შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული - {სრულად}


30-09-2017, 17:48
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 10 909

დათარსული - {სრულად}

როგორც იქნა მოვაბი თავი და ამ პატარა ისტორიით დავბრუნდი :დდდ არ ვფიქრობ, რომ რაღაც საოცრება შევქმენი, პირიქით, ეს ყველაზე უბრალო და ბანალურ ისტორიად მეჩვენბა რაც კი აქამდე დამიწერია, თუმცა იდეა იმდენ ხანს მაწუხებდა, რომ არ დამეწერა სხვაზე უბრალოდ ვერ გადავერთვებოდი :დდდ იმედი მაქვს ცოტას გაგახალისებთ მაინც :დდდ :***
ძალიან ძალიან მომენატრეთ სიყვარულებო და როგორ გავძელი ამდენ ხანს უბრალოდ მიკვირს :*** ვეცდები, რომ ახალი ისტორიითაც მალე დავბრუნდე თორემ მართლა აღარ შემიძლია უკვე ასე თქვენს გარეშე გაძლება :დდ :**


=*=*=*=

თავი 1

ცრურწმენა! მაინც რა არის ცრურწმენა? რწმენაა და თანაც ცრუ? რომელი რწმენაა ცრუ და რომელი მართალი, ამაზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან ეს შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ეცადეთ ფრთხილად იყოთ და არ მისცეთ უფლება შავ კატას გზა გადაგიჭრათ, თანაც მარცხენა მხირდან, თორემ შეიძლება თქვენი ცხოვრება თავდაყირა დადგეს.

...
გაზაფხულის ერთ გრილ საღამოს, ტახტზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი, ჩემს საყვარელ ანიმაციას, „შრეკს“, ძველებურად ინტერესით ვუყურებდი და ბოლო ხმაზე ვკისკისებდი.
-როდის უნდა გამოხვიდე ბავშვობის ასაკიდან? - თვალები გადაატრიალა მიამ და გვერდით მომიჯდა.
-არასოდეს! - ვუთხარი სიცლით და ისევ ეკრანს მივუბრუნდი.
ეს სიმართლე იყო. არ ვეთანხმებოდი იმ სტერეოტიპს, რომლის თანხმადაც ასაკის მატებასთან ერთად უნდა დავსერიოზულებულიყავი და როგორც მია იტყოდა, ოცდაორი წლის ასაკში ანიმაციებისთვის აღარ უნდა მეყურებინა.
-მეც მინდა ასეთი ბიჭი მყავდეს. - ამოვიწუწუნე და იმწამს აჟღერებულ „I Need a Hero”- ს ღიღინით ავყევი.
-მწვანე და სუნიანი? - გაეცინა მიას.
-პრინცზე ვამბობ და არა შრეკზე. - შევუსწორე დაქალს და ფიონასთან მოცეკვავე ოქორსფერთმიან პრინცს გავხედე.
-ის ხომ ბოროტია?! - მიამ გაოცება ვერ დამალა.
-სამაგიეროდ, მომხიბვლელი პრინცია. - მხრები ავიჩეჩე.
-აუ, სხვა რამეს ვუყუროთ, რა. - აწუწუნდა გოგონა და მოუთმენლად გამკრა მხარი.
-მგონი შენ სხვა საქმეც გაქვს. - ვუპასუხე მე და საათზე მივუთითე.
-უი, ჰო! - შუბლში ხელი შემოირტყა მიამ, ფეხზე წამოვარდა, საძინებელში შევარდა და იქიდან გამომძახა. - ჩემი მომხიბვლელი პრინცი მელოდება!

ჩემი მეგობარი, ზოგჯერ გიჟივით იქცეოდა, მაგრამ ძალიან ემოციური იყო და სიყვარულს ასე გამოხატავდა ხოლმე.

მე და მიამ ერთმანეთი ღრმა ბავშვობაში გავიცანით. თავიდან ერთმანეთს თმებს ვაწიწკნიდით და სათამაშოებს ვუმტვრევდით, მერე კი ეს დაპირისპირება სიყვარულში გადაგვეზარდა და საუკეთესო მეგობრები გავხდით. ჰუმანიტარული ფაკულტეტზე რომ ჩავაბარეთ, ბინაშიც ერთად მოვეწყვეთ. ჩვენი მშობლები ამის კატეგორიულად წინააღდეგები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ორი დარტყმულის ერთად ცხოვრება ნამდვილი კატასტროფა იქნებიოდა, თუმცა ბოლოს მაინც დავიყოლიეთ.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მიამ მაგისტრატურაზე ჩბარება გადაწვიტა და იმმომენტში ისევ სტუდენტი იყო, მე კი მაგისტრატურაზე უარი ვთქვი და კვალიფიკაციის ამაღლება პრაქტიკით გადავწყვიტე.
ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. ერთში აუტანელი უფროსი მყავდა, მეორეში კი აუტანელი თანამშრომლები. სხვაგან სიტუაცია არ მომეწონა, ამიტომაც ვიყავი იმ მომენტში უმუშევარი და თავს ანიმაციების ყურებით ვირთობდი.
დაახლოებით ერთი წლის ადრე, როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდით, მიამ საბა გაიცნო და სულ მალე გამომიცხადა, რომ სიგიჟიმდე იყო შეყვარებული, ხოლო როცა იგივე სიტყვები საბამ მიას გაუმეორა, ჩემი დაქალი ერთი კვირა გათიშული დადიოდა და ზოგჯერ ისე მაიგნორებდა, რომ საკუთარ არსებობაშიც კი მეპარებოდა ეჭვი.
საბა ჩემთვის ძალიან კარგი მეგობარი იყო, მიასთვის კი უსაზღვროდ მოსიყვარულე მომავალი მეორე ნახევარი. ბიჭი პროფესიით ვეტერინარი იყო და საკუთარი ვეტერინარიული კლინიკა ჰქონდა, რომელიც თითქმის წელიწად ნახევრის წინ გახსნა და მცირე დაფინანსების გამო, მისი შენარჩუნება ძალიან უჭირდა, თუმცა თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ დამოუკიდებლად მოეწყო ცხოვრება.

-ნინა! - გამოვარდა ოთახიდან მია, რომელსაც შავი თმა სულ გაბურძგნული ჰქონდა და დაფეთებული სახით მიყურებდა.
-რა მოხდა? - წამოვვარდი ფეხზე.
-თმა დამისწორე! სადაცაა საბა მოვა და ასე ვერ დავენახვები. - შემევედრა იგი.
-არ ხარ შენ ნორმალური, მე კიდევ რა არ ვიფიქრე. - ჩავიქნიე ხელი, ტელევიზორს შევეშვი და მიას თმებს მივადექი.

ცოტა ხანში, ჩემი მეგობარი ქალს დავამსგავსე, ტანსაცმელიც შევურჩიე და ისე ლამაზად გამოვაყწვე, მისთვის თვალის მოშორება მეც კი გამიჭირდა.
საბას არც დაუკაკუნებია, ისე შემოაღო ბინის კარი და მიას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. ბიჭი ზოგჯერ ისეთი მორცხვი იყო, რომ მის ქცევებზე მეცინებოდა კიდეც. სხვისი თანდასწრებით მიას ვერაფერს ეუბნებოდა, ზოგჯერ ჩემიც კი ერიდებოდა. მაშინაც იგივე დაემართა. წაბლსიფერ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და გვერდულად ჩაიცინა.
-მეც წამოვალ, რა! - ვეცადე სიტუაცია განმემუხტა.
-მურთაზის ეკალო, შენ სახლში რჩები და ხმა არ გავიგო. - შემომიბღვირა მიამ.
-მურმანის ეკალია ეგ! - შევუსწორე განაწყენებულმა.
-რა მნიშვნელობა აქვს. - მიპასუხა უდარდელად მან, საბას ხელი ჩაავლო და ორივენი გარეთ გავიდნენ.
-ზუსტად იგივეზე წუწუნებდა ანდრია დღეს. - გავიგონე როგორ გადაულაპარაკა საბამ მიას.
-მეორე მურთაზის ეკალი. - ჩაიქირიქილა ჩემმა დაქალმა.
მინდოდა მეკითხა ანდრია ვინ არის-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ეს საბას ძმა იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შვეიცარიიდან და მია მისი გაცნობით ზედმეტად აღფრთოვანებულიც კი დარჩა.
-ჰო, მართლა, ნინა! - მომიბრუნდა უცებ საბა და ფიქრებიდან გამომაფხიზლა. - შენთვის სამსახური გამოჩნდა!
-რა?! - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. - მართლა? სად?
-ჩემთან, კლინიკაში. - მითხრა და დამნაშავესავით შემომხედა, რადგან ზუსტად იცოდა რა რეაქციაც მექნებოდა.
საბას აქამდეც შემოუთავაზებია სამსახური ჩემთვის, მაგრამ არასოდეს ვთანხმდებოდი, რადგან მინდოდა ჩემით მიმეღწია რამისთვის.
-გმადლობ, მაგრამ მირჩევნია ჩემით ვიშოვო რამე, თანაც იქ რა უნდა ვაკეთო?
-ცხოველები ხომ გიყვარს? - კარის ძგიდეს მიეყრდნო და ისე გამიღიმა, თითქოს წინასწარ იცოდა ჩვენი საუბარი როგორც დამთავრდებოდა.
-მიყვარს, მაგრამ მათი მოვლის არაფერი გამეგება. მე...სამედიცინო განათლებაც კი არ მაქვს. - თავის მართლებასავით გამომივიდა.
-მომვლელობა არც მითხოვია, უბრალოდ მიმღებში დაჯდები და მომსვლელებს კონსულტაციას გაუწევ. საბუთების საქმეს მოაგვარებ და ზარებსაც უპასუხებ. - ამიხსნა მან. - ადრე უარს მეუბნებოდი, რადგან ალტერნატიულ რაღაცებს ადვილად პოულობდი, მაგრამ ახლა რამდენიმე კვირაა სახლში ხარ და ასე ყოფნას ჯობია კიდევ ერთი დროებითი სამსახურით დაკავდე.
-შენ ხომ კლინიკასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები გქონდა? ახალ თანამშრომელს როგორ აიყვან? - ვკითხე უნებურად საბას და მაშინვე ვინანე, მისთვის მტკივნეულ თემას, ასე მოურიდებლად რომ შევეხე.
-ნინა, დაფინანსების შეწყვეტის გამო კლინიკას დახურვა ემუქრებოდა, მაგრამ ახლა საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა. - ჩემს მოურიდებელ რპლიკას ყური აავლო საბამ და მეგობრულად გამიღიმა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავეგდე. - ჩემმა ძმამ ინვესტორი მიპოვა. მისი მეგობრის მამაა, რომელმაც კლინიკას თანხები გადმოურიცხა. მართალია ამ კაცს ჯერ პირადად არ შევხედრივარ, რადგან ქვეყანაში არ იმყოფება, მაგრამ ანდრია მპირდება, რომ როგორც კი ჩამოვა გამაცნობს, მანამდე კი მოლაპარაკებებს ის აწარმოებს. ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია სამსახურში ახალი და სანდო თანამშრომლის აყვანა.
სიტყვა „სანდო“ განსაკუთრებით გარკვევით გამოთქვა საბამ და ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ძნელი იყო ამის შემდეგ მისთვის უარი მეთქვა.
-არ ვიცი... - მხრები ავიჩეჩე, რადგან მისმა ასეთმა საუბარმა, თითქმის გადამავიწყა ჩემი სიჯიუტე.
-კარგად მოიფიქრე და თუ გადაწყვიტავ, ხვალ დილით კლინიკაში მოდი.
-ხედავ, რა ბიჭი მყავს? - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა მიამ და თვალი ჩამიკრა. - წავედით თორემ მოვიდა შუაღამე.
დაქალმა კარი გაიუხრა და მეც ჩაფიქრებული შევბრუნდი სახლში. საბას მართლა კარგი შემოთავაზება ჰქონდა, მე კი დროებითი სამსახური ძალიან მესაჭიროებოდა და თუ ბედს ვცდიდი ამით არაფერს ვკარგავდი.
ფიქრებიდან ჩემი ტელეფონის ზუზუნმა გამომიყვანა. ეკრანს დავხედე და მიას ფოტო რომ დავინახე, მაშინვე ვუპასუხე.
-რამე დაგრჩა?
-საწოლზე ჟაკეტი დავდე და ჩამომიტანე რა, ძალიან ცივა. - ჩამძახა ვედრების ხმით მან.
-თავი რატომ არ დაგრჩა?! - ვუპასუხე სიცილით, მაშინვე ავიღე ჟაკეტი და დაბლა ჩავედი.
მია კბილების კაწკაწით მელოდებოდა სადარბაზოს წინ. მართალია მაისი იყო, მაგრამ საღამოობით საკმაოდ ციოდა, მია კი სიცივეს ვერანაირად ვერ იტანდა.
გოგონამ ჟაკეტი გამომართვა, მადლობა გადამიხადა და საბას მანქანისკენ მიბრუნდა. მეც კორპუსისკენ შემოვბრუნდი და სადარბაზში შესვლას ვაპირებდი, როცა სრულიად მოულოდნელად, საიდანღაც შავი კატა გამოჩნდა, მარცხნიდან გადმოუხვია და წინ ისე გადამირბინა, რომ ზედაც არ შემოუხედავს.
მია ჩემსკენ შემობრუნდა და ეს ყველაფერი რომ დაინახა, ისტერიული სიცილი აუვარდა.
-რა გაცინებს? - მეც გამეცინა მის საქციელზე და კუდაბზეკილ კატას გაბრაზებულმა გავაყოლე მზერა.
-უიღბლობა! - თქვა სიცილით მან და თვითონაც კატას გახედა. - ეს კატა ერთიანად შავია, ერთი სხვა ფერის ლაქაც კი არ ურევია, თან გზა მარცხნიდან გადაგიჭრა გზა... - მიას უცებ ხმა ჩაუწყდა და სახე დაუსერიოზულდა.
-მერე? - ცოტა არ იყოს დავიძაბე.
-მერე ის რომ, ამან სამუდამო უიღბლობა იცის! - ჩაილაპარაკა მან, მერე უემოციო სახით შემომხედა და ხრინწიანი ხმით მითხრა. - ამიერიდან დათარსული ხარ, ნინა!
მე დამფრთხალი გამომეტყველებით შევაჩერდი დაქალს და სანამ პანიკაში ჩავვარდებოდი, მანამდე შევამჩნიე, როგორ შეეპარა სერიოზულ გამომეტყველებაში სიცილი.
-ნეტავ შენი სახე დაგანახა! - ბოროტულად ახარხარდა მია.
-რა საზიზღარი ხარ!
-არ გამიკვირდება, ეს კატა დაშას მოსყიდული, რომ იყოს.
-ვინაა დაშა?
-მეექვსეზე რომ ცხოვრობს, ის მკითხავი ქალი, არ იცი? - მანქანის კარი გამოაღო მიამ.
-ააჰ! - უცებ წარმომიდგა თვალწინ თმაში ჭაღარაშეპარული ქალი, რომელსაც სახლში უამრავი კატა ჰყავდა. - შენ და დაშა კარგად უგებთ ერთმანეთს. მგონი მისი დაქალი უფრო ხარ.
-ჰო, ზუსტად ახლა ვაპირებდი ყავაზე დამეპატიჟებინა. - ირონიულად გაიცინა გოგონამ.
-ჰოდა, ამაღამ კარს რომ არ გაგიღებ, დაშასთან დაიძინე, ან ფეხსაწმენდზე! - არც მე დავაკელი ირონია, თუმცა ერთი ნაბიჯიც კი არ მქონდა გადადგმული, როცა უცებ ფეხი გადამიბრუნდა და სადარბაზოს კარს რომ არ ჩავბღაუჭებოდი, შეიძლებოდა წვივი მეღრძო.
-აი, ხომ გეუბნებოდი?! - შესძახა მიამ და სიცილს უმატა.
-ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, რომ შენ დაგიმსახურე! - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ და სადარბაზოსკენ მივბრუნდი, თუმცა სანამ თვალს მივეფარებოდი, კიდევ ერთხელი გავხედე შავ კატას, რომელიც ასფალტზე ფეხმორთხმით იჯდა და დიდი, ფოსფორისფერი თვალებით, პირდაპირ მე შემომცქეროდა.
რამდენიმე წამს ერთმანეთს თვალებში ვუყურეთ, შემდეგ კი ზანტად წამოსწია ტანი,ზურგი მაქცია და ყვავილებში გაუჩინარდა.

...
მეორე დილით, როგორც კი გამეღვიძა მაშინვე ტელეფონს დავწვდი, რომ საათი შემემოწმებინა, მაგრამ გამორთული დამხვდა. ბევრი ვეწვალე, დამტენზეც შევაერთე, თუმცა ვერაფრით ჩავრთე, ბოლოს კი დავასკვენი, რომ გაფუჭდა.
წინა ღამით ბევრი ვიფიქირე საბას შემოთავაზებაზე, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ კლინიკაში წავსულიყავი და ბედი მეცადა. ჯერ რვა საათიც არ იყო, საბასთან გასაუბრებამდე დრო კიდევ მქონდა, თან კარგი ამინდი იყო და ფეხით გასეირნებასაც მოვასწრებდი.
სირბილის და სპორტდარბაზების მოყვარული დიდად არ ვიყავი, მაგრამ ფეხით სიარული ყველაზე მეტად მიყვარდა, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა ქალაქის ნახევარს ჯერ კიდევ ეძინა, გარეთ კი კრისტალურად სუფთა და გამჭირვალე ჰაერი ტრიალებდა.
მაშინვე გამოვეწყვე სპორტულად, ჩემი ქერად შეღებილი თმა, რომელიც თივის ზვინივით მქონდა აბურდული, უკან შევიკარი, მიას ტელეფონი დაუკითხავად ავიღე, რადგან თვითონაც იღებდა ხოლმე ჩემსას, ყურსასმენები გავიკეთე და კიბეებზე დავეშვი.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემს ქუჩაზე მდებარე ტყე-პარკში შევედი, რომელიც თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ კანტი-კუნტად შეიმჩნეოდნენ მორბენალი ახალგაზრდები, მოსეირნე, ხანში შესული წყვილები და მშობლები, რომლებსაც სავარუდად ასე ადრიანად ბაღებში მიჰყავდათ პატარები.

მზერა ადამიანებიდან იქვე მდებარე კაფე-სანაყინეზე გადავიტანე და ნაყინის გასინჯვის ისეთმა სურვიმა შემიპყრო, რომ თავი ვეღარ შევიკავე. გაზაფხული იყო და ჯერ კიდევ საგრძნობლად არ ცხელოდა, მაგრამ ნაყინი საშინლად მომინდა, რადგან ბოლო გასინჯვიდან მთელი ათი თვე მაინც იქნებოდა გასული. კაფეში შევედი და კარამელის ნაყინი ვიყიდე.
იქიდან რომ გამოვბრუნდი, ყურსასმენები ისევ გავიკეთ და პარკის სიღრმისკენ გავწიე, სადაც ტბა მდებარეობდა. ის ადგილი ყველაზე მყუდრო იყო და ძალიან მიყვარდა სუფთა ჰაერზე იქ ჯდომა. სანამ იქამდე მივიდოდი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ფლეილისტს თვალი გადავავლე, რომ სასურველი სიმღერა მომეძებნა, რომელიც ამ მშვიდ და ნათელ დილას მოუხებოდა.

ამ საქმიანობაში გართული, პარკის ბილიკზე ისე მივაბიჯებდი, რომ აქეთ-იქით არც კი ვიხედებოდი. უცებ ჩემს ირგვლივ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. გაკვირვებულმა თავი ავწიე და მივიხედ-მოვიხედე. მოულოდნელად ჩემსკენ სირბილით მომავალი, ენაგადგმოგდებული, უზარმაზარი პიტ ბული დავინახე.
შიშისგან და მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გავიყინე და უბრალოდ განძრევაც კი ვერ მოვიაზრე. ძაღლი ერთ წამში გაჩნდა ჩემთან და ისეთი ძალით შემომახტა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ნაყინიანი ხელი ჰაერში თავის შემაგრების მიზნით გავიქნიე. ჩემს ნაყინს თავზე დადებული კარამელის ბურთულა მოძვრა და იქვე, შადრევანთან მდგარ ბავშვს პირდაპი სახეში შეეზილა. პატარა გოგონამ მაშინვე გააბა განწირული კივილი, რაზეც დედამისი ლამის ჭკუიდან გადავიდა.
-ვილი, გაჩერდი! - მომესმა უცებ მამაკაცის დაზაფრული ხმა.
თვალები ვჭყიტე და ჩემს წინ ასვეტილი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე.
ზღაპრებში რომ წერდნენ „ოქროსთმიან ჭაბუკებზე“ ზუსტად ისეთი თმა ჰქონდა. ოდნავ ამოწეული ყვრიმალები, თხელი ტუჩები და გამჭირვალე თვალები კი მის სახეს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა. ამის გამო ცოტათი „მომხიბვლელ პრინცას“ კი მივასმგავსე „შრეკიდან“.

ბიჭმა სწრაფად ჩაავლო ძაღლს საყელურში ხელში, მომაშორა, მისკენ დაიხარა და მოეფერა, რომ გაავებული პიტ ბული დაეწყნარებინა.
გაავებული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ცხოველს მრისხანების არაფერი ეტყობოდა, უფრო დამფრთხალს ჰგავდა და რაოდენ გასაკვარიც არ უნდა იყოს, ერთ წამში დაწყნარდა კიდეც.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებს! - მითხრა ძაღლის პატრონმა მშვიდი ხმით.
ზუსტად იმ მომენტში გავიაზრე, თუ რა სულელურად ვიდექი შუაგულ პარკში.
უცებ გადატანილი სტრესისგან, ადრენალინის ჭარბი დოზა მომაწვა, ჩემი ნერვები ერთიანად აიშალა და ხმაც კი ვერ გავაკონტროლე.
-არაფერს დამიშავებს?! - წამოიკივლე განრისხებულმა და ვეცადე აცახცახებული სხეული დამეწყნარებინა. ყურსასმენები მოვიხსენი ,ტელეფონიანად ჯიბეში ჩავიტენე და ბიჭს შევხედე. - ძაღლი კი არა, ნამდვილი მხეცია! მისი პატრონი ხართ და უნდა ასწავლოთ, რომ ასე არ უნდა მოიქცეს!
-ეს ძაღლია და არა ბავშვი. - უხეშად მომახალა მან.
-გოგონა, თქვენ ნორმალური ხართ? - მომესმა უცებ ქალის გაკაპასებული ხმა. მივიხედე და ნაყინით სახემოთხვრილი პატარა ბავშვი დავინახე, რომელიც ისევ გაუჩერებლად ტიროდა, დედამისი კი ხელსახოცით სახეს წმენდდა, თან მე იყურებდა და ისეთი სახე ჰქონდა, რომ მალე ალბათ შუაზე გამგლეჯდა ,მისი შვილის ატირებისთვის.
-ბოდიშს გიხდით ქალბატონო... - ხმას ოდნავ დავუწიე, როცა ქალს მივმართე, მერე კი ისევ ბიჭს გავხედე და ზიზღნარევი ხმით ვთქვი. - ეს საშინელი არსება და მისი პატრონი რომ არა, ალბათ არც არაფერი მოხდებოდა!
ძაღლმა თითქოს იგრძნო, რომ მის პატრონს ვუყვირე, შემომიღრინა და დამიყეფა კიდეც.
-ვილი, დაწყნარდი. - დატუქსა ბიჭმა.
-თუ ვერ უვლი, ამისთვის თავშესაფრები არსებობს!
-ის თავშესაფრიდან წამოვიყვანე ... და საერთოდ, შენ არ გაქვს უფლება მიმითითო ჩემს ძაღლს როგორ უნდა მოვექცე! - წარბი შეკრა ბიჭმა.
-შენ კი, როცა ამხელა ვამპირის პატრონი ხარ, მეტი წინდახედულება გმართებს!
-ნუ მიყვირი!
-ახლა შენ თვითონ მიყვირი!
-ჩემი ბავშვი ტირის და თქვენ ისევ ამას არკვევთ? - ჩაერია ქალი.
-ქალბატონო, ბოდიში ხომ მოგიხადეთ?! - უნებლიედ ქალსაც შევუყვირე და მაშინვე ტუჩზე ვიკბინე.
-ბავშვს სახეში ნაყინი შეაზილე! - შემახსენა ბიჭმა, ისე თითქოს ამ ყველაფერში თვითონ სულაც არ იყო დამნაშავე.
-შემთვხვევით შენი მონსტრის გამო, ხომ არა?
-ვილიზე ასე ნუ ლაპარაკობ!
-თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს! - ორივეს შემოგვიყვირა ქალმა და უცებ გაგვაჩუმა. - რა თაობა მოდის! ორივენი ერთმანეთზე უარესი თავხედები ხართ!

პირი გავაღე, რომ ქალისთვის ისევ ბოდიში მომეხადა, თუმცა მოულოდნელად შევამჩნიე, პარკის ყველა მოსეირნე როგორი სახეებით გვიყურებდა. უკან ერთი ნაბიჯით დავიხიე და უკვე იქიდან წამოსვლას ვაპირებდი, როცა უცებ მზერა მოშორებით მდგარი სკამისკენ გამექცა, რომელზეც წყვილი ჩამომსხდარიყო. ჩალისფერთმიან, ლამაზ ქალს, ფეხი ფეხზე მშვიდად გადაედო და მის გვერდით მჯდარ ბიჭს, რომელსაც ნიკაპზე თხასავით წვერი ჰქონდა, რაღაცაზე ანიშნებდა. მომეჩვენა, რომ ორივენი ჩვენზე კარგად ხალისობდნენ. ამის გამო საშინლად შემრხცვა, სახეზე გავწითლდი კიდეც, მაშინვე ხმას დავუწიე და უცნობებთან კამათი შევწყვიტე.


...
სახლში ისეთი ნერვებმოშლილი დავბრუნდი, რომ მგონი თვალებიდან ცეცხლსაც კი ვაფრქვევდი. აქეთ-იქით დავაბიჯებდი და ხმას ვერ ვაკონტორლებდი. ისეთი ყვირილით ვუყვებოდი მიას ყველაფერს, თითქოს ისევ პარკში ვიყავი და ჩემს წინ ის „ოქროსთმიანი“ ბიჭი იდგა.
როცა ემოციებისგან დავიცალე, ჩემმა დაქალმა არ დააყოვნა და ისეთი კისკისი გააბა, რომ უჰაერობისგან ლამის გაიგუდა. მე კამათის თავი აღარ მქონდა, ამიტომ ძალაგამოცლილი ჩავეშვი სავარძელში და მოთმინებით დაველოდე მიას მოსულიერებას.
-ნეტავ იქ ვყოფილიყავი და ჩემი თვალით მენახა! - კივილნარევი სიცილით მითხრა მეგობარმა და წინ ჩამოყრილი თმა გაისწორა. - მგონი დაშას კატამ მართლა დაგთარსა.
-ნუღარ მახსენებ. - ხელი ავიქნია უხალისოდ.
-ისე, სიმპათიური იყო? - მხარი გამკრა მიამ, მე კი მის გამჭოლ მზერას ვეღარ გავუძელი და უნებურად გამეღიმა. - ანუ სიმპათიური იყო!
-კი, საკმაოდ.
-საკმაოდ თუ ძალიან?
-ძალიან!
-მიდი, ნუ გერიდება, ბოლოდე მომიყევი და კარგად აღმიწერე.
-ნერვები ისე მომიშალა, მომინდა კისერში ხელი წამეჭირა და მაგრად შემომრტყა სახეში. - მიას ტერმინოლოგია გამოვიყენე და ახლა ორივენი ავხარხარდით ბოლო ხმაზე.
მერე სწრაფად დავსერიოზულდი, დარდიანად ამოვიოხრე დ დაქალს გავხედე.
-სხვათა შორის, მაგაზე უფრო დიდი პრობლემაც მაქვს.
-რა პრობლემა? - როგორც იქნა სიცილი შეწყვიტა გოგონამ.
-ტელეფონი გამიფუჭდა და თან დღეს კლინიკაში უნდა მივიდე.
-ესე იგი, გადაწყვიტე?! - როგორც მოსალოდნელი იყო, მიამ ტელეფონის ამბავი დააიგნორა და ყურადღება კლინიკაზე გაამახვილა.
-ჰო, მაგრამ ცოტა მერიდება. - ჩავილაპარაკე უხალისოდ.
-ეგ საბამ არ გაგიგოს, თორემ მეგობრობიდან ამოგშლის, ფეისბუქზეც და ცხოვრებაშიც. - საჩვენებელი თითი ცხვირწინ გამაფრთხილებლად ამიფრიალა დაქალმა.
-კარგი, ჰო. - მის ქცევაზე გამეღიმა.
-დღეს პარასკევია, საღამოს ლექციების მერე ჩემებთან მივდივარ. დედას დაბადების დღე აქვს და რომ არ ჩავიდე, არ მაპატიებს. - მოუთმენლად ამოიოხრა მიამ, ეშმაკური მზერით გადმომხედა და მკითხა. - უჩემოდ ხომ არ მოიწყენ?
-უშენოდ ცოტას დავისვენებ. - ვუთხარი სიცილით.
-„ნაშები“ არ აყარო, იცოდე! - წარბები აათამაშა სიცილით წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა.



თავი 2
მზიანი დილა სულ მალე შეიცვალა და გაწვიმდა. ნისლი და ნაცრისფერი ღრუბლები ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდნენ, რის გამოც სახლიდან გასვლაც კი არ მინდოდა, მაგრამ ვალდებული ვიყავი და თავს ძალა დავატანე.

კლინიკის ეზოში რომ შევედი, შესასვლელი კარის თავზე დაკიდებულ აბრას ავხედე, სადაც რამდენიმე ცხოველი იყო გამოსახული, რომელთა შორის მაშინვე გამოარჩევდით შავ კატას, დიდი, ფოსფორისფერი თვალებით. მის დანახვაზე გამაჟრჟოლა და წინა ღამეს მომხდარი ამბები გამახსენდა.
თავი გავაქნიე,უსიამოვნო ფიქრები მოვიშორე, კარი თამამად შევაღე და მისაღები მოვათვალიერე.
თეთრი კედლები, თეთრი იატაკი და კედლებზე დაკიდებული ცხოველების სურათები დავინახე. კარიდან მარჯვნივ დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც კომპიუტერი, ოფისის ტელეფონი და საქაღალდეები არეულად ეყარა. მაგიდასთან არავინ იჯდა, რადგან ის სავარუდოდ ჩემი მომავალი სამფლობელო უნდა ყოფილიყო.
მარცხენა მხარეს, კედელში დიდი აკვარიუმი ჩაეშენებინათ, რომელშიც სხვადასხვა ფერის თევზები დაცურავდნენ. ვერასოდეს ვიტანდი თევზებს. ცივ და უსიცოცხლო არსებებად მიმაჩნდა. არც ხმას გამოსცემენ და ვერც მოეფერები, ეს ის იყო რაც მათში ყველაზე მეტად მაღიზიანებდა.
ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ მიმავალ დერეფანს გავხედე, რომლის ორივე მხარეს ოთახები იყო განთავსებული, დერეფნის ბოლოს კი მაღალი კარი მდებარეობდა, ნახევრად მინის, რომელიც ეზოში გადიოდა იქიდან კი ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა.
უცებ ერთ-ერთი კაბინეტიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. თეთრი ხალათი ეცვა, სათვალე ცხვირზე ჩამოეცურებინა და რაღაც ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა.
ქალს მივესალმე და საბას კაბინეტი ვკითხე, მანაც მაშინვე მიმითითა იქვე მდებარე კარზე და წავიდა.
კარი რომ შევაღე, საბა ფეხზე წამოდგა და გახარებული შემომეგება.
-ესე იგი, გადაწყვიტე? - თქვა მან და სკამი გამომიწია.
-მიამაც იგივე მკითხა. - გამეცინა და დავჯექი.
-მიხარია, რომ შენ მოხვედი და არა ვინმე სხვა. - მიპასუხა ბიჭმა და თავის სავარძელს დაუბრუნდა. - ხომ იცი, ეს კლინიკა ჩემთვის რასაც ნიშნავს?
-რა თქმა უნდა. - თავი დავუქნიე მე, რადგან მიასგან დეტალურად ვიცოდი ის ამბები, რაც საბას კლინიკის შესანარჩუნებლად გადახდა. - მსმენია ლეგენდები, თუ როგორ იბრძოდი მისთვის.
-რამდენიმე თვის წინ, როცა ვფიქრობდი, რომ აქაურობას დავკარგავდი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. - ნაღვლიანად ამოიოხრა საბამ. - მართალია მამაჩემი ვერ მიტანს, ამ პროფესიის არჩევის გამო, მაგრამ მე ვამაყობ იმით რაც დღეს ვარ.
-ასეც უნდა იყოს! და არ მესმის ვეტერინარობას რა დაუწუნა? - ვიკითხე სიცილით, რომ ცოტა გამემხიარულებინა.
-ყველა მშობელს უნდა შვილი ბოლომდე დაიმსგავსოს. - ბიჭსაც გაეღიმა. - მამაჩემი კალათბურთელი იყო. ფული ამით იშოვა, ხოლო როცა კარიერა დაასრულა, ბიზნესში ჩაერთო. უნდოდა, რომ მისი შვილებიც სპორტით ან ბიზნესით დაკავეულიყვნენ, მაგრამ არ გამოუვიდა,რის გამოც ცხოვრებაში დიდი იმდეგაცრუება განიცადა.
-და როცა კლინიკის შესანარჩუნებლად დახმარება გჭირდებოდა, არ დაგეხმარა? - ვკითხე მე, თუმცა ისევ ვინანე ჩემი საქციელი.
-დახმარება არც მითხოვია. - თავი გააქნია საბამ. - დავიფიცე, რომ მის დახმარებას არასოდეს მივიღებდი და ასეც მოვიქეცი. საბედნიეროდ სხვა ბიზნესმენი გამოჩნდა, რომელიც როგორც გითხარი, ჩემმა ძმამ მიპოვა და ალბათ ჩემი კლინიკის გადამრჩენს სულ მალე პირადად შევხვდები. - ბოლოს ისევ ლაღად გაიღიმა ბიჭმა.
-ეჭვიც არ მეპარება.
-ამიტომაც მიხარია, რომ შენნაირი სანდო პიროვნება იმუშავებს აქ.
-მართალია, ეს დროებითი სამსახურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე. - მორიდებულად გავიღიმე და თითები ერთმანეთს გადავაჭდე.
-თან ძალიან მარტივი საქმის გაკეთება მოგიწევს. - თქვა საბამ. - სამუშაო საათები დილის ათზე დაგეწყება და საღამოს ექვსამდე იქნები. პირველიდან ორამდე შესვენება გექნება, შაბათ-კვირას კი დაისვენებ. მოდი, დღეს დარჩი და მოსინჯე, მერე კი ორშაბათიდან უკვე თავისუფლად შეუდგები საქმეს.
-კარგი. - თავი დავუქნიე.
-ახლა, წამოდი აქაურობას დაგათვალიერებინებ. - მითხრა საბამ, წამოდგა და წინ გამიძღვა.

კლინიკა არც ისე დიდი იყო, თუმცა მაღალი ხარისხის მომსახურების გამო, პაციენტები ნამდვილად არ აკლდათ. იმ მომენტში თორმეტი ძაღლი, ცხრა კატა, ოთხი თუთიყუში და ერთი შველი გადიოდა მკურნალობის კურსს.
-ეს კოკაა. - მითხრა საბამ და გალიაში მიყუჟულ ცისფერ თუთიყუშზე მიმითითა. - ფანჯრის მინას დაეჯახა და ფრთა მოიტეხა. რამდენიმე დღეში გავწერთ, თუმცა ფრენას კიდევ კარგა ხანს ვერ შეძლებს.
-ამას რა სჭირს? - ვიკითხე მე და ვოლიერში გამომწყვდეული შვლის ნუკრისკენ დავიხარე, რომელიც ისეთი საწყალი თვალებით იხედებოდა, ლამის ცრემლები გადმოვყარე.
-ნაკრძალიდან მოგვიყვანეს. ეკალბარდებში იყო გახვეული და ვერ გამოდიოდა. თან ინფექციის შეჭრის საფრთხე იყო და აქ ამიტომაცაა. სხვათა შორის, სახელი არ ჰქონდა და ბემბი დავარქვი.
შველს ფეხებზე დავხედე, რომელიც ბინტით ჰქონდა შეხვეული, მერე საბას ნათვქამზე გამეცინა და ვკითხე.
-ბემბი?
-ჰო, ბემბი დაარქვა მიუხედავად იმისა, რომ გოგოა. - მომესმა უცებ ნაცნობი ხმა. - არადა, ბემბი ბიჭი იყო.
უნებურად მოვიხედე უკან და ჩემს თავზე წამომდგარი მაღალი ფიგურა შევნიშნე. სარკმლიდან შემომავალმა მზემ თვალი მომჭრა და თავიდან სახე ვერ გავარჩიე, თუმცა მისი ოქროსფერი თმის დანახვაზე, მაშინვე მივხვდი ვინც იყო.
ჩემი დილანდელი უსიამოვნებების ავტორი თავზე მადგა და ცოტა გაკვირვებული, მაგრამ მაინც კმაყოფილი სახით მიღიმოდა.
-ანდრია, ეს ნინაა...
-საბა, ვოლიერიდან ცხოველი გამოგეგცა? - შევაწყვეტინე მეგობარს.
-რა თქვი? - გაკვირვებული სახით შემომხედა საბამ.
-აცადე ამოანთხიოს, თორემ თავისივე შხამი დაახრჩობს. - სიცილით გადახედა ანდრიამ.
-თქვენ ერთმანეთს...
-ჰო. - ისევ შევაწყვეტინე. - ამ დილით, მისმა ძაღლმა კინაღამ შემჭამა.
-ჩემი ძაღლი ვიტამინებით გაჯერებული საკვებით იკვებება და არა მაკარონებით. - მიპასუხა სარკაზმით და ალმაცერად შემათვალიერა.
-კარგი, არ ვიცი ერთმანეთთან რა გაკავშირებთ, მაგრამ...ნინა, გაიცანი ეს ანდრიაა, ჩემი ძმა. - ჩვენს შორის ჩადგა ბიჭი და სიტუაციის განეიტრალება სცადა..
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი საბას ძმა ჰყავდა სახელად ანდრია, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს სიტყვები სრულიად გარკვევით წარმოთქვა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ამაზე მიუთითებდა, მაინც პირი დავაღე გაოგნებისგან და სხეულში ისეთმა უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა, მომენტალურად თავბრუსხვევაც კი ვიგრძენი.
-კარგად ხარ? - ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა ანდრიამ. - რაღაც გაფითრებული მეჩვენები. - ბიჭმა უცებ თავის ძმას გახედა და უთხრა. - წინა კვირას პითონი რომ მოგიყვანეს, მასაც იგივე სიმპტომები არ ჰქონდა?
-ანდრია! - თვალები დაუბრიალა საბამ ძმას. - მოკეტე და მსგავსი სიტყვები აღარ გავიგო! ნინა დღეს სამსახურში ავიყვანე, ის მიას მეგობარია და როგორმე თავი უნდა შეიკავო ყველანაირი კამათისგან!
-რა თქმა უნდა, არავითარი კამათი, ძამიკო. - ყალბად გაიღიმა ბიჭმა.
საბას კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ მისი ტელეფონი აწკრიალდა. ბიჭმა ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა. მე შეუმჩნევლად გავაპარე თვალი ანდრიასკენ და კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
მართლა მომხიბვლელი იყო, მაგრამ თავხედი, როგორც პრინცი „შრეკიდან“.
-ესე იგი, ამიერიდან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. - უცებ შემობრუნდა ჩემსკენ, მე კი მაშინვე გვერდზე გავიხედე.
-რატომ? - ვიკითხე დაბნეულმა.
-საბას არ უთქვამს? - უდარდელად გაიღიმა, დაიხარა ერთ-ერთი გალიიდან პატარა ლეკვი გამოიყვანა და გულზე მიიხუტა. - მეც ვეტერინარი ვარ და აქ ვმუშაობ.
-შენც ვეტერინარი ხარ? - უნებურად ირონიამ დამრია ხელი. - რა იყო, ფანტაზია არ გეყო, რომ სხვა პროფესია აგერჩია?
-სიმართლე გითხრა, ეს ოჯახური პროფესიაა. - მიპასუხა სრულიად სერიოზულად. - ჩემი მშობლებიც ვეტერინარები არიან. ჩემი ბებია და ბაბუაც ვეტერინარები იყვნენ,დიდი ბებია- ბაბუაც, და თითქმის ჩემი ყველა წინაპარი ამ პროფესიის იყო. მოკლედ, მთელი ოჯახი ვეტერინარები ვართ!

ისეთი აუღელვებელი და დამაჯერებელი ხმით მესაუბრებოდა, რომ დავიფიცებ, იმ მონეტში მისი ნათქვამი ყველა სიტყვა დავიჯერე და უკვე მზად ვიყავი აღფრთოვანებაც კი გამომეხატა. უცებ ანდრიას სახე შეეცვალა. მზერაში კვლავინდებური ირონია გაერია, ბოლოს კი გულიანად გადაიხარხარა.
-მართლა არ მეგონა თუ დაიჯერებდი! - მითხრა მან, მე კი ბრაზისგან ისე დავაჭირე კბილები ერთმანეთს, ლამის ჩამოვიტეხე.
-არ გიფიქრია იმაზე, რომ გიშვილეს? - ის მივახალე, რაც პირველად მომივიდა თავში.
ანდრიამ სიცილი შეწყვიტა, წარბშეკრულმა შემომხედა და მკითხა.
-საიდან მოიტანე?
-აბა, როგორ განსხვავდებით ასე საოცრად შენ და შენი ძმა ერთმანეთისგან? - ისევ ვკითხე ირონიულად და პასუხისთვის არც დამიცდია ისე გამოვიხურე ოთახის კარი.

დერეფანში საბას წავაწყდი, რომელიც კედელს მიყდნობოდა და ტელეფონზე ვიღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა. მაშინვე მივხვდი ის „ვიღაც“ ვინც იქნებოდა და გამეღიმა.
-ტელეფონი გამორთული გაქვს? - შემაჩერა უცებ საბამ. - მიაა და ნერვულობს, რომ არ უპასუხე.
-შენ რით ვერ მოგიშორე თავიდან, გოგო?! - ჩავძახე ტელეფონში სიცილით. - გამორთული კი არ მაქვს, გაფუჭდა. მაგ სულელსაც ვუთხარი ამ დილით, მაგრამ ალბათ დაავიწყდა.
საბამ მია დაამშვიდა, ისიც უთხრა, რომ სამსახურში ამიყვანა ,მერე კი გაუთიშა და ისევ მე მომიბრუნდა.
-რა სჭირს შენ ტელეფონს?
-არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. - ამ დილით გათიშული დამხვდა, არც დამტენზე რეაგირებს და არც სხვა რამეზე.
-მოპირდაპირე მხარეს ერთი მაღაზიაა, იქ ჩემი მეგობარი მუშაობს. კარგი ხელი აქვს, იმას აჩვენე და უცებ შეაკეთებს.
-მართლა?
-კი, სანდო პიროვნებაა! - კარებიდან თავი გამოჰყო ანდრიამ, რომელმაც ჩვენი საუბარი მოისმინა. - ამ დილით მეც ვიყავი, ჩემს ტელეფონსაც ჰქონდა რაღაც პრობლემა და გასაკეთებლად დავუტოვე. ჯერ დილაა და ბევრი კლიენტი არ ჰყავს. მოასწარი, თორემ რიგში მოგიწევს ჩადგომა.
-მართალს გეუბნება. - მომიბრუნდა საბა. - მიდი, იმ მაღაზიაში გადადი,ზაზას უთხარი, რომ მე გამოგგზავნე, ტელეფონი დაუტოვე და საღამოს სახლში წასვლამდე გაუარე, გაკეთებულს დაგახვედრებს.
-კარგი, გმადლობ. - მადლობა მხოლოდ საბას გადავუხადე და ანდრიასკენ არც კი გამიხედავს, ისე წავედი წინა კარისკენ.


...
გამკეთებელთან ტელეფონის დატოვების შემდეგ, კლინიკაში დავბრუნდი და იქ რამდენიმე საათი დავყავი. ჩემი მაგიდა მაჩვენეს, სადაც ყველაფერი თავდაყირა დამხვდა. დავალაგე და საბუთებიც მოვაწესრიგე. თან ძალიან მიხაროდა, მთელი ეს დრო ანდრია არსად რომ არ შემხვედრია.

მოსაღამოვებული იყო, როცა კლინიკიდან გამოვედი. მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიაში შევიარე და ის ხელოსანი ვიკითხე, რომელსაც დილით ტელეფონი დავუტოვე. მეორე მაგიდასთან მომუშავე ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ ის ბიჭი გასული იყო, მაგრამ შეკეთებული ტელეფონები დაუტოვებია და მისთვის დაუბარებია, რომ პატრონებისთვის გადაეცა.
კაცმა ტელეფონის მოდელი მკითხა, მეც ვუპასუხე და სულ მალე მაღაზიიდან ჩემი ანდროიდით გამოვედი.
დაღლილი და მშიერი ვიყავი, თანაც წვრილად ცრიდა, არ მჯინდოდა ტელეფონი დამსველებოდა და ისევ გადასკეთებელი ყოფილიყო, ამიტომ შეუმოწმებლად ჩავაგდე ჩანთაში და გაჩერებისკენ გავიქეცი. დაცდაც არ დამჭირვებია, ავტობუსი უკვე იქ დამხვდა, შიგნით ავედი და რამდენიმე წუთში უკვე სახლში ვიყავი.
წვიმიან ამინდში ყოველთვის მეძინებოდა ხოლმე, თან მარტო ვიყავი და სიმშვიდესაც არავინ დამირღვევდა. საჭმელიც კი არ გამხსენებია, ისე მივწექი საწოლზე და მალევე ჩამეძინა.


...
დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა გამომეღვიძა. საწოლიდან წამოვდექი და ბარბაცით გავედი სამზარეულოში, რომ წყალი დამელია. მერე ტანსაცმელი გავიხადე, ჩემი საყვარელი აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი, ლეპტოპი ავიღე, ისევ საწოლზე წამოვჯექი და „ფეისბუქს“ მივაშურე.
როგორც კი სოციალურ ქსელთან წვდომა დავამყარე, მაშინვე შევნიშნე, რომ ნორმაზე მეტი შეტყობინება იყო მოსული. ჩათი გავხსენი თუ არა, საბას მესიჯები წავიკითხე.

„ნინ, სად ხარ?“
„გამეცი პასუხი...“
„ნინ, შეეშალათ და სხვისი ტელეფონი გამოგატანეს.“
„რომ შემოხვალ მომწერე აუცილებლად.“

ამის გარდა კიდევ უამრავი შეტყობინება დამხვდა, თან ყველა თითქმის ერთი და იგივე ტექსტს შეიცავდა. მაშინვე საწოლიდან წამოვფრინდი, ჩანთას ვეცი, ტელეფონი ამოვიღე, ჩავრთე და ვერაფერიც ვერ გავარკვიე, რადგან დაშიფრული იყო. მხოლოდ ეკრანზე დაყენებულ ჩვეულებრივი ანდროიდის თემას ვხედავდი.

„ვისი ტელეფონი წამოვიღე?“ - მაშინვე მივწერე საბას, მანაც არ დააყოვნა და მიპასუხა.
„ანდროსი.“
„ვინ ანდროსი?“
„ანდრიას, ჩემი ძმის, რა გჭირს?“
ამის წაკითხვაზე ლამის გულმა დამარტყა. აფორიაქებულმა გონებამ მაშინვე დაასკვნა, რომ ალბათ ანდრიას ზუსტად ჩემნაირი ტელეფონი ჰქონდა და იმ კაცს ამიტომაც აერია ერთმანეთში.

„ახლა არ მითხრა, რომ ჩემი მას აქვს“. - მივწერე საბას და პასუხის მოლოდინში ფიქრებში სამჯერ მოვიკალი თავი.
„ჰო.“ - მიპასუხა მან და იმ წამში ჩემი ფიქრები ლამის ავისრულე.

მაშინვე გადავდე ლეპტოპი გვერდზე, საწოლიდან წამოვხტი და ოთახში ბორიალს მოვყევი. მთელი ეს დრო... ჩემი ტელეფონი მას ჰქონდა, ის კი როცა გაიგებდა ვისი ტელეფონიც გაატანეს, შანსს არ გაუშვებდა, რომ არ გაეხსნა და ყველაფერი არ ამოექექა.
მაშინვე წარმომიდგა თვალწინ ჩემი „არასერიოზული“ ფოტოები, რომლებიც ძირითადად მიას გადაღებული იყო და რომლის ნახვაზეც ორივენი გიჟებივით ვიცინოდით.
მართალია ტელეფონი დაშიფრული იყო, მაგრამ უფანტაზიო რომ იქნები ადამიანი... ჩემი შიფრის პაროლი, ჩემივე სახელი იყო. რა ჯანდაბამ დამაწერინა ჩემი სახელი?! დამეწერა დურმიშხანი, მამა ზეციერიც ვერ გამოიცნობდა.

„აქ ხარ?“- ისევ მომწერა საბამ.
„ხვალ დასვენების დღეა, მაგრამ დილით გამოდი კლინიკაში, ისიც მოვა და გაცვალეთ ტელეფონები, კარგი?“
„კარგი.“- მივწერე დაუფიქრებლად და საწოლზე დავემხე.
მერე უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში. ანდრიას ტელეფონს დავწვდი და შიფრის გატეხვა ვცადე. რა თქმა უნდა, არ გამომივიდა. პაროლი მისი სახელი არ აღმოჩნდა, რადგან ის ჩემსავით უფანტაზიო არ იყო. მერე ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი, „ფეისბუქზე“ ანდრია ხალვაში მოვძებნე და მისი გვერდის თვალიერება დავიწყე.
სიცილისგან კინაღამ გული წამივიდა, როცა პროფილის ფოტოში ოქროსფერთმიანი მომხიბვლელი პრინცი ამოვიცანი, ანიმაციიდან „შრეკი“. ამის გამო, წამიერად მისდამი სიბრაზემაც კი გამიარა. თურმე საკუთარ თავსაც ამსგავსებდა მომხიბვლელ პრინცს. ნარცისი!
-რა შეიძლება იყოს შენი პაროლი? - დავიჩურჩულე ჩემთვის და მისი გვერდის თვალიერება გავაგრძელე.
მაინცდამაინც აქტიური არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ფოტო ედო, რომელზეც წესიერად არც ჩანდა. უცებ პირადი ინფორმაცია გამახსენდა. მოვძებნე, დაბადების თარიღი გავარკვიე, ტელეფონზე ავკრიფე და რომ გაიხსნა, იმხელა ხმაზე ვიკივლე, ლამის მთელი კორპუსი გავაღვიძე.
-შენ ჩემზე უარესი უფანტაზიო ყოფილხარ! - წამოვიძახე გაბრწყინებული სახით და სიცილი ამივარდა.
როცა დავწყნარდი საწოლზე დავჯექი და მისი ტელეფონის თვალიერებას შევუდექი. ფოტოები თითქმის არ ჰქონდა, თუმცა ტელეფონი გოგონების შეტყობინებებით ისე იყო გადავსებული, რომ შენელებულ მდგომარეობაში მუშაობდა.
თვალები უხალისოდ გადავატრიალე, შეტყობინებებს შევეშვი და ალბომების თვალიერებას შევუდექი. მაინც რას ვეძებდი თვითონაც არ ვიცი, ამიტომ უბრალოდ ყველაფერს ვათვალიერებდი.
ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც ბანკის უნდა ყოფილიყო, რაც ტელეფონი ჩავრთე, მას შემდეგ აგრძელებდა პერიოდულ ზუზუნს. მეც ბოლოს ყელში ამომივიდა და გავხსენი. აპლიკაცია მატყობინებდა, რომ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა წარმატებით განხორციელდა. ეკრანზე გამოტანილ სქემას დავაკვირდი და რამდენჯერმე გადაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ საბას კლინიკის ანგარიშზე თანხა იყო ჩარიხცული.
ეს სავარუდოდ, ის გადარიცხვები უნდა ყოფილიყო,რომლებიც ვიღაც ბიზნესმენმა განახორციელა და კრიზისის დროს კლინიკა გადაარჩინა, მაგრამ დაკვირვების შემდეგ შევიტყვე, რომ გადარიცხვა სატრანსპორტო კომპანიიდან იყო განხორციერლებული, რომელიც თამაზ ხალვაშს ეკუთვნოდა, ანუ ბიჭების მამას.
ტელეფონის ეკრანს თვალი მოვაცილე და სიბნელეში გავიხედე. ცოტა ხანს ასე ვიყავი ჩაფიქრებული და როცა გავაცნობიერე მიღებული ინფორმაცია, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.
-საბას თანხა მამამისმა გადაურიცხა?! ანდრიამ იცის? მაგრამ საბამ არ იცის! ჯანდაბა!
საბასთან დილანდელი საუბარი გამახსენდა და მივხვდი, რომ მათი კლინიკის საიდუმლო დამფინანსებელი ვიღაც ბიზნესმენი კი არა მამამისი იყო, მაგრამ ამის შესახებ ბიჭმა არაფერი იცოდა. ეს ყველაფერი ანდრიას ნახელავი იყო. ერთის მხრივ კარგი გააკეთა, რომ ძმას კლინიკის შენარჩუნებაში დაეხმარა, მაგრამ, მეორეს მხრივ, საბა მამაისისგან ფულს არასოდეს მიიღებდა, ამიტომაც დაუმალა ანდრიამ ეს ...

ამის გააზრებამ უნებლიედ საშინელი ზიზღი მომგვარა ანდრიას მიმართ და გაბრაზებულმა ტელეფონი გვერდზე მოვისროლე. ვიცოდი, რომ სხვისი განსჯის უფლება არ მქონდა, თუმცა ტავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი.

ორი წამიც არ იყო გასულ, რომ ტელეფონი აზუზუნდა და ჩემს ხერხემალშიც ძვლის ტვინმა ზუზუნი დაიწყო. ეკრანს დავხედე და უცხო ნომერი შევნიშნე, თუმცა რომ დავაკვირდი, მასში საკუთარი ნომერი ამოვიცანი.
-ნაძირალა! - წამოვიძახე განრისხებულმა. - ესე იგი, შიფრი გახსნა!
ხმა ჩავიწმინდე, თმა შევისწორე, თვითონაც არ ვიცი რატომ, და ისე ვუპასუხე.
-გისმენთ!
-ხომ არ გაგაღვიძე? - გაისმა ტელეფონში ნაცნობი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა.
-იცი მაინც, რომელი საათია? - შევუტიე უხეშად.
-ორი სრულდება. - მიპასუხა დაუფიქრებლად.
-მერე?
-შუქი გენთო და ვიფიქრე, რომ გეღვიძა.
-სიბნელეში ძილი არ მიყვარს და შუქს ყოველთვის ანთებულს... - აქ გავჩერდი და მისი ნათქვამი სიტყვები რომ გადავხარშე, საწოლიდან დენდარტყმუვილით წამოვხტი. - მოიცა, რა?!
-შენს კორპუსთან ვარ, შენი ტელეფონი მიჭირავს, შენ კი ჩემი და მოდი გავცვალოთ. - შემომთავაზა მშვიდი ხმით, რომელშიც სარკაზმი მძაფრად გამოსჭვიოდა.
-მისამართი ვინ გითხრა? - ნერვიულობისგან ენა დამება.
-საბამ.
-ასე გვიან ქვემოთ ვერ ჩამოვალ. - თავი ისე გვაქნიე, თითქოს დაინახავდა.
-მე ამოვალ. - მიპასუხა უდარდელად.
-არა! - წამოვიყვირე ინსტინქტურად, როცა მივხვდი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი.
-მაშინ იჩქარე და ნუ მაიძულებ მოწყენილობის ჟამს შენი შეტყობინებები ვიკითხო! დამიჯერე, ძალიან ცუდია, როცა ისედაც უხასიათოდ ხარ და უარესად მოსაბეზრებელ შეტყობინებებს კითხულობ ძველი მეგობრებისგან. შენ რა, თაყვანისმცემლები საერთოდ არ გყავს? ერთი საარშიყო შეტყობინებაც ვერ ვნახე... თუმცა რა გასაკვირია, შენი დიქტატორის ხასიათით ალბათ ყველა ბიჭს აფრთხობ...
-მოვდივარ! - ჩავყვირე ტელეფონში მისი საუბრით გაღიზიანებულმა და გავუთიშე. - იდიოტი! - ხმამაღლა დავიყვირე ზიზღით და კარისკენ გავემართე.

ძალიან ვჩქარობდი, ამიტომ ტანზე არც კი ჩამიცვამს, ისე მოვიცვი გრძელი ჟაკეტი, რომელიც თითქმის მუხლამდე მწვდებოდა, ფეხზე კართან მიყრილი მაღალყელიანი საწვიმარი რეზინის ფეხსაცმელები ამოვიცვი და კიბეებზე დავეშვი.
სადარბაზოსთან შავი მანქანა იდგა. სამარკო ნიშანი ვერ გავარჩიე, თუმცა დავინახე, როგორ გააღო კარი ანდრიამ და დინჯი ნაბიჯებით გადმოვიდა იქიდა.
-ვილიმ მოგიკითხა. - ყალბად გამიღიმა.
-ჩემგანაც მოიკითხე. - იგივე მიმიკით ვუპასუხე.
-აი, აიღე. - თქვა მან და ტელეფონი გამომიწოდა.
მაშინ დადასტურდა ჩემი თეორია, ჩვენს ტელეფონებს შორის მსგავსებასთან დაკავშირებით. მეც ინსტინქტურად მისი გავუწოდე და გაცვლის პირველი ეტაპი მშვიდობიანად დასრულდა.
-ჩემი შეტყობინებები წაიკითხე. - ვერ მოვითმინე და მაინც გამოვთქვი უკმაყოფილება, როცა მანქანისკენ მიბრუნდა.
-ხომ გითხარი, საინტერესო ვერაფერი ვნახე. - ისე მიპასუხა ჩემთვის არც შემოუხედავს.
-ეს თავხედობაა! - აღვშფოთდი.
-მე თავხედი ადამიანი ვარ. - ისე თქვა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო.
-პაროლი როგორ გაიგე?
-რა გაგება უნდოდა? - გაეცინა. - შენი სახელი მოვსინჯე და...
-საერთოდ, რატომ მოსინჯე? ხომ შეიძლებდა გაგეტარებინა?
-ტელეფონი მჭირდებოდა,შენ კი გეძებდით, მაგრამ არც სოციალურ ქსელში ჩანდი და არც სხვაგან, ამიტომ შიფრი მოვხსენი და შენი ტელეფონით რამდენიმე ზარი განვახორციელე.
-ახლა ორმაგად თავხედი ხარ!
-სხვათა შორის, ძალიან უფანტაზიო ყოფილხარ, რადგან პაროლად ოთხასოიანი სიტყვა აირჩიე, თანაც საკუთარი სახელი. - მითხრა დამცინავად.
ამან საშინლად გამაბრაზა. ვეღარ მოვითმინე, მეც მასსავით ირონიული გამომეყტველება ავიკარი სახეზე, ხელები გადავაჯვარედინე, ნიშნის მოგებით ჩავიცინე და ვთქვი.
-არც შენ ხარ ნაკლებად უფანტაზიო, რადგან პაროლად ოთხციფრიანი კოდი აირჩიე, თანაც საკუთარი დაბადების თარიღი!
ანდრიას უცებ სახეზე ღიმილი შეეყინა. თავი ნელა ასწია და ქუჩის ლამპიონების მკრთალი განათების ფონზე ნათლად დავინახე, როგორ აუელვარდა ბრაზით თვალები. მე კი მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი და უნებურად ტუჩზე ვიკბინე.
-თარიღი... როგორ გაიგე?! - კბილებში გამოსცრა მან.
-ფეისბუქით.
-ტელეფონში რა ნახე?! - შევამჩნიე ბრაზი როგორ ემატებოდა.
-ბევრი არაფერი, დიდი უინტერესო ვინმე ხარ. - ვცადე მღელვარება დამემალა.
-ტელეფონში რა ნახე-მეთქი?! - ისევ გამიმეორა, მაგრამ ამჯერად ხმას აუწია.
-არაფერი! - უკან დავიხიე ოდნავ შეშინებულმა.
ანდრია უცებ მკლავში მწვდა, თავის მანქანასთან მიმათრია, კარი გამოაღო და შიგნით ისე ჩამსვა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. გადმოსვლა ვცადე, მაგრამ კარი ჩამიკეტა, მანქანას შემოუარა, საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა.
-სულ გაგიჟდი?! - წამოივიყვირე განრისხებულმა.
-მითხარი, რა ნახე ტელეფონში და გაგიშვებ! - შემომიბღვირა მან და თვალები ისევ საშიშად აუელვარდა.
-არაფერი,ხომ გითხარი?!
-შენი არ მჯერა! ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ!
-ეს, ადამიანის გატაცებაა! - ხმას ავუწიე, როცა შევნიშნე, როგორ გაუხვია ანდრიამ სადღაც მიყრუებულ ქუჩაზე. - ამისთვის... გიჩივლებ!
-წარმატებები! - გვერდულად ჩაიცინა და სიჩქარეს უმატა.
-გამიშვი, მანიაკო! ხომ გითხარი, არაფერი არ მინახავს! ასეთს რას მალავ, რომ ასე გაგიჟდი?! - დავუყვირე მე.
შესანიშნავად ვიცოდი რასაც მალავდა, მაგრამ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, რადგან ის არ ვიცოდი ამაზე, როგორი რეაქცია ექნებოდა.
-მგონი, ეგ ისედაც კარგად იცი!
-არ ვიცი, რატომ არ გესმის?!
-ასე მარტივად არ მოვტყუვდები!
-იდიოტი ხარ!
-მითხარი, რა ნახე!
-არა-ფე-რი! - დავუმარცვლე ყვირილით.

რამდენიმე წუთი ისევ ვიკამათეთ. ტელეფონი ხელში მეჭირა და უკვე პოლიციაში დარეკვასაც კი ვაპირებდი, როცა მოულოდნელად დამუხრუჭების გამაყრუებელმა ხმამ გამაბრუა და ინერციით წინ გადავიხარე. კიდევ კარგი ღვედი მეკეთა, თორემ თავს აუცილებლად გავიტეხავდი.
გაავებული მზერა ანდრიას მივაპყარი, რომელსაც წამის წინანდელი გაბრაზება სახიდან მოეშორებინა და ახლა ლაღად მიღიმოდა.
-დღეს, მთელი დღე საშინლად მოწყენილი ვიყავი, ახლა კი... შენმა ისტერიკამ ძალიან გამამხიარულა. - მითხრა მშვიდი, ოდნავ ჩახელჩილი ხმით და ჩემსკენ გადმოიხარა.
დაბნეულმა იმდენი მაინც მოვიფიქრე, რომ უკან გავწეულიყავი. ის კი არც შეჩერებულა, ისევ ჩემსკენ გადმოიხარა და ისე ახლოს აღმოაჩნდა ჩემთან, რომ მისი ჩვენს შორის მანძილი მილიმეტრებამდე დავიდა, ჰაერი კი თითქოს შეიკუმშა. მისი ტუჩები ჩემისგან სულ ოდნავ იყო დაშორებული, თვალებით კი ისე დაჟინებით მაკვირდებოდა, რომ მეგონა ჩემს აზრებსაც კითხულობდა.
უცებ მცირე ტკაცანის ხმა გავიგე, დაბლა დავიხედე და დავინახე, როგორ გახსნა ღვედი ბიჭმა, შემდეგ კი მარცხენა ხელი ჩემსკენ წამოიღო, მკერდზე მოურიდებლად გადამატარა, კარის სახელურს თითები გამოჰკრა, გამიღო და მითხრა:
-გადადი მანქანიდან!
გაოგნებულმა მზერა მისი ტუჩებიდან თვალებზე გადავიტანე, გამშრალ ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავაგორე და ანდრიას კითხვებით სავსე მზერა მივაპყარი.
-ხომ მთხოვე გამიშვიო და გიშვებ. - უცოდველი სახით გამიღმა, უკან დაიხია, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და გამიმეორა. - გადადი მანქანიდან!
-ღამის ორი საათია... ქუჩაში არავინ არ არის... ისიც კი არ ვიცი, სად ვარ. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილუღლუღე.
-ჭკვიანი გოგო ხარ და არ დაიკარგები. - მიპასუხა გულგრილად.
-თავხედი! - ჩავისისნე ზიზღით, მანქანიდან გადავედი და კარი ისე მივუჯახუნე, ლამის ჩამოვხსენი.
-ჰო, მართლა, - მინა ჩამოსწია მან და იქიდან გამომძახა, - მიხარია, რომ შენი მომხიბვლელი პრინცი ვარ! მიას, ჩემგან დიდი მადლობა გადეცი. ამდენი გულწრფელი კომპლიმენტი გოგოსგან არასოდეს მიმიღია.

პირი გავაღე ,რომ რაღაც მეკითხა, მაგრამ არ დამცალდა. მან მანქანა დაძრა და ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა. ორი წამით გაშეშებული ვიდექი შუა ტრასაზე, მერე მისი ბოლო სიტყვები გადავხარშე, ტელეფონს დავხედე, სწრაფად გავხსენი ჩათი და რამდენიმე საათის წინანდელი, მიას მონაწერი შეტყობინებები გადავიკითხე.

„გოგო, სად ხარ? ჩემ გარეშე ხომ არ მოკვდი?“
„რას მსინავ გამეცი პასუხი.“
„ნინა...“
„გოგო, ის შენი ძაღლიანი ბიჭი მართლა ანდირა იყო?“
„საბამ მითხრა, რომ დღეს ერთმანეთი კინაღამ დაგლიჯეთ.“
„მაშინ ისე აღწერე, რას წარმოვიდგენდი შენი მომხიბვლელი პრინცი ანდრია თუ იქნებოდა. სრულიად მართალი იყავი, მართლა სიმაპთიურია და კარგი ტანი აქვს... აუ,ბიჭის ტანის რომ შეგშურდება...“
„დღევანდელის მერე სახეში კი არა სხვა ადგილას წამორტყმაზე უნდა იფიქრო.“
„ნუ მსინავ, გოგო, გამეცი პასუხი, თორემ ჩამოგაკითხე ახლა ფეხით...“

-ჯანდაბა! - ამოვიოხრე შოკირებულმა და შუბლში ხელი შემოვირტყი.
მე მიას მოწერილი შეტყობინებები არ მინახავს და ეს ე.წ. „დასინვაც“ რა თქმა უნდა, ანდრიას ნახელავი იყო.
-ღმერთო, რატომ? მაინცდამაინც მაშინ მოუნდა ამ სისულეების მოწერა, როცა ტელეფონი მას ჰქონდა! - ამჯერად ხმამაღლა ამოვთქვი და იმის გააზრებისას, რომ ანდრიამ ყველაფერი წაიკითხა, ერთიანად გავწითლდი.

უცებ ცივმა ქარმა დაუბერა და მაშინღა გავიაზრე, რომ მხოლოდ ღამის პერანგი და ჟაკეტი მეცვა. სადღაც მიყრუებულ ქუჩაზე ვიყავი, რომლის არსებობა არც კი ვიცოდი და თან ფულიც არ მქონდა, რომ ტაქსი გამომეძახა.
მაშინვე საბა მომაგონდა. მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე.
ბიჭმა ჩახლეჩილი, ნამძინარევი ხმით მიპასუხა.
-საბა, მიშველე! - ჩავძახე ტელეფონში სასოწარკვეთილმა.
-რა მოხდა? - შემომესმა მისი გაოგნებული ხმა.
-არაფერი არ მკითხო, გთხოვ, უბრალოდ თუ შეგიძლია მომაკითხე, ძალიან ცუდ დღეში ვარ.
საბამ კვლავ განაგრძო კითხვების დასმა, თუმცა არ დავაცადე, მივიხედ-მოვიხედე, იქვე ერთ-ერთი შენობის კედელზე ქუჩის სახელი ამოვიკითხე, ბიჭს ვუთხარი და შევევედრე ეჩქარა.

რამდენიმე წითის შემდეგ, საბას მანქანა რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე. ბიჭი გაოცებული სახით გადმოვიდა, ხელები გაშალა და ინტერესით მკითხა.
-არ ამიხსნი, აქ რას აკეთებ, თან ასეთ ფორმაში?!
-წავიდეთ და გზაში გეტყვი.
-ჩაჯექი. - მიპასუხა მან, თავისი ტყავის ქურთუკი მომცა და მანქანის კარი გამიღო.
ბიჭს სახლამდე მისვლაში ყველაფერი მოვუყევი, მაგრამ გადარიცხვები არც კი მიხსენებია. საბამ როცა ანდრიას ნამოქმედარის შესახებ გაიგო, სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა და თავი ვეღარ შეიკავა.
-მაგან, სულ გააფრინა?! - წამოიყვირა მან და ჩემი სადარბაზოს წინ დაამუხრუჭა .- ხომ არ უნდა, ერთი მაგრად მოხვდეს?! იდიოტი!
-თქვენი ჩხუბიღა მაკლია, შეეშვი რა. - დაქანცულმა ავიქნიე ხელი და კორპუსს ავხედე. - ჯერ ერთ ბიჭს გავყევი ღამის პერანგით აქედან და ახლა მეორე ბიჭმა მომიყვანა თავისი ქურთუკით. იმედი ამქვს მეზობლები არ მიყურებენ, თორემ უკვე წარმომიდგენია რასაც იფიქრებენ.
-იუმორს არ კარგავ. - გაეცინა საბას, მერე შემომხედა და მითხრა. - ანდრიას მე მოვუვლი.
-ძალიან გთხოვ, უბრალოდ თავი დაანებე. - ქურთუკი გავიხადე და სავარძელზე დავდე. - სხვა გამოსავალი არ მქონდა, თორემ შენ არ დაგირეკავდი.
-ახლა მაბრაზებ, ნინა. - წარბი შეკრა საბამ.
-კარგი, ბოდიში. - გამეცინა მე. - და მადლობა! მიას ნამდვილად გაუმართლა, შენ რომ ჰყავხარ.
-ვიცი. - შეიფერა კომპლიმენტი და გამიღიმა.
მეგობარს კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა, დავემშვიდობე, მანქანიდან გადავედი და სადარბაზოსკენ რომ გავეშურე, კორპუსის წინ დარგული ყვავილებიდან მომზირალი ორი ფოსფორისფერი თვალი დავინახე.
შავი კატა ისევ იქ იჯდა და ისევ ინეტრესით შემომცქეროდა. მისი გზაზე გადარბენა და მას შემდეგ მომხდარი ყველა უცნაურობა რომ გამახსენდა, ლამის დათარსვა დავიჯერე კიდეც, თუმცა მერე უხალისოდ გავაქნიე თავი და სახლს მივაშურე.


თავი 3
ორშაბათი დილა ჩვეულად დაიწყო: საუზმე და სამსახური. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა და მეც ენერგიულად უნდა შევდგომოდი საქმიანობას.
როგორც კი კლინიკის ეზოში შევედი, მაშინვე ანდირას მაღალ ფიგურას მოვკარი თვალი. სათვალე ეკეთა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მე მიყურებდა, რადგან ამას შინაგად ვგრძნობდი. გვერდი ავუარე და შენობისკენ გავემართე, როცა უკნიდან მისი ხმა შემომესმა.
-გამარჯობა, ლამაზო!
ინსტინქტურად შევჩერდი, მისკენ მივბრუნდი, მერე გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე და ვიკითხე.
-მე მეუბნები?
-რა იყო, გიკვირს? - ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და მკერდზე გადაიჯვარედინა. - თუმცა გაგიკვირდება, აბა, რა იქნება?! არც ისე ლამაზი ხარ.
-რა გინდა? - მისი სიტყვებით გაღიზიანებულმა უხეში ტონით ვკითხე.
-სულ მაინტერესებდა... - ანდრია წამით შეყოვნდა, მერე კი გაიღიმა და პირდაპირ მომახალა. - ბუნებრივი ქერა ხარ თუ შეღებელი?
-შეღებილი! - რატომღაც მეც პირდაპირ ვუპასუხე.
-მე კი ბუნებრივი. - მითხრა ამაყად და ხელი თმაზე გადაისვა.
-ძალიან მაღიზიანებ, ამიტომ თუ გინდა მშვიდობიანად ვიმუშავოთ, ჯობია თვალით აღარ დამენახო. - ვუპასუხე მუქარით.
-გაღიზიანებ? - ძალიან გაუკვირდა - რატომ?
-მეკითხები კიდეც? - ტუჩები ბრაზით მოვკუმე. - შენ მე საკუთარი სახლის ეზოდან ძალით წამიყვანე და ღამის ორ საათზე შუა ქუჩაში მარტო დამტოვე, თანაც პერანგის ამარა!
-მერე, შენც სხვა რამე ჩაგეცვა. - მიპასუხა გულგრილად.

იმ მომენტში მისი მოკვლის იმდენმა ხერხმა და სცენამ გამიელვა თავში, ნერვები ძლივს მოვთოკე, ჩანაფიქრი რომ არ ამესრულებინა.
სიბრაზისგან ანთებულმა ყრუდ ამოვიოხრე, კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, ანდრიას ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე, მაგრამ მოულოდნელად ჩემი გრძელი ჟაკეტის ბოლო ბუჩქებს წამოედო და ქსოვილის გახევის ხმა ყურს მოსწვდა.

უიღბლობა ისევ თან მდევდა!

მოთმინებადაკარგული შევბრუნდი და დავინახე, როგორ ჩამოხეოდა ჩემს ჟაკეტს კიდე, ანდრია კი ისეთი გაბადრული სახით იდგა, თითქოს რაღაც ძალიან კარგი მომხდარიყო.
-ჯანდაბა. - ამოვლაპარაკე მე, ჟაკეტი გავიხადე და ჩანთაში ჩავიტენე.
სულაც არ მესიამოვნა მოკლემკლავიანი მაისურით დგომა, რადგან დილა იყო და გადაუღებელი წვიმების გამო, ჯერ კიდევ ცივი ჰაერი ტრიალებდა.
ანდრიამ ინტერესით ამათვალიერა, შემდეგ თავი ისე გააქნია, თითქოს გულში დამცინა. თავისი ჟაკეტი გაიხადა და უხმოდ გამომიწოდა.
-არ მჭირდება! - შევუბღვირე ნაწყენი ხმით და ისვე ზურგი ვაქციე, თუმცა უცებ მხრებზე სითბო ვიგრძენი და დავინახე, როგორ შემომახვია ჟაკეტთან ერთად თავის ხელები ანდრიამ.
-სილამაზით არ გამოირჩვეი, თუმცა ჩემი ჟაკეტი ნამდვილად გიხდება. - ჩაილაპარაკა მან.
-მართლა? - ყალბად გავიღიმე და თვალებში შევხედე. - შენ კი ჭკუით არ გამოირჩევი, თუმცა საკუთარი ძმის მოტყუებას მაინც კარგად ახერხებ!

ვიცოდი, რომ ამის გაგება ისევე გააცოფებდა, როგორც პარასკევ ღამით, მაგრამ გაცხარებულმა თავი ვერ შევიკავე, ტრადიციულად სისულელის წამოყრანტალების შემდეგ კი ტუჩზე ვიკბინე და ჩემი საქციელი ვინანე კიდეც. დავინახე, როგორ დაუმრგვალდა თვალები გაოცებისგან ანდრიას, მერე კი უსაზღვრო ბრაზი გაუკრთა მზერაში, მთელი სხეული ზამბარასავით დაეჭიმა და ნერვიულობისგან სახეზე წამოწითლდა კიდეც.
-ესე იგი... გადარიცხვები ნახე. - ხმა გაუმკაცრდა მას.
-ჰო. - ჩავილაპარაკე დამნაშავესავით.
-მერე?
-შენ გადარიცხვებს ისე ანხორციელებ, რომ საბამ არ იცის... რადგან ეს საქმე მთლიანად შენ მოგანდო.
-მერე შენ რა?
-მე არაფერი... აი, შენ კი...
-ამაზე ვინმესთან რაიმე თუ დაგცდება, გეფიცები...
-რას იზამ?
-ნუ მიწვევ, ნინა! - ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და მუქარით შემომხედა. - მაშინდელი ღამე მონაგონი იქნება თუ...

ანდრიამ შემაშინა! თავისი ქცევით, მზერით და ხმის ტემბრით, უნდა ვაღიარო, ძალიან შემაშინა. ვიცოდი, რომ რაიმეს თუ არ მოვიმოქმედებდი, შეიძლებოდა იგივე ან მასზე უარესი სიგიჟე გაემეორებინა, ამიტომ სიტყვაც არ დავამთავრებინე, უცებ უკან კლინიკის ეზოში იმწამს შემოსული ჩემი მომავალი მხსნელი - საბა დავინახე და ხმამაღლა დავუძახე.
-გამარჯობა, საბა!
-გამარჯობა! - მომესალმა ისიც და მომიახლოვდა.
-შენთან საქმე მაქვს. - ვუთხარი ლაღად და მხარში ამოვუდექი.
-რა საქმე? - მკითხა ინტერესით ბიჭმა.
თვალი ანდრიასკენ გავაპარე და დავინახე, როგორ გაფითრდა სახეზე. მერე მუშტები ნერვიულად შეკრა და სიმწრით ქვედა ტუჩი ლამის მოიჭამა.
-ფინანსებთან დაკავშირებით...
-მე და ნინა შევრიგდით! - წამოიძახა უცებ ანდრიამ და ჩვენს შორის ჩადგა.
-მართლა? - ორივეს გაკვირვებული სახით გადმოგვხედა საბამ. - მიხარია, რომ აზრზე მოხვედით და პატარა ბავშვებივით აღარ დაიწყებთ კინკლაობას.
-რა თქმა უნდა, არა! - უდარდელად გაიღიმა ანდრიამ, ხელი მხრებზე მომხვია, მისკენ ახლოს მიმწია და განაგრძო. - უკვე შევთანხმდით, რომ ერთად აუცილებლად წავალთ სადმე!
-ნუთუ? - ავხედე ანდრიას გაოცებულმა და ცხვირი ზიზღით შევჭმუხნე.
-ოჰო! ყოჩაღ, ბავშვებო, დროს არ კარგავთ! აბა, თქვენ იცით, კარგად გაერთეთ! - წამოიძახა სიცილით საბამ, ზურგი გვაქცია და შენობისკენ გამერათა.

სწრაფად მოვიშორე ანდრიას ხელი, თვალებში შევაჩერდი და ზიზღნარევი ხმით ვუთხარი.
-შემიძლია დავეწიო და ყველაფერი ვუთხრა!
-არ დაგიჯერებს!
-დაეჭვდება და თუ გამოიძიებს, ადვილად გაიგებს.
-სიჩუმის სანაცვლად რას ითხოვ?

ამ შემოთავაზებამ გამაოგნა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სინდისი უხილავი გრძნობა კი არა ჩემი სხეულის ნაწილი იყო და მასზე ფეხს ვიღაც ძლიერად მაჭერდა. შანტაჟისტი არასოდეს ვყოფილვარ და უნდა ვაღიარო, რომ პირველ ჯერზე საკმაოდ რთული იყო, თუმცა იმ მომენტში საკუთარ თავს მივიჩნევდი ანდრიას მსხვერპლად და გადავწიტე ამით მესარგებლა კიდეც.
ჯერ ბიჭს შევაჩერდი დაბნეული, შემდეგ კი ნერვიულად ჩამოვისვი ხელი კისერზე და თვითონაც არ ვიცი ეს აზრი საიდან მომივიდა, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი:
-სამსახურში მატარებ ყოველდღე, ყველანაირი გიჟური გამოხტომების გარეშე და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, უკანვე წამიყვან!

ანდრიას აშკარად გაკვირვება დაეტყო სახეზე, რომელიც მალევე ეჭვმა შეცვალა. თვალები დააწვრილა, გვერდულად ჩაიცინა და მკითხა:
-და ეს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?
-ეგ შენზეა დამოკიდებული. - უდარდელად ავიჩეჩე მხრები. - გააჩნია გული რამდენ ხანში მომილბება.
-თანახმა ვარ! - გამომიცხადა უცებ მან. ცოტა გამიკვირდა კიდეც ასე უცებ რომ დამთანხმდა. - ეს შეთანხმება ძალაში როდიდან შედის?
-ხვალ დილიდან! ჩემი მისამართი უკვე იცი და გზა არ შეგეშლება. - ვუპასუხე გამარჯვებული ღიმილით, მის თბილ და სასიამოვნო სურნელის მქონე ჟაკეტში გავეხვიე და კლინიკის შენობისკენ წავედი.


...
მეორე დილით, ტრადიციულად მაღვიძარამ გამაღვიძა. მია უკვე ამდგარი იყო, წყალს ივლებდა და აბაზანაში ბოლო ხმაზე რაღაცას მღეროდა. წინა დღეს ანდრიასთან შეთანხმების ამბავი მოვუყევი და იმდენი იცინა, რომ ლამის მანანებინა ჩემი საქციელი.

საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე, რომელიც იმ დღეს უნდა ჩამეცვა. ოთახში რაღაც უცხო და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. თავიდან ვერ მივხვდი რისი სუნი იყო, მერე კი სკამზე უწესრიგოდ მიგდებული ანდრიას ჟაკეტი დავინახე და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
ჟაკეტი ავიღე, პერანგზე მოვიცვი და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. წამიერად თავბრუსხვევაც კი ვიგრძენი, თუმცა ვინ დაგაცადა...

-ეგ ანდრია არაა, მისი ჟაკეტია და ნუ შემოიტმასნე ტანზე ტანგოს მოცეკვავესავით. - დამჩხავლა თავზე ყვავივით მიამ, პირსახოცშემოხვეულმა გვერდი ამიარა და კარადაში ლამის თავით შევარდა.
მე საწოლზე გადავწექი, თვალები ჭერს მივაპყარი და უნებურად გამეღიმა. მაინც ვერ მივხვდი რა მაცინებდა. რატომ მსიამოვნებდა მასზე ფიქრი ასე ძალიან. რა თქმა უნდა, ანდრია მომწონდა, მაგრამ ვერაფრით ვივიწყებდი იმ ფაქტს, რომ შუაღამისას ქუჩაში მარტო დამტოვა.
-ჰა, გაყევი უკვე ცოლად ოცნებებში? - მომიბრუნდა მია. - შეგეძინათ ხუთი შვილი, იცხოვრეთ დიდხანს და ბენდიერად, მერე ორივენი მოკვდით და გვერდ-გვერდ დაგასაფლავეს?
-კარგი რა, შენ ყველაფერი როგორ უნდა ჩამამაწარო! - თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე, ჟაკეტი ისევ სკამზე მივაგდე და აბაზანისკენ გავეშურე.

...
ცხრა საათიც კი არ იყო, ანდრიამ რომ მომაკითხა. მია ლექციებზე წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომ მისთვის აღარ დამიცდია, დაბლა ჩავედი, ჩემს „მძღოლს“ მივესალმე და მანქანის წინა სავარძელზე მოვკალათდი.

-ჩემი ჟაკეტი? - მკითხა უკმაყოფილო სახით.
-უი, დამავიწყდა. - მოჩვენებითი მწუხარებით ამოვთქვი, სინამდვილეში კი განზრახ დავიტოვე. - ავიდე და ჩამოგიტანო?
-ხვალ მომეცი. - გაეცინა და მანქანა დაძრა.
-ისე, ასე ადრე რატომ მომაკითხე? - ღვედი შევიკარი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე.
-ერთ ადგილას უნდა გავიარო და სამსახურში რომ არ დაგვაგვიანდეს, ამის გამო.
აღარაფერი მითქვამს, ჩემს მოზუზუნე ტელეფონს დავხედე და ერთმანეთის მიყოლებით მოსული მიას შეტყობინებები წავიკითხე. რა თქმა უნდა, ისევ სისულელეებს მწერდა, ანდრიას ჟაკეტზე, მის თმაზე, მის ტანზე და კიდე სხვა რაღაცებზე. თან მახინჯ „სმაილებს“ მიგზავნიდა, მე კი თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ბოლო ხმაზე არ ავხარხარებულიყავი.
შეტყობინებების კითხვაში ისე გავერთე ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავრჩერდით იმ ტყე-პარკის წინ, სადაც თითქმის ყოველდილით ვსეირნობდი.
-გადმოხვალ? - მკითხა ბიჭმა.
-აქ რა გვინდა? - კითხვა შევუბრუნე.
-მეგობარს უნდა შევხვდე, თან გავისეირნოთ და სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ.
-კარგი. - მხრები ავიჩეჩე და მანქანიდან გადავედი.

პარკში მართლაც კრისტალურად სუფთა ჰაერი ტრიალებდა. სიმშვიდე და სიწყნარე იყო, ალაგ-ალაგ ბავშვების ჟრიამულიც ისმოდა და ეს ხმა ბუნების ხმებს ისე ერწყმოდა, ერთ სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა.
ანდრიამ ვიღაც დაინახა, ალბათ თავისი მეგობარი, მითხრა ახლავე დავბრუნდებიო და წინ გამისწრო. ვიფიქრე, უკან გავყვები-მეთქი, მაგრამ უცებ სკამზე ჩამომჯდარი ნაცნობი დედა-შვილი დავინახე.
ქალი დაახლოებით 30 წლის იქნებოდა. მუქი წაბლისფერი თმით და ძალიან ლამაზი სახის ნაკვთებით. პატარა გოგონა კი დედის ასლი იყო. ხელში თოჯინას ათამაშებდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
ეს ის ბავშვი იყო, რომელსაც სახეში ჩემი ნაყინი მოხვდა და ატირდა. რატომღაც სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მაშინვე მათკენ გავემართე და ორივეს მივესალმე.
-გახსოვართ? - ვკითხე ქალს მორიდებულად.
-რა თქმა უნდა. - მითხრა მან და ქვემოდან მოღუშილი გამომეტყველებით ამომხედა.
-მაშინ მართლა ცუდი სიტუაცია შეიქმნა და... მეც უხეშად მოგმართეთ. - ცოტა ავნერვიულდი, როცა ამაზე საუბარი წამოვიწყე. - კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს მომხდარისთვის.
-არა უშავს. - მოღუშული გამომეტყველება სადღაც გაუქრა ქალს და გამიღიმა.

მაშინ დავასკვენი, რომ „ბოდიში“ ჯადოსნური სიტყვა იყო, რომელსაც ყველაფრის არა, მაგრამ გაფუჭებული საქმის ნახევრის გამოსწორება მაინც შეეძლო.
როცა ქალის მიმიკის ცვლილება დავინახე, გულზე მომეშვა, სკამზე ჩამოვჯექი და ორივე გავიცანი. დედას ლელა ერქვა, მის პატარა გოგონას კი ელენე.
-რამდენი წლის ხარ, ელენე? - ვკითხე ბავშვს.
-ოთხის. - დაიმორცხვა და თითქმის ჩურჩულით მითხრა.
ისეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვი იყო, რომ ვეღარ მოვითმინე და ლოყებზე რამდენჯერმე ვაკოცე კიდეც. გოგონაც უცებ გათამამდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ჩემს მაჯაზე ასხმულ სამაჯურებს წაეპოტინა.
-მოგწონს? - ვკითხე მე, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თმიდან რამდენიმე კულული ჩამოუვარდა.
ერთი სამაჯური მოვიხსენი და ელენეს წვრილ მაჯაზე შევაბი. ბავშვმა გაბრწყინებული თვალებით ამომხედა და ვერ მოიფიქრა რა უნდა ეთქვა.
-ელენე, რა უნდა უთხრა? - შეახსენა დედამისმა.
-მადლობა. - ჩაილაპარა მან და მორცვხად ჩახარა თავი.
-ნინა, სად გამეპარე?! - მომესმა უცებ უკნიდან ანდრიას ხმა, მისკენ გავიხედე და დავინახე როგორ მოძუნძულებდა მის წინ პირდაღებული, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, პიტ ბული
-ეს ძაღლი სად გყავდა? - წამოვიძახე შეშინებულმა.
-ჯიბეში! - გაეცინა მას. - სად მეყოლებოდა? ჩემს მეგობარს დავუტოვე და დღეს მომიყვანა.
-მოაშორე აქედან! - ვუთხარი მკაცრად და უკან დავიხიე.
ძაღლმა უცებ ბავშვისკენ წაიწია, ელენეს წინ დასკუპდა და თვალებში შეაჩერდა. გოგონამაც მოურიდებლად გასწია მისკენ ხელი და თავზე მოეფერა. დედამისს გავხედე, რომელიც თავიდან შეშინებული გვიყურებდა, მაგრამ ცოტა ხანში ელენეს კისკისი რომ გაიგონა და მასთან მოთამაშე ძაღლი დაინახა, მანაც გაიღიმა.
-ამ ჟესტით ბოდიშს გიხდის. - ანდრია ბავშვისკენ დაიხარა და ძაღლზე ანიშნა.
-მართლა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-ჰო, და მეც გიხდი ბოდიშს, რომ ჩემს გამო იმ დღეს ნაყინში ამოისვარე.
აღმოჩნდა, რომ ანდრიასაც უცვნია ბავშვი და დედამისი.
-შეიძლება ცოტა ხნით გავასეირნო? - მიუბრუნდა ანდრია ქალს და ბავშვზე ანიშნა.
-ააა..იცით... - დაიბნა ლელა და სათქმელს თავი ვერ მოაბა.
-ხუთ წუთში მოვიყვან, შორს არ წავალთ. - ისეთი გამომეტყველებით გაუღიმა ანდრიამ, რომ ძნელი იყო მისდამი უნდობლობა გამოგეჩინა ვინმეს.
-კარგი. - თავი დაუქნია ქალმა.
ანდრიამ ელენე ხელში აიყვანა, მეორე ხელი ძაღლის საყელურს ჩასჭიდა და პარკის ბილიკს დაადგა.
-სასწაული ბავშვია. - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-გმადლობთ. - გამომეხმაურა ლელა.
-მამამისი სად არის? - ვიკითხე უნებურად.
-ის...გარდაცვლილია. - მიპასუხა ნაღვლიანად ქალმა.
-ბოდიში, არ ვიცოდი. - ძალიან შემრცხვა ჩემი დაუფოქრებელი საქციელის. - ვწუხვარ.
-არა უშავს. - მშვიდი ხმით მითხრა. - ამიტომაცაა, რომ მას ასე ვუფრთხილდები. ვერ ვიტან, როცა ელენე ტირის, განსაკუთრებით სხვის გამო. ამ დროს დედობრივი ინსტინქტი მიასმაგდება და შეიძლება ჩემი ხელით მივახრჩო ის ვინც, ჩემს გოგონას აატირებს. რადგან მამა არ ჰყავს, არ მინდა ოდესმე იგრძნოს დაჩაგვრა, გარიყულობა ან რაიმე ამის მსგავსი. მაშინ ასე უხეშად მეც ამიტომ მოგექეცი და ბოდიშს გიხდი.
-რას ამბობთ, თქვენი აბოსლუტურად მესმის. - გავუღიმე ქალს და ისევ პარკის ბილიკს გავხედე, სადაც ამჯერად ჩვენსკენ მომავალი ანდრია ელენე და პიტ ბული შევნიშნე.
გოგონას ხელში უზარმაზარი შოკოლადი ეჭირა და ტუჩები სულ მოთხვრილი ჰქონა.
-ელენე, დედი, ეს რა გიქნია?! - სიცილით დასწვდა ქალი ჩანთას, იქიდან ხელსახოცების შეკვრა ამოიღო და გოგონას პირი მოწმინდა. - მადლობა უთხარი?
-კი. - თავი დაუქნია ბავშვმა.
-გავიგე, რომ ელენეს ნაყინი ძალიან უყვარს. - თქვა ანდრიამ სიცილით. - მაგრამ, რადგან ჯერ კიდევ გრილა და ჩვენ გაციების გვეშინია, ცოტა მოგვიანებით შევჭამთ, წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
-არა. - სიცილით გააქნია ქალმა თავი. - მაგრამ ნუ შეწუხდებით...
-არავითარი შეწუხება. - შეაწყვეტინა ბიჭმა. - ამ პარკში ხშირად დადიხართ, ხომ?
-პარკის მეორე მხარეს ვცხოვრობ და სანამ ელენეს ბაღში მივიყვან, აქ ვასეირნებ ხოლმე. - უპასუხა ლელამ.
-ჰოდა, ძალიანაც კარგი. როცა უკეთესი ამინდები იქნება, სადმე დავსხდეთ და ძალიან ბევრი ნაყინი ვჭამოთ. - სიცილით ჩაუკრა თვალი ბავშვს ანდრიამ და მე გამომხედა. - წავიდეთ?
-ჰო. - თავი დავუქნიე, მერე დედა-შვილს დავემშვიდობეთ და მანქანისკენ წავედით.

გაკვირვებული ვიყავი ანდრიას საქციელით. არ მჯეროდა, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომელმაც სიკვდილამდე შემაშინა, ახლა კი ისეთი მიმაიტის ღიმილი და ადამიანური ქცევა ჰქონდა, თითქოს მასში სულ სხვა პიროვნება იყო ჩასახლებული.

ანდრიამ მანქანის უკანა კარი გააღო, ვილიც მაშინვე შეხტა შიგნით, სავარძელზე მოკალათდა და ისე ამაყად ასწია თავი, ვითომ ყველაფრის ბატონ-პატრონი ყოფილიყო.
-ამან ჩვენთან ერთად უნდა იმგზავროს? - ვიკითხე შეწუხებულმა.
-აბა, ტაქსით გავუშვა? - ხელები უკმაყოფილოდ გაშალა ანდრიამ.
-კლინიკაში მოგყავს?
-ჰო, ცოფზე უნდა ავცრა.
-მოიცა, აქამდე არ აგიცრია? - წამოვიყვირე შეშინებულმა და კარებისკენ მივიწიე.
-არა. - თავი გააქნია და მანქანა დაქოქა.

მთელი გზა ერთ კუთხეში ვიყავი მიკუჭული და ძაღლი რამდენჯერაც გამოძრავდებოდა, იმდენჯერ დაფეთებული თხასავით ვიხედებოდი, ანდრიას კი სახეზე ეტყობოდა, როგორც ხალისობდა ამაზე.
კლინიკამდე ერთი ქუჩა გვაშორებდა და ვფიქრობდი, რომ გავუძლებდი, მაგრამ როცა ვილი ჩემსკენ გადმოიხარა და დრუნჩები ლამის სახესთან მომიტანა, წყობიდან გამოსულმა შევიკივლე.
-გააჩერე მანქანა!
ანდრიამ უცებ დაამუხრუჭა და გაოცებული სახით შემომხედა.
-რა ხდება? - იკითხა მან.
პასუხი არ გამიცია, მაშინვე გადავხტი მანქანიდან, ჩანთა გვერდულად გადავიკიდე და განრისხებული სახით მივაძახე.
-ამიერიდან, ეგ ძაღლი მანქანაში აღარ დავინახო, თორემ გეფიცები ჩვენს შეთანხმებას დავივიწყებ!
-გეყოფა და დაბრუნდი უკან, კლინიკამდე დიდი გზაა! - ჩამოწეული ფანჯრიდან გადმომძახა ანდრიამ.
-ფეხით მივალ! - შევუყვირე უხეშად და დაუფიქრებლად გადავედი ტრასაზე.

უცებ ვილის ყეფა შემომესმა და უკან ინსტინქტურად მივხედე. ძაღლი გააფთრებული ყეფდა და მანქანის კარს ეწვალებოდა, მაგრამ რომ ვერ გააღო, ნახევრად ჩამოწეული ფანჯრიდან გადმოძვრა და ჩემსკენ გამოექანა.

ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, სანამ ვილი ჩემს ჯინსის შარვალს არ სწვდა კბილებით და ჩემი გზიდან გადათრევა არ მოინდომა. მე კივილი მოვრთე, ძაღლისგან თავის დახსნა ვცადე და თან დასახმარებლად ანდრიას ვეძახდი.
ბიჭი დაბნეული ჩანდა, მაგრამ დავინახე, როგორ გადმოხტა ისიც მანქანიდან და ჩემსკენ გამოიქცა. უცებ გამაყრუებელი სიგნალის ხმა გავიგე, რომელსაც საბურავების წივილის ხმაც დაემატა და მოპირდაპირე მხრიდან მომავალმა მანქანამ ისე ჩამიქროლა, რომ სულ მილიმეტრებით ამცდა.
-მომაშორე ეს ვამპირი ძაღლი! - შევუყვირე გააფთრებულმა ანდრიას, რომელმაც ძაღლს საყელურში ხელი ჩაავლო და მისკენ დაქაჩა.
-ამწამს სიკვდილს გადაგარჩინა! - არც მან დამაკლო ყვირილი. - ის... რომ არა მანქანა გაგიტანდა!
-ორივე შემეშვით! - დავიყვირე ისევ. - მართლა დავითარეს! დათარსული ვარ, და-თარ-სუ-ლი!-დავმარცვლე გაავებული ხმით, ხელები ჰაერში ავიქნიე და ანდრიას ზურგი ვაქციე. როგორც კი ორი ნაბიჯი გადავდგი, ჩიხიდან გამოვარდნილი ველოსიპედს მოვკარი თვალი, შემდეგ ვიგრძენი, როგორ დამეჯახა რაღაც ძალიან მძიმე და მოწყვეტით დავენარცხე მიწაზე.

-ნინაა! - მოესმა სადღაც შორიდან ანდრიას ღრიალი და წამის შემდეგ, სახეზე რაღაც სველი ვიგრძენი.
ვცდილობდი გონება არ დამეკრაგა. თვალები გავახილე კიდეც და ვილი დავინახე, რომელიც სახეზე ენას მისვამდა და წკუმუტუნებდა. მერე ანდრიას შეშინებულ მზერასაც წავაწყდი, რომელიც ხელზე ძლიერად მიჭერდა ხელს და მეკითხებოდა რა მტკიოდა, ბოლოს კი ისევ ის ნაცნობი, სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი და სიბნელეში შესულმა თან გავიყოლე, რომ თავი მარტოსულად არ მეგრძნო.



თავი 4
-საავადმყოფოში ვარ? - თვალის გახელისთანავე ფანჯარასთან მდგომ ანდრიას მივაპყარი მზერა და პირდაპირ ვკითხე.
ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, თუმცა ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. თეთრი კედლები, წამლის გულისამრევი სუნი და ჰალოგენების შუქი ყველაფერს ცხადს ხდიდა.
-დროზე გაიღვიძე, თორემ უკვე კოცნას გიპირებდი. - სახეზე ნერვიულმა ღიმილმა გადაურბინა ანდრიას.
-რომელი პრინცი შენ მყავხარ. - ირონიულად ჩავიცინე.
-არც შენ ხარ პრინცესა, მაგრამ ცდას მაინც ვაპირებდი. - არანაკლებ ირონიულად ჩაილაპარაკა.

გამეღიმა, ღრმად ჩავისუნთქე და თავი წამოვწიე, რომ საწოლზე წამოვმჯდარიყავი, მაგრამ განძრევისთანავე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი ტვინი თხევად მასად იყო გადაქცეული და ქალის შიგნით მოძრაობდა. მარცხენა ხელი ავწიე, რომ საფეთქელი დამეზილა, მაგრამ მაჯაზე შემოხვეული თეთრი ბინტი შევნიშნე, მერე კი ვიგრძენი, როგორ მიხურდა მთელი ხელი.
-დიდი ჭრილობა მაქვს? - ვიკითხე შეწუხებული სახით.
-არც ისე, სულ ხუთი ნაკერი დაგჭირდა. - სახე დაუსერიოზულდა ანდრიას.
-ღმერთო! - წამოივიძახე მე და მოულოდნელად სიცილი ამივარდა. - კიდევ კარგი უგონოდ ვიყავი, თორემ ამას ვერ გავუძლებდი.

ანდრიამ გაკვირვებული შემომხედა და ვერ გაეგო რა მაცინებდა, ჩემთვის კი ეს ჩვეული მდგომარეობა იყო, რადგან როცა ვნერვიულობდი სიცილი მივარდებოდა, ან მღელვარების გადასაფარად რაღაც სისულელეებს ვამბობდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მცირე ანესთეზიის გამო ჩემს ემოციებს ჯერ კიდევ ვერ ვაკონტროლებდი, რაც შეურაცხადს უფრო მამსგავსებდა, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს.

უცებ პალატის კარი გაიღო და შიგნით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ამაყი და უჟმური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან წარბები ისე შეეკრა, რომ მისი გაღიმბული სახის წარმოდგენა მეც კი გამიჭირდა. ასეთი იმიჯის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, მაინც ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველი მეჩვენა.
-გამარჯობა, სიმპათიურო ქმნილებავ, ძალიან მეწყინება თუ გავიგებ, რომ ზურგზე ფრთები არ გაქვს და უბარლო მოკვდავი ხარ. - თვითონაც არ ვიცი საიდან მოვიგონე ეს სისულელე. უნებურად წამოვროშე და თან ენაზე ვიკბინე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ექიმმა ფირუზისფერი თვალებით შემომხედა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. წარბები კიდევ უფრო შეჭმუხნა და მომიახლოვდა.
-ანგელოზი არ ვარ, უბრალოდ ექიმი ვარ. - მითხრა დახშული, ბოხი ხმით.
-ანგელოზობა ვინ ახსენა, მე ფერიობა ვიგულიხმე. - სისულელეს კიდევ ერთი სისულელე მივუმატე. - ცოტა წარბს თუ გახსნით, ნამდვილი კეთილი ფერია იქნებით.
-კარგი ფანტაზიის უნარი გქონიათ. ახლა კი უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენი ასეთი აზრები, მხოლოდ ბუნებრივი ხასიათის ან ანესთეზიის ბრალია და თავის ტრავმით არ არის გამოწვეული. - მითხრა ექიმმა, ჯიბიდამ პატარა ფარანი ამოიღო, თვალის უპეები ჩამომიწია და მკვეთრი შუქი თვალებში შემანათა.
-რა გქვიათ? - ვკითხე უტეხად და დავინახე, როგორ გადაატრიალა თვალები ანდრიამ.
-ლეო. - მიპასუხა მშვიდი ხმით მან და ახლა მეორე თვალზე გადავიდა.
-ლეო? - გავიმეორე ღიმილით და ექიმის სახეს ახლოდან კიდევ უფრო დიდი ინტერესით დავაკვირდი. - ზოდიაქოთი ლომი ხართ?
-არა. - თავი გააქნია, უკან დაიხია და ანკეტაში რაღაც ჩაინიშნა.
-აბა, ეს სახელი რატომ დაგარქვეს? - ენას ვერაფრით ვაჩერებდი.
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ექიმმა.
-უბრალოდ ლეო გქვიათ, თუ ეს მხოლოდ სახელის შემოკლებული ფორმაა და...
-ნინა! - კბილებში გამოსცრა მოუთმენლად ანდრიამ, მერე ექიმს გახედა და ჩემს მაგივრდა მოუბოდიშა.
-არა უშავს. ამაზე უარესი პაციენტებიც მყოლია. - წამიერად გაიღიმა ლეომ, მერე კი სახე ისევ მოეღუშა. - ახლა რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და მიპასუხეთ. - მითხრა ექიმმა. - პირველ რიგში, რა გქვიათ? თქვენი სახელი ხომ გახსოვთ?
-ნინა! - ვუპასუხე დამაჯერებლად.
-ასაკი?
-ქალებს ასაკს არ ეკითხებიან ექიმო. - გავუღიმე მე.
-ახლა სხვა შემთხვევაა. - მიპასუხა ცოტა უხეშად. - თქვენს მეხსიერებას ვამოწმებ!
-თქვენ რამდენი წლის ხართ? - კითხვა შევუბრუნე მოულოდნელად.
-ოცდათერთმეტის.
-მეც!
-თქვენც 31 წლის ხართ? - წარბები მაღლა აზიდა მან. - უფრო პატარა ასაკისას ჰგავხართ.
-შებრუნებული ვიგულისხმე.
-შებრუნებული... ანუ 13 წლის ხართ? - ექიმს აშკარად მოთმინება ამოეწურა. - მთლად ასეთ პატარასაც არ ჰგავხართ.
-რას ვიზამთ.
-თქვენს პირადობაში წერია, რომ 22 წლის ხართ.
-თუ იცოდით, რას მეკითხებოდით?
-მე თქვენს მეხსიერებას ვამოწმებდი.
-მე კიდევ ასაკი მოკლება მინდოდა!
-თვალის გუგები ნორმაშია. - თემა შეცვალა ექიმმა. - შუქი ხომ არ გაწუხებთ?
-უკვე აღარ.
-გულის რევა?
-არა.
-თავი გტკივათ?
-ცოტა.
-თავის სერიოზული დაზიანებები არ მიგიღიათ, არც მოტეხილობები გაქვთ. მხოლოდ ერთი ჭრილობა ხელზე,ზურგზე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები. აქ ყოფნა დიდხანს არ მოგიწევთ. - მითხრა ექიმმა და ჩემი ხელი შეათვალიერა.
-მალე გაწერთ? - იკითხა ანდრიამ.
-დღეს საღამოსვე, - უპასუხა მან, შემდეგ მე გადმომხედა და მზრუნველი ხმით მითხრა, - თუმცა დასვენებას, ყველანაირი დაძაბულობისგან გარიდებას და სიმშვიდეს გირჩევთ.
-მაგრამ სამსახური მაქვს...
-უნდა ეცადოთ, რომ თავი არ გადაიტვირთოთ, სხვანაირად ისევ თქვენ დაზარალდებით.
-გპირდებით, რომ ყველა თქვენს მითითებას შევასრულებთ. - ჩაერია ჩვენს საუბარში ანდრია.
-მეგობარს დაუჯერეთ. - ანდრიაზე მიმანიშნა ექიმმა, მერე კიდევ ერთხელ ჩახედა ანკეტას და პალატიდან გავიდა.
-დღეს ძალიან შემაშინე, იცი? - მომიბრუნდა ანდრია. - ველოსიპედი რომ დაგეჯახა... ქუჩაში მინის ნამსხვრევები ეყარა და ხელიც იმან გაგიჭრა. ველოსიპედისტი აქ არის და ნერვიულობისგან ლამის მოკვდა. ეშინია არ უჩივლო.
-ჩემი ბრალი იყო. - ჩავილაპარაკე ამჯერად სერიოზულად. - გზაზე მე გავრბოდი გიჟივით.
-ჰო, შენი ბრალი იყო.
-მაგრამ ძაღლი რომ არ წამოგეყვანა, არც არაფერი მოხდებოდა! - შევახსენე ცოდვები.
-თუ გინდოდა, რომ თავი ორმაგად დამნაშავედ მეგრძნო... გილოცავ, შესანიშნავად გამოგივიდა. - მითხრა შეწუხებული სახით და ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა.
ვიცოდი, რომ ძალიან დარდობდა, ისიც ვიცოდი, რომ დამნაშავე არაფერში იყო და მე რომ არ გადმოვმხტარიყავი მანქანიდან, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, მაგრამ სიჯიუტის ახალმა ტალღამ შემომიტია და ხმა ისე ჩამაკმენდინა, რომ ერთი სანუგეშო სიტყვაც არ დამცდა პირიდან.


...
საავადმყოფოში მოსული მია ქარიშხალ „კატრინას“ უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. ჯერ მლანძღა, მერე იტირა, რაიმე რომ დაგმართნოდა მე რა უნდა მექნაო, მერე კი დამშვიდდა და მომხდარი დეტალურად გამოიკითხა.

საღამოს სახლში გამიშვეს, თუმცა თავს ისე საშინლად ვგრძნობდი, რომ მისვლისთანავე საწოლისკენ გავქანდი, თან მია გავაფრთხილე, ჩემებისთვის მომხდარი არ ეთქვა, თუ დარეკავდნენ. საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ მშობლები ყოველთვის ყველაფერს აბუქებდნენ და სულ ტყუილად ინერვიულებდნენ.

*
მეორე დღეს სამსახურში წასვლა დავაპირე, მაგრამ მიამ თავი გაიგიჟა, წინ გადამიდგა და მბრძანებლური ტონით გამომიცხადა.
-არსადაც არ წახვალ! საბას ველაპარაკე და ერთკვირიანი შვებულება მოგცა!
-რა? - წამოივძახე გაოგნებულმა. - ერთი კვირა სახლში ვერ გავძლებ! ხომ იცი, რა მაწანწალაც ვარ?
-მოგიწევს და ნუ მეკამათები, თორემ შენებს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი. - გამარჯვებული სახით გამიღიმა მიამ, უკანასკნელი კონსპექტები ჩანთაში ჩატენა და საძინებელში შევარდა ტელეფონის ასაღებად.

უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა, მეც წამოვდექი და გასაღებად წავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საბა იქნებოდა, მაგრამ შევცდი. კარი რომ გავაღე, სახლში ჯერ ენაგადმოგდებული და აქოშინებული პიტ ბული შემოვარდა, უკან კი მისი პატრონი - ანდრია შემოჰყვა ტრადიციული გაბადრული სახით. ძაღლის დანახვაზე შევკრთი და მაშინვე გვერდზე გავიწიე, რომ არ მომკარებოდა.
-ვინ დაგპატიჟა?! - მივახალე უხეშად სტუმარს. - ან ეს რატომ მოიყვანე?!
-დამტოვებელი არ მყავდა. - მიპასუხა ანდრიამ და დაუპატიჟებლად შეაბიჯა მისაღებში. - ისევე, როგორც ახლა შენ არ გყავს დამტოვებელი.
-მოიცა, რა? - მეც უკან შევყევი და ტახტზე ჩამომჯდარს თავზე დავადექი. - რა დამტოვებელი?
-მია ლექციებზე მიდის, შენ კი ფეხზე ძლივს დგები, ამიტომ დღეს მე მოგივლი. - მიპასუხა აუღელვებლად და ხელით მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.
მე ჯიუტად ვაქციე ზურგი სტუმარს და მოპირდაპირე მხარეს მდებარე სავარძელში მოვკალათდი, ვილი კი ჩემს წინ, იატაკზე დაჯდა და თვალებში შემომაცქერდა, თან კუდს აქეთ-იქით აქიცინებდა და გამჭოლ მზერას არ მაშორებდა.
-მოხუცი კი არ ვარ! - მზერა ძაღლიდან პატრონზე გადავიტანე. - არ მჭირდება შენი მოვლა!
-გჭირდება, თანაც როგორ. - გამომძახა საძინებლიდან მიამ, მერე იქიდან გამოვიდა ანდრიას მიესალმა, ორივეს ირონიულად გადმოგვხედა და სიცილით თქვა. - ოჰ, ქერებო, რა საყვარლები ხართ!
-ქერებს ნუ გვეძახი. - დავტუქსე დაქალი.
-ჰო, მე ბუნებრივი ქერა ვარ, ის კი შეღებილი, ასე რომ, მაგ სახელს ნუ გვეძახი. - ჩაერია ანდრია.
-აბა, თქვენ იცით, არაფერი გააფუჭოთ, ქერებო! - ჩანთა აიღო და კარებიდან მოგვაძახა მიამ.
გარეთ გამავალ გოგონას თვალი გავაყოლე, მერე კი მზერა ისევ ჩემზე მოშტერებულ პიტ ბულს მივაპყარი.
-ბოდიშის მოხდას ელოდება. - მითხრა ანდრიამ.
-რისთვის? - ბრაზით შევკარი წარბები.
-მან შენ სიკვდილს გადაგარჩინა. გზაზე მანქანა შენზე ადრე შენიშნა და ფეხზე ამიტომაც გექაცებოდა, შენ კი ისევ ისე ექცევი, როგორ ჩვეულებრივ ცხოველს.
-ცხოველია და აბა, როგორ მოვექცე?
-ცხოველი კი არა, ერთგული მეგობარია! ზოგჯერ თვითონ ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი ერთგულება, როგორც ძაღლებს. ამის მერე ვინ უფრო გამოდის ცხოველი, ადამიანი თუ ძაღლი?! - რიტორიკული შეკითხვა დამისვა. - შენ რა, ძაღლები არ გიყვარს?
-როგორ არ მიყვარს, მაგრამ ჩვეულებრივი ძაღლები და არა ჰიბრიდები.
-ამას რატომ ამბობ?
-პიტ ბული გყავს და მისი წარმომავლობის შესახებ არაფერი იცი?
-მე ვიცი, აი. შენ კი რასისტი ხარ! რასისიტი ძაღლების საკიტხში! - მიპასუხა სრულიად სერიოზული სახით, მერე ვილისკენ დაიხარა, საყელური მოხსნა და ჩურჩულით უთხრა. - არ მოუსმინო, შენ ყველაზე კარგი ძაღლი ხარ მსოფლიოში.
-იმწამსვე გაიგო, რაც უთხარი. - სარკაზმით გავუღიმე. - ისე...რაიმე რომ მოუნდეს?
-რაიმე, რა? - გამომცდელი მზერით შემომხედა.
-აი, ხომ ხვდები... - ცოტა დავიბენი, რადგან არ ვიცოდი როგორ ამეხსნა.
-უკვე იცის კარი სადაც არის და გასვლას მოითხოვს. - სავარძელზე გადაწვა ანდრია.
-მისმინე, თუ თავს დამნაშავედ გრძნობ მომხდარის გამო, მინდა იცოდე, რომ არ გადანაშაულებ. რაც დამემართა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო! მოვალეობის მოხდის მიზნით აქ დარჩენას არ გაიძულებ და შეგიძლია წახვიდე. - თვითონაც გამიკვირდა იმ მომენტში ამხელა წინადადებას, თავი როგორ მოვაბი.
-რა თქმა უნდა, შენი ბრალი იყო, მაგრამ მე აქ ვრჩები! - გამომიცხადა მტკიცედ.
-ძიძა არ მჭირდება-მეთქი. - შევუბღვირე ანდრიას.
-ანუ ყველაფრის შენით გაკეთება შეგიძლია?
-დიახ!
-ძალიან კარგი, მაშინ ყავა გამიკეთე!
-ყავას სასურველ სტურმებს ვუკეთებ ხოლმე და შენ არ ხარ სასურველი სტუმარი.
-კარგი, მე თვითონ გავაკეთებ. - თქვა მან, წამოდგა და პირდაპირ სამზარეულოში შეაბიჯა.
უკან მივყევი სტუმარს, სკამზე ჩამოვჯექი და ჩემს სამზარეულოში მოტრიალე ანდრიას დავაკვირდი. სასაცილო იყო, თავისი როკერული მაისურით და შავი ჯინსით, როგორ დააბიჯებდა აქეთ-იქით და ყავას ეძებდა.
-ერთი ჩემთვისაც გააკეთე. - ბარის კლიენტივით ავუწიე ხელი.
-ყავა სად გაქვს?
-ზედა თაროზე.
ანდრიამ ჩაიდანი გაზქურაზე დადგა, მერე ფინჯნები ჩამოალაგა, ყავა და შაქარი ჩაყარა და წყლის ადუღებას დაელოდა.
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ... - მაჭანკალივით ავათვალიერე ბიჭი.
-ოქრო და ბაჯაღლო გყავარ, დამაფასე. - შეიფერა კომპლიმენტი.
-ახლა სამსახურში არ უნდა იყო? - მაშინვე ჩავამწარე მხიარულება.
-ვაცდენ.
-საბამ იცის?
-საბას გარეშეც ვაკეთებ რაღაცებს.
-მაგაში უკვე დავრწმუნდი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ ცოტა გვიან მივხვდი, რომ ჩემი სიტყვები გადარიცხვების ამბებისკენ იყო მიმართული.
მაშინვე ვინატრე, ნეტავ ანდრიას არაფერი გაეგონა-მეთქი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭს სახე შეცვლოდა და ამჯერად სრულიად სერიოზული გამომეტყველებით ერთ წერტილს მიშტერებოდა.

უხერხული სიჩუმე ჩაიდნის წუილმა დაარღვია. ანდრიამ გაზქურა გამორთო, ცხელი წყალი ფინჯნებში დაასხა, ერთი მე დამიდგა, მეორე კი მისთვის დაიდგა და სამზარეულოს მაგიდას მოუჯდა.
-ყავა უკვე მომიმზადე, დალიე და წადი. - ისევ შევთავაზე სტუმარს.
-თავიდან ასე მარტივად ვერ მომიშორებ. - თვალი ჩამიკრა და ყავა მოსვა.
-რა მოუშორებელი ჭირი ხარ, ანდრია?! არ მჭირდება შენი ყალბი მზრუნველობა! - მისმა საქციელმა გამაღიზიანა.
-ამ ყველაფერში სიყალბე სად დაინახე?
-აბა, ჩემზე მართლა დარდობ?
-ასე დაუჯერებელია?
-მას შემდეგ... რაც შუაღამისას ქუჩაში მარტო დამტოვე... ჰო, ცოტა არ იყოს დაუჯერებელია.
-ჰოდა, დაგაჯერებ. - ისევ გამიღიმა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.

მეც გამეღიმა. მართლა დაუჯერებელი იყო, რომ ის ჩემზე ნერვიულობდა. ეჭვები არ მასვენებდა და მაინც მეგონა, რომ რაღაც სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მის ნათელ თვალებს, რომ ვხედავდი ყველაფერი მავიწყდებოდა, მერე კი საკუთარ თავზე ვბრაზობდი.

ყავა რომ დავლიეთ, გადავწყვიტეთ რაიმე ფილმი გვენახა. თავიდან ვიკამათეთ, მაგრამ შემდეგ ჩემი გავიტანე და რომანტიკული კომედია „სხვა ქალი“ ჩავრთე. პირველი რამდენიმე წუთი, მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, თუმცა მერე მთელი ფილმის განმავლობაში ვისმენდი ანდრიას ლექციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საზიზღრები არიან მოღალატე კაცები და როგორ აუტანლები არიან ეჭვიანი ქალები.
დაახლობით ერთი საათის შემდეგ კი ანდრიამ ლექციები შეწყვიტა. ვიფიქრე დაიღალა-თქო, მაგრამ სტუმარს რომ გადავხედე, თურმე სავარძელზე ჩასძინებოდა.
ბავშვური და ძალიან სასიცლო სანახავი იყო, სავარძელში ორად მოკეცილი ანდრია. ერთხანს ვუყურე მძინარე სტუმარს, მერე კი სიცილით გავაქნიე თავი, ავდექი და სამზარეულოში გავედი.
რატომღაც ძალიან მომინდა ცხელი შოკოლადის დალევა. ჩაიდანი ავიღე და ონკანს შევუშვირე. უცებ სამზარეულოში ვილი შემოვიდა, კართან გაჩერდა და ჭკვიანი თვალებით შემომაცქერდა. ჩაიდანს ხელი გავუშვი, ძაღლთან ჩავიმუხლე და თავზე მოვეფერე.
-მაპატიე, კარგი? - ისე ვუთხარი, თითქოს ადამიანს ვესაუბრებოდი. - შენზე ცუდ რაღაცებს, შენი აუტანელი პატრონის გასაბრაზებლად ვამბობ, თორემ სულაც არ ხარ ცუდი ძაღლი.
ვილიმ ისე დაიწკმუტუნა, თითქოს ყველაფერი გაიგო და ენა ხელზე ამისვა.
-ცხელ შოკოლადს არ დალევ? - ვკითხე სიცილით და გაზქურას მივუბრუდი.
ვილი უცებ ფეხზე წამოვარდა, ჯერ დაიღრინა, მერე კი დამიყეფა.
-ჩშშ! - ტუჩებზე თითი მივიდე. - ანდრიას გააღვიძებ და ისევ მისი ლექციების მოსმენა მომიწევს.

ძაღლმა კუდის ქიცინი დაიწყო და წკმუტუნსაც უმატა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე, გაზქურისკენ დავიხარე და ჩამრთველი გადავატრიალე. მოულოდნელად იქიდან ამოვარდნილი ალი პირდაპი სახემდე მომწვდა და გვერდზე გადმოგდებულ ნაწნავზე ცეცხლი წამეკიდა.
-ოოო, ღმერთო... მიშველეთ! ვიწვი! - დავიკივლე სასოწარკვეთილმა და ხელები ჰაერში გავასავსავე, ჩემს კივილზე კი ძაღლმა ყეფა გააბა.

უცებ სამზრეულოში თვალებგაფართოებული ანდრია შემოვარდა. ეტყობოდა, რომ ძილიდამ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული. ბიჭმა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა. უცებ ხელი ჭიქას დაავლო, წყლით გაავსო და პირდაპირ ტანზე შემასხა. ცეცხლი მაშინვე ჩაქრა, მაგრამ მაისური ალაგ-ალაგ ამომწვარი შემრჩა, კანი კი ისე მეწვოდა, რომ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.

-რა... ჯანდაბა მოხდა?! - იყვირა განერვიულებულმა ანდრიამ.
-გაზქურა ავანთე და...- ხმა ჩამიწყდა, რადგან ვიგრძენი, რომ თავბრუ მეხვეოდა, მისაღებში გავვარდი და მუხლმოკვეთილი დივანზე დავეშვი.
-ასეთ რაღაცას, მხოლოდ შენ თუ დაიმართებდი. - თავზე დამადგა ანდრია.
-ყველაფერი იმ კატის ბრალია! - ნერვებმა ერთიანად ამიტანა და ხელებთან ერთად ხმაც ამიკანკალდა. - რაც გზაზე გადამირბინა, მას შემდეგ, სულ ასეთი რაღაცები მემართება! დამთარსა, ნამდვილად დამთარსა!
-დამწვრობის მალამო გაქვს? - შემაწყვეტინა ბიჭმა, რადგან ალბათ იფიქრა, რომ ამ სისულელეებს ემოციური შოკი მალაპარაკებდა.
-მიას უნდა ჰქონდეს.
-სად არის, მითხარი და მოვიტან.
-საძინებელში იქნება, ტუმბოს ზედა უჯრაში.
ანდრია ოთახში შევიდა და ცოტა ხანში კოლოფით ხელში დაბრუნდა.
-ჩემით წავისვამ. - ვთქვი ჩახლეჩილი ხმით.
-შენი ამბავი რომ ვიცი, ამ მალამოს კოლოფითაც რაღაცას დაიზიანებ. მე წაგისვამ! - მითხრა ოდნავ შესამჩნევი ღიმილით და გვერდით მომიჯდა.

შეტრუსული თმა, კანზე მიღებული დამწვრობა და შიშისგან აკანკალებული სხეული ჯერ კიდევ მაწუხებდა, ამ ყველაფერს კი ანდრიას სიახლოვეც დაემატა. მან ფრთხილად გადამიწია დამწვარი ამისურის სალტე, კოლოფიდან მალამო ამოიღო და კანზე ისე მსუბუქად შემეხო, რომ ძლივს ვიგრძენი.
ჩემს წინ, ძალიან ახლოს იჯდა. ქერა თქმა წინ ჩამოჰყროდა და თვალებს უფარავდა, თუმცა მისი თბილი სუნთქვა მთელს სახეზე მევლებოდა, მისი სურნელი კი ნელ-ნელა გადმოდიოდა ჩემს კანზეს და თანდათან ჩემიც ხდებოდა.
ანდრიამ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და გაეღიმა, ამის დანახვისას კი თვალი სწრაფად ავარიდე და ვეცადე წამოწითლებული სახე დამემალა.

-რას ამბობდი დათარსვაზე? - მკითხა უცებ მან, ისე რომ, ჩემთვის არც შემოუხედავს.
-აამ... - ცოტა დავიბენი. - ისეთს არაფერს.
-შეგიძლია მითხრა.
-უბრალოდ... რამდენიმე დღის წინ, მეზობლის შავმა კატამ გადამირბინა გზაზე და მთელი ჩემი უიღბლობები მას შემდეგ დაიწყო.
-ცრურწმენების გჯერა? - სიცილი ვეღარ შეიკავა.
-მოდი და არ დაიჯერო, როცა ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. - ვუპასუხე უხეშად.
-ესე იგი, დათარსული ხარ?
-გახლავარ! - თავი ისე ავწიე, თითქოს რაიმე საამაყო საქმე ჩამედინოს.
-საწყალი კატა.
-კატა?
-და ქინებ, ეს შენ გადაურბინე კატას გზაზე და მას შემდეგ ისიც დათარსული დადის? - ანდრიას ირონიის ნაკადი მოაწვა. - ამაზე არ გიფიქრია?

ყალბად გავუღიმე ბიჭს, მერე წარბები ბრაზით შევჭმუხნე და უკვე მზად ვიყავი მასთან სერიოზულ კამათში ჩავბმულიყავი, როცა უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა.
-ხელს ხომ არ გიშლით? - მოულოდნელად ვიღაც ჩაერია ჩვენს საუბარში.
მომენტალურად შევკრთი, უკან დავიხიე და სავარძლის საზურგეს ავეკარი, რომ რაც შეიძლება ფართო მანძილით დავშორებოდი ანდრიას. ისიც მაშინვე მომშორდა და მისაღებში ახლახანს შემოსულ საბას გახედა, რომელსაც უკან მიაც შემოჰყვა.
-რა მოგივიდა?! - შეჰკივლა შეშინებული სახით გოგონამ, როცა ჩემი დამწვარი მაისური და შეტრუსული თმა დაინახა.
-თმაზე ცეცხლი წაიკიდა! - მაშინვე ჩამიშვა ანდრიამ.
-რა?! - მიას თვალები ლამის ბუდიდან ამოცვივდა. - როგორ მოახერხე?! გოგო, შენ სულ გააფრინე?!
-ახლა არ დაიწყო! - თვალები გადავატრიალე და მიას უდარდელად ავუქნიე ხელი. - შემთხვევით მოხდა და საშიშიც არაფერი მჭირს.
-და ამის მერე, კიდევ იტყვი, რომ ძიძა არ გჭირდება, არა? - დამტუქსა მან.
-რა თქმა უნდა, არ მჭირდება. -ვ უპასუხე მხიარულად, მერე კედელს მიყრდნობილ მომღიმარ საბას გავხედე და ვკითხე. - ასე ადრე რატომ დაბრუნდით?
-სასეირონოდ მივდივართ.
-ჰო, მე და საბა გასვლას ვაპირებთ, ანდრიას კი კიდევ ცოტა ხანს მოუწევს დარჩენა, რა თქმა უნდა, თუ საქმე არ აქვს, ჩვენ კი ათისთვის დავბრუნდებით! - სწრაფად ამიხსნა გოგონამ.
-მია! - თვალები დავუბრიალე მეგობარს. - ისედაც მთელი დღეა აქ არის და ვალდებული არაა...
-რა პრობლემაა. - შემაწყვეტინა ანდრიამ.
-სხვა საქმეები არ გაქვს? - გავხედე ბიჭს.
-არა.
-ძალიან კარგი, მაშინ მოვემზადები და წავიდეთ. - ფეხზე წამოვარდა მია, საბას გაუღიმა, საძინებლისკენ წავიდა და თან მეც გამიყოლა.

მთელი მომზადების პერიოდი ცხვირჩამოშვებული დავდიოდი და ვბუზღუნებდი, რომ ანდირა კიდევ უნდა დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, მასთან სიახლოვე მსიამოვნებდა, მაგრამ ამავდროულად მანერვიულებდა, მომენტებში კი მეჩვენებოდა, რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და ყველა ჩემს ემოციას გამოვამჟღავნებდი.
მიამ ტანსაცმელი შეარჩია, მე მაკიაჟის გაკეთებაში დავეხმარე, თუმცა ხელის გადამკიდე ბევრი ვერაფერი გავაკეთე.
მისაღებში რომ გავედით, საბა და ანდრია რაღაცაზე კამათობდნენ, თუმცა როგორც კი დაგვინახეს, მაშინვე გაჩუმდნენ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარუდოდ ჩემს ქუჩაში დატოვებაზე ჰქონდათ დებატები, რომელიც უნებლიედ შევაწყვეტინეთ.
მიამ უხერხული სიჩუმე მაშინვე გაანეიტრალა, საბას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი და უკვე კარის დაკეტვას ვაპირებდი, როცა უცებ საბა ჩემსკენ შემობრუნდა, გადმოიხარა, თვალებში ჩამხედა და ჩურჩულით მითხრა.
-მას ქუჩაში მარტო არ დაუტოვებიხარ.
მე გაოცებულმა ავხედე ბიჭს, მაგრამ სანამ რამეს ვკითხავდი, მომღიმარი სახით ჩამიკრა თვალი და მიას უკან მიჰყვა. კარი დავკეტე და ჩაფიქრებული სახით სახლში შევბრუნდი.
-აბა, რა ფილმი ვნახოთ? - მკითხა ღიმილით ანდრიამ და ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა.
- რაიმე კომედია...
-არა, არა! - შემაჩერა მან. - ერთი ფილმი უკვე აარჩიე შენ, ახლა მე ავარჩევ.

ვეცადე შევკამათებოდი, მაგრამ ანდრიას ვერაფერი შევაგნებინე, ამიტომ ნება მივეცი თავისი გემოვნებით შეერჩია ფილმი და სულაც არ გამკვირვებია როცა „ღამის კოშმარი თელების ქუჩაზე“ ჩამირთო.
-რა? - წამოიძახა როცა ვუთხარი, რომ არც ერთი ეკრანიზაცია არ მქონდა ნანახი. - რომელ პლანეტაზე ცხოვრობ? ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი საუკეთესო სასინელებათა ჟანრის ფილმია!
-ეგ ჟანრი დიდად არ მხიბლავს. - მხრები ავიჩეჩე.
-მოგიწევს მოიხიბლო!
-არ მიყვარს საშინლებეთა ჟანრის ფილმები, მერე მეშინია და ღამით ვერ ვიძინებ. ბავშვობიდან ასე ვარ. - ვაღიარე სრულიად მოულოდნელად.
ადნრიამ რამდენიმე წამით მიყურა გაკვირვებული სახით, მერე კი ისეთ ხარხარი ატეხა, მთელი კორპუსი ზანზარებდა.
-დაამთავრე? - ვკითხე დაბღვერილი სახით.
-ასეთი რაღაცების, როგორ უნდა გეშინოდეს... ეს ხომ უბრალოდ ფანტასტიკაა .არც ფრედი კრიუგერი არსებობს სინამდვილეში და არც სხვა ღამის მონსტრები.
-ეგ ჩემს გონებას უთხარი, ძილის წინ.
ანდრიას არაფერი უთქვამს, ლეპტოპს მიუბრუნდა, „ფლეის“ ღილაკს დააჭირა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. თავიდან ფილმი ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ისეთმა შიშმა შემიპყრო, რომ ლამის ჭკუიდან გადავედი. ვცდილობდი არ შემემჩნია, თუმცა ფრედის ყოველ გამოჩენაზე გული ამოვარდნას მქონდა.
-ხომ გითხარი, მერე დაძინება მიჭირს-მეთქი, შენ კიდევ ისეთი ფილმი ჩამირთე, სადაც მანიაკი თინეიჯერებს ძილში კლავს. - ჩავისისინე გაბრაზებულმა. - მეხუმრები, არა?!
-აუ, კარგი რა! - წარბები შეჭმუხნა ბიჭმა. - ტიპიურ გოგოდ ნუ გადაიქცევი ახლა.
თვალები მოუთმენლად გადავატრიალე და ისევ ფილმს მივუბრუნდი.
მართალია საშინლად დავიტანჯე, მაგრამ ბოლომდე გავუძელი და როცა დასრულდა შვებით ამოვისუნთქე.

უკვე ათი საათი ხდებოდა. მია ცოტა ქარაფშუტა იყო, მაგრამ ძალიან პუნქტუალური და დათქმულ დროს არასოდეს გადააცილებდა. ანდრიამაც წასვლა მოინდომა და არც მე შემიჩერებია, პირიქით, შვებით ამოვისუნთქე.

ფეხზე წამოდგა სტუმარი და ძაღლიც თან გაიყოლა. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ფეხს ითრევდა. წასვლა არ უნდოდა, ან იქნებ კიდევ რაიმეს თმა უნდოდა და ამის გამო ორჭოფობდა ასე? გასვლამდე რამდენჯერმე უთქმელად ჩამხედა თვალებში. არ ვიცი იქ რას ეძებდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ რაღაც კითვაზე პასუხი აინტერესებდა, ის კი ამ კითხვის დასმას ხმამაღლა ვერ ბედავდა. კარებში რომ გადიოდა, ერთხელ კიდევ შემავლო ეშმაკური მზერა, დამემშვიდობა და უსიტყვოდ წავიდა.

კარი მივხურე და მისაღებში შევრუნდი. მის საქციელზე ჩავფიქრდი. არაფერი უთქვამს, თუმცა მისი მზერით ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა. რა უნდოდა ანდრიას ჩემგან? რისი თქმა ან გაკეთება უნდოდა? ჩემი ვერსიები მქონდა, თუმცა რეალურ პასუხს მხოლოდ ისევ ის თუ გამცემდა.

უცებ მაგიდაზე ნაცნობი ტელეფონი შევნიშნე, მაშინვე წამოვავლე ხელი და გასასვლელისკენ გავემართე. მინდოდა ანდრიას დავწეოდი და დამებრუნებინა, მაგრამ კარი რომ გამოვაღე, ის მოულოდნელად ჩემს წინ გაჩნდა.
თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა ანდრიას ,სუნთქვა გახშირებული, თმები კი გიჟივით აბურძგნული. პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, თუმცა არ დამცალდა. ანდრია უცებ მხრებში მწვდა, მისკენ მიმიზიდა, გულში მაგრად ჩამიკრა და მაკოცა .
ერთ წამში ამოყირავდა სამყარო ჩემს ირგვლივ. თვალებში რაღაცამ გაანათა და ისე ამიბრჭყვიალდა, თითქოს კალეიდოსკოპში ჩავიხედე. უკან დავიწიე და კედელს ზურგით მივეყრდენი. ანდრია მილიმეტრითაც არ მომშორებია, ხელებს უფრო ძლიერად მხვევდა და ისე ეხებოდა ჩემს ბაგეს, რომ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდა.
ბოლოს მომშორდა, შუბლი შუბლზე მომაბჯინა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ეს... ეს რა იყო? - ვიკითხე აკანკალებული ხმით.
-ჩათვალე... რომ ესეც დათარსვის ბრალია... - კმაყოფილი სახით გაიღიმა, ხელიდან ტელეფონი გამომართვა, მიბრუნდა, სახლიდან გავიდა და კარი გაიხურა.
მაშინვე გაეცა ჩემს ყველა კითხვას პასუხი. მივხვდი მისი ორჭოფობა რისი ბრალიც იყო, იმასაც მივხვდი რისი გაკეთება უნდოდა ანდრიას მთელი ეს დრო, მაგრამ არ იცოდა მე რა რეაქცია მექნებოდა.
არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი კედელს მიყრდნობილი და ასტრალში გასულის გამომეტყველებით. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ცხვირწინ მიამ ხელები ამიქნია. როგორც ჩანს მისი მოსვლაც ვერ გავიგე.
-ისეთი დაშტერებული სახე გაქვს, გეგონება ამ წამს ოცნების პრინცმა გაკოცა. - მითხრა მან და კარი გადაკეტა.
რომ არ მცოდნოდა მიას დაუფიქრებელი საუბრის ამაბავი, ვიფიქრებდი, რომ ნათელმხილველი იყო და ყველაფერი აქედან გაიგო.
მისაღებში შევედი და იგივე, უემოციო სახით დავეშვი ტახტზე. მია ცოტა ხანში გვერდით მომიჯდა და მკითხა.
-აბა, რა ქენით? ბავშვი გავაკეთეთ და ჩემს სახელს არქმევთ. დეიდა ენაცვალოს.
-გიჟი ხარ. - მაშინვე მოვედი გონს და სიცილი ამივარდა. - მია, დღეს დავფიქრდი და რაღაცას მივხვდი.
-მაიცნ რას?
-მგონი იმ კატამ მართლა დამთარსა.
-კარგი რა.
-სერიოზულად გეუბნები. აბა, თვითონ დაფიქრდი! რაც კატამ გზაზე გადამირბინა, მას შემდგე რამდენი რამ მოხდა. ჯერ ანდრიას ძაღლმა პარკში გული გამიხეთქა, მერე ტელეფონის ამბავი, მერე ქუჩაში დატოვება, ველოსპედის დაჯახება, ცეცხლის წაკიდება და კიდევ წვრილმანი ხიფათები. შენი აზრით, ეს ნორმალურია?
-უფრო... უცნაურია!
-რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს.
-მოიფიქრე, ოღონდ ხვალ, ახლა კი დავიძინოთ. - მითხრა დაქალმა და დაღლილი სახით დაამთქნარა.

...
მაინცდამაინც იმ ღამით ამოვარდა ძლიერი ქარი. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვიწექი, ყოველი ხის ტოტის ლანდის გამოძრავებაზე გული მისკდებოდა და ყველგან ფრედი კრიუგერის კლანჭები მელანდებოდა, გულში კი ანდრიას ვლანძღავდი იმისთვის, რომ ამ საშინელებას მაყურებინა.

უცებ ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა და ზარზე დაფეთებული შევხტი, მერე ტუმბოდან ავიღე და ეკრანს დავხედე. ძალიან გამიკვირდა, როცა ჩათმა ანდრიას შეტყობინება ამომიგდო.
„ერთი, ორი... ფრედი შენთან მოდის.“
„ჰა, ჰა! სულაც აღარ მეშინია მაგ შენი ფრედის.“ - მივწერე გაბრაზებულმა.
„აბა, რატომ არ გძინავს?“
ამ კითხვაზე არ ვიცოდი რა მეპასუხა, ამიტომ უბრალოდ დავაიგნორე.
„აღიარე, რომ შენი მომხიბვლელი პრინცი ვარ.“
ისევ დავაიგნორე.
„ხვალ ვილი ისევ მომყავს.“
„ხვალ მოსვლას აპირებ?“
„კი.“

ანდრიას კიდევ ერთხელ ნახვის ფაქტმა ძალიან გამახარა. გამეღიმა, ტელეფონი ისევ ტუმბოზე გადავდე, ხის ტოტების ლანდებს თვალი ავარიდე და ბალიშში თავი ჩავრგე, რომ მალე ჩამძინებოდა.


თავი 5

მეორე დღეს ანდრია არ მოვიდა, და სერთოდ, რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ არსად გამოჩენილა. ნერვიულობისგან, ეჭვიანობისგან და მონატრებისგან ისე გავიბერე, რომ ლამის ავფეთქდი. ვირივით ჯიუტი ვიყავი და განზრახ არ ვწერდი პირველი. საბასგან ისიც გავიგე, რომ ანდრია სამსახურსაც აცდენდა და მისი ასავლ-დასავალი მანაც არ იცოდა, ამან კი კიდევ უფრო ამაღელვა.
ჩემს ცვლილებას მიაც ამჩნევდა, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა, ისედაც იცოდა, რომ მაინც არ ვუპასუხებდი.

ამასობაში, ჩემმა ჭრილობამ შეხორცების დაწყება ინება. მალე მდგომარეობა შემიმსუბუქდა, ტკივილებმაც მიკლო და ხელის უფრო თავისუფლად გამოყენებაც დავიწყე, თუმცა ახლა დეპრესიის პირველმა სტადიამ შემომიტია, გარემო სამყაროს სრულიად მომწყვიტა და ჩემი ერთკვირიანი შვებულება, საბას მოწყალების შედეგად, ორკვირიანში გადაიზარდა.
სახლიდან გასვლა საშინლად მეზარებოდა, უფრო სწორად, მიას ვეუნნბოდი, რომ მეზარებოდა, სინმადვლეში კი მეშინოდა. მეშინოდა, რომელიმე ჩიხიდან გამოვარდნილ ველოსიპედს ისევ არ გავეტანე, ან სხვა რაიმე ხიფათს არ გადავყროდი. როცა ამაზე დავიწყებდი ფიქრს, ტვინს ვერაფერს ვუხერხებდი და ბოლოს მაინც ერთ დასკვნამდე მივდიოდი: მე დათარსული ვარ! მე, იმ შავმა კატამ დამთარსა!

დიდი ხვეწნა - მუდარის შემდეგ, მიამ დამითანხმა და სალონში წავედით. ჩემი თმა ნახევარზე ისე საშინლად იყო დამწვარი, რომ მისი შეხედვაც არ მინდოდა.
ამიტომ თამამად დავჯექი სკამზე და ერთხელაც არ დამიწუწუნია, როცა სტილისტმა ჩემი გრძელი თმები მხრებამდე შემაჭრა.

...
-უი, მართლა! - წამოიძახა მიამ, როცა ჩვენს კორპუსს ვუახლოვდებოდით. - გუშინ ჩვენი მეზობელი დაშა შემხვდა კიბეებზე.
-მერე?
-შავ კატაზე და დათარსვაზე ვკითხე, და იცი რა მითხრა?
-რა?
-ის რაც მაშინ მე გითხარი. - გაეცინა გოგონას. - თუ ჩავი კატა მარცხნიდან გადაგიჭრის გზას, სამუდამოდ დათარსული იქნები.
-რაიმე ახალი მითხარი. - ცხვირი უკმაყოფილოდ ავიბზუე.
-მაგრამ, თუ იგივე კატა მარჯვნიდან გადაგიჭრის გზას, მაშინ ეგ დათარსვაც მოგეხსნება. - თვალებში ჩამაკვირდა მია. - ეს დაშამ მასწავლა.
-მართლა?! - მეგობარს გაკვირვებულმა შევხედე. - ანუ... ის კატა უნდა დავიჭიროთ და ვაიძულოთ, როგორმე მარჯვნიდან გადამირბინოს გზაზე?
-ჰო.
-ჰოდა, დავიჭიროთ, თანაც ახლავე! - შევძახე გახარებულმა, კორპუსის წინ გავჩერდი და გაფართოებული თვალებით მივიხედ - მოვიხედე.
დაშას სამი თუ ოთხი კატა ჰყავდა. სხვა მეზობლებსაც ჰყვადათ და ზოგადად კორპუსი სავსე იყო კატებით, ისევე როგორც ეზო, თუმცა იმ ერთადერთს მაინც ყველგან გამოარჩევდით.

ღამესავით შავი და აბრეშუმივით მბზინავი ბეწვი ჰქონდა. მისი ფოსფორისფერი თვალები მკვეთრად ანათებდნენ და ისეთი თავაწეული დააბიჯებდა, გეგონებოდათ, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავდა.
ასეთი კატა, მაშინვე შევნიშნე მზის გულზე გაწოლილი და მიას ვანიშნე.
მან ჯერ უკმაყოფილოდ შემომიბღვირა, მერე კი მაინც დამემორჩილა და რადგან მე ხელი მტკიოდა, კატის დაჭერა თვითონ ითავა.
ცხოველი არც კი განძრეულა, როცა მია მიუახლოვდა, არადა მისი იდეალური სმენით წესით ეს უნდა გაეგო. გოგონა დაიხარა კატას ხელი დაავლო და გულზე მიიხუტა.
-რა საყვარელი ხარ და რა მავნე. - გამეცინა მე და მიას ხელებში გატრუნულ ცხოველს მოვეფერე, მანაც უკმაყოფილოდ ამოიკრუტუნა და თვალები მინაბა.
-ახლა რა ვქნათ?
-ახლა მე კორპუსისკენ წავალ, შენ კი მარჯვნივ დადექი და კატა გამოუშვი, რომ გზა გადამიჭრას.
მია ჩემს ბრძანებას ამჯერადაც დაემორჩილა. იმ წუთებში, ვინმეს რომ დავენახეთ, ალბათ იფიქრებდა, რომ გიჟები ვიყავით, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვადარდებდა. მიამ კატა ძირს ჩამოსვა და ხელი მაშინ შეუშვა, როცა კორპუსისკენ წავედი. ცხოველმა ზანტად ასწია კუდი და გვერდი ისე გამიარა, რომ ჩემთვის გზის გადაჭრა არც კი ისურვა.
-თავიდან ვცადოთ. - ვთქვი მოუთმენლად, კატა ისევ ხელში ავიყვანე და მიას მივაწოდე.
მეორე და მესამე ჯერზეც იგივე განმეორდა. იმ კატამ თითქოს იცოდა, რის გაკეთებასაც ვცდილობდით და განზრახ არ მიჭრიდა გზას.
როცა დაღლილი სახეებით მეოთხე ცდას ვატარებდით უცებ ყეფის ხმა გაისმა, უკან მივიხედე და დავინახე, როგორ გადმოხტა იქვე გაჩერებული მანქანიდან ვილი.
კატა მის დანახვაზე დაფრთხა და თუ აქამდე ზანტად დადიოდა, ახლა ისე სხარტად ისკუპა, რომ თვალის მიდევნებაც ვერ მოვასწარი.
-ვილი! - მომესმა ნაცნობი ხმა.
ძაღლი პატრონთან ერტთად იყო. ამ ხმის გაგონებისას მაშინვე დავიძაბე. ბრაზმა და მღელვარებამ ერთდროულად გაიდგა ფესვები ჩემს გონებაში. მინდოდა ანდრიას მივვარდნოდი და ამდენი ხნის გაუჩინარების გამო მისთვის თვალები ამომეთხარა, მაგრამ როგორღაც შევიკავე თავი. ბოროტი აზრები უკუვაგდე და ღრმად ჩავისუნთქე.

დამფრთხალი კატა გიჟივით შევარდა კორპუსის წინ დარგულ ყვავილებში. არ მინდოდა გაქცეოდა, ამიტომ ანრიას ზურგი ვაქციე და ცხოველს უკან მივყევი. აყვავილებულ ბუჩქებთან დავიხარე და კატას ხელი გავუწიე, რომ იქიდან გამომეყვანა, მაგრამ უცებ ანდრიას ყვირილი მომესმა. თავი ავწიე, თუმცა მისკენ გახედვა ვერც კი მოვასწარი. მოულოდნელად ელვისსიწრაფით გაჩნდა ანდრია ჩემთან, მთელი ძალით დამეტაკა და გვერდზე, ბალახებში გადამისროლა, მეორე სართულის გაღებული ფანჯრიდან გადმოვარდნილი ყვავილის მძიმე ქოთანი კი ჩემს წინ დაენარცხა მიწაზე და ნაწილებად დაიშალა.

...
-მგონი მეც დავიჯერე დათარსვის ამბავი. - თქვა ჩაფიქრებული სახით მიამ.
-სერიოზულად? - უკმაყოფილოდ გახედა ანდრიამ, რომელიც ძველებურად სავარძელში მოკალათებულიყო და მის ფეხებთან ჩაცუცქულ ვილის ეფერებოდა. - უბრალოდ ვირაცას გაღებული ფანჯრის რაფაზე ყვავილის ქოთანი ეგდა, ქარმა დაუბერა, ფარდა ზედ გამოედო და ძირს გადმოაგდო.
-ახლა ისე ვარ, რომ ყველაფერს დავიჯერებ. - გაეცინა გოგონას.
-შენ რას იტყვი? - ანდრიამ მე შემომხედა.
-რატომ მოხვედი? - კითხვა შევუბრუნე მოულოდნელად და დავინახე, როგორი გაოცება გამოესახა ბიჭს სახეზე.
მია თითქოს მიხვდა, რომ მარტო დარჩენას ვსაჭიროებდით და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა.
-გაბრაზებული ხარ, რომ რამდენიმე დღე არ ვჩანდი?
-რამდენიმე დრე კი არა, თიტქმის ორი კვირა! თუმცა... შენზე გაბრაზებული რატომ უნდა ვიყო? - ირონიულად ჩავიცინე. - უბრალოდ... საბამაც კი არ იცოდა სად იყავი... შეგეძლო მისთვის მაინც გეთქვა.
-შეგეძლო მოგეწერა, ან დაგერეკა, მაგრამ... შენ ხომ გოგო ხარ?!
-ეს რას ნიშნავს?
-იმას, რომ გოგო ხარ და პირველმა ბიჭს არ უნდა მიწერო!
-დამცინი ხომ?
-რა? ამ სტერეოტიპებით არ მოქმედებენ ახლანდელი გოგონები?

ანდრიას აწყლიანებული თვალებით შევაჩერდი და ენა ჩამივარდა. ვბრაზობდი, მაგრამ არა მასზე, არამედ საკუთარ თავზე. ის მართალი იყო, მის კითხვაზე პასუხი არ მქონდა. საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი იმაში, რომ მეც სხვებივით მოვიქეცი.
-ბოდიში. - ჩაილაპარაკა უცებ ბიჭმა და ფიქრებში წასული, მისმა ხმამ უკან დამაბრუნა.
-არა, შენც მართალი ხარ... ალბათ დრო იყო მე გადამედგა პირველი ნაბიჯი...
-მამაჩემს სჭირდებოდა ქალაქგარეთ ერთ საქმეში დახმარება და მას გავყევი. - შემაწყვეტინა უცებ. - საბასთვის არ მითქვამს ,რადგან რომ გაეგო ისევ მამას ვეხმარები, არ დამინდობდა და სამსახურიდან გამომაგდებდა, ამიტომაც მოვიმიზეზე რაღაც სისულელეები...
-კარგი, არ ხარ ვალდებული ამიხსნა. - შევაჩერე მე.
-ეს ვარცხნილობა ძალიან გიხდება. - მითხრა ანდრიამ და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამომისვა.
-გმადლობ. - ვუპასუხე ღიმილით.
-ანუ შემირიგდი?
-კარგი რა... - ისევ გამეღიმა.
-მოდი, სადმე წავიდეთ!
-სუფთა ჰაერზე გასვლა არ მაწყენდა, თუ რა თქმა უნდა, ისევ რაიმე არ დამეცემა თავში.
-პარანოიდი ნუ გახდები.
-სად წავიდეთ?
-გზაში მოვიფიქროთ.

მისმა ეშმაკურმა მზერამ ღიმილი მომგვარა, მიას გავძახე ჩვენ მიდივართ-თქო, მერე ჩანთა ავიღე და ანდირას უკან გავყევი.
ამჯერად არ მიწუწუნია, როცა ვილი უკანა სავრძელზე მოკალათდა და დროდადრო ჩემსკენ იწევდა. პირიქით, ვეფერებოდი კიდეც, მისი პატრონი კი ამან ცოტა არ იყოს გააკვირვა, მაგრამ კითხვები აღარ დაუსვამს.

ბევრი ფიქრის შემდეგ მაკდონალდსი ვარჩიეთ, რადგან თურმე ორვენი დილიდან მშიერები ვიყავით. იქ მისულებმა ვილი მანქანაში დავტოვეთ. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ანდრიამ მითხრა, რომ ასე ხშირად აკეთებდა და ძაღლიც სრულიად მშვიდად ელოდებოდა პატრონს.

მაკდონალდში შესულებმა ბურგერები და კოლა ავიღეთ, კუთხეში მივჯექით და ჭამას შევუდექით.
თავიდან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ვგრძნობდი, როგორ ღრმად სუნთქავდა ანდრია, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ თავს იკავებდა, ბოლოს კი ორჭოფობას შეეშვა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და მითხრა.

-იმ ღამით... ქუჩაში... მარტო არ დამიტოვებიხარ!
ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მის გაგონებაზე კოლა გადამცდა და ლამის ხველებით დავიხრჩე.
-რა... რა? - ამოვღერღე ბოლოს.
-იმ ღამით, ქუჩის კუთხეში ვიდექი და გელოდები რას მოიმოქმედებდი. - ანდრიამ თავი დახარა და ქვემოდან დამნაშავესავით ამომხედა.
-ეს... რატომ უნდა დავიჯერო? - ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ბიჭს წარბშეკრულმა შევხედე.
-ცოტა ხანში სადღაც დარეკე, მერე საბამ მოგაკითხა, - ანდრია გაჩერდა, ტითქოს რარაცის გახსენებას ცდილობდო, მერე ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა, - თუ იქ არ ვიყავი, მაშინ ეს საიდან ვიცი ეს ყველაფერი? გინდა გითხრა რა ეცვა საბას?
-საჭირო არ არის.
-თეთრი გრძელმკლავიანი მაისური და მუქი ჯინსი. მანქანიდან გადმოვიდა, ჯერ გაოცებულმა გაშალა ხელები და სავარუდოდ კითხვებს გისვამდა, მერე კი თავისი ქურთუკი...
-აღარ გააგრძელო!
-არც ისეთი ნაძირალა ვარ, რომ დაუცველი გოგონა, ღამის ორ საათზე ქუჩაში მარტო დამეტოვებინა. - მითხრა ბოლოს და თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე.
თავი დავხარე და ხელები კისერზე შემოვიწყვე. მაშინვე გამახსენდა საბას სიტყვები, ანდრიას ქუჩაში მარტო არ დაუტოვებიხარო, და მივხვდი რასაც გულისხმობდა. ალბათ როცა ჩემს სახლში იკამათეს, ანდრიამ მაშინ აუხსნა ყველაფერი.
იმ მომენტში თავი ყველაზე დიდი სულელი მეგონა, თუმცა არავის ვადანაშაულებდი, რადგან ასეთი სიტუაციების გაბუქება ჩემი სტილი არ იყო.
თავი ავწიე, ანდრიას თვალებში შევაჩერდი და სერიოზულ გამომეტყველებაში ნელ-ნელა სიცილი შემეპარა, ამის დანახვაზე კი ბიჭმა თავისუფლად ამოისუნთქა.
-კიდევ კარგი, თორემ უკვე გასაქცევად ვემზადებოდი. - მითხრა სიცილით მან.

-ანდრია! - მომესმა უცებ წკრიალა ხმა, უკან მივიხედე და ჩვენს თავზე წამომდგარი მომღიმარი გოგონა დავინახე.
ტანზე მომდგარი, ძალიან ვიწრო ჯინსი ეცვა. წაბლისფერი თმა უკან შეეკრა და ანდრიას ლაღად უღიმოდა.
ბიჭს გავხედე, რომელსაც სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება დასტყობოდა, ხოლო როცა გოგონა მის გადასაკოცნად დაიხარა, ანდრიას სახე კიდევ უფრო დაეძაბა.
-არ ველოდი თუ აქ გნახავდი. შენ ხომ არ გიყვარს მაკდონალდსი? - ჰკითხა მან.
-არ მიყვარს მასინ, როცა ას კაცთან ერთად ვარ, ორისთვის კი შესანიშნავი ადგილია. - უპასუხა უხეშად ბიჭმა.
-ეს ვინ არის? - მის სიტყვებს ყური აავლო გოგონამ და გარიმებული სახით მე გადმომხედა.
-ეს ნინაა. - თქვა ადნრიამ. - ნინა, ეს თამთაა.
გოგონას გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და თავაზიანად გავუღიმე. თამთამ ჩემს უკან გაიხედა და ვიღაცას რაღაც ანიშნა. მის მზერას თვალი გვაყოლე და უკან შეჯგუფებულ გოგონებს გადავაწყდი, რომლებიც მას ელოდებოდნენ. რვა დავთვალე, მერე კი დავასკვენი, რომ თამთას ძალიან ფართო სამეგობრო წრე ჰყავდა.
-თუ შემთხვევით არ შეგხვდი, ისე არ უნდა მნახო? - მიუბრუნდა გოგონა ანდრიას და ხელებით ჩვენს მაგიდას დაეყრდნო.
-ძალიან დაკავებული ვარ. - უპასუხა ბიჭმა უხალისოდ.
-იმ... ამბავზე მინდოდა შენთან საუბარი. - თამთამ ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით თქვა.
-ახლა შესაფერისი დრო არ არის. - კვლავ მოკლედ მოუჭრა ანდრიამ.
-კარგი, მაშინ წავალა, მაგრამ მამაშენის დაბადების დღეზე შევხვდებით და იქ უეჭველად მოგვიწევს საუბარი. - ანდრიას გაუღიმა გოგონამ, შემდეგ ორივეს დაგვემშვიდობა და მეგობრებს შეუერთდა.

არაფერი მითქვამს. არც არფერი მიკითხავს, რადგან ისედაც ყველაფერს მივხვდი. თამთა სავარაუდოდ ანდრიას ყოფილი შეყვრაებული იყო, რომლის შესახებაც მიასგან მსმენოდა. დაქალმა ადრე მომიყვა საბას ძმაზე, რომელიც შეყვარებულთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობდა და იქ სწავლობდა კიდეც, ხოლო როცა საქართველოში დაბრუნდნენ ერთმანეთს მოულოდნელად დაშორდნენო.
ბურგერი დავასრულე და ისევ კოლას მივუბრუნდი. ანდრიას დაჟინებული მზერა მთელს სახეს მიწვავდა. აშკარად გაკვირვებული იყო, რადგან კითხვებს არ ვუსვამდი. ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე კი ღრმად ამოიოხრა და მკითხა:
-მართლა არ გაინტერესებს თუ რატომ არაფერს მეკითხები?
-თუ გინდა ილაპარაკე, მე მოგისმენ, მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი, რომ კითხვებს დაგისვამ. - ვუპასუხე მშვიდი ხმით, სკამის საზურგეს მივეყრდენი და ხელები ერთმანეთს გადავაჭდე.
-თამთას რამდენიმე თვის წინ დავშორდი. - თქვა უცებ და სახეზე დამაკვირდა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე ემოციები დამეთრგუნა და გამომივიდა კიდეც. - ჩვენი მშობლები მეგობრობენ და მას ბავშვობიდან ვიცნობ. მისი ოჯახი შვეიცარიაში ცხოვრობს. როცა იქ სასწავლებლად წავედი თამთას შევხვდი და ჩვენი ურთიერთობაც აქედან დაიწყო, მაგრამ უკან დაბრუნებულებს ყველაფერი აგვერია... ორ დღეში მამაჩემს დაბადების დღე აქვს და რადგან ოჯახებით ვმეგობრობთ ისიც იქნება.
-ლამაზი გოგოა და კარგი ტანი აქვს. ბიჭი რომ ვიყო, ხელიდან არ გავუშვებდი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ანდრიას გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, ხოლო როცა მიხვდა, რომ ვხუმრობდი, ორივეს ისცილი აგვივარდა.
-პირველად გავიგე გოგოსგან ასეთი რაღაც.
-კიდევ ბევრჯერ გაიგებ ჩემგან, რადგან რაც მართალია მართალია. - ვთქვი სიცილით და თამთასკენ გავიხედე. - საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და უკვე ამდენი მეგობარი ჰყავს?
-უფრო მეტიც ჰყავს, უბრალოდ ახლა თან არ ახლავს ყველა. ის ყოველთვის თავის არმიით დადის. - მითხრა მან და თამთაზე და მის დაქალებზე მიმითითა. - მაკდონალდს ვერ ვიტანდი, რადგან აქ განსაკუთრებით ბევრი დაქალი მოჰყვებოდა, ჩვენ კი განმარტოების საშუალებას არავინ გვაძლევდა. დაქალები უფრო მეტად ადარდებდა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობა. არ ვამბობ, რომ შეყვარებულის გამო დაქალი უნდა მიაგდო, მაგრამ ოქროს შუალედი ყველაფერში უნდა დაიცვას ადამაინმა... თუმცა არც მე ვარ იდეალური.

ანდრია ცოტა ხანს ჩაფიქრდა, თითქოს აანალიზებდა კიდევ რისი თქმა შეეძლო ჩემთვის, ბოლოს კი თავი ასწია და მითხრა.
-ზოგჯერ, როცა მიყურებ უნდობლობას ვხედავ და ვფიქრობ ეს ჩემი საქციელით არის გამოწვეული.
-მართლა?
-წამოხვალ მამაჩემის დაბადების დღეზე? - მომახალა უცებ.
-რა? - გამიკვირდა. - რატომ?
-მამას დიდი წვეულებები არ ხიბლავს, მაგრამ ახლა დედამ დაარწმუნა, რომ ეს ოჯახის ისევ ერთად შესაკრებად საუკეთესო შანსი იყო და ისიც დათანმხდა. იქ მია და საბაც იქნებიან და არ მოიწყენ.
-არა! - შევაჩერე ანდრია. - წვეულებების საწინააღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე არავის დავუპატიჟებივარ.
-მე გპატიჟებ.
-ეს შენი დაბადების დღე არ არის.
-კარგი რა, ნინა!
-ეს სიმართლეა.
-წამოდი.- მითხრა მან, უცებ ფეხზე წამოვარდა, ხელი ჩამავლო და გასასვლეისკენ გამაქანა.
თვალი მოვკარი, როგორ გამოგვაყოლეს გაოგნებული მზერა თამთამ და მისმა დაქალებმა.
აზრზეც ვერ მოვედი, ისე აღმოვჩნდი ანდრიას მანქანაში. დაბნეული ვაცეცებდი მზერას და ბიჭს უამრავ კითხვას ვაყრიდი, მაგრამ ის არც ერთზე არ მცემდა პასუხს. სულ მალე, მანქანა მაღალი შენობის წინ გაჩერდა. ანდრია გადავიდა, კარი გამიღო და მითხრა, რომ გავყოლოდი.

სატრანსპორტო კომპანიის შენობის ჰოლში არავის გავუჩერებივართ. ანდრია რამდენიმე პიროვნებას მიესალმა და პირდაპირ ლიფტისკენ წავიდა. შიგნით შესულს რაღაც ცუდი შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ვეცადე ფიქრები დამეხშო და მოთმინებით დაველოდე, როდის მიაღწევდა ლიფტი დანიშნულების ადგილს.
ანდრიასკენ შევბრუნდი და მინდოდა მეკითხა სად მივდივართ-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად ლითონის ყრუ ღრჭიალი მოსწვდა ჩემს სმენას და ლიფტის კაბინა გაჩერდა.
-რა ხდება? - ვიკითხე დამფრთალი სახით.
-არ ვიცი. - თქვა ანდრიამ და ლიფტის ღილაკებზე თითების დაჭერა დაიწყო.
-გაგიჟდი? - დავუყვირე მე და ხელებში ვწვდი, რომ გამეჩერებინა. - ამით ვერაფერს გააწყობ.
-რა ჯანდაბა დაემართა?! - სახეზე ნერვიულობა დაეტყო ბიჭს და ლიფტის კარს მუშტები დაუშინა.
-კლაუსტროფობია ხომ არ გაქვს? - ვკითხე მე, როცა მისი რეაქცია დავინახე.
ანდრია უცებ გაჩერდა, გამჭოლი მზერა მომაპყრო, უხერხულად გაიღიმა და მითხრა.
-ჰო, კლაუსტროფობია მაქვს და ახლა გული თუ წამივიდა, ხელოვნური სუნთქვა შენზე იყოს...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ანდრიას, რომ მოულოდნელად სახეზე ფერი დაკარგა, შებარბაცდა და ლიფტის კარს მიეყრდნო. შიშისგან სულ დავიძაბე, ბიჭს მხარში ხელი ჩავავლე და მისი დაჭერა ვცადე, მაგრამ იქვე ჩაიკეცა და იატაკზე გაიშოტა.
-ანდრია... რა გჭირს?! - ძლიერად შევაჯანჯღარე, რომ გამომეფხიზლებინა.
-ნინა... - წაილუღლუღა მან, თუმცა თვალები არ გაუხელია.
-გამოფხიზლდი რა, ასეთი საშიშიც არ არის ლიფტში გაჭედვა. - სულ ცოტაც და ალბათ ტირილს დავიწყებდი.
-ნინა... - ისევ ამოიხრიალა.
-ჰო!
-სუნთქვა მიჭირს...
ვგრძნობდი, როგორ მემატებოდა მღელვარება და პანიკის შეტევა ჩემს ნერვებს ნელ-ნელა ითრევდა. ანდრია ისევ გაუნძრევლად იწვა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მის დასხმარებლად. არანაირი სამედიცინო გამოცდილება არ მქონდა და არ ვიცოდი ხელოვნური სუნთქვა საერთოდ რაში სჭირდებოდა, მაგრამ რადგან სწორედ ეს მითხრა, ვიფიქრე, რომ სხვა გზა არ მქონდა.

ღრმად ჩავისუნთქე, ანდრიასკენ დავიხარე, თითები ცხვირზე მოვუჭირე, ტუჩებზე ფრთხილად შევეხე და ვცადე მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩამეტარებინა. მოულოდნელად ანდრიამ თვალები გაახილა, ორივე ხელები წელზე ძლიერად შემომაჭდო და მისკენ დამქაჩა. უკან დახევა ვცადე, მაგრამ მისი ბაგე ისე იყო ჩემსაზე მოწებებული, რომ ვერაფერი მოვახერხე.
უცებ ანდრიამ ხელი გამიშვა, ჩემს გაოგნებულ სახეს დააკვირდა, შემდე კი სიცილი აუვარდა.
-კლაუსტროფობია არ გაქვს? - ვიკითხე განცვიფრებულმა, მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და ფეხზე წამოვდექი.
-არ მეგონა, ასე თუ შეგეშინდებოდა. - ისიც წამოდგა, თანთ სიცილს არ წყვეტდა. - უბრალოდ მეჩქარებოდა და კარს მუშტები ამიტომაც დავუშინე. შენ რომ მკითხე, კლაუსტოროფბია ხომ არ გაქვსო, ეს გეგმა მხოლოდ მაშინ მომივიდა გონებაში.
-ანუ... ცოტა ხნის წინ არ კვდებოდი?! - ჩავეძიე.
-არა! - მიპასუხა ცოტა გაკვირვებულმა.
-ჰოდა, ახლა მოკვდები! - დავუყვირე გამწარებულმა, კისერში ვწვდი, ხელები მაგრად მოვუჭირე და მზად ვიყავი ადგილზე მიმეხრჩო.

მოულოდნელად ლიფტის კარი თავისით გაიღო და ჩვენს წინ მდგარი რამდენიმე ჰალსტუხიანი მამაკაცი დავინახე, რომლებიც გაოგნებული სახეებით შემოგვცქეროდენ. ერთ-ერთი მამაკაცი დანარჩენებს გამოეყო, მოგვიახლოვდა და გაკვირვებულმა იკითხა.
-რა ხდება აქ?
-გამარჯობა, მამა! - გაუღიმა ანდრიამ და ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, სად, რატომ და რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
ანდრიას ცივად შევუშვი ხელები, მანაც მაისური გაისწორა, მერე ხელი დამავლო ლიფტიდან გამიყვანა და კაცს უთხრა.
-შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
გავიგონე, როგორ მოუბოდიშა კაცმა კოლეგებს და დამფრთხალი სახით ჩვენ მოგვიბრუნდა, რადგან ალბათ ფიქრობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა.
-შენთვის აჯობებს, მართლა რაიმე სერიოზული საქმე გქონდეს! - ჩაილაპარაკა მან.
-მამა, გაიცანი ეს ნინაა. - წარმოთქვა ანდრიამ გარკვევით და კაცს ჩემზე ანიშნა. - ნინა ეს თამაზია, მამაჩემი და შესაბამისად საბას მამაც.
კაცმა ინტერესით ამათვალიერა და როცა ჩემს დაბნეულ მზერას წააწყდა გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
-ძალიან სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-აბა, რა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს? - მიუბრუნდა თამაზი შვილს.
-ის არის მნიშვნელოვანი საქმე. - უთხრა ოდნავ ნაწყენი ხმით ანდრიამ და მამამისს ისევ ჩემზე ანიშნა.
კაცმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა და ამჯერად უფრო ფართოდ გაიცინა. მაშინ ვერ მივხვდი ეს ღიმილი რასაც ნიშნავდა, მაგრამ როგორც ქალები უგებენ ხოლმე ერთი გამოხედვით ერთმანეთს, სავარაუდოდ ასეთი ჟესტები კაცებსაც უნდა ჰქონოდათ და იმ მომენტშიც ალბათ ეს მოხდა.
-მამა, ნინა შენს დაბადების დღეზე დავპატიჟე, მაგრამ არ მომყვება. მითხრა, იუბილარს არ დავუპატიჟებივარ და როგორ წამოვიდეო. - უთხრა ანდრიამ და ისევ რაღაც ანიშნა.
-არა, იცით... - წამოვიწყე საუბარი დაბნეულმა. - ეს არ უგულისხმია...
-არაუშავს. - შემაჩერა კაცმა. - ნინა, ამწამს გაგიცანი, მაგრამ რადგან ჩემი შვილის მეგობარი ხარ, ძალიან გამიხარდება თუ ჩემს დაბადების დღეზე მოხვალ. იქ მაინც სულ თქვენი ასაკის ხალხი იქნება და გაერთობით.
-მე...
-უარი არ მიიღება.
-მაგრამ...
-ნინა!
-კარგი. - ამოვიოხრე.
-შესანიშნავია! აბა, დროებით! - თქვა კაცმა გაბადრული სახით, დაგვემშვიდობა და ისევ კოლეგებს მიუბრუნდა.

ანდრიას განრისხებული სახით ავხედე, მერე ქუსლებზე შევტრიალდი და უკანა გზას ისეთი ჩქარი ნაბიჯით დავადექი, რომ ვერც კი დამეწია. ამჯერად ლიფტში აღარ შევსულვარ, პირდაპირ კიბეებზე დავეშვი და თან გზაში ანდრიას ვლანძღავდი.
-რა იდიოტი ხარ! როგორ...შემარცხვინე!
-სულაც არა. - შემომიბღვირა ბიჭმა.
-ღმერთო, რას იფიქრებს მამაშენი?!
-უკვე იმაზე ნერვიულობ, მამაჩემს მოეწონე თუ არა?
-მოკეტე! - ვთქვი ნერვებმოშლილმა.
-ასე ნუ გარბიხარ! - მომაძახა ანდრიამ და უკან გამომეკიდა.
-ისე, მამაშენი სულაც არ...
-არ არის ისეთი ურჩხული, როგორსაც საბა აღწერდა?
-ეგ არ მიგულისხმია, მაგრამ... დაახლოებით.
-მბრძანებლობა და ოჯახის წევრების თავის ჭკუაზე ტარება ყოველთვის უყვარდა, მაგრამ სიბერემ შეცვალა და კიდევ შვილების დაკარგვის შიშმა.
-მია ამას რომ გაიგებს, გაგიჟდება.
-რატომ?
-დიდი ხანია საბას მამის გაცნობა უნდა, მე კი მასზე ადრე გავიცანი.
-ისიც გაიცნობს, სულ მალე. - მიპასუხ ასიცილით და შენობიდან გამოსასვლელი კარი გამიღო.


...
ორი დღის განმავლობაში ათასჯერ გადავიფიქრე დაბადების დღეზე წასვლა და ათასჯერ მაინც გადმომიბირა მიამ თავიდან. არ ვიცოდი ასე რა მანერვიულებდა: ჩემი დათარსულობის გამო, კიდევ ერთ შარში გახვევის მეშინოდა, თუ ანდრიას უფრო ახლოდან გაცნობის, ეს დანამდვილებით არ ვიცოდი. თუმცა როცა გავიგე, რომ იქ ჩემი დაქალიც იქნებოდა, ამან შვება ნამდვილად მომგვარა.
საბას არ უნდოდა მამამისის დაბადების დღეზე წასვლა. არ უნდოდა მასთან ისევ ეკამათა, ამიტომ ამაზე თავიდან უარი თქვა, მაგრამ მიამ და ანდრიამ გადააფიქრებინეს. მიას ყოველთვის უნდოდა საბას ოჯახთან კავ არ გაეწყვიტა, იგივე მიზანი ამოძრავებდა ანდრიასაც, ეს წვეულებაც სწორედ იმის გამო მოაწყო, რომ როგორმე საბა და თამაზი შეერიგებინა.

იმ საღამოს, მიას დაჟინებული თხოვნით, ალბათ ძალიან სექსუალურად აღმოვჩნდებოდი გამოწყობილი, მაგრამ საბედნიეროდ გოგონასთან კამათი მოვიგე და ჩემი მოკრძალებული კაბის ჩაცმა გადავწყვიტე, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა, მიასგან განსხვავებით, საშინლად არ მიყვარდა.
ნაიარევი ჯერ კიდევ სახვევებით მქონდა დაფარული, ამიტომ მასზე დიდი სამაჯური გავეკეთე და ამით დავმალე.

მალე საბამ მოგვაკითხა. ეტყობოდა, რომ თვითონაც ნერვიულობდა, რადგან ამდენი ხნის შემდეგ, ოჯახში პირველად ბრუნდებოდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა დაძაბულობა არ შეემჩნია.
როცა უკანა სავარძელზე აღმოვჩნდი, თავი მართლა მურმანის ეკლად წარმოვიდგინე და იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამ ქვეყნად.
ხან მუსიკა დავიწუნე, ხან შეყვარებულებს საუბარს არ ვაცდიდი, ხანაც კიდევ რაღაც სისულელებზე ვეკამათებოდი მათ. ბოლოს ისე ამოვუყვანე ყელში ორივეს, რომ მიამ საბას გახედა და გამწარებული სახით უთხრა.
-შემახსენე, უკანა გზაზე წებოვანი ლენტი წამოვიღო და ამას პირი ავუკრა!

ბიჭმა ბოლო ხმაზე გადაიხარხარა და მაღლა, მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე აუხვია.

ხალვაშების სახლი არც ისეთი გრანდიოზული აღმოჩნდა, როგორიც ბიზნესმენებს შეეფერებოდათ. ჩვეულებრივი, ორსართულიანი, თანამედროვე სტილის შენობას წარმოადგენდა. ლამაზი და მყუდრო ეზოთი, რომელიც სტუმრების მანქანებით იყო სავსე. სახლი შიგნიდანაც ისეთივე სადა იყო, როგორც გარეგნულად ჩანდა.
შევსლისთანავე ანდრიას მოციმციმე თვალებს წავაწყდი. ბიჭი მაშინვე ჩემსკენ გამოემართა, ყველას მოგვესალმა და შეუმჩნევლად მომიჭირა ხელზე ხელი. ვერ მივხვდი მისი ასეთი აღტკინების მიზეზი რა იყო, თუმცა როცა ჩურჩულით ნათქვამი რამდენიმე კომპლიმენტი მოვისმინე, ყველაფერი ნათელი გახდა.

გოგონებმა იუბილარს მივოლცეთ და ჩვენი შერჩეული საჩუქარი გადავეცით, რაზეც კაცი ლამის სულ გაწითლდა და უამრავი მადლობა გადაგვიხადა. აშკარა იყო, რომ თამაზი მიას თვალს ვერ აშორებდა. მომავალი სარძლო ისე მოეწონა, რომ გოგონას სულ თვალებში შესციცინებდა, საბა კი ცხვირჩამოშვებული იდგა და მამამისს მცირე რეპლიკებით პასუხობდა კითხვებზე.
ცოტა ხანში ბიჭების დედა, მაიაც გამოჩნდა. მაღალი ქალი იყო, ქერა თმა და ღია ფერის თვალები ჰქონდა. მაშინ მივხვდი, რომელ მშობელს ჰგავდა ანდრია. ქალს ისე სადად ეცვა, რომ ვერც კი იფიქრებდით თუ დიასახლისი სწორედ ის იყო. ისიც მოგვესალმა, მეგობრულად გაგვიღიმა და საუბარი გაგვიბა.
თამაზმა მოიბოდიშა და ბიჭები გვერდზე გაიხმო.
სანამ ჩვენ მაიას ვესაუბრებოდით, ოთახის მეორე ბოლოში ხალვაშებს შორის დიდი პოლემიკა იყო გამართული, თუმცა სახეებზე სამივეს სიმშვედე აღბეჭდოდათ, რაც კარგი ნიშანი უნდა ყოფილიყო.
ცოტა ხანში ანდრია ისევ მომიახლოვდა, თითქმის გამოცარიელებული ჭიქა გამომართვა და ახალი მომაწოდა.
-ჩემს დათრობას აპირებ? - გამეცინა.
-და მერე უნდა გაცდუნო. - მასაც გაეცინა, თუმცა სახე უცებ დაუსერიოზულდა და ჯერ კიდევ მოსაუბრე მამამისს და საბას გახედა. - ისევ არაფერს მკითხავ?
-არა. - ჯიუტად გავაქნიე თავი.
-კამათობენ, მაგრამ წინსვლა აშკარად შეიმჩნევა...
-აი, თურმე სად ყოფილხარ! - მომესმა ნაცნობი წკრიალა ხმა და ჩემს წინ მოულოდნელად გამოჩენილ თამთას ღიმილით ავხედე.
გოგონა ამჯერად ორივეს გულითადად გადაგვეხვია და მოგვიკითხა, მერე კი ანდრიას მიუბრუნდა და უთხრა.
-შენთან საქმე მაქვს.
-აქ მითხარი. - უპასუხა ბიჭმა ისევ უხეში ტონით.
-აქ? - იკითხა თამთამ და მე გადმომხედა.
-ნინამ ყველაფერი იცის.
ამ სიტყვებმა დამაბნია და ანდრიას მივაჩერდი, თუმცა მაშინვე მივხვდი საქმე რასაც ეხებოდა და ხმა არ ამომიღია.
-რა? - თვალები დაქაჩა მან. აშკარად არ ესიამოვნა, რაც ანდრიასგან გაიგო. - შენ... უთხარი?
-თამთა, თქვი რა გინდა და დაგვტოვე, კარგი? - ანდრიას მოთმინება საერთოდ ამოეწურა.
უკვე წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭი თითქოს ჩემს აზრებს მიხვდა და მაჯაზე ისე ჩამებღაუჭა, რომ ლამის სისხლის მოძრაობა გამიჩერა. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა, ჯერ მე გადმომხედა, მერე ისევ ანდრიას შეხედა და ჰკითხა.
-საბასთვის ისევ არ გითქვამს?
-არა!
-არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს დავმალავ.
-რატომ?
-მამაჩემი ჩამოდის.
-რა? - წარბი შეკრა ანდრიამ. - როდის?
-მომავალ კვირას. - უპასუხა გოგონამ, მერე ბიჭისკენ გადაიხარა და ჩურჩულით დაამატა. - საბას უნდა უთხრა, სანამ თვითონ გაიგებს.
-ვეტყვი, შეიძლება დღესვე ვუთხრა.
-ძალიან კარგს იზამ. - უკან დაიხია თამთამ, სახეზე ისევ ყალბი ღიმილი აიკრა, დაგვემშვიდობა და წავიდა.

-წამოდი, ჰაერზე გავიდეთ. - ჩურჩულით მითხრა ანდრიამ და კარისკენ გამიძღვა.
ეზოში საგრძნობლად გრილოდა, იქვე ხის ქვეშ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი, ღვინის ჭიქა, რომელიც ისევ ხელში მეჭირა, მაგიდაზე დავდგი და ხელში მოქცეული შოკოლადის ნატეხების დაგემოვნება განვაგრძე.
ჯიუტად არც ერთი არ ვიღებდით ხმას, მხოლოდ ფოთლების ნაზ შრიალს და ერთმანეთის გულის ცემას ვუსმენდით, რომელიც ასე ახლოდან ჩაგვესმოდა.
უცებ სახლის კუთხიდან ენაგადმოგდებული ვილი გამოძუნძულდა, ჩვენთან მოვიდა და ბალახზე ქოშინით გაწვა.
-შემოირბინე მთელი ეზო? - ჰკითხა სიცლით ანდრიამ და ხელი თავზე გადაუსვა.
-რატომ ჰქვია ვილი? - საუბარი წამოვიწყე მე.
-რომ გითხრა დამცინებ. - გადმომხედა დაღვრემილი სახით.
-ანდრია ხალვაში კი არ ვარ, ყველაფერზე რომ ვიხორხოცო?! - ვუპასუხე სარკაზმით.
-ბავშვობაში ერთი წიგნი მქონდა, დედაჩემი მიკითხავდა ხოლმე, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ერქვა...
-არ არსებობს! - წამოვიძახე გაკვირვებულმა. - ახლა არ მითხრა, რომ ვილი ვონკას პატივსაცემად დაარქვი ეს სახელი!
-ზუსტად! - თავი დამიქნია მან და თვალებში შემომაჩერდა.
ერთხანს ვუყურე, მაგრამ თავი ვეღარ შევკავე და უაზრო სიცილი ამივარდა.
-ყველაფერზე არ ხორხოცებ , არა? - უხალისოდ გადაატრიალა თვალები.
-იცი, რაზე ვიცინი?
-რაზე?
-ვგიჟდები მაგ წიგნზე და ფილმზეც!
-მერე?
-ეს ერთადერთი საერთოა, რაც ამდენი ხმის განმავლობაში, ჩვენს შორის აღმოვაჩინე! - ამოვთვქი სიცილით და სახეზე ხელები ავიფარე.
ანდრიამ უცებ წარბი შეკრა, თავი დახარა და ჩაფიქრდა. მე სიცილი შევწყვიტე და ინტერესით დავაკვირდი.
-მგონი... ეს მართლა ერთადერთია რაშიც ჩვენი აზრი დაემთხვა. - თქვა ბოლოს. - იცი, აქამდე ყოველთვის ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც ჩემნაირად აზროვნებდნენ, მაგრამ განსხვავებული აზროვნების ადამიანს ამდენ ხანს მგონი პირველად შევრჩი.
-ეს კარგია თუ ცუდი? - ვკითხე დაინტერესებულმა.
-კარგია, რადგან შენ რომ არ გეთქვა, მე ჩვენს შორის ამ განსხვავებებზე არასოდეს დავფიქრდებოდი... ანუ თუ ადრე ადამიანს გაცნობისთანავე ეჭვის თვალით ვუყურებდი, შენს შემთხვევაში ეს არ გამიკეთებია... იმიტომ კი არა, რომ არ დავინტერესდი, არამედ სრულიად გადამავიწყდა... შენ გადამავიწყე.
-შენში ფილოსოფოსმა გაიღვიძა. - ისევ გამეცინა და ღვინის ჭიქას დავწვდი.
-შენზე მომიყევი რამე. - უცებ შეცვალა თემა.
-ეჭვის თვალი ჩართე?
-არავითარ შემთხვევაში. - მოღუშული სახით გააქნია თავი. - უბრალოდ ორმაგად დავინტერესდი.
-მაინც რა მოგიყვე? - მაგიდას ხელებით დავეყრდენი და ანდრიას გავხედე.
-ოჯახის შესახებ.
-მშობლები და ექვსი წლით უმცროსი და მყავს. ჩემს საუკეთესო მეგობარს, მიას უკვე იცნობ, ისიც ჩემი ოჯახის წვერია. მშობლებს ზღვის პირას საკუთარი კაფე აქვთ, სადაც ადრე მიმტანად ვმუშაობდი. - ჩამოვუყალიბე უცებ.
-სულ ესაა? - მკითხა გაწბილებულმა.
-ვფოქრობ, დანარჩენი ისედაც იცი. - გამჭოლი მზერა მივაპყარი ბიჭს. - არ თქვა, რომ ჩემს შესახებ შენ და საბას არ გისაუბრიათ.
-გამომიჭირე! - დანებების ნიშნად ხელები ასწია და გაეცინა.
-აქაურობა ძალიან ლამაზია. - ვთქვი მე და სახლს ავხედე.
-შენთან ერთად უფრო ლამაზია. - ჩამჩურჩულა ახლოდან ანდრიამ და როცა მისკენ გავიხედე, მოულოდნელად ვიგრძენი, როგორ შემეხო რაღაც რბილი ბაგეზე და მასში მაშინვე ამოვიცანი, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ტუჩები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ანდრიას მაშინვე მოვშორდი და გვერდზე გავიხედე.
-ნინა. - მშვიდად წარმოთქვა ჩემი სახელი. - ვიცი, რომ გაბნევ... ვიცი, რომ არ მენდობი, რადგან შენთან გულახდილი არ ვარ, მაგრამ გეფიცები ამას გამოვასწორებ.
-არ გინდა... ახლა არ გინდა, კარგი? - უხალისოდ გავაქნიე თავი.
-უბრალოდ შანსი მომეცი, - განაგრძო მან, - ვიცი, ცუდად დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი გაგრძელება ექნება.
-უნდა გეთქვა ბედნიერი დასასრულიო. - უნებურად გამეღიმა.
-არა, ბენდიერი დასასრული ზღაპრებს აქვთ, რადგან ზღაპარი ფურცელზე დაწერილი ტექსტია, მას კიდეები - საზღვრები აქვს და ის სრულდება, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას საზღვრები არ უნდა ჰქონდეს და ის არც არასდროს დასრულდება. სულ გაგრძელდება და თან ისე, როგორც ჩვენ მოვინდომებთ.

ანდრიას თვალებს შევაჩერდი, რომლებიც ეზოს მკრთალი განათების ფონზე ციცინათელებივით ციმციმებდნენ და ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი მჭევრმეტყველება, ამავდროულად კი თოთეული მისი სიტყვა სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. ვუსმენდი და ვხედავდი მის თვალებში, რომ ასეთი გულწრფელი არასოდეს არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში, რის გამოც, მისდამი ყველანაირი უნდობლობა გამიქრა.

-ვიცი, რომ გაინტერესებს, მაგრამ არ მეკითხები, რადგან ეს შენი პრინციპია. - ისე წარმოთქვა, რომ ჩემთვის მზერა არ მოუცილებია. - როცა მზად ვიქნები თავად გეტყვი ყველაფერს, მანამდე კი მხოლოდ ნდობას გთხოვ.
-ქუჩაში აღარ დამტოვებ ღამის ორ საათზე? - ეჭვით დავაწვრილე თვალები.
-ოოო, ღმერთო! - თავი უკან გადასწია ანდრიამ და თვალები ზეცას მიაპყრო. - იქნებ დაივიწყო და ეს ერთი რაღაც მაპატიო?
მისკენ სიცილით მივიწიე, სახე ახლოს მივუტანე და თვალებში ჩავაკვირდი. მიხვდა რაც მინდოდა, გაეღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა და ისე ფრთხილად შემეხო ტუჩებზე, რომ თავიდან ვერც კი ვიგრძენი.
-ახლა გაპატიე. - ვუთხარი და ვილის გავხედე, რომელიც გაფართოებული თვალებით შემოგვცქეროდა. - ეს სრულწლოვანია?
-ჯერ ისევ ლეკვია. - გაეცინა ანდრიას, ფეხზე წამოდგა, მხრებში გაიმართა და ცას ახედა.
სავსე მთვარე იყო, მოკრიალებულ ცაზე მცირე რაოდენობით ვარსკვლავი გაფანტულიყო, მთვარეს კი მოყვითალო ფერის წრე შემორტყმოდა ირგვლი, რომლის ფონზეც კიდევ უფრო მკვეთრად კაშკაშებდა.
-Fly me to the moon... Let me play among the stars... - წაიღიღინა მოულოდნელად ანდრიამ.
-Let me see what spring is like On a, Jupiter and Mars... - ჩემდა უნებურად ავყევი ღიღინით.
-სინატრა გიყვარს? - მკითხა გაკვირვებულმა.
-ლეგენდაა და როგორ შეიძლება არ მიყვარდეს? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-კიდევ ერთი მსგავსება ჩვენს შორის. - თქვა მან, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ფლეილისტში რაღაცის ძებნას შეუდგა.
-რას აკეთებ? - გამიკვირდა.
ანდრიას პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მოელვარე თვალებით შემომხედა და „Fly me to the moon“ ჩართო, შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო, ხელი გამომიწოდა და მითხრა.
-სანამ მთვარე ღრუბლებში დამალულა, მოვასწროთ.
ანდრიას ხელზე ჩავეჭიდე, წამოდექი და გაღიმებულმა ავხედე. ბიჭმა ჩემი ხელები კისერზე შემოიწყო, თავისი კი წელზე მჭიდროდ შემომხვია, შუბლი შუბლზე მომაბჯინა და თვალებში ჩამაკვირდა. ის მომენტი გამახსენდა, როცა პირველად მაკოცა და ზუსტად იგივე ჟესტი გაიმეორა.
-ვიცი, ფიქრობ, რომ ეს მომენტი ზღაპრულია... - წამოიწყო ანდრიამ, მაგრამ შევაწყვეტინე.
-უკვე შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ზღაპრული კი არა რეალური უნდა იყოს.
-ჰო, ეს რეალობაა. - ანდრიამ ხელები ფრთხილად აატარა ჩემს მკლავებზე, მერე კი თავისი თითები ჩემსაში ახლართა და ძლიერად მომიჭირა. -უსასრულო რეალობა.



თავი 6

თვალები გავახილე და მზერა თეთრ ჭერს მივაპყარი. უნებურად გამეღიმა, რადგან ანდრიას სიტყვები მომაგონდა: „ჩვენს ურთიერთობას საზღვრები არ უნდა ჰქონდეს და ის არც არასდროს დასრულდება“.

როცა ჩემს მშობლებს ვუყურებდი, როგორ ედგნენ ერთმანეთს მხარში ჭირსა თუ ლხინში, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორ ზრუნავდნენ ერთმანეთზე, მარადიული სიყვარულის მჯეროდა, თუმცა ზოგჯერ ვფიქროდბი, რომ მე ჩემი მშობლებივით არასოდეს გამიმრთლებდა და იმ ერთდართს ვერასოდეს შევხვდებოდი, მაგრამ ანდრიას გაცნობის შემდეგ ამაზე ფიქრი შევწყვიტე.
მხარი ვიცვალე და ჩემს გვერდით მწოლიარე მიას თმაზე მოვეფერე, მერე კი მისკენ გადავიწიე და თავი მხარზე მივადე.
-რას მიფათურებ ხელებს, ამ დილა ადრიან აღგზნებულმა გაიღვიძე? -ჩახითხითა მიამ.
-შენ ხომ ყველა მომენტი უნდა გააფუჭო. - შევუბღვირე ჩემს დაქალს და თავში წამოვარტყი.

ცხრა საათიც არ იყო, როცა ანდრიამ მომაკითხა. მეც სწრაფად დავასრულე მომზადება და კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე.
-ჩვენს შეთახმებას ისევ ასრულებ. - ვუთხარი სიცილით, მანქანის წინა სავარძელზე მოვკალათდი და უკან მჯდომ ვილის გავხედე.
-მადლობა უნდა გადაგიხადო მაგ შეთანხმებისთვის, ახლა უფრო ხშირად მეძლევა შენთან დროის გატარების შანსი. - მიპასუხა ნიშნის მოგებით.
-ჯერ ადრეა. - საათზე დავიხედე. - სამსახურის გარდა კიდევ სადმე მივდივართ?
-დღეს საკმაოდ ცხელა, უკვე ივნისია, მე კი ერთ გოგონას რაღაცას დავპირდი და უნდა ავუსრულო.
-ვინ გოგონას? - ვიკითხე ეჭვიანი ცოლივით.
-ეჭვიანობ? - მაშინვე მიხვდა ჩემს ტონს.
-ჰო, ვეჭვიანობ. - ვუთხარი სრულიად სერიოზულად. - ვინ გოგოს უნდა შეხვდე? და რა უნდა აუსრულო?
-ერთ ძალიან ლამაზ გოგოს უნდა შევხვდე, ბევრი უნდა ვაკოცო და კიდევ რაღაც მაქვს ჩაფირებული. - კმაყოფილი სახით ჩაიცინა.
-და ამას ასე დაუფარავად ამბობ? - ბოღმისგან ლამის ავფეთქდი.
-ცოტაც მოითმინე. - მითხრა სიცილით და გზას გახედა.

მთელი გზა დაბღვერილი სახით ვიჯექი და აზრზე ვერ მოვდიოდი ეს ბიჭი რას აპირებდა. მაინც ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემს გაბრაზებას ცდილობდა, მაგრამ მართლა ვინმე გოგოსთან რომ მივეყვანე, ალბათ ჩემი ხელით მოვკლავდი.
ანდრიამ მანქანა პარკის შესასვლელთან გააჩერა, სტვენით შეიხსნა ღვედი და სარკეში თმა შეისწორა. წამით ჩავფიქრდი, თუ რას ვაკეთებდით იქ, მერე კი ელენე მომაგონდა, მაშინვე ყველაფერს მივხვდი, შეკრული წარბები გავხსენი და ანდრიას გავხედე.
-ეჭვიანო! - ჩაილაპარაკა მან და ძირს გადავიდა.
-აუტანელო! - მივაძახე მეც და უკან გავყევი.
სულ მალე, შადრევანთან ახლოს, ერთ-ერთ სკამზე ლელა და ელენე შევნიშნეთ. გოგონამ მაშინვე გვიცნო და ჩვენსკენ გამოიქცა. ვილი ბავშვს კუდის ქიცინით შეხვდა. გოგონა ჯერ მას ჩაეხუტა, შემდეგ კი ჩვენ. ლელა, ამ მომენტის შემხედვარე სიცილს ძლივს იკავედბა.
-დღეს ძალიან ცხელა, დედიკო, შეიძლება ნაყინი ვჭამოთ? - მიუბრუნდა ანდრია ლელას და ელენე ხელში აიყვანა.
-რა თქმა უნდა. - გაუღიმა ქალმა.
-ძალიან კარგი, მაშინ კაფეში შევიდეთ. - თქვა ბიჭმა და წინ გაგვიძღვა.
ოთხივენი პარკის შუაგულში მდებარე კაფეში შევედით, დავსხედით და ნაყინები შევუკვეთეთ.
მართალია დილის ცხრა საათი იყო, მაგრამ ნაყინი დღის ყველა მონაკვეთს უხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელა. ელენემ შოკოლადის ნაყინი ისურვა და მიმტანმა იმხელა ჭიქა დაუდგა წინ, რომ ბავშვი ერთიანად დაფარა.
ანდრია ელენეზე ძალიან ხალისობდა, განსაკუთებით მაშინ, როცა გოგონამ მთელი სახე მოითხვარა. ლელა გამუდმებით ხელსახოცით წმენდდა ის კი ისევ და ისევ ისვრებოდა.
მათი შემხედვარე, ჩემი ყველა პრობლემა გადამავიწყდა, თითქოს დამძიმებული შინაგანი სამყარო გათავისუფლდა და ამ ყველაფერმა იმხელა შვება მომგვარა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ამოვისუნთქე თავისუფლად.

მინდოდა ჩემი ყოველი დრე ასეთი ყოფილიყო: მხიარული და ლაღი, თუმცა ამაზე ოცნებაც კი არ დამცალდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდით, როცა გვერდით მეზობელი მაგიდისკენ მიმავალმა მიმტანმა ჩამიარა. მოულოდნელად გოგონას ლანგარზე დადებული შოკოლადის ნაყინით სავსე ჭიქა გადაუბრუნდა და თეთრ მაისურზე გადამასხა. შეშინებულმა წამოვიკვლე და ფეხზე წამოვვარდი. მიმტანი ისე დაიბნა, რომ თვალები აუცრემლიანდა და ტირილი დაიწყო. მის ადგილას მეც ვყოფილვარ, მშობლების კაფეში მიმტანად მიმუშავია და რაღაც მსგავსი დამმართნია, ამიტომ მაშინვე გავუგე გოგონას და იქით მომიწია მისი დაწყნარება. მალე კაფეს მეპატრონეც გამოჩნდა და შემეშინდა მიმტანი სამსახურიდან არ გაეგდო, ამიტომ ერთი ზედმეტი სიტყვაც არ მითქვამს, მეპატრონემაც მოგვიბოდიშა და ჩვენც ყველანაირი კამათის გარეშე დავტოვეთ იქაურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე უარესებიც მომსვლია, ეს შემთხვევა არაფრად ჩავაგდე და ძალიან ბევრი ვიცინე, მერე კი დედა-შვილს დავემშვიდობეთ, მომდევნო შეხვერდაზე შევთანხმდით და სამსახურისკენ მიმავალ გზას დავადექით.

...
მანქანაში ვიჯექი და ხელსახოცით ისევ მაისურს ვიწმენდდი, როცა შევამჩნიე, რომ ანდრიამ გზიდან გადაუხვია და დიდი სავაჭრო ცენტრის წინ გავჩერდით.
-ჩემი გმირი ხარ. - საწყალი თვალებით გავხედე ბიჭს.
-სანაცვლოდ რას მივიღებ? - მკითხა მაცდური ღიმილით და ჩემსკენ გადმოიხარა.
-აუტანელო. - მივაძახე მე, მანქანიდან გადავხტი და შენობისკენ გავიქეცი.
არ მივაქციე ყურადღება გამვლელებს, რომლებიც ჩემს დალაქავებულ მაისურს უყურებდნენ და პირველივე ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი.
-ისეთი მაისური მინდა, რომელზეც უზარმაზარი შოკლადისფერი ლაქა არ იქნება. - ვუთხარი კონსულტანტს.
გოგონამ გაკვირვებული სახით შემომხედა, შემდეგ საკიდიდან რამდენიმე მაისური ჩამოხსნა და გამომიწოდა.
-ლიფიც! - მომესმა ანდრიას ხმა და წარბშეკრულმა გავხედე.
-რა? - იკითხა კონსულტანტმა.
-ლიფიც დასჭირდება. - გაიმეორა ბიჭმა.
-შენ ნუ ერევი გოგონების საქმეში. - ჩავისისინე უკმაყოფილოდ.
-აბა, ერთი მაისურში ჩაიხედე. - კმაყოფილი მზერა მომაპყრო ანდრიამ, რადგან თავის სიმართლეში აშკარად დარწმუნებული იყო.
ინსტინქტურად მის თხოვნას დავემორჩილე. ჯერ მივიხედ-მოვიხედე ვინმე ხომ არ მიყურებს-მეთქი, მერე კი საჩვენებელი თითით მაისური გავიწიე, დაბლა ჩავიხედე და შევამჩნიე, რომ ჩემი თეთრი ლიფიც სულ დალაქავებული მქონდა.
-აუ, ეს იყიდე რა, ძალიან მომწონს! - მითხრა ანდრიამ, მეც მას გავხედე და დავინახე, როგორ ეჭირა ხელში მაქამანებიანი ცისფერი ლიფი და მკერდზე იზომებდა. - ხომ მოგერგება? თუ დიდი გექნება?
-სულაც არა!-შევუბღვირე ერთიანად აწითლებულმა, ბიჭს ლიფი ხელიდან გამოვგლიჯე, არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ მთელი მაღაზია ჩვენზე იცინოდა და გასახდელში შევედი.

უნდა ვაღიარო, რომ ანდრია მართალი აღმოჩნდა. ლიფი სულ ოდნავ დიდი მქონდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მაინც ჩავიცვი და იქიდან ამაყად, მხრებში გამართული გამოვედი.


...
როგორც იქნა სამსახურში დავბრუნდი. თანამშრომლები მხიარულად შემხვდნენ და გადარჩენას მილოცავდნენ. შვებულება ზედმეტად გამიგრძელდა, რის გამოც მუშაობას თავდაუზოგავად შევუდექი და მთელი დღე მაგიდიდან თავი არ ამიწევია. მეტიც, შესვენებაზეც კი არ გავსულვარ.

ასეთი რეჟიმი რამდენიმე დღეს გამიგრძელდა. ანდრია მსაყვედურობდა, ჩემთვის აღარ გცალიაო, საბა კიდევ ადრე წასვლას მთავაზობდა სახლში, რაზეც სულ უარს ვეუბნებოდი.

ერთ დღეს, ჩემს მაგიდასთან თავდახრილი ვიჯექი და რაღაცას ვწერდი, როცა უცებ კატის კნავილი შემომესმა. თავი ავწიე და ჩემს წინ ასვეტილი შუა ხნის ქალბატონი დავინახე. იდუმალი და ცოტა საშისი გარეგნობა ჰქონდა. შავი, გრძელი თმა ჩაწნილი ჰქონდა და მხარზე გადმოეგდო, რომელშიც აქა-იქ ჭაღარა შერეოდა, ჭრელი თვალები კი უცნაურად უელავდა. მაშინვე ვიცანი, ეს ჩემი მეზობელი დაშა იყო.
ქალს ხელში პატარა გალია ეჭირა, რომელშიც ჩემი დამთარსველი შავი კატა მშვიდად იჯდა.
შემოსასვლელი კარი საკმაოდ ხმაურიანად იღებოდა და ყველას შემოსვლას ვგებულობდი, მაგრამ მისი ნამდვილად ვერ გავიგე, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ კატამ არ დაიკნავლა.
ქალი არც კი მომსალმებია, თითქოს ვერ მიცნო,ზედაც არ შემომხედა და პირდაპირ ვეტერინარი იკითხა. მეც მისი მონაცემები სიაში შევიყვანე და სხვა პაციენტებთან გავუშვი მოსაცდელად. სანამ დაშა ჩემს წინ აკვარიუმთან იჯდა და თავის კატას რაღაცას ეჩურჩულებოდა, მე მას ინტერესით ვაკვირდებოდი და მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე: ეს ქალი მართლა კუდიანი იყო!

ანდრია მალე გათავისუფლდა და ახალი პაციენტიც მიიღო. ცოტა ხანში დაშა კაბინეტიდან გამოვიდა და ისევე უხმაუროდ დატოვა შენობა, როგორც გამოჩნდა, მაგრამ კატა თან არ წაუყვანია. მაშინვე ფეხზე წამოვფრინდი და ანდრიას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევუვარდი.
-ოჰო, რა სულსწრაფი ხარ. - გამიღიმა ეშმაკურად.
-სულ ეგეთებზე როგორ უნდა ფიქრობდე?! -მ ოუთმენლად გადავატრიალე თვალები და იქვე მჯდარ, მოწყენილ კატას გავხედე. - რა სჭირს?
-ჯერ არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანდრიამ, კატა ხელში აიყვანა და მოეფერა. - ძალიან მოწყენილია. პატრონმა თქვა, არც საჭმელს ჭამს და აღარც კრუტუნებსო.
-მე რომ მთარსავდა მაშინ ხომ იყო ჯანზე?! - წამოივიძახე გაღიზიანებულმა.
-მოიცა, ეს კატა იყო? - გადაიხარხარა ანდრიამ.
-ჰო, ის ქალი კიდევ ჩემი მეზობელია და ამის გარდა ასი კატა ჰყავს. - ბიჭმა ეჭვის თვალით შემომხედა. - კარგი ჰო, ასი არ ჰყავს… ვაბუქებ.
-არადა ფიფქია სრულიად უწყინარი ჩანს.
-ფიფქია? - გამეცინა. - კატას ფიფქია ჰქვია?
-ჰო.
-მთლიანად შავია.
-მაგრამ ეს სახელი უხდება.
-კარგი, ეცადე მალე მოარჩინო. მისი აქ დანახვა აღარ მინდა, ისედაც ყოველდღე ვხედავ ჩემს სახლთან. - ცხვირი ავუბზუე ცხოველს.
-შენ და შენი ცრურწმენები. - თავი გააქნია სიცილით ადნრიამ და კატა გალიაში შესვა.

...
ფიფქიამ თითქმის ორი დღე დაჰყო კლინიკაში, მაგრამ ვერაფერი უშველეს. კატა მთელი დღე თავის გალიაში იჯდა, მოწყენილი გამომეტყველებით და არანაირ საკვებს არ ეკარებოდა. ანდრიამ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარა, მაგრამ ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყო.
-აშკარად დარდობს. - თქვა ბიჭმა, როცა შესვენებაზე მეზობელად მდებარე კაფეში გადავედით. - არადა, კატებს დარდი არ სჩვევიათ. ძაღლი რომ იყოს, კიდევ მესმის. ძაღლები პატრონის სიკვდილს ან მის წასვლას ვერ ეგუებიან და დარდისგან კვდებიან, მაგრამ კატა ეგოისტია, მხოლოდ ძილი და საკუთარი თავი ადარადებს, ამას კიდევ მართლა ვერ ვხვდები რა სჭირს.
-იქნებ შეეშვა ცოტა ხანს კატებს? - უხალისოდ ამოვიოხრე.
-ვიცი, რომ იმ კატას ვერ იტან, მაგრამ ასეთი გულცივიც ნუ ხარ მის მიმართ. - ანდრიას სახე მოეღუშა.
-არ ვარ...
-ნუ მეკამათები, ალბათ გაგიხრდება, რომ მოკვდეს.
-ასეთ რამეს როგორ მაბრალებ? ვერ ვიტან, მაგრამ მისი სიკვდილი სულაც არ მსურს.
-კარგი, მაპატიე. - გამიღიმა მან, მერე სწრაფად მაკოცა წამოდგა და მითხრა. - ერთ საქმე მაქვს და მალე მოვალ, კარგი?
-კარგი. - თავი დავუქნიე ღიმილით.
ყავა ნელა დავლიე, რადგან დრო ჯერ კიდევ მქონდა, მერე კი ისევ კლინიკისკენ გავემართე. შიგნით შესულმა შევამჩნიე, რომ სრული სიმშვიდე სუფევდა, შესვენბის დრო ჯერ არ ამოწურულიყო, ამიტომ ყველა სადღაც იყო გაკრეფილი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინსტინქტურად ცხოველების გალიებისკენ წავედი და მაშინვე მივადექი ფიფიქიას. კატა ისევ დაღვრემილი სახით იჯდა გალიაში და თვლემდა. კარი გამოვაღე და თავზე მოვეფერე.
-სულაც არ მინდა შენი სიკვდილი. - ისე ვუთხარი, თითქოს გაიგებდა. - საჭმელს რატომ არ ჭამ?
კატამ კისერი გვერდზე გადასწია, მეც თითები მის რბილ ბეწვზე დავუსვი და როცა აკრუტუნდა ძალიან გამიკვირდა, რადგან მთელი ეს დრო მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ფიფქიას ხელი დავავლე, იქვე მდგარი ჯამიდან თევზის ფორმებად დამზადებული მისი საჭმელი ამოვიღე, მუშტში მოვიქციე და ჩემი მაგიდისკენ გავემართე.
სკამზე მოვკალათდი, კატა მაგიდაზე დავსვი და საჭმელი დავუყარე. ფიფიქიამ მაშინვე მოკეცა ფეხები, მოკალათდა თუმცა საჭმელისთვის ისევ არ დაუკარებია პირი.
თევზები ხელში ავიღე და კატას გავუწოდე. ჩემდაგასკვირად ფიფქიამ ფრთხილად გამომართვა და მაშინვე შეჭამა. მაგიდაზე დაყრილი თევზები, რომ გავუწიე ისევ არ ახლო პირი, თუმცა ჩემი ხელიდან შეჭამა.
-ყველაზე საშინელი კატა ხარ მთელს მსოფლიოში. - ვუთხარი გაღიზიანებულმა. - ჯერ ხომ დამთარსე, ახლა კიდევ მაიძულებ მოგეფერო და თან საკუთარი ხელით გაჭამო.

სიტყვები დასრულებილი არ მქონდა, როცა უცებ უცნაური ხმაური შემომესმა. კატას ხელი გავუშვი, ავდექი და მივაყურადე. მძიმე ნაბიჯების და წკმუტუნის ხმები ერთმანეთს ერწყმოდა, რომელიც დერეფნიდან მოდიოდა. რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი და დერეფანში გავიხედე.
თვალები შუბლზე ამივიდა, როცა ძაღლების მთელი ხროვა დავინახე, რომლებიც პირდაპირ ჩემსკენ მოექანებოდნენ.
შეშინებულმა დავიხიე უკან, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად გაჩნდნე ჩემთან. წინ ინგლისური მასტიფი მორბოდა. უზარმაზარი ძაღლი იყო, რომელმაც ერთი მოხტომით წამაქცია იატაკზე, დანარჩენებმა კი თავზე გადამიარეს. ზოგი სახეს მილოკავდა,ზოგი ფეხზე მექაჩებოდა,ზოგი კიდევ თმას მწიწკნიდა. მივხვდი, რომ მხოლოდ მეთამაშებოდნენ და არ მეშინოდა, მაგრამ ეს ისეთი უსიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ხელებს მაინც ვიქნევდი, განწირული ხმით ვკიოდი და მათ მოშორებას ვცდილობდი.

ამ დროს, შესასვლელი კარი გაიღო, შესვენებიდან დაბრუნებული თანამშრომლები ერთდროულად შემოლაგდნენ ჰოლში და თავზე წამომადგნენ. ხალხის ნაკადი ანდრიამ გამოარღვია და სიცილი ძლივს შეიკავა ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა.ბიჭმა სწრაფად მომაშორა ძაღლები, ფეხზე წამომაყენა და აბურძგნული თმები გამისწორა.
-ხუთი წუთით დაგტოვე... - მითხრა მან.
-ჰოდა, იმ ხუთი წუთითაც აღარ დამტოვო. - დავუყვირე აღელვებულმა.
-რა მოხდა? - მკითხა ანდრიამ.
-არ ვიცი.
-გალიებიდან, როგორ გამოვიდნენ?
-არც ეგ ვიცი! გალიებს არ გავკარებივარ, მხოლოდ კატას ვაჭმევდი. - ვთქვი და მაგიდისკენ ხელი გავიშვირე, სადაც ფიფქია ისევ ფეხმორთხმული იჯდა და ინტერესით მიყურებდა. - ესეც შენი მოწყობილია, არა? - კატისკენ გავიწიე, მაგრამ ანდრიამ შემაჩერა.
-ნინა, ის უბრალოდ კატაა.
-აფერისტია! თურმე არც არაფერი სჭირს, რადგან ცოტა ხნის წინ მშვენივრად ჭამა! - ვერც ხმას ვაკონტროლებდი და ვერც თავს.
-ჭამა?
-ჰო, გაგიკვირდება და ამ პარაზიტმა ჩემი ხელიდან შეჭამა. - გავიმეორე ისევ.
-რა გაუკეთე? - მკითხა ანდრიამ სიცილით.
-ახლა მე დავთარსე! - ჩავილაპარაკე დაბღვერილი სახით და ფიფქიას ფოსფორისფერ თვალებს მზერას თვალი ავარიდე.


თავი 7

დილიდანვე რატომღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. არ ვიცი გული ცუდს მიგრძნობდა, თუ უბრალოდ ცხელი ამინდის ბრალი იყო, მაგრამ აშკარა მოუსვენრობა სახეზეც კი მეტყობოდა.
ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ქაღალდებს უაზროდ ვალაგებდი, როცა ანდრიას ხმა შემომესმა, მარჯვნივ გავიხედე და ჩემსკენ მომღიმარი სახით მომავალი დავინახე.
ამ დროს შემოსასვლელი ხმაურით გაიღო და ჰოლში შემოსული საბა დავინახე, რომელსაც მთელს სახეზე მრისხანების ალმური მოსდებოდა და წარბშეკრული პირდაპირ ანდრიას მისჩერებოდა.
მაშინვე მივხვდი საქმე რაშიც იყო და ჩემმა ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა. საბამ გვერდი ამიარა და გავიგონე, როგორ უთხრა ანდრიას გამომყევიო. ბიჭმა ჯერ მე გადმომხედა გაფითრებული სახით, მერე კი უსიტყვოდ გაჰყვა ძმას.

ლოდინი უსაშველოდ გაიწელია, მე კი ნერვიულობისგან ლამის თითები დავიჭამე, მაგრამ მაინც ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა.
ცოტა ხანში კარის გაჯახუნების ხმა შემომესმა და მოსაცდელში მყოფებმა მაშინვე დაცქვიტეს ყურები. დერეფანში ადნრია გამოჩნდა, სახე ერთიანად ალეწილი ჰქონდა, თითქოს ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, თხუთმეტი წელი მოემატაო, ისე იყო შეცვლილი.
გვერდი ისე ამიარა, ჩემთვის არც შემოუხედავს. ვიცოდი, რომ ძალიან უჭირდა, ამიტომ დავეწიე, ხელი ჩავავლე და მისი შეჩერება ვცადე. ანდრია უცებ გაავებული სახით მომიბრუნდა და ზიზღნარევი ხმით მკითხა.
-შენ უთხარი?!
-რა? - კითხვა შევუბრუნე გაოცებულმა.
-ჩემი განსჯა ხომ კარგად გამოგდიოდა? - თვალებში ზიზღი გაუკრთა მას. - არაერთხელ მიგრძვნია შენს გამოხედვაში, როგორ მკიცხავდი ჩემი საქციელისთვის და შენი უნდობლობაც სწორედ ამით იყო გამოწვეული... ახლა საბამ ყველაფერი იცის და მადლობა, რომ ეს ჩემს მაგივრად გააკეთე! - უკანასკნელი სიტყვები განსაკუთრები გამოკვეთილად ამოთქვა და კარში ისე გავარდა, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი.

ცოტა ხანს გაკვირვებული ვიდექი ჰოლში და ვერ ვიაზრებდი რა მოხდა. მოგვიანებით კი, როცა აჩქარებულმა პულსმა დარეგულირება დაიწყო მივხვდი, საბამ გადარიცხვებზე სიმართლე შეიტყო, ანდრია კი ფიქრობდა, რომ მის ძმას ეს მე ვუთხარი.

მართალია მისმა საქციელმა გული საშინლად მატკინა, მაგრამ იმ ადამიანს არ ვგავდი, რომელიც გაჩუმდებოდა და უსაფუძვლო ბრალდებას მხოლოდ იმიტომ აიტანდა, რომ საყვარელი ადამიანი არ დაეზარალებინა. იმ მომენტში მსხვერპლი მეც ვიყავი და სიმართლე უნდა დამედგინა, ამიტომ საბას კაბინეტს მივაშურე და ფრთხილად დავაკაკუნე. ბიჭმა დაუყოვნებლივ შემიპატიჟა შიგნით და სკამი შემომთავაზა.
-იმედი მაქვს, მოსაცდელში ხალხი არ დაფრთხა. - მითხრა დაღვრემილი სახით, აკანკალებული ხელი ჭიქას დაავლო და წყალი მოსვა.
-არც ისე. - ვუპასუხე უხალისოდ.
-ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო, მერე მია მოგიყვება, კარგი? - ვედრების მზერა მომაპყრო საბამ.
-სიმართლე გითხრა მე... - წამიერად შევჩერდი, რადგან შესაფერის სიტყვებს ვეძებდი, თუმცა გადავწყვიტე პირდაპირ მეთქვა. - ისედაც ყველაფერი ვიცოდი!
-რა? - გაკვირვებული სახით შემომხედა მან. - საიდან? ანდრიამ გითხრა?
-გახსოვს ტელეფონები, რომ აგვერია? - ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - გადარიცხვები ვნახე მის ტელეფონში და იმ ღამითაც ქუჩაში სწორედ ამის გამო დამტოვა...
-ჯანდაბა! - წამოიყვირა აღელვებულმა და ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდაზე.
-არ მქონდა უფლება მეთქვა, თორემ ამას არ დავმალავდი... - ვუთხარი შეწუხებული სახით.
-თავს ნუ იმართლებ, შენ არაფერ შუაში ხარ. - ტონი შეარბილა საბამ.
-როგორც ჩანს, შენი ძმა ასე არ ფიქრობს.
-ამას რატომ ამბობ?
-ჰგონია, რომ ეს ამბავი მე გითხარი და ახლა ალბათ ვერ მიტანს.
-სულელი და იმპულსურია! -კბილებში გამოსცრა საბამ. - ყოველთვის სულელურ გადაწყვეტილებებს იღებდა და ყოველთვის ქარაფშუტა გოგონებს ირჩევდა. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება შენს შემთხვევაში მიიღო, მაგრამ ისევ წაისულელა და ვერ შეირგო ის საუკეთესო, რაც შენი სახით ჰქონდა.
-რას გულისხმობ? - ძალიან გამიკვირდა მისი სიტყვები.
-თამთასგან გავიგე! - თვალი გამისწორა ბიჭმა. - თამთა ... მისი ყოფილი...
-ვიცი ვინც არის. - შევაწყვეტინე მე.-ანუ...მან გითხრა?
-ჰო, და მისი მადლობელი ვარ, რომ თვალი ამიხილა, თუმცა ამავდროულად სიამოვნებით მივახრჩოიბდი, რადგან ეს ინფორმაცია ვითომ წამოსცდა, თორემ სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, იმიტომ მითხრა, რომ ძმებს გვერჩხუბა! - საბა ნერვებმოშლილი წამოვარდა ფეხზე.
-ეს თამთას რაში სჭირდება? - ვკითხე დაბნეულმა.
-როცა ანდრიას დაშორდა, ამ გადარიცხვებზე ხმას არ იღებდა, რადგან მისი დაბრუნების იმედი ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც წვეულებაზე შენ გნახა ... - საბა ერთი წამით გაჩერდა, თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა, მერე შემომხედა და დაამატა. - ალბათ შერიგების იმედი გადაეწურა, გადაწყვიტა ბოლოს მაინც გავემწარებინეთ და გამოუვიდა კიდეც.
-ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო, კარგი? - წამოვდექი და მხარზე ხელი დავადე მეგობარს.
-ჩემი ერთადერთი წამალი ახლა მიაა. - თქვა ღიმლით მან და ტელეფონს დასწვდა. - მასთან საუბარი ყვლაზე მეტდა მამშვიდებს.
-მას კი შენთან. - ვუპასუხე ღიმილითვე და კაბინეტიდან გამოვედი.


...
-საბამ ყველაფერი მითხრა! - მომახალა, სახლში იმ წამს შემოსულმა მიამ და მოწყვეტით დაეშვა ტახტზე.
-მეც ვიცოდი. - ამოვიოხრე დამნაშავესავით.
-ეგეც მითხრა. - უკმაყოფილო სახით გადმომხედა დაქალმა და ჩემსკენ გადმოიხარა. - რატომ არ მითხარი?
-ეს როგორ უნდა მეთქვა, მია? - შევეპასუხე მას. - ჯერ ერთი, ეს საიდუმლო შემთხვევით გავიგე და მის გამხელას მე არავინ მეკითხებოდა, თანაც შენთვის რომ მეთქვა, შენ საბას მოტყუება მოგიწევდა და ეს კარგი იქნებოდა? ან საბას არ მოატყუებდი, ეტყოდი და ძმებს ერთმანეთს გადაჰკიდებდი.
-მართალი ხარ, თუმცა არც ახლა აქვთ უკეთესი მდგომარებოა. - მხარზე თავი დამადო მიამ და მაგრად მომეხვია.
-ანდრიას ჰგონი, რომ საბას მე ვუთხარი.
-ვიცი, მაგაზეც ვისაუბრეთ.
-უბრალოდ არ მესმის, მაშინვე მე რატომ დამადანაშაულა? რატომ არ იფიქრა, რომ ეს შეიძლებოდა თამთა ყოფილიყო? ნუთუ ჩემში უფრო ეპარება ეჭვი ვიდრე მასში? - ამოვთქვი უკმაყოფილოდ.
-ანდრიამ ცხელ გულზე გითხრა ის, რაც არ უნდა ეთქვა... დამიჯერე, როცა დაფიქრდება, მიხვდება ვინც არის დამნაშავე. - დამამშვიდა დაქალმა.
-მაგრამ უკვე გვიანია.
-ნინა, ახლა არ დაიწყო! - თვალები დამიბრიალა გოგონამ.
-ამ შემთხვევაში მსხვერპლი ვარ და არ ვაპირებ თავი დავხარო. - შევეპასუხე მე.
-ანდრიამ ლოგიკურად იმსჯელა. თვითონ დაფიქრდი, საბას თამთა რამდენიმე წელი არ ჰყავდა ნანახი, მხოლოდ მამამისის დაბადების დღეზე მოჰკრა თვალი და ქალაქშიც მათი შეხვედრის მცირე შანსები იყო. შენ კი საბასთან დიდ დროს ატარებ, ერთად მუშაობთ, ამიტომაც იფიქრა, რომ შენ უთხარი და არა თამთამ.
-რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემში ეჭვი არ უნდა შეჰპარვოდა! - ვთქვი გაცოფებულმა, ფეხზე წამოვხტი, საძინებელში შევვარდი და საწოლზე დავემხე.

სიტყვებით ვერ აღვწერ, იმხელა ბრაზს ვგრძნობდი იმ მომენტში ანდრიას მიმართ და ამ ბრაზმა კინაღამ დამახრჩო.ზურგზე გადავბრუნდი, პირი თევზივით დავაღე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე, რადგან მთელი ეს დრო თურმე სუნთქვაც კი დამვიწყებოდა.
ჰაერთან ერთად ჩემს სასუნთქ გზებში სასიამოვნო სუნელიც მოხვდა, რომელმაც მოგონებები ერთიანად ამიშალა. გვერდზე გავიხედე და იქვე დადებული ანდრიას ჟაკეტი დავინახე. ვერ ავხსნი იმ მომენტში რა დამემართა, მაგრამ სავარუდოდ ეს მრსიხანების პიკი უნდა ყოფილიყო.
მაშინვე წამოვფრინდი ფეხზე, უჯრიდან მაკრატელი ამოვიღე, ჟაკეტს ხელი დავავლე და სანამ ერთიანად არ ავკუწე ვერ დავმშვიდდი. მერე კი კმაყოფილი სახით გავიღიმე და დაჭრილი ჟაკეტი მაკრატელთან ერთად უჯრაში ჩავტენე.

...
მომხდარის შემდეგ, რამდენიმე დღემ ჩვეულებრივად განვლო. სამსახურში დავდიოდი და ვცდილობდი ერთი წამითაც არ ვყოფილიყავი მოწყენილი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დარდი და ბრაზი შემომაწვებოდა, რომ მეგონა ვიხრჩობოდი და მაშინვე სუფთა ჰაერზე გავრბოდი. საბედნიეროდ ანდრია სამსახურში არ დადიოდა და ამ ყველაფერს ვერ ხედავდა.

მალე საბას მრისხანებაც დაცხრა, რადგან სავარაუდოდ მიასთან ყოველდღიური „სეანსები“ მასზე დადებითად მოქმედებდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ძმები შერიგებულან კიდეც და მამასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებიც გაუმართავთ.
ერთხელ საბა კლინიკაში გაბადრული სახით მოვიდა. თვალები ისე უბრწყინავდა, რომ ეს შორიდანაც შესამჩნევი იყო. მივხვდი ამის მიზეზი რაც იქნებოდა, მაგრამ მაინც ავედევნე უკან და დაკითხვა მოვუწყვე.
-გენიოსი დაქალი გყავს! - მითხრა საბამ, როცა კაბინეტში შემიძღვა.
-რა მოხდა? - გამიკვირდა მე.
-მთელი კვირაა იმაზე მეწუწუნება, რომ მამაჩემთან წავიდე, დაველაპარაკო და ყველაფერი გავარკვიო...
-მერე?
-გუშინ საღამოს ჩვენს სახლში მივედი და ვისაუბრეთ... - საბას სახე უფრო გაებადრა და დაამატა. - მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. დედა და ანდრიაც იქ იყვნენ. მოკლედ, მამაჩემმა და ანდრიამ ბოდიში მომიხადეს თავიანთი საქციელისთვის და შევთანხმდით, რომ ჩემი კლინიკისთვის სხვა ინვესტორს ვიპოვიდი, მას კი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება უნდა მოეცა.
-და ამაზე დაგთანხმდა?
-სხვა გზა არ ჰქონდა. - გამარჯვებული სახით გაიღიმა.
-ძალიან მიხარია.
-ჰო, მეც! ასე მგონია მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნა. - საბამ თავი ასწია და თვალებში შემომხედა. - ხვალიდან ანდრია სამსახურში დაბრუნდება.
-ჩვენზე ნუ იდარდებ. სხვა თუ არაფერი, იგნორი კარგად გამომდის. - დავამშვიდე მეგობარი.
-ნინა, ანდრიას არ ვამართლებ, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ დარდობს შენს გამო და როგორ ნანობს თავის საქციელს.
-მიას დაურეკე და ყველაფერი მოუყევი, მე კი სამუშაოს დავუბრუნდები. - სწრაფად შევცვალე საუბრის თემა და საბას დავემშვიდობე.

მეც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ავმჩატდი და ახლა თავისუფლად სუნთქვაც შემეძლო. მართლა ძალიან მიხაროდა ორივე ძმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით არ იმსახურებდა ამას.

...
საღამოს, ჩემი სამუშაო საათები რომ დასრულდა, ჩანთა ავიღე და კლინიკა დავტოვე. ავტობუსიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და ტყე-პარკს მივაშურე.
ზაფხულის დღის სიცხე ნელ-ნელა იფანტებოდა, პარკის სიღრმეში სასიამოვნო სიგრილე სუფევდა. როგორც იქნა მივაღწიე ჩემს საყვარელ ადგილამდე, ტბის პირამდე და არე-მარეს თვალი მოვავლე. ტბის მწვანე ზედაპირზე არეკლილი, ჩამავალი მზის სხივები მომაჯადოებლად ციმციმებდნენ და დაუვიწყარ წარმოდგენას ქმნიდნენ, წყალში შეჭრილი ვიწრო ხის ნავსაყუდელი კი, რომლის ორივე მხარესაც პატარა ნავები იყო მიბმული, სიმყუდროვის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და დაუფიქრებლად „fly me to the moon” ჩავრთე. ცას ავხედე. ჩამავალი მზე რაც უფრო ფერმკთალდებოდა, მით უფრო იკვეთებოდა ცაზე მთავის ფორმა.
ყველა ფიქრი და ყველა მოგონება ერთდროულად შემომაწვა. გამახსენდა ანდრიასთან გატარებული ყველა მომენტი, უხერხულიდან დაწყებული რომანტიულით დამთავრებული. გამახსენდა, ამ სიმღერის ფონზე, როგორ ვიდექით მთვარის შუქის ქვეშ. არ ვცეკვავდით, მხოლოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ჩვენთვის ესეც საკმარისი იყო. გამახსენდა, ჩვენი პირველი შეხვედრა და მოულოდნელად სიცილი ამივარდა. კიდევ კარგი, გამვლელებს არ დავუნახივარ, თორემ ალბათ გიჟად ჩამთვლიდნენ.

იმწამს არც დარდს ვგრძნობდი და არც სიბრაზეს. არ ვიცი თავისით გამიარა, თუ იმ სასიამოვნო მოგონებების გასხენებამ იმოქმედა, რომელიც ანდრიასთან მაკავშირებდა.
ფიქრებში გართულმა, ვერც კი ვიგრძენი ისე შებინდდა და ტყე-პარკის სიღრმეში ლამპიონების მკრთალი შუქები აკიაფდა. უცებ ნიავმა დაუბერა და ჩემამდე ნაცნობი სასიამოვნო სურნელი მოიტანა. თავი მოვაბრუნე და ჩემს გვერდზე ჩამომჯდარი ანდრია დავინახე, რომელიც ინტერესით მაკვირდებოდა.
-როგორ მომაგენი? - შევკრთი, ყურსასმენები მოვიხსენი და განაწყენებული ხმით ვიკითხე.
-კლინიკიდან რომ გამოხვედი, მას შემდეგ მოგვყვები. - მიპასუხა მან და გამიღიმა. - უკვე ორი საათია უკან მდებარე სკამზე ვზივარ და გაკვირდები, მაგრამ მეტის გაძლება აღარ შემეძლო.
-ტყუილად დაგიკარგავს დრო. - ვუთხარი უხეშად და თავი ისევ მივაბრუნე.
-ვიცი, რომ ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს, ამიტომ არ მოგიხდი... სამაგიეროდ ყველაფერს აგიხსნი.
-ნუ შეწუხდები. - ისე ვუპასუხე მისკენ არც გამიხედავს.
-სარკაზმი ძალიან გიხდება. - ხმაზე შევატყვე, რომ ისევ ეღიმებოდა. - სულ გაბრაზებულმა უნდა იარო.
-შენს გვერდით, ეგ ნამდვილად არ გამიჭირდება.
-მეგობარი, რომლის მამასაც კლინიკისთვის თანხის ჩარიცხვა მივაწერე, თამთაა. - დაიწყო უცებ მან. - მე და საბას ცხოველები ბავშვობიდან გვიყვარდა. მამა ვერ ეგუებოდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ ვეტერინარობა გადავწყვიტეთ, ამიტომაც ვიჩხუბეთ. მე შვეიცარიაში წავედი, საბა კი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე თვის წინ, როცა უკან დავბრუნდი, ჩემი ძმის კლინიკა ცუდ დღეში დამხვდა და მისი დახმარება გადავწყვიტე. მამამ თვითონ შემომთავაზა, რომ კლინიკისთვის თანხა ჩაგვერიცხა და რადგან ვიცოდით, საბა ამას არ მიიღებდა, ყველაფერი ფარულად გავაკეთეთ. კლინიკის ფინანსური საკითხები მე ჩავიბარე და ანგარიშზე თანხას ისე ვრიცხავდი, საბა ამას საერთოდ ვერ იგებდა. გამომდინარე იქიდან, რომ თამთას მამა წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს და აქ თითქმის არ ჩამოდის, გადავწყვიტე ეს ქველმოქმედება სწორედ მისთვის მიმეწერა და ამაში თამთამაც დამიჭირა მხარი. მთელი ეს დრო ისიც იტყუებოდა, თუმცა ბოლოს არც ერთს არ გაგვიმართლა. თამთას მამამ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა და რადგან ის ჩვენი ოჯახის მეგობარია, ვიცოდი საბას აუცილებლად გადაეყრებოდა სადმე და ჩვენი ტყუილიც გამჟღავნდებოდა. - ანდრიამ ცოტა ხანს შეისვენა, სახეზე დამაკვირდა, დარწმუნდა, რომ ვუსმენდი და ისევ განაგრძო. - როცა ეს ამბები დაიწყო, მე და თამთა მაშინ ერთად ვიყავით და ამ ტყუილის თქმაში დამეხმარა, ხოლო როცა დავშორდით საიდუმლოდ შემინახა.
-შენ და თამთა ერთმანეთს ძალიან შეეფერებით. - მივახალე უხეშად.
-გეყოფა! - ხმა გაუმკაცრდა ანდრიას, მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა. - არასწორად მოვიქეცი, როცა ყველაფერში შენ დაგადანაშაულე... როგორც ჩემი ძმა იტყოდა, სულელი და იმპულსური ვარ, მაგრამ გეფიცები ყველანაირად შევეცდები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. მე ვინ უნდა დავადანაშაულო რამეში, როცა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ეს ტყუილი მე, რომ არ მომეფიქრებინა, არც არაფერი მოხდებოდა. თამათას კიდევ არანაირი კომპრომატი აღარ ექნებოდა ძმების და ჩვენს დასაპირისპირებლად.
-გამიშვი. - დავიჩურჩულე მე და ანდრიას ხელი გამოვტაცე. -ტყუილების თქმა კარგად გეხერხება, ახლა რატომ უნდა დაგიჯერო?
-ასეთი გულწრფელი არასოდეს ვყოფილვარ. - მიპასუხა დახშული ხმით და თვალებში შემომხედა.
მივხვდი, რომ არ მატყუებდა. არ მქონდა მიზეზი მისი ნათქვამი არ დამეჯრებინა, მაგრამ ქალურმა სიამაყემ შემომიტია და ასე მალე მისთვის პატიებას ნამდვილად არ ვაპირებდი.
-იცი, ყველაზე დიდი ტყუილი როდის ვთქვი? - მკითხა უცებ და ჩემი გაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა, განაგრძო. - კლინიკის ეზოში რომ გითხარი ლამაზი არ ხარ-მეთქი, აი,მაშინ.
-ეს უნდა დავიჯერო?
-ეს ყველაზე მეტად უნდა დაიჯერო, ნინა. - მიპასუხა სევდანარევი ხმით და წამოდგა. - მითხარი, რით გამოვსიყიდო ჩემი საქციელი და ყველაფერს გავაკეთებ!
-ამ ტბაშიც რომ ჩაიხრჩო, ჩემდამი უნდობლობას მაინც არ გაპატიებ. - ვუთხარი ირონიული ღიმლით.
-მაგასაც გავაკეთებ! - მიპასუხა სერიოზულად.
-ჰო, დავიჯერე! - ყალბად გავიღიმე, გაღიზიანებული სახით დავავლე ჩანთას ხელი, ფეხზე წამოვვარდი და პარკის ცენტრალური ნაწილისკენ გავემართე.
-ნინა! - დაიყვირა უცებ ანდრიამ ჩემი სახელი და ინსტინქტურად მისკენ შევბრუნდი.
რატომღაც სულაც არ გამკვირვებია, როცა ანდრია პატარა ხის ნავსაყუდელზე შემდგარი დავინახე.ზურგით ტბისკენ იდგა, სახით ჩემსკენ და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-კარგი წარმოდგენაა! - მოუთმენლად გადავატრიალე თვალები. - დაახლოებით ისეთი, როგორიც ლიფტში დადგი, როცა კლაუსტროფობია მოიგონე!
-ცურვა არ ვიცი! - დაიყვირა მან, ბოლოჯერ შემავლო ნაღვლიანი მზერა, უკან გადაქანდა და მთელი სისწრაფით გადაეშვა წყალში.
განცვიფრებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ამას ნამდვილად არ ველოდი, არ ველოდი თუ ტბაში გადახტებოდა. უნებურად ერთი ნაბიჯი გადავდი მისკენ, მაგრამ თავს შევუძახე, რომ ანდრია უბრალოდ იტყუებოდა და მის მახეში არ უნდა გავბმულიყავი, მაგრამ გასული წამები საუკუნეებად მეჩვენებოდა, ის კი წყლიდან არადა არ ლამობდა ამოსვლას.

-ანდრია! - დავიკივლე უცებ სასოწარკვეთილმა, როცა გავიაზრე, რომ შეიძლებოდა ის დახმარებას საჭიროებდა, მე კი აქ ვიდექი და რაღაც სულელური გაბრაზების გამო ვორჭოფობდი.
საუკეთესო მოცურავე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რაღაც მეც შემეძლო, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე, ჩანთა იქვე მივაგდე, ფეხსაცმელები გავიხადე და არც კი დავფიქრებულვარ ისე გადავხტი ტბაში.
თავიდან ვერაფერი გავარჩიე, რადგან შებინდებული იყო და თან პარკის ლამპიონებიც ვერ მეხმარებოდნენ. საერთოდ ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ხელებს ვიქნევდი და მის სახელს ვიძახდი, მაგრამ პასუხს არავინ მცემდა.

მოულოდნელად ფეხში რაღაცამ დამქაჩა და სიღრმეში ჩამითრია.
გავიბრძოლე, რომ მომეშორებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რამდენიმე წამში მხრებზე ვიგრძენი ნაცნობი ხელების შეხება, მერე კი სულ მცირე განათების ფონზე ანდრიას სახეს მოვკარი თვალი. მეგონა უჰაერობისგან გავიგუდებოდი, ამიტომ მკერდზე ხელი ძლიერად ვუბიძგე, რომ მომეშორებინა, თუმცა ბიჭმა ისევ მაგრად დამიჭირდა. ამოყვინთვის საშუალებაც კი არ მომცა, ხელები სახეზე შემომაჭდო და ისევ ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება, რომელსაც წყლის სიღრმეშიც კი არ დაკარგვოდა ის ნაცნობი გემო.

როცა გული იჯერა და როცა იგრძნო, რომ წყლის ქვეშ მეტხანს ვეღარ გავჩერდებოდით, ანდრია მომშორდა და ერთად ამოვყვინთეთ ზედაპირზე.
კიდევ დიდხანს არ გავუშვებდით ხელს ერთმანეთს, ხალხის შეძახილები და მხურვალე აპლოდისმენტები რომ არ გაგვეგონა. მაღლა ავიხედე და ნავსაყუდელზე გადმომდგარი პარკის დამსვენებლები დავინახე, რომლებიც გადარჩენას გვილოცავდნენ, თუ შერიგებას ზუსტად ვერ დავადგინე.

ანდრიას თავი დავაღწიე, ნაპირისკენ გავცურე, დიდი ძალისხმევის შედეგად გამოვფოფხდი წყლიდან და მიწაზე გულაღმა გავწექი. ანდრიაც ჩემს გერდით აღმოჩნდა. ორივემ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მივაპყარით მზერა და ფლტვების ჰაერით ავსებას შევუდექით.
-მომატყუე... ცურვა იცი... - ამოვილაპარაკე ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
-ჰო... ცურვა ვიცი. - მიპასუხა ოხვრით მან.
-იდიოტი ხარ! - მოულოდნელად ხველასთან ერთად სიცილიც ამივარდა.
-სამაგიეროდ, შენ ამ იდიოტზე გიჟდები. - სიცილში ამყვა ისიც.
-საიდან... მოიტანე? - ყალბად გავუღიმე.
-ჩემს გადასარჩენად ტბაში გადმოხტი. - იგივე მიმიკით შემომხედა.
-ნებისმიერს გადავარჩენდი. - ვეცადე მისი თავდაჯერებულობა ჩამომენგრია.
-მაგრამ, მარტო ჩემს გამო გექნებოდა, ისეთი შეურაცხადის გამომეტყველება. - დაასკვა მან კმაყოფილი სახით.
-ვერ გიტან! - ცავისისნე ბრაზით.


...
მართალია ძალიან ცხელოდა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა ერთიანად სველი სამოსი, რომელიც კანზე მეკვროდა და რომელსაც თბის წყლის სუნი ასდიოდა.
პარკიდან გამოსულს, ანდრიამ მანქანის კარი გამიღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი.
-ასე ჩავჯდე? - ვიკითხე მე.
-ორივენი ერთ დღეში ვართ. ჩაჯექი და მერე მივხედავ, როგორმე. - მიპასუხა მან.
-საჭესთან დამსვი. - შევთავაზე უცებ და ბიჭს თვალებში შევაჩერდი.
-რატომ? - ეჭვის თვალით შემომხედა.
-დიდი ხანია არ მიტარებია და მაინტერერსებს როგორ გამომივა.
-დარწმუნებული ხარ?
-ხომ გინდა, რომ შეგირიგდე?
-მეგონა უკვე შევრიგდით.
-ჯერ არა. - თავი ჯიუტად გავაქნიე.
-კარგი. - ამოიოხრა მოუთმენლად, გასაღები მომაწოდა და თვითონ გვერდით მომიჯდა.
საჭესთან დავჯექი, მანქანა დავქოქე და მშვიდად გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას. ცოტა ხანში, ჩემი გეგმის განხორციელება მოვიწადინე, მოულოდნელად ჩიხში შევუხვიე და სადღაც მიყრუებულ ქუჩაზე აღმოვჩნდით, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ანდრიამ არაფერი იცოდა.
-აქ რა გვინდა? - გაუკვირდა ბიჭს.
-წყალს ვერ მიყიდი? ძალიან მწყურია. - ვედრებით შევხედე ანდრიას და იქვე მდებარე დაფეხვილ შენობაზე ვანიშნე, რომელსაც გახუნებული ასოებით ეწერა „მარკეტი“.
-კარგი, ჰო! - მითხრა მან, თუმცა სახეზე აშკარა უნდობლობა შევნიშნე.
ანდრია მანქანიდან გადავიდა და ერთი ნაბიჯი მარკეტისკენ გადადგა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისევ შემობრუნდა, მაგრამ მანქანის კარი ჩავუკეტე, ის კი სახელურს დაეჯაჯგურა და რომ ვერ გააღო, მინაზე მომიკაკუნა.
-რას აკეთებ?
-ქუჩაში გტოვებ! - მივახალე პირდაპირ.
-არ მეცინება. - წარბი შეკრა.
-მე მეცინება. - ნიშნის მოგებით გავუღიმე.
-ნინა, სამაგიეროს მიხდი?
-კი. - თავი დავუქნიე სიცილით. - შენ საფულე მაინც გაქვს და არაფერი მოგივა, ტაქსის გამოიძახებ, თან ჯერ მხოლოდ ცხრა საათია და არა ღამის ორი, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო.
ანდრიამ უცებ ჯიბეები მოიქექა, ჯერ საფულე ამოიღო, მერე კი ტელეფონი და ნერვებმოშლილმა შემომიბღვირა.
-ფულიც დასველდა და ტელეფონიც! არც ერთი არ მაქვს, ასე რომ, გამიღე კარი!
-აბა, რა გეგონა წყალში, რომ ხტებოდი?
-ნინა!
-ჩემი კორპუსი ერთი გაჩერების იქითაა, სახლში შენი ჟაკეტი მაქვს, რომელიც განზრახ არ დაგიბრუნე, რადგან მომწონდა, როცა შენს სურნელს თან ვატარებდი, მაგრამ გაბრაზებულზე ნაკუწებად ვაქციე. და თუ ამ სველი ტანსაცმლის გამოცვლა მოგინდება შემომიარე, შენს დაჭრილ ჟაკეტს სიამოვნებით დაგუბრუნებ. - მივაძახე მშვიდი სახით, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, მანქანა დავქოქე და წამოვედი.
-ვიცი, რომ ჩემზე გიჟდები! - ძრავის ხმაურში, მაინც გარკვევით მოსწვდა მისი სიტყვები ჩემს სმენას.
-რა თქმა უნდა. - ჩავილაპარაკე ჩუმად, სარკე გავასწორე და გზაზე მდგარ ანდრიას გავხედე.


...
რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემი კერპუსის ეზოში შევედი და სახლისკენ მიმავალი მია დავინახე, რომელსაც ხმაურიანად დავუსიგნალე. გოგონა ტელეფონში თავჩარგული მიდიოდა, სიგნალმა კი ისე შეაშინა, რომ ბურთივით შეხტა და უკვე თავხედი მძღოლის გასალანძღად მომემზადა, მაგრამ ხელში მე შევრჩი.
-რა ხდება? სველი რატომ ხარ? ანდრია სადაა? ეს მისი მანქანაა? - ერთდროულად მომაყარა კითხვები დაქალმა.
-შევრიგდით! - ვუპასუხე მხოლოდ ერთი სიტყვა და კორპუსისკენ წავედი.
ამ დროს, საიდანღაც ისევ შავი კატა გამოჩნდა. ფიფიქიამ ამჯერად მარჯვნიდან გადმოუხვია და გზა ისე გადამიჭრა, რომ ტრადიციულად ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
-დაინახე?! - ვიკივლე გაბრწყინებული თვალებით და მიას გავხედე.
-გზა გადაგიჭრა! - მანაც იკივლა სიხარულისგან.
-თან მარჯვნიდან!
-გამოდის, რომ...
-დათარსული აღარ ვარ! - ისევ ვიკივლე. - დათარსული აღარ ვარ! ხალხნო, დათარსული აღარ ვარ!
-რა თქმა უნდა, აღარ ხარ. - გავიგონე უკნიდან ქალის ხრინწიანი ხმა, მივტირალდი და ჩემი მეზობელი დაშა დავინახე, რომელსაც ხელში ფიფქია ეჭირა.
-ძალიან თავხედი კატა გყავთ, იცით?! - ვუთხარი მოურიდებლად. - ასწავლეთ, რომ ხალხს ასე არ უნდა გადაურბინოს გზაზე.
-მან ეს კარგად იცის. - სარკაზმნარევი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. - ის მხოლოდ მათ თარსავს, ვინც ამას იმსახურებს.
-და მე რით დავიმსახურე? - ვიკითხე განაწყენებულმა.
-აბა, კარგად დაფიქრდი... - დაშა ჩემსკენ გადმოიხარა და თვალებში ჩამაკვირდა. - რამდენი რამ მოხდა ამ მოკლე ხანში და როცა გეგონა ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. - ქალი მხრებში გაიმართა, მოულოდნელად გამიღიმა და დაამატა. - ზოგიერთ კულტურაში შავი კატა იღბლის მომტანად ითვლება.
-სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედე თვალებში...
-და ყოველ ჯერზე გადარჩი, თანაც ვინ გადაგარჩინა?
-აა... - ანდრიას სახელი პირზე შემეყინა, როცა გავიაზრე, რომ ყველა ჩემი უიღბლობის მომსწრე სწორედ ადნრია იყო და ყოველ ჯერზე ზუსტად ის მეხმარებოდა.
სწორედ ამ უიღბლობებმა შეგვახვედრა ერთმანეთს და დაგვაახლოვა კიდეც. ის საღამო გამახსენდა, როცა „შრეკს“ ვუყურებდი „I Need a Hero“-ს ვღიღინებდი და ვიძახდი, მეც მინდა ასეთი პრინცი მყავდეს-მეთქი.
-ფიფქია მეტჯერ აღარ დაგთარსავს. - მითხრა ქალმა.
მე მის ხელებში მოქცეული კატისკენ დავიხარე, ფოსფორისფერ თვალებში ჩავხედე და სერიოზული სახით ვუთხარი.
-თუ ისევ დამთარსავ, დაგიჭერ, გაგპარსავ და ქუჩაში გაგიშვებ, რომ ყველა კატის დასაცინი გახდე.
ფიფქიამ ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს ჩემი ნათქვამიდან ყველაფერი გაიგო. მე ჩემს ქცევაზე გამეცინა, კატას მოვეფერე და მის პატრონს ავხედე.
დაშამ ჩემი აზრები აშკარად ამოიკითხა, კიდევ ერთხელ შემათვალიერა ალმაცერად და ნახევრად ჩაბნელებულ სადარბაზოში გაუჩინარდა.
-ღმერთო ჩემო... - ჩურჩულით მომიახლოვდა მია, რომელიც მთელი ეს დრო ენაჩავარდნილი იდგა გვერდზე. - ეს რა ჯანდაბა იყო?
-ამოუცნობი ფენომენი. - დავასკვენი მე და მეგობარი კორპუსისკენ ძალით წავათრიე.

...
„23 ივლისი“

-ანდირა უკვე შუაღამეა, დავაბრუნოთ ელენე სახლში, თორემ ლელა ინერვიულებს. - ამოვიწუწუნე დაქანცულმა.
-ცოტა ხანს დავრჩეთ, რა. - წამოიძახა ბავშვმა და ჩვენს შორის ჩამდგარმა ორივეს ძლიერად მოგვიჭირა ხელები.
-ოთხი წლის ხარ და ამ დროს უკვე უნდა გეძინოს. - ავუხსენი მშვიდად.
-მოდი დავბრუნდეთ და ხვალ ისევ ვისეირნოთ, კარგი? - ზემოდან დახედა ანდრიამ გოგონას.
-კარგი. - მოწყენილი სახით დაუქნია თავი ელენემ და ჩვენზე ადრე გააბიჯა პარკის ცენტრალურ ნაწილში.

თორმეტი სრულდებოდა და საშინლად მეძინებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე შადრევნის მეორე მხარეს, სკამზე ჩამომჯდარი სამი ფიგურა. ქალს ჩალისფერი თმა და ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა, ბიჭს ნიკაპზე წამოზრდილი წვერი, მესამე პიროვნება(მამაკაცი) კი აქამდე არ მენახა, თუმცა ვაღიარებ ძალიან სიმპათიური იყო.
-უნდა ვიეჭვიანო? - თვალები დამიბრიალა სიცილით ანდრიამ.
-ხედავ იმ სამეულს? - ვკითხე და შეუმჩნევლად ვანიშნე, მანაც სკამისკენ გაიხედა და თავი დამიქნია.
-იმ დღეს, ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, ის ორნი, მაშინაც იქ ისხდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ. - ქალზე და ბიჭზე ვანიშნე მე.
-მეც მახსოვს! - თვალები გაუფართოვდა ანდრიას. - გეფიცები, მართლა მახსოვს! თვალი მოვკარი, როგორ გვიყურებდნენ... არა, ისედაც ყველა ჩვენ გვეიყურებდა, მაგარმა ის ორი ისე იქცეოდა, თითქოს...
-თითქოს იცოდნენ რაც მოხდებოდა, ან რაღაც ასეთი. - სიტყვა შევაშველე.
-ჰო,ზუსტად! - დამეთანხმა.
უცებ შევნიშნე, როგორ გამოიხედეს წვერიანმა ბიჭმა და ქალმა ჩვენსკენ.
-არ შეხედო. - დავიჩურჩულე მე და ერთდორულად მივაბრუნეთ თავები.
-უცნაური ტიპები არიან, არა? - ჩემსკენ გამდოიხარა ანდრია.
-აქაურებს არ გვანან, ალბათ ჩამოსულები არიან.
-მოდი, შევეშვათ მათ და იმაზე შევთანხმდეთ თუ ხვალ სად წავიდეთ. - ლაღად გაიღიმა მან, მხრებზე ხელი ძლიერად მომხვია და ხმაურით მაკოცა.
-ნაყინი, ნაყინი ვჭამოთ! - წამოიძახა ელენემ.
-მეც ნაყინის მომხრე ვარ. - დაეთანხმა ანდრია.
-კარგი, ჰო, გნებდებით! - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და სიცილით გავემართე პარკის გასასვლელისკენ.


დასასრული
30.09.2017скачать dle 11.3




№1  offline წევრი deep

მარგო
შოკში ვარ
რასქვია დიდი ვერაფერი ისტორიაა?
ძალიანაც კარგია
დაბრუნებაც ასეთი ვიცი
სასწაული ხარ
ვგიიჟდები შენზე
ნინაზე ვგიჟდდბი
მეც
მინდა
ანდრიასავით პრინცი
ჩემი როიყოს
საბა და მია
სასწაულები იყვნენ
თამთა?
რატომღაც ისიც დამევასა
მალე დაგვიიბრუნდი
ახალი ისტორიით
შენი ერთგული მკითხელი
დიანა

 



№2  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

შოკში ვარ!
შოოკში!
აი იმგადარეულის მოწყობილი რომ არის ყველაფერი იმიტომ!
ეიფორია როგორ მიყვარს და ეს ხო საერთოდ შოკი იყო
ყველა პერსონაჟი საოცარი იყო..
შენი გადარეული იუმორი არ იკარგება ..
პიტბული შემოყვარხა მემგონი..
ვაიმეეე არა მართლა შოკშივარ!
ეს ისს წყვილი რომ არის ეიფორიიდან იმაზე უფრო დაშოკილივარ.
ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ ამას არა..
საოცარი ემოციებიტ იყო დატვირთული
ჰმ მობილურის კოდებზე საოცრად ბევრი ვიცინე..
საოცრებახარ რა!
ანდრია უზომოდ საოცარი ბიჭია!
აი ძალიან მომეწონა!
მარგოსაოცრება ხარ!
საოცარი პერსონაჟებით!
და საოცარი მუზებით!

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

მარგო,
შენს ისტორიებს თავისებური ელფერი დასდევს თან, სულ მგონია რომ რაღაც საოცრებათა ქვეყანაში ვხვდები და მისტიური ამბები დამტრიალებს თან ❤
მე ეს ისტორიაც მომეწონა, კატას გადაპარსვა რომ ახსენა ნინამ ცუდად გავხდი, კატის გაკვირვებული სახე წარმომიდგა რატომღაც :დდ
ანდრეას და ნინას თითოეული მომენტი შემიყვარდა, ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ ❤

 



№4  offline წევრი qeti.ii

პირველი ვაარ,მარგო რამდენჯერ გითხრა რომ კარგი ხარ?შენ და მისტიკა,ფანტასტიკა უბრალოდ სასწაულია,ისტორიას რაც შეეხება ფავორიტების სიას მიემატა,თავიდან თქვი,რომ უბრალო და ბანალურია,არ გეთანხმები,ჩემთვის და ჩემნაირებისთვის,ვისაც ფანტაზია უყვარს ბანალური სულაც არაა,უძალიანმაგრესად მომეწონა,ისე ანდრია,შრეკში ბოროტ პრინცს მართლა გავს,ფოტო რომ ვნახე,ნინა და მია უმაგრესი დაქალები,აი,საბა კარგი ბიჭი,ანდრია კი ჩემი პრინცი:დდდდ
ვილი და ფიფქია ისტორიაში ყველაზე მეტად შემიყვარდა და მომეწონა(ცხოველებზე გაგიჟებული მე).იუმორს არ ივიწყებ,სასწაული იყო,ასაკზე ბევრი ვიცინე:დდდ
მოკლედ ძალიან ვისიამოვნე,და ველი ცივსისხლიანს,ძალიან კარგი ხარ,ახლა ტკბილად დამეძინება❤❤❤❤❤

 



№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

deep
მარგო
შოკში ვარ
რასქვია დიდი ვერაფერი ისტორიაა?
ძალიანაც კარგია
დაბრუნებაც ასეთი ვიცი
სასწაული ხარ
ვგიიჟდები შენზე
ნინაზე ვგიჟდდბი
მეც
მინდა
ანდრიასავით პრინცი
ჩემი როიყოს
საბა და მია
სასწაულები იყვნენ
თამთა?
რატომღაც ისიც დამევასა
მალე დაგვიიბრუნდი
ახალი ისტორიით
შენი ერთგული მკითხელი
დიანა

აუუ ჩემო გოგო ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤ სიყვარული ხარ შენა❤ სასწაულად გამახარე :*** ავივსე ემოციებით სულ ისეთი საოცრება მყავხარ :**** ძალიან მალე იქნება ახალიც გპირდებით ❤❤❤❤ :დდდდდდ

LuckyGirl
შოკში ვარ!
შოოკში!
აი იმგადარეულის მოწყობილი რომ არის ყველაფერი იმიტომ!
ეიფორია როგორ მიყვარს და ეს ხო საერთოდ შოკი იყო
ყველა პერსონაჟი საოცარი იყო..
შენი გადარეული იუმორი არ იკარგება ..
პიტბული შემოყვარხა მემგონი..
ვაიმეეე არა მართლა შოკშივარ!
ეს ისს წყვილი რომ არის ეიფორიიდან იმაზე უფრო დაშოკილივარ.
ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ ამას არა..
საოცარი ემოციებიტ იყო დატვირთული
ჰმ მობილურის კოდებზე საოცრად ბევრი ვიცინე..
საოცრებახარ რა!
ანდრია უზომოდ საოცარი ბიჭია!
აი ძალიან მომეწონა!
მარგოსაოცრება ხარ!
საოცარი პერსონაჟებით!
და საოცარი მუზებით!

ვაიმეე ქალაუ მართლა არ მეგონა ამხელა ემოციებს თუ გამოვიწვევდი :00 ვგიჟდები მე შენზე უსაყვარლესოოო ❤❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤❤ მართალი ხარ ისტორია ეიფორიას დავუკავშირე და პაზლივით ჩაჯდა ერთმანეთში მგონი :დდდ ❤❤❤

TeddyBear
მარგო,
შენს ისტორიებს თავისებური ელფერი დასდევს თან, სულ მგონია რომ რაღაც საოცრებათა ქვეყანაში ვხვდები და მისტიური ამბები დამტრიალებს თან ❤
მე ეს ისტორიაც მომეწონა, კატას გადაპარსვა რომ ახსენა ნინამ ცუდად გავხდი, კატის გაკვირვებული სახე წარმომიდგა რატომღაც :დდ
ანდრეას და ნინას თითოეული მომენტი შემიყვარდა, ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ ❤

ჩემი გოგო ხარ ❤❤❤❤ ჩემი ერთგული და ერთ-ერთი ძირძველი მკითხველი :დდდ ❤❤ სულ გვერდში მიდგახარ და სულ სტიმულს მაძლევ ამ საოცარი სიტყვებით ❤❤ამიტომაც მიყვახარ ასე ❤❤❤ და უღრმესი მადლობა ძალიან მიხარია რომ გაგამხიარულე მაინც :*** :დდდ ❤❤❤❤❤

qeti.ii
პირველი ვაარ,მარგო რამდენჯერ გითხრა რომ კარგი ხარ?შენ და მისტიკა,ფანტასტიკა უბრალოდ სასწაულია,ისტორიას რაც შეეხება ფავორიტების სიას მიემატა,თავიდან თქვი,რომ უბრალო და ბანალურია,არ გეთანხმები,ჩემთვის და ჩემნაირებისთვის,ვისაც ფანტაზია უყვარს ბანალური სულაც არაა,უძალიანმაგრესად მომეწონა,ისე ანდრია,შრეკში ბოროტ პრინცს მართლა გავს,ფოტო რომ ვნახე,ნინა და მია უმაგრესი დაქალები,აი,საბა კარგი ბიჭი,ანდრია კი ჩემი პრინცი:დდდდ
ვილი და ფიფქია ისტორიაში ყველაზე მეტად შემიყვარდა და მომეწონა(ცხოველებზე გაგიჟებული მე).იუმორს არ ივიწყებ,სასწაული იყო,ასაკზე ბევრი ვიცინე:დდდ
მოკლედ ძალიან ვისიამოვნე,და ველი ცივსისხლიანს,ძალიან კარგი ხარ,ახლა ტკბილად დამეძინება❤❤❤❤❤

ჩემო საყვარელოო მეც ტკბილად დამეძინება ასეთი სიტყვებით რომ შემამკე :***❤❤❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, მართლა ვანათებ აგვისტოს მზესავით :დდდ ❤❤❤ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე :****❤❤❤❤

 



№6  offline წევრი qeti.ii

qeti.ii
პირველი ვაარ,მარგო რამდენჯერ გითხრა რომ კარგი ხარ?შენ და მისტიკა,ფანტასტიკა უბრალოდ სასწაულია,ისტორიას რაც შეეხება ფავორიტების სიას მიემატა,თავიდან თქვი,რომ უბრალო და ბანალურია,არ გეთანხმები,ჩემთვის და ჩემნაირებისთვის,ვისაც ფანტაზია უყვარს ბანალური სულაც არაა,უძალიანმაგრესად მომეწონა,ისე ანდრია,შრეკში ბოროტ პრინცს მართლა გავს,ფოტო რომ ვნახე,ნინა და მია უმაგრესი დაქალები,აი,საბა კარგი ბიჭი,ანდრია კი ჩემი პრინცი:დდდდ
ვილი და ფიფქია ისტორიაში ყველაზე მეტად შემიყვარდა და მომეწონა(ცხოველებზე გაგიჟებული მე).იუმორს არ ივიწყებ,სასწაული იყო,ასაკზე ბევრი ვიცინე:დდდ
მოკლედ ძალიან ვისიამოვნე,და ველი ცივსისხლიანს,ძალიან კარგი ხარ,ახლა ტკბილად დამეძინება❤❤❤❤❤
არ ვყოფილვარ პირველი,ეს დასამტვრევი ტელეფონი თავის დროზე რატომ არ მანახებს რაც საჭიროა

 



№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"ეიფორია" ტიტანია ობერონი და რობი...
ისაა არა?! ვაიმეეეეეეეეე რა კარგი ხააააააარ ... ძალიან მაგარი იყო როდესაც გოგოსკენ გაანებული პიტბული წავიკითხე ეგრევე მივხვდი რა კაგრი იყოოო....
აუ აღარ დაიკარგო ამდენიხნით და მალე დაგვიბრუ დი რაააა ♡♡♡♡

 



№8  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ანი ანი
"ეიფორია" ტიტანია ობერონი და რობი...
ისაა არა?! ვაიმეეეეეეეეე რა კარგი ხააააააარ ... ძალიან მაგარი იყო როდესაც გოგოსკენ გაანებული პიტბული წავიკითხე ეგრევე მივხვდი რა კაგრი იყოოო....
აუ აღარ დაიკარგო ამდენიხნით და მალე დაგვიბრუ დი რაააა ♡♡♡♡

ჰოო სიყვარულოო სწორად მიხვდი რობ'ინზონას ნამოქმედარი ამბები კატის უკუღმართულ აზრებს დაემთხვა :დდდდ ძალიან დიდი მადლობააა ❤❤❤ ყველანაირად ვეცდები არ დავიკარგო და მალე დავბრუნდე❤❤❤❤❤

 



№9 სტუმარი Guest shokoladi :D

მოკლედ წინაზე აღმოვაჩინე რომ წარმოდგენაც არ გქონია ისე ვკითხულობ შენს ისტორიებს ხოდა ახლა გადავწყვიტე არცერთი დაგიტოვო უკომენტაროდ :D :D :D მოკლედ ბევრი ვიცინე , როგორც შენი ისტორიების კითხვისას მჩვევია :D ყოველთვის მანცვიფრებს შენი ფანტაზიის უნარი. ან საიდან იგონებ, ან სად კითხულობ ან სად იკვლევ ასეთ უცნაურ ფაქტებს არ ვიცი მე :D ერთი ის კი დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან კარგად გამოგდის გადმოცემა, გამხატვრულება და ზოგადად წერა. ალბათ არ ვარ პირველი ვინც ამას გეუბნევა , მაგრამ მეც უნდა ვთქვა. საოცარი გოგო ხარ <3 <3 <3 ყოველთვის, აი შენი გამოჩენის პირველი წუთიდან ვფიქრობ რომ განსხვავებული ადამიანი ხარ და ეს ძალიან მიზიდავს :D <3 <3 მოკლედ ძალინ ვისიამოვნე . ხშირად არ ვამბობ ხოლმე მაგრამ შენ ერთერთი ხარ ვინც არასდროს არ უნდა შეწყვიტოს წერა <3 <3 ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ მარგარეტ <3

 



№10  offline წევრი Firefly

ძალიან მომეწონააა ♥♥ ეჭვიც არმეპარებოდა რომ საოცრება იქნებოდა ჰოდა გაამართლა, აგრესი იყო! ყველა პერაონაჟი მომეწონა.ბოლოს იმ სამმა დაფიქრა და ესმა გახსენდა, წვერიანიც :დ
--------------------
M.T

 



№11  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ნუ,აი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო! მარგო, შენ მე შაბათი საღამო გამიხალისე და გამიფერადე. heart_eyes
ძალიან მაგარი ისტორია იყო. ისე მომეწონა,როგორ აგიხსნა არ ვიცი :დდდ ჯერ რამდენი ვიცინე, განსაკუთრებით იმ მომენტზე კატას რო ეხვეწებოდნენ მარჯვნიდან მარცხნივ გადამიჭერი გზაო :დდდ ბავშვს რო ნაყინი შეაზილა და ეს წარმოვიდგინე საერთოდ შოკი იყო :დდ ისე, ამ საწყალ გოგოს იმდენი უბედურება დაემართა, დამპალი კატა! აი, ეს ისტორია მარტო იმიტომ გახდება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი,რომ ნინა დიდი მონდომებით ლანძღავდა იმ ეშმაკის ნაშიერებს! მერე მეტყვი, როგორ შეიძლება კატა არ გიყვარდესო და ხო ხედავ, რამდენი გაუგებრობა გამოიწვია მაგისმა სიბოროტემ :დდდ
ეს ბოლოში ინტრიგა რა იყო ვითომ?! :დდ ნეტავ ვინ იყო ის წყვილი და რატომ უთვალთვალებდნენ ამათ?! არვიცი,არვიცი :დდდ ეს მისტიკა რომ შემოიტანე,მომეწონა :დ
გაგიკვირდება და უნიჭიერესი და უმაგრესი გოგო ხარ შენ! (იმიტომ გაგიკვირდება,რომ ალბათ პირველი ვარ,ვინც ამას გეუბნება :დდდ) და ეს ისტორია მიყვარს უკვე. დათარსული ნინა მიყვარს და უსაყვარლესი ანდრია heart_eyes (არა, ისე თავიდან ნერვებს კი მიშლიდა ეს ბიჭი,მაგრამ მერე ისეთი ბუნჩულა და ღუნღულა გახდა,როგორ არ შევიყვარებდი?! joy ) ისე, ყველაზე მეტად გული იმ ჟაკეტზე დამწყდა disappointed რას მივარდა და აჩეხა, ჟაკეტი რა შუაში იყო? :დდდ
მოკლედ, ხო ხედავ როგორ ამაფორიაქე და ამაღელვე,მაგრამ მიხარია,რომ მოწყენილობის პიკზე მყოფმა წავიკითხე ეს ისტორია და ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ,მეტი რომ არ შეიძლება heart_eyes heart_eyes joy joy

 



№12  offline წევრი Mtirala

ძვირფასო! :)
როგორ მომნატრებიხარ...
შენ'ც ძალიან მოგენატრე, დარწმუნებული ვარ :)
შენებური იყო... მისტური, კომედიური.
ის იყო, რაც ახლა მჭირდებოდა... დაძაბულს, დაღლილს და მონატრებულს!
პირველად უნდა მოგცე შენიშვნა და მრცხვენია :(
საწებავი ლენტი არა - წებოვანი ლენტი.
შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ ასეა, სავარაუდოდ.
რატომ მივაქციე ასეთ წვრილმანს ყურადღება?! არ ვიცი, ალბათ დავიღალე... და უბრალო რაღაცამ'აც კი გამაღიზიანა... :(
ბოდიში ამისთვის! ❤
დათარსული... ნინა და ანდრია!
ანდრია თუ ანდრეა?! :)
ძაღლები... პიტ ბული?! მეგონა არ გევასებოდა, მაგრამ ბოლოში შეიყვარე! ნუთუ?! :)
ნინა მომეწონა, საყვარელი გოგოა...ზუსტად ისეთი გოგოა შენ, რომ შეგეფერება!
ანდრეა?! ანდრეაც ეგეთია... შენებურად თბილი და ტკბილი! ცეცხლოვანი'ც და ისეთი... იდეალური!
და...
მია და საბა! რა საყვარლები არიან, ძალიან თბილები და ტკბილები!
კომენტარის წერის სტილი შემეცვალა თუ რამეს დავარტყი თავი?! :დდ
უნდა "წავუჩემო" და გითხრა...
ძალიან, ძალიან ბევრი ვიცინე :დდდ
ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა და ჩემი ძმა არ დამეფრთხო :დდდდ
ჟაკეტი რატომ აჩეხე?! (გაბრაზებული სმაილი აქ :დდდდ)
ძალიან მომწონდა, მეც მინდა ზუსტად ეგეთი, თუნდაც ჩემი ძმის იყოს :დდ ჩავიცვამ ხოლმე მაინც :დდდდ
ისე რა ინტრიგანი მყევხარ :დდ ბოლოში წყვილი და ბიჭი :დდდდ
მივხვდი ვინც არიან და ზუსტად მაგიტომ მიყვარხარ!
ჩემი რობერტი არ გენანებოდა დასავიწყებლად, ხო?!
იდეალური ხარ ჩემთვის...
იმიტომ, რომ ნიჭიერი ხარ...
იმიტომ, რომ თბილი ხარ,
იმიტომ, რომ ტკბილი ხარ
და იმიტომ, რომ ბოლოში ინტრიგნულად...
აი ასე, ჩემთვის (ეგოისტურად :) ) ბოლოში ბიჭი'ც იყო...
ის ბიჭი მე, რომ ძალიან მიყვარს...
კიდე იცი ვინ მიყვარს?!
შენ!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№13  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Guest shokoladi :D
მოკლედ წინაზე აღმოვაჩინე რომ წარმოდგენაც არ გქონია ისე ვკითხულობ შენს ისტორიებს ხოდა ახლა გადავწყვიტე არცერთი დაგიტოვო უკომენტაროდ :D :D :D მოკლედ ბევრი ვიცინე , როგორც შენი ისტორიების კითხვისას მჩვევია :D ყოველთვის მანცვიფრებს შენი ფანტაზიის უნარი. ან საიდან იგონებ, ან სად კითხულობ ან სად იკვლევ ასეთ უცნაურ ფაქტებს არ ვიცი მე :D ერთი ის კი დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან კარგად გამოგდის გადმოცემა, გამხატვრულება და ზოგადად წერა. ალბათ არ ვარ პირველი ვინც ამას გეუბნევა , მაგრამ მეც უნდა ვთქვა. საოცარი გოგო ხარ <3 <3 <3 ყოველთვის, აი შენი გამოჩენის პირველი წუთიდან ვფიქრობ რომ განსხვავებული ადამიანი ხარ და ეს ძალიან მიზიდავს :D <3 <3 მოკლედ ძალინ ვისიამოვნე . ხშირად არ ვამბობ ხოლმე მაგრამ შენ ერთერთი ხარ ვინც არასდროს არ უნდა შეწყვიტოს წერა <3 <3 ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ მარგარეტ <3

გეფიცები ამეცრემლა არადა ძაან ემოციური ვარ უბრალოდ უბრალოდ რასაც შენგან ვისმენ არც კი მჯერა რომ ამას ვიმსახურებ :****❤❤❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤სასწაულად მიხარია რომ სულ მკითხულობ და იმან უფრო გამახარა, არც ერთს დაგიტოვებ უკომენტაროდო :დდდ ❤❤ამიერიდან სუკ მოუთმენლად დაველოდები შენს შეფასებებს მარგალიტო :**❤❤❤

Firefly
ძალიან მომეწონააა ♥♥ ეჭვიც არმეპარებოდა რომ საოცრება იქნებოდა ჰოდა გაამართლა, აგრესი იყო! ყველა პერაონაჟი მომეწონა.ბოლოს იმ სამმა დაფიქრა და ესმა გახსენდა, წვერიანიც :დ

დიდი მადლოვა ჩემო საყვარელოო ❤❤❤ ძალიან გამახარა შენმა გამოჩენამ :*** თუ "ეიფორია" წაკითხული გაქვს იმ სამის მნიშვნელობასაც მიხვდები :დდდ ❤❤❤❤

An_Gel
ნუ,აი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო! მარგო, შენ მე შაბათი საღამო გამიხალისე და გამიფერადე. heart_eyes
ძალიან მაგარი ისტორია იყო. ისე მომეწონა,როგორ აგიხსნა არ ვიცი :დდდ ჯერ რამდენი ვიცინე, განსაკუთრებით იმ მომენტზე კატას რო ეხვეწებოდნენ მარჯვნიდან მარცხნივ გადამიჭერი გზაო :დდდ ბავშვს რო ნაყინი შეაზილა და ეს წარმოვიდგინე საერთოდ შოკი იყო :დდ ისე, ამ საწყალ გოგოს იმდენი უბედურება დაემართა, დამპალი კატა! აი, ეს ისტორია მარტო იმიტომ გახდება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი,რომ ნინა დიდი მონდომებით ლანძღავდა იმ ეშმაკის ნაშიერებს! მერე მეტყვი, როგორ შეიძლება კატა არ გიყვარდესო და ხო ხედავ, რამდენი გაუგებრობა გამოიწვია მაგისმა სიბოროტემ :დდდ
ეს ბოლოში ინტრიგა რა იყო ვითომ?! :დდ ნეტავ ვინ იყო ის წყვილი და რატომ უთვალთვალებდნენ ამათ?! არვიცი,არვიცი :დდდ ეს მისტიკა რომ შემოიტანე,მომეწონა :დ
გაგიკვირდება და უნიჭიერესი და უმაგრესი გოგო ხარ შენ! (იმიტომ გაგიკვირდება,რომ ალბათ პირველი ვარ,ვინც ამას გეუბნება :დდდ) და ეს ისტორია მიყვარს უკვე. დათარსული ნინა მიყვარს და უსაყვარლესი ანდრია heart_eyes (არა, ისე თავიდან ნერვებს კი მიშლიდა ეს ბიჭი,მაგრამ მერე ისეთი ბუნჩულა და ღუნღულა გახდა,როგორ არ შევიყვარებდი?! joy ) ისე, ყველაზე მეტად გული იმ ჟაკეტზე დამწყდა disappointed რას მივარდა და აჩეხა, ჟაკეტი რა შუაში იყო? :დდდ
მოკლედ, ხო ხედავ როგორ ამაფორიაქე და ამაღელვე,მაგრამ მიხარია,რომ მოწყენილობის პიკზე მყოფმა წავიკითხე ეს ისტორია და ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ,მეტი რომ არ შეიძლება heart_eyes heart_eyes joy joy

ვაააჰ ანა შენ ხარ ქალი პიროვნება :დდდ უსაყვარლესი ადამიანი და ეგოისტურად მიხარია რომ ეს შაბათი საღამო მე გაგიფერადე და არა ვინმე სხვამ :დდდ დიახაც!!!❤❤❤❤ :დდდ
ოჰ შენ და შენი კატათმოძულეობა :დდდდ მაგრამ რა გინდა იმ კატამ ხო შეახვედრა მის პრინცს :დდდ ❤❤
ხო იმ სამს რაც შეეხება წინაზე ისტორიას რომ ვწერდი "ეიფორიას" აი მისი პერსონაჟები იყვნენ და ვისაც წაკითხული აქვს ეგრევა მიხვდებოდა რატომაც იყვნენ იქ :დდდდ ❤❤❤❤
ისე ჟაკეტს მართლა რას ერჩოდა,მაგრამ გამწარებული ქალი ხო იცი როგორია :დდ მეც არა ერთხეკ მიყრია ჯავრი ნივთებზე და ნინასაც ეგ დაემართა ალბათ :დდდ
ძალიან ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო ასეთი შეფასებისთვის, უდიდესი სიხარულია შენნაირი ნიჭიერი ადამიანისგან ასეთებს რომ ვისმენ :****❤❤❤❤

Mtirala
ძვირფასო! :)
როგორ მომნატრებიხარ...
შენ'ც ძალიან მოგენატრე, დარწმუნებული ვარ :)
შენებური იყო... მისტური, კომედიური.
ის იყო, რაც ახლა მჭირდებოდა... დაძაბულს, დაღლილს და მონატრებულს!
პირველად უნდა მოგცე შენიშვნა და მრცხვენია :(
საწებავი ლენტი არა - წებოვანი ლენტი.
შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ ასეა, სავარაუდოდ.
რატომ მივაქციე ასეთ წვრილმანს ყურადღება?! არ ვიცი, ალბათ დავიღალე... და უბრალო რაღაცამ'აც კი გამაღიზიანა... :(
ბოდიში ამისთვის! ❤
დათარსული... ნინა და ანდრია!
ანდრია თუ ანდრეა?! :)
ძაღლები... პიტ ბული?! მეგონა არ გევასებოდა, მაგრამ ბოლოში შეიყვარე! ნუთუ?! :)
ნინა მომეწონა, საყვარელი გოგოა...ზუსტად ისეთი გოგოა შენ, რომ შეგეფერება!
ანდრეა?! ანდრეაც ეგეთია... შენებურად თბილი და ტკბილი! ცეცხლოვანი'ც და ისეთი... იდეალური!
და...
მია და საბა! რა საყვარლები არიან, ძალიან თბილები და ტკბილები!
კომენტარის წერის სტილი შემეცვალა თუ რამეს დავარტყი თავი?! :დდ
უნდა "წავუჩემო" და გითხრა...
ძალიან, ძალიან ბევრი ვიცინე :დდდ
ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა და ჩემი ძმა არ დამეფრთხო :დდდდ
ჟაკეტი რატომ აჩეხე?! (გაბრაზებული სმაილი აქ :დდდდ)
ძალიან მომწონდა, მეც მინდა ზუსტად ეგეთი, თუნდაც ჩემი ძმის იყოს :დდ ჩავიცვამ ხოლმე მაინც :დდდდ
ისე რა ინტრიგანი მყევხარ :დდ ბოლოში წყვილი და ბიჭი :დდდდ
მივხვდი ვინც არიან და ზუსტად მაგიტომ მიყვარხარ!
ჩემი რობერტი არ გენანებოდა დასავიწყებლად, ხო?!
იდეალური ხარ ჩემთვის...
იმიტომ, რომ ნიჭიერი ხარ...
იმიტომ, რომ თბილი ხარ,
იმიტომ, რომ ტკბილი ხარ
და იმიტომ, რომ ბოლოში ინტრიგნულად...
აი ასე, ჩემთვის (ეგოისტურად :) ) ბოლოში ბიჭი'ც იყო...
ის ბიჭი მე, რომ ძალიან მიყვარს...
კიდე იცი ვინ მიყვარს?!
შენ!

ჩემი გული ხართქვა heart_eyes ვგიჟდები მე შენზეო ოღონდ ანდრია ჰქვია იმას და ანდრეად ნუ მიმახინჯებ თუ ქალი ხარ ვერ ვიტან სახელის ამ ფორმას joy ხო კი წებოვანი ლენტია სწორი ალბათ სიჩქარეში გამეპარა შეცდომა joy პიტ ბულს რაც შეეხება მე მაგ ჯიშის ძაღლს ისევ ვერ ვიტან და ბოლოში მე კი არა პერსონაჟმა შეიყვარა joy ნინა არ მგავს და ნუ გამაიგივებ joy ჰო იმ სამ ტიპს ყველა იცნობს ალბათ ვისაც ეიფორია წაუკითხავს და უბრალოდ ისე ჯდებოდა ისტორიაში,რომ არ ჩამესვა ალბათ მოვკვდებოდი joy შენ ხარ ჩემი კარამელი,ჩემი შოკოლადი,ჩემი მარწყვი და ალუბალი heart_eyes მიყვარს შენი ტყკბილი ენა და შენი მსუყე კომენტარები heart_eyes ძალიან მომნატრებიხარ მართლაც და ვეცდები ყველანაირად ამდენი აღარ გალოდინო ჩიტო heart_eyes

 



№14  offline წევრი Indigo

ვაიმე ვგიჟდები, სხვა ისტორიის პერსონაჟებს რო ვხედავ ახალში.
ჩემი ცელქი რობი... heart_eyes heart_eyes
რობის და ფიფქიას საერთო ნამუშევარმა, აშკარად ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. heart_eyes heart_eyes
მიყვარს მე შენი ისტორიები და რა გავაკეთო?
მგიჟდები მე შენზე მარგარეტ და ცივ სისხლიანი არ დამვიწყებია იცოდე. smiling_imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
ვაიმე ვგიჟდები, სხვა ისტორიის პერსონაჟებს რო ვხედავ ახალში.
ჩემი ცელქი რობი... heart_eyes heart_eyes
რობის და ფიფქიას საერთო ნამუშევარმა, აშკარად ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. heart_eyes heart_eyes
მიყვარს მე შენი ისტორიები და რა გავაკეთო?
მგიჟდები მე შენზე მარგარეტ და ცივ სისხლიანი არ დამვიწყებია იცოდე. smiling_imp smiling_imp

მეც მიყვარს ხოლმე ეგეთი გადახვევები სხვა ისტორიებში და თან განსაკუთრებიტ თუ ჯდება შინაარსში....უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ,მიყვარხარ მე შენ ძალზედ heart_eyes ცივსისხლიანიც იქნება სულ მალე გპირდები ჩიტო sunglasses heart_eyes

 



№16  offline წევრი გრაფინია

გამართული წინადადებები,საინტერესო სიუჟეტი,საინტერესო დეტალები,შემეცნებითობა - ეს ყველაფერი ერთად ზედმეტად შენი სტილია <3
მომწონს შენი ისტორიების განვითარება,საინტერესო და საჭირო რაოდენობის პერსონაჟები,ისტორიაში მიმდინარე პროცესების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი და ოფ ქორზ შენი საფირმო ხათაბალები!
_________
მარგალიტკა,ძალიან შენებური ხარ!
ისეთი საინტერესო ხარ შენი ენით,სტილით,ფანტაზიით და ზოგადად შენი სამყაროთი <3
ყველაფერი ყველაფერი და ვილი ვონკამ საერთოდ დაგლიჯა <3

 



№17  offline წევრი Na❣Da

ძალიან საყვარელი ისტორიააა <3 კიდევ მინდა ^^

 



№18  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

გრაფინია
გამართული წინადადებები,საინტერესო სიუჟეტი,საინტერესო დეტალები,შემეცნებითობა - ეს ყველაფერი ერთად ზედმეტად შენი სტილია <3
მომწონს შენი ისტორიების განვითარება,საინტერესო და საჭირო რაოდენობის პერსონაჟები,ისტორიაში მიმდინარე პროცესების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი და ოფ ქორზ შენი საფირმო ხათაბალები!
_________
მარგალიტკა,ძალიან შენებური ხარ!
ისეთი საინტერესო ხარ შენი ენით,სტილით,ფანტაზიით და ზოგადად შენი სამყაროთი <3
ყველაფერი ყველაფერი და ვილი ვონკამ საერთოდ დაგლიჯა <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი სიტყვებისთვის heart_eyes გავიბადრე გავანათე და გვაბრწყინდი იმხელა ბედნიერება მომანიჭე ახლა heart_eyes kissing_heart მიყვარს ვილი ვონკა stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

Na❣Da
ძალიან საყვარელი ისტორიააა <3 კიდევ მინდა ^^

უღრმესი მადლობა heart_eyes ეს არადა სხვა იქნება კიდევ laughing heart_eyes

 



№19 სტუმარი Guest Nata

კიდევ ერთი "გემრიელი" ისტორიაა :) მადლობა! ასეთნაირ დათარსვას ნამდვილად ვინატრებდი :p სად არის ის კატა გადამირბინოს :)))

 



№20  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Guest Nata
კიდევ ერთი "გემრიელი" ისტორიაა :) მადლობა! ასეთნაირ დათარსვას ნამდვილად ვინატრებდი :p სად არის ის კატა გადამირბინოს :)))

უღრმესი მადლობა ❤❤❤ :*** ძალიან მიხარია რომ მოგეწონა :** თუ ვიპოვე ფიფქია გამოვუშვებ :დდდდ ❤❤❤

 



№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცოდი რომ ლიფის ისტორიას მოიყვანდა მაგალითად.
გავგიჟდი ისე მომეწონა.
ყოჩაღ
დღეს ჯეფამდე გაკრეჭილი ვივლი

 



№22  offline წევრი SillyGirl

როგორც ყველა ისტორია
ესეც ისეთივე არაჩვეულებრივია !
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
ეს ის მომენტია ყველა რომ ნატრობს ასეთ დათარსვას smiley

 



№23  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

terooo
ვიცოდი რომ ლიფის ისტორიას მოიყვანდა მაგალითად.
გავგიჟდი ისე მომეწონა.
ყოჩაღ
დღეს ჯეფამდე გაკრეჭილი ვივლი

ვაიმეეე როგორ გამახარე სიყვარულოოო :დდდ დიდი მადლობა :****❤❤ ლიფის ამბებმა შემაყოვნა ამდენ ხანს ტვინი ვიმტვრიე სად ჩამეკვეხებინა :დდდდდ ❤❤❤❤

SillyGirl
როგორც ყველა ისტორია
ესეც ისეთივე არაჩვეულებრივია !
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
ეს ის მომენტია ყველა რომ ნატრობს ასეთ დათარსვას smiley

ძალიან ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოოო :*** ❤❤❤ აბა ყველა ვნატრობთ დათარსვას :დდდდ ❤❤

 



№24 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

 



№25  offline ახალბედა მწერალი aNuGi

ჩემი ველურული ქალბატონი,
ზუსტად ისეთი ისტორია იყო შენ რომ შეგეფერება და როგორც ყოველთვის არასდროს მიცრუებ იმედებს!
სასწაული გოგო მყავხარ მე შენ მარგარეტ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№26  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

aNuGi
ჩემი ველურული ქალბატონი,
ზუსტად ისეთი ისტორია იყო შენ რომ შეგეფერება და როგორც ყოველთვის არასდროს მიცრუებ იმედებს!
სასწაული გოგო მყავხარ მე შენ მარგარეტ <3 <3 <3

ვაიიჰჰჰ ჩემი სიყვარული გოგო *_* ❤❤ დიდი დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :*** როგორ გამახარე არც კი იცი :****❤❤❤❤

 



№27  offline წევრი Mrs grey

ჩემი Alpen Gold-ის Maxfun_ი ხარ!! ოღონდ ჟელიბონებით <3 ზოგჯერ მგონია უბრალოდ უსასრულოდ შემიძლია გიკითხო, ❤️❤️❤️❤️

 



№28  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mrs grey
ჩემი Alpen Gold-ის Maxfun_ი ხარ!! ოღონდ ჟელიბონებით <3 ზოგჯერ მგონია უბრალოდ უსასრულოდ შემიძლია გიკითხო, ❤️❤️❤️❤️

ვაიმეეე scream მგონი ყველაზე მაგარი სიტყვებია რაც ჩემთვის უთქვამთ heart_eyes ეგ ჩემი საყვარელი შოკოლადია და იმიტომ joy ძალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

 



№29  offline წევრი qeti16

ვაახ ეს რა შოკი მოკი იყო. ჩვეულებრივი კი არა ძალიან მაგარი იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤❤❤ კითხვა რომ დავასრულე და კომენტარებს გადავხედე მერე აღმიდგა გონებაში ეიფორიაში პარკის მომენტი. აი მერე კი სრული შოკი მივიღე. ძალიან გამიხარდა რომ ამ ორზე ისტორია დაწერე ❤ ვგიჟდები შენზე ❤❤. კი მითქვამს ათასჯერ მაგრამ კიდევ ათიათასჯერ გეტყვი თუ საჭიროა ❤❤❤ წარმატებები ❤❤❤

 



№30  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

qeti16
ვაახ ეს რა შოკი მოკი იყო. ჩვეულებრივი კი არა ძალიან მაგარი იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤❤❤ კითხვა რომ დავასრულე და კომენტარებს გადავხედე მერე აღმიდგა გონებაში ეიფორიაში პარკის მომენტი. აი მერე კი სრული შოკი მივიღე. ძალიან გამიხარდა რომ ამ ორზე ისტორია დაწერე ❤ ვგიჟდები შენზე ❤❤. კი მითქვამს ათასჯერ მაგრამ კიდევ ათიათასჯერ გეტყვი თუ საჭიროა ❤❤❤ წარმატებები ❤❤❤

დამამუნჯე და ეგაა :დდდ❤❤❤ ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო :*** მართლა არ მეგონა თუ ასე მოგეწონევოდა :**❤❤ ვანათებ დილის ვარსკვლავივით :დდდ ❤❤❤❤ ეიფორიაში ჩამაგდე ნუ :დდ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent