შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

იისფერი ღამე (სრულად)


23-09-2017, 04:44
ავტორი Ans...
ნანახია 8 783

იისფერი ღამე (სრულად)

ბავშვობიდან ვწერ.
ზუსტად არ მახსოვს ის პერიოდი, როდის გადაწყვიტა ჩემმა გონებამ, რომ ძალიან ბევრი აზრი უნდა წამოსულიყო, ზუსტად არ მახსოვს ამდენი ემოცია როდის მომაწვა, ან საიდან მოვიდა მუზა და როდის გადავწყვიტე, რომ უნდა მეწერა.
მახსოვს, მეორე კლასში ჩემმა დამრიგებელმა-მანანამ დედაჩემი დაიბარა სკოლაში. მე ძალიან შემეშინდა და ვიფიქრე, რომ მე და ჩემი ორი საძაგელი მეგობრის მორიგ საძაგელ საქციელზე იბარებდნენ, მაგრამ
მანანამ აღფრთოვანებით ამცნო დედაჩემს-მაიკოს, რომ მის შვილს წერის საოცარი ნიჭი ჰქონდა.
არ ვიცი, იმ „მოჩხლართულ“ თემაში, რომელსაც „მე რომ დედა ვიყო“ ერქვა, რა აღმოაჩინა მანანა მგალობლიშვილმა, მაგრამ ფაქტია მთელი სამასწავლებლო მოხიბლული იყო და თავად მანჩოც ზედმეტი აღფრთოვანებით იწმენდდა ცრემლებს.
მე რაღაცეებს ვწერდი მაშინაც. ჩემთვის ჩუმად...
ხან დედაზე, ხან მეგობრებზე, ხშირად მამაჩემზეც. ჩემს პატარა ვერცხლისფერ ბლოკნოტში ვწერდი და ბოლო უჯრაში ვინახავდი.
მაიკომ მხოლოდ სკოლაში ვიზიტის შემდეგ აღმოაჩინა ჩემი ბლოკნოტი.
მაშინ მახსოვს ძალიან მეწყინა, დაუკითხავად რომ წაიკითხა ჩემი ნაწერები და-ვიტირე.
მაგრამ მერე შემაქო და მეც სტიმული მომეცა.
ამ ამბის შემდეგ გაუჩერებლად ვწერდი.
ვწერდი დილით, საღამოს, სკოლაში, მასწავლებლებთან, ეზოში...ვწერდი ჭამის დროს, ვარჯიშის დროს.
ხშირად მეცადინეობის მაგივრადაც ვწერდი.
როდესაც ორჯერ მოვიგე სასკოლო კონკურსი თავისუფალ თემაში, გადაწყვიტეს, რომ მსგავს ადგილებში არასდროს, არავის აღარ გავეყვანე.
არ ვიცი, რატომ.
ნელ-ნელა ამ ყველაფერს სერიოზული სახე მიეცა. თუ ადრე უბრალოდ საყვარელი ბავშვი ვიყავი და ჩემი ნაწერები მაიკოს ახარებდა, ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობდი ამ მხრივ.
გავაკეთე საკუთარი ბლოგი, რომელიც მცირე დროში ძალიან პოპულარული გახდა. გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და შევიძინე მეგობრები, რომლებიც ძალიან ახლო ადამიანებად იქცნენ.
მერე, პირველად შემიყვარდა.
შემიყვარდა ისე, როგორც არ უყვარდებათ. ისეთი სიყვარულით, რომელსაც თან უამრავი კითხვა აქვს და საერთოდ არცერთი პასუხი...
და ამის მერე დაიწყო ემოციური გადატრიალება როგორც ჩემს ტვინში, ასევე პირად სივრცეში-ასევე შემოქმედებაშიც.
და
მე წიგნის წერა დავიწყე.
ისე, რომ არავისთვის მითქვამს. მაიკოსაც კი დავუმალე.
მაგრამ მაიკოს რამეს გამოაპარებ ადამიანი?
შემთხვევით (როგორც ბავშვობაში ის ვერცხლისფერი ბლოკნოტი) იპოვა ყველაფერი და დაუკითხავად წიგნის პრეზენტაცია მომიწყო.
ამაში უზომო წვლილი მიუძღოდა მამაჩემს-დათოს.
არ ვიცოდი, გამხარებოდა, თუ გავბრაზებულიყავი. ერთიანაც იმდენი ემოცია მომაწვა, ჯავრი რაზე მეყარა, ისიც ვერ მოვიფიქრე...
წიგნის ყდა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. იმიტომ, რომ მაიკო ყველაზე კარგად მიცნობდა და ზუსტად იცოდა, რასაც ვაპირებდი.
ისიც ვიცი 50ჯერ მაინც წაიკითხავდა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
გარეკანზე დიდი ასოებით ეწერა „იისფერი ღამე“
ბოლოში კი- ნია ნებიერიძე.

* * *
საძაგელი მეგობრები ვახსენე უკვე, არა?
რადიკალურად განსხვავებული ვიყავი მეგობრებთან. მანანა მგალობლიშვილის საყვარელი ფრაზა იყო, ისეთი ნაწერები აქვს ვერ დაიჯერებ, რომ ეს გადარეული გოგო წერსო. მაიკოსაც მართლა იბარებდნენ, თუმცა უფრო ხშირად დათოს-სხვების მამებთან ერთად.
ძალიან უჭირდა ყველას გაგება, როგორ ვერ ვპოულობდი ვერცერთ კლასელ გოგოსთან საერთოს და როგორ ტკიპასავით ვიყავი მიწებებული-ვატო გიგინეიშვილზე და ალავიძე ლუკაზე.
აი, ასე...ჩვენ სამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სასწავლო პროცესი ჩაგვეშალა. ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ შატალო მოგვეწყო, კლასი აგვებუნტებინა, ფანჯრიდან ჩანთები გადაგვეყარა, მასწავლებლები გაგვემწარებინა და რამე გაგვეფუჭებინა.
ვატო სულ იმას მეხვეწებოდა, ერთი წიგნი ჩვენზეც დაწერე, რა სიგიჟეები გვაქვს გაკეთებულიო.
თავიდან არ მიჯერებდა, მერე რომ წაიკითხა, სერიოზულად იტირა. დამირეკა-ნია ვტირიო.
ვერ წარმომიდგენია, რომ გოგოს, რომელიც არაფრით განსხვავდება ჩემთვის ჩემი ძმაკაცებისგან ამდენი გრძნობის და ემოციის გადმოცემა შეეძლოო.
მერე მისაყვედურა, ორი ცხოვრებით ცხოვრობო.
მე დავაწყნარე და ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ვატო გიგინეიშვილი ჩემს წიგნზე ტიროდა!!!
ეგეც ეწყინა მერე. ასეთი უგულო ამას ვერ დაწერდიო. მეორედ ატირდა, როცა გავუმხილე, რომ რეალურ ისტორიას ვწერდი.
მართლა მეცინებოდა ამის გულჩვილობაზე.
ძლივს შემოვირიგე.
ზოგადად ვატო და ლუკა ყველაფერს მერჩივნა-მართლა. არავინ არ თქვას, რომ ბიჭს და გოგოს მეგობრობა არ შეუძლიათ. ძალიან კარგადაც შეგვიძლია.
ამათთან ყველაფერზე ვილაპარაკებდი. შემეძლო ყველაფერი მომეყოლა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოგო ცუდი მეგობარია, უბრალოდ სკოლის პერიოდში არ შემხვდა არავინ, ვისაც კარგად „მოვერგებოდი“.
24 საათი ჩვენ სამნი კლასელ გოგოებს დავცინოდით, იმდენად აუტანლები იყვნენ და მაგათთან რა მადაქალებდა?
რომ არ დაგიმალოთ არც ბიჭები იყვნენ ანგელოზები.
როგორც ყველგან ან ძაან „შავები“, ან არ ვიცი, რაღაც „ნიტო“ ბიჭები.
ყველაზე კურიოზული ამ ამბავში ის არის, რომ მე და ვატო ბაღელები ვიყავით, უბნელებიც...ეს ადრე, მერე გადავიდნენ. რომ გავიცანი, უკვე მოსაშვილზე ცხოვრობდა.
ეს ყველაფერი კი სკოლის პერიოდში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, როცა ბაღის „გამოსაშვებ“ ფოტოზე ერთმანეთი ვიცანით.
მე ვატოს ვაბრალებდი, ალბათ ისეთი ცუდი ტიპი იყავი, ეზოში არ ჩამოდიოდი მეთქი.
ის კიდე პირიქით მიმტკიცებდა.
რას გაიგებ?
სულ ერთად ვიყავით.
ძირითადად ლუკასთან.
ლუკას მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ მეშვიდე კლასში რომ ვიყავით. ბავშვი ბებიას ჩააბარეს, მაგრამ 3 წელში ნინო ბებია დაიღუპა და ლუკა მარტო დარჩა.
ალავიძის მარტო დატოვება როგორ შეიძლებოდა? დედამისი რომ ურეკავდა, სულ იმას ეუბნებოდა, მარტო რომ ხარ ძალიან ვნერვიულობო და ამ დროს მე და ვატო გამოვყოფდით თავს, ამას მარტო ვინ დატოვებსო და დედამისიც ეგრევე მშვიდდებოდა.
მე და ვატო სერიოზულად ჩავსახლდით დოლიძეზე-8 ნომერში. ოროთახიანი ბინა ჰქონდა ლუკას. სულ ვეუბნებოდი, შენს სახლს აივანი აკლია მეთქი და იმდენად შეწუხდა ჩემი წუწუნით, უკანონო მიშენება გააკეთა, რის გამოც დააჯარიმეს და კინაღამ დაანგრევინეს, მაგრამ მერე რაღაცნაირად მოაგვარა.

* * *
ნახევარი ცხოვრება ვერაზე მაქვს გატარებული. ჩემი სახლი უბანში ერთადერთი 10 სართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე იყო. ოცნებად მქონდა ორ სართულიანი სახლი.
როგორც ლუკას მივაშენებინე აივანი, ისე გადავრიე მამაჩემი, სანამ ზემოთა მეზობელს ბინა არ გააყიდინა.
უფრო სწორედ-ვიყიდეთ.
მერე კიბეც ავაყვანინე ქვემოდან და ისეთი კოხტა სახლი გამოვიდა-როგორზეც ვოცნებობდით.
სახლში სამნი ვართ-მე, დათო და მაიკო.
ალბათ, სხვაგან ვერასდროს ვიცხოვრებდი. იმდენად მიყვარდა ეს ადგილი, ლუკამ სერიოზულად გადაწყვიტა რომ თარნხნიშვილის ქუჩა ნებიერიძის ქუჩად გადაეკეთებინათ და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებსაც მიმართა, საიდანაც ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი უარი მიიღო. უარი კი არა, საგიჟეთში რომ არ გააქანეს არ გიკვირთ? მერე დამპირდა იმდენს მიაღწევ შენი სახელობის ქუჩა ოდესმე, სადმე იქნებაო...
ეს სახლი ისე მიყვარდა. რემონტს რომ ვაკეთებდით ნინომ ხელოსნები ჩამაბარა-არტურა, რობერტა, საშკა და კაფელ-მეტლახიდან დაწყებული სანტექნიკით დამთავრებული ყველაფერი ჩემს გემოზე გამაკეთებინა.
ზემოთა სართული იყო ზღაპარი. ჩვეულებრივი ვერანდა გამოგვივიდა.
ლუკა მეხუმრებოდა, ამხელა აივანს თუ აპირებდი, ის ჯარიმები რაღას დამაკისრეო.
მთელ დღეს აქ ვატარებდი. ეს მწვანედ შეღებილი მოაჯირები ნებისმიერი წერტილიდან ჩანდა.
აივანზე ამავე ფერის სკამები და ერთი მრგვალი მაგიდა იდგა.
მე ვატომ და ლუკამ ამ აივანზე გავატარეთ ახალგაზრდობის წლები (როგორც მაიკო იტყოდა)
ამ აივანზე დავიწყე წერა.
ამ აივანზე შეგვიყვარდა სამივეს.
ამ აივანზე ვტიროდით და ვიცინოდით.
ამ აივანზე დაიწყეს მოწევა ბიჭებმა და მეც ამიყოლიეს. (ასე მე ვამბობ ხოლმე, ვატოს რომ ჰკითხოთ ამ აივანზე დავიწყე მოწევა და მერე ბიჭებიც ავიყოლიე...)
მერე მაიკომ წაგვასწრო და შავი დღე გვაყარა.
ამ სახლს ყველაზე მაგარი ისტორიები ჰქონდა მოსმენილი. ყველაზე მაგარი დღეები ახსოვდა. მარტო ლუკას სახლი თუ შეედრებოდა.
ეს ხედი ხომ ყველაფერზე მეტად მიყვარდა.
ჩემი ქალაქი იყო, ჩემი უბანი.
როგორც ხედავთ, ჩემი სამეგობრო „წრე“ მხოლოდ 2 ადამიანით შემოიფარგლებოდა.
მაიკო სულ მეჩხუბებოდა, გოგოებთანაც იმეგობრეო.
იმდენი მეჩიჩინა, ამიხდა აშკარად.
ჩემი ბლოგი სანამ პოპულარული გახდებოდა მანამდე გავიცანი მაშო და მარიამი. ჩემი პირველი მკითხველების ისნი იყვნენ. მერე სოციალურ ქსელშიც აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.
თვითონ დაქალები იყვნენ დიდი ხნის.
მერე რამოდენიმეჯერ შევხვდით და აეწყო საათივით ეს ურთიერთობა.
ზოგადად ცხოვრებაში სასიამოვნო დამთხვევები ხომ ხშირია, არა?
მაშო ლუკას უბნელი იყო.
ერთხელ შემთხვევით შევხვდით დოლიძეზე და ალავიძის მეგობარი ვარ მეთქი, რომ ვუთხარი-პირი დააღო.
იცნობდნენ ერთმანეთს კარგად.
ლუკას, რომ ვკითხე მაშო იცი დევდარიანი მეთქი, ენა გადაეყლაპა. ბავშვობაში მომწონდა მაშოო. ამჯერად პირი მე დავაღე, რომ ამ ყველაფერს მიმალავდა!
საძაგელი ბავშვი იყო ალავიძე! მატყუარა!
მარიამი ჩემკენ ცხოვრობდა.
ნუ, მოკლედ ძალიან დავახლოვდი გოგოებთან. იმდენად, რომ მე და მარიამმა ერთ ფაკულტეტზე ჩავაბარეთ. ბიჭებს წყინდათ უკვე-გადაგვეგდეო...
დღეს?
დღეს უკვე მესამე კურსზე ვართ. ბიჭები რას სწავლობენ ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ვინც ამათ დიპლომს მისცემს, ძალიან შეცდება.
ზუსტად შემიძლია ჩამოვთვალო, ამ წლების განმავლობაში რამდენი პრეზენტაცია და რეფერატი გამაკეთებინეს-უნამუსოებმა.
მე ისევ ვწერ-პარალელურად.
მაგრამ ისე ვეღარასდროს, როგორც მაშინ.
იმიტომ, რომ ყველაზე სტანდარტულ გოგოს, ყველაზე არასტანდარტული რაღაც დამემართა.
წარმოუდგენელი.
ოღონდ ამას მერე მოგიყვებით, თუ რა დამემართა.
ან უარესი, თანდათან გაიგებთ.
არა, არა მერე მოგიყვებით..
ახლა არ შემიძლია.


* * *
უნივერსიტეტის ეზოში იდგნენ გოგოები, ტაქსიდან ჩამოვედი და მათკენ წავედი.
მარიამმა ისეთი ტემპით დაიწყო ხელების ქნევა, თითქოს გზიდან გადავუხვევდი.
-დიდება შენდა!-დაიყვირა ბოლო ხმაზე და მთელი უნივერსიტეტი მომაჩერდა.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობარი მარიამ ცეცხლაძე ჩვეულებრივი დეგენერატია.
-ურმით მოდიოდი?-მეკითხება ის და მე სიცილი მიტყდება.
-არა ოპელით, რომელიც ვერ დადიოდა და ტაქსისტს რომ ვკითხე ამ მანქანას ვადა ხომ არ გაუვიდა მეთქი, გამომლანძღა.
-შარიანი ხარ ნია რა!
-ახალი ამბავი გაიგე?-მეუბნება მაშო
-რა ამბავი?
-ახალ კორპუსში გადავდივართ
-საიდან მოიტანე?-გამიკვირდა მე
-ლუკას უთხრა კურსელმა
-და რა იცის?
-უეჭველი ამბავიაო რა
-მორჩნენ მაგის აშენებას? ღმერთო სად ცხოვრობ ნია?
-ჭურში ხარ, ჭურში!
-გოგოებო, პრივეტ! დასაქმების კვირეული რომ იმართება გაიგეთ?-გვიახლოვდება ჩვენი კურსელი ვერკა
-რა იმართება?
-მოკლედ, სივები გაამზადეთ და სააქტოში ამოდით ამ კვირაში და მგონი იქით კვირაშიც
-კაი რა, ვინ დამასაქმებს-დამეზარა მე
-ნია, ასე წარმატებული ვერ გახდები
გოგოებს სიცილი გვიტყდება და გვეცინება ჩვენს ჩერჩეტ კურსელზე.
ის კიდე ვერ ხვდება, რა გვაცინებს
-კაი, შენ რომ გახდები ხო დამასაქმებ?-თავი მოისაწყ.ლა მაშომ
-ხო, აბა რას ვიზამ გოგოებო! ხო იცით, მიყვარხართ მაგრად
-გენაცვალე შენ
ეს გოგო სტიპენდიანტი იყო. გვედაქალებოდას პონტში რა. რატომ არ ვიცი ოღონდ. ძაან სასაცილო ვინმე იყო. შეიძლება სტიპენდიანტი იყო, მაგრამ ელემენტარული არ ესმოდა და აი, 100 ქულაზე როგორ ხურავდა სულ მაინტერესებდა.
ალბათ ეგეც ნიჭია...
-ეს ვინაა?-ეკითხება ცეცხლაძე ვერკას და ვიღაც ბიჭისკენ უთითებს
-ლევან ლაშაური-უდიდესი დარწმუნებით გვეუბნება ის
ცეცხლაძე ეგრევე უჭედავს
-რამე დამსახურება აქ და უნდა ვიცოდე?
მე ცუდად ვხდები სიცილისგან და ვატოს ვწერ, რომ 2 საათში მოგვაკითხოს.
-ეგაა ხელმძღვანელი მაგ კვირეულის
-რა კაი ტიპია
-გაგიჟდი?-შეიცხადა ვერკამ-უფროსია შენზე
-კაი, რა კანიდან ამოხტი, ისე ვთქვი
-ძალიან გთხოვ, ისედაც თავი გამისკდა და ნუ ხარ ემოციური ცეცხლაძე
-სულ თავი როგორ გისკდება?
-ასეთი საყვარელი ვარ-ვამბობ და გვეცინება.
-მაგრად მეცნობა ის ტიპი, გახედე რა ნია...
-მოიცა, რეკორდზე ვარ-ვეუბნები და თამაშს ვაგრძელებ
-ნებიერიძე ამოიხედე ორი წუთი
მე პირველად ვწევ თავს ზემოთ და ე.წ ორგანიზატორს ვაკვირდები.
იგივეს აკეთებს მაშოც და ნელ-ნელა ორივეს ფერები გვეცვლება. მე ხველება ამიტყდა და ეჭვი მაქვს, ფერიც კი წამივიდა.
სისხლი გამეყინა სხეულში.
ყველა კუნთი ამტკივდა და ყველა ნერვი, რაც კი არსებობს.
არა, ასე ვერ გადმოვცემ.
აი, ყველაზე უაზრო და გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა...უსაფუძვლო!
აზრსაც რომ ვერ დააყოლებ და თან ვერც გაარკვევ
-შენც იმას ხედავ რასაც მე?-ვეკითხები ცეცხლაძეს და თავს ძლივს ვატრიალებ
-არ ვიცი!-იბნევა ის და გაშტერებული მაჩერდება
-რა ვქნა?
-არ ვიცი-იგივე ტონალობაში მპასუხობს მარიამი
აშკარად იგრძნო, რომ მივაშტერდით და გამოგვხედა.
სამივე რეტდასხმული გავბრუნდით.
ეჭვი მაქვს კი არა...
ზუსტად ვიცოდი ფერი წამივიდა.
-ახლა ამან ვერ გიცნო?-მეკითხება მაშო
-არ ვიცი
ფერი სულ ეკარგება მარიამს.
-ნია, რა ხდება?
-არ ვიცი!
-გვეშლება იქნებ
-არ მეშლება მარიამ!
თითქმის ვიყვირე და ისევ ორგანიზატორს დავაკვირდი.
-რა ხდება გოგოებო?-მოდის ისევ ვერკა
-ეს გაიყვანე რა
-ჩუმად გოგო!-მიჩქმიტა მაშომ
-რა თქვი, რა ქვიაო იმ ორგანიზატორს?-ეკითხება ცეცხლაძე ვერკას
-ლაშაური ლევანი
იმეორებს დარწმუნებით ის.
მე არაფერს მეუბნება ეს სახელი. რაღაცას ვიმიზეზებ
საპირფარეშოში შევდივარ. წყალს ვისხამ. 2 წუთში მარიამიც წამომეწია. ვერ ხარ შენო და გარეთ გამომიყვანა.

* * *
-შეიძლება?-ვაგვიანებ ლექციაზე მე
-შემოდი ნია
მეუბნება ლექტორი და მე მარიამს ვეძებ თვალებით.
აი, ისიც!
-ოდესმე შეიძლება გამოეტიო სახლიდან?
-იქნებ სულ არ ვიარო ლექციებზე? ან საერთოდ უნივერსიტეტიდან გამოვიდე-თვალი ჩავუკარი ცეცხლაძეს და მოსმენა დავიწყე.
-გაამზადე სივი?
-სივს დაგამსგავსებ ახლა თუ მოგკიდე ხელი!
მარიამს გაეცინა და მოსმენა გააგრძელა.
დაღლილი ვიყავი. ღამე არ მეძინა. უაზროდ ვფიქრობდი, დაუსრულებლად. უბრალოდ ვფიქრობდი და ვეღარ ვწერდი. ძალიან ავირიე.
ემოციების ზღვა მაწვებოდა, მაგრამ ვეღარ ვწერდი.
ისე ვიყავი გაორებული, რა მექნა-არ ვიცოდი. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. დავიჯერო უბრალოდ ვერ მცნობდა, თუ?
თუ არ არსებობდა.
თუ-არაფერი არ იყო და
თუ-ს გამოყენება აქ არცერთ ვარიანტში არ შეიძლებოდა.
-ნია?-მესმის ლექტორის ხმა
-ბატონო?-ვიბნევი მე
-იტყვი რამეს ამ თემასთან დაკავშირებით? არ გვისმენ?
-უკაცრავად
მარიამმა ისეთი მზერა მესროლა, რას აკეთებო, ჩამცხრილა იქვე...
მერე თვითონ ჩაერია და იმდენი ილაპარაკა, ძლივს გააჩერეს
ლექცია რომ მორჩა აუდიტორიასთან ლევანს შევეჩეხე.
ამ დროს ლექტორმა შემომატრიალა და მითხრა
-მეტი იაქტიურე ნია
-ბოდიშით ბატონო გიორგი, გადაღლილი ვიყავი
-არაუშავს, ჩემო კარგო
რომ მოვბრუნდი ლევანი არსად აღარ იყო.
მე მარიამს დავეწიე.

* * *
ყველანი ლუკასთან ვიყავით. ისეთი სიცხე იყო, ყინულებს ვჭამდი. სერიოზულად. ლუკას მაცივრიდან გამოვაღებინე ყინულები და ვჭამდი.
-უნივერსიტეტში მოსვლას როდის იკადრებთ?-ვკითხე ბიჭებს
-აუ იმ კვირიდან რა, არ შემიძლია-შუბლზე ხელი მოისვა ლუკამ
-შენ რომ დადიხარ, აზრი? დღეს რა გააკეთა, რომ განახათ
-კარგი რა მარიამ!
-აუ, ნია რა ქენი?-სიცილი აუტყდა წინასწარ მაშოს
-რა და დროა ხმა ამოიღო ნია, როდემდე უნდა იყო ჩუმად?
-ცეცხლაძე მიგასიკვდილებ! რას აზვიადებ?
-რამეს გვიმალავ?-სერიოზულად გაუკვირა ვატოს
-არა, რას გიმალავთ
-ნია, თქვი-სკამზე ფეხი ჩამოდო ალავიძემ და მკვლელი მზერა მესროლა
-ცეცხლაძე რა!-გავხედე მარიამს და სიგარეტს მოვუკიდე
-რა მოხდა ნია, მოგეწონა ვინმე?-სრული სერიოზულობით მკითხა ვატომ.
მე გავოცდი.
სიცილი ამიტყდა.
თვითონ კითხვა „მოგეწონა ვინმე?“ იმდენად სასაცილო იყო, სანამ მაშომ არ შემაჯანჯღარა არ გავჩერდი
-ვატო, ნორმალური ხარ?
-ხომ ვიცი არა ამის მოწონებები?-გადახედა ლუკას და ხელი ჩაურტყა.
მე მეწყინა და ოთხივეს გავებუტე.
-ნახე, რა ეგრევე სახე აელეწა-გაეცინა ვატოს.
თვალი ჩავუკარი
-მართლა გოგო?-არ დაიჯერა
-ვატო, გამასწარი
-კაი, აღარ მეცინება, მითხარი რა ხდება-დასერიოზულდა და თავთან დამიდგა
-მარიამ მოყევი
-შენ მოყევი
-მე რა მოვყვე. როგორც დაიწყე, ისე დაამთავრე
-ლევანი ლაშაური მოგვევლინა უნივერსიტეტში 1 კვირით და ყველგანაა, სადაც საჭიროა და სადაც არ არის საჭირო-ამბობს მაშო
-ეგ ვინაა?-წარბი აეწია ლუკას
-ვინაა და „იისფერი ღამე“
ვეუბნები ჩუმად მე და სიგარეტს საფერფლეში ვწვავ.
ლუკას თვალები შუბლზე აუვიდა, ვატომ თავში შემოირტყა ხელები.
მე ყელში რაღაც გამეჩხირა და ტირილი მომინდა.
-კაი, ტო?-არ დაიჯერა ალავიძემ
-რას ქვია მოგევლინათ?
-რაღაც დასაქმების კვირეული თუ ჯანდაბა ტარდება და ეგაა ორგანიზატორი
-და საიდან გაიჩითა?
-რა ვიცი ლუკა???
ოთხივე გაშტერებული მიყურებდა.
საერთოდ ეს იყო ერთადერთი ტაბუ დადებული თემა, რომელსაც არა თუ არ ვეხებოდით, ფიქრიც კი აკრძალული გვქონდა უთქმელად.
მივხვდი, რომ
სათქმელი არცერთს არ ჰქონდა და
ისევ მე გავანეიტრალე
-ზეგ რა ვქნათ?
-რა ხდება ზეგ?-იკითხა მაშომ
_ჩემი დაბადების დღეა !- 3 წლის ბავშვივით ეწყინა ლუკას
-აუ, მახსოვდა! გეფიცები ლუკა მახსოვდა!-დაიბნა მაშო
მე სიცილი ამიტყდა და ისევ თვალი ჩავუკარი ვატოს.
ვატო მიხვდა, რაზეც.
ხელი ჩამირტყა და ორივეს აგვიტყდა სიცილი.
მაშოს სახე მოეღრიცა და ლუკამ შემომიბღვირა.
ორივე მიხვდა და არცერთმა არ შეიმჩნია.
მე და ვატო ვიცინოდით და მარიამს მაგრად ვეკიდეთ.
-მართლა მახსოვდა, უცებ ნიასთან დავაკავშირე და მაგიტო
-კაი, მჯერა რა იყო!
-რას ამოვარდი მაშო კანიდან?-მხარი გაკრა მარიამმა.
მაშომ გულში ორივე მიწაში ჩაგვდო ალბათ.
მე ვიცინოდი და ვფიქრობდი.

იმ საღამოს ისევ წერა დავიწყე.

* * *
ვერკას დაჟინებული თხოვნით, სამივემ წარვადგინეთ სივები და სააქტოში იძულებით შევედით.
არ ვიცი, რამდენ მაგიდასთან გვაბოდიალა, ან რატომ არ იღლებოდა მსგავსი რაღაცეებით ეს გოგო, მაგრამ ისიც არ ვიცი, რატომ ვემორჩილებოდით.
როგორც იქნა ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ, ვერკამ გვახარა ორგანიზატორთან უნდა შევათანხმოთ რაღაცეებიო და მე ეგრევე ფართხალი დავიწყე.
მაშომ ჩქმეტა ჩქმეტით მიმიყვანა ბოლო კაბინეტამდე და კარზე დააკაკუნა
-შემოდით
გავიგე ნაცნობი ხმა და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.
ვერკა უკვე ისე კარგად იცნობდა ლევანს, პირზე კოცნით შეხვდა.
მე ჩვეულებრივ პირდაღებული ვიდექი და
ვიხსენებდი, რომ დღეს სახლიდან უბრალოდ პირდაბანილი გამოვედი. თმა გიჟივით მქონდა გაშლილი, ჯინსები მეცვა, კედები და ისეთი უბრალო, უსუსური და საზიზღარი შესახედი ვიქნებოდი, ლევანს არცერთ ვარიანტში აღარ მოეწონებოდა ჩემში-არაფერი! ნუ, ისიც არ ვიცოდი რამე მოსწონდა თუ არა ჩემში, იმიტომ, რომ ზედაც არ მიყურებდა. თითქოს მის ცხოვრებაში არასდროს ვყოფილიყავი.
არა, ნია ხომ შეიძლება პომადა მაინც გადაისვა არა?...ფუ!
-მადლობა ვერა. ესეიგი, მარიამი, მაშო და ნია
ჩაიწერა ლაშაურმა და ამოგვხედა.
ჩვენ ეჭვი მაქვს, ისეთი სახით ვიყურებოდით ჩვეულებრივ დავაბნიეთ ბიჭი
თვალი გამისწორა და მერე ჩაილაპარაკა
-იქით კვირაში მოდით კიდე და არ დაგეზაროთ იცოდეთ
თვალი ჩამიკრა და რაღაც ფურცელი შემომაჩეჩა.
ეს ნორმალურია?
თვალის ჩაკვრა უკვე ნამეტანი იყო.
აშკარად არ არის დალაგებული.
ამ სცენას ერთ-ერთი ჩემი კურსელი შეესწრო. გოგო, რომლის ატანაც არ მქონდა და გოგო რომელიც სახის ახევამდე ეტენებოდა ლევან ლაშაურს.
ალბათ, ამიტომაც ვერ ვიტანდი.
ამას ემატებოდა მისი გამომწვევი ქცევა, საშინლად შეღებილი თმები და უფრო საშინელი მაკიაჟი-წითელ პომადას+თვალის ჩრდილები და საბანკეტო ვიდი ყოველდღიურად.
ნუ, პიკი იყო.
არ შემეძლო ორგანულად ეს ადამიანი.
თან აშკარად მიზანში ჰყავდა ამოღებული ლაშაური.
საშინლად ავიფოფრე, ოთახში ამ გოგოსთან ერთად რომ დარჩა ლევანი და მარიამს ვუთხარი ყავაზე გავიდეთ მეთქი.


* * *
-პირველი საათი რა პონტში დაიკიდე? მოღალატე ხარ-გავუბრაზდი მაშოს და აუდიტორიაში შევედი
-სამაგიეროდ ყავა მოგიტანე-გამომეკიდა საცოდავად ის
-დავლიე ყავა
-კიდე დალიე!-ლამის ყურში ჩამასხა-წამო ამბები მაქ
-რა ამბები?
-დაჯექი, მოგიყვები.
-გარეკილი გაქ,გეფიცები!
-მოგიყვე? თუ არ გინდა არ მოგიყვები! ან ლაშაურს ხომ არ დავუცადოთ? „კაკრას“ მაგზე უნდა გებაზრო
გამეცინა მაშოს ლექსიკონზე, იმდენად, რომ ძლივს მოვსულიერდი
-გისმენ!
-ცოლი რომ ყავდა იცოდი?
-მეხუმრები?-თვალები შუბლზე ამივიდა მე
-ნტ
-ბეჭედს იხსნის და ისე დადის?
-შენ ბეჭედზე უყურებ?
-ვაიმე, დავაკვირდი!
-არ არის ბანძი. არ იხნის ბეჭედს, გაშორდა უკვე
-მართლა?-გამიხარდა მე
-კი
-საიდან იცი?
-ნუ, ვიცი... რა მერე მოგიყვები მაგას
-როდის მოასწრო ცოლის მოყვანა?
-და რა იცი ნია, რომ იმ დროს არ ჰყავდა?
-არ ვიცი...
-ნია!!!
-აუ მაშო, ცოლი არ ვიცი, მაგრამ მგონი იმის ტყუპისცალია! ტიპი ზედ არ მიყურებს, არ მიმჩნევს, ვერ მცნობს
-და თავს რა პონტში იშტერებს?
-არ ვიცი მარიამ, ვიცი? არ ვიცი...!
-რატომ არაფერს ეუბნები?
-რა ვუთხრა მაშო, გადაირიე?
-კი! გადავირიე, აბა რა ვქენი!
-რა ვუთხრა, გამარჯობა ლევან, გახსოვს წლების წინ, ერთმანეთი რომ გავიცანით, უფრო სწორედ არ გავიცანით...
-კაი, მორჩი!


* * *
პეკინზე ვიდექით მანქანით მე და მაშო. ვატოს და მარიამს ველოდებოდით როდის დამირეკავდნენ, რომ გამეარა და ლუკასთან ავსულიყავით. ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაზე მაშოს ვეუბნებოდი, გაიხედე რა მაგარი კაბაა მეთქი და ჩვენც ორივე
მაღაზიაზე დებილებივით მიშტერებულები ვიყავით, იქიდან ორი უზარმაზარი პარკით „ჩემი სამიზნე“ რომ გამოვიდა.
მე სიცილი სახეზე შემახმა და ისეთი ხველება ამიტყდა, კინაღამ იქვე მოვკვდი.
იმანაც არ დააყოვნა, გამიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
ისე დამცხა, წყალი კინაღამ პირდაპირ ზედ გადავისხი! არ ვიცი ასე რატომ დამემართა, ან ამდენი რატომ ვინერვიულე, მაგრამ ცივი ოფლი მასხამდა.
-რა ფერი გაქ?-თვალები შუბლზე აუვიდა მაშოს
-ლევანი დაინახე?
-მეღადავები? სად-წინა სიდენიაზე თავით გადმოხტა მაშო
-ამ წამს ჩაიარა
-მოლანდებები დაგეწყო?-დაეჭვდა ის
-აუ, არაფერი. დაჯექი გთხოვ რა-გასაღები მივაჩეჩე და გვერდით სავარძელზე დავჯექი.
მაშო წინ გადმოვიდა და დაბნეულმა დაქოქა მანქანა
-ნია, იცოდე მეოთხედ ვზივარ მანქანაზე!
-ვაიმე, იარე რა!
-ასეთი რა გემართება?
-არაფერი-სახეზე ხელები ავიფარე მე
-ისევ მოგწონს ნია?
-მაშო იარე!-გამეცინა მე
-გოგო მელაპარაკე!
-არა!
-აბა, რატო გაბნევს?
-არ მომწონს, მაბნევს! ცუდი პასუხია?
-ძალიან!
-შენ არ დაგაბნიონ დღეს!
-აუ, ძალიან ცუდი გოგო ხარ!
-რა უყიდე?
-არ გეტყვი!
-აუ, ალავიძე მოვდივართ, გახსენი შამპანიური! ცოლი მომყავს შენთვის!
-იცოდე ახლა დაგამტვრევ, ან სადმე გადაგჩეხავ!!!
-კარგი ხო! ნელა იარე და ამ ჯიელს თუ არ დაარტყამ ძალიან გამახარებ, ამხელა შემოსავალი არ გვაქ ოჯახში...
-ხოდა გადმოდი და ნუ მტანჯავ!
-არ შემიძლია
-მართლა არ მოგწონს? მატყუებ ხო?
-რას გატყუებ მაშო
ამასობაში მარიამი და ვატოც შეგვხვდნენ და ლუკას სახლისკენ დავიძარით.

* * *
არაადეკვატურად ხშირად კი არა, თითქმის არასდროს არ ვიქცეოდი.
ცხოვრებაში რომ გითხრათ, ბევრჯერ დამაბნიეს მეთქი-ამასაც მოგატყუებთ. არ ვიყავი ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული და არც განსაკუთრებული წესები მქონდა ცხოვრებისთვის შემუშავებული.
პერიოდები მქონდა-ჩემში რაღაც ემოციური გადატრიალება იწყებოდა და დაუსრულებლად გრძელდებოდა.
გრძელდებოდა, სანამ რაღაც კულმინაციას არ მიაღწევდა. იქამდე, სანამ ან ძალიან არ მეტკინებოდა, ან პირიქით.
პირიქით არ ყოფილა.
ემოციური გადატრიალების შედეგი იყო „იისფერი ღამე“
და
ემოციური გადატრიალების მიზეზი-ლაშაური ლევანი.
რა მახსოვს?
მძაფრი ემოცია.
ყველაფერს იტევს ეს სიტყვა ე მ ო ც ი ა.
მე ყველაზე არაემოციურსაც
ბოლო მომიღო.
იისფერი...
ღამე...
და
ლაშაური.
ფიქრი უსასრულოდ.

* * *
ლექციაზე გამოუძინებელი შევედი. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. საერთოდ ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა.
მეძინება ხოლმე ისე, ვკვდები, მაგრამ დავწვები და წამითაც ვერ ვხუჭავ თვალს.
საათობით ვწრიალებ ლოგინში უშედეგოდ. ბოლოს უკვე დაღლილობისგან მეძინება-როცა გაღვიძების დროა.
ამ დღესაც სადღაც საათნახევარი მეძინა ალბათ. მარიამი არ წამოვიდა, მაშოს დავურეკე და გვიან მოვალო.
ამიტომ დავრჩი მთელ უნივერსიტეტში მარტო.
ისეთი თემაა-რომ გინდა, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება იბნევი...
ლექციაზე შევედი.
მთელი ლექცია გაფანტული ვიჯექი.
შესვენებაზე ავდექი და წამოვედი. მერე ვიფიქრე და სააქტოში ავედი.
ლევანი არსად იყო.
კაბინეტისკენ წავედი.
იქიდან ლაპარაკის ხმა გამოდიოდა.
დავაკაკუნე და შემოდითო გავიგე.
კარები რომ გავხსენი და დამინახა, გაშეშდა წამით, ხელით მანიშნა მოდიო და ვისაც ელაპარაკებოდა ხმამაღლა უთხრა მერე დაგირეკავო.
ძალა გამომეცალა.
თვითონაც სპეციალურად ნელა დაიწყო მოძრაობა.
მე ფეხები გამეყინა, სანამ მივუახლოვდი
-როგორ ხარ?
მეკითხება ჩვეულებრივ და მაშტერდება.
მე პირი ღია დამრჩა და ხმის ამოღება ძლივს მოვახერხე
-კარგად, თავად?
„თავად“
რა თავად????
-არამიშავს- მეუბნება და მაგიდას ეყრდნობა. მე ლამისაა უკან მოუხედავად გავიქცე.
ძალას ვიკრებ და უემოციოდ ვეკითხები
-ამდენი ხანია მაინტერესებს და ვერ გკითხე, მართლა არ გახსოვარ? თუ...რა ვიფიქრო არ ვიცი...
ლევანს ისეთი არაფრისმთქმელი სახე აქვს, შემიძლია ამ წამს მოვკვდე.
მოვკვდე იმისგან, რომ არ ვახსოვარ, თუ მოვკვდე საერთოდ დღეს რომ ეს კითხვა დავსვი, ლექციაზე რომ არ დავრჩი, აქ რომ შემოვედი, უნივერსიტეტში რომ მოვედი და
საერთოდაც რომ გავიღვიძე-ვინანე.
-არა, მითხარი, საერთოდ არ გახსოვარ?-ვიმეორებ ავტომატურად და ტირილი მინდება
ყელში ბურთი გამეჩხირა.
იმედგაცრუების გრძნობა დამანგრეველია მეთქი, ხშირად მითქვამს.
ამას ვგრძნობდი ამ წუთას.
-რაღაც მინდა გთხოვო
ვეუბნები ისევ.
ლევანი დაბნეულად მიქნევს თავს და მელოდება
-ეს წაიკითხე
წიგნს ვუწვდი
-ეს რა არის?
-იისფერი ღამე
ვუთხარი და გამოვბრუნდი
-ანუ?
-წაიკითხე
-რა წიგნია? ნია ნებიერიძე? შენია?-სიმწრით მეცინება...
შემოვბრუნდი და ლევანს თვალებში ჩავაშტერდი.
შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ
ადამიანების თვალები არ იცვლება.
ზუსტად ვიცი,ლევანიც იგივეს ფიქრობდა...
ზუსტად
-წიგნი ჩემია. ისტორია არა...
-ისტორია ვისია?-მეკითხება გამომცდელად ის
-ჩვენი
ვეუბნები და კაბინეტს ვტოვებ.

* * *
სახლში ლუკამ ამომაკითხა. ერთი შეკვრა წვენები დადგა მაგიდაზე და ჭიქების მოსატანად თავისით გავიდა
-რა გჭირს?-ვეკითხები და მეცინება
-შენ?-არ ჩამომრჩა ის
-რამდენი წვენია?
-გოგო, ძაან მომინდა რაღაც ნატურალური
-ორსულად ხარ მეთქი, როგორ გაკადრო, მაგრამ ისეთი დრო მოვიდა აღარაფერი მიკვირს
-ნებიერიძე მიგახრჩობ მაგ დივანზე!
-მოყევი, რას შვები
-ჯერ შენ
-მე არ მკითხო
-აუ, ნია!
-არაფერს, მიგდებული ვარ. გოგოებმაც თქვენსავით დაიკიდეს უნივერსიტეტი და დავდივარ მარტო
-შენ გყავს მშვენიერი მიზეზი!
-აუ, არ მიხსენო ლუკა რა
-მოხდა რამე?-წარბი ამიწია ლუკამ
-მეღადავება მგონი
-რაპონტში?-დაიძაბა ახლიდან
-ვკითხე, ვერ მცნობთქო და რასაც ქვია გამოშტერდა
-კაი, რა სისულელეა. რას ვერ გცნობს?
-წიგნი ვაჩუქე
-რა ქენი?-თითქმის იყვირა ლუკამ
-წიგნი ვაჩუქე მეთქი
-ნია გადაირიე? ყველაფერს მიხვდება
-მიხვდეს ლუკა, უფლება აქ იცოდეს ვინ ვარ, თუ დებილია და მართლა არ ვახსოვარ?
-გადაირიე? მაგასთან ურთიერთობის დაწყება არ იფიქრო ნია
-ლუკა, რა გინდა?
-გოგო-ვერ მივხვდა რა ეთქვა და გაჩუმდა
-მითხარი
-ნია...
-ნუ გეშინია.
-აუ, მოსაკლავი ხარ რა!
-შენ რა საბაზრო გქონდა?-მეცინება მე და სიტუაციას ვანეიტრალებ
-რა აზრი აქ. ჯერ შენზე ვლაპარაკობთ
-არ მინდა ჩემზე ლაპარაკი. არაფერი არ იქნება, ეს ვიცი, უბრალოდ არ შემეძლო თვალებში ნაცარს რომ გაყრიან, ნორმალურია?
-არ არის ნორმალური
-მომიყევი რა მოხდა შენთან
ვეუბნები და ფორთოხლის წვენს ვისხამ.
-აუ, ეს რა არის ლუკა!
-რა იყო?-იბნევა ის
-ხომ იცი ვერ ვიტან ფორთოხლის წვენს
-აუ, რა უცნაური გოგო ხარ ნია! მომე მე დავლევ
-შემეშალა რა!
-აჰა ეს დალიე, გვაქვს ალუბალი, ბროწეული, მწვანე ვაშლი და ანანასი
-ბროწეულის მინდა-გავიპრანჭე მე და ლუკამ ჭიქა მომაწოდა-დაიწყე ახლა!
-მე მაგარი დარხეულში ვარ რა-სიგარეტს მოუკიდა ალავიძემ
-რა მოხდა?
-არაფერიც არ მომხდარა, დიდი ხანია დარხეულში ვარ
-რა პონტში?-მეც სიგარეტს მოვუკიდე
-მევასები რა ნია, ჩემთან ერთად რომ ნერვიულობ-მეუბნება ალავიძე
მე მეცინება და კითხვას ვუმეორებ
-რა პონტში მეთქი?
-სიყვარულის პონტში
მე თვალები შუბლზე ამივიდა, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მივაშტერდი
-რა თქვი, ალავიძე?
-ნუ მიყვირი!
-ამ წამს დაფქვი-ფეხი ფეხზე გადავიდე მე
-ვერა რა ნია... ვერ გეტყვი, პროსტა რამით მანუგეშე
-ჯანსაღად თუ ხარ?
-არა
-აბა, რა განუგეშო. ამიხსენი ჯერ რა სიტუაციაა და ნუგეში იქნება თუ რაც იქნება, მე გადავწყვეტ!
-გოგო, ჭკუის დარიგება რომ მინდოდეს, დავურეკავდი დედაჩემს, შენთან მოვედი, რომ ჯიგრულ პონტში გელაპარაკო. როგორც ვიცით ხოლმე რა...
-ხოდა ჯიგრულ პონტში უნდა მომიყვე ყველაფერი
-ო, ნია!
-ლუკა ყველაფერი რომ არ მითხრა, გაგაცამტვერებ!
-ო, ნია...
-ლუკა ამ ბროწეულის წვენს თავზე გადაგასხავ, მაგ ფორთოხალსაც და ანანასსაც და კარგ ნაზავს გავაკეთებ შენს თმაზე!
-ნუ გადაირიე ახლა
-ხოდა მითხარი, რა წესია, რას დაიწყე აბა...
-რა გითხრა ნია?
-ვინ არის, სად გაიცანი, გვარი, სახელი, უბანი, სკოლა, უნივერსიტეტი, რავი... ყველაფერი!
-იცი ეგ
-რა?
სახე მთლიანად მომერყა მე
-ჯერ სახე გაასწორე-მეუბნება ლუკა და ბროწეულის წვენს ისხამს
-რა თქვი?
-აუ, ნია... არ უნდა მეთქვა?
-ვატომ იცის?
-არა
-მარიამმა?
-არა
-მაშომ?
-არა ნია, გაგიჟდი? შენთან არ მაქ ნათვამი და ვისთან ვიტყოდი
-ასეთი ვინაა, ვატომაც რომ არ იცის?
ლუკა ხმას არ მცემს.
უშნოდ გაეღიმა.
მე ისევ შემეშინდა
-ლუკა!-სახეზე ხელები ავიფარე
ლუკასაც ეგონა, რომ მივხვდი და გაწითლდა
-ვატო შეგიყვარდა? აი, ხომ ვთქვი!
-ნია, შენ სულ გასულელდი?-ფეხზე წამოხტა ლუკა.
მე სიცილისგან ჩავბჟირდი და იატაკზე გავგორდი.
ბოლო ხმაზე ვიცინოდი. ზუსტად ვიცი მთელ თუ არა, ნახევარ ვერას ესმოდა ჩემი „ხორხოცი“.
-აეგდე იატაკიდან!-მიბრძანა ლუკამ
მე სიცილს არ ვწყვეტდი...
-ნია!
-აღარ შემიძლია!
კივილზე გადავედი მე...
-აუ, რაა... ნია!
ბრაზდებოდა ლუკა.
-ღმერთო, რა სახე გქონდა! ცუდად ვარ!-ვკიოდი ისევ მე
-ნია, აღარ გეტყვი. მიშველე თქო და დამცინი?
ვგიჟდებოდი ასე რომ ბრაზდებოდა, უზომოდ საყვარელი იყო...
ვფიქრობდი და იატაკზე 2 წლის ბავშვივით ვაგრძელებდი გორვას, როცა
ლუკამ უცებ გაახეთქა
-მაშო მიყვარს რა...
სიცილი სახეზე შემახმა უცებ და ცივი წყალი გადმომესხა.
-რაა?-ვიყვირე ბოლო ხმაზე და
ფეხზე წამოვხტი.
მერე იმდენად განვიცადე, ისევ იატაკზე მოვადინე ზღართანი, თორემ აუცილებლად გული წამივიდოდა, ასეთი ემოციისგან
-რა მითხარი ლუკა?
ვკითხე, როცა ოდნავ გავიაზრე მისი ნათქვამი და ამანაც წამლად წყალი მომაშველა...
-ლუკა, გაიმეორე-ამოვიკნავლე და სახეზე ხელები ავიფარე
-ჰო ნია... მაშო შემიყვარდა
-ჩვენი მაშო?
-ჰო, ჩვენი
-მოიცა, მაშო დევდარიანი შეგიყვარდა, დარწმუნებული ხარ?
-კი
-ჩვენი მაშო, ჩემი დაქალი მაშო, შენი მეზობელი მაშო?
-კი ნია კი!
-ბავშვობაში რომ მოგწონდა და ახლა ვითომ შენი მეგობარი როა და მე და ვატო რომ გეღადავებით ხოლმე, ის მაშო ლუკა?-ვაგრძელებდი მე
-ნია, გაუგებარია რამე? მაშო მიყვარს, მაშო!
-ღმერთო, სად ხარ?!
-რამ დაგაბნია?
-ლუკა, რა მაშო?
-არ შეიძლება?-გაბრაზდა ლუკა
-როგორ არა... პროსტა, მაშო...ვღადაობდით და შენ რა თემაში ყოფილხარ
-მე ვერასდროს ვერ ვღადაობდი...
-ბიჭო,არ მეგონა, თუ ასე სერიოზულ ამბავში იყავი შენ
-არც მე, მაგრამ რა ვქნა...არც ვიცოდი, უცებ გავიღვიძე
და მივხვდი, რომ მაგრად მიყვარს.
იმენა, მიყვარს რა...
ძალიან მიყვარს.
გეფიცები, მიყვარს.
მაგრად!


* * *
მაშოსთან რასაკვირველია არაფერი მითქვამს. ჩემი ამოცანა მაშოს დამოკიდებულების გარკვევა იყო, რომელიც არც ლუკას დაუვალებია ჩემთვის, უბრალოდ მაინტერესებდა. საერთოდ ავირიე.
დაუნთაუნში ვსვამდი ყავას და ვფიქრობდი ყველაფერზე.
ლუკაზე,
მაშოზე,
ლევანზე
და ჩემზე.
იმ ღამეზე.
წიგნზე.
შესაძლო ურთიერთობაზე ჩემსა და ლევანს შორის, ან იმ არ არსებულ გრძნობაზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვიშორე.
კარებიდან შორს ვიჯექი, მაგრამ ამის მიუხედავად ზედმეტად კარგადაც კი გავარჩიე, როგორ შემოვიდა კახი ძნელაძე და პერსონალის ერთ-ერთ წევრს როგორ მიესალმა.
წამი არ იყო გასული, რომ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა. საუკუნის უნახავი მყავდა. ზუსტად ვერც გეტყვით. შეიძლება წელიწადიც კი იყოს გასული, რაც არ მინახავს. რომ მივხვდი, აქეთ მოდიოდა მეც ფეხზე ავდექი და გადავკოცნე
-როგორ ხარ ნია?
-კარგად შენ?
-არამიშავს რა..-წინ დამიჯდა და თვითონაც ყავა შეუკვეთა.
-აქეთ საიდან?-დავსვი ამ ქვეყნად ყველაზე უაზრო კითხვა
-ბიჭებთან ვიყავი გამოსული, შენ?
-მე ისე...
-რა იყო, მშვიდობა გაქ?-ხელი მომკიდა
მეუხერხულა ძალიან...
-კი, კი...უბრალოდ არ ეცალა არავის და გამოვედი
-რა ხდება ახალი?
-არაფერი, ვსწავლობ და ვისვენებ პერიოდულად
-იქით წელს ამთავრებ არა?-ვითომ არ ახსოვდა
-კი კახი... იმედია ვამთავრებ-გამეცინა მე
-კაი ახლა... ხომ ვიცით ორივემ, რომ მშვენივრად ამთავრებ
-ჰო, რა...
-აღარ წერ?-მომარტყა ზუსტ წერტილში
-რავი, ხანდახან
-ბლოგი რომ გააუქმე ვნახე
-ჰო, ეგრე მერჩივნა
-ეს ხანდახან რას ნიშნავს?
-ვეღარ ვწერ
-რას ნიშნავს ვეღარ წერ
-არ ვიცი. ვერ აგიხსნი ესე კახი... ვეღარ ვწერ უბრალოდ
-არ მჯერა-წარბები შეკრა კახიმ
-რა?
-რას ქვია ვეღარ წერ? შენ სულ უნდა წერდე
-არ გინდა...
-როგორ არ მინდა? სერიოზულად მეწყინა ახლა
-შენ რა გეწყინა?-გამეცინა მე
-ის, რომ აღარ წერ. როგორ შეიძლება შენ აღარ წერდე?
-ნუ, რაღაც იქნება. შენ როგორ ხარ მომიყევი-ვეცადე თემა გადამეტანა. გამომივიდა კიდეც, ან უბრალოდ აღარ ამყვა. მიხვდა, რომ ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა.
-ძველებურად. შვეიცარიაში ვიყავი ახლა 3 თვით, პრაქტიკები გავიარე ერთ-ერთ საავადმყოფოში და 1 კვირაა რაც ჩამოვედი
-ძალიან კარგი, გამიხარდა
-ჰო, მალე მუშაობასაც დავიწყებ, თორემ ძალიან გამეწელა უკვე..
-იმედია შენი სამსახური არასდროს დამჭირდება-გამეცინა მე
-იმედია, თორემ შენ რომ ოპერაცია გაგიკეთო, შენ კი გადაგარჩენ, მაგრამ მე ან გადავრჩები, ან ვერა-გაეცინა კახისაც
-შენები როგორ არიან?
-კარგად რა. დედა გკითხულობს ხოლმე, როგორააო, მე კიდე არასდროს არ ვიცი რა ვუპასუხო
-უნდა უთხრა, რომ კარგად ვარ, ხომ იცი, სულ კარგად ვარ
-ვითომ?
-რა გინდა კახი?
-არაფერი მართლა-გაეცინა-კარგად უნდა იყო, აბა როგორ
-ბოლოს როდის გნახე აღარც მახსოვს
-ლუკა და ვატო რას შვებიან, არცერთი არ შემხვედრია საუკუნეა
-უსაქმურობენ როგორც ყოველთვის
-და შენ უეჭველი ძალით ასწავლი ხო?
ორივეს გაგვეცინა
-კი
-მაშო და მარიამიც ხო?
-აჰააა, კი
-მოკლედ, დრო გადის და არ იშლებით
-ჩვენ რა დაგვშლის?
-არც არაფერი. ძალიან მაგარია ეგრე რომ ხართ და საერთოდ მიხარია, რომ გნახე და კარგად რომ ხარ ეგეც
-ჰო, მეც მიხარია
თავი ნაღვლიანად დავუქნიე და საკუთარ თავთან ჩავფიქრდი. მართლა ვიყავი კარგად, თუ არა...
არ ვიცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, კახისაც ხელი აღარ შეუშლია.
კარგად არ ვიყავი. არც ცუდად...
დაბნეული ვიყავი და ეს იყო...
-შეყვარებული ხომ არ ხარ, ნია?
-არა კახი
გავუღიმე და არც ვიცი რატომ ესიამოვნა. უბრალოდ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა
-შენ?
-არა, რა დამთხვევაა-გაეცინა კახის
აღარ ვუპასუხე, ყავა მოვსვი.
გარეთ წვიმდა. საერთოდ დღეს მთელი დღე საშინლად წვიმდა. ამ წვიმაში რამ ამოიყვანა კახი ძნელაძე აქ გულით მაინტერესებდა, მაგრამ არ მიკითხავს. არც ის მიკითხავს, რატომ მეჯდა და მელაპარაკებოდა ზედმეტად უაზრო თემებზე...
მერე თვითონ მკითხა, მაგრამ ისე, ჯობდა არ ეკითხა. საერთოდ ჯობდა საუბარი არც კი წამოეწყო, ან უბრალოდ გადავეკოცნე. სულაც, ჯობდა არც კი შემოსულიყო აქ, ან შემოსულიყო და არ დავენახე... მოდი, კახი ჯობდა სულ არ გამოსულიყო დღეს სახლიდან.
-ისევ იმაზე ფიქრობ არა?
-რაზე?-ინსტიქტურად ვუპასუხე მე
-იცი, რაზეც.
სისხლი გამეყინა. კახის თვალებს რომ შევხედე, მერე უფრო გული მეტკინა. გავბრაზდი საერთოდ ყველაფერი რომ იცოდა და ნუ, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რამ ამაფორიაქა ან რამ გამაღიზიანა, მაგრამ მინდოდა ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი
-არა-ვუპასუხე მოკლედ და ხმა ჩამეხლიჩა
-როგორ არა
-რა გინდა კახი?
-ხმაზე გეტყობა, ვიზეც ფიქრობ
-რა გინდა?-გავუმეორე ინსტიქტურად კითხვა მე
-არაფერი არ მინდა.
-მაშინ დამანებე თავი
-უბრალოდ დასამალი რა არის... ისე გკითხე
-ხოდა აღარ მკითხო „ისე“-გავაჯავრე და ნერვიულად თმა გავისწორე
-ფაქტია, რომ ფიქრობ და საქციელითაც დაამტკიცე
-მერე, შენ რა გინდა, მე რომ ვფიქრობ?-სახე ავარიდე კახის, რომ ჩემი არეული თვალები არ დაენახა
-მაპატიე, არ მინდოდა რომ გემეღიზიანებინე
-მოახერხე
-ბოდიში, მართლა
-დაივიწყე
-ნია, კაი რა...
-დაივიწყე კახი... ჩემი ბრალია
-ჩემია, მოვრჩეთ.
-არა, უბრალოდ ნერვები არ მყოფნის ხანდახან, გადაღლილი ვარ
-გავიდეთ, გინდა?
თავი დავუქნიე და ანგარიში მოვითხოვე. ჩანთისკენ რომ წავიღე ხელი კახიმ სერიოზული გაწი-გამიშვი დაიმართა.
სირცხვილია მეთქი ვაჩუმებდი და არაფრით გადამახდევინა. წელიწადში ერთხელ გნახულობო.
მეც დავნებდი.
გარეთ გამოვედით, კოკისპირულად წვიმდა
-დღეს უმანქანოდ გამოსვლა ძაან ცუდი იდეა იყო-მითხრა კახიმ და ტაქსის გაჩერება დააპირა
-ჩავივლი ფეხით რა, რაღაა ჩემს სახლამდე
-გაგიჟდი გოგო? ნახე როგორ წვიმს. სულ დასველდები
-უკვე სველი ვარ და რაღა აზრი აქ?
-მაშინ გაგაცილებ
დაუფიქრებლად მითხრა და ჩემკენ წამოვიდა. უარი აღარ მითქვამს. ერთად გავუყევით ქუჩას. კახი შეცვლილი იყო. რაღაცნაირად უფრო დაკაცებული, პატარა ბიჭს აღარ ჰგავდა. ის კახი აღარ იყო, რომელიც ჩემთან მახსოვდა. უფრო ჩამოყალიბებული, დახვეწილი, გასიმპატიურებული.
მე არ ვიცი რამდენად ვიყავი შეცვლილი მისთვის. არ ვიცოდი და არც მინდოდა მცოდნოდა.
მე და კახიმ ერთმანეთი მარიამის დაბადების დღეზე გავიცანით. ამ დღეს მისი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე ემთხვეოდა. ჯერ ერთ ადგილას ავურჩიეთ საჩუქარი მეგობრებს ცალ-ცალკე და მერე თურმე ერთ ბარშიც აღმოვჩნდით.
სასიამოვნო დამთხვევა.
ვიცანი რა თქმა უნდა. იმანაც მარტივად მიცნო და იმ საღამოსვე გამომელაპარაკა. მე მაშინ ძალიან ვიყავი არეული და დალაგება მჭირდებოდა. ვერ ვიტყვი კახიმ დამალაგა მეთქი. მემგონი უფრო ავურიეთ ყველაფერი. მე მეგონა, რომ ასე დავალაგებდი ყველაფერს და დავწყნარდებოდი.
ერთად ნახევარი წელიწადი ვიყავით. მერე მივხვდი, რომ ყველაფერი კი არ ავურიეთ, პირიქით დავიშალეთ. ჩემთან არაფერი შეიცვალა და კახიმ ეს ყველაზე კარგად იცოდა. გამიგო, ვიცოდი, რომ გამიგებდა და ამიტომ გავბედე ამაზე დალაპარაკება.
ვუყვარდი.
შემეძლო დამეფიცებინა, რომ ძალიან ვუყვარდი. მარტივად არ გადამიწყვეტია, რომ მე და კახის „ჩვენ“ დაგვრქმეოდა. მაგრამ დაშორება უფრო მარტივად გადავწყვიტე. გული ძალიან მეტკინა, რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
კახი დავკარგე.
კი, დავკარგე.
დავკარგე სამყაროში ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბიჭი და ამაზე გული სულ მტკიოდა.
დავკარგე ადამიანი, რომელსაც უზომოდ ვუყვარდი და რომელთანაც ბედმა გადამკვეთა.
კი, მე შემთხვევითობის არ მჯეროდა.
კახი შემთხვევით შემხვდა ჯერ მაღაზიაში და მერე შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად დაბადების დღეზე?
შემთხვევით გამომელაპარაკა და შემთხვევით შევუყვარდი? რა სისულელეა.
ეს სადღაც ალბათ წყდება...რომ ასე იქნება.
ვერ ვიტყვი, რომ იდეალური შეყვარებულები ვიყავით. პრობლემები გვქონდა, მაგრამ უმნიშვნელო. თითქმის არ ვჩხუბობდით.
კახი არ იყო ეჭვიანი, პატივისცემა იცოდა, თბილი და უზომოდ ყურადღებიანი იყო. მე ვფიქრობდი, რომ კახი დავკარგე და ყოველთვის ასე ვიფიქრებდი.
დავკარგე იმიტომ, რომ სხვა ავიკვიატე. ვერ დავივიწყე და ესეა, კახითი ვერ ჩავანაცვლე ის...
ვერასდროს ვერავის ჩაანაცვლებ.
არაფერი ჭირდა კახის საამისო...
ეს მე ვიყავი ურთიერთობაში პრობლემა...მეგონა, რომ კახი ყველაფერს დამავიწყდებდა.
საბოლოო ჯამში თავი უარესად ვიგრძენი, კახი ვერ შევიყვარე და
მორჩა.
ახლაც, როცა დიდი დროის მერე ერთად მოვუყვებოდით ქუჩას, სადაც ადრე სულ სხვა სტატუსით დავდიოდით, ისევ ვფიქრობდი, რომ კახი დავკარგე.
დავკარგე იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება „იისფერმა ღამემ“ დავდაყირა დააყენა.
დავაშავე, რომ ეს კახიმ იცოდა.
დავაშავე, რომ ეს წაიკითხა და ამ პერიოდიდან ძალიან მალე გავიცანი.
დავაშავე ძალიან. კახი ფიქრობდა, რომ ვერ ამოვიგდე თავიდან. ფიქრობდა, რომ ამას ვერასდროს ამოვიგებდი, ან არც მინდოდა ამოგდება. მეუბნებოდა, რომ იმედი მქონდა, დაბრუნდებოდა და მეუბნებოდა, რომ ვერ შევიყვარე.
მე ეს მტკიოდა, მაგრამ რა შემეძლო?...
-ნია
-ჰო
-რაზე ფიქრობდი?
-ისე...
-მითხარი
-ჩვენზე
-მეც
-რას ფიქრობდი?
-ისე ნია, არაფერი მართლა
-ჰო მეც...
-ალბათ ესე იყო საჭირო
-შენ მართალი იყავი
-შენც მართალი იყავი, ხანდახან არ გამოდის და მორჩა. შენ არ გაძლევდა გათავისუფლების საშუალებას ეგ ყველაფერი. მე არ შემეძლო მეყურებინა, როგორ ვერასდროს დაივიწყებდი მაგ ამბავს. მე რომ მებრძოლა, ვფიქრობ დაგავიწყებდი და არ გავაკეთე
-ნუ ამბობ მაგას, შენი რა ბრალია
-რატომ ნია?... რატომ ფიქრობ ისევ? როგორ ვერ დაივიწყე?
-არ ვიცი კახი
-როგორ არ იცი? ამოჩემებაა, თუ რა არის? ადამიანებს ერთმანეთი უკვდებათ და ისინი აგრძელებენ...შენ რატომ ვერ გააგრძელე. რის გამო, ერთი დღის გამო? ადამიანის გამო, რომელის სახელიც კი არ იცოდი?
-შენ გგონია ეს მე მინდოდა?
-არ ვიცი
-მეც მინდა არ მახსოვდეს, მაგრამ მახსოვს. რა გგონია, რატომ ვეღარ ვწერ? იმიტომ, რომ მსგავსი ემოციები აღარ მაქვს
-გექნება.
-თავს თუ ისევ გამახსენებს იქნება. ასეც მოხდა, მე ისევ წერა დავიწყე, ისევ მაგის საშუალებით და ახლა ისევ გავჩერდი...
-ასე გჭირდება?
-არ ვიცი კახი
-არ იმსახურებ შენ მაგას
-რას?
-რომ იწვალო და დაიტანჯო
-არ ვიტანჯები კახი
კახის აღარაფერი უთქვამს.
სანამ სახლამდე მივიდოდით ფიქრობდა. თავი ჰქონდა დახრილი და ფიქრობდა. ზემოთ არც ამოუხედავს. ისე ღრმად იყო ფიქრებში წასული, რამეს რომ დაჯახებოდა ვერ გაიგებდა.
მეც აღარაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა? ახლა წლების მერეც ჩემს ამოთრევას ცდილობდა ჭაობიდან. ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა და არ გამოსდიოდა.
მე კიდევ ერთხელ მეტკინა გული ამ საღამოს კახის გამო და ტირილი მომინდა.
ისევ გადაუღებლად წვიმდა.
სახლთან დავშორდით ერთმანეთს.
ჩამეხუტა და მითხრა
-თავს გაუფრთხილდი
-შენც
-და ჩემი იმედი სულ გქონდეს
-მადლობა კახი
შუბლზე მაკოცა და მოპირდაპირე მხარეს გადავიდა. სანამ მისი სილუეტი ჩემი თვალთახედვიდან არ გაუჩინარდა, სახლში არ ავსულვარ.
ისე დავიბენი და ისე ჩავფიქრდი, კიბეზე ფეხით ავედი და ვერ შევამჩნიე ისე აღმოვჩნდი მეათე სართულზე.
ფიზიკურად კიბე გათავდა და მაგან გამაჩერა.
სახლში შევედი და გამოვიცვალე, სანამ ფილტვების ანთება დამემართებოდა. წყალი გადავივლე. რომ გამოვედი ვატოს ზარები დამხვდა, გადავურეკე
-ომია?-სერიოზული ხმით ვკითხე
-სად ხარ გოგო? გირეკავ, აგაფეთქე
-ბოდიში რომ სააბაზანოში ტელეფონით არ შევდივარ
-სად დადიხარ ამიხსენი ერთი
-სად დავდივარ?-სერიოზულად დავფიქრდი მე
-სად იყავი, სად... რა დონის უნამუსო ხარ
-რა პონტში ?
-მიმალავ რამეს?
-ვატო, გარეკე?
-ჯერ კაი, იმაზე უნდა მეჩხუბა, უჩემოდ რომ ზიხარ სადმე და რამეს ჭამ, ან მინიმუმ სვამ მაინც! და მერე... კახისთან ერთად რა გინდოდა?
-შენ რა გინდოდა ამ წვიმაში გარეთ, მითუმეტეს ჩემ სათვალთვალოდ?
-რა გარეთ გოგო. შენნაირი გიჟი კი არ ვარ. ბიძაშვილებთან ვარ და გავიხედე ფანჯარაში შენ და კახი არ დგახართ?
-და რა ეჭვიანობის სცენა ჩართე, შემხვდა ადამიანი
-მერე შეგხვდა, ნახე, გაიარე... რას სველდებით რომანტიკულად ამ წვიმაში
ვატოს რეაქციაზე სერიოზული სიცილი ამიტყდა
-რა გაცინებს?-გაბრაზდა ახლიდან
-ვატო, მაგრად გაკლია შენ ძმობას ვფიცავარ!
-კიდე მე მაკლია?
-კი!!!
-რაო, მოყევი-დაიწყო ჭორაობა
-არაფერი, შემთხვევით შემხვდათქო. ველაპარაკე რაღაცეები და დავიშალეთ
-დაიშალეთ, თუ სახლამდე მოგაცილა?
-ნუ, სახლამდე მომაცილა
-რა უინტერესო შეხვედრა იყო. მეთქი რამე საინტერესო მოხდა
-ამიტომ სანამ ამბავს არ გაიგებ, წინასწარ ნუ შლი ფრთებს! ჭორიკანა ბიჭი ეს!
-წესიერად გოგო!
-მეძინება და დაგირეკავ მერე
-რა დროს ძილია 10 საათზე?
-ო, მეძინება!
-უიმე, მიდი! უჟმური ადამიანი ხარ, ნია!
-გკოცნი!
ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავეხეთქე.
საშინელება მესიზმრა.
კახი და ლევანი ერთად არასდროს დამსიზმრებია.
გამთენიისას გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე.
ვკანკალებდი.
იმ ადგილას ვიყავით. ისევ ისე... კახი მეჩხუბებოდა და ლევანი არ მიშვებდა.
მე კი ვერაფერს ვიხსენებდი.
ვიმეორებდი:
-რა მოხდა იმ ღამეს?
-რატომ დამემართა?
-გამახსენეთ, რა მოხდა?
-საიდან გიცნობ?
და დაუსრულებლად ვიმეორებდი ამ კითხვებს.
ვტიროდი.
მთელი დილა ვტიროდი.
რა მოხდა იმ ღამეს.
ვიხსენებდი და ვტიროდი.
რას მივტიროდი არ ვიცოდი ზუსტად. ალბათ იმიტომ, რომ ისიც არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი. ვერ მივხვდი ვინ შემიყვარდა.
იმიტომ, რომ არარეალური იყო. ერთი საღამო იყო და მორჩა.
იქ დაიწყო და იქვე დამთავრდა.
ასე გვეგონა ალბათ.
ჩემთვის არ დამთავრებულა....
ყველა მეკითხებოდა იმ დღის მერე, თუ რა მჭირდა. რა დამემართა, რატომ შევიცვალე.
რატომ ვიჯექი და სულ ვწერდი.
ყველა კითხვას გაეცა პასუხი, როცა მაიკომ „სურპრიზი“ გამიკეთა და წიგნი დამიბეჭდა.
ყველას ეგონა, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
მარტო მაშომ და მარიამმა იცოდნენ...
მარტო ლუკამ და ვატომ.
სხვამ არავინ.
და მაინც რა მოხდა იმ საღამოს?
ვინ იყო ლევან ლაშაური
რას ნიშნავდა „იისფერი ღამე“
და რატომ იდგა ჩემი ცხოვრება თავდაყირა.

* * *
რა მოხდა იმ საღამოს, ანუ „იისფერი ღამე“

ივნისის 2 იყო. უჩვეულოდ დაიწყო ის ზაფხული. როგორც ხდება ხოლმე, ზაფხულში ქალაქში საშინელი ბუღი დგას და ისე იხუთება ჰაერი, ამოსუნთქვაც კი შეუძლებელია, მაგრამ წინა რამოდენიმე დღე მაგრად წვიმა და 2ში დილით გრილმა ნიავმა გამაღვიძა. ის ფაქტი, რომ დასვენების დღე იყო და არაფერი საქმე არ მქონდა, დილიდან საოცრად მახარებდა და იმ უაზრო ფაქტსაც ფარავდა, რომ 10 საათზე გავიღვიძე.
ზედა გადავიცვი და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან წვენი გამოვიღე და სკამზე ჩამოვჯექი. მაიკო და დათო რიგრიგობით შემოცვივდნენ სამზარეულოში და რატომ არ გაგვაღვიძეო, ჩხუბი დამიწყეს
-მე რა ვიცოდი, რომ უნდა გამეღვიძებინეთ?
-სამსახურში გვაგვიანდება!
-შაბათია!
-მერე შაბათს არ ვმუშაობთ?
-რავიცი დათუჩ-ვუთხარი და მარწყვის ჭამა დავიწყე
-რა დროს მარწყვია, ისაუზმე წესიერად
-მეზარება დე, ძაან თან
მაინც მასაუზმა. დილის ჭამა აუცილებელიაო. მეცინებოდა და იძულებით ვჭამდი. თორემ ამ თეფშს აუცილებლად თავზე დამამხობდა.
ორივე რომ გავისტუმრე, წამოვწექი და ფილმი ჩავრთე. ისე „მოვიხოდე“ 3 ფილმს ვუყურე. როცა მივხვდი, რომ თვალები დამისივდა და თან კუჭმაც შემაწუხა, გოგოებს დავურეკე და საჭმელად გავედით.
-ღმერთო, მაგარია ჭამა!-თქვა მაშომ და უზარმაზარი ჰამბურგერი პირში ჩაიტენა
-ეს ჭამა კი არა, ჩვეულებრივი ღორობაა
-ცეცხლაძე გამასწარი რა!
-ჩემთან წამოდით რა დღეს, გვიანობამდე არ იქნებიან მაია და დათო
-თორე რომ არიან, არ მოვდივართ რა!
-ხოდა წამოდით
-მე ვერა, დეიდის მოვალეობა უნდა შევასრულო და ბავშვები მყავს დატოვებული-მივიღე პირველი უარი მარიამისგან
-დატოვებული თუ გავს, ახლა სად არიან?
-ნუ, ჯერ დედაჩემს ყავს
-მაშო შენ?-მივიღე საწყალი სახე მე
-აუ, მამიდაჩემს მივყვები აგარაკზე. 2 კვირის წინ დავპირდი
-ჩვეულებრივი მოღალეტეები ხართ!
-როდის დაგპირდით?
-ბიჭებს ვეტყვი
მოვნახე ალტერნატივა და მარიამის მსგავსად მოვექეცი ჰამბურგერს. ამაზე სიცილი აგვიტყდა და სანამ ლუკმა გადავყლაპე დახრჩობის ნიადაგზე, მთლიანად გავწითლდი. გოგოებმა რა თქმა უნდა დამცინეს და მეც ორივე კარგად დავგესლე.
იქიდან რომ გამოვედით, ნაყინიც დავაყოლეთ დესერტად და მერე დავიშალეთ.
მელიქიშვილზე ვიყავი, ლუკას რომ დავურეკე
-ლუუ, რას შვები?-დავიწყე პლიუსების დამწერი ხმით ლაპარაკი
-ავარია მომივიდა, შენ?
-რა მოგივიდა?-ჩავკივლე ტელეფონში და სრულიად მელიქიშვილი მე მომაშტერდა
-ავარია!
-ვაიმე, სად, როგორ ხარ, რანაირად? მოვდივარ!
-უიმე, არაფერი გოგო. პროსტა უკანა შიტოკს დედა აღარ ყავს და კიდე მცირე პრობლემები გასაკეთებლად მყავს ახლა
-აუ, ანუ შენც არ გამოხვალ ჩემთან?
-ვერა ნიაკო, ბოდიში რა
-აუ რა-ლამის ტირილი დავიწყე მე
-რას ზლუქუნებ გოგო, ავარია მომივიდა!
-კაი ხო, ავარიასაც მაყვედრი!
-გკოცნი და დაგირეკავ გვიან
გაბრაზებულმა ავუხვიე ჩემს ქუჩაზე და უკანასკნელი იმედის-ვატოს ნომერი ავკრიფე
-ჰო, ნი-მიპასუხა პირველივე ზარზე
-ვგიჟდები ისეთი სწრაფი ხარ
-რა ხდება?
-მაგრად რასაც არ უნდა აკეთებდე, ჩემთან მოდიხარ!
-ბორჯომში ვარ ნია
-მეღადავები?
-არაა
-რა ჯანდაბა გინდა ბორჯომში ?
-აუ, რავი დილით წამომათრია მამაჩემმა
-შენც ბრუტუს?
-რა ხდება?
-ყველა მოღალატე ერთად შეიკრიბეთ და გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მეგობრები იყოთ?
-რა მოხდა?-კვდებოდა სიცილით ვატო
-ცეცხლაძე ძიძად გადაიქცა, მაშო მამიდამისის ბაითზეა, შენ ბორჯომში დაგულაობ, ლუკა კიდე შიტოკებზე დარბის !
-კიდე ვერ გააკეთა მაგან კიდე, დილიდან ეგრე დარბის-აგრძელებდა სიცილს ვატო
-ხოდა წავედი მე
-საით?
-რავიცი, ავალ სახლში და დავიძინებ, სხვა რა გზა დამიტოვეთ?-გამეცინა მეც
-მიდი და დაგირეკავ გვიან
-გკოცნი!
-მეც ბევრს!
მოკლედ, ყველამ დამიდო საღამოს დარეკვის პირობა და მეც სახლში ავედი. ისე დავიღალე მართლა ჩამეძინა. საღამო იყო, 6 საათი სადღაც, უსაქმურობისგან დაღლილმა რომ გავიღვიძე.
ერთი მომენტი ვიფიქრე, ვისწავლი მეთქი, მაგრამ ამას ისევ უსაქმურობა სჯობდა. ამიტომ ისევ ფილმის ძებნა დავიწყე. მაიკო და დათო რომ მოვიდნენ, ვერ მომიყვანეს ხასიათზე და ამიტომ მეც განიავება გადავწყვიტე
-დე, დაბლა ვიქნები ბარში, თუ ვინმემ მიკითხა.
-არ დალიო ნია!
-როდის იყო, დე...
ვუთხარი და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. უბრალოდ ჩავიცვი, მაგრამ განსაკუთრებულად. ჰო, ეგ როგორია?
ზუსტად არ ვიცი.
Bluebar 3 წლის წინ გაიხსნა ჩვენთან, დაბლა. ხშირად არ ვიყავით. საერთოდ მე მაშო, მარიამი, ლუკა და ვატო იშვიათად შემოვდიოდით. უფრო მარტო ვიყავი ხოლმე, როცა ყველაფრისგან ვისვენებდი.
რომ გახსნეს, მალევე დაიხურა.
მერე ვისკის სახლად გადაკეთდა. რამოდენიმე თვის წინ აღადგინეს.
ის მიზეზი რის გამოც დახურეს, ხალხის ნაკლებობა, მაინც არასდროს შეიმჩნეოდა.
მიმტანებს არასდროს ჰქონდათ საქმე.
მეპატრონეც ალბათ დიდ მოგებას ვერ ნახულობდა. სიძვირე იყო-კი, მაგრამ მთავარი ხომ გარემოა?
მე გარემო მომწონდა.
შუშის, დიდი, გრძელი ვიტრინები, პატარა, მრგვალი მაგიდები იდგა ცენტრში და ნაპირებში კედლებზე მიყრდნობილი ოთხკუთხედი ფორმის მაგიდები, თავისი რბილი სავარძლებით და ბალიშებით. ერთ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რაც ძალიან მომწონდა. ბართან რამოდენიმე სკამი იყო ჩამწკრივებული. რაღაცნაირი ჰარმონია იყო დაცული. პატარა ტერასაც ჰქონდათ. მბჟუტავი განათება იყო. მყუდრო.
ყველაზე ხშირად მუქ ლურჯ ფერში ანათებდნენ. იყო რაღაცნაირი მოგუდული თეთრი განათებაც შიგადაშიგ ჩართული.
იშვიათად იისფერიც შემიმჩნევია.
უფრო ლურჯი.
უყვარდათ ალბათ ეს ფერი. არ ვიცი... ან ამ სიტუაციას ყველაზე მეტად „ერგებოდა“. მუსიკა ჟღერდა სულ წყნარი. რომ გესიამოვნებოდა. იმ დღესაც ისეთ ხასიათზე ვიყავი, ალბათ მანდ რომ არ ჩავსულიყავი, ვერსად წავიდოდი. ამას ემატებოდა ჩემი მარტო ყოფნა და ის ფაქტი, რომ მართლა მინდოდა რამე დამელია. ცხოვრებაში პირველად.
ვერ გავურისკე სასმელს. დასაწყისისთვის ყავა შევუკვეთე. ცოტა ძილი მომერია, გამომაფხიზლებს მეთქი. თუმცა რომ არ მოგატყუოთ, ყავა არ მაფხიზლებდა. რამდენიც არ უნდა დამელია, თუ მეძინებოდა, გადასარევად ვიძინებდი. უბრალოდ მთელი დღის დაღლილს ძილი მომერია და მეც ინსტიქტურად ყავა შევუკვეთე.
ბარი ცარიელი იყო.
მე ჩემს საყვარელ ადგილას ვიჯექი, მარჯვნივ კუთხეში.
სადღაც ბარის ცენტრში, მრგვალ მაგიდაზე ერთი ბიჭი იჯდა და ბარის სიცარიელეს ის ავსებდა, სანამ მე შევიდოდი.
ეწეოდა და ალბათ ფიქრობდა. არ ვიცი.
მალევე ადგა, ბართან მივიდა თაროდან ვისკის უზარმაზარი ბოთლი ჩამოიღო და ჭიქაში ვისკი დაისხა. ბარმენი იქ არ იყო, საერთოდ არავინ იყო ბარში.
მეც მომინდა.
იმდენად, რომ თითქოს ვისკის გემოც ვიგრძენი.
ბიჭი ისე მოქმედებდა, ზედმეტ ხმაურს არ იწვევდა და ბარშიც მხოლოდ სიმღერის ხმა ისმოდა.
სასწაული სუნამო ესხა მახსოვს.
მეც სიგარეტს მოვუკიდე.
თავბრუ დამახვია.
იმდენად, რომ რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიჯექი.
იმდენად, რომ სიგარეტი თავისით ჩაიწვა.
ვერაფრით ვერ გავიხსენე რა სუნამო ესხა, არადა ზუსტად ვიცოდი, ეს სურნელი არასოდეს დამავიწყდებოდა.
ბარიდან მისი გამოხედვა და ჩემი მხილება, რომ მასზე ვიყავი მიშტერებული-ერთი იყო...
-ბარმენი ხარ?-ვკითხე მშვიდად და მეორე ღერს მოვუკიდე
-არა-ოდნავ ჩაიღიმა უცნობმა
-აბა ვისკის ქურდი?
-ჩავთვალოთ ეგრეა-თვალი ჩამიკრა და ჩემი მაგიდისკენ წამოვიდა.
მე სული ჩამეხუტა, სანამ მომიახლოვდა და წინ დამიჯდა.
-არ გინდა?-ვისკიზე მიმითითა
მე მხრები ავიჩეჩე.
-ანუ გინდა-ეგრევე წამოდგა და ბარისკენ დააპირა წასვლა
-ჩემიც უნდა მოიპარო?
-ჰო, მერე?-გამიცინა ისევ და ბარიდან მეორე ვისკის ჭიქით დაბრუნდა.
სანამ გამომიწოდებდა ფრთხილად მკითხა
-რამდენი წლის ხარ?
-რა შუაშია?-გაშვერილი ხელი გამიშეშდა მე
-არასრულწლოვანზე ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალება. თანაც არ მინდა არასრულწლოვანს დავალევინო-გაიცინა და ჭიქა მომაწოდა
-არ ვარ არასრულწლოვანი
მკვახედ მივუგდე პასუხი მე და გონებაში ბევრჯერ გადავხარშე, რომ სრულწლოვანი ზეგ ვხდებოდი.
დამიჯერა.
გამეღიმა მის საქციელზე და ჭიქა ტუჩებთან მივიტანე.
-აქ ხშირად გხედავ
მეუბნება ‘ვისკის ქურდი’ და თვალებში მიყურებს. მე გაოგნებული ვრჩები. ძალიან კარგი იქნებოდა პასუხი, რომ მეც ხშირად ვხედავდი. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო, სად იყო, ან საერთოდ რა უნდოდა ახლა აქ, ჩემს მაგიდაზე, პირისპირ რომ მელაპარაკებოდა...
-ეგ როგორ მოახერხე?
-რა?
-შენ რომ ხშირად მხედავ და მე აქამდე არასდროს მინახიხარ?
-მარტივად.
მოკლედ მომიჭრა
-ჯაშუში ხარ?
-კი, დამიქირავეს, რომ შენ გითვალთვალო
ინსტიქტურად უკან მივიხედე
-ვისკის ქურდი, ჯაშუში, კიდე ბევრი რამე არ ვიცი?
-არც ისე-თვალი ჩამიკრა და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა. მობრუნდა და ახლადდაბრუნებულ ბარმენს რაღაც ანიშნა, იმანაც ჭიქები ახლიდან შეგვივსო და თავის საქმეს დაუბრუნდა
-ძმაკაცია შენი?
-არა-ეცინებოდა ქურდს
-აბა, მართლა ქურდი ხარ?
-სხვა ვარიანტი არ განიხილება?
-არა
პატარა ბავშვივით გამომივიდა.
-კი, ხშირად გხედავ აქ და თან სულ მარტოს
-ჰოო
-და რატომ დადიხარ ასე მარტო..
-მაშინ ვარ აქ, როცა მარტო მინდა ყოფნა
-წავიდე?
მკითხა და წამოიწია
-არა, არა! ამიტომ არ მითქვამს
ჩემი გაგიჟებული რეაქციისგან ცოტა შეცბა. მე ძალიან უხერხულად ჩავვარდი და მისი მკლავიდან ჩემი ხელი სასწრაფოდ მოვაშორე.
ლუკამ დამირეკა. ტელეფონი ჩანთაში ძლივს ვიპოვე და დაბნეულმა ვუპასუხე
-ჰო
-რას შვები?
-რავი, შენ?
-რა ხმა გაქ?
-არაფერი, რამე მოხდა?
-არა, მეთქი ვნახავდი
-ახლა აღარ მინდა
-ე, კაი რა ნია... ნაწყენი ხარ?
-ცოტა, წავედი ახლა
-დამელაპარაკე!
-რა გინდა?
-მიყვარხარ მაგრად და ნუ ხარ ბუტია, გამოვიდე?
-არა, მართლა... მერე გნახავ, ხვალ რა.. ამოდი დილიდან როცა გინდა
-კაი, გკოცნი
ტელეფონი მაგიდაზე დავდე და უცნობს მივაშტერდი, რომელიც ჩემს ყველა მოძრაობას დიდი მონდომებით აკვირდებოდა
-გეჩქარება?-მკითხა აუღელვებლად
-კარგად არ მოისმინე, თორემ მაგ კითხვას არ დასვამდი
-არ ვუსმენ უცნობების საუბარს
-ყურმოჭრილს არ გავხარ
ხმამაღლა გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა. თვალი ჩამიკრა...
ეს ალბათ ჩვევა ჰქონდა.
-შენი სახელი არ გითქვამს
გავბედე ხმის ამოღება ისევ მე
-ხომ დამარქვი უკვე?
-რა?-ვერ გავიგე მე
-ვისკის ქურდი
-მაინც ვერ გავიგე ვინ ხარ
-რა აუცილებელია? მე გკითხე ვინ ხარ მეთქი?
ისეთი ტონი ჰქონდა, ხმა ვეღარ ამოვიღე. დამაბნია, თან ძალიან.
ისევ ჭიქას ჩავაშტერდი. მოკიდება მინდოდა მესამე ღერის და ვერ მოვუკიდე.
მეგონა ვინმე მითვლიდა.
ვისხედით ჩუმად...
არც ის ამბობდა რამეს, არც მე
-თმა შენია?
-როგორ?
-ფერი შენია თმის? თუ იღებავ
-ჩემია-ვუთხარი ამაყად და თმა გვერდით გადავიწიე.
გაეცინა ჩემს საქციელზე
-ძალიან ლამაზია
-ჩემი თმა?
-კი
-ანუ, ჩემი თმა...
-კაი, ჰო შენც-გაეცინა ისევ და მე საშინლად გავბრაზდი
-ეგეთი არ მინდა!
გავიბუტე ისევ ბავშვივით.
ხმამაღლა იცინოდა და მერე სახე დაუსერიოზულდა
-ლამაზთმიანო
-ვისკის ქურდი მაინც არ ვარ, კამერები არ აქვთ ამ ბარში?
-არა
-ჩაგიშვებ
-ვისთან?
-უფროსთან
მიმტანს დაუძახა, უფროსი გამოიყვანეო. ის ისე დაიბნა, აქ არ არისო ინსტიქტურად უპასუხა, მაშინ მენეჯერიო, არც ეგ არისო.
ჩაბჟირდა ‘ვისკის ქურდი’
მე ისევ ვერ გავიგე და ამჯერად მართლა მოვუკიდე მესამე ღერს. ჩემი ჯაშუში დააკვირდა რას ვეწეოდი და კმაყოფილების ნიშნად, ტუჩი გადმოაბრუნა.
ოდნავ ჩამეღიმა.
-დალევ კიდევ?
-თუ მოიპარავ, არა!
-რას დალევ?
-რასაც შენ?
-და რას შეჭამ?
-არაფერს, არა... მადლობა-ვიუარე მე
-ხილი გიყვარს?
-ხილს გააჩნია
-რა გოგოშკური პასუხია-გაეცინა და ფეხზე ადგა, მიმტანს რაღაც უკარნახა და იმანაც ზუსტად 10 წუთში უზარმაზარი ხილის ასორტი შემოგვაწოდა. მერე მოაყოლა სასმელი, წვენები...
ეჭვი მაქვს, ეს VIP კლიენტი იყო, რომელსაც უფასოდ ჩუქნიან ყველაფერს და არა უბრალოდ ვისკის ქურდი.
-ამას თუ შუაში ჩავიდგამთ, ვეღარ დაგინახავ-ვუთხარი ჩუმად
-შენ თუ გინდა რომ მიყურო, ეგრე თქვი
-რაღა დაგიმალო და...
-თავხედი ვარ?
-დაგეთანხმო შეიძლება?
-დამეთანხმე
-ხოდა, ხარ!
-მომიყევი შენზე-ჩემი სიტყვები დააიგნორა და საზურგეს მიეყრდნო
-არა-მოკლედ მოვუჭერი
-რატომ?
-რა მოგიყვე?
-შენზე რამე, რაც გინდა
-არ ვარ კარგი მოსაუბრე
-ვერ დავიეჯერებ, ისეთი ხმა გაქ...
სიტყვა გაუწყდა
-როგორი?
ვუთხარი და ბროწეულის წვენი მოვსვი
-კარგად რომ ისმინება
-რა გინდა, რომ მოისმინო?
-პირველი რაც გაგახსენდება შენზე-ეგ...
-იცი, მე ვწერ
გამომივიდა პატარა ბავშვივით და თვალები გამინათდა
-წერ? მწერალი ხარ?
-უი, არა-ვიუარე მე-ეგ ზედმეტად ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ იმედია ვიქნები. ჯერჯერობით ისეთი მასშტაბური არაფერი შემიქმნია, მაგრამ მაგაზეც ვიწყებ მუშაობას.
-რაზე წერ?
-ძალიან ზოგადი პასუხი უნდა გაგცე მაგაზე და არ იქნება საინტერესო
-ალბათ სიყვარულზე-დაასკვნა თავად
-რატომ გადაწყვიტე, რომ სიყვარულზე? ეს ავტომატურად გაქვთ ყველა ადამიანს ჩაბეჭდილი, რომ ყველა აუცილებლად სიყვარულზე უნდა წერდეს?
-და რა არის იმაში ცუდი, რომ სიყვარულზე წერო?
-ეგ არ მითქვამს
-რა უნდა იყოს, თუ არა სიყვარული, რომ წერა დაგაწყებინოს?
-ეგრე ფიქრობ?
-ზუსტად.
-სიყვარულზე არასდროს დამიწერია
-ვერ დავიჯერებ-იუარა და ჩემი ბროწეულის წვენი მოსვა
-რა არის ამაში დაუჯერებელი?-გავკაპასდი ისევ მე
-სიყვარულზე როგორ არასდროს დაგიწერია?
-არასდროს მყვარებია და იმიტომ.
-მატყუებ
-გეფიცები!
-ნუ, კარგი ჩავთვალოთ, რომ მწამს შენი ფიცის, მაგრამ ეგ ერთმანეთს ხელს უშლის?
-რა?
-რომ არ გყვარებია და ამიტომ არ დაგიწერია...
-ძალიან
-როგორ?
-არასდროს მყვარებია, როგორ უნდა ვწერო, სხვისი გრძნობებით არ მესმის. ვერ ვიგებ, რა უნდა ვწერო, მაშინ, როცა არასდროს მიგრძვნია. რას ფიქრობ? რა უნდა დავწერო? მგონია ყალბი გამოვა, არ იქნება საინტერესო. მგონია, რომ ვერ გადმოვცემ სწორად, ვერ მივიტან მკითხველამდე, არ ჯობია ის ვწერო, რაც უკეთ მესმის?
-შეგიყვარდება და მერე ვეღარ გაჩერდები-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და ვისკი მოსვა
-გავჩერდები
-ვეღარ შეწყვეტ წერას
-შენ რა იცი?-ვუთხარი და მესამე ჭიქა გამოვცალე
-ვიცი. რომ გიყვარდება ისე ხდება, მერე გაიგებ
-არ ვიცი, მაგას როდის გავიგებ, ნუ გავიგებ საერთოდ...
-რატომ?
-ეგრე მინდა
-უსიყვარულოდ გინდა მოკვდე?
-რატომ მომკალი ასე მალე?
-უნდა გიყვარდეს ადამიანს, ერთხელ მაინც, მერე ხვდები, რომ აქამდე საერთოდ არ გიცხოვრია
-შენ გყვარებია ეგრე?
-კი
-როდის?
-წლების წინ...
-მერე?
-18 წლის ვიყავი მაშინ. ძალიან მიყვარდა. უფრო სწორედ...პირველად მაშინ შემიყვარდა, პირველად ვიფიქრე სერიოზულად და ვერც გავიაზრე როგორ მოხდა. მეგონა, რომ ყველაფერი ისე შემომრჩებოდა, როგორც იმ დღეს. დღეს ახლა მაგ ურთიერთობას ზაფხულის რომანს ეძახიან, ჩემთვის ყველაფერი იყო
-რატომ დამთავრდა?
-არც დაწყებულა და იმიტომ
-რა ერქვა?
-ელენე
-ლამაზი სახელია
-ჰო, პირველი სიყვარულივით...-მითხრა და სასმელი დაიმატა
-სიყვარული გვანადგურებს?
-ალბათ. მაგრამ უფრო გვაბედნიერებს
-ეგ როგორ?
-თუ გიყვარს ბედნიერებაა.. თუ მთავრდება, უნდა თქვა, რომ არაუშავს. მთავარი იცი რა არის? რა გრჩება ამ ურთიერთობისგან... ადამიანს რაც შემოგრჩება მხოლოდ გრძნობებია და ეს გრძნობები ყველაზე მძიმეა, ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ყველაზე მართალი
-ხანდახან არ არის საჭირო უყვარდე იმას, ვინც გიყვარს, არა?
-მართალი ხარ.
-არაა აუცილებელი, ყველას ყველა უყვარდეს. ყველა ბედნიერი იყოს. სადღაც ვიღაცას მაინც ეტკინება. სადღაც მაინც შეგვეშლება. ზოგს უნდა უყვარდეს, ზოგი ტკენდეს, ზოგი ფეხებზე ი.კიდებდეს, ზოგი ოცნებობდეს... სხვანაირად სამყაროს კანონზომიერება დაირღვევა. ყოველთვის ყველაფერი დალაგებული რომ გვქონდეს, ყოველთვის ბედნიერები რომ ვიყოთ, სულ ის გვეცვას, რაც გვინდა, იმას ვჭამდეთ რაც გვინდა, იქ ვისვენებდეთ, სადაც მოვიფიქრებთ, ყოველთვის რომ იმას ვუყვარდეთ, ვისაც გვინდა. ყველაფერი ისე რომ ხდებოდეს, როგორც ჩვენ გვინდა, ცხოვრება საინტერესო იქნებოდა? არაფრის „მუღამი“ რომ აღარ გაქ. ყველაფერი ერთ დაძახებაზე რომ მოგდის, ეგეთ ცხოვრებას აზრი აქვს? ინტერესი ხომ უნდა გქონდეს...
-შენ რას აკეთებ, შენ?
-მე ? მე ვწერ...და ვფიქრობ,რომ ეს ის არის, სადაც ვიქნები ბოლომდე.
-შენც შენი სამყარო გაქ.
-არსებობს სხვა სამყარო, რომელშიც ვარ მხოლოდ მე
-ეგ როგორ?
-მე ჩემი ცხოვრება მქონდა, მაგრამ მქონდა სამყარო, რომელშიც არავინ მიცნობდა ისეთს, როგორიც რეალურად ვიყავი. საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა სულ...რომ გაორებული ვიყავი, სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი, როგორც კი მეგობრებს დავემშვიდობებოდი, სახლში ამოვიდოდი, მშობლებს ტკბილ ძილს ვუსურვებდი და ჩემს ოთახში საწერად შევიკეტებოდი, იქ მე არასდროს არ ვყოფილვარ რეალური „მე“ და არასდროს მიცხოვრია იქ ჩემი რეალური ცხოვრებით. გამოგონილი სამყაროა, გამოგონილი გმირებით და გრძნობებით... სასიამოვნოა, როცა წერ იმას, რაც გინდა, რომ იყოს და ასე შემდეგ... ზუსტად ვერ აგიხსნი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მეორე ცხოვრება მქონდა...არც წინა და არც შემდეგი, მეორე... ახლა, ამ წუთას მე შენ რომ გელაპარაკები, მეორე ცხოვრებაც მაქ, სადაც ყველაფერი სხვანაირია.
-და ვერავინ ვერასდროს შემოაღწევს იქ?
-არ ვიცი, ალბათ ვერ
-რატომ?
-იმიტომ, რომ... იცი, არ ვიცი. უბრალოდ მგონია, რომ ვერასდროს გავეცნობი უკვე ნაცნობ ადამიანებს სხვა კუთხით, სხვა ადამიანს ჩემში ვეღარ დაინახავენ...
-მე შემოვაღწევ
-როგორ?-გულწრფელად გამიკვირდა მე
-მარტივად-მითხრა ძველებურად
-ერთი რაღაც არ ვიცი უბრალოდ, შენ ჩემი ცხოვრების რომელ ნაწილში ხარ...
-ალბათ იმ ნაწილში, სადაც შენ არავინ გიცნობს ჩემს გარდა
-არ ვიცი
-როგორ არ იცი... მაგ სამყაროში ალბათ მე და შენ ძალიან მაგარი წყვილი ვიქნებოდით
-მე და შენ?
-ჰო, არა?
-მე და შენ შეიძლება წყვილი ვიყოთ?
-ალბათ არა ამ სამყაროში.
-და რატომ?
-იმიტომ, რომ ...რომ არა შენი მეორე ცხოვრება, რომ არა ჩემი მეორე ცხოვრება, რომ არა არეულობა და ის ქაოსი, რომლის დალაგების სისულელეზე წეღან შენ თვითონ ლაპარაკობდი, არაფერი იქნებოდა. ვერასდროს გაგიცნობდი, ამ მაგიდაზე არ გადმოვჯდებოდი...
ეს რომ სხვა ცხოვრებაში გამეკეთებინა, ვერასდროს შემოვაღწევდი.
ახლა მგონია, რომ შემიძლია.
-ჩემს სამყაროში ვერავინ შემოაღწევს-პატარა ბავშვივით გავიბუტე ისევ მე
-რატომ? ასე მალავ?
-არა, უბრალოდ რაც ჩემია-ჩემია და არც მინდა ხშირად რომ ამას ვინმე კითხულობდეს...
-ეგოისტო!
-არ ვარ ეგოისტი
-ეგოისტი ხარ, თან ძალიან! იმისთვის წერ, რომ ხალხმა წაიკითხოს
-არასდროს დამიწერია მაგის გამო
-აბა?
-მინდოდა და ვწერდი. ვერ გაიგებ
-ეგოისტი ხარ მეთქი!
-ვისკის ქურდი მაინც არ ვარ
-ჩვეულებრივი ბავშვი ხარ
-შენ კიდე ამ ბავშვს აყოლილი
-რას მეჯიბრები?-გაჯიუტდა ისიც
-შენ მეჯიბრები
-მე უბრალოდ გითხარი, რომ ეგოისტი ხარ... და თან ლამაზთმიანი
-აღარც ვიფერებ, ხომ ხედავ?
-და არც კომპლიმენტებს იმეტებ
-შენ ხარ... ლამაზთვალება-გამეცინა მე
-მოკლედ ლამაზს ვერ გავცდით
-ვინ ხარ არ ვიცი, ასე მოგმართო, თუ ისევ ვისკის ქურდი ჯობია?
-როგორც შენ გინდა
-ზედმეტად მარტივად მაძლევ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას
-გაგკოჭო გინდა და ამ ბარში ჩაგკეტო დილამდე?
-ბევრი არ დარჩა, გავუძლებ-სიცილისგან გავწითლდი მე
-სულ ასეთ კარგ ხასიათზე ხარ?
-ძირითადად კი
-კარგია. ვერ ვიტან უჟმურ ადამიანებს, არანაირ ხუმრობაზე რომ არ ეცინებათ. ამ დროს შეიძლება, რომ ყველაფერზე იცინო
-ყველაფერზე სიცილი არ შეიძლება
-ნუ, ეგ თავისთავად, მაგრამ აი, ახლა ხომ შეიძლება სხვა გოგოს წარბი აეწია და ბარიდან გასულიყო
-რატომ?
-აი, ასე უცხო რომ მაგიდიდან გადმოჯდებოდა, შენც ხომ იცი 95% ადგებოდა, ან წასვლას მთხოვდა.
-სხვა გოგო არ ვარ
-არც მითქვამს, მაგრამ სხვა ცხოვრებაში იქნებ შენც გადამჯდარიყავი
-ნუ მაბრალებ, რაც არ მეკუთვნის...
-კარგი, მაპატიე-ხელები აწია და გამიღიმა
-შენ ყველაფერზე გეცინება?
-ყველაფერზე არავის ეცინება
-რაზე არ გეცინება?
-არ ვიცი
-მითხარი
-მაგალითად შენზე
-არც „მაგალითად“ არ ვარ...
-ვახ, შენ სიტყვაში ვერ მოგიგებ მემგონი
-და ყველაფერზე მე ნუ მახსენებ!
-დარიგება მიღებულია!
ორივეს გაგვეცინა.
ვისკი მოვსვი
-უხდება ერთმანეთს?
-რაზე ამბობ?
-ვისკი და ბროწეულის წვენი
-სასწაულად... აი, გასინჯე თუ არ გჯერა
-მჯერა-მითხრა და საათზე დაიხედა
-გეჩქარება?-ამომხდა ინსტიქტურად და მეც ვერ გავიაზრე, როგორ მეწყინა.
-არა, ჩვევა მაქ
-საათზე იყურები სულ?
-ჰო, დროს ვაკონტროლებ
-რომელია?
-პირველის 20 წუთი
-ხუმრობ?
ვერც გავიგე, ისე გავიდა დრო...
-არა, იმედია შენ არ გეჩქარება...
-არა...
-დაგირეკავენ მალე სახლიდან
ამის თქმა იყო და ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
იმედი მქონდა, რომ მაიკო არ რეკავდა.
ტელეფონზე უამრავ გულში ჩასმული „ცეცხლაძე“ დაეწერა. მის ზარს მხიარული ტონით ვუპასუხე და მერე გამახსენდა, რომ ამაზეც ნაწყენი ვიყავი
-საით ხარ?-ჩამკივლა ბოლო ხმაზე და მეც ტელეფონს ჩავუწიე
-რა ხდება? მეძინა-ხმა შევიცვალე მე
-გოგო, მაშო ვეღარ წავიდა, ვატოც ჩამოვიდა და თავისუფლებაზე ვართ, გამოხვალ?
-უჩემოდაც შეკრებილხართ და უჩემოდ გააგრძელეთ
-ღადაობ ხო? გამოდი მალე
-არ მინდა, მარიამ და საერთოდაც ნაწყენი ვარ დღეს ყველამ რომ დამიკიდეთ! ვატომაც კი მოასწრო ბორჯომიდან წამოსვლა?
-კაი, რას იბუსხები? გამო რა...
-მართლა მეზარება, მძინავს რა...
-აუ, რანაირი ხარ ნია?
-ლუკას დაურეკეთ?
-კი და მოდის
-ხოდა, ხვალ გნახავთ
-გკოცნი
ტელეფონი გავთიშე და ღრმად ამოვისუნთქე
-დღეს ვერსად ვერ წახვალ
მოკლედ მომიჭრა და თვალებში შემომხედა
ისე დავიბენი, ხველება ამიტყდა და ძლივს ვიკითხე
-როგორ?
-არ წახვიდე რა...
თხოვნითი ფორმა უფრო მესიამოვნა...
გავინაბე...
პასუხი არ გამიცია.
არაფერი მითქვამს.
ცოტა ხანი ერთმანეთს ვუყურებდით. ისევ თვითონ ამოიღო ხმა, რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ...
-იყავი, ბოლომდე ვიყოთ
-აქ?
-ჰო აქ...
-მე და შენ?
-ჰო, მე და შენ
-მარტოები?
-ჰო, მარტოები
-სანამ არ გათენდება?
-სანამ არ გათენდება...
-არ მივდივარ...
-საოცრება, რომ ხარ დამიმტკიცე.
- უბრალოდ ბარი დაიკეტება-ვიპოვე პრობლემა მე
-ბარი უკანასკნელი სტუმრის წასვლამდე მუშაობს
-ამდენი ხანი არ დავრჩენილვარ
-ზუსტად ვიცი... დავრჩენილვარ მე.
-ბევრჯერ?
-ძალიან..გაგვიმარჯოს
მითხრა და ჭიქა მომიჭახუნა...
გამეღიმა
-ამ ბარსაც გაუმარჯოს
-შენ გაგიმარჯოს
-და შენ
-და თბილისს
-ვერასაც
-ამ ადგილს, ტერიტორიას, ყველაფერს რაც ამ დღეს უკავშირდება
ტელეფონი ავიღე და მაიკოს მივწერე, რომ მაშოსთან ვრჩებოდით. უარი არ უთქვამს.
კმაყოფილებისგან პერიოდულად ეღიმებოდა.
თვალებში მიყურებდა...
მართლა ლამაზი თვალები ჰქონდა.
ვერ ვწყდებოდი.
ვუყურებდი დაუსრულებლად.
ამას ამჩნევდა...
თვალს ვარიდებდი, ხვდებოდა და მაინც ვუყურებდი. ვგიჟდებოდი.
როგორ შეიძლება ასეთი რაღაც ადამიანს დაგემართოს?
რამოდენიმე საათში ისე მივეჯაჭვე ამ ბიჭის თვალებს, თავის დაღწევას ვეღარ ვახერხებდი.
შემეძლო მთელი დღეები ვმჯდარიყავი და უბრალოდ მისთვის მეცქირა.
არც ის იღლებოდა...
თავი ვერ შევიკავე
-პირველად ვხედავ ასეთ თვალის ფერს
-დამიჯერე, ბევრჯერ გექნება ნანახი-მითხრა და თვალი ამარიდა
-არა ასეთი არა...
-როგორია?
-ვერცხლისფერი
-ვბრჭყვიალებ?-გაეცინა
-არა, უბრალოდ ნაცრისფერს ვერ გავიმეტებდი, ისეთი კარგი ფერია... ხომ ხვდები? საერთოდ ძალიან მიყვარს ნაცრისფერი თვალის ფერი, მაგრამ შენი მაინც განსაკუთრებულია...
-სასწაული გოგო ხარ, იცი?
ჟრუანტელმა დამიარა.
ისე გულწრფელად მითხრა და სწრაფად მითხრა, პულსი ამიჩქარდა.
იმდენად ამირჩქარდა, რომ ვიგრძენი კიდეც...
და წამით სუნთქვა შემეკრა.
-შენ არაფერი არ იცი ჩემზე
-საკმარისზე მეტი ვიცი...
-არ იცი
-მე უბრალოდ გითხარი, რომ სასწაული ხარ...
-ეს რა ღამეა, ღმერთო...
-ჩემი თვალები, არ ვიცი, მაგრამ ეს ღამე კი გავს ვერცხლისფერს...
-რა სისულელეა
ვუთხარი მე და გაბრაზდა
-როგორ წამში უარყავი ჩემი იდეა?
-აბა, რა ვერცხლისფერი?
-ეს ფერები შენი იდეა იყო!
-ეს ღამე სხვანაირია. საერთოდ ღამე ყველაზე მაგარი დროა... შუა ღამე მითუმეტეს. აი, ახლა რა დროცაა...აქედან იწყება დღის ყველაზე მაგარი პერიოდი. მე რომელი პერიოდი მიყვარს, მერე გეტყვი, რამოდენიმე საათში
-როგორია, ეს ღამე
-ეს ღამე?
-ჰო... მითხარი რა...გთხოვ
-როგორია?
-ჰო, როგორია ეს ღამე შენთვის
-არ ვიცი
-იცი, მითხარი...
-რა გითხრა, რა?
-რა ფერია ეს ღამე
-იისფერი-ვუპასუხე დაუფიქრებლად
-რანაირად?
-არ ვიცი. ასეთი შეგრძნება მაქ. მაგ ფერს ვერ ახსნი, უნდა იგრძნო.
-ეგ როგორ?-დაიბნა ის
- იცი, როგორაა? ეს ფერი ხშირად ასოცირდება სევდასთან, ტკივილთან... ჩემთვის სხვანაირი ფერია. ახალი, სუფთა ფერი.
იისფერი თბილი ტონია, არა?
ღამის ფერია.
ლურჯი, ხომ ავტომატურად ასოცირდება ხოლმე ღამესთან.
ლურჯის და წითელის შეერთებით ვიღებთ იისფერს.
იდეალური ფერები ჩემი აზრით რაღაცეების შეერთებით მიიღება. იისფერის აღქმაც განსხვავებულია.
მე როგორ აღვიქვამ იცი?
იისფერი ჩემთვის სულ ამ ბარს უკავშირდებოდა. სულ მინდოდა განათება შემეცვალა.
აი, ამ ბარში ლურჯი განათების მაგივრად იისფერი რომ იყოს, სულ სხვა იქნებოდა. გარედან bluebar რომ აღარ ეწეროს, იცი რა მაგარი იქნებოდა? იდეალურობამდე ეგ აკლია. ამ ბარის უფროსს რომ ვიცნობდე, ვთხოვდი, რომ Violet ერქვას...მითხარი, რომ იქნებოდა, რომ იდეალური იქნებოდა? მითხარი...
-violet?
-იცი, როგორ მინდა? განსხვავებულობის სიმბოლოდ ტყუილად კი არ მიიჩნევენ. ეს ღამე არ დარჩება შენს მეხსიერებაში იისფრად? არ იქნება განსხვავებული? მე ასე არ ვყოფილვარ, შენ ყოფილხარ?
-არასდროს
-ყველაფერი რაც განსხვავებულია, გიზიდავს, გაინტერესებს და სამუდამოდ რჩება შენთან. როგორც იისფერი. ერთხელ ჩამრჩა გონებაში და ისე დაილექა, რომ ვერაფრით ვიშორებ. აი, მართლა აგიხსნი...რამოდენიმე საათში აგიხსნი და ზუსტად ვიცი შენც იგრძნობ, შენც შეგიყვარდება...
-ეს ღამე ჩემს მეხსიერებაში სულ დარჩება, ოღონდ არა იისფერის გამო
-აბა, რის გამო?
-ეს ღამე სულ დარჩება და ამ ღამიდან თუ ვინმე შემიყვარდება, ეს შენ ხარ...რის გამო? შენ გამო
-მე?
-ჰო, შენ.
-რანაირად?
-შენ რომ არა, არც შენი ფერები იქნებოდა, არც შენი იდეალური თმა, არც შენი უნიკალური ხმა, არც შენი საუბარი, არც შენი შეხედულებები... ამ ღამიდან რა დამრჩება? შენ! არც დავფიქდები, ისე გიპასუხებ.
მეგონა სასმელი მომეკიდა...
თავბრუ დამეხვა.
ახლა ვიგრძენი, თუ სასმელი არაფერ შუაში იყო...
ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, მეც არ ვიცი, რატომ...ცრემლები მომაწვა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე ლაპარაკობდა და ვერ დავიჯერე...
არ არსებობს ასეთი რაღაცეები.
ამაზე მხოლოდ წერენ და ისტორიებს ყვებიან.
რეალურად ხომ არ ხდება?
-შეიძლება ადამიანი ერთ ღამეში ისე გაიცნო, რომ მისი ყველა მხარე დაინახო?
-შეიძლება ადამიანი ნახევარ წამში შეიყვარო და მთელი ღამე ძალიან დიდი დროა-მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით
-იცი, მოგატყუე
ვუთხარი ჩუმად.
-რა მომატყუე?
-დღეს შენ არასრულწლოვანს ალკოჰოლი გაასინჯე!
გაეღიმა, ვიცოდიო
-ოღონდ არ ითვლება! ზეგ რომ გამეცანი, უკვე სრულწლოვანი ვიქნებოდი. უფრო სწორედ უკვე ხვალ
ვთქვი და საათს დავაკვირდი
-არაუშავს, მეც მოგატყუე
-რა მომატყუე?
-მაგას ახლა ვერ გეტყვი
-რატომ?-მეწყინა მე
-ვერ გეტყვი. მაგრამ გპირდები ოდესმე გაიგებ. რაღაც ფორმით...
-მე და შენ ისევ შევხვდებით?
-მე და შენ შეიძლება, რომ არ შევხვდეთ?
-არ ვიცი. ჩვენ ერთმანეთზე არაფერი არ ვიცით
-იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე საჭიროა. იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე შემეძლო. ჩემთვის ფაქტები: სახელი, გვარი, ასაკი, წრე, სკოლა, უნივერსიტეტი, ქუჩა, სახლი, მშობლები და ა.შ არაფერს ნიშნავს.
რა გითხარი?
შენი თმა,
შენი თვალები,
შენი ღიმილი,
შენი ხმა,
საუბრის მანერა,
შენი გაუცნობიერებული სიმშვიდე...შენი სასიამოვნო საუბარი, მომღიმარი სახე, მინდა მთელი ცხოვრება დაუსრულებლად გისმინო, რომ მქონდეს ამის შანსი...
-გინდა გავიდეთ?
არც ვიცი საიდან წამოვროშე ეს სიტყვები...
ჭიქა ბოლომდე გამოვცალეთ ორივემ და პაუზის მერე მითხრა
-თუ გინდა, გავიდეთ
ლურჯი ნათება ბოლო კიბემდე გამომყვა...
მაჯაზე მისი ხელი და შუაღამით მარტონი აღმოვჩნდით ქალაქში, სადაც ყველაფერს ვიცნობთ...
ქალაქში, სადაც პირველად ვართ ერთად
და
ქალაქში, რომლისთვისაც ბევრი რამ გვქონდა მოსაყოლი.
მივდიოდით...
დაუსრულებლად.
არ გვითქვამს-საით...
არც გვიფიქრია
-რაზე ფიქრ...
-შენზე
გამაწყვეტინა...
ჩამეხუტა...
ვიდექით შუა რუსთაველზე ჩახუტებულები.
შუა ღამე იყო.
საათი არ ვიცი.
ჩემი ჩვევა არ იყო საათზე ყურება...
მაგრამ ვიცოდი რა დროც იყო.
ზუსტად ვიცოდი, ვგრძნობდი ყველა დროს ვგრძნობდი, ამ მომენტს. ამის გამოტოვება არ შეიძლებოდა.
ეს საუკეთესო დრო იყო-ჩემთვის.
-ზემოთ აიხედე-ვუთხარი ჩუმად და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე
-რა მოხდა?
მითხრა ისე, რომ ხელი არ გაუშვია...
-აი, ეს ყველაზე მაგარი დროა, მთელ 24 საათში. დღის მთელ მონაკვეთში...
-რატომ?
-ჩემთვის განსაკუთრებული დროა... აი, ვერ ხვდები? მითხარი, გთხოვ ოდნავ მაინც ვერ გრძნობ
-რას ? მითხარი...ამიხსენი
-გინდა?
-შენი თვალით მინდა ვხედავდე ყველაფერს
-მითხარი, რომ გრძნობ... მითხარი!
-ამიხსენი, გთხოვ...
-ღამე ხომ გიყვარს? ღამე ჩემთვის განსაკუთრებულია. რომ თენდება საერთოდ ვერ ვიტან, მაგრამ ეს გარდამავალი პერიოდი სხვანაირია...
უყურე-ჯერ არ გათენებულა, მაგრამ ცა უკვე ლურჯია, ხედავ? ეს არც განთიადია, არც გარიჟრაჟი...
წინ სდევს ეს ეტაპი გათენებას.
სადღაც შორს, გაიხედე... ჰორიზონტზე... თითქოს იისფერი ფერი ადევს ქალაქს...ლანდად მოყვება ყველა ხეს, ყველა მოსახვევს... ყველა ქუჩას...
დააკვირდი გთხოვ...
ხომ არ მეჩვენება?
მინდა, რომ შენც დაინახო.
ამას რომ ვამბობ ხოლმე, გიჟი ხარო, რეებს აკვირდებიო.
მინდა ერთხელ ვინმემ გამიგოს, მინდა ვინმე ჩემნაირი არარეალური იყოს და ჩემნაირი გადარეული, ჩემნაირი დაუკვირვებელი, თუ დაკვირვებული...
გთხოვ, მითხარი...
ჩემი ფერია ხვდები?
ჩემი ეტაპია-დაღამებიდან-გათენებამდე რომ აუცილებლად უნდა გაიარო.
გთხოვ, დააკვირდი...
ეს ლურჯი ირეკლავს, თუ ასეთი ფერი აქვს ჯერ არ დაწყებულ გათენებას?
ჰო, აი მივხვდი.
ჯერ არ დაწყებული გათენებაა...
ხედავ?
სასწაული არაა? მითხარი...
ხომ იისფერია?
მითხარი, რომ იისფერია, შენც რომ ხედავ
შენც რომ ჩემსავით აღიქვამ მითხარი...
მითხარი, რომ იმ ბარს სახელი უნდა გადაარქვან და
მითხარი, რომ არ დაწყებული გათენება დღეიდან შენთვისაც იისფერი იქნება...
მითხარი, რომ ბევჯერ შეხვდები დღის ამ პერიოდს, თუნდაც უჩემოდ, მარტო
მე გაგახსენდები და
ეს ფერები გაგახსენდება,
ეს ღამე და
ყველაფერი...
მითხარი, რომ არასდროს დაგავიწყდები, საუკუნეც რომ გავიდეს...მითხარი!
ხომ იისფერია? მითხარი!
-ახლა რომ გაკოცო, რა იქნება?
ჩემს სახესთან ახლოს დაიჩურჩულა,
თითქოს მისი სუნთქვა სახეზე მიმეყინა...
ერთიანად დამიარა სიამოვნების გრძნობამ...
მუცლიდან თითქოს წვა დამეწყო და მალე ტვინში ააღწია...
გონება დამებინდა და მეც არ ვიცი, როგორ ამოვუშვი ეს სიტყვა
-მაკოცე
ვუთხარი ჩუმად და აღარ დაველოდე...
ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა-ლურჯი ბარი,
ვისკის ქურდი,
ჯაშუში და
მისი ვერცხლისფერი თვალები.
როგორ ლაპარაკობდა ის ჩემს ხმაზე,
ჩემს თმაზე,
ჩემს საუბარზე...
მისმენდა მთელი არსებით...
დამამახსოვრდა ეს ღამე
ბროწეულის წვენით, ხილით და ვისკით
ლურჯი განათებით,
იისფერი ქუჩით,
არ დაწყებული გათენებით,
ორივე რომ ვხედავდით იმ იისფერი ფერით.
პირველი შეგრძნებიდან-ბოლომდე...
როგორც თვითონ მითხრა, მთავარია რა გვრჩება ადამიანებს.
მთავარი-გრძნობა, რომელიც შემოგვრჩა..
ეს იყო და ეს.
მე რა შემომრჩა?
ყველაფერი.
ამ საღამომ მთლიანად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება და თავდაყირა დამდგარს გამიჭირდა რეალობის და წარმოსახვის გარჩევა...
სულ მეგონა, რომ ის საღამოც მე მოვიგონე, შენც მე გამოგიგონე და შევქმენი ისეთი ისტორია, რაც არასდროს არ ხდება და არც მოხდება.
ეს ასე არ ყოფილა.
მე არაფერი მომიგონებია.
შენც ისეთივე რეალური იყავი, როგორც იისფერი ღამე.
შენი კოცნა და
ჩემი თვალები.
შენი ღიმილი და ჩემი ხმა...
ბროწეული და ვისკი...
ლურჯი და იისფერი.
ღამე და ქუჩები...
არც სახელი,
არც გვარი,
არც ასაკი...
არაფერი...
არანაირი ფაქტები.
ერთადერთი ერთად გადაღებული ფოტო-სამახსოვრო...რომელიც წამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავიღეთ...
და მორჩა.
არ ვიცნობდი,
არ მიცნობდა...
არ ვიყავით რეალურ სამყაროში...
ის ღამე სხვა იყო.
განსაკუთრებული.
მეორე ცხოვრება, სხვა სამყარო...

„სხვა ცხოვრებაში შევხვდებით“

* * *
იმ დღის მერე, 3 წელი გავიდა...bluebar-ში ერთხელაც არ მივსულვარ. ვიცოდი, ძალიან დიდი შანსი იყო იქ შევხვედროდით, მაგრამ საერთოდ ამოვშალე მეხსიერებიდან ის ტერიტორია,ის ადგილი დავივიწყე, სადაც ყველაფერი დაიწყო.
შემთხვევით თუ მოვხვდებოდი, ლამის სახეზე ხელები ამეფარებინა და ისე ჩამეარა. იმის მერე, რაც ლევანს ჩემი წიგნი დავუტოვე, მეგონა რამე მოხდებოდა.
3 წლის მერე რატომ მინდოდა რამე მომხდარიყო ეს მეც არ ვიცოდი, მაგრამ ალბათ მეორე დღესვე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, არც მაშინ დავიხევდით უკან.
უბრალოდ არ შევხვდით და მორჩა.
მე, მაშო და მარიამი ჩემთან ვიყავით. ცეცხლაძეს გამოცდა ჰქონდა დილით და ადრევე ჩაეძინა. შუალედურები გვქონდა და გადაბარება შემოიტოვა ერთი საგნის. ჩემთან დარჩნენ, ვეუბნებოდი ხელს შეგიშლით თქო, მაგრამ ისე კარგად დაიძინა, მეტი რომ არ შეიძლება.
ბიჭები არ ამოვიდნენ, რაღაც საქმე გვაქო.
მაშო ელაპარაკა ლუკას. ჩემთვის არ დაურეკავს არცერთს. უნამუსოები.
ლუკას მაშომ დაურეკა და ჩემთან როგორ დარეკავდა?
მეც მიკვირდა მაქსიმალურად რომ არაფერს ვიმჩნევდი და მეცინებოდა, მაშომ რომ არ იცოდა და მე ვიცოდი.
უაზრო მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ენას კბილს ძალიან მაგრად ვაჭერდი.
აივანზე ვისხედით, 4 ხდებოდა. მაშო რაღაცას მიყვებოდა და ისე ვიყავი გაფანტული, ვერც ვუსმენდი. სანამ თვალებთან ხელი არ ამიტარა, პასუხი ვერ გავეცი.
ისე გაოცებულმა გამომხედა, შემეშინდა, რომ ახლა ძალიან მეჩხუბებოდა
-რა გჭირს შენ?
-რა მჭირს?-დავსვი ინსტიქტურად უაზრო კითხვა
-ეს დღეებია რაღაც გჭირს
-გავჭედე რა მაშო... დაიკიდე
-რა დავიკიდო?
-არაფერია
-ნია, შემომხედე
-არაფერი მაშო! უბრალოდ ასეთი მომენტი მაქ, ხომ იცი ჩემი ამბავი, გადამივლის...
-ნია,რატომ იტანჯები?
-არ ვიტანჯები
-აბა, რას აკეთებ?
-რა უნდა გავაკეთო და არ ვაკეთებ?
-რატომ არ ელაპარაკები?
-ვის? ლევანს? გადაირიე მაშო?
-რა მოხდა? ასე რომ ხარ უარესი არ არის? დაელაპარაკე, აუხსენი, უთხარი სათქმელი, რაც გულში გაქ, ყველაფერი უნდა უთხრა და მორჩება. აღარ დაიტანჯები, დაიცლები... ხომ უნდა იცოდეს რას ფიქრობ? ასე უფრო არასწორი მგონია... უნდა დაილაპარაკოთ, ნია. არ მორჩება ეგრე თქვენი ამბავი. ყველაზე მართალი იცი რა იქნება? ადგე და მიწერო, ყველაფერი გაახსენო, ყველაფერი უთხრა, რომ უნამუსოდ 3 წელი მაგაზე ფიქრს შეალიე და ეგ ერთ სიტყვასაც არ კადრულობს იმ წიგნის მერე, რომ დაგელაპარაკოს. თუ დასასრულია მერე ეგრე დაამთავროთ ჯობია. არ შეიძლება ამდენი რაღაც გქონდეს სათქმელი და არ დაელაპარაკო, ხმა არ ამოიღო
-რაზე ველაპარაკო მაშო, წიგნი საკმარისი არ იყო? ჩემი სახე და ის 2 კვირა საკმარისი არ იყო, რაც უნივერსიტეტში გაატარა? 2 კვირა თვალწინ რომ ვუარე და ყველგან რომ შემხვდა, სადაც შეიძლებოდა და თან არ შეიძლებოდა, არ ეყო? ერთი სიტყვა მაინც ეთქვა? იცი რა ჯობდა? მოსულიყო და მოვეკითხე, ნია როგორ ხარ, იმ დღის მერე არ მინახიხარ ან რამე ბოლო დონის ს*რობა ეთქვა ეგ ჯობდა ამ დუმილს. ის დღე უმნიშვნელოდ მიეჩნია ეგ ჯობდა, ვიდრე ახლა, ხმას რომ არ იღებს. შენც იცი ეგ დღე ჩემთვის ყველაფრის დასაწყისი გახდა და მაგისთვის დავიჯერო ჩვეულებრივი ამბავი იყო?
-ადამიანს აღარ გავხარ ნია. ჭედავ უკვე, ისე გენატრება, თუ ისე გიყვარს, თუ რა სიტყვა უნდა ვთქვა ამ დროს ეგეც არ ვიცი. რას აკეთებთ? ან ერთი, ან მეორე რას აკეთებთ? რომ არაფერი აღარ მოხდეს, არ ინანებ, რომ შანსი გქონდა და არ დაელაპარაკე?
-არა-ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე
მაშომ ყავა მოსვა და გულიანად გაეცინა
-ვის ატყუებ, ნია?
-არავის
-ვერ დამთავრდებით ნია, აი ‘პროსტა’ ნახე...სულ რომ 3 კი არა, 5 წელი გავიდეს, ისევ იპოვით ერთმანეთს და იცი რატომ? თუ თქვენი ამბავი მართლა გადაწყდა, სადმე, ოდესმე, ზემოთ...ნია და ლევანი თუ ეგ ორია, როგორ უნდა დამთავრდეს? თუ არ ხართ, ხომ უნდა გამოჩნდეს? მე მაინც მგონია, რომ ხართ და იქნებით
-მაშო, გთხოვ...
-ნია, ხომ იცი, რომ ბევრს იტირებ ისევ? ისევ ბევრს იფიქრებ? გინდა შენი მეორე წიგნიც ტკივილიანი იყოს? გინდა? 3 წელის მიუხედავად გინდა? ხომ იცი უნდა ვიმკითხაოთ ისევ ვინ მყუანია და ვინ მართალი
-აუ, აღარ მინდა მაშო. სულ ჩემზე ვლაპარაკობთ, ამოვუყვანე ყველას ყელში ეს ამბავი. ეს ერთი დღე გადაგაყოლეთ და მანანებინებთ მალე...გეფიცები, აღარ მინდა ლაპარაკი
-არ გრცხვენია, ნია? ხომ იცი ნებისმიერ დროს, რომ შეგიძლია ჩემთან ლაპარაკი? მეწყინება იცოდე მეორედ მართლა...მეწყინება ძალიან. უბრალოდ არ შემიძლია, არ მინდა, რომ იტირო, არ მინდა ინერვიულო, არ მინდა ისევ გახდე...ვერ ვიტან, სერიოზულად ვნერვიულობ და ყელში მახრჩობს ბოღმა, თქვენზე რომ ვფიქრობ...
ნია,
იმ ერთმა დღემ იმდენი დაიტია,
ზოგი წყვილის 5 წელი ვერ იტევს მაგდენს.
ხომ, იცი?
-გახსოვს, იმ ზაფხულს ვლაპარაკობდით, შენებთან იყავი წასული და გითხარი, ახლა ძალიან მინდა ჩემთან აივანზე ვისხდეთ, ყავით და სიგარეტით ხელში მეთქი და ვიხუმრეთ, იმედია წლების მერეც ასეთ დღეში არ ვიქნებითო...ზუსტად მაგ დღეში ვართ.
-აღარ ვიქნებით... ლევანი სანამ არ ჩანდა ყველაფერი დალაგდა. ახლა ესე მარტივად არ მორჩება. მაგრამ თუ მოსარჩენია, საბოლოო იქნება. უნდა ელაპარაკო.
ისე არ გამოვა, ნია...

* * *
საღამოს მე და ვატო ლუკასთან ავედით სახლში. ცეცხლაძეს გამოცდა ჰქონდა მეორე დღეს და ვსწავლობო ისეთი ხმით მითხრა, ტელეფონი ეგრევე გავთიშე. მაშოს ისე ეძინა, გონში ვერ ჩავაგდეთ.
ამიტომ მე და ვატო ერთად ავბოდიალდით ლუკასთან. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვატოზე მოუხერხებელი ადამიანი საერთოდ არავინ არ არის. მეც მაშინ ავიტეხე წვენი მინდა თქო და თითქმის მისულები ვიყავით ჩემი ბროწეულის წვენების შეკვრა რომ გაუვარდა ვატოს ხელიდან და ეს უკანასკნელიც შუაზე გასკდა.
ვაპირებდი მეჩხუბა, მაგრამ ისე გაოგნდა თვითონ, სიცილი ამიტყდა. აი, ნამდვილად ღირდა ვატოს სახის დანახვა.
წავედი და ისევ ვიყიდე, ამას ასე დავტოვებდი?
სიცილით და როგორც ვატო იტყოდა „ღრიანცალით“ ავედით ლუკასთან. კარები ჩამოვიღეთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლუკას ჩაეძინა და კიბეებზე ჩამოგვსვა, სანამ კარი გააღო.
-ალავიძე, მოკვდი და გვიმალავ?
ჩავკივლე ყურში, როგორც კი კარის ზღურბლს გადავცდი.
-რა მოიტანეთ ამდენი?
-გშია?
-აუ, ნია მაგრად
-საჭმელი არ მოგვიტანია, ვწუხვარ
-აუ...-აწუწუნდა პატარა ბავშვივით
-გაგიკეთო რამე გინდა?
-არა რა... არ იწვალო, ეგრეც არ მშია-მითხრა და თავზე მაკოცა
-თუ გინდა ცოცხალ წამალს და საჭმელს მოგიტან, იმასაც ძინავს პროსტა
ისე მიჩქმიტა ლუკამ, ზუსტად ვიცოდი ხელი დამილურჯდებოდა, მანანებინებ, რომ გაგიმხილეო.
ვატოს ეცინებოდა და არ იმჩნევდა
-ისე პირველი რომელს გვითხარი ჰა-გაეცინა გიგინეიშვილს და მხარზე ხელი დაკრა ლუკას
-შემეშვებით, თუ გაგაგდოთ?
-წამო, რამეს გავაკეთებ, მეც მშია და თან გვითხარი
-შენ გითხარი, უნამუსო რომ ხარ
-ანუ ვატოზე მეტად გიყვარვარ რადგან პირველი მე მითხარი, ხომ?
-აუ, ვიეჭვიანებ ახლა-გაიბუსხა ვატო
-ესეც მე ვარ ლუკა? თქვენ ორიენტაციასთან რაღაც პრობლემები გაქვთ-ხმამაღლა გამეცინა და სამზარეულოში შევარდი
-იმ დღეს არ იცი რას მეუბნება? ვატო ხომ არ შეგიყვარდაო
-აუ, შე ჩემა რა ღადაობა იქნებოდა ისე...
-ვატო კრეტინი ხარ, რა იქნებოდა ღადაობა-ძლივს ამოვისუნთქე მე და მაცივრიდან წყალი გამოვიღე
ლუკამ ბოთლი წამართვა და თავზე მაკოცა, ვატომ თავი გადააქნია
-გულში სითბო ჩამეღვარა-თქვა და ვითომ ცრემლი მოიწმინდა
-დავაი რა-ბრაზდებოდა ისევ ლუკა
-ლუკა ეგ დანა დადე, არ ისროლო
გავუღიმე და თავზე ხელი გადავუსვი
-რაო, რატომ არ წამობრძანდა ქალბატონი?
-წამობრძანდა არა, გამობრძანდა გვერდით სადარბაზოდან ლუკა!
-ჰო, რატომ?
-დაურეკე და კითხე
-აუ, ნია... რატომ მიკეთებ ასეთ რაღაცეებს?
-ძინავს ლუკა. დაიღალა ბავშვი და ძინავს! ვერ შევაჩვიე ეგ ღამის თენებას. აბა ცეცხლაძეს ოღონდ ღამე გაათენებინე
-და მაგას რაღა ჭირს
-ხვალ გამოცდა აქ ისეთი, კაპლებს სვამს
-შენ მორჩი ხო?
-ერთი დამრჩა
-უი, ნი... რაღაც უნდა მეთქვა-დაიწყო ლუკამ და ვატოს გადახედა.
ვატომ იცით როგორი სახე მიიღო? აი, „კაი შე ჩემა რა გინდოდა“ ან „რატომ უთხარი ბლ*ად“-აი, ამის თქმა რომ უნდა ხოლმე...ეგრევე მივხვდი. თვალებით უთხრა. ხომ ვცნობდი არა ორივეს? მიმიკებიც კი ზეპირად ვიცოდი ამათი და ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა მოხდა?
ვკითხე ლუკას და მაგიდაზე თეფშები დავალაგე. ლუკამ სალათი გადმოიღო და დაიკიდეო მითხრა.
-თუ დაიწყე მითხარი
ვთქვი და წვენი მოვსვი...
-ის ბარი დაკეტეს
-რა ბარი?
-„ის“ ბარი რა...
-დაკეტეს?
-ჰო, ვიკითხე და რემონტიაო ასე მითხრეს, ვაფშე გადაკეთებას აპირებენო რა..ზუსტად არ ვიცითო ჩვენო... სხვა არავინ იყო, რომ მეკითხა
_ვსო, ანუ აღარ იქნება?
გულში საშინლად ჩამწყდა რაღაც.
იმდენად, რომ
ცხოვრებაში პირველად მომინდა ლუკასთან და ვატოსთან გულიანად მეტირა.
იმის მიუხედავად, რომ აქამდეც არც თუ ისე ცოტა ცრემლი უნახავთ ჩემი, ალბათ ასეთი არა.
მეგონა, რომ
ამით
ყველაფერი დაინგრეოდა.
გადააკეთებდნენ და ჩვენც გადავკეთდებოდით.
მეგონა საწყისი შეგვიცვალეს...
ხელები გამეყინა ნერვიულობისგან.
რომელ მადაზეა ლაპარაკი.
ალავიძემ სახეზე ხელი ჩამომისვა, ხომ კარგად ხარო. არა მეთქი თავი გავაქნიე. გაბრაზდა, რატომ გითხარიო, ადგა და სიგარეტს მოუკიდა.
აივანზე გავედით.
აი, იქ უკანონოდ რომ მივაშენებინე ლუკას.
სამივემ ერთ ტემპში მოვწიეთ. მივხვდი, რომ ინერვიულეს, მე რომ ვინერვიულე იმიტომ..
-ოდესმე აღარ იფიქრებ?-მკითხა ვატომ
-სულ ვიფიქრებ
-და როგორ ნია? ამდენი ხანი...როგორ?
-არ ვიცი ვატო
-იცი რა მიკვირს? როცა შეგიძლია რომ უთხრა, დაელაპარაკო, ერთად იყოთ, რატომ არ უნდა გააკეთო? თუ თქვენ ურთიერთობას რამე გრძნობა აკავშირებს, რომ უნდა გარისკო? უკან რატომ უნდა დაიხიო? მაგაზე ვგიჟდები ნია...
-შენ არ იხევ უკან?
-მე მაშოს აზრი არ ვიცი...ის ვიცი, რომ არ ვუყვარვარ და საერთოდ სხვა თვალით თუ შემომხედავს არ ვიცი
-და რა საჭიროა, იცოდე? თავს ვერ შეაყვარებ? რატომ არ ცდი? თუ ეგრეა მიდი და ცადე. მე მეტი რა ვცადო?
-მე და მაშო სხვა თემა ვართ
-შენ და მაშო ჯერ არ ხართ ალავიძე! გამოფხიზლდი. არ ხართ ჯერ შენ და მაშო არ არსებობთ და თუ ასე გააჭიანურებ, არც იქნებით.
ჩვენ იქ დავიწყეთ და იქ დავამთავრეთ და
შენი და მაშოს ამბავი, ხომ იცი ყველაზე ბედნიერს გამხდის...
-ასე ვერ ვეტყვი ნია რა.. მინდა იგრძნოს ჯერ... მინდა დავანახო, რომ სხვაა ჩემთვის... ისეთი, როგორიც არავინ
-ბიჭო, იცი რა ქენი?-ჩაერია ვატო
-შენი რჩევა არ მინდა ვატო, ვინმეს კი არ ვშორდები, პირიქით, მიყვარს!
სიცილი აგვიტყდა.
ვატოს რჩევები მართლა დაწყევლილი იყო.
ვერ გავჩერდი ძირს დავჯექი და ისე გავაგრძელე სიცილი. ვატო ჩამეხუტა, მერე ლუკაც.
ორივემ თავზე მაკოცა
-ყველაფერი მაგრად იქნება. რაც არ უნდა გააკეთო, მე და ლუკა შენ გვერდით ვიქნებით და ნებისმიერ გადაწყვეტილებაში დაგიდგებით, ხომ იცი?
-შენზე ძვირფასი საერთოდ არავინ არ გვყავს ნია...
-ჩემი პუსკუკუნები ხართ ორივე!
-ამან ხო წესიერი მოფერება არ იცის რა!
დამეჯღანა ლუკა და მეორე ღერს მოუკიდა.
ვიცინოდით...
ტელეფონის ხმა რომ გავიგე, ოთახში შევბრუნდი.
უცხო ნომერი იყო.
ჩემს ბედს რა ვუთხარი, პირველად გამიჭედა სენსორმა და ბლოკი ძლივს მოვხსენი.
გავხსენი და
მოკლე, მაგრამ ყველასთვის გასაგები კითხვა ეწერა :
„შენ ბროწეულის წვენი ისევ ძალიან გიყვარს?“
მერე არაფერი მახსოვს.
მე გული წამივიდა.


* * *
ვატოსთან ისხდნენ მარიამი, ლუკა და ვატო. მაშომ დააგვიანა და ელოდებოდნენ. სახეზე არცერთს ფერი არ ედო.
ოთხივე შეიკრიბა მალე და ერთმანეთს ელოდებოდნენ, როდის, ვინ, რას იტყოდა.
-რამე უნდა ვქნათ, ჰო?-დაიწყო ისევ ვატომ
-აუცილებლად, ამის ასე გაჩერება აღარ შეიძლება-ნერვიულობისგან შუბლი მოისრისა ცეცხლაძემ
-რა უნდა ვქნათ ვატო? რა ხერხით არ ველაპარაკე, მეტი სიტყვებით არაფრის გაკეთება არ შემიძლია, სხვა უნდა მოვიფიქროთ რამე...
-ალბათ საკმარისად არ ველაპარაკეთ მაშო-თვალი თვალში გაუყარა ალავიძემ დევდარიანს.
თვითონ ლუკას იმაზე მეტად გააჟრჟოლა ვიდრე წარმოედგინა და დაიბნა.
-ველაპარაკეთ ლუკა. ნიას ლაპარაკი არ სჭირდება, ყურადღების გადატანა უნდა
-3 წელი ვერ გადაიტანა და ახლა გადაიტანს? კაი რა...
-მარიამ, აბა რა უნდა ვქნათ. ვუყუროთ როგორ მისდის გული? ისიც რა ნაგლია, როგორ წერს?
-ნაგლი არაა, რა იცი რა ხდება. მაგათი პირადია და ზედმეტად ჩარევა არ მგონია სწორი
-აბა რა გგონია სწორი მაშო?-მეორედ გაუყარა თვალი თვალში ლუკამ
მაშო ისე დაიბნა, ფეხზე ადგა და გატრიალდა...
-შენ რა გგონია ლუკა? მე რას ჩამაცივდი
-მინდა და ჩაგაცივდი
_ბატონო?
-არაფერი, ნერვებზე ვარ მაშ რა...
-ყველა ნერვებზე ვართ, მაგრამ ერთმანეთს არ „ვუვზგლიადებთ“
-კარგით რა... თქვენი კამათი მაკლდა ახლა-ნერვები მოეშალა ცეცხლაძეს
-მე ვფიქრობ სადმე უნდა წავიყვანოთ
-წავიყვანოთ?-გაუკვირდა მარიამს
-ჰო რა... ავდგეთ ხუთივე წავიდეთ სადმე, 1 კვირით, ან 10 დღით, დავისვენოთ, გავერთოთ...
-კარგი რა... ისედაც სულ ვისვენებთ და ვერთობით. ნიას ეგ დაავიწყებს იმ ბიჭს?
- მაშო, გამოდის რომ ჩვენ არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია?
-ზუსტად ლუკა. არაფერი არ შეგვიძლია. სანამ არ დაილაპარაკებენ და თვითონ არ დალაგდებიან, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ
-კაროჩე რა
სიგარეტს მოუკიდა ვატომ.
-ეს თემა რომ გავარჩიეთ კიდე, აქვე მოკვდეს
-რომელი ამოიღებს ხმას ლუკა?
-ვიცი, რომ არცერთი, ისე ვთქვი...
-გავედით მაშო?
-ჰო, წავიდეთ
წამოდგნენ გოგოები და ლუკაც ეგრევე მიყვა
-კარგით რა...ახლა არ მოხვედით? მარიაამ?-მოისაწყ ლა თავი ლუკამ-იყავით რა..მაშოო-ახლა მაშოსკენ გაიწელა...
-კარგი ვიქნებით, რას გვეხვეწები-გაეცინა მაშოს და ლუკას ლოყაზე აკოცა.
ალავიძეს ფერები გადაუვიდა.
ხელი მაშოს ხელს შეუმჩნევლად ჩამოატარა, ბედნიერებისგან უნდოდა აივანზე გასულიყო და
ბოლო ხმაზე ეყვირა.
გაგიჟდა, რომ ასე გადაირია...
ამ მცირე პერიოდში ძველი გრძნობა რომ დაუბრუნდა და უარესად გადარია.

* * *
ამ მდგომარეობას ვერაფერს ვარქმევდი. 6-7 დღე სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. უნივერსიტეტიც აღარ მახსოვდა.
ყველაფრისგან ვიყავი დაღლილი.
მესიჯზე პასუხი არ გამიცია. რა გავაკეთე???
ადამიანმა არ შემიმჩნია, წიგნი წავაკითხე... გაიაზრა, გაიაზრა, რომ ჩემი წიგნი მასზე იყო და
ცინიკური მესიჯით შემოიფარგლა...
მეგონა, გულის შეტევას მივიღებდი.
ვინანე საერთოდ ყველაფერი და ყველა გრძნობა, რაც ამ სამი წლის განმავლობაში დამიგროვდა..
საღამო იყო, ვიწექი...ვეღარც ვიძინებდი, მაიკომ დამიძახა, ვატო მოვიდაო. ოთახის კარი გავხსენი და
ვატო „რაზგონით“ შემოვარდა. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა და სახე არეული... შემეშინდა ისეთი შესახედი იყო
-რა გჭირს?
პირველი კითხვა ეს დავსვი, იმდენი დღე არ მყავდა ნანახი და მაინც...
-ჩაიცვი, მივდივართ
-სად მივდივართ, გადაირიე?
-მე, თუ შენ? რამდენი დღეა სახლში წევხარ? რა ლოგინად ჩავარდი ნია? ახლავე ადგები და წამოხვალ, თუ არ გინდა მართლა მაგრად ვიჩხუბოთ
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ
-გავიმეორო?
-მეზარება ვატო, ადრე გეთქვა
_რა ადრე მეთქვა, გირკავ და იღებ მაინც?
-არ ვიცი ტელეფონი სად მაქვს
-ახლავე ადექი ფეხზე, თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
-კაი რა ვატო...
-ნია, ნორმალური თუ ხარ? ვის გამო იტანჯავ თავს? ადამიანის გამო, რომელის არანაირ ინტერესს არ იჩენს შენდამი? სადამდე დაეცი? რას აკეთებ? ვის მოასპობინე 3 წელი და აპირებ მთელი ცხოვრება გაანადგურებინო?
-ვერ გაიგებ ვატო... არ მინდა ამაზე ლაპარაკი
-აა, არ გინდა? დაჟე არ გინდა? ხოდა მე მინდა ლაპარაკი. ვერ გიყურებ ესე რომ ხარ, ადექი და წამოდი
-არსადაც არ მოვდივარ, შემეშვი რა და ტონს ნუ უწევ
-ხომ ხედავ, ტონიც ამაწევინე უკვე, ვერაფერს გაგებინებ, როცა შეგვეძლო ერთი გამოხედვით ყველაფერი გაგვეგო, ახლა ელემენტარულს ვერ გიხსნი!
-იმიტომ, რომ არ ვარ კარგად და თუ არ შეგიძლია ეს გაიგო, დამანებე თავი
-როგორ მეუბნები ამას ნია?
-რა გინდა ვატო? ვერსად ვერ წამოვალ, არ შემიძლია
-დაივიწყე ნია რა... დაივიწყე, რომ ერთად იქნებით. არ გამოვა და არც გამოვიდა...ვერ მოთხოვ ვერც სიყვარულს და ვერც ყურადღებას ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია... აქ ვდგავარ და ამას გელაპარაკები, ხვდები სადამდე მიხვედი? უგონო დეპრესიამდე ხარ, ზღვარზე ხარ და ვერსად ვეღარ მიდიხარ...ვერც წინ და ვერც უკან... 3 წელი თავი გაინადგურე... საყვარელი ადამიანი დაკარგე, იმიტომ, რომ ის ვერ დაივიწყე... 1 დღეში, რა გააკეთა? ვერ ივიწყებ ისევ, რატომ, ნია...რატომ??? ამოიგდე თავიდან რა ნუ ამოიჩემე, დაიღალე, ვერ ხვდები ძალა აღარ გაქ.. ვეღარ იბრძვი...ვერაფერს ვეღარ უმკლავდები? არ უნდიხარ? და გაა*ვას ვაფშე! არ განიცდის იმას, რასაც შენ, თორემ ახლა მარტო არ იქნებოდი... და ახლა ნუ ტირი, პირისპირ რომ მიზიხარ, ნუ ტირი...ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ვიტან და ამიტომაც გთხოვ, რომ ნუ ზიხარ სახლში, მგლოვიარესავით... შეიყვარე ადამიანი, რომელსაც სიყვარულის არაფერი გაეგება... მისი სახელიც არ იცოდი, ნია.... სახელიც კი არ იცოდი ! გამოფხიზლდი რა!!!
ვატომ ძლირად შემაჯანჯღარა...
მისი ხელები მოვიშორე და ცრემლები მოვიწმინდე...
ყველაზე მეტად მეტკინა ვატოს „გამოსვლა“
-შენ ოდნავადაც არ გესმის ჩემი...
-ისევ მაგას იძახი გოგო??? აბა ვის ესმის? არ მოგბეზრდა? არ დაიღალე? დაიტანჯე ნია...ვის გამო...
-ვინც მიყვარს, იმის გამო
-არა რა.. ნუ გიყვარს ნია...არ უნდა გიყვარდეს, გთხოვ რა... ხომ შეიძლება...დაგიკიდა, ახლაც კიდიხარ... რა გააკეთა? რა გაგიკეთა? ყველა გრძნობა დაანახე და რა მოგწერა??? წიგნიც კი წაიკითხა და მართლა მუხლის ჩოქებზე უნდა მოსულიყო და რა გააკეთა? ცინიკოსია და ეგეთად დარჩება, იმ ერთი დღით იცხოვრა და მორჩა.
არც გრძნობა არ გააჩნია და არც კარგი ადამიანია.
დროა ეს შეიგნო, რომ ლევანი შენთვის არაფერი არ არის, არარაობაა...
და შენ შენით გამოიგონე ის...
შექმენი ისეთი იდეალური, რომ შენც დაიჯერე, რომ წიგნის ლევანი რეალურია...ეგრე არ მოხდება როგორც მანდ და არასდროს იქნებით ერთად, იმიტომ, რომ შენ გმირი გამოიგონე, რომელმაც რეალურ ცხოვრებაში არ გაამართლა...
შენ გამოიგონე ლევანი და ის არასდროს იქნება რეალური, შეუშვი მაგ თავში რა....-ზუსტად არ მახსოვს ის მომენტი, ვატომ რომ ყვირილი დაამთავრა...
ის კარგად მახსოვს, რომ გავარტყი.
მე ვატოს გავარტყი.
იმიტომ, რომ მითხრა-ლევანი გამოიგონეო.
რომ გავიაზრე რა გავაკეთე, გატრიალდა და სახლიდან გავიდა.
არ გავკიდებივარ.
მთელი ღამე ვტიროდი.
ვფიქრობდი...
გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ვატო მართალი იყო, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი.
მეორე დღეს დავრწმუნდი, რომ ვატოს ეს ინციდენტი არავისთვის მოუყოლია და თავი უფრო ცუდად ვიგრძენი.
სიმართლის გამო დავსაჯე და მივხვდი, რომ ყველაზე საშინელ ადამიანებს შორის ვიდექი, რადგან არავის გამო ყველას ვტკენდი...

* * *
მოსაშვილზე ავედი ღამით, გვიან...
ვატოს სახლი პირველ სართულზე იყო. მისი საძინებლის ფანჯრებთან ძალიან დიდ ხანს ვიდექი. შუქი ენთო.
ვიცოდი, რომ სახლში იყო და ვიცოდი, რომ უნდა მელაპარაკა...
ფანჯარაზე ორჯერ დავაკაკუნე...
დიდი ხანი არ დავლოდებივარ, მალევე გადაწია ფარდები და რომ დამინახა, ფერები გადაუვიდა...არ გამოპარვია არც ჩემი არეული სახე, არც ნამტირალევი თვალები და თვითონ რომ დამნაშავედ იგრძნო თავი ამასაც მივხვდი, იმის მიუხედავად, რომ არაფერი დაუშავებია.
გაეღიმა.
ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
რაფიდან კოლოფი ავიღე, ერთი ღერი ამოვაძვრინე და მეც მოვუკიდე. ვატოს ეღიმებოდა.
მე ოდნავადაც არა...
ალბათ იმიტომ, რომ სირცხვილის გრძნობა მჭამდა.
-მაპატიე რა...
ვუთხარი ჩუმად და თვალები ამემღვრა. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და ვატოს თვალი ავარიდე.
-რაც არ უნდა გააკეთო, ასეთი მზერით მეორედ არ მოხვიდე, თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
ისე სწრაფად მითხრა ვატომ, როგორც წინასწარ გამზადებულ ტექსტს ამბობენ ხოლმე...
-ვატო, ხომ იცი...-დავიწყე ლაპარაკი ისე, რომ ვიცოდი ვერაფერს ვეტყოდი ახალს...
-ჩვენ შორის არც ასახსნელია რამე და არც საბოდიშო
თვალი ჩამიკრა და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა
-შემოდი, ყავას დაგალევინებ
ყურებამდე გამეღიმა და სადარბაზოში კისრის ტეხით შევვარდი...

* * *
მარიამი რჩებოდა ჩემთან. ისეთი გადაღლილები ვიყავით, პირველი იყო დაწყებული, რომ ჩამეძინა.
შუა ღამით გამომაღვიძა ცეცხლაძემ. თავი ძლივს წამოვწიე ბალიშიდან. საათს რომ დავხედე, ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ადამიანის მოკვლის სურვილი.
-დაგამიწებ!
იყო ჩემი საყვარელი მუქარა.
-აუ, ადექი რა. რაღაც საქმე მაქ
-გადაირიე?
-ნუ ყვირი! ძინავს ხალხს
-დაეგდე, დაიძინე. ვერ ხედავ? მძინავს!
-აუ, ადექი გთხოვ
ცეცხლაძე აივნის კარებთან იდგა და უაზროდ იზლაზნებოდა
-რა იყო, ვინმე ხომ არ შეგიყვარდა შენც
-მეც?
-ვიხუმრე
-აუ, ადექი რა!
-საწოლში ვერ ვილაპარაკებთ?
-აუ, ვფიქრობ და ვერ ვიძინებ
-რაზე?
-აი, არ არსებობს რომ ვერ ხვდებოდე რა... გამორიცხულია.
-რას მარო?
-აუ, შენით თქვი და თუ ეგაა დაგეთანხმები
-ღამის 4 საათზე იძულებით გამოფხიზლბულს შენი აზრით მაქვს იმის თავი, რომ ვიმკითხაო რა მოგელანდა?
-ნია...
-მითხარი
-მგონი ლუკას მაშო უყვარს, ოღონდ სერიოზულად და არა ისე, ჩვენ რომ ვხუმრობდით
ღმერთო, ამ გოგოს ეს ტელეპატიური ნიჭი ვინ დაანათლა!
-საიდან მოიტანე?
წინადადების დასრულება არ ვაცადე მე
-ნია, როგორ უყურებს დაკვირვებული ხარ? ჭკუაზე არაა, ისე უყვარს
-რატომ სულელობ?
-იმიტომ, რომ გუშინ ვატოს რაღაცეები წამოცდა!
-ღმერთო, რა იდიოტია გიგინეიშვილი! იდიოტი! 2 ნაბიჯზე არ შეიძლება მაგის ნდობა
-იცოდი არა?-ყვირილი დაიწყო ცეცხლაძემ
-ნუ ჩამკივი!
-იცოდი და არაფერი თქვი
-ვაიმე რა მეთქვა? მაშოსაც ხო არ დაურეკავდი?
-რამდენი ხანია რაც იცი?
-უჰ, საუკუნე
-როდის აპირებდი ერთი თქმას, ან თვითონ ლუკა როდის აპირებს?
-ხოდა არაა ეგ ჩემი საქმე. ჩემგან არ უნდა გაიგოს მაშომ. თუ უნდა ლუკას, იტყვის...და არც შენგან! იცოდე, ცეცხლაძე არ ამაწევინო ჰაერში ქვეყანა და არაფერი თქვა!
-მაშოს ვერაფერს ატყობ?
-მხოლოდ მეგობრულს
-ნეტა გამოვა რამე?
-მართლა არ ვიცი მარ...
-მინდა, რომ გამოუვიდეთ
-ოჰ, რას მელაპარაკები. ისე ეს ამბავი დილით რომ გაგვერჩია, არა?
-მაინტერესებდა!
-დამაძინებ?
-არა...
-იცოდე, მაშოს არ უთხრა. მართლა ჯობია ლუკასგან გაიგოს. არ ვიქნებით მართლები...
-გავიგე, ნუ მმოძღვრავ!


* * *
სახლში ფხიზელი ძილი არავის გვაქ. ძალიან იშვიათია, რომ გამეღვიძოს. ისიც მითქვამს ალბათ, რომ ზემოთ არავინ ამოდიოდა ხოლმე.
იმ დღეს არ ვიცი მაიკო რა ძალამ გააღვიძა და რა უნდოდა დილის 5 საათზე ჩემს ოთახში. მაშინ, როცა
მე ლეპტოპზე მეძინა.
პირდაპირი გაგებით.
წერაში ისე დამათენდა და ჩამეძინა, რომ ვერ გავიგე.
ისიც ვერ გავიგე, როდის გადამაწვინა მაიკომ ლოგინში (ან როგორ დამძრა)
სულ მეჩხუბებოდა, ნუ ათენებ, ნორმალურად გამოიძინეო. Word-ის ფაილს რომ დაინახავდა ეს უფრო მეტად დაუწვრილებდა გულს, ხომ ვიცოდი.
არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა იგრძნო მაიკოს დედობრივმა ინსტიქტმა იმ ღამეს, რომ ჩემს ოთახში ამოვიდა.
მერე ლეპტოპს კარგად დააკვირდა, გვერდების და სიტყვების რაოდენობამ, ციფრებმა თვალები აუჭრელა და
მიხვდა, რომ მისი შვილი ისევ წერდა.
ამის მიხვედრა იყო და გადაწყვიტა, რომ ჩემთან დალაპარაკების დრო მოვიდა.
ვისაც არ დაეზარა (ან დაეზარა) ყველამ გადაწყვიტა, რომ ჩემი „გაპათოლოგება“ იმ ერთ დღიან „რომანზე“
სისულელე იყო და ამისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი.
ამ ამბიდან 2 კვირა იყო გასული, ლეპტოპი საბოლოოდ რომ დავხურე და მივხვდი, რომ დასასრული როგორც იქნა შესაფერისი იყო.
ეს მაიკოს არ გამოეპარა და თავზე დამაყენა მარიამი, ვატო, ლუკა და მაშო იმის მტკიცებით, რომ დრო არ უნდა დამეკარგა და დამებეჭდა.
ისეთ უარზე ვიყავი, სამჯერ ვიჩხუბეთ.
არ ვიცი როგორ დამითანხმეს.
ამ ნაბიჟს მარტო ვერ გადავდგამდი.

* * *
“დასასრული.
ადამიანები წერტილს სვამენ იქ, სადაც არ არის საჭირო,
ან პირიქით არ სვამენ იქ, სადაც საჭიროა.
მეც იმ დღეს გარეთ რომ გამოვედი და ჩემი მივიწყებული სახლის მისამართი ვუკარნახე ტაქსს, ვიფიქრე, რომ არსებობს ადგილები, რომელებსაც რაღაცის შეცვლა შეუძლიათ.
კიბეები ჩქარა ავირბინე, გასაღები სიჩქარეში ორჯერ გამივარდა, ძლივს მოვარგე და კარების გახსნისთანავე ნაცნობმა სურნელმა ამიწვა ცხვირი.
დამენანა.
სახლი, რომელიც ერთ დროს გვეკუთვნოდა, დამენანა...
უჯრები ამოვყარე.
უშედეგოდ ვეძებდი სახლის ყველა კუნჭულში მის ნაკვალევს.
დავიღალე.
მივხვდი, რომ ემოციებისგან მთლიანად დავიღალე და დავიცალე. კარადაში ერთადერთი ნივთი დარჩენილიყო-მისი ჟაკეტი.
შემოვიცვი გარეთ გამოვედი.
ქუჩის კუთხეში, ნაცნობი ბარიდან ახალგაზრდები გამოდიოდნენ.
ბარში შევედი.
ვისკი შევუკვეთე-ორმაგი.
დავლიე და ისევ გარეთ გამოვედი.
ტროტუარზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.
მისი ჟაკეტის ჯიბეზე მომიხვდა ხელი და...

ადამიანები პოულობენ ის, სადაც არ ეძებენ
და
კარგავენ იქ, სადაც არ ელოდებიან“

ნაწყვეტის კითხვა დავასრულე და დარბაზში ტაშის ხმა გაისმა.
დავინახე მაიკომ როგორ მოიწმინდა ცრემლი და გამომხედა. წიგნი მაგიდაზე დავდე. ბოლოში მიწერილ „ნია ნებიერიძე“-ს თვალი ავარიდე და ფეხზე წამოვდექი.
ხალხი მიმოიფანტა.
ალაფურშეტის თანხლებით გააგრძელეს პოეზიაზე საუბარი.
მე ლუკასთან და მაშოსთან მივედი. მერე ვატო-მარიამის დუეტიც შემოგვიერთდა.
მაგიდისკენ წავედი, მინდოდა რამე დამელია.
ერთ-ერთი კედლისკენ თვალი გამექცა.
ობიექტი ჩემგან ზურგით იდგა. ვხვდებოდი, რომ ჩემი წიგნი ჰქონდა გადაშლილი და კითხულობდა.
პულსი ამიჩქარდა.
მეორე ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.
პულსი უფრო ამიჩქარდა.
ბროწეულის წვენი დავისხი.
მთლიანად მოტრიალდა.
შემომხედა და გაიღიმა.
ეს არ იყო სიამოვნების ღიმილი, არც სიცილნარევი ღიმილი.
ეს იყო
სევდა, დარდი, ტკივილი.
წიგნი მაგიდაზე დადო და წამოვიდა.
ნელა მომიახლოვდა.
ცივი ხელი ჩემს კისერზე ნაზად აასრიალა და
თვალის კიდესთან გადმოვარდნილი ცრემლი მომწმინდა.
მისი მცდელობა უშედეგო იყო. ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა და სანამ ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირებოდა კითხვის დასმა მოვასწარი
-რატომ?
ლევანს თვალები აემღვრა, ხელი სახიდან მომაშორა და ჩახლეჩლი ხმით მითხრა
-იმიტომ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

* * *
დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. როგორც წესი ძალიან ღრმა ძილი მაქვს, მაგრამ სერიოზულად მეგონა, რომ სახლში კედელს მინგრევდნენ.
ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი, მისაღებში მაიკოსთან ერთად ორი მუშა რომ დავლანდე.
-ოღონდ ახლა არა-ამომხდა საწყალი ხმით და მაიკოც ეგრევე ახსნა-განმარტებებით წამოვიდა.
-დედიკო, ჩემი ბრალი არაა, კინაღამ თავზე დაგვემხო სახლი
-რა მოხდა?
-სულ შენი მიშენებების ბრალია!
-ოღონდ ახლა დამაძინეთ და ხვალიდან თუ გინდა საერთოდ ყველა კედელი მოანგრიე
-კარგი რა...
-სად გყავს ქმარი?
-მუშაობს ნია!
-შენ რატომ არ ხარ სამსახურში
-შენ გელოდებოდი
-არც გაბედო თქმა, რომ ამ ორს მე მიტოვებ
-გთხოვ, ნია...
-ღმერთო, რისთვის მსჯი?
-უი, რაღაც მოსაწვევი დაგიტოვეს
-რა მოსაწვევი?-მაცივრიდან გაყინული ბოთლი გამოვიღე და თავზე დავიდე
-რა დალიე ამდენი?-თვალები დააწვრილა მაიკომ
-შენს საყვარელ ვატოს და ლუკას ჰკითხე!
-მაინც?
-ვატოს ბაბუის ორასოთხმოცჯერ ნახადი არაყი
-გალოთდები, ნია!
-რა მოსაწვევი დამიტოვეს, აღარ იტყვი?
-მოიცა, კარადაზ დავდე-დაფაცურდა მაიკო-აი, მგონი რაღაც ბარის გახსნაა
-რისი?
წამოვიყვირე და
ერთიანად გამოვფხიზლდი
-ბარის, ან არ ვიცი-დაიბნა მაიკო და მოსაწვევი მომაწოდა
-ვინ დატოვა?
-ვიღაც ბიჭმა
-როგორ გამოიყურებოდა?
-არ ვიცი, დაბალი, ქერა ტიპი იყო, რა მახსოვს ნია! კურიერი იყო
გაფითრებული დავჯექი სკამზე. ბარათზე დიდი ასოებით ეწერა “VIOLET”..
ვიგრძენი, რომ პულსი ზომაზე მეტად დამივარდა.
მაიკო გაფითრებული თვალებით მიყურებდა, კითხვის დასმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
სახეზე ხელი ჩამოვისვი, ხომ მართლა გავიღვიძე მეთქი...
ვერ დავიჯერე.
არ ვიცი, რა უნდა დამეჯერებინა....
ბარათის ბოლოს გარკვევით ეწერა „შაბათი 22:00“
-ნია, არ მინდა გკითხო, მაგრამ... ნია...
-მალე მოვალ
უნივერსიტეტში წავედი.
-სად ხარ?
-ლექციაზე, რომელსაც აცდენ, შენ?-მიპასუხა ცეცხლაძემ
-ვერკა მომიძებნე რა
-გვერდით მიზის
-გამოდით 10 წუთში
-20 წუთში ვრჩებით
-ცეცხლაძე გამოდით, თორემ შემოვალ
-რა გინდა მითხარი
-ლევანის ნომერი
-რა??
-კითხვების გარეშე, გთხოვ...
უნივერსიტეტის კიბეებთან მაშო დამხვდა, ფერი გადასული ჰქონდა. უკვე მიხვდა, რომ კარგი საქმისთვის არ მივდიოდი.
დერეფანს გავუყევით, ვერკა თბილად გადამეხვია. მე კიდე სულაც არ მქონდა სითბოს დრო.
-გამახარეთ რა
ისეთ საწყალი შესახედი ვიყავი, ცეცხლაძეს სიცილი აუტყდა
-საქმე თქვი, რაც არ გამოგვივიდა
მითხრა მაშომ და ფურცელი მომაწოდა.
-საუკეთესოები ხართ!
-არ იტყვი რა მოხდა?
-ჩემთან გამოდით, მუშები მყავს დატოვებული
-რაო?
-აუ, მალე მოდით რა

* * *
მესამე ზარზე მიპასუხა, მესამედ რომ გაიმეორა „გისმენთ“ გამოვერკვიე და თავი ხელში ავიყვანე...
ერთი წამით ტელეფონი ყურიდანაც მოვიშორე, გადავწყვიტე, რომ ბარათი დამეხია და ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ არ შემეძლო...
-ახლა რატომ?
მისი რამოდენიმე წამიანი დუმილით მივხვდი, რომ ხმაზე მიცნო და ვინაობის დაკონკრეტება აღარ დამჭირდებოდა...
-ახლა არის დრო
-რისთვის? რატომ? რა დრო?
-მოხვალ?
-ეგ როგორ? ეს ყველაფერი როგორ?
-არაფერს გეტყვი, თუ არ მოხვალ
-როგორ ფიქრობ შენ?
-მოხვალ, თუ არა?
-ხომ იცი, რომ მოვალ
ცრემლი შემეპარა ხმაში. ვიცი ეს არ გამორჩენია, მაგრამ არც შეუმჩნევია.
-ერთმანეთი რატომ არ მოვძებნეთ?
სრულიად არაადეკვატური პასუხი მივიღე კითხვის სახით, ჩემს კითხვაზე...
ბოლო ხმაზე ტირილი მომინდა.
სიგარეტს მოვუკიდე
-იმიტომ, რომ ამის პირობა არ დაგვიდია
-ამაზე ერთმანეთს ვერ ვუსაყვედურებთ, არა?
-ალბათ
-ეწევი, ხო?
ხმა არ გამიცია.
-გელოდები შაბათს
ტელეფონი უპასუხოდ გავთიშე. კარებში გულამოვარდნილი ცეცხლაძე-დევდარიანის დუეტი შემეგება.
ჩემი თვალებით ყველაფერს მიხვდნენ. ერთმანეთს გადახედეს და ორივე ერთ ტემპში დამიჯდა წინ.
მე ჩანთიდან ბარათი ამოვიღე და მივაწოდე.
სანამ ყვირილს დაიწყებდნენ დამამშვიდებელი დავლიე და ლოგინში ჩავწექი.

* * *
დავაგვიანე.
მივდიოდი-ფეხები უკან მრჩებოდა.
ვრჩებოდი და გული წინ მიიწევდა.
ათასი „არ წახვიდე“ და საპასუხო ათასი „წადი“
უკმაყოფილება ირგვლივ. როცა არავინ გეთანხმება, მაგრამ იცი, რომ მხოლოდ შენთვის უნდა წახვიდე.
ქუჩის ბოლოდანაც კარგად ჩანდა ბარის სახელი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ მე შევარჩე.
კიბეები ნელა ავიარე და კარი შევაღე.
ბარი ცარიელი დამხვდა.
დავაგვიანე.
ვიფიქრე, რომ წავიდა.
გამობრუნება მინდოდა, ბართან შუქი რომ აინთო.
-ყველა წავიდა?-ვიკითხე ჩუმად
-არც არავინ მოსულა
-რატომ?
-იმიტომ, რომ ამ ბარში ზედმეტი ხალხი არასდროს იყო საჭირო
-შენ რა, ეს ბარი იყიდე?
-ეს ბარი ყოველთვის ჩემი იყო
ღიმილი სახეზე შემეყინა...
ლევანი ბარს მოშორდა და ჭიქა მომაწოდა.
მე ვიდექი დაბნეული და დაცლილი.
არცერთი ემოცია აღარ მქონდა შემორჩენილი.
მისი ბარი...
რას ნიშნავდა?
-მე არც ვისკის ქურდი ვყოფილვარ ოდესმე, არც ჯაშუში, რომელიც გეგონა, რომ გაკვირდებოდა. მე იმიტომ გხედავდი ხშირად, რომ სულ აქ ვიყავი. იმიტომ გითხარი, მოგატყუე მეთქი, რომ მაშინ სიმართლე ვერ გითხარი. ეს ბარი ყოველთვის ჩემი იყო... ახლა კი შენია... მინდოდა ისეთი ყოფილიყო, როგორიც შენ გინდოდა...როგორსაც შენ ხედავდი. ეს მოგატყუე იმ ღამით...ეს და მინდოდა გცოდნოდა, მინდოდა შენთვის გამეკეთებინა...
გონებაში ყველაფერი ამერია.
ყველა უჯრედი გამომერთო.
მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი.
მისი ბარი იყო.
ამდენი წელი.
შეიძლებოდა და არ გამოვიდა.
არ მოვედი და არ დამხვდა.
ყელში ცრემლები მომაწვა.
ყველაფერი ჩემთვის გადააკეთა.
ამდენს ფიქრობდა და მაინც...
მაინც არაფერი.
არაფერი გამოვიდა.
იმ დღის მერე არ ვცადეთ.
დავაშავეთ და როგორ არ გამოვასწორეთ.
საშინელებაა...
ვდგავარ და ყელში ცრემლები მაწვება.
ყვირილი მინდა და ვერაფერს ვშველი საკუთარ თავს.
ვდგავარ და იისფერი განათება თვალს მჭრის...
მეტირება...
მეცინება...
-რატომ გადააკეთე?
-შენც ხომ ეს გინდოდა?
-ახლა? ახლა არ მინდოდა
ყელში ბურთი გამეჩხირა მე...
-ახლა მივხვდი, რომ მჭირდებოდა ყველაფერი, რასაც შენი სახელი ერქვა. შენი თვალით დანახული სამყარო მჭირდებოდა...ჰაერივით
-რატომ გამოჩნდი?
-ამ წუთას გითხარი რატომაც. აქამდე არ შემეძლო. შენ რა, გამოჩნდი?
-შენ ოჯახი მიატოვე
-მე ოჯახი არ მყოლია
-არა?
-მაშინაც კი... რაც არ უნდა იყოს, გითხარი, რომ ერთი დღე ძალიან ბევრია, მაშინ როცა ადამიანებს ნახევარ წამში უყვარდებათ
-შენ ფიქრობ, რომ გიყვარვარ?
-ასეთი დაუეჯერებელია?
-შენ ცოლი გყავდა
-არც შენ ყოფილხარ მარტო...
-მე რომ გამიცანი, მაშინაც?
-მე გეკითხები შენს პირად ცხოვრებაზე?
გაღიზიანდა და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა.
-ჩემი პირადი ცხოვრება შენ ხარ!-ვიყვირე და ტირილი ამივარდა
-ნია...
-შენ ხარ! სულ შენ იყავი... ყველაფერი შენ შექმენი. იმ დღიდან... ნია, ხო ნია! ნიას, რომელსაც პირველად მიმართავ ისე, თითქოს შენთვის ვინმე იყოს. შენ შეცვალე ნია, გადააკეთე, გამოცვალე, დაღალე, ყველაფერი გააკეთე...
-ნია, გთხოვ
-რატომ? რატომ მოიქეცი ისე, რომ ვერ მცნობდი?-ამ მდგომაროებას ისტერიკაც აღარ ერქვა
-როგორ უნდა დამევიწყებინე?
-შენ ნია დაანგრიე. მე ის გოგო აღარ ვარ, წლების წინ ამ ბარში რომ გაიცანი. მე ის გოგო აღარ ვარ შენ გამო წიგნი რომ დაწერა და მთელ ცხოვრებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა... აღარც ჩემი ფერები არსებობს, აღარც ჯერ არ დაწყებული გათენება. არაფერი გესმის? შენ გაანადგურე ნია...და ახლა გვიანია
-ნუ ტირი, გთხოვ...
თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და გამოვბრუნდი.
მაჯაზე ხელით გამაჩერა.
სუნთქვა გამეყინა მის შეხებაზე.
ჩამეხუტა.
მოვიშორე...
ისევ ჩამეხუტა
-მომისმინე, გთხოვ...
ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და ისე დაიწყო, რომ ჩემს მოქმედებას აღარ დალოდებია...
-იცი, ყველაზე უცნაური რა იყო? იმ დღის მერე ადამიანებთან კონტაქტი გამიჭირდა. ვერავის ველაპარაკებოდი. ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ დაუსრულებლად და ვერაფერს ვგრძნობდი.
ვერავის ვეღარ ვგრძნობდი. ვერავის ვუსმენდი. სულ შენი დიალოგები ტრიალებდა თავში. სულ მეგონა, რომ იჯექი და ჩვენზე წერდი.
ეს ფიქრი არ მასვენებდა, რომ გინდოდა ჩემთან და არაფერს ვაკეთებდი, ისევე როგორც შენ.
მერე დავფიქრდი და შემეშინდა.
ეს იყო ყველაზე რეალური შიში.
შემეშინდა, რომ შეიძლებოდა შენი თვალები დამვიწყებოდა.
შენი სახე...
მეშინოდა, რომ შენი ხმა ამოვიდოდა ჩემი მეხსიერებიდან და უსასრულობაში დაიკარგებოდა.
თვალებს რომ ვხუჭავდი, შენი სახის აღდგენა აღარ შემეძლო.
მივხვდი, რომ დავიკარგე.
და მივხვდი, რომ ჰაერივით მჭირდებოდი.
ჩვენი ისტორია არ დაწყებულა სტანდარტულად და რატომ გინდა, რომ სტანდარტულად გაგრძელდეს?
რატომ გინდა, რომ არ მაპატიო
რომ აღარ შევხვდეთ.
რატომ არ გინდა, ვიყოთ ის, რაც ვართ და გვიყვარდეს, თუ გვიყვარს.
ეს შენი ბარია.
აღარ არის ჩემი.
ყოველ ღამეს იისფერი ფერით ვაცილებ და ვხვდები ჯერ არ დაწყებულ გათენებას.
ვიცი, რომ შენც ამას აკეთებ და მჯერა, რომ ერთ დღეს აღარ გათენდება ისე, რომ ეს ყველაფერი უშენოდ დავინახო.
წარმოუდგენელია, მაგრამ ხომ შეგვიძლია?
ვიყოთ არასტანდარტული ისტორიის არასტანდარტული გმირები.
წიგნი თუ არ მთავრდება კარგად, არ ნიშნავს, რომ
ისტორიას არ ჰქონდეს კარგი დასასრული.
რომც არ ჰქონდეს.
სანამ ვართ, ვიყოთ.
სხვანაირად ვერ ვიქნები...

იცი, ნია?...
ვფიქრობდი.
ჩვენ ერთმანეთისთვის სხვა ცხოვრებაში გამოვჩნდით.
მეგონა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივ არ გაგრძელდებოდა.
მეგონა, რომ ჩვენ ამ რეალობაში ვერ გავძლებდით.
შენ თუ ეს გინდა, მე თანახმა ვარ.
შენთვის თუ ეს საჭიროა, თანახმა ვარ.
შენ თუ ამ რეალობაში გჭირდები, თანახმა ვარ.
ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ დარჩი ნია.

თვალებიდან სიმწრით წამოსული ცრემლები ფრთხილად მომწმინდა და
ჩუმად მითხრა:
-გამარჯობა ნია.
მე ლევანი ვარ და
ყველაფერი შეიცვალა.

* * *
-სად იყავი?-გაფითრებული მაიკო მისაღებში შემეჩეხა ყვირილით
-დედა რა გაყვირებს, გული გამისკდა
-სად იყავი მთელი ღამე ნია?
-ვაიმე, მაშოსთან
-ვიცი, რომ მაშოსთან არ ყოფილხარ, დღეს დილით დაგირეკა და გიკითხა...სანამ მეორე ტყუილს გაამზადებ, მარიამმაც დარეკა
-დარეკა, თუ შენ დარეკე?
-რა აზრი აქვს?
-არ დარეკავდა, შენ დაურეკე, არა?
-ვინერვიულე ნია!
-მერე ვატოს, ან ლუკას ნომერი აგეკრიფა
-ა, მათთან იყავი?
-ჰო
ვთქვი და ოთახისკენ წავედი
-ბოლოჯერ გეკითხები, სად იყავი მეთქი
-დედა, შემეშვი
-არც ბიჭებთან არ ყოფილხარ...
-უნდა დავიძინო, მაიკო...
-იმასთან იყავი, არა? მთელი დღე ნია? მთელი ღამე? ყველაფერი იმ ბარათის ბრალია, არა? შაბათი საღამოს და იმ დაწყევლილი წიგნის გამო? თავიდან გემართება, ყველაფერი მეორდება...გილოცავ, ამ ამბავში ისევ ჩათრეული ხარ. გამეცი ნია პასუხი, რას აკეთებ... რას უკეთებ საკუთარ თავს
-ნუ აზვიადებ დედა. კარგად ვარ, მეძინება უბრალოდ.
მაიკომ ოთახის კარი მიაბრახუნა და გავიგე რა სისწრაფით ჩავიდა კიბეებზე.
მე ტელეფონი გამოვრთე და ფარდები ჩამოვაფარე.

* * *
გაურკვეველი სულიერი და ემოციური მდგომარეობა.
ეიფორია, რომელიც აუცილებლად დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან.
ენდორფინები.
ბევრი.
ძალიან ბევრი ენდორფინები.
ჯერ არ დაწყებული გათენება.

პირველად წლების წინ შევხვდით ერთად და
ახლა მეორედ.
სხვა გრძნობით, სხვა ემოციით.
როცა იცი და არ გეშინია.

ეიფორია და ენდორფინები.
იისფერი ღამე.
მე და შენ.
მხოლოდ ჩვენ.
ისევ ერთად.

ზედმეტად ბევრს ვითხოვთ ადამიანები.
ბევრს ვიმუქრებით და
ძალიან ცოტას ვჯერდებით.
მინიმალური გვყოფნის ბედნიერებისთვის.
ხშირად თანახმა ვართ, თუ პატარა იმედის ნაპერწკალს მაინც ვხედავთ.
„ვიყოთ არასტანდარტული ისტორიის არასტანდარტული გმირები.“

ფარდები გადავწიე.
ზურგიდან მისი შეხება ვიგრძენი.
წელზე ხელები მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ხედავ?
ვუთხარი ჩუმად
-ყველაზე ბედნიერი პერიოდია.
-შენთან ერთად.
-ეს არასდროს დამავიწყდება
-ხომ გრძნობ, არა?...
-ყველაფერზე მეტად.

* * *


* * *
-მაიკო გაგიჟებული მირეკავს ეს ბოლო პერიოდია
-ვიცი
-რას აკეთებს ხომ არ იცით?-გადახედა ვატომ სამივეს
-წარმოდგენა არ მაქ... მგონი საბოლოოდ გაგიჟდა
-მგონია, რომ აღარ გვენდობა. რაღაცეები რომ დავუწყეთ. ჭკუის დარიგება, რომ არ გინდა შენზე უფროსია, ნაცოლარია, რაღაც ს*რობები დავუწყეთ... დაიბნა და გაგვექცა. სტერეოტიპული ფრაზებით გამოვუტენეთ ტვინი. ეგ ყველაფერი ისედაც იცოდა და ეკიდა, მაგრამ მაინც გავბურღეთ...
-ჭკუას არავინ არიგებდა ლუკა. ვურჩევდით
-კაი რა ვატო. არ იცნობ ნიას? რა ჯანდაბად უნდა ჩვენი რჩევა, ისედაც კარგად იცოდა, რას აკეთებდა. ამდენი წელი ეძებდა...და ახლა ერთად რომ არ იყვნენ უფრო დიდი უაზრობა არ იქნება?-ბრაზდებოდა ისევ ლუკა
-მერე მართლა ძვლებში გვეყოლება დასაშლელი
-ნუ იჭიმები რა-სახე მოეღრიცა ცეცხლაძეს
-ჭკუის დარიგებას არავინ უპირებს, უბრალოდ კარგი გვინდოდა...
-უბრალოდ არ ახსოვს, რომ ვარსებობთ. რამოდენიმე კვირაა ძაან ისე გვეკონტაქტება. მესამე კურსი ისე დახურა, ვერავინ გავიგეთ.
-მაშო, ნუ გადაუსვი ხაზი...
-ეგრეა. რომელიმე გამოცდაზე ნახე?
-არა
-ხოდა ეგაა... დაბნეულია. ბედნიერია, მაგრამ ჩვენ გარეშე
-მეცინება იცი... ოთხი დეგენერატი ვზივართ და ვფიქრობთ, რომ რამეს შევცვლით
-ვინ თქვა, რომ რამეა შესაცვლელი?
-სად იყო გუშინ ღამე, იცით? ან 5 დღის წინ, ან 2 კვირის წინ...-სიგარეტს მოუკიდა ვატომ
-კარგად იცი, სადაც ვიყავი
ნიას დანახვაზე ფერი გადაუვიდა ოთხივეს...
ნიას გაეცინა.
არ გაბრაზებულა. გაეცინა.
ეწყინა?
რა სისულელეა. იცოდა, რომ ცუდს არასდროს იტყოდნენ
-ნია
-რა იყო ვატო? არ იცი სად ვიყავი?
-ნია...
-რა? ხომ იცი, ხომ იცი სადაც ვიყავი
-ნია, ასე გიყვარს?-ფერი გადაუვიდა გიგინეიშვილს
-კი ვატო. ასე მიყვარს. ვერ ვხვდები საერთოდ რა საჭიროა ეს მასკარადი. მაიკომ დაგარიგათ?
-ნერვიულობს ნია. აბა, წარმოიდგინე...
-რა წარმოვიდგინო, რა?
-რამდენი წელია უკვე მოსვენება გაქ დაკარგული და ახლა საბოლოოდ გადაწყვიტე მაგ ადამიანს ბედი დაუკავშირო, თუ რას აკეთებ?
-რომელ ბედზე ლაპარაკობ?
-ნია...
-ვატო, აქ მე გამოვდივარ მემგონი სტერეოტიპების დამმსხვრევი. გავდაწყვიტეთ, რომ ნიას დავესხათ თავს, რადგან როგორც იქნა ის ადამიანი იპოვა, რომელსაც ამდენი წელი ეძებდა?
-დაჯექი
-არ დავჯდები ლუკა-გაკაპასდა ნია და წამოსვლა დააპირა
-რაც გინდა ის გააკეთე, უბრალოდ ვერც ხვდები, რაღაცნაირად არ გვეკონტაქტები. შეგვეშალა რამე?
-ნუ მაბრალებ, გთხოვ
-რა მოხდა, გაგვაგებინე. სიმართლე გვინდა ვიცოდეთ.
-ხომ იცით რაც მოხდა. თუ არ იცით, ხომ ხვდებით მაინც?
-ნია, შენი დაკარგვა არ გვინდა
-ამ ლაპარაკებს თუ შევწყვეტთ არც არავინ დაკარგავს ერთმანეთს
-ნია...
-წავალ ახლა. ჯერ ჯობია სიმართლეები ერთმანეთში გაარკვიოთ. რა იყო, ყველას ყველაფერი დალაგებული გვაქ? ყველამ ყველაფერი ვიცით და ძალიან მაგრები ხართ? მარიამ, დიდი ხანია გავარკვიეთ ურთიერთობები? ვატო ყველამ ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე? ლუკა, შენ ხომ არ იტყვი რამეს? ნიას უნდა უშველოთ? კაი რა... როცა ძველებურად მოგინდებათ ჩემთან ლაპარაკი, მერე მოვალ. ახლა არც ამის დროა და არც ადგილი
უკანმოუხედავად წავიდა.
ცეცხლაძე ზუსტად მიხვდა რა სიმართლეებზე ლაპარაკობდნენ და ვატოს ხელი მიარტყა, წამომყევიო.
ლუკაც ყველაფერს მიხვდა და საშინლად დაიბნა.
დაიბნა იმიტომ, რომ მაშომ ვერაფერი გაიგო და ისეთი გაფართოებული თვალებით იყურებოდა, ახლა ყველაზე შეუფერებელი სიტუაცია იყო.
მაგრამ ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში ხდება ყველაფერი...
როცა არ ელოდები...
-ვერაფერი გავიგე-გადმოხედა მაშომ ლუკას და წვენი მოსვა
-მე გავიგე
-რა?
-მაშო...
-რა ხდება?
-არსებობს ისეთი რაღაც, რასაც შეუძლია, რომ ჩვენი ხუთეული დაშალოს?
-არ ვიცი, ალბათ კი
-მართლა ფიქრობ ამას?
-დღეს მართლა შემეშინდა. არ მინდა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ერთმანეთს დაგვაშორებენ
-და ჩვენ რომ ვჩნდებოდეთ ერთმანეთის ცხოვრებაში?
-რა?-უარესად დაიბნა მაშო და სიტუაციიდან საერთოდ ვერ გამოერკვია...
ლუკამ სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და მაშოს თვალებს ჩააშტერდა
-ლუკა, რისი თქმა გინდა?
-ოდესმე თუ არ შემიყვარებ, დამპირდი, რომ მაპატიებ მაინც, რომ ეს გითხარი
-რა მითხარი...-ხმა გაუწყდა მაშოს
-იცი, შემიყვარდი მაშო...ძალიან მიყვარხარ
მთლიანად დაიცალა ემოციებისგან ალავიძე.
სახიდან ხელები მოიშორა მაშომ და ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაანალიზებული, ინსტიქტურად ფეხზე რომ წამოდგა.
ლაპარაკი უნდოდა.
ახსნა უნდოდა.
ყვირილიც უნდოდა.
ლუკას უყვარდა.
მაშო ლუკას უყვარდა და ვერაფერს აკეთებდა.
ტირილი მოუნდა.
ლუკამ მხრებზე ხელები ჩამოაწყო.
კიდევ უნდოდა და სულ უნდოდა გაემეორებინა, რომ უყვარდა.
მაშოს დაბნეულ მზერას ვერაფერი მოუხერხა და ერთადერთი რაც მოიფიქრა ის იყო, რომ ჩაეხუტა და
ძვლები ატკივდა.
პასუხი არ უთხოვია. იცოდა, რომ არაფერს ეტყოდა.
რომ ჩაეხუტა საკმარისი იყო. ამდენი ხნის სიყვარული რომ გაუმხილა ესეც საკმარისი იყო. მთავარია, რომ გიყვარს არა?

* * *
-რატომ არაფერს მეკითხები?
-რა უნდა გკითხო?
-არ ხარ გაბრაზებული?
გამეცინა და არაფერი მითქვამს. მინდოდა მეყვირა, რომ საერთოდ არ იყო ჩემი ხმის გაცემის ღირსი, მაგრამ დუმილი ვარჩიე...
-ნია, დამელაპარაკე
-არაფერია სალაპარაკო
-ნია, არ გამოვა ასე...
-რა გინდა, რომ გითხრა?
-არ ვიცი, რამე მითხარი. ოღონდ ჩუმად ნუ ხარ. ამას ვერ ავიტან. მართლა... გთხოვ, დამელაპარაკე, მეჩხუბე, მიყვირე, არ ვიცი. პასუხები მომთხოვე, გთხოვ
-არაფერი მაქვს სათმელი, ისევ.
-ნია...
-შენ თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარი, თუ არადა წავალ-ვთქვი და ქურთუკისკენ ხელი წავიღე
-გაჩერდი!
-ვერ ვხედავ მიზეზს
-ნია, რატომ არასდროს ლაპარაკობ ბოლომდე? ამიხსენი რატომ?
-მემგონი ჩვენ შორის ვინმემ თუ უნდა ილაპარაკოს, ეს შენ ხარ!
-ნია...
-რა გინდა? რა გითხრა? მიდიხარ, მერე უცებ ჩნდები, იკარგები... ეს ყოველთვის ასე იყო. 4 წელი არ გამოჩნდი და ახლა რამოდენიმე კვირიანი დაკარგვა უკვე წუთებად მეჩვენება. ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა. ხან მეუბნები, რომ გიყვარვარ, ბედნიერი ხარ, რომ მიპოვე მერე 2 კვირა ისე გადის შენი ლანდიც კი არსად ჩანს. ამას რით ახსნი? არ მჭირდება ახსნა. შენ რომ გიყვარდე ასე არ მოიქცეოდი.
-ნია, მინდა რომ ახსნას მთხოვდე და გიხსნიდე...
-თავი გინდა იმართლო? არ მჭირდება
-რა გავაკეთო, მითხარი
-არაფრის გაკეთებას არ გთხოვ. ეს ყველაფერი ერთი დღით იმიტომ დაიწყო, რომ ასეც დარჩენილიყო. ეს ურთიერთობა ყოველთვის არეული იქნება. აქამდე ეჭვი მეპარებოდა, სულ ვფიქრობდი, დავიჯერე, რომ რეალური იყავი და წამით მეგონა, რომ მე და შენ შეიძლება ერთად ვყოფილიყავით.
მე შენ გამოგიგონე. ჩემს თავს დავაჯერე, რომ არსებობ ისეთი, როგორიც მინდოდა ალბათ რომ ყოფილიყავი...იდეალური მეგონე, მეგონა, რომ რასაც ვწერდი რეალობა იყო. ახლა ვხვდები, რომ არაფერი გამოვიდა. ჯობდა მეორედ ერთმანეთს არ შევხვედროდით
-გაჩუმდი!
სიტყვა გამაწყვეტინა
-ახლა გინდა, რომ გავჩუმდე? აქამდე მთხოვდი, რომ მელაპარაკა
-გაჩუმდი ნია!
-არ გავჩუმდები, შენც იცი, რომ ეს სიმართლეა და არ ვართ 15 წლის რომანტიკოსი თინეიჯერები, რომ ამ ყველაფერში რაღაც განსხვავებული დავინახოთ. არ ვართ ერთმანეთისთვის ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ.
-სისულელეების ლაპარაკს თუ კიდევ აპირებ, შეგიძლია წახვიდე
-მინდა, რომ დამეთანხმო
-არასდროს დაგეთანხმები.
-მინდა, რომ... მინდოდა, რომ დროის გასვლის შემდეგ ჩვენზე ელაპარაკათ. არა ჩემზე, ან შენზე...ჩვენზე ერთად. მაგრამ ადამიანებს მე და შენ ერთად არასდროს დავამახსოვრდებით. იმიტომ, რომ ერთად არასდროს ვყოფილვართ! იმიტომ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არავის უნდა, არავის მოეწონა, არავინ გაგვიგო. შენც კი ვერ გაუგე ამ ურთიერთობას! სხვისგან რას ითხოვ?
-გაჩუმდი!
-რატომ?-ყვირილი დავიწყე და ისევ წამოსვლა დავაპირე
-ასე გიყვარდი? ასე გიყვარვარ?-ლევანს თვალებში ცრემლები ჩაუდგა და გული შემეკუმშა. მაინც არ ვთმობდი ჩემსას.
-მიყვარხარ? ოდესმე მითქვამს ეს სიტყვა შენთვის
-გაჩუმდი!
მიყვირა და ტუჩებზე ხელი ამაფარა
-გამოგიგონე ლევან, გესმის? გამოგიგონე...არ მიყვარხარ, მინდოდა მყვარებოდი... არ მიყვარხარ
გესმის?
არა უბრალოდ...არ მიყვარხარ!
თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
არ ვიცოდი რას ვამბობდი.
არც მან იცოდა, რას აკეთებდა...
ხელში რაც მხვდებოდა, ყველაფერს ვისროდი. მინდოდა, ყველაფერ დამენგრია რაც ერთმანეთს გვახსენებდა.
მინდოდა, ყველა მოგონება წაგვეშალა.
ყველა სიტყვა, ყველა გრძნობა...
-გაჩუმდი! ერთი სიტყვაც რომ თქვა, არ ვიცი რას გავაკეთებ. მეორედ არ გაბედო ასე ლაპარაკი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყავი. აღარ გახსოვს? აღარაფერი შემოგრჩა? ამას როგორ ამბობ.
ის ღამე აღარ გახსოვს?
აი, აქ ამ სახლში ვიყავით ნია...
დაივიწყე? არაფერს ნიშნავდა?
არ გიყვარვარ?
მაშინ
რატომ მენდე, ამიხსენი მაშინ რატომ?
ყველაფერი რეალური იყო ნია. არასდროს აღარ მითხრა, რომ გამომიგონე. თუ სისულელე იყო, იისფერი ღამე რას ნიშნავს? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ხომ ხედავ, შენს სურვილებზე ავაგე ყველაფერი. ის ბარი...შენია ნია. მარტო იმიტომ არ დაიხურა, რომ შენ გიყვარდა. იისფერი იმიტომ ანათებს, რომ შენ გინდოდა. ყოველ დღე გათენებას იმიტომ ვხვდები, იმიტომ მაქ ამოღამებული თვალები, რომ ყველაფერი შენ გიკავშირდება... რომ მოხვედი შაბათს საღამოს, აღარ გახსოვს? მაშინ ხომ გინდოდა, რომ ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო.
იმ ღამით?
რა შეიცვალა?
ვერაფერი ააწყვე, ვერც მე... ვის გამო? ერთმანეთის გამო. ახლა ადგები, წახვალ და დრო გავა...
ისევ მომძებნი ნია.
მე და შენ ერთმანეთის გარეშე არაფერი ვართ.
-იცი რას აკეთებ? შენი ყოფნით მაშანტაჟებ. მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდი. წერა რომ დავიწყე...ჯერ კიდევ მეგონა, რომ არსებობდი... მერე ყველაფრის უნარი წამერთვა. სანამ არ გამოჩნდი, სანამ მეორედ არ გამოჩნდი, არაფერი გამომივიდა. მივხვდი, რომ დამოკიდებული ვიყავი. თუ შენ იყავი, ყველაფერი შემეძლო. თუ არადა არაფერი. არ მინდა გესმის? არ მინდა
-ამის გამო? ამიხსენი ამის გამო?
-არა, ამის გამო არა. აღარ მინდა ეს დაულაგებელი ურთიერთობა. არ მინდა მიდიოდე და მე ვრჩებოდე გესმის? რატომ არაფერს მეუბნები. მითხარი რამე. მითხარი, რომ ისევ გიჟივით არ გაიქცევი...
არ აპირებ დარჩენას, მაინც წახვალ, ისევ დამტოვებ. ამიტომ არ გთხოვ პასუხებს, რომ არ მაინტერესებს... სად იყავი? ეს 2 კვირა სად იყავი? არ თქვა, რომ რეალური ურთერთობა გვაქვს. არასდროს მირეკავ. მოვდივარ, ან მოდიხარ, ვხვდებით. პასუხებს არ მთხოვ და ძალიან ბევრ კითხვას მიტოვებ. არასდროს ჩანხარ,არასდროს მირეკავ...სულ გეძებ, აღარ შემიძლია. სულ მგონია, რომ აღარასდროს მოხვალ
-მართლა არ გიყვარვარ?
ჩახლეჩილი ხმით მკითხა.
ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა.
სახე ხელებში ჩავრგე და მინდოდა ყელიდან ამოსული ხმა როგორმე შემეკავებინა და ბოლო ხმაზე ყვირილი, ტირილი, ან უბრალოდ უაზრო ღრიალი არ დამეწყო.
არაფერი გამომივიდა. ცრემლებს ვერასდროს გააჩერებ ძალით. აზრი არ აქვს...თვალებს ოდესმე მაინც დახუჭავ და ცრემლები მაინც წამოგივა.
ლევანი ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა.
ხელები სახიდან ჩამომაღებინა.
მუხლებზე თავი დამადო და კითხვა გამიმეორა.
მე უფრო მეტად ავტირდი...
-მიყვარხარ, ეს როგორ არ იცი... ლევან, ხომ იცი, რომ მიყვარხარ...
ჯანდაბა!
ძალიან მიყვარხარ და ამიტომაც არ მინდა უფრო მიყვარდე და ვერ გხედავდე.
-გთხოვ, ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს მემშვიდობები...
მკოცნიდა და არ მშორდებოდა.
მის ყოველ შეხებაზე უფრო მეტად მინდებოდა ტირილი...
თავს ვერ ვაძლევდი მისი მოშორების საშუალებას.
მის სახელს ვიმეორებდი უშედეგოდ. არ გამიშვებდა.
ასე არ გამიშვებდა, მაგრამ არც თვითონ რჩებოდა.
არასდროს მაძლევდა გარანტიას, რომ ჩემთან იქნებოდა.
შეიძლებოდა კვირები და თვეები ისე გასულიყო,ერთმანეთი ვერ გვენახა.
მერე ახსნა-განმარტებები არ უნდა მომეთხოვა.
კი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო სტანდარტული ურთიერთობა, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ყელში იმდენად ამოგვდის მუდმივი ლოდინი.
ხანდახან მაინც ვერ ვაწყობთ.
გვინდა და არ გამოგვდის.
გვიყვარს და არ გამოგვდის.
ყველაფერს ვაბრალებდი მის გამოჩენას.
ყველგან ყველაფერი გამიფუჭდა.
სახლში, მეგობრებთან, პირადში, უნივერსიტეტში.
ისევ ვეღარ ვწერდი.
ან თუ ვწერდი, მხოლოდ მასზე.
ეს ვერ ავიტანე?
რა უფრო ვერ ავიტანე, მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი.
მისი უეცარი გაუჩინარებები თუ ეს ყველაფერი ჩემი ეგოიზმის ბრალი იყო და ვფიქრობდი, რომ იმდენად დამოკიდებული გავხდი მასზე, რომ მის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა.
მთავარია ის ყოფილიყო და აღარც წერა მინდოდა.
შემეძლო ყველაფერზე უარი მეთქვა მის გამო და ეს არ მასვენებდა.
როგორ მომასვენებდა, როცა მე შემეძლო უარის თქმა, ყველაფერზე შემეძლო.
ის კი ჩემთან არ იყო.
ერთი დღე ვნახავდით ერთმანეთს და არასდროს ვდებდით პირობას, რომ ხვალ დავურეკავდით.
სანამ ისევ შემთხვევით არ შევხვდებოდით, არაფერი ხდებოდა.
ერთმანეთს არ ვურეკავდით, არ ვწერდით, არ ვეკონტაქტებოდით.
მე ვიცოდი, სად მელოდებოდა და მანაც იცოდა.
უკვე ყველანაირ ზღვარს სცდებოდა.
ადამიანებს ასეთი ურთიერთობები არ აქვთ.
ვერაფერს ვიგებდი.
უნდოდა ჩემთან და არასდროს იყო ჩემთან ბოლომდე...
არც ახლა, როცა ჩემს პირდაპირ იჯდა და
მკოცნიდა დაუსრულებლად.
არც ახლა იყო ბოლომდე ჩემთან.
ხვალ არ დამირეკავდა.
ხვალ არ მნახავდა.
ასეთი იყო.
ვიცოდი, სადამდეც მიმიყვანდა ეს ყველაფერი.
საბოლოო გაგიჟებამდე.
სადღაც ვთქვი, რომ ეს ის გრძნობაა ადამიანებს რომ აგიჟებს მეთქი. მერე ეს გაგიჟებული ადამიანები გრძნობებს რომ ვეღარ ერევიან... იღლებიან და
ერთადერთ ხსნას პოულობენ -წერას.
ეს ადამიანები სიგიჟეზე და სიყვარულზე წერენ და...
ბოლოს რა...
რა ვთქვი, ბოლოს რა მოსდით მეთქი?
იღუპებიან.
გიჟდებიან და იღუპებიან.
ეს ორი სიტყვა რჩება მხოლოდ.
სიგიჟე და სიკვდილი.
მერე აღარც სიყვარული ახსოვს ვინმეს და აღარც გულიდან ხელით ამოგლეჯილი გრძნობები.
აღარც ყელში მოჭერილი სიმწარე და
აღარც ტირილისგან დასიებული თვალები.
საშინელება იყო ეს გამეორების შეგრძნება. თითქოს ყველაფერი მეროდებოდა და ახლიდან იწყებოდა.
ის საშინელი წლები ახლიდან იწყებოდა და არც მინდოდა, რომ შემეცვალა.
მტოვებდა და უფლებას ვაძლევდი დავეტოვებინე.
ვტოვებდი და უფლებას მაძლევდა, დამეტოვებინა.
ორივე ერთდროულად და
არც ერთი ცალ-ცალკე.

ვიცოდით.
ეს ორივემ კარგად ვიცოდით იმ ღამით.
ვიცოდით, რომ ხვალ ერთმანეთს არ დავურეკავდით, არ ვნახავდით
და მაინც...
მკოცნიდა და
ვკოცნიდი დაუსრულებლად...
არ ვჩერდებოდით. იმიტომ, რომ გვიყვარდა.
თუნდაც ერთი დღით და თუნდაც
უკანასკნელად
უკონტროლოდ გვიყვარდა.
ყველაზე მეტად გვტკიოდა და მაინც...
არ ვჩერდებოდით.
ვერ გავჩერდებოდით.
რაც მოხდა, მოხდა.
ვერაფერს შეცვლი.
აქ კანონები არ არსებობს.
აქ ახსნას ვერაფერს მოუძებნი.
გიყვარს? და მორჩა.
აღარასდროს ნახავ, მაგრამ იმ დღეს გიყვარს და ყველაფერს გააკეთებ.



* * *
რომ გავიღვიძე, ლევანს ჯერ კიდევ ეძინა.
თავი საშინლად მტკიოდა.
გაბრუებული ვიყავი და თითქოს მთელი სხეული მეწვოდა.
იმდენად, რომ მინდოდა საკუთარი კანიდან ამოვმხტარიყავი.
მეგონა ვიღაც სხვა იყო ჩემში და ჩემს მაგივრად ასრულებდა მოქმედებებს.
მაქსიმალურად ვეცადე, არ გამეღვიძებინა.
აუჩქარებლად ჩავიცვი.
სარკეში საკუთარ თავს, ამოღამებულ თვალებს და გაფითრებულ სახეს დიდხანს ვაკვირდებოდი.
ბოლოს თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და ლევანს უკანასკნელად დავხედე.
ისევ ისე ეძინა.
თითქოს ვერანაირ საშიშროებას ვერ გრძნობდა.
ჩემი წასვლის საშიშროებას.
იმიტომ, რომ იცოდა აუცილებლად წავიდოდი.
სახეზე ხელი ჩამოვუსვი.
ოდნავ შეიშმუშნა და ამოისუნთქა.
თვალები არ გაუხელია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ისევ ეძინა.
ბანალურად უკანასკნელად არც მიკოცნია მისთვის და
არც წერილი დამიტოვებია.
სათქმელი აღარაფერი იყო.
ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან და როგორც კი სადარბაზოდან გამოვედი გული საშინლად მეტკინა.
უკვე გათენებულიყო.
დღეს პირველი დღე იყო, რომ ერთად ვერ შევხვდით არ დაწყებულ გათენებას.
ცა უკვე აღარ იყო ლურჯი და
არც ღამე იყო იისფერი.
არაფერი აღარ იყო.
უკანასკნელადაც კი.
ქუჩის კუთხეში ტაქსი გავაჩერე და ლუკას მისამართი ვუკარნახე.
იმენად არ მინდოდა სახლში მისვლა, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი.
კიბეები ნელა ავიარე.
მისი სახლის გასაღები სულ მედო ჩანთაში. იმიტომ, რომ ლუკას სულ ეშინოდა, რომ დაკარგავდა.
ლუკას ოთახში ვატოს ეძინა.
გამეღიმა.
ჰო,
გამეღიმა?
ისიც აღარ მახსოვდა ბოლოს როდის გავიღიმე.
ვიცოდი, რომ ვატოც აქ იქნებოდა.
ლუკას მისაღებში ეძინა, აშკარად ტელევიზორს უყურებდა და ჩაეძინა.
ორი კვირის უნახავი მყავდა.
ხელით დავადე თუ არა ეგრევე გიჟივით წამოხტა
-ჰა? სად მძინავს? ნია?
ვერ გამოერკვა ალავიძე სიტუაციაში.
-მეც მაინტერესებს, აქ რატომ გძინავს
-და შენ რა გინდა აქ?
-მერე მოგიყვები. გადაწექი ოთახში და რომ გაიღვიძებ ვილაპარაკოთ.
-თვალებზე რა გჭირს?
სრულიად გამოფხიზლებული სახით მკითხა და თავზე გაბრაზებული წამომადგა.
-იტირე?
პასუხი რომ ვერ მიიღო, ვარიანტების განხილვა დაიწყო
მე ხმაში ცრემლი შემეპარა და
ხმაგაწყვეტილმა ვუთხარი
-ყველაფერი მორჩა ლუკა...
ვერ მოიფიქრა ალავიძემ რა ექნა.
ისედაც კარგად მიხვდა რას ნიშნავდა „ყველაფერი“
და რას ნიშნავდა „მორჩა“
სახეზე გაოცებასთან ერთად მწუხარება დაეტყო და უთქმელად ჩამეხუტა.
მინდოდა მის მხარზე ჩახუტებულს ძალიან, ძალიან მაგრად მეტირა.
-და შენ მეუბნები, რომ დავიძინო?
-არ მინდა ახლა ლაპარაკი ლუკა
-გამორიცხულია. ნუ ილაპარაკებ, მაგრამ როგორც იქნა გხედავ, რა დამაძინებს ნია?
-ძალიან მიყვარხარ!
-ჩაის დაგალევინებ და მოგხედავ. შენ შეიძლება დაგავიწყდა მეგობრები რომ გყავს, მაგრამ ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამ სახლში მოსვლა შეგძლია და ჩემთან ლაპარაკი.
შუბლზე მაკოცა ლუკამ და სამზარეულოში გავიდა.
-ეგრე ნუ მეუბნები რა
უკან გავყევი და სავარძელში ჩავჯექი.
ლუკამ ჩემი უზარმაზარი ჭიქით ჩაი მომაწოდა და სიგარეტს მოუკიდა.
-როგორ არ დაგაცადე ძილი
-არ მეძინება ნია, რატომ აიჩემე?
-ეგრე საცოდავად რატომ გეძინა?
-ჩამეძინა რავი. ეს ვატო კიდე გგონია გაგაღვიძებს? უნამუსოა
-გოგოები სად არიან?
-გვერდით სადარბაზოში
-მაშოსთან?
-ჰო
-მომიყევი, რა ხდებოდა ეს დღეები
-ჯერ შენ დამელაპარაკე
-ახლა არა ლუკა...
-ნია, გთხოვ..
-მართლა არ შემიძლია ახლა ლაპარაკი. კარგი მომიყევი რამე...
-კარგს ვერაფერს მოვყვები
-ლუკა...
-მაშოს ვუთხარი, რომ მიყვარს
-რა გააკეთე?
სახეზე ხელები ავიფარე
-ჰო
-რანაირად???
-არ ვიცი. ჩემდაუნებურად
-რამე გიპასუხა?
-ეგ ჯობია მაშოს ჰკითხო
-ვერც წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ხარ ახლა ლუკა...
-ბედნიერი?
-კი. ხომ გეუბნები, ვერ წარმოიდგენ. დრო რომ გავა მიხვდები, რომ ამ დღეს შენ ძალიან ბედნიერი იყავი...
საკუთარ თავს ძალა დავატანე, რომ გამეღიმა და ჭიქას ჩავაშტერდი. ყელში იმდენად მქონდა მობჯენილი ცრემლები, ერთი ყლუპი არ გადამდიოდა.
ლუკა მიხვდა, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდად იყო.
სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და მხრებზე მისი ხელები რომ ვიგრძენი, მთელი ძალით ჩავეხუტე.
სხეული ამეწვა. სადღაც ქვემოდან დაიწყო ეს საშინელი გრძნობა, მთელ სხეულში უცებ გავრცელდა და ბოლოს მთლიანად საშინელმა შიშმა მომიცვა.
სიმარტოვის და ტკივილის შიშმა.
ხმამაღლა ავტირდი.
სავსე ვიყავი უაზრო, უსაფუძვლო გრძნობებით და მთლიანაც ვიცლებოდი იმისგან, რაც ჩემში არსებობდა.
ვიცლებოდი ყველანაირი კარგი გრძნობისგან.
ყველა მოგონება, ყველა ბედნიერი წუთი ნელ-ნელა ქრებოდა ჩემი გონებიდან.
ყველაფერი წარსულში რჩებოდა და მე არ ვიცოდი რისთვის ვაგრძელებდი ცხოვრებას, რომელიც იმაზე მეტად მძულდა ახლა, ვიდრე ნებისმიერი დღე, რომელიც მას ველოდებოდი.
ის კი არ ჩანდა.
საშინელებაა იყო მარტო და სულ ელოდებოდე.
უარესია, იყო მარტო და იცოდე, აღარასდროს იქნებით ძველებურად.
-არ გინდა დამელაპარაკო?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე
-ნია მეშინია, ასე ნუ ტირი
-რატომ ლუკა?
-რა რატომ?
-რატომ უნდა მომხდარიყო ასე?
-როგორ ნია, მითხარი... გთხოვ...დამელაპარაკე და მოგეშვება, დაიცალე ერთხელ, ხომ შეიძლება?
-აღარ შემიძლია ლუკა. ამდენი ხანი ველოდებოდი. ამდენი ხანი. თუ ერთად მაინც ვერ ვიქნებოდით, რატომ გამოჩნდა? ხომ შეიძლებოდა სულ არ გამოჩენილიყო, არ ჯობდა? მითხარი, ხომ ჯობდა.
ახლიდან შევხვდით და რა?
რამოდენიმე დღე გვეგონა, რომ ბედნიერები ვიქნებოდით. მერე ეგ ბედნიერება ისე გაქრა, ვერ გავიგე.
მთელი ცხოვრება წამართვა და არაფერი არ დამიტოვა, გესმის? რამდენს ნიშნავდა ჩემთვის, ხომ იცი...მთელი ცხოვრება წამართვა
-ნია...
-არ მითხრა. არაფერი არ მითხრა. ხომ ვიცი, ისეთს ვერაფერს მეტყვი, რომ ეგ გაამართლო, ან მე თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო. ისეთი უაზრო, უსაფუძვლო სიტუაციაა, ისიც არ ვიცი რაზე გავბრაზდე.
-საიდან მოდიოდი?
მკითხა ლუკამ და თვალები აემღვრა.
მე სახე გავატრიალე და არ ვუპასუხე.
-ასე ადრე, საიდან მოდიოდი?
გავტრიალდი. იმიტომ, რომ ლუკას თვალებს ვეღარ ვუძლებდი.
პირდაპირ ვატოს გაფითრებული სახე შემეჩეხა.
თვალი ამარიდა, ლუკას შეხედა და შეშინებული ხმით უთხრა:
-ხომ იცი, საიდანაც მოდიოდა...
მე წონასწორობა ვეღარ შევიკავე და ძირს დავჯექი. სახეზე ხელები ავიფარე და მეორედ ავტირდი.
ჩემი მარცხენა ხელი ლუკას ეჭირა,
მარჯვენა ვატოს.
მე ისევ ვტიროდი და
ძალიან, ძალიან დიდხანს ვიჯექით ასე.
უპასუხოდ და კითხვების გარეშე.
ჩემთვის ორ უძვირფასეს ადამიანს ჩაწითლებული ჰქონდა თვალები.
ტკიოდათ ისე, როგორც მე.
იმის მიუხედავად, რომ დეტალები არ იცოდნენ და არც სჭირდებოდათ ცოდნა.
ბოლოს მახსოვს, როგორ დამაწვინა ვატომ საწოლზე.
მერე მხოლოდ სიბნელე.
სიზმარიც არ მინახავს,იმდენად გათიშული ვიყავი.
ემოციებისგან დაცლილი.


* * *
-10 საათი გავიდა უკვე ლუკა
-ცეცხლაძე! გცემ. ძინავს ადამიანს, დაღლილია, გაიღვიძებს და მერე ილაპარაკეთ
-შენ გგონია, რამეს იტყვის? ან გგონია რამე უნდა ვკითხოთ?-წარბი აეწია მარიამს
-თუ სათქმელი აქვს რამე იტყვის. ჩვენ რომ ტვინი არ უნდა წავუღოთ ეს ვიცი
-აბა, რაღას მეჩხუბები!
-ვინ გეჩხუბება გოგო! კაპასა ხარ რა...
-ნუ ხმაურობთ, არ გააღვიძოთ-ლუკა-მარიამის დუეტს გადახედა ვატომ და ყავა მოსვა.
ლუკა სამზარეულოში გავიდა და ჩაფიქრებულ მაშოს მხარზე ხელი დაადო.
ისე შეეშინდა, შეხტა
-მაპატიე
-რა ხდება? გაიღვიძა?
-არა ჯერ
-ვნერვიულობ ლუკა
-რაზე მაშო?
-არ ვიცი, გაგიჟდება...ასე გაგიჟდება
-ჩემი აზრით, ეს თუ საბოლოო წერტილია, ყველაფერი გამოსწორებისკენ წავა
-ყველაფერი მაგას შეალია, მთელი ცხოვრება, ახალგაზრდობა და რავიცი...ყველაფერი. ეგ უყვარდა, მაგაზე წერდა, მაგისთვის არსებობდა. აღარ ყავს გვერდით, ხვდები?
-ვიცი, საშინელებაა, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ ნიას ცხოვრებაში და თუნდაც ჩვენ გამო, არ დანებდება...
-საშინელებაა...
-რა?
-სიყვარული
-რატომ ამბობ მაგას?
ძალიან, ძალიან მაგრად ეტკინა გული ლუკას და მაშოს თვალი აარიდა
-არასდროს არ მინდა მიყვარდეს, თუ ყველაფერი ასე საშინლად მთავრდება
ალავიძეს ყელში მოაწვა ყველა გრძნობა, ძალიან არ უნდოდა, მაშოს ფიქრები გაეაზრებინა, ელაპარაკა და ეს
ყველაფერი გაეგო...
-ესენი თავიდანვე განწირულები იყვნენ!
ვერ მოითმინა და ბოლო ხმაზე იყვირა ალავიძემ.
მაშო მეორედ შეხტა და ტუჩებზე ხელები ააფარა ლუკას
-გადაირიე? რა გაყვირებს, გააღვიძებ
-არ ისმის იქით
იგივე ტონალობაში აგრძელებდა ლუკა
-გაჩუმდი!!!
მაშოს ხელზე ხელი მოკიდა ლუკამ.
მის ტუჩებთან მიტანილ თითებზე აკოცა და ფანჯრისკენ შებრუნდა...
მაშოს მეტყველების უნარი წაერთვა და სკამის საზურგეს მაგრად დაეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო
-სიყვარული ეგრე არ მთავრდება მაშო. თუ ადამიანი გიყვარს, ათასი წლის მერეც გეყვარება, მოძებნი და ყველაფერს გააკეთებ, რომ შენთან იყოს. თუ ასე არ მოხდა, არ გყვარებია და მორჩა.
-ანუ?
-ანუ არაფერი. საკმარისი გითხარი, რომ დასკვნა გაგეკეთებინა
-ანუ მე და შენ ან ერთად ვიქნებით, ან არასდროს არ გიყვარდი და არც გიყვარვარ?
უკანასკნელი ძალა ამოაყოლა მაშომ ამ სიტყვებს და კარებისკენ წასული ლუკა ერთიანად გაშეშდა.
ფეხებში ძალა წაერთვა და კარის სახელურს ხელი მაგრად მოუჭირა, რომ რამე ზედმეტი არ გაეკეთებინა.
მაშოს თვალებში იმ წუთას იმაზე მეტი რამ წაიკითხა, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში...
ძალა მოიკრიბა და სრული დარწმუნებით უთხრა
-კი მაშო. მე და შენ ერთად ვიქნებით და იმ ვარიანტს არც განვიხილავ, რომ არ მიყვარხარ.
მიყვარხარ და ეს შენ ჩემზე კარგად იცი!
-ლუკა
-და მეორედ მაგაში ეჭვის შეტანა არ გაბედო, თუნდაც რაღაც დასკვნის გასაკეთებლად და თუნდაც ასე არ ფიქრობდე.

* * *
-არ გინდა რაღაც მომიყვე?-ინსტიქტურად ამეწია წარბი ზემოთ და მაშოს გავხედე.
ცეცხლაძემ ფხუკუნი დაიწყო და სკამიდან სანამ ჩამოვარდებოდა თავი ხელში აიყვანა.
-რას გულისხმობ?
მე მეორედ ავწიე წარბი და მაშომ ეგრევე ფარ-ხმალი დაყარა!
-რაღაცეები არ დაიწყოთ, თორემ გავგიჟდები! შემჩნევები და იდიოტობები!
-არა, უბრალოდ შენი აზრი გვაინტერესებს
-რაზე გოგო?
-რაზე, არა რა... სულიერია და წესიერად მოიხსენიე-გაკაპასდა ცეცხლაძე და ისევ ჩაბჟირდა
-აუცილებელია ამაზე ვილაპარაკოთ?
-არა, უბრალოდ...ის მაინც თქვი, რომ არ მოგწონს და ვერასდროს შეხედავ სხვანაირად. მაშო ისე ჩუმად ხარ, თითქოს ამაზე ისედაც ფიქრობდი
-ვფიქრობდი ჰო, მერე?
-რას ფიქრობდი?-შუბლზე ამივიდა თვალები მე
-ლუკა რომ სხვანაირად მიყურებდა ეს იქამდეც ვიცოდი, სანამ თვითონ მიხვდებოდა
-რანაირად ეგ?-სახე მოეღრიცა ცეცხლაძეს
-რანაირად და სულ ვხვდებოდი, ბავშვობიდან, რომ მოვწონდი, მინიმუმ მოვწონდი...უბრალოდ ახლა...ამდენი ხნის მერე
-არა, ეს არ იტყვის არაფერს.
-გადაწყვეტილი აქვს, ლუკა გააგიჟოს და თავადაც გადაირიოს!
-ცეცხლაძე მიგაკლავ!
-ისე ნუ მომიხსენიებ თითქოს კოღო ვიყო! რას ჰქვია, მიმაკლავ?-გაკაპასდა ისევ ცეცხლაძე
-ნია, უთხარი თავი დამანებოს
-მარიამ მორჩი!
-კაი, დე!
-მაშო, თუ არაფერს აპირებ ლუკასთან, უაზროდ არ მოექცე, გთხოვ....
-როგორ გგონია, შემიძლია ლუკას უაზროდ მოვექცე?
-მართლა მიპასუხე? ფიქრობ?
-ვფიქრობ?
-ლუკაზე ფიქრობ?
-კაი რა ნია...
-მაშო...
-ვფიქრობ ნია... ვფიქრობ! ხომ იცი ეს, რომ ვფიქრობ?
-ლუკასაც ვეუბნებოდი, ბედნიერები უნდა იყოთ, რომ ერთმანეთი გყავთ, როგორ და რანაირად აზრი არ აქვს.
თქვენ შორის იმანაც ვერაფერი შეცვალა, რომ ლუკას სიგიჟემდე უყვარხარ.
სხვა ამოიჩემებდა და საშინლად მოექცეოდა.
ან შეიძლება ჩამოშორებოდა.
ისიც შეიძლებოდა დაკომპლექსებულიყო.
შეიძლებოდა დავშლილიყავით.
იცი, რა არის მთავარი?
ერთმანეთი ორივეს გიყვართ.
არ ვიცი, ვის მეგობრულად და ვის სხვანაირად, მაგრამ თვითონ ადამიანი-ლუკა შენ გიყვარს.
იმასაც, როგორც მაშო-ისე უყვარხარ...
დანარჩენ გრძნობებს აზრი არ აქვს.
მთავარია თვითონ ადამიანი გიყვარდეს.
მისი სული გიყვარდეს, მისი ხასიათი, მასთან კარგად იყო, თავს კარგად გრძნობდე, ხუმრობდეთ, ტიროდეთ, ერთად იცინოდეთ, ერთად გიხაროდეთ და ერთად გწყინდეთ.
ამ ურთიერთობას რას დაარქმევთ უკვე თქვენი საქმეა.
თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ბედნიერები.
არც ეს ისტორია იქნება სტანდარტული და არც არავის დაუწესებია სტანდარტი.
უბრალოდ ჩვენ არ გვეყო არც გამბედაობა, არც ძალა...
არაფერი არ გავაკეთეთ.
ეს არ შეგეშალოს არასდროს.
უმოქმედოდ არ იყო.
ყველაფერი გააკეთე, თუნდაც უშედეგოდ.
შენი მაქსიმუმი გააკეთე, რომ მერე ჩემსავით თვალებდასიებულმა არ გაიღვიძო,უაზროდ არ ჩაფიქრდე და ცხოვრების რითმიდან არ ამოვარდე.



* * *
ვერ ვიტანდი სიტყვა დეპრესიას.
ვერასდროს.
საშინელი სიტყვაა.
ის ფაქტიც კი მაღიზიანებდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ახლა დეპრესიასაც ვნატრობდი.
ზუსტად არ ვიცი, რის დიაგნოზს დამისვამდნენ, ვინმეს რომ ჩემთვის 15 წუთი მოესმინა, შეიძლება თეთრ ხალათში გაკოჭილიც გენახეთ, აბებზე დამოკიდებული, იმ იმედით, რომ ამ ქვეყნისკენ მომაბრუნებდნენ.
უარესი იყო ყველაფერი.
ვერ ვეგუებოდი.
ჩემს ცხოვრებაში მცირე დოზით მის გამოჩენას და გაუჩინარებას ვერ ვეგუებოდი.
გაუჩინარდა, ჰო.
როგორც ვთქვით.
როგორც დავპირდით ერთმანეთს და როგორც წინასწარ გადავწყვიტე.
გაქრა ბარი, გაქრა ის გრძნობები, გაქრა ჩვენი ფერები, ვისკი, ბროწეულის წვენი და იისფერი ღამეც ნელ-ნელა გაქრა და ამოიშალა ჩემი მეხსიერებიდან.
ამოიშალა იმ თვალსაზრისით, რომ ხანდახან იმ ყველაფრის გახსენებაც კი მიჭირდა. მეგონა, მალე მის სახესაც ვეღარ აღვიდგენდი გონებაში.
ისევ დაიწყო ჩემი ფიქრი, რომ ეს ყველაფერი ნიას ფანტაზიის ნაყოფი იყო.
ვერ ვიტანდი და მისკდებოდა გული.
ვერ ვიტანდი, რომ მაინც არ გამოვიდა.
პერიოდულად იმის განცდა მეუფლებოდა, რომ გვერდითაც არავინ მყავდა. ეს იყო ყველაზე უსამართლო და უნამუსო განცდა, რადგან ნებისმიერი გარშემომყოფი ჩემზე ფიქრობდა.
მგონი უკვე ეს ყურადღებაც მაღიზიანებდა.
ხანდახან საშინელი დაპირისპირება მქონდა საკუთარ თავთან.
ტყუილად არ ვიძახდი, ორი ცხოვრებით ვცხოვრობ მეთქი. ჩემში ორი ადამიანი იბრძოდა. ერთი ამტკიცებდა, რომ შემეშალა, რომ არ უნდა გამეშვა, რომ არ უნდა დავნებებულიყავით, რომ უნდა გვებრძოლა.
მეორე სასტიკად მიმტკიცებდა, რომ სწორად მოვიქეცი.
საშინლად ვიყავი.
მომაბეზრებელი გავხდი.
მეგონა, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ჩემი საშინელი ხასიათი.
წერა დავიწყე.
დავიწყე და საკუთარი ნაწერი ვერ ვიცანი. ჩემი სიტყვები გულნატკენი თინეიჯერის ჩანახატს ჰგავდა, რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდა. გულის რევის შეგრძნება მქონდა.
მერე პანიკა მეწყებოდა და სანამ საძილე საშუალებებს არ ვსვამდი, ვეღარ ვისვენებდი.
ამ საშინელ ემოციურ ფონზე მაიკომ და დათომ გადაწვიტეს, რომ ჩემი ამ სახლში, ამ ქალაქში და საერთოდ ამ ქვეყანაში ყოფნა არ შეიძლებოდა და
ორჯერ სცადეს ჩემი საქართველოდან გაყვანა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით). ის იდეა, რომ გერმანიაში მაიკოს დასთან-ლიკასთან გადავსულიყავი, სხვა ყველა შემთხვევაში ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ
ჩემი რეაქცია საპირისპირო იყო.
გამზადებული ბილეთები გადავაყრევინე ორივეჯერ.
იმიტომ, რომ უბრალოდ საშინლად ვიყავი და ყველაფერზე პასუხი მქონდა „არა“.
გშია ნია?-არა
გტკივა რამე?-არა
გეძინა?-არა
რამე გინდა, რომ მოგიტანო?-არა
გინდა დამელაპარაკო?-არა
მაშოსთან წახვალ?-არა
ცეცხლაძესთან?-არა
ლუკასთან?-არა
ვატოსთან?-არა....
ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, რომ სახლში, ჩემს საწოლში ვწოლილიყავი და არაფერზე არ მეფიქრა.
ამ დროს კი ყველაფერზე ვფიქრობდი.
ეს უკვე ფსიქოლოგიური მომენტი იყო. იმდენად ჩავიბეჭდე გონებაში, რომ ცუდად ვიყავი, ფიზიკურად კარგად ვეღარ ვხდებოდი და ავირიე....
მაიკოს და დათოს მესამე და უკანასკნელი ცდა წარმატებული აღმოჩნდა.
ორი უზარმაზარი ჩემოდანი ჩავალაგე ჩემი ნებით და ვუთხარი, რომ წასვლის დრო იყო.
ბავშვებმა გამაცილეს.
აეროპორტში წამოსვლაც უნდოდათ, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. არ ვიცი, რატომ ავიჩემე, მაგრამ არ მიყვარდა.
აეროპორტები არ მიყვარდა და უკანასკნელი ჩახუტებები. მაიკო და დათო ვერაფრით დავითანხმე, რომ ტაქსით წავიდოდი.
4ის ნახევარზე იყო ფრენა. სამივეს ისე გვეძინებოდა, თვალებს ვერ ვახელდით.
დათოს ბოლოჯერ რომ ვთხოვე, დარჩი, დილით 9ზე სამსახურში უნდა იყო მეთქი, გაბრაზებულმა ჩემს ორივე ჩემოდანს ხელი მოკიდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა
-ნია, შენ რომ დაბადება გადაწყვიტე, დილის 5 საათი იყო. მე სამსახურიდან 3 დღით ვიყავი ბათუმში წასული. მაშინ ჩამოგისწარი. სამშობიაროში რომ შემოვედი, 15 წუთში დაიბადე. ყველაზე მეტად შემეშინდა, რომ ეგ მომენტი შეიძლებოდა გამომეტოვებინა. იმ დღეს დავიფიცე, რომ შენ და მაიკოს მარტო არასდროს არსად არ გაგიშვებდით და ისე არ დაგტოვებდით, რომ ვეღარ ჩამომესწრო. პირველად მიდიხარ ასე შორს, ამდენი ხნით და შეიძლება ხშირად არ გეუბნები, მაგრამ უშენოდ ცხოვრება მართლა ძალიან მიჭირს...
მე ამეტირა და დათოს ჩავეხუტე
-ძალიან მიყვარხარ, მა...
დათომ მეორედ მაკოცა შუბლზე და მითხრა, დაბლა დაგელოდებითო. მაიკოც მალევე გაემზადა და გავედით
-მოიწყინე დე?
-არა, მამას ველაპარაკებოდი და ...
-და?
-არაფერი, რაღაცას მიყვებოდა
-ნია, ლიკას მიხედე და ისე არ აყვე ევროპის რითმს, რომ ჩამოსვლა გადაიფიქრო
-გჯერა ახლა მაგის? 1 კვირაში თუ დაგადექი მერე ნახე...
-მაიმუნო!
-დე... რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა?
-იცი, ვფიქრობდი და...ამას ხშირად რომ არ ვამბობ, გული მეტკინა. შენ და მამა ძალიან მიყვარხართ, მაპატიე, რომ ხშირად უსამართლო ვიყავი, არ გიჯერებდი და ჩემი უაზრო მიზეზებით თქვენც ბევრი პრობლემა შეგიქმენით
-ნია, არ გრცხვენია?
-ეგრეა დედა. ყველა დავამძიმე, ისევ ჩემი გამოშტერებული თავის გამო
-შენ ჩემი ერთადერთი ბედნიერება ხარ ! ერთადერთი ვის გამოც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და ნუ მელაპარაკები თავის შეწუხებებზე, თუ არ გინდა წასვლის წინ მაწყენინო. შვილი გეყოლება და მიხვდები რა რთულია, როცა გეუბნება, რომ გაწუხებს თავისი პრობლემებით. შენი პრობლემა შენამდე ჩემი პრობლემაა...და ეს ყოველთვის ასე იყო.
მე მეორედ დავიწყე ტირილი.
ზედმეტი იყო ამ დღისთვის ამდენი ემოცია.
ამიტომ ვერ ვიტანდი აეროპორტებს, მის გზას და დამშვიდობებას.
უკანა სავარძელზე დავჯექი.
მთელი დღე წვიმდა და იმ დროისთვის უკვე გადაღებული იყო.
ფრენის გადადების შანსიც შემცირდა და დავიძარით.
მაიკოს ველაპარაკებოდი, უკანასკნელ რჩევა-დარიგებებს მაძლევდა, რომ რიგი დამეცვა,ბარგი არ დამეკარგა და ა.შ
მერე ფრაგმენტებად მახსოვს ყველაფერი.
სამწუხაროდ გონზე ვიყავი და ის მომენტი, თუ როგორ მომჭრა თვალები მანქანის ფარებმა, კარგად დამამახსოვრდა.
მახსოვს შეჯახება, იმ მხრიდან საითაც მე და მაიკო ვისხედით.
მახსოვს, როგორ ამოტრიალდა მანქანა რამოდენიმეჯერ და ვიგრძენი მეორე შეჯახებაც.
მერე ჩაირთო უზარმაზარი ფირი.
ძალიან ბევრი ფრაგმენტით.
მახსოვს თეთრებში გამოწყობილი ხალხი.
მახსოვს პატრულის, ან სასწრაფოს სირენა.
მახსოვს საკაცე.
მახსოვს სისხლი.
ძალიან ბევრი სისხლი.
მახსოვს ახალგაზრდა მამაკაცის ძალიან ნაცნობი სახე
და მახსოვს შავგვრემანი ქალი, რომელიც მთხოვდა, რომ ცოტა მომეთმინა, ცოტა გამეძლო.
მერე უბრალოდ ჩამობნელდა.
ეს ფრაგმენტები ისე იყო ერთმანეთში არეული, რომლით იწყებოდა და მთავრდებოდა, ვერ ვიგებდი.
ვფიქრობდი, მახსოვს, რომ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ვცდილობდი ერთმანეთისთვის დამეკავშირებინა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ფიქრები მაშინ მიტრიალებდა, როდესაც ნარკოზის ქვეშ ვიყავი და ოპერაციას მიკეთებდნენ.

* * *
-შეამოწმე მაკა?
-დიახ
-პალატა მზად არის?
-დიახ
-დოსიე?
-გიორგი მოიტანს
-კარგით. გადაიყვანეთ და მე თვითონ დავაკვირდები დღეს. არ არის კარგი მდგომარეობა. უნდა გაიღვიძოს და ამის მერე დავიწყებთ მკურნალობას
-გასაგებია
-მაკა, აი, დოსიე, მზად მაქვს. გააფორმე, ნია ნებიერიძე
სახელის და გვარის გაგონებაზე შიშისგან შეხტა, გიორგის გაფითრებულმა გახედა
-რა სახელი და გვარი თქვი?
-ნია ნებიერიძე
გიჟივით მოიხსნა პირბადე და ხელთათმანები. საოპერაციო მაგიდასთან მივარდა და პაციენტს სახეზე დააკვირდა.
იქვე მდგომ კოლეგას დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.
ნია ნებიერიძე.
ცოტა ხნის წინ ნია ნებიერიძე სიკვდილს გადაარჩინა...
ცოტა ხნის წინ ნია ნებიერიძე კინაღამ დაკარგა...
კინაღამ ხელიდან გამოეცალა.
საკუთარი ხელიდან.
გააცნობიერა და ცუდად გახდა.

* * *


* * *
გავიღვიძე.
პირველი რაც ვიგრძენი ყბის ტკივილი იყო.
მეგონა, რომ პირს თუ გავაღებდი ძვლები ერთმანეთზე შეხებით ჭრიალს დაიწყებდა.
დამეფიცებოდა, მთელი სახე დალურჯებული მქონდა.
თვალები ოდნავ გავახილე. იმიტომ, რომ ფართოდ გახელა მიჭირდა.
კადრი ეგრევე ჩემს ხელებზე გაჩერდა, რომელზეც სისხლჩაქცევების დათვლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
საშინელი წვა ვიგრძენი მთელ სხეულში და
თითოეულმა ადგილმა რიგრიგობით დაიწყო ატკიება.
ტკივილი და იმაზე მწარე იყო, ვიდრე ოდესმე ეს წარმომედგინა.
ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა.
ვეცადე თავი გვერდით გადამეტრიალებინა და მეოთხე მცდელობის შემდეგ მარჯვნივ გავიხედე, სადაც ექიმის სილუეტი შევნიშნე.
ყველაფერს დაბურულად ვხედავდი.
ფოკუსი ძლივს გავასწორე და გული შემეკუმშა, როცა ჩემს პალატაში, ჩემგან ხელ მარჯვნივ
ექიმის ხალათში გამოწყობილი კახი დავინახე.
ხმის ამოღება მინდოდა და ყელში თითქოს რაღაცამ ხელი მაგრად წამიჭირა.
კახიმ თავი ზემოთ ამოწია და მისი ცრემლიანი და ჩაწითლებული თვალები რომ დავინახე საშინელმა აზრებმა გამიელვა თავში.
მერე მივხვდი, რომ ფრაგმენტიდან ნაცნობი მამაკაცი კახი იყო და თავს ძალა დავატანე
-კახი
ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი.
კახი გიჟივით წამოხტა სკამიდან და საწოლთან მოვარდა
-ნია, შემომხედე...ნია გესმის? როგორ მხედავ, ნია...
-კარგად ვარ
ვთქვი სიტყვები, რომელიც იმ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად შემეფერებოდა, მაგრამ ინსტიქტურად რატომღაც კახის დამშვიდებას ვცდილობდი.
-ლაპარაკი გიჭირს?
-არა
-ბევრი არაფერი თქვა. არ შეიძლება.
მივხვდი, რომ ეს ჩემი ყბის გამო იყო...
-კახი...
-ნუ ლაპარაკობ ნია...ნუ ლაპარაკობ-იმეორებდა კახი და რამდენჯერაც ხმას იღებდა უფრო და უფრო ვხვდებოდი როგორ საშინლად უწყდებოდა ხმა და ტირილი უნდოდა.
კახის ამ წუთას ტირილი უნდოდა და ეს მე ვიგრძენი. სახეზე ხელები აიფარა და მივხვდი, ეცადა უარესად არ ავენერვიულებინე.
ვიგრძენი რომ მოწოლილ ცრემლებს მაქსიმალურად აკავებდა. მე უკვე ვტიროდი.
-ნია, ოპერაცია გაგიკეთე ნია...და წარმოიდგინე, ვერ გიცანი...მთელი 3 საათი არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ნია. ეს როგორ? როგორ მოხდა ნია... მაინდამაინც ჩემთან... ხვდები? რამე რომ მოგსვლოდა, ხომ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემ თავს
-გამიმართლა ანუ...
-ნია...
თავზე ხელი გადამისვა კახიმ და თვალი ამარიდა
-კახი..
-არ ილაპარაკო, ახლა დამამშვიდებელს გაგიკეთებს ექთანი, ცოტა ხანს კიდევ უნდა დაიძინო, ცოტა რომ მოძლიერდები მერე ნია...მერე...
-კახი...მაიკო? დათო?
კახი გაფითრდა.
გათეთრდა და მალე ნაცრისფერი დაედო.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
გული საშინლად აუჩქარდა, არ იცოდა რა ეთქვა, ან როგორ...
-კახი...
-ჯერ ოპერაცია უტარდებათ-იცრუა და არ უნდოდა, რომ ნიას ტყუილში გამოეჭირა
-ხომ კარგად იქნებიან?
-მორჩება მალე ოპერაცია და გეტყვი ნია... უნდა დაიძინო ახლა...
-არ მინდა კახი
-გთხოვ.

* * *
-კახი... მაიკო? დათო?
-ჯერ-ჯერობით რეანიმაციაში არიან ნია

* * *

-მაიკო? დათო?
-ნია, ახალი როგორც კი რამე იქნება გეტყვი

* * *

-მაიკო? დათო?
-ეს უნდა დალიო

* * *
-მაიკო? დათო?
- ...

* * *
-ლუკა!
-...
-ვატო!
-...
-მარიამ
-...
-მაშო
-...

* * *
-ჯობია ისევ შენ უთხრა კახი

* * *

-მაპატიე ნია. ვერაფერი გავაკეთე. ვერ ვუშველე ნია...

* * *
-მისი ბოლო სიტყვები იყო, რომ არ დანებებულიყავი და ცხოვრება გაგეგრძელებინა. ეს უნდოდა შენთვის ეთქვა.

* * *
მაიკო.
დათო.
დედა.
მამა.

ორი საოცრება.
ორი ბედნირება.

და უცებ?
არცერთი.

არცერთი მშობელი.
არცერთი ჩახუტება და არცერთი მიყვარხარ.
არცერთი მზრუნველი სიტყვა.
არცერთი მაიკოს დარიგება და არცერთი დათოს შუბლზე კოცნით სახლიდან გაცილება.
ახლა ვეღარასდროს მოვისმენდი მათ ხმას.
ვეღარასდროს ვნახავდი მათ სახეს.
ვეღარასდროს ვეტყოდი, რომ ვწუხვარ ყველა უსამართლო საქციელისთვის.
რომ საშინელი შვილი ვიყავი.
რომ არ ვაფასებდი.
რომ ხშირად არ ვკოცნიდი და ვეფერებოდი.
რომ არ ვუზიარებდი ყველა ჩემს ტკივილს.
რომ არ მეგონა-დედა საუკეთესო დაქალი და მამა-საუკეთესო ძმაკაცი.
რომ არასდროს ვუჯერებდი, რომ თბილად ჩამეცვა.
რომ მისი ხათრითაც არ დავანებე მოწევას თავი.
რომ აღარსდროს გამიყვანდა დათო უნივერსიტეტში და აღარასდროს ვუყურებდით ღამე ფილმებს ერთად.
რომ ჩვენი სახლი აღარასდროს იქნებოდა ისეთ მყუდრო, თბილი და მხრიარული.
ყველაფერი, ყველაფერი რომ მთავრდება.
საერთოდ ყველაფერი იშლება ცხოვრებაში.
დანაშაულის გრძნობა.
ყველაზე მწარე და ყველაზე საშინელი დანაშაულის გრძნობა მქონდა.
რატომ?
რატომ?
რატომ არ დავუჯერე და არ წავედი პირველივე რეისზე.
რატომ მესამეზე და არა პირველზე?
რატომ?
რატომ ძალით არ დავტოვე სახლში და მაინც რატომ გავაცილებინე თავი.
რატომ?
ვის გამო მოხდა?
ჩემი ახირების გამო.
ჩემი ხასიათის გამო.
საერთოდ რომ გადაწყვიტეს ჩემი გაშვება, ჩემი ბრალი იყო.
დავკარგე ისინი.
ჩემი დაუფიქრებელი სიტყვების და საქციელების გამო.
ჩემი ნევროზის, გაფრენის და დეპრესიის გამო.
დაუმსახურებელი ტკივილების გამო.
დავკარგე ისინი და დავრჩი მარტო.
ობლად.
სულ მზარავდა ეს სიტყვა-ობოლი.
არც დედა, არც მამა.
ჩემი მაიკო და დათო.
ჩემი ერთადერთი ადამიანები.
და მაინც ღმერთო...
რატომ?
ჩემი ცხოვრების მომდევნო 2-3 თვე საავადმყოფოში გავატარე.
გამოწერიდან რამოდენიმე დღეში შემაბრუნეს მაღალი სიცხით.
ყოველ დღე გული მიმდიოდა.
ცრემლი გამიშრა.
სულ ვტიროდი.
ყველაფერს ვანადგურებდი.
სიმწარე, სიბრაზე, სიმარტოვე, ყელში მქონდა ამოსული ყველა გრძნობა.
სახლი მეზიზღებოდა.
ყველა კუნჭულში დედის და მამის სურნელი ტრიალებდა.
მათი ნივთები.
ყველაფერი.
საშინლად მოქმედებდა.
გამოვიდოდი ოთახიდან...
დათოს ქურთუკი, მაიკოს სუნამო... უბრალო ნივთები და გული მიმდიოდა.
შევწყვიტე იმ საჭმლის ჭამა, რომელიც მათ ძალიან უყვარდათ.
შევწყვიტე მათი საყვარელი ნივთების ხმარება.
შევინახე ყვალფერი რაც მათ თავს გამახსენებდა და მაინც
ყველგან ისინი ტრიალებდნენ.
თავში წრიულად ტრიალებდნენ.
მაიკო, დათო
დათო, მაიკო...
დაუსრულებლად.
საშინლად მტკიოდა გული.
დაცარიელებული ვიყავი.
ცარიელი.
ყველაზე საშინელი შეგრძნებაა-სიცარიელე.
რომელიც არ ივსება.
ყველაფერს შეავსებ ადამიანი.
ახალ მეგობარს გაიჩენ,
ახალ შეყვარებულს,
ქმარს,
შვილიც კი შეგიძლია იყოლიო ახლიდან.
მაგრამ დედა?
და მამა?
ერთხელ იყვნენ და მორჩა.
სახლიდან რომ გამოვდიოდით უკანასკნელად თავისებურად დამემშვიდობა ორივე.
ვიხსენებდი ამ დიალოგებს და ცრემლები მახრჩობდა.
ჰაერი არ მყოფნიდა და ყვირილს ვიწყებდი.
ყოველ ღამე მათი სახეები მესიზმრებოდა და ყვირილით ვიღვიძებდი.
ვერ გავაცილე ისინი.
ჩემს გვერდით რეანიმაციაში იყო ორივე.
სანამ მე გადამარჩინეს, ისინი დაკარგეს.
წავიდნენ.
სამუდამოდ.
აღარასდროს დაბრუნდებოდნენ
და აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.
ეს გრძნობა ყველაფერზე მეტი იყო.
ყველაფერს აქრობდა.
და შემრცხვა.
ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის, რომ მივეცი უფლება სხვას, ჩავეყენებინე ისეთ მდგომარობაში, რომელმაც ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა.
აი, რა იყო ნამდვილი, საშინელი რეალობა.
აი, რა იყო დასასრული.
რა გვეგონა და რა იყო.
ეს მართლა ბოლო წვეთი იყო.
ახლა შემეძლო სიკვდილზეც თანხმობა მეთქვა, რადგან აღარაფერი შემრჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

* * *
და მაინც არსებობენ ადამიანები.
არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ ანგელოზები.
ანგელოზები, რომლებიც ნებისმიერი ჭაობიდან შეძლებენ შენს ამოყვანას.
ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს გაწირავენ და არ დაგტოვებენ.
ამოგიყვანენ და მოგცემენ საშუალებას, რომ ახლიდან დაიწყო.
არსებობს ცხოვრება.
არსებობს ახალი ცხოვრება დიდი ტკივილით.
მაგრამ არსებობს.

* * *
-ნია, რა გინდოდა? ხომ გთხოვე ამ ხელზე არანაირი დატვირთვა მინიმუმ 3 თვე მეთქი. რა დროს სავარძლების გადაადგილება იყო?
-აუ, ნახავ თუ წავიდე?-გავბრაზდი მე და წამოსვლა დავაპირე
-წამოდი ტრავმატოლოგთან აგიყვან. გტკივა?
-ისე რა...
-როგორ იტკინე?
-ხომ გითხარი კახი
-ნია, თავს რატომ არ უფრთხილდები? რის მიღწევას ცდილობ?
-კახი ძალით მინდოდა? როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი. საერთოდ შენზე ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რას
-კარგი, არ მინდა ჩემით მივხედავ. ალბათ არ უნდა მოვსულიყავი
-ნია, მოიცადე ახლა..ნუ ბავშვობ
-არ მჭირდება ეგეთი დახმარება!
-მოდი, მომისმინე
-რა უნდა მოგისმინო?
-მაპატიე, კარგი? არ მინდოდა ცუდად გაგეგო. მართლა არ მითქვამს ის, რაც იფიქრე
-კახი, აღარ მაქვს ნერვები. არ ვიცი რას ვაკეთებ, რას ვლაპარაკობ. ვცდილობ, რომ ცოტა უკეთ ვიყო და არაფერი გამომდის.
არ მინდა ზედმეტი კითხვები.
უბრალოდ არაფერი არ მინდა.
მინდა, რომ ეს ხელი მალე მომირჩეს...და დავიღალე. ამდენი ტკივილით დავიღალე.
აღარ შემიძლია და არ მინდა ამაზე მალაპარაკო.
თუ შეგიძლია, ნახე ჩემი ხელი.
იმიტომ მოვედი შენთან, რომ არ მაქვს სხვა ექიმის თავი.

* * *
სიკვდილი.
არ ვიცოდი რა იყო სიკვდილი.
ვეძებდი პასუხებს.
ვფიქრობდი, რა იქნებოდა.
დაუსრულებლად ვფიქრობდი და ვდუმდი.
სამუდამო დუმილი იყო ალბათ სიკვდილი.
არ არსებობს.
ვერ დააჯერებ ადამიანს, იმას, რაც არ უნახავს, არ უგრძვნია და არ გამოუცდია.
სადღაც ვიღაცას სჯერა, რომ ოდესმე ვინმეს შეხვდები.
სხვა სამყაროში.
თანდათან ყველაფერი ქრებოდა და ვხვდებოდი, რომ ერთი სამყარო არსებობდა, რომელშიც სამუდამოდ ვიყავი გამოკეტილი.
არ ვიცი, ვნახავდი, თუ არა მათ ოდესმე.
იქნებ მართლა არსებობდა ადგილი, სადაც მელოდებოდნენ...
არ ვიცი.
ვერავინ იტყვის და ვერავინ მოგვცემს ამის გარანტიას.
ჩვენ მაინც ვეძებთ პასუხებს.
ვფიქრობდი.
ძალიან ბევრს ვფიქრობდი ბოლო პერიოდი სიკვდილზე.
რა იქნებოდა, მეც რომ აღარ ვყოფილიყავი.
ხომ შემეძლო?
რომ მცოდნოდა, რომ მქონოდა გარანტია იმის, რომ ერთად ვიქნებოდით, იქნებ სისულელე გამეკეთებინა?
შემეძლო.
ახლაც შემეძლო.
უპასუხოდაც შემეძლო, გამომეღო ფანჯარა, ღრმად ჩამესუნთქა და გადავმხტარიყავი.
საშინელებაა, რომ ვერ ვეხებოდი, ვერ ვგრძნობდი მათ.
იმის მიუხედავად, რომ როდესაც ქუჩაში მივდიოდი, მეგონა ისინი უკან მომყვებოდნენ და ზურგს მიმაგრებდნენ, მაინც ვგრძნობდი რომ ცარიელი ვიყავი.
დაცარიელებული.
სასაფლაოზე ავედი.
ვეძებდი, ვეძებდი პასუხებს.
ავიდოდი და ვმშვიდდებოდი.
ყველაზე მეტს ვტიროდი, მაგრამ ვგრძნობდი.
თითქოს სიახლოვეს ვგრძნობდი.
მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა, ერთხელ შევხებოდი და ყველაფერი მეთქვა, რისი თქმაც ვერ მოვასწარი.
მაგრამ მათ გულებზე ატირებულს არაფრის ძალა აღარ მქონდა შემორჩენილი.
მჭირდებოდნენ,
მენატრებოდნენ...

* * *
რაც მაიკო და დათო აღარ მყავს, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ.
ვცდილობ, უკანასკნელი სურვილი, რომ ცხოვრება გავაგრძელო გამომივიდეს.
არ ვიცი, როგორ გამომდის.
ეს ბოლო თვეებია, რაც ლიკა ჩემთან ცხოვრობს.
მარტო არ უნდა ჩემი დატოვება, მე კი არ მინდა საქმეს იფუჭებდეს და ძიძასავით მეჯდეს, რომ თავს არაფერი ავუტეხო.
ყოველდღე ვჩხუბობთ, რომ წავიდეს და კარგად ვარ.
ყოველდღე ტირის, რომ მარტო ვერ დამტოვებს.
ყველაფრით დავიღალე.
გოგოების დაჟინებული თხოვნით უნივერსიტეტში სიარული გავაგრძელე.
ბოლო კურსი იყო.
მე კი ისიც ვერ გავიგე, როგორ გავიდა ამდენი დრო.
როდის მოვედით აქამდე.
ბოლო რამოდენიმე თვე საერთოდ წაშლილი იყო ჩემი მეხსიერებიდან.
მეგონა, რომ ყველა და ყველაფერი ხელიდან გამომეცლებოდა.
უკვე მეშინოდა.
მეშინოდა ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
მეშინოდა ლუკას დარიგებების გარეშე დარჩენის,
მეშინოდა ვატოს ზარები რომ აღარ დამხვდებოდა ყოველ დილით.
მეშინოდა, რომ ვერ ვნახავდი მაშოს ლუკა როგორ შეუყვარდებოდა და
მეშინოდა ცეცხლაძე დილით ყავით ხელში რომ აღარ შემოვიდოდა აუდიტორიაში.
ყველაფრის მეშინოდა უკვე.
-ეი, ნი...
-რა? რამე მითხარი?
-გეძინება? არ გვისმენდი?
-არა, არ მეძინება. ვფიქრობდი რაღაცაზე
ვთქვი და მაშოს სიგარეტი გამოვართვი
-აღარ შემიძლია ამდენი კვამლი! რატომ მახრჩობთ ხალხო?-აწუწუნდა ცეცხლაძე
-პირბადით მოდი ხოლმე-ვუთხარი მარიამს და ფეხები მოაჯირზე დავალაგე
- ნია, იცი რას ვფიქრობდი? სულ სხვა თემაა დღეს დაღამება
-ჩვენთვის?
-ჰო, როგორ შემოტრიალდა და შეიცვალა ყველაფერი.
-ჩვენ არ შევცვლილვართ, ხომ მართალია?
-არასდროს შევიცვლებით ნია. ნუ გგონია, რომ ოდესმე სხვანაირად იქნები. მე და მაშო სულ ვისხდებით ამ აივანზე და სულ ერთად დაგვათენდება...იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს, არასდროს მოგვცემს დანებების და ცალ-ცალკე ცხოვრების უფელბას.
-დრო მოვა და ისევ ამ აივანზე ვისხდებით, მე და ნია ისევ სიგარეტს მოვუკიდებთ, შენ ისევ გვეჩხუბები, ისევ ბედნიერები ვიქნებით. ცეცხლაძე ვინმეს გაიცნობს, მე ოდესმე რამე გამომივა და ნია აუცილებლად ყველაზე ბედნიერი გოგო იქნება ქვეყანაზე. იმიტომ, რომ ბედნირებას ყველა ადამიანზე მეტად შენ იმსახურებ
-კარგი რა მაშო...
-ეგრეა ნი.. ეგრეა!
-ჯერ შენი ჯერია
-მე კარგად ვარ...
-მართლა?
-არ ვიცი ნი... ბევრს ვფიქრობ. ახლა, როცა სხვა თვალით შევხედე ლუკას. აღარ არის ჩემთვის პატარა ალავიძე, სიცოცხლეს რომ მიმწარებდა. სხვა ბიჭია... ბიჭი, რომელსაც ვუყვარვარ და ისიც არ ვიცი ამხელა სიყვარული საიდან დავიმსახურე.
-მაშო, დამპირდი, რომ ერთად იქნებით!
-ნია!!!
-რომ ჩამოვალ, ერთად დამხვდებით...დამპირდი!
-ჩამოხვალ?
თვალები შუბლზე აუვიდა ცეცხლაძეს.
მე ტუჩზე ვიკბინე და ვეცადე, ტყუილი მალე მომეფიქრებინა.
არაფერი გამომივიდა, უკვე გაშიფრული ვიყავი...
-სადმე აპირებ წასვლას?
-არ მიყვიროთ ოღონდ
-ნია...
-ლიკასთან მივდივარ
-ხუმრობ, ხო?
-არა
-ახლა??? ნია, ახლა?
-მჭირდება მაშო წასვლა. ცოტა ხნით უნდა წავიდე. უნდა გადავეწყო. აღარ შემიძლია ამდენი ფიქრი, დილამდე აივანზე ჯდომა, მოწევა და სიცოცხლის მოსპობა... ვკვდები გესმის? ვიშლები. ნელ-ნელა ვიფიტები და მალე ჩემგან ჩონჩხიც აღარ დარჩება.
ჰაერივით მჭირდება სადმე წასვლა.
-რამდენი ხნით?
-არ ვიცი. რამე უნდა ავაწყო. საქმე ვიპოვო... რაღაც უნდა ვაკეთო. ასე, აქ სახლში ჯდომით არაფერი გამომივა.
-ბიჭებმა იციან?
-იციან
-ნახე რა!!!
-დღეს ვუთხარი იმათაც. უფრო სწორედ წამომცდა
-არც აპირებდი არა თქმას?
-არა...პირდაპირ გერმანიიდან მინდოდა დამექნია ხელი...ბოლოს რომ გამაცილეს...
-არ გინდა, ნია
-ჰო. არ გვინდა-გავიღიმე მე და გოგოებს ჩავეხუტე
-ხომ გესმით, რატომ მივდივარ?
-გვესმის, მაგრამ მაინც გვინდა რჩებოდე!
-თქვენზე წიგნს დავწერ
-რას იზამ?
თვალები გაუბრწყინდა ორივეს
-თქვენ ორნი, აუცილებლად იმსახურებთ ჩემგან ძალიან მაგარ საჩუქარს და გაგიკეთებთ მალე...
-ხუმრობ, არა?
-აღარ მინდა ტკივილზე წერა, ტანჯვაზე და მოლოდინზე წერა.
ცხოვრებაში პირველად მეგობრობის სიძლიერეზე, ნამდვილ სიყვარულზე და გამძლეობაზე დავწერ.
ისეთს, როგორც იმსახურებთ
-ხუმრობ, ხომ? ხომ ხუმრობ?
-არა, თქვენ მართლა საუკეთესოს იმსახურებთ...
-როდის გაქვს დაგეგმილი წასვლა, ნია?
-2-3 კვირაში
-დიდი დროა
_ცოტა დროა
-ბევრი რამის მოსწრება შეიძლება-გამიღიმა მაშომ და ჩამეხუტა
-ცოტა დროა, რომ გიმყოფინო!-გაიბუტა ცეცხლაძე და ზემოდან ორივეს გადაგვეხვია...
* * *
ოთახში ვდგავარ.
ბარგს ვალაგებ.
მივდივარ.
ზუსტად არ ვიცი რისგან მივდივარ.
არც ის ვიცი-რისკენ.
ალბათ მივდივარ ყველა მოგონებისგან, მივდივარ საკუთარი თავისგან. ვტოვებ ყველაფერს, რაც წარსულში დარჩა.
ვტოვებ ყველა ტკივილს, ყველა ცრემლს.
საკუთარი თავისგან წასვლა.
გამიჭირდება ზუსტად ავხსნა ის გრძობა, ის ემოცია და ის მდგომარეობა, რამაც წასვლა გადამაწყვეტინა.
წასვლაში არ არის გამოსავალი.
გამოსავალი საერთოდ არაფერში არ არის.
თუ რაღაცას არ მიაგენი.
რაღაც არ იპოვე.
რაღაც მიზეზი, ან მიზანი-ცხოვრების გასაგრძელებლად.


* * *
გაუჭირდა წასვლა.
გაუჭირდა ლუკას, ვატოს, მარიამის და მაშოს აქ დატოვება.
გაუჭირდა აეროპორტის გზის ახლიდან გავლა.
ეგონა, რომ შეეშინდებოდა.
წარბი არ შეუხრია მთელი გზა.
ჩუმად ჩაილაპარაკა, დასაკარგი აღარავინ მყავსო.
მერე ბავშვებს გადახედა და სიტყვები ინანა.
ყველას ეშინოდა.
არ უნდოდათ ნიას მარტო გაშვება.
იცოდნენ, მარტო უფრო კარგად იქნებოდა და თავს უფრო მიხედავდა, მაგრამ არ შეეძლოთ.
არცერთი დღე ერთმანეთის გარეშე და უცებ...
უცებ ნია აღარ ყავთ.
ნია, რომელმაც ვატო და ლუკა ისე დააკავშირა მარიამთან და მაშოსთან, რომ ძალიან ბევრი რაღაც „შედგა“.
პირველ რიგში შედგა უერთგულესი სამეგობრო.
შედგა ვატოს და მარიამის მეგობრობა.
შედგა ლუკას სიყვარული, რომელსაც არშემდგარს არცერთ ვარიანტში არ განიხილავდა არავინ.
მათ მეგობრობას უამრავი სიხარული, უამრავი ცრემლი, უამრავი სიგიჟე და უამრავი ისტორია ახსოვდა.
იმდენი მოგონება დაუგროვდათ, წლების მერე რომ ჩამოსხდებოდნენ და მოდით გამოვიყენებ ამ გაცვეთილ ფრაზას და შვილიშვილებს მოუყვებოდნენ. ისინი აუცილებლად ყველას მოუყვებოდნენ მათ თავგადასავლებს.
რამდენი შეძლეს და რამდენი გადაიტანეს ერთად.
ისე, რომ არასდროს ყოფილან ცალ-ცალკე.
ელოდებოდნენ.
ოთხივე ხელჩაკიდებულები იდნენ.
სანამ თვითმფრინავი ჰაერში არ აფრინდა და ნელ-ნელა მისი დანახვა შეუძლებელი არ გახდა, ფეხი არცერთს მოუცვლია.
-რა იქნება ახლა?-თქვა ცეცხლაძემ და ცრემლი მოიწმინდა
-შენ რა, ტირი?
ისე გაუკვირდა ვატოს ცეცხლაძის ცრემლები. არასდროს არ ჰქონდა ნანახი. თავზე აკოცა მარიამს და მაგრად ჩაეხუტა.
თვითონაც იცოდა,თავისი სენტიმენტების ამბავი და შეეძლო ახლა ნიას გამო ეტირა. იმიტომ, რომ ნია სულ ახერხებდა ვატოს ატირებას, მერე ამაზე მაგრად ეღადავებოდა და ვატოც გამწარებული იკავებდა ემოციებს.
მარიამი და ვატო მანქანისკენ წავიდნენ. მაშო ისევ ჰორიზონტზე იყო მიშტერებული და თვითმფრინავს თვალს აყოლებდა.
-მაშ, ვიცით, რომ კარგი მხედველობა გაქვს, გერმანიამდე ნუ გააყოლებ თვალს, კაი?
ეხუმრა ლუკა და უნდოდა როგორმე ხასიათზე მოეყვანა.
მაშოს ხმა არ გაუცია. ლუკა დააბნია მისმა დუმილმა. იმდენად, რომ ადგილზე გაქვავდა და ხმის ამოღება ძლივს გაბედა
-წამოდი, წავიდეთ
თქვა და მანქანისკენ მიუთითა მაშოს.
-მოიცა, ლუკა...
-რა იყო?
-იდექი ცოტა ხნით
-მაშინებ მაშო...
-ნიამ იცი რა მითხრა? რამოდენიმე დღის წინ
ლუკას სახეზე დიდი კითხვის ნიშანი დაეხატა. მაშოს ხელი მოკიდა და შემოაბრუნა:
-წასვლა არ უნდოდა. ან უნდოდა და რაღაც ემოციებს ებრძოდა. პირველად მელაპარაკა შენზე. აქამდე არასდროს არაფერი უთქვამს. ბოლოს ასე თქვა, მინიმუმ თქვენი ქორწილი მაინც უნდა იყოს, რომ ჩამოვიდეო და მაინდამაინც ეგ რატომ მეთქი ვკითხე... იმიტომ, რომ შენ რომ ლუკა შეგიყვარდეს ჩემთვის მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერი იქნებაო.
-მაგას იმიტომ მეუბნები, რომ გინდა ნია მალე ჩამოვდეს
ეწყინა ლუკას და მაშოს ხელი გაუშვა
-არა ლუკა...უბრალოდ...
-რა უბრალოდ? მაშო ამ ლაპარაკით გულს რომ მტკენ ვერ ხვდები? რა საჭირო იყო მაგის თქმა?
-ლუკა...
-არა, არ გესმის საერთოდ ჩემი. ესე უგულო ადამიანები იქცევიან, შენ ეგეთი არ ხარ და რა გემართება? თუ არ გინდა, რომ მიყვარდე, ამ თემას აღარასდროს გიხსენებ
-ლუკა..
-რა ლუკა? რას იმეორებ ჩემს სახელს? ეგრე არ არის? რატომ მომიყევი? რომ ვიფიქრო და ავირიო ხო? რა გამართლება ჰქონდა ახლა მაგ ისტორიას
-უბრალოდ...
-გაჩუმდი მაშო რა... ყველაზე მეტად რაც არ მინდა იმას ვიგებ შენგან
-უბრალოდ მართლა შემიყვარდი ლუკა...
ცრემლები მოადგა მაშოს და ლუკას კისერზე შემოეხვია.
ვერ გაიგო.
ვერ დაიჯერა.
ეგონა, რომ მოესმა.
თვალები დახუჭა...
გაახილა.
საკუთარ ხელს მოუჭირა.
არა...
ვერ გაიგო.
რაღაც შეეშალა. არასწორად გაიგო.
რა უთხრა?...
არა...
არა...
ლუკა ვერ დაიჯერებდა.
არ ელოდა.
ასე მალე არ ელოდა.
ვერ გაიაზრა.
მის კისერზე შემოხვეული მაშოს ხელები იმ წუთას ვერ გაიაზრა.
რომ აეტირა ვერც ის გაიაზრა და ვერ დაიჯერა, რომ
მაშოს ლუკა უყვარდა.
ნელ-ნელა გააპარა ხელები, მაშოს წელზე მაგრად მოხვია და
შეშინებულმა ამოისუნთქა.
ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა და მისი ნათქვამი სიტყვები გონებაში ასჯერ გადახარშა.
უყვარდა.
ორივეს.
ეხუტებოდა.
პირველად ეხუტებოდა.
პირველი იყო.
მათი ისტორიის პირველი დღე იყო.
ვერ მოერიე ვერცერთი ემოციებს.
ვერც ლუკა და მაშომაც ვეღარ დამალა.
შეუყვარდა.
მერე რა?
როგორც ლუკას შეუყვარდა.
უცებ, გაუაზრებლად...
ისე შეუყვარდა მაშოსაც.
დაუგეგმავად...
იღვიძებ და გიყვარს.
უყურებ და გიყვარს.
გელაპარაკება, ელაპარაკები, უყვარხარ და ვერ იჯერებ.
კი, უყვარხარ...
იმდენად დამძიმდა ადამიანური ურთიერთობები იმის დაჯერებაც გვიჭირს, რომ ვიღაცას ვიღაც უყვარს.
იმდენად უღირსი გახდა სიყვარული, ძალიან ძნელია იპოვო ის, ვისი ცხოვრებაც შენს ცხოვრებასთან ერთად გაგრძელდება.
გიყვარდეს და უყვარდე...
ბედნირებაა, აბა რა არის?!

* * *
გერმანია.
ბერლინი.
ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც, საკუთარ წარმოდგენებში დალაგებული მქონდა ქვეყნების და ქალაქების უდიდესი ჩამონათვალი, სადაც მოგზაურობა ჩემი ოცნება იყო.
გერმანია არა თუ ათეულში, თუ სწორად მახსოვს ოცეულშიც არ შედიოდა. აქედან გამომდინარე ბერლინში ცხოვრება პირველივე წამიდან არ უკავშირდებოდა ჩემთვის სიხარულს და ბედნირებას.
არც ქვეყნის დათვალიერების სურვილი მქონდა იმ დროს და არც გართობის. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ მაღალ დონეზე გამოსდით იქაურებს.
ჩემი დეპრესია პირველ ხანებში საგრძნობლად გაღვივდა.
ამისდა მიუხედავად საოცრად მალე ავითვისე ენა და ლიკამაც ისე სწრაფად მიშოვა სამსახური, გამოფხიზლება ვერ მოვასწარი.
მეზიზღებოდა მუშაობა.
ვერ ვიტანდი გერმანელების ცივ სახეებს და ბერლინის მეტროს. არც ბრანდენბურგის კარიბჭე და არც რაიხსტაგი არ აღმოჩნდა ჩემი აღფრთოვანების საგანი. შეგრძნება მრჩებოდა, რომ ომისგან შემორჩენილ ნარჩენებზე აგებული ღირსშესანიშნაობებით იწონებდნენ თავს. არ ვიცი იმ მომენტში მაღიზიანებდა ყველაფერი, თუ ბერლინი მართლა არ იყო ჩემი ქალაქი. იმდენად არ იყო, რომ თუ რამე ცუდს ვიპოვიდი, ლამის ტაში შემომეკრა და ხმამაღმა მეყვირა „გამოგიჭირეთ ფაშისტებო“!
არადა რა მინდოდა?
ერთი ჩვეულებრივი ქალაქი იყო.
მე არ ვიმჩნევდი, მაგრამ მომწონდა ბერლინის სკვერები, მწვანე ადგილები, სადაც საღამოობით ხშირად ვსეირნობდი, ყველაფრისგან ვისვენებდი. ჰო, ძალიან მომწონდა „ველოსიპედების კულტურა“.
იმდენად, რომ ჩასვლიდან რამოდენიმე თვეში სამსახურში მეც ველოსიპედით დავიწყე სიარული.
ერთადერთი ვიყავი მთელ კომპანიაში, ვინც მაღლების, კაბის და მანქანის გარეშე მოდიოდა. დაჟინებული თხოვნის გამო, რომ აკადემიურობა უნდა დამეცვა, ხანდახან სამსახურის ლიფტში მიწევდა ჩემი საყვარელი კეტების მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩანაცვლება.
ხანდახან მოსაბეზრებელი იყო ყოველდღიურობა. მაგრამ ლიკა არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მომეწყინა.
ბერლინში ყველა სახის მაღაზია გამოტანილი გვქონდა და რესტორანი არ დაგვიტოვებია, რომელშიც არ შევედით.
ჩვეულებრივი შოპაჰოლიკად და გურმანად ჩამომაყალიბა ჩემმა უსაყვარლესმა დეიდამ.
მე წერას ისევ ვაგრძელებდი.
ისევ ვწერდი ჩემთვის, როცა ყველაფრის დავიწყება მინდოდა...
ეს ეტაპი დაახლოებით ერთ წელს გრძელდებოდა...
მერე...
მერე ყველაფერი ისე შეიცვალა.
მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მერე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არ უნდა გამოჩენილიყო.
მერე მივიღე გადაწყვეტილება, ბევრი თვლის, რომ არ უნდა მიმეღო, თუმცა მივიღე და არ ვნანობ.
ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა.
მთელი ჩემი ცხოვრება ისე შემოტრიალდა, რომ ძალიან გამიჭირდა საკუთარ თავში გარკვევა.
ამ გადაწყვეტილებამ ბევრი წელი მოიტოვა უკან.
ბევრი დანაშაული და ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ზოგი თვლიდა, რომ საკუთარ თავზე ვიფიქრე, ან მასზე...
ზოგი თვლიდა, რომ არაფერზეც არ მიფიქრია.
გავიდა დრო.
ყველაფერი გაქრა და წარსულს ჩაბარდა.
მე ვბრუნდები.
ახალი ცხოვრება.
ცხოვრება, რომელიც მე ავირჩიე და არ ვნანობ.


* * *
-არ არსებობს! უბრალოდ, არ არსებობს! როგორც იქნა, ამდენი წლის მერე!!!-ყვიროდა ცეცხლაძე და კისერზე მეკიდებოდა
-არ მჯერა, რომ საბოლოოდ ჩამოვედი!
-აი, შენი 1 კვირიანი სტუმრობები ზამთარ-ზაფხულ ძალიან აუტანელი იყო და ისე მომენატრე, შოკში ვარ!
-გიჟი ხარ, ისევ ისეთი. რა შეგცვლიდა?-ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს და პირველად გამიხარდა, რომ დავბრუნდი
-ჩემი ნათლული საითაა?
-დავაძინე, გთხოვ არ გააღვიძო რა...
-აუ, ხუმრობ? ზაფხულის მერე ბავშვი არ მინახავს!
-მთელი გზა არ ეძინა მარიამ
-კაი ხო. როგორღაც მოვითმენ!
-ჩემი ნათლული როდის უნდა მოავლინო ამ ქვეყანას ერთი ეგ მითხარი-გამეცინა მე და მარიამს სამზარეულოსკენ გავუძეხი
-შემომხედე ახლა, ჩემნაირ გადარეულს კიდე ბავშვი უნდა? -ორივეს სიცილი აგვიტყდა-ჯერ არც მე და არც ზუკას ბავშვი არ გვინდა ნია!
-ყველაზე ცუდი ცოლ-ქმარი ხართ!-ჩავბჟირდი სიცილისგან მე და ლამის წყალი ზედ გადავისხი
-შენ კიდე ჩამოყალიბდი ჩემი შვილის ნათლია ხარ, თუ მაშოსი
-მაშოს და ლუკას ვარიანტი უფრო მომწონს
-მაშოს რომ ვუთხარი, შენი კრეტინი დაქალი ჩამოეთრა მეთქი, კინაღამ 3 თვით ადრე დაეწყო მშობიარობა
-და სადაა, მოღოღავს?
-მოღოღავს ზუსტად! ფეხმძიმეა ეგ, ორსული კი არა. ლუკა გაგიჟებული ყავს. ავადმყოფივით სულ წევს და ისე იფერებს მდგომარეობას, ცუდად ვხდები სიცილით. იმ დღეს ღამის 3 საათზე მაღვიძებს ლუკა შინდი სად ვიშოვოო და საწოლიდან გადმოვარდი ისე ვიცინე
-საწყალი ბიჭი!!!
-მე არ ვარ საწყალი?
-არ იცვლები რა...
-რა შემცვლის, ხომ ხედავ გათხოვებამაც ვერ მიშველა
მითხრა ცეცხლაძემ და ყავა მოსვა.
ჩემი ჩამოსვლები ძირითადად ქორწილებს ემთხვეოდა.
ამიტომ კატეგორიულად ვითხოვდი, რომ თუ ვინმე დააპირებდა დაოჯახებას, ზაფხულს,ან ზამთარს დაემთხვიათ.
პირველად ვატოს ქორწილში ჩამოვედი. ერთ დღეს გიჟივით დამირეკა, ნია ცოლი მომყავს და უნდა ჩამოხვიდეო.
მეჯვარე ვიყავი.
ყველაზე ორიგინალური ვარ და გოგო მეჯვარე მინდაო.
მე და ვატო რაღაც ზებუნებრივი ძალით რომ ვიყავით დაკავშირებული ვიცოდი, მაგრამ იმ ფაქტმა საერთოდ გადამრია, რომ
ვატოს შვილი 2 ოქტომბერს დაიბადა.
ერთ წელში კი ჩემმა გოგომაც მაიდამაინც 2 ოქტომბერს დაამთხვია.
სასწაულად გამოვაცხადეთ და თან მაგრად გვიხაროდა.
აი, ეს გადარეული ადამიანი, მარიამ ცეცხლაძე 3 წლის წინ გათხოვდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ და ეს და ამის ძვირფასი ქმარი-ზუკა, რომ ცოლ-ქმარი არიან და არა ბაღის ბავშვები.
გაგიკვირდებათ და მაშოს და ლუკას მოასწრო ქორწილი. როგორ მოახერხეს, მეც მიკვირს.
აი, ის კი ნამდვილად არ მახსოვს კარგად, 3 თვის ბავშვით რომ ჩამოვედი ცეცხლაძის ქორწილში და 5 თვის ბავშვით მაშოს და ლუკას ქორწილში.
ეს ვოიაჟი ისე დამთავრდა, რომ სამსახურიდან გამომიშვეს. ან წადი და მეჯვარე იყავი, ან ჩამოდი და იმუშავეო-ასე, სიტყვა სიტყვით მითხრა უფროსმა.
მერე ახალ სამსახურს ვერ შევეგუე, მერე ყველაფერი აირია და თბილისში დაბრუნება ერთადერთი გონივრული გამოსავალი აღმოჩნდა...
-ე, ნია...
-რა? რა მითხარი?
-რას დაფრინავ? შენი ქმარი სადაა მეთქი
-ჯერ არ ჩამოსულა, უკვე ხელშეკრულებას აფორმებს სამსახურში.
-გიჟური გრაფიკი ქონდა, არა?
-საშინელება. ღამის 3ზე, 4ზე ურეკავდნენ და გარბოდა სახლიდან. აქაც თუ ეგრე იყო, გავგიჟდები.
-ოჰ, სიძე როგორი მოთხოვნადი ყოფილა გერმანელებში
-არ თქვა, არა!
-აქაც ააწყობს უეჭველი. დალაგდებით 1-2 თვეში, გადმოეწყობით თბილისის რითმზე ისევ.
-მე უკვე გადმოვეწყვე
-შენ რა გენაღვლება, მიდიხარ მოდიხარ და კახისავით ღამის 4 საათზე არ ხარ ოპერაციის გასაკეთებლად გასაქცევი...
-ეგ პროფესია აირჩია და თვითონ ძალიან ბედნიერია
-ხოდა ვსო! ყველაფერი კარგად არის ანუ...
-კი
-ნი-დაიწყო მარიამმა და თვალები აატრიალა
-რა გინდა?-გამეცინა მე
-რაღაცნაირად სულ ვიცოდი, რომ შენ და კახი კარგი ცოლ-ქმარი იქნებოდით და საერთოდ კარგი წყვილი იქნებოდით.
-მგონი შენმა ნათლულმა გაიღვიძა და წადი, გამოიყვანე
ვუთხარი მარიამს და ჭიქები ნიჟარაში ჩავალაგე.
ჰო...
მე და კახი, ანუ ცოლ-ქმარი.
ჩემი გადაწყვეტილება და არცერთი წამით სინანული.

* * *
თბილისთან შეჩვევა არცერთს არ გაგვჭირვებია. ბავშვი ბაღში რომ მივიყვანე, ეგრევე სამსახურში გავედი.
ყველაფერი თითქოს ძველებურად გვიბრუნდებოდა.
ყოველ საღამოს ჩვენთან ვიკრიბებოდით. მარიამი და ზუკა პირველები მოდიოდნენ, როგორც ყველაზე ენერგიული ცოლ-ქმარი.
მერე ვატო და ანუკიც ამოდიოდნენ.
ბოლოს რა თქმა უნდა მაშო და ლუკა, როგორც ყველაზე ზოზინა ცოლ-ქმარი. ამოვიდოდნენ და ჩართავდა მაშო ძველებურ წუწუნს.
მე და ცეცხლაძე ჩაკეცვამდე ვიცინოდით ისევ.
კახი ისევ დაკავებული იყო, მაგრამ საღამოებს არასდროს ტოვებდა.
ვატო ისევ ისეთი გულჩვილი იყო, ანუკის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავზე ევლებოდა. შევიშალე ამ წყვილზე.
ისეთი ცოლ-ქმარი იყვნენ...აი, ნებისმიერს რომ შეშურდებოდა.
ჩვენი შვილებიც ერთად იზრდებოდნენ.
მაშო ისევ ღამის სამ საათზე გზავნიდა ლუკას შინდზე, საზამთროზე, შაურმაზე, ხბოს ჩაშუშულზე და კიდევ ათას საშინელებას იფიქრებდა, რომ ყველა ჭკუიდან გადავეყვანეთ.
ბედნიერები ვიყავით.
ამდენი წლის მერე, ისევ ერთად, ისევ უბედნიერესი სამეგობრო ვიყავით.
გარკვეული მატებით, მაგრამ მაინც შეუცვლელები.
კახი იდეალური ქმარი იყო.
ისეთი, როგორებზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებდა. არაფერი მაკლდა. პრობლემა საერთოდ არ გვქონდა.
იმდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს, რომ ხანდახან რაღაცეებს ვიმიზეზებდი და უაზრობებზე ვებუტებოდი. მიყვარდა ჩემთან უზომოდ რბილი რომ იყო და ასეთ მომენტებში უფრო რბილდებოდა.
ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით.
სამსახურში თუ გვიანობამდე რჩებოდა, ასჯერ მირეკავდა.
ბავშვთან სულ სხვანაირი იყო.
შეეძლო მთელი დღე ყირაზე გადასულიყო და წამით არ იღლებოდა.
ოთხზე იდგა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ბავშვთან დიდი დრო გაეტარებინა. მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი. გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.
ვეჭვიანობდი ხოლმე.
ორივეზე.
ამაზეც ერთად დამცინოდნენ.
შემიძლია ვთქვა, რომ კახის წყალობით ერთი ღამე არ გამითენებია ბავშვისთვის.
ფიზიკურად არ მაძლევდა ამის საშუალებას.
რამდენჯერაც წამოიტირებდა, არ მაღვიძებდა, დგებოდა, აძინებდა და საწოლში ისე ბრუნდებოდა, ვერაფერს ვიგებდი.
ტვინი მიმქონდა, ისეთი საყვარელი ბავშვი მყავს, ღამე საერთოდ არ იღვიძებს მეთქი, სანამ შემთხვევით გაღვიძებულს კახი არ შემეჩეხა, როგორ აძინებდა ბავშვს იქით ოთახში, რომ მე არ გამღვიძებოდა.
პირველად მაშინ ვიტირე ბედნიერებისგან.

* * *
ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში სხვა სტატუსით დაბრუნება ძალიან მიხაროდა. ნია ნებიერიძე არა როგორც სტუდენტი, უკვე როგორც სემინარისტი...ძალიან მომწონდა ეს სტატუსი. ჯერ ბევრი საათები არ მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, მაკმაყოფილებდა, მომწონდა და ძალიანაც არ ვიღლებოდი.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის გოგოებთან ვმეგობრობდი. სემინარებიდან რომ გამოვდიოდი და შუალედი მქონდა მათთან შევივლიდი და დრო მშვიდად გამყავდა.
-თინი, რომელზე ამთავრებ?
-შესვენება მაქ ნი, კაფეტერიაში ჩავიდეთ, ყავა არ გინდა?
-აუ, კი ძაან. მოვრჩი მე
-წამო, ცოტა დავისვენო, თორემ თავზე მაყრია ყველაფერი
-რა ამბავია?-გამეცინა მე
-წამო დავსხდეთ და მოგიყვები
თავისუფალი მაგიდა მოვძებნეთ და ყავა ავიღეთ ორივემ.
-უი, შენ უნდა გეჩხუბო-მომიბრუნდა თინი და თითი დამიქნია. მე წარბები შევკარი, რა დავაშავე მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე
-რაზე?
-იმ დღეს შენი წიგნი წავიკითხე, ჩემს დას ქონდა. ვკითხულობ, ნია ნებიერიძე. მეთქი, არ არსებობს... არ უნდა გეთქვა, რომ წერდი?
-ეს ადრე იყო, თან ძალიან ადრე
გამეღიმა მე და ყავა მოვსვი
-ჰო, მაგრამ უნდა გეთქვა. ახლა აღარ წერ?
-არა, საკმაოდ დიდი პაუზა გამომივიდა და ვეღარ დავუბრუნდი
-რა ცუდია. არადა ძალიან მომეწონა
-რომელი წაიკითხე?
-რომელი? „დაჟე“ ბევრია?
-არა, ორია-გამეღიმა ისევ მე
-იისფერი ღამე წავიკითხე
სუნთქვა შემეკრა.
ნერვიულობა, რომ არ დამტყობოდა, ტელეფონში ჩავვარდი და თინის დაბნეულად გავუღიმე.
მინდოდა მაგიდის ქვეშ შევმძვრალიყავი და აღარასდროს გამოვსულიყავი იქიდან.
ზუსტად ვიცოდი, სახე ამელეწებდოდა, ამდენი ხნის მერე, ამ სიტყვების გაგონებაზე...
-რას ამბობდი, რა საქმე მაქო?
-საბუთები მაყრია თავზე. თან იქით კვირაში დასაქმების კვირეულია და ხო ხვდები, რა ამბები იქნება?
-შენ გეხება ეგ?
-ისე რა... მაგრამ ყველას გვეხება. შენ რა ქენი გაივსო ის ჯგუფი? პირველკურსელების, რომ ნერვიულობდი
-გაივსო? გაივსო კი არა, ერთის მაგივრად ორი ჯგუფია
-ყოჩაღ შენ რა!-გაეცინა თინის და ყავა მოსვა
-რას ამბობდი კვირეულზე?
-არაფერს, ძალიან მოსაბეზრებელი პროცედურაა
-ვინ ხელმძღვანელობს?
ვიკითხე სხვათაშორის და
ძალიან დამცხა...
-ლევან ლაშაური, წლებია ეგ აწყობს
მითხრა ჩვეულებრივ და მე გონება დამებინდა.
ჯობდა საერთოდ არ დამესვა ეს კითხვა.
საერთოდ არ ჩავრეულიყავი, ან საერთოდ არ დამეწყო ამ უნივერსიტეტში მუშაობა.
თინის სიგარეტი გამოვართვი და მოვუკიდე.
აღარ ვეწეოდი.
რაც საქართველოდან წავედი, თავი დავანებე.
ახლა არ ვიცი, ძველი ემოციის ბრალი იყო, თუ უბრალოდ ინსტიქტი მქონდა გამომუშავებული, რომ მასზე ფიქრისას სიგარეტისთვის უნდა მომეკიდებინა.
ყავა მალე დავლიეთ.
თინის დავემშვიდობე, ბავშვი ბაღიდან გამოვიყვანე და სახლში წავედი.

* * *
ხანდახან ადამიანები არაადეკვატურად ვიქცევით. გვგონია, რომ რაღაც დაგვრჩა სათქმელი. გვგონია, რომ ის რასაც ვაკეთებთ, მართებულია. გვგონია, რომ ბოლომდე დასაცლელად გვჭირდება რაღაცეები, რაც რეალურად არაფერს გვარგებს.
მაგრამ ხშირად საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ წასვლა ძალიან გვიჭირს.
სურვილების გაკონტროლებასაც ვერ ვახერხებთ.
გვინდება ის, რაც არ უნდა გვინდებოდეს და ვაკეთებთ სისულელეებს, ისე, რომ არ ვუფიქრდებით, რა მოყვება ჩვენს ნებისმიერ წინ/უკან გადადგმულ ნაბიჯს.
იმ დღესაც, როცა სემინარიდან გამოვედი, კიბეები ჩავირბინე და 106 აუდიტორიისკენ წავედი, მთელი დერეფანი ისე გავიარე, რომ საკუთარი გულისცემა მესმოდა.
ძალიან ბევრი ხალხი იყო.
სტუდენტები შედიოდნენ და გამოდიოდნენ.
შედიოდნენ და გამოდიოდნენ.
მე ფანჯარასთან ვიდექი და ისიც არ ვიცი, გული რატომ მტკიოდა.
ისიც არ ვიცოდი, რატომ ვიყავი აფორიაქებული და რატომ ვერ მოვისვენე, სანამ აქამდე არ მოვედი.
კარები თვითონ გახსნა და ერთ-ერთი სტუდენტი გამოატარა, შემდეგ სხვასთან გააგრძელა ლაპარაკი.
კარები აღარავის დაუკეტავს.
ვუყურებდი.
ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდა, როგორ მოძრაობდა.
როგორი ნაცნობი იყო ჩემთვის ყველაფერი და თან როგორი უცხო.
უკვე ყველაფერი უცხო იყო.
წამით გამომხედა, გატრიალდა და რეტდასხმული შემობრუნდა.
იმ წამის მეასედში, რომელშიც ჩემი სახე ვერ აღიდგინა, ისე დაიბნა...რომ უკვე, როცა მიცნო, დამინახა და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი, მზერა გაუქვავდა.
მოძრაობა აღარ გაუკეთებია.
სახეზე არანაირი მიმიკა არ ჰქონდა.
გაქვავდა.
მეც ვიდექი გახევებული და არ ვიცოდი რა მექნა.
ვფიქრობდი...
ყველაფერზე ვფიქრობდი.
მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
სტუდენტს რომ მიუბრუნდა და ლაპარაკი შეაწყვეტინა, მერე დავინახე როგორ დაიძრა კარებისკენ...
მასთან პირისპირ შეხვედით შეშინებული, თუ შექმნილი სიტუაციით დაბნეული ... არ ვიცი...
ზუსტად არ ვიცი, რატომ...
მაგრამ თვალი ავარიდე და კიბეებისკენ წავედი.
ჩქარი ნაბიჯით წავედი ჩემი აუდიტორიისკენ და აღელვებულმა ისიც ვერ შევამჩნიე, რომ მთელი 20 კაციანი ჯგუფი მელოდებოდა და მე სემინარზე უბრალოდ დავაგვიანე.
გადაბმულად ორი სემინარი ჩავატარე და ზუსტად არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. იმიტომ, რომ ძალიან დავიბენი და ეს აშკარად მეტყობოდა.
15 წუთი იყო სემინარის დამთავრებამდე დარჩენილი, კარები ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა რომ შემოაღო.
თავიდან მეგონა დააგვიანა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ დილის ჯგუფში იყო და სანამ კითხვას დავუსვამდი, რაღაც ფურცელი მომაწოდა
-ეს თქვენთან გამომატანეს
-ვინ?
დავიბენი და თვალები გამიშტერდა
-აი, დასაქმების კვირეულის ორგანიზატორია როა, არ მახსოვს სახელი-გაეცინა ლაშას და გავიდა.
იმდენად უცნაურ სიტუაციაში ვიყავი, ბავშვები 15 წუთით ადრე გავუშვი სახლებში. ისინიც გახარებული სახეებით წავიდნენ გასასვლელისკენ.
ფურცელი გავშალე.
დავკუჭე..
მერე ისევ გავშალე.
„საღამოს გელოდები. იცი სადაც“
4 სიტყვა და მეტი არაფერი.
თავი მაგიდაზე დავდე და ავტირდი.
ავტირდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
რა უნდა გამეკეთებინა.
არ იქნებოდა სწორი.
არ ვიქნებოდი მართალი.
არ უნდა მენახა.
არ უნდა ჩავსულიყავი.
ჩემი ბრალი იყო და უკან დახევაც დამიგვიანდა.


* * *
საკუთარ თავთან ბრძოლა ხშირად გადამიტანია. ხშირად უაზრო გადაწყვეტილება მიმიღია. ხშირად-არა.
ხშირად ისიც არ ვიცოდი, რა იყო სწორი და რა არასწორი.
წასვლა -არ წასვლის ზღვარზე მყოფს, არაფრის ძალა აღარ მქონდა შემორჩენილი.
წავედი.
რატომ?
არ ვიცი.
ავდექი და წავედი.
ასე უბრალოდ.
მთელი საღამო უნივერსიტეტში გავატარე.
მერე მივხვდი, რომ ასე ჯდომით არაფერი შეიცვლებოდა.
ავდექი და წავედი.
ადგილას, სადაც წლებია არ ვყოფილვარ.
თვალითაც არ მინახავს.
პატარაა თბილისი, მაგრამ თუ არ გინდა, რომ იმ ადგილას მოხვდე, არ მოხვდები.
წავედი და შესასვლელთან ყველა მოგონება ერთიანად ამომიტივტივდა.
ყველაფერი კადრებივით დამიდგა თვალწინ.
მთელი ჩემი ცხოვრება, რომელიც ერთმა ადამიანმა დაიტია.
ერთმა ღამემ და
ერთმა ადგილმა.
რაც დრო გადიოდა, შეიძლება ყველაფერი ქრებოდა, მაგრამ ასეც არ არის.
დრო არ ვიცი რას კურნავს.
არც ის ვიცი, რასთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის.
დრო არ ვიცი რას ინდობს და რას არა...

ის ვიცი, რომ დრო არაფერს აქრობს.
კიბეები...
პირველი,
მეორე,
მესამე,
მეოთხე,
მეხუთე,
მეექვსე....
ნაცნობი კარი.
ნაცნობი წარწერა.
ნაცნობი ინტერიერი.
ნაცნობი ფერი.
შეუცვლელი მხოლოდ ეს დარჩა.
ყველაფერი შეიცვალა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენც შევიცვალეთ.
ორივე ცალ-ცალკე და ერთადაც.
ერთ რამ რაც სამუდამო დარჩა ეს ბარი იყო.
ბარი, რომელიც ყველაფრის საწყისად იქცა.
რომელმაც ორივეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

ბარი ცარიელი იყო.
ისე, როგორც ხშირად მხვდებოდა.
ნაცნობი მაგიდისკენ გავიხედე, თვალები ამემღვრა და უკან გამოქცევის სურვილი გამიჩნდა.
გვიანი იყო.
-არ გელოდებოდი
ზურგსუკან გავიგე ჩემთვის ყველაზე ნაცნობი ხმა.
ყველაზე ახლო და ამავდროულად ყველაზე შორეული, უცნობი.
ახლა უფრო მეტად მომინდა უკან მოუხედავად გაქცევა.
მაგრამ გვიანი იყო.
-არ გელოდებოდი და როგორც ყოველთვის გამაკვირვე.
მის დაიგნორებულ წინადადებას, ისევ თავად უპასუხა, შემომიარა და პირისპირ დამიდგა.
მე რომ არ დავცემულიყავი, სკამზე ჩამოვჯექი.
ღმერთო, როგორი შეცვლილი ჰქონდა მზერა.
მიყურებდა.
ასე არასდროს შემოუხედავს.
ეს იყო ყველაზე უცნაური, ყველაზე მძიმე და ტკივილიანი მზერა, რაც კი ოდესმე მინახავს.
დიაფრაგმა მთლიანად შემკუმშა და მეგონა, რომ მალე სუნთქვა გამიჭირდებოდა.
-ნია...
ჩემს სახელს ისე წარმოთქვამდა, ტირილი მინდოდა.
ისევ ტირილი მინდოდა.
ისევ მის გამო...
საშინელება იყო ეს გამეორების შეგრძნება...
-ლევან...ეს შეხვედრა...
სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს მე...
-არ არსებობდა, არ შეგხვედროდი. გახსოვს? დაგპირდი, რომ მე და შენ აუცილებლად შევხვდებოდით
-ახლა აღარ. ახლა აზრი არ აქვს, ხვდები? ახლა აღარ...
-რატომ? რადგან ქმარი გყავს?
მითხრა და ბეჭდისკენ მიმითითა.
მე თვალები ამემღვრა...
ყველაფერს იქამდე მიხვდა, სანამ მე გადავხარშავდი და ყველაფერი გააზრებული ჰქონდა, როცა აქ მოდიოდა და მე მელოდებოდა.
იცოდა, რომ ორივესთვის საშინელება იქნებოდა და უკან არ დაიხია. რისთვის? მოგონებებისთვის?...
-ძალიან დიდი დრო გავიდა ლევან...
-ძალიან დიდი სუბიექტური შეფასებაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავიდა. ხომ გეუბნებოდი, დრო გრძნობებს ვერაფერს დააკლებს მეთქი? უარზე იყავი, ახლა აქ ზიხარ...7 წლის მერე...აქ ზიხარ და შენი თვალები საპირისპიროს ამტკიცებენ. შენი თვალები მეუბნებიან, რომ მაშინ არ შევმცდარვარ...
-რა გინდა? გინდა, გითხრა, რომ მართალი იყავი? რას ითხოვ ჩემგან?
-შენგან არაფერს. ბევრ რაღაცას ვნანობ. ბევრი რაღაც მტკივა და ვერ ვისვენებ, რომ ვერ გიყურებ ჩემთან...
-ლევან...
-ვერ შევეგუე. ვერ ვეგუებოდი...უშენობას ვერ შევეგუე ნია...მეგონა, რომ ქუჩაში შემხვდებოდი, ჩამივლიდი, შემდგარი, ბედნიერი, სხვასთან ერთად და ზედ არ შემომხედავდი. მეგონა, რომ შენს თვალებში ვერაფერს ვეღარ ამოვიკითხავდი. შენს თვალებში ჩემი სახე გაქრებოდა...მეგონა, რომ ამ ყველაფერს ვერ ავიტანდი და გული გამისკდებოდა.
დამტოვე ნია.
ვიცი, რომ დამნაშავე ვიყავი.
წახვედი და დამტოვე, ისე, როგორც ვიმსახურებდი.
წახვედი და გულში მხოლოდ სიცარიელე დამრჩა.
ვერაფრით ამოვავსე შენი დანაკლისი.
როგორიც შენ იყავი...
ისე დამტოვე.
როგორც შეგეფერებოდა, ისე წახვედი.
შენ, როგორც განსაკუთრებულს, როგორც ერთადერთს, როგორც ჩემთვის ყველაზე განსხვავებულს...ნია...შენი თვალები, შენი ხმა, შენი საუბრის მანერა...გახსოვს ნია?...
-გაჩერდი...
საცოდავად ამოვიკნავლე და სახეზე ხელები ავიფარე
-არა, ნია... ეს ყველაფერი...ეს ყველაფერი ერთ დღეს გაქრა. შენი ფერები, ჩვენი გათენება... მეორე სამყარო, რომელიც გავაერთიანეთ. ყველაფერი გაქრა...ვერ ამოვავსე, ეს სიცარიელე ვერაფრით ამოვავსე და დავრჩი ჰაერში...საკუთარ სიცარიელეში გამოვიკეტე...
გიყვარდი, ნია....როგორ გიყვარდი.
როგორც გიყვარდი, ისე დამტოვე.
არ უნდა გამეშვი ნია.
ძალით უნდა დამეტოვებინე, მაგრამ
არ უნდა გამეშვი.
ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და არაფერი გავაკეთე...
-და მართლა...შენ რომ არ იცი... დღესაც არ იცი, როგორ სასწაულად მიყვარდი მაშინ
თვალებზე მომდგარი ცრემლები ვერაფრით გავაჩერე.
გაწყვეტილი ხმით ვუთხარი ერთმანეთზე ძლივს გადაბმული სიტყვები და ყელში ხელმეორედ გამეჩხირა არარსებული ბურთი.
-იცი, რა საშინელება იყო... იმის გრძნობა, რომ წახვედი და სულ მეგონა, დაბრუნება გინდოდა. სულ მეგონა, რამე რომ გამეკეთებინა, დაბრუნდებოდი და ჩემთან იქნებოდი. არაფერი არ გავაკეთე ნია...
-არც მე გამიკეთებია რამე...
-არა, ნია... შენ ყველაფერი გააკეთე
-არ გვინოდა. არ გამოგვივიდა. გავაკეთებდით, მაგრამ არ გავაკეთეთ. ანუ არ იყო საჭირო
-ასე ნუ ფიქრობ. ხომ ვიცი, ასე არ ფიქრობ... ახლა, ამდენი ხნის მერე, გთხოვ... გულს ნუ მატკენ. ახლა მაინც აღიარე, რომ ასე არ იყო... ახლა, როცა უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს..
-ყველგან გეძებდი. ყველგან... გიჟივით დავდიოდი ქუჩებში, რომ სადმე შეგხვდებოდი. ამ ძებნაში ყველაფერი დავკარგე. ყველაფერი დავკარგე...ყველა საყვარელი ადამიანი დავკარგე და მარტო დავრჩი. ყველაზე წმინდა, ყველაზე ძვირფასი ოჯახი დავკარგე...წავედი და მაინც...გერმანიაში ყოფნისას მაინც შენ გეძებდი. მაინც მეგონა, რომ უცებ, შემთხვევით უნდა შეგხვედრილიყავი და ყველაფერი ახლიდან უნდა დაგვეწყო...სანამ ცხოვრება ხელმეორედ თავდაყირა არ დამიდგა და სანამ იძულებული არ გავხდი დამევიწყებინე, არაფერი შეიცვალა. მეგონა, სულ მეგონა, რომ შემხვდებოდი და მეშინოდა. მეშინოდა, რომ ერთმანეთს თვალს ავარიდებდით. მეშინოდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვექნებოდა.
ხედავ? აქამდე მოვედით...
უკან დასახევი გზა რომ არ გვაქვს...
-გვაქვს ნია... უკან დასახევი გზა ყოველთვის არსებობს.
-ახლა არა...ახლა აღარაფერს აქვს აზრი. ვცდებოდი...ვაღიარებ, რომ ვცდებოდი ადრე, როცა გეუბნებოდი, რომ აღარაფერი გამოგვივიდოდა. მაგრამ ახლა მართლა აღარ აქვს აზრი...
-რატომ ნია? წლების მერე იქნებ ამ დღეზეც იფიქრო, რომ აზრი ჰქონდა?
-7 წელი გავიდა ლევან. ძალიან მძიმე წლები იყო. მაგრამ იყო. წარსულია...ახლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქ. ქმარი მყავს...
-ქმარი შენთვის ვალდებულებაა?
-მიყვარს, ლევან.
ვთქვი და ხმამაღმა ამეტირა...
ლევანი მიხვდა ჩემი ტირილის მიზეზს და ჩამეხუტა.
ძვლები ამტკივდა.
ამდენი წლის შემდეგ მისი ჩახუტება...თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.
რაზე ვაწერდით ხელს, ისიც არ ვიცოდით.
-მაპატიე...ყველაფერი...
-ჩვენ შორის საპატიებელი არაფერი დარჩა
-ეს ბარი ყოველთვის შენი იქნება. ეს მოგონება მოგცემს უფლებას, რომ ბედნიერი იყო? თუნდაც იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს?
-ადრე ყველაფერი მარტივად იქნებოდა. ლევან, ჩემზე რატომ ლაპარაკობ...შენ არ გაქვს შენი ცხოვრება? გაქვს. ორივეს გვაქვს...
ოჯახი მყავს...
დედა მქვია გესმის?
გოგო მყავს, 3 წლის ლევან.
რამ უნდა შეძლოს ამის გადაფარვა? შვილის გადაფარვა რამ უნდა შეძლოს?
ეს უბრალოდ მოგონებებია.
ჩვენი წარსულია.
რომელიც შეიძლება გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა.
რაც მოხდა, მოხდა.
ვერ შეცვლი, მაგრამ არ არის აუცილებელი წარსულზე ააწყო მომავალი...
-გოგო გყავს?
თვალები შეეცვალა ლევანს.
მე თავი დავუქნიე და ცრემლები მოვიწმინდე...
-რა დაარქვი
-ელენე
ვუპასუხე და მივხვდი, როგორ გამებზარა ხმა.
მივხვდი, როგორ ჩაუდგა ლევანს თვალებში რაღაც არაამქვეყნიური დარდი და იმასაც მივხვდი, რომ შეეძლო ახლა
ეტირა კიდეც....
-პირველი სიყვარულივით?
მკითხა და სახეზე ხელები აიფარა
-ჰო, პირველი სიყვარულივით.
ვთქვი და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა ამ ბარში.
მისი პირველი სიყვარული.
სახელი ელენე და
ლევანი, როგორც ჩემი პირველი.

არ ვიცი რამდენი ხანი ვისხედით ჩუმად.
ლევანი სვამდა.
მე ყელში არაფერი გადამდიოდა.
ბარში 1 ბიჭი და 2 გოგო შემოვიდა.
სამივე ცალ-ცალკე დასხდნენ.
გოგომ ყავა დალია და მალევე გავიდა.
ესენი ისხდნენ.
ცალ-ცალკე...ჩუმად და არაფერსაც არ აკვირდებოდნენ.
არაფერზეც არ ფიქრობდნენ.
ისევე, როგორც მე არ ვფიქრობდი არაფერს 17-18 წლის ასაკში, ამ ბარში ლევანი რომ გავიცანი.
ნახევარი საათი არ იყო გასული, ეს ბიჭი გოგოს მაგიდაზე რომ გადაჯდა.
ვიფიქრე, ამ ბარს თანდაყოლილი აქვს ადამიანების დაახლოება მეთქი.
მე და ლევანი ისევ ვისხედით.
თითქოს ბარის დასაწყისში მდებარე მაგიდიდან ჩვენი წარსული ირეკლებოდა...
ხმას არ ვიღებდით.
დრო გადიოდა...
გადიოდა და...
ვერ გავაჩერებდით.
არადა შემეძლო და მინდოდა... მინდოდა ახლა დრო სამუდამოდ გამეჩერებინა.
ან დამეპაუზებინა ჩემი ცხოვრების კონკრეტული პერიოდი...
-მეც გოგო მყავს
მითხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ ლევანმა...
-ცოლს შევურიგდი
დააყოლა ცოტა ხანში და სიგარეტს მოუკიდა.
მე ვერაფერი ვეღარ ვიგრძენი...
იმიტომ, რომ ემოციები ისედაც ზღვარს გადასული იყო...
-ანუ ყველანაირი შანსი თავიდანვე ნულს ქვემოთ იყო ლევან...
საათს დავხედე.
საკმაოდ გვიან იყო...
-დროის გაკონტროლება შენც დაიწყე ნია?
-ჩვევა ავიკიდე... ჩემდაუნებურად
ვუპასუხე და ძალდატანებით გავიღიმე
-იცი, საათსაც აღარ ვაკონტროლებდი... დროის სვლა სულ ფეხებზე მე კი და. აღარ მაინტერესებდა. აღარც ჩვევა მქონდა. არავის აღარ ველოდებოდი. არავინ აღარ მელოდებოდა. აზრი არ ჰქონდა 2010 წელი იყო, 11, 12, თუ 13...
აზრი არ ჰქონდა წელიწადის რომელი დრო იყო.
ცხოვრებას ინსტიქტურად ვაგრძელებდი...
-ლევან, გთხოვ...
-ძალიან ვწუხვარ, ნია...
-რისთვის?
-ყველაფრისთვის, რაც დაგემართა. რაც მე დაგმართე... მაპატიე, ის მოლოდინი, ყველა დღე... ყველაფერი მაპატიე. ყველა რომ დაკარგე, ეგეც მაპატიე. წიგნი რომ დაწერე ისიც. ხელმეორედ რომ გამოვჩნდი ეგეც და ახლა, აქ რომ მოგიყვანე ისიც მაპატიე.
ის ღამე მაპატიე ნია...
ჩვენი ერთად შეხვედრილი არ დაწყებული გათენება მაპატიე.
ეს ბარი რომ გავხსენი და შენად გადავაკეთე ეგეც მაპატიე.
2 ივნისს აქ რომ გადმოვჯექი ეგეც მაპატიე.
შენი ცხოვრება რომ ავრიე და თავდაყირა დავაყენე მაპატიე.
ქმარი რომ გყავს, რომ გიყვარს... მაპატიე და
შვილი რომ გყავს სხვისგან ეგეც მაპატიე.
შენი სიყვარული რომ ვერ დავაფასე და არ დაგტოვე, მაპატიე ნია...
რომ მიყვარხარ...
ახლაც რომ მიყვარხარ ეგეც მაპატიე.

ისტერიული ტირილი ამივარდა...
ვერაფერს წაშლი.
ალბათ ვერაფერს წაშლიან ადამიანები.
მოგონებებს წარსულში ვერ გადაისვრი.
ვერ მოექცევი ასე...
უნამუსოდ...
-რა გავაკეთო ლევან?
ვტიროდი და ტიროდა.
სახეზე ხელებს მისვამდა და არ ვიშორებდი.
მეხუტებოდა და ვერ ვიშორებდი.
-არ შემიძლია ლევან... შენი უარყოფაც აღარ შემიძლია. ადრე ეს მაინც შემეძლო...
-ახლა რომ გაკოცო, რა იქნება?
მითხრა და მის თვალებში მომდგარ ცრემლებს ვერ მოვერიე...
მისი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე და ჩუმად ვუთხარი
-არა, ლევან...
არ უნდა მაკოცო.
არ უნდა მეხუტებოდე და აქ არცერთი არ უნდა ვიდგეთ.
მოღალატეები ვართ.
ყველანაირი გაგებით.
ორივე ვღალატობთ შეგნებულად.
ორივეს ოჯახი გველოდება.
საკუთარ პრინციპებს ვღალატობთ, საკუთარ თავს ვღალატობთ, სურვილებს ვღალატობთ, სიყვარულსაც ვღალატობთ.
არ შეიძლება.
არა და მორჩა...
აღარაფერი იქნება.
თქვი, შენც თქვი...რომ აღარფერი იქნება
-არ შემიძლია, ნია...
-მაშინ გამიშვი ლევან. გამიშვი და დაგპირდები, რომ აღარასდროს შეგხვდები. გამიშვი და სამსახურიდან წამოვალ, ამ ქალაქიდან გადავალ...აღარასდროს შევხვდებით ლევან...
-არ შემიძლია შენი გაშვება.
-გთხოვ...
-დასასრულია, ნია?
-დასასრულია...
-საბოლოო?
-საბოლოოდ.
-რატომ? რატომ, ღმერთო...
-იმიტომ, რომ ერთმანეთი არასტანდარტულად შეგვიყვარდა...
-მითხარი, რომ არასდროს დაგავიწყდები
-ლევან...
-მითხარი!
-როგორ უნდა დამავიწყდე?
უკანასკნელად ჩაეხუტა...
უკანასკნელად.
ნიას არომატი, მისი ხმა, მისი თვალები, თმები...
მისი საუბრის მანერა, მისი
მიმიკები...
სულ სხვანაირი ნია.
7 წლის შემდეგაც გაუშვა.
სამუდამოდ გაუშვა...
ბოლო კიბემდე გაყვა იისფერი ნათება.
ლევანი დილამდე იჯდა ბარში.
დასაწყისსში მაგიდასთანაც დილამდე ისხდნენ უცხო გოგო და ბიჭი.
ანგარიში რომ მოითხოვეს, მიმტანმა იისფერ ფურცელზე გაკრული ხელით დაწერილი ტექსტი მიუტანა
„თქვენი ანგარიში გადახდილია ბარის მფლობელისგან.
ეცადეთ, რომ ერთმანეთი არასდროს დაკარგოთ.
გაუფრთხილდით,
არ გაუშვათ და
უბრალოდ
გიყვარდეთ...
გიყვარდეთ ბოლომდე“

იმ ღამით შეიძლბა სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს ლევანი და ნია.
მაგრამ დრო არ ჩერდება.
მიდის...
უსასრულოდ გრძელდება.
მათი ადგილი სხვამ დაიკავა.
ჩაანაცვლეს.
ერთი ისტორია მთავრდება, მაგრამ ახალი იწყება.
ეს ალბათ არასდროს შეიცვლება.
ცუდს ყოველთვის კარგი ცვლის...
ტკივილს სიხარული...
ცრემლს ღიმილი...

* * *
-ნია, სად იყავი?
გაფითრებული შემხვდა მისაღებში კახი და ელენე სავარძელში ჩასვა.
-მაპატიე რა...
-რა გჭირს? რა ფერი გადევს? ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა კახი
-საშინელი დღე მქონდა, დამიჯდა ტელეფონი
-გვიანობამე როდის დარჩენილხარ სამსახურში?
-კახი პრობლემები მაქ. რაღაც შემეშალა და ძლივს გამოვასწორე. იმდენი ვინერვიულე, ადამიანს აღარ ვგავარ.
-კარგი, დაწყნარდი... არ მითხრა რომ გეტირება ახლა
მითხრა და ხელები მომხვია...
-დავიღალე, ბოდიში რა... ჭამა ელენემ?
-ნია, რამეს მიმალავ?
მკლავდა კახის ეჭვები.
მინდოდა სიმართლე მეთქვა.
მაგრამ ვერაფერს ვამბობდი.
იმიტომ, რომ პატიების ღირსი არ ვიქნებოდი.
-რას კახი?
-უბრალოდ, ბოლოს ასეთი სახით რომ მოხვედი ჩემთან, ერთმანეთს დავშორდით
-კახი, ხომ შევთანხმდით, რომ არსებობს თემები, რომელსაც არ ვეხებით?
ვთქვი და ცრემლები მომადგა...
-კარგი, მაპატიე...
მართლა არ მინდოდა.
სულელივით გამომივიდა...
-არაფერია, ჩემი ბრალია
-კარგი, მართლა... არ უნდა მეთქვა
დაიბნა კახი და სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა.
მე ელენე ავიყვანე და აღარაფერი მითქვამს...
-მე არ მიჭამია, შენ გელოდებოდი
მითხრა და შუბლზე მაკოცა...
გამეღიმა და ჩავეხუტე
-რა უნდა მაჭამო მერე?!
-პიცა გამოვიძახე
მითხრა და სამზარეულოსკენ გამიძღვა.

* * *
ელენეს მივაკითხე ბაღში.
ეს ბოლო პერიოდი სულ კახის გამოყავდა.
არ ვიცი, როგორ იცლიდა, რომ ჩემზე ხშრად ახერხებდა ელენეს ბაღიდან გამოყვანას, მაგრა ფაქტი ფაქტად რჩება.
მე ისე გადავიღალე, კოლეგას საათები გავუცვალე და 2 კვირით ბიულეტინი გავხსენი.
ელენეს უყვარდა ბაღი, მაგრამ უფრო უყვარდა სახლში წამოსვლის პროცესი.
ეზოში ველოდებოდი, მასწავლებელმა ყველა ბავშვი რომ გამოიყვანა
-დე!-დაიძახა ელენემ და ისეთი სისწრაფით დაეშვა კიბეებზე, მართლა შემეშინდა, რომ რამე არ წაემტვრია გზაში...
-ნელა, დე... რა იყო?
-მომენატრე
მითხრა და კისერზე ჩამომეკიდა
-მეც, ჩემო სიყვარულო. იცი სად უნდა წაგიყვანო?
-ნაყინზე?-მითხრა და თვალები გაუბრწყინდა
-ნუ, თუ ნაყინი გინდა, წავიდეთ ნაყინზე
-დე, ნახე ჩემმა მეგობარმა რა მაჩუქა-მითხრა და სამაჯური დამანახა
-მე რატომ არ ვიცნობ შენს მეგობრებს?
-დაბადებისდღეზე დავპატიჟებ და გაგაცნობ
მითხრა და გაიცინა-აი, წითელი კაბა რომ აცვია მაგან მაჩუქა
-დე, როგორი ლამაზი გოგოა
-კი და იცი რატომ მიყვარს?
-რატომ დე...
ვუთხარი და ხელში ავიყვანე
-შენნაირად იმასაც ნია ჰქვია
მე გამეცინა ელენეს სიტყვებზე და ჩემს სეხნიას თვალი გავაყოლე.
დავინახე როგორ აიყვანა მამაკაცმა ხელში და გასასვლელისკენ წავიდნენ...
მერე უცებ სულ დამიბნელდა თვალებში.
სათვალე მოვიხსენი, მეგონა, რომ რაღაც მომელანდებოდა , მაგრამ ნათლად გავარჩიე ლევანის სახე.
დავინახე, როგორ ჩასვა ბავშვი მანქანაში და გამოტრიალდა.
ჩვენი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს.
სუნთქვა შემეკრა...
ახლიდან დავიბენი.
მის შვილს ნია ერქვა.
ყველაფერი გვაკავშირებდა.
ყველაფერი მაინც ერთმანეთთან გვაკავშირებდა
-დე, წამოდი
მექაჩებოდა ელენე კაბის ბოლოზე და მეც მალევე მოვეგე გონს.
მანქანისკენ წავედი ისე, რომ უკან აღარც მომიხედავს.

* * *
-აქ რა გინდა?
-ეს უნდა გეთქვა, ეს არ უნდა დაგემალა...
-ნია...
-ხომ ჯობდა ეს არ გამეგო?
-ნუ ყვირი, ხალხია...
-არ მაინტერესებს ხალხი. ხომ შეიძლებოდა არ გამეგო? ხომ ვიფიქრებ, რომ ეს ჩემ გამო გააკეთე?
-შენ გამო გავაკეთე ნია. რა გინდა?
-რატომ ლევან, რატომ?
-შენ გამო გავაკეთე ნია. შენს შვილს თუ ელენე ჰქვია-პირველი სიყვარულივით.
ჩემთვის პირველი სიყვარული შენ ხარ.
შენ იყავი და იქნები.
ნია...
ჯანდაბა, მინდოდა რომ შენი სახელი სულ დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში.
მინდოდა ჩემს შვილს იმ ადამიანის სახელი ეტარებინა, რომელიც ყველაფერზე ძვირფასი იყო ჩემთვის.
ხომ ხედავ, მაინც გადავიკვეთეთ!
მინდოდა ნია.
არ მაპატიო და არ მეჩხუბო..
მეჩხუებე და ნუ მაპატიებ.
ეს ჩემი უფლებაა.
მინდოდა და მორჩა...
საერთოდ რაზე ვჩხუბობთ? თუ მიდიხარ, წადი.
თუ რჩები, დარჩი...
-ამაზე პასუხი გასაგებად აგიხსენი
-მაინც რომ გადავიკვეთოთ ნია? ჩემი შვილის თვალებში, ყოველთვის რომ შენ დაგინახო, ყოველთვის რომ გამახსენდე, მერე?
წიგნს რომ გადავშლი და გამახსენდები.
წარმატებული მწერალი რომ გახდები და იისფერი ღამის წინასიტყვაობის ახსნა რომ მოგიწევს, რას გააკეთებ?
-ლევან...აღარ იქნება!
-ჩვენ შეიძლება აღარ ვიყოთ... გახსოვს ისინი?
მითხრა და ბარის დასაწყისში მაგიდისკენ მიმითითა
-მახსოვს
-ისინი მაინც იქნებიან ერთად.
-რა იცი, ლევან?
-ხომ ვთქვით...ჩვენც უნდა ვყოფილიყავით ერთად.
სხვანაირად არ შეიძლებოდა.
შენ გგონია, ერთმანეთს დაკარგავენ?
მე მგონია, რომ არა.
იმ გოგომ შეიძლება არც წიგნი დაუწეროს,
ის გოგო, ვერასდროს იქნება შენნაირი...
მაგრამ ის ბიჭი არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რაც მე დავუშვი.
არ უნდა დამეტოვებინე ნია...
ეს ფიქრი არასდროს მომასვენებს.
-არ უნდა დაგეტოვებინე. არ უნდა გაგეშვი და მე არ უნდა წავსულიყავი.
რამის შეცვლა რომ შეგვეძლოს...
-გინდა, რომ შეგვეძლოს?
-ახლა გვიანია...
-ჩვენ აღარასდროს ვიქნებით ერთად...
-აღარასდროს
-მაგრამ ის გარდამავალი პერიოდი მაინც იისფერი იქნება...
-ლევან...
-მითხარი, რომ იქნება...
-იყო...
-ისევ მინდა, რომ გიყვარდე.
-მორჩი, ლევან
-ისევ გიშვებ... ვნანობ...მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ
-სხვა ცხოვრებაში შევხვდებით
-სხვა ცხოვრებაში...


* * *
-წარმოგიდგენია?-თვალები შუბლზ აუვიდა ცეცხლაძეს
-ნია ამდენი ხანი ჩუმად იყავი?
-არ მინდოდა არასწორად გაგეგოთ
-რა უნდა გაგვეგო არასწორად?
-არ ვიცი, ეს ყველაფერი. ჩვენი შეხვედრა... ახლაც, წლების მერეც რომ ამაზე ვლაპარაკობთ და გვერდით ოთახში კახი ზის, შემიძლია გავსკდე შუაზე...
-კახისთან ერთად, ვატოც დგას, ზუკაც და ლუკაც, მაგრამ შემიძლია ჩემს ნებისმიერ მიჯნურზე ვილაპარაკო-ხმამაღლა გაეცინა ცეცხლაძეს
-ძალიან ვინერვიულე ახლა-სახე მოეღრიცა მაშოს
-რაზე?
-არ ვიცი ნია. ამდენი ხნის მერე. ისევ მიყვარხარო... შვილს შენი სახელი დაარქვა. მაინც მოძებნეთ ერთმანეთი, ხედავ?
როგორ არ დამთავრდა.
ამდენი ხანი, როგორ არ დამთავრდა?
-იქნებ არასდროს დამთავრდეს?
-მარიამ, ნუ მაშინებ !
-ისე ვინერვიულე...მართლა კინაღამ მუცელი ამტკივდა
გაეცინა მაშოს და
უცებ სახე დაუსერიოზულდა
-რა?
-რა?
წამოვიყვირეთ მე და ცეცხლაძემ ერთად
-ვაიმე
გაფითრდა მაშო და მუცელზე ხელი დაიდო.
მე ისე დავიბენი, ენა გადამეყლაპა,
ცეცხლაძე ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო
-მაშო! მოითმინე!
ლუკა! მანქანა დაქოქე, ნათლია ვხდები!

* * *
ჩვენი სამეგობროს მომავალ სამეგობროს, ანუ პატარებს ერთი ბიჭიც შეემატა.
იმ ღამეს ისეთი ყვირილ-წივილი იყო,
იმდენი შამპანიური იყო
და ზოგადად იმდენი სასმელი, 2 დღე თავი ვერ ავწიე ლოგინიდან.
მერე პირობა დავდე, რომ სულ ცეცხლაძესაც რომ გაეჩინა ბავშვი, აღარ დავლევდი.
ცოტა ტეხავს
ექიმ ქმარს რომ მოყავხარ სახლში გალეწილი.
კი არ მომიყვანა-მომიტანა.
სამსახურში მალევე გავედი.
ყველაფერი თითქოს ისევ დაწყნარდა.
ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა.
თავისუფალ დროს სულ ალავიძეებში ვიყავით.
ყველანაირად გადავერთე.
სამუდამოდ გავთიშე ჩემი გონებიდან „სხვა ცხოვრება“ და ერთადერთ სწორი და მართალი ცხოვრებით გავაგრძელე.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს წერა დავიწყე.
7 წლის მერე
მე ისევ დავიწყე წერა.
როგორც გოგოებს დავპირდი...
როგორც მაშოს და მარიამს დავპირდი.
მათი ხათრით გავაგრძელე.
ჩვენზე.
ყველაზე.
რომ ვხუმრობდით, წიგნი დაიწერებაო, დაიწერა.
რომ ვამბობდი, ერთხელ ნამდვილ რეალურ მეგობრობაზე, რეალურ ისტორიებზე და არა საკუთარ ტრაგედიაზე მეთქი...
აუცილებლად დავწერ-თქო...
ავასრულე.
ბედნიერი ვიყავი.
ყველაფერი რომ დამიბრუნდა.
ისევ რომ შემეძლო.
რომ აღარ ვტიროდი წერის დროს და აღარ მემჩნეოდა თინეიჯერობის შემორჩენილი ტკივილები.
გავიზარდე.
ჩავთვალე, რომ გავიზარდე შემოქმედებითად.
წიგნი დაიბეჭდა...
ჩვენზე.


* * *
-ჩვეულებრივი არანორმალური ხარ!-გადამეხვია მაშო
-სურპრიზი!
-აი, რაღაცას რომ მაიმუნობდი ვიცოდი, მაგრამ ამის დაწერას თუ მართლა დააპირებდი არ მეგონა. უცებ არ მოგვიწყო პრეზენტაცია?-გადახედა ცეცხლაძეს და მაგიდიდან წვენის ჭიქა აიღო
-ბავშვობიდან ესეთი ჩუმჩუმელა იყო-შუბლზე მაკოცა ლუკამ
-კარგით ახლა, ნუ გადამიარეთ და გამანადგურეთ
-ვინ გემუქრება?-ხელი გადამხვია კახიმ და ცეცხლაძეს თითი დაუქნია
-ჩემს ცოლს თავი დაანებე-მხარი გაკრა ზუკამ და მე ხმამაღლა გამეცინა
-ეს სტუმრები როდის დაიშლებიან?-დაიჯღანა ლუკა
-თუ წასვლა გინდა, წადი
გავებუტე მე
-გოგო, ხომ იცი ვერ ვიტან ამ შვედურ მაგიდებს! ჩვენებურად ჩავსხდეთ რა
-კარგი, მოგხედავთ ცოტა ხანში...
ვთქვი და სტუმრებისკენ წავედი.
იმდენი ადამიანი იყო დარბაზში, რომ არ მოგატყუოთ, ნახევარს არ ვიცნობდი.
ძალიან ბევრს მელაპარაკებოდნენ.
ვაღიარებ, დიდად არ მიზიდავდა ეს საზოგადოება.
ნამდვილად მერჩივნა ლუკას, ვატოს, მარიამის და მაშოს გარემოცვაში ძველებურად გამერჩია ჩემი შემოქმედების წარმატება, ან წარუმატებლობა.
უბრალოდ ეს გარემოცვა ისე გაიზარდა ბოლო წლებში...
ბედნიერი ვიყავი.
ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას მერჩივნა ისევ ჩემთან იყვნენ.
მაგიდასთან მივედი.
შესამჩნევად ბევრი ვისკი და ბროწეულის წვენი იდო.
გულის ცემა ამიჩქარდა.
იმდენად, რომ საშინლად დავიძაბე და ვცადე როგორმე ეს მოგონებები წარსულში გადამეგდო.
არ გამომივიდა.
მაინც დავფიქრდი და მაინც ამემღვრა სახე.
პირი გამიშრა.
წვენი მოვსვი და მაგიდას დავეყრდენი.
ჩემგან მარცხნივ გავიხედე.
ინსტიქტურად.
შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ყველაფერი მეორდება.
შეიძლება ამის იმედი მქონდა, რომ აქ იქნებოდა.
ან უბრალოდ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.
აქ, ყველას თვალწინ, იყო.
იდგა...
ჩემთვის...
როგორც 7 წლის წინ.
იდგა.
ერთ ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, მეორეში ჩემი ახალი წიგნი.
პირველი წიგნი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
პირველი წიგნი, რომელიც მისი ემოციებისგან განთავისუფლებულმა დავწერე.
ან ვფიქრობდი, რომ ასე იყო.
შეიძლება ჩემი შემოქმედება და ის ფაქტი, რომ საერთოდ რაღაცას წარმოვადგენდი ამ მხრივ, მისი დამსახურება იყო.
რომ არა ის, შეიძლება წერა არასდროს დამეწყო.
რომ არა ეს გადატრიალება, ის მდგომარობა, სიყვარული და ყველაფერი, რაც იმ პერიოდში განვიცადე, ყველაფერი რამაც მიბიძგა...
არ ვიცი.
უკვე აღარაფერი ვიცოდი.
ვერც გამოვერკვიე ისე წამომივიდა ცრემლები.
მივხვდი, რომ ამდენი ემოციისგან დავიღალე.
მისი სიახლოვისგან დავიღალე.
ამ ცხოვრებისგან დავიღალე.
შიშით დავიღალე.
რომ მეგონა სულ გამოჩნდებოდა და მოსვენებას არ მომცემდა.
ჩანდა.
ყველა კუთხეში და კუნჭულში იდგა, მე მელოდებოდა, ჩანდა...
არსად მიდიოდა.
უბრალოდ არ მიდიოდა ჩემი ცხოვრებიდან...
ამჯერად მე გავბედე.
ისე, რომ არაფერზე მიფიქრია...
მივედი მასთან.
ისე ჩაუქრა თვალები, როგორც მე.
ისე განიცდიდა, როგორც მე და არაფერი შეეძლო
ისევე, როგორც მე.
სიგარეტს მოუკიდა.
გამოვართვი და მეც მოვუკიდე.
-იცი, ჩემს ორგანიზმს როგორ წამალივით აქვს გამოწერილი დღეში ერთი ჭიქა ვისკი, ბროწეულის წვენი, სიგარეტის ერთი კოლოფი და ინსტინქტი, რომ მაინდამაინც შენ შეგხვდე.
რომ ვიცოცხლო ალბათ.
მჭირდები ჰაერივით. არ ვიცი, ვინ ვიქნები შენთვის...
ისიც არ ვიცი, მომცემ თუ არა უფლებას ვჩნდებოდე შენს ცხოვრებაში.
ვიცი, რომ იქ აღარადროს შემომიშვებ.
ვიცი, რომ სიღრმეებში ვეღარასდროს წავალთ.
მაგრამ თუნდაც ზედაპირულად თუ შეგვიძლია ხანდახან რაღაცეები დავივიწყოთ.
რაღაც შევცვალოთ.
ვხვდები, რომ ცხოვრება უშენოდ...
ცხოვრება უშენოდ ... ეს იცი რას უდრის?
არ გამიშვა შენი ცხოვრებიდან.
სამუდამოდ ნუ გამიშვებ და ნუ ამომშლი.
მაშინ გკითხე, ახლა რომ გაკოცო რა იქნება მეთქი...უფლება აღარ მომეცი.
ამ უფლებას ჩემით გამოვიყენებ, სანამ სამუდამოდ მთხოვ შენი ცხოვრებიდან წასვლას...- მითხრა და
სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი
ცალი ხელი წელზე,
მეორე ხელი კისერზე და
მისი ტუჩები ვიგრძენი...
რატომ...
რატომ...
რატომ არ გავაჩერე.
ნება დავრთე და...
ისევ შეგვეშალა.
სულ გვეშლებოდა.
მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობდით.
ორივემ კარგად ვიცოდით, ვერასდროს ვიქნებოდით ერთად, მაგრამ ვერასდროს წავიდოდით ერთმანეთის ცხოვრებიდან.
ადამიანები ვერაფერს ივიწყებენ.
შეუძლებელია დაივიწყო.
რა სიტყვაა საერთოდ დავიწყება.
ვის ივიწყებ, რას ივიწყებ.
საკუთარ თავს აჯერებ, რომ შეგიძლია ვინმე შენი ცხოვრებიდან უბრალოდ ამოშალო და სანაგვეზე გადააგდო.
არ არსებობს.
დამიჯერეთ, არ არსებობს და არასდროს იარსებებს...
ადამიანებს ვერ დაივიწყებ.
გრძნობებს ვერ დაივიწყებ.
მოგონებებს ვერ წაშლი.
მოხდა?
სულ გემახსოვრება.
შეიძლება აღარასდროს შემოუშვა შენს ცხოვრებაში,
არასდროს აპატიო,
სხვა შეიყვარო,
ბედნიერი იყო, მაგრამ
მას უბრალოდ ვერ წაშლი შენი მეხსიერებიდან.
სიგიჟე იყო.
ასჯერ წავედით და ამდენჯერვე დავრჩით.
იმიტომ, რომ ვერ წავიდოდით.
არ ვიცი როგორ, მაგრამ სულ მოგვიწევდა ერთი ცხოვრებით ცხოვრება.
იმიტომ, რომ ოდესღაც ერთმანეთს დავუკავშირდით.


* * *
ხშირად მახსენდებოდა.
ხშირად ვფიქრობდი.
მერე ერთ ვიდეოს ვუყურე, ვისმენდი, ვისმენდი და
ვამეორებდი.
Replay-ს ღილაკს ვაწვებოდი, ვაწვებოდი და არ ჩერდებოდა.
არ ვიცი რატომ იმოქმედა ამ სიტყვებმა.
ზუსტად ისიც არ ვიცი, შენ რატომ დაგიკავშირე...
მერე ახსნა მოვუძებნე, რომ ყველაზე მეტად ეს სიტყვები შეგეფერებოდა.
არ ვიცი, რატომ.
შეიძლება ვცდებოდი...
„What is a soulmate?
It's that one person that knows u better than anyone else.
Someone who makes you a better person, actually... they don't make u a better person, u do that yourself.
They inspire you.
A soulmate is someone who you carry with you forever.
The person who knew you and accepted you, before anyone else did. Or when no one else would. And no matter what happens, you will always love them. And nothing could ever change that.“


* * *

ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ერთად, მაგრამ ვერასდროს მოვახერხებთ, რომ წავიდეთ ერთმანეთის ცხოვრებიდან.

ვიყავით ცალ-ცალკე.
ვიყავით საკუთარ ბედნიერ ცხოვრებაში.
ის თავისაში,
მე ჩემსაში.
გვახსოვდა.
გვახსოვდა და ვერ ვივიწყებდით.
იისფერ ღამეს.
ჯერ არ დაწყებულ გათენებას.
ვისკის ქურდს,
ბროწეულის წვენს.
მის ვერცხლისფერ თვალებს და
თუ როგორ ლაპარაკობდა ჩემს ხმაზე, ჩემს თმაზე,
ჩემს საუბრის მანერაზე.
ვერ დავივიწყებდით იმ განათებას,
იმ ბარს.
იმ ღამეს.
ყველაზე არასტანდარტულ ურთიერთობას და
სიყვარულს.
არასდროს შემეშინდება ამ სიტყვის.
ალბათ ისევ შევხვდებით ცალ-ცალკე ჯერ არ დაწყებულ გათენებას.
როცა ცა უკვე ლურჯია და
ქალაქს იისფერი ადევს.
ალბათ გაგვახსენდება და

და გვექნება იმედი, რომ
სხვა ცხოვრებაში შევხვდებით.

ცხოვრებაში სადაც აუცილებლად ვიქნებით ერთად.

ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ერთად, მაგრამ ვერასდროს მოვახერხებთ, რომ წავიდეთ ერთმანეთის ცხოვრებიდან. скачать dle 11.3




№1  offline წევრი Mariamch

ამდენი ემოცია ♥♥♥ კარგი გოგო ხარ შეენ

 



№2  offline წევრი dzadzamia25

იცი?ადამიანი ბედნიერი მაშინაა,როცა პოულობს ისეთ ადამიანს ცხოვრებაში,როგორიც შენ ხარ.
მე ბედნიერი ვარ,არა იმიტომ,რომ აქ მე ვიყავი,არამედ იმიტომ,რომ ყავს შენნაირი,მსმენელი,მრჩეველი და მეგობარი.
ძალიან მიყვარხარ და ღმერთს მადლობა,რომ შენი თავი მაპოვნინა ამ სამყაროში,მართალია ცოტა უცნაური ფორმით,მაგრამ ჩვენ ხომ არასტანდარტული ადამიანები ვართ,ამიტომ გვეპატიება.
რა ვთქვა?
ჩემი კომენტარის კითხვას რომ დაიწყებ ზუსტად იცი,პირველს რასაც შევეხები.
ზუკა?
აქ?
ჩემთან?
i can't believe.
რა გამიკეთე?
რომ წავიკითხე
თავი ჩავღუნე და ავტირდი.
ვინმეს ჩემი ცრემლები რომ დაენახა ხომ მკითხავდნენ რა გატირებსო?
მე რა პასუხს გავცემდი? ვერანაირს,საერთოდ ვერანაირს.
ამიტომ,ოთახიდან ოთახში დავიწყე სიარული,აივნიდან აივანზე და როგორღაც სწრაფი გულის რითმის დამორჩილება დავიწყე.
მარცხნივ რაღაც მეწვის,ოღონდ მართლა.
შენი ბრალია.
კიდევ იმ ვაჟბატონის.
ვსო,მე ზუკა ზედმეტად მთიშავს,ამიტომ აღარ მინდა მასზე ამდენი.
იმდენი მოახერხე,არც ჩემი ილია და დემეტრე დამიტოვე,დეიდად გამომაცხადე აქაც.
ჩემი თავი ამ უბრალო მომენტდი ყველაზე მეტად დავიჭირე იცი შენ.

***
მაშო და ლუკა?
ზე ბესტ პერსონს,ზუკას და მარიამს შემდეგ რია.
ჩვენ მაინც ვერ გჯობია ვერავინ.
და ხო?
ქალი ოთხ შვილზე ვოცნებობ,პირელა ტყუპებზე,მერე გოგო ბიჭზე და რა გამიკეთე?დაგვტოვე გიჟ ცოლ-ქმრად მხოლოდ?
არ გაპატიებ....

***
ხო,იმედია ლუკა ამას არასდროს წაიკითხავს,თორემ ვიცი დაგახრჩობს..
ღირსი ხარ და იმიტომ.
როცა,თქვენ ორს ასე გიყვართ ერთმანეთი,ზედმეტად მაზოხისტურად ხომ არ მოიქეცი ქალბატონო?
რეალურად ხომ ვიცი,სულ ერთად რომ იქნებით?
ხოდა დაგატყდება ცუნამი სახელად მარიამ-ლუკა-მაშო...
ბლა ბლა,კიდევ ბევრია...
ხოდა რას ვამბობდი,საშინლად ცუდად მოიქეცი..
და მაინც,რატომ ლევანი და არა ლუკა?
რატომ კახი და არა ნიკუშა?
ცუდი ხარ,ასე მგონია რეალ ნეიმენით უფრო მძარად ვიგრძნობდი ყველაფერს...

***
რა ვთქვა,ა გაფიცებ მაიკოს გაფიცებ რა ვთქვა და როგორ ?
როგორ აგიხსნა,რომ ელექტრონების ქაოსია,ზუკაც,ans wells,მაშნკაც,ლუკაც და აბსოლიტურად ყველაფერი?
ნიას და ელენეს არ გაპატიებ არასდროს ეს იცოდე.
არც კახის და პირველ ცოლს გაპატიებ..
აქ დამთავრდეს,მაგრამ სულ მემახსოვრება....
ხო,შენი დილანდელი შეტყობინება სრულიად უფუნქციო და შეუსაამო იყო,ამიტომ საერთოდ არ მივიდა ადრესატებამდე...
ლავ იუ,მა ბეიბი,მორ ზენ იუ სინქ ენდ ნოუ.
ლავ მა გერლს,მაშინკა ენდ ანკუ.
ენდ ზე ლასთ...
ლავ იუ ზუკიტო,მაი ჰასბენდო ❤️

 



№3 სტუმარი Guest Mariamo

სიტყვები არ მყოფნის

 



№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

ვერ ვწერ.
ავირიე.
და ძაან მტკივა.
დიდი მადლობა,
დავიცალე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№5  offline წევრი lokokina

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შენი მოთხრობები სულ მომწონს. სამწუხაროდ ეს გამონაკლისი აღმოჩნდა. არ ვიცი შეიძლება მე ვერ გავიგე ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი უპრინციპობა დავინახე. ნიას, რაც დაემართა(დეპრესიულობას ვგულისხმობ) ასე ვთქვათ თვითონვე დაიმართა. ნია წესით განსხვავებული გოგო უნდა ყოფილიყო ალბათ ეს გქონდა გათვლილი, მაგრამ უქზროდ თავგანწირული, დეპრესიული, ეგოისტი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. თუ უყვარდა ლევანი მაშინ ებრძოლა, ამის მაგივრად გაიქცა და სხვაზე გათხოვდა. ყველაზე ცუდი კი ის არის რო იმდენად უთავმოყვარეო აღმოჩნდა, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ქმარს უღალატა. მომწონს როირც წერ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მომეწონა შენი პერსონაჟები. ლევანი საერთოდ ჩამოუყალიბებელ თინეიჯერს მაგონებს რომელმაც არ იცის რა უნდა ამ ქვეყნად. დარწმუნებული ვარ დიდი შრომა ჩადე ამ მოთხობაში და ალბათ არ მოგეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია.

 



№6 სტუმარი °ნენე°

lokokina
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შენი მოთხრობები სულ მომწონს. სამწუხაროდ ეს გამონაკლისი აღმოჩნდა. არ ვიცი შეიძლება მე ვერ გავიგე ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი უპრინციპობა დავინახე. ნიას, რაც დაემართა(დეპრესიულობას ვგულისხმობ) ასე ვთქვათ თვითონვე დაიმართა. ნია წესით განსხვავებული გოგო უნდა ყოფილიყო ალბათ ეს გქონდა გათვლილი, მაგრამ უქზროდ თავგანწირული, დეპრესიული, ეგოისტი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. თუ უყვარდა ლევანი მაშინ ებრძოლა, ამის მაგივრად გაიქცა და სხვაზე გათხოვდა. ყველაზე ცუდი კი ის არის რო იმდენად უთავმოყვარეო აღმოჩნდა, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ქმარს უღალატა. მომწონს როირც წერ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მომეწონა შენი პერსონაჟები. ლევანი საერთოდ ჩამოუყალიბებელ თინეიჯერს მაგონებს რომელმაც არ იცის რა უნდა ამ ქვეყნად. დარწმუნებული ვარ დიდი შრომა ჩადე ამ მოთხობაში და ალბათ არ მოგეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია.

არამარტო შენი აზრი :/

 



№7 სტუმარი Grey

თან მომეწონა თან არა.საოცრად წერ და ეს ამ ისტორიაშიც კარგად გამოჩნდა მაგრამ მე პირადად ის არ მომეწონა რომ არაფრის გამო დათმო ორივე თავიანთი ბედნიერება და არც კი უბრძოლიათ სიყვარულის და ერთად ყოფნის გამო:( არ ვიცი მართალი ვარ თუ არა მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შენს საკუთარ ცხოვრებაზე წერდი,დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები :)

 



№8  offline წევრი dzadzamia25

მარიკუნაა♥️
ვერ ვწერ.
ავირიე.
და ძაან მტკივა.
დიდი მადლობა,
დავიცალე.

მარიამ,არ ვიცი ამ კომენტარით რა იგულისხმე,მაგრამ მარიამი აქ მე ვარ მაშო კიდე მაშო. პ.ს ჩემგანაც მადლობა თუ მოგეწონა..

 



№9  offline ახალბედა მწერალი Ans...

Mariamch
ამდენი ემოცია ♥♥♥ კარგი გოგო ხარ შეენ

Guest Mariamo
სიტყვები არ მყოფნის

მარიკუნაა♥️
ვერ ვწერ.
ავირიე.
და ძაან მტკივა.
დიდი მადლობა,
დავიცალე.

უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ ძალიან გამახარეთ heart_eyes heart_eyes

lokokina
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შენი მოთხრობები სულ მომწონს. სამწუხაროდ ეს გამონაკლისი აღმოჩნდა. არ ვიცი შეიძლება მე ვერ გავიგე ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი უპრინციპობა დავინახე. ნიას, რაც დაემართა(დეპრესიულობას ვგულისხმობ) ასე ვთქვათ თვითონვე დაიმართა. ნია წესით განსხვავებული გოგო უნდა ყოფილიყო ალბათ ეს გქონდა გათვლილი, მაგრამ უქზროდ თავგანწირული, დეპრესიული, ეგოისტი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. თუ უყვარდა ლევანი მაშინ ებრძოლა, ამის მაგივრად გაიქცა და სხვაზე გათხოვდა. ყველაზე ცუდი კი ის არის რო იმდენად უთავმოყვარეო აღმოჩნდა, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ქმარს უღალატა. მომწონს როირც წერ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მომეწონა შენი პერსონაჟები. ლევანი საერთოდ ჩამოუყალიბებელ თინეიჯერს მაგონებს რომელმაც არ იცის რა უნდა ამ ქვეყნად. დარწმუნებული ვარ დიდი შრომა ჩადე ამ მოთხობაში და ალბათ არ მოგეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია.

Grey
თან მომეწონა თან არა.საოცრად წერ და ეს ამ ისტორიაშიც კარგად გამოჩნდა მაგრამ მე პირადად ის არ მომეწონა რომ არაფრის გამო დათმო ორივე თავიანთი ბედნიერება და არც კი უბრძოლიათ სიყვარულის და ერთად ყოფნის გამო:( არ ვიცი მართალი ვარ თუ არა მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შენს საკუთარ ცხოვრებაზე წერდი,დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები :)

პირველ რიგში ორივეს ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს, მოგწონთ და ეს სიტყვებიდა ჩეფასებები ჩემთვის სრულებით საკმარისია, რომ გავბედნიერდე ♥
რაც შეეხება ისტორიას.
ზოგადად ხშირად ვაკვირვებოდი და ვამჩნევდი, რომ პერსონაჟები, რომლებზეც ვწერდი იდეალურები თუ არა მასთან მიახლოებულები მაინც იყვნენ.
ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა, რომ რომელიმე მათგანი იდეალური ყოფილიყო. პირიქით მინდოდა ყოფილიყვნენ ისეთი სუსტები, როგორებიც აღმოჩნდნენ.
ჰო და რაც შეეხება ნიას...არ ვწერდი საკუთარ ცხოვრებაზე. შეიძლება რაღაც ნიუანსები გაიპარა, მაგრამ რეალობა და მითუმეტეს ჩემი რეალობა არ ყოფილა ეს ისტორია და მათი სიყვარულის ამბავი.
მოკლედ, იმედია ოდნავ მაინც აგიხსენით ის, რაც მინდოდა.
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ♥♥♥

 



№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

dzadzamia25
მარიკუნაა♥️
ვერ ვწერ.
ავირიე.
და ძაან მტკივა.
დიდი მადლობა,
დავიცალე.

მარიამ,არ ვიცი ამ კომენტარით რა იგულისხმე,მაგრამ მარიამი აქ მე ვარ მაშო კიდე მაშო. პ.ს ჩემგანაც მადლობა თუ მოგეწონა..

ვერც მე ვერ მივხვდი,
უბრალოდ ემოციებისგან ვერ ვიცლები ხოლმე ხშირად.
და დავიცალე მთლიანად ემოციებისგან, ეს რო წავიკითხე.
შენი კომენტარის მეორე ნაწილსაც ვერც მივხვდი:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№11  offline ახალბედა მწერალი Ans...

dzadzamia25
იცი?ადამიანი ბედნიერი მაშინაა,როცა პოულობს ისეთ ადამიანს ცხოვრებაში,როგორიც შენ ხარ.
მე ბედნიერი ვარ,არა იმიტომ,რომ აქ მე ვიყავი,არამედ იმიტომ,რომ ყავს შენნაირი,მსმენელი,მრჩეველი და მეგობარი.
ძალიან მიყვარხარ და ღმერთს მადლობა,რომ შენი თავი მაპოვნინა ამ სამყაროში,მართალია ცოტა უცნაური ფორმით,მაგრამ ჩვენ ხომ არასტანდარტული ადამიანები ვართ,ამიტომ გვეპატიება.
რა ვთქვა?
ჩემი კომენტარის კითხვას რომ დაიწყებ ზუსტად იცი,პირველს რასაც შევეხები.
ზუკა?
აქ?
ჩემთან?
i can't believe.
რა გამიკეთე?
რომ წავიკითხე
თავი ჩავღუნე და ავტირდი.
ვინმეს ჩემი ცრემლები რომ დაენახა ხომ მკითხავდნენ რა გატირებსო?
მე რა პასუხს გავცემდი? ვერანაირს,საერთოდ ვერანაირს.
ამიტომ,ოთახიდან ოთახში დავიწყე სიარული,აივნიდან აივანზე და როგორღაც სწრაფი გულის რითმის დამორჩილება დავიწყე.
მარცხნივ რაღაც მეწვის,ოღონდ მართლა.
შენი ბრალია.
კიდევ იმ ვაჟბატონის.
ვსო,მე ზუკა ზედმეტად მთიშავს,ამიტომ აღარ მინდა მასზე ამდენი.
იმდენი მოახერხე,არც ჩემი ილია და დემეტრე დამიტოვე,დეიდად გამომაცხადე აქაც.
ჩემი თავი ამ უბრალო მომენტდი ყველაზე მეტად დავიჭირე იცი შენ.

***
მაშო და ლუკა?
ზე ბესტ პერსონს,ზუკას და მარიამს შემდეგ რია.
ჩვენ მაინც ვერ გჯობია ვერავინ.
და ხო?
ქალი ოთხ შვილზე ვოცნებობ,პირელა ტყუპებზე,მერე გოგო ბიჭზე და რა გამიკეთე?დაგვტოვე გიჟ ცოლ-ქმრად მხოლოდ?
არ გაპატიებ....

***
ხო,იმედია ლუკა ამას არასდროს წაიკითხავს,თორემ ვიცი დაგახრჩობს..
ღირსი ხარ და იმიტომ.
როცა,თქვენ ორს ასე გიყვართ ერთმანეთი,ზედმეტად მაზოხისტურად ხომ არ მოიქეცი ქალბატონო?
რეალურად ხომ ვიცი,სულ ერთად რომ იქნებით?
ხოდა დაგატყდება ცუნამი სახელად მარიამ-ლუკა-მაშო...
ბლა ბლა,კიდევ ბევრია...
ხოდა რას ვამბობდი,საშინლად ცუდად მოიქეცი..
და მაინც,რატომ ლევანი და არა ლუკა?
რატომ კახი და არა ნიკუშა?
ცუდი ხარ,ასე მგონია რეალ ნეიმენით უფრო მძარად ვიგრძნობდი ყველაფერს...

***
რა ვთქვა,ა გაფიცებ მაიკოს გაფიცებ რა ვთქვა და როგორ ?
როგორ აგიხსნა,რომ ელექტრონების ქაოსია,ზუკაც,ans wells,მაშნკაც,ლუკაც და აბსოლიტურად ყველაფერი?
ნიას და ელენეს არ გაპატიებ არასდროს ეს იცოდე.
არც კახის და პირველ ცოლს გაპატიებ..
აქ დამთავრდეს,მაგრამ სულ მემახსოვრება....
ხო,შენი დილანდელი შეტყობინება სრულიად უფუნქციო და შეუსაამო იყო,ამიტომ საერთოდ არ მივიდა ადრესატებამდე...
ლავ იუ,მა ბეიბი,მორ ზენ იუ სინქ ენდ ნოუ.
ლავ მა გერლს,მაშინკა ენდ ანკუ.
ენდ ზე ლასთ...
ლავ იუ ზუკიტო,მაი ჰასბენდო ❤️

მე ვიპოვე შენნაირი ადამიანი და იმიტომ ვარ ბედნიერი და ამ კომენტარსად ამიტომ გიწერ. ხომ გითხარი, ვმგზავრობდი მანქანით შენი კომენტარი რომ წავიკითხე და სერიოზულად ამიჩქარდა გული.
იმიტომ,რომ იცოდი როგორც არასდროს ისე ველოდებოდი ამ ისტორიაზე, მთლიან ისტორიაზე პასუხს. ♥♥
ჰო, ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი.მაგრამ ლევანი არ ყოფილა ლუკა და არც იქნებოდა.
ხომ იცი არ მიცდია ამის ჩვენთან დაკავშირება. ვიცი, ცუდად მოვიქეცი.
მაგრამ ერთად ვერ/არიქნებოდნენ. იმიტომ არა ნიკუშა და არა ლუკა, რომ არც ანკა არ იყო და მორჩა.
ხომ ვამბობდი, ერთხელ ასეც მორჩება მეთქი.
არ ვიცი მარიამ.
დილით ის მესიჯიც რომ დავტოვე...
თავიდან ბოლომდე თქვენთვის იყო.
ხომ იცი ❤️❤️❤️❤️
მადლობა და მიყვარხარ.
ყველგან გეტყვი მადლობას.
თქვენია და მორჩა heart_eyes

 



№12  offline წევრი dzadzamia25

მარიკუნაა♥️
dzadzamia25
მარიკუნაა♥️
ვერ ვწერ.
ავირიე.
და ძაან მტკივა.
დიდი მადლობა,
დავიცალე.

მარიამ,არ ვიცი ამ კომენტარით რა იგულისხმე,მაგრამ მარიამი აქ მე ვარ მაშო კიდე მაშო. პ.ს ჩემგანაც მადლობა თუ მოგეწონა..

ვერც მე ვერ მივხვდი,
უბრალოდ ემოციებისგან ვერ ვიცლები ხოლმე ხშირად.
და დავიცალე მთლიანად ემოციებისგან, ეს რო წავიკითხე.
შენი კომენტარის მეორე ნაწილსაც ვერც მივხვდი:)

საყვარელო,რეალობასთან დავუკავშირე და რეალური სახელები ვახსენე ავტორის ცხოვრებიდან ❤️❤️ხომ მართალია ვერ მიხვდებოდი,სულ სხვა და რეალური კომენტარი იყო ❤️კიდევ ერთხელ მადლობა,რომ წაიკითხე.
პ.ს ანკუს პრ მენეჯერი

 



№13  offline ახალბედა მწერალი aNuGi

ასე გული არასდროს მტკენია.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№14  offline წევრი Mmariami)

როგორ დავიწყო?
ალბათ თავიდან.
ჩემი ოთხ საათზე დაწყებული დილა და დაძაბული კვირის პირველი ბედნიერი შაბათი შენით დაიწყო.
ჩვენი ტრიოს ჩათი რომ გავხსენი თავიდან მარტო მიყვარხარ წავიკითხე, მეთქი ვერ არი ეს გოგო რამ გადარია ამ დილა უთენია თქო, მერე მესიჯებს ავუყევი და აი თურმე.
ვერ ვიტყვი რო არ ვიცოდი, რაღაცას ველოდი, რაღაცას, მაგრამ ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
იმდენი მაქვს სალაპარაკო, იმდენი რაღაც მაქვს სათქმელი, რომლით და საიდან დავიწყო არ ვიცი, არადა ზუსტად ვიცი არ გამომივა.
ყველაფერს ვერ დავატევ, რაღაც გამომრჩება, რაღაცა ისე არ იქნება როგორც მინდოდა.
ლევანით დავიწყებ რა.
ი ტ ო გ შ ი :)
ყველაზე 'ნიტო' პერსონაჟი იყო ჩემთვის, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრე, მაგრამ ის არ იყო ვინც უნდა ყოფილიყო.
გახსოვს ჩვენი დიალოგი?! უფრო სწორად, ვიცი რომ გახსოვს, მაშინაც ძალიან მეწყინა რომ მითხარი დაგღალეთო.
მაშინ ვინც იყო ადრესატი, მისი პროტოტიპი ნამდვილად არ ყოფილა ლევანი.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ კახი ბევრად იმსახურებდა ყველა მაგ სიტყვას ვიდრე ლევანი.
რაღაცნაირი ნიტო იყო.
არ გავდა ლევანი - ჩვენსას - ჩემ სიძეს:).
უფრო სწორად ვერც იქნებოდა ეგ.
იმიტორო ის სხვაა, ეს სხვა და ბევრად ნაკლები.
არ მიტირია თქო რო გითხრა მოგატყუებ.
მაიკოზე და დათოზე იმდენი ვიტირე, შემახმა ცრემლები.
როგორ გაიმეტე? ნია ამდენისთვის როგორ გაიმეტე?
მიუხედავად იმისა რო კახისთან არასწორია, მიუხედავად იმისა რო საშინლად გამაბრაზა ლევანთან ურთიერთობის მაინც ყველაზე ძლიერი გოგოა ჩემთვის ნია.
ყველაზე, ყველაზე.
ლუკაზე რა მეთქმის, ისე ამიარ-დამიარა ყველაფერმა, ისტერიკა მქონდა, პანიკა და შოკი.
ისეთი იყო, ისეთი რაღაცნაირი, ისეთი სხვანაირი, ისეთი სხვა.
რაღაცნაირი - ყველაზე ლუკასებურად რაღაცნაირი.
ისეთი რა, ჩვენ რო გვიხდება, ჩვენებური.
და ვატო?
ეგეც ყველაზე ტიპია, ძალიან ისეთი, ტიპი ემოცია, როგორ უცებ ატირდა?!:)
მევასება რა.
და მარო?
მე შენ და მარო?! :)
ყველაზე ტიპები ვართ, ვააააფშე ყველაზე, ვაააფშემც ყველაზე მაგრები:) ისე ამიჩუყდა გული, ისე პატარა ბავშვიბით, ისე ძალიან მიყვარხარ'თ:).
წლების მერე მაგ აივანზე როგორ არ უნდა ვიჯდეთ?
რ ო გ ო რ?
პროსტა არ გამოვა რა, არ გამოვა.
მივაძინოთ ისევ თამრო და გავჭოროთ ისევ 'ის', პროსტა ამჯერად ბედნიერად, დრამების და ტრაგედიის გარეშე:).
თამროს სახე წარმოგიდგენია ზუკას ცოლად რო გაიჩითა? ხახახაა))) ვხარხაებ))) ისტერიკა ექნებოდა)))))))))
ანკუ
გახსოვს როდის გითხარი ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო?
გაიხსენე რა.
მოძებნე
ყველგან
ყველა ისტორიაში და პირველი წაიკითხე.
პირველი კომენტარი.
პირველად ნათქვამი "ჩემი ნათელი წერტილი ხარ"
და
დაინახე როგორი აღფრთოვანებული ვიყავი მაშინ შენით, როგორ გამაოცე და გამაოგნე
და
მოდი დღევანდელამდე.
როგორი ამაყი ვარ შენით.
იმით რომ მყავხარ, იმით რომ ეს ისტორია მაქვს, იმით რო ჩემი ნათელი წერტილი ხარ და არა სხვისი.
იმით რომ შემიძლია ღამის 4ზე ან 5ზე, გავბრაზდე, დავპანიკდე, ისტერიკა მოვაწყო და შენ ჩემი მოსმენით არ დაიღალო.
იმით რომ მომისმენ ბოლომდე, მოუსმენ ყველა ჩემ სისულელეს და არ დაიღლები:).
იცი როგორ მეამაყები?
ყველაფრის გამო.
ამ ისტორიის გამო, დანარჩენი ისტორიიების გამო.
შენ გამო.
ჩვენ გამო.
ეს ისტორია?
შენი პირველი იყო ახალბედობაში და მოხსნა:)
ყველაფერი იყო.
ყველა ემოცია.
სიცილი.
ტირილი.
დრამა.
ჩვენ.
ლუკა.
ვატო.
ნია.
მარო.
ლევანი.
და
კახი (რომელიც ვთვლი რო ყველაზე მეტად იმსახურებდა ბედნიერებას).
მებედნიერები
და
მადლობა.

აუ აუ))) ორსული მაშო როგორ გამომრჩა)))
აი პროსტა ყველა 'ჩემი' რომ მაგას გაიძახით რა კაპასი და აუტანელი ორსული იქნებიო, ღირსები ხართ თქვენს ჯინაზე "ჩემს ლუკიტოს" არსად არ გავაგზავნი შუა ღამეს!
არც პიცაზე
არც შინდზე
არც შაურმაზე და არც ხილზე.
ვოტ ტაკ))))))

 



№15  offline ადმინი bibo

რაღაც ისეთი იყო ჯერ რო ბოლოს წაკითხვა მომინდა blush შეუდარებელი ხარ სასწაული ხარ აი გასაგიჟებელი და უბრალოდ სიტყვებზე მეტი ხარ heart_eyes მძიმე იყო ჩემთვი თავისი მძიმე თუ უბრალოდ ასე გაორებული პერსონაჟEბით scream scream ემოციებ თავისით მოდიოდა მოქროდა ქმნიდა ერთ წრეს და იკარგებოდა bowtie უბრალოდ აი კიდე ვერაფერს ვწერ მარწყვის ქალა კიდე ვერ ვარ გონს მოსული კიდე ჩაკარგული ვარ კიდე ვეძებ გამოსავალს კიდე ვეძებ ფერებს და ვებღაუჭები იისფერს satisfied ჰოდა საოცრება ხარ სასწაული გასაგგიჟებელი არამქვეყნიური რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უხდება ეს სტილი ეს ფერი ეს სივრცე და ეს ჰორიზონტი heart_eyes kissing_heart იმდენად გადამრიე კიდე ერთ ადგილას ვტრიალებ კიდე ერთ სივრცეში ვბრუნავ და კიდე ერთ ჰაერს ვსუნთქავ აი ცუდად მაქ კიდე გული სულის ძგერას და თვალების სევდას ვგრძნობ იცოდე რო მარწყვზე გემრიელი ხარ და ალუბალზე ტკბილი ჯემო heart_eyes

 



№16 სტუმარი Guest ლალი

ისე განვიცადე,ავფორიაქთი! ყოჩაღ ძალიან კარგი იყო დახვეწიი,არა ბანალური ისტორია! აქ იშვიათად ასეთი.თქვენ სულ უნდა წეროთ!

 



№17  offline წევრი sofia25

დღეს ვიფიქრე ნეტავ რამე სიახლე დადოსთქო:)
სასაცილო ისარის როდესაც ვფიქრობ ზუსტად მაგდროს დებ
აუ მგონი გიჟივარ
ყველაზე უაზრო დღეებში ისე მეხმარები ვერც კი წარმოგიდგენია !
საოცრებახარ

 



№18  offline წევრი ĐīřtýĐŕėåmēř

ვაიმეე... აი არვიცი რაიყო ესს.. იმდენი ვიტირე. ძალიან კარგიიყო. არასდროს არცერთი ისტორიის დროს არ მიტირია.. ამ ისტორიამ კი უბრალოდ მაბღავლა.. ყველაზეეეეე კარგიიყოო საუკეთესო! არვიცი რასიტყვებით ვაქო! ყოჩაღ! საუკეთესო იყო!!

 



№19 სტუმარი ∆∆∆

უბრალოდ- გენიალურია

 



№20  offline წევრი dzadzamia25

შენ წარმოიდგინე და თამრო იცი როგორ იყო?
გავაპარებდი თვალს არა ზუკა წერია,მერე ისევ სახეზე ავიფარებდი ხელს..
ანუ,მე ისა ზუკასთანთქო?
სიმართლე იყოს და ველოდი კიდეც რაღაცნაირად ❤️

ზუკას ცოლი გიწერთ კომენტარს ისე კიარა ❤️

 



№21  offline წევრი Skubidu

ბლოგი მართლა გაქ და თუ კი როგორ გიპოვო?

 



№22  offline ახალბედა მწერალი Ans...

aNuGi
ასე გული არასდროს მტკენია.

მაპატიე მართლა (( ძალიან გამიხარდა, რომ წაიკითხე ❤️❤️❤️
Mmariami)
როგორ დავიწყო?
ალბათ თავიდან.
ჩემი ოთხ საათზე დაწყებული დილა და დაძაბული კვირის პირველი ბედნიერი შაბათი შენით დაიწყო.
ჩვენი ტრიოს ჩათი რომ გავხსენი თავიდან მარტო მიყვარხარ წავიკითხე, მეთქი ვერ არი ეს გოგო რამ გადარია ამ დილა უთენია თქო, მერე მესიჯებს ავუყევი და აი თურმე.
ვერ ვიტყვი რო არ ვიცოდი, რაღაცას ველოდი, რაღაცას, მაგრამ ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
იმდენი მაქვს სალაპარაკო, იმდენი რაღაც მაქვს სათქმელი, რომლით და საიდან დავიწყო არ ვიცი, არადა ზუსტად ვიცი არ გამომივა.
ყველაფერს ვერ დავატევ, რაღაც გამომრჩება, რაღაცა ისე არ იქნება როგორც მინდოდა.
ლევანით დავიწყებ რა.
ი ტ ო გ შ ი :)
ყველაზე 'ნიტო' პერსონაჟი იყო ჩემთვის, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრე, მაგრამ ის არ იყო ვინც უნდა ყოფილიყო.
გახსოვს ჩვენი დიალოგი?! უფრო სწორად, ვიცი რომ გახსოვს, მაშინაც ძალიან მეწყინა რომ მითხარი დაგღალეთო.
მაშინ ვინც იყო ადრესატი, მისი პროტოტიპი ნამდვილად არ ყოფილა ლევანი.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ კახი ბევრად იმსახურებდა ყველა მაგ სიტყვას ვიდრე ლევანი.
რაღაცნაირი ნიტო იყო.
არ გავდა ლევანი - ჩვენსას - ჩემ სიძეს:).
უფრო სწორად ვერც იქნებოდა ეგ.
იმიტორო ის სხვაა, ეს სხვა და ბევრად ნაკლები.
არ მიტირია თქო რო გითხრა მოგატყუებ.
მაიკოზე და დათოზე იმდენი ვიტირე, შემახმა ცრემლები.
როგორ გაიმეტე? ნია ამდენისთვის როგორ გაიმეტე?
მიუხედავად იმისა რო კახისთან არასწორია, მიუხედავად იმისა რო საშინლად გამაბრაზა ლევანთან ურთიერთობის მაინც ყველაზე ძლიერი გოგოა ჩემთვის ნია.
ყველაზე, ყველაზე.
ლუკაზე რა მეთქმის, ისე ამიარ-დამიარა ყველაფერმა, ისტერიკა მქონდა, პანიკა და შოკი.
ისეთი იყო, ისეთი რაღაცნაირი, ისეთი სხვანაირი, ისეთი სხვა.
რაღაცნაირი - ყველაზე ლუკასებურად რაღაცნაირი.
ისეთი რა, ჩვენ რო გვიხდება, ჩვენებური.
და ვატო?
ეგეც ყველაზე ტიპია, ძალიან ისეთი, ტიპი ემოცია, როგორ უცებ ატირდა?!:)
მევასება რა.
და მარო?
მე შენ და მარო?! :)
ყველაზე ტიპები ვართ, ვააააფშე ყველაზე, ვაააფშემც ყველაზე მაგრები:) ისე ამიჩუყდა გული, ისე პატარა ბავშვიბით, ისე ძალიან მიყვარხარ'თ:).
წლების მერე მაგ აივანზე როგორ არ უნდა ვიჯდეთ?
რ ო გ ო რ?
პროსტა არ გამოვა რა, არ გამოვა.
მივაძინოთ ისევ თამრო და გავჭოროთ ისევ 'ის', პროსტა ამჯერად ბედნიერად, დრამების და ტრაგედიის გარეშე:).
თამროს სახე წარმოგიდგენია ზუკას ცოლად რო გაიჩითა? ხახახაა))) ვხარხაებ))) ისტერიკა ექნებოდა)))))))))
ანკუ
გახსოვს როდის გითხარი ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო?
გაიხსენე რა.
მოძებნე
ყველგან
ყველა ისტორიაში და პირველი წაიკითხე.
პირველი კომენტარი.
პირველად ნათქვამი "ჩემი ნათელი წერტილი ხარ"
და
დაინახე როგორი აღფრთოვანებული ვიყავი მაშინ შენით, როგორ გამაოცე და გამაოგნე
და
მოდი დღევანდელამდე.
როგორი ამაყი ვარ შენით.
იმით რომ მყავხარ, იმით რომ ეს ისტორია მაქვს, იმით რო ჩემი ნათელი წერტილი ხარ და არა სხვისი.
იმით რომ შემიძლია ღამის 4ზე ან 5ზე, გავბრაზდე, დავპანიკდე, ისტერიკა მოვაწყო და შენ ჩემი მოსმენით არ დაიღალო.
იმით რომ მომისმენ ბოლომდე, მოუსმენ ყველა ჩემ სისულელეს და არ დაიღლები:).
იცი როგორ მეამაყები?
ყველაფრის გამო.
ამ ისტორიის გამო, დანარჩენი ისტორიიების გამო.
შენ გამო.
ჩვენ გამო.
ეს ისტორია?
შენი პირველი იყო ახალბედობაში და მოხსნა:)
ყველაფერი იყო.
ყველა ემოცია.
სიცილი.
ტირილი.
დრამა.
ჩვენ.
ლუკა.
ვატო.
ნია.
მარო.
ლევანი.
და
კახი (რომელიც ვთვლი რო ყველაზე მეტად იმსახურებდა ბედნიერებას).
მებედნიერები
და
მადლობა.

აუ აუ))) ორსული მაშო როგორ გამომრჩა)))
აი პროსტა ყველა 'ჩემი' რომ მაგას გაიძახით რა კაპასი და აუტანელი ორსული იქნებიო, ღირსები ხართ თქვენს ჯინაზე "ჩემს ლუკიტოს" არსად არ გავაგზავნი შუა ღამეს!
არც პიცაზე
არც შინდზე
არც შაურმაზე და არც ხილზე.
ვოტ ტაკ))))))

მაშო, რა გითხრა? მეტირება... ჰო... აი მარტო იმ ღამის და იმ გათენების გამო მიყვარხარ გაუაზრებლად. ეს დიალოგიც ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაიწერა. ამ ისტორიას გაზაფხულის ქუჩამდე ვწერდი და იმიტომ. ყველაზე ცუდ პერიოდს ემთხვეოდა და ყველაზე ცუდი პერსონაჟებიც მაგიტომ გამოვიდა.
ცუდი ცოტა ისეთი სიტყვაა ხომ ხვდები. რაღაც უიმედოდ გამოვიდა ყველაფერი.
არ ყოფილალევანი არავის პროტოტიპი და არც ნია იყო ჩემი.
ხომ იცი? რაღაც დეტალები შეიძლება მაგრამ არ იყო მაშ...
ლუკაზე იმდენი ვინერვიულე. არ დამცხოს მეთქი.
მე მჯერა რომ წლების მერე ეგ აივანი გამოგვივა.
მაშო არ არსებობს რომ არ გამოგვივიდეს.
სულ მეტირება აი.
ჩემი ნათელი წერტილი ხარო. მაგ სიტყვებზე.
ვგიჟდები შენზე მაშ.
ზუსტად ვიცოდი, რაღაც განსაკუთრებული დღე იქნებოდა ამ ისტორიის გამოქვეყნება.
მართლა ბედნიერი ვარ, რომ არსებობ.
ლუკა იქნება ოდესმე.
ზუკაც იქნება ოდესმე.
შეიძლება ნია და ლევანი არასდროს არცერთ ვარიანტში არ იყვნენ.
მაგრამ ხომ იცი აარა?
დაბნეული ვარ და ბედნიერი ! heart_eyes heart_eyes მიყვარხარ
bibo
რაღაც ისეთი იყო ჯერ რო ბოლოს წაკითხვა მომინდა blush შეუდარებელი ხარ სასწაული ხარ აი გასაგიჟებელი და უბრალოდ სიტყვებზე მეტი ხარ heart_eyes მძიმე იყო ჩემთვი თავისი მძიმე თუ უბრალოდ ასე გაორებული პერსონაჟEბით scream scream ემოციებ თავისით მოდიოდა მოქროდა ქმნიდა ერთ წრეს და იკარგებოდა bowtie უბრალოდ აი კიდე ვერაფერს ვწერ მარწყვის ქალა კიდე ვერ ვარ გონს მოსული კიდე ჩაკარგული ვარ კიდე ვეძებ გამოსავალს კიდე ვეძებ ფერებს და ვებღაუჭები იისფერს satisfied ჰოდა საოცრება ხარ სასწაული გასაგგიჟებელი არამქვეყნიური რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უხდება ეს სტილი ეს ფერი ეს სივრცე და ეს ჰორიზონტი heart_eyes kissing_heart იმდენად გადამრიე კიდე ერთ ადგილას ვტრიალებ კიდე ერთ სივრცეში ვბრუნავ და კიდე ერთ ჰაერს ვსუნთქავ აი ცუდად მაქ კიდე გული სულის ძგერას და თვალების სევდას ვგრძნობ იცოდე რო მარწყვზე გემრიელი ხარ და ალუბალზე ტკბილი ჯემო heart_eyes

გელოდებოდი იცი? ❤️ რატომღაც ძალიან გელოდებოდი ჩემს რომელიმე ისტორიაზე და სერიოზულად...
სერიოზულად გეტყვი...
გეფიცები მეშინოდა.
იმიტომ,რომ მაინტერესებდა რას იტყოდი.
გამაბედნიერე. თანაც როგორ. სულ ვკითხულობდი შენს კომენტარებს. სულ მხვდებოდა თვალში როგორ სიყვარულსაც გამოხატავდი, როგორ სითბოს გამოხატავდი და ახლა ჩემს ისტორიაზეც რომ ვირგრძენი ეს ყველაფერი
გადავირიე და გავგიჟდი.
ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️❤️❤️იმაზე მეტად ვარ ბედნიერი ახლა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია საერთოდ.
გაგიჟებული და დაბნეული ! <33333

Guest ლალი
ისე განვიცადე,ავფორიაქთი! ყოჩაღ ძალიან კარგი იყო დახვეწიი,არა ბანალური ისტორია! აქ იშვიათად ასეთი.თქვენ სულ უნდა წეროთ!

უღრმესი მადლობა, რომ წაიკითხეთ და რომ მოგეწონათ ამისთვისაც. <3333 ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
sofia25
დღეს ვიფიქრე ნეტავ რამე სიახლე დადოსთქო:)
სასაცილო ისარის როდესაც ვფიქრობ ზუსტად მაგდროს დებ
აუ მგონი გიჟივარ
ყველაზე უაზრო დღეებში ისე მეხმარები ვერც კი წარმოგიდგენია !
საოცრებახარ

შენი კომენტარი ისტორიაზე რომ არ დამხვდეს, ის ისტორია ისტორიად არ ჩაითვლება.
უკვე მიგეჩვიე.
ისე მიგეჩვიე, რომ ინსტიქტურად გელოდები და მიხარია.
სიგიჟემდე მახარებ და მაბედნიერებ ❤️❤️❤️❤️
ხშირად გითქვამს, "აი ახლა რა გამახარებდაო" და მერე ჩემს ისტორიას ახსენებ...
იცი, როგორი ბედნიერი ვარ ამ დროს? ❤️❤️ მადლობა heart_eyes

 



№23  offline ახალბედა მწერალი Ans...

ĐīřtýĐŕėåmēř
ვაიმეე... აი არვიცი რაიყო ესს.. იმდენი ვიტირე. ძალიან კარგიიყო. არასდროს არცერთი ისტორიის დროს არ მიტირია.. ამ ისტორიამ კი უბრალოდ მაბღავლა.. ყველაზეეეეე კარგიიყოო საუკეთესო! არვიცი რასიტყვებით ვაქო! ყოჩაღ! საუკეთესო იყო!!

∆∆∆
უბრალოდ- გენიალურია

Skubidu
ბლოგი მართლა გაქ და თუ კი როგორ გიპოვო?

უღრმესი მადლობა <3333 მაბედნიერებთ ამ კომენტარებით <333 heart_eyes heart_eyes heart_eyes
არა, ბლოგი არ მაქვს ჩემი ისტორიები მხოლოდ ამ საიტზე იდება <333
dzadzamia25
შენ წარმოიდგინე და თამრო იცი როგორ იყო?
გავაპარებდი თვალს არა ზუკა წერია,მერე ისევ სახეზე ავიფარებდი ხელს..
ანუ,მე ისა ზუკასთანთქო?
სიმართლე იყოს და ველოდი კიდეც რაღაცნაირად ❤️

ზუკას ცოლი გიწერთ კომენტარს ისე კიარა ❤️

სურპრიზიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი smiley smiley heart_eyes heart_eyes

 



№24  offline ახალბედა მწერალი elle...

შენ ხარ ძალიან, ძალიან მაგარი გოგო!

გული რომ რამდენჯერმე გამიჩერდა, იმ წამებისთვის ხომ საერთოდ საოცრება.
❤️

 



№25  offline ახალბედა მწერალი Ans...

elle...
შენ ხარ ძალიან, ძალიან მაგარი გოგო!

გული რომ რამდენჯერმე გამიჩერდა, იმ წამებისთვის ხომ საერთოდ საოცრება.
❤️

ძალიან მაგარი გოგო რომ გიწერს კომენტარს, რა სასწაული შეგრძნებაა იცი??? ❤️❤️❤️❤️
ნიკი რომდავინახე რაღაცნაირად გული ამიჩქარდა.
უღრმესი, უდიდესი მადლობა❤️
გამაბედნიერე ❤️❤️❤️❤️

 



№26 ახალბედა მწერალი An_Gel

გული მეტკინა საშინლად,მაგრამ როგორ აგიხსნა ის,რაც ვიგრძენი?! ბოლოს მთელი გულით ვლოცულობდი, რამე არ მიექარა ნიას და კახისნაირი ბიჭისთვის გული არ ეტკინა.
მე ლევანი ვერ დავინახე! ძალიან სუსტ და უსუსურ კაცად მხოლოდ და მხოლოდ. ვერც მისი სიყვარული ვიწამე, იმიტომ,რომ არცერთი სიგიჟე,არცერთი გაბედული ნაბიჯი მას ნიასთვის არ გადაუდგამს.
დასასრული ძალიან მეტკინა,მაგრამ მხოლოდ ნიას გამო.
სხვა ყველაფერი მომეწონა. საოცარი ხარ,რა. რაღა უნდა გითხრა?! heart_eyes

 



№27  offline ახალბედა მწერალი Ans...

An_Gel
გული მეტკინა საშინლად,მაგრამ როგორ აგიხსნა ის,რაც ვიგრძენი?! ბოლოს მთელი გულით ვლოცულობდი, რამე არ მიექარა ნიას და კახისნაირი ბიჭისთვის გული არ ეტკინა.
მე ლევანი ვერ დავინახე! ძალიან სუსტ და უსუსურ კაცად მხოლოდ და მხოლოდ. ვერც მისი სიყვარული ვიწამე, იმიტომ,რომ არცერთი სიგიჟე,არცერთი გაბედული ნაბიჯი მას ნიასთვის არ გადაუდგამს.
დასასრული ძალიან მეტკინა,მაგრამ მხოლოდ ნიას გამო.
სხვა ყველაფერი მომეწონა. საოცარი ხარ,რა. რაღა უნდა გითხრა?! heart_eyes

დღეს ისეთი ბედნიერი დღე მაქვს და ისეთი სასწაულები მიწერთ კომენტარებს, ვეღარ გავიგე იმდენი გრძნობა დამეუფლა ერთობლივად.❤️
ავირიე...❤️❤️
მართალია...პირველად მინდოდა, რომ ყველაფერი იდეალურად არ გამოსულიყო.ვერ იქნებოდნენ ერთად.
მართლები იყვნენ, ნიამ ალბათ გამოიგონა ლევანი და არ გამართლდა.
შენ რა უნდა გითხრა არ ვიცი... ❤️❤️❤️ უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️❤️ მართლა უზომოდ მიხარია, რომ წაიკითხე და მოგეწონა❤️❤️❤️

 



№28  offline წევრი megikeshelava))

არც კი ვიცი რა ვთქვა! ზედმეტია სიტყვები. სასწაული გოგო ხარ! ეს ისტორია ხომ საოცრეებაა საერთოდ!

 



№29  offline ახალბედა მწერალი Ans...

megikeshelava))
არც კი ვიცი რა ვთქვა! ზედმეტია სიტყვები. სასწაული გოგო ხარ! ეს ისტორია ხომ საოცრეებაა საერთოდ!

მეგი, როგორ გამახარე <333333
უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო <33 გამაბედნიერე kissing_heart kissing_heart

 



№30  offline წევრი aneta

ამ ისტორიაში კახის პერსონაჟზე მეფიქრება ბევრი. ნია არ იმსახურებდა ასეთ ადამიანს, ალბათ ლევანზე მეტის ღირსი არ იყო. კახისნაირი ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ ტყუილ ბედნიერებაში. შენ როგორც ყოველთვის კარგად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent