შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ქეთელაურო (თავი მეშვიდე)


26-09-2017, 21:00
ავტორი ელპინი
ნანახია 806

ქეთელაურო (თავი მეშვიდე)

მზემ გამოანათა და ქეთას ფანჯრიდან სხივები სახეზე დაეცა,თვალები მოიფშვნიტა,ერთი დაამთქნარა და გვერდი იცვალა.ისევ ძილი განაგრძო,ტკბილად ეძინა.დღეს ხომ შაბათი იყო და ამდენ გადაღლილს მორფეოსის სამყაროში დიდ ხანს უნდოდა ყოფნა.
ნაშუადღევს გაიღვიძა,წყალი გადაივლო,თავი მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა.არავინ იყო სახლში,ყველა სადღაც გასულიყო და მანაც სამზარეულოში შეაჭრა.მაცივარი გამოაღო და ფორთოხლის წვენის დანახვისას თვალები აუციმციმდა.ტელეფონი მოიმარჯვა და გოგოებს გადაურეკა.
-კატო,მოეგდე ჩემთან,მარტო ვარ და პიცა გავაკეთოთ-ხმის ტემბრშიც იგრძნობოდა ქეთას პიცისადმი სიყვარული.
-ნახევარ საათში მანდ ვარ-ჩაჰყვირა კატომ ტელეფონში.
ახლა ნაკოს ურეკავდა,მაგრამ დაკავება იყო.ხელმეორედ კიდევ სცადა და როგორც იქნა უპასუხა ტელეფონების დედოფალმა.
-ადამიანი შეიძლება სულ ტელეფონზე ლაპარაკობდეს?-ადუდღუნებული ხმით უთხრა ქეთამ ნაკოს.
-რა გინდა,გოგო?დილიდან რო შემჭამე.
-რა მინდა და ჩიხირთმა.გამოდი ჩემთან,მარტო ვარ და კატოც მოვა.
-ნახევარ საათში მანდ ვარ.
მისაღებ ოთახში გავიდა ქეთა,დივანზე წამოწვა,ტელევიზორი ჩართო და გოგოებს ელოდებოდა.ნახევარ საათში უკვე ადგილზე იყვნენ და შეუდგნენ პიცის კეთებას.
-ქეთ,ხო იცი როგორ გვიყვარხარ,ჩვენ ვერაფერს გამოგვაპარებ და რა გჭირს ვერ გვეტყვი?-კატო ქეთასთან ახლოს მივიდა და ჩაეხუტა.
-რამდენი ხანია უნივერსიტეტშიც არ იყავი,სულ ორჯერ,ვიცით,რომ ცოტნეს გამო ხარ ასე,მაგრამ იქნებ აგვიხსნა და დაგეხმაროთ-ნაკომაც კატოს მიბაძა და სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა.
-არ ვიცი,მეც არ ვიცი რა მჭირს.როცა ცოტნეს ვხედავ უცნაური რამეები მემართება.მისი ამბავი ისე განვიცადე და მან მხოლოდ მადლობა მომიგდო და გამომლანძღა კიდეც.უარს ამბობს ოპერაციაზე და ინვალიდის ეტლში ჯდომა უნდა,სულ-ასლუკუნებული ხმით ლაპარაკობდა ქეთა.
-და შენ ასე რატომ განიცდი ამას?-კატო თმებზე ხელს უსვამდა ქეთას და მეგობრის ტკივილის გათავისება მის ხმასაც ეტყობოდა.
-არ ვიცი,გოგოებო.გეფიცებით არ ვიცი,მართლა.რა ჯანდაბა მჭირს და რატომ მინდა ცოტნეს ნახვა სულ და ყოველთვის-ცრემლები წამოუვიდა ქეთას და თავი ჩახარა.
-გრძნობ მის მიმართ რამეს,ქეთა?-ნაკომ თავი ააწევინა და თვალებზე დააკვირდა.
-კი,ახლა მონატრებას-ასრუტუნებული ხმით ლაპარაკობდა ქეთა.
-იქნებ გიყვარდება?-დაეჭვებულმა კითხა ნაკომ.
-გამორიცხულია,რანაირად უნდა შემიყვარდეს ადამიანი,რომელიც ყოველთვის საშინლად მეპყრობა და ერთი მადლობა ძლივს გაიმეტა ჩემთვის სათქმელად-ჩაფიქრებულიყო ქეთა და გუშინდელ ამბებს იხსენებდა.
-კარგი,დავასრულოთ ახლა,რა.პიცის საჭმელად მოვედით აქ და გასართობად-ტაში შემოკრა კატომ და სიტუაცია განმუხტა.
მალევე გააკეთეს პიცა და სალათები,მისაღებ ოთახში გავიდნენ,თან ტელევიზორს უყურებდნენ და მადიანად მიირთმევდნენ.
კარებზე ზარი იყო და ქეთაც წამოდგა,კურიერი იყო.
-გამარჯობათ,ქეთა ქეთელაური თქვენ ხართ?-თვალი ააყოლა ბიჭმა ქეთას სხეულს და ბოლოს,სახეზე მიაჩერდა.
-დიახ-არ ესიამოვნა ქეთას ბიჭის საქციელი და ცივად უპასუხა.
-აი,ეს ამანათი თქვენს სახელზეა და ხელი მომიწერეთ აქ,თუ შეიძლება-ხელით ანიშნა ქეთას ფურცელზე სად უნდა მოეწერა ხელი და კალამი მიაწოდა.
გაკვირვებულმა აიღო ქეთამ ამანათი და სახლში შემობრუნდა.
-ვინ იყო?-თავი მიაბრუნა ნაკომ ქეთასკენ და კითხა.
-კურიერი,ამანათი გამომიგზავნა ვიღაცამ-მხრები აიჩეჩა ქეთამ გაკვირვების ნიშნად.
დივანზე დაჯდა გოგოებთან ერთად და ამანათი გახსნა.მისი და ცოტნეს ფოტოები იყო,ყველგან სადაც კი შეხვედრიან ერთმანეთს ყველა ფოტო იყო.გაშტერებული უყურებდა სამივე ფოტოებს,პატარა წერილიც იყო ამანათში.
"მამიკოს გოგო შეყვარებულია.მიფრთხილდი პრინცესა,სიცოცხლე ფეხქვეშ არ გამოგაცალო"
ტანში შემზარავად გასცრა ქეთას და წამით დაფიქრდა იმაზე,რომ შეიძლება ვინმეს მოეკლა.
-ქეთა,რა არის ეს?ან ვინ არის საერთოდ ასე რო გემუქრება-აკანკალებული ხმით ჰკითხა ნაკომ და ტუჩები გაულურჯდა.
-არ ვიცი,რა უნდა ჩემგან საერთოდ?რა დავაშავე ან ცოტნე რა შუაშია?ვერ ვხვდები-განერვიანებული ლაპარაკობდა ქეთა.
-ქეთა,მეშინია რამე არ დაგემართოს-აწყლიანებული თვალებით უყურებდა კატო ქეთას.
ტელეფონზე ზარის ხმა იყო,უცხო ნომერი,რომ დაინახა შიშისგან გააჟრჟოლა.ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-გამარჯობა,პრინცესა-ბოხი და შემზარავი ხმით საუბრობდა ვიღაც,იქნება 40 წლამდე ალბათ.
ქეთამ სპიკერზე ჩართო ტელეფონი და გოგოებსაც ასმენიებდა.
-უკაცრავად,ვინ ბრძანდებით?-შიშიგან ხმა შესუსტებოდა ქეთას და ფეხები უკანკალებდა.
-ოო,აი,მაგას მოგვიანებით გაიგებ.მიიღე ჩემი საჩუქარი?აღიარე,კარგი ფოტოგრაფი ვარ,ხო?-დამცინავად საუბრობდა მამაკაცი.
-მაშინებთ,რა გინდათ ჩემგან?-ძლივს ლაპარაკობდა ქეთა.
-შენგან არა,მამაშენისგან,მაგრამ შენზე დაყრდნობით უფრო ადვილია სამაგიეროს გადახდა.მამაშენს არაფერი უთხრა,თორემ შენს თომას დღესვე გავასხმევინებ ტვინს-ცინიზმს და ირონიას არ იშურებდა მამაკაცი.
ზარიც გათიშა და დატოვა ქეთა ასე გათიშული და ანერვიულებული.
-გაიგონეთ?ვაიმე,რა ვქნა ახლა?-თავზე შემოიწყო ხელები და ტირილი დაიწყო.
ისევ რეკავდა ტელეფონი,მაგრამ ახლა მაკა იყო.კატოს თვალებით ანიშნა ქეთამ ეპასუხა.
-გისმენ მაკუნა-რაც შეეძლო მხიარულად უპასუხა კატომ.რამე,რომ არ დატყობოდა.
-ქეთას უთხარი მე და მერაბი კახეთში ვართ წასულები,მერაბს რაღაც საქმე გამოუჩნდა,2 დღეში დავბრუნდებით.თომა 2 დღით მიფრინავს საფრანგეთში კომპანიის გამო და გაბრიელი ისედაც დასასვენებლადაა აგარაკზე.აბა თქვენ იცით,სახლი არ გადაწვათ.თუ რამე დაგჭირდებათ მოსამსახურეებს უთხარით.გაკოცეთ და ჭკვიანად.
-კაი მაკა,ვეტყვი.


-ქეთა,მაკა იყო.მერაბი და მაკა კახეთში მიდიან,თომა საგრანგეთში კომპანიის გამო და გაბრიელი აგარაკზეა.
-ახლა დავიღუპე,მართლა.არავინ არაა სახლში და იმ ვიღაცას თავისუფლად შეუძლია მომკლას-ტირილი დაიწყო ქეთამ.
-დამშვიდდი,რა.ჩვენ აქ ვართ და დღეს დავრჩებით თუ გინდა-ნაკო ჩაეხუტა ქეთას და ამშვიდებდა.
-აკო გაბრიელთან ერთად იქნება აგარაკზე და გიორგი თომას გაყვებოდა ახლა-კატომ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა.
-რა ვქნათ?დაცვა კი არის სახლში ყველგან,მაგრამ....
-ცუდზე ნუ ფიქრობ,ქეთა,რა-ნაკო ამშვიდებდა ქეთას.-ნახავ კარგად იქნება ყველაფერი.
-მეშინია ცოტნესაც რამე არ დაუშავოს-ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა ქეთა.
-კარგი,რა,ქეთა.უბრალოდ, დასაშანტაჟებლად გამოიყენა ცოტნე ახლა.წავალ წყალს მოვიტან-სამზარეულოში გავიდა კატო.
როგორღაც დამშვიდდნენ სამივე და ისევ ფილმების ყურება განაგრძეს.გვიანი იყო დასაძინებლად რო დაწვნენ,გვერდიგვერდ ოთახებში ეძინათ.
ქეთა მთელი ღამე საწოლში ბორგავდა,უცნაური შეგრძნება ჰქონდა ძილშიც კი,თითქოს ვინმე უყურებდა და ეს მზერა სხეულს უწვავდა.
უცებ გამოეღვიძა ლოგინიდან წამოხტა
-ოხ,როგორ გელოდი,მადამ-ცინიზმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
ქეთა ხედავდა სიბნელეში მის მოელვარე თვალებს,რომელშიც სამაგიეროდ გადახდის სურვილი ჩაბუდებულიყო და გასაქანი არ ჰქონდა.
-ხმა არ ამოიღო,თორემ აქვე და ახლავე მოგკლავ-იარაღი ახლოს მიიტანა ქეთასთან და მხარზე ჩამოუსვა.
ქეთას თავზარი დაეცა,არ ეგონა თუ შემოაღწევდა ვინმე სახლში,მაგრამ აივნის კარი ღია დარჩა დატოვებული.
-ადექი,ჩაიცვი და მივდივართ.რამე ზედმეტი არ გააკეთო და ის არ გამაკეთებიო მეც,რაც ნაკლებად მინდა-იარაღი ხელში შეათამაშა მამაკაცმა.მთვარის შუქზე იმდენად შემზარავად ჩანდა ეს ყველაფერი,ქეთას ეგონა ჰოლივუდის რომელიმე ფილმში იყო.
წამოდგა ლოგინიდან,ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა გამოსაცვლელად.10 წუთში უკვე მზად იყო.
-აბა,ისევე ჩუმად წავალთ ახლა,როგორაც მე მოვედი და ზედმეტი რამე არ ქნა,განანებ იცოდე-მუქარით უთხრა მამაკაცმა ქეთას.მკლავზე ხელი მოსჭიდა და აივნიდან გადადიოდნენ ეზო,რომ განათდა.
-ფუ მე ამის დედა.....რა გააკეთე გოგო?-გამწარებული იგინებოდა და ვერ გაიაზრა მამაკაცმა რა ექნა.
-ის რაც უნდა გამეკეთებინა-ირონიულად უთხრა ქეთამ.
აივნიდან გადააგდო და დაცვას დაუძახა
-აქეთ,ჩემს აივანთან-ყვიროდა და ხელს უქნევდა დაცვას.
დაცვაც მაშინვე წამოვიდა და დაიჭირეს როგორც შემდეგ გაირკვა,გია მახათელი,კომპანიის მოქიშპე.
ყვირილზე გოგონები გამოვარდნენ ქეთას ოთახში.
-რა ხდება,ქეთა?-თვალებს იფშვნეტდნენ ნაკო და კატო და ქეთას გაკვირვებული მზერით უყურებდნენ.
-რო დავიბადე ჭკვიანი,დამადგა ეს ხეპრე კაცი ოთახში,ჩაიცვი და მივდივართო.აბაზანაში გავედი და ტელეფონიც ჩუმად წავიღე.დაცვას გადავურეკე და აი ასე,მაშინ,როცა აივნიდან მიმაპარებდა მისი ჭკუით ისე,რომ არავის გაეგო დაცვას დავაჭერინე-ტაში შემოკრა ქეთამ და იცინოდა რო დაუფიქრდა რა გააკეთა.
-როგორ არ შეგეშინდა გოგო,იარაღი ექნებოდა მაგას,თან-შუბლზე ხელი შემოირტყა კატომ.
-თავიდან შემეშინდა,მაგრამ დებილივით ხო არ ვიქნებოდი და არაფერს მოვიმოქმედებდი-ლამის ბედნიერებისგან ცეკვა დაიწყო ქეთამ.
-რატო არ გაგვაღვიძე შე უნამუსო?იქნებ რამე დაეშავებინა?-კატო გადმოვიდა ახლა იერიშით.
-მოვრჩეთ,რა.კარგადაა უკვე ყველაფერი.ეზოში გავიდეთ,წამოდით-აივნის კარი გააღო ქეთამ და ოთახიდან გავიდა,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ეზოში გავარდა.პოლიცია უკვე მოსულიყო და ქეთა,რომ დაინახეს მისკენ წამოვიდნენ
-ქალბატონო ქეთა,მოგვიყევით დაწვრილებით რა მოხდა?-ჰკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
დაწვრილებით მოუყვა ქეთამ ყველაფერი ამანათის გამოგზავნიდან დაწყებული აქამდე და განყოფილებაში გადაიყვანეს გია,სავარაუდოდ,კარგა ხანს ვერ გამოვიდოდა ციხიდან.მანქანაში ჩასმის დროს ქეთას ზიზღით მოაძახა
-ამას განანებ,ქეთა ქეთელაურო.
ქეთას უკვე აღარაფრის ეშინოდა,ჭიშკართან ჟურნალისტები მოგროვილიყვნენ და ქეთას კითხვებს უსვამდნენ.
"ქალბატონო ქეთა,შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა გვითხრათ მომხდარზე?"
"თავს როგორ გრძნობთ,ქალბატონო ქეთა?რამე ხომ არ დაგიშავათ?"
"იცნობდით აქამდე გია მახათელს და რატომ უნდოდა შურისძიება?"
უამრავი კითხვა კიდევ ასეთი.ბოლოს ქეთამ მშვიდად უპასუხა
-არანაირი შეხება არ მაქვს კომპანიასთან,შესაბამისად არაფერი ვიცი.ამ პიროვნებასაც პირველად ვხედავ.საბედნიეროდ,ვერაფრის დაშავება მოახერხა.მადლობა და ნახვამდის.
გამობრუნდა ქეთა და სახლში შევიდა,ნახევარი საათიც არ დასჭირვებიათ საინფორმაციო გადაცემებს,მომხდარი უკვე ეთერში,რომ იყო.

ცოტნე საწოლში ვერ ისვენებდა,თავს ხან იქეთ აბრუნებდა,ხან აქეთ.ფხიზლად ეძინა,ბოლოს,რომ ვერ დაიძინა კარგად,გამოფხიზლდა და ტელევიზორი ჩართო.ყველგან საინფორმაციო გამოშვება იყო ქეთაულების ოჯახში მომხდარის შესახებ.
წამით,გაშეშდა,თვალები გაუშტერდა და უსასრულოდ მდუმარე მისჩერებოდა ტელევიზორს.გულთან ახლოს,სადღაც კუნჭულში ტკივილი იგრძნო.თითქოს,გულს რაღაც ნაწილი მოაცილეს და სადაც იყო სუნთქვას შეწყვეტდა.
ტუმბოდან ტელეფონი აიღო,ქეთას ნომერი აკრიფა და არც დაფიქრებულა ისე დაურეკა.არ იღებდა ქეთა ტელეფონს და ბოლოს,ალბათ მეათე ზარზე უპასუხა
-ქეთა,როგორ ხარ?-ახლა ცოტნეს ხმაში არც ირონია იგრძნობოდა და არც სარკაზმი.
-შენი აზრით,როგორ ვიქნები?-ქეთას იმდენად ჰქონდა გული ნატკენი,თავს ვერ იკავებდა და ძალაუნებურად ეუხეშებოდა.
-ახლახანს ვუყურე საინფორმაციოს,ალბათ საერთოდ არ უნდა დამერეკა და მომეკითხე-იგრძნობოდა უკვე ცოტნეს ხმაში ოდნავი გაბრაზება.
-როგორც გენებოს-ქეთას უნდოდა ცოტნესაც ისე განეცადა,როგორც ცოტნეს სიტყვებმა ატკინა მას.
-კაი-ცოტნემ გათიშა ტელეფონი და განრისხებულმა კედელს მიანარცხა.
-ფუუ მე ამისი....რა მინდოდა ვაფშე,რატო ვინტერესდები ასე ზედმეტად ქეთათი.რა ფეხები მჭირს-ყვიროდა და იქვე ტუმბოებზე დადებულ ვაზებს კედელს ანარცხებდა.გული ტკიოდა,კი ზუსტად ისე,როგორც ქეთას მაშინ.
ახლა ქეთას უპირატესობის ჯერი იყო.
ახლა ქეთას უნდა გადაეხადა სამაგიერო ცოტნესთვის,მაგრამ ვინ იცი,რად უჯდებოდა ეს?!



დავწერე დღეს,დავჯღაბნე.არ ვიცი როგორია,ბანალურობის პიკია ეს თავი,ვიცი.
ხო,მადლობა მინდა გითხრათ.
უყვარხართ ელპინს.скачать dle 11.3




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა გინდა,
კაია
მარა რით ვერ დათბა ეს ორი, რააა.
ცოტა მალე ქენი, მალეეეე
დანარჩენი, პერფექტო:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
რა გინდა,
კაია
მარა რით ვერ დათბა ეს ორი, რააა.
ცოტა მალე ქენი, მალეეეე
დანარჩენი, პერფექტო:)

ვაიმე,მარიამ,გავაფრინე ახლა.ნუთუ?ვაიმე,უღრმესი მადლობა❤
მაგათ დავათბობ ცოტახანში :დდდდ

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

აბა შენ იცი! :)
<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
აბა შენ იცი! :)
<3

მადლობა❤

 



№5 სტუმარი Mariami

Auuuu daweret kide Ra bevri tavia kide?

 



№6 სტუმარი Guest თაკო

ისეთი მოთხრობა სულ მინდა რო ვიკითხო. ჯერ ერთი ნაჯღაბნი საერთოდ არ არის მეორეც ძალიან მაგარია ერთადერთი ის რომ გვიან დებ თავებს

 



№7  offline მოდერი ელპინი

Mariami
Auuuu daweret kide Ra bevri tavia kide?

მარიამ,მეც არ ვიცი როდის დავასრულებ :((( ან რამდენ თავში,მაპატიე,რა :(((
ბოდიში❤

Guest თაკო
ისეთი მოთხრობა სულ მინდა რო ვიკითხო. ჯერ ერთი ნაჯღაბნი საერთოდ არ არის მეორეც ძალიან მაგარია ერთადერთი ის რომ გვიან დებ თავებს

თაკო,ძალიან დიდი მადლობა❤
ვეცდები ყველანაირად აღარ დავაგვიანო და ყოველდღე თუ არა,ყველა მეორე დღეს მაინც დავდო❤
ბოდიში ამდენს,რომ გალოდინებთ :(((❤
უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის,მიხარია ასე თუ მოგწონს❤❤

 



№8  offline წევრი modemodka

არა რა , ჩემია ეს მოთხრობა ♡♡ იმდენად მიყვარს , რომ არც კი ვიცი , რა ვთქვა. ♡♡

 



№9  offline მოდერი ელპინი

modemodka
არა რა , ჩემია ეს მოთხრობა ♡♡ იმდენად მიყვარს , რომ არც კი ვიცი , რა ვთქვა. ♡♡

გავგიჟდი ახლა❤❤ვაიმე,ეს რა მითხარი ქალაუ❤უღრმესზე უღრმესი მადლობა❤
მე კიდე შენ მიყვარხარ❤

 



№10 აქტიური მკითხველი Anuki96

ვააა ქეთუუს. ეს გოგო უნივერსოტეტში რატო სწავლობს ვერ ვხვდები. პირდაპირ თანამდებობაზე დაესვათ. :)

 



№11  offline მოდერი ელპინი

Anuki96
ვააა ქეთუუს. ეს გოგო უნივერსოტეტში რატო სწავლობს ვერ ვხვდები. პირდაპირ თანამდებობაზე დაესვათ. :)

რიავიცი,რიავიცი :დდდ
მადლობა,ანა დიდი❤

 



№12  offline წევრი modemodka

ელპინი
modemodka
არა რა , ჩემია ეს მოთხრობა ♡♡ იმდენად მიყვარს , რომ არც კი ვიცი , რა ვთქვა. ♡♡

გავგიჟდი ახლა❤❤ვაიმე,ეს რა მითხარი ქალაუ❤უღრმესზე უღრმესი მადლობა❤
მე კიდე შენ მიყვარხარ❤

♡♡♡♡♡♡

 



№13 აქტიური მკითხველი Anuki96

ელპინი
Anuki96
ვააა ქეთუუს. ეს გოგო უნივერსოტეტში რატო სწავლობს ვერ ვხვდები. პირდაპირ თანამდებობაზე დაესვათ. :)

რიავიცი,რიავიცი :დდდ
მადლობა,ანა დიდი❤

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

 



№14  offline მოდერი ელპინი

Anuki96
ელპინი
Anuki96
ვააა ქეთუუს. ეს გოგო უნივერსოტეტში რატო სწავლობს ვერ ვხვდები. პირდაპირ თანამდებობაზე დაესვათ. :)

რიავიცი,რიავიცი :დდდ
მადლობა,ანა დიდი❤

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

დღეს იქნება❤❤❤

 



№15 სტუმარი Guest თაკო

მართლააა დღეს დადებ ხოარ ღადაობ სიხარულისგან ვხტუნავ ველიიი

 



№16  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
მართლააა დღეს დადებ ხოარ ღადაობ სიხარულისგან ვხტუნავ ველიიი

მე კი დავდებ დღეს,მაგრამ მოდერაციას როდის გაივლის არ ვიცი :((( ❤ ნუ რადგან ფეხი მაქვს მოტეხილი,ვერაფერს ვაკეთებ და მთელი დღე ვწევარ,თავისუფალი დრო მაქვს და ყოველდღე დავდებ ხოლმე,ნუ იმედია :დდდ❤❤
მადლობა შენ,ასე,რომ ელოდები❤❤

 



№17 სტუმარი Guest თაკო

ჰიჰიჰიჰი ჰუჰუჰუჰუ ეგ რაღაც სიკვდილი მალე გაიაროოს თორე ჩავქვესკნელდი

 



№18  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
ჰიჰიჰიჰი ჰუჰუჰუჰუ ეგ რაღაც სიკვდილი მალე გაიაროოს თორე ჩავქვესკნელდი

ვაიმე,თაკო :დდდდ
გამაგიჟებ შენ მე❤❤❤
მადლობა დიდი❤❤❤

 



№19 სტუმარი Guest თაკო

მოთმინება იწურება უკვე და მეც ცოტნეს მივბაძავ და კედელას მივანარცხებ ტელეფონს მარა ეს რა შუაშია

 



№20  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
მოთმინება იწურება უკვე და მეც ცოტნეს მივბაძავ და კედელას მივანარცხებ ტელეფონს მარა ეს რა შუაშია

დღეში ერთი სიახლის დადების უფლება მაქვს :((( და ეს ერთი დღე სულ რაღაც ნახევარ საათში გადის :(((❤❤

 



№21 სტუმარი Guest თაკო

ვააა მართლა ანუ ნახევარი სათი და დაიდება თუ რა პონტია?

 



№22  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
ვააა მართლა ანუ ნახევარი სათი და დაიდება თუ რა პონტია?

მოდერაციას ელოდება,მე ავტვირთე უკვე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent