შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

წართმეული სისპეტაკე თავი მეთერთმეტე ( დასასრული )


18-09-2017, 02:16
ავტორი -venus-
ნანახია 1 533

წართმეული სისპეტაკე თავი მეთერთმეტე ( დასასრული )

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად ჩანდა, გარედან რომ დაგენახათ ჟორჟოლიანის სახლი იტყოდით რომ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა, თუმცა ვინ იცოდა იქ სინამდვილეში რა ხდებოდა...
გაყინული ქონდა ხელ-ფეხი... შიშაგან გული ამოვარდნას ქონდა, ასეთი ცხოველური გამომეტყველება ჯერ მის სახეზე არ ენახა. ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო, ხმაურით გადაშალა და გოგოსაკენ წავიდა... თიკა გაქვავებული უყურებდა ცივ იარაღს.
- არ გინდა! გევედრები, არ გინდა! სასოწარკვეთილი ლაპარაკობდა...
- ახლა არ მინდა ხო?! შენ გინდოდა რომ გვაბეზღებდი? ვერ შეირჩინე არა ის რაც გქონდა... ყოველთვის საუკეთესო გინდოდა, მშობლები გადაყოლილი იყვნენ შენზე! მაგრამ არა! ქალბატონს როგორ ეყოფოდა ის სითბო და ალერსი... უფრო ბევრი და ბევრი გინდოდა, ჩვენ? ჩვენ კიდევ ვიჯექით და ველოდებოდით იქნებ ჩვენს მოგვეფეროს დედამ, ან იქნებ ისეთი კარგი ტანსაცმელი გვიყიდოს როგორსაც შენ გყიდუობდნენ...
- სისულელეების როშვას მოეშვი და ჩაწიე ეგ წყელი დანა, ვერ ხედავ რო ორსულად ვარ? არ იცოდა საიდან ამდენი გამბედაობა, იმხელა ხმაზე უყვირა, წამიერად გიორგისაც კი გაუკვირდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს...
- კიდევ დიდ გულზე ხარ?! ტყუილად კივიხარ! მაინც ვერ გიშველის შენი საყვარელი...
- რა გინდა?! რო მომკლა რას გიშველის? კიდევ ერთი მკვლელობა დაგემატება და უარესად ამოლპები ციხეში... გინდა??? წადი აქედან! მე და ჩემ შვილს დაგვანებე თავი! წაეთრიეთ ჩემი ცხოვრებიდან!!! განწირული ღრიალებდა თიკა... დროდადრო მუცელზე იკიდებდა ხელს...
არც უსმენდა გაცეცხლებული ბიჭი გოგონას, ვერულივით იქნევდა დანას, ძლივს იცელდა თიკა... ხან რა ესროლა ხან რა, მაგრამ არაფერმა შეაჩერა... გიორგიმ მკლავში წაავლო ხელი, დანის წვერი სახესთან მიუტანა და ნელა, ძალიან ნელა ჩამოუსვა... გოგონამ სიმწრისაგან ამოიგმინა... საშინლად ტკივილ ნარევი ხმით დაიყვირა...
შავი აუდი გაჩერდა სახლთან, უცნაური ხმები შემოესმა, კარი მაგრად მიაჯახუნა და სირბილით შევიდა სახლში... კარი შემტვრეული რომ დახვდა ცივმა ოფლმა დაასხა... ნაბიჯს შეუნელა და ცდილობდა სუნთქვის ხმაც არ გამოეშვა...
შიგნით შესულს, საშინელი სცენა დახვდა, თიკა ძირს ეგდო, სახე დასერილი ქონდა, სისხლით იყო მოთხვრილი, შავებში ჩაცმული რომელსაც გარედან ტყავის ქურთუკი ეცვა, დახრილიყო მასთან, საქმის დასრულებას აპირებდა, ორივე ხელით აღმართული ქონდა ცივი იარაღი და მუცელში აპირებდა ჩარტყმას...
უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგო და რომ მიტრიალდა, უცებ სახეში მაგარი რაღაც მოხვდა... წამში გაითიშა... უგონოდ მწოლიარეს წიხლი მიკრა, რომ არ გაინძრა თიკას მივარდა... საუბრის თავიც არ ქონდა გოგონას...
- თიკა, გთხოვ გამეცი პასუხი, არ დამტოვო რა! ახლაღა დაინახა მხარში რომ იყო დაჭრილი... ხელებიც დასერილი ჰქონდა...
- თ, თო... ხრიალით წარმოთქვა რამოდენიმე ასო და უგონოდ გაითიშა... თოკომ მაშნვე აიტაცა ხელში, მანქანისაკენ გავარდნენ... ფრთხილად მიაწვინა უკანა სავარძელზე და მძღოლის ადგილი დაიკავა... ტელეფონი ამოიღო და ნოეს გადაურეკა..
- ნოე, სასწრაფოდ ჩემთან მიდი სახლში, იქაა ის ახვარი, თიკა ლამის მომიკლა ბიჭო... აიყვანე, დაიჭირე, დედა მოუ**ანი მაგ სი*ს... გამწარებული იგინებოდა თოკო...
- 5წუთში იქ ვარ ! არ ინერვიულო მაგაზე, თიკას მიხედე...
ტელეფონი გათიშა და გვერდითა სავარძელზე მოისროლა.. დროდადრო სარკეში იყურებოდა და უკან მწოლიარე უგონო გოგონას უყურებდა, ლაპარაკებოდა მაგრამ ამაოდ...
საავადმყოფოსთან გააჩერა, ხელში აიყვანა თიკა და შევარდა შენობაში...
- დამეხმარეთ! არავინ ხართ? გამწარებული ყვიროდა თოკო... ექთნის ოთახიდან 2 ექთანი გამოვარდა, მაშინვე საკაცე მოაგორეს და დაზარალებული დააწვინეს...
- უშველეთ გთხოვთ. ფეხმძმედ არის! მათ რომ რამე მოუვიდეს ვერ გადავიტან... ექთნებს უყვიროდა თუმცა, საოპერაციოსთან გაჩერება თხოვეს მას, გოგონა უმალვე შეიყვანეს ბლოკში... მოამზადეს და ოპერაცია დაიწყო...
ხელების ფშვნეტით იჯდა მოსაცდელში, ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს... ელოდებოდა, ელოდებოდა პასუხს რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო...

უამრავი პოლიიცის მანქანა მიდიოდა გზაზე, სირენების გამაყრუებელი ხმით... რამოდენიმე სპეცდანიშნულების რაზმის მანქანაც მიადგა სახლს... ავტომატებით შევარდნენ სახლში, წამებში, ალყა ქონდა შემორტყმული... გიორგი ისევ უგონოდ ეგდო, სისხლში მოსვრილი... ნოე ბრონის ჟილეტით შევარდა, ხელში იარაღი ეკავა...
ძირს მგდები გიორგის დანახვაზე, იარაღი ბუდეში დააბრუნა და მასთან მივიდა...
წამოაყე, სახეში ერთი სილა გააწნა რომ აზერზე მოსულიყო, არ სურდა ეს ყველაფერი ვერ დაენახა... გაოგნებულმა გაახილა თვალები, თმები ყალყზე დაუდგა, შეეშინდა, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო... ნომ ბორკილები დაადო და გარეთ გაათრია...
- ჯობს ხმა არ ამოიღო თორე ვფიცავ, ჩემი ხელით გაგასხმევინებ ტვინს... ყურში ჩასჩურჩულა ზიზღით და ხელი კრა... - წაივანეთ ეს გარეწარი და დასაკითხ ოთახში შეაგდეთ!!! ბრძანება გასცა გამომძიებელმა...
დამნაშავე სხვა პოლიციელმა ჩასვა მანქანაში, ნოე გამწარებული გმინავდა და აქეთ-იქით დადიოდა... ტელეფონი ამოიღო და ძმას გადაურეკა...
- რას შვები? როგორაა?
- აუ, არვიცი ბიჭო, საოპერაციოში ყავთ ჯერ! რა ქენი დაიჭირე ის გარეწარი? ზიზღით ჩაილაპარაკა...
- აბა რა ვქენი! შენ არ იდარდო მაგაზე, ამას ცხოვრებას ვაწყევლინებ!
- უნდა ვნახო! არ შემიძლია! მე ეგ რომ არ ვნახო, და სახე არ გავულეწო ვერ მოვისვენებ!
- გაგიჟდი? გინდა შენც დაგიჭირონ? დაანებე რა! ჩემი ბიჭები არ დააკლებენ ნუ ღელავ... შენ თიკაზე და ბავშვზე იფიქრე ძმაო! ამას მე მივხედავ!
- ძალიან ვნერვიულობ! ამათ რომ რამე მოუიდეს... წარმოდგენაც კი მიჭირს... დანაღვლიანებული საუბრობდა თოკო...
- ცუდზე ნუ ფიქრობ... ყველაფერი მოგვარდება...
დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა ოპერაცია, მხარი ამოუსუფთავეს, დაუმუშავეს და გაუკერეს... ღმერთის წყალობით სასიკვდილო ჭრილობა არ იყო! სახეც დაუმუშავეს, მთლიანი სახე დასერილი ქონდა, მაგრამ ღრმა ჭრილობა არც ერთი იყო... სახე შეუხვიეს და ნარკოზიდან გამოსვლას დაელოდნენ, ამასობაში მთავარი ექიმი პირბადის მოხსნით გავიდა გარეთ...
თოკო წამოხტა და ექიმს მივარდა...
- ექიმო, როგორ ჩაიარა? ხომ კარგად არის??? განერვიულებული ეკითხებოდა მას...
- ჯერ-ჯერობით კარგად არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.მისი სიცოცხლე საფრთხეში აღარარის! დამშვიდდით... ახლა მთავარია ეხოსკოპიაზე ყველაფერი კარგად იყოს...
- ახლა სადარის? ნახვა შემიძლია? არ წყვეტდა კითხვების დასმას...
- სამწუხაროდ ახლა, ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის... დაახლოებით 5-10 წუთში გამოვა და შემდგომ ეხოსკოპიაზე გადაიყვანენ... ვწუხვარ, მაგრამ მოცდა მოგიწევთ...
- კი კი... რობოტივით იყურებოდა ერთ წერტილში და ისე ლაპარაკობდა...
„ უნდა მოვცადო, ყველაფერი კარგად იქნება! დამშვიდიი თოკო, შენი გოგოები კარგად იქნებიან!!!“ თავის თავს ამხნევებდა და მოსაცდელში, სკამზე დაჯდა... პირველი რაცმო აფიქრდა ის იყორომ ტატიანასთვის უნდა დაერეკა, რომელიც სამსახურში იყო! ძიძად მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში, ისე შეთანხმდნენ, რომ დღე-ღამე იქ რჩებოდა, მხოლოდ კვირა დღე ქონდა დასვენება და იმ დღეს ატარებდა შვილთან!
„ არა! ჯობს არ დავურეკო, ინერვიულებს. მაგრამ ეგრეც არ გამოვა...“ უკვე თავის თავს დაუწყო საუბარი თორნიკემ...
ბოლოს ტელეფონი ამოიღო და მაინც გადაწყვიტა დაერეკა...
- თოკო, რა მოხდა? მშვიდობაა? გააკვირვა საღამოს 10 საათზე თოკოს ზარმა...
- ქალბატონო ტატიანა, არ ინერვიულოთ, ახლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გეხვეწებით საავადმყოფოში მოდით! სწ გეტყვით ყველაფერს...
- ვაიმე! შეჰკივლა ქალმა... - რამოხდა?
- უბრალოდ მოდით, ტელეფონზე ვერ აგიხსნით... ტელეფონი გათიშა და ტატიანას დაელოდა....

*****
სახე შელამაზებული იჯდა დაკითხვის ოთახში, თავზე ორი შეიარაღებული სერჟანტი ედგა და ყველაფრის აღიარებას აიძულებდნენ...
- არ ვიტყვი! არაფერსაც არ ვიტყვი... თავს იგიჟებდა თოიძე...
- არ იტყვი და დაგიმატებთ! არ გვეზარება!!! დამთავრების თანავე მოუღერა მუშტი და მარჯვენაში ისე გაარტყა ცხვირიდან უარესად წამოუვიდა სისხლი...
ამასობაში ნოე შემოვიდა... იარაღი მაგიდაზე დააგდო და ისე რომ არაფერი უთქვამს, გიორგის მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო... გაგიჟებული იყო უმცროსი ჟორჟოლიანი. მთელი ჯავრი ამოიყარა... ძ₾ივს გამოგლიჯეს სერჟანტებმა იმ უბედურს, რომელიც ძლივსღა სუნთქავდა!
- შე ნაბი*ვარო! შე ბინძურო ღორო! ეს ყველაფერი არ შეგრჩება გაიგე? მეთვითონ ვიზრუნებ იმაზე რომ ციხიდან ვერ გამოხვიდე! შენი ადგილი ქათმებშია შე არაკაცო!!!
გიორგიმ ხმამაღალი სიცილი დაიწყო, რაზეც უარესად გამწარდა ნოე და კიდევ გაიწია, მაგრამ ორმა დაკუნთლმა სერჟანტმა შეაჩერა ის...
- ბატონო ნოე, ნუ დაგავიწყდებათ რომ განყოფილებაში ვართ!... შეახსენა ერთერთმა...
- ყველაფერი ათქმევინეთ ამას, აქედან არ გაიყვანოთ სანამ რამეს არ იტყვის! თავისი საზიზღარი დის ადგილიც გამირკვიეთ! მე საავადმყოფოში მივდივარ! დაიბარა და იქაურობას გაცილდა... გზაში დასისხლიანებულ მუშტს უყურებდა და იკურთხებოდა...

შენობიდან გამოსული მანქანაში მოთავსდა და საავადმყოფოსაკენ აიღო გეზი, ახლა თოკოს გვერდში ჭირდებოდა ვინმე...
სავადმყოფოში შევიდა, მეორე სართულზე აირბინა და დერეფანში თოკო რომ დაინახა, მივარდა და მაგრად გადაეხვია...
- როგორაა? არ ვიცი ჯერ, ახლახანს შეიყვანეს ეხოსკოპიაზე... მეშინია ტო! იმ *ლემ რა გააკეთა აზრზე ხარ? გამწარებული საუბრობდა თოკო...
- მაგას მოევლება. გავანადგურებ ხო იცი?! იქ ისე არ დავტოვებ. იმ ჩათლ*შკასაც ვიპოვი და მაგასაც ამოვალპობ. არავის არაფერი შერჩება ამ ქვეყანაზე და ეგენი ვინ მიგდიან!! ზიზღით იყო აღვსილი ნოე...
- მთავარია თიკა და პატარა გადამირჩნენ და მაგ ახ*ვარს მაინც ვცემ!!!
- ეე, გეყოს ახლა! მე გითხარი და მორჩი...
ამასობაში ექიმი გამოვიდა...
- ექიმო!! მუდარა ნარევი ხმა ქონდა უფროს ჟორჟოლიანს...
- ტონუსი აქვს მომძლავრებული... ბავშვი ნორმალურადაა თმცა ამდენ სტრესს და ნერვიულობას ვეღარ გაუძლებს! არ მინდა რომ შეგაშინოთ მაგრამ აჯობებს აქაურობას მოაშოროთ. სადმე სუფთა ჰაერზე! სიწყნარეში და ჰარმონიაში... ნაყოფი ძალიან პატარაა ასეთი დარტყმისთვის. აშკარაა რომ ძალიან სურსი სიცოცხლე პატარას, ყველანაირად ცდილობს გადარჩეს და სიცოცხლისთვის იბრძოლოს, თუმცა ის პატარაა და მარტო თავს ვერ გაართმევს, თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი, დედის ყველა ტკივილს განიცდის... იმედია ყველაფერი კარგად იქნება...
- გასაგებია, ბატონო დავით.. თბილად მიმართა მთავარ ექიმს, რომელიც, ჟორჟოლიანების ოჯახს კარგად ცნობდა...
- რაც შეეხება ნახვას, უკვე შეგიძლიათ... სანამ იკითხა თოკომ მაქამდე დაამატა ექიმმა... - აი იმ პალატაშია, ხელით აჩვენა და ნოემ თოკოს მხარზე ხელი დაკრა, ჯერ შენ შედიო...
თოკო უხმოდ დაყვა ძმის ნებას... ღრმად ამოისუნთქა, თითქოს არ იყო მზად თიკას ასე სანახავად... მაგრამ მძიმედ გადადგა ნაბიჯები და პალატამდე მანძილი მალევე დაფარა...
ნელა ჩამოწია სახელური და ოთახში შევიდა... თიკა გონზე იყო, მაგრამ ტკივილისაგან თვალების გახელა უჭირდა... იგრძნო რომ ვიღაც შემოვიდა ოთახში...
- თოკო შენ ხარ? ჩახრინწული, სისტი ხმით ამოიხავლა ქალმა...
- მე ვარ თიკ, მევარ... ტკივილიანი ხმა ქონდა... - ეს რა გიქნა იმ ნაბო*ვარმა... მთლიანი სახე შეხვეული ჰქონდა, მხარიც გადაეხვიათ, ვენაში გრძელი წვეთოვნის ნემსი ქონდა გარჭობილი, სითხე ნელ-ნელა წვეთდა მილში, ხოლო მილიდან სისხლს ერეოდა...
- მტკივა... ხმადაბლა ამოიხავლა... ბავშვი ხომ კარგადაა... აზრზე ვერ ვიყავი ნორმალურად რომ... რომ... ძალას ატანდა თავს რომ ელაპარაკა...
- გეხვეწები, არ გინდა! ყველაფერი კარგადაა... დაისვენე, ნულაპარაკობ. მე აქ ვიქნბი ღამე... ახლოს მივიდა და მთელი სინაზით ეამბორა თავზე... ბოდიში თიკა...
გოგონამ გახედა, კითხვის ნიშნები ამოიკითხა ბიჭმა მის მზერაში და განაგრძო...
- ბოდიში, რომ ვერ დაგიცავი, ბოდიში რომ იქ არ ვიყავი და ხელი ვერ შევუშალე ამის გაკეთებაში... მაპატიე რა!!! გპირდები ამის მერე ვეღარავინ მოგეკარება ჩემს გარდა...
მიყვარხარ თიკა... ბოლოს ხმადაბლა დაასრულა საუბარი... თიკა ერთ წერტილს იყო მიშტერებული საწოლის მოპირდაპირე კედელზე, მაგრამ ბოლო სიტყვებზე თვალებ გაფართოებულმს გახედა ბიჭს...
- რა??? ძლივს იკითხა თიკამ...
- ხო! მიყვარხარ და ამას ახლა მივხვდი, ლამის რომ დაგკარგეთ, ახლა მივხვდი რომ ძალიან მიყვარხართ. არ ვიცი როგორ, რანაირად... ახსნას ნუ მთხოვ! მთავარი შედეგია, ეს შედეგი კი დიდი სიყვარულია თქვენს მიმართ...
გოგონამ ვეღარაფერი თქვა, უბრალოდ თვალები დახუჭა და ცრემლებს წამოსვლის უფლება მისცა...

ცხელი ხელის შეხება იგრძნო ხელზე... შემდეგ გავარვარებული ტუჩები... თიკას ისევ დახუჭული ქონდა თვალები და სიამოვნების ზენიტში იყო მოხვედრილი... სიამოვნებდა მისი შეხება, მისი უბრალოდ კოცნაც კი, თუნდაც ხელზე... ყველაზე მეტად კი მისი მიყვარხარ სიამოვნებდა...

რამოდენიმე წუთში მათი სიმყუდროვე, მომტირალმა ტატიანამ დაარღვია... ქალი გოდებას მიცემოდა... ისე ტიროდა თითქოს ერთადერთი შვილი დაეკარგა და აღარ იცოდა რა ექნა...
- დედიკო, ეს რა გიქნა იმ ვირმა! ეს როგორ გაბედა! ეშმაკის მოციქულია ის დედა! ვერ ვიტან... მძულს დედიკო... ბოდიში დედა!!! ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს... ქალბატონი ტატიანა თოკომ დაამშვიდა და გარეთ გაიყვანა...
- დამშვიდდით, ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, ორივე კარგად არიან. უბრალოდ ახლა დასვენება უნდა და ასე ტირილით უფრო აანერვიულებთ...
- როგორ დავმშვიდდე შვილო, როგორ??? ეშმაკები გამიზდია და ჩემს ანგელოზს რეებს უკეთებენ ვერ ხედავ? განწირული ტიროდა ქალი...
- თქვენს მდგომარეობაშიც შევდივარ. უბრალოდ ახლა თიკას გამო, გთხოვთ დამშვიდდეთ... ნოეს ანიშნა თვალით მოდიო... - კაფეში ჩაიყვანე და ყავა დალიეთ, ცოტა აზრზე მოვიდეს და მერე შედი შენ...
- წამობრძანდით ქალბატონო ტატიანა... ძმის თხოვნას დაყვა და ის შეასრულა რაც თოკომ უთხრა...
თოკო ისევ დაბუნდა პალატაში... მის გვერდით სკამი მიიდგა და მშვიდად ჩამოჯდა... ხელი თავისაში მოიქცია და კიდეზე თავი ჩამოდო...
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პრინცესებო...
- მეც მიყვარხარ!... სუსტი ხმა გაისმა პალატაში...
თოკო უცებ ვერ მიხვდა, იფიქრა მომელანდაო, თავი მაინც აწია... მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ...
- რამითხარი? კიდევ გაიმეორე...
- მეც მიყვარხარ - თქო... დამარცვლა ძლივსძლიობით თიკამ და გაღმება ცადა, თუმცა ჭრილობები აეწვა და დაიკვნესა...
- ჩემი პრინცესები... უბედნიერესი ვარ... სითბოდი აღვსილმა თქვა და ხელები დაუკოცნა საყვარელ ქალს...
******
11 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ძლივსღა სუნთქავდა გიორგი... საკმაოდ კარგად იყო გალამაზებული, ყველა ნაკვთი ტკიოდა... ბოლოს მაინც აღიარა დანაშაული... ანას ადგილ სამყოფელიც თქვა... კახეთშიაო, ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ სახლში დაუდიათ ბინა და იქ იმალებოდნენ... საპატრულო რაზმი კახეთისაკენ მიდიოდა, სუსხიანი იყო ღამე...
რამოდენიმე საათში მიაგნეს ანას, ბორკილები დაადეს და თბილისში წამოიყვანეს... გიოსგან განსხვავებით მან მაშინვე აღიარა, განადგურებული მოსთქვამდა, თავიც კი იმართლა, არაფერი გამოუვიდა... მას შედარებით ნაკლები მიესჯებოდა, ხულიგნობის და ადამიანის განგებ შეცდენის გამო, რასაც გიოზე ვერ ვიტყოდით, მკვლელობისთვის და განგებ, განუხორციელებელი მკვლელობის გამო, პლიუს ამას ხულიგნობა და უამრავი წარსულში ჩადენილი ქურდობა ემატებოდა... სასამართლომდე წინასაპატიმრო იზოლატორში გაატარებდნენ დროს...

****
ერთი კვირა გაათარა საავადმყოფოში თიკამ... იარები ბოლომდე არ ქონდა მოშუშებული, თუმცა იქ გაჩერება აღარ შეეძლო და სახლში წაყვანა მოისურვა... ექიმთან დიდ ხნიანი თხოვნა-მუდარის შემდგომ დათანხმდა...
- კარგი, გავწერ მაგრამ გართულების შემთხვევაში უნდა მოიყვანო, ჯერ მისთვის არარის სასურველი სახლში გაწერა...
- ექთანს ავუყვან... მოვა და თუ საჭირო გახდება დარჩება კიდეც მასთან, მეც იქ ვიქნები, თვალს არ მოვაშორებ ბატონო დავით. ყაზბეგში მინდა წავიყვანო...
- გასაგებია, კარგით მაშინ... რა გაეწყობა... წარმატებები და გამოჯანმრთელებას გისურვებთ...

სახლში გამოწერიდან 2 დღეში ყაზბეგში წავიდა წყვილი... სახეზე მხოლოდ 2 შრამი ეტყობოდა, ისიც უმნიშვნელოდ...
- ძალიან მახინჯი ვარ ხო? დანანებით ჩაილაპარაკა გოგომ, როდესაც სასტუმროს ოთაში გამოვიდა, პირსაცოხ შემოხვეული...
- ეგ სისულელე მეორედ აღარ თქვა.. ულამაზესები ხართ... უკნიდან აეკრო თორნიკე და გაბერილ მუცელზე ხელები შემოხვია... კისერში ჩარგო თავი და მისი სუნი ხარბად აისუნთქა...
- ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. ახლა ჩვენი ბედნიერების დროა, ხოასეა?
- ჰო, იმედია... მაგრამ სანამ სასამართო არ იქნება და იმ საშინელ ხალხს არ დავინახავ, როგორ მიყავთ კარცერში, ვერ მოვისსვენებ...
- ნახავ პატარავ, ნახავ... აი მერე კი ყველაფერი საუკეთესოდ წაგვივა...
- ერთი სული მაქვს დაიბადოს... ჯერ რა დროსია მაგრამ უკვე დავიღალე, წელი მტკივა... ხასიათიც მიფუჭდება, მე ხომ ვგრძნობ... გაუღიმა თოკოს და სრულიად მოულოდნელად ტუჩებისაკენ გაიწია...
დიახ! მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ჯერ ნაკოცნი არ ჰქონიათ... სიმხურვალემ დაუარა ტანში... მთელი სხეული დაეჭიმათ, გააჟრჟოლათ... მთლიანი სხეული უთრთოდა თიკას... ეს მათი პირველი კოცნა იყო... სასაცილოც არის ალბათ... ბავშვს ელოდება მისგან, მაგრამ პირველად კოცნის... ასე იყო ეს...
საუკეთესო ორი კვირა გალიეს ერთად... ჰარმონია და სიხარული სუფევდა მათთან... მეტ ხანსაც დარჩებოდნენ, მაგრამ თოკოს სამსახური ელოდა თბილისში... ქალბატონ ტატიანასაც ძალიან მოენატრა ორივე...
დილით, ბარგი ჩაალაგეს, მანქანასთან ჩავიდნენ და საბარგულში მოათავსეს... თოკომ მძღოლის, ხოლო თიკამ მის გვერდითა ადგილი დაიკავა და თბილისის გზას აუდგნენ...
რამოდენიმე საათი დაყვეს გზაში... თიკა თოვლით გადაპენტილ არემარეს ადევნებდა თვალს. რამოდენიმეჯერ თბილად გადახედავდა საყვარელ კაცს და ღმილით ებადრებოდა სახე...
სახლში იყვნენ... ქალბატონ ტატიანას სადილი დაეხვედრებინა... მშივრები იყვნენ, გზიდან დაბრუნებულნი... ჩემოდნები იქვე შემოსასვლელში დატოვეს, შემდეგ მივალაგებთო... ჩაეხუტა დედას, დაუკოცნა დანაოჭებული სახე... ქალს ბედნიერების და მოანტრების ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვებზე...
- კაი რა დე. ხომ იცი არ მიყვარს რომ ტირი...
- არა დე! მომენატრე უბრალოდ...
- ხოდა მორჩა! არანაირი ცრემლიი... მაგრად მოხვია ხელები...
კარზე კაკუნი გაისმა... დაძაბულმა გაიხედა თორნიკემ...
- ელოდები ვინმეს? გადახედა თიკას...
- არა... ალბათ ნოეა... დაამშვიდა თორნიკე...
- ხო.. წავალ გავაღებ...
მართალი აღმოჩნდა თიკა...
- ჩამოხვედით და მე დაგავიწყდით? სიცილიანი სახით იკითხა და ძმას გადაეხვია.. მომენატრე ძმაო...
- მეც მომენატრე... შემო, ახლა შემოვედით ჩვენც...
თბილი ოჯახური გარემო იყო... ყველა მაგიდასთან ისხდა და გემრიელად შეექცეოდნენ სადილს...
- ნოე, სასამართო როდის არის? დაინტერესდა თიკა...
- ერთ თვეში ყველაფერი დამთავრდება... სიხარულით ჩაილაპარაკა ნოემ...
- იმედია... დანაღვლიანდა თიკა და თორნიკეს გადახედა... მან გამხნევების ნიშნად ხელი დაადო გოგონას და გაუღიმა...


ერთი თვის შემდეგ... სასამართლო პროცესი...
ხალხი ირეოდა... უცნობი თუ ნაცნობი, ყველა სასამართლო დარბაზში იყო... სოფლის მოსახლეობა, ვინც ცნობდა ამ ოჯახს, ვინაც იცოდა რომ თიკა უბრალოდ მსხვერპლი იყო. ყველა არ ადანაშაულებდა რათქმაუნდა და-ძმას. იყვნენ სხვა აზრის მქონე ქალებიც, კაცებიც... ამბობდნენ რომ თუ ადმიანს არ უნდა ვერავინ შეძლებს დაძლებით რამის გაკეთებას. მაგრამ აშკარა იყო რომ ამათ დაწვრილებით არ იცოდნენ მომხდარი, გაგონილის მეშვეობით გამოქონდათ „განაჩენი“…
მოსამართლე გმაოჩნდა დარბაზში, ყველა გაჩერდა, ფეხზე წამოდგნენ... სამარისებული სიჩუმე იყო... ერთ მხარეს დამნაშავეები, გიორგი და ანა ისხდნენ, თავიანთ ადვოკატთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს, დაზარალებული, აწ უკვე ცნობილი თიკა თიძე იჯდა, ასევე მის ადვოაკტთან ერთად... მხარეებმა დაიწყეს საუბარი, დამნაშავის მხარემ რამოდენიმე არგუმენტი მოიყვანა, ცდილობდა რომ სასჯელი შეემსუბუქებინათ, უდანაშაულოდ ცნობის 0% იყო, იმიტომ რომ თავად გიორგი და ანა თოიძეებმა აღიარეს ჩადენილი... მეორე მხარე მხოლოდ ისმენდა და დროდადრო აპროტესტებდა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს...
გამწარებული და ზიზღიღ აღსავსე თვალებით უყურებდა დამნაშავეებს... უკვე საკმაოდ მოზრდილიყო მუცელი... სიტყვა დაზარალებულს მიეცა, თიკა წამოდგა. ღრმად შეისუნთქა და საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა...
- გისმენთ ქალბატონო თოიძე! შეგიძლიათ საბოოლოდ უთხრათ ის რისი თქმაც გსურთ... განაცხადა მოსამართლემ...
- მათ მე ცხოვრება დამინგრიეს... გამანადგურეს, სულიერად, მორალურადაც და ფიზიკურად... დიახ! მე დღეს მათ წინაშე ვდგავარ, მთელი ჩემი სიძლიერით ვახერხებ, რომ მათ ბინძურ თვალებში ჩავხედო... ისინი უბრალოდ არარაობები არიან...
მათი დანახვაც არ მინდა. იმედია იქ ამოგხდებათ სული! კბილები ერთმანეთს დააჭირა სიმწრისგან და დაშრამულ სახეზე ცრემლებმაც იკვლიეს გზა... - სულ ეს არის ბატონო მოსამართლევ... დაასრულა და თავისი ადგილი დაიკავა...
- მოქალაქე გიორგი თოიძედამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში, - თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე -
(„ა“ ქვეპუნქტი);„დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის“... და მოქალაქე ანა თოიძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ხულიგნობას, თავისუფლების აღკვეთა ვადის სამიდან ხუთ წლამდე... დამნაშავეები გთხოვთ წაიყვანოთ... სასამართლო დასრულდა, გილოცავთ... მოსამართლემ თიკას გადახედა და თავი დაუკრა...
სიხარულისაგან ერთმანეთს ეხვეოდნენ... თოკო მაგრად ხვევდა მკლავებს...
- ესეც ასე! ხომ გითხარი რომ ყველაფერი დასრულდებოდა...
- ჰო, ამ ყველფრით ვერ ბებიას დავიბრუნებ და ვერც იმ ტკივილსდავივიწყებ რაც გადავიტანე, მაგრამ ის მაინც მეცოდინება რომ ყველამ საკადრისი მიიღო... ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო...
- მოიცა, აქამდე რა, ჩემთან არ გეძინა კარგად?! თვალები დააწვრილადა ეჭვით შეხედა... გახუმრება ცადა თოკომ...
- ოო კაი რაა, ნუ სულელობ, გაეცინა თოკოს და გასასვლელისაკენ დაიძვრნენ...
ტატიანას სახე წამხდარი ქონდა, როგორია უყურებდე იმას როგორ აპატიმრებენ შენს სისხლს და ხორცს, თუმცა ისინი ამ ყველაფრის მერე არაფერს წარმოადგენდნენ მისთვის... შილს და სიძეს დაყვა ტატიანაც... ნოე გარეთ იდგა, ბედნიერი სახით ელოდა მათ, მისალოცად ემზადებოდა...
ყველაფერი დამთავრდა... თიკა და თოკო ბედნიერად ცხოვრობდნენ... ელოდნენ საკუთარ პრინცესას რომელიც დღე დღეზე მოევლინებოდა ქვეყანას... რატომღაც დარწმუნებული იყო თიკა, რომ დღეს დაიბადებოდა... მთელი ღამე წრიალებდა, ვერ ისვენებდა, უკვე ფსიქოლოგიურად ქონდა ჩაბეჭდილი ტვინში რომ უნდა დაწყებოდა მშობიარობა... როგორც იქნა ჩაეძინა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა...
საშინელი ტკივილი იგრძნო, ძილიდან გამოიღვიძა და დაიკივლა. შეშინებული თორნიკე წამოხტა, დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
- რა იყო რამოხდა? ძლივს მოაგონდა კითხვის დასმა, ნახევრად გათიშლს...
- დამეწყო, რა რამოხდა... ტკივილისაგან გამწარებული ყვიროდა თიკა... წამიყვანე მალეე!!!
თოკოს ხელ-ფეხი ერეოდა ერთმანეთში, რა ჩაიცვა და როგორ ვერ მიხვდა, სამშობიარო ჩანთა მოიკიდა მხარზე და ცოლს წამოდგომაში დაეხმარა... მალევე მივიდნენ სამშობიაროში... ტკივილები უძლიერდებოდა... ღრმად და სწრაფად სუნთქავდა, დროდადრო ჭინთვებიც ეწყებოდა... 3 საათიანი ჭვალების შემდეგ მოევლინა პრინცესა ევა... სასწაული გრძნობა იყო, მკერდზე რომ დააწვინეს პაწაწინა არსება... ეტირა თუ ეცინა ვერ მიმხვდარიყო... უყურებდა და რწმუნდებოდა იმაში რომ ყველაზე ბედნიერი ქალი იყო...
ბებია ქალმა მალევე გაასუფთავა ჩვილი, ტანსაცმელი ჩააცვა, ზეწარში გაახვია და მამას გაუყვანა...
ეს სასწაული იყო! დანახვისთანავე წამოუვიდა ცრემლები...
- ჩემი პატარა, ჩემი ევა... დიდხანს გელოდი მაა! ულამაზესი ხარ ჩემო საყვარელო... ხმდაბლა ელაპარაკებოდა ჩვილს რომელიც თვალებს უფახუნებდა მამას...
ყველა ბედნიერი იყო... გამოწერის დღეს ლამაზად მორთული მანქანებით მივიდნენ სამშობიაროს ეზოში... უზარმაზარი თაიგული და ჰელიუმის ბუშტები ეკავა ხელში... ნოე კი შამპანიურის ბოთლით იდგა... გამოვიდნენ... თორნიკემ თაიგული მიართვა მეუღლეს და მადლობის ნიშნად აკოცა კიდეც... ბავშვი ტატიანამ აიყვანა, მიეფერა და მანქანაში ჩასხდნენ...
- ჰა აბა არ ავღნიშნოთ? ბოთლის გახსნას შეეცადა ნოე
- აქ? წამო სახლში და იქ ავღნიშნოთ, გაომძიებელი მაინც არ იყო, ლოთი ხარ შვილო... გაეცინა თოკოს
- კაირა! ჩემო ძმაო მივფრინავ ამაღამ... ამიტომ ყველაფრის უფლება მაქვს...
- მოიცა, მოიცა. სად მიფრინავ? გაუკვირდა ყველას...
- ნიუ იორკში... იქ დავსახლდები, აქ უკვე აღარაფერი მესაქმება, ჩემი საქმე გავაკეთე...
- რეებს ბოდავ? რასქვია აღარაფერი გესაქმება... ჩაჯექი ერთი მანქანაში. სახლში ვილაპარაკოთ... ყველაფრის ხალისი დაეკარგა თორნიკეს... ქალები უკან მოათავსა, ძმა გვერდზე მოისვა და სახლისაკენ გაწიეს...

ზამთარი იწურებოდა, მაინც იყო ალაგალაგ თოვლი შემორჩნილი, სუსხი მაინც თავისას შვებოდა, სავარაუდოდ გაზაფხულიც ცივი იქნებოდა...
სახლთან გაჩერდა მანქანა, ყველა გადმოიდა და შინისაკენ დაიძრნენ...

- აბა ახლა კარგად მომიყევი რა მოხდა... ქურთუკის გახდით ელაპარაკებოდა თოკო...
- ხო რა! აღარ მინდა აქ. მირჩევნია იქ ვიყო, ცოტას წავიმუშავებ, დაგროვილი მაქვს თანხა, რაღაცას ვიზავ მოკლედ...
- და რატომ, რატომ?
- ეგრეა საჭირო... გაუღიმა და თიკას გადახედა, მერე მის გამობურცულ მუცელს მოავლო თვალი... - ბედნიერი კაცი ხარ ძმაო... ყველაფრის მიუხედავად, ამდენი დარდისა და ტკივილისა, მაინც გყავს ორი არაჩვეულებრივი გოგო... გაუფრთხილდი მათ და ბედნიერად იყავი... გადაეხვია ძმას და შემდეგ თიკას...
- გაგაცილებთ მაინც, შენსას მაინც არ მოიშლი ვიცი, ჯიუტი ხარ!
- კაია რომ იცი, მაგრამ არც პირველი იდეა განიხილება... არმიყვარს გაცილებები, მირჩევნია აქ დაგემშვიდობოთ და წავიდე... ყვლას გადაეხვია... ბედნიერება უსურვა და იქაურობას მოცილდა...

ღამის ორი საათი იქნებოდა, აეროპორტის გზაზე იდგა ნოე... სამზე მისი რეისი მიფრინავდა, უნდა მოესწრო... გაზის პედალს ნელ-ნელა აჭერდა ფეხს და სიჩქარეს უმატებდა... უკვე საკმაოდ დიდი სისწრაფით მიდიოდა... საიდანღაც მანქანა გამოხტა... დიდი შეჯახების ხმა იყო... შემდეგ გამაყრუებელი ყვირილის ხმა გაისმა. ნოე ვერაფერს გრძნობდა. ვერ მიმხვდარიყო პრინციპში რა მოხდა. მისი მანქანა შუაზე იყო გადახსნილი, მძღოლის ადგილიდან სისხლი წვეთავდა... ნელ-ნელა იღებებოდა ასფალტი წითლად... მგრძნობელობასაც ნელ-ნელა კარგავდა... ციოდა, თვალები ებინდებოდა, ეშინოდა...
ღამის ორზე აწკრიალდა თორნიკეს ტელეფონი... პოლიცია იყო. უთხრეს, ის საშინელება უთხრეს რასაც არ მოელოდა... იმ ღამით ყველაფერი შეიცვალა. იმ ღამით არავის უძინია... იმ ღამით ნოე ჟორჟოლიანმა სუნთქვა შეწყვიტა.... скачать dle 11.3




№1 სტუმარი ))

Auu es is iyo rasac ar movelodi♡ ai sakcreba xar <3 vitire dedas geficebi imdenad emmociuri iyo yvelaferi gochag !!!

 



№2 სტუმარი Guest თეო

ციდათ დამთავრე

 



№3 სტუმარი ჟან

არმომეწონაა ეგ რაგააკეთე

 



№4 სტუმარი Nini

Vaime es raviko amatire.ese ratom daasrule :-(

 



№5 სტუმარი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

ზაპარ იყო ზღაპარ იყო

 



№6 სტუმარი Guest Lia

Zalian cudad daamtavre

Zalian cudad daamtavre

 



№7 აქტიური მკითხველი Anuki96

გული დამწყდა ნოეზე. :(

 



№8 სტუმარი Tako

Ar momewona noes ambavi magram sxvanairad rom dagewera rame upro banaluri ikneboda da ase jobda.warmatebebi male dade axali istoriaa

 



№9 სტუმარი Guest თიკო

რასერჩოდი.წასულიყო და დაგემთავრებინა ისე.

 



№10 სტუმარი Guest pawu

აუუუუ რატო დაასრულე ცუდად

 



№11 სტუმარი Sali

Cudad damtavee

 



№12  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მიუხედავად იმისა რომ ნოეს სიიკვდილი მეწყინა ალბათ ეგრე იყო საჭირო მისი აუხსნელი გრძნობები თიკასადმიმაინც ცუდად მხვდებოდა. უუუმაგრესი ისტორია გამოგივიდა❤ ძალიან ძალიან მომეწობა❤❤❤❤

 



№13  offline ადმინი -venus-

Mariam Shengelia_3
მიუხედავად იმისა რომ ნოეს სიიკვდილი მეწყინა ალბათ ეგრე იყო საჭირო მისი აუხსნელი გრძნობები თიკასადმიმაინც ცუდად მხვდებოდა. უუუმაგრესი ისტორია გამოგივიდა❤ ძალიან ძალიან მომეწობა❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა... კი ასე იყო საჭიროო... ზოგს არ მოგეწონათ მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. მადლობთ ♡♡♡

 



№14  offline წევრი modemodka

Hm.. noe ratom mokali ?! #@@@

 



№15  offline ადმინი -venus-

modemodka
Hm.. noe ratom mokali ?! #@@@

რაცი ნერვებს მიშლიდა და:დ

 



№16 სტუმარი Guest nata

ცუდი იყო, ნოე არაფერს აშავებდა

 



№17  offline ადმინი -venus-

ყველას თავის მოსაზრება აქვს. მაგრამ არ მესმის ერთი რამ. ამხელა ისტორიაში სადაც ამდენი რაღაც მოხდა. ბოლოს მხოლოდ ნოეს სიკვდილმა რატომ გახადა ისტორია ცუდი. არაფერი დაუზსავებია კი, ფეთანხმები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი კვდება ისე რომ არაფერი დაუშავებით :* მადლობა მაინც აზრის დაფიქსირებისთვის

 



№18 წევრი მოცინარი

თიკა ნოესთან უნდა ყოფილიყო. ამისი 1000000000000000000000 მიზეზი მაქვს მეტი თუ არა

 



№19 სტუმარი ირინკ_96

მეგილუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ვაიმეეეეე რატტტოოომმ?? შუამდე მივედი და ვფიქრობ რა გითხრა მადლობა როგორ გადაგიხადო და სად ჰა რაქენინრა გამიკეთე ჩემი საყვარელი ნოერატომ მომიკალი რატომგამიუბედურე ახლა ეს ხალხიიი ეეჰჰ აუუაუუ მაინც ცუდადდაამთვარე კაი არაუშავს არუშავს უბრალოდ ისტორიაა მეტიარაფერი ნერვებს ვიმშვიდებ კინაღამ მატირეე ოოხ მეგილუ კაი მაინც კარრგი იყო ლავ

 



№20  offline ადმინი -venus-

გოგონა შავი თვალებით
თიკა ნოესთან უნდა ყოფილიყო. ამისი 1000000000000000000000 მიზეზი მაქვს მეტი თუ არა

აბა მითხარი მიზეზი რატო უნდა ყოფილიყო ნოესთან :დდ

ირინკ_96
მეგილუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ვაიმეეეეე რატტტოოომმ?? შუამდე მივედი და ვფიქრობ რა გითხრა მადლობა როგორ გადაგიხადო და სად ჰა რაქენინრა გამიკეთე ჩემი საყვარელი ნოერატომ მომიკალი რატომგამიუბედურე ახლა ეს ხალხიიი ეეჰჰ აუუაუუ მაინც ცუდადდაამთვარე კაი არაუშავს არუშავს უბრალოდ ისტორიაა მეტიარაფერი ნერვებს ვიმშვიდებ კინაღამ მატირეე ოოხ მეგილუ კაი მაინც კარრგი იყო ლავ

ჩემო საყვარელოო ♡♡♡ ნოე კაი ბიჭი იყო. აცხონოს ღმერთმა, :დდ მაგრამ აბა რა ვუყო.მ ნელა ეარა და არ მიასკდებოდა მანქანას:დდ ამით ის მესიჯიც იყო იმ ხალხისთვის ვინც ჩქარა დაატარებს მანქანას და უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე მთავრდება ♡ უფრო მაგიტომ მოგიკალით.. იმედია მომიტევებთ ♡♡ მადლობა ♡♡

 



№21  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საერთო ჯამში ისტორია არ მომეწონა.საშინელი წასაკითხია დედმამიშვილებს როგორ სძულთ ერთმანეთი. ძმა როგორ იმეტებს დას მოსაკლავად. მსგავსი რამ ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია და არც მინდა ამაზე ოდნავ მაინც ვიფიქრო.
მექსიკურ საპნის ოპერას გავს და რეალობასთან მიახლოებულიც არაა

 



№22  offline ადმინი -venus-

Chikochiko
საერთო ჯამში ისტორია არ მომეწონა.საშინელი წასაკითხია დედმამიშვილებს როგორ სძულთ ერთმანეთი. ძმა როგორ იმეტებს დას მოსაკლავად. მსგავსი რამ ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია და არც მინდა ამაზე ოდნავ მაინც ვიფიქრო.
მექსიკურ საპნის ოპერას გავს და რეალობასთან მიახლოებულიც არაა

რეალობა ცხოვრებაშიც არ გვაკლია :)) მადლობა რომ წაიკითხე

 



№23  offline წევრი modemodka

-venus-
modemodka
Hm.. noe ratom mokali ?! #@@@

რაცი ნერვებს მიშლიდა და:დ

Kargi raa codo iyo.. imdeni vitiree eg ro wavikitxe ((

 



№24  offline ადმინი -venus-

modemodka
-venus-
modemodka
Hm.. noe ratom mokali ?! #@@@

რაცი ნერვებს მიშლიდა და:დ

Kargi raa codo iyo.. imdeni vitiree eg ro wavikitxe ((

გაგრძელება აქვს ისტორიას. არმინდოდა დაწერა იმიტო რო არმაქცს დაწერილი. დაელოდე ყველაფერი არ დასრულებულა.. რაიცი რახდება. სასწაულების გჯეროდეს :*

 



№25 წევრი მოცინარი

-venus-
გოგონა შავი თვალებით
თიკა ნოესთან უნდა ყოფილიყო. ამისი 1000000000000000000000 მიზეზი მაქვს მეტი თუ არა

აბა მითხარი მიზეზი რატო უნდა ყოფილიყო ნოესთან :დდ

ჯერ ეს ერთი, თორნიკე არაკაცი მგონია, რადგან თიკას თავიდან ასათი რაღაც გაუკეთა, იგი ჩემი აზრით სუსტი კაცია თიკასთვის, ცოტა დაბნეულიცაა მგონი... აი ნოე თიკას მთელი ეს დრო მხარში ედგა, ეგოისტურად არ მოქცევია, წასვლასაც კი აპირებდა თიკას ბედნიერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა...!!!!!!!

 



№26  offline ადმინი -venus-

გოგონა შავი თვალებით
-venus-
გოგონა შავი თვალებით
თიკა ნოესთან უნდა ყოფილიყო. ამისი 1000000000000000000000 მიზეზი მაქვს მეტი თუ არა

აბა მითხარი მიზეზი რატო უნდა ყოფილიყო ნოესთან :დდ

ჯერ ეს ერთი, თორნიკე არაკაცი მგონია, რადგან თიკას თავიდან ასათი რაღაც გაუკეთა, იგი ჩემი აზრით სუსტი კაცია თიკასთვის, ცოტა დაბნეულიცაა მგონი... აი ნოე თიკას მთელი ეს დრო მხარში ედგა, ეგოისტურად არ მოქცევია, წასვლასაც კი აპირებდა თიკას ბედნიერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა...!!!!!!!

თოკომ ხოარ იცოდა მერე თავიდან ვინიყო თიკა ან რატო იყო იქ. ერთი ჩვეულებრივი მეძავი ეგონა რომელსაც საუნაში უნდა გაერთო... მერე და მერე წამოვიდა ის რომმ მათი გზები გადაიკვეთა, პრინციპში ნიეს მეშვეობით. თორემ რომ არ ეთქვა ესე ესეო ალბათ ვერც გაიგებდა რომ მისგან შვილს ელოდებდა და არც მიაქცევდს ყურადღებას :*

 



№27 სტუმარი სტუმარი გოგონა შავი თვალებით

-venus-
გოგონა შავი თვალებით
-venus-
გოგონა შავი თვალებით
თიკა ნოესთან უნდა ყოფილიყო. ამისი 1000000000000000000000 მიზეზი მაქვს მეტი თუ არა

აბა მითხარი მიზეზი რატო უნდა ყოფილიყო ნოესთან :დდ

ჯერ ეს ერთი, თორნიკე არაკაცი მგონია, რადგან თიკას თავიდან ასათი რაღაც გაუკეთა, იგი ჩემი აზრით სუსტი კაცია თიკასთვის, ცოტა დაბნეულიცაა მგონი... აი ნოე თიკას მთელი ეს დრო მხარში ედგა, ეგოისტურად არ მოქცევია, წასვლასაც კი აპირებდა თიკას ბედნიერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა...!!!!!!!

თოკომ ხოარ იცოდა მერე თავიდან ვინიყო თიკა ან რატო იყო იქ. ერთი ჩვეულებრივი მეძავი ეგონა რომელსაც საუნაში უნდა გაერთო... მერე და მერე წამოვიდა ის რომმ მათი გზები გადაიკვეთა, პრინციპში ნიეს მეშვეობით. თორემ რომ არ ეთქვა ესე ესეო ალბათ ვერც გაიგებდა რომ მისგან შვილს ელოდებდა და არც მიაქცევდს ყურადღებას :*

მერე რა რომ არ იცოდა რატომ იყო იქ თიკა. უმრავლესობა იქ გაჭირვების გამოა. შენუ ბოლო წინადადება უფრო ამტკიცებს ჩემ ნათქვამს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent