შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

თეთრი პლუმერია (თავი 4)


18-09-2017, 11:25
ავტორი თუკა
ნანახია 2 556

თეთრი პლუმერია (თავი 4)

მშობლები გააცილა თუ არა, მაშინვე დალაგებას მიჰყო ხელი. იცოდა რომ დედა დაღლილი იყო ყოველდღიურაი საქმეებისაგან, მამა სულ მუშაობდა, ახლა მისი ჯერი იყო.მართალია სახლი დიდი იყო მაგრამ დროც საკმარისი ჰქონდა ანას.მთელი ორი კვია, იმისათის რომ სახლი მწყობრში მოეყვანა..
დამტვერილი ფარდები ჩამოხსნა, წვიმისაგან ხაზებად დალაქული ფანჯრები ჩამოწმინდა. იატკებს ფერი დაატყო , და გადაღლილი დაჯდა საწოლზე.. ხელის ზურგი გადაისვა შუბლზე და ოფლი მოიშორა.. ახლა ადგება, წყალს გადაივლებს მერე ივახშმებს და ნაადრევად დაწვება დღეს. მშობლები მაინც არ არიან, ამიტომ თავისუფლად შეუძლია მათ საძინებელში დაწოლა. საწოლის თავთან დადგმული ტუმბოსაკენ ქურდულად გააპარა მზერა და გაახსენდა, დაკეტილი უჯრა, საგულდაგულოდ ჩაკეტილი და არასოდეს გახსნილი უჯა. ახლა დიდი დრო ჰქონდა, გულმა ვერ მოუთმინა. საკუჭნაოდან საჭირო ხელსაწოები მოიტანა და ტუმბოს წინ იატაკზე მოკალათდა. ნახევარი საათის წვალების მერე უჯრა მოულოდნელად გაიხსნა. ხელები აუცახცახდა ანას, ნერვიულად გამოწია და ქაღალდებით გატენილი საქაღალდე ამოიღო..გული უკრთოდა, ეშინოდა, არ იცოდა რა დახვდებოდა შიგნით. რეალობა ერთი იყო, რაღაც ისეთი იმალებოდა შიგნით რაც ანას არ უნდა სცოდნოდა..
ერთმანეთის მიყოლებით ამოიღო ქაღალდები ანამ და საწოლზე აიკეცა ფეხები. გაფართოვებული თვალებით კითხულობდა თავისი წარმოშობის ამბავს. მერე მზერა სწრაფად აარიდა საბუთებს და მშობლების სურათს გახედა..
ანუ გამოდის რომ ჯაფარიძე სულაც არაა მისი გვარი.. ის თვალაძეა, მაგრამ რატომ შეიცვალეს გვარი? რატომ არასოდეს უხსენებია დედას რომ ისინი იმ პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ...
რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, ასეთი რა მიზეზი ქონდა მამამის რომ გვარი შეიცვალა, ნათესავებზე უარი თქვა. რაღაც ხდებოდა და სწორებ ამიტომ მალავდა დედამისი ამ საბუთებს..
საბუთები უკან დააბრუნა.. საქაღალდე საგულდაგულოდ შეკრა და საძინებელში გავიდა. კარადიდად სწრაფად გამოიღო ჯინდი და მაისური, ტანზე გადაიცვა და ტაქსი გამოიძახა..
აგარაკი მცხეთაში სულ ცოტა ხნის წინათ შეიძინა აკაკიმ, მაშინვე ანას უსახსოვრა.. გამომდინარე იქიდან რომ გოგონას მარტოს თითქმის არსად უშვებდა დასასვენებლად ქეთინო, მცხეთა კი ახლოს იყო თბილისთან... ეზოს ჭიშკარი სფრაფად შეაღო და მზის სხივებით აუზში ალიცლისებულ წყალს გააყოლა მზერა..
სამზარეულოში ისხდნენ , და ყავას მიირთმენდნე ახლად დაქაორწინებული მოსიყვარულე წყვილივით. ანას დანახვაზე შეშფოთება ვერ დამალეს...მაშინვე წამოდგა აკაკი და შვილისაკენ გაწია, მაგრამ ნაბიჯით უკან დაიხია გაბრაზებულმა ანამ და მამას ხელის შეხების საშუალება არ მისცა..
- რა ხდება ანა? - მამიკო, ხომ მშვიდობააა?
- არა, არა, მამა მშვიდობა არაა. შეგიძიათ ამიხსნათ ორივემ ეს რა ჯანდაბაა და რატომ მიმალავდით ამას? - ჩანთიდან ძლივს ამოაძრო საქაღალდე და მაგიდაზე მტელი ძალით დაახეთქა... რატომ გვაქვს გვარი შეცვლილი ამიხსენით. რომელიმემ ამიხსენით რა ამბავი ტრიალებს აქ და რატომ არ დაგცდენიათ რომ რუსეთშ ვცხოვრობდით..
- მე აგიხსნი- მშვიდად დაიწყო აკაკიმ და შვილი სკამზე ჩამოსვა..
- აკაკი არ გინდა . არ გინდა. - მუდარით შეევედრა ქეთინო და ცრემლები ჩამოუგორდა..
- ძალიან პატარა იყავი რუსეთში რომ წავედით. იქ ცოტა ხანს ვიცხოვრეთ შვილო.. მერე მოხდა ისე რომ საჭეს ნასვამი ვმართავდი და ავარიაში მოვხვდით. ის ვისაც დავეჯახეთ ის მამაკაცი გარდაიცვალა.. ჩემები დამეხმრნენ რომ გვარი შემეცვალა და საქართველოში დავბრუნებულიყავით ანა..
- სხვა გზა არ იყო დედიკო, მამაშენს თუ დაიჭერდნენ მე და შენ სულ მარტოები დავრჩებოდით. ამიტომ ასე ვიფიქრეთ რომ უკეთესი იქნებოდა..
- და რატომ მიმალავდით, არ მქონდა უფლება მცოდნოდა რომ სინამდვილეში სხვა გვარის ვიყავი? არ მაქვს უფლება ვიცოდე რა ხდება ჩვენს ოჯახში? ან ეს უჯრა რატომ იყო ასე საგულდაგულოდ დაკეტილი დედა? ოცდაოტხი წლის ვარ თოთხმეტის კი არა რომ ვერაფერი გავიგო...
- მაპატიე. ჩემი ბრალია. მე არ მინდოდა გცოდნოდა, მეგონა რომ შემიჯავრებდი იმის გამო რაც მოხდა შვილო..
- კარგი რა მამა,როგორ შეგეძლო ასე გეფიქრა, რომ მე ამის გამო შევიძულებდი მსოფლიოში ყველაზე კარგ მამას? რომელიც ჩემთვის ყველაფერია? მოდით არ გვინდა ეს საიდუმლოებები.. თუ კიდევ არის რაიმე რაც უნდა ვიცოდე და მიმალავთ მითხარით და დავასრულოთ...
- არა შვილო, სხვა რა უნდა იყოს, ეგეც ხომ გითხრა მამასენმა რაომაც დაგიმალეთ - აფორიაქებულმა დაასწრო ლაპარაკი მეუღლეს ქეთინომ და შვილს შემოეხვია..
სახლიდან გააცილეს თუ არა ანა, მაშინვე მკლავში სტაცა ხელი აკაკიმ ცოლს და ეზოში ჰაერზე გაიყვანა. თვალებით ეჩხუბებოდა, თვალებით კლავდა ცოლს..
- რატომ არ მაცადე ქეთინო? როდის აპირებ რომ უთხრა ანას სიმართლე? ეჭვი აიღო უკვე, ეს თუ იპოვა იმასაც იპოვის დამიჯერე და უარესი იქნება. ახლა კარგი დრო იყო უნდა გაგვემხილა, უნდა გვეთქვა. ვალდებულები ვართ, რატომ არ გესმის?
- ვერ დავკარგავ გაიგე? ანას ვერ დავკარგავ აკო, არ შემიძლია..
- შენ იმდენს გააკეთებ დავკარგავთ ანას, შენი ამ ამოჩემებული რაღაცეების გამო დავკარგავთ შვილს დამიჯერე. გაიგებს, სხვისგან გაიგებს, ბოროტი ხალხის მეტი რა არის დედამიწაზე, ვინმე ეტყვის ქეთინო.
- ვინ უნდა უთხრას? აქ ისეთი არავინაა, რომ ვინმემ მას სიმართლე გაუმხილოს.არა, არა, ანა ჩემი შვილია, ვერ გავუშვებ სხვასთან ვერ გავყობ , ამას ვერ გავაკეთებ..
- მაშინებ გესმის? ყოველდღიურად უარესდები, შენთან ცხოვრება აუტანელი ხდება. ერთ კვირას გაძლევ ვადას ან დალაგდები და ანას სიმართლეს ვეტყვით ან არადა მე თავად გავუმხელ მას ყველაფერს..
- ამას ვერ გააკეთებ აკაკი. ასე ვერ გამწირავ.
- მე შენ არ გწირავ, მაგრამ ვერც ანას გავწირავ. ვერ ვატკენ ჩვენს შვილს ქეთინო. შეუშვი ამ თავში..
- უნდა დავფიქრდე გესმის? რამენაირად მშვიდად უნდა მივიდეთ აქამდე..
- როგორც გინდა ისე მიდი, მაგრამ იცოდე ერთი კვირა გაქვს ვადა..
**~
სანაყინეები მაგიდაზე დააწყო მაიკომ და გოგონებს გაუღიმა. ჯერ ნუცას აკოცა მერე თეკლას და შვილებს შორის ჩაჯდა..
- რა კარგია ისევ ერთად რომ ვართ დე, ჩემი გოგოები როგორ მომენატრეთ. ახლა თეკლაც რომ აღარაა სახლში, სულ მოწყენილი ვარ. იშვიათად ვართ ასე ერთად..
- დედიკო, ყველაზე ტკბილო და საყვარელო.. მოდი წავიდეთ სადმე ერთად სამივე და სავისვეოთ. ძალიან დავიღალე..
- კარგი აზრია, რას იტყვი თეკლა? - ჩაფიქრებულ შვილს გახედა მაიკომ და ნუცას ანშნა რა სჭირსო..
- თეკლა მორჩი ფიქრს, დაეშვი... რა გათიშული ზიხარ. წამოხვალ ჩვენთან ერთად დასასვენებლად?
- სად დასასვენებლად? არა , არა ვერ წამოვალ. არ შემიძლიაა..
- მე ვთხოვ ლექსოს და გამოგიშვებს, ერთად ავიღოთ შვებულბეა თანაც თქვენ სტაჟიორები ხართ და არ იქნება პრობლემა..
- არა-მეთქი ნუცა. ლექსოს ახლა ვერ დაავტოვებ.- გაუცნობიერებალად წარმოთქვა გაბრაზებულმა და ცხელი ყავა მოსვა.
- ლექსოს შენი დაცვა არ სჭირდება თეკლა, შეიგნე, ნუ გააგიჟე ეს ბიჭი რა..
- მორჩი დემაგოგობას რა. კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ და რაც მინდა. შენ შეიძლება ძალიანაც არ მოგწონს მაგრამ მე და ლექსო ერთად ვართ.
- მე არ მომწონს? რა მაინც რომ შენ ბედნიერი იქნები? და როდიდან ხართ შენ და ლექსო ერთად..
- საკმარისია! - ეს რა უბედურებაა, ვიღაცა კაცის გამო კამათობთ. ვინაა ეს ლექსო..? ნუცა დედიკო ვინაა ლექსო მითხარი აბა..
- ჩემი უფროსია დედა, ალექსანდრე პირველი, მაგრამ რაც შენმა შვილმა თვალი დაადგა ტიპი არ მოასვენა..
- საკმარისია მართლა ნუცა, გითხარი მე და ლექსო ერთად ვართ-მეთქო, ისე როგორც შეყვარებულები, მოკლედ ახსნას არ ვაპირებ, ჩემი თუ არ გჯერა ხვალ თავად კითხე ლექსოს რა..
- თავი ამტკივდა დედიკო რა გჭირთ ეს, რა არის ? მე მშვიდად საუბარი მინდოდა, მინდოდა როგორც ქალებს ასე გველაპარაკა თქვენ კიდევ .. მოკლედ რადგან არ მაცადეთ რომ ყოველივე ეს კარგად და ლამაზად მეთქვა ასე პირდაპირ გეტყვით. ოპერაციას ვიკეთებ. ერთ თვეში. ამიტომ გითხარით რომ მანამდე დაგვესვენა,თქვენ კიდევ ომი გააჩაღეთ აქ.
- რა??? - დედა რა ოპერციას, ხომ არ გადაირიე? აგვიხსენი .- მაშინვე ფეხზე წამოდგა ნუცა და დედამის მკვლელი მზერა ესროლა..
- დიდი ხანია თავს არ ვგრძნობ კარგად, ამიტომ ექიმთან ვიყავი. დიდი არაფერია როგორც მითხრეს კარგ დროს მივსულვარ, მკერდის მოკვეთა მომიწევს..
- მამამ იცის? ჩვენ რატომ გვიმალავდი დედა, ეს რა საქციელია, აცრემლებული მიეხუტა თეკლა დედას და ხელები მაგრად შემოხვია წელზე.
- მამამ იცის, კი მამათქვენი გამყვა ექიმთან, არ მინდოდა გენერვიულათ ამიტომ არაფერი ვთქვი.
- ღმერთო რა საშინელებააა. ტირილში ნუცაც აყვა და გულიანად გაეცინა მაიკოს.
- დამშვიდდით გოგონებო, არაფერი ხდება, მთავარია კეთილ თვისებიანია, ამიტომ მეტასტაზები არ არის გასული, რა მოხდა ახლა, ადამიანს ხან რა ემართება და ხან რა. შვილის გაჩენას და ძუძუს წოვებას არ ვაპირებ და ახლა ..
- ასე ნუ ამბობ დედა..საშინელებაა ეს ოპერაცია.. ჩვენი მდივანი ლელა ხო იცი, შარშან გაუკეთეს რარაცა არ ვიცი რა ქვია, მთელი საშვილოსნო ამოუღეს, ისე შემეცოდა, წარმოიდგინე ..
- ესეიგი, ლელას შვილი ვერ ეყოლება?!- გულიანად ამოისლუკუნა თეკლამ და ნუცას ახედა..
- ვერა, როგორ უნდა ეყოლოს. აგერ ჩვენს ქეთინოსაც ეგ ოპერაცია აქვს გაკეთებული..
- მერე რა, ქეთინოს ერთი შვილი მაინც ყავს დედაა , რა ლაპარაკია იმას ვერც ერთი ვერ ეყოლება..
- ანამდე გაიკეთა ოპერაცია, ნუცა. რანაირად შვილო.
- როგორ? - ორივე დამ ერთად დაიძახა და აღელვებულმა აიფარა მაიკომ ხელები სახეზე.. რას ქვია ანამდე გაიკეთა, აბა ანა წერომ მოუყვანა თუ შენ გაუჩინე..
- დედა, ანა რა აყვანილია? - სასოწარკვეთილი წამოდგა ფეხზე თეკლა და მაგიდას მთელი ძალით დაეყრდნო.. დედა მიპასუხე, ანა აყვანილია?
- მისმინეთ, ეს ამბავი არავინ იცის. საერთოდ არავინ. თეკლა იცოდე, გაფრთხილებ, ერთი სიტყვა რომ დაგცდეს, ერთი სიტყვა, მთელს ოჯახს დაუნგრევ ცხოვრებას..
- დედა რას ამბობ? ანამ რომ გაგოს რომ ვიცოდი, მთელი ცხოვრება არ გამცემს ხმას.. აი თურმე რატომ არ გავს ანა მშობლებს, რატომაა ასეთი სხვანაირი ხასიათის.. რატომაა რომ დედისაგან ასე ძალიან განსხვავდება.. ახლა ვხვდები ქეთინოს რატომ არ უყვარს ანას ბავშობაზე საუბარი..
- თეკლა, რას ლაპარაკობ, არ მისმენ ხო? ხმა არ დაძრათ არც ერთმა. თორემ ტყავს გაგაძრობთ. ეს როგორ დამემართა, ეს როგორ ვთქვი. ნერვიულად დადიოდა ოთახში მაიკო და არ იცოდა თავი როგორ ემართებინა.
**
ბარში იჯდა ალექსანდრე ბიჭებთან ერთად და ვისკის წრუპავდა... ღიმილთ უყურებდა ვანო და ნიკას რაღაცას ანიშნებდა..
- არა გეფიცები, საირმეში ისე უყურებდი თეკლას მეგონა მოგუდავდი და იქვე წაბლარას წყალში გადააგდებდი....შენ კიდევ მახეში გაები..
- იქ, ძალიან მიშლიდა ნერვებს ვაღიარებ, არა აქაც მიშლის რა გასაკვირია, მაგრამ რაღაც აქვს. ისეთი თბილია და ტკბილია.. ჩემი გოგო..
- ოხ, ამას უყურეთ, ჩემი გოგოო? - მაშინვე გამოაჯავრა ნიკამ და ჭიქა ჭიქაზე მიურტყა. როგორ მიხარია ბედნიერს რომ გხედავ ძმაო, იმ ყველაფრის მერე. საოცრება ხარ რა. მარტო შენ შეგიძლია იყო ასე ყოველ მხრივ ძლიერი ალექსანდრე..
- ასე ბოლოს როდის დამიძახე, არ მახსოვს.. ნიკუშ- თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და დაეჭვებულმა მოსვა ვისკი.. შენი და ანას ამბავი რას შვება?
- არაფერს, თითქოს ერთად ვართ, თითქოს არ ვართ. ვერ გავარკვიე ჯერ ლექსო. რაღაც ვერ ავაწყვეთ. ეს რამოდენიმე დღეა მარტოა და ცდილობს თავი დააღწიოს ჩემგან. ასე მგონია მიმალავს რაღაცას..
- აცადე ნიკუშ, რა იცი რა პრობლემები აქვს გოგოს. სწავლობს თან, მუშაობს. არ იცი რა სასტიკი უფროსი ყავს? - მაშინვე ანას მხარე დაიჭირა ვანომ და ლექსოს გახედა..
- უყურე ახლა ამას რა. რა გეშველება რა, რა გეშველება ვანო.. - სიცილით მიაძახა ძმაკაცს და გვერდში გაკრა..-ოხ, რა დრო გასულა, საათზე გაოცებულმა დაიხედა ლექსომ და დაშლის მიზნით ფეხზე წამოიმართა.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა სხეულში აუტანელმა სურვილმა დაუარა.. ახლა თეკლას კოცნა და ჩახუტება ყველაფერს ერჩივნა.. მანქანის სავარძელზე უპატონოდ მიგდებული ტელეფონი აიღო და ღიმილით დარეკა ნაცნობ ნომერზეე..
ნახევარ საათში თეკლა უკვე ლექოს მანქანაში იჯდა და თვალებაკაშკაშებული უყურებდა საყვარელ მამაკაცს..
- ამაღამ ჩემთან დარჩები? შეგიძლია ისე გააკეთო რომ ჩემთან დარჩე? - სურვილით გათანგულმა უთხრა ლექსომ და თითები კისრიდან მხარზე ჩამოუსვა..
- დავრჩები - ძლივს ჩაიჩურჩულა და ლექსოს გახედა, ანას დავურეკავ რომ მიშველოს.
- ამაღამ ჩემი ხარ?- წერას ატანილი ლაპარაკობდა ლექსო და საკუთარ სხეულს და ხელებს ვერ იოკებდა..
ძლივს მიაღწია საგურამომდე. თავი სამშვიდობოს იგრძნო თუ არა ღრმად ჩაისუნთქა და ენა გადაისვა ქვედა ტუჩზე. სწრაფად შემოუარა მანქანას და გოგონას გადმოსვლაში დაეხმარა. რამოდენიმე წამში ორივე მისაღებში ვერანდაზე იჯდა და ხმას არც ერთი იღებდა..ირონიულად გახედა გაყურსულ თეკლას და ხელი ფრთხილად გადააცურა მისკენ.ნახევარი ტანით გადაიხარა და მუხლიდან ბარძაყისაკენ ააყოლა თითები. იგრძნო როგორ დაუწყო სისხლმა უკუსვლა თეკლას. ხელები მაგრად მოუჭირა დივნის კიდეს და ოდნავ გასაგონი კვნება ამოაყოლა..
ბაგეები ერთმანეთს დააშორა და ცხელი კოცნის კვალი დაამჩნია ყურთან. ერთიანად უხურდა შიგნიდნ სხეული ლექსოს. ასეთი სურვილი ქალის მიმართ არასოდეს განუცდია, კვდებოდა ისე უნდოდა რაც შეიძლება მალე შეხებოდა მის შიშველ სხეულს მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდა აზროვნება შემორჩენილი , რომ თეკლაზე ეფიქრა. მაისურის ბრეტელები ფრთხილად გადაუცურა მხრებიდან და გაკნაჭულ ლავიწის ძვალზე გამიზნულად აუსვა ენა. ხელები უცახცახებდა, სხეული თანდათანობით უდუღდებოდა.მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა თეკლამ და მაისურის ქვეშ მთელი ძალით მოუჭირა თითები ლექსოს. ელვის სისწრაფით გადააძლო მაისური და შიშველ მკერდზე აკოცა.. დაკუნთულ სხეულზე წრიული მოძრაობით ატრიალებდა ხელებს . საკუთარ ხელებს დაეყრდნო ლექსო და თეკლას ზემოდან მოექცა . გაცხარებული უკიცნიდა ტუჩებს ალექსანდრე პირველი საყვარელ ქალს და ერთი სული ქონდა საქმე ბოლომდე მიეყვანა. თითქოს მიუხვდა , არა, მასაც იგივე სურდა. ჯინსის შარვლის გასახსნელად ნელა გააცურა ხელები და ლექსოს სახეზე სიამოვნებამ და ბედნიერებამ ადგილი ინაცვლეს.. რამოდენიმე წამში სრულიად შიშველი იწვა თეკლა ლექსოსთან და სიამოვნებისაგან გამოძახილი ხმა გამეფებულ სიმშვიდეში მჭახედ ესმოდა ლექსოს და უფრო მეტად აგიჟებდა.. თითქოს ლექსოში მიძინებულ მხეცს აღვიძებდა თეკლას მიახლოვება . სხეულის სათითაო ნაწილს უკოცნიდა და თლილ თითებს ფეხებზე უსვამდა უკანალზე უჭერდა, რასაც თეკლას კვნესა და ლექსოს გულის აფორიაქებდა სდევდა ტან..
- რაღაცას მიკეთებ თეკლა, -ბოლოს სული მოითქვა და სხეულზე მიკრული გოგონა თავისკენ გადაატრიალა. არ ვიცი რას მიკეთებ. მაჯადოვებ თუ რა არის, ცუდად ვხდები გესმის? ისე მინდოდა შენი შეხება წერან გონება დამებინდა. შენი კოცნა, ამ სხეულის შეგრძნება.
- დამიჯერე მეც ასე ვარ. შენი კანი მეხება თუ არა ვგრძნობ რომ მინდები. საოცარია ეს ვნება , მითუმეტეს როცა სიყვარულს ერთვის. ახლა ვხვდები, რა არის ასეთი ეს მიზიდულობა. მესმის ახლა ყველა სურვილის ატანილი ადამიანის..
- მოიხედე.. მაჩვენე.. ეს რა გავაკეთე ფუ ამისი დედაც - გულიანად შეიგინა ლექსოს და წამოჯდა.. გოგო რომ გტკენ ვერ ხვდები? მკერდზე დაიხედე კბილები გემჩნევა ზედ..
- არაფერს მიგრძვნია ლექსო. როცა მკოცნი მაგას ვგრძნობ გგონია? სადღაც უსასრულობაში ვიკარგები, და შემიძლია მთელი დღე ასე ვიყო შენთან ერთად..
- დამიჯერე მეც . არასოდეს მქონია მსგავსი განცდა და სურვილი.. შენ სხვანაირი ხარ, სხვა ხარ. შენში ყველაფერი თავმოყრილია..
- ნუცა მეჩხუბა - მოულოდნელად თქვა თეკომ და საკუთარ ხელს დაეყრდდნო. მითხრა ლექსოს შეეშვიო. გიჟი ვგონივარ მგონი, ვუთხარი რომ ერთად ვართ და დამცინა..
- გეხვეწები თეკო, ახლა გაჩუმდი და მე თავად დაველაპარაკები ნუცას ყველაფერს და ავიხსნი, გთხოვ ახლა არ ილაპარაკო, შემარგე შენთან გატარებული წუთები. მინდა რომ ყოველი ჩვენი შეხება ჩავიმახსოვრო და მინდა რომ არასოდეს გავიდეს ჩემიდან ეს განცდა...
- მიყვარხარ გესმის? - მკერდზე თავი და გაიტრუნა უსმენდა ალექსანდრეს გულის ძგერას და ხვდებოდა რომ ეს გული მხოლოდ მისი იყო, ეს გული მხოლოდ მისთვის ფეთქავდა.
გული ამოვარდნაზე ჰქონდა ალექსანდრეს, სუნთქვა გაუხშირდა და საწოლში ბორგავდა. ოფლი ასამხდა შიშველ სხეულზე და დროდადრო აკანკალებდა..
სიბნელეშ იდგა ლექსო, ზურგს უკან დედის საუბარი ესმოდა, მისი თბილი ხმა საამოდ სთხოვდა ისევ იგივეს, ყვავილებს შორის კი სიცილით დარბოდნენ ანა და თეკლა.. ხელიხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ და პლუმერიის ახლად გაშლილ ყვავილებს ეფერებოდნენ..“ დროა ალექსანდრე, დროა“. დედის გამყინავი ხმა ძვალსა და რბილში ატანდა ლექსოსს.. შეშინებულს გამოეღვიძა, საწოლში წამოჯდა და მძინარე თეკლას გადახედა.. შიშველ მკერდზე პლედი მიაფარა, შარვალი სწრაფად ამოიცვა და კიბეებშე დაეშვა.
ვერაფრით ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა დედამისს, ამით რას ანიშნებდა, ვერ მიდიოდა დასკვნამდე. რა შუაში იყო ანა და თეკლა მასთან და დედამისთან მიმართებაში. რაღაც უნდა ეღონა.. რაღაც აფორიაქებდა სალომეს გარდა შვილის პოვნისა.. რაღაც იყო, რაც არ ასვენებდა.. როგორმე უნდა მიეკვლია, დედის სულისათვის სიმსუბუქე უნდა მიენიჭებინა.. ნერვულად ისრესდა შუბლს და გაშტერებული უყურებდა ნახევრად აყვავებულ ყვავილებს..
- შენი ტელეფონი არ ჩერდება ლექსო, დამფრთხალმა გაუწოდა თეკლამ და ლექოს მაისური შეისწორა ტანზე.. -მგონი რაღაც ხდება.
- ბებიაჩემი რეკავს, ღამის ოთხზე. გისმენ თამარა , ომახიანად უპასუხა და ერთიანად დაეკარგა ფერი სახეზე. კედელს მაგრად მიაჭირა ხელი რომ საკუთარი სხეული დაეჭირა.. მოვდივარ - ძლივს ამოიკნავლა და თეკლას გახედა. უნდა წავიდეთ . პაპაჩემი საავადმყოფოშ გადაიყვანეს, ძალიან მძიმედაა თეკლა, უნდა მივუსწრო.
- რას ამბობ ლექსო? - შეშნებულმა იტაცა პირზე ხელი თეკლამ და კიბეებზე სირბილით აყვა ლექსოს უკან..
- ჩემთან ერთად წამოხვალ? - ერთიანად განადგურებულმა ჰკითხა გოგონას და მისი პასუხის მოლოდინით გაჟღენთილი დაიძრა მანქანისაკენ.
- რა თქმა უნდა წამოვალ. წამოვალ, ასეთ დროს მარტოს ვერ დაგტოვებ. წამოდი. არ ინერვიულო, აგერ ნახავ ყველაფერი კარგად იქნება..
საავადმყოფოს სადგომე გააჩერა მანქანა და სირბილით შევიდა მოსაცდელშ. კუთხეში მიყუნჭულ ბებიას მოკრა თვალი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ. ძლიერი ხელები შემოხვია თუ არა მაშინვე იგრძნო თამარმა ძალა, ძალა იმისა რომ უნდა ეარსება თუნდაც მხოლოდ ლექსოს გამო..
- ბებო რა მოხდა? ძივს ამოღერღა და მისი სკამის წინ მუხლებზე დადგა..
- კარგად იყო, იცინოდა, ვსაუბრობდით ალექსანდრე, სოფიოც იქ იჯდა, მამაშენიც, უეცრად გულზე იტაცა ხელი. წამლები მივეცით მაგრამ ..
- არავითარი მაგრამ გასაგებია? ყველაფერი კარგად იქნება.. პაპაჩემი ასეთი სუსტი არაა.ამდენი რამ გამოიარა და ამასაც გადაიტანს.. ბებო , მარტო არ ხარ. მე შენთან ვარ, იცოდე..
- ჩვენც თქვენთან ვართ ბებია თამარ. ერთხმად დაიძახეს ბიჭებმა და ძლიერი ხელი შეაგებეს ძმაკაცს...
- მადლობა რომ მოხვედით. საიდან გაიგეთ?
- თეკლამ დაგვირეკა. არ უნდა მოვსულიყავით? როცა ჩვენი ძმა ცუდადაა და როცა გიორგი პაპა ცუდადაა, ასე ვერ ვიხსდებოდით ლექსო..
- მადლობა ძმაო- ძლივს ამოღერღა და თეკლა ხელით ანიშნა მოდიო..
- ეს ლამაზი გოგო ვინაა ბებია? წამიერად გადაურბინა სახეზე ღიმილმა თამარს და თაფლისფერი თვალებიდან წამოსული ცრემლი ისევ დაიკარგა ნაოჭებში...
- ბებო, ახლა ამისი დრო არაა. მოდი ჩავთვალოთ რომ თეკლა შენი სახლის ახალი დიასახლისია. ასე მოვიაზროთ კაი? ოღონდ ახლა არ მელაპარაკო თამარა..
- ჩემი სახლის ახალი დიასახლისი, როგორ მალე მიდიან დიასახლისები ჩემი სახლიდან ბებია. ეს ანგელოზივით გოგო მაინც დაგვიტოვოს უფალმა დიდხანს..
- არ გინდა! - არ გინდა ახლა! - კბილებში გამოცრა და ცრემლიანი თვალებით ახედა ბებიას..
კიდევ უამრავი რამის თქმის სურვილი გააჩნდა ლექსოს მაგრამ, თეთრ ხალათში გამოწყბილი გოგონა ნაღვლიანი მზერით წავიდა მათკენ.. ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და ყელზე შემოდებული ფონეიდოსკოპი ნერვიულად შეისწორა..
- ბატონი გიორგის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. უკიდურესად მძიმეა. რეანიმაციაში რჩება ისევ. იმედს ვერ მოგცემთ.
- რამდენი დარჩა - გამომშრალი ყელიდან ფრთხილად დასცდა სიტყვები ლექსოს და თლილი თითები ნერვიულად მოიჭირა კისერზე.
- რამოდენიმე საათი, დილამდე გასტანს მხოლოდ. ვწუხვარ.
- ვაიმე რას ამბობ შვილო, ხელებში მივარდათამარი ტირილით და მუხლებზე დაემხო.. ამას ვერ გადაავიტან, მის გარეშე როგორ უნდა ვიცოცხლო ლექსო, ბებია. ახლა დავბერდი და ახლა მჭირდება გიორგი გვერდით, ჩემი ნაწილი, ჩემი ტკბილი გიორგი...
- დამშვიდდით გთხოვთ ქალბატონო თამარ,, გეხვეწებით. წამოდით ჰაერზე გავიდეთ. წამოდით.. - ნიკო წყალი გამოიტანე და- დაბალ ხმაზე გადაურჩურჩულა თეკლამ და ვანოს დახმარებით ბებია ჰაერზე გაიყვანეს.
- თქვენ ხართ ალექსანდრე? - ზურგით მდგარ ლექსოს ჰკითხა ექიმმა გაიტრუნა. იცით, ბატონმა გიორგიმ მთხოვა რომ შეგიშვათ, მხოლოდ თქვენი ნახვა უნდა. არ შემიძლია მისი ბოლო სურვილი არ შევასრულო..
- ბოლო სურვილი- რა მწარეა რეალობა. ბოლო სურვილი აქვს კაცს რომელიც მთელი ცხოვრება მეამაყებოდა.. მის ბოლო სურვილს უნდა ვუსმინო ახლა და მოვაჩვენო თავი რომ მისი საამაყო ალექსანდრე პირველი უდრეკია..-წყალი ბოლომდე გამოცალა ლექსოს. დაჭ....ტილი ჭიქა ურნაში ჩააგდო და ექიმს გაჰყვა..
რეანიმაციის ოთახი განათებული იყო. თავთან ენთო პატარა სანათი გიორგის, ძივს სუნთქავდა. კომპიუტერული ეკრანი მის გულის ცემას და რიტმს აჩვენებდა.. უკვე მოხუცებულ მაგრამ ძლიერ მკლავზე წვეთოვანი ედგა..
ოდნავ გაუღიმა შვილიშვილს, ცალყბად გაუღიმა და თვალებით ანიშნა ჩემთან მოდიო..
- ხო იცი, ახლა უნდა გამოჯანმრთელდე პაპა, სადაცაა რთველი დაგვეწყება, გვერდში უნდა მყავდე, წელს პირველად ვიწყებ მარტო საქმეს - ომახიანად და იმედის მომცემად დაიწყე ლექოსმ მაგრამ უმალ მიუხვდა გიორგი და ჯერ კიდევ შერჩენილი ძალით დაუქნია თითი შვილიშვილს..
- ახლოს მოიწიე ალექსანდრე, პაპა, და ისე მისმინე რასაც გეტყვი.. დიდი ხნის წინათ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, ამ შეცდომამ მომიყვანა აქამდე, ცოდვებმა მიწია შვილო. რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე. დედაშენი სალომე, ულამაზესი ქალი იყო, საკუთარი შვილივით შემიყვარდა. მასზე ცუდის თქმას ვერავინ ბედავდა, მაგრამ შევცდი ერთ დღეს, დიდი შეცდომა დავუშვი რომ მამაშენს გადავაბარე ყველაფერი, ის უსაქმური დააწინაურეს, ცოლიც და შვილიც ფეხებზე დაიკიდა, სალომემ რაღაც იგრძნო, ჭკვიანი ქალი იყო დედაშენი, იმაზე მალე გაიგო სიმართლე ვიდრე საჭირო იყო..
- რა სიმართლე პაპა? - დაპროგრამებული ლაპარაკობდა ლექსო იმაზე რაც უკვე კარგად იცოდა..
განადგურებული იჯდა ეზოში ალექსანდრე და ხმას ვერ ირებდა, ცრემლიც კი არ მოსდიოდა, ვერ ტიროდა რომ, როგორმე ეს ტკივილი შეემსუბუქებინა საკუთარი თავისათვის. გულ-მუცელი ეწვოდა ამდენი ნერვიულობისაგან.
საკუთარ ხელებს დაყურებდა, ხელებს რომელიც უკანასკნელად შეეხო კაცს რომელიც მისთვის გზის სანათი იყო. კაცს რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაუნგრია ცხოვრება. ყველა საყვარელი ადამიანი ხელიდან ისე გააცალა, თვალიც არ დაუხამხამებია.. მაგრამ სტკიოდა. სული სკიოდა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. რომ ბედის ბორბალი უკუღმა დაუტრიალდა ალექსანდრეს.. როგორ უნდოდა ახლა ისევ ისე შემოეხვია ხელი მხარზე და ძლიერად მოეჭირა, როგორც ამას ბავშობაშ აკეთებდა გიორგი.. მოენატრებოდა მისი ხმა, მერე რა რომ სტკიოდა, საშინლად უყვარდა პაა ალექსანდრეს..
ახლა იცოდა რომ იქ მისი სული ცაში მიდიოდა, ხოლო სხეული, გათანგული და ყინულზე უფრო ცივი, არაფრის მთქმელი სხეული იყო დასვენებული. მიახლოვება და დახედვა არ შეეძლო, არ უნდოდა ასეთი უფერო დაემახსოვრებინაა..
სახე ძლიერ ხელებში ჩამალა და თავი ნერვიულად გაიქნია. როგორ უნდოდა ყოველივე ეს სიზმარი ყოფილიყო.. ხვალინდელი დღე უკეთეს ყოფილიყო ვიდრე დრევანდელი იყო, მაგრამ იცოდა ალექსანდრემ, იცოდა რომ ეს მხოლოდ ოცნების ის პატარა ნამცეცი იყო, რომელიც ყველაზე არარეალური იყო, რომელიც არასოდეს აუხდებოდა.. იცოდა და ვერაფერს აკეტებდა ამის შესაცვლელად..
ბავშობაში დედა უყვებოდა, როდესაც ადამიანები თავიაანთ დაკისრებულ მისიას ამთავრებენ, ანგელოზებთან მიდიანო. ასე უყვებოდა შვილს რომ ნაკლებად განეცადა ტკივილი..
მაგრამ ახლა არ იყო ბავშვი, ახლა ასე ვერავინ მოატყუებდა.. მაგრამ იქნება მართალი იყო დედა, იქნება გიორგის უკვე აღარაფერი ქონდა დარჩენილი ამ ქვეყნად გასაკეთებელი და უფალმა წაიყვანა თავისთან... თვალები დახუჭა და თავი სკამის საზურგეზე გადადო. მალული ცრემლი მაინც გამოეპარა თვალის უპეებიდან და ძარღვებს შორის დაიკარგა...
გამალებით უძგერდა გული და ყელზე შვეულად დაშვებული მთავარი ძარღვი მთელი ძალით უფეთქავდა, თითქოს მთელ გულის ტკივილს ეს ძარღვი გადმოსცემდა, ეს გამოხატავდა რომ უმძიმდა, ახლა ფეხზე წამოდგომა და შიგნით შესვლა..
იქ დადგომა და ყველას სამძიმრის მიღება. არ უნდოდა.. სტკიოდა ორმაგად, გონებაში დედის გარდაცვალების დღე ახსენებოდა, ბუნდოვნად ახსოვდა პატარა როგორ იდგა კარზე ატუზული და არ იცოდა რა უნდა ექნა შეშინებულს, მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა რომ დედას ხელში აეყვანა, დედას გულში აეკრა. დედა უნდოდა და სულ არ იცოდა რომ დედა აღარასოდეს მივიდოდა მასთან, რომ დედა არარასოოდეს შეახებდა თბილ ხელს...
მერე შემთხვევით შეახო დასვენებულ დედას ხელი და სიცივემ შეაშინა. ისტერიკამდე მიიყვანა. ვერაფრით ხსნიდა რატომ იყო დედა ასეთი ცივი და მაგარი. რატომ ეძინა ასე გაქვავებულს და რატომ არ ეჩხუბებოდა ალექსანდრეს როდესაც მის თავთან მდგარი სანთელი გადმოაგდო...
- ყველაფერი გაივლის, სოფიომ ნელა შეახო ხელი ლექსოს და გვერდით დაუჯდაა. დამიჯერე ლექსო, ესეც გაივლის.. შენ ძალიან ძლიერი ხარ- ახლა უნდა იყო კიდევ უფრო ძლიერი, ახლა უნდა დაანახო თამარს რომ მის გვერდით ხარ..
- გაივლის? სოფიო, არ ვიცი. იქნებ გაიაროს კიდევაც. ისე როგორც გალაკტიონის მესაფლავეშია არა? ადამიანები რატომ ვართ ასეთები, ჯერ გვტკივა, გვტკივა და გვინდა რომ სული და ხორცი საკუთარი ხელით გავიგლიჯოთ. მზად ვართ მიწაში ჩავყვეთ საყვარელ აამიანს და მერე?! მერე ერთიანად ვდუნდებით, ვეჩვევით და თითქოს უფალსაც კი ვაბრალებთ ადამიანების ტკივილს , ასე იყო საჭირო, უფლის ნებას ვერ გავექცევითო, ასე ვინუგეშებთ თავს. ეს რა ცხორებაა, როცა საყვარელი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით გვეცლებიან გვერდიდან...
- ესაა ცხოვრება ლექსო, სავარადისო არაფერია. ზუსტად ამიტომაა რომ ადამიანები მოდიან და მიდიან, ზოგი ზამუდამოდ მიდის ზოგი დროებით. მაგრამ ეს გარდაცვალბაც ხომ წასვლაა, მიდიან იმიტომ რომ მათი ადგილი აღარაა დედამიწაზე. მათ უკვე ამოწურეს ტავიაანთში შესაძლებლობები..
- დედაც ამას მეუბნებოდა მუდამ.. ასე მიხსნიდა მაგრამ, მაინც მტკივა, ალბათ გავიზარდე უკვე , საიმისოდ დიდი ვარ რომ ეს პატარა სისულელეები არ დავიჯერო სოფიო..
- წამოდი, ადექი ხალხი მოდის , სირცხვილია ახლა იქ უნდა იყო.. უნდა გაუძლო, დღეს ბოლო დღეა გიორგის სახლში ყოფნის, პატივით უნდა გავისტუმროთ ლექსო. - ნაძალადევად წარმოთქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა. წელში გამართული ნელი ნააბიჯით გაუყვა სახლისაკენ მიმავალ გზას და უკან არც კი მოუხედავას მიყვებოდა თუ არა ლექსო მას..
**
უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ეზო და სახლი გადაჭედილი იყო მოსამძიმრე ადამიანებით. თავდახრილი იდგა ალექსანდრე და მიუხედავად ყველაფრისა საშინად სტკიოდა მომხდარი ამბავი.. ალმაცერად გახედა მის წინ მდგარ მამამის რომელიც სიცილით ესაუბრებოდა უცხო მამაკაცს და მეგობრულად უსვამდა ხელს მხარზე.
ერთიანად აასხა სისხლმა ლექსოს, კბილი კბილს დააჭირა მათი ღრჭიალი კარგად გაიგონეს გვერდით მდგარმა ნიკომ და ვანომ.
- ლექსო ახლა არა !- მკლავში მაგრად მოქაჩა ვანომ და ნაბიჯით უკან დასწია. მისმინე ახლა გარჩევების დრო არაა.
- არა უბრალოდ შხედე როგორ იქცევა რაა, შეხედე რა, თითქოს ის კაცი მამამისი არ იყო ბიჭო. ეს რა კაციაა..
- დამშვიდდი, ახლა არა-თქო. ერთი არასწორი ნაბიჯი რომ გადადგა იცოდე ყველა შენ დაგადანაშაულებს, იტყვიან რომ შენ ხარ ცუდი შვილი იცოდე.
- ვანო მართალია ლექსო- მხარი მაშინვე აუბა ნიკომ და გვერდით გაატრიალა მეგობარი.ბოლოსდაბოლოს დაკრძალვაა. არ შეიძლება..
- მშვიდად ვარ, კარგით შემეშვით ახლა. მხარი ნერვიულად აიქნია ალექსანდრემ და ხელი გააშვებინა მეგობრებს.- საკმარისია გიჟი კი არ ვარ, ავდგე და ვეტაკო ასე..
მთელი დღე გაღიზიანებული უყურებდა ლექსო მამამის და რომ შეძლებოდა საკუთარი ხელებით მიახრჩობდა. ჯიბეებში ხელებჩალაგებული იდგა ლექსო და საკუთარი ფიქრებიდან გამორკვევას ლამობდა.
- ვიზიარებ, შვილო -უცხო მამაკაცის ხმის გაგონებაზე ტანში გასცრა ლექსოს და მისკენ დატრიალდა..
- მადლობა.. - კულტურის გამო გაეპასუხა და მამაკაცს თვალებში ჩააშტერდა..
- არ მიცნობ, და გიკვირს ალბათ ვინ ვარ. მე მამაშენის დიდი ხნის ნაცნობი ვარ. ერთად ვმუშაობდით, შენ პატარა იყავი მაშინ. მივლინებაში ერთად წავედით უნგრეთში. საოცარი ადამიანია ლევანი, გაგიმართლა ალექსანდრე რომ ასეთი მამა გყავს..
- მადლობა. ნაძალადევად გაუღიმა იოანეს და მამამისს გახედა..- უნგრეთში როდის იყავით? მე არ მახსოვს..
- შენ პატარა იყავი, მგონი ასე ექვსი-შვილიდი წლის , არ გეხსომება, თანაც მანამდე იმდენი რამ მოხდა. დედაშენის ამბავს ვგულისხმობ..სხვა გამოსავალი არ იყო შვილო, ხომ გესმის. მამაშენისათვის ეს ერთადერთი გამოსავალი იყო რომ ციხე აერიდებინა..
- მამაჩემმა ამ თემას უზარმაზარი ბოქლომი დაადო და არ უნდა რაიმე გაიხსენოს და გული გადამიშალოს- მიხვდა ლექსო რომ აქ დაბნევას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, როგორმე უნდა ეთქმევინებინა იოანესათვის სიმართლე , რაც არ იცოდა.ხომ გესმით, მამა ემოციური ადამიანია, მითუმეტეს დედის გარდაცველაბეის მერე...მე კიდევ არ მახსოვს სამწუხაროდ, არც თქვენ მახსოვხართ, ბატონო იოანე. ბევრი რამ არ მახსოვს, არც ეგ მახსოვდა მამაჩემი თუ მივლინებაში იყო.
- მესმის შვილო, რთული პერიოდი გადალახე შენ მაშინ.ალბათ არ უნდა იმ რთული პერიოდის გახსენება, უდანაშაულო ადამიანი რომ შემოგაკვდება არაა მარტივი გადასატანი...
- დიახ, დიახ ასეა.. გადავლახე. გადავლახე, აგერ მამაჩემმი თქვენთან მოდის მე კიდევ მეგობრებთან მივალ, თუ ნებას დამრთავთ- უყურადრებოდ დავტოვე დღეს - დამცხრალი გრძნობებით გაეპასუხა ალექსანდრე და ბიჭებისაკენ გასწია..
მიდიოდა ნელი აუღელვებელი თითქოს უშფოთველი ნაბიჯებით და არავინ იცოდა, როგორ უჭამდა ტკივილი შიგნიდან ყველაფერს, კბილს კბილზე მთელი ძალით აჭერდა და საკუთარი კბილების ღრჭიალზე ნერვიულად აყრიდა ტანზე ბუსუსები..სახეზე ბინდის ფერი გადაკვროდა და ამღვრეული თვალებით ეძებდა საყვარელ ადამიანს.
- გამოდი გარეთ, მშვიდად უთხრა ნიკოს და მოშორებით გოგოებთან მდგარ ვანოს თვალით ანიშნა რაღაც..
- რა ხდება ლექსო, ის ვინ იყო, წეღან რომ გელაპარაკებოდა..
- მამაჩემი ძველი ნაცნობი.. კაი რაღაცა მითხრა ხო იცით . თამარაც და მამაჩემიც ამტკიცებს რომ დედაჩემის გარდაცვალების მერე მამაჩემმა უარი თქვა მივლინებაზე. თურმე სულაც არა ძმებო ჩემო. ბატონი ლევანი იოანესთან ერთად ბრძანდებოდა უნგრეთში, და სულაც წიხლზე ეკიდა ცოლის სიკვდილი , შვილის გაშვილება და ჩემი დაგდება..და კიდევ ისეთი საიდუმლო გამიმხილა იოანემ შოკში ჩავარდებით- მამაჩემს ადამიანი შემოაკვდა და ამიტომ გაძვრა უნგრეთში. წარმოიდგინეთ, ცოლის სიკვდილი არ იკმარა, სხვა ადამიანიც გამოასალმა სიცოცხლეს..- ნერვიულად მოისვა ხელი ნიკაპზე და ამოიოხრა.
- ღადაობ ტო? ასეთი ცივი რამ გააჩინა ეს კაცი?ჩამოყალიბებული მკვლელია. არადა როგორ მიყვარდა, მთელი ბავშობა მიყვარდა ლევანი ბიძია და ეს რას ვიგებ რაა. ლექსო, შენ არაფრით გავხარ ძმაო. ..
- საბედნიეროდ დედა მყავდა საუკეთესო ივანე , კარგად მოგეხსენება. ასე რომ უკვე არ ვიცი რა უნდა მიკვირდეს და რა არა..
- სააღოლ ლევანს რა. მაგარი არაკაცი ყოფილა - ნერვიულად დაარტყა ხელი ხელზე ნიკომ და წარბები კუშტად შეკრა..
- ჩემი გოგო არ გინახავთ?სად წავიდა? ახლა ჩავეხუტები და ყველაფერი დამავიწყდება..
- შენი გოგო გვინახავს. აგერ შენი გოგო თავის დასთან ერთად დგას და გიმზერს..ისე ეს შენი გოგო ძაან შენი გოგოა რააა. როგორ მოარჯულე. ხმა არ ამოუღია რამდენი ხანია..
- შეეშვი ახლაა. ჩემი გოგოა და იცის როდის უნდა ილაპარაკოს.. თვალი ჩაუკრა თეკლას და ხელით ანიშნა მოდიო.. ბედნიერი ნაბიჯებით გამოემართა თეკლა , სახიდან ღიმილი არ მოშორებია. აციმციმებული თვალებით მივიდა ლექსოსთან და ძლიერ წელზე შემოხვია ხელები..
- მომენატრე იცი? ვერაფრით მოვედი შენამდე...
- ახლა ჩემთან ხარ. სულ ჩემთან ..
- გინდა დღეს წავიდეთ მე და შენ საგურამოში?-ჩუმად უჩურჩულა რომ ბიჭებს არაფერი გაეგოთ.
- დღეს არ გამოვა თეკო, არ გეწყინოს. დღეს სახლში უნდა ვიყო. ამ დღეებში წავიდეთ.. ანა სადააა? არ ჩანს . დღეს ვერ ვნახე.
- არა, იყო დაკრძალვაზე და მერე სახლში წავიდა, არ იყო კარგად.
- მოხდა რამე?
- არაფერი, დამშვიდდი. არაფერი მომხდარა.. ლექსო, ასე რომ ამბობ ვეჭვიანობ..
- ხოდა იეჭვიანე. თეკლა გთხოვ ისედაც არ ვარ კარგად და ამ სირობით ნუ გამიჭედავ ახლა ტვინს.. მოსულა? - ვნებიანი კოცნა დაუტვა საფეთქელთან და წასასვლელად წამომდგარი სტუმრებისაკენ გასწია..
ვისკის ჭიქაში ყინულები ჩაიყარა, მერე ჩხრიალით დაასახა ზედ სასმელი და მამამის გახედა.. მიხვდა ლევანი მძიმე საუბარი მოუწევდა. იცოდა რომ არ ასცდებოდა იმისი მოსმენა რაც ახლა არ უნდოდა.. მძიმედ ჩაეშვა სავარძელში ალექსანდრე, ფეხები წინ მდგარ პატარა მაგიდაზე შემოაწყო და მოზრდილი ყლუპი გადააგორა ყელში, ერთიანად ჩაუწვა სასმელმა ხორხი და სახეზე უსიამოვნო განცდა გამოესახა.
- რას სვამ მაგ ვისკის წყალივით - გაღიზიანებულმა დაუტია ლევანმა შვილს და ფეხზე წამოდგა.
- ვისკის იმიტომ ვსვამ რომ საკუთარი ხელებით არ მიგაკლა მანდე მამაჩემოო.
- რა ლაპარაკია, არ მესმის - მაშინვე გამოესარჩა სოფონე ქმარს და სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა.
- მოდი რჩევას მოგცემ, სოფიო, არ ჩაერიო რა. თორემ იცოდე მაგრად გაწყენინებ და ისიც ხო იცი რომ მახატია გეწყინება თუ არა..
- სიტყვები შეარჩიე ალექსანდრე, ბოლოსდაბოლოს ქალს ელაპარაკები..
- მართლა? მე კიდევ სულ არ მახსოვდა.. სიტყვების შერჩევას ვინ მთხოვს? კაცი რომელმაც მამა სულ რამოდენიმე საათის წინათ დაკრძალა და სტუმრებს შორის გულიანად იცინოდა? თუ ის კაცი, ცოლი რომ მიწას მიაბარა და მეორე დღეს უნგრეთში წავიდა, თავისი რომ გაესწორებინა.. ვინ ეს კაცი მთხოვს რომ წესიერად მოვიქცე?
- ასე არააა, გესმის?! ასე არ ყოფილა - ხმა გაიმკაცრა ლევანმა და ნერვიულად გადაისვა ენა გამომშრალ ტუჩებზე..ნაცრისფერი გადაეკრა ერთიანად სახეზე ლევანს, მკვეთრად დაინახა ლექსომ როგორ შეუტოკდა შუბლზე გარდიგარდმო გაწოლილი სინდისი, თუკი ჰქონდა შემორჩენილი რაიმე..
- ასე არ ყოფილა ხო? აბა როგორ იყო, ბატონო ლევან? ახ, გამახსენდა, არადა სულ სხვანაირად იყო არა? უდანაშაულო ადამიანი გამოასარჩლე სიცოცხლეს და ციხის კედლებს შორის ხეხვა არ გინდოდა არა? იცოდი ,დიახ მამაჩემო იცოდი იქ სადაც გიზამდნენ..
- ეგ, ვინ გითხრა, საიდან გაიგე?
- დედაჩემი მომელანდა და მითხრა.. საიდან გავიგებდი ადამიანო.იოანემ მითხრა, დიახ შენმა მეგობარმა, რომელსაც ეგონა რომ მე ვიცოდი სიმართლე.. კარგად მოიქცა, ახლა უარესად დამარწმუნა რომ შენნაირ კაცს არ უნდა ყოლოდა ისეთი ქალი გვერდით როგორიც დედაჩემი იყო.
- და აბა როგორი ქალი უნდა ყავდეს? გულზე ხელებგადაჯვარედინებული მივარდა სოფიო და გრძელი წამწამები რამოდენიმეჯერ დააფახუნა.
- შენნაირი! ეს გაინტერესებდა?! ზუსტად შენნაირი. ერთმანეთს ისე უხდებით სიტყვებიც არ მყოფნის. საოცრებაა ასე ორმა ნაგავმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი..
- არ მოგცემ უფლებას ასე მელაპარაკო ალექსანდრე...გასაგებია? მე დედაშენი არ ვარ!- ყელში ბურთივით გაეჩხირა ნერვები სოფიოს და ერთიანად აყვირდა.
- არ გაბედო , დედაჩემის სახელის ხსენაებ თორემ აქვე მიგაკლავ გასაგებია? არასოდეს, გესმის არასოდეს, ვაკადრებდი დედაჩემს ასეთს რასაც შენ გაკადრებ. სულით ნაგვები ხართ. ჯოჯოხეთი ალალია თქვენთის პირდაპირ ცეცხლში უნდა დაიწვათ ან ქვებით ჩაგქოლოთ ადამიანმა..
- ლექსო არ გინდა მამა, მისმინე. მე მოგიყვები კარგი? მე ყველაფერს აგიხსნი..
- რას ამიხსნი მამა?რა უნდა ამიხსნა? ცოლი მაინც გეგლოვა? ახალგაზრდა ადამიანი მიწას მიაბარე, რა უნდა გელაპარაკო? შენ რა ადამიანი ხარ? ..
- წადი ალექსანდრე, წადი ბებია, ნიკო მოვიდა.
- სად უნდა წავიდე თამარა? სახლიდან მაგდებ?
- არა, არ გაგდებ! ეს ყველაფერი შენია ბებია. წადი დამშვიდდი და ხვალ მოდი. მე დავურეკე ნიკოს., ამაღამ მასთან დარჩი. ილაპარაკებთ, დროს გაიყვანთ. ხვალინდელი დღე უფრო ნათელი იქნება. ახლა ყველანი ანერვიულებულები ვართ, შვილო მისმინე. შენც დამშვიდდები და მამაშენიც, ხვალ დავსხვდეთ და ვილაპარაკოთ..
- რატომ თამარა რატომ???- გაავებულმა უღრიალა ლექსომ და ბებიამისის უკან მდგარ ნიკოს თვალი ჩაუკრა.. რატომ უნდა წავიდე? იმიტომ რომ მამაჩემი დამშვიდდეს?
- არა, იმიტომ რომ შენ დამშვიდდე. მამაშენი არ მანაღვლებს ამჯერად.. შენ ხარ ჩემი მიზანი..
- კარგი ლექსო, გეყოფა.წამოდი წავიდეთ , ვანოც მოვა, და ვილაპარაკოთ. რა იყო ძმაო პირველად ხომ არ რჩები ჩემთან- ხელკავი გამოსდო ძმაკაცს და ძალით გაიყვანა ეზოდან..
მთელი დრო ხმა არ ამოუღია. გაშტერებული სახით გაყურებდა გზას. საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანების შუქრი აღიზიანებდა, თვალებს მთელი ძალით ხუჭავდა და შემდეგ ისევ ახელდა....
გაოცებულმა გახედა ძმაკაცს ნიკომ და მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა..
- გახსოვს? როცა პატარები ვიყავით ასე ვაკეთებდით ხოლმე. რომ გაგვაბრაზებდნენ მანქანით გამოვრბოდით და ლუდის სმაში ვიკლავდით დარდს. გულიანად გადაიხარხარა ალექსანდრემ და პირდაპირ მიწაზე დაჯდა..
- ისე დაიწყე პატარები რომ ვიყავითო, მეგონა რაიმეს მიყვებოდი ნიკუშ. კარგად გამაცინე ძმაო. მარტო შენ შეგწევს ძალა გულიანად გამაცინე..
- მარტო მაგას არა მეც- უკან მიუჩერათ მანქანა ვანომ და გოგოებთან ერთად სიცილით გადმოვიდა..
- ამათ აქ რა უნდათ ივანე? ხომ არ შეიშალე?
- თქვენი გოგოები ესენი არიან და მე შევიშალე? ამ წიკვინამ დამირეკა, ყურები მატკინა ხოდა რა უნდა მექნა.. წამოვიყვანე.. თეკლაზე ანიშნა და დარცხვენილმა დახარა თავი...
- მე ხომ გითხარი რომ დღეს არ მეცლებოდა თეკლა?! არ მიყვარს როდესაც ასე იქცევიან..
- რა გჭირს ტო, არავის დაურეკავს, ნიკომ რომ დამირეკა მე დავურეკე ორივეს და წამოვიყვანე, ვიფიქრე გავერთობოდით. თუ ესე ძაან გაგიტყდა წავალთ, არანაირი პრობლემა არაა ლექსო.
- კარგი ხოო. ბოდიში. ცუდად გაამომივიდა.. ფეხზე ზანტად წამოდგა და შარვლის ფერთხვით წავიდა თეკლასაკენ.- ძალიან რთული დღე მქონდა, საშინლად რთული, მაპატიე კარგი? ბოდიში.
- არაუშავს, დამშვიდდი, არ მწყენია..
- მიყვარხარ ხო იცი..
- როგორ? ორივემ ერთხმად დაიძახა და საკოცნელად გაწეული ლექსო ადგილზე გაიყინა.. გაიმეორე ძმურად, რა ლამაზად შეგძლებია ამ სიტყვების თქმა და როგორ არ ამბობდი..
- ვინახავდი ძმაო. არა ვარ მე ის კაცი, ყოველ მეორე ქალს მიყვარხარს რომ ეუბნება.. ამას მხოოდ იმ ქალს ვეტყვი რომელიც სულ მენდომება რომ ჩემს გვერდით იყოს-თქო, რამდენჯერ მითქვამს. ვიპოვე ასეთი ქალი და ვეუბნები რომ მიყვარს.. არ უნდა გააუფასურო სიტყვა და გრძნობა..
- უყურე რა, დემაგოგობს კიდევაც და პლიუს ამას ფილოსოფოსოს, წამოახედა ახლა არისტოტელე ან პლატონი, შეშურდებოდათ შენი აზროვნების ლექსო...
- ჩაკვდი რაა! - მხარი გაკრა ძმაკაცებს ლექსომ და მოხორხოცე ბიჭებს დაუბღვირა.. წავიდეთ დროზე ჰა, ნიკო თუ მიგყავართ წავიდეთ. გზად რამე ვიყიდოთ , გოგოები დატრიალდებიან- იმედი მაქვს რაიმეს კეთება იციან, ჯინაზე თქვა ლექსომ და ორივეს ამზერილი სახის დანახვაზე გულიანად გადაიხარხარა..
ჩვენ, ადამიანები ასეთნი ვართ..
რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს. გადის დრო მის წასვლას ჩვენი ცხოვრებიდან ვივიწყებთ, ან უბრალოდ იძულებულნი ვართ რომ დავივიწყოთ. სხვანაირად დაცემული ადამიანი ვერ წამოდგება, ვერ გააგრძელებს ცხოვრებას, სუნტქვას ვერ შეძლებს..
ჩვენ ადამიანები ... ხანდახან ყინულზე ცივები და ქვაზე უტეხები ვართ. არ ვტირით მაშინ, როდესაც უნდა ვიტიროთ და მაშინ ვხდებით შეუვალნი როცა ემოციებს გასაქანი უნდა მივცეთ... ინსტიქტებზე დამოკიდებული ქმნილებები ვართ. რომელსაც ყველაფრის ატანა და გადატანა შეუძლია, სიკვდილის და განშორებისაც კი..
აივანზე ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ. მკერდზე ზურგით ჰყავდა აკრული ალექსანდრე პირველს თეკლა მოლოდინი და დროდადრო ყელზე ცხელ ყოცნას უტოვებდა.. ვერაფრით ისვენებდა ლექსო, მის წინ მჯდარი სევდიანი ანას დანახვაზე. გული უკრთოდა, იცოდა რომ რაღაც წესრიგში არ იყო, რაღაც სტკიოდა.. აწუხებდა ის წუხილი რომელსაც მხოლოდ ლექსო ხედავდა..
- ლუდი გაგვითავდა, მოწყენილმა ჩაილაპარაკა ვანომ და საზოგადოებას მოავლო თვალი..
- მერე, წადი და იყიდე, აგერ ხუთი წუთის სავალზეა მაღაზია..
- აუუუ შანსი არააა, ისე კარგად ვარ ვერ გავალ. -მაშინზე ჯუჯღუნი დაიწყო ვანომ და ლექსოს გახედა..
- წადი რა ძმურად მოიტანე ლუდი და რამეც მოაყოლე, მომშივდა ისევ..
- შენ ბიჭო , გარღვეული ხომ არა ხარ? ახლა არ ვჭამეთ? - სიცილით გაკრა ხელი ძმაკაცს ლექსომ და ფეხზე წამოდგა.. - წავალ ოღონდ მარტო არა, ვინმე წამომყევით.. ჩემი გოგო ..
- აუუუ ლექსო... - პატარა ბავშვივით ახედა და თვალები აფახუნა.
- რა ყველა ახლა კვდებით და დნებით...
- მე წამოვალ. - მშვიდად წამოდგა ანა და ლექსოს გახედა..
- წამო, წამო, ისევ შენ თუ წამოხვალ, თორე, აგერ ეს ახალგაზრდები კვდებიან, ჭირი დაერიათ..
ქუჩა უხმოდ გადაკვეთეს და სევდიანი თვალების მორიგ დანახვაზე გულმა ვერ მოუთმინა ლექსოს.. მკლავზე ნელა დაადო ხელი და გაუღიმა.
- ვიცი, რომ რაღაც გაწუხებს. უბრად არ ვიცი რა.
- მაწუხებს ?მე რაიმე? არა საიდან მოიტანე..
- ანა, ნუ მატყუებ. ! მაშინვე დაუტია და გააჩერა, სახეზე გაწერია რომ არ ხარ კარგად, თვალებში სევდა გაქვს ჩამდგარი. სახეზე ღიმილი არ გეკარება და აბა რა არის?
- ლექსო, არ გინდა. ძალიან პირადულია..მართლა.. პატარა პრობლემები მაქვს მშობლებთან სულ ესა.
- მხოლოდ ეს? მისმინე, ნიკომ ხო არ გაწყენინა რაიმე?
- არა, არა.. დამშვიდდი , ნიკოს თავადაც მოვუვლი.. პირიქით აქეთ ვაწყენინე მგონი რომ ეს დღეები ყურადღებას ვერ ვაქცევ..
- არაუშავს, უყვარხარ და გაგიგებს..
- მიხარია რომ თეკლა ბედნიერია. მაგრამ გეტყობა რომ თეკლაზე მეტად შენ ხარ ბედნიერი. პირველად რომ გნახე ისეთი მკაცრი და უხასიათო მეჩვენე, და ახლა ყველაზე ხალისიანი და თბილი ხარ. ჩემი დაქალი ისე გააბედნიერე..
- არა, ვაღიარებ ეს შენმა დაქალმა გამაბედნიერა.. რაღაც მინდა გთხოვო.
- გისმენ - ღიმილით შეხედა და მისი საუბრით გართულებმა განაგრძეს გზა...
**
პირველად ხედავდა ლექსო რა ლამაზად ყვაოდნენ თეთრი პლუმერიის ყვავილები.
მათი ტკბილი სურნელით გაჟღენთილი იჯდა და საკუთარ ხელებს დაყრდნობილი გაშტერებული შეყურებდა ყვავილებს.
რამოდენიმე თვე შეალია სათბურის გაკეთებას, ნათლად ხედავდა დედის კმაყოფილ თვალებს, გარეთ კი დეკემბერი იდგა. ამ წელიადს მთელი მონდომებით იჭერდა ყინვას.
ფეხზე ნელა წამოდგა და ყვავილის ხავერდოვან ფურცლებს ხელი გადაუსვა.
ახლა ხვდებოდა , იცოდა რატომ უყვარდა სალომეს ეს ყვავილი ასე ძალიან. „ თეთრი პლუმერია- სიყვარულის ხე“ იშვიათი და ყველაზე სურნელოვანი იყო..
ამიტომ გაუკეთა ანისიასაც ამ ყვავილის მედალიონი, უნდოდა მის ქალიშვილს სიყვარული ქონოდა. ტკივილნარევმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ლექსოს და საკუთარ ხელებს დახედა.ამ ხელებმა ვერაფერი გააკეთეს, მხოლოდ ამ ყვავილების მკვდრეთით აღდგენა მოახერხეს. ამ ხელებმა ვერც დის პოვნა შეძლეს და ვერც დედის სიკვდილის მიზეზების გახსნა.
მალე ერთი წელი გახდებოდა, ჯერ კი არფერი იცოდა, თითქმის არაფერი , რაც ხელჩასაჭიდი იქნებოდა მისთვის..
წარსსული ერთადერთია, რაც ადამიანს მუდმივად თან დაყვება,როგორი მწარეც არ უნდა იყოს იგი. მაინც ვერ ვეშვებით, მაინც ვიგონებთ ყოველ ჯერზე მოგონებები გვიტივტივდება.
გახევებული იდგა ლექსო და ყვავილებს შორის მოფარფატე დედის ბედნიერ აჩრდილს თვალს ვერ აშორებდა..
მწარე ოცნებებიდან ტელეფონის ზარმა და ეკრანზე გამოსახულმა თეკლას სურათმაა გამოიყვანა.
- მოიცადე დ გაგახსენდი ახლა? -ოდნავ ნაწყენმა დაუტია ლექსომ.
- კაი რა ლექსო, სულ მახსოვხარ მართლა. ჩავალაგე ვსიო და მზად ვარ , წარმოიდგინე ახლა როგორ ეციება იქ, ცოტა ბევრი ბარგი გამომივიდა.
- რა ბარგი თეკლა, არ შემშალო, ორი დღით მივდივართ, რა მოგაქვს ამდენი..
- ოოოო, რაც საჭიროა ის, რა გინდა შენ? - გაბუსხულმა დაუტია და ტუჩები გაბუტვის ნიშნად დაბრიცა..
- კაი წამოიღე რაც გინდა.მაინც მანქანით მივდივართ მთლიანი კარადა ჩადე თუ შენ გაგიხარდება.
- არ მინდა, მართლა საჭირო ნივთები ჩავდე პაწია.
- ნუ მეძახი ასე-მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მსიამოვნებს..
- ვაიმე, შარზე ხარ დღეს. მგონი ჯობია დავრჩე და სხვა გაგაყოლო რა..
- ხო, მეც ეგრე ვფიქრობ, წავყვან ვინმეს თან ერთი ოთახია დაჯავშნილი წარმოიდგინე უფ, რას ვიგულავებ.
- მეზიზღები როცა ასე ლაპარაკობ რა!- აზაბოჩენოო კაცო...
- ძალიან გთხოვ, ისედაც თავი მისკდება და ეგება შენ მაინც არ ამატკიო უარესად.მოვალ ორ საათში ,სახლში გავივლი , დავისვენებ და წამოვალ..
- კარგი, იცოდე მიყვარხარ - მაინც ჩასძახა და გაიტრუნა..
- მეც ძალიან მალე... მალე მოვალ..
**
საწოლზე იჯდა ქეთო და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა. ამ ხელებმა გაზარდა ანა, ამ ხელებზე ეწვინა მაშინ როცა ალბათ ძალიან აკლდა დედის სითბო და ტიროდა. მერე თითქოს შეეჩვია, დედის სურნელი ქეთინოს სურნელზე გაცვალა და გაიტრუნა..
ახლა ისევ ისე განცდა ჰქონდა , რომ შვილს წაართმევდნენ , მოვიდოდა ხელს ჩაკიდებდა და წაიყვანდა მისგან შორს..
აცრემლებული თვალებით გახედა კარში შემომავალ აკაკის და სახე სატირლად მოეღრიცა. ჩასახუტებლად გაუშვირა ქმარს ხელები და ნახევარი ტანით გადაიწია.
- აკაკი, წაგვართმევენ, ანას წაიყვანენ აკაკი- სლუკუნით მიეხუტა ქმარს და ტირილს უმატა..
- ამიხსენი რა მოხდა, რატომ ტირიხარ ქეთინო? როდისმე მორჩები ამ ცრემლების ღვრას?
- დილით თეკლა იყო,ლაპარაკობდნენ და იცი ვინაა შენი შვილის უფროსი? ალექსანდრე პირველი, მისივე ძმა,ყველაფერთან ერთად ალექსანდრე და თეკლა ერთად არიან და ის ბიჭი მაშინ რომ მოვიდა ანა უყვარს და ამ შენს დებილ შვილსაც უყვარს..
- ალექსანდრე პირველი? ეს როგორ , ანამ ხო ნიკო ახსენა. ნიკოა ჩემი უფროსიო.
- არა, არა და კიდევ არა.. ვკითხე კიდევაც, მითხრა ნიკო უბრალოდ მისი ძმაკაცია და ერთად მუშაობენ ,ფირმა კი ალექსანდრესია და მას მერე რაც შტატში ჩაგსვა უფრო კარგად გვიხდისო..
- შეუძლებელია, წარმოუდგენელია, ასე როგორ ანა თვისი ფეხით მივიდა ძმასთან ,შენ იცი ეს რა არის? - ანერვიულებულმა გაუშვა ცოლს ხელი აკომ. უნდა ვუთხრათ, ანას სიმართლე უნდა ვუთხრათ ქეთინო, უფალს მადლობა შევწიროთ, რომ იმ ბიჭს თეკლა მოეწონა და არა ჩვენი შვილი.
- არა! გესმის?! - ანა არ გვაპატიებს!
- გვაპატიებს, ის ჩვენი შვილია ქეთინო.ოდესმე მაინც გაიგებს სიმართლეს, წარმოიდგინე რა მოხდება მერე..იცოდე დავკარგავთ, უამრავჯერ გითხარი, რომ დროა ყველაფრის თქმის, წინაზე კარგად გამოვძვერით გვარის შეცვლის ამბით, მაგრამ მერე რას იზამ? რას მოიგონებ ადამიანო?
- ახლა არა გესმის? - ახლა ამის დრო არაა..
- ეს დრო ვერ დაგიდგება შენ ქეთინო, 24 წელია ასე ვართ, ბოლო ოთხი წელიწადია მხოლოდ ამაზე ვკამათობთ, ახლა წარმოიდგინე , წარმოიდგუნე უბრალოდ სადამდე მივედით.
- მეშინია, რატომ არ გესმის? -ცრემლები ნაკადულად დაედინა ქალს და ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები.
- იმდენს გააკეთებ ანა არასოდეს გვაპატიებს, ამ საქციელს ქეთინო.
კარი ძლიერად გაიჯახუნა აკაკიმ და ცოლი თავის ფიქრებთან ერთად დატოვა..
კარგად იცოდა ქეთინომ , რომ ქმარი მართალი იყო, ძალიან კარგად ესმოდა, მაგრამ არ უნდოდა სიმართლისათვის თვალებშ ჩაეხედა, ეშინოდა რომ ანა ზურგს აქცევდა, რომ თავის ოჯახში ენდომებოდა ყოფნა..
მას კი ახლაც ახსოვდა ანა, პატარა გოგონა, რომელიც ხელებში ჩაუწვინეს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა დედის რძის სურნელი . პირველად რომ დიდი ნაცრისფერი თვალები გაახილა და უცხო ადამიანს მოკრა თვალი, ტირილით გული იჯერა და ისევ ჩაეძინა, ძალა გამოცლილს. ახლა, როგორ უნდა ეთქვა ანასათვის , იცოდა რომ ანა ამას ვერასოდეს გაიგებდა, ვერ გაიგებდა რომ საკუთარ ძმას გააგლიჯეს მისი თავი.. საკმაოდ ემოციური იყო ანა,იცოდა ასე მალე ვერ აპატიებდა ,საერთოდ ოდესმე თუ შეძლებდა ამის პატიებას.ამხელა ტყუილს ვერ გადაიტანდა. ხოლო ეს ერთადერთი იყო რასაც ვერ გადაიტანდა ქეთნო, მისი იმედის - სულზე უტკბესი შვილის დაკარგვას,ამიტომ იძულებული იყო შიში არ აძლევდა საშუალებას სხვანაირად მოქცეულიყო.
საკუთარ თავს შემოუძახა, ფეხზე წამოდგა და ნერვიულობისაგან დაჭმულ ტუჩებზე ენა გადაისვა,ასეთი ჩვევა ჰქონდა ბავშობაში. მას მერე ასე ერთხელ ინერვიულა ,თბილისში რომ დაბრუნდნენ მეორედ ახლა უწევდა..
ვერაფრით იჯერებდა, რომ ბედი ასე მწარედ ეთამაშებოდა ,იქნება და სჯიდა სხვისი შვილის ასე მიკუთვნებისათვის,რომ იცოდა ქეთინომ რომ ანას ნათესავები ეძებდნენ,იცოდა და სულ არ ადადებდა ეს.შვილი უნდოდა, და ამისათვის ყველაფერზე მიდიოდა..
საკუთარ ანარეკს დააკვირდა სარკეში და არ მოეწონა,საოცრად ფერდაკარგული ეჩვენა საკუთარი თავი.მერე მაინც შეძლო გაღიმება მწარედ გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

**
- იცოდი რომ თეკლა ლექსოსთან ერთად მიდის? ღიმილით გახედა საყვარელ ქალს და ხელი მოხვია..
- კი აბა, რა კითხვაა ნიკო, თავად ჩავაბარგე ჩემი გოგო, იმდენი რამე მიაქვს, ლექსოს ნამდვილად გული დაარტყამს - სიცილით გახედა ანამ და თავი მხარზე მიადო.
- ჩვენ როდის წავიდეთ? მე და შენ სადმე, მშვიდად, დავისვენოთ.აუ მინდა რა ანა..
- ნიკო, შენ ხო იცი ამას რა მოყვება? შენ მშვიდად ვერ დაისვენებ, - ალმაცერად გახედა და ცხვირზე ხელი აარტყა..
- მოიცა რა, ლექსო და თეკლა ხო ერთად ისვენებენ , ხო თუმცა მაგათ...
- მორჩი ჩემს დაქალზე ჭორაობას, უკვე ვბრაზდები..
- გასაბრაზებელი აქეთ მაქვს რა. ლექსოს თუ შეუძლია თეკლასთან ყოფნა მე რატომ არ შემიძლია, ამიხსენი რა.
- იმიტომ რომ ის თეკლაა და მე ანა ვარ. დიდი სხვაობაა გესმის? - შენ ნიკა და არა ლექსო..
- და ლექსო რომ ვიყო?!
- ნიკო !- გამწარებუმა უყვირა ბიჭს და ფეხზე წამოდგა. შენ რა ლექსოზე ეჭვინობ? დაიწყე უკვე?
- არა, არა, ანა , ისე გითხარი. მომისმინე ცუდად გამომივიდა.. ისე ვთქვი..
- ეს ისე ნათქვამს არ გავდა. ლექსო რომ მდომებოდა ამისი შანსი ხომ მქონდა. შემეძლო თავი მისთვის მომეწონებინა, მააგრამ შენი ტვინი მგონი ამდენს ვერ ხვდება რომ არ მინდოდა ..
- მაპატიე, ძაან ცუდად გითხარი, გეფიცები უნებლიედ წამომცდა.
- გთხოვ ჩვენს ურთიერთობაში ნუ ჩარევ იმათ.მათ თავისი ცხოვრება აქვთ, ჩვენ კიდევ ჩვენი..
- ისე რაღა დაგიმალო და ლექსო ასეთი არ მახსოვს. ეგ შენი ცეტი დაქალი მართლა შეუყვარდა, ჩემს ახმახ ძმაკაცს, თორემ მაგის წიკვინს რა აიტანდა, თან ჩემი გოგოო , ისე ამბობს ხო აზრობ..
- კიდე, ჩემს დაქალზე წესიერად ილაპარაკე, ეგ შენი ნერვების კონა ძმაკაციც არაა კამფეტი.
- ნერვების კონაა? ჩემს ლექსოზე ამბობ ამას?
- ხო არის, მოსიარულე ნერვიული სტრესია, მახსოვს რამდენი ვეხვეწე და მანქანიდან არ გადმოდიოდა ისე გაილეწა..
- კაი ახლა, მიზეზი ჰქონდა ,შეეშვი ძალიან ცუდადაა, განიცდის დედის ამბავს ჯერ კიდევ და ახლა დის ამბავს, არ იცის როგორ ეძებოს, იტანჯება და ვერაფრით ვეხმარებით.
- ნეტავ შეგვეძლოს მისი დახმარება, როგორ უნდა ვიპოვოთ , სად ვეძებოთ, თორემ კი.
- პრობლემაც ეგაა, ვერ ვპოულობთ, მხოლოდ ის გავიგეთ რომ გოგონას ოჯახს გვარი შეუცვლია , ალბათ შეეშინდათ რომ მოძებნიდნენ .
- გვარი შეუცვლიათ? ერთიანად გადაკრა ყვითელმა ფერმა სახეზე ანას. იგრძნო როგორ ეცოტავა ჰაერი, მაშინვე განთავისუფლდა ნიკას მკლავებიდან და მაგიდაზე ეულად მდგარი ჭიქიდან წვენი მოსვა.
- რაიმე ცუდად ვთქვი?- რა მოხდა, ცუდად ხარ, მგონი ანა..
- არა, კარგად ვარ, მართლა . უბრალოდ უეცრად თავბრუ დამეხვა სულ ესა. დავიღალე იქნებ მართლა წავიდეთ სადმე.
- შორს არ მომყვები და მაგარი აზრი მაქვს, თითები გააწკაპუნა ნიკამ და ანას შუბლზე აკოცა, ლექსო მიდის და საგურამოში წავიდეთ ..
- წავიდეთ, მინდა, მოიცა ჩემებს დავურეკავ , რომ არ ინერვიულონ და წავიდეთ. ფეხზე წამოხტა ტელეფონით ხელშიდ ა ოთახიდან გავიდა.
**
მოულოდნელად დაეშვა წვიმა..
შხუილით გადაირბინა მთების კალთები , მონუსხული ნაძვნარები.. თვალის დახამხამებაში გადაიჯირითა მინდვრები და გამომშრალ და გაყინულ მიწას წყალობასავით მოედო..
ერთიანად იხუვლა. ძლიერი ქუხილის ხმაზე შეშინებულმა იყვირა თეკლამ და ლექსოს გახედა..
- დამშვიდდი, მარტო არ ხარ, მალე მივალთ.
- აუუ, აქ სულ რატო წვიმა როცა ჩვენ მოვდივართ ..
- იმიტომ რომ წვიმა მიყვარს და იცის ეს საირმემ..
- ოოოო, წვიმა გიყვარს და ახლა კიდეც უნდა ამოვისვარო ტალახში..
- თეკლა, ამჯერად ამ სისულელეების გარეშე ჩავამთავროთ ყველაფერი და სახლში მშვიდად დავბრუნდეთ კარგი? არ მანანებინო რომ შენ წამოგიყვანე..
- გპირდები, მშვიდად ვიქნები და რაც შეიძლება ფრთხილად, მართლა ლექსო..
- მჯერა.. არა, არ მჯერა -საჭეს ხელი დაარტყა და თეკოს გახედა. გეფიცები თუ მჯეროდეს რომ მშვდად იქნები და არაფერს დამიშავებ მე და არც შენს თავს.
- ლექსო, გეფიცები.. მართლა..
- ამას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როდესაც ორი დღე გავა და აქედან მშვიდად წავალთ ..
- ხომ დაგპირდი რომ... უამრავი რამის თქმა უნდოდა თეკოს მაგრამ მოწოლილმა ღებინების შეგრძნებამ სახეზე ფერი წაართვა...
გრილი წყალი მოსვა და ალექსანდრეს ახედა... მზად იყო გულიანად ეტირა ახლა რომ რაიმე ეთქვა მისთვის.. ხელებზე წყალი გადაისხა და გოგონას სახეზე დაუსვა,, მიხვდა რომ მართლა ცუდად იყო. ადგომაზე დაეხმარა და მანქანის სავარძელზე ფრთხილად დასვა..
- რაიმე ჭამე დილით ქალბატოო? - ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა კითხა და შუბლზე აკოცა.
- ყავა დავლიე - დასჯილი ბავშვივით ჩაიფრუტუნა და მზერა აარიდა.
- ხოდა ამიტომ , თეკო. პატარა რომ არა ხარ ჩემო გოგო.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვსაუზმობ დილაობით რა ვქნა..
- ძალიან ცუდი. არადა ნამდვილად არ მინდა ჩემი შვილების დედა ასეთი სუსტი იყოს...
- არ ვიქნები, რატომ ვიქნები სუსტი დედა..
- ხო რავიცი ..- მხრები აიჩეჩა და ზურგი აქცია გოგონას..
- რაო? წეღან რა მითხარი? ვინო? მე ვინ უნდა ვიყო, ლექსო შენ გელაპარაკები... ცრემლები ნაკადულად დაედინა ლოყებზე და ზურგიდან მოეხვიააა...
- ჩემი შვილების დედა - რაც შეეძლო ამაყად განუცხადა და შუბლზე კოცა.. ჩემი და მხოლოდ ჩემი შვილების დედა გესმის? თეკლა, არ არსებობს მიზეზი რის გამოც დაგთმობ. აქ საირმეში პირველად ჩაგკიდე ხელი და მას მერე შენთვის ხელი არ გამიშვია, არც ახლა გაგიშვებ, მიყვარხარ იცოდე..
- ვაიმე.. კიდევ გული მერევაა -ზლუქუნით დაიძახა და მანქანის უკან გაიქცა.. -ხელის ზურგით მოიწმინდა დაცვარული შუბლი და ლექსოს გაუღიმა, აი რომ ხედავ ისეთი სიტყვები მითხარი გული ამერია..
- ვაიმე, რა დავაშავე.. ამ დროს გული ერევათ ხოლმე გოგო? - სიცილით მოეხვია თეკლას და მანქანისაკენ წაიყვანა.. - წამოდი, ჯობია მიგიყვანო სასტუმრომდე და დაწვე.. რაღაცა არ მომწონხარ - დაეჭვებულმა გახედა გოგონას და მანქანას შემოუარა..
მომღიმარმა გახედა დაძინებულ თეკლას და აივანზე გავიდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძრო და ნაცნობ ნომერზე დარეკა..
- ნუცა, როგორ ხარ? ცუდ დროს ხომ არ გირეკავ, ახლა შვებულებაშ ხარ და ფიქრობ რას მაწუხებსო ..
- რას ამბობ ალექსნადრე, არ გრცხვენია? არანაირი შვებულება, მოხდა რამე?
- არა, არაფერი მომხდარა, თეკლაზე მინდა ვილაპარაკოთ.
- ამჯერად რა დააშავა? - დარცხვენილმა კითხა და ლექსოს პასუხის მოლოდინში გაიტრუნა..
- არაფერი, სულელო. არაფეი დაუშავებია. უბრალოდ საჭიროდ მიმაჩნია იცოდე რომ მე და შენი ერთად ვართ..
- ვიცი ლექსო. გუშინ გვითხრა რომ მიგყავდა..
- ვაიმე, მოლოდინების მთელი ქალთა მოდგმა ასეთი მიუხვედრელია თუ მხოლოდ შენ და ეს პატარა ქალბატონი. ნუცაა, მე და თეკლა ერთად ვართ, ანუ ვხვდებით ერთმანეთს, შენი და მიყვარს. ახლა კარგად ავხსენი?
- .....
- ნუცა, სად ხარ? - სიცილით ჩასძახა და თეკლას გახედა, ჯერ კიდევ უშვფოთველად რომ ეძინა.
- აქ, არადა მეგონა თეკო მეხუმრებოდა რომ ნერვები აეშალა ჩემთვის, გამოდის მართლა ერთად ხართ..
- კი ერთად ვართ, რამოდენიმე თვეა, მისმინე, მინდოოდა სხვანაირად მოქცევა,შენს მშობლებთან მოსვლა მინდოდა მაგრამ ხო იცი, რაც ხდება ახლა ჩემთან. ჯერ ორმოციც არ გასულა. ახლაც აქ ისე წამოვედი..
- ვიცი, დამშვიდდი. არანაირი პრობლემა არაა, ლექსო, ყველაფერი წინ გაქვთ. ნიკომ მითხრა წასვლა არ უნდოდა და ძალით გავუშვითო.. ასე ჯობია, ცოტას დაისვენებ და ტკივილიც დაგიამდება..
- ალბათ გადავხარშავ ნუცა. პრობლემებიდან ვერ ამოვედი ჯერ..
- თეკო სადააა? რა სიმშვიდე გაქვს?
- სძინავს, დაიღალა ჩემი გოგო. ვეტყვი და დაგირეკავთ. მაინც ჯერ არაფერი უთხრა შენებს რომ ჩამოვათ ცოტას გონს მოვალ და თავად მოვაგვარებ.
- კარგი ლექსო. შენ როგორც გინდა ისე იყოს, მჯერა შენი.. აკოცე ჩემს შტერს ..
- ვაკოცებ .. - სიცილით ჩასძახა და გამოღვიძებულ თეკლას გახედა.
ძილში ტრიალისაგან კიკინა მოღრეცვოდა თავზე. თვალის უპეები ჩაშავებოდა და ფერი შეცვლოდა, თვალის გუგები კი ერთიანად უკამკამებდა.. სახეზე ბავშური ღიმილი მოედო და საწოლში წამოჯდა.. მოჩეჩილი მაისური გაისწორა და ფეხებზე მიფარებული ადიელა გადაიძრო.. სწრაფმა წამოდგომამ თავში ერთიანად აუფარფატა პატარა წერტილები და მოწყვეტით დაჯდა საწოლზე..
- რა გჭირს გოგო, შენ დღეს? - შეშინებული მივარდა ალექსანდრე და მის წინ მუხლებზე დადგა.. რას მიხეთქავ გულს თეკლა..
- სუსტად ვარ..
- გშია ადამიანო და ამიტომ. მთელი დღეა არაფერი გიჭამია ნახე რომელი საათია. სამია უკვე, წამოდი შევჭამოთ. მერე გავისეირნოთ ველოსიპედებით.
- აუ , ველოსიპედით არ მინდა, ამ მდინარეში გადავვარდები მგონი. ფეხით გავიაროთ. ისე კი მშია, ყავა მინდა. მეძინება..
- თეკლა რა გჭირს ? მართლა ცუდად ხარ მგონი? გინდა აქ მოგიტანო რაიმე?
- არა, გარეთ ჰაერზე მინდა- თავი მკერდზე მიადო და გაიტრუნა..
მადიანად შეექცეოდა თეკო წვნიანს და პურის ნატეხს დროდადრო იმატებდა.. გაოცებული და სახეზე ღიმილმოფენილი უყურებდა ალექსანდრე და ფრთხილად არჭობდა ჩანგალს შემწვარ კატოფილს..
- აუ, რა კარგი იყო... მესიამოვნა. როგორ მიყვარს წვნიანი ლექსო..
- თეკლა, შენ წვნიანიც ჭამე და ყველაფერიც მიაყოლე. ნახე დახედე ცარიელ თეფშებს.
- კაი ახლა, ეს სულ მე ვჭამე? - გაოცებულმა დახედა თეკლამ და გულიანად გაეცინა..
- აჰამ, ზუსტად მიხვდი მხოლოდ შენ ჭამე..
- როგორ მომშივდა ნახე? აქედან რომ წავათ რაიმე წავიღოთ რომ გზაში ვჭამო..
- რა სულელი მყავხარ. წავიღოთ .. მიდი დალიე შენი ყავა და გავიაროთ. მერე შვიდზე შეხვედრა მაქვს ხო იცი,, შენ დაისვენე ოთახში და მალე მოვალ.
- არ გინდა წამოვიდე?
- არა, არ მინდა, დაისვენე. იქ მაინც ტყუილად უნდა იჯდე ..
- რა მაგარიაა... იმათ საუბარს გადავრჩი..
- არადა, რომ გეკითხა ძალიან მონდომებული იყავი შენ, საქმეების მოსაგვარებლად.
- ხოდა გადამიარა..
- წეღან ნუცას ველაპარაკე. ვუთხარი რომ ერთად ვართ. თბილისში რომ ჩავალთ შენთან მოვალ და მშობლებს გაავიცნობ.
- მეხუმრები? ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა თეკომ და ალექსანდრეს თვალებში ჩახედა..
- არა, რატომ გეხუმრები,, არ გინდა რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს? მინდა რომ სულ ჩემთან იყო.. ისე რა საოცრებაა ეს ცხოვრება, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე მალე შემიყვარდებოდა ადამიანი..
- მე კიდევ დაგინახე თუ არა მომეწონე...
- ოხ, აღიარა ქალბატონმა. ამიტომ არ აჩერებდი ენას? ისე ძალიან მაღიზიანებდი რომ შემეძლო მეცემე. მითუმეტეს იმ საღამოს ტალახში რომ ამომგანგლე გოჭივით.
- ხო საყვარელი ვიყავი ?!- ბედნიერმა შეანათა ნუშის ფორმით თვალები და თეთრი კბილები გამოაჩინა...
- სასწაული იყავი, ისეთი რომ მეტს ვერ ინატრებდა კაცი.. მიდი ადექი წამოდი გავიაროთ. ჰაერი ჩავყლაპოთ..
ქურთუკის ქუდი თავზე წამოაფარა თეკოს, მერე თავად წამოიფარა. ხელკავი გამოსდო და კაფეტერიიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდნენ..
გარეთ ციოდა, საშინლად ყინავდა, მდინარის პირი მოყინული და მოსიპული იყო, ფრთხილად და ნელი ნაბიჯით დადიოდნენ...
უნდოდა ეკითხა თეკლას მისი დის და დედის შესახებ რაიმე, მაგრამ ეს ერტადერთი იყო რასაც ვერ ბედავდა, ეშინოდა ლექსოს გაბრაზება ან მისი ხასიათის წახდენა..
აწკრიალებულ ტელეფონს დახედა ლექსომ და თეკლას ანიშნა მიდი და მოვალო. რამოდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა საყვარელ ქალს და ხიდის მოაჯირზე დაეყრდნო.
- გისმენ კობა, დიდი ხანია არ დაგირეკავს? რაო რა ამბებია?
- ალექსანდრე, ხო იცი, სანამ რაიმეს არ დავაზუსტებ მანამდე არ ვრეკავ. მოკლედ რაღაცეები გავარკვიე, ის გოგონა და მათი ოჯახი თბილისში ცხოვრობენ..
- რას ამბობ კობა? გინდა რომ შემარყიო?
- მისმინე, ვიცი რომ რთული დასაჯერებელია მაგრამ, ვიცი რომ ისინი თბილისში ცხოვრობენ, ნახალოვკაში. ახლა ერთთან ვაგვარებ საქმეს რომ ძველი გვარის ამბები გავარკვიო. და ამ კვირაში ამასაც გაგაგებინებ ძმაო.
- შენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა კობა.
- მადლობად არ ღირს ალექსანდრე, თავს გადავდებ და გპირდები რომ აუცილებლად გავარკვევ ამ ყველაფერს.
- გაიხარე კობა, შენ რომ არა ისიც კი არ ვიცი სად და როგორ მეძებნა ეს ოჯახი. შენგან ველოდები ზარს..
- არ დაგაღალატებ იცოდე..
სწრაფი ნაბიჯით დაეწია თეკოს და ხელები შემოხვია ზურგიდან. გაყონული ცხვირი გოგონას კაშნეში ჩამაყა და ყურთან ახლოს ცხელი კოცნა დაუტოვა..რამოდენიმე წამს გაყურსულები იდგნენ და ფიქრებში გართული უსმენდა თეკლა ალექსანდრეს გახშირებულ სუნთქვას და მისი გულის ძგერას თავისას უერთებდა..
- მინდა რომ, ეს პატარა მუცელი ნელ-ნელა გაგეზარდოს და გაიბეროს ჩემი შვილით.
- ლექსო , კარგი რა. ასე რომ ამბობ ნერვიულობა მეწყება..
- სანერვიულო რა არის. მე მართლა მინდა. რა მოხდა ახლა ქორწილამდე თუ გაიბერები.. არ გინდა ? შენნაირი და ჩემნაირი პატარა..
- ჩვენნაირი ესეიგი. მინდა. იცი რა მინდა? ჩვენს შვილებს რომ ძალინ უყვარდეთ ერთმანეთი ისე როგორც შენ გიყვარს შენი და ლექსო..
- ჩემი და? ეხ ჩემი და. რომელიც ამდენი ხანია ვერ ვიპოვე და არ ვიცი ვიპოვი თუ არა საერთოდ..
- მე მჯერა რომ იპოვი, ერთად ვიპოვით და ორივეს ძალიან გვეყვარება..
- და რომ არ მიმიღოს? თეკო, ამაზე აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ არ მიმიღოს და მითხრას რომ არ ჭირდება ჩემნაირი ძმა.
- შენ რა შუაში ხარ ლექსო. ნუ გადამრიე. მაშინ არ ყოფილა შენნაირი ძმის ღირსი, თუ ასე გეტყვის.. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან გაუხარდება ძალიან..
- ხო რავიცი.. მაგრამ.. ისიც კი გამიხარდება რომ მხოლოდ ვიპოვო, დავინახო როგორია და თუკი არ ვენდომები არც შევაწუხებ ..
- ჩემი სიყვარული ბიჭი- ღიმილით უთხრა ალექსანდრეს და საკოცნელად აიწია ფეხის წვერებზე..
**
რაღაცნაირად მშვიდი იყო ამ ეზოში ანა. თითქოს სისხლში სათითაო ლეიკოციტი ადგილს პოულობდა და მშვიდდებოდა. ახლად აყვავებული ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ეზო სულში სიამემს ჰგვრიდა. მოსწონდა ეს გამეფებული სიმშვიდე , ეს გარემო და ტავადაც არ იცოდა რატომ იზიდავდა მაგნიტივით ეს ადგილი ...
აივანზე მდგარ საქანელა სკამზე ჩაჯდა და ფეხებით შეეცადა მის გაქანებას.
- აქ ხშირად იყავით ხოლმე? - ნიკოს ინტერესიანი თვალებით გახედა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა..
- მთელი ბავშობა აქ გავატარეთ. სალომე დეიდას ძალიან უყვარდა აქ ყოფნა. მას მერე რაც დედაჩემი გარდაიცვალა ის იყო ჩემთვის მეორე დედა.. ხშირად ვრჩებოდი აქ. წარმოუდგენელია მე და ლექსოს შუაში გვიწვებოდა რადგან ორივეს გვინდოდა სალომეს ხელი გულზე დაგვედო.. რომ არა სალომე არ მეცოდინებოდა რა არის დედის სითბო, დედის დატუქსვა და ჩხუბი , ჭამაზე. კამათზე. არ დაძინებაზე... უბრალოდ ბედი და იღბალი უფრო მწარე გამოდგა ჩვენთვის. მე მეორეჯერ ექვსი წლის დავობლდი , მეორედ მომიკვდა დედა, ლექსო კი არ ვიცი, მიკვირს როგორ გადარჩა საერთოდ. მთელი თვეები ხმას არ იღებდა, სკოლაშიც არ დადიოდა. ძალიან მძიმედ იყო მისი მდგომარეობა ანა.
- მისი და? - ის ..
- ანა მისმინე, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე აქ უფრო კარგი საქმის გამო წამოვედი და დღევანდელ დღეს ტკივილიანი მოგონებები არ მჭირდება, ისედაც ლექსოს შემყურეს არასდოდეს გვვიწყდება ეს ტკივილი...
სკამი ანას წინ დაიდგა და მისი მუხლები საკუთარ მუხლებს შორის მოიქცია, ოდნავ შეყინულ ხელებზე მხურვალე ხელები დააწყო და ცხელი ტუჩებით შეეხო. ნაცრისფერ თვალებში რომელიც ინტერესით მიჩერებოდა და ვერაფერს ხვდებოდა ღიმილით ჩახედა და ღიმილითვე დააჯილდოვა...
- შენ სხვებს არ გავხარ, სხვანაირი ხარ ყველანაირიად. შენი მანერებიც კი განსხვავებულია არამც თუ აზროვნება ანა.. როგორც კი დაგინახე იქ მაღაზიაში გეფიცები მაშინვე ისე მომეწონე ერთი სული მქონდა კარგად გამეცანი მაგრამ ლექსომ არ დამაცადა. ახლა გიცნობ, ჩემი გულის და სულის ნაწილი ხარ, მინდა რომ ჩემი ნახევარიც გახდე ანა. ერთად დავიძინოთ და ერთად გავიღვიძოთ დილით.. შენი თვალები პირველმა მე დავინახო და ღამით უკანასკნელიც მე ვიყო ვინც შემოგხედავს ანა. მიყვარხარ და ზუსტად ვიცი შენს გარდა სხვა ქალი არ მომინდება. მინდა ყველანაირდ გაგხადო ჩემად. ანა, ცოლად გამომყვები?- ძლივს მოიკრიბა გამბედაობა და აჭრილ თვალებში ჩააშტერდა..
- ნიკა, შენ ცოლობას მთხოვ? ვერ გავიგე, ტუჩები ერთიანად აუთრთოლდა, ხელებმაც ოდნავ დაუწყეს ნერვიულობისაგან ცახცახი... ერთიანად დაუარა ტანში სიმხურვალემ და მერე გააცია და ნაცრისფერ თვალებში ბინდი ჩაუდგა..
- კი ანა, ცოლობას გთხოვ, მინდა რომ სულ ჩემთან იყო. მიყვარხარ ..შენც თუ გიყვარვარ და მზად ხარ ჩემნაირი აბეზარი კაცი მთელი ცხოვრება გვერდით იყოლიო, მაშინ ნუღარ გადავდებთ ...
- თანახმა ვარ - ბედნიერმა მაგრამ დაბნეულმა ჩაილაპარაკა ანამ და ნიკოს ახედა..
- მართლა თანახმა ხარ? - რატომღაც დაუჯერებლად მიიჩნია ნიკომ მისი ნათქვამი და ფეხზე წამოდგა. გოგონაც ფეხზე წამოაყენა და ბაგეებზე დააშტერდა..
- მართლა თანახმა ვარ, გავხდე შენნაირი აბეზარი კაცის ცოლი..
- წარმოუდგენელია. არ ველოდი რომ ასე იოლად დამთანხმდებოდი. ძლიერი ხელები შემოხვია წვრილ წელზე და ოდნავ შეეხო ტუჩებზე ... სახე ერთიანად დაუფარა ღიმილმა და მის სურნელი ხარბად შეიყნოსა თმებიდან... ტუჩებმა ყელზე გადაინაცლეს და ტკბილ ალერსში გართულებს დაავიწყდათ რომ ქვეყნად მხოლოდ ის ორნი არ იყვნენ...
დივანზე იჯდა ნიკა და მკერდზე ყავდა მიკრული ანა, ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვული ცალს კი თმაზე ნაზად უსვამდა.. ოდივე დუმდა, თითქოს ეს გამეფებული სიმშვიდე მოსწონდათ. ხანდახან უფრო მაგრად უჭერდა ხელს ნიკო, თითქოს ეშინოდა საყვარელი ქალი არ გაქცეოდა... ფრთხილად დახედა ანას რომელიც რაღაცაზე ფიქრობდა და ნიკას ფეხზე ნერვიულად ათამაშებდა თითებს.
- იცი რომ, ლექსომაც იგივე გააკეთა- მოულოდნელად უთხრა ნიკომ და ანას დახედა..
- რა იგივე? ვერ მიხვდი - გაოცებულმა წამოიწია გოგონამ და ნიკოს თაფლისფერ თვალებში ჩააშტერდა.
- რა და ბავშობიდან გვინდოდა მე და ლექსოს რომ ჯვარი ერთად დაგვეწერა.. ხოდა ეგრეც გავაკეთეთ..
- ანუ?
- ანუ ის რომ ლექსომაც სთხოვა ცოლობა თეკლას და დარწმუნებული ვარ თეკლაც თანახმაა.. ცოტა გვიან დავურეკოთ, ახლა წამოხტი გაიქეცი და ჩაი გააკეთე რაა, ცივა გარეთ და გავთბებით..
- გარეთ ცივა სახლში ხომ არა?
- ეს რა ზარმაცი ცოლი მერგო ტო. ადე გააკეთე ქალო ჩაი, დავლიოთ შევხურდეთ - სიცილით წამოაგდო ნიკომ ანა და უკან გაყვა სამზარეულოში..
**
გარეთ ძლიერი ქარი დაჰქროდა.. ზუილით ეხეთხებოდა ხეებსა და მთებს.
მშვიდად ეძინა თეკლას ალექსანდრეს მკლავზე თავდადებულს.რიტმულად სუნთქავდა ვაჟიც. მაგრამ რარაც არ ასვენებდა. გულს და მუცელს ურევდა შიგნიდან ჩაბუდებული სევდა...
„ ხეებს შორის იდგა ჩაბნელებულ ადგილას და დედის ამღვრეულ თვალებს უმზერდა ალექსანდრე.თითქოს უნდოდა რაიმე ეთქვა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. მისკენ ნელა მიიწევდა ლექსო , მაგრამ რაც უფრო მიდიოდა უფრო მეტად უჩინარდებოდა სალომეს ანარეკლი.. ხელებს უწვდიდა დედას, როგორ უნდა ოდნავ მაინც შეხებოდა მონატრებული ხელები . მაგრამ სალომე არ უყურებდა შვილს. თითქოს ნაწყენი იყო მასზე, გაბრაზებული. ხმას განზრახ არ იღებდა.. სახეზე ჩამოშლილი თმა სახეს უფარვდა და არც ლამობდა მის გადაწვას.
- დედა, დამელაპარაკე- ლამის ხვეწნად დაიცალა ლექსო და მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა..
- ალექსანდრე შენ დამპირდი..
- მაპატიე დედა , ვიცი მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა.
- ალესანდრე შენ დამპირდი .... დაპროგრამებული იმეორებდა სალომე და შვილს თვალს გამიზნულად არიდებდა... გული ეწურებოდა ლექსოს რომ დედას ხელს ვერ ადებდა, მის სითბოს ვერ გრძნობდა..
- არ წახვიდე დედა გთხოვ.. ცრემლით ამოევსო მწვანე თვალები და თავი გვერდზე გაატრიალა,იცოდა , ბავშობიდან იცოდა რომ ტირილი სულაც არ იყო სისუსტე არც მამაკაცასითავის, მაგრამ ისიც ახსოვდა როგორ სტკიოდა დედას გული როდესაც ლექსოს თვალზე ცრემლს ხედავდა. გახევებული იდგა სალომე და მის წინ განადგურებული ალექსანდრე პირველი სიტყვას ვერ ძრავდა. სტკიოდა მთელი სხეული, ეგონა მთელი ქვეყნის სიმძიმე მხრებზე ეწვა ... თავი ოდნავ ასწია და დედის გამყინავ მზერას გადააწყდა..
- სულ ახლოს ხარ..- უკანსკნელი სიტყვები დაუტვა შვილს და სიბნელეში გაუჩინარდა..
ის კი განადგურებული სახით იდგა, ხელები მისიწაკენ დაეშვა. თვალებით ეძებდა დედას, მწვანე თვალებში სიცივე და შიში ჩადგომოდა. ფეხებზე გირები ეკიდა რომელიც მიწის სიღრმისაკენ მიათრევდა. უნდოდა გაკიდებოდა, უნდოდა გულში ჩაეკრა, ეკითხა რატომ ეუბნებოდა ასე დედა, მაგრამ არ შეეძლო. სალომე მუდამ ტოვებდა.. ტოვებდა შვილს განსაცდელში ახალი თავსატეხით..
ოფლისაან დაცვარული შუბლით და ამღვრეული ფიქრებით გამოეღვიძა ლექსოს და სწრაფად წამოჯდა საწოლში.. მის გვერდით მშვიდად მძინარე თეკოს გადახედა... ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და აივანზე გავიდა.. თვალები დახუჭა და გრილ ნიავს გახურებული შუბლი მიუშვირა. უნდოდა ასე მაინც დალაგებოდა ფიქრები რომელიც ტვინში უტრიალებდა.. მაგრამ არ შეეძლო..
შეშფოთებულმა გაახილა თვალები და ორივე ხელი ძლიერად დაარტყა მოაჯირს. კობამ უთხრა რომ მისი დის ოჯახი ნახალოვკაში ცხოვრობდა. აქამდე როგორ არ გაახსენდა, რამ გამოაშტერა ასე რომ ვერაფრით გაიხსენა, თეკლაც და ანაც ორივე ნახალოვკაში იყო.. აუცილებლად დაელაპარაკებოდა ორივეს ერთად როგორც კი თბილისში დაბრუნდებოდნენ..
დილით მოციმციმე მზის სხივებმა გააღვიძეს ლექსო , ოდნავ მოიფშვნიტა და ნელა გაახილა თვალები... ხელი ნელა გადაწია თეკოს მხარეს და სიცივის შეგრძნებისას სწრაფად წამოჯდა საწოლში..
- თეკლაააა- მთელი ძალით იყვირა და სწრაფად ამოიცვა სპორტული შარვალი.. თეკლა სად ხარ?
- რა გაყვირებს ლექსო , გარეთ ვიყავი, სუფთა ჰაერზე გავიარე, ისე ტკბილად გეძნა არ გაგაღვიძე.. - გაოცებულმა უთხრა გოგონამ და ოთახის კარები მიკეტა..
- რა ვიცი, მეგონა წავხვედი. რატომღაც ცუდი განცდა მაქვს დილიდან..
- დამშვიდდი, წუხელ ცუდად გეძინა და ამიტომ, მთელი ღამე შფოთავდი, სად წავიდოდი ლექსო? უშენოდ არსად წავალ, ჩემი ცხოვრება შენითაა სავსე, შენ ხარ ჩემი სინათლე ,ჩემი არსი და ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი, როგორ უნდა წავიდე და მიგატოვო სულელო... პატარა ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და მკერდზე მაგრად მიეკრო... თითქოს ერთიანად დაუმშვიდდა გული ლექსოს, მის გვერდით სულ სხვა ადამიანი ხდებოდა, დამყოლი და მორჩილი პატარა ბავშვივით იყო, რომელსაც მხოლოდ მოფერება და სითბო უნდოდა..
- მიყვარხარ და მეშინია რომ ერთ დღეს მოგბეზრდები და მიმატოვებ..
- არასოდეს გესმის? არასოდეს მიგატოვებ ლექსო. ასეთ სისულელეებზე არც კი იფიქრო..
- მართალი ხარ- ერთი ამოისუნთქა პირველმა და მთელი დარდი ამოაყოლა ამ გულიდან წამოსულ ოხვრას..
**
სამზარეულოში გაზქურასთან იდგა ქეთინო და ფიქრებში გართლი ურევდა წვნიანით სავსე ქვაბს.. მთელი ფიქრები მხოლოდ ანასაკენ იყო მიმართული. ყველაზე კარგდ ხვდებოდა რომ უკვე დრო იყო. უფრო სწორად გადაბიჯებული ქონდა იმ დროს როცა სიმართლე უნდა გაემხილა.. სხვა გზა არ რჩებოდა..
ახლა ნამდვილად უნდა ეთქვა.. როგორმე უნდა ეთქვა შვილისათის...
წამწამებზე ჯიუტად დაეკიდა ცრემლები და ტირილის შესაკავებლად ბაგეები დააშორა ერთმანეთს..
ახლაც ნათლად ახსოვდა როგორგ როგორ დაუძახა „დედა“... როგორ გადაგდა პირველი ნაბიჯი და პირველი დაცემის მერე როგორ იკრავდა გულში ქეთიონო საყვარელ ქალიშვილს. ყოველი თეთრად გათენებული ღამე ახსოვდა ქალს, როგორ შეეძლო დავიწყებოდა სიცხიანი შვილის გამო ცხარე ცრემლები. რომელსაც დაკარშვის ცრემლები ერქვა..
ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ხელით მოიწმინდა და ნაბიჯების ხმაზე კარისაკენ გატრიალდა..
- ანა? როდის მოხვედი დე- აცრემლებული თვალებით გახედა შვილს ქეთინომ და საკოცნელად გადაიხარა..
- ამ წამს, მოხდა რაიმე? შენ რა იტირე?
- არა, ხო იცი ჩემი ამბავი, ხახვი იყო ნამეტანი მწარე- მაშინვე იცრუა და შვილს დაჭრილ ხახვზე მიუთითა.
- გახსოვს ბებო როგორ გვასწავლიდა? წყალში ჩაყარეთ და ის ჯამი გვერდით დაიდგითო დედა..
- შენ არაფერი გავიწყდება არა? სიცილით მოეხვია ანას და ლოყაზე მაგრად აკოცა. არ მომიყვები სად იყავი?
- რატომაც არა, ყავას ხომ დალევ ?
ორი ფინჯანი წყალი სწრაფად ჩაასხა მდუღარაშ, ყავა და შაქარი დაუმატა და გაზქურაშე შემოდგა. სახიდან ღიმილი არ მოშორებია. აშკარა იყო ანა საოცრად ბედნიერი იყო. ახლა ამ ბედნიერების ჩაშხამება ნამდვილად არ გამოვიდოდა. როგორმე სხვა გეგმა უნდა შეემუშავებინა ქეთინოს ქმართან ერთად.
- მოკლედ, წუხელ მე და ნიკო საგურამოში ვიყავით ლექსოს სახლში, ხო იცი ლექსო და თეკო საირმეში გავუშვით და. ჩვენ იქეთ წავედით.
- ნიკო? შენ და ნიკო? ის ბიჭი აქ რომ მოვდა?
- კი დედა, ის ბიჭი აქ რომ მოვიდა. ჩვენ ერთად ვართ. მე ნიკო მიყვარს მას კი მე.
- ერთად ვართ რაღაცა ახალია? ჩემს დროს ასე არ იყო? ამ ერთად ყოფნაში რა იგულისხმება? ანა მისმინე..
- ოხ დედა, არასოდეს მაცდი რაიმეს ბოლომდე თქმას. დამშვიდდი ერთად ყოფნაში ის იგულისხმება რომ მე და ნიკო შეყვარებულები ვართ და ერთად ასე ვართ. ის რაც შენ გგონია, ანუ სექსი არ გვქონია..
- რა პირდაპირი ხარ შვილო, ხანდახან მაოცებ - თვალები გაუფართოვდა ქეთინოს და სახეზე სიწითლემ გადაკრა..
- ვიცი რომ ეს გადარდებს დედა,, მსგავსი რაც არც კი ყოფილა, დამშვიდდი . მაგრამ უფრო კარგი ამბავი მაქვს. ნიკომ წუხელ ცოლობა მთხოვა და მე დავთანხმდიი.
- რას ამბობ ანა? რას ამბობ? - შეშფოთებულმა წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა. ცოლობა გთხოვა? ესეიგი თხოვდები?
- დედა შენ რა არ გიხარია?
- მიხარია. დედიკო როგორ არ მიხარია. ვერ ვიჯერებ რომ ამხლა ხარ, მამაშენი გაგიჟდება. ჩემი დიდი გოგო.
- კიდევ უფრო მაგარს გეტყვი. ნიკომ საიდუმლო გამიმხილა და ლექსომაც ცოლობა სთხოვა თეკოს უნდათ რომ ჯვარი ერთად დავწიწეროთ დე. ხოდა კიდევ აუცილებლად მოვა ამ კვირაში ნიკო თქვენს გასაცნობად. დედა არ ჰყავს მის მშობიარობას გადაყვა, ამიტომ სავარაუდოდ მამაისთან და ლექსოსთან ერთად მოვა...
მაგრამ არც ერთი სიტყვა არ ესმოდა თ ქეთევანს. არც ერთი გარდა იმ სიტყვებისა რომ და-ძმა ერთ დღეს იწერდა ჯვარს. ერთ ეკლესიაში უნდა მდგარიყვენ. ერთი მამაო დალოცავდა მათ მომავალს და მათ სავალ გზას. არაფერი ესმოდა გარდა ისმისა რომ ანა უკვე ნახევრად არ იყო მისი შვილი. ანას მაგნიტივით იზიდავდა ნიკო და ნიკოსთან ერთად ლექსო..
**
გადაღლილი გადაწვა საწოლზე ლევანი და ცოლს გახედა. სოფონე მუდამ უსიტყვოდ უგებდა ლევანს..
წყალი არ გაუვიდოდა მისი გრძნობა ურყევი იყო ლევანის მიმართ, მაგრამ კაცი არასოდეს ყოფილა ერთგული სოფონესი...
ზურგზე აუცურა მოქნილი თიტები და მხრებზე კისერთან შეჩერდა. ცერა თიტებით ფრთხილად უკეთებდა მოსადუნებელ მასაჟს ქმარს და დროდადრო თავზე კოცნიდა..
- ნერვიულობ ალექსანდრეზე ? - მოულოდნელ კითხვაზე ლევანი შეცვა და გადმოტრიალდა..
- ის ჩემი შვილია სოფონე. როგორი უარგისი მამაც გინდა ვიყო, ის მაინც ჩემი შვილია და მიყვარს. მიუხედავად იმ ყველა დამპლობისა რაც გავუკეთე, და ახლაც შემიძლია გავუკეთო. ისე , რომ თვალი არ დავახამხამო სოფო, რატომ ვარ ასეთი? პირველად დაფიქრდა ამაზე ლევანი პირველად გაუელვა თავში ამ აზრმა რომ მას არავინ უყვარდა სოფონეც კი რომელმაც მის გამო რა არ გააკეთა..
- ლევან განერვიულებული ვარ, ასე როგორ ამბობ, მე ვიცი როგორ ძალიან გიყვარს ალექსანდრე, და როგორ განიცდი მასთან კამათს.. გინდა დაველაპარაკო? ვეტყვი რომ არასწორად მოიქცა..
- არა! არც გაბედო. მე თავად მოვაგვარებ მასთან საქმეს. არ მჭირდება შუამავალი ჩემსა და ჩემს შვილს შორის..
- შენ უკეთ იცი , მართლა არ მინდა ლექსოსთან ცუდი ურთიერთობა, მისმინე ხო იცი რომ ასიდან ოთხმოცდაათი პროცენტია იმის რომ ბიზნესი ლექსოს ხელში დარჩეს სამუდამოდ.
- გასაგებია, შენც ჩემნაირი ხარ სოფონე, ამიტომ არ გინდა ცუდი ურთიერთობა არა? მწრედ გამეცინებოდა ახლა, მაგრამ არც მეცინება. თავი მიჩმახებს მთელი დღეა..
- რა თქმა უნდა, აბა რა. მიდი დაისვენე და მერე მოვიფიქროთ რაიმე.. - მხურვალედ აკოცა ყელზე და პერანგის ღილები ფრთხილად გაუხსნა მამაკაცს..
*****
ესეც მეოთხე თავი. კიდევ ერთი თავი და დავასრულებ ბავშვებო.
უღრმესი მადლობა ძალიან მახარებს თქვენი საჩუქრები და შეტყობინებები..
მიყვარხართ ძალიან და გკოცნით ბევრს თქვენი თუკა..скачать dle 11.3




№1  offline წევრი nestanuka13

ძლივს მოვახერხე ყველა თავის წაკითხვა, არ ვიცი უმაგრესია და ველი დასაარულს, კაი ხანია ასეთი ისტორია არაფერი დაგიწერია ❤️❤️

 



№2 სტუმარი ცისია

სიამოვნებით წავიკითხავდი დასასრულს დღესვე

 



№3  offline ადმინი თუკა

nestanuka13
ძლივს მოვახერხე ყველა თავის წაკითხვა, არ ვიცი უმაგრესია და ველი დასაარულს, კაი ხანია ასეთი ისტორია არაფერი დაგიწერია ❤️❤️

დიდი დიდი მადლობა. დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ამიტომ ალბათ. ძლივს დავასრულე ესეც.. :((( დრო მჭედავს ძალიან

ცისია
სიამოვნებით წავიკითხავდი დასასრულს დღესვე

ცისია დასასრული ხვალ იქნება საყვარელო
heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№4 აქტიური მკითხველი Anuki96

მიყვარს ეს ისტორია მიყვარს ♡♡♡

 



№5  offline ადმინი თუკა

Anuki96
მიყვარს ეს ისტორია მიყვარს ♡♡♡

ანუკი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№6  offline წევრი გეგე მარიშკა

მაგარი ხარ <3

 



№7 აქტიური მკითხველი Anuki96

თუკა
Anuki96
მიყვარს ეს ისტორია მიყვარს ♡♡♡

ანუკი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes

რომ დასრულდება მერე რა ვქნა. ისე ამას რომ დაასრულებ კიდევ უნდა დაიკარგო თუ შემცვლელიც გაქვს დაწერილი ჰა?

 



№8  offline ადმინი თუკა

Anuki96
თუკა
Anuki96
მიყვარს ეს ისტორია მიყვარს ♡♡♡

ანუკი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes

რომ დასრულდება მერე რა ვქნა. ისე ამას რომ დაასრულებ კიდევ უნდა დაიკარგო თუ შემცვლელიც გაქვს დაწერილი ჰა?

ანუკი ვწერ უკვე ახალს და ვეცდები მალე დავწერო და დიდხანს არ დავიკარგო..

გეგე მარიშკა
მაგარი ხარ <3

მადლობაა heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№9 აქტიური მკითხველი Anuki96

[quote=თუკა][quote=Anuki96][quote=თუკა][quote=Anuki96]მიყვარს ეს ისტორია მიყვარს ♡♡♡[/quote]
ანუკი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes[/quote]
რომ დასრულდება მერე რა ვქნა. ისე ამას რომ დაასრულებ კიდევ უნდა დაიკარგო თუ შემცვლელიც გაქვს დაწერილი ჰა?[/quote]
ანუკი ვწერ უკვე ახალს და ვეცდები მალე დავწერო და დიდხანს არ დავიკარგო..
რა კარგიაააა ♡♡♡

 



№10  offline წევრი BidBif

ძალიან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის❤❤
უმაგრესი ისტორიაა და კარგია რო მალე დადებ შემდეგ თავს❤❤ მიყვარხარ❤❤❤

 



№11  offline წევრი Sopo-sopo

ერთი ეს სოფონე გავწიწკნო თავის ლევანიანა რაა.....

 



№12  offline ადმინი თუკა

BidBif
ძალიან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის❤❤
უმაგრესი ისტორიაა და კარგია რო მალე დადებ შემდეგ თავს❤❤ მიყვარხარ❤❤❤

დიდი დიდი მადლობააა. მალე დავდებ ახალს.
Sopo-sopo
ერთი ეს სოფონე გავწიწკნო თავის ლევანიანა რაა.....

გავწიწკოთ ერთად. წავიდეთ.
--------------------
4love.ge

 



№13 სტუმარი ცისია

თუკა
nestanuka13
ძლივს მოვახერხე ყველა თავის წაკითხვა, არ ვიცი უმაგრესია და ველი დასაარულს, კაი ხანია ასეთი ისტორია არაფერი დაგიწერია ❤️❤️

დიდი დიდი მადლობა. დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ამიტომ ალბათ. ძლივს დავასრულე ესეც.. :((( დრო მჭედავს ძალიან

ცისია
სიამოვნებით წავიკითხავდი დასასრულს დღესვე

ცისია დასასრული ხვალ იქნება საყვარელო
heart_eyes heart_eyes


ველოდები

 



№14  offline წევრი dafna

გამარჯობათ მეგობრებო, უშედეგოდ ვეძებ ისტორიას რომელიც რადენიმე წლის წინ წავკითხე ამ საიტზე და იქნებ თქვენი დახმარებით მაინც ვიპოვო, შინაარსი დაახლოებით შემდეგნაირია : ბიჭი მოიტაცებს გოგოს და რამდენიმე დღე სახლში ყავს გამოკეიტილი (ეს ბიჭი ადვოკატია და ყავს ძაღლი თუ სწორად მახსოვს ) მერე სადღაც ოჯახში წაიყვანს და დიდი ხანია ფინანსურად, უანგაროოდ ეხმარება ეს ბიჭი ამ ოჯახს, მოკლედ თავიდან აგრესიითაა გოგო განწყობილი თუმცა საბოლოოდ უყვარდება ეს ბიჭი. გამახარებთ თუ მაპოვნინებთ ამ ისტორიას ძალიან მინდა ჩემ პატარა დას წავაკითხო ^_^ მადლობა წინასწარ <3.
ps. თუკა რამდენიმე თქვენი ისტორია წაკიტხული მაქვს და ძალიან მომწონს <3 იმედია არ მიწყენთ ამ პოსტს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent