შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთელაურო (თავი მეათე) დასასრული


30-09-2017, 12:34
ავტორი ელპინი
ნანახია 1 262

ქეთელაურო (თავი მეათე) დასასრული

ბარში კიდევ ცოტა ხანს დაჰყვეს ცოტნემ და ქეთამ,თორნიკე და საბა გადაკარგულები იყვნენ,მიხვდით ალბათ რატომაც.
-ცოტნე,დავიღალე და წავიდეთ,რა.თან,ხვალ ბაჩუტის რა ვუთხრა,ბარში ვიყავი და ვერ ჩაგაბარებ სემინარსთქო-დაღლილი ხმით ლაპარაკობდა ქეთა და თან იცინოდა.
-როგორც შენ გინდა-ლოყაზე მსუბუქად აკოცა ცოტნემ ქეთას.
-ბიჭებს არ დავემშვიდობოთ?-ინტერესით ჰკითხა ქეთამ.
-მოვძებნი და მოვალ ახლავე,აქ იყავი-ცოტნე თორნიკეს და საბას მოსაძებნად გავიდა,მალევე მიაგნო,საპირფარეშოში იყვნენ.
-ბოდიში სიმყუდროვეს გირღვევთ,მაგრამ მივდივართ ჩვენ-ოდნავ ღია კარში მიაძახა ცოტნემ ბიჭებს და გამობრუნდა.
-არ ცალიათ იმათ-სიცილით უთხრა ქეთას.
-ოხ,შენ რა გაიძვერა ხარ ცოტაშვილო-მოჭუტული თვალებით უყურებდა ქეთა ცოტნეს.
ანგარიში გადაიხადა ცოტნემ და ბარიდან გავიდნენ.
მანქანაში ჩასხდნენ.
-ცოტნე სად მივდივართ?-ქეთამ გაკვირვებულმა გახედა ცოტნეს,რომელმაც ცენტრალური ქუჩის ნაცვლად გეზი სხვა ქუჩისკენ აიღო.
-ბოტანიკურ ბაღში-შუქნიშანზე გააჩერა ცოტნემ,დრო იხელთა და ქეთას მადიანად ააყოლა თვალი.
-ცოტნე,ბაჩუტის ვინ მისწავლის მერე,კაი,რა-წუწუნით ლაპარაკობდა ქეთა.
-დაი*იდე რა ცოტა ხანი ეგ ბაჩუტია თუ ბაჩუკი-ხელი ჩაიქნია ცოტნემ.
-ცოტნე-წარბები შეკრა ქეთამ და გაგულისებული ლაპარაკობდა.
-ქეთა,მაინც წავალთ,ხო იცი-სასაცილოდ გახედა ცოტნემ.პატარა ბავშვები ჯეირანში,რომ მოიგებენ და იძახიან "მე მოვიგე,მე მოვიგე-ო" და სასაცილოდ ჭყნავადნენ სახეს,ასე იყო ცოტნეც ახლა,გამარჯვებული ეგონა მისი თავი.
-კარგი,მაგრამ ერთი პირობით-მზაკვრულად ჩაიცინა ქეთამ.
-ოღონდ ფოტოების გადაღება არ მთხოვო-ლამის იყო ტირილს დაიწყებდა ცოტნე.
-რა მიხვედრილი ბიჭი ხარ,გენაცვალა ქეთა დეიდამ შენ-სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა ქეთა და სავარძელზე სასაცილოდ ქანაობდა.
-არა,ღმერთო,შენ მაინც შემიბრალე-ხელები მაღლა აღმართა ცოტნემ და სასოწარკვეთილი სახე მიიღო.
მთელი გზა იცინოდნენ და სიცილისგან ცრემლები მოსდიოდათ ორივეს.მალევე მივიდნენ ბოტანიკურ ბაღშიც და დაიწყო სელფების/სურათების კორიანტელი.დატანჯული სახით დადიოდა ცოტნე და ქეთას ეხვეწებოდა "აქ შევისვენოთ ცოტა ხანი,ნუ დამღალე-ო" და ქეთა ბოლო ხმაზე ხარხარებდა.როგორც იქნა დაისვენა ქეთამ ფოტოების გადაღებით და სეირნობდნენ,ხელჩაკიდებულნი,ხო ბანალაურია,მაგრამ მაინც.
"სიყვარულის ხე"-სთან იდგა ორივე და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ,ჩაკარგული იყვნენ ერთმანეთში და ქვეყნის უკიდეგანო საზღვრამდე გონებაგათიშულნი თვალებით გამოხატავდნენ სიყვარულს.
-ქეთა-"რაღაცნაირი" ხმით წარმოთქვა ცოტნემ და ქეთას თმა ყურსუკან გადაუწია.
-გისმენ,ცოტნე-აბნეული ლაპარაკობდა ქეთა და ცოტნეს უბრალო შეხებამაც კი უცნაური შეგრძნებები დამართა.
ცოტნემ ხელი ქეთას სახისკენ წაიღო და დაატარებდა,მის ნაკვთებს შეისწავლიდა.ქეთას თვალები მიენაბა და გაუნძრევლად იდგა,მხოლოდ ცოტნეს შეხებას გრძნობდა,კანი დახორკვლოდა და ტუჩებს აცმაცუნებდა.
აკოცა ცოტნემ იმ გრძნობით,რომელსაც სიყვარული ჰქვია და ახლა ზუსტად იყო დარწმუნებული მისი სიყვარულის შეჭმარიტებაში.
-ქეთა,შეიძლება ახლა არ უნდა ვამბობდე,მაგრამ ამ წამს დავრწმუნდი ამ ყველაფერში იმაზე მეტად,ვიდრე აქამდე მჯეროდა.შენ როცა გხედავ სამყარო სხვა ფერებში მეჩვენება.შენ როცა გგრძნობ ის გრძნობები მეუფლება,რომელიც აქამდე არავისთან მიგრძვნია.შენ როცა გეხები სისხლი სიჩქარით იწყებს ჩქეფვას და მარტივად,რომ ვთქვათ მაშტერებ-"მისი" სიცილით იცინოდა-მიყვარხარ ქეთელაურო,ხო გაგაფრთხილე არ შეგიყვარდე და მიფრთხილდითქო,მაგრამ ბოლოს მე დავრჩი შენი სიყვარულით დამთვრალი და შენზე უაზროდ შეყვარებული.
ქეთა გაშეშდა,სუნთქვა შეეკრა,არ ელოდა ასე უცებ და ასე მოულოდნელად.მითუმეტეს,ცოტნესგან,თვით ყინულთა მეფისგან.ზუსტად იგივე სიტყვების გამეორება შეეძლო ახლა ქეთასაც და ზუსტად იმავეს გრძნობდა ისიც,რასაც ცოტნე.
-მიყვარხარ ცოტაშვილო-მხოლოდ ორი სიტყვა და ორი ადამიანის მომავალი,ორი სიტყვა,რომელიც ორ ადამიანს აერთიანებს და ერთმანეთს ავსებს.
ცოტნემ ქეთა ხელში აიყვანა,დაატრიალა და ბოლო ხმაზე ყვიროდა "მიყვარხარ ქეთა-ო".
რა გრძნობაა სიყვარული?გესმით თქვენ ეს ან გიგრძვნიათ?
ხო,მე არ მჯერა ამ გრძნობის,მაგრამ ვწერ და არ ვიცი როგორ.
მაგრამ ცოტნეს და ქეთას სიყვარული არ მაძლევს უფლებას არ დავფიქრდე სიყვარულის არსსზე.

ცოტა ხანში ხმები გავარდა ქალაქში.
ცოტნე ცოტაშვილი და ქეთა ქეთელაური ერთად არიან-ო.
ყველამ იცოდა ქეთა ქეთელაური ცოტნე ცოტაშვილის სიცოცხლის არსი,რომ იყო.
თქვენ უნდა გენახათ მაკას და სალომეს,მერაბის და ოთარის ბედნიერება.ყველა გაკვირვებული,რომ იყო.
მისაღებ ოთახში იჯდნენ ცოტნე და ქეთა,მშობლების წინ და სასაუბროდ ემზადებოდნენ.
-მოკლედ-ქეთამ დაიწყო ლაპარაკი,ჩაახველა და მხარი ცოტნეს მიჰკრა,მომეშველე-ო ანიშნა.
-მოკლედ,ჩვენ ერთად ვართ-ერთიანად ამოისუნთქაო რომ იტყვიან,ქეთამ ეს თქვა და სუნთქვას ლამის სხეულიც ააყოლა.
ყველა დუმდა,თვალებგაფართოებულები უყურებდნენ წყვილს და ბოლოს,ყველა ერთიანად გამოფხიზლდა.
-რა თქვი,ქეთა?-ორივე ძმებმა ერთად იკითხეს მარიამთან(ცოტნეს და) ერთად.
-ჰა,შვილებო,კარგად ხართ?-სალომეს და მაკასაც ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ.
-გილოცავთ,ძალიან გამეხარდა,უკეთესს ვერც ვერაფერს ვინატრებდი-მამებმა კი სიხარულით მიიღეს ეს ამბავი და საღად ამ წუთას მხოლოდ ისინი აზროვნებდნენ,სხვები შოკურ მდგომარეობაში იყვნენ.
-ხო,ერთად ვართ,დასამალიც არაფერია ამაში და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს.ჯერ არა,მაგრამ ახლო მომავალში ქორწილიც იქნება-ცოტნე სერიოზულად ლაპარაკობდა,ხანდახან ქეთას გახედავდა და იმ თვალებით უყურებდა,რომელიც მარტო ქეთას ეკუთვნოდა.
-აუ,რა რძალი მყავს.შენ მოგცეს ზევსმა ძალა ჩემი ძმის გაძლებისთვის-მარიამი ფეხზე წამოხტა და ჯერ ქეთას ჩაეხუტა,ბოლო წინადადება ჩურჩულით უთხრა ყურში და შემდეგ ცოტნესაც ჩაეხუტა.
-ძმაო ჩემო,ვფიცავარ შენი სული წიაღს,ეჭვი შენს გემოვნებაში არასდროს მეპარებოდა-ლაღი სიცილით იცინოდა მარიამი.
-გილოცავთ და ქეთას ერთი თმის ღერიც,რომ ჩამოუვარდეს ჩემი ხელით მიგახრჩობ-ძმურად დაჰკრა ხელი გაბრიელმა და თომამ ცოტნეს და როგორც ყველა ძმა იქცევა,გაფრთხილებაც მისცეს მომავალ სიძეს,მაგრამ ცოტნეს რაში სჭირდებოდა ამის სწავლა.მის თავს არ აპატიებდა ქეთას გულისტკენას.
-ყველაფერს ვიფიქრებდი,მაგრამ თქვენს ერთად ყოფნას ვერა.გილოცავთ,ბედნიერებას გისურვებთ-გაკვირვებული და თან,გახარებული ლაპარაკობდა მაკა.
-მეც გილოცავთ,იმდენად მოულოდნელი იყო ახლაც კი მიჭირს გააზრება-სალომე ჩაეხუტა შვილს და უკვე თითქმის "რძალს".
მერე იყო,სუფრა,სადღეგრძელოები და უამრავი ბედნიერი წუთი.
უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა ამ წყვილზე,ჭორებსაც აგორებდნენ,ხო იცით,ხალხს სალაპარაკო მიეცით და ენას არ გააჩერებენ.

იცით როგორ სთხოვა ხელი ცოტნემ ქეთას?დაიცა,მოგიყვებით.
შემოდგომა იყო და ტყეში სეირნობდნენ,შეფერილი იყო ოქროსფრად ყველაფერი.ბილიკს მიუყვებოდნენ,სკამზე ჩამოჯდნენ და ფოთლების კორიანტელი წამოვიდა ხეებიდან.ზუსტად იმდენი ფოთოლი იყო წარწერით
"მიყვარხარ.
ცოლად გამომყვები?" რამდენი დღეც იყვნენ აქამდე ერთად.
დათანხმდა ქეთა.
შეიცვალა ახლა ორივეს ცხოვრება.
დღე ერთმანეთით იწყებოდა და ღამეც ერთმანეთით სრულდებოდა.
ქორწილი?!არ გადაუხდიათ დიდ წრეში,მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო ყველაფერი ამაზეც დიდხანს ლაპარაკობდა ხალხი.
უყვარდათ ერთმანეთი და ეს სიყვარული აძლევდათ მათ არსებობის უფლებას.

ცხრა თვეში უკვე პატარა ჰყავდათ,ბავშვი მამამისის ასლი იყო-დემეტრე ცოტაშვილი.
არსება,რომელიც მათ სიცოცხლეს უხალისებდა და ორჯერ მეტად უბედნიერებდა წყვილს ცხოვრებას.

დღეს მათი ქორწინებიდან 40 წლის თავი გავიდა,ქეთას და ცოტნეს უკვე შვილიშვილებიც ყავთ და ისინიც ისეთივე გიჟი ბებია-ბაბუები არიან,როგორებიც თავის დროზე მათი მშობლები იყვნენ.
-ცოტნე,გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?-სიცილით ლაპარაკობდა ქეთა,ბუხართან სავარძელში დამჯდარიყო და სათვალე ცხვირზე დაკოფსვოდა.
-რა დამავიწყებს,ქალბატონო ქეთევან?როგორი შეშინებული სახით მიყურებდი მე,რომ გიყვიროდი,მაგრამ სიყვარული ხედავ რას არ იზამს?და მაინც შეგახსენებ იმ ფრაზას "მიფრთხილდი ქეთელაურო"-თქო,რომ გითხარი და ორივე გაფრთხილებული დავრჩით-ცოტნე იცინოდა,ისიც სავარძელში დამჯდარიყო და სიცივისგან გათოშილ ხელებს ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეუშვერდა.
-ბებია,ბაბუა,თქვენ მაინც მითხარით როგორ გაიცანით ერთმანეთი,თორე მამიკო არ მიყვება-გაბუტული ლაპარაკობდა პატარა ელენე,დემეტრეს შვილი და ტუჩები დაებუშტა.
-მოდი ბაბუ,ახლა მაგას ვიხსენებდით ჩვენ-ცოტნემ კალთაში ჩაისკუპა შვილიშვილი და მისი და ქეთას სიყვარულის ამბის მოყოლა დაიწყო.კისკისებდა პატარა ელენე ბებია-ბაბუასთან ერთად და ყველა ბედნიერი იყო.

და რა ბედნიერებაა ამ ყველაფრის შორიდან ცქერა?!
მინდა ყველას ისეთივე ბედნიერი მომავალი და ჭეშმარიტი სიყვარული გისურვოთ,როგორიც ამ ისტორიაში იყო.
მეტი სიყვარული.
მეტი ბედნიერება.
მეტი სიხარული და
უბრალოდ,მეტი ცოტნე და ქეთა ერს.
სიყვარულის უსასრულობა,რომელიც კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება.
სიყვარულის უსასრულობა,რომელიც უამრავ პრობლემას გაუმკლავდება.
სიყვარულის უსასრულობა,რომელიც უამრავ ადამიანს გააბედნიერებს.



მინდოდა დამესრულებინა,მეტი აღარ გავაჭიანურე.
შეიძლება არ არის კარგი და სრულყოფილი დასასრული,მაგრამ რაც არის,არის.
მეტი მინდოდა დამეწერა,მაგრამ ვერ დავწერე და პატარაა.
იყოს ასეთი დასასრული.
მადლობა თითოეულ თქვენგანს.
უყვარხართ ელპინს და გიჟდება თქვენზე.скачать dle 11.3




№1 აქტიური მკითხველი Anuki96

გული გამითბა ♡♡

 



№2  offline მოდერი ელპინი

Anuki96
გული გამითბა ♡♡

ანა,მადლობა უღრმესი,რომ კითხულობდი❤ძალიან გამახარე❤

 



№3  offline წევრი enni

დასასრულიც ასეთი უნდა <3 გავთბი <3

 



№4 სტუმარი Guest თაკო

ვაიმე რატო ვიტირე არ ვიცი მარა ფაქტია რო ვიტირე რა კარგად დასრულეე მიყვარხარ ელპინ მიყვარხარრრრ იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორით რომელიც ამის მსგავსად ლამაზი და საყვარელი იქნება

 



№5  offline მოდერი ელპინი

enni
დასასრულიც ასეთი უნდა <3 გავთბი <3

ვაიჰჰ,უღრმესი მადლობა,საყვარელო❤გამიხარდა,რომ მოგეწონა❤

Guest თაკო
ვაიმე რატო ვიტირე არ ვიცი მარა ფაქტია რო ვიტირე რა კარგად დასრულეე მიყვარხარ ელპინ მიყვარხარრრრ იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორით რომელიც ამის მსგავსად ლამაზი და საყვარელი იქნება

თაკუსი,მეც მიყვარხარ საოცრად ჩემო გოგო❤ბოდიში შენი ცრემლებისთვის :((( ვეცდები მალე დავბრუნდე *-* მადლობა ძალიან დიიიდიიიი❤❤❤❤

 



№6  offline წევრი ლიდია

ძალიან მაგარია <3 მიყვარს ეს მოთხრობა <3 ერთ რაღაცას ვერ მივხვდი :დდ ეს ცოტნეს მეგობრები, თორნიკე და საბა, ერთად არიან? O.O :დდდ

 



№7  offline მოდერი ელპინი

ლიდია
ძალიან მაგარია <3 მიყვარს ეს მოთხრობა <3 ერთ რაღაცას ვერ მივხვდი :დდ ეს ცოტნეს მეგობრები, თორნიკე და საბა, ერთად არიან? O.O :დდდ

ვაიმეე,ჩავკვდი :დდდ მაგარი კითხვა იყო :დდდ არა კაცო,რა ერთად :დდდ ეგენი დავტოვე ასე მარტოები სუყველა :დდდ უღრმესი მადლობა შენ,რომ წაიკითხე და ძალიან გამახარე❤❤მე კიდე შენ მიყვარხარ❤

 



№8  offline წევრი modemodka

ამათი სიყვარულით გავთბი ♡♡ ვგიჟდები მე ამ წყვილზე ♡♡♡ ძალიან კარგი იყო და გელოდები ახალი მოთხრობით ♡♡♡

 



№9  offline მოდერი ელპინი

modemodka
ამათი სიყვარულით გავთბი ♡♡ ვგიჟდები მე ამ წყვილზე ♡♡♡ ძალიან კარგი იყო და გელოდები ახალი მოთხრობით ♡♡♡

უღრმესი მადლობა შენ,სულ ჩემს გვერდით,რომ იყავი❤
ვეცდები მალე დავბრუნდე❤❤

 



№10 აქტიური მკითხველი Anuki96

ელპინი
Anuki96
გული გამითბა ♡♡

ანა,მადლობა უღრმესი,რომ კითხულობდი❤ძალიან გამახარე❤

ისა და ახალი ისტორიით როდის დაგვიბრუნდებიიი?

 



№11  offline მოდერი ელპინი

Anuki96
ელპინი
Anuki96
გული გამითბა ♡♡

ანა,მადლობა უღრმესი,რომ კითხულობდი❤ძალიან გამახარე❤

ისა და ახალი ისტორიით როდის დაგვიბრუნდებიიი?

ვნახოთ,ვნახოთ.მზადების პროცესშია ჯერ❤

 



№12 აქტიური მკითხველი Anuki96

ელპინი
Anuki96
ელპინი
Anuki96
გული გამითბა ♡♡

ანა,მადლობა უღრმესი,რომ კითხულობდი❤ძალიან გამახარე❤

ისა და ახალი ისტორიით როდის დაგვიბრუნდებიიი?

ვნახოთ,ვნახოთ.მზადების პროცესშია ჯერ❤

მალეე რაა ძაან არ მოგვანატრო თავი

 



№13  offline მოდერი ელპინი

Anuki96
ელპინი
Anuki96
ელპინი
Anuki96
გული გამითბა ♡♡

ანა,მადლობა უღრმესი,რომ კითხულობდი❤ძალიან გამახარე❤

ისა და ახალი ისტორიით როდის დაგვიბრუნდებიიი?

ვნახოთ,ვნახოთ.მზადების პროცესშია ჯერ❤

მალეე რაა ძაან არ მოგვანატრო თავი

ვაიჰჰ,მადლობა ძაან დიდი ❤

 



№14  offline წევრი ლიდია

ელპინი
ლიდია
ძალიან მაგარია <3 მიყვარს ეს მოთხრობა <3 ერთ რაღაცას ვერ მივხვდი :დდ ეს ცოტნეს მეგობრები, თორნიკე და საბა, ერთად არიან? O.O :დდდ

ვაიმეე,ჩავკვდი :დდდ მაგარი კითხვა იყო :დდდ არა კაცო,რა ერთად :დდდ ეგენი დავტოვე ასე მარტოები სუყველა :დდდ უღრმესი მადლობა შენ,რომ წაიკითხე და ძალიან გამახარე❤❤მე კიდე შენ მიყვარხარ❤

ვაიმეე მეთქი რაა??! გაოგნებული ვიყავი რა თორნიკე და საბა joy joy heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№15 სტუმარი სტუმარი ანა

კიდეკაი არ გააბანალურე და ქეთო ორსულად არ დატოვე და ან კიდე ცოტნემ რო არ უღალატა ისე გამიხარდა თითქმის ყველა ისტორიაში ეგრეა , მიხარია რო განსხვავებული ფანტაზია გაქ:dd❤️

 



№16  offline მოდერი ელპინი

სტუმარი ანა
კიდეკაი არ გააბანალურე და ქეთო ორსულად არ დატოვე და ან კიდე ცოტნემ რო არ უღალატა ისე გამიხარდა თითქმის ყველა ისტორიაში ეგრეა , მიხარია რო განსხვავებული ფანტაზია გაქ:dd❤️

აი, ყველაფერს ველოდი ახლა, მაგრამ ამ კომენტარს არა და მითუმეტეს, ამ სიახლეზე :დდდდდდდდ
რატო არ მკითხო :დდდდ
ძაან გამეხარდა, მართლა და ცოტა გაკვირვებული'ც ვარ. არ მეგონა ვინმეს, თუ მოეწონებოდა.
შოკში ვარ ცოტა და არ შეიმჩნიო, თუ რამე ვიბლუკუნე.
ხოდა, აი, უდიდესი მადლობა და შენ არ იცი, როგორ გამახარე ახლა.
გაბადრული სახოთ ვზივარ ახლა, უაზროდ გაღიმებული.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა❤
ფანტაზია კარგი, რომ მქონდეს არც უნდა დამეწერა ეს ისტორია თავის დროზე :დდდდდდდდდ❤❤

 



№17 სტუმარი სტუმარი ანა

ძაან კაი გოგო ხარ და გააგრძელე სხვა რაგაცეების წერააც ❤️

 



№18  offline მოდერი ელპინი

სტუმარი ანა
ძაან კაი გოგო ხარ და გააგრძელე სხვა რაგაცეების წერააც ❤️

სეხნია'ვ უდიდესი მადლობა❤ძალიან მიხარია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent