შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გამოფხიზლება +18 (თავი 9) დასასრული


22-09-2017, 23:15
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 059

გამოფხიზლება +18 (თავი 9) დასასრული

ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, ექიმმა წყალი მომაწოდა, ცოტა გონს რომ მოვედი მადლობა გადავუხადე და კლინიკიდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი, თავი საჭეს ჩამოვადე. ორსულად ვიყავი კაცისგან რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა და რომელსაც ვეღარასოდეს ვნახავდი. ათასი გრძნობა მერეოდა ერთმანეთში, წამით წარმოვიდგენდი ჩემი და თორნიკეს სიყვარულის ნაყოფს, როგორ დაემგვანებოდა მამას სქელი ტუჩებით და მკაცრი თვალებით, თვალის ფერით მე მემგვანებოდა, თუ გოგო იქნებოდა ჩემნაირად გრძელი და ლამაზი თმა ექნებოდა, მეორეს მხრივ კი წარმოვიდგენდი მარტოხელა დედას, მე კიდევ შევეჩვეოდი ამ სტატუსს, მაგრამ როგორ ავუხსნიდი ბავშვს თუ რატომ არ არის მამა მათ გვერდით, რატომ არ ჰყავს სრულფასოვანი ოჯახი, ისევე როგორც სხვა მის თანატოლებს. სულ ავირიე, არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, პირველი ვინც გამახსენდა სოფია იყო, დავურეკე და როცა გავიგე სახლში იყო, 20 წუთში უკვე მასთან ვიყავი. ლიზი ეზოში თამაშობდა, მე და სოფია აივანზე დავსხედით.
-სოფია- საწყლად ამოვიგმინე მისი სახელი
-რახდება, რაფერი გადევს
-ორსულად ვარ
ცოტახანს გაოცებული მიყურა, შემდეგ ბაგეები ღიმილმა გაუპო და მთელი ძალით მომეხვია
-გილოცავ ნინა გილოცავ-ისეთი აღტაცებული ხმა ჰქონდა მეც კი გამეღიმა
-მოიცა და-დაეჭვებულმა განაგრძო საუბარი და თვალებში ჩამხედა-ეგეთი სახე რატომ გაქვს?
-მეშინია, არვიცი როგორ ავუხსნი ბავშვს უმამობას, როგორ გავზრდი, ან საერთოდ ვაარ მზად ვინმეს გასაზრდელად?
-იცოდე აბორტი რომ ახსენო აქვე მოგკლავ
-გაგიჟდი? ეგ არც მიფიქრია
-აბა რაგინდა, მაგინ საფიქრალიც არაფერია
-მეშინია
-სულელი იქნები რომ არ გეშინოდეს. გახსოვდეს დედობა ყველაზე დიდი პროფესიაა ამ ქვეყნად, დაახლოებით მაინც რომ იცოდე რას ნიშნავს როცა შენი ნაწილი ამ ქვეყნად სწორედ შენივე წყალობით დააბოჯებს დამიჯერე ეგ ბუნებრივი შიში სრულიად გაგიქრება. რაც შეეხება მისთვია უმამობის ახსნას, გეთანხმები, გაგიჭირდება, მაგრამ აუცილებლად გაგიგებს როცა ამის დრო მოვა.
-მადლობა სოფია, შენ რომ არა არცკი ვიცი რა მეშველებოდა.
-ახლა წადი და ოჯახისწევრებს ახარე ეს ამბავი.
სოფიასგან მალევე წამოვედი და აი კიდევ ერთი პრობლემა. დედ-მამა. მათ ჩემზე და თორნიკეზე არაფერი იცოდნენ. არვიცი როგორ მიიღებდნენ ყველაფერს. მალევე მივედი მათთან, საბედნიეროდ გიო და აჩიც სახლში იყვნენ, ოთხივე მისაღებში იყო და რაღაც გადაცემას განიხილავდნენ, კარი შევაღე, არცერთს მივსალმებივარ, ტელევიზორის წინ დავდექი, გამოვრთე, და აი პატარა ბავშვები ლექსის მოყოლას რომ იწყებენ დაახლოებით ეგეთ პოზაში განვაცხადე
-ორსულად ვარ.
მამას ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა, დედამ ერთი წამოიკივლა, ვაიმე-ო და დადუმდა, გიო გამოშტერებული მიყურებდა, აჩიც.
15 წუთი მაინც დასჭირდათ რომ სახეები დაელაგებინათ. პირველი გიო წამოდგა, ჩემთან მოვიდა, დაიხარა, მაისური ამიწია, მუცელზე მაკოცა, მალე გამოძვერი პატარავ ბიძამ უნდა გაგულავოსო ჭიპთან ჩაილაპარაკა და ღიმილით თავის ადგილს დაუბრუნდა. აჩიმ ძლიერად ჩამიკრა გულში, შუბლზე მაკოცა, ყველაფერი კარგად იქნება მე შენთან ვარო და დედ- მამას მიუბრუნდა.
-თორნიკესია?-მამამ დაიწყო საუბარი
-კი
-ვიცოდი.
-რა?
-თორნიკე მოვიდა სანამ წავიდოდა და ყველაფერი ამიხსნა, უბრალოდ ის არ უთქვამს ორსულად თუ იყავი, ან საერთოდ როგორ დაგტოვა
-არა, თორნილემაც არიცის, რამდენიხანია წავიდა, მეთვითონაც მხოლოდ დღეს გავიგე
მამას სახე თბილმა გამომეტყველებამ შეცვალა, ახლოს მოვიდა და გულში ჩამიკრა. დედა ისევ გაშტერებული მიყურებდა, მეთვითონ მივედი მასთან
-დეე
-ანუუ....ანუ შენ....როგორ
-3 შვილი გყავს, არიყო გაგახსენო ბავშვი როგორ ისახება?-სიცილით უთხრა მამამ და დედასგან ბალიშიც მიიღო თავში
-ანუ გინდა თქვა რომ მე შვილიშვილი მეყოლება?
-ეგრე გამოდის
-არა, მე მაგბავშვის ბებია ვერ ვიქნები.
სახე გამეყინა
-პირობა მომეცი რომ მაიას დაიძახებს,არანაირი ბებო.
-კარგი რა მაია, გამისკდა გული.-ბუზღუნით ამოვილაპარაკე
მოკლედ საღამო ოჯახთან ერთად გავატარე. მომდევნო 1 კვირა მაია ექიმებთან დამათრევდა, პირველი ტრიმესტრი ყველაზე მნჯშვნელოვანია და ყურადღება არუნდა მოგაკლდესო, ჩემი დაყოლიებაც სცადა მათთან გადასვლაზე, რა თქმა უნდა არაფერი გამოუვიდა.
ამასობაში ცოტნე და სალომეც დაბრუნდნენ და იმ საღამოს ჩემთან შეიკრიბნენ ყველანი. ტატოს სალოს ცოტნეს და მარიამს ერთად ვახარე ეს ამბავი, ჭკუაზე არ იყვნენ, იწელებოდნენ არა მე ვიქნები ნათლია არა მეო.
1 თვე გავიდა, ორსულობის ყველაზე რთულმა ეტაპმაც თითქმის გადაიარა, მუცელი თითქმის არ მეტყობოდა, არც ტოქსიკოზი და რაღაც სულელური სურვილები მქონია. საღამოს სახლში ვიჯექი, ნატურალურ წვენს ვსვამდი რომელმაც ყავა ჩამინაცვლა და კინოს ვუყურებდი. კარებზე ზარი იყო, გავაღე და აქოშინებული სოფია დამხვდა, თან ხელში მძინარე ლიზი ეჭირა.
-სოფია რამოხდა?- შეშინებულმა ვკითხე და სახლში შემოვატარე
-ახლა რომ არ გელაპარაკო მოვკვდები
ლიზი საძინებელში დავაწვინეთ ჩვენ კი სამზარეულოში დავსხედით
-ნინა! აჩიმ მაკოცა და მიყვარხარო მითხრა-საცოდავად ამოიკნავლა და ორი ცრემლიც გადმიაგდო, 2 წუთში პანიკური სიცილი ამიტყდა
-და ამის გამო ტირი?-ძლივს მოვსულიერდი.
-რა გაცინებს გოგო
-ეხლა არ თქვა მე არ მომწონს აჩიო
-ზუსტად მაგიტო ვტირი ტო მომწონს, აუ ცოტა ტეხავს შენ ძმაზე რო შენთან ამას განვიხილავ ხო?
-ნუ ხარ გოგო დებილი შენ! აჩის მიყვარხარ ჯერ არცერთი გოგოსთვის არ უთქვამს, და რადგან საბოლოოდ ეს ვიღაცამ მოახერხა ესეიგი მაიმნც მისი იქნება-ბოლო სიტყვები ვაჟკაცივით წარმივთქვი და ისევ სიცილი ავტეხე
-გაგაპოზიტიურა ხო ორსულობამ
-კიიი^^ კაი სერიოზულად, წადი და უთხარი რომ შენც გიყვარს
-ისედაც ვიცი-აჩის ბოხი ბარიტონი გაისმა სამზარეულოში, სოფიას სახე გაეყინა, მეკი სიცილით დავტოვე ოთახი და ლიზის მივუწექი. არვიცი როგორ მაგრამ ჩამეძინა, დილით სასიამოვნო სურნელმა გამაღვიძა, ლიზის ჯერ კიდევ ეძინა, სამზარეულოში სოფია ბლინებს აკეთრბდა
-აუჰ, ვერცკი გავიგე როდის ჩამეძინა, ხო არ იმაიმუნეთ შენ და აჩიმ?
-გიჟიხარ გოგო? გუშინვე წავიდა
-აბაა მოყევი
-რავი რაღა მოვყვე, ერთად ვართ რა
-რძალოოო-სიტყვა გავწელე და გადავეხვიე
-სულ აგაცანცარა ორსყლობამ
-ჰო ცოტა.
-ნინა ცოტა მეშინია
-რისი სოფია?
-სანდროს მერე არავინ მყოლია, არც მანამდე, მეშინია მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა, თან არც ვიცი შენი მშობლები შვილიან რძალს რანაირად მიიღებენ
-ჩემი ძმა გიყვარს?
-ხოდა მიენდე, სხვა არაფერს აქვს მნჯშვნელობა, დატკბი იმით რომ შეგიძლია ერთად იყოთ, რაც შეეხება ჩემს მშობლებს დამინერე მანდ სანერვიულო არაფერია.
ნუ როგორც იქნა სოფია დამშვიდდა, 1 კვირაში ნიშნობა იყო, დედას ძალიან გაეხარდა რომ როგორც იქნა აჩიმ იპოვა თავის რჩეული, ლიზი ძალიან კარგად შეეჩვია ახალ ოჯახს, ქორწილი არ გადაუხდიათ, 1 კვირით წავიდნენ ვენეციაში, ეს 1 კვირა პირობითად, სინამდვილეში 3 დღეში უკან დაბრუნდნენ წუწუნით ლიზი მოგვენატრაო. მე კი ამასოფაში უფრო და უფრო მეზრდებკდა მუხელი, უკვე მეშვიდე თვეში ვიყავი, რომ ვთქვა ძალიან მაწვალებს თქო მოგატყუებთ, ჭკვიანი ბიჭია. ჰო ბიჭია, წინა კვირას გავიგე, უკვე ვიცოდი რომ აუცილებლად დემეტრეს დავარქმევდი, ბავშვობიდან ამ სახელზე ვგიჟდებოდი.
ერთ საღამოს კინოს ვუყურებდი, რაღაც რომანტიული მომენტი იყო, კინაღამ გული გამისმდა როცა მთავარი გმირის როლის შემსრულებელი თორნიკეს საშინლად მივამსგავსე, რომ დაფიქრდე სულაც არ ჰგავს, მაგრამ იმდრნად მინდიდა მისი ახლოს ყოფნა, მისი სახის კიდევ ერთხელ დანახვა ყველგან ის მელანდებოდა. თორნიკეზე ვფიქრობდი მუხელში დარტყმა რომ ვიგრძენი, გაინძრა, პირველად გაინძრა, ხელი გამობერილ მუცელზე დავისვი და ცრემლები წამომივიდა, წყნარი ბიჭი იყო, ცოტა მეშინოდა კიდეც რომ არ მოძრაობდა, მაგრამ მარტო კონტაქტზე არ გამიდიოდა, მომდევნო ორი თვე დავაკვირდი და როგორც კი მამამისზე დავიწყებდი ფიქრს მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კონტაქტზე თავისებურად.
მეცრე თვეში ვიყავი, უკვე ჩვეულებრივად დავგორავდი, ბოლო თვეში ამიტყდა მონდომებები, რაც მთელი რვა თვე არ მქონია, დატანჯული მყავდნენ აჩი გიო და ცოტნე, ხანდახან ტატოსაც გადავწვდებოდი. ნიუ-იორკში მე და თორნიკემ დილით საუზმობისას რო კალმახი გავსინჯეთ აი ის მომინდა, ოთხივემ ცალ-ცალკე, სხვადასხვა რესტორნიდან მომიტანა კალმახი, არცერთი არ იყო ისეთი, ან თორნიკეს გარეშე ჰქომდა ესეთი უაზრო გრმო. ბოლო პერიოდში უთორნიკეობა ისე გამიჭირდა როგორც არასდროს, როგორ მინდადა ჩემთან ერთად გამოვარდნოდა სიხარულის ცრემლები როდესაც ეხოზე პირველად ჩვენი შვილის გულისცემა მოგვასმენინეს, როგორ მინდოდა ჩემს მოთხოვნებზე მეგიბრებს და ძმებს კი არა თორნიკეს ერბინა, თუნდაც ცოტა რბუზღუნა, მკაცრი სახეც მოეკერა? მაინც ვიცი რომ მომიტანდა რასაც ვთხოვდი და კალმახსაც კარგი გემო ექნებოდა. არ მინდოდა უ-თორნიკეობა, აღარ მინდოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ზუსტად 1 წელი იყო გასული ჩემი და თორნიკეს გაცნობიდან, ანუ პირველი ღამიდან, 23 სექტემბერი! შუადღისას ტკივილები დამეწყო, სწრაფად დავურეკე ჩემებს და საღამოს 9ის 15 წუთზე დაიბადა დემეტრე გასვიანი. ერთი ამბავი ავტეხე და დედის გვარი მაინც არ ჩავაწერინე.



2 წლის შემდეგ

დრო სწრაფად გავიდა, დემეტრე ნელ-ნელ იზრდებოდა, საშინლად ჰგავდა თორნილეს, მისნაირად კრავდა კოპებს როცა გაბრაზდებოდა, და მისნაირად უხდებოდა სიცილიც. მისნაირი დიდი და ლამაზი ტუჩები ჰქონდა, სამაგიეროდ ჩემი ცხვირი და თვალის ფერი. ძალიან საყვარელი და ჭკვიანი იყო, ჯერ სიარული ცოტა უჭირდა, ლაპარაკითაც ცოტას ტიტინებდა. კარგად ვუგებდით მე და დემეტრე ერთმანეთს. წელს ბაღში არ მივიყვანრ, 3წლამდე არ მინდოდა ეს გამეკეთებინა. მართალია უკვე 2 წლის იყო მაგრამ ჯერაც არ მომინათლავს. მე და სალომემ ერთად გადავწყვიტეთ ბავშვების მონათვლა, სალომეს და ცოტნეს ნიაკო 40 დღის იყო. სამებაში მოვნათლეთ ორივე, ნიაკომ იტირა, დემეტრე კი ვაჟკაცურად უძლებდა მაგრამ ბოლოს მაინც წამოიტორა და გულზე მომეკრო. ტაძრიდან რესტორანში გადავინაცვლეთ, 12 საათი იყო დემეტრე რო მოფოფხდა და მეძინებაო მითხრა, მეც ხელში ავიყვანე, ხალხს დავემშვიდობე, რომლებიც თვითონაც იშლებოდნენ და სახლისკენ წავედი. თორნიკეს გზაშივე ჩაეძინა, გავხადე და ლოგინში ჩავაწვინე. მე კაბა შემოსასვლელშივე გავიხადე, პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შევედი, დიდხანს აბაზანაში პარპაშს დემეტრეს დაბადების მერე გადავეჩვიე, სულ მეშინოდა არ გაღვიძებიდა, ახლა უკვე კარგად სძინავს მაგრამ ჩვევაში გადამივიდა ამიტომ 20 წუთში ამოვედი აბაზანიდან. პირსახოცი შემოვიჭირე და კარგი გავაღე. თვალრბს ვერ ვუჯერებდი, აბაზანის წინ, კედელთან მიყუდებული, თორნიკე გასვიანი, ცალი ხელი ისევ ჯიბეში ჩაეყო, მეორეში ჩემი დაგდრბული კაბა ეჭირა და უდიდესი სიყვარულით მიმზერდა. თვალრბი რამოდენიმეჯერ დავახამხამე, მაინც აქ იდგა, ხელზე ვიბრწკინე, ეგეც უშედეგოდ, გასვიანი აქ იყო
-მაინც ვერ მიეჩვუე კარის ჩაკეტვას.
-სერიოზულად მაგრამ ოდნავ ღიმილით მითხრა, პირი გავაღე, რაღაც მინდოდა მეთქვა მაგრამ ამ დროს დემეტრა გამობაჯბაჯდა
-დედიტოო-დემეტრეს წინ ჩავიმუხლე, გასვიანისთვის არც შემიხედავს, ხელში ავიყვანე და უკან დავაწვინე, რომ დავრწმუნდი ეძინა გამოვედი. გასვიანი დივანზე ჩამომჯდარიყო, იატაკზე ერთ წერტილს მიშტერებოდა. რო გაიგო შემოვედი ფეხზე წამოდგა და ჩასისხლიანებული თვალებით გამომხედა
-ჩემია?-ჩახლეჩილი ხმით მკითხა-ჯანდაბა, როგორ მომნატრებია მისი ხმა
-კი-ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი
-ისტერიულად გაეცინა-ჩემი შვილო-თავიათვის ბურდღუნებდა
-არ მინდა მას რამე დაემართოს
-გაყინული ხმით ვუთხარი
-რაა?-დაბნეულმა ამომხედა
-რამდენიმე წლის წინ დაუფიქრებლად გამიგყვებოდი ჯანდაბაშიც კი ყველანაირი საფრთხის მიუხედავად, მაგრამ ახლა, როდესაც ის მყავს არდავუშვებ რამე მოუვიდეს
-ეს ერთის მხრივ კარგია, ახლა ხომ მიხვდი როგორია საყვარელი ადამიანის უსაფრთხოების გამო ბედნიერებაზე უარის თქმა
-მანამდეც ვხვდებოდი თორნიკე
-ისინი აღარ არსებობენ, ანას ძმა დაიჭირეს, მთელი ბანდა დაიშალა, აღარასდროს აღარავინ აღარ გაეკარება არც საქართველოს და მითუმეტეს არც თქვენ
თორნიკეს სიტყვრბმა სასიამოვნოდ დამიარა, ვიცოდი არ ჩამოვიდოდა თუკი ზუსტად არ ეცოდინებოდა რომ საფრთხე აღარ იქნრბოდა, შეუმჩნევლად გამეღიმა.
-შეიძლება ვნახო?
დემეტრეს ოთახისკენ მიმკთითა, თავი დავუქნიე და უკან გავყევი, საწოლთან ჩამოუჯდა, ხელი თავზე გადაუსვა და აკოცა, ცრემლი წამოუვიდა, გასვიანი ტიროდა
-მაპატიე რომ ამდენხანს არ ვიყავი შენთან
ბურტყუნებდა და თან დემეტრეს კოცნიდა. ცოტა დაწყნარდა და მისაღებში დავბრუნდით, ისევ ისეთი იყო, არა უფრო სიმპატიური, მხრები განიერი, წვერი ისევ მოზრდილი ჰქონდა, მისი მკაცრი სახე უცვლელი იყო, მაგრამ თვალებში იკითხებოდა დიდი სიყვარული, თვალებში რომლებიც მე მიმზერდნენ, ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი ცრემლიანი ღამის შემდეგ ის ჩემს წინ იდგა
-მიყვარხარ ნინა, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე, არმოგცემ უფლებას არ მიმიღო, არ მოგცემ უფლებას ისევ მარტო გაზარდო ჩვენი შვილი, თუ გადაგიყვარდი მაგასაც გავიგებ, ვეცდები თავიდან შეგაყვარო თავიბოღონდ ხელს ნუ მკრავ-მთელი გრძნობით საუბრობდა გასვიანი, რომელ გადაყვარებაზე იყო საერთოდ ლაპარაკი, ახლოს მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე, ხარბად შევისუნთქე მონატრებული სურნელი, ხელები წელზე მომხვია და ცხვირი კისერზე დამისვა, ისევ ისე გამაჟრჟოლა მისი შეხებისას. მონატრებული ტუჩების გემო რომ ვიგრძენი ლამის მოვკვდი, პირსახოცი მალევე შემომაძარცვა და საძინებლისკენ დაიძრა
-გზა მაინც გახსოვს ხო-სიცილით ვკითხე ისე რომ ტუჩები არ მომიშორებია
-რა დამავიწყებს-ვნებამორეულმა მითხრა და ხელში ამიტაცა, ლოგინზე გადამაწვინა, ტანისსამოსისგან განთავისუფლდა და ზემოდან მომექცა, ტუჩებიდან ყელს დაუყვა, ყელიდან მკერდს, გასვიანი ნაზი იყო, ის ველური არსად ჩანდა რომელიც კოცნისგან ტუჩებს მიბუჟებდა (მერე გამოჩნდა) მის ყველა შეხებაში უზომო მონატრება და სიყვარული იგრძნობოდა, როდესაც ჩვენი სხეულები შეერთდა სიამოვნებისგან ამოვიგმინვე, ვცდილობდი არ მეხმაურა, მაგრამ გასვიანი საიცრება იყო, იმ ღამეს ერთმანეთში ახლართულებს დაგვეძინა. დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა, თავი წამოვწიე და ტირილი ამიტყდა, ხმაზე თორნიკე შემოვარდა
-რახდება ნინა
-შენ?...შენ აქ ხარ?-სლუკუნით ვუთხარი და მოვეხვიე
-აბა სად უნდა ვიყო
-მე...მე მეგონა ისევ დამესიზმრე, შემეშინდა საწოლში რო არ დამხვდი- პატარა ბავშვივით ვტიროდი და მის მკერდს ვეკვროდი
-დაწყნარდი პატარავ, აქვარ და აღარასოდეს არცერთი წამით აღარ დაგტივებთ
ცოტა დავმშვიდდი, ამასობაში დემეტრე შემობაჯბაჯდა
-დედიტო-ტიტინით მომიახოვდა და ჩამეხუტა, მერე თორნიკეს გახედა ინტერესიტ
-ეჩ ვინაა-საჩვენებელი თითი მისკენ გაიშვირა
-ეს მამიკოა
-ჩენი მამიკო ზულაა-კოპები შეკრა როგორც ნამდვილ გასვიანს შეეფერება
-არა დემე, ეს შენი მამიკოა
დემეტრე ჩაფიქრდა, ჯერ მე გამომხედა მერე თორნიკეს მიაშტერდა
-ამიყვანე
თორნიკესკენ გაპარჭყა ხელები, თორნიკემაც სიხარულით მოხვია ხელები და აიყვანა, დემეტრე მიეხუტა
-ხო ჩემი მამიკოა, კალგი სუნიაქ და იმიტო
ორივეს გაგვეცინა
-მადლობა მარა შემპირდი რო ყველას ვისაც კარგი სუნი ექნება მამიკოს არ დაუძახებ
-ალა, მალტო შენ
-ეგრე ჯობია.
იმ დილით ერთად ვისადილეთ, როგორც ნამდვილმა ოჯახმა, მერე ჩავიცვით, მეგიბრებს დავურეკე და ერთ რესტორანში შევიკრიბეთ საღამოს, მე დემეტრე და თორნიკე ერთად შევედით. ვერც კი აგიღწერთ მათ სახეებს თორნიკეს დანახვისას, იყო ბევრი ხვევნა კოცნა და ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. გავაცნობიერე რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ მელოდა.


3 წლის შემდეგ
-დე მამა როგორ გაიცანი?
-მამას კითხე დემე
-მაა დედა როგორ გაიცანი
-დედას კითხე დემეტრე


2თვის შემდეგ.
-თორნიკე ორსულად ვარ


9თვის შემდეგ
-ტყუპები, გოგო და ბიჭი


1წლის შემდეგ.
დემეტრე დიდი ბიჭია, სკოლაში დადის, ტყუპები ჯერ 1 წლისები არიან და სძინავთ, თორნიკე გასვიანი კი ისევ ჯიუტად აგრძელებს მეოთხე ბავშვზე ზრუნვას. მეკი ყველაზე ბედნიერი ვარ ამ ქვეყნად! და იცოდეთ, სიყვარული ყველაზე საოცარი გრძნობაა! სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო!!!






ჩემო საყვარლებო ესეც ბოლო თავი. ზუსტად ისე განვავითარე მოვლენები როგორც თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული, არ ვიცი რა გამოვიდა, შეიძლება ზოგისთვის ბანალური იყო, უინტერესო, ზოგს მოეწონა, არვიცი....მე მთელი სული ჩავაქსოვე ჩემს პირველ მსგავსი ტიპის მოთხრობაში შეფასება კი თქვენთვის მომინდვია.
უღრმესი მადლობა ვინვ კითცულობდით <3 თქვენი კომენტარები უდიდესი სტიმული იყო.
1-2 კვირასს ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ ახალი ისტორიით აუცილებლად დავბრუნდები!

ამის შეფასება კი თქვენთვის მომინდვია, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი <3
მიყვარხართ მე თქვენ! <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest მაკა

ძალიან გამახარე კარგი იყო ვისიამოვნე

 



№2  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest მაკა
ძალიან გამახარე კარგი იყო ვისიამოვნე

უღრმესი მადლობა❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიი იყოო ძალიან მომეწონააა ველოდები ახალ ისტორიას

 



№4  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ნარჩიტა
კაიი იყოო ძალიან მომეწონააა ველოდები ახალ ისტორიას

მადლობა❤

 



№5 სტუმარი Guest Lia

Kargi tavia
Msvenieri dasasrulia
Shen ki sauketeso xar
Kidev dawere aseti gemrieli wasakitxi❤❤❤

 



№6  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest Lia
Kargi tavia
Msvenieri dasasrulia
Shen ki sauketeso xar
Kidev dawere aseti gemrieli wasakitxi❤❤❤

ძქლიან დიდი მადლობა❤ დავწერ აუცილებლად❤❤

 



№7 სტუმარი Guest მარიამი

ვუაიმეე რაკარგი გოგო ხარ შენ უმსგრესი ხარ როგორგამახარე შენარიცი ჯერ ამთავის დადებით და მერე თორნიკეს დაბრუნებით ვერაგიღწერ როგორ გამიხარდაა.უმაგრესი ისტორია იყო დაველი შემდეგ ისტორიას ნუ რათქმაუნდა როცა დრო გამოგიჩნდება და მუზაც მოგივა მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

 



№8  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Guest მარიამი
ვუაიმეე რაკარგი გოგო ხარ შენ უმსგრესი ხარ როგორგამახარე შენარიცი ჯერ ამთავის დადებით და მერე თორნიკეს დაბრუნებით ვერაგიღწერ როგორ გამიხარდაა.უმაგრესი ისტორია იყო დაველი შემდეგ ისტორიას ნუ რათქმაუნდა როცა დრო გამოგიჩნდება და მუზაც მოგივა მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

აიაიაიააიიი უღრმესსი მადლობა ❤❤❤❤❤ ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ❤❤❤❤❤

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

რაიყო კარგი, არ გამაგიჟო,
ასეთი უთავმოყვარეო როგორ უნდა იყო,
წავიდა, დაგტოვა...
მთელი წელი და ყველა სირთულეები მარტომ გამოიარე და ერთი წამის ჩამობრძანებულს კისერზე ჩამოეკიდო!
კარგი, რა.
ეს სიყვარული არ არის,
იდიოტობაა
და ეს გოგო იდიოტია.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10 სტუმარი Guest ანი

ძალიან კარგი იყო. არანაირად ბანალური. მართლა კარგი იყო. მადლობა შენ ! heart_eyes

 



№11  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მარიკუნაა♥️
რაიყო კარგი, არ გამაგიჟო,
ასეთი უთავმოყვარეო როგორ უნდა იყო,
წავიდა, დაგტოვა...
მთელი წელი და ყველა სირთულეები მარტომ გამოიარე და ერთი წამის ჩამობრძანებულს კისერზე ჩამოეკიდო!
კარგი, რა.
ეს სიყვარული არ არის,
იდიოტობაა
და ეს გოგო იდიოტია.

დაგტოვა იმიტომ რომ შენს სიცოცხლეს საქფრთხე არ შექმნოდა, მოაგვარა პრობლემები და დაბრუნდა. ალბათ ყურადღებით არ წაგიკითხაავს. მადლობა

Guest ანი
ძალიან კარგი იყო. არანაირად ბანალური. მართლა კარგი იყო. მადლობა შენ ! heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა❤

 



№12 სტუმარი Lotusflower

ძალიან კარგი იყო. დღეს წავიკითხე ყველა ერთად.იყო ბანალური მომენტებიც და მაგის გარეშე,ჩემი აზრით,შეუძლებელია,თუმცა საბოლოო ჯამში კარგი იყო,ყოჩაღ.შეყვარებულთან ნაჩხუბარი ვარ მაგრამ მომანდომე,რო არ დავკარგო ჩემი ბიჭი.

 



№13  offline წევრი მარიკუნაა♥️

გადასარევად ყურადღებით ვკითხულობდი და რაც არ უნდა იყოს, რა სიცოცხლესაც არ უნდა არჩენდეს,
გოგოს ელემენტარული უცხოობის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონოდა, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში.
და ჯერ ეს ერთი, უნდა გამოაჩინო მაშინ, როგორ გადაარჩინა ვინმესგან ან რამე, სიუჟეტს გაგრძელება უნდა ჰქონოდა.
ჯერ არ იყო დასასრული საჭირო.
მიფუჩეჩებულად მომეჩვენა ძალიან და
ეს +18 საერთოდ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№14  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მარიკუნაა♥️
გადასარევად ყურადღებით ვკითხულობდი და რაც არ უნდა იყოს, რა სიცოცხლესაც არ უნდა არჩენდეს,
გოგოს ელემენტარული უცხოობის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონოდა, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში.
და ჯერ ეს ერთი, უნდა გამოაჩინო მაშინ, როგორ გადაარჩინა ვინმესგან ან რამე, სიუჟეტს გაგრძელება უნდა ჰქონოდა.
ჯერ არ იყო დასასრული საჭირო.
მიფუჩეჩებულად მომეჩვენა ძალიან და
ეს +18 საერთოდ.

გასაგებია თქვრნი აზრი :) ვისთვის როგორ. კიდევ ერთხელ მადლობა

Lotusflower
ძალიან კარგი იყო. დღეს წავიკითხე ყველა ერთად.იყო ბანალური მომენტებიც და მაგის გარეშე,ჩემი აზრით,შეუძლებელია,თუმცა საბოლოო ჯამში კარგი იყო,ყოჩაღ.შეყვარებულთან ნაჩხუბარი ვარ მაგრამ მომანდომე,რო არ დავკარგო ჩემი ბიჭი.

უღრმესი მადლობა❤ არ დაკარგო არავითარ შემთხვევაში!!!❤

 



№15 სტუმარი fterte

ძალიან მოკლე მოკლედ გიწერია რა გეკადრებოდა შენ ეს ცოტა ვრცლად რატოარ დაწერე?

რაღაცა ძალიან უაზრობა იყო ბოლო თავი არანაირი ემოცია არ მიმიღია

 



№16  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

fterte
ძალიან მოკლე მოკლედ გიწერია რა გეკადრებოდა შენ ეს ცოტა ვრცლად რატოარ დაწერე?

რაღაცა ძალიან უაზრობა იყო ბოლო თავი არანაირი ემოცია არ მიმიღია

მადლობა

 



№17  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ძალიან კარგი იყოო სასიამოვნო წასაკითხი და ასევე სასიამოვნოდ დასრულდა ..კარგიი ხარ და იმედია დიდი ხნით არ დაგვტოვებ და ახალი ისტორიით შემოგვიერთდებიი ისეევ.

 



№18 სტუმარი Guest ნინი

რამდენიხანია მოთხრობა ასე ძალიან არ მომწონებიაა.საოცრება ხარ

 



№19  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ნიტა♡♡
ძალიან კარგი იყოო სასიამოვნო წასაკითხი და ასევე სასიამოვნოდ დასრულდა ..კარგიი ხარ და იმედია დიდი ხნით არ დაგვტოვებ და ახალი ისტორიით შემოგვიერთდებიი ისეევ.

ძალიან დიდი მადლობა❤ მალე დაგიბრუნდებით❤❤

Guest ნინი
რამდენიხანია მოთხრობა ასე ძალიან არ მომწონებიაა.საოცრება ხარ

ვაიმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent