შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

გატეხილი ისარი (სრულად)


28-09-2017, 13:57
ავტორი TeddyBear
ნანახია 1 916

გატეხილი ისარი (სრულად)

პირველი თავი - ადამიანი

-მელანქოლია. რა არის მელანქოლია ?.- ვეკითხები ჩემს გვერდით მჯდარ სკოლის უნიფორმაში გამოწყობილ გოგონას და წამიერად ვაკვირდები მის თეთრ, ფითქინა კანს.
-მელანქოლია, წერტილი.- გაცრეცილი ხმით იწყებს საუბარს გოგონა.- მელანქოლია მე ვარ, შენ ხარ და ის.- ძალიან თხელ, თითქმის გამჭირვალე თითს იშვერს ჩვენს წინ მჯდარი მამაკაცისკენ.
-მე სერიოზულად გეკითხებით.- ვუღიმი გოგონას, ის ჩემკენ ბრუნდება, წამიერად მაშტერდება სახეზე და თავს მიქნევს.
-მეც სერიოზულად გეუბნებით. მელანქოლია ჩვენ ვართ.- ხელით უცნაურ მოხაზულობას აკეთებს ჰაერში.
ვვოხრავ, ჩემს ხელებში მოქცეულ ბლოკნოტს დავცქერი და მისი ცარიელი ფურცლები წამიერად აღძრავს ჩემში სევდას.
მელანქოლია - ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა.
მატარებელი ბოლო გაჩერებას უახლოვდება, ფეხზე ვდგები და კარებისკენ მივიწევ, უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის, ნაბიჯებთან ერთად კი უცნაური ზუზუნი იქცევს ჩემს ყურადღებას, უკან ვბრუნდები და ხელთ ისევ სკოლის უნიფორმაში გამოწყობილი თაფლისფერ თვალება გოგონა მხვდება. კარების ჭრიალის ხმა მაფხიზლებს, მხარზე შეჯახებას კი საბოლოოდ მოვყავარ გონს.
მეტროში ქაოსურად მოძრაობენ ადამიანები, ბრბოდ ქცეულ სილუეტებს შიგადაშიგ გამოკვეთს წითელი ფერის მოსაცმელი, გაუცნობიერებლად მივყვები უკან, თითოეულ გადადგმულ მის ნაბიჯს ვითვლი და ვერც კი ვხვდები როგორ ავდივარ 3128-ზე.
თვლა მერევა, თუმცა გოგონას ისევ უკან მივყვები, ვგრძნობ ხვდება უკან რომ მივყვები.
მე - შავ პიჯაკში, სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცი
და
ის - სკოლის უნიფორმაში გამოწყობილი ბავშვი.
ადგილზე ვშრები, ჰო ვშეშდები, ერთი ნაბიჯითაც კი ვეღარ მივიწევ წინ, ჩემს წინ მდგარი სილუეტი თვალის დახამხამებაში ქრება, მე კი ვკრთები, ვერ ვხვდები ასე უცებ სად უნდა გამქრალიყო გოგონა. საათის ისრების მოძრაობა გამაყრუებლად ედება ყურის ბარაბნებს, გაკვირვებული დავცქერი ჩემს მაჯაზე მოთავსებულ საათს და ვერ ვიაზრებ თუ რატომ აქვს ამხელა ხმა მის თითოეულ გადაადგილებას.
ერთი წამი,
ორი,
სამი,
თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში ვდგავარ ერთ ადგილზე მიყინული და ხმას ვერ ვიღებ, სამსახურში დამაგვიანდა თუმცა დიდად არ მაღელვებს. მთლიანად გათიშული ვარ, მგონი გამოვიფიტე.
-ახალგაზრდავ რას დამდგარხარ შუა ქუჩაში, იქნებ გაიაროთ ?.- უხეში ხმა მესმის ზურგს უკან, გაოგნებული ვბრუნდები ხმისკენ, მოხუცი ქალი ამრეზით შემომცქერის და მთლიანად მათვალიერებს. ჰალსტუხს თითებით ვიწვალებ, ბოლოს კი ვიხსნი და ჯიბეში ვიდებ.
ჰალსტუხის მოძრაობისგან შექმნილი ხახუნიც კი მესმის, ვგიჟდები ?
მგონი მართლაც ვგიჟდები.
ფეხს ვუჩქარებ, ავტობუსის გაჩერებას ვუახლოვდები და იქვე სკამზე ვჯდები. დღეს ქრონილოგიურად ვალაგებ. თითოეული წუთი მახსოვს.
07:00 - გავიღვიძე
07:15 - ყავა დავლიე
07:30...
და ასე მიყოლებით,
09:59 - ყველაფერი მიწყდება გარშემო.
კაბინეტში ვზივარ, თითქმის თერთმეტი საათია, მე ისევ სამყაროსგან მოწყვეტილი ველოდები ლექციას, ჩემს გვერდით მდჯარი მამაკაცი რაღაცაზე მესაუბრება, გაავებით იქნევს ხელებს და გულმოდგინეთ ცდილობს ჩემთვის "ამოუცნობი" რამის ახსნას. მისი სიტყვები არ მესმის, არცერთი მისი სიტყვა არ ხვდება სმენას, არცერთი...
გავითიშე ?
ჰო... ჰო...
მგონი!
ისევ თაფლისფერ თვალება გოგონაზე მეფიქრება, შემდეგ კი მისი სიტყვები მახსენდება. ჩემს გვერდზე მჯდარს ვუბრუნდები და გაუცნობიერებლად ვეკითხები - რა არის მელანქოლია ?
კაცი იბნევა, სახე ეჭმუხნება და ბრაზით შემომყურებს სახეზე.
-მე რაზე გელაპარაკები და შენ მეკითხები რა არის მელანქოლია ?.- ხმაში წყენა ეპარება კაცს.
-მაპატიე დაბნეული ვარ, გააგრძელე.- ხელს დაბნეული ვიქნევ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი მთელი ძალით.
თერთმეტი საათიდან ისევ ყველაფერი ქრონოლოგიურად ლაგდება, სწორედ ისე როგორც ყოველი დღე და ყოველი ღამე.
დილა - საუზმე.
შუადღე - სადილი.
საღამო - ვახშამი + სექსი.

*-*-*-*-*-*

საღამოს სახლში ვბრუნდები, შემოსასვლელშივე ვიხდი ფეხსაცმელს და კედლის კუთხესთან ვიხრები, ჩემდა გასაკვირად ძალიან პატარა ადამიანის ნაბიჯების ხმა მესმის, უკან ვიხედები და პატარა გოგონას ვამჩნევ, ალბათ სადღაც სამი ან ოთხი წლისას. ვსწორდები. გოგონა დაკვირვებით შემომცქერის თვალებში, მე კი მთლიანად ვავლებ თვალს მის წაბლისფერ მოკლე თმებს, შავ თითქმის ბურუსივით მოცულ თვალებს და წითელი კოპლებით მორთულ კაბას.
-დღეს გვიან მოხვედი.- ქალის ხმა მაფხიზლებს, გოგონას თვალს ვაშორებ და მკრთალად ვუღიმი დედაჩემს.
-ჰო დღეს გვიანობამდე დავრჩი, ტესტები მქონდა გასასწორებელი. ეს ვინ არის ?.- მივუთითებ ბავშვზე.
-ეს...- ბუტბუტებს დედაჩემი.
-ეს ჩემი მეგობრის შვილია.- სამზარეულოდან გამოდის ჩემი და.- ცოტახნით ჩვენთან იცხოვრებს.
-და დედამისი სად არის ?.- ხატია ჩუმდება, თავს აქნევს და თვალებით მევედრება შემდეგი კითხვა აღარ დავსვა. მე ვჩუმდები. პატარა ისევ მე შემომყურებს.- გამარჯობა.- ვიხრები მისკენ.
-გამარჯობა.- მიღიმის საყვარლად.- მე ანა.- მიმითითებს საკუთარ თავზე, პატარა, ოდნავ პუტკუნა თითს იდებს გულმკერდზე.- შენ ?.
-მე კოსტა.- ვუღიმი პატარას.
-კოსტა. მე მომწონს კოსტა.- იხედება ხატიასკენ, ისიც ღიმილით უკრავს თავს და ისევ ჩემზე გადმოაქვს ყურადღება.
ჩემს ოთახში შევდივარ, მოცელილივით ვესვენები საწოლზე, ხელებს თავქვეშ ვიდებ და თვალებს ვხუჭავ.
-კოსტა...- მესმის ხატიას ხმა.
-შემოდი.- ჩუმი ხმით ვეუბნები დას და თვალებს ვახელ.
-ცოტახნით დარჩება ჩვენთან.
-გასაგებია.- ვუქნევ თავს.- პრობლემას აქ მე ვერ ვხედავ. დედამისი სად არის ?
-სამკურნალოდ.
-და რა სჭირს ?
-არ ვიცი.- მხრებს იჩეჩს.- უბრალოდ ბავშვი მომიყვანა და წავიდა.
-კარგი.
-შეგიძლია ხვალ ბაღში წაიყვანო ? მე ძალიან ადრე მივდივარ ხვალ.
-კარგი.- ისევ მოკლეთ ვპასუხობ და გაუხდელად ვძვრები საბნის ქვეშ.

მეორე თავი - დრო

07 : 00
მაღვიძარა გამაყრუებლად იწყებს წრიპინს.
ოთახიდან ოთახში დავბორიალობ, თითქმის ყველას სძინავს, მხოლოდ ხატიას მიმოყრილ ტანისამოსს ვხედავ მისაღებ ოთახში და უკმაყოფილოდ ვიწყებ ფრუტუნს.
07 : 15
ისევ უშაქრო ყავა, სიმწრისგან ტუჩებიც კი მეწვება, თეთრ, მრგვალ ჭიქას თითებს შორის ვიქცევ და მაგიდაზე რამდენჯერმე ვატრიალებ. ექოსავით ჩამესმის მისი ხრიგინი და თითოეული გახახუნება.
07 : 30
ისევ შავი კლასიკური პიჯაკი და თეთრი პერანგი, მარცხენა ხელის მაჯაზე შავი ტყავის სამაჯური, ხოლო მის ქვემოთ Tommy Hilfiger-ის ბრენდის საათი, ნაცრისფერი ჩემს შავ სამოსს მთლიანად გამოეყოფა, წამით ვიხედები ფეხსაცმელზე და ახლაღა ვამჩნევ წითლად დაყოლილ ზოლს მარჯვენა მხარეს. ვვოხრავ.
08 : 00
სახლიდან გამოვდივარ, კარებს უხმოდ ვიხურავ და გასაღებით ვკეტავ. კიბეებზე დინჯი ნაბიჯებით ჩავდივარ, თითოეული ნაბიჯი გამოზომილი მაქვს, ვიცი როდის და სად უნდა ვიყო.
08 : 02
კიბეებზე ჩასვლისას მახსენდება ანა...
ქრონოლოგია ირღვევა, სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ სახლისკენ, უკნიდან ავტობუსის ბორბლების ხმა მესმის და ვხვდები მე უკვე დრო ამერია.
დრო: ჩემთვის უცნობი, საათს აღარ ვაკვირდები, სახლის კარებს ვაღებ და მაშინვე მხვდება შემოსასვლელში მჯდარი ანა, თავის მუხლებს მთელი ძალით მოხვევია ხელებით და ნიკაპით დაჰყრდნობია მათ. დაკვირვებით შევცქერი ანას.
შავი თვალები მოწყენილობისგან ჩასცვენია, ოდნავ ჩაშავებული უპეებიდან იმზირებიან რამდენიმე სველი ბურთულა.
-ანა...- ვჩურჩულებ ძალიან ჩუმი ხმით, ანა თავს სწევს, ჩემი დანახვისას იღიმის და სწრაფად დგება ფეხზე. მისი "გოჭუნიებით" გაწყობილი საღამური გაუცნობიერებლად მდებს ბაგეებზე ღიმილს.- დილამშვიდობისა ანა.
-დილამშვიდობისა კოსტა.- სიხარულისგან ადგილზე ცქმუტავს.- დამეხმარები ჩაცმაში ?.- მორიდებულად ეხახუნება ფეხის წვერებით ერთმანეთს. მე კი პირველად მიჩნდება სურვილი ბავშვის გაბუშტულ ლოყებს შევეხო და უბრალოდ ვაკოცო.
-ჰო, რათქმაუნდა.- ვიღიმი მკრთალად, ანასკენ ვიხრები და ხელში ვიყვან.
ქრონოლოგია და დრო აირია, ზედმეტად აირია...
ხელებს შორის შავი მატერიის ნაცვლად ვარდისფერი მხვდება, წამიერად მეხამუშება მისი შეხება ჩემს კანზე თუმცა ხმას არ ვიღებ. ანა დავარცხნილი თმით მიდგება წინ და ხელებს მაღლა სწევს, ვარდისფერ მაისურს სწრაფად ვაცმევ და აჩეჩილ თმაზე ვუსმევ ხელს.
შავი ფერი - ვარდისფერით იცვლება.
ნაცრისფერი საათი - შვინდისფერი კოპლებით გაწყობილი საათით.
ანა ჩემს გვერდით მოაბიჯებს ქუჩაში, მხიარულად იყურება აქეთ-იქით და რაღაცას ღიღინებს. სიმღერის ტექსტს ვერ ვიხსენებ თუმცა ვიცი სადღაც, ოდესღაც მოსმენილი მაქვს.
-კოსტა.- მეძახის პატარა, მისკენ ვიხედები.- ჩემი ლანჩი ?
-ლანჩი ?.- ვიკვირვებ, პატარა თავს მიქნევს.- ბაღში არ გაჭმევენ ?.- ყველაზე სულელურ კითხვას ვუსმევ ალბათ.
-იქაური საჭმელი არ მომწონს.- უხერხულად იშმუშნება ანა.- უგემურია, ისეთი შოკოლადის ბლინები მინდა დედა რომ აკეთებდა ხოლმე...
-ახლა გვიანია ბლინების გამოცხობა.- ვუღიმი პატარას.- მარკეტში შევიაროთ და რამე ვიყიდოთ კარგი ?
-კარგი.- მოღუშული მეთანხმება და ისევ ნარნარით აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას.
მისი ნაბიჯები მაფიქრებს.
ამ ბოლო დროს ზედმეტად სულელურ რამეებზე ვფიქრობ.
ნაბიჯი - წინ გადადგმული სვლა...
მაგრამ უკანაც ხომ იხევენ ადამიანები.
ადამიანი - რა არის ადამიანი ?
შესწორება : ვინ ?
-შოკოლადის ბულკი რომ არ აქვთ ?.- ანას ხმა მაფხიზლებს, გაკვირვებული ვიყურები სექციებს შორის და ვერც კი ვიაზრებ როდის შემოვედით აქ.- კოსტა შოკოლადის არ აქვთ.
-სხვა რომ ვიყიდოთ ?
-სხვა არ მინდა!.- ხელებს აჯვარედინებს და თავს აქეთ-იქით აქნევს.
-კარგი, სხვაგანაც ვნახოთ.- ვნებდები, თუმცა მასთან შებრძოლებაც კი არ მიცდია.
მეორე მარკეტამდე 4252 ნაბიჯს ვდგავთ.
შოკოლადის ბულკი ლურჯ, გაცრეცილ პარკში გვიდევს და სალაროსკენ მივიწევთ, რიგში ვდგებით. ვვოხრავ. საათს ვაკვირდები და ვვოგნდები როცა 09:51 ვხედავ.
ვაგვიანებ მე და აგვიანებს ანაც.
-ქიმიის საკონტროლო გვქონდა დღეს.- გოგონას მობეზრებული ხმა მესმის უკნიდან.- არ უნდა გაგვეცდინა.
-დროს დაჭერას მხოლოდ სულელები ცდილობენ სანდრა.- ნაცნობი ხმა ყურის ბარაბნებს ეხეთქება, ადგილზე ვხევდები, უცნაური ჟრუანტელი მივლის სხეულში და უკან სწრაფად ვბრუნდები.
წითელი პიჯაკი, თაფლისფერ თვალება გოგონა და მისი სკოლის უნიფორმა. თვითონაც მიყურებს, როგორც ჩანს მიცნო, სახე ისევ ისეთი თეთრი აქვს როგორც გუშინ ჰქონდა. მის მკლავებზე ჩამოყოლილ ძარღვებს ვაკვირდები და ვამჩნევ როგორ ფეთქავენ თითოეულნი.
-მაინც არ უნდა გაგვეცდინა.- ბურტყუნებს მისი სკოლელი გოგონა.
-შეგიძლია წახვიდე.- მობეზრებულად იქნევს ხელს და თვალს არ მაშორებს. მისი სკოლელი წამებშივე ტოვებს მარკეტს, ჩვენ კი ისევ უხმოდ შევცქერით ერთმანეთს.
-ანუ დროს დაჭერა შეუძლებელი ფაქტორია ?
-დიახ მე ასე ვფიქრობ.
-მაგრამ მისი განსაზღვრა ხომ შეიძლება ?
-თქვენ ჟურნალისტი ხართ ?.- მეკითხება წარბაწეული.- იქნებ რაიმე გამოკითხვას ატარებთ.
-არანაირად, მე უბრალოდ ჩვეულებრივი გამვლელი ვარ.
-მაგრამ ჩვეულებრივი კითხვები არ გაწუხებთ როგორც მათ.
-მე ფსიქოლოგიას ვასწავლი უნივერსიტეტში.
-არ მიკითხავს სად მუშაობთ.- იღიმის უცნაურად.- დროის განსაზღვრა შეგიძლიათ ?
-დიახ.
-და მაინც როგორ ?
-მე უბრალოდ მას მივყვები.
-თითოეული წამი იცით სად და როგორ უნდა გაატაროთ ?
-დიახ.
-მაგრამ გუშინ თქვენ სამსახურში დაიგვიანეთ ხომ ასეა ?.- მეკითხება გამომცდელად.
-დიახ.- სახე მეჭმუხნება.
-ასევე სახლშიც გვიან მიხვედით.
-დიახ.
-ახლაც აგვიანებთ, არა მარტო სამსახურში არამედ ბაღშიც.- მიმითითებს ანაზე რომელიც გაკვირვებული შემოგვცქერის ჩვენ.
-მართალი ხართ.- ვუქნევ თავს და ანას ხელს ვეჭიდები, სალაროსკენ მივიწევ და მოლარეს ვუახლოვდები. შოკოლადის ბულკს ატარებს და წამშივე ისმის წრიპინი.
-ეს სრულიად ნორმალურია.
-რა ?.- ვიხედები მისკენ.
-დაგვიანება.- მიღიმის მკრთალად.- ჩვენ ყოველთვის ვიგვიანებთ სადღაც. დროის გამოჭერა ყველაზე სულელური რამაა რაც კი შეიძლება ადამიანმა სცადოს.
ბაღის შენობას ვუახლოვდებით, ორ სართულიანი კრემისფერი შენობიდან ბავშვების წივილი ისმის, ისევ ვვოხრავ, დღეს უკვე მერამდენედ ვეღარც ვითვლი. ანას შოკოლადის ბულკს პატარა ვარდისფერ ჩანთაში ვდებ და გოგონას ხელში ვაჩეჩებ. მასთან ერთად შევდივარ შენობაში, წინ ჩამოყრილ ორიოდე კულულს თითებით ვიშორებ და ახალგაზრდა გოგონას ვესალმები.
-თქვენ მისი მამა ხართ ?.- მიმითითებს ანაზე.
-არა.- უარყოფის ნიშნად ვაქნევ თავს.- თუმცა მის გამოსაყვანად მე მოვალ
-ოთხი საათის შემდეგ ვიხურებით.- გაკვირვებისგან მცდება ოხვრა, ისევ. თავს ვუქნევ და ანას წინ ვიმუხლები.
-ხომ მართლა მოხვალ ?.- მეკითხება შეშინებული.
-ჰო, მოვალ.- ვუღიმი თბილად და მის ლოყას თითებით ვეთამაშები.
-კარგი, შეხვედრამდე კოსტა.- ხელს მიქნევს და ოთახიდან უჩინარდება.

*-*-*-*-*-*

-რა მოგწონს ?
-ფიქრი.
-რაზე ?
-ყველაფერზე.
-და მაინც ?
-ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე.

*-*-*-*-*

სკოლის მოსწავლესთან ერთად ვზივარ პარკში, ჩვენს წინ პატარა ასე ორიოდე წლის ბავშვები თამაშობენ, ვხედავ როგორ აყრიან ერთმანეთს გუნდებს.
-თითქმის ორი საათია ვსაუბრობთ, მე შენი სახელი არ ვიცი.
-აუცილებელია რომ იცოდე.
-ვფიქრობ დიახ.
-ვიოლა.
-უცნაურია.- ვუღიმი.- ვიოლა...
-და თქვენ ?
-კოსტა.
-მომწონს. რამდენი წლის ხართ კოსტა ?
-26-ის შენ ?
-18-ის.
-როგორი წარმოგიდგენია მომავალი ვიოლა ?
-თავის უფალი.

მესამე თავი - დედა

07 : 00
მაღვიძარა ისევ გამაყრუებლად იწყებს წრიპინს, საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ხელს ვაფათურებ და მის გამორთვას ვცდილობ. მისი წრიპინი აუტანლად მედება ყურის ბარაბნებზე, საწოლიდან ვიწევი და მაღვიძარას მთელი ძალით ვანარცხებ კედელზე. მესმის როგორ მიგორავენ პატარ-პატარა შურუპები იატაკზე და გაუცნობიერებლად მედება ღიმილი ბაგეებზე.
07 : 30
სამზარეულოში გაცრეცილი ჯინსის შარვლით ვდგავარ, დაბნეული შევცქერი მიქსერსა და დიდ ჯამს. ჯამის გვერდით მოქცეულ იგრედიენტებს ერთი ხელის მოსმით ვიღებ ხელში და მეორე მხარეს გადამაქვს. თითებით ვიფხან კეფას, ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი დაბნეული. წესით სამსახურში წასასვლელად უნდა ვემზადებოდე თუმცა...
თუმცა უკვე მესამედ ვარღვევ ქრონოგიურად შექმნილ გრაფიკს და შოკოლადიანი ბლინების გამოცხობას ვცდილობ.
-რას აკეთებ ?.- ხატიას ხმა მესმის უკნიდან, ნაბიჯების ხმით ვხვდები როგორ მიახლოვდება და ჩემს გვერდით დგება, გაკვირვებულ მზერას ავლებს მიქსერს და კვერცხს.
-ბლინების გამოცხობას ვცდილობ.- მხრებს ვიჩეჩ საცოდავად.
-კი მაგრამ სამსახურში არ უნდა მიდიოდე ახლა ?.- უფრო მეტად იკვირვებს ჩემი და.
-ჰო მაგრამ გუშინ ანას ძალიან უნდოდა შოკოლადიანი ბლინები.- ვიღიმი მკრთალად და კვერცს მთელი ძალით ვურახუნებ დანას.
-ასე არაფერი გამოვა.- ეცინება ხატიას.- კვერცხს თუ ასეთი ძალით დაამტვრევ რეალურად მაცივარში არცერთი აღარ დაგვრჩება.
-აბა რა ვქნა ?.- ვბრუნდები მისკენ.
-მომეცი აქ.- ხელს მიწვდის, მეც მაგიდიდან ახალ კვერცხს ვიღებ და ხელის გულზე ვუდებ. ვაკვირდები თუ როგორი სიფრთხილით ტეხს კვერცხს და როგორ მიედინება სითხე ჯამში.
ხატიასთან ერთად ვამზადებ ბლინებს, შოკოლადის ნატეხებს ჩუმ-ჩუმად ვიპარავ მაგიდიდან და ერთიანად ვსანსლავ, ხატია ღიმილით მაკვირდება, ვხვდები ეს ყველაფერი როგორ მოენატრა მას და როგორ მომენატრა მეც. პატარა ნაბიჯების ხმა ისმის, ორივენი კარებისკენ ვაბრუნებთ თავს. ანას აღუებული ტუჩ ცხვირი საყვარლად შესწითლებია, თითებით ისრესს თვალებს და მთქნარებით მოემართება ჩვენკენ.
-დილამშვიდობისა ანა.- იღიმის ხატია, მეც მეღიმება.
-დილამშვიდობისა.- ნამძინარევი ხმით ბურტყუნებს ანა და ჩემკენ იხედება, გაკვირვებული მათვალიერებს და ბოლოს ჩემს ხელებში მოქცეულ ჯამზე აჩერებს მზერას.
ვხედავ და ამასთანავე ვგრძნობ როგორი სიხარული ესახება სახეზე ანას, ცრემლიანი თვალებით მიყურებს და გაუცნობიერებლად უტყაპუნებს ხელებს ერთმანეთს.
-შოკოლადიანი ბლინები.- კივის საყვარლად და ჩემსა და ხატიას შუაში დგება, განცვიფრებული, ინტერესიანი სახით დასცქერის თუ როგორ დებს ცომში ხატია შოკოლადებს, პუტკუნა თითებს აპარებს მისკენ თუ არა ხატია მსუბუქად ჰკრავს თითებზე თითებს და პატარა მსუნაგს აჩერებს.
-ჯერ არა მსუნაგებო!.- ჩემკენაც აპარებს მზერას.
-მალე იქნება ?.- უკან დასდევს ანა ხატიას.
-მალე იქნება.- სიცილით უქნევს თავს ჩემი და. ზეთის ტკაცა ტკუცი ისმის, შხარუნზე ვხვდები როგორ იწვება ჩვენი ბლინები.- ახლა კი პატარა ქალბატონო თქვენს ოთახში შედით და ჩაიცვით, ბაღში ხართ წასასვლელი.- ანა სიხარულით მირბის ოთახისკენ. მეც ღიმილით ვაპარებ მისკენ თვალს.
-დედამისი არ შეგხმიანებია ?.- ვიხედები ხატიასკენ, უარყოფის ნიშნად აქნევს თავს და ნერვიულად ყლაპავს ნერწყვს.- ხატია!
-რა ?
-როდიდან მატყუებ ? ამ ბავშვის დედა სად არის ?
-სამკურნალოდაა!
-მატყუებ, ისევ!.- ვვხორავ, ფეხზე ვდგები და კარებისკენ მივიწევ.- ამაზე საუბარი ოდესმე მოგვიწევს და იცოდე მეორედ შენგან ტყუილს აღარ მივიღებ!
სამზარეულოდან გამოვდივარ, ჩემს ოთახში ვიკეტები და ტანსაცმელს დაუდევრად ვყრი საწოლზე.
პირველად მიჩნდება სურვილი შავი ფერი შევცვალო. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე კომფორტულად ვგრძნობდი შავ ფერში თავს თუმცა ახლა აღარ...
კარადას ვუახლოვდები, თითქმის მიუსავალი კუნჭულიდან ვიღებ მუქი ლურჯი ფერის შარვალსა და პიჯაკს.
შავი ფერი ისევ იცვლება...
###
ადამიანი გატეხილ ისარს გავს, ალბათ გიკვირთ რა კავშირი უნდა ჰქონდეს გატეხილ ისარს და ადამიანს...
თუმცა იმაზე მეტად გვანან ისინი ერთმანეთს ვიდრე წარმოიდგენთ.
გატეხილი ისარი არ მთელდება,
ისევე როგორც გატეხილი გულის გამთელებაა შეუძლებელი.

*-*-*-*-*-*

უნივერსიტეტიდან ვბრუნდები ერთ კვირაში უკვე მეორე გაფრთხილებას ვიღებ დაგვიანების თაობაზე.
ვიოლას სიტყვები მახსენდება :
"დროის გამოჭერა ყველაზე სულელური რამაა რაც კი შეიძლება ადამიანმა სცადოს."
ჰო შეუძლებელია დრო გავაჩეროთ, შეუძლებელია ის განვსაზღვროთ. ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ სადღაც, პატარა შეცდომას რომელიც ყველაფერს ურევს მათშორის დროსაც.
წვიმს, ჩემი ლურჯი პიჯაკი გაშავებას იწყებს, ნაბიჯს ვუჩქარებ და ბაღის შესასვლელს ვუახლოვდები. თითქმის ხუთი საათია, ვნერვიულობ, მეშინია იქნებ ჩემი პატარა ბაღში არ დამხვდეს.
ჰო "ჩემი"!
თავს უპასუხისმგებლო მშობელივით ვგრძნობ, კარებზე ვაბრახუნებ, მეორე მხრიდან ჩამი ჩუმიც კი არ ისმის,
ერთიანად მივლის უსიამოვნო ჟრუანტელი, პატარა მე უნდა წამეყვანა სახლში. მხოლოდ მე!
მობილურს ვეძებ, ჯიბეებს ანერვიულებული ვიხეკავ, თითებს შორის როგორც კი მკვრივ ზედაპირს ვგრძნობ მაშინვე ვიღებ ჯიბიდან და ხატიასთან ვრეკავ.
ვგიჟდები!
დრო საშინლად იწელება, მობილურში გაბმული ზუმერი ნერვიულად მედება სხეულზე, ქუჩაში ქაოსურად მოსიარულე ადამიანებს ვერევი, ვერც კი ვხვდები როგორ იწყებენ ჩემი ფეხები სირბილს, თითქმის ოთხ გაჩერებას გავდივარ ფეხით, ხატიას ყურმილში ვუყვირი, თვითონაც ვეღარ იკავებს თავს და მიკივის. ვხვდები ისიც სახლიდან გამოდის, კარების გაჯახუნების ხმა მესმის და ტელეფონიც წამშივე იწყებს დადუმებას.
გამოფენას ვუახლოვდები, ორ სართულიანი კაფის წინ ვჩერდები და გაუცნობიერებლად ვაკვირდები. აქოშინებული სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობ და დათვლას ვიწყებ. ვაკვირდები როგორ გადაადგილდებიან ფანჯრის მეორე მხარეს მყოფი ორი გოგონა მაგიდებს შორის. ღიმილით უმასპინძლდებიან კლიენტებს და ისევ დახლთან მიდიან.
"-მე მომწონს ის უცნაური მომენტი რომელიც ჩემს დაბნევას იწვევს.
-რატომ ? რა არის იმაში კარგი როცა დაბნეული ხარ ?
-იმაზე მეტს ფიქრობ ვიდრე საჭიროა.
-და ?
-ყველაზე მთავარი გავიწყდება. ის რასაც შეიძლება ეძებდე იმაზე მეტად ახლოს იყოს ვიდრე წარმოიდგენ."
კაფეს ვშორდები, დინჯი ნაბიჯებით მივიწევ პარკისკენ, გული გაორმაგებული ძალით იწყებს ფეთქვას, ფეხებში დავლილი სისუსტე მთლიან სხეულს ედება და მოცელილივით ვესვენები მიწაზე. მუხლებზე დაყრდნობილი ვაკვირდები მიწაზე განთხმულ კოკა კოლის ბოთლს და ვერც კი ვხვდები როგორი დაჟინებით ვაშტერდები მას.
სუნთქვას ვიწყნარებ, ფეხზე ვდგები და ისევ გზას ვაგრძელებ. პარკს ვუახლოვდები, გული ისევ იწყებს ფართხალს.
პირველი დარტყმა იმდენად ძლიერია ცოტაც ადგილს შემაქანებს.
მეორე დარტყმა ოდნავ მშვიდია თუმცა ისიც იწვევს ჩემი სხეულის შეტოკებას.
მესამე დარტყმა და პატარა ანგელოზის ყვირილი მესმის ჩემკენ რომ მოიწევს ხელგაშლილი.
მეოთხე დარტყმა - ვიოლას ვამჩნევ, გალუმპულს და შემცივნულს. ახლაღა ვაკვირდები ანას, სხეულზე წითელი პიჯაკი რომ შეუხვევიათ მისთვის.
მთელი ძალით ვიხუტებ ანას, მისი სისუსტის შეგრძნებისას კიდევ ერთხელ იწყებს ჩემი სხეული კანკალს. ხელშვი ვიყვან და გაუცნობიერებლად ვკოცნი შუბლზე.
შემეშინდა.
ჰო შემეშინდა...
-მადლობა.- ვჩურჩულებ გამტყდარი ხმით, ვიოლა გაკრეჭილი შემომცქერის, ვხედავ მის კანზე სიცივისგან დაყრილ ბუსუსებს.- მოდი.- ერთ ხელს მისკენ ვიწვდი და ველოდები როდის მომიახლოვდება.
ვიოლასაც ვიკრავ, მთლიანად ვისრუტავ...
-არ ვიცოდი როგორ მომეყვანა შენთან... მარტო იყო.
-ვიცი, დამაგვიანდა.- ვჩურჩულებ მე და ორივეს ძლიერ ვიკრავ სხეულზე.
მობილური გამაყრუებლად იწყებს წრიპინს, ხატიას ანერვიულებული ხმა ჩამესმის მეორე მხრიდან.

*-*-*-*-*-*

ანას ჩემს მკლავებში მოქცეულს სძინავს, ფრთხილად ვაწვენ საწოლში და საბანს ვაფარებ, სიცხისგან ოდნავ ბორგავს და ტუჩებს აცმაცუნებს. ოთახიდან გამოვდივარ, პლედში გახვეულ ვიოლას ვაკვირდები და მის წინ მდგარ სავარძელში ვჯდები.
-როგორ არის ?.- მეკითხება ხატია ნერვიული ხმით.
-სანამ ჩაეძინებოდა დედამისი მოიკითხა.
-ჰო...
-სად არის ?
-არ მოვა. აღარ მოვა.
-ვერ გავიგე ?.- ვკრთები, ოდნავ ვიწევი სავარძლიდან.
-ანა დედამ მიატოვა.

მეოთხე თავი - ანა

ჩაბნელებულ ოთახში, ანას საწოლის გვერდით იატაკზე ვზივარ, დაკვირვებით შევცქერი პატარას მთრთოლვარე წამწამებს და გაუცნობიერებლად ვითვლი თითოეულს. მისი შემხედვარე ვერ ვხვდები როგორ უნდა მიატოვოს დედამ ისეთი ანგელოზი როგორიც ანაა...
მხოლოდ ანა კი არა, იმას ვერ ვხვდები დედამ საკუთარი შვილი ასეთი ტკივილისთვის როგორ უნდა გასწიროს.
-კოსტა, შეიძლება ?.- კარების ჭრიალი და ვიოლას ხმა თითქმის ერთდროულად მესმის, უკან ვიხედები და ხელით ვანიშნებ მომიახლოვდეს. ვიოლა დინჯი ნაბიჯებით მოემართება ჩემკენ, გვერდით მიჯდება და ისიც ანას აშტერდება. ორივენი ერთდროულად ვვოხრავთ, წამიერად ვგრძნობ როგორ მექავება თითის ბალიშები და გაუცნობიერებლად ვუხახუნებ ერთმანეთს.
-დიდი მადლობა.- ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით ვეჩურჩულები ვიოლას, გოგონა ოდნავ იშმუშნება, ჩემკენ ტრიალდება და სახეზე მაკვირდება.- შენი აზრით შევძლებ ანასთვის კარგი მამობის გაწევას ?
-გინდა რომ ანა იშვილო ?.- კრთება ვიოლა. ვამჩნევ როგორ უთრთოლდება ტუჩის კუთხეები.
-ჰო მინდა, ძალიან მინდა.- თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე ვუქნევ თავს და ანასკენ ვიწევი, მის პატარა პუტკუნა თითებს ჩემსაში ვიქცევ და ნაზად ვკოცნი. მისი კანის შეხებისას ტუჩები წამიერად მეწვება, სწრაფად ვშორდები ანას და მის სახეზე ობლად ჩამოგორებულ სველ ბურთულას ვავლებ მზერას.- იწვის...- ვხავი განწირული ხმით და ვიოლასკენ ვტრიალდები.- მაღალი სიცხე აქვს.- ფეხზე ვდგები და კარებისკენ მივიწევ. ვგრძნობ როგორ მექაჩება ხელზე ვიოლა და ანერვიულებულს მსვავს სკამზე.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ სიცხე აქვს. აფთიაქში ჩავალ და წამალს ვიყიდი.- მიღიმის თბილად და ოთახიდან მოხდენილი მიხვრა მოხვრით გადის.
სკამიდან ვდგები, ანას გვერდით საწოლზე ვწვები და პატარას მთელი ძალით ვიხუტებ გულზე, ჯერ კიდევ ხატიას სიტყვები მიტრიალებს გონებაში. ანას პატარა მაჯებს ვუსრესს და შუბლზე მოწყვეტით ვკოცნი. მის მკლავზე ჩალურჯებას ახლაღა ვაკვირდები, ხატიას სიტყვები მჭახედ მეხეთქებიან გულზე.
"-რას ნიშნავს ანა დედამ მიატოვა ?.- გაკვირვებული ხმით ვკითხულობ და სავარძლიდან ვდგები, ხატიას ვუახლოვდები და მის წინ ვიმუხლები.- შენ არ თქვი უნდა იმკურნალოსო ?
-ჰო, ასე ვთქვი.- საწყლად მიქნევს თავს.- მაგრამ მოვიტყუე! ანას დედა ფსიქიკურად აშლილი იყო და სინამდვილეში არც ჩემი მეგობარი ყოფილა.
-მაშინ...
-ანას დედა ჩვენი პაციენტი იყო, თუმცა მკურნალობა შეწყვიტა და წავიდა. მისი ფსიქიკის ადამიანის მარტო დატოვება არ შეიძლებოდა ამიტომაც დრო და დრო მივდიოდით მასთან და ვაკონტროლებდით. ერთი კვირის წინ მივედი მათთან, სახლის კარები ღია დამხვდა და ოთახები კი თითქმის ქაოსში იყო გახვეული. ის ქალი არსად იყო ხოლო ანა კი... ანა მარტოდ მარტო იყო ჩაკეტილი ოთახში და ტიროდა. როცა ვნახე ნაცემი დამხვდა გესმის ? ის ქალი თავის შვილს სცემდა.
-როგორ ? როგორ აქამდე არ მითხარი ეს ?.- ვხავი გამწარებული და ფეხზე ვდგები.- რა საჭირო იყო ჩემი მოტყუება ? ან შენი აზრით ვერ მივხვდებოდი ადრე თუ გვიან ამ ბავშვის დედა რომ საერთოდ არ მოვიდოდა ?
-ვიცი, ვიცი...- ცრემლები მოსდის ხატიას.- მაგრამ ანა ჩვენთან ბედნიერი იყო... მეგონა, მეგონა რომ...
-გეგონა რომ ანას არ მივიღებდი ?.- ჩამწყდარი ხმით ვბუტბუტებ.- საერთოდ არ მიცნობ ?.- ვიხედები ხატიასკენ.
-ბოლო წლები ვერ გცნობდი კოსტა. მხოლოდ შენს სამსახურზე იყავი გადართული, ჭამის განრიგიც კი გათვლილი გქონდა... არავინ გაინტერესებდა.
-და ?.- ვყვირი ანერვიულებული.- შენი აზრით ისეთ პატარა, დაუცველ ადამიანს როგორიც ანაა გარეთ გავაგდებდი ?.- ხატია ადგილზე ქანდება, თავს დაბლა ხრის და ხელებში მალავს.- შენ რა მართლა ასე ფიქრობდი ?.- ხმა წართმეული ვხავი და ფეხზე ვდგები. ოთახიდან გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ. კედელს მთელი ძალით ვურტყავ მუშტს, ღრიალი მინდა თუმცა ჩუმად შევყურებ კედელს, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს ვგრძნობ თუ როგორი სიძლიერით მიცახცახებს მხრები."
-კოსტა ? კოსტა გესმის ?.- ვიოლას ხმა მაფხიზლებს, თვალებზე ხელს ვიფარებ და საწოლიდან ვიწევი.- წამლები მოვიტანე.- პარკზე მიმანიშმნებს და საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დებს.- სანამ ანას სძინავს წვნიანს გავაკეთებ კარგი ?
-კარგი.- ემოციებისგან გადაღლილი ვუქნევ თავს და ისევ ანას გვერდით ვეცემი საწოლზე.

*-*-*-*-*-*

სტუდენტების ნაშრომებს ვასწორებ, ცალი თვალით ისევ ანასკენ ვიყურები და მის თითოეულ გამოძრავებას ყურადღებით ვაკვირდები. ფურცლების დასტას წყრომით ვავლებ მზერას, გვერდით ვწევ და ფეხზე ვდგები, გადაღლილი თვალებს ვიფშვნეტ და სამზარეულოში გავდივარ ფეხშიშველი.
ოთახიდან საოცარი სურნელი გამოდის, ვიოლა ღიმილით შემომცქერის და ჩამჩას კმაყოფილი სახით ატრიალებს ხელში. ახლაღა ვაკვირდები გოგონას ტანზე მიკრულ მაისურს და კაბას.
-გაცივდები.- მივუთითებ თითქმის გამშრალ ტანისამოსზე და დინჯი ნაბიჯებით მივიწევ მისკენ.- ოთახში შედი და გამოიცვალე, კარადაში რაიმე თბილი იქნება.
-არ მინდა, თითქმის გაშრა.
-კარგი როგორც გინდა.- უემოციოდ ვავლებ მზერას და ქვაბისკენ მივდივარ.- გემრიელი ჩანს.
-დედას რეცეპტითაა მომზადებული.- უხერხულად იშმუშნება და სკამზე ჯდება, წამიც არ არის გასული ცემინების ხმა რომ მესმის, მისკენ ვბრუნდები და ხელებს ვიჯვარედინებ.
-ჩემს ოთახში საწოლზე ლურჯი მაისური დევს, შედი და გამოიცვალე.- კარებისკენ მივუთითებ, ვიოლა სწრაფი ნაბიჯებით გადის ოთახიდან.
ცემინების ხმა ისევ და ისევ მეორდება.
მეღიმება.
სამზარეულოში მარტო დარჩენილი ცხელი შოკოლადის მომზადებას ვიწყებ, მაცივარში დარჩენილ შოკოლადის ბლინებს ვპოულობ და მაგიდაზე ვდებ. ის ისარის მობრუნებას ვაპირებ მთელი ძალით რომ მეხვევიან ხელები წელზე.
ვშეშდები.
ადგილზე ვიყინები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ.
ვგრძნობ როგორი სისწრაფით ფეთქავს ჩემზე მოხუტებული ადამიანის გული. ჩემთვის ნაცნობ თითებს დავცქერი და მეღიმება.
-მაპატიე.- მესმის ხატიას ტირილნარევი ხმა უკნიდან. კისერზე მაწებებს ცრემლიან ტუჩებს და რაღაცას ბუტბუტებს.- მაპატიე გემუდარები.
-ხატია...
-ვიცი რომ სულელი ვარ.- ეცინება ცრემლიანად.
-კარგია თუ იცი.- ხელებს ვაშვებინებ და მისკენ ვბრუნდები, მთელი ძალით ვიხუტებ გულზე და შუბლზე ვკოცნი.- ჩემი სულელი გოგო.
-ხომ მაპატიებ ?
-ჰო, ჰო.- ვუღიმი თბილად და ოთახში შემოსულ ვიოლას ვაკვირდები.
პირველად აღვიქვამ ვიოლას ქალად...
ჰო ქალად, მიმზიდველ, ჩამოყალიბებულ ქალად და არა სკოლის მოსწავლე ბავშვად.
ვიოლას მკლავებში მომწყვდეული ანა მიბნედილი თვალებით შემოგვცქერის და გვიღიმის.

*-*-*-*-*-*

ცხოვრებაში არის "წამი"
წამი რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი.
წამი როდესაც პირველად ვუსწორებთ ვიღაცას საბანს
წამი როდესაც პირველად ვკოცნით მძინარეს შუბლზე
წამი როდესაც პირველად გრძნობ უამრავ ემოციას.
წამი როდესაც...
როდესაც...
გიყვარს!

*-*-*-*-*-*

დილა.
საათი არ ვიცი,
ჰო აღარ ვიცი. საათი საწოლის კუთხეში აგდია, ერთადერთი რაც საწოლიდან ადგომას მაიძულებს ოთახში შემოხწეული მზის სხივებია. ანას ჩემს საწოლში, ჩემივე საბანში გახვეული სძინავს. სითბოსგან ლოყები ასწითლებია და მთელი ძალით ჩაუბღუჯავს ხელებში საბანი.
სამზარეულოდან ხმები მესმის,
ისევ დინჯად ვუახლოვდები მათ. ვიოლა ისევ თავის სკოლის ფორმაში გამოწყობილი მხვდება.
-მიდიხარ ?.- ვუღიმი მკრთალად. ვიოლა მხოლოდ თავს მიქნევს და ჩემკენ მოემართება.- დამელოდე და წაგიყვან კარგი ?
-არ არის საჭირო...- უხერხულად მიყურებს თვალებში.
-დამელოდე.- ვუღიმი ისევ. ოთახში ვბრუნდები, ჯინსის შარვალს და შავ მაისურს სწრაფად ვიცვამ და ოთახიდან გამოვდივარ.
კიბეებს უხმოდ, უსიტყვოდ ჩავდივართ, სადარბაზოს კარებთან ვჩერდები და ვიოლას ჩემკენ ვქაჩავ.
-რა...- დაბნეული აცეცებს თვალებს ვიოლა.
-ძალიან, ძალიან მომწონხარ ვიოლა.- ვებუტბუტები ყურთან ახლოს და ხელებს მთელი ძალით ვუჭერ თეძოებზე. ვიოლა კრთება.
მე კი ქრონოლოგია ისევ მერევა.
მგონი ვაგვიანებთ მაგრამ მომწონს მისი ბაგეები ჩემსას რომ ეხება.


-დასასრული-


*-*-*-*-*

ჩემთვის ეს ისტორია ძალიან უხდება წვიმიან ამინდს,
ძველი ისტორიით შეგახსენებთ თავს ^^
იმედი მაქვს მოგეწონებათ (ახალ მკითხველს) kissing_heartскачать dle 11.3




№1  offline მოდერი Maiaabuladze

ნუ რა ვქნა რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მომბეზრდება ❤ ყოველთვის თავიდან ამიყვარდები შენი გმირებიანად ❤

 



№2  offline მოდერი TeddyBear

Maiaabuladze
ნუ რა ვქნა რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მომბეზრდება ❤ ყოველთვის თავიდან ამიყვარდები შენი გმირებიანად ❤

ჩემო სიყვარულო, ძალიან დიდი მადლობა ❤
ძალიან, ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤

 



№3 სტუმარი Guest badgirl

ძალიან კარგი იყო ისე მომეწონა სიტყვებიც ზედმეტია, ყოჩაღ

 



№4  offline მოდერი TeddyBear

Guest badgirl
ძალიან კარგი იყო ისე მომეწონა სიტყვებიც ზედმეტია, ყოჩაღ

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

 



№5  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუ როგორ მიყვარხარ მე შენ ხომიციარა!
გვიან ვნახე მაგრამ ისე გამიხარდა შენი სიახლის ნახვა
მარიამ უბრალოდ მაფანატებს შემს მოთხრობებზე!

 



№6  offline მოდერი TeddyBear

LuckyGirl
აუ როგორ მიყვარხარ მე შენ ხომიციარა!
გვიან ვნახე მაგრამ ისე გამიხარდა შენი სიახლის ნახვა
მარიამ უბრალოდ მაფანატებს შემს მოთხრობებზე!

ჩემო სიყვარულო,
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.
მიყვარხარ მე შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent