შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ქალია (3)


30-09-2017, 01:15
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 266

ეშმაკი ქალია  (3)

- აუ დათა, დავიღალე - აბუზღუნდა ლილიანი ერთსაათიანი გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ. - არ დაამთავრე?
- არა ლილიან, ამას ერთ დღეში ვერ მოვრჩები. შევისვენოთ, გინდა?
- მინდა. მანახებ?
- ჯერ დიდი არაფერი, ნახე თუ გინდა.
- მაშინ მერე ვნახავ, რო დაამთავრებ.
- კარგი, ოღონდ რამე ჩაიცვი.
- უი, მაპატიე, დამავიწყდა - ღამის პერანგი ამოიწია მკერდზე ეშმაკური ღიმილით. - ხვალ რაღაცეები რომ ვუყიდო ბავშვებს შეიძლება? იქნებ ნიტამ ნანიკოსთან ალქაჯი ან ბოროტი ჯადოქარი არ დამიძახოს.
- არ დაგიძახებს. უცხოებთან უზრდელად არ იქცევა. შენზე თვალი შეეჩვია ეტყობა და გათამამდა. თან შეეშინდა, მართლა ჩემი დედინაცვალი არ გახდესო.
- ანუ შეიძლება, რომ ხვალ საყიდლებზე წავიყვანო მარტომ თუ არა?
- ძალიან უცნაურია იმის ხილვა, როგორ იღებ ჩემგან ნებართვას.
- დრონი მეფობენ და არა მეფენი.
- წაიყვანე.
- ისე, ნიტასი მესმის - ოთახიდან გავიდნენ - მეეჭვება ვინმეს დედინაცვალი გავხდე ოდესმე, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და გავხდი, საწყალი ის ბავშვი.
- უშვილო კაცი შეგიძლია დაითრიო და შენი საკუთარი გააჩინო - გაეხუმრა დათა და მერე მიხვდა, რომ თვითონვე არ ესიამოვნა თავისი ნათქვამი.
- მე ვერ გავაჩენ - თქვა ლილიანმა ღიმილით.
- რატომ?
- ზედმეტად წვრილი წელი მაქვს, თან გავსუქდები და ძუძ*ები ჩამომეწელება.
- რატო შემაშინე? - გაეცინა დათას.
- რისი შეგეშინდა?
- რა ვიცი... მეგონა, რომ...
- მამა, ისევ აქ ვართ? - თვალების სრესვით გამოვიდა სოფი.
- ჰოო, წავიდეთ სახლში?
- კიი - გამოჰყვა ნიტაც.
დათამ ლილიანს შემოხედა.
- წადით თუ გინდათ....

* * *
ლილიანი შუა ღამისას გაბრდღვიალებულ ოთახში იჯდა. ყველა ფანჯარა დაეკეტა და დაძინებას ცდილობდა. რამდენჯერმე ჩათვლიმა კიდეც.
ისევ სიბნელე იყო, ვერ ინძრეოდა.
საიდანღაც ხალხის კივილი და სროლის ხმა ესმოდა.
ლილიანს ცრემლები ახრჩობდა.
- უნდა გავიდე - დაიყვირა და იქ გაქცევა დააპირა, საიდანაც სასოწარკვეთილი ხმები გამოდიოდა. ფეხი ისე სტკიოდა, განძრევის თავიც არ ჰქონდა. - ჯანდაბა, ფეხი გადაადგი - შეუძახა საკუთარ თავს, თუმცა უშედეგოდ. ტკივილმა უძლურად მიაჯაჭვა ერთ ადგილს.
აკანკალდა.
საიდანღაც ნაცნობი ღიღინი შემოესმა:
„შენ, რომ გიყურებ გული მიჩერდება,
გარეთ ცივა და ვიცი, იწვიმებს,
ეშმაკმა ქალის პერანგი ჩაიცვა
და ყველა სკანდალს მოქნილად იცილებს.
ერთხელაც ბედი უსუსურს გაგხდის
და შემოგახვევს ტრფობის მარწუხებს,
შენ მიხვდები, რომ ყინული ლღვება
გულში, რომელსაც გრძნობები აწუხებს.
დღეს კი უსაზღვროდ უხდება ღიმილი,
ღიმილით ყველას მონუსხვა სწადია,
მჯერა, ძირს დასცემს ყველა მოკვდავს და
დაამტკიცებს რომ ეშმაკიც ქალია.“

ლილიანმა გამოიღვიძა.... ჯერ კიდევ ლექსის ავტორის ხმა ჩაესმოდა.
ბედნიერი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაიგონა ეს ხმა, ბედნიერი იყო, რომ ჯერ არ დავიწყებია.
წამოდგა.
უჯრინდან სურათი ამოიღო, სადაც სიმპათიურ, საშუალო სიმაღლის კაცთან ერთად იდგა მომღიმარი.
ლილიანის სახეზე ასეთ ღიმილს უკვე ორი წერია, რაც არ გამოუნათებია.
სურათზე წარწერა იყო გაკრული ხელით: „ეშმაკი ქალია“.
- გამარჯობა მეგობარო! - ჩაილაპარაკა ქალმა.

* * *

მეორე დღეს, დათას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დილას ლილიანის ზარმა გააღვიძა.
- შენ რაა, გღვიძავს? - ჰკითხა ქალს.
- კი, დილის ცხრა საათზე უკვე ფეხზე ვარ ხოლმე. ბავშვები ჩამომიყვანე, მოვედი.
- რააა?
- ჰოო, მოვედი და ჩამომიყვანე.
- შენ ამოდი და მოვაწესრიგებ მანამდე ლილიან. რა ვქნა, წვრილშვილიანი კაცი ვარ და დილის ძილის ფუფუნება არ მაქვს ხოლმე ხშირად.
- კარგი, დაგელოდები მაშინ.
- ამოდი, მანდ რას დამელოდები.
- იყოს, აქ დაგელოდები. - ცოტათი დაიბნა ქალი.
- ლილიან ამოდი. ბოლოს და ბოლოს, შენი საქმრო ვარ.
- კარგი, რომელი სართულია?
- მეცხრე.
ლილიანი ლიფტში შევიდა, სადაც ვიღაც მოხუცი, ჭაღარა ქალი შეჰყვა. კოჭებიდან თმის ღერამდე აათვალიერა და მერე ვერ შეიკავა თავი, რომ არ ეკითხა.
- შვილო, აქ ცხოვრობ?
- არა - ცოტახანს დადუმდა და მერე იფიქრა, ცოტას გავერთობიო. - საქმროსთან ვარ.
- ვინაა შენი საქმრო? - თვალები დააჭყიტა მოხუცმა.
- დათი... უფრო სწორად, დავით კერესელიძე.
- ვაიმე, შენ გენაცვალე - სახეზე ჩააფრინდა და შუბლზე ისე აკოცა, რომ ლილიანმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. - შენ შემოგევლე. როგორ მინდოდა, კარგი გოგო გაეცნო. აბა, ცოდო არ იყო ასეთი ბიჭი მარტო? უყურე ამას - ხელახლა გადაათვალიერა - როგორი აშოლტილი გოგო ხარ, ნახე რა თმა აქვს! იცოდე, მეტი აღარ გახდე, შვილების გაჩენა ხო გინდა!
- დიახ, მადლობ - უკვე ინანა თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი და ლიფტიდან გამოვიდა, მოხუცს დაემშვიდობა.
- ვის ელაპარაკებოდი? - ჰკითხა კარებში მდგომმა დათამ.
- შენს მეზობელს, მოგილოცა გაბედნიერება და ძალიან მოვეწონე.
- გაგიჟდი?
- არა, მაგარი ქალი იყო. სულ შუბლზე მკოცნა, შეეფერებითო.
- ხუმრობ ხო?
- არა. რა იყო, არ მოელოდებოდი ჩემგან ეგეთ საქციელს?
- შენგან ყველაფერს მოველოდები. შემოდი.
- გიხდება ნაიკის პატენტი ფლოსტები - „გაეღადავა“ ლილიანი. - თეთრი ნასკებიც ჩაგეცვა და ეგაა.
- საკუთარ სახლშიც შენ მაკონტროლე. ბარემ მართლა მოგიყვან ცოლად და დავინგრევ ცხოვრებას.
- დავინგრევ ცხოვრებას - დამახინჯებული ხმით გაიმეორა ქალმა და გარშემო მიმოიხედა.
პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი ჩანდა. შემოსასვლელ ოთახში ყურადღება ყველაზე მეტად ხის თაროებმა მიიქცია, რომელიც ალაგ-ალაგ გაბნეულიყო მთელს კედელზე და მასზე დალაგებული ფერადი წიგნები საოცარ იდილიას, სილამაზეს ქმნიდა.
- ყავას დალევ? - ჰკითხა დათამ.
- კიი - თავი დაუქნია ლილიანმა და სამზარეულოში გაჰყვა, რომელიც სრულიად თეთრი იყო: თეთრი იყო კედლები, ფანჯრის ჩარჩოები, რაფა, თაროები, მაგიდა. მაგიდის გარშემო კი რამდენიმე ლამაზი მწვანე ფერის სკამი ელაგა.
- დაჯექი, რა მორიდებული ბავშვივით იქცევი?
- შეიძლება მოვწიო? - ჰკითხა ლილიანმა.
- გამწოვს ჩავრთავ მაშინ.
- ეს შენი სახლია?
- ჰო, აბა ვისი უნდა იყოს? - გაეცინა დათას.
- რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობ?
- ქეთის გარდაცვალების მერე გადმოვედი აქ.
- შენ გაარემონტე?
- ჰო, რა მოხდა? არ ჯდება შენი მაღალი სტანდარტების გემოვნებაში?
- არა, პირიქით... კარგად მოგიწყვია. ბავშვობაში, რომ ვოცნებობთ ხოლმე, ზუსტად ისეთია.
- ასეთ სახლზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- ჰო, მაგრამ მერე გავიზარდე და თავში ამივარდა.
დათამ ყავა დაუსხა.
- თავში ავარდნილო, ჩვენ ბაგეტზე გადასმული კარაქი და ჯემი გვიყვარს ხოლმე საუზმედ. შეჭამ?
- დილის საუზმეს არ ვჭამ, მადლობ.
- არადა ეგ ყველაზე მნიშნელოვანია.
- ბებიაჩემივით ლაპარაკობ - გაეცინა ლილიანს.
- ბებია გყავს?
- მყავდა. მაგარი არისტოკრატი იყო. ოთხმოცი წლისა წითელ ღვინოს წრუპავდა ხოლმე და შანელი თუ არ ეცვა, თავი შიშველი ეგონა.
- ბებიაჩემსაც შიშველი ჰგონია თავი მატყლის საბანი თუ არ ახურავს ღამე და თავისი მოქსოვილი წინდა არ აცვია.
- ბებია გყავს?
- ჰოო, სოფელში.
- მშობლები?
- ეგენიც სოფელში.
- მეც სოფელში მყავს მშობლები.
- ღადაობ?
- არა, გაღმა სოფელში არიან - გადაიხარხარა ლილიანმა.
- შენი შავი იუმორის დედა ვატირე ყველანაირ სიტუაციას რომ არგებ ხოლმე!
- ატირე რამდენიც გინდა. ურჩხულები არ ტირიან!
- ვინ უნდა ატიროთ? - შემოვიდა ნიტა.
- გაიღვიძე მამა?
- არა, სძინავს - დათას დაეჯღანა ლილიანი.
- ზოგჯერ მისამართი გერევა ხოლმე და იმათთანაც „სწერვობ“, ვისთანაც არ გაგდის - დაუბღვირა კაცმა.
- ისე მაგრად გამდის, რომ ზოგჯერ თავი უძლეველი მგონია.
- რა გაგდის? - ჰკითხა ნიტამ.
- ფისი უნდა და გასდის - გაეცინა დათას.
- მამაშენს ზოგჯერ იუმორის ზეიმი აქვს საკუთარ თავთან და მხოლოდ თვითონ ხარხარებს. ხო გაგიგონია, ერთი როცა იცინის, ვისაც დასცინის?
- ლილიანს დასცინის - ირონიულად გაუღიმა კაცმა.
- კიდევ კარგი, თქვენ მართლა არ ქორწინდებით თორემ ამდენ ჩხუბს ყოველ დღე რა გაუძლებდა - ჩაილაპარაკა ნიტამ და სკამზე შემოსკუპდა, კარაქის დანა მოიმარჯვა.
- უყურე ამას, რა დიდივით ლაპარაკობს, შენი ხნის, რომ ვიყავი...
- შენი ხნის რომ იყო, დიორის პომადას თუ არ მისცემდნენ, სკანდალებს აწყობდა- გააგრძელა დათამ ლილიანის წინადადება.
- დღეს ძალიან მხიარული ხარ არა? ღამის „შორწიკი“ არსად დაგეკარგოს.
- ჯერ ფლოსტებიო, ახლა შორწიკიო. - ამოიოხრა.
- ნიტა, ისაუზმე და წავიდეთ ხო?
- კაი. შენც ისაუზმე - თავისი კარაქიანი პური გაუწოდა ლილიანს.
- კარგი - ლილიანმა გამოართვა.
სოფიმაც გაიღვიძა ამასობაში და მამამისის 44 ზომა ფლოსტებით გამოვიდა სამზარეულოში.
- მააა, გაიღვიძე?
- შენ ბიჭო დებილი ხარ? - ჰკითხა ლილიანმა.
- ნუ მეგველები, თორემ ცოლად აღარ მოგიყვან!
- ღმერთო, რა ბიჭები მეძლევიან და მე ვის ვეძლევი - ამოიოხრა ლილიანმა.~
- ჯერ არ მოგიცია. ღმერთს ნუ ატყუებ!
- იოცნებე - გადაიხარხარა ქალმა - მარტო იმიტო არ მოგცემთ არავის, რომ კაცები არ ხართ ჩემი სილამაზით ტკბობის ღირსი!
- მამა, რა უნდა მოგცეს? - ჰკითხა სოფიმ და ლილიანს კალთაში ააბობღდა.
- თავისი სისპეტაკე.
- სისპეტაკე რა არის? - ახლა ნიტამ იკითხა.
- სისპეტაკე არ გამაჩნია - გაეღიმა ლილიანს - მაგრამ ხელფასის მოცემაზე ძალიან დამაფიქრე უკვე.
- შენ კი არა, მთავრობა უნდა მაძლევდეს ხელფასს შენი გაძლებისთვის.

* * *

უკვე შუადღე იყო ლილიანმა ბავშვები, რომ სახლში მიიყვანა. ათასი ტანსაცმლის პარკით ხელში სახეგაბრწყინებულები იყვნენ.
- ამდენი რამის ყიდვა არ იყო საჭირო - გაუკვირდა დათას.
- ვიცი, მაგრამ მე მინდოდა.
- მადლობა გადაუხადეთ დეიდა ლილიანს? - ჰკითხა ბავშვებს.
- კიი.
- დეიდას ხო? - უკმაყოფილოდ ჩაეცინა ლილიანს. - წავედი და ხვალ ხო იცი, ძალიან დამაჯერებლად უნდა მიჟუჟუნო თვალები.
- დღეს სარკეში ვივარჯიშებ.
- ნახვამდის დათა.
ლილიანი გავიდა.
სამაგიეროდ, სადარბაზოში ბედნიერი მოხუცი ამოვიდა და დათას გაბედნიერება მოიულოცა.
საღამოს ბავშვები დააწვინა. ორსართულიანი საწოლი იყო და პირველ სართულზე პატარა იწვა, მაღლა კი ნიტა.
- მამა, არ შეიძლება, რომ ლილიანი მართლა მოიყვანო ცოლად? - ჰკითხა სოფიმ. - ლამაზია, კარგი სუნი აქვს და გრძელი თმა.
- ჰო, სხვა რა სჭირდება ქალს, არა? - გაეცინა დათას.
- ჰოო. არა უშავს თუ საჭმელს ვერ გააკეთებს. შენ ხო არ ეჩხუბები მაგის გამო?
- რა თქმა უნდა, არ ვეჩხუბები, მაგრამ არამგონია ლილიანმა ჩვენთა ცხოვრება შეძლოს.
- რატომ? - სახე მოეღუშა ბავშვს.
- იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს სხვებთან შეგუება უჭირს.
- მამას იმის თქმა უნდა, რომ ლილიანისთვის ორშვიალიანი კაცი ზედმეტია და თან მისი სახლი ნანახი გაქვს? ეგ ჩვენთან არ გადმოვა საცხოვრებლად - დაამატა ნიტამ.
- ამის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი.
- მაგრამ ხომ ასეა?
- არ ვიცი.
დათა ახლა მაღლა აცოცდა.
- იცი რაა? ლილიანი ადრე ძალიან ძალიან არ მომწონდა. ახლა უბრალოდ ვთვლი, რომ შენი სტილის არ არის. სულ ესაა - გამოაცხადა ნიტამ.
- მაშინ ხელების მოძრაობით და მიმიკებით რატო ბაძავ? - გამოიჭირა მამამისმა.
- იმიტომ, რომ ლამაზია და ალბათ ყველა ქალს უნდა მისნაირად ყოფნა.
- ნიტა, ასეთ ლაპარაკს როდის დაეჩვიე?
- როგორ ლაპარაკს?
- ბრძნულს - გაეცინა დათას.
- შენგან ვისწავლე - ლამაზი, ცისფერი თვალები მიაპყრო მამას - ჩემთან დაიძინებ?
- დავიძინებ - პატარა საწოლზე ძლივს მოთავსდა და ბავშვს ხელი გადაჰხვია. ამასობაში სოფიც ამოცოცდა, მამამისს მკერდზე დააწვა.
* * *

- ტანსაცმელს მოგიტან და ეგ ჩაიცვი - ვერ ისვენებდა ლილიანი.
- ლილიან, მზრუვნელობამოკლებული ბავშვი კი არ ვარ, მეც მაქვს ნორმალური ტანისსამოსი.
- მე მაინც წამოვიღებ. ვერ ვენდობი შენს გემოვნებას.
- რაც გინდა, ის ქენი.
ხუთ წუთში ლილიანი ამოვიდა, ხელში დიდი ფუთა ეჭირა (სავარაუდოდ დათასთვის განკუთვნილი), თუმცა კარში გაშეშდა და კაცს მიაშტერდა. დათაც მიაშტერდა კლასიკურ, შავ კაბაში გამოწყობილ ლილიანს, რომელსაც თმა გაეშალა და ისეთი უბრალო იყო, როგორც არასდროს.
- მეგონა, ბრილიანტის ძაფებით ნაქსოვი კაბა გეცმეოდა - გაუკვირდა დათას.
- მე კი მეგონა, დაკემსილი შარვალი გეცმეოდა.
- ლილიან, ხიდის ქვეშ კი არ ვცხოვრობ.
- მზად ხართ?
- კი, მზად ვარ, როგორც ხედავ. მოგწონს თუ გამოვიცვალო?
- ნუ დიდი არაფერი, მაგრამ გეცვას....
- ანუ თვალისმომჭრელი ვარ- თავდაჯერებულად გაეცინა კაცს.
- მოიცადე, ბეჭედი დამრჩა, ჯანდაბა ამის დედაც! - თავში ხელი წაიშინა.
- საქორწინო ბეჭედიც გვაქვს?
- ჰოო, აბა რითი მთხოვდი ხელს? თოხით?
- დამაცადე, რამეს მოვძებნი - თავის ოთახში შევიდა კაცი და სამკაულების ზარდახშა გახსნა.
- სოფის პლასტმასის ბეჭედი უნდა გამიკეთო? - დასცინა ლილიანმა, მაგრამ სიცილი სახეზე შეაშრა, როცა დათამ ლამაზი, ყვავილილს ფორმის ბეჭედი მისცა, რომელიც სრულებით არ ჰგავდა სათამაშოს.
- აი, ძალიან ძვირფასი არ არის, მაგრამ დედაჩემისაა და...
- ძალიან ლამაზია - ლილიანი შეეცადა, ისეთი სენტიმენტალური რეაქცია არ ჰქონოდა, როგორც ნამდვილი ხელის თხოვნისას აქვთ ხოლმე ქალებს.

* * *
ვახშამი ნორმალურად მიდიოდა. ლილიანი და დათა უფროსებისთვის განკუთვნილ სუფრას ესხდნენ, ბავშვები კი სხვების შვილებთან ერთად ცალკე მიირთმევდნენ და თან თამაშობდნენ.
- ჭამეს ნეტა რამე? - მზურნველად იკითხა ლილიანმა და ბავშვებს გახედა - ნიტა ძალიან ცოტას ჭამს.
- შენ გბაძავს. თუ რამდენიმე კილოს მოიმატებ, იქნებ ბავშვსაც ეშველოს - გაეცინა დათას.
- რას ამბობ, მერე მსუქანი გოგო ვიქნები და აღარ მოგეწონები.
- მსუქანიც მომეწონები - ლოყაზე აკოცა დათამ.
ლილიანს გაეღიმა. უნდოდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო ეს ღიმილი, თუმცა მაინც მოხვდა ყველას თვალში, რომ ოდნავ დაიმორცხვა და ლოყები შეუწითლდა. ხალხი ქალს ისე გაოგნებული უყურებდა, თითქოს მოშინაურებული ეშმაკი ყოფილიყო.
- ნანიკოს ძალიან ლამაზი ყვავილების სათბური აქვს, დავათვალიეროთ, გინდა? - ჰკითხა დათას.
- დავათვალიეროთ.
- ნიტა, ბაღში გამოხვალთ? ლამაზი ყვავილებია - ჰკითხა ლილიანმა.
- არა, ბავშვებთან ვითამაშებთ, თქვენ გადით.
- კარგი, დაგტივებთ ცოტა ხნით.
უზარმაზარი სათბური იყო სულ სხვადასხვანაირი მცენარეებით, უმეტესობა კი ყვაოდა და ათასფრად ანთებდა იქაურობას.
- რა ლამაზია, ასეთს შენ რატო არ აკეთებ? - ჰკითხა დათამ.
- მერე იფიქრებს, მომბაძაო.
- მაგის გამო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებს? ძალიან ადვილია მცენარეების მოვლა.
- საიდან იცი?
- დედაჩემი წყალს უსხამს ხოლმე და ეგაა.
ქალმა გულიანად გადაიხარხარა.
- ჰო, აბა სხვა რა უნდა უნდოდეს.
- სიცილი გააგრძელე - უთხრა ღიმილით დათამ - და ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწიე, ნანიკო გვიყურებს ფანჯრიდან.
- რა უნდა მაგ ფსიქოპატს? - თან ბედნიერად იცინოდა - მალე ჩვენს ინტიმურ სურათებს მომთხოვს.
ლილიანმა კაცს ჰალსტუხზე მოუსვა ნაზად ხელი და მერე სახეზე მოეფერა.
- თვალებში მიყურე - დათამ სახე ახლოს მიუწია, შუბლზე ჩამოშლილი თმა ყურთან გადაუწია.
ლილიანი დაიბნა, რადგან ძალიან ესიამოვნა.
დათა კი ქალის ტუჩებს ისე მოულოდნელად დაეწაფა, თვითონაც ვერ შეძლო იმის გაცნობიერება, რომ ლილიანს კოცნიდა.
არ ჰგავდა ეს კოცნა ლილიანს, რადგან ზედმეტად ნაზი იყო, ალერსითა და სითბოთი სავსე. ზუსტად ისეთი, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში შეიძლება იყოს - ტკბილი, სანუკვარი.
ყველაფერი შეიგრძნო დათამ ამ ერთი კოცნით: ლილიანის ნაზი თმა, მისი რბილი და სათუთი ტუჩები, ქალის შემოხვეული ხელები და ის ძალა, რომლითაც კაცს თავისი სხეულისკენ ეზიდებოდა.
ლილიანი კაცს დაეხსნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... უკვე ყველაფერი იგრძნო, რისი შეგრძნებაც ცოცხალ ადამიანს შეეძლო.
- ბავშვები დაგვინახავენ და უხერხულია - ჩაილაპარაკა ლოყებაწითლებულმა.
- ტიტველი რო დადიოდი სახლში, ეგ არ იყო უხერხული? - წარსული ცოდვები გაახსენა დათამ.
- საერთოდ რომ არ გვიყურებს ნანიკო, ეგ არაა უხერხული? - გაცხარდა ლილიანი, როცა უკან მოიხედა და არავინაც არ დახვდა მოთვალთვალე.
- ლილიან! - დაუძახა სოფიმ, რომელიც კიბეზე იდგა და მხოლოდ ყვიროდა, რადგან ზედმეტად გრძელი საფეხურები იყო და ჩასვლის ეშინოდა.
- რა იყო? - ჰკითხა ქალმა.
პასუხად სოფიმ ხელები გაუშვირა... ამიყვანეს ნიშნავდა ეს ჟესტი.
ლილიანმა მისკენ მიირბინა და ხელში აიყვანა.
- ქურთუკის გარეშე რატო გამოხვედი? სათბურია, მაგრამ სახლთან შედარებით მაინც ცივა.
- თქვენთან მინდოდა.
- ჩვენ შევდივართ უკვე, მარტოა ნიტა - თქვა ლილიანმა დადათას შეხედა, თან თავის ტუჩებზე შერჩენილი კოცნის კვალი შეუმჩნევლად მოილოკა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Alice

ვაი!!! რ სასწაულად მაგარია❤️ სიტყვები არ მყოფნის ❤️
ახალს როდისთვის ველოდო?

 



№2 მოდერი sameone crazy girl

აუ ნეტა დამთავრების მერე წამეკითხა ცუდად ვხდები ერთი თავი რო სრულდება და ლოდინი მიწევს sob მალე დადე რა გთხოოოვ შეეცადე

 



№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest Alice
ვაი!!! რ სასწაულად მაგარია❤️ სიტყვები არ მყოფნის ❤️
ახალს როდისთვის ველოდო?

დიდი მადლობა <3 ვეცდები ხვალ ან ზეგ დავდო :*

sameone crazy girl
აუ ნეტა დამთავრების მერე წამეკითხა ცუდად ვხდები ერთი თავი რო სრულდება და ლოდინი მიწევს sob მალე დადე რა გთხოოოვ შეეცადე

ვაიმე, მადლობ :* კიი, ამას ორ ან მაქსიმუმ სამ დღეში ერთხელ ვდებ ხოლმე :*

 



№4 სტუმარი Guest nina

ჩემი სიყვარული ისტორიაა innocent innocent ერთი სული მაქვს ლილიანს როდის იხმარს კაი გემრიელად heart_eyes heart_eyes

 



№5  offline წევრი Indigo

ვაიმე, ძაან საყვარლობაა heart_eyes heart_eyes
სიმართლე გითხრა შენგან ძაან გამიკვირდებოდა ესეთი საყვარელი სცენები ისტორიაში და ალბატ ვერც დავიჯერებდი შენი როა, ლილიანს მართლა ეშმაკივით ხასიათი რო არ ქონდეს :დდ

პ.ს. რო ვგიჟდები შენ ისტორიებზე გითხარი უკვე, მარა გამეორება ცოდნის დედააო და...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№6 სტუმარი Guest sheyvarebuli

miyvars en jeini da miyvars yvelaperi, rasac es gogo wers. sauketeso xar da yvela sheni personaji ro sheni anareklia, magas vxvdebi ❤️

 



№7 სტუმარი lanashka

shokimoki gogo xaar <3<3<3<3<3

 



№8 სტუმარი Guest ენ ჯეინი

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ


თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ დ[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ[/quote]

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ


თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ დ[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ[/quote][/quote]


ქალო მინდოდა დამეწერა რო შენს ფანი ვარ და შენს კომენტრს მიება

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ


თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ დ[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ[/quote]

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ


თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ დ[quote=Guest ენ ჯეინი]თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ

აუ ძაან მიყვარხარ! შენი ფანი ვარ

თქვენ შემოგევლეთ ყველაა ერთად ❤️❤️ მძიმე პირობებში ვარ და ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ[/quote][/quote]


ქალო მინდოდა დამეწერა რო შენს ფანი ვარ და შენს კომენტრს მიება[/quote]


ალასკა ვარ

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მივხვდი :დდდდ დაიკიდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent