შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გამოფხიზლება +18 (თავი 8)


21-09-2017, 00:01
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 2 461

გამოფხიზლება +18 (თავი 8)

თავი 8.
წყნეთში 1 კვირა ვაპირებდი დარჩენას. მაგრამ სოფიამ 3 დღეში აზრზე მომიყვანა. თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე ჩემებთან. ლიზი და სოფია ჩავკოცნე, დავპირდი რომ აუცილებლად კიდევ ვინახულებდი და თვითონაც მომცეს ჩამოსვლის პირობა. თბილისში არავინ მელოდებოდა, ამიტომ პირდაპირ სახლში წავედი, შხაპი მივიღე, ცოტახანს დავიძინე და სალისთან წავედი. აღმოჩნდა რომ ყველანი იქ იყვნრნ. გაუხარდათ თან გაუკვირდათ ჩემი დანახვა, აჩის ვყავდი მიხუტებული თან საფიაზე ვყვებოდი ამბებს.
-ეგ გოგო აუცილებლად გაგვაცანი რა-აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა სალიმ.
-გაგაცნობთ. თვითონაც ძალიან უნდა თქვენი გაცნობა
-ერთი იდეამაქვს. 1 კვირაში ახალი წელია. ბაკურიანში ერთად შევხვდეთ და სოფიაც წამოიყვანე-აზრი წამოაყენა ტატომ, ყველა გახარებული დათანხმდა, მე დიდად არ მინდოდა მაგრამ საკუთარ თავს უნდა მივრეოდი, როგორც სოფიამ მითხრა ძალა უმდა მეპოვა საკუთარ თავში, ამიტომ მეც დავთანხმდი, გადაწყდა რომ 30 დეკემბერს წავიდოდი, სოფიას დავურეკე, გაჭირვებით მაგრამ მაინც დავითანხმე. მეორე დღეს სამსახურში მივირბინე, ბებრი საქმე მქონდა დაგროვილი, თავი ვერ გამივყავი გვიანობამდე, მერე ცოტნეს დავურეკე და კაფეში შევხვდით
-აბა ბატონო ცოტნე რას შვებით შენ და ჩემი დაქალი.
-ერთად ვართ
ყავა გადამცდა და ხველება ავტეხე
-ღადაოობ? -გაოგნებულმა ავხედე ცოტნეს
-კაი ნუდაიხრჩობი-სიცილით გამიმხედა
-რატომ არ მითხარით-ნაწყენმა ჩავილაპარაკე
-იმდღეს მაგის სათქმელად მოვედით, მაგრამ შეუფერებელი დრო იყო-იმდღის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მაგრამ ვეცადე არაფერი დამტყობოდა.
-ძალიან მიხარია ცო
-ვიცი პატარავ, დამინდა შენც ბედნიერს გხედავდე სულ-ნაღვლიანად გამიღიმა
-იცი უსიტყვოდ ვხვდები როგორ ხარ-ისევ განაგრძო ბენდელიანმა-ის სხივი რომელიც ასე მომწონდა შენს თვალებში აღარ არის, თითქოს თორნიკეს გაყვა, მესმის ჩემო ლამაზო გოგო რომ რთულია, ვიცი, მაგრამ თავს უნდა მოერიო, ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ეგრეა, ხო გახსოვს ეკას რომ დავშორდი რა მჭირდა, ვფიქრობდი რომ ვეღარასდროს შევძლებდი ვინმე შემყვარებოდა, მაგრამ მერე სალომე გამოჩნდა, შენ თავში იპოვე ძალა, ცხოვრება განაგრძე და აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ვინც გაგაბედნიერებს.
იმის გაფიქრებაზე რომ თორნიკეს გარდა ვინმე შემეხებიდა, ვინმე მომეფერებოდა ერთიანად ზიზღმა მომიცვა, ამის წარმოდგენაზეც კი სრულ პროტესტს აცხადებდა ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი. არ მინდოდა ვინმე სხვა, 24წლის გოგოსთვის ეს მეტად პანიკურად ჟღერს მაგრამ არ მინდოდა, ვერ დავუშვებდი ვინმე ახლოს გამკარებიდა. მაგრამ ვერც ავხსნიდი ამას, ამიტომ ცოტნეს მსუბუქად გავუღიმე და არ შევეწინააღმდეგე.
5დღემ სწრაფად გაირბინა. ხვალ უკვე ბაკურიანში უნდა ვყოფილიყავით, დილით წყნეთში სოფიას და ლიზას ავაკითხე და ჩემთან წამოვიყვანე. ლიზას უკვე ღრმად ეძინა მე და სოფია კი აივანზე ვსაუბრობდით. ამ ქალთან ლაპარაკი რაღაც აუხსნელს მმატებდა, ვუყურებდი და ვხედავდი რომ ყველაფერს უძლებს ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ დღითიდღე ვიფიტებოდი უ-თორნიკე-ოდ მაინც ვხვდებოდი რომ ადამიანმა ყველაფერს შეიძლება გაუძლოს.
-უკეთ გამოიყურები-ღიმილით გადმომხედა
-ვცდილობ-უემოციოდ ჩავილაპარაკე.
-იცი შენი შემთხვევა უფრო რთულია, მე ლიზი მყავდა რაც სიცოცხლის სტიმულს მაძლევდა, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი სანდრომ სუნთქვა შეწყვიტა მაინც დიდი სტიმული იყო რომ მისი დანატოვარისთვის მხოლოდ მე ვიყავი მშველელი, ზე იცი რამდენჯერ მიფიქრია? ამას დამატებული მშობიარობის სტრესი მქონდა, წარმოიდგინე ახალ ნამშობიარებს რომ მოგახლიან პირში ქმარი მოგიკვდაო 26 წლის გოგოს მაშინ რა უნდა მექნა. მაგრამ ლიზი არ მაძლევდა ამის საშუალებას, მის და უნებურად მაგრძნობინებდა რომ მე მას ვჭირდებოდი. იცი პირველად რომ მამაზე მკითხა რა დამემართა? დავმუნჯდი და ტირილი დავიწყე. მერე მივხვდი რომ ასე მხოლოდ ლიზის მივაყენებდი დარტყმას, ამიტომ მსუბუქად ავუხსენი რომ მამა ღმერთთან იყო და იქიდან გვიცავდა. იცი რა საშინელებაა ყოველ წელს ლიზის დაბადების დღის აღნიშვნა? არადა ამას ბავშვის ფსიქიკის გამო ღიმილით უნდა შევხვდე მაგრამ 22 ოქტომბერს ღმერთმა ერთი საყვარელი ადამიანინწამართვა მეორე კი მაჩუქა. ლიზის დაბადებისდღეზე 1 საათით ვიკეტებიბდა მის არ ყოფნას ისდვ ტირილით ვხვდები, ვერ ვეგუები ნინა, უ-სანდროობას ვერ ვეგუები
-გათხოვებაზე არ გიფიქრია?-შეპარვით ვკითხე
-მე არა ლიზიმ მითხრა ერთხელ ახალიბმამიკო მოიყვანეო-ჩაეღიმა-იცი არვარ დარწმუნებული რომ ისეთიბადამიანი შემხვდება ვინც ჩემს წარსულს გაიგებს, ვერ გადავიტან სანდროს დავიწყება რომ მომთხოვოს, ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს ვინ იყო მამამისი, არმინდა რომ სხვა ეგონოს მამა, ასე რიმ არამგონია ამდენს რომელიმე კაცმა გაუძლოს, ან მე ვის ვჭირდები
-ეგრე ნუ ლაპარაკობ, ულამაზესი ხარ და რაც მთავარია კარგი ადამიანი და დამიჯერე კარგი ბიჭები ბევრნი არიან.
-არვიცი, შეიძლება.
მე და სოფიამაც მალე დავიძინეთ, მეორე დილით 9ზე ავდექით 10ზე უკვე ქალაქიდან გავედით, 2საათზე კი ბაკურიანის ორ სართულიან კოტეჯში ვიყავით ყველანი, სოფია მალე შეეჩვია ბავშვებს, ყველას მოეწონა, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ლიზი აჩიზე იყო აკრული და საყვარლად ეტიტინეობდა, აჩიც გიჟდებოდა ბავშვებზე, მარიამი და გიო ერთად ისხდნენ და რაღაცას ჭუკჭუკებდნენ, უსაყვარლესები არიან, ცოტნეს სალომე ჰყავდა მიხუტებული და თმებზე ეფერებოდა, ტატო კი თავისი ცოლის, მაიკოს მოზრდილ მუხელს ეფერებოდა. ამ მომენტში ტკივილამდე მომინდა თორნიკე რომ აქ მყოლოდა, ველურივით დაეკოცნა ტუჩები და მომფერებიდა. ამდენიხანი გავიდა მაგრამ მის კოცნას ვერ ვივიწყებ, ან როგორ უნდა დამავიწყდეს ის. არ მინდოდა ჩემი უხასიათობა მათაც გადასდებოდა ამიტომ მაღაზიაში გასვლა მოვიმიზეზე. ქურთუკი ძლიერად შემოვიხვიე წელზე და გზას გავუყევი, მაღაზია ახლოსვე იყო, შოკოლადები ვიყიდე და ჭამით გამოვედი, მაღაზიის კიბეზე ჩავდიოდი როცა ნახნობ სახეს შევეჩეხე, ნიკუშა იყო, მის გვერდზე კი...თვალებს ვერ ვუჯერებდი, მის გვერდზე დეა იდგა. ეს გოგო ჩემი და ნიკუშას კურსელი იყო, უნივერსიტეტში კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი ხელკავი გამოედო მისთვის და ბედნიერად მიდიოდნენ. ნიკუშამ დამინახა და გაჩერდა, დეამ მის მზერას გამოაყოლა თვალი, სახე შეეცვალა, ეგონა ერთამბავს ავტეხდი, მე უბრალოდ გავუღიმე, ორივეს მივესალმე და ბედნიერება ვუსურვე. ჩემი რეაქციით გაკვირვებულები ხმას ვერ იღებდნენ, რომ წამოვედი ისევ ისე იდგნენ მაღაზიის შესასვლელთან, ჩამეცინა, რა სულელები ვართ ადამიანები, თუ კი ვახერხემთ იმ ერთადერთის პოვნას რა მნიშვნელობა აქვს სხვის რეაქციას? რატომ უნდა გაინტერესებდეს სხვა თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ტყუილად არ თქმულა რომ სიყვარულში და იმში ყველა ხერხი მიღებულია. შეიძლება დეას საქციელი დიდ აღფრთოვანებას არ იევევდა და არც ნიკუშა იყო ბოლომდე მართალი მაგრამ მათი თვალები სიყვარულს ასხივებდნენ და რაღა მნიშვნელობა ჰქონდა რა იქნებოდა სხვანაირად. თანაც რომ არა ის ნაბიჭი არასდროს შევიდოდი კლუბში, არასდროს დავლევდი იმდენს და არასდროს გავიცნობდი თორნიკეს. უცნაური გრძნობაა, მე ბედნიერიც ვარ და უბედურიც... ბედნიერი ვარ რადგან მიყვარს, ბედნიერი ვარ რადგან მქონდა შესაძლებლობა მისი ვყოფილიყავი, ვყოფილიყავი მის გვერდით, თუნდაც ცოტა ხნით, მერე ვფიქრობ რაღა შეიძლება რომ უბედური მერქვას თქო მაგრამ ის დრო მახსენდება და ეგოიზმი მიოყრობს რატომ არ არის ყველაფერი ისევ ისე, რატომ არ არის თორნიკე ჩემთან. მე არასროს ვოფილვარ ასე შეყვარებული. ახლა კიდევ...მთელიბსამყარო თავდაყირა მიდგას. თორნიკემ გამაგიჟა, მაგრამ არ ვნანობ. სიყვარულს არ ნანობენ და ასეც რომ იყოს როგორ შეიძლება ჩემი ბედნიერება სანანებელი გამიხდეს. რა იქნება ამის შემდეგ? რა მოხდება? აქამდეც ვცხოვრობდი უ-თორნიკეოდ მაგრამ ახლა როცა ვიცი სადღაც არის და არშემიძლია მასთან ყოფნა, როცა ვიცი რომ ჩვენი ერთად ყოფნის გამო ორივეს საფრთხე გველის აღარ ვიცი რა ინქნება მერე, რამოხდება როგორ წავა ჩემი ცხოვრება, ან საერტოდ მოხდება კი რამე? ასეთი არასდროს ვყოფილვარ, მოვიდა, შემცვალა და წავიდა. მაგრამ მაინც არცერთ წამს არ ვნანობ. რაც არუნდა იყოს სასწაული რამეა. ერთ დღეს აღმოაჩენ რომ გიყვარს, თანაც ისეთი გრძნობით როგორითაც აქამდე არ გყვარებია, ჰო არც მეტი არც ნაკლები გიყვარს, თან ყურებამდე ხარ შეყვარებული.შენი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება წამში იცვლება. სასიკეთოდ თუ იმასაც უყვარხარ, და უარესობისკენ თუ მიუხედავად სიყვარულისა ერთად ყოფნა არ შეგიძლიათ. ან რა უნდა იყოს ამაზე საშინელი ორ ადამიანს უყვარდეს ერტმანეთი და ერთად ვერ იყვნენ. ამ ბოლოდროს სენტიმენტალური გავხდი, თორნიკემ გამა-სხვა-ნაირა, ნიკუშაც მიყვარდა როგორ არა მაგრამ მასთან მთელი 5წელი არ მიგრძვნია ის რაც თორნიკემ მოკლე დროში მოახერხა.
სახლძი მალევე ავედი, არ მინდოდა ბავშვებს ენერვიულათ, ცოტა ვისაუბრეთ და დავიძინეთ. ლიზიმ აიტეხა აჩისთან უნდა დავწვეო, აჩიმას აიფრიალა ხელში და საძინებლის გზას გაიდგა, სოფია დარცხვენილი დარჩა
-ნუღელავ, ქრ შეაწუხებს, აჩი გიჟდება ბავშვებზე
-ხო მაგრამ, სირცხვილია
-კაი რა, დაისვენე წადი
ყველას ეძინა, პლედი ავიღე, ცხელი ყავა გავიკეთე, სიგარეტს მოვუკიდე და აივანზე დავჯექი. ჰორიზონტს გავუსთერე თვალი, ნეტავ ახლა რას აკეთებს, ხომ კარგადაა.
"ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს, ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული."
მალევე დავწექი დასაძინებლად, ეს ერთადერთი გზაიყო რითაც შემეძლო ფიქრებისგან თავი მეხსნა. მეორე დილით სიცილის ხმებმა გამაღვიძეს, მოვწესრიგდი და ოთახში გავედი. მარიამი და გიო ცეზარს აკეთებდნენ, სასაცილოდ ჭრიდა ჩემი ძმა სალათის ფურცლებს, მერე მარიამი დასცინოდა, ესეც ვითომ უბრაზდებიდა და კოცნით კომპენსაციას სთხოვდა. მაგიდის მეორე კიდეში ცოტნე და სალი საცივს ამზადებდნენ, აი ცოტნეს ნამდვილად ვერ დასწამებდი ცუდ კულინარობას, პირიქით მგონი სალიზე უკეთესიც კიიყო. იქით მაიკო დააბიჯებდა ნერვიულად, შიგადაშინ ფანჯარაში იხედებოდა, თან ტუჩებს ილოკავდა, როგორც ჩანს ტატო მოროგ ეგზოტიკურ ხილზე გააგზავნა, თან თავს გაიმართლებდა ბავშვს უნდაო, საწყალი ბიჭი. დივანზე კი აჩი იჯდა, კალთაში ლიზი ყავდა, საოფია კი მათ წინ ჩამუხლულიყო და ლიზის დიდი წვალებით აჭმევდა, გამეღიმა, საყვარლები იყვნენ. მიხარია ისინი რომ მყვანან. ფიქრების მიუხედავად მხიარულმა შევაბიჯე
-აბა რას შვებით?
-შენი ძმაკაცი დაიკარგა-ტუჩებამოტრიალებულმა იკითხა მაიკომ და ხელი გამობერილ მუცელზე დაისვა
-ამჯერად რაზე გააგზავნე
-მანგო მინდა
-გაგიჟდი?
-იცი რამდენიხანია წასულია?
-აბა რაიქმება
-დაურეკე, უთხარი მოვიდეს, აღარ მინდა მანგო, ტატო მინდა -ცოტაც და იტირებდა
-კაი დაწყნარდი მოვა
სალიმ ხელი დასტაცა ტელეფონს და ტატოს დაურეკა, ისიც 20 წუთში იქ გაჩნდა, მანგო ვერა მაგრამ მანგოს არომატით თუკი რამე შეხვდა ყველაფერი მოიტანა.
სამზარეულოში გავედი ქათმის სალათის გაკეთება გადავწყვიტე. ცოტახანში აჩი სემოვიდა და დამისკუპტა, აციმციმებული თვალებით
-რაიყო აჩი-სიცილით გავხედე
-აუ რასაყვარელია ლიზი
-ოჰ რომელი ბავშვი არ მოგწონებია ერთი შენ
-აუ არაა გოგო ეს მაგარი საყვარელია
-ჰო ძალიან
-სოფიაც კარგი გოგოა
-კი ძალიან-ისევ ღიმილით გავხედე
-რას მიყურებ რაიყო
-არა არაფერი, ისე
-მოგხვდება შენ-სიცილით მითხრა და ტუჩები ლოყაზე მომაკრო.
მთელი დღე რაღაცეებს ვამზადებდით.
10 საათიიყო გამოსაცვლელად წავედი, ტანზე გადავივლე, ცოტა გამივიპრანჭე და მისაღებში გავედი, გოგოებს უკვე სუფრა გაეწყოთ და ლამაზად ჩაცმულები დაფარფატებდნენ
-ნინაა დეიდა ნაქე ლალამაზი კაბა აქქ-ტიტინით მოვიდა ლიზი ჩემთან
-უულამაზესი ჩემო სიცოცხლე, ოღონდ დეიდა აღარ დამიძახო, ბებერი კი არვარ
-აბა ბიძია?
ყველამ სიცილი დაიწყო
-არა უბრალოდ ნინა-სიცილით ვუპასუხე მეც
-დედიტოს უთხალი მასინ რო ალ მეცხუბოს
-არ გეჩხუბება -ხელში ავიყვანე და გაბუშტული ლოყები დავუკოცნე.
მაგიდასთან დავსხედით, 12 საათიც დადგა, საჩუქრები გავცვალეთ და ცოტა დავლიეთ. აივანზე გავედი მოსაწევად, ოდნავ მთვრალს ახლა ისე მომინდა თორნიკესთან ყოფნა ვკვდებოდი. ტელეფონმა დამირეკა, არ დამიხედავს პირდაპირ ვუპასუხე
-ალო
ხმა არ ისმოდა მხოლოდ მძიმე სუნთქვა, ტელეფონი ჩამოვწიე, ნიმერს დავხედე, არ იყო საქართველოს კოდი.
კანკალით მივიდე ყურზე მობილური და ხმაჩახლეჩილმა წარმივთქვი
-თორნიკე
-ნინა-მისი ხმის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამაყარა
-ახალწელს გილოცავ, მინდა ბედნიერი იყო-არანაკლებ ჩახლეჩილმა განაგრძო საუბარი
-მეც გილიცავ. მიყვარხარ
-მიყვარხარ
მეტი ვეღარ გავძელი, გავთიშე და ცრემლები წამომივიდა. ვკვდებოდი, რომ წარმოვიდგენდი ჩემ გარეშე იყო. მერჩივნა არ ვყვარებოდი, გასაბრაზებელი მიზეზი მექნებიდა, ასე ხომ უფრო იოლი იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ არა. ცოტა დავმშვიდდი და სახლში შევბრუნდი. სოფიას მივუჯექი.
-რა სახე გაქვს
-დამირეკა
გაოცებულმა გამიმხედა
-რაო
-ახალწელს გილიცავო მიყვარხართქო იმანაც მითხრა, მერე გავუთიშე
-ჩემო გოგო-ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა.
დასაძინებლად მალე წავედი, ძილის წამლები დავლიე, გათიშულს ჩამეძინა, მეორე დღეს თბილისში ჩავედით.
**1 თვის შემდეგ**
-ცოლად გამომყვები?
დაჩოქილმა უთხრა ბენდელიანმა სალის, სალიც მოეხვია და დასთანხმდა საყვარელ მამაკაცს, ქორწილი 1 კვირაში დაიგეგმა, მთელი სამეგობრო ყირაზე იდგა, მეჯვარე რა თქმა უნდა ნინა იყო, ლამაზი, ლურჯი დავარდნილი კაბა ეხვა, დეკოლტითა და ფეხზე პრარეზით, თმა მსუბუქად აეწია და სადა მაკიაჟი უმშვენებდა ულამაზეს სახეს ნინას, მაგრამ მისი თვალები აღარ ბრჭყვინავდნენ უკვე თვე ნახევარია. სალი ულამაზესი იყო, სადა, თეთრი დავარდნილი კაბა ეცვა, ცოტნე? ბენდელიანი ჯერ ასეთი სიმოატიური არასდროს ყოფილა. ლამაზი ქორწილი ქონდათ ცოტნეს და სალის, ტატო თვალცრემლიანი შეჰყურებდა დას, თან ხელში 2კვირის მარიტა ეჭირა. გიო და მარიამი უკვე ოფიციალურად შეყვარებულები იყვნენ. სოფია აჩის გვერდზე იდგა, აჩის ხელში ლიზი ყავდა აყვანილი. ეს ორი დაახლოვდნენ, ამბობდნენ უბრალოდ კარგი მეგიბრები ვართო, მაგრამ მეტი იყო მათშორის, უბრალოდ ამას ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, თანაც ნამდვილი სიყვარული ხომ მეგობრობით იწყება!!!
ქორწილში ერთმა ყმაწვილმა გამომიცეკვა, ლუკა ერქვა. მშვენიერი ბიჭი იყო, მაგრამ მისი ხელის უბრალო შეხებაც კი მაღიზიანებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გასვიანს ვღალატობდი, ნეტა თვითონ თუ ვახსოვარ. ლუკას ბოდიში მოვუხადე და ჩემს ადგილას დავბრუნდი.
-ქალბატონი მეჯვარევ, იცეკვებთ ჩემთან?
-სიამოვნებით სიძე ბატონი
ცოტნეს გავყევი, წელზე მომხვია ხელი, მე კიდევ მხარზე ჩამოვადე თავი, მხოლოდ მათთან ვგრძნობდი სიმშვიდეს, ცოტნე კი ჩემი სულიიყო, ყოველთვის, ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი!
-ცოტა უხასიათოდ მეჩვენები
-რასამბობ ისე მიხარია თქვენი ამბავი
-მაგაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ
-არგინდა ცო. ყველაფერი კარგადაა.
მსუბუად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
2ხდებოდა რომ დავიშალეთ. ნეფე-დედოფალი იმავე ღამით პარიზში გაფრინდნენ.
მე ისევ სახლში წავედი, კაბა გავიხადე მისაღებში დავაგდე, აბაზანაში შევედი, უკან უნდ აგამოვსულიყავი აბაზანის კართან გავჩერდი, როგორ მინდოდა ახლა იქიდან გამოსულს გასვიანი დამხვედროდა ირონიული მზერით და ეთქვა რომ კარი უნდა ჩამეკეტა აბაზანაში შესვლამე. ფრთხილად გამო ედი, სახლში სიცარიელე იყო. კარები გადავკეტე, საწოლში ჩავწექი და დავიძინე. მეორე დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, ტელევიზორში ინფორმაციას მოვუსმინე, სისხლის ჩაბარების ყოველ წლიური აქცია იყო, მსურველები მიდიოდნენ, სისხლს აბარებდნენ შემდეგ კი საჭიროებისას ლეიკემიით დაავადებულებს უწევდნენ დახმარებას. ჩავიცვი და მითითებულ კლინიკაში წავედი.
-გამარჯიბათ, სისხლის ჩაბარების თაობაზე ვარ მოსული
-გამარჯობა, მეორე სართულაზე აბრძანდით, პირველივე კარია
-მადლობა
კარზე დავაკაკუნე, ტანხმობა გაისმა და შიგნით შევედი, 40 წლამდე ქალი დამხვდა ანკეტის შევსება დაიწყო
-ტატუ ხომ არ გაქვთ?
-არა
-ბოლო პერიოდში რაიმე მძიმე ვირუსული დაავადება ხომ არ გქონიათ?
-არა
-ძალიან კარგი, ანალიზებს ჩაგიტარებთ ყოველი შემთხვევისთვის და შემდეგ სისხლს ავიღებთ
-კიბატონო
ანალიზები ამიღეს, 15 წუთში შემობრუნდა ექიმი
-ქალბატონო ნინა, ძალიან კარგია სისხლის ჩაბარების სურვილი რომ გამოთქვით, მაგრამ ეს თქვენს მდგომარეობაში მიზანშეწონილი არ არის
-რას გულისხმობთ-ცოტა დავიბენი
-არიცით? ორსულად ხართ. ნაყოფი თვენახევრისაა. გილოცავთ.


ესეც მე-8 თავი, არ ვიცი რა გამომივიდა, ველი შეფასებებს <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest ელე

ჯანდაბა მაინც ორსულსდაა...
კაი ეს ისე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან მომწონს, არ ვიცი იმიტომ რომ კარგად წერ (რაც უდაოდ ასეა) თუ იმიტომ რომ სახელი თორნიკე ძალიან ემოციებს აღძრავს ჩემში პირადი მიზეზების და გამო ...უბრალოდ, როცა ვკითხულობ მგონია, რომ "მეხება"ეს ისტორია და ჩემი აზრით მთავარია მკითხველის გულს შეეხო, რაც დამერწმუნე ჩემს შემთხვევაში ძალიამ მაგარად გამოგდის

 



№2  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest ელე
ჯანდაბა მაინც ორსულსდაა...
კაი ეს ისე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან მომწონს, არ ვიცი იმიტომ რომ კარგად წერ (რაც უდაოდ ასეა) თუ იმიტომ რომ სახელი თორნიკე ძალიან ემოციებს აღძრავს ჩემში პირადი მიზეზების და გამო ...უბრალოდ, როცა ვკითხულობ მგონია, რომ "მეხება"ეს ისტორია და ჩემი აზრით მთავარია მკითხველის გულს შეეხო, რაც დამერწმუნე ჩემს შემთხვევაში ძალიამ მაგარად გამოგდის

ძალიან ძალიაან დიდი მადლობა❤მიხარია თუ მოვახერხე

 



№3  offline წევრი naniko mindia

Dzalian magari iyo .♥♥♥

Momdevno imedia male daideba

 



№4 სტუმარი Guest lia

Uსაკვარლესი ტავია

 



№5 სტუმარი Ni.i

Dzalian kargia veli shemdeg tavs :-* gaagrdzele

 



№6 სტუმარი Guest ხათო

იქნებ ცოტა მეტი დადო ხოლმეე.ძალიან მომწონს

 



№7  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

naniko mindia
Dzalian magari iyo .♥♥♥

Momdevno imedia male daideba

ძალიან დიდი მადლობა❤

Guest lia
Uსაკვარლესი ტავია

მადლობა❤❤

Ni.i
Dzalian kargia veli shemdeg tavs :-* gaagrdzele

მადლობა დიდი❤❤

Guest ხათო
იქნებ ცოტა მეტი დადო ხოლმეე.ძალიან მომწონს

შევეცდები. დიდი მადლობა❤❤

 



№8 სტუმარი Guest მარიმი

აუ რამაგრი იყო მაინც ორსალადაა და წესით უნდა გაუხარდეს იმიტომრომ მუცლით თორნიკეს ბავშვს ატარებს heart_eyes რაღაცნაირად იმედი მაქვს რომ თორნიკე დაბრუნდება kissing_heart ძაან მაგარი ხარ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და მიყვარხარრ heart_eyes

 



№9  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest მარიმი
აუ რამაგრი იყო მაინც ორსალადაა და წესით უნდა გაუხარდეს იმიტომრომ მუცლით თორნიკეს ბავშვს ატარებს heart_eyes რაღაცნაირად იმედი მაქვს რომ თორნიკე დაბრუნდება kissing_heart ძაან მაგარი ხარ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და მიყვარხარრ heart_eyes

აუუ ძალიან ძალიააან დიდი მადლობაა❤❤უზომოდ მახარებს ეს კომენტარები და მეცძალიან მიყვარხარ'თ❤

 



№10 სტუმარი nini

აიი ძალიანნ მაგარიაა ყოჩაღ heart_eyes გამიხარდა რომ ორსულადაა heart_eyes იმედია დაბრუნდება თორნიკე heart_eyes მალეე დადერაა heart_eyes კარგია ძალიან heart_eyes

 



№11  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

nini
აიი ძალიანნ მაგარიაა ყოჩაღ heart_eyes გამიხარდა რომ ორსულადაა heart_eyes იმედია დაბრუნდება თორნიკე heart_eyes მალეე დადერაა heart_eyes კარგია ძალიან heart_eyes

მადლობა დიდი❤❤❤

 



№12 სტუმარი Guest ანი

ძაან მაგარია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 8 თავი. რაღაც მონაკვეთებს 2 ჯერ 3 ჯერაც ვკითხულობდი :D :D :D ( მომენტებს არ დავასახელებ :))) ისე რომ იცოდე ნევროზი მაქვს და ცოტა მალე დადეთ შემდგომი :| :D :D :D

 



№13  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest ანი
ძაან მაგარია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 8 თავი. რაღაც მონაკვეთებს 2 ჯერ 3 ჯერაც ვკითხულობდი :D :D :D ( მომენტებს არ დავასახელებ :))) ისე რომ იცოდე ნევროზი მაქვს და ცოტა მალე დადეთ შემდგომი :| :D :D :D



Mariam Shengelia_3
Guest ანი
ძაან მაგარია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 8 თავი. რაღაც მონაკვეთებს 2 ჯერ 3 ჯერაც ვკითხულობდი :D :D :D ( მომენტებს არ დავასახელებ :))) ისე რომ იცოდე ნევროზი მაქვს და ცოტა მალე დადეთ შემდგომი :| :D :D :D

ძაან დიდიმადლობა❤ ვეცდები დრესვე დავდო

 



№14 სტუმარი

მალე დადე რა ძალიან კარგიაა♥♥

 



№15  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მალე დადე რა ძალიან კარგიაა♥♥

დიდი მადლობა❤

 



№16  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

სა ნტერესო იყო ძალიანნ მზომეცონაა მალეე დადე ახალი თავი მაინტერესებს

 



№17 სტუმარი ფნ

აუუმალედადე რაა♥♥

 



№18  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ნარჩიტა
სა ნტერესო იყო ძალიანნ მზომეცონაა მალეე დადე ახალი თავი მაინტერესებს

მადლობა❤ დაიდო უკვე

ფნ
აუუმალედადე რაა♥♥

დავდე უკვე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent