შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ფერების მაძიებელნი (სრულად)


27-09-2017, 22:45
ავტორი ლიდია
ნანახია 694

ფერების მაძიებელნი (სრულად)

თავი 1
დედამიწაზე 4 ძალა არსებობს, ესენია: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. არსებობს 1 ადამიანი რომელიც 4ივე სტიქიას/ძალას ფლობს. მას ავატარს ეძახიან. სკოტი, კირა, სტაილსი და მალია, ეს 4 მეგობარი ამ სტიქიების მმართველები არიან. სკოტი - მიწა, მალია - წყალი, სტაილსი - ჰაერი და კირა - ცეცხლი. მაგრამ მათ ამის შესახებ არაფერი იციან. მშობლები ამას უმალავენ. ქალაქში გამოჩნდება ერთი გოგონა სახელად ლიდია, რომელიც ავატარია მაგრამ არც მან იცის ამის შესახებ არაფერი. მისი გამოჩენის შემდეგ ყვეალფერი შეიცვლება. ეს მოთხრობა არის სტიქიების მმართველებზე. მოდით მოვუსმინოთ ლიდიას, როგორ მოხდა ყველაფერი:

მე ლიდია მარტინი ვარ. 16 წლის, დღეს ახალ სკოლაში გადავდივარ და აი ისიც. ბეიკონ ჰილსის სკოლა! სკოლაში დირექტორი დამხვდა, იქაურობა დამათვალიერებინა და ბიოლოგიის კლასში შემიყვანა.
-ბავშვებო ეს თქვენი ახალი მოსწავლეა, ლიდია მარტინი! იმედი მაქვს რომ მას კარგად მიიღებთ. ლიდია გთხოვ შენი ადგილი დაიკავე.
ერთი ბიჭის გვერდზე აღმოვჩნდი, რომელიც საკმაოდ სიმპატიური იყო. მან მითხრა
-ჰეი ლიდია, მე სტაილსი ვარ, სტაილს სტილინსკი
-სასიამოვნოა
უხერხულად შევიშმუშნე, შუა გაკვეთილის დროს მცენარეს ვიკვლევდით, როდესაც ფოთოლს შევეხე უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ის ჩემი ნაწილი იყო. ეს წამიერი გრძნობა იყო. სტაილსმა ისე შემომხედა თითქოს სახეზე დამეტყო რამე მაგრამ ყურადღება არ გავამახვილე.
-ლიდია შეიძლება ერთი საიდუმლო გაგიმხილო?
-რათქმაუნდა!
-არვიცი შენ რატო გეუბნები მაგრამ რატომღაც შენი მჯერა, ერთისიტყვით მამაჩემის ოფისში აღმოვაჩინე 5პორტრეტი. ჩემი, შენი, სკოტის, კირასი და მალიასი.მე მქონდა თეთრი თვალები, სკოტს შავი, მალიას ზღვისფერი ლურჯი, კირას ცეცხლისფერი წითელი და რაც ყველაზე გასაკვირია შენ სხვადასხვა ფერის თვალები. ძალიან შემეშინდა, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ოთხივე პორტრეტი ვიცანი გუშინ შენს გარდა, ეხლა რო დაგინახე ეგრევე მივხვდი რომ შენ იყავი.
-ღმერთო ჩემო რა?? მამაშენი მე საიდან მიცნობს? ეს მართლა გასაკვირია!
-სტაილს და ლიდია, ძალიან გთხოვთ გაჩუმდით და მცენარის გამოკვლევა გააგრძელეთ!
გაგვაჩუმა მასწავლებელმა...

თავი 2
იმ გაკვეთილზე ლაპარაკი ვეღარ მოვასწარით. გაკვეთილების შემდეგ სტაილსმა კირა,მალია და სკოტი გამაცნო. მათთვის არაფერი უთქვამს და მეც მოვკეტე. ბავშვებთან ადვილად დავახლოვდი. დასვენებაზე სასადილოში ჩამოვაგდე ამ თემაზე საუბარი სტაილსთან:
-სტაილს, ეს ყველაფერი რაღაც ცუდად ჟღერს. რაში სჭირდება მამაშენს ჩვენი პორტრეტები თან ფერადი თვალებით? იცი რატომღაც მეშინია.
-დამშვიდდი. არც მე მომწონს ეს, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ყველაფერს გავარკვევ. მამაჩემს შევეკითხები ამის შესახებ. ნომერს მოგცემ და საღამოსკენ დამირეკე ამბის გასაგებად.
-კარგი.
სახლში მივედი და ვიმეცადინე. დედას ახალი მეგობრების შესახებ მოვუყევი, პორტრეტებზე ხმა არ დამცდენია. სტაილსს დავურეკე რომ გამეგო მამამისს შეეკითხა თუ არა პორტრეტების შესახებ
-გისმენთ.
-სტაილს, ლიდია ვარ, გაარკვიე რაიმე პორტრეტებზე?
-შევეკითხე მამაჩემს მაგრამ საერთოდ არაფერი მითხრა, ოთახიდან გამომაგდო ჯერ ადრეაო
-ოოოოოოოოო, კაირაა.. რაარის ადრე?
-არვიცი, მეც მაგრად მომეშალა ნერვები.. ვფიქრობ რომ სერიოზულ რაღაცასთან გვაქვს საქმე.. ეს უნდა გავარკვიოთ როგორმე. კარგი ლიდია მე კიდევ შევეცდები რაღაცეებს, მანამდე კი უნდა ვიმეცადინო. კარგად
-კარგად...
ლიდია ლოგინზე წამოწვა და ჩაეძინა. რომ გაიღვიძა შუაღამე იყო, ძალიან ციოდა, სარკეში ჩაიხედა და უცბად თვალები სხვადასხვა ფერი გაუხდა. უფრო აცივდა ჰაერი გრიგალივით დატრიალდა, ლიდიას ჭიქიდან წყალი გადმოიღვარა და ჰაერში გაიყინა, მის უკან ქვები ტრიალებდნენ და ხელებიდან ცეცხლის რგოლებს უშვებდა. ეს რაღაც არანორმალური იყო, ლიდიამ წამით დაიჯერა, რომ რაც მოხდა რეალობა იყო, მაგრამ მალევე გაეღვიძა. მიხვდა რომ ეს ყველაფერი დაესიზმრა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო რომ იატაკზე წყალი ესხა და ქვები ეყარა, ჯერ კიდევ ციოდა და სანაგვეში ფურცლებს ცეცხლი ეკიდა......

თავი 3
ეს ყველაფერი ლიდიამ სტაილსს მოუყვა, რომელიც არც თუ ისე ნაკლებად გაკვირვებული იყო ამ მოვლენით. მამამისს მაინც არაფერი უთქვამს პორტრეტების შესახებ, რის გამოც ძალიან იყო გაბრაზებული. გადავწყვიტეთ ამ მოვლენების შესახებ სხვებისთვისაც გვეთქვა (მალია,კირა,სკოტი). რასაც გაკვეთილების შემდეგ ვაპირებდით.
|გაკვეთილების შემდეგ|
მე და სტაილსმა მეგობრებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევით.
-მოიცაა, მოიცა, შენ რას მეუბნები რომ მამაშენის ნივთებში აღმოაჩინე ჩვენი პორტრეტები სხვადასხვა ფერის თვალებით და ლიდია შენ მეუბნები რომ რაც სიზმარში მოხდა შენი აზრით ნამდვილად მოხდა და იმ რაღაც ცეცხლის რგოლებს, ქვებს, წყალს და ჰაერს შენ აკონტროლებდი?? - თქვა ენის ბორძიკით მალიამ
-ზუსტად! - ლიდიამ და სტაილსმა ერთად შეჰკივლეს
-ეს ხომ იდიოტობაა (სკოტი)
-ხო, რაღაც ხუმრობა იქნება, როგორ შეიძლება ესეთი რამ მოხდეს?? (კირა)
-არვიცი ბავშვებო მაგრამ ფაქტია რომ მოხდა!! უბრალოდ ვერ წაეკიდებოდა ჩემს ნაგვისყუთს ცეცხლი.ვერ იქნებოდა ასეთი სიცივე, ლამის გავიყინე, ხალიჩაზე წყალი თავისით არ დაიღვრებოდა და ქვები თავისით არ მოვიდოდნენ!!! გესმით?? მოკლედ არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს მაგრამ როცა შესაძლებლობა გვექნება ეგრევე უნდა შევამოწმოთ მშობლების კაბინეტები!! თურამე საეჭვოს ვიპოვით ერთმანეთს უნდა შევატყობინოთ. ხვალ სკოლა არაა, 5საათზე ჩემთან მოდით სახლში, ნიუსტრიტზე ვცხოვრობ მესამე ქუჩა 143 ბინა. შევთანხმდით?
-კარგი შევთანხმდით! - თქვა ყველამ ერთად.
-კარგით ზარია, დავიშალოთ და ხვალინდელი გეგმები არ დაგავიწყდეთ!
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სახლში რომ მივედი მარტო ვიყავი და დედაჩემის და მამაჩემის ოთახში შევედი, სადაც საეჭვო არაფერი იყო. შემდგომ მამაჩემის კაბინეტში შევედი და უჯრების ჩხრეკა დავიწყე. 3 უჯრაში სამუშაო ნივთების გარდა არაფერი ეყარა, მაგრამ მეოთხე უჯრა რომ გამოვაღე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.....

თავი 4
მეოთხე უჯრაში ზუსტად ისეთი პორტრეტები იყო როგორიც სტაილსმა ამიღწერა... მალიას ზღვისფერი თვალები, სტაილსს თეთრი, სკოტს შავი, კირას ცეცხლისფერი და მე სხვადასხვაფერი. ჩემი თვალები, ესენი გასაოცარი იყო. ვუყურებდი და თითქოს ჩემში რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა იბადებოდა. ეგრევე ხელი დავტაცე და ჩემს ოთახში გადავმალე, ხვალ ბავშვებისთვის რომ მეჩვენებინა და ყოველიშემთხვევისთვის პორტრეტებს ფოტოები გადავუღე. ლოგინზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე... რა ხდებოდა ჩვენს თავს? ეს დამთხვევა ვერ იქნებოდა! სტაილსის მამასაც და მამაჩემსაც ერთიდაიგივე პორტრეტები ქონდათ კაბინეტებში რომლებზეც მე და ჩემი ახალი მეგობრები ვიყავით გამოსახულები. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? რას ნიშნავდა ფერადი თვალები? რას ნიშნავდა გუშინდელი ჩემი სიზმარი??თუ ეს საერთოდ სიზმარი იყო.. ამ ყველაფერზე ფიქრით ტვინი დამეღალა და ჩამეძინა. სიზმარში ჩემს თავს ვუყურებდი თავს გარშემო წყალი მქონდა „შემოხვეული“, ფეხების გარშემო ჰაერი, ცეცხლის ფრთები მქონდა და ჩემს უკან ორი დიდი ქვა „ფარფატებდა“ ჰაერში... ჩემს თავს ვუყურებდი ფერად თვალებში რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო! მას ყვითელი ტყავის ჟაკეტი ქონდა შემოხვეული თეთრ დასეტკილ ჯემპრზე და რაღაც უცნაური შარვალი ეცვა. ჩემი თავი ალაპარაკდა:
-შენ ყველაფერს არასწორ ადგილას ეძებ ლიდია!! შენს თავს შეხედე (ჩაიცინა), რა საცოდავი ხარ!! გაიხსენე ბებიაშენის სიტყვები და ყველაფერს გააანალიზებ! ბევრი იფიქრე შენს მეგობრებთან ერთად!!
ჩემი თავი ნელნელა ირონიული სახით გაქრა. მე კი გამომეღვიძა. საათს დავხედე უკვე დილის 11 იყო. სიზმარი კარგად მახსოვდა! დავიწყე ბებიაჩემის სიტყვებზე ფიქრი და გამახსენდა სანამ ის გარდაიცვალა ანდერძი დამიტოვა და მითხრა:
-ლიდია, ჩემო საყვარელო შვილიშვილო, შენ ძალიან დიდ ძალას ატარებ! მე ანდერძი დაგიწერე ამის შესახებ არავის არაფერი არ უთხრა! ანდერძი ტბის სახლშია, ის მხოლოდ მაშინ უნდა ნახო როცა მიხვდები რომ გჭირდება! გესმის ლიდია? მანამდე არავითარ შემთხვევაში არ ნახო.
ეს სიტყვები გამახსენდა და ლოგინიდან სიხარულით წამოვვარდი!! დიახ დიახ!! სწორედ ის დრო იყო რომ ანდერძი მენახა. ჩავიცვი და ეგრევე ტბის სახლში გავვარდი. ანდერძის ძებნას დიდი ხანი დასჭირდა,ძლივს ვიპოვე, ის წითელი ღვინის ბოთლში ეგდო, კონვერტი ავიღე გავხსენი და კითხვა დავიწყე: .........

თავი 5
კონვერტი ავიღე გავხსენი და კითხვა დავიწყე:
„ლიდია საყვარელო, ეს ანდერძი ბებიასგანაა და თუ ამას კითხულობ ესეიგი რაღაცას ხვდები, ხვდები რომ შენს ცხოვრებაში რაღაც არარეალური ხდება და ცდილობ ამ ყველაფრის გარკვევას. მე დაგეხმარები ამ ამოცანის ამოხსნაში, ყურადღებით წაიკითხე ეს წერილი. გარწმუნებ რაც აქ წერია ყოველი სიტყვა სიმართლეა. ჩემი უნდა გჯეროდეს. შენ უაღრესად დიდ ძალას ფლობ. შენ ავატარი ხარ. ვიცი რომ არიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა. დედამიწაზე 4 ძალა არსებობს, ესენია: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. არსებობს 1 ადამიანი რომელიც 4ივე სტიქიას/ძალას ფლობს. მას ავატარს ეძახიან. ჩემო საყვარელო და თბილო გოგონა, მე ამას როგორც კი დაიბადე მაშინვე მივხვდი, ეს შენმა მშობლებმაც იციან და არ მაძლევენ ამ ყველაფრის თქმის უფლებას. მეც ამ გამოსავალს მივაგენი. შენ უნდა იპოვო ის 4 ადამიანი რომლებიც ამ სტიქიებს ფლობენ, ოღონდ ისინი არ არიან ავატარები. მთელ მსოფლიოში მარტო 1 ავატარია და ეს შენ ხარ! ეს დიდი ძალაა. ყოველივე მათგანის და შენს ოჯახშიც დამალულია თქვენი პორტრეტები რომლებიც უნდა იპოვოთ და გაანადგუროთ!!! მათში ძალიან დიდი ძალაა და თუ ბოროტ ადამიანს ხელში ჩაუვარდება, მსოფლიო განადგურდება!! იპოვეთ პორტრეტები, შემდეგ ერთად შეიკრიბეთ და დარწმუნდით რომ ისინი განადგურებულია! თქვენ თქვენი ძალები უნდა აკონტროლოთ, ექოს სახლში მიდით და მერიდიტი იპოვეთ, ის დაგეხმარებათ ძალების კონტროლში. ლიდია ძალიან მიყვარხარ და მინდა შეაჩერო სიბოროტე ამ ქვეყანაზე! პორტრეტები უნდა განადგურდეს!!!! თითოეული მათგანი!!! წავედი ჩემო გოგონა და წარმატებებს გისურვებ, იცოდე რომ მსოფლიო თქვენს ხელშია!......
წერილი ათასჯერ მაინც გადავიკითხე. ბოლოს როცა წერილის შინაარსი გავაანალიზე მივხვდი ყველაფერს, წერილი ჩემს ჩანთაში ჩავიდე რათა ბავშვებისთვის მენახებინა, საათს დავხედე, უკვე 3 საათი იყო და სახლში წავედი. რამოდენიმეჯერ სახლში წერილი კიდევ გადავიკითხე, ეგკიარა მეგონა მეძინა და ისე მწარედ ვიჩქმიტე, ხელი ჩამილურჯდა. ყველაფერს მივხვდი! ესეიგი მე ავატარი ვარ და კირა,მალია,სტაილსი და სკოტი ის ადამიანები რომლებზეც ბებიაჩემი საუბრობდა წერილში!!!!!
5წუთში კარებზე კაკუნი გაისმა. კარები გავაღე, მეგობრები მოსულიყვნენ, ყველა მათგანს ხელში პორტრეტები ეჭირა....

თავი 6
-ლიდია გეუბნები შოკში ვარ!! ყველამ ვიპოვეთ სახლში ეს პორტრეტები! მე მამაჩემს მოვპარე ძლივს და წამოვიღე! რა უნდა გავაკეთოთ? - თქვა დამწუხრებულმა სტაილსმა
-მე ვიცი რაც ხდება. ყველაფერი გავარკვიე... - ვთქვი მე
-რას ნიშვნავს ყველაფერი გაარკვიე? როგორ? - მალიამ გაკვირვებისაგან პირი დააღო, ბავშვები სახლში შემოვიყვანე, ყველა ჩემს წინ დავსვი და მოყოლა დავიწყე.
-გუშინ ღამეს ჩემი თავი დამესიზმრა, რომელიც ჰაერს, მიწას, წყალს და ცეცხლს აკონტროლებდა და მან მითხრა რომ ბებიაჩემის სიტყვები უნდა გამეხსენებინა! მეც დავფიქრდი და გამახსენდა რომ ბებიაჩემმა ანდერძი დამიტოვა და სიკვდილის წინ მითხრა რომ ის ტბის სახლში იყო, მაგრამ მხოლოდ მაშინ უნდა მენახა, როდესაც ამის დრო მოვიდოდა. თან გამაფრთხილა რომ ეს არავისთვის მეთქვა. მივხვდი რომ სწორედ ამ დროზე ლაპარაკობდა ბებიაჩემი, მე ახლა უნდა გამეხსნა კონვერტი. მეც ავდექი, კონვერტი ვიპოვე, გავხსენი და ყველაფერი ათასჯერ გადავიკითხე. - კონვერტი ამოვიღე და წერილი თავიდან ბოლომდე, სიტყვა-სიტყვით წავიკითხე.
-მოიცა მოიცა, შეიძლება წერილი კიდევ გადაიკითხო? - მთხოვა კირამ გაოგნებული გარეგნობით. მე კიდევ გადავიკითხე წერილი.
-არ მჯერა! - დაიწივლა სკოტმა
-თავიდან არც მე მჯეროდა, მაგრამ ბებიაჩემი არ მომატყუებდა!
-კარგი ლიდია, ესეიგი ჩვენ ყველა პორტრეტი უნდა გავანადგუროთ. - თქვა სტაილსმა
-კი, ყოველივე მათგანი. მეც ვიპოვე ისინი - ოთახიდან პორტრეტები გამოვიტანე და მაგიდაზე დავდე. - თქვენც დადეთ მაგიდაზე, შემდეგ დავითვალოთ, წესით 25ცალი უნდა იყოს და შემდეგ ისინი ტყეში დავწვათ!
-კარგი, ბარემ დღესვე წავიდეთ ექოს სახლში იმ ვიღაც მერიდიტთან! - აზრი გამოთქვა კირამ.
-ხო ვნახოთ იქნებადა მართლა სიმართლეა, ეს ყველაფერი - ამოიოხრა მალიამ.
-კარგით 25ივე აქაა. - თვლას მორჩა სკოტი. - ახლა ჩემი მანქანით წავიდეთ, დავწვათ და შემდეგ ექოს სახლში გავიაროთ!
-კარგი - ვუპასუხეთ ოთხივემ ერთდროულად.

თავი 7
სკოტის მანქანით მივედით ტყის შუაგულში, და დავრწმუნდით რომ ახლომახლოს არავინ არ იყო. ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს. კირამ და მალიამ კი პორტრეტების ცეცხლში დაწვა დაიწყეს. როდესაც ჩემი უკანასკნელი პორტრეტის დაწვას აპირებდნენ უცბად წვიმა წამოვიდა, ცეცხლი ჩააქრო. თავსხმა იყო. თვალისდახამხამებაში ჩვენს წინ რაღაც გამოჩნდა, ნელნელა გვიახლოვდებოდა და მისი სახის დანახვა შევძელი: მაღალი კაცი იყო, შავი თმები უკან ჰქონდა გადაუწეული, რაღაც უძველესი პიჯაკი და შარვალი ეცვა, წვერი ჰქონდა საზარელად, მხოლოდ ნიკაპზე. მთელი სახე წითელი ჰქონდა და რამოდენიმე შრამიც ჰქონდა სახეზე. ეს რაღაც საშინელი არსება იყო. უცბად ის მალიას წინ აღმოჩნდა და ჩემი უკანასკნელი პორტრეტი ხელიდან გამოსტაცა, ისევ თავის ადგილას დაბრუნდა და დამცინავად ჩაირიმა. უცბად ისეთი ტკივილი ვიგრძენი თავში რომ ჩავიკეცე და მიწაზე დავემხე. მალიას, სკოტს, კირას და სტაილსსაც იგივე დაემართათ,ყველა ძირს იწვა და ყვიროდა. ყველაფერი 2წუთი გაგრძელდა და შემდეგ ადგომა მოვახერხეთ. ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით რომ საქმე ცუდად იყო.
-ეს თქვენც იგრძენით? აუტანელი ტკივილი ტვინში - შეიცხადა მალიამ
-კი - ვუპასუხეთ ოთხივემ ერთდროულად
-ღმერთო პორტრეტი!! ჩემი პორტრეტი წაიღო იმ რაღაცამ. ბებიაჩემმა ხომ თქვა რომ თუ ვიღაცას ის ხელში ჩაუვარდებოდა ჩვენი საქმე ცუდად იქნებოდა!
-ბავშვებო მგონი დაგვერხა! –თქვა სკოტმა
-ნამდვილად! დაინახეთ მისი სახე?? - თქვა სტაილსმა
-ეშმაკს გავდა- იწივლა კირამ.
-მგონი ჯობია რაც შეიძლება სწრაფად მოვუსვათ აქედან და მერიდიტთან წავიდეთ! -ვთქვი და ყველანი სკოტის მანქანით, ექოს სახლისაკენ გავეშურეთ. დიდი იმედი მქონდა რომ მერიდიტი რამეს გვიამბობდა ამის შესახებ და საერთოდ ყველაფრის შესახებ და დაგვეხმარებოდა!

თავი 8
ექოს სახლში მივედით. ექიმი ძლივს დავითანხმეთ რომ მერიდიტთან შევეშვით. დრო 30 წუთი მოგვცა და ოთახში შეგვიშვა. მერიდიტს მოკლე, შავი, ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ფერმკრთალი და გაკვირვებული სახე.
-ლიდია მარტინ? ეს შენ ხარ? ღმერთო ბებიაშენს როგორ გავხარ!
-დიახ მერიდიტ. ეს ჩემი მეგობრები არიან. ბებიაჩემის წერილი წავიკითხე, სადაც ეწერა რომ დასახმარებლად შენთან უნდა მოვსულიყავით
-ხოოოო!!! - მერიდიტი სიხარულისგან შეხტა - ესეიგი, ახლავე დავიწყოთ თქვენი ძალების კონტროლის შესწავლა! ღმერთო ამ დროს დიიიდიიი ხანი ველოდებოდიი! მოიცა! დამწუხრებულები რატომ ხართ?? რამე მოხდა? ღმერთო არა! მითხარით რომ პორტრეტები გაანადგურეთ! მხოლოდ ამის გაგება მინდა!!
-24 გავანადგურეთ - თქვა სტაილსმა კუთხეში მდგარი ბავშვივით
-რაა???? და 25-ე? სადაა 25-ე პორტრეტი?
-არვიცით ზუსტად რამოხდა! მე ბოლო პორტრეტის დაწვას ვაპირებდი როდესაც ჩვენს წინ წითელსახიანი კაცი გამოჩნდა. სახე წითელი ჰქონდა რამოდენიმე შრამი ჰქონდა. ძველებურად ეცვა. ხელიდან ლიდიას პორტრეტი გამომტაცა და შემდეგ ხუთივემ საშინელი ტკივილი ვიგრძენით თავში- ჩაარაკრაკა მალიამ
-ოოოო არაააააა!!!!!!!!!!!!! დიდ შარში ვართ ! აზაზელი, მას აზაზელი ქვია!! ის დემონია! ღმერთოო ახლა აღარაფერი გვეშველება. აზაზელი ქვის გულს ატარებს. ის ნამდვილი სატანაა! მას ძალიან დიდი ძალა აქვს, თითქმის ყველაფერი 4 ძალის გარდა! ესენია წყალი, მიწა ცეცხლი და ჰაერი. ლიდიას პორტრეტი იმიტომ მოიპარა რომ ამ პორტრეტიდან ეს ოთხი ძალა მიიღოს! დამიჯერეთ ის მონსტრია! ახლა მის ძალებს ჩამოგითვლით და ეცადეთ ყბა თქვენს ადგილას დაგრჩეთ. ის უკვდავია, შეუძლია ტელეპორტაცია ორ წამში ერთი ადგილიდან მეორეში, შეუძლია განკურნოს ნებისმიერი სენი, შეუძლია ტელეპათია, ადამიანების აზრების წაკითხვა, მათ ტვინში შეღწევა და იმის დაძალება რაც მას უნდა, მას აქვს დიდი მაგია, ის ბრძოლის ოსტატია, ნებისმიერი იარაღის ხმარება იცის თან ძალიან კარგად! ფლობს სისწრაფეს და მოქნილობას, ერთისიტყვით მისი დამარცხება შეუძლებელია! ის დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა პორტეტების ხელში ჩაგდებას, ეს შეძლო კიდეც! და პირდაპირი გაგებით მაგარი დაგვერხა!

თავი 9
-და ეხლა რა უნდა გავაკეთოთ?
-ჯერ ბრძოლას შეგასწავლით! შემდეგ ვიპოვით იარაღს სახელად კოლტს, ის მსოფლიოში ერთადერთია და გამორჩეული, რადგან მას შეუძლია აზაზელისნაირი ბოროტი არსებების მოკვლა! მე ვიცი სად უნდა ვიშოვოთ ის, მასში მხოლოდ 4ტყვიაა დარჩენილი ამიტომ გონივრულად და სწორად გამოვიყენებთ! მერე აზაზელის სამეფოში წავალთ იქნებადა პორტრეტი ხელში ჩავიგდოთ! მერე პორტრეტს გავანადგურებთ და აზაზელს მოვკლავთ! არ მოგატყუებთ შეიძლება ამ ბრძოლას ბევრი შეეწიროს, ან საერთოდ არ განხორციელდეს ეს გეგმა მაგრამ... უნდა ვცადოთ! თუ აზაზელი შეძლებს 4სტიქიის ძალის მიღებას, მას უკვე ვეღარავინ შეაჩერებს....
-ამას ისევ ყოველ საღამოს 1ჭიქა რძე დავლიო ის მირჩევნია! - თქვა სკოტმა
-ეს ჩვენი ბედისწერაა და ვერ შევცვლით ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს! ჩვენ ამას გავაკეთებთ - ვთქვი გმირულად
-და მაინც მერიდიტ როგორ უნდა გამოგიყვანოთ ექოს სახლიდან როდესაც 3 საათი ვითხოვდით რომ აქ შემოვსულიყავით? - იკითხა კირამ
-ჰმმ.. მაგაზე ადვილი ჩვენს გეგმაში არაფერია. მე უბრალოდ ვიტყვი რო დეიდაჩემთან მივდივარ, ასეთ დროს 1საათით გარეთ მიშვებენ 2დაცვის თანხლებით. ამ დაცვებს გავთიშავთ და გავიპარებით - ეს ყველაფერი მერიდიტმა ისე თქვა თითქოს მართლაც ადვილი ყოფილიყო.
-ოუ, თუ შენ ფიქრობ რომ ადვილია, მაშინ ვცადოთ - თქვა სტაილსმა და უეცრად ბეისბოლის ბიტა ამოიღო, საიდან მოიტანა აზრზე არ ვარ
-სტაილს მგონი რაიმე უკეთესი დაგჭირდება ვიდრე ბეისბოლის ხის ბიტა - ვუთხარი და სტაილსმა ისეთი საცოდავი სახე მიიღო შემეცოდა.
-რატოოო??ეს ბიტა 2 წლის რო ვიყავი მაშინ მიყიდა მამამ და ჩხუბის დროს ყოველთვის ამართლებს.
-კააარგი როგორც იტყვი. მერედიტ არ გეწყინოს მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით არ გენდობი! რაიმე მომიყევი, რამე მითხარი ჩვენს მშობლებზე შენზე რომ დაგიჯერო და აქედან გავიდეთ აზაზელის დამარცხების მიზნით
-კარგი. ესეიგი თქვენი მშობლებიც ფლობენ ამ ძალებს, უფროსწორად ფლობდნენ. თითოეულის მშობელი სხვადასხვა ძალას, ავატარი არცერთი არიყო. ავატარი მე ვიყავი. ლიდია მე მამაშენი მიყვარდა მაგრამ მერე დედაშენი გამოჩნდა და.... მან მიმატოვა, მე გავაფრინე და აქ გამომკეტეს, ბებიაშენს ძალიან ვუყვარდი მე ყველაფერს ვუყვებოდი ჩემს ძალებზე და ა.შ. ვენდობოდი. თქვენს მშობლებს ეს ძალები გაუქრათ იმის შემდეგ რაც თქვენ 16 წლისები გახდით და ამ დროს გადმოგეცათ სწორედ ეს ძალები. აღარც მე ვარ ავატარი უბრალო ადამიანი ვარ რომელიც საკმაოდ კარგად ფლობს იარაღებს. არვიცი რა დაგვემართება აზაზელთან ბრძოლის დროს მაგრამ ხომ ჯობია 6 მოკვდეს ვიდრე მთელი მსოფლიო? ამიტომ უნდა გავწიროთ თავები და შევებრძოლოთ აზაზელს. ახლა კი უბრალოდ აქედან წავიდეთ და ეს წყეული აზაზელი როგორმე მოვკლაათ!!!!!!!!
-კარგი- ჩვენი გეგმა განხორციელდა, დაცვა მალე გავთიშეთ და რადგან ჩემი მშობლები 1კვირით ჰავაიზე წავიდნენ შვებულებით ყველა ჩემთან მოვიდა და იქ დარჩნენ. სანამ დამეძინებოდა სტაილსი დამადგა თავზე, წამოდი აივანზე რაღაც უნდა გითხრაო:
-ლიდია როგორც გავიგე ამ ბრძოლას შეიძლება ყველა შევეწიროთ, წარმოგიდგენია? სულ რაგაც 3დღის წინ ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი რომელიც სკოლაში დადიოდა და მეგობრები ყავდა. ეხლა კი ამ მეგობრებთან ერთად ვიღაც ურჩხულს უნდა შევებრძოლო და მოვკვდე. ამისთვის მზად ვარ მაგრამ არმინდა ზოგი რაღაც დაუმთავრებელი დამრჩეს და უნდა გითხრა... ოღონდ არ ვიცი როგორ. გოგოსთვის არასოდეს მითქვია ასეთი რამ და ცოტა რთულადაა საქმე.
-მითხარი სტაილს, დავიტანჯე!
- შეიძლება მე მოვკვდე და შენ გადარჩე, ან პირიქით, ან ორივე მაგრამ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ დაიმახსოვრე, ყოველთვის გახსოვდეს რომ ამ 3დღეში იისე შემიყვარდი როგორც გრეის ანატომიაში დერეკს უყვარს მერედიტი. ძალიან მიყვარხარ.არ დამივიწყო! დაიმახსოვრე მე შენნ მიყვარხარ!- ეჭვები მქონდა რომ მას მოვწონდი მაგრამ ასეთ ტექსტს ნამდვილად არ ველოდი, ავღელდი, და ტირილი ამივარდა... სტაილსმა ჩამიხუტა.
-მე უბრალოდ დრო მჭირდება, ცოტა დრო მომეცი - ვუთხარი და ჩემი ლოგინისკენ გავიქეცი..

თავი 10
რას ვგრძნობდი მე? რას ვგრძნობდი სტაილსზე და ამ ყველაფერზე? აზაზელზე? ავატარობაზე? ...
ერთს კი ვიტყვი, ამაზე არასოდეს არ მიოცნებია,არ მიოცნებია რომ გმირი ვყოფილიყავი რომელიც ბოროტებას დაამარცხებდა და მსოფლიოს გადაარჩენდა. მე ეს არასდროს მსურდა და სიმართლე გითხრათ არც ეხლა მიხარია. მე ჩვეულებრივად ვაპირებდი ცხოვრებას, ისე როგორც ყველა ცხოვრობს, სკოლის შემდეგ კოლეჯში, მერე ექიმობას ვაპირებდი, კარიერას ავიწყობდი და მერე ვიპოვიდი ნამდვილ სიყვარულს და შვილები მეყოლებოდა. ეს ოცნებები კი ერთ დღეში დამემსხვრა. სტაილსი მიყვარდა, კი კი ნამდვილად შემიყვარდა, მეც მიყვარს ისე როგორც გრეის ანატომიაში, მერედიტს დერეკი. მართლა. უბრალოდ არვიცი რა მოხდება, არმინდა უფრო ძლიერ შევიყვარო, დასასრული ხომ არვიცი, მე არვიცი რა გველის წინ, არვიცი როგორ შევძლებთ აზაზელის დამარცხებას ან საერთოდ თუ შევძლებთ...
მეორე დილას მერედიტმა 6 საათზე გაგვაღვიძა.
-მერედიტ სერიოზულად?? 6 საათზე გვაღვიძებ?? სეეერიოოოოოზუულააად?- შეიცხადა სკოტმა რომელსაც ჩვეულებრივ 3საათამდე ძინავს ხოლმე
-დიდი ამბავი. ცოტა დრო გვაქვს, ლიდია შენი მშობლები 1 კვირაში ჩამოდიან ამიტომ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს იმისთვის რომ ძალების კონტროლი და ბრძოლა გასწავლოთ.
-შესანიშნავია, კარგი დრო გველის წინ!- ამოიოხრა მალიამ.
- მერედით რო დაგვაგვიანდეს? აზაზელს ხო ნებისმიერ დროს შეუძლია პორტრეტიდან ძალები მიიღოს და ამას როგორ გავიგებთ როდის აპირებს?- კითხვა დასვა კირამ
- არა კირა მართალი არ ხარ, მას ამ ძალების მიღება მხოლოდ სავსე მთვარის დროს შეუძლია, სავსე მთვარე 2კვირაშია,მანამდე დრო გვაქვს.
-კოლტი? შენ ხომ თქვი რომ კოლტით შეიძლება მხოლოდ აზაზელის მოკვლა და მასში ოთხი ტყვიაა? საიდან უნდა ვიშოვოთ ის? - სტაილსი
-ხო სტაილს, კოლტით. ეგ მე მომანდე, მერწმუნე მაგის შოვნა ადვილია, ჩემს ძველ მეგობარს აქვს, არც ისე კარგი მეგობარია მაგრამ ... ერთისიტყვით კოლტი თქვენი სანერვიულო არაა. თქვენ ამჟამად მხოლოდ კონცენტრირება და თქვენი ძალების შესწავლა გჭირდებათ
- კი მაგრამ მშობლებს რა ვუთხრათ?
-გონივრული შეკითხვაა სკოტ, მათთან მე მივალ, თითოეულთან ოღონდ ხვალ. მანამდე კი დაურეკეთ და გააფრთხილეთ რომ მეგობართან რჩებით.
-და რას ერტყვი მათ?
-სიმართლეეს!
-მოდი ჯობია ვარჯიში დავიწყოთ.
-თქვენი ძალების გამოყენებისთვის უნდა იფიქროთ რამეზე ან ვინმეზე ვინც ყველაზე მეტად გიყვართ.- მერედითმა მალიას წინ წყლიანი ჭიქა დადო - მოდი მალია ჯერ შენ სცადე.
-და რა უნდა გავაკეთო??
-იფიქრე შენს საყვარელ ადამიანზე ან მოგონებაზე. იფიქრე რაიმე კარგზე შემდეგ ხელის მოძრაობით ეცადე წყალი ჰაერში აწიო და უცბად გაყინო.
-კარგად ჟღერს - ყველა მალიას უყურებდა, რომელსაც თვალები დახუჭული ქონდა, ხელი ჭიქისკენ მიმართული და აშკარად ცდილობდა კონცენტრაციას. თვალები გაახილა და წყლის მართვა დაიწყო, წყალი ნელნელა ადიოდა ჰაერში და როდესაც მალია გაუტოლდა, მან მუშტი შეკრა და წყალი გაიყინა.
-ყოჩაღ მალია! როგორც წესი პირველად არავის არ გამოსდის ხოლმე, ნამდვილი გმირი ხარ, ახლა კირაზე გადავალ, შენ კი ამ ხრიკზე ივარჯიშე ახლა წყალი დაადნე და შემდეგ ისევ იგივე სანამ სხვებთან ვიქნები.-მალია სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. მერედითმა კირას ხელში ფურცელი დააჭერინა - კირა, ახლა შენ, მინდა გითხრა რომ ცეცხლი ყველაზე ძნელი დასამორჩილებელია. ამისთვის უფრო მეტი გჭირდება ვიდრე უბრალო მოგონება. შენ გჭირდება სულის სილამაზე და ასევე კონცენტრაცია, ახლა უნდა იფიქრო მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლზე, იფიქრე როგორ შედიხარ ცეცხლში, მაგრამ არ იწვები იფიქრე ამაზე და ამ ფურცელს ცეცხლი წაუკიდე, ხელის ოდნავ უხეში მოძრაობით.
კირა ყველაფერს ცდილობდა ორჯერ უშედეგოდ გამოუვიდა, მესამედ ფურცელს ცეცხლი წაუკიდა და თვალები გაუბრწყინდა. მალიამ თავისი წყალით კირას ცეცხლი ჩააქრო, რაზეც ყველას გულიანად გაგვეცინა.
-კარგები ხართ, ძლიერები და კონცენტრირებულები. კირა ახლა შენ ფურცლებს ცეცხლი წაუკიდე მალია კი ჩაგიქრობს, ასე გააგრძელეთ, მე კიდე სკოტთან გადავალ. მიწა. მიწა ყველაზე სათუთი მოსაპყრობია, მას სინაზე სჭირდება, მთავარია ბუნება, ყვავილები,ხეები გიყვარდეს და მათზე იფიქრო. - მერედითმა სკოტს წინ ქვები დაუდო, 3 ქვა. - შენი დავალებაა იფიქრო ბუნებაზე და ეს სამი ქვა ჰაერში აწიო.
-სიმართლე გითხრათ ყვავილებზე არ ვაბოდებ
-ჩათვალე რომ უკვე აბოდებ, თორე არაფერი გამოგივა, მიდი სკოტ შენ ამას შეძლებ. იფიქრე ბუნებაზე და ეს 3 ქვა ჰაერში აწიე. - სკოტმა ამოიოხრა და ეგრევე აწია სამი ქვა ჰაერში- თურმე გყვარებია, შენც გააგრძელე ვარჯიში გოგოებთან ერთად. სტაილს ჰაერის მმართველო ჰაეროვანო ბიჭო- ამ სიტყვებზე გადავბჟირდით - ჰაერის მართვას სჭირდება სუნთქვის შეკავება და საყვარელი ადამიანების წარმოსახვა. ახლა ეცადე ამ ოთახში არსებული ჰაერი ჩემსკენ გამოუშვა. ჰაერის მართვა ადვილია მაგრამ შინაგანად ძლიერი ადამიანი სჭირდება, ისევე როგორც შენ. შენს თვალებში დიდ სიყვარულს ვხედავ ამიტომ არამგონია გაგიჭირდეს. - სტაილსს არაფერი გამოსდიოდა, ვიცოდი რომ ყველაფერს ცდილობდა მაგრამ თან მიკვირდა, მას მე ასე ძლიერ ვუყვარდი და კონცენტრირებას რატო ვერ ახერხებდა? ალბათ იმიტომ რომ გუშინ პასუხი არ ვუთხარი... ის დაბნეულია. დრო არ გვქონდა ასე ის ვერასდროს შეძლებდა, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რასაც ცხოვრებაში არასოდეს ვინანებ. სტაილს მივუახლოვდი და ვაკოცე. როგორც კი ეს გავაკეთე მისმა ლამაზმა ხელებმა ჰაერის მართვა დაიწყეს და ეს ჰაერი ჩვენს გარშემო ტრიალდებდა. კოცნის შემდეგ ის მაგრად ჩავიხუტე
თავი 11
ვერ ვივიწყებ სტაილსის თვალებს კოცნის შემდეგ, მის თვალებში ერთდროულად ათასი რამ აისახა. არ ელოდა ამას ჩემგან.სიმართლე გითხრათ არც მე ველოდი რომ ესე უბრალოდ შევძლებდი მის კოცნას, ნერვიულობის და ათასი რამის გარეშე.
-ბავშვებო ეს ნამდვილად გულისამაჩუყებელი იყო მაგრამ ჯობია სტაილსმა სხვებთან ერთად ივარჯიშოს, მე და ლიდია კი ბუნებაში გავისეირნებთ. პრაქტიკისთვის. - მე და სტაილსი კიდევ ჩახუტებულები ვიდექით, სანამ მერედიტმა ძალით არ დაგვაშორა ერთმანეთს და გარეთ არ გამომათრია. სანამ გარეთ გამოვიდოდით დავინახე მალიას თვალები, რომლებიც ერთდროულად ბევრ რამეს ამბობდნენ, მგონი მას სტაილსი მოსწონს! ეჭვიანობისაგან გავცეცხლდი. მაგრამ ბუნების დანახვისას დავმშვიდდი.
ბუნება არაჩვეულებრივი იყო, გარშემო ყველაფერი მწვანე და ხელუხლებელი იყო. აქ სუფთა ჰაერი ტრიალებდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და პეპლები დაფარფატებდნენ. მომინდა მთელი დედამიწა ასეთი ყოფილიყო ლამაზი, ბუნებრივი.
-ლიდია, ავატარო! ეს დიდი მოვალეობაა! ურთულესი საქმე, შენ ბევრი რამის სწავლა უნდა მოასწრო 2 კვირაში. ყველაზე მარტივით დავიწყებთ. ჰაერი ოთხ სტიქიას შორის ყველაზე ადვილი დასამორჩილებელია.
-თუ ასეა სტაილსმა რატო ვერ შეძლო?
-ლიდია ალბათ მას რაღაც პირადული პრობლემები აქვს.
-კაი უბრალოდ დავიწყოთ სწავლა.
-დაიმორჩილე ჰაერი, მე არაფერს გეტყვი, უბრალოდ გააკეთე ეს.
-კი მაგრამ როგორ უნდა ვმართო? მე არაფერი არ ვიცი.
-ეს შენს სისხლშია,ცადე!
-ღმერთო!!!!!!!- მერედიტმა ნერვები მომიშალა, მაგრამ მაინც ვცადე, იქნებ რამე გამომსვლოდა, ისიც კი არვიცოდი ხელები როგორ დამეჭირა, უბრალოდ ჩემს თავს ვენდე და მალევე შევძელი ჰაერის მართვა. ჰაერს ერთად მოვუყარე თავი და ჩემს გარშემო ვატრიალებდი
-მერედიტ! ხედავ? მე ეს შევძელი! რამაგარია.
-ხომ გეუბნებოდი! მეც მიხაროდა როდესაც რამე გამომდიოდა, მაგრამ სიხარული ჯერ ადრეა, წინ ბევრი რამ გაქვს გასავლელი! დღეისთვის მხოლოდ ჰაერს შეისწავლი ხვალ წყალზე გადავალთ, ზეგ ჰაერზე და ბოლოს ცეცხლზე!
-კარგი! მინდა მეტი მოძრაობები ვისწავლო
-რათქმაუნდა.
მე და მერედიტი 4საათი ვვარჯიშობდით, სტაილსმა ათასჯერ დამირეკა მაგრამ მერედიტი პასუხობდა და ლანძღავდა. ბოლოს დაღლილები მივედით სახლში. ყველას ეძინა და მეც წამოვწექი ჩემს ლოგინზე. ჩამეძინა. ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე: ტყეში ვიყავი და ჰაერის მართვას ვსწავლობდი.... უცბად რაღაც ხმები მომესმა, საზარელი ხმები. იქაურობა დავათვალიერე მაგრამ ვერავინ ვიპოვე, ამიტომ დავუბრუნდი ჩემს ჰაერს. ორი წამით თვალები დავხუჭე და როდესაც გავახილე ჩემს წინ ბებია იდგა, ცოტა ცუდად გამოიყურებოდა და შემეშინდა, ის ალაპარაკდა:
-ლიდს, ლამაზო გოგონავ! ჩემო ავატარო შვილიშვილო, ბებიას ძალიან მოენატრე! უნდა გაგაფრთხილო რაღაცის შესახებ
-ბებო მეც მომენატრე - ჩახუტება მინდოდა მაგრამ ვერ ჩავეხუტე
-ლიდს მე მკვდარი ვარ, ვერ ჩამეხუტები. რაღაც უნდა გითხრა, ბევრი დრო არ მაქვს. წინ დიდი იმედგაცრუება გელის! ღალატი! დიდი ღალატი ლიდს. მისმინე ლამაზო უბრალოდ ფრთხილად იყავი გესმის? ძალიან ფრთხილად. არავის ენდო მერედიტის გარდა.
-ჩემი მეგობრები? მე მათ ვენდობი.
-ლიდს მეტის თქმა არ შემიძლია, უნდა წავიდე! თავს გაუფრთხილდი ლამაზო ! - ბებია გაქრა. სახლში წავედი და გზაში გვამი დავინახე, საშინელება იყო! ყვირილით გამომეღვიძა......
თავი 12
ყვირილით გამომეღვიძა...... ყველა ჩემს ოთახში შემოვარდა. ძაღლის პიჟამებიანი სტაილსი რომელიც ნამდვილად სასაცილო იყო, მოკლე შორტებში და ტოპიკში გამოწყობილი მალია რომელიც აშკარად სადღაც აპირებდა წასვლას, ასევე სასაცილო პიჟამაში გამოწყობილი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე სკოტი, კირა რომელსაც კაბა-პიჟამა ეცვა და მერედიტი რომელსაც მგონი არასდროს ძინავს.
-ჰეი ჰეი ლიდია.. რა მოხდა? - მომმვარდა სტაილსი და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - კარგად ხარ?
-ლიდია თქვი რამე ბოლოს და ბოლოს! - იყვირა კირამ. სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი, გაოფლიანებულ და გაწითლებულ სახეზე თმები მეკვროდა. საშინლად გამოვიყურებოდი...
-კი, კი კარგად ვარ... უბრალოდ..... უბრალოდ ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე!
-ლიდია შენი სიზმრები ყოველთვის რაღაცას ნიშნავს! - თქვა მალიამ და თვალები გადაატრიალა.
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? - მკითხა სკოტმა რომელსაც თვალები ეხუჭებოდა. - უბრალოდ შეიძლება დავიძინო?
-ლიდია. ეს...ეს არიყო ნორმალური ყვირილი.. ნორმალური ადამიანები ასე არყვირიან! - თქვა მერედიტმა გაოგნებული სახით. მის სახეზე შევამჩნიე რომ რაღაც კარგად ვერ იყო.
-ღმერთო მერედიტ! ამ ოთახში ნორმალური ადამიანი არცერთია, გესმის?!?!?! ლიდია ავატარი, მე წყლის მმართველი, კირა ცეცხლის, სკოტი მიწის, სტაილსი ჰაერის, შენ კიდე ვიღაც გიჟი ხარ რომელიც ადრე იყო ავატარი. ნუთუ ვერ ხვდებით რომ აქ წესიერი და ნორმალური არავინ და არაფერია??? სანამ ლიდია ჩამოვიდოდა ამ ქალაქში ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ ის ჩამოვიდა და შეხედეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით! შეიძლება მოვკვდეთ! მე კიდე სიკვდილი არ მინდა!!!! არ მინდა 17 წლის ასაკში დავლიო სული. სიცოცხლე მინდა, მინდა პირველად შევიყვარო, მინდა პირველად ვაკოცო!! ყველაფერი შენი ბრალია ლიდია! ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! მე მივდივარ თქვენი ჯგუფიდან, რაც გინდათ ის ქენით!! - თქვა გაცხარებულმა მალიამ და კარები ისე მოიჯახუნა ჭერი რამის თავზე ჩამოგვექცა. მე გაოგნებული ვუყურებდი ხან კირას, ხან სტაილსს, ხანაც სკოტს.
-მე.. მე არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა - ვთქვი და ტირილი დავიწყე, მე არ ვარ სუსტი, არმიყვარს ტირილი, მაგრამ ემოციური ვარ და ყველაფერზე მეტირება, და როცა ვტირი სუსტად ვგრძნობ თავს, ნამდვილად არ მეგონა მალია ესე თუ მოიქცეოდა, მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო რომ ვგრძნობდი, ვგრძნობდი მალია რაღაცაში მართალი იყო..
-ლიდია, ჰეი ლიდს ეს შენი ბრალი არ არის გესმის? შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე - გვერდზე მომიჯდა კირა და ჩამეხუტა, ვხედავდი მძინარე სკოტი გამოფხიზლებულიყო და ჩემი საწოლისკენ დაიძრა. დაჯდა და მანაც კირას მიბაძა. ახლა შევამჩნიე რომ მერედიტი ოთახში არ იყო... ალბათ მალიას გაეკიდა. ვხედავდი სტაილსის ცრემლიან თვალებს. ის საწოლის გვერდზე სკამზე იჯდა და მე მომჩერებოდა..
-ლიდია.. არ ინერვიულო კარგი? არ უნდა ინერვიულო. მალია არ არის მართალი. არც კი ვიცი რა დაემართა. მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს რაღაც ახსნა ექნება. უბრალოდ დამშვიდდი. - მეუბნებოდა სტაილსი- სკოტ, კირა შეგიძლიათ ორი წუთით მარტო დაგვტოვოთ? - სკოტი და კირა უხმოდ ადგნენ და ოთახიდან გავიდნენ, სტაილსმა კარები მოხურა და გვერდზე მომიწვა - ლიდია მისმინე, მე შენ ძალიან მიყვარხარ გესმის? რაც არ უნდა ეთქვა მალიას შენზე არ მაინტერესებს! მე შენ მაინც მიყვარხარ, სულაც არ ვფიქრობ რომ რამეში ხარ დამნაშავე, შენ რომც არ გამოჩენილიყავი ეს მაინც მოხდებოდა და შენს გარეშე კი ნამდვილად ვერაფერს გავხდებოდით. მიყვარხარ და ესაა მთავარი, უბრალოდ შენი პასუხი არ ვიცი ჯერ.. შენმა კოცნამ დამაბნია გესმის? მინდა გავიგო იქნები ჩემი შეყვარებული? - აი ამ დროს ყველაფერი გაიყინა, ჩემთან ერთად დროც გაიყინა... არვიცოდი, პასუხის გაცემა არმინდოდა....
საქმე იმაში იყო რო ის იმაზე ძლიერ შემიყვარდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. მაგრამ რატომ არ უნდა მეთქვა კი, ახლა ხომ შეიძლება სიცოცხლის ბოლო დღეებს ვატარებთ! ამ ორ კვირაში ბევრი რამ შეიძლება მომესწრო, არმინდოდა ამ ყველაფრის უარყოფა და დავადნე ყინული, დავადნე დროც.. არმაინტერესებდა ამ მომენტში არც მალია და არც სხვა არავინ ჩემი და სტაილსის გარდა...
-სტაილს მეც მიყვარხარ! - ვუთხარი მას და სახიდან თმა მოვიშორე - ვიქნები შენი შეყვარებული! - დავადნე ჩვენს შორის არსებული ყინული და მის ტუჩებს მეორედ შევეხე
თავი 13
დავადნე ჩვენს შორის არსებული ყინული და მის ტუჩებს მეორედ შევეხე....
-სტაილს..
-გისმენ ლიდია
-იცი რა?? შეგიძლია დღეს ჩემ ოთახში დარჩე!
-ჰმ.. ჰო..რავი.. მაგრამ... სადდ უნდა დავწვე?
-შეგიძლია გვერდზე მომიწვე! - გვერდზე მივიჩოჩე და სტაილსი მომიწვა.
-ცოტა უხერხულია იცი?? - ჩაიცინა სტაილსმა
-ჩვენ ხომ ოფიციალურად შეყვარებულები ვართ! თან მხოლოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვწევართ, მეტს არაფერს არ ვაკეთებთ!
-ხო, ეგეც მართალია. ლიდია რა დაგესიზმრა? რატო ყვიროდი?
-ბებიაჩემი ვნახე, ტყეში , მან გამაფრთხილა რომ წინ დიდი ღალატი მელის და მერედიტის გარდა არავის ენდოო. სახლისკენ რომ წამოვედი გზაში გვამი დავინახე და სწორედ ამიტომ დავიწყე ყვირილი. არვიცი როგორ მოვიქცე..
-მე უნდა მენდო ლიდია, ხოიცი ეს!
-კი ვიცი, სტაილს მე შენ გენდობი! - ზუსტად იმდროს როცა სტაილსისთვის უნდა მეკოცნა ოთახში გაგიჟებული მერედიტი შემოვარდა, მოკლე თმები აჩეჩოდა, სულ გაოფლიანებული იყო, მუხლზე ჯინსი შემოხეოდა...
-მალიას ვერ დავეწიე, ვერსად ვპოულობ, ტელეფონს არ იღებს!- სტაილსი ლოგინიდან წამოხტა
-რა უნდა ვქნათ?
-არც არაფერი. მან ამაზე უარი თქვა და ვერ დავაძალებთ. აი შენ კი ლიდია რაღაც არანორმალური ხარ!
-რას ნიშნავს რაღაც არანორმალური?
-შენ როგორც დაიყვირე, ის არ იყო წესიერი ყვირილი. ის ზებუნებრივი ყვირილი იყო!
-მერედიტ დავიბენი, ვერაფერი ვერ გავიგე. მეც ხომ ზებუნებრივი ვარ, მე ავატარი ვარ!
-კი ვიცი. მაგრამ ეს , როგორ აგიხსნა არც კი ვიცი.... შენ მხოლოდ ავატარი არ ხარ, შენ ბანშიც ხარ
-რაა??? ბანშიი?????? ბანშები არსებობეეენ?? - საუბარში ჩაერთო სტაილსი
-სტაილს ყველაფერი არსებობს! ყველა მითი რეალობაა, ეს მგონი ადრეც გითხარით!
-და მაინც რა არის ბანში? - ვიკითხე დაბნეულმა
-ბანში არის მითოლოგიური არსება, რომელიც გრძნობს სიკვდილს და როდესაც ამას იგრძნობს ყვირის - ამიხსნა სტაილსმა - ადრე პროექტი გავაკეთეთ ბიოლოგიაში ზებუნებრივი სამყაროს შესახებ და კარგად მახსოვს, მე ბანში შემხვდა.
-სტაილსი მართალია, ბანში სიკვდილის მოახლოებისას ყვირის. ეს არ ხდება ლიდია! შეუძლებელია ავატარი და ბანში ერთად იყო. უფროსწორად ეს აქამდე შეუძლებელი მეგონა, მაგრამ შენ ნათელი მაგალითი ხარ! და თუ შენ დაიყვირე ეს იმას ნიშნავს რომ....
-რომ მალე ვიღაც მოკვდება - დაასრულა წინადადება სტაილსმა.
-სიზმარში ბებომ მითხრა რომ არავის უნდა ვენდო შენს გარდა მერედიტ და მე ყვირილით გავიღვიძე, რადგან გზაში გვამი დავინახე...
-შეიძლება ამ სიზმარს რამე კავშირი მალიასთან ქონდეს? - იკითხა სტაილსმა
- არვიცი, მეც კი დავიბენი. სტაილს, სკოტს და კირას უთხარი ამ ყველაფრის შესახებ.ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ლიდია ეს იმას ნიშნავს რომ შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. ლიდია შენ სიძლიერით აზაზელსაც უტოლდები უკვე. ბანშის ბევრი შესანიშნავი ძალა აქვს! ამაზე უფრო მეტს გავიგებ,რათა ბანშური ძალების კონტროლიც შეისწავლო, თქვენ კი გამოძინება არ გაწყენდათ. მალიას გარეშეც გავართმევთ თავს!
-კარგი, გამოძინება მართლა არ იქნებოდა ცუდი - ვთქვი მე.
ოთახიდან მერედიტი გავიდა. ლოგინში მოვკალათდი... ძილი არ შემეძლო. სტაილსმა კი ორ წუთში ხვრინვა ამოუშვა.
ვერ ვწვეტდი ფიქრს მალიაზე, ბანშიზე... ეს საერთოდ როგორ მოხდა.. ერთ დღეს ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ახალ სკოლაში გადავედი, მინდოდა ცხოვრება ახლიდან დამეწყო, მაგრამ არ მინდოდა ესეთი ცხოვრება. მალიამ საერთოდ გამაგიჟა, როგორ შეეძლო ასეთი რამის თქმა, მაგრამ რაღაც გაგებით მართალია, ეს ყველაფერი ხომ იმის მერე დაიწყო რაც მე გამოვჩნდი ქალაქში...მე რომ არ გამოვჩენილიყავი აზაზელიც თავის ადგილზე დაეტეოდა და მსოფლიო განადგურების პირას არ აღმოჩნდებოდა!! ღმერთო, ტვინი ამეხედა ამდენი ფიქრით.. ნეტა გაჩერება შემეძლოს!!!! სულ ფიქრი განა შეიძლება?!?!.
თავი 14
ჩემი ოთახის კარებზე დააკაკუნეს
-შემოდით-თქვა გამოღვიძებულმა სტაილსმა. მერედიტი შემოვიდა ოთახში, ამჯერად მოწესრიგებული
-სასწრაფოდ მოწესრიგდით და სასტუმრო ოთახში გამოდით
- რა ხდება?
-სასწრაფოდ!- სტაილსი ოთახიდან გავიდა და მეც მალევე გავყევი უკან.
-ღმერთო მერედიტ, ბოლობოლო რა ხდება თქვი!!- ვეღარ მოითმინა სკოტმა
-თქვენი მშობლები....ისინი..... ყველა.... აზაზელმა დახოცა
-რააა??!?!!?-ტირილი დაიწყო კირამ. სკოტი ცდილობდა თავი შეეკავებინა მაგრამ თვალები აუცრემლიანდა, სტაილსი არც აპირებდა ტირილის შეკავებას.
-ის ისედაც აპირებს ყველაფრის განადგურებას და რა საჭირო იყო ჩვენი მშობლების დახოცვა? - სლუკუნით აღმოვთქვი სიტყვები.
-ეს იმიტომ გააკეთა რომ თქვენ დაგასუსტოთ, მაგრამ ბავშვებო ახლა მოდუნების დრო არ გვაქვს, საქმე რამდენიმე ადამიანს არ ეხება, მილიარდობით ადამიანს ეხება, უდანაშაულო ხალხს, ბავშვებს. თუ ჩვენ აზაზელს არ შევაჩერებთ ყველა მოვკვდებით, აზაზელი მხოლოდ ბოროტ არსებებს დატოვებს, დედამიწას დაიპყრობს და გაანადგურებს. ძალიან გთხოვ გავაგრძელოთ ვარჯიში, ბევრი რამ გაქვთ სასწავლი, კოლტი მაქვს მოსატანი, ლიდიას ბანშური ძალების შესახებ უნდა ვიმუშაოთ.
-როგორ მოკლა მან ჩვენი მშობლები? - იკითხა სტაილსმა
-ამაზე ადვილი მისთვის არაფერია, რადგან თქვენს მშობლებს ზებუნებრივი ძალები აღარ გააჩნდათ. თქვენი მოკვლა მისთვის ადვილი არ იქნება, მე კი ადვილად მომკლავს მაგრამ ვეცდები თვალში არ მოვხვდე. მან იცის რო არ დავნებდებით და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი შეჩერებისთვის. ახლა წავალ და კოლტს მოვიტან, დაახლოებით 4-5 საათში დავბრუნდები, მანამდე გეგმა შეიმუშავეთ როგორ მოვახვედროთ მას ტყვია ისე რომ ვერ შეგვნიშნოს და რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშეთ. ბანშიზე ინფორმაცია დამახვედრეთ და ეცადეთ დამშვიდდეთ.
-შენ ეს ამბავი საიდან გაიგე? - იკითხა სკოტმა
-ლიდიას დედამ დამირეკა და მითხრა, მე ბოლო ვარო.. სამწუხაროა ბავშვებო. მართალია ლიდიას დედა მეზიზღებოდა მთელი არსებით... მაგრამ მართლა ვწუხვარ.
თავი 15
მერედიტი სახლიდან გავიდა. ცოტახანი სიჩუმე იყო, შემდეგ კირა ალაპარაკდა:
- მერედიტი მართალია, არ უნდა დავნებდეთ, ახლა არა. როდესაც სასწორზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე დევს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ! აბა ვინაა ჩემთან?
-მე შენთან ვარ! - ვთქვი გაბედულად და კირას მუშტს ჩემი შევაგებე
-მეც! - თქვა სტაილსმა და მისი მუშტიც შემოგვიერთდა. სკოტი დიდხანს არ იღებდა ხმას, უბრალოდ ჩუმად ქვითინებდა
-სკოტ?
-მეც თქვენთან ვარ! - სკოტის მუშტიც შემოგვიერთდა, უცბად საოცრება მოხდა, სახლის ფანჯრები გაიღო და სახლში წყალი, ქარი, ქვები და ცეცხლი „შემოიტანა“. სასაცილოდ ჟღერს, სხვანაირად ვერ ავღწერე. ჩვენს გარშემო წყლის ბუშტი შეიკრა, მასში მოვექციეთ, შემდეგ ქვები შემოეხვია გარედან წყალს, ქვებს ვერტიკალურად ცეცხლი მოჰყვა ხოლო ჰორიზონტალურად ქარი.გაოცებული მივაშტერდით ამ სანახაობას.
-ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს! ბოროტების სიძლიერე სიკეთესთან ვერაფერს გახდება როცა ოთხი გული ერთივით ძგერს - ვთქვი ღიმილით
-ლიდია შენ „შთამომავლები“ ნანახი გაქვს? - სიცილით იკითხა კირამ
-რათქმაუნდა! ვაბოდებ მაგ ფილმზე
-რა?? -იკითხეს გაოგნებულმა ბიჭებმა
-არაფერი დაივიწყეთ - მე და კირამ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი დავიწყეთ. მუშტები ერთმანეთს მოვაშორეთ და ყველაფერი გაქრა.
-მოტივირებული ვარ, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ ამავდროულად! მშობლები... - თქვა სტაილსმა.
-ბავშვებო გავაკეთოთ ყველაფერი რაც მერედიტმა დაგვავალა და ვეცადოთ მშობლებზე არ ვიფიქროთ, ისინი გმირულად დაიხოცნენ.
-ჩვენ ლიდერი გვჭირდება და მე ლიდიას ვირჩევ ამ კანდიდატურაზე - გამიღიმა სტაილსმა
-მეც!
-მეც! - დაეთანხმნენ მას სკოტი და კირა
-მე და ლიდერი?? ჰმმ არამგონია რამე გამომივიდეს
-დამიჯერე გამოგივა
-კაი, მგონი უკვე დავმშვიდდით, ასე რომ ბანშიზე მოვიპოვოთ ინფორმაცია, კომპიუტერი მეორე სართულზე მაქვს, ამას ბევრი დრო არამგონია დასჭირდეს. შემდეგ გეგმა მოვიფიქროთ და გეგმის შემდეგ ვივარჯიშოთ რაც შეიძლება მეტი! - უხმოდ ავედით ჩემს ოთახში სადაც კომპიუტერი იყო და ინფორმაციის ძიებას შევუდექით, აი რა ვიპოვეთ:
„ბანში არის ქალი-მოჩვენება, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს სიკვდილი ელის… თუ ოჯახის წევრებს ღამ-ღამობით ქალის უცნაური, ტირილის მსგავსი სიმღერის ხმა შემოესმათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ოჯახიდან ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“
-მეტი ინფორმაცია არაა. მხოლოდ ეს გვაქვს - ვთქვი, რადგან კომპიტერთან მე ვიჯექი.
-რაა?
-ამ ინფორმაციით რა უნდა გავაკეთოთ?
-არვიცი კირა, მაგრამ ფაქტია, აქ მეტი არაფერია.
-კარგი მაშინ მერედიტს ვთხოვოთ ამის გარკვევა.
-მოდით ვარჯიში დავიწყოთ - ვთქვი და ყველანი ერთად ტყეში წავედით, ისეთ ადგილას სადაც ვერავინ შეგვამჩნევდა. მთელი 2 საათი ვვარჯიშობდით, ახალ მოძრაობებს ვსწავლობდით, მე მეორე სტიქიას წყალს დავეუფლე, რადგან მალია ჩვენგან წავიდა და ის ვერ მასწავლიდა, ინტერნეტში ამოვქექე რაღაცები.
სახლში მისულებს მერედიტი იქ დაგვხვდა. ხელში კოლტი ეჭირა:
-ესეც ასე - თქვა მან - კოლტი ჩვენია. ივარჯიშეთ?
-კი, მაგრამ ბანშიზე ინფორმაცია საკმარისი არაა! - ვთქვი მე.
-მე ვიცი რაღაცები. ახლა მისმინეთ, რასაც გეტყვით კარგად დაიმახსოვრეთ, ბანში ძალიან ძლიერი არსებაა, თუ აზაზელს ტყვიით ვერ მოვკლავთ, ბანშის ყვირილი მისთვის მომაკვდინებელი იქნება. ეს ყველაფერი იმ ადამიანისგან გავიგე, ვისგანაც კოლტი წამოვიღე, ძველი ნაცნობია სახელად დიტონი. მოსიარულე ენციკლოპედიაა ზებუნებრივი სამყაროს შესახებ. 13 დღე დაგვრჩა, 13 დღის შემდეგ ჩვენ წავალთ აზაზელის სამყაროში. ის რიტუალს რაულის ტყეში ჩაატარებს, სადაც ნემეტონია. სავარაუდოდ მიხვდება ჩვენს მისვლას, ასე რომ უნდა ვიმექმედოთ სწრაფად და შეუმჩნევლად.
თავი 16
/13 დღის შემდეგ/
-ეს რა ჩაიდინე?! როგორ შეგეძლო?! - გვამთას კიდევ ერთხელ დავხედე და ბოლო ხმაზე ავტირდი....
/3 საათით ადრე/
-დღეს განსაკუთრებული დღეა! ყველანი მზად ხართ აზაზელის დასამარცხებლად? - იკითხა მერედითმა.
-ასე ძალიან ვიღაცის მოკვლა არასდროს მდომებია. მან ჩვენი მშობლები მოკლა! ახლა კი სურს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა მიწასთან გაასწოროს! შური უნდა ვიძიოთ! - ვთქვი და მეგობრები დამეთანხმნენ.
-ახლა კი, მანახეთ ყველაფერი რაც ამ ორი კვირის მანძილზე გასწავლეთ!
საათნახევარი კვლავ ვარჯიშობდით. ვარჯიში ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად ქცეულიყო. ძალიან დავიხვეწეთ ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ რომ აზაზელს მიწასთან გავასწორებთ!
-სტაილს და ლიდია, თქვენ ერთად იქნებით. კირა და სკოტ, თქვენ ერთად, ხოლო მე მარტო. კოლტი მე მექნება. გეგმა ასეთია: რაულის ტყეში, ნემეტონთან მივალთ სკოტის მანქანით რამდენიმე წუთით ადრე სანამ აზაზელი რიტუალს დაიწყებს. ლიდია და სტაილსი ნემეტონს მარჯვნიდან მიუახლოვდებიან, სკოტი და კირა კი მარცხნიდან. მე წინიდან და ვეცდები როგორც კი აზაზელი გამოჩნდება ტყვია დავახალო, თუ ვერ მოვახერხებ ბრძოლას დაიწყებთ. ახლა დაისვენეთ და ერთად გაატარეთ დრო.. შეიძლება აწი ვეღარ ნახოთ ერთმანეთი.
მერედიტი სახლიდან გავიდა. მე და სტაილსმა ტყეში გასვლა გადავწყვიტეთ. ლამაზ მინდორზე პლედი გავშალეთ და დავჯექით. სტაილსმა ჩემი ხელი მუშტში მოიქცია და ზედ მაკოცა. მიუხედავად იმისა რომ უკვე 2 კვირაა ერთად ვართ, მისი ყოველი შეხებისას ვწითლდები და მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის.
-მიყვარხარ, ეს ხომ იცი? - მკითხა მან.
-კი ვიცი! მეც მიყვარხარ სტაილს. - ამჟამას მე ვაკოცე ხელზე, მთელი ტანით თავისკენ მიმიზიდა და ახლა უკვე კალთაში ვეჯექი.
-არ მინდა სიკვდილი - ვთქვი და ტირილი დავიწყე. ცრემლები სტაილსის ფეხებს ეცემოდა..
-ჩემო გოგო! შენ არ მოკვდები! სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავ! ბოლო ამოსუნთქვამდე შენს გვერდით ვიქნები. - სტაილსმა კისერში მაკოცა, შემდეგ ნიკაპზე, ცხვირზე და სულ ბოლოს თავისი ტუჩები ჩემსას მიადო.
-მაბედნიერებ. - ვთქვი და ვნებიანად ვაკოცე. სტაილსი თმებზე მეფერებოდა, კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, მაგრამ კირამ შეგვაწყვეტინა:
-შეყვარებულებო! წასვლის დროა.
10 წუთში ყველა სკოტის მანქანაში ვიყავით. გზაში ხმა არავის ამოგვიღია მერედიტის გარდა, ის კიდევ და კიდევ გვიმეორებდა, თუ როგორ გაგვეკეთებინა სხვა და სხვა მოძრაობები.
უეცრად მალია გამახსენდა.
იმის შემდეგ რაც წავიდა, არ გამოჩენილა. არც ზარებზე გვპასუხობდა და ვერც ვერსად ვიპოვეთ.
ადგილზე დაახ. ნახევარ საათში მივედით. მანქანა ნემეტონის ხისგან მოშორებით დავაყენეთ.
ნემეტონის ხესთან ფეხით მივედით, იქ ჯერ არავინ იყო. ყველა განკუთვნილ პოზიციაზე დადგა. სტაილსს ჩემი ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული. მიუხედავად იმისა რომ სკოტი და კირა ურთიერთობას მალავდნენ, ყველა ვხვდებოდით რომ ისინი ერთად იყვნენ.
დიდი ხანი ლოდინი არ დაგვჭირვებია, აზაზელი უცბად გამოჩნდა. არც არსაიდან მოსულა და არც არავის მოუყვანია, ასე პირდაპირ, ჰაერიდან „გაჩნდა“.სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
მჭექარე ხმა გაისმა, ეს კოლტის ხმა იყო. ტყვია აზაზელს მხარში მოხვდა, გვეგონა რო მოკვდებოდა, მაგრამ უცბად გადაიხარხარა და გესლიანად ჩაილაპარაკა:
-თქვენ გგონიათ მაგ ტყვიით მომკლავთ? ამისთვის საჭიროა გულში მომახვედროთ. მხარში ტყვია ოდნავ შემასუსტებს მაგრამ არ შემაჩერებს. ჩემი მოკვლისთვის რაიმე მეტია საჭირო, რაც თქვენ არ გაქვთ. მე კიდევ თქვენზე ბევრი რამ ვიცი, ვიღაც დამეხმარა.
უცბად ჰაერში წყალი გამოჩნდა, ჯერ პატარა წვეთი იყო, ის იზრდებოდა და როდესაც საბოლოო სახე მიიღო, მივხვდი რომ ეს წყლის წვეთი კი არა მალია იყო.
-რაა?! - ყბა ჩამოუვარდა კირას.
-შენ გვიღალატე?! - იკითხა სკოტმა. სტაილსმა ხელი მაგრად მომიჭირა.
-აბა რა გეგონათ?! როგორც კი სტაილსისა და ლიდიას გრძნობები გამოიკვეთა, გული შურით ამევსო. ძალიან ვეჭვიანობდი. ერთი სული მქონდა ეს პატარა კახპა მომეკლა! - თითი ჩემსკენ გამოიშვირა, - აზაზელთან მოკავშირეობა კი კარგი იქნებოდა. ის მე არ მომკლავს, თქვენ ყველა მოკვდებით სტაილსის გარდა! სტაილსს მეხსიერებას წავუშლით და ის ჩემთან იქნება! - სტაილსს ძარღვები დაჰბერვოდა.
უცბად ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. თავში ტკივილი ვიგრძენი. კოლტის ხმა კვლავ გაისმა, ამას მოჰყვა აზაზელის ბოროტული სიცილი. ფეხზე ძლივს ვიდექი. მხედველობა აღვიდგინე და გარემოს თვალი მოვავლე. კირა და სკოტი მუხლებზე იდგნენ, ხელები ყურზე ჰქონდათ აფარებული, ასეთ მდგომარეობაში იყო მერედითიც. კოლტი ამჯერად მალიას ეჭირა და მე მიმიზნებდა. მას თვალი გავუსწორე. ვიცოდი რომ მალე თუ არ გავინძრეოდი ეს ტყვია მე მომხვდებოდა და მოვკვდებოდი.
შემდეგ ყველაფერი ერთ წამში მოხდა. მალიამ ტყვია გაისროლა. დავინახე სტაილსი რომელმას იყვირა:
-ლიიდიიიიააააააა!!!!!!
შემდეგ კი თვალისდახამხამებაში წინ გადამიდგა.
ჩემსკენ მომართული ტყვია მას მოხვდა.
სტაილსი ძირს დაეცა, ჩემს ფეხებთან. უცბად ჩავიმუხლე. გაოგნებული ვიყავი. ყველაფერი 2 წამში მოხდა.
-სტაილს?! სტაილს არ მოკვდე! ჩემთან დარჩი - ცრემლები არ მომდიოდა. ყელში დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი.
-ლიდია .. მიყვარხარ. არ იდარდო... ცხოვრება გააგრძელე... იყვირე ლიდია, იყვირე..! - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მალიას გავხედე, არანაკლებ გაოგნებული იყო:
--ეს რა ჩაიდინე?! როგორ შეგეძლო?! - გვამს კიდევ ერთხელ დავხედე და ბოლო ხმაზე ავტირდი....
-მე.. მე არ მინდოდა.. ეს შენ უნდა მომკვდარიყავი! - თქვა მალიამ. კოლტი საფეთქელზე მიიბჯინა.
-არააააა!!!! - ვიყვირე მე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
კოლტის უკანასკნელი ტყვია მალიას საფეთქელში მოხვდა და მისი უსულო სხეული ძირს დაეცა. იმდენამ გაოგნებული ვიყავი ვერც კი ვინძრეოდი, სტაილსის ხელი მეჭირა და ვბღაოდი.
ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, სკოტი, კირა და მერედითი ისევ იგივე მდგომარეობაში იყვნენ, აზაზელი კი რაღაც უცნაურ სიტყვებს ბუტბუტებდა და ჩემი პორტრეტი ხელში ეჭირა, მას სავსე მთვარის შუქი ეცემოდა.
ფეხზე ავდექი. სტაილსის სიტყვები მესმოდა:
„მიყვარხარ“ ; „იყვირე“ ; „იყვირე, ლიდია იყვირე“.
აზაზელს ზურგიდან მივუახლოვდი. ხელები მისკენ გავიშვირე, ბანშური ძალები მოვიხმე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. აზაზელის თავი შუაზე გადაიხსნა და მისი სხეული გაქრა. ჩემი პორტრეტი კი ძირს დავარდა. პორტრეტი ავიღე და იქვე დანთბულ ცეცხლში, რომელიც ალბათ რიტუალის ნაწილი იყო.
კირას, სკოტს და მერედითს გავხედე. ისინი არ ინძრედნენ. მათ მივუახლოვდი. კირას და სკოტს ხელები ჩაჭიდებული ჰქონდათ.
ისინი მკვდრები იყვნენ
ვერ გაუძლეს ამდენს.
თავში ყველაფერი არეული მქონდა. მივხვდი რომ მალია ამას თავისით არ გააკეთებდა, ეს აზაზელმა აიძულა!
აზაზელი მოვკალი. სამყარო გადავარჩინე.
მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ცოცხლები აღარ იყვნენ....
ამ საზარელ სამყაროში სრულიად მარტო ვიყავი..
სიცოცხლე აღარ მინდოდა.
ტყეში დიდხანს ვიბოდიალე, ვტიროდი და სულ ტალახში ვიყავი ამოგანგლული.
საკმაო სიმაღლის კლდე ვიპოვე. მის კიდეზე დავდექი და ჩავიჩურჩულე:
„სტაილს, სკოტ, მალია, კირა, მერედით, დედა, მამა! მე თქვენთან მოვდივარ“
და გადავხტი......

_____________________________________________
ვიიციი ვიცი, ეს არის ძალიან ბავშვური, მაგრამ ასეთი აზრი დამებადა და რო არ დამეწერა მოვკვდებოდი :დდდდ. შემიფასეთ დასასრული აქვს კაი, თუ ბოლომდე წაიკითხავთ კარგი იქნება ^^скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent