შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ქეთელაურო (თავი მეხუთე)


21-09-2017, 17:32
ავტორი ელპინი
ნანახია 841

ქეთელაურო (თავი მეხუთე)

შენელებული გულისცემა.
სისხლი.
ავარიის ხმა.
ხანძარმოკიდებული მანქანა.
სირენები,სახანძროები და უამრავი ადამიანი ინციდენტის მხილველი.
სამაუწყებლო კომპანია იმედი,პირდაპირი ეთერის ჩართვა.
-მამამისის დაბადებისდღიდან წამოსული ცოტნე ცოტაშვილი სამწუხაროდ ავარიაში მოხვდა,უცნობია ფაქტები რამ გამოიწვია ავარია და დაზუსტებით ვიცით,რომ ცოტნე ცოტაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.შესაძლებელია კომპანიის მტრებმა მოუწყვეს ბატონ ცოტნეს ეს შემთხვევა.მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ახლახანს გადაიყვანეს მთავარ საავადმყოფოში.
გაშეშებული იჯდა ქეთა მისაღებ ოთახში,ვერ იჯერებდა მოსმენილს.თითქოს გულზე რაღაც ნაწილი მოწყდა და წამით სუნთქვა შეწყვიტა.ცრემლები უსველებდნენ ლოყებს და ვერ ხვდებოდა ასე რატომ ეტკინა ცოტნე.თვალები გაუშეშდა და რეალობას ვერ აღიქვამდა,მხოლოდ გონება იმეორებდა სიტყვებს:"ცოტნე ავარიაში მოყვა".
ოთახში მაკა შემოვიდა და დივანზე გვერდით დაუჯდა ქეთას,მაგრამ ეს ქეთას არც კი უგრძვნია.
-ქეთა,რა გჭირს შვილო?-შეშინებული უყურებდა მაკა შვილს.
არ ესმოდა ქეთას დედამისის ძახილი და ვერც მაკას შეხებას გრძნობდა მკლავზე.
-ქეთა,ქეთა,შვილო გამოფხიზლდი,რა გჭირს?რატომ ტირი?-ხელებს ურტყამდა მაკა შვილს ლოყაზე.
როგორც იქნა დაუბრუნდა ამქვეყნიერებას ქეთა,ფეხზე წამოხტა,მაკასთვის არაფერი უთქვამს.მანქანის გასაღები აიღო და საავადმყოფოსკენ წავიდა.
სწრაფად ატარებდა მანქანას,თან ცრემლები მოსდიოდა და ხელები უკანკალებდა ფეხებთან ერთად.
არც დაკვირვებია როგორ დააყენა მანქანა საავადმყოფოსთან,გიჟივით შევარდა და მესამე სართულზე აირბინა,მიმღებში უთხრეს საოპერაციოში ყავთ ცოტნეო.
დერეფანში განადგურებული სალომე და ოთარი დაინახა,მარიამიც იქვე იყო, ცოტნეს და,იატაკზე ჩამომჯდარიყო და თავი კედელზე მიედო,ტიროდა.
-როგორ არის ცოტნე?-აკანკალებული ხმით უთხრა ქეთამ სალომეს და ოთარს,თან ტიროდა.
-არც ჩვენ ვიცით შვილო,ექიმებმა თქვეს რაც შეგვეძლება გავაკეთებთ ყველაფერსო,მძიმედაა ძალიან-თავს იკავებდა ბატონი ოთარი,სადაც იყო ისიც ტირილს დაიწყებდა.მაკას პასუხის გაცემა არ შეეძლო და ქმარს ჩახუტებულიყო,ტიროდა შვილს,რომელიც არ იცოდა ცოცხალი თუ გადარჩებოდა.
ქეთა იქვე სკამზე ჩამოჯდა,თავი მუხლებზე დადო და ფიქრობდა ცოტნეზე,არ იცოდა ასე რატომ ტკიოდა უცოტნეობა,ეგონა სუნთქვა შეუწყებოდა მალე.
კარგა ხანს გაგრძელდა ოპერაცია და ექიმი სულ ოფლის წვეთებით დაცვარული გამოვიდა საოპერაციოდან.
მაშინვე ფეხზე წამოდგა ქეთა და ექიმთან ახლოს დადგა.
-როგორ არის ჩემი შვილი,ექიმო?გადარჩება,ხო?გთხოვთ,მითხარით რამე-სასოწარკვეთილი ხმით ლაპარაკობდა სალომე და ექიმს პერანგზე ეჯაჯგურებოდა.
-რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ,ცოტნეზეა დამოკიდებული მისი ორგანიზმი როგორ გაუძლებს ამას.იმედი არ უნდა დავკარგოთ.მაპატიეთ,უნდა წავიდე,პაციენტები მყავს-ექიმმა ოთარს მხარზე ხელი ორ-სამჯერ დაჰკრა,გაუღიმა და წავიდა.
ვერ გაუძლო ქეთამ,თითქოს ყელში ბურთი გაჩხეროდა და ხროტინობდა,გარეთ გავარდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და სკამზე ჩამოჯდა.ცას უყურებდა,ვარსკვლავებს ითვლიდა და ცრემლები მოსდიოდა,ცოტნესგან გამოწვეული ცრემლები.გული ეკუმშებოდა,უნდოდა ბოლო ხმაზე ეტირა და ეცემა ცოტნე მისი დაუფიქრებლობის გამო.
ასე გაუნძრევლად იჯდა კარგა ხანს,მისიანები მოვიდნენ შემდეგ და სკამზე ჩაძინებული ქეთა ხელში აიყვანა თომამ და მანქანაში ჩასვა.ყველა ნერვიულობდა და განიცდიდა ცოტნეს ამბავს.

უკვე ერთი კვირა გასული იყო,უარაფრო ერთი კვირა,ცოტნეს გარეშე მყოფი ქეთა და ქეთას ნახევრად მფეთქავი გული,გათიშული გონება,გათენებული ღამეები.
-გამიშვით,გამიშვით,ჩემი შვილი უნდა ვნახო-გამწარებული კიოდა სალომე სავადმყოფოს დერეფანში და ექიმებს მუჭებს ურტყამდა.
-მაპატიეთ ქალბატონო,რეანიმაციაში არავის ვუშვებთ-თბილი ხმით უპასუხა ექიმმა,მაგრამ განა რამეს გააწყობდა?!არა.
-გთხოვთ,ძალიან გთხოვთ.უკვე ერთი კვირაა არ მინახია ჩემი ცოტნე და ნუთუ სიბრარულის გრძნობდა არ გაგაჩნიათ?-სასოწარკვეთილმა,კივილისგან ჩახლეჩილი ხმით ამოიხავლა სალომემ,ძირს დავარდა და გული წაუვიდა.
-სასწრაფოდ საკაცე მოიყვანეთ,პალატაში გადავიყვანოთ-დაფაცურდნენ ექიმები და სალომე პალატაში გადაიყვანეს.
უძილო ღამეების და შიმშილის ბრალი იყო ქალბატონი სალომეს გონების დაკარგვა,ფერი არ ედო სახეზე,ვენაში გადასხმა ედგა და აპარატების გამაყრუებელი ხმა ისმოდა პალატაში.ოთარიც იქვე იყო სკამზე ჩამომჯდარი და სალომეს ხელი მის ხელში ეჭირა
-სალომე,გეხვერწები გამოფხიზლდი.ახლა ცოტნეს სჭირდები შენ და შენი გვერდში დგომა სჭირდება.შენ ყველაზე კარგი ცოლი და მზრუნველი დედა ხარ-ჩურჩულით ელაპარაკებოდა ბატონი ოთარი მის ცოლს და ხელზე ნაზად კოცნიდა.იმ ღამით სალომეს მუცელზე თავდადებულს ჩასძინებოდა.
ქეთა სახლში იყო,მის ოთახში გამოკეტილი.უკვე ერთი კვირა იყო ნორმალურად არ უჭამია,პატარას წაიკიკნებოდა მხოლოდ და ყავას თუ დალევდა.დილით მისალმების ტრადიციაც დაირღვა უკვე ერთი კვირაა ქეთელაურებთანაც და ცოტაშვილებთანაც.
ყველა დაზაფრული იყო,იმედის ნაპერწკალი ყველაზე მეტად ქალბატონ სალომეს და ქეთას უღვიოდა.დედა მაინც სულ სხვაა,ხო იცით?
ქეთა?ქეთა რაღაც უკიდურესობა იყო.ხვდებოდა,რომ ცოტნესადმი სიმპატიები ჰქონდა,მაგრამ ამაში ახლა დარწმუნდა საბოლოოდ,როცა უმისობას განიცდიდა,ოღონდ ახლა მისი ერთი ირონიული წინადადება მოესმინა და მისი ხმა გაეგონა,თუნდაც ქეთას გულის ტკენის ფასად.რას არ დათმობდა ამისთვის,მაგრამ ცოტნე ისევ უგონო მდგომარეობაში იყო,ამქვეყნიერებისგან მოწყვეტილი და გონება გათიშული.ქეთას მისი თავისიც უკვირდა ასე,რომ იყო ცოტნეს ცუდად ყოფნის გამო.იხსენებდა ცოტნეს ნათქვამ თითოეულ ფრაზას,მის მიმიკებს და ბოლოს,ცოტნეს შეხებას,რომელიც როგორც იტყვიან ზოოპარკი გაუჩინა მუცელში.საავამდყოფოში წასვლა გადაწყვიტა ქეთამ,სახლში ვერც ჩერდებოდა.
ოც წუთში უკვე ცოტნეს პალატასთან იდგა.
-გამარჯობათ,ახალი არაფერია,ხო?-იმედგაცრუებულმა ჰკითხა ცოტნეს მშობლებს ქეთამ.
-არაფერი შვილო,იმედს ვერ გვაძლევენ.განძრევა არ შეიძლება ახლა მისთვის,ვერ გადაგვყავს სხვა ქვეყანაში,სამწუხაროდ,ამიტომ საბუთები გავაგზავნეთ გერმანიაში და პასუხს ველოდებით ახლა-მამაკაცი მაინც სულ სხვაა,ბატონ ოთარს იმდენად კარგად ეჭირა თავი,რომ ერთი შეხედვით იფიქრებდით არ ღელავს ძალიანო,მაგრამ გულის სიღრმეში ვინ რა იცის რა ხდება.

უკვე მეათე დღე იყო,პასუხები ჩამოვიდა გერმანიიდან,ცოტნეს სამწუხაროდ,სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა,სხვა შემთხვევაში ინვალიდი დარჩებოდა.
თავზარდამცემი ამბავი ყველას სახეზე გამოისახა.ქეთას ტკიოდა ის,რომ "მისი" ცოტნე ახლა იმდენად ცუდად იყო,შესაძლებელია ფეხზე ვერ გაევლო.
სასწაული მოხდა იმ დღეს,თითქოს ბურუსი თეთრმა ფერმა შეცვალა და ირგვლივ განათდა.იგრძნო ალბათ ცოტნემ,როგორ სტკენდა გულს ყველას მისი ცუდად ყოფნა და დაბრუნდა ამქვეყნიერებაზე.

თვალები ზანტად გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა,ამდენი აპარატები და გამაყრუებელი ხმა,რომ გაიგონა თავი საშინლად ასტკივდა.ბედზე ექთანმა შემოაკითხა და გაშეშდა,არ ელოდა ცოტნეს მღვიძარე მდგომარეობაში.
-წყალი თუ შეიძლება-ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ცოტნემ და ხელი ფრთხილად გაამოძრავა.
ექთანმაც მაშინვე დაალევინა წყალი და ექიმის დასაძახებლად გავიდა,დერეფანში ჟრიამული ატყდა ამ სასიხარულო ამბის გაგების დროს,სიხარულის ცრემლები ჩამდგარიყო ყველას თვალებში და ბედნიერებისგან ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
სალომე და ოთარი შევიდა პალატაში და ცოტნე,რომ დაინახეს ორივეს მისი პატარაობა წარმოუდგა თვალწინ,ცელქი და მოუსვენარი ცოტნე,რომელსაც ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი და ახლა?ახლა რა იცოდა მან,რომ სიარული არ შეეძლო.
-ცოტნე,შვილო,როგორ შეგვაშინე,ჩვენზე საერთოდ არ იფიქრე?-ეხუტებოდა სალომე შვილს და ფრთხილად უკოცნიდა თვალებს და ლოყებს.
-ცოტნე,მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკებთ,ახლა ამის დრო არაა,მაგრამ მაინც-ოთარმა სერიოზული ხმით უთხრა შვილს.
-დედა,ოდნავ წამოვიწევი და ბალიში დამიდევი კარგად.
სალომეს სახეზე ფერები გადაუვიდა,მიხვდა,რომ ახლა გაიგებდა ცოტნე მის ამბავს და ახლა ეტკინებოდა მას ყველაზე მეტად.
ცოტნე ოდნავ წამოიწია ტანით,მაგრამ ფეხები ვერ გაამოძრავა,სახის მიმიკები სწრაფად შეეცვალა.
-სალომე,ფეხებს რატომ ვერ ვამოძრავებ?
უჭირდა სალომეს ცოტნესთვის სიმართლის თქმა,განა რომელ დედას უნდა,რომ მის შვილს რამე სტკიოდეს ან აწუხებდეს.
მდუმარედ იდგა სალომე და ოთარიც არ იღებდა ხმას,თავჩაქინდრული იდგნენ.
-ვინმე ამიხსნით რა ხდება?-გაბრაზებული ტონით იკითხა ცოტნემ.
-ცოტნე,შვილო...-სიტყვებს თავს ვერ უძებნიდა სალომე ცოტნესთვის მდგომარეობის ასახსნელად.
-კარგი,ჩემით მივხვდი.სიარული არ შემიძლია და მუდამ ინვალიდის ეტლში უნდა ვიჯდე.
აცრემლებული თვალებით უყურებდა დედ-მამა ცოტნეს.
-ცოტნე,ასე არ არის ყველაფერი.მკურნალობის შედეგად ისევ შეგეძლება სიარული-ახსნას ცდილობდა სალომე.
-დედა,არაფრის გაგონება არ მინდა.გადით პალატიდან-კატეგორიული ხმით ლაპარაკობდა ცოტნე,მათთვის თვალებში არც შეუხედავს,სარკმლიდან იყურებოდა.
ტირილით გავიდა სალომე ოთახიდან.უფროსწორად,ოთარმა გაიყვანა.
-ოთარ,ახლა რა უნდა ვქნათ?ნახე როგორი რეაქცია ჰქონდა-სასოწარკვეთილი ხმით წარმოთქვა სალომემ.
-დამშვიდდი,დალაგდება ყველაფერი.დრო სჭირდება დასაფიქრებლად ახლა მას.ნახავ,კარგად იქნება მალე ყველაფერი-იმედი მისცა ოთარმა ცოლს,ეხუტებოდა და თმაზე კოცნიდა.
ქეთა ცოტა მოშორებით იდგა,უყურებდა მათ და უკვე ხვდებოდა ცოტნეს როგორი რეაქცია ჰქონდა ცოტაშვილს.ნელი ნაბიჯებით დაიძრა მათკენ და ინტერესით იკითხა.
-როგორ არის ცოტნე?
-ქეთა,დედიკო,იქნებ შენ მაინც მოგისმინოს.დაელაპარაკე,რა-მუდარიანი ხმით სთხოვა სალომემ ქეთას.
-არ მომისმენს,ქალბატონო სალომე,მაგრამ ვცდი მაინც-შერცხვა ქეთას უარის თქმა სალომესთვის.უნდოდა ცოტნეს ნახვა ახლა ყველაზე მეტად,მაგრამ ესიკვდილებოდა იქ შესვლა ახლა.იცოდა ცოტნე კარგს არაფერს ეტყოდა და ისევ მას ეტკინებოდა,მაგრამ ახლა სალომეს თხოვნაზე უარს ვერ ეტყოდა.მძიმე ნაბიჯებით გაემართა პალატაში და დააკაკუნა კარზე
-შემოდით-მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა ცოტნემ.
პალატის კარები გააღო ქეთამ,ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა და ჩუმად ჩაილაპარაკა
-გამარჯობა
-ოჰ,ქეთელაურო?შენ აქ რა გინდა?-ცინიზმი ასეთ დროსაც არ დაუკარგავს ცოტნეს.
-ხო,როგორ ხარ?-თბილი ხმით ჰკითხა ქეთამ ცოტნეს და სკამზე ჩამოჯდა.
-მშვენივრად უბრალოდ სიარული არ შემიძლია-ტუჩაბზუებულმა ჩაილაპარაკა ცოტნემ და ქეთასთვის თვალი არ მოუშორებია.როგორ გაუხარდა არადა მისი დანახვა,მაგრამ ამას ვერ კი არა,ახლა არ გამოხატავდა.არ ელოდა თუ ქეთა ამოდენა ყურადღებას გამოიჩენდა.
-არაუშავს,იმკურნალებ და ყველაფერი იმაზე კარგად იქნება,ვიდრე შენ გგონია-გაუღიმა ქეთამ ცოტნეს და დამაიმედებლად დაელაპარაკა.
-სალომემ თუ გამოგიშვა შეგიძლია მიბრძანდე,კარები იცი თავადაც საითაა.
გაცხარდა ქეთელაური,ვერ აიტანა ცოტაშვილის ასეთი დამოკიდებულება,ფეხზე წამოხტა,ცოტნესთან ახლოს მივიდა და გაბრაზებულმა დაიწყო ლაპარაკი.
-შენ?შენ რა ადამიანი ხარ ამიხსენი.ასეთ კრიზისულ მომენტშიც კი არ კარგავ შენს პოზოციებს.მთელი 10 დღეა დღე და ღამე აქ ვართ,იცი მაინც სალომე რამდენჯერ გახდა ცუდად.ვიცი,არც შენ ხარ კარგად,მაგრამ დედაა ის,ტკივა მას შენი თითოეული ბანზე აგდებული სიტყვა.არ გინდა შეგეძლოს სიარული?არ გინდა ისევ დააბიჯებდე ამქვეყანაზე?ნუთუ გინდა ინვალიდის ეტლში იჯდე სულ.დაფიქრდი ცოტნე,ამით შენს თავსაც აზიანებ და სხვებსაც.
ესიამოვნა ცოტნეს ქეთას სიტყვები,ჩაესმოდა მხოლოდ ის მონაკვეთი ქეთამ,რომ თქვა "მთელი 10 დღეა აქ ვართო",ანუ მის გამო იყო ქეთა აქ,"მისი" ქეთა,მაგრამ როგორც ყოველთვის თავის პოზიციაზე იდგა.
-შეგეძლო არ გაგეთენებინა ის 10 დღე ჩემს გამო და არ გედარდა.კარგად ბრძანდებოდე,მე თვითონ ვიცი რა უკეთესია-თითქოს არ გაუგია ქეთას სიტყვები და ტყუილად ილაპარაკა ამდენი.
ფეხზე წამოდგა ქეთა,სწრაფად გავარდა პალატიდან,სალომეს ბოდიში მოუხადა და ეზოში უკანმოუხედავად გაიქცა,ვერ შეეგუა ცოტნეს ამ სიტყვებს,ცრემლები წამოუვიდა და გული სტკიოდა ქეთელაურს.



ბავშვებო მაპატიეთ,რა ამდენი დაგვიანებისთვის.უბრალოდ,მართლა არ მაქვს დრო,გადარბენაზე ვარ.არ ვიცი როგორი თავია ან თუ არის კარგი,მაგრამ ველოდები თქვენს შეფასებას და კომენტარებს.
თქვენი ელპინი.
უყვარხართ ელპინს.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest თაკო

დედა ეს რა წაიკითხა ჩემა თვალებმა ვერც კი წარმოიდგენ ახალი თავი რო დავინახე ავხტი და დავხტი მაგრად მომწონს არა მაგრად კიარა ძალიან მომწონს ჰოდა არ დაგვიანო ახალი თავი

 



№2  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
დედა ეს რა წაიკითხა ჩემა თვალებმა ვერც კი წარმოიდგენ ახალი თავი რო დავინახე ავხტი და დავხტი მაგრად მომწონს არა მაგრად კიარა ძალიან მომწონს ჰოდა არ დაგვიანო ახალი თავი

თაკო,უდიდესი მადლობა❤❤❤❤მეც ავხტი და დავხტი ახლა ბედნიერებისგან❤❤❤ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო,მაგრამ მალე დადებას ვერ დაგპირდებით❤

 



№3  offline წევრი modemodka

Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

 



№4  offline მოდერი ელპინი

modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

 



№5  offline წევრი modemodka

ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

 



№6  offline მოდერი ელპინი

modemodka
ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

ხვალ თუ არა ზეგ იქნება,სიყვარულო❤❤❤

 



№7  offline წევრი modemodka

ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

ხვალ თუ არა ზეგ იქნება,სიყვარულო❤❤❤

Velodeebi , velodebii , ve lo de bi ♡♡♡♡

 



№8  offline მოდერი ელპინი

modemodka
ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

ხვალ თუ არა ზეგ იქნება,სიყვარულო❤❤❤

Velodeebi , velodebii , ve lo de bi ♡♡♡♡

მადლობა დიდი❤❤❤❤

 



№9  offline წევრი modemodka

ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

ხვალ თუ არა ზეგ იქნება,სიყვარულო❤❤❤

Velodeebi , velodebii , ve lo de bi ♡♡♡♡

მადლობა დიდი❤❤❤❤

Vitireb icodee... meekvse tavi mindaa ((

 



№10  offline მოდერი ელპინი

modemodka
ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
ელპინი
modemodka
Au kargiaa dzaliaan.. imedia shabat-kviras dadeeeb.. da es cotne moarjule cota xasiatebit

მადლობა დიდი,სიყვარულო❤კი,მოვიცლი ამ შაბათ-კვირას მგონი
ახალი თავისთვის :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤

Ooo dade raa shemdegii :/// velodeeebii icodee :-D ♡♡♡

ხვალ თუ არა ზეგ იქნება,სიყვარულო❤❤❤

Velodeebi , velodebii , ve lo de bi ♡♡♡♡

მადლობა დიდი❤❤❤❤

Vitireb icodee... meekvse tavi mindaa ((

ხვალ იქნება :დდდ ბოდიში❤❤

 



№11 სტუმარი Guest თაკო

ჰაიმეეეეე უკვე გავაფრენ შეგვიცოდე გთხოვვვ

 



№12  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
ჰაიმეეეეე უკვე გავაფრენ შეგვიცოდე გთხოვვვ

ტრამვირებული ვარ :(((( ხოდა დღეს თუ დავასრულე წერა და შევძელი,გაღირსებთ❤მაპატიე,რიაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent