შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

თეთრი პლუმერია ( თავი 5 ) დასასრული


19-09-2017, 14:27
ავტორი თუკა
ნანახია 2 653

თეთრი პლუმერია ( თავი 5 ) დასასრული

გაბადრული სახით იდგა ლექსო ზღურბლზე და ზარის ღილაკს გამუდმებით აჭერდა თითს..
- უყურეთ ერთი ვინ მოსულა, ბებოს ვაჟკაცი და სიამაყე, მომცრო ტანის ქალი გახარებული გაიძახოდა და ლექსოს შიგნით ექაჩებოდა..
- ბებო, როგორ ხარ? როგორ შევრცხვი შენთან არა? ვეღარ მოვედი თქვენამდე..
- არაუშავს ბებია, რა მოხდა. მე სულ გელოდები ხომ იცი. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ. აამიტომ აარ გიწყრები..
- მარტო ხარ ბებო? დეიდა და ბავშვები სად არიან?
- მაღაზიაში ჩავიდნენ, აგერ სადაცაა მოვლენ უკვე, შენ მშიერი იქნები, სახეზე გეტყობა. წამოდი წამოდი. ახლახანს მორჩა დეიდაშენი ტოლმის გაკეთებას, ხომ ვიცი რომ გიყვარს
- რა იცი რომ მიყვარს ბებო?
- პატარა რომ იყავი ხომ გიყვარდა, ხოდა ახლაც გეყვარება ბებიაშენი დაბერდა თორემ, ისე არაფერი დავიწყებია ალექსანდრე.. თანაც რისი ტოლმაა ხომ იცი, ღიმილით გახედა ლექსოს და ფეხზე წამოაყენა.
- ვაზის ფოთლის? შანსი არააა, ესეც გახსოვს? მაგარიაა, აუუ როგორ მომენატრა, ბოლოს როდის ვჭამე არც კი მახსოვს...
- ხოდა წამოდი და ვისადილოთ. ოხ აგერ მოვიდნენ ესენიც. გახარებულმა ანიშნა გაბმულ ზარზე და ლასლასით გაუყვა დერეფანს..
მაგიდის გარშემო მთელი ოჯახი იყო შეკრებილი..
გაფაციცებით აკვირდებოდა დათო ალექსანდრეს და აშკარა იყო ბიჭს ეს სულაც არ მოსწონდა..
ჩანგალი უხმუროდ დადო თეფშზე და ბიძას გახედა..
- ბატონო დავით, მგონი უკვე საკმაო ხანია მაკვირდებით და ასე მგონია შემისწავლეთ. თუ რაიმეს კითხვა გინდათ პირდაპირ მკითხეთ..
- მე? არა შვილო რას ამბობ.
- დათო... მაშინვე დაუტია ცოლმა და ფეხი გაკრა მაგიდის ქვეშიდან.
- კარგი გაკვირდებოდი. იმდენი წელიწადი გავიდა და პირველად გნახე. არც კი მეჯერება რომ შენ ხარ. ისევ ის ბავშური სახე და ნაკვთები გაქვს შერჩენილი. იერით ისე წააგავხარ დედაშენს..
- სალომეს? არა , დათო. ლექსო არ გავს სალომეს. ლექსო უფრო პაპამისს ჰგავს გიორგის. აი ერთადერთი რაც დედისგან გამოყვა ეს ხელებია. ისეთივე ნატიფი და მოქნილი როგორიც სალომეს ჰქონდა..
- მისმინეთ. ახლა არ გვინდა ამაზე. მე კარგი ამბებით მოვედი თქვენთან. ხვალ დიდი ზეიმი მაქვს, მოკლედ მე ვარქმევ ასე თორემ. -ღიმილით გახედა ბებიას და ხელზე ხელი დაადო. ორი უდიდესი საქმე უნდა ავღნიშნო. ერთი ის რომ ახალ ბაზარზე გავდივარ და მეორე ცოლი მომყავს. მინდა რომ ყველანი მოხვიდეთ და ჩემი საცოლე გაგაცნოთ ..
- რას ამბობ ბებია, ცოლი მოგყავს. როგორ გაზრდილა ჩემი ბიჭი, ჩემი მტირალა ლექსო..
- დედა, ახლა ეს რა მოფერებაა. რა არის ეს მტირლა. კაცს ცოლი მოყავს. ესეიგი უკვე კაცია, მტირალა აღარ შეშვენის..
- დეიდა- ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ,საოცრებაა იმ ადამიანის პოვნა ვინც შენი ნახევარია.. ხვალ ხომ მოხვალთ?
- ალექსანდრე, კარგად გაიგე რასაც გეტყვი შევილო - დინჯად დაიწყო დათომ და ცოლს ანიშნა მაცადეო. ხომ იცი მამაშენს ჩვენ გულზე არ ვეხატებით . ჩვენი იქ გამოჩენა უარესი იქნება შენთვის და ჩვენთვისაც. უმჯობესია ჩვენ სახლში დავრჩეთ.აგერ ნინი და თოკო წამოვნელ. მაინც ახალგაზრდები არიან და რაც მთავარია მათ ვერ იცნობს ლევანი. შენი საცოლე კი მოიყვანე ჩვენთან და ისე გაგვაცანი, დამიჯერე საუკეთესო სუფრით დავხვდებით შენს რჩეულს.
- დათო მართალია ლექსო. არ გეწყინოს. ბავშვები წამოვლენ. ასე ჯობია, ახლა არაა ის დრო რომ პრობლემები შევქმნათ .
- კი მაგრამ, თქვენც ხომ ჩემი ოჯახი ხართ.
- რა თქმა უნდა ვართ, მაგრამ დამიჯერე ასე ჯობია.. ვიცი რომ კარგად ხვდები რასაც გეუბნები შვილო. არ ღირს. ამისი დროც მოვა როდესაც ყველანი ერთად დავდგებით ერთ მხარეს ..
- კარგით თანახმა ვარ, სხვა გზას არ მიტოვებთ თქვენ მე თორემ - მხრები აიწურა ლექსომ და მაგიდასთან მსხდომთ გაუღიმა..
**
დიდი წარმატება იყო ალექსანდრესათვის ასეთი პარტნიორის ყოლა. მთელი ღამე ადგილი ვერ იპოვა რომ მოესვენა. დილით კი ნერვიულობის ნიადაგზე ადრიანად გაახილა თვალები. გარეთ საშინლად ყინავდა..სპორტულები ამოიცვა და აივანზე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გავიდა.. სადღაც შორს ერთ წერტილში გაუშტერდა მზერა და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა...
უყვარდა. მთელი გულით და სხეულით უყვარდა..
მთელი ოცდაათი წლის მანძილზე პირველად უყვარდა ასე გიჟურად. აი რა იყო ნამდვილი გრძნობა. როცა გულსაც და სხეულსაც ერთი ადამიანი სურდაა. შეეძლო ხმამაღლა ეყვირა რომ უზომოდ იყო შეყვარებული, ყველაზე ლამაზ და ყველას ბავშურ ქალზე.. რომელიც უპირობოდ მიენდო ლექსოს. ისე მიენდო რომ არაფერი უკითხავს მისთვის ზედმეტი. ისე გადადგა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯი. მოსაცმელის ელვა ბოლომდე ასწია და ნიკაპი შიგნით ჩამალა.. მოყინულ ეზოს გადახედა და მისი თვალები ამ წუთებში კიდევ უფრო მწვანე და კაშკაშა იყო თეთრ ფონზე..
დარბაზში ორნი შემოვიდნენ ერთად. ერთს ტანზე შემოკრული მოკლე მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა, მეორეს კი შავი ატლასისაგან შემნილი მშვენება.. რომელიც იატაკზე დასთრევდა და ცოტა სიარულსაც კი უშლიდა.. გაოცებული და ვნებას ატანილი უყურებდა ალექსანდრე პირველი საყვარელი ქალის ფეხებს, მერე ბოღმით და ეჭვებით გატენილმა მოავლო თვალი დარბაზს. მაშნვე გოგონებისაკენ დაიძრა და მათი კავალერობა ითავა..
- ეს თქვენი მაგიდაა, აქ იყავით. ვნახავ ბიჭები სად არიან და ახლავე მოვალ- აჟიტირებულმა უთხრა გოგონებს და აივნისაკენ აიღო გეზი და გზად მიმავალმა „ ოფიციანტს“ ანიშნა გოგონებს შამპანიური მიუტანეო..
გვერდიგვერ იდგნენ ყველანი. ბედნიერი სახით და აცრემლებული თვალებით უყურებდა დეიდაშვილს ნინო და ძმას მაგრად უჭერდა მკლავზე ხელს. ეამაყებოდა რომ ეს მისი ნაწილი იყო, მისი სისხლი და ხორცი...
- ჩემი ბიჭია ეს - ამაყად ჩაილაპრაკა თეკლამ და ნერვიულობისაგან ტუჩი კბილებს შორის დაიქცია.
- გავიგეთ - მაშინვე გამოაჯავრა ვანომ და ანას ხელი შემოხვია მხარზე.. საუკეთესოა, ჩვენი ძმა საუკეთესო ადამიანია და მეამაყება რომ ჩემი ძმაა.
- იცით რატომ უნდოდა ამ პროექტის ასე ძალიან განხორციელება? რატომ იწვალა ამისთვის? შემოსული თანხის 20 % ბავშვთა სახლებს უნდა გადაურიცხოს. ამის გამო თვეები იბრძოდა და როგორც იქნა მიაღწია შედეგს, ასეთი დაუღალავი ადამიანი მეორე არ შემხვედრია - საზოგადოებას მოავლო თვალი ნიკომ და ანას თავზე აკოცა..
- დღეს მაგარი დღეა ხალხოო. ყველაზე მაგარი.. და რაც მთავარიაა ყველანი ერთად ვართ. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ, აგერ ნინო და თორნიკეც შემოგვემატნენ და უფრო გავიზარდეთ ..
- კარგი ახლა მომასმენინე ვანო, რას გაილექსები ხოლმე. ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს? ხელებს ვერ იმორჩილებს ჩემი სიყვარული, პატარა თითები პირზე აიფარა თეკლამ და თვალები აუწყლიანდა. ახლა სიტყვით გამოვა და ხმა არ გაიღოთ არც ერთმა - თითი დაუქნია მეგობრებს და ნერვიულად გაიღიმა..
შუბლი დაცვარვოდა განცდებისაგან ლექსოს. ჯიბეში მოთავსებულ ცალ ხელს ნერვიულად ათამაშებდა და ცდილობდა სხეულში გამჯდარი ცახცახი შეეჩერებინა.. გადაჭედილ დარბაზს თვალი მოავლო და მზერა საყვარელ ქალზე შეაჩერდა.. იცოდა რომ მისი გული და სული ახლა მხოლოდ ლექსოს მიმართ იყო მიმართული.
ახლა უნდა ყოფილიყო გამბედავი და როგორმე ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა..
როგორმე უნდა მიეღწია წარმატებისათვის..
ნერვიულობდა ისე როგორც არასოდეს. ყველაზე საპასუხისმგებლო იყო ეს ლექსოსასთვის..
ბოლოს ასე ძალიან დიდი ხნის წინათ ინერვიულა, როცა დედამ პირველ კლასში მიიყვანა და უთხრა რომ „ არ ეტირა, რომ ის კაცი იყო, და კაცებს სკოლაში ტირილი არ შვენოდათ. პირდებოდა რომ სკოლის ეზოში მოუთმენლად დაელოდებოდა დედა“.. თვალებში ნერვიულობისაგან ცრემლი მოადგა და მაგრად დახუჭა მათ გასაქრობად. ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ენერგიით მოკრებილი წარსდგა ხალხის წინაშე...
ტაშმა იხუვლა.
არავინ იცოდა ლექსოს ამ კეთილი საქმის შესახებ, ყველა თანამშრომლისათვის მოულოდნელი იყო მისი გადაწყვეტილება.. უამრავი აცრემლებული და სიხარულისაგან გულაჩქარებული ადამიანი იდგა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ...
წარმატების ჩაამთავრა სიტყვა ლექსომ და თავი დაუკრა დარბაზში შეკრებილთ ..
თითქოს ერთიანად მოეშვა ზურგიდან ტვირთი, რაღაც საოცარ შვებას გრძნობდა, ძლიერი ხელები სუსტ წელზე შემოხვია თეკლას და უმალ იგრძნო მისი სხეულის საოცარი სურნელი.. რომელსაც სიყვარულის სურნელი ერქვა..
აჟღერებულ ჰანგებზე სხეული ნელა ააყოლა თეკლამ და ბედნიერმა ჩახედა ლექსოს თვალებში..
- მიყვარხარ იცი? შენსავით არავინ მყვარებია..ვიცი რომ ასეთი ლამაზი და ნაზი ჩემთის გაჩნდი ქვეყანაზე თეკლა.. მინდა რომ დღის ბოლოს ჩვენი ნიშნობის შესახებ გამოვაცხადოთ. ყველანი აქ არიან, ვინც მინდა რომ გაიგოს როგორი ბედნიერი ვარ..
- ლექსო, იქნება ადრეა..
- არ არსებობს ადრე როცა გიყვარს. აღარ შემიძლია უშენოდ, მინდა რომ ერთად დავიძინოთ და გავიღვიძოთ თეკლა... მინდა რომ სულ ჩემი იყო. ყოველ საღამოს შენი ლამაზი პაწია თვალები დავინახო..
- ამატირებ ახლა და მაკიაჟი გამიფუჭდება, არადა რამდენი იწვალა ნუცამ.. მიყვარხარ და სულ მეყვარები.. ფეხის წვრებზე აიწია გოგონა და ნაზად შეახო ტუჩები ოდნავ წამოზრდილ წვერზე...
ალექსანდრეს ხელებში როგორც ქარიქს აყოლილი ლერწამი ისე ცეკვავდა თეკლა და გამბედაობა თანდათან ემატებოდა. ძლიერი დასაყრდენის იმედზე არაფრის ეშინოდა..
ნაზად გადაიწვინა მკლავზე და საკოცნელად დახრილი შედგა.ერთიანად მოჭრა თვალი თეკლას მკერდზე ამაყად მოთავსებულმა ყელსაბამმა. სისხლი გაეყინა ძარღვებში ალექსანდრეს , მიწა გემოეცალა ფეხქვეშ. სწრაფად გასწორდა თეკლა და ლექსოს გაოცებულმა შეხედა , ვერაფრით ხვდებოდა რა ხდებოდა.
- ლექსო ცუდად ხარ ?- ოდნავ გაბედა ხელი მოეკიდა მკლავზე რომ სწრაფმა რეაგირებამ უარესად შოკში ჩააგდო თეკლა.
- შეუძლებელია. ეს წარმოუდგენელია. შეცდომაა - თლილი თითები პირზე აიფარა , სწრაფად ჩაავლო ორივე ხელი მხრებში თეკლას და მთელი ძალით შეანჯღრია.. ეს რა გავაკეთე... მთელი ცხოვრება დაგიმახინჯე. ეს რა გავაკეთე... ინერციისაგან დაბარბაცდა თეკლა და ზურგით მოცეკვავე ანას და ნიკას დაეჯახა..
- რა ხდება ლექსო? - მაშინვე მიხვდა ნიკო რომ რარაც წესრიგში არ იყო.. ცრემლი უწყვეტად სდიოდა ალექსანდრე პირველს. პირველად ურცხვად ტიროდა ამხელა საზოგადოების წინაშე, ძლიერად შეეკრა მუშტები და გაშტერებული მზერით უყურებდა თეკლას. გვერდით მდგარ პატარას მაგიდას ხელები აარტყა და შამპანიურით სავსე ჭიქებიანად გადაატრიალა...
- არ გამომყვეთ !- არც ერთი !- მთელი ხმით იღრიალა და სირბილით გავარდა დარბაზიდან.
გაოცებული იდგა ერთ ადგილას თეკლა და მთელი ძალით იკრავდა გულში ანა.. ხვდებოდა რომ რაღაც წესრიგში არ იყო, მაგრამ ეს ანას სიტყვების ბრალი სრულებით არ იყო.. ინტერესით გასწია დაქალი განზე , დაეჭვებული დააკვირდა სახეზე და ტანზე. მთელი ძალით მიიკრა მკერდზე და გასასვლელისაკენ წაიყვანა. ნიკოს ანიშნა დამირეკე მოგვიანებითო და კარში გაუჩინარდა..
გაყინულ მიწაზე მუხლებმოკეცილი დაეცა ლექსო და ტკივილის შესაჩერებლად გულზე მთელი ძალით იჭერდა ხელს, ტკივილისაგან თვალებზე თითქოს ლიბრი ჰქონდა გადაკრული, უწვეტ ნაკადად სდიოდა ცრემლები და ნიკაპე იკვრებოდა.
- ეს რატომ გამიკეთე დედა? - მთელი ხმით ამოიხავლა და ხელები საფლავის დათოვლილ მიწას დაარტყა. ეს რატომ გამიკეთე დედაა?? რატომ, მითხარი, ასე რატომ გამწირე. მეგონა შენ, შენ მაინც მეხმარებოდი . ესე როგორ მომექეცი. - გამწარებული ბღაოდა აცახცახებულ ხელებს ურტყავდა მიწას. მითხარი ახლა რა გავაკეთო? ახლა როგორ შევხედო თვალებში, რა ვუთხრა? მე ვარ შენი ძმა რომელიც გეძებდა-თქო? როგორ ვუთხრა დედა. მეგონა შენი სკვდილის მერე მე და შენ უფრო დავახლოვდით. მაგრამ შენ ყველაზე მეტად გამწირე დედა.. სული მტკივა გესმის? შენს შვილს სული სტკივაა, ერთხელ მამამ მომკლა როდესაც შენი ამბავი გავიგე და ახლა შენ მომკალი დედა.
ნერვიულად გაიქნია თავი , მთელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. ფეხების თრევით ძალა გამოცლილი გავიდა სასაფლაოდან და მანქანა გიჟივით მოწყვიტა ადგილს..

შუა ეზოში იდგა ლექსო და ხელებს მთელი ძალით იჭერდა თავზე.. გამწარებული ყვიროდა. უნდოდა როგორმე ამ ტკივილისა და დანაშაულის გრძნობისაგან დაცლილიყოო.
მზერა სათბურისაკენ გაექცა..
სწრაფად წამოხტა ფეხზე და ავტოფარეხიდან ბენზინით სავსე ჭურჭელი გამოიტანა და სათბურში გიჟივით შევარდა... წიხლების რტყმით გადათელა ყვავილები... არაადამიანურ ხმაზე ბღაოდა და გაავებული ლეწავდა ყვავილის ქოთნებს..
- ლექსო, ლექსო. მოიცა, მოიცაა ძმაო რას აკეთებ? შეშინებულმა სტაცა ხელი ნიკომ და ბენზინის ბოთლი ხელიდან გააგდებინა..
- გამიშვი ნიკოო- გამიშვი.. ადამიანად არ ვვარგივარ. აზრი არ აქვს ჩემნაირი კაცის სიცოცხლეს...
- რაა მოხდა ძმაო. მითხარი.. მიწაზე დაცემულ ლექსოს გვერდით მიუჯდა ვანო და შუბლზე ჩამოწოლილი თმა გაუსწორა..
- ეს რა გავეკთე, მთელი ჩემი დაბადება და არსებობა ერთი დიდი დანაშაულია, მე რომ არა ანისიას არ გააშვილებდნენ, და მეცოდინებოდა ვინაა ჩემი და. ამ საშვილიშვილო ცოდვას არ ჩავიდენდი. ...
- მორჩი გლოვას და აეთრიე ფეხზე - ნერვიულად დასძახა ძმაკაცს ნიკომ და ვანოს ანიშნა ფეხზე წამომაყენებინეო.. შემომხედე, თვალებში შემომხედე... როდისმე მიგვიტოვებიხარ? არ არსებობს მიზეზი რის გამოც შენს არასებობას ვინანებთ .
- არც მაშინ თუ გაიგებთ რომ ქალი რომელზეც კინაღამ ვიქორწინე ჩემი დაა??? არც მაშინ?- ნერვიულად მოისრისა შუბლი და გვერდით მდგარ აყვავებულ ქოთანს წიხლი წაარტყა..
- რა? თეკლა? თეკლა შენი და??? რას ბოდავ ადამიანო. შენ ხო არ დალიე. საიდან მოიტანე ეს სისულელე. ამ თავში ტვინი გამოგელია? ფრთხილად წამოაარტყა ძმაკაცს და სათბურიდან ხელის კვრით გააგდო გარეთ. ჰაერზე იყავი , იქნება გონს მოხვიდე და თქვა ეს მორიგი სირობა საიდან მოიგონე... რა გაგახსენდა ასე უეცრად?
- მისმინეთ რაა!- გამწარებულმა იღრიალა და ვანოს ხელი გააშვებინა. ყელსაბამი რომლითაც ჩემს დას ვეძებდი , თეკლას ეკეთა დღეს. სულ მახსოვდა ეს ყელსაბამი მახსოვდა... პირველად საირმეში ვნახე. საირმეში ეკეთა იმ დღეს უკან რომ დამედევნა..
- შანსი არაა, ასე არ ხდება ძმაო. უფალი ასე როგორ გაგვწირავდა..
- მაგრამ გამწირა.. ცხოვებაში ასეთ არაკაცი არ ვყოფილვარ. ვერ ვეტყვი გესმის? ვერ ვეტყვი რომ ჩემი დააა. არ მეყოფა ამისი ძალა, ამ ტკივილს ვერ გადავიტან.ასე ვერ ვატკენ, შეუძლებელია.
- თავი სიზმარში მგონია და ვიცდი როგორმე რომ გამოვფხიზლდე. ეს რა დღეში ვართ ძმაო. ხელები ერთმანეთზე დაარტყა ნიკომ და ამღვრეული თვალებით გახედა ვანოს..
ის ღამე კოშმარულ სიზმარსს გავდა.
თეთრად დაათენდათ თავზე. საწოლზე იჯდა მობუზული თეკლა და თვალებიდან ცრემლი არ შორდებოდა.. მეორე კუთხეში მიმჯდარ ანას ისევე სტკიოდა გული როგორც მის დაქალს.. ნაზად კოცნიდა ხელებზე და დროდადრო გულზე იკრავდა..
- ასეთი რა გავაკეთე? ანა, რა გავაკეთე? მითხრა მენდეო და ვენდე. მითხრა რომ ვუყვარდი და ქორწილის გამოცხადება უნდოდა საღამოდ. მაგრამ არ ვიცი რა მოხდა გესმის?
- მართლა ვერ ვხვდები, ცეკვავდით. ჩვენ თქვენს უკან. ისეთი ბედნიერი იყო, ისე გიყურებდა. მერე ბოლოს ვერაფერი გავიგე..
- არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ახლა რა გავაკეთო. რომ მიმატოვოს? ანა რომ მიმატოვოს? ორსულად ვარ, ეს ბავშვი მარტომ გავზარდო? რა ვუთხრა მამაშენმა ისე მიგვატოვე რომ შენზე არც კი იცოდა თქო?
- ორსულად ხარ? თეკლა, კი მაგრამ, რატომ არ მითხარი.
- იქ მისვლამდე გავიგე, მინდოდა პირველი მისთვის მეხარებინა.
- დამიჯერე გაახარებ, დამიჯერე.. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ რაღაც სერიოზულია. არც ნიკო მირეკავს. ისე მეშინია დარეკვასაც ვერ ვბედავ.
ათი ხდებოდა აკაკიმ ფრთხილად რომ შეაღვიძა ანა და ნიკო მოვიდა შენთანო ჩუმად უჩურჩულა..
სწრაფად მოიცვა ხალათი ანამ და სამზარეულოში გავიდა..
- ნიკო , მოვკვდით წუხელ ნერვიულობით , რა ხდება? ლექსო როგორაა? შემეშინდა დამერეკა..
- ძალიან ცუდად ანა. ამაზე ცუდად ვერ იქნება. მაგრამ ახლა რასაც გეტყვი თეკლამ არაფერი არ უნდა გაიგოს.
- ნიკო მაშინებ, რა ხდება? ამიხსენი, ასე უეცრად რა დაემართა? არ მითხარი ცოლობა სთხოვაო?
- ლექსო მიდის საქართველოდან. და სავარაუდოდ არასოდეს დაბრუნდება..არ მკითხო რატომ, არ შემიძლია მიზეზს ვერ გეტყვი...
- რას ქვია მიდის? ნორმალურია? ამ გოგოს აქ ცოცხალ-მკვდარს მე მიტოვებს? იცის მაინც როგორ იყო წუხელ? სულით დაეცა ნიკო. თეკლა არასოდეს მინახავს ასეთი..
- მისთისაც ასე ჯობია ანა, ძალიან მტკივა თავი მართლა. ახსნის ნერვები არ დამრჩა. აბა მე მკითხე, ამხელა მთასავით კაცი ხელებში ჩაგვაკვდა ლამის, მთელი სახლი დაამტვრია გოგო, უნდა ნახო ხელები რას უგავს. დასერილი და დასისხლულია.. დროზე მივუსწარით. ყველაფერს წვავდა ანა! - ხმა გაუმკაცრდა და მის წინ დადგმულ უშაქრო ყავას დახედა.
- თეკლა ორსულადაა.- ძლივს გადააბა სიტყვები ერთანეთზე და მალული მზერა გააპარა ნიკოსკენ.
- ესღა გვაკლდა. შანსი არაა. არ არსებობს. ლექსომ ეს რომ გაიგოს ზუსტად ვიცი საბოლოოდ შეირყევა..
- ნუ ლაპარაკობ მის ნაცვლად.ლექსოს უყვარს ბავშვები და თანაც ისე ეძებს ეგ დას, ამ ბავშვის წინააღმდეგი არ იქნება..
- მორჩი ბოდვას! საკმარისია. ეს ბავშვი არ გაჩნდებაა, მე ვიზრუნებ ამაზე.
- ნიკოო ! -ცხოველი ხარ? გაავებულმა უყვირა ბიჭს და პატარა ხელი მაგიდაზე დაურტყა, ჩემს დაქალს არ გაეკარო თორემ ცხოვრებაში ვერ მნახავ.
- მორჩი ანა მორჩი. ეს ბავშვი არ გაჩნდება თქო. საბოლოოდ შეიშალე? თეკლა ლექსოს დააა. სად გაგონია და ძმისგან აჩენდეს შვილს.
- რა? რას ამბობ ნიკო, თქვენ ხომ არ გადაირიეთ, რა ლექსოს დაა?
- მართლა ძაან ცუდად ვარ, გეფიცები მაგრამ ვიცი თუ არ აგიხსენი არ შემეშვები. ლექსო დას ყელსაბამით ეძებდა, რარაც ყვავილებია არ მახსოვს და მედალიონს ასე „ა“ აქვს ამოტვიფრული. გუშინ ცეკვის დროს ეს ყელსაბამი თეკლას ეკეთა ანა. ისედაც ვიცოდით რომ გოგონას სახელი და გვარი შეუცვალეს. ანა ნუ მალაპარაკებ ამდენს. უკან უნდა დავბრუნდე ლექსოსთან. იცოდე თეკლასთან სიტყვა არ დაგცდეს. დამიჯერე დაარწმუნე ბავშვი მოიშოროს..
- კარგი, გპირდები დავარწმუნებ. ზლუქუნით წამოდგა ფეხზე და გასასვლელის კარები ნელა დაკეტა.
**
სახლისკენ მიდიოდა და უკან ხმის ამოუღებლად მიყვებოდნენ ბიჭები. ფეხებში მიწა ეცლებოდა. როგორ უნდოდა ახლა გვერდით ყოლოდა ადამიანი რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა მაგრამ არ შეეძლო.
ყელში ნერვიულად წაუჭირა ხელები ძლიერმა ტკივილმა და ადგილზე შედგა. მერე თავიდან მოიკრიბა ძალა . ბაგეები ერთმანეთს დააშორა რომ ცივი ჰაერი ფილტვებამდე მალე ჩაეშვა. ქურთუკის კაპიშოუნი თავიდან გადაიძრო და თოვლის ფანტელების ფონზე უფრო მეტად მოკაშკაშე და მწვანე თვალები დაანახა ბუნებას..
გაყინული თითები მოიფშვნიტა და ჯიბეებში ჩამალა..
მიდიოდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ფეხებქვეშ მიწა უნდობლად ეცლებოდა, ტკივილი და ბრაზი სხეულშ უგუბდებოდა და მთელი ძალით ამოფრქვევას ლამობდა..
მტელი ამდენი ხნის ნაწვალები ძიება სტკიოდა. ყველა ცრემლი და განცდა რომელიც თან ახლდა. სტკიოდა რომ ასე მწარედ დაისაჯა თავისი სიკეთის გამო....
გაშტერებული მზერით შეაღო სახლის კარები და მისაღებიდან სიცილის ხმაზე სისხლი აუდუღდა სხეულში. ძარღვებიდან გადმოხეთქა როგორც გაფაფხულის პირას მთიდან დაშვებულმა მდინარემ და კალაპოტი გამოანგრია...
შუაგულ ოთახში მათ წინ დადგა და თვალი თვალში გაუყარა მამას..
- ლექსო რა მოხდა ბებო, მაშინვე ზედ მივარდა თამარი შვილიშვილს, დასისხლიანებული ხელებისა და ჩაწითებული თვალების დაახვაზე..
- ადამიანი მოვკალი !- გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და კბილებს მთელი ძალით დააჭირა..
- ადამიანი მოკალი? ალექსანდე რას ამბობ, ვინ მოკლი?- დამფრთხალი მივარდა შვილს ლევანი და მკლავში სტაცა ხელი..
- ალექსანდრე პირველი მოვკალი , ბატონო ლევან. გეცნობათ ეს სახლი და გვარი?
- რამე მოწია ამან?- ხელი ჰაერში აიქნია და ბიჭებს გახედა. ორივემ თავი დახარა და უარის ნიშნად გააქნიეს თავი..
- რა იყო არ გეცნობა? უფრო სწორად შენ მოკალი. შენი შვილი , შენი ერთადერთი შვილი მოკალი, ბატონო ლევან...
- რას ბოდავ ბიჭო, ნერვებდაგლეჯილმა დაუტია და დასაჯდომდ გაემართა რომ ლექსოს სიტყვებზე ადგილზე გაიყინა.
- შენ პირველად მაშინ გამიმეტე სიკვდილისთვის დედაჩემი რომ მოაკვლევინე. მეორედ მაშინ როცა ჩემი და დააშვილე. განა მკვდრები ცოცხლობენ? ამხელა ტკივილის მერე ცოცხლობენ ადამიანები მამა? ასეთი რა დაგიშავეთ? ასე როგორ გამწირეთ?
- რას ბოდავ!
- საკმარისიააა. დივნის წინ მდგარ პატარა მაგიდას მთელი ძალით აარტყა წიხლი და გვერდით გადააგდო. საკმარისია გაიგე? ოცდაოთხი წელიადი მიყურებდი და მატყუებდი, დედა როგორ მომიკალი? საკუთარი ცოლი როგორ მოკალი? შენი სისხლი და ხორცი როგორ გააშვილე, შენ რა კაცი ხარ, შენ რა ადამიანი ხარ. ასეთი რამ გაგაჩინა... დედაჩემი რატომ მოაკვლევინე , რა იცოდა ასეთი? რის გამო მოიშორეთ დედაჩემი? ლაჩარი ხარ, არაკაციი-- გამწარებული ღრიალებდა ლექსო და იატაკზე ყრიდა ყველაფერს რაც კი ხელში ხვდებოდა.. შენ, შენ იცოდიი როგორ მიყვარდა დედაა- მოგკლავ გაიგე? მოგკლავვ.- გონებადაბინდული მივარდა და ორივე ხელი ყელში წუჭირა ლევანს.. მითხარი ,ოდესმე გიყვარდა? ან დედა ან მე? ანისიაზე არაფერს ვამბობ, ოდესმე ვინმე გყვარებია ფულის გარდა? არაკაცი ხარ.. არაკაცი რომელსაც იმის ძალაც არ ყოფნის რომ სიმართლე აღიაროს...
- ხელებზე მაგრად ჩაჭიდა ნერვიულობისაგან ძარღვებდაჭიმული უკვე ასაკშიშეპარული ხელები და შვილს თვალებში ჩააშტერდა - დიახ, მე მიყვარდა დედაშენი, მაგრამ ისიც შენსავით იმაზე მეტს იგებდა ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ იძულებული გავხდი რომ მომეკლა. სხვა გზა არ მქონდა ,მისი ახირებების გამო ციხეში ვერ წავიდოდი. სიმართლე გაიგო, იცოდა რომ ადამიანი შემომაკვდა, იცოდა და ჩემს ტავს დააჭერინებდა.რა უნდა მექნა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ამიტომ მისი სიკვდილი ვამჯობინე ! დიახ მე ვარ ის კაცი , ვინც ცოლი მოკლა და შვილი გააშვილა, ახლა რას მიზავ? ახლა დააჭერინებ ჩემს თავს?
- ხელები უენერგიოთ ჩამოუცურდა ალექსანდრეს და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. თითქოს ჯერ კიდევ არ უნდოდა დაჯერება რასაც ლევანი ამბობდა..- წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია. ამას ისე მშვიდად ამბობ.. ჩემმა დამ რა დაგიშავა? ის რატომ მომაშორე?
- ბებიაშენს ჰკითხე !- მარტო მე არ ვარდამნაშავე, მისი იდეა იყო, გოგოს მოცილება. მაგას მეტი ზრუნვა უნდოდა და რაღაცეებში შეგვეცილებოდა.. თანაც არასოდეს მდომებია ქალიშვილი მყოლოდა.
- თამარა შენც? შენც ხო, ამას როგორ ვერ მივხვდი რომ მამაჩემის დედა სხვანაირი ვერ იქნებოდა. არადა კინაღამ დაგიჯერე რომ დედაჩემი გიყვარდა.
- ბებო მისმინე...
- არ გაბედო, გესმის? არ გაბედო ჩემი შეხებაა. შენც ხო დედა ხარ, ამ არაკაცის დედა, ასე რამ გაგიყინათ გული, ასეთები რამ გაგაჩინათ , ქონების გამო მომაშორეთ ჩემი და.
- მოეშვი ამ შენს დას, ეგ ბავშვი დიდი ხნის წინათ მოკვდა..- ახლა მაგაზე მანერვიულე კიდევ - ზურგი აქცია ლექსოს ლევანმა და ხელი ჰაერში აიქნია.
- მე ის ვიპოვე, ის ცოცხალია, ოცდაოთხი წლისაა , ისეთივე ლამაზია როგორც დედა. ისეთივე სუფთა და ნაზი. მაგრამ თქვენი არაადამიანობის გამო ამას ვერ ვეტყვი.მე ის ვიპოვე გესმით? თქვენი შრომა არ დაფასდა.
- როგორ თუ იპოვე? რას ქვია იპოვე აკი მოკვდაო?
- არ მომკვდარა ცოცხალია და მე ის ვიპოვე. მთელი ამ დროის მანძილზე ვეძებდი. და იცი ხვალვე პირველივე საქმედ რას გავაკეთებ? მთელს ქონებას , სახლს, აგარაკებს და ვენახებს ჩემს დას გადავუფორმებ. მერე, უბრალოდ ჩავბარგდები და აქედან წავალ, იმიტომ რომ თქვენმა სირულმა საქციელმა გამოუსწორებელი შეცდომა ჩამდენინა. მეზიზღება ჩემი თავი რომ თქვენი სისხლი მაქვს. მძულს ყველა ის დღე როცა შენთან სიხალოვით დედაჩემის არ არსებობას ვივსებდი თამარა. მძულხართ ...- გამწარებულმა იღრიალა და კარისკენ წავიდა, მოულოდნელად დაკრულმა ტაშმა შეაყოვნა და ამღვრეული თვალებით გახედა ლევანს.
- ტაშს იმსახურებ, ასეთი კარგი წარმოდგენის გამო, მაგრამ ახალგაზრდავ, ვის სახლს და ქონებას უფორმებ შენს ახლად ნაპოვნ დას? ჩემსას?
- არა ჩემსას. რომ იცოდე.
- რომელია შენი? ის ძღინკიანი ოფისი? სულ ფეხებზე მკი*იდია , წაიღე და გადაუფორმე, რაში მადარდებს ..
- ლევან- მისმინე . ფრთხილად შეეხო თამარი შვილს და უარის ნიშნად თავი გაიქნია.- მამაშენმა სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ყველაფერი ლექსოს გადაუფორმა, ადვოკატის დახმარებით, ისაა ყველაფრის კანონიერი მეპატრონე. შენ არაფერი გაბადია. მამაშენს ასე სურდა.
- უნდოდა ამით გამოესყიდა დანაშაული სიკვიდლის წინ არა? ბებერი მელა...- კბილებში გააღრჭიალა ლევანმა და ლექსოს ძლიერმა მუშტმა იატაკზე დააგდო...
- არ გაბედო პაპაჩემზე ასე ლაპარაკი - ზურგი აქცია , მერე ერთიანად შეტრიალდა, იმან სცადა მაინც, ბოდიშის მოხდა ადამიანობა ჰქონდა შერჩენილი. შენ ნამდვილი ცხოველი ხარ. - ფურთხის ღირსიც არ ხარ მამაჩემო - ნერვიულად მიაყარა სიტყვები და ეზოში სირბილით გავარდა..
თვალი მოავლო ეზოს, დანანებით გაიქნია თავი და ბიჭებს გახედა.. აქ ამ ეზოში სამივენი ერთად დარბოდნენ. აქ ამ ეზოში რამდენი ტკბილი დღე ჰქონდათ გატარებული..
ნერვიულად მოუჭირა თითები ხელებში მოქცეულ ტელეფონს და განათებულ ეკრანს დამფრთხალმა დახედა..ახლა არც კობასთან ლაპარაკის თავი ჰქონდა. უკვე იცოდა სიკვილის ტოლფასი სიმართ,ე კიდევ სხვისაგან ვერ მოისმენდა ამას.
ტკვილილნარევი ღიმილით მიტრიალდა ბიჭებისკენ და წავიდეთო ანიშნა აწკრიალებული ტელეფონი კი ჯიბეში ისე ჩაიდო, თითქოს არც დაურეკავს..
**
თეკლა ნუცას გადაულოცა და დაპირდა რომ საღამოს ლექსოსთან შეარიგებდა.. საწოლის თავთან დადებული ყელსაბამი მუჭაში მოიქცია და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა..
ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა კარგად ნიკოს მონათხრობს.
არადა მისახვედრად ძალიან მარტივი იყო.
მისაღებში გავიდა და გუგულებივით მსხდომარე მშობლებს გახედა. უცერეონიოდ გამორთო ტელევიზორი და მუჭაში მოქცეული ყელსაბამი მაგიდაზე დააგდო.
- იცით რომ ალექსანდრე თეკლას დაშორდა..
- გავიგეთ, მივხვდით მაგრამ არ ჩაგეძიეთ - თავის მართლება სცადა ქეთევანმა და შვილს მზერა აარიდა..
- შენ, და რამეში არ ჩაგვეძიე. ისიც გეცოდინება რატომ დაშორდა ..
- არა საიდან შვილო- მხრები აიჩეჩა და მომოდინე საუბარმა ერთიანად დააფრთხო.
- მაშინ მე გეტყვით . ეს ყელსაბამი ინიციალით ამოტვიფრული ლექსოს დედას თავისი შვილისთვის უჩუქებია. იმ შვილისთვის რომელსაც ლექსო აგერ უკვე ერთი წელიწადია ეძებს. მაგრამ მე ერთი რამ ვერ გავიგე, ეს ყელსაბამი საიდან მაქვს მამა? - ძლივს მოკრებილი აცახცახებული ხმით უთხრა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა.
- დედაშენმა გაჩუქა, იმდენად დამაჯერებლად წარმოთქვა აკაკიმ ანამ გულიანად გადაიხარხარა.
- ღმერთო ჩემო, ასეთი სიმართლე არაფერი გითქვამს მთელი ჩემი არსებობის მანძილზე. დედაჩემმა მაჩუქაა არა? რომელმა დედამ, ნამდვილმა დედამ თუ ამ დედამ რომელმაც გამზარდა?
- რას ლაპარაკობ ანა - ცრემლებით უმალ აევსო თვალები ქეთინოს და ფეხზე წამოდგა..
- რაიმე ტყუილი ვთქვი? თუ გინდა მითხრა რომ ასეთი ყელსაბამის დამზადება შენი ოცნება იყო? როდემდე აპირებდით ამის დალამვას?
- ასე არაა, შენ ჩემი შვილი ხარ, მე გაგაჩინე. ეს ყელსაბამი სამშობიაროში დარჩა ერთ ქალს და იმდენად მომეწონა წამოვიღე . გეფიცები ანა.
- მამა, რასაც დედა ამბობს სიმართლეა? - მის წინ დაიმუხლა ანა და ცხელი ცრემლი დაადინას აკაკის ხელებზე.
- არა. დედაშენი იტყუება.
- აკაკი არ გინდა..
- საკმარისია ქეთინო. რამდენი წელიწადია ამას გთხოვ. აზრი არ აქვს დამალვას. ჩვენი ახირებების გამო თეკლას ბედნიერებას ვერ წავართმევთ.სულ პატარა იყავი. ხუთი თვის როდესაც შენი თავი მოგვიყანეს. ეს ყელსაბამი გულზე გეკიდა ანა. დედაშენმა მანამდე რთული ოპერაცია გადაიტანა და გვითხრეს რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. როდესაც შენზე გვითხრეს რომ დედაშენი გარდაიცვალა და ობლად დარჩი, ისე გაგვიხარდა, ღმერთის საჩუქრად ჩავთვალეთ და გიშვილეთ. მაგრამ მოგვიანებით გავიგე შენი დიდი და ძლიერი ოჯახის შესახებ. მოსკოვში წავედით იქ კი ყველაფერი გავითამაშეთ. გვარი გამოვიცვალეთ და საქართველოში ისე დავბრუნდით.
- ესეიგი ეს არანაირი კაცის სიკვდილი არ არსებობს ხო? ესეც მომატყუეთ რომ ეჭვი არაფერზე ამეღო.
- არა. მსგავსი არაფერი არსებობს. გვეშინოდა რომ ერთ დღეს მოვიდოდნენ და წაგიყვანდნენ ჩვენიდან. ასე გავხდით ჯაფარიძეები.
- როდის აპირებდით ამის თქმას? გუშინ ყველაფერი ხო გესმოდათ, ასეთი უგულოები ხართ რომ თეკლას ტკივილი არაფრად ჩააგდათ და ორივე გაჩუმდით? ნიკოს რომ ეს ყელსაბამი არ ეხსენებინა, მეც კი დავიჯერებდი რომ თეკლა იყო მისი და.არ გგონიათ რომ ძალიან დააგვიანეთ? ათი წლის დიდი ხანია აღარ ვარ.
- ანა დედიკო. ჩემი ბრალია. მე მეშინოდა, მამაშენს რამდენია ხანია უნდოდა ამითი თქმა. რამდენჯერ დავემუქრე თუ სიმართლეს იტყვოდა თავს მოვიკლავდი.
- დედააა - გამწარებულმა იყვირა და ფეხზე წამოხტა. არ გიფიქრია რომ თეკლას ადგილას მე ვყოფილიყავი???? ეს წამით მაინც დაუშვი თავში? ყოველთვის მხოლოდ შენს თავზე ფიქრობდი და ახლაც ასე მოიქეცი.. რა გეგონა, თუ სიმართლეს გავიგებდი წავდოდი და მილიონებით ცხოვრება მომინდებოდა? არ მენდომება ის დედა და მამა რომლებმაც ამდენი სითბო და სიყვარული მაჩუქეს? ასეთად გამზარდეთ რომ ასე მექცია ზურგი?
- ვიცი გვიანია. მაგრამ გვაპატიე. ანა. უნდა გვაპატიო..
- გაპატიო? გგონია შენი არ მესმის მამა? ვიცი მუდამ ასეა აყვანილი ბავშვები მერე ოჯახებიდან გარბიან. მაგრამ იცი რა მეტკინა უფრო მეტად? ის რომ გაიგეთ გუშინ თეკლა როგორ ტიროდა , და ერთი სიტყვა არ დაგცდა. და კიდევ არ აპირებდით სიმართლის თქმას, აი ეს მეტკინა. საპატიებელი არაფერია. მე თქვენ მიყვარხართ , ძალიან მიყვარხართ. არც ფულის და არც ქონების ნაცვლად არ ვაპირებ თქვენს მიტოვებას.
- ახლა რას იზავ? წახვალ და იმ ბიჭთან იცხოვრებ? - ცრემლები გადმოყარა ქეთინომ და ანასკენ დაიძრა.
- იმ ბიჭს ჩემი ძმა ქვია დედა! მე ვნახე მას როგორ სტკიოდა დის სიკვდილი როდესაც გაიგო. მე ვნახე როგორ განიცდიდა მის ამბავს. ახლა წავალ და სიმართლეს ვეტყვი. სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ის იმსახურებს ამას რომ იცოდეს, მისი დის შესახებ და მეც ვიმსახურებ მისნაირი ძმა მყავდეს. თეკლას და ლექსოს ბავშვიც იმსახურებს ბედნიერ ოჯახს დედა, მორჩი ეგოისტობას, მორჩი.. და ხელი გამიშვი. მთელი ძალით გააგლიჯა ხელი ანამ აკაკის გვერდით მიუჯდა. მამა, საბუთები მომეცი, ვიცი რომ ისინი არსებობს, ლექსოს ისე ვერ დავაჯერებ სიმართლეს. გეხვეწები .. მამა.. მკერდზე თავი მიადო და ტირილს უმატა, ეს უნდა გავაკეთო, შენც ხომ იცი რომ სწორად ვიქცევი. შენ ხომ ამას მასწავლიდი რომ სამართლიანი ვყოფილიყავი და სხვის ტკივილზე ჩემი ბედნიერება არ ამეგო..
უხმოდ წამოდგა აკაკი და ორიოდე წუთში სიყვითლე შეპარული ქაღალდებით დაბრუნდა უკან . ფრთხილად გაუშალა ანას ხელები და ზედ დაუდო.
- წადი და ის გააკეთე, რასაც მამაშენი გასწავლიდა. მერე მოდი და მითხარი რომ შენ ეს შეძელი. შუბლზე შეახო ათრთოლებული ტუჩები და მაინც შეძლო შვილი ღიმილით დაეჯილდოვებინა..
**
ადამიანთა ტკივილის გაგება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ ყოველი ჩვენგანი ამის გაგების უნარით არაა დაჯილდოვებული. ზუსტად იცოდა ანამ რა სტკიოდა თეკლას.. მაგრამ არ იცოდა თეკომ როგორ ჭამდა ტკივილი შიგნიდან მის დაქალს.
აცრემლებული თვალებით უყურებდა და იცოდა რომ თეკლა სულაც ვერ ამჩნევდა მის ცრემლებს, ან თუ ამჩნევდა დაქალიც ტკივილის ცრემლებად თვლიდა.. გულში მწარედ ეცინებოდა ანას.სტკიოდა ტყუილი, რომელშიც მშობლებმა აცხოვრებს.
ვერაფრით იჯერებდა რომ ასე მარტივად უყურებდნენ თვალებში და ატყუებდნენ.
იცოდნენ რომ ძმა ყავდა და არაფერს ამბობდნენ...
ახლა მისი მიზეზით მისი ძმა ტკივილისაგან სასოწარკვეთილებაში მყოფი ტოვებდა ქვეყანას, მისი საუკეთესო დაქალი და სიკვდილის პირას იყო, საყვარელი ადამიანით გამოწვეული ტკივილის ნიადაგზე..
მანქანიდან გადავიდა და თხელი თითები გაუწოდა თეკლას.. მანაც მაშინვე შეაგება დაქალს ნერვიულობისაგან გაყინული ხელი და წამწამებზე ცხელი ცრემლი დაეკიდა..
შავი თმა ყურებზე გადაიწია და უკან რამოდენიმე წნული გაიკეთა დასამაგრებლად.
მიდიოდა და გული უკრთოდა, ვაიდა იქ არ დახვედროდა ვაიდა უკვე წასული ყოფილიყო. რომ ვერასოდეს ეთქვა სიმართე, რომ ვერ შეეგრძნო ძმის სურნელი რომელიც დედის სურნელს უკავშირდებოდა..
მალული მზერა გააპარა თეკლასაკენ. ჯიქურ იყურებოდა წინ და ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდა დაქალს.. თავს იმხნევებდა. მკვეთრად ახსოვდა მამის სიტყვები „ წადი და გააკეთე ის, რაც მამამ გასწავლა“.
ოთახში შესასვლელი კარი ნელა შეაღო და ყავის ფინჯნით მდგარ ალექსანდრეს მზერა გაუსწორა..
შეცბა, აიმღვრა. თეკლას დანახვაზე ერთიანად გაშრა. ადგილიდან ვერ იძვროდა. თითქოს მიყინვოდა დივანსა და მაგიდას შორის არსებულ პატარა მანძილს.
- ანა , რა გთხოვე, -გიჟივით მივარდა ნიკო და ანა თავისკენ დაატრიალა..
- არ მაინტერესებს !- მთელი სიმკაცრე გაურია ხმაში და ნიკოს ხელი გააგლიჯა.თეკოს ხელი გაუშვა და ჯერ კიდევ ადგილზე მიყინული ალექსანდრესაკენ წავიდა . ყავის ფინჯანი ფრთხილად გამოაცალა ხელიდან, მაგიდაზე უხმაუროდ დადგა, ჯიბიდან აცახცახებული ხელით ამოაძრო ყელსაბამი და ლექსოს ნერვიულობისაგან გათანგულ ხელის გულზე დაუდო. მერე თითები ძალით მოაკეცინა და ცხელი ცრემლები დააყარა ზედ.
- ანა , რას მიკეთებ , რა დაგიშავე ასეთი ? - ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და დინავზე მოწყვეტით დაჯდა..
- ანისია როგორც კი დაიბადა ეს ყელსაბამი დედაშენმა აჩუქა ხო ასეა? გამომცდელად კითხა და მანაც უხმოდ დაუქნია თავი.. ექვსი თვის იყო როდესაც გააშვილეს და ანისიმ ეს ყელსაბამი თან წაიყო. გულზე დაკიდებული შერჩა პატარას. მინდა იცოდა რომ ეს ყელსაბამი ანისიას არასოდეს მოუხსნია ლექსო. გარდა ორი შემთხვევისა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა... უყვარდა განსაკუთრებულად და რატომ არ იცოდა.. უყვარდა ამ უცხო ყვავილის გამო, და კიდევ იმის გამო რომ ამ ყელსაბამით ის თავს მარტოდ არ გრძნობდა, ღამით ამ ყელსაბამს ელაპარაკებოდა და როდესაც ეგონა მთელს სამყაროზე მისნაირი არავინ იყო და ის მარტოობისაგან სიგიჟის ზღვარზე იყო ეს ყელსაბამი გულს უთბობდა. არ იცოდა რა ერქვა ამ ყვავილს, არც მისი დანიშნულება იცოდა. მხოლოდ ის იცოდა რომ მას ასო „ა“ ჰქონდა ამოტვიფრული, მაგრამ არაასოდეს, გესმის? ლექსო, არასოდეს შეუტანია ეჭვი რომ ეს ასო „ა“ ანისია იქნებოდა, მიუხედავად იმისა რომ შენი ამბავი თავად მომიყევი.. წამით ვერ დავუშვი, მხოლოდ ბოლოს გესმის? ნიკოს სიტყვებმა მიმახვედრა სიმართლე..
- ჩემს გაგიჟებას ცდილობთ თქვენ ორნი თუ ახალ ამბავს იგონებ ჩემს დაზე? ანა მორჩი ! - გაავებულმა იღრიალა და მედალიონი მაგიდაზე დაახეთა.. რა გინდა რომ გავაკეთო? ყველანაირად ვცდილობ ეს ტკივილი მარტომ ვზიდო და თავ წავიღო.
- ეს გოგო რომელიც ახლა შენს წინ ზის და ორი დღეა ხელებში მიკვდება შენს შვილს ატარებს მუცლით. - ლექსო შემომხედე მხრებში ჩაავლო ანამ ხელი და თავისკენ დაატრიალა..
- არანაირი ბავშვი არ იქნება ანა, ამ ბავშვს მოიშორებ გასაგებია? გიჟივით დაუსხლტა ხელიდან და თეკლას ზედ მივარდა.. ამ ბავშვს მოიშორებ და მერე საეთოდ დაივიწყებ ყველაფერს.. მთელი ძალით ანჯღრევდა გონებადაბინდული გოგონას და ვერც კი იაზრებდა რომ საშინლად სტკენდა..
- მთელი ძალით მოქნეული ხელი მოხვდა ლექსოს სახეში და თვლებში ცეცხლის ნაპერწკლები ჩაუდგა..- თეკლას კიდევ ერთხელ თუ ახლებ ხელს , იცოდე არ დაგინდობ. ის შენი და არაააა, ნუ იქცევი მანიაკივით. მხოლოდ იმიტომ რომ ეს ყელსაბამი ეკეთა , ეს არ ნიშნავს რომ ის შენი დაა. ეს ყელსაბამი თეკლასი არააა, შეიგნეე !- გამწარებული ყვიროდა ანა და შეკრულ მუშტებს ურტყავდა ლექსოს..
- რა ყელსაბამი ანა, რაზე ლაპარაკობ - თითქოს ერთიანად მოეგო გონს თეკლა და ანას წინ დაუდგა.. ის ყელსაბამი ყვავილის, იმაზეა ლაპარაკი? ამ ყელსაბამის გამო მშორდები? შენ რა გგონია რომ მე ვარ შენი და? ავადმყოფოო, მანიაკო- გეკითხა ჩემთვის, იქნებ რას გეუბნებოდი. ის ყელსაბამი ჩემი არააა, შენი და არ ვარ. და კიდევ ერთი შენ თუ არ გინდა ამ ბავშვს ნუ აღიარებ მე მას მაინც გავაჩენ..
- საკმარისია , ამის დედაც მოვ**ან !- რა ცირკი მოაწყვეთ აქ. ვგავარ სირს? რომ ასეთი სირობები დავიჯერო? წინასწარ მოილაპარაკეთ და ახლა გინდა დამაჯერო რომ თეკლა ჩემი და არაა?
- ლექსო, იქნებ დამაცადო რომ აგიხსნა ყველაფერი. და გგონია მე ვარ ასეთი ავადმყოფი რომ გაიძულო შენივე და გიყვარდეს როგორც ქალი და ეს ბავშვი გაზარდო ?
- ძმურად დაჯექი რა- ძლივს სტაცა გაავებულ ლექსოს ხელი ვანომ რომელიც წინ და უკან ნერვიულად დადიოდა..
- ძალიან დავიღალე, ისედაც რთული და მძიმე დღე მქონდა ლექსო.დამიჯერე, შენზე არანაკლებად მეტკინა, შენზე მეტადაც კი მტკივა ახლა ცხოვრება და ის განვლილი ოცდაოთხი წელიწადი როცა დარწმუნებული ვიყავი ვინც ვიყავი და რაც ვიყავი..
- ანაა..
- ლექსო მაცადე, სანამ საუბარს არ დავასრულებ ხმა არ ამოიღო, მერე არ დაგიჭერ, თუ გენდომება ადექი და წადი, გპირდები არ გაგაჩერებ, მაგრამ აქედან ისე წასვლის უფლებას არ მოგცემ რომ თეკლა შენი და გეგონოს და საკუთარი შვილი მოკლა.. ეს ყელსაბამი ჩემია, ძლივს მოახერხა თქმა და საკუთარი ხმაც კი ეუცხოვა. ეს ყელსაბამი რაც თავი მახსოვს მაქვს.დედა მეუბნებოდა რომ ბებიამ მაჩუქა. არასოდეს გამჩენია ეჭვი ლექსო, გეფიცები.. გარდა იმ უცნაური განცდებისა რაც პირველად შენი ნახვისას განვიცადე.. შენ სულ მეუბნებოდი რომ როდესაც შენს დას იპოვიდი მე არ დამივიწყებდი. სასაცილოა არა, ის და მე რომ აღმოვჩნდი.. როცა ნიკომ მითხრა რომ ეს ყელსაბამი იყო დამნაშავე და ამის გამო გინდოდა შენი შვილის მოკვლა , მამაჩემი იძულებული გახდა სიმართლე მოეყოლა ....
- არ მჯერა, შენ ხარ ჩემი და? ამდენი ხანი გვერდით მყავდი და ვერ გიცანი? ამდენი ხანი იყავი ჩემს გვერდით და როგორ ვერ მივხვდი.
- წარმოუდგენელია, ანა შენი დაა? ვერაფერს იტყვი და-ძმას ბუნებამ ერთნაირი ხელები გარგუნათ. მაგრამ ამდენი წელიწადი დაგაშორათ. ახლა კი როგორც იქნა ჩვენი ტანჯვა დასრულდება ლექსო - გაოგნებული ფრუტუნებდა ვანო და ნიკოს ზედ ეყრდნობოდა..
- ვიცი რომ არ გჯერა, არც მე მჯერა. წარმოუდგენელია რომ შენ ჩემი ძმა ხარ, ვიცოდი რომ ამას ახლა გამწარებული ასე მარტივად არ დამიჯერებდი.. ჩანთიდან ფურცლების დასტა ამოიღო და ლექსოს წინ პატარა მაგიდაზე დადუდო.. ეს სიმართლეა ლექსო. დამიჯერე შენზე ნაკლებად არ მტკივა. მაგრამ მე შენ არაფერს გთხოვ.შენ აქამდეც მთვლიდი შენს დად ..ცხელი ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა და დედისგან სახსოვრად გამოყოლილი ნაცრისფერი თვალები კიდევ უფრო გაუფერმკრთალდა.. ახლა შეგიძლია წახვიდე . აქამდე მუხლებზე მდგარი ანა ზანტად წამოდგა ფეხზე, ხელის ზურგით მოიწმინდა სველი თვალები და კარში უხმოდ გავიდა..
მიდიოდა და საკუთარ ნაბიჯებს ითვლიდა. ეშინოდა რომ ლექსო არ გაეკიდებოდა. ეშინოდა რომ ის ძმა რომელიც რამოდენიმე საათის წინ იპოვა დაკარგავდა. ლექსო ერთადერთი საშუალება იყო ბევრი გაეგო დედაზე. მის ცხოვრებაზე, მის ქცევაზე და მანერებზე. სცოდნოდა როგორ ეფერებოდა ანას, როგორ აძინებდა და როგორ იკრავდა გულში..
უკანასკნელ ნაბიჯს ითვლიდა ანა, უკანასკნელს და ცრემლები ნაკადულივით სტიოდა თვალებიდან. რკინის გათანგულ ჭიშკარს წაატარა ხელი ნახევრად გამოღებული კარები ზურგის მხრიდან წამოსულმა ძლიერმა ხელმა დაკეტა..
წინ აესვეტა დას , რომელსაც სულ ხვა თვალით უყურებდა ახლა.ის ისე გავდა დედას. აქამდე როგორ ვერ აღიქვამდა ლექსო ამას.
- ჩემი ანისია - მთელი გულით წარმოსთქვა და ბაგეები ერთმანეთს დააშორა , ცრემლებს რომ არ დაესუსტებინათ. ჩემი ანისია, რამდენი გეძებე და გვერდით მყოლიხარ, ახლა ვიცი რისი თქმაც უნდოდა დედას. ახლა ვიცი და როგორ ვერ ვხვდებოდი...
- ლექსო... სუსტი ხელები შემოხვია და მთელი ძალით მიეკრო ძმას გულზე...
- მთელი წელიწადი გეძებდი და ბოლოს შენ მიპოვე.. შენ მიხსენი ბევრი სისულელისაგან ანა. ახლა ერთად ვართ, ახლა არასოდეს დაგკარგავ გპირდები. ხელჩაკიდებულს გატარებ ყველგან..
- ახლა რა გამოდის შენს დას ცოლად არ გამატან? - სრული სერიოზულობით დასვა შეკითხვა ნიკომ და აზლუქუნებულ ანას სახეზე ერთიანად გადაირბინა სიცილმა..
- იასნად ტო, ჯერ უნდა შეგამოწმო როგორ გიყვარს ჩემი და.. საერთოდაც ახლა ვიპოვე ჩემი და მაცადე ცოტა რა..
- ლექსო აჩმახებ ! - ნერვიულად წაკრა ხელი ძმაკაცს და ეზოში მყოფებ ერთიანად ახახანდნენ..
**
- მაინც მეტკინა გული, ბებიას გამო ალექსანდრე,მამა ვერც კი ვნახე.- მშვიდი ხმით უთხრა და ძლიერ მკლავზე ჩამოეკიდა.
- მეც. და ვიცი რომ ამ ტკივილის მოსაშუშებლად ერთი და ორი თვე არ კმარა ანისია..
- მინდოდა უფრო მეტხანს ვყოფილიყავი მასთან, მე მას ვაპატიე, მე ხომ ყველაფერი ვაპტიე.. იმდენად გულწრფელი იყო.
- საკუთარ თავს ვერ აპატია, საკუთარმა ტკივილმა და დარდმა შეჭამა . არადა მთელი ბავშობა როგორ თბილად მახსოვს.. ლევანს სჩვევია გაქცევა, სულ ასე იყო. პრობლემებთან ბრძოლა არ შეეძლო, ამაშიც კი სუსტი იყო- დანანებით ეუბნებოდა დას და გაშტერებული იყურებოდა წინ..
- ლექსო, ადამიანები იმიტომ ვართ რომ შეცდომები დავუშვათ, მართალია ზოგიერთი მათგანი გამოუსწორებელია ხოლმე , მაგრამ მაინც..
- ასე იმიტომ ამბობ რომ კეთილი გული გაქვს და შეძელი თამარის და შენების პატიებაც..
- აღარ მინდა ცუდზე ფიქრი და ლაპარაკი, ახლა შენ მყავხარ. ვიცი რომ ამ ქვეყანაზე მარტო არ ვარ და სხვაც აზროვნებს ჩემნაირად.. ნახე, კიდევ ერთი ყვავილი გაიშალა დღეს. საუცხოო სურნელი აქვს ამ ყვავილებს ლექსო..
- ამიტომ გაჩუქა დედამ სიყვარულის ხე. შენ მათსავით საუცხოო სურნელი გაქვს ..
ორნი იდგენ ხელიხელ ჩაკიდებულები თეთრად აყვავებული პლუმერიის ყვავილების წინ. მხოლოდ ორნი. გოგონას თავი მაღალი ბიჭის მხარზე ედო და ბედნიერი შეყურებდა ხეებს . უკვე ერთი მთლიანი წელიწადი იყო გასული, ერთი მთლიანი წელიწადი და ისინი ყოველი ახალი ყვავილის გაშლას ასე ერთად ხვდებონენ და ერთად ტკბებოდნენ ყველაზე დიდი და შეუფასებელი საგანძურით რაც დედამ უსახსოვრათ.
ახლა ისინი ერთად იყვნენ და მათი დაშორება შეუძლებელი იყო.მიუხედავად ცალკ-ცალკე გატარებული ოცდაოთხი წელიწადისა , მიუხედავაად ამდენი ტკივილისა და ტანჯვისა მაინც ამაყად იდგა და-ძმა სურნელით გაჟღენთილი სათბურის წინ და მთელი ძალით ეკვროდა სუსტი ხელებით ანისია ძმას, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მყარი ციხე-სიმაგრე იყო..

ესეც მეხუთე და ბოლო ნაწილი ბავშვებო. უღღმესი მადლობა.
ყველას ვინ კითხულობდით. მიტოვებდით კომენტარებს მწერდით. სალცარ ლამაზ "ნაკლეიკებს" მიგზავნიდით.
ვიცი რომ ეს ჟანრი ოდნავ განსხვავებულია ჩემი ჟანრისაგან მინდა გთხოვოთ. დამიტოვოთ ტქვენი აზრი და შეხედულება.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest pawu

აი უმაგრესი იყო ძაან.სულ მოუთქმელად ველოდებოდი ყოველი ახალი თავის დადებას.:):):):)

 



№2 სტუმარი ცისია

კარგი იყო

წარმატებები ავტორს. რატომღაც,მეგონა რომ სალომე ცოცხალი აღმოჩნდებოდა :)

 



№3 აქტიური მკითხველი Anuki96

ამეტირა ;( საოცარი იყო. ყოჩაღ შენ თუკანო ყოჩაღ. ♡♡

 



№4 სტუმარი godofwar

mainc ver vxdebi rato mblokaven imis mouxedavad ro magizianebt tqveni dablolva ar shvelis sxva ipebit shemovdivar . ver vxdebi ras vashaveb an rato mblokavt

 



№5 სტუმარი Guest ნინაკა

უკომენტაროდ, ძალიან კარგი იყო

 



№6  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ანისიას მამასთან შეხვედრა როგორი იქნებოდა.

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

ბოლოს, თეკლას და ალექსანდრეს შორის რა მოხდა, რატომ არ დაწერე...
მე ეგ მაინტერესებდა ყველაზე მეტად:((
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline ადმინი თუკა

lalita
როგორც ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ანისიას მამასთან შეხვედრა როგორი იქნებოდა.

ლალიტა, მათი შეხვედრა არ შედგა. ლევანმა მანამდე დატოვა საქართველო. ბოლო აბზაცში ეს ნათლად ჩანდა ჩემო კარგო.
მარიკუნაა♥️
ბოლოს, თეკლას და ალექსანდრეს შორის რა მოხდა, რატომ არ დაწერე...
მე ეგ მაინტერესებდა ყველაზე მეტად:((

მათი დაშორება არც მიფიქრია. რა თქმა უნდა ერთად არიან. :))))) უბრალოდ ასე დანაწევრებულად ვერ დავწერდი არ იქნება ლამაზი და საინტერესოო

Anuki96
ამეტირა ;( საოცარი იყო. ყოჩაღ შენ თუკანო ყოჩაღ. ♡♡

ანუკი დიდი მადლობა. ცოტა რთული და მძიმე თავი იყო. მეც ბევრი ვიტირე წერისას დამიჯერე :(( disappointed disappointed
Guest ნინაკა
უკომენტაროდ, ძალიან კარგი იყო

მადლობაა ნინაკა.. kissing_heart kissing_heart
Guest pawu
აი უმაგრესი იყო ძაან.სულ მოუთქმელად ველოდებოდი ყოველი ახალი თავის დადებას.:):):):)

პაწუუ, მეგონა დაიკარგე და შენ სულ ხარ ჩემს ისტორიებზე. შენ თ ია პაწუ ხარ.. დიდი მადლობააა
ცისია
კარგი იყო

წარმატებები ავტორს. რატომღაც,მეგონა რომ სალომე ცოცხალი აღმოჩნდებოდა :)

მართლა? რატომ გეგონა. სალომე მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№9  offline წევრი nestanuka13

წინაზეხ ავღნიშნე განსხვავებული და კარგია და დიდი ხანია ასეთი კარგი ისტორია არ დაგიწერია, მართლახ შესანიშნავი იყო, ბოლოში დამაკლდა თეკლა და ლექსო ერთად, უგრო მეტის დაწერაც შეიძლებოდა ჩემი აზრით

 



№10  offline ადმინი თუკა

nestanuka13
წინაზეხ ავღნიშნე განსხვავებული და კარგია და დიდი ხანია ასეთი კარგი ისტორია არ დაგიწერია, მართლახ შესანიშნავი იყო, ბოლოში დამაკლდა თეკლა და ლექსო ერთად, უგრო მეტის დაწერაც შეიძლებოდა ჩემი აზრით

არ გამოდიოდა, დიდი ხანი ვფიქრობდი ბოლო თავზე და უამრავჯერ წავშალე. მანდ ლექსოს და თეკლას სიყვარულის ამბები ზედმეტი იქნებოდა. ისედაც ნათელი იყო როგორ უყვარდა ლექსოს თეკლა და თავისთავად მასთან იქნებოდა.
მადლობაა რომ კითხულობდი
--------------------
4love.ge

 



№11 სტუმარი Ninuca

Imis mouxedavd rom sul vamowmebdi saits am.istoris gamo , dzalian.damaklda leqso da tekla :( ertnairad iyo tbili da sashinlad civi finali ...

 



№12  offline წევრი nestanuka13

ანუ მე მაინხ ცოტა შეკვეცილი მომეჩვრნა და ისევე საინტერესო იქნებოდა თეკლა და ლექსო დაწვრილებით, ნუ მეტიც შეიძლებოდა რა :)

 



№13 წევრი Mariamch

თუკინოიო როგორი კარგიააა♥ ჩემი სუპერ დუპერ კუპერ გოგო❤❤❤

 



№14  offline წევრი anonimiavtori

ბავშვებო დამეხმარეთ,ისტორიას ვეძებ:

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

 



№15 სტუმარი kibo

anonimiavtori
ბავშვებო დამეხმარეთ,ისტორიას ვეძებ:

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

dablokili rato gyavar

 



№16  offline ადმინი თუკა

Mariamch
თუკინოიო როგორი კარგიააა♥ ჩემი სუპერ დუპერ კუპერ გოგო❤❤❤

დიდი მადლობა მარი. გაუხარე.
--------------------
4love.ge

 



№17 სტუმარი ტატუკა

საუკეთესო ისტორიაა თუკა ცრემლებს ვერ ვაჩერებ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!უმაგრესი გოგო ხარ და მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას.იმედია მალე დაიწყებ წერას წარმატებები შენ ♡♡♡

 



№18 სტუმარი piter parker

თუკა
Mariamch
თუკინოიო როგორი კარგიააა♥ ჩემი სუპერ დუპერ კუპერ გოგო❤❤❤

დიდი მადლობა მარი. გაუხარე.

ver gamateb

 



№19  offline ადმინი თუკა

ტატუკა
საუკეთესო ისტორიაა თუკა ცრემლებს ვერ ვაჩერებ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!უმაგრესი გოგო ხარ და მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას.იმედია მალე დაიწყებ წერას წარმატებები შენ ♡♡♡

დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო.ძალიან მიხარიია და ბედნიერი ვარ რომ მოგეწონა.
--------------------
4love.ge

 



№20  offline წევრი nini :)

ოოოოო.... თუკაააა.... ყოჩაღ ძალიან კარგი იყოო... მაგრამ ქორწილები და ბავშვებიც მინდოდაააა..... არაუშავს მთავარია რომ მართლა ძალიან კარგი გამოვიდაააა....

 



№21  offline ადმინი თუკა

ტატუკა
საუკეთესო ისტორიაა თუკა ცრემლებს ვერ ვაჩერებ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!უმაგრესი გოგო ხარ და მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას.იმედია მალე დაიწყებ წერას წარმატებები შენ ♡♡♡

ტატუკააა. გაიხარე. მადლობა ჩემო კარგოოოო
nini :)
ოოოოო.... თუკაააა.... ყოჩაღ ძალიან კარგი იყოო... მაგრამ ქორწილები და ბავშვებიც მინდოდაააა..... არაუშავს მთავარია რომ მართლა ძალიან კარგი გამოვიდაააა....

ქორწილებს და ბავშვებს სხვა ისტორიაში შემოგთავაზებთ ..
<3 <3
--------------------
4love.ge

 



№22 სტუმარი ნინოო

როგორც ყოველთვის შეუდარებელიხარ ????ამსაიტზე თუ შემოვდივარ შენი ნაწარმოების გარდა არაფერს ვკითხულობ ერთი და იგივე რამდენჯერ წავიკითხე აღარ მახსოვს უკვე????????ისე გამიხარდა ახალი ისტორია რომ დამხვდა ❤ტირილ ტირილით დავამთავრე კითხვა ❤❤????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent