვროდნენ მთლიან ზურგზე და ბოლოებს ნაწვიმარ ორმოებში ახრჩობდნენ თვითგვემის ნიშნად, თინას სიბნელეშეპარულ ყვითელ ფონზე აწოწილი სილუეტი რომ მომიჯდა გვერდით.
- ადექი წავიდეთ. უფრო მეტად გაცივდები,_ მითხრა მას შემდეგ,რაც ეჭვნარევად, კარგად შემათვალიერა და მკლავში ჩამასო წვრილ-წვრილი ტატუებით გადაპენტილი გრძელი თითები.
- არაფერი არ მკითხო რა,შენც შეგძულდები.
- არაფერს არ გეკითხები, ვიცი კარგი არაფერი ჩაგიდენია, _ შეაკრთო ჩემმა ცრემლით გაბერილმა ხმამ.
- შენი აზრით ,ბოროტი ვარ თინა? ბოროტი ვარ, როცა მინდა არავინ დაიტანჯოს ჩემ გამო?
- ჩემი აზრით, ნასვამი ხარ.
- არც ისე.
- რომ გამოფხიზლდები,აი, მერე გეტყვი რომ საკუთარ თავს ოცნებებს პარავ. კიდევ ღიმილის მიზეზს პარავ. კიდევ სიხარულს,სილაღეს და რა ვიცი, ათას ამის მსგავს ადამიანურ შეგრძნებას პარავ, თუ ასეთი ბედნიერებისათვის არა,აბა რისთვის ღირს ცხოვრება? ამოიხვნეშა დანანებით, ადექი,ადექი ჩემო უტვინო მეგობარო. ჩემთან დაიძინე და მერე ვილპარაკოთ ,თუ შეგეძლება, _ ხელით მომიწურა სველი და გრძელი, საცოდავად ჩამოკიდებული გაპრიალებული თმა. ალბათ ,მეც ასე გამოვწურე ტიტე,_გავიგველ გულში,_ ასე ვუჭ....ტდი ყოველ წამს გონებას, ასე ვუჭერდი ყელში ჩემი ადღლეზილი, სიბინძურეშეპარული სახის გახსენებისას. მძულდა ჩემი თავი,იმაზე მეტად ,ვიდრე მას სძულდა საკუთარი,იმისათვის ,რომ ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი აზროვნების ადამიანში მოისურვა საკუთარი თავის მთლიანად ჩაცლა.

*

მეორე დღეს გამთენიისას გამეღვიძა. თეთრად დაქარგული, თხელი, სიფრიფანა ფარდიდან ნათებაშეპარული ბინდი ლაქებად მოჩანდა ოთახში მყარად ჩამდგარი სიბნელის წყალობით. გაღვიძებისთანავე არასასიამოვნო შეგრძნებამ მარცხენა მხართან ახლოს სხარტად გამწიწკნა და უსიანოვნოდ ჩამაფრინდა მუჭისოდენა გულზე. მაშინვე თინას ძებნა დავიწყე,მაგრამ მალევე მივხვდი რომ ამ ოთახში მხოლოდ მე თუ ვსუნთქავდი. რამდენიმე წუთში დღის ნათებამ შედარებით მოიმატა და ოდნავ შეფხიზლებულს მოქუფრული დილის სუსხმა მაშინვე ბეჯითად მამცნო ,რომ ვერცხლისფერი ცა უნდა ყოფილიყო დაბლა ყურისწამღებად აჟრიალებულ, აყაყანებულ ქალაქზე სქლად, მზის ყვითლად გასხეპილი სხივებისაგან გაურღვევლად გადაკერებული. კიდევ უფრო მეტად დამიარა ავისმომასწავებელმა შეგრძნებამ შემცივნებულ ორგანიზმში და თეთრ პირსახოცში გამოხვეული ,ჯერ კიდევ ჭონჭოხი თმებისგან მთლად გამაჟრჟოლა ნასიცხარ სხეულში. ძლივს შეხელილი თვალებიდან ჩემი მეგობრის საწოლის თავზე აქამდე ბევრჯერ ნანახ, კედელზე სტაფილოსფერი,ბურთულა ჭიკარტებით მიმაგრებულ, მოგრძო და ფერად პლაკატზე ფოკუზირდა ჩემი მზერა. რომელიღაც ანიმეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო გამოსახული. ლურჯ ბოლო კაბაში მოხდენილად გამოწყობილი,თაფლისფერ სვიტრიანი გოგონა ღია იასამნისფერში გადაპენტილი, ყვავილოვანი ხის ქვეშ მუხლებზე დამდგარიყო მომწვანებულ ნიადაგზე და მთელი გულით მოსთქვამდა ლოყებზე მდინარედ დადენილი ცისფერი ცრემლებით. რატომღაც წინა დღის სამარცხვინო ღამე გამახსენდა ,მაგრამ ამაზე ოდნავი დაფიქრება არც კი დამცალდა ნორმალურად. რამდენიმე სანტიმეტრზე შეღებული საძინებლის ყავისფერი კარის მეშვეობით მეორე ოთახიდან ჯერ თინას ნამძინარევი და მერე კი მამამისის - ფრიდონის საგრძნობლად დაბალ ტემბრში მოჩურჩულე ხმა მონოტონურად შემოიპარა ჩემთან და ლამაზი ფლაკონიდან ძლივს თავდაღწეული, ნაზი სურნელის მქონდე სუნამოს თხევადი ბურთულებივით შეერია ოთახის ჰაერს.
- სხვა არაფერი უთქვამს? რა მოხდა, ვერაფერი გავიგე, _ გაისმა თინას სიტყვები ,იატაკზე სკამის გახოხების მკვეთრ ხმასთან ერთად.ალბათ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა.
- თინა შენც ხომ ისმენდი? მეტი არაფერი უთქვამს კაცს, _ უპასუხა ფრიდონმა ჩურჩულით.
- და მალე მოვა? გავაღვიძო უკვე?
- გზაში ვარო დამიბარა. ჯობია გააღვიძო, _ ნება დართო თუ არა მამამ ,საუბრის ხმა უეცრად ფრთხილი ნაბიჯების ხმამ ჩაანაცვლა,ალბათ არცერთს უნდოდა ლალიკოსაც(თინას დედინაცვალს,რომელმაც ჩემი მეგობარი და მისი ტყუპისცალი ძმა - ლაშა ჯერ კიდევ ორო წლის ასაკიდან გაზარდა) გაეღვიძა.
ცხვირზე სათვალეშემოსკუპებულ თინას საწოლზე წამომჯდარი და ჩაცმული დავუხვდი. ჩემი ცნობისმოყვარე სახის დანახვისას მიხვდა,რომ წესით მათი გასაიდუმლოებული დიალოგი უნდა გამეგო და თითქოს გულიდან ათასი გემის ათასივე ღუზის სიმძიმე ტვირთი გადაიგორა თავისდაუნებურად,მე კი უფრო მეტად დამეჭიმა გაუძლოებული სხეული,გონებაში სინათლის სიჩქარით შემძვრალი ნერვიულობისგან კისერი ერთიანად ხესავით გამიშეშდა, რადგან თუ ეს გოგო იმ საშინელი ფორმის ,სქელმინებიან მხედველობის სათვალეს იკეთებდა ,ესე იგი, სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდა,სხვა დროს უბრალოდ არ აღიარებდა ,რომ მხედველობა ძალიან უჭირდა და შესაბამისად,საქმეც ვერ იყო მთლად ათიანზე.
- მამაშენმა დაურეკა მამაჩემს,- დაიწყო გაუბედავად,საძინებლის კარი მიიჯახუნა და ზურგს უკან შემოწყობილი ხელებით მთელი ტანით აეკრო ხის მასას, - ოღონდ არ შეგეშინდეს ახლა რა.
- რა ხდება? - შემეშინდა.თან ძალიან.
- არც მე არ ვიცი. ასე უთქვამს, ცირა გააღვიძეთო. სამსახურში უსიამოვნება მაქვს,სასწრაფოდ მანდ მოვდივარ და უნდა წავიყვანოვო. - კარსმოუშორებლად მითხრა და დაამატა , მალე ჩაიცვი თუ რამე კიდევ გაქვს ჩასაცმელი, მამამ თქვა,რომ უკვე გზაშია და მალე მოვაო.
ჩასაცმელი არც არაფერი მქონდა. ფეხზე ჩემი ყვითელი ბათინკები ამოვიცვი ხმის გაუღებლად, კარზე გაბმული ბრახუნი რომ გაისმა. გული ადგილიდან შემიხტა სანადირო თოფის ხმაზე დამფრთხალი ბეღურასავით. რამდენიმე გრძელი ნაბიჯი დამჭირდა კარამდე მისაღწევად.ადგილზე მისულს მამაჩემის მაღალი,განიერი სილუეტი სახლში შემოსული დამიხვდა.
- რა ხდება ლაზარე? - იკითხა თინას მამამ და მეც სმენად ვიქეცი.
- არაა კარგი ამბავი ფრიდონ. სამსახურეობრივი მოვალეობა არ მაძლევს უფლებას ,რომ დეტალები მოგიყვე,მაგრამ იმას კი გეტყვი ,რომ ჩემი ოჯახი სასწრაფოდ უნდა გადავმალო. თქვენ საფრთხეს ვერ შეგიქმნით,ახლავე მიმყავს ცირა, - თქვა თუ არა ,მე გამომხედა და ხელი გამომიწოდა . სამხედრო ფორმა ეცვა,თითქოს უნდოდა ჰგონებოდათ,რომ პროკურორი კი არა ჯარისკაცი იყო.როგორც ჩანს სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან უნდა მოსულიყო. ცალი ხელით ქუდს ჩაბღაუჭებოდა,მისი აღელვება მხოლოდ ამ ქმედებაზე თუ იქნებოდა შესამჩნევი. წამიერად შემომხედა. თითქოს თავისი ჭაობისფერი,ღრმა თვალებით ბოდიშს მიხდიდა იმისათვის,რაც მაშინ ჩვენი ოჯახის თავზე შავი აჩრდილივით ტრიალებდა.
- ლაზარე. თუ ჩვენი დახმარება გჭირდება...
- არა, არა ფრიდონ, _ მზერა ჩემიდან მისივე ასაკის კაცზე გადაიტანა , _ ვაფასებ შენს შემოთავაზებას, მაგრამ თუ კიდევ ორი წუთი დავყავი აქ ჩემს შვილთან ერთად, მარტო თინას ადგილსამყოფელს კი არა, შენი მეორე შვილის მისამართსაც კი გაიგებენ ლატვიაში და ჩააკითხავენ კიდეც. არ მინდა ჩემ გამო დაზარალდეთ. დროა წავიდეთ , _ ფრიდონის შიშჩამდგარ გამომეტყველებას თვალი აარიდა თუ არა, ჩემს თითებზე შემოჭდობილი ცალი ხელი გაინთავისუფლა, ქუდი ისევ თავის ქალაზე საკმაოდ მჭიდროდ მოირგო და შავი, გრძელ ანტენიანი რაცია მიიტანა ტუჩებთან.
- ბადრი რა ხდება? მშვიდობაა?
- მშვიდობაა პროკურორო ქარცივაძე. შეგიძლიათ,რომ გამოხვიდეთ. სნაიპერი ადგილზეა და რახანია გაზღვევთ,_ გაისმა ხმა რაციიდან. ბადრის ვიცნობდი. ქერა,ლამაზი პირისახის ბიჭი იყო,ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე სახლში უშველებელი საქაღალდეებით ხელში და ჩვენთან ერთად ვახშმობდა,თითქმის ყოველკვირას. მამას "სამსახურის შვილს" ვეძახდი ხუმრობით.ძალიან კარგი ბიჭი იყო,თუმცა მისი საქმიანი ხმის გაგონება,უნდა ვაღიარო,რომ მაშინ ნამდვილად არ გამხარებია. საქმე აშკარად სერიოზულად უნდა ყოფილიყო.მთელი სიფრთხილითა და გარემოს დაჟინებული თვალიერებით ჩამსვა მამამ დაბურულ ,შავად მოპრიალე ავტომობილში ისე,რომ გაოცებისაგან თვალჩაცვენილ თინასთან გამომშვიდობება ხელის დაქნევითაც კი ძლივს მოვასწარი.
- შენ არ შეგეშინდეს, არ დამანახო ,რომ გეშინია, _ მითხრა ლაზარემ,როცა უკვე საკმაოდ გაცელილები ვიყავით მახარაძეების სახლსა და ქუჩას. მერე კიდევ უფრო მეტად ჩააფრინდა ყავისფერ ტყავში გაწყობილ საჭეს ორივე ხელით.
- დედა და ბებია სად არიან? - მაინც შიშგაზავებული ბგერები ამომივიდა პირიდან.
- ორივე კარგადაა. აკაკი გავაგზავნე მათთან, მას იცნობენ და მშვიდად გამოყვებიან. უკვე იქნებიან ადგილზე.
- სად გამოყვებიან? ან ჩვენ სად მივდივართ?
- მისმინე, სერიოზული რაღაც ხდება ჩვენს თავს. ახლა არ შემიძლია მოგიყვე.ხომ ენდობი მამაშენს? - საპასუხოდ თავი რომ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, კმაყოფილი გამომეტყველებით განაგრძო ისევ , - დროებით უნდა დაგმალოთ. ოღონდ აქ არა,საქართველოში არა.
- აბა სად? - გამიკვირდა გულწრფელად და მთელი ტანით შევტრიალდი მამასკენ.
- ღვედი გადაიჭირე, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? - შემომბღვირა ლაზარემ.მე გამეცინა. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა,მამაჩემი კიდევ ასეთ დროსაც კი, როგორც ყოველთვის, ღვედზე მთელი სერიოზულობით მეჩხუბებოდა , - ჩეხეთში გაგზავნი შენ, პრაღაში.
- მე?
- ხო შენ.
- დედა? ბებია?
- სხვადასხვა ქვეყნებში.ჯობია არ იცოდე. უბრალოდ მენდე კარგი? კარგად იქნებიან.შენც კარგად იქნები.
- და შენ?
- მე? მეც კარგად ვიქნები. აი,მოვედით, - ძრავა გამორთო და როცა ბადრის მშვიდმა ხმამ საბოლოოდ დაარწმუნა,რომ უკან კაციშვილი არ გამოგვყოლია, თავის აქნევით მანიშნა მანქანიდან გადავსულიყავი. მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, ხელი ძლიერად შემომხვია ვიწრო ბეჭებზე, განაპირა მხარზე ჩამომადო ხელის მტევანი და ერთსართულიანი შინდისფრად შეღებილი სახლის მუხლს ოდნავ აცილებული ჭიშჭკარი მოუთმენლად შეხსნა ფეხით. მომცრო ,სულ რამდენიმე ნაბიჯის ოდენა კვადრატული ფორმის ეზო მთლად შემხმარი,ჩაყავისფრებული ფოთლებით იყო გადაჭედილი. მეუცნაურა,რადგან ერთი ხეც კი არ იდგა ამ სახლს ეკონომიურად მიკერებულ მიწის ნაგლეჯზე. ჩანდა,ქარის წყალობით მეზობელი ეზოებიდან და ქუჩიდან თუ შემოხვეტილიყო ამოდენა ნეშომპალად ქცევისთვის განკუთვნილი ხეების საკუთრება. მარტივად მიხვდებოდი, რომ სახლს მომვლელი კი არა,გულისგადასაყოლებელი სტუმარიც კი არ ჰყოლია არც გასულ ზაფხულს და არც მის წინა გაზაფხულზე. მზეზე დაფიცხებული,გამომშრალი ფოთლების ხრაშა-ხრუშის ხმაზე,თითოეულ ნაბიჯს რომ ახლდა თან, კბილებში სიცივემ გამკრა და თითებით უფრო მეტად ჩავებღაუჭე მამას სამხედრო ქურთუკს. არა და წესით, გუშინდელ წვიმაზე უნდა ჩამბალიყვნენ რბილ ნიადაგში.ვიღაცას თითქოს გამიზნულად შეეგროვებინა ისინი და მერე შინდისფერკედლებიანი შენობის წინ მთელი სიზუსტით მიმოეყარა. სწრაფად გავიარეთ დაძველელბული ფიცრებისგან აგებული,მოჭრაჭუნე, უსწორმასწორო ზედაპირის აივანი. ზედაპირზე დადებული სქელი მტვერის წყალობით შევნიშნე,რომ სახლში უკვე ვიღაც უნდა ყოფილიყო და კარის შეღებისთანავე პატარა, შინდისფერადვე დაუდევრად შეფერადებულ ოთხ კედელში შევაბიჯე მოუთმენლად. მეგონა იქ დედას და ბებიას ვნახავდი,მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა.

***

წვიმის თქეშში დასველებული,პატრონისგან მოძულებული ,ყურებჩამოყრილი მაწანწალა ძაღლის მსგავსი სახლის კარი ,ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე, ხმაურით დაიკეტა სიცივისგან ბუმერანგივით მოკაკვულ ზურგს უკან. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს სახლში შესვლისთანავე,რაღაც მაგიურ,ჯადოსნურ წრეში შევაბიჯე,თუმცა ჩემს უცნაურ ამბავში ნამდვილად არ ერია არცერთი ზებუნებრივი არსების არცერთი არა-ადამიანური ზედა კიდური. ოთახი ისე ჩაბნელებულიყო,თითქოს შავ ფრიალ-ფრიალა ბუბმულებში გაწყობილი შავი ფრინველის მძლავრი ფრთები გვერტყა გარშემო. რამდენიმე ათეული წლის წინ თხელ ფიცრებად დაკეპილი, ერთ დროს კი ვინ იცის,რა მშვენიერი ხის საშუალებით, დიდი მონდომებით ჩარაზული მოგრძო ფანჯრები სახლში შესვლამდე ბევრად ადრე შევნიშნე და ვიწრო სივრცეში ჩამდგარ სიბნელესთან დაპირისპირება დიდად არ შემიცხადებია, თუმცა იქ დგომისას, რატომღაც ჰერმიონას შესანიშნავი ინგლისური აქცენტით მონათხრობი ზღაპარი გამახსენდა სიკვდილის საჩუქრებზე და თითქოს ჩემს ლიტრობით ღაჟღაჟა სისხლში მწყობრად შეცურეს წყვდიადის შავბნელმა აჩრდილებმა. თვალებმა ერთადერთი მნათობი წერტილისკენ გაიწიეს ისე,თითქოს იმ წამს შექსპირის პიესების პერსონაჟები ყოფილიყვნენ,საყვარელს რომ ეტრფიან დაუვიწყარი,ბევრისთვის შეუცნობადი, თავგანწირული გრძნობით .
დაბალ ჭერზე ,შუა გულში ალისფერი მავთულებით უდიერად დაწნული,ხელნაკეთი ჭაღის მაგვარი რამ შევათვალიერე ჩემდაუნებურად. შიგნით ჯერ კიდევ ახალთახალი, ერთი თეთრი და ორიც წითელი, სადა სანთლები მოეთავსებინათ და წამიერად გულში გავლანძღე კიდეც ამის გამკეთებელი,როცა თეთრად შეღებილ ,ჭერზე გაკრულ უსწორმაწორო მუყაოს შევაჩერდი დაკვირვებით . აქა-იქ ამობურცული, სიძველისაგან ჭუჭყისფრად დალაქავებული ხის მასალა სანთლების სინათლეზე ისეთ სანახაობას ქმნიდა,თითქოს ავდრიან ცაზე ქარიშხლების ღრუბლები ველურების ხროვასავით უდისციპლინოდ და შემაძრწუნებელი,ძალადობრივი მანევრებით ჯგროვდებოდნენ მტერთან საომრად .
- ხიდიდან ფრენა, _ გაისმა მამაჩემის მშვიდი ხმა და ჰიპნოზიდან გამოტყორცნილმა გონებამ მისკენ მიმაბრუნა.
- რა? _ ვკითხე დაბნეულმა.
- შენ არაფერი. ხიდიდან ფრენა, _ ისევ გაიმეორა ლაზარემ.
- მიღებულია,ხიდიდან ფრენა,_ გასცა პასუხი მამაკაცის კიდევ უფრო მშვიდმა ხმამ და ოთახის ოთხივე კუთხიდან ჩვენი მიმართულებით ამოძრავებული ოთხი ლანდი ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდა,ისე რომ ყველა მათგანის დანახვა შეგვძლებოდა ორივეს. ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ოთახში სხვა ადამიანებიც შეიძლება ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი თვალით დავინახე მტვერში დიდი ზომის ბათინკის ნაკვალევი.
- აბა,რას მეტყვი აბრაამ? _იკითხა მამაჩემმა.მე უკვე შესანიშნავად შემეძლო ბინდით გამოძერწილი აჩრდილებისგან ცოცხალ ორგანიზმებად გარდაქმნილი კონტურებისთვის ხორცის შესხმა,რაღაცით კენჭებისგან ბრინჯის მარცვლების გამორჩევას წააგავდა ეს პროცესი.ისეთი გულისყურით გავზომე ყველა მათგანი, დამეფიცებოდა კიდეც ,რომ ოთხივე სანდო და მეტად კეთილისმსურველი პირი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.
- მშვიდობაა ლაზარე, _ წინ გადმოდგა გაბედული,მოუთმენელი ნაბიჯი გრძელწვერა,ტუჩებთან ჭაღარაშეპარულმა კაცმა და მამაჩემის სხეულზე დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გადახვეულმა ამოიჩურჩულა , _ უკვე მეოთხე დღეა ამ სახლში ვართ. მათ არ იციან ჩვენი გეგმების შესახებ.
- შენი ხმა ყოველთვის მამშვიდებს აბრაამ . თქვენ როგორა ხართ ბიჭებო? _ ლაზარეს შეკითხვას დანარჩენების ნახვისაგან გამოწვეული სიხარულიც შეუზავდა ,თუმცა მათი წესისამებრ მოკითხვა ჩემმა შეუკავებელმა ბრაზმა აღარ დააცადა.
- ახლა მაინც მეტყვი რა ხდება?_ კატეგორიული ტონით აღვიჭურვე თუ არა, წინ გადავუდექი მამას და მთელი სიმძიმით დავეყრდენი მის ახოვან ტანს, _ უფლება მაქვს გავიგო,რა ხდება აქ!
- ქალბატონო ცირა , მათზე ნუ ღელავთ,უკვე სამშვიდობოს არიან,_ ფიქრებს მიმიხვდა ჩემზე ორი თავით მაღალი, უცნაურად გამხდარი ბიჭი,_ პირადად ვხელმძღვანელობდი საზღვარზე მათ გადაყვანას. გარწმუნებთ,სანერვიულო ნამდვილად არ გაქვთ.
- შენ ვინღა ხარ? _ ვკითხე უკმეხად.
- აკაკი ბერძენიშვილი. საიდუმლო სამსახურის აგენტი.
- აჰ, შენ ხარ ის აკაკი, _ ეს იყო და სხეული მთლად უღონო,ფარატინა ქაღალდივით მსუბუქი გამიხდა. გაურკვეველმა ბგერებმა და წამოძახილებმა ჩემს ორივე ყურთან ჩატუმბვა და განმუხტული ნაწილაკებივით უკანდახევა დაიწყეს.სმენა და მხედველობა მთლად დამეხშო.გეგონება ვიღაცამ რკინის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და დროის ცვლილების საპირისპიროდ გამისროლა ჰაერის მძლავრი ნაკადის შეხეთქების წყალობით .თითქოს ჩემთან მოახლოებულ მკრთალ გამოსახულებებსა და ცხოველის მეტყველებასავით გაურკვევლად ქცეულ სიტყვებს ჩემთან მოახლოებისას უშველებელი ძაბვის მოელვარე ,აქა-იქ გამტყდარ-გაბზარული ჯოხები სუსხავდნენ სასტიკად და ხელს უშლიდნენ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ერთადერთ პატრონთან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს სახესთან ყველაზე ახლოს მყოფ მწუხრში გახვეულ ადამიანს და სიმძიმის ცენტრი საბოლოოდ დავკარგე ,გადაგვარებულ აზროვნებასთან ერთად.

***

მთელი ძალღონით ამოვისუნთქე.
ყვითლად მოელვარე,კაშკაშა ბურთი გაკრთა უკუნეთში და წამით მომეჩვენა, თითქოს ცაზე დაპენტილ ვარსკლავებზე დახარბებულს მე შემესრუტა ისინი ერთიანად და სწორედ ახლა თავისუფლდებოდნენ დიდი ხნის ნატუსაღარნი ჩემი ფილტვებიდან. ქუთუთოებზე კაშკაშა ნაპერწკლებმა გაკვესეს რამდენჯერმე და ჩემი შეწუხებით გამოწვეული სინდისის ქენჯნისგან სწრაფადვე ჩაყუჩდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა,გეგონება ჩამქრალი ნათურა ვყოფილიყავი და დენის ჩამრთველს ახლახანს წაჰკრა ხელი ვიღაცამ,ისიც შემთხვევით. თვალები გავახილე.
ღია ფანჯრიდან შემონაბერ სუსხიან ნიავზე ცილინდრის ფორმის , შავი პრიალა ჭაღი უჩუმრად ქანაობდა ჩემს ზემოთ. ქუჩიდან შემოსული სინათლისა და წელიწადის დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, საღამოს ხუთი-ექვსი საათი უნდა ყოფილიყო წესით. მარცხენა მხარეს კვადრატებად დაყოფილი ოთხი ძველებური ფანჯარა ჩაემწკრივებინათ ჩემი საწოლის მთელ სიგრძეზე.მეუცნაურა გარეთ ახლო-ახლო ჩაშენებული შენობების თვალისმომჭრელი არქიტექტურა,თუმცა ჯერ შიგნით მოვათვალიერე გარემო. თავსა და ბოლოში ხის მოთაფლისფრო კედლები ეკრა მიჯრით ჩემს საწოლს.მარჯვენა მხარეს კი ვარდისფერი ყვავილებით ამოქარგული კრემისფერი გრძელი ფარდა ძირს ნაოჭებად ჩამოფენილიყო მთელ სიგრძეზე. სქელი,თეთრი საბანი ისე მზრუნველად ამოეკეცათ ჩემთვის გვერდებთან, საძილე ტომარაში გახვეულ ჩვილ ბავშვს ვგავდი უდაოდ. ჩამიდგა თუ არა ხელებში ძალა, სლიპინა ნაჭერი ერთი მოძრაობით გადავწიე და წამით გავვოცდი უზადო სანახაობისაგან. ჩემი ორსაწოლიანის ოდენა სივრცე კიდევ დამიხვდა ფარდის გადაღმა. აქეთ-იქით ფერად-ფერად ყრდიანი წიგნებით გამოეძეკათ ოციოდე სანტიმეტრის სიგანის,კედლის მთლიან მოცულობაზე განთავსებული მოხატული თაროები. ფანჯრების პარალელურად აშენებული კედელი კი ათასგვარი წარწერებითა და ნივთებით გადაეპენტა ოთახის პატრონს. აქ ნახავდით სხვადასხვა ენებზე დაწერილ ბრძნულ გამონათქვამებს, ცნობილი მუსიკალური ბენდების ალბომებს,პოსტერებს საყვარელი ფილმებიდან,გაზეთიდან გამოჭრილი საოცნებო ქვეყნების სავიზიტო შენობების ფოტოებსა და ცნობილ ლექსებსაც კი.ყველაფერ ამას სადღესასწაულო ნათურებით მოფენილი ათინათები და თბილ ფერებში მოქსოვილი ხალიჩა კიდევ უფრო საუცხოოს და ლამაზს ხდიდა.
ფეხი დავდგი თუ არა ძირს ,იატაკი შეირხა ისე,თითქოს მამლის ფეხებზე შემდგარ ქოხმახში მეძინა მთელი ეს დრო და ახლა ეს ჩემი მოძრავი სახლი ძილბურანში გამოხვეული ფშვინავდა და ძალაუნებურად არხევდა ჩემს ფეხქვეშ გადაჭიმულ წითლად შეღებილ ფიცრებს. იმედები მალევე გამიცრუვდა,როცა იატაკში მოთავსებული ვიწრო კარი ზემოთკენ ამოიზნიქა და საშუალო ასაკის ,ქერად შეღებილი ქალი თავით გამოჩნდა ამოჭრილ ადგილას. სავარაუდოდ, სახლის პატრონმა სუფთა წყლით პირამდე სავსე პლასტმასის პატარა სათლი ღიღინით ამოდგა ზემოთ და მხარზე გადაკიდებული თეთრი ტილო ჩაჭყვიპა შიგნით რამდენჯერმე. მთლიანი ტანით რომ ამოძვრა ოთახში და ბოლო წვეთამდე გაწურული ნაჭერი სიმეტრიულად გადაკეცა, ჩემკენ შემობრუნებისას მისმა წამოკივლებამ წამით მაფიქრებინა კიდეც ,რომ მან სულაც არ იცოდა ვინ ცხოვრობდა მისი სახლის სხვენში. შეპარული ,მორიდებული მზერით მათვალიერა ცოტა ხანი,მერე სასაცილოდ დაფაცურდა, თითით მანიშნა ერთი წუთით მოიცადეო და რომელიღაცა მოძველმანო წიგნიდან თეთრი კონვერტი გამოაცურა. ცალი ხელით კალთაში ჩამიგდო ლამაზად მოკეცილი თეთრი ქაღალდი,ცალი კი შუბლზე მზრუნველობით მომაბჯინა და კმაყოფილმა ჩაილაპარა რაღაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე. კონვერტი გახსენიო მანიშნა ღიმილით და ისეთივე დაკვირვებული,გამჭოლი მზერითა და ხელების ფართუკზე წმენდით ჩამოჯდა ჩემს ფეხებთან .
კონვერტი მართლაც გავხსენი. იმდენად მინდოდა ყველაფერში გარკვევა, ქალი რომ არ მჯდარიყო ჩემ წინ, მოზღვავებული ემოციებისგან ალბათ გავგლეჯდი კიდეც ქაღალდის თხელ ყუთს და ისე წავიკითხავდი შეტყობინებას. წვრილად ნაბეჭდი ასობგერები სრულიად არაფერს მიუთითებდა თავაზიანი სიტყვებითა და ლაკონური წინადადებებით გაწყობილი წერილის ავტორზე,გარდა იმისა ,რომ იგი ქართველი იყო და მისი სახელი სადღაც უკვე გაგონილი უნდა მქონოდა,ამიტომ კითხვას სულმოუთქმელად შევუდექი.

***

" ქალბატონო ცირა, თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ,ესე იგი, გამომჯობინდით და სავარაუდოდ,დიდ გაურკვევლობაში ბრძანდებით . პირველ რიგში ,მინდა გითხრათ,რომ მაღალი სიცხისაგან გონება დაკარგეთ და იძულებულნი გავხდით,უგონო მდგომარეობაში გადმოგვეფრინეთ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. არ მოგესმათ, ახლა თქვენ პრაღაში იმყოფებით. ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდხანის მფლობელი - მილოშ ზემანი თქვენი მასპინძელია. ქალბატონი კი ,რომელიც გივლით, მისი მეუღლე - მისის აგნესა. ნუ შეგეშინდებათ,რომ მან მშობლიური ენის გარდა არცერთი ენა არ იცის. დიასახლისსთან საუბარში ჩვენი აგენტი დაგეხმარებათ,რომელსაც უთუოდ უნდა შეხვდეთ და თანამშრომლობა გაუწიოთ,როდესაც ძალებს მოიკრებთ. საჭიროა მხოლოდ ერთი ზარი და იგი დანიშნულების ადგილზე გაჩნდება,თანაც უკეთესად გაგარკვევთ ყველაფერში.
დრო - 8 საათი.
ლოკაცია - ჟიჟკოვის ტელეკოშკი.
კოშკში რესტორანი და ტურისტული ცენტრია,ამიტომ ვიმეოდოვნებ შეუმჩნეველი დარჩებით. მისის აგნესას მხოლოდ ორი სიტყვა - "ხიდიდან ფრენა" - უხსენეთ და ყველაფერს იგი მიხედავს.
თქვენი ოჯახის წევრებ თავს მშვენივრად გრძნობენ.
პატივისცემით,
აბრაამ მეტრეველი. "

***

აგნესა, როგორც ჩანს ,დიდი სულისკვეთებით იყო ჩაბმული საიდუმლო მისიაში და მეტად გულისყურით ეკიდებოდა მასზე ნაკისრ ვალდებულებას. ვუხსენე თუ არა საკონტაქტო ტერმინი, ქალი მაშინვე კიბეზე დაეშვა კისრისტეხით და ორიოდე წუთში უკანვე ამობრუნდა ყავისფერი ქაღალდის რამდენიმე პარკთან ერთად.
- დავრეკე.მოვა, _წამოიდუდუნა ენის ბორძიკით დიასახლისმა .რატომღაც გამეცინა მის გულუბრყვილო გარეგნობაზე. თვალებთან ასაკის ნიშნად ჩაკეცილი ნაოჭები და ქალის თვალისთვისაც კი მიმზიდველი,მუქი ვარდისფერი კონტურით მოხდენილად შეფერადებული ტუჩები საოცარ სიკეთეს შეუზღუდავად ასხივებდნენ . მაშინვე დაიმსახურა ჩემი კეთილგანწყობა სასიამოვნო აურის მქონე ქალმა და თავადაც მიმიხვდა,რომ ძალიან მომეწონა.
- დიდი მადლობა,მისის აგნესა! _ ვუთხარი და მარცხენა მაჯაზე საჩვენებელი თითი რამდეჯერმე დავიტყაპუნე. აგნესა მიმიხვდა და მისი მობილური ტელეფონი შემაჩეჩა ხელში. ეკრანი შვიდი საათის დაწყებას მამცნობდა.აშკარა იყო,რომ უნდა მეჩქარა,რათა რესტორანში დანიშნულ დროს გამოვცხადებულიყავი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest saxeli gvari

bloki momxsenio

ramdeni eqauntebi unda damiblokot ver gavige ras vashaveb asets

 



№2  offline ადმინი -venus-

Guest saxeli gvari
bloki momxsenio

ramdeni eqauntebi unda damiblokot ver gavige ras vashaveb asets

სავარაუდოდ ან ცენზურა დაარღვიე ან საიტის წესები..მ :)) შემდეგში ყურადღებით იქნები..

 



№3 სტუმარი კუკარაჩა

ძაალიან,ძალიან საინტერესო თხრობის სტილი გაქვს.აზრზე არ ვარ რა მოხდება შემდეგში. იმედია არ მალოდინებ.

სხვენში ვიცხოვრებდი მეც დიდი სიამოვნებით :D ტიტე და ცირა მაინტერესებს როგორები არიან :დდდდდდდდდდდდ პროტოტიპები არ გინდა იპოვო?

 



№4 წევრი ჟიზელი

კუკარაჩა
ძაალიან,ძალიან საინტერესო თხრობის სტილი გაქვს.აზრზე არ ვარ რა მოხდება შემდეგში. იმედია არ მალოდინებ.

სხვენში ვიცხოვრებდი მეც დიდი სიამოვნებით :D ტიტე და ცირა მაინტერესებს როგორები არიან :დდდდდდდდდდდდ პროტოტიპები არ გინდა იპოვო?

დიდი მადლობა,მეც მინდა სხვენში ცხოვრება :დ მაგრამ არ მაქვს :დ

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი, ძალიან საინტერესო გახდა. ამ გოგოს საქციელმა ძალიან გამაბრაზა, ტიტეს რა საშინლად მოექცა. მსგავსი ტყუილით როგორ ატკინა გული.
ისე კარგად წერ, ასე მგონია ცნობილი მწერლის რომანს ვკითხულობ. მომწონს ძალიან, ძალიან❤❤

 



№6 სტუმარი პიკაჩუ

ეს გოგო ჩემს თავს მახსენებს :დ
ვინმე რომ შემიყვარდეს ალბათ თავს მოვიკლავ,ისე მეშინია ურთიერთობების. ტიტე სად გაქრა? მოითხოვოს გულისტკენის ანაზღაურება :დდ პროტოტიპებს მეც ვითხოვ

 



№7 წევრი ჟიზელი

Chikochiko
მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი, ძალიან საინტერესო გახდა. ამ გოგოს საქციელმა ძალიან გამაბრაზა, ტიტეს რა საშინლად მოექცა. მსგავსი ტყუილით როგორ ატკინა გული.
ისე კარგად წერ, ასე მგონია ცნობილი მწერლის რომანს ვკითხულობ. მომწონს ძალიან, ძალიან❤❤

ეს გოგო ისე მგავს,ვცდილობ რაც კი მინუსს ვხედავ ჩემს თავში,ყველაფერი მასში მოვათავსო,ამიტომ მიჭირს ახალ-ახალი თავების წერა,თანაც არ მინდა სიუჟეტი სისწრაფეში ბანალურ საპნის ოპერას დავამსგავსო. ვაიმეე, ეგ რა მითხარი :დ გადავმწვანდი :დ თუ ოდნავ მაინც ვწერ კარგად,ძალიან მიხარია მართლა. დიდი მადლობა შენ ასეთი საყვარელი რომ ხარ ❤❤❤

პიკაჩუ
ეს გოგო ჩემს თავს მახსენებს :დ
ვინმე რომ შემიყვარდეს ალბათ თავს მოვიკლავ,ისე მეშინია ურთიერთობების. ტიტე სად გაქრა? მოითხოვოს გულისტკენის ანაზღაურება :დდ პროტოტიპებს მეც ვითხოვ

ჰაჰჰაა :დდდ ტიტე მოქანდება მალე,თუმცა რა ვიცი,რაა ვიცი :))
პროტოტიპები ნაპოვნი მყავს ,თუმცა ჩემეული ტიტე არ მგონია ბევრს მოეწონოს :დ რაც შეეხება ცირას ვეეძებ,ვერ შევჩერდი ერთ ვარიანტზე.ისეთი არაავინაა ,როგორიც ეს გოგოა.

 



№8 სტუმარი Guest მწარე

აღარ აგრძელებ?

 



№9 წევრი ჟიზელი

Guest მწარე
აღარ აგრძელებ?

აუცილებლად , უბრალოდ სწავლა დამეწყო და დავლაგდები ცოტას. ^^

 



№10 სტუმარი Guest ნათია

გააგრძელე რაა

 



№11 წევრი ჟიზელი

Guest ნათია
გააგრძელე რაა

ახლა ვზივარ და ვცდილობ დავიწყო,უბრალოდ თავში არაფერი არ მოდის.აი,ისე ვარ,რომ ათი ფილმი ჩავრთე დ აგამოვრთე,ვერაფერს ვუდებ გულს :(

 



№12  offline აქტიური მკითხველი terooo

მირჩიეს რომ წამეკითხა...
უფრო სწორად ჯგუფში ვნახე.
არ ვნანობ რომ წავიკითხე...
მრავალფეროვანი ..
სურნელოვანი და
ათასფერია.
წარმატებებს გისურვებ

 



№13 წევრი ჟიზელი

terooo
მირჩიეს რომ წამეკითხა...
უფრო სწორად ჯგუფში ვნახე.
არ ვნანობ რომ წავიკითხე...
მრავალფეროვანი ..
სურნელოვანი და
ათასფერია.
წარმატებებს გისურვებ

დიდი,დიიიდი მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent