შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

დალიჰარი (თავი 12)


17-09-2017, 22:52
ავტორი linda
ნანახია 1 030

დალიჰარი (თავი 12)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ


-*-*-*-*-*-*-12
სებიანთა სამფლობელოს მოძალული სისხლი უჩქეფს ძარღვებში და გუგუნით ლამობსო გარეთ გამოხეთქვას, გაივლო ანდრეიმ, როცა მიუახლოვდნენ დასახლების ალაყაფს. ჩალისფერი ხრეშით დაფარული გზა სტოვებდა მოღაღანე მდელოთა საფარს და იჭრებოდა სინათლითა და ალიაქოთით აღსავსე მოედანზე, რომლის შესასვლელთან, თითქოსდა მცველებად დაედგათო, ჩუქურთმებით დაფარული წითელი თელის ათი სვეტი აღემართათ. ჩუქურთმები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს ჩაჰკონებოდნენ, და თუმცაღა ერთი შეხედვით უთავბოლო გრეხილთა ალიაქოთს ჩამოჰგავდნენ, მაინც გაარჩია ანდრეიმ ქალთა გამოკვართული სხეულები. მაღალი მკერდი ჰქონდათ დედაკაცებს, გრძელი კაბები და თავს მოხვეული შალები, რომელთაც უთვალავი ფრინველები და მწერები დასტრიალებდნენ თავს.
შესაშური იყო ამ სვეტთა შემოქმედის ხელი და ოსტატობა.
-გაკვირვებას ნუ შეიმჩნევ, ჩრდილოეთელო. - გადმოულაპარაკა ერქანთა დიაცმა. - შენ სხეული სიძვად მიგაჩნია, სებიანნი კი არ უფრთხიან მას. თვალი დახარე, რამეთუ ვინმეს არ მოჰხვდეს ავად...
-ხმა ჩაიგდე, დიაცო... - მიუსისინა მეფისწულმა. - თვალის დახრას არ ვსაჭიროებ, ნუ გეშინის...
წამით მოატრიალა მისკენ პირისახე ეირინმა. უმზირა მცირეოდენ და კვლავ იბრუნა პირი, კელაპტარი აზიდა.
პირამდე მოღებულ ალაყაფში შევიდნენ ისინი, და წამსვე ქუსლები შემოჰკრა ანდრეიმ სისხლისფერ ქურანს, ჩორთით წაიყვანა იგი, გამალებით ათვალიერებდა შემოგარენს.
ვითარცა გზაზე გაგონილი ხმაური აუწყებდათ, ყურისწამღები ჟივილ-ხივილი იდგა. ჩალისფერი ხრეშის გზას უხვად ეფინებოდა ჩირაღდანთა შუქი, რომლებიც გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ქოხებსა თუ ქვითკირის ძვირფას სახლებს ამკობდნენ. მაღალ-მაღალი გახლდათ სახურავები, თუმცაღა კისერწაგრძელებული მეფისწული ჰხედავდა, თუ როგორ გადაჭიმულიყო სებიანთა სახლობა, ყველგან, სადაც მიუწვდებოდა თვალი.
ვაჭარნი გამოფენილიყვნენ ქუჩაში, სახელდახელოდ შეკრული დახლები გაემართათ, ყიდულობდნენ და ჰყიდდნენ, ისეთი სისწრაფით რომ თვალს ვერ მიაწვდენდი. ჰყიდდნენ აბრეშუმს, ოქროთი მოსირმულ მარმაშსა და ბამბას, ძვირფასი ფაიფურისა და მყიფე მინის ჭურჭელს, მონათა ჯაჭვეულობა-სამკაულობას... მათი შეძახილები, მოგზაურთათვის რომ არ იშურებდნენ, იქვე შობდა ნაყოფს, რამეთუ ათასი ჯურის ხალხით გაძეძგილი ბრბო მათკენ იბრუნებდა პირს, კაცი კაცზე მიდიოდა და ისე ესეოდა მათ, ვითარცა დამშეული ფუტკარნი ნექტარს.
დახლთა შორიშორს კი ყვითელთმიანი სიძვის დიაცნი აღმართულიყვნენ, იღიმებოდნენ ალისფერი მაცდური ბაგეებით და სხეულის სანატრელი სისავსით უხმობდნენ მოსურნეებს. რამდენიმე იქვე, სახლთა შორს ჩაჰკონებოდა მსხვერპლს და ეამბორებოდა მის ბაგეებს.
-სადმე შევიდეთ და პირი გავისველოთ, ჩრდილოეთელო, - ჩუმად მიუგო ეირინმა, თაფლას ლაგამს ეწეოდა, სანამ არ გაუსწორდა მეფისწულის ქურანს. - ჯიბეში ოქრო გიჩხრიალებს, მუცელში კი არარა, საკვები გვჭირდება...
-ამ წყეულ ადგილას შეთითხნილ საკვებს უნდა დავაკარო პირი? - ზიზღით გადახედა ანდრეიმ ერქანთა დიაცს.
-ტყის ნაშობ საკვებს კარგად სჭამდი, სრორდელო. - მიუგო ეირინმა. - ნუთუ სიბინძურე გზიზღს?
-ბუნების სიბინძურე და ადამიანთა გარყვნილების სიბინძურეს ერთი სიმძიმე არასოდეს ექნება, გრძნეულო! - წაუსისინა ანდრეიმ, ზიზღით უმზერდა მათ ცხენთა ახლოს მიმავალ ხალხს, ვიღაც პაწაწინა, ჩამოძონძილი ბიჭი, მოსასხამზე რომ ეტორღიალებოდა, ხელის გაკვრით მოიშორა. - განუკითხაობისა და გათახსირების ბუდეა ეს წყეული ადგილი!
-ენა დაიმოკლე, ჩრდილოეთელო, თუ ჭკვა არ დაგყოლია, - მოუჭრა ეირინმა. - ეს შენი კარავი ხომ არ გგონია? აქ ყველას ყურები დაუცქვეტია, რათა რამე ან ვინმე კბილმოსადები შენიშნონ. შენ მხოლოდ ვეფხვის კუდი იხილე, სებიანთა სამფლობელოს გული უფრო მეტი სისასტიკითა და განუკითხაობითაა სავსე... აქაურთ არ ეამებათ მეომართა დანახვა, თუმცაღა ისე დაგადენენ სისხლს, სიტყვებითა თუ იარაღით, ძარღვსაც არ შეიტოკებენ...
მას გადაჰხედა ანდრეიმ.
-აქ გაგიტარებია დრო, ერქანთა დიაცო. - მიუგო მან. - აქ ეზიარე სიძვასა და გაქნილობას?
ფითრისფერი თვალები მოაპყრი ეირინმა, ფოლადივით მახვილი და მძლავრი, ნაკვთები გაჰქვავებოდა. მას დაფენილი, უამრავი კელაპტრის დამდაგავი შუქი და სავსე ქუჩის სუნთქვა, მდორე სისხლსაც კი რომ შეუდრეკდა და აუჩქროლებდა ნებისმიერს, ვერ ულღობდა პირისახის სუსხს.
-ყოველივეს, რაც არ უწყი, გაკიცხვა არ უნდა შეჰბედო, სრორდელო ქოფაკო. - თქვა მან. - ეს მიწები ცნობილია ფრიად და მე არ მეშლება თუ რა ჯურის ხალხი ტრიალებს აქ.
მერე მზერა მოსწყვიტა, ქუსლები ნელა შემოჰკრა თაფლას.
ჟღარუნი გაიღეს მისმა სამაჯურებმა.
უმზირა ანდრეიმ, მაგრამ არა თქვა რა.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ ისინი, თითქოსდა მით უფრო კაშკაშებდა სებიანთა სამფლობელო, უფრო უწევდნენ ხმას ვაჭარნი და უფრო ღიად ელაციცებოდნენ სიძვის დიაცნი გარყვილებისა მოსურნეთ. ჩახჩახებდნენ ადამიანთა დაუდგრომელი ცეცხლით მსუნთქავი კელაპტრები, ეფინებოდნენ მბზინვარე ქსოვილსა და ჭურჭელს, საქონელს, რომელსაც ქონით გაპოხილი, თავით ფეხამდე შიშველი მონები შეემატნენ. სხვადასხვა ქვეყანათა წარმომადგენლებს ჰხედავდა ანდრეი, უმზერდა მათ ტანჯულ, მდგომარეობას შეგუებულ თვალებს. იყიდებოდნენ ისინი, ოქრო და ვერცხლი გადადიოდა ხელიდან ხელში, შეუჩერებელი და თითქოსდა საბოლოო განაჩენი. სტიროდნენ მონები, როცა მათი ახალი ბატონი შეავლებდა ხელს და აასხამდა სამკაულობას, რამეთუ მოედებოდათ ყელზე მონობის ჯაჭვი.
უმზერდა მათ მეფისწული. უმზერდა და იხსენებდა სრორდში გამართულ, ძვირფას მონათა ბაზარს, სადაც მხოლოდ საუკეთესონი ჰყიდდნენ და იყიდებოდნენ.
ბურანი მოედო მის გუნებას, ააჩქარა სისხლისფერი ქურანი, რათა გონს მოდებული ნისლი განეფანტა.
ერთი ყივილი სრულდებოდა სებიანთა დასახლებაში მოგზაურობისა, როცა მოლხენის ხმა და მადისაღმძვრელი სურნელი მოეფინა გარემოს. ყურისწამღები ხმაური ქვითკირის შენობიდან იღვრებოდა, სადაც ჭიანჭველებივით ირეოდნენ სასმელსა და საკვებს დახარბებულნი.
ჩამოხდა ანდრეი, და მას მიჰყვა ეირინი. ოქრო ამოიღო ქისიდან მეფისწულმა და გადაუგდო კართან გამოჯგიმულ ბიჭუნას, ცხენებს მიმიხედეო, უბრძანა, მხარს შემომჯდარი ყორანი უნაგირზე დასტოვა.
ოქროს დანახვისას ყოჩაღად გაიჯგიმა ბიჭი, გამომცდელი მზერა სტყორცნა უცნობს, თუმცაღა მისთვის აღარ მიეპყრო ანდრეის ყურადღება. სამიკიტნოს კართან ახორხლილ, დალხენილ მთვრალთ უქცევდა იგი გვერდს, რათა გაძეძგილ დარბაზში შესულიყო.
გარეთ სებიანთა ნაყოფიერი მიწების წყაროთაგან მონაბერი სიგრილე ჰქროდა, შიგნით კი, თითქოს კვლავ კლდოვან ტრამალზე ამოჰყოო თავი მეფისწულმა. სულშემხუთველი სიცხე იდგა, საკვების, მაგარი ღვინისა და ხორბლის ნაწურის მათრობელა სურნელი ტრიალებდა, მას თუთუნისა და ადამიანთა სიბინძურით გაჯერებული ჰაერი ერთვოდა ზედ. ნისლივით გასქელებოდათ დარბაზში შეკრებილთ სუნთქვა, მოილხენდნენ, დაამღერებდნენ და გაჰკიოდნენ გულიანად.
ეირინი ჩრდილივით, უმალ ამოუდგა ანდრეის გვერდით, თვალით ანიშნა დახლისაკენ, რომელთანაც შეგროვებულ მსმელთ ვეებერთელა დიაცი ემსახურებოდა.
-იქეთ წადი. - ყურისძირში უჩურჩულა მან. - ადგილი დაიკავე და ლომისა-თქო, აუწყე... გულუხვად მოგემსახურება, რამეთუ თავისიანად ჩაგთვლის.
ყური უგდო მას ანდრეიმ და აღარ დააყოვნა, მიმართა დახლს. ერთი ჭკუამხიარული გვერდზე გასწია, რათა ადგილი დაეკავებინა გაზინთულ დახლთან.
მწყრალად ამოჰხედა შევიწროებულმა გლეხმა, თუმცაღა როგორც კი ანდრეის გულგრილ, გოროზ მზერას წააწყდა, უმალ იბრუნა პირი.
დახლიდარი წამსვე გამოეგება მეფისწულს, მიელაციცა, ახალგაზრდა მამაკაცის თლილი ნაკვთებისა და მუქ კულულთა შემხედვარე. ლომისა მწადიაო, აუწყა ანდრეიმ და უმალ მოართვა გაბადრულმა დახლიდარმა თიხის მათლაფა, სავსე ხორცით, ზედ ღვინის მოზრდილი ფიალა მოაყოლა.
მიეძალა საკვებსა და სასმელს ანდრეი.
სჭამდა იგი, ერქანთა დიაცი კი აღმართულიყო მის უკან, ხელები დაეკრიფა და დაეხარა მზერა, როგორც ბატონის ბრძანების მომლოდინე მონას, მაგრამ მისი მახვილი თვალი შეფარვით ზვერავდა შემოგარენს, არაფერი გამომეპაროსო.
მოილხენდნენ გარშემო მყოფნი, მღეროდნენ და იცინოდნენ, ყურისწამღები ხმაური მოსდებოდა პირთამდე სავსე სამიკიტნოს. კელაპტართა, ქვითკირის კედლებს რომ ამშვენებდნენ, მოგიზგიზე სინათლე გაჭირვებით აღწევდა ახრჩოლებული თუთუნის ნისლში, აუწყებდა ხალხს, რომ შორს იყო ღამის ბნელი ბურანი, გარეთ ჩამოწოლილ წყვდიადს არ აკარებდა მათ ჩასისხლულ თვალებს, გაპობილ ბაგეებსა და პირღია, გულუხვ ქისებს.
ზიზღით აღსავსე მზერა მოავლო მათ ეირინმა, ქვემოთ მიმართა თვალები, როცა პატარა ბიჭმა ჩაურბინა გვერდით.
გაუგებარი, ერთმანეთში აღრეული გუგუნი მოსდებოდა სამიკიტნოს, რომლის შუაგულშიც შეფარულიყვნენ უწყლო ჩრდილოეთელი და ერქანთა დიაცი.
შემალულიყვნენ, სანამ შეძახილმა არ გაჰკვეთა ჰაერი.
-ამას შეჰხედეთ! - წამოიძახა დახლს აყუდებულმა, ზორბა გლეხმა, თავისი წვრილი, გაოგნებით აღსავსე თვალებით დასცქეროდა ერქანთა დიაცს. მას შემორტყმულმა დამქაშებმა წამსვე ეირინისაკენ იბრუნეს პირი. - მზენანახი ასული გამოგვეცხადა სებიანთ! რახანია ერქანთა სამფლობელოს ასულთ არ დაუმშვენებიათ ეს დალოცვილი მიწა!
ღვინის ფიალა ხელში გაუქვავდა ანდრეის, პირი იბრუნა, რათა ეხილა ზორბა გლეხი, ვინც თვალი დაადგა ერქანთა დიაცს.
-მტრედის ფრთისფერი თმა აქვს მართლაც... - წაილაპარაკა შორიახლოს აყუდებულმა წითურმა და არც აცია, არც აცხელა, უმალ წაეპოტინა ეირინის ფერფლისფერ დალალს, რომელიც წელთან გამოჰქცეოდა თავსაბურავის საფარს.
უკან დაიხია ეირინმა, ვითარცა კარგად გაწვრთნილმა, პატრონის ერთგულმა მონამ, ხელი არ ახლებინა უცხოს.
-ამას უყურეთ! - შესძახა წითურმა და ხმამაღლა გადაიხარხარა. - რაოდენ მორცხვია იგი! შენი ბატონი სადაა, მშვენიერო ასულო? იქნებ მას გავესაუბროთ, რათა შენს მშვენიერ დალალებზე შეგვავლებინოს ხელი?
სიცილმა იფეთქა და წამიერად გაჰკვეთა ნისლი.
-რაგვარად გაუწვრთნიხარ! - შესძახა დახლსა და ღვინის ფიალას ჩამოკიდებულმა აყლაყუდა გლეხმა. - ნუთუ არ უთქვამს მაგ ჭკვამოკლე ყეყეჩს, ხელგაშლილი კაცის სკივრი მუდამ სავსეაო?
არ იძვროდა ეირინი, მხოლოდღა მოიქუფრა იგი, ცივი ფითრისფერი მზერით ჰკლავდა მათ. რომ შეძლებოდა, სამივეს ისევე უმალ მოსტეხდა კისერს, როგორც იმ უცნობ მხედარს...
ღრჭიალი ჩაესმა ანაზდად მეფისქალს და ფეხზე წამოიწია ანდრეი, მხრები გადაშალა და აზიდა თავი, მეფური სიამაყითა და მრისხანებით დაჰხედა ბინძურ გლეხთა ურდოს, რომელთაც შეურაცხყოფის მიყენება შეჰბედეს.
გაოცებით აჰხედეს მათ მაღალ-მაღალ, ბრგე მამაკაცს, შეცბნენ.
-მსმენია, სებიანთა სამფლობელოში ათასი ჯურის ხალხი ტრიალებსო, თუმცაღა არა ვუწყოდი, რომ ნაირ-ნაირ მხეცთაც ვიხილავდი. - თქვა ანდრეიმ, გულგრილობას შეფარული მისი მუქარის სუსხმა შეაკრთო ცხელი ჰაერი. მის უკან მდგარმა ეირინმა შეფარვით მოჰქაჩა მის ლაბადას, რამეთუ არ სჭირდებოდათ სებიანთა სამფლობელოს შვილებთან დაპირისპირება, მაგრამ ყური არ უგდო ანდრეიმ.
მიჩუმათდნენ, დაიბნენ გლეხნი. მხოლოდღა წითური და აყლაყუდა გამოერკვნენ, მოიქუფრნენ და გაეჭიმნენ მეფისწულს.
-უკარება მონა და თავგასული ვიგინდარა ბატონი! - ანდრეის პირისახეს შეაფურთხა სიტყვები წითურმა. - რაღა გასაკვირია! არ გასწავლეს, უცხოელო, ფასი ხელგაშლილობისა? აქ მისი, ჩემი თუ სხვისი მონა არ განირჩევა!
-თანაც... - ხარბი თვალები მიაპყრო ეირინს აყლაყუდამ. - ჩემს მარჯვენა ყურს დავდებ, რომ იგი აქვე, ჩვენს მიწაზე გყავს ნაყიდი! ჩვენს მიწას ფეხდადგმული სებიანთ ეკუთვნის, სამუდამოდ!
-კარგა ხანია, რაც დალიჰარი არ გვიხილავს სებიანთა მიწაზე... - ჩაურთო წითურმა. - ამ წყეული ომის გამო... ეს ერთი ვიხილეთ და ისიც ამგვარი...
ანაზდად ხელი უშვა ანდრეის ლაბადას ეირინმა. მოიქუფრა მეფისწული, ერქანთა დიაცისაკენ იბრუნა პირი.
მიტკლისფერი დასდებოდა დიაცს. მრისხანება ჩაბუდებოდა ფითრისფერ თვალებში, ჩვეულებრივ ცივი და გულგრილი სახე მოღმეჭოდა.
შედრკა ანდრეი. არასოდეს ენახა ერქანთა დიაცის თვალებში ესოდენ აშკარა და ყველაფრის მომცველი ცოფი.
ეირინმა კბილები გააშიშვლა, ელვის სისწრაფით წითურის წინ აღმოჩნდა. თავის ენაზე რაღაც დაუსისინა მას, და სანამ გაოგნებული გლეხი გამორკვევას მოასწრებდა, პირდაპირ ცხვირში მიაგება მუშტი.
ცხვირის ძგიდემ ლაწანი გაიღო, და სისხლმა იფეთქა.
აღრიალდა წითური, ხელები იტაცა პირისახეს.
-Verra synrikäirre hossu, maij loderniesen! - კბილთა შორის გამოსცრა ერქანთა დიაცმა, მომუშტული ხელი უთრთოდა, მოღრეჯოდა ნაკვთები, ძლივსძლივობით იკავებდა მრისხანებას.
ხელი სტაცა მას ელდანაცემმა ანდრეიმ, მოავლო მკლავი და გაათრია უკან.
ღრიალებდა წითური, მის ხმას ახშობდა სამიკიტნოს ყურისწამღები ხმაური, შორს მყოფნი ყურსაც არ იბერტყავდნენ, თუმცა სისხლის ხილვამ გამოარკვია შორიახლოს მდგარი, მომხდარით შეცბუნებული გლეხები, პირი იბრუნეს მეფისწულისაკენ და შეუბღვირეს.
-მონამ სებიანთ ხელის დაკარება გაუბედა! - შესძახა აყლაყუდამ. - როგორც ჩანს, სათანადოდ არ გაგიწვრთნია შენი დალიჰარი!
მხეცივით შეუღრინა მას ეირინმა, თუმცაღა მკლავით შეაკავა იგი ანდრეიმ.
-ხმა გაიკმინდე. - ცივად მიუგო მან. - თორემ ვფიცავ ღმერთებს, გარიჟრაჟის ჟამს შენი მზე უკუღმა ამოვა.
-ვიგინდარა უცხოელო! - შესძახა აყლაყუდამ. - რასა ჰბედავ, ჩვენს მიწაზე ფეხს ადგამ და გაუგონარ თავგასულობას გაიძახი! შენი ფუჭი მუქარა არარად მიღირს, ქარი წარიტაცებს მას, რამეთუ ფურფუტი და ამაოა იგი...
მარჯვენა ხელი მკლავში ჩაავლო ანდრეიმ ერქანთა დიაცს, მარცხენა მკლავი კი აყლაყუდასაკენ გაიწვდინა, ისე ანაზდად, რომ ელდანაცემმა გლეხმა გარიდება ვერ მოასწრო. მარჯვენა ყურში სტაცა ხელი ანდრეიმ, გადაუგრიხა და უმალ, ძლიერი მოქნევით ჩამოჰგლიჯა პირწმინდად, მერე კი მიუგდო ფეხებში.
-ჩემს ბაგეთ ფუჭი სიტყვა არასოდეს წასცდებათ, ტუტუცო ხეპრევ. - დაისისინა ანდრეიმ, აყლაყუდას განწირულ ყვირილსა და წითურის გმინვაშიც კი ჩაესმოდათ მისი ცივი, მრისხანებით აღსავსე ხმა შორიახლოს მყოფთ. - და აი, რაკი შენი მარჯვენა ყური დადე, გქონდეს კიდეც. - ზიზღით მიუთითა მან, ორი ოქრო ისროლა დახლზე და პირი იბრუნა, ხალხი გაარღვია და მიაშურა გასასვლელს. მისი ხილვისას აფრთხიალდა ზორბა ყორანი, წამსვე მხარზე შეაფრინდა.
ცხენებთან წამოეწია მას ერქანთა დიაცი. უმალ ამხედრდნენ, ქუსლები შემოჰკრა თაფლას ეირინმა, ჩორთით მიმართა ცხენი გზას. მრისხანებისაგან კვლავ წამოწითლებულიყო იგი, მაგრად ჩაჰფრენოდა საბელს.
მიჰქროდნენ ისინი, ჰკვეთდნენ გამვლელთ, რომლებიც წყევლა-კრულვას აყოლებდნენ უკან.
-ამას არ შეგვარჩენენ სებიანნი... - ქოშინით თქვა ეირინმა, ქუსლები მაგრად შემოჰკრა თაფლას. საბელი მოსწია და ქვითკირის შენობათა შორის შეაგდო ბედაური, მომცრო, ბნელ შუკას გაჰყვა ჩორთით. - მზად იყავ, ჩრდილოეთელო, რამეთუ ძებნას დაიწყებენ ისინი...
-რად მეუბნები მაგას? - შესძახა მისი სიტყვებით განრისხებულმა ანდრეიმ. - ჰოი, გრძნეულო, წყეულო დედაკაცო! შენი ხელი რომ არ აგღემართა იმ წყეული ღორის წინაშე, ჩვენს საფარავს საფრთხე არ დაემუქრებოდა! როგორც კი პირველი ალისფერი წვეთი დაიფრქვა იმ ბინძური გლეხის წინ, უკან დასახევი და წინ სავალი გზა მოგვეჭრა!
არა უთხრა რა ეირინმა. მისძახოდა ანდრეი, უბრძანა ხმა გაეცა და მოეხსენებინა მიზეზი მისი თავზეხელაღებული, უგუნური საქციელისა, მაგრამ ენა გადაეყლაპა ერქანთა დიაცს.
მიჰქროდა იგი, მიერეკებოდა თაფლას. უხვევდა და გეზს იცვლიდა დაუსრულებლად, სანამ ისედაც არაქათგამოცლილ ანდრეის არ აერია შენობათა და გზათა სათვალავი. მხოლოდ იმასღა ჰხედავდა მეფისწული, რომ ამაყად წამომდგართ, კოხტად ნაშენებ სახლებს სცვლიდნენ წკნელთაგან მოწნული, გვერდზე მიწოლილი ქოხები და დაფეხვილი ქვითკირის სადგომნი. ვაჭართა გაუთავებელი ძახილი მიწყდა, მხოლოდღა რამდენიმე დახლს ჰკიდა თვალი მეფისწულმა. გზის კუთხეებში მიჩურთულივნენ ისინი, ვითარცა რიდით აღსავსე დიაცნი, სიკვდილივით გარინდებული ვაჭრები ესხდნენ მათ. გულგრილად გამოაყოლეს მზერა მხედრებს.
თითქოსდა კელაპტრებიც ჩაიბჟუტნენ, უღიმღამოდღა ციალებდნენ. უჩუმრად ეხლებოდა შუქი შიშველ, ცივ კედლებს, თუმცაღა სიცოცხლის მოჰფენის მაგივრად, ავადმყოფურ სიყვითლეს სდებდა არე-მარეს, შიშსა და სევდას უნერგავდა მგზავრს. მხოლოდ შორიდანღა ისმოდა სებიანთა სამფლობელოს დალხენილი ყოფა, და ვითარცა ცხელ გულს შემოჯარულ ცივ სხეულს, მიუყვებოდნენ ისინი ტყეს შემიჯნულ უბადრუკ სახლებს.
ერთ მომცრო სადგომს აუარა გვერდი ეირინმა. ტყეში შერეკა ბედაური, ჩამოხდა და საბლით ბუჩქნარს გამოაბა თაფლა. უმალ გაწვა მიწაზე ქანცგაწყვეტილი პირუტყვი, ზანტად მოწიწკნა ბუჩქნარის ფოთლები. ოფლში გაღვრილიყვნენ ბედაურნი, ქაფის ფანტელები შეხმობოდათ მათ ყელსა და ფერდებს.
-აქ გწადია ღამის გათევა, ერქანთა დიაცო? - შეჰკითხა მოახლოებულმა ანდრეიმ, წარბშეკრული დაჰყურებდა ეირინს. - პირდაპირ სებიანთა ყურისძირში, ცის კამარის ქვეშ...
-მხოლოდ ბედაურთა დაბინავება მწადია, სრორდელო. - მოუჭრა ეირინმა. - სებიანნი ამ გზას არ დაადგებიან ჩვენდა საპოვნელად, და თუ დაადგნენ სჯობს ჩვენი ბედაურნი იპოვონ და არა ჩვენ. თუ საფრთხე მოახლოვდა, ისინი აჭიხვინდებიან, გვამცნობენ.
-ვგონებდი რომ კვლავ გზაში გავატარებდით დროს, სანამ დღის მხევალი ამოიწვერებოდა. - თქვა მეფისწულმა. - ნუთუ გწადია სებიანთ მძინარენი გვიპოვონ?
-იქნებ არ ვიმჩნევ, სრორდელო ქოფაკო, თუმცაღა მეც გამიწყდა ქანცი, მკერდში აღარ მიდგას სუნთქვა, თითქოსდა ფოლადი ჩამისხესო ფეხებში... - მიუგო ერქანთა დიაცმა. სუსტი ოქროსფერი სინათლე დაჰფენოდა გვერდიდან და გაჭირვებით არჩევდა ანდრეი მის მოქუფრულ პირისახეს. მზერა აარიდა დიაცმა, თაფლას ცხვირზე მოუთათუნა ხელი. - სებიანთ ჩვენი პოვნა სწადიათ, მაგრამ ჭკუასუსტი ხალხია. გულღრძონი არიან და დაუფიქრებლად გაგყიდიან ორ ოქროდ, მაგრამ გონება არ უჭრით. დილამდე მაინც ვერ გვნახავენ, იფიქრებენ, დაზაფრულებმა შიშში დასტოვესო ჩვენი სამფლობელო.
უმზირა ანდრეიმ, როცა მიჩუმდა დიაცი. ახლაღა შეატყო ერქანთა დედაკაცს დაღლილობა, თვითონაც ძვლებში რომ გასჯდომოდა.
ანდა ახლა შეიმჩნია იგი დედაკაცმა.
ჩამოხდა ანდრეი. ბუჩქნარს მიაბა სისხლისფერი ქურანი. ყორანმა, თითქოს იგრძნოო, შეიბერტყა ფრთები და აფრინდა, თელის ტოტზე მოკალათა და ხმადაბლა დასჩხავლა მათ.
-წავიდეთ. - თქვა ეირინმა, ტყისპირს მიმართა, შემიჯნული სახლებისაკენ აიღო გეზი. უმალ მიჰყვა უკან ანდრეი.
-აქვე ერთი დედაკაცია, მოზრდილი სახლობით დაიკვეხნის. იქნებ შეგვიფაროს და დაგვაპუროს... - თქვა ანაზდად ეირინმა. მიდიოდა იგი და ნელ-ნელა ეფინებოდა მოძალული, კელაპტართა შუქი, სახლთა შორის რომ გამოპარულიყო. სნეულის პირისახის ბალახისფერს ადებდა მის რუხ თავსაბურავს.
უცნაური იყო მისი ხილვა ფერფლისფერი თმის ბრწყინვალების გარეშე.
-წყეული სებიანნი... - წარმოთქვა ანდრეიმ, როცა მტვრიანი ხრეშით დაფარულ გზას შეაბიჯეს და უკან გაუყვნენ სახლებს. - იმ დედაკაცს ენდობი, ერქანთა დიაცო? - შეჰკითხა მან. - იქნებ მანაც ორ ოქროში გაჰყიდოს სტუმარნი?
-სებიანთა სამფლობელოს კიდეზე მცხოვრებნი გარიყულნი არიან. მათ არც ჰკითხავენ მდევარნი. - მიუგო ეირინმა, ერთ შენობას გვერდი აუქცია და ზედ აჰხედა.
უბრალო ქვითკირის, თიხით შელესილი ზორბა სახლობა იყო იგი. ქვათ ძველი ხავსისა და ობის სურნელი ასდიოდათ, უთვალავი მწერნი დასეოდნენ ნესტით გაჯერებულ დედაფუძეს. გაცრეცილიყო კარის თავს მოკიდებული აბრა, რომელიც ალბათ ოდესღაც მხიარულად ეპატიჟებოდა გამვლელთ, ღამისსათევს სთავაზობდა მათ.
კარი შეაღო ანდრეიმ და შეაბიჯა უყოყმანოდ.
პაწაწინა სახლობის შიგნეულს გაჭირვებით ანათებდა ერთადერთი ქონის სანთელი. მაგიდას მოხუცი დედაკაცი და შეუღერებელი ყმაწვილი შემოსხდომოდნენ, რომელთაც შეშფოთებული მზერა მიაპყრეს უცხოთ.
პირდაპირ მათ მიმართა ანდრეიმ, და წამოიწივნენ ისინი უცხოთა ხილვისას.
-ნუ გეშინით. - უთხრა ანდრეიმ, ქისიდან სამი ოქრო ამოაცურა და მიჰყარა მაგიდაზე. - მოგზაურნი ვართ მხოლოდ, ქანცგაწყვეტილნი, ღამის გასათევი გვწადია. შეგვიფარე, კეთილო დიაცო, სანამ მდელოთ სხივთა საბურველით დაჰფარავს დღის მხევალი...
შვება დაეტყო დედაკაცის დაღარულ ბაგეს.
-გზა ვრცელია, ტვირთი დიდი, მგზავრი კი ძვირფასი, ახალგაზრდა ბატონო... ღმერთებმა დაგლოცონ, ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ დაგიფაროს... - დალოცა დიაცმა. გაწეწილი ჭაღარა თმა უთრთოდა თავზე. მორღვეული ბაგე გაჰპობოდა, მოხუცის ბუნდოვანი, წყლიანი თვალებით დაჰყურებდა მათ. - როგორ გწადიათ, იქნებ განმარტოება გსურთ? ჩვენ მონათა სამყოფელიც გაგვაჩნია... - ეირინს სტყორცნა მზერა მან.
-არა. - მოუჭრა ანდრეიმ. - ერთი ოთახი.
-რა გასაკვირია, არა, დედავ? - ხმა ამოიღო გაწრიპულმა ყმაწვილმა. მუქი თვალებით ანდრეის უკან მდგარ, თავდახრილ ეირინს დასცქეროდა. - რამეთუ მას დალიჰარი ჰყვანს, არ სწადია მისი მოშორება გვერდიდან...
-ენა ჩაიგდე! - დაუცაცხანა ქალმა. - ბატონის საქმე-საქციელი შენი გასარჩევი არაა!
სხეული გაუქვავდა ანდრეის. დაიჭიმა იგი ერთიანად, შეფარვით გაჰხედა ერქანთა დიაცს, არ ეცესო ამ უდღეურ დღეზე გაჩენილ ყმაწვილს.
მაგრამ არ შენძრეულა ეირინი. იდგა იგი, ვითარცა მონას შეჰფეროდა, დაეკრიფა ხელები და დაეხარა თავი, მხოლოდღა თავსაბურავს გამოქცეული რამდენიმე დალალი გასცემდა მას. მოქუფრულიყო, მრისხანება და ზიზღი ედგა თვალებში, მაგრამ ფერი დაჰკარგვოდა მის ბრინჯაოსფერ კანს. თვალები მოხუჭა მან და ადგილზე შეირყა, ვითარცა რეტი ესხმოდა.
-ახალგაზრდა ბატონო? - ჩაესმა ანდრეის, და უმალ გამოფხიზლდა იგი, ჭაღარა დედაკაცისაკენ იბრუნა პირი. - ვახშამი გწადიათ? თუ მხოლოდ მოსვენება? აგე, ეს უგუნური, ტუტუცი ხეპრე გაგიძღვებათ...
-დააპურეთ იგი. - მოუჭრა ანდრეიმ. წარბები აზიდა დედაკაცმა, თითქოსდა გაიკვირვაო, თუმცაღა არა თქვა რა, როცა ანდრეის გამომცდელ მზერას წააწყდა. მხოლოდღა ბიჭს უბრძანა, წაჰყევიო სტუმარს.
კიბისაკენ გაუძღვა ყმაწვილი და უკნიდან ესმოდა ანდრეის, თუ როგორ ეაჯებოდა დედაკაცი ერქანთა დიაცს, მიუჯექიო მაგიდას, რათა მიირთვაო მცირეოდენ საკვები.
არ მოუხედავს ანდრეის, მეორე სართულისაკენ მიჰყვა ყმაწვილს.
კიბე უბრალო ხის ფიცრებისაგან შეეკრათ, რომელთაც დასტყობოდათ გამოვლილი წლები. ყოველ ნაბიჯზე ქშინავდნენ და იზნიქებოდნენ ისინი, თითქოსდა სწადიათო სტუმართა ფეხქვეშ გამოცლა.
ოთახამდე მიაცილა ყმაწვილმა, მშვიდობიანი დასვენება უსურვა და დასტოვა უმალ.
მომცრო ოთახში დადგმულ ერთადერთ, დანჯღრეულ საწოლზე მიესვენა ანდრეი, შეაცქერდა დაფხავებულ კედლებს. მხოლოდღა ფანჯრის დაბურული მინიდან იღვრებოდა კელაპტართა სუსტი შუქი, რის ვაივაგლახით ანათებდა პაწია ოთახს, რომლის ავლადიდება მხოლოდღა საწოლი, ძველი ხის სკივრი და ფანჯარასთან გაფენილი დაფხრეწილი ჯვალოს ქვეშაგები იყო.
იწვა მეფისწული, იმდენად გასცლოდა ქანცი, რომ ვეღარც გრძნობდა ჭრილობათა წეწვას, ადრე სხეულს რომ უხლეჩდა.
იწვა იგი და ებრძოდა ბურანს, მის მზერას რომ ედებოდა.
გამოერკვა, როცა შემოესმა კიბის ღრჭიალი, რომელსაც დერეფნის დაღრეცილ ფიცართა ღრიჭინი მოჰყვა.
კარი გაიღო და ზღურბლთან მდგარ ერქანთა დიაცს ოთახზე მიუთითა ყმაწვილმა. ანდრეის თავი დაუკრა და დასტოვა მარტო.
კარი გამოიხურა ეირინმა. არაფერი უთქვამს, არც ანდრეისათვის მიუპყრია მზერა, მხოლოდღა ფანჯარასთან გაფენილ, დაძეძგილი ჯვალოს ქვეშაგებს მიმართა, ზედ წამოწვა უმალ.
შხრიალი გაიღეს ქვეშაგებმა. სილით აევსოთ ისინი.
მოიკაკვა ერქანთა დიაცი. მეფისწულისაკენ ზურგი მიექცია, კელაპტართა შუქი დაჰფენოდა მას, თითქოსდა ლამობდა დაეფარა იგი, საფარველივით შემორტყმოდა გარშემო.
ფერფლისფერი თმა, თავსაბურავს რომ გამოჰპარვოდა, მხარსა და წელზე გადაეგდო დიაცს.
გაივლო ანდრეიმ, თუ როგორ შესძახა აყლაყუდამ, მტრედის ფრთისფერი თმა აქვსო, თუ როგორ გაჰყიდეს ისინი ერქანთა დიაცის სიძვის ელფერდაკრულმა დალალებმა.
მკერდი აეწვა, ალი აბობოქრდა მასში.
-შენი წყეული თმა რომ არა, სებიანნი ვერ გვკიდებდნენ თვალს, გრძნეულო დედაკაცო. - დაისისინა მან. - დროც მოვა და ძირში მოგჭრი მას... ყოვლად უსარგებლოა იგი...
არ შეინძრა ეირინი. მის წელს გადაგდებული დალალი შეირხა მხოლოდ.
-შენი მწირი გონით ჩემს ადათ-წესებს ვერასოდეს შესწვდები, ჩრდილოეთელო. - მოუჭრა მან. - ჩვენ ადამიანისა გვჯერა, ისეთისა, როგორც შეჰქმნა იგი ღვთაებამ...
-უგუნურებაა უსულო ქმნილების ზეცამდე აყვანა, ერქანთა დიაცო. - მიუგო ანდრეიმ.
-როცა ღვთაებამ ხორბლის მტვრისაგან შეგვკრა, ზღვათა ტალღები ჩაგვიდგა თვალებად და დაუდგრომელი, თუმცაღა მიწისა მორჩილი მდინარე სულად, მისი ძუძუმტე ყორანი დაეწვია მას. - თქვა ანაზდად ეირინმა. - როცა იხილა, რომ ახლადშექმნილთ საფარველი არა გააჩნდათ, შემოიგლიჯა ბუმბულები და თმად შეგვასხა, დაგვლოცა და გვაუწყა, გიფარავდეთ იგი და იფარავდეთო მას. ჩემი თმა ერქანთა სამფლობელოს ხალხის ნიშანია, სრორდელო, ტვირთი, რომელსაც ბალღობიდან ვზიდავთ, სიმძიმე, რომელიც მუდამ გვახსენებს თავს და გვაუწყებს, რომ მადლიერებით აღსავსეთ გვახსოვდეს ჩვენი ფეხებით გათელილი მიწა, რამეთუ მას მივებარებით ბოლოს. რომ ვუწყოდეთ, ჩვენი გონიც კი, ზეცისაკენ რომ მიუმართავს პირი, ბოლოს მაინც ნაწილი იქნება მიწისა. მე თმას ჩემი ხელით მოვიგლეჯ, სრორდელო, როცა ჩემს ფესვნი და ღირსება შეიმუსრება.
სიჩუმე საბურველივით დაეფინა მათ. თვალები დაახამხამა მეფისწულმა, მზერას არ აცილებდა ერქანთა დიაცს. თითქოსდა კვლავ უელჰამის ჭაობებში იყო, იმ კაციჭამია დედაკაცის ქოხში, და გარინდული უგდებდა ყურს, თუ როგორ ჰყვებოდა ეირინი ზღაპარს.
-შენ ცრუ ღმერთს ემსახურები, გრძნეულო დედაკაცო. - უთხრა მცირე ჟამის დუმილის შემდგომ. - და ცრუ რწმენისა მეტი არაფერი გაგაჩნია. ღმერთები ამიტომაც არ გწყალობენ...
-მაშ მე არ მწყალობენ? - შეჰკითხა ერქანთა დიაცმა. - და რაკი შენ გაქვს მათი რწმენა, აქ რატომღა ამოჰყავი თავი? მაშინ, როცა თეთრით მოფენილ გზაზე უნდა მიაბიჯებდე შენს დედაქალაქში, მათრობელა ღვინით, ნარჩევი ხორცითა და თეთრყირმიზი ხარჭებით მოილხენდე შენს სისხლიან, უწყალო გამარჯვებას... მე ღვთაებას არ მოვიხსენიებ, როცა განსაცდელი მახვევია თავს, არც მაშინ, როცა მოვილხენ, რადგან მას ხელი არ გაუსვრია ჩემს სიცოცხლეში. შენი ცხოვრება აღიღე და ატარე, ჩრდილოეთელო, რამეთუ შეგიმსუბუქდება ტვირთი.
ხმა აღარ გასცა ცოტა ხნით ანდრეიმ.
-რად ეძგერე იმ ბინძურ გლეხს, დიაცო? - ჩუმად შეჰკითხა ბოლოს. - დალიჰარი გიწოდა... ამისათვის?
-ბაგე ბილწი გაქვს, სრორდელო ქოფაკო, თუმცაღა ეცადე, საბოლოოდ არ წაიბილწო იგი. - კბილთა შორის გამოსცრა ეირინმა, წამოიზიდა და მოქუფრული სახე მიაპყრო მეფისწულს. - სხვა დროს იმ გლეხს ენას ამოვგლეჯდი, მაგრამ არა უწყოდა მან, თუ რას გაიძახდა...
-საკვირველი ვინმე ხარ, ერქანთა დიაცო. - მიმართა ანდრეიმ. - რამეთუ წარბსაც კი არ იხრი, როცა სიძვის დიაცი და გრძნეული ჩაესმით შენს ყურებს , მაგრამ გაუსაძლისია შენთვის „დალიჰარის“ მოსმენა...
-მას უფლება არა აქვს ასე მომმართოს! - შეჰყვირა ეირინმა, აენთო ფითრისფერი თვალები. - მას უფლება არა აქვს, რომ ეს სიტყვა გამოიყენოს! უგუნური ყეყეჩია იგი, რამეთუ ბღალავს ერქანთა ხალხს...
თითქოს სიტყვა ყელში გაუდგაო, შედგა დიაცი, პირი იბრუნა.
-ნუთუ ერთმა სიტყვამ დაგაბეჩავა, ერქანთა დიაცო? - სარეცელზე წამოიწია ანდრეი, დაჟინებით შესცქეროდა ეირინს, გაფაციცებით უმზერდა მის თითოეულ გარხევას. - თვალი მომაპყარი, როცა გესაუბრები, დალიჰარ! - შესძახა მან.
წამოვარდა ერქანთა დიაცი, მრისხანებით აღსავსე თვალები მიაპყრო.
-სიტყვათ ჩემი დაბეჩავება არ სჩვევიათ, სრორდელო ქოფაკო! - შეჰსისინა მან. - მე ზიზღს მგვრის ამ ხალხის სიბილწე... შენა? შენ რასა მეტყვი, ჩრდილოეთელო? ვინაა ბაბალ-ქაანი?
შედრკა ანდრეი, თითქოს ანაზდად სილა გააწნესო. გაქვავდა მთელი სხეულით, ფერფური წაუვიდა მეფისწულს.
შესცქეროდა ეირინი, სუსხისფერი ჰქონდა თვალები, მაგრამ ნაპერწკლებს ჰყრიდნენ ისინი. უწყალო და შეუბრალებელი იყო მისი მზერა.
-ვინაა ბაბალ-ქაანი, სრორდელო? რად გამძიმებს ესოდენ მისი სახელის ხსენება? - შეჰკითხა კვლავ, მაგრამ დაცინვა ედო ხმაში, თითქოსდა უწყისო თავის სიტყვათა საზიდი ტვირთი. - რად უწყოდა მასზე უელჰამის ჭაობების მოსახლე კაციჭამია დედაკაცმა?
-ხმა გაკმინდე... - შეუღრინა ანდრეიმ, სარეცელზე წამოჯდა, დასუსხული ხელებით ჭმუჭნიდა იგი სარეცელის ტილოს.
-ხმები ტრიალებენ, სრორდელო. - ცივად მიუგო ეირინმა. - საიდუმლოებანი აქვსო სრორდის მომავალ მეფეს, მომაკვდინებელი ცოდვა აწევსო მის კისერს... ყოველივეს ისმენდნენ ჩემი ყურები, ჩრდილოეთელო, რამეთუ სათანადო პატივისცემით არ შემოგყურებენ შენი მეომარნი... მათი ჭეშმარიტი ალფა და მხედართმთავარი არა ხარ!
წამოვარდა ანდრეი. წითელ-ყვითელმა გადაუარა მის პირისახეს, ავადმყოფურად მომანჭვოდა იგი მკრთალ, მოყვითალო შუქზე.
-შენი ხალხი ბოროტ ენებს ასავსავებს შენს გარშემო, ზურგში დანას გცემენ... - გველივით სისინებდა ეირინი, წამოიჭრა იგი და დაბურული, ფითრისფერი თვალებით ჰკლავდა. - შენი უდიდესი ცოდვა... ჭეშმარიტი მეფე მოჰკალ, სრორდელო, და ბაბალ-ქაანი აჩრდილია მისი სისხლისა...
დაიჩურჩულა ბოლო სიტყვანი ეირინმა, მაგრამ თითქოს მეხი გრგვინავსო მცირე ოთახში, ისე ჩაესმა ისინი მეფისწულს, მოსტაცა სმენა და გონი.
ჯიქურ მიაშურა ერქანთა დიაცს, უმალ კედელს ააკრა იგი. ხელი მიანარცხა ზედ, და ზრიალი გაიღეს კედლებმა, ტკივილისაგან აკვნესდნენ, შიშისაგან შეაცახცახათ.
-ენას ჩაიგდებ. - კბილთა შორის გამოსცრა გამძვინვარებულმა მეფისწულმა. - ენის ტარტარი შენც კარგად მოგხერხებია, დიაცო... აღარა ხარ შენს წყეულ მიწაზე, შენს სამეფო კარზე, მამის ხელის ქვეშ... წამითაც ნუ იფიქრებ, რომ ესოდენ თავგასულ ქმედებას მოვითმენ, დალიჰარ...
აქამდე ცივად იმზირებოდა ერქანთა დიაცი, შეუვალი ჩანდა, კლდესავით აღმართულიყო მეფისწულის მრისხანებით აღსავსე სხეულის წინაშე, მაგრამ თითქოს ჩამოიშალაო იგი. ნაკვთები დაეღრიჯა მეფისქალს, კბილები გააშიშვლა და ხელისკვრით ჩამოიშორა ანდრეი, მერე კი ანაზდად მიაგება სახეში მუშტი.
წარბი გაუსკდა მეფისწულს, უმალ ჩამოუგორდა სიცოცხლის ალისფერი ღაწვზე.
-დაგწყევლი, სრორდელო ქოფაკო, დაე ღვთაებამ მოგიზღოს გამოუსყიდავი ცოდვის სამაგიერო... - დაუსისინა ეირინმა.
ხელუკუღმა სილა გააწნა მას გაცოფებულმა მეფისწულმა, ბაგეს სისხლი დაადინა, მაგრამ არ შეეპუა ეირინი. ფითრისფერი თვალების ცეცხლით შემოეგება დიაცი, მკერდში უთავაზა მუშტი.
სხარტი იყო დედაკაცი, მისი დიაცისადმი შეუფერებელი მხნეობა მუდამ ზიზღს ჰგვრიდა ანდრეის, მაგრამ წარეტაცა იგი გაუსაძლის დაღლილობას. მუცელსა და ყბაში აძგერა მუშტი ეირინმა, მერე კი ყელში უმიზნა ხელი, რათა სუნთქვა გამოედევნა მისი ყელიდან.
მაგრამ არ დასცალდა.
ხელი სტაცა ანდრეიმ, გადაუგრიხა და მკლავები შემოჰხვია, რაც სხეულში ძალ-ღონე დარჩენოდა, მოიკრიბა ერთიანად და მოუჭირა, ისეთი ძალით, რომ ძვლებმა ღრჭიალი გაიღეს დიაცის სხეულში, სუნთქვამ დასტოვა მისი მკერდი.
კბილები გააღრჭიალა ანდრეიმ, სწეწავდა ჭრილობა, თუმცაღა ცოფით გონდაბურული ყურადღებას აღარ მიაპყრობდა მას. უჭერდა მარწუხებს და ლამობდა მის ძვალთა ჩამსხვრევას, მის გაგუდვას...
ანაზდად მოეშვა დიაცი.
ერთიანად დაძაბული, ვითომდა ქვად ქცეულაო, სხეული ეირინისა მოეშვა, თითქოსდა ინებესო ღმერთებმა და აუსრულესო ანდრეის თავისი წადილი.
შედრკა მეფისწული. გაოგნებული დასცქეროდა მის მკლავებში მოქცეულ ერქანთა დიაცის თავს, რომელიც უსიცოცხლოდ გადაგორებოდა გვერდით.
მერე კი, ისევე ელვის უსწრაფესად, როგორიც მისი მომჩვარება იყო, შეიკრა ეირინის სხეული. იდაყვში თითები ჩააჭირა მეფისქალმა თავის შემპყრობელს.
თითქოსდა ხელი წაერთვაო, მკლავი ჩამოუვარდა მეფისწულს და შეჰყვირა, განცვიფრებულმა.
მისკენ პირი იბრუნა ეირინმა, მიანათა ფითრისფერი თვალები და პირდაპირ მარცხენა ძუძუს ჭრილობაზე დაჰკრა მუშტი.
დაიხავლა ანდრეიმ, სულისმომცველი ტკივილისაგან დაკლაკნილმა, მუხლი მოეკვეთა, წაიფორხილა და ქვასავით დაენარცხა სარეცელზე.
ერთიანად წამოწითლებულიყო ერქანთა დიაცი, სუნთქავდა მძიმედ. ჯვალოს ქვეშაგებზე დაეშვა იგი, რის ვაივაგლახით მოითქვა სული.
-მაინც მოგკლავ, დალიჰარ... - ძლივს ამოიხრიალა მეფისწულმა. - მაინც გავისვრი შენს სისხლში ხელს, დაგკლავ და ჩამოგკიდებ, ვითარცა საკლავს, გაგრძნობინებ, თუ როგორ სტოვებს სიცოცხლე შენს სხეულს...
-დღეს არა, სრორდელო. - მიუგო ეირინმა, გაჰყინვოდა ხმა. წამოწვა იგი და კვლავ ზურგი შეაქცია ანდრეის. - დღეს არა... მხოლოდ იმას მიაპყარი გონი, თუ საით აიღებ გეზს...
აღარა მიუგო საპასუხოდ ანდრეიმ.
დაღლილობისა და ტკივილისაგან გათანგულმა, ძლივს მოჰკრიბა ძილის ნარჩენები, რათა დაესვენა მის წამებულ სხეულს.
ფანჯრის მტვრიან მინაში კი ბინდბუნდი დამდგარიყო. კელაპტართა სინათლენი ინავლებოდნენ, ვითარცა გარიჟრაჟთან გაფერმკრთალებული ციცინათელები. ცრუდილა იდგა, დღისა და ღამის საყარი. დღის მხევალი იზმორებოდა აღმოსავლეთით, ებღაუჭებოდა მთათ, რათა ცის კამარას შეწვდენოდა და იბანებოდა საკუთარ სისხლში.
სებიანთა სამფლობელოში იწვერებოდა მზე, და ურცხვი უცხოელის საპოვნელად დაგეშილიყვნენ მდევარნი.


-*-*-*-*-*-*-
ასი მთისა და ასი მინდვრის იქით კი ადრეული ზამთრის პირის სუსხი მოსდებოდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინს. თეთრ ღრუბელთ დაეფარათ ზეცა, დღე-დღეზე ღმერთები ჩამოჰყრიანო ყინულოვან ცრემლებს, იუწყებოდნენ მცოდნენი. გარინდული იდგა ჰაერი, სიოც კი არ იძვროდა, თითქოსდა მოლოდინში გათანგულიყო იგი, მბრწყინვალე თრთვილად მიჰყინვოდა მთათ და მინდორთ.
ყინვა მორეოდა ბელთათინის თავზე აღმართულ, დედაქალაქის ცხელ გულს, ვოლფრამთა საგვარეულო სასახლეს. თითქოსდა გაყინული რძე ჩაუსვიათო ფანჯრებში, შეჭირხლულიყვნენ მინები, სასახლის ქვათა წიაღში დაესადგურებინა სიცივეს. გუგუნებდნენ სასახლის სპილენძის ავზნი, მდუღარე წყლით რომ აევსოთ და მწირ სითბოს აწვდიდნენ მოსახლეთ.
ოთახებში აეგიზგიზებინათ ბუხრები, სითბოს დასაჭერად ხალიჩები და ბეწვ-ტყავნი დაეფინათ, ყველა ჭუჭრუტანა დაგმანული იყო.
ამისდა მიუხედავად, ბებერ ძვლებში სუსხი უქროდა ბუხრის წინ მჯდარ შაჰაიაქელ ინგენს. განუყრელი, დაფხრეწილი ლაბადა და ძვირფასი დათვის ბეწვი მოესხა ზედ, შაჰაიაქის მიწისა და როზმარინის სანათი დაენთო , თუმცაღა აღარ ირწეოდა და ლოცულობდა იგი. ადგილზე გაშეშებულიყო ინგენი, ქირქილებდა დროდადრო, და გაჰყურებდა ფანჯარას გამჭოლი თვალებით.
ანაზდად, თითქოს გამოეპასუხაო ბერიკაცის მოთმინებით აღსავსე მოლოდინს, შეკანკალდა შეჭირხლული მინა, დაჰკრეს ზედ სამჯერ, გამეტებით.
წამოიწია ინგენი. უკეთ მოიხვია ბებრუცუნამ ტყავი დათვისა, უმალ შეაღო ფანჯარა.
თოვლივით თეთრი მტრედი ჩამომჯდარიყო გარეთ, ილეოდა მისი ქათქათა, მომცრო სხეული, იცრიცებოდა და ერწყმოდა სპეტაკ შემოგარენს.
ფრთები ააფრთხიალა მტრედმა, თითქოსდა მოუთმენლობა ჩასდგომოდა კენჭებივით მომცრო თვალებში, და წაეტანა სულწასული ბერიკაცი, ფეხზე შემობმული პაწაწინა გრაგნილი მოხსნა.
კოხტა თავი აიქნია მტრედმა და გაშალა ფრთები, მიმართა მეათე მთვარის ყინულოვან სუნთქვას.
ჩაეღიმა ბერიკაცს და მიხურა ფანჯარა. ჩემი სიტყვის შესმენა არ სწადიაო, ჩაიქირქილა მან და გამოხსნა გრაგნილი.
„ჰოი, ბებერო გველო, მონავ ბოროტი სულისა და ეკალო კაცისა გულში, კვლავ იჩინე თავი, კვლავ დასდგი შენი წყეული ფეხი ჩემს მიწაზე და განსაცდელის ქარბუქით შეძარი იგი.
ვუწყი, რა გწადია, და ისიც ვუწყი, რომ არ მიგიწვდება მასზე ხელი, ძალზედ სულმოკლე და ჭკვამოკლე ბრძანდები. დიადი მგელი ცოცხლობს, ეშვებს ილესავს და ემზადება, რათა შენს კოშმარებში დაიბუდროს... ნუ გაივლებ გონში, რომ იგი მოაკვდინე, ვარსკვლავნი არ ცრუობენ.
დიად მგელს მხარს თეთრი ყორანი უმშვენებს, მას უფრთხილდი, რამეთუ გულს ამოჰკორტნის ყველას, ვინც წინ გადაუდგება, დიადი მგელი კი ყელს გამოჰღადრავს მათ.
გაფრთხილდი, გრძნეულო, და დაიხსომე, ვითარცა ანგელოზები ეცემიან, ისევე აღზევდებიან ბოროტი სულები, გამოისხამენ სპეტაკ ფრთებს და კვლავ დაიწყებენ ფრენას.“
გრაგნილი დაკეცა ბებრუცუნამ, ლაბადის ერთ-ერთ ჯიბეში შეინახა სათუთად. კვლავ ცეცხლს მიუჯდა შაჰაიაქელი ინგენი, აკაწკაწებული კბილები დაიოკა.
მაშ ვერ მოჰკლეს ანდრეი კილიან ვოლფრამი. არ დამიწდა იგი, მისი სისხლი არ დაენთხა მიწას მანამ, სანამ ბოლო წვეთმა არ დაალბო ნიადაგი. ცოცხლობდა მეფისწული, თუმცაღა მკვდარი ეგონათ იგი, რამეთუ თავად გენრის ორი წინაღამით მოუვიდა მალემსრბოლი, რომელიც ოქროსკბილას ამბავს აუწყებდა მას. ანდრეი მოჰკლესო, ახარა მან, მკერდში განგმირეს და ავლატის მთებიდან დადენილ მდინარეში ჰპოვაო მან განსვენება.
დღე-დღეზე ელოდნენ ოქროსკბილას გამოგზავნილ ამანათს, რომელშიც საბუთი იქნებოდა მეფისწულის სიკვდილისა.
მაგრამ არასოდეს სცდებოდა ბაბალ-ქაანი. ცოცხლობდა მეფისწული ანდრეი, და მასთან ერთად პირში სული ედგა ვოლფრამთა მოდგმას, მასში ცოცხლობდა მომავალი მეფე სრორდისა.
როზმარინის სურნელი შეისუნთქა მან და დაიწყო რწევა. შელოცვებს ბუტბუტებდა, მხურვალედ ლოცულობდა იგი. მის გონს წამითაც არ შორდებოდა ფიქრი იმისა, რომ მარჯვედ უნდა მოეყვანა სისრულეში თავისი გეგმა. სოლომონს საკუთარი ხელით უნდა ეკურთხებინა უალდჰარის თავადი მეფედ.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ირწეოდა, როკავდა, ცისაკენ აპყრობდა ხელებს და ჰაერში დამდგარ, ბინძური მორევივით მბრუნავ ფიქრებს ჰკვეთდა. შელოცვათა შემდგომ როდინში ნაყავდა ათასნაირ ბალახსა თუ დაფქულ ქვას, რათა ბანგი დაემზადებინა.
მოაწია ცრუდილამ, მზის სუსტი სხივები შემოეფინნენ დასუსხულ ფანჯრებს. კვლავ უძრავი იყო ჰაერი, გაქვავებული და ყინულოვანი, მოლოდინის საბურველით ჰფარავდა შემოგარენს, რომელიც გაუსაძლისი ხდებოდა, რაც უფრო იწელებოდა.
და იწელებოდა იგი, უსასრულოდ, შფოთვასა და შიშს დაებუდებინა სასახლეში.
თვალები მილულა ინგენმა. ელოდა.
და ანაზდად, თითქოს ხმლობისა შეჯიბრში პირველად შეაგებესო ერთმანეთს მახვილნი მოწინააღმდეგეებმა, ამაზრზენმა ხმამ გაჰკვეთა სიჩუმე. იმდენად ხმამაღალი იყო ბღავილი სოლომონისა, სულისშემძვრელი და სასოწარკვეთილი, რომ სასახლის ქვის კედლებშიც კი გაატანა.
წამოიწია ინგენმა. გააღო კარი და მიმართა წყაროს ამაზრზენი ბღავილისა.
გამოცოცხლებულიყო სასახლის დერეფნები. გარბოდნენ შეშფოთებული მსახურნი და სტუმარნი, მათი ფეხის სიმძიმესა და სასოწარკვეთილი ყვირილის გამო ცახცახებდა ჩირაღდანთა შუქი.
მეფისა დარბაზში შეიჭრა ბერიკაცი, წამსვე მუხლი მოიყარა, როცა იხილა, თუ როგორ დამხობილიყო სნეული სოლომონი მიწას, მოთქვამდა გაბმით, გვერდით დაჩოქილიყო მრჩეველი გიუნტერი, მომცრო ყუთი ეჭირა ხელში.
ყუთი, რომელშიც საბუთი იდო.
ცრუდილის ბინდბუნდით მოცულ ვეებერთელა დარბაზს ჩირაღდანთა შუქი მოსდებოდა, თუმცა ამაო იყო მათი სინათლე და სითბო იმ ყინულოვანი წყვდიადის წინაშე, შვილმკვდარი მამის სულში რომ ჩამოწოლილიყო.
შეჯგუფული მსახურნი მიწას გართხმოდნენ, მუხლი მოეყარათ თავადებს. თავად გენრის ჰკიდა თვალი ინგენმა. თავი დაეხარა და ბაგე გაჰპობოდა უგუნურს.
მოთქვამდა მეფე, გაჭაღარავებულ თმას იგლეჯდა.
-ჰოი, ღმერთებო! - შეჰღრიალა მან, ჟრუანტელი დაუარათ მისი დამსხვრეულ სიტყვათა მოსმენისას გარშემომყოფთ. - რად მსჯით ასე, ესოდენ რა შეგცოდეთ მე უდღეურ დღეზე გაჩენილმა?! ერთადერთი დამრჩენოდა მხოლოდ და ისიც წამრტაცეთ, ისიც მიითვისეთ, ის, ვინც იყო მომავალი სრორდისა, თვალისჩინი ბელთათინისა! ანდრეი, ჩემო პატარა, ბედკრულო ბიჭო!
ხელი დაუჭირა გავეშებულ, მგლოვიარე მამას გიუნტერმა, რამეთუ სახის ჩამოხოკვას ლამობდა იგი.
უმზერდა სნეულ, დანაწევრებულ სიძეს გიუნტერი, მერე კი ყუთში დასვენებულ თითს მოავლო თვალი.
მარცხენა არათითი იყო იგი, რომელზეც ანდრეის საგვარეულო ბეჭედი მოერგოთ. ხახადაღებული მგელი იწონებდა თავს ზედ, ანდრეის ინიციალები ამოეტვიფრათ მასზე. სცნობდა გიუნტერი დისწულის ბეჭედს, რამეთუ ავადმყოფობის ჟამს სწორედ მას დაავალა კიდამ მისი ნაშიერთათვის სამახსოვრო ბეჭედთა გამოჭედვა. გაიზრდებიან, ხელს დაიმშვენებენ და გამიხსენებენო, ამბობდა იგი.
თუმცაღა, გიუნტერი რისი ბიძა იქნებოდა, დისწულის ხელი რომ არ ეცნო.
ბეჭედი არ ერგებოდა თითს, თხელი იყო იგი და ნატიფი, მწერლისა თითს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე ანდრეისა, რომელსაც მეომრის ფართო, იარაღის მოხმარებისაგან გაუხეშებული ხელები ჰქონდა.
ბაგე შეუტოკდა გიუნტერს, წუხილით დააცქერდა მგლოვიარე სოლომონს.
არ გახლდათ ანდრეი მკვდარი. დისწულისა სჯეროდა გიუნტერს, უწყოდა მან, რაოდენ შეუპოვარი იყო იგი, ჯიუტი და ძლიერი, მისი ტოლ-სწორი არ ეგულებოდა ბიძას.
ჰასსეს გარდაო, გაჰკენწლა მოღალატე გონებამ, თუმცა უმალ ჩაახშო იგი.
ცოცხალი იყო ანდრეი, თუმცაღა განსაცდელი დასტყდომოდა თავს.
თავი შეაკავა გიუნტერმა. დარბაზი დაითხოვა მან, და მიჰხედა დაოსებულ, სნეულებისა და დარდისაგან ჩამომხმარ მეფეს. ანუგეშა იგი, თუმცაღა უნუგეშო იყო სოლომონი, წრიალებდა, იგლეჯდა ჭაღარა თმას და გაუსაძლისი დარდით აღსავსე ადგილს ვერ ჰპოულობდა.
ის მზე, ვითარცა ერთგულმა მრჩეველმა, მის გვერდით გაატარა გიუნტერმა.
საღამოს კი, როგორც კი ბელთათინს შემორტყმულმა მთებმა შენთქეს დღის მხევლის ბრწყინვალება და თეთრი ღამის სუსხი მოედო შემოგარენს, უჩუმრად სასახლე დასტოვა გიუნტერმა. საჯინიბოს წყვდიადში შეკაზმა მან საუკეთესო, ფეხმაგარი შავრა, მცირე ფული და საკვები გაიყოლა ხურჯინით.
სასახლეს აჰხედა ამხედრებულმა, მერე კი მცირე ხნით გადაჰყურებდა ბელთათინის პაწაწინა ცეცხლებით განათებულ ქუჩებს.
ღმერთებს შეავედრა ისინი, წრე გამოისახა მკერდზე, დაიფიცა, ვპოვებო ერთადერთ მემკვიდრეს, მომავალ მეფეს სრორდისა.
მერე კი, დეზები შემოჰკრა შავრას და მიმართა გზას.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

თითქმის 19 გვერდი და 4,673 სიტყვაა <3 იმედია წინა თავის უეირინობა და უანდრეობა ავანაზღაურე laughing laughing

 



№2  offline წევრი Firefly

საოცრება ხარ! ვგიჟდები ეირინზე და ანდრეაზე! საუკეთესო ხარ, ძააალიან ძლიერი ნაწარმოებიაა ისეთი მაგარია რომ სოტყვებიც არ მყოფნის...
--------------------
M.T

 



№3 სტუმარი lalka

კარგი იყო როგორც ყოველთვის .ოჰ რა დასცხეს ერთმანეთს.ორი ჯიუტი არსება.მარა არ მეყო .))დ.კარგი ხარ.

 



№4  offline ახალბედა მწერალი An_Gel

იიმეე, დახოცონ ერთმანეთი ხო, არ დაინდონ, ამ მართლა ქოფაკებმა joy joy joy (ეს სრორდელი ქოფაკი ძაან მომწონს relaxed ) ისეთი სცენა იყო, სუნთქვა შემეკვრა. ველურული ხალხია ნამეტანი, ამდენი სად შემიძლია :დდდდ
როგორ ჭამოეჭიმა ანდრეი იმ გლეხებს თავისი ქალის გამო?! relieved relieved გინდ მონა ეძახე,გინდ დალიჰარი და კი ჩაიგდო თავი საფრთხეში და შარში ერქანთა დიაცის გამო heart_eyes (როგორ დაუფასა იმ ველურმა ქალმა,ეგ მეორეა,მაგრამ იმსახურებდა მეფისწული გალახვას joy )
გიუნტერი მაგარი კაცია. ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, გადაარჩენს მთელ სამეფოს და დაუბრუნებს ინტრიგან ანდრეის თავის ხალხს joy
ეირინით ვარ ძალზედ მოხიბლული. ძალიან თავზეხელაღებული ქალია heart_eyes ისე ირტყმევინება თავის მწარე ხელს, არც ფიქრობს ვის ურტყამს და რა მოელის მერე joy joy ანდრეიც კი კარგი ყმაწვილია,მაგრამ ხანდახან წაუქარაფშუტებს ხოლმე :დდდ ეირინი მაგარი დედოფალი იქნებოდა blush (ეს ნამიოკი იყო :დდდდ)

 



№5 სტუმარი Drogons

ეჰ ჩვენ კი გვსურს ეირანის და ანდრეის წყვილი, მაგრამ განა აგრე მარტივია დაივიწყოს ერქანთა ქალმა ანდრეის მიერ მიყენებული შეურაწყოფა, ტკივილი და დამცირება?
არ მგონი აპატიოს და თუ აპატიებს ასე მარტივად მაინც არა.
ანდრეი ბავშვი უფროა, მისი მოთოკვა ადვილია.
აი ეარანი ნამდვილად ძლიერი ქალია, ისეთი რომ მსგავს რაღაცეებს არ დაივიწყებს.
ასე, რომ ერთად თუ იქნებიან ოდესმე, მაქამდე ძალიან ძალიან დიდი გზის განვლა მოუწევთ.
ერთმანეთის პატიება, შეცდომების გამოსწორება და ყველაფრის თავიდან დაწყება.

 



№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ვუი ვუი ვუი :000 აგი რა ჩაიდინე მძახალო :დდდ სუნთქვა დამავიწყდა ლამის :დდ თქვენ შეიწირავთ ჩემს ფილტვებს რიაა :დდდდ
როგორც იქნა მეღირსააა/გვეღირსა გავიგებთ დალიჰარის მნიშვნელობას :დდდ არა კი ვხვდები დაახლოებით მაგრამ ზუსტი თარგმანი მჭირდება მე ხო იცი უცხო სიტყვების მნიშვნელობებზე როგორ მეკეტება :დდდდდ
ანდრეის გაუხმეს ის ხელი!!! ქალს ხელი როგორ დაარტყა ჭკუაზე არ ვარ ;)) მართლა ზორბეგი და საქონელია :დდდ არა მართალია არც ეირინმა შეარჩინა ,მაგრამ უფრო კარგი გატყეპვის ღირსია და ეგ მე მომანდეთ :დდდდ ;))
ჰოდა რას ვამბობდი, უუუჰ უუუჰ იმდენი ეირინები და ზორბეგები იყო ნუ ძაან მესიამოვნა :))❤❤ მართლა სასტაული თავი იყო ❤❤ დატვირთული და სუნთქვისშემკვრელი ❤❤ სუ თვალებდაქაჩული ვკითხულობდი :დდდ❤❤❤
მიუხედავად იმისა,რომ იმ ჩხუბის სცენაში ერთი შეხედვით რომანტიკული არაფერი იყო და დასისხლეს ერთმანეთი,მაინც გული ამიჩქროლდა :დდდ რა ვქნა ვგიჟდები ამ წეწვა-გლეჯვაზედა :დდდ თან ისეთი ოქროს შუალედი გქონდა დაჭერილი მაგ სცენაში სიძულვილსა და "სიყვარულს" შორის,რომ მაგიტომაც გამოვიდა ასეთი საოცრება ❤❤
მთელი ისტორია ხომ დასამახსოვრებელია,მაგრამ აქამდე დაწერილ თავებში ეგ და ის ცეკვის სცენა არ დამავიწყდება ალბათ არასოდეს ❤❤❤❤ :***
კაია ისე ოჯახში ერთი ჭკვიანი მაინც რომ გამოჩნდა :დდდ ბიძა მაინც მიხვდა რაცხას და წავიდა ანდრეის საძებნელად :დდ მაგ კაცის იმედი მაქვს მიუხედავად იმისა რომ ანდრიუშას შუაზე გაგლეჯა მინდება ხანდახან,ჯობია ისევ ბიძამ იპოვოს ვიდრე ვინმე სხვამ :დდდდდ
ნუ დავაფრქვიე რია :დდდ წუხელ წავიკითხე ,მაგრამ კომენტარის დასაწერად აზრები ვერ დავალაგე ისე ვიყავი აფორიაქებული :დდდ სუ შენი ბრალია ჩემო ზიღვარულო მძახალო,ნუ ვგიჟდები შენზე და რა გავაკეთო :დდ❤❤ ნუ წერ ასე კარგად და ნუ მიწეწავ ამ დალაგებულ ნერვებსთქვა ;)) :დდდ ❤❤

 



№7  offline წევრი crete20

ვაიმეეე ხელუკუღმა როგორ შემოარტყაა rage rage მაგრამ მაინ ვერ ვარ სროდელ ქოფაკზე გაბრაზებული და რა ვქნაა stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes ეს შეხლა-შემოხლა რატომღაც მომერომანტიკულა laughing laughing
როგორც ყოველთვის არ მეყოოო laughing laughing ისეთი ისტორიაა სულ მინდა ვიკითხო და არ გავჩერდე heart_eyes heart_eyes
შესანშნავი რო ხარ იცი უკვეე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№8  offline წევრი Bai

სიტყვები არ მყოფნის.ნუ საუკეთესო ხარ რა.აუ სულ რამდენი იქნება?ინტერესით ვკვდები.ახლა კიდ3ვ ერთი კვირა უნდა ველოდოთ ახალს? :(

 



№9  offline ახალბედა მწერალი linda

Firefly
საოცრება ხარ! ვგიჟდები ეირინზე და ანდრეაზე! საუკეთესო ხარ, ძააალიან ძლიერი ნაწარმოებიაა ისეთი მაგარია რომ სოტყვებიც არ მყოფნის...

უღრმესი, ძალიან დიდი მადლობა! <3 heart_eyes heart_eyes უზომოდ მიხარია რომ მოგწონს relaxed relaxed heart_eyes heart_eyes
lalka
კარგი იყო როგორც ყოველთვის .ოჰ რა დასცხეს ერთმანეთს.ორი ჯიუტი არსება.მარა არ მეყო .))დ.კარგი ხარ.

ნამდვილად სასტიკად ჯიუტები არიან ორივე laughing laughing laughing laughing ძალიან, ძალიან დიიიდი მადლობა! <3
Bai
სიტყვები არ მყოფნის.ნუ საუკეთესო ხარ რა.აუ სულ რამდენი იქნება?ინტერესით ვკვდები.ახლა კიდ3ვ ერთი კვირა უნდა ველოდოთ ახალს? :(

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes კი, სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ იქნება :( ძალიან შრომატევადია ამის წერა :( არც ის ვიცი, რამდენი იქნება სულ, მაგრამ 20 თავს გადაცდება დიდი ალბათობით ^^ უღრმესი მადლობა, რომ მელი! <3
crete20
ვაიმეეე ხელუკუღმა როგორ შემოარტყაა rage rage მაგრამ მაინ ვერ ვარ სროდელ ქოფაკზე გაბრაზებული და რა ვქნაა stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes ეს შეხლა-შემოხლა რატომღაც მომერომანტიკულა laughing :laughing როგორც ყოველთვის არ მეყოოო laughing laughing ისეთი ისტორიაა სულ მინდა ვიკითხო და არ გავჩერდე heart_eyes heart_eyes
შესანშნავი რო ხარ იცი უკვეე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

შემოარტყა და მოხვდა კიდეც საკადრისი laughing laughing წაკლა ბიჭი ეგი :დდ ვაიმე მორომანტიკულება მამეწონა ძაან laughing laughing უღრმესი მადლობა შენ, გენაცვალე, ძალიან, ძალიან მიხარია და მაბედნიერებს ის, რომ მკითხულობ და ასეთ სიტყვებს იმეტებ ჩემთვის! heart_eyes heart_eyes

 



№10  offline წევრი Bai

ვაიმე ჩემი ქოფაკი ბიჭი ნუ ძაან მიყვარს და რა ვქნა ეგ საძაგელი

 



№11  offline ახალბედა მწერალი linda

An_Gel
იიმეე, დახოცონ ერთმანეთი ხო, არ დაინდონ, ამ მართლა ქოფაკებმა joy joy joy (ეს სრორდელი ქოფაკი ძაან მომწონს relaxed ) ისეთი სცენა იყო, სუნთქვა შემეკვრა. ველურული ხალხია ნამეტანი, ამდენი სად შემიძლია :დდდდ როგორ ჭამოეჭიმა ანდრეი იმ გლეხებს თავისი ქალის გამო?! relieved relieved გინდ მონა ეძახე,გინდ დალიჰარი და კი ჩაიგდო თავი საფრთხეში და შარში ერქანთა დიაცის გამო heart_eyes (როგორ დაუფასა იმ ველურმა ქალმა,ეგ მეორეა,მაგრამ იმსახურებდა მეფისწული გალახვას joy )გიუნტერი მაგარი კაცია. ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, გადაარჩენს მთელ სამეფოს და დაუბრუნებს ინტრიგან ანდრეის თავის ხალხს joy ეირინით ვარ ძალზედ მოხიბლული. ძალიან თავზეხელაღებული ქალია heart_eyes ისე ირტყმევინება თავის მწარე ხელს, არც ფიქრობს ვის ურტყამს და რა მოელის მერე joy joy ანდრეიც კი კარგი ყმაწვილია,მაგრამ ხანდახან წაუქარაფშუტებს ხოლმე :დდდ ეირინი მაგარი დედოფალი იქნებოდა blush (ეს ნამიოკი იყო :დდდდ)
ვუიიიი როგორ მიხარია რომ სრორდელი ქოფაკი მოგწონს, მეთქი ძაან შტერულად ხომ არ ჟღერს თქო laughing laughing laughing laughing ძაან ველურულები არიან, დოუნდობლები laughing laughing ზედმეტი ხომ არ მომდის თქო, ეგეც ვიფიქრე, მაგრამ მაინც შესაფერისი სიტუაცია ჩანდა, რა ვიცი :დდ
კი წამოეჭიმა გლეხებს laughing laughing მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ რაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა იმ ტუტუცებმა laughing laughing smiling_imp smiling_imp მართალი ხარ, მაგარ შარში გაეხვა ეირინის იმპულსურობის გამო, კიდევ უარესს უზამდა იმ საცოდავს ერქანთა დიაცი რომ არ გამოეთრია აქეთ laughing laughing მადლობელი არ დაურჩა ჩვენი ქალბატონი, მარა 100%-ით გეთანხმები, მაგარი შემოსალაწუნებელი კი იყო წაკლა ანდრეი :დდდდ ოოო, გიუნტერი მართლაც მაგარია <3 <3 ჭკვიანი კაცია, არაფერი გამოეპარება relaxed relaxed ახლა წესიერად გაიპაროს და მოძებნოს ანდრეი, მთავარი ეგაა :დდ
ოო, ეირინი მეც ძალიან მამწონს <3 ძაანაც ახატია ვის ურტყამს, სულ მაგაზე არ ეფიქრება, აი relaxed relaxed აი წარმოვიდგინე, ანდრეი რომ რამეს ეტყვის, და ეს ეუბნება, "ბებიაშენისამო" და გადავფიჩინდი laughing laughing გეთანხმები, ანდრეი ცოტა წაუქარაფშუტებს :დდ საქციელს არ უფრთხილდება. ეირინი ხომ იმპულსურია, მაგრამ მაინც ცივი გონებით მოქმედებს და გამონათებები აქვს მარტო, ამას მარტო გამონათებები აქვს :დდდ
უღრმესი მადლობა, რომ მკითხულობ და ასე მახარებ! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№12  offline წევრი dafna

გამარჯობათ მეგობრებო, უშედეგოდ ვეძებ ისტორიას რომელიც რადენიმე წლის წინ წავკითხე ამ საიტზე და იქნებ თქვენი დახმარებით მაინც ვიპოვო, შინაარსი დაახლოებით შემდეგნაირია : ბიჭი მოიტაცებს გოგოს და რამდენიმე დღე სახლში ყავს გამოკეიტილი (ეს ბიჭი ადვოკატია და ყავს ძაღლი თუ სწორად მახსოვს ) მერე სადღაც ოჯახში წაიყვანს და დიდი ხანია ფინანსურად, უანგაროოდ ეხმარება ეს ბიჭი ამ ოჯახს, მოკლედ თავიდან აგრესიითაა გოგო განწყობილი თუმცა საბოლოოდ უყვარდება ეს ბიჭი. გამახარებთ თუ მაპოვნინებთ ამ ისტორიას ძალიან მინდა ჩემ პატარა დას წავაკითხო ^_^ მადლობა წინასწარ <3.
ps.იმედია არ მიწყენთ ამ პოსტს

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

Drogons
ეჰ ჩვენ კი გვსურს ეირანის და ანდრეის წყვილი, მაგრამ განა აგრე მარტივია დაივიწყოს ერქანთა ქალმა ანდრეის მიერ მიყენებული შეურაწყოფა, ტკივილი და დამცირება?
არ მგონი აპატიოს და თუ აპატიებს ასე მარტივად მაინც არა.
ანდრეი ბავშვი უფროა, მისი მოთოკვა ადვილია.
აი ეარანი ნამდვილად ძლიერი ქალია, ისეთი რომ მსგავს რაღაცეებს არ დაივიწყებს.
ასე, რომ ერთად თუ იქნებიან ოდესმე, მაქამდე ძალიან ძალიან დიდი გზის განვლა მოუწევთ.
ერთმანეთის პატიება, შეცდომების გამოსწორება და ყველაფრის თავიდან დაწყება.

გეთანხმები ყველანაირად <3 არაა ძნელი. მე არ ვიტყვი, რა მინდა, ან რას ვემხრობი, მაგრამ ძალიან შევეცდები, რომ ბუნებრივი (რამდენადაც ამ სტილის ნაწარმოებში შეიძლება laughing laughing ) იყოს ყველაფერი, გარემოდან პერსონაჟების ურთიერთობამდე... ანდრეი მართლა მობავშვოდ მიმაჩნია მეც, იმის მიუხედავად რომ ეირინზე უფროსია :დდ მისით მანიპულირება ეირინს თუ მოუნდა, არ გაუჭირდება. ერქანთა დიაცი კი სულ სხვაა :დდ
მადლობა გენაცვალე დიიდი, რომ მკითხულობ! heart_eyes heart_eyes
dafna
გამარჯობათ მეგობრებო, უშედეგოდ ვეძებ ისტორიას რომელიც რადენიმე წლის წინ წავკითხე ამ საიტზე და იქნებ თქვენი დახმარებით მაინც ვიპოვო, შინაარსი დაახლოებით შემდეგნაირია : ბიჭი მოიტაცებს გოგოს და რამდენიმე დღე სახლში ყავს გამოკეიტილი (ეს ბიჭი ადვოკატია და ყავს ძაღლი თუ სწორად მახსოვს ) მერე სადღაც ოჯახში წაიყვანს და დიდი ხანია ფინანსურად, უანგაროოდ ეხმარება ეს ბიჭი ამ ოჯახს, მოკლედ თავიდან აგრესიითაა გოგო განწყობილი თუმცა საბოლოოდ უყვარდება ეს ბიჭი. გამახარებთ თუ მაპოვნინებთ ამ ისტორიას ძალიან მინდა ჩემ პატარა დას წავაკითხო ^_^ მადლობა წინასწარ <3.
ps.იმედია არ მიწყენთ ამ პოსტს

"ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა" ნახე მაროამის ^_^ (ზუსტი ინფორმაცია არაა, მაგრამ ნახე) heart_eyes heart_eyes იმედია ეს იქნება ^^ სხვა დროს ჩვენს ჯგუფში გაწევრიანდი ფეისბუქზე (4ლავი ჰქვია) და იქ დაწერე, მაშინვე გამოგეხმაურებიან ^^

 



№14  offline წევრი An-El

ნუ ლინდაჩკა ახალი რა გითხრა შეუდარებელია. . .იმდენად მაგრად წერ რო მგონია რომელიღაც ცნობილი მწერლის მიერ დაწერილ ქვეყნის ისტორიას ვკითხულობ. . .მმაგარი ხარ და ამ ისტორიის ეკრანიზაციას დიდი სიამოვნებით ვნახავდი :) :*

 



№15  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
ვუი ვუი ვუი :000 აგი რა ჩაიდინე მძახალო :დდდ სუნთქვა დამავიწყდა ლამის :დდ თქვენ შეიწირავთ ჩემს ფილტვებს რიაა :დდდდ
როგორც იქნა მეღირსააა/გვეღირსა გავიგებთ დალიჰარის მნიშვნელობას :დდდ არა კი ვხვდები დაახლოებით მაგრამ ზუსტი თარგმანი მჭირდება მე ხო იცი უცხო სიტყვების მნიშვნელობებზე როგორ მეკეტება :დდდდდ
ანდრეის გაუხმეს ის ხელი!!! ქალს ხელი როგორ დაარტყა ჭკუაზე არ ვარ ;)) მართლა ზორბეგი და საქონელია :დდდ არა მართალია არც ეირინმა შეარჩინა ,მაგრამ უფრო კარგი გატყეპვის ღირსია და ეგ მე მომანდეთ :დდდდ ;))
ჰოდა რას ვამბობდი, უუუჰ უუუჰ იმდენი ეირინები და ზორბეგები იყო ნუ ძაან მესიამოვნა :))❤❤ მართლა სასტაული თავი იყო ❤❤ დატვირთული და სუნთქვისშემკვრელი ❤❤ სუ თვალებდაქაჩული ვკითხულობდი :დდდ❤❤❤
მიუხედავად იმისა,რომ იმ ჩხუბის სცენაში ერთი შეხედვით რომანტიკული არაფერი იყო და დასისხლეს ერთმანეთი,მაინც გული ამიჩქროლდა :დდდ რა ვქნა ვგიჟდები ამ წეწვა-გლეჯვაზედა :დდდ თან ისეთი ოქროს შუალედი გქონდა დაჭერილი მაგ სცენაში სიძულვილსა და "სიყვარულს" შორის,რომ მაგიტომაც გამოვიდა ასეთი საოცრება ❤❤
მთელი ისტორია ხომ დასამახსოვრებელია,მაგრამ აქამდე დაწერილ თავებში ეგ და ის ცეკვის სცენა არ დამავიწყდება ალბათ არასოდეს ❤❤❤❤ :***
კაია ისე ოჯახში ერთი ჭკვიანი მაინც რომ გამოჩნდა :დდდ ბიძა მაინც მიხვდა რაცხას და წავიდა ანდრეის საძებნელად :დდ მაგ კაცის იმედი მაქვს მიუხედავად იმისა რომ ანდრიუშას შუაზე გაგლეჯა მინდება ხანდახან,ჯობია ისევ ბიძამ იპოვოს ვიდრე ვინმე სხვამ :დდდდდ
ნუ დავაფრქვიე რია :დდდ წუხელ წავიკითხე ,მაგრამ კომენტარის დასაწერად აზრები ვერ დავალაგე ისე ვიყავი აფორიაქებული :დდდ სუ შენი ბრალია ჩემო ზიღვარულო მძახალო,ნუ ვგიჟდები შენზე და რა გავაკეთო :დდ❤❤ ნუ წერ ასე კარგად და ნუ მიწეწავ ამ დალაგებულ ნერვებსთქვა ;)) :დდდ ❤❤

ქალოოოო ძლივს გაგეცი პასუხი, კომენტარების სიგრძეს გვიმოკლებენ sob sob
დალიჰარის მნიშვნელობას რაც შეეხება, უეჭველი გაიგებთ! <3 იმედია რომ გაიგებთ არ გაგიკვირდებათ, ეს რა არიო laughing laughing იქამდე ისპეკულირე/თ მძახალო laughing laughing
კი, დაარტყა ანდრეიმ :დდდდდდ გენდერული თანასწორობა ხო უნდა დაამყაროს ნუუუუ ამან გლიჯა პირველად და laughing laughing laughing laughing ასი წელი არ შეარჩენს ეირინი მაგას და თუ შემოაკვდათ ერთმანეთი, მე პასუხისმგებელი არ ვარ laughing laughing
ვაიმეეე ქალავ :დდდ <3 გული ამოჩქროლდა-ზე გადავყირავდი laughing laughing laughing laughing სპასიბა, სპასიბა აგრომნაე პირდაპირ რააა, მიხარია რომ ყველგან პოზიტივს ხედავ, კინაღამ მოგუდვაშიც laughing laughing laughing laughing
გიუნტერი ძაან ჭკვიანია, ეგაა მგონი ერთადერთი ჭკვიანი ოჯახში, შენი თქმის არ იყოს :დდ დედა მკვდარი, მამა სანახევროდ მკვდარი, 4 შვილი მკვდარი, მეხუთე მკვდარი ჰგონიათ... მოკლედ საწყალი გიუნტერის ფსიქიკა მეცოდება laughing laughing მარა იმედია იზამს რამეს <3
უღრმესი მადლობა შენ, რომ ყოველ ჯერზე ასე მახარებ და მათბობ! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

An-El
ნუ ლინდაჩკა ახალი რა გითხრა შეუდარებელია. . .იმდენად მაგრად წერ რო მგონია რომელიღაც ცნობილი მწერლის მიერ დაწერილ ქვეყნის ისტორიას ვკითხულობ. . .მმაგარი ხარ და ამ ისტორიის ეკრანიზაციას დიდი სიამოვნებით ვნახავდი :) :*

ვაიმე, ძააალიან დიიიიდი მადლობა! <3 ისე გამახარა შენმა სიტყვებმა, ვერც კი წარმოიდგენ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№16 სტუმარი ესმა

შემდეგი როდის იქნება/

 



№17  offline ახალბედა მწერალი linda

ესმა
შემდეგი როდის იქნება/

ხვალ იქნება შემდეგი ^^ მადლობა რომ მკითხულობ! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent