შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ყველაფერი რაც შენგან დამრჩა(სრულად)


25-09-2017, 15:50
ავტორი mmm
ნანახია 1 425

ყველაფერი რაც შენგან დამრჩა(სრულად)

თუ შენ ჩემს ტკივილებზე მომიყვები,მოვისმენ დაუსრულებლად.გეტყვი ჩემს ფიქრებს და მოგცემ ყველაფერს რაც შენგან დამრჩა..
*********
ნინე დადიანი,გოგონა ოქროსფერი კულულებით,ახსოვდა ყველას, ვინც კი ერთხელ მაინც ნახავდა,უყვარდა ყველას.უყვარდა ალექსანდრე დადეშქელიანსაც, უცნაური, თავისებური სიყვარული იცოდა,მაგრამ უყვარდა მთელი ცხოვრება..
*****
ექვსი წლის იყო რომ გაიცნო.ალბათ ვერასოდეს დაივიწყებდა იმ დღეს.სკოლის პირველი დღე იყო,ახსოვს როგორ უნდოდა თორნიკეს გვერდით დაჯდომა,მაგრამ მასწავლებელმა გაანაწილა.გვერდით ოქროსფერთმიანი გოგონა მიუჯდა,მწვანე თვალები და ლურჯი თითები ჰქონდა..საკუთარი ხელები დიდხანს ათვალიერა. მერე რატომღაც ჩათვალა, რომ ნინე განსხვავებული იყო და შეიყვარა ისეთი როგორიც იყო..ბევრი მოგონება დარჩა დუდას ნინესგან.თორმეტი წლის ხდებოდა ალექსანდრე დადეშქელიანი იყო ყველა, ნინე არ იყო არსად..ის დღე აღარ უყვარდა დუდას..
******
სკოლის დამთავრების ხუთ წელს აღნიშნავდნენ ძველი კლასელები,მხოლოდ ერთეულები მეგობრობდნენ,დანარჩენები ისე კლასელები და მოვალეობის მოხდის მიზნით იყვნენ..ზოგს კარგი განათლება და სამსახური ჰქონდა,ზოგიც ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას სათითაოდ ჰქონდა საკუთარი სუფთა და ამავე დროს ჭუჭყით სავსე ცხოვრება...ვიღაცამ ახსენა დადიანი რომელიც მეშვიდე კლასის შემდეგ უგზოუკოდ დაიკარგა...ლიზამ ისიც დაამატა რომ მოვიდოდა.. დუდას სიცოცხლე თავიდან დაიწყო,როცა დარბაზის კარები გაიღო და ოქროსფერთმიანი გოგონა შემოვიდა შავებში ჩაცმული,მხოლოდ მწვანე თვალები აფერადებდნენ..ყველას სათითაოდ მიესალმა.დუდას გაუღიმა მხოლოდ,იცოდა რომ ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც უყვარდა.დიდხანს აკვიდებოდა მის თითებს რომლებიც აღარ იყვნენ ლურჯი,შეიცვალა ნინა დადიანი,აღარ ეჩვენა განსხვავებული და შეშინდა,ნუთუ აღარ უყვარდა დუდას თავისი ნინე?!.
*******
თუ შენ წახვალ და მიმატოვებ,მე გავქრები..ჩემს ხელებს ფერი დაეკარგებათ და როცა ვერ დამინახავ,მიგრძნობ!..
***8
ძალიან უყვარდა ნინეს თეთრი ფერი,დედამ უთხრა ბედნიერების ფერიაო,ალბათ ეს იყო მიზეზი,არასოდეს ეცვა ნინეს თეთრი ფერის ტანისამოსი..ყოველთვის მუქი ფერები უყვარდა,მის ტკივილს ყველაზე მეტად უხდებოდა შავი,მწვანე თვალებს არა.. ხუთი წლის იყო მამა რომ დაკარგა,ფაქტიურად დედაც გარდაიცვალა, არ ახსოვდა ნინე,მისი ერთადერი ნათელი წერტილი..თუმცა სიკვდილმა ყველაფერი ჩააბნელა ელენეს გონებაში და იყო მხოლოდ ცოტნე რომელიც უყვრდა სიგიჟემდე.. სიკვდილი ერთადერთი გრძნობაა რომელიც გვანადგურებს,სულს გვიხუთავს და თუ გადაიტან ცოცხალი რჩები,თუ არადა შენც იმარხები,ცოცხალი მიცვალებული ხდები და იტან ცხოვრებას მანამ სანამ არ დაგამძიმებს და რაიმე სისულელეს არ ჩაგადენინებს...სახლში შესვლის თანავე დაეჯახა ნინეს სიბნელე,ფერი რომელიც მის ცხოვრებას ამახინჯებდა...ნათლად დაინახა,მისაღებ ოთახში,თეთრი საპატარძლო კაბა რომელსაც ფანჯრიდან შემოსული ქარი უმოწყალოდ არხევდა ჭაღზე ჩამოკიდებულ სხეულთან ერთად.. იმ დღეს ცოტნესთან ერდად იყო ელენე,ისევ მისი ხელი ეჭირა და ბედნიერი იყო... ტიროდა ნინე უმოწყალოდ,ყვიროდა მაგრამ არავის ესმოდა..შემდეგ სიჩუმეში დაიკარგა და წლების მანძილზე იტანდა...აკანკალებული ხელები ჩამრთველს მიადო და ოთახიც წამებში განათდა..გაქრა ნინეს თვალებში ჩამდგარი ტკივილი და სიცარიელე იგრძნო...
უღიმრამოდ დადო მაგიდაზე ერთი ჭიქა ჩაი და სივრცეში დაიკარგა.კარის კაკუნი რომელიც მის ოთახში გაისმა დააიგნორა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა..კიდევ ერთხელ დააკაკუნეს,ამჯერად არ მოეჩვენა,ზანტად წამოდგა და მშვიდად გაუღო კარები მომღიმარ თორნიკეს,რომელიც ნერვიულად ათამაშებდა ხელში ბარათს..
-შემოდი.-მოჩვენებითი სიმშვიდე იგრძნო საკუთარ ხმაში
-არა ნინე მე მხოლოდ ამის გადმოსაცემად მოვედი-ბარათი გაუწოდა,რამდენი რამის თქმა უნდოდა ახლა ძველი მეგობრისთვის მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა
-რისთვის?მეხომ უცხო ადამიანი გავხდი ყველასთვის?-ქორწილის მოსაწვევს დახედა,ვერ მიხვდა რა იგრძნო ამ წამს სიხარულსა და ტკივილს შორის ზღვარი ვერ იპოვა და თვალები აუწყლიანდა
-მე მახსოვს ნინე,მხიარული და ცხოვრებით სავსე,ჩემი მეგობარი რომელიც ბავშვობიდან მომყვა,იცი შენ ეს,ყველაზე მეტად შენ გესმის გრძნობების და გეტყვი რომ ნამდვილი მეგობარი წლების მანძილზეც რომ ვერ ნახო მაინც შენს გვერდითაა და გულის სიღრმეში იცის რომ მოვა...დუდამ იცოდა რომ დაბრუნდებოდი გრძნობდა და თუ შენ ჩვენი მოგონებებიდან რაიმე მაინც დაგრჩა ვიცი რომ მოხვალ და ჩვენ ისევ ვიქნებით სამნი..
გაუხარდა,ამდენი წლის მანძილზე პირველად,მაგრამ არა უკანსკნელად..იცოდა ნინემ,რომ რაღაც აუცილებლ;ად შეიცვლებოდა მასში,და ეშინოდა ამ ცვლილების.. ისევ შავი,მუხლებამდე კაბა ეცვა,ოქროფერი დალალები მხრებზე ჩამოეშალა..დაგვიანებით მივიდა ქორწილში,სადაც ერთადერთი ნაცნობი სიძე ეგულებოდ..ღიმილით მიესალმა სიძე პატარძალს, რობაქიძეს გადაეხვია, მონატრება იგრძნო და სევდის ღიმილმა გადაურბინა ფერმკთალ სახეზე..
-დუდა -მოშორებით მდგარ მეჯვარეს გადასძახა
-ნახე ჩვენი ნინე დაბრუნდა.ღიმილით მიარბენინა გოგონა ძმაკაცთან და იქაურობას გაეცალა.არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის..დაავლო ხელი და შუა ქორწილიდან წაიყვანა.იცოდა რომ აქ ვერ შეძლებნენ ლაპარაკს,იცოდა რომ თუ რამეს ეტყოდა დაკარგავდა ან დაიბრუნებდა მაგრამ სანამ რამეს ვიტყვით ეჭვი გვჭამს და შიგნეულობას გვიწვავს..
ქალაქი სითეთრეს დაეფარა,თოვდა გარეთ ბედნიერების ფრად და უსაშველოდ იწელებოდა სიჩუმე...თბილ ოთახში მხოლოდ ორი ადამიანის გულისცემა ისმოდა და არცერთი მათგანი არღვევდა დუმილს..ნინეს წინ მუხლებზე დადგა და ხელები მის ხელში მოიქცია..
-კიდევ ერთხელ თუ წახვალ ჩემგან ვერ გადავიტან..შენ იცი ჩემი ყველა გრძნობა,იცი რომ შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე მე.
-გაჩუმდი,ალექსანდრე მე არვარ ის ქალი ბედნიერებას რომ მოგიტანს...არ გამომყვე..თუ გიყვარვარ ნუ მომძებნი....
ისევ ისროდა ზეცა ბედნიერებისფერ წერტილებს.თუმცა ნინეს არცერთი მათგანი აღარ ანაღვლებდა მირბოდა და ყველა ტკივილი თან მიჰქონდა..უყვარდა ალესანდრე დადეშქელიანი სიგიჟემდე..ისევე უყვარდა როგორც ელენეს ცოტნე...სახლში მისულს კიდევ ერთხელ გაახსნედა დედა რომელიც სიყვარულმა წაართვა...ძველ ნივთებში მისი თეთრი კაბა იპოვა, შავი პატარა წერტილებით...დუდას წერილი დაუტოვა..არ უტირია უკვე წინასწარ იცოდა რასაც გააკეთბდა..ნელი ნაბიჯებით მივიდა ღია ფანჯარასთან და თეთრი წერტილების მსგავსად დაენარცხა მიწაზე...
"თუ დავრჩები გაგანადგურებ" გაახსენდა დუდას ბავშვობაში ნათქვამი ნინეს სიტყვები..მართალი იყო, ნინე ყოველთვის მართალი იყო..ისევ თეთრი წერტილები ცვიოდა ციდან,უემოციოდ უმზერდნენ მარმალილოს ქვიდან ნინეს თვალები დუდას..ასეთი ცივი არასოდეს ყოფილა..ვიღაცამ ლამაზად დაკეცილი წერილი ხელებში ჩაუდო და იქაურობას გაეცალა..
"ალექსანდრე დადეშქელიანი,იყო ერთადერთი არსება ვინც ჩემს ცხოვრებაში დარჩა... ახსოვდი ნინეს ყოველთვის..მიუხედავად იმ წამლებისა ყოვედღე რომ მასმევდნენ შენი თავი ვერ წამართვეს...დავივიწყე ცოტნე,ჰო ის მამაჩემი იყო,მას ჩემს თვალწინ დაეჯახა მანქანა და მითხრეს რომ მოკვდა...ჩემს თითებს მას შემდეგ დაეტყოთ სილურჯეები გახსოვს მათ გამო შეგიყვარდი...არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავიო განსხვავებული თუმცა შეშლილებს თვალებზე ეტყობათ ყველა ტკივილი შენ კი მათში მხოლოდ სიყვარული ამოიკითხე,დღემდეწ მიკვირს როგორ შეძელი...გიყვარდი ვიცი..ელენესაც უყვარდა ცოტნე,მისმა სიყვარულმა შეიწირა...თეთრი ბედნიერების ფერიაო სულ მეუბნებოდა ელენე და ახლა თოვს თეთრი წერტილები, ბედნიერებას მოგიტანს ეს დღე...მშვიდობით დუდა,ჩემო დუდა ის ყველაფერი რაც ჩემგან დაგრჩა არის ტკივილი,არის ძალა უჩემობითვის.."
****
ვსუნთაქვ სიმარტოვეს,ვუსმენ სიჩუმეს და ვიცი რომ ერთხელაც ზეცა შენს თვალებს დამანახებს.თოვს ახლაც თეთრი წერთილები და მე არცერთხელ მიცდია მათი ხელებით დაჭერა,შენხომ მათ პატარა ბედნიერებებს ეძახდი...თოვდა თავისთვის სიმარტოვეს არ უჩანს ბოლო,დასერილ მაჯებს უმკურნალეს,მერამდენედ მე აღარც ვიცი..და ყველა სიტყვა იყო დუმილი...იყო სიჩუმე უსასრულო სიყვარულისთვის..
****скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent