შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ეშმაკი ქალია 18+ (2)


27-09-2017, 23:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 842

ეშმაკი ქალია 18+ (2)

ავტოფარეხიდან პირდაპირ უმშვენიერეს სახლში გავიდნენ. უფრო სასახლეს ჰგავდა - რომელიმე მეფის შემონახულ რელიქვიურ სასახლეს, რომელსაც ახლა მხოლოდ მუზეუმის დანიშნულებაღა ჰქონდა, თუმცა ზუსტად შეენახა თავისი პირვანდელი სიკაშკაშე და სიდიადე.
- ეს სახლია? - გადაუჩურჩულა დათამ ლილიანს.
- ვერ ხედავ?
- ანუ, აქ ცხოვრობენ?
ლილიანმა გაკვირვებული სახით გახედა კაცს.
- რა მოხდა? რამე უცნაურია?
- უკაცრავად... ზოგადად, ჩვეულებრივ ხალხს ცოტა გვეუცნაურება ხოლმე თვალ-მარგალიტითა და ალმასებით აგებული შენობები.
- ჩემს სახლს ვერ შეეჩვიე?
- მადლობა ღმერთს, ასეთი „ქონების გამომზეურების“ დიზაინით არ აგიშენებია, თორემ ორი ათასიც არ მეღირებოდა შენთან მუშაობა.
- უკვე თავხედდები და არ მომწონს!
- მეც ძალიან არ მომწონს შენი საქმროს როლის თამაში. ეს ხალხი ალბათ გადაირევა ჩემს დანახვაზე და იფიქრებს, ასეთი სიმპათიური და კარგი ბიჭი ამ ურჩხულმა როგორ დაკერაო.
- ღმერთო, როგორ სიამოვნებით გაგაგდებდი კინწისკვრით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი მიახლოვდება და უკვე დაგინახა.
- მეგონა, მეგობრები არ გყავდა.
- მეგობარს ბევრს დავუძახებ კიდევ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ჩემი მეგობრები არიან.
- ლილიან! - შესძახა ვიღაც ქერა, ლამაზმა ქალმა და ლილიანისკენ გამოემართა.
- უკვე ყველამ დაგვინახა, როგორ თვალებგაბრწყინებულმა გადმოგიყვანე მანქანიდან და რა ტკბილად ვბაასობთ. სხვა შემთხვევაში, ვერც მე გავბედავდი შენთვის ურჩხული დამეძახა - მერე ჩაახველა - პირისპირ, რა თქმა უნდა.
- ვერ გიტან - ნაძალადევი ღიმილი აჩუქა ლილიანმა დათას და შემდეგ მათკენ მომავალ ქალს გადაეხვია.
- სად დაიკარგე ლილიან - ცალი თვალი დათასკენ გააპარა უცნობმა.
- აი, სად დავიკარგე - დათას შეხედა ლილიანმა ღიმილით - ჩემი საქმროა, დათა... დათა, ეს ნანიკოა, ჩემი ყოფილი კოლეგა... და მეგობარი.
- ღმერთო - აღმოხდა ნანიკოს. დათა ხელზე ეამბორა და მერე ლილიანს მიაპყრო თავდაჯერებული მზერა. აშკარად, მოწონება დაიმსახურა - საქმროოო? - წამოიყვირა ნანიკომ.
- ისტერიკაში არ ჩავარდე, ადრე თუ გვიან, ურჩხულებსაც უყვარდებათ - წარბაწეულმა გადახედა დათას.
ნანიკომ გაოგნებისგან პირი დააღო.
ლამაზი წვეულება იყო - საუცხოო ალაფურშეტი, ვიღაც ცნობილი დიჯეების მუსიკები, რომლის არსსაც დათა ვერაფრით სწვდებოდა და ათასი გაოგნებული, შოკირებული სახე, როცა იგებდდნენ, რომ ლილიანი გათხოვებას გეგმავდა.
- გთხოვ, მოსაწევად გავიდეთ აივანზე, იქნებ აღარავინ მოგვვარდეს აკივლებული. - შეევედრა კაცი.
- გავიდეთ, თორემ მალე ყველას ზედ ვარწყევ.
აივანს უზარმაზარი თეთრი მარმარილოს მოაჯირი ჰქონდა. თითქმის მთელ სახლს მარმარილოს ეფექტი ამშვენებდა და დათა ვერ ხვდებოდა, რა საჭირო იყო ასეთი გადაპრანჭული სახლი, როცა შეიძლებოდა თანამედროვე არქიტექტურის მეშვეობით, მდიდრულიც ყოფილიყო, კომფორტულიც და რაც მთავარია, საცხოვრებლად გამოსადეგი.
- მოდი და ცოტა ნორმალურად დამიდექი - სთხოვა ლილიანმა.
- წელზე ხელები?
- ჰო, ალბათ. შენ გგონია დიდი გამოცდილება მაქვს?
აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და ცოტა უხერხულად ჩაეკრა გულში კაცს.
- რატომ გინდა, რომ ვიღაც სი*ი აეჭვიანო? თან არც კი მოგწონს ეგ მათე.
- ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას მითხრა, რომ სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ სხვებიც ვერასდროს შემიყვარებენ, რადგან აუტანელი ვარ.
- ნუ.... - დათას უნდოდა, დაემშვიდებინა, მაგრამ მათეს ასი პროცენტით ეთანხმებოდა და ვეღარაფერი თქვა.
- არაფერი თქვა! მართალია, მაგრამ მე ყველას ვუმტკიცებ ხოლმე, რომ არასწორები არიან. ჩემი ცხოვრების მოწოდებაა, რომ სხვებმა საკუთარ თავებში ეჭვი შეიტანონ.
- უცნაური თავდაცვის გზები გაქვს.
- თავს არავისგან არ ვიცავ დათა... უბრალოდ, პატარ-პატარა აგრესიას ვავლენ გარშემო მყოფთა მიმართ და ამით, ხალხს იმ უკიდეგანო ზიზღისგან ვიცავ, რომელიც პერიოდულად ჩემგან გამოსვლას ლამობს, რათა ყველა ერთად გაანდგუროს, თავისი მარწუხები წაუჭიროს... ყველა მომღიმარსა და გახარებულ ხალხს მინდა ვაგრძნობინო, რომ მათი ბედნიერება წამიერი იყო და აღარასდროს განმეორდება. - ლაპარაკისას, ლილიანს თვალი გაუშტერდა და დათას წამით ეგონა, მასში ჩასახლებული ეშმაკი ლაპარაკობდა.
- გთხოვ, ხმა აღარასდროს ამოიღო!
ლილიანს გაეცინა.
- მათე მოდის თავის გოგოსთან ერთად, ნანიკოც მოჰყვება და თუ დამაჯერებლები არ ვიქნებით, ბოროტება დამარცხდება ამ სამყაროში. გესმის? ცხოვრებას რა აზრი ექნება ბოროტების გარეშე?
- მემგონი, სჯობს, პირდაპირ ამ აივნიდან გადაგისროლო - გაეცინა დათას... ქალს წელზე ხელი შემოჰხვია.
- გილოცავ ლილიან, შენი ბედნიერება მთელს პერიმერტზე ბომბივით გავრცელდა - უთხრა მათემ.
- ჰო, მადლობ - ქალმა დათას შეხედა, მერე მათეს... და კმაყოფილი სახით გაეღიმა, თითქოს მათეს გვერდით ქალს აგრძნობინა, რომ თავისი მამაკაცი უფრო ესიმპათიურებოდა.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით? - ჩააცივდა ნანიკო.
- ცოტა გრძელი ამბავია... - ოდნავ დაიბნა ლილიანი.
- მოვყვე? - ჰკითხა დათამ.
- მოყევი რააა, მოყევი - ვერ ჩერდებოდა ნანიკო.
ლილიანმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- მანქანით დამეჯახა - გაეცინა დათას.
- ალბათ ძალით ხო? ან მოეწონე და ასე გამოხატა სიმპათია - ჩაეჩრა მათე.
- არა, თავიდან საერთოდაც არ მოვეწონე. შემთხვევით დამეჯახა.
- რა იცი, რომ არ მომეწონე? - ეშმაკური მზერა მიაპყრო ლილიანმა.
- პაემანზე არ დამთანხმდი.
- იქნებ, სხვა უფრო დიდადი გეგმები მქონდა შენთან დაკავშირებით? - ცხვირი კაცის ნიკაპს გაუხახუნა.
- მაგალითად, რა გეგმები? - ქალის სურნელით გაბრუებული დათა ზედმეტად შეიჭრა როლში.
- მაგალითად, შენი ცოლობა.
- თავიდანვე ერთნაირი გეგმები გვქონია და ვერ ვხვდებოდით - მაქსიმალურად ეცადა, რომ შეყვარებული კაცის მზერით გაეცინა ქალისთვის. გამოუვიდა კიდეც.
- აუ, ჩვენც მოგვაქცევთ ყურადღებას? - გაიბუსხა ნანიკო.
- უკაცრავად... მოკლედ, მანქანით დამეჯახა და საჩხუბრად რომ გადავედი, ხელში ნამდვილი მზეთუნახავი შემრჩა. თან საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, გზებიც დავიწყებული მქონდა, ხალხსაც თითქმის აღარ ვიცნობდი და აეროპორტიდან სახლის მიმავალ გზაზე, ასეთ სილამაზეს რომ გადავეყარე, ღმერთის ნიშანი მეგონა.... რადგან ამ ავარიაში ის იყო დამნაშავე, ვთხოვე, ჩემი მანქანის შეკეთების სანაცვლოდ, ვახშამზე წამომყოლოდა. სასტიკი უარით გამისტუმრა და მითხრა, სჯობს ისევ მანქანა შეგიკეთოვო.
- მერე? - მათეს გვერდით მდგომ ქალსაც კი დააინტერესა...სავარაუდოდ, მათეს საცოლე იყო.
- ნომერი დამიტოვა, რომ მომდევნო დღეს ხელოსანთან წაეყვანა. ბოლოს უარი ვუთხარი, ძალიან მომწონდა, ნამდვილად არ მინდოდა, ურთიერთობა იმითი დაგვეწყო, რომ ჩემი მანქანა გაეკეთებინა.
ვეღარაფერს გავხდი და მერე გადავწყვიტე, ცოტა რთული გზებით დავახლოებოდი. სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ იმ გამოფენაზე აპირებდა მისვლას, სადაც ჩემი ნახატებიც იყო გამოფენილი. მეორედ, სწორედ იქ ვნახე. ხელში უკვე შეფუთული, შეძენილი ნახატი ეჭირა. ვკითხე, ვისი ნახატი შეიძინეთ მეთქი და ვიღაც დავით კერესელიძისო.
- გაიცანით, ეს სიმპათიური ბიჭი დავით კერესელიძეა - განაგრძო ლილიანმა ღიმილით - და მე ყავაზე დავპატიჟე....
მსმენელებმა ტაში დაუკრეს დათას... ლილიანი ყავაზე არავის პატიჯებდა. ზოგადად, არც ერთ მამრს არ პატიჟებდა არაფერზე და ეს ყველამ იცოდა. დათამ თავი დაუკრა სიცილით.
- მერე, როგორ მოახწია გულამდე? - იკითხა ნანიკომ.
- ორი კვირა მხოლოდ პაემნებით შემოვიფარგლეთ. წარმოგიდგენიათ? ამ თოთხმეტი დღის მანძილზე ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და შეყვარებულებივით ხელჩაკიდებულები დავდიოდით. ბოლოს გამოვუტყდი, შენი დახატვა მინდა მეთქი და სიხარულით დამთანხმდა. ისიც კი ამიხსნა, როგორ სურდა, რომ დამეხატა.
- როგორ? - ჰკითხა მათემ.
- შიშველი...
ლილიანს მოულოდნელად სიგარეტის ნაფასი გადასცდა და დაწითლებული თვალებით შეხედა დათას.
- მანახეთ ნახატი, სასწრაფოდ! - გადაიკისკისა ნანიკომ.
- ჯერ დაუსრულებელია. არ ყოფილა ადვილი იმის შიშველი სხეულის დახატვა, ვის მიმართთაც გრძნობები გაქვს.
- ალბათ, ყოველ ორ წამში შესვენებებს აწყობთ ხოლმე ხატვისას - ეშმაკური სახით ჩაერთო ნანიკო.
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ხატვა, მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა, მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია, როგორიც საყვარელი ქალის სხეულის დაკოპირებაა ტილოზე.
- ხელი როგორ სთხოვე? რამე ორიგინალურ ხერხს მიმართე?
- არა, მაგ მხრივ იცის, რომ სიურპრიზები არ მიყვარს - უპაუხა ლილიანმა.
- სოფელში ვიყავით ბავშვებთან ერთად და... - მერე ცოტახანს გაჩერდა. ეჭვი შეეპარა თავის ფანტაზიაში. მემგონი, სოფლის ხსენება ასეთ „უწიპუწი“ ხალხთან, ცოტა უადგილო იყოს.
- ერთ ლამაზ სოფელში, ტყეში ჩაფლული სახლი აქვს. ასეთი სილამაზე არაფერი მინახავს. ბავშვებს რომ ჩაეძინათ, ბუხარში ცეცხლის გიზგიზისა და კვამლის სურნელით გაჟღენთილი ჩემი თმის ფონზე, არ ვიცი, რატომ მოუნდა, ცოლად მოვეყვანე....მაგრამ მოუნდა.
ერთმანეთს შეხედეს. იმდენად დამაჯერებლები იყვნენ, რომ უფრო დიდი და შესანიშნავი ტყუილების მოფიქრებაც მოუნდათ.
- შესანიშნავია - ლამის აცრემლებული თვალებით შეხედეს ქალებმა.
- ბავშვები გყავს? - ჰკითხა მათემ.
- კი, ორი პატარა გოგონა.
- გაეყარე პირველს?
- არა, გარდაიცვალა.
- ვწუხვარ.
- არაფერია. უკვე დიდი დრო გავიდა - გაეღიმა დათას და ლილიანს შეხედა. მათე სრულებითაც არ ეცუდტიპებოდა. თან იმ კაცის კვალობაზე, ვისაც თევზი დააყარეს სახეზე, საერთოდ არ ჰქონდა მტრული დამოკიდებულება ლილიანის მიმართ, ერთი-ორ წაკბენას თუ არ ჩავთვლით.
- შენ როგორ შეეწყვე ბავშვებს? - ჰკითხა ნანიკომ ლილიანს.
- ძალიან კარგად. უსაყვარლესები არიან.
- უმცროსი რაპუნცელს ეძახის.
- დათი, მემგონი მალე თუ არ მივალთ, გაიღვიძებენ და ვეღარც მე ვიქნები რაპუნცელი და ვეღარც შენ იქნები, კარგი მამა.
დათას თავისი მოფერებითი სახელი ძალიან ესიამოვნა.
- სერიოზულად? რამხელა გაზრდილხარ, უკვე ბავშვებზეც ზრუნავ. - ირონიულად გაეცინა მათეს.
- ჰო, ზრუნავს - დაემოწმა დათა - უნდა დაგემშვიდობოთ, ორი საათითაც ძლივს გამოვედით...
- ნახვამდის - გამოემშვიდობა ლილიანი და გარეთ გამოვიდნენ.
- მემგონი, მაგრად გამოვიდა არა? - ჰკითხა დათამ.
- ჰო, უბრალოდ ჩემი შიშველი ნახატი საიდან მოვიტანო? - დაუბღვირა ლილიანმა.
- დაგავიწყდა, რომ მხატვარი ვარ?
- მხატვარი კი არა, ნაგავი ხარ! ღირსი იქნები, სხვას დავუჯდე ტიტველი და მერე შენს ნახატად გავასაღო. თან არც ვიცი, იქნებ უნიჭოდ ხატავ?
- კარგი, სხვას დაუჯექი, მაგრამ ვიღაც უცხო და უნიჭოს ნახატს ჩემად არ გაგასაღებინებ!
- ჯანდაბა! ბოლოს მაინც შენ შემრჩები. ეს ნანიკო კიდე, იქამდე არ მოისვენებს, სანამ ნახატს არ ნახავს.
- თავიდან, იმ სახლში რომ მივედით, ვიფიქრე, სნობებით იქნებოდა გადაჭედილი, მაგრამ ნამდვილად არ არიან ცუდი ტიპები. ასე რატომ გეზიზღება ყველა?
- ცუდი ტიპები არ არიან - ღრმად ჩაისუნთქა ლილიანმა - შეიძლება, სწორედ ამიტომ მეზიზღება ისინი. - მანქანაში ჩაჯდა.
დათა ვერანაირ ლოგიკურსა თუ არალოგიკურ დასკვნას ვერ აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ეჩვეოდა ლილიანი ადამიანებს. განსაკუთრებით კი, ნორმალურ ადამიანებს.
- სახლში მიგიყვან და მე ტაქსით წავალ უკან. - შესთავაზა დათამ.
- სახლში მიმიყვანე და მაგ მანქანით წადი. ხვალ მაინც ჩემთან ხარ მოსასვლელი.
- კარგი.

* * *

მეორე დღეს საქმე თითქმის არაფერი იყო. არც ნელი მოსულა და მხოლოდ პროდუქტი იყიდა დათამ. საჭმლის გაკეთება არ ევალებოდა, თუმცა სიამოვნებით გაუკეთებდა ისეთ რამეს, მთელი ღამე რომ გულისრევაში გაეტარებინა ლილიანს, მაგრამ ორი ბავშვი დარბოდა იქვე, ახლოს და ცოტა სარისკო იყო ასეთ შემთხვევაში ურჩხულებზე თავდასხმა.
- ისევ აქ არიან? - კიბე ჩამოირბინა გამწარებულმა ლილიანმა.
- ძიძაა ცუდად და დასვენება აქვთ.
- ეს დასვენება ვეღარ დამთავრდა? - შეუბღვირა ქალმა.
სოფიმ ლილიანთან მიირბინა და ისევ გაოგნებული დადგა მის წინ.
- ვერ დავაჯერე, რომ რაპუნცელი კი არა, ურჩხული და მზეთუნახავი როა, ურჩხული ხარ მაგ მულთფილმიდან და ვინც შეგიყვარებს, ისაა სასიკვდილოდ განწირული - აუხსნა დათამ.
ლილიანმა დაწვრილებული თვალებით თავი გააქნია. მერე სამზარეულოში შევიდა და რაღაც მტვრევა-ლეწვის ხმები რომ გაიგო დათამ, თვითონაც შეჰყვა.
- სად ჯანდაბაშია დანა?
- საკუთარ სახლში დანას ვერ პოულობ?
- ისევ შენობით მელაპარაკები? - ცალი წარბი აღმართა ლილიანმა.
- ჩვენ ხომ სულ მალე ვქორწინდებით.
- რას შვრები? - სამზარეულოში თითქმის ყვირილით შემოვარდა ნიტა - ეს ქალი ცოლად მოგყავს?
- დამშვიდდი მამი, არავინ არ მომყავს ცოლად.
- დიახაც, მოვყევარ - გულხელი დაიკრიფა ლილიანმა და ბავშვის გამწარების „მუღამზე“ მოვიდა.
- მამა, მას ხომ საშინელი ხასიათი აქვს, ბავშვებიც არ უყვარს და ავია - ტირილი აუვარდა გოგონას - საჭმლის გაკეთებაც არ ეცოდინება და ვერც ლამაზ კაბებს ვერ ამირჩევს სკოლისთვის.
- როგორ გეკადრება, მოდის ექსპერტი ვარ - არ ესიამოვნა ლილიანს - და საჭმელებსაც ვაკეთებ, ნამდვილი გურმანი ვარ ხოლმე, როცა მეხალისება.
- მე მომწონხარ - ცერემონიულად განაცხადა სოფიმ და ლილიანს ფეხზე შემოეხვია.
- დათა, დათა - ბავშვის მოსაშორებლად რა გაეკეთებინა არ იცოდა. ფეხი რომ გაექნია, შესაძლოა კედელზე მიენარცხებინა და ამ დონის სისასტიკე მხოლოდ იმიტომ არ აწყობდა, რომ დათა წავიდოდა სამსახურიდან. ლილიანს კი უკვე თავის საქმროდ ჰყავდა წარდგენილი ნაღებ საზოგადოებაში. დათას ლილიანისთვის არ ეცალა, ნიტას უმტკიცებდა - ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, მითუმეტეს ამ ალქაჯის მოყვანასო.
- ალბათ გვცემს ხოლმე ეს რომ ცოლად მოიყვანო.
- არ გცემთ, ნაზი ხელები მაქვს და ადვილად მეღლება - დაამშვიდა ქალმა. მერე შეეცადა, სოფი როგორმე თავისი ფეხიდან მოეხსნა: ჯერ მხრებში ჩაეჭიდა, ძლივს გააშვებინა შემოხვეული ხელები, მერე მაღლა აქაჩა, რომ მაიმუნივით მის ფეხზე შემოკრული ბავშვის ფეხებიც მოეცილებინა. მაღლა ასწია და უარესი რამე დაემართა... ახლა კისერში ჩააფრინდა ბავშვი, ფეხებით წელზე შემოეკრა.
- აი, ბედნიერება თუ გინდა. დამხმარეს აიყვან სამსახურში და კომპლექტში მთელი ოჯახი მოჰყვება. დათა, იქნებ გამომართვა?
- კეთილი ინებე და გეჭიროს ცოტა ხანს. ბავშვი ამინერვიულე! - ისევ ნიტას აწყნარებდა.
- კაი, ჰოო. - სოფი თმებზე ჩაებღაუჭა სახეგაბრწყინებული.
- მეც მინდა ასეთი - თქვა ენამოჩლექით.
- ოღონდ თმა არა, ოღონდ თმა არა და რასაც გინდა, იმას შეგისრულებ.
- გტკივა?
- ჯერ არა, მაგრამ თუ მომქაჩავ, ხელს გაგიშვებ და დაგანარცხებ.
- რეებს ეუბნები ბავშვს - ცალ ხელში ნიტა ეჭირა და გაბრაზებულმა დათამ მეორე ხელით სოფი გამოართვა. - ეზოში გავალთ, სანამ ახალ კაპრიზს არ დამიხეთქებ.
- არ გშიათ?
- არა, მაგ საჭმელს არ შევჭამ... დარიშხანი ჩაგიყარე - მიაძახა კაცმა.
- დაგკოდავ, ერთხელ იქნება - ჩაისისინა ხმადაბლა ლილიანმა და მაგიდას მიუჯდა - როგორ ვერ ვიტან მარტო ჭამას.
მოხარშულ ქათმის ფილეს გვერდით მწვანილები მიუწყო და ჭამას შეუდგა. რამდნეიმე წუთის შემდეგ, მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე, ნანიკო სწერდა, რომ დათასთან და ბავშვებთან ერთად ეპატიჟებოდა ვახშამზე.
ლილიანს საჭმელი გადასცდა. კატასტროფული ხველება აუტყდა და სიკვდილს მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ ორი დღის შემდეგ იყო მიწვეული და არა დღესვე.
- ბავშვებო, აბა სად გავისეირნოთ? - სრულიად მოულოდნელად წაადგა თავზე ბაღში მორბენალ ოჯახს.
- რა ჩაიფიქრე? მათი გატაცება და დაწვა გინდა? - ჰკითხა დათამ ეჭვით.
- ნანიკომ დაგვპატიჟა. ბავშვებიანად.
- ღმერთო, ამ საქმეში შვილებს ვერ გავრევ, მაპატიე.
- რა საქმეში? ჩვეულებრივი საქმეა დათა - ახლა ისე აედევნა უკან, თითქოს დათა იყო მისი უფროსი. - კრიმინალები ხომ არ გგონია ის ხალხი? უბრალოდ ვახშამი იქნება, შევჭამთ, გავერთობით, თვალებს ჩამიჟუჟუნებ და ეგაა.
- ნამდვილად ვერ ითამაშებენ ბედნიერი გერების როლს. რაც არ უნდა დავარიგო, შეიძლება მაინც წამოსცდეთ, რომ შენთან ვმუშაობ და საფრანგეთზე წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ. ნუ ნიტამ კიდევ იცის ევროპის ქვეყნების სახელები.
- მაგას მე მოვაგვარებ. სადმე წავიყვან და შევიჩვევ ცოტას. საფრანგეთზე არავინა რაფერს ჰკითხავს.
- ლილიან ესენი ბავშვები არიან. რას ჰქვია შეიჩვევ?
- აუ, აბა რა ვქნააა - ნიტას რო რაღაცას არ უსრულებდა და შეწუხებულ, კაპრიზულ სახეს იღებდა, ზუსტად ეგეთი სახე მიიღო ლილიანმაც.
- ყველა ქალი ერთნაირია - გაეცინა დათას - არსად წასვლა არაა საჭირო. პიცა გამოიძახე და ეთამაშე, რამე ზღაპარი მოუყევი, ნიტას ჰკითხე სკოლაში რა ხდება, ვინმე ხომ არ მოსწონს, შეყვარებული ხომ არ ჰყავს. თუ ჰყავს, უთხარი, რა დროს შენი შეყვარებულიათქო და გვარი გაიგე, რომელი ლაწირაკია, რომ მამამისი დავჩეჩქვო.
- ნუ გარქიანდი, დამშვიდდი. ეგრე ვიზამ - კმაყოფილი ლილიანი ბავშვებთან მივიდა - პიცას შეჭამთ?
- კი - წამოიყვირა სოფიმ სიხარულით.
ნიტა დუმდა.
- ნიტა შენ? თუ პიცა არ გინდა, სხვა რამე გამოვიძახოთ.
- მინდა - თქვა გაბუსხულმა.
- ძალიან კარგი - გაეღიმა ლილიანს.
ცოტახანში, ოთხივე იატაკზე ისხდა და პიცას შეექცეოდა.
- ფსსსსს - გადასძახა ლილიანმა დათას.
დათას რეაქცია არ ჰქონია.
- ფსსსს - გაიმეორა ისევ.
- გეფსია? - ჰკითხა დათამ - მე გადაგაყენო? - თვითონვე გაეცინა თავის ხუმრობაზე.
- იდიოტი ხარ! - პირის მოძრაობით ჩაიჩურჩულა. - როგორ შემოვიჩვიო?
- ჰო გითხარი როგორც და შემოჩვევას ნუ ამბობ, გეხვეწები. ბავშვები არიან.
- კარგი, მაშინ გადი შენ ცოტახნით.
- კაი - ამოიოხრა დათამ - ბავშვებო, ბაღში რაღაც საქმე მაქვს, ლილიანთან დარჩით რამდენიმე წუთით.
- მეც წამოვალ - წამოდგა ნიტა.
- არა, საქმე მაქვს. ლილიანი კარგი გოგოა, მართლა ბრაზიანი კი არაა. მალე მოვალ. კარგი?
- კაი, ხოო - ისევ პიცის ჭამა გააგრძელა ნიტამ.
- ნიტა, სკოლა მოგწონს?
- კი.
- ვინმეს არ ეპრანჭები?
- არა.
- ვინმე ბიჭს... არა?
- არა - მოუჭრა მოკლე პასუხებით.
- საახალწლოდ რა საჩუქარი გინდა? - სხვა ვერაფერი მოიფიქრა ლილიანმა. თან ამ დროს, სოფი კალთაში გადმოუჯდა ქალს. ცოტა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ როგორღაც ჩაისვა.
- თოვლის ბაბუს მივწერე უკვე წერილი.
- არ მეტყვი, რა სთხოვე?
- წითელი კაბა დავაბარე.
- წითელ კაბას მე გიყიდი და თოვლის ბაბუს სხვა რამე სთხოვე.
- ზუსტად ისეთ კაბას მაღაზიაში რომ ვნახე? - თვალები აენთო.
- როგორიც მოგინდება. გინდა ათი კაბა გიყიდო?
ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა, მაგრამ იმ წამსვე მოიღუშა.
- არა, არ მინდა, მადლობ.
- რატომ?
- მამამ მითხრა, რომ უცხოებს საჩუქრები არ გამოვართვა.
- მე უცხო არ ვარ.
- ანუ, მართლა მამას ცოლი უნდა იყო?
- არა, არა. უბრალოდ... არ ვიცი, როგორ აგიხსნა.
- ერთად წევხართ?
- რააა? - მოულოდნელობისგან თვალები დაჭყიტა ლილიანმა.
- ჰოო. მამამ ამიხსნა, რომ ზოგჯერ ქალი და კაცი ღამე ერთად წვებიან, იძინებენ და მერე შვილი ჰყავთ.
- ააააა. არა, არა, არ გვძინავს ერთად. უბრალოდ... - ვეღარ მიხვდა, რა ეთქვა - აუ, დათააა, მოდი რააა - გასძახა კაცს.
- რა გინდა?
- არ ვიცი.
- ამ ქალმა ლაპარაკი არ იცის? - ჰკითხა მამამისს ნიტამ.
- იცის და ზედმეტად ბევრსაც ლაპარაკობს ხოლმე - უპასუხა დათამ.
- ქორწინდებით თუ რას შვრებით?
- მინდა ქორწილი - ტაში შემოჰკრა სოფიმ. - რაპუნცელი დედა იქნება.
- არა, დედა არ იქნება - შეუსწორა დათამ მკაცრად. თან ისე მკაცრად, რომ სამივე გაჩერდა, ლილიანის ჩათვლით. - ნიტა, ლილიანს დასჭირდა, ვიღაცეებისთვის მოეჩვენებინა, თითქოს ჩემი საცოლეა.
- უყვარხარ? - ლოგიკური კითხვა დასვა ბავშვმა.
- არ ვუყვარვარ. უფრო სწორად, მეგობრულად ვუყვარვარ.
- ნუ ძაანაც არ ვგიჟდები - ჩაეჩრა ლილიანი.
დათამ თვალები დაუბრიალა და ისევ გააჩუმა.
- უბრალოდ, სადმე სტუმრად თუ ვიქნებით და რამეს გკითხავენ ლილიანზე, ეტყვი, რომ ჩემი საცოლეა.
- და მართლა მოიყვან?
- არამგონია.
- მოიცა, არამგონია რას ნიშნავს? ანუ შეიძლება, მომიყვანო? - გაისმა ლილიანის კითხვა.
- შენ გირჩევნია, სარეცხი დარეცხო.
- ახლა საჭმელს ის გააკეთებს ხოლმე? - იკითხა ნიტამ - აქ ვიცხოვრებთ?
- არა შვილო, აქ არ ვიცხოვრებთ და საჭმელსაც არ გააკეთებს.
- აბა მაშინ ვინ დაიჯერებს, რომ ცოლად მოგყვება?
- ყველა ცოლი არ რეცხავს ტანსაცმელს და არც საჭმელს აკეთებს. - უთხრა დათამ.
- მე რომ ცოლი ვიყო, ნამდვილად არ გავაკეთებდი - გაეცინა ლილიანს.
- მაგიტომაც არ ხარ არავის ცოლი! ნუ საჭმლის კეთებას არ ვგულისხმობ, ეგ კაცსაც გამოუვა ცოტა თუ გაანძრევს ერთ ადგილს.
- აბა რას გულისხმობ, რატომ არ ვარ არავის ცოლი?
- ბავშვების თანდასწრებით ვერ გეტყვი.
ბავშვებს შეხედეს, ორივე პიცას ჭამდა და აღარც ერთს აინტერესებდა ლილიანი.
- მითხარი!
- იმიტომ, რომ ანჩხლი ხარ!
- იმიტომ, რომ ანჩხლი ხარ - გააჯავრა ლილიანმა დათა კაცის ხმით.
- სოფის ძილის დრო მოვიდა, სახლში უნდა წავიდე ლილიან - უთხრა დათამ.
- აქ დააძინე. ოთახების მეტი რა არის?
- რატო, რამე გჭირდება?
- კიი, მინდა, რომ დამხატო. ნანიკო ტვინს გაბურღავს, სანამ ნახატს არ ვაჩვენებ.
- შიშველი?
- ჰოო.
- მართლა მთელ სამყაროს უნდა აუფრიალო?
- მოდელი როცა ვიყავი, მაშინ არ ამიფრიალებია ჩემი სხეული მთელი სამყაროსთვის. ადამიანები ზედმეტად სუსტები არიან, რათა სრულყოფილება იხილონ. ჩემს ოთახში დავკიდებ და სიბერის ჟამს გამახსენდება, რომ უმშვენიერესი ვიყავი.
- მართლა მშვენიერი ხარ, მაგრამ ამ შენს მშვენიერებას ის აკნინებს, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,
- მაკნინებს არა ის - ჩაიცინა ლილიანმა - აქამდე დაგიხატავს შიშველი ქალი?
- კი, კაციც.
ლილიანმა გადაიხარხარა.
- ხუმრობ?
- არა, არ ვხუმრობ.
- ღმერთო - ისევ იცინოდა.
- სულელი ქალი - ჩაიჩურჩულა დათამ - შეგიძლია ბავშვები დააძინო.
- მეე? - შეიცხადა.
- დიახაც შენ. ჰო გინდა, რომ კარგი მოჩვენებითი დედინაცვალი იყო და არა ფიფქიაში როა, რავენა?
- რავენა კი არა, რეჯინა!
- ჩემები რავენას ეძახიან. შარლიზ ტერონი უყვარს ნიტას. მანდ რავენა ჰქვია.
- კარგი ჰოო, რავენა იყოს და მე დავაძინებ... ისე, ბავშვს ეგეთ საშინელებათა ფილმს როგორ აყურებინებ?
- ძალიან მშვენივრად. ყურებისას განვიხილავ ხოლმე ურჩხულების გრიმი და მათი ტანსაცმელი როგორაა შეკერილი, მაკიაჟი როგორ უკეთიათ, როგორ გააკეთეს კომპიუტერით ის შემზარავი ყვავები და ასე შემდეგ.
- ყოჩაღ მამიკო.
- მამიკოს ნუ მეძახი!
- მამიკო - ამოიკვნესა ლილიანმა.
- ლილიან, ეგრე ქალებს მაძულებ.
- კარგი, ჰოო.... ბავშვებო, ძილის დროა - შესძახა ქალმა ომახიანად.
- შენ უნდა დაგვაძინო? - გაუკვირდა ნიტას. სოფი ბედნიერი ჩანდა.
- ჰო, რა მოხდა? თან ზღაპარს მოგიყვებით... შევეცდები, ეროტიკული მომენტები გამოვტოვო.
- ლილიან! - დაუბღვირა დათამ.
- ვხუმრობ, ჭკვიანად ვიქნები - გაეცინა ქალს.
- მე მოლბერტს და ტილოს წამოვიღებ სახლიდან.
- კარგი.
ერთ საათში ლილიანთან დაბრუნებული დათა სიხარულმა მოიცვა, როცა ქალის დაღლილ-დაქანცული და ამ ცხოვრებისგან გაწამებული სახე დაინახა.
- არ ყოფილა ადვილი მშობლობა? - ჰკითხა სიცილით.
- ოთხი ზღაპარი მომაყოლეს. მეხუთე მე მოვიფიქრე და ნიტას ძლივს ჩაეძინა. სოფი კიდე რაღაც კითხვებს მისვამდა, მელაპარაკებოდა და ბოლოს როგორ დაიძინა იცი?
- აზრზე არ ვარ.
- თმაზე მეფერებოდა. ერთი ნახევარი საათით მეც წავუძინე. ზოგადად, ვინც ჩემს თმაზე მოფერებას გაბედავს, ყველას წიხლს ვურტყავ ხოლმე, მაგრამ ეგ რო მექნა, მერე გაბრაზდებოდი, აღარ დამხატავდი და დავნებდი.
- რამდენისთვის ჩაგირტყამს წიხლი?
- ჯერ-ჯერობით არავისთვის.
- ანუ არავინ მოგფერებია თმაზე?
- უფრო სწორად, არავის გაუბედავს! ახლა ავალ ოთახში და ხუთ წუთში შენც ამოდი.
- თავი სკოლის ისეთ წვეულებაზე მგონია, ეს-ესაა ვაჟიშვილობა რომ უნდა დავკარგო - ჩაიბრუტყუნა დათამ.
- რაა? - წარბაწეული სახით გამოჰხედა ლილიანმა.
კიბის მაღლა საფეხურზე იდგა, გრძელი კაბა მარჯვენა ხელით აეწია, რომ სიარულში არ შეეშალა ხელი. ბზინვარე ღიაჩალისფერი თმა სხეულზე მსუბუქად დაჰყროდა და ისეთი განრისხებული სახით უყურებდა დათას, თითქოს მოკვლას უპირებსო. თუმცა იმ წამს, მართლა რომ მოეკლა, ალბათ არც კი დაიჩივლებდა კაცი, რადგან მის თვალწინ გადაშლილი მშვენიერება უკიდეგანო იყო. ისე, თითქოს ბუნების თვალუწვდენელი სილამაზის ხილვის პატივი უბოძა სამყარომ.
- ღმერთო - ოდნავ გაეღიმა და გული აუჩქარდა კაცს.
- რაღაც არ მესიამოვნა, რაც თქვი - ისევ განრისხებული შეჰყურებდა ლილიანი.
- დაივიწყე... ასეთი ლამაზი ქალის შეხებას ვერც კი ვიოცნებებდი - გული გაუხარა კაცმა.
ლილიანმა თავდაჯერებული, გამარჯვებული სახით აირბინა თავის ოთახში. დათა კი იქამდე იღიმოდა, სანამ ხუთი წუთი არ გავიდა. მერე გაანალიზა, რომ არ შეეძლო, ნამდვილი სიკვდილის ტოლ-ფასი იქნებოდა ასეთი შიშველი ქალის შორიდან ცქერა.
- ლილიან, რაღაც უნდა გითხრა - შეაღო კარი.
ქალს წითელი, გამჭვირვალე ღამის პერანგი ჩაეცვა და ფეხების მიმართულებით ჩამობნეულ ღილებს ნელ-ნელა იხსნიდა.
- რა უნდა მითხრა? - ჰკითხა ნაზი, გამომწვევი ხმით.
- ზურგით შეტრიალდი.
- რაა?
- ზურგით შეტრიალდი!
- მერე შიშველი სხეული?
- ლილიან, დამიჯერე...
- კარგი, ჰოო - ბუზღუნით კაცს ზურგი აქცია.
- ახლა ღილები გაიხსენი.
ლილიანი ისე მოიქცა, როგორც დათამ უთხრა.
- ასე? - წელსზემოდან მთლიანად ჩამოიწია და მხოლოდ საჯდომზე შემოიხვია წითელი, აბრეშუმივით თხელი და ნაზი პერანგი.
- ჰოო. ოდნავ ჩამოიწიე საჯდომზე, მთლიანად ნუ ფარავს - უკვე მოლბერტი გაშალა დათამ. - უზურგო სავარძელი გაქვს?
- კი, აი - საწოლისკენ მიუთითა, სადაც მწვანე, რბილი სავარძელი იდო, რომელსაც ფეხსაცმლის ან წინდების ჩაცმისას იყენებდა ხოლმე.
- მანდ დაჯექი ზურგით.
ლილიანი დაჯდა და ისევ დათას მიაპყრო კითხვის ნიშნებით სავსე თვალები. კაცი მიუახლოვდა, წითელი პერანგის ბრეტელი მხოლოდ ცალ მხარეს გადაჰკიდა, მეორე მხარე კი მთლიანად მოშიშვლებული დაუტოვა. ნიკაპზე შეეხო, სახე პროფილში შემოუტრიალა. ლილიანი თავის ჭრელ, მზისფერ თვალებს დაბნეულად აცეცებდა და კაცის ნაზი შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელის უგულებელყოფას ცდილობდა. მოშიშვლებული მკერდის მარჯვენა მხარე შემოატრიალებინა ისე, რომ უფრო გამოსაჩენი ყოფილიყო, თმა კიმარცხენა მხარეს გადმოუწია.
ლილიანი სილამაზე იყო...ღვთაებრივი სილამაზე.
წელში გასწორებული სფინქსივით აღმართულ დიად ქალღმერთს ჰგავდა. ფეხები თითქოს განგებ გაშალა ისე, რომ უფრო ეროტიული შესახედი გამხდარიყო კაცის გრძნობებზე სათამაშოდ.
- თუ ცოცხალი გადავრჩი და ბოლომდე მივიყვანე, მემგონი ნამდვილი შედევრი იქნება - თქვა დათამ.
ქალმა მკაყოფილი სახით გახედა. ისე, როგორც თანამზრახველები უყურებენ ხოლმე ერთმანეთს.


მომენტი, როცა საკუტარი პერსონაჟი მიმონებს და თუ ცოცხალი გადავრჩი, ორ თავში ალბათ დავამთავრებ <3скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

საწაულია! ძალიან მომწონს და სწრაფად დადე რა❤

 



№2  offline მოდერი sameone crazy girl

საოცარი ისტორიაა ვგიჟდები ისე მომწონს და არ იცი რა მოითმენს მომდევნომდე cry

 



№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mariam Shengelia_3
საწაულია! ძალიან მომწონს და სწრაფად დადე რა❤

ვაიმეე, ძალიან მიხარია თუ მოგწონს <3

sameone crazy girl
საოცარი ისტორიაა ვგიჟდები ისე მომწონს და არ იცი რა მოითმენს მომდევნომდე cry


ვააა, გაიხარე, გაიხარე <3 მალე გავაგღძელებ <3 დღეს-ხვალ უეჭველი დავდებ :*

 



№4 სტუმარი Guest დადუ

კარგია !!მომწონს შენი მოთხრობები,კარგად წერ ზედმეტი ფანტაზიისს გარეშე

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შენნაირი წერის სტილი იშვიათობაა. შენს იუმორზე ვგიჟდები. უნიჭიერესი გოგო ხარ. ამ ისტორიაზე დამოკიდებული ვხდები და მინდა კიდევ დიდხანს არ დაასრულო:დ

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest დადუ
კარგია !!მომწონს შენი მოთხრობები,კარგად წერ ზედმეტი ფანტაზიისს გარეშე

მადლობა დიდი <3

Chikochiko
შენნაირი წერის სტილი იშვიათობაა. შენს იუმორზე ვგიჟდები. უნიჭიერესი გოგო ხარ. ამ ისტორიაზე დამოკიდებული ვხდები და მინდა კიდევ დიდხანს არ დაასრულო:დ


ვაიმე, ძალიან ბედნიერი ვარ რო მოგწონს <3 დიდ თავებს დავდებ, გპირდები და მალე არ დასრულდება :დდ

 



№7 სტუმარი Guest Alice

გთხოვ, მითხარი, რომ შემდეგ თავს მალე დადებ.
სასწაულად მაგარია!

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest Alice
გთხოვ, მითხარი, რომ შემდეგ თავს მალე დადებ.
სასწაულად მაგარია!

მალე დავდებ ჩემო საყვარელო <3 დღეს თუ ვერ მოვასწარი, ხვალ შევეცდები :*

 



№9 სტუმარი Guest Alice

ენ ჯეინი
Guest Alice
გთხოვ, მითხარი, რომ შემდეგ თავს მალე დადებ.
სასწაულად მაგარია!

მალე დავდებ ჩემო საყვარელო <3 დღეს თუ ვერ მოვასწარი, ხვალ შევეცდები :*



როგორ გელოდები, შენ ხო ვერ წარმოიდგენ

Guest Alice
ენ ჯეინი
Guest Alice
გთხოვ, მითხარი, რომ შემდეგ თავს მალე დადებ.
სასწაულად მაგარია!

მალე დავდებ ჩემო საყვარელო <3 დღეს თუ ვერ მოვასწარი, ხვალ შევეცდები :*



როგორ გელოდები, შენ ხო ვერ წარმოიდგენ

;დდდდდდ

 



№10 სტუმარი afelai

რო დაწერო მთლიანად და მერე დადო

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

afelai
რო დაწერო მთლიანად და მერე დადო

ვცადე, მაგრამ იცი რა ძნელია? რამეს რო დავწერ, მინდა ხოლმე ეგრევე გამოვაჭენო საიტზე

 



№12  offline წევრი p♥♥h ^^

Dapirebuls xom dadeb dge??
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

p♥♥h ^^
Dapirebuls xom dadeb dge??

აუცილებლად <3 ოღონდ ცოტა ღამის საათებში

 



№14  offline წევრი triniti

ვაიმეეე სიტყვები ზედმეტი მგონიაა....უბრალოდ უსაზგვრო ემოცია მოაქვს ამ ისტორიას...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent