შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მედიცინა - ეს ყველაფერია! (სრულად)


29-09-2017, 19:59
ავტორი ლიდია
ნანახია 1 259

მედიცინა - ეს ყველაფერია! (სრულად)

თავი 1
ემილი დილით ადრე ადგა. ჩვეულებრივ დღეებში 9-ზე დგებოდა სკოლის გამო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი დღე არ იყო, თანაც მან საშუალო სკოლა უკვე დაამთავრა! 100%-იანი სტიპენდია აიღო და დღეს, სწორედ იმისთვის ადგა დილის 5 საათზე, რომ თურქეთში, ჩანაკალეში, სამედიცინო ბანაკში გამგზავრებულიყო 3 თვით, იქ რეზიდენტობას გაივლიდა, შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა და საავადმყოფოში დაიწყებდა მუშაობას, გაივლიდა ორდინატობას და გახდებოდა ზოგადი ქირურგი, კურატორი და თუ კარგად იმუშავებდა ქირურგიის უფროსიც კი!
ემილი სააბაზანოში შევიდა და იბანავა, როდესაც ტანს იმშრალებდა სარკეში ჩაიხედა, დაინახა 18 წლის უკვე ზრდასრული, 1.70 სიმაღლის, გრძელი მუქი-ქერა თმით, ოდნავ უშნო ცხვირით, დიდი ვარდისფერი ტუჩებით გოგონა, რომელსაც იმდენად დიდი და ლამაზი თვალები ჰქონდა, ყველად დაატყვევებდა. ემილის დაბადებიდან ჰეტეროქრომიის სინდრომი ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს რომ მისი ერთი თვალი ცისფერი იყო, ხოლო მეორე თაფლისფერი. ზოგი ამას სიმახინჯედ მიიჩნევს, მაგრამ ემილის სახეზე დაყრილი ჭორფლი და ასეთი თვალები ერთმანეთს ძალიან უხდებოდა.
ემილის არასოდეს ყოლია შეყვარებული და ეს არც ადარდებდა, იყო შემთხვევები როდესაც რამოდენიმე ბიჭს მოსწონდა ან პირიქით, მაგრამ სიტუაცია სერიოზული არასოდეს ყოფილა. სიყვარულზე ბევრს არც ფიქრობდა რადგან მას ყურადღება მხოლოდ მედიცინაზე ჰქონდა გამახვილებული, უნდოდა კარიერა აეწყო და მომავალში ნიუ-იორკში ძალიან დიდი სახლი ეყიდა!
ემილი სააბაზანოდან გამოვიდა, მაღალწელიანი ჯინსის შარვალი და მოკლესახელოებიანი სერი ფერის მაიკა წარწერით „NY, uptown girl” ჩაიცვა. თმები მაღლა აიწია და შეიკრა. დედა გააღვიძა, ორივემ ერთად ისაუზმა, ხოლო შემდეგ ორი დიდი ვარდისფერი ჩემოდანი ემილი ოთახიდან ჩამოიტანა.
-ძვირფასო დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი ჩაალაგე? სულ რაღაც 5 წუთში ტაქსი მოვა.
-კი დედა, აბსოლუტურად ყველაფერი ჩავალაგე. არაფერი დამვიწყნია.
-ემ ძალიან მომენატრები ჩემო ლამაზო! იცოდე კარგად ისწავლე!
-მეც დე! რათქმაუნდა, ბანაკში მაგისთვის მივდივარ.
-ხო მაგრამ, თუ ვინმეს გაიცნობ... ბიჭს ვგულოსხმობ... მომიყევი მის შესახებ..
-არანაირი ბიჭი დედა!
-კაიკაი, დროა წახვიდე -ემილი დედას ჩაეხუტა და ტაქსიში ჩაჯდა, აეროპორტში მისვლას დიდი დრო არ დასჭირვებია.
თვითმფრინავში ემილი წიგნს კითხულობდა. ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და დროის უმეტეს ნაწილს ამაში ატარებდა.
როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, ტაქსით იმ ადგილას მივიდა სადაც დაიბარეს, ეს იყო 5სართულიანი სახლი. ემილის ჩათვლით იქ 20 ბავშვი იყო. 10 გოგო და 10 ბიჭი, ყველა ოთახებში გაანაწილეს.
-გოგონები 1 სართულზე, ხოლო ბიჭები მეორეზე. მესამე სართულზე არის ბუფეტი, ტრენაჟორები და ვიდეოთამაშები. მეოთხეზე ლაბორატორია სადაც დროის უმეტეს ნაწილს გაატარებთ. ხოლო მეხუთე სართულზე შევიკრიბებით ხოლმე როცა ეს საჭირო იქნება. ხვალ დილის 7 საათზე თითოეული თქვენგანი მეხუთე სართულზე იქნებით. დღეგამოსებით იმეცადინებთ. ზეგ დასვენებაა, მაზეგ ისევ მუშაობის დღე და ა.შ. დასვენების დღეებში წახვალთ სადაც გინდათ და რამდენი ხანიც გინდათ. ახლა კი ყველა თავის ოთახში წავიდეს. - თქვა ანჯელამ,რომელიც ბანაკის ხელმძღვანელი გახლდათ. მისი ხმის ტონით და გამოხედვით თუ ვიმსჯელებდით წინ ადვილად გასავლელი 3თვე არცერთს არ ელოდა!
ემილიმ ვერავის გაცნობა მოასწრო, უბრალოდ ოთახში ავიდა, ნივთები დაალაგა და დაიძინა.
თავი 2
ემილი დილას 6 საათზე ადგა. მოკლე შავი შორტები და ბრეტელებიანი თეთრი მაიკა ჩაიცვა, რომელსაც ზურგი ამოჭრილი ჰქონდა, ნაწნავი გაიკეთა, თეთრი სანდლებიც ჩაიცვა და მეხუთე სართულზე ავიდა, სადაც დაიბარეს.
ოთახში მხოლოდ ერთი ბიჭი იყო, მაღალი, სადღაც 1.78 სიმაღლის, ქერა მოგრძო თმით, ძალიან ღია ცისფერი თვალებითა და კურნოსა ცხვირით. ემილიმ როდესაც მას შეხედა, გონებაში სიტყვა „ლამაზი“ ამოუტივტივდა.
-ჰეი, მე დანიელი ვარ. - გაიცინა ბიჭმა და ემილის ხელი გაუწოდა.
-ჰეი, აქ მხოლოდ შენ ხარ?
-კი, 10წუთით ადრე მოვედი. შენს სახელს არ მეტყვი?
-აა, კი. მე ემილი ვარ. - ემილიამ ახლა შენიშნა დანიელის ხელი და თავისიც გაუწოდა.
-ბანაკში ხარ? - იკითხა ბიჭმა და თმაში ხელი შეიცურა. ემილი გაწითლდა, იმედი ჰქონდა რომ ჭორფლების წყალობით დანიელი ამას ვერ შეამჩნევდა.
-ხო, სხვაგან სად უნდა ვიყო?
-რა სახის ქირურგია გიზიდავს?
-ცოტა უცნაური შეკითხვაა, ზოგად ქირურგობას ვაპირებ და შენ?
-ღმერთო ხომ იცი რომ მუდმივად ნაწლავები იქნება შენი საქმე! მე პლასტიკურ ქირურგიაზე ვფიქრობ.
-ოუუ არც შენ გელის კარგი დღეები! - დანიელს გაეცინა.
-საიდან ჩამოხვედი?
-ნიუ-იორკიდან!
-მე ინგლისიდან ვარ.
-მშვენიერია, ბანაკის დამთავრების მერე რას აპირებ? აქ დარჩები თუ სახლში დაბრუნდები?
-რათქმაუნდა ინგლისში დავბრუნდები, არვიცი შემდეგ შეიძლება საფრანგეთშიც წავიდე, პარიზი ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ხომ ხვდები?
-ხო პარიზი ყველას უყვარს - ამ დროს ოთახში სხვა ბანაკის წევრებიც შემოვიდნენ.
-დასხედით, დღეს ქირურგიაზე ვისაუბრებთ. - ემილი მითითებულ ადგილას დაჯდა, მის გვერდით დანიელი აღმოჩნდა.
-ქირურგია, მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა უპირატესად ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს. პირველი გამაყუჩებლის - ეთერის, ქლოროფორმისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყენება მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, მას შემდეგ ქირურგია ძალზედ განვითარდა. - შემდეგი 2 საათის განმავლობაში ანჯელა ლაპარაკობდა სისუფთავეზე, ენდოსჯოპიურ ქირურგიაზე, ტრანსპლანტანტებზე და მედიცინის სხვა დარგებზე. ბოლოს კი თქვა:
-ახლა ლაბორატორიაში წავალთ, რომელიც მეოთხე სართულზეა და მუცლის ღრუს მოდელზე ვიმუშავებთ, ისწავლით სკალპელის სწორად გამოყენებას, მეწყვილეებთან ერთად იმუშავებთ, გამომყევით! - ბავშვები ანჯელას გაყვნენ.
თავი 3
ემილი ერთ ბიჭთან ერთად მუშაობდა, მისი სახელი ლუკასი იყო. დანიელი და მისი მეწყვილე გოგონა ემილისა და ლუკასის უკან იჯდნენ. ემილი გრძნობდა როგორ უყურებდა დანიელი მათ და უსმენდა.
-გამარჯობა, მე ლუკასი ვარ.
-სასიამოვნოა, ემილი.
-ანგელოზის სახელით შენ ამიერიდან ჩემი გოგო საუკეთესო მეგობარი იქნები, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი!
-ლუკას ნამდვილი ფანბოი ხარ!
-რათქმაუნდა! ყველა სერიალი მაქვს ნანახი რაც კი არსებობს და ყველა ფანდომის წევრი ვარ! - ლუკას სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, შავი თმა, შავი თვალები, ლამაზი ღიმილი. მას სათვალე ეკეთა რაც მის გარეგნობას უფრო „ალამაზებდა“. ემილიმ ერთხელ უკან გაიხედა და დაინახა როგორ უყურებდა დანიელი მას ეჭვიანი თვალებით, რაზეც გოგონამ ჩაიცინა და ლუკასს მიუბრუნდა.
-მე ფანგოგო არ ვარ, უფრო სწავლას და კითხვას ვუთმობ დროს, თუმცა ლანდმონადირეებსა და თინეიჯერ მგელს ვუყურებ!
-ანგელოზის სახელით ემილი! ლანდმონადირეების ფილმიც ნანახი მაქვს, წიგნებიც წაკითხული, სერიალსაც ვუყურებ და ჩემი ოთახი მათი პლაკატებითაა სავსე!
-ღმერთო შენ შეპყრობილი ყოფილხარ! ქირურგიის რომელ დარგს ირჩევ?
-მინდა ზოგადი ქირურგი გამოვიდე!
-მეც!
-უკვე რამდენი საერთო გვაქვს!
-საუკეთესო მეგობარი არასდროს მყოლია ლუკას, არვიცი ჩემგან რას ელი - გაიცინა ემილიმ.
-შენ წარმოიდგინე არც მე. შეამჩნიე ის ბიჭი უკან მზერით რომ გვბურღავს? თუ გონია რომ გეი ვარ ძალიან ცდება!
-მგონი ის მე მიყურებს და არა შენ. - ემილიმ იგრძნო როგორ გაუხურდა ლოყები.
-ღმერთმანი! შენ შეყვარებულიც მოასწარი აქ?
-არაა შეყვარებული ლუკას, დანიელი ჰქვია, დღეს გავიცანი. წესივრად არც კი ვიცნობ.
-მას აშკარად მოსწონხარ. - ეს სიტყვები ლუკასმა ჩურჩულით თქვა.
ლაბორატორიაში ანჯელა და სხვა ექიმები შემოვიდნენ. მომდევნო 3 საათი ლაბორატორიაში გაატარეს, ისწავლეს სკალპელის გამოყენება, შემდეგ კი ყველა ბუფეტში ჩავიდა.
ემილი ძალიან დაღლილი იყო, ძალიან შიოდა. ბუფეტში ჰოთ-დოგი და ყავა იყიდა და ლუკასთან ერთად მაგიდაზე დაჯდა.
-ემილი იქით გაიხედე ვინ მოდის. - ემილიმ ლუკასის მზერას თვალი გააყოლა და დანიელი დაინახა. ის მათი მაგიდისკენ მოდიოდა.
-გამარჯობა ემილი, შენს ახალ მეგობარს არ გამაცნობ? - დანიელი დაჯდა და ლუკასს მზერა მიაპყრო.
-ჰმმ... დანიელ ეს ლუკასია, ლუკას დანიელი!
-დანიელ ტყუილად ეჭვიანობ მე და ემილი დღეიდან საუკეთესო მეგობრები ვართ ასე რომ შეგიძლია მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა, შეყვარებული მაინც არ ყავს.- ემილიმ ლუკასს მაგიდის ქვეშ წიხლი უთავაზა, რაზეც ბიჭმა ამოიკვნესა.
-რაა? არა, მე ემილისთან მხოლოდ მეგობრობა მინდა, ახლა კი მომიტევეთ ვიღაცას უნდა დავურეკო. - თქვა დანიელმა და ემილის გამომწვევად გახედა, ემილიმ თავი დამნაშავესავით ჩაწია. დანიელი წავიდა ხოლო გოგონამ ლუკასს მკვლელი მზერა მიაპყრო.
-შენ რა სულ გაგიჟდი? ლუკაააას!
-მე უბრალოდ ხელი შეგიწყვეთ, დაინახე როგორ გაწითლდა? როგორ გიყურებდა? აშკარად მოსწონხარ. კაი ბიჭი ჩანს უნდა მიაწვე!
- მე აქ სასწავლელად ჩამოვედი და არა ბიჭებისთვის! - თქვა ემილიმ და თავის ოთახში ჩავიდა...
თავი 4
ემილიმ დღის დანარჩენი ნაწილი თავის ოთახში გაატარა. ადრე დაიძინა.
მეორე დღეს რადგან დასვენება იყო გადაწყვიტა ლუკასთან ერთად ნამდვილი ტროას ცხენი ენახა! თეთრი მაიკა წარწერით: „I love surgery”, თეთრი შორტი და კეტები ჩაიცვა. პირველ სართულზე ჩავიდა და ადმინისტრატორს კითხა რომელი იყო ლუკასის ოთახი.
ემილიმ კარებზე დააკაკუნა, კარები ლუკასმა გაუღო, ნამდვილად გოგომ გააღვიძა. ბიჭს სათვალე არ ეკეთა და წელსზემოთ შიშველი იყო.
-ოუ შენ არ ხუმრობდი როდესაც თქვი ლანდმონადირეების დიდი ფანი ვარო! ეს რაარის? სასიკვდილო თასი? ღმერთო დიდებული შენ რა სასიკვდილო თასის გამოსახულებიანი ტრუსი გაცვია?
-ემილი ასე ადრე აქ რას აკეთებ და რატო უყურებ ჩემს ტრუსებს?
-ადრე არაა ვაჟბატონო, უკვე შუადღის 12 საათია, მიდი ჩაიცვი რამე რაზეც სასიკვდილო თასი არ იქნება გამოსახული და ტროას ცხენი მოვინახულოთ.
-კარგი, დამელოდე 10 წუთში გამოვალ.
ლუკასი მართლაც 10 წუთში გამოვიდა, ახლა სათვალეც ეკეთა და ტანსაცმელიც ეცვა. შავი მაიკა, ჯინსი და თეთრი კეტები. გოგონა ვერ ხვდებოდა როგორ მოასწრო ბიჭმა თავის მოწესრიგება მხოლოდ 10 წუთში, ის ამას ყველაზე ცოტა 1საათს ანდომებდა.
-იცი ტროას ცხენამდე როგორ უნდა მივაღწიოთ? - იკითხა ლუკასმა.
-კი, აქედან სულ რაღაც 10 მეტრის მოშორებითაა, ბულვარზეა. ფეხით მივიდეთ, გზაში ნაყინი ვიყიდოთ.
-კარგი აზრია. თურქულ ნაყინს სულ სხვა გემო აქვს! არ გინდა სანაპიროზეც ვიაროთ ხოლმე? აქ დარდანელის სრუტეა ემილი!
-კი წავიდეთ დასვენების დღეებში, ხანდახან ვიმეცადინოთ და კიდევ! ათათურქის მუზეუმიც ვნახოთ!
-წინ 3 თვეა ყველაფერს მოვასწრებთ. ისადა დანიელზე რას მეტყვი? გუშინდელის მერე არ გინახავს?
-არა. ალბათ დაკავებულია ან უბრალოდ არ სურს ჩემი ნახვა.
-ემილი დამიჯერე, მას მოსწონხარ და სწორედ ამიტომ გარიდებს თავს. ბიჭი ვარ და ვიცი. ის გიწვევს, უნდა რო ჯერ შენგან გადმოდგმული ნაბიჯი დაინახოს ხოლო შემდეგ გადმოდგავს თვითონაც.
-თუ ასეა მე გოგო ვარ და არც მე ვაპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას. თუ მართლა მოვწონვარ, ივაჟკაცოს და მითხრას. თუ არადა სულ არ მაინტერესებს.
-სულ არ გაინტერესებს? სრული აფსურდია! რათქმაუნდა გაინტერესებს, ის შენც მოგწონს!
-რა სისულელეა - ემილი გაწითლდა, ისევ ჭორფლების იმედად დარჩენილიყო.
-კარგი რა! შენ გგონია ბრმა ვარ? როდესაც დანიელს ვახსენებ კლერის თმასავით წითლდები!
-ჯანდაბა ლუკას! შენზე რას მეტყვი? გყავს შეყვარებული? საიდან ხარ? სულ ჩემზე ვლაპარაკობთ შენზე კი არაფერი ვიცი, მომიყევი შენზე.
-კარგი. შეყვარებული არ მყავს, ადრე მყავდა, 7თვის წინ დავშორდით, ძალიან სწერვა გოგო იყო, ყოველთვის საჩუქრებს მთხოვდა, მონიკა ერქვა. ნუ მე დავშორდი და სულაც არ განვიცდი. სიეტლიდან ვარ. მყავს 14 წლის ძმა და 8 წლის და. დედაჩემს კამილა ჰქვია, მამას ჯორჯი. ექიმობა გრეის ანატომიის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, მაშინ 12ის ვიყავი და იმის მერე ამაზე ვოცნებობ, და აი მეც აქ ვარ! ძალიან ბედნიერი ვარ! ახლა შენი ჯერია..
-ნუ მე შეყვარებული არ მყავს, არც მყოლია და დიდი ალბათობით არც მეყოლება უახლოეს მომავალში. - ლუკასმა გოგოს შეხედა და თვალები გააატრიალა, ამ ჟესტზე ორივეს გაეცინა, ემილიმ საუბარი გააგრძელა. - ნიუ-იორკში ვცხოვრობ და როდესაც რეზიდენტობას გავივლი, იქ დავბრუნდები, გავხები ზოგადი ქირურგი და ვიყიდი უზარმაზარ სახლს. დედმამიშვილები არ მყავს, დედას ბელა ქვია, მამა არ მყავს.. 6 წლის წინ გარდაიცვალა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ქირურგობა. მათ მამაჩემის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.მე მინდა ხალხს დავეხმარო და ისინი გადავარჩინო... ალბათ ამით მამასთან უფრო ახლოს ვიქნები. თან მასაც უნდოდა მე რომ ექიმი გამოვსულიყავი, ასერომ მეც ბედნიერი ვარ აქ..
-ვწუხვარ ემილი. - ამოისლუკუნა ლუკასმა.
-შენ რა ტირი?
-უბრალოდ არ მიყვარს სევდიანი ამბები. - კაი ხანი სიჩუმე სუფევდა.. ემილი და ლუკასი ჩანაკალეს გზებს მიუყვებოდნენ, მალე ბულვართან მიაღწიეს და ნაყინი იყიდეს. ემილიმ ვანილის ორი ბურთულა ხოლო ლუკასმა ერთი შოკოლადის და ერთი ვანილის ბურთულა აიღო.
-მართლა განსხვავებულია თურქული ნაყინი, უფრო სქელი და წელვადი.
-მე ძალიან მიყვარს. აქ მეორედ ვარ. შარშან დასასვენებლად ვიყავი - ამ დროს ლუკასს ლუკმა გადასცდა და ხველება დაიწყო.
-ემი...ემილი ჯეისი მოდის!
-ჯეისი?? რაა?
-ანგელოზის სახელით! იიქით გაიხედე დანიელი მოდის.
-კარგი დამშვიდდი მერე რა? - ემილი ამას თავის თავს უფრო ეუბნებოდა ვიდრე ლუკასს....
თავი 5
დანიელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ემილი თვალს ვერ სწყვეტდა, ეს ალბათ მის ლოყებზე აისახა.
-სალამი ბავშვებო! - გაიღიმა დანიელმა, ისიც ემილის უყურებდა.
-სალამი ჯეის! - უთხრა ლუკასმა.
-დანიელი მქვია ლუკას. - გაეცინა დანიელს.
-ვიცი უბრალოდ.. ღმერთო შენთვის ახსნას აზრი არ აქვს, დაივიწყე.
-აქ რას შვები დანიელ? - თავისი ხმის სიმტკიცემ ემილი თავად გააოგნა.
-ტროას ცხენის სანახავად წამოვედი, ვიფიქრე შენთან ერთად წამოვსულიყავი... მაგრამ ოთახში არ იყავი ასე რომ.. მე და კარენი ვართ. - დანიელმა თითი გაიშვირა გოგონასკენ რომელიც ნაყინს ყიდულობდა, გოგონას ქერა თმა, ცისფერი თვალები და ლამაზი ცხვირ-პირი ჰქონდა. მის დანახვაზე ემილიმ გაიფიქრა: „ ჯანდაბა ემილი, რაზე ფიქრობდი, მართლა გეგონა რომ მას მოეწონებოდი? ის გოგო ხო ზუსტად მისი შესაფერისია შენ კიდევ მასთან შედარებით ნაგავს გავხარ“.
-კარენი მოგწონს? - იკითხა ლუკმა, ემილის გაეცინა.
-არა უბრალოდ მეგობრები ვართ. - თქვა დანიელმა და ემილის გაუღიმა, მთელი დროის განმავლობაში ის გოგონას უყურებდა, ლუკასს თითქოს არ იმჩნევდა.
-ჩვენც ტროას ცხენის სანახავად მივდივართ, ერთად გავისეირნოთ? - გაიღიმა ემილიმ.
-რათქმაუნდა! - თქვა დანიელმა და კარენს დაუძახა, გოგონა მათთან მივიდა.
-კარენ გაიცანი, ესენი ემილი და ლუკასი არიან. - კარენმა ორივეს ხელი ჩამოართვა.
-სასიამოვნოა - თქვა მან. ბულვარს ოთხივე ერთად გაუყვნენ.
დანიელი ემილის მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა. ლუკასმა გოგონას ყურში ჩასჩურჩულა:
-ემილი ახლა ილაპარაკეთ, მე კარენს უკეთ გავიცნობ. - თვალი ჩაუკრა და წინ, კარენთან გადაინაცვლა.
-შეიძლება რაღაც ვაღიარო? -საუბარი დანიელმა წამოიწყო.
-რათქმაუნდა.
-შენი ღიმილი ყველაზე ლამაზია იმ ღიმილებს შორის რაც კი ოდესმე მინახავს - ემილის დაბურძგლა.
-ეს კომპლიმენტია თუ ფლირტი?
-მგონი ორივე. - გაიცინა დანიელმა.
-მაშინ მადლობა. - ემილი კვლავ გაწითლდა, როგორ ვერ იტანდა თავის თავს, ემოციების კონტროლი არ შეეძლო?
-ემილი შეყვარებული გყავს? - იკითხა დანიელმა და განზე გაიხედა, თითქოს შერცხვაო.
-მე შეყვარებული რატო უნდა მყავდეს? არასდროს მყოლია და ალბათ შინაბერა ვიქნები, რომელიც კატების სუნად ყარს.
-ძალიან ლამაზი ხარ და შემეშინდა იმის რომ შეიძლებოდა შენი გული უკვე დაკავებული ყოფილიყო. - ემილიმ რამის კოვზი გადაყლაპა.
-მართლა? - იკითხა გაოგნებულმა გოგონამ
-ასეთი მართალი არასდროს ვყოფილვარ - დანიელმა გაიღიმა.
დანარჩენი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია. ტროას ცხენს მიუახლოვდნენ.
-ეს ცხენი დიდი ყოფილა ვიდრე წარმოვიდგენდი. - თქვა ლუკასმა.
-ლუკას იმედია იცი რომ ეს ნამდვილი ცხენი არაა! - გაიცინა ემილიმ.
-ტროას ცხენზე ისტორია ვიცი. - თქვა ლუკასმა და გაეცინა.
-მოდი ფოტოები გადავიღოთ. - ეს დანიელის აზრი იყო. ბევრი ფოტო გადაიღეს.
ემილი ცდილობდა დანიელთან ახლოს არ ყოფილიყო. ბიჭი მას იზიდავდა, მაგრამ რატომღაც მასთან დაახლოების ეშინოდა, შეიძლება იმიტომ რომ აქამდე ბიჭთან ურთიერთობა არ ჰქონია, ან იმიტომ რომ კარიერაზე იყო კონცენტრირებული. თავს დანიელის შეყვარების უფლებას ვერ მისცემდა, იცოდა რომ ბიჭი მას გულს ატკენდა, მიატოვებდა ან საერთოდ არ ექნებოდა მასთან ყოფნის სურვილი. ემილი ამ საკითხში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ გრძნობდა რომ წინ დიდი სიხარული ან დიდი მწუხარება ელოდა, უნდოდა გაერისკა მაგრამ ეშინოდა...
ბანაკში 3საათზე დაბრუნდნენ. კარენი ოდნავ ადრე წავიდა.
-არ გინდათ 1 საათში სანაპიროზე წავიდეთ? აქ დარდანელის სრუტეა! - თქვა ლუკასმა
-დიდი სიამოვნებით! - თქვეს დანიელმა და ემილიმ ერთდროულად, რაზეც ყველას გაეცინა.
-კარგი, მაშინ 1საათში აქ შევხვდეთ. დროებით! - ლუკასი წავიდა. დანიელი და ემილი მარტო დარჩნენ. არცერთი ცდილობდა წასვლას.
-ოთახამდე მიგაცილებ. - თქვა დანიელმა.
-კარგი.
-კარგი გოგო ხარ ემილი.
-მადლობა!
ოთახამდე მივიდნენ. დანიელმა გოგონა გადაკოცნა და გაიქცა. ემილის გაეცინა და ოთახში შევიდა
თავი 6
ემილიმ ცისფერი საცურაო კოსტუმი ჩაიცვა, თხელი მოსაცმელი მოიცვა და ზღვის ჩანთაში ყველა ის ნივთი ჩაიწყო რაც ზღვაზე დაჭირდებოდა. დაბლა ჩავიდა. ლუკასი უკვე იქ იყო.
-დიდი იმედი მაქვს სასიკვდილო თასის გამოსახულებიანი ტრუსი არ გაცვია! -თქვა ემილიმ, რაზეც ორივეს გაეცინა.
-არა ამჯერად არა! - დერეფანში დანიელი გამოჩნდა. წელსზემოთ შიშველი იყო, ლუკასმა ეშმაკურად ჩაიცინა.
-აბა, წავედით? - თქვა დანიელმა.
-კარენი არ მოდის? - იკითხა ემილიმ.
-არ ვიცი, ჩვენ ხომ მივდივართ? - თქვა დანიელმა. - ზღვა შორს არაა, ორი ქუჩის გადავლა მოგვიწევს. გარეთ გავიდნენ, ემილი და ლუკასი ლაპარაკობდნენ, დანიელი მარტო დადიოდა.
და აი დარდანელის სრუტეც გამოჩნდა! ემილის მის დანახვაზე ბანაობა ძალიან მოუნდა და პლაჟისკენ გაიქცა, გაკვირვებული ლუკასი და დანიელი დაედევნენ.
-აი აქ დავბანაკდეთ! - თქვა ემილიმ და თავისი ზეწარი გაშალა. ბიჭებმა მას მიბაძეს, ემილის მარცხნივ ლუკასი იყო, ხოლო მარჯვნივ დანიელი. გოგონამ მოსაცმელი გაიხადა, დანიელი მას თვალს ვერ სწყვეტდა, ხოლო ლუკასი გიჟივით გაქანდა და წყალში ჩახტა, თავი ამოყო და დაიყვირა:
-ჰეი გვრიტებო! გადასარევი წყალია, ჩამოდით!
დანიელს გაეცინა, ხოლო ემილიმ ლუკასს სასიკვდილო მზერა სტყორცნა.
-არ აპირებ ჩამოსვლას? - თქვა დანიელმა.
-კი, რათქმაუნდა!
-წამო ერთად. - დანიელმა ემილის ხელს ხელი ჩასჭიდა, მათი თითები ერთმანეთში აიხლართა, გოგონას სუნთქვა შეეკრა. დანიელის თითები... ისინი ისეთი გრძელი და ნაზი იყო...
დანიელი და ემილი ზღვაში ერთად შევიდნენ. 3 საათი წყლიდან არცერთი ამოსულა, თამაშობდნენ და ერთობოდნენ.. ბევრს იცინოდნენ. ბოლოს წყლიდან დაქანცულები ამოვიდნენ და სახლისკენ გასწიეს.
-მეგობრებო, მე უნდა წავიდე, აქ ერთი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და უნდა მოვინახულო. თქვენ მარტო წადით! - თქვა ლუკასმა,ემილის თვალი ჩაუკრა და წავიდა.
-როგორც ჩანს მარტო დავრჩით! - ეშმაკურად ჩაიცინა დანიელმა.
-კარენზე რას მეტყვი? კარგი გოგოა ხო? - ემილის არ უნდოდა ეს ეკითხა, მაგრამ ისე ეჭვიანობდა სიტყვები ბაგეებს თავისით მოსწყდა.
-კი, კარგი მეგობარი და მეწყვილეა. მე მისნაირი გოგოები არ მომწონს.
-როგორ შეიძლება მისნაირი გოგოები არ მოგწონდეს? ის ხომ ასეთი ლამაზია?
-კი, ნამდვილად ლამაზია! - ემილი სადაცაა გასკდებოდა, - მაგრამ... შენ უფრო ლამაზი ხარ, - გოგონა არ ელოდა ამას! ერთიანად გაწითლდა, გავარვარდა.
-მადლობა.. იცი, დღეს კარგად გავერთე!
-მეც! ძალიან კარგი დღე იყო, ჯერ ტროას ცხენი... შემდეგ ზღვა... მგონი თანდათან მავიწყდება რომ აქ სწავლისთვის ჩამოვედი!
-მე არა! მთავარი სწავლაა, ახლა არამგონია სხვა რაღაცებისთვის დრო მქონდეს.
-არც ურთიერთობისთვის გაქვს დრო? - თქვა დანიელმა და ამჟამად ის გაწითლდა.
-არამგონია...
-თუმცა მართლა მოგწონვარ ხო? აღიარე რომ ასეა! იმიტომ რომ მე მართლა ძალიან მომწონხარ.
-დანიელ, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა რაც მიცნობ....
-მერე რა!! სიყვარულმა დრო არ იცის. ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერა?
-არვიცი.. მე... მე უბრალოდ.. არასოდეს მქონია ურთიერთობა ბიჭთან ხომ ხვდები? - ემილი და დანიელი ორ სახლს შორის, კუნჭულში იკვლევდნენ გზას, ბიჭმა თქვა ასე უფრო მალე მივალთო. უცბად დანიელმა გოგონა კედელზე მიაყუდა, თვითონ წინ დაუდგა და ხელები კედელს აქეთ-იქით დაადო.
-დანიელ? დანიელ მაშინებ!
-ემილი - ბიჭმა თბილი ხმით დაიწყო - შენ თუ ყოველთვის შეგეშინდება იმ ბიჭის რომელიც მოგწონს, მაშინ დამიჯერე, ბიჭთან ურთიერთობა არც არასდროს გექნება!
-მე.. მეშინია! მეშინია გესმის?
-რისი გეშინია?
-საერთოდ ურთიერთობების! და ახლა?? ახლა შენი - ემილის ცრემლები წამოუვიდა.
-ღმერთო ემილი, არ მინდოდა შენი შეშინება უბრალოდ მართლა ძალიან მომწონხარ.
-მომშორდი! - დანიელის სახეზე წყენა იკითხებოდა, გოგონას მოშორდა და თავი დახარა, გზა უხმოდ განაგრძეს.
-მართლა დიდი ბოდიში ემილი! - უთხრა დანიელმა გოგონას როდესაც შენობაში შევიდნენ.
-არაუშავს- ბიჭი ემილის მიუახლოვდა და ჩაეხუტა, შემდეგ კი თავის ოთახში შევიდა. ემილი მეორე სართულზე ავიდა და ისიც ოთახში შევიდა. ლოგინში ჩაწვა და იქამდე იტირა, სანამ ჩაეძინა...
თავი 7
შემდეგ დღეს ლაბორატორიაში ჭრილობის გაკერვას და სტერილიზაციას განიხილავდნენ. მთელი დღე ემილი სწავლობდა და ამავდროულად ცდილობდა დანიელისთვის ყურადღება არ მიექცია. ბიჭის მზერა ზურგს უწვავდა. შესვენებების დროს ბავშვები ძირითადად ბუფეტში იყვნენ. ემილის ბავშვების გაცნობა არც სურდა და არც იწუხებდა თავს ამით. ლუკასთან თავს მშვენივრად გრძნობდა, ისინი უგებდნენ ერთმანეთს, გარდა ამისა ლუკასი მხიარული ბიჭი იყო, ყოველთვის იცოდა როგორ გაემხიარულებინა ემილი.
ანჯელამ ბანაკის წევრები საღამოს 8 საათზე გაათავისუფლა:
-ხვალ პატარა ექსკურსია გვექნება ჩანაკალეს სახელმწიფო საავადმყოფოში. 12 საათზე ყველა პირველ სართულზე შეიკრიბოს, მე და რამდენიმე ექიმი გიდობას გაგიწევთ.საავადმყოფოში დავესწრებით პანკრეასის ოპერაციას. ახლა კი თავისუფლები ხართ. დღეს ივარჯიშეთ, ზეგ ორგანიზმის სისტემებს და ქირურგიის სახეებს განვიხილავთ.
ლუკასი და ემილი ოთახიდან ერთად გავიდნენ, დანიელი და კარენი უკვე წასულიყვნენ.
-გინდა ფილმს ვუყუროთ? - ჰკითხა ლუკასმა გოგონას.
-მოდი ხვალისთვის გადავდოთ, ახლა რაღაც საქმე მაქვს, გუშინ დანიელს ცოტა არიყოს ვეუხეშე, მგონი ბოდიში უნდა მოვუხადო.
-კარგი - ლუკასმა ემილი გადაკოცნა და თავის ოთახში შევიდა.
ემილი დანიელის ოთახს მიუახლოვდა. დაკაკუნებას აპირებდა, მაგრამ ოთახიდან ხმები გამოდიოდა. გოგონამ იცოდა, რომ ვიღაცის მოსმენა უზრდელობა იყო, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა, დანიელი ამბობდა:
-ვიცი სარა, ვიცი, მეც მენატრები საყვარელო....... ყველაზე მეტად მიყვარხარ პატარავ!....... ცოტაც მოითმინე სარა და შენთან ვიქნები!....... კარგად ლამაზო! - ემილის ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს გული ამოაგლიჯეს და ნაწილებად დაფლითეს! აპირებდა დანიელისთვის ბოდიში მოეხადა, ბოლო-ბოლო ბიჭმა გუშინ უთხრა რომ ის მოსწონდა! ემილისაც მოსწონდა დანიელი! განა არ მოსწონდა? მაგრამ არ აღიარებდა, რადგან სწორედ ამის ეშინოდა, ღალატის. თვალებიდან ცრემლები უნებურად წამოუვიდა, უკან დაიხია, წასვლას აპირებდა, სწორედ ამ დროს ოთახიდან დანიელი გამოვიდა. ემილის სახის დანახვაზე გაოგნდა.
-ემილი? მოიცა.. ტირი? - ჰკითხა გოგონას.
-უბრალოდ.. ბოდიშის მოსახდელად მოვედი გუშინდელზე, უნებურად შენი საუბარი მოვისმინე, ტელეფონზე და.. არ მესმის როგორ შეგიძლია ასეთი აუტანელი იყო! გუშინ მომწონხარო მითხარი, თურმე შეყვარებული გყოლია!
-შეყვარებული? რა შეყვარებული ემილი? - დანიელს გაეცინა.
-არაა სასაცილო! სარა თუ ვინცაა, დაივიწყე.. ოთახში უნდა ავიდე.. - ემილი შებრუნდა, ბიჭმა მხარზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა.
-გამიშვი! - შეეწინააღმდეგა ემილი.
-შენ რა, ეჭვიანობ?
-არა! უბრალოდ ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ხალხს! - დანიელს ამ დროის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მოუშორებია.
-ემილი, მისმინე. სარა არაა ჩემი შეყვარებული. ის ჩემი დაა! 7 წლის და მყავს, სახელად სარა. სწორედ მას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, - ემილიმ ტირილი შეწყვიტა, გაუხარდა ეს ყველაფერი! მას გაუხარდა რომ სარა დანიელის და იყო და არა შეყვარებული, მას ისიც უხაროდა, რომ დანიელს ის მოსწონდა და თვითონაც მოსწონდა დანიელი! სულ ერთ წამში თითქოს გაბედნიერდა და პირველად იგრძნო შვება! - შენ კი ლამაზმანო, აშკარად ეჭვიანობდი! აღიარე რომ ასეა!
-არა!... სულ ცოტათი... შეიძლება....
-არ გინდა შემოხვიდე ჩემს ოთახში და რამეს ვუყუროთ? ან ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ?
-კარგი.
ემილი დანიელის ოთახში შევიდა.
-მოდი, ჩამოჯექი, - დივანზე მიუთითა, ემილი დაჯდა და ცრემლები შეიმშრალა. დანიელი მის წინ, ფეხზე იდგა.
-არც კი მჯერა რო იტირე! ჩემს გამო!
-ნუ იამაყებ ამით
-არც ვამაყობ! ემილი მართლა მრცხვენია იმის გამო რომ შეგაშინე, მე მართლა მომწონხარ! ძალიან! მინდა რომ მენდო და ჩემი არ გეშინოდეს.
-არ მეშინია დანიელ, მე გენდობი... გუშინ ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ არ ვარ ისეთი ადამიანი რომელიც ბიჭს დაეძებს, მე აქ სწავლისთვის ჩამოვედი, ამჟამად მხოლოდ ეს მინდა, ვაღიარებ და ვიტყვი რომ მეც მომწონხარ, მართალია არ ვიცი მოწონება და სიყვარული რა არის, მაგრამ შენ სხვანაირად გიყურებ, ამიტომ ვხვდები რომ მომწონხარ! მაგრამ არ ვიცი... არამგონია რამე გამოგვივიდეს! ვიცი შენ ოდესღაც წახვალ, მე კი მარტო დავრჩები, 3თვე ძალიან მალე გავა, შემდეგ მე ამერიკაში წავალ, შენ კი ბრიტანეთში, ჩვენ სხვა და სხვა კონტინენტს ვეკუთვნით, ამხელა მანძილზე ურთიერთობას ვერ შევინარუნებთ.
-თუ შენც მოგწონვარ და მეც მომწონხარ შენ, არ გინდა ეს სამი თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ? რატო უნდა უარვყოთ ჩვენი გრძნობები? სწავლაში ხელს სიყვარული არ შეგიძლის, თუ ასე ძალიან ხარ მოწადინებული, არც არაფერი შეგიშლის ხელს, მეც სასწავლებლად ჩამოვედი, ვსწავლობ კიდევაც! შენ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ ემილი, ძალიან ჭკვიანი! არ მაინტერესებს სამი თვის მერე რა მოხდება, ამაზე სამი თვის მერე ვილაპარაკოთ! შეიძლება დავშორდეთ, მაგრამ მოგონებები ხომ მაინც დაგვრჩება არა? ნება მომეცი გაგაბედნიერო, გთხოვ ემილი, ამის ნება მომეცი და გპირდები ეს სამი თვე შენი ცხოვრების საუკეთესო სამი თვე იქნება! - ამდროს დანიელმა ემილის წინ ჩაიმუხლა, ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან რომ გოგონა მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა.
-კარგი.. კარგი ამის ნებას მოგცემ! - უთხრა ემილიმ დანიელს, ბიჭს გაეღიმა, ეს სწორედ ის ღიმილი იყო ემილის რომ უყვარდა.
-შეიძლება მოგიახლოვდე? - კითხა დანიელმა გოგონას. ემილის გაუკვირდა, საკმარისად ახლოს არ იყო? ნუთუ მას უნდა ეკოცნა? გოგონას არასოდეს არავისთვის უკოცნია! არ იცოდა ეს ყველაფერი, გამოცდილება არაფერში ჰქონდა, აქამდე მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული და ასე მალე ბიჭი გაიცნო და მოეწონა? დაიბნა მაგრამ პასუხი ისეთი მტკიცე ხმით გასცა, თავად გაუკვირდა:
-შეგიძლია.
დანიელი გოგონას მიუახლოვდა, ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ემილი დაიძაბა, გაქვავდა, მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. დანიელის ტუჩებს ზღვის და კიდევ რაღაც ტკბილის გემო ჰქონდა, ეს ოდნავი შეხება იყო, სწორედ იმ დროს როდესაც დანიელი უკან გაწევას აპირებდა, გოგონას ამაზე მეტი მოუნდა, დანიელს ხელი მაიკაში ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა, ბიჭიც აყვა, ახლა უფრო ვნებიანად და დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, ემილიმ დანიელის თმებში შეაცურა ხელები, ხოლო დანიელი მას ზურგზე ეფერებოდა. მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ როდესაც მიხვდნენ, რომ სიცოცხლისთვის სუნთქვა იყო საჭირო.
-საოცარი ხარ! - უთხრა დანიელმა ემილის და ჩაიხუტა, ასე დიდხანს იყვნენ, ჩახუტებულები, აღარ აინტერესებდათ ერთმანეთის გარდა არაფერი! ემილი ბიჭს მოსცილდა.
-ჩემს ოთახში წავალ. - თქვა მან.
-არა! მოიცადე! ჩემთან დარჩი, ძალიან გთხოვ!
-არც კი ვიცი...
-გთხოვ
-კაი.
-შეიძლება ჩემი იყო? - იკითხა დანიელმა, გოგონას გაეცინა.
-რას გულისხმობ??
-ნება მომეცი შენ ჩემი ყველაფერი იყო! მოგივლი,გაგაბედნიერებ და ყოველთვის ვიქნები აქ შენთვის! - დანიელმა ხელისგული გოგონას გულზე მიადო - მინდა რომ ჩემი იყო, ხოლო მე შენი ვიყო! - გოგონას თვალები აუცრემლიანდა.
-კარგი! შეიძლება - დანიელმა გოგონას კვლავ აკოცა, ეს წინა ორზე უფრო ვნებიანი და გიჟური იყო, გოგონა არ შეწინააღმდეგებია. დანიელს მაიკა გახადა და საწოლზე დააწვინა, მის გვერდზე დაწვა და თავი მხარზე დაადო.
-შეიძლება შენს პრესს შევეხო? - იკითხა გოგონამ, დანიელს ჩაეღიმა.
-რაც გინდა ის ქენი, ახლა მე შენი ვარ, მთლიანად შენი!
ემილი დანიელის დაკუნთულ სხეულს ეფერებოდა, ვერც კი მიხვდა ისე ჩაეძინა მის მხარზე.....
თავი 8
3 თვის შემდეგ....
/ემილი/
ჩემი და დანიელის პირველი კოცნის შემდეგ 3 თვე გავიდა. ამ 3 თვის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი მთელს მსოფლიოში, ვსწავლობდი, მყავდა ძალიან კარგი მეგობარი ლუკასი და ძალიან კარგი შეყვარებული დანიელი. ხვალ ჩანაკალეში, ბანაკში ბოლო დღეს გავატარებ, ხოლო ზეგ სახლში წავალ. სახლში წასვლა თან მიხარია თან არა. დედას ვნახავ! ის ძალიან მომენატრა, და რაც მთავარია კარიერას ავიწყობ! ლუკასიც ნიუ-იორკში მოდის, ალბათ ერთ საავადმყოფოში ვიმუშავებთ.
დანიელი ინგლისში წავა, იქ აიწყობს კარიერას.... ჩვენ ერთმანეთს ალბათ ვეღარასოდეს ვნახავთ. ამ 3 თვის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდით ამ საკითხზე არ გვესაუბრა, დროს მაქსიმალურად ვიყენებდით!
მაგრამ ახლა როდესაც ვიცი რომ ჩვენ მხოლოდ ორი დღე დაგვრჩა, მინდა დანიელს გავყვე, ინგლისში.. ვიცი ეს შეუძლებელია, მე ჩემი კარიერა უნდა ავაწყო ხოლო მან თავისი....
როდესაც ლუკასს ჩემსა და დანიელზე პირველად მოვუყევი, მგონი ჩემზე მეტად გაუხარდა!
ახლა დანიელთან მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსად გავდივართ და მის ოთახში უნდა ვიყოთ, მაინც გამოვიპრანჭე. ვერცხლისფერი, ბრჭყვილა შორტი და თეთრი ბრეტელიანი მაიკა მაცვია, თეთრი კედები, თმები გავისწორე და გავიშალე.
აი უკვე დანიელის ოთახის კარებზე ვაკაკუნებ.. კარები გაიღო, მას წელსზემოთ არაფერი ეცვა. მიუხედავად იმისა რომ მისი სხეულის თითოეული ნაწილი უკვე შესწავლილი მქონდა, მაინც ეკლებმა დამაყარა. დანიელს ვაკოცე და ჩავეხუტე, შემდეგ ოთახში შევედით.
-მართალია გუშინ გნახე მაგრამ უკვე მომენატრე! - მითხრა დანიელმა და კიდევ მაკოცა. - მოდი ჩემთან. კალთაში ჩავუჯექი, თავი მის მხარზე დავდე და ავტირდი. ზეგ მივდივარ! დანიელს ვეღარ ვნახავ! არ ვიცი ამას როგორ გავუმკლავდები, ან საერთოდ თუ გავუმკლავდები...
-ჰეი, ჰეი რა გატირებს ანგელოზო? - ანგელოზოს გაგონებაზე კიდევ უფრო ავტირდი. ის ანგელოზს მეძახდა. მალე სამუდამოდ დავშორდებით და მის ლამაზ ხმას ვერ გავიგებ რომელიც ანგელოზს დამიძახებს!
-მეშინია - ბორძიკით წარმოვთქვი სიტყვა.
-გეშინია რომ არ შეგიყვარდე? - გახუმრება სცადა დანიელმა.
-მგონი მაგის შიში უკვე გვიანია.....
მიუხედავად იმისა რომ დანიელი და ემილი 3 თვე ერთად იყვნენ, გოგონას არასოდეს უთქვამს ბიჭისთვის თუ როგორ უყვარდა ის! დანიელი კი ამას ყოველდღე ეუბნებოდა, ემილი კი მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდა. მართალია, ადრე ეშინოდა დანიელის შეყვარების მაგრამ ეს უკვე მართლა გვიანი იყო, დანიელი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა, მართალია ამას არ აღიარებდა, მაგრამ ეს ასე იყო.
-აბა, მითხარი, რისი გეშინია?
-შენი სამუდამოდ დაკარგვის მეშინია, ზეგ დავშორდებით... მე ნიუ-იორკში წავალ, შენ ინგლისში.. სამუდამოდ დავკარგავთ ერთმანეთს. მე შენ ძალიან მიყვარხარ დანიელ!
-ანგელოზო, მეც მიყვარხარ! - შევამჩნიე რომ დანიელსაც აუწყლიანდა თვალები, ახლა ორივე ვტიროდით. სახე სახესთან ახლოს მივუტანე, შუბლებით ერთმანეთს ვეყრდნობოდით.
-დანიელ მეშინია რომ ოდესმე ვინმე შენი იქნება, შენ კი მისი.. მეშინია რომ ანგელოზს უკვე მას დაუძახებ... მეშინია რომ შენი სიტყვები „ მე შენ მიყვარხარ“ სხვის მიმართ იქნება გამოყენებული.... მეშინია რომ ოდესღაც ვინმე ჩემზე მეტად შეგიყვარდება...
-ეს არასოდეს მოხდება გესმის? მე არასოდეს არავის შემიყვარდება ისე როგორც შენ მიყვარხარ! შენს სიყვარულს არასდროს შევწყვეტ და ყოველთვის დაგელოდები! სამუდამოდ შენი ვიქნები შენ კი სამუდამოს ჩემი ანგელოზი იქნები.. შეიძლება მანძილმა დაგვაშოროს მაგრამ ის ჩვენს გრძნობებს ვერ შეცვლის.
ვაკოცე
ისე ვაკოცე როგორც არასდროს...
ისე ვაკოცე, რომ ნებისმიერს შეშურდებოდა...
-ყველაზე ლამაზი ხარ როდესაც იღიმი! - მითხრა დანიელმა
-ეს ღიმილი შენი დამსახურებაა!
-მოდიხარ დღეს? - მკითხა მან
-სად?
-ხო გახსოვს, ანჯელამ გვითხრა რომ დღეს 6-ზე დაბლა შევკრებილიყავით, სისხლი უნდა აგვიღონ, იმისთვის რომ სისხლის ბანკს გადასცენ და ხალხს დაეხმარონ
-აა, კი კი! რათქმაუნდა წამოვალ.
6 საათზე ორივე გარეთ გავედით, ბანაკის სხვა წევრებიც მოვიდნენ. მე ლუკასს ჩავეხუტე, ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ ყველა ლაბორატორიაში აგვიყვანეს და სისხლის აღება დაიწყეს. ჩემი ჯერი დადგა! სისხლი ამიღეს, ახლა პასუხს ველოდებოდი, პასუხი მე მოვითხოვე ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობ და მაინტერესებს რა მჭირს.
-ემილი! ნამდვილად სასიხარულოდ გაქვთ საქმე!
-რატო? რა ხდება? ანუ არაფერი მჭირს?
-არანაირი დაავადება! თქვენ 2 კვირის ორსული ხართ!
ადგილზე გავშრი! ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ლაბორატორიიდან გამოვვარდი და ჩემს ოთახში ჩავირბინე, თვალები ამიწყლიანდა. დანიელმა დაინახა როგორ მივრბოდი და გამომეკიდა. როცა ჩემს ოთახს მივაღწიე, შიგნით შევედი, კარები ჩავრაზე და ძირს დავჯექი, უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა! ბავშვს ვერ გავაჩენდი! მერე ჩემი კარიერა? სასწრაფოდ აბორტი უნდა გამეკეთებინა! მაგრამ დანიელი? ნუთუ მისთვის უნდა მეთქვა?
-ემილი?! ემილი!! კარი გააღე! რა გჭირს, რა ხდება? - ისმოდა გარედან დანიელის ხმა.
-თავს ცუდად ვგრძნობ! წადი!
-ახლავე კარებს თუ არ გამიღებ და არ მეტყვი რა დაგემართა, ჩემი ხელით ჩამოვამტვრევ! - დავნებდი, ავდექი, ცრემლები შევიმშრალე და კარები გავაღე თუ არა დანიელმა გულში ჩამიკრა. ლამის გავიგუდე.
-რა გჭირს?
-არც კი ვიცი ღირს თუ არა ამის თქმა...
-გთხოვ მითხარი! - ამ დროს უკვე ვიჯექით
-ო.. ორსულად ვარ!
-რაა? - დანიელი თავიდან გაოგნდა, შემდეგ გაიღიმა, წამოხტა, მომვარდა, ჩამეხუტა და ლაპარაკი დაიწყო:
-რამაგარია! ემილი წარმოიდგინე! ჩვენ ერთად, როგორც ოჯახი! შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წავიდეთ, მე ვიმუშავებ შენ ბავშვი გააჩინე, მერე ძიძა ვუშოვოთ და შენც იმუშავე, ულამაზესი და უჭკვიანესი ბავშვი გაიზრდება! ცოლად მოგიყვან!
-დანიელ! დანიელ გეყოფა!
-რაა?!
-არ ვაპირებ ბავშვის გაჩენას..
-რას ქვია არ აპირებ?
-აბორტი უნდა გავიკეთო...
-შენ ბავშვს მოკლავ?
-არაა არაა!! ჯერ ეს ერთი მე არა, მეორე ეს ჯერ ბავშვი არაა, ის ჯერ მხოლოდ უჯრედების გროვაა! დანიელ არ შემიძლია! ნიუ-იორკში უნდა წავიდე და კარიერა ავიწყო!
-მაგრამ.. მე?
-შენც წახვალ ინგლისში და კარიერას შენც აიწყობ. ცხოვრებას გავაგრძელებთ, ორივე. ბოდიში დანიელი მაგრამ... მედიცინა - ეს ყველაფერია! ეს ჩემი ოცნებაა და უნდა ავისრულო!
-მაშინ კარგი, შენს გვერდით ვიქნები!
მეორე დღეს აბორტი გავიკეთე, დანიელი გვერდიდან არ მომცილებია, მამხნევებდა და მამშვიდებდა. სულ მიმეორებდა რომ ვუყვარდი..
და აი დადგა ბოლო დღეც! დღე რომელიც არ მინდოდა დამდგარიყო! ახლა მე და დანიელი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.
-ძალიან.. ძალიან მომენატრები. მინდა რაღაც გაჩუქო, მინდა ეს სულ შენთან იყოს - მითხრა მან, მომეხვია და შემდეგ რაღაც პატარა ყუთი გამომიწოდა, გავხსენი და შიგნიდან ლამაზი ყელსაბამი ამოვიღე, მრგვალი და ვარდისფერი იყო, ზედ ეწერა: „I belong with you, and you belong with me” (მე შენ გეკუთვნი და შენ მე მეკუთვნი)
-მეც მომენატრები, დიდი მადლობა, არასოდეს მოვიხსნი!
-მიყვარხარ!
-მიყვარხარ!
ბოლოჯერ ვაკოცე მის ტუჩებს და ლუკასთან ერთად ტაქსიში ჩავჯექი, რომ აეროპორტში მივსულიყავით..
მთელი გზა ვტიროდი. ის უკვე მენატრებოდა.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი ცხოვრება ათას ნაწილად დაიმსხვრა..
სახლში დედას მოვუყევი ყველაფერი, დანიელზეც.. ლუკასზეც.. ვიტირეთ და ვიცინეთ. რათქმაუნდა ორსულობაზე არაფერი მითქვამს.
რამდენიმე თვის შემდეგ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, ჯერ პრაქტიკას გავდიოდი და კვლავ ვსწავლობდი.
ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს ოცნებას ვისრულებდი, მაგრამ უბედური იმით რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული ახლა სხვა კონტინენტზე იყო!.... ვიცოდი რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი, აღარანაირი შანსი არ გვქონდა. სულიერად განადგურებული ვიყავი, ღიმილით დავდიოდი ყველგან, მაგრამ ეს ყალბი ღიმილი იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემი ნიღბის შესახებ იცოდა, ლუკასი იყო. მე და ლუკასი ერთ საავადმყოფოში ვსწავლობდით. მიუხედავად იმისა რომ ორივეს ზოგადი ქირურგობა გვინდოდა და ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, მაინც საუკეთესო მეგობრებად ვრჩებოდით. ხანდახან მის სახლში რამის საყურებლად მივდიოდი ხოლმე და მხოლოდ ამ დროს ვიყავი ბედნიერი.
გადიოდა დრო, დანიელი კვლავ მიყვარდა და კვლავ მტანჯავდა მისი გახსენება. ღამ-ღამობით მის ფოტოს ვუყურებდი და ვქვითინებდი. ბანაკის მერე მისთვის არც მოწერილი შეტყობინებებისთვის მიპასუხია და არც ზარებზე მიპასუხია, ნომერიც კი შევიცვალე. მინდოდა ის სამუდამოდ ამომეგდო თავიდან მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი მასზე და იმაზე რომ ორი კვირა ჩვენს შვილს მუცლით ვატარებდი, ამის გამო უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.
თავი 9
10 წლის შემდეგ.
/ემილი/
10 წელი გავიდა...
10 წელი მას შემდეგ რაც დანიელი გავიცანი...
10 წელი დიდი დროა, მაგრამ მე დანიელი ისევ მახსოვს.
მის შემდეგ იყო პატარ-პატარა ურთიერთობები, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია. ახლა არავის ვხვდები. კარიერა ავიწყვე, არაჩვეულებრივი ზოგადი ქირურგი ვარ, ისევე როგორც ლუკასი.
ამ 10 წლის განმავლობაში ლუკასი გვერდიდან არ მომშორებია, ჩვენ ისევ და ისევ საუკეთესო მეგობრები ვართ.
ოცნება ავისრულე. ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ულამაზესი და უზარმაზარი სახლი მაქვს. 3 სართულიანი. ისევე როგორც ინტერიერი, ექსტერიერიც ძალიან ლამაზია. შავ-თეთრ ფერებშია მოწყობილი. ბანკში ფულს ვაგროვებ. ჩემზე შეიძლება მდიდარიც ითქვას. მე ხომ საუკეთესო ექიმი ვარ ნიუ-იორკში, ყოველი შემთხვევისთვის ყველა ასე იძახის. დედა 7 წლის წინ ცოლად გაყვა ჯეკს. ის ბედნიერია და მეც ბედნიერი ვარ, რადგან ისაა ბედნიერი! ჯეკი არაჩვეულებრივი კაცია და ვიცი რომ დედას არასოდეს აწყენინებს.
თმები კარედ მაქვს შეჭრილი და წითლად შეღებილი, რაღაც ცვლილება მინდოდა და ეს ცვლილება თმები იყო!
ერთ დღეს როდესაც საავადმყოფოში მივედი, ჩემი ხალათი შემოვიცვი და პაციენტის შესამოწმებლად გავემართე, ჩემსკენ ლუკასი წამოვიდა და მითხრა:
-ანგელოზის სახელით ემილი! უმაგრესი რამ მოხდა! უძალიანმაგრესი!! - დიახ, დიახ! ამ 10 წლის განმავლობაში ლუკასი საერთოდ არ შეცვლილა! ის ისევ ისეთია როგორიც 18 წლის ასაკში იყო!
-რა ხდება ლუკას?
-მე და შენ შემოგვთავაზეს საფრანგეთში, პარიზის საავადმყოფოში მუშაობა!!! ემილი ეს ძალიან მაგარი შანსია!
-რაა?! - მიუხედავად იმისა რომ ნიუ-იორკში ყველაფერი მქონდა რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის საკმარისი იყო ( დანიელის გარდა ), პარიზის საავადმყოფოში მუშაობაზე უარს არასოდეს ვიტყოდი! - მართლა? - გაოცებისგან პირი დავაღე, ვერ ვიჯერებდი!
-კიკიკიკიკიიიიი!!!!!!!!! აუცილებლად უნდა გავემგზავროთ, პარიზი ეს სიყვარულის ქალაქია! იქ აუცილებლად იპოვი ვიღაცას, ვინც შეგიყვარდება!
-აუცილებლად წამოვალ! როდის მივემგზავრებით? მაგრამ საცხოვრებელი ადგილი?
-არვიცი მე იქ მინდა ცხოვრება! ფული ავაგროვოთ, ნახევარი შენ დადე ნახევარს მე დავდებ და რამე ბინა ვიყიდოთ. ბილეთები ზეგისთვის დავაჯავშნინე, ვიცოდი რომ დათანხმდებოდი!
-რა მაგარია! - ლუკასს მთელი ძალით ჩავეხუტე და ორივემ ხტუნვა დავიწყეთ, ახლა როდესაც თმა წითლად მქონდა შეღებილი, ლუკასი კლერის უფრო მამსგავსებდა.
სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მე და ლუკასმა განცხადებები დავწერეთ იმის თაობაზე,რომ სხვაგან გადავდიოდით სამუშაოდ. ჩემი სახლის გაყიდვას არ ვაპირებდი! ნიუ-იორკს ხშირად ვესტუმრებოდი, დედა აქ მყავდა! ეს ამბავი დედას გაუხარდა და წარმატება მომილოცა!
მეორე დღე ჩაბარგებას მოვუნდი. ყველაფერი ჩავალაგე ჩემოდნებში, სახლი საგულდაგულოდ დავალაგე, დედას გასაღები გადავეცი, მას და ჯეკს დავემშვიდობე და მე და ლუკასი აეროპორტში წავედით, წინ პარიზისკენ!
როგორც კი ჩავედით,პატარა, მყუდრო ბინა ვიყიდეთ და ქალაქი დავათვალიერეთ!
პარიზი ულამაზესი იყო! ღირშესანიშნავი! აქ ყველაფერი იმედის მომცემს გავდა! ახალ ცხოვრებას ვიწყებდი და ეს მიხაროდა. სამუშაო ადგილისგან არც ისე მოშორებით, 2 სართულიანი, მყუდრო და კომფორტული ბინა ვიშოვეთ. ძალიან მოგვეწონა და ვიყიდეთ. ბანკიდან ფულის ნახევარი გამოვიტანე, ბინის საყიდლად.
ძალიან დაღლილები ვიყავით, ახალ სახლში როგორც კი შევედით, მე იქაურობა მივალაგე, ბარგი ამოვალაგე და საჭმელი გავაკეთ. 1 სართული ლუკასის იყო, მეორე ჩემი. შემდეგ კარგად გამოვიძინეთ და მეორე დღეს ჩვენი ახალი სამუშაო ადგილისკენ გავემართეთ!
ეს საავადმყოფო ძალიან დიდი და მაგარი იყო! 2 საათზე უკვე ოპერაცია მქონდა! მე და ვიღაც პლასტიკურ ქირურგს დღეს ერთად უნდა გვემუშავა. ახლა ბუფეტისკენ მივდივარ, პლასტიკური ქირურგი უნდა გავიცნო და შემდეგ ოპერაციას გავაკეთებთ.
პლასტიკურ ქირურგს კაფეტერიაში უნდა შევხვედროდი. ტანზე ვარსიფერი მოტკეცილი კაბა მეცვა, თმები გაშლილი მქონდა. კაფეტერიაში შევედი, იქ უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში, ექიმები, ექთნები, პაციენტის ნათესავები...
უეცრად ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმაბრუნა.
ლუკასი.
-ემილი, ვერ დაიჯერებ!
-რა ხდება?
-პლასტიკური ქირურგი!
-ხო, მეც მას ველოდები, ოღონდ არ ვიცი რომელია! აქ უამრავი ექიმია! სადაა?
-ემილი, ჯეისი!!!
-უკაცრავად?! - ლუკასი ჯეისს დანიელს ეძახდა ხოლმე, დანიელის გახსენებაზე მუცელი შემეკუმშა.
-ღვთის გულისათვის! იქით გაიხედე! - მითხრა ლუკასმა, თითი გაიშვირა და სანამ იქით გავიხედებოდი დაამატა:
-მე წავალ, მარტო დაგტოვებთ - და წავიდა. დავიბენი. უკან გავიხედე და ის დავინახე.
ისევ ისეთი იყო, ოდნავადაც არ შეცვლილიყო!
ისევ ისეთი როგორიც ათი წლის წინ.
ის მის წინ მდგომ გოგოს ელაპარაკებოდა, ის გოგოც ვიცანი.
ადგილზე გავშრი.
დანიელი
და
კარენი.
გულისრევის შეგრნებამ მალევე მოიცვა ჩემი სხეული.
ისინი ჩემსკენ წამოვიდნენ. რო მომიახლოვნენ, დანიელს სახე შეეცვალა, მის თვალებში უდიდესი ტკივილი იკითხებოდა, კარენიც გაოგნდა მაგრამ ეშმაკურად მოელვარე თვალები არ შეცვლია.
-ე..ემილი? ეს.. ეს შენ ხარ? - იკითხა დანიელმა ენის ბორძიკით
ხმას ვერ ვიღებდი, გაქვავებული ვიდექი და ვუყურებდი მათ ჩაჭიდებულ ხელებს. დანიელმა ჩემი მზერა შეამჩნია და კარენს ხელი გაუშვა, გოგონა მოიღუშა.
-სალამი ემილი! - მითხრა კარენმა და გადამეხვია, მე კვლავ გამოშტერებული ვიყავი, კარენი მომშორდა, ახლა მზერა დანიელზე გადავიტანე, ისიც არანაკლებ გაოცებული იყო.
-თმების ფერი შეგიცვლია. - თქვა დანიელმა.
ნუთუ მხოლოდ ეს ჰქონდა სათქმელი?
წესით უნდა ჩავხუტებოდი, მაგრამ მახსენდებოდა როგორ იცინოდნენ ის და კარენი ერთად, როგორ ჰქონდათ ჩაჭიდებული ხელები.
-ხო, ბევრი რამე შევცვალე.. - ვთქვი გაჭირვებით.
-ესეიგი კარიერა აიწყე და შენ ხარ ის ზოგადი ქირურგი? - მკითხა დანიელმა.
-კი. ლუკასიც აქაა, ისიც ზოგადი ქირურგია და კვლავ ჩემი საუკეთესო მეგობარი. - ამით ნამიოკი ჩავურტყი დანიელს კარენზე.
-ჩვენ 3 დღეში ქორწილი გვაქვს! შენ და ლუკასიც მოდით! გავერთობით! - თქვა კარენმა და დანიელს გამომწვევად აკოცა ტუჩებში.
ვცდილობდი ცრემლები იქვე არ წამომსვლოდა, ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რომ დანიელს ცოლი მოჰყავდა, ვცდილობდი კარენს თმებში არ ვტაკებოდი და არ გამეწეწა.
სუნთქვა შემეკრა, სიმშვიდე შევინარჩუნე და ვთქვი:
-ვეცდებით მოვიდეთ! ახლა კი მომიტევეთ, უნდა წავიდე, საოპერაციოში შეგხვდები, დანიელ. - ჩემი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვა დანიელი ძალიან უცნაურად ჟღერდა.
წარმოიდგინეთ მთელი 10 წელი ის არ მინახავს! თავს ვაჯერებდი რომ არ მიყვარდა და ვერასოდეს შევხვდებოდი, მაგრამ ახლა როდესაც აქ ვარ, მასთან, არ შემიძლია მისი ვიყო, არ შემიძლია ვაკოცო..
სანამ წავიდოდი დანიელს შევხედე, შევამჩნიე აწყლიანებული თვალები, ჩემი მზერა აიცილა და თავი დახარა, თითქოს თავს რამეში ადანაშაულებდა..
შვბრუნდი და სანამ პანიკური შეტევა დამეწყებოდა და სასტიკ ბღავილს ავტეხდი, გარეთ გავვარდი, საავადმყოფოსთან, გარეთ პარკი იყო, სკამზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
დანიელი კვლავ მიყვარდა, ოდნავადაც არ დამვიწყებია. ყველა დეტალი მახსოვს ჩვენი 10 წლის წინანდელი ურთიერთობიდან, მახსოვს თავიდან მეშინოდა მისი, შემდეგ მის დაზე ვიეჭვიანე და აქედან დაიწყო ყველაფერი. ბანაკში ის მაბედნიერებდა, მახსოვს ის მომენტები როდესაც ზღვაზე ჩემს სხეულს ათვალიერებდა და თან იღიმოდა.
ხელი მის ნაჩუქარ ყელსაბამს გადავუსვი. სიგიჟეა არა? მან ეს ყელსაბამი 10 წლის წინ მაჩუქა, მე მთელი ამ დროის განმავლობაში თან დავატარებ. ის დამპირდა არავინ ეყვარებოდა ჩემზე ძლიერ! ახლა ცოლი მოჰყავს. მაგრამ არც კი ვიცი რატო ვადანაშაულებ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ალბათ ახლა არც ვუნდივარ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ვერც კი შევამჩნიე რომ დანიელი გვერდზე მომიჯდა. ის ჩემს ხელში მოქცეულ ყელსაბამს უყურებდა.
-დიდი დრო გავიდა.. ეს კიდევ გაქვს? - მკითხა და ხელი ჩემს ყელსაბამს შეახო, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეკავა.
-ხო.. როგორც ვთქვი არასდროს მომიხსნია. - ცრემლები შევიმშრალე.
-ტირი?
-არა ვკვდები სიცილით, თავად ვერ ხედავ?!
-შენს ნახვას არ ველოდი.
-არც მე ველოდი შენს ნახვას.
-თმები შეგიღებავს.
-რაღაც ცვლილება მინდოდა.
-მე მიყვარდა შენი თმა... - გამეცინა.
-რა გაცინებს? - მკითხა გაკვირვებულმა.
-შენ ცოლი მოგყავს. კარენი გიყვარს, მე მეგონა უბრალოდ მეგობრები იყავით.
-ვიყავით კიდევაც. 10 წელი გავიდა ემილი, მე შემოგთავაზე ჩემთან ყოფნა, შენ კი მედიცინა და კარიერა აარჩიე, მე ინგლისში წავედი, გული გატეხილი მქონდა. ვერაფრით გივიწყებდი. მაგრამ კარიერა მეც ავიწყე, პლასტიკური ქირურგი გავხდი და შემდეგ პარიზში ჩამოვედი. 1 წლის წინ კარენიც აქ ჩამოვიდა, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ცოტა ხნის წინ ცოლობა ვთხოვე. ჩემს ცხოვრებაში ხაზი გადაგისვი. - დანიელი უემოციოდ ლაპარაკობდა, ამდროის განმავლობაში თვალს არ მაცილებდა, ხმას ვერ ვიღებდი, მისი სიტყვები ცუდად მხდიდა. როგორ შეეძლო ეთქვა რომ ხაზი გადამისვა? ის ხომ სიყვარულს მეფიცებოდა, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა რომ ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა...
-შენ გყავს ვინმე? - მკითხა და უხერხული სიჩუმე დაარღვია.
-არა. - მოკლედ მოვუჭერი.
-ლამაზი ხარ, სულ ასეთი ანგელოზი იყავი. - თქვა მოულოდნელად. ანგელოზის ხსენებაზე კბილებში გამცრა. განვრისხდი, მას ეს არ უნდა ეთქვა.
-ეგ კარენს უნდა უთხრა.
-რა ვქნა ემილი?! ჩვენ დავშორდით, თავდავიწყებით მიყვარდი მაგრამ...
-ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, კარენთან ბედნიერი ხარ?
-არა, უფროსწორად ვარ, მაგრამ ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ როგორიც შენთან ვიყავი.
-შენ იყავი ჩემი პირველი სიყვარული, მგონი ბოლოც.... შენს მერე არავინ მყვარებია. - ვთქვი და ცრემლების მოზღვავება კიდევ ვიგრძენი.
-ოპერაცია უნდა გავაკეთოთ, მოდი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, კაი?
-არა დანიელ, ამაზე საუბარი აღარასოდეს მინდა. შენ ქორწილი გაქვს! ეს გადაწყვეტილია, უბრალოდ ოპერაცია გავაკეთოთ და ვითანამშრომლოთ. - ვთქვი, ავდექი და შენობაში შევედი, მოვწესრიგდი და შემდეგ ოპერაციისთვის მოვემზადე.
მალე დანიელიც შემოვიდა საოპერაციო ოთახში.
ოპერაცია 32 წლის ქალს უტარდებოდა, ავარიაში მოყვა. ჩემი საქმე მუცლის ღრუდან შინაგანი სისხლდენის შეჩერება იყო, ხოლო დანიელი გაფუჭებულ კანს აცლიდა.
ოპერაცია 5 საათი გაგრძელდა, გართულებების გარეშე, ამ დროის განმავლობაში ხმა არავის ამოუღია. იმდენად დავიღალე, როგორც კი გამოვედი რაღაც საბუთები მოვაწესრიგე ,სახლში წავედი, გამოვიცვალე, ვჭამე და წამოვწექი.
ვერ ვიძინებდი, არ მინდოდა დღევანდელ დღეზე ფიქრი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი.
იმ ბიჭის ქორწილში დამპატიჟეს რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს მთელი 10 წელია. მასთან აღარანაირი შანსი მაქვს. ჩემი ცხოვრება ახლიდან დაინგრა, მომინდა აქედან სახლში დაბრუნება, მაგრამ მე ძლიერი გოგო ვარ, თავი ისე უნდა მომეჩვენებინა ვითომ დანიელისა და კარენის ამბავზე არ ვღელავდი, მართალია ეს ურთულესი იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
ამასობაში ლუკასიც დაბრუნდა. ეგრევე ჩემს ოთახში შემოვარდა და გულში ჩამიკრა.
-ჩემო გოგო! საწყალო! როგორ ჩაიარა? - როგორც კი ეს მკითხა ტირილი დავიწყე, თან ვბუტბუტებდი.
-მიყვარს! მას კი 3 დღეში ქორწილი აქვს, კარენი მოჰყავს ცოლად. ისინი ცოლ-ქმარი იქნებიან. მათ ერთმანეთი უყვართ. დანიელმა მითხრა რა ლამაზი ხარო, მე კიდე სულელივით ვტიროდი. ღმერთო ლუკას ცხოვრება თავზე მენგრევა და მე არაფრის გაკეთება შემიძლია! - უფრო ავსლუკუნდი.
-ჩშშ! ჩშშ! იცი რა უნდა ვქნათ? ახლავე ჩაიცვამ და კლუბში წავალთ, ვიცეკვებთ და დავთვრებით! ყველაფერს დაიკიდებ, გესმის? უნდა დაივიწყო საბოლოოდ ეგ ბიჭი. ემილი 10 წელი გავიდა, ის შეიცვალა, შენ აღარ გიმსახურებს.
-არ ვარ კლუბში წასვლის ხასიათზე.
-სწორედაც რომ მაგის ხასიათზე ხარ. - ლუკასი წამოხტა, ჩემი ტანსაცმლის კარადა გამოაღო, იქიდან კაბა გამოიღო და ლოგინზე დადო, თან თქვა:
-ახლა ამას ჩაიცმევ, მოწესრიგდები და 15 წუთში მზად იქნები.
მას დავნებდი, ჩავიცვი, თვალებზე ნაცრისფერი ჩრდილი წავისვი, ტუჩებზე წითელი პომადა და ლუკასთან ერთად კლუბში წავედი.
იქაურობა ხალხით იყო სავსე, ყველა ცეკვავდა და სვავდა.
3 ჭიქა მარტინის შემდეგ მეც ცეკვა დავიწყე, ლუკასი ვიღაც გოგოს ეცეკვებოდა, მე კიდევ მარტო ვცეკვავდი. მაგიდაზე ავედი და ნამდვილი შეშლილივით ვიქცეოდი.
სამ ჭიქას მეოთხე, ხოლო მეოთხეს მეხუთე და მეექვსე მოჰყვა. ძალიან მთვრალი ვიყავი, როდესაც საცეკვაო მოედანზე დანიელი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა. არვიცოდი სად დავმალულიყავი, ასე რომ დავიკიდე და ცეკვა გავაგრძელე. დანიელი მოვიდა, ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამათრია.
-ეეეი!! რას აკეთებ??!!?! ვერ ხედავდი რომ ვცეკვავდი? - ვთქვი გამართულად, მაგრამ ნაწილ-ნაწილ.
-ძალიან მთვრალი ხარ, არ მინდა რომელიმე მთვრალმა კაცმა შეურაცყოფა მოგაყენოს.
-მაგაზე როდიდან ღელავ? ეგ შენი საქმე არაა!
-სულ ვღელავდი!
-შენ საცოლე გყავს!
-მერე რა?!
-შენ პირობა დადე! რომ არასოდეს არავინ გეყვარებოდა ისე როგორც მე! ეს პირობა დაარღვიე!! შენ მითხარი რომ ყოველთვის დამელოდებოდი! - გავმწარდი, არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ, აშკარა იყო, მარტინმა იმოქმედა.
-და ვინ თქვა რომ კარენი შენზე მეტად მიყვარს? - გავშრი.
-მას ცოლობა სთხოვე და არ გიყვარს?
-არასწორად გამიგე! რათქმაუნდა კარენი მიყვარს, მაგრამ... შენ უფრო მიყვარხარ ემილი! ამას არ ვაღიარებდი. ახლა როდესაც აქ ხარ, ჩემს გვერდით, ვხვდები რომ კარენი საერთოდ არ მყვარებია ისე როგორც შენ. ნუთუ შენ დამივიწყე?
-მე არასდროს შემიწყვეტია შენი სიყვარული. - როგორც კი ეს ვთქვი დანიელმა გულში ჩამიკრა.
მინდოდა მის მკლავებში კიდევ დიდხანს ვყოფილიყავი, მაგრამ არ შემეძლო იმ კაცის ასე ჩახუტება რომელსაც საცოლე ჰყავდა. მოვშორდი და ყვირილი დავიწყე:
-ღმერთო ნუ მეხები! ნუ მეხები გესმის? ყველაფერი 10 წლის წინ დამთავრა! ეს ვეღარ გაგრძელდება, შენ საცოლე გყავს, ჩვენს გრნობებს უნდა მოვერიოთ და ერთმანეთი დავივიწყოთ!
-ნუთუ ვერ ვხვდები რატომ ვარ შენზე გაბრაზებული? მიყვარხარ და მინდა შენთან ვიყო მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია რადგან საცოლე მყავს და არ შემიძლია რადგა შენ ჩვენი შვილი მოკალი!! - ბოლო სიტყვები ყვირილით და მტკიცედ თქვა. სიბრაზისგან ვენები დაჰბერვოდა.
მუხლები მომეკეცა და ძირს, ქვაფენილზე დავჯექი.
-წადი. - ვუთხარი დანიელს, უეცრად ცრემლები წამოუვიდა, ძირს დაგდებული კოლას ქილა აიღო და მთელი ძალით მოისროლა. თან იღრიალა.
-ბოდიში. - თქვა და წავიდა.
დამტოვა.
ისევ მარტო დამტოვა.
იქვე ჩამოვჯექი, ვერც ვტიროდი, თითქოს რაღაც დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი ყელში.


თავი 10
როცა სახლში მივედი პირველი რაც გავაკეთე, შხაპის მიღება იყო. საშინლად მთვრალი ვიყავი და სახლამდე ძლივს მოვედი, შხაპის შემდეგ თბილ პიჟამაში გამოვეწყვე, ტელევიზორის წინ მოვთავსდი დიდი ნაყინის ყუთით ხელში და ფილმს ვუყურე, ამასობაში ჩამეძინა...
მომდევნო დღეს დანიელმა მიმღებში შემაჩერა და ლაპარაკი დამიწყო:
-რაღაც უნდა გითხრა.
-რა გინდა? გინდა კიდევ შემახსენო როგორ მოვკალი ჩვენი შვილი? დანიელ მე ის არ მომიკლავს, ის უჯრედების გროვა იყო რომელიც უნდა მომეშორებინა რათა ორივეს ბედნიერი ცხოვრება გვქონოდა. ის რომ გამეჩინა იცი რა მოხდებოდა? დავქორწინდებოდით და ქორწინება ყველაფერს გაგვიფუჭებდა ისევე როგორც სხვა წყვილებს. შენ მაშინ მხარი დამიჭირე, აბორტზეც ჩემ გვერდით იყავი! არ გაქვს უფლება ასე მომექცე! - ვუთხარი, თან ვცდილობდი არ ავკანკალებულიყავი.
-უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდა. გუშინ მეტისმეტად დავიძაბე, ზედმეტები ვთქვი, ასე სულაც არ ვფიქრობ. მიყვარხარ და მინდიხარ, მინდა ჩემი იყო ისევე როგორც ადრე. მისმინე, თუ ზეგ მოხვალ ქორწილში ესეიგი შენც გინდა ჩემთან ყოფნა. იფიქრე ამაზე. - მითხრა და პალატაში შევიდა.
რა იგულისხმა?!
დადგა მესამე, ქორწილის დღეც.
ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ არ წავსულიყავი ქორწილში. ის კარენთან იყო, ხოლო მე ზედმეტი პრობლემები არ მჭირდებოდა.
დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის, როდესაც ლუკასი და მე კაფეტერიაში ვიჯექით, მან მითხრა:
-მორჩა! მომბეზრდა შენი მომტირალი სახის ყურება! ახლა იცი რას იზავ? ქორწილში წახვალ! დაანახებ დანიელს რო გკიდია ან არადა პირდაპირ მივარდები და იქვე აკოცებ. კაბა გიყიდე, ულამაზესია, გამოსაცვლელ ოთახში, კარადასთან დაგიკიდე, ჩაიცმევ და წახვალ, ან არადა ჩემი ხელით მოგკლავ. ნუ ღელავ შენს საქმეებს მე მივხედავ, აქ მთავარი მარტო შენ არ ხარ. - სანამ შევეპასუხებოდი, ადგა და წავიდა.
მის ნათქვამზე ვიფიქრე და მივხვდი რო მართალი იყო. ღმერთო როგორ მიყვარდა ლუკასი! როგორ ზრუნავდა ჩემზე, მის გარეშე მოვკვდებოდი.
უნდა წავსულიყავი და ამით დანიელისთვის დამემტკიცებინა რომ არც ისეთი ძვირფასი იყო ის ჩემთვის! რაც მართალია ეს დიდი ტყუილია, მაგრამ....
როდესაც ბოლომდე შევჭამე, ავდექი და გასახდელში წავედი.
იქ ულამაზესი სალათისფერი, გრძელი კაბა დამხვდა.
უცბად არაჩვეულებრივი აზრი დამებადა.
კაბა ავიღე, სახლში წავედი და თმები ბუნებრივ ფერად შევიღებე. ქორწილი 6-ზე იწყებოდა, უნდა მეჩქარა, სანამ ხელს მოაწერდნენ.
7-ის ნახევარზე უკვე სახლიდან გამოვედი და ეკლესიისკენ გავიქეცი სადაც მათი ნიშნობა იქნებოდა, მთელი ძალით მივრბოდი, შესვენება მინდოდა მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი. უნდა მიმესწრო.
თმები დახვეული მაქვს, ფეხზე ქუსლებიანი მაცვია, რაც კიდევ უფრო ართულებს სირბილს. დანიელის ნაჩუქარი ყელსაბამი, რომელიც გუშინწინ მოვიხსენი, ახლა მიკეთია. კაბის გრძელი ბოლოები ხელით მიჭირავს და ვცდილობ მასში არ ავიხლართო.
მთელი 20 წუთი დავრბივარ.
როდესაც როგორც იქნა ეკლესიას მივაღწიე, ორი წუთი გავჩერდი რომ სული მომეთქვა, თმები გავისწორე, დავმშვიდდი და კარები შევაღე. კარების ხმაზე ყველამ გამოიხედა, დანიელმა გაოცებისგან პირი დააღო. აშკარა იყო - არ მელოდა.
მე ცარიელ ადგილას დავჯექი. მღვდელმა საუბარი განაგრძო. კიდევ კაი მოვასწარი. კარენი ულამაზესი იყო. მოკლე, მუხლებამდე თეთრი საქორწინო კაბა ეცვა, თმები მაღლა ლამაზად ჰქონდა დამაგრებული. ის სრულყოფილი იყო.
პიჯაკ-კოსტუმში გამოწყობილი დანიელი უჩვეულო იყო. უჩვეულოდ სიმპატიური და ლამაზი. რამდენჯერმე მისი მზერა დავიჭერე, სახიდან ეშმაკურ ღიმილს არ ვიშორებდი.
ახლა რაც უნდა მექნა, იმედია მომავალში არ ვინანებდი.
-კარენ, დარწმუნებული ხართ რომ გსურთ იყოთ დანიელის მეუღლე? - იკითხა მღვდელმა.
-დიახ. - გაიღიმა კარენმა.
-დანიელ, დარწმუნებული ხართ რომ გსურთ იყოთ კარენის მეუღლე? - დანიელმა კვლავ მე შემომხედა, შემდეგ კარენს და სანამ რამეს იტყოდა წამოვხტი და საუბარი დავიწყე
-რაღაც მაქვს სათქმელი - დანიელი მოიღუშა, ვითომ ჩაფიქრდა ამას რა უნდაო, მაგრამ არ გამომპარვია მისი ჩაღიმება, ამან მოტივაცია მომცა და უფრო გაბედულად განვაგრძე. - ბოდიშით გაუგებრობისთვის. მე ემილი ვარ. 10 წლის წინ, ბანაკში გავიცანი დანიელი. ერთი ნახვით შეყვარების მანამდე არ მჯეროდა, საერთოდ არ ვიცოდი სიყვარული რა იყო. მეშინოდა ურთიერთობების, მეშინოდა დანიელთან ურთიერთობის. ერთხელ მივხვდი რო ჩემი კოცნა უნდოდა, თან მითხრა რომ მოვწონდი, მე კიდე შევშინდი და გავექეცი. მეორე დღეს მივხვდი რომ ის საშიში არ იყო და მისი ოთახისკენ გავემართე ყველაფრის გამოსასწორებლად. შემთხვევით მისი სატელეფონო საუბარი მოვისმინე სადაც ვიღაცას ეუბნებოდა რო უყვარდა, წამით ყველა იმედი ამომეწურა და ტირილი დავიწყე, დანიელი ოთახიდან გამოვიდა და დამამშვიდა, მითხრა რომ არანაირი შეყვარებული არ ჰყავდა, თავის დას სარას ელაპარაკებოდა. სარა სავარაუდოდ ახლა ამ დარბაზშია და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ არსებობს. სწორედ ამ დღეს ვაკოცეთ პირველად. თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბედნიერებამ 3 თვეზე მეტი არ გასტანა... 3თვეში ბანაკი დამთავრდა, მე ნიუ-იორკში უნდა წავსულიყავი, ხოლო დანიელი ინგლისში და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება აგვეწყო. იმ დროს ბევრს ვტიროდი. ერთმანეთს დავშორდით. განადგურებული ვიყავი... ახლა 10 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს აქ, პარიზში შევხვდით. როგორც კი დავინახე მივხვდი რომ ის კვლავ მიყვარდა, მის მიმართ გრძნობას ვერასოდეს, ვერაფერი გამინელებს. იმედი მაქვს რომ ისიც ასე ფიქრობს. - მისი ნაჩუქარი ყელსაბამი მოვიხსენი, ხელში დავიწირე და დანიელისკენ გავიშვირე, -ეს ყელსაბამი დანიელმა მაშინ მაჩუქა სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით და მითხრა რომ არასოდეს არავინ ეყვარებოდა ჩემზე ძლიერ და ყოველთვის დამელოდებოდა. ახლა დანიელ, მე შენ გეუბნები, თუ კვლავ გიყვარვარ მოდი და ეს ყელსაბამი გაიკეთე, თუ არადა გპირდები სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. - საუბარი დავასრულე, ახლაღა მივხვდი რომ ცრემლები მომდიოდა. კარენს ამღვრეული სახე ჰქონდა, სადაცაა მომვარდებოდა და მომკლავდა. დანიელი იღიმოდა, მასაც ცრემლები მოსდიოდა. ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, უფრო და უფრო მომიახლოვდა. ყელსაბამი გამომართვა და კისერზე ჩამოიკიდა.
-არამგონია მინდოდეს რომ ოდესმე ჩემი ცხოვრებიდან გაქრე. - როგორც კი ეს თქვა ვაკოცე.
როგორ მომნატრებია მისი ტუჩების გემო! მას ისევ ზღვის და რაღაც ტკბილის გემო ჰქონდა.
ახლა ხალხში რომ არ ვყოფილიყავით ეგრევე შემოვახევდი მაისურს.
კოცნის შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე დიდხანს ვიდექით.
-მე შენ მაინც არ მიყვარდი! შენგან მხოლოდ ფული მინდოდა! ამ დებილმა გოგომ კი ყველაფერი გააფუჭა! - ისტერიკებში ჩავარდა კარენი.
ჩვენ გაგვეცინა, ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და გავიქეცით.
ერთად გავიქეცით.
მანქანით წავედით იქ სადაც არავინ მოგვაგნებდა. ლამაზ მინდორზე ვიყავით და ერთმანეთით ვტკბებოდით.
-აღარასოდეს წახვიდე ჩემგან! - მითხრა მან.
-მიყვარხარ დანიელ!
-მეც მიყვარხარ ემილი.

________________________________________________________________

დააკომენტარეთ თქვენი აზრი ^.^скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest nika

გასაოცარიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent