შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთელაურო (თავი მეცხრე)


28-09-2017, 21:32
ავტორი ელპინი
ნანახია 1 045

ქეთელაურო (თავი მეცხრე)

და მაშინ,როცა ცის კამარაზე მზის სხივებმა ამოჭრა,ეს ყოველივე მოასწავებდა დღევანდელი დღის ბედნიერებას,ვერ გეტყვით ყველასთვისთქო,მაგრამ ორი ადამიანისთვის კი,ნამდვილად.
ალბათ,მიხვდით ვინ არის ეს ორი ადამიანი.
დიახ,ჩემი და თქვენი ცოტნე და ქეთა.
ადამიანი მაშინაა ყველაზე ბედნიერი,როცა სიყვარული ეწვევა.ხოდა ასე იყო ახლა ქეთაც,მაგრამ ჯერ მის გრძნობებში არ იყო დარწმუნებული.გუშინდელი შეგრძნებებისგან გაბედნიერებულს,ძილშიც კი ეპარებოდა ბაგეზე ღიმილი.
დილა პოზიტიურად დაიწყო,ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ სააბაზანოში შევარდა.იქედან გამოსულმა კი პირდაპირ ტანსაცმელებს მივარდა და ერთი საათი არჩევდა,რა ჩაეცვა.ცოტნემ უთხრა გუშინ:უნივერსიტეტთან გამოგივლი და სადმე წავიდეთ-ო.მაინც,როგორაა ქალის ბუნება მოწყობილი.უნდა ყველაზე ლამაზი იყოს საყვარელი მამაკაცის ხილვისას,ამიტომაც ბოლოს,ქეთამ მაკას დაუძახა და მაკამაც არ დააყოვნა შემოსვლა
-დედა,ტანსაცმელი რა ჩავიცვა ამარჩევიე,რა-საწოლზე გადაწვა ქეთა და მწუხარე ხმით ამოთქვა.
-ქეთა,კარგად ხარ,ხო?როდის მერეა მე მეუბნები მაგას?-სიცილით ლაპარაკობდა მაკა.
-დედაა-გაბრაზებულმა წამოიყვირა ქეთამ.
-კარგი,ხო-მაკამ დანებებულმა ასწია ხელები,სათვალე ცხვირზე დაიკოფსა და ტანსაცმლის ძებნას შეუდგა.
-ქეთა,ეს ატმისფერი კაბა რომ ჩაიცვა?-კაბა კარადიდან გამოიღო და ქეთას დაანახა.ჩვეულებრივი სადა კაბა იყო ერთიანი,ზემოთ პერანგის სტილში,წელზე რეზინით და ქვემოთ გაშლილი.
-დედა,შენ ზე დედა ხარ მსოფლიოში.ეგ როგორ ვერ ვნახე აქამდე და ფეხზე?-ლოგინიდან წამოხტა ქეთა და კაბა ტანზე მიიდო,სარკეში ჩაიხედა და თვალები გაუბრწყინდა,მოეწონა ძალიან.
-ატმისფერი ბოტასებიც,ხო გაქვს?თან,ამას მოუხდება ბოტასი-კარადაში ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო მაკამ და მალევე მიაგნო,იმდენი ფეხსაცმელი ჰქონდა ქეთას ფერებად ჰქონდა დაწყობილი,რომ არ დაკარგულიყო ძებნაში.
-პერფექტო,რა-მაკას აკოცა ლოყაზე ქეთამ და გამოსაცვლელად გავიდა.
-კარგი,წავედი მე,ქეთა-კარებში ნახევრად გასულმა მოაძახა მაკამ.
ქეთამ მის თავს სარკეში,რომ შეხედა კმაყოფილი დარჩა,იმავე ფერის ჩანთა გადაიკიდა მხარზე და პირველ სართულზე ჩავიდა.
-დილამშვიდობის,ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ-ტრადიცია ისევ არ დარღვეულა და ქეთაც მხიარულად ჩამოჯდა სკამზე.
-მა,დღეს ბედნიერი ჩანხარ,როგორი ლამაზი,თან.რამე ხდება?-დაეჭვებულმა ჰკითხა მერაბმა შვილს.
-რავი,მა.არც არაფერი,ისე უბრალოდ-მხრები აიჩეჩა ქეთამ გაკვირვების ნიშნად.
მალევე მორჩა საუზმობას და უნივერსიტეტისკენ გაემართა.
უაზროდ გადიოდა დრო ლექციებზე და ქეთაც მოღუშული სახით იჯდა.გოგოებს ყველაფერი მოუყვა და ლამის,ცეკვა დაიწყეს შუა ლექციაზე.
როგორც იქნა მოვიდა ორი საათიც და დაუმთავრდა ლექციები ქეთას.
უნივერსიტეტიდან გადიოდა ისევ იდიოტი თორნიკე,რომ გამოეკიდა
-ქეთა,გამარჯობა,როგორ ხარ?-გვერდით დაუდგა ქეთას და გაუღიმა.
არ ესიამოვნა ქეთას მისი ღიმილი და ზიზღის შეგრძნების გარდა,არაფერი გამოუწვევია.
-გაგიმარჯოს,თორნიკე-ძალით ღიმილით გაუღიმა ქეთამ.
-როგორ ხარ,აბა?რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ უნივერსიტეტში?-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო ბიჭმა და ქეთას გვერდით მიყვებოდა.
-ნორმალურად,პრობლემების გამო არ დავდიოდი-უხეშად და მომაბეზრებლად უპასუხა ქეთამ.
-და ეს პრობლემა,დიადი ცოტნე ცოტაშვილია,ხო?-ირონიულად უპასუხა თორნიკემ
-ვხედავ გათამამებულხარ,ბოლოს გითხარი,რომ შენთვის არ მეცალა და რაშია საქმე?-წარბაწევით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ თორნიკეს ქეთამ.
-არც არაფერში,მეტად მომწონხარ ახლა,შეიძლება მიყვარხარ კიდეც-გაუღიმა თორნიკემ და ხელი ქეთას თმისკენ წაიღო.
-რას აკეთებ?ახლავე მომშორდი,ხო არ გაუბერე შენ?-ხელი ჰკრა ქეთამ თორნიკეს და უნივერსიტეტის შუა ეზოში გაბრაზებული ეჩხუბებოდა,ყველას ყურადღება მიიქციეს და სტუდენტებმა წრე შეკრეს მათ ირგვლივ.
ცოტნეც იქვე იდგა და გოგოს ყვირილში ქეთას ხმა,რომ ამოიცნო მაშინვე მათკენ წავიდა.
-აჰა,მოვიდა შენი პრინცი-ტაში დაუკრა თორნიკემ ქეთას და ცოტნეს.
-ქეთა,რა ხდება?-ცივი სახით უყურებდა ცოტნე ქეთას და გოგოს შიშისგან ფეხები მოეკვეთა ლამის.
-არაფერი,ცოტნე.წავიდეთ,რა-ხელზე ხელი დაადო ქეთამ ცოტნეს და დამთბარი ხმით უთხრა.
-ვაიმე,ჩიტებო,რა დღეში ხართ?-ირონიულად იცინოდა თორნიკე.
ცოტნე მისკენ წავიდა და სახის პირისპირ დაუდგა.
-გაწუხებს რამე?-წარბები შეჭმუხნა ცოტაშვილმა და ხელი მუშტად შეკრა.
-ვინ ჩემი ფეხები ხარ რამე,რომ აგიხსნა?-ხელების გაშლა დაიწყო თორნიკემ.
-პატარა ბიჭუკელა,მომისმინე,წესიერად ილაპარაკე სანამ საღსალამათს გიყურებ-კბილებში გამოსცრა ცოტნემ.
-ტ***ში არავის გაე**ო-ხელი ჰკრა თორნიკემ ცოტნეს და ეს უკვე მოთმინებაზე მეტი იყო ცოტნესთვის.მუჭი სახეში გაუქანა და ძირს დააგდო საწყალი ბიჭი.
-ცოტნე,შეეშვი,გაანებე თავი-პერანგზე ეჯაჯგურებოდა ქეთა ცოტნეს.
-მე შენ განახებ ფეხებს ვინაა-გამწარებული ურტყამდა ცოტნე.
-ცოტნე,დაიცლება ასე სისხლისგან-ირგვლივ ხალხი შეკრებილიყო და "სანახაობას" რ ცოტნეს სახელს გაიძახოდა და ზოგი თორნიკეს.
როგორც იქნა გაანება ცოტნემ თავი,ქეთას ხელი მოკიდა და მანქანისკენ წავიდნენ.მაჯაზე უჭერდა ხელს და ტკივილისგან სახე დამანჭვოდა ქეთას.
-ცოტნე,მეტკინა-ტკივილით ამოიკრუსუნა ქეთამ.
ცოტნემ ხელი გაუშვა,დამწუხრებული სახით შემობრუნდა ცოტნე უკან
-მაპატიე,ქეთა.არ მინდოდა,ნერვებს ავყევი.
ქეთამ აცრემლებული თვალები ხელით მოიმშრალა და ამოისრუტუნა.
-ქეთა,ოღონდ ჩემს გამო არ იტირო,რა.მაპატიე,ქეთა.ფუუ,რა
სი*ი ვარ-ცოტნემ მანქანას მუშტი დაარტყა და თავზე ხელები მიიჭირა.
-კარგი,ცოტნე,არაუშავს-მხარზე ხელი დაადო ქეთამ და მისკენ მოაბრუნა.
-როგორ არა,ქეთა.უშავს ძალიან,მე გატკინე და ჩემს გამო იტირე.როგორ ვაპატიო ეს ჩემს თავს-თვალებზე ხელი მიიჭირა ცოტნემ და მანქანას მიეყრდნო.
-ცოტნე,ახლა თუ არ გაჩერდები,იმის გამო გეჩხუბები რაც უნივერსიტეტის შუა ეზოში გააკეთე და სალაპარაკო თემა მოუმატე ამ ჭორიკანა ხალხს-მშვიდი ხმით ლაპარაკობდა ქეთა,მაგრამ გაბრაზება მაინც ეტყობოდა ხმაში.
-წამოდი,წავიდეთ-კარი გაუღო ცოტნემ ქეთას,მანქანას მოუარა და თვითონაც ჩაჯდა.
-სად მივდივართ?-ინტერესით ჰკითხა ქეთამ ცოტნეს.
-სად გინდა შენ?-ცოტნემ ღიმილით გახედა ქეთას.
-რავი,ნებისმიერ ადგილას-მხრები აიჩეჩა ქეთამ.
-მაშინ წავიდეთ ბარში და ჩემს ძმაკაცებსაც გაგაცნობ.რას იტყვი,თანახმა ხარ?-ხელზე ხელო დაადო ქეთას და შენიშნა როგორ დაუბუსუსდა კანი.
-კი,რატომაც არა-დაეთანხმა ქეთა ცოტნეს და ბარის გზას დაადგნენ.
იცოდა ცოტნემ თორნიკე და საბა იქ რო იქნებოდნენ,სხვას მაინც არაფერს აკეთებდნენ.
მალევე მივიდნენ და ცოტნემ "თავისი და ბიჭების" მაგიდისკენ წაიყვანა ქეთა.
-სალიამი ბრატებო-თორნიკეს "გოგოს" იმიტაცია გააკეთა ცოტნემ და სამივე ახარხარდნენ.
-შენს ძმობას ვფიცავარ მაგრად გამოგდის,რა-სიცილისგან ძლივს ითქვამდა სულს საბა.
-გამარჯობათ-ცოტნეს უკან იდგა ქეთა და მისი წკრიალა,ნაზი ხმით მიესალმა ბიჭებს.
-ვაა,შენ ხარ ქეთა,ტო?გერლ იუ არ ვერი ფრეთი-მოტეხილი ინგლით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ქეთა გადაკოცნა მეგობრულად.
-ძევოჩკა კრასავიცა ტი მნე ულიბაეტსია,რძა....რა ლამაზი ხარ.აი,თუ არ აქვს ძმაკაცს გემოვნება-ქეთა დაატრიალა საბამ და სიცილით წაიმღერა სიმღერა.ქეთას ეუცნაურა საბას ბოლლ სიტყვები,მაგრამ არაფერი შეუტყვია,თბილად შეხვდა ბიჭებს.
-ნუ დააფრთხობთ ახლა პირველივე ნახვაზე-ბიჭებს შეუღრინა ცოტნემ.
-აუ,ეს ლოდი რით ვერ გალღვა-ხელი ჩაიქნია თორნიკემ.
-როდის იყო მე ვინმეს ვაფრთხობდი ჩემო ცხოვრებავ-თვალები სასაცილოდ ააფახულა საბამ და ცოტნეს კალთაში ჩაუხტა,ქეთა ლამის გადააგდო სკამიდან.
-საბა,თუ არ აა*ამ ახლა,სიფათს მიგინგრევ-წარბები შეჭმუხნა ცოტაშვილმა.
-უიმე,კაი,ხო-წამოხტა საბა და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა.
ამდენი ხანია ასე კარგად ჯერ არ უცინია ქეთას და გამხიარულებულა,მართლა პოზიტიური ბიჭები იყვნენ ცოტნეს ძმაკაცები და ასეთი მხიარული ცოტნე აქამდე არ ენახა,გაოცებულიც კი იყო.
გვერდიგვერდ ისხდნენ ქეთა და ცოტნე,მოულოდნელად ქეთას მუხლისკენ წაიღო ცოტნემ ხელი და დაადო,ქეთას კანი აეწვა,თითქოს დაუშანეთეს ის ადგილი და თვალებგაფართოებულმა გახედა ცოტნეს,ჩაახველა,ცოტნე კი ხელს დაასრიალებდა ქეთას ფეხზე.
-ისა,უკაცრავად,გავალ ორი წუთით-ბოდიში მოიხადა ქეთამ და საჩქაროდ გავიდა საპირფარეშოსკენ ცოტნესგან თავის დასაღწევად,მაგრამ ვინ აცადა თავის დაღწევა.ცოტახანში ცოტნემ საპირფარეშოში შეაკითხა და კარები გადაკეტა.
-აბა,სად გარბოდი ქეთელაურო?-ქეთასკენ წაიწია და ხელი ლოყაზე დაადო.
-ამმ,მე ისა,არსად-დაბნეული ლაპარაკობდა ქეთა,უფრო სწორად ბლუკუნობდა.
-მე რას გამომაპარებ-სიცილით თქვა ცოტნემ.
მეორე ხელი წელზე შემოჰხვია
-ცოტნე,რას აკეთებ?-მკერდზე ხელი ოდნავ ჰკრა ქეთამ,მაგრამ იმდენად სიამოვნებდა,სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა.
ტუჩებით ქეთას კისერს შეეხო ცოტნემ და ნელ-ნელა ყბისკენ მიიწევდა,კოცნიდა და მთლიანად გააბრუა ქეთა და მოწყვიტა ამქვეყნიერებას,ერთმანეთს შეერწყა მათი ტუჩები და კოცნიდნენ,ისე როგორც არასდროს,ახლა ორივე გრძნობდა იმას,რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ.
-სირცხვილია,ცოტნე ბიჭებთან-ქეთა ცოტა ხნით მოსწყდა ნეტარებას,მაგრამ ვინ აცადა,არ ასვენებდა ცოტნეს და ვერ ძღებოდა ქეთათი.
კოცნიდნენ ისე როგორც არასდროს და ახლა ორივე გრძნობდა იმას,რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ.მიხვდა უკვე ცოტნე,რომ ამ პატარა გოგომ სულ ცოტა ხანში მოახერხა მისთვის თავის შეყვარება და ააცერცეტა ამხელა კაცი.
ძლივს მოსწყდნენ ერთმანეთს და დაუბრუდნენ რეალობას ორივე.
-მმმ,რა ტკბილი ხარ-ენა ტუჩზე გადაისვა ცოტნემ და ერთხელ მსუბუქად აკოცა კიდევ ქეთას.
-ცოტნე,სირცხვილია.რეებს მიკეთებ და რას მმართებ?ცოტა ხნის წინ ვწყვეტდით ერთმანეთს და ახლა?ახლა სხვანაირადაა ყველაფერი-დამწუხრებული ხმით ლაპარაკობდა ქეთა.
-და ასე დამწუხრებული იმიტომ ამბობ,რომ არ გსიამოვნებს და არ გინდა?ვერ მიტან და გინდა მოგშორდე,არა?ისევ გინდა ვიჩხუბოთ?-ცოტნემ სხვანაირად გაიგო ქეთას ნათქვამი და წამში აფეთქდა.
-არა,ცოტნე მე ეს არ მითქვამს,ცუდად გაიგე-თავი გააქნია უარყოფის ნიშნად ქეთამ.
-რა გავიგე ცოტნე ცუდად,რაც თქვი ის გავიგე-გაბრაზება შეჰპარვოდა ხმაში ცოტაშვილს.
-კარგი,თუ არ გინდა სწორად გაგება იფიქრე ეგრე,მაგრამ შენც ხო იცი,რომ არასწორი ხარ და დარმწუნებული ვარ,ძალიან კარგად ხვდები და ხედავ რა მემართება როცა უბრალოდ ახლოს დგახარ ჩემთან.ხელი მომეცი და დაგიმტკიცებ შენს არასწორ აზრს-ცოტნეს ხელი აიღო ქეთამ და გულზე მიიდო.
-გესმის?გესმის ჩემი გული როგორ ფეთქავს შენი ასე ახლოს ყოფნის დროს?კანს შეხედე და ნახე როგორი დახორკლილია შენი შეხებებისგან.
მიხვდა ცოტაშვილი,წამიერი აფეთქება იყო ეს და არასწორად იფიქრა.
ტუჩებზე ეცა ქეთას და ახლა უფრო მეტი გრძნობებით კოცნიდა.
მეტი ემოციებით.
მეტი სიყვარულით.
მეტი ცოტნე და ქეთა სამყაროს.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest თაკო

ყველაზე კარგი საჩუქარი დაბადების დღეზე მიყვარხარ და მიხარია რომ არსებობ და მა მოთხრობას წერ ახალ თავს ველი

 



№2  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
ყველაზე კარგი საჩუქარი დაბადების დღეზე მიყვარხარ და მიხარია რომ არსებობ და მა მოთხრობას წერ ახალ თავს ველი

მიხარია თუ ასე ძალიან გაგახარე❤მეც მიყვარხარ,ვგიჟდები შენზე და შენი კომენტარები არ მაძლევს უფლებას წერა შევწყვიტო❤
ხვალ იქნება ახალი თავი,სავარაუდოდ❤
მადლობა ძალიან დიდი❤❤

 



№3 სტუმარი Guest თაკო

ამათ ვენაცვალე მე ესნი თუ გატკბნენ და დამილაგდნდნ რაღა მომკლავს ოღონდ ერთი თხოვნა მაქ სხვა მოთხრობებში როა ვისი დაქალი ვისი ძმაკაცის შეყავრებულია რო ვერ გაუგიათ ეგრე არ ქნა და ეს ქეთას დაქალები ცოტნეს ძმაკაცებს არ შეაყვარო

საუკეთესო საჩუქარი დაბ დღეზეეეეე ეს რამის გამომჩა

მეორე კომენტარამა არ ვიცი გაჭედა თუ რა ეტაკა ხო და კაია თუ ხვალ იქნება

 



№4  offline მოდერი ელპინი

Guest თაკო
ამათ ვენაცვალე მე ესნი თუ გატკბნენ და დამილაგდნდნ რაღა მომკლავს ოღონდ ერთი თხოვნა მაქ სხვა მოთხრობებში როა ვისი დაქალი ვისი ძმაკაცის შეყავრებულია რო ვერ გაუგიათ ეგრე არ ქნა და ეს ქეთას დაქალები ცოტნეს ძმაკაცებს არ შეაყვარო

საუკეთესო საჩუქარი დაბ დღეზეეეეე ეს რამის გამომჩა

მეორე კომენტარამა არ ვიცი გაჭედა თუ რა ეტაკა ხო და კაია თუ ხვალ იქნება

არა,ბრაზილიურ საგას ნამდვილად არ ვაპირებ :დდდდ
მადლობა დიდი❤❤

 



№5  offline წევრი modemodka

ჩემი ორი♡♡♡♡♡♡

 



№6  offline მოდერი ელპინი

modemodka
ჩემი ორი♡♡♡♡♡♡

❤❤❤❤ჩემო გოგო

 



№7  offline წევრი tatiko.1995

მმმმ რა კარგი იყო

 



№8  offline მოდერი ელპინი

tatiko.1995
მმმმ რა კარგი იყო

უიიჰ,მადლობა დიდი❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent