შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ქეთელაურო (თავი მერვე)


27-09-2017, 21:29
ავტორი ელპინი
ნანახია 880

ქეთელაურო (თავი მერვე)

ქეთამ იცოდა ცოტნეს ფიცხი ხასიათი,მაგრამ არ შეიბრალა ის,ისე როგორც ცოტნემ არ შეიბრალა ქეთა.
დასაძინებლად დაწვა და ძილშიც კი აწუხებდა მისი ცოტნესადმი ასეთი დამოკიდებულება.თითქოს,ყველაზე საშინელი ცოდვა ჩაიდინა.გამოუსყიდველი ცოდვა,რომელიც ეგონა წინ წაადგებოდა ცოტნეზე "შურის საძიებლად",მაგრამ თვითონ დარჩა იმდენად გულნატკენი,რომ მთელი სხეული ეწვოდა.გრძნობს,რომ დამნაშავეა,ცუდი გააკეთა და ეს სტკივა,მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია.ასე უბრალოდ ვერ აპატიებს ცოტნეს ვერაფერს.და ცოტნე?!ბიჭის ტირილი გინახავთ?ხოდა ახლა ცოტნე ტიროდა,იმის გამო ტიროდა,რომ მას არ შეეძლო ქეთასთან მისულიყო დასახმარებლად.იმის გამო ტიროდა,რომ ახლა არაფერს წარმოადგენდა და ყველას ეცოდებოდა,ყველა ემსახურებოდა და თავზე ევლებოდა.სად იყო ის ცოტნე,რომელიც დღე და ღამე კომპანიაში ატარებდა,მეგობრებთან ერთობოდა და ძალიან თუ არა,ცოტა მხიარული მაინც იყო? ის ცოტნე "ახლანდელმა" ცოტნემ შეცვალა და ზოგადად,როცა ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს და ძალიან სტკივა,მაშინ ნებდება.დანებდა ცოტნეც,მაგრამ ახლა,როცა ვერანაირი დახმარება ვერ გაუწია ქეთას და შეიძლება მას რამე საფრთხე დამუქრებოდა,დაფიქრდა უკვე მის მომავალზე.იმ მომავალზე სადაც მისი ცოლ-შვილი წარმოუდგენია,მაგრამ თვითონ ინვალიდის ეტლში ზის და ვერ აკეთებს ვერაფერს.ამან დააფიქრა და მიაღებინა გადაწყვეტილება ცოტნეს,რომ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
დილით გაღვიძებისას პირველი სალომეს და ოთარს დაუძახა მისი გადაწყვეტილების საცნობად და ისინიც უმალვე ოთახში გაჩნდნენ.გაშეშდნენ ოთარი და სალომე ოთახში შემოსვლისას,დამსხვრეული ვაზები და კედელთან დაგდებული,გატეხილი ცოტნეს ტელეფონი,რომ დაინახეს.
-რა მოხდა,ცოტნე?-პირზე ხელაფარებულმა ჰკითხა სალომემ.
-დაუძახე მოსამსახურეებს,გაასუფთავონ აქაურობა-ნერვიც არ შეტოკებია ცოტნეს დედამისის კითხვაზე.
-კარგი-ზედმეტიც აღარ უკითხავთ ამათაც,იცოდნენ უარესი მოხდებოდა.ახლა ცოტნეს ნერვები ისედაც არ ჰქონდა მწყობრში.
-მოკლედ,გავიკეთებ ოპერაციას და ზედმეტი კითხვები არ იყოს ამ თემასთან დაკავშირებით-მკაცრად ელაპარაკებოდა ცოტნე მშობლებს.
სალომეს სიხარულისგან ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა და ცოტნესკენ წამოვიდა ჩასახუტებლად,იმდენი ეხუტა ცოტნემ ბოლოს შეწუხებული ხმით უთხრა
-დედა,გეყოფა ეს სენტიმენტალურობები-და თვალები აატრიალა.
-გავარკვევ მე საავადმყოფოში ყველაფერს,დავრეკავ ახლა და....-ოთარმა ტელეფონი მოიმარჯვა და საავადმყოფოს უფროსს ესაუბრებოდა,სწორედ ის უკეთებდა ცოტნეს ოპერაციას.საღამოს ხუთ საათზე იყო დანიშნული ოპერაცია,მანამდე კი ცოტნე მოსამზადებელ პალატაში უნდა გადაეყვანათ.
-ლაშას დაუძახე ახლა,დამეხმარება და წავიდეთ მერე-მამამისს უთხრა ცოტნემ,ლაშა მისი მძღოლი იყო,მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ესეც იშვიათად ხდებოდა.მეგობრები იყვნენ უკვე წლებია და ის ეხმარებოდა ცოტნეს აქამდეც.
ნახევარ საათში ცოტნე უკვე მზად იყო და გაემართნენ საავადმყოფოსკენ.
პალატაში იწვა ცოტნე,ანალიზები,გადაღება და ყველაფერი უკვე გაეკეთებინა,რაც ოპერაციამდე საჭიროა.ხუთი საათიც მალე მოვიდა და შეიყვანეს ცოტნე საოპერაციოში.იმდენად უსასრულოდ გადიოდა საათები,ყველას უჭირდა ლოდინი.როცა ყველაზე მეტად გეჩქარება,ამბობენ მაშინ ნელა გადის დროო.თითქოს,საათზე იმდენად ნელა ბრუნავდა ისარი,მისმა წიკწიკმა ყველას გული შეუღონა.
უკვე ოთხი საათი იყო გასული,რაც ცოტნე შეყვანილი ყავთ,ნერვიულობისგან ყველა ცუდად ხდებოდა უკვე.სალომე ახლა არ ტიროდა,იმდენად უხარია მისი შვილის ბედნიერება,რომ თუ იტირებს,მხოლოდ ბედნიერების ცრემლებით.
ზუსტად ათი საათი იყო.ექიმი ოფლში გაწურული გამოვიდა,დაცვარული შუბლი ხელის მაჯით მოიწმინდა და ამოიხვნეშა.მაშინვე მივარდნენ ექიმს ყველა იქ მყოფი.
-როგორ არის ექიმო?როგორ ჩაიარა ოპერაციამ?-შეშინებული ხმით იკითხა სალომემ.
-არის ყველაფერი რიგზე,ხო?-ოთარიც ჩაერთო დიალოგში.
-რა თქმა უნდა,ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს ხუთი საათი ნამდვილად ღირდა თქვენი ბიჭის ფეხზე გავლისთვის.პალატაში გადმოვიყვანთ მალე და შეგიძლია ნახოთ მოგვიანებით.აბა,ღმერთი თქვენსკენ-ხელი დაჰკრა ძმურად ექიმმა მხარზე ოთარს და წავიდა.
ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა,თითქოს,ახლა მეორედ დაიბადა ცოტნე და მეორედ გაახარა მშობლები.
ორ საათში პალატაში იყო ყველა და ცოტნეც ფხიზელ მდგომარეობაში,დაბრუნდა ძველი ცოტნე.ის ცოტნე,რომელსაც ახლა ყველაფრის კეთება შეუძლია და არავიზეა დამოკიდებული.იმდენად ბედნიერი იყო თვითონაც,მშობლებთან და მის დასთან ერთად იცინოდა და ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ.
ორ დღეში სახლში გამოწერეს,უკვე ყველაფერი კარგად იყო და თავისუფლად შეეძლო სიარულიც.
დაიწყო ისევ ძველი ცხოვრების რიტმი.ქეთაუნდა ენახა ცოტნეს.არ იცოდა რატომ,მაგრამ იმდენად ჰქონდა მისი ნახვის სურვილი და იმდენად ენატრებოდა,თავს ვერაფერს უხერხებდა ამხელა კაცი.ამ გოგომ თავბრუ დაახვია და პატარა ბიჭად აქცია.
ხო,ყვავილები ყველაზე ბანალური საჩუქარია,მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა.აქამდე ასე არცერთ გოგოსთან მოქცეულა და მისი თავის უკვირდა.კარებზე აკაკუნებდა და ელოდა როდის გაუღებდა ქეთა კარებს.

ქეთა დივანზე იყო წამოწოლილი,ჩაძინებოდა და კარის კაკუნმა გააღვიძა
-არ ვაცოცხლებ ვინც არ უნდა იყოს.ძილი და სიმყუდროვე დამირღვია-ღრენით ელაპარაკებოდა ქეთა მის თავს.ჩუსტებში ფეხი გაუყარა და კარების გასაღებად წავიდა.
გაშეშდა.
წამით სუნთქვა შეეკვრა.
ფეხები მოეკვეთა.
თვალები გაუშტერდა.
დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა.
დრო გაჩერდა.
ცოტნეს და ქეთას დრო წამით გაჩერდა.ერთმანეთის თვალებში იყვნენ ჩაკარგული და ხმას არცერთი იღებდა.
-შენ,მე,ახლა არ მელანდები.შენ,ცოტნე ცოტაშვილი ფეხზე დგახარ და თან,ჩემი სახლის კართან ყვავილებით ხელში-ბლუკუნით ლაპარაკობდა ქეთა და ხელს ხან მისკენ იშვერდა,ხან ცოტნესკენ.
-დიახ,არ გელანდები-სიცილით უთხრა ქეთას და ისე უმზერდა,ქეთას ჟრუანტელმა დაუარა.ტუჩის კუთხე ჩატეხა ცოტაშვილმა.
-აა,ხო,ისაა...შემოდი,რატომ დგახარ?-თმები მოიქექა ქეთამ დაბნეულობის ნიშნად,გაიწია და ცოტნე კარში შემოატარა.
დივანზე დასხდნენ,ქეთამ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.
-ყავა,ჩაი თუ...-
-იყოს ყავა-არ დაასრულებინა წინადადება ქეთას ცოტნემ.
კურტუმოს ქნევით გავიდა ქეთა სამზარეულოში და ცოტნემაც თვალი გააყოლა,ვერ გაუძლო კაცის ბუნებამ ქეთას მომხიბვლელობას და შარმს.
მალევე დაბრუნდა ქეთა ყავით და ფინჯნები ფოდნოსიდან მაგიდაზე გადმოდო.
-აბა,რამ შეგაწუხათ ცოტაშვილო ძილი,რომ დამირღვიეთ-ხელები დააჭდო ქეთამ ერთმანეთზე და ფეხი ფეხზე გადაიდო,დივანზე გემრიელად მოკალათდა.
-მომენატრე-ჩვეულებრივი ტონით უპასუხა ცოტაშვილმა.გააგიჟა ქეთა,ისევ შეწყვიტა დედამიწამ ბრუნვა,ქეთას ყურები გაჰკიოდა მხოლოდ ცოტნეს ნათქვამ "მომენატრე"-ს,გული აუჩქარდა და როგორც იტყვიან,მუცელში დინოზავრების ჯოგმა გადაურბინა.
-მომესმა,ხო?-საცოდავი სახით უყურებდა ქეთა ცოტნეს.
-არა,საერთოდ.შეგიძლია შენც იგივე მითხრა,იმიტომ,რომ ვიცი უჩემოდ ვერ ძლებ-თვალი ჩაუკრა და ქეთა იმდენად დააბნია,ყავის ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და ფეხზე გადაისხა.
-ვაიმე,ჩემი ფეხი,მეწვის-ტკივილისგან ტირილი დაიწყო ქეთამ.
ცოტნე სწრაფად წამოხტა ფეხზე და საერთოდ არ მორიდებია ისე,ელასტიკი შემოახია ქეთას.
-საითაა სააფთიაქო ყუთი?
-აი,იქეთ,კარადაში-ხელით ანიშნა ქეთამ და თან,იქვე დადებულ გაზეთს იფრიალებდა ფეხზე ისე ეწვოდა.
ცოტნემ დამწვრის მალამო ამოიღო ყუთიდან და ნაზად,ფაქიზად უსვამდა ფეხზე დამწვარ ადგილას,თან,ბინტით გადაუხვია და დაუმუშავა.ელეთ-მელეთი დაემართა ქეთას ცოტნეს შეხებისას და მის კანსაც დაეტყო,დაეხორკა და დაუბუსუსდა.
-რა მოუხერხებელი ხარ,ქეთა?რა იყო ჩემმა სიტყვებმა ასე იმოქმედა?-წარბები აათამაშა ცოტნემ და ისევ დივანზე დაჯდა.
-დეგენერატო,შენი ბრალია ყველაფერი-გაბრაზებული უყურებდა ცოტნეს ქეთა.
-ეგრე,ხო?-მზაკვრული მზერით უყურებდა ცოტნე,წამოიწია დივნიდან და ქეთასკენ წავიდა.სახე ახლოს მიუტანა და ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა,ტუჩებით ქეთას ტუჩებისკენ მიიწევდა და ტუჩის კუთხეში აკოცა.
ქეთა გაშეშდა,ვერ ინძრეოდა და ვერც წინააღმდეგობას უწევდა ცოტნეს,იმდენად სიამოვნებდა.
ცოტნე არ ჩერდებოდა,პირიქით,ცეცხლს უკიდებდა ქეთასაც და მის თავსაც.სიამოვნებისგან მინაბულ თვალებზე აკოცა ქეთას ცოტნემ და ბოლოს,ტუჩზე.
იმდენად სრულყოფილებას წარმოადგენდა მათი შერწყმული ტუჩები,თავს ვერ იკავებდნენ.
კოცნიდა ცოტნე მთელი ემოციით და აგრძნობინებდა ქეთას ყველაფერს,მოწონება იყო ეს თუ სიყვარული.
-ქეთა-ნერვიულად ჩაეცინა ცოტნეს-მგონი მიყვარდები-და თავი მოიქექა,ალმაცერი მზერით უყურებდა ქეთას.
ხმა ვერ ამოიღო ქეთამ,არ ელოდა ამდენს,არ ელოდა,რომ ცოტნე მის მიმართ რამეს გრძნობდა.არც იმას ელოდა,რომ ამ ყინულივით კაცს ვინმე გაულღობდა გულს.
-და ახლა,როგორც ფილმებში ხდება მეც უნდა გიპასუხო მეც მგონი მიყვარდებითქო,ხო?-სიცილით უთხრა ქეთამ.
-რავიცი-მხრები აიჩეჩა ცოტნემ.

ერთად იცინოდნენ გიჟებივით და უსასრულოდ იყვნენ ჩაკარგული ერთმანეთის თვალებში.თვალები,რომლებიც ახლა მათ გრძნობებს გამოხატავდა და თვალები,რომლებშიც ვარსკვლავები კაშკაშებდნენ.

-ცოტნე,ეს ყველაფერი რაც ახლა გააკეთე,სინამდვილე იყო?-ჩაფიქრებული და არეული მზერით უყურებდა ქეთა ცოტნეს.
-ქეთა,მოდი იქედან დავიწყებ,რომ თავიდან ასე ვთქვათ "ვერ გიტანდი" და ვცდილობდი გამებრაზებინე სულ.ნაწილობრივ მსიამოვნებდა,მაგრამ ხანდახან იმდენად მენატრებოდი,რომ თავს ვერ ვუმკლავდებოდი.მაშინ,საავადმყოფოში რაც
გითხარი,ვიცი,არ უნდა მეთქვა და ისიც ვიცი,როგორ გატკინე.იმასაც მივხვდი,რომ ჩემთვის სამაგიეროს გადახდა გინდოდა და მაგით შენც არანაკლებ გტკიოდა გული-ნერვიულად ჩაეცინა ცოტნეს.-ახლა კი შეიცვალა რაღაცები და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ-დამაბნეველი მზერით უყურებდა ცოტნე ქეთას და უღიმოდა.
ქეთა?!დააბნია ბრინჯივით ცოტნემ ეს ალვის ხე გოგონა და გაუფანტა აზროვნება.
იცოდა ქეთელაურმა უყვარდებოდა ცოტაშვილი და ტყუილად არ გაუფრთხილებია ცოტნეს,აი,იქ,მაშინ ბარში.
ისევ ცოტნე და ქეთა.
ისევ უსასრულობა და არეული ფიქრები....


მერვე თავი და ისევ ჩემი ნაჯღაბნი.
უყვარხართ ელპინს თქვენ.
ჩემი საოცრებები ხართскачать dle 11.3




№1 სტუმარი Mariami

გაააგრძელე რაააააა გთხოოვვვვ

 



№2 მოდერი ელპინი

Mariami
გაააგრძელე რაააააა გთხოოვვვვ

კი,კი,გავაგრძელებ❤
მადლობა,მარიამ ამხელა სტიმულისთვის❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

საოცრება ხარ!!!
უმაგრესი ისტორიაა!❤

 



№4 მოდერი ელპინი

Mariam Shengelia_3
საოცრება ხარ!!!
უმაგრესი ისტორიაა!❤

გეფიცები,ჟრუანტელმა დამიარა *-*
გამაფრენინებთ თქვენ მე❤
ძალიან დიდი მადლობა❤
ამ შუაღამით ჩემი ასე გაგიჟება სიხარულისგან შეიძლებოდა?
ვაიიიჰ,კიდევ ძალიან დიდი მადლობა❤

 



№5 აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეეე ეს რა იყო ქალაუუ.... გამაბედნიერა ამ თავმა ♡♡

 



№6 მოდერი ელპინი

Anuki96
ვაიმეეეე ეს რა იყო ქალაუუ.... გამაბედნიერა ამ თავმა ♡♡

ანა,შენ მე გამაბედნიერე ახლა❤❤
უღრმესი მადლობა❤❤

 



№7 სტუმარი Guest თაკო

არა რა ხო ვამბობ რო მოყვარხარ თქო და არ მიჯერებთ რახანც ესენი გატკბნენ რაღა მომკლავს ის ლოდინი ამად ღირდა მიყვარხარ ელპინნნნ.....მალე დადე ახალი თავი

 



№8 მოდერი ელპინი

Guest თაკო
არა რა ხო ვამბობ რო მოყვარხარ თქო და არ მიჯერებთ რახანც ესენი გატკბნენ რაღა მომკლავს ის ლოდინი ამად ღირდა მიყვარხარ ელპინნნნ.....მალე დადე ახალი თავი

თაკუსი,მეც მიყვარხარ❤
მაბედნირებ❤
აღარ დავაგვიანებ,ვსო,პირობას ვდებ :დდდ

 



№9 აქტიური მკითხველი Anuki96

ელპინი
Anuki96
ვაიმეეეე ეს რა იყო ქალაუუ.... გამაბედნიერა ამ თავმა ♡♡

ანა,შენ მე გამაბედნიერე ახლა❤❤
უღრმესი მადლობა❤❤

გეხუტე გულში შენ ♡♡

 



№10 მოდერი ელპინი

Anuki96
ელპინი
Anuki96
ვაიმეეეე ეს რა იყო ქალაუუ.... გამაბედნიერა ამ თავმა ♡♡

ანა,შენ მე გამაბედნიერე ახლა❤❤
უღრმესი მადლობა❤❤

გეხუტე გულში შენ ♡♡

❤❤❤

 



№11 სტუმარი Guest თაკო

ცოტა პოზიტიური თავი დადე ამ დაბადების დღეზე არ მატირო

 



№12 მოდერი ელპინი

Guest თაკო
ცოტა პოზიტიური თავი დადე ამ დაბადების დღეზე არ მატირო

ვაიიჰ,გილოცავ სიყვარულო❤❤
ვეცდები❤

 



№13 სტუმარი Guest თაკო

მადლობა მალე იქნება?

 



№14 მოდერი ელპინი

Guest თაკო
მადლობა მალე იქნება?

ჯერ არ ვიცი,სახლში არ ვარ და...

 



№15  offline წევრი enni

ამ თავში, მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა :/ ასე მალე ფეხზე როგორ დააყენე?

 



№16 მოდერი ელპინი

enni
ამ თავში, მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა :/ ასე მალე ფეხზე როგორ დააყენე?

ხო,გეფიცები საერთოდ არ ვაპირებდი ამ ყველაფერს.პირიქით,ცუდ დასასრულს ვგეგმავდი,ვაღიარებ,მაგრამ ერთმა ადამიანმა ტვინი გამიღუნა :დდდ და სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი :/// ბათ დიდი მადლობა შენ,რომ წაიკითხე❤

 



№17  offline წევრი ლიდია

ძალიან მომწონს, მაგრამ რაღაც ნიუანსებია შესასწორებელი გრამატიკულად <3 :დდ მაგალითად: მისი არა თავისი. როდესაც ადამიანზე იძახი, რომ მის მანქანაში ჩაჯდაო, არასწორია. სწორია: თავის მანქანაში ჩაჯდა, რადგან ადამიანის კუთვნილებაა. ^_^ <3 1საათია ვკითხულობ რვავე თავს, გამოვშტერდი ბავშვი

 



№18 მოდერი ელპინი

ლიდია
ძალიან მომწონს, მაგრამ რაღაც ნიუანსებია შესასწორებელი გრამატიკულად <3 :დდ მაგალითად: მისი არა თავისი. როდესაც ადამიანზე იძახი, რომ მის მანქანაში ჩაჯდაო, არასწორია. სწორია: თავის მანქანაში ჩაჯდა, რადგან ადამიანის კუთვნილებაა. ^_^ <3 1საათია ვკითხულობ რვავე თავს, გამოვშტერდი ბავშვი

ხო,ვიცი ეგენი.გვიანი იყო მე,რომ მივხვდი შესასწორებელი რო იყო :დდდ იყოს ახლა ასე,ვერც ვერაფერს ვუზამ :დდდ
რატო "გამოშტერდი"? :////(რა უხერხული კითხვაა,ოღჩ :დდდ)

 



№19  offline წევრი enni

ელპინი
enni
ამ თავში, მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა :/ ასე მალე ფეხზე როგორ დააყენე?

ხო,გეფიცები საერთოდ არ ვაპირებდი ამ ყველაფერს.პირიქით,ცუდ დასასრულს ვგეგმავდი,ვაღიარებ,მაგრამ ერთმა ადამიანმა ტვინი გამიღუნა :დდდ და სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი :/// ბათ დიდი მადლობა შენ,რომ წაიკითხე❤


რაკარგი ხარ შენ <3

 



№20 მოდერი ელპინი

enni
ელპინი
enni
ამ თავში, მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა :/ ასე მალე ფეხზე როგორ დააყენე?

ხო,გეფიცები საერთოდ არ ვაპირებდი ამ ყველაფერს.პირიქით,ცუდ დასასრულს ვგეგმავდი,ვაღიარებ,მაგრამ ერთმა ადამიანმა ტვინი გამიღუნა :დდდ და სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი :/// ბათ დიდი მადლობა შენ,რომ წაიკითხე❤


რაკარგი ხარ შენ <3

ვააიჰ,უღრმესი მადლობა,საყვარელო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent