შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 10 (დასასრული)


26-09-2017, 18:01
ავტორი ლიდია
ნანახია 601

მედიცინა - ეს ყველაფერია! თავი 10 (დასასრული)

როცა სახლში მივედი პირველი რაც გავაკეთე, შხაპის მიღება იყო. საშინლად მთვრალი ვიყავი და სახლამდე ძლივს მოვედი, შხაპის შემდეგ თბილ პიჟამაში გამოვეწყვე, ტელევიზორის წინ მოვთავსდი დიდი ნაყინის ყუთით ხელში და ფილმს ვუყურე, ამასობაში ჩამეძინა...
მომდევნო დღეს დანიელმა მიმღებში შემაჩერა და ლაპარაკი დამიწყო:
-რაღაც უნდა გითხრა.
-რა გინდა? გინდა კიდევ შემახსენო როგორ მოვკალი ჩვენი შვილი? დანიელ მე ის არ მომიკლავს, ის უჯრედების გროვა იყო რომელიც უნდა მომეშორებინა რათა ორივეს ბედნიერი ცხოვრება გვქონოდა. ის რომ გამეჩინა იცი რა მოხდებოდა? დავქორწინდებოდით და ქორწინება ყველაფერს გაგვიფუჭებდა ისევე როგორც სხვა წყვილებს. შენ მაშინ მხარი დამიჭირე, აბორტზეც ჩემ გვერდით იყავი! არ გაქვს უფლება ასე მომექცე! - ვუთხარი, თან ვცდილობდი არ ავკანკალებულიყავი.
-უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდა. გუშინ მეტისმეტად დავიძაბე, ზედმეტები ვთქვი, ასე სულაც არ ვფიქრობ. მიყვარხარ და მინდიხარ, მინდა ჩემი იყო ისევე როგორც ადრე. მისმინე, თუ ზეგ მოხვალ ქორწილში ესეიგი შენც გინდა ჩემთან ყოფნა. იფიქრე ამაზე. - მითხრა და პალატაში შევიდა.
რა იგულისხმა?!
დადგა მესამე, ქორწილის დღეც.
ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ არ წავსულიყავი ქორწილში. ის კარენთან იყო, ხოლო მე ზედმეტი პრობლემები არ მჭირდებოდა.
დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის, როდესაც ლუკასი და მე კაფეტერიაში ვიჯექით, მან მითხრა:
-მორჩა! მომბეზრდა შენი მომტირალი სახის ყურება! ახლა იცი რას იზავ? ქორწილში წახვალ! დაანახებ დანიელს რო გკიდია ან არადა პირდაპირ მივარდები და იქვე აკოცებ. კაბა გიყიდე, ულამაზესია, გამოსაცვლელ ოთახში, კარადასთან დაგიკიდე, ჩაიცმევ და წახვალ, ან არადა ჩემი ხელით მოგკლავ. ნუ ღელავ შენს საქმეებს მე მივხედავ, აქ მთავარი მარტო შენ არ ხარ. - სანამ შევეპასუხებოდი, ადგა და წავიდა.
მის ნათქვამზე ვიფიქრე და მივხვდი რო მართალი იყო. ღმერთო როგორ მიყვარდა ლუკასი! როგორ ზრუნავდა ჩემზე, მის გარეშე მოვკვდებოდი.
უნდა წავსულიყავი და ამით დანიელისთვის დამემტკიცებინა რომ არც ისეთი ძვირფასი იყო ის ჩემთვის! რაც მართალია ეს დიდი ტყუილია, მაგრამ....
როდესაც ბოლომდე შევჭამე, ავდექი და გასახდელში წავედი.
იქ ულამაზესი სალათისფერი, გრძელი კაბა დამხვდა.
უცბად არაჩვეულებრივი აზრი დამებადა.
კაბა ავიღე, სახლში წავედი და თმები ბუნებრივ ფერად შევიღებე. ქორწილი 6-ზე იწყებოდა, უნდა მეჩქარა, სანამ ხელს მოაწერდნენ.
7-ის ნახევარზე უკვე სახლიდან გამოვედი და ეკლესიისკენ გავიქეცი სადაც მათი ნიშნობა იქნებოდა, მთელი ძალით მივრბოდი, შესვენება მინდოდა მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი. უნდა მიმესწრო.
თმები დახვეული მაქვს, ფეხზე ქუსლებიანი მაცვია, რაც კიდევ უფრო ართულებს სირბილს. დანიელის ნაჩუქარი ყელსაბამი, რომელიც გუშინწინ მოვიხსენი, ახლა მიკეთია. კაბის გრძელი ბოლოები ხელით მიჭირავს და ვცდილობ მასში არ ავიხლართო.
მთელი 20 წუთი დავრბივარ.
როდესაც როგორც იქნა ეკლესიას მივაღწიე, ორი წუთი გავჩერდი რომ სული მომეთქვა, თმები გავისწორე, დავმშვიდდი და კარები შევაღე. კარების ხმაზე ყველამ გამოიხედა, დანიელმა გაოცებისგან პირი დააღო. აშკარა იყო - არ მელოდა.
მე ცარიელ ადგილას დავჯექი. მღვდელმა საუბარი განაგრძო. კიდევ კაი მოვასწარი. კარენი ულამაზესი იყო. მოკლე, მუხლებამდე თეთრი საქორწინო კაბა ეცვა, თმები მაღლა ლამაზად ჰქონდა დამაგრებული. ის სრულყოფილი იყო.
პიჯაკ-კოსტუმში გამოწყობილი დანიელი უჩვეულო იყო. უჩვეულოდ სიმპატიური და ლამაზი. რამდენჯერმე მისი მზერა დავიჭერე, სახიდან ეშმაკურ ღიმილს არ ვიშორებდი.
ახლა რაც უნდა მექნა, იმედია მომავალში არ ვინანებდი.
-კარენ, დარწმუნებული ხართ რომ გსურთ იყოთ დანიელის მეუღლე? - იკითხა მღვდელმა.
-დიახ. - გაიღიმა კარენმა.
-დანიელ, დარწმუნებული ხართ რომ გსურთ იყოთ კარენის მეუღლე? - დანიელმა კვლავ მე შემომხედა, შემდეგ კარენს და სანამ რამეს იტყოდა წამოვხტი და საუბარი დავიწყე
-რაღაც მაქვს სათქმელი - დანიელი მოიღუშა, ვითომ ჩაფიქრდა ამას რა უნდაო, მაგრამ არ გამომპარვია მისი ჩაღიმება, ამან მოტივაცია მომცა და უფრო გაბედულად განვაგრძე. - ბოდიშით გაუგებრობისთვის. მე ემილი ვარ. 10 წლის წინ, ბანაკში გავიცანი დანიელი. ერთი ნახვით შეყვარების მანამდე არ მჯეროდა, საერთოდ არ ვიცოდი სიყვარული რა იყო. მეშინოდა ურთიერთობების, მეშინოდა დანიელთან ურთიერთობის. ერთხელ მივხვდი რო ჩემი კოცნა უნდოდა, თან მითხრა რომ მოვწონდი, მე კიდე შევშინდი და გავექეცი. მეორე დღეს მივხვდი რომ ის საშიში არ იყო და მისი ოთახისკენ გავემართე ყველაფრის გამოსასწორებლად. შემთხვევით მისი სატელეფონო საუბარი მოვისმინე სადაც ვიღაცას ეუბნებოდა რო უყვარდა, წამით ყველა იმედი ამომეწურა და ტირილი დავიწყე, დანიელი ოთახიდან გამოვიდა და დამამშვიდა, მითხრა რომ არანაირი შეყვარებული არ ჰყავდა, თავის დას სარას ელაპარაკებოდა. სარა სავარაუდოდ ახლა ამ დარბაზშია და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ არსებობს. სწორედ ამ დღეს ვაკოცეთ პირველად. თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბედნიერებამ 3 თვეზე მეტი არ გასტანა... 3თვეში ბანაკი დამთავრდა, მე ნიუ-იორკში უნდა წავსულიყავი, ხოლო დანიელი ინგლისში და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება აგვეწყო. იმ დროს ბევრს ვტიროდი. ერთმანეთს დავშორდით. განადგურებული ვიყავი... ახლა 10 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს აქ, პარიზში შევხვდით. როგორც კი დავინახე მივხვდი რომ ის კვლავ მიყვარდა, მის მიმართ გრძნობას ვერასოდეს, ვერაფერი გამინელებს. იმედი მაქვს რომ ისიც ასე ფიქრობს. - მისი ნაჩუქარი ყელსაბამი მოვიხსენი, ხელში დავიწირე და დანიელისკენ გავიშვირე, -ეს ყელსაბამი დანიელმა მაშინ მაჩუქა სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით და მითხრა რომ არასოდეს არავინ ეყვარებოდა ჩემზე ძლიერ და ყოველთვის დამელოდებოდა. ახლა დანიელ, მე შენ გეუბნები, თუ კვლავ გიყვარვარ მოდი და ეს ყელსაბამი გაიკეთე, თუ არადა გპირდები სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. - საუბარი დავასრულე, ახლაღა მივხვდი რომ ცრემლები მომდიოდა. კარენს ამღვრეული სახე ჰქონდა, სადაცაა მომვარდებოდა და მომკლავდა. დანიელი იღიმოდა, მასაც ცრემლები მოსდიოდა. ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, უფრო და უფრო მომიახლოვდა. ყელსაბამი გამომართვა და კისერზე ჩამოიკიდა.
-არამგონია მინდოდეს რომ ოდესმე ჩემი ცხოვრებიდან გაქრე. - როგორც კი ეს თქვა ვაკოცე.
როგორ მომნატრებია მისი ტუჩების გემო! მას ისევ ზღვის და რაღაც ტკბილის გემო ჰქონდა.
ახლა ხალხში რომ არ ვყოფილიყავით ეგრევე შემოვახევდი მაისურს.
კოცნის შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე დიდხანს ვიდექით.
-მე შენ მაინც არ მიყვარდი! შენგან მხოლოდ ფული მინდოდა! ამ დებილმა გოგომ კი ყველაფერი გააფუჭა! - ისტერიკებში ჩავარდა კარენი.
ჩვენ გაგვეცინა, ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და გავიქეცით.
ერთად გავიქეცით.
მანქანით წავედით იქ სადაც არავინ მოგვაგნებდა. ლამაზ მინდორზე ვიყავით და ერთმანეთით ვტკბებოდით.
-აღარასოდეს წახვიდე ჩემგან! - მითხრა მან.
-მიყვარხარ დანიელ!
-მეც მიყვარხარ ემილი.

______________________________________________________________

მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა ვინც ჩემს ფანფიკს კითხულობთ <3
პატარა თავია მაგრამ რადგან ეს ჩემი პირველი წესიერი ფანფიკია, მგონი არაუშავს.
გთხოვთ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ამ ფანფიკზე და გნებავთ თუ არა რომ დავწერო სხვა ფანფიკი რომელიც იქნება თინეიჯერი მგელის და ავატარის (ანიმე) ქროსოვერი. <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest მაკა

ძალიან მომეწონა თუ პირველია და ასეთი კარგი დანარჩენი უფრო უკეთესი იქნება რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ და ველოდები სხვა მოთხრობებს❤️❤️❤️

 



№2 სტუმარი მოცინარი

უუუუხ! მომეწონა დასასრული ძააააააალიან! კარგი იქნებოდა თინეიჯერ მგელზე რომ გააკეთო ♡♡

 



№3 სტუმარი Guest თაკო

აიიი ხო ვამბობდი ეს კარენია თუ ვიღაცა გარყვნილების ბუდე იქნება მეთქი. ისე კაი იყო რა საყვარელი და ლამაზი ერთიანობაში

 



№4  offline წევრი ლიდია

Guest მაკა
ძალიან მომეწონა თუ პირველია და ასეთი კარგი დანარჩენი უფრო უკეთესი იქნება რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ და ველოდები სხვა მოთხრობებს❤️❤️❤️


ძალიან დიდი მადლობაა <3 <3

მოცინარი
უუუუხ! მომეწონა დასასრული ძააააააალიან! კარგი იქნებოდა თინეიჯერ მგელზე რომ გააკეთო ♡♡

კი, ახლა ვწერ, დასასრულისკენ ვარ უკვე, ხვალ ან ზეგ დავდებ სულ მთლიანად <3 მადლობაა ^^

Guest თაკო
აიიი ხო ვამბობდი ეს კარენია თუ ვიღაცა გარყვნილების ბუდე იქნება მეთქი. ისე კაი იყო რა საყვარელი და ლამაზი ერთიანობაში

მადლობაა <3 <3 ^.^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent