შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი 12 თავი


2-10-2017, 00:18
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 667

განაჩენი 12 თავი

ცხოვრება გავაგრძელე მიუხედავად ამდენი ტკივილისა და ტანჯვისა მაინც არ დავნებდი. დანიელი ის რაღაც საოცრება, ბედნიერების სხივი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და დანებების საშუალებას არ მაძლევს.
ჩემს ასაკში ქორწილის გადახდა სირცხვილიც იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ხელი მოვაწერეთ და ჯვარი დავიწერეთ. პატარა ქორწილს საქართველოში გადავიხდიდით, უკვე კანონიერად მისი ცოლი ვიყავი ის კი ჩემი ქმარი.
 დღეს მკურნალობის ბოლო ფაზას გავდივარ. ბოლო გამოკვლევა, ანალიზი და თავისუფალი ვარ. ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს, როგორც კი ანალიზების პასუხი ცნობილი გახდება აქაურობას გავეცლები. დანიელი თბილიში დამელოდება რადგან სასწრაფო საქმეზე გამოიძახეს. ძალიან არ უნდოდა ჩემი დათოვება თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო.
- ყველაფერი იმაზე კარგდაა ვიდრე წარმოვიდგენდით. მესმის იაგოს ბედნიერი ხმა რაც ძალიან მახარებს.
- ჩვენ ეს შევძელით. გახარებული მეხვევა ალისა.
- შევძელით. დაბნეული ვამბობ მე, როგორ მინდოდა ეხლა ჩემს გვერდით დანიელი ყოფილიყო, მასაც ისევე გაეხარა როგორც მე მიხაროდა ეხლა.
საავადმყოფოში ყველას დავემშვიდობე, იქაურობა ბედნიერმა დავტოვე და თვითმფრინავში კუთვნილი ადგილო დავიკავე.
ბედნიერი ვიყავი რადგან სულ მალე ჩემ მონატრებულ ქვეყანაში, მონატრებულ ხალხს ჩავეხუტებოდი. გონებაში მილიონჯერ დავსახე ჩემი და მართას შეხვედრის სცენა.
თვითფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალევე დაეშვა, ბედნიერმა და გახარებულმა დავტოვე ბაქანი. არავის არ ველოდებოდი რადგან არც არავინ გამიფრთხილებია რომ ჩავდიოდი. მხოლოდ დანიელმა იცოდა და მანაც ვერ მოახერხა მოსვლა.
აეროპორტის გასასვლელთან ვიდექი, მონატრებულ ჰაერს ვისუნთქავდი და უკვე ტაქსში ვჯდებოდი, როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე. ნელ-ნელა მოვბრუნდი უკან სადაც მათე იდგა, მისი თვალები ისეთი ზიზღით და ბრაზით იყო ავსებული, რომ წამით გამცრა და კანკალი ამიტყდა. ვცდილობდი როგორმე შიში დამეფარა და ორგანიზმი დამეწყნარებია.
- შენთან სალაპარაკო მაქვს. გაბრაზებული ამბობს ის და მანქანისკენ ისე მიდის უკან არც იხედება.
დაბნეული და შეშინებული მივყვებოდი უკან, მძღოლმა ჩემი ჩემოდანი საბარგულში მოათავსა, მე კი უკან მათეს გვერდით დავიკავე ადგილი. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია უთქმელად მივედით,ერთ წყნარ ადგილას მანქანა გაჩერდა, მათე გადავიდა და მეც უკან მივყევი.
- მეგონა გიყვარდი. დიდხნიანი დუმილოს შემდეგ ამბობს მათე.
- მიყვარდი? გაკვირვებული ვამბობ მე.
- ჰო მეგონა გიყვარდი. ისევ მისას გაიძახის ის.
- შენ რა გეგონა ამდენი ტკივილოს შემდეგ ისევ შენი ერთგული ვიქნებოდი. შენ რა გეგონია ამდენი ტანჯვის და დამცირების შემდეგ მე ბედნიერებას არ ვიმსახურებ?
მშვიდი ტონით ვამბობ მე.
- ნატალი მე შენ მიყვარხარ.
- კარგი რა მათე, ნუთუ არ მოგბეზრდა ამდენი მიყვარხარ გიყვარვარ რა უბედურებაა. ამბობ რომ მიყვარხარო თუმცა შენი საქციელი სხვა რამეს ამტკიცებს, შენ მე კიარა შენი თავი გიყვარს.
- ვიცი ამ ყვალაფერს ჩემს გასამწარებლად აკეთებ.
- რაა? _ბოლო ხმაზე ვხარხარებ მე. - მე ბედნიერი ვარ იცი? მე მასთან ვიპოვე ის ბენიერება რასაც ვეძებდი, პირველი შენ მიმატოვე გახსოვს? ეს შენ იყავი ციხიათვის რომ გამომეტე, ეს შენ იყავი მართა რომ "დაიკიდე" და გაიქეცი. ჩემი შვილისთვის მამობა არასოდეს გაგიწევია, შენ არასოდეს გიგრძნობიებია მისთვის მამობრივი სითბო. ამ ყველაფრის შემდეგ ამბობ რომ გიყვარვარ? _ვყვირი წყობიდან გამოსული და ხელებს უმისამართოდ ვიქნევ.
- არ მოგცემ უფლებას ბედნიერი იყვე. ხმას უწევს ის.
- გახსოვს შენ მითხარი ჩემს გარდა არვინ შემოგხედავსო? ისიც შენ მითხარი, შენ ბედნიერებას არ იმსახურებო? მე ბედნიერი ვარ მათე იმაზე მეტად ბედნიერი ვარ ვიდრე შენ წარმოიდგენ. არავის და არაფელს მივცემ უფლებას ეს ბედნიერება წამართვარ, უფალს და მართას ვფიცავ თუ ვინმე გაბედავს და ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ჩაყოფს, ცხოვრებას ჯოჯოხედათ ვუქცევ.
- ნატალი გთხოვ. მუდარანარევი ხმით ამბობს ის, საუბარს ჩემი ტელეფონის ხმა მაწყვეტინებს. (კარტა აეროპორტში გამოვცვალე)
ეკრანს დავხედე და დანიელი მირეკავდა, ტელეფონი მათემ გამომგლიჯა, სპიკერი ჩართო და ოსე მომაწოდა.
- საყვარელო ბოდიში აეროპორტში ვერ დაგხვდი, სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მქონდა.
- არაუშავს. ვცდილობ როგორმე ნერვიულობა დავმალო.
- მითზარი სად ხარ მოგაკითხავ და სახლში წაგიყვან?
- აა იყოს არმინდა მეთვითონ მივალ.
- კარგი როგორც გინდა. ცოტა დაისვენე შემდეგ შენთვის სიუპრიზი მაქვს. აჟიტირებული მეუბნება ის.
- რა სიუპრიზი? მალევე შემეცვალა ხმის ტონალობა მეც.
- თუ გითხარი რა სიუპრიზი გამოვა. სიცილით მეუბნება კაცი.
- მიყვარხარ. მთელი გრძნობით ვამბობ მე.
- მეც სიგიჟემდე. ამბობს კაცი და ტელეფონს ვთიშავ.
- ანუ გიყვარს? ეჭვნარევი ტონით მეუბნება მათე.
- მიყვარს რათქმაუნდა. მე ბედნიერი ვარ გესმის, აღარანაირი სურვილი მაქვს შენთან საუბრის. ძალიან დამავალებ თუ ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრა აღარ შედგება. სათქმელს ვასრულებ და ზურგს ვაქცევ, საბარგულიდან ბარგი გადმომაქვს თუ არა ტაქსს ვაჩერებ.
- მე ჩემსას გავიტან ნატალი. მესმის ზურგს უკან მისი ხმა.
-შენ მე შენი ხელით გამომიტანე განაჩენი. მის პასუხს აღარ ველოდები ჩემს ადგილს ვიკავებ, მძღოლს მისამართს ვკარნახობ და უსასრულობას გავსქერი.
სულმალე ტაქსი ჩემი მშობლების სახლთან ჩერდება, თანხას ვიხდი და მალევე ვეცლები იქაურობას. მოუთმენლად კარზე რამოდენიმეჯერ ჩქარჩქარა ვრეკავ ზარს.
- მოვდივარ, მოვდივარ.
მესმის მეორე მხარეს დედის ქოთქოთი, კარი იღება თუ არ დედას სხეულზე ვახტები.
- ძალიან მომენატრე დე. ტირილნარევი ხმით ვამბობ მე და დედას უფრო ვეკვრი.
- ჩემი პრინცესა, მეც ძალიან მომენატრე დედას იმედო. ტირილოთ მეუბნება დედა, სხეულიდან მიშორებს და რამოდენიმეჯერ მატრიალებს მის წინ.
- როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ დე. თბილი მონატრებული ხმით ამბობს დედა.
- ჩემი ლამაზი დედიკო. მთელ სახეს ვუკოვნი დედას და უფრო მაგრად ვეხვევი.
- დე. მესმის კიბიდან მართას ხმა და მეც იქეთკენ ვიხედები.
- დედას გოგო. ხელებს ვშლი და ისე გავრბივარ მისკენ.
- მომენტრე დე. ერთიანად ისრუტავს ჩემს სურნელს და თავს ჩემს თმებში რგავს.
- მეც ძალიან მომენატრე დე. ისეთიი შეცვლილი და გაზრდილი დამხვდა ჩემი შვილი, ისეთი ლამაზი და სყვარელია რომ ლამის შევჭამო.
მართასთან ჩახიტებით გული რომ ვიჯერე, მხოლოდ შემდეგ შევანჩნიე ჩემს წინ მდგომი ორი სილიეტი. გაკვირვებული ვუყურებდი გუკას გვერდით მდგომ გოგონას.
- ჩემი  თხა ჩამოვიდა. ბედნიერი მეხვევა ჩემი ძმა შემდეგ კი მალევე მიშორებს.
- ფუ რა გულცივი ხარ. სიცილით ვეუბნები მე და თვალებით ვანიშნებ გოგონასკენ, ეს ვინარის თქო?
- ნატ გაიცანი ეს ხატია ჩემი საცოლე.
- საცოლე? გაკვირვებული ვამბობ მე. რატომ არ ვიცოდი საცოლე თუ გყავდა? მოჭუტული თვალით ვეუბნები გუკას.
- არც მე არ ვიცოდი თუ გათხოვდი. ნიშნის მოგებით მეუბნება ის.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ხატია. თბილი ხმით ვეუბნები გოგოს და ხელს ვუწვდი.
- ჩემთვისაც, თქვენზე იმდენი რამ მსმენია რომ ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. ღიმილით მეუბნება გოგო.
- თქვენზეო? გაკვირვებული ვამბობ მე. - თქვენობით ნუ მელაპარაკები თორემ თავი ბებერი მგონია. სიცილით ვამბობ მე.
- არხარ თუ. გველივით მიკბინა ჩემმა ძმამ.
- მოკეტე. ბღვერით ვეუბნები გუკას.
- მალე მამაშენიც მოვა, შენ მაქამდე დაისვენე და შემდეგ სუფრას მივუსხდეთ. სიტუაციის განეიტრალება სცადა დედაჩემმა, ჩემოდანს ხელი დავსტაცე და ჩემი ოთახისკენ წავედი. პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, წყილს ქვეშ თითქმის ერთი საათი დავყე შემდეგ კი, სხეულზე ტილო შემოვიხვიე და ოთახში გავედი.
- მიხარია რომ დანიელი აირჩიე. მესმის მართას ხმა.
- ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა. ღიმილით ვეუბნები მე.
- რათქმაუნდა დე, მე შენი ბედნიერება სულ გამიხარდება. ხმაურით მკოცნის და მალევე უჩინარდება კარში. ბარგი მალევე ამოვალაგე, მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მისაღებში არავინ დამხვდა, არც სამზარეულოში.
- ეტყობა გაფიცვა აქვთ. ჩემივე ნათქვამზე მეცინება და მაცივრის კარს ვაღებ.
- აბა ერთად ვივახშმოთო, არა რა გადამრევს ეს ხალხი. წვენი გამოვიღე და ჭიქაში დავასხი, ისა დალევას ვაპირებდი ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს დავხედე დანიელი მირეკავდა და სასწრაფოდ ვუპასუხე.
- ხო საყვარელო. თბილად ჩავძახე ყურმილის იქეთ მონატრებულ ქმარს.
- ნატ მისამართს მოგწერ, ტაქსი გააჩერე და სასწრაფოდ მოდი. ჩემს პასუხს არ ელოდება ისე მითიშავს ტელეფონს.
- ყველა ერთ დღეს გაგიჟდა.  გავიფიქრე ჩემთვის, იქვე დადებული ქურთუკი ავიღე და სახლი დავტოვე.
-არა რა წესია ერთი ესე ტელეფონის გათიშვა, გაბრაზებულმა გავაჩერე ტაქსი მისამართი ვუკარნახე და თვალები დავხუჭე.
- ან ეს ხალხი სად გაიფიცა, ან ეს დარეკვა და გათიშვა რა იყო. არა რა არ არიან ესენი ნორმალურები.
- მოვედით. ფიქრებიდან მძღოლის ხმას გამოვყავარ, თანხას ვაწვდი და ტაქსიდან გადავდივარ. ჩემს წინ ულამაზესი რესტორნის ხედი მალევე ჩნდება რომელსაც დიდი ასოებით " ქალბატონი ადვიკატი" აწერია. დანიელის საქციელზე მეცინება და რესტორნის დიდ შუშის კარს ვაღებ, თვალში პირველი ჩემი და დანიელის ფოტოები მხვდება, ძალიან ლამაზი და მყუდრო რესტორანია. სწორედ ისეთი მუქი ფერებით როგორიც მე მიყვარს. ერთი მხარე სულ იასამნისფრადა შეღებილი, ჩემს პირდაპიე კი იმ პარკის  ფოტოსურათი სადაც მე და დანიელი ვხვდებოდით.
- აქეთ წამობრძანდით ქალბატონო ნატა. მესმის მიმტანის ხმა და მეც იქეთკენ მივდივარ.
მალევე ჩემს წინ ჩემი ყველა მეგობარი და ახლობელი ჩნდება, ნაბიჯს ავუჩქარე და მონატრებულ მამას მთელი ძალიათ ჩავეხუტე.
- მომენატრე მა.
- მეც მომენატრე პრინცესა. თბილად მეუბნება მამა და შუბლზე მკოცნის.
მამას ვშორდები მარიას და ტატოს ვეხვევი, შემდეგ კი მათ გვერდით მდგომ პატარა თათასკენ ვიხედები.
- დედიდა. ჩლიფინით მეუბნება ჩემი პატარა დიშვილი, მისკენ ვიხრები და ფუმფულა ლოყებს ვუკოცნი.
- დეიდას პრინცესა. გახარებული ვეხვევი პატარას.
- მიკაქალ. საყვარლად მეუბნება პატარა თათა.
- მეც მიყვარხარ პრინცესავ.
- როგორც ჩანს მე რავის მოვენატრე და ვუყვარვარ. მესმის ზურგს უკან დანიელის სიცილნარევი ხმა და მეც მისკენ ვბრუნდები, მთელი ძალით ვეხვევი მონატრებულ ქმარს შემდეგ კი ვნებიანად ვკოცნი ტუჩებში.
- ძალიან მომენატრე საყვარელო. დამთბარი ხმით მეუბნება ის.
- მეც მომენატრე საყვარელო.
- ჩვენც აქ ვართ. მესმის გუკას ბურტყუნი.
- შენ ხომ კაცს არაფერს არ აცდი. ბღვერით ვეუბნები ძმას და ენას ვუყოფ.
- რადგანაც გადაწყვეტილი გვქონდა პატარა ქორწილი საქართველოში, ვიფიქრე ეს ყველაფერი დღეს გამეკეთებინა.
ხელს მხვევს დანიელი და სუფრისკენ მივყავარ.
- ხო მაგრამ სჯობდა გაგეფრთხილებინე, ნახე როგორ წამოვედი. ვანიშნებ ჩემს ჩაცმულობაზე და ორივეს სიცილი გვიტყდება.
- შენ ხომ არ გიყვარს არაფრის დაგეგვმა, ყველაფერი ხომ უეცარი და მოულოდნელი გხიბლავს. ღიმილით მეუბნება ის და ცხვირზე მკოცნის.
- ესეთი მოულოდნელიც არა. სიცილით ვეუბნები მე და ჩემს ადგილს ვიკავებ.
- აბა თუ გაგაფრთხილე რაღა მოულოდნელია.
- კარგი ჰო. ეხლა ეს რომ არ გავაჩუმო კიდევ დიდხანს ისაუბრებს ამ მოულოდნელობაზე.
- თქვენ სახლში გაფიცვა რომ მომოწყვეთ, გაგეფრთხილებინეთ მაინც. გაბრაზებული ვეუბნები ჩემებს.
- მუშები გაფიცვას რომ აწყობენ არავის არ აფრთხილებენ. გველივით სისინებს გუკა.
- შენ რაღაც ამ ბოლო დროს ძაან მკბენ და ამოგადღლიზავ მაგ შხამიან ენას.
- ამოგადღლიზავ არა ამოგაძრობ. სიტყვას მისწორებს ის.
- ამოდღლეზვა უფრო კარგია. ენას ვუყუფ მე და ჩემს გვერდით მჯდომი დიანასკენ ვიხედები.
- დიკო მე მეორე კრუგზე ვარ უკვე და შენ როდის თხოვდები. ვეუბნები მისთვის ყველაზე საზიზღარ ფრაზას, რაზეც მის დაბღვერილ სახეს ვიღებ.
- ხომ იცი რომ ვერ ვიტან მაგ სიტყვას.
- ვიცი მაგრამ ხომ იცი რომ მე ვგიჟდები ნერვებს რომ გიწეწავ. თავს მხარზე ვადებ დაქალს და იქვე ვკოცნი.
- ჩემი გიჟი გოგო.
- ხომ არ გეწყინა აეროპორტში რომ ვერ დაგხვდი? ეჭვნარევი ხმით მეუბნება ქმარი.
- არა საყვარელო რას ამბობ. დიანას მხარიდან თავს ვიღებ და ეხლა დანიელის მხარზე ვდებ.
- შენ არა მაგრამ მათე დამხვდა. შეპარვით ვეუბნები მე.
- რა უნდოდა?  შევატყვე როგორ დაებერა ძარღვები და ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს.
- გაიგო ჩვენი ამბავი და დამემუქრა რომ ბედნიერებას არ შემარჩენდა. მეც გავაფრთხილე რომ თუ ვინმე ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში ბოლოს მოვუღებ თქო. სიცილით ვეუბნები ქმარს და ოდნავ წვერიან ლოყაზე ვკოცნი.
- მიყვარხარ. დამთბარი ხმით მეუბნება ის.
- მეც მიყვარხარ. ცხვირს მის ყელში ვრგავ და მთლიანად ვისრუტავ მის სურნელს.
კიდევ დიდხანს დავრჩით რესტორანში, მართალია ჯანმრთელი ვარ მაგრამ ჯერ კიდევ წამლების ზემოქმედების ქვეშ ვარ და მალევე ვიღლები. ძალიან დამღალა ცეკვამ სასმელმა და სადღეგრძელოებმა, ამიტომ დანიელს ვთხოვე სახლში წავეყვანე.
დანიელის მანქანაში ჩავჯექი თავი როგორც კი მივადე სავარძელს ეგრევე ჩამეძინა, მანქანა როგორც კი გაჩერდა ეგრევე გამომეღვიცა. დაფეთებული ვიხედებოდი აქეთ-იქით გარემო რომ ვერ ვიცანი გამიკვირდა.
- სად ვართ? დაბნეული ვეუბნები ქმარს.
- ჩვენს ახალ სახლში. ჩვეული მშვიდი ტონით მეუბნება ის.
- ჩვენს სახლში? თვალებ მოჭუტული ვეუბნები მე.
- ხო ეს სახლი დღეიდან ჩვენი სიყვარულის ბუდე იქნება. სიცილით ამბონს ის და მანქანიდან გადადის, ისე დავიბენი რომ გადასვლა ვერც კი მოვიფირე და გაშტერებული მივჩერებოდი ადგილს სადაც ორი წუთის წინ ჩემი ქმარი იჯდა.
- გადმოხვალ ეხლა თუ დავუძახო სამაშველოს. ხარხარით ამბობს ის.
- ჰო მოვდივარ. დაბნეული ვამბობ და დანიელს უკან ავეკიდე.
- ისე ქორწილის შემდეგ სიძეს დედოფალი ხელში აყვანილი შეჰყავს სახლშიო გამიგია. ნიშნისმოგებით ვამბობ მე.
- და დედოფალმა რომ აიყვანოს სიძე ხელში და ისე შეიყვანოს არა? დაეყვებული ამბობს ის.
- რომანტიკის აზრზე არ ხარ რა. გაბრაზებული ვამბობ მე და წინ გავიჭერი.
- კარგი ჰო ვიხუმრე. ჩემს ფეხებთან იხრება ის და იმის მაგივრად რომ ხელში ამიყვანოს, ბეჭებზე მიკიდებს და ისე მიდის.
- რას აკეთებ შე ხისთავიანო დამსვი. ვყვირი გაკაპასებული და ხელებს ვიქნევ.
- რომანტიკა ხომ გინდოდა.
ხარხარით მეუბნება ის.
-მერე და ეს რომანტიკაა? შე მართლა სვანო, შე ხისთავიანო დამსვი თორემ ვიკივლებ.
- მოისვენე თორემ გამივარდები. საჯდომზე ხელს მირტყამს და ისე მეუბნება.
- არა რა მოგკლავ დაგახრჩობ, გაგგუდავ იცოდე. მუქარით მეუბნება მე, ის და სახლის კარს ხმაურით ხსნის.  ვცდილობ როგორმე თვალი მოვავლო იქაურობას თუმცა უშედეგოთ, სირბილით ადის კიბეებზე მალევე ხსნის ახალ კარს და საწოლზე მაწვენს.
- მართლაც რომ სვანი ხარ. ბრაზით ვეუბნები მე.
- ჩემი გაბრაზებული გოგო. საყვარლად მეუბნება ის და ჩემკენ იხრება.
- არ მომეკარო. თითს ცხვირწინ ვუფრიალებ მე, თუმცა არ ჩერდება და ჩემკენ იხრება. საწოლზე ვტრიალდები ვიფიქრე გავექცევი თქო მაგრამ ვაი ასეთ გაქცევას, ჩემი გადაბრუნება და ძირს დახეთქება ერთი და იგივე იყო.
- ვაი გვერდები. მანჭვით ვიზელ მარცხენა ხელს.
- მშვიდობა გაქვს. ეხლაღა გამოერკვა დანიელი რაც მოხდა და ზემოდან დამყურებს.
- ყველაფერი შენი ბრალია. ბრაზით ვამბობ მე ძვლივ-ძლივობით წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში შევდივარ. მალევე აწრიპინდა ჩემი ტელეფონი და ესემესი გავხსენი.


" ხომ იცი რომ ესე ადვილად არ დაგთმობ? სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი იქნები, ზუსტად მაგ დროს გამოვჩნდები მე შენს ცზოვრებაში და მერწმუნე ჩემი გამოჩენა სასიხარულო არ იქნება. შენი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული სულ მე ვიქნები ნატალი"



ვიცი,ვიცი რომ ძალიან უნამუსო გოგო ვარ. ძალიან მინდოდა რამე დამეწერა თუმცა არც დრო არც თავი და არც მუძა არ მქონდა დანაპირებიი შევასრულე კვირას ავტვირთე მაგრამ რა ავტვირთე და რა "ვჯღაპნე" არ ვიცი. მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ, უბრალოდ იცით ჩემი ამბავი და შეძლებისდაგვარად რასაც ვახერხებ იმას ვწერ ისტორიის დასასრული ახლოვდება ხვალ არ ვიცი და ზეგ ახალ და დიდ თავს დავწერ. უკვე მოფიქრწბული მაქვს შემდეგი ისტორიაც იმედია გამიმართლებს და დავიწყებ იმ ისტორიის წერას. მიყვარხართ და მადლობა თქვენ რომ ესე მიძლებთ და გაგებით ეკიდებით ჩემს მდგომარეობას❤❤скачать dle 11.3




№1 წევრი naniko mindia

Kargi iyo .imedia momdevnosac male dadeb
--------------------
lomidze

 



№2 სტუმარი Guest nutsa-mariam darbaidze

აი ძააან მაგარია <3 მალე დადე შემდეგი რა <3

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

naniko mindia
Kargi iyo .imedia momdevnosac male dadeb

ხვალ დავდებბ ჩემო კარგო მიხარია რომ მოგეწონა❤

Guest nutsa-mariam darbaidze
აი ძააან მაგარია <3 მალე დადე შემდეგი რა <3

ანუ გავამართლე იმედები? ხვალ ავტვირთავ ახალს❤

 



№4 სტუმარი მოცინარი

შე ცუდო მაგრამ საყვარელო გოგო შენა!
მათეეეე, რა გინდა შე
სძაგელოოოოოოოოო!!!! ისა, და რა მაინტერესეს, ამათ სახლში მართაც იცხოვრებს? :დდდ ვიცი, ვიცი, დებილობა კითხვაა :) ნეტა შემდეგში რა მოხდებაა

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
შე ცუდო მაგრამ საყვარელო გოგო შენა!
მათეეეე, რა გინდა შე
სძაგელოოოოოოოოო!!!! ისა, და რა მაინტერესეს, ამათ სახლში მართაც იცხოვრებს? :დდდ ვიცი, ვიცი, დებილობა კითხვაა :) ნეტა შემდეგში რა მოხდებაა

რასქვიადა არიცხოვრებს ჰა:დდდ შემდეგს დღეს ავტვირთავ და გაიგებ ყველაფერს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent