შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 15


27-09-2017, 19:26
ავტორი mariia
ნანახია 312

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 15

უკან მოუხედავად ჩაიარეს კიბეები და ზემოთ დარჩენილი „ბიძისთვის“ ყურადღება არც მიუქცევიათ.ლიზა დას ჩუმად მიყვებოდა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ერთმანეთში ერეოდა და ლაბირინთში ეხვევოდა. აღარ იცოდა ვისთვის დაეჯერებინა და ვისთვის არაა. ახლა კიდევ ეს ვიღაც საშკა,რომელიც თურმე დედამისის ძმაცაა..-თითქმის ჩურჩულით დაიძახა უკვე სადარბაზოდან გასვლისას.
-რა იყო?-უცებ გაჩერდა და დისკენ გაიხედა-წამოსვლა არ გინდა?-ფიქრობდა ისევ უწინდელ საქციელს დაუბრუნდებოდა.
-არა მინდა. მაგრამ ის კაცი...-თითი ზევით აიშვირა-მართლა დედას ძმაა?-ნუცამ თავისუფლად ამოისუნთქა.ეგონა ისევ დედაზე მოუწევდათ ჩხუბი და გარჩევა ამ საქმის.
-არ ვიცი.-უცებ ცის კიდეზე თეთრად გაელვა და შესაბამისად ხმაც გამოსცა.შიშისგან ლიზა ნუცას მიეკრა.სახეზე ღიმილმა გადაკრა.მიუხედავად იმისა,რომ ქუხილი მასაც აშინებდა ახლა მტკიცედ იდგა და დას მაგრად შემოხვია ხელეები.-ამაზე დედასთან,რომ მივალთ მერე დაველაპარაკები. -წვიმის წვეთებმა მიწა დაფარეს.-გაჩერებამდე მივასწრებთ სანამ ძალიან დაუშვებს.-სადარბაზოს გასცილდენენ და რამდენიმე წუთში გაჩერებასთან იყვნენ. შესაბამისი მარშრუტი აგვიანებდა.წვიმა კიდევ უფრო ძლიერად ასხავდა.მათ წინ შავმა აუდმა შეანელა და გაჩერდა.გოგოებს ყურადღება არც მიუქცევიათ.
-ნუცა...-ჩამოწეული ფანჯრიდან გამოსძახა მძღოლმა.მანაც მისკენ მიიხედა და ოდნავ დაიხარა,რომ შეეხედა.
-დიმა?...- წამით მანქანას გადააავლო თვალი. „როგორც ჩანს მამიკოს ახალი მანქანა უყიდია“ გაიფიქრა.
-აქ რას აკეთებთ?სად მიდიხართ? ჩაჯექი წაგიყვანთ.-კარები შიგნიდან გააღო და გაღიმებული შეჰყურებდა გოგოებს.
-იყოს მარშრუტით წავალთ.-ნუცამ შორს დაიკავა თავი მისგან.ჯერ კიდევ ახსოვდა ყველაფერი.
-გთხოვ ჩაჯექი.მიგიყვანთ. არ შეიძლება ამის უფლება მაინც,რომ მომცე? ჩვენი ძველი ურთიერთობის გამო.არც ისეთი ცუდი ვარ,რომ ასე არ მენდო.-დაჟინებით ცდილობდა ნუცას დაყოლიებას.
-აქ შენი ცუდობა ან კარგობა არაფერ შუაშია. მე ისევ პოლიციასთან მაქვს საქმე და მეშინია იმიჯი არ დაგიზიანო.ამიტომ ვერ წაგაყვანინებ თავს. -ირონიულად გაუღიმა და იმ მხარეს დაიწყო ყურება საიდანაც მარშრუტი უნდა მოსულიყო.დიმამ ძრავა გამორთო.მაქანიდან გადმოვიდა და მათთან მივიდა.ნუცას მკლავზე ჩაეჭიდა და თავისკენ მოაბრუნა.
-ოდესმე შეძლებ მაპატიო ის სიტყვები?-თვალებში შესცქეროდა ჯერ ისევ მისთვის საყვარელ და სასურველ გოგოს.
-ოდესმე ალბათ კი.- ხელიდან მკლავი გამოგლიჯა.
-მაშინ იმის უფლება მომეცი გამოსწორება დავიწყო ჩემი წინანდელი საქციელის.ამის შემდეგ შეიძლება ეგ ოდესმე უფრო მალე დადგეს.
-დიმა...-სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.ჯიბიდან ამოაძვრინა და დახედვის გარეშე უპასუხა.-გისმენთ.ჰო დათო..რამე მოხდა?-ხმაში შიში შეეპარაა და ლიზაც სმენად იქცა.
-არაფერი უბრალოდ ირაკლიმ დამირეკა და გამაფრთხილა,რომ წამლების მიღების დრო მოდიოდა და აუცილებლად შემეშვი,მაგრამ შენ ჯერ არ ჩანხარ.-პასუხის მოსმენისას ოდნავ ამოისუნთქა და საათს დახედა.
-კარგი მოვდივარ და მომაქვს წამლები.-ტელეფონი გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა. დიმამ უკანა კარები გამოაღო და მზერით ანიშნა ჩამჯდარიყვნენ. ნუცამაც დანებების ნიშნად თვალები აატრიალა.ჯერ ლიზას უბიძგა,რომ შესულიყო შემდეგ თვითონაც ჩაჯდა. რომ არ აგვიანდებოდეს ამას ალბათ არც გააკეთებდა.დიმამ კარები მიხურა და ოდნავი კმაყოფილება დაეტყო სახეზე.მაქანას შემოუარა და ისევ მძღოლის ადგილას მოთავსდა.ძრავა კვლავ აამუშავა.
-სად მივდივართ?- უკანა ხედვის სარკიდან გახედა გოგონებს.
-მერვე განყოფილებაში...-ჩაიბურდღუნა ნუცამ და ფანჯარაში ყურება დაიწყო. წვიმის წვეთებს თვალს ადევნებდა.უცებ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და შეტყობინების მისაწერი გახსნა. ადრესატში ირაკლის ნომერი ჩაწერა და შემდეგ ტექსტის წერა დაიწყო. „სად წახვედი? ახლა ჩემს გვერდით მჭირდები. მადლობა,რომ დედას წამლების მიღებაზე იზრუნე.“-შეტყობინება გააგზავნაა და ტელეფონი მუხლებზე დაიდო.მზერა კი ისევ ფანჯრისკენ გააპარა.რამდენიმე წუთი არ იყო გასული,რომ ტელეფონმა შეტყობინების მოსვლის ხმა გაისმა.ნუცამაც სასწრაფოდ გახსნა. „ხომ დაგპირიდი,რომ დედას დიდიხნით არ დავტოვებდი საკანში. ჩემს პირობას ვასრულებ. ცოტაც მოითმინეთ. ჩვენს შორის მანძილი არ ნიშნავს იმას,რომ შენ გვერდით არ ვარ.“-ნუცას მის სიტყვებზე ჩაეღიმა.თვალები წამით დახუჭა და წარმოიდგინა მის გვერდით მყოფი ირაკლი და მის მკლავებში განაბული თავისი თავი. „მჯერა შენი და ვიცი,რომ პირობას შეასრულებ. ვიცი,რომ ჩემთან ხარ. რადგან შენს სუნთქავას ვგრძნობ ჩემს სახესთან.“წერილი კვლავ გააგზავნა და გაღიმებული სახით პასუხს დაელოდა.მისი სახის ცვლილებას გვერდით ლიზა ამჩნევდა,უკანა ხედვით სარკიდან კი დიმა. შინაგანად სიბრაზეს იწვევს მისი სიხალისე,რადგან გულის სიღრმეში იცის ვისაც ეკუთვნის მისი ღიმილი. სარკიდან კიდევ ერთხელ ამჩნევს მოსული სმსით გამოწვეულ სიხარულს და სიბრაზისგან გაზს ფეხს კიდევ უფრო აჭერს.გზაზე სახიფათო მანევრს აკეთებს და განყოფილებისკენ უხვევს. განყოფილების ეზოში აუდი შესრიალდა.პირდაპირ კარების წინ გააჩერა და ორივე სწრაფად გადავიდნენ.კარების მოხურვამდე „მადლობა“ მიუგდო.ლიზას ხელი ჩაჭიდა,რამდენიმე კიბე თვალის დახამხამებაში აიარეს და შიგნით შევიდნენ.მანქანაში მყოფმა ბიჭმა კი საჭეს ხელი ძლიერ წაკრა.
-იდიოტი ხარ!!!-უღრიალა თავის თავს და მანქანა გვერდით გადააყენა. არ უნდოდა ახლაც ისე წასულიყო,რომ რამე არ გაეკეთებინა.
გოგონების დანახვაზე ნანა და დათო ფეხზე წამოდგნენ.
- შეიძლება შევიდეთ?-დათოს მავედრებელი თვალები მიაპყრო.
-კიი შეგიყვანთ. ოღონდ მხოლოდ წამლები წამოიღე.-უხერხულად თავი მოიქექა და ქვევიდან ააპარაა მზერა.
-კარგი ჩანთას დავტოვებ.-ნუცას მის მორიდებულობაზე ჩაეღიმა. ჩანთიდან წამლები ამოიღო და იქვე სკამზე დადო.
-ნანა დეიდა შეგიძლიათ მიმიხედოთ ჩანთას?
-კი შვილო რა თქმა უნდა. წადით დედა ნახეთ.-მხარზე ხელი მოუთათუნა და დათოსკენ უბიძგა,რომელიც უკვე დაძრულიყო ადგილიდან. ნუცაც მიყვა.უკან ლიზა ნაბიჯებს ითრევდა.დის ხელს ჩაებღაუჭა.
-რა გჭირს?-ნუცა მისკენ შებრუნდა.გაფითრებულ სახეზე ხელები გადაუსვა.
-მრცხვენია და მეშინია-ჩაიჩურჩლა გოგონამ და ტუჩები აუკანკარლდა.
-დამშვიდდი ის ხომ დედაჩვენია,რომელსაც ისეთები ვუყვარვართ როგორებიც ვართ. ჩვენი ნაკლით. არაფერს გეტყვის.დამიჯერე პირიქით გულში ჩაგიკრავს და თბილად გაკოცებს.- ლიზა ცოტა თითქოს დაამშვიდა დის სიტყვებმა.მის ხელს ძლიერად ჩაეჭიდა და უკან მიყვა.
გისოსებს მიღმა ერთიან სკამზე იჯდა მაია, რომელსაც საწოლის ფუნქციაც ქონდა. იჯდა და თვალები იმ პატარა სარკმლისთვის მიეპყრო,რომელიც უკიდურეს წერტილში იყო და ოდნავ სინათლეს უშვებდა.
-დე..დედა...-ნელა წარმოთქვა ლიზამ.დას ხელი გაუშვა და რკინის გისოსებს ჩაეჭიდა. შვილის ხმის გაგებაზე ფეხზე წამოდგა და გისოსებზე დადებულ პატარა ხელებს ჩაეჭიდა.
- რატომ მოხვედი? არ უნდა მოსულიყავი.არ მინდა დედა ასე დაგამახსოვრდეს-ქალს ცრემლები გადმოსცვივდა. ლიზასაც გადმოსცვივდა ლოყებზე ცრემლები. მათი შემხედვარე დათოსაც და ნუცასაც თვალები აუწყლიანდათ. დათო შეეცადა ცრემლები დაემალა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- მე გავალ-ნუცას მოუბრუნდა და მხარზე ნაზად შეეხო. მანაც თავის დაქნევით თანხმობა განუცხადაა და ბიჭმაც დატოვა დედასთან ორივე.
- მაპატიე დეე...- ზლუქუნით ძლივს წარმოთქვა ლიზამ.- მაპატიე,რომ ასეთი ვარ.
- არაა..არაა...- ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად მოაცილა პატარას და შეძლებისდაგვარად მიეხუტა.ნუცაც მათთან მივიდა და მოეხვია ორივეს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეიკრა მათი ოჯახი.
დათო კაპიტნის კაბინეტში იყო და ლანძღვას მორჩილად იტანდა. უკვე ჩადენილისთვის ცეცხლის პარში გაატარა. კაბინეტიდან ცხვირ ჩამოშვებული გამოვიდა.
-"უხელფასო შვებულებაში გაგიშვებ იცოდე" -გამოაჯავრა უფროსს სახის დამაჭვით.- უხელფასო თორე დიდად სახარბიელო ხელფასს არ გვაძლევდეთ- შეკრა წარბები და წინ წამოვიდა.
- თქვენ??- მასთან ბიჭი მიიჭრა და ხელი მისკენ გაიშვირა კითხვისნიშნიანი სახით.
- რა მე?-დათომ ერთხანს უყურა.შემდეგ მოტვინა რასაც ეკითხებოდა. -დიახ აქ ვმუშაობ. -მკაცრი სახით ახედა ბიჭს.- რამ შეგაწუხათ?
- მაია დეიდას ამბავი მაინტერესებს. შეგიძლიათ საქმის ვითარება ამიხსნათ?
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - დათომ ალმაცერად აათვალიერა.
- დიმა აქ რა გინდა? ხომ გითხარი არ იყო საჭირო შენი აქ არსებობა-ზურგიდან ნუცას ხმა გაისმა,რომელის ხმაშიც აშკარად გაბრაზება იკითხებოდა.
- დიმა??-კოპები შეკრა დათომაც ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
- მითხარი არ ხარ საჭიროო, მაგრამ მე ვთვლი,რომ ვარ. ვეცდები დაგეხმარო და დედაშენი მალე დავაბრუნო სახლში.
- აა უკვე შეიტყვე რაც ხდება? - ირონიულობას ვერ მალავდა გოგო.- ახლა აღარ ფიქრობ,რომ დამნაშავეს ეხმარები?
- ნუცა გეყოფა ჩემი დანაშაულის ყოველ წამს შეხსენება. სწორედ ჩემი დაუფიქრებლობის და უჭკუობის წყალობით დაგკარგე.აღარ მინდა ის შეცდომა კიდევ დავუშვა და შენთან მეგობარობა მაინც შევინარჩუნო. ვთქვი,რომ დედაშენს დავეხმარები და ასეც იქნება და ამაში შენ ხელს ვერ შემიშლი- თანდათან ხმას უწევდა დიმა. მის ტონალობაზე კაპიტანი კაბინეტიდან გამოვარდა.დათო კი თვალებ დაჭყეტილი იდგა და ბიჭს უყურებდა, რომელიც მეგობარის გამო გასაგლეჯად უნდოდა.
- აქ რა ამბავია? ბაზარი კი არაა.- კაპიტანი ჩაერია და დიმაც გაჩუმდა.
- უკაცრავად თავი ვეღარ შევიკავე. ქალბატონი მაიას საქმის ვითარება მაინტერესებს.-კაპიტანმა თვალები აატრიალა.
- კიდე ერთი. -წაიბუტბუტა.
- დიმა გაგოშიძე.-ხელი გაუწოდა უფროსს და ისე უყურებდა თითქოს ამით ყველაფერი თქვა -არჩილ გაგოშიძის ვაჟი- დაამატა.ამით მართლაც აიხსნა ყველაფერი. მაგრამ არა მათთვის.
- კახა მესხი. - ჩამოართვა ხელი-კაპიტანი- დაამატა დიმას გაოცებული სახის დანახვისას. -ახლა თუ დავასრულეთ თავის წარდგენა წავალ საქმე მაქვს.-კაცის სიტყვებმა დიმას ვინაობის დაინორებამ ნუცას და დათოს სახეზე ღიმილი მოგვარეს.კაპიტანი მიბრუნებას აპირებდა,როცა ბიჭის ხმამ გააჩერა.
- წესით არჩილ გაგოშიძის სახელს ყველაფერი უნდა ეთქვა, მაგრამ რადგან არ იცით არაუშავს. - ღმად ჩაისუნთქა რათა ზედმეტი არ მოსვლოდა.- ქალბატონი მაიას თავდებით გაყვანა მინდა.
-შენი დახმარება არავის სჭირდება- ირაკლის ხმამ იქაურობა ერთიანად მოიცვა და ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი.მათკენ წამოვიდა. დიმას და ირაკლის მზერები ერთმანეთს ფოლადივით მკაცრად შეხვდნენ.ნუცას მის დანახვაზე სახე გაუნათდა.
- აი უფროსო- დიმას გვერდი აუქცია კაპიტანს საქაღალდე გაუწოდა. - თავდებით განთავისუფლების ცნობაა.- კაცმა გამოართვა და წამით თვალი შეავლო. - ესეც თანხა - უკან მდგარ ბიძას ხელიდან პაკეტი გამოართვა და ისიც მას გადასცაა.
- არ გკითხავ როგორ მოახერხე ეს - კაპიტანმა ქვევიდან გახედა.- ის უფრო გამაკვირვებდა,რომ ვერ მოგეხერხებინა.შეუძლებელს ყოველთვის შესაძლებელს ხდი.- უფროსს კმაყოფილილების ღიმილმა ტუჩის კუთხე გაუპო.- ხედავ?-ახლა მზერა დიმასკენ გადაიტანა- კი არ უნდა იტლიკინო და მამის სახელით იბლატაო პირდაპირ საქმე უნდა გააკეთო.- ნერწყვი ძმიმედ გადაყლაპა უფროსის სიტყვებზე დიმამ.- დათო გამოიყვანე- თავით საკნებისკენ ანიშნა და ისიც სიხარულით სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა.
- მართლა უშვებენ? -ნუცა ადგილს ვეღარ პოულობდა.
- ხომ დაგპირდი- გაბრწყინებული სახით გახედა საყვარელი ქალის ბედნიერ სახეს. ნუცა სიხარულისგან სად წასულიყო არ იცოდა. ირაკლის კისერზე ჩამოეკიდა. მანაც ძლიერად მოხვია ხელები გოგონას წელზე. გამომძიებელის კისერში ხელი შეაცურა და ნაზად მოეფერა. კაპიტანს ჩაეღიმა და თავის კაბინეტში შევიდა. დიმამ მათი შემხედვარე მუშტები შეკრა და ძლიერად მოუჭირა. მათ ზურგი აქცია და შენობიდან სწრაფი ნაბიჯით გავარდა.ნუცა კი ისევ გატრუნული იყო მის მკლავებში.
- ვიცოდი. - ცხვირით ბიჭის ყელში შერგო თავი. ცხელი კოცნა შეატოვა კანზე.
- დეეე..- ლიზა დათოსთან ერთად გამოსულ ქალს მიეხუტა.გამომძიებელს მოშორდა ნუცა და ისიც დედას მიეხუტა.ნანა თავის ქმარს ეკვროდა ამ სურათით გულაჩუყებული.კაცი კი ცოლს ამშვიდებდა.
დათო ირაკლის გვერდით დადგა და მხარზე ხელი მიკრა.
- ამდენი ფული საიდან იშოვე? - გადაულაპარაკა ჩუმად.
-რამდენიმე ათასს ყოველთვის ვინახავ სახლში - შეეცადა გაეკრიჭა ძმაკაცისთვის.
-ბანკებზე გსმენია შენ?- ცალი წარბი აუწია დათომ.
- არ ვენდობი - სიცილი აუტყდა ბიჭს.
- ვინ წარმოადგენდა,რომ თვით ირაკლი მაისურაძე მუთაქაში ფულს ინახავს.
- მუთაქა არა მაგრამ საიდუმლო სეიფში ნამდვილად - ირაკლის სიცილის შეკავება უჭირდა.
- მე რატომ არ ვიცოდი?- ხელები გადაიჯვარედინა და კითხვისნიშნიანი სახე ესროლა.
- რომ გცოდნოდა საიდუმლო ჰო არ იქნებოდა. აი უკვე იცი და საიდუმლოც აღარაა,მაგრამ მაინც არ გეტყვი სად არის- კარგ ხასიათზე დამდგარი გამომძიებელი მეგობრის წვალებით ტკბებოდა.
- არაუშავს. თვითონ ვიპოვი. შენც ქვია ძმაკაცი რასაც მეუბნები ორი იმდენს მიმალავ- ეჭვიანი ქალივით ბუზღუნი დაიწყო დათომ და გაიბუსხა.
- პატარა ბავშვი ხარ- მხარზე სიცილით დარტყა ოდნავ ხელი-ეგ სეიფი მამაჩემის დამონტაჟებულია.დანარჩენს მერე გეტყვი - დაამშვიდა მეგობარი და ორივემ მიხუტებულ დედა- შვილებს გახედეს. ქალი შვილებს გამოეცალა და ირაკლის წინ დადგა.
- შვილო - ხელები გაშალა ქალმა.- შეიძლება მოგეხვიო?- ქალს თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
- რა თქმა უნდა - ბიჭი მის წინ მდგარ დედის ტოლა ქალს მიეხუტა. მისგან ამ წამებში ისეთი სითბო მიიღო რაც კარგა ხანია აღარ უგრძვნია. ეს დედის სითბო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნანა დედასავით იყო მისთვის და საკუთარ შვილზე მეტადაც კი უყვარდა მისთვის დედისდაძახების სურვილი არ გასჩენია.თუმცა ახალი მთელი შინაგანი სამყარო მიუკიოდა სიტყვა დედას.-დედა...- ჩურჩულით ჩაილაპარაკა თავისთვის. ეგონა მხოლოდ მისმა ყურებმა მოისმინეს თუმცა ადრესატთანაც მივიდა. მაიამ ხელები უფრო ძლიერად მოხვია.
- დღეიდან ჩემი ბიჭი ხარ. მადლობა ამისთვის - ირაკლის ყურთან ასევე ჩურჩულით უთხრა. მკერდიდან მოიცილა თუმცა ბოლომდე არ გაუშვა და ხელი ძლიერად ჩასჭიდა.- ახლა კი სახლში წავიდეთ ყველა ჩემთან.
- მე წაგიყვანთ- ირაკლიმ კარისკენ ხელი გაიშვირა და განყოფილებიდან გასვლა დაიწყეს.
- იმედი მაქვს მეც წამიყვანთ- დათო კოჭლობით მოსდევდა უკან.
- მოდი შვილო - მაია უკან მიტრიალდა და მასაც ირაკლივით ჩასჭიდა ხელი.
- მგონი უნდა ვიეჭვიანოთ- უკან მიმავალმა ლიზამ ნუცას გადაულაპარაკა. ნუცამ თვალები მოჭუტა და გახედა წინ მიმავლებს,მაგრამ მალევე თავის ეჭვიანობაზე გაეცინა.
ზვიადმა და ირაკლიმ მგზავრები გადაინაწილეს და იქაურობას გაეცალნენ.
******
გადატანილის მიუხედავად სახლში მხიარულება სუფევდა. ნუცა სტუმრებს გაუმასპინძლდა და შემდეგ დედის გვერდით დაჯდა.ერთ მხარეს თვითონ მიეხუტა,მეორე მხარეს კი ლიზა. სხვა რა უნდა ინატროს დედა? ორივე საყვარელი შვილი ჩახუტებული ყავს და გარს თბილი ხალხი ახვევია.მაიას მიხუტებული ნუცას მზერა ირაკლისკენ ეპარებოდა.ერთმანეთს მზერით ეფერებოდნენ.
- ჩვენი წასვლის დროა- ზვიადმა წინადადება წამოაყენა- ამდენი რამე მოხდა ემოციებით დატვირთული დღე იყო და ჩვენ კიდევ არ ვაძლევთ მოსვენების საშუალებას.- ცოლისკენ გაიხედა,რომელსაც კიდევ უნდოდა ყოფნა. თუმცა ქმრის სიტყვებმა დააფიქრა და დათანხმა.
- რას ამბობთ? რა შეწუხება? შეწუხებით თქვენ შეწუხდით ჩემს გამო- მაია ოდნავ წინ წამოიწია.
- აბა რას ამბობ?-ნანამ აღარ დააცადაა. - წავალთ და მერე ისევ მოვალ - ყველას სახეს ღიმილი მოეფინა.
ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისკენ წავიდნენ. ირაკლიმ ფეხი აითრია ყველა წინ გაუშვა და უკან მომავალ ნუცას დაელოდა. ხელი ჩასჭიდა. თითები ერთმანეთში ახლართა და თავისკენ მიიზიდა.მეორე ხელი კისერზე თმებში შეუცურა.თავი ოდნავ გასწია,რომ დაენახა ვინმე ხო არ უყურებდა. თვალის დახამხამებაში მოტრიალდა და მის მკლავებში მოქცეულის ტუჩებს ეძგერა.
- ძალიან მომენატრე - ცხელი სუნთქვა შეატოვა ტუჩებზე.
- მეც - სიტყვა ჩუმ კვნესას ამოაყოლა.
- ირაკლი -დათოს ყვირილი მოესმათ.ბიჭმა თვალები აატრიალა, ნუცას კი ჩაეცინა.ერთმანეთს მოსცილდნენ და შემოსასვლელში გავიდნენ.
ნუცამ კარები დახურა და უკან მიბრუნდება. მაიას ლიზა ეკვროდა და თან ამთქნარებდა.
- დე წამო რაა- ქვევიდან ახედა ლიზამ.
- გაყევი.მანამდე მე მივალაგებ - ნუცამ სიცილით უთხრა და მისაღებში შევიდა. დედა შვილი კი ოთახში განმარტოვდნენ.
სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და ფანჯრიდან იხედებოდა. დღეს საშინლად დაიქანცაა ემოციებისგან. ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ასე მალე გამოუშვებდნენ. მთელი ცხოვრება მადლობელი იქნება ირაკლისი ასე სწრაფად რომ გამოიყვანა. კიდევ უფრო დარწმუნდა,რომ ნუცას ღირსი იყო ეს ბიჭი და ნუცასი კიდევ ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯერ ყველაფერი წინ ელოდა და ისიც იცოდა,რომ დანაშაული არ შერჩებოდა 'განა ვის შერჩენია', მაინც ბედნიერი იყო ამ საღამოს. ოთახში ნუცა შემოვიდა. დედას გვერდით ჩამოუჯდა და მიეხუტა. არაფრის თქმა არ უნდოდა არც ერთს უბრალოდ ასე იყვნენ და ტკბებოდენ ერთად ყოფნით. უცებ ნუცას ის კაცი გაახსენდა. დედას ხელებიდან გამოეცალაა.
- აა დედა სულ დამავიწყდა აქ ვიღაც კაცი იყო თქვა, რომ შენი ნათესავია.
- ვინ კაცი? -ტუჩების კანკალით თქვა ქალმა.
- მაიას ძმა ვარო.- ქალს გული ყელში ამოუვარდა.სუნთქვა შეეკრა.- დედა ჰომ თქვი რომ და-ძმა არ გყავდა.- ნუცა ლაპარაკს განაგრძობდა. ქალს კი ხელები ეყინებოდა.-საშკა უფრო სწორედ ალექსანდრე მქვიაო.
- არ მყავს.მე ძმა არ მყავს -უცებ წამოიყვირა. სახეზე ხელები ჩამოისვია. ნამდვილ გიჟს დაემგვანა.მისმა ხმამაღალმა ტონმა ნუცა შეაშინა.
-დედა ნუ მაშინებ. თუ შენი ძმა არაა აბა ვინაა? აშკარად ყველას გვიცნობს.- ქალი ნუცას მკლავებში ჩაეჭიდა და ძლიერად მოუჭირა ხელები.
- არ გაეკარო. რაც არ უნდა თქვას არ დაიჯერო. არ მიეკარო. ჩემი ძმა აღარაა. მე ძმა მომიკვდა. - ქალი შეშლილივით ლაპარაკს განაგრძობდა. უცებ ხელები უშვა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. უკან კი გაოგნებული ნუცა მოიტოვა. საერთოდ ვერაფერს ვერ მიხვდა.
მაია თავის ოთახში შეიკეტა.საწოლზე ოთხად მოიკეცა და თავისთვის ლაპარაკი დაიწყო.
- ჩემი ხარ. ჩემი შვილი ხარ. შენს თავს არავის მივცემ. მე გაგზარდე და ვერ წამართმევენ შენს თავს...წადი საიდანაც მოხვედი. ის ჩემიაა.არ გაგატან.- ტირილით ბუტბუტებდა, თან ტუჩები უკანკალებდა. ერთიანად გააციაა სხეულში და კიდევ უფრო მოიკეცა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest keti

Miiiyvars es istoria. Rogor gamaxare rom icode, magram isev unda daikargo?

 



№2  offline წევრი mariia

Guest keti
Miiiyvars es istoria. Rogor gamaxare rom icode, magram isev unda daikargo?

ძალიან არ მინდა დაკარგვა ხოლმე <3 მადლობა ამ სიყვარულისთვის და მოთმინებისთვის <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჩემი პირველი რეაქცია -რაა? არ მჯერა.:დდ ძალიან ძალიან გამახარე. ვგიჟდები ამ ისტორიაზე, შენს დახვეწილ მანერაზე❤ემოციური თავი იყო. თან ახალი ინტრიგა შემოიტანე. ეხლა ისევ უნდა ველოდო ახალ თავს, სხვა რაღა დამრჩენია❤❤❤

 



№4  offline წევრი mariia

Chikochiko
ჩემი პირველი რეაქცია -რაა? არ მჯერა.:დდ ძალიან ძალიან გამახარე. ვგიჟდები ამ ისტორიაზე, შენს დახვეწილ მანერაზე❤ემოციური თავი იყო. თან ახალი ინტრიგა შემოიტანე. ეხლა ისევ უნდა ველოდო ახალ თავს, სხვა რაღა დამრჩენია❤❤❤

ვცდილობ ^^ ინტრიგები და ემოციები მრავლად იყოს<3 იმედია ძალიან არ ვფანტაზიორობ და არ გაბეზრებთ თავს :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent