შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 8


24-09-2017, 10:48
ავტორი ლიდია
ნანახია 271

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 8

3 თვის შემდეგ....
/ემილი/
ჩემი და დანიელის პირველი კოცნის შემდეგ 3 თვე გავიდა. ამ 3 თვის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი მთელს მსოფლიოში, ვსწავლობდი, მყავდა ძალიან კარგი მეგობარი ლუკასი და ძალიან კარგი შეყვარებული დანიელი. ხვალ ჩანაკალეში, ბანაკში ბოლო დღეს გავატარებ, ხოლო ზეგ სახლში წავალ. სახლში წასვლა თან მიხარია თან არა. დედას ვნახავ! ის ძალიან მომენატრა, და რაც მთავარია კარიერას ავიწყობ! ლუკასიც ნიუ-იორკში მოდის, ალბათ ერთ საავადმყოფოში ვიმუშავებთ.
დანიელი ინგლისში წავა, იქ აიწყობს კარიერას.... ჩვენ ერთმანეთს ალბათ ვეღარასოდეს ვნახავთ. ამ 3 თვის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდით ამ საკითხზე არ გვესაუბრა, დროს მაქსიმალურად ვიყენებდით! 1თვის წინ მისი შიშველი სხეული ვნახე, მან კი ჩემი.... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ღამე...
მაგრამ ახლა როდესაც ვიცი რომ ჩვენ მხოლოდ ორი დღე დაგვრჩა, მინდა დანიელს გავყვე, ინგლისში.. ვიცი ეს შეუძლებელია, მე ჩემი კარიერა უნდა ავაწყო ხოლო მან თავისი....
როდესაც ლუკასს ჩემსა და დანიელზე პირველად მოვუყევი, მგონი ჩემზე მეტად გაუხარდა!
ახლა დანიელთან მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსად გავდივართ და მის ოთახში უნდა ვიყოთ, მაინც გამოვიპრანჭე. ვერცხლისფერი, ბრჭყვილა შორტი და თეთრი ბრეტელიანი მაიკა მაცვია, თეთრი კედები, თმები გავისწორე და გავიშალე.
აი უკვე დანიელის ოთახის კარებზე ვაკაკუნებ.. კარები გაიღო, მას წელსზემოთ არაფერი ეცვა. მიუხედავად იმისა რომ მისი სხეულის თითოეული ნაწილი უკვე შესწავლილი მქონდა, მაინც ეკლებმა დამაყარა. დანიელს ვაკოცე და ჩავეხუტე, შემდეგ ოთახში შევედით.
-მართალია გუშინ გნახე მაგრამ უკვე მომენატრე! - მითხრა დანიელმა და კიდევ მაკოცა. - მოდი ჩემთან. კალთაში ჩავუჯექი, თავი მის მხარზე დავდე და ავტირდი. ზეგ მივდივარ! დანიელს ვეღარ ვნახავ! არ ვიცი ამას როგორ გავუმკლავდები, ან საერთოდ თუ გავუმკლავდები...
-ჰეი, ჰეი რა გატირებს ანგელოზო? - ანგელოზოს გაგონებაზე კიდევ უფრო ავტირდი. ის ანგელოზს მეძახდა. მალე სამუდამოდ დავშორდებით და მის ლამაზ ხმას ვერ გავიგებ რომელიც ანგელოზს დამიძახებს!
-მეშინია - ბორძიკით წარმოვთქვი სიტყვა.
-გეშინია რომ არ შეგიყვარდე? - გახუმრება სცადა დანიელმა.
-მგონი მაგის შიში უკვე გვიანია.....
მიუხედავად იმისა რომ დანიელი და ემილი 3 თვე ერთად იყვნენ, გოგონას არასოდეს უთქვამს ბიჭისთვის თუ როგორ უყვარდა ის! დანიელი კი ამას ყოველდღე ეუბნებოდა, ემილი კი მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდა. მართალია, ადრე ეშინოდა დანიელის შეყვარების მაგრამ ეს უკვე მართლა გვიანი იყო, დანიელი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა, მართალია ამას არ აღიარებდა, მაგრამ ეს ასე იყო.
-აბა, მითხარი, რისი გეშინია?
-შენი სამუდამოდ დაკარგვის მეშინია, ზეგ დავშორდებით... მე ნიუ-იორკში წავალ, შენ ინგლისში.. სამუდამოდ დავკარგავთ ერთმანეთს. მე შენ ძალიან მიყვარხარ დანიელ!
-ანგელოზო, მეც მიყვარხარ! - შევამჩნიე რომ დანიელსაც აუწყლიანდა თვალები, ახლა ორივე ვტიროდით. სახე სახესთან ახლოს მივუტანე, შუბლებით ერთმანეთს ვეყრდნობოდით.
-დანიელ მეშინია რომ ოდესმე ვინმე შენი იქნება, შენ კი მისი.. მეშინია რომ ანგელოზს უკვე მას დაუძახებ... მეშინია რომ შენი სიტყვები „ მე შენ მიყვარხარ“ სხვის მიმართ იქნება გამოყენებული.... მეშინია რომ ოდესღაც ვინმე ჩემზე მეტად შეგიყვარდება...
-ეს არასოდეს მოხდება გესმის? მე არასოდეს არავის შემიყვარდება ისე როგორც შენ მიყვარხარ! შენს სიყვარულს არასდროს შევწყვეტ და ყოველთვის დაგელოდები! სამუდამოდ შენი ვიქნები შენ კი სამუდამოს ჩემი ანგელოზი იქნები.. შეიძლება მანძილმა დაგვაშოროს მაგრამ ის ჩვენს გრძნობებს ვერ შეცვლის.
ვაკოცე
ისე ვაკოცე როგორც არასდროს...
ისე ვაკოცე, რომ ნებისმიერს შეშურდებოდა...
-ყველაზე ლამაზი ხარ როდესაც იღიმი! - მითხრა დანიელმა
-ეს ღიმილი შენი დამსახურებაა!
-მოდიხარ დღეს? - მკითხა მან
-სად?
-ხო გახსოვს, ანჯელამ გვითხრა რომ დღეს 6-ზე დაბლა შევკრებილიყავით, სისხლი უნდა აგვიღონ, იმისთვის რომ სისხლის ბანკს გადასცენ და ხალხს დაეხმარონ
-აა, კი კი! რათქმაუნდა წამოვალ.
-ამმ.. და მანამდე... რა ვაკეთოთ?
-გითხრა თუ განახო? - ვთქვი, რაზეც ორივე ჩავბჟირდით..
6 საათზე ორივე გარეთ გავედით, ბანაკის სხვა წევრებიც მოვიდნენ. მე ლუკასს ჩავეხუტე, ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ ყველა ლაბორატორიაში აგვიყვანეს და სისხლის აღება დაიწყეს. ჩემი ჯერი დადგა! სისხლი ამიღეს, ახლა პასუხს ველოდებოდი, პასუხი მე მოვითხოვე ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობ და მაინტერესებს რა მჭირს.
-ემილი! ნამდვილად სასიხარულოდ გაქვთ საქმე!
-რატო? რა ხდება? ანუ არაფერი მჭირს?
-არანაირი დაავადება! თქვენ 2 კვირის ორსული ხართ!
ადგილზე გავშრი! ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ლაბორატორიიდან გამოვვარდი და ჩემს ოთახში ჩავირბინე, თვალები ამიწყლიანდა. დანიელმა დაინახა როგორ მივრბოდი და გამომეკიდა. როცა ჩემს ოთახს მივაღწიე, შიგნით შევედი, კარები ჩავრაზე და ძირს დავჯექი, უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა! ბავშვს ვერ გავაჩენდი! მერე ჩემი კარიერა? სასწრაფოდ აბორტი უნდა გამეკეთებინა! მაგრამ დანიელი? ნუთუ მისთვის უნდა მეთქვა?
-ემილი?! ემილი!! კარი გააღე! რა გჭირს, რა ხდება? - ისმოდა გარედან დანიელის ხმა.
-თავს ცუდად ვგრძნობ! წადი!
-ახლავე კარებს თუ არ გამიღებ და არ მეტყვი რა დაგემართა, ჩემი ხელით ჩამოვამტვრევ! - დავნებდი, ავდექი, ცრემლები შევიმშრალე და კარები გავაღე თუ არა დანიელმა გულში ჩამიკრა. ლამის გავიგუდე.
-რა გჭირს?
-არც კი ვიცი ღირს თუ არა ამის თქმა...
-გთხოვ მითხარი! - ამ დროს უკვე ვიჯექით
-ო.. ორსულად ვარ!
-რაა? - დანიელი თავიდან გაოგნდა, შემდეგ გაიღიმა, წამოხტა, მომვარდა, ჩამეხუტა და ლაპარაკი დაიწყო:
-რამაგარია! ემილი წარმოიდგინე! ჩვენ ერთად, როგორც ოჯახი! შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წავიდეთ, მე ვიმუშავებ შენ ბავშვი გააჩინე, მერე ძიძა ვუშოვოთ და შენც იმუშავე, ულამაზესი და უჭკვიანესი ბავშვი გაიზრდება! ცოლად მოგიყვან!
-დანიელ! დანიელ გეყოფა!
-რაა?!
-არ ვაპირებ ბავშვის გაჩენას..
-რას ქვია არ აპირებ?
-აბორტი უნდა გავიკეთო...
-შენ ბავშვს მოკლავ?
-არაა არაა!! ჯერ ეს ერთი მე არა, მეორე ეს ჯერ ბავშვი არაა, ის ჯერ მხოლოდ უჯრედების გროვაა! დანიელ არ შემიძლია! ნიუ-იორკში უნდა წავიდე და კარიერა ავიწყო!
-მაგრამ.. მე?
-შენც წახვალ ინგლისში და კარიერას შენც აიწყობ. ცხოვრებას გავაგრძელებთ, ორივე. ბოდიში დანიელი მაგრამ... მედიცინა - ეს ყველაფერია! ეს ჩემი ოცნებაა და უნდა ავისრულო!
-მაშინ კარგი, შენს გვერდით ვიქნები!
მეორე დღეს აბორტი გავიკეთე, დანიელი გვერდიდან არ მომცილებია, მამხნევებდა და მამშვიდებდა. სულ მიმეორებდა რომ ვუყვარდი..
და აი დადგა ბოლო დღეც! დღე რომელიც არ მინდოდა დამდგარიყო! ახლა მე და დანიელი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.
-ძალიან.. ძალიან მომენატრები. მინდა რაღაც გაჩუქო, მინდა ეს სულ შენთან იყოს - მითხრა მან, მომეხვია და შემდეგ რაღაც პატარა ყუთი გამომიწოდა, გავხსენი და შიგნიდან ლამაზი ყელსაბამი ამოვიღე, მრგვალი და ვარდისფერი იყო, ზედ ეწერა: „I belong with you, and you belong with me” (მე შენ გეკუთვნი და შენ მე მეკუთვნი)
-მეც მომენატრები, დიდი მადლობა, არასოდეს მოვიხსნი!
-მიყვარხარ!
-მიყვარხარ!
ბოლოჯერ ვაკოცე მის ტუჩებს და ლუკასთან ერთად ტაქსიში ჩავჯექი, რომ აეროპორტში მივსულიყავით..
მთელი გზა ვტიროდი. ის უკვე მენატრებოდა.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი ცხოვრება ათას ნაწილად დაიმსხვრა..
სახლში დედას მოვუყევი ყველაფერი, დანიელზეც.. ლუკასზეც.. ვიტირეთ და ვიცინეთ. რათქმაუნდა ორსულობაზე არაფერი მითქვამს.
რამდენიმე თვის შემდეგ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, ჯერ პრაქტიკას გავდიოდი და კვლავ ვსწავლობდი.
ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს ოცნებას ვისრულებდი, მაგრამ უბედური იმით რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული ახლა სხვა კონტინენტზე იყო!.... ვიცოდი რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი, აღარანაირი შანსი არ გვქონდა. სულიერად განადგურებული ვიყავი, ღიმილით დავდიოდი ყველგან, მაგრამ ეს ყალბი ღიმილი იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემი ნიღბის შესახებ იცოდა, ლუკასი იყო. მე და ლუკასი ერთ საავადმყოფოში ვსწავლობდით. მიუხედავად იმისა რომ ორივეს ზოგადი ქირურგობა გვინდოდა და ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, მაინც საუკეთესო მეგობრებად ვრჩებოდით. ხანდახან მის სახლში რამის საყურებლად მივდიოდი ხოლმე და მხოლოდ ამ დროს ვიყავი ბედნიერი.
გადიოდა დრო, დანიელი კვლავ მიყვარდა და კვლავ მტანჯავდა მისი გახსენება. ღამ-ღამობით მის ფოტოს ვუყურებდი და ვქვითინებდი. ბანაკის მერე მისთვის არც მოწერილი შეტყობინებებისთვის მიპასუხია და არც ზარებზე მიპასუხია, ნომერიც კი შევიცვალე. მინდოდა ის სამუდამოდ ამომეგდო თავიდან მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი მასზე და იმაზე რომ ორი კვირა ჩვენს შვილს მუცლით ვატარებდი, ამის გამო უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მე შენს ისტორიიას ვკითხულობდი რომელიც ადრე იდებოდა ხომ?

 



№2  offline წევრი ლიდია

terooo
მე შენს ისტორიიას ვკითხულობდი რომელიც ადრე იდებოდა ხომ?

ეს ფანფიკი, "მედიცინა - ეს ყველაფერია!", ჩემი პირველი ფანფიკია რომელიც ამ გვერდზე მიდევს, რაღაცაში გეშლება ^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent