შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ეშმაკი ქალია 18+ (1)


22-09-2017, 00:08
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 495

ეშმაკი ქალია 18+ (1)

- აქ წერია, რომ უმაღლესი განათლება გაქვთ - თვალი ეჭვით შეავლო ნელიმ პიჯაკსა და გამოსასვლელ პერანგში გამოწყობილ მამაკაცს.
ეტყობოდა, ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს ამ ტანისსამოსში და სპეციალურად დღეისთვის შეერჩია, თითქოს ოფიციალური გასაუბრება ყოფილიყო.
- სიმართლე წერია - უპასუხა დაბნეულმა დათამ - მხატვარი ვარ, აკადემია დავამთავრე.
- იურისტიც ბრძანდებით?
- დიახ, იურიდიულიც დამთავრებული მაქვს.
- თქვენი პროფესიებით რატომ არ მუშაობთ?
- იურისტობა ნამდვლად არაა ჩემი მოწოდება. სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა ვიყავი მაშინ ძალიან და ოჯახის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი. აი, რაც შეეხება ხატვას - ცოტახანი პაუზა იყო - დიდ ყურადღებას მოითხოვს, მთელს სულს მოითხოვს... მე კი ამის მიცემა არ შემიძლია.
- რატომ?
- რადგან ჩემს ცხოვრებაში ორი გოგონაა, რომელიც აგრეთვე ყურადღებასა და სულს მოითხოვენ. შესაბამისად, ხატვას საკუთარი ქალიშვილები ვარჩიე და აქ მოვედი, რადგან მაღალი ანაზღაურება მჭირდებოდა და თქვენს მოთხოვნებსაც ვაკმაყოფილებ. რაც მთავარია, ისეთი ანაზღაურებაა, რომ პირდაპირ მაგ ხელფასით ვერც ერთ სამსახურში ვერ მოვეწყობი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ჩემი ოჯახისთვის, ასე აჯობებს.
- გეთანხმებით და თან არც ზედმეტად გამხდარი ხართ და ჯანიანსაც ჰგავხართ - შეათვალიერა ნელიმ კაცის აღნაგობა, არც მუქჩალისფერი თმა და და ცისფერი თვალები გამოჰპარვია. თუმცა, ეს უკანასკნელი, ნამდვილად არ ევალებოდა.
- დიახ, ჯანიანი ვარ - სიცილით დაუდასტურა დათამ. მერე მიხვდა, რომ ნელი საერთოდ არ ხუმრობდა, არასდროს და გაჩერდა.
- ანუ შვილები გყავთ? ეგ აქ არ წერია.
- “CV”-ში არც უნდა ეწეროს, რომ შვილები მყავს.
- ცოლი?
- არც ცოლი.
- ბავშვები თქვენთან ცხოვრობენ?
- დიახ.
- გაყრილი ხართ?
- არა, დედა გარდაეცვალათ.
ნელი მიხვდა, რომ პირადი შეკითხვები ზედმეტი იყო და ეგრევე საქმეზე გადავიდა.
- მემგონი, სრულიად შეეფერებით ამ კანდიდატურას. აყვანილი ხართ.
- ასე მალე? - გაუკვირდა დათას.
- დიახ, მალე. რაც მალე დაიწყებთ, მით მალე აიღებთ ხელფასს. დღეს ქალბატონ ლილიანს დაველაპარაკები და ხვალიდან დაიწყეთ
- რა მოხდა, შეგებრალეთ? - გაეცინა დათას.
ნელის ისევ დაუსერიოზულდა სახე. კაცი მიხვდა, რომ ქალის თანდასწრებით აღარ უნდა ეხუმრა.


* * *
- ქალბატონო ლილიან, მობრძანდით? - ჰკითხა ნელიმ სახლში ახალშემოსულ ქალს, რომელმაც კარის დაკეტვისთანავე მოისროლა ტახტზე ჩანთა და უკმაყოფილო სახით გახედა ნელის.
- არა, არ მოვბრძანდი.
- ცუდი დღე გქონდათ?
- როდის მაქვს კარგი დღე? - თავისი ბეწვის ქურქი ნელის მიაჩეჩა.
- მიირთმევთ ვახშამს?
- რა გვაქვს?
- მოშუშული ხბოს ხორცი ბოსტნეულთან ერთად.
- თხუთმეტ წუთში ჩამოვალ ოთახიდან და გაშლილი დამახვედრე.
- მხოლოდ თქვენ იქნებით ქალბატონო?
- ვინმე სხვას ხედავ? - შეუბღვირა ლილიანმა.
- არა ქალბატონო.
ლილიანი უზარმაზარ შემოსასვლელში აღმართულ კიბეს აუყვა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. მის სასახლეს ღამის წყვდიადის კვალი არასდროს ეტყობოდა, ისე ბრწყინავდა გარშემო ყველაფერი. კაბა გაიხადა, საცვალიც გაიძრო და საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში - ჩამწკრივებული ნეკნები მკაფიოდ ეტყობოდა მუცელშესუნთქულ სხეულზე, გრძელი თმა თითქმის საჯდომამდე ჩამოშლოდა.
- მომენატრე მეგობარო - გაუღიმა სარკეში საკუთარ თავს და სააბაზანოში შევიდა.
- ქალბატონო ლილიან, დღეს სახლის მთავარი დამხმარე დავიქირავე. ახალგაზრდა მამაკაცია, ასე ოცდაათი წლისა იქნება...
- მოგეწონა? - შეაწყვეტინა ლილიანმა.
- მომეწონა? - თვალები გაუფართოვდა ნელის.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორც მუშა, მოსამსახურე თუ რა ჯანდაბაცაა. გამოდგება? - ჰკითხა გაღიზიანებულმა ქალმა.
- კარგი ბიჭია, გამოდგება. მხატვარია...
- არ მაინტერესებს!
- იურისტიცაა პროფესიით და ორი....
- არ მაინტერესებს პროფესია! - დაიღრიალა ლილიანმა და საკვებით სავსე თეფში ძირს გადმოაგდო - სისულელეა ყველა პროფესია! არჩეული პროფესია მხოლოდ ღმერთის დაცინვაა, მაგრად ხარხარებს ხოლმე ჩვენზე და საბოლოოდ ყველანი იქ ვმუშაობთ, სადაც თავადვე შეგვირჩევს სამსახურს.
შეშინებული ნელი კანკალით უყურებდა.
- მოასუფთავე იატაკი, ლაქა არ დარჩეს, თორემ შენს ადგილზეც იმ მხატვარს ავიყვან - ჩაიცინა ცალი ყბით და გარეთ, ბაღში გავიდა.

* * *
- ბოლოს და ბოლოს, სად იწყებ მუშაობას? - ჰკითხა დათას თავისმა დამ და კალთაში ჩაძინებული უმცროსი ძმის შვილი საწოლზე გადააწვინა.
- ლილიანთან - ამოიოხრა დათამ. - ლილიან დადვანი.
- დადვანთან? ჯანდაბა მაგის თავს. ორი ბავშვი რომ არ გყავდეს, გეტყოდი, სტრიპტიზიორად გემუშავა. დამიჯერე, გაცილებით კომფორტულად იგრძნობდი თავს.
- რატო? რამე იცი მაგ ქალზე? - გაუკვირდა დათას.
- ჭურში ზიხარ რაა. გახსოვს, შარშან წინ, რომ დიზაინერი მოკლეს?
- კაველო თუ ვიღაცა?
- ჰო, კაველო. მაგ კაველოს სახე იყო ეს შენი ლილიანი, მისი მთავარი მოდელი. კაველოს ახალი კოლექციის ჩვენება იყო, როცა ივენთის ბოლოს, სცენაზე მყოფ დიზაინერსა და მის ყველა მოდელს დაესხნენ თავს თავიანთი ფანები და დახოცეს.
- რა სიგიჟეა.
- ჰოო, თავი აიფეთქეს. მხოლოდ ერთი გადარჩა, ისიც მკვლელი.
- საიჭირეს?
- მემგონი კომაშია.
- ლილიანი როგორ გადაურჩა?
- სტატიაში ეწერა, რომ საღამო მან დახურა, კულისებში შესვლისას კი ფეხი გადაუბრუნდა, იღრძო და მაყურებლის წინაშე ვერარ გამოვიდა დიზაინერთან ერთად ბოლოს.
- ყოჩაღ, მაგრად უშველა იმ ფეხის მოტეხვამ.
- მემგონი დაკოჭლდა... ზუსტად ვერ გეტყვი, რადგან სამოდელო კარიერა იმ დღესვე დაასრულა. ახლა კი ვეღარავინ ვეღარ იტანს. პაპარაცებს თავს ესხმის თუ აღმოაჩინა, რომ ფარულად სურათებს უღებენ. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს, სულ შავი სათვალე უკეთია, სახეს მალავს. ყველა ამბობს, რომ ზედმეტად აგრესიული ქალია.
- არ იენრვიულო შენ მაგაზე თაკო, მე შეხებაც იშვიათად მექნება. სულ ფეხებზე ჰკიდია იმ შენს ლილიანს თავის ბაღს ვინ კრეჭს ან ლურსმანს ვინ აჭედებს კედელზე. ეგ მხოლოდ ანაზღაურებას მიხდის. მთავარია, ბაღში რომ გაიხედავს, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ეგაა და ეგ.
- მამა, საშინაო დავალებას შემიმოწმებ? - შემოვიდა ცისფერთვალება, პატარა გოგო მატემატიკის დავალებით ხელში.
- შეგიმოწმებ - კალთაში ჩაისვა ბავშვი და ლოყაზე აკოცა.
* * *


- იმ ძველ სახელოსნოს რომ მიაგალებ... - შეიძლება შენობით გელაპარაკო? - ჰკითხა ნელიმ უკვე სამსახურში გამწესებულ დათას.
- რა თქმა უნდა.
- იმ სახელოსნოს რომ მიალაგებ, მერე პომიდვრები უნდა დათესო ლილიანის ბოსტანში.
დათას გაეცინა.
- რა გაცინებს ახალგაზრდავ? - გაიკვირვა ნელიმ.
- მეხუმრებით?
- რასთან დაკავშირებით?
- პომიდვრებთან დაკავშირებით.... და ბოსტანთანაც. ლილიანს ბოსტანი აქვს?
უფრო მაგრად გაეცინა კაცს. მერე გაახსენდა, რომ ნელის თანდასწრებით მიუტევებელი სიცილი ცოდვის ტოლ-ფასი იყო.
- არა, აფსოლიტურად სერიოზულად გესაუბრები. ის შენთვის ქალბატონი ლილიანია და მარკეტში ნაყიდ ბოსტნეულს არ მიირთმევს. დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სრულიად ჯანსაღი პროდუქტია.
- გასაგებია - ამჯერად შეეცადა სახე დაესერიოზულებინა.
- თუ არ იცი, როგორ ხდება ბოსტნეულის მოყვანა, სხვას ვთხოვთ.
- ყველაფერი კარგადაა. მაგაზე ადვილი არაფერია.
გაუღიმა დათამ და სახელოსნოს ჯერ დალაგებას შეუდგა.
მიწაზე და სახლში მუშაობის შემდეგ უკვე კაი დრო გასულიყო. გახანგრძლივებულიდან უნდა გამოეყვანა სასწრაფოდ ბავშვები. ნიტა - სკოლიდან, სოფი - ბაღიდან.
გრილმა ნიავმა დაუბერა და მუშაობისგან გადაღლილ სახეზე სასიამოვნოდ მოჰხვდა სუსტი ქარი. სუფთა ჰაერმა უეცრად სიგარეტის მსუბუქი არომატი მოიტანა. გაუცნობიერებლად ამ არომატს გააყოლა თვალები და მეორე სართულის აივანზე ქალის მკრთალი სილუეტი შენიშნა.
მოჩვენებასავით ატუზულიყო გამხდარი ფიგურა. გრძელ, ყოვლისმომცველ თმას ლომის ფაფარივით უწეწავდა ქარი, თხელ თითებში სიგარეტი გაეჩრა და მისი კვამლი ისე უჩვეულოდ ერწყმოდა ღამეს, გეგონება გარშემო მთვარის შუქსა და ვარკვლავების რაოდენობასაც კი აკონტროლებდა.
ლილიანი იყო.
მხოლოდ ერთხელ ჩააყოლა მზერა კაცის მიმართულებით... ლილიანს ძალიან უხაროდა ყველას უბედურება - უხაროდა, როცა ნელის დატუქსავდა ხოლმე და შეშინებულმა ქალმა, აღარ იცოდა, როგორ მოეგო თავისი ქალბატონის გული ხელახლა. უხაროდა ყველა სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანი, უხაროდა დათა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, თავაუწევლად მუშაობდა.
უხაროდა ყველა უბდური.
უხაროდა, რომ მარტო არ იყო სამყაროს სისასტიკის წინაშე.

* * *

სახლში ბრუნდებოდა, როცა ღამის პერანგში დაინახა, აბრეშუმის ხალათი ეცვა, რომელიც ფეხებს მთლიანად უფარავდა. ისე მოდიოდა, გეგონება ყინულის მოედანზე მოსრიალებსო.
- გამარჯობა - მიესალმა დათა.
ლილიანმა ზედმეტად შესამჩნევად აათვალ-ჩაათვალიერა.
- გაგიმარჯოს - სახის არც ერთი მიმიკა არ შეუცვლია.
- მე დათა გელოვანი ვარ, თქვენი ახალი…
- ვიცი! - გააწყვეტინა ქალმა.
დათამ ხელი გაუწოდა ჩამოსარმევად. ლილიანმა მის ხელს ზიზღით შეხედა, შემდეგ კი ზურგი აქცია და კვლავ თავისი საძინებლისკენ გაეშურა.
- ხვალ დილას მანქანით მჭირდება ერთ ადგილას წასვლა, იმედია ტარება იცი - ისე თქვა, არც კი გამოუხედავს კაცისკენ.
- დიახ, რა თქმა უნდა - უპასუხა გაოგნებულმა დათამ.
დათა სადაც გაიზარდა, იმ ოჯახში ყოველთვის არიგენდნენ, რომ ადამიანისთვის ლაპრაკისას თვალებში უნდა გეყურებინა, არასდროს შეგექცია ზურგი და თუ ჩამოსართმევად ხელს გამოგიწვდიდა ვინმე, ღიმილით ჩამოგერთმია.
ეტყობოდა, ლილიანისთვის არავის ესწავლებინა მსგავსი.
შეიძლება, სრულიადაც არავინ ჰყავდა ჭკუის დამრიგებელი.
* * *

ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან გამოიყვანა დათამ, საჭმელი აჭამა, სოფის იქამდე ეფერა და იქამდე ეთამაშა, სანამ ნიტა სკოლის დავალებებს აკეთებდა. მერე უმცროსი დააძინა, უფროსისგან დავალებები ჩაიბარა და სკოლის ამბები გამოიკითხა - რომელი საგანი მოსწონდა, რომელი მასწავლებელი, ვის ემეგობრებოდა და ა.შ.
შუაღამისას, ორი ცისფერთვალება ერთდროულად შეუწვა ლოგინში, ერთი გემრიელად შეანჯღრიეს, რომ გაეღვიძებინათ. შემდეგ მამის მკერდზე გადანაწილდნენ და ასე ჩაეძინათ. დათა კი ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერს, რასაც აკეთებდა, მათთვის აკეთებდა.

მეორე დილას ახალ პორშეში იჯდა და ძალიან სწდებოდა გული, რომ თავისი არ იყო. ლილიანს ელოდებოდა უკვე დაახლოებით ნახევარი საათი. როგორ შეიძლებოდა ადამიანს მაშინაც კი დაეგვიანა თუ თავის მანქანასთან იყო მხოლოდ ჩასასვლელი?
როგორც იქნა მოვიდა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა. დათას გაუკვირდა, რადგან, როგორც წესი, მძღოლის უკან ჯდებიან ხოლმე ფილმებში ლილიანის მსგავსი ქალები.
- გამარჯობა - მიესალმა დათა.
- გაგიმარჯოს - როგორც ჩანს, ამ ქალს მხოლოდ მისალმება სჩვეოდა კულტურის ფარგლებში.
შავი ტანისსამოსი ეცვა და შავი სათვალე ეკეთა. ერთი დიდი ნაწნავი ცალ მხარეს გადმოეგდო, მისმა სურნელმა მთელი მანქანა მოიცვა და დათას უმოწყალოდ მიელამუნა ცხვირზე. არ უნდოდა საკუთარ თავთან აღიარება, თუმცა ჰაერში გაფრქვეულ არომატს ხარბად ცაჰბღუჯა თავისი სუნთქვა.
- სად მივდივართ? - ჰკითხა დათამ.
ლილიანმა თავის მაჯაზე საათს დახედა.
- ნახევარი საათი ქალაქში იარე უბრალოდ. მიყვარს დილის გასეირნება. შემდეგ კი სადმე თევზის მაღაზიასთან უნდა გამიჩერო.
- კარგი - დათას გაუკვირდა, მაგრამ აღარ გამოუმჟღავნებია ემოცია, არ ჩათვალა საჭიროდ.
- მხატვარი ხარ? - ჰკითხა ქალმა დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ.
ცოტა მოულოდნელი იყო დათასთვის, რომ მისმა აღმატებულებამ იკადრა და ხმა გასცა.
- დიახ.
- ფერწერა?
- კი, ზეთის საღებავები - ვერ მოითმინა, გაკვირვებულმა გაჰხედა ქალს.
- საინტერესოა... აქ გამიჩერე, თევზის მაღაზიასთან.
დათამ მანქანა გააჩერა. ლილიანმა თავისი პლასტიკური ბარათი გაუწოდა.
- ერთი კილო ყველაზე მყრალი თევზი რომელიც იქნება, ის წამოიღე.
- ყველაზე მყრალი?
- ჰოო და საერთოდაც, სჯობს შუაზე გააჭრევინო და შიგნეულობ, რომ გარეთ გადმოეყრება, უფრო მძაფრი არომატი ექნება.
- ვერ მივხვდი, მაგრამ კარგი - მანქანიდან გადავიდა დათა.
- ვერც უნდა მიმხვდარიყავი - გესლიანად გაეცინა ლილიანს და კაცის მოლოდინში სიგარეტს მოუკიდა.
ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ დათა დაბრუნდა. კარი გააღო თუ არა, ქალის მშვენიერი სურნელი ეგრევე თევზისამ გადაფარა.
- ძირს არ დადო, პარკი მომეცი - გამოართვა და ჰაერში დაიჭირა - კაფე „ლე ჟნ“-თან მიმიყვანე. იცი სადაცაა?
- ვიცი.
- მშვენიერია.
სახეზე ეშმაკური სიცილი დასთამაშებდა ლილიანს.
დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ, ქალმა დაჟინებული მზერა მიაპყრო დათას.
- ახლა შევდივარ, არაფრის დიდებით არ გადმოხვიდე მანქანიდან და როგორც კი გამოვალ, ეგრევე დაქოქე, რომ მალე შევძლოთ გაქცევა.
- გაქცევა?
- ჰო გაქცევა - თქვა და მანქანიდან გადავიდა ქალი.
კაფის გამჭვირვალე შუშებიდან გარკვევით ჩანდა ვიღაც კაცი, რომელიც დილაუთენია სასიამოვნო გარეგნობის ქალთან ერთად ყავას შეექცეოდა. ლილიანი კი პირდაპირ წყვილთან მიიჭრა და თევზით სავსე პარკი კაცის თავზე ჩამოაპირქვავა ისე სწრაფად, რომ თავად დათასაც კი გაუჭირდა დანახულის გაცნობიერება.
რამდენიმე წამში ლილიანი სიცილით გამოიქცა მანქანისკენ, თითქმის დაძრულ ავტომობილში შეხტა.
- წავედით - თქვა ბედნიერად.
გზაში იმედი იცინა, რომ დათას გიჟი ეგონა... ეგონა არა, დათა უკვე დარწმუნებული იყო ქალის არაჯანსაღ ფსიქიკაში.
- შეუდარებელი ვიყავი, არა? - ჰკითხა ლილიანმა.
- არა - გულახდილად უპასუხა დათამ.
- მე კი მგონია, რომ ვიყავი. იმედია, ვიდეო თვალმა დამაფიქსირა, თორემ ძალიან გული მწყდება, სამსახსოვროდ თუ არ დამრჩა კადრები. შენთვის ტელეფონით გადაღება უნდა დამევალებინა.
- შეიძლება გკითხოთ, რა დაგიშავათ იმ კაცმა?
- სამი წელია, ცოლობას მთხოვს, სამი წელია უარით ვისტუმრებ, ახლა კი ვიღაც სილიკონებიან ბავშვთან ერთად ზის კაფეში.
- იქნებ იმიტომ, რომ უარით ისტუმრებთ?
ლილიანმა ცალი წარბი ასწია და ისე შეხედა დათას.
- არავის აქვს ჩემი დავიწყებს უფლება. თუ მე ფეხებზე , მაშინაც უნდა ვუყვარდე.
- საინტერესოა - გაეცინა დათას და მხოლოდ ის იფიქრა, რომ ეს უხეში, ამპარტავანი და ქედმაღალი ქალი ნამდვილი ავადმყოფიც იყო ყველა ბედნიერებასთან ერთად.
შუადღისთვის ნელის გაკეთებული საჭმელით ივახშმა და ბედნიერება იგრძნო, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც სახლის ნორმალური საკვები აღარ ეჭამა. გოგონებს ყოველთვის თვითონ უმზადებდა, თუმცა არც ისე გემრიელად გამოსდიოდა, როგორც სხვებს.
- ტელევიზორი ჩართე! - შემოვარდა სამზარეულოში ლილიანი... დათა შეცბა, რადგან ქალს შიშველ სხეულზე თეთრი, თითქმის გამჭვირვალე აბრეშუმის ხალათი ეცვა. შეეცადა, მზერა სხვაგან გადაეტანა ძალიან რომ არ მისჩერებოდა.
ნელიმ ქალბატონის თხოვნა შეასრულა. ახალ ამბებში კაცს აჩვენებდნენ, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა. დათამ იცნო... ეს კაცი სწორედ ის იყო, დილას რომ თევზი დააყარა თავზე ალქაჯმა ლილიანმა. მათე რქმევია, თურმე თევზის კატასტროფული შიში ჰქონდა (ცოცხალი და მკვდარი თევზის), მისი სუნის შეგრძნებისას კი კრუნჩხვა ეწყებოდა. მათე საკმაოდ ცნობილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა, რომლის ავადმყოფობამაც დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
- არ გეშინიათ, რომ გიჩივლებს? - ჰკითხა დათამ ლილიანს.
ლილიანმა და ნელიმ ერთდროულად გაოგნებული სახით შეხედეს დათას, რომელიც უკვე ნანობდა ამ კითხვას.
- რისი უნდა ეშინოდეს ეშმაკს, რომელსაც მთელი სამყარო უფრთხის? - წაიღიღინა ლილიანმა კმაყოფილი სახით და სანამ სამზარეულოდან გავიდოდა, ნელის შეხედა - შებინდების წესები აუხსენი ამას!
- დიახ ქალბატონო - მორჩილად დაუკრა თავი ნელიმ.
ლილიანი გავიდა...
- ეს ქალი გიჟია - ჩაილაპარაკა დათამ.
- ქალბატონზე ნუ ჭორაობთ! - დაუბღვირა ნელიმ.
დათას ისევ გაეცინა.
- რა წესებიო?
- რა და, როგორც კი ოდნავ შებინდდება, ყველა ოთახში ვანთებთ შუქს, ფანჯრებს ვრაზავთ... გარეთ აღარ გადის, მხოლოდ აივანზე თუ გავა.
- რატომ?
- უბრალოდ, ასე უნდა. მე იმას მეუბნება, რაც უნდა. ახსნა-განმარტებებს, როგორც ხედავ, არ იძლევა.

* * *

ერთხელ, ნელი ავად გახდა, რამდენიმე დღით ვერ შეძლო მოსვლა და დათას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კაციც თვითონ იყო და ქალიც.
- სადილი რა გვაქვს? - ჰკითხა ლილიანმა და კიბიდან ნელ-ნელა დაეშვა, თან თითს იქლიბავდა.
- რაც დამავალეთ, ის მოვიტანე.
- მშვენიერია. შენც მშიერი იქნები, მე კი მარტო როცა ვჭამ, ღორს ვემსგავსები. კომპანიონობა უნდა გამიწიო!
კი არ შესთავაზა ან სთხოვა, არამედ უბრძანა.
- კარგი - გაუღიმა დათამ. ზოგადად, ეს კაცი არ იყო ასეთი დამჯერი. პირიქით, ზოგჯერ ერთს მაგრად შეეწინააღმედეგებოდა ხოლმე, თუმცა დღეს ისეთი ერთგული ჩანდა, უეჭველად რაღაცაში იყო საქმე.
ან რაღაცეებში.
ლილიანმა გაოგნებისგან პირი დააღო, როცა ორი პატარა გოგონა შემოვარდა სახლში და ქალის დანახვისას ორივე გაშეშდა, მერე მამამისის ფეხების უკან მიიმალნენ.
- ბავშვები ჩემს სახლში? - სუნთქვა შეუწყდა ლილიანს.
- ამათი ძიძა ცუდად გახდა, დღეს შაბათია და... არ არიან ხმაურიანები, მათ არსებობასაც ვერ გაიგებთ.
- უკვე ზედმეტად მაგებინებენ არსებობას - ეჭვით უყურებდა უმცროს გოგონას, რომელიც მამამისს დაეხსნა და გაშტერებული თვალებით ლილიანის წინ აიტუზა.
- სოფი, მოდი აქ - დაუძახა მამამ.
სოფი ისევ გაშტერებული უყურებდა ლილიანს.
- მამა, შეხედე, რაპუნცელი - აღმოხდა ბავშვს ქალის უსაშველოდ გრძელი და ლამაზი თმის დანახვაზე.
- ესღა მაკლდა - თვალები გადაატრიალა ლილიანმა - კაფეში შევჭამ... სადილობისას შენმა ცქერამ ჩემს მუცელში გვერდითი მოვლენები, რომ გამოიწვიოს, არ მინდა - უთხრა დათას და თავის ოთახში გაიქცა.
- მამა, გვერდით მოვლენებში რა იგულისხმა? - ჰკითხა ნიტამ მამამისს.
- კუჭის აშლის ეშინია - უპასუხა დათამ და მერე თვითონვე გაეცინა.
* * *

მეორე სართულზე ლურსმანს აჭედებდა ერთ-ერთი ლილიანის ნაყიდი ნატურმორტის ჩამოსაკიდებლად. თან იმაზე ფიქრობდა, რატომ შეიძინა ამ ქალმა ეს საშინელი ნახატი.
მოულოდნელად, ოთახის კარი გაიღო, ნაბიჯების ხმა გაიგო კაცმა და მისკენ გაიხედა...
გაშეშდა.
ლილიანი შიშველი დადიოდა, სულ მთლიანად შიშველი... მაშინვე შეტრიალდა კედლისკენ, რომ არ მიშტერებოდა.
ქალი მიუახლოვდა.
- რას აკეთებ? - ჰკითხა წყნარი ხმით.
- ძუ*უებს... ჯანდაბა, ლურმანს ვაჭედებ - აღმოხდა დაბნეულად - თქვენ კი არაფერი გაცვიათ.
ლილიანმა გადაიხარხარა.
- საკუთარ სახლში შიშველმა არ ვიარო?
- ბავშვები არიან...
- ამიტომაც მეზიზღება ბავშვები. ყველა ბავშვი!
- არც ბავშვებს ეხატებით გულზე - შემოტრიალდა დათა. არ უნდოდა, მაგრამ მისმა მზერამ დაუმორჩილებლად ქალის მთელი სხეული შემოიარა.
ჯანდაბა! იდეალური იყო...
- მეჩვენება თუ სითავხედე გყოფნის და რაღაც სისულელეებს მეუბნები?
- არ გეჩვენებათ.
- აუცილებლად დაგითხოვ სამსახურიდან, როცა საკმარისი დრო მექნება.
- აუცილებლად დაგეთხოვებით სამსახურიდან, როცა ჩემი ნახატები გაიყიდება - ირონიულად გაიღიმა კაცი.
- მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანად ჩემს წყალობაზე ხარ დამოკიდებული - იგივენაირი ღიმილით უპასუხა ქალმა. - და ძალიან უტიფრად აშტერდები ჩემს ტანს!
- რა ვქნა, ყველა ჯანსაღმა კაცმა უნდ გაამოავლინოს შიშველი ქალის დანახვაზე რაიმე რეაქცია - ნერწყვი გადაყლაპა.
- ტუჩთან დორბლი გდის.
- იდინოს, ვერ დავუშლი.

საღამოს ბავშვები სახლში მიიყვანა, ორივე რომ დააძინა, დაქანცულს სავარძელზე ჩამოეძინა. ლილიანი ნახა სიზმარში... გამჭვირვალე საცვლები ეცვა, ეშმაკურად იცინოდა და კაცისკენ მოდიოდა ნელ-ნელა. დათას სახლში იყო ლილიანი...
ქალი კალთაში ჩაუჯდა და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები.
- გინდივარ? - ჰკითხა ჩურჩულით. ამ ჩურჩულში მისი სუნთქვის ჰაერი, ტუჩის ნელი მოძრაობა და მისი კანის სურნელი შეიგრძნო კაცმა.
უსიტყვოდ თავი დაუქნია.
ლილიანმა ნელა შეუხსნა ქამარი და შემდეგ კაცის ასო ფაქიზად შეიცურა საკუთარ სხეულში.
ორივემ ამოიკვნესა.
- მითხარი, რომ ლამაზი ვარ - სთხოვა კრუსუნით. საკუთარ მკერდს ხელით ეფერებოდა და ნელა ირხეოდა.
- უსაზღვროდ ლამაზი ხარ.
ლილიანის საჯდომს ხელი შეახლო - მკვრივი და ნაზი იყო, როგორც მისი მუცელი, როგორც მისი მკერდი. ქალის თმა მამაკაცის მკერდზე ჩამოჰყროდა.
- შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს! - ღიმილით წამოიკივლა ქალმა.
ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა დათა. სანამ გააცნობიერა, რომ სიზმარი ცხადში ვერაფრით განმეორდებოდა, იქამდე ტელეფონს უპასუხა და ლილიანის ხმის გაგონებისას, იმის იმედი მიეცა, რომ რეალურადაც ჰქონდა მასთან სექსი.
- სასწრაფოდ მოდი! სასწრაფოდ! - თითქმის კიოდა ლილიანი.
- ღამის ორი საათია - დაამთქნარა კაცმა და ქალის ხმის ფონზე ნამდვილად დარწმუნდა, რომ სიზმარი სიზმრად რჩებოდა.
- არ მაინტერესებს! ამ თვეში ხომ გინდა მაგარი პრემია?
- ძილი მინდა ამ თვეში. ერთხელ მაინც, თან ბავშვებს სძინავთ, სად მოვიდე?
- აი, რატომაც ვერ ვიტან ბავშვებს!
- რა მოხდა?
- მჭირდება, რომ სადღაც წამომყვე, სასწრაფოდ!
- ღმერთო... - ცოტახანს დაფიქრდა. აქამდე, რამდენჯერმე დაუტოვებია ნიტა მარტო. - ბავშვების გაღვიძებამდე უნდა დავბრუნდე სახლში.
- რვა საათში?
- არა, ექვსში.
- დილის შვიდ საათზე იღვიძებენ? ჯანდაბა! აი რატომ ვერ ვიტან ბავშვებს!
- ყოველ მეორე ფრაზაში თუ ეგ იძახეთ, მემგონი მილიონზე მეტი მიზეზი გექნებათ ჩამოსათვლელი.
- მოდი, გპირდები, რომ ოთხ საათში დაგაბრუნებ უკან - რატომღაც თხოვნის ტონი ჰქონდა ქალს.
ღმერთს შეევედრა, ბავშვებს ჯერ არ გაეღვიძათ და თავის უფროსთან სულ შიშით მივიდა. რა თქმა უნდა, კვლავ ბავშვებზე შიშით.
ლილიანი მაკიაჟსა და საღამოს კაბაში დახვდა გამოწყობილი. მწვანე, მუქი ფერის კაბა ეცვა და თვალისმომჭრელად ანათებდა ისედაც სამოთხესავით განათებულ სახლში.
- ესენი უნდა ჩაიცვა - გამოუცხადა და ისეთი სმოკინგი გამოუტანა კაცს, ცხოვრებაში რომ ნანახი არ ჰქონდა.
- მეჩვენება თუ ვერსაჩე აწერია?
- არ გეჩვენება... ვიცი, ვერსაჩე ისე აღარ ბრწყინავს, მაგრამ წესით, უნდა მოგიხდეს.
- რატომ უნდა ჩავიცვა?
- იმიტომ, რომ მათეს საცოლე ჰყავს და საღამოს ჩვენი ერთი მეგობრის ივენთზე ვარ დაპატიჟებული, სადაც თავის ძუკნასთან ერთად იქნება. - სიტყვა მეგობრისო, როცა თქვა, თითებით ბრჭყალები გააკეთა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ლილიანს მეგობრები არ ჰყავდა.
- და?
- და ჩემი შეყვარბეული უნდა იყო... boyfriend-ი, საყვარელი, ჩემი კაცი თუ რა ჯანდაბასაც ეძახიან, ის.
- ვინმე დაიჯერებს, რომ მებაღე თქვენი საქმროა? - ჰკითხა დათამ.
- მებაღე არ ხარ, მეყველაფრე ხარ ჯერ ეს ერთი. მეორეც კიდევ, მაგათმა რა იციან? შენს თავს გავაცნობ, როგორც წარმატებულ მხატვარს, რომლის ნამუშევრებიც ლუვრშია გამოფენილი, ახლახანს ჩამოხვედი საფრანგეთიდან და ერთი ნახვით მოინუსხე ჩემით.
- ძალიან დაუჯერებელია - მხრები აიჩეჩა დათამ.
- ლუვრი?
- არა, პირველივე ნახვით, რომ გავმიჯნურდი თქვენზე.
- ზედმეტს ლაპარკობ, ჩაიცვი!
დათამ ქალბატონის მოთხოვნა შეასრულა. ნამდვილად ვერ დაიწუწუნებდა საკუთარ თავთან, რომ ლილიანის მოფიქრებული ტყუილების ზღვა გულს არ უფხანდა.
- როგორია? - ჰკითხა და გამოსაცვლელი ოთახიდან გამოვიდა.
- შენი თვალის ფერს ჰკვეთს ეს ტანისსამოსი... ცუდი არაა - მოგუდულად გაეღიმა ქალს.
- რითი მივდივართ?
- შენი მანქანით.
- მე ფორდი მყავს - გაეცინა კაცს.
- შენი მანქანით, ოღონდ ფრჩხილებში... 2017 წლის ბენტლი გყავს, რომელიც ჩემს ავტოფარეხში აყენია, რადგან საქართველოში არ გაქვს სახლი. საფრანგეთში გაქვს. სასტუმროში კი იმის შემდეგ აღარ ცხოვრობ, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა.
- ანუ ჩასიძებული ვარ?
- ბევრს ლაპარაკობ! ახლა კი ტუალეტში შედი და ნახევარ საათში გავიდეთ.
- ტუალეტში რატომ შევიდე? - გაუკვირდა დათას.
- არ მინდა ძალიან დაგეტყოს, რომ სექსი არ გვაქვს - გველურად, ცალი ტუჩით გაუღიმა ლილიანმა და მზერა კაცის უბისკენ ჩაასრიალა.
ნამდვილად ეტყობოდა სიზმრის კვალი და ვერც ისე გაამტყუნებდა ვერავინ, რადგან არ იყო ადვილი ყოველ დღე შიშველი თუ ნახევრად შიშველი ლილიანის ცქერა.
საპირფარეშოდან დარცხვენილი გამოვიდა.
- დაგეხმარებოდი, მაგრამ კაცებიც მეზიზღებიან - ქვედა ტუჩი გადმოატრიალა ქალმა და ხელოვნური გულისდაწყვეტა გაითამაშა მიმიკებით.
- კარგი იქნებოდა, მაგრამ თქვენი დაავადებები გადმომედებოდა.
- რა დაავადებები? - გულხელი დაიკრიფა უკმაყოფილოდ.
- სმაყაროს სიძულვილის სინდრომი ან კაცობრიობის ამოწყვეტის სურვილი.
- ეგეც მართალია - მხიარულად თქვა ქალმა და გარეთ გავიდა.
ასეთ მანქანაში არასდროს მჯდარა დათა, ასე ეგონა, რომ კი არ დაჰყავდა, ჰაერში დაფრინავდა.
- რამე უნდა ვიცოდე თქვენზე?
- სჯობს შენობით მელაპარაკო, თორემ დამაჯერებლობას დავკარგავთ. მაგათზე მეტი შენ იცი ისედაც...
- ბავშვები რომ არ გიყვარს, სამყარო გეზიზღება, „ლაითსლიფერი“ ხარ, სახლში შიშველი დატანტალებ და საზიზღარი ხასიათი გაქვს?
- სჯობს ისევ თქვენობით მელაპარაკო!
- როგორც კი იქიდან წამოვალთ, დაგშორდები - გაეცინა დათას.
- ძალიან განებივრდი ხო?
- მე რატომ მთხოვე შენი საყვარელი კაცის როლის შესრულება? - ძალიან აინტერესებდა და ვეღარ მოითმინა.
- იმიტომ, რომ არავინ გიცნობს და ისეთს გამოგიყვან, როგორიც მენდომება.
- როგორი გენდომება?
- ჯენტლმენი, მოსიყვარულე, განათლებული, კარგად აღზრდილი, მდიდარი, მამაკაცური... და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვილები გყავს.
- ეგ ყველაფერი, მართლა ვარ... მდიდრის გამოკლებით - შეხედა დათამ ქალს.
- წინ იყურე, თორემ ვეღარ იქნები მამაკაცური და სიმპათიური.
- ანუ სიმპათიურიც ვარ - გაეღიმა კაცს.
- თავხედი ხარ!
- ბავშვებზე ვთქვა, რომ დედა არ ჰყავთ?
- რაცაა, ის თქვი.
- კარგი.
- ანუ რას ამბობ?
- სოფიზე მშობიარობას გადაჰყვა.
- თუ არ გინდა, არ თქვა - ლილიანმა თავი გასწია, კაცს სახე აარიდა. დათას წამით მოეჩვენა, რომ თანაუგრძნობდა.
- რამდენი ხნის წინ გაგიცანი? - თემა გადაიტანა...
- ორი კვირის წინ გამიცანი.
- მემგონი, ძალიან ცოტაა. არა?
- ნამდვილ სიყვარულს ერთი კვირაც ეყოფოდა.
- რა იცი, ნამდვილ სიყვარულზე? - გაეცინა დათას.
- არაფერი.... - სრულიად გულახდილად უპასუხა ქალმა.
- კარგი, საკმარისი იქნებოდა. თან სამი კვირის წინ იმ ტიპს ჩამოაყარე თევზი თავზე და ცოტა უხერხულია, მაგ პერიოდში ჩემი შეყვარებული, რომ ყოფილიყავი.
- მართალია.
- შეყვარებული ვარ, საყვარელი თუ რა ვარ?
- სექსი გვაქვს და ერთმანეთი გვიყვარს... შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა.
- საქმრო ვარ? - ჰკითხა დათამ.
ლილიანმა გადაიხარხარა.
- არავინ დაიჯერებს, რომ ვთხოვდები...
- ხომ, მაგრამ ჩვენი სიყვარული თუ განსაკუთრებული მოვლენაა...
- და ქორწილს, რომ არ გადავიხდით არასდროს, საეჭვო არ იქნება?
- ზოგჯერ ერთი წელი არიან ხოლმე დანიშნულები. რა მოხდა? ორივე დაკავებულები ვიქნებით, დრო არ გვექნება.
- კარგი. მიკვირს, მაგრამ გონებაგახსნილი ბიჭი ყოფილხარ.
დანიშნულების ადგილას მივიდნენ. ავტოფარეხში ისეთი მანქანები ეყენა, დათას რომ მხოლოდ გუგლში ჰქონდა ნანახი. ხალხი ახალი მოსული იყო და ქაოტურად ირეოდა.
- არ გადმოხვიდე - უთხრა დათამ და თავად გადმოვიდა, შემდეგ ლილიანს გაუღო კარი.
- ყოჩაღ - გაუკვირდა ქალს და კაცის მკლავს ჩაებღაუჭა. - გამაგრდი ლილიან - ჩასჩურჩულა საკუთარ თავს.
დათამ გაიგო მისი ჩურჩული. ვერ ხვდებოდა, რატომ ნერვიულობდა ასეთი ავტორიტეტული ქალი ვიღაცეებთან შეხვედრაზე, რომლებიც არაფერს წარმოადგენდნენ, გარდა იმისა, რომ მდიდრები იყვნენ.


შევეცდები დასასრული სამშაბათსვე დავდო, რადგან ქალაქგარეთ გავდივარ და ეს დღეები, მხოლოდ ამას გიტოვებთ სამსახსოვროდ <3скачать dle 11.3




№1  offline წევრი tio

Auu magariaaaaa

 



№2  offline წევრი Firefly

აუ რა მაგარი იყოო!

ან რა ქალი ან რა კაცი.მოკლედ შოკში ვარ
--------------------
M.T

 



№3  offline წევრი შამხათი

ძალიან საინტერესოა, ველი გაგრძელებას.

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მადლობ ბავშვებო <3 ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ ხოლმე ზოგჯერ, როცა ტელეფონით ვარ შემოსული და თან ჭედავს. კაროჩე, მიყვარხართ

 



№5 სტუმარი Drogons

თავიდან მეგონა "ლონდონის ბულვარი"ს ანალოგიური.
წააგავს, კირა ნაითლი იქაც გაუბედურებული მოდელია და კოლინ ფარელი მისი პირადი დაცვა, მძღოლი და კაპრიზნების შემსრულებელი.

მაგრამ სხვა კუთხით წაიყვანე სიტვაცია და ვნახოთ ვნახოთ.
ცოტა მიფუჩეჩებული მომეჩვენა, სწრაფად არ დაწერო ისევ წელიწადში ერთხელ დადო სჯობს ;)

ცოტა მეტი ემოციით, რომ დაწერო მთლაააა უკეთესი

კაროჩე ველი ახალ თავს

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Drogons
თავიდან მეგონა "ლონდონის ბულვარი"ს ანალოგიური.
წააგავს, კირა ნაითლი იქაც გაუბედურებული მოდელია და კოლინ ფარელი მისი პირადი დაცვა, მძღოლი და კაპრიზნების შემსრულებელი.

მაგრამ სხვა კუთხით წაიყვანე სიტვაცია და ვნახოთ ვნახოთ.
ცოტა მიფუჩეჩებული მომეჩვენა, სწრაფად არ დაწერო ისევ წელიწადში ერთხელ დადო სჯობს ;)

ცოტა მეტი ემოციით, რომ დაწერო მთლაააა უკეთესი

კაროჩე ველი ახალ თავს

მადლობაა <3
ეგ ფილმი ნანახი საერთოდ არ მაქვს

 



№7 სტუმარი ალასკა

ნუ აი აი, რა გითხრა რაც არ მითქვამს :დ ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ლილოანი ასეტი სწერვაჩკა და პაკაზუხ ქალია. ისეთია, გულს რო გაგიხეთქავს, დაგავოჩოქებს და გაგგიჟებს. ^_^ მეცოდება დათა და მიყვარს უკვე :3 საწყალი, ტანჯულა კაცები ჩემი სტილია :დ .

პ.ს ლილიანის თავში საკუთარ მომავალს ვხედავ ცოტა არ იყოს :დ, მარტო რო დავრჩები ასეთი სწერვა და გნიდა ვიქნები?! :დ

მოკლედ ჩემი ნიჭის დუდუნი ხარ და მიყვარხარ. ❤️

 



№8  offline წევრი modemodka

Male dade shemdegii ! Magaria dzaan !

 



№9 სტუმარი Guest დადუ

ყველაზე საინტერესოდ წერ აქაურ მწერლებს შორის.ყოჩაღ ბევრი წერე

 



№10 სტუმარი lanashka

moutmenlad gelii<33 ^^

 



№11 სტუმარი Guest marili gemovnebit

Lilianis msgavsi rom iyo aset sityvebs aravis etyodi
ალასკა
ნუ აი აი, რა გითხრა რაც არ მითქვამს :დ ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ლილოანი ასეტი სწერვაჩკა და პაკაზუხ ქალია. ისეთია, გულს რო გაგიხეთქავს, დაგავოჩოქებს და გაგგიჟებს. ^_^ მეცოდება დათა და მიყვარს უკვე :3 საწყალი, ტანჯულა კაცები ჩემი სტილია :დ .

პ.ს ლილიანის თავში საკუთარ მომავალს ვხედავ ცოტა არ იყოს :დ, მარტო რო დავრჩები ასეთი სწერვა და გნიდა ვიქნები?! :დ

მოკლედ ჩემი ნიჭის დუდუნი ხარ და მიყვარხარ. ❤️

 



№12  offline წევრი Alaska.

Guest marili gemovnebit
Lilianis msgavsi rom iyo aset sityvebs aravis etyodi
ალასკა
ნუ აი აი, რა გითხრა რაც არ მითქვამს :დ ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ლილოანი ასეტი სწერვაჩკა და პაკაზუხ ქალია. ისეთია, გულს რო გაგიხეთქავს, დაგავოჩოქებს და გაგგიჟებს. ^_^ მეცოდება დათა და მიყვარს უკვე :3 საწყალი, ტანჯულა კაცები ჩემი სტილია :დ .

პ.ს ლილიანის თავში საკუთარ მომავალს ვხედავ ცოტა არ იყოს :დ, მარტო რო დავრჩები ასეთი სწერვა და გნიდა ვიქნები?! :დ

მოკლედ ჩემი ნიჭის დუდუნი ხარ და მიყვარხარ. ❤️



ავტორი ჩემი მეგობარია და მიხვდა ამ სიტყვებით რაც ვიგულისხმე საკუთარ თავზე და უცხო ადამიანის "გამოსლა" ჩემს კომენტარში ამჟამად საჭირო არ იყო. :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent