შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ ბრენდა! თავი 1


1-10-2017, 20:58
ავტორი ლიდია
ნანახია 405

მიყვარხარ ბრენდა! თავი 1

-რეიჩელ! მომეცი ეს ჩემი ნამცხვარია!
-რეიჩელ, დაუბრუნე შენს დას ნამცხვარი, ჩაიცვით, სწრაფად! სკოლაში გაგვიანდებათ!
-დეედააა დღეს არ წავალ სკოლაში, - თქვა რეიჩელმა საწყალი სახით.
-5 წუთში გადიხართ!
ჩემს სახლში ყოველი დილა ასე იწყება. დღე არ გავა მე და ჩემმა ტყუპისცალმა დამ, რეიჩელმა რომ არ ვიჩხუბოთ. დედაჩვენს ეშლი ჰქვია, ის 39 წლისაა. მამამ დიდი ხნის წინ მიგვატოვა, წესივრად არც კი მახსოვს. მაგრამ როდესაც დედას მამაზე რაიმეს ვეკითხებოდი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო :
„ბრენდა, დამიჯერე, მის გარეშე უფრო ადვილია!“.
ყოველთვის მაინტერესებდა რატო იყო მის გარეშე ადვილი, ახლა 16-ის ვარ, საკმაოდ დიდი იმისთვის რომ მივხვედროდი ამას. თითქმის ყოველ ღამე მესმის დედაჩემის ქვითინი, რაც გულს მიკლავს, მაგრამ არაფერს ვეკითხები. რეიჩელი სკოლაში ცუდად სწავლობს და არც საქციელით გამოირჩევა, ყოველთვის ვცდილობ გამოსწორების გზაზე დავაყენო, მე ხომ უმაღლესი შეფასება მაქვს და მასწავლებლებსაც ვუყვარვარ, მაგრამ ის არასდროს მისმენს. დედა ამაზეც ბევრს ნერვიულობს და რეიჩელსაც ბევრს ეჩხუბება, რეიჩელს კი ამდროს ყურებზე თითები აქვს მიდებული და მღერის. მოკლედ რომ ვთქვა ჩემი და გამოუსწორებელი ვირია!
ყველა მეუბნება რომ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ, რაც სიმართლეა რადგან სწავლის მეტს არაფერს ვაკეთებ,აღსანიშნავია რომ კარგად ვხატავ, პალიტრაც მაქვს და სხვადასხვა საჭირო ნივთიც ხატვისთვის. ბაბუაჩემი, სემი მჩუქნის ყოველ თვე. არც მეგობრები მყავს სკოლაში და არც შეყვარებული მყოლია ოდესმე. ყველაში ვიგულისხმე დედაჩემი, რეიჩელი და ბაბუა სემი, ისრომელიც ცალკე ცხოვრობს, ჩვენს მეზობლად და ხშირად გვსტუმრობს ხოლმე. ბაბუა სემი ასე ვთქვათ ჩემი ერთადერთი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები.ყოველ შეხვედრაზე უამრავ კითხვას მაყრის:
„როგორაა საქმეები სკოლაში?“ ; „მეგობრები ისევ არ გყავს?“ ; „სიყვარულთან როგორ გაქვს საქმე?“.
ეს მხოლოდ ნაწილია ამ კითხვებისა.
ჩვენი სახლი პატარაა. დედა ექთანია და სულ მუშაობს, ჩვენთვის ძლივს იცლის. მხოლოდ მისი დამსახურებაა, ის რომ მე და რეიჩელი ცოცხლები ვართ. მე და რეიჩელს ერთ ოთახში გვძინავს, ორსართულიანი ლოგინი გვაქვს, რათქმაუნდა იმაზეც დიდი ვაი ვაგლახი გვქონდა თუ ვინ რომელ სართულზე დაწვებოდა, საბოლოოდ რეიჩელმა გაიმარჯვა და ის წევს მეორეზე. მეორე ოთახი დედას საძინებელია, გვაქვს ერთი აბაზანა, სამზარეულო და ძალიან პატარა სასტუმრო ოთახი, სადაც ერთი დივანი და ტელევიზორი დგას. სახლში კომპიუტერიც გვაქვს, ეს კომპიუტერი კარგი სწავლისთვის მაჩუქა სკოლის დირექტორმა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. ყოველთვის ისეთ ადგილას ვმალავ სადაც რეიჩელი ვერ მიაგნებს. ტელეფონი ძალიან უბრალო მაქვს, მხოლოდ იმისთვის ვიყენებ რომ დედას ზარებს ვუპასუხო, სხვა არაფრისთვის მჭირდება. რეიჩელმა თავი გაიგიჟა და დედას Iphone 5s მაინც აყიდინა. ახლა მთელი დღე მასშია ჩამძვრალი და ღმერთმა იცის რას აკეთებს.
სკოლაში ყოველთვის ავტობუსით მივდივართ. რეიჩელს ბევრი მეგობარი ყავს.
სკოლის „დედოფალი“ ტეილორია, რომელიც ძალიან ამპარტავანი, ლამაზი და ბოროტი გოგოა, ჩემი ტოლია და თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს. სკოლის ყველა ბიჭი მასზე გიჟდება, მათ შორის ტობიც, რომელიც მე ძალიან მომწონს.
ტობი ძალიან სიმპათიური ბიჭია, უბრალოდ ის ცუდი ადამიანია. სხვათაშორის ის 13წლის ასაკიდან მომწონს, მაგრამ იმ აზრზს შევეგუე რომ ტობისნაირი პოპულარული ბიჭი მე არასდროს შემომხედავს. სკოლაში ყველა წიგნის ჭიას მეძახის და არც ისე კარგად მექცევიან, ამასაც მივეჩვიე, სულ არ მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ!
მგონი უკვე მიხვდით რომ აუტანელი ცხოვრება მაქვს, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. მე იმედით ვცხოვრობ. ბაბუა სემი ყოველთვის ამას მეუბნება:
„არ დაკარგო იმედი ბრენდა, ოდესღაც გამოჩნდება ისეთი ადამიანი ვისაც შენთან მეგობრობა მოუნდება და ისეთიც გამოჩნდება რომელსაც ძალიან ეყვარები“.
სიყვარულზე ბევრს ვფიქრობ. ჩემი აზრი კი ასეთია: სიყვარული კარგი რამეა, ჩემ კლასელ გოგოებს რომ ვუყურებ სიყვარულზე წარმოდგენა მეკარგება, მაგრამ მერე მახსენდება რომ ისინი უბრალოდ ჩემი კლასელები არიან. ტეილორი და მისი მეგობრები, ანჯელა, ტრინა და სოფია, შეყვარებულებს ნასკებივით იცვლიან. ერთ დღეს ერთს კოცნიან ტუჩებში, ხოლო მეორე დღეს მეორეს...
ჩემი აზრით ეს სიყვარული არაა! სიყვარული გასაოცარი რამეა, ყოველი შემთხვევისთვის დედაჩემი მეუბნება ასე:
„ბრენდა, დამიჯერე საყვარელო, როდესაც ვინმე შეგიყვარდება ამას შენც მიხვდები, სიყვარულო გასაოცარი რამეა, სიყვარული ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოდის და მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.“
ნუ იმით თუ ვიმსჯელებთ რომ არასოდეს არავის ვყვარებივარ, ჯერ ნამდვილად არ ვიცი სიყვარულის არსი. მეც არასოდეს შემყვარებია ბიჭი. ტობი პირველი ბიჭია რომელიც მომეწონა. მაგრამ ის სკოლის ყველა გოგოსთან იყო და ვიცი რომ უნდა დავივიწყო. რათქმაუნდა სკოლაში არიან ჩემნაირი ბავშვები, რომლებიც კარგადაც სწავლობენ და ყურადღებასაც არავინ აქცევს, მაგრამ რატომღაც ყურადღების ცენტრში ყოველთვის მე ვარ. ყოველთვის მე ვარ წიგნის ჭია! სარკეში რომ ვიყურები მახინჯ გოგოს არ ვხედავ, იმიტომ რომ მართლა არ ვარ მახინჯი, უბრალოდ არ ვარ ტეილორივით ლამაზი. მე სიმაღლეში 1.68 ვარ, გამოკვეთილი, გამხდარი სხეული, გრძელი, წითური, ხუჭუჭა თმა მაქვს, მწვანე თვალები და კურნოსა ცხვირი რომელზეც აქა-იქ ჭორფლები მაყრია. ვერ წარმოიდგენდით რომ წითური ვიყავი ხო? მაგრამ ასეა...
სკოლაში რატომღაც წითურები არ მოსწონთ, ან ქერა უნდა იყო ან შავგვრემანი, რათა ვინმეს ყურადღება დაიმსახურო. რეიჩელი ქერაა, ჩვენ ტყუპები ვართ მაგრამ სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე კედლის ერთ მხარეს ვდგავარ ხოლო რეიჩელი მეორე მხარეს.
სკოლისთვის გავემზადე და გარეთ გავედი, სახეზე თბილი ჰაერი მომხვდა, რაც ძალიან მესიამოვნა. ოკლაჰომაში ვცხოვრობთ სადაც 3,8ათასი ადამიანი ცხოვრობს და მე თავს ყველაზე მარტოსულად ვგრნობ. უკვე შემოდგომა იყო, 17 სექტემბერი. ავტობუსიც მოვიდა. მე და რეიჩელი ავედით. რეიჩელი ლუის მიუჯდა (სულ დამავიწყდა, რეიჩელს შეყვარებული ყავს, სახელად ლუი, შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა!!), როცა დავინახე როგორ აკოცეს ერთმანეთს ლამის გული ამერია. ფეხზე ვიდექი როდესაც ავტობუსი დაიძრა და ძლივს შევიკავე თავი წაქცევისგან. როცა დავინახე როგორ ეცვათ ტეილორს, ანჯელას, ტრინასა და სოფიას ლამის სიცილი ამიტყდა. მოკლე, მართლა ძალიან მოკლე ვარდისფერი შორტები და ყვითელი მაიკა რომელზეც ეწერა: „BOOM bitch, get out of my way”
ოჰ ღმერთო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
ტეილორმა „სწერვა“ სახით გამომხედა, ამ დროს ტრინამ რაღაც გადაუჩურჩულა, ორივეს გაეცინა. მივხვდი რომ რაღაცას ეტყოდა ჩემზე, ჩემს გარეგნობაზე.
დღეს უბრალო ჯინსის შარვალი და თეთრი ბრეტელიანი მაიკა მეცვა. ავტობუსში ყველა ადგილი დაკავებული იყო, გარდა ერთისა.
ტობი მარტო იჯდა.
მხოლოდ მის გვერდით იყო თავისუფალი ადგილი.
ოჰ, ღმერთო!
სხვა რა გზა მქონდა? წავედი და გვერდზე ისე მივუჯექი, თითქოს არც ვიცოდი ვინ იყო. ჩვენ მხოლოდ ინგლისური გვიტარდება ერთად, არამგონია საერთოდ შევემჩნიე გაკვეთილებზე. ჩემდა გასაკვირად, რომ დავჯექი გამომხედა და მითხრა:
-სალამი! ბრენდა ხო? - გაოცებისგან და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. არ შევიმჩნიე და სასხვათაშორისოდ ვუპასუხე:
-სალამი. ჰო, ბრენდა. შენ რა გქვია? - ვითომ არ ვიცოდი!.
-ტობი. ინგლისურის გაკვეთილები ერთად გვიტარდება.
-აა, ხო გამახსენდი.
-არ გინდა ერთად ვიმეცადინოთ დასვენებაზე? ბიბლიოთკაში, ორი გაკვეთილის მერე!
არ მჯერა! ტობი მილკოვიჩი, მე ბრენდა ბენსონს გამომელაპარაკა და თან შეხვედრა დამინიშნა?
-კარგი, დიდი სიამოვნებით, - დანარჩენი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ახლა ცეკვას დავიწყებდი.
პირველი, მათემატიკის გაკვეთილი ისე გავიდა,რომ ახალი ახსნილი მასალიდან საერთოდ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ და მხოლოდ ტობიზე ვფიქრობდი.
მეორე გაკვეთილზე, ჩემი ფიზიკის კლასში ახალი ბიჭი, სახელად ჯულიენი გადმოვიდა. მას უნიკალური გარეგნობა ჰქონდა. კუპრივით შავი თვალები, შავი თმა, გამოკვეთილი ღაწვები და ყბები. კლასში შემოსვლისთანავე მზერა მე მომაპყრო და გამიღიმა. გავწითლდი.
რა ხდებოდა ჩემს თავს?! ერთ დღეს ყურადღებას არავინ მაქცევდა, ახლა კი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ტობიმ ერთად მეცადინეობა მთხოვა, ხოლო ვიღაც უცხო, უსიმპატიურესი (ტობიზე სიმპატიური) ბიჭი მიღიმოდა.
ნამდვილად კარგი სასწავლო წელი მელოდა! მთელი გაკვეთილი ჯულიენის მზერა მწვავდა, რამდენჯერმე გავხედე, ის მე მიყურებდა და იღიმოდა.
გაკვეთილი დამთავრდა, ეგრევე წიგნები ავიღე და ბიბლიოთეკისკენ გავემართე, გზაში ვიღაცის ხელმა გამაჩერა, რომელიც მკლავზე მეჭიდებოდა. გავიხედე. ჯულიენი იყო.
-დიახ? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
-რა გქვია? - სახიდან დამატყვევებელი ღიმილი არ შორდებოდა. განა შეიძლება ადამიანი სულ იღიმოდეს?!
-ბრენდა.
-იდეალური სახელია!
-უკაცრავად ჯულიენ, მეჩქარება. ვიღაც მელოდება!
-შეყვარებული? - ხელს არ მიშვებდა.
-შეყვარებული არ მყავს! ან რა შენი საქმეა! გამიშვი! - ხელი გამიშვა და სანამ იქაურობას მოვშორდებოდი, თქვა:
-გაკვეთილების მერე სახლამდე მიგაცილებ! შესასვლელთან დამელოდე!
რაო?!
და ახლა რა უნდა მექნა? ტობი და ჯულიენი?
ერთ ბიჭთანაც არ მქონია ურთიერთობა, და ახლა, ორთან უნდა მქონოდა?
მაგრამ ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა! იქნებადა მათ მხოლოდ მეგობრობა უნდათ?
უკვე ბიბლიოთეკაში ვიყავი და იმ მაგიდას მივუჯექი სადაც ტობი იჯდა.
-სალამი! - ვთქვი მე.
-სალამი! - თქვა და ჩემთან ახლოს მოიჩოჩა.
-ინგლისურს ვმეცადინეობთ?
-ხო! ხვალინდელი მასალა ვისწავლოთ და დავალება დავწეროთ, - თქვა მან.
Present simple -ზე საუბარი დავიწყე, ცოტახანში ტობიმ ხელი ბარძაყზე დამადო. ვიგრძენი რომ ლოყები გამიხურდა. ამაზე არაფერი ვთქვი, უბრალოდ საუბარი განვაგრძე. შევამჩნიე, რომ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, სხვა მაგიდაზე ჯულიენი იჯდა და კუპრივით შავი თვალებით ჩვენ გვიმზერდა. თვალებში მრისხანება უელავდა, თითქოს სადაცაა ტობის მიახრჩობდა. ამჟამად არ იღიმოდა.
-ბრენდა, შემომხედე, - თქვა ტობიმ. ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი თავისკენ მიმაბრუნებინა.
-ლამაზი ხარ, - თქვა და მომიახლოვდა. ახლა უკვე მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. სადაცაა მაკოცებდა. გავქვავდი. ჯულიენი მაღელვებდა, რომელიც ჩვენ გვიყურებდა. მაგრამ ტობი ბავშვობის ოცნება იყო! ამ შანსს ვერ გავუშვებდი.
ამ დროს ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.
შემდეგ კი ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა. ხალხი მოცვივდა და ფოტოები გადაგვიღეს. ტობის მოვცილდი და ავდექი. ბავშვები დაგვცინოდა! ტეილორი, ტრინა, სოფია და ანჯელა დავინახე, რომლებიც კვლავ მამცირებდნენ! ტობის შევხედე, ისიც მე მიყურებდა და იცინოდა!
ყველაფერს მივხვდი!
ეს ყველაფერი, კოცნაც და ფლირტიც დადგმული იყო! როგორ ვერ მივხვდი მანამდე? ტობიმ ეს მხოლოდ ჩემს გასაშაყირლებლად გააკეთა! თვალები ამიცრემლიანდა, წიგნები ჩანთაში ჩავტენე და სანამ ბიბლიოთეკიდან გამოვიდოდი, თვალი მოვკარი ჯულიენს რომელიც უკან მომყვებოდა.
სავარაუდოდ ისიც ასეთი იყო! გამომიყენებდა და დამცინებდა! ჯულიენის თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა. გარეთ გავვარდი და სახლისკენ გავიქეცი. ახლა მხოლოდ სახლში ყოფნა და ნაყინის ყუთით ხელში რაიმე ამაღელვებელი ფილმის ყურება მინდოდა!
უკნიდან ჯულიენის ხმა მესმოდა:
-ბრენდა!!
ყურადღება არ მიმიქცევია, დაახლოებით 20 წუთში სახლში ვიყავი. შევვარდი ჩანთა იქვე დავაგდე და ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე წამოვწექი, ისე რომ არც გამომიცვლია და უარესად ავტირდი.
როგორ შეიძლებოდა ადამიანის ასე დამცირება? ნოუთბუქი ავიღე და სოციალური ქსელები გადავქექე, თითქმის ყველგან ჩემი და ტობის კოცნის ფოტო იყო ატვირთული! ახლა ამას რეიჩელიც ნახავდა! ო ღმერთო ოღონდ ის არაა!! თუ ის ნახავდა, დედას ანახებდა! შემდეგ კი ყველაფრის ახსნა მომიწევდა! ნოუთბუქი გამოვრთე და გამოვიცვალე, სააბაზანოში შევედი, სარკესთან დავდექი და ჩემს თავთან ლაპარაკი დავიწყე:
-ეს როგორ დაუშვი? აღარასოდეს იტირო ბიჭის გამო და აღარასოდეს მისცე სხვებს შენი დამცირების უფლება!

აბა რას იტყვით? მოგწონთ? დააკომენტარეთскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest მარი

ძან მაგარია მეორე თავიდადე

 



№2  offline წევრი ლიდია

Guest მარი
ძან მაგარია მეორე თავიდადე

მადლობა <3 დევს მეორე <3 მესამე ხვალ ^_^ ყველა დღეს თითო თავს დავდებ <3

 



№3 სტუმარი mari

feisbuqzogorxar

 



№4  offline წევრი ლიდია

mari
feisbuqzogorxar

მითითებული მაქვს სახელი პირად ინფორმაციაში, შეგიძლია ნახო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent